შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სულს მოგცემ (ნაწილი მეორე .4.)


11-07-2020, 16:53
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 1 972

ქორწილის შემდეგ იყო ცარიელი სახლი, დამხმარე ქალები, სრული წესრიგი და უზარმაზარ კედლებში გავრცელებული დუმილი რომელიც მარიამს სულს უხუთავდა. შვებულება აიღო, სახლში იყო , არ მუშაობდა და ალექსანდრეს ელოდა. დიახ , ელოდა ყოველ დღე , ყოველ წამს მის მოლოდინში იყო . არასდროს ჰქონდა დრო, სულ ბიჭებთან ერთად იყო, ყოველთვის რაღაც საქმეზე ფიქრობდა, არკვევდა, იძიებდა, გეგმავდა ვინ იცის რა ამბები ტრიალებდა მის გონებაში. ზოგჯერ სრულიად უფერული იყო მისთვის მარიამიც კი , იმდენად დაღლილი ბრუნდებოდა მხოლოდ ორ წინადადებას ამბობდა და იძინებდა.
მარიამი არ იყო რომანტიკოსი, არასდროს ითხოვდა სრულ ყურადღებას, ყოველთვის ესმოდა მისი , მაგრამ ბოლო დროს განსაკუთრებულად ემოციური გახდა. არ შეეძლო მის გარეშე მარტოს ყოფნა, ალექსანდრე თუ არ იყო მარიამს ის გარემო კლავდა. ბოლოს უღებდა ფუფუნება, მოსამსახურეები და ყოველი ნათქვამი „ქალბატონო მარიამ“ . ქუჩაში გავლაც არ შეეძლო, ვეღარ გრძნობდა ზამთრის შეპარულ სიცივეს, არ შეეძლო ქალაქის ხმაურის გაზიარება , ერთხელ სცადა და იმ წამსვე მიიპყრო ყველას ყურადღება. უკან დაცვა მიჰყვებოდა, მდიდრულ მანქანაში გამოკეტილი ტყვესავით გრძNობდა თავს . კლინიკაშიც კი ვერ მოახერხებდა ნორმალურად მუშაობას ის უკვე მარიამ კოსტავა იყო , ალექსანდრეს მეუღლე იყო და არა ექიმი მარიამი .
.............
ალექსანდრე სახლში არ იყო, არც მობილურზე პასუხობდა და მხოლოდ წერილი ჰქონდა მისგან სადაც ეწერა რომ გვიან დაბრუნდებოდა და არ მოეწყინა, მაგრამ მაინც უფერული დღე იყო.
-ქალბატონო მარიამ
-უბრალოდ მარიამ თეკლა, უბრალოდ მარიამი გთხოვ ... თავი საშინლად მტკივა და შეგიძლიათ ჩაი მომიმზადოთ? მე არ ვიცი სად რომელი დევს
-ახლავე ამ დილით გავამზადე , უგემრიელესია და თან დაგამშვიდებს - დალი წამსვე დატრიალდა და ხუთ წუთში სასიამოვნო არომატს გრძნობდა. გარეთ წვიმდა, ზედმეტად ცუდი ამინდი იყო და მიუხედავად გათბობისა თითქოს სახლშიც კი ციოდა. ფინჯანს თითები შემოჰხვია, ჯერ ცხელი ორთქლი შეისუნთქა, თვალები დახუჭა და შემდეგ ფრთხილად მოსვა ცხელი სითხე
-საჩუქრები მოიტანეს ხომ?
-დიახ ოთახში დააწყვეს ყველაფერი... ძალიან ბევრი ყუთია - თეკლამ უპასუხა და მარიამმაც გასართობი საშუალება იპოვნა
-წამოდით გავხსნათ და გავიგოთ ვინ რა გვაჩუქა
ბარათებს თავად კითხულობდა, ყუთებს თეკლა ხსნიდა. თუ რამეზე რეაქცია ექნებოდათ და მოეწონებოდათ ყველაფერი აჩუქა თეკლას და დალის. რამდენიმე მათგანი საინტერესო ნივთი იყო და თავისი ადგილი მიუჩინა . ბოლოს ამითაც დაიღალა, უკვე ყელში ჰქონდა ამოსული ამდენი ბარათის კითხვა , თეკლა და დალი კი აშკარად კარგად ერთობოდნენ თანაც გახარებულები იყვნენ ძვირადღირებული საჩუქრებით.
-კიდევ ბევრი დარჩა ხომ?
-აი აქაც არის
-თქვენ გააგრძელეთ მე გავალ ... კიდევ დავლევ ერთ ფინჯან ჩაის რომელიც საოცრად მომეწონა
-ხვალაც მოგიმზადებთ
-აუცილებლად
ფანჯარასთან იჯდა სავარძელში კომფორტულად მოკალათებული , ჩაის მიირთმევდა და წვიმის წვეთებთან ერთად ფიქრებიც უხვად მოდიოდნენ. იმდენი რამ ჰქონდა ტვინში, იმდენი ამბავი, იმდენი დეტალი და მაინც ვერ მოქმედებდა ისე როგორც ადრე , ალექსანდრე ხელ-ფეხს უკრავდა , სრულიად უმოქმედოს ხდიდა ერთადერთ გამოსავალს ტოვებდა, მშვიდად , კომფორტულად მოკალათებულიყავი და დალოდებოდი როდის მოაგვარებდა ყველაფერს. წესით სასიამოვნო უნდა ყოფილიყო ეს ყველაფერი, ნაკლები პრობლემა , დარდი, ნერვიულობა, მაგრამ მარიამს ასე არ შეეძლო ეზიზღებოდა მოულოდნელობები და როდესაც სხვა აკეთებს მთავარ საქმეს მოვლენათა განვითარების წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელი იყო.
-ქალბატონო ...-თეკლა ლამის სირბილით მივიდა და ყუთი მიუტანა
-რა ხდება? რაიმე ბრილიანტის თვლებითაა ? იმედია გვირგვინი არ არის
-არა , პირიქით ... ეს მგონი შეეშალათ, მაგრამ აშკარად შეფუთულ ყუთში იყო, ბაბთაც ჰქონდა აი ნახეთ და შიგნით პატარა ბარათიც დევს -ყუთი გამოართვა და დაბნეულ გოგონას მზერა მოაშორა
-კარგი თეკლა შეეშვით დღეს, ცარიელი ყუთები გაიტანეთ და დაისვენეთ .
-ვახშამს მოვამზადებთ...
-ხო, ვახშამი მოამზადეთ - ყუთი მის წასვლამდე არ გახსნა თითქოს ეშინოდა იმის რაც იქ დახვდებოდა შემდეგ ღრმად ჩაისუნთქა და გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა ყუთში კიდევ ერთი შეკვრა დახვდა , საქაღალდეს ჰგავდა მაგრამ შეხვეული იყო , შიგნით ფურცლები ჩანდა. ზემოდან იდო პაწაწინა კონვერტი რომელში არსებულ ფურცელზეც მხოლოდ რამდენიმე სიტყვა ეწერა „მარიამ ექიმს ვაჩესგან „ . ფურცლები ყუთიდან ამოიღო, შეკვრა გახსნა და იქედან პირდაპირ ფოტო გადმოვარდა. კარგად გაარჩია სურათზე გამოსახული ბავშვების სახეები, სულ სამნი იყვნენ , ორი ვაჟი და ერთი ,ყველაზე პატარა გოგონა. უკან წარწერაც იკითხებოდა, ისეთი ლამაზი ნაწერი იყო „ილია, ვაჩე და თამარა ერისთავები“
ფოტოს ისევ დახედა უმცროს ბიჭს დააკვირდა და ნამდვილად ამოიცნო მასში ვაჩეს ნაკვთები. პატარა გოგონა კი საშინლად ჰგავდა ვიღაცას, მაგრამ იმ წამს ვერაფრით მიხვდა ვის, ვერ მივხდა რატომ ეცნობოდა ასე ძალიან ბავშვის სახე.
კიდევ იყო რამდენიმე ფოტო ერთზე ახალგაზრდა ცოლ-ქმარი უღიმოდა კამერას. მეორეზე კი ეს წყვილი ბავშვებთან ერთად ჩანდა . ამ ორ ფოტოს წარწერა აღარ ჰქონდა მხოლოდ წლები იყო მიწერილი და სხვა არაფერი. ფურცლებზე რომ გადავიდა მიხვდა რომ ძირითადად ძველი გაზეთებიდან ამოკრებილი მასალა იყო . გახუნებული ფურცლები დაეწებებინათ ისე რომ მათი წაკითხვა შესაძლებელი ყოფილიყო. ყველგან ერისთავებზე ეწერა ,ექიმების ოჯახზე რომლებაც გადატრიალება მოახდინეს მაშინდელ ქირურგიაში, რომლებიც ბევრ ღარიბ პაციენტს უფასოდ მკურნალობდა. კლინიკაზე რომელიც საკუთარი სახსრებით დაარსეს გაჭირვებული ადამიანებისთვის და ბოლოს ხანძარზე რომელმაც მთელი ოჯახი ერთ ღამეში შეიწირა . ყველა სიტყვა გონებაში უტრიალებდა, ყველა დეტალი და თითქოს ჟურნალისტის დამოკიდებულებასაც კი ხედავდა . გაზეთებზე დართული ფოტოები სადაც ცოლ-ქმარი იყო გამოსახული თეთრ ხალათებში . ქალი ძალიან ჰგავდა, მარიამს ჰგავდა. ყველა ფოტოს თავიდან შეხედა და სუნთქვა შეეკრა. არ იცვლებოდა, იმდენად აშკარა იყო მსგავსება რომ თავის საშინელი ტკივილი იგრძნო. სუნთქვა შეეკრა, თითქოს ვიღაც ახრჩობდა, ყელში მარწუხებს უჭერდა და მალე გაგუდავდა. ტუჩები ერთმანეთს დააშორა, მკერდზე ხელისგული მიიჭირა და მოიკეცა.
-არა...გეჩვენება, სისულელეა. სისულელეა, პროვოკაციაა, ეს უბრალოდ პროვოკაციაა. მახეა , რაღაც მიზანი აქვს, რაღაც ...ჯანდაბა , ჯანდაბა ღმერთმა დაგწყევლოს - ყველაფერი ყუთში ჩაყარა და საძინებლისკენ გაიქცა. კარი მიხურა და იატაკზე დაჯდა , ხალიჩაზე გადმოყარა ყველა ფურცელი, ყველა ფოტო და დარჩენილები ცალკე დააწყო . სულ სამი თხელი ფურცელი იყო ერთი კლინიკიდან მოპარული სადაც ეწერა 4 წლის გოგონას დიაგნოზი რომელიც ზუსტად იმ დღეს გადაიყვანეს კლინიკაში როდესაც ხანძარი გაჩნდა. გოგონას ტვინის შერყევა ჰქონდა, სუნთქვის მძიმე უკმარისობა და წყალში დიდხანს ყოფნის გამო სხეულის გადაციება. ექიმი წერდა რომ გოგონა კრიტიკულ მდომარეობაში იყო როდესაც საავადმყოფოში შეიყვანეს ორი დღის შემდეგ კი გაქრა. იყო სასამართლოში დატოვებული ჩვენება სადაც ექიმები აღწერდნენ გოგონას მდგომარეობას და გაქრობის დეტალებს. ბოლო კი მარიამის ყალბი დაბადების მოწმობის ასლი იყო სადაც საკუთარი აღმზრდელების სახელები ამოიკითხა და თვალები ცრემლებმა დაუბინდა. გაქვავდა, ცრემლებს ვერ იკავებდა და პირზე თითებს იფარებდა ყვირილის ჩასახშობად. ბოლოს ისევ ხელნაწერი იყო იგივე კალიგრაფიით „ მაპატიე , სხვანაირად არ შემეძლო. სიმართლის დარჩენილი ნაწილის მოსმენა თუ გსურს უბრალოდ ჩემთან მოდი „ მისამართი ეწერა და სხვა არაფერი.
დიდხანს იჯდა გაშეშებული, უყურებდა ხედს რომელიც ფანჯრიდან იშლებოდა, უკვე გვიანი იყო. ყველა სიტყვა თავიდან უტრიალებდა გონებაში, იატაკზე გაშილ ფოტოებს უყურებდა და თავისტკივილი უმძაფრდებოდა. სახეზე აიფარა ხელები, ცრემლები შეიმშრალა , ყველაფერი ერთად ჩაყარა. გარდერობში შევარდა, ჩანთაში ჩააგდო ფურცლების შეკვრა და მოსაცმელი აიღო. წამებში მოემზადა , მობილური აიღო და ალექსანდრეს ისევ უშედეგოდ დაურეკა. ბოლოს მისწერა რაც არ უნდა მოხდეს უზომოდ მიყვარხარო და წავიდა.
სახლიდან ისე გავიდა არავის დაუნახავს, სწრაფად ჩაჯდა მანქანაში და დაცვა სანამ გონს მოვიდოდა მანამ დატოვა იქაურობა. იმაზე სწრაფად მიდიოდა ვიდრე ოდესმე, არც შუქნიშანს აქცევდა ყურადღებას, არაფერზე ფიქრობდა, ცხოვრებაში პირველად იქცეოდა ყველაზე სულელურად საკუთარ თავს არ ჰგავდა. ემოციებს აყოლილი, შეშლილი სახით იჯდა საჭესთან და უყურებდა სახლს რომელშიც ბატონი ვაჩე აბაშიძე ელოდა. ვაჩე აბაშიძე ან ვაჩე ერისთავი . ჩანთა აიღო და სწრაფად გადავიდა. რომ დაინახეს ისე შეატარეს არაფერი უკითხავთ , სწრაფად მიდიოდა კარი რომ გაიღო და უცნობი ქალი გამოჩნდა.
-გამარჯობა შვილო ... მობრძანდი
-ვაჩეს ნახვა მინდა ...სახლშია?
-არ არის, მაგრამ მალე მოვა. მოსაცმელს გამოგართმევთ
-არ მცალია თქვენთან ყავის დასალევად ქალბატონო...უბრალოდ დაურეკეთ და უთხარით რომ ველოდები !
ალბათ ათი წუთიც არ იქნებოდა გასული მარიამი მისაღებში იდგა ნაბიჯების ხმა რომ გაიგო
-სახლიდან გადით , ყველანი . ახლავე !- რამდენიმე ნაბიჯიც და უკვე ხედავდა. სველი მანტო ეცვა, თმაც დასველებოდა და ისეთი მზერა ჰქონდა მარიამს სუნთქვა გაუჭირდა
-მეგონა აღარ მოხვიდოდი და საერთოდ დაიკარგებოდა ყველაფერი
-გგონია რომ რაღაც ფოტოებს გამომიგზავნი ... ძველი გაზეთიდან ამოჭრილ ფურცლებს და ყველაფერს თავდაყირა დააყენებ? არც კი იფიქრო რომ შენი მჯერა , არც ამ ყველაფრის
-დედას ძალიან გავხარ , არა მხოლოდ გარეგნობით. ზუსტად შენნაირი გამოხედვა ჰქონდა, შენნაირი ხასიათი . მაპატიე რომ სხვა გზა ვერ ვიპოვნე უბრალოდ ვერ მივხვდი როგორ შეიძლებოდა ჩემი და შენი დიალოგი შემდგარიყო , კოსტავა არ დაუშვებდა
-ბევრი დრო არ მაქვს, ჯერ კიდევ რამდენიმე დღეა გასული ქორწილიდან . მარტივად მითხარი ის ამბავი რაც მოიგონე და წავალ
-არ დაჯდები? - ყელზე თითები ჩამოისვა და შემდეგ წვერდზე გადავიდა - გთხოვ , თამარა
-მე მარიამი ვარ, მარიამ თაბაგარი ან მარიამ კოსტავა და
-შენ თამარა ხარ, თამარა ერისთავი გიორგისა და მართას შვილი, ჩემი და რომელიც წყლით სავსე აბაზანაში ჩავსვი ცეცხლისგან დასაცავად. რომელიც დავკარგე , ვერ დავიცავი და რომელიც ძლივს ვიპოვნე ამდენი წლის შემდეგ
-შეუძლებელია ...შენ უბრალოდ ჩემი ცხოვრებით მანიპულირებ . შენ ერთი გაიძვერა კაცი ხარ რომელიც ყველაფერზეა წამსვლელი
-მართალია, მთელი ცხოვრებაა ყველაფერს ვაკეთებ რაც კი შემეძლო თავის გადასარჩენად, ფეხზე დასადგომად ბევრი წავაქციე, ბევრი გავაკეთე და ბევრსაც გავაკეთებ იმიტომ რომ სხვა გზა არ მქონდა , არასდროს მქონდა არჩევანი , კიდევ დიდხანს არ მექნება თუ მე არ ვიქნები მწვერვალზე . ჯანდაბა ! შენს გარდა საერთოდ არავინ მყავს, ბედის ირონიაა მრავალი წლის წინ დაკარგულ დას იმ კაცის გვერდით ვპოულობ რომელსაც ჩემი განადგურების ყველა რესურსი აქვს. ვინ იცის რამდენჯერ შემეპარა ეჭვი ,რამდენჯერ მეგონა რომ ისევ ვცდებოდი, რომ ისევ სხვა იყავი , მაგრამ შენ ხარ ...შენ ხარ ჩემი თამარა ლამაზი თაფლისფერებით და
-გეყოფა ! მე ძმა არ მყავს...ვიპოვნე ჩემი მშობლები. ვიპოვნე ვიცოდი ქალის სახელი რომელიც ერთი ჩვეულებრივი კ.ხპაა , რომელსაც ცოტა ფული, ბევრი ბავშვი და პრობლემა ჰქონდა , რომელმაც სულ რამდენიმე დღის მიმატოვა და ვიცი ვინ წამომიყვანა ბავშვთა სახლიდან, ჩემი დედობილი გარდაცვლილია, მამობილი ... მამობილი - საუბარი უჭირდა, გატყდა. ნაწილებად დაიშალა, მთლიანად ჩამოეშალა ყველა ნიღაბი, ემოციებმა ერთად იფეთქეს და ყველა გალავანი მოარღვიეს - მე ჩვეულებრივი ბავშვი ვარ, ჩვეულებრივი არასასურველი ბავშვი
-თამარა მე
-ასე ნუ მეძახი...ვწუხვარ, მართლა ძალიან ვწუხვარ თუ შენ ნამდვილად ის ბავში ხარ, თუ ნამდვილად ნახე როგორ დაიწვა მთელი შენი სახლი და ოჯახი, ვწუხვარ მაგრამ მე ვერ ვიქნები - უკან დაიხია , სულ უფრო და უფრო უკან იხევდა ,მაგრამ ბოლოს მაინც ვაჩემ დაიჭირა
-დამშვიდდი...უბრალოდ დამშვიდდი. მე არაფერი მინდა შენ გარდა, უბრალოდ კარგად მინდა იყო,მინდა ახლოს იყო, მე სხვა არაფერი მინდა . ჯანდაბა , როგორ გავხარ - თითები ფრთხილად შეახო ცრემლიან ლოყაზე და თავადაც აემღვრა თვალები
-მე ... მოსმენა არ შემიძლია . მე ტესტი მჭირდება, დადასტურებული პასუხი და შემდეგ თუ ნამდვილად ერთი სისხლი გვაქვს ვისაუბრებთ
-როგორც გინდა , როცა გინდა ჩემთვის არაფერს აქვს მნიშვნელობა. მთავარია რომ გიპოვნე
შეხების საშუალება არ მისცა. მისგან შორს დადგა , თავის გაკონტროლება როგორღაც მოახერხა და შემდეგ გონებამაც დაიწყო აქტიური მუშაობა.
-ხვალ დაგიკავშირდები, გეტყვი სადაც უნდა მოხვიდე და იცოდე თუ ეს ყველაფერი უბრალოდ გეგმის ნაწილია გაგანადგურებ ! - კაცს თვალს არ აშორებდა . უეცრად ეზოდან ხმაური რომ გაისმა წამებში გამოჩნდა ოთახში ალექსანდრე. შეშლილი მზერა ჰქონდა, უკან დაცვის წევრები მოჰყვებოდნენ , მაგრამ მისი შეჩერება ვერავინ მოახერხა ვაჩეს ყელში წვდა და კედელს მიანარცხა. ისე უჭერდა ცოტაც და დაახრჩობა, მარიამის შემჩნევა ვერც მოახერხა
-თორნიკეს თუ ციხიდან არ გამოუშვებ ... ერთი დღეც რომ დასჭირდეს იქ დარჩენა ყველა ძვალს სათითაოდ დაგიმტვრევ მანამ სანამ ტკივილისგან არ მოკვდები შე გგონია მოხვალ და ნელ-ნელა დაანგრევ ყველაფერს?
-ალექსანდრე - ბიჭის გაწითლებულ სახეს რომ შეხედა ინსტიქტურად დაიძრა მათკენ და სულ გააგიჟა კაცი- გაუშვი, დაახრჩობ
-აქ რას აკეთებ - თვალები სულ მთლად დაწითლებული ჰქონდა და სუნთქვაც შეეკრა მარიამის დანახვისას. კედელთან მიმწყვდეულ ბიჭს ხელი გაუშვა და ოთახში შევარდნილ დაცვის წევრებს მოავლო მზერა- აქ რა გინდა მარიამ !
-ჩემი სტუმარია ...შენ კი დაუპატიჟებლად მოხვედი და რას მთხოვ არც კი ვიცი. ვინ არის საერთოდ თორნიკე და მე რა , კანონი ვარ ? დამნაშავეები ციხეში არიან უდანაშაულოები გარეთ - ხველა დაეწყო, ყელზე ისვამდა თითებს ,მაგრამ მაინც ზედმეტად უემოციო იყო. ბიჭებს ხელით ანიშნა გაჩერდითო
-შენ ... შენ არც კი იცი რა გელის- კბილები ერთმანეთს დააჭირა ვაჩეს გახედა და შემდეგ მარიამს ჩაავლო მაჯაში ხელი- წავედით !
-როგორ მოულოდნელად მოხვედი და როგორ მიდიხართ ბატონო ალექსანდრე...არადა როგორი პატივია თქვენნაირი პიროვნების სტუმრობა
-შენი დედაც ...- თავს ძლივს იკავებდა იქვე რომ არ მოეკლა. მარიამს ხელს ტკენდა,მაგრამ ვერ იაზრებდა. გონება გადაკეტილი ჰქონდა, აზროვნება აღარ შეეძლო . მანქანაში როგორც კი ჩასხდნენ მაშინვე დაძრა და დიდი სიჩქარით გაეცალა იქაურობას. მიდიოდა და საჭეს ხელს არ უშვებდა, შემდეგ მუშტები დასცხო და იღრიალა- იქ რა გინდოდა გამაგებინებ ? იმ ს სახლში რას აკეთებდი მარიამ
-თორნიკე დაიჭირეს?
-მიპასუხე იქ , იმ ნაბ.ზარის სახლში რა გინდოდა . უნდა მომეკლა , უნდა მიმეხრჩო იქვე შენ იქ არ უნდა ყოფილიყავი . როგორ მიგიტყუა იქამდე , ზუსტად გათვალა, იცოდა შენს თვალწინ რომ არ მოვკლავდი
-სახლში წავიდეთ და ვისაუბროთ...
-თორნიკე დაიჭირეს... თორნიკე ციხეში გადაიყვანეს სახლში შეუვარდნენ , ბავშვის თვალწინ დააგდეს იატაკზე, ბორკილები დაადეს და გაათრიეს. მაგათ კანონს შევ.ცი მაგათ დედებს შ.ვეცი რაღაც საქმე შეთითხნეს . გაბრიელთან კლუბში რეიდი მოაწყვეს შევარდნენ და ყველაფერი თავდაყირა დააყენეს. ჩემამდე მოდის , მაგრამ ჩემ ყ.ეს დაიჭერს - მანქანას ისე ატარებდა მარიამს საუბარიც უჭირდა. აზროვნებაც არ შეეძო ყველაფერი ერთად მოაწვა. ეზოში შესვლისთანავე გადავიდა მანქანიდან, ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი და სახლში დატრიალებულ აჟიოტაჟს შორიდან უყურებდა .
-ალექსანდრე
-ახლა არა... ახლა არ შემიძლია საუბარი . მერე , მერე მომიყვები ყველაფერს. სახლიდან არ გახვიდე აქ იყავი და სანდრას დამშვიდებას ეცადე... ბავშვი ვერაფერს ხვდება შოკი აქვს იქნებ დაამშვიდო თორემ ყველას ყელს გამოვჭრი ვინც იქ იყო ვინც თორნიკე წაიყვანა - მანქანიდან წამით გადავიდა შემდეგ ისევ დაჯდა , მარიამი შუა ეზოში დატოვა და წავიდა. ისე წავიდა უკან აღარ მოუხედავს , წარმოდგენა არ ჰქონდა მარიამის სული როგორი დამძმებული ჰქონდა. გაქრობა უნდოდა, იდგა შუა ეზოში და სული ეყინებოდა ქრებოდა, ძალას კარგავდა და იმდენად სუსტი იყო , ისეთი უძლური და მარტოსული როგორც არასდროს.
სახლამდე მივიდა, წონასწორობის დაცვა უჭირდა, კარი გააღო თუ არა მაშინვე გაიგო ბავშვის ტირილის ხმა და ნაბიჯი ინსტიქტურად გადადგა მისკენ. სანდრა თვალებდაწითლებული , არეული სახით იატაკზე იჯდა და ისტერიულად ტიროდა. კანკალებდა , გაუგებარ სიტყვებს ამბობდა ძიძას ახლოს არ იკარებდა მარიამი რომ დაინახა ფეხზე წამოდგა და ბარბაცით გაიქცა მისკენ. მაშველი რგოლივით მოხვია ხელები ფეხებზე და ქვემოდან ახედა მომლოდინე მზერით
-მალიამ მამა მოიკანე?
-ჩემო მზევ - არეულ წითელ თმაზე ხელი გადაუსვა, ჭორფლებზე დაცემულ ცრემლებს ტუჩები შეახო და მთელი მისი პატარა სხეული მკლავებში მოიქცია. იატაკზე მუხლებით იდგა, პაწაწინა გოგოს მკერდზე იკრავდა ვერაფერს ამბობდა თავის ტკივილს უზიარებდა და მისგანაც იღებდა სევდას. ეგოისტი იყო, იმ წამს საკუთარ თავს ხედავდა მის ასაკში სულ მარტოს ოჯახს მოწყვეტილს
-მამას ატკინეს... თონიკე მინდა მე
-თორნიკეს მოვიყვანთ ... კარგად იქნება , გეფიცები დაგიბრუნებთ მამიკოს. ალექსანდრე მოიყვანს , სულ მალე მოიყვანს და მერე ისევ ერთად იქნებით - ხელში აიყვანა და ისე დაიძრა მეორე სართულისკენ არავისთვის შეუხედავს. საძინებელში შევიდა, საწოლზე დააწვინა ბავშვი და მოეხვია
-ქო მოიკანს ... სანდლო მოიკანც - ცხვირი სულ გაწითლებული ჰქონდა, და თვალებიდან ისევ სდიოდა ცრემლები
-მოიყვანს ... აუცილებლად მოიყვანს - მთელი სახე დაუკოცნა და მკერდზე მიიკრა. მისი პატარა გულის ფეთქვას გრძნობდა და თავადაც სდიოდა ცრემლები. როგორი რთული იყო მარიამის ატირება ახლა კი სხვა არაფერი შეეძლო, იწვა პატარა უსუსურ ბავშვთან ერთად და ტირილით იქარწ....ბდა დარდს. გული ტკიოდა, იმდენად ტკიოდა რომ ზოგჯერ ეგონა ვეღარ ჩაისუნთქავდა.
შუაღამე იყო , სახლში ისევ სიჩუმე მეფობდა. ალექსანდრას ჩაეძინა, დაღლილობას ვეღარ გაუძლო და სიზმრების სამყაროში გადაინაცვლა. მარიამი კი მოჩვენებასავით დააბიჯებდა დერეფანში. მანქანის ხმა რომ გაიგო შეჩერდა. ელოდა როდის გამოჩნდებოდა , ხმაურით გააღო კარი და მძიმე ნაბიჯებით დაიძრა კიბისკენ . სირბილით აიარა საფეხურები , მარიამს ვერც კი შეამჩნევდა წინ რომ არ დახვედროდა. წამით შეხედა შემდეგ კი კაბინეტისკენ დაიძრა , ისიც გვერდით მიჰყვებოდა. კარი მიხურა , ქალს მზერა მოავლო და ხის ზედაპირზე ზურგით ააკრა. მისი სახე ხელებში მოიქცია, ღრმად ჩაისუნთქა და ტუჩებზე ტუჩები შეახო. რამდენიმე წამს კოცნიდა , თითებს თმაში დაატარებდა და მის სურნელს ხარბად სუნთქავდა
-მიშველე თორემ საშინელებას გავაკეთებ ... სანდრა მევედრებოდა მამა მომიყვანეო. ბავშვი გადამირიეს, თორნიკე დამიჭირეს , ყველგან შევარდნენ, ყველაფერი თავდაყირაა შენ კი იქ იყავი, მის სახლში . იქ რომ დაგინახე ტვინში სისხლი ჩამექცა - იდგა და არეულ მზერას არ აშორებდა . მარიამი კი ცარიელი იყო, არ ჰქონდა ძალა რომელსაც მას გაუნაწილებდა. არც ის იცოდა უნდა ეთქვა თავისი ამბავი თუ არა, არ იცოდა მზად იყო ალექსანდრე ამ ამბის მოსასმენად თუ არა. ორივე განადგურებული იყო, ორივე გამოფიტული და უძლური-მარიამ მითხარი ,უბრალოდ მომიყევი
-და ყველაფერს გაიგებ?
-მარიამ
-მე არაფერი მესმის... მე მხოლოდ ტკივილს ვგრძნობ რომელიც სულ უფრო ძლიერდება და ქაოსს ვხედავ რომელიც არ ქრება - თვალები დახუჭა და ალექსანდრეს მკერდზე მიეყრდნო.
დროის აღქმა დაკარგეს, ბოლოს უბრალოდ ერთად ისხდნენ ბნელ ოთახში, იატაკზე ერთმანეთზე მიხუტებულები და საუბრობდნენ. სიტყვები ვრცელდებოდნენ სიჩუმეში და თავიდან აღწევდნენ გონებაში. მარიამს თვალები დახუჭული ჰქონდა, ყურის ქვეშ ალექსანდრეს გულისცემა ესმოდა და სახეზე მისი თითების შეხებას გრძნობდა, საუბრობდა, არ ჩერდებოდა ყველაფერს ამბობდა, თავიდან იაზრებდა, ისევ განიცდიდა და სუნთქვა ეკვროდა
-ვინ ვარ ალექსანდრე ნუთუ თამარა ერისთავი ვარ
-გჯერა ? შენ გჯერა რომ მისი და ხარ? შანსი არ არის ... გამორიცხულია მაგ ნაბიჭვარს შენი სისხლის ერთი წვეთი მაინც ჰქონდეს იმ დამპალ ძარღვებში
-და რა ვიცით რომ არ აქვს... ჩემი სიზმარი და მისი მონათხრობი. ის ხომ ჩემ სიზმარს ვერ გააკონტროლებდა. ყველაფერი შეეძლო მოეგონებინა, ყველაფერი გაეყალბებინა, მაგრამ მე ხომ ვხედავ ყოველ ღამე ...ვინ იცის რამდენჯერ ვნახე . მე არ ვიცი ვინ ვარ... მე , მე იდენტობა არ მაქვს
-გაქვს, შენ მარიამი ხარ . შენ ჩემი ქალი ხარ , შენ
-მე ... მე ალექსანდრეს ცოლი ვარ ? - გაიცინა და მოშორდა- შენ ხარ და შემდეგ მე?
-ახლა ამის დრო არ არის მარიამ... ის იმდენად ჭკვიანია რომ ზუსტად დაამთხვია ყველაფერი ერთმანეთს, ერთი დიდი ძლიერი დარტყმით გვიღებს ბოლოს. ყველა დაგვასუსტა რომ ძალა გამოგვეცალოს და
-ეს ბრძოლა არ არის, ის მე არ მებრძოდა... ვგრძნობ რომ მართალია. ვგრძნობ ალექსანდრე , მთელი გულით ვგრძნობ, სხეულით, სულით
-რას გრძნობ ...ნუ შემშლი მარიამ ! გონს მოდი
-რკინის გავხდე? გულქვა და უემოციო? რატომ ივიწყებ რომ მეც ადამიანი ვარ, მეც ვარ სუსტი, მეც მტკივა და მეც მინდა ვიცოდე ვინ ვარ. ამ წყეულ ცხოვრებაში რაღაც ხომ უნდა იყოს ნათელი ჩემი წარსულიდან. მე ამ ამბავს გავექეცი, გავექეცი ჩემ კოშმარს. მეგონა რომ დედაჩემის ამბავი რომელიც მომიყვეს მართალი იყო, რომ ვიცოდი ჩემი ოჯახისწევრებზე , მაგრამ თურმე არაფერი ვიცი
-ის კაცი მებრძვის, შეიძლება მართალია რაც მოგიყვა, ალბათ გაარკვია გაიგო შენი ნამდვილი ისტორია და იყენებს , მანიპულატორია
-ასე შენ მოიქცეოდი არა? როდესაც წინასწარი გეგმით თავს ესხმი სხვას...სანამ ჩამოხვიდოდი მანამ დაიწყე მასზე ამბების მოძიება ,მაგრამ გაჯობა არა ? ვერაფერი გაარკვიე და ამან ჟინი გაგიასმაგა
-მარიამ!
-მართალს ვამბობ და შენ ეს კარგად იცი... შენ არ გაინტერესებს მისი საქმეები. ის ისეთს არაფერს აკეთებს რაც მამაშენის დროს არ ხდებოდა, რაც შენი აქ ყოფნის დროს არ გაუკეთებიათ. შენ უბრალოდ კონტროლი დაკარგე, კონკურენტი გამოუჩნდა ბატონ ალექსანდრეს . მე ხომ საკმარისი არ ვარ, მთელ ქალაქს უნდა ეშინოდეს, უნდა გაღმერთებდეს, ყველა ქალი უნდა გეტრფოდეს და ყველა შენზე ოცნებობდეს. შენთვის საკმარიის არაფერია, ერთი უნდა იყო მხოლოდ და შენ გარდა არავინ
-მარიამ ხვდები მაინც რას მეუბნები?
-უნდა გავიგო მე ყველაფერი უნდა გავიგო ... თორნიკეს უჩემოდაც გამოიყვან. არავინ გჭირდება, თავადაც მოერევი ვაჩეს . მე ალექსანდრაზე ვიზრუნებ, ჩვენზე უბრალოდ ნუ იფიქრებ
-როგორ ნუ ვიფიქრებ, აპირებ ჩემს მტერთან მიხვიდე და რომ გაიგო შენი ძმაა მერე?
-მერე? მერე ვიპოვნი მათ ვინც ერისთავები ცოცხლად დაწვა საკუთარ სახლში და გაჩვენებ როგორ უნდა შურისძიება - სრულიად უემოციო გამომეტყველება ჰქონდა და ამ დროს ყველაზე საშიში იყო. მკლავები მოხვია ტუჩებზე შეეხო შეშლილ კაცს და ისევ მიეკრო სხეულზე- ეს ჩვენი სიყვარულის გამოცდაა ალექსანდრე . ჩემი და შენი გამოცდაა
-შენ ხომ იცი რომ არ დაგთმობ და არც მას ვაპატიებ ... არაფერს აქვს ჩემთვის მნიშვნელობა თორნიკეს და გაბრიელს რამე რომ დაუშაოს ისე მოვექცევი როგორც ნებისმიერ სხვას - უხეშად აკოცა და მერე ხელში აიტაცა მისი სიფრიფანა სხეული-სულს მოგცემ , მხოლოდ შენ და შენთვის - საწოლზე ფრთხილად დააწვინა და მის გვერდით მოთავსდდა.
თენდებოდა სახლში გამეფებული სიჩუმე სანდრას ტირილის ხმამ რომ დაარღვია. ალექსანდრე წამებში გაიქცა პატარას საძინებლისკენ და მარიამი გონს რომ მოვიდა უკვე კარში იდგა სანდრასთან ერთად. ბავშვი მკერდზე ჰყავდა მიხუტებული და არეულ თმაზე ეფერებოდა
-ალექსნადრე
-სანდრა დღეს ჩვენი სტუმარი იქნება - ბავშვის ყურთან ლაპარაკობდა, ლოყაზე აკოცა და ისევ მოეფერა- თორნიკემ მითხრა რომელი ზღაპარიც უნდა მოგიყვე და მე ხომ ძალიან ვგავარ შენს მამიკოს
-ჩემი მამიკო ოდის მოვა სანდლო?- თავი მის მხარზე ედო და ქვემოდნა უყურებდა . გული ისევ სწრაფად უცემდა და ლოყაზე ისევ უბრჭყვიალებდა ცრემლი
-მამიკო სანამ დაბრუნდება მანამ არ უნდა ინერვიულო ხო? მამიკოს საქმეები რომ აქვს ხომ რჩები ძიძასთან
-მამიკო დამირეკავს?
-დაგირეკავს , რა თქმა უნდა დაგირეკავს - საწოლში მასთან ერთად დაწვა . მარიამი ჩუმად უყურებდა და შემდეგ თავადაც მოხვია ბავშვს ხელი. სანდროს აღარ დაუძინია, ჯერ მათ უყურებდა , ბოლოს საერთოდ დატოვა სახლი და წავიდა.
.............
მთავარი გამომძიებლის კაბინეტში იჯდა და სიგარეტის რერის თიტებსშორის ატრიალებდა. ნაბიჯების ხმა ესმოდა . შემდეგ ბადრაგმა კარი გააღო და თორნიკეც გამოჩნდა. ისე აკვირდებოდა უმცროს ძმას თითქოს საუკუნის უნახავი ჰყავდა , მიუხედავად იმისა რომ იცოდა თითს ვერავინ დააკარებდა მაინც უყურებდა დეტალურად შეისწავლა მისი სახე.ძლიერად მოხვია ხელი და პატარა ბავშვივით ჩაიხუტა
-დაბერდი ტო? - თორნიკემ გაიცინა და ზურგზე ხელი დაკრა
-ხო კარგად ხარ
-ბოლოს რო ვიჯექით იმის მერე საგრძნობლად შეუცვლიათ ყველაფერი- სკამზე ჩამოჯდა და თავზე გადაისვა ხელი- ალექსანდრა როგორაა
-მარიამთანაა არ ინერვიულო...
-მე არ ვნერვიულობ ალექსანდრე . ვერ ხვდები რომ ჩემ ჩასმას არ აპირებენ? უბრალოდ პირველი სვლა გააკეთა და ბრძოლა დაიწყო
-ფულიც აგვახია , დაგვამცირა, თავზე გად.მ.ჯ.ა და მშვიდად უნდა ვიყო? კლუბიდან ხალხი გაიყვანეს. ციხე აავსეს ერთი ღამით
-დამშვიდდი , დაიკიდე და ყველაფერს მიხვდები . ჩემზე არ იფიქრო, სანდრას მიხედე და დალშე მე მაგრად ხო იცი - სიგარეტის ღერი აიღო მაგიდაზე დადებული კოლოფიდან და მოუკიდა- იმედია არ დაგვაჯარიმებენ-ჩაიცინა და ღრმა ნაფასი დაარტყა
-არა, ხო იცი ნოდარა ჯიგარია- ისევ თვალის მოუშორებლად უყურებდა ბიჭს და ერთდროულად ფიქრობდა რამდენიმე საქმეზე. დიდი დრო არ ჰქონდათ, სიგარეტი როგორც კი გადააგდო თორნიკემ ისევ მოეხვია , დაემშვიდობა და წავიდა.
გაბრიელთან იყო, მაგრამ საქმის ნაცვლად მარიამზე ფიქრობდა. ამბავზე რომელიც მოისმინდა და იმ დაშვებაზე რომ შესაძლოა სიმართლე ყოფილიყო. წამით ტკივილი იგრძნო, იმდენად ძლიერი რომ მოიხარა. სახე ხელებში ჩამალა და ღრმად ჩაისუნთქა
-რა გჭირს შე ჩემა ... იბრიდები? მაგათ დედას არ შევ.ცი ? ასე ნუ ნერვიულობ გასტყნიათ პატრონი თორნიკე გამოვიყვანოთ და
-ნუ იცი ხოლმე ნერვიულობები პუპსიკ
-დალიე ეს წყალი რა
-წყალი რა ჩემ ს.რად მინდა შენ შ.გ ხო არ გაქ- ქვემოდან ახედა ჭიქით ხელში მდგომს და სერიოზულად გაიკვირვა
-რა ვიცი ტო ... აბა ვისკი დაგისხა?
-რაღაც გამოგვრჩა... გავატარე და ახლა წინ მხვდება. ამის დედაც - მაგიდაზე დაარტყა მუშტი და მერე ფეხზე წამოვარდა. ერთ ადგილას ვერ ისვენებდა , არაფერს ჰქონდა მნიშვნელობა მარიამის გარდა. გაბრიელი მარტო დატოვა და წავიდა.
.......
მანქანის უკანა სავარძელზე იჯდა , კლინიკის შენობას უყურებდა და ფიქრობდა . არ იყო დარწმუნებული რომ მისვლა ღირდა, ვაჩე კი უკვე იქ იყო და ელოდა . ეზოში რამდენიმე მანქანა იდგა მისი დაცვის წევრებიც იქ იყვნენ . თავი უკან გადასწია, სავარძელს მიეყრდნო და თვალები დახუჭა. რამდენიმე წუთი სჭირდებოდა გონს მოსასვლელად . კარი გაიღო და სალონში კოსტავას სურნელი შეიჭრა ,გარედან მოვარდნილ სიცივეს შეეწინააღმდეგა . მარიამს ხელი მოხვია და ტუჩები ლოყაზე შეახო
-სანდრო - ჩუმად თქვა და ქვემოდან ახედა
-მარტო ვერ დაგტოვებ ... მივხვდი, რომ შენთან ყოფნა მინდა -თავზე აკოცა და ზემოდან დახედა- წავედით
ხელი ჩაკიდა და მასთან ერთად განაგრძო გზა. იმ წამს უბრალოდ მარიამი იყო რომელსაც ალექსანდრე ექცა საყრდენად. წელზე მოხვეული მისი თითები ისეთ ძალას აძლევდნენ სულ უფრო და უფრო მეტად მყარი ხდებოდა ნაბიჯები რომელითაც წინ მიიწევდა. ვაჩე აშკარად გააკრვირვა ალექსანდრეს დანახვამ. ისიც მარტო იყო , დაცვის არცერთი წევრი ახლდა თან მარიამს უყურებდა და მზერაც თანდათან ეცვლებოდა. კოსტავაც ხედავდა ამ მეტამორფოზას, სულ რამდენიმე წუთი გაატარეს ერთად. თითქმის არაფერი უთქვამთ, თითქოს ფრონტის შუა ხაზი დატოვეს და სტაბილურ ზონაში გადაინაცვლეს.
შენობიდან რომ გავიდნენ მარიამი მათ შორის აღმოჩნდა, მართალია სანდრო უფრო ახლოს იყო , მაგრამ ვაჩეც გვერდით იდგა . სრულიად განსხვავებული პერსონები იყვნენ, მაგრამ მაინც ორივეს ჰქონდა ძალა , ძალა რომელსაც სიტყვებით ვერ ახსნიდი. უბრალოდ გრძნობდა მარიამი , მისი შინაგანი ხმა კი არასდროს ცდებოდა.
მასალა ანალიზისთვის რამდენიმე ადგილას გაგზავნეს ისე რომ ვაჩემ არაფერი იცოდა. ერთ პასუხს უბრალოდ ვერ ენდობოდნენ. მარიამისთვის მოლოდინის რეჟიმი ჩაირთო ალექსანდრე კი ისევ დაუბრუნდა ბრძოლის ველს.

სრულად ვაპირებდი დადებას, მაგრამ დასასრული ისევ ვერ დავწერე ამიტომ ახალი თავი დავდე
ძალიან მინდა თქვენი აზრის გაგება
გელოდებით



№1  offline წევრი დარინა

ვაჩეზე კი მქონდა ეჭვებიი რომ ძმა იქნებოდაა მაგრამ მეც ანალიზების პასუხებს დაველოდებიი :დდდდ რა ვიციი იქნებ დაა ყურადღებას გვატანიებ :დდდდდ მე რომ მიყვარს ეს ისტორიაა ეს ყკვე იციიი ხოო ალექსანდრეზეც რომ ვგიჟდებიი და გაბრიელზე შემოზიარებასაც ვაპირებ ამასაც გეტყვიიი :დდდდ კიდევ ველოდებიი თორნიკემ უნდა გაუბრტყელოს სიფათი ვაჩეს რადგან პატარა ანგელოზის თვალწინ დაადეს ბორკილებიი და ამას მე არ ვაპატიებ მაგ დამპალს, რატომღაც ვაჩე მყავს ამოთვალისწუნებულიი რადგან თავიდანვე ცუდი თვალით შევხედეე, მარიამი კი როგორც ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეაა, რა ვაჩე რის ვაჩეე ეგ სად იყო ალექსანდრე რომ ბატონობდააა, ხოდა ველოდები სანდროს სვლებს, ასე უბრალოდ კი არ შეარჩენს რაღაცებს. მრისხანე ალექსანდრე მინდა მეეე ❤️❤️❤️

 


№2  offline მოდერი sameone crazy girl

დარინა
ვაჩეზე კი მქონდა ეჭვებიი რომ ძმა იქნებოდაა მაგრამ მეც ანალიზების პასუხებს დაველოდებიი :დდდდ რა ვიციი იქნებ დაა ყურადღებას გვატანიებ :დდდდდ მე რომ მიყვარს ეს ისტორიაა ეს ყკვე იციიი ხოო ალექსანდრეზეც რომ ვგიჟდებიი და გაბრიელზე შემოზიარებასაც ვაპირებ ამასაც გეტყვიიი :დდდდ კიდევ ველოდებიი თორნიკემ უნდა გაუბრტყელოს სიფათი ვაჩეს რადგან პატარა ანგელოზის თვალწინ დაადეს ბორკილებიი და ამას მე არ ვაპატიებ მაგ დამპალს, რატომღაც ვაჩე მყავს ამოთვალისწუნებულიი რადგან თავიდანვე ცუდი თვალით შევხედეე, მარიამი კი როგორც ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეაა, რა ვაჩე რის ვაჩეე ეგ სად იყო ალექსანდრე რომ ბატონობდააა, ხოდა ველოდები სანდროს სვლებს, ასე უბრალოდ კი არ შეარჩენს რაღაცებს. მრისხანე ალექსანდრე მინდა მეეე ❤️❤️❤️

ანუ ვაჩეს ვსო გადაესვა წითელი ხაზი ხო?
კარგიი დავიტოვებ ჩემთვის მოვუფრთხილდები თუ არ გინდათ smile smile
ნუ ვნახოთ რა იქნება
იქნებ დავწერო ბოლომდე და დავდო სრულად დავიტანჯე უკვე
sweat

 


№3  offline წევრი დარინა

დაიტოვეე არ ვარ წინააღმდეგიიი :დდდ ჩემ ალექსანდრესაც მავენივრად ვუჟუჟუნებ თვალებს და გაბრიელისკენაც ვაპარებ :დდდდ სულ არ მაქვს პრობლემა როცა დაწერ და დაგვიდებ მაშინ ეავიკითხავთ ჩვენც, შენ მუზას დამუქრება და ყურით მოთრევა უნდა თუ როგორ არის საქმეე ?

 


№4  offline მოდერი sameone crazy girl

დარინა
დაიტოვეე არ ვარ წინააღმდეგიიი :დდდ ჩემ ალექსანდრესაც მავენივრად ვუჟუჟუნებ თვალებს და გაბრიელისკენაც ვაპარებ :დდდდ სულ არ მაქვს პრობლემა როცა დაწერ და დაგვიდებ მაშინ ეავიკითხავთ ჩვენც, შენ მუზას დამუქრება და ყურით მოთრევა უნდა თუ როგორ არის საქმეე ?

არ უყვარს ჩემს მუზას მუქარები და წნეხი უფრო ჯიუტდდება :დ
რაც შეეხება გაბრიელს ფრთხილად იყავი :დ

 


№5  offline წევრი tatiko.1995

მარიამ საოცრება ხარ ჩემო კარგოო ❤️????

 


№6  offline მოდერი sameone crazy girl

tatiko.1995
მარიამ საოცრება ხარ ჩემო კარგოო ❤️????

heart_eyes მადლობა

 


№7 სტუმარი სტუმარი ნუკი

ფანტასტიური გოგო ხარ სასწრაფოდ ახალი თავი მომაშველე სანამ გული დამარტყავს :D

 


№8  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი ნუკი
ფანტასტიური გოგო ხარ სასწრაფოდ ახალი თავი მომაშველე სანამ გული დამარტყავს :D

ახალი ჯერ ვერ იქნება
smile heart_eyes

 


№9 სტუმარი Mariama

ვაიმეე, ვიცოდი! აი ვიცოდი ???? ვიცოდი რომ ვაჩე მარიამიის ბავშვობასთან სრულ კავშირში იყო ???? მთავარია ეხა სიტუაცია დალაგდეს! უფრო და უფრო საინტერესოს ხდი ❤️

 


№10 სტუმარი anastasia

მე მომეწონა ვაჩე...კაი ტიპი ჩანს!შეიძლება გულუბრყვილო ვარ მარა მართლა მინდა დავიჯერო რო თორნიკეს დაჭერაში არაა დამნაშავე????ალექსანდრე ძალიან მიყვარს პირველი ნაწილიდანვე.მარიამი ძალიან ძლიერი ქალია,მჯერა რომ ყველაფერს გაუმკლავდება და მისი და ალექსანდრეს სიყვარული ყველაფერს გაუძლებს!....არ შემიძლია რომ არ ვთქვა გაბრიელი არის ჩემი ფავორიტი,აი უსაყვარლესი!ვგიჟდები!????????

 


№11  offline წევრი რუსკიმარუსია

შეხედე შენ ვაჩეს რა ჭკვიანი ვინმე ყოფილა? სტრატეგიული და სწორად დაგეგმილი ნაბიჯებით მიიწევს წინ. აშკარად ძლიერი კონკურენტია. წინა თავიდან ეჭვი გამიჩნდა, რომ მარიამთან კავშირი ჰქონდა, მაგრამ დაა ვითომ? არადა სიზმარი და ვაჩეს ნაამბობი ემთხვევა. მე მაინც ანალიზის პასუხს დაველოდები :დ ყველაფერი, მაგრამ ალექსანდრას ასე ატირება არ ეპატიება ვაჩეს და აქამდე თუ შანსი ჰქონდა მომწონებოდა ახლა ვეღარაფრით მომაწონებს თავს :დ
ალექსანდრე ცოტა არეულია? ზედმეტად ბევრი რაღაც მოხდა ერთი დღისთვის და ჯერ ტვინი ვერ აამუშავა სათანადოთ :) მაგრამ მალე იპოვნის გამოსავალს და ვაჩეს ორმაგად დაუბრუნებს :დ
ნეტავ რას იზამ მარიამი ვაჩე ძმა რომ აღმოჩნდეს? ყველაზე მეტად ამ მომენტს ველი.
მარიამო, კი დაიგვიანე მაგრამ ღირდა❤
შემდეგამდე ❤

 


№12 სტუმარი ტაისა

ყოველ ჯერზე ყველაფერი რომ უფრო საინტერესოა, აი ეგ ყველაზე მეტად მომწონს!

ვაჩეს უყურე შენ?
მოკლედ, მე არ მიყვარს წინასწარი პროგნოზები და მითუმეტეს მაშინ , საქმე შენ რომ გეხება.
გელოდებიი ❤

 


№13  offline წევრი ნანა73

ვკითხულობდი და ვფიქრობდი, ამ ისტორიას ისე ვერ აღვიქვავ როგორც სხვა შენს მოთხრობებს.
მიუხედავად საინტერესო, ძალიან საინტერესო ურთიერთობებისა, მაინც არ მტოვებს განცდა, რომ ეს ყველაფერი არ არსებობს, უბრალოდ სინამდვილეში არ მომხდარა, ან არ მოხდება... (რეალობასთან კავშირის დაკარგვა "ჩემი" არ არის)
მარამი თუ თამარა საოცარი ქალია. მახსოვს მითხარი რთული პერსონაჟი აღმოჩნდა შენთვის და გინდოდა ღირსეულად მიგეყვანა ბოლომდე.
ჰოო, მარიამი ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია აქ. საიდან დაიწყო და სად აღმოჩნდა...
ველოდები დასრულებას ❤️❤️❤️

 


№14  offline მოდერი sameone crazy girl

Mariama
ვაიმეე, ვიცოდი! აი ვიცოდი ???? ვიცოდი რომ ვაჩე მარიამიის ბავშვობასთან სრულ კავშირში იყო ???? მთავარია ეხა სიტუაცია დალაგდეს! უფრო და უფრო საინტერესოს ხდი ❤️

კარგია რომ გამართლდა შენი აზრები :დ
რომ დავდებ ყველაფერი მოგვარდება ♡♡♡♡♡♡♡♡

anastasia
მე მომეწონა ვაჩე...კაი ტიპი ჩანს!შეიძლება გულუბრყვილო ვარ მარა მართლა მინდა დავიჯერო რო თორნიკეს დაჭერაში არაა დამნაშავე????ალექსანდრე ძალიან მიყვარს პირველი ნაწილიდანვე.მარიამი ძალიან ძლიერი ქალია,მჯერა რომ ყველაფერს გაუმკლავდება და მისი და ალექსანდრეს სიყვარული ყველაფერს გაუძლებს!....არ შემიძლია რომ არ ვთქვა გაბრიელი არის ჩემი ფავორიტი,აი უსაყვარლესი!ვგიჟდები!????????

უიმეე ჩემი ტუტუცი გაბრიელიი ჩემი სიკალულიააა ♡♡♡♡
აუუ ძაან მიხარია ვაჩე რომ მოგეწონაა ბევრ რამეში კი არის გარეული მაგრამ მაინც არ არი ცუდი
ჩემია ეგეც რა ვქნა მე ჩემ შექმნილ გმორებს ვერ განვასხვავებ :დ

რუსკიმარუსია
შეხედე შენ ვაჩეს რა ჭკვიანი ვინმე ყოფილა? სტრატეგიული და სწორად დაგეგმილი ნაბიჯებით მიიწევს წინ. აშკარად ძლიერი კონკურენტია. წინა თავიდან ეჭვი გამიჩნდა, რომ მარიამთან კავშირი ჰქონდა, მაგრამ დაა ვითომ? არადა სიზმარი და ვაჩეს ნაამბობი ემთხვევა. მე მაინც ანალიზის პასუხს დაველოდები :დ ყველაფერი, მაგრამ ალექსანდრას ასე ატირება არ ეპატიება ვაჩეს და აქამდე თუ შანსი ჰქონდა მომწონებოდა ახლა ვეღარაფრით მომაწონებს თავს :დ
ალექსანდრე ცოტა არეულია? ზედმეტად ბევრი რაღაც მოხდა ერთი დღისთვის და ჯერ ტვინი ვერ აამუშავა სათანადოთ :) მაგრამ მალე იპოვნის გამოსავალს და ვაჩეს ორმაგად დაუბრუნებს :დ
ნეტავ რას იზამ მარიამი ვაჩე ძმა რომ აღმოჩნდეს? ყველაზე მეტად ამ მომენტს ველი.
მარიამო, კი დაიგვიანე მაგრამ ღირდა❤
შემდეგამდე ❤

ოო არ ვიცი ალექსანდრე ამ ნაწილში ისე იალექსანდრებს როგორც ადრე თუ აღარ
რაღაცები იცვლება და ჩემი სანდრიკოც ცოტა შეიცვალა ლოდინი მაშინაც უყვარდა და ახლაც ელოდება ხელსაყრელ მომენტს
მიხარია შენი გამოჩენა სულ♡

ტაისა
ყოველ ჯერზე ყველაფერი რომ უფრო საინტერესოა, აი ეგ ყველაზე მეტად მომწონს!

ვაჩეს უყურე შენ?
მოკლედ, მე არ მიყვარს წინასწარი პროგნოზები და მითუმეტეს მაშინ , საქმე შენ რომ გეხება.
გელოდებიი ❤

ბევრი ინტრიგები არ მექნება ისე მაქვს დაწერილუ რო ყველაფერი რისი გადმოცემაც მინდოდა მალევე ირკვევა ასე როომ შემდეგ თავში ეს ამბავი უკვე გაირკვევა ტესტის პასუხიც მოვა და გავიგებთ რა ხდება
♡♡♡♡♡♡♡

ნანა73
ვკითხულობდი და ვფიქრობდი, ამ ისტორიას ისე ვერ აღვიქვავ როგორც სხვა შენს მოთხრობებს.
მიუხედავად საინტერესო, ძალიან საინტერესო ურთიერთობებისა, მაინც არ მტოვებს განცდა, რომ ეს ყველაფერი არ არსებობს, უბრალოდ სინამდვილეში არ მომხდარა, ან არ მოხდება... (რეალობასთან კავშირის დაკარგვა "ჩემი" არ არის)
მარამი თუ თამარა საოცარი ქალია. მახსოვს მითხარი რთული პერსონაჟი აღმოჩნდა შენთვის და გინდოდა ღირსეულად მიგეყვანა ბოლომდე.
ჰოო, მარიამი ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია აქ. საიდან დაიწყო და სად აღმოჩნდა...
ველოდები დასრულებას ❤️❤️❤️

მარიამი თუ თამარა თავისი ამბით არის ამ მეორე ნაწილის წერის მთავარი ინსპირაცია ... წინა ნაწილში რომ ვერ გავარკვიე მისი წარმომავლობის ამბები რაღაცნაირად ვიყავი . მარიამს ნამდვილად სჭირდებოდა საკუთარი ნამდვილი იდენტობის ცოდნა და ძალიან მინდა სხვა ამბებიც ,რომლებიც ვფიქრობ საჭიროა რომ მეორე ნაწილში იყოს, საინტერესო გამოვა და მოგეწონებათ ♡♡♡♡♡ მადლობა

 


№15 სტუმარი Qeti qimucadze

asec vfiqrobdi rom mat shoris natesauri kavshiri iqneboda. miyvars mariamis personaji. sheuvali. garegnulad civi. gaconascorebulli da sadaaa. yvelasgann gamorcheuli vfiqrob vache araa bevr rameshi damnashavsee. da aleqsandre amitombver itans da rom zalian zlieri konkirentiam arvici raunda vtqvaa. an ras gvipireb. simartle gitxrat sandro scorad ariqceva. mesmis rom dinamika schirdeba. magram ara mariamtan gasatarebeli drois xarjze. imedia mixvdeba da inanebs rom ase moiqcaa. chemi satqmeli utxari ikve mariamis pirit. davelodebi movlenebis ganvitarebass. tornike zaloan sayvarelii vinmea. au gabrieli agviraxsnili da nu mteli istooriis ganxulvas ver davicyeb. bodishi bavshvi mochiravss da bevro shecdoma iqnebaa

 


№16  offline წევრი utsnobi

მოკლე თავი იყო, არ მეყო,თუმცა ინტრიგა საკმაოდ ჩაატიე

 


№17  offline მოდერი sameone crazy girl

Qeti qimucadze
asec vfiqrobdi rom mat shoris natesauri kavshiri iqneboda. miyvars mariamis personaji. sheuvali. garegnulad civi. gaconascorebulli da sadaaa. yvelasgann gamorcheuli vfiqrob vache araa bevr rameshi damnashavsee. da aleqsandre amitombver itans da rom zalian zlieri konkirentiam arvici raunda vtqvaa. an ras gvipireb. simartle gitxrat sandro scorad ariqceva. mesmis rom dinamika schirdeba. magram ara mariamtan gasatarebeli drois xarjze. imedia mixvdeba da inanebs rom ase moiqcaa. chemi satqmeli utxari ikve mariamis pirit. davelodebi movlenebis ganvitarebass. tornike zaloan sayvarelii vinmea. au gabrieli agviraxsnili da nu mteli istooriis ganxulvas ver davicyeb. bodishi bavshvi mochiravss da bevro shecdoma iqnebaa

ვფიქრობ ყველაფერს დაალაგებენ და ელემენტარულ რამეებზე არ გაუბრაზდებიან ერთმნეთს მარიამი არაა ჩვეულებრივი ქალი დროის ნაკლებობის გამო ისტერიკები რომ გამართოს იცის თავისი ადგილი მიუ ედავად ყველაფრისა
თორნიკე ყველაზე საყვარელი ვინმეა ამ ისტორიაში მემგონუ
გაბრიელი კიდე ჩემი სიყვარულია :დ
მოკლედ მე ყველა მიყვარს და თქვენც თუ შეგაყვარეთ ან მოგაწონეთ მიხარია უზომოდ

utsnobi
მოკლე თავი იყო, არ მეყო,თუმცა ინტრიგა საკმაოდ ჩაატიე

10 ვორდის ფურცელია ხოლმე მინიმუმ
წინა უფრო დიდი იყო მაგრამ ამ შემთხვევაში მეტის ჩატევა ვფიქრობ არ იყო საჭირო ♡♡♡♡♡♡

 


№18  offline წევრი აბაშიძე

მარიამ.

ამ წვიმიან დღეს ძალიან მოუხდა.

ვაჩეე.
აბაშიძე.
ანუ არაა აბაშიძე?
კარგი ჯანდაბას.
ტყუილად არ მქონდა რაღაც იმედები.
მომწონს აბაშიძე.

ერთი სული მაქვს დავინახო სრული სურათი.
ერთი სული მაქვს გავიგო რა ხდება რეალურად.

მჯერა რომ არ იქნებოდა ყალბი მარიამთან.
ძმაა რა.

ალექსანდრე ბოლომდე დაძაბავს ალბათ მაგრამ იმედია ისე იქნება საბოლოოდ ყველაფერი რომ მარიამი არ გაიჭყლიტოს.

ჩემი აბაშიძე რო ანგელოზი არაა ვიცით უკვე მაგრამ არაა ხო მაინც ცუდი ბიჭი.
ამიტო ვაპატიოთ მერე რაღაცეები.

ნუ მარიამზე რა ვთქვა.
მარიამია.

ალექსანდრეზე ვბრაზდები მარიამისთვის რომ ვერ იცლიდა.
ძაან მომხვდა რა.

მოკლედ.

კვლავ მოწოდების სიმაღლეზე ხარ.

მე დამაგვიანდა.

შემდეგამდე.

 


№19  offline მოდერი sameone crazy girl

აბაშიძე
მარიამ.

ამ წვიმიან დღეს ძალიან მოუხდა.

ვაჩეე.
აბაშიძე.
ანუ არაა აბაშიძე?
კარგი ჯანდაბას.
ტყუილად არ მქონდა რაღაც იმედები.
მომწონს აბაშიძე.

ერთი სული მაქვს დავინახო სრული სურათი.
ერთი სული მაქვს გავიგო რა ხდება რეალურად.

მჯერა რომ არ იქნებოდა ყალბი მარიამთან.
ძმაა რა.

ალექსანდრე ბოლომდე დაძაბავს ალბათ მაგრამ იმედია ისე იქნება საბოლოოდ ყველაფერი რომ მარიამი არ გაიჭყლიტოს.

ჩემი აბაშიძე რო ანგელოზი არაა ვიცით უკვე მაგრამ არაა ხო მაინც ცუდი ბიჭი.
ამიტო ვაპატიოთ მერე რაღაცეები.

ნუ მარიამზე რა ვთქვა.
მარიამია.

ალექსანდრეზე ვბრაზდები მარიამისთვის რომ ვერ იცლიდა.
ძაან მომხვდა რა.

მოკლედ.

კვლავ მოწოდების სიმაღლეზე ხარ.

მე დამაგვიანდა.

შემდეგამდე.


კატასტროფულად დაღლილი და გამოფიტული ვარ და რო მომწერე ,რო წავიკითხე ისე გავნათდდი , ისე გამერიმა გავბედნიერდი
სანდრო ანალიზის გასაკეთებლად რომ გაჰყვა ჩემთვის მანდ გადახაზა ის დაკარგული დრო რომელსაც ფიზიკურად ვერ პოულობდა და რომელიც უნდა აპატიო ადამიანს . ეგრე მარიამსაც არ სცალია სულ უუფ disappointed ცოდოა ჩემი ცანდლიკო დედას ბიჭია ეგ
შემდეგამდე ,რომელიც იმედი მაქვს მალე იქნება

 


№20 სტუმარი სტუმარი თამო

ძალიან კარგია მარიამ.მე მომწონს ვაჩე თითქოს არც ისე ცუდი ტიპი უნდა ჩანდეს.აშკარაა მარიამი უყვარს ალბათ მართლა მისი და აღმოჩნდება.ნუ იმედია ეს მოწყობილი არაა ან ხაფანგი რამე.ველი შემდეგს

 


№21  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი თამო
ძალიან კარგია მარიამ.მე მომწონს ვაჩე თითქოს არც ისე ცუდი ტიპი უნდა ჩანდეს.აშკარაა მარიამი უყვარს ალბათ მართლა მისი და აღმოჩნდება.ნუ იმედია ეს მოწყობილი არაა ან ხაფანგი რამე.ველი შემდეგს

ამდენი ინტრიგები და ჩახვეული ამბები არ მიყვარს მე ხო იცი :დ ვცდილობ მალე დავდო

 


№22 სტუმარი სტუმარი ...

როდის დადებ?

 


№23 სტუმარი hello

ვვუაიმეეე აი ძაააან ძააან მაგარია ალექსანდრეზე, გგაბფიელზე და თორნიკეზე ხომ ვგიჟდებოდი მაგრამ ვაჩეც ძააალიან მომწონს❤️❤️

 


№24  offline წევრი Tamuna Gogaladze

,აუ ისე მოუთმენლად ველი შემდეგ თავს და მარიამის შურისძიებას❤️❤️❤️ძალიან კარგია როგორც ყოველთვის

 


№25  offline აქტიური მკითხველი terooo

Ბოლომდე გახსენი საიდუმლოებებიი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent