შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ალექსანდრე ქალდანი (7 თავი)


29-07-2020, 18:34
ავტორი nina_m
ნანახია 1 714

7 თავი
ალექსანდრეს კაბინეტიდან გამოსულმა პირდაპირ ლილეს დავურეკე
- ლი რას შვრები მოდიხარ? - ვკითხე როგორც კი ყურმილი აიღო
- კი აი ათ წუთში თქვენთან ვარ
- აუ გთხოვ ერთი ლატე გამომიყოლე რა
- კარგი ოქრო
ლილეს ათი წუთი ოც წუთად გადაიქცა და მეც მოთმინებით ველოდი, მხოლოდ იმიტომ რომ ვიფიქრე ყავაზე შეყოვნდებოდა.
- მოვედი - კარები რასაც ქვია შემოგლიჯა მესხიძემ
- ნეტა შენ მშვიდად შემოსვლა ისწავლო - თვალები ავატრიალე
- ეფექტი ხო უნდა ქონდეს ჩემს შემოსვლას, აჰა შენი ყავა - ჭიქა გამომიწოდა და სავარძელზე დაებერტყა
- მადლობა - დავაგემოვნე ჩემო მშველელი ლატე
- აბა რას ვშვრებით?
- ალექსანდრეს დავურეკავ - ტელეფონი ავიღე და უფროსს დავურეკე - ლილე მოვიდა და მაინტერესებს დრო თუ გაქვთ - დაველოდე ქალდანის პასუხს - ახლავე - ყურმილი დავკიდე - მოკლედ დამიანეც დარეკავს შეგვიძლია გავიდეთ ქალდანის კაბინეტში. - ყავით ხელში დავტოვე კაბინეტი და ლილესთან ერთად შევედი ქალდანთან
- ლილე როგორ ხარ?
- კარგად თქვენ?
- თქვენობითი ფორმის გარეშე, დასხედით - ხელით მიგვანიშნა სავარძლებზე. მოიცა თქვენობითის გარეშეო? მე მთელი ამბავი დამაღწია და ამას უყურეთ რა, უტაქტო ვირი. თვალები ავატრიალე და სავარძელზე დავჯექი ლილეს გვერდით.
- ანამ მითხრა თურქეთის პროექტზე და გილოცავ, ძალიან გამიხარდა
- ეს თქვენი დამსახურებაა, ასე კარგად რომ იმუშავეთ
- ნამდვილად ვეცადეთ - გაიღიმა ლილემ
- მოკლედ დამიანე დარეკავს დაველოდოთ და დეტალებს ის გეტყვით, იდეა მისია ასე რომ მე ხელები დამიბანია - გაიცინა და საზურგეს მიეყრდნო. ამან თავი რამეს ხო არ მიარტყა რამ შეცვალა ამ ბოლო დღეებში ზედმეტად ხშირად იღიმის. - აი ისიც, - გაისმა სკაიპში შემომავალი ზარის ხმაც და მაშინვე უპასუხა ქალდანმა - აბა როგორ ხარ?
- მე კარგად თქვენ როგორ ხართ? მოვიდნენ გოგოები?
- კი აქ არიან - ლეპტოპი ჩვენკენ მოაბრუნა და წამოდგა რომ ჩვენს გვერდით სავარძელზე დამჯდარიყო
- ეე როგორ ხართ მშვენიერებო? - ჩვეული ღიმილით გამოანათა ეკრანიდან უმცროსმა ქალდანმა
- კარგად შენ როგორ ხარ? - ერთხმად მოვიკითხეთ მე და ლილემ
- აი თქვენ რომ გხედავთ უკეთ
- აცანცარდა ახლა - ამოთქვა ალექსანდრემ
- შენ სულ ნუ უჟმურობ თორე შეაშინებ ვინმეს - არ ჩამორჩა დამიანეც და მე და ლილეს გაგვეცინა მის ინტონაციაზე - მოკლედ გოგოებო რაღაც ინფორმაცია გექნებათ თურქეთზე
- კი მაშინ რაზეც ვისაუბრეთ იცის ლილემაც - ვუპასუხე
- გუშინ პროექტის ხანგრძლივობა და დეტალები გავწერეთ, სამოქმედო გეგმა მზად გვაქვს, გამოცდებს როდის ასრულებთ?
- წესით ივლისში
- მე ძირითადად ონლაინ გავდივარ კურსს, მაგრამ გამოცდებზე მაინც უნივერსიტეტში უნდა ვიყო - გავაცანი სიტუაცია
- მოკლედ 25 ივლისიდან 10 სექტემბრამდე გვაქვს ვადა რომ პროექტი სრულად ჩავაბაროთ თავისი მოგების გრაფიკით. დეტალებს გამოგიგზავნით მაგრამ ერთი ორი სიტყვით რომ გითხრათ პირველი კვირა დაეთმობა საქმის შესწავლას შემდეგ დავიწყებთ გადაღებებზე ფიქრს, ამისთვის ღია სივრცე გვინდა და ჯერ არ არის შერჩეული, სავარაუდოდ თქვენთან ერთად შევარჩევთ თუ ჩამოხვალთ - ბოლო სიტყვები შეპარვით თქვა. - აბა რას იტყვით?
- მე თანახმა ვარ - აღტაცებული იყო ლილე, რა უხარია ასე ვერ გავიგე - გამოცდებს მალევე დავასრულებ და მაგ დროისთვის თავისუფალი ვიქნები, აუ ან შენც ხო თანახმა ხარ - გამომხედა კატის თვალებით, ჯერ კიდევ ვფიქრობდი სიმართლე გითხრათ დიდად უარის თქმის მიზეზი არ მქონდა და თავადაც ვერ ვიგებდი რატომ გავწელე ეს საკითხი. ახლა დამიანეს და ალექსანდრეს გადავხედე ორივე ჩემს პასუხს ელოდა
- მეც თავისუფალი ვიქნები მაგ დროს და საქმეში ვარ - თვალი ჩავუკარი ეკრანიდან მომზირალ დამიანეს
- აუუ აი ძმა ხარ - სიხარულით ფეხზე წამოხტა უმცროსი ბურდული და კამერასთან ცეკვა დაიწყო - აი ბომბი პროექტი უნდა გამოვდეს - როგორც იქნება მიხვდა და დაგვიბრუნდა. მე ალექსანდრეს გადავხედე, დიდად არ იმჩნევდა, მაგრამ სახეზე მაინც ეტყობოდა, რომ კმაყოფილი იყო ჩვენი გადაწყვეტილებით.
- მოკლედ დეტალები გამოგვიგზავნე და წამოსვლამდე კიდევ გავეცნობით პროექტს თან იქამდე დიდი დროა
- კი, კი აი ახლავე ჩაგიგდებთ ყველა ფაილს, შენ რა იყო ბიჭო ხმას რო არ იღებ გეწყინა რამე?
- ნუ ბოდავ დამიანე -მობეზრებით შეხედა ეკრანს - გამიხარდა წამოსვლა რომ გადაწყვიტეთ - ჩვეული სიმშვიდით გადმოგვხედა მე და ლილეს
- მოკლედ, ყველაფერი გამოგზავნილია, თათბირზე უნდა გავიქცე ეხლა და აბა თურქეთში შევხვდებით - ჩვენც დავემშვიდობეთ და ზარიც შეწყდა.
- კონტრაქტებს ადგილზე გავაფორმებთ, ანაზღაურების საკითხს დამიანე მოაგვარებს და წასვლამდე გაგაცნობთ
- მგონი ეგ მეორე ხარისხოვანი უფროა - თქვა ლილემ
- მესმის მაგრამ ყველა დეტალი გამართული უნდა იყოს, გარდა ამისა შრომას აუცილებლად სჭირდება შესაბამისი დაფასება ასე რომ
- კარგი, მაშინ ველოდები სიახლეებს.
- ჩვენ დაგტოვებთ - ფეხზე წამოვდექი
- კი ბატონო, უბრალოდ საღამოს უჩემოდ ნუ წახვალ ღვინის პროექტზე მინდა დაგელაპარაკო
- კარგი - თავი დავუქნიე და ლილესთან ერთად დავტოვე კაბინეტი.

დიდხანს არ გაჩერებულა მესხიძე, მათეს და მიას ამბავი მოვუყევი და სრული შოკი ქონდა, ისიც ვიფიქრე კრუნჩხვებში არ ჩავარდეს თქო ისეთ სახეებს იღებდა. მერე ბექას დაველაპარაკეთ თურქეთის ამბავზე და თურმე ბიჭებისგან უკვე იცოდა ყველაფერი და აქეთ გვისაყვედურა აქამდე რას ელოდებოდით რატო არ თანხმდებოდითო. საბოლოოდ ლილეს წასვლის შემდგე რამდენიმე ხელმოსაწერი საბუთი მოვაგროვე და ალექსანდრესთან დავტოვე, კაბინეტში არ დამხვდა ამიტომ იქვე დავაწყე და უკან დავბრუნდი. დამიანეს გადმოგზავნილ ფაილებს გადავხედე და ერთი შეხედვითაც ეტყობოდა რამდენად დიდი საქმე გველოდა წინ. ხუთი სრულდებოდა ალექსანდრემ რომ დარეკა
- გისმენთ ბატონო ალექსანდრე - ჩვეული ოფიციალური ტონით ვუპასუხე.
- გაემზადე და დაბლა დაგელოდები გარეთ ვილაპარაკოთ ფესტივალის დეტალებზე
- კარგით ხუთ წუთში ჩამოვალ
გამიკვირდა ასე მალე რომ მიდის ოფისიდან, თუმცა საქმე ძირითადად რამდენიმე პროექტზეა ორიენტირებული და როგორც ჩანს დიდად სამუშაოც არაფერი ქონდა. სწრაფად ავიღე ჩემი ნივთები და ოფისი დავტოვე, ქალდანი კი უკვე მანქანაში მელოდა და მეც მის გვერდით დავიკავე ადგილი.
- რომელიმე კაფეში გავიდეთ თუ წინააღმდეგი არ ხარ და თან მშვიდად დავილაპარაკებთ
- წინააღმდეგი არ ვარ - ღვედი შევიკარი და ოდნავი ღიმილით შევხედე ქალდანს
- ძალიან კარგი - ტუჩის კუთხე ჩატეხა და სწრაფად დაძრა მანქანა. მანქანის სალონში გამეფებულა არომატმა გუშინდელი საღამო გამახსენდა და სასიამოვნო შეგრძნებამაც არ დააყოვნა. ვერ ვხვდებოდი ასეთი რა სურნელი იყო სასიამოვნოდ რომ ვრცელდებოდა მთელს ორგანიზმში. დანიშნულების ადგილას ისე მივედით, რომ ხმა არცერთს არ ამოგვიღია. სწრაფად შევედით-ერთ-ერთ მყუდრო კაფეში და შედარებით მშვიდ მაგიდასთან დავიკავეთ ადგილი. მიმტანს სწრაფად მივეცით შეკვეთა და ახლა ქალდანს დავაკვირდი, რომელიც უცნაურად მიყურებდა და საერთოდ არ ჩქარობდა საუბრის დაწყებას.
- აბა რაზე გინდოდა საუბარი? - დუმილი ისევ მე დავარღვიე და არაოფიციალურ მიმართვაზე გადავედი, ბოლოს და ბოლოს ამოიწურა სამუშაო საათები.
- ღვინის საქმეს ჩამოვშორდით
- რა? და ფესტივალი?
- შეთანხმება არ შედგა
- კი მაგრამ რატომ? მოლაპარაკებებმა მშვენივრად ჩაიარა
- ხო ზედმეტად მშვენივრადაც კი - ჩაიჩურჩულა და წყალი მოსვლა - მოკლედ ყველი კომპანიასთან არ გვექნება არანაირი კონტაქტი, ბატონი იოანე თუ დაგიკავშირდება მე მითხარი. შეთანხმება არ შედგა და არც რაიმე კონტაქტი გვექნება მათთან.
- ვერ ვხვდები მიზეზს, რამე მოხდა - იმ წუთას სრულ გაურკვევლობაში აღმოვჩნდი
- ასე ვთქვათ მე და იოანეს სხვადასხვა ინტერესები აღმოგვაჩნდა
- ბატონი ლევანი რას ამბობს?
- ლევანი საზღვარგარეთ მიდის და მის წარმომადგენლად იოანე რჩება, ასე რომ ამ შემთხვევაში ის თამაშგარე მდგომარეობაშია.
- კი მაგრამ მათი კომპანიის გამო ვამბობთ ღვინის ფესტივალზე უარს?
- უარს არ ვამბობთ, მათთან სამწლიანი კონტრაქტი გვაქვს და ოფიციალური მხარე ჩვენ ვართ უბრალოდ ამ ეტაპზე ფესტივალს ბექას კომპანია გაუწევს ორგანიზებას რომ ზედმეტი თავის ტკივილი ავიცილოთ თავიდან.
- გასაგებია - რა იყო გასაგები მეც არ ვიცი მაგრამ, როგოც ჩანს სერიოზული მიზეზი ქონდა რომ ჩაიშალა შეთანხმება. მიმტანმა ჩვენი შეკვეთა მოიტანა და ნეტარებით მოვსვი ჩემი ყავა.
- მოკლედ, ხვალ მათე და მია რომ ჩამოვლენ კიდევ დაგელაპარაკებით მანამდე შენ მინდა იცოდე - პატარა პაუზა გააკეთა - იტალიაში მივდივარ რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით და მინდა ყურადღებით იყოთ ამ ფესტივალზე, ეცადეთ მაქსიმალურად აიცილოთ თავიდან პრობლემები, თურქეთში ყოფნის დროს არ უნდა ჩავარდეს აქ საქმე, ამიტომ სტაბილურობა გვჭირდება - კიდევ რაღაცას ამბობდა მაგრამ ტვინში მხოლოდ ერთი ფრაზა ტრიალდება „იტალიაში მივდივარ“, როდის მიდის? დიდი ხნით? რატო მიდის? რა ჯანდაბა მჭირს, სულ ასე დადის ქვეყნიდან ქვეყანაში და მე პანიკა რატო მაქვს
- დიდი ხნით მიდიხარ? - ჩემდაუნებურად წარმოვთქვი გონებაში წარმოთქმული სიტყვები
- არ ვიცი - ქვემოდან ამომხედა და ყვა მოსვა, სველ ქვედა ტუჩზე კი ფრთხილად გადაიტარა ენა. ახლა ჯობდა მიწა გამსკდომოდა და ეს არ დამენახა, მის სიახლოვეს ხო ჯერ საერთოდ ვერ ვარ ჯანსაღად და ახლა ამის შემხედვარე ლამის ადგილზე გავქვავდი. სპეციალურად აკეთებს? ანა დამშვიდდი ატეხილი ქალივით ნუ იქცევი. ვცდილობ საკუთარი თავი დავამშვიდო ნამდვილად ვერ ვცნობ საკუთარ თავს ამ დესპოტის მოკვლა მინდოდა და ახლა ფეთება, მემართება ვერ ვარ ? რა კითხვებია ნამდვილად ვერ ვარ! - რამდენიმე საკითხია მოსაგვარებელი და გააჩნია სიტუაცია როგორ წარიმართება - ფიქრებიდან ისევ ალექსანდრეს ხმამ გამომარკვია.
- გასაგებია, ანუ გაურკვევლი დროით. თურქეთის პროექტს არ შემოუერთდები?
- არ ვიცი, ვეცდები მაგრამ თუ ვერ მოხერხდება დისტანციურად ვიქნები ჩართული, თუმცა ვფიქრობ ჩემს გარეშეც იდეალურად იქნება ყველაფერი.
- იტალიაში როდის მიდიხარ?
- ფრენა ზეგ არის გამთენიას, ხვალ ძირითად საკითხებს გადავხედოთ ოფისში თათბირიც დანიშნე და კიდევ განვიხილოთ ზაფხულის პროგრამა, თურქეთისთვის საქმეებიც უნდა გადავანაწილოთ მია და მათე ცოტა დაიტვირთებიან მაგ პერიოდში.
- დისტანციურად შეძლების და გვარად დავეხმარები მათაც
- შემოდგომას იდეალური შედეგით უნდა შევხვდეთ ორივე კომპანიაში და იმედია ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა.
- მეც იმედი მაქვს
- ხო მართლა, 25 ივლისამდე შეგიძლია შვებულება აიღო სასურველ პერიოდში. აგვისტოში თურქეთში მოგიწევს მუშაობა და ამიტომ ამ ეტაპზე ივლისში გამოიყენე შენი შვებულება.
- სადმე წასვლას არ ვგეგმავ თან გამოცდები მექნება და შენც თუ არ იქნები აჯობებს მათეს და მიას დავეხმარო წასვლამდე.
- როგორც გინდა მაშინ
დაახლოებით ნახევარი საათი კიდევ გავჩერდით კაფეში, ძირითადად დამიანეს გამოგზავნილ პროგრამაზე ვსაუბრობდით, წამოსვლამდე კი ისევ გამიმეორა, რომ იოანესთან კონტაქტი არ გვექნებოდა.
- ხო სახლში მიდიხარ გაგიყვან - შემომთავაზა როგორც კი კაფე დავტოვეთ
- კი, მაგრამ შემიძლია ტაქსით წავიდე რომ არ გაწვალო
- არ გავწვალდები - მანქანის კარი თავად გამიღო და დაელოდა როდის ჩავჯდებოდი
- მადლობა - ნასიამოვნებმა დავიკავე ადგილი წინა სავარძელზე. გზაში ისევ არ ვსაუბრობდით, უფრო სწორად მე ლილემ დამირეკა და მასთან მქონდა დიალოგი იმასთან დაკავშირებით წასულიყო თუ არა კურსელებთან ერთად ხევსურეთში. საბოლოოდ გადაწყდა რომ წავა და მისი წუწუნის მოსმენაც აღარ მომიწევს.
- მოვედით - მანქანა ჩემი კორპუსის წინ გააჩერა და ჩემკენ მთელი ტანით მობრუნდა
- კიდევ ერთხელ მადლობა - ღვედი მოვიხსენი და მანქანიდან გადავედი - უი, შენი პიჯაკი ჩემთანაა, თუ დამელოდები ჩამოგიტან ან შეგიძლია ამოხვიდე - გამახსენდა რომ მისი პიჯაკი ჯერ კიდევ ჩემთან იყო.
- წამოვიღებ მაშინ - ძრავი ჩააქრო და მანქანიდან გამოვიდა. ლილე სახლში არ იყო ექსკურსიისთვის საყიდლებზე იყო გასული ამიტომ ბოლო საფეხურამდე ჩანთაში ვიყავი ჩაყუდებული და გასაღებს ვეძებდი, ყოველთვის როგორ უნდა მემალებოდეს. სანამ კართან მივიდოდით ძლივს ვიპოვე და ფრთხილად მოვარგე საკეტს.
- შემოდი - მისაღებისკენ მივუთითე ქალდანს და ისიც დინჯი ნაბიჯით დაიძრა ოთახისკენ - რამეს დალევ? - შევთავაზე და ჩანთა დივანზე დავდე.
- რამე ცივს, თუ არ შეწუხდები - გამომხედა და სავარძელზე ჩამოჯდა
- ახლავე - სამზარეულოში გავედი და ცივი ანანასის წვენით დავბრუნდი უკან
- მადლობა - ფრთხილად გამომართვა ჭიქა, იმდენად ფრთხილად რომ მისი თითების ნაზი შეხება აღვიქვი ჩემს ხელზე და სასიამოვნოდ დამიარა ტანში.
- პიჯაკი ოთახში მაქვს და გამოგიტან - ხელით საძინებელზე ვანიშნე და უცებ შევედი. ღამე საგულდაგულო შეკიდული პიჯაკი კარადიდან გამოვიღე და მოვხსენი საკიდიდან, ინსტიქტურად კიდევ ერთხელ ღრმად შევისუნთქე მისი სურნელი. - ანა მგონი სულ გარეკე - ჩურჩულით გავკიცხე საკუთარი თავი და ქუსლების კაკუნით დავბრუნდი მისაღებში სადაც ქალდანი მეგულებოდა, თუმცა იქ არ დამხვდა. პიჯაკი სავარძლის საზურგეზე გადავკიდე და აივნისკენ დავიძარი. არ შევმცდარვარ ერთი ხელი ჩიბეში ჩაეყო მეორე ხელით კი დინჯად ეწეოდა სიგარეტს. ისეთი მომხიბვლელი იყო მოგინდებოდა მთელი ცხოვრება ასე გეყურებინა. გასაკვირია, მაგრამ არასდროს შემინიშნავს ქალდანზე ნიკოტინის სუნი, როგორც ჩანს ხშირად არ ეწევა, მანქანის სალონშიც სასიამოვნო გრილი არომატია და მის პიჯაკზეც, მხოლოდ სუნამოს და ქალდანის არომატია.
- საინტერესოა როგორ მოვედით აქამდე - სიჩუმე ალექსანდრემ დაარღვია ისე რომ ჩემთვის არ შემოუხედავს, ის რა ზურგით გრძნობს ჩემს მიახლოებას?
- აქამდე ანუ? - ვერ მივხვდი რას გულისხმობდა
- შეძელი და ყველაზე ხანგრძლივად შეინარჩუნე შენი ადგილი, ასეთი ნამდვილად პირველი ხარ - კიდევ ერთხელ ღრმად მოქაჩა სიგარეტი და მხოლოდ ამის შემდეგ გადმომხედა
- საწყის პოზიციას ვუბრუნდებით?
- არა, უბრალოდ გაკვირვებული ვარ შენითაც და საკუთარი თავითაც
- მე გითხარი რომ სხვებს არ ვგავდი - მხრები ავიჩეჩე
- ყველა ასე ამბობთ
- ყველა?
- ყველა ქალი ამას ამბობ - ზემოდან გადმომხედა და მოაჯირს მიეყრდნო
- არ ვიცი ყველა ქალი რას ამბობს მაგრამ ვფიქრობ თავადაც ხედავ რომ სხვებს არ ვგავარ - ხელები გადავაჯვარედინე და კარის ჩარჩოს ერთი მხრით მივეყრდენი
- ამას რომ არ ვხედავდე მერწმუნე დიდი ხნის წასული იქნებოდი სამსახურიდან - რაო? მომესმა? ეს ახლა აღიარება იყო, კომპლიმენტი თუ რა?
- ანუ ალექსანდრე ქალდანი დამარცხებას აღიარებს - გამომცდელი ღიმილით ჩავაჩერდი შავ თვალებში
- ამას ვერ ვიტყოდი, ალექსანდრე ქალდანი არასდროს მარცხდება თუმცა თანამშრომლობაზე მიდის.
- ანუ ჩენს შორის თანამშრომლობა შედგა?
- თამამად შეიძლება ითქვას - სიგარეტი ჩააქრო და მეორე ხელიც ჯიბეში ჩააცურა
- ცუდად არ ჟღერს
- ნამდვილად არა - ტუჩის კუთხე ჩატეხა - მგონი ჩემის წასვლის დროა, აჯობებს საქმეები მოვაგვარო გაფრენამდე. მოაჯირს მოშორდა და მეც ოთახში შევედი, რომ უკან მომყვა.
- აი შენი პიჯაკი - აღებას და მიწოდებას ვაპირებდი ტელეფონმა რომ დარეკა, სწრაფად ავიღე ტელეფონი და ეკრანზე მოციმციმე „იოანე ცერცვაძე“ ჩემდა უნებურად ხმამაღლა ამოვიკითხე.
- ცერცვაძე? - ირონიულად მაგრამ ოდნავი ბრაზ შერეული ტონიც წარმოთქვა იოანეს გვარი - რა უნდა
- არ ვიცი - მხრები ავიჩეჩე, ტელეფონს ვუპასუხე და speaker - ის რეჟიმზე ჩავრთე - გისმენთ
- ანა როგორ ხარ?
- კარგად თქვენ?
- ისევ თქვენ, მეც ქარგად მაგრამ ერთი რამ მაწუხებს
- რა?
- ჩვენი შეთანხმება არ შედგა შენს უფროსთან, იმედი მაქვს ეს ფაქტი არ იმოქმედებს ჩვენს არაოფიციალურ შეხვედრაზე ხომ ასეა
- იცით, საკმაოდ დატვირთული გრაფიკი მაქვს და ამასთანავე თანამშრომლობა თუ არ შედგება ვფიქრობ არც შეხვედრაა აუცილებელი
- ასე გადაჭრით რატომ? არ შემდგარი თანამშრომლობა ხომ იმას არ ნიშნავს რომ ერთმანეთი უკეთ არ უნდა გავიცნოთ
- ბატონო იოანე, როგორც მახსოვს თქვენ იმისთვის გინდოდათ შეხვედრა, რომ კარგად გაგვეცნო ერთმანეთი რათა ერთად კარგად გვემუშავა ასეა?
- რა თქმა უნდა, მაგრამმ.... - კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა რომ შევაწყვეტინე
- თანამშრომლობა არ შედგა, ახლოს გაცნობაც არ შედგება
- როგორი უკარება ყოფილხარ ქალბატონო ანა
- ნახვამდის ბატონო იოანე
- ეს ასე რომ არ დამთავრდება ხომ იცი
- და სხვაგვარად როგორ დამთავრდება? - ახლა გავხედე ქალდანს რომელიც დიდი დაკვირვებით უსმენდა დიალოგს და სიბრაზისგან ყბები დაჭიმვოდა
- მოგინდებათ ისევ ჩვენთან თანამშრომლობას და აი ნახავ პირადად ჩემთან მოგიწევს მუშაობა, მერე ვერსად გამექცევი
- თქვენთან მუშაობა - ირონიულად ჩავიცინე - ვფიქრობ ოცნებები უნდა დაგიმსხვრიოთ, არასდროს ვიმუშავებ თქვენთან
- ტელეფონი მომეცი - ჩუმად მანიშნა ალქესანდრემ და დაპროგრამებულივით გავუწიე მობილური - ეხლა კარგად მომისმინე - speaker-ის რეჟიმიდან გამორთო - მეორედ არ გაბედავ ანასთან დარეკვას, რამის თქმა თუ გინდა შეგიძლია ჩემთან დარეკო. შენთვისვე აჯობებს თუ შეხვედრებზე და საერთოდ დარეკვაზეც კი არ იფიქრებ, გასაგებია? - მკაცრად ჟღერდა მისი ნათქვამი - არა ეს გაფრთხილებად მიიღე - სწრაფად გათიშა ტელეფონი და სავარძელზე მიაგდო - დაბლოკე მისი ნომერი და მეორედ თუ გაბედავს დარეკვას მე ან მათეს გვითხარი მაშინვე. დედას შე***ი - შეიკურთხა და სახეზე ხელი ნერვიულად ჩამოისვა - მომინდომა შეხვედრა და ახლოს გაცნობები. საერთოდ რატო დათანხმდი როცა შემოგთავაზა
- არ დავთანხმებულვარ, ვეცადე თავაზიანი ვყოფილიყავი და ვუთხარი რომ შევეცდებოდი. არ მინდოდა საქმე გაფუჭებულიყო
- საქმე აღარ არსებობს და არც ზრდილობა და შეხვედრა იქნება აუცილებელი, მეეჭვება დარეკოს მაგრამ თუ რამეა გაგვაგებინე რომელიმეს
- კი მაგრამ თავადაც შემიძლია გამკლავება - ამას რა უსუსური დაბნეული თინეიჯერი ვგონივარ?
- ანა ეს საქმე პროექტს ეხება და საქმის კურსში უნდა ჩაგვაყენო თორემ გამკლავება რომ შეგიძლია ამაში ეჭვი არავის ეპარება - ფრთხილად მომიახლოვდა და ხელი მხარზე ჩამომადო. - დაბლოკე მისი ნომერი და დაკავშირებას თუ შეეცდება გვითხარი კარგი - შედარებით დამშვიდებული ტონით წარმოთქვა ბოლო წინადადება და თავისი შავებით ჩამაჩერდა თვალებში.
- კარგი - მისი მზერისგან და სიახლოვისგან გაბრუებულმა თავი დავუქნიე და მხოლოდ ერთი სიტყვის წარმოთქმა მოვახერხე
- ახლა უნდა წავიდე - მომშორდა და პიჯაკს დაავლო ხელი - ხვალ შევხვდებით ოფისში თითი დამიქნია და გასასვლელისკენ დაიძრა მე კი ნელი ნაბიჯით მივყევი უკან. - დროებით - დამემშვიდობა სანამ კიბეებზე დაეშვებოდა
- დროებით - ეს ვთქვი და კარი მივხურე.
არ ვიცი რატომ მაგრამ თავს უჩვეულოდ ვგრძნობდი, ის ფაქტი მომწონდა, რომ ჩვენს შორის ურთიერთობას დაძაბულობა მოეხსნა და უფრო თავისუფლად ვიყავი, მაგრამ ის ფაქტი მაშინებდა რომ მასთან ყოფნა სხვანაირად მაფორიაქებდა და მაბნევდა, რაც ნამდვილად არ იყო ჩემი ჩვეული მდგომარეობა.
სანამ ლილე მოვიდოდა შხაპის მიღება გადავწყვიტე. მშვიდად და დიდხანს ვინებივრე წყლის ქვეშ მერე კი ვახშამი მოვამზადე. როგორც სჩვევია ხოლმე საოცარი სისწრაფით შემოვარდა სახლში და პარკები იქვე მიაყარა მესხიძემ. მთელი საღამო კი იმაზე ქოთქოთში გაატარა, რომ ექსკურსიაზე წასვლა თუ უნდოდათ აქამდე უნდა ეთქვათ რომ მომზადებულიყო. ისე წუწუნებდა თითქოს ქორწილი ქონდა და ვერ ასწრებდა მომზადებას, არადა ყველაფერი მოგვარებული ქონდა, მაგრამ ლილე რის ლილეა ტვინი რომ არ გაბურღოს. დილით 6 საათზე გადიოდა ამიტომ ადრე დაწვა დასაძინებლად და მეც გამოძინება ვარჩიე.

მეორე დღეს ფაქტობრივად ლილესთან ერთად გავიღვიძე, უფრო სწორად გამაღვიძა სახლში მთელი სისწრაფით მორბენალმა, გეგონება სირბილში ეჯიბრებოდა ვინმეს ისე დარბოდა ოთახიდან ოთახში. როგორც კი გავაცილე ისევ დაძინება გადავწყვიტე, მაგრამ არ გამომივიდა, ამიტომ ყავით ხელში აივანზე დავჯექი და სასიამოვნო ნიავით ტკბობა გადავწყვიტე, თან ლეპტოპში დღევანდელ საქმეებს გადავხედე და ასე გავიყვანე დრო.
ოფისში როგორც კი მივედი მაშინვე ოთახში ვიხმე თავჩახრილი მია და ყველაფერი დეტალებში მოვაყოლე, მალე მათეც შემოგვიერთდა და ახლა მან მოყვა კოჯორის ამბები უფრო იუმორ შეპარვით რაზეც ბევრი ვიცინე. ეს წყვილი მართლა შესანიშნავია ძალიან უხდებიან ერთმანეთს და თვალებში ეტყობათ ის დიდი სიყვარული. დანარჩენმა დღემ ჩვეულებრივ ჩაიარა თუ იმას არ ჩავთვლით, რომ თათბირზე ალექსანდრე ყველას გვამცნო წასვლის შესახებ და ფაქტობრივად დაგვემშვიდობა. საღამოს ქალდანი და მათე უკვე წასულები დამხვდნენ ამიტომ მიასთან ერთად დავტოვე ოფისი და პირდაპირ სახლში წავედი. მიუხედავად იმისა რომ ბევრი ვეხვეწე ჩემთან დარჩი თქო მაინც ვირზე შეჯდა ქალბატონი და ვერ წამოვიყვანე ჩემთან.
- რა ქენი აბა როგორ ერთობი? - დავურეკე ლილეს და მოვიკითხე, როგორც კი სახლში მივედი
- გართობით კარგად, მაგრამ ცივი ამინდია და გავიყინე
- ლილე სულ ნუ წუწუნებ. ერთი წლის ტანსაცმელი წაიღე და დავიჯერო თბილი არაფერი გაქვს?
- გოგო კი მაქვს მაგრამ არ მიხდება - მითხრა სერიოზული ხმით
- ახლა ჩემივე ნერვების სიჯანსაღისთვის აჯობებს გაგითიშო - თვალები მობეზრებით ავატრიალე და დაქალს დავემშვიდობე. ეს გოგო არაა ნორმალური. საქმე არაფერი მქონდა ამიტომ გადავწყვიტე ბებოსთვის დამერეკა და თურქეთის ამბავი მომეყოლა. თავიდან კი შეიცხადა მაგრამ მერე თავად თქვა რომ შეიძლება ეს ჩემთვის საუკეთესო შანსიც კი ყოფილიყო.
ბებოსთან საუბრის შემდეგ შხაპი მივიღე ვივახშმე და სასუსნავებით ხელში ტელევიზორს მივუჯექი. საინტერესო ფილმი გადიოდა მაგრამ მხოლოდ იმასზე ვფიქრობდი რომ რამდენიმე საათში ალექსანდრე წავიდოდა და კაცმა არ იცის უკან როდის დაბრუნდებოდა. მიუხედავად იმისა რომ მთლად იდეალური ურთიერთობა არ გვაქვს მაინც გული მწყდებოდა ამაზე, ან საერთოდ არ ვიცი რა მჭირდა. როგორც ჩანს დაღლილი ვიყავი ან ცხელმა წყალმა იმოქმედა და ფიქრებში გართულს დივანზე ჩამეძინა. ორი ხდებოდა ვიღაც კარზე რომ აკაკუნებდა და ამ ხმამ გამაღვიძა, გამიკვირდა ასეთ დროს ვინ უნდა ყოფილიყო, ტელეფონი შევამოწმე მაგრამ არავის ნარეკი არ დამხვდა, ფრთხილად წამოვდექი თმა შევისწორე და კარის გასაღებად წავედი. სადარბაზოში სიბნელე იყო ამიტომ ვერ გავარჩიე ვინ იდგა კარს იქით ამიტომ ფრთხილად გამოვაღე კარი.
- ალექსანდრე? - კარში ქალდანის დანახვამ გამაოცა, ცალი ხელით კარის ჩარჩოს ეყრდნობოდა მეორე კი შარვლის ჯიბეში ჩაეყო და არეული თვალებით მიყურებდა.
- შემომიშვებ? - ბოხი ხმით წარმოთქვა ეს ერთი სიტყვა






ესეც დაპირებული მეშვიდე თავი ^^ იმედი მაქვს მოგეწონებათ...



№1 სტუმარი მარუსაა

ოპაა ნეტა რაუნდა ჩვენ ალექსანდრესს ???????? ღამის ორზერო შესწუხა ჩვენი ანა ❤️იმედია მალე დადებ

 


№2 წევრი ვიპნი

ან კოცნის მოსაპარად მოვიდა ან კიდევ ეჭვიანობის წამალმა იმოქმედა და გადაიფიქრა წასვლა :)

 


№3  offline წევრი nina_m

ვეცდები ხვალ დავდო ახალი თავი ^^

 


№4 სტუმარი სტუმარი ხატია

❤️❤️❤️❤️????????

 


№5 სტუმარი სტუმარი nancho

რა ინტრიგა დატოვე.

 


№6 სტუმარი ანუ

აუუ ძაან კაია მალე დადე რა

 


№7 სტუმარი ატბ

Rodis dadeb

 


№8 სტუმარი Mari

როდის დადებ შემდეგ თავს?

 


№9 სტუმარი სტუმარი maryem

rodis dadeb shemdeg tavs???

 


№10 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან საინტერესო იყო მომეწონა ძაან ცუდი დღის კი დამთავრდა იმედია მალე დადებთ და გავიგებთ რა უნდა ჩვენს ალექსანდრეს

 


№11 სტუმარი სტუმარი ანა

როდის დადება

 


№12 სტუმარი ანუ

როდიიის დადეეეებ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent