შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფლეიბოი და წითური ლამაზმანი //8//


8-07-2020, 20:50
ავტორი ენქეი
ნანახია 1 901

-აქ რა მოხდა?-გაოცებულს აღმოხდა კაკის რომელსაც რატი ასეთ მდგომარეობაში უკვე წლებია არ ენახა.
-კაკი შვილო,ცოტა ვიკამათეთ და ის...სად წავიდოდა არ იცი?-აშკარად შეშინებული იყო.
-რატი რომელსაც ყოველდღე ვუყურებ ვიცი სადაც წავიდოდა მაგრამ რატი რომელიც ახლა დავინახე სრულიად სხვანაირად აზროვნებს,აქედან გამომდინარე წარმოდგენა არ მაქვს სად წავიდოდა.
-იპოვე გთხოვ,თავს რამე სისულელე არ აუტეხოს.
-ყველანაირად ვეცდებით ვიპოვოთ,თქვენ სახლში დაბრუნდით მას ჩვენ მივხედავთ.- მშვიდად მიუგო სანდრომ რომელსაც წარმოდგენა არ ქონდა სად უნდა მოეძებნა ახლა რატი ან საერთოდ რა უტრიალებდა თავში და რის გაკეთებას აპირებდა,ისიც კი არ იცოდა რამ გააცოფა ასე და მის პოვნას და დამშვიდებას როგორ შეძლებდა.თავში ათასი აზრი უტრიალებდა,საშინლად ნერვიულობდა მასზე,ის ხომ ფაქტიურად შეშლილს გავდა წასვლის წინ. დემეტრე მანქანამდე მიაცილეს და სახლში გაუშვეს თითქოს სანერვიულო არაფერი ყოფილიყოს.
-რა მოხდა? რატის რა დაემართა?-შეშინებული მივარდა ბარბარე ბიჭებს და გაფართოებული თვალებით მიაჩერდა ირგვლივ მყოფებს.
-არაფერი უბრალოდ ცოტა განერვიულდა,დაწყნარდება და დაბრუნდება.-მხარზე ხელი ჩამოუსვა ირაკლიმ დამშვიდების ნიშნად.
-ირაკლი! მე რა შუბლზე მაწერია რომ დებილი ვარ?- ტონი გაუმკაცრდა ქალბატონს.
-თქვიით რა მოხდა-საუბარში ლოლიტა ჩაერთო
-კარგი, როგორც ჩანს სერიოზულად იჩხუბეს დემეტრემ და რატიმ. კაციც ისე იყო შეშინებული აშკარად მაგრად გაუფრინა რატიმ,ახლა კი წარმოდგენა არ გვაქვს სად არის.
-რაა? ხომ კარგად იქნება? -საცოდავად ამოიკნავლა ბარბარემ
-დამშვიდდი კრასოტკა,რისთვის ვართ აქ. ვიპოვნით და დავაბრუნებთ-გულზე მიიხუტა კაკიმ ბარბარე რომელსაც ნერვიულობისგან მთელი სხეული უკანკალებდა... რატი კი ამ დროს გზაზე მთელი სისწრაფით მიქროდა, ადრენალინს მთელი ორგანიზმით შეიგრძნობდა და გაზის პედალს ფეხს სულ უფრო და უფრო მეტად აჭერდა,უკან იტოვებდა მანქანებს,ხეებს,სახლებს... თვალწინ ისევ მამის ანარეკლი უტრიალებდა, იდეალური შვილი არასდროს ყოფილა მაგრამ ოჯახიც არასდროს ჰქონია იდეალური,რაც თავი ახსოვს სულ გართობასა და მეგობრებთან ერთად დროსტარებაში იყო ჩაფლული. უამრავი ქალი ჰყოლია: ქერა,შავგვრემანი,წითური. მაღალი,დაბალი. ყველა ერთი ღამის ქალი იყო მაგრამ მასთან ვერ ბედავდა,ვერ ბედავდა ასე მოქცევას, რაღაც უცნაური ხდებოდა მისთავს, ბარბარეს გვერდით იმაზე ბევრად კარგი ხდებოდა ვიდრე სინამდვილეში იყო."შემიყვარდი!?" საკუთარ თავს გამუდმებით უმეორებდა ერთ სიტყვას და კონცენტრაციას ბარბარეზე ახდენდა,მასზე მის ღიმილზე,ქცევაზე,თვალებზე. ის სულ სხვანაირია,არავის ჰგავს. ისევ გიჟდებოდა მამამისის სიტყვებზე როგორ იფიქრა რომ ბარბარეს გამოყენებას აპირებდა, ის ხომ მას იმდენად უფრთხილდება რამდენადაც ჯერ არავის გაფრთხილებია.
რამდენიმე საათიანი მგზავრობის შემდეგ თბილისის იპოდრომსაც მიადგა,11საათი ხდებოდა მანქანიდან გადმოვიდა და პირდაპირ მიწისქვეშა დარბაზისკენ წავიდა.
-გამარჯობათ ბატონო რატი-მხიარულად მიესალმა კაცი და კარში შეატარა
-ვინმე ძლიერი მჭირდება ვისზეც დიდი დოზით ადრენალინის დახარჯვას შევძლებ!-უემოციო ტონით განაცხადა და მაცივრიდან ლუდის ბოთლი აიღო
-დიახ ბატონო,გეგა აქ არის შეგიძლიათ მაშინ დაიწყოთ როცა მოისურვებთ.
-ანუ ახლავე.-სასმელი ბოლომდე გამოცალა და დარბაზში გავიდა,მაისური გადაიძრო და რინგზე შორტის ამარა ავიდა,ყველაფერი ერთად უტრიალებდა თავში და იმდენად იყო გაღიზიანებული ალბათ შეუძლებელი იყო ახლაისთვიდ ვინმეს ეჯობნა.
-ბრძოლა წესების გარეშე,იქამდე სანამ რომელიმე თქვენგანი არ დანებდება ან გონებას არ დაკარგავს.-განაცხადა კაცმა და ბიჭებს გაეცალა.
-რაო ამაღლობელო ტრავმატოლოგიურში გვეჩქარებაო?-სიცილით მიუგო გეგამ პირველი მუშტი მოუქნია
-არა, ჭარბი ადრენალინის დახარჯვა მირჩევნია-სიტვა დამთავრებული არ ქონდა სახეში მუშტი რომ დაარტყა,გეგამაც საპასუხო მოუქნია და საშინელი ბრძოლა გაიმართა.
-ქალთან გაქვს პრობლემები?-ქოშინით მაგრამ მაინც სარკაზმით მიუგო გეგამ
-ძალიან გადარდებს?-მისი მოქნეული მუშტი აიცილა რატიმ
-არა უბრალოდ,თუ შენს ქალს ვეღარ აკმაყოფილებ იქნებ ჩემთან გამოუშვა, ჭეშმარიტ სიამოვნებას განვაცდევინებ.
-შენი დედაც მ******-მისმა ხმამ თითქოს დარბაზის კედლები შეაზანზარა,სწრაფად დაესხა თავს გეგას და ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა,მუშტი პირდაპირ ცხვირში დაარტყა და გატეხილი ცხვირის ტკივილმა პირდაპირ ძირს დასცა აქამდე დიდ გულზე მყოფი ბიჭი,ზემოდან მოექცა რატი და სახეში მთელი ძალით დაუწყო რტყმა,რამდენიმე დარტყმასაც გაუძლო და შემდეგ უგონოდ მიესვენა იატაკზე მყოფი გეგა.
-გაუშვით ბატონო რატი,მოკლავთ-სასწრაფოდ მისცვივდნენ ირგვლივ მყოფები რატის რომელიც უსულოდ მყოფ სხეულს მთელი ძალით ურტყამდა.
-ამას გადაეცით შემდეგში როცა მასეთი *ლეობის თქმას გადაწყვეტს კარგად დაფიქრდეს რადგან მეორედ ვერ გადარჩება-ერთი მუცელშიც დაარტყა და ფეხზე წამოიჭრა,სწრაფი ნაბიჯით გავიდა შენობიდან,მანქანაში ჩაჯდა და გეზი პირდაპირ წყნეთის აგარაკისკენ აიღო.
ნახევარ საათში მანქანა ორსართულიანი სახლის წინ გააჩერა,მანქანიდან გადმოვიდა და სახლში სწრაფად შევიდა,შესვლისთანავე დივანზე წამოწვა და ტელეფონი მოიმარჯვა.
-კაკი,კაკი,კაკი-მისი ნომრის ძებნას მოჰყვა და სასწრაფოდ დარეკა მის ნომერზე
-ალო რატი კარგად ხაარ-შიშნარევი ხმით წამოიწყო კაკიმ
-კიი ტო კარგად ვარ.მაგიტო დაგირეკე რო არ გენერვიულა
-სად ხარ ძმაო?
-აგარაკზევარ არინერვიულო,ცოტა გონზე მოვალ და დავბრუნდები ჩამოვალ ისევ.
-არამგონია იქ ისევ მიგეჩქარებოდეს.
-რატომ რამოხდა?
-ბარბარე თბილისში წამოვიყვანე,ნერვიულობდა და თან აღარ უნდოდა იქ გაჩერება.
-ჩემზე ნერვიულობდა?-თითქოს იმედის სხივი გამოკრთა მის გონებაში სახეგანათებულმა იკითხა.
-ხო სი*ო აბა ვიზე ინერვიულებდა.
-მისი ნახვა მინდა,სახლშია?
-ხოო სახლში დავტოვე,ჩამო თბილისში და ნახე შენი ნარკოტიკი-ტელეფონში სიცილს მოჰყვა კაკი.
-ტ*აკის თამაშს მოეშვი - თქვა და ყურმილი გათიშა,ისე ეჩქარებოდა ბარბარესთან მისვლა მგონი ისიც კი ეჩვენებოდა რომ სიარულის ნაცვლად დაფრინავდა.გასაღებს ხელი დაავლო და სირბილით გავიდა ეზოში, მანქანაში ჩაჯდა და ადგილს მთელი სისწრაფით მოწყდა.
მთელი სისწრაფით მიყავდა მანქანა ოღონდ მასთან მალე მისულიყო, ხვდებოდა რომ დღეს შეაშინა და თან ანერვიულა კიდეც, ახლა მასთან მისვლა საუკეთესო გამოსავალი იყო. მანქანა კორპუსის წინ გააჩერა,სირბილით გადაჭრა გზა და კიბეები აირბინა. ისე ეჩქარებოდა მასთან მისვლა სულ დაავიწყდა მთლიანად სისხლში რომ იყო ამოსვრილი, კარის წინ წამით შედგა ღრმად ჩაისუნთქა და რამდენჯერმე დააკაკუნა,მალევე რომ არავინ გამოეხმაურა გიჟივით დაიწყო კარზე ბრახუნი.
-ღმერთო ვინ არის ამ შუაღამისას-ფრატუნით მივიდა ბარბარე კართან და ფრთხილად გააღო, ზღურბლზე რატის დანახვისას სახეზე ფერები გადაუვიდა და სიტყვებს ძლივს მოუყარა თავი-რატიი, კარგად ხაარ-ვერც გაიაზრა ისე გადაჭრა მათ შორის მანძილი და სხეულზე მთელი ძალით მიეკრო, რატიმაც არ დააყოვნა სხეულზე ხელები მოხვია და თავი მის ყელში ჩარგო. -არ მჯერა რომ აქ ხარ- აცრემლიანებული თვალები მიანათა რატის.
-გთხოვ ოღონდ არ იტირო რა, მართლა ბოდიშს გიხდი ყველაფრისთვის. დღესაც ასე რომ წამოვედი და გაურკვევლობაში დაგტოვე მაპატიე რა.
-შენ...შენ სულ სისხლში ხარ ამოსვრილი, შემოდი ჭრილლობებს დაგიმუშავებ.-სირბილით გავიდა საძინებელში და იქიდან პირველადი დახმარების ნივთები გამოიტანა.
-არაა საჭირო მართლა. კარგად ვარ ბაბი.-სახეზე ხელი ფრთილად ჩამოუსვა და თმა ყურის უკან გადაუწია.
-არ მეტყვი იქ რა მოხდა?- ხელების დამუშავება დაიწყო ბარბარემ
-არამგონია ცოდნა გინდოდეს, გული დაგწყდება.
-უბრალოდ მითხარი-თავი არ აუწევია ისე განაგრძო ჭრილობების დამუშავება.
-ბაბი შენ იცი როგორი ვიყავი ადრე, მაგრამ ვიცვლები ეს ხომ იცი?
-ვიცი რატი,რატომ მეკითხები?
-მამაჩემს გონია რომ ცუდად მოგექცევი მაგრამ გეფიცები, ჩემი ძმის სულს ვფიცავარ ცხოვრებაში არასოდეს გავნებ.- ვერც გაიაზრა ისე დაიფიცა დაღუპული ძმა ბარბარეს წინაშე, მაგრამ ამას დიდი მნიშვნელობა არც ქონდა ის მას სიმართლეს ეუბნებოდა.
-შენი ძმის სულს? ვიზიარებ-ნაღვლიანად ჩაილაპარაკა ბარბარემ და სახიდან სისხლის მოშორებას შეუდგა.
-იციი, ვერასდროს ვიფიქრებდი რომ ვინმეს ასე გავუფრთხილდებოდი, მამაჩემს არ ესმის ის თუ რას განვიცდი მე. მინდა შენს გვერდით ყოფნა, ამხელა კაცი ვარ და ჩემსგვერდით რო ხარ აი იმენა, პატარა ბავშვივით მიცემსხოლმე გული. ადრეც გითხარი რომ არ გავნებდი და ახლაც გიმეორებ, გეფიცები თითსაც კი ვერ დაგაკარებ ზედმეტად. -ისეთი გრძნობით ლაპარაკობდა რატი ცრემლები მოადგა ბარბარეს.-შეიძლება იფიქრო რო ალკოჰოლი მალაპარაკებს მაგრამ არა, ამას ფხიზელ მდგომარეობაშიც გეტყვი. არვიცი რას ვგრძნობ მაგრამ ერთადერთი რაც მინდა ეს შენს გვერდით ყოფნაა, მეტი არაფერი. უბრალოდ მინდა რომ გამიგო. მთელი ეს დრო შენზე ვფიქრობდი ისე გავბრაზდი საკუთარ თავზე იქ რომ დაგტოვე, მაგრამ ცოტა თავის კონტროლი მჭირდებოდა თორემ ალბათ მართლა შეგეშინდებოდა ჩემი.
-ასე აღარ მოიქცე გთხოვ,იცი როგორ ვინერვიულეე? წარმოდგენა არ მქონდა სად ან როგორ იყავი. -ისევ ცრემლმორეული საუბრობდა. თვალებს აქეთ-იქით მალმალე აპარებდა და რატის მზერას ფაქტიურად არ უსწორებდა.
-ბაბი-თბილი ხმით მიუგო და მისი სახე ხელებში მოიქცია-შემომხედე გთხოვ.
-წავალ რამე მაისურს მოგიტან.-სიტუაციიდან თავის დაძვრენა სცადა მაგრამ ამაოდ.
-არა! თვალებში შემომხედე.-ნელა აწია ბარბარემ თავი და მის წინ მჯდომ კაცს თვალებში ჩააცქერდა.- მითხარი რას გრძნობ. რას გრძნობ ჩემს მიმართ?
-ახლა ამის დროა?
-ბაბი კითხვაზე პასუხი არ გაგიცია.
-რა დროს ამაზე საუბარია, ნაცემი და თან მთვრალი ხარ.
-ბარბარე!მიპასუხე. რას გრძნობ ჩემს მიმართ?
-არვიცი გასაგებია? არვიცი. მეშინია გესმის? ვიცი რომ თუ არ გენდობი შეცდომას დავუშვებ მაგრამ შენი ნდობაც ერთი დიდი შეცდომა იქნება.
-ხომ იცი რომ თუ არ მენდობი მასე უფრო დაიტანჯები?
-თუ გენდობი მერე რაა იქნება?
-მერეე? აი მერე იმენა ჩემი იქნები. ვეღარავინ ვეღარ მოგეკარება და ყველას ეცოდინება ვინ ხარ შენ ჩემთვის.
-ურთიერთობაზე მეტად პიარს მთავაზობ მგონი.
-გეუბნები რომ ადამიანი გეყოლება გვერდით ვისაც დაეყრდნობი.
-ამასაც განვიხილავ.
-რადგან განიხილავ მაშინ წავალ,ხელს აღარ შეგიშლი-ფეხზე წამოდგა და წონასწორობა რომ შეეკავებინა კედელს მიეყრდნო
-ასეთ მდგომარეობაში საჭესთან დაჯდები?წამოდი შენ ლილეს ოთახში დაიძინე.
-უკვე სახლის ერთ ოთახსაც მითმობ,საინტერესოა ეს ყველაფერი.
-შემოდი-ოთახში პირველი შეუძღვა და საწოლთან დადგა.-ალბათ გული მიგრძნობდა თეთრეული წეღან გამოვცვალე.
-ლამაზი ოთახია,შენ სად დაიძინებ?
-მე ჩემს ოთახში.მიდი დაწექი მეც მეძინება და ჯობს დავიძინოთ. ძილინებისა-თქვა და ოთახიდან უკანმოუხედავად გამოვიდა,თავის ოთახში შევიდა,საბანში გაეხვია და თვალები დახუჭა.
10 წუთიც კი არ იყო გასული კარი ჭრიალით რომ გაიღო,ფეხაკრეფით შევიდა რატი მის ოთახში და მის გვერდით მოკალათდა.
-რატი რას აკეთებ-შეშინებულმა წამოწია თავი ბალიშიდან.
-კარგი რა, ხომ თქვი დავიძინოთო ხოდა ვიძინებ.
-მე ვიგულისხმე შენ ცალკე და მე ცალკე.
-აუ არა რა,არ მიყვარს მარტო ძილი.თან უცხო სახლში მეშინია.-ხელები წელზე მოხვია და ყელზე სველი კოცნის კვალი დაუტოვა.
-რატი გთხოვ მთვრალი ხარ.
-არასდროს არაფერს გავნებ, არც მთვრალი და არც ფხიზელი. უბრალოდ შენს გვერდით დავიძინებ რა. -თავი მის ყელში ჩარგო და მთელი არსებით გადაეშვა მორფეოსის სამყაროში...



№1 სტუმარი სტუმარი Mariamimari

Ra sayvareli arian, yvelastan kai wyvili gadmova.

Yvela kai wyvili gamova, cota tavebsac tu gazrdi ufro kai iqneba, ar myofnis xolme.

 


№2  offline მოდერი ენქეი

სტუმარი Mariamimari
Ra sayvareli arian, yvelastan kai wyvili gadmova.

Yvela kai wyvili gamova, cota tavebsac tu gazrdi ufro kai iqneba, ar myofnis xolme.


მადლობა, ვეცდები გავზარდო თავები❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი gvantsa

საყვარლები :)))

 


№4  offline წევრი Marita_G

ჰეჰეეე საყვარლობააა ველოდები შემდეგს ❤❤

 


№5  offline წევრი ალისა56

Dzaan magaria cota didi tavebi dawere raa❤❤

 


№6  offline მოდერი ენქეი

Marita_G
ჰეჰეეე საყვარლობააა ველოდები შემდეგს ❤❤




მადლობაა❤️

 


№7  offline წევრი lortkia

ძაან კარგად მიდიხარ,უბრალოდ თავები გაზარდე და სხვა წყილენის ურთიერთობებიც დაიწყე ❤❤????????

 


№8  offline წევრი sofi_sofiaa13

ძაააან ვაფრენ შენი წერის სტილზე და ძაან მომწონს ეს მოტრობა და ცოტა მალე დადე ხოლმე
--------------------
ფეფო

 


№9  offline მოდერი ენქეი

lortkia
ძაან კარგად მიდიხარ,უბრალოდ თავები გაზარდე და სხვა წყილენის ურთიერთობებიც დაიწყე ❤❤????????



სხვა წყვილებზეც აუცილებლად გავამახვილებ ყურადღებას heart_eyes

 


№10 სტუმარი Mariami

აუუუ ძააან მაგარიააა????????????????????????????????????????

 


№11  offline მოდერი ენქეი

sofi_sofiaa13
ძაააან ვაფრენ შენი წერის სტილზე და ძაან მომწონს ეს მოტრობა და ცოტა მალე დადე ხოლმე




დიდი მადლობაა heart_eyes

 


№12  offline წევრი Mari Orjonia

ერთ ისტორიას ვეძ3ბ და დამეხმარეთ რა, საახალწლოა და სრულადაა, გოგოს თოვლის ბაბუის ჯერა და ერთი სურვილი ექნება ეს გოგო ჩაიფიქრებს რომ ერთ მდიდარს შეუყვარდეს 24 საათით და ამ ბიჭის ფულით ღარიბებს დაეხმარება. თუ იცით სახელი მითხარით ფლიიზ

 


№13  offline მოდერი ენქეი

Mari Orjonia
ერთ ისტორიას ვეძ3ბ და დამეხმარეთ რა, საახალწლოა და სრულადაა, გოგოს თოვლის ბაბუის ჯერა და ერთი სურვილი ექნება ეს გოგო ჩაიფიქრებს რომ ერთ მდიდარს შეუყვარდეს 24 საათით და ამ ბიჭის ფულით ღარიბებს დაეხმარება. თუ იცით სახელი მითხარით ფლიიზ



საიტზე დარეგისტრირებული ხარ და კომენტარების წერას ჯობს საიტზე სტატია გამოაქვეყნო უფრო მეტი ადამიანი ნახავს და უფრო მარტივად დაგეხმარებიან

 


№14  offline წევრი ქ ე თ ა თ ო

აი ისეთი კარგი იყო თბილი და სასიამოვნო მეგონა სადღაც კუნჭულში ვიჯექი და საკუთარი თვალით ვუყურებდი❤❤თავი რეალურად მათ გვერდით მეგონა ❤იმდენა კარგად წერ ნათლად წარმოვიდგინე შექმნილი გარემო❤

 


№15  offline მოდერი ენქეი

ქ ე თ ა თ ო
აი ისეთი კარგი იყო თბილი და სასიამოვნო მეგონა სადღაც კუნჭულში ვიჯექი და საკუთარი თვალით ვუყურებდი❤❤თავი რეალურად მათ გვერდით მეგონა ❤იმდენა კარგად წერ ნათლად წარმოვიდგინე შექმნილი გარემო❤



ვაიმე ძალიან დიდი მადლობააა heart_eyes

 


№16 სტუმარი სტუმარი ანი

Mari Orjonia
ერთ ისტორიას ვეძ3ბ და დამეხმარეთ რა, საახალწლოა და სრულადაა, გოგოს თოვლის ბაბუის ჯერა და ერთი სურვილი ექნება ეს გოგო ჩაიფიქრებს რომ ერთ მდიდარს შეუყვარდეს 24 საათით და ამ ბიჭის ფულით ღარიბებს დაეხმარება. თუ იცით სახელი მითხარით ფლიიზ

"შაქრის მამიკო"

 


№17  offline წევრი sofi_sofiaa13

როდის დადებბ?
--------------------
ფეფო

 


№18 სტუმარი ლნლნლნ

Mari Orjonia
ერთ ისტორიას ვეძ3ბ და დამეხმარეთ რა, საახალწლოა და სრულადაა, გოგოს თოვლის ბაბუის ჯერა და ერთი სურვილი ექნება ეს გოგო ჩაიფიქრებს რომ ერთ მდიდარს შეუყვარდეს 24 საათით და ამ ბიჭის ფულით ღარიბებს დაეხმარება. თუ იცით სახელი მითხარით ფლიიზ


წაკითხული მაქვს ეს ისტორია, ზუსტად არ მახსოვს - “შაქრის მამიკო” ერქვა თუ “შაქრის მამიკოები”, მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, სამწუხაროდ აღებულია საიტიდან...

 


№19 სტუმარი ანუ

როდის დადებ

 


№20  offline მოდერი ენქეი

sofi_sofiaa13
როდის დადებბ?



ხვალ საღამოს
დღეს ვერანაირად ვერ ვახერხებ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent