შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფლეიბოი და წითური ლამაზმანი //10//


14-07-2020, 16:56
ავტორი ენქეი
ნანახია 10 064

-სად მივდივართ აღარ იტყვიი?- თბილისდან გასვლისას იკითხა ბარბარემ.
-სიღნაღში ნამყოფი ხაარ?
-არაა, რატომ მეკითხები?
-სიღნაღში მივდივართ, სიყვარულის ქალაქში- ღიმილით მიუგო და მისი მარცხენა ხელი,ხელში მოიქცია.
-კი მაგრამ სამსახური? საერთოდ იქ რა გვინდა?
-დამშვიდდი კარგი? სამსახური რატო არ გკიდია მაშინ როცა უფროსიც კი არ მიდის იქ?
-მე არ ვარ შეჩვეული ასეთ ცხოვრებას.
-აბა რას ხარ მიჩვეული, დილით ადრე ადგომას და სამსახურში სირბილით წასვლას? საკუთარ თავს დროს საერთოდ არ უთმობ.
-საკუთარი თავისთვის დრო აღარ მრჩება.
-ასე არ უნდა იყოს, დროა მიეჩვიო ასეთ ცხოვრებას.- ღიმილით მიუგო და გზა განაგრძო...

***
-აქ რა ჯანდაბა გინდა?- თვალებგაფართოებული მიაჩერდა ლოლიტა სავარძელში მოკალათებულ სანდროს,რომელსაც ფეხები უდარდელად შემოეწყო მაგიდაზე და რაღაც შემეცნებით გადაცემას მხიარულად შესცქეროდა.
-ლოლიკოო- არც შეუხედავს მისთვის ისე წამოიწყო საუბარი. -რასშვრები? როგორხარ?
-დამცინი სანდრო? დილით არ მნახე?
-მომენატრე და მოვედი. მიშლი ტო? -ყურადღება ტელევიზორიდან მის წინ მდგომ ლოლიტაზე გადაიტანა.
-სერიოზულად აქ რა გინდა სანდრო?
-მომენატრეთქო გოგო.
-სანდრო!
-სანდრო, სანდრო. რას ჩაიხვიე ჩემი სახელი ტო. თუ ეგრე მოგწონს ჩვენს შვილსაც ეგ დავარქვათ.
-ჩვენს ვისს? -ხველება აუტყდა ლოლიტას.
-ჩვენს შვილს ლოლაა, ნუ მორცხვობ დაწყნარდი.
-ლოლას ნუ მეძახი!
-რატო ეე, ჩემი ლოლა ვინარისოო.
-ალექსანდრე! - თვალები დაუბრიალა მასზე ერთი თავით მაღალ ბიჭს.
-აჰაა ესეიგი გახსოვს ჩემი სახელი, დიდიხანია ასე აღარ მოგიმართავს.
-უბრალოდ ლამაზი სახელია და შენზე ხომ არ გავაბანძებ-პატარა ბავშვივით დამანჭა სახე.
-ლოლა,ლოლა.
-კარგი რა სანდრო, ნუ მეძახი მაგასთქო.
-რატო ტო, მშვენიერი სახელია.
-იმიტო რო ძაღლის სახელია.
-მართლაა? აუ ეგ რა მითხარი ტო. ამისმერე ძვალს წამოვიღებხოლმე. -სიცილი აუტყდა ჩიქოვანს.
-თავი დამანებე რა,ძვლები შენს დიდუბის ნა*ობას წაუღე. გავდივარ მე.
-დამელოდე მეც მოვდივარ.- სირბილით გაჰყვა უკან. -ლოლა მოიცადე შენმა ძმამ გამომგზავნა მითხრა რო შენი მანქანა ხელოსანთან წაიყვანა და მე უნდა წაგიყვანო.
-ესღა მაკლდა, წესიერი ვერავინ გამოგზავნაა?
-წესიერ მძღოლს ითხოვს ძაღლის სახელიანი გოგო? სასაცილოა.
-რაოო ხელოსანმა გავაკეთეო თუ სადმე ჩაგიქრება და არ იდარდოვო?
-თუჩაქრა ხო მოაწვები?
-ყველაზე აუტანელი ადამიანი ხარ ვინც კი ოდესმე მინახავს. -თვალები აატრიალა და მძღოლის გვერდით მოთავსდა. წამში დაწერა შეტყობინება „ ნუცა სასწრაფოდ ვინმე მსახიობი იშოვნე და თბილისი მოლში გამოუშვი, სანდროა ჩემთან ერთად.“
-აბა საით ქალბატონო?
-თბილისი მოლში ბატონო ამაზრზენობავ. -ღიმილით მიუგო და თავი კარის მინას მიადო.
დაახლოებით ნახევარ საათში ადგილზე იყვნენ. ისეთი ღიმილიანი სახით უყურებდა ლოლიტა სანდროს შორიდან რომ შეგეხედათ შეიძლებოდა გეფიქრათ რომ შეყვარებული წყვილი იყო,სინამდვილეში კი ლოლიტას მხოლოდ საკუთარ გეგმაზე ეღიმებოდა და აღფრთოვანებული იყო საკუთარი თავით.
„მიშო ქვია, ქერა, ცისფერთვალება. თვითონ გიცნობს 10 წუთში მოვა“-შეტყობინების წაკითხვისას თითქოს ამოისუნთქა ზუსტად იცოდა რომ ყველაფერი გამოვიდოდა და ჩიქოვანს ბოლოსდა ბოლოს გადაიყვანდა ჭკუიდან.
-რაიმე ლამაზი კაბა მინდა სანდრინიო, ასერომ აქეთ წავიდეთ.
-იმედიმაქვს ლამაზი გამომწვევს არ ნიშნავს.- თავისთვის ჩაიბურტყუნა და ლოლიტას უკან მიჰყვა.
მთელი ოცი წუთის განმავლობაში ლამის ჭკუიდან გადაიყვანა სანდრო, საშინლად გამომწვევ კაბებს არჩევდა და სარკის წინ პოზირებდა, ირგვლივ მყოფი ბიჭები პირდაღებულები მიშტერებოდნენ და გონებადაბინდულები კედელზე დაყუდებულიყვნენ.
-საკმარისია! -დაიგვრგვინა სანდრომ და ფეხზე წამოიჭრა -ან რამე წესიერი ჩაიცვი ან მაგ ნაფლეთს ზედ შემოგახევ.
-რაზე ჭედაავ? მშვენიერი კაბაა. -საკმაოდ ღრმა დეკოლტეს კიდევ ერთხელ შეავლო თვალი სარკეში.
-შენ რა სტრიპტიზის საცეკვაოდ მიდიხაარ? ბარემ შიშველი წადი გოგო. ან ახლავე გაიხდი ან აქაურობას თავზე დაგამხობ.
-რა სტრიპტიზი სანდრო რა გჭირსს? რესტორანში მივდივარ პაემანზე. -უდარდელად განუმარტა და სარკის წინ დატრიალდა.
-რაზე? საად? -ყურები ცქვიტა ჩიქოვანმა.
-პაემანზე მივდივარ საღამოს.
-და აი საღამოს დედოფალიც ნამდვილი მზეთუნახავია- საუბარში მოულოდნელად უცხო პიროვნება ჩაერთო.
-შენ ვინხარ?
-მე ლილიტას შეყვარებული ვარ.- ლოლიტას გვერდით ამოუდგა ბიჭი.
-როგორც ჩანს დროს არ კარგავ. -ნიშნის მოგებით მიუგო და ბიჭი თავიდან ფეხებამდე აათვალიერა.
-ამას ვყიდულობ-ღიმილით მიუგო გოგონას და გასახდელში შევიდა. უკვე ჭკუიდან გადადიოდა სანდრო, ჯერ იმაზე გაგიჟდა ასეთი კაბით რომ მიდიოდა რესტორანში თან ამ ტიპთან ერთად. დაჟე პაემანიაო და უკვე ტვინში სისხლი ექცეოდა.
-მე მიშო ვარ -ღიმილით გაუწოდა ბიჭმა ხელი.
-სანდრო. ვირუსიმაქვს ცოტა შორს დადექი.-ხელით უკან დახევა ანიშნა და ისევ მის თვალიერებას მოჰყვა.
-მადლობა ლოლიტა რომ მომიყვანე, აქედან მე მივხედავ აღარ შეწუხდე.
-რას ნიშნავს მიხედავ?
-მე წავიყვან, შეგიძლია წახვიდე. მეც მანქანით ვარ.
-მისმინე ძმაო. გოგო მოვიყვანე მე და მე წავიყვან, როცასახლში მივიყვან სადაცგინდა იქ წაიყვანე.
-კარგი რა სანდრინიო, დედიკოსავით ნუ იქცევი. მივხედავ ჩემს თავს.
-ლოლა ჩემთან ერთად წამოხვალ გასაგებია? -უკვე ისე ქონდა ნერვები სადაცაა ძარღვები დაუსკდებოდა.
-სანდრო პაემანზე მივდივართქო არ გესმიის? შენთანერთად სხვა დროს ვიკატავებ.
-ახლა მასთან ერთად თუ წახვალ იცოდე განანებ- მკლავზე ხელი ჩაავლო და ყურში კბილების ღრჭიალით ჩასჩურჩულა.
-შენი არ მეშინია სანდრო, მაქსიმუმ ჩემი გაბრაზება შეძლო. მაგრამ ესეც მეეჭვება
-შევძლებ კიდეც. - ღრმად ჩაისუნთქა და შენობიდან მიმავლებს თვალი გააყოლა.

***
-მოვედით ბაბიი- მანქანა სიღნაღის ციხისგან მოშორებით გააჩერა და მანქანიდან გადავიდა.
-აქ რა გვინდა? -დაინტერესდა ბარბარე რომელიც აქამდე სიღნაღში არასოდეს ყოფილა.
-აქედან ძალიან კარგად ჩანს ალაზნისა და კავკასიონის მთების ულამაზესი ხედები. ულამაზესი სანახავია.
-ცუდია ასეთ ადგილებში ხშირად რომ არ დავდივარ. -დანანებით ჩაიქნია ხელი და რატის გვერდით ამოუდგა.
-ამის გარდა კიდევ ბევრი ადგილია სად მინდა შენი წაყვანა, მაგრამ მოდი ჯერ ახლომდებარე ადგილებიდან დავიწყოთ.- ხელი ჩაკიდა მის გვერდით მდგომ ქალს და ჭიშჯარუ შეაღო.
შესვლისთანავე ულამაზესი ხედი გადაიშალა მათ წინ : „მაღარო ორი ცილინდრული კოშკითაა გამაგრებული იგი მთავარ შესასვლელს წარმოადგენს რადგან ქალაქსა და ციხეს ერთმანეთთან აკავშირებს-სწრაფად განუმარტა რატიმ- შესასვლელები სხვადასხვა ადგილებზე კიდევ არის განლაგებული, ისინი პირდაპირ კედელშია ჩაშენებული, უმრავლესობა განიერი ჭრილითაა შემოსილი და ნამდვილ ჭიშკარს წარმოადგენს , არის ასევე შედარებით ვიწრო სათადარიგო გასასვლელებიც. გალავნის მთელ სიგრძეზე ცილინდრული კოშკებია განლაგებული ალბათ შეამჩნევდი.
-და სულ რამდენი კოშკია?
-თუ სწორად მახსოვს 23. წამოდი აი ამ ქვაფენილზე უნდა ავიდეთ. -ხელით ანიშნა ქვით მოკირწყლულ გზაზე, ნელი ნაბიჯით გაუყვნენ გზას, იმდენად მოწონდა იქაურობა ბარბარეს პატარა ბავშვივით ცქმუტავდა.
-აუ რატი მართლაც ულამაზესიაა- გაბრწყინებული თვალებით მიაჩერდა ბარბარე, კავკასიონის მთების ეშხზე და მზის სხივების დაცემულ ანარეკლზე უფრო ლამაზი და ნათელი სახე ქონდა, რომელსაც ალისფერი თმები ამშვენებდა.
-ხოო ულამაზესია- პირდაღებული მისჩერებოდა ბარბარეს.საოცარ ჰარმონიაში იყო ეს ორი, დაბნეული მისჩერებოდა ბარბარეს როგორი ბედნიერი იყო მისით ვერ აღწერდა, როგორ უნდოდა რომ ისიც იგივე სითბოთი და სიყვარულით შეხვედროდა მის გრძნობებს.
-ბარბარე- მშივიდი ხმით წამოიწყო საუბარი.
-გისმენ რატი.-დიდრონი თვალები რატის მიაპყრო.
-მინდა რომ რაღაც ვთქვა მაგრამ არ ვიცი საიდან დავიწყო რა, სულ ორი წუთი მოიცადე, დავალაგებ ყველაფერს და გეტყვი.
-არ გინდა, არაფერი თქვა. -მისი სახე ხელებში მოიქცია და თითის წვერებზე აიწია, წამით დაფიქრდა რატის თვალებში ჩააცქერდა შემდეგ კი მის ტუჩებს ფრთხილად შეეხო. ერთწამს გახევებულად მდგარი რატი წამში გამოფხიზლდა ხელები წელზე მოხვია და კოცნაში აყვა. მალევე ფრთხილად მოიშორა სხეულიდან და ისევ თვალებში ჩააცქერდა.
-ვერც კი წარმოიდგენ რამდენად ბედნიერი ვარ ჩემს გვერდით რომ ხარ.
-არ მინდა ეს ბედნიერება დასრულდეს.
-არასოდეს გესმიის? არასოდეს.-ღიმილით უთხრა და გულზე მიიხუტა საყვარელი ქალი.

***
-ამ დროს ვინ მოვიდა- გაკვირვებული მიაჩერდა ირგვლივ მყოფებს სანდრო და ზლაზვნით წამოდგა კარის გასაღებად, ფრატუნით გავიდა მისაღებში და კარი გააღო. ზღურბლზე ლოლიტას დანახვისას თვალები შუბლზე აუვიდა, არც მიესალმა ისე შევიდა სახლში და დანარჩენებს შეუერთდა.
-ლოლიტაა?აქ რა გინდა?- პირდაღებული მიაჩერდა კაკი და გვერდით მჯდომ ლილეს გახედა.
-უჩემოდ სვამთ ხოო? დასალევი მჭირდება სასწრაფოდ- გახსნილ ბოთლს წაეტანა და დივანზე მოწყვეტით დაეცა.
-ჩემი ბოთლი, ან კარგი სხვას ავიღებ. -მხრები აიჩეჩა სანდრომ და მის გვერდით დაჯდა.
-რადება ლოლიტა ხო მშვიდობა გაქვს?-ჩაეძია ირაკლი
-ისეთი სი*ი შეყვარებული ყავს მშვიდობა როგორ ექნება.
-მოკეტე სანდრო რა, არ მაქვს შენი თავი.
-კარგი,კარგი. -ხელები დანებების ნიშნად აწია და დივნის ძახილს მოჰყვა -ლოლა ლოლაა.
-რა ჯანდაბა გინდა სანდრო-თავშიწამოარტყა ლოლიტამ
-შენ რა გინდა ტოო, ჩემს ძაღლს ვეძახი- სიცილით მიუგო და პატარა ლეკვს თავზე ხელი გადაუსვა
-შენ რა ავადმყოფი ხაარ?-ძაღლს გადახედა ლოლიტამ- ძაღლს მართლა ჩემი სახელი დაარქვი?
-ხომ გითხარი განანებთქო, ხოდა ახლა ვიყებ ყველაფერს.
-აუ ეს რა მაგარი ტიპშაა- სიცილს ვერ იკავებდნენ დანარჩენები
-მოდი ტოო აბა ვიბაზროთ-ხელში აიყვანა ირაკლიმ ლეკვი
-არაფერი ატკინო ველურო- დაუტია სანდრომ
-თამაში გინდა არაა? მაშინ ვითამაშოთ.-თვალები დააკვესა ლოლიტამ და ლუდის ბოთლი ბოლომდე გამოცალა.



ცოტა იაქტიურეთ რა heart_eyes როგორც მთხოვეთ სხვა წყვილებზეც დავიწყე ყურადღების გამახვილება.ველი შეფასებას



№1  offline წევრი lortkia

კარგად მიდიხარ,ბევრი ვიცინე სანდრექსას და ლოლიტას კინკლავზე smile ნუ ბარბარე და რატი სხვა თემაა heart_eyes

 


№2  offline მოდერი ენქეი

lortkia
კარგად მიდიხარ,ბევრი ვიცინე სანდრექსას და ლოლიტას კინკლავზე smile ნუ ბარბარე და რატი სხვა თემაა heart_eyes



მადლობაა❤️

 


№3  offline წევრი EllaTriss

ძაან მომწონს სანდროს და ლოლიტას წყვილი ❤ მალე დადე შემდეგი

 


№4  offline წევრი ალისა56

Sandro da lolita sayvareli wyvilia dzaan❤❤❤

 


№5 სტუმარი სტუმარი ხატია

კარგი პოზიტიური ისტორიაა უბრალოდ პატარა თავებია. ცოტა გაზარდე რ ა მოცულობა

 


№6 სტუმარი სტუმარი თაკო

ვირუსი მაქვს ცოტა შორს დადექი ;დდდდდდ

 


№7  offline მოდერი ენქეი

Maria_
ძაან მომწონს სანდროს და ლოლიტას წყვილი ❤ მალე დადე შემდეგი




სანდრო და ლოლიტა მეც მომწონს
ვეცდები მალე დავდო heart_eyes

 


№8  offline წევრი ვიპნი

ბარბარეს უყურე შენ,რა უცებ უშველ კახეთის ჰაერმა:D

 


№9  offline მოდერი ენქეი

ვიპნი
ბარბარეს უყურე შენ,რა უცებ უშველ კახეთის ჰაერმა:D



უყვარს და რა ქნას joy

 


№10 სტუმარი სტუმარი gvantsa

ვაა ბაბის უყურე შენ , მომწონს მისი აქტიურობაა :)) სანდრო და ლოლიტა ,მაინტერესებს რომელი უფრო ადრე მოატეხავს რქებს მეორე :))

 


№11 სტუმარი ŁĮŽĮ

Kargia mara tavebs tu gazrdi sashvaleba geqneba ufro met wyvilze dawero

 


№12  offline მოდერი ენქეი

სტუმარი gvantsa
ვაა ბაბის უყურე შენ , მომწონს მისი აქტიურობაა :)) სანდრო და ლოლიტა ,მაინტერესებს რომელი უფრო ადრე მოატეხავს რქებს მეორე :))



ოო ეგ მართლაც საინტერესოა joy

 


№13 სტუმარი სტუმარი მარი

როდის დადებ

 


№14 სტუმარი სტუმარი თათა

როდის დადებ ახალ თავს?

 


№15  offline მოდერი ენქეი

სტუმარი თათა
როდის დადებ ახალ თავს?

დავდე უკვე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent