დიდი შერიგება - ირაკლი
დიდი შერიგება - ირაკლი.. ჭკუიდან გადასვლას ნახევარი სანტიმეტრით ავცდი. ხელების კანკალი ერთი შეხებით ჩამიცხრა, თუმცა შინაგან ფორიაქს ვერ ჩასწვდა მისი ფითქინა, ცივი თითები. მშვიდად, ნელა გამოვაძვრინე მტევნები და ფეხზე წამოვდექი. არ მინდოდა აყალმაყალი, არც მორიგი კონფლიქტი მასთან, ამიტომ უსიტყვოდ გავიხურე ბინის კარი. ლიფტში შესვლისას ვიგრძენი ვაკუუმი გარშემო და გავაცნობიერე მშობლის როლი შვილის ცხოვრებაში. დამპალი სუნი დატრიალდა. უკმაყოფილების, მწუხარებისა და ვერ შემდგარი ოჯახის მლაშე გემო ვიგრძენი პირში. თავი ძლივს შევიკავე, რომ ყველაფერი არ ამომეყარა ორგანიზმიდან. არ მინდოდა ასე გამოსულიყო.. არც მიცდია მოგვარება, მაგრამ მაინც.. ორი ადამიანის ჩხუბში ყოველთვის უფროსია ხოლმე დამნაშავე, მამა შვილის ომში კი, არც ერთი. მე ასე მესმოდა. ასეთი იყო ჩემი აზროვნებით წარმოსახული ოჯახი, რომელიც არასოდეს მიგვრძნია სისხლით ნათესავისგან. ყოველთვის ვიღაც სხვისგან მოდიოდა მხარდაჭერა და არა იმისგან, ვინც ნამდვილად საჭირო იყო, ვინც ვალდებული იყო ეს გაეკეთებინა ჩემთვის. ძარღვებგამობერილი მოლურჯო ხელები საჭეს შემოვულაგე. მსუბუქად მივურახუნე შუბლი რამდენჯერმე, რომ შინაგანი ნერვიულობა აღმომეფხვრა, თუმცა უფრო მეტად გავაღიზიანე ჩემში ყველაფერი. როგორც არასდროს ისე მომინდა მანქანაში არსებული სიცარიელე ამევსო სასურველი ადამიანებით, მათი სუნთქვისთვის დამეგდო ყური, ან ხმა გამეგონა.. მომინდა კიდევ ერთხელ შემხებოდა წეღანდელი თეთრი თითები და მეც საპასუხოდ, გულგრილად კი არა, არა მადლიერებით მოვქცეოდი. ხუჭუჭა მთები მხრებში მოიბუზა, ჩამოიცალა და ნაწილ-ნაწილ დაიფანტა ჩემი სიცოდაობის შემყურე. სუნთქვის გართულების გამო გადმოვათრიე აყროლებული სხეული და ხის გრძელ სკამზე იძულებით დავსვი. ლეშად ქცეული ტანის ნაწილები შევაგროვე და კულულა თმა უკან გადმოვიყარე. ერთადერთი რამ, რაც არ შემიცვლია ჩემში. თმა.. რომელიც ასე ძალიან უყვარდა ანას..ქეთის..დათოც კი აღნიშნავდა მის სიმშვენიერეს და ვფიცავ, ყველას გადავუვლიდი, მაგრამ დათოს - ვერ. ვცადე, მაგრამ ვერ გავაკეთე. ისედაც ბევრი დავკარგე მასთან, ისედაც ვეცილებოდი დედას, რომელიც მინდოდა, რომ საერთო ყოფილიყო, ამიტომ შევეშვი.. თავი დავანებე სიკვდილის ფერ კულულებს და ადგილზე დავტოვე, უცვლელი. პულსაცია აჩქარებული მქონდა. მხოლოდ ამით ვგრძნობდი, რომ ვცოცხლობდი, სხვა დანარჩენი თანდათან კვდებოდა..სულს ღაფავდა და მეც მექაჩებოდა თავისკენ. -საშინელი სუნი გდის. - გვერდით მომიჯდა ხმის პატრონი. ჩამეცინა.. ირონიით, სარკაზმით, სევდითა და ბევრი ემოციით სავსვემ გადავხედე სილუეტს. -ვიცი, - ძლივს ამოვუშვი სიტყვები ხორხიდან. გამოწვდილი სიგარეტი პირში ჩავიდე და ტყავის ქურთუკში სანთებელას დავუწყე ძებნა. ისიც აღარ იყო ჩემთან.. -აიღე,- გამომიწოდა გაშლილ ხელისგულზე მოთავსებული ნივთი. ცოტა ხანი არც ერთს არაფერი გვითქვამს. -თვითგვემა გრძელდება? - ჩუმად წამოიწყო საუბარი. იშვიათი ჯიშის ადმიანი იყო, ამიტომ საუბარიც იშვიათად იცოდა ჩემთან ისეთ თემებზე, როგორიც ჩემი მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა, ან პრობლემები იყო. თუ რამე მნიშვნელოვანს, აუცილებელს დაინახავდა დათოზე ადრე მოვიდოდა და პირდაპირ მეტყოდა სათქმელს. იმდენს, რამდენის უფლებაც ჰქონდა.. -როგორც ხედავ. -მამაშენია. - მეგონა, რომ წერტილი დაუსვა ყველაფერს. გადაჭრით.. -მამაჩემია. - დავეთანხმე მეც. -მერე?-თვალი თვალში გამიყარა. შავ თვალებს ღია ფერის გარსი დაჰკროდა. ქეთიმ თქვა ადრე, ასე მაშინ ემართება, როცა.. დამავიწყდა რა თქვა ქეთიმ. -არაფერი, დემნა. მერე - არაფერი. -არ მინდა ანამ მთელი ცხოვრება თქვენს ჩხუბს უსმინოს. - წამით გავიფიქრე, რომ მხოლოდ ეს ადარდებდა. -არ ვაპირებ ამას ვაყურებინო. -მოუწევს ხოლმე, ეს ხომ ვიცით?!-მეორე ღერს გაუკიდა უკვე.-არც ის მინდა, რომ შენი დამშვიდება უწევდეს სულ და თქვენი შეხვედრისას მუდმივად ინერვიულოს. მას ისედაც ყელამდეა აქვს სადარდებელი, ირაკლი. -ის ისედაც ცუდადაა, დემნა.-დავუმატე მეც.-ვიცი, რომ არამდგრადი ფსიქიკა აქვს. მისი ტრავმები ჩემი იარებია, ეს შენ იცი.. იცი, რასაც ნიშნავს ჩემთვის და ისიც, რად მიჯდება მის ცრემლიან თვალებს რომ ვუყურებ და ვითმენ. -მოკვდება..-ხმა ჩაუწყდა ისე გაუჭირდა ამის თქმა.-მოკვდება თუ რამე მოგივა.-არაფერი მემუქრებოდა. მისი სიტყვები უბრალო ფარი იყო, რომ ჩემზე ნერვიულობა დაეფარა და ამისთვის მთელი შემოვლა გააკეთა. -ს არ ვაპირებ,-გავიღიმე.-და არც ვინმე დამსდევს მოსაკლავად. თუ შენ..არ ვიცი. -არავინ! - გამაწყვეტინა.-ჩემი მტრები მოვლენ ჩემთან და არა შენთან. -რატომ? შენთვის მნიშვნელოვანი არ ვარ?-გადავხედე გადაწოლილმა, მას გაეღიმა. ჰო, ეს ღიმილი მეცნობა..ქეთის სიტყვები ამოტივტივდა და მეც გამეღიმა, მიუხედავად იმისა, რომ საჭირო არ ყოფილა პირი გამხეოდა უაზროდ. -რას აპირებ.. -ცხოვრებას. -ირაკლი, რას აპირებ? -მოთმენას არა. არ მოვუთმენ და არც არასდროს მომითმენია მისთვის. ნორმალური მამობა რომ გაეწია, ახლა აქ არ ვიჯდებოდი... -ის რომ ნორმალური იყოს, მაგრად გცემდა.-უცნაურად ჩაიცინა.-არ უნდა გამოეშვი. ანას თვალწინ უნდა ერტყა შენთვის მუშტები, რომ მეორედ აღარ გაგემეორებინა ის რაც თქვი. იმსახურებდა.. გეუბნები, რომ ღირსი იყო, მაგრამ ანას თვალწინ - არა. ანას თვალწინ შენ ერთი ზედმეტი სიტყვაც კი არ უნდა თქვა, ირაკლი. ერთი არასწორი წინადადებაც. -გამიჭირდა თავის შეკავება. - სიმართლე პირწმინდად ვაღიარე. -მეც გამიჭირდა, როცა მამა ვნახე..-პირველად ახსენა მამამისი ჩემთან კი არა, საერთოდ კაცობრიობასთან.-გამიჭირდა, რომ არ წამომეყვედრებინა არასწორი ბიძგი ჩემი ცხოვრების. მისი არასწორი დარიგება..მისი იძულება, რომ მე ცხოვრება უნდა გამეგრძელებინა სუფთა ხელებით.. -შენს ადგილას მეც მოვკლავდი, ხო?-გულახდილად გავხედე.-მოვკლავდი კი არა, წვალებ-წვალებით დავანაწევრებდი მათ სხეულებს, დემნა. რას ამბობ საერთოდ.. რას ნანობ.. -არ ვნანობ..მათ არა. მამაჩემს ვნანობ.-ჩუმად დააყოლა სიტყვა „მამა.“-თუ ჩემი შვილი ოდესმე ვინმეს მოკლავს, ან ვინმე შემოაკვდება, მე მას არ ვეტყვი, რომ არაფერი მომხდარა. არც იმას ვუამბობ, როგორ გავაკეთე წლების წინ იგივე. ვაიძულებ, ამ ტვირთით იაროს.. ვაიძულებ ხელებზე დახედვისას ისინი თეთრი კი არა, წითელი მოეჩვენოს.. ვაიძულებ, რომ ღმერთს პატიება სთხოვოს ძილის წინ. -უბრალოდ ისე გაზარდე, რომ არ მოუწიოს ვინმეს მოკვლა. - ფრთხილად გავხედე. მაინტერესებდა მისი რეაქცია. გაეღიმა.. -თუ აქ დაიბადება, გამიჭირდება ავარიდო. -ქეთი აქაურ საავამდყოფოში არ გააჩენს, ეს იცი.. -უნდა დავესწრო, ამიტომ მოუწევს. - ისევ გაეღიმა მას. ქეთის ხსენებისას ყოველთვის სულელივით იღიმოდა. ერთადერთი რამ იყო, რაც მის დამპალ ცხოვრებას აფერადებდა. -ვერ დააძალებ. მასთან უსუსური ხარ, დემნა. -შენი დამსახურებით, - ნიშნისმოგებით გადმომხედა. აშკარად მართალი იყო. წუთიერი დუმილის შემდეგ, როცა ამოვიხვნეშე და თვალებსაც მალიმალ ვახამხემებდი ამდენი უძილობის გამო, დემნა ფეხზე წამოდგა. არ მინდოდა უაზროდ დამთავრებული საუბარი.. არ მინდოდა ეფიქრა, რომ ანას ვერ ვუფრთხილდებოდი. ადგილი არ მომიცვლია. თვითონაც წინ დამიდგა დამჯდარს და მითხრა: -თბილისში წაიყვანე.. - ვიფიქრე, რომ მისი ცხოვრება დამთავრდა ისეთი სიმძიმით გაიჟღერა წინადადებამ. -რა? - არ დავაყოვნე პასუხი. -წადით. წაიყვანე.. შენც დაისვენებ და ანაც უკეთ გახდება მშობლებთან. -როგორ.. -მოვაგვარებ, რომ მაქსიმალურად კონფიდენციალური გახდეს მისი ჩასვლა. არავინ შეგაწუხებთ, არც პოლიცია და არც დანარჩენები. უბრალოდ წაიყვანე! -კარგი. მაგრამ უკან დაბრუნება უფრო მეტად გაანადგურებს ვიდრე აქ ყოფნა. -ეს შენი საქმეა, ირაკლი. შენი ვალია და არა ჩემი..უკვე აღარ. შენ იცი რაც მაკავშირებს ანასთან. რაზე ვარ წამსვლელი მის გამო მთელმა სამყარომ იცის, ამიტომ.. ჩემი ხელით გაბარებ, უკვე მერამდენედ. არასდროს გაგიცრუებია იმედები, და გთხოვ,-ცოტა ხანი შეისვენა.-ახლაც..შენებურად. -კარგი. -ჰო, კარგი. - ისევ დაჯდა გვერდით. ცარიელი სიგარეტის კოლოფი ნაგავში ჩააგდო და შემომხედა. რამდენიმე წამი იფიქრა რა უნდა ეთქვა, შემდეგ კი..-დიდი ხნით არ წახვიდეთ. არ დარჩეთ.. „არ დარჩეთ“, საკუთარი თავი ჩამიდო ხელისგულზე იმ დღეს. -ქეთი ჩამოვიდა? - მოვიკითხე. -გელოდება.. -ასე ვერ დავენახვები, გამოვიცვლი და მივაკითხავ. ისე..ფეხმძიმედაა? -საიდან მოიტანე? - თვალები შუბლზე აუვიდა დემნას. -დრო არ არის? - გამეცინა. -ძალიან გინდა?-უკვე გულახდილად გაეცინა, მეც შვება ვიგრძენი ყველგან. -რატომაც არა.. გაგვართობს. ანაც შეემზადება.. - ეს სპეციალურად წარმოვთქვი. სენსიტიურად ეკიდებოდა ანას საკითხს, არ უყვარდა, როცა ჩვენს ურთიერთობას მასთან განვიხილავდით. -არაფერს დააძალებ..როცა მოუნდება, მაშინ დააპირეთ. -მე რატომ მჩაგრავ? ახლავე მინდა შვილი. -ირაკლი! - გავიცინე და შემდეგ თვითონაც, წამიერ გულუბრყვილობაზე. -იმედია არც ერთი ვიქნებით ისეთი საშინელი მამები, როგორიც გვყავს.-გასაჭირი გავუზიარე. -ჩვენ რომ გვყავს, სწორედ მაგიტომ არ უნდა ვიყოთ. წარმომიდგენია, რა იქნება თქვენი შვილი.. რუსულ-ქართულ-აფხაზური ნაზავი. -რუსული არაფერი მაქვს, - გავაპროტესტე.-რა გინდა.. სამი ენა ეცოდინება დაბადებისთანავე. -აფხაზური თვითონ ძლივს იცი, მას რას ასწავლი?! -დათო აფხაზურს კი არა, ფრანგულსაც ასწავლის, ტვინს გაუბურღავს.. -მაგდენი ხანი თავისი ეყოლება.. -აუ, ახლა ისე ძალიან მომინდა შვილი...-წავუსენსიტიურე. დემნამ გადაიხარხარა.-ბევრი ვიქნებით. -ჰო, ძალიან.-მშვიდად დამეთანხმა. -ბევრის გადატანაც მოუწევთ..გაგვიჭირდება ყველაფრის ახსნა.. -კითხვებიც ექნებათ... -და იძულებულები ვიქნებით ვუპასუხოთ. სიმართლე.. -სხვანაირად არ გამოვა. -გეშინია? - გულწრფელად მაინტერესებდა მისი პასუხი. მეგონა, რომ არასდროს მომიწევდა მისთვის ამ კითხვის დასმა. შიში და დემნა ყოველთვის სხვადასხვა მხარეს იდგნენ. -რომ შევძულდე? ალბათ კი. -რატომ შეძულდები? დარწმუნებული ვარ, შესანიშნავი იქნები. -როცა გაიგებს მიზეზს, თუ რატომ ვარ აქ. შენი აზრით, რას მეტყვის?! - თეთრი გარსი მოსცილდა და ისიც გაუშავდა. -ვისი პასუხი გაინტერესებს, გოგოსი თუ ბიჭის? - გამეღიმა.-გოგოს შერცხვება..არ მინდა ამის თქმა, მაგრამ პირველად ასე იქნება. -მეც მასე ვფიქრობ.-დაამატა რბილად. -მაგრამ მაინც ეყვარები, ისეთი როგორიც ხარ. და ბიჭი, რომელიც შენი აღზრდილი იქნება, გეტყვის, რომ სწორი იყავი, მიუხედავად იმისა, რომ ეცოდინება როგორი არასწორი ხარ. -ასე იქნება, - გაეცინა. ძალიან დაეტყო, რომ ათიანში მოვარტყი. -ჩემებიც ამას გეტყვიან,-ისევ დავუბრუნდი ჩემს შთამომავლობას. უკვე ზედმეტ ზღაპარში გადაგვეზარდა, მაგრამ არც ერთს გვადარდებდა და მე საერთოდ უკანასკნელ თემებზეც ვისაუბრებდი იმ დღეს, ისე არ მინდოდა სახლში დაბრუნება.-გოგოებს უყვართ ბიძები, განსაკუთრებით კი შენნაირები. -ანუ, გოგო? - ფეხები ერთმანეთს გადასდო. - რას დაარქმევ? -ესმას.. -აფხაზურია.. -ჩემსავით. -წინასწარ მოემზადე ანასთან ჩხუბით. - დამარიგა. -ასეთ უაზრობებზე სკოლის პერიოდის მერე არ მისაუბრია..-ამოვიოხრე.-შენ ვინ გითხრა, მე სად ვიყავი? -გამოგყევი, როცა სადარბაზოდან გამოხვედი. -რატომ.. -და შენ რატომ მომაკითხე სახლში, როცა ქეთი ენგურზე გადავიყვანე?! - ორივემ ერთმანეთს შევხედეთ. გაგვეღიმა. -ჰო... დუმილის მომაბეზრებელი გახდა. ხმის ამოღებას ვაპირებდი, მაგრამ დამასწრო და არ შემოუხედავს ისე, ჰორიზონტზე მიშტერებულმა ერთადერთი რაღაც მითხრა: -ხარ. -ჰა?! -წეღან მკითხე, შენთვის მნიშვნელოვანი არ ვარო..და ხარ. ხართ. . გაგრძელება არ არის! არც გაგრძელდება! საერთოდ არაფერი.. უბრალოდ დაიწერა. აიკრიფა. ირაკლის გამო..მხოლოდ მის გამო დაიწერა. ამ პატარა რაღაცით არ ვიცი რამდენი ვთქვი, მაგრამ ერთი ის, რომ მათი ცხოვრება იდეალურად არ გაგრძელებულა. ისედაც არ აკლდათ პრობლემები ცალ-ცალკე ცხოვრებისას, ახლა ერთად- მით უფრო, გაუჭირდებოდათ. თუმცა, ასე ხდება, ცხოვრებაა და ისწავლიან, მიეჩვევიან, გადალახავენ და ამ ყველაფერში ერთმანეთი დაეხმარებათ. ერთ-ერთმა მკითხველმა მითხრა, რომ ირაკლი მისტიურიაო, არა?! ჰოდა, კი. ეგრეა. ჩემთვის ესეა და მის გარეშე ეს ისტორია არ იქნებოდა „შერიგება“, და არც მის გარეშე მოხდებოდა ეს უკანასკნელი. მალე მოვალ ახალი ისტორით, ახალი თავგადასავლით. მანამდე კი ეს..მინდა, რომ აქ იყოს. მინდა, რომ ირაკლი ცალკე იყოს.. მადლობა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.






ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.