შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნახევრად 7


29-06-2020, 22:21
ნანახია 157

ყველაფერი კარგად წავიდა იმ ღამით, მაგრამ მე ფილმს ვუყურე და ჩემს ოთახში შევედი, კატუნია და ვასო კი ერთობოდნენ, მე კი უბრალოდ არ შემიძლია ასეთი ხმაური, ნირვანას უსმენდნენ ჩემთვის კი ეს საშინელება იყო, ყურები დამიგიუბდა, თავი ამტკივდა და თავბრუსხვევა დამეეყო, ამასთანავე თვალებში მიბნელდება, თუმცა ამ ყველაფერს ყურადღებას არ ვაქცევ, ვცდილობ ვითამაშო ვითომ კარგად ვარ, თუმცა არ გამომდის, ამიტომაც შემოვედი ჩემს ოთახში, სასწრაფოდ ყურსასმენებს ვტაცე ხელი, ბეთჰოვენის მთვარის სონატა ჩავრთე, ბოლომდე ავუწიე, ფურცელი და კალამი ავიღე და თვალებ დახუჭულმა დავიწყე იმის ხაზვა თუ წერა რასაც იმ დროს ვგრძნობდი, შუ აგზაში მაგიდასთან ჩამეძინა, გამიხარდა რომ მთავრის სონარის შემდეგ კიდევ ათასი კლასიკა ირთვებოდა და ჩემი ყურები როკს არ უსმენდნენ, ჰო როცა როკს ვუსმენ უბრალოდ ვხვდები ის ვინც არ უნდა ვიყო, ნუ ჯერჯერობით მაინც.
მეორე დღეს ძალიან ბედნიერი ვიღვიძებ, თუმცა გაყინული ვარ, კისერი მტკივა, ლოყა მიხურსდა თან სანათი ჩართულია, ფანჯარაც ღიაა, ე. ი. ჩემთან არავინ შემოსულა და არც არავინ დაინტერესებულა ჩემით, მისაღებში გავედი, არავინ არ არის, საათს დავხედე და მივხვდი რომ სამსახურში წასვლამდე ორი საათი მაქვს, სასწრაფოდ სახლის დალაგება დავიწყე, თან საკვებს ვამზადებ, ყველაფერს რომ მოვრჩი დილის პროცედურები ჩავიტარე და ჩავიცვი, გარეთ გავედი და სამსახურისაკენ წავედი, მთელი დღე გადარბენაზე ვიყავი, თან ამასთან ერთად სადილის წაღება დამავიწყდა და მთელი დღეა მშიერი ვარ, ერთი რაც მამშვიდებს ეს ჩემი ყურსასმენები და ჩემი ბეთჰოვენია, კი დასაჯდომად ვერ მოვიცალე, თმები გაწეწილი მაქვს, თვალები ჩაწითლებული და ლოყა დასიებული, ლოყა იმის გამო რომ მთელი ღამე მაგიდაზე გაუნძრევდად იდო და ზედ ჩემი თავი აწვებოდა, თვალები კი იმის გამო რომ გვიან დავიძინეზ ადრე გავიღვიძე. ახლა ლიფტს ველოდები, მარტო ვდგავარ ლიფტთან როდესაც გვერდით ჩემი თანამშრომელი მიდგება
-ტასო-ძალიან თბილი ხმით მეძახის, იმდენად თბილით, რომ ტანში ჟრუანტელი მივლის
-გისმენ ნიკა
-ოღონდ შენ ისწავლე და დაფინანსება პრობლემა არ იქნებ
-ნიკა რა გინდა?
-მინდა რომ ისწავლო ტასო, ახლა ასეთი დრო დადგა, თუ არ ისწავლი აქედანაც გაგაგდებენ ტასო
-ვინ გამაგდებს? ან რატომ ღელავ ასე ჩემს განათლებაზე?-ჰო დავინტერესდი, რადგან უკვე ორი თვეა ერთი და იგივეს მეუბნება
-უბრალოდ მაინტერესებს და მორჩა, გაგდებით კი იცი როგორც შემიძლია გაგაგდო, ბოლო ბოლო ჩემი ძმა აქაურობის მფლობელია
-არ ვისწავლი და დამთავრდა ნიკა
-გაგდებული ხარ ტასო და იმაზე ვიზრუნებ რომ არავინ აგიყვანოს, სანამ აზრს არ შეუცვლი და სწავლას არ დაიწყებ არსად არ აგიყვანენ, ეს დაიმახსოვრე, ადამიანი ვისაც განათლება არ აქვს ის საცდელი ვირთხაც არ არის
-კარგი-ვამბობ მტკიცედ, მაგრამ ხომ ვიცი რომ სადაცაა გავტყდები? შენობიდან გავდივარ და სახლის გზას ვადგავარ, აღარც სამსახური მაქვს, აღარც თანამშრომლები.
სახლში რომ შევედი კინაღამ ტირილი დავიწყე, ჩემი ძმის და ამ „კატუნიას“ მიმართ უბრალოდ ზიზღი გამიჩნდა, ჩემს ოთახში შევიხედე მაგრამ იქაც არეულობა იყო, ჯანდაბა, სძინავს ყველას ერთი ქალის გარდა რომელმაც კივილი დაიწყო
-ქურდი, ქურდი, ვაიმე ქურდი-კივის და შიშველი აქეთ იქით დარბის
-რა ხდება?-იღვიძებს ჩემი ძმა და მიყურებს, ჩემს ცრემლიან თვალებს უყურებს და სახე ებრიცება, შემდეგ ყველა იღვიძებს
-სანამ აქაურობას სისუფთავის სუნი არ ექნება, ყველა ლოგინი, დივანი, სავარძელი, მაგიდა, ჭურჭელიც კი სუფთა არ იქნება, არ დამენახოთ, სახლიდანაც წადით თუ საჭიროა, როდესაც ყველაფერს გარეცხავთ გააშრობთ, დააუთოვებთ, მოწმენდთ და ა.შ. არ დამენახოთ, ტოდესაც დაასრულებთ დამირეკეთ, სასწრაფოდ გარეთ გამოვდივარ და ჩემი მშობლების საფლავზე ავდივარ, მის ცხედრებზე ვდგავარ ფაქტიურად და ვთელავ, მიწაზე ვჯდები დედიკოს და მამიკოს შუაში და საშინელი ტირილი მივარდება, ვტირი გულის ამოვარდნამდე, ვტირი, ვტირი და ისევ ვტირი, რატომ მოიყვანეს სახლში, რატომ მიკლავენ გულს? არადა თითქოს ყველაფერი კარგად იყო, რატომ გამომაგდეს სამსახურიდან? რატომ ვთქვი სწავლაზე უარი? თანაც დაფინანსებას თვითონ მთავაზობდნენ, მობილურს ვიღებ, ხმას ვიწყნარებ და ნიკასთან ვრეკავ
-გისმენ ტასო-მპასუხობს ბოხი ხმით, აშკარაა გავაღვიძე
-ბოდიში რომ გაგაღვიძე, შენი შემოთავაზება ისევ ძალაშია?
-რა თქმა უნდა, თანახმა ხარ?-ბედნიერი ხმა აქვს, აშკარაა რომ გაუხარდა
-კი
-მიხარია ტას, ორშაბათიდან დაიწყებ უნივერსიტეტში სიარულს, ხვალ კი ისევ ჩვეულებრივად მოდი სამსახურში, ყოჩაღ, ჭკვიანური გადაწყვეტილებაა ტასო-მეუბნება სიხარულით და მეც რაღაცნაირ ბედნიერებას განვიცდი
-კარგი ახლა უნდა წავიდე ნიკა და წინასწარ უღრმესი მადლობა-ვეუბნები და ვთიშავ, ახლა კი ისევ ვტირი, თუმცა არ ვიცი ეს ცრემლები სიხარულისაა თუ მწუხარების, რატომღაც დედის ნათქვამი სიტყვები კახსენდება.
„საყვარელო დაიმახსოვრე, როდესაც ცუდათ ხარ უბრალოდ ჯაზსს მოუსმინე, როდესაც სიმშვიდე გინდა კლასიკას უამინე, მაგრამ არასოდეს მოუსმინო როკს, როგორიც არ უნდა იყოს, როკს უბრალოდ არ უსმინო“

„-დედიკო, მამიკო რატო შეგიყვარდა?
-იმიტომ რომ მან მაგრძნობინა რა არის სიყვარული, მართალია ოდნავ ეჭვიანია მაგრამ, მე მან თავი შემაყვარა, შემდეგ კი ორი პატარა მაიმუნი მაჩუქა“


იმდებად მიჩუყდება გული, რომ თავიდან ვიწყებ ტირილს, მახსენდრბა მამას საუბარიც

„-პატარავ, შენ, შენს ძმაზე ჭკვიანი ხარ, შენი სატარებელი იქნება მუდამ, მოუარე გთხოვ, მას შენს მეტი არავინ ეყოლება, როცა ჩვენ ზეცაში წავალთ
-კი მაგრამ მამიკო, მეგობრები, შეყვარებული, ცოლი ან შვილი არ ეყოლება?
-არა, არ ეყოლება საყვარელო, შენ უნდა მიხედო, ხომ მიხედავ?
-კი მა, პირობას გაძლევ“


რატომ მახსენდება ეს საუბარი? რაღაც ხდება....

--------------
ჯანსაღი კრიტიკა როგორც ყოველთვის მისაღებია და მივიღებ♡♡♡♡



№1  offline წევრი 《Sunshine》

ძალიან კარგი თავია მAლე დადე შემდეგი

 


《Sunshine》
ძალიან კარგი თავია მAლე დადე შემდეგი

მადლობა, ყოველ მეორე დღეს ვდებ ახალ თავს♡♡♡♡

 


№3 სტუმარი ta

8 tavs rodis dadeb?????

 


ta
8 tavs rodis dadeb?????

ბოდიში შეყოვნებისათვის, ახალი თავი უკვე დევს blush

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent