შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნახევრად 5


24-06-2020, 17:33
ნანახია 293

დილით ადრე გამეღვიძა, კატუნიაისევ იმ ფორმაში იყო, წამოვდექი და თან ვფრთხილობ არ გავაღვიძო, აშკარაა, როდესაც წამოვდექი შესცივდა, ეს ხომ ნორმალურია არა? ამიტომაც პლედი მივაფარე და სახლის დალაგებას შევუდექი, ჯერ ერთი კვირის დაგროვილი ჭურჭელი დავრეცხე, ყოველთვის მეზარებოდა ამ ჭურჭლის რეცხვა, ამ დილით კი ენერგიულად ვარ, ჰო და გადავწყვიტე სახლი ძირფესვიანად დამელაგებინა, შემდეგ ჩემს საძინებელში შევედი და საწოლს თეთრეული გამოვუცვალე, სარეცხები სარეცხ მანქანაში შევყარე და რაც შეიძლება მაღალი ტემპერატურაზე ჩავრთე, შემდეგ საშრობში ჩავყარე და გავაშრე, ბოლოს კი როდესაც საქმე დაუთოვებაზე მივიდა, საშინელი სიზარმაცე ვიგრძენი მაგრამ ამასაც ვძლიე და ყველაფერი დავაუთოვე, შემდეგ კარადაში ლამაზად ჩავაწყვე და სააბაზანოში შევედი, იქურობაც დავასუფთავე, წიგნების თროები გადავწმინდე და ლამაზად დავაწყე ეს წიგნები, სათავსოში რომ შევედი კი, მაშინ მართლა ძალიან დამეზარა იქაურობის დალაგება რადგან ყველაფერი ერთმანეთს ეყარა, ამიტომ ბოლოსთვის მოვიტოვე, მტვერი გადავწმინდე, ტელევიზორიც კი გავწმინდე, ფანჯრები დავწმინდე და მივადექი ისევ სათავსოს, ჯანდაბა ძალიან მეზარებოდა, მაგრამ მიზანი მქონდა, სახლი უნდა დამელაგებინა ბოლომდე, ჰო და მეც ორი საათი მოვანდომე ამ სათავსოს დასუფთავებას, იმდენი ნაგავი გადავყარე, უფფფ, შემდეგ გამოვგავე, გამოვწმინდე და ბოლოს ეზოს მივადექი, ჯერ თოვლი მოვაგროვე ერთ ადგილას და შემდეგ ბალახების საწვავ მანქანა ავიღე და ბალახები გადავჭერ-გადმოვჭერი, შემდეგ ეს ბალახებიც მოვაგროვე და დიდი ცელოფნებში ჩავყარე, თოვლიც და ბალახიც, ნაგვის გადასაყრელად ქურთუკი მოვიცვი და ბუნკერში მოვიაროლე ეს ნაგვები, სახლში დავბრუნდი და ჩემი პატარა ბუნგალო, სპეციალური საწმენდი საშუალებით დავწმინდე, ბოლოს კი სახლში შევედი, ტანზე გადავივლე, ჩავიცვი საგარეო ტანისამოსი, ქურთუკი მოვიცვი და ბანკში წავედი, კატუნიას ისევ ეძინა, საკვები თავის ადგილას დავუტოვე და ისე წამოვედი რა თქმა უნდა.
ბანკში რომ მივედი და სესხის თაობაზე განვაცხადე
-უკაცრავად მაგრამ მხოლოდ ათსის მოცემას შევძლებთ-აი ეს მითხრეს, მე კი ცამეტი მჭირდებოდა, ძქლიან ცუდათ ვიყავი, მეგონა მალე გავტყდებოდი, თუმცა
-კარგით, ავიღებ-სხვა გზა უბრალოდ არ მქონდა, სესხი ავიღე მაგრამ დანარჩენ სამზე რა ვქნა? ძალიან ცუდათ ვარ, გაქცევა მინდა მაგრამ ვერ ვახერხებ, არც მეგობრები მყავს, არც მშობლები, არც ნათესავი მყავს ვინც დამეხმარება
-ღმერთო რა გავაკეთო-ზემოთ ცაში ვიხედები, ვუყურებ მზის სხივებ, სხივებს რომლებიც ჩვენ ადამიანებს გვეცემა, რომელიც ჩვენ ფერადს გვხდის, რა იქნებოდა რომ არა მზე? არც არაფერი, ჩვენ უბრალოდ უჩინარები ვიქნებოდით, დედამიწა არსებობას შეწყვეტდა, ჩვენ კი ადამიანები, დაუნახავი არსებები კიდევ უფრო დაუნახავები ვიქნებოდით, თუმცა იქნებ ერთმანეთი უფრო დაგვეფასებინა? ერთმანეთს უფრო ლმობიერად მოვბყრობოდით? იქნებ არ ვყოფილიყავით ასეთი ბოროტები, ამპარტავნები, ამბიციურები და კიდევ ვინ იცის რამდენი რამ, მაგრამ, მზე რომ არა? ჩვენც არ ვიქნებოდით, წარმოგიდგენიათ დედამიწა მზის გარეშე? ჰო არც მე, არა ზოგჯერ წარმოვიდგენ, წარმოვიდგენ უკუნეთ სიბნელეს, ადამიანებს რომლებიც ვერაფერს ხედავენ და ნებისმიერი ჯოხით დადის, ზოგი სახლიდან არ გამოდის, ყველა ერთმანეთს ეჯახება და უბრალოდ კაცობრიობა გადაშენდება, მე მაფლობელი ვარ ნებისმიერი ამგელოზისა, ეშმაკისა თუ ღმერთის, რომ ასეთი საოცრება შექმნეს, ეს ოქროსფერი ბურთი, ლამაზი და თბილი სხივებით.
მოიცა, მე ოქრო ვთქვი, ოქრო, სასწრაფოდ ფეხს ვუჩქარებ დ სახლში შევდივარ, სისუფთავის სუნი დგას, ეს ძალიან მომწონს, ფეხზე ვიხდი სწრაფად მაგრამ მაინც დინჯად და მშვიდად,ჩემს ოთახში შევდივარ და იმ დიდ ოქროს საათს ვეძებ რომელიც ადრე ვიყიდე, იქნებ იუველირთან მიმეტანა, სამს მაინც როგორ ვერ გადამიხდიდა? მე ხუთად ვიყიდე, სასწრაფოდ აბიღე ეს საათი და გარეთ გავედი, ჰო შეიძლება გარედან უემოციო და მშვიდი მჩანდი, თუმცა ჩემში რა ხდებოდა, მხოლოდ მე თუ ვიცი.
რამდენიმე იუველირთან მივედი, მაგრამ ყველა მეუბნებოდა
-უკაცრავად მაგრამ მხოლოდ ორიათასის გადახდა შემიძლია-მალე ალბათ დავიმსხვრეოდი
-კარგით, მადლობა, ავიღებ -ვთქვი ოდნავ ხმაწართმეულმა და ის ორიათასი ავიღე, ახლა? ახლა რა ვქნა? ამას ვფიქრობ და სახლისაკენ მივზოზინებ.
-კატუნია-სახლში შეავლიათანავე საათს ვუყურებ ხუთი ხდება, გარეთ ღამდება, კატუნია კი ჩემსკენ მოდის
-აბა, წამოხვალ პარკში?-ის თავს მიქნევს, მე კი მოკბერტს ვიღებ, გუაშებთან ერთად და კატუნიას ვეუბნები
-კატუნია წავედით-ის უკან მომყვება, მე წინ მივიწევ და ჩემს საგვარელ ადგილს ვხედავ, ხის ძირში, მინდორზე თუმცა რადგან თოვლია ძირს ვერ დავჯდებოდით, ამიტომაც სკემზე მოვთავსდით, ხესთან ახლოს იდგა, მოლბერტი ძირს დავდგი და ყურსასმენები მოვირგე, ისე ვერ გავძლებდი, ემოციები უნდა გადმომეცა, უნდა დავცლილიყავი, ამაში კი ხატვა, მოცარტი და კატუნია მეხმარებოდნენ, ვდგავარ მოლბერტის წინ, ხის გვერდით და კატუნიას წინ, არ ვიცი რას ვხატავ, არ ვიცი რომელ ფერს ვიყენებ, არ ვიცი როგორ ვაკეთებ თუმცა აშკარაა მე ეს მეხმარება, გაუაზრებლად ვხატავ, ვხატავ გაბრაზებულ და ნაწყენ გულზე, როდესაც ვამთავრებ საკუთარ ნაშრომს ვუყურებ და ვერ ვხვდები რა არის ეს, თუმცა მომწონს, ლამაზი რაღაც არის, კატუნიას გვერდით ვჯდები ცოტა ხნით და თავზე ვეფერები, როდესაც ხმა მესმის
-უკაცრავად ამ ნახატს ყიდით?-მეკითხება ვიღაც ოდნავ ხანში შესული ქალბატონი, ეტყობოდა რომ არ იყო ღარიბი
-არ..დიახ რა თქმა უნდა
-რა ღირს? სამიათასი? ოთხი თუ ხუთი?-ცოტა გამიკვირდა, ამდენს ვინ გადაიხდიდა ამ ნახატში
-მხოლოდ ათასი ღირს
-ასე იაფი რატომ შვილო? არ გიცდია რომ ნახატები გამოფენისთვის დაგეხატა და დაგეკიდა? შემდეგ იყიდნენ და ფულსაც იშოვიდი
-მადლობა შემოთავაზებისათვი-ეს აზრი ადრე მე რატომ არ მომივიდა? -რატომ ყიდულობთ ამ ნახატს?
-იმიტომ რომ ასე მგონია ვიღაცამ ამ ნახატში მთელი სული ჩადო, ვიღაც არ იცოდა რას ხატავდა, მაგრამ ხატავდა, სევდას ვხედავ, მაგრამ სწორ სევდას
-რას ნიშნავს სწორი სევდა?
-როდესაც ოდნავ წამოიზრდები მიხვდები
-კარგით-ის ფულს მიწვდის მე ნახატს ვუწვდი და ძალიან ბედნიერი ვარ რადგან ოცდასამი ათასი მაქვს.
სახლში როგორც კი შევდივართ მე და კატუნია, ის უცებ ადამიანად იქცევა, თქნ მეშინია არავინ დაინახოს, თანაც შიშველია და თვალებზე ხელა ვიფარებ
-კატუნია დროზე შემოდი სახლში-ისიც სირბილით შემოდის და მაშინვე ვამბობ-სასწრაფოდ სააბაზანოში-სააბაზანოს კარს როგორც კი ვკეტავ თვალებს ძლივს ნორმალურად ვახელ, თუმცა მესმის კატუნიას ხმა
-არ მინდა, გამომიშვი ტასუნია
-არა, იბანავე და შემდეგ გამოდი
-მაშინ ერთი პირობით
-თქვი
-როცა გამოვალ ყელში უნდა მაკოცნინო
-ჯანდაბას, ოღონდ იბანავე-ვამბობ და ვფიქრობ, აქამდე სულ ტანსაცმლით გადაიქცეოდა ხოლმე, ახლა კი შიშველი იყო, ჰო ის ტანსაცმელი ბინძური და დახეული უყო, მაგრამ ტანსაცმელი იყო, ჩემს ოთახში შევდივარ და ჩემი ძმის სპორტულ შარვალს ვიღებ, საინტერესოა ეს შარვალი ვასოს აქ ყოფნის დროს რატომ ვერ ვიპოვე? იმ მაისურსაც ვიღწბ ოთხი ზომით დიდი რომ მაქვს და საწოლზე ლამაზად ვდებ, შემდეგ სამზარეულოში გავდივარ და წვნიანს ვათბობ, ამასობაში კატუნიაც გამოდის
-კატუნია ჩემს ოთახში დევს საწოლზე ტანსაცმელი და ჩაიცვი, შემდეგ მოდი და წვნიანი მივირთვათ-უნდა ვკითხო, მაინტერესებს, იმ დღეს რატომ მოვიდა ჩემთან ან ტანსაცმელზე, არ ვიცი, მასთან ძალიან ბევრი კითხვა მაქვს.

-------------
ჯანსაღ კრიტიკას აუცილებლად გავითვალისწინებ♡♡♡



№1  offline წევრი 《Sunshine》

როგორც ყოველთვის ძალიან კარგია

 


《Sunshine》
როგორც ყოველთვის ძალიან კარგია

დიდი მადლობა საყვარელო♡♡♡

 


№3  offline წევრი ენესი

საყვარლობაა. იმედია მალე დადებ ახალ თავს

 


ენესი
საყვარლობაა. იმედია მალე დადებ ახალ თავს

ხვალ დავდებ, მადლობა შეფასებისთვის♡♡

 


№5 სტუმარი ეკა

უმაგრესია რაა ???????? ყოველჯერზე მაოცებ ❤❤❤

 


ეკა
უმაგრესია რაა ???????? ყოველჯერზე მაოცებ ❤❤❤

მიხარია♡ ^_^

 


№7  offline წევრი ანმეე

აუ ყელში კოცნა მართლა საყვარლობა მოთხოვნა იყო joy heart_eyes

 


ბამმო
აუ ყელში კოცნა მართლა საყვარლობა მოთხოვნა იყო joy heart_eyes

აჰამ, ასეა♡♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent