შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ალექსანდრე ქალდანი (5 თავი)


21-07-2020, 23:28
ავტორი nina_m
ნანახია 2 237

5 თავი
მიუხედავად იმისა, რომ მგზავრობით ცოტა დაღლილები ვიყავით, დრო მაინც სასიამოვნოთ გავატარეთ. დაახლოებით ნახევარი საათით ტბაში გავედით წყლის ველოსიპედებით, მე და მია ერთად დავსხედით მათეს და ალექსანდრეს წინააღმდეგ და შეჯიბრიც მოვაწყეთ, მაგრამ მალევე დავიღალეთ და ფეხების ტკივილმა გაჩერება და დანებება გვაიძულა. პირველად ამდენი ხნის მანძილზე ოდნავ მოდუნებული და სხვანაირი ქალდანი დავინახე. ცოტა ხანს მზის ჩასვლისას მეწამულის ფერი ცის ყურებით ვტკბებოდით, საოცრება იყო, რამდენჯერმე გვერდი გავიხედე და ჩემი და ალექსანდრეს მზერა ერთმანეთს შეეჩეხა, თუმცა ეს მხოლოდ წამიერი იყო. ზოგადად ძალიან მიყვარს ცის ყურება ღამეც და დღეს მაგრამ მზის ჩასვლა საუკეთესო რამაა და საუკეთესო იყო დღესაც.
ტბიდან რომ ამოვედით უკვე საკმაოდ მოშიებულები ვიყავით, ამიტომ სავახშმოდ გავედით რესტორანში და წითელი ღვინოც დავაგემოვნეთ. ღვინომ და მისმა გრადუსმა თავისი ქნა და მოდუნების საშუალებაც მოგვცა. უჩვეულოა მაგრამ თავს ძალიან მშვიდად და კომფორტულად ვგრძნობდი ალექსანდრეს გვერდითაც კი. ჩვენი არასასიამოვნო მომენტები აღარც კი მახსოვდა, დიდად კარგი მოსაუბრე არ იყო, რამდენჯერმე ამოიღო ხმა ისიც, როცა სამსახურზე წამოვიწყეთ საუბარი და ერთხელ ღვინოზეც გააკეთა კომენტარი, როგორც ჩანს ამ საქმეშიც კარგად ერკვევა. საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ ორი ბოთლი საფერავი გამოვცალეთ თან ისე, ვერც კი მივხვდით.
- ხომ არ გავისეირნოთ? - თქვა მათემ, როცა რესტორნიდან გავდიოდით
- მე თანახმა ვარ - დაეთანხმა მია და ახლა ორივემ ჩვენ გადმოგვხედა
- მე დაღლილი ვარ და დავისვენებ თუ არ გეწყინებათ - მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაღლილი არ ვიყავი მაინც დასვენებას ვამჯობინებდი ხვალინდელი შეხვედრისთვის, თან ღვინისგან სასიამოვნოდ გაბრუებულს მალე ჩამეძინებოდა.
- მეც წავალ და წავიმუშავებ ცოტას - უარი თქვა ალექსანდრემაც
- კარგი მაშინ ჩვენ წავალთ და დილით შეგხვდებით - თქვა მათემ და მიასთან ერთად წავიდა ტბის მეორე მხარეს. ყოველთვის ვამჩნევდი, რომ ამ ორს შორის ძლიერი ქიმია იყო, იმედია მალე დააყენებენ საშველს და გამოუტყდებიან ერთმანეთს გრძნობებში თორემ ამათი ფარული ტრფობით უკვე მე დავიღალე.
მე და ალექსანდრეს ერთი გზა გვქონდა გასავლელი, ამიტომ ჩვენს შორის უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. სიმართლე გითხრათ საკუთარი თავი ზოგჯერ ძალიან უცნაური მგონია ხოლმე, თავადაც არ ვიცი რას უნდა მოველოდე ჩემი თავისგან ისე უეცრად ვიღებ გადაწყვეტილებებს, ზოგჯერ ძალიან ფეთქებადი, ზოგჯერ მშვიდი და ზოგჯერ საშინლად ჯიუტიც ვარ. მოკლედ საკუთარი თავის თავად ვერ გამიგია ვერაფერი, ამას ვიაზრებ მაგრამ ხშირად არ ვაღიარებ, აი ალექსანდრე კი ნამდვილად ჩემზე უცნაურია. ვერ გავიგე როგორი ადამიანია, რაღაც მოსაბეზრებელი წესებზე და წესრიგზე ჩაციკლული რომაა ეგ კი გავიგე, მაგრამ სინამდვილეში მგონი ძალიან იდუმალი და უცნაური უნდა იყოს.
- შენი შეხვედრა რესტორანში იქნება 11 საათზე, ჩვენ საკონფერენციოში შევიკრიბებით 10-დან - ფიქრებიდან ალექსანდრეს ხმამ გამომიყვანა, რომელიც დინჯი ნაბიჯით მომყვებოდა გვერდით და ტბაში მოციმციმე სინათლის წერტილებს უყურებდა.
- გასაგებია და ვის ვხვდები? როგორ ვიცნო - ავხედე მაღალ სხეულს მაგრამ ჩემთვის არც კი შემოუხედავს
- გამოგიგზავნი ინფორმაციას ფოტოებით, ბატონი ლევანი საკმაოდ ფრთხილი ადამიანია, მაგრამ ძალიან თბილი და სასიამოვნოც, ამიტომ ვფიქრობ არ უნდა გაგიჭირდეს მასთან მოლაპარაკება, რამე პრობლემა თუ შეგექმნა მომწერე
- თუ მართლა ასეთი ადამიანია არ მგონია პრობლემა იყოს, მაგრამ შეგატყობინებ თუ რამე მოხდა.
- მშვენიერი - ისვე ტბას გაყურებდა
- ყოველთვის ასეთი ხარ? - მცირე პაუზის შემდეგ ვეღარ მოვითმინე და მაინც დავარღვიე სიჩუმე
- ანუ? - აშკარად არ მოელოდა ჩემს ამ კითხვას და ადგილზე გაჩერდა
- საქმის გარდა სხვა თემებზე არ საუბრობ?
- მაგალითად რაზე გინდა რომ ვისაუბრო?
- აქ ჩემი სურვილი არ არის მთავარი, უბრალოდ არასდროს საუბრობ სხვა საკითხებზე, როგორც ჩვენ
- მაინც რაზე ვისაუბრო?
- რა ვიცი ამინდი, ხასიათი, განწყობა, მეგობრები, გართობა, მუსიკა, წიგნები და კიდევ რამდენი საკითხია რაზე საუბარიც შეგიძლია
- და გინდა ამ თემებზე შენ გესაუბრო? - ტუჩის კუთხეში ჩაიღიმა და ზემოდან გამომხედა
- არა, არ ვიცი უბრალოდ მგონია რომ ძალიან დაძაბული ხარ - აქ ცოტა დავიბენი
- ჩვენ ხომ მეგობრები არ ვართ სხვა თემაზე რომ გესაუბრო. ჩემთვის მთავარი საფიქრალი სამსახურია და არც სხვა თემებზე საუბრით ვარ მოხიბლული - თქვა და გზა ისევ დინჯი ნაბიჯებით განაგრძო, მე კი უკან მივყევი, გამოანათა ჩვეული უხეშობით.
- სამსახურზე მნიშვნელოვანი რაღაცებიც არსებობს - ცოტა უხეშობა შეიმჩნეოდა ჩემს ხმაში
- მაგალითად რა? - ისე მიპასუხა ნაბიჯი არ შეუნელებია
- რა ვიცი, მეგობრები და ოჯახი მაგალითად - მხრები ავიჩეჩე
- ჩემი მეგობრები სამსახურში არიან ისედაც, როცა საჭიროა სხვა საკითხებზეც ვსაუბრობ მაგრამ მხოლოდ მათთან
- და ოჯახი?
- მოვედით, - თვალით მიმანიშნა - ძილინებისა, ხვალ კარგი ამბით მოხვალ იმედია შეხვედრიდან - ისე რომ ჩემ კითხვას არ უპასუხა, დამემშვიდობა და ჩქარი ნაბიჯით დაიძრა ოთახისკენ. ახლა შევამჩნიე, რომ საუბარში სწრაფად მოვსულვართ ჩვენს კორპუსამდე მაგრამ ის უფრო მადარდებდა რატო გაურბის ალექსანდრე სხვა თემებზე საუბარს, განსაკუთრებით კი ოჯახზე.
რაც არ უნდა იყოს როგორც ჩანს ზედმეტი მომივიდა, ან რატო ავიტეხე ამაზე საუბარი თითქოს ადამიანი ურთიერთობა გვქონოდეს. დიდხანს არც მე მომიცდია და ოთახში ავედი. სწრაფად მოვწესრიგდი და დასაძინებლად დავწექი თუმცა ალექსანდრეს და ჩემი „დიალოგი“ თავიდან არ ამომდიოდა. გამახსენდა რომ ბატონ ლევანზე ინფორმაცია უნდა გამოეგზავნა, ამიტომ ლეპტოპი ჩავრთე და მეილზე გამოგზავნილ ფაილებს გადავხედე. საბოლოოდ მალე დავიღალე და თვალების წვამ შემახსენა რომ უკვე გვიანი იყო, ლეპტოპი გვერდით გადავდე და მაშინვე მორფეოსის სამყაროში გადავინაცვლე.

დილით ათი ხდებოდა მიას შეტყობინებამ გამაღვიძა, მწერდა რომ შეხვედრაზე შედიოდნენ და როგორც კი მოვრჩებოდი მათთან მივსულიყავი. სწრაფად წამოვდექი და გამზადება დავიწყე, საკმაოდ თბილოდა ამიტომ თეთრი მთლიანი კაბა მოვირგე რომელიც მუხლზე ოდნავ ქვემოთ იყო და მარჯვენა ფეხზე ლამაზი და არც თუ ისე ღრმა ჭრილით მშვენდებოდა, მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე და ქუსლების კაკუნით დავტოვე ოთახი, დაახლოებით ხუთი წუთი მოვანდომე რესტორნამდე მისვლას და მაშინვე გარემოს დათვალიერება გადავწყვიტე. ხალხი დიდად არ იყო, ალბათ იმიტომ რომ დილაა, მხოლოდ ორი მაგიდა იყო დაკავებული და მოშორებით კიდევ ერთ მაგიდასთან იჯდა ახალგაზრდა მამაკაცი.
- უკაცრავად, შეხვედრა მაქვს დანიშნული ლევან კობერიძესთან, ჯერ არ მოსულა? - ვკითხე ბარმენს რადგან სხვას ვერავის ვხედავდი
- მიგაცილებთ, - ეს თქვა და ბარი დატოვა. გეზი იმ მაგიდისკენ აიღო, სადაც ახალგაზრდა მამაკაცი იჯდა და ცოტა გამიკვირდა კიდეც. - დაბრძანდით - სკამი გამომიწია, როგორც კი მაგიდას მივუახლოვდით მაღალი სხეული კი ფეხზე წამოდგა და ამათვალიერა
- თქვენ ლევანი ნამდვილად არ ხართ - დაბნეულმა შევხედე შავგვრემან მამაკაცს.
- მე ლევანის დისშვილი ვარ, იოანე ცერცვაძე - ხელი გამომიწოდა - ლევანს სასწრაფო საქმე გამოუჩნდა და მე დავესწრები შეხვედრას, თუ წინააღმდეგი არ ხართ - დაამატა ბოლოს
- მე ანასტასია ვარ, ანასტასია გიგაური - ხელი შევაგებე მის გამოწვდილ მტევანს და ორივემ ადგილი დავიკავეთ მაგიდასთან.
- სანამ საქმეზე გადავალთ, რამე შევუკვეთოთ - მიმტანი იხმო და შეკვეთა მისცა, ორივე მხოლოდ ყავით შემოვიფარგლეთ და საქმეზე დავიწყეთ საუბარი.
- ალბათ ლევანისგან საქმის კურსში იქნებით, თუ რას საქმიანობს ჩვენი კომპანია - დავიწყე საუბარი
- როგორც ჩემთვის ცნობილია კონკრეტულად ამ შემთხვევაში თქვენმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს აღნიშნული ფესტივალის ორგანიზება - განმარტა იოანემ
- დიახ და არა მარტო ორგანიზება, ჩვენ ვაპირებთ პიართან და რეკლამასთან დაკავშირებით ყველა დეტალი შევისწავლოთ და შესაბამისი ზომები მივიღოთ.
- როგორც ჩანს თქვენი საქმის პროფესიონალი ხართ - გაიღიმა და შავი თვალებით ქვემოდან ამომხედა
- ჩვენი კომპანიის პლუსიც ისაა რომ ყველა თავისი საქმის პროფესიონალია, სხვა გვარად ვერც იქნებოდა - თავის დაფასებას ნამდვილად არ ვაპირებდი - მუშაობის პროცესში კიდევ დარწმუნდებით ამაში.
- მიხარია, თუ თქვენთან მომიწევს მუშაობა - გაიღიმა და ყავა მოსვა
ჩვენი საუბარი ძირითადად იმ დეტალებს შეეხებოდა რაც ამ ფესტივალზე იყო გასათვალისწინებელი. მანამ სანამ თავად ვეტყოდი ერთ ორ სიტყვას თანამშრომლობაზე, თავად იოანემ თქვა, რომ კარგ სარეკლამო კომპანიას ეძებდნენ და როგორც აღნიშნა საუკეთესო ვარიანტი სწორედ ჩვენი კომპანია იყო. ძალიან გამიხარდა, როცა ეს თქვა მაგრამ მაქსიმალურად შევიკავე თავი, რომ ასეთი სიხარული არ დამტყობოდა და ამჯერად შედარებით დეტალურად გავაცანი ჩვენი კომპანიის საქმიანობა. საბოლოოდ შეიძლება ითქვას რომ ჩვენი შეხვედრა შედგა, რადგან ერთ კვირაში ბატონ ლევანთან ერთად გვეწვეოდა ოფისში თანამშრომლობის საკითხების დასაზუსტებლად.
- სამსახურის გარდა რას საქმიანობთ? - მკითხა როგორც კი შეხვედრაზე შევთანხმდით და ასე ვთქვათ ჩვენი შეხვედრა ამოვწურეთ.
- სამსახურის გარდა ვსწავლობ - პასუხი მოკლედ მოვუჭერი, კიდევ აპირებდა რაღაცის თქმას, როცა მიამ დარეკა ტელეფონზე და ბოდიშის მოხდით მაგიდა დავტოვე, რომ მეპასუხა.
- აბა რა ხდება დაასრულე? ორ საათზე მეტია უკვე მანდ ხარ
- მათქმევინებ?
- კაი მიდი
- დავასრულე, ახლა დავემშვიდობები და მოვალ მოგიყვებით ყველაფერს
- კარგი, თქვენს გვერდით რომ კორპუსია მანდ ვიქნებით მათეს ოთახის წინ, აივანზე. პირველი სართულია 101 ოთახი
- კარგი მოვდივარ - ტელეფონი გავუთიშე მიას და მაგიდისკენ წავედი - მაპატიეთ უნდა დაგტოვოთ, შემდეგ კვირას გელოდებით თბილისში ბატონ ლევანთან ერთად - ჩანთა ავიღე და დამშვიდობების ნიშნად ხელი გავუწოდე .
- მეგონა კიდევ ვისაუბრებდით და უკეთ გავიცნობდით ერთმანეთს, ბოლოსდაბოლოს ერთად მოგვიწევს მუშაობა - ჩემი წასვლით უკმაყოფილო ჩანდა იოანე
- სხვა დროს იყოს, რამდენიმე საქმე მაქვს მოსაგვარებელი - ვეცადე ზრდილობიანად მეთქვა უარი
- კარგი, ვიმახსოვრებ მაშინ სხვა დროს შევხვდეთ - დანებებით წამოდგა და ხელი ჩამომართვა - მიგაცილებთ, ჩემი მანქანაც შემოსასვლელთანაა
- ნუ შეწუხდებით
- არ ვწუხდები, მაინც ერთი გზა გვაქვს გასავლელი და ფეხით გამოვივლი, თან გზაში ვისაუბრებთ - არ ნებდებოდა იოანე.
გზაში კვლავ მომავალ ღონისძიებაზე ვისაუბრეთ, ცუდი ადამიანი არ ჩანს მაგრამ ისეთი შეგრძნება მქონდა რომ ზედმეტად ცდილობდა ჩემთან დაახლოებას, ამიტომ ვცდილობდი ჩვენი საუბარი საქმის იქით არ წასულიყო.
- აქ უნდა დაგემშვიდობოთ - ვუთხარი როგორც კი მათე, მია და ალექსანდრე შევნიშნე იქვე მდგომ კორპუსის აივანზე.
- რა გაეწყობა, - მხრები აიჩეჩა - სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა - ხელზე მეამბორა - მოუთმენლად ველი თქვენთან შეხვედრას - ჩვეული ღიმილით გაიღიმა
- კარგად ბრძანდებოდეთ - თავაზიანად გავუღიმე და მათეს ოთახისკენ ავიღე გეზი.
- რა ხდება? ეს ბიჭი ვინ იყო ? - კითხვები მომაყარა მიამ. როგორც კი მივედი
- ამომასუნთქებ? - სიცილით მივუახლოვდი და სავარძელში მოწყვეტით ჩავეშვი - ბატონი ლევანი არ მოვიდა შეხვედრაზე, როგორც აღმოჩნდა საქმეები ქონდა, ამიტომ მის ნაცლად იოანე მოვიდა, მისი დისშვილი - სიტუაცია ავუხსენი სამეულს
- საინტერესოა - ოდნავ შესამჩნევად ჩაიჩურჩულა ალექსანდრემ და ყავის ჭიქა მინის მაგიდაზე დადგა, თვითონ კი მოაჯირს მიეყრდნო და გამომხედა
- როგორ ჩაიარა შეხვედრამ - დაინტერესდა მათე
- ძალიან კარგად, მოსწონს ფესტივალის იდეა, სანამ ჩვენი კომპანიის მომსახურებაზე ვიტყოდი ერთი ორ სიტყვას თვითონ წამოიწყო ამაზე საუბარი და თქვა რომ კომპანიას ისედაც ეძებდნენ თანამშრომლობისთვის და ჩვენ საუკეთესო ვარიანტი ვართ - სიამაყით გავაცანი დეტალები
- რატო არ მიკვირს - ირონიულად ჩაიღიმა ალექსანდრემ, მეჩვენება თუ მოხიბლული არაა ამ ამბით
- შემდეგ კვირას გვესტუმრება ლევანთან ერთად და დეტალებს შეათანხმებს
- ძალიან კარგი, ახალი კომპანიები ნამდვილად გვინდოდა - ქალდანთან შედარებით გახარებული ჩანდა მათე - ნუ ასეთ ქალს რო ხვდები უარი როგორ უნდა თქვა რამეზე - სიცილით დაამატა ბოლოს და ამათვალიერა
- ნუ ცანცარებ - შეუღრინა ქალდანმა
- უფროსი ცუდ ხასიათზეა - ამოიგმინა სიცილით მათემ და ალექსანდრეს ამოუდგა გვერდით
- რატო? რამე მოხდა შეხვედრაზე? - დავინტერესდი მე
- არა, პირიქით ყველაფერი მოვაგვარეთ და გეგმაც გაწერილია ასე რომ ღვინის კომპანიის საკითხიც მოგვარებულია - თქვა მიამ, მაგრამ ის ვერ გავარკვიე ქალდანს რა სჭირდა.
- ძალიან კარგი, მე ოთახში ავალ და მოვწესრიგდები, რომელ საათზე გავდივართ?
- ორისკენ გავალთ, მე და მიამ ჯერ საბუთებზე უნდა გავიაროთ და ცოტა გვიან მოგვიწევს ჩამოსვლა - მიპასუხა მათემ
- კარგი ორისთვის მზად ვიქნები - გავხედე ქალდანს, რომელიც ტბას გაყურებდა და ოთახისკენ წავედი. მიუხედავად იმისა, რომ მაღლებზე სიარული უკვე პრობლემას აღარ წარმოადგენდა ჩემთვის, ფეხები მაინც საშინლად მტკიოდა. მალე უნდა გავსულიყავით ამიტომ შხაპი მივიღე და მოვემზადე. ორი ხდებოდა ალექსანდრესგან შეტყობინება რომ მივიღე „ხუთ წუთში მიმღებში დაგელოდები“ - სწრაფად ავიღე ჩემი ნივთები და მიმღებისკენ წავედი.
- შეგვიძლია წავიდეთ - გვერდით ამოვუდექი როგორც კი გასაღები ჩავაბარე.
თბილისამდე უხმოდ ვიარეთ. არცერთი ჩვენგანი არ აღმოჩნდა საუბრის ხასიათზე, განსაკუთრებით კი ქალდანი. მიუხედავად იმისა რომ მოლაპარაკებებმა კარგად ჩაიარა, რაღაცით უკმაყოფილო მაინც ჩანდა.
საღამო იყო როცა თბილისში ჩავედით.
- ხვალ ნუ მოხვალ, თავისუფალი ხარ შეგიძლია დაისვენო - სიჩუმე მხოლოდ მაშინ დაარღვია, როცა ჩემს სახლთან გაჩერდა მანქანა
- შემიძლია მოვიდე, გათავისუფლება არ არის საჭირო
- არა, დაისვენე მიასაც ვათავისუფლებთ ხვალ, ზეგიდან ორმაგი დატვირთვით მოგვიწევს მუშაობა
- კარგი მაშინ, მადლობა - მანქანიდან გადმოვედი და საბარგულთან მივედი როცა ალექსანდრე ამომიდგა გვერდით და თავად გადმოიღო ჩემი ბარგი, რაც მისი ხასიათიდან გამომდინარე ცოტა გასაკვირი იყო
- ზეგ არ დაიგვიანო - ერთხელ გადმომხედა და მანქანაში ჩაჯდა, სანამ მანქანას დაძრავდა მინა ჩასწია და წასვლამდე გამომძახა - ეცადე პარტნიორებთან პირადი ურთიერთობა არ დაამყარო - ისე რომ ხმის ამოღება ვერ მოვასწარი, მანქანა დაძრა და გაუჩინარდა.
ვერ მივხვდი რაზე მიმანიშნებს და საერთოდ საიდან მოიტანა რომ ვინმესთან ვაპირებ სამსახურის გარდა სხვა ურთიერთობის ჩამოყალიბებას. ნუთუ იოანე? - არაა შანსი არაა... ეს ბიჭი არაა ჯანმრთელი... - თავი გავიქნიე და სახლში შევედი.
ლილე სახლში არ იყო, ამიტომ დავურეკე და შევატყობინე რომ ჩამოვედი. ვერ ვიტყვი ძაან დავიღალე თქო მაგრამ მგზავრობა მაინც თავისას შვრება, მოვწესრიგდი გამოვიცვლე და საჭმლით ხელში დივანზე მოვკალათდი, დიდი ხანია ნორმალურად ფილმი არ მინახავს, ამიტომ თორმეტი განრისხებული მამაკაცი ჩავრთე. ეს ფილმი ძალიან მიყვარს, არ ვიცი რამდენჯერ მაქვს ნანახი მაგრამ ყოველთვის დიდ სიამოვნებას ვიღებ მისი ყურებთ. უკვე კარგად დაბნელებულიყო ლილე რომ მოვიდა. მოკლედ მოვუყევი კახეთის ამბები და ვფიქრობდი თურქეთზეც მეთქვა. დამიანე არ შემხმიანებია, მაგრამ რახანც საქმე ჩვენ მოგვცეს დიდი ალბათობით ჩვენი თურქეთში წასვლა მართლა საჭირო გახდებოდა, ამიტომ ვუთხარი დაქალს შემოთავაზებაზე. ჩემგან განსხვავებით ლილეს პირველი ემოცია იყო „ხო არ ღადაობ, აუ რა მაგარია“ სიცილი და ჩახუტება. იქიდან გამომდინარე, რომ უნივერსიტეტის ამბებს მალე მოაგვარებდა თურქეთში წასვლის იდეა ძალიან ხიბლავდა და წუთითაც არ უყოყმანია.
- მე კიდე ვიფიქრე, რომ რთულად დაგიყოლიებდი - მეცინებოდა მის რეაქციებზე
- გოგო გაგიჟდი, სულ კი არ მექნება ასეთი შანსი - მთელი სახით იცინოდა
- გადარეული ხარ
- აუ ძაან მიხარი, როდის მივდივართ?
- არ ვიცი, დამიანე გაგვაგებინებს, პროექტზე მუშაობა მალე დაიწყება და ალბათ მალე, მაგრამ ზუსტად არ ვიცი მინდა თუ არა წამოსვლა.
- ანასტასია ახლა არ შემშალა - ხმა გაუმკაცრდა დაქალს
- ხო იცი, რომ ჩემთვის ეს სამსახური დროებითია და მინდა ჩემს პროფესიას მივხედო, ჯერჯერობით კი არ ჩანს არაფერი მაგრამ არ მინდა ამ სამსახურმა უარი მათქმევინოს რამეზე
- გაგიჟდი გოგო? ვინმე ძალით ხომ არ გაჩერებს, მანამ იქნები სანამ გამოჩნდება რამე
- ხო, მაგრამ იმდენად მომწონს ეს სფერო, მეშინია ზედმეტად არ შევეჩვიო
- ნუ ბჟუტუნობ ერთი რაღაცებს, მოდიხარ და მორჩა
- გადამიწყვიტე ხო?
- ხო აბა შენს გარეშე როგორ წავალ, არა კი წავალ მარა შენთან ერთად უკეთესი - გაურია აფერისტობაც.
- ღმერთო ზოგჯერ რა გველი ხარ - გამეცინა ლილეს ამ ნათქვამზე
- და ძალიან გიყვარვარ მერე
- ეგ კი და ნუ სარგებლობ - თითი დავუქნიე დაქალს.
დაახლოებით ორი საათი ვისხედით მისაღებში და ვსაუბრობდით, ვისაუბრეთ სწავლის დასრულებაზე, სამსახურზე, გეგმებზე, თურქეთზე ქალდანებზეც კი.
როგორც, აღმოჩნდა დამიანემ და ლილემ მართლა კარგად გაუგეს ერთმანეთს, ისე ტკბილად საუბრობდა ჩემი დაქალი. შევთანხმდით რომ ზეგ ლილე შემოივლიდა ოფისში და თურქეთის დეტალებს დავაზუსტებდით.

მეორე დღეს დასვენება მქონდა ამიტომ გვიანობამდე მეძინა, პირველი საათი ხდებოდა რომ ავდექი და „ვისაუზმე“, მიას შევეხმიანე, რომელიც სახლში განტვირთვით ტკბებოდა და საყიდლებზე წასვლა შევთავაზე. შოპინგი დამღლელი, მაგრამ სასიამოვნო გამოდგა, მაღაზიებიდან ჩემთან მივედით და ლილესთან ერთად კლუბში წასვლა გადავწყვიტეთ.
ზოგადად თუ არჩევანის წინაშე დამაყენებდით სახლსა და კლუბს შორის, აუცილებლად სახლს და სიმყუდროვეს ავირჩევდი. დღეს რატომღაც მინდოდა რომ კლუბში ცეკვასა და კოქტეილების სმაში გამეყვანა დრო. ზოგჯერ ადამიანებს აქვთ მომენტი, როცა ყველაფრის დავიწყება და მოდუნება უნდათ კარგი დასვენებისთვის, აი კლუბი ნამდვილად ზედგამოჭრილი იყო ამისთვის. ათი ხდებოდა კლუბში რომ მივედით, მოკლე შავ კაბაში თავიდან არაკომფორტულად ვგრძნობდი თავს, მაგრამ როგორც, კი კლუბში მოცეკვავე ადამიანებს შევუერთდით მაშინვე მომეხსნა დისკომფორტიც და დაძაბულობაც. მიუხედავად ხმამაღალი მუსიკისა და უამრავი ხალხისა, თავი მაინც კარგად ვიგრძენი, თუმცა კლუბი მუსიკის და ხალხის გარეშე გინახავთ? ერთხმად გადავწყვიტეთ, ჯერ დაგველია ამიტომ ბარმენს სამი მარგარიტა შევუკვეთეთ. ერთი ჭიქა არცერთისთვის აღმოჩნდა საკმარისი, კიდევ ორ-ორი მარგარიტა დავლიეთ და უკვე საგრძნობლად ვიყავი სიამოვნების ბურუსში გახვეული. მუსიკის თითოეულ ბგერას საკუთარ სხეულში ვგრძნობდი და სიამოვნებისგან ჟრუანტელს მგვრიდა.
- მგონი ცეკვის დროა - ბარს მოშორდა ლილე, ხელი ჩაგვკიდა მე და მიას და მოცეკვავე ხალხის ჯგუფისკენ გაგვიძღვა.
თვალები დავხუჭე და გოგოებს შორის მოვექეცი, მთელი სხეული ავაყოლე მუსიკის რიტმს და ხელი თმაში შევიცურე. არც ერთს გვაინტერესებდა სხვების დაჟინებული მზერა, სამივე მთლიანად სიამოვნებას ვიღებდით მუსიკისგან და არცერთს გვიფიქრია სხეულის დამორჩილება, ვცეკვავდით მთელი გრძნობით და ვნებით ისე, თითქოს ყველა ჩვენი ბნელ კუნჭულში მიყრილი შეგრძნებები მზის შუქზე უნდა გამოგვეტანა.


ალექსანდრესთან


- დღეს რა ხასიათზე ხარ შე**მა რა იყო - მხარზე მუშტი მომარტყა მათემ და საზურგეს მიეყრდნო.
- ნუ შე***ი ამ კითხვებით, ჩვეულებრივად ვარ - მე თვითონაც არ ვიცოდი რა მაღიზიანებდა და ბიჭებს რა ვუთხრა.
- კაი, თავს დაგანებებ მაგრამ ჩვეულებრივად რომ არ ხარ ვიცით ჩვენ
- არ გაჩუმდები ხო?
- მართალია, რაღაც გჭირს და მალავ. ახლა კი არ გაგიცანით რას გვაბოლებ - მათეს მხარი აუბა ბექამაც
- ოო შემეშვით რა, წავალ მე ბართან მივალ ცოტა უნდა დავლიო - კლუბის შედარებით წყნარი კუთხიდან გამოვედი და ბარისკენ წავედი. როგორ ვიყავი ყველაფრით დაღლილი, მაგრამ იმდენად რუტინული გახდა საღამოს კლუბში სიარული რომ სხვაგვარად ნორმალურად დასვენება აღარ შემეძლო. სინამდვილეში ჩემი მთავარი საფიქრალი გიგაური იყო. ჭკუიდან გადავყავდი თავისი უკუნტროლო საქციელებით და ამავდროულად ასეთი მომხიბვლელობით. არ ვიცი რით მიიქცია ჩემი ყურადღება, იმით რომ ასეთი მშვენიერი და ნიჭიერია თუ იმით რომ ერთადერთი ქალია, რომელიც ჩვეულებრივად მეწინააღმდეგება და თავისი ფეთქებადობით საბოლოოდ მინადგურებს ნერვულ სისტემას. ალბათ ორივე მათგანით. არასდროს მქონია სერიოზული ურთიერთობა და არასდროს მომწონებია სერიოზულად ქალი. რატომღაც ყველას ან ფული აინტერესებდა ან უბრალოდ უბრალოდ ს*ქსი. ყველა მარტივად დასამორჩილებელი და მოსაბეზრებელი იყო. ამ გოგომ კი არ ვიცი რა ქნა, არც ის ვიცი მომწონს თუ უბრალოდ მისი დაუმორჩილებლობა არ მასვენებს, ფაქტი ერთია, მოახერხა და თავიდან ვერ ვიგდებ.
ბართან მისულმა ორი ჭიქა ვისკი ზედიზედ გამოცალე და ახლა მოცეკვავე ჯგუფს გავხედე
- სასმელზე არ დამპატიჟებთ? - გვერდით ამომიდგა ქერა რომელიც თავიდან ბოლომდე დაკვირვებით მათვალიერებდა. უკვე გასაგები იყო რისთვისაც მოვიდა, მე კი ყურადღების გადატანა ისე მინდოდა როგორც არასდროს.
- ერთი მარგარიტა ქალბატონისთვის - ბარმენს გავხედე და ხელით ვანიშნე, რომ ჩემთვის ისევ ვისკი დაესხა.
- როგორც, ჩანს პარტნიორი გარეშე ხარ - ხელი ჩემს მკლავზე აასრიალა და მხარზე დამეყრდნო, - ვიცეკვოთ? - სასმელი მოსვა და კითხვისნიშნიანი მზერა მომაპყრო.
- შეიძლება - კიდევ ერთი ჭიქა ვისკი გამოვცალე და ქერასთან ერთად წავედი მოცეკვავე ჯგუფისკენ. ხელები სწრაფად მოათავსა ჩემს კისერზე და მთელი სხეულით ამეკრო
- სახელს არ მკითხავ? - ყურთან ჩამჩურჩულა, ოდნავ გამაღიზიანებელი ტონით
- რომ გითხრა არ მაინტერესებს თქო გეწყინება? - ოდნავ მომშორდა და სახეზე დამაკვირდა, ალბათ აინტერესებდა რამდენად ვხუმრობდი.
- სულ ერთია - მხრები აიჩეჩა და ისევ ჩვეულ პოზას დაუბრუნდა

ანასთან

კიდევ, დიდხანს ვიცეკვებდი რომ არა შეცვლილი მუსიკა, შენელებული რიტმი და გოგოების წუწუნი, რომ სასმელი კიდევ გვჭირდებოდა.
ამჯერად ტეკილაზე გადასვლა გადავწყვიტეთ და არც გვინანია. სხეული უფრო მეტად მომიდუნდა და უფრო მეტად მივეცი მუსიკას ჩემი სხეულის მართვის უფლება.
- ამათ ვის ვხედავ - საცეკვაოდ წასვლას ვაპირებდი ბექა და მათე რომ მოგვიახლოვდნენ. - ანუ დასვენების დღეს ასე იყენებთ ხო მშვენიერებო - ორივემ გადაგვკოცნეს და ბართან დაიკავეს ადგილი.
- ათასში ერთხელ ასეც შეიძლება - მხრები აიჩეჩა ლილემ და ბექას გახედა, რომელიც მთელი ინტერესით შეისწავლიდა ჩვენს ჩაცმულობას.
მკაცრი არასდროს ყოფილა, მაგრამ ყოველთვის გვაფრთხილებდა და მიგვითითებდა მე და ლილეს რომ შარს არ გადავყროდით. ალბათ მისი ამ თვისებების და ასეთი სითბოს გამო იყო, რომ საკუთარ ძმად აღვიქვამდი ყოველთვის.
- რა მოგელანდათ მე რომ არ მითხარით და პონტიდან მომტეხეთ - ხმა ამოიღო ბოლოს ბექამაც
- გადავწყვიტეთ, გოგონების საღამო მოგვეწყო. მარიამმა უარით გამოგვისტუმრა ამიტომ დღეს მხოლოდ სამნი ვართ - უპასუხა ლილემ
- ანუ გოგონების საღამო - დააზუსტა მათემ
- ზუსტად - თვალებში ჩააშტერდა მია და ეშმაკურად გაუღიმა. სასმელმა მაინც გაათამამოს ეს გოგო და საშველი დაგვაყენონ.
- როგორც ჩანს დატვირთული დღის შემდეგ არც თქვენ იკლებთ გართობას, წარბები ავუთამაშე მათეს
- გართობის რა გითხრა, უფრო განტვირთვის მიზნით.
- ვიცეკვოთ? - უეცრად გვერდით მაღალი უცნობი სილუეტი ამომიდგა. მიუხედავად ბიჭების განრისხებული მზერისა, ახლა ცეკვაზე ვერავინ მათქმევინებდა უარს.
- სიამოვნებით - ჩემს ამ სიტყვაზე პირი დააღეს გოგოებმაც - უჩემოდ არსად წახვიდეთ - თითი დავუქნიე ოთხეულს და უცნობს საცეკვაო მოედნისკენ გავყევი.
მუსიკის რითმი საკმაოდ ჩქარი იყო, საკმაოდ თამამიც იყო ჩემი მოძრაობები. ლურჯ-იასამნისფერ განათებაში და დამატებით ალკოჰოლის ეფექტის გამო კარგად ვერ ვარჩევდი ჩემი მეწყვილის სახეს, მაგრამ საკმარისად სიმპათიურად კი მეჩვენებოდა.
მუსიკის სწრაფი რითმი ნელმა ჩაანაცვლა, და ჩვენც მომენტალურად გადავერთეთ შესაბამის მდგომარეობაში. ხელები ნელა, მორიდებით შემიცურა წელზე და ახლოს მიმიზიდა, თუმცა არა იმდენად რომ შევწუხებულიყავი. მეც მეტი სითამამით კისერზე მოვხვიე ორივე ხელი და ჩემი სხეული მისას ავაყოლე. მიუხედავად იმისა, რომ სრულიად უცნობ ადამიანს ვეცეკვებოდი თავს მაინც მშვიდად და სასიამოვნოდ ვგრძნობდი, მანამ სანამ ფეხებში სისუსტე არ ვიგრძენი და თავბრუც დამეხვა.
- ბოდიში, უნდა გავიდე - სწრაფად მოვაშორე ხელები უცნობს
- კარგად ხარ? - მკლავში მომკიდა ხელი და ზემოდან დამხედა
- კი, უბრალოდ ზედმეტად ჩახუთული ჰაერია - ისე რომ მის სიტყვებს არ დაველოდე საპირფარეშოსკენ ავირე გეზი. სწრაფად შევედი და ცივი წყალი შევისხი სახეზე, რომ ოდნავ გამოვფხიზლებულიყავი. ცოტახანს ნიჟარას დავეყრდენი და ვეცადე სუნთქვა დამერეგულირებინა. როგორც ჩანს ზედმეტი მომივიდა დალევაც და მოძრაობაც.




ალექსანდრესთან
ვცეკვავდი ქერასთან ერთად, მაგრამ ჩემი მთელი ყურადღება რამდენიმე მეტრის მოშორებით მოცეკვავე გიგაურისკენ იყო მიპყრობლი. ისე საოცრად მოძრაობდა ძარღვებში სისხლი ამიდუღდა. თუმცა უცნაურმა შეგრძნებამ მომიცვა, როცა ვიღაცასთან ერთად ასე ახლოს დავინახე და სხეული ბრაზისგან დამეჭიმა. ბართან დაბრუნებას და დალევას ვაპირებდი, როცა შევამჩნიე სწრაფი ნაბიჯით როგორ გავიდა დარბაზიდან და ინსტიქტურად მივყევი უკან ისე რომ ქერას წიკვინი არც კი შემიმჩნევია. საპირფარეშოში შევიდა, როგორც ჩანს შეუძლოდ იყო ამიტომ დერეფანში მოშორებით დავდექი და დაველოდე როდის გამოვიდოდა. დაახლოებით თხუთმეტი წუთი იყო გასული და ჯერ კიდევ არ ჩანდა, უკვე გადაწყვეტილი მქონდა შესვლა, როცა კარი გააღო და სუსტი ნაბიჯით გამოვიდა, თან ხელით კისერს იზელდა. კლუბში აღარ დაბრუნებულა პირდაპირ გარეთ გავიდა და მეც უკან მივყევი. გასვლისთანავე, გაიხადა მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და თითქოს შვებით ამოისუნთქაო, ისე გააგრძელა გზა პატარა სკვერის მიმართულებით. არც კი გამიაზრებია რას ვაკეთებდი, უბრალოდ ვიცოდი, რომ უკან უნდა გავყოლოდი და მივყევი კიდეც ბოლომდე, სანამ სკამზე არ ჩამოჯდა. ჩემგან ზურგით იყო, მეეჭვება შევენიშნე, ამიტომ სკამის უკან ხეზე მივეყრდენი და ისე გავაგრძელე თვალთვალი.



№1  offline წევრი ანმეე

იმეეეეეე რა სიყვარული ხალხი არიააან

 


№2 სტუმარი სტუმარი nancho

მომწონს ძალიან,შინაარსობრივად დახვეწილი ისტორიაა.

 


№3  offline წევრი nina_m

მიხარია თუ მოგწონთ

 


№4 სტუმარი სტუმარი მარი

აი ძალიან მაგარია როდის დაიდება მომდევნო თავი?

 


№5  offline წევრი ვიპნი

დღეს წავიკითხე ყველა ისტორია,რაც გაქვს.რატომღაც მგონია რომ ტასოს მამას და ალექსანდრეს მშობლების სიკვდილს რაღაც საერთო ექნება.წარმატებები ჩემო კარგო

 


№6  offline წევრი nina_m

ვიპნი
დღეს წავიკითხე ყველა ისტორია,რაც გაქვს.რატომღაც მგონია რომ ტასოს მამას და ალექსანდრეს მშობლების სიკვდილს რაღაც საერთო ექნება.წარმატებები ჩემო კარგო


მადლობა დიდი ????

სტუმარი მარი
აი ძალიან მაგარია როდის დაიდება მომდევნო თავი?


ვეცდები ხვალ დავდო ახალი თავი ☀️

 


№7 სტუმარი სტუმარი ხატი

Dzalian kargia shemdeg
tavs rodis dadeb

 


№8 სტუმარი სტუმარი ნესტანი

მიხარია რომ ჩაირთო ესაიტი ძალიან მომწონს ეს ნაწარმოები საინტერესოა დახვეწილი სხვანაირი მინდა მალე დადოთ გაგრძელება ძალიან მაინტერესებს მადლობა

 


№9 სტუმარი სტუმარი ლია

გვიანდენა, სად ხარ??

 


№10 სტუმარი სტუმარი ანასტასია

არ დებ ისტორიას

 


№11  offline წევრი sofi_sofiaa13

აურაიიყოოესს
--------------------
ფეფო

 


№12  offline წევრი nina_m

მეგობრებო საიტი გათიშული იყო და ამ პროვლემის გამო ვერ ვდებდი ისტორიას, ხვალ დავდებ ახალ თავს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent