შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კიდევ ერთი ორიგინალურად ბანალური ისტორია თავი 2


11-07-2020, 18:12
ავტორი Kaiteion
ნანახია 1 055

ყველა ერთმანეთს ვუყურებდით გაშტერებული. მართლა ინდურ სერიალში მეგონა თავი და ტიმ ტარა ნარა დერენას ვღიღინებდი გულში. ვსო დამერხა ტასო მიმატაფებინებს თავს ამ ლამაზ შუშის მაგიდასთქო ვფიქრობდი. ეს ქალიც როგორ არ იცვლება.როგორი ახალგაზრდა და ლამაზიც იყო 10 წლის წინ ისეთია ახლაც... ეჰჰ რა დრო იყო მაგის სანახავად ბათუმი რო შემოვიარეე...აფსუუს რა ახალგაზრდა ვიყავიი....რა დროს ახალგაზრდობაა დაქალი მეწვის! მიშველეთ ხააალლლხოოო!.კარგი დამშვიდდი და იფიქრე ქეთი! იფიქრე!
-ალექსანდრე ეს...-რამდენიმე წამიანი დუმილი-ანასტასია ხო? მე მარია ვარ სანის დედა საყვარელო.სასიამოვნოა შენი გაცნობა.როგორც იქნა შევხვდით.ბევრი მსმენია შენზე, ალექსანდრე იმდენს მიყვებოდაა...
-გამარჯობა ქალბატონო მარია, ჩემთვისაც სასიამოვნოა თუმცა ვერ გეტყვით რომ მეც მსმენია თქვენზე ბევრი
-ვიცი საყვარელო, ეს ხისთავიანი გადაბმულად 5 სიტყვას რო ამბობს ისიც გასაკვირია. მამამისს გავს ყველაფერიში-თვალები აატრიალა- ...არ მეგონა ასეთ ვითარებაში თუ მომიწევდა შენი გაცნობა
-დიახ, არც მე ველოდი თქვენს აქ ნახვას
-დედა რა გინდა აქ- ალექსანდრე ჩაერია საუბარში
-მეგისთნ მოვედი სტუმრად.ამაზე აქ ნუ დამალაპარაკებ. -სანდრომ თვალები აატრიალა. ამასობაში მე შიგნით ვიყავი შესული და ფანჯრიდან ვადევნებდი თვალს სიტუაციას. კარგად ვხედავდი მარიას ნასიამოვნებ მზერას. თვალები უბრწყინავდა ამ ორს ერთად რო ხედავდა. სანდრომ ბოლოს დაუყლიპა თვალები, მარიამაც კაი კაიო და ბინაში შებრუნდა.ტასო კიდე სანდროიეს მოუბრუნდა
-ეს...
-გეხვეწები შევიდეთ თორე ის კიდე გამოყოფს თავს-მაჯაზე მოხვია ხელი ტასოს და შიგნით შემოიყვანა. მე კიდე მანამ დავტყდი იქიდან სანამ რამეს მეტყოდნენ
*-მაინც და მაინც დღეს რატომ გადაწყვიტე ამ ყველაფრის მოწყობა?
-15 აპრილია ნასტია-უცნაურად ესიამოვნა ალექსანდრეს ნათქვამი ნასტია.თითქოს სხვა გრძნობით ამბობდა.თითქოს მის ყველა ფიქრს და სურვილს ამ სახელში ატევდა.
-15 აპრილი?-მორიგეობისგან იმდენად იყო დაღლილი რიცხვები და მათი მნიშვნელობები აღარც ახსოვდა
-15 აპრილი. სიყვარულის დღეა დღეს ნასტია
-სიყვარულის დღე
-გაზაფხულის შუა რიცხვი
-და ეს ბილეთები...-სიტყვის თქმა არ დასცალდა ალექსანდრეს ტელეფონი რო აზმუვლდა. გათიშა მაგრამ ხელმეორედ დაიწყო
-მაპატიე ანასტასია...უპასუხოდ გტოვებ მაგრამ ჩათვალე ეს შენი დროა რათა გადაწყვეტილება მიიღო. -საფეთქელთან მდებარე ხალზე აკოცა და იქაურობა დატოვა.ტასო კი დარჩა ერთ ადგილას გაქვავებული უამრავი ემოციით სავსე, რომელსაც ტუჩის კუთხეში ეღიმებოდა და თვალებ აბრჭყვიალებული უყურებდა მისი სამოთხისკენ მიმავალი თვითმფრინავის ბილეთებს.*
სადარბაზოდან რომ გამოვედი დებილივით გამეღიმა
-ღმერთოო მადლობა რომ ეშველა ამ ხალხს. ტასომ სადედამთილო გაიცნო,ანიკოს ბიჭი დაუბრუნდა, გვანცა ორსულადაა...ნუ ეხლა ელენეც შეურიგდა ზურას და ტატოსაც ცოლი მოყავს....-ხმამაღლა ვლაპარაკობდი.ხელში მანქანის გასაღებს ვათამაშებდი და ცაში ვიყურებოდი- ერთი მედა თამუნა დავრჩით რაა...ნუ თამუნას რა უჭირს მთელი ცხოვრებაა იმ სასამართლოში ზის. მეც აგერ ბიზნესი მაქ ისა მაქ ესა მაქ... აწყობილი მაქ ცხოვრება ერთი მიჯნ-სიტყვა ვერ დავამთავრე ვიღაცა რო შემასკდა უკნიდან და ჩამიმტვრია წელი-ვაიმე დედიკოო-ამოვიკვნესე ტკივილისგან
-ბოდიში, კარგად ხართ? მაპატიეთ არ მინდოდა-უკან შევბრუნდი და ვიღაც შავთვალება ტიპი დამხვდა.სახეზე პირბადე ეკეთა, ფოტოაპარატი ქონდა კისერზე ჩამოკიდებული და ისე მელაპრაკებოდა
-კი კი კარგად ვარ.ცოტა ფრთხილად იარე შემდეგში ვინმე წელში არ გადატეხო-ვუთხარი და მანქანისკენ წავედი. სახლში მივედი და მაშინვე საწოლზე დავეგდე.
*****
იმ დღის მერე 2 კვირა გავიდა. სანდრიკო მარტო ერთხელ გამოჩნდა თუმცა დიდი ხნით არა.ინახულა ტასუნა და წავიდა. თვითმფრინავის ბილეთები 10 მაისისთვის იყო. ანი და იოანეც ერთად ატარებდნენ დროს. მე კიდე ბიზნესში ცვლილებები დამეწყო და კრიზისს მივუახლოვდი. რის გამოც ჩემი ბიჭის გაყიდვის გადაწყვეტილება მივიღე
-რამეშველება ახლაა? ჩემი ცისფერი სილამაზის გარეშე როგორ ვიაროოო??-ვეწუწუნებოდი გვანცას რომელსაც ბალიში ამოედო მაისურის ქვეშ და ცდილობდა გაეგო როგორი იქნებოდა მუცელი რო გაეზრდებოდა
-გადაიტან როგორმე.
-აუუ შენთან ხო ვერ იწუწუნებს კაცი რაა....როდის ჩამოდის იკა?
-დღეს საღამოს
-და რას აპირებ?
-ნახავ.ეგ კაი გამახსენე აეგდე და წამოდი თავშესაფარში
-იმ პირობით თუ განცხადებას გამივრცელებ
-ოო გაგივრცელებ ხოო გაგივრცელებ-თავშესაფარში მივედით ვერანდა მოვრთეთ, ბოთეც ავიყვანეთ და ბაბთა გავუკეთეთ.მერე იკას მოსვლას დაველოდეთ.
გვანცა დახვდა წამოიყვანა და ვერანდაზე იდგენ .მონატრებულ ცოლს ეხვეოდა იკა და მისი თმის სურნელს ღრმად ისუნთქავდა.
-შენთვის სიურპრიზი მაქვს
-რა სიურპრიზი?-გაფორმებულ კუთხესთან მიიყვანა გვანცამ. განათებები და ბუშტები იყო.მაგიდაზე ორი ყუთი იდო, ერთი შავი და ერთი თეთრი
-ორივეში საჩუქარია,რომელიც გინდა ის გახსენი-თემომაც პირველი შავი ყუთი გახსნა რომელიც შედარებით დიდი იყო, სადაც ბოთე იწვა ბაბთით- იკა ხო აბოდებდა ძაღლებზე და გაოგნდა. ხან გვანცას ეხუტა ხან ბოთეს. მერე მეორე ყუთის ჯერიც დადგა. გახსნა ყუთი რომელშიც კიდევ ერთი ყუდი იდო, იმაც კიდევ ყუთი და კიდევ და კიდევ... ასე იყო მანამ სანამ სულ პატარა ყუთი არ შერჩა ხელში. გახსნა და რამდენიმე წამს ჩუმად უყურებდა ყუთში მოთავსებულ პატარა თეთრ ჩვილი ბავშვის მაისურს. გვანცა თვალებ აბრდღვიალებული უყურებდა თავიდან. იკა ხმას რო არ იღებდა ამან შეაშინა გული აუჩუყა და უკვე ტირილზე გადავიდან.ცრემლები მისდა უნებურად მოსდიოდა. ხმას ვერ იღებდა. ბოლოს იკამ შეკკივლა
-მამა გავხდები?...რა გატირებს ეეე? ჩემი სიყვარული...მამახვდები-გულში იკრავდა გვანცას და ერთად ტიროდნენ.
ეჰჰ თქვენ არ იცით რა გულის ამაჩუყებელი იყო ეს ბანალური სცენა...ცრემლები ვერც მე შევიკვე.აღარც ის ხილის ტორტი მახსოვდა მაგიდაზე რომ იდო....
*****
-ღმერთო ჩემო რა მალე გადის დრო რა უბედურებაა....ეჰჰ კაი ტიპს კი მივაბარე ის მანქანა მარა ვინ იცის სად დადის ჩემი ბიჭით☹️
-შენი ბიჭი კიარა მოლში გამყევით რა ხვალ- გვეხვეწება ტასო
-წინა კვირას არ იყავი?
-ხო მაგრამ ძაან ლამაზი კაბა ვნახე და ის უნდა ვიყიდო. აბა ყველაფერი დამიძველდა და იმით ხოარ წავალ შვეიცარიაში
-ხო მარა....მოიცა რაოო???
-გადაწყვიტეეეე???
-გვეშველაააა!!!-წამოვიყვირე და ცეკვა დავიწყე
-ესეიგი მიდიახარ
-ფრენა 3 დღეშია, სასტუმრო დაჯავშნილია ყველაფერი მზადაა..ამ შანსს ვერ გავუშვებდი...
-სანდრუნიკუნაც ხო მოდის
-რა კუნა?
-სანდრონინუკა.. რა ვერ შეეცვიეთ თქვეკიდე. ცემს კნინობით ალერსობითებს- ვწუწუნებ
-შევეჩვიეთ მაგრამ ეს....
-ერთ ნომერში იქნებით?-წარბები ავუთამაშე
-არა ქეთი ერთ ნომერში რათქმაუნდა არ ვიქნებით
-იამ რაო?- ტასოს დედის რეაქციით ვინტერესდები
-ელოდა უკვე რო რაღაც მოხდებოდა და მშვიდად მიიღო...
-კაია
-ანუუ ტატოს ქორწილისთვის აქეთ არ იქნები?
-უი ტატოს ქორწილი აქვს უკვე?
-ხო ანუ როგორი პონტია იცი? ეს ახალგაზრდა სამეგობრო სასტავის ქორწილი იქნება რაა...ჯვარს დაიწერენ მარტო და მთელი ღამე გართობა იქნება რაა.კლუბი აქვს დაქირავებული ვაჟბატონს.
-მოიცა რა რადროს ტატოა
-ისე ასე ჩასასტვებაა როდის მოახერხე მაგათთან?
-გოგო რავიი...აი ელენეს რო დავუახლოვდი მერე სულ ვეძახდით ერთმანეთს რამე გემრიელს რო ვაკეთებდით, ნუ ტატოსთან კი იცით თავიდან ვენაგლებოდი თორე მერე რაღაცეები რო მომიყვა მასზე და რაღაცა და რაღაცა ძაან დავახლოვდით.მართლა კაი ბიჭია.ნატუკასთანაც ნორმალური ურთიერთობა მაქვს.კი ვაშტერებ ხანდახან ისეთ რაღაცებს ვამბობ ტატოზე მარა ეგუება ნელ ნელა????
უი ნატუკა კიარა ტატოს ბებია,ანუ კონსტანტინეს დედა რა დღეშია იცით? რო გაიგო ტატოს ცოლი მოყავდა წვეულება გამართა.ანუ ოღონდ ბებრების წვეულება კიარა.იმენა სერიოზული რაა...გალეშილა ძველის ძველი კონიაკები გახსნა და გააგიჟა კონსტანტინე ????უცეკვია უმღერია. ტატომ 5 წელია პიანინოზე არ დაუკრავს და ახლა დაუკრა საქორწინო მარში პირი ღია დაგვრჩაო.ეგ მცოდნოდა ნათელა ასე კარგად იქნებოდა აქამდე მოვიყვანდი ნატუკას ცოლადო
-ნათელა ნახე რაა
-იმენა ბებოა
-ბებუცუნა
-რა ბებუცუნა გოგო?
-ოო ბებო, ბებიკო ბებუცუნა, ერთია რა
-მოიცა კაცო რა დროს ბებუცუნებია, გამყვებით მოლში ესეიგი
-აბა არ გაგყვებით?
-აუ მშიაა.რამე ვჭამოთ რა...-ამოიწუწუნა ტასიკომ
-გავაკეთებ რამეს-კულინარი ანიკოც წამოდგა ფეხზე
-აუ გეხვეწები შაქრიანი კვერცხი არ მინდა ისევ რაა
-მოიცა მოიცაა...ამან კვერცხში შაქარი ჩაყარა და ეგ მე არ ვიცოდიიი???-სიცილი წამსკდა
-აუუუ ამერია საშაქრე და სამარილე დიდი ამბავი
-კაიი ანიკუნა ნუ ბუზღუნებ.არ გაგეღადავები....დღეს
-აუუუ
მხიარულად ჩაიარა ამ დღე.მეორე დღეს მთელი მოლი მოვიარეთ. კაბის გარდა კიდევ უამრავი რამ იყიდა. პარკებით დატვირთული გამოვიდა.
გადაწყვეტილი ჰქონდა მთელი მაისი დაესვენა და მერე მთელი ზაფხული ემუშავა რომ მთავარი ექიმი მალე გამხდარიყო. მალევე გავაცილეთ ტასო აეროპორტში. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ქონდა იმიტორო ჩემი ერთ ერთი ყველაზე დიდი სურვილი ამათი ერთად ყოფნა იყო და მეღირსაა ხალხოო მეღირსა! იამ(ტასოს დედამ) და მარიამაც გაიცნეს ერთმანეთი.ორივემ იცოდა ერთმანეთზე რაღაცები და ჯერ ძაან ისე გაესაუბრნენ ერთმანეთს ზოგადად. შეხვედრაზე რო შეთანხმდნენ კი გაუკვირდა ტასოს მარა აბა რა ეგონა? ბიჭთან ერთად მიდის შვეიცარიაში.ჩათვალეთ წინასწარი თაფლობის თვეა.
ეჰჰ ოდნავ ცრემლმორეული მაგრამ მაინც ბედნიერი დავბრუნდი სახლში. ამასობაში ოფისიდან დამირეკეს მეც რო მივხვდი ჩემი სახლში ჯდომის და ლეპტოპით მუშაობის დრო ამოიწურა. წავედი ჩემს პაწუკა ოფისში. დავაკვალიანე ყველა, მეც დამაკვალიანეს.მივდექით მოვდექით. და პრობლემა მოვაგვარეთ. მერე თავშესაფრის თემასთან დაკავშირებით კონსტანტინეს შევხვდი და ვესაუბრე.რაღაცეები მოვაგვარე და ისევ ოფისში დავბრუნდი.ბოლოს გავუშვი ყველა სახლში და დავრჩი მე. მოგახსენებთ რომ ოფისის ერთი კედელი მთლიანად შუშაა, რომლიდანაც გარედან არაფერი ჩანს, შიგნიდან კი ყველა გამვლელის დანახვაა შესაძლებელი. მეც ის იყო ლეპტოპი დავხურე ჩემი ყურადღება ერთმა ბიჭმა რომ მიიქცია.ზურგით იდგა და რიჟიკა პატარა ძაღლს ფოტოებს უღებდა ფოტოაპარატით.მერე პარკიდან ორიცალი ღვეზელი ამოიღო.ერთს პატარა მოატეხა. ვიფიქრე იმ პატარას მიცემდა მაგრამ,შევცდი.ორივე ღვეზელი ძირს დაუდო.პატარა მონატეხი თვითონ გადასანსლა.მერე ჟაკეტი გაიხადა და კუთხეში დაუგო. რამდენიმე წამს უყურებდა მადლიერი მზერით მომზირალ ძაღლს და წავიდა.იმდენად დამატყვევა მისმა ამ საქციელმა გაქვავებული ვიდექი და ვუყურებდი.სამწუხაროდ პროფილშიც ვერ დავინახე.თან ჰუდი ეცვა და თმაც ვერ დავინახე.
ასე კი მომეწონა მაგრამ ხომ იცით? მოგეწონება ბიჭი დაა ან გეია, ან რუსი ან ლ-ს არბი'ლ'ებს ან კიდე კილო აქ. ამ შემთხვევაში შეიძლება დავამატოთ ისიც რომ ცხვირი შეიძლება ქონდეს ნიკოფსიიდან დარუბანდამდე.მაგრამ ჯერ ხომ არ ვიცი არც დამინახავს.კაი ამოვიგდოთ ეს ბიჭი თავიდან.ასეთი იმდენი გაივლიის.... ეს ვთქვი და ვიღაც ორმა ყმაწვილმა გაიარა და ისეთი ზიზღიანი თვალებით შეხედეს კუსას ნერვები მომეშალა... ვიფიქრე ამ ჟღალ საყვარელს წავიყვან ჩემთან თავშესაფარშითქო მაგრამ მერე იქვე ახლოს პატარა სახლი დავინახე ნომრით და ძაღლის სახელით და მივხვდი ერთ ერთ ორგანიზაციას უკვე უზრუნია მასზე.

ქორწილი ახლოვდებოდა.წინა დღით ადრე გამეღვიძა, რო ვეღარ დავიძინე ავდექი და სააბაზანოში შევედი.სარკეში ჩახედვა და ჩემი კივილი ერთი იყო
-არაააააა! ღმერთო არა გთხოოოვ!!! მეღადავებიიი?? ეს რა ჯანდაბაააა?-სარკეზე ცხვირ მიწეპებული ვაკვირდებოდი ჩემს პაწუკა მუწუკს.-ხვალ რა უნდა ვქნაა?? ჩემი სადა მაკიაჟი ევრო რემონტით უნდა ჩავანაცვლო? შანსი არაა! აუ რა მეშველებააა???-ცოტახანს ვიწუწუნე.მერე დავმშვიდდი და ვიფიქრე აფთიაქში რამეს ვიშოვითქო.მერე აღმოვაჩინე რომ პროდუქტები მქონდა საყიდელი და მაღაზიაშე წავედი
---
-არა ქალბატონო, უფრო რბილი სალფეთქი არ გაქვთ?
-მხოლოდ ესენი გვაქვს
-კარგით რაა, ვარდისფერი სელპაკი როგორ არ გაქვთ? იქნებ გადაამოწმოთ საწყობში?
-კარგით ქალბატონო გადავამოწმებ-უკვე მობეზრებულმა თქვა.
-კარგით ქალბატონო გადავამოწმებ-გამოვაჯავრე და ხელით ლაპარაკის იმიტაცია გავაკეთე. არა როდის იყო ასე ვიქცეოდი კონსულტანტებთან, მარა დღეს დილიდან მომეშალა ნერვები. სარკის მაგვარი რაღაც შევნიშნე იქვე და ისევ ჩემს მუწუკს დავუწყე წვალება.თან ცალ ხელში ტუალეტის ქაღალდი მეკავა და წარბებ შეკრული შევყურებდი ჩემს ანარეკლს.
-ამას არაფერი ეშველება რა...ჰმმმ, კბილისპასტას არასდროს უშველია, ახლაც არ გამომადგება.მგონი ისევ სოფიოს კრემები უნდა წავისვა ოღონდ ტონა...ეს რა ხმა იყო? უი მჭავე კიტრის ქილები ყოფილა, რაო პატარა კიტრუნებო წაგიყვანოთ? არ გინდათ აქ ყოფნა? ჩემი მუწუკითაც მოგწონვართ თქვენ ხო? ეჰჰ არად თქვენ არ იცით ამ მუწუკის გარეშე რა საყვარელი და ლამაზი ვარ...(არა რა ნარცისი) ღმერთოო, მჟავე კიტრს ველპარაკები? ვინმემ რომ დამინახოს ალბათ გიჟი ვეგონები...ნუ არ ვარ თუ რა? ამასობაში კონსულტანტი გამოვიდა ჩემთვის სსურველი ტუალეტის ქაღალდით, მეც გავუღიმე, მჟავე კიტრის ქილა ავიღე და სახლში წავედი.სოფიოსთან გავიარე კრემები გამოვართვი და მივიტყეპე მუწუკზე.
საღამოს ელენესთან გადავედი და ანანასის წვენის თანხლებით ვიცინოდით აცუნდრუკებული მანგოს თამაშზე. მერე ტატო და ნატუკაც მოვიდნენ და ელემ იკივლა რა გინდათ აქ მოემზადეთ ხვალისთვისო მაგრამ იმათმა ახლა სახლში რა გაგვაჩერებდაო
-ცოცხალი მუსიკა იქნება?
-ხო ფიფოს ბენდი
-ფიფოს?
-არ იცი შენ ჟღალი ფიფო?..ჩვენი მეგობარია, ძაან მაგარი მომღერალია.თვითონ გამოთქვა სურვილი მე ვიქნებიო
-კაია
-დეკორაცია ან რამე იქნება?
-ანუ ძაან უბრალოდააა გაფორმებული არაფერი განსაკუთრებული.მარა მაინც ლამაზია....აიი ნამდვილი ქორწილის ამბებს რას ვიზამთ არ ვიცი
-შემიძლია მე გიშოვო საუკეთესო დეკორატორი-მაშინვე ჩემი მეგობარი დეა განახსენდა და ვიფიქრე რეკომენდაციას გავუწევთქო
-მართლა ტო?
-ხო, ჩემი მეგობარი საუკეთესოა მთელს ქვეყანაში????ნუ თვითონ თუ ვერ შეძლებს აუცილებლად გამოაგზავნის ვინმეს
-ოქეი, შევთავაზებ ნათელას
-ნათელა ბებოს არ პატიჟებთ ქორწილში?
-არაა ნათელას რა უნდა, წნევა აუწევს მოკლე კაბიანი გოგოების დანახვის დროს.
არ მკითხოთ ის დღე როგორ დავასრულე.დილით რო გავიღვიძე მუწუკი ისევ თავის ადგილას იყო და მივხვდი რომ 1 თვის სამყოფი კრემი ტყუილად დავცალე. თავი რომ არ მოგაწყინოთ და ჩემი დაგვიანებული გაღვიძებისბგამო სირბილი და წუწუნი არ მოგახსენოთ პირდაპირ ქორწილზე გადავალ. ულამაზესი დედოფალი იყო ნატუკა. და ტატოც ძაან მაგარ ვიდზე იყო.ჯვრისწერის მერე დავგაზეთ კლუბში. ისე რანაირი არა? ყველაზე წმინდა ადგილას საყვარელ ადამიანს სიყვარულს შეჰფიცებ და მერე მთელი საღამო კლუბში მოკლეკაბიან და სექსუალურ გოგოებს უყურენ... ნუუ ტატო საერთოდაც არ იყო ისეთი ადამიანი სხვისკენ გაეხედა როცა ნატუკასნაირი გოგონა ედგაა გვერდით, თუმცა არსებობენ ეგეთი წყვილებიც....
რაც შემეხება მე, როგორღაც მოვახერხე მუწუკის დაფარვა ისე რომ სახეზე შპაკლი არ წავისვი.სხვებისგან განსხვავებით არც სალონში მირბენია.
მოკლედ შევაბიჯე კლუბში ვნახე ხალხი და ვინ შემხვდა არ გაინტერესებთ?????
-არ არსებოობს!! ეს შავგვრემანი ლეონარდო დიკაბრიო ვინ არიის??-სიცილით ვეუბნები ჩემს კლასელ ნიკა ჯორჯაძეს და ისიც სიცილით მეხვევა. მგონი მთელი ბათუმი თბილისშია გადმოხვეწილი, ისე ასეთი ფრაზა კი გვაქვს აჭარაში " აჭარა აჭარლებს თბილის ზათინ ჩვენია" ხოდა მგონი თბილისი მართლაც დავიპყარით. მაგრამ ჩვენს ჰავას, ზღვას და ბუნებას მაინც არაფერი გვირჩევნია დამიჯერეთ????სულ ბორა ბორაზე რო წაგვიყვანოთ მაინც ბათუმის სანაპირო გვირჩევნია. უიჰ ძაან შევიჭერი მე.. ხო სად გავჩერდი?
-ასე უნდა ძველი მეგობრების დავიწყებაა?
-შენ აქ საიდან ნიკუშ??
-ნატუკას მეგობარი ვარ, შენ?
-მე ტატოს????ნუუ ასეთ სიტუაციაში თუ შეგხვდები რაა, აბა ისე სად გნახულობ
-როგორ მიდის შენი საქმეები?-მოკლედ მოვუყევით ერთმანეთს აწმყო, ცოტა მომავალზეც ვისაუბრეთ.შიგა და შიგ ვიცეკვეთ, მერე კიდე დაქანცულებმა სკოლის პერიოდის გახსენება დავიწყეთ
-და ის გახსოვს მარიმ რო თქვა კატები არ მიყვარსო, და თოკა რო გადაძვრა ფანჯრიდან, ღობეზე აძვრა და კატა მიუყვანა????
-ხო ხო, კუდში ჩაავლო კატას და წამოათრია.კი იყო მერე საკადრისაც დაპორჭყნილი
-და ის თუ გახსოვს ბუფეტის მხარეს კედელი რო გამოვტეხეთ და ხაჭაპურებს რო ვიპარავდით
-მაგას რა დამავიწყებს???? რაც მანდ შავაძემ პიცები ითრიაა????
-დაჟე ჭეიშვილიც შეძვრა და პონჩიკები გამოგვიტანა გახსოვს?
-კიი...და ვალმავალი მელაძე?
-რა მავალი??
-ვალმავალი..ანუუ ვისაც კი იცნობს ყველასთან რო ვალი აქ რაა
-აააა????????????????მელაძე კიარა ჯოჯუას რო თმები შეჭერი?
-ჯოჯუა არა ჯუჯუა იყო ეგ, ჯუჯუას ვეძახდი სულ მე...???? აბა რა ეგონა რო გადმომიწია თავი და დაიწყო ხვრინვა შუა ქიმიის გამვეთილზე.ისე შემახვრინა სახეში მეთქი გაჩვენებ მე შენ როგორ უნდა თქო და შევჭერი.ისედაც არ უხდებოდა იმხელა ქოჩორი.
-აუუ რამდენი სიგიჟეა რაა
-აბაა
-აუ ძაან კაი ბენდი ყავთ
-ხო მეგობარიაო, ვიღაც ფიფო...ის გოგოა ალბათ გიტარაზე ვინც უკრავს
-ხოო? რავი...-
-წამო ვიცეკვოთ რა-შევეხვეწე და ისიც წამოვიდა.შუა ცეკვაში მის მზერას ვამჩნევდი ერთი საყვარელი გოგოსკენ და მივაჯახე კიდეც.თვალი ჩავუკარი და აივანზე გავედი. ღრმად ვისუნთქავდი ცივ ჰაერს უკვე შეზარხოშებული და მეღიმებოდა იმ ყველაფერზე რაც ახალი წლის მერე მოხდა. მოულოდნელად ნაბიჯების ხმა მომესმა ზურგს უკან, მივიხედე და ბენდის ერთ ერთი წევრი დავინახე
-მუწუკიანი გიჟი,ტუალეტის ქაღალდით...არ ველოდი შენს აქ ხილვას ქალბატონო მჟავე კიტრთან მოლაპარაკევ...-ანუუ.... მეთქიიი ჰააა?? ჰოარ გაღაჟღაჟებს ბიჭი შეეენ?
-უკაცრავად?
-არჩევანის გაკეთება რომ მოგიწიოს, სამუდამოდ უმუწუკო სახესა და მთელი ცხოვრების განმავლობაში უფასო მჟავე კიტრს შორის არჩევანს რაზე გააკეთებდი?
-ერთმანეთს ვიცნობთ და არ ვიცი?
-აჰჰ...სულ დამავიწყდა, თქვენ არ დაგინახივართ...მჟავე კიტრის ქილასთან საუბარში იყავით გართული
-დაა კიდევ ბევრჯერ უნდა ახსენო რომ მჟავე კიტრს ველაპარაკებოდი?-წარბები ავწიე, თვალები მოვჭუტე და დავაკვირდი. ჩემი სიმაღლის, ჟღალ თმიანი და მოზრდილი წვერიანი, თეთრი თხელი პერანგი ეცვა და ჯინსის შარვალი. სიგარეტს რო მოუკიდა თითები, ის გადასარევი თითები იყო ერთადერთი რამ რამაც ჩემი ყურადღება მიიქცია.
-რავი როცა გიყურებთ სულ ის მუწუკიანი გოგონა მიდგება თვალწინ ამიტო ალბათ კი
-რატომღაც მგონია რომ სპეციალურად გამოგგზავნეს ჩემი ნერვიუვლი სისტემის გასაღიზიანებლად
-შენ წარმოიდგინე არავის გამოვუგზავნივარ..დავიჯერო ვინმეს სჭირდება ეს?
-წეღან თქვენ ვიყავი ეხა უცებ შენ გავხდი?
-არ შეიძლება შენობით რომ მოგმართო?
-ააა ახლა მეკითხებიი??
-მენაგლები?
-პირდაპირ მჟავე კიტრზე ლპარაკით რო დამიწყე საუბარი რათქმაუნდა გენაგლები
-ააა ანუ მჟავე კიტრით არ უნდა დამეწყო..კაი მაშინ თავიდან... გამარჯობა ლამასოოო, გავისნოოთ??
-სერიოზულად?-გამეცინა.
-არა? კაი მაშინნ-ხელები აწია დანებების ნიშნად
-საიდანღაც მეცნობი....
-ალბათ მაღაზიაში შემამჩნიე კიტრს რო ებუზღუნებოდი მაშინ....
-არა.. არა! ვიცი. ქუჩაში დამეჯახე და ძვლებში ჩამამტვრიე
-აჰჰ! რათქმაუნდა ის გიჟიც შენ იყავი შუა ქუჩაში ცაში რო იყურებოდა და ლაპარაკობდა... სიმართლე მითხარი, იქაც სადმე მჭავე კიტრებს ხედავდი თუ უბრალოდ ღრუბლებს ესაუბრებოდი
-რამდენს ბედავ?
-რამდენსაც საჭიროა
-უსირცხვილოდ იქცევი
-კიდე მე ვარ უსირცხვილო? ჩემს თავს მე არ ველაპარაკები?
-შიზოფრენიკი ნუ გამოგყავარ
-არ ხარ თუ რა?
-არ შეწყვეტ?-გაბრაზებულმა შევხედე..მერე ვიღაც გოგო გამოვარდა სიცილით
-ეს უნდა ნახოთ-გვითხრა და შევარდა.მეც მაშინვე გავიქეცი და რას ვხედავ თუ გამოიცნობთ? არა ვერ გამოიცნობთ????ხო გახსოვთ ვთქვი ნათელამ მაგარი ფართი მოაწყო თქო. ახლა მოკლე კაბა ეცვა, ხელში შამპანურის ბოთლი და ტატოს ეჩხუბებოდა
-ბებო ცუდად გახდები, მომეცი ეგ ბოთლი
-ცუდადო? რა გამხდის ბიჭო ცუდად? ძლივს გეშველათ და ახლა გავხდები ცუდად?
-ბებო რაც დალიე და აღნიშნე უკვე არ გეყო?
-არა! სანამ შვილიშვილს არ ჩამიგორებთ მანამ არ მეყოფა! აფიციააანტ! ეს ბოთლი წაიღე!-ცარიელი შამპანურის ბოთლი მიაწოდა.მერე ბენდისკენ გაიწია და მიკროფონთა დადგა
-ნუ მიყურებთ ბავშვებო ეგეთი სახით.მე კანი მაქ დანაოჭებული თორე სულით ისევ თქვენხელა ვარ. ახლაკი ჩემს ქოჩორას და ნატალის ვუძვღვნი ამ სიმღერას. ბენდის წამყვანი სადაა?-ჩემს გვერდით მდგომი ჟღალი ყმაწვილი ბებოსკენ დაიძრა, ხელზე აკოცა და მომხიბვლელად გაუღიმა.მერე გვერდით ამოუდგა და სიმღერა დაიწყეს
"მიყვარდა მიყვარდა ლამაზი გოგონა ყველაზე"-ნუ ჯერ ხო დაშოკილები ვიყავით ყველა.მერე დავიწყეთ ჩვენც ცეკვა სიმღერა და წავიდა წიწინი. ბოლოს მიკროფონში ჩასძახა ბებომ-ოგრიალეთ ოქროებო!-ო და შემოგვიერთდა. იცეკვა და მერე პატარძალთან ერთად დაჯდა და ლაპარაკი დაუწყო. ჟღალი ბიჭის ხმა სასიამოვნოდ ჩამესმოდა ყურში.აქამდე მისი ხმისთვის ასეთი ყურადღებით არ მიმიქცევია.რამდენჯერმე გადაეყარა ჩვენი მზერა ერთმანეთს თუმცა....ნუ რა მნიშვნელობა აქვს....

-ხვდები რომ ერთნაირი სახელები გვაქვს?-თვალებ განრწყინებული შესცქეროდა ნატუკას ბებო
-ერთნაირი?
-შენ ნატალი ხარ, მე ნათელა.ერთნაირია რაა
-ხო რათქმაუნდა-უხერხულად გაიღიმა ნატუკამ და მიშველეო თვალებით მითხრა.ეს ნათელამაც შენიშნა და გადაიხარხარა
-გეხუმრები საყვარელო გეხუმრები.ნუ ხარ ასე დაბნეული და დაკომპლექსებული, ჩათვალე დაქალი ვარ შენი
-ნათელა ბებო როგორ ხართ? მგონი ერთმანეთს არ ვიცნობთ, თუმცა ბევრი მსმენია თქვენზე-საუბარში ჩავერთე და ნათელას ხელი ჩამოვართვი
-მეც მსმენია შენზე ჩემო კარგო ბევრი რამ. ძალიან მიხარია შენი თავშესაფრის ამბავი
-მადლობა
-მოდი ახლა ამ ჭიქით ჩემს რძალს, ჩემს ახალ ქალიშვილს და ულამაზეს გოგოს გაუმარჯოს რომელმაც ჩემი მელაკატკ-მელაფატკე გააბედნიერა-თქვა და ღვინის ჭიქა დაცალა
-რა კატკე?????
-მთელი ბავშვობა ლაკატკითააქ გატარებული. მერე თინეიჯერობაში აიჩემა მებაღე უნდა გამოვიდეო და ლაფატკით დარბოდა.მერე შენ გაგიცნო და...
-ჩემს მელაფატკეს გაუმარჯოს????-გაეცინა ნატუკას და თვიტონაც დალია-ანუ ნათელა ბებოო, ტატოს პატარაობის ფოტოებს ხო მაჩვენებთ? მარტო ერთი მაქვს ნანახი ისიც იქ მოზრდილია უკვე
-გაჩვენებ ჩემო გოგო აბა არ გაჩვენებ? იცი რა დაცემა ფოტოები მაქ?-ნათელას დაცემაზე სიცილი აგვიტყდა. მერე იმ ჟღალი გიტარისტის ხმა მოწვდა ჩემს ყურთა სმენას და ყველამ მისკენ გავიხედეთ. დრო როგორ გავიდა-ს მღეროდა და მთელი დარბაზი აიყოლია.ნათელამ ხელები რო ჩაგვკიდა მე და ნატუკას და წაგვიყვანა ეგ იყო შოკი. ბენდისთვის შემაღლებულ ადგილას აგვიყვანა და ცეკვა დაგვაწყებინა. ნათელა ისეთი შოკი ქალი აღმოჩნდა ვერასდროს რო წარმოვიდგენდი მსგვსის არსებობას.მეგონა ტატომ მოყოლის დროს გადაამეტა რაღაცები თუმცა შევცდი. სიმღერის ბოლოს ნატუკა რომ მიუყენა გვერდით ტატოს და აკოცეთ ერთმანეთს რო უთხრა მთელი დარბაზი აყვა და ყველა ერთად ყვიროდა აკოცეთო. აწითლებულ ლოყებს მაკიაჟიც ვეღარ უმალავდა ნატუკას, ტატომ კი მაცდური ღიმილით დააჯილდოვა.დაატრიალა და ისე უცებ აკოცა დანახვა ვერ მოასწრეს.ამ ყველაფერს აივნიდან ვადევნებდი თვალს და კვლავ მარტოსულობის შემოტევით გადეპრესიებული ვწრუპავდი შავ ღვინოს
-შავღვინოში ალუბლები ბანაობენ, ეს ტუჩები დასალევად მენანება ჰეი-წაიღიღინა შორიდან მომამავლა ჟღალმა და გვერდით ამომიდგა. არცერთი ვიღებდით ხმას.ბოლოს უხერხული სიჩუმე ისევ მე დავარღვიე
-ყოველ დღე მჟავე კიტრის ჭამა მომბეზრდებოდა...ამიტომ უმუწუკო სახეზე გავაკეთებდი არჩევანს
-რა?
-შენს კითხვაზე გიპასუხე...
-ჩემი აზრით მაგ მუწუკითაც ლამაზი ხარ შენ
-მეუბნება ბიჭი რომელიც ქილასთან საუბრის გამო დამცინოდა- მართალია უცნობების და საერთოდ საზოგადოების აზრს თითქმის არასდროს ვაქცევ ყურადღებას და ყოველთვის ისე ვაკეთებ ყველაფერს როგორც მომწონს, მაგრამ მისი სიტყვები გულში ჩამრჩა... არ მესიამოვნა როცა წარმოვიდგინე რომ ადამიანს შიზოფრენიკის შთაბეჭდილება რჩება ჩემზე... მაგრამ იქნებ მართლა ვარ?
-არ დაგცინოდი უბრალოდ შენ არ იცი რა სანახავი იყავიი ქილას რო ებუზღუნებოდი და ხელში ტუალეტის ქაღალდს აფრიალებდი
-ვიცი რომ ლამაზი და საყვარელი ვარ , მაგრამ მაინც მადლობ ქათინაურისთვის
-ხო აი იმდენად ლამაზი ხარ რო გიყურებ ვდნები-მეუბნება და დადნობის იმიტაციას აკეთებს ოღონდ როგორ იცით? თითქოს მუხელბი ეკვეთება და თითქოს იქცევა მარა მერე გაღიმებული დგება ისევ ფეხზე
-აქ არდადნე წეღან მოწმინდა დამლაგებელმა-სრულიად სერიოზული სახით ვეუბნები, ის ჯერ მიყურებს მერე სიცილს იწყებს...
ცოტახნანი სიჩუმეში ყოფნის მერე ჯიბიდან ბარათს იღებს და მაწვდის
-ორშაბათს ვუკრავთ.კარგი იქნება თუ მოხვალ
-ვნახოთ...-მალევე წამოვედი.იქ გართობა კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა მაგრამ არ მიყვარს ისეთ ადგილას დიდხანს გაჩერება სადაც ბევრს არ ვიცნობ.კი გავიცანი ვიღაცები მაგრამ მაინც არ ვგრძნობდი თავს კომფორტულად.თან ნიკოლოზმა გოგო ააგდო და ჩემი თავი არ ქონდა. მეც აღარ შევუშალე ხელი.
სახლში რომ მივედი, ცოტახანს მეძინა, ადრიანად გამეღვიძა და ვეღარ დავიძინე ამიტომ ყავა გავიკეთე და სავარძელში მოვკალათდი. თავი უკან მქონდა გადაგდებული და სიმღერები ჩართული. როცა თქვენც არ იცით როგორ ხასიათზე ხართ მაგრამ კარგზე ნამდვილად არა ჯგუფ წერილს მოუსმინეთ????
ინსტაგრამს და Fეისბუქს ჩამოვუარე. მერე ტასოს გამოგზავნილ ფოტოებს გადავხედე, ვერ გეტყვით რომელი უფრო ლამაზი იყო ხედი მისი სასტუმროდან თუ სტაფილოსფერ კაბაში გამოწყობილი ანასტასია მაგრამ იქაური დაისის ფონზე ქალღმერთივით იყო და წარმომიდგენია სანიკო რა თვალებით უყურებდა იმ მომენტში მის ნასტიას????
*ერთ საღამოსაც რომანტიკოსობა წამოუარა ალექსანდრეს და გადაწყვიტა პატარა ვახშამი დაეხვედრებინა ტასოსთვის ნომერში. დააპრიალებინა იქაურობა დამლაგებელს, დაჟე სასტუმროს რესტორნის მთავარ შეფ მზარეულს მოელაპარაკა, გემრიელი რაღაცეები გააკეთებინა, ხოდა საღამოს სეირნობის შემდეგ რომ დაბრუნდნენ ნომერში დახვდათ კიდეც ლამაზად მორთული სუფრა უუულამაზესი ხედის თანხლებით. ახლა მოკლედ კი გიყვებით მაგრამ სხვანაირად როგორ გითხრათ აი...ტასომ რა ქნა არ იცით? თავში მოირტყა ხელი
-ვაიმეეე როგორ დამავიწყდაა! დღეს ფეხბურთიაა!!!-სკამზე დაჯდა, სუფრას გადახედა, შამპანური მოსვა და ტელევიზორი ჩართო. სანი კიდე გაშტერებული უყურებდა- მეთქი რას ავღნიშავთ...სულ არ მახსოვდა დღეს რეალის თამაში რო იყო..ისე შეუსაბამო საჭმელი გაქვს შერჩეული
-...ჰო....რავიცი....- ტასო ფეხებ გაშლილი იჯდა, აი ძააან ბიჭივით რაა...ხოდა თან ცეზარს ჭამდა თან გატანილ გოლზე ყვიროდა. სანდრო ჯერ კი იყო ანასტასიას ამ არაორდინალური საქციელით გაოგნებული მაგრამ მერე თვითონაც ჩაერთო ფეხბურთში და ბოლოს, თავიანთი მოგზაურობის ნაცვლად რეალის გამარჯვებას აღნიშნავდნენ სვეცკური სუფრით*

მზის სხივებმა ფანჯარასთანაც მოაღწიეს როგორღაც. მეც ავდექი.კიდევ ერთი ჭიქა ყავა დავლიე დ აოფისში წავედი. გადავხედე საბუთებს რომლებიც გუშინ გადმოვდევი, კონსტანტინესთან გასაგზავნი ფაილებიც გადავახარისხე. 9 საათზე უკვე ნინა მოვიდა.კარი რომ გავუღე გაკვირვებულიც კი დარჩა. მოკლედ ბევრი რომ არ ვილაპარაკო იქ რა ვქენი იქიდან დავიწყებ მოყოლას ანისთან რო ავედი უკვე 12 იყო საათი. ქალბატონსაც ეღვიძა და თავის საფირომ სალათს: მინდა ვიყო კერძს ამზადებდა. ვინაიდან შვეიცარია 3 საათით უკანაა ტასუნამაც იქაური დროით 9 საათზე ინება გაღვიძება და დავრეკეთ.
-ულმააზესია!
-რაც ჩახვედი მას შემდეგ სამოცდამეთვრამეტედ და კონკრეტულად დღეს მეთორმეტედ თქვი ეგ
-ლამაზია და რა ვქნა
-მეორე ქალაქში როდის გადიხართ?
-დღეს სასტუმროდან გავალთ და სხვა ქალაქში უნდ გადავიდეთ, იქაურობას მოვივლით, მერე კიდე სხვა ქალაქში და ბოლოს ერთ ძაან ლამაზ სოფელში გავჩერდებით.
-აუუ რა კაიააა
-ნასტიაა....ჩემი პერანგი აქ დამრჩა გუშინ?-ტასო აივანზე იჯდა, ოთახიდან კი წელს ზემოთ შიშველი სანი გამოვიდა. მე და ანიმ ერთმანეთს გადავხედეთ და თვალები ვჭყიტეთ. ტასოც არ ელოდა ამის გამოვარდნას აშკარად. მერე სანიმაც მოგვწვა და უხერხული ღიმილით მოგვესალმა
-კი სავარძელზეა
-არაა
-როგორ არაა მანდ დევს ნახე
-არ დევს ვნახე უკვე
-ღმერთოო!-რამდენიმე წამს აღარ ჩანდა, ალბათ პერანგის მოსაძებნად წავიდა მე და ანი კიდე უხმოდ ვიცინოდით.
-ეს რაარი აბა?
-ვერ მითხარი ამ სავარძელზეთუ იყო?
-შენ ორივე სავარძელზე ვერ ნახავდი?
-რატო ყვირი?
-არ ვყვირი გეუბნები უბრალოდ.და გადი რა შენს ოთახში ვლაპარაკობ!
-კაპასი...
-გაგაკაპასებ ახლა ცხოვრებისეულად!-აწითლებული დაჯდა კომპიუტერის წინ და ჩვენი წარბების თამაშზე წარბები შეკრა-ნუ მიყურებთ ეგრე ტყუილად გგონიათ რაც გგონიათ
-რა? არა კაცო რამე გვგონია ჩვეენ? ქეთი შენ რამე გგონია?
-არა რას ამბობ არაფერი არ გვგონია ჩვენ...
-აუუ გვეყოფა ჩემზე. შენ რა ქენი ქორწილში?
-ვაიმეე ეგ არ გამახსენოთ. მოკლედ გუშინწინ დილით ვიღვიძებ და-მოკლედ დავიწყე მუწუკით, გავაგრძელე ჟღალი გიტარისტით, ნათელათი, ნიკუშათი და ბოლოს დილის ამბებით დავაგვირგვინე
-მოიცა დაა იმ ბიჭს არ უთქვამს მეტი არაფერი?
-რა უნდა ეთქვა ორშაბათს დამპატიჟა ბარში, ვუკრავთო
-წადი მერე
-ოო სად წავიდე ერთი
-წადი გოგო რას კარგავ
თან რავი.არა საუბრის წამოწყება ცუდად კი გამოუვიდასავით მარა
-ვნახოთ რა
-რა ქვია არ იცი ხო?
-არაა...
-და ბენდს რა ქვია?
-ტატომ მოიხსენია როგორც ფიფოს ბენდი და ფიფო რომელია არ ვიცი...
-ეგ იქნება ბენდის სახელი?
-მოიცა ვნახავ ბარათზე-ჟღალის მოცემული ბარათის ძებნა დავიწყე და ბენდის სახელი რო წავიკითხე სიცილი ამიტყდა
-კარვის ამბორი????????????
-ეს ვერაა ხო?
-რა კარვის ამბორი?
-კარვის ამბორი ქვია ბენდს????
-ღმერთო ყველაფერ არანორმალურს შენ როგორ უნდა გადაეყარო?
-კლუბის სახელი Dating club....ჰმმმ საინტერესოა
-მისამართი?
-მისამართი....მოიცა ამ ქუჩაზეა?-ბარათს კიდევ ერთხელ დავხედე, მერე ფანჯრიდან გავიხეფე და ქუჩა მოვათვალიერე.მალევე შევნიშნე მოპირდაპირე მხარეს სარდაფში ჩასასვლელი კიბეები და თავზე პატარა ასოებით კლუბის სახელი
-მგონი ხვალ მე და ანიკო ვგულაობთ
-მოიცა მეც მიგყავარ?
-ხო აბა! იუნაც წამოიყვანე
-კაი ვნახოთ
-უი ნინოს რეაქცია არ მომიყოლია ხო?
-რა რეაქცია
-ვუთხარი ტატოს ქორწილში ხარ დაპატიჟებული ზაფხულშითქო და რა მკითხა?
"ვაიმეეე ცოლობა გთხოვაა??" გადავბჟირდი????????- ანიდან კიდევ წავედი ოფისში და საღამომდე სახლში არ მივსულვარ.
მოკლედ. გათენდა ორშაბათი დღე. მე კიდე მთელი დღე გვირილას ვპუტავდი-წავიდე არ წავიდე წავიდე არ წავიდე წავიდე არ წავიდე- არ წახვიდეო მეუბნება გვირილა. მაგრამ ეგღა მაკლია ახლა გვირილას დაკრულზე ვიარო რაააა!
საღამოს ავტეხე ანი და იო, ჩავკიდე ხელი და წავიყვანე კლუბში. ვიღას ახსოვს ქეთა? რო ჩაკიდეს ხელი ერთმანეთს და დაიწყეს ცეკვა სულ დავავიწყდი მე მაგათ. სამაგიეროდ მე ყველა წაკითხული ისტორია მიტრიალებდა გონებაში და დავიწყე ისეთი კუთხის მაგიდის ძებნა საიდანაც ყველაფერი კარგად გამოჩნდებოდა. ვიპოვე კიდეც, მივედი დავჯექი, რაღაც კოკტეილი მოვწრუპე და კარვის ამბორის მოსმენა განვაგრძე. დავაკვირდი ჟღალს, შევისწავლე ყველა დეტალი. შემომხედა, შევხედე, ჩაიღიმა, გავუღიმე. მღეროდა-მიყურებდა, მღეროდა-მიყურებდა, მღეროდა-მიყურებდა....
ეჰჰ...დაამთავრა სიმღერა და გადააბარა მიკროგონი წითურ გოგოს. მერე გაქრა აორთქლდა სად წავიდა არ ვიცი ვეღარ დავინახე. ხოდა უკვე მეორე ჭიქაზე გადავედი გვერდით რო მომიჯდა
-მუწუკიანო გიჟო...გამიხარდა რომ მოხვედი
-კაი?
-მართლა
-კარგად მღერით
-ვიცი
-????????ნარცისი....
-მუწუკიანი გიჟი კიდევ რამდენ ხანს უნდა გეძახო?
-ეგ კითხვა წესით მე უნდა დამესვა არა?
-შენი სახელი არ უნდა მითხრა?
-არც მე ვიცი შენი სახელი
-არ ვუთხრათ ერთმანეთს?
-კრავაი- ჟღალმა ჩაიღიმა, თვალები აუციმციმდა და ძლივს შეკავებული სიცილით მითხრა
-მურთაზი-სიცილი ამიტყდა მაგრამ რა სიცილი, კიდევ კარგი ხმამაღალი სიმღერა იყო და არ ისმოდა ჩემი სიცილი. გადავბჟირდი გეფიცებით. ცრემლები მდიოდა უკვე.სული რო მოვითქვი და მის სერიოზულ სახეს შევხედე კიდე ამიტყდა სიცილი და ვეღარ გავჩერდი. მოკლედ ალბათ 10 წუთზე მეტი ვიცინოდი.ისიც ავიყოლიე და რო გავჩერდით.უხმოდ მივაჩერდით ერთმანეთს
-ქეთი-ხელი გავუწოდე
-რეზი-გამიღიმა, ხელი ჩამომართვა, მერე ამოაბრუნა, ხელის ზურგზე მაკოცა, მერე მომქაჩა და მასთან ახლოს მიმაჩოჩა.მეც იმხელა დისტანციით ვიჯექი გეგონება მეტროში ვიჯექი და ვიღაც ლოთი კაცისგან ვიცქვდი დისტანციას. მარა მაინც რანაირად დამძრა ეს ამხელა ქალი?
-კაიი?-ძაან ახლოს ვიყავი და უკან გავწიე თავი, მერე ის ვიფიქრე ღაბაბი არ გამიჩნდეს თქო და ცოტა გავსწორდი
-რა?
-არაფერი...რა...
-რატომ კარვის ამბორი?
-ნინეს ამბავია
-ნინეს?
-ხო აი იმ ცეცხილფერთმიანის.
-ნინეს ამბავია კარვის ამბორი?
-ხო...სხვათაშორის მინდა ძაან მაგის გამოცდა
-გამოცადე მერე
-მარტო ხოარ გამოვცდი
-რატომ მარტო? გადახედე კლუბს...ნახე რამდენი გოგოა
-კი ხო?
-აა გოგო არ გინდა? არც ბიჭები აკლია აქაურობას.
-სერიოზულად?
-რა არა?
-არა.
-შენ უკეთ იცი...
-ლამაზი რომ ხარ მითქვამს?
-კი
-კიდევ რო გავიმეორო?
-ძაან ბანალური აღმოჩნდები
-კაი მაშინ სხვანაირად გეტყვი
-გამოუშვი????
-აი ისეთი ლამაზი ხარ როგორც თვითვმფრინავების კვალი ვარდისფერ ღრუბლებში დაისისას...ოღონდ იმ განსხვავებით რომ ის წამიერია შენ კიდე სულ ხარ
-ვაიმე სტარტინგ გულის ჩუყინგ
-აი ისეთი ლამაზი ხარ როგორც ამ კოკტეილის ყვითელი, ლამაზად მოხვეული საწრუპი
-არ შემიძლიხარ????
-აბა ქეთეონ...რას მეტყვი საკუთარ თავზე
-გიჟი ვარ
-ეგ ისედაც ვიცი...რამე სხვა
-შერეკილი
-????ეგეც ვიცი
-რო მიფრიკინებს ეგეც?
-კი ეგეც...და მეც ვერ ვარ იცი?
-ხოო?
-ხო
-არ გეტყობა
-დაგიმტკიცო?
-დამიმტკიცე
-ნამცხვარი გინდა?-საიდან იცოდა რო იმწუთასს მაგაზე ვფიქრობდი?
-დავუშვათ?
-გინდა უფასოდ გიჩალიჩო?
-მიდი????????????-ხელი ჩამკიდა და გამაქანა სცენისკენ, მიკროფონთან დადგა, ჩემთვის ხელი არ გაუშვია, კი ვეჭიდავე რას შვებითქო მარა ვინ მისმენს.
-მეგობრებო ორი წუთით თქვენს ყურადღებას ვითხოვ! მადლობა..მადლობაა....ახლახან გავიგე რომ მე და ჩემს პატარას კიდევ პატარა გვეყოლება-იყვირა და ხელში ამაფრიალა-ატყდა ყვირილი წივილი კივილი კნავილი წკმუტუმი შეძახილები და რავიცი. მისი ბენდი ხო გამოშტერდა, ანი და იოანეც ხო გამოშტერდა და მე ხო გამოვშტერდი და გამოვშტერდი...ისეეე უკეთესის მოფიქრებაც შეიძლებოდა....ვერ ვარ მე კარგად. ადგილი რო დავუკავეთ ის იყო შეტევაზე უნდა გადავსულიყავი ტორტით რო მოგვადგა პერსონალი და მოგვილოცა...ყველაფერი რო ჩაწყნდარდა ტორტის ერთ დიდ ნაჭერს ჩავასე ჩანგალი და გაღიმებული მივაჩერდი
-კარგი იყო...მომეწონა..
-მარტო რო ჭამ რა წესია ეე?
-ჩემია ეს ნამცხვარი
-რატოა მარტო შენი ჩემი დამსახურებით არ გაქვს?
-ქეთი რახდება?- ანი და იუნა მოგვადგა
-ანიი...გაიცანი ეს რეზია, რევაზ, ესენი ანი და იუნ....იოანე არიან
-სასიამოვნოა-ხელი გაუწოდა ანიმ და შეაგება კიდეც თავისი რეზიმ.
-რა სპეკტაკლი გამართეთ სცენაზე?
-მაგ სპეკტაკლის შედეგი აგერ მაგიდაზე დევს დაო ჩემო
-სმურფო მაღალო! კიდევ ნამცხვრის გულისთვის მოიგონე რაღაც?
-ამჯერად ეს რეზის იდეა იყო...
-ოჰჰჰ, ჩათვალე ამის გული უკვე მოიგე-თვალს უკრავს, რეზი იცინის მე კიდე ანის ვუ....პ თვალებს
-წამოდი ვიმღეროთ-მეუბნება რევაზი. ამაზე სიცილი ამიტყდა და ანიც ამყვა
-შენ ბიჭი ფილმში ხოარ გგონია თავი? რა გინდა დააყრუო აღმოსავლეთ საქართველო?
-კაიი? ვერ წარმომიდგენია რო ვერ მღერი...
-დაგიმტკიცო? თოვლი მოსულაააა, და კარს შემოაღებს ახალი წელი მალეეეე-წავიღიღინე. იოანემ თვალები დახუჭა ანიკომ კიდე სახე სასაცილოდ დამანჭა და ყურებზე ხელი აიფარა. რევაზს სიცილი აუტყდა
-კარგი, კარგი მჯერა, აღარ გააგრძელო....ისე ეგ სიმღერა სად გაგახსენდა....მაისია
-შენ ის უნდა ნახო შუა ივლისში ზღვაზე რო ცურავს და რო მღერის. 700 მეტრის რადიუსში მყოფი ვინცაა მირბის ან მიცურავს....-ანა გამოვიდა სიტყვით
-ღმერთო!....კარგი მე უნდა დაგტოვოთ. სასიამოვნო იყო თქვენთან.... ნამცხვარი რო არ მაჭამე მაგისთვის მერე გადაგიხდი...-წავიდა....წავიდა და ცოტახანში მისი ხმაც მესმის რასაც გიტარის და კიდევ რაღაცების ხმა მიყვა და რას მღეროდა არ გაინტერესებთ?????არ გაინტერესებთ ნუ გაინტერესებთ მე მაინც გეტყვით. თოვლი მოსულა-ს
ხალხო ხო გაიგუდა სიცილით, მეც ხო გადავბჟირდი, ხოდა მის მოჟუჟუნე თვალებს ჩემს ჟუჟუნა თვალებს ვაგებებდი და ვუღიმოდი.
-აქამდე ხო დაფრინავდა და ახლა საერთოდ აღარ ესმის! ქეთევააან! იქნებ მოგვაქციო ყურადღება!
-ანი დამაცადე რა, ხო ხედავ ვფილტრაობ
-რას შვები?
-ვფრილტრაობ
-ფლირტაობ
-ხო ვრაღაცატაობ
-როგორ?
-თვალებით
-ღმერთო შენ უშველე!
-მიშველა უკვე მიშველა
-არ გეტყობა.
-შემეტყობა ცოტახანში
-მივდივართ მე და იო
-ოჰ სიძევ ბატონო, ვეღარ უძლებ ხალხმრავლობაში დ აგინდა გამოკეტო ჩემი დაქალი ხო?
-ცოლისდავ შენ ჯობია რევაზს მიხედო
-აჰა აყვა ეხლა ესეც, მომინდომეს სიძეობა და ცოლის დობა
-მართალია ანი, ჯერ თხოვე ცოლობა და მერე დამიძახე ცოლის და ვაახ
-იმენა ითხოვ რო ცოლად მოვიყვანო ხო?-ჩაიღიმა, თვალები აუთამაშდა....თვალი ჩამიკრა და რაღაც მანიშნა რა ვერ მივხვდი...-გეგმაში არ მქონდა ჯერ ჯერობით მაგრამ...ქეთ მათხოვე შენი თმის სამაგრი-მეუბნება, გაშტერებული ვუყურებ, მერე თმიდან ვიძრობ რეზინას და ვუწვდი. ის აპატარავებს რეზინას, ხელში იჭერს, ცალ მუხლზე დგება და ანის ხელს იკავებს-ჩემი ცხოვრების ერთგულო მეგზურო, ჩემო თანამგზავრო, ჩემო მხატვარო, მწერალო, ჩემი ულამაზესო და უსაყვარლესო, ჩემო ცქნაფა, ჩემო ბუსუსო, ჩემო ცუცქნიკო. ჩემო როგორც ქეთი გიწოდებს ეთერ, გახდები შენი აბესალომის მეუღლე და გეყვარები სიცოცხლის ბოლო ამუსუნთქვამდე? იქნები ჩემთან ერთად ჭირშიც და ლხინშიც? გამიკეთებ ხოლმე შენ გემრიელ კერძებს? დაჯდები ხოლმე და დამხატავ? ან ნერვებს მომიშლი ხომე დაღლილი რო მოვალ?-გაღიმებული თვალებში შესციცინებდა გაოგნებულ ანიას. სამივემ ვიცოდით რომ სპეციალურად ამბობდა ამ ბანალურ სიტყვებს, თუმცა მე არაფერი მეთქმის იმიტორო ვიცი ანი ყველაფერს ხედავდა იუნას თვალებში. არ ელოდა.რათქმა უნდა არ ელოდა ამ ყველაფერს. ცრემლები ჩაუდგა თვალებში სიხარულისგან და ჭკუაზე არ იყო. თქვენ წარმოიდგინეთ და ვერაფერი თქვა. რეზინა რომ მოარგო თითზე იოანემ მაშინ მოვიდა გონს. გაიცინა და ჩაეხუტა.
-ამ ჭიქით მინდა თქვენი სადღეგრძელო დავლიო გვრიტებო....აუუუ ძაან გამახარეთთთთ! სიძეეე! საღოლ!
-მადლობა ცოლის დავ-გამეკრიჭა...
მალე წავიდნენ მეკიდე კიდევ დავრჩი და ბენდს გაბადრული ვუსმენდი.ცოტახანში მიმტანი მომიახლოვდა და ერთი ჭიქა კოკტეილი მომიტანა
-უკაცრავად, მე არ შემიკვეთავს
-ფიფომ გამოგიგზავნათ-მიღიმის და მიდის. ვინაა ფიფო? გავიფიქრე ბენდს გავხედე. ჩემმა ჟღალმა თვალი ჩამიკრა, გამიცინა და სიმღერა განაგრძო. და მივხვი რომ ფიფო ჩემი ზე სიმპატიური, ზევსის მაგვარი, ციდან ჩამოვარდნილჯ ანგელოზივით არამიწიერი რეზია....



№1 სტუმარი იყოდაარაიყორა

ძალიან მომწონს <3 ველოდები შემდეგ თავს <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent