შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნახევრად 6


27-06-2020, 23:05
ნანახია 331

როდესაც კატუნია ოთახიდან გამოვიდა, მის კისერზე რაღაც შევნიშნე, ისეთი რამ, რამაც მე დამაინტერესა
-კატუნია, კისერზე რა გაქვს?
-ეს? ჩემი ცხოვრების ყველაზე ცუდი მოგონებაა
-თუ გინდა მომიყევი, მოგეშვება
-ახლა არა
-კარგი მაშინ მოდი წვნიანი მივირთვათ-მაგიდასთან ვსხდებით და ვაკვირდები კატუნიას, არა ამას კატუნია არ უნდა ერქვას, რაიმე სახელი უნდა შევურჩიო, რაიმე მამაკაცური და განსხვავებული, მეღიმება, რადგან ეს ტანსაცმელი მას დიდი აქვს
-ადამიანები სულ ასეთ გემრიელ საკვებს მიირთმევთ?
-რავი, ჰო
-და მაინც როგორი უკმაყოფილოები ხართ
-ყველა არ არის მასე
-რა ვიცი, რა ვიცი
-ჭამის დროს ნუ საუბრობ
-კარგით მის-იღიმის, ისე უხდება ეს ღიმილი, ისეთი საყვარელია, ღმერთო ტასო ნუთუ ახლა ეს გაიფიქრე? ან იქნებ სიმართლეა?
-კაყუნია შენთან კითხვა მაქვს-თუ ჩემი ფიქრი მართალია, იქნებ...
-მკითხე
-შენ რატომ ხარ ასეთი? მაქციის...
-ღმერთო არა, ჩემნაირებს კატციებს ეძახიან
-კატციებს? თქვენნაირები არასოდეს მსმენია, არც ფილმებში, არც წიგნებში
-ეს ასეა, ჩვენ არ გვაფასებენ
-კარგი, ახლა მაინტერესებს, დღეს ადამიანად რომ გადაიქეცი ტანსაცმელი არ გეცვა, რატომ?
-შენმა სისუფთავემ და ჩემმა ბანაობამ შედეგი გამოიღო, ის ტანსაცმელი ძველი და დახეული იყო, შესაბამისად როდესაც შენ სისუფთავეს შემაჩვიე ეს ბინძური ტანსაცმელი გაქრა
- გასაგებია, კარგი, ახლა დავწვები ჰო?-მხრები აიჩეჩა და მაგიდიდან ისიც ადგა, შემდეგ მეც ავდექი, მაგიდა ავალაგე, ჭურჭელი დავრეცხე და ჩემს ოთახში შევედი, ცენტრი ჩავრთე და ჰაიდნის ას მესამე სიმფონია ჩავრთე დაბალ ხმაზე, საღამურები ჩავიცვი, ლამპა ჩავრთე, ლოგინში ჩავწექი, ხელში ჩემი ბავშვობის საყვარელი წიგნი "ჯეინ ეარი" დავიკავე და კითხვა დავიწყე, დიდი ხანია არ წამიკითხავს, როდესაც ას მეთხუთმეტე გვერდზე მივედი ოთხასი ლარი ვიპოვე, გამიკვირდა, ეს აქ მე არ ჩამიდია, წიგნს დავაკვირდი, ჩემი არ იყო, კი მიკვირდა მონიშნული ციტატები რომ არ მხვდებოდა, თუმცა მეგონა რომ მონიშვნა დამავიწყდა, სასწრაფოდ ავდექი, ყველა წიგნი შევამოწმე, არცერთში არ იდო ფული და ყველა ჩემი იყო, თუმცა ჩემი "ჯეინ ეარი" ვერაფრით ვიპოვე, აქ ვინ უნდა შემოსულიყო? ან ეს ფული რა ჯანდაბაა? ვისია? რა უნდა ან რა უნდოდა? გული ამოვარდნას მაქვს, ამ ყველაფერს ფურცელზე ვწერ, ვხევ და ჩემს ყუთში ვაგდებ, ამ ყუთში ჩემს ყველაზე ცუდ და უხერხულ ამბებს ვაგდებ, რა თქმა უნდა დახეულს, როდესაც აივსება ვწვავ და ისევ თავიდან ვავსებ ახალი ამბებით, კი ეს ძალიან მშველის, სანათი ჩავაქვრე, ჰაიდნის სიმფონიას კიდევ უფრო დავუწიე და ლოგინში ჩემი გატეხილი გულებიანი საღამურწბით ჩავწექი.
დილით კარზე ზარი მაღვიძებს, საათს ვუყურებ დილის შვიდი საათია, გამიკვირდა მაგრამ კარისაკენ წავედი, გავაღე და წარმოიდგინეთ ვის, უფრო სწორედ ვინებს ვხედავ? კატუნია და ვასო
-ტას მეგონა თვითონ გამომიყვანდი, მაგრამ მესმის, არ გინდოდა იქ მოსვლა, ვაიმე თავისუფალი ვარ-სიხარულით ამბობს და მეხუტება, მეც ვეხუტები რა თქმა უნდა, მეც ბედნიერი ვარ, თუმცა კატუნიას ეჭვის თვალით ვუყურებ
-შემოდით, თან ვასო შენ რაღაც უნდა გითხრათ
-კატციებზე ვიცი უკვე ტას, მომიყვა კატუნიამ-კატუნიას თქმაზე გაეღიმა
-არ გშია?
-მე სააბაზანოში შევალ, შენ მანამდე რაიმე გემრიელს მომიმზადე, როგორ მომენატრა შენთან ერთად ფილმის ყურება, მერე ერთად ვუყუროთ, კტუნია ხომ შემოგვიერთდები?

---------
ვიცი პატარა თავია, თუმცა სხვანაირად მართლა ვერ ვახერხებ, ორ დღეში ერთხელ დავდებ ახალ თავს, ჯანსაღ კრიტიკას აუცილებლად მივიღებ♡♡♡



№1  offline წევრი ანმეე

ეეეეეეე ძლივს პირველი ვარ joy
ვასო რა საყვარელიაა heart_eyes heart_eyes კატუნიაც...ოღონდ გაფიცებ რამე ბიჭის სახელი დაარქვი... joy joy მაგრად მეუხერხულება ამხელა ფილარმონია კაცს კატუნიას რო ეძახიან joy
ხოო და კატციების ამბავი ტასუნამ კი არა მეც არ ვიცოდი laughing laughing
დააა ახალს ველოდები საკმაოდ საინტერესოა...კატციების ამბავი მაგრად დამევასა,სერიოზულად კაია
წარმატებები საყვარელო heart_eyes heart_eyes kissing_heart kissing_heart

 


ბამმო
ეეეეეეე ძლივს პირველი ვარ joy
ვასო რა საყვარელიაა heart_eyes heart_eyes კატუნიაც...ოღონდ გაფიცებ რამე ბიჭის სახელი დაარქვი... joy joy მაგრად მეუხერხულება ამხელა ფილარმონია კაცს კატუნიას რო ეძახიან joy
ხოო და კატციების ამბავი ტასუნამ კი არა მეც არ ვიცოდი laughing laughing
დააა ახალს ველოდები საკმაოდ საინტერესოა...კატციების ამბავი მაგრად დამევასა,სერიოზულად კაია
წარმატებები საყვარელო heart_eyes heart_eyes kissing_heart kissing_heart

ვაიმეეე, უღრმესი მადლობა, ეს კავიების ამბავი არც შენ არ გეცოდინებოდა მე გამოვიგონე^_^, მიხარია რომ მოგწონს♡♡

 


№3 წევრი 《Sunshine》

როგორ მომწონს შენი არ იცი

 


《Sunshine》
როგორ მომწონს შენი არ იცი

მიხარია სიყვარულო♡♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent