შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ალუბლების ქურდი


25-06-2020, 20:31
ავტორი Littlecherry
ნანახია 455

-ახლა ალუბლის გულისთვის თავსაც გავწირავდი,-ნეტარებით ამოთქვა ანამ და ოცნებებში წასულმა დააგემოვნა კიდეც სისხლისფერი ალუბლები.
-ხვალამდე თუ მოიცდი ყიდვას შეძლებ,-ნინას კომენტარზე ნეტარებით დახუჭული თვალები სწრაფად გაახილა და უკმაყოფილო მზერა სტყორცნა მეგობარს.
-მე ხიდან მოწყვეტილი მინდა.ჩემი ხელით მოწყვეტილი.
-ჰო,ეგ სულ სხვა საქმეა,-სიცილით მიუგო კეკემ და ჩანთიდან ამღერებული ტელეფონი ამოიღო.შემომავალ ზარს და ეკრანზე გამოჩენილ სახელს ატრიალებული თვალებით შეხვდა,მობილურს ხმა გაუთიშა და ისევ პრადას შავ ჩანთაში მიუჩინა ადგილი.
-დაჩია?-ნინას არ გამოჰპარვია გოგონას მოქმედება.
-არ ვაპატიებ,გამორიცხულია,-კეკემ უარყოფის ნიშნად თავიც გააქნია და ამ ჟესტით კიდევ უფრო გაამყარა საკუთარი სიტყვები.
-ჩემი ბემბისთვალება..."Her little Bambi eyes:Lana,how i hate those guys."-ანამ ხმამაღლა წაიმღერა სიტყვები საყვარელი მომღერლის ერთ-ერთი საყვარელი სიმღერიდან.
-ანა-ლანა არ იცვლება,-ნინა და კეკე ერთ ხმაში ახარხარდნენ.
-იცინეთ და ჩვენი ამჟამინდელი სეირნობა მისი სიმღერებითაა შთაგონებული:შუაღამის შემდგომი პერიოდი,ლამპიონებით განათებული ქუჩა,სხეულზე მონატრებული საყვარელივით მოლამუნე ნაზი სიო,სამი გოგონა ხელში მაღალი ქუსლებით...
ნინას ხმამაღალმა ჩახველებამ სიტყვა გააწყვეტინა.
-მართალია,სამიდან ერთი არ ღალატობს თეთრ კედებს.რა ვქნა?ისევ მინდა ალუბალი.
-ანიკო!-მისი პრეტენზიული ტონით გაღიზიანებული კეკე მოთმინებას კარგავდა.თუმცა,ერთ ადგილზე გახევებული ანა ყურადღებას არც ერთს აღარ აქცევდა.
-იმ ღობის ზემოთ ამოწვერილ ტოტებს ხედავთ?და იმ საოცრებებესაც ხედავთ ამ ტოტებს რომ ამშვენებს?-ისეთი გაბწრყინებული სახე ჰქონდა,იფიქრებდით სამშობლომ დაკარგული ტერიტორიები დაიბრუნაო.თუმცა,ანას მაშინ უფრო გახარებული გამომეტყველება ექნებოდა.ალუბლები ხომ მოსაგონრადაც აღარ ივარგებდა.
-არ მითხრა,რომ...-ნინას აღარ დასჭირვებია წინადადების დასრულება,ანა უკვე ღობესთან იდგა.
-კერძო სახლი საიდან აღმოცენდა ასე უცბად ვერც შევამჩნიე,-კეკეს დოინჯი შემოერტყა.
-უნდა გადავძვრე.აქ დამელოდეთ.თქვენც მოგიტანთ,-ანა გრძელ თმას მაღლა იწევდა.
-ღმერთო,არ მითხრა მაგ ახალთახალი დიორებით აპირებ ამ ღობეზე ძრომიალს,-კეკემ საოცარი პათოსით აღაპყრო ხელები.ანამ თვალის დახამხამებაში გაიხადა ფეხსაცმელი და ნინას ჩააბარა:
-თვალის ჩინივით გაუფრთხილდი ჩემ ორ სიცოცხლეს,-რომ არა ალუბლების დაპყრობის დაუოკებელი სურვილი(რაც ანასგან არ იყო გასაოცარი,პირიქით,მისი და მის ირგვლივ მყოფი ხალხის გადმოსახედიდან უფრო მეტი საერთო ჰქონდა ადეკვატურობასთან)ცრემლებიც მოადგებოდა მცირე ხნიანი გამომშვიდობებისას.
-ანა-ლანა,ფრთხილად იყავი,-ნინა მაქსიმალურად ცდილობდა არ გასცინებოდა.კლუბში მიღებული ალკოჰოლი რომ არა ასეთი დადებითი ენერგიით სავსე სულ არ შეხვდებოდა მეგობრის მორიგ თავგადასავალს,რომელიც ღმერთმა უწყის როგორ დასასრულს ჰპოვებდა.
ქვებით მოპირკეთებული ღობე არ იყო მაღალი,რაც ანას წისქვილზე წყალს ასხამდა.უჩვეულოდ ლამაზი ქვები საშუალებას აძლევდა მათ ფეხის წვერებით დაყრდნობოდა.სულ მალე კი ღობის მეორე მხარეს აღმოჩნდა.ბალახი კოჭებამდე სწვდებოდა და სასიამოვნოდ ედებოდა შიშველ კანზე.ალუბლის ხეს,რაც ამ მცირე რისკის მთავარ ობიექტს წარმოადგენდა,ტოტები იმდენად დაბლა ჰქონდა,რომ ანას მასზე აცოცება არ დასჭირვებია.ეტყობოდა,არავის მოსვლია თავში აზრად ნაყოფით დახუნძლული ხისთვის ყურადღება მიექცია.
-გამარჯობა,ჩემო პატარა cherries,-ანა ფრთხილად წყვეტდა ალუბლებს.ნაწილს ცალ ხელში იგროვებდა,ნაწილს პირისკენ მიაქანებდა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.დროის შეგრძნება სრულიად დაკარგული ჰქონდა.არა მხოლოდ დროის.ირგვლივ არსებულ სამყაროს განცალკევებოდა და რომანტიკული საღამო გაემართა ხილთან.მაგრამ ანა რის ანა-ლანა იყო ბედნიერება მოულოდნელად თავზე რომ არ ჩამონგრეოდა.ალუბლის ჭამაში გართულმა გვიანღა აღიქვა შუქი,რომელსაც როგორც შემდეგ გაირკვა ტელეფონი გამოსცემდა.შუქის მოახლოებამდე საკუთარი გულის ცემა დაიზეპირა,რომელიც ისე ხმამაღლა ცემდა,დიდი იყო ალბათობა რომ ტელეფონის პატრონსაც გაეგონა.
-აბა,აქ ვინ გვყავს?!-უჩვეულოდ ბოხი,ხრინწით გაჟღენთილი ხმის გაგონებაზე ცალ ხელში კეკესთვის და ნინასთვის შეგროვებული ალუბლები გაუცვივდა.-ალუბლის პატარა ქურდი.
თავზე წამომდგარი ბიჭის სახეს გაჭირვებით არჩევდა.ის კი პირდაპირ სახეში ანათებდა და ირონიული ღიმილით აკვირდებოდა გოგონას შეშინებულ გამომეტყველებას.
-იმდენი ასხია ჩემ მიერ შეჭმული ხუთი ალუბალი ბევრს არ დააკლებს.თანაც,ტყუილად დალპებოდა ხეზე,-დამნაშავე იყო,მაგრამ გრძელ ენასა და მოზღვავებულ სიტყვებს მაინც აძლევდა გარეთ გამოსვლის უფლებას.
-არა მგონია მხოლოდ ხუთი შეგეჭამოს,-ბიჭმა კიდევ უფრო მეტად შეამცირა მათ შორის მანძილი,-იმდენად გიყვარს ალუბალი,რომ სხვის სახლში შეპარვაზეც არ ამბობ უარს.
-მართალია,-ბიჭის სიახლოვით დაბნეული აქეთ-იქით აცეცებდა თვალებს.
-ტატუც?-ბიჭმა ტელეფონი ლავიწის ძვლებს მიუახლოვა და მარცხენა მხარეს დახატულ წყვილ ალუბალს დააკვირდა.თითებით გაიკვლია გზა და დანიშნულების ადგილზე მისულმა ცერი გადაატარა მაღალ პროფესიონალურ დონეზე შესრულებულ ტატუს.
-ხელს როდის გაწევ?-გაღიზიანებულმა ანამ თავადვე გადადგა უკან ორი ნაბიჯი.ეს ქმედება კი ძვირად დაუჯდა.ჭინჭარმა ადვილად იპოვა ადგილი მის შიშველ ფეხებზე.მწარედ დასუსხულმა ხმამაღლა ამოიკვნესა და ხელი მუხლში მოხრილ ფეხზე მიიჭირა.
-ანა,რა ხდება?ოდესმე გამოაღწევ სხვისი ეზოდან?-ნინას ძახილზე გაახსენდა ქუჩაში მომლოდინე მეგობრები.
-არაფერი.მოვდივარ,-სახლის პატრონისთვის ყურადღება არ მიუქცევია ისე დაიძრა ღობისკენ,რათა დაბრუნებოდა გარემოს,სადაც არც უნებართვოდ შეჭმული ალუბლები და არც მსუსხავი ბალახები არ იქნებოდა.
-ანა...ანნა...-ბიჭი მკლავში სწვდა და გოგოს სიფრიფანა სხეული თავისკენ მიიზიდა.-ასე მარტივად ვერ გამოძვრები.შენ ფაქტობრივად ქურდობა ჩაიდინე.
-ღმერთო,გადამაყოლეთ ამ ხუთ ცალ ალუბალს,-ანას ყნოსვას არ გამოჰპარვია სუნამოს ის სასიამოვნო სურნელი ბიჭისგან ჯერ ჰაერს რომ ერეოდა და შემდეგ მისი ცხვირისკენ იკვლევდა გზას.არ გამოჰპარვია და მეტიც,"შეუმჩნევლად" ხარბად შეისუნთქა.
-ხვალ საღამოსთვის მზად იყავი,ანა-ლანა,-ბიჭმა ხელი გაუშვა,თვალის ჩაკვრით დაემშვიდობა და სახლისკენ მიმავალ ბილიკს გაუყვა.
გაოგნებამ არც მაშინ დატოვა ანა როცა ღობეზე გადაძვრა და ნინას უსიტყვოდ გამოართვა ვერცხლისფერი ფეხსაცმელი.
-ჩვენ არ წამოგვიღე?-კეკეს კითხვას წაუყრუა.
-ეს სახლი რომელიმე თქვენ ნაცნობს ეკუთვნის?
-საიდან ეს აზრი?არა,რა თქმა უნდა,-ნინა გაოცებული შესცქეროდა არანაკლებ დაბნეულ მეგობარს.

ივნისის კიდევ ერთი საღამო იწურებოდა.რვა საათის მიუხედავად ანა პიჟამას მოკლე შორტსა და მაისურში გამოწყობილი იჯდა მისაღებში ნინას გამწარებული სახის პირისპირ.
-ჯერ კიდევ გუშინ იძახდა არ შევურიგდებიო და ახლა სად არის?მართალია,იმ ქერა დაჩიკოსთან.
-You're no good for me,but baby i want you,i want you...სიყვარულს რას გაუგებ,ნინა,-მისთვის უჩვეულოდ დაბრძენებული გამომეტყველებით ამოთქვა და ტელეფონზე შემოსულ ზარს უპასუხა.
-გისმენთ!
-ალუბლებმა მოიწყინეს უშენოდ,-ნაცნობი ხმის გაგონებაზე სწრაფად წამოხტა ფეხზე.
-რომელი ხარ?-მაქსიმალურად დამაჯერებლად გამოუვიდა,მაგრამ აშკარა იყო ბიჭზე ეს არ მოქმედებდა.
-მზად ხარ?
-არა.რატომ უნდა მოვმზადებულიყავი?რატომღაც არ ვენდობოდი უცნობი ადამიანის სიტყვებს.
-თხუთმეტი წუთი არ გეყოფა?ზედმეტებში არ გადავარდე,-ბიჭმა სიცილის ფონზე გაუთიშა ტელეფონი.
-ის იყო,არა?-ნინა ამ კითხვასთან ერთად საძინებლისკენ დაიძრა.
-არ ვაპირებ წასვლას.
-აპირებ კი,-ხელში ტყავის შარვალი და ალუბლისფერი კლასიკური ტოპი ეკავა,რომლებმაც ნინას ხელებიდან მალე ანას ტანზე გადაინაცვლეს განუყრელ მაღალ ქუსლიანთან ერთად.ნინა მოწყენილი დასცქეროდა მისი თქმით კომფორტის განსახიერება ადამიანურ ფეხსაცმელს,რაც ასევე უხვად მოეპოვებოდა ანას გარდერობის ოთახში.

გარეთ გასული შავ ავტომობილზე მიყრდნობილი მაღალი,შავგვრემანი ბიჭის მიმართულებით დაიძრა.მუქ ჯინსსა და თეთრ პერანგში გამოწყობილმა სათვალე მოიხსნა და მასთან მიახლოებულ გოგოს წელზე ხელი მოხვია.ლოყაზე სწრაფად აკოცა და მანქანის კარი გაუღო.
-სად მივდივართ?
-ჩეხოვი გველოდება ალუბლის ბაღში,-ბიჭს მის შეკრულ წარბებზე გაეღიმა და სახეზე ჩამოშლილი თმა ორი თითით ყურზე გადაუწია,-ნუ ნერვიულობ,მოგეწონება.
მგზავრის სავარძელზე მოთავსებულს კარი მიუხურა და მძღოლის ადგილი დაიკავა.
-შენი სახელი არ ვიცი,-ანამ მუხლებზე მოათავსა პატარა ჩანთა და აკანკალებული თითებით ჩაეჭიდა.
-უფროსწორედ აღარ გახსოვს,-ბიჭის ყურადღება ანას თითებმა მიიქცია.-გეშინია?
-არა,უბრალოდ,ზოგჯერ ასე მემართება.-როდის ზოგჯერ თვითონაც არ იცოდა.ბიჭის სიახლოვეს და მის იმ შესანიშნავ გარეგნობას დააბრალა,რომლის ხმამაღლა აღიარებასაც არ მოერიდებოდა.მის ხელებზე ჩავლებულ ბიჭის გრძელ,თლილ თითებს დაუფარავი აღტაცებით ათვალიერებდა.-გამოდის ადრე გიცნობდი?
-დისტანციურად,პატარავ,მაგრამ მიცნობდი.
ამ მიმართვაზე ცალი წარბი დემონსტრაციულად აწია და კომენტარის გაკეთებას აპირებდა,სალონში ნაცნობი სიმღერის ჰანგები რომ გაისმა Lana del rey-ს რეპერტუარიდან.
-ჩემი ინსტაგრამის გვერდსაც სტუმრობ?არ მითხრა დიდი ხანია შორიდან გეტრფიო,-დამცინავად ჩაიცინა და ოდესღაც ნაცნობის დავიწყებულ სახელს დაუბრუნდა.
-გეგა.
-იმედია,თვითმფრინავის გატაცებას არ ვგეგმავთ.საბოლოოდ არ იტყვი სად მივდივართ?-მოუთმენლობა შეერია ანას ხმას.
-მოთმინება გმართებს,ანნა.მანამდე,ამით გაირთე თავი,პატარავ,-საჭეს ცალი ხელით მართვდა,ნახევარი ტანით უკანა სავარძლისკენ გადაწოლილმა ცელოფნის პარკზე დადებული საჩუქარი აიღო და გოგონას გაუწოდა.
-ენა ნუ შემაჩვიე,თორემ....-ანას სიტყვა შუაზე გაუწყდა,როცა სამ პატარა ჩხირზე წამოცმული ალუბლები დაინახა.ყურებამდე გაღიმებულმა გამოსტაცა ხელიდან და დაგემოვნებას შეუდგა.
-ვინ გააწვალე ამის მომზადებით? რა აკურატულად არის კურკები ამოცლილი.
-ჩემი ხელით გავამზადე-მეთქი რომ გითხრა დამიჯერებ?თინა ბებომ შენთვის სული და გული არ დაიშურა.
-ჩემი სახელით მადლობა გადაუხადე,-ანა უკვე მეორე ჩხირზე იყო გადასული.
-თავი მოწიე,-გეგას თხოვნა დაუფიქრებლად შეასრულა.კეფაზე მოხვეული ხელით კიდევ უფრო ახლოს მიიზიდა და მადისაღმძვრელ ყელზე ტუჩები ხანგრძლივად მიაკრო.
-გუშინ ღამიდან მოყოლებული მინდა ამის გაკეთება,-ძველ მდგომარეობას დაუბრუნდა და ანას რეაქციას დაელოდა.
გოგონას თავში სწრაფად ცვლიდა აზრები ერთმანეთს.თვალები ეშმაკურად აუციმციმდა.ტუჩებზე ენა გადაისვა ბიჭისკენ გადაწეულმა სველი ბაგეები ყურის ძირში მიაკრო.ბიბილოზე კბილები მოუჭირა და წამებში მოშორდა.
-მე კი ამის,-გეგას ანთებულ თვალებს საკუთარი შეაგება.
-ალუბლების ქურდთან ერთად პატარა წითური ეშმაკიც ყოფილხარ,-ბიჭის სიტყვებით ნასიამოვნებმა მზერა აარიდა და ალუბლის დაგემოვნება განაგრძო.



პატარა ისტორია გამოვიდა.კრიტიკა არ დაიშუროთ:)




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent