შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქიმია ორისთვის ( თავი 8)


12-07-2020, 00:06
ავტორი თუკა
ნანახია 11 191

სახეწაშლილი იჯდა სავარძელში დანიელი და ხმას არ იღებდა. გული საშინლად სტკიოდა მომხდარის გამო. ვერაფრით იაზრებდა რომ მართა სიმართლეს ასე დაუმალავდა..
ხმის ამოუღებლად უქნევდა თავს და-ძმას და ცდილობდა ნაკლებად შეემჩნია უხასიათობა. თუმცა უხასიათობის მიზეზი რომ მართასთან ასებული გარემოებები იყო ამას ანდრია ძალიან კარგად ხვდებოდა.
მოჭარბებულ ხმაურს და სიცილს ვერ გაუძლო და თავი სააბაზანოში გამეფებულ სიჩუმეს შეაფარა.. თავის ანარეკლს გაუსწორა თვალი და დაგუბებული ჰაერი ამოუშვა ფილტვებიდან. ვერაფრით იჯერებდა რომ ვისიც ასე სწამდა, ვინც ასე სხვანაირად მიაჩნდა ისიც ჩვუელებრივი აღმოჩნდა დანიელისათვის. ვერ ეგუებოდა აზრს რომ მართაც ისეთივე მატყუარა იყო ამ სიტუაციაში როგორც ყველა სხვა დანარჩენი.. ერთ მხარეს გული მეორე მხარეს კი გონება ედგა. მძაფრად და ხაზგასმით უკრძალავდა გონება მასთან მიახლოვებას, მაშინვე ერთვებოდა წითელი ღილაკი რომ როგორც ამჯერზე სხვა დროსაც მოატყუებდა მართა, სხვა დროსაც შეეცდებოდა მისთვის ნაცარი შეეყარა თვალებში.
ახლაც ისეთივე მარტო იყო, როგორც მართამდე. ახლაც ისევე მარტოსულად გრძნობდა თავს როგორც მთელი განვლილი ცხოვრება.
ჯერ კიდევ უთრთოდა ხელები.. პირველად მთელი სიცოცხლის მანძილზე პირველად იყო ასეთ მდგომარეობაში.. გული გიჟივით უფრიალებდა. მაგრად იჭერდი ხელებს და სარკეში საკუთარ გაცრეცილ ანარეკლს უფრო მკვეთრად აკვირდებოდა..
უყვარდა..
მთელი სულით და გონებით უყვარდა ქალი, რომლის შეყვარებაც არ შეეძლო. ამის უფლება არ ჰქონდა. უბრალოდ არ ქონდა უფლება და მორჩა. ყველანაირ მორალს და ზღვარს სცდებოდა მისი გრძნობების სითავხედე. მაგრამ ამ წამს არ ადარდება არაფერი. ამ წამს მხოლოდ იმას აცნობიერებდა რომ ეს სიყვარული ბოლომდე გადათელავდა. მიწასთაან გაასწორებდა. მისგან აღარაფერს დატოვებდა, მხოლოდ ფერფლი დარჩებოდა, მოსიარულე გვამი. სიყვარულისგან დალელული და არაფრად ვარგისი ადამიანი..
ეს სიყვარული ბოლოს მოუღებდა. წირვას გამოუტანდა, ცდილობდა მისგან გაქცევას მაგრამ უკან მოტრიალებული ისევ იგივე ადგილას იდგა, ისევ იქ იყო და ნაბიჯის წინ გადადგმაც არ შეეძლო..
საკუთარ თავს ეუბნებოდა რომ მისგან შორს უნდა ყოფილიყო მაგრამ სათითაო ქმედებას მასთან ახლოს მიჰყავდა და ვერ აკონტროლებდა ემოციას..
იცოდა, რომ დიდხანს ვერ გაუძლებდა მისგან შორს ყოფნას, უბრალოდ ვერ გაუძლებდა ამხელა სიშორეს, ერთ დღეს თვალები გაყიდიდა, მზერა და მისი შეხების სურვილი გაყიდიდა. ამიტომ თამაში გაასმაგებულად მოუწევდა..
თვალები დახუჭა და რეალობა მძაფრად გაიაზრა. ასეთ დიდი სიყვარული და უეცრად მოვარდნილი გრძნობა მუდამ სასაცილო იყო დანიელისათვის. დასცინოდა ყველას ვინც ამბობდა რომ სიყვარული აღმაფრენა იყო. მისთის კი აღმაფრენასთან ერთად დაცემაც აღმოჩნდა. ახლა მკაფიოდ ახსენდებოდა სანდროს სიტყვები რომ ვენებში სისხლად დაუწყებდა დინებას სიყვარული. ახლა ზუსტად ამ ეტაპზე იყო , მაგრამ ისიც იცოდა რომ თავს უნდა მორეოდა, სხვანაირად არ გამოვიდოდა, სხვანაირად ბოლომდე დაეცემოდა. ვერ გაუძლებდა ამხელა დარდს.
იმ იმედით მიდიოდა საყვარელ ქალთან შესახვედრად, რომ მის სითბოსა და ალერში ეპოვნა თავშესაფარი, ვერ იჯერებდა რომ ასეთი მწარე რეალობის წინაშე დააყენა განგებამ, რომ ისევ გაწირა და ისევ გაიმეტა ტკივილისათვის.
ის რაც ყველაზე მეტად წარმოუდგენლად მიაჩნდა, ეს ყოფილა წარმოსადგენი. უბრალოდ იმაზე მეტი დრო დასჭირდა ამ ყველაფრის დასანახად და გასააზრებლად ვიდრე სხვა შემთქვევაში მოუწევდა.. არ ნანობდა იმას რომ საკუთარმა გულმა უღალატა, ახლა უბრალოდ ყველაზე კარგად იაზრებდა რომ, ყველაზე წარმოუდგენელად რა გრძნობაც მიაჩნდა ის გრძნობა ყოფილა ყველაზე წარმოსადგენი.
- დანიელ კარგად ხარ? - ნიას ხმა მძაფრად გაისმა და დანიელი მაშინვე მოიყვანა გონს.
- კი ნია, კარგად ვარ, რამე გინდა? - დაეჭვებული და შეცბულებული გაეპასუხა დას და სარკეში თავის ანარეკლს მზერა აარიდა.
- არაფერი, მთელი საათია მანდ ხარ, ვიფიქრეთ ცუდად ხომ არ გახდა-ო. ბიჭებიც მოვიდნენ.
- მოვალ ახლავე, უბრალოდ შხაპი მივიღე - უაზროდ თქვა და ზედ დაიხედა..
- შხაპი?- კარგი. გელოდებით - დაეჭვებული გაეპასუხა ძმას და ოთახში შეტრიალდა.
ვისკის ჭიქა თითებს შორის მოექცია და ნერვიულად ატრიალებდა. არც დალევის ხასიათი ჰქონდა და არც საუბრის. ახლა მხოლოდ გაქცევა და შორს გადაკარგვა უნდოდა ყველაზე ძალიან. ის წასვლა სადაც მუდამ აფარებდა ხოლმე თავს, მაგრამ მის სახლში მისულ სტუმრებს ასე ვერ დატოვებდა..
- მართასთან იჩხუბე?- ძმაკაცის შეითხვაზე კოპები შეყარა დანიელმა და მისკენ გაიხედა..
- არ მინდა ამაზე ლაპარაკი ლევან. არ ღირს და სურვილიც არ გამაჩნია..
- ესეიგი ასეაა..
- როგორც გინდა ისე იფიქრე, მაგრამ მისი სახელის ხსენებაც არ გამიბედოს არავინ -თავდახრილმა წარმოთქვა უკანასკნელი სიტყვები და ვისკის მოზრდილი ყლუპი გადაუშვა ყელში..
- ეეეე. რა ამბავია, ასე ვინ სვამს ?- ხელში წაეტანა ძმას ანდრია და ჭიქა ძალით გააგლიჯა. შენ სულ ხომ არ გადაირიე??? გასაგებია შენი პრობლემების თავი რომ მართაა, მაგრამ მოდი ჯანმრთელობას ნუ ავნებ რა. დღეს არ გინდა, ხვალ გათენდება ახალი დღე და მოგინდება.
- ანდრია მორჩი !- გამწარებულმა უღრიალა ძმას და ვისკის ბოთლი კედელს შეანარცხა.. - არც დღეს მინდა , არც ხვალ მომინდება და არც ზეგ, გასაგებია? - ჩემს ცხოვრებაში მატყუარა ადამიანების ადგილი არასოდეს ყოფილა და არც ახლა იქნება.
- ასე გადაჭრით რატომ ლაპარაკობ? -შეშფოთებული მიუჯდა ძმას გვერდზე ნია და მხარზე ნაზად შეახო ტუჩები. კარგად იცი რომ ამ გოგოს უყვარხარ.
- სულ ერთია..
- რა მოხდა არ იტყვი? - ლევანის მიერ დასმულ კითხვაზე წარბი ასწია და სახეზე ირონიული ღიმილი მოედო. - სათქმელი არაფერია. ეს მხოლოდ ჩემი საქმეა..
- როგორც გინდა - წყენა ვერ დამალამა ლევანმა , სავარძელზე მიგდებულ გასაღებს ხელი დაავლო და კარები მთელი ძალით გაიჯახუნა..
- რა გჭირს ასეთი ტო? სულ დასირდი?? ლევანს ასე როგორ ექცევი, ეგ არაა ის ბიჭი სულ გვერდით რომ გიდგას? დანიელ მისმინე, მე და შენ დღეს გავარკვიეთ ურთიერთობა, ეგ კიდევ სულ შენს გვერდით იყო, ტეხავს მაგრად - თავზე მდგომმა მიაყარა სიტყვები და კარისკენ წასულ ძმას მიაძახა- სახლში წავალთ და ეცადე მოხვიდეო..
მანქანის კარი სწრაფად გამოუხსნა ძმაკაცს, ერთი ხელი მხარზე დაადო მეორე კი საჭეზე. ღრმად ამოისუნთქა ჰაერი და ნერვიუად გააქნია თავი.. სხეულში ტკივილი ქარბორბალასავით დაჰქროდა..
იცოდა რომ ლევანის გარდა სხვა ვერ მოუსმენდა და ვერ გაუგებდა. მაგრამ ამ ტკივილზე ლაპარაკი კიდევ უფრო მეტად აგიჟებდა...
ნერვიულად მოისრისა სახე, უკანასკნელი ყლუპი მოსვა და ვერანდაზე გავიდა.
- აქ, როდესაც სანდრომ მითხრა რომ ერთხელ ვიღაცა შემიყვარდებოდა და სისხლად დამიწყებდა ძარღვებში დენას, არ უთქვამს რომ ამ ვიღაცას ჩემი დაცემაც შეეძლო ლევან.. - ოხვრას ტკივილი ამოაყოლა და მობილური ტელეფონის ანთებულ ეკრანს დახედა.
- არ უპასუხებ? შეხედე უკვე მერამდენედ რეკავს, ცოდოა - ლმობიერების გამოხატვას შეეცადა ლევანი და დანიელს ტელეფონი მიაწოდა..
- არ ვუპასუხებ - თითის ერთი გასმით გათიშა ტელეფონი და ქსელიდან გამორთო..
- დანიელ, არ შეგშვენის, ეს შენ არა ხარ ..
- მე არა ვარ? ზუსტად მე ვარ ლევან, ეს ვარ ზუსტად მე. აი, ეს იყო მიზეზი , ამიტომ არ მინდოდა არავის ნდობა ზედმეტად, არავის გულში შემოშვება , არავის შეყვარება ასე ძალიან...
- როგორ ძალიან? - ღიმილით ჩახედა ძმაკაცს თვალებში ლევანმა და ხელები ჯიბეეში ჩამალა..
- როგორ ძალიან და სუნთქვა მიჭირს მის გარეშე, ახლა ვიცი რომ ცუდადაა, მის ტკივილს ვგრძნობ. არ ვიცი ეს რა სიგიჟეა. მაგრამ ვერ ვაპატიებ. ასე მალე მაინც ყოველ შემთხვევაში. არ შემიძლია.. ახლა რომ დავინახო ძალიან ვატკენ გულს. ყველანაირი ტკივილისთვის გავიმეტებ ისე მატკინა გული ძმაო. სისხლად კი არ დამიდის ძარღვებში, მისით ვარ სავსე, ყელში მებჯინება მისი მონატრება. ახლა ისე მინდა მაგრად ჩავიკრაა გულში, მაშინ როგორც პირველად თმებიდან მოვპარო საოცარი სურნელი იასამნების და სამუდამოდ ჩავიტოვო ჩემში, მაგრამ ეს სიამაყე ამის უფლებას არ მაძლევს ლევან... მისკენ მივდიოდი და მინდოდა ათასი ბოდიში მომეხადა იმისათვის რაც ჩემს ძმას არ გაუკეთებიაა.. მიუხედავად მისი დის დანაშაულისა ყველაფრისთის მზად ვიყავი... მარტო ის მინდოდა ხელი ჩამეკიდა და მეთქვა რომ მიყვარდა.. რომ ყოველთვის გვერდში ვეყოლებოდი და რა შემრჩა? - იცი რა შემრჩა? აცრემლებული და ამღვრეული მზერა შეავლო ძმაკაცს და მოაჯირს მიეყრდნო - ტყუილი, სცოდინია ჩემამდე კარგა ხნით ადრე სცოდნა სიმართლე, და არ გამიმხილა..
- დანიელ, იქნებ შენი დაკარგვის შეეშინდა ...
- ისევ მას ამართლებ? მე არ შემეშინდა მისი დაკარგვის?? ათასი აზრით მივდიოდი ლევან. ათასი ფიქრი და გეგმა მქონდაა... მინდოდა ხელი მომეკიდა, ჩემთან წამომეყვანა ჩემი ცოლი დამერქვია და ფეხებზე დამეკიდებინა ყველას აზრი.. მაგრამ არ მაცადა...- იმის ნაცვლად მოსულიყო და ეთქვა რაც გაიგო, დამიმალა. ამაზე მარტივი გზა არსებობს რამე? არ მიყვარს ბზარშერეული ურთიერთობები ძმაო, შენ ეს კარგად იცი. არ მიყვარს ასეთი ურთიერთობები სადაც ტყუილი და უნდობლობააა. არ მჯერა მისი.
- ეხლა მაგრად აჭარბებ შენ ტო. შენი ძმა რომ გიმალავდა იმაზე არაფერს ამბობ და ამ გოგოს ეტაკე? სუსტია და თავი ვერ დაიცვა? თუ რა პრინციპით ხარ.. აქამდე მოეყოლა ანდრიას. ბაზარი არააა, ძალიან კარგი გააკეთა რომ გული გადაგიშალა - ხელები ჰაერში ასწია ლევანმა და მისკენ ერთი ნაბიჯი გადადგა. მაგრამ ისიც გიმალავდაა. მერე რა რომ გაუშვეს, ხო დაბრუნდა?! - რატომ არ გაგანდო მაშინვე იქიდან ჩამოსულმა.. იმის ნაცვლად რომ თავის ტკივილზე ელაპარაკა გაბოროტებული იყო და შენ გაყენებდა ტკივილს დანიელ..
- სწორი ხარ, ზუსტად რომ სწორი ხარ - გაბოროტებული იყო, საყვარელმა ქალმა წიხლი გადაუსვა, სხვაზე გაცვალა. არც მყვარებიხარო უთხრა, მარტივი გგონია ? ძალიან ძნელია ამისი ატანა და მერე გადატანა ძმაო- ასე მარტივი მხოლოდ სალაპარაკოდააა ეგ, თორემ ძალიან რთულია ლევან. მიწაზე ისე ძალიან განარცხებს, შენში აშენებულ ყველას კედელს ანგრევს, რომელზეც კოშკის დაშენება გინდოდა...
- მესმის, მაგრამ არ მგონია რომ მართა ასე ძალიან უნდა გაიმეტო.. მიუხედავად იმისა რომ იცოდა რაც მოხდა, შენს გვერდით იყო..
- მიუხედავად იმისა რომ იცოდა? აზრზე ხარ რას ამბობ? მისმა დამ, ჩემს ძმას დასწამაა ცილი, და არა პირიქით ლევან - ამის დედა მოვ**ან, ჭკუიდან ნუ მწევ შენ მაინც რა. მაგ გოგოს დამცველი არ სჭირდება, ძალიან კარგად იცავს თავს თითონაც.
- კარგი, აზრი არ აქვს, ახლა შენთან ლაპარაკს. კარგად ვიცი რა ხისტიც ხარ, მაინც ვერავინ და ვერაფერი შეგაცვლევინებს აზრს, სანამ თავად არ დახვალ აქამდე.. - წამო დავლიოთ . დავლიოთ და ჩვენ ჩვენი დარდი ჩავიკლათ ძმაო, ჩვენ-ჩვენ წილი ტკივილი ჩავიტოვოთ გულში .
- შენ რა გაწუხებს?- ოთახისკენ წასული ძმაკაცი შეაყოვნა და მკლავში მაგრად მოუჭირა ხელი . - რამე ხდება და მე არ ვიცი? - ლევან შემოტრიალდი, ჯაჯგურის თავი არ მაქვს. რა ხდება მითხარი..
- შენი პრობლემაც გეყოფა ძმაო. ჩემი რომ არ დაგიმატო.
- ნუ გაახურე, შენი ჩემი არ ვიცი მე. მითხარი რა გჭირს, თორემ როგორც ბავშობაში გცემ და ძალით გათქმევინებ იცოდე..
- ვცდილობ მასზე არ ვიფიქრო და არ გამომდის დანო, ისე მინდა გულიდან გავიგლიჯო მისი სიყვარული და ვერ ვერევი.. რა უნდა გავაკეთო, როგორ უნდა მოვიქცე, როგორ დავივიწყო..
- მოიცადე, აქამდე რატომ არასოდეს გითქვამს ამის შესახებ.. - მაგრად მაწყენინე ლევან, არ მენდობი? თუ რა პრობლემააა.
- არ გენდობი კი არაა, რომ გენდობი ამიტომ ძმაო.. არ მინდა ეს სიყვარული დანიელ. ცხოვრებას მიმწარებს , ვერ ხვდები? - თავს მაძულებს ისეთი ძლიერია ეს გრძნობა ჩემში..
- ვინაა? - დაეჭვებულმა შეხედა ძმაკაცს და გაშლილი ხელი მინის პატარა მაგიდას დაჰკრა.. თქვი ახლა ნერვები დამეგლიჯა...
- ლელა !- გადაჭრით თქვა და დანიელს ზურგი აქცია..
- ვინ ლელა? ეგ ვინღაა? - ძმაკაცს გვერდით მიუდგა და მხარი გაკრა. ლელა ვინაა ლევან? ისე ამბობ , გეგონება მე და ლელა ერთად გავიზარდეთ .. - მოიცადეეე, ჩემს მდივანზე ამბობ? ვერ ვხვდები რატომ მიმალავდი რომ ლელა გიყვარს, შენს ძმობას გეფიცები თუ ვხვდებოდე..
- დანიელ მორჩი !- არ გახსოვს შენი შარშანდელი დაბადების დღე? იმ დღის მერე ლელაზე ხმას როგორ ამოვიღებდი?
- და რა მოხდა ჩემს დაბადების დღეზე? ლევან ხო იცი ეს გარშემო სიარული მაგრად მაღიზიანებს ხოლმე, პირდაპირ თქვი რა მოხდა.. - მოიცადე, შენ გგონია რომ მასთან ვიწექი? ბიჭოოო - ხმამაღლა დაუღრიალა ლევანს ,პერანგის საყელოში სწვდა და კედელს მიახეთქა.. როგორ იფიქრე რომ მისი სიმთვრალით ვისარგებლე და მასთან დავწექი, შენ მე ავადმყოფი გგონივარ? ჩემს ლოგინში ეძინა, უბრალოდ ეძინა. მისთვის თითიც არ დამიკარებია ლევან.. მთელი ღამე ვერანდაზე ვიჯექი.
- მეღადავები? გინდა რომ დამამშვიდო ხო ასეა? –
- ეხლა იმ ხასიათზე არა ვარ, დავჯდე და შენ რა გესიამოვნება ის ვილაპარაკო. ლელა ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანია. კარგად იცი, რომ ჩემი საქმის ნახევარზე მეტი ლელაზე გადადის, მაგრამ ჩვენს შორის არაფერი ყოფილა და არც იქნება. - შენ მე მანიაკი გგონივარ მგონი. ყველა კაბიანს უკან არ დავსდევ!
- ეგ რა შუაშია დანო, უბრალოდ მაშინ ასე ჩავთვალე- ამაოდ ცდილობდა თავს მართლებას ლევანი.
- შუაში კი არა თავშია ძმაო, ვერ ხედავ იმდენად თავშია რომ, ერთი წელიაა ასე იტანჯები და მანამდე რამდენი ხანი იყავი ამ დღეში? - მაგრად მაწყენინე, დღეს ყველამ არარაობად მაგრძნობინეთ თავი , არც იქამდე გიჟდებოდნენ ჩემზე მაგრამ შენ და მართამ ყველას გადაუჯოკრეთ. მადლობა ძმაო, მაგარია. ცერა თითი ჰაერში აუწია ძმაკაცს და თვალი ჩაუკრა..
- ცუდად იქცევი დანიელ, არ შეგშვენის ძმაო...
- ხოო აბა რა, დანიელს არ შეშვენის, დანიელი ხო წარმატებულია იცი რა არის? ყველა ადამიანში ცხოვრობს დემონიც და ანგელოზიც, ყველას გვაქვს შავბნელი მხარე, არც მე ვარ გამონაკლისი ძმაო. მეც ასეთი ვარ, ერთი რიგითი და ჩვეულებრივი მოკვდავი ადამიანი ვარ, რომელიც ასეთია ხო ხედავ, ხანდახან ბრაზება, უბრალოდ ხანდახან ვერ უძლებს ამდენს ტკივილს და დამცირებას. ამდენი რამის ზედ ჩამოწმენდას, მაგრამ ყველაზე მეტად რას ვერ უძლებს ხო იცი? ტყუილს ლევან, ტყუილს ვერ იტანს.
- თუ გიყვარს აიტან და გადაიტან. ნეტა ამაზე მეტი არავინ არაფერი მოგატყუოს დანიელ და ამისგან ტრაგედიას ნუ შექმნი რა ძმურად. წარმოიდგინე ახლა ის გოგო რა დღეშია, არც შენ ხარ კარგდ მდგომარეობაში.. მიდი დაურეკე , მასთან წადი . ჩაიხუტე და უთხარი რომ მიუხედავად ყველაფრისა გიყვარს და შენთვის ყველაზე ძვირფასია..
- არა !- მკვეთრი და მოკლე პასუხი გასცა და ზურგი აქცია. ახლა იმდენად მაქვს გამჯდარი ტკივილი და წყენა უარესად ვაწყენინებ, გულს ვატკენ.
- საშინლად ჯიუტი და შეუპოვარი კაცი ხარ !-გაბრაზებულმა აიქნია ხელი ჰაერში და ოთახის შუაში მდგარ საწოლზე გადაწვა..
**
ხანდახან ადამიანები ისე ჩნდებიან ჩვენს ცხოვრებაში არ გვეკითხებიან.. მოდიან და მყარად იდგამენ ფესვებს. სულაც არ გვეკითხებიან გვინდა თუ არა მათთან ყოფნა..
შედეგად კი რაც უფრო შორს მივდივართ მათგან, უფრო გვიახლოვდებიან.. მათში არსებული მთელი ძალით მოიწევენ ჩვენკენ და როგორც ობობა თავის მსხვერპლს ისე გვაბავენ ბადეში...
მერე იმდენად ვიხლართებით თავს და ბოლოს ვერ ვპოულობთ. გამოსავალი არ ჩანს მაშინაც კი როცა ყველა გზა გახსნილია. იმიტომ რომ ეს გამოსავალი, გამოსავალი არაა ჩვენთვის.. იმიტომ რომ ამ დროს უკვე ძალიან არის სხვისდამი სიყვარული ჩვენში გამჯდარი , იმიტომ რომ ამ დროს ძალიან სუსტად და ძალიან ძლიერად ვგრძნობთ თავს..
იმიტომ რომ მისგან გასაცლელი ყველა გზიდან უკან ბრუნდები და მხოლოდ ერთი სიტყვით იმართლებ თავს
„მიყვარს“
ეზოში ისხდნენ ნია და ანდრია..
აცრემლებული თვალებით უყურებდა ძმას და ხელზე ხელს მაგრად უჭერდა.. ხვდებოდა რომ მთელი ეს დრო როცა ანდრიას ასე ძალიან კრავდა ხელს, საშინლად სტკიოდა ბიჭს დისგან ეს საქციელი, მაგრამ თავის ქმედებებს სიგიჟით ფარავდა... ახლა ძალიან ნანობდა. ნანობდა რომ ვერ დაინახა მის თვალებში ტკივილი და განცდა.. ვერ დაინახა როგორ ცუდად იყო მისი სისხლი და ხორცი. ვერ დაინახა როგორ დაატყვევეს და გამოკეტეს მათგან შორს, ვერ იგრძნო მისი განცდა და მისი ტკივილი..
- როგორ ვნანობ, ყველა იმ დღეს როცა ვკამათობდით ანდრია. როგორ მტკივა ახლა გული.. და ყველაზე მეტად მრცხვენია - ცრემლები ლოყაზე ჩამოუგორდა და ძმას მხარზე მიეხუტა...
- შენი ბრალი არააა, დანაშაული ჩემიაა. ხო იცი მე და შენ ისედაც დიდად ვერ ვუგებდით ერთმანეთს და ამის მერე სულ აგვერიაა. რას იზამ ნია, ასე ყოფილა ჩვენი ბედი... ახლა არ ვიცი რა იქნება. დანიელს სიმართლე მოვუყევი. ჭკუიდან შეიშალა, გიჟივით იქცეოდა. ვერ ვხვდებოდი მე ვიყავი გიჟი თუ ის - სიცილით უთხრა დას და გულიანად გადაიხარხარა.
- ანდრია !- მაინც რომ გეცინება ძალიან მიხარიააა. ნეტა დანოც აქ იყოს. სამივე ერთად გავიხსენებდით ბავშობას..
- დავურეკოთ და ვაიძულოთ მოვიდეს - გადაჭრით თქვა და ტელეფონი ძლივს ამოაძრო ჯიბიდან...
- მინატრეთ თუ არა მოვედი- მჭახედ გაისმა დანიელის ხმა ეზოში და ღიმილით წავიდა მათკენ. - მოდი დავლიოთ, ჩვენ ხომ არასოდეს დაგვილევია ერთად, მოდით მაგრად დავლიოთ, მერე შევუვარდეთ, ჩვენს დიდებულ მამას და შტურმით ავიღოთ , ჰააა? როგორი აზრია? - სრული სერიოზულობით თქვა და და-ძას შუაში ჩაჯდა..
- გადაირიე? იცი რომელი საათია? შუაღამეაა.
- მერე ამიტომ ვამბობ შტურმით ავიღოთ თქო..
- თანახა ვარ ძმაო - მხარზე ხელი დაკრა ძმას ანდრიამ და შეშფოთებულ დას შეანათა თვალები..
- მგონი ვერა ხართ, რა შტურმი, და დალევა. გინდათ რომ ბატონმა ნიკოლოზმა სამივე გაგვყაროს სახლიდან?? - შეშფოთებას ვერ მალავდა ნია და ვერ იაზრებდა მართლა აპირებდა რამეს დანიელი თუ ხუმრობდა..
- როგორ? მე მამაშენმა დიდი ხნის გამკრა ამ სახლიდან, რაც შეეხენა ანდრიას ისიც ასევე მოიშორა, აი შენ ჩემო ლამაზო დაიკო, შენ ჯერ გიმართლეს, მაგრამ იცოდე მალე შენი დროც დადგება როგორც კი ბატონი ნიკოლოზი იგრძნობს რომ ჩვენ სამივე ერთად ვართ..
- ამას მართლა ამბობ? დანიელ მაშინებ.
- რა არის საშიში, გეუბნები რომ უახლოეს მომავალში გარეთ მოგიწევს დგომა შენი ლამაზი წითელი ჩემოდნით ახალგაზრდავ..
- არ მეხუმრება უკვე და არც მეცინება, რა დალიე ასეთი? - გულზე ხელები გადაიჯვარედინა და ძმას შეხედა.
- ვისკი - დაკმაყოფილდი? ბევრი ვისკი, ძალიან ბევრი ვისკი - ახლა კი იცით რა მინდა? საწოლი და ბალიში, სადმე დამაწვინეთ , ვინმემ შემიკედლეთ ეს ერთი ღამე, დილით ადრე არ გამაღვიძოთ ...
- ყავა ლოგინში ხომ არ მოგართვათ? - სიცილით გახედა ძმას ანდრიამ და ხელი მოხვია.. - წამო ძმაო ერთხელ მაინც დავიძინოთ ერთად. ამდენი წელიწადი ისე გავიდა ერთხელ არ გვძინებია მე და შენ ერთ საწოლში...
- ეგრე გგონია? აბა ბათუმში სად გეძინა? სანამ ის ამბავი მოხდებოდა კარგად იცი რომ სულ სხვანაირად ვიყავით ანდრია.. - წყენა ვერ დამალა დანიელმა და მზერა აარიდა..
- უკეთესი აზრი მაქვს. ჩემს საწოლში დავიძინოთ სამივემ, ოღონდ მე შუაში ვწვები - ხმამაღლა დაიყვირა ნიამ და სახლისკენ სირბილით წავიდა...
**
კედლისკენ იყო გადატრიალებული და კედელზე არსებულ პატარა შავ წერტილს თვალს არ აშორებდა. ხელები მუცელზე ედო და სუსტად სუნთქავდა. თავი სიზმარში ეგონა, ჯერ კიდევ სჯეროდა რომ, ეს სიზმარი დასრულდებოდა, მალე გაიღვიძებდა დილით კი ისევ გულში ჩაიკრავდა ქმარი, ისევ ეტყოდა რომ ყველაზე ძალიან უყვარდა.
ერთი თვე ხდებოდა რაც დამ და ქმარმა ზურგი აქცია. მიუხედავად იმისა რომ ისევ სახლში იყო, გრძნობდა რომ შვილის გაჩენის მერე ყველაფერი შეიცვლებოდა. დღეები კი ისე გადიოდა მის ხმას ვერ იგებდა, დეპრესიაში ვარდებოდა, არ იცოდა ამ სიტუაციიდან როგორ უნდა გამოსულიყო , ლაბირინთში დადიოდა წრეზე და ფიქრის ბოლოს ისევ იგივე ადგილას ბრუნდებოდა.
ფეხის ხმამ შეაკრთო, მაგრამ გადმოტრიალება არ უცდია. თვალებზე ამდენ ხანს მომდგარი ცრემლები ერთიანად წასკდა და გულამოსკვნილმა დაიწყო ქვითნი..
- გადმოტრიალდი -თითქოს ერთიანად მოულბა ხმა კახის და ფრთხილად შეახო ხელი მხარზე. - არ იტირო, , ამით მაინც არაფერი იცვლება, ხო იცი საზიანოა ბავშვისთვის ნიტა.
- ძალიან დავიღალე გესმის? - გიჟივით წამოჯდა საწოლზე და თხელი ხელები სახეზე აიფარა. ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი. ეს სასჯელი მტკივა კახი,მალე შევიშლები ალბათ, საღად აზროვნებას შევწყვეტ.
- მე მგონია შენ საღად ისედაც დიდი ხანია ვერ აზროვნებ ..
- დამცინი?- დამცინი კიდევაც? - ისტერიულად იკივლა და საწოლიდან სწრაფად გადმოწია ფეხები იატაკზე..
- საით ქალბატონო? - ირონიულად გახედა ცოლს და კარადის კარს მხრით მიეყუდა - დედიკოსთან თუ ყოფილ ბიჭთან?
- ვერ გავიგე, ახლა კიდე დამცივი? - გინდა რომ მართლა ჭკუიდან გადავიდე? - სუკუნით ამოღერღა და ჩანთა საწოლზე დააგდო..
- რას ამბობ, მაგას როგორ გაკადრებ დედაშენის შვილს, მაგრამ იცი რა მაინტერესებს? - ასეთი რამე რომ დააბრალე იმ ბიჭს არ იფიქრე რომ ისიც ჭკუიდან შეიშლებოდა? წამით თუ დაფიქრდი ამაზე? იქნებ ეგ იყო თქვენი მთავარი მიზანიც რომ ცრუ ბრალდებებით ბიჭი გაგენადგურებინათ. ვგიჟდები ისეთ მყარი კოალიცია გაქვთ შენს და ჩემს სიდედრს.
- დედაჩემზე ასე ნუ ლაპარაკობ გასაგებიაა? ის დედაჩემია და რაც არ უნდა იყოს ასე ასეა.
- წამით არ მეპარება ეჭვი რომ დედაშენია. ერთ თარგზე ხართ აჭრილები ზუსტად - ზიზღით გამოსცრა კბილებში და სახეზე აგრესია გამოესახა..
- კახი საკმარისია რა, ისედაც სუსტად ვარ, დედასთან წავალ შენთვის ასე აჯობებს - თავდახრილმა უთხრა ქმარს და გაიტრუნა..
- ვერსად ვერ წახვალ, აქ იქნები იმიტომ რომ ჩემს შვილს ატარებ მუცლით და ჩემი შვილი იმ გულქვა ქალის გვერდით არც დაბადებამდე იქნება და არც მერე.
- აბა რა გინდა? აქ გაჩერება აღარ შემიძლია..
- რა მინდა? ახლა გამოხვალ ამ ოთახიდან და ყველაფერს დაწვრილებით მომიყვები შენზე და იმ ბიჭზე, ყველაფერში იცის რას ვგულისხმობ? -აღელვებულმა შეხედა სახეგაცრეცილ ცოლს და კარადას ოდნავ მოშორდა - ყ ვ ე ლ ა ფ ე რ ს !- დამარცვლით უთხრა და ოთახიდან სწრაფად გავიდა.
სავარძელში იჯდა და ცდილობდა აზრებისათვის თავი მოეყარა. უჭირდა საუბრის დაწყება და გასაკვირი სულაც არ იყო. ახლა იმ ყველაფრის გახსენება მისთვის უფრო მეტად რთული იყო. ვერასოდეს წარმოიდგენა რომ ეს „პატარა“ ტყუილი აქამდე მიიყვანდა. მის ცხოვრებაში არსებულ ორ ძვირფას ადამიანს გვერდიდან გააცლიდა და მარტოს დატოვებდა..
გამომშრალი ტუჩები ოდნავ დაისველა და ქმარს ახედა.
- ანდრიასთან ერთად შვიდი თვე ვიყავი.. ვერ გეტყვი რომ მიყვარდა მაგრამ , მსიამოვნებდა მასთან ურთიერთბა. ჩემზე ზრუნავდა. თავს განსაკუთრებულად მაგრძნობინებდა. ყურადღებით მანებივრებდა.. არასოდეს ავიწყდებოდა არც ერთი დღესასწაული...
- ესაა მიზეზები რის გამოც მასთან იყავი? შენ ამ ბიჭს იყენებდი!
- არ ვიყენებდი კახი. მასთან თავს კარგად ვგრძნობდი. მომწონდა, და მეგონა რომ ის განსაკუთრებული იყო..
- შენ მოგწონდა თუ დედაშენს? - დაეჭვებულმა გახედა ცოლს და სკამის საზურგეს მთელი ძალით მიაწვა , ნერვიულობის დასაფარავად..
- დედას უფრო მეტად, ვიდრე მე. ანდრიაზე რომ მოვუყევი გადაირია ისე მოეწონა. მისი ოჯახის შესახებ ყველაფრის გამოძიება დაიწყო.. ნახა რომ საკმაოდ შეძლებულები იყვნენ. უბრალოდ უნდოდა რომ გვერდით ისეთი კაცი მყოლოდა რომელსაც ძალიან ვეყვარებოდი.. მეც დედასავით ვფიქრობდი სანამ შენ არ გაგიცანი ,შენ რომ გაგიცანი მერე მივხვდი რომ სიყვარული ორმხრივი გრძნობააა, რომ ორივეს ერთი განცდა და ემოცია უნდა გვქონოდა...
- იცი რა მითხარი, ანდრიას მერე მე კარგი კანდიდატი ვიყავი დედაშენისათვის, თუ სულ ერთი იყო, ვის გაყვებოდი, ოღონდ გათხოვილი ქალის სტატუსი გქონოდა? - ასე უდარდელად ზიხარ და მეუბნები რომ მისი ქონების და ოჯახის გამო მზად იყავი მასთან ყოფილიყავი ნიტა. ჭკუიდან ვიწევი. ვერ ვიჯერებ რომ ამას ის ქალი ამბობს რომელიც ასე შემიყვარდა.. რომელიც ...
- ანგელოზი გეგონა არა? - ანგელოზი არ ვარ და არც შენ ხარ.. ადამიანები ვართ კახი. რიგითი მოკვდავები. რომლებიც შეცდომას ვუშვებთ , ვაშავებთ.. სხვებსაც ვტკენთ.. შენ რა შეცდომა არ დაგიშვია? არაფერი არავისთის გიწყენინებია?
- შენ ეხლა მეხუმრები? - ადამიანი გაუპატიურებაში დაადანაშაულე, იმიტომ რომ ციხეში არ ჩაესვათ საგიჟეთში გამოკეტეს მთელი წლით და ასე ურხვად ამას შეცდომას ეძახი? იცი რა არის შეცდომა? ამ სიტყვის არსი გესმის? ეს დანაშაულია გოგო, რაც შენ გააკეთე ჩვეულებრივი დანაშაულია და ჩემი შვილის დედა რომ არ იყო, სიამოვნებით ავხდიდი ფარდას შენს ცრუ ჩვენებებს და საკადრისს მიიღებდი...
- ესეიგი გამიმართლა რომ შენი შვილის დედა ვარ - თითქოს ენერგია მოემატა და ამაყად გახედა ცოლს..
- მრცხვენია რომ ჩემი ცოლი გქვია !- გამწარებულმა მიახალა და ოთახიდან სწრაფად გავიდა..
**
დილით ადრიანად გააღვიძა ტელეფონის ზარმა. არადა მკვდარივით ეძინა.. მისი ნება რომ ყოფილიყო სულაც არ უპასუხებდა ტელეფონს, მაგრამ სამსახურიდან რეკავდნენ, თავი უნდა აეწია... „ მერამდენე ზარია ჯანდაბა“ - გულში გავიფიქრე და მაშინვე ვუპასუხე. ვუსმენდი და თვალები თანდათან მიფართოვდებოდა გაგონილი ამბით , ვერაფრით ვიჯერებდი რომ ასე მარტივად შეეძლო ქალს შვილის დატოვება... მისვლას დავპირდი, მერე შიშველი ფეხებით რამოდენიმე წამივიდექი ოთახში გახევებულიდა ვერაფრით ვიაზრებდი ეს გოგო მეხუმრებოდა თუ მართლა სჭირდებოდა ჩემი დახმარება.
- კი მაგრამ ეს ხომ თქვენი შვილია, ასე როგორ უნდა დატოვოთ? - თავი ვერ შევიკავე და ახალგაზრდა გოგონას მაინც ჩავეძიე..
- ვერ წავიყვან, ვერ გავზრდი.. ჩემებმა რომ გაიგონ არ მაცოცხლებენ, არც მე და არც ბავშვს .
- რას ამბობთ, რომელი საუკუნეა, თქვენ რა მშობლების გეშინიათ? - წამიერად გამახახსენდა რამდენი რამე გადავიტანე დანიელის გამო და ცრემლი მაშნვე მომადგა თვალებზე.
- ჩვენ სხვა რელიგია და მენტალიტეტი გვაქვს, გაიგეთ. ეს ბავშვი მამამისას რომ სდომოდა მაშინაც კი პრობლემები მექნებოდა. ჩვენთან ასე არ ხდება.შეიძლება ჩვენშიც არიან გამოსული ოჯახები, მაგრამ მე სოფლიდან ვარ, ჩემი ოჯახი კი ტრადიციებს მიყვება.. მამაჩემს უნდა რომ გამათხოვოს, უნდა რომ ოჯახი მქონდეს ისეთივე როგორიც მან შექმნა, მის წინააღმდეგ ვერ წავალ.
- უნდა რომ გაგათხოვოს? და როგორ აპირებ გათხოვებას ასეთ მკაცრი წესები თუ გაქვთ..
- გამოსავალი არსებობს და ეს ყველამ ვიცით..
- არაა , არ ვიცი, ეს გამოსავალი არაა ჩემთის, უბრალოდ ბავშვი ძალიან პატარააა, ამიტომ ხელი უნდა მომიწეროთ რომ მისი გაშვილება შევძლო, რომ სრულად ამბობთ თქვენი ნებითუარს.. როგორც კი საშუალება მომეცემა შევეცდები ჯერ გოგონა გავაშვილო...
- ძალიან გთხოვთ, სანამ ვინმე წაიყვანს, იქნებ თქვენ ნახოთ ხოლმე, ჩემი გოგონა. ვიცი რომ ეს პროცესი ასეთი მარტივი არაა, ვიცი რომ თვეები სჭირდება, დრო სჭირდება.. იქნებ მიმიხედოთ ..
- დამშვიდდით, აქ ყველა ბავშვი კარგადაა. ყველას ერთიანად უვლიან, არც თქვენი პატარა იქნება გამონაკლისი... - მაგრამ ერთ დღეს, რომ მოგინდეთ მისი წაყვანა, ერთ დღეს რომ ინანოთ, იქნებ დაელაპარაკოთ იმ ბიჭს ვისაც უნდა გაყვეთ, გულახდილად მოუყვეთ, ცხოვრებას ტყუილით ნუ დაიწყებთ. ეს ხომ ისეთიმარტივი ტყუილი არაა, რომ ხვალ დაგავიწყდეთ, მთელი ცხოვრება დაგრებად იარად, ამ ჭრილობას ვერავინ მოგიშუშებთ, გავა დრო სხვა შვილები გეყოლებათ და ამ პატარას ხმა და სურნელი არასოდეს დაგავიწყდებათ , დამიჯერეთ ძალიან ინანებთ ..
- თქვენ გყავთ შვილები - ღიმილით შემომანათა შავი თვალები და გამიღიმა.
- არა, მე შვილები არ მყავს , მაგრამ ვიცი რომ ტყუილს ტკივილი მოაქვს, ამიტომ გირჩევთ რომ გულახდილი იყოთ, შეეცადეთ მაინც.
- შევეცდები - უკვე დამშვიდებულმა დამიბრუნა პასუხი და გოგონა ხელებზე დამიწვინა, თვითონ კი სწრაფი ნაბიჯით გაეცალა კაბინეტს..
ეძინა, ტკბილად და უდარდელად ეძინა პატარას... პირს აცმაცუნებდა, გეგონებოდათ რაიმეს ჭამდა, ჯერ მხოლოდ ერთი თვის იყო, და უკვე მასზე უარი თქვეს, ჩემსავით , ისევე როგორც ჩემზე. მეც ასე უსარგებლო , გამოუსადეგარი ნივთივით მომისროლეს . რა მუხთალია ეს ცხოვრება, როგორც ჩანს მე მარტო არა ვარ. დღეს ეს ბავშვია, ვინ იცის ხვალ სხვა იყოს. მაგრამ რაც არ უნდა იყოს, ამ პატარას უფრო გაუმართლა. გაუმართლა რომ არ დაამახსოვრდება დედა, დედა რომელმაც შიშის გამო, სხვა შვილების ყოლის გამო მიატოვა. მას ის დედა დაამახსოვრდება ვინც მას გაზრდის და მტირალს გულზე დაიწვენს...
ფეხზე წამოვდექი და მძინარე პატარას ფრთხილად შევახე ლოყაზე ტუჩები..
„ნეტავ მეც მყავდეს შენნაირი და უფრო მეტი ძალა მექნებოდა, შვილის გამო ყველაფერს შევძლებდი, ნეტავ მისგან შვილი მაინც დამრჩენოდა „- მოულოდნელად გაელვებულმა აზრმა ერთიანად დამაფრთხო და საკუთარ სისუსტეზე გამეცინა.. – „კარგი იქნებოდა მაგრამ არაა“ - საკუთარ ფიქრებს დავცინე და ბავშვით ხელში ოთახიდან გავედი..
ყოველთის მიჭირდა ერთი რელობიდან მეორე რეალობაში გადასვლა. ადაპტირებას ვერასოდეს ვახდენდი ისე მალე როგორც ამას ჩემი მეგობრები ახერხებდნენ.. კვირები და თვეები მჭირდებოდა მისაჩვევად... გასააზრებლად რომ ყველაფერი რაც იყო ისე არ იქნებოდა, ყველაფერი რაც იყო დამთავრდა და ახალი უნდა დაწყებულიყო...
ახლაც მკაფიოდ მახსოვს როგორ გამიჭირდა დედაჩემის შეგუება, მიუხედავად იმისა რომ მთელი ბავშობა ველოდებოდი, სულ მინდოდა გვერდით მყოლოდა, მისი სითბო და სიყვარული მეგრძნო, არ გამომივიდა, არსებულ სიტუაციაში გახევებული ვიდექი და ვერ ვაანალიზებდი რა უნდა გამეკეთებინა... კომპლექსები კომპლექსებად მრჩებოდაა, რაც არ უნდა დამემალა, მის დამალვას ვერ ვახერხებდი, რადგან თავადვე გავურბოდი ამ ყველა ჩემში არსებულ კომპლექსს.
„მიტოვებული გოგონას“ სინდრომი ჯერ კიდევ ცოცხლობდა ჩემში.. მიუხედავად დაპირებებისა მტოვებდა ყველა. დედა, ბებია და საყვარელი მამაკაციც კი. მტოვებდა ყველა და არავინ ცდილობდა ჩემკენ დატრიალებას.. მთელი დროის განმავლობაში ვფიქრობდი იქნებ პრობლემა ჩემში იყო, ახლა კი ეს მყარად ვიცოდი, ჩემგან გარბოდნენ. რაოდენ სასაცილოც არ უნდა ყოფილიყო, ჩემგან გარბოდა ყველა. ბედნიერებას დიდი ხნით ვერ ვინარჩუნებდი.. იქნებ ამისი უნარი არ გამაჩნდა? იქნებ ჩემი წილი ბედნიერება სადღაც ჰაერში დაბორიალობდა ? იქნებ არ ვიყავი ამ ბედნიერების ღირსი? იქნებ...?
ოდნავ შევკრთი ხელის შეხებაზე და საწინააღმდეგო მხარეს დავტრიალდი . ღიმილი და სევდა ერთანად მომედო სახეზე და ინსტიქტურად შემოვხვიე ხელები ჩემს წინ მდგარ გოგოს.
- კარგად ხარ მართა? - შეშინებულმა გამწია განზე და ჩემი აცახცახეული ხელები, თავის ხელებში მოიქცია..
- კარგად ვარ, ჯიუტად გავეპასუხე და გავუღიმე. გამიხარდა შენი დანახვა და სულ ესაა. ერთი თვე გავიდა არ მინახავხარ, განა ბევრი არაა?
- რა თქმა უნდა, მაგრამ არ მეგონა ჩემი დანახვა ასე თუ გაგიხარდებოდა - გაოცება ვერ დამალა ტატამ და მაგრამ მომიჭირა ხელებზე ხელები.
- ხო რავიცი ასე გამოვიდა - მისმა პასუხმა რეალობაში დამაბრუნა და გულიანად გამეცინა.. - არადა მართლა მომენატრე , თავის მართლებასავით კი ჟღერს მაგრამ ასეა..
- ხოდა, ვიგრძენი რომ მოგენატრე და ამიტომ მოვედი. საღამოსკენ იქნებ სადმე დავსხდეთ , სალაპარაკო მაქვს საქმესთან დაკავშირებით .
- იცი რა, არ გეწყინოს მაგრამ სადმე დაჯდომის სურვილი ამ ბოლო დროს არ მაქვს, ხმაური, ხალხი არ მსიამოვნებს.
- ძალიან კარგი, მაშინ 7-ზე ჩემთან მოდი, ვივახშოთ, ვიჭორაოთ და საქმესაც მივხედოთ..
- რა საქმეს? - ინტერესით ჩავეძიე და ხელები გულზე გადავიჯვარედინე..
- საქმე ამ შენობას ეხება. მოკლედ დიდი ამბავია. საღამოს გელოდები, არ მალოდინო თორემ როგორც წესი 7-ზე მგელივით მშია ხოლმე, კარისკენ წასულმა მომაძახა და ხელი ჰაერში დამიქნია..
**
- რუსუდან არ მისმენ? - ხმამაღლა დაუძახა ცოლს ნიკომ და მისი მიმართულებით გაიხედა..
- გისმენ , რა თქმა უნდა გისმენ, აბა რას ვაკეთებ ნიკო - უბრალოდ ბავშვებზე ვფიქრობდი..
- მაინც? - არასოდეს სიამოვნებდა ნიკოლოზს ეს თემა. „ბავშვები“ მისთვის ძალიან შორეული იყო, მიუხედავად იმისა რომ სამი შვილის მამა იყო. ამ ასაკშიც კი არ ჰქონდა გააზრებული რას ნიშნავდა ყოფილიყო მამა.. მიუხედავად იმისა რომ სამივე შვილი სხვადასხვანაირად უყვარდა , მიუხედავად იმისა რომ ერთი შეხედვით დანიელი იყო მისი ცხოვრების ღერძი, ამ მამაკაცის განცობის მერე თქვენ წინ ტიპიური ნარცისი იდგა, რომელსაც მხოლოდ საკუთარი ეგო უყვარდა... საკუთარი მე იყო მისთვის ყოველთის წინა პლანზე წამოწეული..
- როგორ მალე გაიზარდნენ არა? გახსოვს დანიელმა პირველი ნაბიჯი რომ გადადგა, პირველად რომ დამიძახა დე-და. ახლა კი, ამხელა კაცია, გაიზარდნენ და დაივიწყეს დედა..
- როცა იზრდებიან ასე ხდება, ზერელად გაეპასუხა ცოლს და ტელევიზორს მიაშტერდა მაშინვე.
- ხანდახან მგონია რომ შვილები სულ არ გიყვარს. ხანდახან ისეთი ცივი და უგრძნობი ხარ ნიკოლოზ, მიჭირს იმის გააზრება რომ სამი შვილი გვყავს მე და შენ..
- სამი არა ! - ირონიულად გახედა ცოლს და მაშინვე ინანა საკუთარი სიტყვები.
- რას ნიშნავს სამი არა? აბა რამდენი გვყავს, სავარძლიდან წამოდგა და გვერდით მიუჯდა ქმარს. - რას ნიშნავს შენი სიტყვები- თქო, ამიხსენი.
- ვიხუმრე რუსა, რას უნდა ნიშნავდეს, სამია სამი, სამიც საკმარისიაა, ხო ხედავ სამი გყავს და არც ერთს უნდიხარ ...
- ასე არაა, კარგად იცი რატომ არ უნდათ ბავშვებს აქ ყოფნა... რატომ გვერიდებიან კარგად ვიცით ორივემ ნიკო , თავდახრილმა უთხრა ქმარს და კიბეებისკენ წავიდა...
- დილა მშვიდობისა - შვილის ხმამ შეაკრთო და გაოცებული მზერა ააყოლა ქვემოდან ზემოთ .
- დანიელ, როდის მოხვედი დედა? - სწრაფად წავიდა შვილისკენ და ძლიერად შემოხვია ხელები.
- დილით ადრე, საქმე მქონდა ანდრიასთან - თავზე მაგრად აკოცა დედას და მამისკენ ნელა გააპარა მზერა.
- ამ ბოლო დროს მოუხშირე მშობლებთან მოსვლას, რაო რა ხდებაო ?- თავს მარტოდ გრძნობ და ამიტომ მოდიხარ, თუ რამე საიდუმლოებები გაგიჩნდა ძმასთან?!
- რა შუაშია ეგ, ეს რა ჩემი სახლი არაა? თუ ამხელა სახლში ერთი ოთახი არ მოიძებნება ჩემთვის პირდაპირ მითხარი და არ მოვალ - წყენა ვერ დამალა დანიელმა და დედას ხელი შემოხვია.. - ყავას დამალევინებ ?- რაც შეეძლო მშვიდად ჰკითხა დედას და სამზარეულოსკენ წავიდა..
თავდახრილი იჯდა დანიელი და ცხელი სითხიდან ამომავალ ორთქლს ხარბად სუნთქავდა. ახლა ყველაზე მეტად დასვენება და ამ რეალობიდან მოწყვეტა უნდოდა. ერთი თვე ხდებოდა, მთელი სრული ოცდაათი დღე რაც მისი ხმა არ გაეგონა. გრძნობდა რომ იფიტებოდა, როგორც უდაბნოში მყოფი ადამიანი უწყლობისაგან.
- დანო რა ხდება? თვალის უპეები ამოშავებული გაქვს, აშკარაა გახდი. მოწყენილიც მეჩვენები შვილო - ხელზე ხელი ნელა დაადო რუსომ და შვილს გაუღიმა..- ხო კარგად ხარ დედა?
- არა ვარ კარგად დედა, პირიქით, ძალიან ცუდად ვარ - პირველად მოახერხა დანიელმა დედისთვის თავისი დარდის გამხელა, თითქოს გულზეც კი მოეშვა, სევდაც კი გაუქრა რაღაცნაირად.
- მაშინებ დანიელ. რამე პრობლემაა? რა ხდება ? - მართას გამო ხარ ასე? - მაშინვე მიხვდა და თავი ზემოთ ააწევინა..
- ერთად აღარ ვართ დედა. ხანდახან მგონია რომ ვერ ვუძლებ.
- გგონია? ნეტა შენი თავი ჩემი თვალით დაგანახა შვილო, და მიხვდებოდი რა მდგომარეობაში ხარ. სადააა ჩემი ქარიზმატული ბიჭი, სად გაქრა ის ძლიერი დანიელი ზურგი რომ გვაქცია და წავიდა სახლიდან. რამ გაგტეხა ასე, დანიელ.
- ტყუილმა !- გადაჭრით უთხრა ქალს და გაუღიმა. ტანში ერთიანად გააცხელა რუსოს, ტყუილი, აი რა იყო რასაც დანიელი ვერასოდეს აპატიებდა მას, სიმართლის გაგების შემთხვევაში, ახლა ასჯერ და ათასჯერ მეტად ეშინოდა.. - ვერ ვაპატიე, განა იმიტომ რომ არ მინდა, პირიქით იმიტომ რომ ძალიან მინდა.
- არა ხარ სწორი !- დატევით უთხრა შვილს და ცხელ ფინჯანს ხელები მაგრად მოუჭირა. არა ხარ სწორი დანიელ, როცა გიყვარს , როცა ძალიან გიყვარს, გიწევს რომ მოატყუო, ხანდახან ასე ხდება შვილო.. როგორც არ უნდა ვეცადოთ რომ რეალობას გავექცეთ, როგორც არ უნდა ავარიდოთ თავი ტკივილს ეს ცხოვრებაა, ცხოვრება კი მარტო ბედნიერება არაა, ბუნებაში რაც კი არსებობს ყველაფერს აქვს საპირისპირო, ბედნიერებაც ასეა. უნდა გაუგო, უნდა შეეცადო.. ახლა მასაც სტკივა, ისიც განიცდის, ისიც ცუდადა, შენ შენი ცხოვრების ერთი თვე დაკარგე მის გარეშე, საკუთარ თავს არ უყურებ? მიუხდავად იმისა რომ ძალიან ძლიერი ხარ შვილო, არის რაღაცეები რაც ყველაზე ძლიერ ადამიანს კი ანადგურებს და ამას სიყვარული ჰქვია. ეს გრძნობა თავადაა ყველაზე ძლიერი, ჩვნნაირ მოკვდავებს მარტივად აჩოქებს..
- არ გინდა დედა, მაინც ვერაფერს შევცლი, ჯერ მაინც.
- არა, უნდა გითხრა, ბევრჯერ უნდა გითხრა რომ არასწორად იქცევი !- დანიელ , ამ გოგოს გამო ვიკამათეთ, ამ გოგოს გამო პრობლემები გქონდა მამაშენთან, და ახლა ასე მარტივად ერთი შეცდომის გამო , როგორ შეგიძლია ხაზი გადაუსვა..
- ხაზს არ ვუსვამ, მიყვარს და ამას არ ვუარყობ, არც ვმალავ. უბრალოდ არ შემიძლია მივიდე და ვუთხრა რომ ყველაფერი დავივიწყე, ასე მარტივად არ ხდება. გთხოვ დილიდან არ დაიწყო რა გთხოვ , ყავა დამალევინე მშვიდად - ვედრებით ახედა დედას და ოდნავ გაუღიმა..
- კარგი, ასე იყოს. დალიე შენი ყავა და იფიქრე რომ შეცდომებს შენც უშვებ - თავზე თბილი ტუჩები შეახო რუსომ შვილს და ცხელი სითხე თავადაც ხარბად მოსვა.
იცოდა რომ დედა მართალი იყო. როგორც არ უნდა ეკამათა, გრძნობდა რომ მონატრება შიგნდან სჭამდა.საკუთარ თავთან ბრძოლა იმაზე მეტად რთული იყო ვიდრე წარმოედგინა...
სიყვარული ერთადერთი ნათელი წერტილი იყო მისი ცხოვრების და ახლა ამის გარეშე უწევდა ყოფნა.. ისევ სადრაც იკარგებოდა, ისევ მარტოობა მიიკვლევდა გზას მის ცხოვრებაში. ისევ გზის გასაყარზე მოუწევდა დგომა. ისევ ძველ ნაჭუჭში ბრუნდებოდა, ისევ ის ხისტი და შომისმოყვარე დანიელი ხდებოდა..
საკუთარი ფიქრების ხმამაღლა თქმა არასოდეს უყვარდა. ახლა მხოლოდ საკუთარ აზრებს უხმოდ ესაუბრებოდა. ზოგი აბრაზებდა, ზოგიც სინანულის ღიმილს ჰგვრიდა სახეზე, მაგრამ უყვარდა და აფასებდა ყველა აზრს რომელიც მხოლოდ მისი იყო..
- ბატონო დანიელ მოვედი - სანდროს ხმამ ოდნავ შეაკრთო და მისკენ გაიხედა.
- ოოოოო, ალექსანდრე, რა იყო, მოფრინავდი? ყავის დალევაც ვერ მოვასწარი, დარწმუნებული ვარ გიჟივით გამოვარდი როგორც გჩვევია, წამო მშვიდად დავლიოთ ყავა, მერე სახლში გამიყვანე გამოვიცვლი და ოფისში წავალთ. უამრავი საქმე მაქვს მოსაგვარებელი... უამრავი !- გადაჭრით უთხრა სანდროს და ხელი შემოხვია...
- რაღაცა არ მომწონხარ, იქნებ დაგესვენა - რაც შეეძლო ფრთხილად შეაპარა და ყავა მოსვა..
- მე არ მოგწონვარ? როდის აქეთაა არ მოგწონვარ? მეგონა შენ ერთადერთ ადამიანი იყავი ვისაც სულ მოვწონდი - გულიანად გადაიხარხარა დანიელმა და სანდროს თვალი ჩაუკრა..
- არ ვხუმრობ, მართლა გადაღლილი ხარ, ცოტა დაგესვენაა.
- ახლა ამისი დრო არაა. დღეს ახალ პროექტს ვიწყებ, ტატას უნდა დავურეკო, პატარა ცვლილებები მაქვს შესატანი. ახლა დასვენების დროა სანდრო?
- როცა ცუდად ხარ უნდა დაისვენო, ჯანმრთელობა უპირველეს ყოვლისა ძმაო ხო იცი.. თანაც ცოტა ხნით თუ გაეცლები აქაურობას იქნებ დამშვიდდე..
- არ დაიწყო რა !- ვერ ვმშვიდდები ხო ხედავ, აქამდე დავმშვიდებოდი . ცუდად ვარ , შიგნიდან გაფიტული ვარ სანდრო, დასვენება მიშველის? ხანდახან აზროვნება მიჭირს, ისე მენატრება ის საზიზღარი გოგო.- ნერვიულად მოისრისა შუბლი და სანდროს გახედა.. - არ ვიცი როდის მოხდა, როგორ, მაგრამ შემიყვარდა . მე ის შემიყვარდა, გაუზრებლად მოვიდა ეს გრძნობა ჩემთან. ამ გრძნობამ ყველა და ყველაფერი დამავიწყა. არ გამხსენებია ვინ ვიყავი მე და ვინ იყო ის. წამითაც არ დამიშვია რომ ეს სიყვარული აკრძალული იქნებოდა და ჩემებს ამხელა პრობლემას შეუქმნიდა. მაგრამ არ ვიცი სანდრო, წამითაც არ მომსვლია აზრად მასზე უარის თქმა, არ ვიცი , იქნებ მინდოდა კიდევაც სადღაც გულის სიღრმეში, იქნებ მინდოდა მისი თავიდან ამოგდება ამიტომ არ ვუტყდებოდი საკუთარ თავსაც კი , მისგან გაქცევას რამდენი ხანი ვცდილობდი. მალე გავგიჟდები, რასაც არ უნდა ვაკეთებზე, სადაც არ უნდა წავიდე ყველგან ისაა, მისი ხმა მესმის, მის სურნელს ვგრძნობ. გულში და გონებაში მხოლოდ მართააა. იცი რა მაგიჟებს ყველაზე მეტად? - ის რომ ამ გრძნობის წინაშე სრულიად შიშველი ხელებით ვდგავარ , ისეთი სუსტი ვარ, პატარა ბავშვივით უიარაღო სანდრო. ვერ ვერევი, რაც უფრო წინააღმდეგობას ვუწევ , მით უფრო მოიწევს ჩემკენ. რაც უფრო მეტად ვცდილობ გაქცევას მით უფრო მეტად მტკივა მისგან სიშორე. არასოდეს ასე ცუდად არ ვყოფილვარ. ასე არასოდეს მტკიებია. უბრალოდ დავიღალე, ყველასგან და ყველაფრისაგან დავიღალე. მთელი ცხოვრებააა რაღაცისგან გაქცევას ვცდილობ. მთელი ცხოვრებაა ვიღაცისაგან დამცირებას და ხელისკვრას ვიტან - ამღვრეული თალებით შეხედა სანდროს და სკამის საზურგეს მთელი ძალით მიეყრდნო. თვალები დახუჭა და გრილი ჰაერი ხარბად ჩაისუნთქა.
- გეუბნებოდი და არ მიჯერებდი. ამ გრძნობისგან გაქცევა არ გამოგივა დანიელ. საკუთარ თავს მაინც ნუ სჯი ასე. შენ გგონია შენი შინაგანი ცუდად ყოფნა არ ჩანს? სხვები ამას ვერ ხედავენ? მე არასოდეს მახსოვხარ ასეთი, ეს ის დანიელი არაა მე რომ ვიცნობდი. ვიცოდი რომ ეს სიყვარული მარტივი არ იქნებოდა შენთვის, გახსოვს ჩვენი საუბარი? შენ სიყვარულს უარყოფდი მე კიდევ სულ ვიცოდი რომ ასეთ კაცებს როგორიც შენ ხარ მთელი გრძნობით შეუძლიათ შეყვარება, მერე მთელი გრძნობით განიცდიან და სტკივათ. პატარა ბავშვივით ხარ, შენ იმდენად..
- დააბოლოვე , მიდი ბარემ ბოლომდე გამთელე შენც - განადგურებულმა უთხრა და თვალებში ჩააშტერდა..
- მისმინე, არ მინდა გაწყენინო. მაგრამ შენ იმდენად მარტოსული იყავი ამდენი წელიწადი, იმდენად განზე იდექი ყველასგან, არ მიკვირს ძმაო რომ ასეთი ხისტი ხარ აქამდე. უბრალოდ მინდა რომ ბედნიერი იყო, შენ ყველაზე კარგი ადამიანი ხარ ვინც კი ოდესმე შემხვედრია...
- მაგრად ახურებ, ზედმეტად მაქებ, არაფერი ეგეთი არ ვარ - ტკივილნარევი ღიმილით გახედა მძღოლს და ფეხზე წამოდგა ..- ესეც გაივლის - აუცილებად გაივლის როგორც სხვა ყველაფერმა ჩაიარა ჩემს ცხოვრებაში .



№1 სტუმარი სტუმარი gvantsa

ვაიმეე როგორ მინდა დანიელს ერთი ისეთი შემოვულაწუნო თვალებიდან ნაპერწკლები ვაყრევინო :(( ძალიან მინდა მართამ ცოტა ხნით არ აპატიოს მისი ვირული საქციელი და ეჭვიანობისგან ჭკუიდან გადაიყვანოს :))

 


№2 წევრი ვიპნი

ტატა რას აკეთებს ვერ გავიგე ,მაინც უნდობლობას იწვევს ჩემში

 


№3 სტუმარი Qeti qimucadze

ai arvici ra gitxra tukaa ise grmad agcer adamianur emociebavda ikvlevv gulis tkivilebss. mgonia vuyurebb. isedac hom ucnairebinarian danieli da martaa. magram kargi raaaa. es bichi zaan daundoblad eqceva chven gogoss. tumca arc es ukanasknelia martali. nitas saertod ver gavige veraferii. zaan arasando da arasasiamovno chtabechdilebas tovebs. neta nikolozs kidev hyavs shvili ise ucnaurad axsenaa. ragacnairad civebi arian yvela. albat aman iqonia gavlena mtavati personajebis chamoyalibebashi. moutmenlaf velodebi shemdegssss. yochaggg

 


№4 სტუმარი ტაისა

თუკა , როგორც ყოველთვის, საუკეთესო იყო ♡♡♡♡♡♡♡
ძალიან ემოციური.

 


№5 სტუმარი სტუმარი კეკე

უაზრო მიზეზის გამო ვენებს რატომ იჭრის ვერ გავიგე:Dუშველეთ ხალხო,შეყვარებულმა მწარედ მოატყუა და აწი ვეღარ ენდობა:Dარ მომწონს,ასეთი დანევროზებული და გაუწონასწორებელი ადამიანი,რომელმაც მოსმენა არ იცის და ბუზის სპილოდ გადაქცევა შეუძლია.მითუმეტეს მამაკაცს არ შეშვენის.შთაბეჭდილება რჩება რომ,მიზეზს ეძებს,თავი ცუდად იგრძნოს:D

 


№6  offline ადმინი თუკა

სტუმარი gvantsa
ვაიმეე როგორ მინდა დანიელს ერთი ისეთი შემოვულაწუნო თვალებიდან ნაპერწკლები ვაყრევინო :(( ძალიან მინდა მართამ ცოტა ხნით არ აპატიოს მისი ვირული საქციელი და ეჭვიანობისგან ჭკუიდან გადაიყვანოს :))


გამეცინა კარგად, შემოულაწუნე მიდი. ???????????? იქნებ მოეგონს გონს.

ძალიან დიდი მადლობააა.
მახარებს და სტიმუკს მაძლევს თქვენი კომენტარები მეგობრებო.
❤❤❤
--------------------
4love.ge

 


№7 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მომეწონა ეს თავი ძალიან სევდიანი იყო საინტერესოა დანიელი ეგრე. რომ მოქცეულიყო მართა აპატიებდა,მართა მეცოდება ძალიან ყველასგან მიტოვებული გოგოა და არ ეყოფა ტანჯვა უკვე ციდოა, მადლობა ველოდები მომდევნო თავს.

 


№8  offline აქტიური მკითხველი La-Na

აი მესმის დანიელისიც,მაგრამ ასევე ძალიან მაბრაზებს რა.ამ შემთხვევაში ძალიან ეგოისტი არის.მოესმინა მაინც მართასთვის.მარტო მას არ სტკივა.
ხო კიდევ ნიკოლოზის სიტყვებმა ძალიან დამაფიქრეს,რას ნიშნავს მხოლოდ სამი არა?იმედია მალე გავიგებთ ყველაფერს
--------------------
ლანა

 


№9  offline ადმინი თუკა

La-Na
აი მესმის დანიელისიც,მაგრამ ასევე ძალიან მაბრაზებს რა.ამ შემთხვევაში ძალიან ეგოისტი არის.მოესმინა მაინც მართასთვის.მარტო მას არ სტკივა.
ხო კიდევ ნიკოლოზის სიტყვებმა ძალიან დამაფიქრეს,რას ნიშნავს მხოლოდ სამი არა?იმედია მალე გავიგებთ ყველაფერს

მე როგორც ავტორი , არანაირად არ ვამტყუნებ დანიელს, როგორც დანიელმა გაბედა და მივიდა მასთან, ისევე უნდა მისულიყო მართა. ორივეს და-ძმა დამნაშავეა. ამიტომ არ უნდა დაემალაა..
--------------------
4love.ge

 


№10  offline წევრი Mzia Darchia

მომდევნო თავს როდის დადებთ,მოუთმენლად ველი როგორ განვითარდება მოვლენები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent