ტკივილი
შუადღე იყო,როცა გამომეღვიძა. მაგიდას გავხედე და წერილი დავინახე. მეგონა,თუ გამოვიღვიძებდი,ეს საშინელი კოშმარიც დასრულდებოდა,მაგრამ ასე არ მოხდა. წერილი ისევ თავის ადგიკას იდო. ავდექი,ხალათი შემოვიცვი,ტირილისგან დასიებული თვალები მოვისრისე და მაგიდას მივუახლოვდი .წერილი კიდევ ერთხელ ავიღე ხელში და გარკვევით წავიკითხე: მეგი,მაპატიე,მაგრამ აღარ მიყვარხარ, შენთან ვეღარ ვიცხოვრებ,მადლობას გიხდი ერთად გატარებული თითოეული წამისათვის." წერილი წაკითხვის შემდეგ დავკუწე და სანაგვეში მოვისროლე.თანაც ვფიქრობდი,როგორ წავიდოდი სამსახურში ასეთი ნამტირალევი და გაუბედურებული. თავს ძალა დავატანე,ჩავიცვი,სახე მაკიაჟით მოვიწესრიგე და სამსახურისკენ გავსწიე. მანქანაში ჩავჯექი ,ხელი მუცელზე დავიდე და ისევ ავქვითინდი. გუნებაში ვფიქრობდი:"წავიდა,თუმცა თავისი ნაწილი სამუდამოდ დატოვა." პ.ს პირველად ვწერ აქ,ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკულები.შევეცდები გავშალო ისტორია,მადლობა ყურადღებისთვის. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.