შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ალექსანდრე ქალდანი (8 თავი)


1-08-2020, 00:08
ავტორი nina_m
ნანახია 9 788

თავი 8
- ალექსანდრე? - კარში ქალდანის დანახვამ გამაოცა, ცალი ხელით კარის ჩარჩოს ეყრდნობოდა მეორე კი შარვლის ჯიბეში ჩაეყო და არეული თვალებით მიყურებდა.
- შემომიშვებ? - ბოხი ხმით წარმოთქვა ეს ერთი სიტყვა
- შემოდი - კარი ფართოდ გავაღე რომ შემოსულიყო, სიმართლეთ გითხრათ თავადაც არ ვიცი ასე რატო მოვიქეცი, მაგრამ იმდენად მოულოდნელი იყო მისი აქ დანახვა თავადაც არ ვიცი რას ვაკეთებდი.
ჩვეული დინჯი ნაბიჯით შემოვიდა მისაღებში და იქვე ჩამოჯდა
- გაგაღვიძე? - ამომხედა ქვემოდან, მე კი მისგან სამი მეტრის მოშრებით ვიდექი და ვცდილობდი გამეაზრებინა ახლა ეს მესიზმრებოდა თუ მართლა ხდებოდა.
- ამ არა - დავიბენი - უფროსწორად კი, ვერ გავიგე როდის ჩამეძინა
- ხო - ჩუმათ ამოთქვა და ხელები ერთმანეთში ახლართა - შენი კარამელის ყავას დამალევინებ? - მკითხა ბოლოს. იმდენად სევდიანი და იდუმალი მომეჩვენა გული შემეკუმშა, ვერ ვცნობდი ნუთუ ეს ის ალექსანდრე ქალდანი იყო, რომელიც პირველად ვნახე.
- რა თქმა უნდა - ვუთხარი და სამზარეულოში გავედი ყავის მოსამზადებლად. გამგზავრების წინ დავიჯერო ყავის დასალევად მესტუმრა თან შუაღამეს? - ვეკითხებოდი საკუთარ თავს.
- არ ვიცი შენთან რატო ვარ - რამდენიმე წამში უკან მომყვა ქალდანიც და დახლს მიეყრდნო. მისმა უეცარმა მოსვლამ ისევ შემაშინა და ადგილზე შევხტი, მერე კი ნელი მოძრაობით მივბრუნდი მისკენ.
- არც მე - მართლა ვერ ვიგებდი ამ დროს აქ რას აკეთებდა, ოთხ საათში ფრენა აქვს
- ყავას დავლევ და პირდაპირ აეროპორტში წავალ აქედან - თავი დახარა
- ალექსანდრე - მცირე პაუზის შემდეგ მივმართე და უკვე გამზადებული ყავა ფინჯნებში ჩავასხი
- გისმენ - თვალებში ჩამხედა და ყავა გამომართვა
- კარგად ხარ?
- კარგად? - ჩაიცია - რთული სათქმელია - მისაღებში გავიდა და მეც უკან გავყევი - აივანზე შეიძლება? - მიმითითა კარისკენ
- რა თქმა უნდა - ვუთხარი და უკვე აივანზე გასულს უკან გავყევი. სავარძელში ჩაეშვა და ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო, მისი სიგარეტით ხელში დანახვას უკვე მიჩვეული ვიყავი, ამიტომ საფერფლე ფანჯრის რაფიდან მაგიდაზე გადმოვდე და ახლოს მივუწიე, მე კი მეორე სავარძელზე დავიკავე ადგილი.
- ლამაზი ღამეა - თქვა და სიგარეტი ღრმად მოქაჩა თვალი კი თითქოს უსასრულობას გაუსწორაო.
- ხო, ლამაზია - ცას ავხედე და ღრმად ამოვისუნთქე. - მაინც არ გითქვამს აქ რატომ ხარ - ბოლოს გადავწყვიტე მეკითხა და ყავა მოვსვი
- წავიდე? - მკითხა და თავისი შავები მომანათა
- არ მითქვამს რომ უნდა წახვიდე - მეც არ მომიცილებია მზერა მისთვის
- აბა დავრჩე? - ხმა შეეცვალა
- დარჩი - თავისდა უნებურად წამომცდა და ვგრძნობდი როგორ ვიწყებდი მის თვალებში ჩაძირვას. ხმა არ ამოუღია, უბრალოდ მიყურებდა მერე კი ტუჩის კუთხე ოდნავ ჩატეხა და ისევ ძლიერად მოქაჩა სიგარეტი. - რამე მოხდა? - როგორც იქნა გამოვერკვიე და ვკითხე
- დღეს 20 წელი გავიდა ჩემი მშობლების გარდაცვალებიდან - ყავა მოსვა და ფეხზე წამოდგა, ორივე ხელით მოაჯირს დაეყრდნო და ღრმად ამოისუნთქა. არ ვიცი რა ვიგრძენი მაგრამ მთელ ტანში გამაცია მისმა სიტყვება. ახლა გასაგებია, რატომ არის დღეს ასეთი შეცვლილი, უჩვეულოდ დადარდიანებული და ნაღვლიანი.
- ვწუხვარ, არ ვიცოდი - ფეხზე წამოვდექი მეც და გვერდით ამოვუდექი
- ხო, არ გეცოდინებოდა - სიგარეტი საბოლოოდ მოქაჩა და საფერფლეში ჩაწვა, თვითონ კი ისევ უწინდელ პოზას დაუბრუნდა და ხელები მჭიდროდ მოკიდა მოაჯირს, იმდენად რომ ორივე ხელი გაუთეთრდა - ერთმა წუთმა, - დაიწყო საუბარი - მხოლოდ ერთმა წუთმა გადაწყვიტა ყველაფერი.
- რა მოხდა? - არ ვიცოდი რამდენად სურდა ამაზე საუბარი მაგრამ შეპარვით მაინც ვკითხე.
- მანქანა აფეთქდა, ასე ტყუილ უბრალოდ აფეთქდა ვიღაც ნაბიჭვრის უაზრო ამპარტავნობის გამო. - ცოტახანს შეჩერდა, მერე კი ისევ განაგრძო - როგორც ვიცი საქმის გამო მოხდა ყველაფერი, მამაჩემმა ორი დიდი კომპანია იყიდა გერმანიაში, მისმა ყოფილმა პარტნიორმა, რომელიც გაკოტრების პირას იყო ეს ვერ აიტანა და ასე „მოაგვარა“ საკითხი. გერმანიში მამაჩემის მეგობარმა იეჭვა თუ როგორღაც გაიგო, არ ვიცი. მამაჩემს ვერ უკავშირდებოდა ამიტომ პირდაპირ პოლიციას მიმართა, ერთი წუთით ადრე რომ მისულიყვნენ ახლა ცოცხლები იქნებოდნენ. ერთმა წუთმა გადაწყვიტა ყველაფერი. როცა პოლიცია მივიდა ზუსტად მაშინ დაძრა მანქნა და მაშინვე აფეთქდა. ერთი წუთი, მხოლოდ ერთი წუთი აღმოჩნდა მათთვის გადამწყვეტი. შეგიძლია წარმოიდგინო რამდენი რამის შეცვლა შეუძლია ზოგჯერ ამ ერთ წუთს?
- იმ კაცს რა ბედი ეწია?
- დაიჭირეს, ბიძაჩემმა, დამიანეს მამამ მაშინ ყველაფერი გააკეთა იმისთვის რომ მაშინვე დაეჭირად. მეორე დღესვე აიყვანეს აეროპორტში, ხუთი წლის წინ კი ციხეში ძაღლურად მოკლეს. ისევე გაამწარეს, როგოც მან გაამწარა სხვები. - ხმა აუკანკალდა. - მაგრამ ეს მათ ვერ დააბრუნებს, ეგეც ზედმეტი ფუფუნება იყო მაგ ნაბიჭვრისთვის. - ზიზღით გამოსცრა კბილებში
- ღმერთო, მართლა ძალიან ვწუხვარ - ვერც კი გავიაზრე ცრემლი როგორ გადმომვარდა, აკანკალებული ხელი მხარზე დავადე და გაუაზრებლად მოვხვიე ხელები შემობრუნებულს. თავის ტორები მჭიდროდ მომხვია და ძლიერად მიმიხუტა გულზე, თავი კი ჩემს კისერში ჩარგო და ღრმად ამოისუნთქა.
- მადლობა - ამოიჩურჩულა ჩუმად და მხოლოდ ახლა მოვშრდი, თუმცა ჩვენს შორის მანძლი მხოლოდ რამდენიმე სანტიმეტრი იყო. როცა შემომხედა ჯერ მზერა შეეცვალა მერე კი ცერა თითებით ცრემლები მომიმშრალა. მისმა შეხებამ კი თავბრუ დამახვია და უფრო მეტად ამიძგერა გული.
- რისთვის? - ვკითხე დაბნეულმა და ჯერ კიდევ წყლიანი თვალებით ავხედე ქალდანს
- იმისთვის, რომ მომისმინე, არ ვიცი ამაზე მხოლოდ ბექას და მათეს ველაპარაკები ხოლმე, თავადაც არ ვიცი რატომ მოგიყევი შენ ან საერთოდ რატომ მოვედი ასეთ დროს აქ,- სახეზე ხელი ჩამოისვა და ფინჯნიდან ყავა მოსვა - მადლობა ყავისთვის - ოდნავ გაიღიმა და ჭიქა მაგიდაზე დააბრუნდა - მადლობა რომ შემომიშვი. - ახლა უფრო ფართოდ გაიღიმა. ეს ბიჭი მალე შემშლის გავიფიქრე და სწრაფად მოვიმშრალე თვალები. - ხო მართლა - საათს დახედა - ჩემი წასვლის დროა, აეროპორტში ადრე უნდა მივიდე.
- ხო, რა თქმა უნდა - საბოლოოდ გამოვფხიზლდი და ისევ მისაღებში დავბრუნდით
- კიდევ ერთხელ მადლობა და ბოდიში რომ გაგაღვიძე
- მადლობას ნუ მიხდი - გავიღიმე და გასასვლელისკენ მიმავალს უკან გავყევი.
- უკეთ ხარ? - ვკითხე სანამ კართან მივიდოდით
- ბევრად უკეთე - ვიგრძენი როგორ ჩაიცინა - ანა - კართან შეჩერდა და უკან მობრუნდა, მე კი იმდენად ახლოს აღმოვჩნდი მასთან რომ მისი სუნთქა სახეზე სასიამოვნოდ მელამუნებოდა - თავს მიხედე კარგი? - თავისი შავებით გადმომხედა, მერე კი ხელი კისერში შემიცურა, ახლოს მიმწია და საფეთქელზე სველი კოცნა დამიტოვა. მთელს ტანში სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა, თვალები მიმენაბა და წამით საბოლოოდ მოვწყდი ამ სამყაროს, თუმცა ის წამიც საკმარისი აღმოჩნდა მისი წასვლისთვის. გონს რომ მოვედი დახურულ კართან ვიდექი და მისი კვალიც არ ჩანდა, თუთქოს არც არასდროს ყოფილაო.
იმ ღამემ როგორ გაიარა არ ვიცი, ვერ ვიძინებდი ვერ ვისვენებდი, თავში ქალდანის მეტი არაფერი მიტრიალებდა. თავიდან საერთოდ არ მახსოვდა მისი იტალიაში წასვლის ამბავი, მაგრამ როგორც კი გავიხსენებდი მისი აეროპორტისკენ მიმავალ გზას, მაშინვე აღუწერელი სევდა მაწყვებოდა. მივეჩვიე? ასე მალე? ეს ხომ აბსურდია - ვაჯერებდი საკუთარ თავს. იცით როგორი მომენტია? - აი ჯიუტად რომ ცდილობს სხვა ადამიანზე ეფექტის მოხდენას, მხოლოდ იმიტომ რომ რაღაც დაუმტკიცო ბოლოს კი თავად ეხვევი მახეში. გავები? - ვუსვამდი საკუთარ თავს ამ კითხვას და პასუხი არ მქონდა. ვერ ვიგებდი ასე როგორ შეიცვალა, როდის შემოვიდა ჩემს ფიქრებში, მაგრამ არა ეს თავიდანვე პირველი დანახვის ეფექტი იყო... მიუხედავად იმისა, რომ ურთიერთობა სხვაგავარად დავიწყეთ იმას ვერ ვიტყვი, რომ არ მომეწონა გარეგნობით მაინც, ან არ ამაფორიაქა თავისი ხასიათით და იდუმალებით. თქვენი აზრით ეს რა არის? მოწონება? თუ უფრო მეტი? არ ვიცი, ახლა არაფერი არ ვიცი გარდა იმისა, რომ არ მინდა იტალიაში იყოს, ჩვენგან შორს, ჩემგან შორს! - ამ ფიქრებშ გართულს ალბათ გამთენიას ჩამეძინა, საათი არ მახსოვს მაგრამ 6-7 საათი იქნებოდა.
დილით საშინელმა ხმაურმა გამაღვიძა, სხვა დროს ჩვეულებრივი მაგრამ იმ დღეს ყველაზე საშინელი და არასასურველი ხმა ქონდა ჩემ ტელეფონზე შემომავალ ზარს.
- გისმენთ - ისე გადავუსვი სენსორს ხელი და ვუპასუხე არც კი დამიხედავს
- მისმენ? შენ რა გძინავს? - წამსვე ვიცანი მიას აღშფოთებული ხმა
- უკვე აღარ მია - ამოვიზმუვლე ისეთი ხმით თავად შევიტანე იმაში ეჭვი ჩემი ხმა იყო თუ ვიღაც კაცის.
- სამსახური საერთოდ გახსოვს?
- კი, რა იყო? - საერთოდ არ ვფიქრობდი ბალიშდან თავის აწევას
- აგვაინებ გოგო და ის, თორმეტის ნახევარია იცი? ქალდანი წავიდაო და აუშვი? - გაეცინა ბოლოს
- რაა? - საათის დაკონკრეტებამ არა მაგრამ ალქესანდრეს გვარმა ნამდვილად გამომაფხიზლა
- რა რაა გოგო - სიცილში გადასდიოდა ლაპარაკი
- ვაგვიანებ - ახლა დავხედე საათს - დავიგვიანე? ჯანდაბა - რასაც ქვია გადმოვფრინდი საწოლიდან ტელეფონი იქვე მივაგდე მაგრამ მალევე გამახსენდა მიას რომ ველაპარაკებოდი და უკან ავიღე - მია უნდა მოვემზადო და მოვალ გაკოცე - მივაყარე და გავითიშე ტელეფონი.

ჯანდაბა აქამდე როგორ დამეძინა, მაგრამ რაღა აქამდე გამთენიას დავიძინე. გამოდის მაღვიძარამ ვერ გამაღვიძა? როგორც შევამოწმე დაყენება დამვიწყებია და კიდევ ერთხელ შევამკვე თავი „მოსაფერებელი“ სიტყვებით. შეძლებისდა გვარად სწრაფად მოვემზადე და ოფისში წავედი. თვალები ისე მქონდა დასიებული მთელი მსფლიოს კოსმეტიკა ვერ გამოასწორებდა ამიტომ უმაკიაჟოდ და ამაყად გადავწყვიტე წასვლა სამსახურში, სამაგიეროდ მგონი გზაში შემხვედრთა 99%ს ჩემი დანახვისას კოშმარები გარანტიებული ქონდათ,
- ოჰო გვიკადრე? - ლიფტის კარი გაიღო თუ არა ამათვალიერა მიასთან მდგომმა მათემ
- აუ ვკვდები ხალხო - ჯერ კიდევ დაბოხებული ხმით ამოვთქვი
- რა ხმა გაქვს - დამცინა მიამ
- ყავას დამალევინებთ? - საწყალი თვალებით გავხედე მოსიყვარულე წყვილს
- ოღონდ ხელებში არ ჩაგვაკვდე და რამდენი ლიტრი გინდა მარტო მითხარი - დამცინა მათემ
- რაც მეტი უკეთესი - სრული სერიოზულობით ვუთხარი და კაბინეტში შევიტანე საკუთარი სხეული.
მეილზე ბევრი შეტყობინება და ხელშეკრულება იყო რომელიც უნდა გამემზადებინა, ამიტომ პურდაპირ საქმეს შევუდექი.პროცესში მათემ ყავაც შემომაშველა და მკითხა რა მჭირდა, მაგრამ მსუბუქად ავუხსენი რომ უბრალოდ ვერ ვიძნებდი და გამთენიას ჩამეძინა. რამდენად დაიჯერა თავს ვერ დავდებ მაგაზე, მაგრამ სიმართლის თქმას აშკარად ჯობდა. გამოფხიზლებისთანავე მივხვდი, რომ დიდ სიცარიელეს ვგრძნობდი თუმცა საკუთარი თავი უკვე ნერვებს მიშლიდა ამაზე რომ ჩავიციკლე. მაქსიმალურად ვცდილობდი რომ კონცენტრაცია მხოლოდ სამსახურზე მომეხდინა. ზედმეტადაც კი ვიტვირთავდი თავს. საბოლოოდ როგორც იქნა დასრულდა ის დღე.
მომდევნო დღეებში დიდად არაფერი ხდებოდა განსაკუთრებული, როგორც იქნა ლილე დაბრუნდა ოთხ დღიანი გასვლიდან და მეშველა ცოტა პოზიტივის შემოიტანა სახლში. გოგოებს რამდენიმე დღის შემდეგ დაველაპარაკე და ვეღარ მოვითმინე რომ არ მეთქვა, ამიტომ მოვუყევი იმ ღამის მოულოდნელი ვიზიტის შესახებ და გაკვირვებისგან ორივემ ისე შეკივლა, ლამის გულის შეტევა მიმაღებინებს
- მოსწონხარ - დაამტკიცა ლილემ
- უეჭველი - მხარი აუბა მიამაც
- ნუ ბოდავთ ერთი - ვიუარე მე
- ოჰოო რას ამბობ შენ ვერ ხვდები რა - არ ჩამომრჩა ლილე - რომელი კაცი მივა შუაღემის ორ საათზე ქალთან განსაკუთრებით მაშინ, როცა სხვა ქყვეყანაშია წასასვლელი რამდენიმე საათში
- უბრალოდ სალაპარაკო ქონდა - ისევ არ ვთქმობდი პოზიციას
- რა იყო ეგეთი გადაუდებელი - გოგოებს ყველაფერი მოვუყევი გარდა ქალდანის მშობლების ამბისა, ამიტომ სამსახური და თურქეთის პროექტი მოვიმიზეზე უბრალოდ. ვფიქრობ იმ ღამის საუბარი ყველაზე პირადული იყო ალექსანდრესთვის და სწორი იქნებოდა თუ საუკეთესო დაქალებსაც არ ვეტყოდი.
- რა მნიშვნელობა აქვს
- მია, მგონი ამასაც მოსწონს და თან ძაან - გადახედა ლილემ მიას
- ხოო მაგას მეც ვამჩნევ და როდის აღიარებს ძაან მაინტერესებს
- აუუ ეხლა ტვინი არ შემიჭამოთ იცოდეთ - გავაფრთხილე ორივე და სამზარეულოში გავედი. როგორც იქნა თემა დავხურეთ და სხვა საკითხზე გადავიტანეთ ყურადღება.
ჩემდა გასაკვირად დროს სწრაფად გადიოდა, რამდენიმე დღის მანძლზე ბევრი რამ შეიცვალა, ბექა და მარიამი ბათუმში წავიდნენ, მარიამი ორსულადაა და მოთხოვნების კორიანტელი აქვს ახლა ბექასთან, ისიც გმირულად უძლებს და დისტანციურად ხელმძღვანელობს ღვინის ფესტივალს. ჩვენმა კომპანიამ ორი ახალი პარტნიორი შეიძინა და ძირითადად ახალი საქმეებით ვიყავით დაკავებული. ქალდანი არ ჩანდა ორჯერ დაესწრო სკაიპით თათბირს, ისიც სულ ათი წუთი გაგრძელდა თუმცა საკმარისი იყო იმისთვის რომ მისი უცნაური და ცოტა მონატრებული მზერა შემემჩნია. მას შემდეგ ძირითადად მათეს უკავშირდებოდა. უკვე ივლისი დაიწყო და გამოცდებმაც მოგვიკაკუნა კარს, ყველაზე ცუდი ის იყო რომ გადაბმულად დაგვემთხვა და 8 ივლისამდე ყველა საგანი უნდა მოგვესწრო მეც და ლილესაც. ნუ ლილეს 10 ივლისამდე. ვცდილობდი მაქსიმალურად ჩავრთულიყავი ახალ პროექტებში, თურქეთის პროექტიც ახლოვდებოდა და მინდოდა მიასთვის და მათესთვის საქმე შემემსუბუქებინა. რამდენჯერაც თურქეთის პროექტზე დავიწყებდით საუბარს სულ იმაზე ვფიქრობდი იქნებოდა თუ არა ალექსანდრე და თუ არა, როდის დაბრუნდებოდა მაინც.
- თუ მჯეროდეს რო გამოცდები დავასრულე - უკვე რვა ივლისს თავის ტკივილით და სიცხისგან შეწუხებული, რასაც ქვია საკუთარი სხეული შევათრიე მისაღებში და დივანზე მივესვენე
- შენ რა გიჭირს, ყველაზე რთული საგანი დამრჩა ზეგ და ნერვები მტკივა უკვე - აწუწუნდა ლილე. მერწმინეთ ლილესთის რთული საგანი არ არსებობს უბრალოდ რამეზე ხო უნდა იწუწუნოს.
- ლილე მაინც ხო უმაღლესზე უნდა დახურო და რა გაწუწუნებს? - დაღლისგან ენა ძლივს მოვაბრუნე
- ოო არ ვიცი რა - არ წყვეტდა მესხიძე
- წავალ მე დავიძინებ, კიდევ კარგი დღეს დამითხოვა მათემ თორე ნახევრად მკვდარი ვარ - ძლივს ავდექი და საძინებელში შესვლის თანავე გავითიშე, არადა ჯერ კიდევ შუადღის ოთხი საათი იყო და ასე როგორ დავიღალე თავადაც არ ვიცი.
საბოლოოდ გამოცდებით და მუშაობითაც კმაყოფილი ვიყავი, დასვენებაც მოვახერხე მეორე დღეს და ძალებიც აღვიდგინე. ლილეს გამოცდამაც ისე ჩაიარა როგორც ვიწინასწარმეტყველე და საბოლოოდ დავისვენე მისი წუწუნისგან.
- ძაან მაგარი ამბით მოვედით - გიჟებივით შემოვარდნენ ერთ დღეს მია და მათე კაბინეტში
- რა მოგელანდათ გამისკდა გული - შეშინებულმა ამოვყავი საბუთებიდან თავი
- აუ ისეთი კარგი ამბავი უნდა გითხრა - გაიბადრა მათე
- მათე დაიწყე სანამ შუაზე გასკდი - გამეცინა მის სახეზე
- მოკლედ, ვინაიდან და რადგანაც შვებულება არავის გვქონია და ვინაიდან და რადგანაც აგვისტოში ყველამ სამსახურს უნდა დავასხათ ტვინი. გადავწყვიტეთ რომ რამდენიმე დღე დავისვენოთ, მითუმეტეს ყველა პროექტი ჩაბარდა და თვისბოლომდე გადაღებებიც არაა - ბედნიერმა დაასრულა წინადადება და მიას გვერდით ჩაეშვა სავვარძელში
- ოღონდ ამ დასვენებას აქვს თავის პირობები - განაგრძო მიამ
- აბა გისმენთ - გამეღიმა წყვილის შეთანხმებულ მოქმედებაზე
- ბექასთან და მარიამთან მსჯელობის შედეგად აღმოჩნდა რომ სვანეთში მივდივართ ყველა ერთად, მე შენ, მათე, ბექა, მარიამი, ლილე და ქალდანი - ქალდანის ხსენებაზე ტანში უეცრად გამცრა, გამოდის რომ ჩამოვიდა? ჩამოდის? და ერთად ვისვენებთ?
- ხო, დამიანე ხვალ ჩამოვა და ეგეც ჩვენთან იქნება - დააზუსტა მათემ, ანუ ნაადრევი იყო ჩემი სიხარული?
- და ალექსანდრემ იცის? - მაინც ვერ მოვითმინე და ვკითხე
- თვითონ შემოგვთავაზა რომ დაგვესვენა და შემდეგ გადავწყვიტეთ ეს. გუშინ დამიანემ დარეკა რომ საქართველოში ჩამოვა და მერე შენთან და ლილესთან ერთად წავა უკან. მგონი საუკეთესო ვოიაჟი გველის წინ.
- ხო დასვენება მართლა არ გვაწყენდა - მიუხედავად იმისა, რომ ალექსანდრეზე გული დამწყდა, მაინც მგონია რომ საუკეთესო დღეებს გავატარებ ბავშვებთან და ნაკლებად ვიფიქრებ მასზეც.
- მაშ ასე 15 ივლისს გავდივართ და 22 ში ვბრუნდებით უკან, როგორც ვიცი 24ში მიფრინავთ ხო თქვენ - მკითხა მათემ
- 23-ში ან 24-ში წინა დარეკვაზე ასე თქვა დამიანემ და ზუსტად არ ვიცი პროექტი ოფიციალურად 25-ში უნდა დავიწყოთ.
- ხო მოკლედ ზეგისთვის ვემზადებით და გავდივართ ხვალ შეგიძლია დასვენო
- მაშინ დღეს გვიანობამდე დავრჩები რომ დარჩენილი საქმეები მოვაგვარო - ვუთხარი ბავშვებს
- მეც მასე ვაპირებ ბოლო შეხვედრა მაქვს თან დღეს და ამოვწუროთ ჩვენი ვალდებულებები - თვალი ჩამიკრა მათემ და მიასთან ერთად გავიდა ოთახიდან.
საკმაოდ დიდ ხანს შემოვრჩი ოფისში, ცხრა იყო დაწყებული სახლში რომ წავედი. იმდენად დავიღალე რომ ათ საათზე საწოლში ვიწექი და როგორც ჩანს მალევე გავითიშე რადგან დაწოლის მერე არაფერი მახსოვს. მეორე დღეს საყიდლებზე ვიყავით მე მია და ლილე, საღამოს კი მთელი ბარგი ჩვენთან გადავიტანეთ და მიაც დავითანხმეთ ჩვენთან დარჩენაზე. ღამე მათემ დაგვირეკა და გაგვაფრთხილა რომ დილით ექვსზე გამოგვივლიდა რო სიცხეში არ გვევლო ასე რომ მოგვიწია ადრე დაგვეძინა. დილით მე დალილე მიამ გაგვაღვიძე ექვსის ნახევარი იყო, მალევე მოვემზადეთ და ბარგი კიდევ ერთხელ გადავათვალიერე რომ არაფერი დაგვრჩენოდა, საბოლოოდ სამივეს იმდენი ბარგი დაგვიგროვდა მეეჭვება ორი მანქანა საკმარისი ყოფილიყო.
- მოვედით მზად ხართ? - დარეკა მათემ, როცა დამიანესთან ერთად მოვიდა უკვე კორპუსთან
- აუ კი მაგრამ ბარგი უნდა ჩაგვატანინოთ - შეპარა მიამ როცა თვალი მოავლო სამ დიდ ჩემოდან ოთხ დიდ ჩანთას და რუგზაკებს
- რა იყო საცხოვრებლად გადმოდიხართ? - დაგვცინა მათემ - ამოვალთ ახლავე - ორ წუთში ზარის ხმაც გაისმა და მაშინვე გავუღე კარი, დამიანე ნანახი არ გვყავდა რადგან გვიან ჩამოფრინდა და ახლა ვნახეთ და მოვიკითხეთ ყველამ.
- აბა სადაა ჩანთები? - იკითხა მათემ და შესასვლელი მოათვალიერა
- მისაღებშია - უთხა მიამ და ყველა მისაღებისკენ დავიძარით
- მათეე - დაუძახა დამიანემ
- გისმენ - უპასუხა ისე რომ ჩანთებისთვის თვალი არ მოუშორებიათ
- შენც იმას ხედავ რასაც მე? - მთელი სერიოზულობით კითხა უმცროსმა ქალდანმა და ხელი მხარზე მიკრა
- უნამუსო ვიყო - თავი გააქნია მათემ - გოგოებო - ახლა ჩვენ ამოგვხედა - მართლა საცხოვრებლად მოდიხართ?
- აუ მათეეე - დაიწუწუნა მიამ - გეფიცები მარტო საჭირო ნივთებია
- მია საყვარელო - მიუახლოვდა მათე შეყვარებულს და ლოყებზე მოეფერა - ჩვენი საჭირო ნივთები რატო ჩაეტია ერთ ჩანთაში და თქვენს რატომ დაგჭირდათ ჩვიდმეტი მეტყვი? თუ მართლა საცხოვრებლად გადმოდიხარ? ჩემს იქ დატოვებას ხომ არ აპირებ? - აცანცარდა მათე
- აუუუ - ისევ ამოიწუწუნა მიამ
- ნუ ცანცარებთ ეხლა რა არის ბევრი
- არა რა კამაზით უნდა წამოვულიყავით, ამ ბარგს ჯერ რა ჩაიტანს მერე სად ჩავტევთ და მერე კიდე რა აათრევს იქ - არ ჩამორჩა მათეს დამიანე
- ახლა დიდ ხანს უნდა ვიდგეთ ასე და ჩვენ ბარგს განვიხილავდეთ - როგორც იქნა ხმა ამოიღო ლილემაც
- კაი ხო ჯანდაბას ჩვენი თავი, მოდი ბიჭო მოკიდე ხელი დავაყენოთ საშველი - დანებდა დამიანე. ბოლოს იმდენი ქნეს მთელი ბარგი ორმა მოიკიდა ჩვენ კი მხოლოდ რუგზაკები მოგვაჩეჩეს.
- მოკლედ აქ ორი კაცის ადგილიღაა - მიგვითითა ბარგით გადატენილ უკანა სავარძელზე მათემ - მოდი ესე ვქნათ ერთი ხუთი წუთი მოიცადე შენ ანა გამოგივლიან მანქანით, ჩვენ წინ წავალთ, რომ საჭმელები ვიყიდოთ კარფურში გზისთვის. დანარჩენი მარიამმა და ბექამ უკვე იყიდეს, მაგრამ გზაში მოგვშივდება
- მალე მოვლენ?
- კი ხუთ წუთში - საათზე დაიხედა მათემ
სხვა რა გზა იყო, ჯობდა მარიამს და ბექას დავლოდებოდი... მხოლოდ ზურგჩანთა დავიტოვე და ბავშვებიც წავიდნენ. ეზოში არავინ იყო ეზოში ამიტომ მოწყენით დავიწყე წინდა უკან სიარული. ცოტახანში შევამჩნიე შავი ჯიპი რომ შემოვიდა ეზოში. ეს ნამდვილად არ იყო ბექას მანქანა, ამიტომ არ დავკვირვებულვარ და ზურგი ვაქციე. ამ დილაადრიან ვინ მოვიდა ძაან მაინტერესებს ან არ ეზარება, ან არ ეძნება. ჯიბიდან ტელეფონი ამოვიღე რომ ბექასთან დამერეკა, მაგრამ ზუსტად მაშინ შევამჩნიე რომ მანქანის ფარები სულ უფრო მიახლოვდებოდა უკნიდა მერე კი გაჩერდა და უკან მივბრუნდი.
- პატარა ქალბატონო სვანეთში არ მოდიხარ? - ფანჯრიდან თავი გადმოყო ქალდანმა, ხო ალექსანდრე ქალდანმა. არ გეჩვენებათ, არც მე მეჩვენებოდა. ნუ იმ მომენტში კი ვიფიქრე რომ საბოლოოდ გავრეკე მაგრამ როგორც კი მანქანიდან გამოდვიდა და მომიახლივდა ადგილზე გაქვავებულს, მაშნვე გავიაზრე რამდენად ცხადი იყო ეს ყველაფერი - როგორ ხარ ანა? - ბოხი ხავერდოვანი ხმით ამოთქვა და მკლავები მომხვია.

იმედია მოგეწონებათ, ძალიან დატვირთული გრაფიქის გამო მალ ვერ დავდე და ესეც ცოტა პატარა გამოვიდა >3 ვეცდები შემდეგი დიდი თავი იყოს ^^



№1 სტუმარი სტუმარი gvantsa

ვაა სიუპრიზები და სასწაული ამბები გველის სვანეთშიი :))

 


№2 სტუმარი ატბ

აუუ ძაან ძაან მაგარიაააააააააა.. მალე დადე შემდეგი რა

 


№3  offline წევრი nina_m

ვეცდები დიდხანს არ გალოდინოთ ????????❤️

 


№4 სტუმარი Mgrkmgrk

მალე დადეე რაა ????
საინტერესო ჩანს ????????

 


№5 სტუმარი სტუმარი Khatuna

საინტერესოაა და მალე ახალი თავი რაა

 


№6 სტუმარი სტუმარი მარი

აუ ძაან მაგარია რაა<3

 


№7  offline წევრი Marita_G

ჰეჰჰჰჰ ჩემი ბარტყები????
ძააან მაგარი იყო ველოდები შემდეგს❤❤

 


№8  offline წევრი haddes

აუ რა საყვარლები არიან ❤️❤️

 


№9 სტუმარი namename

male dadeb?

 


№10  offline წევრი nina_m

ხვალ დავდებ ახალ თავს, თუ მოვასწრებ 9-10 ერთად დავდებ^^

 


№11 სტუმარი სტუმარი ნათია

მოუთმენლად ველი

 


№12 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძაან მაგარი იყო სახალისო საინტერესო სასიამოვნოდ გაოცებული ქალდანმა უნდა იმღეროს აქა მევარ იქაც მევარ...ნეტავ გვრიტები როდის მიხვდებიან რომ ერთმანეთი უყვართ საკვალები????????მომეწონა ეს თავი მაგრამ არ მეყო მადლობა

 


№13  offline წევრი nina_m

სტუმარი ნესტანი
ძაან მაგარი იყო სახალისო საინტერესო სასიამოვნოდ გაოცებული ქალდანმა უნდა იმღეროს აქა მევარ იქაც მევარ...ნეტავ გვრიტები როდის მიხვდებიან რომ ერთმანეთი უყვართ საკვალები????????მომეწონა ეს თავი მაგრამ არ მეყო მადლობა

მადლობა <3 მიხარია რომ მოგწონს... დღეს ვეცდები შედარებით დიდი თავი დავდო

 


№14 სტუმარი სტუმარი მარი

როდის დადებ შემდეგ თავს?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent