შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქიმია ორისთვის ( თავი 6 )


4-07-2020, 14:13
ავტორი თუკა
ნანახია 1 653

„ადამაინები ფერს იცვლიან...
არ მჯეროდა და ნამდვილად იცვლიან ფერს.
რა ფერი ვიყავი შენამდე? ალბათ უფერო. არაა, ნამდვილად ვიცი რომ ფერი არ მქონდა, გამჭვირვალე ვიყავი და მხოლოდ ტანსაცმელი მაძლევდა ფერს.. იმ დღეს ფერი მომეცა როდესაც შენ გნახე.იცი რა ფერი? სიწითლის ფერი, მუქი წითელი გავხდი და შენით ავივსე.. მერე ,მერე ნელა- ნელა გადავსხვაფერდი. შენი ყოველი ნახვა და შეხება მიცვლიდა ფერს. შენი სიახლოვე ხან მამუქებდა ხან მაღიავებდა...
ჩემი ფერები ჩემი ბედნიერებით განისაზღვრებოდა..
ახლა დავფიქრდი და იცი რა ფერი ვარ? თეთრი.. ნამდვილად თეთრი ფერის ვარ. შენი წმინდა და სპეტაკი სიყვარულით გადავიფერე.. ჩემი სიმუქე სადღაც გაქრა. თითქოს ფრთებიც კი გამოვისხი და ხელების გაშლისას შემიძლია გავფრინდე..
ბედნიერი ვარ. შენმა სიყვარულმა ის სიცარიელე შემივსო რაც მთელი წლები მაკლდა.. შენმა გვერდით დგომამ უფრო ძლიერი გამხადა და იმედი ჩამისახა რომ მე, ყველაფერს შევძლებ. შენმა თვალებმა ჩემს თვალებში იმხელა სითბო ჩაღვარა რომ ამ სითბოს მთელი დარჩენილი ცხოვრება ვერ დავაღწევ თავს.. „ - გულში დაგუბებული სიტყვები დღიურში გადავიტანე და ყავის დასასხმელად ავდექი რომ კარზე კაკუნმა ოდმავ შემაკრთო.. ჯერ მხოლოდ დილის რვა საათი იყო. ასე ადრიანად არავის ველოდი. ფეხაკრეფით გავიარე დერეფანი და გაოცებულმა გამოვხსენი მძიმე რკინის კარი .
- მამა? მშვიდობააა? ძლივს გადავაბი სიტყვები და მამაჩემის გვერდით მდგარ ბებიაჩემს გავხედე..
- მშვიდობაა ბებიკო, აბა რა არის. აქეთ ვიყავით მე და მამაშენი , და შემოვედით..
- ამ დროს? აქეთ იყავით ამ დროს? რა მოხდა სახლიდან გამოგყარეს ? რვა საათია ჯერ ხალხო..
- მართა იქნებ შემომატარო, და მერე მომიწყო დაკითხვა შვილო - ცოტა გაღიზიანებულმა მითხრა მამაჩემმა და გვერდზე გავიწიე..
- რა გჭირს შენ ბატონო ალექსანდრე? მშვიდობა გაქვს ნამდვილად?
- მშვიდობაა, მშვიდობა ჩემო გოგო- თავზე ხელი გადამისვა და სამზარეულოში შევიდა.. - მეც დამისხი ჩაი და დაჯექი აქ ვილაპარაკოთ ..
- კარგი - მშვიდად ვუთხარი, და ზუსტად ვიცოდი თემა ვინ და რა იქნებოდა..
- მართა, შენ ხომ დიდი გოგო ხარ, შემდგარი, ჩამოყალიბებული. ცხოვრებას რეალურად უყურებ შვილო. ამიხსენი ეს ჯიბრზე მოქცევა რა წესებს ექვემდებარება?
- გისმენ და ვერ ვხვდები რაზე ლაპარაკობ მამა. მოდი პირდაპირ საქმეზე გადადი. მე დიდი ეჭვი მაქვს, შენს იმ ადამიანს უნდა შეეხო, ვისაც შენი ცოლი შეეხეო რამოდენიმე დღის წინათ, თუმცა მინდა ვიცოდე შენ რა პრობლემა გაქვს.
- ახლა ირონიის დროა? გაბრაზებ შეეპარა ხმაში და ფინჯანი განზე გასწია. დანიელზე უნდა ვილაპარაკოთ, მის ძმაზე, მის ოჯახზე და შენზე..
- გისმენ, დაიწყე. მიდი შენც შეურაწყოფა მომაყენე. შენც მიწოდე ბ*ოზი როგორც დედამ მიწოდა, შენც მოღალატე მიწოდე და მე მოგისმენ გპირდები..
- მართა, მართააა. რატომ აზვიადებ შვილო. ამ ბიჭს რომ შეეშვა ხომ შეგიძლია, მე ხომ არასოდეს არაფერი მითხოვია შენთვის. მარტო ამას გთხოვ..
- ეს ბიჭი მიყვარს- რატომ არ გესმით ხალხო? გინდათ რომ საბოლოოდ შემარყიოთ? როგორ შევეშვა ადამიანს რომელიც მიყავარს.. მე და დანიელს ერთმანეთი გვიყვარს. მამა გაიგე.. მართალია, შენ არაფერი გითხოვია ჩემთვის, მაგრამ ახლა იმხელა რამეს მთხოვ წარმოუდგენელია..
- წარმოუდგენელია ესეიგი? შენი დის ბედნიერება და ოჯახი სულ არ გადარდებს..
- სხვა რამეს არც ველოდი. მოხვედი აქ და მეუბნები , თავი გაწირე შენი დის ბედნიერების გამოო, ჩემმა დამ რა გააკეთა? ჩემი ბედნიერების გამო, რამე გააკეთა? მივიდა და როგორც ყურმოჭრილმა მონამ ყველაფერი დედას ჩაუკაკლაა.მე რატომ უნდა დავთმო ჩემი სიყვარული, როცა შენ საკუთარი სისხლი და ხორცი მიაგდე და სიყვარული არ დათმე... ამიხსენი..
- მართა ცდები..
- ხოდა დამაჯერე რომ ვცდები, მამა. დამაჯერეე და მილიონ ბოდიშს მოგიხდი. დანიელსაც არ ვნახავ მეტად, ოღონდ დამაჯერე რომ სიყვარულის გამო არ გაყევი შენს ცოლს სასწავლად და სამოგზაუროდ და მე ობოლივით ამის გამო არ დამაგდე ბებოსთან.. შენ თუ არ დათმე სიყვარული, მე რატომ უნდა დავთმო?
- იმიტომ რომ შენს დას ოჯახი დაენგრევა შვილო...
- მე რომ ცხოვრება დამენგრევა ეს ყველას ფეხებზე გკიდიათ არა? მთავარია ნიტას ოჯახი არ დაენგრეს ხო? თორემ მართა მოკვდება თუ დარჩება ვის რაში ადარდებს. აქ ამხელა კაცი, რომელსაც მამას ვეძახი, მოხვედი და საქმეს მირჩევ, რომ ჩემს ბედნიერებაზე ვთქვა უარი. ესაა შენთის მამობა? ამას ქვია მამად ყოფნა? იმის ნაცვლად გეთქვა, მოდი რაიმე გამოსავალი მოვნახოთ რომ არც ნიტას შეექმნას პრობლემაო, ორივენი მოხვედით და გადაჭრით მოითხოვთ დანიელს დავშორდე.. არა გესმის? მოვკვდები და დანიელს არ დავშორდები. მიყვარს - ცხოვრებაში არასოდეს არავინ მყვარებია. ამ კაცს ვუყვარვარ ასეთი. იმ სიყვარულს და სითბოს მაძლევს სულ რომ მაკლდა. გაიგე..
- მესმის. მაგრამ რა გავაკეთო...
- ერთი შვილი უნდა გაწირო მეორეს გამო? ეს გამოსავალია? ამიხსენი რა დააშავა ანდრიამ ასეთი, რატომ მიმალავთ სიმართლეს..
- შენი და გააუპატიურა - გადაჭრით მითხრა ბებიაჩემმა და ხელიდან გავარდნილი ჭიქა იატაკზე ნამსხვრევებად იქცა.. - ახლა მშვიდად ხარ? - თითქოს ჯიბრზე მკითხა და თვალებში ჩამხედა.
- ამას შენ მე მეკიტხები, მშვიდად ვარ თ არა?!!- მშვიდად როგორ შემიძლია ვიყო, როდესაც ჩემს დას ამხელა პრობლემა ჰქონდა და არ მითხარით.წარმოუდგენელია, შეუძლებელიაა. რას ქვია მშვიდიად ვარ ბაბე? შენც ამას მეუბნები ხო? შენც ამათ მხარეს ხარ.
- არა , ბებია გენაცვალოს, მე არავის მხარეს არ ვარ. მე სიმართლის მეშინია. მხოლოდ ის მინდა რომ მშვიდად ვიყოთ
- და მხოლოდ მაშინ დამშვიდდებით , მე თუ დანიელთან არ ვიქნები, ნიტა ბედნიერი იქნება და მე ვიქნები უბედური არა?! - მასე იყოს. დანიელს დავშორდები მაგრამ არც ერთი თქვენთაგანის დანახვა არ მინდა, არც ერთმა არ გაბედოთ და არ დამირეკოთ. მე თქვენთვის აღარ ვრსებობ ! - ახლა როგორც მოხვედით ისე წადით აქედან. უნდა მოვწესრიგდე და სამსახურში წავიდე, ბევრი საქმე მაქვს - განადგურებულმა ძლივს ვუთხარი და კარისკენ მივანიშნე..
- მართა ბებო მისმინე..
- არავითარი მისმინე არ იქნება ამის მერე. მე შენ ბოლოს როდესაც გნახე, მხოლოდ ერთი გთხოვე ბაბე, მხოლოდ ის რომ ბედნიერებას ნუ დამინგრევდი თუ გვერდით არ დამიდგებოდი, მაგრამ ისევ მარტო ვარ, ცხოვრების ამ გამოწვევაში მარტო დამტოვე, შენი მართა დატოვე მარტო, და მიაგდე. იცოდე არასოდეს გაპატიებ ამ ტკივილის მოყენებას. შენ მთელი ამაგის საფასურად მომიკალი გული და საკუთარი ხელით დამინიგრიე სიყვარული. ახლა წადი და შენს შვილიშვილს უთხარი რომ ბედნიერი იყოს.
- მაპატიე ბებიკო- დაბალ ხმაზე ძლივს გასაგონად ჩაილაპარაკა და სახლში გამეფებულ სიჩუმეს ჩემი ხმამაღალი ქვითინი არღვევდა..
მოწყვეტით დავეცი მუხლებზე და ფინჯნის ნამსხვრევები ხელებში მოვიქციე. მთელი ძალით ვუჭერდი ხელებს ხელისგულებში მოთავსებულ ნატეხს და ვცდილობდი სულის დაფლეთვა ამ ტკივილით შემემსუბუქებინა.. ცხელი სისხლი ნაკადულად მდიოდა ხელებიდან მაგრამ სულ ერთი იყო..ამხელა ტკივილს ვერაფერი შემიმსუბუქებდა..
ტირილმა შვებმა მომცა, ფეხზე წამოვდექი და სისხლიანი ხელები ონკანს შევუშვრე.. იატაკზე წვეთებად მიმოფანტული საკუთარი ნაწილი გულდასმით მოვამშრალე ანაზდად გავუღიმე ცხოვრებას და წელში გასწორებული არეული ნაბიჯით წავედი საძინებლისკენ..
სარკიდან გამოფიტული, ძალაგამოცლილი და უსიცოცხლო ქალი მიყურებდა . იცით რისგან იყო ასეთ მდგომარეობაში? იმისგან რომ ცხოვრებაში არსებულმა ყველაზე დიდმა იმედმა ერთიანად იხუვლა და როგორც მთიდან მოწყვეტილი ზვავი ისე წამოვიდა და ჩამოიშალა..არავისგან , არაფერი მტკიოდა და მწყინდა, მხოლოდ მისგან, მხოლოდ ბაბესგან, რომელმაც ცხოვრება მომიძღვნა, რომელიც ჩემთვის ოჯახი იყო. მხოლოდ ეს მტკიოდა. ჯერ ფეხზე დამაყენა და მერე ისევ დამაგდო...
მტკიოდა ტყუილი, რომელსაც მეუბნებოდა, სიმართლის დასამალად. მტკიოდა ყველაფერი, სხეულის სათითაო ნაწილი და ნაკვთი მტკიოდა. ფილტვებიც კი მტკიოდა იმდენად დამძიმებული იყო სუნთქვა და ჰაერი ჩემთვის..
**
ზარის ღილკს ხელი მანამდე არ ავუშვი სანამ კარები არ გამიღო. სახეზე არც შემიხედავს ისე შევაბიჯე დერეფანში და პირდაპირ სამზარეულოსაკენ ავიღე გეზი. სასაუზმოდ გაშლილ მაგიდას თვალი მოვავლე და გამეღიმა. უწესრიგოდ მივადე ჩანთა დივანზე და ცხელი სითზე ჭიქაში ჩამოვისხი.
- მართა კარგად ხარ? - ცოტა არ იყოს შეშფოთებულმა მითხრა ნიტამ და წინ დამიდგა.
- ძალიან კარგად ვარ. გადასარევად. ალბათ, მეტი კარგად ვერც ვიქნები იცი?
- რაღაცა მოხდა.
- რაღაცა? ჰმ, რა სასაცილო ხარ, გულიანად გადავიხარხარე და ფინჯანი მაგიდაზე დავაბრუნე.
- მისმინე. მოდი სხვა დროს ვილაპარაკოთ.
- რატომ? დასამალია რაიმე ?შენ ხომ ასეთი მძიმე ცხოვრება გქონდა, ასე გატკინეს. დაგამცირეს.
- მართა არ გინდა...
- ათასჯერ, მილიონჯერ გთხოვე, ნიტა არ გინდა. ასე ნუ მოიქცევი. ასე ნუ გამიმეტებ, და რა ქენი? გავარდი და დედას მოუყევი ყველაფერი, მერე დედამ მამას უთხრა და დღეს სახლში მომადგა, რეზოლუციაა გამოუტანია თავისივე დწერილი კანონებისათვის და განმიცხადა „ მაგ ბიჭს დაშორდები“.
- მე არ მინდოდა , მართლა . ასე არ მინდოდა რომ ყოფილიყო - აცრემლებულმა მომკიდა ხელები და მაშინვე გავაშვებინე..
- იცი რა მაინტერესებს, შენმა ქმარმა იცის რომ შენზე იძალადეს? ძალიან მაინტერესებს. იცის რომ ანდრიას გაუპატიურება დააბრალე..
- მორჩი გესმის? - გამწარებულმა მიყვირა და სავარძელში ჩაჯდა.ამას ვერ ვეტყოდი. ვერ ვეტყოდი რატომ არ გესმის?
- მოვრჩები.. ამ ამბავს ბოლომდე გავარკვევ და თქვენთან ყველასთან მოვრჩები ყველაფერს.. პირველ რიგში შენთან მოვრჩები ყველაფერს. მეგონა შენ იმ ქალს არ ჰგავდი, მასსავით გულცივი და ბოღმიანი არ იყავი. მაგრამ იცი რა? შენ მასზე უარესი ხარ. ის პირდაპირ მაინც ამბობს სათქმელს და შენ? გველივით დასრიალებ ჩემს და დედას შორის. ფარად იყენებ, დამფრთხალი შველივით ეფარები იმ ქალს და მზად ხარ საკუთარი და,რომელსაც სულის ნაწილად მიაჩნდი გადაათელინო.
- ვიცი რომ დავაშავე. მართა ვიცი. მაგრამ ახლა რა გავაკეთო?
- შენ დააშავე და პასუხი მე უნდა ვაგო შენი შეცდომების გამო?!- ერთიანად დამიარა სხეულში ცხელმა ტალღამ და გაცოფებულმა ვუღრიალე. მხოლოდ იმიტომ რომ ეს თქვენ გინდათ დანიელს არ დავშორდები !. ხომ ამტკიცებ კახი მიყვარსო, ხოდა მეც მიყვარს დანიელი და არ დავშორდები. არც შენი და არც არავის გამო, გასაგებია? - მეორეჯერ ამ საკითხით არავინ მოხვიდეთ ჩემთან, თორემ საკუთარ თავზე პაუხს არ ვაგებ - უკანასკნელი სიტყვები თითის ქნევით ჩავუმარცვლე ნიტას, ჩანთას ხელი დავავლე და დერეფანში სწრაფად გავედი.
**
აივანზე იჯდა ბაბე და გაშტერებული სახით გადაყურებდა ქუჩას. გული ტკივილისაგან შუაზე ჰქონდა გაყოფილი.. საკუთარ თავს ვერ პატიობდა , რომ მისთვის ყველაზე ძვირფასი და საყვარელი ადამიანი ამხელა ტკივილისათვის გაიმეტა..
ცრემლებს მალულად იწმენდდა და თავს იდანაშაულებდა...
იცოდა ზუსტად იცოდა მართას ხასიათი. სიტყვას თუ იტყოდა აღარ გადავიდოდა. მოკვდებოდა და საკუთარ ნათქვამს და პირობას არ დაარღვევდა..
- ძლიერი ხელი იგრძნო მხარზე და სევდიანი მზერა მიაპყრო შვილს.. - არასოდეს მაპატიებს მართა..
- კარგი რა დედა, გაპატიებს , ხო იცი როგორ უყვარხარ.. - მაშინვე სცადა ყველაფრის გამოსწორება ლექსომ , მაგრამ უარის ნიშნად გაიქნია თავი ბაბემ.
- თქვენ მას ოდნავადაც არ იცნობთ ..
- აზვიადებთ ახლა უკვე - საუბარში აქამდე კედელთან ჩუმად მდგარი სალომე ჩაერია.. მართლა აზვიადებთ.. რა ვქნათ აბა, ნიტას ცხოვრებას ხომ ვერ დავუნგრევთ?
- და მართას რომ დავუნგრიეთ ? - ალმაცერად გახედა ლექსომ ცოლს და მისკენ დატრიალდა. სულ ოდნავ მაინც არ გიყვრს ეს ბავშვი? შენ არ ატარე მუცლით ცხრა თვე? ხანდახან შენი საუბარი მაგიჟებს, ჭკუიდან მწევს. იცი მაინც დღეს როგორ იყო საწყალი გოგო? იცი მაინც?
- მესმის, - ჩუმად ჩაილუღლუღა და აივნის მოაჯირს დაეყრდნო..
- რომ გესმოდეს ახლა აქ არ იქნებოდი, ახლა შვილთან გავარდებოდი გულზე მიიკრავდი და ეტყოდი რომ ორივეს საქმეს მოაგვარებდი..- მაგრამ, ამას არავინ გთხოვს, უარესი ისაა რომ მეც ჩამითრიეთ ამ საქმეში.
- დედა საკმარისია !- შენ მაინც ნუ ამატებ, ისედაც ლამისაა გული გამისკდეს. ჯერ კიდევ ვერ ამოვშალე გონებიდან მართას სახე და თვალები.
- დაგვივიწყებს, გადაგვხაზავს, ნიტასაც მიატოვებს. თავშესაფარს დანიელში იპოვის ჩემი გოგო ძლიერია. ყველაფერს აიტანს საყვარელი ადამიანის გამო. ზუსტად ვიცი რომ დანიელს არ დაშორდება. მაგრამ იცის ვიცი რომ თქვენ ორი მონსტრი არ გაახარებთ ამ ბავშვს. ცხოვრებას ჯოჯოხეთად უქცევთ, მაგრამ თუნდაც არ მაპატიოს, თუნდაც თავისი საყვარელი ბებო აღარ მიიღოს , მარტო ის მახარებს გულში რომ ის ბიჭი მარტოს არ დატოვებს..
- მორჩი დემაგოგიას დედა?- გაბრაზებულმა დაუტია ბაბეს და სამზარეულოში შევიდა..
ხანდახან ადამიანები შეცდომას ვუშვებთ.
გვგონია რომ ყველა შეცდომა გამოსწორებადია, მაგრამ სწორედ რომ აქ ვცდებით. არც ერთი შეცდომის გამოსწორება არ შეიძლება. გვპატიობენ, ცდილობენ დაივიწყონ, მაგრამ არ ავიწყდებათ- პირველივე დაშვებულ შცდომაზე ყველაზე მძიმე ტკივილი გვახსენებს თავს.
ადამიანები ხანდახან ვივიწყებთ რომ სხვებსაც აქვთ გრძნობები, და როგორც მესაკუთრეები ისე ვიწყებთ ჩვენი სურვილების გამო სხვების გადათელვას.. სულ ოდნავადაც არ გვადარდებს სხვისი ტკივილი და განცდა. მთავარია მიზანს მივაღწოთ. საწადელი ავისრულოთ. ჩვენი სურვილების მწვერვალს მივაღწიოთ და ტრიუმფით აღვნიშნოთ გამარჯვება რომ, ვხვდებით ეს გამარჯვება არ გვინდოდა. არც არასოდეს გვდომებია, ეს უბრალოდ ჩვენი ახირებული სურვილების გამო მოვიქეცით ასე. გვინდოდა სხვებისთვის დაგვემტკიცებინა რომ შეგვიძლია..
და მეორე შეცდომას სწორედ აქ ვუშვებთ...
როდესაც ვამბობთ რომ ყველაფრი გამოსწორდება... არაფერი არ გამოსწორდება მას მერე რაც ადამიანს გულს ვატკენთ და ცხოვრებას დავუნგრევთ...
ისე როგორც გატეხილი პური არ მრთელდება და გატეხილი ლარნაკი არ შეწებდება, ისეა ადამიანის გულიც...
ყველა მოკვდარი მხოლოდ იმ იმედით უშვებს შეცდომას, იმ იმედით სწირავს სხვას და სტკენს გულს, რომ გამოსწორდება- რომ ჯერ ყველაფერი წინაა. თავს ვინუგეშებთ, თავს ვიმხნევებთ, რომ ასეა და ასე იქნება, არა უფრო სწორად ასეც უნდა იყოს.. მაგრამ ასეა არააა.
ასე არ ხდება.. ესეც ჩვენი ფიქრების შეცდომაა. ჩვენი ყველაზე დიდი და გაოუსწორებელი შეცდომაა. რომელსაც ვითომ ვასწორებთ.
მაგრამ მხოლოდ ვითომ...
**
- მიდი გისმენ - გამწარებულმა უყვირა ცოლს კახიმ და აქამდე ხელებში მაგრამ მოქცეული ჭიქა კედელს მიანარცხა.- მიდი , გისმენ-თქო, ესეიგი ანდრიამ იძალადა შენზე არა??
- არა მისმინე კახი, აგიხსნი..
- ამიხსნი, რა თქმა უნდა ამიხსნი. ეჭვიც არ მეპარება რომ ყველაფერს თავიდან ბოლომე მომიყვები, არც ერთ დეტალს არ გამოტოვებ იცოდე . არც ერთს გასაგებია? - მაგრამ მანამდე მითხარი, როგორ შეგიძლია ასე გაიმეტო შენი და?
- ასე არააა. მართლა არაა ასე..
- აბა როგორაა ამის დედა მოვტ**ან? გოგო განადგურებული მოვარდა. ყველანაირად ცდილობთ დანიელთან მისი ურთიერთობა არ შედგეს და ისიც კი მოატყუე რომ შენზე ძალა იხმარა?- მე დებილი ვარ? ამას უსვამთ ხაზს დედა და შვილი? ჩემს ცოლზე ვიღაცამ იძალა და მე ამას ვე მივხვდი? მე ვიყავი პირველი შენთვის, მეეე, თუ რამე არ ვიცი? რაამე არის და არ ვიცი?
- არა, ანდრიას არ უძალადია, არც კი მომკარებია კახი..
- აბა ეს დედა მოტყ**ული ტყუილი რატომ მოიგონე? გამაგებინე, რატომ მოიგონე, ხვდები მაინც რა გააკეთე? ცხოვრება დამინგრიე , გამანადგურე. ჩვენი სიყვარული მოკალი ნიტა. გიყურებ და არ ვიცი ვინ ხარ, რა გინდა. რატო მიყვარდი ისიც არ ვიცი.. ჩემი ცოლი, რომელიც ასე მიყვარდა, საკუთარ დას ასე ვერ გაიმეტებდა.. ამას არ გააკეთებდა.. დედაშენმა მოიფიქრა ეს არა? - საუბარი დაასრულა თუ არა ნიტამ, მაშინვე ჰკითხა კახიმ და ცოლს მიაშტერდა.
- ჩემს გადასარჩენად, მოიფიქრა, კახი, სხვანაირად ვერ გამოვძვრებოდი, სხვანაირად არ შეიძლებოდა, ანდრიამ ბევრი იცოდე ჩემზე. იმ დროს მართაც პატარა იყო, ვერაფრით დამეხმარებოდა.. ვერ გამიგებდა რატომ არ გესმის?
- მაგრამ შენ არც გიცდია მისთვის რაიმეს მოყოლა გოგო? როდის არ გაუგია შენს დას? როდის არ ყოფილა შენს გვერდით? ასეთი როდის გახდი?
- როგორი ასეთი? - დამფრთხალმა ძლივს მოუყარა თავი სიტყვებს და ქმარს გვერდით მიუჯდა..
- ასეთი ცივი და დაუნდობელი როდის გახდი? თუ სულ ასეთი ასეთი? სულ ასეთი იყავი არა?!- ახლა შესაძლებლობა მოგეცა თუ არა , მაშინვე იჩინა თავი შენმა ეგოისტობამ. მე კიდევ, მიყვარდი გესმის? შენს იქით არავინ და არაფერი მახსოვდა ნიტა. გაოცებისგან არც კი ვიცი რა ვთქვა და რა გიწოდო. რა სახელი დავაქვა შენს ქცევას. საკუთარ დას ასეთი ტკივილისათის როგორ იმეტებ?
- მე მას მოვუყევი კახი გეფიცები...
- რა მოუყევი რაა? ეს მოუყევი რაც მე? ასე მოუყევი როგორც ახლა ყვებოდი აქ ჩემთან და მართამ არ გაგიგო? ადექი წამოდი, ადექიიი, წამოდი და ერთად მოვუყვეთ რა გააკეთე, როგორ გააკეთე. აქამდე როგო მიხვედი და ის ბიჭი როგორ აქციე ავადმყოფად, წამოდი მოვუყვეთ.. - მკლავში მაგრად ჩაკიდა ცოლს ხელი და კარისკენ ძალით წაათრია..
- არ გინდა გთხოვ, მართას ვერ ვეტყვი. შემიძულებს.
- სამკურნალო ხარ . შენც და დედაშენიც სამკურნალოები ხართ გოგო. კიდევ შენს თავზე ფიქრობ? ჰააა? - მეე? მეც გამომიყენე? ანდრიას დასავიწყებლად გამომიყენე? თუ მასავით არ გყვარებივარ და უბრალოდ კარგი შანსი ვიყავი?
- ასე არააა, გეფიცები, ასე არაა. მართლა მიყვარხარ. გეფიცები. კახი ყველაფერს წმინდას გეფიცები. მიყვარხარ..
- და რა გაგაჩნია წმინდა? შენ ჩვენი სიყვარულიც კი არ გაგაჩნია უკვე ნიტა, ამასაც კი ზედ დააფურთხე, რა არის შენთვის წმინდა? რას მეფიცები - თქო ? გამწრებულმა დაარტყა გაშლილი ხელი კედელს და შემკრთალ ცოლს თვალებში ჩააშტერდა.. - ჩაალაგებ და წახვალ ! დღესვე გადახვალ აქედან !- გასაგებია?
- გასაგებია - ცრემლები ლოყებზე ნაკადულად დაედინა და მისკენ ზურგშექცევით მდგარ კახის ორიოდე ნაბიჯით მიუახლოვდა.. - გადავალ, წავალ და გპირდები რომ არასოდეს შეგაწუხებ, მხოლოდ იმ დღეს დაველოდები როცა შენ შეძლებ რომ მაპატიო, როცა გექნება ძალა მოხვიდე და მითხრა რომ ისევ გიყვარვარ, ისევ ისეთი სითბოთი ჩამხედო თვალებში და მითხრა რომ ისევ გჭირდები.. მე შენ ყოველთის მიყვარდი კახი, ყოველთვის, და ახლაც სიგიჟემდე მიყვარხარ.. ვიცოდი რომ ერთ დღეს ამას გაიგებდი, ძალიან მეშინოდა ამ რეაქციის მეშინოდა. რომ ვერ გაიგებდი. ვიცი რომ ეს არაა გასაგები, ვიცი მაგრამ დავაშავე, ბევრი შეცდომა დავუშვი. ბევრი ტყუილი ვთქვი. ჩემს გამო ადამიანი საგიჟეთში გამოკეტეს, ვიცი , მაგრამ შენი გამოჩენის მერე შევიცვალე, გეფიცები შენ სხვანაირი გამხადე, შენმა სიყვარულმა შემცვალა კახი...
- საკმარისია ნიტა, შენი არც მოსმენა მინდა და არც დანახვა.. გოგო რომელიც მე გავიცანი, გოგო რომელიც დიდი ლამაზი თვალებით მიყურებდა ყალბი ყოფილა, მატყუარა .. მე კიდევ უგონოდ შემიყვარდა. შემიყვარდა და მზად ვიყავი მის გამო მისი გულისთვის ყველაფერი გამეკეთებინაა. გოგო რომელიც მე მიყვარდა... საკმარისია წადი. მეტს ნუ ვიტყვით, უარესად ნუ ვატკენთ გულს ერთმანეთს..საკმარისი ნიტა - გაბზარული ხმით , ძლივს გასაგონად ჩაილაპარაკა და დერეფანში გახევებული დატოვა ტირილისაგან სახეაწითლებული გოგო..
**
თავი მის მხარზე მედო და ვარსკვლავებით მოჭედილ ცას გავყურებდი.
მხოლოდ ერთი რამ მინდოდა, ეს ღამე და ეს წუთები არასოდეს დასრულებულიყო. არასოდეს ვყოფილიყავი მისგან შორს. ამ წუთების მარადისობას ვნტრობდი გულში.. ფრთხილად ავწიე თავი და სახეში დავაშტერდი. თვალები ეხუჭა, მაგრამ მიღიმოდა, გრძნობდა ჩემს მზერას. მოულოდნელად მაგრად მიმიკრა გულზე და მხურვალეს მაკოცა თავზე..
- რომ დაგინახე, იმ წამიდან ვიფიქრე რომ შენს თვალებს ვერ გადავურჩებოდი იცი? - მოულოდნელად წარმოთქმულმა ფრაზამ გამაოცა და თვალები გამიფართოვდა..
- რაო?
- ხო, პირველად რომ დაგინახე, მაშინვე მოვიხიბლე შენით.
- მაგრამ მეუხეშე დანიელ.
- იმიტომ რომ მომეწონე მართა ! მაშინვე გამომაჯავრა და ჩემი ხელები ხელებში მოიქცია.. - მომეწონე ? არა არ ვიცი. სულმა დაგიმახოვრა. ჩემმა სულმა არსად გაგიშვა. შენ მარტო ჩემი ხარ გესმის? მარტო ჩემი ..
- ანუ? გამოდის რომ ..
- რა ანუ?
- დანიელ!
- მართა !
- მითხარი რააა.
- რა გინდა რომ გითხრა? ხანდახან ისეთი პატარა ხარ, ისეთი სასაცილო და სათუთი.. არც კი მეჯერება რომ ამხელა გოგო ხარ.
- მიუხედავად იმისა რომ ნერვები ამიშალე, დამამცირე და ცუდად მელაპარაკე. მაინც მოვიხიბლე შენით. მაგრამ არაფრის დიდებით თავს არ ვუტყდებოდი.. მაგრამ რაღაცა მიზიდულობა არა? ჩვენს შორის რაღაცა კანონივითაა..
- კი , ამას ქიმია ჰქვია. ჩვენი ქიმია. ჩვენი სიყვარულის ქიმია . როგორც ცდის დროს იქმნება ჯაჭვი, ასე შეიქმნა ჩვენთანაც. დაგინახე და საკმარისი აღმოჩნდა.
- სიყვარულის ფილოსოფოსი ხარ რაა , სიცილით ვუთხარი და გაუაზრებლად ვაკოცე ტუჩებზე.
- ეს რა იყო? - გაოგნებულმა მითხრა და ფეხზე წამოდგა..
- რა უნდა ყოფილიყო, გაკოცე..
- ეს კოცნა იყო გოგო? ამას კოცნას ეძახი? ეს რა კოცნა იყო მართა .. მეხუმრები? თუ შენ კოცნას ამას ეძახი, გინდა გაჩვენო როგორია კოცნა?
- დანიელ არაა - არ მინდა- სიცილი ვერ შევიკავე და ხელები მაგრად შემოვხვიე წელზე. - ეს ისე კულტურული კოცნა იყო.
- არ მინდა მე კულტურული კოცნა.
- კარგი , კარგი. დამშვიდდი და ნუ მებუტები . საკითხვია, ვინაა ახლა ჩვენს შორის პატარა ბავშვი?
- რა თქმა უნდა შენ - გადაჭრით მითხრა და საჩვენებელი თითი დამისვა ყურიდან ყელის მიმართულებით.
- უნდა წავიდე - გონებადაბინდულმა ვუთხარი და გაცლა დავაპირე რომ ვერ მოვახერხე.
- არ წახვიდე რა. ამაღამ დარჩი.. სახლში მაინც არავინ გელოდება. გთხოვ. მარტო არ მინდა ყოფნა.
- დანიელ , არ მინდა შეცდომა დავუშათ..
- შენ თუ ჩემს სიახლოვეს შეცდომას ეძახი, არ მოგეკარები, არც შეგეხები. უბრალოდ დარჩი , და თუ გინდა გვერდით ოთახში დაიძინე.
- და შენ ამას აიტან?
- ასატანი რა არის? შენ იქ დაიძინე და მე თავად მოგიწვები შტერო.
- დანიელ !
- მართა. ოხ მართაა... - ნერვიულად მოისრისა შუბლი და დერეფანში ბურტყუნით გამომყვა.
საწოლის შუაში ვიწექი, დანილს თავი ჩემს კალთაში ედო და ფიქრებში გართული მის თმებში ლაბირინთებს ვხაზავდი. გონებით სხვაგან ვიყავი. გასაკვირია და მაინც ვნერვიულობდი ნიტაზე. რაც არ უნდა ყოფილიყო ის ჩემთვის მაინც ყველაზე ახლობელი და საყვარელი ადმიანი იყო..
- დღეს სხვანაირი ხარ - მოულოდნელად მითხრა და წამოჯდა..
- როგორ სხვანაირი?
- სევდიანი, ფიქრებში ხარ გართული. პატარა ყვავილივით ხარ, საღამოს რომ იძინებს, თავის ფოთლებს კრავს და დილით მზის ამოსვლისთავანავე იშლება. რა ქვია მაგას?
- პეტუნია. მაგრამ რა ყვავილი დანიელ. ღმერთო ასეთი რომანტიკოსი იყავი სულ?
- სულ? ახლა ვარ. რომელ სულ-ზე მელაპარაკები მართა. ცხოვრებაში პირველად მიყვარს ასე , და იმის ნაცვლად საპასუხო გრძნობა მივიღო, დამცინი.
- არ დაგცინი გეფიცები. მართლა. უბრალოდ ცოტა ხასიათზე არ ვარ და სულ ესააა.
- მოხდა რამე მეც ამას გეუბნები რა მოხდა?
- ვიჩხუბე, ჯერ დედასთან, მერე მამასთან და ბაბესთან და ახლა საბოლოოდ ნიტასთან, საკმარისია?
- არა, საკმარისი როგორ უნდა იყოს, მიზეზი? რის გამო იჩხუბე ასე ყველასთან..
- არ მინდა ამაზე ლაპარაკი რა - მართლა, არ მსიამოვნებს ისევ გახსენება.. - საწოლიდან წამოვდექი და აივნის გაღებულ კარებში გავჩერდი..
- რატომ არ მაძლევ უფლებას, შენს გვერდით ვიყო მართა? რატომ იკეტები პირველივე პრობლემისას გამაგებინე რა. რატომ გამირბიხარ ყოველ ჯერზე? მითხარი მიზეზი რა არის, იქნებ დაგეხმარო..
- შენ ხარ .
- მე ვარ? მიზეზი მე ვარ?
- ხო, შენ ხარ . თვალები დავხუჭე და ნერვიულად დავაჭირე კბილები ერთმანეთს. - შენთან დაშორება მომთხოვეს.
- გასაგებია - ხმამაღა გადაიხარხარა და ხელები წელზე შემომხვია.. სულაც არ გამკვირვებია რატომღაც..
- დანიელ სასაცილო რა ნახე? გაბრაზებულმა ვუთხარი და ხელები გავაშვებინე..
- ის რომ მეც იგივე მომთხოვეს. მაგრამ ხომ ხედავ ახლაც კი ერთად ვართ, მიუხედავად ამ პრობლემებისა მართა. სულაც არ ვაპირებ შენთან დაშორებას. არავის აზრი და სურვილი არ მაინტერესებს ..
- მართლა? მამაშენმა არა? მაშინ როცა ჩემთან მოხვედი ასეა?
- ასეა. მაგრამ არ მაინტერესებს ვის რა უნდა ხო ხედავ. სულაც არ მაინტერესებს . მთავარია ჩემი გოგო იყოს ჩემთან, მე ეს სრულიად მყოფნის.
- მიყვარხარ იცი? - ძალიან მიყვარხარ დანიელ. რაც არ უნდა მოხდეს არ მიმატოვო რაა..
- მთავარია შენ არ მიმატოვო . თორემ მე არასოდეს მიგატოვებ ... საკუთარ სიტყვებში დარწმუნებულმა მითხრა და ცხელი ტუჩებით მაკოცა ლოყაზე..

**
საავადმყოფოს პალატის კარზე ზურგმიყრდნობილი იდგა კახი და გაშტერებული დაჰყურებდა საკუთარ ფეხსაცმელს.. ფიქრს თავს და ბოლოს ვერ უყრიდა. არ იცოდა საიდან დაეწყო და სად დაემთავრებინა მთელი ეს ემოცია და განცდა..
სირბილით ავიარე ოთხი სართული და ფერწასულ ბიჭს მაგრად შემოვხვიე ხელები..
- სხვას ვერავის დავურეკავდი - ძლივს გასაგონად მითხრა და მზერა ამარიდა..
- რა მოხდება კახი? ხდება რამე? როგორაა, მისი ნახვა მინდა..
- ვიჩხუბეთ. სახლიდან ვაგდებდი- სახეში შემომხედა და ნერვიულად მოისრისა შუბლი. ჩემს ზურგს უკან მდგარ დანიელს გახედა და ცალყბად გაუღიმა. - შენ საუკეთესო ქალი გყავს გვერდით დანიელ, დაიმახსოვრე - გამიზნულად უთხრა და ხელი შემომხვია მხარზე.. - შენი და ორსულადაა, ახლა გვითხრა ექიმმა. მართა მე, მართლა არ ვიცი , ბოდიში როგორ უნდა მოგიხადო მისი საქციელის გამო. დილით თქვენი კამათი გავიგონე..
- სახლში იყავი? მე ..
- გეგონა სამსახურში ვიყავი. სახლში ვიყავი. და ყველაფერი მოვისმინე.ამის მერე , არ ვიცი, რა როგორ და რანაირად იქნება. მაგრამ მასთან ერთად ცხოვრება არ შემიძლია.სახეში ვერც შენ გიყურებ და ვერც მას..
- ბავშვის გამო.. კახი. თქვენ ხო გიყვართ ერთმანეთი.
- მაგრამ თქვენც გიყვართ ერთმანეთი ეს დედა აფეთქებული..
- ხოდა ნახე, შემოგვხედე. მე და დანიელი ერთად ვართ . არავინ და არაფერი გვაშინებს, და ვერც ვერავინ დაგვაშორებს კახი.
- მართა, ნეტა ისიც შენნაირი ძლიერი იყოს.. შენნაირი გამბედავი.
- მე არ ვარ ძლიერი, სულაც არ ვარ. მე ძლიერი კაცი მიდგას გვერდით კახი. სულ ესააა.
- ვიცი რასაც აკეთებ. გინდა რომ შეგვარიგო. მაგრამ ორი წელიწადია გიცნობ და ჯერ მე შენზე ძლიერი ქალი არ შემხვედრია. ნუ იტყვი ძლიერი არ ვარო..ძლიერი ხარ, ზუსტად ძლიერი რომ ხარ ამიტომ დაუდექი ყველას წინ და ახლა დანიელთან ერთად ხარ..
- ყველაფერს მოვაგვარებთ კარგი? ყველაფერი იქება ძალიან კარგად. წამოდი შევიდეთ ..
- მანქანაში დაგიცდი კარგი? - მხარზე ფრთხილად შემახო დანიელმა ხელი და კახის გავხედე.
- მანქანაში რატომ უნდა დაელოდო დანიელ..შენ ხომ - წინადადების დაბოლოვება ვერ მოასწრო რომ მისკენ წაციდა და და გაუღიმა..
- მიზეზი მე ვარ ნაწილობრივ, არ მინდა ნიტამ ჩემი დანახვით კიდევ უფრო უარესად ინერვიულოს. მაშინ აქ ვიქნები კარგი? - მშვიდად გვითხრა და ცარიელ სკამზე ჩამოჯდა..რამდენი ხანიც გინდა იყავი, დაგიცდი - რაც შეეძლო მშვიდად მითხრა და გამიღიმა..
ოდნავ განათებულ პალატაში ფრთხილად შევედი და მის დანახვაზე გული ტკივილით გამეწურა, ვიცოდი ახლა რომ ყველაფერზე ერთად ნერვიულობდა. მინდოდა მეთქვა რომ მის გვერდით ვიყავი მაგრამ რაღაც ძალა მაფერხებდა, ვიცოდი მისი ხასიათი როგორც კი თავს შემაცოდებდა მაშინვე წამოვიდოდა ჩემკენ ამალით. ნელა წავედი მისკენ და თავზე ხელი გადავუსვი, ცრემლებისაგან დასვენელბულ ლოყაზე ვაკოცე და მაშნვე გადმოტრიადა ჩემკენ.
- როგორ ხარ? - ჩუმად ვკითხე და მის მზერას თვალი გავაყოლე. კახის სევდიანი თვალებით უმზერდა..
- კარგად. არამიშავს მართა - მანაც ჩურჩულით დამიბრუნა პასუხი და წამოჯდომას შეეცადა..
- მითხრეს რომ მალე დეიდა გავხდები. გილოცავ ნიტ - ღიმილი არ დავიშურე და მისი ხელები ჩემს ხელებში მოვიქციე.
- ხო, ალბათ გავხდები.
- რას ქვია ალბათ? - აქამდე ზურგით მდგარი კახი მისკენ დატრიალდა საწოლის ბოლოს დააყრდნო ხელები. -რას ქვია ალბათ -თქო? შენ გეკითხები გოგო. ჩემი შვილი გაჩნდება ეს ზუსტად ვიცი. და არ უნდა ამას ალბათ ..
- კი გაჩნდება, თუ ასე ვინერვიულებ როგორ გაჩნდება?
- აქამდე არ იცოდი რომ ორსულად იყავი მაგრამ ერთი საათის წინ შეშლილივით ყვიროდი , მაშინ ხომ არ დავკარგეთ შვილი, ხოდა არც ახლა დავკარგავ.
- კარგით რა, ახლა კამათის დროა? -მაშინვე ჩავერიე მათ საუბარში კახის ვედრებით გავხედე..
- ჩემი პატარა გოგო, როგორ ხარ დედას პატარა - ტირილით შემოვარდა დედაჩემი პალატაში , უკან კი დაცვის სახით მოჰყვებოდა მამაჩემი და ბაბე..
- ქალბატონო სალომე, კარგადაა, ნუ ყვირიხართ სირცხვილია - აგრესია ვერ დამალა კახიმ და ფეხზე წამოდგა..
- შენ რა უფლებით მელაპარაკები ასე? ვინ ხარ შენ, უყურე ერთი როგორ წუგდია ენა.
- მე ვინ ვარ? მე თქვენი ყველაზე მატყუარა და აფერისტი შვილის ქმარი ვარ, ნუ ჯერ-ჯერობით ქმარი ვარ. და ხვალ რა იქნება ვნახოთ.
- რამე ხდება და არ ვიცი? - ნიტას სახე ხელებში მოიქცია და თვალებში ჩააშტერდა. - უთხარი დედას რა მოხდა .
- არაფერი მომხდარა, უბრალოდ ვიკამათეთ.
- ხო, უბრალოდ ვიკამათეთ , სულ უბრალოდ არა საყვარელო? - გულიანად გადაიხარხარა და გამომხედა.
- კახი ,გთხოვ, ახლა არა, გავიდეს აქედან და მერე...
- თქვენ ორნი, ჩემს გოგოს რას უპირებთ? მიპასუხე მართა - გაავებული მეტაკა და მაგრად მომიჭირა მკლავში ხელი..- ამიხსენი რა დაგიშავა ნიტავ ასე რომ ექცევი, შენი და არააა? როგორ შეგიძლია ასე გადათქელო, გითხარი ოჯახს ნუ დაუნგრევ -თქო, გაგაფრთხილე თუ არა?
- მომეშვი რა , შენთან ჭიდილის ხასიათზე დღეს არა ვარ. ხვალ როცა უფრო ენერგიაზე ვიქნები , მოდი და მერე ვიკამათოთ..
- შეხედე, რა შეხედე, როგორ მელაპარაკება, დედაშენი ვარ მე დედაშენი ..
- შენ დედაჩემი არ ხარ !- შენ აი იმ გოგოს დედა ხარ, იქ რომ წევს, შენ დედაჩემი არ ხარ - დაიმახსოვრე ეს ქალბატონო სალომე
- გასაგებია, ის იქ რატომ გიზის გარეთ მალავ? - ჯიბრზე მკითხა და ნიტას გახედა. შენ გგონია შენი და შენთან მოვიდა, და გული შენზე შესტკივდა? ასე გგონია არა ჩემო სულელო გოგო.- იქ გარეთ ის კაცი უცდის, რომლის გამოც ასეთ დღეში ჩავარდი. ხო ხედავ შენ ბედნიერება დგინგრია თავად აიწყო..
- საკმარიაია ეს სპექტაკლი რა - თქვენ რა მართლა ფიქრობთ რომ დანიელმა დაანგრია ჩვენი ბედნიერება? ჩვენი ოჯახი თქვენ დაანრიეთ, მხოლოდ თქვენ ქალბატონო სალომე. ამდენი ტყუილით, სიყალბით. ამდენი სიცრუით, ხო ხედავთ სადამდე მოვედით. მართას თავი დაანებეთ.
- შენც მას იცავ არა? - სლუკუნით იკითხა ნიტამ და ქმარს შეხედა.
- შენ კარგად იცი , რომ ყოველთვის და ყველგან შენ გიცავდი ნიტა, ძალიან კარგად იცი ეს. მაგრამ საკმარისია, იმის მიზეზიც კარგად იცი რატომ არ გიცავ ახლა შენ..
- ვიცი, მიზეზიც ვიცი. - მაგრამ არ მეგონა ასეთ მდგომარეობაში ჩემი და თუ დანიელთან ერთად მოვიდოდა აქ.
- ოდესმე გაიზრდები, თვალს კარგად გაახელ და დაინახავ სიმართლეს. და იცოდე მერე ისე ძალიან გვიან იქნება, სულ მარტო დარჩენილს ზედ არ შემოგხედავ. - რატომღაც არ მტკივა თქვენი სიტყვები, მე ყოველთვის მარტო ვიყავი, მარტო გავიზარდე, არავინ მყავდა იმედად. ერთადერთი ბებიის გარდა, და ის ბებიაც არ დამიდგა გვერდით. მაგრამ მხოლოდ ერთ რამეზე მტკივა გული რომ , - და რომელიც ყველაფრად მიმაჩნდა, ჩემი ყველა საიდუმლოს მეპტრონე იყო, მანაც რომ ვერ გამიგო ვერაფერი. ისიც რომ ჩემს წინააღმდეგ წავიდა.. მხოლოდ ეს მტკივა ახლა. მაგრამ იცოდე შენც მოგინელებ, შენს დაკარგვასაც გადავხარშავ, ისე როგორც შენ მექცეოდი ბავშობაში, მეც ზუსტად ისე მოგექცევი დაიკო - ღიმილით ვუთხარი, ლოყაზე ვაკოცე და დერეფანში ძლივს გავიტანე ნერვიულობისაგან აცახცახებული ფეხები..
**
ბავშვთა სახლის ეზოში ვიჯექი და ამწვანებულ ხეებს გავყურებდი, აქა-იქა რომ სიყვითლე შერეოდა უკვე. მიყვარდა ეს პერიოდი და ეს სურნელი ჰაერში რომ იგრძნობოდა ხოლმე.. თბილი სიო უბერავდა და მიწაზე მიმოფანტულ ფოთლებს აწვალებდა.
სკოლის პერიოდიდან დღემდე მუდამ მარტო ვიყავი. მარტო ვიყავი ჩემს ტკივილთან და სიხარულთან. ხშირად შუაღამით ვიღვიძებდი რომ ჩემი პატარა საიდუმლოებები მთვარისთის მომეყოლა, ხშირად ადიელაში გახვეულს ჩამძინებია აივანზე მასთან საუბარში..
მერე სოფიო და ნუცა გავიცანი. თითქოს შევიცვალე, მეტად ხალისიანი და გახსნილი გავხდი. ნელა-ნელა დავიწყე მათთვის ჩემი ამბების გაზიარება. მათი გვერდში დგომით უამრავი მძიმე დღე გადავიტანე. რომ არა ისინი ალბათ არ ვიცი რა იქნებოდა მაშინ.
ჩემი ნოსტალგიური ფიქრები ტელეფონის ზარმა დაარღვია,
- ქალბატონო სად დადიხარ? - დაეჭვებულმა მკითხა და ჩემი პასუხის მოლოდინში გაიტრუნა.
- ბავშვებთან ვარ სოფი, რაო , ხდება რამე?
- ხდება, მინდა რომ ჩემთან ამოხვიდე დღეს, თუ რა თქმა უნდა სხვა გეგმები არ გაქვს, ნუცაც მოვა.
- მოვალ. ერთ საათში ვიქნები შენთან . რა მოგიტანო?
- ფორთოხალი მინდა - გადაჭრით მითხრა და. დაეჭვებულმა ავხედე ცას.
- სოფიო, შემოდგომაა დგება ჯერ, ფორთოხალი საიდან მოგიტანო..
- მინდა და.
- ფორთოხლის წვენი არ წავა? სად გიშოვო ფორთოხალი ლამაზო, სადმე თუ ვნახე წამოგიღებ..
- კარგი , მაშინ ბანანი მიყიდე..
- ვაიმე, გადამრევ შენ მე. კარგი გიყიდი და მოვალ..
- მომენატრე რააა , რომ იცოდე ისე - მართლა- ჩვეული წუწუნი გაურია და მაინც გამაცინა.
- მალე მოვალ და მაგ მონატრებას ამოგივსებ ჩემო ნიბლია - მონატრებულ დაქალს სიცილით ვუთხარი და ტელეფონი ჯიბეში ჩავედი..
ფეხზე ზანტად წამოვდექი და კიდევ ერთხელ მოვავლე თვალი ეზოს, არ მინდოდა წასვლა, აქ გამეფებული სიმშვიდე ყველაფერს მერჩია მაგრამ უარს ვერ ვეტყოდი, ალბათ ჩემთვისაც კარგი იქნებოდა ცოტა განტვირთვა და გულის გადაყოლება..
შენობის კარები სწრაფად შევაღე და დერეფნის ბოლოში კიბისაკენ ავიღე გეზი რომ საკუთარი სახელის დაძახებაზე ადგილზე გავშეშდი..
- ტატა? - გაოცება ვერ დავლამე და მისკენ წავედი შესახვედრად..
- როგორ ხარ ლამაზო გოგო? - იმდენად თბილი და მეგობრული იყო მისი ტონი გაფართოვებული თვალებით ვუყურებდი და ვერ ვხვდებოდი რეალობა იყო თუ მეთამაშებოდა.
- კარგად ვარ, შენ როგორ ხარ?
- მგონი არ გაგიხარდა ჩემი დანახვა..- მაშინვე მიმიხვდა და თეთრი პერანგი შეისწორა ტანზე.
- არა, ძალიან გამიკვირდა უბრალოდ, რომ მოხვედი.
- ვიცი. მას მერე რაც იქ გნახე, აღარ მინახავხარ და მინდოდა მეკითხარა როგორ იყავი. მგონი მიდიოდი..
- დაქალთან ავდივარ, მაგრამ ცოტა დრო მაქვს, მოდი, მოდი, ყავა დავლიოთ და მერე გავალ - სიმშვიდე შევინარჩუნე და ცალყბად გავუღიმე.
დივანზე ერთმანეთის გვერდიგვერდ ვისხედით. ნახევრად შემოკეცილ საკუთარ ფეხზე ვიჯექი და ისეთი ძალით ვეყრდნობოდი დივლის სახელურს რომ ტკივილს ვგრძნობდი. მთელი ტანი დაჭიმული მქონდა და მეგონა მალე სადღაც რომელიღაც ძარღვი ვერ გაუძლებდა და გაწყდებოდა.
– დაძაბული ხარ, სულაც არ მიკვირს, ოდნავადაც კი – ღიმილით მითხრა და ლამაზი თვალები შემომანათა..
– არა, რა ვიცი, – უარყოფას აზრი არ ჰქონდა, – არ გელოდი და სულ ესაა.
– ვიცი რომ არ მელოდი, გაგიკვირდება და უბრალოდ მინდოდა მენახა როგორ იყავი. შენი ამბავი მაინტერესებდა..
– რომელი ამბავი ? – წამიერად დავიბენი და თავში უეცრად გამიელვა აზრმა დანიელზე.
– რომელი და კარგად იცი რომელიც. მართა. მე და შენ ორი ზრდასრული ადამიანი ვართ. არა მგონია ასე თამაში კარგი აზრი იყოს. შენი და დანიელის ამბავი მაინტერესებს. ვიცი რომ ამ კაცზე ჭკუას კარგად..
– თუნცად ასე იყოს, იმას ვერ ვხვდები შენ რატომ ხარ ასე დაინტერესებული ტატა. თუმცა პირველივე დანახვისთანავე მივხვდი რომ დანიელზე შენც ჭკუას კარგავდი ..
– სწორია, მე დანიელზე დიდი ხანია ჭუას ვკარგავ, ამის უარყოფას არ ვაპირებ, მაგრამ, ხომ ხედავ მოვედი რომ შენი სიყვარულის ამბავი ვიკითხო და არა ჩემი..
– თუკი დანიელი ასე ძლაიან გიყვარს და თანაც დიდი ხანია, მაშინ მე რატომ დამეხმარე იმ ღამით?
– იმიტომ რომ ვიცი დანიელს ვინ უყვარს, როგორ გგონია დანიელს სხვა ქალი რომ ყვარებოდა და არა შენ დავურეკავდი? რა თქმა უნდა არა!– ვიცოდი რომ ეს გრძნობა ორმხრივი იყო და ამიტომ დავურეკე.
– კი მაგრამ...
– აქ მეტი სალაპარაკო არაფერია. მინდა რომ ბედნიერი იყო, ის წილი ბედნიერებაც შენ გერგოს რაც მე ყოველთის მინდოდა. ვიცი ახლა ფიქრობ, ჩემს წინ ზის და უტიფრად მელაპარაკება ჩემს საყვარელ კაცზეო, მაგრამ ამის შესახებ დანიელმაც კარგად იცის და შენც,, ჩემი გრძნობისდა მიუხედავად ჩემთვის მთავარი მისი ბედნიერებააა.
– მართლა გაოცებული ვარ. ბევრი შენს ადგილას ყველაფერს გააკეთებდა რომ ხელში საყვარელი კაცი ჩაეგდო, შენ კიდევ მოხვედი და ჩემს სიყვარულზე გინდა რომ ვილაპარაკოთ.
– იმიტომ რომ, დანიელის ხელში ჩაგდებას აქამდე მოვახერხებდი ნაძალადევად გვერდით მყოფი კაცი რომ მდომოდა, სულ ესააა.
– სიმართლ გითხრა ახლა ვიეჭვიანე რომ , შენნაირი ლამაზი გოგო მეცილება სიყვარულში.
– ცუდად გაიგე, სულაც არ გეცილები, პირიქით როცა დაგჭირდება მაშინ დაგეხმარებით ..
– მადლობა ტატა – შეშფოთებულმა დავიხედე საათზე და ლამაზ თვალებში დავაშტერდი. – მაპატიე მართლა მეჩქარება. თორემ ჩემი დაქალი მომკლავს.
– არანაირი პრობლემა არააა. სხვა დროს სხვა ადგილას შევხვდეთ და ბევრ საინტერესო რამეს გაგანდობ შენს საყვარელ კაცზე – ფეხზე წამოდგა, ნაზად გადამკოცნა და კაბინეტიდან გავიდა.
გახევებული ვიდექი და ვფიქრობდი, მისი ბოლო სიტყვები რას ნიშნავდა. თითქოს ცუდი არაფერი უთქვამს და მაინც ცუდად მომხვდა მისი სიტყვები.. გაბრუებული ვიჯექი და საკუთარ ფეხებს დავყურებდი. გული გიჟივით მიკრთოდა. მინდოდა ადგომა და ყველასა და ყველაფრისაგან გაქცევა, მაგრამ ძალა არ მქონდა. ერთი შეხედვით ასეთ მშვიდი და უწყინარი გოგო რომელმაც თითქმის ხელი შემიწყო დანიელთან დასაახლოვებლად, ახლა ცდილობდა ჩემს წინააღმდეგ წასვლას? თითქოს უნდოდა ჯერ ერთად ვყოფილიყავით და მერე ყველაფერი დაენგრია. მაგრამ არ ვიცოდი რას გულისხმობდა. გული ცუდს მიგრძნოდა. ჯიბეში მოთავსებული ტელეფონი ამოვაძვრინე და დანიელის ნომერი ავკრიფე რომ მაშინვე წავშალე და ფეხზე წამოვხტი. ჯერ ადრე იყო, აშკარად ადრე იყო რომ მასთან რაიმე გამერჩია, თანაც ისეთი წარსული , ისეთი შორის როგორიც ტატა იყო.

პ.ს. ესეც მეექვსე თავი .
როგორც ყოველთვის ველოდები თქვენს შეფასებას. თითოეული თქვენთაგანის შეფასება და აზრი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია..
<3



№1 სტუმარი სტუმარი თიკო

როგორც ყოველთვის იდეალური, იდუმალი და საინტერესოა.

 


№2  offline ადმინი თუკა

სტუმარი თიკო
როგორც ყოველთვის იდეალური, იდუმალი და საინტერესოა.

დიდი მადლობააა heart_eyes heart_eyes
--------------------
4love.ge

 


№3 სტუმარი ტაისა

თუკააა ♡♡♡♡♡♡

 


№4 სტუმარი სტუმარი nancho

ძალიან კარგია.არ განვიხილავ სალომეს და მისი გუნდის ქცევას,.ამ დროს უნდა ადგე და წაშალო ცხოვრებიდან...

 


№5 სტუმარი სტუმარი ლია

როდის გახსნი კარტებს,მაგარი ინტრიგეის სუნი მცემს.

 


№6  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

ოჯახის ყველა წევრი ასეტი ერთნაირი იყოს არ ვიცი, შოკში ვარ, ბუკეტია ყველა ცუდი თვისების დ ადამოკიდებულების :( ცოდოა მართა მათი ოჯახის წევრი რომ არის. რა მოხდა ანდრიასა და ნიტას შორის ის ემაინტერესებს... მოკლედდ ამ ისტორიას რომ ველოდები არ ვიცი ❤️❤️❤️

 


№7 სტუმარი სტუმარი gvantsa

სალომე :(( ღმერთო როგორ შეიძლება ეგეთი უგულო დედა არსებობდეს .ძალიან მაინტერესებს რა მიქარა ნიტამ ანდრიასთან ,გარდა იმისა რომ ცხოვრება დაუნგრია ახალგაზრდა შეყვარებულ ბიჭს. ყველაზე მეტად ბებიაზე გავბრაზდი,რაც არ უნდა კარტები გაიხსნას ბებიას არასდროს არ უნდა აპატიოს მართამ, ვერ ვიტან ასეთ ადამიანებს სიყვარულს მხოლოდ სიტყვებით რომ გამოხატავენ და ვითომ ცრემლებით, როცა გვერდში დგომა სჭირდებოდა ყველაზე ღრმად ბებიამ ჩაარტყა დანა :( საშინლად ვარ ამ ქალზე გაბრაზებული. იმედი მაქვს ჩვენი გოგო ბოლომდე და მყარად იდგება ფეხზე და ამაში დანიელი და მისი სიყვარულიც დაეხმარება :))

 


№8  offline ადმინი თუკა

მალე გავხსნი კარტებს, ფაქტიურად შემდეგ თავში, ნელა ნელა გაიხსნება ყველაფერი.

მადლობა ყველას, ვინც კითხულობთ, მწერთ კომენტარებს და პირად შეტყობინებებს.
--------------------
4love.ge

 


№9 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მომეწონა საინტერესო იყო მაგრამ არა მიკვირს ერთი შვილი ბედნიერი იყოს და მეორე უბედური როგორ შეიძლება თან ყველამ პირი შეკრა და აუბედურებენ საწყალ გოგოს მოუთმენლად ველი გაგრძელებას მადლობა წარმატებები

 


№10 სტუმარი Qeti qimucadze

zalian sainteresod vitardeba siujeti. ubralod martas cotati gamikvirda rom ar datova danieli. saocrad zlieri da amastanave susti qalia. ganvlilma cxovrebam arasrulfasovnebis kompleqsi chamouyalibaa. zalian uxdebian errmanets. ai salomesi yvelaze metad gamkvirvebiaa saertod araa dedaa. moutmenlad veli ggagrzelebqss. au bevri ramiabdacerabminda. magrambpataram gaigvidza da tiriss

 


№11 სტუმარი სტუმარი ნესტანი

მართლა სალომეს რატომ არ უყვარს მართა რაღაც საიდუმლოა არის ალბათ თორემ დედას შვილი როგორ არ უნდა უყვარდეს მალე დადეთ იქნებ გაირკვედ რა ხდება

 


№12  offline ადმინი თუკა

1. შემდეგ თავებში იქნება საიდუმლოს ნაწილი
2.რატომ არ უყვარს სალომეს მართა რა თქმა უნდა ამასაც ნახავთ..

მინახავს ასეთი დედები ვინც არჩევს შვილებს. მე თვადაც მიკვირს ხოლმე ასეთი ქალების. ვნახოთ რა როგორ განვითარდება..
--------------------
4love.ge

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent