შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ალექსანდრე ქალდანი (6 თავი)


28-07-2020, 19:48
ავტორი nina_m
ნანახია 1 641

6 თავი
ანასთან
- ხო მიდი დალიე, ეგ რა იყო კიდე ერთი მაგდენი უნდა დაგელია და მერე გენახა შენ ცუდად ყოფნა. არა რა ჭკუას ხო ვერ ისწავლი ანა, ან საერთოდ რას აცანცარდები ხოლმე? მოინდომა გოგომ კლუბში წასვლა და განტვირთვა, აბა როგორ განიტვირთე? - ხმამაღლა ვეჩხუბებოდი საკუთარ თავს და შიშველ ტერფებს აქეთ-იქით ვაქანავებდი. - ან საერთოდ, როდიდან დაიწყე საკუთარ თავთან საუბარი? ღმერთო მგონი მალე მართლა მე დამჭირდება მკურნალობა - დემონსტრაციულად მაღლა ავიხედე და სკამის საზურგეს მივეყრდენი
- მგონი მართლა ბევრი დალიე - ზურგსუკან მომესმა ნაცნობი ხმა და არ ვიცი, მოულოდნელობისგან თუ სიამოვნებისგან, მაგრამ სხეულში ჟრუანტელმა დამიარა. - კარგად ხარ? - სკამზე ჩემს გვერდით, მაგრამ ოდნავ მოშორებით ჩამოჯდა და ზემოდან დამხედა ღამისფერი თვალებით ქალდანმა.
- შედარებით უკეთ - დაბნეული მივაჩერდი თვალებში, მის აქ ყოფნას ნამდვილად არ ველოდი და გამოლაპარაკებას ხო საერთოდ - ვერ გავიგე როდის მოხვედი
- ზედმეტად იყავი გართული საკუთარ თავთან ლაპარაკში - ტუჩის კუთხე ოდნავ ჩატეხა და ცას ახედა, მოიცა ეს რა იცინის. არ ვიცი მეჩვენება თუ მართლა იღიმის, მაგრამ მის სახეზე ღიმილი საუკეთესო რამაა?
- ხო ეგ მეც შევამჩნიე - როგორც იქნა თვალი მოვარიდე და კვალავ ჩემს ტერფებს დავხედე დაბნეულმა
- მარტო რატომ გამოხვედი?
- არ მინდოდა გოგოების ნერვიულობა და არც მიფიქრია მათთან მისვლა - მხრები ავიჩეჩე
- და შენი თანმხლები? - თვალები ოდნავ დააწვრილა და ისე გადმომხედა
- ჩემი თანმხლები? - ვერ მივხვდი რას გულისხმობდა
- ხო, დაგინახე ვიღაც ბიჭთან ერთად რომ ცეკვავდი
- აა, ის უბრალოდ... მისი სახელიც არ ვიცი სიმართლე გითხრა, უბრალოდ ცეკვა შემომთავაზა და გავყევი
- გასაგებია - ოდნავ მოეშვა და საზურგეს მიეყრდნო - საცეკვაოდ ყველა უცნობს ნუ გაყვები, მაინც - დაამატა ბოლოს. მოიცა ჯერ ის ძლივს გავიაზრე რომ აქ გვერდით ქალდანი მიზის და ახლა ჩემმა ტვინმა ჩვენი დიალოგიც უნდა გადაამუშაოს? შარში ვარ, არა მართლა შარში ხარ ანა
- ყველას არ ვეცეკვები, არც კლუბებთან და ალკოჰოლთან ვმეგობრობ ასე ახლოს. დღეს უბრალოდ განტვირთვა მოგვინდა, მათე და ბექა ვნახეთ გოგოებთან დარჩნენ არ ვიცოდი შენც თუ იყავი.
- ხო, მე უფრო მეტად ვმეგობრობ კლუბებთან. - უემოციოდ წარმოთქვა და ცას ახედა. - არ გცივა? - გადმომხედა ბოლოს
- არა, სასიამოვნოდ აგრილდა და ეს მინდოდა ზუსტად გონზე მოსასვლელად - მხრები ავიჩეჩე და ქალდანს გადავხედე. ყოველი შეხედვისას, ვოცნებობ რომ გული არ გამიჩერდეს, არ ვიცი მგონი პირველად გამოვუტყდი საკუთარ თავს რომ ეს ჯმუხი და უჟმური არსება საშინლად მოქმედებს ჩემზე, არამარტო გარეგნობით მგონი თავისი საქციელებითაც და ეს სულაც არ მომწონს. ვერ ვიგებ საერთოდ ეს შეგრძნებები რატომ მიჩნდება.
- შეგცივდება - პიჯაკი მოხერხებულად გაიხადა და მხრებზე მომაფარა, დაბნეული ვუყურებდი ქალდანს და მისი საქციელისგან გაკვირვებულმა ლამის პირი დავაღე.
- მადლობა - ძლივს ამოვთქვი ეს ერთი სიტყვა და მთელი სხეული მომიდუნდა მისი სურნელით გაბრუებულს.
- კარგი, რაღაც მინდა გითხრა. - უეცრად დაიწყო საუბარი - მგონი ბოდიში მაქვს მოსახდელი, ზოგჯერ ზედმეტი მომდის თანამშრომლებთან, ჩემთვის ეს ჩვეული ამპლუაა და ვერ მოგატყუებ დამნაშავედ არ ვგრძნობ თავს, თუმცა ბოდიშს მაინც გიხდი.
- თუ თავს დამნაშავედ არ გრძნობ მაშინ ბოდიშს ხომ აზრიც არ აქვს
- ხშირ ჩემთხვევაში შენი ფეთქებადი ხასიათი მიწვევდა ანა - ჩემი სახელი ისე გამოკვეთა ლამის გავიგუდე ისე შემეკრა სუნთქვა.
- ხო მართალი ხარ
- რა?
- მართალი ხარ - მხრები ავიჩეჩე - საკუთარ თავს მეც არ ვადანაშაულებ, მაგრამ ის რომ ფეთქებადი ხასიათი მაქვს და ზოგჯერ უკონტროლო ვარ ეს ვიცი. - მოიცა მე რა გავგიჟდი? არავისთან ვაღიარებ ამას და ქალდანთან? რა ჯანდაბა გემართება ანა.
- ხო, ალბათ ორივეს ბრალია - ტუჩის კუთხე ჩატეხა
- ასე გამოდის - გამეღიმა
- მგონი გვიანია, ჯობს სახლში წახვიდე და გამოიძინო
- ხო, მართალი ხარ გოგოების დაშლა არ მინდა აჯობებს დავურეკო. ჯანდაბა ჩანთა შიგნით მაქვს - გამახსენდა ბოლოს როგორც კი აღმოვაჩინე რომ მობილური არ მქონდა.
- მე მივწერ ბექას რომ გოგოებს უთხრას და წამოგიღებენ, სახლში მე გაგიყვან
- შენ? - აი ახლა მართლა დავაღე პირი - იცი, არა საჭირო არაა მართლა ტაქსს გამოვიძახებ ან გოგოებთან შევალ - კატეგორიულად უარვყავი და ფეხსაცმელების ჩაცმა დავიწყე
- წავედით - ისე რომ ჩემი სიტყვებისთვის ყურადღება არ მიუქცევია ხელით მიბიძგა, როგორც კი ფეხზე წამოვდექი. დიდად გაჯიუტებას აზრი არ ქონდა როგროც კი ფეხზე წამოვდექი თავბრუსხვევა ისევ ვიგრძენი, ასე რომ მშვიდად გავყევი ქალდანს და მანქანაში მის გვერდით დავიკავე ადგილი.
- მადლობა, არ მინდოდა შენი შეწუხება - ვუთხარი როგორც კი მანქანა დაძრა
- ვიცი - უჩვეულოდ გადმომხედა და თვალი ისევ გზას მოავლო
- ხო, მაგრამ გამოდის საღამო ჩაგიშალე ჩემდაუნებურად
- არც ისეთი სასიამოვნო საღამო იყო, ნუ იფიქრებ ამაზე.
- კარგი - ჩავილაპარაკე და თავი მინას მივადე. თავს საკმაოდ მშვიდად ვგრძნობდი, სასიამოვნოდ კარგად. ცხვირში სასიამოვნოდ მელამუნებოდა ქალდანის სურნელი, გარდა სუნამოს სურნელისა სხვა არომატსაც ვგრძნობდი, ქალდანის არომატს.
- თურქეთზე მოიფიქრეთ რამე? - სასიამოვნოდ გაბრუებულმა ძლივს მოვახერხე რეალობაში დაბრუნება
- ლილეს დაველაპარაკე და აღფრთოვანებულია, ხვალ შემოივლის ალბათ დეტალებისთვის.
- და შენ?
- მე?
- როგორც ჩანს შენ არ ხარ მთლად აღფრთოვანებული
- უბრალოდ მოულოდნელია და არ ვიცი რამდენად სწორი იქნება ჩემი იქ წამოსვლა
- სწორი ნამდვილად იქნება, უბრალოდ შენი გადასაწყვეტია მე... - აქ ცოტა ხანს შეჩერდა და განაგრძო - ჩვენ გაგვიხარდება შენი წამოსვლა
- ვიფიქრებ - რაღაცნაირად თბილად გამეღიმა და დავაკვირდი ელეგანტურად მჯდომ ქალდანს, ეს ბიჭი მგონი სრულყოფილებაა რომ არა თავისი ხასიათის გამონათებები.
- მოვედით - მანქანა, რომ გაჩერდა და შემოიხედა მხოლოდ მაშინ შევწყვიტე მისი დაკვირვება.
- კიდევ ერთხელ მადლობა - ენის ბორძიკით წარმოვთქვი და მანქანიდან გადმოვედი - პიჯაკისთვის მადლობა - მოხსნა დავაპირე რომ შემაჩერა
- გქონდეს, არ მეჩქარება
- მადლობა - მანქანის კარი მივხურე და სადარბაზოსკენ წასვლას ვაპირებდი რომ შემოვბრუნდი და მის ფანჯარას მივუახლოვდი - შემიძლია ყავაზე დაგპატიჟო, ნუ თუ გინდა - დავამატე ბოლოს
- ყავაზე უარს ვერ ვიტყვი - გააზრება ვერ მოვასწარი ისე გადმოვიდა მანქანიდან და გვერდით ამომიდგა.
დღეს საკუთარ თავს ვერ ვცნობ, და თქვენ ცნობთ ანას? ან ქალდანს? მგონი უჩვეულოდ მოვლბით ორივე და რა ჯანდაბა ხდება ჩემ თავს მეც არ ვიცი, ან რა ყავა ამიტყდა. გასაგებია, რომ მე ნასვამი ვარ მაგრამ ალექსანდრეს ეს აშკარად არ ეტყობა. მიუხედავად იმისა რომ საკმაოდ ბევრი დავლიე, გონზე ვიყავი და თავსაც კარგად ვგრძნობდი საიმისოდ, რომ ასე ავჭიკჭიკებულიყავი. კიდევ კარგი სათადარიგო გასაღებს ყოველთვის ვტოვებთ ქოთანთან თორე ხო მომიწევდა გარეთ დარჩენა
- შემოდი - მისაღებისკენ მივუთითე და ჩემი მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელი, იქვე მივყარე და ფეხშიშველი გავყევი უკან ქალდან.
- ლამაზი და მყუდრო სახლია - თვალი მოავლო მისაღებს და იქვე ჩამოჯდა სავარძელზე - ეს ლილეს ნახატია? - კედელზე შიშველი ქალის გამოსახულებაზე მიმითითა და მეც თანხმობის ნიშნად თავი დავუკარი - მართლა ძალიან ნიჭიერია
- ხო, ასეთია თავის საქმეზე შეყვარებულია და ჩანს თავის ნამუშევრებშიც
- და შენ რაზე ხარ შეყვარებული?
- მე? - მოულოდნელი იყო ეს კითხვა - მე არ ვიცი სიმართლე გითხრა
- როგორ არაფერია ისეთი რის კეთებაც გსიამოვნებს? ამას ვერ დამაჯერებ - გაიცინა და საზურგეს მიეყრდნო მე კი ვიდექი და ვფიქრობდი მართლა რა იყო ის რაც სიამოვნებას მანიჭებდა.
- მომავალი ფსიქოლოგი ვარ ეს გეცოდინება უკვე, მომწონს ჩემი პროფესია მაგრამ ვერ გეტყვი რომ შეყვარებული ვარ მასზე. მომწონს ჩემი სამსახური და სიამოვნებას ვიღებ მაგრამ არც სამსახურზე ვარ შეყვარებული, ჯერჯერობით მაინც. კულინარია მიტაცებს მაგრამ არც მასზე ვარ შეყვარებული ასე რომ ჯერ არ მაქვს მაგ კითხვაზე პასუხი
- გამოდის შეყვარებული არ ხარ?
- შეყვარებული ნამდვილად არ ვარ - გამეცინა და სამზარეულოსკენ წავედი - ყავას რომელს დალევ?
- შენს გემოვნებას მივენდობი - დამიბრუნა პასუხი
მისი გემოვნება ვიცოდი, მაგრამ ამჯერად გადავწყვიტე ყავა ჩემი გემოვნებით, კარამელის არომატით მომემზადებინა, მიყვარს მისი გემო და იმედია ქალდანსაც მოეწონება. ყავის მზადებაში ვიყავი გართული, როცა ნაბიჯების ხმა მისწვდა ყურთასმენას და ვიგრძენი ჰაერში როგორ შემოაბიჯა ქალდანის სურნელმა და სხეულში სასიამოვნოდ დამიარა.
- უცნაურად განსხვავებული ხარ - ყურთან ძალიან ახლოს ჩამჩურჩულა ქალდანმა და ჩემს კისერში ღრმად ამოისუნთქა, მადლობა ღმერთს დახლს ვეყრდნობოდი. ვერ გეტყვით ეს რა იყო, გახსოვთ გითხარით მამაკაცთან არ მქონია ახლო ურთიერთიბა თქო, შესაბამისად ჩემთვის უჩვეულოა პეპლების ფარფატი და დინოზავრების ღმუილი, მაგრამ ეს არც პეპლების ფარფატი იყო და არც დინოზავრების ღმუილი. მთელი სხეული წამით ამეწვა და სასიამოვნო ტალღამ გადამირბინა, წამით თვალები მიმელულა და სხეულში სისუსტეც კი ვიგრძენი. - უცნაურად განსხვავებული ანა - ხრინწიანი ხმით გაიმეორა იგივე ფრაზა, ისე რომ არ მომშორებია და ჩემი სახელი მკვეთრად წარმოთქვა, ამაზე ხო საერთოდ ვიშლები ჭკუიდან, ყველაზე სასიამოვნო და განსხვავებული რამაა ქალდანი პირიდან წარმოთქმული ჩემი სახელი.
- უცნაურად განსხვავებული? - ხმის კანკალით ძლივს წარმოვთქვი ეს სიტყვა და მისკენ მივბრუნდი და ვაი ამ მიბრუნებას. იმდენად ახლოს აღმოვჩნდი ალექსანდრესთან, რომ მის სუნთქვას სახეზე ვგრძნობდი ღამისფერი თვალებით კი ჯიუტად მაკვირდებოდა და თვალს არ მაცილებდა
- ზუსტად - როგორც, წარმოთქვა მტკიცედ, მე კი მზერა მის ტუჩებზე გამიშტერდა
- ეგ კარგია თუ ცუდი? - ავხედე ქვემოდან და ახლა მე ჩავაჩერდი ჯიუტად თვალებში
- ეგ მეც ვერ გავარკვიე ჯერ - ტუჩის კუთხე ჩატეხა და უკან დაიხია რომ ბარს მიყრდნობოდა - მგონი ყავა მზადაა - თვალით ჩაიდანზე მანიშნა, ისეთ ეიფორიაში ვიყავი ყავა სულ არ მახსოვდა, მონოტონურად მივბრუნდი რომ ყავა გამემზადებინა, ერთი ფინჯანი ქალდანს გავუწოდე ხელის კანკალით ჩემი კი დახლზე დავტოვე.
- მოვწესრიგდები და გამოვალ ახლავე - ჩემს არაკომფორტულად მოკლე კაბაზე დავიხედე
- მე აივანზე გავალ მოსაწევად თუ წინააღმდეგი არ ხარ
- არა, რა თქმა უნდა - მხრები ავიჩეჩე და საძინებლისკენ ავიღე გეზი, როგორც კი დავრწმუნდი, რომ კარგი კარგად იყო მიხურული ღრმად ამოვისუნთქე და საწოლზე ჩამოვჯექი. - რა ჯანდაბა მემართება, ან ქალდანს რა ჯანდაბა ჭირს. = დავიწყე საკუთარ თავთან ლაპარაკი - დააბრუნეთ ძველი ალექსანდრე თორე მეეჭვება დიდხანს გავძლო მასთან ასე ახლოს. სააბაზანოში შევედი და სწრაფად მოვწესრიგდი, შორტები და მაისური ჩავიცვი და სამზარეულოში გავედი ყავის ასაღებად, როგორც ჩანს ისევ აივანზე იყო ამიტომ მეც აივნისკენ დავიძარი.
- სასიამოვნო საღამოა - როგორც კი კარში გავედი, ამოთქვა ქალდანმა და სიგარეტი ძლიერად მოქაჩა.
- ხო, გრილი საღამოა - დავეთანხმე და მოაჯირს მივეყრდენი
- ყავა გემრიელია - ხელით აწია ყავის ფინჯანი
- ნამდვილად გემრიელი - დავეთანხმე და გავიღიმე. -ანუ სამსახურის გარდა სხვა თემებზე საუბარიც შეგძლებია - გამახსენდა ჩვენი დიალოგი ლოპოტაზე.
- ასე გამოდის - არ უარყო და ჩემს პირისპირ მიეყრდნო მოაჯირს. - დიდი ხანია, რაც შენ და ლილე ერთად ცხოვრობთ?
- სინამდვილეში არც ისე, მას შემდეგ რაც დედა დაიღუპა ბებოსთან ერთად ვცხოვრობდი აქ ერთი წელი, სწავლის გამო, მერე კი ლილეს ვთხოვე გადმოსვლა - დედის გახსენებაზე ხმაში სევდა შემეპარა
- ვწუხვარ დედაშენის გამო - როგორც ჩანს ჩემს ხმაში მკაფიოდ იგრძნობოდა ის სევდა, ქალდანმა რამდენიმე ნაბიჯი გადმოდგა და ახლა ჩემს გვერდით დაიკავა ადგილი, ისე რომ ჩვენი სხეულები ოდნავ ერთმანეთს ეხებოდა.
- მადლობა - ქვემოდან ავხედე ქალდანს და შეუმჩნევლად გავუღიმე
- ვიცი როგორი რთულია მშობლის დაკარგვა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ყველაზე მეტად გჭირდება მისი ან მათი სიახლოვე - როგორც ჩანს მისთვისაც ასეთივე მტკივნეული იყო ეს საკითხი.
- ვწუხვარ - მხოლოდ ეს ვთქვი, რადგან არ ვიცოდი სინამდვილეში რა მოხდა თუმცა მივხვდი, თუ რამდენად მტკივნეული იყო მისთვის.
- მგონი ჩემი წასვლის დროა - მოულოდნელად მოშორდა აივანზე და ჩემს წინ დადგა - მადლობა ყავისთვის
- მადლობა სახლში მოყვანისთვის - ორივემ გავიღიმეთ და გასასვლელისკენ მიმავალ ქალდან უკან გავყევი
- ეცადე ხვალ არ დაიგვიანო - თითი გამაფრთხილებლად დამიქნია და ამაზე გამეცინა
- არის ბოს - ვუთხარი სიცილით
- ღამემშვიდობის - გაიღიმა და სწრაფი ნაბიჯით დაეშვა კიბეებზე. კარი მხოლოდ მაშინ მივხურე, როცა ნაბიჯების ხმა აღარ მესმოდა და მისაღებში გავედი, ახლა შევამჩნიე სავარძელზე მისი პიჯაკი, როგორც ჩანს წაღება დაავიწყდა. დაუფიქრებლად ავიღე და ღრმად შევისუნთქე მისი არომატი, თუმცა მალევე გავაცნობიერე ჩემი საქციელი და თავის ადგილას დავაბრუნე.
მგონი სულ გავგიჟდი, არა უკანასკნელია ჩემი დალევა საკუთარ თავს ვერ ვცნობ ისეთ რაღაცებს ვაკეთებ. ფიქრებიდან კარზე კაკუნმა გამომარკვია, ალბათ ალექსანდრე მობრუნდა პიჯაკისთვის, სწრაფად ავიღე ხელში და კარისკენ გავემართე, ისე რომ არც გამიხედავს ვინ იყო გამოვხსენი კარი
- პიჯაკი დაგრჩ... - სიტყვა ვერ დავასრულე, როცა ქალდანის ნაცლად ხელში გაცეცხლებული ლილე შემრჩა.
- მე? არაფერი არ დამრჩენია მითუმეტეს კაცის პიჯაკი - არ ჩამორჩა დაქალი და მისაღებში შემოქანდა რასაც ქვია. კარი სწრაფად მივხურე და უკან ავედევნე დაქალს. - აბა გისმენ - ხელები გადააჯვარედინა და მომლოდინე მზერა მომაპყრო
- რას მისმენ? - ისე თითქოს არაფერი მომხდარა პიჯაკი ისევ სავარძელზე დავდე და სამზარეულოში გავედი წყლის დასალევად. ლილემაც არ დააყოვნა და ქარიშხალივით დამატყდა თავს
- რა გისმენ? რას და იმას როგორ გაქრი კლუბიდან, როგორ დაგვტოვე იქ, როგორც აღმოჩნდი შენს ურჩხულ უფროსთან ერთად, როგორც წამოგიყვანა სახლში და თურმე როგორ დარჩა პიჯაკი აქ - ერთი ამოსუნთქვით ამოთქვა მესხიძემ
- ლილე ყველაფერი იცი და რაღა მოგიყვე? - გამეცინა მის სახეზე და წყალი მოვსვი. თუმცა ისეთი სახე ქონდა მეგონა აქვე გამატყავებდა და ამიტომ წამშივე დავსერიოზულდი. - კარგი ხო წამოდი დავსხდეთ და მოგიყვები. - მასთან ბრძოლას აზრი არ ქონდა, თან ეს რომ ვინმესთვის არ მომეყოლა გავაფრენდი. დეტალურად მოვუყევი ყველაფერი მესხიძეს, ყველა დეტალი ისე, რომ წერტილ-მძიმე არ გამომიტოვებია და მის გამოშტერებულ სახეზე დროდა დრო კარგად ვხალისობდი.
- მოიცა ანუ გამოდის დაზავდით? - თვალები ამითამაშა
- ეგრე გამოდის - მხრები ავიჩეჩე და დივანზე კომფორტულად მოვთავსდი
- მოიცა, მარტო კი არ დაზავდით მგონი ეგ შენი უფროსი გიყვარდება დაქალო - გაიცინა ბოლოს
- გაგიჟდი გოგო? რა მიყვარდება შენ ვერ ხარ ცოტა
- არა ანა მე მემართება ფეთება ქალდანის სურნელზე და სიახლოვეზე - გამაჯავრა ლილემ
- უბრალოდ მიკვირდა მისი ასეთი ნახვა, ხო იცი როგორია
- მე კი ვიცი როგორია, მაგრამ.... თან მისი ასეთი უეცარი მოლბობა ძაან მიკვირს და აქ რაღაც ამბავია - ჩაფიქრდა ლილე
- ლილე გაჩუმდი ახლა
- კარგი ხო მაგრამ ჩემი სიტყვები გახსოვდეს - თითი დამიქნია
- ახლა თუ ავდექი შემომაკვდები
- მაგას მე უნდა გეუბნებოდე ქალბატონო - წარბი ამიტეხა
- კარგი ხო შევეშვათ ამ თემას ხო მოგიყევი დამასვენე ახლა, თქვენ რას შვრებოდით - ვეცადე საუბარი სხვა რამეზე გადამეტანა
- არაფერს ცოტა კიდე დავლიეთ მერე გარეთ ვიყავით ერთი ნახევარი საათი და წამოვედით, ბექა მალე წავიდა მარიამთან უნდა მივიდე მომენატრაო, მე და მია მათემ წამოგვიყვანა, ჯერ მე მომიყვანეს და მერე წავიდნენ მიასთან.
- ნეტა ეგენი საშველს დააყენებდნენ
- უნდა გენახა მათეს სახე, როცა მიას ვუთხარი ბარმენს მოეწონე შეხედე როგორ გიყურებს თქო - გაიცინა ლილემ
- გადამრევენ ეგენი
- აუ ხვალ თურქეთის საქმეზე უნდა მოვიდე ხო თქვენთან
- კი და არ დაგავიწყდეს.
- კაი წავედი დავიძინო თორე დავიღალე - ფეხზე წამოდგა მესხიძე - დაიძინე შენც ნუ თუ შეძლებ და ქალდანზე არ იფიქრებ - მომაძახა სიცილით და სწრაფად მოხურა საძინებლის კარი
- შემომაკვდები - დავუყვირე სიცილით მისაღებიდან და მეც საძინებელში შევედი.
უკვე ძალიან გვიანი იყო და ძალიან მეძინებოდა, მაგრამ ლილე რაღაცაში მართალი იყო, ქალდანზე ფიქრს თავს ვერ ვანებებდი რასაც ჭკუიდან გადავყავდი. დაახლოებით ერთი საათი ასე ვიწრიალე საწოლში, ბოლოს დაღლილობამ და ფეხების ტკივილმა თავისი ქნა და როგორც იქნა ჩამეძინა.

დილით ჩემ და გასაკვირად თავის ტკივილმა არ შემაწუხა, პირიქით ენერგიულადაც კი ვგრძნობდი თავს, ლილე როგორც აღმოჩნდა ადრე გასულა საქმეების მოსაგვარებლად, რომ მერე ოფისში გამოვიდეს ამიტომ ამჯერად მარტომ ვისაუზმე და ოფისში წავედი. გამიკვირდა მია რომ არ დამხვდა, ან ერთად მივდივართ ან პირველი მიდის ხოლმე. როგორც კი კაბინეტში შევედი დავურეკე მაგრამ არ მიპასუხა და გადავწყვიტე მათესთან შევსულიყავი თუმცა არც ის დამხვდა კაბინეტში.
- დილამშვიდობის - ზურგსუკან ქალდანის ხმა მომესმა, როცა კაბინეტში შევდიოდი და ადგილზე გავშეშდი
- დილამშვიდობის - მივესალმე მეც და მისკენ შემოვბრუნდი
- შეგიძლია კაბინეტში შემოხვიდე?
- ახლავე, - კაბინეტის კარი მოვხურე და უკან შევყევი ქალდანს.
- დაჯექი - მიმითითა სავარძელზე და მის წინ დავიკავე ადგილი - მათე და მია რომ არ არიან უკვე შეამჩნევდი
- კი, ზუსტად მიგის გარკვევას ვცდილობ რაც მოვედი
- გაიპარნენ
- რა? - იმდენად მოულოდნელი იყო ალექსანდრეს ნათქვამი მაშინვე ფეხზე წამოვხტი
- უფრო სწორად მოიტაცა - ამაზე თვალები უფრო გამიფართოვდა - დამშვიდდი - გაეცინა ჩემს რეაქციაზე - გუშინ ლილე რომ მოიყვანა სახლში მია კოჯორში წაუყვანია მეც დილით გავიგე გამთენიას მოუწერია მათეს და მერე ველაპარაკე.
- მოიცა მოიტაცა? - ისევ ვერ ვიჯერებდი ქალდანის ნათქვამს
- ნუ მთლად მასეც ვერ ვიტყვი, მოიტაცა მაგრამ ბოლოს აღმოჩნდა რომ მია სულაც არ იყო ურთიერთობის წინააღმდეგი.
- კი მაგრამ რამ გააგიჟა ამხელა ხალხი - ახლა უკვე მეც მეცინებოდა ამ ამბავზე
- ვფიქრობ უფრო სასმელმა თორე ორი წელია მიას სიყვარულით იფერფლება მათე - ამ ამბით მხიარული ჩანდა ქალდანი
- მათ სიყვარულს მეც კი ვამჩნევდი მაგრამ ასე სწრაფადაც არ ველოდი მათ დაწყვილებას
- როგორც ვიცი ჯერ არაფერ აპირებენ სერიოზულს, მათემ კიდე ბრაზობს ცოტას, ჯერ ამდენ ხანს რომ ვალოდინე და მერე რო მოვიტაცეო და ხვალ ჩამოვლენ
- არ არიან კარგად - გამეცინა
- აშკარად - გაეცინა ქალდანსაც, როგორ უხდება სიცილი. ბოლო ორი დღეა ხშირად იღიმის და ნეტა ხო კარგადაა. ისვე სისულელეებზე დავიწყე ფიქრი.
კიდევ რამდენიმე წუთი განვიხილავდით მათეს და მიას ამბავს, ბოლოს მათეს დაურეკა ქალდანმა და იმას ველაპარაკეთ, გვესმოდა მია როგორ ებუზღუნებოდა ამხელა კაცი რამ აგაცანცარაო მაგრამ ვინ უსმენდა. გუშინ მე და ლილე ამათ დაწყვილებაზე ვოცნებობდით და ჰა აგვიხდა კიდეც.
რამდენიმე საბუთი იყო მოსაგვარებელი ფესტივალის თაობაზე და მალევე დავბრუნდი ჩემს კაბინეტში. ცოტახანში კი ჩემმა მობილურმაც დარეკა, უცხო ნომერი იყო და ცოტა გამიკვირდა
- გისმენთ
- ანა როგორ ხარ? - ნაცნობი ხმა მომესმა ტელეფონიდან მაგრამ ვერ ვიხსენებდი საიდან მახსოვდა ეს ხმა
- უკაცრავად, ვერ გიცანით - მორიდებით ვუთხარი ყურმილის იქით აშკარად ახალგაზრდა მამაკაცს.
- იოანე ვარ, ფესტივალთან დაკავშირებით შევხვდით ერთმანეთს
- რა თქმა უნდა, ბოდიშს გიხდით არ ველოდი თქვენს ზარს, როგორ ხართ?
- ისევ თქვენობით ფორმას დავუბრუნდით? - ჩაიცინა ცერცვაძემ - მე კარგად ვარ შენ როგორ ხარ?
- მადლობა კარგად
- მე და ლევანს მოსვლა გვინდა დეტალებზე, ხვალ ჩამოვალთ თბილისში რამდენიმე საკითხს მოვაგვარებთ და ამ კვირაში დავთქვათ დღე თუ წინააღმდეგი არ ხართ
- კი ბატონო, ბატონ ალექსანდრესთან გადავამოწმებ განრიგს და დეტალებს მეილზე გადმოგიგზავნით
- მოხარული ვიქნები, მაგრამ ერთი არაოფიციალური შეხვედრაც გმართებს ხომ გახსოვს
- დიახ, რა თქმა უნდა ვეცდები დრო გამოვნახო - დიდად ამ იდეით მოხიბლული არ ვიყავი მაგრამ ვეცადე უხეშად არ გამომსვლოდა.
- ძალიან კარგი, მაშინ დაგემშვიდობები
- ნახვამდის
- შეხვედრამდე
სწრაფად დავკიდე ყურმილი და ალექსანდრეს კაბინეტისკენ წავედი. შესვლამდე ფრთხილად დავაკაკუნე - შეიძლება?
- შემოდი - საბუთებიდან ამოყო თავი ქალდანმა - რამე მოხდა?
- იოანემ დამირეკა
- იოანე? - როგორც ჩანს არც მას ახსოვდა
- ლევანის დის შვილი, კახეთში ის შემხვდა
- ხო რა თქმა უნდა, იოანე. რაო რა მინდაო? - როგორც ჩანს არც ისეთი დიდი სიმპათიითა განწყობილი იოანეს მიმართ
- შეხვედრა, ამ კვირაში ლევანთან ერთად ჩამოდის თბილისში.
- ძალიან კარგი და თავად ლევანმა რატომ არ დარეკა ჩემთან საინტერესოა.
- არ ვიცი, ჩემი მობილური საიდან აქვს არც ეგ ვიცი სიმართლე გითხრათ
- კარგი, დავურეკავ ლევანს და მე შევუთანხმდები შეხვედრაზე.
- კარგი - გასვლას ვაპირებდი როცა ქალდანმა შემაჩერა
- თუ კიდევ დაგირეკავს გადაეცი რომ პროექტთან დაკავშირებით უშუალოდ მე მომმართოს ნებისმიერ საკითხზე, ან თავად მოვაგვარებ ლევანთან
- კი ბატო - თავი დავუქნიე და კაბინეტი დავტოვე



№1 სტუმარი სტუმარი nancho

საინტერესო იყო,მომწონს ძალიან,ნამსვილად მოსწონთ ერთმანეთი.რას წვალობენ,დამოკიდებულება მომწონს,როგორ ეცნობიან მალულად,ხასიათს,ემოციას,,ვფიქრობ კარგი წყვილია,

 


№2 სტუმარი სტუმარი Khatuna

მომწონს, ანა და ალექსანდრე კარგი წყვილია. წერის სტილიც კარგია, იუმორიც. ველი შემდეგ თავს მოუთმენლად.

 


№3 სტუმარი ანუ

კარგია მალე დადე შემდეგი

 


№4 სტუმარი სტუმარი ანა

აუუ ძანნ მაგარია მალეე დადე

 


№5  offline წევრი nina_m

მიხარია თუ მოგწონთ ახალ თავს დავდებ დღეს ^^

 


№6 წევრი sofi_sofiaa13

რაკარგი იყოო რა ძალიან მომეწონა მართლა
--------------------
ფეფო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent