შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცვლილების საწყისი წერტილი (სრულად) II ნაწილი


19-07-2020, 00:05
ავტორი Gvancoo
ნანახია 10 910

საღამოს, კვლავ ერთად შეიკრიბნენ და ათას თემას განიხილავდნენ. მხოლოდ გაბრიელი და მაქსიმე იყვნენ გამოსულები გარეთ და ხის ქვეშ იჯდნენ.
-მადლობა. - დაიწყო ლაპარაკი მაქსიმემ. - შენ რომ არ ყოფილიყავი კიდე დიდხანს არ დავბრუნდებოდი.
- დამიჯერე, ახლა ისეთი ამბები დატრიალდება აქ რომ ემილი შენ გარეშე ვერ გადაიტანს. - მეგობრულად მხარზე დაკრა ხელი და თბილად გაუღიმა.
- მე რათ ვუნდივარ, ნახე ჩემზე უკეთესი ძმობა გაუწიეს ბიჭებმა. მე კიდე ერთ დაბრკოლებას ამდენი წელი შევალიე. - ნაღვლიანად ჩაილაპარაკა მაქსიმემ.
- არ ხარ მართალი. შენ ცოცხალი მაინც იყავი. მე კიდე საკუთარმა დებმა დამტირეს.
- დებზე გამახსენდა. მე ვისი მანქანით ჩამოვედი?
- არავისი, მარის ვუთხარი რომ ეყიდა. იმის მანქანით ვერ წამოხვიდოდი, გოგოები იცნობდნენ. ამიტომ ვაყიდინე.
- არაფერი იციან? არც გოგოებმა და არც ბიჭებმა? არც დამიანემ და სანდრომ? - გაოცება ვერ დამალა მაქსიმემ.
- არა, მხოლოდ შენ იცი. ჯერ-ჯერობით ასეა საჭირო. როგორაა? არ მინახავს რაც ჩამოვედი.
- ერთი შეხედვით კარგად, მაგრამ რაღაც ჭირდა აშკარად. ვკითხე, მაგრამ არაფერი მითხრა.
- არც გეტყოდ. ძალიან ჩაკეტილია. ძალიან დიდი ძალისხმევა დამჭირდა რომ გული გადაეშალა ჩემთვის.
- ისე მაშინაც მინდოდა მეკითხა, მაგრამ დრო არ იყო. რატომ მაინც და მაინც მარი? რატომ არა თაკო ან თიკო ან შენი და?
- ჩემი პრინცესა ძალიან სუსტია ამ ტვირთვისთვის, ვერ გაუძლებდა და ყველაფერი წყალში ჩაიყრებოდა. სალომეზე მიხვდებოდა რომ მე ზურგს არ მაქცევდა. აი თაკო კი ძლიერია, მაგრამ თაკოს ის არ გადაუტანია რაც მარიმ გადაიტანა.
- რას გულისხმობ?
- გახსოვს, სანამ ავარია მოგივიდოდათ, ორი თვით ადრე თქვენ უბანში ახალგაზრდა ბიჭმა თავი რომ მოიკლა? - მაქსიმემ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. - ეგ ბიჭი მარის უფროსი ძმა იყო.
- ხუმრობ ხო ალბათ? - ვერ იჯერებდა მაქსიმე.
- არა რა ვხუმრობ, მართლა. მაგის მერე ძალიან ჩაკეტილი გახდა. ამდენი წლის მერეც ვერ იხსნება ისე როგორც ჩემთან. ორი წელი ვცდილობდი მისი ნდობა მომეპოვებინა რომ გული გადაეშალა.
- და რომ გაიგო რომ მოკვდი როგორ გადაიტანა?
- თავიდანვე იცოდა ყველაფერი. რომ არ მეთქვა თავს მოიკლავდა.
- და ახლა რას აპირებ?
- ჯერ-ჯერობით მარი უნდა ვნახო. მითხრა რომ გიორგის წინააღმდეგ რაღაც ფოტოები და ვიდეო აქვს, თუმცა საკმარისი არ არისო და რომ ჩამოხვალ უფრო კარგად დაგეკალარაკებიო.
- ძალიან კარგი გოგოა. მაგრამ ძალიან სევდიანი.
- ძმის სიკვდილმა გაანადგურა მთლიანად. მისი გარდაცვალებით ყველა დაკარგა, მშობლებიც და ნათესავებიც.
- ისინი რა შუაში იყვნენ?
- აშკარად არ გახსოვს რა მოხდა მაშინ. - ნაღვლიანად გაეცინა გაბრიელს.
- პატარები ვიყავით, რა უნდა მახსოვდეს? მე ის მიკვირს შენ რომ გახსოვს.
- მე ამოვქექე ეს ამბავი მერე. მარიმ მთხოვა რამოდენიმე წლის წინ და უარი ვერ ვუთხარი. თორე ყველას უბრალო თვითმკვლელობა ეგონებოდა.
- აბა რა მოხდა?
- ყველაფერი მამამისის ბრალია. მიშოს, მარის ძმას ერთი გოგო უყვარდა. ეს გოგო, ნანი, არ იყო მდიდარი ოჯახის შვილი. მამამისს კიდე უნდოდა კომპანია გაეფართოვებინა და მიშოსთვის საცოლე იპოვა ვიღაც მდიდარი გოგო. მაგრამ მიშო უარი თქვა ქორწილზე. მამამისი გაბრაზდა და იმდენი ქნა ნანი და მიშო დააშორა ერთმანრთს. იმ გოგოს სიცოცხლე გაუმწარა, ბოლოს სხვა ქვეყანაში გადავიდა საცხოვრებლად, მაგრამ არ შეეშვა. ბოლოს როდესაც საქმე ძალიან გართულდა მიშო თანახმა იყო ქორწილზე, ოღონდ იმ გოგოსთვის თავი დაენებებინა მამამისს. მაგრამ ყველაფერი სხვანაირად შემოტრიალდა. იმ გოგოს მანქანა დაეჯახა და ადგილზე დაიღუპა.
- უბედური შემთხვევა? - ჩაეკითხა მაქსიმე.
- დაახლოებით. ბატონმა ვანომ, ანუ მარის მამამ, ვიღაც კაცს ძალიან დიდი ფული გადაუხადა იმისთვის რომ ეს გოგო მოეშორებინა. ვანომ იფიქრა, ავარიას მოაწყობენო, ცოტა მძიმე შემთხვევა იქნებაო, მაგრამ გარადჩებაო. გეგმაში მასე ჰქონდა ყოველ შემთხვევაში. მაგრამ ნანის ისეთი სუსტი ორგანიზმი ჰქონდა ვერ გაუძლო და ადგილზევე დაიღუპა. მიშომ კიდე ეს ვერ გადაიტანა, მითუმეტეს მაშინ როდესაც გაიგო რომ მამამისის ხელი ერია ამ ყველაფერში. ზუსტად ნანის გასვენების დღეს მოიკლა თავი. - მაქსიმე შოკირებული უსმენდა ამ ამბავს.
- და როცა მარიმ სიმართლე გაიგო, მერე რა მოხდა?
- მისი მშობლები იტალიაში წავიდნენ, და მას მერე აღარ უნახავს. მიშომ სიკვდილამდე მარის გადუფორმა მისი ქონება, მაგრამ სანამ სწავლას არ დაამთვრებს უფლება არ აქ.
- თავიდან ვერ ვიგდებ მაგ გოგოს. - გაეცინა მაქსიმეს და გაბრიელიც აიყოლია. - აი ჩემი პატარაც მორბის. – უცებ თემა შეცვალა მაქსიმემ და მასთან მირბენილი ერეკლე კალთაში ჩაისვა.
- რატო არ გძინავს მამი? - თბილი ღიმილით ჰკითხა გაბრიელმა.
- ალ მეძინება ჯელ.
- ბოდიში გაბრეილ. ბევრი ვეცადე მაგრამ ვერ დაიძინა. მერე აივნიდან დაგინახა და შენთან წამოვიდა. - დამნაშავესავით აუხსნა სესილიმ.
- კაი ნუ ნერვიულობ, არაფერია. - გაუღიმა გაბრიელმა.
- ტატოს და და ასეთი მორცხვი? - გაეცინა მაქსიმეს.
- გეჩვენება. - სიცილით უპასუხა იოანე, რომელიც მაშინ მიუახლოვდა მეგობრებს.
- ხო მეც გამიკვირდდა. რაღაცეები აქ მოყოლილი ტატოს და დავეჭვდი. - ამის გაგონებაზე სესილი გაწითლდა.
- მაინც რა მოგიყვა? დავიჯერო მე არ ვიცი ეგ? - დაეჭვდა იოანე.
- იცი რა მომიყვა, ავტობუში ვიყაც ბიჭი ააგდო ადგილიდანო. - არ წყვეტდა სესილის წვალებას მაქსიმე.
- მგონი ვიცი რაზეც ყვებიი.
- მეც მომიყევით ერთი რაზე ლაპარაკობთ. - გაეცინა გაბრიელს და მანაც დაიწყო სესილის გაწითლება.
- რაღაც კონკურსიდან მომყავდაო და ავტობუსში ყველა ადგილი დაკავებული იყო. წინ ექვს ადგილზე მეტი სესილის ხელა ბიჭებს ქონდათ დაკავებული, მაშინ 12-13 წლის იყო ალბათ. სესილი კი დაღლილი იყო და დაჯდომა უნდოდაო მაგრამ იდგა და არაფერს ამბობდაო. მერეო ვიღაც მოხუცი ქალი ამოვიდაო, მაგრამ არც ერთი ბიჭი შეტოკებულაო და არ ამდგარა რომ ადგილი დაეთმოთო. სესილიმაც ვერ გაუძლოო და ერთ-ერთს მხარზე ხელი გაჰკრაო და უთხრაო: იქნება იმდენს მაინც მიხვდეო რომ მოხიცი ქალია და ადგლი უნდა დაუთმოო? ტიპი გაოცებული უყურებდაო. აშკარად უნდოდა შეპასუხებოდაო მაგრამ სესილის ისეთი სახე ჰქონდაო რამე რომ ეთქვათო იქნვე ყველას მოკლავდაო. იმ ბიჭსაც შეეშინდაო და უხმოდ დაუთმო ადგილიო.
- ვაიმე სესო. - სიცილი დაიწყო იოანემ. - რა ვაჟკაცი მყავხარ. - მხარზე ეყრდნობოდა და ცდილობდა დაწყნარებულიყო.
- კაი სესილი, რა ცეცხლი მოგეკიდა რა იყო? - გაუცინა გაბრიელმაც.
- გავისეილნოთ ლა. - მავედრებლად გაისმა ერეკლეს ხმა.
- წამო მამი. - გაუღიმა გაბრიელმა. შვილი ხელში აიტაცა და მაქსიმესთან ერთად დატოვა ეზო.
- რა გჭირს სესო? - თბილი ღიმილით ჰკითხა იოანემ, როდესაც მარტო დარჩნენ. სესილიმ მხრები აიჩეჩა და სევდიანად გაუღიმა. - მოდი გამოვიცნობ. - სევდიანად გაუღიმა იოანემაც და სკამზე ჩამოჯდა. - მაქსიმეს ჩამოტანილი ყუთი ჯერ კიდევ არ გაგიხსნია.
- არა. - უპასუხა და გვერძე მიუჯდა. - მეშინია, მეშინია რომ ეს ყუთი ყველაფერს შეცვლის. - ატირდა სესილი და იოანეს მიეხუტა.
- ჩემი აზრით, შეცვლის, ოღონდ უკეთესობისკენ. ერთხელ და სამუდამოდ გაიგებ სიმართლეს. ტატოს თვალით დანახულ სიმართლეს. შენ კითხვებს პასუხი გაეცემა და ცხოვრება გაგიადვილდება, ამდენი გაურკვევლობა აღარ იქნება შენ თავში და აზრებსაც დაალაგებ.
- და ყველაფერი საპირისპიროდ რომ მოხდეს? ცხოვრება რომ გამირთულდეს მერე?
- მას ვერ გაიგებ სანამ ყუთს არ გახსნი. - თავზე აკოცა და უფრო მიიხუტა. - აშკარად არ ხარ ჯერ ამ ყუთის გასახსნელად მზად. არ აგაჩქარებ, დაფიქრდი და თვითონ გადაწყვიტე.
- შენ რომ არ მყავდე, ახლა აქ არ ვიქნებოდი.
- არ დაიწყო ახლა რაა. - მობეზრებულად, თუმცა სიცილით ჩაილაპარაკა იოანემ.
- რატო არასდროს მაცდი რომ მადლიერება და სიყვარული გამოვხატო შენ მიმართ? - გაეცინა სესილისაც.
- იმიტომ რომ ეს უბრალოდ სიტყვებია და მეტი არაფერი. მე ისედაც ვიცი როგორ ძალიან გიყვარვარ და მაფასებ, ამას შენ ქცევებში და დამოკიდებულებაში ვხედავ ჩემ მიმართ და აღარ არის საჭირო ის რაც კარგად ვიცი სიტყვებით გადმომცე. თორე ხო იცი, მერე თავში ამოვარდება. - ბოლოს სიცილით დააბოლოვა.
- იცი? ძალიან ბედნიერი ვარ. უკვე ერთი ადამიანის მაგივრად ორი მყავს ვის გამოც უნდა ვიცოცხლო. - გაუღიმა და თვალებში ჩახედა.
- არა, შენ მათემატიკაში სულ სუსტი იყავი რა. - გაიცინა და მხარი გაჰკრა. - ამხელა სამეგობროში მოგიყვანე და ორი ადამიანიო შენ ამბობ. - ცოტახანი სიჩუმე ჩამოვარდა, მერე კი იოანემ გააგძელა ლაპარაკი. - გახსოვს, ორი-სამი წლის წინ წარმოუდგენლად გეჩვენებოდა რომ შენ და თედო ერთად იქნებოდით.
- ახლაც არ მჯერა. - ბედნიერი ღიმილით უპასუხა. - შენ მაინც ხომ იცი როგორ მიყვარს? ამდენი წელი ნანახი არ მყავდა და მაინც ასე ძაან მიყვარს.
- კაი სესო, არ გინდა აფერისტობა. - სიცილით შეაჩერა იოანემ. - ვიცი რომ რამოდენიმეჯერ ისეთ ბარებში და კაფეებში იყო შემოსული თედო სადაც შენ მუშაობდი.
- საიდან იცი? - გაიოცა სესილიმ და სიმორცხვისგან თავი დახარა.
- შენი აზრით ესიზმრებოდა თედოს ეგ ადგილები? - გაუცინა და თმაზე ხელი გადაუსვა. - შენი ბედნიერებისთვის ისეთი ცოტა იყო საჭირო, ეგ დამზარდებოდა რომ თედო სადმე წამეყვანა?
- აი რატომ იჯდა სულ ჩემ მაგიდებთან. მაგრამ თედოს აშკარად არ ახსოვს რომ მე ვემსახურებოდი. - გაეცინა სესილის.
- ვინ მოგატყუა? - მოულოდნელად გაისმა თედოს ხმა, რომელიც მათ ზურგს უკან იდგა.
- რა დრო დამიდგა, ჩემ გოგოს ბიჭთან ვტოვებ, თან ჩემი ნებით. - სიცილით წამოდგა იოანე და წყვილს გაეცალა.
- სხვისი ლაპარაკის მოსმენა რომ არ შეიძლება არ იცი შენ? - სიცილით ჰკითხა სესილიმ და შეყვარებულს ჩაეხუტა.
- სხვისი არ შეიძლება, მაგრამ შენ სხვა არ ხარ. - გაუცინა თედომ და შუბლზე აკოცა.
- დიდი ხანი გვისმენდი?
- იმდენი მოვისმინე რომ გამეგო როგორ ძალიან გიყვარვარ და რატო დამათრევდა იოანე აქეთ-იქით. - გაუცინა და უფრო მიიხუტა.
- მართლა იცოდი რომ მე გემსახურებოდი? - დაიმორცხვა სესილიმ.
- პირველ ორ ჯერზე დამთხვევად ჩავთვალე რომ სხვადასხვა ბარში ერთი და იგივე გოგო მომემსახურა. მერე დაგაკვირდი და ძალიან მეცნობოდი და ვერ ვიხსენებდი საიდან. ბოლოს რომ ვიყავი გიორგისთან ჩხუბს შევესწარი და მაშინ მივხვდი რატომ მეცნობოდი. მეორე დღეს კი იოანემ მოგიყვანა გაბრიელთან.
- მანამდე არ იცოდი ანუ?
- სიმართლე რომ გითხრა ვეჭვობდი, მიუხედავად იმისა რომ ორ თვეში ერთხელ გნახულობდი, მხოლოდ შენი სიახლოვისას მიჩქარდება გული. მაგან დამაეჭვა და ბოლო შეხვედრამ დაადასტრა კიდეც ყველაფერი. - გაუცინა და აწითლებულ სესილის დახედა.
- ისე ახლა გამახსენდა, სულ მარტო მოდიოდი. მხოლოდ ერთხელ იყავი ვიღაც ატყლარწულ გოგოსთან ერთად. - ზიზღით ჩაილაპარაკა წარსულის გახსენებაზე. თედო თავიდან დაეჭვდა, შემდგომ კი სიცილი აუტყდა.
- რა მწარედ გახსოვს. - ვერ წყნარდებოდა თედო და სესილის სახეზე უფრო ეცინებოდა. - ჩემსა და მაგ გოგოს შორის არაფერი არ არის, არც იყო და მომავალში ხო საერთოდ არ იქნება. უბრალოდ ჩემი კლასელი იყო და შემთხვევით შევხვდი მაშინ. - სიცილით აუხსნა და შუბლზე აკოცა. - ჩემი ეჭვიანი გოგო.
- ჩემ ადგილას შენც იეჭვიანებდი. - პატარა ბავშვივით ჩაილაპარაკა სესილიმ.
- გეთანხმები. მე უბრალოდ კი არ ვიეჭვიანებდი ადგილზე მოვკლავდი ყველას ვის გვერდითაც დაგინახავდი.
- რავი იო ჯერ ცოცხალი მყავს და. - გაეცინა სესილის.
- იოანე და ჩვენი საძმო გამონაკლისია, რა თქმა უნდა. ამათზე როგორ ვიეჭვიანო ყველას თავისი სატრფო ჰყავს.
- მაქსიმეს გარდა.
- შენ რა იცი ერთი? იქნებ ჰყავს ვინმე? - მაცდურად დახედა თედომ.
- მე მგონია რომ ვიღაც მოსწონს, მაგრამ ურთიერთობა არ აქვს. ძალიან სევდიანია და შეყვარებული რომ ჰყავდეს ამ სევდას მისი სიხარული გადაფარავდა. - დამაჯერებლად უპასუხა სესილიმ. - პირად გამოცდილებას გიზიარებ. - სიცილით დაამთავრა და თედოც აიყოლია.
უკვე თითქმის შუაღამე დამდგარიყო. პატარა ერეკლეს მშვიდად ეძინა. დანარჩენები კი მისაღებ ოთახში მოთავსებულიყვნენ და ჩვეულებისამებრ ათას თემას განიხილავდნენ. მათ მხოლოდ ემილი აკლდა, რომელიც გარეთ გასულიყო და ვარსკვლავებს უყურებდა.
ფიქრებით ძალიან შორს იყო წასული. წარსულის გახსენებით აწმყომდე მოდიოდა. ცდილობდა გაეხსენებინა დღე როდესაც დედ-მამა დაკარგა, დღე რომელმა ასე სასტიკად შეცვალაა მისი ცხოვრება, თუმცა უჭირდა. დრომ თავისი გაიტანა და მხოლოდ ნაწილობრივ ახსოვს მომხდარი. 8 წლის ბავშვისთვის მარტივი არ უნდა ყოფილიყო მომხდარის გადატანა.
-ემი. - ფიქრებში წასულმა ვერც კი შენიშნა მიახლოებული მაქსიმე და შიშისგან შეხტა. - ბოდიში, არ მინდოდა შეშინება. - გაუღიმა და გვერძე მიუჯდა. ძმის სითბოს მონატრებული ემილი მაშინვე მიეხუტა ძმას და თავი გულზე დაადო. მაქსიმემაც კარგად შემოხვია ხელი და მიხუტებულ დას თავზე აკოცა. - ხო კარგად ხარ, ჩემო პატარა?
- ამაზე უკეთ ვერც ვიქნები, შენ მყავხარ გვერდით.
- მაპატიე, აქამდე უნდა ჩამოვსულიყავი, მაგრამ ვერ შევძელი. - ნაღვლიანად ჩაილაპარაკა მაქსიმემ.
- არაუშავრა, მთავარია ახლა აქ მყავხარ და აღარ დამტოვებ ხო? - ბედნიერი ღიმილით ახედა ძმას. მანაც თბილი ღიმილით თავი დაუქნა თანხმობის ნიშნად. - სად იყავი? გეძებდი, მე მინდოდა ჩამოსვლა, მაგრამ ვერსად გიპოვე.
- ჯერ ლონდონში ვიყავი, იქ ვსწავლობდი. მერე ერთი წელი ბერლინში გადავედი. მერე კი ამერიკაში. იქ უკვე გაბრიელს შევხვდი შემთხვევით. ვინაიდან მე არ ვიცოდი რომ გაბრიელი დიტირეთ მე ჩვეულებრივად შევხვდი. მერე ვილაპარკეთ და ამიხსნა ვითარების სირთულე.
- შენ არ იცოდი რომ გაბრიელი დაიღუპა?
- არა. საერთოდ აქ რა ხდებოდა არაფერი ვიცი. ყველაფერი გაბრიელმა მითხრა. მერე ხშირად ვხვდებოდი. დაბრუნება რომ გადაწყვიტა მითხრა დროა შენც დაბრუნდეო. ბევრი ვიფიქრე მის სიტყვებზე. მერე ბიძიას დავურეკე და გადავწყვიტე დავბრუნებულიყავი.
- მიხარია რომ დაბრუნდი. ამაზე უკეთეს დროს ვერც ვინატრებდი.
- ახლა შენ მომიყევი. რა მოხდა შენსა და დამიანეს შორის?
- ჩვენ.. - ცოტა დაიბნა თუმცა ძმისთვის არაფერი დაუმალია. - ერთად ვართ. იმედია წინააღმდეგი არ ხარ.
- რა თქმა უნდა არა. - გაეცინა მაქსიმეს. - ბავშობიდან ვიცი ეს ყვეალაფერი და მზად ვიყავი ამისთვის.
- რას გულისხმობ? - დაიბნა ემილი.
- არ გახსოვს? პატარები რომ ვყავით დამიანე სულ ნაყინებს და შოკოლადებს გყიდულობდა. სკოლაში თუ ვინმე გაწყენინებდა ყველას პასუხს სთხოვდა და ბოდიშს ახდევინებდა. მაგრამ მგონი იჩხუბეთ ხო თქვენ? ორი წლის წინ მგონი.
- ხო. - ნაღვლიანად დაეთანხმა ემილი. - სიყვარული რომ ამიხსნა, შემეშინდა რომ სანდრო და თედო წინააღმდეგები იქნებოდნენ და დრო ვთხოვე. როცა იმათ დაველაპარაკე და უკვე მშვიდად შემეძლო დამიანესთან ერთად ყოფნა დავინახე ვიღაც გოგოს როგორ კოცნიდა.
- სხვა რომ ყოფილიყო ალბათ ვეტყოდი აკოცა მეტი ხომ არფერითქო, მაგრამ შენ როგორ აპატიე? უბრალოდ შენ დიდად პატიების მოყვარული არ ხარ.
- არც ვაპირებდი. მერჩივნა ცალ-ცალკე ვყოფილიყავით ვიდრე ერთად და ეჭვით რომ მღალატობს. ორი წლის მერე რომ ჩამოვიდა დავილაპარაკეთ და სიმართლე გავარკვიეთ. ანა გახსოვს? თქვენი კლასელი იყო. მაგ გოგოს ევასებოდა დამიანე, და ისე მოაწყო რომ როცა მე მივედი დამის სანახავად იმ გოგომ მაშინ აკოცა.
- და ეს ყველაფერი ორი წლის მერე გაიგე? მანამდე სად იყო დამიანე?
- გაბრიელთან. გაბროს ეხმარებოდა რაღაცეებში. ბიჭებმაც არაფერი იცოდნენ. ისე ჩაალაგა ჩანთა და წავიდა არავის დალაპარაკებია.
- მთავარია ახლა ერთად ხართ და რაც მთავარია ბედნიერები.
- და შენ? არავინ მოგწონს?
- არის ერთი. მაგრამ ჯერ წესიერად არ ვიცნობ. - გაუღიმა პატარა დას.
- ცუდი მული არ ვიქნები გპირდები. - გაეცინა ემილის.
- მჯერა მაგის. - აჰყვა მაქსიმეც.
- სალომე სად გაიცანი? - გაახსენდა უცებ დილანდელი შეხვედრა.
- გაბრიელთან ერთად შევხვდი. მე და სალო ყველგან დავხეტიალობდით, გაბრო ერიდებოდა გარეთ გამოსვლას.
- იცოდი ერთად რომ იყვნენ ეგ და სანდრო?
- კი. მე რომ გავიცანი მალევე აუხსნა სიყვარული სანდრომ.
- ჰეი, თქვენ. მონატრებულო და-ძმავ. - სიცილით მიუახლოდა თედო. - არ შეგცივდათ?
- ცოტა. - აღიარა ორივემ ერთმად. - დანარჩენები დაიშალნენ უკვე?
- არა რა დაიშალნენ. მისაღებში არიან. გაბრიელი ავიდა დასაძინებლად მარტო. ფილმის ყურებას ვაპირებთ და არ წამოხვალთ? რაღაც საშინელებააო სესომ გვირჩია კაია შეგეშინდებათო.
- კაი წამო ვუყუროთ. - გაეცინა მაქსიმეს. ემილი წამოაყენა და სამივე ერთად შევიდნენ სახლში. დანარჩენებს მოემარაგებინათ პოპკორნი და გამაგრილებელი სასმელები. ემილიმ დამიანეს გვერდზე დაიკავა ადგილი, თედო სესილის მიუჯდა, მაქსიმემ კი ბოლო თავისუფალი ადგილი დაიკავა იოანეს გვერდზე და დაიწყეს ფილმის ყურება.
ფილმი იმდენად საშიში იყო, რომ სალომემ ნახევარსაც ძლივს უყურა, სანდროს მიეხუტა და თავი მის კისერში ჩარგო, ფილმს კი ნაწყვეტებად უყურებდა. თაკო და თედო ერთიანად ყვიროდნენ მოუოდნელობისგან. სესილის ეცინებოდა შეშინებული მეგობრების დანახვისას. თიკო არ იმჩნევდა, რამდენჯერაც შეეშინდა იმდენჯერ მუხლებზე დადებულ ბალიშს უჭერდა ხელს, რაც არ გამორჩენია მის გვერდზე მჯდომ იოანეს.
ფილმის დასრულების შემდეგ სესილიმ შუქი აანთო და კიდევ ერთხელ გაიცინა მეგობრების სახეებზე.
-სესო, რას გვერჩოდი? - უკვე დაწყნარებულმა თედომ შეხედა შეყვარებულს.
- მე კარგად ვიმხიარულე. - არ დაუმალა და თავის ადგილს დაუბრუნდა.
- შენთვის ესენი კომედიაა და აბა დანარჩენებს შეხედე. - შეეპასუხა იოანე.
- თედო მაინც მაგარი იყო რა. - ეცინებოდა აზრზე მოსულ მაქსიმეს. - კორპუსიდან რომ გადაიხედა რამხელაზე დაიყვირე.
- სუსტი გულის პატრონი ვარ მე.
- აღარ გვინდა მაგაზე თორე ღამე ვერ დაიძინებთ. - ეცინებოდა სანდროსაც.
თიკომ ჯერ კიდევ შეშინებული იყო. ამიტომ ჭიქები აიღო და სამზარეულოში გავიდა მათ დასარეცხად. ნელ-ნელა შიშიც უქრებოდა და წყნარდებოდა, როდესაც ვიღაცა მხარზე შეეხო. ეს იმდენად მოულოდნელი იყო ჭიქა გაუვარდა ხელიდან და შიშისგან დაიყვირა.
-კარგად ხარ? - შეშინდა იოანეც.
- შემაშინე. - გულხდილად უთხრა და ხელი გულზე მიიდო, თითქოს გულის დაწყნარებას ცდილობდა.
- ბოდიში, გეძახდი მარა ვერ გაგაგონე. ეტყობა რაღაცაზე ფიქრობდი.
- არაუშავრა. ფილმმა იმოქმედა. - უკვე დამშვიდებულს გაეღიმა.
- ხელი ხო არ გაიჭერი?
- არა კარგად ვარ. რატო შემოხვედი გინდოდა რამე? - მშვიდად უპასუხა და ნამსხვრევების ალაგება დაიწყო.
- არაფერი. უბრალოდ მარტო რომ არ ყოფილიყავი. ეტყობა ძალიან შეგაშინა ფილმმა.
- ხო. - ღიმილით დათანხმა და ჭიქების რეცხვა გააგრძელა. იოანემ დახმარება გადაწყვიტა და უკვე გარეცხილ ჭიქებს ამშრალებდა და თაროზე დებდა. - საერთოდ არ მიყვარს ესეთი ჟანრი.
- სესილი გიჟია. ან ამას რამ აყურებინა. - ეცინებოდა იოანეს.
- ეჰ, ხვალ ისევ თბილისს ვბრუნდებით. - ნაღვლიანად ჩაილაპარაკა თიკომ.
- დარჩენა ხომ არ გინდა?
- დიდი სიამოვნებით, სწავლა რომ არა. შენ რჩები თუ მოდიხარ?
- მოვდივარ. თედომ მე დავრჩებიო და შენი დარჩენა აღარაა საჭიროო.
- კულტურულად გაგრძნობინა თავი ზედმეტად ხო? - გაეცინა თიკოს და იოანეც აიყოლია.
- მასე გამოვიდა. ისე ხვალ რომელზე მივდივართ?
- მგონი შუადღის მერე.
- კაია, გამოვიძინებ მაინც.
- იო - მოულოდნელად შეამოკლა თიკომ ბიჭის სახელი, რაც ორივეს რაღაცნაირად მოხვდათ გულზე. - რომ მოვდიოდით გამოუძინებელი როგორ დაჯექი საჭესთან? - მაინც გააგრძელა ლაპარაკი რომ უხერხულ სიტუაციაში არ ყოფილიყო.
- სიმართლე რომ გითხრა ვერც ვგრძნობდი რომ მეძინებოდა. რომ არ გავჩერებულიყავით ქუთაისამდე ჩამოვიდოდი.
- მიჩვეული ხარ მასე სიარულს?
- როგორ გითხრა, როცა საფრთხეს გრძნობ დაღლა სულ არ გახსენდება. - ამ პასუხმა დააბნია თიკო.
- რას გულისხმობ?
- არაფერი. დამშვიდდი. - თბილად გაუღიმა ბოლო ჭიქაც დადო თავის ადგილას. - წამო გავიდეთ ბავშვებთან.
- რაღაცას არ ამბობ და მაშინებს ეგ ფაქტი. - არ დაუმალა გულის ნადები. იოანემ კი ურალოდ გაუღიმა და ოთახისკენ უბიძგა.
იმ საღამოს მალევე დაიშალნენ. ასე თუ ისე კარგად ეძინათ, ფილმის მერე მითუმეტეს. პირველი პატარა ერეკლემ გაიღვიძა და მაშინვე მამიკოს დაახტა და მისი გაღვიძება დაიწყო. გაბრიელსაც ბედნიერი ღიმილით გაეღვიძა და ერეკლესთან თამაში დაიწყო. ხმაურზე სანდროსაც გამოეღვიძა და მოცინარი მეგობრის და შვილის დანახვისას ბედნიერს ეღიმებოდა.
-პატარა ვაჟკაცო, ცოტა დიდხანს უნდა გასწავლოთ ძილი შენ. - სიცილით გახედა სანდრომ პატარა ერეკლეს.
- მამიდასთან მინდა. - აფართხალდა და გაბროს ხელიდან დაუსხლტა და პირდაირ სალომეს ოთახისკენ გაიქცა. ოთახში შესულმა სალომეს საწოლთან მიირბინა და სალომეს თმებზე ქაჩვა დაუწყო.
- ვიღაცას მოხვდება ახლა. - ნელა გადმოტრიალდა სალომე და ხელში აიტაცა ძმიშვილი. - რა გიყო ახლა. - თან ეცინებოდა და მკაცრ სახეს ვერ ინარჩუნებდა. - უნდა გაგგუდო ახლა. - სიცილით უთხრა და ლოყები აუწითლა კოცნით. - როგორ უყვარხარ მამიდას.
- მეც მიყვარს მამიდა. - სიცილით უპასუხა ერეკლემ და სალომეს მიეხუტა.
- ჩემი წრუწუნა. მამაშენი გააღვიძე მე რომ მომახტი?
- კი. - დიდი სიამაყით ჩაილაპარაკა პატარამ.
- კარგი ბიჭი ხარ.
- მეც არა ვთქვი ვინ ასწავლა ამ ბავშვს ასე გაღვიძებათქო. - მოულოდნელად გაისმა გაბრიელის ხმა ოთაში. სალომემ მორცხვად თავი ჩაღუნა, ფაქტზე წასწრებულივით.
- მასე ისიც ვუთხარი მე არ გამაღვიძოთქო მარა მომისმინა? - სიცილით ახედა ძმას.
- ეგ მე ვასწავლე. - ენა გამოუყო გამარჯვებულმა გაბრობ და დის საწოლს მიუახლოვდა. - წამო მამი სანამ სხვებიც გააღვიძე. - სიცილით ჩაილაპარაკა და ის იყო ერეკლე უნდა აეყვანა თაკომ რომ წამოყო თავი.
- კარგ დროს გახსენდება სხვები. - ჩაიბუზღუნა და ერეკლეს ხელები გაუშალა. - მოდი ჩემთან რა. - ერეკლემაც უარი არ უთხრა და გაიქცა თაკოსკენ. - ტკბილო. - ჩაიხუტა თაკომ პატარა და ლოყები დაუკოცნა.
- ჩამოტარებით ხარ პატარა? - ამჯერად ემილის გაეცინა. - კიდე ვინ გააღვიძა?
- ჯერ მხოლოდ თქვენ, მე და სანდრო. - სიცილით უპასუხა გაბრიელმა. -სხვა ვერ მოასწრო.
- სანდრო სადაა? - იკითხა სალომემ.
- წყალი უნდა გადაევლო.
- წამო მამიდა სხვებიც გავაღვიძოთ. - წამოხტა ემილი და ბავშვი თან წაიყოლა.
- სად მიგყავს გიჟო? - სიცილით დააწია კითხვა გაბრიელმა.
- თქვენ არ წამოხვალთ? ბიჭები გავაღვიძოთ. - იდეა გოგოებს ძალიან მოეწონათ ამიტომ წამოხტნენ საწოლიდან. ჯერ სამზარეულოში შევიდნენ და ქვაბებით მომარაგდნენ. პატარა ერეკლესაც დააჭერინეს ხელში ორი ქვაბი და ლუკას, დამიანეს და მაქსიმეს ოთახისკენ დაიძრნენ.
ოთახში ჩუმად შეიპარნენ. ემილიმ ჩუმად დათვალა სამამდე და ქვაბების ბრახუნი დაიწყეს. შეშინებული ბიჭები წამსვე წამოიშალნენ. გოგოებს და ერეკლეს კი ეცინებოდათ მათ სახეებზე.
-თაკო ეს თუ შენი იდეაა ვერ გადამირჩები. - ჩაიბურდღუნა ლუკამ და ძილის შერუნება სცადა, თუმცა ერეკლემ არ აცადა და საწოლზე აუხტა. - კაი პატარა აღარ ვიძინებ ხო. - გაეცინა ლუკას და წამოჯდა საწოლზე.
- ემილის იდეას უფრო ჰგავს. - გაეცინა დამიანეს და თვალები მოისრისა.
- გეთანხმები. - დაუდასტურა მაქსიმემაც.
- საერთოდაც, ერეკლეს იდეა იყო. - სიცილით იმართლა თავი ემილიმ.
- ერეკლემ თქვა, ოთახში შევუვარდეთ და ქვაბები ვაბრახუნოთო? - სიცილით იკითხა ლუკამ.
- ერეკლემ თქვა გავაღვიძოთო და დანარჩენი ჩვენით. - სიცილით აუხსნა თაკომ.
- მერე ჩვენით რომ არ დაგეწყოთ სხვები არ იყვნენ?
- თქვენ ახლოს იყავით. - გაეცინათ გოგოებს და ოთახიდან გავიდნენ და გადაინაცვლეს იოანეს და თედოს ოთახში. თუმცა კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ ბიჭებს უკვე ეღვიძათ. - ვინ ჩაგვიყარა გეგმები?
- იმხელაზე აბრახუნეთ ეგ ქვაბები ხმაური აქაც კი შემოვიდა. - გაეცინა თედოს.
- ეჰ, არაუშავრა. - ხელი ჩაიქნია თაკომ და თახიდან გავიდა, გზად კი ლუკა შეხვდა. ბიჭს გაეღიმა შეყვარებულის დანახვისას. მიახლოებულს ხელი გადახვია და შუბლზე აკოცა.
- როგორ გეძინა? - ჰკითხა და ხელი-ხელ გადახვეულები ჩაუყვნენ კიბეებს.
ნახევარ საათში უკვე ყველა ფეხზე იყო და ჩანთებს ალაგებდნენ.
-პრინცესა. - გაბრიელი შევიდა თიკოს და სესილის ოთახში.
- ხო გაბრო.
- სათხოვარი მაქ შენთან. - მორიდებულად დაიწყო ლაპარაკი.
- რა ხდება? - გაეცინა თიკოს მის მორიდებულობაზე.
- მანქანა ძაან გჭირდება ხოლმე თბილისში? - ამ კითხვაზე კი უკვე მიხვდა თიკო რაშიც იყო საქმე და სიცილით უპასუხა გაბროს.
- დავუტოვოთ არაა პრობლემა. - ამის გაგონებაზე გაბროსაც გაეცინა და თიკოს შუბლზე აკოცა.
- შენ რომ არ მყავდე. - თიკომ აუღიმა და ძმას მიეხუტა.
უკვე პირველი იყო დაწყებული გაბრიელმა რომ თქვა დროა წავიდეთო. ბავშვები წამოიშალნენ. რადგან თიკოს მანქანას ტოვებდნენ გაბრო იოანესთან დაჯდა, სანდრო და სალომე კი მაქსიმესთან. პატარა ერეკლე მამას დიდ ხანს ეხუტებოდა.
-ყოველ დღე დაგირეკავ მამი. - გაბომ შვილს შუბლზე აკოცა და სესილის შეხედა. - დამირეკეთ თუ რამეა, არასდროს მოგერიდოს. - გოგოც გადაკოცნა, ძმაკაცსაც დაემშვიდობა და წამოვიდა.
პატარა ერეკლე შორიდან ხელს უქნევდა მამას, სანამ თვალს არ მიეფარა. შემდეგ კი სახლში შევიდა და თედოსთან და სესილისთან ერთად დაიწყო თამაში.
-საოცარი ბავშვია. - ჩაილაპარაკა სესილიმ. - სხვა ალბათ ღრიალს მორთავდა. - გაეცინა და თედოც აიყოლია. - მაგრამ ერეკლე ლისიზ და გაბრიელის შვილია, ამიტომ ის განსხვავებულია.
გზამ თავისი გაიტანა და თიკოს მალევე ჩაეძინა. როდესაც იოანემ ეს შენიშნა დრო გამოიყენა და გვერდზე მჯდომ გაბროს მიუტრალდა.
-გაბრო, სალაპარაკო მქონდა შენთან და სვანეთში ვერ გელაპარაკე მაგაზე.
- რა ხდება იო? - ცოტა შეშინდა გაბრო.
- ფოტო, რომელიც სესილის გამოუგზავნა გიორგიმ, ნახე?
- არა. თედოსგან ვიცი რომ მათი ფოტო იყო და აღარც ჩავეძიე. რა ხდება?
- ეგ ფოტო მარის გადაღებულია. - ჩაილაპარაკა და გაოცებულ გაბრიელს გახედა.
- არ არსებობს. - გაოცბა არ დაუმალავს ბიჭს. - იქნებ გეშლება.
- არა, ზუსტად ვიცი. მთელი გზა ვათვალიერებდი გარემოს და ზუსტად შემიძლია გითხრა რომ იცოდა სადაც მივდიოდით. თბილისიდან არ გამოგვყოლია. გორს გაცდენილები ვიყავით რომ მანქანა აგვეკიდა. კარგად დავაკვირდი და მხოლოდ მარი იყო, სხვა არავინ ყოფილა მანქანაში. დიდი ხანი არც გამოგვყოლია, როგორც კი გავჩერდით ცოტახანი იყო, ეტყობა ფოტოები მაშინ გადაიღო და წავიდა.
- ანუ ფიქრობ რომ გიორგიმ იცის ბავში რომ სვანეთშია? აქამდე რატომ არ თქვი? - სიბრაზე შეეტყო ხმაში გაბრიელს.
- მე ვფიქრობ რომ გიორგიმ არაფერი იცის ბავშვზე, და შენ რაღაცას მალავ.
- ძალიან დამაბნიე იოანე.
- დაზუსტებით შემიძლია გითხრა რომ მარიმ იცოდა რომ მაგ გზაზე გავივლიდით, ისიც იცოდა რომ ჩვენ ბოლოები მოვდიოდით. მას განა იმის გაგება უნდოდა სად მივდიოდით, უბრალოდ ფოტოები სჭირდებოდა სესილის დასაშანტაჟებლად. გარდა ამისა, ზუსტად მახსოვს რომ სადაც ჩვენ გავჩერდით ბანერი იყო, სადაც რომელიღაც სოფლის სახელი ეწერა. მაგრამ გიორგის გამოგზავნილ ფოტოში საერთოდ არ ჩანს არც ბანერი და უკანა ფონიც ისეთი ბუნტია ვერ გაარჩევ რა ადგილია. ამიტომ გეკითხები, რას მალავ გაბრიელ? - თავიდან გაოცებული უსმენდა გაბრო მეგობარს, შემდეგ კი გაეცინა, რადგან გაახსენდა ვინ ეჯდა გვერდზე.
- შენი შერლოკ ჰომსობა სულ არ გამხსენებია. სხვებთან არაფერი თქვა ჯერ, ძალიან გთხოვ. ახლა რომ ეს ამბავი გავარდეს გეგმები წყალში ჩაიყრება, ამიტომ ჯერ-ჯერობით ყველაფერი ჩვენში დარჩეს. როცა დრო მოვა ყველაფერს მოგიყვებით.
- ანუ მართალი ვარ და ის გოგო გიორგის კი არა ჩვენ გვეხმარება. - დამაჯერებლად ჩაილაპარაკა იოანემ და გაბრიელს გახედა, რომელმაც უბრალოდ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. - სადაც მე მივხვდი ესეც მალე მიხვდება, თუ უკვე არ ეჭვობს. - სიცილით ჩაილაპარაკა და მძინარე თიკოზე მიანიშნა.
- შეიძლება უკვე სიმართლეც იცის, არ გამიკვირდება. მაგრამ რაც არ უნდა იყოს არაფერს იტყვის. დარწმუნებული ვარ ამაში.
- მგონი თიკომ და ლუკამ ცუდად დაიწყეს ურთიერთობა. - ეცინებოდა იოანეს.
- არ მიკვირს. - აჰყვა გაბრიელიც. - სალომემ რომ მითხრა თაკო ცუდათ იყოო არ მჯეროდა. ერთი ჩემი დაკარგვა განიცადა და მეორე ლუკასი, მაგრამ ლუკაზე უარესად ყოფილა. თიკო კიდე ისეთია შეიძლება საკუთარი დამცირება აპატიოს, მაგრამ მისი დების ცრემლს ძნელად პატიობს.
- როგორ ფიქრობ, შემთხვევით რომ შეხვედროდნენ ერთმანეთს თიკო და ლუკა რა მოხდებოდა?
- რა და ლუკა მრავლობითი მოტეხილობით ტრავატოოგიურში იწვებოდა.
- არ დაიღალეთ ჩემზე ჭორაობით? - მობეზრებულად ჩაილაპარაკა თიკომ და თვალები მოისრისა გამოსაფხიზლებლად.
- შენი სახელი გაიგონე და ცქვიტე ყურები ხო? - გაეცინა გაბრიელს.
- სანამ სლოკინს დამაწყებინებდით მანამდე გავიღვიძე.
- თვალთმაქცობა კიდე ვერ ისწავლე რა. - დანანებით ჩაილაპარაკა გაბრიელმა. - თავი უნდა მოიმძინარო იქნებ რამე ისეთი გაიგო რომ მერე გამოგადგეს.
- ეგეთი რამეები ისედაც ბევრი ვიცი მე. - გაეცინა თიკოს.
- გისმენ და თაკო მგონიხარ რა. - დაეჭვებულმა გახედა იოანემ. - გაბრო, ხო არ შემოგვაპარეს ჰა? და იმათმა ჩვენი წყნარი თიკო ჩაისვეს.
- აი გაბრო, მერე მეტყვი წყნარად რატომ ხარო.
- რას ამბობ პრინცესა, ახლა თედო გისმენდეს მეცხრე ცაზე იქნებოდა სიხარულისგან თიკომ ლაპარაკი იცისო. - ამაზე უკვე სამივეს გაეცინა.
მთელი გზა ათას თემაზე ლაპარაკობდნენ, ამიტომ დრო მალე გავიდა და თბილისსაც მალევე მოუახლოვდნენ. იოანემ ჯერ გაბრიელი მიიყვანა, შემდეგ კი თიკოს მიუბრუნდა.
-ძაან დაიღალე?
- არც ისე. - თბილი ღიმილით უპასუხა გოგონამ.
- წამო მაშინ ცხელი შოკოლადი დავლიოთ. ხვალიდან რამდენად გვექნება ეგ ბედნიერება საკითხავია კიდე.
- უარს ნამდვილად ვერ გეტყვი მაგ წინადადებაზე. - იქვე ძალიან მყუდრო კაფეში შევიდნენ. ცხელი შოკოლადი და ნამცხვარი შეუკვეთეს და ლაპარაკიც დაიწყეს.
- ხვალ მოდიხარ კესოს დაბადების დღეზე? - ლაპარაკი იოანემ წამოიწყო.
- ძალიან კი არ მინდა, მაგრამ სხვა გზა არაა.
- რატო არ გინდა? - გაკვირვება ვერ დამალა ბიჭმა.
- ყოველ წელს ერთი და იგივე სიტუაციაა. უაზროდ დათვრებიან და მერე ხან ვინ მეკიდება და ხან ვინ. - ამ პასუხზე გაეცინა ბიჭს.
- ლამაზი რომ ხარ იმიტომ გეკიდებიან თორე, აბა პუტკუნა და მახინჯი იყავი. - მოულოდნელად გაჩუმდა და თითქოს შეათვალიერა თიკო და გააგრძელა. - ისე შენ პუტკუნაც საყვარელი იქნები. - ამ ლაპარაკმა ცოტა დააბნია თიკო და ლოყებზე სიწითლე შეეპარა, რაც იოანეს არ გამოპარვია. - ხვალ მსგავსი არაფერი იქნება, პირობას მე გაძლვ. - ბოლოს ისევ იოანე ალაპარაკდა.
- მაინც არ მინდა წასვლა რა, ჩემი ბიძაშვილი რომ არ იყოს არც წავიდოდი. - უკან არ იხევდა თიკო.
- კაი რა, შენხელა გოგოები ხელიდან არ უშვებენ შანსს რომ კლუბში წავიდნენ და შენ წასვლა არ გინდა?
- ამდენი ხანი ვერ მიხვდი რომ არ მივეკუთნები ამ ჩემი ასაკის გოგოების კატეგორიას? - გაეცინა თიკოს.
- მაგას ჯერ კიდე მაშინ მივხვდი უნივერსიტეტში რომ დაგეჯახე. ბოდიში რომ მოიხადე მეგონა მომესმათქო. - სიცილში იოანეც აჰყვა. - ხვალ განსაკუთრებული დღე და იქ უნდა იყო.
- რა ხდება?
- გაბრიელი იქ გამოჩნდება პირველად. ასე რომ, მაინც მოგიწევს წამოსვლა. - მიმტანს მოტანილი შეკვეთა გამოართვა და მადლობა გადაუხადა, შემდეგ კი ისევ თიკოს შეხედა. - ასე რომ ჩემო თიკო, ხვალ გამოგივლი და წამოხვალ. არ დაიწყო ოღონდ არაფერი მაქ ჩასაცმელიო ისაო და ესაო.
- სესილი წუწუნებს ხოლმე აშკარად.
- ვაიმე, ჩემი სესო და ტანსაცმელი რთული თემააა. - გაეცინა იოანეს. - პურზეც რომ ჩადიოდა იმაზე ფიქრობდა რა ჩავიცვაო და სხვათაშორის ემილიც მასეთია.
- შენ წარმოიდგინე თაკოც. ამიტომ სულ მე მიწევდა მარკეტში სიარული.
- არა, გავიგებდი კაბებს რომ იცმევდნენ, მაღლებს და მასეთ რამეებს, მაგრამ კეტების და შარვლის არჩევას რაღა უნდა? - სიცილის ვერ იკავებდა იოანე.
- შენ ეგა თქვი. ისე ხვალ კეტებით რომ წამოვიდე ძალიან გაგიჟდება კესო?
- ერთ-ორს შემოგიბღვერს და ეგაა. მერე შენთვის და შენი კეტებისთვის სულ არ ეცლება.
- საიდან იცნობ კესოს ასე კარგად რომ იცი რას იზავს?
- ჩვენ სკოლაში სწავლობდა. მის ყველა დაბადებისდღეზე დაპატიჟებულები ვიყავით მე და ბიჭები.
- მოდიოდით ხოლმე მერე? მე არ მახსოვხართ არცერთი.
- ხუთი წუთი მოვიდოდით ხოლმე, კესოს მივულოცავდით და წამოვიდოდით. შენი თქვამისა არ იყოს, ძალიან არასასიამოვნო სიტუაციაა ხოლმე და არ ვჩერდებით ხოლმე დიდხანს.
- ხო და მაგიტომ მირჩევნია სახლში დარჩენა.
- პირობას გაძლევ, როგორც კი გაბრო გამოჩნდება მეთვითონ წამოგიყვან იქიდან.
- მაგას მართლა გააკეთებ?
- პირობას გაძლევ. - თბილად გაუღიმა იოანემ.
კიდევ დიდხანს იყვნენ კაფეში. ბევრი ილაპარაკეს და იცინეს. როდესაც სახლში მიიყვანა იოანემ თიკო, უკვე გვიანი იყო, ამიტომ როგორც კი თიკო ავიდა წყალი გადაივლო და დასაძინებლად დაწვა. მას მერე რაც სახლში მოვიდა ბედნიერი ღიმილი ვერ მოიშორა სახიდან, თაკომ გაკვირვებულმა გახედა დას, თუმცა ხვალისთვის გადადო, რადგან ძალიან დაღლილი იყო და დაძინება გადაწყვიტა. თიკოს კი კიდე დიდხანს არ მიკარებია ძილი. უბრალოდ იწვა და იღიმოდა. იგივე მდგომარეობაში იყო იოანეც. თიკოსგან ანსხვავებით შედარებით გარკვეული იყო საკუთარ თავში და იცოდა რომ თიკო მისთვის უბრალო მეგობარზე ბევრად მეტი იყო. ბიჭს გულმა ვერ გაუძლო და ძილი წინ თიკოს მისწერა. „ ტკბილი ძილი <3“. ამ დროს თიკო უბრალოდ იღიმოდა და ვერ გადაეწყვიტა რა ეპასუხა. საბოლოოდ ძალა მოიკრიბა და უპასუხა: „კეთილი ანგლოზები <3“. ამის მერე კი ორივეს ტკბილად დაეძინა.
დილით ჩვეულებისამებრივ ყველა საკუთარ საქმეს დაუბრუნდა. გოგოები უნივერსიტეტში წავიდნენ, ბიჭები სამსხურში. გაბრიელი ჯერ ნინოს და თემურს, თედოს და სანდროს მშობლებს, ესტუმრა. ნინო დიდიხანი იხუტებდა მონატრებულ შვილს, დიახ შვილს, მას მთელი სამეგობრო შვილივით უყვარს. ყველას გასაჭირი ისევე სტკივა, როგორც საკუთარი შვილების და ასევე ყველას წარმატება ისე უხარია, როგორც საკუთარი შვილის. მაქსიმეს და გაბრიელს გეგმაში ქონდათ რომ მეგობარი პროკურორი მოენახულებინათ, მაგრამ ნინომ არსად გაუშვა. ბიჭებს თავიანი ამბები გამოკითხა. მათი საყვარელი ტკბილულითაც გაუმასპინძლდა. ბედნიერებისგან ადგილს ვეღარ პულობდა. თემურიც მათთან ერთად იყო, თუმცა მერე სამსახურიდან დაურეკეს და სასწრაფოდ წასასვლელი გახდა. ბიჭები კი დარჩნენ მათ მეორე დედასთან და სანდროს დაბრუნებას დაელოდნენ. უკვე ხუთი საათი ხდებოდა სანდრო და ემილი რომ დაბრუნდნე სახლში. მალევე დამიანეც შეუერთდათ.
-დე რა გვაქ საჭმელი? - მაშინვე იკითხა სანდრომ და სკამზე ჩამოჯდა.
- გავშლი დე ახლავე. - ღიმილით გახედა ნინომ დაღლილ შვილს და მაგიდა გააწყო. ხუთივემ ერთად მიირთვა, ხოლო როცა ჭამას მორჩნენ მაქმიმემ მეგობრებს გახედა:
- ლილეს სანახავად მივდივართ, ხო არ წამოხვალთ?
- მე ვერა, რაღაც საბუთები გამომატანა თემურიმ გადახედეო. - ჩაილაპარაკა სანდრომ.
- ვერც მე, სანდრომ დამირეკა მომეხმარეო და ახლა ხო არ დავტოვებ. - სიცილით უპასუხა დამიანემ.
- მე რომ წამოვიდე? - იკითხა ემილიმ. - ხვალ სულ ლექციები მაქ მაინც.
- წამო პატარა. - თბილად გაუღიმა გაბრიელმა და ნინოსთან მივიდა. - წავედი ნინო დეიდა, და გამოგივლით ისევ. - ქალს დიდი სიყვარულით ჩაეხუტა და სახლიდან გამოვიდა და-ძმასთან ერთად.
- რა ხდება უნიში აბა, პატარა? - თბილად ჰკითხა მაქსიმემ დას.
- რავი, არაფერი საინტერესო. ძაან ჯიგარი ლექტორები მყავს. - აღფრთოვანებულმა ჩაილაპარაკა ემილიმ.
- ჯერ ერთი კვირაა დადიხარ და რა იცი რომ კარგები არიან? - გაეცინა გაბრიელს.
- მე არასდროს ვცდები ადამიანში. - ამაყად ჩაილაპარაკა და ორ სავაძელს შორის გაყო თავი. - რაღაცაზე მინდოდა თქვენთან ლაპარაკი.
- რაზე აბა?
- მემგონი მარიმ გაიგო რომ ვიცით მისი ჯაშუშობის ამბავი. - დაეჭვებულმა ჩაილაპარაკა. ამაზე გაბრიელს და მაქსიმეს ჩაეცინათ, მაგრამ ემილის რომ არ შეემჩნია ლაპარაკი გააგრძელეს.
- რატო ფიქრობ მასე?
- დღეს უნივერსიტეტიდან რომ გამოვედი დავინახე და ხელი დავუქნიე რომ არაფერი ეეჭვა და მისკენ წავედი, მაგრამ სანამ მივუახლოვდი მანამდე გაიქცა. ტელეფონზე ლაპარაკობდა დავინახე, და მგონი კამათობდა. როგორც კი დამინახა რომ მისკენ წავედი გაიქცა ისე რომ არც დამელოდა.
- ეტყობა გიორგის ელაპარაკებოდა და რომ არ გაგეგო. - მშვიდად ჩაილაპარაკა გაბრიელმა.
მალევე მივიდნენ პროკურატურამდე. ლილეს კაბინეტი იკითხეს და მშვიდად გააგრძელეს გზა. რადგან გოგონამ არც მაქსიმეს დაბრუნება იცოდა და არც გაბრიელის გადარჩენა, ჯერ ემილი შეუშვეს კაბინეტში.
-ჩემი პატარა გოგო მოსულა. - დიდი სიყვარულით ჩაილაპარაკა, კლასიკურ სამოსში გამოწობილმა მაღალმა შავგვრემანმა გოგომ და ემილის გადაეხვია. - როგორ ხარ პარატა?
- რავი ვარ რა. შენ როგორ ხარ? - ჩვეულებრივ ჩაილაპარაკა და ლილეს წინ ჩამოჯდა.
- როგორ უნდა ვიყო. დამაყარეს საქმეები და ვარ რა. რას შვრები? როგორ მოხდა რომ გაგახსენდი? - ჩაილაპარაკა სიცილით.
- ამის მერე ხშირად გამახსენდები, შენ პროფესიას ვუმიზნებ. - ამაყად ჩაილაპარაკა და გაუცინა წინ მჯდომს.
- ამაზე სასიხარულო ამბავს ალბათ ვერც გავიგებდი დღეს. - მართლაც რომ ბედიერმა ჩაილაპარაკა.
- დავიჯერო ჩვენი ნახვა უფრო არ გაგიხარდება? - მოულოდნელად ჩაილაპარაკა მაქსიმემ.
რადგან ლილე კარისკენ ზურგით იჯდა, ვერ დაინახა როდის შემოვიდნენ ბიჭები. ნაცნობი ხმის გაგონებისას ჯერ გაშეშდა, შემდეგ ფრთხილად წამოდგა და უკან მიტრიალებულს ერთის მაგივრად ორი საჩუქარი დახვდა.
-კაი დამცინით? - ჩაილაპარაკა და თვალები მოისრისა. - მართლა თქვენ ხართ?
- მგონი მართლა ემილის პროფესია გაუხარდა ჩვენ ნახვაზე მეტად. - სიცილით ჩაილაპარაკა გაბრიელმა. სიტყვები დაამთავრა თუ არა დაინახა როგორ გამოიქცა ლილე და ორივეს ერთდროულად ჩაეხუტა.
- ვაიმე, არ მჯერა. - ბედნიერმა ჩაილაპარაკა და დიდი ხნის უნახავ მეგობრებს ისევ ჩაეხუტა.
- დაიჯერე, დაიჯერე.
- შენ ვაფშე დაგიტირე ბიჭო. - უკვე აცრემლიანებულმა ჩაილაპარაკა და გაბრიელს ჩაეხუტა. გაბრეილმაც მოხვია ხელები და თავზე აკოცა.
- კაი დამშვიდდი, შენ მაინც არ იტირო რა. - თხოვნასავით გაისმა მისი ხმა.
ცოტახანში ლილე დამშვიდდა. სხვა და სხვა თემაზე ილაპარაკეს, ბოლოს კი საქმეს დაუბრუნდნენ.
-დაახლოებით ვხვდები რატომ მოხვედით. - ჩაილაპარაკა ლილემ. - გიორგის ამბებია ისევ? - პირდაპირ დაიწყო ლილემ.
- კი. - ჩუმად ჩაილაპარაკა გაბრიელმა. - გახსოვს ოთხი წლის წინ მკვლელობას იძიებდნენ, გიორგის ადანაშაულებდნენ მაგრამ ვერ დაუმტკიცდა.
- კი როგორ არა, მაშინ პრაქტიკანტი ვიყავი და პროკურორს დავყვეოდი საგამოძიებო ადგილებში.
- ეგ საქმე უნდა გახსნა ისევ. - მშვიდად ჩაილაპარაკა მაქსიმემ.
- ეგ საქმე დაიხურა არასაკმარისი მტკიცებულებების გამო და ახლა მთავარი პროკურორი არ მომცემს ნებართვას, მითუმეტეს არაფერი ახალი არ არის მაგ საქმესთან დაკავშირებით.
- საჩივარი რომ შემოვიდეს?
- მაგ საქმეს არ გახსნიან. - დანანებით ჩაილაპარაკა ლილემ. - ეგ საქმე რომ დახურეს იოანე იყო მოსული, მოკლულის და მომიყვანა როგორც მოწმე, მაგრამ მთავარმა პროკრორმა ყურიც არ შეიბერტყა. - სიბრაზით ჩაილაპარაკა გოგონამ.
- აბა უნდა ვუყურო როგორ დამდევს ეგ ნაი*ვარი? - სიბრაზით ჩაილაპარაკა გაბრიელმა.
- გაბრო, შენზე მეტად მე მინდა მაგ არაკაცის დაჭერა, მაგრამ საქმე რომ აღიძრას საფუძველი არ მაქ. მტკიცებულებები მინდა რომ გიორგიზე დაკავების ორდერი ავიღო. - უცებ ჩაფიქრდა, შემდგომ კი გააგრძელა. - მაგ ბიჭთან საქმე რთულადაა. უშუალოდ დამამტკიცებელი საბუთი გვჭირდება რომ საქმე მოვიგოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისევ გამოუშვებენ.
- მაშინ რატომ ვერ მოიგეს საქმე? მისი და ხო შეესწრო ამ ყველაფერს?
- პროკურორმა აზრი არ აქ მაგ ბავშვის მონაყოლსო, სასამართლო მაინც გაანთავისუფლებსო და ეგ გოგო საფრთხეში იქნება, როცა დამნაშავე გაიგებსო რომ მოწმე იყო ყველაფრისო.
- მართალიც იყო. - ჩაილაპარაკა აქამდე ჩუმად მჯდომმა ემილიმ. - ანუ პროკურატურის იმედი არ უნდა გვქონდეს. რამე ისეთი უნდა მოვიფიქროთ ფაქტის წინაშე რომ დადგნენ.
- თან ისეთი მტკიცებულებები უნდა იყოს რომ განაჩენი ვერ შეუმსუბუქდეს.
- გასაგებია. - ჩაილაპარაკა მაქსიმემ და წამოდგა. - ჩვენი გასვლის დროა. წამოხვალ შენც? გაგიყვანთ ბარემ. - მზრუნველად გახედა მეგობარს.
- მანქანით ვარ მეც. - გაუღიმა ლილემ და მათთან ერთად დატოვა კაბინეტი. როცა კაბინეტიდან გამოვიდნენ ლილეს გაბრიელი ამოუდგა მხარში და ხელი გადახვია, გოგონამაც წელზე მოხვია ხელი და წინ მიმავალ და-ძმას გაყვნენ. - სევდიანი ხარ. - შემოვლების გარეშე დაიწყო ლაპარაკი. - რა მოხდა 5 წლის წინ?
- ჩვენ გავიქეცით. წერთი წელი ლიხტენშტეინში ვიყავით. მერე გიორგიმ გვიპოვა, უფრო სწორად ლიზა დაინახა ქუჩში და ესროლა. საავადმყოფოში გვითხრეს რომ ან ლიზა უნდა გადაერჩინათ ან ბავშვი. ლიზამ კიდე შვილს ვერ მოვკლავო. ბავშვი ჯანმრთელი დაიბადა. ლიზას გადარჩენასაც ეცადნენ, თუმცა ორგანიზმმა ვერ აიტანა და ნარკოზიდან რომ გამოვიდა ნახევარ საათში დაიღუპა. - ნაღვლიანად გაუღიმა მეგობარს.
- ბავშვი სადაა? როგორაა? ბიჭია? თუ გოგო? ახლა რამდენისაა? - ბედნიერმა მიაყარა კითხები ერთმანეთს.
- დამშვიდდი. - ღიმილით დახედა გაბრიელმა. - ბავშვი გადამალული მყავს, გიორგიმ რომ არ გაიგოს. ბიჭია და ერეკლე ჰქვია. სამი წლისაა. - ბედნიერს გაეღიმა შვილის გახსენებაზე. - ახლა შენ მითხარი, წეღან დერეფანში ვიღაც ბიჭი რატომ მიყურებდა ასე მტრულად? - ლილემ ისეთი სახე მიიღო თითქოს ვერ ხვდებოდა ვისზე ეკითხებოდა, თუმცა გაბრიელის თვალებს რომ შეხედა მაშინვე მიხვდა რომ ვერ მოატყუებდა.
- ერთია. ნაგავი - ბოლო სიტყვა უფრო თავისთვისთვის ჩაილპარაკა.
- გაწუხებს? თუ გინდა მოვაგვარებთ უცბათ. - გაუცინა გაბრიელმა და მოსალოდნელი რეაქციაც მიიღო.
- არ მწუხებს. - მაშინვე იუარა გოგომ. - გუშინ ვიჩხუბეთ, ხო და იეჭვიანოს ახლა.
- რა გინდა მითხრა რომ მე საეჭვიანოდ გამომიყენე? - ხელი პირზე აიფარა გაბრიელმა და გაოცებული სახე მიიღო.
- ოო, ნუ მაიმუნობ რა. - გაუცინა ლილემ და მსუბუქად დაკრა მხარზე ხელი.
- კაი, კაი. რა ხდება აბა რაზე იჩხუბეთ?
- სისულელეზე. - მობეზრებულად ჩაილაპარაკა და უკან გაიხედა სასურველი ობიექტის დანახვის მიზნით.
- გიყვარს?
- ძალიან თან. წეღანაც ისეთი თვალებით იყურებოდა მინდოდა მივსლიყავი და ჩავხუტებოდი, მაგრამ ბოდითი თვითონააქ მოსახდელი.
- აშკარად ვეღარ გაძლო. - გაეცინა გაბრიელს და მათკენ მომავალ ბიჭს გახედა. ლილე და გაბრიელი შემოსასვლელში მდგომ და-ძმასთან მივიდნენ და ბიჭის გამოსვლას დაელოდნენ. გაბრიელი ჯიუტად არ აშორებდა მხრიდან ხელს. ხოლო, როდესაც ბიჭი კარებში გამოდიოდა მის გასაგონად ლილეს უთხრა. - პატარა, დღეს კლუბში ხო წამოხვალ? - და ბიჭის მზერაც დაიმსახურა. ამის დანახვისას სიცილი ვეღარ შეიკავა გეგმები წყალში ჩაეყარა. - კაი ვჩერდები, თორე მერე მე დამაბრალებ შენ გამო დავშორდითო. - სიცილით გხედა ლილეს და გაოცებულ მეგობრებს უკან მდგომ ბიჭისკენ ანიშნა. როცა მაქსიმემ უკან მდგომი ბიჭი დაინახა სიცილი აუტყდა:
- არა, ლონდონში არ მეყოფოდი ახლა აქაც არ მომასვენო. - სიცილით გადაეხვია დიდი ხნის უნახავ მეგობარს.
- თვით მაქსიმე ხერგიანი დაუბრუნდა მშობლიურ ქვეყანას? - გაეცინა ბიჭსაც. როცა ერთმანეთი მოინახულეს და მეგობრებს მიუახლოვდნენ მაქსიმემ დაიწყო ლაპარაკი:
- გაიცანით, ეს ჩემი ძმაკაცია ვაჩე ლიპარტელიანი. ლონდონში ერთად ვსწავლობდით. ეს ჩემი დაა ემილი, ეს კი ჩემი ძმაკაცი გაბრიელი.
- ბოდიში გაქ შენ მოსახდელი. - სიცილით უთხრა გაბრიელმა, რაზეც ლილეს ჩქმეტა მიიღო. - მეტკინა გოგო. - ამაზე ვაჩეს გაეღიმა და ლილეს გახედა.
- ხო ეგ მეც ვიცი, ზედმეტი მომივიდა.
- ასეთი ძნელია თქვა ბოდიში ან მაპატიე? - აჰყვა გაბრიელს ემილიც.
- რა ხდება? - დაიბნა მაქსიმე, თუმცა დამ გააჩუმა და ყველა ვაჩეს ელოდა.
- ბოდიში. - ჩაილაპარაკა ბოლოს ბიჭმა და ლილეს გულუბრყვილო სახით შეხედა. ლილემაც ვეღარ გაუძლო და შეყვარებულს ჩაეხუტა.
- კაი წყვილია. - სიმყუდროვე ემილიმ დაარღვია.
- ნამდვილად. სასიძოს ვერ დავიწუნებთ. - ჩაილაპარაკა გაბრიელმა. - ქორწილი არ გამოგვაპაროთ. - სიცილით გახედა ხელიხელ გადავეულ წყვილს.
- მაგას გაკადრებ? - გაუცინა ლილემ.
- ოხ, ამ ქალბატონს დამიხედეთ ერთი რა. - გაეცინა მაქსიმესაც. - წავედით ჩვენ და გვნახავთ ამ დღეებში. ლილე, როგორც კი რამე ახალი იქნება მაშინვე დაგირეკავთ.
- ჩემი იმედი გქონდეთ. - თბილად გაუღიმა მეგობრებს და შეყვარებულთან ერთად გაეცალა მათ.
- ნახე რა ბიჭი ჩაიგდო ხელში ლილემ. - ჩაილაპარაკა გაოცებულმა ემილიმ. - რა სიმატიური ტიპი იყო.
- დამიანემ არ გაგიგოს. - სიცილით გამოხედა გაბრიელმა.
- არა, ჩემი დამი უკეთესია. - ამაყად ჩაილაპარაკა და ბედნიერს გაეღიმა შეყვარებულის გახსენებაზე.
- არ მოგტაცონ. - ამჯერად მაქსიმემ გამოხედა სარკიდან.
- თქვენ თქვენ თავებს მიხედეთ რა. - მობეზრებულად ჩაილაპარაკა და მოცინარ ძმაკაცებს გახედა.
მაქსიმემ ჯერ გაბრიელი მიიყვანა, შემდეგ კი დასთან ერთად დაადგა სახლის გზას. სახლში მისულებს კი უკვე გამზადების დრო ჰქონდათ რომ კესოს დაბადების დღეზე წასულიყვნენ.
საღამოს დაპირებისამებრ თიკოს იოანემ გამოუარა. ვინაიდან და რადგანაც ლუკას მანქანა ჯერ კიდევ ხელოსანთან იყო ლუკა და თაკოც მათ მიყვებოდნენ. ჩვეულებრივად თიკო მაკიაჟისა და ზედმეტი ჯართის გარეშე მიდიოდა, უბრალო ჯინსის შარვალსა და თეთრ პერანგში გამოწყობილი, რომელსაც სპორტულ ფესაცმელს უხამებდა. თაკოც დის მსგავსად გამოწყობილიყო და როგორც კი ლუკამ მისწერა მაშინვე დაბლა ჩავიდა ორივე. ბიჭები მანქანასთან ელოდებოდნენ, ორივე ჩვეულებრივ ფორმაში იყო გამოწყობილი. ამ ოთხი ადამიანისთვის რომ შეგეხედათ ვერც იფიქრებდით რომ ისინი კლუბში მიდიდნენ დაბადების დღეზე. ისე უბრალოდ ეცვათ გეგონება ქალაქში უნდა ესეირნათო.
-რა ადრე ჩამოხვედით? - გაიკვირა ლუკამ და თიკო გადაკოცნა, თაკოს კი ხელი გადახვია და მიიხუტა.
- მზად ვიყავით უკვე და გელოდებოდით. - სიცილით უპასუხა თაკომ. - წავედით?
- ხო, ხო თორე კესო გაგიჟდება. - გაეცინა იოანეს.
თაკო და ლუკა უკან მოკალათდნენ, თიკომ კი იოანეს გვერდზე დაიკავა ადგილი. ბიჭმა მოკალათებულ თიკოს გამოხედა და გაუღიმა, შემდეგ კი კლუბის გზას დაადგა. სულ ხუთი წუთის გასულები ივნენ თაკოს ტელეფონი რომ ამღერდა.
-მარია. - ჩაილაპარაკა ცოტა შეშინებულმა.
- უპასუხე ჩვეულებრივად. თითქოს არაფერი არ იცი. - დაარიგა იოანემ.
- ხო მარ. - ჩვეული სიმხნევით უპასუხა მეგობარს.
– ...
- კესოს დაბადების დღეზე მივდივართ შენ სად ხარ?
- ...
- კაი, მოიცა გავარკვევ და გადმოგირეკავ. - მალევე გაუთიშა და მანქანაში მსხდომებს მიუბრუნდა. - ვინმემ რომ გამომიაროს შესაძლებელიაო?
- გაბრიელს დაურეკეთ და ის გაუვლის. დაბადების დღეზე სურპრიზი რომ არ იყოს მარისთვის მისი გამოჩენა. - ჩვეულებრივ ჩაილაპარაკა თიკომ.
- მართალი ხარ. - დაეთანხმა თაკო ტყუპს და გაბრიელის ნომერი აკრიფა. - გაბრო, მარიმ დამირეკა რომ შეგიძლიათ გამომიაროთ რომელიმემო და გაუვლი შეენ?
- ...
- კაი, დავურეკავ და ვეტყვი დაბლა დაგხვდეს. - გაბრიელს გაუთიშა თუ არა, მარის ნომერი აკრიფა ისევ. - გოგო, ჩადი და 2 წუთში მოვლენ ბიჭები.
- ...
- რომ დაინახავ მიხვდები. - სიცილით უპასუხა და გაუთიშა.
- რა კარგი მსახიობი ხარ. - შეაქო იოანემ.
- კაი ნუ გამაწითლე. - სიცილით ჩაილაპარაკა თაკომ.
- ხელს ხო არ გიშლით? - მოჩვენებით ეჭვიანობით ჩაიაპარაკა ლუკამ.
- არა ძმა იყავი. - გაუცინა იოანემ.
კლუბში მალევე მივიდნენ, მაგრამ შიგნით არ შესულან, დანარჩენებსაც დაველოდოთო. მალევე სალომე და სანდრო შეუერთდნენ, მათ კი ემილი და დამი მიყვნენ. ბოლოს კი მაქსიმე, გაბრიელი და მარი მოვიდნენ. მარის დანახვა არც ერთს ესიამოვნა, მხოლოდ იოანე და თიკო იდგნენ მშვიდად. მარიმ გოგოები გადაკოცდა და ისევ გაბრიელს ამოუდგა მხარში.
-მარო გაიცანი ეს სანდროა, დამიანე, იოანე, ლუკა და ემილის იცნობ. - თითოეული ადამიანისკენ მიუთითა გაბრიემა გვერძე მდგომს.
- სასიამოვნოა. - ჩუმად, თუმცა გასაგონად ჩაილაპარაკა მარიმ.
- ჩვენთვისაც. - თბილი ღიმილით უპასუხა იოანემ. მარი ამჩნევდა მეგობრების ცივ დამოკიდებულებას და უხერულად იშმუშნებოდა, რაც მაქსიმეს არ გამორჩენია. მალევე კლუბში შევიდნენ, გოგოები წინ მიდიოდნენ, ბიჭები უკან მიჰყვებოდნენ, სულ ბოლოს კი მარი მოდიოდა მარტო. ძალიან ტკიოდა მეგობრების ასეთი დამოკიდებულება, თუმცა გეგმებს წყალში ვერ ჩაყრიდა ამიტომ მოუწევსს აიტანოს ეს სიცივე, მანამ სანამ ყველაფერი დამთავრდება. უკვე კიბეებზე ადიოდნენ თიკო რომ ჩამორჩა გოგოებს და მარისთან მივიდა.
- კარგად ხარ? რაღაც უხასიათო ჩანხარ. - გულღიად მოიკითხა მოწყენილი მეგობარი.
- კი, კი. უბრალოდ გაბრიელის ნახვამ იმოქმედა. - უცბად იცრუა და მეგობარს სევდიანი თვალები მიანათა.
- ხო, მეც ცუდათ გავხდი. გული წამივიდა. - გაუცინა თიკომ და მეგობარს ხელკავი გამოდო. - თაკომ იმხელაზე იკივლა მეზობლები შემოვარდნენ.
- ეჭვი არ მეპარება. - სიცილითვე უპასუხა მარიმ. გაუხარდა თიკოს ასეთი დამოკიდებულება. ხვდბოდა რომ არ თვალთქმაქცობდა, თუმცა უკვირდა კიდეც, რადგან ეგონა გოგოების მსგავსად ისიც ზურგს შეაქცევდა.
- პარასკევს სად იყავი? გირეკავდით.
- პარასკევს? - დაფიქრდა მარი. - სახლში ვიყავი, თავს ცუდად ვგრძნობდი და სახლში დავრჩი. - გაუღიმა და კლუბშიც შევიდნენ. მალევე იუბილარი იპოვეს და მიულოცეს, გაბრიელი და მაქსიმე კლუბში არ შესულან, რომ არავის დაენახათ და როცა დრო იქნებოდა მაშინ გამოჩენილიყვნენ. მარი ცოტახანი გაჩერდა კლუბში, შემდეგ კი გაბრიელთან და მაქსიმესთან გავიდა, რადგან მეგობრების გარემოცვაში თავს არაკომფორტულად გრძნობდა.
- მოდი ფერია. - გაუღიმა გაბრიელმა და სევდიანი მეგობარი მიიხუტა. - როგორ ხარ? - გულახდილად ჰკითხა და მიხუტებულს შუბლზე აკოცა.
- ვუძლებ. - სევდიანადვე უპასუხა მარიმ.
- მაინც ვფიქრობ რომ დანარჩენებმა სიმართლე უნდა იცოდნენ. - ოდნავ გაბრაზებული ხმით ჩაილაპარაკა მაქსიმემ.
- არა, ჯობია ასე იყოს. გიორგი რა დროს გამოხტება არ ვიცით, ამიტომ ჯობია ასე დავტოვოთ როგორც არის. - უცბათი იუარა მარიმ.
- აბა ასე ვიდგეთ და გიყუროთ როგორ იტანჯები მათი ცივი დამოკიდებულებით?
- კარგად ვარ, მართლა. - გახედა ბიჭს და გაუღიმა, თუმცა ამ ღიმილიში დიდი ტკივილი ჩააქსოვა. - ისიც საკმარისია რომ იოანემ იცის და მგონი თიკომაც.
- შენც იეჭვე ხო? - გაისმა იოანეს ხმა. - დარწმუნებული ვარ რომ ყველაფერი იცის. - დარწმუნებით ჩილაპარაკა და მეგობრებს უფრო მიუახლოვდა.
- ხო გითხარი ეცოდინება მეთქი. - გაეცინა გაბრიელს.
- მეც არ გამიკვირდა რა კარგი მსახიობიათქო. - ჩაილაპარაკა მაქსიმემ.
- არა, თიკოს თვალთმაქცობა არ შეუძლია. წეღან მარის რომ დაუდგა გვერძე უკვე ვიეჭვე რომ იცოდა. - ამაყად ჩაილაპარაკა გაბრიელმა. - არ გატყდება და არ იტყვის რომ ყველაფერი იცის.
უცებ მარის ტელეფონი ამღერდა.
-გიორგია. - ოდნავ შეშინებულმა ჩაილაპარაკა.
- ნუ ნერვიულო. ჩვეულებრივად უპასუხე. უთხარი რომ მე უკვე აქ ვარ, არაფერი დაუმალო. - გაამხნევა გაბრიელმა და შუბლზე აკოცა. მარიმ ღრმად ჩაისუნთქა და უპასუხა.
- ხო გიო. - მარიმ ცოტა ხმას აუწია რომ ბიჭებსა გაეგოთ მათი ლაპარაკი.
- მიხვედი უკვე? - გაისმა ტელეფონში ძალიან ცივი ბარიტონი, რის გაგნებაზეც გაბრიელს ძარღვები დაებერა.
- კი იქ ვარ. მალე მოხვალ შენ?
- ნახევარ საათში. გამოჩნდა ის სი*ი?
- კი აქაა. ჯერ არ გამოჩენილა, ალბათ შენ რომ დაგინახავს მერე გამოჩნდება რომ შენც დაგენახოს. - ამ დროს გაბრიელმა ცერა თითი აუწია მოწონების ნიშნად.
- რამე ახალი ხო არ გაიგე?
- მგონი ბავში ვერ გადარჩა. საერთოდ არ უხსენებიათ, არც კი წამოსცდენიათ. ჯერ გაბრიელთან არ მილაპარაკია წესიერად და როგორ კი დავაზუსტებ გაგაგებინებ.
- კაი, კაი. წავედი ახლა და კლუბში გნახავ.
- კაი მიდი. - გაუთიშა და გაბრიელს ახედა. ბიჭმა უბრალოდ გაუღიმა და ისევ მიიხუტა ანერვიულებული გოგო.
- დამშვიდდი. ყველაფერი კარგადაა.
- კარგად რომ არაა იმიტომ ვნერვიულობ. - ჩაილაპარკა შეშინებულმა მარიმ.
- რას გეგმავს იცი? - საუბარში იოანე ჩაერთო.
- გოგოებიდან რომელიმეს მოტაცება უნდა. ვცდილობ დავითანხმო რომ ჩემი მოტაცება გაითამაშოს. მე არაფერს დამიშავებს მაინც და იმათ არც ვიცი რა დაემუქრებათ.
- სახიფათო საქმეს ეკიდები. - ნაღვლიანად გახედა მაქსიმემ.
- უკვე ხუთი წელია ამ საქმეში ვარ. კარგად იქნება ყველაფერი. - მშვიდად გაუღმა და ლაპარაკი გააგრძელა. - როცა ვინმეს მოიტაცებს შენ დაგიკავშირდება, გეტყვის სად უნდა მიხვიდე და როდის. რაც არ უნდა იყოს მარტო არ მიხვიდე. ისე ქენი რომ იქ ვინმე ჩასაფრებული მაინც იყოს. თუ პროკურორს ელაპარაკეთ ის დაიხმარეთ რომ მალევე აიყვანონ და დაშავებულები არ იყვნენ.
- როდის აპირებს მოტაცებას?
- კვირის ბოლოს. მანამდე არ გამოჩნდება. თავს მოგაჩვენებთ თითქოს ყველაფერმა ჩაიარა.
- გოგოების მარტო დატოვებაც აღარ შეიძლება. - ჩაილაპარაკა ჩაფიქრებულმა იოანემ. - მგონი ჯობია ყველა ერთად ვიყოთ. - წუთიერთად გაჩუმდა, ჩაფიქრდა, შემდგომ კი გააგრძელა. - ხვალ ჩემები გერმანიაში მიდიან ორი თვით, ხო და ჩემთან გადმოდით. დიდი სახლია, ყველა დავეტევით.
- მეც რომ გადმოვიდე გოგოებს უფრო შეეშინდებათ. - ისევ მოიწყინა მარიმ.
- არაუშავრა. მასე შენ რომ დაგტოვოთ გიორგი მიხვდება რამეს. - დაეთანხმა ძმაკაცს გაბრიელი. - ფერია ცოტასაც უნდა გაუძლო რა.
- კაი, როგორც თქვენ იტყვით. - ჩაილაპარაკა საათს დახედა. - შევედი მე, თორემ მალე გიორგი მოვა და თქვენთან მოლაპარაკე არ უნდა დამინახოს. - ბიჭებმა გაუღმეს და თვალი გააყოლეს კლუბში შემავალს.
- ძალიან სევდიანია. - გულდაწყვეტით ჩალაპარაკა მაქსიმემ.
- გოგოებმა ისეთი სახით შეხედეს დღეს მეგონა ტირილს დაიწყებდა მარი.
- ვიცი რომ ძალიან ტკივა, მაგრამ მისივე თხოვნით ვმალავ. რამდენჯერ ვუთხარი რომ ვეტყვი სხვებსთქო, მაგრამ არაო. - ჩაილაპარაკა სევდიანად გაბრიელმა.
- მერე, გიორგი რომ ასეთ ცივ დამოკიდებულებას დაინახავს? ხო მიხვდება რომ მასზე ეჭვობენ. - არ თმობდა პოზიციებს მაქსიმე.
- მარისაც ეგ უნდა. როცა გიორგისთან მივიდა უთხრა რომ სათანადოდ არ მაფასებენო, თავს ზედმეტად ვგრძნობ გოგოებთანო და ვხვდები რომ მათთან ჩემი ადგილი არ არისო.
- ანუ, გიორგის ჰგონია რომ მარი სამეგობროდან გარიყულია? - ეჭვით იკითხა იოანემ.
- ზუსტად. - დაუდასტურა გაბრიელმა. - და მაგიტომ უნდა რომ ასეთ დამოკიდებლებას ამჟღავნებდნენ.
- ახლა მივხვდი რატომ არ წამოყვა ემილის ჩვენთან. გიორგის ეტყოდა რომ მე არ მიმიწვიესო. მაგრამ აქამდე არ ჰყავს ნანახი სამეგობრო?
- არა, როცა გიორგიც იქ იყო სადაც მარი და გოგოები, მარი იქ ან სულ არ მიდიოდა ან გოგოებისგან შორს იყო ხოლმე. - განუმარტა გაბრიელმა.
- მთავარი გმირიც მოვიდა. - ჩაილაპარაკა მაქსიმემ და ახლად მოსული მანქანისკენ გაახედა ბიჭები.
მანქანიდან ოთხი ბიჭი გადმოვიდა. ოთხეული ვერანდაზე მდგომებს ვერ ხედავდნენ, რადგან განათების არ ქონის გამო ადგილი ჩაბნელებული იყო, ამიტომ პირდაპირ კლუბისკენ გაემართნენ.
ვერანდაზე მდგომებმა კი კარგად შეათვალიერეს ოთხივე. არცერთს გაჭირვებია გიორგის ამოცნობა, რომელიც ყველაზე წინ მოდიოდა. ბიჭს თვალებშივე ეტყობოდა რა ბოროტებასა და სიბრაზეს მალავდა. გაბრიელს რომ შესძლებოდა იქვე გაუხეთქავდა თავს, თუმცა მაქსიმემ დააკავა.
-ნუ ჩაშლი ყველაფერს. - სიბრაზით გიჟღერა ბიჭის ხმამ. გაბრიელიც მიხვდა რომ ამისი დრო არ იყო და დამშვიდებას შეეცადა.
- რა ამაყად დააბიჯებს ეს ნაბი*ვარი. - ძარღვებ დაბერილმა ჩაილაპარაკა და მუშტი კედელს დასცხო.
- გაბრო, გონზე მოდი ახლა. - სიბრაზე შეეპარა იოანესაც. - ყველაფრისთვის ვაზღვევინებთ მას. ახლა კი თავი ხელში აიყვანე.
- ლიზის თითოეულ ცრემლს ვაზღვევინებ მაგ ბო*იშვილს. - განრისხებული გაბრიელი თავის დაღწევას ცდილობდა, თუმცა ბიჭები არ უშვებდნენ ხელს.
გაბრიელი იმდენად იყო გაავებული ბიჭები ძლივს აკავებდნენ. ბოლოს ძალაგამოცლილი ჩაიკეცა და ობლად ჩამოგორებული ცრემლი მოიწმინდა. ჯაჭვზე ჩამოკიდებულ ბეჭედს, რომელიც კისერზე ეკეთა აკოცა და თავისთვის ჩაილაპარაკა:
-შენ თავს ვფიცავარ ჩემო პატარა, ვაზღვევინებ. გაჩენის დღეს ვანანებინებ მაგ ნაბი*ვარს. არ შევარჩენ შენ გარეშე რომ დამტოვა. ჩვენ პატარას გეფიცები ციხეში ამოვალპობ მაგ ბო*იშვილს, მაგ დედამო**ნულს. იმ დღეს ვანანებინებ ჩვენ რომ გადაგვეკიდა.
ცრემლები თავისით მოედინებოდნენ გაბრიელის თვალებიდან. ძმაკაცებს უჭირდათ, ძალიან უმძიმდათ მისი ასე ყურება, თუმცა არც ის იცოდნენ როგორ დახმარებოდნენ.
დაცემულმა ძალა მოიკრიბა და ცრემლები შეიმშალა. ჯაჭვი მაისურს უკან დამალა და ფეხზე წამოდგა.
-დაბრუნების დროა. - მშვიდად ჩაილაპარაკა და კლუბში შევიდნენ.
დარბაზში შუქიჩაქრა, ვიღაც კი უზარმაზარ ტორტს მოაგორებდა. იუბილარი დიდი სიხარულით გაემართა სანთლების ჩასაქრობად. როგორც კი შუქი აინთო ტორტს ამოფარებულმა გაბრიელმა ღიმილით გადმოდგა ნაბიჯი წინ რომ ყველას დაენახა.
დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია მისმა დანახვამ. ზოგი გაბრიელს ეხვეოდა, ზოგი კი ფოტოებს უღებდა და სოციალურ ქსელში აქვეყნებდა. გიორგი კი შორიდან უყურებდა და ბოროტულად იღიმოდა. ბოლოს როდესაც ყველამ მოინახუა გაბრიელი და ყველა დარწმუნდა მის არსებობაში თითქოს ჩაწყნარდა სიტუაცია და ყველამ გართობა გააგრძელა.
მაქსიმე შორიდან აკვირდებოდა მარტო მდგომ მარიამს. ის იყო გოგოსკენ გაემართა როცა შეტყობინება მოუვიდა ტელეფონზე.
,, არ მოხვიდე. რაც არ უნდა დაინახოთ და რაც არ უნდა გაიგოთ არ მომიახლოვდეთ.’’ - მაშინვე მიხვდა ვისი გამოგზავნილიც იყო და ბიჭებთან დაბრუნდა, თუმცა შეუმჩნეველი არ დარჩენია როგორ გაყვა გიორგის ერთ-ერთი ბიჭი აივანზე გასულ მარის.
-შეიძლება გიორგი დებილივით გენდობა მაგრამ მე არ მჯერა შენი. - პირდაპირ დაიწყო ლაპარაკი ბიჭმა და მარის ბოროტული მზერით გახედა.
- მთავარია გიორგი მენდობა და შენი აზრები სულ ფეხებზე. - ნაგლურად უასუხა მარიმ.
- მოდი აბა შევამოწმოთ რას იზავენ შენი ძვირფასი მეგობრები. - ნაგლურად ჩაიცინა ბიჭმა და კლუბში მყოფ ბიჭებს გახედა. დაინახა როგორ უყურებდათ რამდენიმე მათგანი და მოურიდებლად მარის სახეში ხელი გაარტყა.
- ეე სი*ო, რას აკეთებ? - უცებ გაისმა განრისებული სანდროს ხმა, რომელიც აივანზე გამოქანდა ბიჭებთან ერთად. - გოგოს როგორ დაარტყი, შე ნაბი*ვარო. - დაიღრიალა და გემრიელი მუშტი მოიქნია. დარტყმამ ბიჭი დაასუსტა და იქვე წაიქცა.
- შენ ვის დაარტყი, შე დედამო**ნულო. - ამჯერად მაქსიმემ დაიღრიალა და წიხლი ამოარტყა.
- გაჩერდით რა. - გაისმა მარის მისუსტებული ხმა, რომელიც იქვე ჩაკეცილიყო ტკივილისგან. მაქსიმემ პირდაპირ მასთან მიირბინა და ატირებული გოგო მიიხუტა.
- აახვიე ახლა აქედან, შენი დედაშევე*ი. - ერთიც დაარტყა სანდრომ და მარისთან მივიდა. - კარგად ხარ?
- კი, მადლობა. - შესამჩნევად გაუღიმა. - შეგიძლია გაბრიელს დაუძახო, წასვლა მინდა.
- კი, კი ახლავე. - უცებ გაშორდა წყვილს.
- ძაან გტკივა? - თავი ააწევინა მაქსიმემ.
- ვცდილობ გავუძლო. - ცრემლიანი თვალები მიანათა.
- ეგ ნაბი*ვარი, როგორ გაბედა. - გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა და დარბაზში აპირებდა შებრუნებას ბიჭის მოსაძებნად, მაგრამ მარიმ გააჩერა.
- გეხვეწები არ გინდა რა.
- კაი შენ არ იტირო რა. მოვლენ ახლა და წავალთ. - შუბლზე აკოცა და მიიხუტა.
როგორც კი სანდრომ გაბრიელს მომხდარი შესახებ უამბო, მაშინვ მარისკენ გაიქცა. ვერანდაზე გასულმა კი დაინახა როგორ დატოვა გიორგიმ კლუბი მის მეგობრებთან ერთად.
- რა მოგივიდა? - მივარდა გაბრიელი ეგრევე.
- იმ სი*მა დაარტყა. - ზიზღით ჩაილაპარაკა მაქსიმემ.
- გიორგიმ? - გაუკვირდა ბიჭს.
- არა, მეორე კუდი რომ ჰყავს.
იოანემ დაინახა აივანზე შეკრებილი მეგობრები და მათკენ გაემართა. თითქმის ჩაბნელებული იყო ვერანდა, მაგრამ მარის აწითლებული ლოყა არ გამოჰპარვია.
- რა მოხდა? - იკითხა ანერვიულებულმა.
- ლევანიმ, გიორგის ძმაკაცმა დაინახა სანდრო და მაქსიმე რომ გვიყურებდნენ და აინტერესებდა რას იზავდნენ ბიჭები.
- კაი დამშვიდდი რა, ნუღა ტირიხარ. მთავარია დაგინახეთ. - მიიხუტა ისევ მაქსიმემ.
- აქ რატომ ხართ? - გაისმა კლუბიდან გამოსული თიკოს ხმა. როდესაც მაქსიმეს მიხუტებული და ატირებული მარი დაინახა შეშინებული მივარდა მეგობარს. - რა მოხდა? კარგად ხარ? - ამ დროს კი აწითლებული ლოყა შენიშნა. - რა მოგივიდა?
- არაფერი, კარგად ვარ. - ნაძალადევად გაუღიმა მარიმ.
- რა კარგად ხარ გოგო? მაბრმავებ? ხუთი თითი გეტყობა ლოყაზე.
- კაი, პრინცესა დამშვიდდი. - თბილად გაუღიმა გაბრომ. - ახლა ამის დრო არ არის.
- შენ რატო გამოხვედი? - ჰკითხა იოანემ.
- თქვენ გეძებდით. წავიდეთ რა, აღარ მინდა აქ გაჩერება. -მობეზრებულად ჩაილაპარაკა და გაბრიელს გახედა.
- კიდე დიდხანს გაძელი. - გაეცინა გაბროს. - დანარჩენები გააფრთხილე და ჩვენ წავიდეთ.
- იციან უკვე. - მალევე უპასუხა.
- წავედით მაშინ. - ჩაილაპარაკა მაქსიმემ და მარის მოუშორებლივ შევიდა კლუბში. მას მიყვნენ დანარჩენებიც. იუბილარს დაემშვიდობნენ და წამოვიდნენ.
- წამო სადმე მშვიდ ადგილას დავსხდეთ რა. - შესთავაზა თიკომ.
- წამო სანაყინეში. - ჩაილაპარაკა გაბრიელმა. დანარჩენებსაც მოეწონათ მისი იდეა. თიკო ისევ იოანეს გაჰყვა. მარი და გაბრიელი კი მაქსიმეს მანქანაში მოთავსდნენ.
სანაყინეში მალევე მივიდნენ და ადგილი დაიკავეს. ბიჭებმა ნაყინები მოიტანეს და უბრალოდ რეალობას მოწყდნენ.
-როგორ მახსოვს, ადრე სულ აქ დაგყავდით ხოლმე. - ბედნიერი ღიმილით ჩაილაპარაკა თიკომ.
- აქ გაიზარდეთ ფაქტობრივად. - გაუცინა გბრიელმა.
- ჩვენც ხშიად დავდიოდით ხოლმე. ემილი გიჟდება ამათ ნაყინზე. - საუბარში იოანეც ჩაერთო.
- კიდე გტკივა? - გადახედა მაქსიმემ ჩუმად მჯდომ მარიამს.
- ისე აღარ. - თბილად გაუღიმა გვერძე მჯდომს.
- გინდა ამაღამ შენთან დავრჩები. - შესთავაზა თიკომ. - მალამოს წაგისმევ, იქნებ კიდე რამე დაგჭირდეს.
- არა, არ გინდა. გიორგი მოდის ხოლმე და არ მინდა იქ გნახოს.
- ახლა ყველა ერთად რომ გადავალთ არ დაეჭვდება რომ რამე ვიცით? - იკითხა იოანემ.
- არა, მაგაზე არ იდარდო. ვეტყვი რომ გარიელი შეშინებულია რომელიმეს რამე არ დაემართოს და ბიჭებს არ აცილეს გოგოებსთქო. - უდარდელად უპასუხა მარიმ. - დიდი ხანია სიმართლე იცი? - ამჯერად დაქალს მიუბრუნდა.
- არც ისე. ეჭვი მქონდა. მაგრამ ჩემმა ფხიზელმა ძილმა ყველაფერი დაადასტურა. - გაეცინა და გაბრიელს და იოანეს გახედა.
- როდის იეჭვე? - გუკვირდა მაქსიმეს.
- შენ რომ ჩამოხვედი. დაწვრიებით აგიხსნათ? - გეცინა თიკოს და როცა დამადასტურებელი პასუხი მიიღო გააგრძელა. - მაშინ შენ თქვი რომ ბიცოლაშენმა და ბიძაშენმა არაფერი იცოდნენ შენი ჩამოსვლის შესახებ. ლოგიკურად ჩნება კითხვა საიდან მანქანა? ვინაიდან ადრე ჩამოხვედი, ესე იგი თბილისიდან სადღაც 6-7 საათზე უნდა გამოსულიყავი. თავიდან ვიფიქრე რომ შეიძლბა გუშინ ჩამოვიდა და დღე აქ წამოვიდათქო მარა მერე ისიც თქვი რომ პირდაპირ აეროპორტიდან მოდიოდი. მანქანის ყიდვს კი მას ადრე ვერ მოახერხებდი. ანუ ვიღაცამ დაგახვედრა. ეს ვიღაც კი ერთადერთი მარი იყო რომელიც ჩვენთან ერთად არ წამოსულა.
- და ეჭვი რამ დაგიდასტურა? - ამჯერად მარიმ ჰკითხა.
- რომ მოვდიოდით დამეძინა, მაგრამ შენ მაინც ხო იცი რა ფხიზელი ძილი მაქ. გზაში ბაასი გააბეს და არ დამაძინეს და ჩემი ეჭვიც დადასტურდა. - უდარდელად დაასრულა ლაპარაკი.
- მოდი ახლა ამაზე არ გვინდა. ცოტახანი დავივიწყოთ ყველაფერი. - იდეა წამოჭრა იოანემ.
- გაბრო გახსოვს პირველად აქ რომ მოგვიყვანე? - სიცილით გაახსენა მარიმ.
- ვაიმე რა დამავიწყებს. - გაეცინათ გაბრიელს და თიკოს. - მოკლედ ბიჭებო, ახალი გახსნილი იყო ეს სანაყინე და თაკო ატყდა წამო წავიდეთო. მეც დავთანხმდი, სხვა რა გზა მქონდა რომ? ხო და მოვედით და დავიკავეთ ადგილი. ყველამ მოვიფიქრეთ რა უნდა შეგვეკვეთა თაკოს გარდა. იმას ვერ გადაეწყვიტა ბანანის აეღო თუ მარწყვის, საბოლოოდ ორივე აიღო და როგორ ჭამდა? ორივე ნაყინიდან თითო კოვზს ამოიღებდა და ერთდროულად ჭამდა. პირი ხო მოსვრილი ჰქონდა, მთელი ტანსაცმელი ნაყინით დაისვარა. ყველა თაკოს უყურებდა. ბოლოს კიდე მე მეჩხუებოდა საყვარელი მაიკა გამაფუჭებინეო. - სიცილით იხსენებდა გაბრიელი წარსულს. გოგოებსაც გულიანად ეცინებოდათ თაკოს გახსენებისას.
- ვაიმე, ემილის კიდე ფეხი აუცურდა და ნაყინში პირდაპირ სახით ჩავარდა. - გაახსენდა იოანესაც.
დიდხანს დარჩნენ სანაყინეში. იხსენებდნენ წარსულს და ტკბებოდნენ ძველი მოგონებებით. თავს უფლებას არ აძლევდნენ რამე ცუდი გაეხსენებინათ. იმ რამოდენიმე საათის განმავლობაში უბრალო ადამიანები იყვნენ, რომლებსაც არანაირი პრობლემები არ აქვთ და ცხოვრებით ტკბებიან.
გამვლელს რომ შეეხედა იტყოდა, რა ბედნიერი ახალგაზრდები არიანო. ალბათ სადარდებელიც არ აქვთო. ისე გულიანად იცინიან ალბათ ტკივილიც არ განუცდიათო, მაგრამ ვინ იცის რა ხდება მათ გულში?
ერთი შეხედვით ვერც იფიქრებდით რომ მათ შეიძლებოდა ვიღაც დასდევდეს, ვერ იფიქრებდით რომ მათი ცხოვრება საფრთხის ქვეშ იყო. უბრალოდ შეხედავდით და გაგაბედნიერებდათ მათი ბედნიერი სახეები და თვალები, რომლებიც სიყვარულს ასხივებდნენ.
აი ასე იჯდა ხუთი მეგობარი სანაყინეში და წარსულის ტკბილი მოგონებებით ტკბებოდა. აწმყოს კი არავინ ახსენებდა. უბრალოდ არ უნდოდათ ბედნიერი წუთები გაეფუჭებინათ მტკივნეული აწმყოთი.
გვიან დაიშალნენ. მანქანებში იგივენაირად გადანაწილდნენ. მაქსიმემ ჯერ გაბრიელი მიიყვანა, შემდგომ მარი. გოგონას გადასვლამდე შუბლზე აკოცა და ტკბილი ძილი უსურვა. შემდგომ კი სახლის გზას დაადგა.
იოანემ ჩვეულებსამებრ მიაცილა თიკო სახლამდე. სახლში ასვლამდე თიკომ ბიჭს ლოყაზე აკოცა და მშვიდი ღამე უსურვა, შემდგომ კი სადარბაზოში გაუჩინარდა.
მეორე დღეს, ბიჭები დილითვე შეიკრიბნენ იოანესთან. გაბრომ მშვიდად აუხსნა რომ ასე უკეთესი იქნებოდა , გოგოებიც ბიჭების გარეშე არსად წავიდოდნენ და ნაკლებად საშიში იქნებოდა ყველაფერი. როცა გაიგეს რომ მარიც მათთან ერთად იქნებოდა არ ესიამოვნათ, თუმცა მერე მიხდნენ რომ ეჭვს აიღებდა გიორგი და დათანხმდნენ.
ყველაფერზე მალევე შეთანხმდნენ და დაიშალნენ. გოგოებსაც დაურეკეს და გააფრთხილეს რომ მზად დახვედროდნენ. მათაც მალევე შეკრეს ჩემოდნები და ბიჭებს დაელოდნენ.
ორ საათში უკვე ყველა იოანეს სახლში იყო. სამ სართულიანი სახლი იყო. ერთი აივანი ბაღის მხარეს იყო და სამი ოთახს აერთიანებდა, ასევე კიბეები იყო ორივე მხარეს, რომლებიც მრავალი მცენარით სავსე ბაღში ჩადიოდა. მეორე აივანი აუზს გაჰყურებდა და მეორე სართულის კალიდორის ბოლოს იყო. ოთახები ყველას ეყო და მალევე მოთავსდნენ. ჩემოდნების ამოლაგებას დიდ დრო არ დასჭირვედია, მხოლოდ საჭირო ნივთები წამოეღოთ. შუადღისას უკვე აუზზე შიკრიბნენ, ზოგი ირუჯებოდა ზოგი კი აუზში ბანაობდა.
-დანახშირდით. - სიცილით გადმოსძახა სანდრომ შეზლონგზე მწოლიარე გოგოებს.
დამიანე ჩუმად მიეპარა ემილის და ერთი ხელის მოსმით ჩააგდო აუზში.
- თედო იყოს აქ, გადავუხდიდი სამაგიეროს. - ნაგლურად გაეცინა თაკოს.
- ეყო იმას სამაგიერო. - გაეცინა ლუკას. - იმავე საღამოს არ ჩააგდე აუზში? დაგავიწყდა?
- აა ხო, მაგრამ არ ეყო. - უდარდელად ჩაილაპარაკა და აუზის კიდესთან მდგომ შეყვარებულთან მივიდა და წყალში ჩავიდა.
- ძალიან მოგენატრე? - გაეცინა ლუკას და შულზე აკოცა.
- მე სულ მენატრები. - თვალების ხამხამით ახედა ერთი თავით მაღალს.
- აფერისტო. - სიცილით წყალი შეასხა ლუკამ. - დღეიდან ორი ოთახის მოშორებით გეყოლები.
მარი აივნიდან უყურებდა მოცინარ მეგობრებს. აბედნიერებდა ის ფაქტი რომ ასეთი კარგი მეგორები ჰყვდა, მაგრამ სამწუხაროდ არ იცოდნენ სიმართლე. ხვდებოდა რომ ახლა უკან ვერ დაიხევდა და ყველაფერს ვერ ჩაყრიდა წყალში. არადა იცოდა, სიმართლე რომ ეთქვა უკეთესი იქნებოდა, მაგრამ მერე თამაში ბუნებრივი აღარ იქნებოდა და გიორგი ყველაფერს მიხვდებოდა.
ფიქრებში წასულს ტელეფონის ხმამ მოიყვანა აზრზე. უკვე იცოდა ვინც იქნებოდა, ზიზღით დახედა ტელეფონს, ღრმად ჩაისუნთქა და ტელეფონს უპასუხარ.
-ხო.
- როგორ ხარ? -გაისმა ტელეფონში გიორგის ცივი ხმა.
- კარგად შენ?
- სად ხარ? შენთან ვიყავი და არ დამხვდი.
- მგონი იოანეს სახლში ვართ. - თითქოს დაეჭვებულმა ჩაილაპარაკა. - გაბრიელმა ასე უსაფრთხოდ იქნებითო და ყველა ერთად გადმოგვიყვანა.
- რა *ლეა. - გაეცინა გიორგის. - რამეს ხომ არ ეჭვობს?
- არა, არაფერს.
- ბავშვი? დავიჯერო ვერ გადარჩა?
- ბავშვი გადარჩა. - აუღელვებლად უპასუხა მარიმ, თუმცა უცებ ნაბიჯების ხმა გაიგო და დაინახა თაკომ როგორ ჩაირბინა.
- რაა? - იღრიალა ტელეფონში გიორგიმ. - სადაა ახლა?
- მაცდი რომ გითხრა. - არც მარიმ დააკლო. - დაიბადა, შენ ტყვია გადაურჩა, მაგრამ სუსტი იყო და ორი თვის ასაკში დაიღუპა.
- ზუსტად იცი? - მაინც ვერ იჯერებდა მოსაუბრე.
- ასი პროცენტით. გუშინ ველაპარაკე გაბრიელს და მითხრა.
- კიდე რა გითხრა? - მოუთმენლობა დაეტყო ხმაზე.
- არაფერი, მარტო ბავშვზე მოვასწარი კითხვა. მერე მაქსიმე მოვიდა. - ტყუილს ტყუილზე ამატებდა გოგო, ისე ოსტატურად იტყუებოდა შავზე რომ ეთქვა თეთრიაო დაგაჯერებდა.
- კარგი, კარგი. - დანანებით ჩაილაპარაკა. - რა მოხდა გუშინ? ლევანი რატოა ნაცემი?
- არ გითხრა? - ირონიულად გაეცინა მარის.
- ამან მითხრა სანდრო და მარი ჩხუბობდნენო. მარის დაარტყა და დასაცავადგავედიო. მერე სანდრო მე ამიშარდაო და დამარტყაო,
- მაგას *იგ ხო არ აქვს? - თავი ვერ შეიკავა მარიმ. - სანდრომ კი არა მაგ *ლემ დამარტყა. არ გენდობიო და გამოსცადა ბიჭები დამეხმარებოდნენ თუ არა.
- თავი დაარტყი? რა ზღაპრებს მიყვები.
- არ გჯერა ჩემი? მთელი საღამო ბიჭებს უყურებდი და როდის დაინახე ერთი ჩემთან ერთად? - ცოტახანი ბიჭი დუმდა. აშკარად იხსენებდა წინა საღამოს და როცა დარწმუნდა რომ გოგო მართალს ებნებოდა ბოლო ხმაზე იყვირა ტელეფონში
- ლევან მოა*ვი აქ ახლავე. - და ტელეფონი გათიშა.
მარის ყურადღება აღარ მიუქცვია, ტელეფონი შეინახა და სახლში უნდა შესულიყო რომ დაინახა მისკენ მიმავალი მაქსიმე.
-თაკომ ყველაფერი თქვა ხო? - ნაღვიალად ჩაილაპარაკა, როდესაც ბიჭის სახე დაინახა და ატირდა.
- დამშვიდდი რა. - მაშინვე მიიხუტა მაქსიმემ.
- ხო არ ჯობია რომ წავიდე? არც აქამდე იყვნენ თბილები მაგრამ ახლა უარესად შემიძულებენ. - ატირებულმაც შემოხვია ხელები და ბიჭის კისერში ჩამალა თავი.
- უნდა დარჩე. გთხოვ უნდა გაუძლო ცოტახანიც, მალე ყველაფერი შეიცვლება.
- მათ სახეებს ვერ გავუძლებ. - გულახდილად უპასუხა.
- მე დაგეხმარები. - თბილი ღიმილით უპასუხა და შუბლზე აკოცა.
- რამდენი მოისმინა? - ბოლოს დაწყნარებულმა იკითხა.
- რომ თქვი ბავში გადარჩაო გამოვარდა შეშინებული საიდან გაიგოო.
- შენ რატო არაფერს მეკითხები?
- შენი აივნის ქვემოთ ვიჯექი და ყველაფერი გავიგონე. - თბილი ღიმილით უპასუხა. - კნუტივით ხარ მობუზული. - გაეცინა და შუბლზე აკოცა. - ჩემი კნუტი ხარ.
- შენთვის კნუტი ვარ და იმათთვის მონსტრი. - სევდიანი ღიმილით ჩაილაპარაკა და მაქსიმეს ახედა რომელიც გამასწარი სახით უყურებდა. - კაი ვიხუმრე.
- როცა სიმართლეს გაიგებენ მერე სხვანაირა წავა ყველაფერი. - დააიმედა ბიჭმა.
- მაგრამ სანამ ყველაფერს გაიგებენ მოღალატე ვეგონები.
- გეუბნები, ყველაფერი მალე შეიცვლება.
- რას მიმალავთ? - აივანზე გაბრიელი გავიდა და ჩახუტებული წყვილის დანახვისას გაიკვირვა.
- შენ რომ რამე დაგიმალოთ აზრი? შენით მიხვდებოდი. - უდარდელად ჩაილაპარაკა მაქსიმემ.
- მე კი ვხვდები მაგრამ, მთალდ ახლა ნუ მოგინდებათ თქვენც ერთად ყოფნა და რამეები.
- ოო გაბრიელ რაა. - ჩაილაპარაკა აწითლებულმა მარიმ.
- კაი არ დაიწყოთ ახლა, ერთი კვირაა ვიცნობ და, სულ სამჯერ მყავს ნანახი და, ჯერ წესიერად არ ვიცნობ და ა.შ. - სიცილით აჯავრებდა წყვილს.
- დაწყნარდნენ ისინი? - ბოლოს ისევ მაქსიმემ იკითხა.
- თიკო და იოანე ვის არ მოაკეტინებე? - გაეცინა გაბრიელს.
- ბევრი იკამათეს?
- რავი, რომ დაიწყეს გამოვედი. ისევ ოთახში რომ შევედი დაწყნარებულები იყვნენ.
- რაზე იჩხუბეს არ იცი? - მორიდებით იკითხა მარიმ.
- ვიცი, მაგრამ ისიც ვიცი რომ შენ ყველაფერს არ იტყოდი. - გაუღიმა და ამჯერად თვითონ მიიხუტა. - რა უთხარი? მეც რომ ვიცოდე რომ მერე არ გავიკვირვო.
- ბავშვი გადარჩათქო, შენ ტყვიას გადაურჩა, მაგრამ სუსტი იყოთქო და ორ თვეში დაიღუპათქო. მეტი არაფერი მითქვამს. გუშინ ვინც დამარტყა იმ ბიჭს უთქვამს რომ სანდრომ დაარტყაო და მაგაზე გავჭედე და სიმართლე ვუთხარი ვინც დამარტყა და გამითიშა. ისიც ვუთხარი რომ იოანესთან ვართ. შეამოწმებს, ზუსტად ვიცი რომ შეამოწმებს და მზად იყავით.
- როგორ შეამოწმებს? - ჩაეკითხა მაქსიმე.
- ალბათ რომელიმეს თავის კუდს აკიდებს და შეამოწმებს სად წავა. შეიძლება ყველას დაუყენოს მოთვალთვალე ბიჭი, ამიტომ ფრთხილად იყავით. გზაში არაფერი იეჭვონ.
- შენი აზრით უკვე გამოგზავნიდა?
- ჯერ არა. ხვალ ისეთ ადგილას დაგვხვდებიან სადაც უეჭველი მივალთ, მაგალითად უნივერსიტეტი ან კომპანიები სადაც ბიჭები მუშაობენ.
- ანუ დღეს დრო გაქ. - ჩაილაპარაკა ცაფიქრებლმა გაბრიელმა. - წამოხვალთ? უნდა გავიდე მე.
- მე წამოვალ, ვერ გავუძლებ ამათ სახეებს. - ნაღვლიანად ჩაილაპარაკა მარიმ.
- მეც წამოვალ, მეზარება სახლში ყოფნა. - მხარში ამოუდგა მაქსიმეც.
სამივემ სახლი დატოვეს. თაკომ ერთი ნაგლური მზერა სტყორცნა მარის, შემდეგ კი ლუკას მიუბრუნდა, რომელიც მის დამშვიდებას ცდილობდა.
დიდხანს არ უმგზავრიათ. ერთ-ერთ გარეუბანში მივიდნენ და სადაც 5 სართულიანი კორპუსები იდგა. ერთ-ერთი კორპუსის პადიეზდში შეაბიჯეს და პირველივე კარზე დააკაკუნა გაბრიელმა.
მაქსიმე და მარი დაბნეულები იყურებოდნენ აქეთ-იქით. მალევე კარები მაღალმა, სიმპატიურმა, შავგვრემანმა ბიჭმა გაუღო, რომელსაც მხოლოდ შორტი ეცვა. გაბრიელის დანახვისას თვალები რამოდენიმეჯერ მოისრისა:
-მართლა შენ ხარ? - სიცილით ჩაილაპარაკა და გაბრიელს გადაეხვია. - როგორ მოხდა რომ დაბრუნდი?
- დროა ძველ ცხოვრეას დავუბრუნდე. - სიცილითვე უპასუხა გაბრიელმა.
- შემოდით, მეც მაგარი ვარ კარებში რომ დაგაყენეთ. - კარები ფართოდ გააღო და სტუმრები შეიპატიჟა.
- გაიცანი, ეს მარია ეს კი მაქსიმე. - გაბრიელმა წარუდგინა მეგობრები. - ეს კი ნიკოა. აქედან რომ წავედით მე და ლიზა ეს და მისი შეყვარებული გვეხმარებოდნენ რაღაცეებში.
- რაღადროს შეყვარებულია. - სიცილით ჩაილაპარაკა ბიჭმა და ოთახში შეიპატიჟა სტუმრები. - ორი წელია ცოლად მოვიყვანე.
- დაგთანხმდა როგორც იქნა? - გაიოცა გაბრიელმა.
- არა, რა დამთანხმდა შე*ემა, მოვიტაცე, თორე კიდე არ მაღირსებდა რამეს ეგ. შენ რა ქარმა გადმოგაგდო?
- სადაა უფროსი? სათხოვარი მაქ.
- შენ მომავალ ნათლულს მოიყვანს და მოვა. - საათს დახედა და ისე უპასუხა.
- ჩემ ნათლულს? - გაკვირვება ვერ დამალა გაბრიელმა. - შვილი გეყოლა და ახლა ვიგებ?
- მასე ისიც ახლა გაიგე ცოლი რომ მყავს და.
- ბიჭია თუ გოგო? რამდენისაა? - ბედნიერებისგან თვალები გაუბრწყინდა გაბრიელს.
- ბიჭია, ლაზარე. ექვსი თვისაა ჯერ. დილით დედაჩემმა წაიყვანა და გავიდა მოვიყვან ვეღარ ვძლებო. - ეცინებოდა ბიჭს ცოლის ქცევაზე. - აი მოვიდნენ კიდეც. - ჩაილაპარაკა როდესაც კარების ხმა გაიგონა.
- მამიკო, მოვედით. - ოთახში სიცილნარევი ხმა გაისმა.
- აქ ვართ. - გასძახა ბიჭმაც და ფეხზე წამოდგა რომ ცოლს შეგებებოდა.
ოთაში მალევე შემოვიდა საშვალო სიმაღლის გოგონა, რომელიც ძალიან უბრალო იყო. არანაირი მაკიაჟი, მაღლები ან რამე მსგავსი. მახინჯი არ ყოფილა, თუმცა მისი სილამაზე არ ანათებდა. ბევრი იმასაც იტყოდა რომ ასეთი ბიჭის გვერძე არ უნდა იყოსო, მაგრამ აშკარა იყო რომ წყვილს ეს არ ადარდებდა. ნიკომ ცოლს მოწყვეტით აკოცა და მამის დანახვისას აფართხალებული შვილი ხელში აიყვანა.
-ეს, გაბრიელია თუ მელანდება? - გაეცინა გოგონას და გაბრიელს ჩაეხუტა. - გვიკადრეთ ბატონო გაბრიელ? ნათლიობა გინდა და ბავშვი რომ გაიცნო ეგ არა?
- რომ გეთქვათ რომ ჩემი ნათლული დაიბადა გავიცნობდი მანამდე, მაგრამ მე თუ არ გამახსენდით თქვენ სულ არ გახსოვართ.
- კაი, მაპატიე ამჯერად. კავშირი გამიწყდა და ვეღარ გიპოვე. - მაშინვე მოლბა გოგონა. - ამ სიმპატიურ ყმაწვილს და ლამაზ გოგონას არ გამაცნობ?
- აქ მაინც არ ვიყო. - გაისმა ნიკოს ხმა.
- ჩემი ეჭვიანი ბიჭი. - სიცილით ჩაილაპარაკა გოგონამ და ქმარს ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა.
- ეს მაქსიმეა, შენი რიჟას ბიძაშვილი. - სიცილით წარუდგინა გაბრიელმა. - ეს კი მარია.
- ჩემი რიჟა, ხო კარგადაა? დიდიხნია არ მინახავს. - ჩაფიქრდა უცებ გოგონა.
- კარგადაა კარგად.
- სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. მე ხატია მქვია. - ორივეს ხელი ჩამოართვა გოგომ და იქცე ჩამოჯდა. გაბრიელმა დრო იხელთა და მომავალი ნათლული აიყვანა. თავიდან ტუჩები დაბრიცა სატირლად პატარამ, თუმცა ცოტა წაეთამაშა გაბრიელი და ბავშვიც მაშინვე გაინაბა.
- რა ხდება აბა? შენ ისე არ დაბრუნდებოდი. თან ლიზას დაღუპვის შემდეგ. - ბოლო წინადადება გულის ტკივილით ჩაილაპარაკა ხატიამ.
- შენთან მაქ სათხოვარი. - პირდაპირ დაიწო გაბრიელმა და ჯიბიდან პატარა პარკი ამოიღო. - მარ, შენი სამაჯურიც მინდა და მაქს შენი ბეჭედი. - მათაც მალევე მოიხსნეს, გაბრიელმა ისინიც პარკში ჩააწყო და ხატიას გაუწონა. - ჩიპები უნდა დამიყენო ამ ყველაფერზე, და რაც შეიძლება მალე. გადაგიხდი, ისე არ მინდა. - ბოლოს მკაცრად ჩაილაპარაკა.
- რა ფული, ხო არ გაგიჟდი. ბავშვი მომინათლე და გადახდილია. - სიცილით უთხრა ხატიამ. - მერე შენ ნათლულს დაახარჯე ეგ ფული თუ მაგდენი გაქ. - უდარდელად ჩაილაპარაკა და პარკი აიღო. - როდისთვის გინდა?
- რაც შეიძლება მალე. დღევე თუ მოასწრებ. - ხატიამ პარკში ჩაიხედა და ნივთების დათვლა დაიწყო.
- ყველაზე დიდი ერთი საათი დამჭირდეს. მაგრამ რომელ კომპიუტერთან დავაკავშირო?
- რომელსაც ვერ მიაგნებენ და თქვენც არ შეგექმნებათ საფრთხე.
- ჩემი დაყენებული ჩიპები ჯერ არავის უპოვია. ჩემ კომპიუტერთნ დავაკავშირებ. ასე უსაფრთხო იქნება შენთვის.
ხატიამ ოთახი დატოვა. ერთი საათი არც დასჭირდა, უფრო მალე დაუბრუნდა სტუმრებს. მარი ბავშვს ეთამაშებოდა, ბიჭები კი თავისთვის ლაპარაკობდნენ.
-მზადაა. - მშვიდად ჩაილაპარაკა და ცელოფანი გაბრიელს გაუწოდა. - მანამ არ გააქტიურდება სანამ თვითონ არ ჩართავენ. როგორც კი თითს დააჭერენ მაშინვე გამოჩნდება მათი ადგილმდებარეობა ეკრანზე.
- თქვენ ხო არაფერი გემუქრებათ? - შიშით იკითხა გაბრიელმა.
- დამშვიდდი! ჩიპებით ვერ მომაგნებენ და დანარჩენს გავაკონტროლებ, არ ინერვიულო. - მეგობარს გაუღიმა. - ჩაის ან ყავას ხომ არ დალევთ?
- არა, არ გინდა. ჯობია წავიდეთ, დანარჩენები გველოდებიან. - გაუღიმა გაბრიელმა და წამოდგა. - აი ამ ამბებმა ჩაიაროს და მოვნათლოთ პატარები, ჩემიც მოსანათლია.
მალევე დაემშვიდობნენ წყვილს და წამოვიდნენ.
-ესენი ვინები იყვნენ გაბრო? - ჰკითხა მარიმ როცა მანქანაში ჩაჯდნენ.
- ყველაზე მაგარი ადამიანები. ხატიას დიდი ხანია ვიცნობ. მე და ლიზი რომ გავიპარეთ ძალიან დაგვეხმარნენ. ესენიც ჩვენთანე ერთად წამოვიდნენ, ნიკო მაშინ გავიცანი. ხატია პროგრამისტია, თან საუკეთესო, ნიკო კი ბიზნესმენი. ეჭვი არ მეპარება მათში. - ღიმილით ჩილაპარაკა და მათი ნივთები დაუბრუნა.
- ძალიან უყვართ ერთმანეთი. - ბედნიერი ღიმილით ჩაილაპარაკა მარიმ.
- ძალიან. ყველას ეგონა რომ ნიკო ვინმე მდიდარ გოგოს მოიყვანდა. მაგრამ მისთვის გარეგნობაზე მთავარი ხასიათი, ქცევა და შენიგანი სამყაროა.
როცა სახლში მივიდნენ უკვე საღამო იყო. ყველამ ერთად ივახშმა. მარი მშვიდად აიგნრებდა მათ ცივ მზერას და გვერძე მჯდომ იოანეს და თიკოს ელაპარაკებოდა. შემდგომ კი აუზზე გავიდა, უბრალოდ ფეხები ჩაყო აუზში და ვარსკვლავებით მოჭედილ ცას უყურებდა.
-როგორ უძლებ? - მოულოდნელად გაისმა თიკოს ხმა. მარიმ ერთი გახედა გაურკვეველი მზერით. - მათ ცივ მზერას როგორ უძლებ? მე გავგიჟდებოდი, ვიღრიალებდი სიმართლეს.
- სწორედ მაგიტომ არ აგირჩიეს შენ. - გაუცინა მარიმ და ანიშნა გვერძე დამჯდარიყო.
- რას გულისხმობ?
- როგორც ყოველთვის არ დაინტერესებულხარ რა მოხდა ხო? - კვლავ ეცინებდა მარის. შემდგომ კი მოყოლა დაიწყო. - გიორგისთან ვინმე უნდა გაეგზავნათ, რომ დამეგობრებოდა. ეს ადამიანი ისეთი უნდა ყოფილიყო რომელიც ყველაფრის მიუხედავად გაბრიელის ერთგული დარჩებოდა და არ გატყდებოდა.
- და ეს ვისი იდეა იყო?
- გაბრიელმა და ლიზიმ ერთად გადაწყვიტეს როგორც ვიცი.
- და რატო შენ?
- ეგ მეც არ ვიცი. ან მე უნდა ვყოფილყავი ან თაკო. მაგრამ გაბრიელმა მე მითხრა და რატო არ ვიცი.
- მოდი ცოტა უფრო დაწვრილებით მითხარი რა. - გაეცინა თიკოსაც.
- ანუ, ხო გადაწყვიტეს რომ ვინმე უნდა ყოფილიყო ჯაშუში, - სიცილითვე დაიწყო ახსნა მარიმ. - ყველაზე კარგი ვარიანტი იყო რომ გოგო შეეშვათ, რადგან გიორგიმ მათი ძმაკაცობა იცის და მიხვდებოდა ბიჭებზე. ის გოგო ჩვენ ხუთისგან ერთ-ერთი უნდა ყოფილიყო. სალომე და ემილი თავიდანვე გამორიცხეს, ძმებს არც ერთი უღალატებდა. შენც მალევე გამოირიცხე, გაბრიელმა მითხრა რომ ვერ დაუძლებსო და ყველაფერს იტყვისო. თავიდან არ მჯეროდა, მაგრამ წეღანდელმა სიტყვებმა დამარწმუნეს. დავრჩით მე და თაკო. ჩვენ ორიდან კი მე ამირჩიეს, ოღონდ რატომ არ ვიცი.
- მე მართლა ვერ გავუძლებდი, თან თაკოს ისეთი მტრული მზერით გიყურებს ხოლმე ლამის შენ მაგივრად მე ვიყვირო რომ არ ხარ მოღალატე.
- ცოტაღა დარჩა. სადაც ამდენი წელი ვუძლებდი 2 კვირა არაფერს მიზავს.
- ორ კვირაში ყველაფერი დამთავრდება?
- იმედია, წესით ამდენი დროც არ უნდა დაგვჭირდეს. - ლაპარაკი მათთან მისულმა თაკომ შეაწყვეტინა.
- თიკო შემოდი რა საქმე მაქ. - ცივად ჩაილაპარაკა და სახლში შებრუნდა.
- ახლა ამას რომ გავპუტავ. - ღრენით ჩაილაპარაკა თიკომ დის მიმართულებით.
- კაი, დამშვიდდი. - გაუცინა მარიმ. - მიდი შედი, უეჭველი არ სიამოვნებს მარტო რომ ხარ ჩემთან.
- გამოვიდოდი ისევ, მაგრამ მაქსიმე მოდის და ილაპარაკეთ თქვენ. - თბილად გაუღიმა და სახლში შევიდა.
- შენ რატო არ შედიხარ? - მისვლისთანავე ჰკითხა მარის.
- ლამაზი ცა არის და მისი ყურებით ვტკბები. - გულახდილად უპასუხა და ისევ ცას ახედა.
- გიყვარს ცის ყურება?
- ძალიან. მარტო რომ ვარ ველაპარაკები კიდეც. - სიცილით ჩაილაპარაკა.
- რატომ? - მაქსიმესაც გაეცინა მის ქცევაზე.
- მგონია რომ ჩემი ძმა მისმენს და იმიტომ. - უცებ დანაღვლიანდა.
- კარგად გახსოვს შენი ძმა? როგორც ვიცი პატარა იყავი რომ დაიღუპა.
- 8ის ვიყავი. კარგად არა, მაგრამ რაღაცები მახსოვს. ფაქტიურად ის მზრდიდა. ჩვენ მშობლებს არასდროს ვაინტერესებდი. მე არასასურველი შვილი ვიყავი.
- მაგას რატომ ამბობ?
- მასე იყო და იმიტომ. მიშო 16 წლის იყო დედა ჩემზე რომ დაურსულდა. არ ვუნდოდი არც დედას, არც მამას და აბორტის გაკეთება უნდოდათ. მაგრამ მიშო წავიდა მშობლების წინააღმდეგ. ამიტომ გავჩნდი მე. სახელიც მიშომ დამარქვა. 17 წლით იყო ჩემზე დიდი და ის მზრდიდა. პირველი სიტყვაც მისი სახელი ვთქვი, მერე ძმა და მერე სხვა დანარჩენი.
- როგორ მინდა ახლა ამ თემაზე არ გელაპარაკებოდე, მაგრამ იმას ვხვდები რომ ახლა უნდა დაიცალო.
- თუ არ გინდა კი არ გაძალებ. - იწყინა მარიმ მისი სიტყვები.
- ბატო. - გაეცინა მაქსიმეს და მიიხუტა გაბუტული გოგონა. - არ მინდა, იმიტომ რომ ძალიან სევდიანი ხარ, მე კიდე მინდა რომ სულ იღიმოდე და იცინოდე. ამიტომ ახლა უნდა დაიცალო რომ მერე სულ მიღიმოდე ხოლმე. - გაუცინა და შუბლზე აკოცა. - დაიწყე ახლა.
- დაიღლები. - მორცხვად გაუცინა მარიმ.
- შენ ჯერ ჩემი ამბავი არ მოგისმენია. - დასევდიანდა მაქსიმეც.
- პირველად რომ გავიარე მიშოსკენ მივდიოდი. - გაეცინა მარის. - დედაჩემს ვეჭირე ხელში, მიშო გასული იყო ცოტახნით და დედაჩემს დაუტოვა ჩემი თავი. რომ დავინახე მიშო ავფართხალდი. დედას ნერვები მოეშალა და ხალიჩაზე დამსვა მე კიდე წამოვდექი და მიშოსკენ წავედი.
- საიდან იცი ეს ყველაფერი?
- მშობლებმა მითხრეს. როცა ბოლოს ვნახე ყველაფერი ამოხეთქეს.
- ასე უბრალოდ დაჯდნენ და მოგიყვეს რომ მიშო იყო შენთვის დედაც და მამაც?
- მასე უბრალოდ არა. მიშომ თავი რომ მოიკლა, მე მაშინ ისიც არ მესმდა რა იყო სიკვდილი. მშობლებმა მითხრეს რომ ავარიაში მოყვაო და ისე დაიღუპაო. მაგრამ არ მჯეროდა მათი და გაბრიელს ვთხოვე მოეძებნა ყველაფერი. ისიც ვუთხარი რომ მიუხედავად მწარე სიმართლისა ყველაფერი ეთქვა. რომ მოძია ამბები მთხოვა არ ნახოო, ცუდად გახდებიო. მაგრამ იმდენად მინდოდა სიმართლის გაგება არ მოვუსმინე. როცა გავიგე რომ ეს თვითმვლელობა იყო, მშობლებთან მივედი და მივახალე რომ მეზიზღებოდნენ და მათგან ერთი თეთრიც არ მინდოდა. ჩანთა შევკარი და სახლიდან მოვდიოდი. იმ ჩხუბის დროს მითხრა დედამ, დედა თუ ქვია მას, რომ ისედაც არ ვუნდოდი და მიშოს გამო დავიბადე. დიდი სიამაყით მითხრა: კარგია შენნაირ შვილზე დრო, ენერგია და ფულიც რომ არ დამიხარჯავსო. მიშოს უმადლოდე რომ ცოცხალი ხარო, ყველაფერი მან გასწავლაო. მერე ვიდეოები ვიპოვე, მიშო მიღებდა. პირველი ნაბიჯებიც გადაეღო, სიყვებიც და ყველაფერი, რაც მე მიკავშირდებოდა.
- გოგოებმა არ იციან შენ ძმაზე? - დაეჭვებულმა იკითხა.
- აღარ ახსოვთ. არ იცნობდნენ მას. რაც დაიღუპა მასზე არ მილაპარაკია არც ერთთან და არ გამიკვირდება რომ დავიწყებოდათ.
- ყველაზე კარგად რა გახსოვს მიშოსთან დაკავშირებით?
- საღამოობით აივანზე ვისხედით. სულ კალთაში მისვავდა და დღის ამბებს მეკითხებოდა. მერე ცას ვუყურებდით და ვარსკვლავებს სახელებს ვარქმევდით. სიკვდილამდე მითხრა რომ როცა აღარ ვიქნებიო ღამის ცას ელაპარაკეო და მე ყოველთვის მოგისმენო. - მოულოდნეად გაჩუმდა, მერე კი მაქსიმეს ჰკითხა - სიზმრების გჯერა?
- ცრურწმენებით მოცულის არა.
- გიჟი არ გეგონო ძალიან გთხოვ. - გაუცინა მარიმ.
- გიჟი რომ მგონებოდი სულ არ დავინტერესდებოდი შენით. - გულახდილად უპასუხა ბიჭმა.
- ერთხელ დამესიმზრა. - აქ გაჩუმდა, მაგრამ გააგრძელა. - მიშო დამესიზმრა.
- მერე?
- მინდორში ვიყავით, მხოლოდ ერთი ხის სკამი იყო, სადაც მიშო იჯდა, მე კი კვლავ კალთაში ვეჯექი. ირგვლივ ტრიალი მინდორი იყო, ლამაზი ყვავილებით. ღამე იყო. -ეღიმებოდა მარის. - ნათელი ღამე იყო. ვარსკვავებით იყო ცა მოჭედილი. ისე იყო, თითქოს არაფერი მოხდარა. თავიდან ჩუმად ვიყავით. მერე მიშომ დაიწყო ლაპარაკი, ძველ დროს მახსენედა. მთელი ღამე ვლაპარაკობდით და ვიცინოდით. როცა გათენება დაიწყო მითხრა: ,, ცოტა დრო დამრჩა და მინდა ყველაფერი გითხრა. ვიცი გიჭირს, გტკივა, მაგრამ უნდა გაუძლო. ცოტასაც გაუძელი. მალე დიდი ბედნიერება გელოდება წინ.’’ - ღრმად ჩაისუნთქა და გააგრძელა. - ბოლოს მითხრა რომ როცა დრო მოვიდოდა კიდე მოვიდოდა ჩემთან.
- მას მერე არ დაგსიზმრებია?
- არა. ალბათ როცა ბედნიერებას მივაღწევ მერე მოვა ჩემთან. - ცრემლები უცბათვე შეიმშრალა და მაქსიმეს ახედა, რომელიც სევდიანი თვალებით უყურებდა გოგოს. - არ შეგეცოდო, ძალიან გთხოვ. უბრალოდ არ შეგეცოდო.
- არ მეცოდები. შენი ტკივილი მტკივა მეც. - მშვიდად აკოცა შუბლზე და გულში ჩაიკრა გოგონა.
- შენ ამბავს არ მომიყვები?
- ხვალ მოგიყვები. დღეს ზედმეტი მოგვივა.
- კარგი, ხვალე იყოს. მაგრამ ხვალ ვერსად გამექცევი. - გაუცინა მარიმ და ხელები შემოხვია. - თბილი ხარ.
- შენ კიდე გაყინული. - დატუქსა უცებ და უფრო მიიხუტა გაყინული სხეული რომ მალე გამთბარიყო.
- გვრიტებო, გვიანია უკვე დაიძინეთ. - აივნიდან გაბრიელმა გადმოსძახა.
- მართლა რა დრო გასულა. - ჩაილაპარაკა მარიმ და წამოდგა. - არ მოდიხარ?
- ხო, ხო. - მაქსიმეც ამოუდგა მხარში და სახლში შევიდნენ.
დილა თითქოს ჩვეულებრივად დაიწყო. ყველა ერთად შეიკრიბა სასაუზმოდ. უხმოდ ისაუზმეს, მარიზე კომენტარებსაც აღარა აკეთებდა თაკო. როცა საუზმობას მორჩნენ ლუკამ დაიწყო ლაპარაკი:
-გოგოებო მე გაგიყვანთ სასწავლებელში.
- გააკეთე მანქანა? - გაეცინა ემილის.
- კი, გუშინ გამოვიყვანე პროფილაქტიკიდან. - გაუღიმა ლუკამ და მანქანისკენ გაუძღვა გოგოებს.
- ჩემ გარეშე წადით, მე 11ზე მაქ ლექცია და მანამდე სხვაგან უნდა გავიარო. - ჩაილაპარაკა მარიმ.
- სად მიდიხარ? - გაუკვირდა მაქსიმეს.
- არაფერი ისეთი, სახლში გავივლი და იქიდან წავალ უნივერსიტეტში. - სიმართლე ვერ უთხრა, რადგან ლუკა და გოგოები მათ უსმენდნენ.
- კაი, როგორც გინდა. - უდარდელად ჩაილაპარაკა ლუკამ და გოგოებთან ერთად მოთავსდა მანქანაში.
- არც მე მაქ ახლა ლექცია და გამოგყვები თუ გინდა? - შესთავაზა თიკო.
- არა, წადი. - გაუღიმა მარიმ და სახლში შებრუნდა.
- სად მიდიხარ? - ჰკითხა გაბრიელმა, როდესაც გასასვლელად მომზადებული მარი დაინახა.
- საფლავზე გავალ ცოტახნით, მერე გიორგისთან და იქიდან წავალ უნივერსიტეტში. - მშვიდად აუხსნა და თავისი მანქანის გასაღებს დაწვდა.
- ფრთხილად იყავი რა. მაინც და მაინც შენ არ გამოგყვნენ ბოლომდე, თორემ თაკოს ვეღარ გავაჩერებთ ხო იცი?
- ვიცი, ვეტყვი მე არავინ ამკიდოს. - გაუღიმა, ლოყაზე აკოცა და სახლი დატოვა. გაბრიელიც ენდობა მას და საკუთარი საქმეების მოსაგვარებლად გავიდა.
მარიმ ჯერ ლამაზი თაიგული იყიდა, შემდეგ კი გზას გაუდგა სასაფლაოსაკენ.
ცივ ქვას ხელი გადაუსვა და ობლად ჩამოგორებული ცრემლი მოიწმინდა. ხმა არ ამოუღია, უბრალოდ იქ იჯდა და ტიროდა. იმდენად იყო ემოციებისგან დატვირთული რომ ვერც კი შენიშნა რა მალე გავიდა დრო. საათს რომ დახედა უკვე თორმეტი ხდებოდა. უნივერსიტეტში მისვლას აზრი აღარ ჰქონდა, ამიტომ გიორგისთან წავიდა.
იქ მისულს შემოსასვლელიდან ხმა მოესმა და იქითკენ წავიდა, თუმცა როდესაც მისი სახელი გაიგონა გაჩერდა:
-გეუბნები იმათი ჯაშუშია. - მოესმა ლევანის ხმა.
- საიდან მოიტანე? - გაბრაზებულმა დაიძახა გიორგიმ.
- მათი საუბარი მოვისმინე კლუბში.
- რაა? - ბოლო ხმაზე იღრიალა გიორგიმ.
- გუშინ არ მაცადე რომ მეთქვა, აი ვიდეო. - ტელეფონი ამოიღო ლევანიმ და ვიდეო ჩართო, სადაც გაბრიელი, მაქსიმე, იოანე და მარი იდგნენ აივანზე. გამწარებულმა გიორგიმ ტელეფონი მოისროლა და კედელს შეანარცხა.
- მაგას ვანახებ როგორ უნდა ჯაშუშობა. - ამის მეტი არ მოუსმენია მარის, სასწრაფოდ წამოვიდა იქიდან ისე, რომ არავის დაენახა. გზაში გაბრიელს ურეკავდა, მაგრამ არ იღებდა. მერე მაქსიმეს დაურეკა, მაგრამ მასაც გათიშული ჰქონდა. ბოლოს იოანესთან დარეკა, თუმცა ბიჭმა ორი სიტყვით უთხრა რომ თათბირზე იყო და გაუთიშა. სახლში გამწარებული მივიდა, თუმცა არავინ დახვდა. თაკოს გარდა.
- გაბრიელი სადაა? - იკითხა სასწრაფოდ და კიბეები უნდა აევლო თაკომ რომ გააჩერა.
- როდემდე უნდა გააგრძელო ეს მასკარადი?
- მაგის დრო არაა, გამატარე გაბრიელთან მაქ საქმე.
- არავინაა სახლში.
- სად არიან?
- რომც ვიცოდე არ გეტყვი. როგორ არ გცხვენია, როგორ შეგეძლო გაბრიელს ასე მოჰქცეოდი. დებივით ვიყავით, ერთად გავიზრდეთ და მადლობას ასე გვიხდი? სალომეს ეს როგორ გაუკეთე? მაშ შენ მეგობარი გქვია? მცხვენია რომ გიცნობ.
- თაკო, ისე არაა ყველაფერი როგორც შენ გგონია. - ტირილი დაიწყო მარიმ.
- არ მჭირდება შენი ახსნა, განმარტებები. როგორ შეგეძლო გიორგისთან საქმის დაჭერა? როგორ შეგეძლო ჩვენთვის თვალებში შემოგეხედა და არ შეგცხვენოდა შენი საქციელის. ან აქ რა ნამუსით გადმოხვედი? მაგ ნაბი*ვრის გამო გამბრიელს ცხოვრება გაუმწარდა, შენ კიდე დგახარ და ეხმარები? როგორ შეგიძლია? აიღე შენი ნივთბი და წადი აქედან. - ცივად ჩაილაპარაკა და ჩანთა გადაუგდო. - წადი სანამ თავს ვიკავებ, თორემ ამჯერად აქ არავინაა რომ გამაჩეროს.
მარიმ უხმოდ აიღო ჩანთა, თან ცრემლებს იწმენდავდა. არ უნდოდა რომ უფრო გაეღიზიანებინა. იცოდა რომ არ მოუსმენდა, რაც არ უნდა ეთქვა არ დაუჯერებდა, ამიტომ აღარ შეეწინააღმდეგა და უნივერსიტეტისკენ წავიდა რომ თიკოსთვის მაინც ეთქვა ყველაფერი სანამ დრო ჰქონდა.
გზად ტელეფონი აიღო და ვიდეოს გადაღება დაიწყო:
-გაბრიელ, არ ვიცი ამას როდის ნახავ. შეიძლება მე უკვე გიორგის ვყავარ წაყვანილი. ყველაფერი შეიცვალა. მან გაიგო რომ მე შენი ინფორმატორი ვიყავი. ალბათ, უკვე მომდევენ ბიჭები დასაჭერად. არ ვიცი სად წამიყვანს, ან რას მიზავს. გთხოვ რაც არ უნდა იყოს მარტო არ იყო. სადაც არ უნდა დაგიბაროს მარტო არ მიხვიდე, ლილე დაიხმარე. გთხოვ შენ იმედზე ვარ. თაკოზე არ გაბრაზდე, მან ხომ სიმართლე არ იცოდა, მისი ფიცხი ხასიათი კი კარგად იცი. ცხელ გულზე არ იმოქმედო და წყალში არ ჩაყარო ყველაფერი. ჩემზე არ ინერვიულოთ, თავს გავიტან სადამდეც შევძლებ. გიორგის მახეებზე არ წამოეგო, ვიცი რომ ისე არ დამტოვებთ და გამათავისუფლებთ. - ცრემლები შეიმშრალა და დაამუხრუჭა, რადგან წინ მანქანა გადაუდგა და გასვლის საშვალება არ მისცა. სასწრაფოდ გამორთო კამერა, და ტელეფონი დამალა რომ ვერ დაენახათ ბიჭებს. მანქანიდან პირველი ლევანი გადმოვიდა, რომელსაც გამარჯვებული ღიმილი აეკრა სახეზე. მარი მანქანიდან გადმოათრიეს, მერე კი ყველაფერი შავმა მოიცვა.
გაბრიელი ჯერ ლილესთან წავიდა და საქმის დეტალები გაარკვია. ტელეფონი მანქანაში დარჩენოდა და მარის ამიტომ ვერ უპასუხა. როდესაც პროკურატურიდან გამოვიდა და მარის დარეკილები ნახა მაშინვე გადაურეკა, თუმცა გოგონა არ იღებდა. იფიქრა ეტყობა ლექციაზეაო და მერე გადავურეკავო. ამიტომ მაქსიმესთან, რომელიც მამამისის დატოვებულ კომპანიას ჩაუდგა თავში, წავიდა.
-ბატონო დირექტორო შეიძლება? - სიცილით შეაღო მაქსიმეს კაბინეტის კარები.
- კაი, შენ მაინც ნუ მემაიმუნები რა. მობზრებულად ჩაილაპარაკა, საბუთებს ხელი მოაწერა და გვერძე გადადო. - ბევრი თავისუფალი დრო გაქ როგორც ჩანს.
- ნამდვილად. - დაუდასტურა და მაგიდის წინ მდგომ დივანზე ჩამოჯდა.
- მაშინ დამეხმარე. - გაუცინა და საბუთები გაუნაწილა.
გაბრიელიც სიცილით დათანხმდა და საბუთების კითხვა დაიწყო.
-მარი მირეკავდა დღეს, გათიშული მქონდა ტელეფონი და ვერ ვუპასუხე. შენთვის ხო არ დაურეკავს? - ჰკითხა ცოტახანში მაქსიმემ.
- კი, მეც მირეკავდა მაგრამ ტელეფონი მანქანაში მქონდა. მერე გადავურეკე, მაგრამ არ მიპასუხა. ცოტახანში კიდევ ვცდი, ეტყობა ლექციაზე იყო. - ჩვეულებრივ უპასუხა და საბუთებზე გადაიტანა კვლავ ყუადღება.
მერე ხმა აღარ ამოუღიათ, სანამ ბოლომდე არ დაასრულეს საქმე. კომპანიის გასასვლელში სანდროს შეხვდნენ და მასთან ერთად დატოვეს შენობა. ძმებს ერთი ბიზნესი ჰქონდათ, ამიტომ კომპანია მაქსიმეს, ემილის, თედოს და სანდროს თანაბრად ეკუთნით, თუმცა ემილიმ უარი თქვა მის წილზე და ბიჭებს დაუტოვა, თედოს კი ჯერ სწავლა არ დაუსრულებია და იშვიათად იმყოფება კომპანიაში.
სანდრო სალომესთან წავიდა, ცოტას გავისეირნებთო. ბიჭები სახლში წამოვიდნენ, რადგან იცოდნენ რომ იოანეს უნდა გაევლო გოგოებთან.
სახლში მისულმა გაბრიელმა კიდე ერთხელ დარეკა მარისთან, თუმცა ისევ არ უპასუხია გოგოს და ცოტა ანერვიულდა.
მალევე იოანემ შემოაღო სახლის კარები, უკან კი გოგოები მოჰყვებოდნენ.
-რა გჭირს? რაღაც ანერვიულებული ხარ? - პირდაპირ ჰკითხა ძმაკაცს.
- მარი არაა თქვენთან ერთად? - უკვე შეშინებულმა მოათვალიერა ეზო იმ იმედით რომ გოგონას სადმე დაინახავდა.
- არა, დღეს არ მოსულა უნივერსიტეტში. - უპასუხა დაბნეულმა თიკომ. - რა ხდება?
- მირეკავდა და ვერ ვუპასუხე, ახლა კიდე არ იღებს.
- მეც დამირეკა. - უთხრა იოანემ. - მაგრამ თათბირზე ვიყავი და გავუთიშე.
- მაქსიმე გაგიჟდება. - ჩაილაპარაკა გაბრიელმა და კიბეებისკენ გაიხედა საიდანაც შეშინებული მაქსიმე მორბოდა.
- მარის ნივთები არ არის.
- რას ქვია არ არის? - დაიბნა თიკო.
- აივნიდან დავინახე რომ მისი ოთახი არეული იყო და შევედი, კარადები და თაროები დაცარიელებული დამხვდა. არც ერთი მისი ნივთი არაა თავის ადგილას.
- რა სახეები გაქვთ რა ხდება? - სიცილით შემოვიდა ოთახში თაკო.
- მარის ვეძებთ. - ნერვიულად უპასუხა გაბრიელმა.
- მაგ მოღალატე ბო*ისგან რა გინდათ? ალბათ გიორგისთანაა. - უდარდელად ჩაილაპარაკა, ვითომ არაფერი მომხდარა, რამაც თიკო გააცოფა.
- რა ჩაიდინე? - ჰკითხა გაბრაზებული ხმით.
- მე რა უნდა ჩამედინა? - გაიკვირვა თაკომ.
- თაკო, რა გააკეთე? სადაა მარი? - ვეღარ მოითმინა და უყვირა დას.
- რა ხდება? თქვენი ხმა გარეთ გამოდის. - ოთახში ლუკა, დამიანე და ემილი შემოვიდნენ.
- თაკო, თქვიი. - ვეღარ მოითმინა თიკომ და ისევ იყვირა.
- ვუთხარი რომ წასულიყო. - უდარდელად ჩაილაპარაკა და კიბეებზე ასვლა დააპირა, თუმცა თიკომ მაჯა დაუჭირა და არ გაუშვა.
- რას ქვია უთხარი წასულიყო? - ხმას ვერავინ იღებდა.
- ჩანთა ჩავულაგე და ვუთახი წასულიყო. არ მესმის რა პრობლემები გაქვთ? - მხრები აიჩეჩა და დას ხელი გააშვებინა. - მაგ ბო*ის აქ ყოფნით საფრთხეში ვიყავით. - თიკომ ვეღარ მოითმინა და თაკოს სილა გააწნა.
- თიკო რას აკეთებ? - მაშინვე მივარდა ლუკა და თაკო მიიხუტა, რომელსაც ცრემლები ჩადგომოდა თვალში.
- ხვდები მაინც რა გააკეთე? რატომ ხარ ასეთი სულელი? რატომ არაფერს უკვირდები? მას რომ რამე შეემთხვას შენი ბრალი იქნება, მას რომ რამე დაემართოს ვერ გაპატიებ. - ცივად ჩაილაპარაკა და სახლიდან გამოვარდა, უკან კი იოანე გამოჰყვა. დანარჩენები აზრზე ვერ მოვიდნენ რა ხდებოდა. როდესაც გაბრიელი და მაქსიმე გამოფხიზლდნენ მაშინვე თაკოსთან მივინენ.
- თაკო რა მოხდა დღე? - თითქოს მშვიდად დაიწყო ლაპარაკი გაბრიელმა, თუმცა თავს ძლივს იკავებდა რომ რამე არ დაემტვრია.
- რატო გადარდებთ ეგ მოღალატე? - ამოიტირა თაკომ და ოთახში აირბინა.
- რა გეტაკათ ხალხნო? - ჩაილაპარაკა გაუგებრობაში მყოფმა ლუკამ და თაკოს გაყვა.
- ფუ ამის დედას ******. - ჩაილაპარაკა გაბრიელმა და ფეხი მისცხო დივანს.
- გაბრიელ რა ხდება? - შეშინდა დამიანე.
- რატო ბრაზდები ასე? თუ წავიდა წავიდეს. ხო არ გავეკიდებით? - მშვიდად ჩაილაპარაკა ემილიმ.
- ემი, ნუ მაგიჟებ გთხოვ. სად უნდა წავიდეს? სად აქ წასასვლელი? რაღაც მოხდა. მაგიტომ მირეკავდა, მე კიდე ვერ ვუპასუხე. - უღონოდ ჩაილაპარა. იატაკზე ჩამოჯდა და თავი ჩაღუნა. - წავედი, უნდა მოვძებნო. იქნებ სახლში მივიდა, ან არ ვიცი. - უცბათვე წამოდგა და გასასვლელისკენ წავიდა.
- მეც მოვდივარ. - წამოდგა მაქსიმეც, დას შუბლზე აკოცა და სახლიდან გავიდა გაბრიელთან ერთად.
ბიჭები ჯერ მარის სახლს მივიდნენ, თუმცა იქ არავინ დახვდათ, მერე სასაფლაოზე ავიდნენ, იქაც არავინ იყო. მერე უნივერსიტეტში მივიდნენ, იქნებ იქ იყოსო, მაგრამ უშედეგოდ. უნივერისიტეტიდან სახლში ბრუნდებოდნენ მარის მანქანა რომ დაინახეს. მაშინვე ორივე მისკენ გაიქცა, თუმცა მანქანა ცარიელი იყო. გაბრიელმა ისევ სცადა დარეკვა, იქნებ ახლა მაინც მიპასუხოსო, თუმცა ტელეფონის ხმა მანქანიდან მოესმათ. მაქსიმემ მაშინვე იპოვა სავარძლის ქვეშ შეგდებული ტელეფონი. მანქანის საბურავს ფეხი მისცხო გაბრაზებულმა გაბრიელმა და სახლში დაბრუნდა. მაქიმე მარის მანქანით წამოვიდა, გზაში თავი ვეღარ მოთოკა და საჭეს ხელი დასცხო გაბრაზებისგან. სახლში შესულებს ემილი შეეგებათ:
-მარი სადაა? მანაქანა დავინახე.
- ვერ ვიპოვეთ. - დაღონებულმა ჩაილაპარაკა მაქსიმემ და დივანზე უღონოდ ჩამოჯდა.
- მანქანა ცარიელი იყო. - ამ დროს კიბეებზე ლუკა ჩამოვიდა. - როგორაა? - მშვიდად ჰკითხა გაბრიელმა.
- შენ როგორ იქნებოდი მის ადგილას, საკუთარ დას რომ გაერტყა შენთვის? - იკითხა გაღიზიანებულმა და წინ ჩამოუხდა. - რატო იცავთ მაგ გოგოს ასე ძალიან? საიდუმლოების დროა ახლა? - გაბრაზდა ლუკა.
- რაღა საიდუმლო ლუკა? დებილები ხართ და ვერ ხვდებით, როგორც შენ მოიხსენიებ, ეგ გოგო მოღალატე რომ არაა? აქამდე ვერ მიხვდით? - ჩაილაპარაკა არანაკლებ გაბრაზებულმა თიკომ.
- რას ქვია მოღალატე არაა? - დაიბნა ემილი.
- ეგ რომ მოღალატე ყოფილიყო, ჩვენ სიახლოვეს გააჩერებდა გაბრიელი? ერთი წამით მაინც დატოვებდა აქ? თქვენ თუ ამდენს ვერ ხვდებით თქვენ მეგობრობას ფუჭად ჩაუვლია.
- იო, გაიყვანე რა. - სთხოვა გაბრიელმა. - მარი მოღალატე არაა. - დაიწყო მშვიდად ახსნა გაბრიელმა. - თავიდანვე მინდოდა მეთქვა, მაგრამ მარიმ დაიჟინა რომ არ მეთქვა. მას უნდოდა გიორგის დაენახა რომ ის თქვენთვის არაფერი იყო, ამიტომ დაენახა სესილის, ზუსტად იცოდა რომ სესილი იტყოდა ყველაფერს. ეს ყველაფერი გეგმის ნაწილი იყო. - დანანებით ჩაილაპარაკა გაბრიელმა.
- ანუ, მარი თავიდანვე შენ გაწვდიდა ინფორმაციას და არა გიორგის? - იკითხა გაოცებულმა სალომემ, რომელიც ახალი შესული იყო ოთახში და მოსმენილს ძლივს იაზრებდა.
- კი, მასეა. მარის ჯაშუშობა ჯერ კიდე მაშინ დავგეგმეთ სანამ მე და ლიზი წავიდოდით. მან უთხრა გიორგის რომ გავიპარებოდით, რითიც გიორგის ნდობა მოიპოვა. მას მერე გიორგის სასტავში იყო, თან მე მაწვდიდა ინფორმაციას.
- რატო თავიდანვე არ თქვი? თაკოს რომ სცოდნოდა ასე ხო არ მოიქცეოდა არა? - ალაპარაკდა ემილი.
- მარიმ არ მომცა უფლება. მაქსიმე დამეთანხმება რომ ბევრჯერ ვცადე მეთქვა მაგრამ ის იყო უარზე.
- ახლა სადაა? - იკითხა სანდრომ.
- არ ვიცით. - დანანებით ჩაილაპარაკა მაქსიმემ და აუზზე გავიდა.
- ბავშვი როგორაა? - თემის შეცვლა სცადა ემილიმ.
- კარგადაა. - გაუღიმა გაბრიელმა. - დილით ველაპარაკე, ახლა ისევ დავურეკავ. - ჩაილაპარაკა და დატოვა ოთახი.
მალევე ოთახში იოანე და მასზე მიხუტებული თიკო შემოვდნენ. გოგონას ჯერ კიდევ ეტყობოდა რომ ნამტირალევი იყო.
-რატო არ გვითხარი? - იწყინა სალომემ და თიკოს გახედა.
- მე გითხარით, ოღონდ ჩემებურად და თქვენ ეს ვერ გაიგეთ. - მშვიდად ჩაილაპარაკა და ცრემლები შეიმშრალა.
- აღარ იტირო რა. - თბილად გაუღიმა იოანემ და შუბლზე აკოცა.
- სად შეიძლება იყოს? თან მანქანის გარეშე? - დაფიქრდა დამიანე.
- გაბრიელ. - ოთახში მაქსიმე შემოვარდა ყვირილით. - გაბრიელი სადაა? - შეშინებულმა იკითხა.
- აქ ვარ რა ხდება? - მაშინე ჩამოირბინა კიბეები გაბრიელმა.
- ეს ნახე. - ნერვიულად ჩაილაპარაკა და მარის გადაღებული ვიდეო ჩართო.
მარის ლაპარაკი ყველას ესმოდა. თიკომ ვეღარ გაუძლო, ისევ ცრემლებით აევსო თვალები და იოანეს მიეხუტა. სალომეს სანდრო აწყნარებდა, ემილი კი დამიანეს არ სცილდებოდა.
-ახლა რა უნდა ვქნათ?
- ახლა გიორგის უნდა დაველოდოთ. მანამდე ვერაფერს მოვიმოქმედებთ. - ჩაილაპარაკა დამწუხრებულმა სანდრომ.
- მანამდე რამე რომ დაუშაოს? - მწყობილებიდან გამოვიდა გაბრიელი.
- გაბრიელ. - იყვირა მაქსიმემ. - თავი აკონტროლე. ჯერ ვერაფერს გავაკეთებთ.
- წადი, ერეკლეს დაელაპარაკე და ცოტახანი დაისვენე.
- ისე ამბობთ თითქოს არაფერი მომხდარა. - დანანებით ჩაილაპარაკა და კიბეებს აუყვა. - მას რომ რამე დაემართოს ჩემ თავს არ ვაპატიებ. - თავისთვის ლაპარაკობდა კარებთან ჩაკეცილი გაბრიელი. - ისიც რომ დავკარგო ვეღარ ვიცოცხლებ. ნეტა გესმოდეთ ჩემი. - ცრემლი შეიმშრალა და შვილს დაურეკა.
- როდემდე უნდა ველოდოთ? - იკითხა ემილიმ.
- ხვალამდე. ლილეს დავურეკავ და გავარკვევ ყველაფერს, ხვალ თუ არ დარეკა ძებნას დავიწყებთ. - უპასუხა მაქსიმემ.
- როგორ უნდა მოვძებნოთ?
- ჯერ არ ვიცი, მაგრამ აუცილებლად უნდა ვიპოვოთ. - მკაცრად ჩაილაპარაკა და ოთახი დატოვა.
- დაისვენეთ ყველამ, მძიმე დღე იყო. - მეგობრებს გადახედა იოანემ და თიკოსთან ერთად ავიდა ზემოთ. სანდრომ და დამიანემ შეყვარებულები ოთახებში აიყვანეს და მათ დამშვიდებას შეეცადნენ. ლუკამ კი დრო იხელთა და მაქსიმესთან გავიდა, რომელიც მარტო იყო აუზთან და ცას უყურებდა.
- ხომ იცი რომ ძალით არ უნდოდა? - პირდაპირ დაიწყო ლაპარაკი და გვერდზე მიუჯდა.
- ვიცი, მაგრამ თავი უნდა შეეკავებინა. - ნაღვლიანად ჩაილაპარაკა, ისე რომ ცისთვის თვალი არ მოუწყვიტავს.
- მას უბრალოდ ასეთი ხასიათი აქ. მისთვის ძვირფასი ადამიანების ტკივილს ვერ უძლებს.
- ანუ მარი მისთვის არაფერია.
- ეგ არ მითქვას.
- არა ლუკა, ზუსტად ეგ თქვი. რომ მოესმინა, რომ მოესმინა ყველაფერს ეტყოდა. იმიტომ რომ კრიტიკული მდგომარეობა იყო და ვეღარ დამალავდა. შენი მესმის, გიყვარს და მის დაცვას ცდილობ, მაგრამ..
- მაგრამ შენ მარი გიყვარს და ვერ ამართლებ თაკოს.
- ალბათ მასეა. ჩემ გრძნობებზე ჯერ არ დავფიქრებულვარ.
- უბრალოდ თაკოსაც გაუგე. შენ რომ არ გცოდნოდა სიმართლე და მოღალატე თვალ წინ გიტრიალებდეს არ გაუშვებდი? მითუმეტეს გუშინ მოისმინა როგორ ეუბნებოდა რომ ბავშვი გადარჩაო.
- აი აქ კიდე ჩნდება მისი უნდობლობა. რატომ ბოლომდე არ მოისმინა? იცი რა უთხრა გიორგის ბავშვზე? ორი თვის დაიღუპაო, სუსტი იყოო და ვერ გადარჩაო. შენ ტყვიას კი გადაურჩაო მაგრამ ვერ იცოცხლაო.
- ისიც ცუდათაა. ახლა რომ გაიგებს რომ მარი უდანაშაულოა, მეშინია საკთარ თავს რამე არ მოუწიოს. - დანანებით ჩაილაპარაკა.
- რა თქვი? - გაისმა თაკოს ხმა. - ვინ არის უდანაშაულო?
- წავალთ ჩვენ, ავუხსნი ყველაფერს. - მხარზე ხელი დაკრა მაქსიმეს და თაკოსთან ერთად გაუყვა ბაღისკენ გზას.
- ლუკა რა თქვი წეღან?
- მარი, ის გიორგის ჯაშუში არ იყო. - დაიწყო აპარაკი და თაკოს გახედა, რომელმაც ფერი დაკარგა სახიდან. - ის გაბრიელს ეხმარებოდა, გაბრიელს აწვდიდა ინფორმაციას და არა პირიქით. - ამის გაგონებაზე თაკოს თვალები აუცრემლიანდა.
- ახლა სადაა? უნდა ვნახო. ბოდიში უნდა მოვუხადო. დღეს ისეთები ველაპარაკე.
- ის..
- სადაა მარი?
- გიორგიმ წაიყვანა. სიმართლე გაიგო გიორგიმ და მოიტაცა.
- ჩემი ბრალია. - ჩაილაპარაკა და ჩაიკეცა. - ცდილობდა ეთქვა და არ მოვუსმინე. ჩემი ბრალია. - ტირილი დაიწყო თაკომ და მიწას დაუშინა მუშტები.
- თაკო. გაჩერდი. - დააკავა ლუკამ და ატირებული შეყვარებული მიიხუტა. - შენ ხომ არ იცოდი სიმართლე. დამშვიდდი.
- ის ცდილობდა რომ ეთქვა, ცდილობდა რომ ერთქვა და არ მოვუსმინე.
- დამშვიდდი ჩემო პატარა. - თავზე აკოცა და მიიხუტა ატირებული გოგონა.
- ხო ვიპოვით? ხო კარგად იქნება? ხო არაფერი დაემართება? - ცრემლიანი თვალები მიანათა შეყვარებულს.
- აუცილებლად ვიპოვით. დამშვიდდი. მალე ყველაფერი კარგად იქნება. - ცოტახანი მიხუტებული ჰყავდა, მერე ხელში აიყვანა და თაკოს ოთახისკენ წავიდა. გოგონა დააწვინა და შუბლზე აკოცა.
- არ დამტოვო რა. - ტირილით ამოილაპარაკა თაკომ.
- აქ ვარ ჩემო პატარა. დამშვიდდი და დაიძინე. - შუბლზე აკოცა ისევ და გვერძე მიუწვა. თაკო მისკენ გადმობრუნდა და გულზე დაადო თავი და დაძინებას შეეცადა. ლუკას მანამ ეღვიძა სანამ თაკომ არ დაიძინა, ხოლო შემდგომ შეუერთდა და მორფეოსის სამყაროში დაგაეშვა.
მაქსიმეს და გაბრიელს ძილი არ მიჰკარებიათ. ან რა დააძინებდათ, როდესაც მარის ადგილსამყოფელი არც ერთმა არ იცოდა.
-ჩემი ბრალია. თავიდანვე რომ სიმართე მეთქვა ყველასთვის, ახლა ასე არ მოხდებოდა. - ჩაილაპარაკა დამწუხრებულმა გაბრიელმა.
- რა არის შენი ბრალი არ გამაგიჟო ახლა? თავიდანვე სიმართლე რომ გეთქვა მარი არ გაპატიებდა და გეგმებიც ჩაიშლებოდა.
- სამაგიეროდ ახლა გვერძე გვეყოლებოდა.
- და რა იცი რომ უარესი არ მოხდებოდა? დამშვიდდი და ხვალამდე მოვიცადოთ.
- ძალიან წყნარად ხარ. - სევდიანად გაეღიმა გაბრიელს.
- მეთვითონ მიკვირს.
- მე არ მიკვირს. ლიზა რომ დაიღუპა მეც მასე ვიყავი. ვერ გადმოვცემდი თუ რას ვგრძნობდი.
გამთენიისას ორივეს იქვე დივნებზე ჩამოეძინათ. რვა ხდებოდა სალომე რომ ჩამოვიდა და მიძინებულებს რომ შეხედა შეეცოდა ორივე და გააღვიძა:
-ბიჭებო, წელი გეტკინებათ, ოთახში გადადით. - ორივე მალევე გამოფხიზლდა.
- სალო, ყავა გამიკეთე რა. - სთხოვა გაბრიელმა.
- მეც რა. - მიაძახა მაქსიმემ.
მალევე დაბრუნდა სალომე სამი ფინჯნით და მაქსიმეს მიუჯდა გვერძე:
-ახლა რას ვაპირებთ? - ლაპარაკი თავის თავზე აიღო.
- დღეს ხატიასთან გავალ, იქნებ მარიმ სამაჯური გაააქტირუა და ვიპოვოთ სადაა. - უპასუხა გაბრიელმა.
- მისმინე, - შეაჩერა მაქსიმემ. - ჯერ ლილესთან გავიდეთ, რა იცი რას გვეტყვის. თან მარიმ თქვა მარტო არავითარ შემთხვევაში იყოო. გარდა მაგისა გოგოები ჯერ კიდე საფრთხეში არიან. მარიმ ხო თქვა რომელიმეს მოტაცება უნდაო, რა იცი რომ მარის დაკმარდება? მითუმეტეს მარი შენ გასამწარებლად არ წაუყვანია.
- მაქსიმე მართალია, გაბო. ბიჭებს დაელაპარაკე, იქნებ ზოგი დარჩეს დღეს, გოგოებიც არ წავალთ უნივერსიტეტში.
- ყველა მუშაობს, რომელს ვუთხრა არ წახვიდეთ სამსახურშითქო?
- კაი რა, სანდროს და დამიანეს ვეტყვი მეთვითონ, უფროსები მაინც არ ჰყავთ მაგათ და ვეტყვი ეს კვირა გაათავისუფლონ ყველანაირად. მაქსიეც დარჩება და შენ გამოგყვება რომ მარტო არ იყო. ლილესთან ლუკა წავა, თაკოს გაიყოლებს თან. - უცებ დაალაგა სალომემ გეგმები.
- ლუკა დღეს მუშაობს.
- არ მუშაობს, გუშინ გვეწუწუნებოდა გზაში საბუთები სახლში გამომატანეს და ორ დღეში უნდა მოვაწესრიგოო.
- მერე საქმე აქ ბიჭს. - არ ნებდებოდა გაბრო.
- მაგ საბუთებს მე და ემილი მივხედავთ, თან სანდრო და დამიანეც აქ იქნებიან და დაგვეხმარებიან.
- არა, ლილე მე უნდა ვნახო. ლუკა სახლში დარჩეს ჯობია.
ნახევარ საათში ყველა სამზარეულოში შეიკრიბა სასაუზმოდ. სახეზე ყველას დიდი სევდა და დაღლილობა ეტყობოდათ. ეს ღამე მშვიდი არავისთვის ყოფილა.
-სანდრო, დამი ეს კვირა გაანთავისუფლეთ რა. - ლაპარაკი სალომემ დაიწყო.
- რა ხდება? - გაუკვირდა ლუკას.
- მოკლედ, - დაიწყო ახსნა მაქსიმემ. - მარიმ იმდღეს კლუბში გვითხრა რომ გიორგი რომელიმე გოგოს გატაცებას გეგმავდა.
- ახლა კი დიდი შანსია იმის რომ რომელიმე მოგვიტაცონ ხო? - იკითხა თიკომ.
- სამწუხაროდ კი. მარი აპირებდა რომ ტყვეს როლში თვითნვე ყოფილიყო, რადგან გიორგი არაფერს დაუშავებდა. მაგრამ ახლა როცა სიმართლე იცის, დიდი შანსია იმის რომ რომელიმე მართლა მოიტაცოს. - გულის ტკივილით უპასუხა გაბრიელმა.
- მე ისედაც თავისუფალი მაქ ეს კვირა. გუშინ მამამ დამირეკა და ეს კვირა მე ვიქნებიო, მერე საზღვარ გარეთ მიდის ორი კვირით და მთლიანად მე გადმომაბრებს სანამ ჩამოვა. - მშვიდად აუხსნა სანდრომ.
- კაი, დავრეკავ მეც და გრაფიკს შევცვლი მაშინ. - უპრობლემოდ დათანხმდა დამიანეც და სამზარეულო დატოვა.
- ლუკა შენც დარჩი დღეს რა. - გაუღიმა სალომემ.
- გაბროსთან ვინ იქნება? - იკითხა ემილიმ. - მარტო არ იყოსო ხო თქვა მარიმ.
- დღეს შენი ძმა გუწევს კუდის ფუნქციას. ხვალ შეენაცვლება რომელიმე. - ისევ სალომემ გასცა პასუხი.
- მოიცა, მარტო მე მიშვებთ სამსახურში? ეს რა პონტია ეე? - იწყინა იოანემ. - ჩემი სახლი მაინც არ იყოს. - გაეცინა ბოლოს. - გავენთავისუფლები მეც.
- ხო და ძაან კარგი. - ჩაილაპარაკა მაქსიმემ. - გოგოებო, სახლიდან არ გახვიდეთ მარტოები. რომელიმე ბიჭი გაიყოლეთ აუცილებლად.
- გაბრო, მარის მშობლებს ხომ არ გავაგებინოთ? - მორიდებით იკითხა აქამდე ჩუმად მყოფმა თაკომ.
- არავითარ შემთხვევაში. - მკაცრად ჩაილაპარაკა გაბრიელმა. - მარის ჩვენ გარდა არავინ ჰყავს. მითუმეტეს მშობლები და არ გაბედოთ რომელიმემ გააგებინოთ მარის ამბავი. მაგათ შვილი 18 წელია არ მოუკითხიათ. - მკაცრად და ზიზღით ჩაილაპარაკა და მაქსიმესთან ერთად დატოვა ოთახი, ისე რომ გაოცებული გოგოებისთვის ყურადღება არ მიუქცევია.
* მარი *
ირგვლივ სიბნელეა. ოთახი მეტად ცივი და მარტოსულობით გაჟღენთილია. ფანჯარაც კი არ არის რომ მზის ერთმა სხივმა მაინც შემოაღწიოს მასში. მხოლოდ ერთადერთი საწოლია, ისიც ფიცრებისგან გაკეთებული, ყოველგვარი ლეიბისა და დასაფარებლის გარეშე. არც ბალიში არც არაფერი. საწოლზე სინი იდო, წყლითა და პურის პატარა ნატეხით. მარი ოთახის კუთხეში, იატაკზე იჯდა. როდესაც გონს მოვიდა, ვერაფერს ხედავდა. უბრალოდ გრძნობდა რომ ხელ-ფეხი შეკრული ჰქონდა და პირზე ნაჭერი აეფაერბინათ.
მალევე ხმაური შემოესმა. ვიღაც კარების გაღებას ცდილობდა. კარების გაღებისთანავე ოთახში სინათლის სიხივები გამეფდნენ. მარის კი თვალი მოეჭრა სინათლის დანახვისას, რამოდენიმეჯერ ძლიერად დახუჭა თვალები და მხედველობა გაიწმინდა. უცბათ ოთახს თვალი მოავლო და საწოლი დაინახა. ასე სუსტად რომ არ ყოფილიყო სიცილს დაიწყებდა. შეეტყო რომ ლევანის გაკეთებული იყო. ხელ-ფეხ შეკრული სადღაც კუთხეში მიაგდეს და წყალი და პური შემოუტანეს.
ოთახში გიორგი შემოსულიყო. სახეზე ღალატი და სევდა ეტყობოდა. ღრმად ამოისნთქა და მძიმე ნაბიჯებით მიუახლოვდა მარის. ხელში აიყვანა და საწოლზე დასვა. პირიდან ნაჭერი მოაშორა და ხელები გაუხსნა.
-ჭამე. - ცივად უთხრა და ოთახიდან გასვლა დააპირა.
- მეტს არაფერს მეტყვი? - გაკვირვებულმა ჰკითხა.
- ჯერ არა.
- რამდენი ხანია უგონოდ ვარ?
- თითქმის ოცდაოთხი საათია. - უპასუხა და ოთახში შუქი აანთო.
მოშიებული მარი, მაშინვე პურს დაწვდა და გიორგისთვის ყურადღება არ მიუქცევია. ბიჭსაც აღარაფერი უთქვამს, ოთახი დატოვა და გარედან კვლავ ჩაკეტა. როცა მარი ჭამას მორჩა ოთახი მოათვალიერა უკეთესად. თუმცა მხოლოდ და მხოლოდ ერთი კარი იყო და ისიც რკინის, შიგნიდან სახელური არ ქონდა ამიტომ ოთახიდან ვერანაირად ვერ გავიდოდა.
თითქმის ერთი საათი გაუნძრევლად იწვა და ფიქრობდა როგორ დაეღწია თავი, თუმცა ვერანაირი გზა იპოვა გარდა იმისა რომ გაბრიელთან დაკავშირებულიყო.
მოულოდნელად გაახსენდა ხატიას მიერ დამონტაჟებული ჩიპები და მაშინვე სამაჯურს დახედა. მაშინვე გააქტიურა ჩიპი და გაბრიელის იმედად დარჩა.
* გაბრიელი *
სახლიდან გაღიზიანებული გამოვიდა, საჭესთან დაჯდომა ვერ გარისკა და მაქსიმეს დაელოდა როდის დაიკავებდა მძღოლის ადგილს. მაშივნე ლილესთან წავიდნენ. ათი წუთი არც დასჭირდათ მისასვლელად. შენობაში ორივე ჩქარი ნაბიჯებით შევიდნენ, და მდივნის გაბრთხილებას რომ მათი შესვლა არ შეიძლებოდა ყურადღება არც ერთს არ მიუქცევიათ. კარებზე დააკაკუნეს და თანხმობასაც არ დალოდებიან ისე შეაბიჯეს ოთახში.
-ქალბატონო ლილე, ვეცადე გამეჩერებინა მაგრამ არ მომისმინეს. - ნერვიულად დაიწყო ახსნა ახალგაზრდ გოგონამ.
- არაუშავრა ნია, დაგვტოვე. - მშიდად გაუღიმა ლილემ და ბიჭებს ანიშნა დივანზე დამსხდარიყვნენ. - ორი წუთი ბიჭებო.
- მოკლედ ლილე. ეს საქმე შენზეა და უნდა გამოგვიყვანო აქედან რა. - ჩაილაპარაკა ჭაღარა შეპარულმა კაცმა.
- დიახ ბატონო ვახტანგ, თუმცა ახლა ამ საქმეს ვერ მივხედავ.
- კი მაგრამ, ხო დამთანხმდი უკვე? - გაიოცა მამაკაცმა.
- დაგთანხმდით სანამ ეს ანერვიულებული ყმაწვილები მოვიდოდნენ, მაგრამ გეგმები შეიცვალა როგორც ვატყობ. ესენი ასე უბრალოდ არ შემოვარდებოდნენ. - აუღელვებლად აუხსნა. - თქვენდამი დიდი პატივისცემის მიუხედავად, მინდა გითხრათ, რომ ზუსტად თქვენი გაფუჭებული საქმე უნდა მოვაგვარო მათთან ერთად. - კაცმა ფერი დაკარგა და ჭიქიდან წყალი ნერვიულად მოსვა.
- რომელი საქმის გახსნა გინდა? - შიშით იკითხა, თუმცა ეტყობოდა რომ პასუხი მეტად აშინებდა.
- გიორგი ქოჯური. - მკაცრად ჩაილაპარაკა გაბრიელმა. კაცმა მძიმედ თავი გააქნია და გაბრიელს გახედა.
- ძალიან მეცნობით ყმაწვილო. - დაკვირვების შემდეგ ჩაილაპარაკა ბატონმა ვახტანგმა გაბრიელის მიმართულებით.
- ხო, ალბათ ჩემს გასვენებაში იქნებოდით. - ირონიულად უპასუხა გაბრიელმა და ხელი გაუწოდა. - გაბრიელ ზაქარიაძე.
- ვახტანგ კვარაცხელია. გასვენებაში არა, მაგრამ შენ სიკვდილს კი მე ვიძიებდი.
- რაღაც გაკვირვებული არ ჩანხართ გარიელის დანახვით. - საუბარში მაქსიმე ჩაერთო.
- ასე ვთქვათ, მე შევუწყე ხელი საბუთების გაყალბებას. მანქანა ხომ ცარიელი იყო? ცხედრების ძებნას დაიწყებდნენ. ამიტომ საბუთები გავაყალბეთ, რომ მანქანაში ორი ადამიანის კვალი იყო დატოვილი, რითაც ხელი შევუწყეთ თქვენ მშვიდად ყოფნას. თუმცა დიდხანს არ გასტანა ამ ყველაფერმა როგორც ჩანს. - ნაღვლიანად ჩაილაპარაკა.
- და თქვენ თუ ამდენი იცოდით, როგორ დაუშვით ის რომ გიორგი გარეთ ყოფილიყო? - ხმაში სიბრაზე შეეტყო ლილეს.
- ჩემო გოგო, როგორ არ მინდოდა რომ ამ საქმისთვის ხელი მოგეკიდა. - დანანებით გააქნია თავი მამაკაცმა. - გიორგის მამა, მაშინ მთავრობის კაცი იყო. ხელი ყველაფერზე მიუწვდებოდა. მე, რადგან სუფთად ვმუშაობდი ვერ მიპოვა სუსტი წერტილი. ჩემი ბიჭი უკვე დიდი იყო და ვერაფერს ავნებდნენ, მეუღლე კი უკვე გარდაცვლილი მყავდა. ამიტომ მოსამართლე მოისყიდეს. მე რაც არ უნდა მეთქვა, და რა ფაქტებიც არ უნდა დამედო, გიორგი მაინც გარეთ იქნებოდა. მახსოვს პატარა გოგო მომიყვანეს, როგორც მოწმე, მაგრამ მე ის სასამართლოს წინაშე არ გამომიყვანია. გიორგი, რომელიც გარეთ დარჩებოდა ამ პატარა გოგოს გადაემტერებოდა.
- თქვენი არ ვიცი ბატონო ვახტანგ, მაგარამ მაგ ბიჭის ხელებზე უკვე ორი ადამიანის სისხლია და თუ არ შევაჩერე რაოდენობა უფრო გაიზრდება. - მტკიცედ ჩაილაპარაკა ლილემ.
- მე თუ შევძლებ რამით დაგეხმაროთ, ჩემი იმედი გქონდეთ.
- იცით, უკვე მჭირდება. საბუთები გიორგის საქმესთან დაკავშირებით. ყველა საბუთი, რომელიც ნამდვილია და არა ის ზღაპრები რომელსაც პროკურორებს აძლევენ.
- შენ მდივანს გამოვატან. ვამაყობ შენით ჩემო გოგო. - თბილად გაუღიმა კაცმა და ოთახი დატოვა.
- რა ხდება აბა? - ნერვიულად გახედა ლილემ ანერვიულებულ ბიჭებს.
- გუშინ რომ გითხარი. გიორგისთან ინფორმატორი გვყავსთქო. - მძიმედ დაიწყო ლაპარაკი გაბრიელმა.
- მერე?
- ყველაფერი გაუგია იმ ნაბო*არს და გაიტაცა. - დაასრულა მაქსიმემ გაბრიელის სათქმელი და მარის გადაღებული ვიდეო ანახა.
- ნია შემოდი. - გოგონამაც არ დააყოვნა და მალევე ოთახში გაჩნდა საბუთებით ხელში.
- აი ეს საბუთები ბატონმა ვახტანგმა გამომატანა.
- ძალიან კარგი. - გამოართვა და ისევ გოგონას მიუბრუნდა. - სასწრაფოდ გამიგე, სად არის გიორგი ქოჯური, და ბოლო ოცდაოთხი საათის განმავლობაში სად იმყოფებოდა. ასევე მისი სატელეფონო საუბრები და შეტყობინებები.
- კი მაგრამ ქალბატონო ლილე..
- შეწინააღმდეგების გარეშე. - მკაცრად გახედა შეშინებულ გოგონას და უფრო შეაშინა. - უთხარი რომ მე დაგავალე. თუ ვინმემ გააპროტესტა ჩემთან შემოვიდეს.
- კარგით. - შეშინებულმა დატოვა ოთახი და კარები ფრთხილად მიიხურა.
- ამის პასუხები როდის იქნება? - ჰკითხა მაქსიმემ.
- ვეცდები დავაჩქარო. ხვალამდე მადროვეთ.
- ჩვენ რომ დღესვე გითხრათ სადაა? მარის მისამართი რომ გითხრათ აყვანას შეძლებ?
- თუ ადგილზე იყო კი.
- კარგი. მაშინ დაგირეკავ როგორც კი გავიგებთ. - ნაჩქარევად დატოვეს ოთახი ბიჭებმა და ხატიასკენ გაემართნენ.
- შემოდით ბიჭებო. - თბილად მიიღო ნიკამ ბიჭები. - მშვიდობაა?
- მომიყვანე რა ჩემი ნათლული. - მაშინვე გამოსტაცა ხელიდან პატარა ლაზარე. - შენ მაინც დამამშვიდე ნათლი. - ნაღვლიანად ჩაილაპარაკა და გაბრიელმა და ბავშვი მიიხუტა. - ხატია სადაა?
- ოთახშია შედით. - ხატია უდარდელად წამოწოლილიყო და ტელევიზორს უყურებდა.
- ტელევიზორის ყურების დროა გოგო?
- მე გენაცვალე უსაქმური ადამიანი ვარ. - სიცილით უპასუხა და ბიჭები გადაკოცნა. - რა სახეები გაქვთ რა ხდება?
- მარი, ის.. გაიტაცეს. - მოკლედ აუხსნა მაქსიმემ. - გეხვეწები ნახე, რომელიმე ჩიპი არ გააქტიურდა?
- მოიცა ახლავე. მაგრამ რომ გააქტიურებულიყო ტელეფონზე მომივიდოდა სიგნალი. - ხატია შესამოწმებლად გავიდა და მალევე დაბრუნდა. - არაფერია.
- იქნებ სამაჯური მოხსნეს? - დაეჭვდა ნიკა.
- თუ ლევანიმ იჩალიჩა, ძალიან დებილი ტიპია და არამგონია მაგდენს მიმხვდარიყო. - უპასუხა გაბრიელმა. - ხატი, როგორც კი გააქტიურდება დამირეკე რა. - უკვე სახლიდან გასვლას აპირებდნენ ხატიამ რომ გააჩერა.
- ჩაირთო. - ბიჭები მაშინვე ოთახში შევარდნენ. - ეს რა ადგილია? - გაოცება ვერ დამალა ხატიამ. - აქ საერთოდ სახლი თუ იყო ვერც წარმოვიდგენდი.
- ლილესთან დარეკე. - მაშინვე მაქსიმეს გახედა გაბრიელმა. - მისამართი გამომიგზავნე და ძალინ დიდი მადლობა.
- გაბრიელ, მეც წამოვალ. იქნებ რამეში დაგჭირდეთ. - იმედიანად გახედა ხატიამ.
- საფრთხეში ვერ ჩაგაგდებ. - სევდიანად გახედა გაბრიელმა.
- მეც გკითხე რა. - მობეზრებულად ჩაილაპარაკა და ფეხსაცმელი მალევე ამოიცვა, ქურთუკი მოიცვა და ნოუთბუქი აიღო. - თუ გინდა დედაშენთან წადით. დაგირეკავ როგორც კი ყველაფერი დამთავრდება. - ნიკას და პატარას აკოცა და გაბრიელთან ერთად დატოვა სახლი. მაქსიმე უკვე მანქანაში ელოდებოდათ.
- გიჟი ხარ. - გაეცინა გაბრიელს.
- აბა მარტო შენ რომ მოგინდა გმირობა, მერე მოვუყვები შენ ნათლულს ნათლიაშენი მე გადავარჩინეთქო. - გაეცინა ხატიას და მანქანაში ჩასხდნენ.
გზად ლილეს დაურეკეს და გააფრთხილეს. პროკრატურაში მისულებს კი რაზმი მზად ყოფნაში დახვდათ.
-შეგვიძლია წავიდეთ. ორდერი მე მაქ. - საჩქაროდ ჩაილაპარაკა ლილემ და ვაჩესთან ერთად ჩაჯდა მანქანაში.
ოც წუთში დანიშნულების ადგილას იყვნენ. მანქანები მოშორებით გააჩერეს რომ ვერავის დაენახა და გეგმის შედგენა დაიწყეს.
* მარი *
ფეხები უკვე ძალიან სტკიოდა. როგორ არ ეცადა მაგრამ ვერ გაინთავისუფლა საჭერისგან. ბოლოს დანებდა და ბედს შეეგუა.
მოულოდნელად ოთახის კარი გაიღო და ლევანი შემოვიდა.
-მაინც როგორ უყვარხარ გიორგის რომ მოღალატეობის ჟამსაც კი არ დაგტოვა ისე. - ირონიულად ჩაილაპარაკა და საწოლს მიუახლოვდა. - ვიცოდი რომ იმათი პირი იყავი, მაგრამ როცა დაგარტყი როგორ გაძლეს რომ ხელები არ დამამტვრიეს? - თითქოს ჩაფიქრდა ბიჭი. - ეტყობა იმდენად არ უყვარხარ რომ შენ გამო შარში გაეყოთ თავი. - თავისივე კითხვას სიცილით უპასუხა.
- შენი სილურჯეებით თუ ვიმსჯელებთ, სანდრო და მაქსიმე რომ არ გამეჩერებინა ცოცხალი ვერ დარჩებოდი. - ირონიულად გაეცინა მარის.
- ეტყობა კარგად ვერ დაგარტყი ამდენს რომ ტლიკინებ. - მრისხანედ უპასუხა ბიჭმა.
- ნაბი*ვარი ხარ ლევან და მეტი არაფერი. - ზიზღით ჩაილაპარაკა და შეაფურთხა.
- ბო*ო. - ბოლო ხმაზე დაიყვირა და სახეში ხელი გაარტყა. - როგორ გაბედე? - ძლივს გასწორებულ მარის ისევ დაარტყა და საწოლიდან გადმოაგდო. - გიორგის უმადლოდე, ბო*ო. - წაქცეულს მუცელში ფეხი ამოარტყა და ოთახიდან გავიდა.
ტკივილისაგან მარი ვერ მოძრაობდა. საბოლოოდ კი გონება დაკარგა.
*გაბრიელი *
გეგმის მიხედვით სახლში მაქსიმე, გაბრიელი და ვაჩე უნდა შესულიყვნენ. უკან დაზვერვის მიზნით ორი პოლიციელი გაჰყვებოდათ, დანარჩენებს კი სახლი ალყაში უნდა მოექციათ და გაქცევის უფლება არ უნდა მიეცათ დამნაშავეებისათვის.
ბიჭები სახლში უხმაუროდ შეიპარნენ, მაქსიმე მაშინვე მარის საძებნელად წავიდა, გაბრიელი და ვაჩე კი გიორგის ეძებდნენ. მისაღებში სამი ბიჭი დახვდათ, რომლებმაც სროლა წამოიწყეს. ხმაურზე გიორგი, ლევანი და მათთან ერთად მყოფი ყველა ბიჭი მისაღებში შევარდა.
როდესაც გიორგიმ გაბრიელი დაინახა გაურკვეველი რძნობა დაეუფლა. ეს არ იყო ზიზღი ან შურისძიება. ეს იყო რაღაც ისეთი რასაც სახელი ვერ მოუძებნა.
სროლის ხმამ გარეთაც გააღწია, ამიტომ ლილემ რამოდენიმე პოლიციელი დასახმარებლად შიგნით შეუშვა.
ხატიამ სახლის კამერები გატეხა და გაბრიელს, რომელსაც ყურსასმენი ეკეთა, ინფორმაციას აწვდიდა ბიჭების რაოდენოაზე და მდებარეობაზე.
რამოდენიმე მათგანმა გაქცევაც სცადა, თუმცა გარეთვე დააკავეს.
-მოცვივდნენ დასახმარებლად. - ირონიულად ჩაილაპარაკა ლევანიმ. - გაბრიელ, გამოდი რატომ იმალები? - გაბრიელმა ღრმად ჩაისუნთქა და გიორგის დაენახა.
- არც ერთმა გაისროლოთ თორემ არც მე დავაგვიანებ. - გააფრთხილა ბიჭები და ერთი ნაბიჯით წინ წავიდა, თან იარაღს გიორგის უმიზნებდა, რომელიც ოთახის შუაში იდგა გაუნძრევლად.
- არ ისროლოთ. - გააფრთხილა გიორგიმ.
- არ დაიღალე? - გულახდილად ჰკითხა გაბრიელმა. - კიდე რამდენი ადამიანის სისხლში უნდა გაისვარო ხელი რომ ბედნიერებას მიაღწიო?
- მე ბედნიერი ვეღარ ვიქნები, ეს შენც კარგად იცი. - ნაღვლიანი ღიმილით უპასუხა. - ჩემი ნებით ჩაგბარდებით. - სევდიანად ჩაილაპარაკა და გასასვლელისკენ წავიდა.
- გიორგი რას აკეთებ? - ჰკითხა გაოცებულმა ლევანმა.
- თქვენ თუ გინდათ გაიქეცით, ჩემი საქმე აქ დამთავრდა. - უპასუხა და ვაჩეს ხელები გაუწოდა რომ ბორკილები დაედოთ.
ლევანიმ სროლა წამოიწყო და გაბრიელი მხარში დაჭრა, თუმცა გაბრიელმა სროლა მოასწრო და მისი ნასროლი ტყვია ლევანს ფეხში მოხვდა.
სროლაზე რამოდენიმე პოლიციელი შემოვარდა, რამოდენიმე ბიჭი გათიშეს ლევანმა კი გაქცევა ვეღარ შეძლო და ისიც იქვე დააკავეს. საბოლოოდ ყველა დაკავებული იყო.
-მარი ქვემოთაა, რკინის კარებს ნახავ და იმ ოთახშია. - გახედა ვაჩეს გიორგიმ და მანქანაში ჩაჯდა.
სასწრაფო უკვე იქ იყო და დაჭრილები გამოყავდათ სახლიდან, მხოლოდ მაქსიმე და მარი არ ჩანდნენ.
*მაქსიმე*
როგორც კი სახლში შევიდნენ მაშინვე მარის მოსაძებნად წავიდა. როდესაც სროლის ხმა გაიგო დაბრუნებას აპირებდა გაბრიელის დასახმარებლად, თუმცა მარის ასე ვერ დატოვებდა. ამიტომ მისი ძებნა გააგრძელა. ჯერ მეორე სართულზე ავიდა, თუმცა იქ ვერ იპოვა გოგონა. შემდეგ პირველ სართლზე დაუწყო ძებნა თუმცა იქაც არ იყო. ამასობაში სროლის ხმაც შეწყდა. ბოლოს შემთხვევით სარდაფში ჩასასვლელ კიბეებს მოჰკრა თვალი. იქ მხოლოდ ერთი ოთახი იყო რომელსაც დიდი რკინის კარი ჰქონდა, კარი კი გასაღებით იყო დაკეტილი. გასაღები იქვე იყო ჩამოკიდებული. კარს მალევე მოარგო და შიგნით შევიდა.
მარი უგონოდ დახვდა იატაკზე მწოლიარე.
-მარი. - რამოდენიმეჯერ დაუძახა თუმცა გოგონა გონს ვერ მოდიოდა. ჯიბეში არსებული დანით ფეხები გაუნთავისუფლა და ხელში აყვანილი გამოიყვანა იქიდან. კიბეებზე ვაჩე შეხვდა:
- როგორაა?
- გონება აქ დაკარგული. - საჩქაროდ უპასუხა და ფეხს აუჩქარა. - გაბრიელი როგორაა?
- დაიჭრა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
- ვიჩქაროთ მაშინ. - ნერვიულად ჩაილაპარაკა და მარი უკანა სავარძელზე მიაწვინა. - ლილეს უთხარი სანდროს დაურეკოს და გააგებინოს.
- არ ინერვიულო. საავადმყოფოში გნახავთ. - მეგობრულად მხარზე დაკრა ხელი და ლილესკენ წავიდა. მაქსიმე ხატიასთან ერთად მანქანაში მოთავსდა და საავადმყოფოსკენ წავიდნენ.
შესასვლელშივე იმხელა ხმაზე ყვიროდა, ვინც კი თავისუფალი იყო ყველა მათ მისცვივდა. მარი საკაცეზე დააწვინეს და შესამოწმებლად გაიყვანეს. ამასობაში მაქსიმემ დროით ისარგებლა და გაბრიელის ამბავი იკითხა, რომელიც ოპერაციაზე შეეყვანათ.
-ხატია, წადი შენ. ნიკა მარტოა და ბავშვს ვერ მოუვლის. - მზრუნველად უთხრა საოპერაციოს წინ მჯდომ ახალ მეგობარს.
- ნიკას წეღან ველაპარაკე და აქეთ მოდის უკვე, ბავშვი დედამისთან გაიყვანა. - ცოტახანი სუჩუმე ჩამოვარდა რომელიც ხატიამ დაარღვია. - დამშვიდდი, ყველაფერი კარგად იქნება.
მალევე ნიკა შემოვარდა საავადმყოფოში. მაშინვე ხატიასკენ წავიდა და ცოლი ჩაიხუტა.
-ხო კარგად ხარ?
- მე რა უნდა მომსვლოდა. - ნაღვლიანად გაუცინა ქმარს და მიეხუტა. როცა მისი სითბო იგრძნო ის სიძლიერე დაკარგა, რომელიც აქამდე ჰქონდა, და ცრემლები წამოუვიდა. - მეშინია.
- ჩემო პატარა. - შუბლზე აკოცა და უფრო მეტად მიიხუტა. - დამშვიდდი, მალე დამთავრდება ოპერაცია და ჩვენ გიჟს გამოიყვანენ. - თბილად გაუღიმა და ისევ მიიხუტა.
- მაქსიმე. - მოულოდნელად გაისმა ემილის ხმა და ძმას მთელი ძალით ჩაეხუტა ატირებული.
- ემი, დამშვიდდი ჩემო პატარა. - თმაზე ეფერებოდა და დის დაწყნარებას ცდილობდა.
- შენ თუ აქ ხარ, მაშინ საოპერაციოში ვინაა? - იკითხა შეშინებულმა სალომემ, რომელმაც ჯერ კიდევ არაფერი იცოდა.
- სალო, საოპერაციოში.. - სიტყვის დასრულებაც არ დასჭირდა მაქსიმეს, მაშინვე მიხვდა სალომე ყველაფერს და იქვე ჩაიკეცა. სანდრო მაშინვე მასთან გაჩნდა, თუმცა ძალა დაკარგული სალომე ფეხზე ვერ დგებოდა.
- დანარჩენები სად არიან? - ჰკითხა მაქსიმემ დამიანეს.
- იოანე და თიკო მარისთან შევიდნენ. ლუკა და თაკო მოვლენ ორ წუთში. - მალევე უპასუხა და ჯერ კიდე მომტირალ ემილის შეხედა. - პატარა, მოდი ჩემთან. - თბილად გაუღიმა და შეყვარებული მიიხუტა. - წადი მარისთან, თუ რამე დაგირეკავ ეგრევე. თან თიკოს და იოანეს ამბავს გააგებინებ.
მარისთან მიმავალი მაქსიმე თაკოს და ლუკას შეხვდა კიბეებზე, რომლებიც არც ასვლას აპირებდნენ და არც ჩამოსვლას.
-აქ რატომ გაჩერდით? - იკითხა მაქსიმემ.
- არ მომყვება. - უპასუხა ლუკამ და თაკოზე ანიშნა.
- დამშვიდდი, ყველაფერმა ჩაიარა. ახლა ყველაზე მეტად გაბრიელს ჩვენი თანადგომა უნდა. ასე რომ ძალა მოიკრიბე და ადი. მეც მალე მოვალ, მარის ვნახავ. - თბილად გაუღიმა თაკოს, შუბლზე აკოცა და კიბეები ჩაიარა.
ოპერაცია დიდხანს არ გაგრძელებულა. მაშინე ყველა ექიმთან მივიდა.
-რა მდგომარეობაა ექიმო? - იკითხა სანდრომ.
- მდგომარეობა სტაბილურია. ოპერაციამ კარგად ჩაიარა. საბედნიეროდ ტყვია გულს ასცდა, უბრალოდ ბევრი სისხლი დაკარგა პაციენტმა და ცოტახნით დასვენება მოუწევს. რამდენიმე საათში ნარკოზიდან გამოვა და მონახულებას შეძლებთ. ცოტახანში პალატაში გადაიყვანენ. რამდენიმე დღე დაკვირვების ქვეშ გვეყოლება, შემდგომ კი გავწერთ და მკურნალობას სახლში გააგრძელებს. - იმედიანად გაუღიმა ექიმმა საზოგადოებას და თავისი კაბინეტისკენ გაემართა.
უკვე დამშვიდებულებმა გადაწყვიტეს ცოტახანი დაესვენათ და სანამ გაბრიელს პალატაში გადაიყანდნენ ბუფეტში ჩავიდნენ ყავის დასალევად.
-ბოდიშით, წეღან ვერ გაგიცანით. მე ემილი ვარ, მაქსიმეს და. თქვენ? - მიმართა ემილიმ ხატიას და ნიკას.
- მე ხატია ვარ, ეს კი ნიკაა, ჩემი ქმარი. გაბრიელის მეგობრები ვართ. - გაუღიმა და ხელი ჩამოართვა.
- ხატია? - გაოცებულმა ჩაიალარაკა სანდრომ და გოგონა შეათვალიერა. - შენ ის ხატია ხარ მე ვინც მგონია? - სიცილით იკითხა სანდრომ.
- ეგ ვარ, ეგ. - გაუცინა ხატიამაც და ბიჭისკენ გაემართა რომ ჩახუტებოდა.
- როგორ მომენატრე გაჩხიკულო. - სიცილით ჩაიალარაკა სანდრომ და გოგონა ჩაიხუტა.
- მეც მომენატრე რიჟა, მეც.
- გაიცანი, ეს სალომეა გაბრიელის და და ჩემი შეყვარებული. - წარუგდინა სალომე გვერძე მდგომ გოგონას.
- სასიამონოა. - თბილად გაუღიმა ხატიამ და ნიკას მიუბრუნდა. - ეს კი ნიკაა, ჩემი ქმარი. - ამჯერად ნიკა გააცნო.
- ყურები მაქ გამოჭედილი შენზე ლაპარაკით. - სიცილით ჩაილაპარაკა ნიკამ და სანდროს ხელი ჩამოართვა.
- წარმომიდგენია. - გაუცინა სანდრომ. - კარგი წყვილი ხართ, ბედნიერები იყავით მუდამ.
- საიდან იცნობ ხატიას? - იკითხა დამიანემ.
- ადრე დამჭირდა პროგრამებში რაღაც და მაშინ გამაცნო გაბრიელმა. - მოკლედ აუხსნა ძმაკაცს.
- მარი როგორაა? - მორიდებით იკითხა თაკომ.
- ნაცემია ცოტა, ისე კარგადაა. მალე გაიღვიძებს ისიც. - უპასუხა ხატიამ.
- მე მაქსიმეს დავურეკავ და ბუფეტში გნახავთ. - თქვა ემილიმ და მეგობრებს ამოეყო. - მაქს, დამთავრდა ოპერაცია. საშიში არაფერია და მალე პალატაში გადაიყვანენ.
- კაი, ემი. მადლობა.
- ყავის დასალევად მივდივართ. წამოხვალთ თქვენც? თუ ამოგიტანოთ?
- ამოგვიტანე რა. მარი მალე გაიღვიძებს და მარტო ვერ ვტოვებთ.
- კაი, კაი. - ჩაილაპარაკა და გაუთიშა. იქვე დამიანე დაინახა და მასთან მივიდა - რატო არ წახვედი?
- შენ დაგელოდე. - გაუღიმა ბიჭმა. მისი თითები ემილის თითებში ახლართა და მეგობრებისკენ გაემართა.
მაქსიმემ დასთან ლაპარაკი რომ დაამთავრა პალატაში დაბრუნდა.
-რაო ემილიმ? - ჰკითხა იოანემ მაქსიმეს.
- ოპერაცია დამთვრდაო. გაბრო კარგადაა, მალე გადაიყვანენ პალატაშიო. ყავაზე წავიდნენ და თუ გინდათ ჩადით, ბუფეტში იქნებიან.
- მე ჩასვლა არ მინდა და რო ამოგვიტანონ? - გაეცინა თიკოს.
- მეც ეგ ვუთხარი და ემილი ამოგვიტანს ალბათ. - ღიმილით უასუხა მაქსიმემ.
- მაქსიმე.. - მოულოდნელად გაისმა მარის მისუსტებული ხმა.
- მარი - მაშინვე მისცვივდნენ მარის საწოლს. - როგორ ხარ? - თბილი ღიმილით ჰკითხა მაქსიმემ და თმაზე ხელი გადაუსვა.
- სად ვარ? - გარემო მოათვალიერა და წამოწევა სცადა.
- მოიცა, იწექი ცოტახანი. - გააჩერა თიკომ. - საავადმყოფოში ვართ.
- არ გახსოვს რა მოხდა? - ჰკითხა იოანემ.
- გამახსენდა. - ჩაილაპრაკა და ცრემლები წამოუვიდა.
- დაწყნარდი კნუტო. - ცრემლები მოწმინდა მაქსიმემ და შუბლზე აკოცა. - ყველაფერი დამთავრდა.
- ჩვენ გავალთ, დანარჩენებს ვეტყვით რომ კარგად ხარ. - გაუღიმა თიკომ და იოანე გაათრია ოთახიდან.
- როგორ ხარ? - თბილად ჰკითხა და საწოლთან მდგომ სკამზე ჩამოჯდა.
- თავი მტკივა. მომიწვები? - მავედრებელი თვალებით შეხედა მარიმ. მაქსიმეს გაეღიმა და მარის გვერძე დაწვა, ხელი გადახვია და გოგონა მიიხუტა.
- ხო კარგად ხარ?
- ცოტა შემეშინდა.
- არ იტირო ოღონდ რა. - შუბლზე აკოცა და უფრო მიიხუტა.
- სად არიან? გაბრიელი სადაა? რატო არ შემოვიდა?
- გაბრო.. - ცოტა შეყოვნდა მაქსიმე. - დაჭრილი იყო, ოპერაცია გაუკეთეს.
- რაა? - წამოხტა ეგრევე მარი. - ახლა როგორა?
- ნუ ნერვიულობ. კარგადაა. რომ გაიღვიძებს გაგიყვან და ნახე. მანამდე ცოტა დაისვენე რა. - მავედრებელი სახით გახედა.
- ლევანი და გიორგი?
- ციხეში. გიორგი ჩაბარდა.
- ნახვა მინდა. როცა გამწერენ გამომყვები?
- კიდე მაგ გიჟის ნახვა გინდა? - სიბრაზე შეერია ხმაში ბიჭს.
- რაღაც მოხდა. უნდა დაველაპარაკო. ისე ვერ დავტოვებ.
- რა მოხდა? - გაუკვირდა მაქსიმეს.
- დღეს, დილით, შემოსული იყო ჩემთან. მეგონა მეჩხუბებოდა ან რამე, მაგრამ არაფერი უთქვამს, საერთოდ არაფერი.
- და მაგის გამო გინდა ლაპარაკი?
- შენ არ იცი, არავის პატიობს ღალატს. როცა შემოვიდა შემეშინდა რამე არ დაეშავებინა, მაგრამ არაფერი უთქვამს.
- და მაგის გამო გინდა ნახვა? - არ ეშვებოდა ბიჭი.
- გამიგე რა, ძალიან გთხოვ. შენ თუ არა სხვას ვეტყვი ან მარტო წავალ. - ჩაილაპარაკა ნაწყენმა მარიმ.
- მარტო წავალ. - წვრილი ხმით გამოაჯავრა მარის. - მოინდომა გოგომ. მე გამოგყვები, მაგრამ ჯერ გაგწერონ.
- კარგი. - გაუღიმა მარიმ და უკეთ მოთავსდა ბიჭის მკერძე.
- აღარ მანერვიულო ასე რა.
- რომ გეპასუხათ რომელიმეს აღარ ინერვიულებდით. - ნაგლურად ჩაილაპარაკა.
- მართლა რა დღე იყო რა. ისე დამიანეს ან სანდროს რატო არ დაურეკე? ან ლუკას?
- მაინც არ მომისმნდნენ ისინი, არ დამიჯერებდნენ.
- მაინც უნდა დაგერეკა.
- ნუ მსაყვედურობ რა.
- ჩემი პატარა.
იდილია კარებზე დაკაკუნებამ დაუფრთხო წყვილს. მაქსიმე წამოდგომას აპირებდა, მაგრამ მარიმ გააჩერა
-ცოტახანიც რა. - საბრალო თვალებით ახედა და ბიჭიც მალევე მოთაფლა.
- შემოდით. - დაიძახა მაქსიმემ.
კარები ფრთხილად გაიღო, ეტყობოდა რომ ორჭორფლობდა შემოსვლას. კარები იკეტებოდა ისე რომ არავინ შემოსულა, როდესაც თაკო შემოვარდა. იქიდან ლუკამ შემოყო თავი:
-მაქსიმე გამოდი ახლა მიხვდი. - სიცილით დაიძახა და ძმაკაცს თვალები უბრიალა.
მაქსიმეს გაეღიმა ბიჭის ქცევაზე, მარის შუბლზე აკოცა და ოთახი დატოვა.
-ნახევარი საათი გაქვთ, დაკეტილები იქნებით. დაკალით ერთმანეთი თუ გინდათ არ გავაღებ მაინც. - სიცილით გააფრთხილა ლუკამ და კარები მიხურა. მალევე გაისმა სალეტის ხმაც.
- მოდი დაჯექი. - მარიმ დაქალს გაუღიმა და სკამისკენ მიუთითა. - რატო შემოქანდი ასე? - გაეცინა თაკოს შემოსვლის გახსენებისას.
- ლუკამ ხელი მკრა და შემომაგდო. - თაკოსაც გაეცინა და უფრო მოდუნდა. მარი ხვებოდა რამდენად დაძაბული იყო თაკო და გადაწყვიტა თვითონ დაეწყო ლაპარაკი:
- თავი არ დაიდანაშაულო. დაივიწყე უბრალოდ რაც მოხდა. - გაუღიმა და ხელი მოკიდა გასამხნევებლად.
- შენ, უბრალოდ.. ახლა აქ წევხარ, ცუდად ხარ. მე კიდე ათასი სისულელე ვილაპარაკე შენზე. - თვალები აუცრემლიანდა და დაქალს შეხედა.
- კაი ნუ ნერვიულობ. მთავარია ცოცხალი ვარ. მე არ ვარ შენზე ნაწყენი. პირიქით ჩემი ბრალია, გაბრიელი სულ მეუბნებოდა უთხარიო, მაგრამ მე ვიყავი უარზე. უნდა მეთქვა, მითუმეტეს შენი ხასიათი რომ ვიცი. - გაუღიმა დაქალს. - კაი ნუ ტირიხარ რა. არაფერია ხო ხედავ, კარგად ვარ. - გაუღიმა და მიიჩოჩა რომ საწოლზე ერთი ადამიანის ადგილი განთავისუფლებულიყო. - გახსოვს ადრე სულ ასე ვწვებოდით ხოლმე. მოდი ახლაც, არ მაწყენინო. - გაუცინა და ხელით უბიძგა საწოლისკენ.
- შენ სულ გიყვარდა ასე წოლა. - გაეცინა თაკოსაც. - გახსოვს ჰამაკზე რომ ვიყავით გადაწოლილები, ვარსკვლავებს რომ ვუყურებდით.
- რა დამავიწყებს მაგ დღეს. მოულოდნელად ისე იგრუხუნა ორივე ვყვიროდით.
- კარგი დრო იყო. - სევდიანად ჩაილაპარაკა.
- ახლა უკეთესია. ნახე ლუკას შეურიგდი, თან ერთად ხართ, გაბრო დაგვიბრუნდა, სალომემ და თიკომ მეორე ნახევრები იპოვნეს, ამხელა სამეგობროს ნაწილი გავხდით. ამაზე მეტი რა გინდა? ჩვენი პატარა ერეკლე ხომ ყველაზე დიდი ბედნიერებაა.
- მოიცა, მოიცა, თიკომ მეორე ნახევარი იპოვა? - დაეჭვებულმა ჩაილაპარაკა და თავი წამოყო. - მაგასაც შეყვარებული ჰყავს და არ ამბობს? - უკვე სიბრაზე ერეოდა ხმაში.
- მოიცა შენ ვერ შენიშნე? სვანეთში ერთად არ იყავით გოგო? თიკოს ვერ დააკვირდი? - გაოცებულმა ჩაილაპარაკა მარიმ.
- რა უნდა შემენიშნა?
- დაგაბრმავა ლუკამ რა, ეგ როგორ გამოგეპარა. - ეცინებოდა მარის.
- ნუ მაგიჟებ გოგო, მაგასაც შეყვარებული ჰყავს?
- ნუ ჯერ არა, დამშვიდდი. - სიცილით ცდილობდა თაკოს დაწყნარებას. - მე არაფერს გეტყვი, შენით უნდა მიხვდე და მერე ორი აგური დაიჭირე და თავში ირტყი როგორ ვერ შევნიშნე აქამდეო.
- უკვე ეჭვი მეპარება ჩვენს მეგობრობაში. ამდენი საიდუმლო ანგრევს ყველაფერს. - სევდიანად ჩაილაპარაკა თაკომ. - მგონია რომ ზედმეტი ვარ.
- კაი რა სისულელეებს ამბობ? - გაბრაზება დაეტყო მარის.
- ჩვენ ყველამ ვიცით რომ გაბრიელს თიკო უფრო უყვარდა ვიდრე მე და შენ, სალომე დაა, ჩვენ შორის კი შენ აგირჩია, ანუ მე ზედმეტი ვარ. - თვალები აუცრემლიანდა და მარის გახედა.
- რა სულელი ხარ. - გაეცინა მარის. - მართალია გაბრიელი სულ იმას იძახის რომ თიკო უფრო მიყვარსო, მაგრამ მასე არაა. შენ უბრალოდ შორიდან არ დაკვირვებიხარ. სალომეც კი, რომელიც მისი დაა, ისიც არაა მისთვის გამორჩეული. ჩვენ ოთხნი მისთვის ერთნი ვართ. განსხვავება არაა. უბრალოდ თვითონ ამბობს მასე, მაგრამ ქცევებით სხვა მტკიცდება.
- რა ქცევებით?
- გახსოვს რვა წლის რომ ვიყავი, ჩავიკეტე საკუთარ თავში. თქვენთანაც აღარ ვიყავი ხოლმე.
- კი მახსოვს, მაგრამ რატომ იყავი მასე ეგ არ მახსოვს, ათი წელი გავიდა უკვე.
- მაშინ ჩემი ძმა დაიღუპა. გაბრიელი სამძიმარზე იყო, მამამის გამოყვა და იქ მნახა შემთხვევით. გაბრიელმა იცოდა მარტო რა მჭირდა, ის დამეხმარა რომ ისევ ძველ ცხოვრებას დავბრუნებოდი. თიკო მორჩილია, როდესაც აწუხებდნენ ეგრევე გაბრიელს ეუბნებოდა, ამიტომ მათ შორისაც დიდი ნდობა იყო. ყველამ იცოდა რომ სალომე გაბრიელის და იყო და არავინ აწუხებდა. ერთადერთი შენ იყავი, აუღებელი სასახლე. - გაეცინა მარის. - რა ხერხებით არ მოგიდგა რომ საერთო ენა ენახა შენთან, მაგრამ იცოდა რომ შენ არ გატყდებოდი. იცოდა რომ ბოლო წუთამდე იბრძოლებდი შენით მოგეგვარებინა ყველაფერი. სწორედ ეგ იყო გაბრიელის დიდი თავის ტკივილი. არასდროს იცოდა რა გჭირდებოდა და როგორ დაგხმარებოდა. შენ საქმეებზე სულ გაბრიელი დადიოდა. არასდროს ყოფილა რომ ვინმე სხვა გაეგზავნა. ჩვენ საქმეებს როგორც ვიცი თუ არ ეცალა ბიჭები აკეთებდნენ, მაგრამ არა შენსას. ასე რომ ნუ იფიქრებ რომ ზედმეტი ხარ. ყველას ძალიან გვიყვარხარ და ყველაფერი თავის ადგილას დადგება მალე.
- უბრალოდ ძალიან ბევრი საიდუმლო დაგროვდა.
- ეგეც ჩვენს დასაცავად და ნუღარ ფიქრობ მაგაზე. მალე ყველაფერი კარგად იქნება.
უცებ კალიდორიდან ხმაური შემოისმა:
-შემიშვი. - აშკარად ემილი ლაპარაკობდა.
- არა, აცადე დაილაპარაკონ. - აჩერებდა ლუკა.
- ეგენი ან აქამდე შერიგდებოდნენ ან დახოცავდნენ ერთმანეთს. ხმაური გაიგე? არა, ანუ შერიგდნენ. გამოდი ახლა. - ამჯერად სალომე ალაპარაკდა.
- კარგით ხო, უფ. თიკო რა წყნარადაა თქვენ რა გეტაკათ?
- გააღე ახლა და ჩაკეტე მერე თუ გინდა ისევ. - გაუცინა ემილიმ.
- კაი ხო, კაი. - დანებდა ლუკა და ოთახის კარგი გააღო.
- ესენი ნახე რა. - შესვლისთანავე დაიწყო სალომემ. - ჩვენ პონტიდან მოგვტეხეთ?
- ლუკა მგონი გოგოს გახევენ. - სიცილით დაიძახა ემილიმ.
- მაგ ოთახში ყველა გოგოს თავისი მეორე ნახევარი ჰყავს. - სიცილითვე უპასუხა ლუკამ.
- მოიცა, სამი ვიცი და თქვენ ორს? - ეჭვის თვალით გახედა ემილიმ.
- ერთი შენი სარძლო და მეორეს მეც ვერ ვხვდები. - ეჭვის თვალით გახედა დას თაკომ.
- მოიცა, თიკო სარძლოა და ეჭვის თვალით რატომ უყურებ? - დაიბნა სალომე.
- თიკო როგორაა სარძლო მარი და მაქსიმე არიან ერთად. - დანეულად ჩაილაპარაკა თაკომ.
- რააა? - წამოიძახეს გაოცებისგან გოგოებმა.
- ეჰეეე, მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ რა. - დაამშვიდა მარიმ. - არაფერი არ ხდება, ეს აზვიადებს.
- რას ვაზვიადებ გოგო, ისეთი თვალებით უყურებთ ერთმანეთს. - არ ნებდებოდა თაკო. - შენ აშკარად მოგწონს, თან ძალიან. - უცებ მარიმ კარებში მდგარი მაქსიმე დაინახა და თაკოს მწარედ უჩქმიტა. - მეტკინა გოგო. - გამწარებისგან წამოხტა თაკო, მარი კი სად გაქცეულიყო არ იცოდა. მაქსიმეს გაეცინა გოგოს ქცევაზე, თვალი ჩაუკრა აწითლებულ მარის და კარები დაკეტა.
- მოიცა გამოვიდე მაქსიმე, მე შენ განახებ მოწონებას. არა, როგორ არაფერი მითხრა? - ბრაზობდა სალომე.
- მოიცა, მარი თუ მაქსიმესთამაა, თიკო როგორ მირძალდება? - დაიბნა ემილი.
- კაი ხალხნო, ბრმები ხართ? - ამჯერად სალომე გაცხარდა.
- აშკარად, წავიდეთ ემილი მხედველობაზე შევემოწმოთ. აშკარად ყველა ამჩნევდა ჩვენ გარდა. - დაიბნა თაკო.
- მოიცა, მოიცა. - დაფიქრდა ემილი. - ჩემი იო შეგიყვარდა? - წამოიძახა გახარებულმა.
- იოანეე? - თაკოს იმდენად ხმამაღლა მოუვიდა რომ დერეფნიდან იოანემ თავი შემოყო ხომ არ მეძახდითო. - არა, არა. - გაუცინა თაკომ.
- არავინ არ მიყვარს და ნუ იცით ეს ჭიანჭველის სპილოდ გადაქცევა.
- აღიარე ახლა რომ მოგწონს. - გაუცინა სალომემ.
- ოოო, დამანებეთ რა თავი. ცალკე თედომ შემიჭამა ტვინი, სანამ მანდ არ ვარ არაფერი გაბედოო. - აბუზღუნდა თიკო.
- აი თურმე რა საიდუმლო გაიგო თედომ. - გაეცინა თაკოს.
- არა ჩვენ როგორ არ გვითხარი?
- იმიტომ რომ არ ვარ დარწმუნებული ჯერ არაფერში. - ნაღვლიანად ჩაილაპარაკა თიკომ. - ის, უბრალოდ ძალიან თბილია და არ მინდა ამ ყველაფერმა მომატყუოს და ცრუ იმედები მომეცეს.
- ეგ კი მართალია. - დაეთანხმა ემილი. - იო, ძაან თბილი და ყურადღებიანია. მაგრამ დამიჯერე, თუ მასაც მოსწონხარ დიდხანს არ გაჩერდება. ანუ არ ვამბობ რომ ორ დღეში აგიხსნის სიყვარულს ან რამე. შესაფერის მომენტს დაელოდება.
- და რომ არ მოვწონდე? აუცილებელია რომ მასაც მოვეწონო? იქნებ ვაფშე სხვა უყვარს.
- მოიცა, - გაბრაზდა თაკო - იოანეს დასაწუნი რა გჭირს? შენ უბრალოდ დაბალი თვითშეფასება გაქ, რომელიც ძალიან გაბრკოლებს.
- გეთანხმები მაგაში. - აჰყვა მარი. - უბრალოდ, იმდენად არ გჯერა საკუთარი თავის რომ ვერ წარმოგიდგენია როგორ შეიძლება ვინმეს მოეწონო.
- აი, გიყურებ და ზუტად იოს გოგო ხარ რა. - გაეცინა ემილის. - უნდა დაველაპარაკო ერთი, დიდი ხანია არ მიჭორავია მაგასთან.
- არაფერი უთხრა. - მაშინვე გაისმა თკოს მავედრებელი ხმა.
- არა, არა დამშვიდდი, შენზე არაფერს ვეტყვი.
- მე მაქსიმესთან მაქ სალაპარაკო. - ჩაილაპარაკა გაბრაზებულად სალომემ. - არა როგორ დამიმალა. როგორ არ მითხრა.
- იქნებ სულ არ მოვწონვარ რა უნდა ეთქვა? - გაეცინა მარის.
- ვის გოგო, მაქსიმეს? ვარიანტი არაა. ახლა რომ მახსენდება მაგისი ქცევები შენ მიმართ, ნერვები მეშლება. აქამდე როგორ ვერ შევნიშნე. ვაი, შე საწყალო ხერგიანო. გამოვიდე ერთი რა. - წინასწარ გეგმებს აწყობდა სალომე.
- სესილი და თედო როდის ჩამოდიან? აღარ ჩამოიყვანენ ბაავშვს? - თემა შეცვალა მარიმ.
- ახლა გვიანია და გამთენიისას წამოვლენ. - უპასუხა ემილიმ. - ისე ძაან ეჭვის თვალით ვუყურებ გიორგის დანებებას.
- შენც ხო? მეც რაღაც არ მომწონს. შეიცვალა. ოღონდ რამ შეცვალა ვერ ვხვდები. - აჰყვა მარი. - ღალატს არ პატიობს, მეგონა მომკლავდა ოთახში რომ შემოვიდა, მაგრამ იმედგაცრუებული და გულგატეხილი იყო. - დაეჭვდა მარი. - ნახვა მინდა.
- შენ ხო არ გაგიჟდი? - წამოენთო სალომე.
- არა, არ გავგიჟებულვარ. მაქსიმეს ველაპარაკე უკვე და მე გამოგყვებიო მითხრა.
- ნახე რა, მარტოც აღარსად გაგიშვას. - გაეცინა ემილის.
- ოო, გეყოთ მაგაზე რა. გარეთ სხედან ისედაც. - ისევ გაწითლდა მარი.
- კაი რას დაიმორცხვე შენ კიდე. - გაეცინა თაკოს.
- წეღანაც კარებში იდგა შენ რომ ლაპარაკაობდი.
- ვაი, კიდე კაი წევხარ თორე გაქცევა მომიწევდა. - გაეცინა თაკოს. - არაუშავრს, ადრე თუ გვიან ხო გაიგებდა. - გაუცინა და ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა.
სანამ გოგობი პალატაში ჭორაობდნენ, ლუკა, იოანე და მაქსიმე გარეთ ელოდებოდნენ და იცინოდნენ:
-ამათ აშკარად არ იციან ხმა რომ გამოდის. - ეცინებოდა ლუკას.
- ისეთი თხელი კედლებია გამოვა აბა რა იქნება. - აჰყვა იოანე.
- საწყალი თიკო და მარი, ალბათ როგორ გაწითლდნენ. - არ ჩუმდებოდა ლუკა.
- თაკომ მართალი თქვა, ადრე თუ გვიან ხო მოგვიწევს ამ თემაზე ლაპარაკი. - გაეღიმა მაქსიმეს.
- ოოო, შენ აშკარად გეგმები გაქ უკვე. - წარბები აუთამაშა ლუკამ.
- გაბრო გამოფხიზლდეს და მერე მე ვიცი. - ბედნიერს გაეღიმა მომავლის წარმოდგენაზე.
- შენ რას აპირებ? - ამჯერად იოანეს მიუტრიალდნენ.
- მე, რავი. - მხრები აიჩეჩა.
- მოიცა, რა რავი? - დაიბნა ლუკა. - დავიჯერო ეს სითბო და მზრუნველობა მეგობრული იყო და თიკო არ მოგწონს?
- არა, მაგას არ ვამბობ. - გაეცინა იოანეს. - უბრალოდ ჯერ ბოლომდე უნდა დავარწმუნო რომ მიყვარს და მიხვდეს რომ მასაც ვუყვარვარ. არ ვიჩქარებ, დინებას მივყვები. თან ისეთ გოგო არაა, ორი კვირის გაცნობილ ბიჭს ურთიერთობაზე დასთანხმდეს.
- ეგ ხო, ბაზარი არაა მართალი ხარ. მაგრამ, ეს ორი კვირა ფაქტობრივად ერთად ცხოვრობდით და იმაზე უკეთ გაგიცნო ვიდრე გგონია. - ლაპარაკში მაქსიმეც ჩაერთო.
- ხო, მაგრამ ახლა ხო ერთად აღარ ვიქნებით. ყველა დაბრუნდება თავის სახლში. ერთი-ორი კვირა მინდა ისიც ნახოს, როგორი ურთიერთობა გვექნება ჩვეულებრივ ცხოვრებაში, როცა არაფერი გვაწუხებს და ასე შემდეგ.
- მაგაში მართალი ხარ. - გაუღიმა ლუკამ. - იცოდე მიმიხედე ჩემ ცოლის დას.
- ამან ცოლიო უკვე. - გაეცინათ ბიჭებს. - აცადე ჯერ სწავლა დაამთავროს.
- ეგ ხო, მაგრამ შეიძლება არც დაველოდო. ცოლად რომ მოვიყვან ეგ იმას კი არ ნიშნავ რომ სწავლას ავუკრძალავ ან რამე. უბრალოდ სხვა ურთიერთობა გვექნება. - ბედნიერებისგან გაეღიმა ლუკას.
- ხო, ძმაო მესმის შენი, მაგრამ ჯერ არ იჩქარო. დაამთავრე სწავლა დაიწყე მუშაობა ცოტა თანხა მოაგროვე შენი ხელფასით და შენი სახსრებით. კი ბაზარი არაა მამები ფულიანები გვყავს და რამე, მაგრამ შრომის ფასი ხო უნდა იცოდე?
- მაქსიმე მართალია, მესამე კურსზე ხარ. უკვე მუშაობ თან. ორი წელი მაინც მოითმინე. თან მერე ბავშვი გეყოლებათ და მთელი ცხოვრება შიცვლება. ამიტომ არ იჩქარო და დაფიქრებულად გადადგი ეგ ნაბიჯი.
- მართლები ხართ. - გაუღმა ლუკამ. - მამაჩემივით უნდა ვიშრომო და ჩემით უნდა მივაღწიო ყველაფერს.
- რა ჭორთა ბიურო გაგიმართავთ აქ რა არის? - გაეცინა ახალ მოსულ სანდროს.
- რატო არ შედიხართ? - გაუკვირდა დამიანეს.
- გოგოების ჭორაობას ვუსმენთ. - გაეცინა იოანეს.
- იმათმა არ იციან ხმა რომ გამოდის? - გაეცინა დამიანეს.
- აშკარად არა, თორე ისეთი თემები გაარჩიეს ეგ რომ სცოდნოდათ გაჩუმდებოდნენ. - ეცინებოდა ლუკას.
- რა ითქვა ეგეთი? - დაინტერესდნენ ბიჭებიც.
- თიკოს თურმე იოანე მოსწონს, მარიამს კიდე მაქსიმე. - გაეცინა ლუკას.
- აა, მეთქი რამე ახალი იყო. - ხელი ჩაიქნია ორივემ და იქვე ჩამოსხდნენ.
- გაბრო როგორაა? - იკითხა მაქსიმემ.
- ორ საათში გაიღვიძებს. თედოსაც ველაარაკე და ხვალ წამოვლენ. - უპასუხა სანდრომ.
- ძალიან კარგი. ნელ-ნელა ყელაფერი კალაპოტში ჩადგება. - ჩაილაპარაკა თითქოს დასვენებულმა და დამშვიდებულმა იოანემ.
- სასამართლო ჩაივლის და ყველაფერი მერე გადაწყდება დამთავრდება თუ არა.
- დამთავრდება, დამთავრდება. - დამაჯერებლად ჩაილაპარაკა მაქსიმემ.
*ლილე და ვაჩე*
ლილემ და ვაჩემ საქმეები მოაგვარეს. ბიჭები დროებითი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს, სანამ სასამართლო დაინიშნებოდა და ადვოკარებს გასაუბრება შეეძლებოდათ. როგორც კი გათავისუფლდნენ მაშინვე საავადმყოფოსკენ წავიდნენ რომ გაბრიელი და მარი მოენახულებინათ.
-ხო არ გილაპარაკია მაქსიმესთან? - ჰკითხა ლილემ საავადმყოფოს კიბეებზე ასვლისას.
- ერთი საათის წინ მითხრა საოპერაციოდან გამოიყვანესო და მერე არ დამირეკავს, ეტყობა ჯერ არ გაუღვიძია თორემ დამირეკავდა.
- ცოტა ვნერვიულობ. - ჩაილაპარაკა დამწუხრებულმა.
- რაღა განერვიულებს სიხარულო? ახლა მთავარია გაიღვიძოს. მაქსიმემ ორ საათში გამოფხიზლდებაო. - გაუღიმა და მიიხუტა საყვარელი სხეული.
ამ ლაპარაკში კი შევიდნენ საავადმყოფოში. ის იყო მისაღები რომ უნდა გაევლოთ, როდესაც ვიღაც გოგო გამოექანა მათკენ.
-ბუშტიი. - დაიძახა სიხარულისგან და ვაჩეს შეახტა.
ლილე გაოცებული უყურებდა, ძალაუნებურად ცრემლები წამოუვიდა. პროკურორია, მაგრამ, როცა საქმე სიყვარულს ეხება, ძალიან გულჩვილია.
ვაჩემ მხოლოდ ის დაინახა, როგორ გაიქცა ატირებული ლილე. არც გოგონას დაძახებული სახელი გაუგონია და არც წესიერად შეუხედავს მისთვის. ზიზღით მოიშორა მასზე აკრული სხეული და დაუყვირა:
-ვერ ხარ გოგო კარგად? რა იაფასიანი კა*პასავით შემომახტი? თავმოყვარეობა საერთოდ არ გაგაჩნია? ვინმე სხვა ვერ ნახე დასაკერად? - გაბრაზებულმა მიაყარა და ლილეს გეკიდა.
გოგონა თავიდან გაოცებული იყო მომხდარისაგან, მერე გაიაზრა ბიჭმა რაც უთხრა და თვალები აუცრემლიანდა. თუმცა ტირილი არ დაუწყია. ობლად გადმოგორებული ცრემლი შეიმშრალა, მედდების, პაციენტებისა და სტუმრების ჩურჩული, რომლებიც უკვე მას განიხილავდნენ, დააიგნორა და პალატისაკენ გაემართა, რათა პაციენტი შეემოწმებინა.
ვაჩეს ბევრი არ უძებნია იქვე დაიჭირა მტირალი ლილე და მიიხუტა.
-ჩემო პატარა, დამშვიდდი რა. არც კი ვიცნობდი იმ გოგონას.
- აბა რატომ ჩაგეხუტა? ის აშკარად არ იყო გულგრილი. - ტირილით ამოილაპარაკა ლილემ.
- სხვაში შევეშალე ალბათ. - უფრო მიიხუტა და შუბლზე აკოცა. - რა გულჩვილი მყავხარ. - გაეცინა ვაჩეს. - ძალიან მიყვარხარ და არასდროს გიღალატე, ეს იცოდე. - თბილად გაუღიმა და თვალებში ჩახედა ჯერ კიდევ მტირალა გოგოს.
- მპირდები? მსუქანიც გეყვარები? - ამ კითხვაზე ვაჩეს გაეცინა.
- ყველანაირი მეყვარები. - თბილად ჩაილაპარაკა და საყვარელი ქალის ტუჩები დაიპატრონა.
გაბრიელი
ამასობაში გაბრიელმა გამოიღვიძა. ბიჭები მაშინვე შევიდნენ სანახავად, თუმცა მერე გაბრიელმა გამოყარა გოგოები მშივრები იქნებიან და რამე საჭმელი მოიტანეთო. მხოლოდ მაქსიმე დარჩა, ისიც იმიტომ რომ გაბრიელი სუსტად იყო და უჭირდა მოძრაობა.
ცოტახანში ოთახის კარზე დააკაკუნეს.
-გამარჯობა ბატონო გაბრიელ. - ოთახში ახალგაზრდა მედდა შემოვიდა. - მე მარია მქვია, დღეს თქვენი მედდა ვიქნები. - გოგონამ თბილად გაუღიმა და სევდიანი თვალები მიანათა.
- სასიამოვნოა. - თბილად გაუღიმა გაბრიელმაც და გაოცებულ ძმაკაცს გახედა, რომელიც ფანჯარასთან იდგა.
- ჭრილობა ხომ არ გტკივათ? - ჰკითხა გოგონამ და თან წვეთოვანის შემოწმება დაიწყო.
- ცოტა მეწვის.
- გამაყუჩებელს გაგიკეთებთ ახლავე. - მალევე კაფსულიდან სითხე წვეთოვანში ჩაასხა და ის იყო უნდა გამოსულიყო მაქსიმე რომ ალაპარაკდა.
- ერთი წუთით ქალბატონო. - გოგონას გაუკვირდა მისი მიმართვა და ნელა მიიხედა ბიჭისკენ. როდესაც მაქსიმე დაინახა გაეცინა და ირონიული სახე აიკრა.
- დიახ გისმენთ.
- გისმენთს მოგცემ თუ გესროლე ეს ტელეფონი. - გაეცინა მაქსიმეს და გოგონასკენ გაემართა. - როგორ მომენატრე შავგვრემანო. - დიდი სითბოთი ჩაილაპარაკა და გოგონა მთელი ძალით ჩაიხუტა.
- კარგია რომ მიცანი. - გაეცინა გოგონას და მანაც შემოხვია ხელები.
- რას ქვია გიცანი, არ ვიცოდი აქ თუ იყავი თორემ გნახავდი აქამდე.
- ხო, გუშინ დილით ჩამოვედი.
- და უკვე მუშაობ? - სიამაყით ჩაილაპარაკა ბიჭმა.
- ხო, მამაჩემის მეგობრის საავადმყოფოა და სტაჟირებაში მეხმარება.
- იცით ადგომა არ შემიძლია თორემ დაგტოვებდით. - სიცილით ჩაილაპარაკა გაბრიელმა.
- ლამის დამავიწყდი. - თავი მოიქექა მაქსიმემ და გაეცინა. - გაიცანი ეს მარიაა, ჩემი და ვაჩეს უახლოესი მეგობარი. ლონდონში ყოფნისას გავიცანით მე და ვაჩემ, ეს და მისი სატრფო, უი სადაა მართლა?
- ცოტახანში შესვენება მაქ და მომაკითხავს. - გაეცინა გოგონას.
- ძაან კარგი, ისე არ წავიდეს რომ არ მნახოს.
- გადავცემ აუცილებლად. - გაუღიმა გოგონამ. უცებ გაახსენდა წეღანდელი ინციდენტი ვაჩესთან. - ხერგო, ერთი თხოვნა მაქ შენთან რა, ბატონო გაბრიელ თქვენთანაც.
- ეს ბატონო არ გვინდა ძალიან გთხოვ. - გაეცინა გაბროს.
- კარგი, მაშინ გაბრიელ.
- გისმენთ აბა.
- ვაჩესთან არ თქვათ რომ მნახეთ და აქ რომ ვარ საერთოდ. - სევდიანად ჩაილაპარაკა რაც მაქსიმეს არ გამოპარვია.
- რა მიქარა? - ბრაზი შეერია ხმაში, რადგან იცოდა მარია ასე მარტივარ ვერ დასევდიანდებოდა.
- არაფერი, უბრალოდ ვერ მიცნო.
- ვინ, ვაჩემ? - ჩაილაპარაკა გაოცებულმა მაქსიმემ.
- ხო, მეც გამიკვირდა. ამიტომ ძალიან გთხოვთ, არაფერი უთხრათ. - სევდიანად გაუღიმა მარიამ და მაქსიმეს აკოცა ლოყაზე. - ახლა უნდა წავიდე და გნახავ დღეს ისევ, ღამის სმენა ვარ და ისე არ წახვიდე რომ არ მნახო წასვლამდე.
- აუცილებლად. - გაუღიმა ბიჭმა და გაბრიელს მიუბრუნდა გაოცებული. - თუ მჯეროდეს რომ ვაჩემ მარია ვერ იცნო.
- არადა აშკარად რაღაც მოხდა. ძალიან სევდიანი იყო .
- ხო, მეც შევატყე. მოვა ვაჩე და გავიგებთ.
ლილე ცოტა დაწყნარდა. იქვე სასადილოში ყავა დალიეს და უკვე საავადმყოფოში ბრუნდებოდნენ, როდესაც ვაჩემ ნაცნობი სახე დაინახა.
- წიკლაურო, შეენ? - ჩაილაპარაკა გაოცებულმა და ბიჭისკენ გაემართა.
- ეე, ვაჩე. შენ აქ საიდან? - სიხარულით ჩაილაპარაკა ბიჭმა და დიდიხნის უნახავ მეგობარს გადაეხვია.
- მე კი არა შენ რა გინდა აქ? გაიცანი ეს ჩემი საცოლეა ლილე, ეს კი ჩემი და მაქსიმეს ლონდონელი მეგობარია ლაშა.
- სასიამოვნოა. - ჩაილაპარაკა ორივემ.
- მაქსიმეც აქაა, წამო ნახე თან ვილაპარაკოთ.
- მოიცა, საავადმყოფოში რა გინდათ? მაქსიმეს სჭირს რამე? - შეშინა ბიჭი.
- არა, მაქსიმე კარგადაა, ჩვენი მეგობარია დაჭრილი. ნუ დიდი ამბებია. წამო თან ვილაპარაკოთ, შენ აქ რა გინდა?
- მარიას მოვაკითხე. შესვენება აქ ახლა და რომ მოვიყვან მერე გნახავთ ისევ შენ და ხერგოს.
- მარიაც აქაა? - სიხარულით ჩაილაპარაკა.
- კი, გუშინ ჩამოვედით.
- დაბრუნებას ხომ არ აპირებთ?
- არა, აღარ. შენ? ან ის მოსიარულე დეპრესია? - სიცილით იკითხა ბიჭმა.
- მე იქ რაღა მინდა, ჩემი სიცოცხლე აქაა. - თბილად ჩაილაპარაკა და ლილე მიიხუტა. - არც ის გეგმავს, როგორც ვიცი. თავის დას შეურიგდა და ახლა ვინ გაუშვებს ძაანაც რომ უნდოდეს.
- მერე მაგას რა ჯობია. ძაან მომენატრეთ ბიჭო. მთელი წელია შენ აქ ხარ, მაქსიმე ვაფშე ამერიკაში მეგონა.
-ხო მეც მასე ვიცოდი და სამსახურთან გამეჩითა. ნუ ჩემთან არ იყო მართალია მაგრამ. - გაეცინა ვაჩეს და ბიჭიც აიყოლია.
- აი მარიაც გამოვიდა. - სიყვარულით ჩაილაპარაკა ირაკლიმ და გოგონას ხელი დაუქნებია. ვაჩე სიხარულით შეტრიალდა, რომ უნახავ მეგობარს ჩახუტებოდა, მაგრამ ღიმილი სახეზე შეახმა როდესაც მარია დაინახა.
- ოღონდ შენ არა. - დაბნეულმა ჩაილაპარაკა და გოგონას თვალებში ჩახედა.
- გამარჯობა. - ლილეს თბილად გაღიმა და ხელი გაუწოდა. - მარია.
- ლილე. - დაბნეულმა ჩამოართვა ხელი.
- ბოდიში წეღნდელისთვის. არ მინდოდა რამე ცუდად გეფიქრა.
- არაუშავრა. - თბილად გაუღილა და დაბნეულ ვაჩეს იდაყვი გაკრა. - რა მოგივიდა.
- მე, ის.. - სიტყვებს თავი ვერ მოუყარა ბიჭმა.
- ლაშ, წავიდეთ რა. არ მინდა ამ ადამიანთან ლაპარაკი. - ვაჩეს ზურგი აქცია და შეყვარებულს მიეხუტა.
- თქვენ რა იჩხუეთ? - გაუკვირდა ლაშას. - როდის მოასწარით კი მაგრამ? შენ ისიც არ იცოდი რომ მარია აქ იყო და. - დაბნეული ლაპარაკობდა ბიჭი.
- წავიდეთ რა, ძალიან გთხოვ. - კიდევ ერთხელ შეხედა შეყვარებულს და მანქანის კარი გამოაღო.
- ვაჩე, გნახავ დღეს. არ წახვიდე ისე. ხერგიანიც დატოვე და დამელოდეთ. - ჩაილაპარაკა გაუგებრობაში მყოფმა და მანქანაში ჩაჯდა.
- ეს რა გავაკეთე. - ნერვიულად ჩაილაპარაკა ვაჩემ და თავზე ხელი გადაისვა.
- რა მოხდა? - ჰკითხა შეშინებულმა ლილემ.
- ვაიმე, ისეთი საზიზღრობები ვეძახე. არ მაპატიებს. - თავს იდანაშაულებდა ვაჩე და იქვე მდგარ მანქანას ფეხი მისცხო სიმწრისაგან.
- დამშვიდდი ჩემო სიცოცხლე რა. - სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრა საყვარელ ბიჭს ჩაეხუტა ლილე და მის დაწყნარებას შეეცადა. - ასეთი რა მოხდა?
- შევიდეთ რა. ბიჭებსაც ვნახავ და მოგიყვებით. - ნერვიულად ჩაილაპარაკა და საავადმყოფოში შევიდა.
როგორც კი პალატაში შევიდნენ ლილე გაბრიელთან მივიდა და ჩაეხუტა.
-ჩემი გოგო, ძაან განერვიულე? - გაეცინა და შუბლზე აკოცა
- ისე არა როგორც ახლა ეს მანერვიულებს. ბიჭები სად არიან?
- მარკეტში გავუშვით წეღან და ალბათ ახლა გოგოებს აპურებენ. - გაეცნა მაქსიმეს. - ამას რა სჭირს?
- დღეს რომ შემოვედით ვიღაც გოგო შეახტა და ჩაეხუტა. ჩემი ამბავი ხო იცით, ხო და გამოვვარდი ტირილით გარეთ. შიგნით რა მოხდა არ ვიცი. ახლა რომ ამოვდიოდით ისევ ის გოგო შეგვხვდა და როგორც მივხვდი თქვენი ლონდონელი მეგობარია, მარია ჰქვია.
- რა კაია რომ შენთვითონ მიხვედი მაგ თემამდე. - ჩაილაპრაკა ბრაზმორეულმა მაქსიმემ. - რა მოხდა? რა უთხარი ასეთი?
- მოიცა შენც ნახე? რატომ არ მითხარი?
- შენ რომ ვერ იცანი იმის მერე ვნახე მე და აშკარად ძაან მიქარე.
- რა ვქნა ახლა? არ მაპატიებს ხო ვიცი?
- ამოღერღე რა მოხდა. - თქვა მწყობილებიდან გამოსულმა გაბრიელმა.
- ბიჭო რაღაც საზიზღრობები ვეძახე. თავმოყვარეობა არ გაქმეთქი, რა კა*პასავით შემომახტი მეთქი და კიდე ათასი უაზრობა. ვაფშე არც დავაკვირდი ვინ იყო, იმდენად ვიყავი გათიშული, მარტო ლილეზე ვფიქროდი, ატირებული გამოვარდა იქიდან.
- შენ ში* ხო არ გაქ ბიჭო? მარიას ეგ უთხარი და ახლა იმის იმედი გაქ რომ გაპატიებს?
- ბიჭო რა მეთქნა აბა? ხო გეუბნები არ დავაკვირდითქო. არც არაფერი უთქვამს ისე შემომახტა.
- როგორ არა, დაიძახა. - ჩაერთო დაფიქრებული ლილე. - ბუშტიო დაიძახა ზუსტად მახსოვს, მაგიტომ გავხედე მეგონა პატარა ბავშვი იყო.
- ბუშტიო? - გაოცებულმა ჩაილაპარაკა მაქსიმემ. - ვაფშე არ გამიგია. ლილეს თავს გეფიცებით არ გამიგია, თორემ ხო მივხვდბოდი რომ მარია იყო? ეგრე სხვა არავინ მეძახის.
- კაი მოიცა, დამშვიდდი ახლა. ნახევარ საათში მოვა და დაილაპარაკებთ. - დაამშვიდა გაბრიელმა.
უცებ კარები ლუკამ შემოგლიჯა და ნახევარი სასტავი შემოლაგდა.
-რა სახეები ჩამოგტირით? გიორგი გამოუშვეს?
- ნეტა სულ არ ცანცარებდე რა. - გაეცინა გაბრიელს. - მარი როგორაა?
- კარგადაა, ძლივს დავაკავეთ რომ არ ამოსულიყო. - გაეცინა სალომეს.
- ჩავალ ვნახავ და ამოგიყვან მერე. - უთხრა მაქსიმემ და გავიდა პალტიდან.
დრო ნელა გადიოდა. ვაჩეს ერთი სული ჰქონდა მარია დაბრუნებულიყო.
-რა სჭირს ამას? - იკითხა გაოცებულმა დამიანემ.
- მიქარული აქ და ფიქრობს როგორ მოიხადოს ბოდიში. - აუხსნა გაბრიელმა.
- ნუ თუ გოგოა, ყველაზე ნაღდია დაელაპარაკო. საჩუქრებით და რაღაც ეგეთებით არ იფიქრო შემორიგება. - დაარგია ემილიმ.
- ხო მარა რა ვუთხრა? იცი ვერ გიცანი. - წვრილი ხმით ჩაილაპარაკა ვაჩემ. - ცოცხლად დამმარხავს ეგ რომ ვუთხრა.
- სიმართლე უთხარი, რაც იყო და როგორც იყო. - ჩაერთო ლაპარაკში სანდრო.
- ნეტა გადავურჩე. - ჩაილაპარაკა ნერვიულად.
მალევე კარზე კაკუნი გაისმა.
-უკაცრავად. - თავი შემოყო ლაშამ.
- შემო. - გაუღიმა ლილემ.
- პირდაპირ მითხარი რამდენად დამენ*რა.
- დაელაპარაკე, მგონი გაპატიებს. მეც ბევრი ვეჩიჩინე და ავუხსენი სიტუაცია.
- წიკო, ძმა ხარ რა. - გაეცინა ვაჩეს და გადაეხვია მეგობარს. - სადაა ახლა?
- მიმღებშია. მარა გირჩევნია აქ მოვიდეს და ისე დაელაპარაკო, დაბლა ხმაურია. - ვაჩე მაშინვე მედდის პულტს მივარდა და ღილაკს დააჭირა.
- დაველოდები მე. - ღრმად ჩაისუნთქა და ოთახიდან გავიდა.
- უკაცრავად დაგტოვებთ მეც. - უხერხულად ჩაილაპარაკა ლაშამ.
- არა მოიცა. - გააჩერა გაბრიელმა. - შენ ალბათ მარიას შეყვარებული ხარ. მე გაბრიელი ვარ, სასიამოვნოა.
ვაჩე და მარია
როდესაც მარიამ გაბრიელის ოთხიდან მიიღო სიგნალი არ უნდოდა ასვლა, თუმცა მოვალეობა მოსთხოვდა გაეკეთებინა. როგორც კი ზემოთ ავიდა და ნერვიულად მოსიარულე ვაჩე დაინახა გაბრუნება დააპირა თუმცა ბიჭმა გააჩერა.
-ვილაპარაკოთ რა. ძალიან გთხოვ.
- რაზე ვაჩე? როგორ დამამცირე?
- ლილეს თავს გეფიცები ვერ დაგინახე. სახეზე არ შემომიხედავს ისე შემომახტი.
- ბუშტი რომ დაგიძახე ეგ ვერ გაიგე?
- არ დამიჯერებ, ვიცი მარა მართლა ვერ გავიგე. ლილემ მითხრა წეღან მასე მოგმართაო. გეფიცები შეცდომა იყო. მერე ლილემ ტირილი დაიწყო და თვალებში დამიბნელდა, მარტო მის ცრემლებზე ვფიქრობდი. გაუაზრებლად გითხარი ყველაფერი მართლა. ლილეს გეფიცები, ჩვენ მეგობრობას გეფიცები.
- ძალიან მაწყენინე. - ნაღვლიანად ჩაილაპარაკა მარიამ.
- ყველაფერს გავაკეთებ, ოღონდ ამ ერთხელ მაპატიე. - მარიაც მოლბა. ლაშამ კარგად აუხსნა მდგომარეობა და დაანახა ვაჩეს მხარე, ამიტომ მარტივად აპატია. თუმცა ვაჩემ იცოდა რომ მეორედ ასეთ შეცდომას ვერ აპატიებდა.
- კარგი, ამ ერთხელ. ჩვენი მეგობრიბის გამო. - გაეცინა მარიას.
- ჩემი შავგვრემანი. - სიყვარულით ჩაილაპარაკა ვაჩემ და გოგონა მიიხუტა. - ძალიან მომენატრე.
- მეც ბუშტო, მეც. - ჩაეცინა მარიას და ბიჭს ჩაეხუტა.
* თედო და სესილი *
რამდენიმე დღე მშვიდად, მაგრამ ამავდროულად ნერვიულობაში გაატარეს. პატარა ერეკლესთნ ერთად ერთობოდნენ და ცოტახნით ივიწყებდნენ მწარე რეალობას.
მას შემდეგ რაც გიორგის დაკავების ამბავი გაიგეს, გაემზადნენ და მეორე დღეს წამოსვლა გადაწყვიტეს. პატარა ერეკლეს ბედნიერს დაეძინა, რადგან იცოდა მეორე დღეს მამას ნახავდა.
სესილი აივანზე იჯდა და მაქსიმეს ჩამოტანილ ყუთს ატრიალებდა ხელში.
- კიდე არ აპირებ გახსნას? - ჰკითხა თედომ და გვერძე მიუჯდა.
- მინდა, მაგრამ მეშინია. - გულახდილად უპასუხა და ცრემლიანი თვალები მიანათა.
- ჩემო პატარა, ოდესმე მოგიწევს ამის გახსნა, ეს ხომ იცი? ხო და მგონი შესაფერისი მომენტია. - თბილად გაუღიმა, ცრემლები მოწმინდა და შუბლზე აკოცა. - მე დაგტოვებ და შენ მშვიდად გახსენი ყუთი. - ჩაილაპარაკა და აივნიდან გავიდა.
სესილიმ ღრმად ჩაისუნთქა და ყუთი გახსნა. მასში არსებულმა ნივთებმა სევდიანად გააღიმა და ცრემლები წამოუვიდა.
მისი, ტატოსი, ლიზას და გაბრიელის ფოტოები იყო, რამდენიმე წერილი. თუმცა ყველაზე მეტად მისი ყურადღება დისკმა მიიქცია.
მალევე ცრემლები შეიმშრალა, ნოუთბუქს მიუჯდა და დისკი ჩართო. მასზე, მხოლოდ ერთ ჩანაწერი იყო ,,კნოპკა“. ამის წაკითხვაზე სესილის გაეღიმა და ჩანაწერის ყურება დაიწყო:
-ჩემო პატარა, ჩემო კნოპკა, შენ თუ ამას უყურებ, ალბათ რაღაც დამემართა და შენ გვერძე აღარ ვარ. - ეკრანზე ტატო დამოჩნდა, რომელიც თვალცრემლიანი ლაპარაკობდა. - არ ვიცი, ჩემი გიჟი სვანი როდის გადაწყვეტს დაბრუნებას, ალბათ ერთი წელი გავიდა, ორი, სამი, ათი.. შეიძლება სიმართლე იცი უკვე, მაგრამ მე მინდა ჩემი სიმართლე მოგიყვე. ერთი რაც არის, მინდა იცოდე რომ შენი ძმა მკვლელი არ არის. არ ვიცი ჩემზე რას იტყვიან, რა ჭორებს ააგდებენ. ის კი ვიცი რომ ცხოვრება გაგიჭირდება, მაგრამ შენ ჩემი ძლიერი გოგო ხარ. ყველაფერს გადაიტან. თუ მოვკვდი მფარველ ანგელოზს გამოგიგზავნი. უბრალოდ იცოდე, რომ მარტო არასდროს დაგტოვებ. ვიცი, ახლა ძალიან გიჭირს ამის ყურება, მაგრამ მინდა ჩემი ამბავი მოგიყვე. - ღრმად ჩაისუნთქა და დაიწყო. - ლიზა რომ გავიცანი ძალიან პატარა ვიყავი, ხუთი წლით ვიყავი უფროსი და ყოველთვის მომეთხოვებოდა დამეცვა. პირველად ხელში რომ ავიყვანე, მაშინ დავიფიცე რომ ბოლო ამოსუნთქვამდე მასზე ვიზრუნებდი. ნელ-ნელა გავიზარდეთ, ის უფრო დამშვენდა, გალამაზდა და ბევრი ბიჭის გულიც მოიგო. მათ შორის იყო გიორგი. შენ იცი რომ მალევე ვიცნობ ადამიანის გუნებას და ხასიათს. გიორგიც მალე ამოვიცანი და სწორედ ამიტომ ურთიერთობას და ძმაკაცობას არ ვაპირებდი. მაგრამ გეგმები მაშინ შეიცვალა, როცა ლიზაზე დაიწყო ლაპარაკი. მაშინ მივხვდი, რომ თუ გიორგისთან ურთიერთობას გავწყვიტავდი ლიზას დიდ საფრთხეში ჩავაგდებდი. გიორგის ნდობის მოპოვება ძალიან მარტივია, მეც არ გამიჭირდა და მალევე დავუძმაკაცდი. ასე ვიგებდი თუ რას გეგმავდა, ლიზაზე ყველაფერს ვაყოლებდი და ვიცავდი ჩემ გოგოს მისი კლანჭებისგან. როცა ისევ მეგონა რომ ყველაფერი დალაგდა, ისევ აურიეს ვითარება. ამჯერად ასპარეზზე გაბრიელი გამოჩნდა. თავიდან მეგობრობდნენ ეგ და ლიზი, მაგრამ ორივეს ეტყობოდა რომ ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. გაბროს თვალებში იმხელა სიყვარული იკითხებოდა, როცა ლიზის უყურებდა რომ ვოცნებობდი, მეც შემყვარებოდა ვინმე ისე, როგორც მათ უყვარდათ ერთმანეთი. - აქ ტატომ პატარა პაუზა გააკეთა და კვლავ განაგრძო. - რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გიორგის არ გამოპარვია, ვერ იტანდა ლიზას რომ არ უყვარდა. ეზოზღებოდა გაბრიელი, რადგან მან შეძლო ის რაც თვითონ ვერ გააკეთა, გაბრომ ლიზას თავი შეაყვარა. დაახლოებით წელიწად ნახევარი იყვნენ დაპირისპირებულები გიორგი და გაბრიელი. მერე გიორგის გონება გაუნათდა. თქვა, თუ ლიზა ჩემთან არ იქნება ვერავისთან ვერ იქნებაო. გაბრიელის სამეგობროში, ერთი პატარა და ყველასთვის შეუმჩნეველი გოგო, რომელსაც მარიამი ჰქვია, მივიდა გიორგისთან და უთხრა, გაბრიელი და ლიზა გაპარვას აპირებენო. ალბათ ამ ბავშვსაც არ ელის მარტივი ცხოვრება, ყველა მოღალატედ შერაცხავს მას. მაგრამ არა, ის ყველაზე ერთგულია. გაბრიელმა და ლიზამ მოილაპარაკეს და დახმარება მარის სთხოვეს. ის უნდა ყოფილიყო ამბის გამომტანი გიორგის სამეგობროდან. გაფრენის ღამეს გიორგი და მე დავედევნეთ ლიზას და გაბრიელს. მე, რა თქმა უნდა, გეგმა ვიცოდი და მზად ვიყავი დახმარებისთვის. საჭესთან მე ვიჯექი, სწორედ ამიტომ მანქანა ისე გაცვალეს რომ გიორგიმ ვერ გაიგო. მე და გიორგიმ კი ცარიელი მანქანა ავაფეთქეთ. ნუ, გიორგის ეგონა რომ ლიზა და გაბრო ისხდნენ იქ და დაიღუპნენ. სანამ ჩვენ ყველას გლოვის საათები გვქონდა, გაბრიელმა და ლიზამ საქართველოს საზღვრები დატოვეს და წავიდნენ აქედან ძალიან, ძალიან შორს. ახლა, 2013 წლის 25 მარტია. ლიზა დღე-დღეზე ბავშვს ელოდება. პატარა ერეკლე მალე მოევლინება ამ ქვეყანას. ლიზიმ მითხრა ნათლია შენ უნდა იყოო. ძალიან მაბედნიერებს ეს ფაქტი. მალე ჩემი ნათლული დაიბადება და იმედია ღირსეულ ნათლიობას გავუწევ, ისევე, როგორც ძმობა გაგიწიეთ შენ და ლიზის. მე ვცდილობდი, ჩემი არ შეგცხვენოდა. მახსოვს, დაახლოებით შარშან, ერთი ბიჭი მოგეწონა. ხერგიანი თეოდორე. - გაეცინა და განაგრძო. - კარგი ბიჭია თედო, იმედია თქვენი გზები გადაიკვეთება და ბედნიერები იქნებით. ვიცი, რომ არა ჩემი და გიორგის მეგობრობა ახლა ან ძალიან კარგი მეგობრები იქნებოდით ან შეყვარებულები. უფრო მეორე ვარიანტი მომწონს მე. სასიძოს ვერ დავიწუნებ. მაგრამ ჯერ პატარა ხარ. ჯერ სულ რაღაც 16 წლის ხარ და მინდა რომ სწავლაზე იფიქრო. ალბათ ამას როცა ნახავ ბევრად დიდი იქნები. იმედი მაქ ბედნიერი ხარ. მაპატიე თუ ჩემ გამო ცხოვრება გაგირთულდა. მინდოდა შენთვის სასახელო ძმა ვყოფილიყავი, მინდოდა, როცა ჩემ სახელ გაიგონებდი სიამაყით გეთქვა ეს ჩემი ძმაა, მინდოდა იმდენად კარგი ვყოფილიყავი რომ ჩემი დიშვილებისთვის მისაბაძი ვყოფილიყავი. გოგოებისთვის მზრუნველი და ბიჭებისთვის მკაცრი. მაგრამ შენ თუ ამას ნახულობ, ესეიგი ისევ რაღაც აირია. ესეიგი, ისევ ვიღაც გამოჩნდა ჩვენი ისტორიის ასპარეზზე და რაღაც შეიცვალა. არ ვიცი რამდენს მოვესწრები, იქნებ ვერც ვერასდროს ნახო ეს ჩანაწერი, და თუ ვერ ნახე, ესეიგი დიდხანს და ბედნიერად მიცხოვრია. თუმცა, მინდა გითხრა რომ ძალიან მეშინია. გიორგი ცოცხალს არ დამტოვებს, თან მაშინ, როცა გაიგებს რომ ლიზას და გაბროს მე დავეხმარე გაქცევაში. ვიცი რომ ჩემი ბოლო გიორგის ხელით სიკვდილია და ამას შევეგუე, უკვე დიდი ხანია შევეგუე. მაგრამ მიჭირს შენი დატოვება ამ წყეულ სამყაროში, თან სრულიად მარტო. გაბრიელმა არაფერი იცის, არ იცის რომ მე და ლიზა ისევ ვკონტაქტობთ, არ იცის რომ მე დავეხმარე მათ, მან არაფერი არ იცის, თორემ, დარწმუნებული ვარ რომ მარტო არ დაგტოვებს. ერთი ის ვიცი რომ გიჟი სვანი არასდროს დაგტოვებს მარტო. მას ისე ენდე, როგორც მე მენდობოდი. ისე ეყვარები, როგორც საკუთარი და. მისი იმედი ყოველთვის გქონდეს, არ განგსჯის და მოგისმენს, რჩევებს მოგცემს. ჩემგან განსხვავეით, ცოტა მკაცრია და აზიატი, მაგრამ ეს სიყვარულისგან. არც მას ჰქონია მარტივი ცხოვრება და მესმის მისი. როცა დაბრუნდება, და მჯერა რომ დაბრუნდება, აუცილებლად გერდით დაგიდგება. მოგძებნის და აღარასდროს დაგტოვებს. ჩემო კნოპკა, როცა გაიზრდები მჯერა რომ ძალიან ლამაზი იქნები და ბედნიერი. მე იქიდან შენი მფრველი ანგელოზი ვიქნები. და თუ რამე განსაცდელი გექნება მე აუცილებლად დაგეხარები, ყველა საფრთხეს აგარიდებ. შენ თუ მარტოობას იგრძნობ, წარმოიდგინე რომ გვერდით გყავარ, რომ ისევ ისე ვსხედვართ დივანზე და ვლაპარაკობთ. მე ყოველთვის შენ გვერდით ვიქნები, თუ ლაპარაკი მოგინდება, ილაპარაკე, მე აუცილებლად მოგისმენ. გულში არაფერი დაიტოვო ჩემო პატარა, ყველაფერი მომიყევი და მე დაგეხმარები. მაპატიე, მაპატიე თუ რამე გაწყენინე, თუ შეგარცხვინე ან თუ გიღალატე. მაგრამ მინდა იცოდე რომ ძალიან მიყვარხარ, დღეს, ხვალ, ზეგ, არ ვიცი რა მოხდება, მაგრამ შენ ყოველთვის ჩემი პატარა კნოპკა იქნები. მე ყოველთვის ასე ძლიერ მეყვარები და ყოველთვის შენი ანგელოზი ვიქნები. ახლა კი ჩემო პატარა, დროა დაგემშვიდობო. უბრალოდ ერთი თხოვნა შემისრულე, არ იტირო. მე მინდა რომ სულ იცინოდე. ეს თუ აქამდე ვერ ან არ მოხერხდა ამის მერე ეს თხოვნა უნდა შემისრულო. ძალიან მიყვარხარ კნოპკა, მშვიდობით. - ცრემლიანი თვალები შეიმშრალა ტატომ და ჩანაწერი დასრულდა.
მომტირალი სესილი გათიშულ ეკრანს უყრებდა და ვერაფერს აკეთებდა. ხელები მუხლებს შემოხვია და ბოლო ხმაზე ატირდა.
თედოს ტირილის ხმა შემოესმა და მაშინვე სესილისთან გაიქცა:
-სესო, სესო. - მაშინვე მასთან მიირბინა და ატირებული შეყვარებული ჩაიხუტა. სესილიმ უბრალოდ ხელები შემოხვია და ემოციებისგან დაიცალა.
მარის სერიოზული არაფერი სჭირდა, ამიტომ მისი სიჯიუტის გამო მეორე დღეს გამოწერეს. უკვე პალატიდან გასვლას აპირებდა მაქსიმე რომ შევიდა:
-მზად ხარ? - თბილი ღიმილით ჰკითხა.
- კი. - გაუღიმა და პალატიდნ გავიდა. - ჯერ გიორგი უნდა ვნახო და მერე გაბრიელთან მოვალ.
- არ იშლი ხო შენსას. - სიბრაზე შეერია ხმაში.
- მე გითხარი, მარტო წავალთქო.
- მარტოს არ გაგიშვებთქო მეც გითხარი.
- ხო და ნუღა ბრაზობ. - გაუცინა და მაქსიმეს მაქნაში ჩაჯდა.
- შემიწირავ შენ. - თავის ქნევით ჩაილაპარაკა.
სანამ პროკურატურამდე მივიდოდნენ მაქსიმემ შეამჩნია რომ მარი თითებს იმტვრევდა:
-ნერვიულობ რამეზე? თითებს რატომ იმტვრევ.
- არა, ნერვიულობით არა. რაღაცაზე ჩავფიქრდი და.
- რა მოხდა?
- არამგონია, ჯერ ამაზე ლაპარაკის დრო იყოს. - მორცხვად გაეცინა მარის.
- ჯერ მითხარი და მერე მე გეტყვი მაგის დრო თუ არა. - გაუცინა მაქსიმემ.
- გუშინ, პალატაში გოგოები რომ ვიყავით, რაღაცეებზე ვლაპარაკობდით და სალომემ შენზე მითხრა - ამ დროს მაქსიმემ გააწყვეტინა:
- ვიცი რაც გითხრა. ძალიან ხმამაღლა ლაპარაკობდით და ყველაფერი გვესმოდა. - გაეცინა და აწითლებულ მარის გახედა.
- რას ვტლიკინებდი რა. - ჩაილაპარაკა თავისთვის მარიმ და ფანჯარაში დაიწყო ყურება. მაქსიმემ მანქანა სავალი გზიდან გადაიყვანა და მარის მიუტრიალდა:
- საერთოდ არ წარმომედგინა რომ ამას მანქანაში გეტოდი. - გაეცინა მაქსიმეს. - სალომე იმდენად კარგად მიცნობს მიკვირს აქამდე რომ არაფერი მითხრა. რაც მართალია მართალია, შენდამი ჩემი დამოკიდებულება უბრალო არაა და ვიცი შენც არ ხარ გულგრილი. გახსოვს გაბრიელთან რომ შეგხვდი? მალევე დავინტერესდი შენით, მაგრამ მრავალუცნობიანი განტოლება იყავი, რომელიც ვერ ამოვხსენი. მაქსიმალურად ვეცადე შენი ნდობა მომეპოვებინა, მაგრამ სულ ტყუილად. აეროპორტში რომ გნახე თვალცრემლიანი და ცოცხალი თავით არ მითხარი რა მოხდა, სისხლი გამეყინა მაშინ, გული მტკიოდა რომ ვერ გეხმარებოდი. მთელი გზა ვფიქრობდი რატომ მადარდებდი, წესიერად არ გიცნობდი, მაგრამ მინდოდა რომ ხელი ჩამეკიდა და არასდროს გამეშვა. არ მინდოდა ეს, ასე მანქანაში მეთქვა. ცოტა უფრო რომანტიულ გარემოს ვგეგმავდი. - გაეცინა და დაბნეულ მარის გახედა. - არაფერს მეტყვი?
- გუშინ ყველაფერი გაგიგია და რაღა გითხრა? - მხრები აიჩეჩა მარიმ, რაზეც მაქსიმეს გაეცინა. - ახლა რა იქნება?
- შენ რა გინდა? - გაეღიმა და მარის თითებში, თავისი თითები ახლართა.
- მე მინდა რომ უბრალოდ ბედნიერი ვიყო. - სევდიანად ჩაილაპარაკა.
- მე ვიქნები შენი ბედნიერება. - გაუღიმა და შუბლზე აკოცა. - წავედით ახლა და ნახე ის უხსენებელი.
- მაქსიმე..
- ჰო. - ღილიმით გამოხედა გოგოს.
- მადლობა. - მოულოდნელად გადაიწია და ბიჭს კისერში აკოცა.
- საჭესთან რომ ვზივარ მაშინ ნუ იზავ ხოლმე მაგას თორე ამჯერად ვერ გადავრჩები. - გაუცინა და მის ჩაკიდულ ხელს აკოცა.
პროკურატურამდე მალე მივიდნენ.
-მარტო უნდა შევიდე.
- ჩემი გაგიჟება გინდა? - გაბრაზდა მაქსიმე.
- გთხოვ.
- ჯანდაბას. - ჩაილაპარაკა ბოლოს. - მე ლილესთან შევალ მანამდე. - შუბლზე აკოცა და ოთახში შეუშვა.
- ვიცოდი რომ მოხვიდოდი. - სევდიანად გაეცინა გიორგის.
- მე კიდე მეგონა რომ მომკლავდი.
- ვერ შევძელი. - გულახდილად უპასუხა და წინ მჯდომს თვალი გაუსწორა.
- შეიცვალე.
- შენ შემცვალე.
- მე შენ გიღალატე. - გაეცინა მარის.
- არა, შენ ნამდვილი მეგობრობა დამანახე. მართალია ეს ჩვენი მეგობრობა არ იყო, მაგრამ მე ის დავინახე. შენ გაბრიელის გამო იმხელა რისკზე წახვედი, 12-13 წლის იყავი ჩემთან რომ მოხვედი. რომ გამომეჭირე სიკვდილი არ აგცდებოდა, მაგდენს ხვდებოდი?
- კი, ვხვდებოდი. მაგრამ გაბრიელის სიკვდილს ჩემი სიკვდილი მერჩია.
- რატომ გიყვარს ასე?
- მან მე ძმობა გამიწია. უჩამ თავი რომ მოიკლა, ეს იყო ჩემი ბავშობის დასასრული. თუმცა, გამრიელი ეცადა ბოლომდე არ დავცემულიყავი.
- მე რატომ ვერ შევძელი ეს? - ნაღვლიანად ჩაილაპარაკა გიორგიმ.
- გაბროსთვის ბედნიერების უფლება რომ მიგეცა, შეძლებდი.
- მარ, ერთი თხოვნა შემისრულე. მე აქედან გამოსვლა არ მიწერია. იქ არ ვიცი რა მელის, მაგრამ ჩემი მნახველი არავინაა. მინდა, რადგან ჩემი ბნელი მხარე დავმარხე ესეც მოვიშორო გულიდან.
- რა გინდა?
- ვიცი რომ სესილის იცნობ, ან გაიცნობ.
- ტატოს დაზე მეუბნები? - გაუკვირდა მარის.
- ხო. მინდა უთხრა რომ ის არაფერ შუაშია. თავი არ დაიდანაშაულოს. როცა მან მითხრა ლიზი ცოცხალიაო, მე უკვე ვიცოდი ეს. როცა ის ჩემთან მოვიდა, ბილეთები უკვე ნაყიდი მქონდა და მივდიოდი. ასე რომ თავი არ დაიდანაშაულოს.
- მოიცა, თუ სესილიმ არ გითხრა საიდან გაიგე? - დაიბნა მარი.
- ვეჭვობდი მათ გადარჩენას, ამიტომ დავიქირავე ვიღაც და მან ყველანაირი ინფორმაცია მომაწოდა.
- შენი სიცოცხლის სიყვარულს როგორ ესროლე? - პირდაპირ ჰკითხა მარიმ.
- მე.. მე.. არ მინდოდა. - ცრემლები წამოიუვიდა გიორგის. - მეგონა შვილს აირჩევდა და გაბრიელს არ გაუდგებოდა. მეგონა გაწირავდა გაბრიელს.
- ასე კარგად იცნობდი ლიზის, იცოდი რომ იმ ტყვიას გადაუდგებოდა და მაინც გაისროლე? - ირონიულად ჩაეცინა მარის.
- არ მჯეროდა სიყვარულის, არ მჯეროდა მათი. არ წარმომედგინ თუ ასე დაუფიქრებლად გადაუდგებდა წინ. არ მეგონა თუ ასე უყვარდა.
- არა და შეგეძლო შენც ყოფილიყავი ბედნიერი.
- სხვა ცხოვებაში. - ნაღვილადა ჩაილაპარაკა და ცრემლი მოიწმინდა. - აქ, სადაც ჩემი სიყვარული და ჩემი ძმა ჩემი ხელით მოვკალი, აქ ბედნიერი ვეღარ ვიქნები. მაგრამ, ალბათ ტატოს ძმობაც ლიზის გამო იყო.
- ტატოს სჯეროდა რომ შენში კარგი მხარეც არსებობდა და ეს მხარე ოდესმე მოუგებდა ბრძოლას ბოროტებას.
- თვითონ გითხრა?
- კი და ახლა ცოცხალი რომ ყოფილიყო ის იქნებოდა შენი მნახველი ციხეში.
- მე ამ ცოდვებით და მათ სისხლში გასვრილი ხელებით უნდა ვიცხოვრო, ესაა ჩემი განაჩენი.
- ჩემი წასვლის დროა. მაქსიმე მელოდება.
- მარ, ბედნიერი იყავი. - გაუღიმა და დაცვის თანხლებით ოთახიდან გავიდა.
მარიმაც დატოვა ოთახი და მიმღებისკენ გაემრთა.
-გამარჯობა, რით შემიძლია დაეხმაროთ? - თბილი ღიმილით ჰკითხა მიმღებში მჯდარმა გოგონამ.
- ქალბატონი ლილეს ოთახი სითაა?
- ამ კალიდორს გაუყევით და მარჯვნივ ბოლო კარი.
- მადლობა. - გაუღიმა გოგონას და კალიდოს გაუყვა.
ოთახს რომ მიუახლოვდა კარებზე დააკაკუნა და ოთაში შევიდა.
-შეიძლება? - მოროდებით იკითხა და თვალებით მაქსიმეს ძებნა დაიწყო.
- კი შემოდი. შენ ალბათ მარი ხარ ხო? - თბილი ღიმილით ჰკითხა ლილემ. - მე ლილე მქვია, სასიამოვნოა. - ხელი ჩამოართვა და მიუთითა რომ დამჯდარიყო.
- მაქსიმე სადაა? - მოროდებით იკითხა.
- ჩემამდე ვერ მოვიდა, დავინახე ვაჩემ გააჩერა და სადღაცას გავიდნენ. - სიცილით უთხრა. - ელაპარაკე გიორგის?
- კი. და რაღაცნაირად დამშვიდებული ვარ.
- გითხრა რამე საინტერესო?
- საინტერესოზე მეტად სასიხარულ ამბავი მითხრა. არა ჩემთვის ან შენთვის, მაგრამ ერთ გოგოს ძალიან გაახარებს და დაამშვიდებს ეგ ამბავი. - ბედნიერი ღიმილით ჩაილაპარაკა მარიმ.
- მგონი სესილიზე ლაპარაკობ. საწყალი გოგო, რამდენის გადატანა მოუწია.
- იცნობ?
- ადრე ვიცნობდი, ახლა არამგონია ვახსოვდე. მე და ტატო ვმეგობრობდით. ისეთი ახლო ურთიერთობა არ გვქონდა როგორც ტატოს და ლიზას, მაგრამ ერთმანეთის იმედი ყოველთვის გვქონდა. - სევდიანად ჩაილაპარაკა ლილემ.
- ხო, ტატო ნამდვილად კარგი ადამიანი იყო. მეც ძალიან დამეხმარა გიორგისთან დაახლოებაში.
- მოიცა, ტატო დაგეხმარა? - გაოცება ვერ დამალა ლილემ.
- კი, ეს გაბრიელისთვის არ მითქვამს იმიტომ რომ მთხოვეს ლიზამ და ტატომ რომ არაფერი მეთქვა სანამ ყველაფერი არ დამთავრდებოდა.
- მემგონი შენ ერთადერთი ხარ ვინც ეს ისტორია მთლიანად იცის.
- გიორგის როდის გადაიყვანენ ციხეში?
- ხვალ. დღეს ყველაფერი აღიარა, მერე მამამისი მოვიდა ისევ ისე უნდოდა მოგვარება ამ საქმის, მაგრამ გიორგიმ უარი თქვა.
- ლილე, ერთი სათხოვარი მაქ რა. - მორიდებით დაიწყო ლაპარაკი.
- გისმენ, რითიც შემიძლია დაგეხმარები. - თბილად გაუღიმა გოგომ.
- ყურადღება მიაქციონ გიორგის, ასე მგონია რომ ს ეცდება. - ნაღვლიანად ჩაილაპარაკა მარიმ.
- კიდე მაგ სი*ზე ნერვიულობ? - ოთახში მაქსიმეს მრისხანე ხმა გაისმა.
- სასიკვდილოდ ყველა მეცოდება.
- მაგ ადამიანმა ორი კაცი მოკლა, გესმის. ორი კაცი მოკლა. - ხმას აუწია მაქსიმემ.
- მის ცოდვებით დამძიმებულ სულს ეგეც ეყოფა. - სიმშვიდეს ინარჩუნებდა მარი.
- მაქსიმე, აღარაფერი თქვა. მარი მართალია. - დაამშვიდა ლილემ. - ძალიან იმოქმედა ამ ამბავმა მასზე და შეიცვალა. გამორიცხული არაა თავს რამე დაუშავოს.
- მოდი ჩემთან ეგ ბიჭი აღარ ახსენოთ. მე ვერასდროს ვაპატიებ ლიზას და მითუმეტეს ტატოს სიკვდილს. - ჩაილაპარაკა და ოთახი დატოვა.
- მიდი გაყევი, ამას შენ თუ დაამშვიდებ. - გაუღიმა ლილემ მარის.
- მადლობა ლილე, და ნახვამდის. - მარიმაც გაუღიმა და მაქსიმეს გაჰყვა. დაინახა შენობიდან როგორ გავიდა და ისიც სირბილით გაეკიდა უკან.
- მაქსიმე. - დაუძახა მანქანასთან მისულ ბიჭს, კიბეები უცებ ჩაირბინა და წინ დაუდგა.
- რა იყო, გიორგისთან უნდა შემიყვანო და შემარიგო? - ირონიულად ჩაილაპარაკა და მარის შეხედა.
- ვიცი როგორი რთულია, უყურო ადამიანს, რომელიც შენი საყვარელი ადამიანის სიკვდილშია დამნაშავე, ის ცოცხალი დააბიჯებდეს და შენი საყვარელი ადამიანი მიწას იყოს მიბარებული. - აცრემლიანებული თვალები მიანათა გოგონამაც.
- არ იტირო რა. უბრალოდ ეგ ადამიან ჩემთანი არ ახსენო. როგორც შენ ვერ აპატიებ მამაშენს, ისე მე ვერ ვაპატიებ მაგას. - სევდიანად უპასუხა და უკვე ატირებული მარი მიიხუტა.
მარიმ უცებ გაიაზრა მაქსიმეს ნათქვმი და ბიჭს მოშორდა.
-მოიცა, ვანოზე შენ რა იცი? - იკითხა დაეჭვებულმა და ცრემლები მოიწმინდა. - გაბრიელმა გითხრა ხო? რა თქმა უნდა, სხვამ არავინ იცის მაგაზე და.
- რატომ ბრაზობ? - გაუკვირდა მაქსიმეს. - კი გაბრომ მითხრა. არ შეიძლებოდა?
- არა. ეს ჩემი ცხოვრებაა და ყველამ ყველაფერი არ უნდა იცოდეს.
- ანუ მე შენთვის ყველა ვარ და ყველას ვუთანაბრდები? კარგი გასაგებია ყველაფერი. - გულნატკენმა ჩაილაპარაკა მაქსიმემ და მანქანის კარი გაუღო მარის. - დაჯექი, წავედით.
მთელი გზა ხმა არც ერთს არ ამოუღია. მარი ხვდებოდა თავის შეცდომას, მაგრამ სათქმელს თავი ვერ მოუყარა. ის იყო რაღაც უნდა ეთქვა მაქსიმემ რომ გააჩერა:
-მოვედით. - ცივად ჩაილაპარაკა და მანქანა საავადმყოფოსთან გააჩერა.
- მაქსიმე მე.. - ისევ დაიწყო ლაპარაკი მარიმ, მაგრამ ბიჭმა არ აცადა.
- ახლა არაფრის მოსმენა არ მინდა, კარგად რომ დაფიქრდები და მიხვდები ვინ ვინაა შენთვის მერე ვილაპარაკოთ. - ისევ ცივად უპასუხა და ფანჯარაში დაიწყო ყურება. მარი უხმოდ გადმოვიდა მანქანიდან და საავადმყოფოში შევიდა. მაქსიმემაც მაშინვე დატოვა ტერიტორია.
მარი ცდილობდა ცრემლები შეეკავებინა, მაგრამ არ გამოსდიოდა. კიბეები ტირილით აიარა და გაბრიელის ოთახში დაუკაკუნებლად შეაბიჯა. როგორ უნდოდა გაბრიელთან ლაპარაკი, მაგრამ ყველა იქ დახვდა და აღარაფერი თქვა.
-მარ რა გჭირს? - ჰკითხა გაკვირვებულმა თაკომ.
- არაფერი. ახლა არ მინდა ამაზე ლაპარაკი. - უპასუხა და ცრემლები შეიმრალა.
- მაქსიმე სადაა? ხო ერთად გახვედით? -ჰკითხა ემილიმ.
- არ ვიცი, მომიყვანა და სადღაცას წავიდა. - ცდილობდა რაც შეიძლება ცოტა ელაპარაკა რომ ისევ არ ეტირა.
- შეგიძლიათ მარისთან დამტოვოთ? - გახედა გაბრიელმა მეგობრებს. მათაც უხმოდ დატოვეს ოთახი. - რა გატირებს ჩემო ლამაზო? - უცებ დაუთბა ხმა გაბრიელს.
- ვიჩხუბეთ მე და მაქსიმემ. - უპასუხა და ისევ ცრემლები წამოუვიდა.
- რაზე კი მარა? - გაკვირვება ვერ დამალა ბიჭმა.
- ვანოზე რომ მოუყევი უცებ თავი ვერ შევიკავე და გავბრაზდი. გაბრიელი გეტყოდათქო და კიო მითხრაო, არ შეიძლებოდა. მე კიდე ვუთხარი ეს ჩემი ცხოვრებაა და ყველამ ყველაფერი არ უნდა იცოდესთქო. - ამოიტირა და ხელზე თავი დაადო.
- და ვსო? ამის გამო ტირიხარ სულელო? - გაეცინა გაბრიელს.
- მითხრა, კარგად რომ დაფიქრდები და მიხვდები ვინ ვინაა შენთვის მერე ვილაპარაკოთო. - მოგუდული ხმით ამოილაპარაკა.
- მერე? არ აპირებ უთხრა რომ გიყვარს?
- იცის. - მორცხვად ამოყო თავი და აქეთ იქით დაიწყო თვალების ცეცება.
- რაღაცას არ მიყვები. - გაეცინა გაბრიელს.
- გუშინ გოგოები იყვნენ ჩემ პალატაში შემოსულები და თაკომ დამიწყო მაქსიმე მოგწონსო, მერე სალომემ დაიწყო კიდე რაღაცეები. ამ დროს კიდე თურმე მაქსმიმე გარეთ მჯდარა და ყველაფერი ესმოდა. დღეს პროკურატურში რომ მივდიოდით ვერ მოვითმინე და სალომეს ნათქვამი სიტყვების დაზუსტება მინდოდა და მომახალა გარეთ გამოდიოდა ხმა და ყველაფერი გავიგეო.
- მერე მაქსიმეს გონია რომ უბრალოდ მოგწონს, მე კიდე ვხვდები რომ ეს მოწონებაზე მეტია. თუ გინდა ჯერ მე დაველაპარაკები.
- ვანოზე რატო უთხარი?
- იმიტომ რომ მკითხა.
- კაი რა გაბრო, ხო იცი არ მიყვარს ჩემ ცოხვრებაზე რომ ლაპარაკობენ. არ მინდა რომ ვინმეს ვებრალობოდე და ჩემთან მარტო სიბრალულის გამო იყოს. - ისევ აუცრემლიანდა თვალები მარის.
- რა სულელი ხარ. - ეცინებოდა გაბრიელს. - მაქსიმე შენთან არასდროს იქნება მარტო იმიტომ რომ ეცოდები. მითუმეტეს შენ მაქსის ისტორია არ იცი თორემ ვინ იქნებოდა შესაცოდი ნახავდი.
- რა ისტორია? - გაუკვირდა მარის.
- მე ვერ გეტყვი მაგას. მაქსს დაელაპარაკე.
- მეც ხო გეკითხები, რატო რა მეუბნები? - იწყინა გოგომ.
- იმიტომ რომ შენ მაგას არ მოუყვებოდი, მაქსს კიდე სჭირდება ვინმე ვინც მოუსმენს. - წუთიერად დუმილი ჩამოვარდა, მერე კი კვლავ გაბრიელმა დაიწყო ლაპარაკი. - ნუ ბრაზობ ჩემზე, და მითუმეტეს მაქსიმეზე. ის უბრალოდ შენზე ზრუნავს და უნდა მეტი გაიგოს შენზე რომ დაგეხმაროს.
- რაში უნდა დამეხმაროს?
- ბედნიერებაში. - გაუღიმა გაბრომ. - მე ახლა დავურეკავ, მოვა და დაილაპარაკეთ.
- დაბლა ჩავალ მანამდე. - გაუღიმა მარიმ, გაბროს ლოყაზე აკოცა და პალატა დატოვა. გაბრომ ტელეფონი აიღო და მაქსიმესთან დარეკა.
- ხო გაბრო.
- სად ხარ?
- ტატოს საფლავზე. - გაისმა მაქსიმეს სევდიანი ხმა. - ელაპარაკე მარის?
- კი, ახლა გავიდა პალატიდან. მოდი და დაილაპარაკეთ რა.
- ცოტა მერე მოვალ რა, ახლა ცოტა უნდა დავფიქრდე.
- რაზე? - არ ეშვებოდა გაბრო ძმაკაცს. - იმაზე უნდა დაფიქრდე წარმოადგენ თუ არა რამეს მარისთვის?
- გცოდნია. - გაეცინა მაქსიმეს.
- სისულელეს რომ ლაპარაკობ ხო იცი? მოდი დაილაპარაკეთ რა.
- ისეთი რეაქცია ჰქონდა ვანოს ამბავზე რომ მემგონი არაფერი უნდა ვიცოდე მასზე.
- გაუგე რა. მას უბრალოდ ჰგონია რომ მისი ამბის გაგონების შემდეგ მასთან შეცოდების და შებრალების გამო იქნებიან და არა მეგობრობის ან სიყვარულის გამო.
- რა სულელია. - ისევ გაეცინა მაქსიმეს.
- მეც ეგ ვუთხარი. - აჰყვა გაბრიელიც. - მოდი რა თორე კიდე რომ იტიროს არ ვიცი რას გიზავ. ეყო ამას ტირილი და ტკივილი.
- კარგი ხო, გამოვალ მალე. - დანებებულად ჩაილაპარაკა და გაუთიშა.
ის იყო გაბრიელმა ტელეფონი გადადო კარზე კაკუნი რომ გაისმა.
-შემოდით. - გასძახა და გასწორდა.
- შეიძლება ბატონო გაბრიელ? - კარებში თავი ხატიამ შემოყო.
- რას ცანცარებ ამხელა გოგო. - გაუცინა გაბრიელმა. - მითხარი რომ ჩემი ნათლული მოიყვანე. - ბედნიერმა ჩაილაპარაკა.
- ნიკოს მოჰყავს. - გაუცინა და მეგობარი გადაკოცნა. - როგორ ხარ? ესენი მოგიტანე. - გაიღიმა და მაგიდაზე ხილის პარკი დაუდო.
- მაგის გარეშე არ მიგიღებდი. - გაუცინა გაბრომ.
- ეჭვი არ მეპარება მაგაში. სად გყავს ჯარი?
- არ ვიცი. აქ იყვნენ მერე გავუშვი მარის ველაპარაკებდი, მერე მაქსიმეს და სად წავიდნენ ამ დროს არ ვიცი. გიცნო შენმა რიჟამ?
- აბა რაა. - ამაყად ჩაილაპარაკა. - შენ როგორ ხარ? გტკივა მხარი?
- დიდად არა, მაგრამ ვერ ვამოძრავებ ჯერ.
- აბა ნათლული მომიყვანეო რომ ამიკელი დილიდან როგორ უნდა დაიჭირო?
- დავიწვენ. - უპრობლემოდ გადაწყვიტა და გაუცინა.
- ჩვენც მოვედით. - ჩაილაპარაკა სანდრომ, რომელსაც ლაზარე ეჭირა ხელში და უკან ნიკო და სალომე მოჰყვებოდნენ. - როგორ ხარ გაჩხიკულო? - სანდრომ ხატია გადაკოცნა და გაბრიელისკენ გაემართა. - ვიცი არ გამიჩერებ ბავშვს ხელში.
- ჭკვიანი სასიძო მყავს რას ვერჩი. - გაეცინა გაბროს და პატარა ლაზარე ერთი ხელით გულზე მიიხუტა, შიგა და შიგ კოცნიდა და ეფერებოდა.
- შენი პატარა როდის ჩამოდის გაბრო? - ამჯერად ნიკომ იკითხა.
- გზაში არიან უკვე. ალბათ 1 საათში უკვე თბილისში იქნებიან, ან უფრო ადრე.
- ძაან მაინტერესებს შენი შვილი როგორია. - ჩაილაპარაკა ხატიამ.
- გაბრიელია ლიზას თვალებით. - მოკლეთ და სიცილით აუხსნა სალომემ.
- აუ ეგ რა სიმპატიური გაიზრდება. - გაეცინა ნიკოს.
- დანარჩენები სად არიან? - იკითხა გაბრიელმა.
- თიკო და მარი საჭმელად გავიდნენ, იოანეს და ლუკას სამსახურიდან დაურეკეს და იქ წავიდნენ. დამიანემ თაკო და ემილი სახლში გაიყვანა და მალე მოვლენ. - უცებ უპასუხა სანდრომ.
- ყველა გაიცანით? - მიუბრუნდა გაბრო ხატიას და ნიკოს.
- კი მოვასწარით.
- რა ყოჩაღები ხართ რა.
- ნუ ახალა. - შეიფერა ხატიამ, რაზეც ყველას გაეცინა.
უცებ კარი გაიღო და თიკო შემოვიდა.
-მარი სად დაგრჩა? - სიცილით ჰკითხა სალომემ.
- მაქსიმე მოვიდა და ლაპარაკობენ.
- იმედია კიდე არ ჩხუბობენ ხო? - გაეცინა გაბრიელს.
- რავი, რომ წამოვედი მშვიდად ლაპარაკობდნენ. - თიკომაც სიცილით უპასუხა.
მარი და მაქსიმე
მაქსიმემ დაინახა საავადმყოფოსკენ მიმავალ მარი და თიკო და გოგოებისკენ დაიძრა.
-თიკო როგორ ხარ? - მეგობარი გადაკოცნა და გაუღიმა.
- რავი მე რა მიჭირს, თქვენ იკითხეთ, ჩამოგტირით სახეები ორივეს. - მობეზრებულად ჩაილაპარაკა და კიბეებზე სვლა განაგრძო. უცებ მოტრიალდა და წყვილს გახედა. - გეფიცებით, ვერცერთი გადამირჩებით კიდე ასეთი როჟებით რომ გამეჩითოთ. - მიაძახა და საავადმყოფოში შევიდა.
- ვილაპარაკოთ? - დაიწყო მაქსიმემ.
- მე.. - დაიწყო ლაპარაკი მარიმ. - ბოდიში.
- სხვას არაფერს მეტყვი? - არ ეშვებოდა ბიჭი.
- მისმინე. - ღრმად ჩაისუნქა მარიმ და დაიწყო ლაპარაკი. - შენ ჩემვის უბრალო ადამიანი არ ხარ. ბევრს ნიშნავ ჩემთვის და მიუხედავად ამ ცოტა დროისა, მეშინია შენი დაკარგვის. არ ვიცი რას მიკეთებ ასეთს, მოგეჯაჭვე. უბრალოდ.. დღეს.. არ მიყვარს როდესაც ჩემი ამბები იციან, მგონია რომ ვეცოდები და მათი ჩემთან ყოფნის მიზეზიც ესაა. არ მინდოდა ასე გამომსვლოდა დღეს, მაპატიე. - თავი დახრილი ჰქონდა მარის და ისე ლაპარაკობდა. ისე სცხვენოდა ბიჭს თვალებში ვერ უყურებდა.
- მომისმინე, შეიძლება შენ მე ყველაფერი არ მომიყვე შენზე, მაგრამ მე მაინც გავარკვევ, თუნდაც გაბრიელმა არ მითხრას სხვისგან გავიგებ.
- არ მინდა რომ გეცოდებოდე. - სევდიანად ჩაილაპარაკა მარიმ.
- მე მაგაზე ერთხელ უკვე გითხარი რომ არ მეცოდებითქო.
- ვიცი მახსოვს. უბრალოდ, მეც გამიგე.
- მარ, მე იმის მეშინია რომ ამ შენი უთქმელობით დაგკარგავ. მე თუ არ მეცოდინება რა გიჭირს, ვერ დაგეხმარები რომ ბედნიერი იყო. რატომ არ გესმის ეს? საკმარისად ბევრი ადამიანი დავკარგე და შენც ვერ დაგკარგავ.
- მაპატიე რა. - სევდიანი თვალები მიანათა და ჩაეხუტა.
- ჩემი კნუტი. აღარ გამაბრაზო რა, გული ვერ გაუძლებს. - თბილად უჩურჩულა ყურში და ხელები შემოხვია.
უკვე შუადღე იყო, ყველა გაბრიელის პალატაში იყო შეკრებილი და თედოს და სესილის ჩამოსვლას ელოდებოდნენ. გაბრიელი უკვე ვეღარ ითმენდა ისე ენატრებოდა შვილი.
-ლილე და ვაჩე სად არიან? - იკითხა ემილიმ.
- საღამოს გამოვლენ. - უპასუხა სანდრომ.
- ხო საღამოს ლაშა და მარიაც მოვლენ. - ჩაერთო მაქსიმე.
უცებ კარი გაიღო და პატარა ერეკლე შემოვარდა პალარაში.
-მამიკოო. - დაიძაა და გაბრიელისკენ გაიქცა.
- მამას სიცოცხლე, როგორ უყვარხარ მამას. - სითბოთი ჩაილაპარაკა და საწოლზე ამძვრალი შვილი მიიხუტა. - როგორ მომენატრე მამი. - თბილად ჩაილაპარაკა გაბრიელმა და შვილს ხელი უფრო მოხვია.
- მეც მომენატლე მამიკო. ქო აგალ დამტოვებ მალტოს?
- არა ჩემო პატარა. აღარასდროს.
- კაით ეს მამაშვილი მესმის მარა მე არავის მოგენატრეთ? - იწყინა თედომ.
- ნეტა შენ როდის უნდა გაიზარდო? - სიცილით ჩილაპარაკა სანდრომ და ძმას გადაეხვია. სესილიმ ოთახი მოათვალიერა და კუთხეში მდგარი იოანე რომ დაინახა პირდაპირ მისკენ გაემართა.
- მომენატრე სესო. - თბილად ჩაილაპარაკა ბიჭმა და გოგო მიიხუტა მთელი ძალით.
- მეც მომენატრე იო. - თბილად უპასუხა გოგომ და ლოყაზე აკოცა.
- რა შეცვლილი ხარ, მოხდა რამე? - ბედნიერი ღიმილით ჰკითხა მეგობარს, რადგან ხვდებოდა რამხელა სითბო და ბედნიერება იდგა სესილის თვალებში.
- ყუთი გავხსენი. მართალი იყავი, ყველაფერი შეიცვალა.
- ჩემი ძლიერი გოგო ხარ შენ. - შუბლზე აკოცა და ისევ მიიხუტა. - როგორ მომნატრებიხარ, რა არის? - გაეცინა თვითონვე. - ახლა თედო რომ შემეცილება შენში რა ვქნა მე?
- სისულელეები არ დაიწყო ახლა. ხო იცი მაინც ვერ მომიშორებ. - გაუცინა სესილიმ.
- ცოტა არ იყოს და ვეჭვიანობ. - მიუახლოვდა თედო წყვილს.
- გადი ახლა გამასწარი აქედან. - გაეცინა იოანეს.
- კაი ხო ვხუმრობ. - გაეკრიჭა თედო. - მარა მე არ მნახავ? - იწყინასავით. იოანეს და სესილის გაეცინათ თედოს საქციელზე. იოანე ძმაკაცს გადაეხვია, მოიკითხა და ისევ სესილის მიუტრიალდა. - ეს ალბათ მარია ხო? - იკითხა თედომ და მაქსიმეს გვერზე მდგარ გოგოზე მიუთითა.
- კი მე ვარ. - გაუღიმა მარიმ და ხელი ჩამოარვა ჯერ თედოს მერე სესილის. - სასიამოვნოა.
- ჩემთვისაც ჩემო კარგო. - გაუღიმა თედომ.
- მე გიცნობ. - გაიცინა სესილიმ. - ტატომ გახსენა ვიდეოში რომელიც გამომიგზავნა.
- მე კიდე შენთვის ერთი კარგი ამბავი მაქ. - თბილად გაუღიმა გოგოს.
- რა ამბავი? - გაუკვირდა თედოს.
- ცოტახნით გავალთ ჩვენ და მალე მოვალთ. - მარიმ ჯერ თედოს გახედა, მერე მაქსიმეს და პალატა დატოვა სესილისთან ერთად.
- სად წავიდნენ? - იკითხა გაბრიელმა.
- არ ვიცით, მარიმ სესოს უთხრა კარგი ამბავი მაქო და გავიდნენ. - მხრების ჩეჩვით უპასუხა თედომ.
*სესილი და მარი*
- რა ამბავი გქონდა აბა? - მოუთმენლად იკითხა სესილიმ როგორც კი აივანზე გავიდნენ.
- როგორც იცი მე ხუთი წელია გიორგისთან ,,ვმეგობრობ’’. - მეგობრებზე თითებით ბრწყალები მოხაზა და გააგრზელა. - ხო და დღეს, პროკურატურაში ვიყავი მისული მის სანახავად და შენთან რაღაც დამაბარა.
- ჩემთან? - გაკვირვება ვერ დამალა სესილიმ.
- კი, შენთან. ვხედავ შენ თვალებში რამხელა ბედნიერებაა და სულ პატარა სევდასაც ვხდავ.
- ჯერ კიდე ვერ ვპატიობ ჩემ თავს რომ გიორგის ვუთხარი ლიზა ცოცხალიათქო. - სევდიანად ჩაილაპარაკა სესილიმ.
- ხო და შეგიძლია აპატიო.
- ვერ გავიგე?
- მოკლე, დღეს გიორგი რომ ვნახე მთხოვა შენთვის გადმომეცა რომ შენ არაფერ შუაში ხარ. იმ დღეს როცა შენ მიხვედი გიორგისთან და უთხარი ლიზაზე და გაბროზე, გიორგიმ უკვე იცოდა ეგ ყველაფერი. მითხრა თვითმფრინავის ბილეთი უკვე ნაყიდი მქონდაო და მივდიოდიო. ვიღაც დაუქირავებია და იმან გაიგო ყველაფერი. ასე რომ შეგიძლია წყნარად იყო. შენ არაფერ შუაში არ ხარ.
- მართალს მეუბნები? - ვერ იჯერებდა სესილი.
- გეფიცები. - გაუღიმა მარიმ.
- ვაიმე. - დაიყვირა სესილიმ და მარის ჩაეხუტა, თან ბედნიერების ცრემლები მოსდიოდა. - ძალიან დიდი მადლობა, შენ არ იცი რამხელა სტრესი მომაშორე.
- ვიცი, ვიცი. დამიჯერე რომ ვიცი. - სევდიანად გაუღიმა გოგონას.
- მშვიდობა გაქვთ? - სიცილით იკითხა იოანემ.
- კი. - გაუცინა მარიმაც. - მე შევალ დანარჩეებსაც ვეტყვი ამ ამბავს. თქვენ ილაპარაკეთ მანამდე. - გაუღიმა წყვილს და ისევ გაბრიელის პალატაში შებრუნდა.
- მარ სად იყავით? რა ხდება? ან სესო სადაა? - იკითხა თედომ.
- იო გამოვიდა და აივანზე ლაპარაკობენ. ერთი ამბავი მაქ. - ყველას თვალი მოავლო და თქვა. - მოკლეთ, გიორგის სესილისგან არ გაუგია რომ გაბრო და ლიზა ცოცხლები იყვნენ. ეს დღეს თვითონ გიორგიმ მითხრა.
- მოიცა აბა ვისგან გაიგო? - გაუკვირდა ლუკას.
- ვიღაც დავიქირავეო და იმან მომაწოდა ინფორმაციაო. სესილი რომ მოვიდა ჩემთან ბილეთები ნაყიდი მქონდაო და მივდიოდი უკვეო.
- ვაიმე სესილი რა ბედნიერი იქნება. - ჩაილაპარაკა ბედნიერმა თიკომ.
- ეს ჩემი თინუკაა? - გაოცება ვერ დამალა თედომ. - მოდი გოგო ჩაგეხუტო, არ მეგონა აქ თუ იყავი.
- ნეტა გაიზარდო რა. - სიცილითვე უპასუხა თიკომ.
- ჩვენ რომ ვიცით იქ რა ხდება? - ვითომ ჩუმად იკითხა თედომ მაგრამ ყველამ გაიგო.
- არაფერი. რა უნდა ხდებოდეს? - მხრების ჩეჩვით ჩაილაპარაკა თიკომ.
- რა რა უნდა ხდებოდეს? არ გამაგიჟო ახლა. - გაიოცა თედომ.
- კაი რა თედო. - მობეზრებულად ჩაილაპარაკა თიკომ.
- კაი ხო ვჩერდები. - გაუცინა და შუბლზე აკოცა. - ეს ახალი გამომცხვარი წყვილია? - მიუთითა მარიზე და მაქსიმეზე.
- კი. - ამაყად ჩაილაპარაკა მაქსიმემ და მარი მიიხუტა.
- ნახე ამათმაც კი დაგასწრეს. - მაინც წაკბინ თედომ თიკო.
- და ამას მეუბნება ადამიანი, რომელიც 5 წელი გაურბოდა საყვარელ ქალს. - ნაგლური ღიმილით უთხრა თიკომ.
- აჰა თედო, არ მოგაკეტინა უცებ? - გაცინა გაბრიელს.
- რა მინდოდა, რას ვერჩოდი?
- არაუშავრა, ჭკუას ისწავლი. - გაუცინა დამიანემაც.
- უი გაბრო, რა უნდა მეკითხა. - გამოცოცხლდა უცებ თედო. - შენ იცოდი ტატო რომ დაგეხმართ გაქცევაში? ან ის თუ იცოდი რომ ტატო და ლიზა ერთმანეთს ეკონტაქტებოდნენ?
- მოიცა, რა? - წამოიძახა გაკვირვებულმა გაბრიელმა. - გინდა მითხრა რომ ტატომ ყველაფერი იცოდა?
- ხო. - დაუდასტურა მარიმ.
- შენ რა იცი? - გაუკვირდა ლუკას.
- გაბრო არ მინდა რომ გამიბრაზდე. - ნერვიულად გახედა მარიმ მეგობარს. - მე ვიცოდი რომ ტატო და ლიზა ისევ მეგობრობდნენ. ტატო დამეხმარა გიორგისთან დაახლოებაში.
- აქამდე რატომ არაფერი თქვი? - გაუკვირდა სალომეს.
- ლიზამ და ტატომ მთხოვეს. - თვალები აუცრემლიანდა მარის.
- ეგ რომ მცოდნოდ სესილის დავეხმარებოდი. - დანანებით ჩაილაპარაკა გაბრიელმა. - შენ და ტატო ხომ ძმაკაცობდით? იცოდი ამის შესახებ? - ამჯერად მაქსიმეს მიუტრიალდა გაბრიელი.
- მე არ ვიცოდი რომ შენ და ლიზა გაიქეცით და თავები მკვდრებად გაასაღეთ. ტატომ უბრალოდ ის მითხრა რომ ლიზას ეხმარებოდა გიორგის ჩამოშორებაში. სხვა ყველაფერი შენგან ვიცი და მარისგან.
- თედო, შენ საიდან გაიგე? - გაუკვირდა დამიანეს.
- ტატომ სესოს რაღაც ყუთი გამოუგზავნა. იქ დისკი იდო, რომელზეც ჩანაწერი იყო, სადაც ტატო ყვება თავისი სიმართლე, რა და როგორ მოხდა. - უცებ აუხსნა მეგობრებს.
- ლიზას რომ ეთქვა სესილის აუცილებლად დავეხმარებოდი ტატოს გარდაცვალების მერე. - დანანებით ჩაილაპარაკა გაბრიელმა.
დრო გადიოდა. ნელ-ნელა ყველაფერი კალაპოტში ჩადგა. გიორგი, ლევანი და ყველა მათი თანამზრახველი ციხეში გადაიყვანეს. გაბრიელი გამოწერეს და ნელ-ნელა უბრუნდებოდა ჩვეულ ცხოვრებას. სალომე, პატარა ერეკლე და გაბრიელი მშობლების სახლში ცხოვრობდნენ. სამეგობრო წრეც უფრო გაფართოვდა.
თითქმის ერთი თვე იყო გასული ამ ამბებიდან, უკვე დამშვიდებულები ბედნიერებით ტკბებოდნენ. თუმცა პატარა წვრილმანი პრობლემები იჩენდნენ თავს.
-გაბრო, გაიღვიძე რა საქმე მაქ. - ფრთხილად შეაღვიძა სალომემ ძმა.
- ხო მღვიძავს, რა იყო? - ზმუილით ამოილაპარაკა და გამოფხიზლებას შეეცადა.
- დედამ დამირეკა. ხვალ ღამე მოვფრინავთო.
- ხო ვიცი, მამას ველაპარაკე და მითხრა. გუშინ ულაპარაკია დედასთან და როცა გაიგო რომ ცოცხალი ვიყავი მაშინვე უნდოდა წამოსვლა, მაგრამ ბილეთები აღარ იყო. - გაეღიმა გაბრიელს. - მომენატრა ჩემი დედიკო.
- არა გაბრო, სხვა პრობლემაა. - ნერვიულობა დაეტყო ხმაზე სალომეს, რაზეც გაბრიელი შეშინდა და უკვე გამოფხიზლებული წამოჯდა და დას შეხედა.
- რა ხდება?
- მარის მშობლებიც ჩამოდიან.
- მაგათ აქ რა დარჩენიათ? - სიბრაზე შეერია ხმაში გაბრიელს.
- კარგად ვერ გავიგე, მაგრამ მგონი ვანო კოტრდება და უჩას კომპანიის გაყიდვა უნდა.
- მოიცა, ეგ კომპანია ხო მარისია? უჩამ გადმოუფორმა სიკვდილამდე.
- საქმეც მაგაშია. მარის უნდა დავეხმაროთ. გოგოები ვეცადეთ გაგვეგო რა მოხდა მასსა და მის მშობლებს შორის, მაგრამ სულ თავს არიდებდა. დარწმუნებული ვარ რომ შენ ყველაფერი იცი. რამე უნდა მოვიფიქროთ, თორემ ვანო მართლა გაყიდის იმ კომპანიას. - ანერვიულებული უხსნიდა სალომე სიტუაციას.
- კარგი, დამშვიდდი შენ. მე გავალ და ბიჭებს დაველაპარაკები, რა შეიძლება რომ მოვიფიქროთ. - დას შუბლზე აკოცა და ტელეფონი მოიმარჯვა. - სათხოვარი მაქ, გოგოებსაც გადაეცი.
- რა იყო?
- მარის მშობლებზე და უჩაზე არაფერი ჰკითხოთ. დახურული თემაა მისთვის და არ გინდათ. - სევდიანად გაუღიმა და ტელეფონში ნომრების ძებნა გააგრძელა.
- კარგი, გასაგებია. გავალ მე და ჩამოდი ვისაუზმოთ. - ძმას ლოყაზე აკოცა და ოთახიდან გავიდა. გაბრიელმა მაშინვე სანდროს ნომერი მოძებნა და მასთან დარეკა.
- ხო გაბრო. - გაისმა ბიჭის ნამძინარევი ხმა. - მშვიდობაა?
- აუ ბოდიში რა სანდრიკ, სულ დამავიწყდა რომ ეს კვირა ისვენებდი.
- არა რა ბოდიში ხო არ გაგიჟდი. რა ხდება? ისე არ დამირეკავდი ასე ადრე. - უცებ გამოფხიზლდა სანდრო.
- შევხვდეთ რა სადმე, ბიჭებსაც დავურეკავ და პატარა საქმე უნდა მოვაგვაროთ. - ნერვიულობა დაეტყო ხმაზე გაბრიელს.
- კარგი შევხვდეთ. ჩემთან გამოდით, ნინო გემრიელობებს დაგახვედრებთ თან. - გაეღიმა სანდროს.
- კარგი მაშინ ერთ საათში შენთან ვართ.
- ლუკა და ლაშა აქ დარჩნენ გუშინ და არ დაურეკო. დანარჩენებს გელოდებით.
- კაი სანდრიკ ჯიგარი ხარ. - გაუთიშა და ამჯერად დამიანესთან დარეკა.
- ხო გაბრო. - ომახიანად უპასუხაბიჭმა.
- ერთ საათში ხერგიანებთან მოდი რა, საქმე მაქ. - შესავლის გარეშე ჩაილაპარაკა ბიჭმა.
- კაი არაა პრობლემა. ხო მშვიდობაა? - შიში დაეტო ხმაში დამიანეს.
- რავი რა. რომ გნახავთ მოგიყვებით.
- კაი კაი. დამშვიდდი შენ. ყველა ვიკრიბებით?
- ბიჭები მარტო.
- ყველამ იცის უკვე?
- არა, ნიკო, ვაჩე და იო დამრჩნენ.
- კაი, დამშვიდდი შენ და ამათ მე დავურეკავ. ხერგიანებთან შევხვდებით. - დამიანესაც გაუთიშა და გამზადება დაიწყო. მალევე სამზარეულოში მოფუსფუსე დას შეუერთდა.
- ერეკლეს სძინავს? - შესვლისთანავე ჰკითხა დას.
- ხო, აღარ გავაღვიძე, ცოდოა, ეძინოს.
- მე ხერგიანებთან მივდივარ და დაიტოვებ? - მავედრებელი სახით გახედა დას.
- კაი, რა სისულელეებს მეკითხები? დავიტოვებ არ ინერვიულო. ემილი გამოუშვით ჩემთან იმდენ ბიჭებში დამიჩაგრავთ გოგოს. - სიცილით ჩაილაპარაკა სალომემ.
- კაი მოიყვანენ აქ. შენც მარტო არ იქნები. - თბილად გაუღიმა დას. - შუალედურები როდის გეწყება?
- სამშაბათს მაქ პირველი. - ნერვიულად ჩაილაპარაკა.
- კაი არ გამაგიჟო ახლა, ნერვიულობ? - გაეცინა გაბრიელს.
- ცოტას. მაინც პირველია და.
- არაფერია სანერვიულო. ყველაფერი გამოგივა. - დას შუბლზე აკოცა და სახლი დატოვა.
სალომემ დრო იხელთა, გოგოებს დაურეკა და მიიპატიჟა. გაბრიელი და ბიჭები კი ხერგიანებთან შეიკრიბნენ.
როგორც კი გაბრიელი მეგობრის სახლში შევიდა ნინო დიდი სიყვარულით შეეგება.
-მოდი ჩემო ბიჭო. როგორ ხარ? - გადაეხვია ქალი მის ერთ-ერთ შვილს.
- რა ვიცი ნინო დეიდა. პრობლემები ხო არა და არ დამთავრდა. - ჩაილაპარაკა დაღლილმა გაბრიელმა.
- არაუშავრა ჩემო ბიჭო. ყველაფერი მოგვარებადია ხო იცი? გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს. - თბილად გაუღიმა და სამზარეულოში შეუძღვა, სადაც ბიჭები სადილობდნენ. - შენც ხომ ისადილებ?
- კი. თორემ არაფერი მიჭამია ისე წამოვედი.
- რა იყო გაბრო რა სახე გაქ? გიორგი გაიქცა ციხიდან? - გაეცინა მაქსიმეს, თუმცა გაბრიელმა ისეთი თვალებით შეხედა მაშინვე დასერიოზულდა.
- ყველა მოვიდეს და მერე ვილაპარაკოთ.
- ბიცო წავედი მე. - სამზარეულოში თავი შემოყო ემილიმ, თუმცა გაბრიელი რომ დაინახა მასთან მიირბინა. - როგორ ხარ გაბრო?
- რავი პატარა შენ? სად მიდიხარ? სალომემ გამოვიდესო ჩვენთანო.
- ხო სალოსთან მივდივარ. თაკომ დამირეკა მე და თიკო გამოგივლითო.
- თაკო აქ მოდის? - თავი წამოყო ლუკამ, რაზეც ყველას გაეცინა.
- ხო, ხუთ-ათ წუთში აქ იქნებიან. - უპასუხა ემილიმ. - უი მოსულან უკვე.
- მოვალ ახლავე. - სწრაფად ჩაილაპარაკა ლუკამ და ემილის გაასწრო გასვლა.
თაკომ გარეთ გასული შეყვარებული რომ დაინახა გაეცინა. მანქანიდან გადავიდა და მიუახლოვდა ბიჭს.
-როგორ ხარ? - ისევ ეცინებოდა თაკოს.
- მომენატრე, ისე კარგად. - გაუცინა ლუკამაც და შეყვარებულს ჩაეხუტა.
- თავი არ გტკივა? - ეჭვის თვალით ახედა ბიჭს.
- აუ კიი, იცი როგორ თან? - სევდიანად ჩაილაპარაკა და მხარზე შუბლი დაადო.
- კარგი წამოდი თაკო ახლა. - სიცილით ჩაილაპარაკა ემილიმ და მანქანაში ჩაჯდა.
- ჩემი ლოთი ბიჭი. - თაკომ კისერში აკოცა შეყვარებულს და ხელები უფრო შემოხვია. - შედი ახლა თორემ შეგცივდება.
- ისე მაგას ბიჭი ამბობს ხოლმე. - გაეცინა ლუკას. - მაგრამ მართლა შემცივდა.
- მიდი მიდი შედი, გნახავ მერე. - გაუღიმა, ერთი აკოცა და მანქანაში დაბრუნდა.
- ძლივს. - სიცილით ჩაილაპარაკა თიკომ.
- შენ შენ იოანეს მიხედე. - სიცილითვე უპასუხა თაკომ.
- უი ხო, რა ხდება აბა მოყევი. - ჩაეკითხა ემილი.
- არაფერი. ჯერ მეგობრობის ეტაპზე ვართ.
როდესაც გოგოებმა ეზო დატოვეს, მალევე იოანე და დამიანე მივიდნენ. უკან კი ნიკო მიჰყვა მათ. ყველამ ერთად ისაუზმა, თითქოს დროს წელავდნენ, მაგრამ ბოლოს ისევ მაქსიმემ დაიწყო.
-გაბრო რა ხდება აღარ იტყვი?
- მარის ჰყავდა ძმა, უჩა, რომელმაც თავი მოიკლა, ათი წლის წინ.
- უჩა სეფიაშვილი ხომ? ვიცი ეგ ამბავი. - ჩაილაპარაკა ჩაფიქრებულმა ვაჩემ. - შესწავლილი მაქ მაგ საქმის დეტალები. არ ვიცოდი მარის ძმა თუ იყო.
- მარის არ უყვარს ამ თემაზე ლაპარაკი, ამიტომ ფაქტობრივად არავინ იცის.
- კარგი და რა პრობლემა არის? - ჩაეკითხა იოანე.
- ხო და, ნუ მოკლეთ. უჩამ, სანამ თავს მოიკლავდა, მისი ქონება მარის გადმოუფორმა, მაგრამ ხელშეკრულების მიხედვით მარი კომპანიას მანამ ვერ ჩაუდგება სათავეში სანამ სწავლას არ დაამთავრებს. როგორც ვიცი ახლა უჩას ნათლია უდგას სათავეში კომპანიას, რომელიც ვანოს ძმაკაცია, ანუ მარის მამის. - ღრმად ჩაისუნთქა და განაგრძო. - სალომემ მითხრა დღეს რომ ვანო და მისი მეუღლე ჩამოდიან. მგონი უჩას კომპანიის გაყიდვა უნდათ.
- იურიდიულად მაგისი უფლება არ აქვთ. - ჩაილაპარაკა ჩაფიქრებულმა სანდრომ.
- იმისთვის რომ კომპანია გაყიდონ მარის ხელმოწერაა საჭირო და უჩას ნათლიისაც. - აჰყვა ძმას თედო.
- პრობლემაც ეგაა, უჩას ნათლია და ვანო ისეთი ახლო ძმაკაცები იყვნენ რომ არამგონია გაუჭირდეს ვანოს მისი დათანხმება. მარი კიდე არ ერევა კომპანიის საქმეეში, ისე აწერს ხელს არც აკვირდება რაზე თანხმდება.
- მოდი ასე მოვიქცეთ. - დაიწყო ჩაფიქრებულმა ლაშამ. - ყველა ის საბუთი რაც მარის ხელმოსაწერად მოუვა ჩვენ გვანახოს, რომელიმეს დაგვირეკოს. ჩვენ გადავხედოთ და გავეცნოთ დეტალებს. თუ კანონიერად მოინდომა გაყიდვა მაშინ პირდაპირ ნასყიდობის ხელშკრულებას გამოუგზავნიან, თუ ფარულად მაშინ რამე პროექტის სახით. ამიტომ ჩვენ გადავხედოთ ხოლმე. ვისაც როგორ ეცლება იმის მიხედვით.
- კი, კარგი აზრია. - დაეთანხმა ნიკო. - ხატიას ვეტვი და იქნებ ბაზაში შევიდეს. იქიდან ყველანაირ ინფორმაციას გავიგებთ.
- ხო ასე სჯობს. თუ გაყიდვას დააპირებენ ჩვენ ეგ ამბავი არ გამოგვეპარება. - დაამშვიდა დამიანემ.
- უჩას ნათლიასაც დაველაპარაკოთ, იქნებ სულ არ აპირებს ვანოს დაკრულზე ცეკვას. - ჩაილაპარაკა ლუკამ.
- კარგით, მაშინ მასე ვქნათ. მე და ლუკა წავალთ დაველაპარაკებით უჩას ნათლიას. მარის ვეტყვი საბუთები მოგაწოდოთ ხოლმე, და მაქსიმე შენ უნდა უთხრა მარის რომ მისი მშობლები ჩამოდიან. - საბოლოო გეგმა ჩამოაყალიბა გაბრიელმა.
- რა იყო, ყველაზე რთული მე დამიტოვეთ? - გაეცინა მაქსიმეს.
- შეყვარებული შენ ხარ და. - მხრები აიჩეჩა თედომ.
- კარგით, სხვა რა გზაა. წავალ დაველაპარაკები. - ღრმად ჩაისუნთქა და სახლიდან გავიდა. ტელეფონი მოიმარჯვა და მარის დაურეკა. - კნუტო რას შვრები?
- რავი სალოსთან ვართ გოგოები. შენ? მორჩით ბიჭები ბჭობას? - ტელეფონში მარის სიცილნარევი ხმა გაისმა.
- კი მოვრჩით. - გაუცინა ბიჭმაც. - უნდა გნახო რა. მანდვე პარკი რომ არის იქ მოდი.
- კარგი, დამირეკე და ჩამოვალ. - თბილად უპასუხა გოგონამ და გაუთიშა.
მაქსიმემ მანქანა დაქოქა და გაემართა დანიშნულების ადგილისაკენ. მალევე მივიდა და მარის დაურეკა ჩამოსულიყო. გოგომაც ბევრი არ ალოდინა.
-რა სახე გაქ? - გაუკვირდა მარის.
- რაღაც უნდა გითხრა და არ ვიცი როგორ. - ნერვიულობისაგან აქეთ-იქით სიარული დაიწყო ბიჭმა.
- მშორდები? - ხმა გაუტყდა მარის და თვალები აუცრემლიანდა.
- ჰა? რა? - დაიბნა უცებ მაქსიმე.
- აღარ მოგწონვარ?
- ვაიმე, ჩემი სულელი გოგო. - გაეცინა ბიჭს და აცრემლიანებული შეყვარებული მიიხუტა. - არაფერი მსგავსი დამშვიდდი.
- ნამდვილად?
- კი ჩემო პატარა. - ისევ გაეცინა ბიჭს. ატირებულ გოგოს შუბლზე აკოცა და მიიხუტა.
- აბა რა ხდება? - დაიბნა მარი.
- მოკლეთ, შენი მშობლები ჩამოდიან.
- რა? როდის? რატომ?- ანერვიულდა მარი.
- ხვალ ღამე. შენი ძმის კომპანიის გაყიდვას გეგმავენ.
- ეგ კომპანია ჩემია. არ მივცემ უფლებას ეგეც წამართვან. - მკაცრად ჩაილაპარაკა მარიმ.
- ბიჭებმა ასე გადავწყვიტეთ, კომპანიიდან საბუთები რომ მოგივა ხელის მოსაწერად, დაგვირეკე რომელიმეს რომ შევამოწმოთ და გადავხედოთ რას აწერ ხელს.
- ხო ეგ გაბრომაც მითხრა და გამიკვირდა. - ხმაზე ეტყობოდა მარის ნერვიულობა.
- არ ინერვიულო, არ მივცემთ გაყიდვის უფლებას. - დააიმედა ბიჭმა და შუბლზე აკოცა.
- ნეტა ჩემი მშობლები დაღუპულიყვნენ ავარიაში და შენები ცოცხლები ყოფილიყვნენ.
- რა სისულელეს ამბობ? იცი რამხელა ტკივილი მაწევს მაგის გამო? - გაღიზიანდა მაქსიმე.
- არ გინდა მომიყვე რა მოხდა?
- მზად ხარ? - ნაღვლიანად გაეღიმა ბიჭს.
- მე სულ მზად ვარ შენს მოსასმენად. - თბილად გაუღიმა და ლოყაზე აკოცა.
- კარგი მოგიყვები. - ღრმად ჩაისუნთქა და დაიწყო. – 10 წლის წინ, ჩემი დაბადების დღის წინა დღეს სოფელში წავედით. ემილი თბილისში დარჩა ბიცოლასთან და ბიძიასთან. მეორე დღეს ავიტეხე მალე წავიდეთთქო, ემილის გარეშე ვერ ვძლებდი. ბებომ გვითხრა გაწვიმდებაო და ვერ გახვალთო. მაგრამ მე ვიჯიუტე და წამოვედით. დიდი ხნის გამოსულები არ ვყოფილვართ წვიმა რომ დაიწყო. დედამ მამას უთხრა სოფელში დავბრუნდეთო. თუმცა მე ისევ ვიჯიუტე და გავაგრძელეთ გზა. მალე უკვე შეუძლებელი ხდებოდა იმის დანახვა თუ სად მივდიოდით. დედამ ისევ უთხრა დავბრუნდეთო, მე ვუთხარი არათქო და დავიწყეთ კამათი. მამა ჩვენ გაშველებას ცდილობდა, როდესაც საჭე ვეღარ დაიმორჩილა, მანქანა მოუსრიალდა და ხევში გადავვარდით. - მოყოლა დაასრულა და აცრემლიანებული თვალებით გახედა მარის.
- ეგ ხომ შენი ბრალი არ ყოფილა? თავს რატომ იდანაშაულებ?
- ზუსტადაც რომ ჩემი ბრალი იყო. უნდა დამეჯერებინა და დავრჩენილიყავით, ან მივბრუნებულიყავით სანამ დრო იყო.
- მისმინე, შენ პატარა იყავი. ვერ ხვდებოდი და მასე იმიტომ მოგივიდა. მასეც რომ არ იყოს, ამ ქვეყნად ყველაფერი უფლის ნებით ხდება და რაც მოხდა ალბათ მასე იყო საჭირო, ასე რომ თავს ნუ იდანაშაულებ.
- რთულია კნუტო, რთული. - დანანებით ჩაილაპარაკა ბიჭმა. - როცა წარმოვიდგენ რა შეიძლება მომხდარიყო რომ დავრჩენილიყავით ცუდად ვხდები. ამდენი წელი იმიტომ ვიყავი წასული, რომ ემილისი მცხვენოდა. ვერ ვუყურებდი თვალებში.
- მაგრამ ხომ დაბრუნდი?
- იმიტომ რომ ვჭირდებოდი. ბევრი ტანჯვა გამოიარა, მე კიდე მის გვერდით არ ვყოფილვარ. ამ ამბებსაც ჩემ გარეშე რომ ჩაევლო, მე რომ კიდევ შორს ვყოფილიყავი და ვერ დავხმარებოდი უარესი იქნებოდა.
- მე შენ მშობლებს არ ვიცნობდი, მაგრამ ვიცი რომ შესანიშნავი ადამიანები იყვნენ. არამგონია მათ მოსწონებოდათ თავს რომ იდანაშაულებ. უფლება მიეცი მათ მშვიდად განისვენონ და თავის დადანაშაულებას დაანებე თავი. - ცოტახანი გაჩუმდა, შემდეგ კი განაგრძო. - მაგრამ, იცი რა არის? მე მგონი შენ ის უფრო გადარდებს რომ ემილიმ არ იცის ეს.
- მართალი ხარ.
- ხო და ჯობია დაელაპარაკო ემილის. - თბილად გაუღიმა და შეყვარებულს მიეხუტა.
- შენ ხომ არ ნერვიუობ? - მაქსიმემაც შემოხვია ხელები გოგოს.
- არა. - თავდაჯერებულად უპასუხა. - მჯერა თქვენი შესაძლებლობების.
- სწორიც ხარ. - სიცილით ჩაილაპარაკა და მარის თავზე აკოცა.
- მოდი ემილის დაურეკე და დაელაპარაკე. აღარ მინდა სევდიანს გხედავდე. - მზრუნველად გაუღიმა.
- მართალი ხარ. ჯობია ერთხელ და სამუდამოდ გავარკვიოთ ეს თემა. - ღრმად ჩაისუნთქა და ტელეფონი მოიმარჯვა. - ემი, ზაქარიაძეებთან რომ პარკია იქ ვარ და გამო გეხვეწები რა. - უცებ უთხრა და როგორც კი პასუხი მოისმინა ტელეფონი გათიშა.
- ემილის ჩაგაბარებ და მერე წავალ, თორემ ეს გოგოები ისეთი თვალებით გიყურებენ მეშინია არ დაგკერონ. - ბრაზმორეული ხმით ჩაილაპარაკა მარიმ და იქვე მსხდომ გოგოებს გახედა, რომლებიც მაქსიმეს არ აცილებდნენ თვალს.
- ჩემი ეჭვიანი კნუტი ვინ არის? - სიცილით ჩაილაპარაკა ბიჭმა და მარი მისკენ შეატრიალა. - ხომ იცი რომ შენ ხარ ჩემი მამოძრავებელი ძალა? - გაუღიმა ბიჭმა და მარის ტუჩებს დეპატრონა. - მიყვარხარ. - ამის გაგონებაზე მარი გაშრა.
- დარწმუნებული ხარ? - ბოლოს შიშით იკითხა.
- პატარა არ ვარ რომ ჩემ გრძნობებში ვერ ვერკვეოდე. - გაეცინა მაქსიმეს და აწითლებული გოგო მიიხუტა. მარი დუმდა, ვერაფერს ამბობდა, თუმცა ბოლოს ძალა მოიკრიბა და ერთი თავით მაღალ ბიჭს ახედა.
- მეც მიყვარხარ. - მორცხვად უპასუხა და კისერში სველი კოცნა დაუტოვა.
- რა საყვარლები ხართ. - თბილი ხმით ჩაილაპარაკა ემილიმ. - მაპატიეთ, არ მინდოდა მყუდროება დამერღვია.
- მოდი, მოდი. ჯობია დაილაპარაკოთ თქვენ. - გაუღიმა მარიმ და და-ძმას გაეცალა.
- რა ხდება აბა. - გახედა ემილიმ ძმას.
- აქ ვილაპარაკოთ? თუ გინდა სადმე წავიდეთ. - შესთავაზა მაქსიმემ.
- აქ ვიყოთ რა, კარგი გარემოა.
- კარგი როგორც გინდა. - თბილად გაუღიმა დას და ღრმად ჩაისუნთქა. - იცი, ძალიან მიჭირს შენთან ამაზე ლაპარაკი, ამიტომ გთხოვ არ გამაწყვეტინო რა.
- მგონი ვხვდები რაზეც გინდა ლაპარაკი. - სევდიანად გაეღიმა ემილის. - მიხარია რომ გადაწყვიტე გულის გადაშლა. ასე რომ, დაიწყე.
- იცი, ათი წლის წინ, სანამ სოფლიდან წამოვიდოდით ბებომ დარჩენა შემოგვთავაზა. გვითხრა გაწვიმებას აპირებსო, თუმცა მე ვერ ვძლებდი. მინდოდა მალე ჩამოვდულიყავით შენ რომ მენახე. გზაში წვიმა დაიწყო, დედამ დავბრუნდეთო, მე ისევ გავჯიუტდი. მერე ისე დასცხო წვიმამ რომ ფაქტობრივად ვეღარაფერს ვხედავდით და მე და დედამ ჩხუბი დავიწყეთ. დედა ამბობდა დავბრუნდეთო, მე ვამბობდი აზრი არ აქ ახლა დაბრუნებას გავაგრძელოთ გზათქო. მამა ჩვენ გაშველებას შეეცადა, როდესაც მანქანა მოუსრიალდა, საჭე ვეღარ დაიმორჩილა და ხევში გადავვარდით. - წუთიერად გაჩუმდა, თუმცა მოყოლა განაგრძო. - ამის მერე თვალებში ვერ გიყურებდი, ვერ გეუბნებოდი რომ ჩემი ბრალი იყო ყველაფერი. ბიძიას ვთხოვე და ლონდონში გამიშვა. მინდოდა ისეთი ძმა ვყოფილიყავი, რომელიც სულ შენზე იზრუნებდა, მაგრამ არ გამომივიდა. როდესაც ყველაზე მეტად გჭირდებოდი არ ვყოფილვარ შენ გვერდზე. - როდესავ ემილი მიხვდა რომ გაგრძელებას აღარ აპირებდა ძმას გაუღიმა და უთხრა.
- ცუდია წასული რომ იყავი, მაგრამ მთელი ცხოვრება წინ გვაქ იმ წლების ასანაზღაურებლად. მშობლების დაღუპვაში კი შენ არაფერ შუაში ხარ, თავი არ დაიდანაშაულო. იმ დღეს მეთვითონაც მინდოდა რომ მალე ჩამოსულიყავით. ბიცოლამ არ დაგირეკათ, რადგან იფიქრა გზაში იქნებიან და ინერვიულებენო. იმ დილით სიცხემ მომცა. ვერ მიგდებდნენ და ჩემი გადაყვანა უნდოდათ საავადმყოფოში. როგორც ყოველთვის, ეტყობა მაშინაც გრძნობდი რომ მჭირდებოდი და იმიტომ მოითხოვდი ასე დაბრუნებას. - სევდიანად გაეცინა ემილის.
- ჩემზე ნაწყენი არ ხარ?
- რა თქმა უნდა არა. - მაქსიმემ დას გაუღიმა და ჩაეხუტა. - შენ ყველაზე მაგარი ძმა ხარ და ძალიან მიყვარხარ.
- მეც ძალიან მიყვარხარ ჩემო პატარა. - ჩაილაპარაკა უკვე დამშვიდებულმა მაქსიმემ.
* ბიჭებთან *
როგორც კი მაქსიმე მარის სანახავად წავიდა, ლუკა და გაბრიელი უჩას ნათლიისკენ გაეშურნენ. დანარჩენებს საქმე არ ჰქონდათ, ამიტომ ხერგიანების რეზიდენციაში დარჩნენ და ბილიარდის თამაში დაიწყეს.
-თედო, რაღაც ძაან ჩაფირებული ხარ და რა ხდება? - ჰკითხა ნიკომ.
- ხო რავი, რაღაცაზე ვფიქრობდი და.
- ხო მშვიდობაა? სესოსთან ხომ არ იჩხუბე? - ჩაეკითხა იოანე.
- რომ მეჩხუბა ახლა აქ არ ვიქნებოდი. - გაეცინა თედოს.
- მართალი ხარ. ტრამვატოლოგიურში იწვებოდი ალბათ, იოანეს ვერ გადაურჩებოდი. - გაეცილა ლაშას და ბიჭებიც აიყოლია.
- აბა რა გჭირს? - გაუკვირდა ვაჩეს.
- სესოზე ვფიქრობ. მინდა რომ სწავლა გააგრძელოს. რამდენიმე დღის წინ ვლაპარაკობდით და ვუთხარი ქირის ფულს მე გადაგიხდითქო და ისწავლემეთქი.
- გაგიჟდებოდა. - გაეცინა იოანეს.
- ხო. - დაეთანხმა თედოც.
- და როდის დაანება სწავლას თავი? - იკითხა ჩაფიქრებულმა სანდრომ.
- ორი კურსი დახურა და მერე აკადემიური აიღო. - უპასუხა თედომ.
- მეორე კურსის პირველი სემესტრი თვითონ დახურა, დადიოდა სემინარებზე. მეორე სემესტრში უკვე ვეღარ ახერხებდა სწავლას და მუშაობას ერთად, მაგრამ ლექტორებს დაელაპარაკა და ჩააბარებინეს ის საგნები. - დაწვრილებით აუხსნა იოანემ.
- რაზე ჩააბარა? - იკითხა დამიანემ.
- ეკონომიკურზე. - უპასუხა თედომ.
- რას დაისტრესე მერე ბიჭო? - გაეცინა სანდროს. - ან აქამდე გეთქვა, ამდენ კომპანიაში სადმე როგორ ვერ მოვაწყობთ? თან ისწავლის და თან იმუშავებს. ხელს შევუწყობთ ყველანაირად.
- ვეძებდი ჩვენს კომპანიაში ვაკანსიებს, მაგრამ არაფერი იყო და აღარაფერი გითხარი. - მხრები აიჩეჩა თედომ.
- ჩვენთან არის ვაკანსია. მთავარ ბუღალტერს დამხმარე სჭირდება. - შესთავაზა დამიანემ.
- მართლა? - წამოიძახა გახარებულმა თედომ. - საღამოს რომ შევიკრიბებით დაელაპარაკე მაშინ სესილის.
- კარგი, რა პრობლემაა. - გაეცინა დამიანეს. - ნეტა აქამდე რას დადუმდი.
ორმა დღემ შეუმნევლად გაიარა. დამიანე სესილის ელაპარაკა და სამსახური შესთავაზა. მართალია სესილი თავიდან უარს ამბობდა, მაგრამ იოანემ და თედომ დაითანხმეს. მაქსიმე და ემილი უფრო დაახლოვდნენ და დაკარგული დროის ანაზღაურება დაიწყეს. ნინოს და თემურს ძალიან ახარებდათ და-ძმის ასეთი დაახლოება.
სამეგობრო იოანესთან იყო შეკრებილი, მხოლოდ ზაქარიაძეები არ იყვნენ რადგან მშობლების დასახვედრა იყვნენ წასულები.
-შენებიც დღეს ჩამოდიან ხომ? - ჰკითხა მარიამ მარის.
- ხო. - დაუდასტურა ანერვიულებულმა მარიმ.
- არ გინდა დღეს ჩვენთან დარჩე? - შესთავაზა ემილიმ.
- მგონი მართლა მასე ჯობია. - დაუდასტურა თიკომ. - სახლში რომ მოვიდნენ მარტო იქნები და საშიშია. მე და თაკოც მარტოები ვართ და ვერც ჩვენ დაგიცვავთ.
- აი ამიტომ მიყვარს ეს გოგო რა. - წამოიძახა თედომ. - თითქმის არ ლაპარაკობს, მაგრამ როცა ლაპარაკობს სწორს და მართალს ამბობს. - ამაყად ჩაილაპარაკა და ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა.
- მართლა სჯობს რომ ჩვენთან დარჩე. მეც მშვიდად ვიქნები. - გახედა მაქსიმემ შეყვარებულს.
- არ ვიცი. - ორჭორფლობა დაიწყო მარიმ.
- არ ვიცი არ უნდა მაგას. გადაწყვდა, მოდიხარ ჩვენთან. - გადაწყვიტა სანდრომ.
- საბუთებზე მშვიდობაა? - ამჯერად ლილემ იკითხა.
- სხვათაშორის ძალიან გაკვირვებული ვარ. - საუბარში ხატია ჩაერთო. - გადავხედე უჩას ნათლიის, გოჩას, საქმიანობას და სუფთად მუშაობს. ეტყობა უჩა ძალიან უყვარდა. ფულს არ იპარავს და ყველაფერს ისე აკეთებს როგორც საჭიროა.
- ეგ მეც შევამჩნიე. - მხარი აუბა ლაშამ. - არც ერთი შეცდომა არ იყო საბუთებში.
- შეიძლება არც დაეხმაროს ვანოს და უარი უთხრას. - მჯერად საუბარში თაკო ჩაერთო.
- მარი, თუ დაგირეკა ვანომ და შეხვედრა გთხოვა მარტო არ წახვიდე იცოდე. დაგვირეკე და მაშინვე შენთან გავჩნდებით. - გააფრთხილა იოანემ.
- ნუ გეშინიათ. არაფერი მომივა. - გაეცინა მარის.
თიკო იოანეს უყურებდა და აზრების დალაგებას ცდილობდა. ხვდებოდა რომ ის მეგობარზე მეტი იყო, მაგრამ უჭირდა ამ გრძნობისთვის სახელის დარქმევა. ცოტახანი უყურა ბიჭს, შემდეგ შეუმჩნევლად წამოდგა და აუზთან გავიდა.
დაიწყო ფიქრი მასზე და იოანეზე. ის დღე, როდესაც პირველად შეხვდა, როდესაც უნივერსიტეტთან შეეჯახა. არ დაავიწდება მისი აძგერებული გული და შავი თვლები, რომელის მთელი დღე ელანდებოდა. მერე ხერგიანებთან აუზში მობანავე იოანე, უკვე ოფიციალურად მათი გაცნობა და დამეგობრება. სახლამდე მიცილება და მერე უნივერსიტეტში წაყვანა. სვანეთი და ტკბილად გათენებული ღამე. ცხელი შოკოლადი და მგზავრობისგან დაღლილების განტვირთვა. შემდეგ იყო ერთად ცხოვრება, მათი უფრო დაახლოება, გვერდში დგომა და თანაგრძნობა. გიორგის დაკავება და ჩვეულ ცხოვრებაში დაბრუნება იოანესთან ერთად. ამჯერად იოანე აკითხავდა უნივერსიტეტში, შემგედ სადმე დასხდებოდნენ ან სეირნობდნენ და ლაპარაკობდნენ გაუჩერებლად.
ეშინოდა. ეშინოდა რომ ეს ყველაფერი მოჩვენებითი იყო და გული ეტკინებოდა. ვერ ბედავდა ბიჭთან ამ თემაზე დალაპარაკებას, აშინებდა მისი პასუხი. აშინებდა რომ გრძნობები უპასუხოდ დარჩებოდა და მეგობრობასაც დაამთავრებდა ბიჭი.
-რაზე ფიქრობ? - მიუახლვდა იოანე.
- არაფერი ისეთი. - გაუცინა თიკომ და ანიშნა ბიჭს სარწეველა სკამზე დამჯდარიყო.
- არ გცივა მაინც?
- ცოტა, მაგრამ არა ისე რომ ვერ ვჩერდებოდე.
- პლედს მოგიტან მოიცადე. - გაუღიმა ბიჭმა და სახლში შებრუნდა. უკან პლედით და ორი ჭიქა ცხელი შოკოლადით დაბრუნდა. - გაგათბობს ეს. - ერთი ჭიქა გაუწოდა და გვერძე მიუჯდა.
- მადლობა.
- მემგონი ვიცი რაზეც ფიქრობდი. - დაიწყო ლაპარაკი იოანემ.
- აბა რაზე? - გაეცინა თიკოს.
- ჩემზე, შენზე, ჩვენზე და ჩვენ ურთიერთობაზე. - პასუხი იმდენად მოულოდნელი იყო რომ არ იცოდა სად წასულიყო და თავი როგორ დაეძვრინა. იოანემ შენიშნა თიკოს ანერვიუება და გაეცინა, ჭიქა მაგიდაზე დადო და გოგოსკენ შებრუნდა. - დიდი ხანია მინდა ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ვიფიქრე ჯერ კარგად გამიცნოს და მერე დაველაპარაკებითქო.
- მოდი პირდაპირ გეტყვი. - გააწყვეტინა თიკომ. ჭიქა მაგიდაზე დადო და იოანეს თვალებში შეხედა. - ძალიან მაშინებს შენი პასუხი ჩემ გრძნობებზე. არ მინდა რომ მეგობარი დავკარგო.
- არ დაკარგავ. - თბილად გაუღიმა იოანემ და ერთი ხელის მოსმით კალთაში ჩაისვა გოგო.
- რას აკეთებ? - წამოიძახა გაოცებულმა თიკომ.
- საქმეს გიმარტივებ. ნუ გეშინია არაფერს დაგიშავებ და არ გამივარდე ბევრს ნუ მოძრაობ. - გაუცინა და ხელები უკეთ მოათავსა.
- ნუ სულელობ რა, გადამსვი. - დაიწუწუნა თიკო, თუმცა იოანეს ყურადღება აქ მიუქცევია.
- მე ვიცი რომ ბევრი ლაპარაკი არ გიყვარს, მე კიდე ამ თემაზე ლაპარაკი არ მიყვარს. ამიტომ, ორივესთვის მარტივ გზას გთავაზობ. - გაუცინა იოანემ და არც კი დალოდებია თიკოს პასუხს ისე დაისაკუთრა გოგოს ტუჩები. თავიდან თიკო შეეწინააღმდეგა, თუმცა ბოლოს თვითონაც ეცადა კოცნაში აჰყოლოდა. როდესაც იოანე მოსწყდა გოგოს ტუჩებს შუბლზე აკოცა და მიიხუტა. - ხედავ რა მარტივია? - გაუცინა დაბნეულ თიკოს.
- მარტივი არ არის, უფრო დამაბნიე. - გულახდილად უპასუხა თიკომ.
- მარტივია, მარტივი. - გაუცინა და მოწყვეტით აკოცა. თიკოს შუბლს თავისი შუბლი მიადო და უთხრა. - შენ ხარ ის, ვისთან ერთადაც მინდა რომ დავბერდე.
- იო.. მე.. - დაბნეულად დაიწყო ლაპარაკი თიკომ, თუმცა ძალა მოიკრიბა, ბიჭს თვალებში შეხედა და უთხრა. - მიყვარხარ. - გაუცინა და თავი მის კისერში ჩარგო.
- როცა დრო მოვა და შვილები გვეყოლება, არ შემარცვინო და არ უთხრა რომ პირველმა შენ მითხარი მიყვარხარო. - გაეცინა ბიჭს.
- მარტო შვილებს არ დავჯერდები, შვილიშვილებს და შვილთაშვილებსაც ვეტყვი. - გაეცინა თიკოსაც.
- მიყვარხარ ჩემო პატარა. - თბილად ჩაილაპარაკა ბიჭმა. - არ შეგცივდეს, შევიდეთ რა.
- აუ, ვიყოთ ცოტახანი კიდე.
- კარგი, მაგრამ პლედს მაინც მოგაფარებ. - გაუღიმა და ერთი ხელის მოსმით პლედი მიაფარა თიკოს.
- თედო გაგიჯდება. - უცებ გაეცინა.
- რატომ? - გაუკვირდა იოანეს.
- სვანეთში რომ მივდიოდით მაშინ შემატყო რომ მომწონდი. მაგის მერე ჯერ სანამ ჩამოვიდა ყოველ დღე მირეკავდა და სანამ მანდ არ ვარ არაფერი იმაიმუნოო მაფრთხილებდა, რაც ჩამოვიდა კიდე რა ვერ დააყენე საშველიო. - ეცინებოდა თიკოს მეგობრის გახსენებაზე.
- ეგ რომ ვინმეს რამეს ეტყვის რა. - აჰყვა სიცილში იოანე. - ხუთი წელი დახეტიალობდა გულგატეხილი.
- მაგრამ ღირდა. ძალიან საყვარლები არიან ერთად.
- ხო ძალიან. ისე ზრუნავს თედო სესოზე რომ არ ვიცი. მიხარია მათი ბედნიერება.
- არ არსებობს. - იდილია თედოს ხმამ დაურღვია წყვილს. - დაგადგათ საშველი? - გაეცინა და მეგობრებს მიუახლოვდა.
- აი ზუსტად ახლა ვლაპარაკობდით შენზე. - გაეცინა თიკოს.
- მე მჯერა რომ ცუდს არაფერს იტყოდით. - წამიერად გაჩუმდა შემდეგ კი ისევ დაიწყო. - არ შემიძლია რა, შევედი დანარჩენებსაც ვახარებ ამ ამბავს. - მეგობრებს გაუცინა და სახლში დაბრუნდა.
- გიჟია. - თავის ქნევით ჩილაპარაკა თიკომ.
- ნამდვილად. - გაეცინა იოანეს. აწ უკვე შეყვარებულს შუბლზე აკოცა და უთხრა. - შევიდეთ ჩვენც.
მთელი საღამო სხვადასხვა ამბებს იხსენებდნენ და იცინოდნენ. თიკოს და იოანეს ერთად ყოფნაც აღნიშნეს. ყველას ძალიან გაუხარდა.
-ეს ისეთი ამბავია ერთი ჭიქა უნდა დავლიოთ. - გაეცინა თედო. უცებ მეგობრებს ჩამოურიგა თითო ჭიქით ღვინო და თქვა. - ჩემი საყვარელი თინუკასი და მისი რომეოს თამადობით ყველა შეყვარებულ წყვილს გაუმარჯოს. - მეგობრებს გაუცინა და დალია.
გვიან დაიშალდნენ. შეთანხმებისამებრ მარი ხერგიანებთან წავიდა და სწორედაც მოიქცა, რადგან გვიან ჩამოფრენილი ვანო და მისი მეუღლე, სოფო, შვილს დაადგნენ სახლში.
რადგანაც მარი მშობლებს სახლში არ დახვდათ გადაწყვიტეს გათენებას დალოდებოდნენ და შემდგომ მოეძებნათ შვილი. დიდხანს არც უფიქრიათ, პირველი ვისაც მიადგნენ ზაქარიაძეები იყვნენ.
-მოდი ვანო, ხო მშვიდობაა? - ჰკითხა გკვირვებულმა მიშიკომ, სალომეს და გაბრიელის მამამ.
- სადაა შენი ბიჭი? - მრისხანებას არ მალავდა ვანო.
- სძინავს ჯერ. - უპასუხა გაოცებულმა ნათიამ. - რა ხდება?
- გააღვიძე დროზე, ჩამოვიდეს. - ხმას აუწია ვანომ.
- ნუ ყვირიხარ, ბავშვს სძინავს და შეაშინებ. - მიშიკო შეეცადა მის დამშვიდებას. - ნათი, გააღვიძე გაბრო რა. - თბილად გახედა ცოლს.
ნათია მალევე დაბრუნდა ოთახში, მას კი უკან ახალგაღვიძებული გაბრიელი მოჰყვა.
-გისმენთ. - მშვიდად გახედა და დივანზე დაჯდა.
- ზრდილობა სად დაგრჩა ყმაწვილო? - ჰკითხა გაკაპასებულმა სოფომ.
- სადაც თქვენ დატოვეთ მშობლის სიყვარული. - ირონიული ღიმილით უპასუხა გაბრიელმა.
- მარი სადაა? - დაიწყო ვანომ.
- სანდო ხელში. - ირონიას არ იშორებდა გაბრიელი.
- დაურეკე დროზე სახლში მოვიდეს.
- არ ვაპირებ არსად დარეკვას.
- გაბრო, რა ხდება შვილო? - იკითხა შეშინებულმა ნათიამ. მიშიკო ხმას არ იღებდა, რადგან იცოდა რომ გაბრიელი ასე უბრალოდ არ გადაემტერებოდა ვინმეს.
- არაფერი დე, უბრალოდ ზოგ-ზოგიერთებს მხოლოდ მაშინ ახსენდებათ შვილი, როცა *რაკში გაყოფენ თავს და უკან ვერ ბრუნდებიან.
- წესიერად ილაპარაკე შენ. - დაიყვირა სოფომ.
- ხმას დაუწიეთ, თორემ არ მომერიდებ თქვენი აქედან გაგდება. - მრისხანედ უპასუხა გაბრიელმა.
- კიდე ერთხელ გეკითხები, მარი სად არის? - ისევ ვანო ალაპარაკდა.
- პირველად რომ არ გიპასუხეთ ახლა რამე შეიცვლებოდა? - ირონიულად გაეცინა გაბრიელს.
- ცეცხლს ნუ ეთამაშები. - გააფრთხილა ვანომ.
- მეეჭვება ცეცლის რამე გეტყობოდეთ. - თვალები გადაატრიალა და ფეხზე წამოდგა. - სხვა საქმე თუ არაფერი გაქვთ კარი მარჯვნივ, შეგიძლიათ მიბრძანდეთ. - ვანო მიხვდა რომ მასთან ლაპარაკს აზრი არ ჰქონდა. მოკიდა ცოლს ხელი და ზაქარიაძეების სახლი დატოვა.
მათი გასვლისთანავე გაბრიელმა ტელეფონი მოიმარჯვა და ლუკასთან დარეკა.
-ხო გაბრო, რა ხდება? - მალევე უპასუხა ბიჭმა.
- მარის ეძებენ, ახლა წავიდნენ ჩვენგან. უეჭველი თაკოსთან და თიკოსთან მივლენ. დროზე მიდით იქ, მისვლა არ დაგასწრონ.
- არ ინერვიულო, ხუთ წუთში იქ ვართ მე და იო. - უპასუხა და გაუთიშა. გაბრიელი კი დედას მიუტრიალდა.
- დე, მე უნდა წავიდე. ერეკლეს მიხედე ძალიან გთხოვ რა. - მავედრებელი თვალებით გახედა დედას.
- კი შვილო, მივხედავ აბა რას ვიზავ. - თბილად გაუღიმა მის წინ მდგომ გაბრიელს. გაბრიელმა შუბლზე აკოცა დედას და დის ოთახში ავიდა.
- სალო.. - დაუძახა რომ გაეღვიძებინა.
- ხო გაბრო. - ამოილაპარაკა ძილბურანში მყოფმა.
- ხერგიანებთან მივდივართ ადექი მალე რა. ხუთ წუთში დაბლა იყავი. - შუბლზე აკოცა და ოთახიდან გავიდა. სანამ სალომე ჩამოვიდოდა ტელეფონი მოიმარჯვა და მაქსიმეს დაურეკა.
- ხო. - ტელეფონში ნამძინარევი ხმა გაისმა.
- მარი არსად არ გაუშვა, მე და სალომე მოვდივართ თქვენთან.
- რა ხდება? - მაშინვე გამოფხიზლდა ბიჭი. - მშობლები ეძებენ?
- ხო, ჩემთან იყვნენ წეღან. დიდი ალბათობით ინაშვილებთან წავიდოდნენ. მაგრამ ვანოს განყოფიებაში მეგობრები ჰყავს და არ გაუჭირდება იმის დადგენა რომ მარი თქვენთანაა.
- კაი გასაგებია. გელოდებით. - გაუთიშა და კიბეებზე ჩამომავალ სალომეს შეხედა, რომელსაც ჯერ კიდევ ეძინებოდა.
- ნინო დეიდა გასაუზმებს, ახლა მაგის დრო არ არის. - ქურთუკი მიაწოდა და სახლიდან გავიდნენ.
გაბრიელი იმდენად ჩქარა მიდიოდა რომ ნახევარ საათიანი გზა თხუთმეტ წუთში დაფარა. როდესაც ხერგიანებთან მივიდა მანქანა ეზოში შეიყვანა და დაცვას მთავარი კარები დააკეტინა.
-რა ხდება გაბრო? - მისვლისთანავე ჰკითხა შეშინებულმა მარიმ.
- დამშვიდდი. გეძებენ უბრალოდ. - თბილად გაუღიმა და ანერვიულებული მეგობარი მიიხუტა.
- მეშინია. - ჩუმად უჩურჩულა გოგომ.
- ყველაფერი კარგად იქნება.
- ნინო დეიდა, სანდრო სადაა? - იკითხა სალომემ.
- სძინავს შვილო, ადი მიდი. - თბილი ღიმილით გააცილა სალომე.
სალომე სანდროს ოთახს მიადგა, დაუკაკუნებლად შეაღო და მძინარე შეყვარებულის დანახვისას გაეღიმა. მოურიდებლად მიუახლოვდა და გვერძე მიუწვა. სანდრომ, როდესაც საყვარელი სურნელი იგრძნო, ხელი მოხვია გოგოს და მიიხუტა.
-ასე ადრე აქ რა გინდა? - ჰკითხა ბოხი, თუმცა თბილი ხმით.
- გაბრომ წამომიყვანა. მარის მშობლები მოვლენ მალე.
- მერე კი არ უნდა მომიწვე, უნდა გამაღვიძო. - გაეცინა სანდროს.
- რომ მეძინებ? - საწყლად იკითხა სალომემ.
- მერე დავიძინოთ, ახლა მარის ჩვენი გვერძე დგომა სჭირდება. - შუბლზე აკოცა და ფეხზე წამოდგა, მაგრამ სალომე არ შეტოკებულა. - კარგი, დაიძინე შენ. მე ჩავალ. - დანებდა ბოლოს.
- მიყვარხარ. - ჩაიზმუილა სალომემ და სანდროს ბალიშს ჩაეხუტა. ბიჭს გაეცინა მის ქცევაზე, ფრთხილად აკოცა უკვე ჩაძინებულ შეყვარებულს და პლედო გადააფარა. თვითონ მალე ჩაიცვა და დაბლა ჩავიდა.
- შენ გაგაღვიძა და თვითონ დაიძინა ხო? - გაეცინა გაბრიელს.
- ხო. - სიცილით დაეთანხმა ძმაკაცს. - დე, მშია რა. - მავედრებელი თვალებით შეხედა ნინოს.
- კი დედა ახლავე იქნება. - გაუღიმა შვილს და მაგიდის გაშლა დაიწყო. მარიმ გულის გადასაყოლებლად მიხმარება გადაწყვიტა, ბიჭები კი მისაღებში ისხდნენ და ელოდებოდნენ.
- ტყუპებთან მათი რომეოები წავიდნენ? - სიცილით იკითხა თედომ.
- ხო, ლუკას ველაპარაკე. - გაეღიმა გაბრიელს.
- ზოგ ჯულიეტას რომეო აკითხავს, ზოგ რომეოს კი ჯულიეტა. - გაეცინა სანდროს.
- სალომეზე ამბობ? - გაუკვირდა მაქსიმეს.
- არა, დამიანემ მომწერა მე და სესილი მოვდივართ თქვენთანო.
- ნეტა ტყუპებთან რა ხდება? - იკითხა ნერვიულად გაბრიელმა.
- დამშვიდდი, დარეკავენ. - იმედიანად გაუღიმა თედომ.
- დილამშვიდობისა. - ოთახში ემილი შემოვიდა, გაბრიელი გადაკოცნა და ძმას მიუჯდა გვერდზე. - მარი სადაა?
- ბიცოლას ეხმარება. - უპასუხა მაქსიმემ.
- ნუ რა სარძლო მყავს რა. - გაეცინა ემილის. - არა, ისე რომ დავუფიქრდე ყველა კარგი სარძლო მყავს. ვერცერთს ვერ დავიწუნებ.
- შენ არ დაგიწუნონ. - დასცინა თედომ.
- არაუშავრა, დამიწუნონ. დამის მაინც ვეყვარები. - ამაყად ჩაილაპარაკა.
- მოდით. - სამზარეულოდან თავი გამოყო მარიმ. დანარჩენებიც წამოიშალნენ და სამზარელოში გადაინაცვლეს სასაუზმოდ, ცოტა მოგვიანებით კი თემურიც შეუერთდათ.
- თემური ბიძია, მშვიდობაა? - შიშით ჰკითხა მარიმ.
- კი ჩემო კარგო. არ ინერვიულო შენ. არ მივცემთ უფლებას რამე დაგიშავონ. - თბილად გაუღიმა გოგოს და საუზმობა განაგრძო.
მალევე ისაუზმეს და კვლავ მისაღებში დაგაინაცვლეს, სადაც დამიანე და სესილი შეუერთდნენ. თედომ ხელი მოკიდა შეყვარებულს და აუზთან გაიყვანა.
-იყავი სამსახურში? - თბილად ჰკითხა და საქანელაზე დამჯდარ სესილის მუხლებზე თავი დაადო.
- კი. - ღიმილით უპასუხა და თედოს თმებზე თამაში დაიწყო. - კარგი სიტუაციაა. მთავარი ბუღალტერი ძალიან საყვარელი ადამიანია.
- ხო ვიცნობ მაგ კაცს. ძალიან თბილია.
- მეორე სემესტრიდან გვაგრძელებ სწავლას. - ჩაილაპარაკა ბედნიერმა სესილიმ.
- სესო, არ გინდა ჩემ ბინაში გადახვიდე? ქირაში ფული აღარ დაგეხარჯება.
- ვიცი რომ ჩემთვის კარგი გინდა, მაგრამ არ შემიძლია. იოს სახლშიც ხომ ვიყავი და გადავედი? - დანაღვლიანდა სესილი.
- ეგ იოსი იყო და იმიტომ. ეს ჩვენი ბინაა. - გაეღიმა თედოს და გაოცებულ შეყვარებულს ახედა. - ხო, ნუ გიკვირს. ეგ ბინა იმისთვის მაქვს რომ ცოლთან ერთად გადავიდე.
- მე შენი ცოლი არ ვარ. - გაეცინა სესილის.
- ნუ ჯერ. ხომ იცი ეგ დროის საკითხია. - სიცილში აჰყვა თედო. - ამიტომ გადადი იქ. მერე ნელ-ნელა მისი მოწყობა დავიწყოთ და როცა დავქორწინდებით ერთად ვიცხოვროთ.
- არ მინდა რომ მხრებზე დაგაწვე. - უცებ დასევდიანდა სესილი.
- ჩემი სულელი გოგო. - გაეცინა თედოს. უცებ წამოდგა, სესილის მოწყვეტით აკოცა და უთხრა. - ეგეთი სისულელე აღარ გაიმეორო. გადაწყდა, ეს ამბები რომ ჩაივლის გადადიხარ ჩემ ბინაში. იოსთანაც ახლოს იქნები და სამსახურთანაც.
- კარგი, მაინც არ მომეშვები. - გაეღიმა და მხარზე თავი დაადო. თედომ შუბლზე აკოცა, მიწას ოდნავ დაჰკრა ფეხი და საქანელა გააქანა.
სანამ ჯერ კიდევ სიმშვიდე სუფევდა ხერგიანებთან, დამიანე და ემილი აივანზე ისხდნენ და ცდილობდნენ მოსალოდნელი ქარიშხალი ცოტახნით დაევიწყებინათ.
-გამოცდები როდის გეწყება ჩემო პატარა? - თბილად ჰკითხა დამიანემ.
- ორშაბათს მაქ პირველი, სამოქალაქოში. - ნერვიულად უპასუხა ემილიმ.
- ბევრი გაქ სასწავლი?
- ყველაფერი ნასწავლი მაქ და დაკონსპექტებული, ხვალ გადავიმეორებ და ეგ იქნება. - თითქოს თავდაჯერებულმა უპასუხა.
- პირველი გამოცდაა და იმიტომ ნერვიულობ ასე, თორემ შეეჩვევი. გეშინია რომელიმე საგნის?
- სამართალმცოდნეობის. ეგეც ნასწავლი მაქვს, მაგრამ ცოტა რთული საგანია.
- არაუშავრა, ყველაფერი გამოგივა. დაისვი შენი ბიძაშვილი და დაგეხმარება რაშიც დაგჭირდება.
- აუ ხო, ისე მიხარია სანდრომაც რომ იურიდიული დაამთავრა.
- ეს ორი კვირა ვერ გნახავ? - დასევდიანდა დამიანე.
- გამოვძებნი დროს, თორემ უშენოდ ვერ გავძლებ. - საყვარლად ჩაილაპარაკა და შეყვარებულს მიეხუტა.
- ჩემი პატარა. ძალიან მიყვარხარ.
- მეც. - გაეღიმა ემილის და კისერში აკოცა.
იდილია მანქანის ხმამ დაურღვია წყვილს.
-მოვიდნენ. - თქვა ანერვიულებულმა ემილიმ.
- დამშვიდდი, ყველაფერი კარგად იქნებ. - გაუღიმა ბიჭმა და მისაღებში დაბრუნდნენ.
- მზად ხარ? - ჰკითხა მაქსიმემ მარის.
- არა. - გულახდილად უპასუხა შეყვარებულს და მის თითებში თავისი თითები ახლართა.
- წავალ გავაღებ. - მეგობარს გაუღიმა სალომემ და კარის გასაღებად გაემართა.
კარის გაღება და გაავებული ვანოს და სოფოს შემოვარდნა ერთი იყო. ხმაც არ ამოუღიათ პირდაირ მისაღებისკენ გაემართნენ.
-შენი მოწყობილია ეს ყველაფერი. - მრისხანედ გახედა ვანომ გაბრიელს. - მარი, ჩაიცვი და სახლში წამოდი, დროზე. - დაიყვირა მწყობილებიდან გამოსულმა ვანომ. მარიმ შიშისგან მაქსიმეს უფრო მოუჭირა ხელი და მას ამოეფარა.
- თავი შენ სახლში ნუ გგონია. ხმას დაუწიე და მარის წესიერად ელაპარაკე. - ასპარეზზე არანაკლებ გაღიზიანებული თემური გამოვიდა.
- თემური ზაქარიაძე. - ირონიულად ჩაილაპარაკა ვანომ. - ამდენი წლის მერეც კი არ შეცვლილხარ თემურ.
- არც შენ შეცვლილხარ ვანო. რა გულქვაც იყავი, ის ხარ ახლაც.
- მარი, ჩაიცვი და წავედითთქო გითხარი უკვე ერთხელ. - კვლავ აუწია ხმას ვანომ.
- მარი აქ რჩება. თუ რამის თქმა გინდათ აქ და ახლა უნდა თქვათ. - შეეპასუხა მაქსიმე.
- საკუთარი შვილის ნახვის საშვალებას არ გვაძლევთ? - გაეცინა სოფოს.
- მე თქვენი შვილი ვარ? - ირონიულად იკითხა მარიმ. - მოდი გაგახსენებთ, მე ის შვილი ვარ, რომელიც არ გინდოდათ და მარტო იმიტომ დავიბადე რომ უჩამ იბრძოლა ჩემი სიცოცხლისთვის. მე ის შვილი ვარ, რომელსაც რვა წლამდე ძმა ზრდიდა, რვა წლის მერე კი ძმის ნათლია და არაბიოლოგიური ძმა. მე ის შვილი ვარ, რომელზეც არც დრო და არც ფული არ დაგიხარჯავთ. - ხმას უფრო და უფრო უწევდა მარი. - გავაგრძელო?
- ენა ჩაიგდე უმადურო. - ზიზღით შეხედა ვანომ.
- თუ რამის თქმა გინდა შეგიძლია აქ მითხრა ძვირფასო მამა. - ირონიული ღიმილით უთხრა მარიმ.
- კარგი, როგორც იტყვი. - დანებდა ვანო. - ეს საბუთებია, ხელი უნდა მოაწერო. - მოჩვენებითი სიმშვიდით დაუგდო მაგიდაზე.
სანდრომ საბუთები აიღო და კითხვა დაიწყო.
-ნასყიდობის ხელშეკრულებაა. უჩას კომპანიას ყიდიან. - მალევე გააცნო სანდრომ ხელშეკრულების შინაარსი.
- სანდრო, მომაწოდე ეგ საბუთები. - მშვიდად ჩაილაპარაკა მარიმ. საბუთებს ერთი დახედა, სევდიანად გაიცინა და მშობლებს შეხედა. - აი ესაა თქვენი სიყვარული. - ირონიულად ჩაილაპარაკა და საბუთები გადახია. - *რაკში გაიკეთეთ ეს საბუთები. არ გავყიდი კომპანიას.
- რას აკეთებ გოგო? - დაიყვირა ვანომ და დასარტყმელად გაიწია, თუმცა თემოდ დაუკავა ხელი და უკან გააგდო.
- რა უმადური ხარ, შიმშილისთვის იმეტებ მშობლებს? - კვლავ სოფო ალაპარაკდა.
- მე არც დედა მყავს და არც მამა. თქვენ კი, თავს მშობლებს რომ უწოდებთ, რაც გინდათ ის ქენით. მე არ დაგეხმარებით. - ამაყად ჩაილაპარაკა და ჯიბიდან პატარა ფურცელი ამოიღო. - ეს ის ფულია თქვენ რომ დამიტოვეთ ცხოვრების ახლიდან დასაწყებად. გიბრუნებთ, შეგიძლიათ თქვენ დაიწყოთ მაგ ფულით ცხოვრება თავიდან. - ირონიული ღიმილით მიუგდო ფურცელი.
- აიღეთ ეგ ფული და გაქრით მარის ცხოვრებიდან. - მკაცრად ჩაილაპარაკა თემურიმ. - გირჩევთ აღარ გამოჩნდეთ მის ცხოვრებაში, თორემ ვანო, ციხე არ აგცდება გაყალბებული საბუთებისთვის და ფულის გათეთრებისთვის. - ამის გაგონებაზე ვანომ ფერი დაკარგა და შეშინებულმა დატოვა სახლი ცოლთან ერთად. - დამთავრდა ყველაფერი. - მშვიდად ჩაილაპარაკა თემურმა და შეშინებული მარი მიიხუტა. - დამშვიდდი, ისინი აღარ გაგეკარებიან, დამიჯერე. - უთხრა და თბილად გაუღიმა.
- მამა, რა საბუთების გაყალბება და ფულის გათეთრება? - გაუკვირდა სანდროს.
- მე და ვანომ თითქმის ერთად დავიწყეთ ბიზნესი. რადგან ორივე დამწყები ბიზნესმენები ვიყავით გაერთიანება ვიფიქრეთ და ხელშეკულება უნდა დაგვედო. მაგრამ, ცხონებული ჩემი ძმა, საუკეთესო იყო მის საქმეში. საბუთები დაწვრილებით შეისწავლა შეცდომები აღმოაჩინა. მაგისთვის რომ ხელი მოგვეწერა ჩვენ ვზარალდებოდით, ვანო კი სარგებელს იღებდა.
- ხელშეკრულება გააყალბა? - გაუკვირდა მარის.
- კი. მაგრამ ჩვენთან არ გამოუვიდა ეგ საქმე. მერე დავიწყეთ გარკვევა მის ბიზნესზე და სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინეთ რომ გერმანიაში ფულს ათეთრებდა.
- რატომ არაფერი თქვით? - გაუკვირდა სესილის.
- ვაპირებდით, მაგრამ მერე ავარია მოხდა და მე ძალა აღარ ქონდა მარტოს გამეგრძელებინა ეგ საქმე. - დანანებით ჩაილაპარაკა თემურმა.
- მამა მართლა ასეთი კარგი იურისტი იყო? - ბედნიერი ღიმილით იკითხა ემილიმ.
- საუკეთესო იყო. - ამაყად უპასუხა თემურმა. - მიხარია მის გზას რომ გაყევი.
- მეც მიხარია.
- მოდით ეს ამბავი აღვნიშნოთ. - იდეა წამოჭრა გაბრიელმა.
საღამოს მართლაც შეიკრიბნენ რესტორანში. ყველამ ერთად მოიყარა თავი და ბედნიერებით ტკბებოდნენ.
-მიჭირს იმის დაჯერება რომ ყველაფერი დამთავრდა. - გაეცინა თაკო. - ყველა უბედურება უკან მოვიტოვეთ და ახლა მხოლოდ ბედნიერებით შეგვიძლია დავტკბეთ.
და მართლაც, ყველა უბედურება უკან მოიტოვეს. ყველა გასაჭირი გადალახეს.
ჯერ კიდევ თხუთმეტ სექტემბერს ყველაფერი სხვანაირად იყო. მას მერე დაახლებით ორი თვე გავიდა და ყველაფერი შეიცვალა. ამ ცვლილების საწყისი წერტილი კი გაბრიელ ზაქარიაძეა.
სამეგობრო წრეში უკვე მხოლოდ სიხარული სუფევდა. მათი მეგობრობა ყველაზე ძლიერი იარაღი იყო რაც კი გააჩნდათ. წლების მერეც კი, ისევ ერთად იკრიბებოდნენ და ისევ ერთად აღნიშნავდნენ მნიშვნელოვან ამბებს.
„მეგობრობა ყველაზე რთულად ასახსნელი რამეა მსოფლიოში, ეს რაღაც სკოლაში არ ისწავლება. მაგრამ თუ მეგობრობის მნიშვნელობას არ გაიგებ, შენ მართლაც არაფერი გისწავლია.“ (მუჰამედ ალი)
ამ ამბებიდან დიდი დრო არ იყო გასული პატარა ლაზარე და ერეკლე რომ მოინათლნენ. სესილი თედოს ბინაში გადავიდა. მარის მშობლები მას მერე აღარ გამოჩენილან. მოკლეთ ყველაფერი მწყობრში ჩადგა.
წლების შემდეგ კი, როდესაც ისევ ერთად იკრიბებოდნენ, წარსულს ღიმილით იხსენებდნენ.

დასასრული




__________________________________________
თავებად დადებულს დიდი გამოხმაურება არ ჰქონდა, რასაც ველოდი კიდეც :( იმედი მაქ სრულად დადებულს უფრო მეტი მკითხველი ეყოლება <3




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent