შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე და ცხოვრება +18 (8,9,10,11 თავები სრულად, დასასრული)


28-06-2020, 23:52
ნანახია 887

გაზაფხულის მეათემ დღემ შემოაბიჯა საქართველოში. ირგვლივ ყველაფერი ყვავის, ხეებმა ნაირფერი კვირტები გამოიტანეს. ყვავილები კაშკაშებენ, ვით მზე მცხუნვარე. ბალახი ბრწყინავს, როგორც ახალგამოტანილი კვირტი ვარდისა. შუადღის ოთხი საათია, ახლახანს გაიღვიძეს გვრიტებმა. სამზარეულოში არიან გოგა და ევა და საჭმელს მიირთმევენ. ორივე თვალებს იფშვნეტს, ისევ ეძინებათ. -ახლა მთელი დღე დაბორიალებული ვიქნები. -წუწუნებს ევა. -თავი მისკდება მეც. საჭმელი დავამთავროთ და ჰაერზე გავიდეთ. -კი, გავიდეთ. -გემრიელათ ისაუზმეს, აალაგეს და ეზოში გავიდნენ. ერთმანეთზე მიკრულები დიდხანს ნებივრობდნენ ჰამაკში. მერე ფეხით პატარა სოფელი დაათვალიერეს, ევამ ახალი ადგილები შეისწავლა. „ექსკურსიაზე“ დრო გაეპარათ, ისე ჩაიქროლა საათებმა, როგორც მიმინო, რომელიც თავის ბარტყებთან შესახვედრად მიიჩქარის. ვფიქრობ ხოლმე დროზე, იქნებ, ისიც რამესთან დაწევას ცდილობს, იქნებ, მასაც ეგულებოდა სადღაც, შორს მეგობარი, იქნებ, მასაც დაეკარგა მოითბინება და შეუსვენებლად გარბის ახლობელთან შესახვედრად. არ ვამტყუნენ, მრავალი წელი ანელებდა ყოფას, ახლა კი დროა გაფრინდეს და მხოლოდ იმდენი დრო მისცეს ადამიანებს, რამდენიც მათ გაბედნიერებას ეყოფა. წყვილი შებინდებისას დაბრუნდა სახლში, სასწრაფოდ ჩაალაგა ნივთები და ქალაქისკენ გაუყვა. გოგამ მანქანა ევას სახლთან გააჩერა, გაუღიმა, თმა გადაუწია და ტრფობით ეძგერა გემრიელ ბაგეებს, ევა მიინაბა, კოცნაში აყვა. სანამ სუნთქვა ეყოთ იქამდე ისიამოვნეს, მერე მიხვდნენ კიდე თუ გააგრძელებდნენ უფრო გაუჭირდებოდათ შეჩერება, ამიტომ შეწყვიტეს. ორივე თავის ადგილზე დაბრუნდა. -წავედი. -კარი გააღო და იქამდე გადავიდა ვინდრე რამეს ეტყოდა გოგა. შორიდან ღიმილით დაუქნია ხელი და სახლში შევიდა. კაბინეტში ავიდა, მამა ნახა და დედა მოიკითხა. ლელა დაქალებთან ერთად წვეულებაზეა, მეგობრის სასტუმროს აღსანიშნავად. ევამ საყვარელი მამიკო მოიკითხა, თბილად ისაუბრეს, დათო გოგაზე შეეკითხა, ბოლოს უთხრა შენ რომ გათხოვდები სახლი დაცარიელდებაო. ევამ გაიღიმა, გაწითლდა, აქამდე ამაზე არც უფიქრია. უკვე საძინებლისკენ გაპარვას აპირებდა ტელეფონი რომ აბზუვლდა, დათოს რომ დაურეკეს. ევა რაღაცას მიხვდა, სანამ მეორე მხარე ხმას ამოიღებდა და იქამდე დაიწყო მომხდარის გაანალიზება. ტელეფონის ზარიც სხვანაირად გაისმა, თითქოს ისიც ტიროდა, ისიც გლოვობდა ლელას. დათომ ტელეფონი მორჩილად გათიშა, თან ევას დაუწყო ლაპარაკი, თან კოსტუმს ეძებდა, თან ცრემლის შეკავებას ცდილობდა. -ყველაფერი კარგად იქნება ღვთის ნებით, თოდუაში გადაიყვანეს, წავიდეთ, რაღას უყურებ. -ჩქარობდა დათო. ევა გაუნძრევლად იყო, ცხელმა ცრემლმა დაუსველა მომხიბლავი სახე, მოდიოდა, მოდიოდა მდუღარე სითხე და არ კითხულობდა გასვლის ნებას. -ევა, გთხოვ. არ ვიცი რა მდგომარეობაა. გლოვის დრო არაა. -უთხრა შეშინებულმა დათომ. -გოგონა უხმოდ წამოდგა, მანქანაში მამას გვერდით მოთავსდა და ლოცვა დაიწყო. ცხოვრებაში პირველად ლოცულობდა, ცხოვრებაში პირველად უმძიმებდა საქმეს ყოვლისშემძლეს თავისი გულწრფელი თხვონით, ცხელი ცრემლით. რა უცნაური და საინტერესოა ცხოვრება, ვულკანს ვამსგავსებ. ერთ დღეს აგიზგიზდება, ყველა იმედს დაგინაწევრებს, თან წაიღებს ნაფლეთებსაც არ დაგიტოვებს, თავბედს გაწყევლინებს, მერე ბოლომდე რომ გაგტეხს, როცა ფიქრობ რომ უკვე მოისვენე, იმიტომ რომ არაფერი გადაგარჩენს საწინააღმდეგოს გიმტკიცებს, სიკვდილის საშუალებას არ გაძლევს და კვლავ გისახავს უიმედო ოცნებებს.
-ევა, მოვედით. -გაისმა დათოს გატეხილი ხმა. ეტყობოდა მარტო ხმა არა, არამედ მთლიანი სხეული, სულიდან ხორცამდე ყველაფერი უნაწევრდებოდა. ევამ თავი ასწია, უხმოდ გადავიდა და მამას მიჰყვა, რომელსაც მთავარი ექიმი აცილებდა საავადმყოფოში -დავით, მძიმე მდგომარეობაა, ხუთი ნეკნია ჩატეხილი, ორი ფილტვს შეერჭო, ასევე ხელი აქვს მოტეხილი და ბერვი სისხლჩაქცევა. მეგობარო მე მჯერა რომ გადარჩება. -რაც საჭიროა ყველაფერი გაქვთ? ფულზე არ იფიქროთ, ნებისმიერი რამ გააკეთეთ რითაც გადაარჩენთ. -ყველაფერს ვაკეთებთ, დავით. დაგტოვებ, სიტუაციას გადავამოწმებ. -მხარზე ხელი სანუგეშოთ მოუსვა და ევასკენ წავიდა, რომელიც მოშორებით იჯდა, მაგრამ ყველაფერი ესმოდა. სახე გაფითრებოდა, მაჯები უკანკალებდა , თვალები შეშუპებოდა. -ევა, ძვირფასო, გადარჩება, ყველაფერს გადაიტანს. -ავარია როგორ მოხდა? -ხეს შეასკდა. -თავს იკლავდა, ხო? -წარმოთქვა დანანებით და ცრემლები გადმოსცვივდა. -ევა, რას ამბობ? ახლა გათიშული ხარ დასივენე. -ჩაეხუტა და იქაურობას გაეცალა. გოგონა აივანზე გავიდა, ჩახუთულ სივრცეში ყოფნა აღარ შეეძლო. მაგიდასთან მდგომ სკამზე დაჯდა და ცას ახედა. რამდენიმე წუთში შეტყობინება მოუვიდა, უცხო ნომერი იყო, არ შეუმჩნევია. -რატომ? რატომ ხდება ასე? -ბუტბუტებდა დანანებით. სახე შეცვლილი ჰქონდა, ისევ, იმ დაკარგულ, გიჟ გოგოს დაემსგავსა. სტკიოდა, ისე როგორც არასდროს, რადგან ფიქრობდა რომ თავი მოიკლა. ლელამ ყველაფერი დათმო, დათმო ქმარი, შვილი, მეგობრები და წავიდა ნიკასთან. ევას ეს აგიჟებდა, უკაწრავდა სულს. ყველაზე საშინელება ის იყო, რომ მისი სიკვდილი უნდოდა და არა სიცოცხლე. კი, დედას თმობს, თმობს იმიტომ, რომ იცის მონატრების ფასი, იცის რომ გინდ გადარჩეს, მაინც არ ეყოლება დედა. მისი დედა აქ მოკვდა, მისი დედა დღეს, იმ დროს მოკვდა როცა შვილი და მეუღლე ამ ტრაგედიისთვის გაიმეტა. -ევა, როგორ ხარ? -მხრებზე კოსტუმი მოაფარა გოგამ. რიჟამაძემ მხოლოდ ახლა იგრძნო სიცივე, ახლა, როცა დედამიწაზე დაბრუნდა. -როგორ უნდა ვიყო? იგივე მეორდება, ოღონდ ბევრად მძიმე ფორმით. -რითი დაგეხმარო? -გაარკვიე რას ფიქრობენ ოფიცრები. თვითმკვლელობაა? -ევა. -თვალები დახუჭა და ისე დააქნია თავი, თვალებში შეხედვა ვერ გაბედა, თან ჩაეხუტა. -მართალი ვარ! -მიეკრო გოგას მკლავებს, ცრემლებმა სახე აუწვა. რამდენი წუთში გატეხილი ხმით ამოიკრუსუნა. -ეს მამამ არ უნდა გაიგოს. -მაგას მოვაგვარებ. -თმებზე ეფერება. -ევა, მამას სჭირდები, მოდი შევიდეთ. მე შენთან ვარ. -მადლობა! -ძვლივს ადგა და და სამი დღის უჭმელივით დაიწყო ლასლასი.
_________________
-ევაა, ჩემო საყვარელო, გადარჩა. სტაბილურადაა, ფილტვიდან ნეკნები ამოიღეს. -გახარებული დათო ფეხზე წამოდგა და ჩაუხუტა. მიხარია მა. -ნაძალადევად გაიღიმა და გვერძე მყოფებს გადახედა, რომლებსაც ისე სდიოდათ ცრემლები გეგონებოდა მართლა ადარდებთო, მაგრამ სინამდვილეში არავის არაფერი ადარდებს, მხოლოდ თავინთი ბინძური უკანალების გადასარჩენად არიან აქ. -მეგობრებო, გრიპი მაქვს ვერ ჩაგეხუტებით, მადლობა თანაგრძნობისთვის. -რამდენიმე „მეგობარი“ უკან გააბრუნა და ნაძალადევად გაიღიმა, შემდეგ დერეფანს გაუყვა და მოშორებით დაჯდა, კუთხის სკამთან. ცრემლები კვლავ ჩამოსცვივდა, ეშინოდა ლელას გაღვიძების, არ უნდოდა სიმართლე გამჟღავნებულიყო, მამის იმედგაცრუებულ სახეს ვერ გადაიტანდა. -ევა, ძვირფასო, ვწუხვარ. -მაღალი, გამხდარი, ლამაზი, მოვლილი ქალი დადგა მის წინ. -მადლობა. -ცივად გაუღიმა. -ევა, მე გოგას მამიდა ვარ. საყვარელო რამე ხო არ გჭირდება? -ბოდიშით, ვერ გიცანით. -ადგა და ჩაეხუტა. -ყველაფერი კარგად იქნება, გამოჯანმრთელდება. -იმედია. -რამე ჭამე? მგონი სიცხე გაქვს. -კარგად ვარ. დიდი მადლობა. -არაფერს, ევა, რაცარუნდა დაგჭირდეს შემეხმიანე. -ძალიან დიდი მადლობა.-არაფერს რა მადლობა. ახლა წავალ, დათოს ვნახავ. -კარგით, თბილად გაუღიმა. ნანის წასვლიდან რამდენიმე წუთში ტელეფონი აბზუვლდა. -გისმენთ. -შეტყობინებებს არ ნახულობს პატარა ქალაბატონი? მესიჯი ნახე, არავის უთხრა. თუ ვინმეს ჩარევ დარჩენილ ოჯახსაც ამოგიხოცავ. -ვინ ხართ? რა ხდება? -დრო დღეს თორმეტი საათამდე გაქვს. არ დაააგვიანო. -რა ხდება? -ანერვიულებული მესიჯებში შევიდა და გახსნა.
“გამარჯობა, ევა. ისეთი არაფერი მინდა, მხოლოდ ორი მილიონი, ორას ლარიანი კუპიურები არ მინდა. მხოლოდ ას ლარიანი და ოცლარიანი. დრო თორმეტ საათამდე გაქვს. თუ ფულს ვერ მივიღებ გავბრაზდები, როცა ვბრაზდები ცოტა ბოროტი ვხდები. ვიტყვი რომ ლელა თავს იკლავდა და მამაშენს მოვკლავ, იცოდე რომ ამას გავაკეთებ.

პატივისცემით იაკობი.”

“მეღადავებით ხო?“ მაშინვე მიწერა. “არა, პატარა ქალაბოტონო სულაც არა.“ -მოუვიდა პასუხი. ამასთან ერთად ვიდეო მოვიდა, რომელშიც დედამისი იყო საავადმყოფოს პალატაში. ამას კიდევ მოყვა შემდეგი ჩანაწერი, სადაც ევა ჩანდა, ისე როგორც აქ არის, რამდენიმე წუთის წინ გადაღებული იყო. “მიხვდი ხო? მე არ ვხუმრობ. შენი ყოველი ნაბიჯი ვიცი. სასწრაფოდ ფული მჭირდება.“ “კარგი, შევაგროვებ და მოვიტან.“ -უცებ მიწერა და ლელას პალატისკენ დაიძრა. იქ “კეთილმოსურნეები” მომატებულან. პირდაპირ დათოსთან წავიდა. -მა, ორი წუთი გამო რა. -ევა, დედას მალე ნახავ. უკვე ამთვარებენ ოპერაციას. -ძალიან კარგი, მიხარია. -ჩაეხუტა. -ვიცი ამის დრო არ არის, მაგრამ ფული მჭირდება. სასწრაფო რომ არ იყოს არ გეტყოდი. -რამდენი? -ორი მილიონი. -რა ხდება? -მა, უბრალოდ მენდე. რომ დაიბეჭდება ჩემი წიგნი უკან დაგიბრუნებ. -ევა, მეწყინა. მთიანი ქონება შენია. რა ჩასესხება? უბრალოდ მაინტერესებდა. -მა, ბოდიში. -ლოყაზე აკოცა. -შემირიგდი? -შენ როგორ გაგებუტო, ჩემო სულო. მინდობილება შენზეა, ამიტომ საქართველოს ბანკში მიდი და გამოიტანე. გიორგას დაურეკე დაცვა გამოგზავნოს, ამხელა ფულით მარტო არ იარო. -მადლობა, მა. ჩემი საყრდენი ხარ. -გადაეხვია და წავიდა.

_____________________
ტაქსიში ჩაჯდა და გოგას დაურეკა. -ხო ევა. -სად ხარ? -დედაშენის საქმეზე ვარ, ვჩალიჩობ რომ არ გახმაურდეს. -გოგა, დიდი მადლობა. -არაფერს ფერიავ, რა მადლობა. -მე ტაქსიში ვარ, რაღაც საქმეები მაქ. დღეს გვიანობამდე არ მეცლება და იცოდე. -ყველაფერი კარგადაა? -კარგადაა. -ნამდვილად? -ნამდვილად, ოღონდ ახლა უნდა წავიდე. მერე შეგეხმიანები. -კაი. -ტელეფონი გათიშა და მძღოლს მიუბრუნდა. -საქართველოს ბაკთან მიმიყვანეთ. -რომელ ფილიალში?-ყველაზე დიდი რომელია ნეტა? -ცენტარულ ფილიალში მიგიყვანთ. -მადლობა. ტელეფონმა გაანათა, შეშინებულმა იმ წამსვე უპასუხა. -ევა, რა ხდება? ლელა როგორაა? -კარგადაა. ნუ ნერვიულობ, გადარჩა. -უფ, მადლობა ღმერთს. რამე ხო არ გჭირდება?- სანი, კი. ჩემი მანქანა არის სახლში, შეგიძლია ვინმეს ბანკთან მოაყვანინო? -რათქმაუნდა. მისამართი ჩამიგდე ახლავე გამოვაგზავნი. -კარგი, დიდი მადლობა. -ტელეფონი გათიშა და დაუფიქრდა რას აკეთებდა? რა ხდებოდა მის თავს? ბრაზობდა, მაგრამ ვერაფერს აკეთებდა. -მოვედით -უკან მობრუნდა მძღოლი. ევამ ფული გადაუხადა და გადმოვიდა. ჩქარი ნაბიჯით შეიჭრა ბანკში, პირველივე სალაროსთან მივიდა. -სალამი. -გამარჯობა. -მინდობილება მაქვს, დავით ბახტურიძის ანგარიშიდან მინდა ფულის გამოტანა. -კი, რათქმაუნდა. გადავამოწმებ და გაიტანთ. რამდენის? -ორი მილიონი ლარი. -ამდენი? -კი. -დღეს ვერ მოესწრება. -ვერანაირად? -ვერა. -მართველს დაუძახე. -კარგით. -წამობრძანდით. დიდი, თეთრი კარის წინ შეჩერდა მოლარე კარზე დავაკაკუნა და შევიდა. რამდენიმე წუთში გამოვიდა და ევა შეიპატიჟა. -გამარჯობა. -ფეხზე წამოდგა მართველი. -სალამი. -ერთმანეთს ხელები შეაგებეს და დასხდენენ. -ფული დღეს ვერ იქნება. -უბრალოდ რომ დარეკოთ და მოატანინოთ არა? ხო კარგად იცით ვინ ვარ? ერთი ზარი და ფილიალს დავხურავ. -ფული არ იქნება. აქედან გაბრძანდით. -როგორ არ მინდოდა გიგისთან დარეკვა. -წარმოთქვა და ტელეფონი აიღო. -გიგი გომელაურთან? -სხვა გიგიც გყავს უფროსი? -გიგი უფროსი არაა. -უფროსი არა მფლობელია. -კარგით, მე თვითონ დავურეკავ. -ახალგაზრდამ ტელეფონი ამოიღო და დარეკა. -გამარჯობა. -გისმენ. -აქ ევა ბახტურიძეა და დათო ბახტურიძეს ანგარიშიდან თანხის გატანა სურს? -პრობლემა რაშია? -ორი მილიონი ლარის გატანა სურს. -არ არის მაგდენი ფული? -არა, მილიონ ორასიათასია დარჩენილი. -კარგი, სხვა ფილიალიდან მოვა დანარჩენი. -ანუ ვატანთ? -შენთვითონვე თქვი დათო ბახტურიძის შვილია, ყველაფერი შეუსრულეთ. ტელეფონი ევას გადაეცი. -ევა, ძვირფასო როგორ ხარ? -კარგად, გიგი. თავად? -კარგად, ვუძლებ რა ცხოვრებას. -როგორ მიდის საქმეები? -ნორმალურად. შემთან? -ჩემთანაც. -ამხელა თანხა რატომ გაგაქვს ხო კარგად ხართ? -კი, ყველაფერი რიგზეა. ახალი საქმე მინდა წამოვიწყო. -ძალიან კარგი. წარმატებები! მათ მაგიერ მე გიხდი ბოდიშს ვერ გიცნეს და ამიტომ გაჭედეს. -ჩვენთან ეს რა სალაპარაკოა, მალდობა შენ გიგი. -ტელეფონი გათიშა და მართველს გახედა -ფულის გამოტანას იწყებ ხო? -კი, ვიწყებ. -რამდენ ხანში იქნება? -ორ-სამ სააათში. -სააათს დახედა. -კარგი, დიდი მადლობა. -ადგა და კაბინეტიდან მოხდენილად გავიდა, ქუჩაზე გაიხედა, მანქანისკენ დაიძრა. მძღლოს მადლობა მოუხადა და სავარძელში მოთავსდა და იგივე ნომერზე გაგზავნა შეტყობინება საიდანაც მუქარა მოუვიდა. პასუხმაც არ შეაყოვნა. “ძალიან კარგი, იმედია მალე გამოიტან. თორტმეტს არ გადასცდეს.” რობოტულად დადო ტელეფონი და თავი უკან გადაწია, სიდენიას მიეყრდნო. ფიქრობს ცუდ ზღაპარში მოხვდა, ბოროტ პერდონაჯებთან. არასდროს უფიქრია ასეთ დროს რას გააკეთებდა, ფულს მისცემდა თუ პოლიციას შეატყობინებდა. ემოციებისგან დაღლილს ფიქრში ჩაეძინა. ძილმა ერთ საათს გასტანა, შემდეგ ხმებმა შეაწუხეს და გაეღვიძა. როგორ ჩამეძინაო? გაკვირვებული იყო, საათი შეამოწმა და ბანკში შეიჭრა. ნახევარი თანხა მზად იყო, რამდენიმე წუთში დანარჩენ თანხასაც მოიტანდნენ და მთლიანი ფული შეგროვდებოდა. ნახევარ საათში ევა ორი დიდი, შავი ჩანთით გამოვიდა ბანკიდან, იქვე მდგომ მანქანაში მოთავსდა და შანტაჟისტს მისწერა “ფული მზადაა, მაგრამ ერთი პრობლემაა, გადმომირეკე.” ზარმაც არ შეაყოვნა. -გისმენ. -ფული მზად მაქვს, მაგრამ რა ვიცი რომ რო მოგიტან მერე არ იტყვი თვითმკვლელობის ამბავს. -მე იმ სამყაროს წარმომადგენელი ვარ, სადაც სიტყვა ფასობს, აქ სიტყვის არ შესრულდება არ მოსულა. როგორც ვთქვი, ფულს მომიტან და ამ საქმეს დავხურავ. -კარგი, გენდობი. სად მოვიდე? -მზად იყავი, ნახევარ საათში შეგატყობინებ. -ტელეფონი გათიშა და მანქანა დაძრა. თხუთმეტ წუთში სადღაც მყუდრო, ადგილას გააჩერდა. სიჩუმე იყო, ხალხი თავს არ აბეზრებდა და თავისი უწესრიგობით. დარეკა, იკითხა ლელას ამბავი. ოპერაციიდან უკვე გამოსულიყო, პალატაში გადაეყვანათ და მამა თავზე ედგა. კარგი ამბები რომ შეიტყო, დამშვიდდა, ტელეფონი დადო და მოდუნდა. ზარს ელოდება, რამდენიმე წუთში დარეკავს და მოიშორებს ამ ამბავს. ისე გამოკეტავს მეხსიერების ბნელ კუთხეში, როგორც ზვიგენი კეტავს ადამიანს პირში. სიჩუმე ტელეფონის ბზუილმა დაარღვია, მაშინვე აიღო, მაგრამ გოგას ნომერი შერჩა და უპრობელმოდ უპასუხა. -გისმენ. -რას შვები? მოაგვარე საქმეები? -ნახევარ საათში ვრჩები, შენ? -მე მოვრჩი, ახლა საავადმყოფოში მივდივარ. -კაი, გავთავისუფლდები და დაგირეკავ. -კარგად ფერიავ. -ნორმალურად ვერ ელაპარაკა, რადგან მეშანტაჟის ზარს ელოდა. დიდხანს არ შეყოვნდა დარეკა. -მზად ხარ? -კი, დანიშნულების ადგილი მითხარი. მისამართს ჩაგიგდებ, თხუთმეტ წუთში აქ იყავი, თორემ შეთანხმება ჩაიშლება. -კარგი. -მანქანა დაქოქა და მისამართს დახედა, აქვე იყო, ათ წუთში მივიდოდა უპრობელმოდ. სულ ცოტა ანერვიულდა და გზას გაუყვა. მალევე მივიდა და დაელოდა “მეშანტაჟის” ნახვას. შავ, სპორტულ ტანსაცმელში გამოწყობილი ათამდე ნიღბიანი გაცი დაიძრა მანქანისკენ, თითოეულს თავზე ლურჯი ნიღბები ეკეთა, ხელში კი ზოგს იარაღი, ზოგს დანა ეჭირა. ევას შეეშინდა, გააჟრიალა. რამდენიმე წამით იფიქრა მანქანას დავძრავ და აქედან ავორთქლდებიო, მაგრამ მერე რომ წარმოიდგინა რა დღეში ჩავარდებოდა მამა, როცა ლელას თვითმკვლეობის ამბავს გაიგებდა, ყველა შიში უკუ აგდო, ჩანთებს ხელი დაავლო და მანქანიდან გადავიდა. გაბედულად მიიწევს წინ. რამდენიმე წამში ერთ-ერთი მხარბეჭიანი, როხროხა კაცი წინ წამოვიდა და ევას მოპირდაპირეთ დადგა. -აი ფული. სიტყვაზე გენდე, იმედია არ დამაღალეტებ. -შენ ხო არ დამაღალატე? -ფული ზუსტადაა, იმ კუპიურებით, რომელიც შემ გინდოდა, არც არავისთვის მითქვამს ასე რომ მხოლოდ შენი პირობა და დარჩა. -ნუ გეშინია ლამაზო, სიტყვის ადამიანი ვარ. -სიტყვები შეარჩიე, არ დაგავიწყდეს ვის ელაპარაკები. უბრალოდ არ მინდოდა ომი და სიტუაციის გამძაფრება თორე, ახლა უკვე თქვენ დიდი ხნის დაჭერილები იქნებოდით. -მუქარა ლამაზო. -გაფრთხილება. დოჩე, იგივე ალექსანდრე ყიფიანი ნათლიაა ჩემი. ასე რომ სანამ ვინმეს მუქარას დაუწყებთ კარგად დაფიქრდით ვინ დგას მის უკან. აქ ორი მილიონია -თითით ჩანთისკენ ანიშნა, აიღეთ და აღარ გადამეყაროთ, საერთოდ დამავიწყეთ თქვენი არსებობა. -ზიზღით ახედა პირდაღებულ კაცს, შებრუნდა და მოხდენილად, მაგრამ თან სწრაფად გაუყვა გზას მანქანისკენ. ჩაჯდა, მაშინვე დაძრა და სასწრაფოდ გაეცალა ამ ადგილს. მალევე გააჩერა და მომხდარზე დაიწყო ფიქრი. თავისი თავით ამაყობდა. -აუ რა ჩავუტარე.აქამდე რატო არ გამახსენდა ალექსაა. -გახარებული ელაპარაკებოდა საკუთარ თავს. -მგონი ბრუნდები ხო? ჩემო თავო, მგონი უკვე დაბრუნდი. -მანქანა დაძრა და საავადმყოფოში მივიდა, ხალხი შეცოტავებულიყო, მხოლოდ მამამისი, გოგა, ერეკლე და ნანი იყვნენ. -სწრაფი ნაბიჯით მიუახლოვდა მათ. მამამ გულში ჩაიკრა. -მოაგვარე ევა? -კი, მა, ყველაფერი რიგზეა. -რა? -ინტერესით შეათვალიერა გოგამ. -მეც არ ვიცი, მეგონა შენ მაინც გეცოდინებოდა. -კარგით, ახლა, ისეთი არაფერი. ლელა როგორ არის? -მე ვიყავი შესული, ნორმალურადაა, ლაპარაკობს, თუმცა დანაღვლიანებული და შეშინებულია. ექიმს დაველაპარაკები და შენც შედი. -არა მა, დაღლილი იქნება არ შევაწუხებ. -მიზეზი სწრაფად მოიფიქრა. -კარგი, როგორც გინდა. -ღამე რას იზამ? წამოხვალ სახლში? -არა, ექიმს მიველაპარაკე და ღამე ლელასთან შემიშვებს. -კაი. -შენ გოგას და გაყევი, კარგი? სახლში მარტო არ იყო. -რამე ხდება? -არა შვილო, რა უნდა ხდებოდეს, უბრალოდ მარტო არ იყო. -კაი, მა. მასე ვიზამ. -მიდით წადით, მე ლელასთან შევალ. სამივე გადაეხვია დათოს, გოგა და ევა წინ წავიდნენ, ერეკლე და ნანი კი რაღაცას ეჩურჩულებოდა. წყვილი მანქანაში მოთავსდა და გზას გაუყვა. -როგორ ხარ? -ნორმალურად. შენ? -მეც. გოგა ერეკლე ბიძიას რო არ დაველოდეთ ხო არ ეწყინებოდა? - არა, თავისი მანქანის წამოვა, ეგ დაიკიდე. რა საქმეებზე დადიხარ? -სახლში მივიდეთ და მოგიყვები. -კარგი. -ძაან დაღლილი ხარ. რამე ჭამე მაინც? -არც გამხსენებია. -კაი რა. თავს უნდა გაუფრთხილდე. -წაიწუწუნა გოგამ. -მართალი ხარ. -სიდენიას მიეყუდა. -რამდენად ამპარტავანია. მე ვერ შევძელი მან კი შეძლო. -გატეხილი ხმით თქვა -ლელა იმ წამის გრძნობებს აყვა, შვილი მოენატრა, არ დაადანაშაულო. -მე ძმა, დაქალი და მათი შვილი ერთად მენატრებოდა, მაგრამ ვერ შევძელი. ვერ გავიმეტე დედ-მამა, მან კი გაგვეტა. -ამოიხავლა. ყველა ძლიერი მსიქიკის არაა, ალბათ ვეღარ გაუძლო. -მეც ვეღარ ვუძლებდი, მაგრამ ვარსებობდი. -მთელი ხმით იყვირა, ცრემელბმაც გაიკვლიეს გზა. -ფერიავ, უნდა აპატიო. მანქანა გადააყენა და ჩაეხუტა. ევას უფრო მოაწვა გრძნობები და მთელი გულითა და ხმით დაიწყო ტირილი. -გოგა იყო ჩუმად, საყვარელ ქალს გულში იკრავდა და თავის თავს ძლიერად ყოფნას აიძულებდა. -ევა, ჩემო საოცრებავ, გთხოვ, ვიცი რომ ძნელია, მაგრამ ეს უნდა გადაიტანო და აპატიო. დაელაპარაკე ამაზე, უთხარი რო, იცი, თავს რომ იკლავდა და გტოვებდათ. ინანებს, ალბათ, წამიერ გრძნბებს აჰყვა. -დედაჩემი დიდი ხანი კომაში იყო, ახლა კი მოკვდა. ამას ვგლოვობ, თორემ იკლავდა, ვიცი რომ უნდოდა სიკვდილი. -ხელი გაიქნია. -რაც ნიკა მოკვდა იმის მერე მის ცხოვრებაში მეც მოვკვდი. აღარ მელაპარაეკბა, მაგრამ იმედი სულ მქონდა, ვფიქრობდი, რომ გონს მივიდა. -ყველაფერი კარგად იქნება, ესეც გაივლის და მხოლოდ ყვითელი დღეები იქნება. მხოლოდ ყვითელი. -იქნება, ესეც გაივლის. -ამოიბურტყუნა და მთელი ძალით მიეკრო. -წავიდეთ, ძაან დიდი ხანი ვტიროდი, ხო? -ხელით ცრემლები შეიმშრალა. -თუ გინდა ვიყოთ, დროზე არ იფიქრო. -შუბლზე აკოცა -არა, წაიდეთ. -გოგამ ჩაკოცნა და მანქანაში ჩასხდნენ, უხმოდ მივიდნენ სახლში. ცოტახნით მისაღებში გაჩერდნენ, ევამ დაძალებით ჭამა საჭმელი, მერე ავიდნენ, წყალი გადაივლეს და გოგას საწოლში მოთავსდა ორივე. როგორ ხარ? -ნორმალურად. -დღეს სად იყავი? პრობლემები გაქ? გაძალებ, მაგრამ მინდა ვიცოდე. -დილას საავადმყოფოში ვიღაცამ მომწერა ფული მომიტანე თორემ მამაშენს დავბრიდავ და დედაშენის თვითმკველობას ვამხელო. მერე კიდე დამირეკა და მუქარა დამიწყო. მეც ზედმეტი გართულების გარეშე ორი მილიონი გამოვიტანე და წავედი. იქ რამდენიმე შეიარაღებული კაცი დამხვდა, ფული მივეცი, დავემუქრე არაფერი გაამხილოთო და წამოვედი. -რატომ არ მითხარი? -ეგ საქმე მასე არ მოგვარდა. -გოგა, მოგვარდება. დოჩე ხო იცი? მაგას ჩავრევ მეთქი. გაიკითხავენ, მიხვდებიან რომ ჩემი ნათლია და აორთქლდებიან. ის ორი მილიონი კი მოიხმარონ მშვიდობაში, აღარ მყოფნის არც ძალა და არც ნერვები რომ ომი დაიწყოს. -კარგად მოგიფიქრებია, მაგრამ ჩემთვის უნდა გეთქვა. რომ მისულიყავი და ვინმეს რამე დაეშავებინა მერე? -მართალი ხარ, უნდა მეთქვა. არ დამთავრდა არეულობაა ჩვენს თავს. -ცოლად გამომყევი და წავიდეთ, ერთი თვე ერთი წელი, ყველაფერი მივატოვოთ და წავიდეთ. -ახლა ცოლობა მთხოვე? -არ მომყვები? -დავფიქრდები. -სერიოზულად? -გოგაა, რა სერიოუზულად, ისედაც ერთად არ ვართ, ან მე მოვდივარ შენთან ან შენ მოდიხარ ჩემთან. და რა აზრი აქვს იმ სიფრიფანა გაღალდს? -ყველა გოგოს უნდა ქორწილი, თეთრი კაბა და ეგ სიფრიფანა ქაღალდი, ყოველშემთხვევაში შენს გამოჩენამდე ასე მეგონა. -მე არა, არასდროს მდომებია ფურცელზე დამოწმებული სიყვარული და მერე მთელი სანაცნობოს თვალში ბედნიერი ყოფნა, არ მინდა ყალბი ადამიანები, ამპარტავნული ღიმილები, თვითგმაყოფილი სახეები. უბრალოდ მინდა ბედნიერი ვიყო, ჩემს პატარა სამყაროში ბედნიერი ვიყო, ყოველგვარი ყალბი სახეებისაა და ფიცის ფურცლები გარეშე. -მიყვარხარ. -მეც. -ძაან ჩემი ხარ. -იცინის -ყოველთვის დებილად ვთვლიდი იმ ადამიანებს ასე რომ იძახდნენ. -მგონი დამადებილე. -მგონი ასეა. გამოგიტყდები და გეტყვი რომ დაგაჰიპნოზე, თან ისე რომ მთელი ცხოვრება ვერ გამოხვალ. -ვნახოთ, ვნახოთ. -არ გეძინება? -ხო, ძაან. -მეც. -ერთმანეთს მიეკრნენ და ასე, გადახლართულები მოსწყდნენ დედამიწურ ფიქრებს.
___________________________________
არემარე განათდა, დილა გათენდა. გოგა დიდი ხნის ამდგარია და კომპანიაში მუშაობს. ევამ ახლა გაიღვიძა და თავს იწესრიგებს. უკვე ერთი კვირაა გასული რაც ლელა ავარიაში მოყვა, დღეს წერენ, მალე ცხოვრებას დაუბრუნდება. მისნაირ ყოფას ცხოვრება ჰქვია? საკამათო თემაა, თუმცა ამაზე არ გავჩერდები. და რას ვყვებოდი? ხო ლელას თერთმეტ საათზე წერენ. ევა დღეს პირველად ნახავს იმ ფაქტის შემდეგ. მთელი ერთი კვირა ყოველთვის პოულობდა მიზეზს რომ არ ენახა, მაგრამ ახლა ნახავს. დათო მთელ დღეებს საავადმყოფოში ატარებდა, საქმეები მიატოვა, ზოგს გოგა ხელმძღავენელობს, ზოგს მისი ბავშვობის მეგობარი ვანო, იგივე ვანიჩკა. დრო მალე გავიდა, უკვე თერთმეტი გახდა, ყველანი იქ არიან და ექიმის ნებართვას ელოდებიან, რომ ლელა წაიყვანონ, მაგრამ ეს ხომ საქართველოა, ყველაფერი იგვიანებს. დაახლოებით, ერთი საათი არუტრუტეს ხალხი დერეფანში, მერე ექიმი მოვიდა კვლავ გასინჯა და წასვლის ნება მისცა. ევა და ლელა ერთმანეთს მანქანაში შეხვდნენ, დათო და ლელა უკანა სიდენიებზე მოთავსდნენ, ევა მძღლოს გვერძე მიუჯდა და ლელა თბილად მოიკითხა, გოგამ ბევრჯერ დაარიგა “თბილად ელაპარაკე, არ იცი სულიერად როგორ არისო” ამიტომ ეცადა კარგად მოეკითხა. ეს დღე, იმ იშვიათ დღეებს მიეკუთნება, როცა საცობები არ იყო, ამიტომ სახლში ოც წუთში მივიდნენ. დამხმარეს ლელასთვის ოთახი მზად ჰქონდა, პირდაპირ იქ შევიდნენ და კარგად მოწყობაში დაეხმარნენ. მერე მოგროვდა მნახველების ზღვა, ხან ერთი შევიდოდა ხან მეორე. ევას აღარ შეეძლო ყალბი სახეების ნახვა, ამიტომ ოთახში გაიპარა და გოგას დაურეკა. -რას შვები? -ახლა მოვდივარ თქვენთან. რა წამოვიღო? -მე ნაყინები მინდა, „თოლიას“ მალაკოიანი. -დედაშენს რა ვუყიდო? -ლელას რა უნდა უყიდო, ბანბანერკა წამოუღე. -სიდედრს ბანბარეკნა როგორ ვუყიდო? -მომავალ სიდედრს ბანბანერკას რატო ვერ უყიდი? -იმიტომ რომ ბანბანერკას იმას ვყიდულობთ, ვისთვისაც საჩუქრის შერჩევა გვეზარება. -უიმე, მაშინ რაც გინდა ის უყიდე, მაგრამ იცოდე ჩემ თავს ისედაც გამოგატანს ამიტომ ძალიან არ დაიხარჯო. -შენთავს ისედაც წამოვიყვან, რო დაგადგები საძმაკაცოსთან ერთად უნივერსიტეტთან და მოგიტაცენ ვინ გვიპოვის? -ფუი, ფუი, ეშმაკს. ეგ არ ქნა თორემ აღარ გამოგყვები. -ორივემ გემრიელად იხარხარა. -კაი წავედი, მალე მოვალ. -ტელეფონი გათიშა და სამკაულის მაღაზიაში გადავიდა. როგორც კი მივიდა, ძალიან ლამაზმა ბრილიანტისთვლიანმა ბეჭედმა დაუწვა თვალები. -გამარჯობათ. რას ეძებთ? -გამარჯობა. ეს ბეჭედი გამომიღეთ აბა. -ულამაზესია, ქართველი დიზაინერის ნამუშევარია, წლევანდეოლი მოდელი. -მართლაც ლამაზია. -ამას აქვს საყურეები ყელსაბამი და სამაჯური. განახოთ? -კი, მადლობა. -გასაღები აიღო, მარჯვნივ მდგომი კარადა გახსნა და წითელი, სადა ყუთი გამოიტანა. -ძალიან ლამაზია, თქვენს რჩეულს აუცილებლად მოეწონება. -იმედია, განსხვავებულია და არც ვიცი რა მოსწონს. -ასეთი სხვას არ ექნება, ერთადერთი მოდელი გამოვიდა. -კარგით, ავიღებ. -მხოლოდ ბეჭედს? -არა, ყველაფერს. რა ღირს? -მე არ ვიცი. ჩემს უფროსი უნდა დავურეკო. -კარგი, ეგ მერე ქენი. -შენ, ახლა უნდა ამარჩევინო საშუალო ასაკის ქალისთვის რამე სამკაული. -როგორი? -არ ვიცი. შე რას მირჩევ? რას ყიდულობენ ხომე? -ამ საყურეებზე რას იტყვით? -არა უფრო სადა ნივთი. -სამაჯური? -მანახე აბა? -აი. -წინ ვერცისფერი სადა სამაჯური დაუდო, ზემოდან ოქროსფერი ქვებით იყო მორთუკი. -კი, იყოს, მგონი ნორმალურია. -ძალიან ლამაზია. -რა ღირს? -სამიათას ოთხას ორმოცდაათი. -აი ბარათი. ახლა, ამ სამაჯულს წავიღებ, ხვალ მოვალ იმ სამკაულისთვის. შენ ფასი გაარკვიე, მე ვიყიდი. იცოდე, რაც არ უნდა მოხდეს არ გაყიდო, მე ვიყიდი. -კარგით, ნომერი დამიწერეთ. -აი. -ვიზიტკა მიაწოდა. -კარგით, ხვალ გელოდებით. -დიდი მადლობა. -სამკაული შეაფუთინა და მანქანაში ჩადო. ნაყინებზე გადავიდა, იყიდა და ევასკენ გაუყვა გზას. მივიდა, როგორც თვითონ უწოდებს “სიდედრი” ნახა, საჩუქარი გადასცა, ლელას ძალიან მოეწონა, მრავალი მადლობა დაიმსახურა. საჩუქრის გახსნიდან წუთში სამი ქალი შევიდა, ამით გოგამ დრო იხელთა და ლელას დაემშვიდობა. ბახტურიძე და დათო მისაღებში გამოვიდნენ. -არ იყო საჭირო ეს საჩუქარი. -გამოჯანმრთელება მივულოცე. -რამდენიც არ უნდა გელაპარაკო, შენ მაგ თემაზე მაინც ვერაფერს შეგაგნებინებ და ახლა მითხარი ევასთან რა ხდება? -მაგაზე მეც უნდა მეთქვა, თუ ნებას დამრთავ, მინდა ცოლობა ვთხოვო ახლო მომავში. -ახლო მომავალი როდისაა? -თუ ყველაფერი კარგად წავიდა, ზეგ პარიზში წავალთ და იქ მინდა ვუთხრა. -წარმატებები, ბედნიერად ყოფილიყავით მთელი ცხოვრება. -მადლობა. -მიყვარხარ, მაგრამ იცოდე რომ ევა უფრო მიყვარს, ის ჩემი განძია, ჩემი ოცნება, ცხოვრების აზრი. მას რომ აწყენინო არ გაპატიებ. -დათო ბიძია, ის ჩემი მამოძრავებელი ღერძია, მე მის გარეშე ვერ
ვიქნები, ევა მთელი ჩემი სამყაროა, მას, მე ვერასდროს ვაწყენინებ. -ბედნიერებას გისურვებთ. -ერთმანეთს ხელები გადახვიეს. -თავის ოთახშია თუ გინდა ადი. -უთხრა გაღიმებულმა. -თქვენის ნებართვით. -კიბეებზე ავიდა, კარი დაუკაკუნებლად შეხსნა და ოთახში საუკეთესო სცენა დახვდა. ევას საწოლზე გუაშები, აკვარელები და ფუნჯები აქვს დაყრილი, თვითონაც იქ ზის, ყორანივით შავი თმა მაღლა აქვს აწეული, კოსათ შეკრული და ხატავს. მთელი სხეული საღებავებით აქვს ამოთხვრილი. -გამარჯობა, მხატვარო. მეც დამხატავ? -სწრაფად აწია თავი ევამ. -უკვე მოხვედი? -დრო გაგეპარა ფერია. -მიუახლოვდა და მის გვერძე მოთავსდა. -რას ხატავ? -რაღაც აბსტრაქტულს, თუმცა, რა გამოვა არ ვიცი. -პარიზში ნამყოფი ხარ? -არა, საფრანგეთში შარშან წინ წავიდნენ ესენი, მე მარტოობა მინდოდა და დავრჩი. -ხო. -რატო მკითხე? -ხვალ ღამით წავიდეთ პარიზში. -პარიზში? საიდან მოიფიქრე ახლა ეგ? -რავი, აქ სტრესია. იქ კარგი იქნება, მხოლოდ მე და შენ და უცნობი ქალაქი. -ზაფხულში წავიდეთ, ახლა საქმეები არ გაქ? -პარიზში საქმე მაქ, ხელშეკრულებაზე ხელი უნდა მოვაწერო. ერთი დღით მივდივარ ისედაც. შენც წამოდი, ერთი დღე, ორი-სამი საათი არ მეცლება, მერე სუ თავისუფალი ვიქნები. რა წამს მოგვბეზრდება და საქმე გამოგვიჩდება წამოვიდეთ. -რავი, შენთან ერთად ყველგან კარგი იქნება, მაგრამ. -ყველაფერი დაიკიდე და ცოტახანი წამოდი, დიდი გზას არ არის. -კაი, წამოსვლა მინდა. მამას ვკითავ და ვნახოთ. -დათო ბიძიამ იცის და საწინააღმდეგო არაფერი აქვს. -მამაჩემს უთხარი? -ნახევარი ცხოვრება მამაშენთან მაქვს გატარებული მაგას ვერ ვეტყოდი? -ვაუუუ. -ორივე იცინის. -საწოლიდან სამხატრო ნივთების ალაგება დაიწყო. -აწეული თმა გიხდება. -ვა, მადლობა. „ლ“ დაარბილა. -ხატვის დროს ყველაფერი მესვრება, თმებიც კი და მაგიტო ავიწიე. -სუ საღებავებით ხარ დახატული. -ასეც ხო ლამაზი ვარ? -აბა რა. ჩემი ფერია სუ ლამაზია, ყველაზე ლამაზია, ყოველთვის. -ნუ აზვიადებ. -იცინის. -სულაც არ ვაზვიადებ. -მე წყალს გადავივლებ. შემომიერთდები? -გოგაა. -კარზე დააკაკუნა და დათო შემოვიდა. -დიახ დათო ბიძია. -რამდენიმე წუთი გამოდი რა. რაღაც მაქვს იტალიურიდან დასაზუსტებელი და ხო იცი? -კი, მოვდივარ. -დათომ და გოგამ ოთახი დატოვეს, კაბინეტში შევიდნენ და ხელშეკრულებას დაუწყეს კითხვა, თარგმნამ ნახევარი საათი წაიღო.

_________________
-მამა, კარგ დროს იცი ხომე რა შემოსვლა- ჯუჯღუნებდა ევა დათოზე და თან აბაზანაში შესასვლელად ემზადებოდა. -ეჰ, გოგა კარგა ხანი ვერ დაიხსნის თავს, მარტო ბანაობა მომიწევს. -წაიბურტყუნა და წყალს თავი შეუშვირა.
________________
-დათო ბიძია, ყველაფერი სწორია, გამართულია გრამატიკულად. -მადლობა გოგა. შეგიძლია წახვიდე, ბოდიში რო მოგაცდინე. -აბა, ახლა რას მეუბნებით, როცა დაგჭირდებით მაშინვე დამირეკეთ. -კარგი ბიჭი ხარ შენ. -გაიცინეს. -კაბინეტიდან გამოვიდა და ევას ოთახში შევიდა. ფართი ცარიელი იყო, აბაზანიდან წლის ხმა ისმოდა. გოგამ პიჯაკი გაიხადა და საროჩკითა და შარვლით შეაჭრა აბაზანაში. ევა, ხალათით დგას სარკის წინ და თმებს იშრობს. სველი თმა და ნამიანი კანი მეტ ეშხს ძენს მის გარეგნობას. -დააგვიანდა უკვე ვაჟბატონო -სარკიდან შეხედა. -ახლა გამოსწორება არ შეილება? -არა. -ფენი გამოართვა და თვითონ დაუწყო თმის გაშრობა. -სასიამოვნოა, როცა სხვა გიშრობს. -ძალიან კარგი. -რამდენიმე წუთში მორჩა თმის გაშრობას, ფენი გამორთო და თვალის დახამხამებაში რაკოვინას ააკრო საყვარელი ქალი. თვალებში ორივეს ეშმაკები დაუხტიან. ერთმანეთის ტუჩებს აგემოვნებენ, ხელებით კი სხეულს სწავლობენ. გოგა ტუჩებიდან დაწყებული მუცლის ქვემოდან დამთავრებული, ყველგან კოცნის ბილიკები გაჰყავს უკოცნის, უწოწნის. მკერდთან რომ მიაღწია, ღრმად ამოისუნთქა და ენით ძუძუს თავების ალოკვა დაიწყო, ამაზე ევა აენთო, სიამოვნებისგან თავი უკან გადაწია და პარტიორს მიენდო. ამ დროს გოგა თითებით შევიდა მასში და რითმული, წრიული მოძრაობები დაიწყო. -აჰჰ -თავი ვეღარ შეიკავა ევამ. გოგას მიეკრო და ცდილობდა პერანგო გაეხადა, რამდენიმე წუთში მთლიანად გაუხსნა ღილები და საროჩკა ხალათის გვერდით აღმოჩნდა. ევა ვნებისგან სხეულის ნაწილებს ძვლივს იმორძილებს, ერთი ხელი გოგას თმაში აქვს, მეორეთი მკერდზე ეფერებოდა. -მეტს ვეღარ ვუძლებ, მიდი. -თვალებში ახედა, გოგამ ხელი გამოიღო და შარვლის გახსნა დაიწყო. ევა მოუთბენლად ელოდა ნეტარების წუთებს. და მათი სხეულები შეერთდა, ხელები თეძოებზე შემოხვია და ღრმა ბიძგებით შევიდა მასში. ორივესთვის მეტარი წუთები. . . გოგა უფრო და უფრო უმატებს ბიძგების სიძლიერესა და სისწრაფეს, ევაც რითმში აჰყვა და სხულებს შემხვედრი მოძრაობით აქანავებენ. . .
__________________
წყვილი საწოლშია მოთავსებული, გოგას ტანსაცმელი აცვია ევა ლურჯ პიჟამოებშია გამოწყობილი. -დარჩი რა. -სირცხვილია შენს მშობლებთან. -უშენოდ ვერ ვიძინებ. -დაგელოდები და რომ დაიძინებ მერე წავალ. -აუ. -გახსენებაზე წამალზე რას შვები? -აღარ გამიკეთებია. წინა კვირას უფრო მინდოდა, ახლა აღარ მინდება. -ძალიან კარგი ხარ. -მიყვარხარ! შენ გადამაგდებინე წამალი. -შენ ხარ ჩემი ცხოვრების საუკეთესო ადამიანი. -ოუუ, იცოდე თავში ამივარდება. -აუ, რა კაი ტიპი ხარ. -თუ არ რჩები, მაშინ ცოდო ხარ, შენც ხო გინდა დასვენება, წადი. -შენ დაიძინე და მე, მერე წავალ. -არა, ახლა წადი. მერე მაინც გამეღვიძება და ვინერვიულებ მიხვედი თუ არა. სახლში რო შეხვალ მომწერე. -კარგი ფერიავ, მასე ვიზავ. -არ გაგაცილებ რა. -კაი, წავედი. -ჩაკოცნა და საწოლიდან ადგა. -ფრთხილად იარე. -რა გჭირს? -მთელი ჩემი ოჯახი ავარიაში ყვება და მეშინია შენც რამე არ დაგემრთოს, რა უნდა მჭირდეს? -ევა. -უკან მიბრუნდა გოგა. -საყვარელო, არავის არაფერი მოგვივა. გთხოვ, არ ინერვიულო. -კაი. -კვლავ აკოცა, ოთახიდან გავიდა, მალე სახლიდანაც. დაცვას დაემშვიდობა და მანქანა დაძრა. მალევე მივიდა დანიშნულების ადგილას, გზები გადატვირთული არ იყო. ევას მიწერა მივედიო, მერე მეგობრებმა დაურეკეს, ძმაკაცებს ელაპარაკა და მალევე დაიძინა. ევამ წერილი ნახა თუ არა ისიც დაწვა, აბების დალევა არ დასჭირდა, მშვიდად დაეძინა.

____________________________
-ევა, საყვარელო, გაიღვიძე. უკვე თორმეტია. უნივერსიტეტში არ მიდიხარ? -დათო საწოლზე დაჯდა და საყვარელ გალიშვილს მოფერება დაუწყო. -არა მა, დღეს ორზე მეწყება. -ძალიან კარგი. -თვალები მოიფშვნიტა და დაჯდა. -მიდიხარ პარიზში? -კი, წასვლა მინდა. შენ რას იტყვი? -მე რა უნდა ვთქვა, მთავარია ბედნიერი იყო. გოგასი მჯერა, ვიცი რომ უყვარხარ, ვინც უყვარს კი არასდროს ტოვებს. -მა, მეც მიყვარს. -ვიცი, ჩემო ლამაზო. გაიზარდა ჩემი პატარა გოგო, გაიზარდე, მაგრამ ჩემთვის მაინც ის, პატარა, დიდთვალება, კეთილი გოგო იქნები, სკოლიდან ტირილით რომ მოვიდოდა, გზაზე გაჭირვებული დავინახე დავეხმაროთო. -მამიკოო. -ჩაეხუტა. -წადი პარიზში, ყველაფერი გააკეთე რაც გინდა. ეს წუთიერი ცხოვრება არ გაფლანგო დარდრში, მხოლოდ ბედნიერება, მხოლოდ სიკეთე. -მამიკო, შენ რო არ მყავდე, არ ვიცი, ალბათ საერთოდ აღარ ვიქნებოდი უკვე. -შვილო, აბა რა მამა ვარ, თუ შვილი ვერ აღვზარდე. ახლა მივდივარ, კომპანიაში საქმეებია, შენ კი, ყველაფერი გააკეთე, რომ ცხოვრება გაილამაზო. -მადლობა, მა. მაშინ გოგას დავურეკავ და ვეტყვი რომ წავალ. -კარგი, ჩემო ლამაზო. -შუბლზე აკოცა და ოთახიდან გავიდა. რამდენიმე წუთში ევაც ადგა, კარგ განწყობაზე იყო, სხვანაირად ვერც იქნებოდა, როცა მამა გაგაღვიძებს და ასეთ რჩევებს მოგცემს ცუდად ვერ იქნები. შხაპი მიიღო, ტანზე აგურისფერი, წელში გამოყვანილი, ტანზე მომდგარი, მოკლე მუხლიდან თხუთმეტი-ცამეტი სანტიმეტრით დაშორებული კაბა ჩაიცვა, ფეხზე თეთრი ბოტასები მოირგო. სახეზე მსუბუქი მაკიაჟი გაიკეთა, ისაუზმა და გარეთ გავიდა. მანქანა დაქოქა და გოგას დაურეკა -დილაშვიდობისა. რას შვები? -კომპანიაში ვარ. შენ? -გარეთ ვარ, პარიზისთვის რაღაცეებს ვიყიდი. -ანუ მოდიხარ? -შენთან ერთად მოგზაურობას როგორ გამოვტოვებდი. -ძალიან კარგი. რეისი ღამის სამ საათზეა. -ღამე ფრენა კარგია. -ეს დღეები ხო აქ არ ვიქნები და გარეთ გამოსვლის დრო არ მაქვს. შოპინგს რომ მორჩები რამე სენდვიჩები იყიდე და აქ მოდი, ვისაცილოთ. -კარგი, თან კომპანიასაც ვნახავ. -კაი, მიდი წარმატებები. -შენც. -ტელეფონი გათიშა და სიჩქარეს მოუმატა, ნახევარ საათში მივიდა სავაჭრო ცენტრში და მაშინვე პარიზული, რომანტიკული კაბების შერჩევა დაიწყო. მალევე მოხვდა რამდენიმე კაბა თვალში, იყიდა, მათ ფეხსაცმელებიც შეუხამა და გმაყოფილმა დატოვა მაღაზიათა ქსელი. მანქანაში ჩაჯდა და კაფისკენ გაუყვა გზას. პიცა-პეპერონი, იმერული ხაჭაპური, ნამცხვარი და წვენები იყიდა და გეზი კომპანისკენ აიღო. ორი ხდებოდა კომპანიაში რომ შევიდა, თხუთმეტ სართულიანი საოფისე შენობაა, შიგნით სიმშვიდეა, ყველა თავის საქმეს აკეთებს, ოთახებს დიდი გამჭირვე ფანჯრები აქვს, რომელსაც ჟალუზები უკეთია, კედლები თეთრია. -გამარჯობა. -მივიდა ერთ-ერთ ქერა, შავ-თეთრებში გამოწყობილ ახალგაზრდა გოგონასთან. -გამარჯობა. -გოგა ბახტურიძე სად ვნახო? -მეთორმეტე სართულზე აქვს კაბინეტი, მიგაცილებთ. -კარგი, მადლობა. -ახალგაზრდა, სიცოცხლის სავსე გოგონა ხართ თუ ასისტენტის ვაკანსიაზე მოხვედით არ დათანხმდეთ, გაგიჟდებით, ვერ გაუძლებთ. -რატომ?-გაუკვირდა ევას. -ძალიან ბევრს მუშაობს, შრომისმოყვარეა და სხვებისგანაც მაგას ითხოვს, თამ ძალიან მძიმე ხასიათი აქვს, მოკლედ რამდენს უნდოდა, მისი შეცდენა, ან მასთან და წოლა და ვერავინ მოახერხა ნამდვილი აიზბერგია, ახლაც ლოჯისტიკის ტირექტორს მოსწონს, ქალი ყურებზე დგება ოღონდ ბატონმა გოგამ შეამჩნიოს, ის კი სამსახურის გარდა არაფერზე ელაპარაკება. ამ წელიწადს სამი თანაშემწე გამოიცვალა ვერავინ უძლებს. -ხმები დადიოდა, მაგრამ არ მეგონა თუ ასეთი მკაცრი იყო. -სიცილს ძვლივს იკავებს ევა. -კი, არის. -ამხელა სანაცნობო წრე ყავს და ვერ გამიგია როგორ უძლებენ, ყინულოა, აისბერგი, წყალში ჩაძირული აისბერგი. -მთელი გრძნობებით აღწერს. -ამასობაში მის კაბინეტთანაც მოვედით აი ესაა ხის კარით. -კარგი, მადლობა. -რა გქვია? ანუკი. -შენ? -ევა. -სასიამოვნოა. -ჩემთვისაც. -გაუღიმა და კაბინეტისკენ წავიდა, თან უხაროდა ასეთი რომაა სამსახურში და მხოლოდ მასთან არის თბილი, კეთილი მზრუნველი და მოსიყვარულე. -ხის, ლამაზ კარზე ოდნავ დააკაკუნა და შეაჭრა. -როდიდან შემოდიხართ დაუკაკუნებლად? -თავი არ აუწევია, ისე წარმოთქვა გამყინავი ხმით საყვედური. -დღეიდან. -ღიმილით უპასუხა ევამ. -მოხვედი? -თავი აწია და საბუთებს ხელი გაუშვა. -მოვედი „აიზბერგო“. -სიცილისგან ცუჩები ებრიცება ევას. -ჩემი ფერია კარგ ხასიათზეა. -ადგა და გულში ჩაიკრა. -ვიღაც ანიმ გამამხიარულა. არ მეგონე ასეთი გულქვა. -იცინის. -რა გითხრა? -რომ ძალიან შრომისმოყვარეხარ, რთული ხასიაფი გაქვს და ვერავინ გიძლებს. ამ წელიწადს სამი თამაშემწე გამოიცვალე. -ეგ ანუკი ბარამიძე იქნებოდა, ბევრი ლაპარაკი უყვარს. -კიდე ის მითხრა რომ ვერავინ მოიგო შენი გული. ახლა თურმე ვიღაც ლოჯისტიკის დირექტორი გეპრანჭება. -ეჭვიანობ? -იღიმის. -არა, რას ვეჭვიანობ, პირიქით ვფიქრობ ხომ არ გავიქცე, შენზე ისეთები თქვა ცუდად მაქ საქმე. -ორივე იცინის. - პარიზის გამო არ მშორდები ხო? -აბა რა. ვიგრიალებ პარიზში და მერე დავშორდები ამ ცივ სისხლიან უფროსს, აისბერგს რომ ეძახიან. -ორივე ხარხარებს, სიცილისგან თვალებიდან ცრემლები სდით. ცოტახანში მოსულიერდნენ. -ეს რო იქით გადავდო ხო შეილება? ვჭამოთ. -მომეცი მაგათ უჯრაში ჩავდებ. -საბუთების დასტა მიაწოდა. ნაყიდი პროდუქტები ამოალაგა და გოგას პირდაპირ დაჯდა. -იმედია ხაჭაპური ან პიცა გიყვარს? არ ვიცი რას ჭამ ხომე, ამიტომ მე რაც მიყვარს ის წამოვიღე. -ორივე მიყვარს, მაგრამ ხაჭაპური მირჩევნია. შენ? -მე ორივე, მაგრამ ცხელ პიცას არაფერი მირჩევნია, არ მეორე დღის ზეთში გაფიცხებულ ხაჭაპურს. -ორივემ გემრიელად ისადილა, ილაპარაკეს მერე გოგას შეხვედრა ეწყებოდა, შეთანხმდნენ რომ ათზე სახლში შეხვდებოდნენ და ევა გააცილა. პიკის საათში მოუწია წასვლა, ამიტომ სახლში მისვლას ერთი საათი მოუნდა. სახლში რომ შევიდა, ლელა მოიკითხა, რომელსაც დაქალები ყავდნენ მოსული და ოთახში ავიდა. დაახლოებით, ერთი საათი საწოლზე დაწვა, შემდეგ ადგა, გარდეროვიდან წითელი საშუალო ზომის ტყავის ჩანთა გადმოიღო და ტანსაცმლის ჩალაგება დაიწყო. მხოლოდ ერთი შარვალი ჩადო, დანარჩენი სულ კაბები, კიდევ რამდენიმე მაღალქუსლიანი, საჭირო ნივთები და მაკიაჟის ნივთები ჩაალაგა. ჩანთა შეკრა, საწოლზე დაწვა და გოგას დაურეკა. -რას შვები? -ახლა ვაპირებ კომპანიიდან წამოსვლას. შენ? -მე უკვე მოვემზადე, ჩანთა ჩავალაგე და პარიზში გრიალს ველი. -ძალიან კარგი. -შენ თუ უკვე მზად ხარ, გამოგივლი და ჩემთან წამოდი. დედაშენს ახლა დაემშვიდობე, დათო ბიძია კი ჩემთანაა და იქ ნახავ. -კაი, მასე ვქნათ. -ოც წუთში ვიქნები მანდ, სახლში არ შემოვალ დაგირეკავ და გამოდი. -კაი, გელი. -ტელეფონი გათიშა და ლელასთან ჩავიდა -ევა, მოხვედი? მიდი რა, წყალი მომიტანე. -კარგი. -სამზარეულოდან ლიმნიანი წყალი გამოუტანა. -აი. -ჭიქა მიაწოდა, ლელამ ცოტა მოსვა და ტუმბოზე დადო. -მე დღეს მეგობართან ერთად პარიზში მივდივარ, ალბათ რამდენიმე დღე გავჩერდებით და იცოდე. -მამაშენმა იცის? -კი, მამამ იცის. -კარგი, ბედნიერი დასვენება. -ახლა რამდენიმე წუთში მომიკითხავენ, უკვე მივდივარ. -კარგი. -ევა, გადაიხარა რომ დედასთვის ლოყაზე ეკოცნა ნანამ კი თავი მიწია. -ბავშვი ხომ არ ხარ ახლაც რომ კოცნა გინდა? -ნახვამდის. -გაუღიმა და ოთახიდან გამოვიდა. სამზარეულოში წყალი დალია, დამეხმარე ქალს დაემშვიდობა და დააბარა კარგად მიხედე ლელასო. ამასობაში გოგამაც დარეკა -მოვედიი. -წითელი ტყავის ჩანთა აიღო, ჩურგჩანთაც არ დაავიწყდა და უცებ გავიდა გარეთ. უკანა სავარძელზე ჩანთები დადო, თვითონ კი წინ მოთავსდა, გოგას გვერდზე. -როგორ არის ჩემი ფერია? -ძალიან კარგად. -ჩემი უფლისწული როგორაა? -ფერიასთან ერთად პარიზში მიდის, ცუდად როგორ იქნება. -სახლამდე სანამ არ მივიდნენ არ გაჩუმებულან ხან პარიზის ისტორიებს ყვებოდნენ, ხან სასაცილო ამბებს. სახლში შევიდნენ, გოგამ ცოტა ჭამა და კაბინეტში ავიდნენ. იქ, ერეკლე და დათო ისხდნენ, რაღაცას თათბირობდნენ. -სალამი. -გამარჯობა, კრასავიცა გოგო. როგორ ხარ? -კარგად, ერეკლე ბიძია თქვენ -ვუძლებ ცხოვრებას და ვარ ნელ-ნელა. -რა გაქ შენ გასაძლები? -შემოტრიალდა დათო. -შენ ეგა თქვი რა არა მაქ? -ეჰ, ძმაო. შენ არაფერი გაქვს გასაძლები. -ერთმანეთს დარდში ეჯიბრებით? -სიცილით ამბობს გოგა. -მგონი დაგვიბერდნენ მამები. -რეებს ამბობს შენ ახლა?-მიუტრიალდა ერეკლე. -იქიდან დათომ გამოყო თავი. -ჩვენ ბებრებს ვგავართ? გვაბრალებს რაღაცას ეს ბავშვი. ყველამ გაიცინა. -გავხართ. -სასაცილოდ აქნევს თავს ევა. ყველა იცინის. -ნახე, ბიჭო ორი დღეა ერთმანეთი გაიცნეს და უკვე ერთმანეთს აყვნენ. -მეგობრობა ყველაზე მთავარია. -სიცილით წარმოთქვა ევამ და გოგას ხელში ხელი დაკრა. -მა, მე დედას დავემშვიდობე და აქედან წავალ პირდაპირ აეროპორტში. -კარგი. -მოდი გაკოცო მაშინ. -საყვარელს ქალიშვილს ჩაეხუტა და თან ყურში ჩასჩურჩულა -ჩემიდან ფრინდები საყვარელო, მაგრამ ყოველთვის შეგეძლება უკან დაბრუნება. -მამიკო! -ხელები უფრო მყარად მოხვია და აკოცა. -წავედი. -შეხვედრამდე იმედა ბიძია. -გადაკოცნა. -კარგად კრასავიცა. -გოგას ოთახში ავიდნენ, ევა კრესლოში მოთავსდა და ნივთების დათვალიერება დაიწყო, გოგამ კი ტანსაცმლის ჩალაგება დაიწყო. ყველაფერი რომ გაამზადეს, აივანზე გავიდნენ და ყავის სმა დაიწყეს. სვამდნენ, თან ლაპარაკობდნენ, ერთმანეთს ეხუტებოდნენ და მხიარულობდნენ. -გოგა, მგონი ტელეფონი გირეკავს. -ჯიბიდან ამოიღო და უპასუხა. -გისმენ, ალექს. -სად ხარ? მეგობრები ვართ და ვსვამთ. შენ გვაკლიხარ ევა წამოიყვანე და წამოდი. -სად ხართ? -ჩემთან ბარში. -დღეს ღამე ხო მივფრინავ და თუ მოვახერხე მოვალ. -მიდი ძმა, ყველას გაგვიხარდება. -მაგრად აბა. -რას იტყვი წვეულებაზე? სანიმ დამირეკა ყველანი ბარში ვართ წამოდითო. -წავიდეთ და იქიდან გადავიდეთ მერე აეროპორტში. -კაი, მასე ვქნათ. -გოგას ჩანთა ჩაიტანეს, ერეკლეს და დათოს დაემშვიდობნენ და ბარისკენ გაუყვნენ გზას. შენობაში სწრაფი ნაბიჯებით შევიდნენ, ხალხი ირეოდა, ყველანაირი ჩაცმულობის ადამიანი ცეკვავდა, აქ-იქ პლანის სუნი იგრძნობოდა, ფერადი შუქები კალიებისავით დახტუნაობდნენ კედლებზე. -აქეთ წამოდი. -კიბეებისკენ აჩვენა გზა. ზემოთ სიმშვიდე იყო, უსიამოვნო მუსიკის ხმებმა კედლებს ვერ აჯობეს. გოგამ მარცხნივ მდებარე კარი გააღო და ბავშვებიც იქ დახვდნენ, ზოგი პუფში იჯდა, ზოგი დივანზე, ზოგიც ფანჯარასთან იდგა და ეწეოდა. -ვა მოხვედით? როგორ ხართ? -ხელები გაშალა ალექსანდრემ. მარი და თეკლაც იქ იყვნენ, ევა რომ შენიშნეს, მისკენ წამოვიდნენ და თბილად მოეხვივნენ. -როგორ ხარ? უძლებ ამ თავქარიანს? -ვუძლებ, ვუძლებ, სხვა რა გზა მაქვს. -გაიცინეს. -თქვენ რას შვებით? არ გყავს თავქარიანები. -სადღაა გოგო კაი ბიჭები? ყველა დაილია. -კისკისებს მარი. -მე და სანდრო ერთად ვართ. -თქვა თეკლამ და თითი მარისკენ გაიშვირა. -არავინ მოწონს. მალე დაბერდება და დარჩება შინაბერა. -უნამუსო, ჯერ არ ვბერდები. -დაუყვირა მარიმ. -სამივემ გაიცინა. ევასთვის რამდენიმე უცხო ადამიანი იყო, გოგოებმა გააცნეს და ყველამ ერთად მაფიოზობანას თამაში დაიწყეს, თან სვამდნენ, ვისაც რა უნდოდა იმას, ზოგი არაყს, ზოგი ვისკის, ზოგი ლუდს. ყველა ერთობოდა, გოგოები თუ იყვნენ მაფიოზები აუცილებლად უგებედნენ, ისე აუბნევდნენ ხომე ტვინს ბიჭებს, რომ ვერასდროს იგებდნენ ვინ ვინ იყო. ერთხელ მარი ნინი და ალეკო დარჩნენ, ხოდა გოგოებმა იმდენი ქნეს, ტიპმა კარტი ახლიდან შეამოწმა, იქნებ მე ვარ მაფიოზიო, რათქმაუნდა ეს ალკოჰოლის ბრალიც იყო, მაგრამ გოგოები სულ ჯობნიდნენ. ამ თამაშ-თამაშში პირველიც გახდა, გოგამ და ევამ თქვეს ჩვენ პარიზში მივდივართ, აეროპორტში უნდა წავიდეთო. მთვრალებმა აიტეხეს ჩვენ უნდა გაგაცილოთო და სამი ტაქსით წავიდნენ აეროპორტში. მიაცილეს, ზოგი იქაც დალიეს, მერე ჩაჯდნენ და უკან დაბრუნდნენ. -გიჟები არიან. -იცინის ევა. -ხო, მასეა. -მაგარი მეგობრები გყავს, მაგათთან ვერასდროს მოიწყენ. -აბა რა. -დაიწყო მგზავრების ჩასხდომა რეისი 245-ში, მგზავრებს ვთხოვ უკანა გასასვლელთან მოვიდნენ. -გაისმა მთელ აეროპორტში რობოტის ხმა. -ჩვენი რეისია წავედით. -წავედით. -ერთმანეთს ხელი ჩაკიდეს და დათქმულ ადგილზე მივიდნენ. სულ მალე თვითმფრინავში მოთავსდნენ. -ესეც ჩვენი პირველი ფრენა. -ხო არ გეშინია? -არა, პირიქით, მიყვარს ფრენა და ფანჯრიდან დედამიწის ყურება. სასიამოვნოა ღრუბლებს ზემოთ ყოფნა. -არი რა. -შენ უკვე მოგბეზრდა ლამის ყოველ კვირა დაფრინავ, თორე ისე მაგარია. -ალბათ. -მთელი გზა ილაპარაკეს, არცერთი წამი გაჩუმებეულან. არცკი მეგონა საერთოდ ამდენი ლაპარაკი თუ შესაძლებელი იყო. აეროპორტოდან პირდაპირ სახლში წავიდნენ. -არ ვიცოდი, აქ სახლი თუ გქონდა. -დედას უყვარდა ძალიან პარიზი და მამამ აჩუქა ქორწინების იუბილეზე. -ვაა, მაგარია. ბრავო ერეკლეს, თან რა მაგარი ადგილზე უყიდია ფანჯრებიდან ეიფელის კოშკი ჩანს. -ხო, კაია. -ამასობაში ავეჯებიდან ნაჭრები მოხსნეს და სახლის სილამაზე შეიგრძნეს. კრესლოებში მოთავსდნენ და საქართველოში დაიწყეს რეკვა, გოგა საქმეებზე რეკავდა თანაშემწესთან, ევა მამას ურეკავდა. დათოსთან ლაპარაკს მალევე მორჩა, გოგა კი ჯერ არ აპირებდა ტელეფონის დაკიდვას. თვალის დახამხამებაში ევა გოგას კალთაში მოთავსდა და გმაყოფილმა ახედა გაკვირვებულ ბიჭს. ევა არ ისვენებდა ხან თმებს წიწკნიდა, ხან ნეკნებს უთვლიდა და კიდე ათასი რამ. ბოლოს უკვე სხვა გზა რო არ ჰქონდა ტელეფონი გათიშა. -გისმენთ ქალაბატონო? -კიდე დიდი ხანი უნდა აგვარო საქმეები? -ეშმაკები დაუხტოდა თვალებში. -თუ თქვენ გნებავთ რომ მოვრჩე, მოვრჩი. -მოხერხებულად გაითავისუფლა თავი გოგას ხელებიდან, გრაციოზულად მოუარა მაგიდას და პირდაპირ გოგას წინ დადგა. მათ შუა მხოლოდ ერთი სტანდარტული ხის მაგიდა იყო. ნელ-ნელა აუჩქარებლად დაიწყო ტანსაცმლის გახდა, ჯერ ჟაკეტი, მერე ზმეიკა გახსნა, წკვირტებები აუჩქარებლად გადაიწია და მუხლს ზემოთ კაბაც დაბლა დაენარცა. -საქმე ბიუსჰაულტერზე რომ მიდგა გოგა წამებში ადგა და გრაიოზულად მოვიდა ევასთან. -მე გავაგრძელებ. -უთხრა ღიმილით და უკან შეატრიალა. გოგას ერთი შეხებაც კი ევასთვის საკმარისი აღმოჩნდა და ტუჩზე იკბინა კვნესა რომ არ ამოეშვა. გოგა აუჩქარებლად აძრობდა წკვირტებს, ნეტარი წამებააა. მკერდი რომ გაუთავისუფლა, თავისკენ შეატრიალა და ტუჩებიდან დაწყებული მთლიანი სხეულში კოცნით გაიკვალა გზა. ევა ფეხზე ძვლივსღა იდგა, ხელებით მაგიდას ეყრდნობოდა, გოგა კი არ ჩერდებოდა მკერდზე სველ კოცნებს უტოვებდა, ძუძუსთავებს უღიზიანებდა, უწოწნიდა. ევამ ფეხი გაშალა და ვითომ შემთხვევით გოგას ერო.ირებული ას.ს დაადო. ამ მოქმედების შემდეგ გოგამ ღიმილიანმა ახედა. ევამ სწრაფად გახადა მაიკა და შორტისკენ წაიღო ხელი, ბახტურიძემ ხელი არ შეუშალა და ღილი გახსნა, ზმეიკა ჩამოწია და შორტიც დაბლა დაენარცხა. -აქვე მაგიდაზე გინდა? -თავი მოატრიალებინა ევას. -კი. -ფერია ხელში აიტაცა და მკერდზე მიიკრო. ამ დროს ევამ ფეხის ხახუნი დაუწყო ზუსტად იმ ადგილას, გოგა კინაღამ წაიქცა -ჯანდაბა! -წაბორძიკდა და მაგიდაზე შემოსვა. ტრ.სიკი სწრაფად გადაუწია, ხელები თეძოებში მოკიდა და ღრმა ბიძგით შევიდა მასში. ევამ სიამოვნებისგან თავი უკან გადაწია და ხელებით გოგას თმებს დაუწყო წვალება. ნეტარებით უფრო და უფრო მაღლა ფრინდებინ, ყველაფერი ქრება მათ გონებაში. არის მხოლოდ სიყვარული და ვნება . . .

_____________________
-მართლაც ისეთი ლამაზი ყოფილა, როგორსაც ყვებოდნენ. -კი, ლამაზია. -მოდი დღეს პროსტა ქალაქში გავისეირნოთ, სადმე ვივახშმოთ და მალევე დავბრუნდეთ. ვერ ვარ მთლად კარგად. -გინდა ახლავე წავიდეთ? რა გჭირს? -პროსტა დაბორიალებული ვარ, გოგა, ნუ ანერვიულდი. -კარგი, ფერია. -ქუჩის კუთხეში რომ ლამაზი კარაოკე ბარი იყო იქ შევიდეთ. -კი, მეც ეგ უნდა მეთქვა. -რამდენიმე სურათი გადაიღეს და კაფისკენ გაუყვნენ გზას. -ვგიჭდები ისე მომწონს შენი ჩაცმულობა, საერთოდ შენი სტილი. -ვაა, საუკეთესო კომპლიმნტია. კლასიკა მოგწონს ხო? -კი, ბავშვობიდანვე კლასიკას ვანიჭებდი უპირატესობას. -მე, არა. რაც გავიზარდე ახლა მომეწონა, თორე იქამდე დავდიო დახეული შავი ჯონსით ბენდემითა და კეტეპით. -ეგეთიც მახსოვხარ. -შენ რატო მიცნობდი და მე რატო არ გიცნობდი? -ტუჩები დაბუშტა ევამ. -გენაცვალე მე შეგამჩნიე და გაკვირდებოდი. შენ კი ვერასდროს მამჩნევდი. -ჩემზე ამდენი ფაქტი რომ არ იცოდი ვერ დავიჯერებდი რომ ჩემს გარშემო იყავი. -მაგრამ ახლა იჯერებ. -ახლა ვიჯერებ. -კაფეში, ეზოს შუაგულში დასხდნენ და მენიუს დაელოდნენ. გემრიელად მიირთვეს, რამდენიმე სურათი გადაიღეს და სახლისკენ გაუყვნენ. -ეს ფოტო სოციალურ ქსელში უნდა დავდო. ხო თანახმა ხარ? -უთხრა ფოტოზე რომელშიც გვერდი გვერდ-გვერდ დგანან. ევას წითელი ვარდი უჭირავს და იღიმება, გოგას ხელი წელზე აქვს შემოხვეული და ისიც იღიმის. - რომელი? -საყვარელ ფრანგს რომ გადავაღებინეთ კოშკთან. -ორი წუთი და მოვალ. -აბაზანიდან გამოვიდა და სურათს დახედა. -ეეე, რა კაი. ორივეს კარგად ვდგავართ. -კი, კარგი სურათია. ისეთი ლამაზი ხარ სხვანაირად ვერც იქნება? -მოგეწონა ხო ჩემი კაბა? -დაბზრიალდა. შავი კაბა, აქ-იქ წითელი ნაქარგებით, წელში გამოყვანილი, შემგედ დიდი პლისებით დაშვებული მუხლამდე. კაბას დიდ მომხიბვლობას წითელი წვრილქუსლიანი ტუფლები და სადა მაკიაჟი სძენდს. -შენ მომწონხარ და მერე მაგიტომ მომწონს ასე გაგიჟებით შენზე ეს ყველ კაბა. -კომპლიმენტებისგან რომ სუქდებოდნენ, ალბათ ყველაზე მსუქო ვიქნებოდი დედამიწაზე. -ორივე იცინის. -აუ წარმოგიდგინე მსუქანი? -მერე ხო მოგეწონე? -აბა რა. ვის არ მიეწონება მსოფლიოში ყველაზე ლამაზო ქალი? -მგონი ძაან გაგიტაცა კომპლიმენტებმა.ისე ძაამ მსიამოვნებს კომპლიმენტები. -გოგა იცინის. -რა გაცინებს? -ვიცი და მთელი დღე ველოდებოდი როდის მეტყოდი. -იდიოტო! -ბალიში ესროლა. -იცოდე ას თომეტში დავრეკავ ქალბატონო, ჩემზე ნუ ძალადობთ და ნივთებს ნუ მიმიზნებთ. -ცხვირით დაილაპარაკა. -ორივე სიცილისგან დაბლა წევს, ცრემლები სდით. -არ ვიციდი თუ პაროდიებსაც აკეთებდი. -ცოტა რომ მოსულიერდნენ მერე უთხა. -დიდი ხანია აღარ გამიკებეია. შემდეგ კიდევ რამდენიმე ადამიანს გააჯავრდა ბევრი იცინეს მერე ლეფტოპში კომედიას ყურება დაიწყეს, არ გასულა რამდენიმე წუთი, რომ ევას დივანზე დაეძინა, გოგამ ტანსაცმელი გახადა, პიჟამოები ჩააცვა და საწოლში ჩააწვიმა. რამდენიმე წუთში თვითონაც გვერძე მიუწვა, ჩაკოცნა და დაიძინა.

_________________
პარიზის მზე სულ სხვანაირი ყოფილა, ამოვიდა და მთელი ქალაქი გააღვიძა. ანათებს, კაშკაშებს, ყველას უმტკიცებს სასწაულების არსებობას. -აუ, რა კაია. -მიდი სურათს გადაგიღებ თუ გინდა. -ორივემ გადავიღოთ. -ტელეფონი ვიღაც ამერიკელ, წითელთმიან ახალგაზრდას გადასცა და გოგას გვერძე დაუდგა. ულამაზესი სურათები გამოვიდა. -thanks. -უთხრა ევამ და თბილად გაუღიმა. -ავიდეთ ხო ბოლო სართულმადე? -კი, აბა რა.
_________________
-აუ რა ლამაზია ხედია. -მაგარია. რამდენიმე წუთი ყველა მხირდან ათვალიერებდნენ ხედებს, მერე მობეზრდათ და ჩასვლა გადაწყვიტეს. ბოლო ორი კიბეღაა დარჩებილი, როცა ევამ წუწუნი დაიწყო. -ცოტახანი შევისვენოთ რა, ეს ხალხი ამდენს როგორ დადის. -დაჯდომა დააპირა, გოგამ რომ ხელში აიტაცა და ისე დაიწყო გზის გაგრძელება. -ეეე, დამსვი. გოგა, კაბა მაცვია. -მაგრამ არაფერი არ გიჩანს. -ყველა ჩვენ გვიყურებს იდიოტო. -მაგას მიჩვეული უნდა იყო, შენ ცნობილი ხარ. -როცა ჩამომსვამ მოგკლავ. -კიბეების დასასრულში ვაპირებდი ჩამოსმას, მაგრამ სიკვდილი არ მინდა სახლამდე ასე გატარებ. -ევამ ხელები აწია და თმებზე დაუწყო წვალება. -აეე, ასე თმებს გამაპუტავ. -ჩამომსვი. -ჯიუტი თხა. -თქვა და ჩამოსვა. -ჯერ კაბა შეისწორა, მერე გოგაზე მიდგა საქმე. -მე შენ სამაგიეროს გადაგიხდი. -თვალები სასაცილოდ დაუჭყიტა. -ველი ბონჟუა მადამ. -ფრანგულ ენის არ უხდები. -პირიქით ის არ მოხდება მე. -შენს ამპარტავნობას საზღვარი არ აქვს. -ისევე როგორც შენ ენას. -ჩემი ენისგან რა გინდა? -ჩემ ხასიათს რას ერჩი? -არა, რაც მართალია, მართალია. ჩხუბი გვეხერხება. -ნამდვილად. -დაუმოწმა და ლამის სიცილით შუა გზაზე დაწვნენ. იმ დღეს ბევრი იბოდიალეს პარიზის ქუჩებში, რამდენიმე მუზეუმშიც იყვნენ.
_______________________
ყოველი დღე განსხვავებული იყო, ერთობოდნენ, მხიარულობდნენ, ხან ლუვრში იყვნენ, ხან აკვა პარკში. უკვე რვა დღე გავიდა რაც პარიზში არიან, თქვეს ბარემ ათ დღეში ჩამოვალთო. დილას კარგი ამინდი გამოვიდა, მზე პარიზს ათბობდა, გოგა დილას ადრე ამდგარიყო და ვიღაცას ტელეფონხე ელაპარაკებოდა. -კარგი, ყველაფერი იდეალურად უნდა იყოს. -უთხრა, გაუთიშა და საწოლში დაბრუნდა. -სად იყავი? -თვალები მოიფშვნიტა ევამ. -წყალი დავლიე. -ჩაეხუტა. ტკბილად განაგრძეს ძილი შუადღემდე ეძინათ. როცა ადგნენ ისაუზმეს და საქართველოში დარეკეს. ყველა მოიკითხეს, სამშობლში საქმეები კარგად მიდიოდა. საღამომდე სახლში იყვნენ, მერე ადგნენ და გარეთ გასასვლელად დაიწყეს მზადება. -დღეს რა გჭირს? ამდენი დრო არც ერთ დღეს დაგჭირვებია მოსამზადებლად. -დამაცადე, არ გინდა ლამაზი კავალერი გყავდეს? -მინდა. -იცინის ევა. -სხვათაშორის ჩემს დაცინვას გირჩევნია შენც მოემზადო. -სარკიდან გახედა განებივრებულ გოგოს, რომლის სიცილი დედამიწას აჩერებდა. -მე ასე ვაპირებ წამოსვლას. -იცოდე მე რომ მოვემზადები მერე არ დაგელოდები. -კარგი, ხო ვდგები მისტერ მომზადებამ. -აბრძანდი მისის მომზადებავ. გოგამ ორ-სამ წუთში დაამთავრა მზადება. კარადაში, ტანსაცმლის უკნიდან დამალული წითელი ყუთი აიღო და ჯიბეში მოათავსა. -ჰა აბა რას შვები? -ორ წუთში მზად ვიქნები, მაკიაჟს ვიკეთებ და მოვალ. -კარგი. -დივანზე მოთავსდა და სულ ცოტა ნერვიულობა დაიწყო. -გოგა მზად ვარ. -გაისმა ხმა ათი წუთის შემდეგ. -ძალიან კარგი წავიდეთ? -უკან მიტრიალდა და თვალები გაუფართოვდა. -შავ, ბრჭყვიალა, ტანზე გამოყვანილ, გრძელ, გოჭებამდე კაბაში გამოწყობილი ევა, ფეხზე წითელი წვრილქუსლიანი ტუფლები. ევას სახეს სილამაზეს ამატებდა კაშკაშა, წითელი წენი და ამავე ფერის პომადა. დაბზრიალდა. -ხო ლამაზი გოგო ვარ? -ფერიავ, ულამაზესი ხარ. რამ გამოიწვია შენი ასეთი გამოპრანჭვა? -დაეჭვდა გოგა რამეს ხო არ მიხვდაო. -გენაცვალე, შენ შარვალ კოსტუმში ბრწყინავდე და მე არ გამოვიპრანჭო? ვერ მოგართვი. -აი თურმე რა. -გაიცინა. პადრუშკი გაუყარა, მზესავით ლამაზ ქალს და ეიფელიის კოშკთან გაემართენ. გზაში წითელი ვარდები შეხვდათ და გოგამ მთლიანად, ოცივე ევას უყიდა. უკვე კოშკთან არიან, ვიღაც ქართველი პატარა გოგო რომ მივიდა და ევას ჩაეხუტა. -აუუ, რამდენიმე ხანი მინდოდა თქვენი ნახვა და შეხვედრაზე ვერ დაგითანხმეთ. -ძალიან მომწონხართ. -ეხუტებოდა და აღფრთოვანებით ლაპარაკობდა. -მოგეწონა წიგნი? -თბილად ჩაეხუტა ევა. -წიგნი ძალიან მომეწონა, მაგრამ ავტორით, უფრო აღვფრთოვანდი. დაჯილდოებაზე მეც ვიყავი, მაგრამ ბოლოს ვერ გნახეთ. -კი, ადრე წასვლა მომიწია. ძალიან გამახარე. -მეც. -რამდენიმე დღეში ჩავალ საქართველიში. შენ როდის მოდიხარ? -ზეგ ღამე. -მოდი მე შენ ნომერს ჩავიწერ და რამდენიმე დღეში დაგირეკავ. შევხვდეთ. -ძალიან დიდი მადლობა. -ნომერი ჩააწერინა და ჩაეხუტა. -რა გქვია? -ნენე. -ნენე განსაკუთრებული სახელია. ბედნიერებას გისურვებ! -დიდი მადლობა! -ეს ვარდები შენ ჩემგან სამახსოვროდ, მხოლოდ ერთი დაიტოვა და დანარჩენი გახარებულ ნენეს გადასცა. -არასდროს დამავიწყდები. დიდი მადლობა. -ჩაეხუტა და აღფრთოვანებულმა გააგრძელა გზა. გოგა გვერძე იყო გასული, მწერალი და მკითხველი მარტო დატოვა. ევა გოგასთან მივიდა -რა საყვარელი გოგონა იყო. -შენით აღფრთოვანებული. -გამიხარდა რომ მკითხველმა მიცნო. -სასიამოვნოა ნამდვილად ასე თბილა შეხვედრა. -გავისეირნოთ? -კი. -ეიფელის კოშკის ქვეშ რომ შევიდნენ თითქოს ხალხი შეცოტავდა. გრილი ნიავი უბერავს, სვადასხვა ფერის შუქებითაა გაფორმებული იქაურობა. -აუ რა ლამაზია. -გოგასკენ შეტრიალდა აღფრთოვანებული ევა და ცალ მუხლზე დამდგარი, ბეჭედით ხელში ბიჭი შერჩა. -მე შენ მიყვარხარ. მინდა დარჩენილი ცხოვრება მხიარულ, აზრიან, პრიციპულ ქალთან გავატარო. ცოლად გამომყვები? -ევას თვალები აუწყლიანდა, ლოყებზე კანი ცრემლებმა აუწვა. -გამოგყვები. ყველაზე კეთილ და მოსიყვარულე ადამინს ცოლად მივყვები. -დაიყვირა და ბეჭედი გაიკეთა. ამ დროს საიდანღაც სამ კაციანი ორკესტრი გამოვიდა და ბეთჰოვენის დაკვრა დაიწყო. საკოცნელად ევა გოგასკენ გაიწია და როდესაც მათი ტუჩები შეერთდა, წამის უსწრაფესად სხვანაირები გახდნენ, მათ ძარღვებში სისხლთან ერთად რაღაც სიხმურვალეც მოძრაობს. ჰაერი გაუთავდათ, ერთმანეთს ხელები შემოხვიეს და ორკესტს დაუწყეს ყურება. რამდენიმე წუთში მუსიკა დამთავრდა და მუსიკოსებიც უცებ გაქრნენ. -მადლობა რომ ასეთი კარგი ხარ. -ჩასჩურჩულა თვალებ ანთებულმა ევამ და კანისა და ტუჩის შეერთებაზე აკოცა. -მადლობა რომ არსებობ. -გულში ჩაიკრა. რამდენიმე წუთი კვლავ იმ ადგილზე იყვნენ მერე რესტორანში შესვლა გადაწყვიტეს. რამდენიმე ჭიქა წითელი ღვინო და ნამცხვარი მიირთვეს და გარეთ გამოვიდნენ. -აუ რა ლამაზია პარიზის ქუჩები. ჰაერში მართლაც სიყვარულის სუნია. -ამბობს აღფრთოვანებით ევა. გოგა იცინის. -რა გაცინებს? იდიოტო კარგად დამცინიხარ ხო. -ყველას თავს მოვაჭრი ვინც დაგცინებს, მხოლოდ მე შემიძლია შენზე სიცილი. -იდიოტი ხარ. -ის იდიოტი ვარ, რომელიც გიყვარს და რომელსაც ცოლობაზე დათანხმდი. -მაგაში ვერ შეგედავები. -რომელი საათია? გარეთ აღარავინაა. -ოთხი გამხდარა. -აუ ნაყინის მანქანამ ჩაგვიარა, გავეკიდოთ. -დაიყვირა ევამ. -გოგა დროზე, ძაან მომინდა. იდიოტო, ნუ იცინიხარ დროზე. -მხოლოდ ქართველი შეყვარებულები მისდევენ პარიზში ნაყინს ღამის ოთ საათზე. ორი გიჟი, შარვალ კოსტუმითა და კაბით მირბიან, აწიოკებენ პარიზის მშვიდ ქუჩებს. რამდენიმე ქუჩის დევის შემდეგ დაეწივნენ და მანქანა გააჩერებინეს. -აბა როგორი ნაყინი გინდა? -ეკითხება გოგა გახარებულ “ფერიას” -ეს, ეს და ეს. -თითი გაიშვირა სამ სხვადასხვა ნაყინის შეკვრისკენ. -სამივეს შეწამ? -ხო, აბა. -შენ რომელი გინდა? -მე არ მინდა. -აი ეს ნაყინები გვინდა, სამივე თითი თითო. -ეუბნება გოგა და ფულს უწვდის. იყიდეს და უკან დაბრუნება დაიწყეს. ევა მიდის, ორი ნაყინი ხელში უკავია, ხან ერთს ჭამს ხან მეორეს, მესამე ნაყინი გოგას უკავია და ელოდება თავის რიგს ევას მუცელში. -საიდანღაც უცებ ფოტოგრაფი გამოვარდა და სურათების გადაღება დაიწყო. -ჯანდაბა! -ორივემ სახეზე ხელი აიფარა და ჩქარი ნაბიჯით გაბრუნდნენ უკან. -აქ საიდან გაჩნდნენ. -აზრზე არ ვარ. არ ინერვიულო ვეცდები არ დავაბეჭდინო. აუ ის ფოტოგრაფი მოგვდევს. -შენ იარე მე გავჩერდები და ცხვირ პირს გავუერთიანებ. -გოგა, არ ქნა. -ლაპარაკი არ აცადა, უკან მიბრუნდა და ფოტოგრაფს ჩხუბი დაუწყო. -შეიძლება აქ მაინც მოგვასვენოთ. თუ ეგ ფოტოები სადმე დაიბეჭდება გიჩივლებ და იმდენს ვიზამ პროფესია ჩამოგართვა. -კამერიანი არაფრისმთქმელი გამომეტყველებით უყურებდა. -შემდეგ ინგლისურად უთხრა -მე ვარ პარიზის მოხეტიალე ფოტოგრაფი. შეყვარებულ წყვილებს სურათებს ვუღებ, ერთს ეგზემპლარს მე ვიტოვებ ერთს თქვენ გაძლევთ. -ჟურნალისტი არ ხარ? -არა, ფოტოგრაფი ვარ. -კარგი, მანახე აბა სურათები. -რა ხდება? -მივიდა და ლაპარაკში ჩაერთო ევა. -პარიზის მოხეტიალე ფოტოგრაფია, წყვილებს უღებს ფოტოებს და ჩვენც გადაგვიღო. -აი ფოტოები. -უცებ ამობეჭდა და ჯერ ისევ ცხელი მიაწოდა გოგას. -აუ რა კაია. -ძაან სასაცილოდ ვარ. -ეს ისეთი ფოტოებია შვილიშვეილებს რო უნდა ანახო და სიყვარულის ლეგენდა მოუყვე. -აუ აქ რას ვგავარ. -ძალიანაც ლამაზი ხარ. -აკოცა და ფოტოგრაფს მიუტრიალდა. -რა ღირს? -არა, უფასოა, უბრალოდ ერთ ეგზემპლარს მე ვიტოვებ და შეიძლება გამოფენაზე გავიტანო. -კარგით, მადლობა. -დაიშალნენ, ყველა თავის გზაზე წავიდა. -აუ რა კაი ტიპი იყო. -ხო, თან მაგარი სურათები დაგვრჩა. -აუ, ამ გაქცევაში ნაყინები დამივარდნენ. -არაუშავს, ხვალ ვიყიდოთ. -ხო, მასე ვქნათ. თხუთმეტ წუთში სახლში მივიდნენ და აივანზე, საქანელაში მოთავსდნენ. -აბა ქალბატონო როდის დავქორწინდეთ? -ნიშნობა და რამე არ გვინდა. პირდაპირ ჯვარი დავიწეროთ და ხელი მოვაწეროთ. შენ რას იტყვი? -ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, როგორც შენ გინდა. -რო ჩავალთ მოვიფიქროთ და რამდენიმე დღეში ჯვარი დავიწეროთ, ვიწრო წრეში. -ქორწილი არ გინდა? -შენ გინდა? -ცუდი არ იქნებოდა. თან ცხოვრებაში ერთხელ ხდება. -ერთხელ რატომ? იქნება სამჯერ გავთხოვდები, სამჯერ არ მექნება? -ეეეე, გამაჟრიალა. -ორივე იცინის. -მართალი ხარ გადავიხადოთ ქორწილი, ოღონ ახლა მალევე რომ გაზაფხულს მოვუსწროთ. -მასე ვქნათ. -ვინ გყავს მეჯვარე? -ალეკო და სანი. -შენ? -მე ერთი მეგობარი მყავს ამერიკაში კატო და ის იქნება თუ ჩამოსვლა მოახერხა და მეორე მარი ან თეკლა რო იყოს ხო შეილება? -თეკლა ალესას შეყვარებულია და მარი იყოს, გაუხარდება. -ძალიან კარგი. -ხვალ სად წავიდეთ რა გინდა? -რო დავისვენოთ არა? -იქ რო ჩავალთ კაი დაღლა გველოდება, ჯვრისწერა, ქორწილი, ჯურნალისტები, აუ უკვე დამეზარა. არ შეილება ჩვეულებრივები ვიყოთ? როგორც მთებში იყო, გაიპარებოდნენ და მორჩა, არანაირი ქორწილი და ღრეობა. -ახლა ჩვენ რო გავიპაროთ და არაფერი გადავიხადოთ მაგრად გაგვიტყდება, მერე მთელი ცხოვრება უნდა ამოგვადინონ, ამიტომ გადავიხადოთ და თუ ძაან მოგვბეზრდა ადრე წამოვიდეთ და ვთქვათ რომელიმე ქვექანაში მივფრინავთ და რეისზე გვაგვიანდებაო. -აუ, იცი როგორ მიყვარხარ. არასდროს შეიცვალო, ყოველთვის ერთმანეთისთვის პირველები ვიყოთ. -შენ ხარ ჩემი ერთადერთი სიყვარული. შენთან როგორ უნდა შევიცვალო? -აბა ერთმანეთს რა პირობებს ვუდებთ? -პირობები რა საჭიროა? -ოო, საჭიროა. -წაიბუზღუნა ევამ. -მე პირობას ვდებ რომ ყოველთვის მეყვარები, რაც არ უნდა შეგემთხვეს, არასდროს გაგცვლი სხვაში და იქნები ჩემი ერთადერთი სიყვარული. -ახლაა ჩემი ჯერია? კი. -თავი დაუქნია ევამ. -მე პირობას ვდებ რომ, ვიქნები შენთან ერთად სამუდამოდ ბედნიერად, რაც არ უნდა მოხდეს. შენ, იქნები ჩემს ცხოვრებაში ერთადერთი განუმეორებელი ქალი, ქალი რომელიც არის და იქნება ჩემი ქალღმერთი, ჩემი ფერია, რომელთანაც მეყოლება შვილები, ჩვენი სულის ნაწილები. -იცოდე გაფრთხილებ ქმარო, უფროსწორად მომავალი ქმარო, რომ მიღალატო წავალ, ყველაფერს დავიკიდებ და უკანმოუხედავად გავქრები. არ გაპატიებ ღალატს, თუნდ იყოს მარტო სექსი, გპირდები რომ წავალ, წავალ დაუბრუნებლად. -რეებს ამბობ? -რამე არ მოგწონს? -მე მოღალატე გგონივარ? ის გგონივარ სახლში ცოლი რომ უზის და თვითონ ხან რომელ თანაშემწეს ჟიმავს ხან რომელს? მასე თუ არის მაშინ რა ცოლქმრობაზეა ლაპრაკი? -არა, გოგა. რეებ ამბობ? შენ რომ მასეთი მეგონო საერთოდ არ იქნებოდი ჩემს ცხოვრებაში. გოგა ნუ ბრაზობ. უამრავი ამბავი გამიგია თქვენზე კაცებზე, სახლშიც მიზის შენნაირი და ვიცი რომ რაღაც დროს ეგრედწოდებულ ბოზებში დადიხართ, ასე რომ მე ეს ვიგულისხმე, თორემ შენში რომ ეჭვი მეპარებოდეს ჯერ არ გამოგყვებოდი ვინ მაძალებს? -ამაზე ადრეც გვქონდა დიალოგი. გპირდები არასდროს გიღალატებ არც ხორცით არც სულით. და კიდევ უსაფუძვლო ეჭვიანობა მეზიზღება. -მეც. გოგა ჩვენ ერთმანეთს კარგად არ ვიცნობთ. ამაში შენც დამეთანხმები და არ ვიცოდი ღალატზე რას ფიქრობ, ზოგი ამას ღალატსაც არ უწოდებს. გაბრაზდი? გეწყინა? -ორივე, მაგრამ ამაზე დიალოგი აღარ გვინდა, მეზიზღება მოღალატეები და არასდროს ვიქნები მე მათ რიგებში. -ძალიან მიყვარხარ! -მეც მიყვარხარ ფერიავ! -გოგა! -რა? -დღეს ხო ბოლო ღამეა და მოდი კოშკზე ავიდეთ. -რატო? -უბრალოდ ავიდეთ. და ყოველ ბოლოს ღამეს ავიდეთ ხომე. -კაი, ჩავიცვათ და ავიდეთ. -კარგი. სპორტულად გამოეწყვნენ და ეიფელზე ავიდნენ. იგიჟეს, იყვირეს და გამთენიისას მივიდნენ სახლში. თვითმფრინავის რეისი ოთხ საათზე იყო, ამიტომ დაიძინეს. გოგას პირველზე გაეღვიძა, სასწრაფოდ გამოაფხიზლა ევა. ელვის სისწრაფიდ მოემზადნენ. ორს ათი რომ აკლდა აეროპორტში მივიდნენ, შემოწმება წარმატებული გაიარეს და ფითქინა, რბილ სავარძლებში გვერდიგვერდ მოთავსდნენ თვითმფრინავში. ფრენამ გართულების გარეშე ჩაიარა, დათქმულ დროს საქართველოში იყვნენ. ტაქსიში ჩასხდნენ, გოგამ ევა მიაცილა სახლამდე, თბილად დაემშვიდობა და მერე წავიდა თავისთან. რიჟამაძე სახლში შევიდა, მონატრებოდა თავისი ოთახი. შუა დღე მთავრდებოდა, ლელა საწოლში იყო, ფილმს უყურებდა, დათო ჯერ არ მოსულიყო სახლში. ევა დედასთან შევიდა თბილად მოიკითხა, ლელამ გამოკითხა პარიზის ამბები. კარგი იყოო, მშრალად მოუყვა ევამ. ქორწინებაზე არაფერი უთქვამს, უნდა ჯერ მამას გააგებინოს. დაახლოებით ერთ საათში თავის ოთახში ავიდა, წყალი გადაივლო, ჩემოდანი ამოალაგა და თავის ბეჭედს დაუწყო ყურება, რომელიც ისე კაშკაშებდა მზესაც შეშურდებოდა. -ევა აქ ხარ? -გაისმა დათოს გახარებული ხმა. -ელვის სისწრაფიდ ჩააცურა ბეჭედი საწოლში. -შემოდი მა. -ფეხზე წამოდგა და ისე ჩაეხუტა ლამის ორგანოებმა მუშაობა შეუწყვიტეს. რამდენიმე წუთი ჩახუტებულები იყვნენ, მერე ორივე საწოლზე დაჯდა. -როგორი იყო პარიზი? -მაგარი, ძაან გავერთე. -ძალიან კარგი. -მა, იქ რაღაც მოხდა. ნერვიულობს ევა. -მშვიდობაა? -პირდაპირ გეტყვი. -დათოს ეღიმება ხვდება რაც უნდა უთხრას. -გოგამ ცოლობა მთხოვა და მეც დავთანხმდი. -უცებ უთხრა და გაიბადრა, გაფითრებული ელოდა დათოს პასუხს. -ხოომ -მოჩვენებით შეკრა წარბები დათომ. - მა, ვიცი ფიქრობ რომ ვიჩქარე, მაგრამ ის ისეთი კარგია, მე მინდა რომ სულ გოგასთნ ვიყო. -უცებ მიაყარა ანერიულებულმა. -გოგას ნახე რა, როგორ მთლიანად მოუპარავს ჩემო გოგოს გული. -მამა წინააღმდეგი ხარ? -გაფითრებული შესცქერის ევა. -დათომ ვეღარ მოითბინა და სიცილი დაიწყო. -არა მა, არ ვარ წინააღმდეგი. გოგამ ჩემგან ნებართვა აიღო, ვიცოდი რომ ცოლობას გთხოვდა. -აუუ, როგორ შემაშინე, ახლა რომ იყავი მასეთი დაჯღანული მე არ მინახავხარ. -დათო იცინის. -ბედნიერებას გისურვებთ მა, ვფიქრობ კარგი ბიჭია. მე სულ შენ გვერდით მიგულე, რაც არ უნდა მოხდეს. -მამიკო, მადლობა. -პატარა ბავშვივით ჩაეხუტა. -აპირებთ ნიშნობას და ქორწილს ხო? -ნიშნობა არ გვინდა და ქორწილს კი. მინდა მალე მოხდეს რომ გაზაფხულზე მქონდეს წვეულება. -ჩემი პრინცესა, ჩემი განძი თხოვდება. ყველაფერი ისე იქნება, როგორც შენ გინდა. -მიყვარხარ მა -მეც ძალიან.
_____________________________
ევა მანქანიდან გადავიდა და არემარეს გადახედა. თითქოს ისიც აღარ იყო ისეთი მოწყენილი როგორიც ახსოვდა. მიმოიხედა და სასაფლაოში შევიდა. -ნიკა როგორ ხარ? -ჩვეულ ადგილზე დადგა. -წიგნი ითარგნმა, გუშინ შემატყობინეს ეს კარგი ამბავი. შენ როგორ ხაარ? იმედია კარგად. ალბათ არც დაიჯერებ ასე უცებ ცოლობაზე რომ დავთანხმდი. ხო, რომ გიყვვებოდი იმ ბიჭს ცოლობაზე დავთანხმდი. ის, ისეთი კარგია, ჩემზე სანერვიულო აღარ გექნება. -რამდენიმე წამი შეჩერდა და ცას ახედა. -ნიკუ, ვიცი რომ იღიმები და თვალები ცრემლებით გევსება, მაკლიხარ, ყველას გვაკლიხარ. გრძნობ, ვიცი რომ თქვენი სულები არ მტოვებენ, მადლობა ამისთვის. მიყვარხართ! -ცრემლები მოიშორა და არემარეს დანანებით გახედა, იმ მიწას შეხედა, რომლეზეც ვეღარ დადიან მისი საყვარელი ადამიანები. რამდენიმე წუთში თვაცრემლიანმა ღიმილით მიატრიალა თავი. -შენ ძალიან გგავს, ძმაკაცები იყავით და ალბათ აგიტომ გაქვთ ერთნაირი ჩვევები. -მე კარგად ვარ, იმაზე კარგადაც კი რაც კი ოდესმე ვყოფილვარ. ყოველდღე გელაპარაკები, სულ მახსოვხარ იმედია გესმის. მწამს რომ შენ სხვა სამყაროში ხარ, მწამს შენ და ლანა მანდ ბედბიერები ხართ. ვგონებ, დიდი ხანი ვერ შევხხვდებით ფიზიკურად, მაგარამ რაც მთავარია ვგრძნობ რომ სულიერათ ჩემთან ხართ შენ და ლანა. ჩემო კარგო, ნახვამდის. მალე გათხოვილი და გეყოლება. -ჩვევა არ დაივიწყა, საფლავის ქვას აკოცა და თვალცრემლიანმა დატოვა იქაურობა. რამდენიმე ხის მოშორებით მყოფ ლანასთან და მივიდა, პარიზის ამბები მოუყვა. -ლან, ჩემი საუკეთესო მეგობარი იყავი და ასეც დარჩება სამუდამოდ. ვიცი, ვგგრძნობ რომ სულ ჩემთან ხართ, ისევ ისე არ მშორდებით გვედიდან. მადლობა, მადლობა რომ არსებობ, შენი დამსახურებაა გოგა რომ გავიცანი, შენ არ ჩამაქნევინე ხელი ცხვორებაზე. ახლა იღიმი, ვიცი ბედნიერი ხარ, რომ მე გავბედნიერდი. ვფიქრობ, თქვენც ბედნიერები ხართ, ერთად ხართ და სხვანაირად ვერც იქნება. ერთ დღეს აუცილებლად გაგაცნობ გოგას. ადამიანს, რომელმაც ცხოვრება თავდაყირა დამიყენა. მიყვარხარ. . .
—————————-
ქორწილისთვის მზადება, მეორე დღესვე დაიწყო. თარიღი რვა მაისს დათქვეს, ზუსტად ერთ თვეში. ევა სამზადისში არ ჩარეულა, ერთ-ერთ პრესტიჟულ ფირმას დაავალა მოწყობა და მშივიდად დაელოდა დიზაინს. ორ კვირაში ყველაფერი არჩეული ჰქონდათ, ანახეს და მოეწონა. მხოლოდ ერთი სადარდებელი ჰქონდა კაბა, რომელი არ ანახეს, მაგრამ არაფერი მოსწონს. ამაზე თვითონ ძალიან დარდობს. სამზადისი კარგად მიდის, თითქმის იდეალურად. ქორწილამდე რამდენიმე დღეში ევას მეგობარი, კატო ჩამოვიდა და მან გადააჭრევინა დიდი პრობლება, კაბა აარჩევინა.
———————
დადგა ქორწილის დღეც ყველა აღელვებული და ბედნიერია. სიძე-პატარძალმა დღე სასაფლაოზე წასვლით დაიწყო, გოგას დედა და ევას ძმა და ძმის ცოლი მოინახულეს.
_____________
ევამ თეთრი, ნაქარგებიანი, ტანზე გამოყვანილი, გოჭებამდე კაბა მოირგო, უკან დიდი თეთრი ბანტით. თითზე ჩამოსათვლელ პატარძლებს ნახავთ ცხოვრებაში ასეთ ლამაზს. თმა ზემოთ აიწია, მხოლოდ პატარა კულული დაიტოვა დაბლა, რომელიც სახეზე ნაზად ელამუნებოდა. დიდი მაკიაჟი არ მინდაო, მხოლოდ ლაინერი, ტუში და უფერული პომადა გამოაყენებინა. ვინც კი პატარძალს ნახულობდა, ყველა აღფრთოვანებული რჩებოდა. და დადგა ის მომენტი, როცა სიჩე და პატარძალი ერთმანეთს ნახულობს. გოგა თვალებ აკრული შეიყვანეს, სამამდე დაითვალეს და წყვილი მარტო დატოვეს. -ბახტურიძეს თვალები აუწყლიანდა, საყვარელი ქალის თეთრ კაბაში დანახვისას. -არაამქვეყნიურად ლამაზი ხარ. -გაღიმებულმა უთხრა და ტუჩებში ეძგერა. -გიხდება შარვალ კოსტუმი. -ამ დროს იდილია დათომ დაურღვიათ. -შემოგეჭერით. -მოდი, მა. -ჩემო ლამაზო გოგო, უკვე მიფრინავ ჩემი ბუდიდან. -თვალებიდან ცრემლები გადმოუგორდა და ამის დასამალად ჩაეხუტა. მან ამ ჩახუტებაში ჩააქსოვა სიყვარული, ღელვა, სიხარული, შიში, ყველა განცდა. -მერე გოგას მიუტრიალდა -იცოდე ჩემს ანგელოზის თვალებიან პრინცესას გატან, რომ აწყენინო სამყაროს გადავდგამ. -დათო ბიძია, თქვენი პრინცესა ჩემი დედოფალია, მას როგორ უნდა ვაწყენინო. -ზურგიდან ჩაეხუტა ევას.
___________________
ქორწილმა კარგათ ჩაიარა, ყველა პატარძალსა და მის მეჯვარეებს შესცქეროდა. ერთობოდნენ ახალგაზრდებოც და საშუალო ასაკიანებიც. პატარძალმა და მეფემ ტრადიციული ცეკვა შეასრულეს. ულამაზესად იცეკვეს ქართული, ყველა მათ უყურებდა და შესაშურს სიტყვებს არ აკლებდნენ. და ბოლოს ქართული ქორწილიიი რაა ჩხუბუბის გარეშე. კაცები დათვრნენ და ერთმანეთ ჩხუბი დაუწყეს, მაგრამ რაზე თვითონაც არ იცოდნენ, საბედნიეროდ მალე გააშველეს და ჩაბეჭილობების მეტი არაფერი დაემართად.
____________________
“დიდი ხანია ასე ერთად არ შეკრებილა ამდენი ცნობილი ადამიანი. გოგასა და ევას ქორწილი.”

“გოგა ბახტურიძემ, თბილისის ერთერთმა ყველზე გავლენიანმა ბიზნესმენმა ევა რიჟამაძე, ცნონილი მწერალი შეირთო ცოლად”

მეორე დღეს გამოვიდა გაზეთები, ახალ ამბებშიც აჩვენეს, მთელი საქართველო ამაზე ლაპარაკობდა. ევა ბრაზობდა, რა არის ასეთი რა მოხდა რო მთელმა ყვეყანამ ამ ამბავზე დაიწყო ლაპარიო. თუმცა, მალევე ისეთ თბილმა ტალღამ გადაიარა, რომ სიხარულისგან ცას ეწია. მთელი სქართველო ულოცავდა მოდიოდათ ათასობით მოლოცვები, წერილები, ბარათები. ფეიზბუკზეც კარგი კომენტარები იწერებოდა, თუ არ ჩავთლით დაბოღმილ ადამიანებს, რომლებიც ხან ევას აკრიტიკებდნენ ხან ევას წიგნს და ხან გოგას.
——————
ყველა ბედნიერია ევას გარშემო, გოგამ და ევამ ბედნიერი ოჯახი შექმნეს, რომელსაც არაფერი აკლდა არც სიყვვარული არც ვნება.
_____________
ქოწილიდან რამდენიმე თვეში ევას გულის რევები და საჭმლის დაწუნებები დაეწყო. ამიტომ ერთ დღეს მარი, თეკლა და კატო ერთად მიადგნენ ორსულობის ტესტით, დროზე გაიკეთეო. ევამაც გაიკეთა, აბანოში იდგა და აღფრთვანებული უყურებდა ჩხირზე გამოსახულ ორ ხაზს, რომელიც სასწაულად მიაჩნდა. დედობა მართლაც სასწაულია. მაშინვე მუცელზე მიიდო ხელი და პირველი სიტყვენი უთხრა პატარას. “გამარჯობა პატარავ, მიხარია შენი გამოჩენა. ვეცდები კარგი დედა ვიყო” თვალებიდან სიხარულის ცრემლები გადმოსცვივდა. -ჰაა, ქალო რაღას აკეთებ? ნუ დაგვახავსე გამოდი დროზე! -შეკივლა ნატამ. ევა გაღიმებული გამოვიდა და აღფრთოვანებულმა ამოიჩურჩულა დედა გავხდები. ოთახში მყოფები ერთხმად აკივლდნენ და ხტუნაობა დაიწყეს. მერე ნინი პანიკაში ჩავარდა ნუ ხტუნაობ ბავშვს რამე არ მოუვიდესო დასვა და წვენები და ხილი გამოუტანა მაცივრიდან. აუცილებელია ჭამეო. ამაზე ერთხმად გაიცინე. ოთხივემ გემრიელად დაიწყო ფორთოხლის ჭამა. -აქ რა ხდებაა რა კივილი იყო? -კარები ლამის შემოამტვრია შეშინებულმა გოგამ. გოგოებმა დრო იხელთეს და ოთახიდან გავიდნენ. -კარგად ხარ? -კი, გოგა საუკეთესოთ. -რა ხდება? -სრულფასოვნი ოჯახისთვის რა არის საჭირო? -რავიცი, რა კითხვებს მისვამ? -მიდი რა. -სიყვარული? -კიდე? -გოგო და ბიჭი. -კიდე ბავში. -ხო, გაღიმებულმა ახედა. -ვაიმე ორსულად ხარ? შეკივლა გოგამ და სიხარულისგან ევა ხელში. -ვაიმე, არა, არ შეილება. სასწრაფოდ ჩამოსვა და კრესლოში დასვა. -რამე ხო არ გეტკინა? როგორ ხაარ? -გოგა კარგად ვარ. -იცინის გაბედნიერებული ევა. -როდის გაიგე? -ათი წუთის წინ. -აუუუუ, მაგარიამ. მამა გავხდები. მშობლები ვიქნებით. ჩაეხუტა ევას და სიხარულის ცრემელბი გადმოყარა. მერე მუხლებზე დადგა, ხელი მუცელზე მოუთათუნა და ბავშვს დაუწტო ლაპარაკი. -მა, მამიკო, ჩემო სიცოცხლე როგორ გამახარე შენი არსებობით. -მუცელზე ხელს უცაცუნებდა და ღმერს მადლობას უხიდა ასეთი საჩუქარისთის.
____________________
მალე ევას ორსულბა მთელმა სანაცნობომ გაიგო. გოგა, დათო და ერეკლე ხელის გულზე ატარებდნენ ყველაფერს უსრულებდნენ. დათომმ და ერეკლემ რომ გაიგეს ბაბუა ვხვდებითო ნახევარი თბილისი ხო შეყარეს, და მერე ჯერ არდაბადებული შვილივილის სახელზე ფონდი შექმენს და ყოველ დღიურად ეხმარებოდნენ გაჭირვებულებს. ლელა მოლბა, რაც გაიგო რომ ევა ორსულად იყო. ძველი დედა ვერ დაუბრუნა, მაგრამ ლელა ყველანაირად ცხდილობდა რომ ქალიშვილი ესიამოვნებინა. მეგობრები სულ მასთან იყვნენ, ზოგი მიდიოდა ზოგი მოდიოდა. ალეკო და სანდრო ჯერ არ დაბადებულ ძმიშვილს ყოველდღე ეფერებოდნენ და აფრთხილებდნენ ბიჭი გაჩდიო. რამდენჯერ ამას გოგასთან ერთად იტყოდნენ იმდენჯერ მერე გარბოდნენ. გოგა ყვიროდა „ჩემს სიცოცხლეს ნუთრგუნავთთ მთავარია ჯანმრთელი იყოს სქეს რა მნიშვნელობა აქვსო.“ იმათ რო გაეკიდებოდა და ეჩხუბებოდა მერე ბავშვთან მივიდოდა და ეტყოდა „მა, ჩემო ლამაზო. ჩენ ყველას გოგოც გვეყვარები და ბიჭიც იმ უტვინოებს არ უსმინოო. „ -ამაზე ყველა სიცილით იგუდებოდა.
____________________
სამეგობროში პირველი ბავშვი იბადება, ყველა აფორიაქებილია. მოკლეთ სრული ალიაქოთია, მაგრამ წინ უარსესი ელოდათ. ექოზე მივიდნენ და ექიმმა რომ გაშინჯა და თქვა „ჯანმრთელი, ლამაზი, ტყუპები არიან გოგო და ბიჭიო“. ამაზე სულ გაგიჟდნენ, ყველას უხაროდა, მაგრამ ევას და გოგას განსაკუთრებით, ისინი სიხარულზე მეტს გრძნობდნენ. ევას ხასიათები შეეცვალა, ყოველთვის ბედნიერია, აღარაფერი წყინდს ადვილად. მეცრე თვე რომ დაიწყო ქალბატონმა "ორსულმა" განაცხადა „მე თბილიში არ ვიმშობიარებ, სადმე სუფთა ჰაერზე, ჟურალისტებიდან შორს მინდაო.“ ამიტომ, მესამე დღეს მთელი სამეგობრო ადგა და ცემში წავიდა. გოგამ საქმეები მთლიანად მიატოვა და დროს მხოლოდ ევასთან ატარებდა, წუთი არ სცილდებოდა. დათო და ერეკლე ვერ ახერხებდნენ დარჩენას მაგრამ, ევას გარეშეც ვერ ძლებდნენ და ყოველ მეორე დღეს ამოდიოდნენ, ამაზე ყველა იცინოდა. სამეგობროდან თუ ვინმეს საქმე ჰქონდა თბილიში დილას წავიდოდა და საღამოს ისევ აქ იყო. მთელი სასტავი ერთად შეკრებილიყო და პირველი ბავშვის დაბადებას ელოდნენ. ევა ძალიან ბედნიერი იყო, დიდი მუცლით მოძრაობაც უჭირდა, მაგრამ ხასიათს მაინც არ იფუჭებდა. ყოველ ევას მინდას გოგა სიცილით ხვდებოდა და მოჰქონდა. დაახლოებით ერთი კვირის წინ საზათრო მოუნდა, საქართველოში ყველგან შეწამლული იყო და რიმელიღაცა ქვეყნიდან ჩამოატანინა. მოკლედ ძალიან კარგი ორსულობა ჰქონდა სიყვარულითა და ბედნიერებით გაჟღენთილი.
————————
-გოგა, მეშინია. -გაჰკიოდა სავარძელში დასმული ევა, რომელიც სამშობიაროს პალატაში მიჰყავდათ. -საყვარელო, ყველაფერი კარგად იქნება, მალე მშობლები გავხდებით. -ხელი ხელზე მოჰკიდა და დაამშვიდა. მშობიარობამდე ევამ გადაწყვიტა გოგა არ შესულიყო სამშობიაროში, ამიტომ გზა მარტო განაგრძო.
“დაიბადნენ, გოგა და ბიჭი. დედა კარგადაა. გილოცავთ. “ -საშუალო ასაკის ექიმი გოგას გადაეხვია. -გილოცავთ. -და ეს სიტყვა იყო ყველაფერი, გრძნობდა რომ მისი სულის ნაწილები ცოცხლობდნენ. -ყველა ერთმანეთს ეხვეოდა, დათო და ლელა ტიროდნენ, დანარჩენები ხტუნაობდნენ და აქამდე დამალულ შამპანურებს ხსნიდნენ. -როდის შემეძლება მათი ნახვა? -რამდენიმე წუთში პალატას მოაწესრიგებენ და შედით. რთული მშობიარობა იყო, დედამ ხუთი საათი იწვალა, დაღლილია. ამიტომ ცოტა ხნით იყავით. -კარგი.
___________________
თეთრ პალატაში შევიდა, სადაც ორი პატარა საწოლი იყო. -ფერიავ როგორ ხარ? -შუბლზე აკოცა აშკარად დაღლილ და ძალა გამოცლილ ქალს. -ნახე ჩვენი პატარები. -ბედნიერმა ანიშნა პატარა საწოლებისკენ. -მამა, ჩემო ლამაზო, როგორი კარგი ხარ. -თვალცრემლიანმა ოდნავ შეახო წითელ თვალებდახუჭულ გოგონას ხელი. -სხეულში ელექტროდენივით მოედო ბედნიერება, ახალი გრძნობა. მერე მეორე საწოლთან გადავიდა. -ჩემი კაცი, მამას ბიჭი, მამიკო დიდი ხანი ალოდონეთ. -ხელი მოჰკიდა და იგრძნო თავისი ნაწილი, სასწაული გრძნობაა მშობლიური სიყვარული. -რა მაგრები არიან. -თვალცრემლიანი მივიდა ევასთან. -ძალიან კარგები. -რთულად იმშობიარე. ახლაც ცუდად ხო არ ხარ? - აი რატო ყოფილხარ მოწყენილი, ნორმალურად ვარ. -შუბლზე აკოცა. -ერთი წლის წინ რომ ეთქვათ მალე ცოლად გოგას გაყვები და შვილები გეყოლებაო. -დავცინებდი, გიჟათ შევრაცხავდი. -მე ვიცოდი, რომ შენ იქნებოდი ჩემი ოჯახი, მაგრამ როდის გაურკვეველი ოყო. მადლობა უფალს, დიდი ხანი არ მალოდინა. -ხელი ხელზე მოკიდა. -გარეთ ყველას უხარია, ჭკუაზე არ არიან. მამაჩემი და მამაშენი დუეტში ტირიან. ლელა ძალიან გახარებულია, ისიც შემოვა ცოტახანში. -დღეს არ მინდა. დღეს არავინ შემოვიდეს. - ფერიავ, რამდენი ხანია ლელა ყველაფრის გამოსწორებას ცდილობს. -გთხოვ გოგა. დაღლილი ვარ და არ მინდა შებოჭვები. -კარი, ვეტყვი რომ გარგად ხართ და მოვალ. -მადლობა. -შუბლზე აკოცა და გავიდა. ახარა კარგი ამბავი, ყველა ულოცავდა საავადმყოფო თავზე დაიმხეს. ევამ მეც და პატარებიც დაღლილი ვართ და ხვალამდე არავინ შემოვიდესო. -კარგად არის? -გაისმა დათოს შეშინებული ხმა. -კი, ყველაფერი რიგზეა, უბრალოდ ასე ისურვა. -კარგი, მის სურვილს პატივი ვცეთ. გოგა უკან დაბრუნებას რომ აპირებდა კატო მივიდა. -გილოცავ. -მადლობა ეკატერინე. -რა ხდება? ლელას ნახვა არ უნდა. -აჰამ. ამოიხვნეშა გოგამ. -ხო იცი, ხაან დაღლილი იქნება, ყველაფერში დაეხმარე. -კი, ვიცი კატო. ბედნიერი, მაგრამ დაღლილი. -გაუღიმა და პალატაში შევიდა. ევას მკერდი მოშიშვლებული ჰქონდა და პატარა ქალბატონს აჭმევდა. უსაყვალეს ლიზას რომ დაეძინა გოგამ ფრთხილად გამოართვა და საწოლში ჩააწვინა. მერე ევასთან მიბრუნდა. გასწორებაში დაეხმარა და სწორად დააწვინა. -მადლობა. -არ გეძინება? დაიძინე. პატარებს მე მივხედავ. -ყელში ვნებიანად აკოცა.
—————————
უბრალო ადამიანებმა, გოგამ და ევამ შექმნეს ბედნიერი და დიდი ოჯახი. ოთხ წელიწადში ოჯახში ახალი წევრი გაჩნდა ალექსანდრე. ევამ კიდევ რომანი დაწერა, ახლა ახალ რომანზე მუშაობს, მისი პოპულარობა ელვის სისწრფის იზრდება. ყოველ კვირას გოგასა და ბავშებთან ერთად მიდის ბავშვთა სახლებში, მათთან ერთად თამაშობს და სხვადასხვა ლიტერატურას ჩუქნის. გოგამ ბიზნესი გააფართოვა, დათომ და იმედამ მთლიანად მისცეს კომპანია და თვითონ ახალ საქმიანონას, ქველმოქმედებას შეუდგნენ.
__________________
წლები გადიოდა, მაგრამ სიყვარული და ვნება არ ნელდებოდა. ბევრჯერ უკამათიად, უჩხუბიათ, მაგრამ არასდროს დაშორებულან. სასწაულები ხდება, ისე უეცრად შემოგვეხვევა მისი კაშკაშაშა თოკი, რომ ვერც დაიჯერებ. მე თუ მკითხავთ, ყველა ბედნიერი ოჯახი სასწაულია.



№1 სტუმარი სტუმარი ნინა

ძალიან კარგი იყო, სასიამოვნო წასაკითხი.
არ დაგვივიწტო, ხშირად დადე ხოლმე ახალი ისტორიები, ლექსები.
წარმატებები.

მომწონს შენი წერის სტილი.

ნენე!

მოწონებაზე, ბევრად დიდი დამემართა ამ ისტორიაზე! ალბათ, შემიყვარდა, შემიყვარდა თავისი ავტორით.

როგორც გავიგე, თქვენი პირველი მოთხრობაა. ძალიან კარგია, ემჩნევა რომ ეს თქვენია, თქვენ მეობას გამოხატავს.

დიდი ხანი გვალოდინე რომ ბოლომდე გვენახა, მაგრამ ღირდა.

მეც მჯერა სასწაულების არსებობის, ზოგი იტყვის ზღაპარიაო, მაგრამ მე მთელი გულით მჯერა ოცნებებისა და მათი ძალის.

იმედია არ დაგვივიწყებ. მინდა შენი სახელი სულ მალე დავინახო ახალი ლექსითა ან მოთხრობით. (ორივეს თუ იქნება, ორმაგად გამიხარდება) .

მოკლედ წარმატებები, წარმატებები ყველგან.

 


№2  offline წევრი უბრალოდ ნენე

სტუმარი ნინა
ძალიან კარგი იყო, სასიამოვნო წასაკითხი.
არ დაგვივიწტო, ხშირად დადე ხოლმე ახალი ისტორიები, ლექსები.
წარმატებები.

მომწონს შენი წერის სტილი.

ნენე!

მოწონებაზე, ბევრად დიდი დამემართა ამ ისტორიაზე! ალბათ, შემიყვარდა, შემიყვარდა თავისი ავტორით.

როგორც გავიგე, თქვენი პირველი მოთხრობაა. ძალიან კარგია, ემჩნევა რომ ეს თქვენია, თქვენ მეობას გამოხატავს.

დიდი ხანი გვალოდინე რომ ბოლომდე გვენახა, მაგრამ ღირდა.

მეც მჯერა სასწაულების არსებობის, ზოგი იტყვის ზღაპარიაო, მაგრამ მე მთელი გულით მჯერა ოცნებებისა და მათი ძალის.

იმედია არ დაგვივიწყებ. მინდა შენი სახელი სულ მალე დავინახო ახალი ლექსითა ან მოთხრობით. (ორივეს თუ იქნება, ორმაგად გამიხარდება) .

მოკლედ წარმატებები, წარმატებები ყველგან.



ნინა, მთელი გულით გიხდით მადლობას. გამიხარდა, ძალიან გამიხარდა, რომ ვიგრძენი, ვიღაცას ასე მოეწონა, ვიღაცას ასე შეუყვრდა.
ვეცდები ხშირად დავდო ახალი ისტორიები, მაგრამ ჯერ მჭირდება დასვენება, ცოტახნით გავქრები.
კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა!

 


№3 სტუმარი სტუმარი ქეთა

ნანატრი დროც დადგა, როგორც იქნა, მომეცა საშუალება ამ ისტორიის დასასრული მენახა. მომეწონა, წარმატები.

 


№4  offline წევრი უბრალოდ ნენე

სტუმარი ქეთა
ნანატრი დროც დადგა, როგორც იქნა, მომეცა საშუალება ამ ისტორიის დასასრული მენახა. მომეწონა, წარმატები.


ქეთა, დიდი მადლობა.
ბოდიში, რომ დიდი ხანი გალოდინე.

 


№5 სტუმარი სტუმარი ნანიკო

მომეწონა, წარმატებები.

 


№6  offline წევრი უბრალოდ ნენე

სტუმარი ნანიკო
მომეწონა, წარმატებები.


ნანიკო, დიდი მადლობა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent