შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტყემლის ქურდები (4)


22-06-2020, 20:10
ნანახია 1 188

ივლისის ორი იყო გათენებული , ქალაქს ბუღი რომ ასდიოდა. ძალიან ჩახუთული ჰაერი იყო და ვერაფრით ვახერხებდი გაგრილებას. ხან მარაო ვინიავე, ხან რვეული, მაცივრის საყინულეშიც კი შევყავი თავი, მაგრამ საშველი არ იყო. სიცხის გამო ყველაფერი მეზარებოდა, წყლის დალევაც კი. დივანზე ვიყავი წამოგორებული გაუნძრევლად, ტელეფონმა რომ დამირეკა. 3 მეტრის მოშორებით მაგიდაზე დადებულ ტელეფონს ამრეზით შევხედე და ძლივს ავდექი. მაკა იყო.
- გისმენ დედა- მაგიდიდან ჟურნალი ავიღე და დავინიავე.
- ბებიაშენმა დამირეკა, ნაწყენია. სულ დამივიწყა, ხომ დაეწყო არდადეგები, რატომ არ მოდის ჩემთანო.
- წყლის დასალევად მეზარება ადგომა, ვარიანში როგორ ჩავიდე...
- ჩაჯდები ტრანსპორტში და წაბრძანდები. ეზოში გახვალ ხოლმე და ჩრდილში დაჯდები. რას იხუთები მანდ...
- აუ- ავწუწუნდი.
- იყავი და იწუწუნე მაშინ! მე და მამაშენს ჯერ შვებულება კიდევ დიდ ხანს არ გვექნება, მთელ არდადეგებს აქ ხომ არ გაატარებ.
- მეგის მაინც წავიყოლებ...
- რად უნდა მაგას კითხვა, წაიყოლე.
ბუზღუნით შევედი ჩემს ოთახში და საჭირო ნივთები ჩავალაგე.
მეგის ჭიშკარს როცა მივუახლოვი, დავუძახე. დედამისმა გადმომხედა ფანჯრიდან.
- ჯერ არ ამდგარა მარიკო, ამოდი და შეაკითხე.- მიღიმოდა.
როდესაც ოთახში შევედი, ქალბატონი გულაღმა იწვა და ხელები გაეფარჩხა. წარბშეკრულს ეძინა.
- მეგი - ხმადაბლა დავუძახე.
- ჰმ...- ამოიბურტყუნა რაღაც.
- ადექი მეგი. - ნელა შევანჯღრიე.
- შემეშვი - ხელი აიქნია ძილ-ბურანში მყოფმა და შემთხვევით ცხვირში მომარტყა.
- აუ - ცხვირზე ხელი მივიდე. - აეთრიე ახლა, თორემ აგაყირავე საწოლიანად.
თვალები ნელ-ნელა გაახილა და წამოჯდა.
- მითხარი, რომ რაიმე მნიშვნელოვანისთვის გამაღვიძე.
- აბა, უმიზეზოდ როგორ ვიკადრებდი დედოფლის შეწუხებას.- რევერანსი გავუკეთე.
- საქმეზე გადადი, ვეზირო ჩემო!
- ადექი, ჩაალაგე, წავედით.
- სად წავედით, კაცო.
- ვარიანში.
- ვარიანში რა მინდა?- აჩეჩილი თმა თითებით დაივარცხნა.
- ბებიაჩემი მიხმობს.
- მერე, მე რა შუაში ვარ? - დაწოლა დააპირა ისევ, მე თმა მოვქაჩე. - გოგო, თმაზე ხელს ნუ მადებ, დაუნდობელი ვხდები-მეთქი.
- აუ , მეგი - გავწელე ბოლო ხმოვანი. - მარტო ხომ არ წავლ აბა? რა ვქნა იქ, ეულად.- მოწყენილი სახე მივიღე.
- ყველა მეგის ეჩხუბებით და ლანძღავთ, მერე, საბოლოოდ, ყველა ჩემს სახელს გაჰკივით. ნუ, საზღვარი არ აქვს მეგჩოს კეთილშობილებას.
აბაზანაში შებრძანდა კურტუმის ქნევით. კარადიდან მოზრდილი ჩემოდანი გამოვიღე და სამი დღის ტანისამოსი ჩავუკეცე. აბაზანის კარს მივუახლოვდი და შევძახე:
- რაღაცები ჩაგიდე, დანარჩენს შენ მიხედე. ეკასთან გავდივარ სამზარეულოში.
15 წუთში შემომაკითხა, ეკას თბილად დავემშვიდობეთ და დიდუბისკენ ავიღეთ გეზი.
მეტროში შევჯლაგუნდით წიხლით ჩატენილი ზურგჩანთებით. კარებთან ორი საშუალო სიმაღლის გოგო იდგა. მათი მზერა ჩვენი მიმართულებით რამდენჯერმე დავაფიქსირეთ, შიგადაშიგ ეცინებოდათ.
დიდი ზურგჩანთები დასაცინია? გაუტეხოს კაცმა თავი.
მეგიმ ითმინა, ითმინა და ბოლოს ისე შეხედა, შეშინებული გოგონები პირველივე გაჩერებაზე გაიძურწნენ.
ვინაიდან და რადგანაც, თბილისიდან პირდაპირ ვარიანში ტაქსის გარდა არაფერი მიდის, თბილისი-გორის სამარშუტო ტაქსში ავედით.
ბოლოდან მესამე სკამებზე დავსხედით.
- აუ რა ცხელა,- ტელეფონის ჩასადებით ინიავებდა. - რა მეგორება ახლა მე!
- ო, რას წუწუნებ. მარტო რომ წამოვსულიყავი, არ შეგეცოდებოდი?
- არა!
ნაწყენმა გავხედე.
- კარგი, ხო.- კოცნა გამომიგზავნა. - წყალი მაინც წამოგეღო, გამიშრება ყელი.
- ამდენს რომ ტლიკინებ, მაშინ რატომ არ გიშრება ყელი.
- უყურეთ ახლა ამას! წადი გოგო, წყალი იყიდე.
- გაწიე ეგ ფეხები და ვიყიდი!
ფეხები შეკეცა და მეც წყლის შესაძენად გავეშურე.
- მარო, ლუკა გირეკავდა, სანამ ვუპასუხე დაჯდა ტელეფონი. -როცა ტრანსპორტში ავედი მაცნობა.
- აუ, გუშინ დამავიწყდა დატენვა. მიდი, დამარეკინე.
- მეც დამჯდარი მაქვს- გაიკრიჭა. - მე ჯერ კიდევ მეტროში დამიჯდა.
- აუ, ინერვიულებს.
- არაუშავს, რომ ჩავალთ გააგებინებ.
ტრანსპორტში ახალი მგზავრები ამოვიდნენ. წინ ორი შუახხნის ქალბატონი დაგვისხდა, უკან 5 წლამდე ბიჭი და სავარაუდოდ მისი დედა.
ტრანსპორტი შეივსო და დავიძარით.
- ტელეფონი დამიჯდა, თამაშს ვერ ვითამაშებ, მუსიკას ვერ მოვუსმენ, ფოტოებს ვერ დავათვალიერებ...- არარსებული ცრემლი მოიწმინდა მეგატერინემ.
- ლუკას ვერ დავურეკავ...- მე მართლა ცრემლი მომადგა.
- ო- გაწელა ხმოვანი. - მე აქ საშინელ გულისტკივილზე ვსაუბრობ და ამან ლუკაო. ლუკა არა, ის!- ხელი აიქნია.
10 წუთის შემდეგ მეგის სურვილი აუხდა. ბატონმა მძღოლმა მუსიკა ჩაგვირთო, კაკო გურიელაშვილის- არ ვიქნები მე ის ლოთი.
არ გეგონოთ ეს სიმღერა ვიცოდი, მეგიმ მითხრა. რომ ჩავეძიე საიდან იცი სახელი-მეთქი, დადუმდა.
უკვე ძალიან რომ დაღალა ამ ფანოღებმა გასძახა:
- უკაცრავად, შაკიკი მაწუხებს და იქნებ გააჩუმოთ ბატონო.
კარგი შვილო, მაპატიეო- გამოსძახა ვერცხლისფერთმიანმა, საყვარელმა ბაბუმ.
- შაკიკი რომ გქონდა, მე რატომ არ ვიცოდი?
- შენ დებილი ხო არ ხარ, შაკიკი არა ასთმა.- ხელი აიქნია.
- მოატყუე?
- აბა რა ვქენი.- სკამზე კომფორტულად მოთავსდა.
- უიმე, ვირო.- ზურგი ვაქციე.
უკან როცა გავხედე, ჩაძინებული იყო.
ცოტა ხანში მეგიმ ზმუილი დაიწყო, 1 წუთში თვალები გაახილა.
- რა ხდება? მიწისძვრაა?
- ჰა?- გაკვირებულმა შევხედე.
- ხომ ქანაობდა რაღაც...
- არაფერი ქანაობდა.-გაოცებულმა ავიჩეჩე მხრები.
- როგორ არა, ქანაობდა. რხევამ გამაღვიძა.
- მოლანდებები დაგეწყო? იქნებ დაისიცხე?- შუბლზე ხელი დავადე.
- დასიცხული შენ ხარ! ნეტა რა ხდებოდა?
გაკვირვებული ათვალიერებდა არე-მარეს. მერე უკან გაიხედა და ყურებამდე გაკრეჭილი ლაწირაკი რომ დინახა, ყველაფერს მიხვდა.
- ამ ბავშვს ფეხებს მოვტეხავ! - ავი თვალებით შემომხედა.
- კარგი, გოგო! ბავშვია.
- მერე რა რომ ბავშვია, უზრდელია! უყურე ახლა, თან რომ იკრიჭება.- თვალების ბრიალით გახედა უკან.
- გაანებე-მეთქი თავი, დედამისმა არ გაიღვიძოს! - ხელზე მოვქაჩე.
- მეორედ ფეხები არ მოარტყა სკამს, უზრდელობაა!- თითი დაუქნია ბავშვს და წყნარად უთხრა.
ბავშვმა ეშმაკურად შეხედა და ჩუპა-ჩუპსის ჭამა განაგრძო.
- ახლა იმ საწუწნ კამფეტს ვერტიკალურად გადავაყლაპებ.
- ნერვები დაიმშვიდე.
კიდევ განმეორდა უკნიდან ,,მიწისძვრა“. ძლივს დავაწყნარე ხელმეორედ, მაგრამ მესამედაც რომ არ გაიგონა, მეც ყელში ამომივიდა ლაწირაკის თავხედობა.
- ახლავე გაჩერდი, თორემ დედაშენს გავაღიძებთ.- ,,დავაშინე“ ბავშვი.
- გააღვიძეთ.- მხრები აიჩეჩა და ტკბილეულის მირთმევა განაგრძო.
მე და მეგიმ ბავშვის სითავხედით გაოცებულებმა, ერთმანეთს შევხედეთ და წარბი ავწიეთ.
ამ დროსაც გაიღვიძა ქალბატონმა დედამ.
- რა ხდება, მათე?
- არ ვიცი დე, მობრუნდნენ და მაბულინგებენ...- შრეკის კატის თვალებით შეხედა დედამისს.
- რას ვშვრებით?!- აიფოფრა მეგი. მხარზე ხელი დავადე და სიჩუმისკენ მოვუწოდე.
- ქალბატონო, დიდი ბოდიში, მაგრამ იქნებ თქვენს ვაჟს უთხრათ რომ ფეხები გააჩეროს- თბილად ვუღიმოდი ქერა ქალს. - ფეხებს ურტყამს სკამს და ჩემს მეგობარს აწუხებს.
- ვინ? ჩემი მათე?- შეიცხადა ქალმა.
- არა, ის კაცი მიბრაგუნებს ფეხებს, თქვენ უკან რომ ზის და სვთველმს!
- გეჩვენება ალბათ გოგონა! თან შაკიკი მაქვსო ხომ თქვი...
- და შაკიკი ვისაც აქვს ფეხების ბაგაბუგი ეჩვენება? - დასაბმელი გამიხდა დაქალი.
- რავიცი.- მხრები აიჩეჩა ჩუპა-ჩუპსას დედიკომ.
როგორც დედამისისგან გავიგეთ ლაწირაკი, სახელად მათე, გამაღიზიანებლად, კვალვ იკრიჭებოდა. დედამისსაც არ შეუშინდა და კიდევ მოარტყა მეგის სკამს ფეხი.
- აი, ახლაც მომეჩვენა?!- აწითლდა მეგი.
- რა ისტერიკებს იმართებ გოგო.- წივილი დაიწყო ქალმა. - ბავშვია და არ იცის!
- 5 წლის ბიჭი ისეთი ღლაპი არ არის , რომ ვერ აუხსნათ, უცხოებს თავის ფეხები არ უბრახუნოს.
როდესაც მივხვდი, რომ საუბარს აზრი არ ჰქონდა მეგის ადგილი გავუცვალე.
- აზრი არ აქვს მეგი, ბავშვის კი არა დედის ბრალი ყოფილა. რასაც ასწავლის და არიგებს, იმას აკეთებს.
1 საათში უკვე გორში ვიყავით. სამარშუტო ტაქსი იუსტიციასთან გაჩერდა და ჩვენც ჩამოვედით.
ვარიანის მიმართულებით ტანსპორტი ვიპოვეთ და ახლა იქ გადავსხედით. სანამ მანქანა გაივსებოდა მეგი ბანანის საყიდლად გადავაგდე.
- დედა, რა გემრიელი ბანანია.- პირგამოტენილი ბურტყუნებდა რაღაცას.
ჩემი წილი მომაწოდა და მეც მივირთვი.
- ვაიმე, მივაღწიოთ მალე.- წუწუნის ახალი ტალღა წამოიწყო.
- მივალთ მალე.- დავამშვიდე.
***
ტრანსპორტიდან ჩამოვედით. რამდენიმე წუთიანი გზა ფეხით უნდა გაგვევლო.
- მომნატრებია აქაურობა.- მწვანედ მომბიბინე გარემოს თვალი მოვავლე.
- გამოადგი ფეხი, რა!- ბუზღუნებდა მეგი და ჩქარა მიდიოდა მიწიან გზაზე.
გზად მეზობელი და მისი ძროხა შეგვხვდნენ.
- რა გოგო ჩამოსულა!
- გამარჯობა ილო ბიძია.- გავიქეცი და ჩავეხუტე. - როგორ ხართ?
- კარგადა ვარ, კარგად. შენ როგორ ხარ, როგორ გაახარებ თინის.
- მეც კარგად ვარ, გზამ დამღალა ცოტა. წყალს ხომ არ ინებებდით? - სახე დაცვარული და აწითლებული ჰქონდა ჩემს საყვარელ მეზობელს.
ჩანთიდან ახალი წყალი ამოვიღე და გავუწოდე.
დაგვლოცა და ჩვენ ჩვენს გზას გავუყევით. სახლის ღობეს რომ მივადექი და ეზოში ვარდებთან მოფუსფუსე ბებია დავინახე, ვინანე აქამდე რომ არ მოვაკითხე ჩემ სიყვარულის ბუშტს.
- ბებო, ჩემო ბებო. - კისრისტეხვით შევვარდი ეზოში და ჩემს კოხტა ქალბატონს კისერზე ჩამოვეკიდე.
- ჩემო გიჟმაჟო, გაგახსენდა ბებია?-სახე დამიკოცნა. - მეგიც ჩამოიყვანე? გენაცვალეთ თქვენ.
მეგის მიუახლოვდა და თბილად ჩაეხუტა.
- შემოდით, შემოდით. გაიგუდებოდით ალბათ.- სახლში შეგვიძღვა.
ოთახებში სიარული დავიწყე, ყველა კუთხე-კუნჭულს ვათვალიერებდი.
როგორ მომნატრებია! ჩემი სოფლის ჭრაჭუნა იატაკი, ბუხარი, ძველებური სავარძლები, ძველი წიგნები...
მაცივრიდან ცივი წყალი გამოიღო და გრძელ, გამჭირვალე ჭიქებში ჩამოგვისხა.
ტაფაზე ხაჭაპურს გვიცხელებდა. მივირთვით და ზემოთ ოთახში შევედით დასაბინავებლად.
მეგის თეთრეულის გადაკვრა ვთხოვე ორსაწოლიანზე, მე კი დენცქვიტასთან დავდექი და ტელეფონი შევაერთე.
15 გამოტოვებული ზარი მქონდა ლუკასგან, ესემესები აუარებელი.
- ვაიმე მეგი!
- რა? - აარც ამოუხედავს, საბანს კონვერტში სვამდა.
- როგორ ინერვიულებდა ლუკა, 15 გამოტოვებული ზარი მაქვს და ბევრი მესიჯი.
- ძაღლი ნერვიულობით არ კვდება.
- კოჭლობაა ეგ...
- რა აზრი აქვს.- მხრები აიჩეჩა და ზეწარის გადაკვრას შეუდგა.
ლუკას დავურეკე.
- ნორმალური ხარ? სად ხარ? როგორ ხარ? გავსკდი რეკვით, მეგისაც ვურეკავდი, გამორთული ჰქონდა. - მიაყარა ლუკამ.
- აუ ბოდიში, ლუკ. ვარიანში ჩამოვედით ბებიაჩემთან, ორივეს დამჯდარი გვქონდა ტელეფონი და ვერ მოვახერხე დარეკვა...
- გზაში ვინმეს ვერ თხოვე რომ დაგერეკა?!
- ბოდიში...
- რას უბოდიშებ ერთი- აწივლდა ოთახის მეორე მხარიდან მეგი. - ეგ რომ მთვრალი დაეთრევა, კაცმა არ იცის სად და განერვიულებს, ეგ ხომ კარგია!
- მოკეტოს მაგან. რამდენ ხანს რჩებით? როგორ გნახო, მომენატრები...
- მე უკვე მენატრები... - მეგის სახე რომ შევამჩნიე სიყვარულობანას მოვრჩი - სამ დღეში ალბათ.
- კაი ღადაობ? რა ვქნა სამი დღე უშენოდ.
- მეც ვერ გავძლებ, მაგრამ ბებო დიდი ხანია არ მინახავს, ცოდოა, მოვენატრე.
- კარგი, ხო. ხშირად დამირეკე და მომწერე, როგორც კი გეცლება.
- აუცილებლად. გკოცნი ბევრს.
- მიყვარხარ.- თბილი ხმით მითხრა.
- მეც- გავინაბე.
- მორჩით ახლა და ჩასვი ეს ბალიში თავის ადგილას!- იისფერი ბალიში გამომიქანა. ლუკას დავემშვიდობე და ოთახის მოწყობას შევუდექი.
ერთი საათი ჩემს ბებუკას ვესაუბრე, მერე ლიახვზე წავედით გასაგრილებლად.
ყავისფერი კალათით ცივი კომპოტი, ყველის და ძეხვის სენდვიჩები და მზესუმზირა წავიღეთ.
- რა სილამაზეა.- მინდორზე ამოსულ ფერად ყვავილებს ვუყურებდი. ჩვენს თავზე ჩიტები დაფრინავდნენ.
- კი, ლამაზია.- მეგიმ მთას ახედა. - მომწონს აქ ყოფნა.
- ლუკა მომენატრება, თორემ უფრო დიდხანს გავჩერდებოდით.
ჩემს მარჯვნივ მიმავალ დაქალს გავხედე.
მეგის თმაზე ვგიჟდები. უცნაური ფერის აქვს, თან წითელი დაჰკრავს, თან ქერაა, თან წაბილისფერია... მოკლედ მთელი ცხოვრებაა ვერ გამიგია რა ფერია, მაგრამ ლამაზია, რა !
მზეზე ლამაზად უბრწყინავდა.
- ისეთი ლამაზი თმა გაქვს!- თავი ვერ შევიკავე და თმაზე ვაკოცე.
გაეცინა, თბილი თვალებით შემომხედა.
ბევრს უთქვამს, მაგას როგორ უძლებ, ლანძღვის გარდა არაფერი იცის, თბილ სიტყვას არ გეტყვის ერთხელ, შენ სულ ესიყვარულები, ის არაო.
როდესაც ასეთი თვალებით მიყურებს, რა საჭიროა სიტყვები?! ჩემი კაშკაშა გოგონა.
- კარგი ახლა, მორჩი სიყვარულობებს.
მდინარის პირას პლედი გავფინეთ და კალათა მოვათავსეთ.
კოჭამდე წყალში ვიდექით შორტებით და ერთმანეთს ვწუწავდით. როდესაც გავგრილდით და მზემ ნელ-ნელა ჩასვლა იწყო. ამოვედით და პლედზე წამოვწექით.
- კარგად გავგრილდი.- ზემოთ იყურებოდა. - ულამაზესი ცაა, თან ნახე, ნაძვი როგორ ლამაზად მიფარავს ცას.
- მართლა ლამაზია.- თავი მუცელზე დავადე. - შენ რომ არ მყოლოდი რა მეშველებოდა?
- აბა?! ეგ ცხოვრება, ცხოვრება იქნებოდა?
გამეცინა და ვუჩქმიტე, თვითონაც აკაკანდა.
- ხომ იცი რომ სითბოს ვერ გამოვხატავ...
- არ არის საჭირო. ვიცი რომ გიყვარვარ ისედაც, როგორ შეიძლება მე ვინმეს არ ვუყვარდე?!
- ეგ ბოლო წინადადება ჩემგან ისწავლე? ფუ, პლაგიატო.
წამოვჯექით და სენდვიჩებს შევექციეთ. ერთჯერად ჭიქებში შუშის ბოთლიდან ატმის კომპოტი ჩამოვისხით.
პურის ნამცეცებიც დავყარეთ ჩიტუნებისთვის, ლამაზად რომ გვეჟღურტულებოდნენ.
7 საათი ხდებოდა სახლის გზას რომ დავადექით მზესუმზირის წკაპაწკუპით.
- რა სასიამოვნო დღე იყო...- აგრილებული ჰაერი ღრმად შევისუნთქე.
ხტუნვა-ხტუნვით შევედით სახლში.
ბებიაჩემი ზამთრისთვის წინდებს ქსოვდა. მე მარცხენა, მეგიმ მარჯვენა ლოყაზე ვაკოცეთ ერთდროულად.
- როგორ გაერთეთ?- ღიმილით ამოგვხდა.
- იდეალურად თინი. - გაუცინა მეგატერინემ. - ვიწუწავეთ, გავგრილდით, სუფთა ჰაერი ვისუნთქეთ, მივირთვით, ვიჭორავეთ და ასე...
- გენაცვალოთ თინი.- მზრუნველი თვალებით გადმოგვხედა დივანზე მსხდომებს. -ვინმემ ხომ არ გაგაბრაზათ, მოვცხო გვერდებში!- მუშტი მოიღერა.
- არა- გავიცინე. - არავინ შეგვხვედრია ძროხების გარდა.
- დედაშენმა დამირეკა, მოგიკითხათ ორივე. ნეტა ეგენი როდის დამაყენებენ საშველს და ჩამოვლენ.
- არ აძლევენ ჯერ შვებულებას.- მხრები ავიჩეჩე.
- ჩაის დალევთ? თუ რომ ცხელა არ გინდათ...
მეც და მეგისაც გვინდოდა და სამზარეულოში გადავინაცვლეთ.
მანამ, სანამ ჩვენ წავულები ვიყავით ნამცხვარიც გამოუცხვია ბებიას.
ჩაის ვსვამდით, თან ვჭორაობდით.
- შეყვარებული როგორ გყავს გოგო.- ეშმაკური თვალებით შემომხედა.
გამეცინა.
- კარგადაა ბებო, ჭკვიანად იქცევა.
- არ მოიქცევა და... ოქროს შვილიშვილი უნდა ჩავაბარო, იქნებ და მოვცხო კაკლის საბერტყი!
- თუ გინდათ ჭკვიანად მყოფსაც მოვცხოთ.- თავისი აზრითვე აღფრთოვანდა მეგი და თვალები გაუბრწყინდა.
- გოგო!- თვალები დავუქაჩე.
- არ გინდათ, ნუ გინდათ!- ნამცხვარი ჩაკბიჩა.
მერე ბებიაჩემმა ძველი ალბომი მოაცუნცულა.
- ვაიმე, მარიამ, აქ რას გავხარ. აჰაჰაჰ.- აკაკანდა და თითს ჩემსკენ იშვერდა.
სურათში ჩავიხედე. წინა ორი კბილი არ მქონდა და 45 ზომა კალოშივით მქონდა პირი დაღებული. ბაგეების გარშემო შოკოლადი მქონდა მოთხუპნული კანი.
- რას ვგევარ კი არა, რა საყვარელი ვარ.
სურათი გამომგლიჯა ხელიდან და თვალები დამიბრიალა.
- ნარცისიზმი მხოლოდ მე მიხდება!- მტკიცედ განაცხადა.
- შემინდეთ.- ხელები ავწიე.
- რა კარგია ახალგზარდობა.- ღიმილით გვიყურებდა ბებიაჩემი.
- შენ ხო რას ამბობ, მხცოვანი ბებერი ხარ.
- ეჰ, 57 წლის ვარ უკვე...
- ჩემი ლამაზი ბებიკო.- ხელზე ხელი დავადე და გავუღიმე.
- ნეტა ბებუაშენიც გხედავდს...- ნიკაპზე ხელით მომეფერა.
- აუ, როგორ გაიცანი ეგ მომიყევი რა. მერამდენედ გთხოვ, მაგრამ მიყვარს.
- 17 წლის ვიყავი, მაშინ ეგ პატარა ასაკი არ იყო, სკოლა დამტავრებული მქონდა. როგორც გარშემომყოფები ამბობდნენ ლამაზი და კოხტა გოგო ვიყავი. მაშინ აქა-იქ იყვნენ ლამაზები, ახლა ყველა მეორე ეშხიანია... ხო და ბევრ ბიჭს მოვწონდი, მე არავინ მაინტერესებდა. ზოგი ლოთი ტაშფანდურა იყო, ზოგი უსაქმური და ასე...
ძალიან მიყვარდა ატლასის კაბები, ბევრი მქონდა. ვარცხნილობად სულ გრძელ, წელამდე ნაწნავს ვატარებდი. იმ დღეს სპილოსძვლისფერი კოჭამდე კაბა მეცვა და ნინოსთან ერთად ვსეირნობდი აღმა-დაღმა. ჩვენი კლასელი ლილი ახალი გათხოვილი იყო და იმის ქმარს ვჭორავდით- ხმამაღლა გაეცინა. - ამ დროს ნოლშესტით, ახლა რომ დასცინით მაგ მანქანას, ჩამოიქროლა ვიღაცამ. საშინელი გზა იყო, აამტვერა ყველაფერი, კაბაც დამესვარა. გამწარებულმა გავხედე უკან მიმავალ მანქანას. როდესაც მოსაღამოვდა სახლისკენ დავადექი გზას. ჩემს ჭიშკრამდე 4 მეტრი მქონდა დარჩენილი, მეზობლად რომ ამის მანქანა დავინახე. კოტეს თბილისელი მეგობარი ყოფილა და ესტუმრა... კოტეს ერთი სალამი მივუგდე, ბაბუაშენს, თორნიკეს, მეგის რომ ავი გამოხედვა აქვს აი ზუსტად მასე შევხედე და შვჯლაგუნდი სახლში. ამ ბაბუაშენს მოვწონებივარ და ხშირად დაიწყო ,,კოტესთან სტუმრობა“. მე თავს ჯიუტად ვარწუმებდი რომ არ მომწონდა. მაღალი, შავგვრემანი იყო. კუპრივით შავი თმა ჰქონდა და მზეზე ძალიან ლამაზად უბრწყინავდა, ცხვირიც სწორი ჰქონდა. ხო და ამ სოფლელ გოგონებს მოსწონებიათ და დაუწყეს პრანჭვა. მე როდესაც განვაანალიზე რომ გოგოებზე ვიბოღმებოდი, ჩემს თავს ვუთხარი- ე, თინი, წასულია შენი საქმე. მეც შემიყვარდა. ნოემბერში ვიჩხუბეთ უაზროდ, ვუკივლე- ფეხი აღარ ჩამოადგა აქ-მეთქი. დეკემბრის 20 იყო, უნივერსიტეტიდან მოვდიოდი, ბინდდებოდა. სუსხი იყო საშინელი, ძვალ-რბილში ატანდა. მოულოდნელად ამ სიცივიდან სითბოში ავღმოჩნდი. ჩამტენა თორნიკემ და წამაცუნცულა თბილისში. აი, ასე...- ბაბუს გახსენებისას ვარსკვლავები უთამაშებდა თვალებში.
- რამდენჯერაც არ უნდა მოვისმინო, სულ ეკალი მაყრის...
- რა მაგარია!- მეგიც ამყვა.
- აი, აქ 1 თვის ცოლ-ქმარი ვართ.- შავ-თეთრი სურათი ამოიღო ალბომიდან.
- რა სიმპათური კაცია.- მოიწონა მეგიმ ბაბუ. - თქვენც რა ლამაზი ხართ!
- მადლობა შვილო.- თინიც ბედნიერი უყურებდა სურათს.
- მარ, ლუკას მგონი შენი ბაბუის თვალები აქვს.- სურათი გამომიწოდა.
- კი, აქვს. მეც შემიმჩნევია...
- თქვენ როგორ გაიცანით ერთმანეთი ბე.
- მეტროდან ამოვედი და მოვიდა ლუკა, ნუ, მაშინ არ ვიცოდი ვინ იყო. თუ შეიძლება დამარეკინეთ, სახლში დამრჩა ტელეფონიო.
- არა და ხელში ეჭირა, ამ დებილმა ვერ დაინახა.- ჩამეკვეხა მეგი.
- ხო და თურმე თავის ნომერზე დარეკა რომ ჩემი გაეგო. ლუკას ტელეფონი რომ აწკრიალდა და თან ეშმაკურად მიღიმოდა გავმწარდი. მერე მირეკავდა ხოლმე, ხან ვპასუხობდი, ხან არა. სახელი და გვარიც გამომტყუა და სოციალურ ქსელში დამამატა. მკითხულობდა ხოლმე. მერე კურსელის დაბადების დღეზე შევხვდით ერთმანეთს. ნუ, შემომეწონა, რა.
- უბანძესი ისტორია.- ცხვირი აიბზუა მეგიმ, მე ბალი ვესროლე.
10 საათზე ბებო დასაძინებლად შევიდა, ჩვენ ცოტა ხანს ტელევიზორის წინ ვისხედით და სვაუბრობდით. მერე ჩვენც ოთახში ავედით.
ის იყო პიჟამოები უნდა ცაგვეცვა, ლუკამ რომ დამირეკა.
- გისმენ, სიცოცხლე.
- რას შვებით?
- ახლა უნდა დავწოლილიყავით.
- არ დაწვეთ!
- რატომ?- გავიკვირვე.
- მოვდივარ ვარიანში, 15 წუთში მანდ ვარ. გამოდით შენ და მეგი, შემხვდით გზაში სადმე.
- რა?, აუ, რა მაგარია! ჩემო სიყვარულო.- ხტუნვა დავიწყე და გავუთიშე.
- რა მოხდა?- ჩამეძია მეგჩო.
- ლუკამ 15 წუთში ვარიანში ვიქნები, გამოდით და შემხვდითო.- ბედნიერმა და აჟიტირებულმა ვაცნობე.
- ეგ ხომ დაქალთან განმარტოებას არ დამაცდის...- უკვე ჩაცმული პიჟამო გაიხადა და შორტი ამოიცვა.
- რა მაგარია ხო?- ტაში შემოვკარი.
- უმაგრესი.- დატენილი ტელეფონი აიღო და ოთახიდან გავიდა. მეც გავყევი და ბედნიერად დავუყვი კიბეებს. ხმაურზე ბებომ გამოგვძახა ხომ კარგად ხართო. მისი ოთახის კარები შევაღე და ვუთხარი რაც ხდებოდა.
ფრთხილად იყავიტო დაგვარიგა და ძილი შეიბრუნა. მე და მეგი ეზოდან გავედით და გზას ქვემოთ დავუყევით. 10 წუთში მანქანის სინათლემ თვალი მოგვჭრა. ჩვენ დანახვაზე ლუკამ მანქანა გააჩერა, გადმოვიდა და ძლიერად ჩამეხუტა.
- მომენატრე.- ლოყაზე ვაკოცე.
- მეც, ჩემო ლამაზო.- შუბლზე მეამბორა. 1 წუთში მანქანიდან ორი ბიჭი გადმოვიდა, სახეზე კარგად დავაკვირდი და ნიკა და გიგი ამოვიცანი.
- ვა, რა ხალხი!- გავიღიმე და ხელი ავუწიე.
- ამათ რა ჯანდაბა უნდათ, ვინ დაპატიჟა.- გაკვირვებულმა შეხედა მეგიმ.
- რა სტუმართმოყვარეობაა გოგო!- მუჯლუგუნი მივარტყი.
- საღამოს დამირეკა გიგიმ, გოგოები მოიყვანე ჩემთან დავსხდეთ ეზოშიო. მე ვუთხარი, ჩემი ფიფქია და არიელი სოფელში წავიდნენ, მე მარტო დამტოვეს-მეთქი. მოწყენილები ვიყავით, არ ვიცოდით როგორ გაგვეყვანა დრო. მერე ნიკამ ჩავაკითხოთო და დადამ!- ხელები გაშალა ლუკამ.
- რა საყვარლები ხართ.- ნიკას და გიგის მოვხვიე.
- სამწვადე წამოვიღეთ, აქ სადმე დავანთებთ ცეცხლს?- შემეკითხა ნიკა.
- კი, დღეს მე და მეგი ლიახვის პირას ვიყავით და კარგი გარემო იყო. იქ წავიდეთ.
მანქანაში ჩავსხედით, მე და მეგი ლუკას გზას ვუთითებდით.
დანიშნულების ადგილას რომ მივედით ლუკამ მანქანის ფარები ანთებული დატოვა. საბარგულიდან პლედები, ლუდი, ჩიფსები და სამწვადე გადმოვიღეთ.
მიწიდან გირჩებს და ტოტებს ვაგროვებდით. რამდენიმე შეშის ნაჭერი თბილისიდან ჰქონდათ წამოღებული.
კოცონი დავანთეთ და გარშემო შემოვუსხედით. მწვადის შეწვა გიგიმ ითავა.
- როგორ გაგვახარეთ თქვენი ჩამოსვლით, არა მეგი?- ღიმილით გავხედე დაქალს.
- აბა რა, აბა რა.- არც გაუაზრებია რა ვუთხარი, კოღოს შესცქეროდა ხელზე რომ აჯდა და ზედ დაიკლა.
- ქილერი ხარ, მეგჩო.- თავის თავი შეაქო.
ნიკა ჩემკენ გადმოიხარა და ხმადაბლა მითხრა:
- ეს ვერაა ხო ცოტა?
გამეცინა.
- გავიგე და კანიბალი არ გამხადოთ, ნიკას ხორცი არ დავაგემოვნო ახლა.
- რა დაუნდობელი ხარ.- უთხრა გიგიმ ისე, რომ მწვადის მომზადებისთვის თავი არ დაუნებებია.
- შენ ეგ მწვადი შამფურზე აასხი , ნუ ტლიკინებ.
- რა სუფთა ჰაერია, ე.- ნიკამ ცხვირი ზემოთ ასწია.- და გრილი.
- ვაიმე, რამ გაიფაჩუნა?- შიშსგან წამოვხტი და ლუკას შევახტი.- მგლებია მგონი!
- მგელი არა ალიგატორი.- დამცინა გიგიმ.
- შენ შენს ძმაკაცს დასცინე.- გასძახა მეგიმ.
- ე, ჯოკერა, რამდენს მეტლიკინები?- წარბები ასწია ზამთარაძემ.
მეგიმ შეუბღვირა.
- კარგით, რა. მართლა რაღაცამ გაირბინა...- შეძრწუნებული ვუყურებდი არე-მარეს.
- არაა-მეთქი არაფერი, დაწყნარდი.- დაამშვიდა ლუკამ.
- მეგისთან გაქვს ურთიერთობა,მეტი ცხოველი რა გინდა.- ჩაიცინა გიგიმ და შამფური დაატრიალა.
- რაო?- თვალები მოჭუტა მეგიმ.
- სიწყნარე იყოს ახლა!- ნიკამ განაცხადა.
- ამას რაღა უნდა?!- ახლა მარცხნივ მჯდომ ნიკას გახედა მეგიმ.
- რას მეჩხუბები გოგო, როგორი ბიჭი გაპოვნინე, მადლიერი არ ხარ?
- ვინ ბიჭი მაპოვნინე?- თვალები დააჭყიტა მეგიმ.
- გიგი.- უდარდელად აიჩეჩა მხრები ნიკოლოზმა.
- ახლა დამაბით, თორემ შემომაკვდება.- გამწარებულმა შემომხედა მეგიმ.
- უმადური გოგო ყოფილხარ.- ლუდი მოსვა იმედგაცრუებულმა ნიკამ.
- მაშინ უბრალოდ ვიხუმრეთ, არანაირ ბიჭს არ ვეძებ, აქეთ მეძებენონ.- თვალი ჩაუკრა მეგიმ.
- აბა ასე ზუსტად როგორ აღმიწერეთ ძმაკაცი?- ნიშნისმოგებით შეხედა ნიკამ.
- უბრალოდ დამთხვევაა...
- მე დამთხვევების არ მჯერა.
- ნეტა ვინ ეკითხება ამას რის სჯერა!- იწიკვინა მეგიმ.
- აი, ხედავ? გაბრაზდი და აწითლდი, ანუ მართალს ვამბობ. შენ სადღაც გიგი შენიშნე, ძალიან მოგეწონა და დადებილებული დადიოდი სიმპათიებისგან. მერე შენმა დაქალმა დახმარება გადაწყვიტა და დაგიპოსტა. მერე თავი გაიმართლე, ვითომ უბრალოდ ზუსტად დაემთხვა გარეგნობა.
- მარიამ, ენას ამოვაგლიჯავ!- აჭარხლებულმა გამომხედა.
- მარიამისგან რა გინდა, მე მითხარი- ენას ამოგაგლიჯავ ნიკა.- თვალი ჩამიკრა.
მეგიმ გაბრაზებულ გულზე მიწისთხილის შეკვრა ესროლა ქავთარაძეს.
- რაებს ბჟუტურებ ბიჭო!
- აჰაჰაჰ- დასცინოდა ნიკა.
- ვირი ეს!- ავი თვალებით შეხედამ მეგიმ ნიკას.
- გეყოთ ახლა.- იცინოდა გიგი, მერე ერთჯერადი, დიდი ჭიქები ჩამოგვირიგა და ლუდი ჩამოგვისხა. - მწვადიც მალე იქნება.- დაგვაიმედა.

10 წუთის შემდეგ გემრიელად შევექცეოდით პურში მოთავსებულ ხორცს. ყველამ შევუქეთ გიგის ნახელავი მეგის გარდა.
- მეგი, რას იტყვი აბა?- წარბები აუთამაშა გიგი.
დუმილის შემდეგ მეგიმ თქვა:
- კი მინდოდა რამე ცუდად მეთქვა, მაგრამ ძალიან გემრიელია.- მადიანად ჩაკბიჩა ხორცის ნაჭერი.
გაკვირვებულებმა გადავხედეთ გარშემომყოფებმა ერთმანეთს.
სახლიდან გამოსვლამდე ბებომ შემომთავაზა, მოლხენის შემდეგ დაპატიჟე ლუკაო. ნუ ლუკას გარდა კიდევ ორი სტუმარი შემოგვემატა, მაგრამ დავაბინავებ ამათაც.
- ჩემთან ხომ დარჩებით?- სიხარულით დავპატიჟე ბიჭები.- თან ნასვამ მდგომარეობაში საჭესთან არ დაგსვამთ.
- უხერხულია...- თქვა ლუკამ.
- ბებიაჩემმა თვითონ შემომთავაზა თქვენი სახლში დაპატიჟება. პრობლემას არ წარმოადგენს.
- ნამდვილად?- იკითხა ნიკამ.
- კი, ნამდვილად.- გავუღიმე.
მაინც დავითანხმე.
ორ საათამდე ვილხენდით მდინარის პირას. ხან ვიმღერეთ, ხან ვითამაშეთ...
მოკლედ , ძალიან კარგი დრო გავატარეთ.
ბედნიერები და შეზარხოშებულები გავემართეთ ჩემი სახლისკენ.
ჩუმად შევედით და ბიჭებს თავიანთი ოთახი ვანახე. თეთრეული გავუშალე ორსაწოლიანზე. რა მექნა, სამ კაცს იქ მოუწევდა დაწოლა.
ტკბილი სიზმრები ვუსურვეთ ერთმანეთს, ლუკას ვაკოცე და დაქალთან ერთად ოთახში შევედი დასაძინებლად.

გამარჯობა, ჩემო ძვირფასებო.
ველოდები თქვენს შთაბეჭდილებებს, ძალიან მახარებთ heart_eyes



№1 სტუმარი სტუმარი ანი

და რა? რამე განვითარება არ უნდა ქონდეს? ან რავიცი რამე არ უნდა მოხდეს საერთოდ? ან კიდე ისტორია თუ მეგის და გიგის წყვილზეა მარიამის მხრიდან რატომაა მონაყოლი ვერ ვიგებ..
ან რამე განავითარე ან რავიცი უინტერესო ხდება უკვე

 


ანუ, ისტორია თვითონ კარგია, სხვისი თვალით დანახული ცხოვრების გადმოცემა კი უფრო კარგი, მაგრამ ყოველ თავში შეეცადე რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი ჩააქსოვო, შეეცადე ისტორია უფრო განავითარო, წარმატებები♡♡

 


სტუმარი ანი
და რა? რამე განვითარება არ უნდა ქონდეს? ან რავიცი რამე არ უნდა მოხდეს საერთოდ? ან კიდე ისტორია თუ მეგის და გიგის წყვილზეა მარიამის მხრიდან რატომაა მონაყოლი ვერ ვიგებ..
ან რამე განავითარე ან რავიცი უინტერესო ხდება უკვე

ისტორიას ჰქვია ტყემლის ქურდები- ანუ ისტორიის ძირითადი ხაზი მეგისა და მარიამის შესახებაა და არა მეგისა და გიგის. მთავარი წყვილი აქ მხოლოდ მეგის და გიგის, ან მარიამის და ლუკასი არ არის. თუ გავითვალისწინებთ იმას რომ ისტორიის მხოლოდ მეოთხე თავია, ვფიქრობ "განვითარება" და "რაღაცეების მოხდენა" ჯერ ადრეა. ამას დამატებული, როცა მსგავსი სიუჟეტის ისტორიას კითხულობთ, (საზაფხულო, მხიარული და მსუბუქი) მსგავსი კომენტარები ცოტა სხვა ფორმით მაინც შეიძლება დაიწეროს. ყველაფერს აქვს თავისი ფორმა, მათ შორის კომენტარის წერასაც და "და რააა?" ნამდვილად არ არის საჭირო. ვიმედოვნებ სწორად გაიგებთ ჩემს მთავარ სათქმელს.

 


№4  offline წევრი ვიპნი

ძალიან ვერთობი ამ პოზიტიური გოგოებით ,ისე მწვადი და გიგი მეც მომინდა :D

 


№5  offline წევრი Ellenne16

ძალიან სასიამოვნოდ წასაკითხი და პოზიტიური ისტორიაა♥️ ძალიან მომწონს♥️♥️

 


№6  offline წევრი მე მინე

აუუ ერთი მეგი მეც მინდა ????????????
--------------------
მ.კ

 


№7  offline წევრი nini_22

წერის კარგი სტილი გაქვთ, პოზიტიური ისტორიაა

 


№8 სტუმარი სტუმარი თათო

მომწონს ისტორია, მხიარული და ზაფხულს რომ უხდება ისეთია...თან ამ დასტრესილ დღეებში მისწრებაა პირდაპირ ცოტა მხიარული ამბები????????????????არ მიაქციო ყურადღება უაზრო კომენტარებს...ველით შემდეგ თავს

 


№9 სტუმარი სტუმარი მანანა

ძალიან პოზიტიურია, თავისუფალი და მხიარული , ყოველგვარი ინტრიგებისა და ღრმა განცდებისაგან თავისუფალი. ნამდვილად ,,საზაფხულოა,,- გელოდები კიდევ უფრო ხალისიანი თავით.

 


№10 სტუმარი სტუმარი მანანა

სად დაგვეკარგეთ, გელოდებით

 


№11  offline წევრი Yavisfertvala

Auuu sad dagvekarge

 


№12  offline წევრი GentleWoman

აღარ აგრძელებთ???

 


№13  offline წევრი მარი_ამი_

როდის დადებ????

 


№14 სტუმარი სტუმარი Mmm

შენი მწვანე თვალების ჭირიმე გააგრძელე რა ეს ისტორია....

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent