შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვარიეტე (მეორე თავი )


27-06-2020, 00:17
ავტორი Blume
ნანახია 8 704

აივანის მოაჯირზე ჩამომჯდარმა გვანცამ მომწვანო-მოშინდისფრო სახურავების გროვას გაადევნა თვალი ,სახე მოიჩრდილა და შეეცადა შორს ,სახლებს მიღმა აღმართულ გორებში დაკნაკნილი გზატკეცილი კარგად გაერჩია,მაგრამ ოქროსფრად გადღაბნილ ჰორიზონტზე ჩარიგებული მანქანების პრიალა მინების გარდა ვერაფერი დაინახა.
უნდოდა კარგ განწყობაზე ყოფილიყო,ცოტა დაესვენა და თუნდაც მწვანე სახურავების დათვლით გაეყვანა დრო,მაგრამ უნებურად მეზობელი სახლისკენ გაექცა ფიქრი.როგორც ნანა უყვებოდა, თომას მშობლებს გადმოსვლისთანავე დაეწყოთ პატარა,მიწურ სახლზე ზრუნვა.მარიამი ,თომას დედა ორსული ქალის მძიმე ნაბიჯებით დილიდან საღამომდე დაიარებოდა ეზოში,ხან პორტრეტებს,ხანაც კი მეუღლის ფუნჯებისა და საღებავების პატარა გროვას ეზიდებოდა ჯიუტად,მაგრამ შუა გზამდეც ვერ მიდოდა ისე, გიორგი ხელებში რომ არ ჩაფრენოდა,თავად რომ არ აეტაცა ცოლიცა და ფუნჯებიც და სიცილ-ხარხარით არ გაქცეულოყო პაწაწინა სახლისკენ. ძალიან დაახლოებულან გვანცას მშობლებთან,ოთხი კაცი და რამდენიმე მუშა ლამის შიშველი ხელებით ვაკოწიწებდით ამ პატარა სახლსო ამბობდა ხოლმე ქალი.


დაცარიელებულ ეზოს გადახედა გვანცამ,ფეხმძიმე მარიამი და თომას მამა წარმოიდგნა.ნუთუ მუდამ მშვიდი,გაუცინარი გიორგიც ბიძიაც ასეთი მხიარული იყო ადრე?
ასე იყო - გაახსენდა დედამისის გულდაწყვეტილი ხმა - რთული მშობიარობა ჰქონდა მარიამს... ჩვილთან ერთად დარჩენილ გიორგის უწევდა ყველაფრის გაკეთება,თავიდან ახერხებდა ,მაგრამ უფრო და უფრო მძიმდებდა ტვირთი და ნელა ტყდებოდა კაციც.თომა სულ ჩვენთან იყო,ხომ იცი შენგან არ ვარჩევ,სიხარულით ვიტოვდები,მაგრამ ბიჭი მამას ითხოვდა,მერე მე შემეჩვია.ალბათ ეგოისტი ვარ ,იმდენად მიხაროდა ბიჭუნას მოჩვევა საღამოობითაც ვიტოვებდი ხოლმე.ხომ გახსოვს ? შენ და თომა სულ ჩხუბობდით,მე ვერ მიყოფდით - ნანას სიტყვების გახსენებაზე გვანცასაც უნებურად გაეღიმა.რაც თავი ახსოვს თომას მტრად აღიქვამდა და დედამისის გვერდით ჩაძინებულს საწოლიდანაც კი აგდებდა,დილაობით თომასთვის გამზადებულ სენდვიჩებს იპარავდა , სკოლაში ეჯიბრებოდა და ყველანაირად ცდილობდა ამ პატარა,თმაგაბურძგნული ბიჭისთვის ეჩვენებინდა ,რომ ნანა მხოლოდ გვანცას დედა იყო. "გ ვ ა ნ ც ა ს ი , თ ო მ ა ს ი არა ! გაიგე ? " უმეორბედა ხოლმე თუკი მარტო მოიხელთებდა.ბიჭი ჟღალ თავს მოიქექავდა,ჯერ დაბნეული ახედავდა გოგონას ,მერე კი მოვარდისფრო ტუჩებს უნცაურად გამოსწევდა და ფართო , მოლურჯო თვალები ცრემლით ევსებოდა,მაგრამ უკვე წამოზრდილთან ასე ადვილად ვეღარ გაიმარჯვა გვანცამ.მორიგი ჩხუბისას ,როცა გოგონამ ჩვეულებისამებრ შეახსენა რომ მის ოჯახში ბიჭს არაფერი ესქამებოდა და მერე თვითკმაყოფილი დაელოდა სასურველ რეაქციას,თომამ ძალიან მშვიდად და ძალიან ძლიერად მოუქნია წიგნებით გატენილი ჩანთა.

იმ დღეს როლები გაცვალეს,ამჯერად გვანცა ტიროდა და თომას ტუქსავდნენ.


ძალიან იშვიათად გვანცას სინდისი აწუხებდა თავისი საქციელის გამო.15 წლიდან თომამ მათთან დარჩენასთან ერთად ,სიარულსაც კი უკლო.ნანას შეკითხვებზე მამამისს იმიზეზებდა . სიმართლე რომ ითქვას,ვერც გოგონა ხედავდა ამაში დიდ პრობლემას.აბა ბიჭი მართლადა ხომ არ უშვილებია ნანას ? პლუს,მეზობლად ცხოვრობდნენ და კარგიც იქნებოდა ყველაფრის გაყოფა თუ არ მოუწევდა მასთან.გიორგი მართალია შვილის ფაქტობრივად სხვებთან ცხოვრებას არ აპროტესტებდა,მაგრამ ფინანსურ დახმარებაზე ყოველთვის უარს ამბობდა და თომაც ყოველთვის სახარბიელოდ ჩაცმული არ დადიოდა სკოლაში.მიუხედავად ამისა,პოპულარობა არ აკლდა."რა თქმა უნდა,თომასთან ერთი წამეცადინება და მაღალი ქულა არ გაკლია " გაიფიქრა გოგონამ და გაღიზიანდა,საერთო შედეგებით 2-3 ქულით ჩამორჩებოდა ბიჭს,რაც საშინლად არ მოსწონდა.


ურთიერთობა ,რომელიც მეგობრულად არც დაწყებულა,ჰიპოთეტურადაც ვერ გაგრძელდა ისე ,როგორც ნანას უნდოდა ყოფილიყო. "და-ძმანივით არ არიან ? " უხერხული ღიმილით ეტყოდა სტუმარს,რომელსაც ზედა სართულიდან ჩამომავალი მოულოდნელი ყვირილის,სირბილის ან ლანძღვის გამო,რომელიც ერთმანეთისთვის ყოველთვის უხვად ჰქონდათ როგორც "რიჟას" ,ისე "უტვინო ქერასაც" , ფინჯანი აუყირავდებოდა,ყავა გადასცდებოდა ან გაშეშებულს ნამცხვარი ჩამოუსრიალდებოდა ჩანგლიდან.

ასე იყო თუ ისე,გვანცას გასაკვირად ბიჭს პირობა არ დაურღვევია და სკოლაში არასდროს უთქვამს მათი მეზობლობისა და ურთიერთობის შესახებ და გოგონას ვერაფრით აეხსნა რატომ გადაწყვიტა რამდენიმე დღის წინ საჯაროდ გამოეცხადებინა ეს ამბავი.
-ნანამ ჩამოვიდეს ,საქმე მაქვსო - წამიერად წონასწორობა დაკარგა და შეშინებული გამწარებით ჩააფრინდა მოაჯირს.
-იქნება გაგეფრთხილებინე წინასწარ - შეუყეფა მობრუნებულმა ,მარცხენა ხელით ბოძს მოეჭიდა და მერე ცალი ფეხი საგულდაგულოდ გაწელა ,იატაკს რომ მიწვდა ხვენშით ჩამობობღდა და წელში გაიმართა.დამცინავად მომღიმარ თომას შეუღრინა და ის იყო შენიშვნის გაკეთებას აპირებდა ბიჭის სასაცილოდ აელვარებულ თმაზე,რომ ქვემოდან ნანამ ამოსძახა გიორგისთან მივდივართ საავადმყოფოში და იქნებ სარეცხი ჩამოხსნაო.
- გასაგებია - გასძახა გვანცამ და რადგან შანსი მოეცა მწარე კომენტარი ესროლა ბიჭს მისი თმისა და ცეცხლის მსგავსებასთან დაკავშირებით,რამდენიმე წუთი რომ გავიდა პასუხის მოლოდინში აძაგრულმა საეჭვოდ მდუმარე თომას გადახედა - რაო ხედით ვკტბებითო ?
-არა,მწვანე სახურავების დათვლას ვცდილობ - დაეჭყანა ბიჭი და გვანცას ცოტაღა დააკლდა კარგი,გემრიელი მუჯლუგუნის სათავაზებლად,მაგრამ შეამჩნია დამწვარი მკლავი ქვემოთ ჩამოეწია თომას,ფერდისაგან განზე.აშკარაა აწუხებდა.
-ეი - გვერდულად გასძახა
-რა იყო ? გინდა ბოლოს და ბოლოს გითხრა რამდენი მწვანე სახურავია ? - თვალის კუთხიდან დაინახა როგორ გადმოხედა ბიჭმა და ჩაიფრუტუნა.
-დედაჩემმა თქვა თუ ხელმა შეაწუხოს არ დამალოსო ,მალამო გვაქვს სამედიცინო.ნანას ამბავი ხომ იცი,ექიმბაშისგან იყიდა და დარწმუნებულია უებარიაო - ამჯერად თავადაც გადახედა თომას . - გიორგი ბიძიასაც დაუტოვე ოღონდ,რომ გამოწერენ დასჭირდებაო.რა იყო ? - უცნაურად მოეჩვენა რიჟას მზერა.
იმ დღესაც ,ხალხის შუაგულში მდგარ , მურით მოსვრილ და მკლავგაშავებულ ვაჟს ასეთივე გამომეტყველება აჰკროდა სახეზე.გაახსენდა როგორ მიეკრა მაია,როგორ ჰკითხა ხომ არ ტკიოდა , "სულელი" გაიფიქრა მაშინ გვანცამ.აშკარა იყო ბიჭს მესამე ხარისხის დამწვრობა ჰქონდა და თავისთავად ვერც "ეტკინებოდა",მაგრამ აბა მაიას რას აუხსნიდა ? გოგო აგერ უკვე მეორე კვირა იყო იმაზე ლაპარაკობდა ,თუ როგორ მედგრად გადაიტანა ბიჭმა ტკივილი . ძველი სადენების გამო გაჩენილმა ხანძარმა ერთადერთი საყრდენი გამოაცალა გეგელაურების ოჯახს.ისევ მოუწია გადმოსვლა თომას,რას არ აკეთებდა ნანა , მაგრამ ვაჟი მორიდებით ეტყოდა უარს და ოთახში მიიპარებოდა.ბავშვობაში ხმაურით ჩამოირბენდა ხოლმე კიბეებზე ,აწეწილი კულულები უხტოდა და სახე გამუდმებით უღიმოდა,ახალგაღვიძებული ნანას შემოეხვედოა კისერზე და მადიანად ილუკმებოდა .ახლა კი ფეხაკრეფით ჩამოსული ჩუმად მიუჯდებოდა სუფრას,მორიდებით ჭამდა და მისი ნათქვამი მადლობა გულს უსერავდა ნანას.გიორგის ბევრი კვამლი ჩაესუნთქა ,მართალია დამწვრობა თომაზე იოლ ფორმებში ჰქონდა,მაგრამ ისედაც დასუსტებულს ორმაგად უჭირდა მასთან გამკლავება,ამიტომ ამჯობინებს ექიმების მეთვალყურების ქვეშ ყოფილიყო,თომას სანახევროდ დამწვარ ხელს კი სახლში ნანა დასტრიალებდა თავს.
- როგორც კი სახლის შეკეთებას შევძლებთ - მოულოდნელად დაიწყო ბიჭმა - გადავალთ.ვიცი რომ გაწუხებს .ჰო,კიდევ - ოდნავ გაიღიმა,თვალი აარიდა გვერდით მდგომს - იმ დღეს პირობის დარღვევისთვის ბოდიში,მართლა არ მიფიქრია მაგაზე,მაგრამ მერწმუნე პრობლემებს არ შეგიქმნი,არც მაიკო შეგიქმნის.
სხვა დროს "მაიკოზე" გაიცინებდა ,მაგრამ ახლა სხვა რამ ადარდებდა.ეუცნაურა ბიჭის ტონი
-თავი რამეს ხომ არ მიარტყი ? ბოდიშების მოხდა როდის დაიწყე ? - ჩაიფრუტუნა გოგონამ - ქვემოთ უნდა ჩავიდე
-დათამ თუ შეიძლება გამოგიაროო- ოთახში შებრუნებულს დააწია ვაჟმა - რა ვქნა ?
-დათამ ? ეგ ტიპი შენი მეგობარი როდიდანაა ? +აქ უნდა გამოგიაროს ? მე რას მეკითხები ? რომ გითხრა არათქო ნანა მომკლავს - უჩვეულოდ სწრაფად მიაყარა . რას არ წარმოიდგენდა ,მაგრამ დათას მის სახლში ვერა.
-ნანა მოგკლავს არა ?-ჩაიცინა თომამ - ხვალ გამომივლის .
გვანცას აღარ უპასუხია ,ახლა ყველაზე ნაკლებად ადარდებდა გეგელაური . დათა და თომა არ მეგობრობდნენ .არა , რა თქმა უნდა ,შეიძლებოდა უბრალოდ მოეკითხა,მაგრამ ხომ შეეძლო გასულ კვირას წამოჰყოლოდა დანარჩენებს ? ან თუკი მაში ვერ მოახერხა დაერეკა,მიიეწერა.როგროც გვანცას ახსოვდა ბიჭები მხოლოდ მისალმებას გაიმეტებდნენ ხოლმე ერთმანეთისთვის და ისიც იშვიათად.ჰო,თითქმის არც ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს.


საღამოს ნანას სახის ნიღაბის გახსნისას ,ძალიან ეცადა თავი დაერწმუნებინა,რომ ამ ბოლო დროს უბრალოდ კანი გამოუშრა და ეს ნიღაბიც ბედისწერამ ჩაუგდო ხელში.ასე იყო თუ ისე , მწვანე ,მეტად შემაწუხებელი სუნის მქონე მასა სახეზე მიიწება და 30 წუთის ათვლას შეუდგა.რა თქმა უნდა ,ეს 30 წუთი ცხვირის გარეთ გაყოფას არ აპირებდა,თომა თუ დაინახავდა ,მაშინვე მიხვდებოდა ვისთვის იყო განკუთვნილი გვანცას დატენიანებული კანის ხილვა.

თუმცა არათუ ცხვირის გარეთ გაყოფა,განძრევაც არ დასჭირდა.კარზე ერთადერთხელ მოაკაკუნეს და სანამ რაიმეს გაპროტესტებას დააპირებდა მწვანე მაისურში გამოწყობილმა თომამ შემოყო თავი . ჭორფლიანი სახე ჯერ დაუგრძელდა,მერე ადგილიდან მოწყდა და გვანცასკენ დაიძრა .ადგილს მიყინული გვანცა შეიშმუშნა ,როცა თომამ ჯერ ხმამაღალი სიცილი ამოუშვა ,მერე კი ჯიბეების ქექვით სახე ახლოს მიუტანა...
გვანცა მიხვდა ფოტოს გადაღებას უპირებდა თომა,პანიკითმოცული წამოიწია და დაუზიანებელ ხელზე დაეჯაჯგურა ტელეფონის გამოსართმევად .თომას გაეცინა ,მაგრამ მარცხენა ხელი რომ ვერ დაიხმარა ,ვეღარც წონასწორობა შეინარჩუნა და ხმაურით დაეცა აფხორილ გვანცას.

ვაჟის სხეულის სიმძიმემ სუნთქვა შეუკრა , მისი ჩამოზრდილი,ჟღალი თმა სახეზე მოელამუნა გვანცას და უნებურად გაიფიქრა ,რომ ამ გამუდმებით აჩეჩილ,სასაცილოდ გაფხორილ კულულებს სასიამოვნო სურნელი ჰქონდათ . თითქოს ახლა იგრძნო რომ ბიჭი,რომელსაც ბავშვობაში ცრემლებამდე სცემდა ,უკვე გაზრდილიყო .
თომა ახვანცალდა,საღ ხელს დააწვა და სწრაფად წამოდგა საწოლიდან , მერე კი გააკვირვებულმა შეხედა გოგონას ჰაერში აღმართულ ხელებს.
-რას აკეთებ ? - წამოიძახა გამოფხიზლებულმა და ხელებსაც მოუძებნა ადგილი - რა...რა გინდა ? - წინ აესვეტა .ბიჭი საშინლად აღიზიანებდა,უნდოდა გაექრო რამედნიმე წამის წინ მომხდარი ინციდენტი. განა ჩხუბის დროს არ მოსვლიათ ასე ? მაშინ ხომ წამითაც არ დაფიქრდებოდა ისე მოიშორებდა,მაშინ ახლა რატომ... რატომ გაჩერდა
- რა ამბავი ატეხე ? - გაეცინა თომას - სამახსოვრო ფოტო მინდოდა ჩემთვის და ნანასთვის.
-ნანასთვის ?- გაწელა გვანცამ დაფიცებოდა სიამოვნებით დამართებდა რამეს თომას,იმის დაფიცებაც შეიძლებოდა ,რომ ბიჭი ყველაფერს მიხვდა და ამიერიდან ჯოჯოხეთის ახალი ფორმების ხილვა მოუწევდა ხუმრობების,თვალის ჩაკვრების და ნანას აღფრთოვანებული შეძახილების სახით.ხვალ კი დათა რომ მოვიდოდა,ეს წითელთავა იდოტი აუცილებლად დაფქვავადა რამეს.
-კანი გამოგიშრება ამდენი ნერვიულობით - "მზრუვნელად გაუღიმა" - ესეიგი დათა გაინტერესებს ? - გვანცა ქვეშეცნეულად მზად იყო რაიმე პირდაპირი და სულელური კითხვისთვის,რომელსაც თომა დაუფიქრებლად ესროდა,მაგრამ ასეთსაც არ ელოდა და დაბნეულმა,მხოლოდ გაურკვევლი ბგერები ამოთქვა - კარგი,ნუ ლუღლუღებ ,შენი ჭირიმე . მოკლედ ჩემგან რაიმე პრობლემა არ გექნება,ხელს არ შეგიშლითქო ანუ - თავი მოიქექა ბიჭმა და მისი საქციელით გაოგნებულ გოგონას ზურგი ,რომ შეაქცია ,მაშნღა დაინახა გვანცამ შეხსნილი დოლბანდი."მალამოს ეძებდა,მალამო ენდომებოდა" - რაღაც ძალინ საეჭვოდ დამთმობი ხარ ! წამოდი , ისევ მე უნდა მოვძებნო , მაგრამ შენით წაისმევ - კარში მდგომ თომას მოხერხებულად აუქცია გვერდი ,ნაბიჯების ხმა რომ ვერ გაიგო ,უკვე ქვემოთ ჩასულმა ამოსძახა - ან შამპუნი გამოცვალე ან ეგ მწვანე მაისური ,ნაძვის ხეს გავხარ ! - ზემოთ დარჩენილი ბიჭისთვის არ მიუხედავს,მხოლოდ ნაბიჯების ხმის გაგონებისას ჩაეკითხა საკუთარ თავს "შამპუნი გამოცვალოს , არა ?"



№1 სტუმარი სტუმარი მანანა

ძალიან კარგია,კარგად წერ, ველოდები ახალ თავს.

 


№2  offline წევრი Blume

სტუმარი მანანა
ძალიან კარგია,კარგად წერ, ველოდები ახალ თავს.

ძალიან დიდი მადლობა . თავები 16-მდე შედარებით დიდი პაუზებით აიტვირთება სამწუხაროდ,შემდეგ აუცილებლად შევამცირებ პერიოდებს.

 


№3 სტუმარი ღამის სტუმარი

კარგია მაგრამ ძალიან ალოდინე მკითხველი და წინ რა წაიკითხა ავიწყდებაა ჯობია მთლიანად ფასი როცა დაამთავრებ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent