შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ალექსანდრე ქალდანი (9 თავი)


3-08-2020, 00:16
ავტორი nina_m
ნანახია 3 970

- ნუ გეშნია - არ ვიცი ასე ძალიან შემეტყო თუ არა შიში მაგრამ ალექსანდრე, მიხვდა რომ ამ ისტორიამ, რომელიც არც თუ ისე საშიშად ჟღერდა ნამდვილად შემაშინა. წელზე შეხება რომ ვიგრძენი, ადგილზე გავშეშდი და გავიყინე - მე ვარ - გადმომჩურჩულა ალექსანდრემ და ხელი მჭირდოდ მომხვია წელზე. მისმა შეხებამ და სიახლოვემ შვებმა მომგვარა და სხეულიც მომიდუნდა, თავი ყველაზე უსაფრთხოდ ვიგრძენი და წინააღმდეგობა არც კი გამიწევია, პირიქით, კომფორტულად მოვეწყვე მასთან უფრო ახლოს.

თავი 9
ჯერ კიდევ გაურკვევლობაში მყოფმა კისერზე მოვხვიე ხელები და ღრმად შევისუნთქე მისი არომატი... ის იყო, არ მეჩვენებოდა, ნამდვილად ის იყო, ნაცნობმა და მონატრებულმა სურნელმა კი საბოლოოდ დამაბრუნა რეალობაში.
- როგორც ჩანს არ მელოდი - ოდნავ მომშორდა და ზემოდან დამხედა
- ნამდვილად არა - ავხედე დაბნეულმა
- მიხარია შენი ნახვა - ოდნავ ჩატეხა ტუჩის კუთხე
- მეც - შეპარვით ავხედე ქვემოდან
- კარგი წამოდი წავიდეთ თორემ ვაგვიანეთ - ხელით მანქანისკენ მიბიძგა და კარიც თავად გამიღო. ეს ყველაფერი ახლა მართლა ხდება? ვკითხე საკუთარ თავს, როცა კარი მომიხურა და მანქანას შემოუარა.
- წავედით? - მკითხა როგორც, კი მძღოლის ადგილი დაიკავა
- წავედით - თავი დავუკარი მე - არ ვიცოდი და არავის უთქვას თუ მოფრინავდი - ვკითხე ბოლოს
- არავინ იცოდა და იმიტომ - გაიღიმა - დილით გაიგო ყველამ, გუშინ გვიან ჩამოვფრინდი და გადავწყვიტე თქვენთან ერთად წამოსვლა
- გასაგებია - ჩუმად ამოვიჩურჩულე - საქმეები მოგვარდა?
- კი, ყველაფერი რიგზეა ახლა შეგვიძლია თამამად შევუდგეთ თურქეთის პროექტს
- შესანიშნავია - გამეღიმა, გამოდის რომ თურქეთში მოდის. სხეულში ჩვეული მოუსვენრობა შეიპარა, ისეთი მასთან სიახლოვისას რომ განვიცდი ხოლმე და ერთიანად ამაფორიაქა.
- ჩემს აქ არ ყოფნაში რა ხდებოდა? - ეშმაკურად გადმომხედა თავის შავებით
- ისეთი არაფერი, გარდა იმ ორი პარტნიორისა, რომელზეც იცი უკვე - მხრები ავიჩეჩე
- და შენკენ? შენკენ რა ხდებოდა?
- გამოცდების გარდა არაფერი, სიმშვიდეა
- მშვენიერია - უჩვეულოდ კმაყოფილმა გახედა გზას.
გზაში ბევრი აღარ გვილაპარაკია, მანქანაში გაჟღერებულ მელოდიებს ორივე გარინდებული ვუსმენდით. სანამ დანიშნულების ადგილამდე მივიდოდით რამდენჯერმე გავჩერდით გზაში ბავშვებთან ერთად... როგორც ჩანს ყველამ პირველად ნახა ალექსანდრე და თბილადაც მოიკითხეს, მეორე გაჩერების დროს კი დამიანემ და ლილემ ალექსანდრეს მანქანაში გადმოინაცვლეს, რადგან გზაში კიდევ საჭირო ნივთები და პროდუქტი დავამატეთ, ამიტომ მათი ადგილი ჩანთებმა დაიკავეს. მგზავრობის ბოლო ორი საათი უფრო მხიარული გამოდგა დამიანესთან და ლილესთან ერთად. მთელი გზა ცეკვაში და სიმღერაში გავატარეთ, რა თქმა უნდა ალექსანდრე მხოლოდ ღიმილით შემოიფარგლებოდა, თუმცა ცუდ ხასიათზე ნამდვილად არ ჩანდა, მეტიც ასეთ მიხარულს პირველად ვხედავდი. ერთ მომენტში ეჭვიც კი შემეპარა, რომ ალექსანდრე და დამიანე ნათესავები იყვნენ, იმდენად განსხვავებული ხასიათი აქვს ორივიეს, თუმცა საერთო ნიშნებსაც აუცილებლად აღმოაჩენთ. როგორც აღმოჩნდა ჩვენი საბოლოო გაჩერება ჩაჟაში იყო, ბექამ ითავა და სახლი იქირავა, ამიტომ მთლიანი სახლი ჩვენს განკარგულებაში იყო. საბოლოოდ მგზავრობამ მაინც ყველა დაგვღალა, განსაკუთრებით ორსული მარიამი. ჩვენი სახლის პატრონი ახლოს არ ცხოვრობდა, ამიტომ სოფელში სანამ შევიდოდით, მანამ დაგვხვდა გზად, რომ გასაღები მოეცა. ერთ-ერთი სახლის წინ გავაჩერეთ სამივე მანქანა და ნელ-ნელა ყველა გადმოვედით.
- ძალიან ლამაზია - თავისდაუნებირად აღმომხდა, როგორც კი მანქანიდან გადმოვედი და გარემო შევათვალიერე, სახლი შემაღლებულ ადგილას იყო, ძალიან ლამაზი პატარა ორსართულიან სახლს ლამაზი დიდი ეზო ამშვენებდა
- აუ მართლა რა მშვენიერია - აღტაცებას ვერ მალავდა ლილეც
- აი ახლა ნამდვილად ვიგრძენი, რომ საქართველოში ვარ - ღრმად ჩაისუნთქა დამიანემ მთის ჰაერე
- მოდი დავლაგდეთ და მერე დავტკბეთ ამ ყველაფრით მშია რაა - იდილია ბოლოს მარიამმა დაგვირღვია, რომელსაც შიოდა. არადა მთელი გზა ჭამდა, ერთი კვირის საჭმელი მგონი ორ დღეზე დაიყვანა.
- მოდი მართლა და დავისვენოთ რა - მარიამის აზრს იზიარებდა მიაც.
- ჭიშკარს გავაღებ და მანქანები ეზოში შევიყვანოთ - ჭიშკრისკენ წავიდა ალექსანდრე - გოგოებმა კი პირდაპირ სახლისკენ ავიღეთ გეზი.
- მართლა როგორი მყუდრო ადგილია - მოვათვალიერე გარემო
- ხო და როგორ იგრძნობა მთის სურნელი - ამყვა ლილე
- აი რო დაგვცინოდნენ ამდენი ბარგი რათ გინდათო, ხო ხედავთ ჯერ საღამო არაა და მაინც სუსხია, პლედების გარეშე ხო გავიყინებოდით - დილანდელი დიალოგო გაიხსენა მიამ
- ბექაც მაგაზე მეწუწუნებოდა ამდენი რა მოგაქვსო - გაიცინა მარიამმა
- მოდი უცებ ამოვლაგდეთ და მერე დავიწყოთ საჭმლის კეთება.
- დავიწყოთ თუ დაიწყო - ენა გამომიყო ლილემ
- შენი მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ ჯობს მართლა დავიწყო - არ ჩამოვრჩი მეც. არადა სულ არ იყო ცუდი მზარეული, რასაც მოინდომებდა აკეთებდა, ნუ ისეთს მაინც რომ სხვისი ან საკუთარი ჯანმრთელობისთვის პრობელმა არ შეექმნა.
- აბა ვნახოთ ოთახები და გადავნაწილდეთ - მოგვიახლოვდა მათე ჩანთებით ხელში - არა რა მართლა რა წამოიღეთ ამისთანა - კიბესთან დააწყო და ახლა ბიჭებს გახედა. არც ისინი იყვნენ სახარბიელო მდგომარეობაში, რამდენიც შეეძლოთ იმდენი ჩანთა მოქონდათ ერთდროულად, თითქოს ნელ-ნელა ვერ გადმოალაგებდნენ - მითხარით რომ არაფერი დარჩა გადმოსაღები - დაიწუწუნა და საწყალი თვალებით გახედა სამეულს
- ჰამაკი, ორი ჩანთა და სასმელების პარკები დარჩა ჩემ მანქანაში - „გაახარა“ ბექამ,
ცოტა კი იწუწუნა მაგრამ ბოლოს მაინც მშვიდობით ამოალაგა მთელი ბარგი. სახლი შიგნიდანაც ისეთივე მყუდრო და ლამაზი აღმოჩნდა, როგორიც გარედან იყო. პირველ სართულზე ერთი საძინებელი, მისაღები, სამზარეულო და სააბაზანო იყო. მეორე სართულზე სამი საძინებელი ერთი სააბაზანო და დიდი ლამაზი აივანი. მარიამი და ბექა ერთად შევიდნენ პირველ სართულზე, მიას და მათეს ზედმეტად ეტყობოდათ რომ ერთ ოთახში უნდოდათ ამიტომ ლილეს მოჩვენებითი ჭირვეულობით, რომ თითქოს სამნი ვერ დავეტეოდით ერთ ოთახში მია მათესთან „იძულებით“ გადაბარგდა, მეორე სართულის მესამე ოთახი კი დამიანემ და ალექსანდრემ დაიკავეს.
- აბა გოგოებო რას ვაკეთებთ? - როგორც კი დავბინავდით და სამზარეულოს მივაშურეთ მე და მარიამმა მაშინვე უკან მოგვყვა დამიანეც
- მე და ანა გავაკეთებთ რაღაცებს, უბრალოდ ცეცხლი დაანთეთ და თუ გინდათ გარეთ დავსხდეთ
- კი ბატო, აუ თან მგონი სიმინდიც იყიდეს და შევწვათ
- კი აი იქ დევს მაგიდაზე - მივუთითე დამიანეს კუთხის მაგიდაზე.
ბიჭებმა კოცონი დაანთეს, ამ ეტაპზე მწვადზე უარი განვაცხადეთ და სიმინდის შეწვით შემოვიფარგლეთ, მანამდე კი სალათები, ხაჭაპური და სენდვიჩები მოვამზადეთ. ყველა საშინლად მოშიებული იყო ამიტომ საბოლოოს სახლში ჭამა და მოგვიანებით გასვლა გადავწყვიტეთ.
- მგონი აცივდა - დაიწუწუნა მათემ როგორც კი მოვრჩით ჭამას და კოცონთან გავედით
- ხოო? პლედი გინდა? - ახედა მიამ
- აუ გააქვთ? - თვალები გაუნათდა მათეს
- ხო იწუწუნე ამდენი ჩემოდანი რათ გინდათო, ხოდა ეგ პლედები იყო ზუსტად იმ ჩემოდნებში, კი ხარ ღირსი გაგყინო - გაიცინა მიამ
- აუ არა რა, შემხედე როგორი საყვარელი ვარ გაყინვისთვის მიმეტებ? - თავი მოისაწყლა მათემ
- ხო ამის მერე შენი ხმა არ გავიგო - თითი დავუქნიე მათეს
- არა ტო ოღონდ გამათბეთ და კრინტს არ დავძრავ - დანებების ნიშად ხელები აწია
- კაი მე წავალ პლედებს ჩამოვიტან - კიბეებისკენ წავიდა მია
- აბა ყავა ან ჩაი ვის უნდა? - შევთავაზე დანარჩენებს
- მე ჩაი - ერთდროულად თქვეს ლილემ და დამიანემ და ერთმანეთს სიცილით გადახედეს.
დანარჩენბმა ყავა მოინდომეს და მეც სამზარეულოში შევედი მოსამზადებლად.
- ყავა კარამელით არის? - ზურგს უკან ალექსანდრეს ხმა მომესმა და მეც მისკენ შევბრუნდი. ეს ბიჭი და კარამელი განუყოფელ ნაწილებად იქცნენ მგონი
- კარამელით გინდა? - ვკითხე კარში მდგომს და ჩემკენ რამდენიმე ნაბიჯი გადმოდა
- მომიმზადებ - მკითხა ჩუმი ხავერდოვანი ხმით და ჩვენს შორის მანძილი ნახევარ მეტრამდე შეამცირა
- მოგიმზადებ - დაბნეულმა ავხედე და ვერ ვითვლი მერამდენედ ჩავიკარგე შავ სიღრმეებში.
- დაგეხმარებო - ტუჩის კუთხე ჩატეხა და ჩემს გვერდით დადგა. ალექსანდრეს დანახვა ამ ამპლუაში გამიკვირდა, არაფერი მითქვამს ვუყურებდი როგორ ამზადებდა ჩაის დამიანესთვის და ლილესთვის და მეცინებოდა მის სიფრთხილეზე თუმცა ვცდილობდი თავი შემეკავებინა. დიდ ხანს ვცდილობდი არ გამცინებოდა მაგრამ შაქარი რომ დააბნია და კოვზი დაუვარდა ისეთი შეწუხებული სახე ქონდა ვერ მოვითმინე და მაინც გამეცინა - ნუ დამცინი - სერიოზული, მაგრამ ღიმილშეპარული სახით გადმომხედა და თითი დამიქნია
- მე? არა რას ამბობ - ვიუარე და ისევ გამეცინა
- მაიმუნი ხარ - ცხვირზე ხელი მომიჭირა ოდნავ და გაიღიმა, მერე კი ისევ ჩაის მიუბრუნდა. ღმერთო ეს ბიჭი ნამდვილად შემშლის. მისმა ღიმილმა მგონი სამუდამოდ დამადუმა, ისე უხდება ისეთი სხვანაირი და თბილი ხდება ასეთ დროს ვერ აღვწერ. - მგონი მოვრჩი ამაყად დახედა ორ ფინჯან ჩაის და მე გადმომხედა თითქოს დადასტურებას ელოდა
- კი, მზადაა - დავეთანხმე და დანარჩენებისთვის ყავა დავასხი გარდა ჩემი და ალექსანდრეს ყავისა.
- ამას გავიტან და შენ ყავას მოვამზადებ - სინზე მივუთითე და ეზოში გავედი. ყველას თავის ფინჯანი დავურიგე და უკან დავბრუნდი ქალდანის ყავისთვის. ყავა კარამელით ერთ-ერთი ყველაზე არომატული რამაა ჩემთვის, ახლა უკვე ქალდანის არომატიც ემატება და ეს არის ზუსტად სრულყოფილება. ყავა სწრაფად მოვამზადე და ბავშვებთან გავედი, ადგილი მხოლოდ მის გვერდით იყო ამიტომ სწრაფად დავიკავე მეც თავისუფალი ადგილი და ფინჯანი გავუწოდე.
- მადლობა - ჩუმად თქვა და თვალი ჩამიკრა
- მოდი რამე საშნელებათა ამბები მოვყვეთ - თვალები აათამაშა ბექამ
- აუ გინდა აღარ დამეძინოს - წუწუნით გადახედა მარიამმა
- ნუ გეშნია ჩემო პრინცესა, მე აქ არ ვარ? თან უბრალოდ ამბებია სიმართლე ხო არაა
- კარგი მაშინ - საყვარელი კაცის სხეულს მიეხუტა და გაირინდა
- იცოდეთ მერე არ დაიწყოთ მეშინიაო და რაღაცები - გოგოებს გადმოგვხედა მათემ
- და საიდან მოიტანე რომ გოგოებს თქვენზე მეტად გვეშინია რაღაცების - წაკბინა მიამ
- მე გაგაფრთხილეთ - გაიცინა მათემ
- ხო არ გეშინია? - შეუმჩნევლად გადმომჩურჩულა ქალდანმა თავისი შავი თვალებით, რომელბიც ცეცხლის ანარეკლის გამო უფრო მშვენიერი და ლამაზი იყო
- უნდა მეშინოდეს? - ვკითხე ისე რომ თვალი არ მომიშორებია
- არ შეგეშინდეს - მითხრა და ბავშვებს გახედა
- აბა ვინ დაიწყებს? - იკითხა ლილემ
- მე დავიწყებ - პირველი, რა თქმა უნდა, იყო მათე - მოკლედ ერთ-ერთ სოფელში დადიოდა ამბავი, რომ ტყესთან ახლოს ძველ სახლში წლების მანძილზე ადამიანები გაურკვეველი მიზეზით იხოცებოდნენ, ყოველი ახალი მფლობელი ან გიჟდებოდა ან რაღაც მიზეზის გამო მალე იღუპებოდა. ბოლო სამი წლის მანძილზე ეს სახლი აღარ გაყიდულა მაგრამ ამბები და მითქმა-მოთქმა მაინც არ წყდებოდა. ერთხელ მეგობრება, რომლებიც დასასვენებლად იყვნენ ამ სოფელში წასულები, გადაწყვიტეს ეს სახლი ენახათ. ასეთი ამებების დიდად არ სჯეროდათ ამიტომ გადაწყვიტეს სახლში შესვლა და ერთი-ერთი მეგობრის შეშინება. საღამო იყო როცა სახლს უახლოვდებოდნენ და მამაო დაინახეს ეზოდან გამოდიოდა. ბიჭებმა როცა კითხეს ამ სახლზე მამაომ, ეს უბრალოდ ჭორებია ყოველდღე მოვდივარ მტრედებისთვის საკენკი რომ დავყარო აივანზე და ჯერ უცნაური არაფერი შემინიშნავსო, დალოცა და გზა განაგრძო. ბიჭებმა მოილაპარაკეს რომ ერთ-ერთს პირველ სართულზე შეიტყუებდნენ და რომელიმე ნაბიჯების ხმით და კარის ბრახუნით შეაშინებდა. თავიდან ოთხივე ერთად პირველი სართულის დასათვარიელებლად შევიდნენ და უცნაური ვერაფერი შენიშნეს. იმ დროს, როცა ოთახებს ათვალიერებდნენ ერთ-ერთი მეგობარი გარეთ გავიდა. დანარჩენები კი ოთახში დარჩნენ. ცოტახანში მეორე სართულიდან ნაბიჯების ხმა მოესმათ, ხის ჭირიალი და უჩვეულო ხარხარი ისმოდა, ყრუდ მაგრამ თუ ყურს დაუგდებდი შეამჩნევდი ქალის ხმას. ბიჭებს ეგონათ რომ მათმა მეგობარმა ტელეფონით ხმა ჩართო და იმას ასმენინებდა ამიტომ ორმა ერთმანეთს ღიმილით თვალი ჩაუკრეს და შეშინებულ მეგობარს გადახედეს, რომელიც ხმას ვერ იღებდა. - ბიჭო ეს თქვენც გესმით? - იკითხა ბოლოს, შეშინებულმა მის გაფითრებულ სახეზე უკვე სიცილს აპირებდნენ, როცა დაბლა ოთახის კარი დაბრახუნდა. იმდენად მოულოდნელი იყო რომ სამივე გაფითრდა, მაგრამ ისევ მეგობრის ხრიკები ეგონათ და ამიტომ შედარებით მშვიდად დატოვეს სახლი და ეზოში გაჩერდნენ. ზუსტად ამ დროს ეზოს ბოლოდან ის მეგობარი მოდიოდა ტელეფონით ხელში და როგორც კი ბიჭებს მიუახლოვდა უთხრა - ჩვენებმა დარეკეს და გარეთ ვიყავი არ იჭერდა, რა ხდება შიგნით რამე ნახეთ? - ეს არც მათი მეგობრის ოინები იყო და არც მტრედების ხმა, ამაშინ მაშინ დარწმუნდნენ, როცა ფანჯარაში თეთრებში გამოსახული დასისხლიანებული ქალის ანარეკლი დაინახეს. - ბოლო სიტყვები ჩუმად თქვა და თხრობა დაასრულა. ჩვენ კი ინსტიქტურად სახლის ფანჯრებს მოვავლეთ თვალი, სადაც მსგავსი არაფერი ჩანდა.
- მოიცა რა? - აკანკალებული ხმით ამოიგმინა ლიამ, - იმ სახლში მართლა რამე ხდებოდა?
- კი და ეს მართლა ნამდვილი ამბავია, საქართველოში ხდებოდა ერთ-ერთ სოფელში მაგრამ ზუსტად, სად არ მახსოვს. ამის მოსმენაზე უარესად დავმძიმდი და შემეშინა, სიბნელეში უფრო მეტად იმოქმედა ამ ამბავმა, ზურგით არაფერს ვეყრდნობოდი, ამიტომ ისეთი შეგრძნება მქოდა, რომ ვინმე მომეპარებოდა და დავიძაბე
- ნუ გეშნია - არ ვიცი ასე ძალიან შემეტყო თუ არა შიში მაგრამ ალექსანდრე, მიხვდა რომ ამ ისტორიამ, რომელიც არც თუ ისე საშიშად ჟღერდა ნამდვილად შემაშინა. წელზე შეხება რომ ვიგრძენი, ადგილზე გავშეშდი და გავიყინე - მე ვარ - გადმომჩურჩულა ალექსანდრემ და ხელი მჭირდოდ მომხვია წელზე. მისმა შეხებამ და სიახლოვემ შვებმა მომგვარა და სხეულიც მომიდუნდა, თავი ყველაზე უსაფრთხოდ ვიგრძენი და წინააღმდეგობა არც კი გამიწევია, პირიქით, კომფორტულად მოვეწყვე მასთან უფრო ახლოს.
- კარგით რა ეგეთი რაღაცები არ არსებობს -სიტუაციის განმუხტვა სცადა ლილემ და შეშინებულ მარიამს გადახედა, რომელიც ბექას ისე ყავდა ჩაკრული გულში მეგონა ან ერთი გაიგუდებოდა ან მეორე
- დიდად მეც არ მჯერა მაგრამ მაინც მგონია, რომ სამყარო იმდენად შეუცნობელია გამორიცხული არაა მართლა არსებობდეს მსგავსი ფაქტები - მხრები აიჩეჩა დამიანემ
- მოდი საშინელებათა ამბები ამით ამოვწუროთ რა - შეშინებული თვალებით გადმოგვხედა მიამ
- კარგი ჩემო ცხოვრება - მიიხუტა მათემ საყვარელი ქალის სხეული - სხვა რამეზე ვილაპარაკოთ ან რამე ვითამაშოთ თორე ამათ მეეჭვება ღამე დაეძინოთ - გაიცინა ბოლოს
- ხო ძაან სასაცილოა - როგორც იქნა ხმა ამოვიღე
- აბა არ გვეშინიაო?
- მერე ვინ თქვა რო მეშნია, არაფერიც არ მეშინია - ვიცრუე და ჯიუტეად ჩავაჩერდი მათეს თვალებში რაზეც ალექსანდრეს ჩაეღიმა და გვერდულად გადმომხედა.
- აუ მე მეძინება და წავიდეთ რა - თქვა მარიამმა
- კარგი, ჩვენ დაგტოვებთ საშნელებები დღეისთვის საკმარისია - დაგვემშვიდობა ბექა და მარიამთან ერთად სახლში შევიდა.
- ჩვენ რა ვქნათ? - გვკითხა დამიანემ
- თუ გინდათ ცოტა ხანს კიდე ვიყოთ და დავიშალოთ მგზავრობამ ყველა დაგვღალა, თან თქვენ მითუმეტეს ახლახანს ჩამოფრინდით - გავხედე დამიანეს და ალექსანდრეს.
დიდ ხანს მართლა არ გავჩერებულვართ, ამჯერად მომდევნო დღეების გეგმებზე ვილაპარაკეთ. გადავწყვიტეთ რომ მეორე დღეს ქორულდის ტბების სანახავად წავსულიყავით თუ კარგი ამინდი იქნებოდა... დილით ადრე გავიდოდით ორი მანქანით და გზის ნახევარს ფეხით გავივლიდით. საკმაოდ დატვირთული და ლამაზი დღე გველოდა წინ ამიტომ, ცეცხლი ჩავაქრეთ და ყველა დასაძინებლად წავედით.
- აბა მომიყევი - საწოლზე ვარსკვლავის ფორმა მიიღო ლილემ როგორც კი ოთახში შევედით და მე გადმომხედა,
- რა მოგიყვე? - ვერ მივხვდი რას გულისხმობდა
- ახლა თუ ავდექი თმით გითრევ - თავი წამოყო და იდაყვებს დაეყრდნო
- რა გინდა ადამიანო გამაგებინებ? რაზე მეკითხები
- რაზე და შენი და ქალდანის ტრფობაზე, რაზე უნდა გეკითხებოდე - წარბი ამიტეხა
- რა ტრფობა ლილე, რა მოიგონე? - არ შემიხედავს ისე დავიწყე საღამურების ჩაცმა
- ანა გეფიცები მართლა გცემ ახლა, შენ გგონია ვერ ვამჩნევდი როგორ აპარებდით ერთმანეთისკენ თვალს მანქანაში, ან წეღან ჩურჩულები და წელზე მოხვევები რაღა იყო
- რაიყო თვალები ყველგან გაქვს? - გამეცინა ლილეს ნათვქამზე და საწოლში შევწექი.
- ქალო ამოთქვამ ახლა თუ არა - უკვე ბრაზობდა მესხიძე
- არაფერი ხდება ლილე რა გითხრა
- არაფერი?
- არა, არაფერი
- აბა კარგად დაფიქრდი
- არაფერია მართლა, უბრალოდ არ ვიცი ბოლო პერიოდში ისეთი დაძაბული ურთიერთობა აღარ გვაქვს, როგორიც ადრე, ბოლომდე კიდე ვერ გავერკვიე სინამდვილეში როგორია, მაგრამ როგორც ჩანს არც ისეთი დესპოტია როგორიც ჩვენ გვეგინა - ბოლო სიტყვებზე გამეცინა
- შემთხვევით ხომ არ მოგწონს? - თვალები ამითამაშა და გვერდით მომიწვა
- ნუ სულელობ გოგო - ხელი მივკარი დაქალს - არაფერია ისეთი, თორემ ხო გეტყოდი
- იცოდე თუ რამე დამიმალე შეხედე ამ ხელს - მარჯვენა ხელი აწია - ამ სათუთი ხელით მოგგუდავ
- ღმერთო ამას რამე ეშველებოდეს - ამოვიგმინე ლილეს შემყურე და გვერდი ვიცვალე - დაიძნე სანამ მე მოგგუდე ახლა, ხვალ დიდი დღე გველის.
როგორც იქნა, ლილე დავაწყნარე, მაგრამ საკუთარ თავს ვერ ვუხერხებდი ვერაფერს, სულ ალექსანდრეს შეხება მახსენდებოდა და წელზე ჩემდა უნებურად ვეხებოდი იმ ადგილს სადაც ის შემეხო, მერე კი მეღიმებოდა. და მაინც რას უნდა ნიშნავდეს ეს ყველაფერი? ვცდილობდი ქალდანზე არ მეფიქრა, მაგრამ ყოველი თვალის დახუჭვა და მისი შავი თვალების დანახვა ერთი იყო. ამ ბოლო დროს ხშირად მეძინება მასზე ფიქრებში და არც ეს ღამე იყო გამონაკლისი, ბოლოს ისევ მასზე ფიქრებში გართულს ჩამეძინა.
-ანა - დილით შორიდან მომესმა ჩემი სახელი -ანა უნდა გაიღვიძო - ახლა უფრო ახლოდან გავიგე ხმა - ანა - ეს უკვე ჩურჩული იყო ჩემს ყურდათ, ლილე არ იყო, ნამდვილად არ იყო ის. მოიცა ეს ალექსანდრეს ხმაა - წამის მეასედში გავიაზრე და მეც მაშინვე გავახილე თვალები
- შენ? რას აკეთებ? რა ხდება - შეშინებულმა ავწე თავი ბალიშიდან და მომღიმარ ალექსანდრეს გავხედე
- დაგავიწყდა სად მივდივართ? - სიცილით მკითხა და ამათვალიერა, ახლა დავაკვირდი ჩემ თავს საბანი მხოლოდ ზედა ნაწილზე მეფარა, საღამურის მოკლე შორტი კი ფაქტობრივად ვერაფერს მიფარავდა
- მე? კი მახსოვს - როგორც კი რეალობა აღვიქვი მაშინვე მჭიდროდ მოვიკარი სხეულზე თხელის საბანი - გავემზადები და ახლავე ჩამოვალ
- დაბლა გელოდებთ - გამიღიმა და კარისკენ წავიდა - ხო მართალ, გარეთ გრილა თბილად ჩაიცვი - თვალი ჩამიკრა და კარი გაიხურა
გამოვშტერდი, როგორია ჯერ ძლივს იძინებ ვიღაცაზე ფიქრში და დილითაც რომ ის გაღვიძებს და საერთოდ რა ფორმაში მნახა? ღმერთო რა სირცხვილია - ხელები ჩამოვისვი სახეზე. მაგრამ დილითაც რა საშინალდ სიმპათიურია - შენ რა სულ გაგიჟდი? შევუღრინე საკუთარ თავს და საწოლიდან წამოვფქრინდი. არ ვიცი როგორ, მაგრამ ათ წუთში უკვე მზად ვიყავი და ეზოში მოფუსფუსე ბავშვებს შევუერთი. საბოლოოდ გადაწყდა, რომ ალქესანდრეს და ბექას მანქანით წავიდოდით. მე, ლილე და დამიანე ალქესანდრესთან ჩავსხედით მია და მათე კი ბექასთან და მარიამთან. საკმაოდ ადრე იყო ამიტომ ჯერ კიდევ გვეძინებოდა, ორი საათი მაინც გვინდოდა დანიშნულების ადგილამდე ამიტომ სანამ ადგილამდე მივიდოდით ცოტა ხანს დავიძინე. გზის რაღაც ნაწილი ფეხით უნდა გაგვევლო, ამიტომ მხოლოდ მაშინ გამაღვიძა ლილემ, როცა ფეხით ვაპირებდით წასვლას. სვანეთი მართლა მშვენიერია, თუ გინდა ნახო როგორი მდიდარია საქართველო პირველ რიგში სვანეთს უნდა ესტუმრო. უამრავი ფოტო და ვიდეო გადავიღეთ გზაში ვტკბებოდით იმ ხედებით რომელიც ჩვენ თვალწინ იშლებოდა და ზოგჯერ ვერ ვიჯერებდი რომ ეს ყველაფერი მართლა ჩვენი იყო. დაინახავთ შეფენილ სოფლებს და გული აგიჩქარდებოდა მცველებად დამდგარ მყინვარებზე. საბოლოოდ დაახლოებით სამი საათი გავჩერდით, მარიამისთვის გადაღლა არ შეიძლებოდა, თან გრილოდა და უკან დაბრუნება გადავწყვიტეთ. უკანა გზაზე ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეომს ვესტუმრეთ თუმცა დიდხანს ვერც იქ გავჩერდით და სახლში დავბრუნდთ.
- მოდი ვისადილოთ და მერე რამე მოვიფიქროთ ან რამე ვითამაშოთ - თქვა ლილემ, როგორც კი სახლში დავბრუნდით
- ლილე მართლია, ცოტა გავერთოთ - მხარი დაუჭირა დამიანემ
- მე დავიღალე და ცოტახანს დავისვენებ რა
- ნუ მარიამს არ ეხება, ორსულადაა და დასვენება სჭირდება - მიიხუტა ცოლი ბექამ
- კარგი, საჭმელს მე მოვამზდებ და მალე ჩამოდით - გადავხედე ყველას და სამზარეულოში შევედი. ცოტახანში მიაც შემომიერთდა და ერთად გავამზადეთ სადილი. სადილის შემდგომ ყველამ დასვენება გადავწყვიტეთ და თამაში და გართობა საღამოსთვის გადავდეთ. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ გრილოდა გადავწყვიტე ეზოში ვყოფილიყავი, თბილი პლედი ავიღე და დოსტოევსკის „იდიოტი“ - თან ერდათ ჰამაკში დავიკავე ადგილი. ბოლო ერთი წელია ვცდილობ ეს წიგნი წავიკითხო, მაგრამ არაფერი გამომდის რამდენიმე გვერდის შემდეგ თავს ვანებებ, როგორც ჩანს დოსტოევსკი საკმაოდ „მძიმე“ მწერალი აღმოჩნდა ჩემთვის. იმედი იმისა რომ სვანეთის ჰაერი დამეხმარებოდა და გონება არ გამეფანტებოდა წიგნის კითხვი დროს, მეჩვიდმეტე გვერდზე ჩაკვდა, როცა ერთი და იგივე აბზაცი ოთხჯერ წავიკითხე. საბოლოოდ ისევ დავხურე წიგნი და თვალები დავხუჭე რომ ამ მშვენიერი სიმშვიდისთვის მომესმინა.
- ასე მალე დანებდი? -ახლოდან ჩამესმა ქალდანის ხმა და თვალები გავახილე
- რა? - ვკითხე გაკვირივებულმა
- წიგნზე გკითხე - მიმანიშნა გულზე აკრულ წიგნზე
- აა, მგონი საბოლოოდ დავნებდი და რამდენიმე წელი აღარ მოვუბრუნდები
- აჯობებს დროებით შეეშვა თუ ერთხელ ვერ გახვედი ბოლოში
- მეც მასე ვფიქრობ
- მოგწონს სვანეთი?
- კი ძალიან, ვისურვებდი აქ დიდხანს ყოფნას - ავხედე ხეზე მიყრდნობილს - დაჯდები? მივიწევ - პლედი შევისწორე და გვერდით მივიწიე. უხმოდ წამოვდა ჩემკენ და ფრთხილად ჩაჯდა ჰამაკში, თუმცა წონასწორობა მაინც ვერ შევიკავე და ზედმეტად ახლოს აღმოვჩნდი მასთან, ისე რომ მთელი სხეულით ვეკვროდი - ბოდიში - გაწევა ვცადე როცა წელზე ნაცნობი ხელი სიმხურვალე ვიგრძენი .
- იყავი - თვალებში ჩამხედა და თავისკენ მიმიზიდა. თავიდან დავიძაბე მაგრამ, მალევე მთელი სხეული მომიდუნდა და თავი მხარზე ჩამოვადე, მან კი უფრო მჭიდროდ მომხვია წელზე ხელი. - ასე უკეთესია - თქვა ბოლოს, მე კი საბოლოოდ გამოვეთიშე რეალობას.

მეგობრებო ბოდიში იმ შეცდომებისთვის რასაც წააწყდებით ^^ გაუთვალისწინებელი საქმეები გამომიჩნდა და ვერ შევძელი უფრო დიდი თავი დამედო დღეს <3



№1 სტუმარი სტუმარი gvantsa

ყველა რა საყვარელია, ლილე და დამიანეც იმედია წყვილის სახით შეუერთდება ამ შესანიშნავ სამ წყვილს :))

 


№2 სტუმარი სტუმარი მარი

ძალიან მაგარიააა

 


№3 სტუმარი სტუმარი თაკო

რა კარგია) როგორ მიყვარს ეს ისტორია

 


№4 სტუმარი ანუ

ძაან საყვარლობაა.. ველოდები ახალ თავს

 


№5  offline წევრი Marita_G

აი არც რო მეგობრები არიან და არც რომ შეყვარებულები. თან არ იციან რს გრძნობენ მაგრამ ერთმანეთის გარეშე არ შეუძლიათ აი საყვარლობააა????

 


№6 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მომეწონა საინტერესო და სახალისო იყო თან ასე მალე არ ველოდი და გამიხარდა მაფლობა

 


№7  offline წევრი nina_m

ვეცდები ხვალ დავდო ახალი თავი ❤️

 


№8  offline წევრი სვით ბები

ძალიან გამახარებ <3
nina_m
ვეცდები ხვალ დავდო ახალი თავი ❤️

 


№9 სტუმარი სტუმარი მარი

მალე დადე რა გთხოვ????

 


№10 სტუმარი ალამარია

მალე დადეე, კარგიააა

 


№11 სტუმარი ანუ

აი დღეს დადე რა

 


№12 სტუმარი სტუმარი მარი

ამ წამს მოვრჩი შენი წინა მოთხრობის კითხვასაც და არ ვიცი როგორ გადმოვცე ჩემი ემოციები მართლა გულწრფელად გეუბნები რომ ძალიან მაგრა წერ ყველაფერი ძალიან კარგად გაქვს ჩამოყალიბებული და მართლა ძალიან მაგარია ხარ ბევრი მოთხრობა წამიკითხავს ამ საიტზე და დღემდე ვკითხულობ მაგრამ შენი ეს ორივე მოთხრობა განსაკუთრებულად მომეწონა მადლობა რომ წერ და თავს არ ანებებ ან უბრალოდ სისულელეებს არ წერ მაგარია ძალიან ორივე მოთხრობა:)<3მადლობა ძალიან სასიამოვნო წასაკითხიაა????:-)

 


№13  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

სად არის ახალი თავიიი

 


№14 სტუმარი სტუმარი Tako_

ძალიან აგვიანებ. იმედია ორ თავს დადებ ერთად:))

 


№15  offline წევრი nina_m

მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში გამოხმაურებისთვის... რაც შეეხება ახალ თავა, ლეპტოპი გამიფუჭდა და ამ დრომდე ამიტომ ვერ ავტვირთე ახალი თავი, დღეს საღამომდე თუ მომიტანეს ორ თავს ავტვურთავ აუცილებლად, ახალი თავი დაწერილი იყო და დასარედაქტირებელი მეორე თავსაც დავასრულებ და ორივეს ერთად დავდებ. ბოდიშს გიხდით ასე რომ დავაგვიანე ატვირთვა

სტუმარი მარი
ამ წამს მოვრჩი შენი წინა მოთხრობის კითხვასაც და არ ვიცი როგორ გადმოვცე ჩემი ემოციები მართლა გულწრფელად გეუბნები რომ ძალიან მაგრა წერ ყველაფერი ძალიან კარგად გაქვს ჩამოყალიბებული და მართლა ძალიან მაგარია ხარ ბევრი მოთხრობა წამიკითხავს ამ საიტზე და დღემდე ვკითხულობ მაგრამ შენი ეს ორივე მოთხრობა განსაკუთრებულად მომეწონა მადლობა რომ წერ და თავს არ ანებებ ან უბრალოდ სისულელეებს არ წერ მაგარია ძალიან ორივე მოთხრობა:)<3მადლობა ძალიან სასიამოვნო წასაკითხიაა????:-)

ძალიან დიდი მადლობა <3 ვეცდები უკეთესები შემოგთავაზოთ

 


№16  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

სააად არის შემდეგი თავიიი? რამდენი ხქნიქ ველოდებით უკვე

 


№17  offline წევრი nina_m

ანი ანი
სააად არის შემდეგი თავიიი? რამდენი ხქნიქ ველოდებით უკვე

მერწმუნე ჩემზე მეტად ნამდვილად არ გინდათ ახალი თავის დადება... მიზეზიც დავწერე რატო ვერ ვდებდი ახალ თავს... დავდებ აუცილებლად

 


№18 მოდერი sameone crazy girl

იმედია მალე ეშველება ლეპტოპს. გამომიცდია და საშინელებაა წერა რომ გინდა და ვერ წერ და ვერც დაწერილს ტვირთავ ♡♡♡♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent