შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საჩუქარი მეტროდან (სრულად)


6-08-2020, 01:17
ავტორი lullaby
ნანახია 19 218

***
როგორ დაგამახსოვრდათ თქვენი ცხოვრების ყველაზე უიღბლო დღე? ძვირადღირებული მობილური უნიტაზში ჩაგივარდათ? ჯეკპოტის მოსაგებად ერთ რიცხვში შეცდით? იქნებ პენტჰაუზში თქვენს ბინას მეხი დაეცა, ან ახლადშეძენილი ფეხსაცმელი ძაღლმა ვახშმად მიირთვა? ვინ იცის. ყველას თავისი უიღბლობის საზომი აქვს.
აი მე კი, ერთი საათის წინ შემცირებაში მოვყევი და სამსახურიდან გათავისუფლებული, კუდამოძუებული მივდივარ სახლისკენ. აქვე მახსენდება, რომ ქირის გადახდა მიწევს ორ კვირაში და წარმოდგენა არ მაქვს, ქალბატონ ლუიზას როგორ ავუხსნი, რომ ღმერთმა იცის, მერამდენე სამსახური დავკარგე.
ყურსასმენებს ვიკეთებ, ხმას ბოლომდე ვუწევ და ესკალატორზე მდგომი ვფიქრობ, რა მჭირს? რანაირად შეიძლება ადამიანს ასე ძალიან არ უმართლებდეს? მუშაობა უნდოდეს და ყველა სამსახურიდან აგდებდნენ? არც ზარმაცი ვარ, არც არაპუნქტუალური და არც სუნიანი (საკმაოდ მყარი მიზეზი იქნებოდა), თუმცა, უკვე ორი წელია ვცდილობ სამსახურის შენარჩუნებას, მაგრამ სამ თვეზე მეტ ხანს ვერ ვქაჩავ. უკვე ლამისაა დავიჯერო, რომ ჩემი ერთადერთი საქმიანობა სახლში ჯდომაა. ის, რასაც ყველაზე მეტად ვერ ვიტან.
ნაქირავებ სახლში უქმად ისედაც ვერ დავჯდები. არც დანაზოგი მაქვს, პირიქით - ლუიზასთვის ორი თვის ქირა მაქვს მისაცემი და ქალი მითმენს. ხო, უპატრონო არ ვარ. მშობლებიც მყავს და და-ძმაც და შემიძლია თავს ასე არ ვიტანჯავდე, მაგრამ ჯერ საკმაოდ არ მიგემია ის დამოუკიდებლობა, რომლის გამოც მათგან ვარ წამოსული. ეს მიზეზი კი ჩემს ოჯახს იმდენად ეპატარავა, რომ დღემდე მებუტებიან და ხშირად მე თუ თუ არ დავეკონტაქტე, კვირები ისე გავა, არც ერთი არ მომიკითხავს. მეცინება ხოლმე ამაზე.
მოკლედ, საღამოს გეგმა ასეთია: თავს მივცე ჩემი მორიგი დაცემის გადახარშვის და თავის განებივრების უფლება თეკლასთან ერთად. ხვალიდან კი ისევ ვაკანსიების თვალიერებას შევუდგე.
თეკლა ჩემი მეზობელი და მეგობარია. როცა ბინა ვიქირავე და ფანჯრიდან პირველად გადავიხედე, დავინახე ლურჯთმიანი გოგო, რომელსაც სკეიტი მხარზე მოეგდო, ჩემი ეზოს ღობეს ეჭიდებოდა და ლუიზას ისედაც მოცუცქნული ხეივნიდან ყურძენს პარავდა. რომ შემამჩნია, ჯერ თვალები ჭყიტა, მერე გაეცინა და მითხრა დაიკიდეო. მეორე დღეს მაღაზიისკენ მიმავალ გზაზე გავიცანი და მას შემდეგ უერთმანეთოდ დღეს არ ვატარებთ.
პოლიტექნიკურის მეტროს ბაქანთან ხალხის რიგებში ვდგები თუ არა, გვირაბიდან ნელ-ნელა აღწევენ მატარებლის კაშკაშა ფარები. ვაგონებს თან ქარი მოაქვთ და თმას უკან მიყრიან. მიყვარს მეტრო. ლიანდაგების და ამ ქარის სუნი. აქაური აურა. ყოველთვის, როცა თვალებს დავხუჭავ და გვირაბიდან გამოვარდნილ მატარებელს ასე ვხვდები, მგონია, რომ უკაცრიელ ადგილას წამიყვანს. იქ, სადაც ყველაფერი ისე იქნება მოწყობილი, როგორც მე ვინატრებ. ეს რამდენიმე სასიამოვნო წამი ერთადერთია, რაც მეოცნებეს მხდის. შემდეგ ვიღაცის მხარის მორტყმა და ბურდღუნი "რას დამდგარხარ" მაფხიზლებს, ვაგონში მაგდებს და მთელი გზა მისი უკმაყოფილო მზერის ატანას მაიძულებს.
ზურგჩანთას ცალ მხარზე ვიკიდებ და კართან კუთხეში ვდგები. სანამ მობილურზე მიღება დაიკარგება, თეკოს შეტყობინებას ვუგზავნი, რომ ლუდზე ვეპატიჟები და იმედი მაქვს, ჩემთან დარჩება. მასთან ერთად გულს გადავაყოლებ. იქნებ რამე მძაფრსიუჟეტიან ფილმსაც ვუყუროთ, თორემ ჩემს ცხოვრებას ადრენალინი ისე აკლია, ლამისაა გული გამიჩერდეს.
მატარებელი მეტრო წერეთლის სადგურთან ჩერდება. ყურსასმენებს ვისწორებ და ის-ისაა დასაკეტად გამზადებულ კარისკენ ვტრიალდები, რომ ვაგონში ვიღაც ისე შემორბის, თითქოს ხელი ჰკრესო. წონასწორობის შესანარჩუნებლად ერთხანს ცალ ფეხზე ცქმუტავს, შემდეგ ძელს ეჭიდება და კარს თვალების ცეცებით აკვირდება. ინსტიქტურად მეც იქით ვიხედები და დაძრული მატარებლიდან ვხედავ, როგორ ჩერდება ბაქანზე სამი მორბენალი მამაკაცი. ვაგონში შემოსული ბიჭი მათ შუა თითს უჩვენებს და იცინის. სირბილისგან სუნთქვა უჭირს. მალევე მობილური, რომელიც აქამდე ხელში ეკავა, ყურთან მიაქვს. სწორედ ამ დროს, ყურსასმენებში მუსიკა რჩება და სანამ შემდეგი დაიწყებოდეს მისი სიტყვები მესმის.
- ნეკა! ნეკა! ფუ, ამის! - უკურთხებს მობილურს და ვაგონს ათვალიერებს. ერთი წამით მის მზერას ვაწყდები და მაშინვე თვალს ვაშორებ. ჯანდაბა! ალბათ ხვდება, რომ ვაგონში შემოსვლის წამიდან მას ვადევნებ თვალს. უხერხულობის დასამალად ჩანთას გულზე ვიკრავ და ინტერესით ვკითხულობ კარზე გამაფრთხილებელ წარწერას "ნუ მიეყრდნობი". თუმცა, წარწერა არც ისეთი დიდია, ამიტომ მისი ისევ და ისევ წაკითხვა მალე მბეზრდება და ჩემი ცნობისმოყვარე თვალები ჩუმად მაინც იპარებიან მისკენ. ბიჭს წარბი აქვს გახეთქილი. სწორ პატარა ცხვირს ხშირად ჭმუხნის. ალბათ სწრაფი ფიქრის გამო. მის ცისფერ მოუსვენარ თვალებსაც ეტყობათ, რომ მათი პატრონის გონება ათასი ფიქრითაა დაკავებული. ქვედა ტუჩიც გახეთქილი აქვს. სავარაუდოდ კარგად მოსდეს. მუქ ლურჯ ჰუდზე, რომელზეც დიდი წითელი ასოებით "MARVEL" აწერია, საკმაოდ შელახული ზურგჩანთა აქვს მოგდებული.
ფუუ! აი, ისევ! ისევ მამჩნევს, რომ ვაკვირდები. ღმერთო, ასეთი უტვინო და ინტერესიანი რატომ ვარ?! ხელს შუბლზე ვიტარებ და სირცხვილისგან ამწვარი სახის დამალვას ვცდილობ. მანამდე კი, მაინც ვამჩნევ, როგორ ხსნის მობილურს და რაღაცას იღებს, ან დებს. ვერ ვხვდები, რას აკეთებს. კიდევ კარგი მალე მატარებელი გაჩერდება, მეც ჩავალ და დამთავრდება ჩემი გრძელი ცხვირის სხვის საქმეში ჩაყოფის ისტორია.
ვაგონები ნელ-ნელა სიჩქარეს ანელებენ. პირველი მოულოდნელი შეყოვნებისას ბიჭი თავს ვერ იკავებს და ჩემს გვერდით ძელს ეჯახება. გასწორებას ცდილობს და კარს ხელის გულით ეყრდნობა. კუთხეში მის ხელებს შორის მიყუჟული ვდგავარ და ქვემოდან ვუყურებ ჰუდის კაპიუშონიდან მოელვარე ცისფერ თვალებს. რამდენიმე წამით სუნთქვა მეკვრის და გული გამალებით მიწყებს ძგერას. არ ვიცი, სად გავიქცე, ან აქვს თუ არა საერთოდ გაქცევას აზრი. ახლა ხომ ისედაც ჩავალ და მისგან თავს დავაღწევ.
მატარებელი სადგურის მოედანზე ჩერდება. ვხედავ, რომ ის რაღაცას მეუბნება. მის ტუჩებს ღიმილიც ეტყობათ, მაგრამ ყურსასმენების გამო არაფერი მესმის და ვერც იმას ვიაზრებ, რომ მოვიხსნა. შემდეგ კი, ბიჭი ახლად გაღებულ კარში სხლტება და ესკალატორისკენ უკანმოუხედავად გარბის.
დაბნეული მივყვები ხალხის რიგს და ბიჭისგან საპირისპირო მხარეს, კიბეზე ნელა ავდივარ. ვცდილობ გავიაზრო, რა მოხდა რამდენიმე წამის უკან, მაგრამ ცისფერი თვალების იქით ვერაფერს ვხედავ. მოჯადოებულივით მივუყვები მეტროს გასასვლელს და ჰაერი ცოტას მაფხიზლებს.
გარეთ უკვე ბნელა. ადამიანები ზედმეტად ხმაურიანად ფუსფუსებენ. ლამპიონებით საკმაოდ სუსტად განათებული ჩემი ქუჩისკენ ვუხვევ და მაღაზიაში შევდივარ ლუდის საყიდლად. ჩემი ბუნაგიც აქვეა. ქალბატონ ლუიზას, ორსართულიანი, არც ისე დიდი სახლი აქვს. პატარა ეზოში ნარცისები და თეთრი ვარდები ყვავიან. აქაურობას მზიან ამინდში ხეივანი ჩრდილავს და ზაფხულობით სიცხის ატანა საკმაოდ კარგად გამოდის. ჩემი ოთახი პირველ სართულზეა. კარი წინიდან აქვს. ერთადერთი რაც დიასახლისთან მაერთიანებს სამზარეულოა, რომელსაც არც ისე ხშირად ვიყენებ. ასე, რომ ერთმანეთს დიდად არ ვაწუხებთ.
პატარა ფიცრულ ჭიშკარს ჩუმად ვაღებ და ეზოდან ოთახში ფეხაკრეფით შევდივარ. როგორც ჩანს, ლუიზა სახლში არაა, თორემ მისი ოთახიდან ტელევიზორის ხმა უნდა გამოდიოდეს. ის-ისაა სამზარეულოსკენ ვიღებ გეზს, რომ მხარზე ვიღაც მეხება.
- ვაიმე! - შეშინებული ვბრუნდები და მოკისკისე ჩემს მეგობარს რომ ვხედავ, მუშტებს ვუშენ. - შენღა მაკლდი ტუტუცო. გული გამიხეთქე. - ბუზღუნით მივდივარ სამზარეულოში. თეკოც უკან მომყვება.
- ასე ადვილად? - უკვირს. - რა გჭირს?
- გარდა იმისა, რომ სამსახურიდან გამომაგდეს? - ჭიქებს ვიღებ და ჩემს ოთახში ვბრუნდები.
- მაგაზე წესით იმუნიტეტი უნდა გქონდეს. - დამცინის გოგო და პარკიდან ჩიფსებს იღებს. - მიზეზი?
- შემცირება იყო. ამბობენ, მაღაზია რამდენიმე თვეში მაინც დაიკეტება და ამდენი კონსულტანტი საჭირო აღარააო. ამოყიდვაზე გადავლენ მალე.
- არ იღელვო ჩემო ნინიკო. - თეკო ლოყაზე ხმაურინადად მკოცნის. - ინტერნეტი სავსეა ისეთი სამსახურების ვაკანსიებით, საიდანაც სამ თვეში გამოგიშვებენ.
- ცეტი ხარ. - მეცინება და ლუდს ვხსნი.
- მოდი რამე ისეთი ფილმი ჩავრთოთ, სადაც მაგარი ტიპები თამაშობენ. ჩვენ ღმერთმა მაგისი ბედი არ მოგვცა და თვალს მაინც დავალევინოთ ლუდი. - მის ნათქვამზე მეტროს ამბავი მახსენდება.
- რაღაც უნდა მოგიყვე. - ტანსაცმლის გამოცვლას ვიწყებ. თეკო უკვე ლეპტოპთანაა მოკალათებული და მოჭუტული თვალებით ფილმს არჩევს. მეორე ხელს კი ბიჭივით შეჭრილ მოკლე მწვანე თმაზე ისვამს.
- აბა?
- მეტროში მოხდა რაღაც. წეღან. ერთ ძალიან სიმპატიურ ბიჭს გადავაწყდი. თუ ის გადამაწყდა. ნუ, როგორც იყო.
- რაა? მერე? - ყურებს ცქვეტს ჩემი მეგობარი.
- რაღაც მითხრა და წავიდა.
- რა გითხრა?
- არ ვიცი.
- ნინა!.. - ეჭვით მიყურებს.
- ყურსასმენები მეკეთა და ვერ გავიგე. - ჩემს თავზე მეცინება.
- ახლა თავიდან დაიწყე და დალაგებულად მომიყევი. - თითით საწოლზე მანიშნებს, რომ დავჯდე.
- ვაგონში ვიყავი. კარი იკეტებოდა, რომ უცბად შემოვარდა. წერეთელზე. ტუჩი და წარბი ჰქონდა გახეთქილი. სამი კაცი მოსდევდა. ვაგონში მათ შემოასწრო. აშკარად გაექცა და უხაროდა. შუა თითი აჩვენა. - მეცინება. - მერე ვიღაცასთან დარეკვას ცდილობდა. დამინახა, რომ ვუყურებდი. მერე მობილურს ეწვალებოდა და სანამ მატარებელი გაჩერდა, წაიბორძიკა და დამეჯახა. ხოდა, მაშინ მითხრა რაღაც. მაღალ ხმაზე იყო მუსიკა და ვერ გავიგე. მერე მოსხლტა და წავიდა.
- და ეგ ბიჭი სიმპატიური იყო? - წარბებს ათამაშებს თეკო.
- ხო, იყო. - ერთად ვკისკისებთ ორივე.
- და თან ალბათ ქურდიც.
- გამორიცხული არაა. - მხრებს ვიჩეჩავ.
- რა ბატი ხარ. რა დროს ყურსასმენები იყო. ვერ მოიხსენი?
- ვერ მოვიფიქრე. ძაან დავიბენი.
- რა საინტერესოა. რა უნდა ეთქვა შენთვის სიმპატიურ ქურდს? - ჩაფიქრებული ტუჩზე იდებს თითს.
- რა ვიცი. რაც იყო - იყო. - ვოხრავ დანანებით. მართლა გული მწყდება ჩემს უტვინობაზე.
- აწი წერეთლის მეტროში და სადგურის მოედანზე მეტი ყურადღება გმართებს. - ისევ ლეპტოპს უბრუნდება თეკო. - "ჯონ ვიკი" გინდა?
- მოდი "the convenant"ს ვუყუროთ. მანდ უფრო ბევრი სიმპატიური ტიპია.
მე და თეკოს სიცილი გვიტყდება. ჩემს საწოლზე მოკალათებულებს საღამო იდეალურად გაგვყავს. მაისის ბოლოა და ღია ფანჯრიდან პირდაპირ ჩვენს კალთებზე გადმოდის ღამის სუფთა სიგრილე. ქალაქის ხმაური ექოდ აღწევს პატარა ეზოში და მოშორებით მდგომი ლამპიონის სუსტი განათება სიმყუდროვეს აასმაგებს. ლუდის დაბალი სპირტიანობა სასიამოვნოდ გვთენთავს და ფილმიც არაჩვეულებრივად გვიქმნის საჩვენო განწყობას. ძილის წინ ისევ ვუბრუნდებით მეტროს ამბავს და შუა ღამემდე, სანამ ძილი თავისას არ შვრება, ბიჭს ვჭორავთ.

***
დილის ცხრა ხდება, ჩემი მობილურის ბატარეა წუხილს რომ გამოთქვამს. მანამ არ გადავდივარ მოქმედებაზე, სანამ ასევე შეწუხებული თეკლა იდაყვს არ მირტყამს გვერდში, მოაკეტინეო. საწოლიდან ვიწევი და თვალებს ვიფშვნეტ. ფანჯარას ვაღებ თუ არა, მაშინვე მევსება ფილტვები გრილი და სუფთა ჰაერით. ხეივანზე შემომჯდარ ჩიტების ჭიკჭიკზე მეღიმება. შემდეგ ისევ მობილურის წკარუნი მესმის და იატაკზე დავარდნილ ჩანთას ვიღებ. სატენი სადღაც აქ უნდა იყოს. შიგნით ვიქექები, მაგრამ სანამ საჭირო ნივთს ვნახავდე, სულ სხვა რაღაცას ვაწყდები. ჩანთის ერთ-ერთ გარე ჯიბეში რაღაც დევს. ვიღებ. ჩემი მობილურია. მოიცა, არა. ჩემი მობილური ტუმბოზე დევს და დატენვას ითხოვს. აბა ეს ვისია?
ჯანდაბა, არა!
- თეკო, თეკო! - ხელს ვკრავ. - გაიღვიძე, ამას შეხედე!
- რა იყო. - შეწუხებული სწევს თავს ბალიშიდან. - შენი ტელეფონი ასე რატომ გაკვირვებს?
- ნწ, არაა ჩემი. ნუ გძინავს. მან ჩამიდო. იმ ტიპმა. - გაოგნებული ვარ.
- ხო, აბა რა. - ფხუკუნებს. - მოიცა, რაა? - დგება უცბად და ჩემსა და ჩემნაირ მობილურს შორის გადააქვს მზერა. - ზუსტად იცი?
- აბა ჩემმა იბარტყა? სამსახურში ასეთი არავის აქვს. ალბათ მაშინ ჩადო, როცა დამეჯახა. იქნებ ამაზე მითხრა რაღაც, რაც ვერ გავიგე?
- მაჩვენე. - ხელიდან მაცლის ტელეფონს და ათვალიერებს. - ზუსტად შენნაირია... არ ირთვება... ან დამჯდარია... - თავსახურს ხდის. - ჰმმ... ბატარეა არ აქვს.
- ხოო, თვითონ ამოაცლიდა მაშინ. - მახსენდება რაღაცას რომ ეწვალებოდა მობილურს.
- მოდი შენი ბატარეა ჩავდოთ.
- არაა. შეეშვი. რახან ამოიღო, ესე იგი ასეა საჭირო. შეეშვი რა.
- ნინა?! - მესმის გარედან ლუიზას ხმა.
- ღმერთო... - შუბლზე ვიკრავ ხელს. - გამამხნევეთ.
- ნინა! - ფანჯარასთან ისვეტება ლუიზა. ქალს მარტო უკმაყოფილო თავი უჩანს და მე და ჩემი მეგობარი სიცილს ძლივს ვიკავებთ. - ახლა სამსახურში არ უნდა მიდიოდე? საწოლში რას აკეთებ ამ უსაქმურთან ერთად?
- მე უსაქმური არა ვარ! - აპროტესტებს თეკო.
- გაჩუმდი! - ცხვირს იბზუებს ლუიზა და ისევ მე მიბრუნდება. - აცდენ არა?
- არა, არა, მე...
- გამოგიშვეს? - თვალებგაფართოებული მიყურებს.
- ლუიზა დეიდა, ჩვენ ეს უკვე გადავხარშეთ. - ჩემს ნაცვლად ლაპარაკს ცდილობს თეკო. - დღეს მარტო მისთვის კი არ მოვძებნით სამსახურს, ჩემთვისაც.
- აბა, აბა! მაშინვე ციდან წვიმად ოქროს მონეტები წამოვა. - ქოქოლას აყრის ქალი ჩემს მეგობარს. - ნინა, - მიბრუნდება ისევ მე და თან შინდისფრად შეღებილ თმას ელვის უსწრაფესად იკრავს კოსად. - არ ვიცი რა გჭირს ჩემო კარგო. იქნებ ჯადო გაქვს? ერთ შამანზე მსმენია...
- ლუიზა დეიდა...
- ხოდა, თუ გინდა მისამართს გაგიგებ. იქნებ გამოგილოცოს. შენც დაისვენებ, მეც და კიდევ ვინც შენი სამსახურის გამო წუხს, ისიც.
- მაგ უკიდურესობამდე თუ მივალ, გამახსენდებით. მადლობა. - ვცდილობ თავაზიანად გავუღიმო.
- ხო, ხო. - თავს აქნევს და ბურდღუნით გადის ეზოდან.
- ისე შამანი მაგარი იდეაა. - თეკო აზრს უფიქრდება.
- მოიცადე რა. - მობილურს ვუყურებ. - ფიქრობ, ის ტიპი მართლა ქურდია და ეს მოიპარა?
- რავი, მობილური ახალს არ ჰგავს. იქნებ თავისია და მასში რამეა? და მისთვის ცდილობდნენ წართმევას?
- ხო, ორი ვარიანტია.
- და შენთან დამალა. მობილურს ბატარეა იმიტომ ამოაცალა, რომ ვერ იპოვონ.
- ვერ ვიჯერებ. - გაოგნებული ვცდილობ არეული ფიქრების დალაგებას. გუშინ ვწუწუნებდი, ჩემს ცხოვრებას ადრენალინი აკლიათქო. ახლა კი, აღელვებულს უკვე მაწუხებს ამ რიტმით აჩქარებული გულისცემა.
- მაგარი ამბავია. ჩემს ბლოგს დაამშვენებდა.
- არც იფიქრო! - თვალებს ვუბრიალებ.
- წარმოიდგინე სათაური - "საჩუქარი მეტროდან". პატარა ნოველაც კი დაიწერება. - თეკო ზემოთ იყურება და გეგმებს ჰაერში აწყობს.
- დაივიწყე. ეს ჩვენ არ გვეხება. რა იცი რა ხდება, თეკლა.
- კარგი, ხო, ნუ მიბრაზდები. - ჯერ მნებდება, მაგრამ მალევე ისევ აგრძელებს. - მაგრამ ჩემი აზრით, ეს მობილური შეგრჩა. შიგნით არც სიმბარათია, არც ბატარეა. თვითონაც რომ მოუნდეს მისი უკან დაბრუნება, საიდან უნდა მოგაგნოს? ტიპი თავის გადარჩენაზე ფიქრობდა.
- არა მეთქი. თეკლა!
- კარგი. - საწოლში ბრუნდება და საბნიდან მეუბნება. - ყავა მინდა.


***
რადგანაც თავისუფალი ვარ, ოთახის საგულდაგულოდ დალაგებისთვის ვიცლი. საუზმის შემდეგ თეკოს ვაცილებ და შაბათობას ვიწყობ. საქმიანობა რომ არ მომბეზრდეს, ყურსასმენებს ვიკეთებ, მაგრამ მუსიკას ფაქტობრივად არ ვუსმენ. თავიდან ვერაფრით ვიგდებ მეტროს ამბავს. დროგამოშვებით გონებაში კადრებივით ცოცხლდებიან სირბილისგან დაღლილი მამაკაცების სახეები. იარები ბიჭის სახეზე. ვაგონის კარზე მიყრდნობილი დასვრილი, გრძელი თითები. ღიმილიანი ტუჩების მოძრაობები. ვფიქრობ მათზე. ვამეორებ და ვამეორებ. ვცდილობ მიახლოებით მაინც გამოვიცნო, რა შეიძლებოდა ეთქვა ჩემთვის მათ პატრონს, მაგრამ არაფერი გამოდის. ამ ნიჭით დაჯილდოებული არ ვარ.
მისი დატოვებული მობილური დემონსტრაციულად მიდევს საწოლთან ტუმბოზე. ყოველი გავლა-გამოვლისას თვალები მისკენ გამირბის. წარმოდგენა არ მაქვს, რა უნდა მოვუხერხო. არ ვიცი, საერთოდ საშიშია თუ არა ის ჩემთვის. რატომ მოიშორა იმ ბიჭმა თავიდან? უბრალოდ მობილურია, რომლის დახმარებითაც მისი ადგილსამყოფელის დადგენას შეძლებდნენ? არა. ამ შემთხვევაში შეეძლო უბრალოდ ქუჩაში მოესროლა. მასში რაღაც არის. ამიტომ დატოვა სხვასთან ბატარეის და სიმის გარეშე. უსაფრთხოდ. ხო, დატოვა. თავიდან არ მოუშორებია.
მაშინ, რადგან დატოვა, ესე იგი მისი დაბრუნება აქვს გეგმაში. მაგრამ როგორ? თუ ტელეფონი გადამცემით არ მოიძებნა, სხვანაირად როგორ მოაგნებს? სხვა გზით წავიდა. არ გამომყოლია. უფრო მეტიც, ისე სწრაფად გავიდა ვაგონიდან, დარწმუნებული ვარ, არც კი დაუნახავს, რომ მეც იმავე სადგურზე ჩამოვედი.
იქნებ გადავაგდო? ვგრძნობ, რომ მისი არსებობა მოსვენებას მიკარგავს. რადგან მისი მომკითხავი არავინაა და რომც იყოს ვერავინ მოაგნებს, რატომ უნდა იყოს ჩემთან? მობილურს ვიღებ, ჩემს ძველ გადასაყრელ მაისურებში ვახვევ და ნაგავში ვტენი. ნაგავი გარეთ გამაქვს და სახლის წინ ვტოვებ. საღამოს მანქანა ჩამოივლის და წაიღებს. მეც დავისვენებ და ეს თავგადასავალიც დასრულდება.

***
დასუფთავებულ ოთახში ცივ ყავასთან და ნაყინთან ერთად ლეპტოპთან ჯდომას და ვაკანსიების თვალიერებას არაფერი ჯობია. მით უმეტეს, თუ მეორე სართულიდან გესმის, როგორ ავარჯიშებს ლუიზა საკუთარ ვოკალს ქართული ფანოღის დახმარებით.
- მყუდროებას ხომ არ გირღვევ? - ღობეზე გადმოყუდებულა თეკო.
- კარგ დროს მოხვედი. - ხელით ვანიშნებ, რომ შემოვიდეს. გოგო მალე ჩნდება ოთახში და ჩემს ნაყინსაც არ ტოვებს მარტოს. - საშენო ვაკანსია ვნახე. - თითს ლეპტოპს ვადებ. - ანიმატორი.
- მისმინე ჩემო გოგო, - ნაყინს თვალს არ აშორებს თეკლა. - მხიარული და მასხარა კი ვარ, მაგრამ მირჩევნია ეს ნიჭი ვიწრო საზოგადოებისთვის გამოვიყენო. ნამდვილად არ მინდა, თამაშ-თამაშში დინოზავრის კბილებში ბავშვი აღმოაჩინონ.
- მგონი ლუიზა მართალია შენთან დაკავშირებით. უსაქმური ხარ.
- მარტო შენ გაძლევ უფლებას, რომ ჩემთან დაკავშირებით გულწრფელი იყო. დააფასე და თავში არ აგივარდეს. ეგ ყავა გინდა? - პასუხის გაცემას არ მაცდის, ჭიქას იღებს და საწრუპს პირში იგდებს. - შენთვის ნახე რამე?
- ერთი ჩავინიშნე. საზაფხულო კაფე-ბარია. მიმტანი გოგონები უნდათ. სურათებზე ძალიან საყვარლობა ჩანს. ისე შენც დაგერეკა. იქნებ აგვიყვანონ და ერთად ვიმუშავებდით.
- მაგარი იდეაა! - თვალებგაბრწყინებული იწევა საწოლიდან და მეც გაოცებული შევყურებ. მაგრამ სულ ტყუილად. თეკოს ისევ უსერიოზულდება გამომეტყველება და კედელს ეყუდება. - არა, რა თქმა უნდა. მე უფრო დიადი გეგმები მაქვს.
მეცინება იმაზე, თუ როგორ სასაცილოდ ცდილობს თავის დაძვრენას სამსახურის შოვნისგან. თეკო ზარმაცი მართლა არაა, პირიქით, ძალიან აქტიურია. უნივერსიტეტის მანსანკანშია. შაბათ-კვირა სეზონურ საბავშვო გამოცდებზე დამკვირვებლად მუშაობს. საქველმოქმედო გამოფენების ორგანიზატორიც ყოფილა. უბრალოდ რუტინა მისი ცხოვრების სტილი არაა. ამის გამო, უნივერსიტეტსაც ხშირად აცდენდა და შარშან, სადიპლომოს დაცვის შემდეგ სასწავლებლიდან ლოცვით გამოვიდა.
მობილურს ვიღებ და ის-ისაა მითითებულ ნომერზე ვაპირებ დარეკვას, რომ თეკო მაჩერებს.
- ხო, მართლა, ის შენი მეორე მობილური სადაა?
- ნაგავში.
- გააფრინე? - გაოგნებული მაშტერდება.
- ბევრი ვიფიქრე და გადავწვიტე, რომ არც მე მჭირდება და არც პატრონს.
- საკმარისად ბევრი არ გიფიქრია. წარმოგიდგენია, ტიპმა რომ მოგაკითხოს და არ დახვდეს?
- როგორ უნდა მომაკითხოს, თეკო. რანაირად მომაგნებს.
- არ ვიცი, მაგრამ ეგ მობილური არ გადაუგდიათ. ჩაგაბარეს. ხოდა, რადგან ჩაგაბარეს, ესე იგი გეგმაც ჰქონდათ. უფრო მეტიც, სწორედ მობილურის შენს ჩანთაში ჩადების მერე გითხრა იმ ტიპმა რაღაც, რაც ვერ გაიგე და დარწმუნებული ვარ, მისი მათქვამი ზუსტადაც, რომ ტელეფონს ეხებოდა.
უხმოდ ვუყურებ მეგობრის აღშფოთებულ სახეს და თანდათან სინანულის გრძნობა მიტევს. თეკო უკმაყოფილოდ მაცქერდება და ცდილობს, კიდევ უფრო დამნაშავედ მაგრძნობინოს თავი. იქნებ მართალია?
- ნაგავი გადაყარე? - მეკითხება ის და სწორედ ამ დროს დაგეგმილივით ნაგვის მანქანა ჩერდება ჩვენს ქუჩაზე.
- ვაიმე. - სწრაფად ვდგები საწოლიდან და ფეხშიშველი გავრბივარ გარეთ. დასუფთავების ხალხი გაკვირვებულები გვიყურებს, როგორ ვიქექებით მე და ჩემი დაქალი ნაგავში. მაისურებში გახვეულს მალევე ვპოულობ. დანარჩენ ნაგავს უკან ვაბრუნებ, ჩვენზე მოჩერებულებს მშვიდობის ნიშნად ვუღიმით და სახლში შევდივართ.
- იშვიათი შემთხვევა ხარ. - ბურდღუნებს თეკო და გამამხნევებლად მხარზე მირტ,ყამს ხელს.

***
გასაუბრებამ კარგად ჩაიარა და უკვე ათი დღეა იმ ლამაზ კაფე-ბარში ვმუშაობ. მართალია ძირითადად გარეთ, ქოლგების ქვეშ მიწევს მუშაობა და ივნისის სიცხის ატანა, მაგრამ იმდენად კარგი თანამშრომლები მხვდებიან, რომ სამუშაო დღე ძალიან სწრაფად გადის და ჯერ-ჯერობით დაღლასაც ვერ ვგრძნობ. ერთადერთი, რაზეც უკვე ვფიქრობ, ახალი სამსახურის შენარჩუნებაა. მგონი სამსახურიდან გათავისუფლების ფობია ჩამომიყალიბდა.
ლუიზა ისევ მიღიმის. და რაც მთავარია თავიდან ამოიგდო შამანთან სტუმრობის იდეა. მით უმეტეს, როცა გაიგო, რომ ხელფასს ყოველ საღამოს ხელზე მაძლევენ და დავპირდი წინა ორი თვის ქირას ნაწილ-ნაწილ და მალე დაგიბრუნებ მეთქი. ახლა სამსახურში წასვლამდე ყავასაც კი მთავაზობს.
სამაგიეროდ, თეკოსგან მესმის გამუდმებული წუწუნი, რომ სახლში გვიან მივდივარ და მისთვის დრო არ მრჩება. რომ თავი დავანებო ამ სამსახურს და ისეთი მოვძებნო, რომელიც ღამის 10 საათზე არ დამთავრდება. რაღაც ძალებით ვუძლებ მის შემოტევებს და ვცდილობ შევაგუო, რომ შაბათ-კვირა მის განკარგულებაში ვიქნები.
ათი დღე გადის მეტროს ამბიდანაც. სანამ სამსახურში ვარ და გონება კლიენტების მომსახურებით მაქვს დატვირთული, ეს ამოუცნობი ამბავი თავს არ მახსენებს, მაგრამ, საკმარისია მეტროში ჩავიდე, რომ თავში მაშინვე მომხდარი ეპიზოდები ცოცხლდებიან. ისე ხდება, რომ ახალი სამსახურიც საბურთალოზე მაქვს და კვლავ მიწევს პოლიტექნიკურიდან სიარული. ხოდა, მინდა-არმინდა, წერეთლის სადგურზე გაჩერებული ვაგონიდან, მაინც ვავლებ თვალს ბაქანს.
წარმოდგენა არ მაქვს, რა მოხდა. თუმცა, ფაქტი სახეზეა - მობილურის წასაღებად არავინ მოდის. კი, ის ისევ ჩემთანაა, ჩემს სამახსოვრო ნივთების სკივრში საიმედოდ ინახება, თუმცა, ზუსტად ვიცი, სულ ტყუილად. ბიჭი ან დაიჭირეს. ან, და იმედია გაიქცა, თუმცა ჩემს მოძებნას ვერ ახერხებს. ისიც შესაძლოა, რომ მობილურში მნიშვნელოვანი არაფერია და ყველაფერი ჩემი ფანტაზიის ნაყოფია. რაც არ უნდა იყოს, ვცდილობ დავივიწყო მომხდარი და ჩემს ყოველდღიურობას მივხედო.


***
მე და თეკო მაკდონალდსიდან გამოვდივართ და რუსთაველის მეტროში ჩავდივართ. დღეს კვირაა და მთელი დღე მისთვის მაქვს დათმობილი. წესიერად გამოძინებაც კი არ მაცადა. დილით ცხრაზე დამადგა თავს და მაიძულა გამოვფხიზლებულიყავი. შუა დღემდე ჩემთან ვართ და საზამთროს ჭამით ვიბერებით. შემდეგ სპონტანურად ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ კინოში წავიდეთ და ისეთ დროს გავრივართ სახლიდან, რომ დარბაზამდე თავქუდმოგლეჯილებს გვიწევს მისვლა, რომ სეანსს მივუსწროთ. იქიდან წამოსულებს არაჯანსაღი საკვები გვინდება და ამისთვის იდეალურ ადგილს - მაკდონალდსს ვირჩევთ. მთელი დღე გაუჩერებლად მელაქლაქება ჩემი მეგობარი. ყველა იმას ეუბნება, რომ ბევრი ლაპარაკი უყვარს და არც თვითონ აპროტესტებს ამას. სულ იმას ამბობს, ლაპარაკის დროს ისეთი აღმოჩენები შეიძლება გააკეთო, რომლებიც ფიქრის დროს აუცილებლად გამოგეპარებაო. სულ მეცინება, ისე ცდილობს ყოველთვის თავისი მავნე ჩვევების ბრძნული გამონათქვამებით გამართლებას. ყველაზე სასაცილო კი ისაა, რომ ამ ვითომ ბრძნულ გამონათქვამებსაც თავად იფიქრებს. მის გვერდით მოწყენა შეუძლებელია.
ახლაც. ესკალატორზე ვდგავართ. ის კი გვერდით მიდგას. რამდენჯერაც მის წინ ერთი საფეხურით დაბლა ჩავალ, რომ კიბეზე ჩამსვლელებს გზა დავუთმო, იმდენჯერ გვერდით მიდგება.
- სად ეჩქარება, ვერ ვხვდები. - უკმაყოფილოდ ადევნებს თვალს კიბეზე სწრაფად ჩამსვლელ მამაკაცს. - აი ნახავ, ჩავალთ და ესეც იქ იდგება.
- იქნებ ადამიანებს დაუტოვო საკუთარი არჩევანის უფლება.
- მე არავის ვზღუდავ. თავებს იტყუებენ უბრალოდ. - იასამნისფერ საღეჭ რეზინს იმხელა ბუშტად ბერავს, ლამის სახე გადაიფაროს. შანსს ხელიდან არ ვუშვებ. მობილურში სწრაფად ვრთავ ვიდეოკამერას და ბუშტს თითით ვხეთქავ. თეკოს სახეზე ნიღაბივით აწებებულ რეზინს რომ ვხედავ, სიცილი მიტყდება და სანამ გოგოს სხეულში დემონი გაიღვიძებდეს, ესკალატორზე ჩავრბივარ. უკან არც კი ვიხედები, ბაქანისკენ ისე მივიწევ და საკმაოდ მოშორებით ვჩერდები. იქიდან ვხედავ, როგორ მოაბიჯებს დინჯად. ნიღაბი უკვე მოუშორებია და ჩემთან დაკავშირებული გეგმები სახეზე აწერია. მიუხედავად ამისა, მშვიდად მეუბნება და თვალებით ჩემს უკან მანიშნებს. - ხომ გეუბნებოდი. - იქ კაცი დგას, რომელიც ესკალატორზე ჩარბოდა. - შენ კიდევ, ამისთვის აუცილებლად გაგებინებ პასუხს.
- როდის. - მეცინება და თან ჩემს გადაღებულ ვიდეოს ვუყურებ.
- მაშინ, როცა ამას ყველაზე ნაკლებად ელოდები.
- ვგიჟდები შენს მუქარებზე. - ლოყაზე ვჩქმეტ და შემდეგ ვკოცნი. ის კი, გაბრაზებული ჩემს ნაკოცნს იწმენდს და ჩვენ წინ ჩამომდგარ ვაგონში შედის. ის-ისაა კარი იკეტება, რომ შიგნით ვიღაც ქარივით შემორბის და აქოშინებული ძელს ეჭიდება. სუნთქვა მეკვრის. მის ზურგს ვათვალიერებ. თაფლისფერ თმაზე კეპი ახურავს, შავი ზურგჩანთა ცალ მხარე მოუგდია, წელზე კი გრძელმკლავიანი მაისური აქვს შემოკრული. თეკოს უყურადღებოდ არ რჩება ჩემი გაშტერება და მაშინვე მკლავზე მავლებს ხელს. თვალებით მეკითხება, ისააო? მხრებს ვიჩეჩავ. ზურგიდან ჰგავს, თანაც ძალიან. გოგო ემოციებისგან ლამისაა აფეთქდეს. ის კი არადა არ ბრუნდება, რომ სახეზე შევათვალიერო. შემდეგ, როგორღაც მაფიქრდება, რომ ოდნავ გვერდით გავიწიო და საპირიპირო კარის ანარეკლში შევხედო.
- არაა. - ვეუბნები თეკოს. გოგო მის სახეზე გახეთქილი ბუშტივით იფუშება და უკმაყოფილოდ აქცევს ბიჭს ზურგს, თითქოს მისი ბარლი იყოს "ის" რომ არ აღმოჩნდა.
- ის რომ ყოფილიყო, რას იზამდი? - მეკითხება ვაგზლის მეტროს ესკალატორზე მდგომს.
- შეკითხვებს დავუსვამდი, რა თქმა უნდა.
- მაინც რას?
- რატომ დამიტოვა მობილური და რა მითხრა მაშინ მეტროში.
- კიდევ?
- პრინციპში, სხვა შეკითხვა არც მაქვს. გააჩნია, როგორ წავიდოდა დიალოგი.
- მსგავსი რამ თუ მოხდება, იმედია მაშინაც ყურსასმენები არ გეკეთება. - ეცინება გოგოს. მეტროდან ამოვდივართ. თეკო ჯიხურთან მიდის საღეჭი რეზინის საყიდლად. მე მოშორებით ვდგავარ და ზებრაზე მოსიარულე ადამიანებს ვათვალიერებ. გოგოსკენ შებრუნებას ვაპირებ, რომ ყურადღებას ერთი ფიგურა იქცევს, რომელიც მაშინვე ბრუნდება და წამსვლელი ავტობუსის მიღმა უჩინარდება. შეგრძნება მიჩნდება იმის, რომ სანამ თვალს მოვკრავდი, მე მიყურებდა. ეს ფატქი ცოტას მაცბუნებს, მაგრამ მაინც ნაბიჯს ვდგავ მისკენ. ვაპირებ ავტობუსს შემოვუარო და შევამოწმო, ვინ იყო, მაგრამ თეკო ჩემს წინ ისვეტება და წავედითო, ამბობს. იმ წამსვე ხელს ვიღებ ჩემი განზრახვისგან და სახლისკენ ვიღებთ გეზს.
- რა გჭირს? - გოგო ეჭვით მიყურებს.
- არაფერი. ემოციებში ვარ ისევ. იმ ბიჭის ბრალია, ვაგონში რომ შემოვარდა.
- ადრე თუ ახლა. - წარბებს ათამაშებს თეკო.
- ახლა. - მეცინება. - გამახსენდა და ცოტა ავფორიაქდი. არ შეიმჩნიო. - მაშინდელი შეგრძნებები თავს მახსენებენ და ახლა რაღაცებიც მეჩვენება. დამშვიდდი ნინა.
- მე რა უნდა შევიმჩნიო. მე კი არ მიჩქარებს ეგ ამბავი გულს. - ფხუკუნებს ჩემი მეგობარი. ჭიშკართან მისულს მეუბნება, ბუშტის ამბავი არ დამვიწყებიაო და მემშვიდობება. სანამ სახლში შევიდოდე, მკრთალ ნარინჯისფრად განათებულ ქუჩას ვავლებ თვალს. რა თქმა უნდა, ჩაბნელებულ ადგილებში ჩემი მხედველობა ვერაფერს ხედავს, თუმცა საეჭვო რომ არაფერია, თავს მაინც ვიმშვიდებ. ოთახში შევდივარ და საწოლზე ჩამომჯდარი ხარბად ვისუნთქავ ჰაერს.
ლუიზა ალბათ შინ არაა, რადგან სახლი ჩაბნელებულია. გადასამოწმებლად მაინც გავდივარ სამზარეულოში, თან წყალს ვსვამ და თან მეორე სართულს ვაყურადებ. არა, შინ აშკარად არაა. ოთახში დაბრუნებული ვხედავ, როგორ ითიშება ტუმბოზე დადებული ჩემი მობილური. რადგან დამტენი ამჟამად მიმალვაშია და მისი ძებნა დროს წაიღებს, ყურადღებას არ ვაქცევ. ლეპტოპში მუსიკას მაღალ ხმაზე ვრთავ და დასაბანად შევდივარ. საყვარელი სიმღერების ფონზე გრილი შხაპის მიღება ფიქრებსაც მიწმენდს და ხასიათზეც მოვყავარ. ერთ-ორ მომღარალსაც მუსიკალურ დუელში ვუგებ და ნასიამოვნები გამოვდივარ სააბაზანოდან, რომ ვხედავ, ფანჯარასთან ვიღაც ზურგით დგას და წასვლას აპირებს.
- ვინ ხარ. - შეშინებული ვლუღლუღებ. ამას ისიც ემატება, რომ ოთახს მხოლოდ ლეპტოპის ეკრანის გამოსხივება ანათებს. უცბად მახსენდება ის, ავტობუსს უკან გაუჩინარებული ფიგურა და ვხვდები, რომ არაფერი მომჩვენებია. ვიღაც მითვალთვალებდა. - რა გინდა? - ვეკითხები და ვცდილობ პანიკა არ დამეწყოს, მაგრამ ტრიალდება თუ არა ის ჩემსკენ, გული გამალებით მიწყებს ძგერას და უკვე კივილს ვაპირებ, რომ ფანჯარასთან მდგარი სინათლის სიჩქარით მიახლოვდება და პირზე ძლიერად მაფარებს თითებს. ჩემი კივილი მის ხელის გულში იხშობა. თვალებგაფართოებული შევყურებ და ვუძალიანდები. შიშისგან შიგნიდან ერთიანად მაციებს.
- ნუ ყვირი, ნუ ყვირი! - ჩურჩულით მეუბნება ის, მაგრამ ხმაზე მაინც ეტყობა ბრძანებითი ტონი. მეორე ხელს მხარზე მაბჯენს და კედელზე მაკრობს, მაგრამ იმდენად ვარ თავდაცვით რეჟიმზე გადართული, რომ ვერაფრით ვჩერდები. თან ვცდილობ კაპიუშონის შიგნით ჩამალული სახე დავინახო, მაგრამ არაფერი გამოდის. - შენთან საქმე არ მაქვს. პანიკაში ნუ ხარ. - მესმის, რასაც მეუბნება, მაგრამ ვერაფერს ვიაზრებ. ისევ ხელებს ვიქნევ და თავის გათავისუფლებას ვცდილობ. მერე უცბად, ვერც კი ვხვდები, ამას როგორ ვაკეთებ. მუხლს ფეხებშუა მთელი ძალით ვურტყავ. ხელს ვკრავ და აბაზანაში შევრბივარ. კარს ვკეტავ და აქოშინებული ვეყუდები.
საძინებლიდან სუსტი კვნესა და გინება მესმის.
- ჯანდაბა, ჯანდაბა... - იმეორებს გაუჩერებლად აბაზანის კარს ხელს ურტყავს. - არ მისმენ ველურო? - მეკითხება მეორე მხრიდან.
ველუროვო? გაოგნებული ვაყურადებ. ჰაერს ხარბად ვისუნთქავ და ძალას ვიკრებ.
- გითხარი, შენთან არაფერი მესაქმებათქო. რა ვერ გაიგე. ახლაც ყურსასმენები ხომ არ გიკეთია? - მის ხმას ისევ ატყვია ტკივილის ნოტები.
- რაა? - უცბად ვხვდები ვინცაა.
- დიახ, მე ვარ. მეტროდან. იმის წასაღებად მოვედი, რაც დაგიტოვე. დამშვიდდი. მეორედ ვეღარ მნახავ. გმადლობ, რომ შეინახე.
ისაა. მართალა ისაა. ესე იგი ის მობილური მართლა მნიშვნელოვანია. ესე იგი მასში მართლაც არის რაღაც. თეკო მართალი იყო. მოგვიანებით, მაგრამ მას მაინც მოაკითხა.
- კარგი. ახლა გამოვალ. შენთან რამდენიმე შეკითხვა მაქვს. - ვამბობ და ველოდები რას მიპასუხებს, მაგრამ ის ჩუმადაა. ყელს ვიწმენდ. - გესმის? - ისევ სიჩუმეა. წელში ვსწორდები და კარს ვაღებ. საძინებელში არავინაა.
ჯანდაბა, წავიდა. ისე წავიდა, როგორც პირველად. ვერაფერი გავიგე. მართალია ახლა ყველაფერი მესმოდა, მაგრამ მაინც ვერაფერი გავიგე. დაჭიმულ სხეულს მოდუნების საშუალებას ვაძლევ, საწოლზე ვჯდები და ფანჯრიდან ვიხედები. თავი შემნახავი საკანი მგონია. ხომ შეიძლებოდა ერთი შეკითხვის დასმის საშუალება მაინც მოეცა? ვიმსახურდები. მე ხომ ორი კვირა ვინახავდი მის ნივთს?
მოიცადე. ოთახს ძებნის კვალი არ ამჩნევია. სკივრი, სადაც მისი მობილური ჩავდე გასაღებით მაქვს დაკეტილი. გასაღები კი ჩანთაში მაქვს. სკივრს საწოლის ქვემოდან ვასრიალებ. ის ისევ დაკეტილია. არ გაუღია? აბა? ჯანდაბა! ტუმბოს ვავლებ თვალს, სადაც ჩემი დამჯდარი მობილური დავტოვე. ის იქ არ დევს. შეეშალა. მან ჩემი მობილური წაიღო. მახსენდება, როგორ მითხრა მეორედ ვეღარ მნახავო და გიჟივით სიცილი მიტყდება.


***
- გამოვშტერდიი. - ერთხანს გაოცებული მიყურებს თეკო, შემდეგ კი ხარხარს იწყებს და საწოლზე წვება. ვერ ვითმენ და სახლის ტელეფონიდან გოგოს ჩემთან ვიბარებ. - ძაან სასაცილოები ხართ, გეფიცები!
- რატომ "ვართ." - კოპებს ვკრავ, ერთად რომ გვიხსენიებს.
- შენ ხარ იმიტომ, რომ მართლა ვერ წარმოვიდგენდი, ვინმეს წიხლს თუ ჩააზელდი პირდაპირ ღირსებებში. - თეკო ჯერ მუშტს იქნევს, შემდეგ მუხლს, თითქოს ისიც ვინმეს ურტყამდეს. - ის კიდევ, მაგრად რომ დაბოლდა იმიტომ.
- რა ვიცი, ვიღაც მანიაკი მეგონა. - მეც მეცინება, მისი კვნესა და გინება რომ მახსენდება. - თავიდანვე რომ ეთქვა, გადარჩებოდა.
- კარგი და, ახლა უტელეფონოდ რომ ხარ?
- ძველი მობილური მაქვს და ახალ ნომერს ჩავდებ. აბა ჯერ ყიდვას ვერ მოვახერხებ. იმას, როგორც ჩანს, ტელეფონი არ ჩაურთავს და ალბათ ჯერ არც იცის, რომ შეცდომით წაიღო. - თეკო ისევ რეკავს, მაგრამ ზარი კვლავ არ გადის. - თორემ, დარწმუნებული ვარ, წასაღებად ისევ მოვა.
- ამჯერად შენი ოთახი გაჩხრეკვას ვეღარ გადაურჩება.
- ჰმმ... მაგიტომაც იმ მობილურს თან ვატარებ. - სკივრს ვიღებ და მასში დამალურ ტელეფონს ჩემს ზურგჩანთაში ვანაცვლებ.
- ისე, რა გინდა? მიეცი და წაიღოს. - მხრებს იჩეჩავს თეკო. - თუ გახსოვს, შენ თქვი, რომ იმ ტიპს მოსდევდნენ, როცა მეტროში შემოვიდა.
- ხო, მაგრამ მობილური მან დამიტოვა. თუ მის გარდა კიდევ ეძებს ვინმე, არ მგონია მე მომაგნონ. ამან ძლივს მიპოვა. ხოდა კიდევ, მეჩვენება თუ თვით ადრენალინის დედოფალს რამის შეეშინდა?
- ადრენალინი და უტვინობა ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან.
- მლანძღავ? - ბალიშს ვიღებ და პირდაპირ სახეში ვურტყამ. თეკო ბრძოლაში მყვება და მანამ არ ვწყნარდებით, სანამ ზედა სართულიდან ლუიზა არ გვახსენებს, რომ სადაცაა შუა ღამე დადგება. თეკო გუდა-ნაბადს იკრეფს და მიდის. ემოციებით გულაჩქარებული ვწვები და ფანჯრიდან ვარსკვლავებიან ცას ავყურებ. ვნახოთ ხვალ რა მოხდება.

***
აფორიაქებული ვარ. არც ღამით მძინებია ნორმალურად. საკუთარ თავს სარკეში ვუყურებ და ვეუბნები, რომ სანერვიულო არაფერი მაქვს. ახლა მშვიდად გავუდგები გზას სამსახურისკენ და მშვიდადვე დავბრუნდები უკან. მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც მგონია, რომ ჩანთაში ტერორისტის მიერ ჩამონტაჟებული ბომბი მიდევს და სადაცაა აფეთქვდება. ხუმრობ, ნინა? ეს შენი იდეა იყო. მიუხედავად იმისა, რომ სამსახურში ვერ მოგაგნებს და ის მობილურის დასაბრუნებლად ისევ სახლში მოვა, შენ მაინც თან მიგაქვს. გინდა, რომ ისევ იმედგაცრუებული დატოვო? გინდა, რომ აძებნინო და აწვალო? ცუდი არ იქნებოდა. მე ხომ ათი დღე ველოდე. მაგრამ... იქნებ როგორი მნიშვნელოვანია? იქნებ, როგორ სჭირდება და როგორი სასწრაფოა? იქნებ მისთვის ყველა წუთს მნიშვნელობა აქვს? თუმცა, ასე რომ იყოს, ტელეფონს გუშინვე შეამოწმებდა, გუშინვე ნახავდა, რომ არასწორი ნივთი აიღო და უკან დაბრუნდებოდა. ახლა კი, უკვე დღის პირველი საათი ხდება და ჩემს კართან ჯერ არავინ გამოჩენილა. როგორც ჩანს, მობილური ჯერ არ გადამოწმებულა. აქედან გამომდინარე, მისი გამოყენებაც არ ეჩქარებათ. ასე, რომ, ნინა, დამშვიდდი და ყოველგვარი ფორიაქის გარეშე გაემართე სამსახურისკენ. ტელეფონს პატრონი დღეს თუ ხვალ აუცილებლად დაიბრუნებს. რა თქმა უნდა, რამდენიმე შეკითხვის სანაცვლოდ.
- ნინა. - ეზოში ჩასულს მაჩერებს მაგიდასთან მჯდარი ლუიზა, რომელსაც ხელში კარტოფილი უკავია და თლის. - მითხარი აბა, როგორ მოგწონს სამსახური?
- ნორმალურია, ლუიზა დეიდა. კარგი თანამშრომლები მყავს. - ზურგჩანთას მხრებზე ვიგდებ და გაშლილ თმას სახელდახელოდ კოსად ვიკრავ.
- კარგია, ძალიან კარგია. იმედია, იმ შენს მწვანეთმიან თხასაც მოუნდება, რომ გამოსადეგი გახდეს ოჯახისთვის თუ არა საკუთარი თავისთვის მაინც და დაიწყებს მუშაობას.
- ლუიზა დეიდა, მეგობარს ნუ მილანძღავ.
- გაჩერდი! მოეფერე, მოეფერე... იმიტომაც არის ასეთი უსაქმური. ყველასგან როა გათამამებული.
- ზოგის საქმე სწორედაც რომ უსაქმურობაა. წავედი მე მეჩქარება. ხო, მართლა, ლუიზა დეიდა. მობილურის დამტენი გამიფუჭდა და ტელეფონი გამორთული მაქვს. იცოდეთ მაინც, ყოველი შემთხვევისთვის.
კარგიო, ამბობს ბურტყუნით და ჩემი ეზოდან გამოსვლის შემდეგ, საკუთარ თავთან ჯუჯღუნს აგრძელებს.

***
დღეს ბართან მიწევს დგომა და გახარებული ვარ. აქ შედარებით გრილა და არ მიწევს მზისგან ქოლგების ქვეშ დამალვა. ამ ადგილს ერთადერთი ნაკლი ის აქვს, რომ კლიენტები, რომლებიც ბართან სვამენ ლუდს, გამუდმებით მელაქლაქებიან. მე კი თავაზიანი "კი" ან "არათი" და ღიმილით ძალიან ვიღლები. როცა შევატყობ, რომ ვინმეს ვერ ვუმკლავდები, მაშინვე ბექას, თანამშრომელს ვანიშნებ და გარკვეული დროით მცვლის. ახლაც, ბართან ძვალმსხვილი შავგვრემანი ტიპი ზის და ელოდება, როდის ჩამოვუსხამ ლუდს. ლაპარაკით თავს არ მაბეზრებს, სამაგიეროდ, წამდაუწუმ მაშტერდება და ასე მგონია, რაღაცის გამოცნობას ცდილობს. მოთმინების უნარი მაქვს, ამიტომ დიდხან ვუძლებ მის მზერას და აუღელვებლად ვაპრიალებ ბარის ზედაპირს. თან ჩუმად ვათვალიერებ. მგონი სამხერდო უნდა იყოს. უცნაური ზაგარი აქვს. დაკუნთულ მკლავზე დიდი ტატუ უჩანს, მაგრამ ნახევარი მაისურის მკლავის გამო იმალება.
ცოტა ხანში ვხედავ, რომ რაღაცას ამბობს ჩემი მიმართულებით, მაგრამ ხმამაღალი მუსიკის და დისტანციის გამო არ მესმის.
- რამე მკითხეთ? - მისკენ ვიწევი, მაგრამ ვცდილობ თავი შორს დავიჭირო.
- რომელ საათამდე მუშაობს ეს ბარი. - ამბობს ბოხი ხმით.
- ათამდე. - ვეუბნები. უცნაურად კი მეჩვენება მისი შეკითხვა, მაგრამ ვცდილობ ყურადღება არ მივაქციო. ინსტიქტურად მაჯაზე საათს ვამოწმებ. ცხრის ოცი წუთი ხდება. - კიდევ ინებებთ? - ვეკითხები ლუდზე. უარის ნიშნად თავს აქნევს. ფულს იხდის და წასვლამდე ისევ მავლებს თავალს.
ღმერთო! ახლა ძალიან ცუდი აზრები მიტევენ და არ ვიცი, როგორ ამოვიყარო თავიდან. საათი რატომ მკითხა? ვინმე ავადმყოფი რომ იყოს? სადმე რომ დამხვდეს და ამეკიდოს? ჯამდაბა! მობილურიც ზუსტად ახლა არ მაქვს.
- ბექა. - ვეძახი ბიჭს, რომელიც იმ წამს გამოდის საწყობიდან. - აქ რო ტიპი იჯდა წეღან, იცი ვინაა? - ბექა უკვე სამი წელია აქ მუშაობს და უამრავ კლიენტს იცნობს. ვფიქრობ, იქნებ მან მითხრას მასზე რამე, რაც დამამშვიდებს.
- ნწ. რა იყო?
- არაფერი, კაი.
- ხო არაფერი გითხრა?
- არა, არა ისე.
ბარს ვათვალიერებ. მის გარშემო ადგილებსაც, მაგრამ ვერავის ვამჩნევ. როგორც ჩანს, წავიდა. მგონი ძალიან ვაზვიადებ. დღეს ისედაც აღელვებული გამოვედი სახლიდან. რამდენიმე დღეა, მინდა-არმინდა გარშემო ყველა დეტალს ვაკვირდები. ამიტომაა, რომ შემდეგ წვრიანებს ვაბუქებ და ნერვიულობას ვიწყებ. დაივიწყე, ნინა. თავიდან ამოიგდე.
- ლუდი. - ისევ ვიღაც ჯდება ბართან და ფულს დებს. - ჩიფსიც.
თავს ვუქნევ და ჩიფსს ვაწვდი. სანამ ლუდს ჩამოვასხამდე, მასაც ვათვალიერებ. გამხდარი ბიჭია. ახლადამოსული თმა თეთრად აქვს შეღებილი. წარბზე პირსინგი აქვს. შავი ფარფარა მაისური აცვია "ნირვანას" წარწერით. ხურდის აღებისას ვამჩნევ, რომ მარცხენა ხელზე ნეკა თითი არ აქვს. პაკეტს სწრაფად ხსნის და ჩიფსს გემრიელად ახრამუმებს. მაჯებზე წვრილი ტყავის სამაჯურები აბია. ბოკალს რომ ვაწვდი, წარბებს ზემოთ სწევს მადლობის ნიშნად და ერთ ყლუპს სვამს. შემდეგ ჯიბიდან მობილურს იღებს და ძალიან სწრაფად კრეფს ტექსტს. გაკვირვებულიც კი ვრჩები, მისი ტატუიანი თითების სისწრაფით.
სანამ მიმტანის შეკვეთას ვამზადებ, ის ნახევარ ბოკალს სვამს და ისევ მესიჯობს. შემდეგ ტელეფონს დახლზე დებს და უკან იხედება. ისიც თვალს ავლებს იქაურობას და ჩიფსის ჭამას აგრძელებს. არ ვიცი, შეიძლება მეჩვენება, მაგრამ საიდანღაც მეცნობა. ბიჭი ჩემს მზერას იჭერს და სანამ სირცხვილისგან ლოყებამწვარი გავიხედავდე, ვამჩნევ, როგორ ჰკრავს კოპებს და უკმაყოფილოდ ახრამუნებს სასუსნავს.
ღმერთო, ნეტავ მალე დამთავრდებოდეს დღევანდელი დღე?! დღეს ფორმაში არ ვარ. დილით მეგონა, რომ საკმარისად გავამხნევე საკუთარი თავი, მაგრამ ახლა ვატყობ, რომ ჩემი ნერვები არც ისე მწყობრშია. მორჩა ნინა. მობილურს იღებ და მოვა თუ არა მისი პატრონი, ყოველგვარი ზედმეტობების გარეშე აძლევ. არავითარი შეკითხვები. იღებს და მიაქვს. რაც ის მეტროში გადაგეყარა, შენ საკუთარ თავს აღარ გავხარ. ეს უნდა დამთავრდეს.
ცხრას თხუთმეტი წუთი უკლია. საათი და თხუთმეტი წუთიც და სახლში აახვევ. ამაზე ისევ ის დაკუნთული ტიპი მახსენდება და ისევ თვალს ვავლებ გარემოს. თეკოსთვის ხომ არ დამერეკა და აქ გამოსვლა მეთხოვა? ოოხ, ნინა, მორჩი სისულელეებს და მიხედე საქმეს!
ეს თეთრთმიანი ბიჭი ისევ აქაა. მეორე ბოკალი ჩამოვუსხი, მაგრამ პირი არ დაუკარებია, ისეა გართული მესიჯობით.
- ჩიფსი? - ვეკითხები ხმამაღლა, რომ მუსიკის ხმა გადავფარო და ჩიფსის ცარიელ შეფუთვას ვიღებ დახლიდან. უარის ნიშნად თავს აქნევს და ისევ უკან იხედება. მის მზერას ინსტიქტურად ვაყოლებ თვალს და შორს, ლამპიონის ქვეშ მდგარ იმ დაკუნთულ კაცს ვხედავ. მობილურზე ლაპარაკობს და თან ბარს თვალს არ აშორებს. ჯანდაბა! ნახევარი საათის წინ წასული, ისევ აქ დგას. ჩიფსის პაკეტს ვჭმუჭნი და სანაგვეში ვაგდებ. გული ცუდს მიგრძნობს და ცუდადვე იწყებს აჩქარებას. ისევ საათს ვუყურებ. მერე თანამშრომლებს, ისევ საათს და მერე კლიენტებს. მერე შეკვეთას ვიღებ. სამ კათხა ლუდს ვასხამ და ისევ საათს ვამოწმებ. ცხრა ხდება. დაკუნთული ტიპი რამდენიმე ნაბიჯს დგამს და პარკში მოსეირნე ხალხის გამო ვერ ვხედავ, სად მიდის. მაცივრიდან წყალს ვიღებ და ის-ისაა სახურავს ვაცლი, რომ თეთრთმიანი ბიჭი დახლზე ხელებს აწყობს და პირდაპირ მე მიყურებს.
- მობილური აქ გაქვს?
- რაა? - ენა მებმევა და ერთხანს ვშტერდები. ვერ ვხვდები ის რატომ მეკითხება მობილურზე. ტანზე ერთიანად ცივი ოფლი მასხამს.
- რა ვერ გაიგე, მობილური აქ გაქვს თუ არა? - მიმეორებს ამჯერად უფრო სწრაფად და მომლოდინედ მაშტერდება თვალებში. არ ვიცი ვინაა და საიდან იცის ის, რაზეც მეკითხება. არ ვიცი, მას უნდა ვპასუხობდე, თუ არა, მაგრამ მაშინვე თავს ვიქნევ თანხმობის ნიშნად. - ვეუბნებოდი!.. ახლა ძალიან მშვიდად გადი გასახდელში. მობილური აიღე და ავტობუსების გაჩერებასთან მიდი.
- რაა? მე... მე სამსახირში ვარ... მე...
- ღადაობ ხო? - ეცინება გაბრაზებულს. - დაივიწყე ეს სამსახური. ამის დაკარგვაზე გაცილებით დიდი პრობლემები გაქვს.
- რა... რა პრობლემები... - ენა მებმევა გაოგნებულს. - მობილურს მოგცემ და წადი. უბრალოდ შემეშვით, ვინც არ უნდა იყოთ. აღარ მაინტერესებს.
- შარში ხარ, გოგონი, დიდი ბოდიში. - ცალყბად ეღიმება. - გაჩერებასთან, პანიკის გარეშე და შეუმჩნევლად. - დგება და მიდის.

***
ნინა, რაში გაყავი თავი?!
ჩვარს ჩაფრენილი, ერთხანს გაქვავებული ვდგავარ ბართან. მგონია, რომ გამოსავალს ვეძებ, სინამდვილეში ჩემი გონება უკიდეგანოდ არეულია და ერთ კონკრეტულ ფიქრზე ჩაჭიდებას ვერ ვახერხებ.
- ნინა. - მესმის ბექას ხმა გვერდიდან. - რა ხდება?
- ბექა... - ჩვარს ხელებში ვაჩეჩებ. ბიჭი დაბნეული მიყურებს. - შემცვალე, გთხოვ. ბოდიში, უნდა წავიდე.
- რა? სად?
- მეც არ ვიცი. - აქეთ-იქით ვიხედები, რაღაცას ვეძებ, მაგრამ მეც არ ვიცი, რას. ხო, ჩემს მობილურს, მაგრამ ის ხომ მე არ მაქვს. - ხო, ხო, წავედი. ბოდიში, კაი? - მხარზე ხელს ვადებ და პასუხს აღარ ველოდები, გასახდელისკენ მივდივარ.
არ ვიცი, რა ხდება და არც ის ვიცი, როგორ მოვიქცე. ჩემთვის ახლა დაკუნთული ტიპიც საეჭვოა და თეთრთმიანი ბიჭიც, მაგრამ რადგან მობილურზე მან პირველმა იკითხა და მისი ნაცნობი გარეგნობის გამო ნაკლებად სახიფათოდ ვთვლი, ვამჯობინებ ის გავაკეთო, რაც მან თქვა. თანაც, პრობლემების შესახებაც მაფრთხილებს. წინსაფარს კარადაში ვინახავ, მაისურს ვიცვლი და ჩანთას ვიღებ. სწრაფად ვამოწმებ ტელეფონის ადგილსამყოფელს და რომ ვრწმუნდები მის უსაფრთხოებაში, მაშინვე გამოვდივარ გასახდელიდან. გარეთ გასვლამდე კარიდან ვიჭვრიტები. არავინ ჩანს, ვინც უცნაურად მიიპტყრობდა ყურადღებას. გავდივარ და სანამ მენეჯერი შემამჩნევდეს, სწრაფად ვუხვევ შენობის უკანა მხარეს.
მზის ბოლო სხივები ჩამოღამებულ ცის ჰორიზონტს ცეცხლისფრად ამჩნევია. ქუჩაში უამრავი ხალხია. ჯერ კიდევ არ დაცლილა თბილისი კურორტებზე წამსვლელი დამსვენებლებისგან. სიცხის მიუხედავად ხელ-ფეხი გაყინული მაქვს. ლოყები მეწვის. მივდივარ გაჩერებისკენ და თან ვცდილობ, გზა კარგად დავათვალიერო. ახლა სულ ორადორი ნაცნობი შეიძლება შემხვდეს და მათგან არც ერთი არ ჩანს.
შარში ხარო. შარში რატომ ვარ? მე რატომ? მე რა შუაში ვარ? რა იქნებოდა, უბრალოდ მიმეცა მისთვის მობილური და წასულიყო? რა არის ასეთი მასში? მაგრამ, რაც არ უნდა იყოს, რადგან ის მე მქონდა, იმას ხომ არ ნიშნავს, რომ მასთან რამე კავშირი მაქვს, ან ვიცი რა არის შიგნით? ასე ჰგონიათ? და ამიტომ თვლიან, რომ შარში ვარ? ღმერთო!
გაჩერებასთან მივდივარ და არ ვიცი ახლა რა უნდა გავაკეთო. არა, ვიცი. მოვა ის თეთრთმიანი ბიჭი. ავუხსნი, რომ წარმოდგენა არ მაქვს მობილურში რა არის, მივცემ მას და წამოვალ. შემეშვან და თავი დამანებონ. მათ გამო სამსახურში პრობლემებს ვერ შევიქმნი და აუტკივარ თავს ვერ ავიტკიებ.
რა სასაცილო ხარ, ნინა. ჯერ კიდევ გუშინ ღამით დიდ გულზე იყავი. მობილური ხელში მყარად გეჭირა და არავისთვის მის მიცემას არ აპირებდი. ახლა კი, კურდღელივით სოროში შესაძრომად ემზადები. თეკოს უფრო ადრე უგრძნო გულმა, რომ თავს რაღაც დამატყდებოდა. ჯანდაბა, თეკო, ახლა აქ მაინც იყო...
ის-ისაა ცალმხრივად მოძრავი მანქანებისკენ ვიხედები, რომ დაახლოებით ორმოც მეტრში დაკუნთულ ტიპს ვხედავ. ამჯერად ის მარტო არაა. გაჩერებისკენ ტროტუარზე აუჩქარებლად მოაბიჯებენ. ცდილობენ ხალხს გაერივნონ და ყურადღება არ მიიქციონ. მაგრამ ჩემზე ეგ არ მოქმედებს. უკან ვიხედები, გვერდითაც. თეთრთმიანი არ ჩანს. არ ვიცი რა გავაკეთო. ვფიქრობ, ავტობუსს გავყვე, მაგრამ ტაბლოზე პირველივე ნომერს ათი წუთი აწერია. მე კი ვგრძნობ, რომ ამდენი დრო არ მაქვს. ნერვიულობისგან თითები მიცახცახებს. აქ დგომას, აჯობებს ვიარო. იქნებ ამასობაში ისიც გამოჩნდეს. ვბრუნდები და ისევ პარკისკენ მივდივარ. რამდენიმე ნაბიჯში უკან ვიხედები და ვხედავ, რომ ის ორიც ჩემი მიმართულებით უხვევს. მორჩა ნინა, აგეკიდნენ, ნამდვილად შენთან აქვთ საქმე. იმ წამს ის სამი ტიპი მახსენდება, ვაგონის დახურული კარიდან რომ დავინახე მეტროში და ვრწმუნდები, რომ ესენიც მობილურს მოსდევენ.
ნაბიჯს ვუჩქარებ. ისინიც ჩქარობენ. მე კიდევ უფრო, და ისინიც კიდევ უფრო. რაც უფრო შიგნით შევდივარ პარკში, მით უფრო მიახლოვდებიან. ფეხები ერთმანეთში მეხლართება. მეშინია, რომ წავიქცევი და ვერც კი ვხვდები, როგორ გადავდივარ სიარულიდან სირბილზე. ისინიც მორბიან. ჯანდაბა, ჯანდაბა! რა გავაკეთო, სად წავიდე? პატრული? გაფაციცებით ვეძებ ლურჯ-წითელ განათებებს, მაგრამ აქედან ვერ ვხედავ. პარკიდან უნდა გავიდე.
სწრაფად ვიცვლი გეზს და უცბად ვიღაცას ვეჯახები.
- მაპატიეთ, მაპატიეთ... - ხელებს მხრებზე ვუფათურებ ახალგაზრდა გოგოს, რომელიც დაბნეული ამბობს არაუშავსო. მის უკან კი ვხედავ, როგორ მიახლოვდებიან ისინი და თან ერთმანეთში გაცხარებით ლაპარაკობენ. მაშინვე ვეცლები იქაურობს და პარკიდან გავდივარ. იმ გაჩერებას ვხედავ, სადაც ბიჭს უნდა შევხვედროდი და ისევ იქით მივიწევ. ჩემი მდევრები გზას მიჭრიან. ფუ, ჯანდაბა, ჯანდაბა!
თავს ძალას ვატან და ნაბიჯს ვუჩქარებ. ვხედავ, რომ იმ წამს ზებრა გადასასვლელზე მწვანე ინთება და ის-ისაა გადამსვლელებს წინ ვასწრებ, რომ ფეხებთან მანქანა ამუხრუჭებს. ვყვირი და უკან ვხტები. შიშისგან ერთი წამით თვალები მიჭრელდება.
- დაჯექი, სწრაფად, სწრაფად! - ხელებს იქნევს საჭესთან მჯდარი თეთრთმიანი და მომლოდინედ მაშტერდება. ადგილს ვწყდები და მანქანაში მის გვერდით ვჯდები. - ძაან ნელა ფიქრობ, ე. - ამბობს გაბრაზებული და შუქნიშანზე ანთებულ წითელს ყურადღებას არ აქცევს, ისე აგრძელებს გზას. თან სარკიდან უკან მოტოვებულ საფრთხეს ამოწმებს.
- არც შენ მოსულხარ სწრაფად. - ვეუბნები გაბრაზებული და გულამოვარდნილი, სუნთქვის მწყობრში ჩაყენებას ვცდილობ.
- იქვე ვიყავი. დაგინახე როგორ აორთქლდი. - მიყვირის. გაოგნებული ვარ მისი ტონით.
- ნეტა რატო ავორთქლდი, ვინმე ხომ არ მომსდევდა?
- მომეცი მობილური. - ხელს მიწვდენს.
- როგორ არა. - სავარძლის საზურგეს კარგად ვეყრდნობი ჩანთის დასაცავად.
- ააჰ "დაზადნე"? რატოო?
- ჩემი გარანტიაა.
- რის? - თვალს მავლებს ეჭვით.
- მშვიდად ყოფნის.
- ეს ვინაა! - საჭეს ურტ,ყამს ხელს. - მაჩვენე, რომ აქ გაქვს.
- ჩანთაშია.
- ხოდა მაჩვენე! - ისე მიყურებს, სადაცაა წყობიდან გამოვა. ზურგჩანთაში ხელს ვყოფ და მობილურს ვიღებ. უყურებს. - უტვინო ვარ. - ბუტბუტებს თავისთვის.
- ნერვიულიც. - ვეუბნები და ტელეფონს ვინახავ. ის-ისაა თვალებს უწვრილებს და რაღაცის თქმას აპირებს, რომ უკანა ხედვის სარკეში რაღაცას ამჩნევს.
- ამის დედაც!.. - სცრის კბილებში და სიჩქარეს უმატებს.
- რა... რა ხდება? - მაშინვე უკან ვიხედები.
- თუ გამოიცნობ, აბა... - ბიჭი მკვეთრად ატრიალებს საჭეს და მთავარი ქუჩიდან გადადის. მაშინვე უხვევს კიდევ ერთი მანქანაც, რომელიც დაახლოებით ოთხი მეტრის დაშორებით მოგვყვება. მოგვსდევენ?
- ვაიმე, მოგვსდევენ... - მცდება შეშინებულს და ბიჭს ვუყურებ, თითქოს ის ახლავე მოაგვარებდეს ამ პრობლემას.
- ვა, შევცდი. არც ისე ნელა ფიქრობ. - ამბობს და ისევ უხვევს. ზურგჩანთას მხრებზე ვაბრუნებ და თითებით სავარძელს ვაფრინდები.
- სად მივდივართ?
- ჯერ ეს მელოტი ჰერკულესები მოვიშორო...
ქუჩებს სწრაფად იცვლის. ცდილობს მდევრების თვალს მოეფარს, მაგრამ არ გამოსდის. ხან ისე ახლოს მოდიან ჩვენთან, რომ მგონია შემოგვასკდებიან, თუმცა ბიჭი როგორც ჩანს, საჭეს კარგად ფლობს. თბილისის ქუჩებში სწრაფად სიარული ძნელია, მით უმეტეს დამალვა, ამიტომ ცდილობს ისეთი გზები მონახოს, სადაც ნაკლები ლამპიონები იქნება. დაახლოებით თხუთმეტი წუთი თავის არიდებას ვცდილობთ. მერე ხვდება, რომ ვიწრო ქუჩებზე წრეების დარტ,ყმას აზრი არ აქვს. რამდენჯერაც ჩამოვიტოვებთ, მალევე გვეწევიან. ის-ისაა სანაპიროზე ჩადის, რომ ჩვენს უკან ისევ ჩნდებიან და ისე სწრაფად გვეწევიან, რომ გვითანაბრდებიან. შეშინებული ვიყურები მათ მხარეს და სავარძელსაკრული ვყვირი.
- ღმერთო, ღმერთო, წადი, ჩქარა!
ვხედავ, როგორ უხვევენ ჩვენსკენ და მანქანით დარტყმას ცდილობენ. წინ ვასწრებთ, მაგრამ ისინი ოდნავ მაინც გვედებიან. მანქანა ირყევა და დარტყმის საშინელ ხმას გამოსცემს.
- თქვენი დედაც!.. - ყვირის ბიჭი. ენაჩავარდნილი ვეკვრი სავარძელს და სადაცაა თითებს მატერიაში გავაძვრენ. მდევარი კი ისევ ჩვენს გვერდით ჩნდება. ამჯერად მძღოლის მხარეს. ვხედავ, როგორ გვიყურებენ სახეზე საზიზღარი ღიმილით. მძღოლი სწრაფად ატრიალებს საჭეს ჩვენსკენ და ის-ისაა მანქანა შესაჯახებლად ემზადება, რომ გვერდით ვიწევით და მოულოდნელად სხვა ქუჩაზე ვუხვევთ.
- ააა, შემომასკდით ახლა! - იცინის ბიჭი და მანქანიდან შუა თითს ჰყოფს. ისინი არ ელოდნენ, ამიტომ უკან მიბრუნებული, ვხედავ, მოშორებით როგორ აჩერებენ მანქანას და გადმოსახვევად ტრიალდებიან.
- მალე, მალე, სანამ დაგვეწევიან.
- დაწყნარდი. - ამბობს ის და ქუჩას ავლებს თვალს. მოშორებით ახლად დაწყებულ მშენებლობას ხედავს. სავარაუდოდ მომავალი ვულკანიზაცია უნდა იყოს. მისკენ უხვევს. შიგნით შედის და მანქანას აქრობს. ჩემს მხარეს გარეთა სარკე კედელს ედება და ტყდება. განათება მხოლოდ შემოსასვლელამდე აღწევს. მანქანაში სულ მთლად ბნელდება. სწრაფად გადადის და კედელს ამოფარებული იხედება. რამდენიმე წამში უკან ბურნდება, ჯდება და ოხრავს.
- რა ხდება? - ვეკითხები ჯერ ისევ დამფრთხალი.
- ჰერკულესები ათენის გზას გაუდგნენ.
- და რა უნდა ვქნათ?
- ცოტა ხნით დავიცადოთ და მერე ფეხით წავალთ.
- სად?
- საიდანაც მოვედი, იქ.
- კარგი, და, რომ მოგცე მობილური და ჩვენ აქ დავშორდეთ ერთმანეთს, ამაზე რას ფიქრობ?
- ჰმმ... ვფიქრობ, რომ ისევ შევცდი. არც ნელა და არც ჩქარა. შენ ფიქრის უნარი საერთოდ არ გაქვს.
- რას მერჩი ვერ გავიგე. - ვბრაზდები.
- ეგ მე კი არა, იმ დებილს ჰკითხე, რას გერჩოდა, მაგ მობილურს რომ გიტოვებდა. - აგდებით ამბობს და სავარძელზე კომფორტულად მოთავსებას ცდილობს. - კაი, ჩემთვის სულ ერთია. წადი, თუ გგონია, რომ სახლში ჰერკულესებსაც ფეხებშუა წიხლით გაუმკლავდები.
ნერვებისგან გაღიზიანებული ხელს ჩანთას ვურტყამ და ისე ვიხედები ფანჯრიდან, თითქოს სიბნელის გარდა კიდევ რამეს დავინახავდე.

***
დაახლოებით ნახევარი საათი სრულ სიბნელესა და მდუმარებაში ვიმყოფებით. ბიჭი მხოლოდ ორჯერ გადადის მანქანიდან და ჩუმად ათვალიერებს ქუჩას. ბევრი შეკითხვა მაქვს, მაგრამ ჩუმად ვარ. დამშვიდებას და აზრების დალაგებას ვცდილობ. მათ, ვინც მოგვსდევს, მობილურის ხელში ჩაგდება უნდათ. ისინი ნამდვილ განგსტერების ხალხს ჰგვანან. გამოდის, რომ მობილურში რაღაც ისეთია, რაც მათ პრობლემებს შეუქმნის. მობილური მე მქონდა. რადგანაც თეთრთმიანზე ადრე ჩემთან ის დაკუნთული ჰერკულესი მოვიდა, ფიქრობენ, რომ ვიცი რაცაა ტელეფონში. გამოდის, რომ საფრთხეში ვარ. ისინი მიცნობენ და ახლა ჩემი სახლში მისვლა არ გამოვა. და თუ ისიც იციან, სად ვცხოვრობ, იციან ისიც, თუ ვინაა ჩემს სიახლოვეს. ღმერთო! იმედია არ ფიქრობენ, რომ მობილურიდან "გაგებული" ინფორმაცია ლუიზას და თეკოს მოვუყევი.
- უნდა დავრეკო! - გვერდით ვბრუნდები, თითქოს იქვე მჯდომს დავინახავდე.
- მეგონა გეძინა. - იშმუშნება ის.
- მობილური მათხოვე, უნდა დავრეკო.
- არ მაქვს.
- ბარში გქონდა.
- ხოდა იქვე დავტოვე.
- ღმერთო! - ვოხრავ და სახეს ხელებში ვრგავ. სადაცაა გავაფრენ.
- იმ მწვანეთმიანზე ღელავ? - მეკითხება ცოტა ხნის შემდეგ.
- ხო, თეთრთმიანო. - ვამბობ მოგუდული ხმით. - მოიცადე, ისიც იცით?
- ყველაფერი ვიცით. - მეუბნება და მანქანიდან გადადის. რამდენიმე წამში უკან ბრუნდება და გარედანვე ამბობს. - გადმოდი, მივდივართ.
- მანქანას აქ ტოვებ?
- ჩემი მაინც არაა. - ფრთხილად გადის გარეთ და კედელ-კედელ მიაბიჯებს. მეც მას ვბაძავ.
- მოიპარე?
- რამე ისეთი მკითხე, რაც უნდა გაინტერესებდეს.
ცოტა ხნით ჩუმად მივყვები. შენობას წრეს ვურტ,ყამთ, რამდენიმე საერთო საცხოვრებელს ფეხით ვიტოვებთ უკან. ბიჭი ყველაფერს ათვალიერებს. რამდენჯერმე სიბნელეში ვჩერდებით, რომ გასავლელი გზა კარგად დაზვეროს. ბოლოს, როცა ამას ვაკეთებთ, შედარებით დიდხანს გვიწევს შეყოვნება.
- რას ველოდებით? - ვეკითხები ლოდინით შეწუხებული. ვხედავ, რომ გზის მეორე მხარეს რაღაცას აკვირდება.
- თავისუფალი ტაქსი დგას. - თითით მანიშნებს. - ველოდები აქეთ წამოვიდეს, რომ გავაჩერო.
- ჩვენ მივიდეთ. როდემდე უნდა ვიდგეთ აქ.
- როგორი მამაცი გული გაქვს. წადი. - თავს აქნევს უკმაყოფილოდ.
- ვხვდები, რატომაც იცდი, მაგრამ ხომ ხედავ, რომ არავინ არაა.
- სამაგიეროდ მანქანასთან მაღაზიაა და იქ კამერებია.
- კი, მაგრამ ვინ მოგვსდევს ასეთი, რომ ჩვეულებრივი მაღაზიის კამერებზეც მიუწვდება ხელი?
- მოდის. - ამბობს ისე, თითქოს არც გაუგია, რა ვკითხე. მანქანას ჩრდილიდან ხელს უქნევს. სწრაფად გავდივართ და უკანა სავარძელზე ვსხდებით. - თავისუფლებაზე. როგორც შეგიძლია სწრაფად. - ამბობს ის და უკან იხედება. შემდეგ სავარძელზე ოდნავ ცურდება და თავს უკან დებს.
- სად მივდივართ?
- ჩემს ძმასთან.
- ის შენი ძმაა?
- ჯობდა ბიძაშვილი ყოფილიყო? - დამცინის.
- უბრალოდ მოულოდნელი იყო. - მხრებს ვიჩეჩავ. ახლა ვხვდები, რატომ მეცნო ბარში თეთრთმიანი. - რა გქვია.
- ნეკას მეძახიან. - ამბობს და იმ ხელს მიჩვენებს, რომელზეც თითი აკლია. ამ ნაკლის გამო ამ ზედმეტი სახელის შერჩევა, ჩემი აზრით, ჩვეულებრივი ბულინგია. არაფერს ვეუბნები. რადგან ასე გამეცნო, როგორც ჩანს, თავადაც არ აქვს პრობლემა.
- მე ნინა ვარ. - ვეუბნები.
- ვიცი.
- ხო, თუმცა... - ყველაფერი ვიციო, მახსენდება, რომ თქვა.
გზაში ჩუმად ვართ. ხელ-ფეხი აღარ მიცახცახებს, მაგრამ ნერვიულობისგან ჯერ კიდევ ვერ ვიმშვიდებ გულს. ხანდახან ისე მაციებს, მგონია გარეთ შუა ზამთარია. თეკოზე ვღელავ. უკვე თერთმეტის ნახევარია. ის ალბათ სახლის ღობეზე ზის და მელოდება. თავის დროზე რომ არ მივალ, ინერვიულებს. ერთი სული მაქვს, მასთან დარეკვა მოვახერხო.
- აქ შეუხვიე. - ეუბნება ნეკა მძღოლს. მანქანა ქვაფენილიან, საკმაოდ გრძელ აღმართზე ნელა ადის. შემდეგ მარჯვნივ უხვევს, მერე მარცხნივ და ისევ მარჯვნივ. იმდენი ვიწრო ჩიხია, ზედა ხედიდან ეს უბანი ალბათ ლაბირინთს ჰგავს.
ბიჭი ფულს იხდის და მანქანიდან გადავდივართ. უბანს ვავლებ თვალს, მაგრამ ისეთს ვერაფერს ვამჩნევ, რომ ქუჩა მარტივად დავიმახსოვრო. გარეთ არავინაა. ქალაქის ხმაური აქამდე ძლივს აღწევს.
- წამოდი, წამოდი. - მეუბნება ნეკა, რკინის კარს აღებს და მატარებს. პატარა, უწესრიგო ეზოში შევდივართ. ნაბიჯებს ფრთხილად ვადგამ, რომ არაფერს წამოვედო. შემდეგ კიბით სახლის მეორე სართულზე ავდივართ. მეორე სართულის აივნიდან კარი სახურავზე გადის და მეზობელი სახლის ფანჯარასთან მიდის. ნეკა აკაკუნებს. რამდენიმე წამში გაუმჭვირვალე ფარდა ოდნავ იწევა, შემდეგ ფანჯარა იღება და ნაცნობ სახეს ვხედავ. ცისფერი თვალები ორი წამით მიყურებენ, შემდეგ ბიჭი გვერდით დგება.
- მალე. - ამბობს და გადასვლაში გვეხმარება. ფანჯარას ხურავს და ფარდას ისევ აფარებს. - სად იყავით აქამდე.
- აგვეკიდნენ ბიჭო. ძლივს გამოვძვერით.
- ამის დედაც... - გორგოლაჭიან სკამს ხელს ჰკრავს. მე ჩუმად ვდგავარ, მათ ვუსმენ და თან ცალი თვალით ოთახს ვათვალიერებ. იატაკზე ლეიბი გდია ზემოდან არეული პლედით. კედლებზე ძველი ყავისფერი რემონტია შემორჩენილი. აქა-იქ ჩემთვის უცნობი ადამიანების და ნარუტოს პოსტერებია გაკრული. ოთახში ერთი მაგიდა დგას და იქაც უამრავი წვრილმანი ხელსაწყო ყრია. არ მგონია აქ ვინმე მუდმივად ცხოვრობდეს.
- აბა? - მეკითხება ბიჭი მეტროდან და ხელს მიწვდის.
- არც ისე ადვილი იქნება. - ფხუკუნებს მისი ძმა. მაგიდიდან პეფსის გახსნილ ქილას იღებს და ისე წვება ლეიბზე, თითქოს ფილმის სანახავად ემზადებოდეს.
- ახლა ჭირვეულობის დრო არაა. მობილური მომეცი. - მიყურებს და მელოდება. სწორი ქერა თმა თვალებზე ჩამოყრია, მაგრამ როგორც ჩანს, არ აწუხებს.
- უნდა ვიცოდე შიგნით რა არის. - ერთი ნაბიჯით უკან ვიხევ.
- გეუბნებოდი. - ისევ ნეკას ხმა ისმის.
- შენთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს.
- აღარ ჰქონდა ორი საათის წინ. ვფიქრობდი, მობილურის გასაცვლელად რომ მოხვიდოდი, უპრობლემოდ მოგცემდი, მაგრამ ახლა აქვს.
- ინფორმაციაა, რომლის ცოდნაც საფრთხეში ჩაგაგდებს. - ოხრავს ის და მაკვირდება.
- უკვე საფრთხეში ვარ. - ხელებს ვშლი. - მე მომსდევდნენ, სანამ ამის მანქანაში ჩავჯდებოდი. ამის რა, მოპარულ მანქანაში.
ბიჭი თავისი ძმისკენ იხედება. ნეკა კედელზე თითით რაღაცას ხატავს და ყურადღებას არ გვაქცევს.
- ეგ მობილური დღეს რომ სახლში დაგეტოვებინა, შეიძლება ახლა აქ არ ყოფილიყავი. - ბრუნდება შუბლშეკრული.
- ეს მობილური მეტროში ჩემთვის რომ არ დაგეტოვებინა, მართლა არ ვიქნებოდი აქ. - ხელებს გულზე ვიკრეფ და ნიშნისმოგებით შევცქერი.
ბიჭი თვალებს ატრიალებს და სკამზე ჯდება. რამდენიმე წამში კი ქვემოდან მიყურებს.
- მართალი ხარ. - ამბობს. - გეტყვი შიგნით რაცაა. ახლა კი მომეცი, უნდა შევამოწმო, რომ ყველაფერი წესრიგშია და არაფერი დაზიანებულა.
- არ გადამაგდო. - ეჭვით ვუყურებ.
- არა. - ხელს მიწვდის. ჩანთას ვიხსნი, მობილურს ვპოულობ და ვაძლევ. ის მაშინვე რაღაც აპარატზე აერთებს.
- ჩემი დამიბრუნე.
- შენი აღარ არსებობს.
- რაა? - თვალებს ვჭყეტ.
- უსმენდნენ. - ისეთი სახით მეუბნება, უკვირს, თავად რომ ვერ მივხვდი.
- ნელა ფიქრობს. - ნეკა კონტაქტზე გამოდის.
- ეტყობა. - ცალყბად იცინის მისი ძმაც.
გაცოფებული ტუჩებს ვმუწავ და არ ვიცი, რა ვთქვა. ახლა თავში მხოლოდ სალანძღავი სიტყვები მიტრიალებს, მაგრამ ვერ ვილანძღები.
- უკაცრავად, მაგრამ თქვენსავით მსგავს სიტუაციას მიჩვეული არ ვარ. და ახლა მხოლოდ ჩემი მეგობარი მაღელვებს, რომელიც სავარაუდოდ სახლში მიცდის. მე კი ვდგავარ აქ, შეშინებული და წარმოდგენა არ მაქვს, რა უნდა გავაკეთო. თავის გადარჩენაზე ვიფიქრო, თუ იმაზე, როგორ განიხილავს ორი ქურდი ჩემს სუსტ მხარეებს.
ნეკა წარბებს ზემოთ სწევს. სახეზე აწერია, რომ ხვდება ჩემს მდგომარეობას, მაგრამ სიტყვას მაინც ძმას უთმობს.
- კარგი. ნუ გვიბრაზდები. - მეუბნება ცისფერთვალება და ერთხანს უხმოდ შემომყურებს. ოდნავ ეღიმება, დამნაშავესავით, თუმცა მაინც მომნუსხველად და თავს უხერხულადაც კი ვგრძნობ, ჩემი სუსტი ნერვების გამო. გაყინულ თითის წვერებს ერთმანეთში ვხლართავ და მოპირდაპირე კედელზე ჩამოკიდულ პატარა სარკეში საკუთარ ანარეკლს ვავლებ თვალს. ბიჭი მაგიდას უბრუნდება, ერთ-ერთი უჯრიდან მობილურს იღებს. ხელს ვუწვდი. - მოიცადე. - სკამიდან დგება და რაღაცას ეძებს. ცოტა ხანში მაგიდაზე პატარა ხელსაწყოს დებს და მობილურს მას უერთებს. - დარწმუნებული ვარ, შენს მეგობარსაც უსმენენ. ეს აპარატი სიგნალს ადგილმდებარეობას უცვლის და აქ ვერ დაგვინახავენ, მაგრამ მხოლოდ დროებით. დაახლოებით ერთი წუთით და რამდენიმე წამით. კარგად დაფიქრდი, რისი თქმა გინდა.
- ისიც იციან, სადაც ცხოვრობ და უბრალოდ აუხსენი, რომ სახლში იჯდეს და თვალში არავის გაეჩხიროს. - ამბობს ნეკა და თავისი ძმის გვერდით, აპარატისკენ იხრება, სადაც თავიანთი მობილურის რაღაც ნაწილი აქვთ ჩამაგრებული და იქ არსებულ ინფორმაციას ამოწმებენ.
- კარგი. - ვეუბნები, გამშრალ ტუჩებს სწრაფად ვილოკავ და გონებაში ვალაგებ სათქმელს. ბიჭები ისე შემომცქერიან, თავი ქასთინგზე მგონია. - რაღაც კოდივით გვაქვს... თვითონ დაიჟინა... ერთმანეთს მივახვედრებთ, რომ არასწორ დროს და ადგილას ვართო...
- მაგარია. ჩვენ რატო არ გვაქვს რამე ეგეთი, ე. - ძმას საყვედურობს ნეკა.
- იმედია ახსოვს. დიდი ხნის წინს იყო. - ვოხრავ, ნომერს ვკრეფ და ველოდები. რამდენიმე წამში მისი ხმა მესმის.
- ალო.
- თეკო მე ვარ. სად ხარ?
- გოგო! - ყვირის, როგორც კი ჩემს ხმას იგებს. - შენ თვითონ სად ჯანდაბაში ხარ? - ბიჭებისკენ ვაპარებ თვალს. ნეკა, ცდილობს არ შეიმჩნიოს, მაგრამ ისეთი სახე აქვს, თითქოს მას უყვირიან და თვითონ არ ადარდებს.
- ნუ ყვირი, მოიცადე. დღეს სახლში არ ვიქნები და არ ინერვიულო.
- რაა? რას ჰქვია სახლში არ იქნები? იცი, ახლა თითქმის შენს სახლთან ვარ და მგონი... - ყოვნდება.
- თეკლა, კარგი დამშვიდდი. უბრალოდ სამსახურიდან პირდაპირ მამიდასთან წავედი.
- ჰა? - მეკითხება და შემდეგ ჩახველების ხმა მესმის. ვიძაბები. ღმერთო.
- ხო, მამიდასთან ვარ, თეკო და ამაღამ აქ დავრჩები. გეუბნებოდი, დიდი ხანია არ მინახავსთქო.
- აა, ხოო. გამახსენდა, გამახსენდა. - მის ტონზე ვხვდები, რომ ისიც ხვდება რაშია საქმე. - შენ ხომ კარგად ხარ?
- კი თეკლა. - ბიჭები მანიშნებენ, რომ დავუჩქარო. - კარგი ახლა უნდა გავთიშო. შევხვდებით.
- ნინა, ნინა... მოიცადე. მამიდას მოკითხვა გადაეცი ჩემგან და, მეც სიამოვნებით მოვინახულებდი, რომ გეთქვა, წამოვიდოდი. - სწრაფად მეუბნება თეკლა. მისი ნაბიჯების და კარის გაღების ხმა მესმის. ეს ჩემი ეზოს კარია. თვალებს ვჭყეთ. ღმერთო! მისი ეს პასუხი იმას ნიშნავს, რომ თვითონაც არაა სასურველ სიტუაციაში. ანერვიულებულს სხეული მეყინება. არ ვიცი რა ვქნა. ნინა, იფიქრე, იფიქრე!
- არაუშავს, თეკო. სხვა დროს ერთად წავიდეთ. სამაგიეროდ, ამაღამ შეგიძლია ჩემი საწოლით დატკბე. თანახმა ხარ? - იმედია მიხვდება ამას რატომ ვეუბნები.
- ღადაობ? მაგ შანსს ხელიდან როგორ გავუშვებ. თან უკვე შენს ეზოში ვარ. აბა ჭკვიანად, გოგონი. - ამბობს და თვითონ მითიშავს. ჰაერს ხარბად ვისუნთქავ და ბიჭებს მომლოდინედ ვუყურებ. ცისფერთვალება ტელეფონს მართმევს. ბატარეას იღებს და სიმ ბარათას ტეხავს.
- მამიდა? - ცალ წარბს სწევს სკეპტიკურად ნეკა.
- მამიდა არ მყავს. - ვუხსნი.
- მოკლედ, გვესმოდა. ახლა მშვიდად ხარ? - მეკითხება ცისფერთვალება.
- არა. მან მითხრა, რომ თვითონაც უნდოდა მამიდას ნახვა. ეს იმას ნიშნავს, რომ არც თვითონაა უსაფრთხოდ.
- ჯანდაბა! დარწმუნებული ხარ?
- აუ რატო გიკვირს? - თავს უკან აგდებს ორი წამით ნეკა. - ტიპები ყველგან არიან. შენ ის მითხარი, შენთან დარჩენა რატო შესთავაზე.
- მეშინია არაფერი დაემართოს. მივიდეთ და წამოვიყვანოთ. - სახეზე მუდარა მაწერია.
- ხომ არ გაგიჟებულხარ?! ჯერ არ ჩამომსვლია ამაზონიდან უჩინმაჩინის ქუდი.
- მოიცადე, მოიცადე. - ვაჩერებ.- პირველი სართულის უკანა ფანჯრიდან შეგვიძლია შესვლა. ლუიზას სულ ღია აქვს. უბრალოდ ბადე აქვს აკრული, მარა არაუშვას, ჩამოვიღებთ. ან არა! - უკეთესი მახსენდება. - ჩემი აბაზანის ფანჯარა! მეზობლის საწყობის ზემოთაა. ქუჩის მხარეს კედელია ამოშენებული, ასე, რომ იქ ამძვრალს ვერავინ შეგამჩნევს. მეზობლის ეზოში, უკანა მხრიდან მარტივად შეხვალ. აბაზანაში შენ ვერ გადახვალ, მაღლაა, მაგრამ თეკო გადმოვა.
- მშვენიერი გეგმა კი დასახე, მარა, სახლის უკანაც რომ იყვნენ?
- უნდა ვცადოთ... გთხოვთ. - ორივე ხელს მუშტებად ვკრავ. არ ვიცი, როგორ დავიყოლიო.
- სამივე ვერ წავალთ. - ყოყმანით ამბობს ცისფერთვალება. - სარისკოა. შეიძლება ყურადღება მივიქციოთ.
- სამივე კი არა, ვერც ერთიც ვერ წავალთ! გამომივიდნენ თავზეხელაღებული ჰუმანისტები.
- მოიცადე, ნუ ატ,რაკებ. მისი მეგობარია. შესაძლოა იმ გოგოს თავი რამეში გამოიყენონ.
- რაა? - ვყვირი გაოგნებული.
- მოიცადე, დამშვიდდი. - ჩემსკენ სწევს ხელს, მაგრამ მანამ იხევს, უკან, სანამ მაჯაზე შემეხება. - ბოდიში, ასე უხეშად არ მინდოდა მეთქვა. ანუ, მართლა საფრთხეში შეიძლება აღმოჩნდეს იმის გამო, რომ დიდ დროს ატარებდი მასთან ერთად მაშინ, როცა ეს მობილური გქონდა. ან კიდევ... მოკლედ, ნეკა. უნდა წახვიდე.
- ახლავე ცოცხს მოვაჯდები. - ფხუკუნებს და ზურგს გვაქცევს.
- აქედან ისედაც უნდა ავახვიოთ. მე და ნინა ერთად წავალთ. შენ კი ამის სახლში წახვალ და ეცდები გოგო წამოიყვანო. და იქ შევხვდეთ.
- არა მეთქი, ყრუ ხარ, ე-ე? - საჩვენებელ თითს ყურთან იდებს. - რო გავება, სად მიდიხარ?
- მე შენი მჯერა. - წარბებს ზემოთ სწევს ცისფერთვალება და მოუსვენრად მჯდომ ძმას ზემოდან დაჰყურებს. - შენი ტვინისაც... - ხელებს განზე სწევს, თითქოს ეს საკმარისი უნდა იყოს მის დასაყოლიებლად.
- იცოდეთ, თუ დამიჭირეს, ყველაფერს დავფქვავ! - დგება ის, ოთახის კუთხიდან ჩაფხუტს იღებს და ძმის მიერ გაწვდილ კიდევ ერთ მობილურს ჯიბეში იდებს. კი, მაგრამ, რამდენი მობილური აქვთ?
- გმადლობ, გმადლობ, დიდი მადლობა. - გაბრწყინებული მზერით ვაცილებ და ცოტას ვმშვიდდები.
- ამით ერთხელ დავრეკავ. ან კარგ ამბავს გეტყვით, ან - ცუდს. იქ შევხვდებით. - ნეკა ამჯერად კარიდან გადის.
- მოიცადე, - ვუბრუნდები მის ძმას. - ყველაფერს დავფქვავო...
- იხუმრა. - ამბობს, იატაკიდან ზურგჩანთას იღებს და მასში რაღაცებს აწყობს. გარედან ძრავის ხმა ისმის. მგონი მოტოა. - ჩვენც უნდა წავიდეთ.
- სად?
- ახლა ვერაფერს აგიხსნი. დაპირება არ დამვიწყებია. გეტყვი ყველაფერს, მაგრამ, ჯერ შედარებით წყნარ და უსაფრთხო ადგილას უნდა მივიდეთ.
ბიჭი ოთახს ათვალიერებს. ჩანთაში პატარა ნოუთბუქს და ორ ტელეფონს დებს. იმ მობილურსაც თავის მოწყობილობიანად და კიდევ რაღაც ციცქნა, ჩემთვის უცნობ რამდენიმე ნივთს. გასვლამდე პატარა მაცივრიდან ორ ბოთლ წყალს იღებს და ერთს მე მაწვდის. შემდეგ კარს კუთხეში რაღაცას აწებებს და გავდივართ. ბოთლს ვხსნი. ცივი წყალი ჩემს ნერვიულობისგან ადუღებულ სხეულს ოდნავ შვებას გვრის.
ძალიან ვიწრო კიბეზე ჩავდივართ და პატარა ეზოში, ლამპიონის სუსტ შუქზე მოტოციკლს ვხედავ. ეზოს ასევე პატარა კარი ღიაა.
- ამით მივდივართ?
- ხო. - მეუბნება ის და ჩაფხუტს მაძლევს.
- შენ? - ვხედავ, რომ მეორე არაა.
- მირჩევნია შენ გეკეთოს. - მოტოციკლს გარეთ აგორებს და კარს ხურავს. ჯდება და ძრავს რთავს. მოლოდინით მიყურებს.
- რა გქვია? - ვეკითხები.
- დროულია. - იცინის. - კოტე.
მეც მეცინება და მის უკან ვჯდები. მოტო ფრთხილად იძვრის ადგილიდან და ვიწრო ქუჩებს ვშორდებით.

***
მოტო მიჰქრის. ადრენალინი მკერდში პეპელასავით დაფარფატებს და ხანდახან მუცელს ონკანიდან ჩამოვარდნილი წყლის წვეთივით სტუმრობს. არ ვიცი, სად მივდივართ, თუმცა ეს ბიჭი დიდად არ ჩქარობს, არც ნერვიულობა ეტყობა. ხოდა, მეც ვცდილობ საკუთარ თავს დამშვიდების უფლება მივცე. მინდა, სანამ დრო მაქვს, განვლილი ორი საათი გადავხარშო და ყველაფერს თავისი ადგილი მივუჩინო, მაგრამ ღია სივრცეში მგზავრობა არ მანებებს. თითქოს, ცხელი ქარი გონებიდან მიფანტავს აზრებს.
ნელ-ნელა მოტო თბილისის ხმაურიან ქუჩებს უკან იტოვებს და შედარებით წყნარ უბნებს გავდივართ. მართალია, უკვე ოთხი წელია დედაქალაქში ვარ, მაგრამ მისი გაცნობა კარგად მაინც ვერ მოვასწარი. მაგალითად, ახლა ვხვდები, სადაც უნდა ვიყოთ, რადგან ტრანსპორტით ეს გზა გამივლია, მაგრამ ცოტა ხანში თავს სად ვყოფთ, წარმოდგენა არ მაქვს. აღმართს მიყოლებულები, ძალიან მშვიდ დასახლებაში ვხვდებით. განათება არც ისე სახარბიელოა, თუმცა, მაინც ვხედავ უამრავ მშენებარე კერძო სახლს. ზოგი მათგანი ვილას უფრო ჰგავს, ვიდრე უბრალოდ შეძლებული ადამიანის საცხოვრებელს. ქუჩებში ხალხი გვხვდება, თუმცა ხმაური არაა.
დაახლოებით ათ წუთში კოტე მოტოს ორსართულიანი სახლის წინ აჩერებს. გადმოვდივართ თუ არა, მაშინვე ჩაფხუტს ვიხსნი. სახე ოფლისგან მაქვს დატენიანებული და სალფეთქით ვიმშრალებ. ბიჭი ჩანთიდან გასაღებს იღებს და ჭიშკარს აღებს. მოტო შიგნით შეყავს და კარს კეტავს. ბნელა, ამიტომ დიდად ვერც ეზოს ვარჩევ და ვერც სახლს.
- სად ვართ? - ვეკითხები და პირველი სართულის აივანზე შესულს მივყვები.
- ლოტკინზე.
- ვისი სახლია?
- გაინტერესებს შიგნით ვიპარებით თუ არა? - მხრის ზემოდან აპარებს ჩემსკენ თვალებს და შემფასებლურად მათვალიერებს. შემდეგ, პატარა ფანარს რთავს და პირდაპირ სახეში მანათებს. ხელს სწრაფად ვიფარებ მკვეთრი შუქისგან დასაცავად.
- ვიცი, რომ არ ვიპარებით. გასაღებით შემოვედით.
- იქნებ გასაღებიც მოვიპარე. - ბრუნდება და ხელებს გულზე იკრეფს. - და ახლა ამ კარის გატეხვასაც ვაპირებ.
- სერიოზულად? - ხმა მისუსტდება. ვიძაბები და თვალს ვავლებ იქაურობას. კოტე ზემოდან მიყურებს, შემდეგ თავს აქნევს და ისევ ბრუნდება. - ჩვენ ქურდები არ ვართ. - ხმა თითქოს ნაწყენი, მაგრამ მაინც კატეგორიული აქვს. მახსენდება, ქურდები რომ ვუწოდე ძმებს და ახლა ვხვდები მის საქციელს.
- დაბნეული ვარ უბრალოდ... ბევრი რამ არ ვიცი. ბოდიში. - ვამბობ და ვხედავ, როგორ იღებს კედელზე ჩამოკიდებული სავსე მთვარის მსგავსი ნათურიდან გასაღებს. კარს აღებს და შიგნით მეპატიჟება. ჩემს ნათქვამს უპასუხოდ ტოვებს და ფანრით ათვალიერებს იქაურობას. - შუქი არაა?
- ამ ოთახში არა. - წინ მიდის და მომდევნო ოთახში სინათლეს ანთებს. სამზარეულოა და თან საკმაოდ კომფორტული სამზარეულო. მშვენიერი ავეჯითა და რემონტით. - რუსი მეგობრის სახლია. მე და ჩემი ძმა ვიყენებთ ხოლმე, მაგრამ ხშირად არა...
- ასეთი შემთხვევების დროს? - ვეკითხები და თან მომდევნო ოთახში ვყოფ თავს დასათვალიერებლად.
- დასამალად არასდროს მოვსულვართ. - ოხრავს ის და ელექტროჩაიდანში წყალს ასხამს. - ყავა გინდა?
- მინდა. - მისკენ ვბრუნდები. ნიჟარასთან ჩაიდნით ხელში სასაცილოდ გამოიყურება. - როგორ გგონია, შენი ძმა შეძლებს თეკოს წამოყვანას?
- შეძლებს. მას უბრალოდ უყვარს, როცა თავს ყველაზე მნიშვნელოვნად წარმოაჩენს. - ეცინება. - მთავარი მისი დაყოლიება იყო.
ჩაიდანს რთავს. შემდეგ ჩანთიდან ისევ იმ მოწყობილობას იღებს, სადაც თავიანთი მობილური ჩასვევს და სამზარეულოდან გადის. მეც მივყვები. ერთი ოთახის გავლით მეორეში შედის, რომელიც ძალიან ჰგავს ბუნკერს. ფანჯრები არ აქვს და აქაც ბევრი სურათებია კედლებზე. ასევე ხმის გამაძლიერებლები, ტელევიზორი, კომპიუტერი, რამდენიმე ნოუთბუქი და სათავსოები. იატაკზე პუფები და კომიქსები ყრია. კოტე მაგიდასთან მიდის და ვაი-ფაის მოდემს რთავს. მოწყობილობას დებს და შიგნიდან მობილურს იღებს.
- მშვენიერია. - ამბობს კმაყოფილი, წარბებს ზემოთ სწევს და გაღიმებული ისე სწრაფად მიახლოვდება, რომ ერთხანს ვიბნევი. ველოდები, ასე მგონია, რაღაც უნდა მითხრას, მაგრამ ის ჩუმად შემომყურებს. აღელვებული მოზრდილ ნერწვს ვყლაპავ. ვერაფრით ვხვდები, რა ხდება. ის კი უფრო და უფრო აფართოებს ღიმილს და ლოყაზე პატარა ფოსო უჩნდება. - წყალი ადუღდა. - ამბობს და ჩემს უკან გადააქვს მზერა.
- ხო. - უცბად მოვდივარ გონს და ზღურბლზე მდგომი მაშინვე უკან ვიხევ, რომ გავატარო. კოტეს ეცინება და მხრების რხევით მიაბიჯებს. ნინა, შე შტერო! - ვლანძღავ საკუთარ თავს და ბიჭს უკან მივყვები.

***
დაახლოებით თხუთმეტი წუთია ჩუმად ვსხედვართ დივანზე. იმ ოთახში ვართ, რომელშიც შუქი არ არის. გრილა. აქაურობას სამზარეულოდან შემოსული სინათლე ანათებს. მაგიდაზე მდგარ ყავის ორ ფინჯანს მკრთალი ორთქლი ასდის. იქვე დევს კოტეს მობილურიც, რომელიც არა და არ ინთება. ვიცი, რომ მარტივი არ იქნება თეკოს იქიდან ჩუმად წამოსვლა, მაგრამ მაინც ძალიან ვნერვიულობ. რამდენჯერაც რაიმე სახიფათო სცენარს დავდგამ ჩემს გონებაში, იმდენჯერ კანზე ეკალი მაყრის. ოთახის სიგრილეს ნერვიულობისგან გამოწვეული სუსხიც ემატება და ტანში უსიამოვნოდ მცრის. ყავის ფინჯანს თითებს ვახვევ და სითხეს ვსვავ. ბიჭი ჩემს მოძრაობას თვალს აყოლებს.
- ნუ ღელავ, მოვლენ. - მშვიდი ხმა აქვს. ისიც იღებს ყავის ფინჯანს.
- იქნებ შენ დაურეკო? - ჩემი ხმა კი მცდელობის მიუხედავად, მაინც გამტყდარია.
- ნომერი არ ვიცი. ბევრი ნომერი გვაქვს, რომელიც ჯერ არ გამოგვიყენებია, ასე, რომ... ყველა მათგანს ვერ დავიმახსოვრებთ. - მხრებს იჩეჩავს. - შენი ამ ამბავში გახვევა არც მიფიქრია. - ცალ ფეხს დივანზე კეცავს და ჩემკენ ბრუნდება. - ერთნაირი მობილურები რომ არ გვქონოდა, გუშინდელი ღამის შემდეგ ვეღარ მნახავდი. ჩვენ... ჩვენ ქურდები არ ვართ, ნინა. ყოველ შემთხვევაში ისეთი არა, როგორიც წარმოგიდგენია.
- აბა?
- ჰაკერები ვართ.
- რა? - თვალებს ვჭყეტ და მეც მისკენ ვტრიალდები. ერთხანს ფიქრებში წასული ვაშტერდები, შემდეგ კი რატომღაც მეცინება. - ხუმრობ?
- ხომ გაინტერესებდა. - მხრებს იჩეჩავს. - გერჩივნა, ქურდები ვყოფილიყავით?
- ჰმ... დიდად არ განსხვავდება ეგ ორი ერთმანეთისგან.
- სნობი ხარ. - თვალებს უწვრილებს.
- არ ვარ!
- ხარ. და ცდები. რატომ გგონია, რომ ჰაკერი ყოველთვის იპარავს?
- ახლა არ მოგიპარავს? - ვეკითხები გამომცდელად.
- ეს სულ სხვა რამეა. ქურდი თავისთვის იპარავს...
- თქვენ კი რობინ ჰუდები ხართ. - ვაწყვეტინებ. - ვიცი, მსმენია ამაზე.
- მაგრამ ძნელი დასაჯერებელია? მესმის. - ყავის სმას მშვიდად განაგრძობს. ვერ ვხვდები, როგორ ინარჩუნებს ამ განწყობას. - მაგალითად, ახლა ჩვენ პრემიერ მინისტრი გავძვარცვეთ. ჩვენს კვალზე ბატონი ალექსანდრე ქარდავაა.
- რაა? აკი... მოიცადე ხუმრობ ხო? -ვერ ვიჯერებ, რომ ის ჰერკულესები, ცოტა ხნის წინ რომ მომსდევდნენ, ასეთი გავლენიანი ადამიანისგან იყვნენ. - ხომ ამბობ არ ვიპარავთო?
- ყოველთვისთქო. - მისწორებს და თან ეღიმება. ლამისაა გავგიჟდე.
- მერე, ასე მშვიდად როგორ ხარ? ის ხომ... ღმერთო, ის პრემიერ მინისტრია. ხელში რომ მოგიქციოს, გაგაქრობს!
- ჯერ-ჯერობით დივანზე ვარ.
- ვერ ვიჯერებ... - ორი წამით თვალს ვარიდებ. - კარგი. და რა მოპარეთ?
- როგორც იქნა, სწორი შეკითხვა... - წარბებს სწევს. - ინფორმაცია. მისი შეცდომები. მისი სირცხვილი. ვნახოთ, ხალხი რას დაარქმევს ამას.
- მიმახვედრე ბოლოს და ბოლოს.
- იყო და არა იყო რა - დაახლოებით სამი კვირის უკან ნუცა იზორია დამიკავშირდა...
- ჟურნალისტი? - ვეკითხები გაკვირვებული და დაახლოებით ვხვდები, საით წავა მისი თხრობა.
- ხო. მოკლედ ჩვენი პრემიერი დიდი ხანია საქველმოქმედო საქმითაა გატაცებული. ფონდი აქვს დასაბამიდან...
- ვიცი ეგ... მსმენია.
- სულ თავიდან ერთი კათარზისით დაიწყო და მერე ნელ-ნელა სახელი რომ მოიხვეჭა, ეს საქველმოქმედო ფონდიც გაზარდა. წლების მანძილზე ჯერ ერთ ჟურნალისტს გაუჩნდა ეჭვი, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო მის "სიკეთეში," მერე მეორეს, მესამეს, მაგრამ სამივე საკმაოდ მალე შეეშვა ქექვას.
- ეჭვი რატო გაუჩნდათ?
- რას გაუგებ ჟურნალისტებს. - ჟალუზს ორი თითით აცალკევებს კოტე და მიუხედავად იმისა, რომ გარეთ უკუნი სიბნელეა, მაინც ეზოს ათვალიერებს. ასე მგონია, ბოლომდე საუბრის მიყვანა ეზარება.
- და ნუცა? ისიც ამას ფიქრობს?
- ასე ფიქრობდა, ხო. მიპოვა, შევხვდით და მელაპარაკა. ეჭვი ნარკო-ვაჭრობაზე ჰქონდა. მითხრა, არის ადამიანი, რომელიც შესაძლოა მოწმე იყოსო. ის დაეხმარა. და მერე დავჭირდი მე.
- ვინაა ეგ ადამიანი?
- არ ჩნდება. ეშინია. ასე, რომ წარმოვიდგინოთ, ვითომ არც არსებობს.
- ცუდია.
ორი წამით სიჩუმეა. ვაცდი, იქნებ გააგრძელოს მოყოლა, მაგრამ როგორც ჩანს, სანამ მე არ ვკითხავ, არ აპირებს. ჰმ!
- მერე? ნუცამ არაფერი გააკეთა, სანამ შენთან მოვიდოდა? დარწმუნებული ვარ, საკუთარ შესაძლებლობებს ბოლომდე გამოიყენებდა.
- ხო. რამდენადაც შეძლო, იმდენად შეუმჩნევლად მიუახლოვდა პრემიერს. მარა, ხომ იცი ჟურნალისტების ამბავი. რამდენიმე ოდნავ საეჭვოდ დასმული შეკითხვა და მალე მოკითხვაც მიიღო ზემოდან. მერე მიპოვა მე.
კოტე დგება. ახლავე მოვალო ამბობს და "ბუნკერისკენ" მიდის. იქიდან ნოუთბუქით და ნაცნობი მობილურით ბრუნდება. მაგიდაზე დებს და გადამყვანით ერთმანეთს უკავშირებს.
- გადამიხადა, რომ ფონდის და პრემიერის პირადი კომპიუტერი გამეტეხა. - პირზე ვიკრობ თითებს. ეს ხომ რაიმე სტატია, წიგნი ან ფილმი არაა. ამ ამბავს ჩემი ყურით ვისმენ. - რთული იყო, მარა მაინც გავტეხე. ნუცას ვუთხარი, რომ მისი ინფორმატორი მართალი აღმოჩნდა და საკმაოდ მკაფიო სამხილები ექნებოდა. ერთ მიყრუებულ ქუჩაზე დავთქვით შეხვედრა იმ ღამით, მაგრამ არ მოვიდა. დაახლოებით ორი საათი ველოდე.
- რას ამბობ... ფიქრობ, რომ პრემიერმა... - ჯანდაბა ამის წარმოდგენაც კი არ მინდა. ერთიანად ტანში მცრის და მკლავებს ვისრეს.
- არ ვიცი, - მხრებს იჩეჩავს კოტე და დარჩენილ ყავას ერთი მოსმით სვამს. - პირველი ეგ ვიფიქრე.
- არ დაურეკე?
- სარისკო იყო. გავიგე სად ცხოვრობდა და მის სახლში წავედი. მისი მანქანა არ ჩანდა. ფარეხი ღიად იყო დარჩენილი. ვფიქრობ გაიქცა.
- ისიც შეაშინეს?
- შეიძლება.
ამ ქალზე ჩავფიქრდი. მართალია მისი თოქ-შოუს მაყურებელი არ ვყოფილვარ, რადგან ძალიან აპოლიტიკური ვარ, მაგრამ ვიცი სხვა შოუებიდან და რამდენჯერმე მისი გამოსვლებიც მაქვს მოსმენილი. საკმაოდ ძლიერი ხასიათის ქალად მიმაჩნია და ახლა ვფიქრობ, სადაც იმდენი გაბედა, რომ ჰაკერების მეშვეობით პრემიერს დაუპირისპირდა, ასე როგორ შეშინდა, რომ უთქმელად გაქრა. მით უმეტეს, რომ თითქმის ხელში ჰქონდა სამხილები. - რას უპირებდა ინფორმაციას?
- მითხრა, ერთ მთლიან გადაცემას ამაზე ჩავწერ, მერე დავჯდები და ყველასთან ერთად ვუყურებ, როგორ ვამხელ იმ ნაბიჭ,ვარს. ნამდვილ ფოიერვერკს მოვუწყობო. არ ეშინოდა აშკარად. - კოტეც დაბნეულია.
- იქნებ ვინმეთი დააშინეს.
- არაა გამორიცხული.
- და შენ? შენ როგორ მოგაგნეს?
- ქსელით. როგორც ჩანს, მოთვალთვალე მექანიზმი ჰქონდათ. რაღაცამ მაინც დამაფიქსირა. დრო დასჭირდათ საპოვნელად, მაგრამ მაინც დამიჭირეს. კიდევ კარგი მოვასწარი და კომპიუტერში ყველაფერი წავშალე. კორპუსთან დამხვდნენ, მარა მაინც გამოვუსხლტი. მერე მეტროში ჩამოვედი და შეგხვდი კიდეც. - ეღიმება კოტეს და ჰაერს ხარბად ისუნთქავს. შემდეგ თვალებს ისრესს. ალბათ როგორი დაღლილია. მეც მეღიმება მის ნათქვამზე.
- ასეთი მნიშვნელოვანი ნივთი ვიღაც უცნობს როგორ დამიტოვე?!
- ვიფიქრე, ვინც არ უნდა ყოფილიყავი, მიხვდებოდი, რომ დავბრუნდებოდი მის წასაღებად. მე კიდევ რამდენიმე დღეს სიტუაციის ჩაწყნარებას დავუცდიდი. მაგრამ, ისე არ გამოვიდა, როგორც მეგონა, რომ იქნებოდა.
- რანაირად მომაგენი? შენ ხომ არც დაგინახავს, რომ მეც სადგურის მოედანზე ჩამოვედი.
- დაგინახე. ესკალატორზე ასვლისას მოვბრუნდი და შევნიშნე, საითაც წახვედი. რამდენიმე დღის მერე იმ "პაძემკას" ვდარაჯობდი და გიპოვე კიდეც.
- თავი ფილმში მგონია. - ვოხრავ და დივანს უღონოდ ვეყდრდნობი. ისეთ დაღლილობას ვგრძნობ, თითქოს ის, რაც კოტემ მომიყვა, ერთიანად მე გამოვიარე. - ხო მართლა, - უცბად მახსენდება ის შეკითხვა, მისთვის რომ უნდა დამესვა და ბიჭს თვალებში ვუყურებ. - სავარაუდოდ, მაშინ, როცა მეტროში მობილურს მიტოვებდი, რაღაც მითხარი. - კოტე თანხმობის ნიშნად თავს მიქნევს და საკმაოდ საეჭვოდ ეღიმება. - მე კი ვერ გავიგე, იმიტომ რომ ყურსასმენები მეკეთა.
- ხო, მერე?
- მაინტერესებს, რა მითხარი. - ხელებს გულზე ვიკრეფ და ველოდები. ის-ისაა ბიჭი პირს აღებს, რომ გარედან ძრავის ხმა გვესმის.

***
სანამ კოტე და მისი ძმა გარეთ არიან, თეკოს მოკლედ ვუხსნი, რაში გვაქვს თავები გაყოფილი. გოგო ყველა ჩემი დასრულებული წინადადების ბოლოს ილანძღება. ამ ამბის ჩემი პირით მოყოლისას თავს ისე ვგრძნობ, თითქოს დასაწყისიდანვე მისი ნაწილი ვარ. შიშს არ გაუვლია და ვიცი, არც გაივლის. თეკოს ჩემს გვერდით რომ ვიგულებ, თავს გაცილებით მშვიდად ვგრძნობ და იმედი მაქვს, რომ ყველაფერი მანამ დამთავრდება, სანამ მისი და ჩემი ოჯახები პანიკაში ჩავარდებიან. მე იმდენად არ ვღელავა ამაზე, რამდენადაც ჩემი მეგობარი. ჩემები ისე იშვიათად მეკონტაქტებიან, არ მგონია, მაინც და მაინც ახლა გაუსკდეთ სიყვარულის ბუშტი. თეკო ამბობს, რომ ლუიზას ჩემი სახელით წერილი დაუტოვა, თითქოს სამსახური ისევ მივატოვე და მე და ის ჩემთან სოფელში წავედით დასასვენებლად. დატოვა მეორე წერილიც, რომელიც ჩემს დიასახლისს მისი მშობლებისთვის უნდა გადაეცა. გოგო იქაც იმავეს წერდა, მხოლოდ უფრო დაწვრილებით. ამბობს, რამდენჯერმე იმ "უჩინმაჩინი მოწყობილობით" სახლში თუ არ დავრეკე, პანიკა გარდაუვალი იქნებაო. იმედი გვაქვს, ბიჭები ამას დათანხმდებიან. ახლა სამზარეულოში მაგიდასთან დადუმებულები ვსხედვართ და დროდადრო ერთმანეთის ჩაფიქრებულ სახეებს ვათვალიერებთ.
- გაჩვენა, რა იყო ჩაწერილი მობილურში? - მეკითხება ცნობისმოყვარედ თეკო.
- არა. ნოუთბუქი გამოიტანა. აპირებდა ალბათ ჩვენებას, მარა თქვენ მოხვედით. - თვალით ჩაბნელებული ოთახისკენ ვანიშნებ, სადაც ის მობილური დევს.
- მოდი ვნახოთ. - მაღალი სკამიდან ჩასვლას აპირებს გოგო.
- მოიცადე, სად მიდიხარ! - თვალებს ვუბრიალებ და ხელს ვუჭერ. - ნუ ხარ მეტიჩარა. თვითონ გვაჩვენებს.
- ოოო... - უკმაყოფილოდ ბრუნდება უკან.
- რას აპირებენ ის მაინც გითხრა? აქ უსაფრთხოდ ვიქნებით? ან რამდენ ხანს გავჩერდებით?
- მგონი ჯობდა სახლში დარჩენილიყავი. გეყოფა გოგო ამდენი შეკითხვების დასმა. მე საიდან უნდა ვიცოდე.
- წარმოგიდგენია? - თვალებს ჭუტავს ის. - ვიცოდი, რომ დედამიწას მხოლოდ ჩემი ბლოგის შესაქმნელად არ მოვევლინებოდი. რაღაც მისია მაკისრია და ახლა ზუსტად ის დროა, რომ გავერკვე რა არის ჩემს კისერზე.
- თეკო. - სიცილი მიტყდება.
- დიდი ხანია ეჭვი მაქვს, რომ სათანადოდ ვერ მაფასებ. ჩემგან გმირულ ამბებს უნდა ელოდო აწ და მარადის.
მისი ბოლო წინადადების ფონზე ოთახში ძმებიც შემოდიან. ხელში რამდენიმე პარკი უკავიათ
- ამბიციების კორიანტელი დგას. ოთახია გასანიავებელი. - ამბობს ნეკა, ზურგით დგება და გამოხსნილ მაცივარს აკვირდება.
- შემახსენე რა გქვია? ცერა? - თეკო მაგიდას ეყრდნობა. ბიჭი უნდობლად ავლებს ჩემს მეგობარს თვალს და მაცივრიდან წყალს იღებს.
- ნეკა. - პასუხობს ცივად.
- ხო, ორივე თითია. - მხრებს იჩეჩავს გოგო. კოტე შემჩნეულ მზერას მარიდებს და პარკებში ქექვით ცდილობს ღიმილი დამალოს. დაბნეული თმაში ვიცურებ თითებს და თეკოზე გადამაქვს ყურადღება. - დარწმუნებული ვარ, ადამიანების შეფასებისას ხშირად ცდები. განსაკუთრებით იმ ადამიანების, რომლებიც ახლა სახლში უნდა ისხდნენ, ნეთფლიქსს უყურებდნენ და კოკა-კოლას სვამდნენ. მაგრამ, რატომღაც, ვიღაცის გრძელი ხელების გამო, - თეკოს კოტეზე გადააქვს კატეგორიული მზერა. - ამოუცნობ ტერიტორიაზე იმყოფებიან და უცხოპლანეტელის ირონიულ შენიშვნებს ისმენენ.
- თეკო... - ხმადაბლა ვცდილობ ვანიშნო, რომ არაა საჭირო ნეკას სიტყვებზე ასეთი რეაქცია.
ნეკა პარკიდან კოკა-კოლას იღებს და ქილას თეკოსკენ ასრიალებს. გოგო იჭერს.
- შემიძლია ნეთფლიქსიც ჩაგირთო. თუ სანაცვლოდ დაგვპირდები, რომ შენგან გმირულ ქმედებებს არ უნდა ველოდოთ. - ბიჭი პიცას იღებს და ბნელ ოთახში დივანზე კომფორტულად მოთავსებული ჭამას იწყებს. კოტე მე და თეკოს ჰოთ-დოგებს გვიწყობს.
- დიდი ხანია არაფერი გვიჭამია. - გვიხსნის ის და თვითონაც ძმასთან მიდის.
- მანდ ბნელა და თუ რამე გადაგცდა ვერ დავინახავთ. - თეკო კოკა-კოლას ხსნის და გაცხარებული ჩემკენ იხრება. - სიმპატიური კია, მაგრამ ჩვენს შორის ინტერესთა კონფლიქტს ვგრძნობ.
- ასეთი ტიპია და მის ყველა სიტყვას ნუ გამოეკიდები. - მეცინება მის სიტყვებზე.
- ოოჰ! ძალიან მალე ხომ არ გაშინაურდი?!
- უბრალოდ, ცოტა დაძაბული ვარ და მირჩევნია სწრაფად მოვერგო სიტუაციას. შენც ამას გირჩევ. - თვალს ვუკრავ მეგობარს და ჰოთ-დოგს ვიღებ.

***
სწრაფი ვახშმის შემდეგ, ნეკა მეორე სართულზე ადის. კოტე ოთახს გვაჩვენებს, სადაც დაძინებას შევძლებთ. ჩვენს გვერდით ბუნკერია და თავად იქ აპირებს ღამის გატარებას. თეკო თაროებზე შემოდებული წიგნების თვალიერებას იწყებს, მე კი ოთახიდან გამოსულ კოტეს უკან მივყვები.
- ჩემთვის რაღაცის ჩვენებას აპირებდი. - ვეუბნები. როგორც ჩანს, მეც გადმომედო ჩემი მეგობრისაგან მოუსვენრობა.
- ახლა არა, კაი? - ბრუნდება და კედელს მხარით ეყრდნობა. მის თვალებს ვუყურებ და ახლაღა ვატყობ, რომ ცისფერს გარშემო სიწითლე შემოხვევია. - ბოლო ორმოცდარვა საათში სულ ხუთი საათი მეძინა ალბათ.
- კარგი, კარგი. - მისი ნათქვამი განგაშივით ჟღერს.
- თუ რამე დაგჭირდება... - თავით ბუნკერზე მანიშნებს.
თავს ვუქნევ და უკან ვიხევ.
- ვეცდები, მალე მოვაგვარო. - ამბობს კოტე და თითებს თვალებზე იტარებს.
- კარგი.
- და, არც მე მიხარია აქ რომ ხართ. ხვალამდე. - ბიჭი ოთახში შედის და კარს სანახევროდ ხურავს.
ჰაერს ხარბად ვისუნთქავ და თეკოსთან ვბრუნდები.
- სულ რუსული წიგნებია. - ჩაფიქრებული ამბობს და საწოლზე ფეხმორთხმით ჯდება.
- ხო, სახლის პატრონი რუსია. - გულაღმა ვწვები და ბადისებრ კუბში მომწყვდეულ ნათურას ვუყურებ.
- სხვის სახლში ვაართ? - თვალებს ჭყეტს თეკლა.
- ამათი მეგობრისაა, დამშვიდდი. იქნებ დაძინება ვცადოთ.
- ჯანდაბა, რა დამაძინებს? - ოხრავს თეკო და ისიც ბალიშზე დებს თავს.
ზურგს ვაქცევ და თვალებს ვხუჭავ. სახლში სიჩუმეა, მხოლოდ მეზობელი ოთახიდან გამოდის პერიოდულად კლავიატურაზე ბეჭდვის ხმა. ნეკას ზედა სართულზე სძინავს, კოტეც ჩუმადაა და დაძინებას გვირჩევს. არ ვიცი, მოსმენილი ამბის შემდეგ, ამ ორს როგორ შეუძლია ასეთი სიმშვიდე. პრემიერი. ეს ხომ არაა, ვიღაც ბიზნესმენი. პრემიერია და მისი ხელი ყველაფერს მისწვდება. ასე მგონია, კამერებიც კი არ სჭირდება. საკმარისია, უბრალოდ ამ დასახლებას გამოხედოს და დაგვინახავს. ჩვენ კი ახლა ძილს ვაპირებთ იმ ვიდეო ჩანაწერებით ხელში, რომლებსაც შეუძლიათ, მისი დარჩენილი ცხოვრება ციხეში გაატარებინონ. ტანზე უსიამოვნო ეკალს მგვრიან ეს ფიქრები და დედა მახსენდება. დიდი ხანია ოჯახთან არ მისაუბრია და იმედი მაქვს, მათ მართლა ახლა არ გავახსენდები.

***
შორიდან ჩამესმის რაღაც სასიამოვნო ხმა და გამოფხიზლებულზე ვხვდები, რომ ეს წყალია. სავარაუდოდ, რომელიღაცა ძმა სააბაზანოშია. თვალებს ვიფშვნეტ და თეკოსკენ ფრთხილად ვბრუნდები. პირღიას სძინავს. მეცინება. ჩემი თმის ბოლოს ვიღებ და ცხვირზე ოდნავ ვეხები. გოგო მაშინვე გვერდით ბრუნდება, პირს უკმაყოფილოდ მუწავს და მშვიდად აგრძელებს ძილს.
საათი დილის ექვსის ნახევარს აჩვენებს. ფანჯრიდან სუსტად აღწევს სინათლე. ცოტა ხნით ვყოვნდები, მაგრამ ნაბიჯების ხმა არ მასვენებს და მაინც ვდგები. ოთახიდან ჩუმად გავდივარ და კარს ვხურავ.
სამზარეულოს მაგიდასთან კოტე ზის, გვერდით დიდი ფინჯანი დაუდგამს და ლეპტობს წარბშეკრული ჩაჰყურებს.
- დილა მშვიდობისა. - ვუახლოვდები.
- რატო ადექი? - უკვირს ჩემი დანახვა.
- საერთოდ დაძინება რომ შევძელი, ესეც მიკვირს.
- დასტრესილი გონება მარტივად ითიშება. - სკამის საზურგეს ეყრდნობა და წელში სწორდება. წყლისგან გამუქებული ქერა თმის ღერები შუბლზე ეყრება.
- ალბათ. - ვეუბნები და მის გვერდით ვჯდები. ცოტა ხნით სიჩუმეა. კოტე ლეპტოპს მისჩერებია. თითებს მაგიდაზე ათამაშებეს. ოთხ მათგანზე ფლეიერის ნიშნულების ტატუები აქვს.
- მიდი, მითხარი. - ამბობს და სკამს ოდნავ აბრუნებს ჩემკენ.
- უბრალოდ, მაინტერესებს, რას აპირებთ. - ვცდილობ ძალიან ცნობისმოყვარედ არ ჩამთვალოს, მაგრამ სხვანაირად არ გამოდის. - იმის გარდა, რომ პრემიერს დაემალოთ, რამე გეგმა გააქვთ?
- გვაქვს. - თმას უკან იწევს თითებით. - მაგრამ საკმაოდ რთულია.
- რა...
- ნუცა უნდა ვიპოვოთ.
- მაგრამ... აქამდე სცადეთ?
- ვცადეთ. მისი მობილურის ჯიპიესი სახლში ფიქსირდება. ლეპტოპიც. საკრედიტო ბარათებს არ იყენებს.
- ნაცნობები?
- მშობლები არ ჰყავს. ძმა ბათუმში ცხოვრობს, მაგრამ იქ არ მისულა.
- რა იცი?
- ვიცი, ნინა. - თვალებს ატრიალებს. - მისი მეგობრებიც გამოირიცხნენ. მშობლების სახლი აქვს წყნეთში. არც იქაა.
- იქნებ ქვეყნიდან წავიდა.
- არა. მის მონაცემებს ამოიღებდნენ აეროპორტიდან. ვერ გარისკავდა. სადღაც აქაა.
- იმ ადგილას აღარ მისულხარ, სადაც აპირებდით შეხვედრას?
- არა. - ამბობს და მის ჩაფიქრებულ გამომეტყველებაზე ვამჩნევ, რომ ხვდება, რატომაც ვეკითხები ამას. - მეც ვიფიქრე, რომ შეიძლება, როგორმე ჩემთან დაკავშირება სცადოს... თუმცა... მართალი ხარ, იქ მივალ ისევ.
- მაგრამ მაინც მგონია, რომ დროს კარგავ მის ძებნაში. ის ინფორმაცია გაქვს, რაც ნუცასთვის უნდა მიგეცა. ხო, შეიძლება მისი ავტორობით არ გამჟღავნდება, მაგრამ, ამას ხომ მნიშვნელობა აღარ აქვს. თვითონაც საფრთხეშია. რატომ არ ავრცელებ ინტერნეტით?
ის-ისაა ბიჭი პასუხის გაცემას აპირებს, რომ ყვირილის ხმა გვესმის, რომელიც თანდათან გვიახლოვდება.
- ნამდვილი იდიოტია, ღმერთო! - პირველი თეკო ჩნდება ოთახში და აფორიაქებული ერთ ადგილას ცქმუტავს.
- რა გჭირს? - ვეკითხები დამფრთხალი და მაშინვე სკამიდან ვდგები. კოტე არც ინძრევა, თითქოს ყველაფერში უკვე გარკვეულიყოს.
- ის შენი ძმა ნუდისტია თუ რა უბედურებაა? - ხელს სავარაუდოდ აბაზანისკენ იშვერს და კოტეს ჯერ ისევ გაოგნებული უყურებს. ვხვდები, რაც მოხდა და მეცინება. დამშვიდებული ისევ სკამზე ვეშვები და ფინჯნიდან ჩაის ვსვამ. მხოლოდ მაშინ ვაცნობიერებ, რა გავაკეთე, როცა კოტეს მაგიდაზე დაბრუნებული ფინჯნიდან მზერა ჩემზე გადმოაქვს. მისი ჩაი დავლიე! ცოტა გაკვირვებული კია, მაგრამ მაინც ვამჩნევ ტუჩებზე ღიმილს. ხელს უხერხულად ვწევ უკან და საკუთარ თავს გემრიელად ვუკურთხებ. - და სხვათა შორის, მაგ კარს საკეტი უნდა ჰქონდეს. - პასუხის გაცემას არ აცდის თეკო კოტეს და ისევ ნეკას ეძახის. მეორე მხრიდან სრული მდუმარებაა. - თქვენ რაღას გაჩუმებულხართ. - ბრუნდება გოგო და მაგიდის წინ ჩერდება.
- ჯობია, ბოლოდე დაიცალო. არ ღირს გულში დატოვება. - ურჩევს ჩემს მეგობარს კოტე.
- შენი ძმის ლანძღვას მშვიდად მოისმენ?
- ძირითადად ერთმანეთზე მხოლოდ ამას ვისმენთ. - მხრებს იჩეჩავს, ფინჯანს იღებს და სანამ ჩაის სვამს ჩემსკენ აპარებს თვალებს. ჯანდაბა! გვერდით ვიხედები და ვცდილობ სხეულზე მოთამაშე ჟრუანტელი არ შევიმჩნიო.
- თითქოს ის არ იყოს საკმარისი... - წინადადებას წყვეტს თეკო და ნოუთბუქის ეკრანს თვალებდაწვრულებული უყურებს. - რა გაქვს მანდ? - ეკითხება კოტეს.
- ჩემი ძმის "ნუდები" არა.
- ჰა-ჰა... მიდი, გვაჩვენე, რა იყო იმ ტელეფონში, მთელი ნაციონალური არმია რომ მოსდევდა. - გოგო იქვე ჯდება და სერიოზული გამომეტყველებით იცდის.
ბიჭი ოხრავს, ჯერ მე მავლებს თვალს და შემდეგ ნოუთბუქთან ახლოს იწევა. ორ წამში საქაღალდედან ერთ ვიდეოს რთავს. ეკრანზე კუთხის კამერიდან ამოღებული კადრები იშლება. საწყობის მსგავსი ოთახია. ნათლად ჩანს სკივრის მაგვარ მოზრდილ ყუთზე, როგორ დებს ჩემოდანს ვიღაც, ხსნის, შიგნით ჩალაგებულ კუპიურებს ამოწმებს და იქვე მდგარი მანქანის წინა სავარძელზე ჯდება. მეორე მანქანის უკანა ფანჯარა ნახევრადაა ჩაწეული და კოტე თითით გვანიშნებს იქ მჯდომზე. პრემიერია. მისი მანქანიდანაც გადმოდის ვიღაც, სკივრს ხსნის და მასში ჩალაგებული პაკეტებიდან ერთ-ერთს დანით ჭრის. გემოს უსინჯავს და ვიღაცას რაღაცას ანიშნებს. ცოტა ხანში, მასთან სამი მამაკაცი მიდის. სკივრს სწევენ და მიაქვთ.
მეორე ვიდეოც კუთხის კამერიდანაა ამოღებული. კოტე გვიხსნის, რომ ეს სასტუმროა და მამაკაცი, რომელიც პრემიერს ესაუბრება, აფხაზი შუამავალია. ამ ვიდეოს აუდიოჩანაწერიც არსებობს, სადაც კარგად ისმის, როგორ განიხილება ჰეროინის ფასზე შეთანხმება.
კიდევ ერთ ვიდეოზე ასახულია დიალოგი პრემიერსა და თავის საქველმოქმედო ფონდის დირექტორს შორის. ერთ-ერთი ღონისძიებიდან შემოსულ თანხაზე კამათობენ, თუ რამდენი ათასი უნდა დარჩეს ფონდში და რამდენი გადაირიცხოს წამლისთვის. არის კიდევ ხარჯთაღრიცხვის საქაღალდეები და პრემიერის მიერ ხელმოწერილი საბუთები თანხის გადარიცხვის თაობაზე.
ამასობაში ნეკაც გვიერთება. თეკო ისე ეცლება გზიდან, თითქოს ბიჭი ვირუსის მატარებელი იყოს. სანამ მაისურს გადაიცვამდეს, ტატუებს ვხედავ, რომელთა რაოდენობაც საკმაოდ მრავალადაა მის ტანზე. ყავას ხომ დალევო, მეკითხება და ფინჯნებს იღებს. სამს. მეცინება. შემდეგ ყურადღება ისევ ვიდეოებზე გადამაქვს.
- საკმაოდ სერიოზული ფაქტებია. ეჭვი არავის გაუჩნდება, რომ გაყალბებულია, ხომ ასეა? - ვეკითხები კოტეს.
- არანაირად. მაგრამ მაგას აპირებდნენ.
- რისთვის? - ვერ ვხვდები.
- უცნობი მოწმე გახსოვს? ამ ვიდეოებზე ნუცას მან უთხრა. მათ დამუშავებას გეგმავდნენ სამხილების ვარიანტში. არასაჭირო კადრების ამოღებას. მოვასწარი მოპარვა.
- გამიკვირდა, რატო ინახავდა ვიდეოებს პრემიერი, თვითონაც ხომ ჩანდა. ალბათ ფიქრობდა, რომ კარგად იყო დაცული თავისი კომპიუტერი.
- უნაკლო დაცვა არ არსებობს. ნებისმიერი სისტემის გატეხვას შეძლებ, მთავარია სისუსტე უპოვო. - აშკარად საკუთარ შესაძლებლობებზე ეშმაკურად ეღიმება კოტეს.
- მისმინე და, აუცილებელია იმ ჟურნალისტის მოძებნა? - ამბობს თეკო. - სხვას მიეცით. დარწმუნებული ვარ, ბევრი ოპოზიციონერი ჟურნალისტი ჰყავს ჩვენს ქვეყანას.
- შენ იმაშიც დარწმუნებული იყავი, რო სააბაზანოში არავინ იყო. - ფხუკუნებს ნეკა და ფინჯნებში ყავას ყრის. სანამ თეკო პასუხს გასცემდეს, კოტე ამბობს:
- სანდო ადამიანი უნდა იყოს. ასეთის მოძებნა კიდე რთულია.
- და პოლიცია?
- ეგ საერთოდ გამორიცხულია. მანამ აორთქლდებიან ვიდეოები, სანამ საჭირო ადამიანამდე მივა. და ვერც იმ ადამიანში ვიქნები დარწმუნებული.
- კარგი და ინტერნეტში რო გაავრცელოთ? - თეკო ჩემს ვარიანტამდეც მიდის.
- გიყურებ და შენში "ვინდოუს შვიდს" ვხედავ. - ჩვენკენ ბრუნდება ნეკა და საკმაოდ სერიოზული გამომეტყველებით უყურებს ჩემს მეგობარს.
- რაა? - ვერ ხვდება თეკო. სიმართლე ვთქვათ, ვერც მე.
- გგონია, რომ თავში გამოსადეგი იდეები გაქვს მარა, ნწ. არაა ასე. ხოდა, ბევრი აღარ იფიქრო, კაი? მთლად "იქს პის" არ დაემსგავსო და არ გაქრე.
- ჩანს, ვინ როგორ ფიქრობს აქ. - თეკოს გაცხარებას ვამჩნევ, მაგრამ გოგო მაინც ცდილობს თავის გაკონტროლებას. - რახან კომპოუტერზე ანტივირუსის დაყენება იცი, იმას არ ნიშნავს, რომ ჭკვიანი ხარ. თითქმის ორი კვირაა ხელში ნაღმის პულტი გიჭირავთ და ჯერ აფეთქებული პრემიერი არავის უნახავს. - ხელებს შლის თეკო.
- ეს ჩვენი საქმე არაა და არც შენი, მწვანევ.
- ჩემიცაა და შენიც, თუ სამართლიანობის შეგრძნება გაქვს, რა თქმა უნდა, ცერა.
ნეკა ტუჩებს მუწავს.
- კარგით, მოიცადეთ. ანუ, რატომ ინტერნეტი არა? - ვეკითხები კოტეს.
- დაგვიჭერენ, ნინა. - ისეთი ტონით ამბობს ბიჭი, აშკარად გადაღეჭილი აქვს ეს ვარიანტი. - ხო, საქმის ბოლომდე მიყვანა მინდა, მაგრამ ჩვენს უსაფრთხოებას ვერ გავრისკავ.
- ანონიმურობას ვერ დაიცავ?
- ეგ არაა საკმარისი. სერვერის ადგილმდებარეობას დაადგენენ. ანუ საიდან აიტვირთება ინფორმაცია. ეს ადგილი ახლა ყველაზე უსაფრთხოა და ამას ვერ დავკარგავთ.
- შენ ხომ გაქვს ის აპარატი, გუშინ თეკოსთან რითიც დამარეკინე?
- ამაზე ვერ გაქაჩავს.
- რომც გაქაჩოს, აზრი? - ყავის ფინჯანს გვიდებს ნეკა მე და კოტეს. თვითონ მაგიდის მეორე მხარეს ჯდება და ხმაურით ხვრეპს ცხელ სითხეს.
- მადლობა. - ვამბობ და თეკოს ვავლებ თვალს. ბიჭის საქციელში გარკვეული გოგო ერთხანს უემოციოდ შეჰყურებს თეთრთმიანს, შემდეგ ხმაურით სწევს სკამს და ყავის გასაკეთებლად დგება.
- ჩასაფრებულები იქნებიან. - აგრძელებს ნეკა. - დაიდება თუ არა ინფორმაცია, ეგრევე წაშლიან.
- ვფიქრობ, მაინც უნდა ვცადოთ, როგორმე. იქნებ ვინმემ მოასწროს აღება და გავრცელება.
- კარგი. - მეუბნება კოტე, მაგრამ ვამჩნევ, მაინც ყოყმანობს. ცოტა მიკვირს, ასე მალე რომ იცვლის აზრს. - ვცადოთ.
- შენ ბიჭო გადაიწვი მგონი. - უკმაყოფილოდ ატრიალებს თვალებს მისი ძმა.
- გავალათ და გარედან ვცდით.
- აუ, ტყუილი სარბენია რაა... კაი, გავედით, ავტვირთეთ და ეგრევე დავახვიეთ. კაი, ვიღაცამ მოასწრო ვიდეოების ჩამოტვირთვა. გგონია ის ვიღაც რამეს იზამს?
- უნდა ვცადოთ. ეგეც და ნუცასთან დაკავშირებაც.
- ხო ეგ კიდე! ნუცასთან ბუს გავატანოთ წერილი. იპოვის.
- შენ თუ ასე იჯდები, რა თქმა უნდა, ბუს მეტი შანსი ექნება, მალფოი. - თვალებს ატრიალებს თეკო და ფინჯანში წყალს ასხამს.

***
სახლს საკმაოდ დიდი ეზო აქვს, მაგრამ იქ გასეირნებას ძმები არ გვირჩევენ. ესეც რომ არა, ეზო მზის გულზეა და მისი რემონტიც შუა გზაზეა მიტოვებული. პატარა ნიავსაც კი იქიდან მტვერი მოაქვს. აივნის ქვეშ ჩუმად ვსხედვართ მე და თეკო. გოგომ ბუნკერში რუბიკის კუბიკი იპოვა. დიდხანს ატრიალა, მაგრამ მალევე მოეშალა ნერვები და მე მომცა. ნახევარი საათია მის აწყობას ვცდილობ. ოთახის კარი ღიაა და შიგნიდან ძმების კამათის ხმა გამოდის, თუმცა სიტყვების გარჩევა ძნელია. მეზობელი სახლიდან ბავშვების ყურისწამღები ჟრიამულის ხმა ისმის. ალბათ წუწაობენ. ვიცი, რომ კოტე ნუცასთან შეხვედრის ძველ ადგილას აპირებს წასვლას, ნეკა კი უარზეა. ამბობს დღისით საშიშიაო. მეც ასე ვფიქრობ. დღისით გარჩევადობა მარტივია, ამიტომ შეიძლება საფრთხეში ჩაიგდოს თავი. თუმცა, სწორედ ამავე მიზეზის გამო, ღამეც არაა მისთვის ხელსაყრელი.
ჯანდაბა! მხოლოდ ერთ ზოლზეა არეული ფერები. არასოდეს ვყოფილვარ საამისოდ ჭკვიანი.
ხო, ჰაკერულ ამბებში დიდად ვერ ვერკვევი. იმაზე ცოტაც კი ვიცი, ვიდრე ზოგადად უნდა ვიცოდე, მაგრამ მათთვის ხომ თითქმის არაფერია შეუძლებელი? ნუთუ საერთოდ არ არსებობს უსაფრთხო გზა იმისთვის, რომ ეს ვიდეოჩანაწერები ხალხმა ნახოს? ნუცას ძებნაში დიდი დრო დაკარგეს და დაკარგავენ კიდეც. რომც შეძლონ მისი ნახვა, მოახერხებს კი ქალი ხელში ჩავარდნილი მასალის გამოყენებას? როგორ ჩაწერს გადაცემას? როგორ შეძლებს ვიდოების ტელეკომპანიამდე მიტანას? ის ხომ იმალება.
- გშია? - მესმის ნეკას ხმა. ბიჭი კარის ზღურბლზე დგას და სარწეველა სავარძელზე მოქანავე თეკოს დაჰყურებს. გოგო ცერა თითის ფრჩხილის კვნეტას წყვეტს და კომფორტულად თავსდება.
- კი, მშია. ახლა თქვენი წყალობით შიმშილობაც მომიწევს.
- არა უშავს. აქა-იქ მოგიხდება კიდეც. - ნიკაპს ისრესს ბიჭი და თეკოს შემფასებლურად ავლებს თვალს.
- სხვათა შორის, სულ არ ვფიქრობ იმაზე, თუ რა აზრის ხარ ჩემს წონაზე.
- მართალი ხარ. შენი გონება ახლა სულ სხვა რამეზე ფიქრითაა დაკავრბული. მაგალითად, თუ რა ნახე დილით სააბაზანოში.
- ნუ მახსენებ და საშუალება მომეცი ეგ კოშმარი მალე დავივიწყო.
- მგონია, რომ ხშირად დაგესიზმრება ამის შემდეგ კოშმარები.
- წასასვლელი არსად ხარ? შენ კიდევ მერე მოგხედავ. - მემუქრება გაღიზიანებული თეკო. დამალვის მცდელობის მიუხედავად, მაინც ამჩნევს, რომ მათ კამათზე მეცინება. რა გავაკეთო, რომ ორივე მართლა სასაცილოა. სანამ ის პასუხს მიიღებდეს, ოთახში უკანმოუხედავად შედის. ნეკას ოდნავშესამჩნევად ეღიმება და თვალს მიკრავს.
- შეეშვი ბიჭო, რა გჭირს. - ასევე ღიმილით საყვედურობს გარეთ გამოსული კოტე ძმას და ზურგჩანთის ელვას კრავს. შემდეგ თვალს ავლებს ჩემს ხელებს, რუბიკის კუბიკს უკითხავად მაცლის ხელიდან და აწყობას იწყებს. გაკვირვება მალევე მივლის და ვეკითხები:
- მაინც მიდიხარ?
- ხო. - მაჯაზე საათს დაჰყურებს. - სანამ იქ მივალ მოსაღამოვდება.
- და რას გარბიხარ. ბარემ დაიცადე, წესიერად დაღამდეს. - უკმაყოფილოდ ატრიალებს თვალებს ნეკა.
- შენც მოდიხარ. - მეუბნება. ყურადღებას არ აქცევს ძმის ნათქვამს.
- რატო? - ვცდილობ არ შევიმჩნიო, მაგრამ მისი გამომცდელი მზერა ცოტა არ იყოს, მაბნევს.
- რაღაცები საკუთარი თვალით უნდა ნახო.
- თუ რამე ისე ვერ წავა, ეგრევე დარეკე. - ამბობს ნეკა და ოთახში შედის.
- ხო, ცოტა სახიფათო იქნება, ამიტომ, თუ გეშინია, შეგიძლია დარჩე. - მეუბნება და აწყობილ კუბიკს ხელებში მიდებს.
- კი... უფრო სწორედ, არა... ხელს არ შეგიშლი?
- ასე რომ იყოს, არც შემოგთავაზებდი.
კუბიკს დავყურებ. ერთდროულად დაბნეული და გაოგნებული ვარ. სულ რამდენიმე წამი დასჭირდა მის ასაწყობად.

***
დაახლოებით საღამოს რვა საათი უნდა იყოს, კოტე თავის მოტოციკლს უკვე რამდენიმე წუთია აღმართზე მიაქროლებს. ამჯერად ორივეს გვახურავს ჩაფხუტი. ძალიან მხურვალე და შემაწუხებელია, თუმცა, მძღოლი ამბობს, რომ თავები დაზღვეული უნდა გვქონდეს. მისი ზურგჩანთაც ჩემს ზურგზეა. ნოუთბუქის გამო არც ისე მსუბუქია. ცხელი საღამოა და მხურვალე ქარი სხეულზე მჩხვლეტს. გუშინდელი ღამე მახსენდება და წარმოდგენაც არ მინდა, რომ შესაძლოა მსგავსი რამ განმეორდეს. ახლა გაცილებით სწრაფი ტრანსპორტი გვყავს, მაგრამ, იმის წარმოდგენა, რომ ვიღაც დასაჭერად, ან უარესი - მოსაკლავად მოგვდევს, არც ისე მარტივი და უშფოთველია. იმედი მაქვს, სახლში ცოტაოდენი პროგრესით დავბრუნდებით.
- მოვედით. - მესმის კოტეს მოგუდული ხმა. მოტოციკლს კორპუსებს შორის აჩერებს და ჩაფხუტს იხსნის. - ვერ დავტოვებთ, უნდა წავიღოთ.
თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ და მივყვები. ბიჭი ზურგჩანთას მართმევს და თვითონ იგდებს მხარზე. ფრთხილად მიაბიჯებს და გარემოს ყურადღებით ათვალიერებს. გზის მეორე მხარეს გადავდივართ და საკმაოდ უცნაურ ძველ კორპუსებს ვხედავ. რამდენიმე მრავალსართულიან ბინაზე ხიდია გადებული.
- აქ გავდივართ? - ვეკითხები კოტეს. ბიჭი თავს მიქნევს.
ხიდზე ასვლისას ინსტიქტურად დაბლა ვიხედები. კორპუსს რომ ვუახლოვდებით, ფანჯრებს ვითვლი. მეთერთმეტე სართულზე ვართ და ჩვენს ზემოთ კიდევ ოთხი სართულია.
- ვინმესთან მივდივათ? - ვერ ვისვენებ.
- არა. - ღიმილით მავლებს თვალს კოტე. ჩემი ცნობისმოყვარეობა აშკარაა.
პირველი კორპუსის გულში რომ გავდივართ, კოტე ჩერდება, ზურგჩანთას იხსნის, ჩაფხუტს ძირს დებს და ხიდზე ჯდება. დაბნეული დავყურებ და ის-ისაა ახლადგამომცხვარი შეკითხვა უნდა დავუსვა, რომ დაჯექიო, მანიშნებს ხელით მის გვერდი. აქეთ-იქით ვიხედები. არავინ ჩანს. აქ უცნაური სიწყნარეა. ბიჭის გვერდით ფეხმორთხმით ვჯდები. მიუხედავად იმისა, რონ ეს ქუჩა მიტოვებული ქალაქის ნაგლეჯს ჰგავს, აქედან ულამაზესი დაისი მოჩანს. მზეს ცეცხლი წაკიდებია და უამრავი ალი ატმისფრად გაშლილა ჩამუქებულ ნაცრისფერ ცაზე. გრილ სიოს საიდანღაც ნამცხვრის სასიამოვნო სურნელი მოაქვს.
- ხომ არ გეშინია? - მეკითხება კოტე და ნოუთბუქს კალთაში იდებს.
- ცოტა. - ვპასუხობ, მაგრამ მაშინვე ვხვდები, რომ არასწორად ვიგებ. - სიმაღლეზე ამბობ? არა, სიმაღლის არა.
- აბა რის? ნუ ღელავ, მალე წავალთ.
- ატვირთვას აპირებ?
- ხო. - ამბობს ბიჭი და ნოუთბუქზე მუშაობას იწყებს. - აქ რამდენიმე ვაი-ფაის იჭერს. ახლა ერთ-ერთს გავტეხავ და მასალის ასატვირთვად გამოვიყენებ.
- მივხვდი. - გაკვირვებული ვუყურებ. კოტეს ეცინება. - მაგრამ ნოუთბუქი? მას ხომ წავიღებთ? კვალს არ აიღებენ?
- არა, სანამ წავალთ გავასუფთავებ. ნუ ღელავ, უსაფრთხოა. - რამდენიმე ღილაკს აწვება და ეკრანს აკვირდება. - ესეც ასე! - ინტერნეტთან წვდომას აღნიშნავს ის. შემდეგ იუთუბზე შედის და ერთ-ერთი ვიდეოს ატვირთვას იწყებს. ვღელავ და მინდა-არ მინდა ხშირად ვათვალიერებ იქაურობას. მხოლოდ ფანჯრებს მიღმა ვხედავ ადამიანების სილუეტებს. - ნელი ინტერნეტია. - მოუთმენლად აკაკუნებს თითებს ნოუთბუქზე. ჯერ მხოლოდ რვა პროცენტზეა.
- ვაი-ფაის პატრონს პრობლემა არ შეექმნება?
- ცოტას კი ინერვიულებს, ჰალსტუხიანი ხალხი რო მიადგება, მარა გაირკვევა, რო გავტეხეთ. ასე, რომ... - მხრებს იჩეჩავს. - შეეშვებიან. იციან, ვისაც ეძებენ.
- დიდი ხანია ამას აკეთებ?
- ჰაკერობას გულისხმობ? - მიყურებს კოტე. ჩამავალი მზის შუქზე თმა და კანი ოქროსფრად უბზინავს. თვალები ისეთი გამჭვირვალე და კრიალა აქვს, ასე მგონია, სადაცაა ცრემლით აევსება. - ალბათ ჩემი ცხოვრების ნახევარია. ასე, ცამეტი წლიდან.
- და ეს მოგწონს?
- ეეს? დევნას თუ გულისხმობ, არა, ნინა. მე იმით ვარ კმაყოფილი, რაშიც ჩემს შესაძლებლობებს ვდებ. ამ სამყაროს საზღვრები არ აქვს და აქ კომფორტულად ვარ.
- მაგრამ, სახიფათოცაა.
- საფრთხე ყველგანაა. შემეძლო მზარეული ვყოფილიყავი და ცეცხლზე სახე დამეწვა. ამას მირჩევნია პრემიერმა მდიოს. დავიმალები მაინც და ფასთფუდს შევჭამ. - ეღიმება. მეც მეცინება.
- ჩემთვის ცოტა უცხო და უცნაურია.
- ყველასთვის ასეა. ჰაკერები უცხოპლანეტელები ჰგონიათ.
- არ ჰგავხართ. ნეკას არ ვგულისხმობს. - მახსენდება თეკომ, რომ მოიხსენია ბიჭი ამ მეტსახელით. - მართლა ასეთი უჟმურია თუ თავს გვაჩვენებს?
- დიდად ემოციური არასდროს ყოფილა. თითი რომ დაკარგა, დიდად ეგეც კი არ განუცდია. - ამბობს კოტე და პროცენტებს ამოწმებს. ოცდაორზეა. მინდა, ვკითხო, ეს როგორ მოხდა, მაგრამ მერიდება. თუმცა, ალბათ თავადაც ხვდება, რომ ინტერესი მიჩნდება. - ლაშქრობისას მოხდა. კუნძის ქვეშ მოყვა და ვერ გადაურჩინეს. რომ ჰკითხო, გიპასუხებს, დიდად მაინც არაფერში მადგებოდაო.
- უფროსი რომელი ხართ.
- მე, და ჩემი სიტყვა კანონია. - ხუმრობს კოტე. შემდეგ ჩანთას იღებს და შიგნით რაღაცას ეძებს. მალევე სნიკერსს მაწვდის. - ვჭამოთ, ვითომ ფეხებზე გვკ,იდია, რო შეიძლება გამოგვიჭირონ. - თვალს მიკრავს და შოკოლადს გემრიელად კბეჩს. მეც მას ვბაძავ. - "იმეიჯინ დრაგონსი" მოგწონს? - მეკითხება მოულოდნელად.
- რა იცი? - გაკვირვებული ვუყურებ.
- სააბაზანოში მღეროდი. - ეცინება.
- რა? სად? - ლუკმას არასწორად ვყლაპავ და თავს ძლივს ვიკავებ, რომ ხველება არ ამიტყდეს. სამაგიეროდ თვალები მიცრემლიანდება. კოტე გულიანად იწყებს სიცილს და ოდნავ გვერდით იწევა. მახსენდება ჩემი სოლო გამოსვლა დუშის ქვეშ და წარმოვიდგენ, როგორ ხალისობს ამაზე მეორე ოთახში მდგომი ბიჭი. ღმერთო! - რამდენ ხანს მისმენდი. - ვუყურებ დაბღვერილი, მაგრამ მის შემხედვარეს ღიმილი მაინც მეპარება.
- ცდუნებამ ამიყოლია. მაგიტო გავები.
- ხოდა მიიღე კიდეც მაგისთვის.
- არა, მე სხვა რამისთვის მივიღე.
- მთავარია, რომ მიიღე. - ენას ვუყოფ და სნიკერსის ჭამას ვაგრძელებ.
- ყველას ცხოვრებაში ხდება ერთხელ მაინც დაუმსახურებელი მტკივნეული ფაქტი. - მხრებს იჩეჩავს. - მეც მომწონს.
- "იმეიჯინ დრაგონსი"?
- ხო. იცი, რომ ივლისში ბათუმში ჩამოდის?
- ხო, ვიცი. - ვამბობ დანანებით. მახსენდება ჩემი და თეკოს საზაფხულო გეგმები ზღვაზე დასვენებას რომ ეხებოდა. ახლა ეს იდეა ძალიან არარეალური მგონია და გული მწყდება. - მაგარი იქნებოდა მათ კონცერტზე.
- იქნებოდა? რატომ? უნდა წახვიდე. ვინ იცის, ეგ შანსი მეორედ როდის მოგეცემა.
- მე და ბილეთის ფასს საერთო ინტერესები არ აღმოგვაჩნდა და შეხვედრისთანავე დავშორდით.
- გასაგებია. - ამბობს კოტე და საკმაოდ დიდხანს ჩერდება მისი მზერა ჩემზე. მე თვალს ვარიდებ და ნოუთბუქის ეკრანს ვუყურებ. პროცენტები სამოცდაშვიდზეა. რაც უფრო ზემოთ მიიწევს ათვლა, მით უფრო გამალებით აგრძელებს ჩემი გული ძგერას. ასე მგონია, ძალიან ნელა გვიახლოვდება ქარიშხალი. - რატომ წამოხვედი? - მეკითხება ის.
- თავად დამპატიჟე. - მხრებს ვიჩეჩავ.
- ხო, მაგრამ ყოყმანობდი და ცოტაც გეშინოდა.
- კი... მაგრამ არც ისეთი კურდღელი ვარ... - გაცინებას ვცდილობ, მაგრამ მისი დაკვირვებული მზერა სულ მთლად მაბნევს.
- კურდღელი საკმაოდ საშიშია. სათანადოდ ვერ აფასებ. - წარბებს ზემოთ სწევს კოტე.
- ხო-და მით უმეტეს. იქნებ მეც გამოვაჩინო ჩემი ბნელი და საზარელი მხარე.
- შემზარავი ხო?
- შემაძრწუნებელი.
- საშიში ნინა! - თავს აქნევს კოტე და ეცინება.
- ძალიან საშიში. - ვუდასტურებ.
- ბირთვული იარაღი.
- გრაფი დრაკულა.
- რემბო!
- ჩაკ ნორისი.
- და ძალიან ლამაზიც...
- ძალიან... - ვიმეორებ და მოგვიანებით ვაანალიზებ მის სიტყვებს. სიცილი სახეზე მეყინება და სხეულზე ჟრუანტელი მივლის. საშინლად უხერხული სიჩუმე ტრიალებს ჩვენს შორის. მინდა პასუხი გავცე, რაღაც მაინც ვუთხრა, მაგრამ სიტყვებს თავს ვერ ვუბამ. კოტეს ნელ-ნელა ეშმაკური ღიმილი ეფინება სახეზე და სიტუაცია ცოტა განმუხტულს ემსგავსება. მეც მას ვბაძავ. ხელში შერჩენილ ბოლო ლუკმა შოკოლადს პირში ვიგდებ და მონდომებით ვღეჭავ. ბიჭს თვალს ვარიდებ და ვცდილობ, მის მოშტერებას ყურადღება არ მივაქციო.
- შეხედე! - თითს ვადებ ნოუთბუქის ეკრანს. პროცენტები უკვე ოთხმოცდათექვსმეტზეა. კოტეს მზერა მასზე გადააქვს და წელში სწორდება. ერთად მივჩერებივართ ათვლას. 98, 99, 100. ვიდეოს ატვირთვა დასრულებულია.
- კარგად უყურე. - მეუბნება კოტე და იუთუბზე სხვა გვერდს ხსნის, სადაც ახლადატვირთული ფაილი ჩანს. - უბრალოდ დაითვალე.
რამდენიმე წამი ვიდეოს მივჩერებივარ. კოტე გვერდს ხშირ-ხშირად ანახლებს. ნახევარი წუთიც არ არის გასული, რომ უკანასკნელ განახლებაზე ფაილი ბუნდოვანი ხდება. ვიდეოს ჯერ აწერია, რომ დაბლოკილია. მომდევნო განახლებაზე კი მის ნაცვლად სიცარიელე გვხვდება.
- აბრაკადაბრა! - მიყურებს ბიჭი.
- ნაბიჭ,ვრები! - მცდება გაღიზიანებულს. დაუჯერებელია, რომ ეს ყველაფერი ასე სწრაფად ხდება.
- ახლა ხომ ხვდები, რომ აზრი არ აქვს ამას. - კოტე ისევ ნოუთბუქს უბრუნდება და სწრაფად ასრულებს რამდენიმე ოპერაციას. ამბობდა კომპიუტერს გავასუფთავებო. სავარაუდოდ ამას აკეთებს.
- როგორ ფიქრობ, ვინმე მოასწრებდა მის ნახვას? - ვეკითხები და მასთან ერთად ვდგები. ბიჭი ნოუთბუქს კეცავს და ჩანთაში დებს.
- შეიძლება რამდენიმე ერთეულმა ადამიანმა ნახა, მარა ეგ არაფერს ნიშნავს. - სწრაფად იწყებს ხიდზე გადასვლას. მეც უკან მივყვები.
- რანაირად არ ნიშნავს. ადამიანები ნახავენ...
- მერედა რა? ერთი ჩვეულებრივი ჭორი იქნება მტკიცებულების გარეშე, და ბატონი ალექსანდრე ამაზე სიცილით გასკდება. მტკიცებულება კი ნახე, როგორ აორთქლდა შენს თვალწინ.
- იქნებ ჩამოტვირთეს კიდეც?..
- ხოდა ძალიანაც ცუდი. ყველას იპოვიან და აიყვანენ. ჭკვიანი ამას არ იზამდა. მარა მაინც არ მგონია.
- რატო? - მის ნაბიჯებს ძლივს ვეწევი.
- ვიდეოს ხანგრძლივობა დიდია. სანამ ვინმე გაიაზრებდა რა იყო და მის ჩამოტვირთვას გადაწყვეტდა, აიღებდნენ. ჩაფხუტი დაიფარე. - მეუბნება და თავადაც ამას აკეთებს.
გზაზე გადავდივართ და ის-ისაა მოტოციკლს ვუახლოვდებით, რომ კოტე კორპუსში შედის. ვერ ვხვდები, რას აკეთებს, მაგრამ უკითხავად მივყვები. მესამე სართულის კიბეზე ვჩერდებით და კედელში ჩადგმული გისოსებიდან ვიხედებით. აქედან კარგად ჩანს ხიდი.
- პრემიერის ხალხი მოვა.
- ვნახავთ, ვინც მოვა. - ისე ამბობს, რომ ხიდს თვალს არ აშორებს.
დაახლოებით ხუთი წუთი გადის. კიბეებზე რამდენიმე ადამიანი გვივლის გვერდს. არ მომწონს აქ რომ ვჩერდებით. გარეთ უკვე ღამეა და ლამპიონების მკრთალი შუქი დიდად ვერ ანათებს ქუჩას. ვხვდები, აქ იმიტომ ვართ, რომ კოტემ თავისი სიტყვების სიმართლეში დამარწმუნოს. უკვე მჯერა და აღარც მოცდა მინდა. მით უმეტეს, რომ ნუცასთან შეხვედრის ადგილის მოსანახულებლადაც ვაპირებთ წასვლას.
- კოტე, იქნებ წავიდეთ...
- ცოტა ხანიც.
- ვიცი, რომ მოვლენ, ნუღარ გავჩერდებით...
- შეხედე, შეხედე! - მაწყვეტინებს. და სანამ გავიხედებოდე, თვალს ლურჯ-წითელი ფარების ციმციმი ხვდება. ხიდთან ფრთხილად ჩერდება საპატრულო მანქანა.
- არაა?! ჯანდაბა! - გაოგნებული ვუყურებ პატრულის ორ თანამშრომელს, რომელიც ზანტად გადმოდის მანქანიდან. ერთ-ერთი მობილურზე საუბრობს. ჯერ შორიდან ათვალიერებენ ტერიტორიას, შემდეგ კი ქამარში ჩადებულ იარაღზე ხელჩავლებულები ნელა ადიან ხიდზე. პირველს ფანარი უკავია.
- ესეც შენი ერთგული პოლიცია. ახლა დავახვიეთ. - კოტე ხელს მკიდებს და კიბეზე სწრაფად ჩავდივართ.
- გამოდის საერთოდ უიმედოდ ვართ?
- ერთადერთი, ვინც ახლა უიმედოდაა - პრემიერია. ჩვენ რამეს მოვიფიქრებთ.
ზურგჩანთას ისევ მე ვიკიდებ. კოტე კედელსამოფარებული იხედება ხიდისკენ. პოლიციელები მანქანაში სხსებიან და მანქანა თითქმის დაგორებით მიყავთ. ალბათ იქიდან ადევნებენ თვალს ქუჩას. მოტოზე ვსხდებით. ნელა გავდივართ გზისკენ, ამჯერად ჩიხიდან. ისე არა, როგორც შემოვედით. ის-ისაა მთავარი გზის შუქი მოტოციკლს ეცემა, რომ მოულოდნელად წინ მამაკაცს ვაწყდებით. შავი ტანსაცმელი აცვია და მზვერავის გამომეტყველება აქვს. უკან კიდევ ერთი, თითქმის მისნაირი კაცი დგას და კიდევ ერთი იქვე გაჩერებული ჩაბურულშუშებიანი მანქანიდან გადმოდის. ორი წამით თითქოს დრო იყინება. ყველა ვშეშდებით. ვგრძნობ, როგორ ეძაბება ბიჭს სხეული. მის წელზე შემოხვეულ ხელებს ინსტიქტურად უფრო ძლიერად ვუჭერ.
- კოტე... - ვჩურჩულებ სუნთქვაშეკრული.
- მაგრად მომეჭიდე. - ამბობს და ისეთი სისწრაფით ძრავს მოტოციკლს, რომ ჩვენ წინ მდგარი მამაკაცი ძლივს ასწრებს გონზე მოსვლას. ვბრუნდებით და კვლავ სიბნელეში ვუჩინარდებით. მანამდე ვხედავ, როგორ გვიმიზნებს იარაღს ერთ-ერთი, მაგრამ ალბათ არ გვესვრის, რადგან ხმას ვერ ვიგებ.
- ფუ, შენი! - ღმუის ბიჭი და აქსელერატორიდან ცალ ხელს უშვებს. მოტო კონტროლს კარგავს და ერთი წამით ვფიქრობ, რომ ამოვყირავდებით.
- კოტე! - ვყვირი და თვალებს ვხუჭავ.
- თქვენი დედაც! მანქანაში! - აღწევს ჩვენამდე მათი ღრიალი, მაგრამ ვეღარ ვხედავთ. ბიჭი მალევე იჭერს მოტოციკლს და მაღალი სიჩქარით მიჰყავს.

***
ვიწრო და არც ისე თავისუფალ ქუჩებზე, როგორც შეუძლია, სწრაფად მიაქროლებსს მოტოციკლს კოტე. გამუდმებით უკან ვიხედები, მაგრამ ჩაფხუტი ხელს მიშლის ზუსტად დავინახო, რა ხდება იქ. ბიჭს ძლიერად ვეჭიდები. სხეული ისე მაქვს დაძაბული, ასე მგონია, სადაცაა გავქვავდები. თავში გამუდმებით ის აზრი მიტრიალებს, რომ ვიდეოს ატვირთვა ცუდი იდეა იყო. და, რომ ეს ჩემი ბრალია. ღმერთო, გთხოვ, ოღონდ ახლა ყველაფერი კარგად დამთავრდეს და გეფიცები, კუთხეში მივეგდები და სამუდამოდ დავმუნჯდები.
საიდანღაც პოლიციის სირენების ხმა გვესმის. კოტე ერთი წამით უკან იხედება. მეც, მაგრამ არაფერი ჩანს. მანქანის ლურჯ-წითელ განათებებს ვერც ერთი მხრიდან ვერ ვამჩნევ.
- კარგად ხარ? - ყვირილით მეკითხება კოტე.
- ხო, შენ?
ბიჭი არ მპასუხობს და წინ მიმავალ მანქანას უსწრებს. მოულოდნელად პარალელური ქუჩიდან საეჭვო სიჩქარიდ მანქანა უხვევს და რომ არა კოტეს სისხარტე, აუცილებლად შეგვასკდება. ისინი არიან. ჯანდაბა! ხელებს უფრო მჭიდროდ ვხვევ და ზურგზე მთელი ძალით ვეკრობი. მანქანა გვიახლოვდება. ვხედავ მათ სახეებს და შეშინებულს გულის რევის შეგრძნება მიჩნდება. თითები მიოფლიანდება და იმის წარმოდგენაც არ მინდა, რომ გამისხლტება. უცბად, მძღოლის გვერდით მჯდარი მამაკაცი ფანჯრიდან იარაღს ჰყოფს.
- კოტე! - ვყვირი გიჟივით მისი დანახვისას. ბიჭი მაშინვე მკვეთრად უხვევს და მთავარი გზიდან გადადის. მოტოციკლი გვერდით იხრება და ასე მგონი, გადმოვვარდები. - ღმერთო, ღმერთო, ფრთხილაად!
ბიჭი უკან იხედება. მანქანა ჩვენსკენ უხვევს. ისევ მოგვყვებიან. ცოტა მოშორებით არიან, მაგრამ მაინც გვხედავენ. სივიწროვე გვჭირდება. ახლა მხოლოდ ჩიხები გადაგვარჩენენ. ქუჩები ხელს არ გვიწყობენ. სწრაფად სიარული შეუძლებელია. ვერც ისე ივლი, რომ ყურადღება არ მიიქციო. მათ იციან, რომ ორნი ვართ, რომ ლურჯი მოტოციკლეტით ვმოძრაობთ. ჩემი ყვითელი მაისური ნეონივით შესამჩნევია.
ქუჩას ისევ ვიცვლით. აქაურობა ზედმეტად წყნარი და მოშიშვლებულია. ალბათ მთელს უბანში ისმის მოტოციკლის ხმა. ხალხი დიდად არ მოძრაობს, მაგრამ ვინც გვხვდება, ყველა მშინვე გზიდან გადადის. ბავშვები აღფრთოვანებული ყვირილით გვაყოლებენ თვალებს.
მოულოდნელად წინ რაღაც უზარმაზარს ვხედავ და მალევე ვხვდები, რომ ეს სატვირთოა, რომელიც უხვევს, ან სწორად გაჩერებას ცდილობს. ყოველ შემთხვევაში უშნოდაა გაჩხერილი და გზას გვიღობავს.
- კოტე. - ვეძახი ბიჭს, თუმცა დარწმუნებული ვარ ამას ჩემზე ადრე ამჩნევს და უკვე გამოსავლის ძიებაშია. - სხვა გზა არის? - ვეკითხები და უკან ვიხედები. ვხედავ მათ. ცოტაც და ჩვენთან ძალიან ახლოს იქნებიან.
- არის, ნუ გეშინია! - ყვირის ის და სვლას ანელებს. ვხედავ, რომ გზა, რომელსაც ის გულისხმობს, სატვირთოს წინა ნაწილს აქვს დაკავებული. მანქანა უკუსვლით მიდის და ჩვენთვის საჭირო მოსახვევი ძალიან ნელა თავისუფლდება.
- მანდ ვერ გავალთ! - ისევ ვყვირი. ბიჭი ხმას არ მცემს. პრემიერის მანქანა გვიახლოვდება. იმდენად ახლოს არიან, რომ მძღოლის და მის გვერდით მჯდომის ბოროტად მომღიმარ სახეებს ვამჩნევ. ჯანდაბა, ჯანდაბა! კოტე ისევ წინ მიიწევს, არაფრით ჩერდება. ღმერთო, ასე ხომ შევასკდებით? - კოტე! - ვყვირი შეშინებული და ის-ისაა თვალების დახუჭვას ვაპირებ, რომ სატვირთოს ცხვირს ვხედავ. კოტე სვლას სულმთლად ანელებს და მოსახვევში, ჩვენთვის საკმარისად გათავისუფლებულ ადგილას ძვრება. ჩვენს უკან კი მანქანა ჩერდება და წასვლამდე მესმის, როგორ აგინებს პრემიერის კაცი, სატვირთოს მძღოლს. კოტე ყვირის და გულიანად ხარხარებს. სიჩქარეს ისევ უმატებს და გზას აგრძელებს. მეც მინდა, მისი სიხარული გავიზიარო, მაგრამ ვიცი, რომ ეს დიდხანს არ გაგრძელდება. ასეც ხდება. სანამ ისევ შევუხვევდეთ, უკან ვიხედები და ვხედავ, რომ გზა თავისუფლდება და მანქანა ჩიხიდან გამოდის.
- მოგვყვებიან. - ვეუბნები კოტეს. ბიჭი ისევ უხვევს ქუჩიდან და ამჯერად მთავარ გზაზე გადის. როგორც ჩანს, ჩემსავით არ ფიქრობს, რომ ახლა მხოლოდ ვიწრო და ბნელი ადგილები გვჭირდება გადასაადგილებლად. თუმცა, რა თქმა უნდა! აქ გადატვირთულია მოძრაობა. კოტე საცობში ნელა, მაგრამ უსაფრთხოდ მიძვრება. მდევრებიც გამოდიან მთავარ გზაზე, თუმცა, საცობში ხვდებიან და ჩამოგვრჩებიან. ახლა ნამდვილად მეფინება სახეზე გადარჩენის ღიმილი. კოტე შუქნიშანზეც ბოლო წამს ასწრებს გავლას და ისევ გადადის ხმაურიანი ქუჩიდან მშვიდ უბანზე.
- როგორ ხარ? - მეძახის ის.
- კურდღლის კვალობაზე არამიშავს.
მისი სიცილი მესმის. ვოხრავ და სხეულს ოდნავ მოდუნების საშუალებას ვაძლევ.

***
კოტე მოტოციკლს რაღაც შენობის უკან აჩერებს. აქ ერთადერთი ლამპიონია, რომელიც თავის თავს ძლივს ანათებს. თავიდან მგონია, რომ შენობა მიტოვებულია, მაგრამ მერე რამდენიმე ფანჯარაში სუსტ განათებას ვამჩენვ. ცოტა ხნით უძრავად ვდგავართ. შემდეგ ბიჭი მეუბნება, რომ ჩავიდე. გადმოვდივარ და თვალს ვადევნებ. მოტოციკლი მოსაცდელის მსგავსი ნაგებობის უკან მიჰყავს და აწვენს. ჩაფხუტებსაც ზედ აწყობს. ნარჩენების გროვას ათვალიერებს, იქ ტენტს პოულობს და მოტოციკლს ზედ აფარებს. როგორც ჩანს, დღეს სახლში ვერ მივალთ.
- ესეც ასე. - მიახლოვდება. თითები მეორე ხელის მკლავზე მიუკვრია და ჩემს ყურადღებას იქცევს. ახლაღა ვამჩნევ, რომ მკლავი ერთიანად სისხლიანი აქვს.
- ღმერთო, ეს რა არის, რა დაგემართა? - მის ხელს ვიჭერ გაოგნებული.
- ნაკაწრია, ნუ გეშინია. მეუბნება და უკან მიდის. - წამოდი, იქით ონკანია, ხელს მოვიბან.
მივყვები.
- ტყვიისგან გაქვს? - ვეკითხები ხმაჩავარდნილი.
- ხო.
- როდის ისროლეს... ვერაფერი გავიგე... ან რანაირად... - ენა მებმება.
- ვერც გაიგებდი, ხმის ჩამხშობი ეკეთა იარაღს.
- ღმერთო!
- კაი, არაფერია. შევიხვევ.
- მეგონა, ტყვია მოგხვდა.
- იღბლიანი ვარ. - ეღიმება. ონკანთან იხრება. ჯერ ხელს იბანს, მერე სახეს და ბოლოს საკმაოდ ბევრ წყალს სვამს. შემდეგ მეორე მაჯიდან ბენდენას იხსნის.
- მომეცი, დაგეხმარები. - ვთავაზობ. ბიჭი მიწვდის. - აქ მოგვიწევს ღამით დარჩენა?
- სხვა გზა არ გვაქვს. საშიშია მოძრაობა. ხო დაინახე, ახლა პოლიციასაც უნდა ვერიდოთ. ყველა პატრულის მანქანა ჩვენს მხარეს არ იქნება. დამნაშავეები ვართ.
- რა უსამართლობაა. - ორად შემოხვეულ ბენდენას კვანძს ვუკეთებ.
- მადლობა. წავიდეთ.
- შიგნით? ეს რა შენობაა?
- ადრე სამკერვალო იყო. ახლა ლტოლვილების რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს.
- ვინმეს იცნობ?
- არა, ბევრი მიტოვებული ოთახია. - კოტე ჩანთას მართმევს და იქიდან ფანარს იღებს. ერთი წამით ყოვნდება, თითქოს რაღაც გაახსენდაო, შემდეგ ისევ გზას აგრძელებს. მეორე სართულზე ერთ-ერთ ოთახში შევდივართ. კარი ღიაა. ფანჯრებს შუშები არ აქვს. იატაკი აყრილია. კედლებზე არაფერია. ერთადერთი გრძელი დივანი დგას, რომლის შუა ნაწილიდანაც ზამბარას ამოუყვია თავი. საშინელი სუნია. კოტე პირდაპირ დივანისკენ მიდის და არც კი იხედება ზედ, მოწყვეტით ჯდება.
- აქ ადრეც ყოფილხარ? - ფრთხილად მივაბიჯებ მისკენ. ფანარს თვალებში მანათებს. ხელებს ვიფარებ.
- ხო, მეგობარი ცხოვრობდა.
- ახლა სადაა?
- ციხეში.
ერთი წამით ვცბები და ნაბიჯს ვაყოვნებ. შემდეგ მის გვერდით ვჯდები. ჩვენს შორის ამოჩრილ ზამბარას ვერიდები. ფანჯრიდან სავსე მთვარე ჩანს.
- ისიც ჰაკერია? - ცალ ფეხს ვიკეცავ და მისკენ ვბრუნდები.
- ხო.
- და ციხეში ამის გამოა?
- ხო. - ოხრავს კოტე. ჯობია შევწყვიტო შეკითხვების დასმა მის მეგობარზე. ეს არც ჩემი საქმეა და არც აქვს ახლა რამე მნიშვბელობა.
- ბოდიში. ამდენ შეკითხვას არ უნდა გისვამდე. - უხერხულად ვიშმუშნები.
- არა, მესმის შენი ინტერესის. - ბიჭი ფანარს აქრობს და ირგვლივ უკუნი სიბნელე ისადგურებს. - დარქნეტზე გსმენია?
- არა.
- ეს ინტერნეტია ინტერნეტში, მაგრამ ყველასთვის ხელმისაწვდომი არაა. ძირითადად ჰაკერებისთვისაა და კიდევ მათთვის, ვისაც უკანონო საქმის კეთება უნდა. მანდ კარგადაა დაცული ანონიმურობა. შავი ბაზარია. ნებისმიერ რამეს იყიდი, დაუკვეთავ, იტყვი ისე, რომ აზრზე არ იქნება არავინ, ვინ ხარ. ხოდა, მანდედან დაუკავშირდა ვიღაც ტიპი და ბანკის სათაო ოფისის ქსელის გატეხვა დაუკვეთა. ამას მანამდე პირობითი სასჯელი ჰქონდა წვრილმან ხულიგნობაზე ხოდა, რო ჩაავლეს ვეღარ გამოძვრა.
- ძალიან სახიფათოა შენი პროფესია.
- როდის, როგორ...
- შენ? არასდროს არავის გამოუჭერიხარ?
- ხო, ერთხელ. - ეცინება. - ჩვიდმეტის ვიყავი. მეგობარმა გამოცდის პასუხების მოპარვა მთხოვა უნივერსიტეტის კომპიუტერიდან. ფიშინგით ვცადე, მარა კარგი დაცვა ჰქონდა კომპიუტერს, არ ველოდი. ხოდა გამაბეს.
- ფიშინგი რაღაა.
- სპეციალურად დაპროგრამებულ ლინკს უგზავნი იმ ადამიანს, ვისი პირადი მონაცემების მიღებაც გინდა. ლინკზე თუ გადავიდა, წვდომას ამყარებ და მის კომპიუტერს მართავ.
- მერე რა მოხდა?
- გმირთა მოედანს ვასუთავებდი ერთი თვე.
- მხოლოდ ერთი თვე? - მიკვირს.
- ჭკვიანი, დამჯერი და სიმპატიური ვიყავი. - მეცინება მის ეშმაკურ ხმის ტემბრზე.
- ნეკა?
- ის სუფთაა.
- ხელი გტკივა?
- ვუძლებ.
რამდენიმე წუთი ჩაუმად ვართ. გარედან იშვიათად თუ შემოაღწევს უმნიშვნელო ხმაური. ძირითადად აქ მაცხოვრებლებისგან გამოდის სუსტი ხმები.
ემოციებისგან ჯერ ისევ აჩქარებული მაქვს პულსი, მაგრამ თავს ძალას ვატან, რომ დავმშვიდდე. აქ ახლა ალბათ არაფერი გვემუქრება. სხვა შემთხვევაში, კოტე არ გაჩერდებოდა. ძმები ქალაქს კარგად იცნობენ. იციან სად და როგორ გადაადგილდნენ. სახლში მესმოდა, როგორ განიხილავდნენ ადგილებს, სადაც მსგავს სიტუაციაში თავის შეფარებას შეძლებდნენ.
ცუდია, რომ პრემიერია ის, ვინც კვალში უდგას მათ. ასეთი გავლენიანი ადამიანის წინააღმდეგ წასვლა, ფაქტობრივად სიკვდილის ტოლფასია. ყველა მის მხარესაა. კეთილ საქმეებს მისი ბნელი მხარის დაფარვა მარტივად შეუძლია. მით უმეტეს, რომ ხელში უჭირავს პოლიცია და ალბათ მედიაც. მაგრამ სამართალიც ხომ არსებობს? ის სამართალი, რომლითაც მის დასჯას აპირებენ.
- ჩემი ბრალია. - ვეუბნები კოტეს და უხერხულად ვიშმუშნები.
- ამაზე უარესებიც მომხდარა. - უდარდელი ხმა აქვს.
- როგორ მანუგეშე...
- ახლა თავის დადანაშაულება არ დაიწყო. მართლა. მით უმეტეს, რომ სერიოზული არაფერი ყოფილა.
- შენ დაგჭრეს. გესროლეს.
- რა დამჭრეს, კაი რაა! - ეცინება. - ნაკაწრია. ნაკერიც არ უნდა, მალე შეხორცდება.
- იმას ვამბობ, რომ ჩემი დაჟინების გამო მოხდა...
- ნინა, კარგი. მოვრჩეთ ამაზე ლაპარაკს. მე რომ შენთვის მობილური არ დამეტოვებინა, არაფერი იქნებოდა. ნუცას რომ არ დავექირავებინე, ხომ საერთოდ...
- კარგი. - თავს ვუქნევ, მაგრამ მერე მახსენდება, რომ ვერ მხედავს. - ნუცასთან შეხვედრის ადგილას ვეღარ წავალთ?
- დღეს ვერა. ის ბინები ვიდეოს ასატვირთად იმიტომ ავარჩიე, რომ ის ადგილიც იქვე იყო ახლოს, მარა...
- აქედან როგორ წავალთ?
- დილით ტაქსს გავაჩერებთ. პიკის საათის დროს უნდა ვიმოძრაოთ. ჩვენთვის ახლა კერძო ტაქსი ყველაზე უსაფრთხოა.
- მოტოციკლს აქ ტოვებ? რო იპოვონ და პოლიციაში დარეკონ?
- აქ ერთი მოხუცია. დილით ადრე ბოთლების შესაგროვებლად გადის ხოლმე. ვთხოვ, რომ რამდენიმე საათით მიხედოს. ცოტასაც წავახალისებ.
- სახლში რომ არ მივალთ, ინერვიულებენ.
- სანერვიულო ის უფროა, ისინი რომ მარტონი არიან. - ორივეს გვეცინება. წარმოვიდგენ ნერვიულიბისგან ლაპარაკად ქცეულ თეკოს და ნეკა მთელი გულით მეცოდება. გამორიცხული არაა, რომ ბიჭი ჭკუიდან შეშალოს. - არ მგონია, მაგრამ მაინც ვცდი. თუ ვაიფაის დავიჭერ. გავაგებინებ რომ ცოცხლები ვართ. - კოტე ნოუთბუქს იღებს ჩანთიდან, მაგრამ უშედეგოდ. ინტერნეტი არაა.
მერე ისევ ჩუმად ვართ. დივანის საზურგეს თავს ვადებ და თვალებს ვხუჭავ. გონებაში გამოვლილ წუთებს ვატრიალებ და კოტეს ნათქვამი კომპლიმენტი მახსენდება. უკუნი სიბნელის გამო თავს არ ვიზღუდავ და თამამად ვიღიმი. მისკენ ვიხედები. ჩუმად და უძრავად ზის. შეიძლება სძინავს კიდეც. მიზეზზე ვიწყებ ფიქრს, თუ რატომ ფიქრობს, რომ ლამაზი ვარ... მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? თუნდაც ეს ჩემს დასამშვიდებლად ან ყურადღების სხვა რამეზე გადასატანად ეთქვა. მთავარია თქვა. ღმერთო, რა სულელი ხარ, ნინა! კარგი, აღიარე, რომ ძალიან მაგარი ტიპია და შეირგე ყველაზე რომანტიული და სახიფათო დაისი ქალაქის მიყრუებულ უბანში. შეირგე, მაგრამ არ მისცე ნება, მოგადუნოს.
- ბარში მუშაობა მოგწონს? - მოულოდნელად მეკითხება კოტე და შეცბუნებული ვიხედები მისკენ. ალბათ ერთი საათი მაინცაა გასული, რაც ჩუმადაა.
- მეგონა გეძინა. გული გამიხეთქე. - ვოხრავ. მისი ჩაცინება მესმის. - ზოგადად მუშაობა მომწონს. არ აქვს მნიშვნელიბა - სად. მთავარია სამუშაო საათებში იარაღიანი ტიპები არ მომსდევდნენ.
- დარწმუნებული ვარ, ბევრი გოგო ოცნებობს მძაფრ შეგრძნებებზე.
- შეიძლება. რამდენიმე დღის უკან, მეც ვუჩიოდი უადრენალინობას. ახლა საკმარისზე მეტი მაქვს. უი, მართლა, მადლობის თქმა დამავიწყდა.
- ცინიკოსი ნინა. - ამბობს ბიჭი და ფანარს თვალებში მანათებს.
- რამდენჯერ უნდა გააკეთო ეს! დავბრმავდი! - მეცინება და სინათლის დასახშობად ხელებს წინ ვიწვდენ. ის კი მაშინვე აქრობს.
- მადლობა საჭირო არაა. ან კაი, მერე მითხარი.
- როდის მერე? - გულიანად ვიწყებ სიცილს.
- ყველაფერი რომ კარგად დამთავრდება.
- ასე გგონია?
- რა თქმა უნდა. ცუდი დასასრულებისთვის არ დავბადებულვარ. - ახლა თვითონ ინათებს სახეზე ფანარს თავისი კატეგორიული გამომეტყველების საჩვენებლად და მერე ისევ აქრობს.
- ახლა თეკოს გავდი. საკმაოდ დარწმუნებულს საკუთარ თავში.
- ასეცაა. დღეს შეიძლება პრემიერმა გაისროლა, მაგრამ ააცილა. ხვალ ჩვენ გავისვრით და მიზანში მოვარტყამთ.
- შენი ოპტიმიზიმი იმედისმომცემია.
- უფრო ჩემი შესაძლებლობები. - ტრაბახი იგრძნობა მის ხმაში და მეცინება.
- ეგ კიდევ უფრო.
- დაძინებას შეძლებ? - ისევ ფანარს ანთებს. ამჯერად ისე, რომ ერთმანეთი დავინახოთ.
- შევძლებ, თუ შენ შეძლებ. - კოტეს ოდნავშესამჩნევად ეღიმება. - ხელი როგორ გაქვს?
- არის თავისთვის.
- ტკივილმა ხომ არ მოგიმატა?
- დაძინებაში ხელს არ შემიშლის. - თვალს მიკრავს და ფანარს აქრობს. - არ შეგეშინდეს. - ამბობს და დივანზე იშმუშნება. ალბათ ძილისთვის კომფორტულად თავსდება.

***
რაღაც ფაფუკის შეხებას გამოვყავარ ძილიდან და თვალებს ვახელ თუ არა, ჩემს მკლავზე დიდი შავი კატა აწყობს თათებს და ისე კნავის, თითქოს უკვე დიდი ხანია გეგმავს ჩემს შეშინებას. გამოსდის კიდეც. დამფრთხალი ვყვირი და დივანიდან ვხტები.
- კატა! - ვსაყვედურობ და ვოხრავ. - გული გამიხეთქე. - ფისო კნავის და უკანა ფეხებზე ჯდება. ოთახს ვათვალიერებ. კოტე აქ არაა. ფანჯარასთან მივდივარ და ეზოში ვხედავ ვიღაცასთან მოსაუბრეს. ეს ალბათ ის მოხუცი კაცია, გუშინ რომ ამბობდა. აღარც მოტოა დამალული და მოიცა! ის ახლა შავია. რანაირად? აა, რა თქმა უნდა. ნუცასთვის შეტყობინების დასატოვებლად, კოტეს სპრეის საღებავი ჰქონდა წამოღებული. ვბრუნდები და ისევ დივანზე ვჯდები. კატა ჩემგან ზურგით წევს და თავი მოუბრუნებია. პირდაპირ თვალებში მიყურებს. ყელზე წვრილად დაწნული საყელური აბია. როგორც ჩანს, უპატრონო არაა.
- ჰმ, რა იყო? - ვეკითხები. - ნაწყენი ხარ? - ფისო კუდს ფრთხილად აქანავებს. - ტყუილად ირჯები, თუ გგონია, რომ თავს დამნაშავედ მაგრძნობინებ. მე უფრო შემეშინდა.
ნეტა ახლა რას ვიზამთ? კოტემ მოტო რახან შეღება, გამოდის აქ აღარ დავტოვებთ? მაგრამ ნომერი? შეიძლება მოხსნას კიდეც. მისგან არაფერია გამორიცხული. თუმცა, უნომრო ტრანსპორტი უფრო მიიქცევს ყურადღებას. ღმერთო, ნეტავ სახლში მშვიდობით მივიდოდეთ. მახსენდება, როგორ გვიმიზნებდნენ იარაღს და ტანზე ეკალი მაყრის. შუა ქუჩაში, ადამიანების თვალწინ, როგორ რისკავენ ვიღაცის მოკვლას? ამას როგორ გაამართლებენ?
- დამეგობრდით? - ოთახში კოტე შემოდის და კატაზე მანიშნებს. შემდეგ ხელში იყვანს, ჯდება და კალთაში ისვამს. - მეც ამან გამაღვიძა. რა ლამაზია არა? - ღიმილით ეფერება ფისოს.
- ლამაზია, მაგრამ ჩემზე გაბრაზებულია. ერთმანეთი შევაშინეთ. - ბიჭს ეცინება. - მოტოთი წავალთ? - ვეკითხები.
- არა. სახელდახელოდ შევღებე. საღამოს ნეკა მოვა, ნომერს გამოუცვლის და წამოიყვანს. ჩემი ყველაზე ძვირფასი შენაძენია, ჯერ-ჯერობით. ნამდვილად ვერავის დავუთმობ. ჩვენ კი, - ორი წამით თვალს მავლებს. - ახალი ტანსაცმელი გვინდა.
- მერე? - ჩემს მაისურს და ჯინსის შორტს ვავლებ თვალს. ღმერთო, ფეხებზე აქა-იქ მური მაქვს.
- წავიდეთ. - კოტე დგება, ჩანთას ზურგზე იგდებს, მაჯაზე საათს უყურებს და ცხრა ხდებაო, ამბობს.
- ხელი როგორ გაქვს?
- არა უშავს. დიდად არ მაწუხებს. აბა? - მიყურებს. - მზად ხარ? - თავს ვიქნევ.
სანამ გზას დავადგებოდეთ, ეზოს ონკანზე პირს ვიბან და ფეხებიდანაც ვიშორებ შემჩნეულ მურს. შემდეგ შენობას ვუვლით და დაღმართს მივუყვრებით. ხალხი თითქმის არ მოძრაობს. უკვე ცხელა. და ისე მშია, რომ უკვე მეორედ მეძახის მუცელი, რამე მომაწოდეო.
კოტე ქუჩას ათვალიერებს. ვცდილობ, მეც არ ვიყო უყურადღებოდ. ვხედავ, მოშორებით ტაქსები დგანან და ის-ისაა ბიჭისთვის ამის თქმას ვაპირებ, რომ ჩერდება. იქვე მეორადი ტანსაცმლის მაღაზია იღება. კოტე გამყიდველ ქალს ესალმება და უახლოვდება. დამელოდეო, ამბობს და მაღაზიაში შედის. ცოტა ხანში გამოდის და ხელში შავ მაისურსა და კეპს მაჩეჩებს. თვითონ ძველ მაისურს იხდის და ახალს იცვამს. შუა ქუჩაში! ღმერთო! უხერხულად გვერდით ვიხედები და მის მიმზიდველ სხეულს თვალს ვარიდებ, მაგრამ ლოყები მაინც ასწრებენ აწითლებას. იმედია ვერ ამჩნევს. ჩემს ზედატან ეგრევე ვიცვამ. იმხელაა, რომ შორტის ნახევარს ფარავს. კოტე კმაყოფილი იცინის. ქალი კი გაკვირვებული გვაყოლებს თვალს. ტაქსში ვსხდებით და მივდივართ.

***
კოტე მძღოლს მანქანას აჩერებინებს. იქვე ბევრი დაკეტილი ვულკანიზაციაა. ეუბნება, თხუთმეტი წუთი დაგველოდეო და მანიშნებს, რომ გადავიდეთ. გარეთ ხის სუნი ტრიალებს და მალევე ავეჯის ცეხს ვუვლით გვერდს. მის უკან გავდივართ და დაახლოებით ას მეტრში მიტოვებულ მშენებარე კორპუსებს შორის ვჩერდებით.
- ეს ადგილია? - ვეკითხები და თვალს ვავლებ გარემოს.
- ჰო. - კოტეც ყურადღებით ათვალიერებს და იქაურობის შემოწმებას იწყებს. ჩაფიქრებული გამომეტყველება აქვს.
- ნერვიულობ?
- ნუცაზე მარტო. არ მგონია, აქ ყოფილიყო, თორემ მინიშნება რომ დაეტოვებინა, ასე ძებნა არ მომიწევდა.
- გარეთ ვერ გამოდის ალბათ. - მეც ვცდილობ მის დახმარებას. ფიცრების, ბალახის და სხვა ადგილების მიღმა რამე საეჭვოს ვეძებ.
- ხო. იმედი მაქვს, სადმე იმალება და პრემიერთან არაა. შეეშვი. - ჩანთიდან სპრეის საღებავს იღებს და კედელთან ჩერდება.
- ჩემი აზრით, არაა.
- რატო გგონია... - მიყურებს.
- მასთან რომ ყოფილიყო, აქამდე გამოჩნდებოდა. იმიტო, რო შეთანხმდებოდნენ. რამენაირად.
- ნუცა მაგას არ იზამდა. პრემიერი ვერ მოისყიდის. შანსი არაა.
- როცა საქმე სიცოცხლეს ეხება, ვერაფერში იქნები დარწმუნებული. შეიძლება საკუთარი თავი გარისკოს, მარა, სხვის სიცოცხლეს საფრთხეში არ ჩააგდებდა. თუ, ვთქვათ, ვინმეს მოკვლით დაემუქრებოდნენ.
- შეიძლება მართალიც ხარ.
- ანუ, რამდენი ხანია, რაც არ ჩანს? - ვეკითხები.
- მეცამეტე დღეა.
- მგონი ძალიან დიდი დროა იმისთვის, რომ მასავით ცნობილი ჟურნალისტი გაქრეს და ამაზე არავინ არაფერი თქვას. ვიღაც მოიკითხავდა აუცილებლად.
- ხო, მაგრამ შეიძლება ვინმეს გაფრთხილება მოახერხა, პანიკა რომ არ ამტყდარიყო.
- გამოდის, რომ პრემიერს არ ჰყავს და იმალება. - ვუღიმი იმის ნიშნად, რომ ჩემი ლოგიკურობა იმარჯვებს. - პრემიერს რომ წაეყვანა, არავის არაფერი ეცოდინებოდა და მის გაქრობას მეორე დღესვე შენიშნავდნენ.
- მაგრამ, ასევე პრემიერსაც შეეძლო ნუცას იძულება, ვინმესთვის დაერეკა და გაეფრთხილებინა, რომ მიდიოდა. - წარბებს ზემოთ სწევს ბიჭი.
- ნწ, არა. მაგ ვარიანტში რაღაც ისე არაა. მაშინ, რატომ შენ არ დაგირეკა.
- არ ვიცი. - ბიჭი კედელს უახლოვდება და რამდენიმე წამით ფიქრობს. შემდეგ კი წარწერას აკეთებს.
"მოვაწყოთ ფეიერვერკი?
კი - არა
პო."
- პო? ალან პო? - ვეკითხები დაბნეული.
- ხო, ახსენა, რო უყვარს. მიხვდება. - შემდეგ პატარა კამერას იღებს და მოპირდაპირე კორპუსში შედის. მალე მეორე სართულის ფანჯარაში ჩნდება, რომელსაც სანახევროდ აქვს ჩასმული შუშა. კამერას კუთხეში დებს. - ჩაანს? - მეძახის.
- თუ არ დააკვირდი, არა. - ვპასუხობ. კარგიაო, ცერა თითით მანიშნებს, დაბლა ჩამოდის და თვითონაც ამოწმებს.
- სულ ესაა?
- ხო. - ოხრავს და წარწერას ავლებს თვალს. - წავედით. იმედია მოვა.

***
შვებისგან ერთიანად ვადუნებ დაძაბულ სხეულს, როცა მანქანა სახლის წინ ჩერდება. კოტე თანხას იხდის, გადმოვდივართ და ეზოში შევდივართ. საშინლად მინდა საბააზანოში შესვლა. ის-ისაა კარის სახელურს ვეჭიდები, რომ თეკოს ხმა მესმის და ვხედავ კიდეც, როგორ თავპირისმტვრევით ჩამორბის კიბეზე. ზედ მვარდება და ისე მეხუტება, თითქოს საუკუნეა გასული, რაც არ ვუნახივარ.
- ვაიმეეე, ჩავძაღლდი ნერვიულობით, ნინა! სად იყავით? რა აღარ ვიფიქრე. ყველა ჰორორის მონსტრი, რაც კი აქამდე მინახავს, წუხელ გამოვიყვანე გარეთ. სულ გადაირიეთ? - გაცხარებული ცვლის მზერას ჩემსა და კოტეს შორის.
- დამშვიდდი, ნუ ყვირი, ცოცხლები ვარ. - მეღიმება. კიბის თავში გულზეხელებდაკრეფილ ნეკას ვხედავ, მობეზრებით რომ უყურებს გაცოფებულ და ემოციებად ქცეულ გოგოს.
- ხოო, კაია, რო მამშვიდებ, ეგრე გააგრძელე. შენ კიდე, - კოტეს უყურებს. - რანაირი ჰაკერი ხარ, ვერ გავიგე. ვერაფრით გაგვაგებინე, რომ ტვინი არ გაუსხმევინებიათ თქვენთვის?
- ვეცადე, - მხრებს იჩეჩავს ბიჭი, ღიმილის შეკავებას ცდილობს და სანამ შიგნით შევიდოდეს, მიმავალი ამბობს: - ისინიც ეცადნენ.
- რაა? - თითქმის კივის თეკო.
- ვაიმე დამშვიდდი, გოგო. გეყოფა. - ხელებს მხრებზე ვხვევ და სიცილით ვეხუტები. - მოგიყვები ყველაფერს. მაცადე ცოტა გონს მოვიდე.
- გავათენე, ისე ვინერვიულე. შემეშინდა... - ვუსმენ ჩემს ლაპარაკად ქცეულ მეგობარს და თან ნეკას ვაყოლებ თვალს, რომელიც ბუნკერში შესულ კოტეს მიჰყვება და ბენდენაშემოხვეულ ხელზე ეკითხება. კოტე თვალებს ისრესს. არასდროს იმჩნევს დაღლას და ნერვიულობას, თუმცა უმისობას ნამდვილად არ უჩივის. ერთი წამით ჩემს მზერას იჭერს, შემდეგ კომპიუტერის მაგიდასთან ჯდება. ნეკა გვერდით უდგება და მას ფარავს. ერთად აკვირდებიან ეკრანს. - იმ იდიოტის ურეაქციობამ ხომ საერთოდ გადამიყვანა ჭკუიდან! - მეცინება. ისევ გოგოზე გადამაქვს ყურადღება. - წარმოგიდგენია? მთელ ღამეს მკვდარივით ეძინა.
- არაფერიც! - გვესმის ნეკას ხმა. - ანგელოზივით.
- იმიტომ, რომ ფეხებზე გე,კიდა! - მისკენ ბრუნდება თეკო.
- არაფერიც, ვცდილობდი შენი შეშლილი სახისგან თავი დამეღწია.
- უსმენ? - გაოგნებულია თეკო. - ვერ ვაიძულე, რომ თქვენს მოსაძებნად გამოვსულიყავით. ნერვიც არ შეტოკებია.
- ძალიანაც კარგი, თეკო. თქვენ სადღა უნდა გებოდიალათ. - მხრებზე ვაწვები და ადგილიდან იძულებით გამყავს. - ახლა წყალს გადავივლებ, თორემ სადაცაა ავყროლდები. - ვეუბნები ჩვენი ოთახისკენ მიმავალს. - თან ვკვდები, ისე მშია.
- მიდი. ტოსტებს გაგიკეთებ. იცოდე, ყველაფერს დაფქვავ. - თითს მიბზეკს თეკო, სანამ სამზარეულოში დაბრუნდებოდეს.

***
სააბაზანოდან გამოსულს მაგიდანზე ხილი და ერბოკვერცხი მხვდება. ნეკა ყიყლიყოებს წვავს. წინსაფარი გაუკეთებია და სიცილი მიტყდება, ისეთი კონტრასტია მის საქმიანობასა და სერიოზულ გამომეტყველებას შორის. თეკო ჩემს დანახვაზე მაშინვე წელში სწორდება.
- მითხარი, რომ ის ღადაობს და ხელზე ნაკაწრი ტყვიისგან არ აქვს. - მეუბნება და თვალებს მისწორებს. დივანზე უდარდელად მიწოლილ კოტეს ვუყურებ, რომელსაც მუცელზე ნოუთბუქი უდევს. ორი წამით იხედება ჩვენკენ. მახვედრებს, თქვენი მესმისო.
- ასე იყო, ხო. მარა ნუ გადაიყვანთ ჩემს მეგობარს ჭკუიდან. - ვეუბნები ძმებს, მაგიდასთან ვჯდები და ვაშლს ვიღებ. ისეთი სურნელი ტრიალებს, კუჭი სიხარულისგან ხტუნავს.
- უკვე გადასულია, როგორც ჩანს, დიდი ხანია. - ამბობს ნეკა, ქურას რთავს და ყიყლიყოებს მაგიდაზე აწყობს.
- არ მინდა რა შენთან კამათი. ყელში ხარ უკვე. - ამბობს თეკო და ყიყლიყოს იღებს.
- მთავარია გულში არ ვიყო.
- თავსაც მოვიკლავ.
- რომელს, სადაც უკვე გყავარ?
თეკო მობეზრებით ოხრავს და ცდილობს სიმშვიდე შეინარჩუნოს.
კოტეც ჯდება მაგიდასთან და რამდენიმე წამით, უხმოდ ვსაუზმობთ.
- საიდან მოგაქვთ ეს ყველაფერი, საშიში არ არის? - ვეკითხები ბიჭებს.
- პატარა მაღაზიაა აქვე. კამერები არაა. არც მანდ, არც ახლო-მახლო. - მპასუხობს კოტე.
- და ის კამერა?
- რიგზეა. რაღაც დროით უნდა დავიცადოთ.
- მაინც არ მესმის, რატომ. - ამბობს თეკო შეპარვით.
- იმიტომ, რომ ეს საქმე ნუცასია. - პასუხობს კოტე და ჭამას აგრძელებს.
- მაგრამ ის არ ჩანს. თქვენ კიდევ საფრთხეში ხართ. იქნებ ისიც. და იქნებ ამ ვიდეოების რამენაირად გამოყენებამ...
- არ ვიცი, რამდენად დავეხმარები მას ამ მასალის გამოყენებით.
- უბრალოდ დიდი დრო გავიდა...
- მათ უკეთ იციან. - ვაწყვეტინებ ჩემს მეგობარს და ვცდილობ, ძმებს არ შევხედო, მაგრამ კოტეს ეჭვნარევ სახეს მაინც ვამჩნევ. ბოლოს რომ ჩავერიე, შედეგი ძალიან არ მომეწონა.
- კარგი. - მხრებს იჩეჩავს ის. ცოტა ხნით სიჩუმეა, რომელსაც მალევე ისევ ის არღვევს. - ვფიქრობ, ცოტა ინტრიგა და პრემიერის შეშინება ურიგო არ იქნებოდა.
- მისი შეშინება არც ისეთი იოლი იქნება.
- ვფიქრობ...
- ნუ ფიქრობ. - ოხრავს ნეკა და ორი წამით თავს უკან აგდებს. - ოდემსე გამოირთვები? სულ ონლაინ ყოფნა როგორ შეგიძლია?
გოგოს თვალებს ვუბრიალებ და ვცდილობ, ვანიშნო, არ აჰყვეს, მაგრამ თეკო ბრწყინვალედ მაიგნორებს.
- გამორთული და გადამწვარი შენი თეთრი თავიც გვეყოფა. უსარგებლო!
- და რის გაკეთებას აპირებ ქარდავას შესაშინებლად? იქნებ ფოტო გადაიღო და გაუგზავნო?
- მაგისთვის შენ უფრო გამოდგები. მით უმეტეს, სააბაზანოში მყოფი.
- კარგი, იქნებ წამოხვიდე და ფოტო შენ გადამიღო!
- მოტოსთვის როდის წახვალ. - ამბობს კოტე და ორივე მას უყურებს. - თქვენ დღეს ვერ მორჩებით, რო მიგიშვათ.
- გვიან წავალ. - ნეკა თავის თეფშს და ჩანგალს იღებს და მათ გარეცხვას იწყებს.
- თქვი აბა, რა იდეა გაქვს. - თეკოს ეკითხება კოტე.
- იდეა თვითონ ინტრიგაა. თუ გნებავთ, დანარჩენი თქვენ მოიფიქრეთ. მე ისედაც... - უცბად ხმაგამორთული ტელევიზორის ეკრანიდან ნუცას ფოტო მხვდება თვალში და მეგობარს ყვირილით ვაწყვეტინებ.
- აუწიეთ, აუწიეთ. - პულტს ვეძებ აფორიაქებული. ჯერ ყველა მე მიყურებს, მერე ტელევიზორს. ნეკა ხმას უწევს.
იმ წუთას ვიღაც ქალს აჩვენებენ. როგორც ჩანს, მისი უახსლოესი მეგობარია.
" - ორი კვირის წინ მომწერა, შვებულებას ვიღებ და რამდენიმე დღე კონტაქტზე არ ვიქნები, არ ინერვიულოთ, დასვენება მჭირდებაო. საერთოდ ნუცამ ასეთ თმებზე საუბარი მიმოწერით არ იცის, მაგრამ ბოლო დროს მართლა ბევრს მუშაობდა და აღარ ჩავაცივდი.
- არ უთქვამს, სად მიდიოდა? - ეკითხება ჟურნალისტი.
- აგარაკზე ავალო. გუშინ ვიფიქრე, მოვინახულებდი და გვიან ღამით მივაკითხე, მარა ჭიშკარი დაკეტილი იყო. მერე აქ, თბილისის სახლში მივედი. ესეც დაკეტილი იყო, მარა ფარეხის კარი ჩანდა ღიად. წარმოდგენა არ მაქვს, სად წავიდა.
- ვინმე ხომ არ ახლდა თან? ვინმესთან ერთად ხომ არ აპირებდა წასვლას?
- ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის არაფერი უთქვამს..."
მომდევნო რესპოდენტი ტელეარხის დირექტორია. როგორც ჩანს, ნუცამ ჯერ მას მიწერა და შვებულება ითხოვა. კაცი ამბობს, რომ საეჭვოდ არაფერი მოჩვენებია. რომ შვებულების აღებას ისედაც აპირებდა. შემდეგ მობილურზე ჩაწერილ მოკლე სატელეფონო ინტერვიუს აჩვენებენ ქალის ძმასთან. ის ამბობს, რომ დაახლოებით ერთი თვეა არ შეხმიანებია და წარმოდგენა არ აქვს, სად შეიძლება იყოს.
წამყვანი ისევ მონოლოგს განაგრძობს და ამბობს, რომ საქმე აღძრულია და პოლიცია უკვე ჩართულია მისი ძებნის საქმეში.
ერთხანს ყველა ჩუმად ვართ. კოტე ჩანგალს ატრიალებს და ტელევიზორს თვალს არ აშორებს.
- აზრზე ხარ?! - ნეკა ხელებს იმშრალდებს და ბანანის გაფცქვნას იწყებს. თითქოს უკვირსო რაღაც, ისეთი ტონი აქვს, მაგრამ მგონი ბანანით უფროა დაინტერესებული.
- ვიღაცას მაინც ეცოდინებოდა, რაზე მუშაობდა. - ვამბობ გაოგნებული იმით, რომ არავინ არაფერი იცის.
- მე როგორც მითხრა, არა. მე და მან ვიცოდით მარტო. - ჩვენსკენ ბრუნდება კოტე.
- კაი რა, რა იდიოტობაა, - ხელებს შლის თეკო. - ასეთ განქსტერთან იჭერ საქმეს, ფაქტობრივად მისი დამარხვა გაქვს გადაწყვეტილი და არავის არაფერს ეუბნები?
- სახიფათოა თეკო. ვერავის ენდობი, როცა ასეთ გავლენიან ტიპთან იჭერ საქმეს.
- სამაგიეროდ გადარჩენისთვის გზას არ იტოვებ.
კოტე ნოუთბუქში გახსნილ ვიდეოკამერას უყურებს.
- როგორც ჩანს, ვიღაცის გაფრთხილება მაინც შეძლო. ასეც ვფიქრობდი. - ვამბობ.
- აზრი? ეგ არც ჩემს ვარიანტს გამორიცხავს. - თავს აქნევს კოტე.
- თავისი მანქანითაა წასული.
- შეეძლოთ თავისი მანქანით წაეყვანათ.
- თუ საერთოდ არ გაქვს იმედი, რომ იმალება, მაშინ რა საჭირო იყო კამერის დაყენება? - მხრებს იჩეჩავს თეკო.
- ვერც მე ვიჯერებ, მაგრამ ერთ აზრზე ვართ. - ამბობს ნეკა. ჩემი მეგობარი ცივად ავლებს თვალს.
- იმედი როგორ არ მაქვს. უბრალოდ, ყველა რეალურ შესაძლებლობას ვიყენებ.
- მაინც ვერ ვხვდები, შენ რატომ არ გაგაფრთხილა, დამალვას თუ აპირებდა? - ვეკითხები.
- რახან წასვლა გადაწყვიტა, თუ მართლა ასეა, ესე იგი საფრთხე იგრძნო. მე რო დამკავშირებოდა, პრემიერს ჩემზე გამოიყვანდა. უფროსს და მეგობარს რომ ეუბნები, შვებულებაში გავდივარო, საეჭვო არაფერია მაგაში. მე კი უცხო ვარ.
ყველა ჩუმად ვართ. საკმაოდ რეალური მიზეზია.
- და ბატონი ალექსანდრე ახლა ნეტავ რას გრძნობს. - ეღიმება თეკოს.
- ალბათ ფიქრობს, რომ ვიღაც მალე დაახეთქებს, ნუცა რო მაგაზე მუშაობდა. - ისევ ბანანს ეკონტაქტება ნეკა. - უფრო მოიხოდება.
- სულ ტყუილად. არაფრის შანსი არ აქვს. - კოტე ჭამას აგრძელებს. - დღეს პოლიციას ვაცადოთ. მაინტერესებს, რას იპოვიან.
თეკოს იდეას აღარ ახსენებენ და მეც არაფერს ვამბობ. რაც არ უნდა იყოს, ჯობია გადავდოთ. ხალხმა ახლა ის მაინც იცის, რომ ნუცა იზორია გაქრა. მიზეზებზეც მალე დაიწყებენ ლაპარაკს.

***
სახლში გრილა და ეზოში არ გავდივართ. საღამომდე მე და თეკო ჩვენთვის განკუთვნილ ოთახში ვართ. გოგოს დაწვრილებით ვუყვები გუშინდელ და დილანდელ ამბებს. ისიც გაოგნებული მისმენს და ემოციური შეძახილებით ჩემს მონაყოლს უფრო მეტ სიმძაფრეს სძენს.
შემდეგ მთლიანად კოტეზე გადააქვს საუბარი და მის მიერ ნათქვამ კომპლიმენტს იმეორებს და იმეორებს. რა დიდი მიხვედრა უნდა იმას, რომ ერთმანეთი გულში ჩაგივარდათო, მეუბნება. მაგრამ, არ აქვს მნიშვნელობა ამას. მაგის გამო თუ საფრთხეში აღმოჩნდი, ჩემგან ორმაგად ძლიერ დარტყმას მიიღებს ფეხებშუაო, იმუქრება და მუშტებს უღერებს იმ კედელს, ჩვენსა და ბუნკერის ოთახს რომ ჰყოფს. მეცინება. კი, ახლა მეცინება იმ შემთხვევისგან განსხვავებით, მოტოციკლზე აცახცახებული რომ ვიჯექი და ტყვიების მეშინოდა. ისევ მიჩნდება შეკითხვები, თუმცა არ ვარ დარწმუნებული, რომ ღირს მათი ადრესატისთვის დასმა. ვცდილობ, საფიქრალის თავიდან მოშორებას და თეკოს ვეკითხები, როგორ იქცეოდა ჩვენს არ ყოფნაში.
- როგორ იქცეოდა? საერთოდ ვგრძნობდი მის არსებობას? ხავსმოდებული კუნძია. ჩამოჯდომაც არ ღირს მასზე, მოისვრები.
სიცილით გულს ვიჯერებ.
- ეგ კაი, მარა ნეკაზე არ მიკითხავს. შენ გიგულისხმე. - ვეუბნები.
- ჩემზე რატომ უნდა დასვა ეგ შეკითხვა, ნინა? - თვალებს ჭუტავს ეჭვით. - რა გეგონა, თავზე გადავიდოდი?
- ნეკას თავზე, სავარაუდოდ.
- შუა ღამემდე ჯოისტიკი არ გაუგდია ხელიდან. - ფრუტუნებს და საწოლზე წვება. მერე გაიძვერულად ეღიმება. - მგონი მოვწონვარ.
- ხოო, თქვენს შორის დიდი ქიმიაა. ან უფრო ატომური ბომბი. ვერ უგებთ ერთმანეთს, მარა კამათისას ეკიდება ფითილს ცეცხლი.
- ვაიმე, როგორი პოეტური ხარ ამაღამ, ნინა? - წარბებს ათამაშებს. - პოეტური და თან ასპროცენტიანი. ის კიდევ ნამდვილი იდიოტი. - უცბად ეცვლება სახე და ხელებს წინ იშვერს. - ხან ისე მინდა კედელთან დავაყენო, მშვილდი მის თავზე დადებულ ვაშლს დავუმიზნო, ავაცილო და შუბლი გავიხვრიტო.
- ჭკუიდან ნუ გადახვალ. - თავს ვაქნევ და მეც ვწვები. - და საერთოდაც, ვფიქრობ, მოსწონს, რომ გაბრაზებს და ნუ ჰყვები.
- ხო იცი, რომ ეგ გამორიცხულია. ვერ ვიტან, რომ მაჩუმებენ.
- თეკლა!
- აი ახლა, შენც ვერ გიტან!

***
ძმებს გვიან ღამითღა ვხვდები, დაძინებამდე წყლის დასალევად რომ გამოვდივარ. ნეკამ ცოტა ხნის წინ მოიყვანა მოტოციკლი. ბნელ ოთახში დივანზე ზის ძმის გვერდით და ორივე ნოუთბუქს ჩაჰყურებს. ნუცაზე ვეკითხები, მაგრამ ისედაც ვიცი, რომ არაფერი იქნება. სხვა შემთხვევაში გავიგებდი. ძილინებისას რომ ვეუბნები, კოტე ღიმილით მაცილებს და მეც გაბადრული სახით ვბრუნდები ოთახში.
იმ ღამით კარგად მძინავს. დილით ცხრა საათი ხდება, რომ მეღვიძება. გარედან მოძრაობის ხმები შემოდის. როგორც ჩანს, ძმებს ღვიძავთ და არც უქმად არიან. თეკოსაც ეღვიძება.
- ამათ ოდესმე სძინავთ? - წუწუნებს ის. ამ სახლს ისე მალე შეეთვისა, ალბათ დაავიწყდა კიდეც, რატომაა აქ.
- აქაურობა რო მათი იყოს, ალბათ დაგტოვებდი ნეკასთან. - ჩემს ფიქრებს უჩუმრად არ ვტოვებ და გოგოს უკანალზე ვურტ,ყამ.
- ჰა? - ცალი თვალით უკმაყოფილოდ მიყურებს.
- ძილი აღარ შეიბრუნო. ლუიზასთან კი არ ხარ. - ვამთქნარებ და ვდგები.
მოწესრიგების შემდეგ სამზარეულოს ფანჯრიდან ვიხედები. ბიჭებს ეზოს ბოლოში წერტილებად ვხედავ. აუზთან ტრიალებენ.
- სად არიან? - გამოდის თეკოც და მაგიდასთან ჯდება.
- მგონი აუზს ასუფთავებენ.
- ღადაობ? მაგარია! - თვალებს ჭყეტს გოგო და ბანანის გაფცქვნას იწყებს.
- მივეხმაროთ. - ვეუბნები და მაჯაში ვწვდები. თეკო ბუზღუნით მომყვება.
გარეთ უკვე ძალიან ცხელა. სანამ ძმებთან მივდივართ, მზე მთელი ძალით გვაცხუნებს. ბეტონის ბილიკს მივუყვებით. აქეთ-იქით გაზონია, თუმცა არც ისე მოვლილი. აქაურობას აშკარად აკლია ყურადღება. გზად რამდენიმე დეკორატიული, თუმცა გაუკრეჭავი ბუჩქი გვხვდება. ვარდის ძირებიც დგას, მაგრამ ყვავილები არ აქვთ. ეზოს ბოლოს ორი კაკლის ხე დგას და ჩრდილსაც მშვენივრად ქმნის. მათ შორის ჰამაკია გაბმული. თეკო პირდაპირ მისკენ მიდის და ჩაჯდომისას ნეტარებით ოხრავს. ბიჭები პატარა აუზში არიან ჩასულები და იქ ჩაყრილ გამოუსადეგარ ნივთებს ზემოთ ყრიან. დახმარებას რომ ვთავაზობ, კოტე უარს არ მეუბნება, ამიტომ მეც მათთან ჩავდივარ. სანამ საქმეს შევუდგებიდე, ბიჭი გუშინ დილით ნაყიდ კეპს თავზე მახურავს.
- მზემ არაფერი გაბედოს. - თვალს მიკრავს ის და ფიცრების ალაგებას აგრძელებს.
თეკო ძირითადად ჩვენს ზედამხედველობას კისრულობს და ნეკას მუშაობით გამუდმებით უკმაყოფილოა. ხანდახან წყალი მოაქვს, რომ სული მოვითქვათ. ამბობს, კი არ მეზარება მაგის დალაგება, ვიღაც უნდა იყოს დასვენებული, რომ თქვენზე იზრუნოსო. ნეკა საეჭვოდ ჩუმად იტანს ჩემი მეგობრის გაუთავებელ შენიშვნებსა და ლაქლაქს. ისიც თითქოს ჯიბრით, ენას არ აჩერებს. ყვება საუკეთესო და ყველაზე ცუდ საზაფხულო დასვენებაზე. მერე იმას აღწერს, თუ როგორია იდეალური არდადეგები. აზრს ბიჭებსაც ეკითხება, მაგრამ პასუხის გაცემას არ აცდის, ისევ თავის ვარიანტს განიხილავს. გვეუბნება, რომ დაგეგმილს ყოველთვის ექნება რაღაც ხარვეზი და ჯობია, რომ მეტი სპონტანური გადაწყვეტილებები მივიღოთ. როცა მისგან განსხვავებით ვხვდები, რომ დროა თეკომ ამოისუნთქოს და ლექციას შესვენება გამოუცხადოს, ცივი ყავის გასაკეთებლად ვაგზავნი.
- სერიოზულად, აქამდე არასდროს მოგიკლავს? - მისი წასვლისთანავე მეკითხება ნეკა და გაოფლილ შუბლს იწმენდს.
- ბევრჯერ, მარა ყოველ ჯერზე ცოცხლდება.
- ნამდვილი ენერგოვამპირია. ლაპარაკით გწოვს სისხლს.
- მარა კოკა-კოლა ურჩევნია. - ვეუბნები და უდარდელად მიმავალ ჩემს მეგობარს გავყურებ. ნეკა თავს აქნევს და სარწყავი მილის მოსატანად მიდის. აუზი მოვასუფთავეთ და ახლა ჩამორეცხვას ვაპირებთ.
კოტე კიბეზე ჯდება და კისერსა და ყელს მაისურით იწმენდს. ჩემი მოხიბლული გონებისთვის ადვილი არაა მისი მიმზიდველი სხეულის უმაისუროდ თვალიერება, თუმცა, ვუძლებ რამდენადაც შემიძლია და კარგად გამომდის "სულერთიას" სახით მოძრაობა. ნეკასგან განსხვავებით, კოტეს სხეულზე ტატუები არ აქვს. მხოლოდ თითებზე. რამდენადაც განსხვავდებიან ერთმანეთისგან, იმდენად ჰგვანან. საინტერესოა, ნეტავ ჩვეულებრივ, ყოველდღიურ ცხოვრებაში როგორები არიან? რით არიან დაკავებულები? ესაა მათი ყოველდღიურობა? არა მგონია. ამაზე მახსენდება, რომ მოლოდინის რეჟიმში ვართ. კოტეს არაფერი უთქვამს ნუცაზე. ანუ სიახლე ისევ არაა. და, რადგან თვითონ არ საუბრობს ამ თემაზე, მეც აღარაფერს ვეკითხები. ზემოთ ავდივარ და კაკლების ქვეშ, ჰამაკში ვწვები. მზისგან დამწვარს, იმედი მაქვს, რომ მაწვნის აბაზანები არ დამჭირდება. ცოტა ხანში, კოტეც ჩემთან მოდის და ბალახზე, ჩრდილში წვება.
შორს ნეკას ვხედავ. მხარზე სარწყავი მილის საკმაოდ დიდი ხვეულა მოუგდია და ჩვენკენ მოდის. მალევე თეკო ეძახის და ისიც ხმამაღლა პასუხობს. სიტყვები არ მესმის, მაგრამ გოგოს მბრძნებლური ტონი მთელი ეზოს ყურადღებას იქცევს. ნეკა ხვეულას ძირს აგდებს და მძიმე ნაბიჯებით მიდის სახლისკენ.
აქაურობას თვალს ვავლებ და იმ საღამოზე ვფიქრობ, სამსახურიდან გათავისუფლებული სახლში რომ მივდიოდი. რა მოხდებოდა, კოტეს მობილური ჩემთვის რომ არ დაეტოვრბინა? ვიშოვიდი ახალ სამსახურს, ჩამოვასხმადი ბარში ლუდს. სახლში წამოსულს არავინ ამედევნებოდა და ნეკას მოპარულ მანქანაშიც არ აღმოვჩნდებოდი. ვერც კურდღელივით გამოვცდიდი მძაფრ შიშს და ვერც რომანტიკოსი თინეიჯერივით დავტკბებოდი ამ თავზეხელაღებული ბიჭის თვალთვალით. ერთადერთი სანერვიულო ის მექნებოდა, სამი თვის შემდეგ ისევ არ გავეთავისუფლებინე უფროსს სამსახურიდან და ჩემს უბედობაზე წუწუნი არ დამეწყო. არავინ ოცნებობს იმაზე, რომ იარაღიანი ტიპები ქალაქის ცენტრში დაგეშილი ძაღლებივით მისდევდნენ, მაგრამ მაინც კარგი შეგრძნებაა, ცხოვრებაში ერთხელ მაინც, თავი ფილმის გმირი რომ გგონია. ხო, ნინა. მთავარია, ფილმის ბოლოს არ თქვან, ეს პერსონაჟი არ უნდა მომკვდარიყოო.
- კარგია, რომ გეცინება. - კოტეს ხმა იქცევს ჩემს ყურადღებას. - არც ისე მარტივ საქმეს აკეთებ.
- ყოველ დღე არ მიწევს აუზების წმენდა. - მხრებს ვიჩეჩავ.
- ალბათ არც მათში ბანაობა.
თავს ვუქნევ. სახლიდან ჩვენსკენ მომავალ თეკოს და ნეკას ვხედავ. ორივეს, მოზრდილი ჭიქებით ცივი ყავა უკავიათ. ბიჭს ასევე ნაყინების პარკი და დიდი ბოთლი. სავარაუდოდ წყალი. ჩემი მეგობარი რაღაცას ეტიტინება.
- მაინც არ მეუბნები, რა მითხარი მეტროში, ხო? - ვეკითხები კოტეს. ბიჭი ჯდება. ტუჩებს მუწავს, მაგრამ მაინც ეღიმება.
- დარწმუნებული ხარ, რომ გინდა იცოდე?
- ახლა უკვე ას ერთი პროცენტით. - გაკვირვებული ვუყურებ მის ცისფერ, კრიალა თვალებს, ეშმაკური ნაპერწკლები რომ დაურბიან შიგნით.
- კაი. რახან ასეა, თქმას ჯობია გაჩვენო. - ამბობს და ხელისგულებით ბალახს ეყრდნობა.
- რამხელა ინტრიგაა. - თვალებს ვატრიალებ და მეცინება.
- რამხელა მოთხოვნაცაა...
- არც კი მალავ შენს გაიძვერობას. - ხმამაღლა მეცინება და მოქანავე ჰამაკს ვაჩერებ. - მალე ავავსოთ. ერთი სული მაქვს, შედეგით დავტკბე. - აუზზე ვანიშნებ და თემიდან გადახვევას ვცდილობ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მაინტერესებს, რა უნდა მაჩვენოს. კოტეც მყვება, მაგრამ, ხანდახან მისი დაკვირვებული და ყურადღებიანი მზერა მახვედრებს, რომ არაფერი დავიწყებია. კარგია ნინა, უნდა გიხაროდეს.
ცივ ყავას და ნაყინებს მალე ვამთავრებთ. აუზს ვუბრუნდებით და მის გაწკრიალებას ვიწყებთ. არც ისეთი იოლია და დიდი დრო მიაქვს, თუმცა, შუადღის სამ საათამდე ვრჩებით და მის ასავსებად წყალს ვუშვებთ. კმაყოფილები ვართ, მაგრამ მთავარი ისაა, რომ თეკოა კმაყოფილი. ამბობს, ჩემი გამამხნევებელი ლექციები რომ არა, არაფერი გამოვიდოდა. ამიტომ, დააფასეთ გვერდში მდგომი სტიმული და აუზში პირველი ის ჩაუშვითო.
- ხუმრობ ალბათ. - ამბობს ნეკა. თაკოს უკვირს, რადგან სულაც არ ჰქონია მის წინადადებას სახუმარო ტონი. - მირჩევნია ყველა ჩემს სისტემას "პეტია" (ერთ-ერთი ძლიერი ვირუსი) დააჯდრს, ვიდრე შენ მანდ მონებივრე გნახო. პარაზიტი! - სცრის კატეგორიულად და სახლისკენ მიდის.

***
სააბაზანოდან გამოსულები, სანამ სადილისთვის გავიდოდეთ, მე და თეკო ოთახში ვართ. გოგო სიცილით კვდება იმის გამო, რომ ნეკას აღიზიანებს და თან ცდილობს, მისმა კისკისმა ოთახს გარეთ არ გააღწიოს.
- ვერ ვიტან, როცა ჩემსავით სიცოცხლით სავსე ადამიანებს ბლოკავენ. - ამბობს საწოლზე ლოტოსის ფორმაში მჯდომი. - კი ბატონო, მაგარი ტიპია, მაგრამ სხვა მაგარი ტიპებიც არსებობენ. სხვანაირები. მე - ანუ... ხოდა, ვერ ეგუება. ნეტა ზოდიაქოთი რა არის? - ტუჩზე თითს იდებს. - კირჩხიბი? ლომი?
- არ ვიცი. ზოდიაქოში ვერ ვერკვევი. - მეცინება.
- თუ თხის რქა? ჯიუტი და კედელი? ვინც არ უნდა იყოს, აქედან მანამ არ წავალ, სანამ თმას მწვანედ არ შევაღებინებ.
ამჯერად ვერც ერთი ვიკავებთ სიცილს და გულიანად ვკისკისებთ.
სანამ ძმები მაღაზიაში არიან წასულები, ჩვენ ბურგერებს ვამზადებთ. საღამომდე აუზი აივსება და დარწმუნებული ვარ, წინ დიდი მხიარულება გველის. მე და კოტეს ყოველ შემთხვევაში, ჩემი მეგობრის და მისი ძმის წყალობით.
ერთი-ორჯერ ბუნკერისკენაც გამირბის თვალი, სადაც კამერაჩართული ნოუთბუქი დევს, თუმცა იქ შესვლაზე არც კი ვფიქრობ. მკაცრად მაქვს გადაწყვეტილი, რომ კოტეს საქმეში ცხვირი აღარ ჩავყო. დღეს არც ტელევიზორი ჩართულა, რომ ახალი ამბებისთვის მოგვესმინა. და თუ ძმები თვლიან, რომ დღე ნუცასა და პრემიერის ხსენების გარეშე უნდა გავიდეს, დაე ასეც იყოს.
მცხუნვარე მზე ნელ-ნელა ჰორიზონტს უახლოვდება და ცაც ფორთოხლისფერს იღებს. საღამომდე საზამთროც ასწრებს გაგრილებას და ლუდიც. ეზოში წყალი კი შეთბობას. სანამ აუზამდე მისატან ნივთებს სამნი ვინაწილებთ, შორიდან მუსიკის ხმა გვესმის. მე და თეკო ერთმანეთს ვუყურებთ. კოტე თვალს გვიკრავს. საზამთროს იღებს და გავდივართ. აქედანვე ვხედავთ ნათურების მძივს, რომელიც კაკლებს შორის ორ ზოლად გაუბამს ნეკას. იქვე ხმის გამაძლიერებელი დგას.
- ოჰო! - იცხადებს თეკო და კოტეს წარბებს უქაჩავს. - ეს შენი უსახელო ძმა არც ისე გამოუსადეგარი ყოფილა თურმე. - შემდეგ მე მიღიმის მალულად.
- ტვინს რო არ უჭამდე, მეტსაც დაინახავდი.
- არ გვინდა ახლა რა, ეს ძმური სოლიდარობა! ამ მამაკაცებს კომპლიმენტზე ეგრევე ნუ გამოგაყრით ხოლმე.
- თეკო, დაიჩაგრები დღეს. გული მიგრძნობს. - აფრთხილებს ბიჭი.
- და მგონი არც ცდები. - ვეთამხმები და ენას ვუყოფ მეგობარს.
- როდის. აუზში ჩახტომამდე თუ მერე? - ბოროტულად ხარხარებს გოგო და ნაბიჯს უჩქარებს.
ადგილზე მისულები წვრილმან დეტალებსაც ვარჩევთ. წყალში ორი გაბერილი კამერა გდია. გაზონზე კემპინგის სამი პატარა სკამი დევს. მეოთხესთვის ჰამაკია და როგორც ჩანს, ის რჩეულს ეკუთვნის, რადგან მასში მაშინვე დედოფალი თეკო თავსდება. იქვე დაბალი მაგიდაც დგას და მასზე მოტანილ ნივთებს ვაწყობთ. ნეკა გაზონზე ზის და ნოუთბუქში იუთუბი აქვს გახსნილი. ჩემს კომპლიმენტზე თვალს მიკრავს. მუსიკას ხმას ოდნავ ვუწევთ, რომ ერთმანეთის ხმა უკეთ გავიგოთ.
- საზამთროს ვინ დაჭრის? - ვეკითხები ბიჭებს. ნეკა ხელს იწევს და მაგიდასთან მოდის. თეკო და კოტე აუზთან დგანან და ლაპარაკობენ.
- იმან ცურვა იცის? - თავით ჩემს მეგობარზე მანიშნებს ნეკა.
- არა და იცოდე, არ შეაშინო. - მეცინება.
- აბა რა ბაყაყივით წყალში მიიწევს. მართლა რო ჩავახრჩო, მერე არასწორი ხარო მეტყვით.
- სერიოზულად! - ვაფრთხილებ, მაგრამ სიცილს მაინც ვერ ვიკავებ.
- პროსტა შეხედე! ერთ წამს არ ჩააგდებს უსიტყვოდ. როგორ არ იღლება...
- ყველასთვის საკმარისი ენერგია აქვს. ასე, რომ...
- და კიდევ დიდი წარმოდგენა საკუთარ თავზე.
- სხვათა შორის, ისიც ამას ფიქრობს შენზე. - ნეკა წარბებს ზემოთ სწევს. - ხო მართლა, ზოდიაქოთი რა ხარ?
- მერწყული. რა იყო, მკითხაობდა? - ღიმილი ეპარება ბიჭს
- ვერ გამოგიცნო.
- ჩამშვები მეგობარი ხარ.
- თქვენთვის ვცდილობ. - მხრებს ვიჩეჩავ და თეთრთმიანს ენას ვუყოფ.
მერე ლუდს ვსვამთ. სანამ მზე საბოლოოდ გაუჩინარდებოდეს და მხოლოდ ნათურების იმედად დაგვტოვებდეს, წარსულიდან სახალისო მოგონებებზე ვყვებით. ჩვენს სამუშაო გამოცდილებას ერთმანეთს ვუზიარებთ. როგორც ვიგებ, ძმები ადამიანურ სამყაროში პროგრამისტად მუშაობენ. თავდაცის სისტემებს აყენებენ სახლებზე, მანქანებსა და კომპიუტერებზე. თავისუფალ დროს მოტოებს და რბოლებს უთმობენ. თვეში ერთხელ მშობლების სანახავად სოფელში ჩადიან. მათ შვილების მეორე სამყაროზე არაფერი იციან. საჭირო არაა ზედმეტი სანერვიულო ჰქონდეთო, ამბობს კოტე.
- კარგით! - ხელებს სწევს თეკო. - ახლა წინ გახედვის და აუზში ჩანავარდების დროა, ჩემო მეგობრებო. შენ არ მიგულისხმიხარ. - ეუბნება ნეკას, ფეხზე დგება და სწრაფად მიდის წყლისკენ. მე ჰამაკში ვინაცვლებ და თეთრთმიანს ვაკვირდები, რომელიც გაბრაზებულ-გაოგნებული აყოლებს თვალს ჩემს მეგობარს. ის-ისაა გოგო მაისურს იძრობს, რომ ნეკა მასთან მიდის, ხელს მკლავში ავლებს და უკან მოაპორწიალებს.
- ფრჩხილსაც ვერ ჩაყოფ შიგნით. უსაქმური ჰიპი! - ბუტბუტებს გაცხარებული ბიჭი. თეკო ლიფის ამარა დგას და დოინჯშემოყრილი აკვირდება მას.
- მოდი, გავერკვეთ. - საჩვენებელ თითს ცხვირწინ უტრიალებს. - აქ შენი არაფერია. არც სახლი, არც აუზი. ასე, რომ ვერც აბაზანაში დაუკაკუნებლად შესვლაზე მისაყვედურებ და ვერც აუზში ჩასვლას ამიკრძალავ.
- სახლიც ჩემია, აუზიც და ის კამერებიც, ტ,რაკზე რო უნდა ჩამოიცვა რო არ ჩაიხრჩო.
- შე... - თეკოს სიტყვა პირზე აშრება. მეც გაურკვევლობაში ვარ და თავზე დამდგარ კოტეს ქვემოდან ვუყურებ. მიმიწიეო, მეუბნება და ჰამაკში ჩემს გვერდით თავსდება. მარჯვენა გვერდზე მოწებებული საკმაოდ მხურვალე კია, მაგრამ სიამოვნების გამო ამ წვრილმანზე თვალსაც ვხუჭავ და გონებასაც.
- ჰო, ჩვენია. ჩვენს რუს მეგობარზეა გაფორმებული. - ამბობს ის.
რამდენიმე წამი მჭირდება ამ ამბის გასააზრებლად. მერე მის მოწვდილ ზეფირს ვიღებ და პირში ვიქანებ. თეკოს კოტეს სიტყვები ესმის, მაგრამ მაინც ჯიუტად უყურებს წარბებაწეულ თეთრთმიანს.
- ეს ჩაგვრაა! მე თქვენ მორალურად მხარს გიჭერდით! - ხმას უწევს.
- ვის რა ჯანდაბად უნდოდა შენი მხარდაჭერა. ვინ გთხოვა.
- აი კიდევ ერთი ფაქტი ჩემს შესახებ. კეთილი და მზრუნველი ვარ.
- ტრაბახა და ლაქლაქა ხარ! წყალში არ ჩადიხარ. შეგიძლია ჩაიცვა. მაგ შენი ორი ზომით დიდად ვერ მაკვირვებ. - ნეკა გაზონზე ჯდება. მე და კოტე ვფხუკუნებთ. ჰამაკს ოდნავ ვარწევთ და მოკამათე წყვილს ვაკვირდებით.
- კარგი. დათმობაზე მივდივარ. - უხერხულ შენიშვნაზე არ რეაგირებს თეკო და ისიც იქვე ჯდება. - შანსს მოგცემ, რომ გადამაფიქრებინო. თუ არადა ნახავ, რამდენად დაუმორჩილებელი ვარ.
ნეკა მობეზრებით თვალებს ატრიალებს. ალბათ ხვდება, რომ თავიდან ვერ მოიშორებს და ეჭვით აკვირდება ჩემს მეგობარს. მგონი ფიქრობს, რითი მოუღებს ბოლოს.
- ჩემმა ძმამ ბევრი გამოცანა იცის. - მეჩურჩულება კოტე.
- ხუმრობ? თეკო გამოცანებზეა შემჯდარი.
ორივეს გვეცინება და ჩვენს იდეას მაშინვე მათ ვაცნობთ.
- რაა? ეგრე ხომ მიწასთან გასწორდება? - სიცილს იწყებს საკუთარ თავში დარწმუნებული თეკლა. - ეგრე მარტო აუზში კი არ ჩავალ, ამ სახლსაც გადმოვიფორმებ.
- კარგი. - ამბობს ნეკა.
- რა კარგი?
- თუ მოიგებ, სახლს გადმოგიფორმებ.
გოგოს ჯერ სიცილი უტყდება. მერე სერიოზულდება. უყურე შენ? ნეკა ძალიანაა დარწმუნებული თავის ძალებში.
- მოიცადე... კარგი... და, შენ?
- მე თუ მოვიგებ, არც წყალში ჩახვალ და მთელი შენი დარჩენილი უსაქმური ცხოვრება თმას თეთრად შეიღებავ. - ამბობს ნეკა და ისეთი გამომწვევი თვალებით უყურებს გოგოს, რომ წარმომიდგენია, რა ემართება ახლა ჩემი მეგობრის გულს.
მე და კოტე მოუთმენლად ველოდებით პასუხს. თეკო ჩემკენ აპარებს თვალებს. ორივეს დილით ნათქვამი მისი მუქარა გვახსენდება.
- მოემზადე გრანდიოზული ჩაფლავებისთვის! - ამბობს გოგო და თავის პატარა მწვანე თმას თითებით ივარცხნის.
მე და კოტე საზამთროს ნაჭრებს ვიღებთ და დაპირისპირებულებს დაძაბულები შევყურებთ. არიოლი და რეშკა პირველ მონაწილედ თეკოს ირჩევს. სამ-სამი გამოცანის თქმას აპირებენ.
- პირველი ცოტა მარტივი იქნება. - ხმას იწმენდს გოგო. - ესე იგი: სახლში ცხოვრობს ხუთი და. ყველა რაღაც საქმითაა დაკავებული. პირველი და წიგნს კითხულობს. მეორე და საქანელაზეა. მესამე და ჭადრაკს თამაშობს. მეთხე და ქარგავს. რას აკეთებს მეხუთე და?
- ამ გამოცანით საბავშვო ბაღში ჯგუფელს შეყვარებული ავახიე. მეღადავები? მეხუთე და მესამეს ეთამაშება ჭადრაკს. - თვალებს ატრიალებს ნეკა.
- არ გვაინტერესებს შენი სასიყვარულო თავგადასავლები. - ხელს იქნევს თეკო. - მიდი, თქვი.
- მეც მარტივით დავიწყებ. - ოხრავს ბიჭი. - დავცურავ, მაგრამ წყალში არა. ვტირი, მაგრამ თვალები არ მაქვს. რა ვარ?
თეკო რამდენიმე წამით თავისთვის ბუტბუტებს. შემდეგ ბოროტულად ეღიმება.
- ღრუბელი ხარ. თეთრი თმით და წაგებულის გამომეტყველებით.
- კარგი. ერთით-ერთია. საღებავი დამრჩა? - კოტეს ეკითხება ნეკა.
- მაგას ეყოფა. - პასუხობს ძმა.
- თავზე ნუ წახვედით. თეკო მიდი! უკეთესები შეგიძლია! - ვამხნევებ მეგობარს და თან საზამთროს ნაჭერს კურკებს ვაცლი. გოგო ცას უყურებს. მერე გაბრწყინებული თვალები მეტოქეზე გადააქვს.
- უხმოდ ტირის, ფრთების გარეშე დაფრინავს, უკბილოდ იკბინება და პირის გარეშე ლაპარაკობს. - თითებს ატკაცუნებს კმაყოფილი თეკო.
- მოიცადე, საიდანღაც მეცნობა. - ფიქრობს ნეკა.
- ბიჭო! - ყვირის უცბად კოტე. როგორც ჩანს, მიხვდა.
- აბა, აბა! - წამოწეულს უკან ვაბრუნებ. - ჩვენ არ ვერევით.
- აჰა, ესე იგი ფილმებს გადასწვდი? - ფხუკუნებს აგდებით თეთრთმიანი. თეკოს ღიმილი მაშინვე უქრება სახიდან. - ეს გოლუმის გამოცანაა ჰობიტიდან და მისი პასუხია ქარი.
- ნინა, არ მინდა თმის თეთრად შეღებვა! - ნირწამხდარი მიყურებს თეკო.
- მაგას ვერავინ გაიძულებს. - კოცნას ვუგზავნი. გოგო უღონოდ წვება ბალახზე.
- რა იყო, სულ ესაა შენი სუპერძალა? - აღიზიანებს ნეკა და გამოსდის კიდეც.
- შენ მანდ ძაან თავში ხომ არ აგივარდა ორჯერ ორის ცოდნა? - ისევ ჯდება თეკო. - მიდი, შენი ჯერია.
- კაი. მოკლედ: მე არასოდეს ვარსებულვარ, მაგრამ ყოველთვის ვიქნები. არავის ვუნახივარ და ვერც ვერავინ მნახავს. მიუხედავად ამისა, ყველა სულიერი არსება მენდობა.
- ჯანდაბა, ჯანდაბა! - შუბლზე ირტყამს ხელს თეკო. - ესეც ფილმიდანაა... ფილმიდანაა, ხო? - ნეკა თავის ქნევით უდასტურებს. - მაცადე. დროო? არა, არა. მომავალი? მომავალი, ხო? უფრო სწორად ხვალინდელი დღე!
ბიჭი ლუდს იღებს და ბოკალს ცლის.
- ვიღაც აღელდაა! - მჯდომარე ცეკვავს თეკო.
- წელი არ იღრძო. - სცრის ნეკა.
- რომელი ფილმია, გამახსენე?
- ეგვიპტის ღმერთები.
- ოქეი. ახლა ჩემი ჯერია. დააა, ეს იქნება შენი ფსკერი, უიღბლო ჰაკერო! რას ვიწყებთ წითლიდან და ვჩერდებით მწვანეზე? - თეკო წარბებს ათამაშებს და თვალს მიკრავს.
ნეკა ფიქრობს. რთულია, საკმაოდ. თითებს მხარზე ისვამს და იფხანს.
- ამის დედაც! - ბუტბუტებს.
მეცინება. თეკოს ძალიან ადრე აქვს ეს გამოცანა ნათქვამი. ვფიქრობ და თან საზამთროს ვკბეჩ.
- იცი? - მეკითხება ჩუმად კოტე. ისიც კურკების გაცლითაა დაკავებული. არათქო, ვეუბნები და მერე გონება მინათდება. სიცილი მიტყდება. თეკო ხვდება, რომ მივხვდი და გულიანად ვხარხარებთ. - მითხარი. - თვალებს მიბრიალებს კოტე. მისი ყურისკენ ვიწევი და სანამ ჩავჩურჩულებდე, მისი ასეთი სიახლოვის გამო, ათასჯერ მაინც ასწრებს ჟრუანტელი ჩემს სხეულზე გასეირნებას. კოტეს ეცინება და ადვილიაო, ძმას კარნახობს. მე იდაყვს მუცელში ვურტყამ, მაგრამ ჩემს აჩქარებულ გულს უყურადღებოდ მაინც ვერ ვტოვებ.
- არ ვიცი, მოიცადე... - ამბობს ნეკა, როცა თეკო უკვე წუწუნს იწყებს, დაუჩქარეო. - ფეხით მოსიარულეა შუქნიშანზე?
- რა? არა. რანაირად?!
- დაბადება და სიკვდილი?
- ღმერთო არა! ვსო, წააგე. გეყოფა!
- არა, მესამე ცდაც. - ნეკა გარშემო იყურება. თვალს ჩვენც გვავლებს და უცბად სახე უნათდება. - კაი, ვაღიარებ, გამაოცე საკმაოდ რთული იყო.
- აბა რა! - თეკო ფეხზე დგება და ის-ისაა აუზისკენ აპირებს წასვლას, რომ ბიჭი აჩერებს.
- სად მიდიხარ, ვინ თქვა, რომ მოიგე?
თეკო დაბნეული სახით ბრუნდება.
- პასუხი ვიცი. საზამთროს ჭამის პროცესია.
- არააა, ღმერთოო! - მუშტებს კრავს გოგო და ზამბარასავით დაჭიმული უბრუნდება ადგილს. კოტე და ნეკა ერთმანეთს მუშტებს ახვედრებენ.
- აი ახლა ვისი ფსკერი გამოჩნდება და ვისი თმა გათეთრდება, კარგად დავინახავთ. - ნეკა უკანასკნელ გამოცანას ძალიან ნელა და თავდაჯერებულად ეუბნება ჩემს მეგობარს: - საკმარისია ვახსენოთ მისი სახელი, რომ ის მაშინვე გაქრება.
თეკო ოხრავს და ფიქრობს. ძალიან ბევრს ფიქრობს. პასუხი არც მე ვიცი. არც კოტემ. ნეკა ბალახს ხელისგულებით ეყრდნობა, ფეხებს შლის და გარინდული გვათვალიერებს სამივეს. მერე საზამთროს იღებს და მისი დაგემოვნებით ტკბება.
- სამი ცდა მაქვს! - ეუბნება თეკო ბიჭს.
- თუ გინდა ათასი გქონდეს.
- ჰაერი?
- რა თქმა უნდა, არა.
- საპნის ბუშტი.
- არა.
- ოოოო! - თეკო თავზე იჭერს ხელებს და თვალებს ხუჭავს. ვიცი, რაც ტრიალებს ახლა მის გულში. ვიცი, როგორ არ უნდა წაგება, მაგრამ ვგრძნობ, რომ სადაცაა დანებდება. ისე, იქნებ თეთრი თმა მოუხდეს კიდეც. არასდროს ჰქონია. - მესამე ვარიანტი აღარ მაქვს.
- მინიშნება გინდა? - ეკითხება ნეკა. სამივე გაკვირვებულები ვუყურებთ. არც ერთი ველოდით. - ალერგია გაქვს მაგაზე.
- დამცინი? ეგ რანაირი მინიშნებაა?!
მე და კოტე სიცილისგან ვეღარ ვსუნთქავთ. ორივე ვხვდებით, რაზეცაა საუბარი. თეკო გაბრაზებული შემოგვყურებს. დაიბნა. გამორიცხულია ახლა რამე გამოიცნოს.
- კარგი. დიდი დრო გამოიყენე. ვერც მინიშნება დაგეხმარა. აღიარება მჭირდება. - ხელებს შლის ნეკა. მე და კოტე ვდგებით. მაისურებს და შორტებს ვიხდით. აუზისკენ გავრბივართ და ვხტებით. ღმერთო! არაჩვეულებრივი წყალია. ამოყვინთულები ჯერ ერთმანეთს ვუცინით, შემდეგ წყვილისკენ ვიხედებით.
- კარგი. არ ვიცი. წავაგე. - ამბობს თეკო.
- ასეც დავაანონსე. - მხრებს იჩეჩავს ნეკა.
- რა იყო?
- სიჩუმე. თუთიყუშო. - პირველად ვხედავ, რომ ნეკა თეკოს უღიმის. სულ სხვანაირია. გოგო ერთხანს ჩუმადაა.
- სულ ერთია. არ ვაპირებ ვუყურო, როგორ ფართხალებს სამი უმადური ლოქო წყალში. - დგება ის და სახლისკენ მიდის. ის-ისაა აუზის ნაპირზე ხვდება, რომ ნეკაც დგება, გოგოს სირბილით ეწევა, ხელებს მუცელზე ჰხვევს და ორივე წყალში ხტება.

***
ვარსკვლავების ქვეშ აუზში ცურვა წარმოუდგენელი სიამოვნებაა. განსაკუთრებით მაშინ, თუ იქვე სასურველი ადამიანები ტრიალებენ. და კიდევ უფრო სასიამოვნო მაშინ, როცა მომნუსხველი მზერით განებივრებენ. ასეთი წუთების საათებად ქცევა გინდა. გინდა, ეს იყოს მთელი ცხოვრების რუტინა. თუმცა, როცა მცირედითაც შეგიძლია იყო კმაყოფილი, წუთებიც გყოფნის.
აუზის კიდეზე ვზივარ. ფეხები წყალში მაქვს და ძმებს ვადევნებ თვალს, რომლებიც სუნთქვის შეკავებაში ეჯიბრებიან. კოტემ ორმოცდარვა წამი გაძლო. ახლა ნეკაა ჩაყვინთული და ძმა წამებს უთვლის. თან მე მიყურებს და ეღიმება. მეც ღიმილითვე ვპასუხობ. ძალიან უხდება სველი, უკან გადაწეული, ჩამუქრბული ქერა თმა. წყლიდან მოხდენილი, განიერი მხრები მოუჩანს. სიცილისას კი ქათქათა კბილები თვალებს მჭრიან. შემიძლია საათები ვიჯდე ასე და მოუბეზრებლად ვუყურო, მაგრამ არ მინდა ეს ტკბობა მიშტერებაში გადაიზარდოს. თვალს ვაშორებ და გაბუსხულ თეკოს ვუყურებ, რომელიც მაგიდიდან ნივთებს იღებს და ოთახში ვიქნებიო, მეუბნება. გოგო ბუტია არ არის. ეს ღამე სჭირდება, რომ მარცხს შეეგუოს. ვფიქრობ, მეც გავყვე. მისი მარტო დატოვება არ მინდა. თან უკვე გვიანიცაა.
ამასობაში, ნეკაც ხმაურიანად ამოდის წყლიდან და სწრაფად სუნთქავს. კოტე ცოტა დაბნეული ეუბნება წუთი და ორი წამიო.
- არ ითვლიდი? შენი!.. - თავზე ახტება თეთრთმიანი და ძმას წყალში აყურყმელავებს. მეცინება. შემდეგ ვდგები, შორტს და მაისურს ვიცვამ და მაგიდისკენ მივდივარ. სამზარეულოში წასაღებად დარჩენილ ნივთებს ვავლებ თვალს.
- რას შვები? - აუზიდან ამოსული კოტე მიახლოვდება.
- ვფიქრობ, ძილის დროა. ცოტა დავიღალე. - ვუღიმი.
- ხო. დასვენება გეკუთვნის. - ერთხანს მიყურებს. ნარინჯისფერ კანზე წყლის წვეთები ბრილიანტებივით უბრწყინავენ. სუნთქვა მეკვრის. სანამ ზედმეტი უხერხულობა ჩამოვარდებოდეს, ხმას ვიწმენდ და ვეკითხები:
- მომეხმარები?
- ხო, აბა რას ვიზამ.
ნეკა ნოუთბუქს ხმის გამაძლიერებელზე დებს და ორივე ერთად სახლისკენ მიაქვს. მარტო რომ ვრჩებით, კიდევ უფრო იგრძნობა დაძაბული მღელვარება. კოტე ძმას გაჰყურებს, მაგრამ ჩემთან ისე ახლოს დგას, რომ მთელი თავისი აურით მეხება. აბა, სანამ მოლოდინებში გაჭრილხარ ნინა, აიკრიფე და სახლისკენ!
ჭიქების ასაღებად ვიხრები, ხელზე შეხებას რომ ვგრძნობ. ჯერ კოტეს თითებს ვუყურებ, მერე მას. ის კი ჩემს თვალებსა და ტუჩებს შორის ცვლის მზერას. ლამისაა გული ამომივარდეს, როცა ვიაზრებ, რა შეიძლება მოხდეს ახლა.
- ჯერ შენი ტუჩები შევამჩნიე. - მეუბნება ის და ღიმილი ეპარება. - მაგრამ მეტროში ამის დრო არ იყოს. - კოტე თითებს სახეზე მაკრობს და რბილად მეხება ბაგეებზე. გარინდული ვდგავარ და სხეულზე მოგვრილ ჟრუანტელს ვნებდები. კოტე ჩემს ლოყებზე ასრიალებს ცერა თითებს და მოლოდინით მიყურებს. შემდეგ ორივეს გვეცინება და მეორე კოცნა უფრო თამამია. უფრო მხურვალე და ამაფორიაქებელია. მისგან ზაფხულის მწველი სურნელი მოდის და თავბრუს მახვევს. სახელდახელოდ აკეცილი თმა, მისი თითების შეხებისას მაშინვე ბეჭებზე ეშვება. ბიჭი მასში აცურებს ხელს და კოცნით ლოყაზე ინაცვლებს. თითები მის ყელზე მიწყვია და ვგრძნობ, როგორ ფეთქავენ არტერიები. თვალებმინაბულს მეღიმება. ალბათ დამდნარ ნაყინს ვგავარ.
- მართალი ხარ. - ვეუბნები. - ამას იქ ვერ მოასწრებდი.
კოტეს ეცინება.
- თან ხალხი იყო.
- მაგაზე არ მიფიქრია. - ცალ თვალს ჭუტავს. - გითხარი, მოსაკლავად რომ არ მომსდევდნენ, გაკოცებდითქო.
ვიცინი და თავს ვაქნევ. ღმერთო, ლოყები ისე მეწვის, სადაცაა ცეცხლი წამეკიდება. ხელის ზურგს ინსტიქტურად ვიკრობ სახეზე.
- წითელი ხარ. - მეუბნება ის და თითს ლოყაზე მადებს. - და თან როგორი ცხელი. გაგრილება გინდა?
- არა. არ დავიწვები. წავიდეთ, ჯობია.
კოტე ერთხანს მიყურებს. შემდეგ ძალიან სწრაფად მკიდებს ხელს, და აუზისკენ გარბის. ყვირილის და ბალახზე დარჩენის მცდელობის მიუხედავად, მალე წყალში ვყოფ თავს. იქ ცოტა ხნით ვჩერდებით. მის ხელებში მომწყვდეული კოცნებს ვიპარავ. მგონია, რომ წყალში არ დავიწვები, მაგრამ სულ ტყუილად. ჩემს ბეჭებსა და თეძოებზე მოსრიალე მისი ხელები სიმხურვალეს გულუხვად მინაწილებენ.
ოთახში დაბრუნებულს თეკო საწოლზე მხვდება. ყურსასმენები გაუკეთებია და მგონი სძინავს, თორემ ჩემს მისვლას იგრძნობდა. ფლეიერი სავარაუდოდ ბუნკერში იპოვა. მყუდროებას არ ვურღვევ, ფიქრებით შემსუბუქებული ვწვები და ალბათ მომღიმარსვე მეძინება.

***
დილით ტელევიზორის ხმა მაღვიძებს, მაგრამ იწყებს თუ არა გონება მუშაობას, მაშინვე გუშინდელი საღამო მახსენდება და საწოლზე სიამოვნებისგან გაბადრული ვიშლები. თეკო აქ არაა. ნინა, ისე ღრმად გეძინა, რომ ამ მოსიარულე ხმაურის ადგომა ვერ გაიგე? ვდგები, ვიცვამ და სააბაზანოშიც სწრაფად ვამთავრებ საქმეს. სამზარეულოში გასულს კი, სამივე მაგიდასთან მჯდომი მხვდება. უხმოდ ვესალმები, ისეთი ინტერესით შეჰყურებენ ეკრანს. კოტე მაინც მიღიმის და თავის გვერდით სკამს აჩოჩებს. სწრაფად ვუვლი მაგიდას და ვჯდები.
- ჰაი. - მესალმება და ორი წამით თითით მკლავზე მეხება.
- სალამი. - ვუღიმი და მის ხელს ვაყოლებ თვალს. შემდეგ თეკოს ეჭვნარევ მზერას ვაწყდები. თვალს ვუკრავ და იმედი მაქვს, მიხვდება, რასაც ვანიშნებ, მაგრამ სულ ტყუილად.
- ესე იგი, საკმარისია ორი წამით თვალი მოგაშოროთ და ერთ დიდ რომანს დაწერთ, ხო? - თავს აქნევს უკმაყოფილო მშობელივით.
- შენგან სირცხვილზე სემინარს ველოდებით. - ეუბნება კოტე. მეცინება.
- თეკუნა, შენს ძვირფას ენას გონიერებისკენ მოვუწოდებ. - წარბებს ზემოთ ვწევ და თეფშზე საზამთროს მოზრდილ ნაჭერს ვიდებ. კოტეს წინ გახსნილ ნოუთბუქზე იმ ადგილს ვამჩენვ, კამერა რომ დააყენა.
- აცადე, ჯერ სიტყვა "გონიერება" დაგუგლოს. - ბუტბუტებს ნეკა. თეკო ცერად ავლებს თვალს.
- არაფერია? - ნოუთბუქზე ვანიშნებ კოტეს.
- აქ არა, მაგრამ გუშინ ღამით ნუცას მანქანა იპოვეს. - ამბობს და სახეზე ეტყობა, რომ მთლიანად საქმეზე ერთვება.
- სად? - თვალებს ვჭყეტ.
- ვარკეთილში. მაგრამ ზუსტად ვიცი, იქ არ იქნება. უბრალოდ მანქანა დატოვა და წამოვიდა. ჩანს კიდეც. იცოდა, სადაც ტოვებდა.
- სად ჩანს?
ნეკა ჩემსკენ თავის ლეპტოპს ატრიალებს. მის ეკრანზე ქუჩის ვიდეოთვალიდან ამოღებულ კადრს ვხედავ, სადაც ჩანს, როგორ შედის საერთო საცხოვრებლის ჭიშკარში მანქანა.
- ეგ ნუცაა. - მიხსნის კოტე. - შიგნით შევიდა და მანქანა გააჩერა. აქედან არ გამოსულა, იმიტომ, რომ საცხოვრებელს მეორე გასასვლელიც აქვს. იქით კამერები არაა. ზუსტად იქიდან გავიდა. შეიძლება სხვა მანქანა დახვდა, ან გადაცმული იყო. ან საერთოდაც ავტობუსით ან "მარშუტკით" წავიდა. სხვა არც ერთ ახლომდებარე კამერაში აღარ ჩანს.
- ძალიან ჭკვიანი ქალია. - ვამბობ. - და ეს ვიდეოები თქვენ როგორ... ა, თუმცა, გასაგებია... - ყელს ვიწმენდ და პირს საზამთროს ნაჭრით ვიჩუმებს.
- და რატო ჩვენმა ქველმოქმედმა ვერ იპოვა მანქანა აქამდე? - ამბობს თეკო.
- შეიძლება იპოვა კიდეც და უსარგებლო აღმოჩნდა. ან სულაც, არც აინტერესებდა, რახან ნუცამ გაასწრო.
- ანუ მანქანის აღმოჩენა მისთვის არაფერს ნიშნავს. - ტუჩებს მუწავს უკმაყოფილოდ გოგო.
- მოკლედ ვიფიქრე და... - ნიკაპზე ისვამს თითებს კოტე და თეკოს ოდნავ შესამჩნევად უღიმის. - მართლა კარგი იდეაა, პრემიერის შეშინება.
გოგოს სახე ებადრება.
- ოღონდ ჯერ თავში არ აგივარდეს. ჯერ თმა გაქვს შესაღები. - დამარცხებას ახსენებს ნეკა, მაგრამ თეკო ზედაც არ უყურებს.
- ამასობაში იქნებ ნუცაც გამოჩნდეს...
- რამე გეგმა გაქვთ? - ვეკითხები ჯერ ისევ გაკვირვებული იმით, რომ კოტე ნუცას გარეშე ნაბიჯებს დგამს.
ნეკა ლეპტოპში ფოტოს გვაჩვენებს, რომელიც იმ ვიდეოდანაა ამოჭრილი, სადაც ფული და ნარკოტიკი იცვლება. მასზე ასახული ადამიანების სახეები, მანქანის ნომერი და ფულის ჩემოდანი კი, ფოტოშოპის წყალობით, პრემიერის სახითაა დაფარული.
- ქუჩაში უნდა გავაკრათ. - ამბობს კოტე და ამჯერად აღარ იკავებს ღიმილს.
- ღადაობ? - ერთდროულად ვამბობთ მე და თეკო.
- არა. ვიღაც მაინც შეამჩნევს. ხალხს აალაპარაკებს. სოციალურ ქსელში გავრცელდება. ერთი შეხედვით ფოტოზე იაფფასიანი პროვოკაციაა, მაგრამ ადრესატამდე რომ მივა, მიხვდება, საიდანაა ეს კადრი. და იმედია ცოტას გააკანკალებს.
- არ მგონია, ბატონმა ალექსანდრემ ახსნა-განმარტებებით თავი შეიწუხოს. ისედაც იშვიათად ჩანს ეკრანზე.
- არც მე. სამაგიეროდ, გაიგებს, რომ მისი მელოტი ძიძების არავის ეშინია.
- კარგი და როდის გავდივართ? - ვეკითხები.
- დარწმუნებული ხარ? გუშინწინდელის მერე...
- ვფიქრობ დახმარება დაგჭირდებათ, რომ მალე დაამთავროთ. - მხრებს ვიჩეჩავ. - და მგონი ხიფათს მივეჩვიე კიდეც.
კოტე კმაყოფილი იღიმის და თეკოსკენ იხედება.
- რას მიყურებ. ისევ სახლში დარჩენას არც ვაპირებდი. - იბღვირება გოგო. - დროა ჩემი შესაძლებლობები ერთხელ და სამუდამო დააფასოთ. აქ უკვე ხავსი მომედო.
- ა, თმა მწვანე ალბათ მაგიტომ გაქვს. აქამდე რატომ ვერ მივხვდი. - ჩაფიქრებული ნეკა ნიკაპზე იდებს თითს.
- ლოგიკაში ცოტას ჭედავ, გადასატვირთი ხარ. - ხასიათზე მოსული თეკო ისევ კბენას იწყებს.
- თითს თუ აქ დამაჭერ, ახალი ვერსია ჩამოვიტვირთები. - მაისურს იწევს ნეკა და გოგოს ჭიპზე მიუთითებს, რომლის გარშემოც შავი ხვრელის ტატუ აქვს.
- შემიძლია წიხლი დაგაჭირო და ახალი ვერსია აღარ დაგვჭირდება. - ხარხარებს თეკო. მერე ბიჭს ხელში სწვდება, სკამიდან ძალით აყენებს და ეუბნება, იმ შენი რაღაც აპარატით დედასთან დამარეკინეო. ორივე ბუნკერში შედის.
- მიყვარს. - ვამბობ სიცილით და ჩაის გასაკეთებლად ვდგები.

***
დაღამებამდე კოტესთან ერთად ბუნკერში ვატარებ დროს. სიახლეების გასაგებად, პროკურატურის ქსელში შედის და მიხსნის, რას როგორ აკეთებს, მაგრამ ჩემთვის ეს ყველაფერი ჩინურია. მხედავს ცარიელი თვალებით რომ ვუყურებ მონიტორს და ეცინება. მერე ჩემს ხელს იღებს, მაუსზე მადებინებს და რამდენიმე მოქმედებას მაკეთებინებს.
- ახლა ოფიციალურად მოპარე პროკურატურას ფაილები. - მეუბნება.
- რაა? - თვალებს ვჭყეტ. გაოგნება და სიცილი ერთმანეთში მერევა. - მაინც გამრიე?
- უკვე გარეული ხარ. - ჩემკენ იხრება და ცხვირის წვერზე მკოცნის. თავს ძლივს ვიკავებ, რომ არ გამაკანკალოს. შემდეგ გორგოლაჭიანი სკამით თავისკენ მაცურებს და ტუჩებზე მეხება. სიამოვნებისგან ვინაბები და მეც ვკოცნი. - ძალიან სასაცილოდ მაკვირდებოდი. - ეღიმება.
- როდის?
- მეტროში.
- ისეთი ჰოლივუდური შემოსვლა გქონდა, ჩემი კი არა, მთელი ვაგონის ყურადღება მიიქციე. მე ახლოს ვიდექი უბრალოდ. - მეცინება.
- რაღაცნაირად ვარჩევ გამომეტყველებებს შორის სხვაობას. - თვალებს ჭუტავს.
- რას მინამიოკებ. ბარემ მითხარი, რისი თქმაც გინდა.
- მე არაფრის. - იცხადებს. თვალებს ვატრიალებ.
- მომხიბლე, დამატყვევე, გამომაშტერე. რომელი ვარიანტი გაწყობს? - კოტე ერთი წამით ფიქრობს. - სამივე ერთად, ასწორებს.
- ხანდახან როგორი ნეკა ხარ. - მეცინება, სკამს ვუბიძგებ, ბიჭს ვშორდები და ვბზრიალებ. კოტე ერთხანს თვალს მადევნებს. შემდეგ მოპარულ ფაილებს უბრუნდება და სწრაფად ამთავრებს წაკითხვას. ამბობს, მანქანა გაჩხრიკეს და შიგნით ისეთი არაფერი აღმოჩნდა, რაც გამოძიებას კვალზე გაიყვანდაო. ჯერ ისევ მიკვირს, როგორ შეძლო ნუცამ ამდენი ხნით ასე ოსტატურად გაუჩინარება. ცოტა ხანში წერილთან დატოვებულ კამერასაც ამოწმებს და ამასობაში, ბუნკერში ნეკაც შემოდის. ხელში ორი წებოს თოფი უკავია, და წასვლის დროაო, ამბობს.

***
კოტემ თავის მოტოციკლს ნომერი გამოუცვალა და უსაფრთხოდ შეუძლია გარეთ გასვლა. სანამ ის ჭიშკარს კეტავს, თვალს ვადევნებ, როგორ ცდილობს თეკო ნეკას უკან მოტოციკლზე მოთავსებას. ბიჭი ჩემს მეგობარს ჩაფხუტს აძლევს, თვითონ კი სათვალეს ირგებს და ისიც ძმას ელოდება.
- ჩემთან ჩახუტება მოგიწევს ხავსიანო, ამას როგორ გადაიტან? - ეკითხება გოგოს და აქსელერატორებს ეჭიდება.
- მე გადავიტან. მთავარია, შენ ბედნიერებისგან არ გაფრინდე. - მესმის თეკოს მოგუდული ხმა და ჩაფხუტს იკრავს. მეცინება.
- თავში არ აგივარდეს ჩემს უკან ჯდომა. ჯერ შეხებისგან ასე არ გადავრეულვარ.
- დავტესტოთ? - გვერდებზე იწყობს ხელებს თეკო. ნეკა მხრის ზემოდან უყურებს.
- წავედით ე, რა დღეში ხართ? - კოტე გვერდს მივლის და თან ჩემს წელზე ასრიალებს თითებს. მთელს ტანზე ეკალი მაყრის. - ნუ ჩახოცავთ ერთმანეთს, ცოტა მოითმინეთ. - ჩანთას ზურგზე მკიდებს და მოტოზე ჯდება. მეც ჩაფხუტს ვიხურავ და ადგილს ვწყდებით ოთხივე.

***
ჩაბნელებულ ქუჩაზე ვჩერდებით. არადა ქალაქის ცენტრში ვართ. ერთი მიგდებული ადგილი ხომ ყველა უბანს აქვს.
კოტე ჩანთას მართმევს, იქიდან ამოპრინტერებულ სურათებს იღებს, მაძლევს და წავედითო, მეუბნება. თეკოს წებოს აპარატი უკავია და ზურგით მდგარ ნეკას უმიზნებს. ბიჭი უცბად ბრუნდება.
- ლაჩარი პარაზიტი. ზურგიდან მცხრილავს! - ამბობს და ისე მიყურებს, მზერით მეუბნება, იცოდე ვისთან მეგობრობო.
- ჩუმად ჭაღარა. შარში არ გაება და კედელზე არ დარჩე მიწებებული. - თეკო წებოს თოფით გასროლის იმიტაციას აკეთებს.
- მხოლოდ შენთან ერთად, ხავსიანო. - ნეკა სათვალეს იხსნის, გოგოს აპარატს ხელებიდან აცლის და სურათებს აჭერინებს. შემდეგ კი თავზე კეპს ახურავს. მათი თმები ბანერებივით იქცევენ ყურადღებას. ის-ისაა თეკო პროტესტის გამოთქმას აპირებს, რომ მეგობარს ხელს ვკიდებ და წინ წასული კოტესკენ მივათრევ.
- სახლში, სახლში. - ჩურჩულით ვაძლევ შენიშვნას. - ეს ქიმია და ვნებათაღელვა სახლისთვის შეინახე.
- როგორ მისწორდება, ყველაფერს ეგრევე რო კრეფავ. - იკრიჭება თეკო.
მიუხედავად იმისა, რომ ცუდი იდეა მგონია, ვიყოფით. მანამდე კოტე ძმას უკაბელო ყურსასმენს აძლევს და კონტაქტზე იყავიო ეუბნება. შემდეგ მე და ის ქუჩის მარჯვნივ მივდივართ, თეკო და ნეკა მარცხნივ.
- თუ გადაიფიქრე, შეგიძლია დარჩე. - ამბობს კოტე და თავზე კეპს ირგებს. მეც იმავეს ვაკეთებ.
- რა შემატყე? - მიკვირს, ახლა რომ მეუბნება.
- დაბნეული მეჩვენები.
- არა, უბრალოდ, რომ გავიყავით ეს ამბავი მაფიქრებს, მეტი არაფერი.
- მალე მოვრჩებით. - მთავარ ქუჩაზე გასვლამდე ჩერდება, თვალს მიკრავს, მიღიმის და კეპს მისწორებს. მის სახეს მოძრავი მანქანების ფარები მკრთალად ანათებენ. წებოს თოფი გულზე მაქვს მიხუტებული. - ცოტა მოეშვი. - კოტე ჩემკენ იხრება, ჯერ ლოყაზე მკოცნის, შემდეგ ტუჩებზე. ცხელი ღამისგან გახურებულ კანს მხურვალე ჟრუანტელი უვლის და სიცხისგან ვთრთი. მეცინება.
- მოდი, საქმე გავაკეთოთ. - ვეუბნები. ბიჭს თვალებში ეშმაკური სხივები უბრწყინავს. ხელს მკიდებს და ჩიხიდან გავდივართ.
კედელზე სურათების გაკვრას ფიცრულზე ვიწყებთ, სადაც ხის ვიწრო ტროტუარია გაკეთებული. კოტე ამბობს, წესით აქ კამერები არ უნდა იყოს და იმედია გადავრჩებითო. კედელზე წებოს სწრაფად ასხამს და მეც სწრაფადვე ვაწებებ ზედ პრემიერისსახიანი კაცების პლაკატებს. ათი ცალის გაკვრის შემდეგ ფიცრულიდან გამოვდივართ. დაახლოებით შუაღამის თორმეტი საათი იქნება. ქუჩებში მოსეირნე ადამიანების რაოდენობა ნელ-ნელა მცირდება. მიუხედავად იმისა, რომ ლამისაა გული ამომივარდეს, საქმეს ისე ვაკეთებ, თითქოს მთელი ცხოვრებაა ამით ვარ დაკავებული. ერთი ორი მსგავსი გამოსვლაც და პროფესიონალი სამიზნე გახდები, ნინა!
უკან ვიხედები. ნეკა და თეკო არ ჩანან. კოტე ამბობს, ვერც დავინახავთ, ზემოთ მიდიანო. ყურში ერთმანეთის ესმით და როგორც ჩანს, მათაც ყველაფერი რიგზე აქვთ. შემდეგ უპატრონო ჯიხურთან მივდივართ და მის ოთხივე მხარეს ვაკრავთ რამდენიმე სურათს. გამვლელები ჩუმად გვავლებენ თვალებს და ვცდილობ, არ შევიმჩნიო მათი ცნობისმოყვარე სახეები. ერთი-ორი შუახნის მამაკაცი ჩვენს გასაგონად "უსაქმურების ბანდა"-საც ბუტბუტებს. კოტეს ეცინება და თვალს მიკრავს. მე კი ისე ვღიზიანდები, ლამის უკან გავეკიდო და წებო იმ მელოტ თავებზე გადავასხა.
ჯიხურს მალევე ვაქცევთ ზურგს და გზას მივუყვებით, მაგრამ ვყოვნდებით. წინ უკვე განათებული ვიტრინებია და ეს გზა შესაძლოა უსაფრთხო აღარ იყოს. ის-ისაა შუქნიშანზე გადასვლას ვაპირებთ, რომ კუთხიდან პატრულის მანქანა უხვევს. სუნთქვა მეკვრის.
- კოტე... - ვჩურჩულებ ხმაწართმეული.
- მშვიდად. - მეუბნება. ხელს წელზე მაკრობს და კეპს ისწორებს. ისე იქცევა, ვითომც არაფერი. წებოს თოფის დამალვა რთულია, რადგან საკმაოდ მოზრდილია. ამიტომ მუცელზე მიკრულს, მეორე ხელსაც ზედ ვადებ. თვალი პატრულისკენ გამირბის და ვხედავ, როგორ გვაყოლებს მძღოლის გვერდით მჯდომი პოლიციელი თვალს. გაშეშებული ვდგავარ შუქნიშნის ქვეშ და ლამისაა ნერვიულობისგან გული გამისკედს.
მანქანა მიდის. კოტე თვალს აყოლებს და ამბობს.
- ნეკა, ფრთხილად. ლურჯები არიან აქ... - ორი წამით ყოვნდება. - გააკარით?.. შორს ხართ? მგონი საკმარისია და წამოდით... კარგი, და ფრთხილად...
- რას ვაპირებთ? - ვეკითხები და ზებრაზე წასულს მივყვები.
- იქაც გავაკრათ ცოტა და დავახვიოთ. - კოტე გზის მეორე მხარეს კიდევ ერთ ფიცრულ ტროტუარზე მანიშნებს.
შუქნიშანზე გადავდივართ და ფიცრულს ვუახლოვდებით. ველოდებით, როდის გამოვა მასზე მოსიარულე ორი ქალი და საქმეს ვიწყებთ. წებოს კედელზე ვასხამ, კოტე კი აკრავს.
- ნუცას რეაქცია მაინტერესებს. - მეუბნება ბიჭი და წარბებს ზემოთ სწევს. - წესით, მაგასაც გაუსწორდება პრემიერის გაშარჟება.
- ნეტა სადაა... საერთოდ ახერხებს ინტერნეტის გამოყენებას?
- იმედია.
- ისევ ფიქრობ, რომ შეიძლება პრემიერს ჰყავდეს? - ეჭვით ვავლებ თვალს და კედელზე წებოს ვუსვამ.
- სანამ ამ ქალს ჩემი თვალით არ ვნახავ, ყველაფერს ვუშვებ.
- მანქანამაც ვერ გადაგარწმუნა...
- გავლენიან ხალხს სცენარისტობის დიდი ნიჭი აქვს, გოგონი. - მიწებებულ სურათს ხელს უსვამს კოტე და გზას ათვალიერებს.
ტუჩებს უკმაყოფილოდ ვმუწავ. მართალია. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ნუცა რომ ბატონ ალექსანდრეს გაექრო, მანქანის ეზოში დატოვებაზე უკეთეს სცენარს დადგამდა იმისთვის, რომ ნუცას გაუჩინარებას პასუხები ჰქონოდა. მაგრამ კოტეს აღარ ვეკამათები. ახლა ამის დრო არ არის.
- ეყოფა. - ამბობს ბიჭი, წებოს თოფს მართმევს და ზურგჩანთაში იდებს. შემდეგ ხელს მკიდებს და ისევ ზებრასთან ვჩერდებით. მოუთმენლად შევყურებ იმ წუთას ანთებულ წითელ კაცუნას. - რას შვებით? - ყურში ეკითხება კოტე თავის ძმას. - ნეკა... - ბიჭი ყურსასმენს აწვება. - სად ჯანდაბაში ხარ! - შუბლი ეკვრება და ერთი წამით მავლებს თვალს.
- რა ხდება... - ვუყურებ დამფრთხალი, მაგრამ ხმას არ მცემს. - კოტე... - ბიჭი ისევ ყურსასმენს აწვება, ალბათ მეორე მხრიდან ცუდად ისმის ხმა. მოულოდნელად კი სახე ეცვლება. თვალები უფართოვდება, ხელს მხარზე მადებს და სწრაფად იხედება უკან. მეც მას ვბაძავ. ჩაბნელული დაღმართიდან ფრთხილად ამომავალ მანქანას ვხედავ.
- ჩქარა! - მეუბნება დაძაბული და იმ წამს შუქნიშანზე მწვანე კაცი ინთება. კოტე ხელს მკიდებს და ზებრაზე სირბილით გადავდივართ. ღმერთო! ისევ გავებით.
- რა უნდა ვქნათ? - ვუყვირი ბიჭს და უკან ვიხედები. მანქანა შუქნიშანზეა გაჩერებული. იქიდან ორი ჰერკულესი გადმოდის და უკან მოგვყვება.
- ამათი!.. - სცრის კოტე. ჩიხში შევრბივართ და აღმართზე ვაგრძელებთ გზას. - ნუ გეშინია. უბრალოდ არ გაჩერდე! - მეუბნება ხმამაღლა და თითებს მაგრად მიჭერს.
ღმერთო, ღმერთო...
აღმართზე სირბილი საშინლად მიჭირს. გული ლამის ამოვარდნას მაქვს. ფეხის კუნთები მალე მიმძიმდება. ეს ქვაფენილიც გამუდმებით სრიალებს. ალბათ კოტეც იღლება, რადგან პირველივე შესახვევში ვუხვევთ. აღმართზე სირბილი ალბათ არც ჰერკულესებისთვისაა იოლი. უფრო მოძუნძულებენ, ვიდრე მორბიან.
- ნეკა, სად ხართ? მოტოებს არ გაეკართოთ. შეიძლება ნახეს! - აქოშინებული ეუბნება ძმას კოტე. - ეცადე ზემოთ ამოხვიდე. მეც იქ მივდივარ.
სად ზემოთ?
მოიცადე. პირველად ნეკამ რომ მიმიყვანა იმ სახლზე ამბობს! რა თქმა უნდა! ახლოს არ ვართ, მაგრამ არც ძალიან შორსაა.
- საშიში არაა? - ვეკითხები.
- არა. ესენი მოვიშოროთ მარტო.
წინ მივრბივართ. ქუჩა ჩაბნელებულია. შორს ერთადერთი ლამპიონი ანათებს და ისაა წერტილი გასასვლელისკენ. უკან ვიხედები, მაგრამ ვერაფრის დანახვას ვასწრებ. კოტე ისევ უხვევს და მეც თან მიმათრევს. ასე მგონია, ხელი მხრიდან ამომივარდება. მუხლებში სისუსტეს ვგრძნობ. ღმერთო, ოღონდ არ წავიქცე. ოღონდ არ წავიქცე! ქუჩას მხოლოდ სახლის ფანჯრებიდან გამოსული მკრთალი სინათლე ანათებს. უცბად ორ სახლს შორი ვიწრო გასასვლელში შევრბივართ. კოტე მიჭერს და რაღაც მოზრდილი ლითონის უკან ვჩოჩდებით.
- ჩშშ! - ბიჭი მუცელზე მხვევს ხელს და მკერდზე მიკრავს. მუხლებზე ვდგავართ და ვცდილობთ აჩქარებული, ხმაურიანი სუნთქვა რამენაირად შევაკაოთ. სიცხისგან და მღელვარებიდან დროდადრო სხეულზე ეკალი მაყრის. ერთ ხელს პირზე ვიფარებ, მეორით კოტეს მაისურს ვეჭიდები.
ნაბიჯების ხმა მესმის და შეკავებული სუნთქვისგან ლამისაა ფილტვები დამისკდეს.
- უეჭველი აქეთ შემოუხვიეს? - ამბობს ერთი დაღლილი, მოგუდული ხმით.
- ბნელა, დედა შევ,ეცი! წესიერად ვერ დავინახე. - პასუხობს მეორე ბოხი ხმით.
- აქვე იქნებიან. ესე ვერ აითესებოდნენ. აქაურობა ნახე. მე წინ წავალ.
ნაბიჯების ხმა გვშორდება. ჯანდაბა, ჯანდაბა! გვიპოვის, ნამდვილად გვიპოვის. ბიჭს უფრო ვუჭერ მაისურზე. კოტე კისერზე მაკრობს ტუჩებს და თითებით მაგრად მეჭიდება ხელებზე. ნელ-ნელა სუნთქვას მწყობრში ვიყენებ. ყელი საშინლად მეწვის. ბიჭისკენ ვაბრუნებ თავს, მაგრამ მის სახეზე მხოლოდ კონტურებს ვხედავ. კოტე თავს აქნევს. ბოხხმიანის ფრთხილი ნაბიჯებით დადის. ცოტახანში კი გვესმის, როგორ გვიახლოვდება. სავარაუდოდ სახლებს შორის შემოსახვევში უნდა იდგეს. ვშეშდები და თვალებს მაგრად ვხუჭვავ. ღმერთო! მორჩა, უეჭველი გავებით! ბიჭს უფრო ვეკრობი და თავს მხარზე ვადებ. წამებს ვითვლი. საკმარისია, სამი-ოთხი ნაბიჯი გადმოდგას და...
მაგრამ, კაცი უცბად უკან მიდის და მისი ნაბიჯების ხმაც სადაცაა გაქრება. უკვე შვებით ამოოხვრას ვაპირებ, რომ უკნიდან ჩქარი სუნთქვა და კენჭების რაკუნი გვესმის. ის-ისაა იქით ვიხედებით, რომ ძაღლი იწყებს ყეფას.
- ამის დედაც! - ჩურჩულებს კოტე. სწრაფად ვდგებით და სამალავიდან გავრბივართ. ყეფის ხმაზე ჰერკულესიც რეაგირებს და უკვე ქუჩის ბოლოსკენ გასული, ვხედავ როგორ ბრუნდება, უკან და სირბილით მოგვდევს.
საზიზღარი ძაღლი. არც კი დაგვედევნა. მარტო გაგვყიდა!
ოდნავ დასვენებულს, სირბილი აღარ მიჭირს, მაგრამ ლამისაა ვიყვირო, გზა რომ ისევ აღმართად იქცევა. დაახლოებით ას მეტრს ავრბივარ. უკან ვიხედები. მეორეც მოგვსდევს, მაგრამ ის ძალიან შორსაა.
კოტე, ჯერ მარჯვნივ უხვევს, შემდეგ მარცხნივ. შემდეგ ისევ აღმართზე ადის და მალევე ისევ მარჯვნივ მიდის. უკვე თავბრუ მეხვევა. ფეხები ისევ მეღლება. ელენთის ტკივილი სუნთქვაში მიშლის ხელს. კიდევ ერთი შესახვევი და ადგილზე ვიყინებით. გზა წყდება. გასასვლელი არაა. მხოლოდ სახლის ერთი კუთხე და იმ კუთხეში დაგროვებული ფიცრების ზვინია. მოვტყუვდით. მეორე მხარეს უნდა შეგვეხვია.
- ჯანდაბა, ჯანდაბა... რა უნდა ვქნათ? - ვეჩურჩულები კოტეს. ის ისე მაგრად მიჭერს თითებს, ასე მგონია მალე დამცვივდება.
- ამის დედაც! - ბუტბუტრბს თავისთვის და ის-ისაა უკან მობრუნებულები ორ ნაბიჯს ვდგამთ, რომ ჩვენს წინ ბოხხმიანი ჩერდება და იარაღს გვიმიზნებს. მთვარე მის ნახევარ სახეს ოდნავ შესამჩნევად ანათებს. სირბილისგან მხრები სწრაფად აუდ-ჩაუდის. გვერდით იხედება. ალბათ თავის პარტნიორს ელოდება. ნაგავი! მარტო ეშინია საქმის გაკეთების?
კოტე ხელების ცეცებით უკან მაყენებს და წინ დგება.
- რას აკეთებ... - ვამბობ ჩაწყვეტილი ხმით. გვესვრიან? მართლა გვესვრიან?
- მისმინე... - ეუბნება დაკუნთულს ბიჭი და ხელებს წინ სწევს. - მოდი იქნებ... - კოტე უცბად ჩუმდება, რადგან ბოხხმიანი მოულოდნელად იარაღს უშვებს.
-დაახვიეთ. - გვეუბნება სწრაფად, ბრუნდება და იმ მხარეს მირბის, საითაც წესით ჩვენ უნდა შეგვეხვია.
გაოგნებული ვუყურებ, როგორ უჩინარდება სიბნელეში. კოტე ჩემზე ადრე მოდის გონს. მხრებში მევლება და კუთხეში, ფიცრების უკან შევყავარ. ერთ წუთში მეორე ჰერკულესიც ჩნდება, პირდაპირ მეწყვილისკენ უხვევს და ისიც ქუჩის ბოლოს ქრება.
კედელზე აყუდებული ვცურდები და მიწაზე ვჯდები. დაძაბულ კუნთებს მოდუნების უფლებას ვაძლევ და ახლაღა ვგრძნობ, როგორ მიკანკალებს მუხლები. გაოფლილ სახეს მაისურის საყელოთი ვიწმენდ.
- კარგად ხარ? - მეკითხება ჩემს გვერდით ჩამომჯდარი კოტე.
- ხო. რა ჯანდაბა მოხდა?
- აზრზე არა ვარ. - ოხრავს ის. - ნეკა, გესმის? ნეკა! - ძმასთან ცდილობს კონტაქტს, მაგრამ, როგორც ჩანს, არ პასუხობს.
- მათაც მისდევდნენ? - ვეკითხები შეშინებული. - რატო არ გპასუხობს?
- მითხრა, დაგვინახეს, მაგრამ შორიდანვე შევამჩნიე და ვიმალებითო. აზრზე არ ვარ, რატო არ მპასუხობს. საერთოდ არაფერი ისმის. ნეკა! - ეძახის ისევ. ცდილობს არ შეიმჩნიოს, მაგრამ აღელვებული ხმა აქვს. ვიძაბები. მერე ჩანთას იხსნის და იქექება. მობილურს იღებს, რთავს და რეკავს. - არ ჩაურთავს. თავს წავაცლი, ესეთ დებილობებს რო აკეთებს. - ჩანთას ურტყამს ხელს.
- კაი, დამშვიდდი. ალბათ ისევ იმალებიან. მოდი, ცოტა ხნით ჩვენც აქ დავიცადოთ.
არაფერს მპასუხობს. სახეზე ხელს ისვამს და თავს კედელს ადებს. თვალებს ვხუჭავ თუ არა, მაშინვე მთვარის შუქზე ალაპლაპებულ იარაღს ვხედავ და ტანში მცრის. ღმერთო, როგორ გადავრჩით!
დაახლოებით თხუთმეტ წუთს ჩუმად ვატარებთ.
- მოწმე! - სიზმრიდან გამოფხიზლებულივით ამბობს კოტე.
- რა? - ვერ ვხვდები.
- გახსოვს, რო გითხარი, ნუცას მოწმე ჰყავდა, მაგრამ თავს ასაიდუმლოებდათქო? - ჩემსკენ ბრუნდება.
- ჰო, გამახსენდა. მერე?
- ეს ტიპი ხო არ იყო? პრემიერის კაცი.
- შეიძლება! - თვალები მიფართოვდება გაოგნებულს.
- სხვა მიზეზს ვერ ვუძებნი მის საქციელს.
- ქვემოთაც. შეეძლო სახლებს შორის შემოსულიყო. ეგრევე დაგვადგებოდა თავზე.
- ხო. უეჭველი ეგაა. ან... ან არ ვიცი... - ჰაერს ხარბად ისუნთქავს ცოტა ხნით ისევ ჩუმდება. - ძალიან შეგეშინდა?
- ცოტა. - გამომშრალ ტუჩებს ვილოკავ.
- დაგამშვიდებს ის ფაქტი, რომ გითხრა მეცთქო? - ვერ ვხედავ, მაგრამ სიტყვებზე ვამჩნევ, რომ ეღიმება.
- არ დამამშვიდებს, მაგრამ მცდელობას გიფასებ.
მისი ხელი მეხება სახეზე, თმას ყურს უკან მიწევს და ლოყაზე მკოცნის.
- ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ, რომ ამ სიტუაცის ასე მოერგე. - ამბობს კოტე და ნიკაპს მიჭერს. მისი ასეთი სიახლოვე, ამ შეუფერებელ მომენტშიც კი თავბრუს მახვევს.
- დამიჯერე, ვერც მე.
ეცინება და ტუჩებზე მეკრობა. ეს მხურვალე შეხება მკერდში დატრიალებულ მღელვარებას ფანტავს და მამშვიდებს. ტანზე ჟრუანტელი ახლა მხოლოდ სიამოვნებისგან ჩნდება და მეღიმება. იმ წამს კოტეს მობილური ნათდება. ნეკა მესიჯს წერს, სახლში ვართო და ბიჭიც შვებისგან ოხრავს.

***
დაახლოებით თხუთმეტი წუთის შემდეგ, სამალავიდან გამოვდივართ და ბნელ კუთხეებში მივუყვებით ქუჩას. ერთსაათიანი სიარულის შემდეგ ნაცნობ, პატარა ჭიშკარს ვხედავ. შიგნით შევდივართ თუ არა, კიბის ზემოთ თეკო აღებს კარს და ხელს გვიქნევს, მალეო.
ოთხაში შესულს გოგო მეხვევა. ისეთი აღფრთოვანებული და აჟიტირებული გამომეტყველება აქვს, რომ სიცილს ვერ ვიკავებ. მაგრამ, სანამ რამეს ვეტყოდე კოტე მასწრებს.
- სად ტ,რაკში გაქვს "ყური" ბიჭო, ორი საათია ჩაგძახი! - ძმაზე ისეთი გაბრაზებულია, რომ არც მალავს. ნეკა იატაკზე დაგდებულ მატრასზეა მიწოლილი და ბიჭს ძალიან მშვიდად, მხოლოდ ერთი წამით უყურებს ქვემოდან.
- რას ღრიალებ, მაგას ჰკითხე. - თეკოზე ანიშნებს თვალებით და კედლიდან შპალერის ახევას აგრძელებს. ორივე ჩემი მეგობრისკენ ვიხედებით. გოგოს აღფრთოვანებული სახე მაშინვე ეცვლება და აშკარაა, დანაშაულის დამალვას არც აპირებს.
- ჩემი ბრალია. რო დავიმალეთ, მე წავართვი. მაინტერესებდა, როგორ მუშაობდა და გამივარდა. ვერ ვიპოვეთ. ბოდიში. - ფანჯრის რაფაზე ჯდება და ცერა თითებს ერთმანეთის გარშემო ატრიალებს.
კოტე უკმაყოფილოდ მუწავს ტუჩებს და ზურგჩანთას კუთხეში აგდებს. სკამზე ჯდება და ოხრავს. ეტყობა, როგორ იკავებს თავს, რომ საყვედური არ უთხრას ჩემს ცანცარა მეგობარს.
- და მობილური? - ისევ ძმას უბრუნდება ბიჭი.
- ხო, ეგ ჩემი ბრალია. გვიან გამახსენდა.
- წადი შენი! - მაგიდიდან წიგნს იღებს და ესვრის. ნეკა იჭერს და ფურცლავს.
- კარგი, ნუ იჩხუბებთ. მთავარია, ყველა ცოცხალი ვართ. - თეკოს გვერდით ვდგები და მხარზე ვეყრდნობი. გოგო ნირწამხდარი ქვემოდან მავლებს თვალს. არაუშავსთქო, ტუჩების მოძრაობით ვეუბნები. - ახლა რა უნდა ვქნათ?
- ერთ-ორ საათს მოვიცდით, მერე ტაქსით წავიდეთ მოტოებისკენ. იმედია, იქ დაგვხვდება და სახლში დავახვევთ. - ამბობს კოტე. გაბრაზება მალე უვლის და ყვება, რაც გადაგვხდა. ბოხხმიანის ამბავზე ორივე გაკვირვებულია. ისინიც ფიქრობენ, რომ შეიძლება ის იდუმალი მოწმე იყოს და ახლა იმას განვიხილავთ, ღირს თუ არა მასთან დაკავშირება.
- თუ გინდა ვცადოთ, მარა ტყუილი დროის ფლანგვაა. - ამბობს ნეკა. - სამხილები გვაქვს. ვიღაც მუსკულიანი არაფერში გვჭირდება. დამატებითი ტვინის ბურღვაა.
- მეც ასე მგონია. - ვეთანხმები ბიჭს. - ცარიელი ხელებით რომ იყოთ, კიდევ ხო.
- თანაც, ხო შეიძლება, მოწმე არ იყოს და უბრალოდ კაი ტიპი იყოს, რომელმაც გაგიშვათ? - მხრებს იჩეჩავს თეკო.
- არა, ეგ არ მგონია. მარა ხო, ჯობია მაგას შევეშვათ. ვინც არ უნდა იყოს, მაინც პრემიერის კაცია და მაგათთან სიახლოვე ახლა არ გვაწყობს.
- ნეტა თუ მიაქცევს ხალხი ყურადღებას ამ სურათებს? - ბოლომდე არ ვამბობ, მაგრამ ცოტა ეჭვი მეპარება ამაში.
- მიაქცევს. არც ისეთი ხშირია პრემიერზე თავდასხმები. ყველას ეგრევე ბლოკავს. - ნეკა ხელში აფრიალებულ პლაკატს თითით ნახვრეტებს უკეთებს.
- ის ტიპები დაინახავდნენ, რასაც ვაკეთებდით. რო ჩამოხიონ? - თვალებს ჭყეტს თეკო. - მთელი შრომა წყალში ჩაგვეყრება.
- რას ამბობ, ოფლი დაღვარე... - ბუტბუტებს ნეკა.
- არ აყვე! - სასტიკად ვაფრთხილებ ჩემს აჭრილ მეგობარს. - ეგ მეც მომივიდა აზრად. მართლა რო ჩამოხიონ?
- ცოტა კიდევ არის. - ამბობს კოტე. - აქედან რო წავალთ, სადაც მოვახერხებთ, მივაკრათ.
ცოტა ხნით სიჩუმეა. ოთახი ოთხი ადამიანისთვის ძალიან პატარაა და ჰაერი არ ტრიალებს. კარს და ფანჯარას ვაღებ, რომ ორპირმა ცოტა გვიშველოს.
- ეს ოთახი ხო საშიში იყო. თეკოს რო დავურეკე, მაშინ ამბობდი, შეიძლება ზარის გამო გვიპოვონო...
- სანამ წავიდოდით, სიგნალიზაცია დავაყენე. ვინმე რომ შემოსულიყო, გავიგებდი... - მპასუხობს კოტე და თვალს მიკრავს. მეცინება.
მერე აივანზე ფანჯრიდან გადავდივართ და დაახლოებით ორ საათს ვატარებთ იქ. აქედან კარგად ჩანს თბილისის აბჭყვრიალებული ანძა. მის შემყურეს, ქუთუთოები მიმძიმდება და ვცდილობ, არ დამეძინოს. ჩემგან განსხვავებით თეკო გამოძინებას ასწრებს. თავი ნეკას მხარზე ჩამოუდია და ფეხები სასაცილოდ აქვს გაშლილი. საკმარისია, ბიჭი ოდნავ შეირხეს, რომ ტუჩებს უკმაყოფილოდ აწკლაპუნებს. ნეკასაც თავი კედელზე აქვს მიდებული და სთვლემს. კოტეს მობილურს ხელებიდან ვაცლი და მძინარე წყვილს ფოტოს ვუღებ.
- მომეცი. - ჩურჩულებს კოტე და მობილურს მართმევს. ვბრუნდებით და ისე ვიღებთ სელფის, რომ მძინარე წყვილიც კარგად გამოჩნდეს. ვხითხითებთ. კოტე ტუჩებზე მოწყვეტით მკოცნის და ფოტოს მიღებს.
ახლა იმ უდარდელ ახალგაზრდებს ვგავართ, ხვალინდელ დღეზე რომ არ ფიქრობენ და დრო იმაზე დაგეგმვით გაჰყავთ, საღამოს როგორ გაერთონ. სიჩუმეს მხოლოდ ჩვენი ჩუმი კამათი არღვევს და ძილ-ბურანში მყოფი თეკო ბუტბუტით გვსაყვედურობს, მყუდროებას რომ ვურღვევთ. გუშინდელი აუზთან გატარებული საღამო მახსენდება და უზომოდ კმაყოფილი ვარ იმით, რომ ის დღე ჩემი ცხოვრების ნაწილია. უკანასკნელი ოთხი დღე სათავგადასავლო ფილმს უფრო ჰგავს, ვიდრე რუტინას, რომლითაც ვცხოვრობდი და იმედი, მაქვს ბოლოც ისეთივე დასამახსოვრებელი ექნება, როგორც დასაწყისი.
ცოტა ხანში კოტე დგება და ოთახში შედის. გამოღვიძებული თეკო თავს ნეკას მხარიდან იღებს და რომ ხვდება, რა სიტუაციაშიც იყო ბოლო რამდნიმე წუთი, მაშინვე თავდასხმაზე გადადის.
- ეე, მომინდომა აქ ძილი! აწიე ეგ შენი ჭაღარა თავი! - იდაყვს მუცელში ურტყამს ბიჭს.
- შენ გოგო ვაბშე დაკარგე ტვინთან კონტაქტი? - ხელით აწვება ნეკა მას და გვერდით ახოხებს.
დაიწყეს.
- ორი საათია ჩემზე გძინავს.
- ხოდა ბალიშადაც არ ვარგიხარ! - დგება თეკო და მეკითხება. - მივდივართ?
- კოტეს არაფერი უთქვამს, მარა მგონი კი. - ვპასუხობ. მეღიმება მათზე.
- შენ წადი თუ გინდა. - იზმორება ნეკა და ისიც დგება. - ბარემ გავიგებთ, ისევ აქ გვეძებენ თუ არა.
- შეგიძლია ტირილი უკვე დაიწყო, იმიტომ, რომ ჯერ ისევ მოგიწევს ჩემი ატანა.
- აბა, - ფანჯრიდან იხედება კოტე. - ტაქსი გამოვიძახე და თუ მორჩით, წავიდეთ.

***
ტაქსი დაახლოებით თხუთმეტ წუთში მოდის და მივდივართ. იმედი მაქვს, მოტოები იქ დაგვხვდება, სადაც დავტოვეთ. კოტე არ იმჩნევს, მაგრამ მაინც ვატყობ, რომ ნერვიულობს. არცაა გასაკვირი. დღევანდელი დღე წინა დევნისგან განსხვავებით, გაცილებით დაძაბული იყო. ახლა ყველა გარეთ ვიყავით და ყველას საფრთხე გველოდა. ჩვენ იარაღიც კი დაგვიმიზნეს. თან მანქანიდან კი არა, აცილების დიდი შანსი რომ ყოფილიყო, არამედ სამი მეტრის დაშორებიდან. თითო ტყვია თითოსთვის და ახლა აქ არ ვიქნებოდით. მესმის, რასაც ახლა შეიძლება ფიქრობდეს კოტე. ჩემ გამო რომ ვინმესთვის იარაღი დაემიზნებინათ, ალბათ საკუთარ თავს ვერასდროს ვაპატიებდი.
ოდნავ შვება ეტყობა სახეზე, როცა მოტოები ისევ იქ გვხვდება, სადაც დავტოვეთ. ტაქსის ვისტუმრებთ და იქვე, ორი კორპუსის უკანა კედლებზე დარჩენილი ფოტოების ნაწილს ვაკრავთ. ნაწილს კი, სახლში შესვლამდე, უბანში.
დილის ექვსი საათია დაწყებული, სამზარეულოში რომ შევდივართ. თეკო მაშინვე სააბაზანოსკენ გარბის წყლის გადასავლებად.
- ბაყაყი! - ბუტბუტებს ნეკა და მეორე სართულის აბაზანისკენ მიდის. კოტე მიღიმის. წამოდიო მეუბნება, ხელს მკიდებს და გარეთ გავყავარ. ეზოსკენ წასულს, ვხვდები, რა გეგმაც აქვს. მალე ნაბიჯს უჩქარებს. მერე გარბის და გზად ტანსაცმელს იხდის. სიცილით მივყვები, მეც ვიხდი და ორივე აუზში ვხტებით.
წარმოუდგენლად ლამაზია წყლიდან იმის დანახვა, თუ როგორ ამოდის მზე. ყვითელი სფერო როგორ ავარდისფრებს ღია, ნაცრისფერ ღრუბლებს, შემდეგ ნარინჯისფრად აქცევს, ბოლოს კი კრიალა ცისფერად. ამ ცვლილების თვალმოუწყვეტლივ დანახვა, სასწაულის ხილვას ჰგავს დედამიწიდან. მდუმარე ქალაქიც ნელ-ნელა ჩურჩურლით იღვიძებს და ღამენათევებს ახლაღა გვერევა ძილი.
თეკოს უკვე სძინავს. ტანს ვიმშრალებ და მეც მის გვერდით ვწვები. მხოლოდ რამდენიმე წამით ჩნდება ჩემს გონებაში ბოხხმიანის მთვარისგან ნახევრადგანათებული, დაბღვერილი სახე და მალევე ვითიშები.

***
რაღაც არეული, აფორიაქებული სიზმრიდან შეძახილს გამოვყავარ.
- ოო... - ვწუწუნებ ძილზე დახამებულუვით, მაგრამ უცბად ვიაზრებ სად ვარ და რატომ მესმის გვერდითა ოთახიდან აღფრთოვანებული კოტეს ლაპარაკი. თავს ვწევ და თვალებს ვიფშვნიტავ. თეკო არაა. იმ წამს მისი ხმაც მესმის. საათი შუადღის ოთხის ნახევარს მიჩვენებს. ღმერთო, ასე როგორ გავიდა დრო. ვდგები და თმას სახელდახელოდ კოსად ვიკრავ.
- რა ხდება? - ბუნკერის ზღურბლთან ვჩერდები. სამივე მე მიყურებს. კოტეს ისე უბრწყინავს თვალები, უკვე ვხვდები, რომ ეს ნუცას ეხება. - ნუცა გამოჩნდა? - თვალებს ვჭყეტ.
- ხო, მოდი, მოდი. - ხელს მიქნევს თეკო. ლეპტოპთან მივდივარ. კოტე ჩანაწერს უკან ახვევს და თან მელაპარაკება.
- აუზიდან რო შემოვედით, კამერა შევამოწმე. არაფერი იყო. მერე ერთი-ორი საათით მეც ჩამეძინა, მარა რო გავიღვიძე აღარ შემიმოწმებია. ახლაღა შევხედე.
ეკრანზე კარგად ჩანს შავ სპორტულებში გამოწყობილი ქალი, რომელსაც თავზე კეპი ახურავს და ველოსიპედით კორპუსის უკან ჩერდება. შავ სათვალეს იხსნის და ნელა უახლოვდება მისი და კოტეს შეხვედრის ადგილს. ერთი წამით იქაურობას ავლებს თვალს და მალევე ამჩნევს კედელზე ბიჭის დატოვებულ წარწერას. ხელებს თეძოებზე იწყობს და ეცინება. მერე ბრუნდება. იქაურობას დაწვრილებული თვალებით ყურადღებით ათვალიერებს. რამდენიმე წამით მზერა მაღლა უყოვნდება. ასე მგონია, თვალებში გვიყურებს. შემდეგ ჯერ მკრთალად ეღიმება, მერე კი იცინის და ხელს გვიქნევს.
- რაა? - გაოგნებულს და თან გახარებულს პირი მრჩება ღია. - კამერა შენიშნა, აზრზე ხარ?
შემდეგ წარწერასთან მიდის და "კის" და "არას" შორის არჩევანს "კიზე" აკეთებს.
პირზე თითებს ვიკრობ და დანარჩენებს ვავლებ თვალს.
- როგორ მიხარია, რომ კარგადაა... - ვამბობ და იქვე ვჯდები.
- წავალ ცივ ყავას გავაკეთებ ამის აღსანიშნავად. - თეკო სამზარეულოში გადის.
- ხო, მეც. ის მაინც ვიცი, რომ თავს უსაფრთხოდ გრძნობს, რახან გარეთ გამოსვლას რისკავს.
- ნეტა სადაა...
- ეგ უკვე სულ ერთია... ამას შეხედე... - კოტე ნოუთბუქში ფეისბუქ გვერდს ხსნის და ფოტოს ადიდებს. სურათზე ჩვენი გაკრული პლაკატების მწკრივია. პოსტს აწერია, რომ პრემიერს ოპოზიცია ახალი და ბანალური გამოსველით უტევს და ისიც კი არაა გარკვეული, კონკრეტულად რაში სდებენ ბრალს. მეორე პოსტი სოციალური აქტივისტის ავტორობითაა, რომელიც ამბობს, რომ ბატონი ალექსანდრესთვის იმდენად სულერთია თავისი თანამდებობა, ხალხს უფლებას აძლევს, ყველანაირ კონტექსტში მოიხსენიონ. პრემიერის მხარდამჭერები კი პოსტერების გამავრცელებლებს ლანძღავენ და ვერ იჯერებენ, რომ ქვეყანაში ნომერ პირველ ქველმოქმედს შეუძლია, რაიმე არაკანონიერ ქმედებებში ედებოდეს ბრალი.
- ვაღიარებ, - ხელს ვწევ. - არ მეგონა, რომ ამას ხალხი წამოეგებოდა.
- ჩემო ნინა, საზოგადოება დიდი ხანია მოცლილია. - ფხუკუნებს კოტე.
- მით უმეტეს ფეისბუქი, ჭორბიუროა თავიდან-ბოლომდე... ვფიქრობ, ცუკერბერგიც ნამეტანი მოცლილი იყო ამ აპლიკაციაზე რომ დაიწყო მუშაობა. - პუფში ჩამჯდარი ნეკა აბურდული კაბელების დიდი ხვეულის გამოხსნით ირთობს თავს.
- კარგი, ეს ყველაფერი ძალიან მაგარია, მაგრამ ახლა? - ვეკითხები კოტეს.
- ხოო, - ჰაერს ხარბად ისუნთქავს ბიჭი და გორგოლაჭიან სკამზე წელში იშლება. ძმისკენ გადააქვს მზერა და ერთმანეთს ისე გაიძვერულად უღიმიან, რომ ვგრძნობ, რაღაც ძალიან დიდი გეგმა აქვთ. - ხვალ დიდ არეულობას მოვაწყობთ. - კოტე ლეპტოპისკენ ბრუნდება და რაღაც ინტერნეტ გვერდს ხსნის. - პრემიერის ოფიციალური ვებ-გვერდია. ხვალინდელი დღის მთელი გეგმა დევს აქ. ჩვენი ალექსი, თავისი საქველმოქმედო ფონდის თხუთმეტ წლისთავს აღნიშნავს სასტუმრო "გრანდ ჰაუზში." ხოდა, აქვე მოეხაზება.
- წასვლა გვიწევს?
- არ ვიცი. სასტუმროს სერვერს შევამოწმებ... რამდენად ძლიერი დაცვა აქვს. თუ არადა, ხვალისთვის მომზადება მოგვიწევს. მაგრამ თქვენი წამოსვლა აუცილებელი არ იქნება. შენ და თეკო აქ დარჩებით.
ბიჭებს მთლიანად საქმეზე გადააქვთ ყურადღება, ამიტომ ოთახიდან სამზარეულოში გავდივარ და შიმშილისგან ახმაურებული მუცლის გაჩუმებას ვცდილობ. თეკლას ყავა შეაქვს მათთვის და ისევ ჩემთან ბრუნდება. აღფრთოვანებული მელაპარაკება ხვალინდელ დღეზე და როცა ვეუბნები, რომ სახლში ვრჩებით, ძმებს სამზარეულოდან უყვირის.
- სერიოზულად?
- რა გინდა... - ბუნკერის ზღურბლზე ჩერდება ნეკა და ჩარჩოს ეყრდნობა.
- ხვალ თუ წახვალთ, ჩვენ აქ დავრჩებით?
- არ გეყო გუშინ რაც გააფუჭე?
- შემთხვევით მოხდა, ძალიან კარგად იცი ეგ. - შუბლს კრავს ჩემი მეგობარი.
- ხოდა, იქნებ ხვალ შემთხვევით პრემიერსაც ჩაგვაბარო!
- შენ არც არავინ გეკითხება. შენს ძმას ვეკითხები, რო არ გვიმჩნევს. - ცოტა ხნით ორივე ჩუმდება კოტეს პასუხის მოსასმენად, მაგრამ ბიჭი ჩუმადაა. მეცინება.
- თეკო, ნუ ყაყანებ. - ხელზე ვჩქმეტ. - ზედმეტი ვიქნებით. შეიძლება ხელიც შევუშალოთ.
- გაჩუმდი შენ! - ნაჩქმეტზე ხელს ისვამს, მაგრამ სანამ რამეს იტყოდეს, ნეკა ასწრებს...
- პოსტერებზე რა ამბავია ატეხილი, ხო ხედავ? ცოტა დაფიქრდი, რა გგონია, პრემიერი ვერ მიხვდა ვისგანაა ეს გაფრთხილება? და რა გგონია, ხვალინდელ ღრეობას ისე გამართავს, რომ ტერიტორიას თვალს არ ადევნებს? იმაზე ვიფიქრო, რომ შენი ხავსიანი თავი არავინ შენიშნოს, თუ ქსელში ვიდეოს უსაფრთხოდ გაშვებაზე... მოკეტე და წყნარად იჯექი, ფუფლო... - თვალებს ატრიალებს მობეზრებით ბიჭი, ოთახში შედის და კარს ხურავს.
მე და თეკო ერთმანეთს გაოგნებულები ვუყურებთ, მერე გვეცინება და პირზე ხელს ვიფარებთ.
- შენც მოისმინე, რამდენი ილაპარაკა, ხო? - მეკითხება ჩურჩულით გოგო.
- წყობიდან გამოგყავს. - თავს ვაქნევ.
- მართლა არ გინდა იქ წასვლა?
- მინდა, მაგრამ... იქნებ სულაც აქედან აგვარებენ საქმეს?
- რადგან წინააღმდეგები არიან ჩვენი იქ წასვლის, ესე იგი ვერ აგვარებენ. - თითს შუბლზე იდებს, ვაზროვნებო.
- ხოდა, როგორც გადაწყვეტენ, ისე მოვიქცევით.
- რა ქართველი ცოლივით ლაპარაკობ, ნერვებზე ნუ მშლი. - დგება გაბრაზებული და ბუნკერში შედის. ვოხრავ, ჩემს ყავას ვიღებ და ეზოს ბოლოში, ჰამაკისკენ მივდივარ.
გარეთ მოღრუბლულია და გრილი ნიავი ქრის. ალბათ იწვიმებს. აუზს გვერდს ვუვლი და ჰამაკში ვწვები. ხვალ თუ ყველაფერი დამთავრდება, თუ ბიჭებს ყველაფერი გამოუვათ, რა იქნება მერე? პრემიერს რა ელის? ჩვენ? ვიქნებით უსაფრთხოდ? ჩვეულებრივ გავაგრძელებთ ცხოვრებას, თუ შიში უნდა გვქონდეს, საიდანმე არ მოგვწვდეს ბატონი ალექსანდრე? ამაზე აქმდე არ მიფიქრია და ახლა საკუთარ თავთან ეს უპასუხო შეკითხვები, ცოტა არ იყო, მაფორიაქებს. ასეთი გავლენიანი ადამიანი, ნუთუ ვერ შეძლებს თავის დაძვრენას? დღემდე ამ ამბის მხოლოდ ერთი მხარე მაღელვებდა - როგორ მოახერხებდნენ ბიჭები პრემიერის გაშიფვრას, მაგრამ, რა მოხდებოდა ამის შემდეგ... ნეტავ თვითონ ისინი თუ ფიქრობენ ამაზე?
ვოხრავ და ყავის ბოლო ყლუპს ვსვამ. ჭიქის ბალახზე დასადებად ვიწევი, რომ სახლიდან ჩემსკენ მომავალ კოტეს ვხედავ. თითები ბრიჯის ჯიბეებში ჩაუწყვია და ნელა მოაბიჯებს. მისი დანახვისას უნებურად მეღიმება. ჰამაკზე მიწოლილი, ბიჭის ცქერით თავს ვინებივრებ. რას ვიფიქრებდი, რომ ამ უცნაურად თავსდატეხილ თავგადასავალში ადამიანით ასე მოვიხიბლებოდი?!
- გამოიპარე? - მიახლოვდება ის, ხელს ჰამაკს ჰკიდებს და ოდნავ აქანავებს. მისი ცისფერი თვალები ახლანდელი ცასავით ჩამუქებულან.
- დავინახე, როგორ შევარდა ბუნკერში ბომბი და შესაძლო აფეთქებას თავი დავაღწიე.
- ამ ხუთ დღეში ინსტიქტებიც გამოგიმუშავდა.
- მალე მატრიცასაც დავწერ.
ორივეს გვეცინება. მერე კოტე ჰამაკში ჩემს გვერდით თავსდება. თავს მის მკერდზე ვდებ და კუშტად შეკრული ღრუბლების ცქერაში, რამდენიმე წუთი უხმოდ გადის. ლოყით ბიჭის გულისცემას ვგრძნობ და მეღიმება. შემიძლია მთელი დღე ვიჯდე ასე და ვუსმინო მეზობელი სახლებიდან ქარს გამოყოლილი ბავშვების ჟრიამულს, ჩიტების ჭიკჭიკს და კოტეს გულის ფეთქვას. ოღონდ იმაზე არ ვიფიქრო, რა მოხდება ხვალინდელი დღის შემდეგ.
- მიეჩვიე? - მეკითხება ის და ჩემს შუბლზე ჩამოყრილ თმას უკან სწევს.
- აქაურობას? ხო, ცოტა. - ვპასუხობ. გული მიგრძნობს, რომ ჩვენი საუბარი ხვალინდელ დღეასც გადასწვდება და ვღელავ.
- არც ისე სასიამოვნო ამბავში გაგხვიე და ამასთან მიჩვევა, მგონი ცოტა საშიშია, ნინა.
- და მგონი, ცოტა გვიანიც ამაზე ფიქრი.
- რა კაია, რო ამას შენი დარტყმული დაქალივით არ გამოხატავ. - ეცინება.
- ხვალ დავრჩებით. ვიცი, რომ...
- თუ გინდათ, წამოდით.
თავს ვიღებ და მისკენ ვბრუნდები. ვერ ვხვდები, რატომ გადაიფიქრა ასე მალე.
- რამე მოხდა? - მის თვალებს ვაკვირდები.
- არაფერი. უბრალოდ, ყველაფრის შემდეგ, კულმინაციური მომენტით ტკბობას იმსახურებთ. - ეღიმება.
- რაღაცას ბოლომდე არ ამბობ.
- არა, არა, უბრალოდ... რაღაცები ცოტა გვიან გავაანალიზე. მაგალითად ის, რომ ხვალინდელი დღის შემდეგ მე და ნეკას ცოტა ხნით გაქრობა მოგვიწევს.
- ცოტა ხნით? - ტუჩებს ვმუწავ უკმაყოფილოდ. ეღიმება. ამას ველოდი, მაგრამ მაინც არაა სასიამოვნო მოსასმენი, რომ კოტეს ვერ ვნახავ. - მაინც? ცოტა ხანი რამდენია?
- ეგ იმაზეა დამოკიდებული, როგორ ჩაივლის ხვალინდელი წვეულება.
- მერე?
- ვფიქრობ, რაც არ უნდა მოხდეს, პრემიერი მაინც ვერ მოისვენებს. ჩვენ შეიძლება ვერ გვიპოვოს, მაგრამ თქვენ თუ სახლში წახვალთ... უფრო სწორად ჯერ ვერ წახვალთ, ნინა. მგონი რაღაც პერიოდი ისევ აქ მოგიწევთ ყოფნა.
- რატო? - ვერ ვხვდები ეს ამბავი უნდა გამიხარდეს თუ არა.
- ეს კაცი პრემიერია. მისი დაპატიმრება და ციხეში გაგზავნა ასე უბრალოდ ვერ მოხდება. მთელი პროცესები წავა. თქვენ რომ სახლში დაბრუნდეთ, როგორ გგონია, იქ არავინ მოგაკითხავთ გაავებულ გულზე?
- ასე შეიძლება ციხიდანაც მოგვწვდეს. სულ შიშში ხომ ვერ ვიქნებით.
- არ ვიცი. - ოხრავს კოტე და რამდენიმე წამით თვალებს ხუჭავს.
- ანუ გიწევთ ხვალ წასვლა. - ვეუბნები.
- ხო, გვიწევს, იმიტო, რო სასტუმროს სერვერს საკმაოდ ძლიერი დაცვა აქვს. დისტანციურად მის ქსელში შეძვრომა არ გამოვა. შეიძლება უსაფრთხო არ იყოს. თან, ჩვენი ტექნიკაც არ გვიწყობს ხელს, რომ დაცულად ვიმოქმედოთ. სახლში დავტოვეთ ყველაზე კარგი აპარატურა. ამიტომაც, იქ მივალთ. მე და ნეკა სასტუმროში შევალთ. საპრეზენტაციო ლეპტოპს დავუკავშირდებით და ვიდეო-ჩანაწერებს თავის დროზე გავუშვებთ.
- მოიცადე. იქ როგორ შეხვალთ? საშიში არ იქნება? იქაურობა კამერებით იქნება სავსე.
- მოვახერხებთ. ვიზუალს ცოტას შევიცვლით. ნეკა ყალბ პირადობებს აკეთებს ფოტოშოპში.
- რაა? - თვალებს ვჭყეტ.
- ხო. თანაც სამზარეულოდან შევალთ. მიმტანებს იქიდან მიიღებენ.
- მიმტანები უნდა იყოთ? - მეცინება.
- ხო. თქვენ გარეთ, მოედანზე შეგიძლიათ იყოთ. მობილურს დაგიტოვებთ, რომ კონტაქტი გქონდეთ. ოღონდ, გეხვეწები, მაგ მობილურს თეკოს ნუ ჩაუგდებ ხელში.
ორივეს გვეცინება.
- საქმეს მოვრჩებით, გამოვალთ და წავალთ.
- კოტე... თუ მაინცდამაინც გაწუხებს ის ამბავი, რომ მე და თეკო სახლში ვერ ვბრუნდებით... ერთი იდეა მაქვს. - ვეუბნები ჩუმად.
- რა იდეა? - ეჭვით დამყურებს ზემოდან.
- როცა ყველაფერი დამთავრდება, შენ და ნეკა წადით. მე და თეკოს ის გაყალბებული დოკუმენტები დაგვიტოვეთ. პოლიციაში მივალთ და მოვყვებით...
- ნინა, ნინა, გაჩერდი. - მაწყვეტინებს.
- მაცადე, იქნებ რას ვამბობ. - შუბლს ვკრავ. - ანუ, მოვიფიქრებდით წინასწარ ყველაფერს... თანაც, პოლიცია დაგვიცავდა, ხო ხვდები?
- ვხვდები, რასაც ამბობ, მოწმეთა დაცვის პროგრამა, ადვოკატები და მერე თვეების განმავლობაში სასამართლოებზე ხეტიალი. იმაზე მეტი პასუხისმგებლობა დაგეკისრებათ, ვიდრე გეკუთვნით. მით უმეტეს, რომ თქვენ აქ არაფერ შუაში ხართ. ასე, რომ გამორიცხულია შენი იდეა.
- კარგი. - ვბუტბუტებ. - მაგრამ ერთი რამე ვერ გავიგე. მე და თეკო თუ გარეთ ვიქნებით, გამოდის ვერ ვნახავთ, შიგნით ქარდავას და მისი სტუმრების რეაქციებს. წამოსვლას რა აზრი აქვს?
- როგორ ვერ ნახავთ გოგონი, -იღიმის კოტე. - ყველაფერი სასტუმროს ბილბორდზე გაშუქდება პირდაპირი ტრანსლაციით.
- რაა? - მეცინება გაოგნებულს. - მეგონა მხოლოდ შიგნით აპირებდით.
- ამდენს იმიტომ კი არ ვრისკავთ, რომ ერთეულებმა იხილონ ჭეშმარიტება. ფოიერვერკი მაშინაა იდეალური, ყველა ვრცლად რომ ხედავს მის დიდებულებას.
- დამბურძგლა.
ორივეს გულიანად გვეცინება. მეცინება, მაგრამ მღელვარებისგან მაინც ვერ ვამშვიდებ აფორიაქდბულ გულს. მაინც მეშინია.
- არ ინერვიულო. ყველაფერი კარგად იქნება. - მეუბნება კოტე და ფეხით ჰამაკს არწევს. თითით ლოყაზე მეხება და ნიკაპამდე ასრიალებს. შემდეგ ჩემსკენ იხრება და რბილად მეხება ტუჩებზე.
- კოტე! - გვესმის იმ წუთას სახლიდან ნეკას ხმა. ორივე ვიწევით.
- რა ეტაკა. - ამბობს ბიჭი და მაშინვე დგება.
- დროზე! - ყვირის ის. გავრბივართ და რამდენიმე წამში სამზარეულოში სახეარეულ თეკოს ვაწყდებით. - მოდი ბიჭო. აქ ნუცაა.
- რაა? - კოტე ნოუთბუქთან მიდის. მეც უკან მივყვები და ეკრანზე ქალს ვხედავ, რომელიც ხელს ჯერ სიტყვა "ფოიერვერკს" ადებს, შემდეგ კი მაჯაზე საათს და ტუჩების მოძრაობაზე დაკვირვებით ვხვდები, რომ ამბობს, გელოდებიო. მერე კი იმ შენობაში შედის, სადაც კამერაა მიმაგრებული.
- გამოჩნდა თუ არა, დაგიძახე. იქაა. - ძმას უყურებს ნეკა.
- "ფლეში" მომეცი, უნდა წავიდე. - ამბობს ბიჭი და რაღაცას უწყებს ძებნას. აღელვებული ვადევნებ თვალს და ვერაფერს ვამბობ. კოტე ზურგჩანთას და ჩაფხუტს იღებს. მაგიდაზე მოტოციკლის გასაღებს სტაცებს ხელს და ძმას გაწვდილ "ფლეშს" ართმევს. - "ყური" სადაა?
- აჰა. - უჯრიდან იღებს ნეკა.
- ყურადღებით იყავი. - კოტე ოთახიდან ჩქარი ნაბიჯით გადის. ჩვენც მივყვებით.
- ხო არ წამივიდე, ე. - თავს იქექავს ნეკა. - ძაან უცბად მობრუნდა უკან. რაღაც არ მომწონს.
- არა, ვენდობი. რაღაც გეგმა აქვს სავარაუდოდ, თორემ ვიდეოებს არ მომთხოვდა. დარწმუნებული ვარ იცის ხვალინდელ დღეზე. - ჭიშკრის ერთ ფრთას აღებს კოტე. მოტოზე ჯდება და ჩაფხუტს იფარებს.
- ფრთხილად. - ვეუბნები და ტუჩს ვიკვნეტ. გული ისე მიცემს, ლამისაა მკერდიდან ამოხტეს. ბიჭი ორი წამით მავლებს თვალს, ძრავას რთავს და ეზოდან სწრაფად გადის.


***
საღამოს ექვსი საათი ხდება. სამივე ბუნკერში ვართ და ნოუთბუქის ეკრანზე მოძრაობას ველოდებით. ისეთი დაძაბული ვარ, ასე მგონია, სადაცაა ძარღვები დაწყვეტას დაიწყებენ. რატომ მობრუნდა ნუცა? რა თქმა უნდა, უფლება აქვს ის მასალა მოითხოვოს, რომლის მოპოვებაშიც ალბათ საკმაოდ დიდი თანხა გადაიხადა, მაგრამ თუ ხვდება ხვალინდელ ამბავს, რაღა აქვს კოტესთან განსახილველი? იმის წარმოდგენა არ მინდა, რომ ნუცა თავისუფალი არაა და ეს მახეა. არა, ამას არ ვიჯერებ, რადგან ქალის გამომეტყველება მსგავსზე არაფერზე მიანიშნებს. არ მგონია, ამდენად შეეძლოს მსახიობობა.
- თითქმის ერთი საათია, რაც წავიდა. - მაინც მცდება ნერვიულად. თეკო გაცხარებით იკვნეტს ქვედა ტუჩს და ის-ისაა რაღაცის თქმას აპირებს, რომ ნეკა წელში სწორდება.
- მივიდა! - ამბობს და ლეპტოპის კლავიატურაზე რამდენიმე ღილაკს აწვება. ოთახში კოტეს ხმა ისმის ოდნავ შიშინთან ერთად.
- გესმის? - ეკითხება კოტე.
- მესმის.
- არაფერი შემხვედრია. შენ რას ხედავ? - ამბობს ის. პუფს ლეპტოპთან ცოტა უფრო ახლოს ვაჩოჩებ.
- სუფთაა. ნუცა იქ იქნება. დაბლა არ ჩამოსულა.
- კაი. ავალ. - კოტე მოტოდან გადმოდის, ჩაფხუტს ზედ დებს და შენობაში შედის. მერე კიბეზე ასვლის, რამდენიმე წამში კი ქალის ხმა გვესმის. ერთმანეთს ესალმებიან და მოკლე მოკითხვის შემდეგ, კამერაც მათკენ ბრუნდება. შვებით ვოხრავ, ორივეს ერთად რომ ვხედავ. ნუცას დაღლილი, მაგრამ მომღიმარი სახე აქვს. მზერას კამერასა და კოტეს შორის ცვლის.
- რას აკეთებ? - ეკითხება ბიჭს.
- მაყურებელი გვყავს. - ეცინება კოტეს და წარბებს სწევს. - რაც შენ წახვედი, რაღაცები შეიცვალა.
მერე ბეტონის ბლოკებზე სხდებიან. ჯერ კოტე უყვება ამ ცვლილებაზე. ნუცა გაკვირვებული უყურებს და ხანდახან უკმაყოფილოდ აქნევს თავს. ხანდახან გაბრაზებულ კომენტარებს აკეთებს. ხელებით ლაპარაკობს, ისეთი გაცხარებულია. საერთოდ რომ არ იცნობდე, საუბარის მანერაზე შეატყობ, რომ ჟურნალისტია.
- ეგ ვახო იყო. - ამბობს ქალი, როცა კოტე გუშინდელი დღის ამბის მოყოლას, ჩვენზე დამიზნებული იარაღით ამთავრებს.
- ვახო? იცნობ, არა? - თავს აქნევს გაკვირვებული.
- ეგ ის მოწმეა, მე რომ გეუბნებოდი.
- ხო ვამბობდი! - კამერისკენ ჩვენ გვიბრუნდება კოტე. მე და თეკო ერთმანეთს გაოგნებულები ვუყურებთ.
- საღოლ! - ტაშს უკრავს უემოციოდ ნეკა.
- მიდი, მიდი, მოყევი, რა მოხდა. - მოუთმენლობა ემჩნევა კოტეს ხმას.
- რა და, შენთან შესახვედრად რომ გამოვედი, ქუჩის კუთხეში გზაზე გადამიდგა ვახო. ისე შემეშინდა, ლამის მაშინვე გადავუარე და მოვსხლტი. მერე მითხრა, მე ვარ ის მოწმე, რო გეკონტაქტებოდი. ქარდავას დაცვაში ვარ და თავს იმიტო არ ვამჟღავნებ, თორემ ყველაფერს გავაკეთებ მაგ ნაბი,ჭვარის ჩასაძაღლებლადო.
- რატოვო?
- მიზეზი ვკითხე, მარა მაშინვე არ უთქვამს. მითხრა, სადაცაა შენი მოკვლის ბრძანებას გასცემს და უნდა დაასწრო და გაქრეო. ვიფიქრე ბევრი, მარა, არც ერთი ჩემთვის საიმედო სამალავი მისთვის მთლად საიმედოდ არ ჟღერდა. შემომთავაზა, ბებიაჩემი ცხოვრობს მარტო ნუცუბიძის პლატოზე და იქ წაგიყვანო. ცუდად არ ჟღერდა. პრემიერის კაცს თვალთვალს არავინ დაუწყებს.
- ჭკვიანურია. ახლაც იქ ხარ?
- ხო, იქ ვარ ახლაც. აქედან არც ისე შორსაა. მერე ორივე ვარკეთილში წავედით სხვადასხვა გზებით. იმ საერთო საცხოვრებლის მისამართი მომცა, მანქანა სადაც დავტოვე. თვითონ მეორე მხარეს ტაქსით დამხვდა. იქით კამერები არ ყოფილა...
- ხო ეგ ყველაფერი დაწვრილებით ვიცი, პროკურატურიდან. - ამბობს კოტე. - უბრალოდ მეგონა, რომ მარტო იყავი.
- არა. მარტო იმ წუთას აზრზე არ ვარ რას ვიზამდი. გზაში მეგობარს და უფროსს ვწერდი, შვებულებაზე. მაგასაც მოისმენდი ახალ ამბებში. შენ რატო არ გაგაგებინე, ხვდები ალბათ. ძალიან კი ვნერვიულობდი, ასე უცბად რო მივდიოდი და გაუგებრობაში გტოვებდი... - ნუცას ისეთი შეწუხებული სახე აქვს, ეტყობა, რომ ამაზე დიდხანს ფიქრობდა და დარდობდა.
- არაუშავს. უარესიც შეიძლებოდა მომხდარიყო. აქ მანამდეც იყავი?
- ხო, ერთხელ ვიყავი. ერთი კვირის უკან. მერე ვინანე, რამე მაინც დამეტოვებინა კოტესთვის, იქნებ მოსულიყოთქო. დღეს ამით მოვედი. - იცინის ის და ბიჭს ხელის გულზე დადებულ ცარცს აჩვენებს. - მოვედი და ის წარწერა რომ დამხვდა, აზრზე არ ხარ, როგორ გამიხარდა. - ქალის ნათქვამზე ვიღიმი და მახსენდება ის მომენტი, როგორ წერდა სიტყვებს კოტე კედელზე.
- ხო, ცოტა ადრეც უნდა მექნა ეგ. და, უკან რატო დაბრუნდი?
- ხო... - ოხრავს ნუცა და ორი წამით კამერისკენ იხედება. - მოდი, მომიყევი აბა, იმ ფოიერვერკში კონკრეტულად რას გულისხმობდი. ხვალინდელ დღეს ხომ არა?
- მაგაზე იცი?
- ვიცი, რომ საქველმოქმედო საღამოს მართავს ბატონი.
- ხო, სწორად მიხვდი. აქამდე თავს შენს გამო ვიკავებდი. არ ვიცოდი, სად იყავი და როგორ... რამდენიმე დღის უკან, იუთუბში ატვირთვა გადავწყვიტეთ, მარა ვიდეო ეგრევე წაიშალა დაიდო თუ არა. უბრალოდ, მასალა შენი როა, არ მინდოდა უკითხავად გამოყენება. ვაპირებდი, მარა არ მინდოდა. - ნუცას ეღიმება. - ხოდა კი გამისწორდა, რო დაგინახე დღეს. ხო, ხვალ იმ სასტუმროში მივალთ მე და ჩემი ძმა. მიმტანებად გავფორმდებით ამაღამ.
- მოიცადე, კოტე. დარწმუნებული ხარ? რაღაც უსაფრთხოდ არ ჟღერს.
- უნდა გავრისკოთ. გარეგნობაში რაღაცებს შევცვლით. ყალბი აიდი გვექნება.
- იქ მისვლა საერთოდ აუცილებელია? სახლიდან ვერა?
- სახლიდან სასტუმროს მთავარ კომპიუტერს ვერ ვტეხავთ, თორე იქ მისვლა საჭირო არ იქნებოდა. მათ ქსელში რო ვიქნებით, უფრო მარტივი იქნება. ვიდეოებს ვირუსის სახით გავუშვებთ და შიგნით საპრეზენტაციო ეკრენზეც გავა და გარეთ, სასტუმროს ბილბორდზეც. მანამ იტრიალებს, სანამ ქსელს არ გამოეთიშებიან.
- მართლა მაგარი ტიპები ხართ! - კისკისებ ნუცა. - უეჭველი იქ უნდა ვიყო სადმე. ამას ვერ გამოვტოვებ.
- შენი ნებაა, - მხრებს იჩეჩავს კოტე. - მთავარია ფრთხილად იყო.
- ხო, ხო, და მხოლოდ მე არა. - წარბებს სწევს ქალი და ჰაერს ხარბად ისუნთქავს. - და, ვიდეოებს რაც შეეხება, კოტე... ამის გამო დავბრუნდი, რო მეთქვა. ვახომ მითხრა რაც არის ჩანაწერებზე, ხოდა, უნდა დაამუშაოთ. აფხაზების სახეები დაფარეთ. არც ერთის არ უნდა ჩანდეს, კარგი?
- და, რატო? - შუბლს ჰკრავს ბიჭი. ნეკა ჩვენსკენ იყურება და ნიკაპს ფიქრიანად ისრესს.
- ეს რაღა ჯანდაბაა, ერთი, ჰკითხე. - ეუბნება ძმას. კოტეს რეაქცია არ აქვს. ნუცას მომლოდინედ უყურებს. მართლა უცნაურად ჟღერს.
- რატო, და, ჯერ ერთი - არ ვიცით, ამ ვიდეოების გაშვების მერე, რას იზამს ის ნაბი,ჭვარი. სასტუმროში პოლიცია არ იქნება და სანამ მოვა, შეიძლება მოსხლტეს და გაიქცეს. ვიდეოები იტრიალებს. ხალხი გადაიღებს, უცბად გავრცელდება. ამას მალე ნახავენ აფხაზები. კიდევ ერთი მტერი გვინდა? დამიჯერე, შეიძლება ისინი ჩვენს პრემიერზე უფრო სახიფათოები აღმოჩნდნენ. მათი შენიღბვით ვაჩვენებთ, რომ საქმე მათთან კი არა, ქარდავასთან გვაქვს.
- მივხვი. სწორია, და მაგაზე არც მიფიქრია. - თავს აქნევს კოტე. სახეზე ეტყობა, რო თავისი თავით უკმაყოფილოა. გაოგნებული თეკო ტუჩებზე ისვამს თითებს და ვგიჟდები ამ ქალზეო, ამბობს. ხო, ეს მართლაც რომ ძალიან დიდი და მძიმე შეცდომა იქნებოდა. - ვეცდები პოლიცია ისეთ დროს გამოვიძახო სასტუმროში, რო პრემიერი იქ დახვდეთ.
- ჯობია, თორე, გაქცევა თუ შეძლო, ჩათვალე, რო მთელი ცხოვრება მალვაში მოგვიწევს ყოფნა.
- და როგორ ვიქნებით დარწმუნებულები, რომ ციხიდან ვერ შეძლებს ჩვენს დევნას?
- ეგ მე მომანდე. - შუბლზე ისვამს თითებს ქალი.
ყველა ვხვდებით, რომ რაღაც ისე არაა. ალბათ კოტეც, რადგან ნუცას ეჭვით უყურებს, მაგრამ არაფერს ამბობს.
- კარგი, და ეს? - ბიჭი ორი თითით "ფლეშს" ატრიალებს.
- ეს, - ნუცა მისი თითებიდან ფრთხილად აცურებს პატარა პლასტმასს. - ეს ჯობია, რომ თქვენთვისს უცნობ ამბად დარჩეს.
- სერიოზულად? არ მგონია, იმ სიტუაციაში ვიყოთ, რომ ერთმანეთს რამეს ვუმალავდეთ, ნუცა.
- მენდე, კოტე. ჩემს გამო ისედაც საკმაოდ სახიფათო საქმეზე წახვედით. თან მარტო შენ და შენი ძმა კი არა, კიდევ ორი სრულიად უცხო ადამიანი. თავს ისედაც დამნაშავედ ვგრძნობ მათ გამო. დამიჯერე, არ გჭირდებათ ამის ცოდნა, მენდე კოტე.
- კარგი. კარგი. შენი მასალაა და შენი ნებაა, როგორ გამოიყენებ. - ჰაერს ხარბად ისუნთქავს კოტე და ისევ კამერისკენ იყურება.
- არ გეწყინოთ. თქვენზე რომ ვფიქრობ, ამიტომ ვიქცევი ასე. მიხვდები ადრე თუ გვიან. - თვალს უკრავს მას ქალი.
- არა, რა უნდა მეწყინოს, ხო არ ღადაობ. იმ ვახოზე მაინტერესეს... ანუ გითხრა, რატო გეხმარება?
- ხო. ორი წლის უკან, რუსეთში მისი ნათლია მოკლეს. ეგეც ნარკოტიკების საქმეში იყო. სამი თვის უკან გაიგო, რომ ისე არ იყო ყველაფერი, როგორც ჩანდა. ქარდავას ბრძანება ყოფილა.
- პირადი ინტერესი.
- პირადი ინტერესი. - იმეორებს ქალი. რამდენიმე წამით ჩუმად არიან. - და გაყალბებული დოკუმენტები მე მექნება. აბა? დაგვრჩა რამე შეკითხვა?
- მგონი არა. მართლა იქ იქნები ხვაალ? - ეცინება კოტეს.
- რა თქმა უნდა. - იცხადებს ნუცა. - ამ არეულობისთვის ბევრი ვიწვალე. რა თქმა უნდა მოვალ.
- კარგი, მაშინ ახლა დავიშალოთ. - ფეხზე დგება კოტე. ქალიც მას ბაძავს და "ფლეშს" ჯიბეში იდებს. - იქ ფრთხილად იყავი და ხო, მართლა. აი ეს გამომართვი. - კოტე ზურგჩანთიდან მობილურს იღებს და აწვდის. ღმერთო, ეს უთვალავი რაოდენობის მობილურები. - მარტო ერთი ნომერია ჩაწერილი. ერთმანეთთან კონტაქტი რომ გვქონდეს.
- მშვენიერია. კარგი ბიჭი ხარ. - ტელეფონს ინახავს ნუცა. - გამიხარდა, რომ შევხვდით. ძალიან მოუსვენრად ვიყავი.
- ბოლომდე მარტო მე არ მეჯერა, რო უსაფრთხოდ იყავი, ასე, რომ მეც გამიხარდა შენი ნახვა.
ქალი იცინის და ხვალინდელ დღეზე რაღაც წვრილმანებს ეკითხება. კოტე კამერას იღებს და თიშავს. ახლა მხოლოდ მათი ხმა გვესმის. ცოტა ხანში ერთმანეთს ემშვიდობებიან და შვებით მხოლოდ მაშინ ვოხრავ, სამზარეულოში მოტოს ხმა რომ შემოდის.

***
ღამით წვიმს. ძმები ვახშამისას ნუცაზე და ხვალინდელ დღეზე ლაპარაკობენ. მე და თეკო იშვიათად ვერთვებით მათ დიალოგში. ყალბი პირადობები თითქმის არაფრით განსხვავდებიან რეალურისგან. თუ კარგად არ დააკვირდი, ვერც განსხვავებას შეამჩნევ. ნეკას ნიკა ფალავანდიშვილი უწერია, კოტეს - საბა ქოიავა. ფოტოებზე ორივეს შავი თმა და შავი თვალები აქვთ. ნეკას წარბიდან პირსინგი მოუხსნია და სურათზეც სხვანაირი გამომეტყველება აქვს. ის-ისაა შეკითხვების დასმას ვაპირებ, რომ თეკლას სიცილი უტყდება და ვეღარ ვაჩერებთ.
- ანუ... წაგებული მე ვარ, მარა თმის შეღებვა შენ გიწევს... აუ, ახლა მოვკვდები... თან შავად, ღმერთო! - კისკისებს ის. კოტეს ვუყურებ. გოგოს შემხედვარეს, მასაც ეცინება. მისი ლამაზი, ქერა თმა შავად? ვერ ვიჯერებ.
- გული მწყდება, ხარხარისგან სიკვდილს რომ უნდა გადაგარჩინო, მაგრამ ეს მხოლოდ ტონიკი იქნება. ორ დაბანაზე გადავა. - მშვიდად ამბობს ნეკა.
- არაფერი შემარგო. - ყელს იწმენდს თეკო და ჩუმდება.
- და თვალის ფერი? - ვეკითხები მათ.
- ლინზები გამივიწერეთ და ხვალ მოგვიტანენ. - კოტე თვალს მიკრავს და ძმასთან ერთად სააბაზანოში შედის.
რამდენიმე წუთში კი ჩვენს წინ შავთმიანი ძმები დგანან და ელოდებიან, როდის შევაფასებთ. თეკო ისევ სიცილს იწყებს. გამურულებს გავხართო, დასცინის მათ. მე კი, კოტეს პრიალა თმას ვეხები, თითქოს ასე უფრო გადავწყვეტ, უხდება თუ არა.
- არაა, ოქროსთმიანი უფრო მიმზიდველი ხარ. - ვეუბნები და ლოყაზე მოწყვეტით ვკოცნი.
- მე კი ისე მომწონს, ვფიქრობ, ხომ არ დავიტოვო. - ცალ თვალს ჭუტავს კოტე და ისიც მკოცნის.
- ოოო, დავყრუვდი! - თვალებს გვიბრიალებს თეკო. - ეს კოცნის ხმები სმენას მიხშობენ.
- ან იქნებ გაღიზიანებს, იმიტო, რო შენ არავინ გკოცნის. - დასცინის ნეკა გოგოს და თან სარკეში თავის თავს ეჭვით უყურებს.
- უკაცრავად? საკუთარ თავში არ აგერიო. მაქსიმუმ ბაყაყმა გაკოცოს! - ენას უყოფს მას ჩემი მეგობარი.
- შენ ეგეც არ მოგეკარება იმის შიშით, რო ბაღლინჯოდ გადააქცევ.
თეკო ბუტბუტით აგრძელებ ბიჭის ლანძღვას და ოთახში შედის.
- ვგიჟდები ამათ ხოცვა-ჟლეტვაზე. - მეცინება.
- და ჩემზე? - მეჩურჩულება კოტე.
- შენზე უფრო. - მისკენ ვიხრები და ჩურჩულით ვპასუხობ.

***
ცოტა ხანში კოტე სასტუმროში რეკავს და მიმტანის ვაკანსიას ეხმაურება. იქიდან ეუბნებიან, რომ ერთი ადგილიღაა დარჩენილი და ბიჭი თავს ძლივს იკავებს, რომ ლანძღვა არ დაიწყოს. ბევრი თხოვნის შემდეგ, ეიჩარი ეუბნება, რომ საეჭვო თანამშრომელი ჰყავთ და თუ არ მოვა, გააგებინებენ. მარტო გამიჭირდება და გაცილებით დიდ დროს წაიღებს, თორემ მარტოც წავიდოდიო, ამბობს კოტე.
- მაინც შემოვალ. ძაან თვლა არ დაგვიწყონ ვაშლებივით. - მხრებს იჩეჩავს ნეკა. - ვიტყვი, რო გასაუბრებაზე ვარ. იქ ისეთი ქაოსი იქნება, ყველას მაგრად ვეკიდები.
- კაი ვარიანტია. - მოწონების ნიშნად ცერა თითს სწევს მისი ძმა. - თქვენ კიდევ, - მე და თეკოს გვავლებს თვალს და ორი წამით ფიქრობს. - ჩვენ იქ ორი საათით ადრე მაინც უნდა მივიდეთ, სანამ წვეულება დაიწყება. მთელი ეს დრო იქვე რო იბოდიალებთ, თვალში არავის გაეჩხიროთ.
- იქ ჩვენთვის არავის ეცლება, ჭკვიანო. - ფრჩხილებს დაჰყურებს თეკო და მერე ამთქნარებს.
- რა იცი, იქნებ იმასაც ფიქრობენ, რო ასე საჯაროდ გამოჩენას და მათ შორიახლოს საქმის გაფუჭებას ვერ გავბედავთ? - წარბებს სწევს ნეკა.
კოტეს ეცინება და შუბლზე ჩამოყრილ შავ თმას ქვემოდან უყურებს. ვერ ეგუება. მერე გვეუბნება, უკვე გვიანია და თქვენ შეგიძლიათ გამოიძინოთო. ბიჭებს ვემშვიდობებით და ოთახში შევდივართ. ვწვებით, მაგრამ დიდხანს მაინც ვერ ვიძინებთ. ხან ჩუმად ვუსმენთ, ბუნკერიდან გამოსულ ხმადაბალ საუბარს და ლეპტოპის კლავიატურის კაკუნს, ხან ხვალინდელ დღეს განვიხილავთ. თეკო აჟიტირებულია. როგორ მინდა, ყველაფერს ჩემს ბლოგზე ვწერდეო, წუწუნებს. ეს მახსენებს, რომ ახლა თითქოს გამოგონილ რეალობაში ვარ და ამ სახლის გარეთ მაქვს ცხოვრება, რომელსაც ადრე თუ გვიან დავუბრუნდები. ნეტავ მერე რა იქნება?

***
მეტროსთან იმდენი ხალხი ირევა, მეშინია, ერთმანეთი არ დავკარგოთ. ბიჭებს შავი ლინზები აქვთ ჩასმული და ეს ფერი, მათ ისედაც ყურადღებად ქცეულ სახეებს, უფრო მეტ სერიოზულობას სძენენ. თმისგან განსხვავებით, შავი თვალები ორივეს უხდება. თეკოს ნეკას პატარა შავი შლაპა აფარია, ჩვენ კი კეპები და ქუჩაში მგონი ცოტა უცნაურადაც გამოვიყურებით. ტაქსიდან გადმოსვლის შემდეგ არ ვჩერდებით. მეტროს გვერდს ვუვლით და მოედანზე გავდივართ. გული ისე ძლიერად მიცემს, მგონია, რომ ყველა გამვლელს ესმის. კოტეს ჩემი თითები უჭირავს და საღამოს მოსეირნე წყვილს ვგავართ. თეკო გვერდით მომყვება, ნეკა კი გოგოს ლაქლაქს გაურბის და წინ მიდის. მიწისქვეშა გადასასვლელით გზის მეორე მხარეს ამოვდივართ და პატარა სკვერში ვჩერდებით.
- მე ახლავე წავალ. შენ კიდევ ერთ ნახევარ საათში მოდი. - ეუბნება კოტე ძმას. ისიც თავს უქნევს. - ეს შენ. - ბიჭი ხელის გულზე უკაბელო ყურსასმენს მიდებს. - ესეც შენ. - ერთს თაკოს აძლევს. - როგორც იქნა, გაიგებ, როგორ მუშაობ და აბა შენ იცი... - წარბებს მაღლა სწევს ის და ჩემს მეგობარს გუშინწინდელ შემთხვევას ახსენებს.
- მივხვდი. - ბუზღუნით იღებს "ყურს" თეკო და კოტეს ეჯღანება.
- ახლომახლო კამერებიდან კი ჩანს ეს სკვერი, მარა შორიდან. ასე, რომ თუ მაინცდამაინც რამეს არ ააფეთქებთ, უსაფრთხოა. - გვეუბნება ნეკა.
- დღეს აფეთქება მხარტო თქვენზეა. - ვეუბნები და უდარდელად გაღიმებას ვცდილობ.
- დაძაბული ნუ ხარ. - მეუბნება კოტე, ორ ნაბიჯს უკან დგამს და თავისკენ მივყავარ.
- ლოდინით ალბათ აქვე დავიშლები.
- დაახლოებით სამი საათი მოგიწევთ აქ ყოფნა. მართლა, ნინა. თუ გადაიფიქრე, ჯობია წახვიდე. - მაკვირდება კოტე.
- არა, არა. ჯობია შენ წახვიდე. "ყური" გვაქვს და ფაქტობრივად მეც იქ ვიქნები.
კოტეს ეღიმება. ერთხანს უხმოდ მიყურებს, შემდეგ კეპს ჩემს თავზე აბრუნებს და მსუბუქად მკოცნის ტუჩებზე.
- ვიხალისებთ. - მეუბნება ის, მუჭიდან ყურსასმენს მაცლის და ყურში ფრთხილად მიდებს. მეცინება. - ის სასტუმროა. - თავით მანიშნებს ღია კრემისფერ შენობაზე. - და ისიც ბილბორდი, რომელსაც თვალი არ უნდა მოაშორო.
- ფრთხილად იყავი, კაი?
- აქ შევხვდებით. - თვალს მიკრავს ბიჭი, ძმას რაღაცას ანიშნებს და ზურგჩანთის ქამრებზე ხელებჩაჭიდებული მიდის.
ჰაერს ხარბად ვისუნთქავ და ბალახზე ჩამომსხდარ ნეკასთან და თეკოსთან ვჯდები.
- მოიცადე და ფორმა? - უცბად მაფიქრდება. - მიმტანის ფორმა რომ არ აქვს?
- იქ მისცემენ. - ნეკა ხის ძირიდან ბაბუაწვერას წყვეტს და სულს უბერავს. - ისე ნუცას ამ სკვერზე ვუთხარით, ხოდა შეიძლება მართლა მოვიდეს.
- ხო აზრზე ხარ, - ეცინება თეკოს და ხელს მირტყამს. - ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე ცნობად ჟურნალისტთან ერთად სკვერში ზიხარ და უყურებ, როგორ ულაწუნებს ორი უცხოპლანეტელი პრემიერს.
- მერე მფრინავი ხომალდით თავზე გადგებიან და ლაზერული გამოსხივებით თმას თეთრად გიღებავენ. - ეუბნება ნეკა.
- შევიღებავ, გული ნუ გამიწყალე. - თვალებს ატრიალებს ჩემი მეგობარი.
- ხო, აბა რას იზამ. - ბიჭი ჩანთიდან ჩიფსებს იღებს და ბილბორდს ინტერესით აკვირდება. მერე ნოუთბუქიც ამოაქვს, რთავს და სანამ მასში რაღაცას აკეთებს, თეკო, ჩიფსების შეკვრას აცლის. ნეკა შუბლშეკრული აყოლებს თვალს სასუსნავის აწაპვნას და გოგოს მოღუშული აჩერდება. თეკლა არ იმჩნევს და ჩიფსებს მთავაზობს. მეცინება მათი გამომეტყველებების ომზე.
- ნუ მებღვირები. დაძაბული რომ ვარ, ჭამა მინდება.
- რამ დაგძაბა. ფილმის საყურებლად ხარ მოსული. - ხელში სწვდება ნეკა ჩემს მეგობარს და ჩიფსებს უკან იბრუნდებს. - ჯობია, კუჭი ცარიელი გქონდეს, დაძაბულობისგან გული რომ აგერიოს.
- უკვე ვჭამე, თან საკმარისად, აქ რომ წამოვედი. - ზურგს აქცევს ბიჭს თეკო და ჩემკენ ბრუნდება.
- მართლა ნამდვილი მერწყულია. ძუნწი და უჟმური. - მეჩურჩულება გოგო. - მარტო წუწუნი და უკმაყოფილება ამოსდის პირიდან.
თეკლას ზურგს უკან ნეკას ეცინება. ვერ ვხვდები, როგორ გაიგო. არადა აშკარად მის ნათქვამზე გაიცინა, რადგან ჩვენ გვიყურებს. "ყური!" მასაც ჩვენსავით ხომ "ყური" აქვს. მეც მეცინება, მაგრამ თავის შეკავებას ვცდილობ.
ამაზე კოტე მახსენდება და სასტუმროსკენ ვიხედები. თქვა, როცა მოვემზადები, მაშინ გავიკეთებ და ჩაგერთვებითო. თეკოს ვანიშნებ, რომ სიტყვები აკონტროლოს და სიტუაციას რომ ხვდება, ნეკას თვალებდაწვრილებული უყურებს.

***
დაახლოებით ორმოცი წუთის შემდეგ ჩვენს ყურსასმენში კოტეს ხმა ისმის. ამბობს, ყველაფერი რიგზეა, გამოვიცვალე და ახლა დარბაზში გავალ. მიმტანებს მითითებები უნდა მოგვცენო.
- უკანა შესასვლელში დაცვა დგას, მარა დაცვის პოლიციის ორი ღიპიანი თანამშრომელია, პრემიერის არაა. - ამჯერად უკვე ძმას ელაპარაკება კოტე. - პირადობა აჩვენე და შემოგიშვებენ. დერეფნის ბოლოში, მარჯვნივ შეუხვიე. წითელი კარია გასახდელის. მეთოთხმეტე კარადაში ფორმა იქნება და გამოიცვალე. გასახდელის გვერდით პატარა კარია, საწყობის. შეიძლება გამოგადგეს.
- კარგი. მაგას მე მივხედავ. მთავარია შემოვიდე. სიტუაცია როგორ კონტროლდება?
- ნორმალურად. ჯერ-ჯერობით ორბის თვალით არავინ გვზვერავს. ჯობია წამოხვიდე. ახლა დარბაზში გავალთ და გასახდელში არავინ იქნება. მალე ქაოსი დაიწყება და მოძრაობა არ გაგიჭირდება.
- კაი.
ნეკა დგება. ნოუთბუქს კეცავს, ჩანთაში იდებს და კეპს იფარებს. სანამ წავიდოდეს, ვეუბნები.
- მისმინე, საათობით ჩვენი აქ ჯდომა ყურადღებას ხომ არ მიიქცევს. რაც აქ ვართ, უკვე ორჯერ ჩაიარა პატრულმა.
- მაქსიმუმ უსაქმურმა ჰიპებმა შეგაწუხონ. - ნეკა თვალებით გვანიშნებს ჩვენს უკან ორ ჯგუფად ბალახზე ჩამომჯდარ ახალგაზრდებზე, რომლებიც სიგარეტს ეწევიან და ლუდს სვამენ. - მარა, სანამ საფრთხობელასთან ერთად ზიხარ, ეგეც არ მგონია. - ცალყბად იცინის ბიჭი და სკვერიდან ჩქარი ნაბიჯით გადის.
- გაიქეცი, გაიქეცი. ხომ არ დაგავიწყდა, რომ ყურში მიზიხარ? - ლაპარაკობს თეკო. თავს ვაქნევ, მეცინება და ბალახზე ვწვები.
- მთავარია გულში არ ვიყო. - გვესმის ნეკას ხმა. გოგო ჩუმად იცინის.
- უკვე მეორედ მეუბნები მაგას და იცი, ეჭვები მაქვს.
- რა ეჭვები...
- ხო არ შეგიყვარდი?
- ხო, შემიყვარდი. - ამბობს ნეკა. მე და თეკო ერთმანეთს თვალებდაჭყეტილები ვუყურებთ. გაოგნებული გოგო პირს აღებს.
- ხუმრობ? - ეკითხება ბოლოს.
- რა თქმა უნდა, ვხუმრობ. - ფრუტუნებს ბიჭი. - მომინდომა...
სიცილი მიტყდება და ვეღარ ვჩერდები. თეკო ლანძღვაზე გადადის და ცოტა ხნით ყურსასმენს იძრობს.

***
ცხრა საათია. ახლად შეღამებულ ცას ვარდისფერი ზოლები ბაბუაწვერის გაფანტული ბუმბულებივით ამჩნევია. ვარსკვლავები თვალისმომჭრელად ბჭყვრიალებენ. ქალაქი ხმაურს ჰყავს ატანილი. სკვერში ახალგაზრდების რიცხვმა იმატა. ხოდა მეც აღარ ვდარდობ იმაზე, რომ ვინმე შეგვამჩნევს. ქუჩაში ჯერ ისევ პიკის საათია. მოძრაობა ისეა გადატვირთული, რომ მანქანები გზებზე ფაქტობრივად დგანან.
თეკომ ვერ მოისვენა. მიწისქვეშა გადასასვლელში ბატიბუტი იყიდა და ლოტოსის ფორმაში მჯდომი შეექცევა სასუსნავს. ამან მგონი მართლა დაიჯერა, რომ ფილმის სანახავადაა მოსული.
ნეკაც დიდი ხანია სასტუმროშია შესული. დაცვამ ადვილად შეუშვა. შიგნით სულ ორ ადამიანს უთხრა გასაუბრებაზე ვარო. შემდეგ გამოიცვალა, დამლაგებელს გასაღები აწაპნა და ახლა მეორე სართულზე ერთ-ერთ ნომერში ზის და ხანდახან მისგან მხოლოდ ჩიფსის ხრამუნი ისმის. კოტე ისეა შეჭრილი მიმტანის როლში, თავს რომ ვახსენებთ გვეუბნება, "მაცადეთ ფუჟერებს ვაწყობ," "ერთი წამი, ხელსახოცს დავკეცავ."
ვაიფაის გატეხვა საჭირო არ გახდა, რადგან პაროლი გაიგეს. მთავარ კომპიუტერთან წვდომაზე ნეკა ახლა მუშაობს. მე და თეკო კი, იმ მომენტს ველოდებით, როცა ვიდეოების გაშვება მართლაც ფოიერვერკს მოახდენს. სკვერიდან ვხედავთ, როგორ ანაცვლებენ ერთმანეთს ძვირფასი მანქანები სასტუმროს წინ. იქიდან გადმოსული ქალბატონების კაბების ბრწყინვალება აქ გვჭრის თვალს. ბატონი ალექსანდრე ქარდავა კი ჯერ არ ჩანს.
- საპრეზენტაციო ლეპტოპი მოვიდა. - გვესმის უცბად კოტეს ხმა და სმენას ვძაბავთ. მისგან შიგნით მოფუსფუსე ხალხის ხმაურიც მოდის.
- ვიცი ვხედავ. - პასუხობს ნეკა. როგორც ჩანს, თავის ნოუთბუქით კამერებთან წვდომაც დაამყარა.
- ძაან არ იპარპაშო.
- დახვიე!
- თავს გაგიხეთქავ!
- ვარსკვლავური ომები. - ხითხითებს თეკო.
- რაა? - ერთდროულად ეკითხებიან ძმები.
- ანუ უცხოპლანეტელების პონტში, რა იყო. - მხრებს იჩეჩავს ჩემი მეგობარი.
- კარგი მიდი, ლეპტოპი ქსელში მჭირდება. - არ იმჩნევს ნეკა გოგოს ხუმრობას.
- მივხედავ. - გვესმის კოტეს ხმა.
თეკო უკმაყოფილოდ მებუტბუტება, დამაიგნორესო.
- იცი რაა, ეს ყველაფერი რომ დამთავრდება, აუცილებლად დავწერ ჩვენზე რომანს. - მეუბნება ის და გაღიმებული სადღაც, ალბათ უკვე დაწერილ სტრიქონებს შორის დაიარება.
- რა რომანს, თეკო? - მეცინება.
- როგორ შეუყვარდა თეთრთმიანს მწვანეთმიანი. - ამბობს და თვალს მიკრავს. მაგრამ ნეკა ჩუმადაა. - როგორ ცდილობდა მისთვის გრძნობების გამხელას, მაგრამ ვერ ბედავდა.
- და ერთხელაც გაბედა. - ამბობს თავდასხმის ობიექტი. თეკო თვალებს ჭყეტს. დაბნეული მიყურებს. დარწმუნებულები არ ვართ, რომ ისევ არ ხუმრობს.
- რა გაბედა? - ფრთხილად ეკითხება გოგო.
- გრძნობების გამხელა.
- ისევ მეღადავები.
- არა, არ გეღადავები. ერთხელ თეთრთმიანმა გადაწყვიტა, რასაც ფიქრობდა ყველაფერი ეთქვა მწვანეთმიანისთვის. მზის ჩასვლისას აუზთან დაპატიჟა, იცოდა, რომ ცურვა არ იცოდა, ამიტომ კამერა გახეთქა. იმ უსაქმურ ბაყაყს ბოლოსდაბოლოს გააგებინა, რას წარმოადგენდა, ხელი ჰკრა და აუზში ჩაახრჩო. მერე დედამიწაზე ნეტარმა სიმშვიდემ დაისადგურა. - ამბობს ბიჭი და ჩიფსს ახრაშუნებს.
ბალახზე ვწვები და სიცილისგან ვიკუნტები. თეკო ფეხს მუხლზე მკრავს.
- ბოლო დროს ძალიან ბევრი ლაპარაკი გიწევს და მგონი გადაიღალე. - პასუხობს დამხრჩვალი ბაყაყი და თვალებს უკმაყოფილოდ ატრიალებს.
- ხო, შენგან განსხვავებით უქმად არ ვარ, ბრონტე. ბიჭო, რას აკეთებ შენ კიდე. - ეუბნება ძმას.
- ზედ აზის ამ ლეპტოპს, არ სცილდება. მენეჯერს ელაპარაკება. გახსნა, შეამოწმე, იქნებ ქსელშია უკვე. - ამბობს ბიჭი.
- არ არის, და ცოტა იაზროვნე.
- კარგი, მოიცადე.
ცოტა ხნით ოთხივე "ყურში" სიჩუმეა. მერე კი შეყვირების და არეულობის ხმა გვესმის.
- მაპატიეთ, მაპატიეთ ქალბატონო, შემთხვევით მოხდა. - ბოდიშს იხდის შეწუხებული კოტე. მე და თეკო ერთმანეთს გაოცებულები და დაძაბულები ვუყურებთ.
- ზუსტად დროულად მოხდა ეს შემთხვევითობა, ეს რა ჯანდაბაა. - გაბრაზებული ლაპარაკობს ქალი.
- აქ ცოტა სივიწროვეა. მაპატიეთ. რით შემიძლია დაგეხმაროთ?
- ახალ კაბას მომიტან? - თითქმის ყვირის ის.
- შემიძლია გავრეცხო. - ამბობს კოტე. მე და თეკო სიცილს ვერ ვიკავებთ.
- ყოჩაღ, ძმაო. მე აქ უთოს ჩაგირთავ. - ამბობს ნეკა.
- როგორ ბედავ? - გაღიზიანებულია დაზარალებული. მერე ვიღაც სხვა მოდის, ალბათ ადმინისტრატორი, ან მენეჯერი, ხმები ერთმანეთში ირევა. კოტე ისევ ბოდიშებს იხდის.
- რა გქვია? - ეკითხებიან ბიჭს.
- საბა.
- ცოტა ყურადღებით იყავი, თორემ ჩემსავით ასე არავინ მოგითმენს სხვა.
ცოტა ხანში შედარებით წყნარდება სიტუაცია. ბიჭს სხვა მიმტანები ეხუმრებიან. ერთი მათგანი ეუბნება, ფრთხილად იყავი, წვეულებაზე შოუ არ დაგვიდგაო და მე და თეკოს გვეცინება. როგორი მოსწრებული ირონიაა. სიტუაცია მალე წყნარდება.
- კოტე.. - ვამბობ.
- ხო, მშვიდობაა. - მეუბნება ბიჭი.
- რა გააკეთე? - მეცინება.
- შამპანურით გავაგრილე. მენეჯერმა გაიყვანა. ლეპტოპი მარტოა. რამდენიმე წამი მინდა.
ბიჭი ჩუმადაა. თუ დაინახავენ, საქმე ცუდად წავა. იმ წამს კი, სასტუმროს კართან ხალხმრავლობას და ჟურნალისტების ჩოჩქოლს ვხედავ. ფეხზე ვდგები და ოდნავ წინ მივდივარ. ღმერთო!
- კოტე, კოტე, მგონი პრემიერი მოვიდა! - ვამბობ აღელვებული. ბიჭი არ მპასუხობს. - კოტე, გესმის?
- ნეკა მზადაა. ლეპტოპი შენია! - ამბობს ის და ის-ისაა შვებით ვოხრავ, რომ მხარზე შეხებას ვბრძნობ და ვხტები. გაბრაზებული ვბრუნდები ჩემი მეგობრის მისალანძღად, რომ მის ნაცვლად იქ სხვა მხვდება.
- ნუცა? - მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი, შეიძლებოდა, მოსულიყო, მაინც გაოგნებული ვუყურებ. ალბათ იმიტომ, რომ მთელი ეს ამბავი მისი დაწყებულია, ალბათ იმიტომ, რომ ცნობილი სახეა. ქალი იღიმის და თანხმობის ნიშნად თავს მიქნევს.
- ნუცა მოვიდა? - მეკითხება კოტე და იმ წამს თეკოც გვიახლოვდება. ისიც ჯერ გაკვირვებული უყურებს ქალს, მერე ერთიანად უშვებს დაძაბულ სხეულს და აღფრთოვანებით ამბობს:
- აუ, მაგრად მევასებით!
ყველას გვეცინება. ნუცა გაშლილ თმაზე კეპს ისწორებს და დავსხდეთო, ბალახზე გვანიშნებს. სანამ ჩვენ ერთმანეთს ვეცნობით. ბიჭები ამბობენ, რომ პრემიერი დარბაზშია და წვეულებაც თითქმის დაწყებულია. ყურში ფუჟერების მსუბუქი ჭახუნი, საუბარი და დაბალი მუსიკის ხმა ისმის. ნეკა ამბობს, რომ სადაცაა მთავარ სერვერთან წვდომას დაამყარებს. პრემიერის წვეულება დაწყებისთანავე დამთავრდება.
- თქვენი გაცნობა ძალიან მიხარია. - გვეუბნება ნუცა. თმას ხშირად იყრის წინ. მისი ცნობა მარტივია, ამიტომ მეც ვღელავ, ვინმემ არ შეამჩნიოს. თუმცა, სკვერში მყოფი ახალგაზრდობა იმდენად არ გვიმჩნევს, რომ ვცდილობ, დიდად პანიკაში არ ჩავვარდე.
- აბა ჩვენ გვკითხეთ. - სახეში შესციცინებს ქალს თეკო. - იმ უცხოპლანეტელბთან რო აღმოვჩნდით, ჯერ ხო მაგაზე ვიყავით გაოგნებულები. მერე გავიგეთ რა ხდებოდა და ბოლოს თქვენმა სახელმა რო გაიჟღერა, საერთოდ შოკი იყო!
- ხო, ჩემი დაწყებულია ეს არეულობა და ზუსტად მაგიტომ, ძალიან ვღელავ თქვენ რომ აღმოჩნდით აქ... - თვალს გვავლებს ნუცა. - ჩემი ბრალია.
- არა, ვფიქრობ, უფრო კოტეს ბრალია. - ვამბობ მე.
- ნინა! - მესმის ყურში ბიჭის ხმა, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევ.
- მაგრამ იმასაც ვფიქრობ, რომ ყველაფერს აქვს თავისი დადებითი მხარე. - ვეუბნები ნუცას. თეკო იკრიჭება.
- ხო არა? - ისევ კოტე მეპასუხება. - მაშინ, სრული პასუხისმგებლობით ვიღებ ამ ბრალეულობას ჩემს თავზე.
მე და თეკოს გვეცინება.
- თუ ასე ფიქრობთ, მაშინ ცოტა დამშვიდებას შევძლებ. - ოხრავს ქალი და ეღიმება. ძალიან დაღლილი ხმა აქვს. - რაც კოტემ გუშინ მომიყვა... გაკვირვებული ვარ, ასე როგორ შეეთვისეთ სიტუაციას.
- ალბათ იმიტომ, რომ გეგმა და მიზანი ჩვენთვისაც მისაღები იყო. - მხრებს ვიჩეჩავ.
- ძალიან მიხარია, გოგოებო. - თავს აქნევს ნუცა. - ამას არ დაგივიწყებთ. როცა ეს ყველაფერი დამთავრდება, ჩვენ კიდევ შევხვდებით ერთმანეთს, გპირდებით. - თვალს გვიკრავს ის.
- და თქვენ? თქვენ რას აპირებთ?
- ჩემი დაბრუნება, რაღაც-რაღაცეებზეა დამოკიდებული. - ამბობს ის და სასტუმროს ავლებს თვალს. - ვნახოთ გეგმა როგორ იმუშავებს.
გეგმა. მახსენდება, გუშინ კოტეს რომ უთხრა ჯობია არ იცოდეთო. ალბათ ახლაც იმავეს გულისხმობს. ამიტომ არაფერს ვეკითხები.
- ეჭვი არ გაქვთ, რომ პრემიერმა თავის დაძვრენა შეიძლება შეძლოს? - ვეკითხები.
- ასი პროცენტით ვერაფერში ვიქნები დარწმუნებული, თუმცა რაღაცების იმედი მაქვს. თავიდან ისიც არ მეგონა, რომ ამ ვიდეოებს მოვიპოვებდით. ასე, რომ... - წარბებს სწევს ქალი. - რა თქმა უნდა, ხელებზე ბორკილების დადებით ეს ამბავი არ დასრულდება.
- მართლა? - ეკითხება უკმაყოფილო თეკო.
- ხო, აბა? დაპატიმრების შემთხვევაში, გაუთავებელი სასამართლო პროცესები დაიწყება. პრემიერია, ერთი ჩვეულებრივი ბარიგა ხომ არა. პრივილეგიები ექნება. ძლიერი ადვოკატები. გამოძიების დეტალები. გადადებული სასამართლოები და შეიძლება წლებზეც იყოს საუბარი. მაგრამ ეს ჩაივლის. მთავარი ისაა, რომ ხალხის მოტყუებას ვეღარ შეძლებს.
- მთავრობა არ დაიცავს?
- ოთხ თვეში არჩევნებია. - ეშმაკურად ეღიმება ნუცას. - არ ვიცი, რამდენად გარისკავს მთავრობა ხმების სანაცვლოდ ნაგვიდან დამნაშავის ამოთრევას.
წარბები შუბლზე ამდის. აღელვებისგან ჰაერს ხარბად ვუშვებ ფილტვებში და სასტუმროსკენ ვიხედები. ბილბორდზე, სადაც მალე ვიდეოკადრები გავა, კურორტების თვალისმომჭრელი ფოტოების კადრები ენაცვლებიან ერთმანეთს.
- კოტეს ჰკითხე, შიგნით რა ხდება. - მეუბნება ნუცა და სანამ რამეს ვიტყოდე, ყურში ნეკას ხმა გვესმის.
- წვდომა მაქვს. რამეს ველოდებით?
- შამპანურიანი ქალი პრეზენტაციისთვის ემზადება. მოდი, დაველოდოთ. წესით მალე დაიწყებენ. - ამბობს კოტე.
ნუცას ყველაფერს ვეუბნები. ქალი ხელისგულებს ერთმანეთს უხახუნებს და მოლოდინით ბალახზე კომფორტად თავსდება. ყურში კოტეს მხრიდან ისევ ისმის სიცილის, საუბრის და ჭიქების ჭახუნჯს ხმები. მიმტანები სტუმრებზე ჭორაობენ, წუწუმებენ მათ მოთხივნებსა და ჭირვეულობაზე. მე კი ლოდინისგან აჩქარებული გულის დამშვიდებას ვცდილობ. გამორიცხული არაა, ამ ხუთი დღის შემდეგ არითმია დამჩემდეს.
- არაა, რომანს არა, მაგრამ როცა ჩაივლის ეს ყველაფერი, ერთ ჩანახატს მაინც დავდებ ჩემს ბლოგზე. ვინ იქნება ამის წინააღმდეგი? - თვალებს ჭუტავს თეკო. ნუცა ვერ ხვდება და ინტერესით უყურებს.
- ხომ იცი, ჩანახატი საერთოდ სხვა რამეა. მაგას ვერავინ დაგიშლის, ჩემო ჯიუტო. - ლოყებს ვუჭერ გოგოს და მერე ნუცას ვუხსნი. - კოტეს დატოვებული მობილური რო აღმოვაჩინე და ვარიანტებს განვიხილავდით, ვისი იყო და რა იყო, ჯერ კიდევ მაშინ მაბამდა, რომ ბლოგზე რამეს დაწერდა ამის შესახებ.
- ბლოგი გაქვს? - გვესმის ყურში ნეკას ხმა.
- დიახ. - პასუხობს მოკლედ თეკო.
- ხალხს ტვინს უჭამ შენი მოგონილი ფილოსოფიით ხო?
- არა, შენ უჭამ ხალხს ტვინს შენი ჭე კლასის ირონიით. ამას ყურში ვერ დავბლოკავ? - მეკითხება გოგო.
- ვერა. - პასუხობს კოტე. - მაგრამ ახლა ყირადღებას სხვა რამეზე გადაიტანს და შეგეშვება. მადლობა მერე მითხარი. ნეკა პრეზენტაცია იწყება.
- ვხედავ.
- მაშინ მიხვდები, როცა უნდა გაუშვა. წავალ მე პოლიციაში დავრეკავ. მერე გამოვიცვლი და შენთან ამოვალ.
- უშვებენ. - ვეუბნები ნუცას. სამივე ბილბორდისკენ ვბრუნდებით. დაძაბულობისგან ყველა კუნთი მეჭიმება. ადამიანებს ვავლებ თვალს. მალე თითოეული მათგანი სასტუმროს მხარეს შებრუნდება. ნუცა თითებს ერთმანეთში ურევს და ქვედა ტუჩს გამალებით იკვნეტს. წარმომიდგენია, რას გრძნობს ახლა. მისი თითქმის ერთი თვის მალვა და შიშში ცხოვრება დამთავრდება. ის მოხდება, რისთვისაც ამდენს იბრძოდა. ქალი ჩემს მზერას ამჩნევს და ფართოდ მიღიმის.
ყურში ხმაური ნელ-ნელა წყდება. როგორც ჩანს, კოტე დარბაზიდან გადის. რამდენიმე კარის გაღების და დახურვის ხმა ისმის. ცოტა ხანში კი ბიჭის ხმა:
- გამარჯობა... დიახ... სასტუმრო "გრანდ ჰაუზიდან" ვრეკავ. იქნებ ვინმე გამოგზავნოთ... აქ ტიპია იარაღით... თან მთვრალი და ღონისძიების ჩაშლას ცდილობს. ერთხელ უკვე გაისროლა. - მერე ტკაცუნის ხმა გვესმის. - მორჩა. ახლა ფინალიღა დაგვრჩა. - ამბობს ბიჭი. მერე კი, ნაბიჯების ხმას მიკროფონში ხმამაღალი ლაპარაკი ცვლის. როგორც ჩანს კოტე დარბაზში ბრუნდება.
- ...სწორედ ამას ეძღვნება ჩვენი დღევანდელი საღამო. ის, რასაც ახლა ეკრანზე ნახავთ, ბატონი ალექსანდრე ქარდავას და მისი პროფესიონალი, კომპეტენტური და ერთგული გუნდის დამსახურებაა. ასევე, თქვენი, ჩვენო სპონსორებო და უბრალოდ ხელგაშლილო ადამიანებო. მინდა სიამაყით გაცნობოთ, რომ საქველმოქმედო ფონდმა - "მზრუნველმა ხელებმა" გახსნა კიდევ ორი კათარზისი ბათუმსა და ზუგდიდში. გთხოვთ! - ამაყად ამბობს წამყვანი. გული ლამის გამიჩერდეს.
- ღმერთო... - მცდება ჩურჩულით და იმ წამს ბილბორდზე ასახულ ჩანჩქერის სურათს ნაცნობი კადრები ცვლიან.
- როგორც იქნა! - მესმის ნუცა ნათქვამი.
უზარმაზარ ეკრანზე პრემიერის მანქანა ჩანს. ჩანს, როგორ იცვლება ნარკოტიკი ფულით. ჩანს, როგორ თანხმდებიან სასტუმროს ნომერში პრემიერი და ვიღაც კაცი, რომლის სახეც დაფარულია. ისმის, როგორ მსჯელობენ ქარდავა და მისი ფონდის დირექტორი ხარჯების გადანაწილებაზე. თან ისე ხმამაღლა, ასე მგონია, ქალაქის ყველა კუთხეს ესმის.
ყურში კოტესგან შეძახილები გვესმის.
- ეს რა არის? რა ჯანდაბაა? - ჯერ კიდევ მიკროფონს ჩასძახის წამყვანი ქალი.
- კოტე. - ვეძახი.
- აზრზე არ ხარ, აქ რა ხდება! - იცინის ის. ბიჭსაც კი გაოგნებული ხმა აქვს.
- და გარეთ? - ვეუბნები. სკვერში მყოფი ყველა ფეხზე. ყველას მობილური მოუმარჯვია და ბილბორდს იღებს. მოედანზე ადამიანები ისე სწრაფად იყრიან თავს, მიტინგი მგონია. ვერ ვხვდები, ასე სწრაფად ხალხი როგორ გრივდება.
- გათიშეთ თქვენი დედაც! - ყვირის ვიღაც მთელ ხმაზე. და უცბად ბილბორდის ეკრანი ორად იყოფა. ზედა მხარეს ისევ ჩანაწერები გადის. ქვედა მხარეს კი კამერა წვეულებაზეა მიმართული და ბატონი პრემიერის გადარეულ სახეს აფიქსირებს.
- ხო არ ღადაობ! - ყვირის თეკო და გაოგნებულს სიცილი უტყდება.
- ისიამოვმეთ. - გვესმის ნეკას ხმა.
ნუცა დაჰიპნოზებულივით შეჰყურებ ბილბორდს და სახიდან კმაყოფილების ღიმილი არ შორდება. სასტუმროს წინ სრული ქაოსია.
- კოტე! - ვეძახი ბიჭს.
- გასახდელში მივდივარ. - მპასუხობს. - ნეკა რას შვები?
- ვირუსი გაშვებულია. ქსელიდან გამოვალ და მოვდივარ.
- სწრაფად. - ვამბობ და ფეხზე ვდგები. პრემიერის ხმა არ ისმის, მაგრამ მის გაღიზიანებულ, დაბნეულ და აწითლებულ სახეს ყველა კარგად ვხედავთ. საპრეზენტაციო ლეპტოპთან მივარდნილი კლავიატურას გამალებით უკაკუნებს. მის გარშემო მყოფი ადამიანები დაბნეულები და შეშინებულები ადევნებენ თვალს პრემიერის გაავებულ საქციელს. დაცვაც დაბნეულია. ერთმანეთს მითითებებს აძლევენ.
- ღმერთო, კოტე, გასასვლელები არ ჩაკეტონ, ჩქარა გამოდით? - ვამბობ შეშინებული და თეკოს და ნუცას ვავლებ თვალს.
- თვითონ აქვთ თავები გადასარჩენი, ჩვენ რას ჩაგვიკეტავენ, გოგონი! - ეცინება ბიჭს. კარის დახურვის ხმა და მისი სწრაფი სუნთქვა მესმის.
- მის სახეს შეხედეთ. - ამბობს ნუცა. - შე ნაბი,ჭვარო. ახლაც დაგვარწმუნე, რომ შენი "მზრუნველი ხელები" სუფთაა. - კისკისებს ქალი. ისეთი კმაყოფილი სახე აქვს...
პრემიერი ლეპტოპს იღებს და მთელი ძალით ანარცხებს იატაკზე. ხალხი მის გარშემო იფანტება. ქალები პირზე იკრობენ ხელებს. ქარდავა ისევ ეკრანს შეჰყურებ, სადაც მისი დანაშაულის ამსახველი კადრები არ წყდება. რაღაცას ყვირის, ხელებს შლის. აქეთ-იქით იყურება. შეშლილს ჰგავს. გარეთ კი ხალხის რიცხვი იმატებს და იმატებს. საცობში მყოფი მანქანები ჩერდებიან. ჩაწეული ფანჯრიდან ყველა გაოგნებული იყურება და ქალაქის ცენტრში უცბად თავსდატეხილ სკანდალს ვიდეოზე იღებს.
- პოლიცია სად ჯანდაბაშია! - ამბობს თეკო.
- ეგენი შენზე უსაქმურები არიან. - პასუხობს ნეკა.
- მალე გამოდით, რას აკეთებთ ამდენ ხანს? - შუბლს ჰკრავს გოგო.
- რაო, ჩემზე ხომ არ ნერვიულობ?
- მარტო ოცნებებში.
- რა ვიცი, ცოტა ხნის წინ რომანს წერდი ჩვენზე.
- გული ხომ არ დაგწყდა? - ეცინება თეკოს.
- მარტო ოცნებებში.
- დროზე გამოდით! - ამბობს გოგო და მობეზრებით თვალებს ატრიალებს.
- იმას შეხედეთ! - ინსტიქტურად ვიშვერ ხელს ეკრანისკე, სადაც ჩანს, როგორ აპობს სტიმრების რიგს პრემიერი და დაცვასთან ერთად კარისკენ მიიწევს. - ღმერთო, მგონი გარბის! - ნუცასკენ ვბრუნდები.
- ასეც ვიცოდი. - თავს იქნევს ის და საკმაოდ მშვიდად ხვდება ამ ამბავს. ცოტა არ იყოს მიკვირს. - გაიქცეს, შეიძლება ასეც ჯობია.
- კი, მაგრამ...
- ნინა, დაი,კიდეთ პრემიერი. - მესმის კოტეს ხმა. - ტაქსი უნდა გააჩერო.
- აქ ვერაფერს გავაჩერებ კოტე, საშინელი საცობია და ფაქტობრივად მიტინგია სასტუმროს წინ.
- ჯანდაბა! რას შვები ნეკა?
- ქსელიდანს გამოვედი. სერვერს ვასუფთავებ და გამოვალ. რამდენიმე წამი მინდა. წადი დაგეწევი.
- კარგი. ნინა, შენ და თეკო სასტუმროს მიმდებარე ტროტუარს დაუყევით. სამოცდაშვიდ ნომერში იტალიური ეზოა და იქ შეუხვიეთ. მანდ მოვალთ.
- კარგი, მივდივართ. - ვპასუხობ კოტეს და ნუცასკენ ვბრუნდები. - თქვენ?
- წადით, წადით. - თავს მიქნევს ის. - მე მივხედავ ჩემს თავს. ფრთხილად იყავით. და გოგოებო. ძალიან დიდი მადლობა.
- რას ამბობთ, - ვუღიმი ქალს. - პირიქით, მიხარია, თუ რამე წვლილი შევიტანე ამ საქმეში.
- ძალიან დიდი წვლილი. მხარდაჭერა ბევრს ნიშნავს.
- კარგით. ჩვენ წავალთ. იმედია კიდევ შევხვდებით. თავს გაუფრთხილდით. - ვეუბნები.
- თქვენც. ფრთხილად იყავით. სახლში რომ მიხვალთ, კოტემ გამაგებინოს.
- აუცებლად.
ნუცას მე და თეკო გადაკოცნით ვემშვიდობებით. ახმაურებულ და აფორიაქებულ სკვერს ჩქარი ნაბიჯით ვტოვებთ. გზებზე გაყინულ მანქანებს შორის ვძვრებით და ძლივს ვიკვლევთ შეგოვებულ ადამიანება შორის გზას.
- ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ, რომ ეს გააკეთეს! - მეუბნება თეკო. თავისუფალ დაღმართზე დიდი ნაბიჯებით მივდივართ.
- ძალიან არარეალურს გავს ეს ყველაფერი. - ვპასუხობ და თან მეცინება. კედლებზე ქუჩის ნომრებს ვათვალიერებ. სამოცდასამია ჯერ.
- და რო გაიქცა ის ნაბი,ჭვარი?
- არ ვიცი. - მხრებს ვიჩეჩავ და თან უკან ვიხედები. ბოლო ხუთ დღეში, რამდენჯერაც სახლიდან გავედი, იმდენჯერ ამედევნნენ. - მთავარია ვიდეოები გასაჯარივდა. ახლა პრემიერმა ირბინოს ორღობეებში. - მეცინება. რამდენიმე ნაბიჯში ღია ჭიშკარსაც ვხედავ. ჩაბნელებულ შესასვლელში ვუხვევთ მე და თეკო და ვჩერდებით. ყურში აღარაფერი ისმის. ამიტომ კოტესთვის დაძახებას აზრი არ აქვს. სავარაუდოდ ყირსასმენები მოიხსნეს და ჩვენც ამას ვაკეთებთ. ხალხის ხმაური აქაც კი აღწევს. წარმომიდგენია რა ამბავი ატყდება ტელევიზიებში.
დაახლოებით ათ წუთში სიბნელეში ვიღაც შემოდის.
- კოტე...
- აქ ხართ? - ჩვენსკენ ბრუნდება და გვიახლოვდება. მისკენ ვიწევი და მკლავზე ვებღაუჭები.
- რა ხდება, ნეკა სადაა? - ვეკითხები. კოტე ხელს მიჭერს და თან უკან გზას გაჰყურებს, საიდანაც მისი ძმა უნდა გამოჩნდეს.
- მოვა. უკვე გზაში უნდა იყოს. ნუცა?
- დარჩა. გვითხრა, მივხედავ ჩემ თავსო. სახლში მისვლა გამაგებინოსო, შენთან დამაბარა.
- ხო. სად ჯანდაბაშია ის იდიოტი! - კოტე ჯიბიდან რაღაცას იღებს, როგორც ჩანს ყურსასმენს, და რამდენიმე წამში ძმას ეძახის. - ნეკა, გესმის? სად ტრა,კში ხარ. ნეკა! - ჩუმდება, პასუხს ელოდება. ვხედავ, თეკოც რაღაცას ფუსფუსებს. მგონი ისიც ყურსასმენს იკეთებს. უცბად კოტეს ზურგჩანთიდან მობილურის ზარის ხმა გვესმის. ბიჭი სწრაფად იღებს და პასუხობს.
- ნუცა? ხო... თითქმის გავედით. ნეკას ველოდებით. რა... სერიოზულად? შენ სად ხარ?.. რითი წახვალ?.. ნუცა... ნუცა გესმის? ჯანდაბა, რა ხდება! - ხმას უწევს წყობიდან გამოსული და ის-ისაა გზის დასაზვერად გასვლას აპირებს, რომ ჩვენ წინ ტაქსი ჩერდება. მძღოლის გვერდითა სავარძლიდან კი ნეკა გვიქნევს ხელს, დასხედითო. - შენ ბიჭო, დებილი ხარ? - ხელს უღერებს კოტე მას. ნეკა კი, უკანა სავარძელზე დამსხდრებს უკმაყოფილოდ გვათვალიერებს.
- რა გინდა, ძლივს გავაჩერე ტაქსი.
- უგულო და უპასუხისმგებლო იდიოტი ხარ! - იღრინება თეკო და ბიჭს ზურგიდან ხელს თავში ურტყამს. ნეკა არ იმჩნევს.
- ნუცას რაღაც ისე ვერ აქვს. - ამბობს კოტე და თავზე ნერვიულად ისვამს ხელს. - მითხრა, ხალხში ქოიავას დაცვა შევამჩნიე და მალე წადითო. ალბათ გაცოფებულია ის ნაბი,ჭვარი და დაგეშილი გვეძებს.
- დარწმუნებული ვარ ახლა თავისი ტ,რაკი უფრო ადარდებს, ვიდრე ჩვენ. - ნეკა რადიოს რთავს. მე მძღოლს ვათვალიერებ და კოტეს იდაყვს ვკრავ. ვანიშნებ, ფრთხილად იყავითქო, მაგრამ ბიჭი როგორც ჩანს, ამაზე არც ფიქრობს.
- ხოდა თავისი ტ,რაკი ჩვენ გამო ადარდებს. გაიქცა, მარა ხალხი დატოვა და ჩვენს კვალს ეძებს. ვერ მიხვდებოდა, რომ სადმე იქ ვიქნებოდით?
- მაგრამ უკვე აღარ ვართ. თავი ხელში აიყვანე.
- ბიჭო, ნუცაზე ვნერვიულობ, დებილი ხარ? მელაპარაკებოდა და... - უცბად ისევ რეკავს მობილური. კოტე სწრაფად პასუხობს. - ნუცა!
- კოტე... სად ხართ, წახვედი? - ჩუმად, მაგრამ მაინც მესმის მისი აღელვებული ხმა.
- ხო. რატო გათიშე? სად ხარ, რა ხდება?
- ჯანდაბა, კოტე, მგონი შემამჩნიეს. - ჩურჩულებს ის და ჩქარა სუნთქავს.
- რაა? - ბიჭი თავს ძლივს იკავებს, რომ არ იყვიროს. სავარძელში ფორიაქობს. შეშინებული ვუყურებ თეკოს. გოგო უსიტყვოდ ხვდება, რაც ხდება და გაოგნებული პირს აღებს. ნეკა ჩვენკენ ბრუნდება. მძღოლი კი, თითქოს ვერც ამჩნევს, მის მანქანაში რა ხდება. - რამდენად რთულადაა საქმე?
- მეგონა მომეჩვენა რო მე მიყურებდნენ. გაგითიშე და სკვერიდან გამოვედი. გამომყვნენ. ახლაც მომყვებიან.
- ამის დედაც! რამდენნი არიან?
- ორნი. მაგრამ შეიძლება უკვე სხვებსაც გააგებინეს.
- სად ხარ?
- ახლა ამოვდივარ მიწისქვეშა გადასასვლელიდან.
- კარგია, კარგია! მეტროში უნდა ჩახვიდე, გესმის? მოახერხებ?.. - ქალი არ პასუხობს. ისევ. - ნუცა! - ეძახის კოტე. თვალებს ნერვიულად ისრესს. არც კი ვიცი რა ვუთხრა.
- კოტე! მომსდევენ! - გვესმის უცბად ნუცას ნაწყვეტ-ნაწყვეტ ნათქვამი სიტყვები.
- ფუ, ამის დედაც! - სცრის კოტე. - მეტროში ჩადიხარ? ნუცა! გესმის? როგორმე გამაგებინე, მეტროში ჩადიხარ?
- ჩავდივარ! - ყვირის ქალი და მერე ითიშება.
- ახლა გავაფრენ! - ამბობს ბიჭი.
- გადასასვლელ ხიდთან წავიდეთ. - ეუბნება ნეკა მძღოლს. კაცი უბრალოდ თავს უქნევს. ჩვენს დაძაბულ და აფორიაქებულ გუნდს ყურადღებას არ აქცევს. ცოტა კი მიკვირს. არადა, ისეთი ადგილიდან წამოვედით, წესით უკვე უნდა მიმხვდარიყო, ვინ ვართ. ბიჭი ისევ კოტეს უბრუნდება. - კიდევ რო დარეკავს უთხარი, იქ ამოვიდეს. ეკლესიასთან ავიდეს. მიხვდი სად ვამბობ?
- ხო, ხო. ეგ კარგი აზრია. - თავს აქნევს კოტე და ცხვირს ჭმუხნის. თვალებზე ეტყობა, რომ გამალებით ფიქრობს.
- როგორც შეგიძლიათ, სწრაფად ვიაროთ. - ვეუბნები მძღოლს. - კოტე, დამშვიდდი. ნახავ, თავს დააღწევს. დარწმუნებული ვარ.
- იმედია. - მიყურებს ის და ჩემს ჩაკიდულ ხელს უყურებს. - ნერვები მეშლება. რატო არ დავიყოლიე, რომ იქიდან თქვენთან ერთად წამოსულიყო?!
- ალბათ თვითონაც ვერ გრძნობდა საფრთხეს, თორემ...
მობილური ისევ რეკავს და ბიჭი სწრაფად პასუხობს.
- ნუცა!
- ხო, აქ ვარ. მეტროში ვარ. კოტე, ვაგონს ძლივს მივუსწარი. სანამ ხაზი გაწყდება, მითხარი რა გავაკეთო? - სირბილისგან დაღლილი ხმით ძლივს ლაპარაკობს ის.
- ვაგზლის მოედანზე, დადიანისკენ ამოდი. ეკლესია იცი?
- ხო.
- ეკლესიიდან დაახლოებით ას მეტრში დანგრეული მაღაზიაა. იქ შეგხვდებით.
კარგიო, ამბობს ქალი და კავშირიც წყდება. კოტე ოხრავს.
- იმ ქუჩაზე კამერები არაა. უსაფრთხოა. მთავარია იქამდე მიაღწიოს. - ამბობს ნეკა.
- დიდი თავგადასავლის გმირი კი გამხადეთ ამ ხნის კაცი. - გვესმის უცბად მძღოლის ნათქვამი. ყველა მას ვუყურებთ.
- შენი გვესმის, ძია. - ეუბნება თეკო. - იღბლიანებს ასე გვიმართლებს.
- დაიწყო. - ბუტბუტებს ნეკა. გოგო მხარზე უბიძგებს.
- რა დავიწყე, თითქოს ასე არ იყო!
- ასე იყო, მაგრამ სიტუაციას ისე ხატავ, თითქოს მსხვერპლად გრძნობდე თავს.
- მე მსხვერპლი არ ვარ. - ხელს სწევს კაცი. - მძღოლი ვარ, სახლამდე მიგიყვანთ და ამაღამ წყნარად დავიძინებ.
- ჯიგარი ხარ ძია. - ნეკა კაცს მუშტს უწვდის. ისიც მუშტს ახვედრებს.
- იდიოტი. - ჩურჩულებს თეკო და ტუჩის კუთხეს ამრეზით სწევს. კოტე ისევ მობილურს ჩაჰყურებს.
- მივა, ნუ დარდობ. - ჩუმად ვეუბნები.
- ნინა... - თავს აქნევს კოტე. - იქამდე ორი გაჩერებაა.
- ხო, მესმის, მაგრამ მაინც დარწმუნებული ვარ. პრემიერის ხალხი კია, მაგრამ ჯადოქრები ხომ არ არიან, მართლა ორ წამში ჩნდებოდნენ ყველგან.
- ახლა დასაკარგი აღარაფერი აქვს და იმიტომ უფრო მადარდებს.
- ამას ხომ ისედაც იაზრებდი.
- ხო, მაგრამ ამდენი ხნის შემდეგ, ნუცა თუ მაინც გაებმებოდა...
- არსად არ გაბმულა. შეამჩნიეს. შენ კი ეხმარები.
კოტე ერთხანს მიყურებს. ლინზები აღარ უკეთია. ალბათ გზაში მოიხსნა. ცისფერი თვალები მანქანის მკრთალ შუქზე მაინც უბრწყინავს. ფერადი გარსის გარშემო უდნავ ჩასწითლებია. დაღლილია.
- მართლა არ ვნანობ, მობილური რომ დაგიტოვე. - მეუბნება და ცერა თითს ჩემს ლოყაზე ასრიალებს.
- კარგია, იმიტომ, რომ არც მე ვნანობ, მობილური სამსახურში რომ წავიღე.
ბიჭი მკრთალად მიღიმის და თავის მხურვალე თითებს, ჩემს თითებში აჭდობს. მეც ღიმილით ვპასუხობ.
რამდენიმე წამში კოტეს მესიჯი მოსდის.
"- მარჯანიშვილზე ვარ." - სწერს ნუცა.
"- ყურადღებით იყავი. თუ ვაგზალზე რამე საეჭვოს შეამჩნევ, ვაგონიდან არ გამოხვიდე. და დამორეკე." - პასუხობს ბიჭი.
- მშვიდობაა? - მეკითხება თეკო. თავს ვუქნევ. მერე ნუცას ბედნიერებისგან გაბრწყინებული თვალები მახსენდება და ნერვებს მიშლის ის ფაქტი, რომ ყველა მათ წარმატებულ ნაბიჯს რაღაც საფრთხე მოჰყვება. როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს დევნა?
- კოტე! - უცბად მისკენ ვიხედები. - ვიდეოკამერები?
- რა კამერები? - შუბლშეკრული მიყურებს.
- სასტუმროში. იქ ხომ თქვენც ჩანხართ... რო ამოიღონ, შეამოწმონ და...
- არა, ნუ ღელავ. ვიდეოები ვირუსის სახით გავუშვით. ყველაფერს გადაუარა. - მეუბნება ის და მობილირს თითებში ატრიალებს.
შვებით ვოხრავ. მანქანა უკვე ვაგზლის ტერიტორიაზე. პატარ-პატარა საცობები ნერვებზე საშინლად მოქმედებენ. ღამის თერთმეტის ნახევარია. წესით ამ დროს ასეთი მოძრაობა არ უნდა იყოს. ნუცა მალევე რეკავს. სმენას ვძაბავ.
- რას შვები, სად ხარ? - ეკითხება მოითმენლად კოტე.
- მეტროდან ამოვდივარ. - დაღლილი ხმა აქვს ქალს. - პირველი ხაზის ესკალატორზე შევნიშნე სამი კაცი და იმედია მათაც არ შემნიშნეს.
- კარგი. სწრაფად ამოდი და პირდაპირ იმ ქუჩაზე ადი.
- თქვენ?
- შვიდ-რვა წუთში ვიქნებით. მალე მოვალთ.
- იმედია მეც. კარგი, ვთიშავ და დამირეკე რო მოხვალთ.
კოტე სავარძელზე სწორდება და ფანჯრიდან იხედება.
- საზღვარგარეთ რო მოასწროს გაქცევა? - ამბობს თეკო.
- მშვიდი და გავლენიანი მაინც ვეღარ იქნება. - პასუხობ ნეკა.
- ჯერ ისევ იქნევს კუდს.
- უბრალოდ ვნახოთ, რა მოხდება. ეხლა მარტო ნუცაა ჩვენი საფიქრალი. - ამბობს კოტე და თეკოც ჩუმდება.
შუქნიშანზე ვჩერდებით. იმედია მოვა. იმედია პრემიერის რისხვა ვერც ამჯერად მოაღწევს ჩვენამდე. ეს ის ამბავი არ არის, სადაც ბოროტმა უნდა გაიმარჯვოს. ამ ზღაპარს კარგი დასასრული უნდა ჰქონდეს. თვალებს ვისრეს და მეც გარეთ ვიხედები. ნელ-ნელა ვუახლოვდებით ვაგზლის მოედანს და გული მიჩქარდები. აქვე ჩემი სახლია. ჩემი პატარა ბუნაგი. აქვე ტრიალებს ალბათ მჭექარე ლუიზა. ვერც კი ვიჯერებ, რომ ეს ქალი მომენატრა. ღმერთო, ნეტავ კიდევ დიდხანს ვერ შევძლებთ მე და თეკო სახლში დაბრუნებას?
მანქანა შუქნიშანს უახლოვდება და ნელ-ნელა ჩერდება.
- აქ რა ხდება... - ამბობს კოტე, ფანჯარას ეჭიდება და ხიდისკენ იხედება. მეტროს ამოსასვლელთან ხალხს მოუყრია თავი. ორი საპატრულო მანქანა დგას და ხმაურია. გზა ცალმხრივადაა გადაკეტილი. ღმერთო, ნეტავ რა მოხდა?
- ნუცა... - მცდება აღელვებულს და პირზე თითებს ვიკრობ. არა, წარმოდგენაც კი არ მინდა.
- ამის დედაც! - კოტე კარს ებღაუჭება, მაგრამ ნეკა მაშინვე უკან იწევა და მაისურით იჭერს.
- შენ ხო არ უბერავ, ბიჭო, სად ტრ,აკში მიდიხარ! გინდა, რო გაება? - უბღვერის ძმას.
- აქ ნუცა უნდა ამოსულიყო. რაღაც მოხდა და ვიცი, რო მის გამოა ეს არეულობა.
- რო დაურეკო? - ვთავაზობ.
- არა! - მიკრძალავ ნეკა. - სარისკოა. აქ რომ ნუცა იყოს, შეიძლება მობილური მას აღარ ჰქონდეს. შუქნიშნიდან მარჯვნივ აუხვიე ძია. - ბიჭი მძღოლს უბრუნდება და მერე ისევ ძმას უყურებს უკმაყოფილოდ.
კოტე ქვედა ტუჩს იკვნეტს და ისევ იმ ქაოსს შეჰყურებს. ხვდება, რომ ნეკა მართალია, მაგრამ ნერვიულობა მაინც არ ასვენებს. თუმცა, მანქანა მალე მიდის და ხმაურსაც უკან ვიტოვებთ. მოსახვევიდანვე ჩანს ეკლესია. უკვე ახლოს ვართ. სანამ ადგილამდე მივიდოდეთ, გულში ალბათ მილიონჯერ ვიმეორებ სიტყვებს, რომ ნუცა იქ დაგვხვდეს. მანქანა ჩერდება. ვხედავთ მიტოვებული მაღაზიას, რომლის შესასვლელიც მხოლოდ ჩამსხვრეული ფანჯარაა. ქუჩა არც ისე განათებულია, ამიტომ შიგნით სიბნელის მეტს ვერაფერს ვხედავთ. ფანჯრისკენ მჯდომი თეკო ჩემსკენ ჩიჩდება და ადგილს ათავისუფლებს. ყველა მაღაზიას მივშტერებივართ. კოტე მობილური ჩაუბღიჯავს და ალბათ ისევ დარეკვაზე ფიქრობს.
- ნუცა! - ეძახის იმდენად ხმამაღლა, რამდენადაც ის შეძლებს გაგებას. ცოტა ხანში კი შიგნიდან ბოთლების ჭახუნი გვესმის და ვხედავთ თუ არა ქალის ნახევრადდაჩრდილულ სხეულს, თეკო მაშინვე კარს აღებს. ნუცა აქეთ-იქით იხედება, შემდეგ სწრაფად გადმოდის ფანჯრიდან და მანქანაში ჯდება. კოტე სახეზე ნერვიულად ისვამს ხელს და თავს სავარძელზე დებს. სახლამდე არავინ იღებს ხმას.

***
სამზარეულოს მაგიდასთან ვსხედვართ და ტელევიზიით გადმოცემულ, ბიჭების შექმნილ არეულობას ვადევნებთ თვალს. სასტუმროსთან ხალხი აღარაა. აღარც ბილბორდზე გადის პრემიერის მამხილებელი კადრები. ალბათ უშველებელი ეკრანი საერთოდ გამორთეს, რომ ეს შოუ შეეწყვიტათ. საქმე იმაშია, რომ ამის მოსაფიქრებლად, დაბნეულ პასუხისმგებელ პირებს დიდი დრო დასჭირდათ. იქ ახლა თითქმის ყველა ტელეარხის ჟურნალისტი დგას მიკროფონმომარჯვებული და აღწერს, რა ხდება სასტუმროში. ზოგიც შინით ცდილობს შესვლას, მაგრამ პოლიცია კარს კარგად იცავს. აჩვენებენ რამდენიმე მოკლე ინტერვიუს უცნობ მოქალაქესთან, ღონისძიების სტუმრებთან. ქალთან, რომელიც პრეზენტაციას აკეთებდა. შეკითხვებზე ყველას ერთი და იგივე პასუხი აქვს. არ იციან, საიდან გაჩნდა ეს ფარული ჩანაწერები და ვინ გაამჟღავნა ისინი. სამართალდამცავი ორგანოდან ჟურნალისტებთან კომენტარს არავინ აკეთებს. ამბობენ, რომ რამის ვარაუდი ჯერ ადრეა. შეკითხვაზე პასუხს, თუ სად არის ახლა პრემიერი, ყველა აიგნორებს. თუმცა, ყველა ისედაც მშვენივრად ხვდება, რომ ის გაიქცა.
პირდაპირ ჩართვას აჩვენებენ ასევე ვაგზლის მეტროსთან მომხდარ ამბავზე. თვითმხილველები ყვებიან, რომ დაინახეს, როგორ ამორბოდა ქალი მეტროდან. ცოტა ხანში მას ორი მამაკაცი მოჰყვა. ერთმა იარაღი ამოიღო და ისროლა. მაგრამ, ქალმა გაასწრო. მსუბუქად დაიჭრა ოცდათხუთმეტი წლის მამაკაცი, რომელიც სასწრაფო დახმარების მანქანამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მსროლელს მეწყვილესთან ადგილზე შეკამათება მოუვიდა. თვითმხილველები ამბობენ, რომ ესმოდათ, როგორ უყვიროდა ერთი მეორეს მკვლელი არ ვიქნებიო. ამასობაში კი, პატრულმა ორივე მათგანი ადგილზე დააკავა. ქალის ამოცნობა ჯერ-ჯერობით ვერ ხერხდება. თვითმხილველები ამბიბენ, რომ ბნელოდა და სახის გარჩევა ძნელი იყო, მით უმეტეს, რომ მას კეპიანი ქუდი ეხურა.
აჩვენებენ ასევე იმ ვიდეო ჩანაწერებსაც, რომლებიც სასტუმროში გადიოდა და წინა დღისით, ქუჩაში გაკრულ პლაკატებს. თავდასხმა კი ჯერ-ჯერობით ოპოზიციირ პარტიებს ბრალდებათ.
ნუცას ამაზე ეცინება.
- რა თქმა უნდა, - ამბობს ის. - პოლიტიკურ თავდასხმად მონათლავენ. იმაზე კი არაფერს იტყვიან, რას აკეთებდა ეს ნაგავი კაცი.
- ჩანაწერი მონტაჟი ჰგონიათ. - თავს აქნევს კოტე. - იმედია გამოძიება არ იდამპლებს. ძალიან მარტივია იმის შემჩნევა, რომ ეს კადრები მონტაჟი არაა.
- არა, მაგას არავის ვაფიქრებინებ. - შუბლს ჰკრავს ქალი. - გავიდეს, რამდენიმე დღე. გავიგოთ რას გაარკვევენ, სადაა ქარდავა და მერე მივალ, სადაც საჭიროა.
- მგონი ჯერ ისევ საშიშია და ჯობია არ გამოჩნდე.
- დაცვას მოვითხოვ. საკმარისი მიზეზი მექნება ამისთვის. ასე გაქცევა პრემიერს არ შერჩება.
- შენი აზრით სად წავა?
- წარმოდგენა არ მაქვს. ვახომ შენი მოცემული მობილურის ნომერი იცის. დამოკავშირდება, როცა დროს გამონახავს და ვკითხავ, რა ხდება და რას აპირებენ.
- ძალიან კარგი. ახლა ხომ კარგად ხარ? - ეკითხება კოტე.
- ხო, - იღიმის ნუცა. ღია ნაცრისფერი თვალები ისეთი დაღლილი და დასიებული აქვს, ალბათ დიდი ხანია ნორმალურად არ უძინია. - ამ ამბავში ყველაზე დიდი ძალა თქვენ ხართ. კარგად რომ ვარ, თქვენი დამსახურებაა.
- სხვანაირად ვერც იქნებოდა. მთავარია, ახლა რა იქნება.
- მაგაზე მერე ვიფიქროთ. - ამბობს ნეკა, დგება და მაცივრიდან ლუდს იღებს. - აბა? არ აღვნიშნოთ?
- სიამოვნებით. - კისკისებს ნუცა. თეკო ერთჯერად ჭიქებს მაგიდაზე დებს და ლუდს ვასხამთ. განვლილ დღეებს ვიხსენებთ. ნუცა გვიყვება, როგორ გაატარა ეს ერთი თვე ვახოს ბებიასთან და როგორ გვგულშემატკივრობდა მოხუცი შორიდან. საუბარი დიდხანს გვიგრძელდება და უკვე შუაღამეს მიტანებულებს გვახსენდება, რომ ზოგიერთი ჩვენგანი დაღლილია. ქალს მეორე სართულზე ოთახს აჩვენებენ. კიბეზე ასულ კოტეს ღიმილით ვემშვიდობები. ბიჭი თვალს მიკრავს და ხელს მიწევს. თეკო მეჭიდება და ძალით მიმათრევს ოთახისკენ. არსად გაგექცევაო ყოველ ნაბიჯზე ამას მიმეორებს. საწოლზე მიწოლილები დღევანდელ დღეს რამდენიმე კომენტარს ვუკეთებთ და ვერც კი ვხვდები, პირველს რომელს გვეძინება.

***
ამ სახლში ყოფნის მეშვიდე დღე თენდება და პირველად ხდება ისე, რომ პირველი მე ვიღვიძებ. დილის რვა საათი ხდება. თეკოს ღრმად სძინავს, რადგან რეაქცია არ აქვს, როცა თმას მისი ხელისგან ვითავისუფლებ. წოლა არ მინდა, ამიტომ ჩუმად ვდგები და ოთახიდან გავდივარ. პირველ სართულსა და ეზოში არავინაა. როგორც ჩანს, ჯერ არავის გაუღვიძია. არც მიკვირს. გუშინ ყველაზე დამღლელი დღე იყო, ემოციურადაც და ფიზიკურადაც. ერთხანს, ვფიქრობ, ტელევიზორი ჩავრთო და გავიგო, რა ხდება პრემიერთან დაკავშირებით, მაგრამ ინფორმაცია არსად გაგვექცევა, ამიტომ უკეთესი აზრი მომდის. საუზმეს გავაკეთებ. ჯერ სააბაზანოში ვწესრიგდები. შემდეგ მაცივარს ვამოწმებ და ვხედავ, რომ შიგნით ბევრი არაფერია. მერე ჩემს მივიწყებულ საფულეს ვიღებ და იმ მაღაზიაში გავდივარ, სადაც ბიჭები მიდიან ხოლმე. ცოტას კი ვღელავ გარეთ გასვლისას, მით უმეტეს, რომ მარტო ვარ, მაგრამ ვრისკავ.
უკან დაბრუნებულს თეკო გაღვიძებული მხვდება.
- რა მოიტანე? - თვალებს ისრესს და მაგიდასთან ჯდება.
- მიდი, გამოფხიზლდი და მომეხმარე. - პროდუქტებს მაგიდაზე ვაწყობ და გოგოს აბაზანისკენ მივათრევ.
- არ მგონია უცხოპლანეტელები ამდენს ჭამდნენ. - ონკანს უშვებს ის.
- ცოტა გავანებივროთ, - თვალს ვუკრავ. - იმსახურებენ.
- ერთ დილით, როცა შენთან დავრჩები, ამას გაგახსენებ! - თავს აქნევს უკმაყოფილოთ გოგო და სააბაზანოს კარს ხურავს.

***
მაგიდა ფერადი და ნოყიერია. მის შემყურეს მეღიმება. მიხარია, რომ მეორე სართულზე მყოფებისთვის რაღაცის გაკეთება მაინც შემიძლია. ის-ისაა მაცივრიდან კვერცხს ვიღებ, რომ კიბეზე ნაბიჯების ხმა მესმის და ცოტა ხანში ოთახში კოტე შემოდის. საუზმით გაწყობილ მაგიდას რომ ხედავს, წარბებს ზემოთ სწევს და მიღიმის.
- ეს შენი ბრალია? - მეკითხება და ღიმილით მიახლოვდება.
- ჩემი და თეკოსი. - მეცინება მის კმაყოფილ გამომეტყველებაზე. - დაისვენე?
- ხო, საკმარისად. ახლა ბევრი დრო გვექნება გუშინდელი დღე რომ ავინაზღაუროთ. - ამბობს კოტე, იხრება და ჯერ ლოყაზე მკოცნის, შემდეგ ცხვირის წვერზე. სიამოვნებისგან ჟრუანტელი მივლის. სასურველი ადამიანის სიახლივემ ძალიან იცის მიჩვევა. ხელებს ზურგზე ვხვევ და ვეხუტები. ისეთი მხურვალეა, რომ ერთხანს სუნთქვაც კი მეკვრის. მისი თმის ბოლოები სახეზე მეღუტუნებიან. როგორ მინდა, რომ ყველაფერი მალე დამთავრდეს. რა არის ჩვენს შორის, ამაზე საუბარსაც კი ვერ ვახერხებთ.
- ჯერ თავი დაიბანე. - ვეუბნები და კისერზე ვკოცნი. მის გაშვებას ვცდილობ, მაგრამ კოტე უფრო მიჭერს ზურგზე ხელებს. - თმიდან ეს სიშავე მოიშორე. საშინლად არ გიხდება.
ბიჭს ეცინება, ჩემს სახეს იჭერს და ტუჩებზე მეკრობა. ხელებს კისერზე ვხვევ და მონატრებულ კოცნას სიამოვნებით ვპასუხობ მანამ, სანამ შორიდან ჩახველების ხმა არ გვესმის.
- შეგიძლიათ არ შემიმჩნიოთ, მაგრამ, მაინც გახსოვდეთ, რომ აქ ვარ. - ამბობს თეკო, მაგიდასთან ჯდება კიტრს იღებს და გემრიელად ახრამუნებს.
მალე ნეკა და ნუცაც ჩამოდიან. ქალი ამბობს, ბოლო ერთი თვის განმავლობაში პირველად მეძინა მშვიდად და უსიზმროდო. გაწყობილი მაგიდისთვის მადლობას გვეუბნება. ტელევიზორის ჩართვას ვთავაზობ, მაგრამ ყველა თანხმდება იმ აზრს, რომ მშვიდი საუზმე ურჩევნიათ.
დანაყრების შემდეგ კი, სანამ ყავას ვაკეთებ, საინფორმაციო გამოშვებიდან ახალ ამბებს ვისმენთ.
ეკრანზე ნაწყვეტებად კვლავ ტრიალებს პრემიერის და აფხაზი ნარკოვაჭარის ფარული ჩანაწერები. აჩვენებენ გუშინდელ კადრებს სასტუმროდან, იქ შეკრებილ ხალხს და ინტერვიუებს. პრემიერზე ისევ არაფერი ისმის. მალე პრეზიდენტი ბრიფინგს მართავს და გარკვეულ ახსნა-განმარტებებს აკეთებს. ამბობს, რომ სანამ დაკითხვები და გამოძიება არ დაიწყება, ხელაღებით ბრალს ვერავის ვერაფერში დასდებენ. მართალია, პრემიერი ახლა არ ჩანს, მაგრამ შესაძლოა ამას თავისი ახსნა ჰქონდეს. ამბობს, რომ ერთადერთს, რასაც ახლა ის გააკეთებს, ახალი პრემიერის დანიშვნა იქნება, რადგან სახელმწიფოებრივი მოვალეობა უპირველეს ყოველია.
მოკლე კომენტარს აკეთებს ასევე მთავარი პროკურორი. ამბობს, რომ საქმე აღძრულია. საქველმოქმედო ფონდ "მზრუნველ ხელებს" დროებით შეჩერებული აქვს სტატუსი, მანამ, სანამ გამოძიება გარკვეულ ეტაპებს არ გაივლის. დაკითხვაზე არიან დაბარებულები ფონდის დირექტორი, უფროსი ბუღალტერი და თანამშრომლები. პროკურორი პირობას დებს, რომ გამოძიება ყველასთვის გამჭვირვალე იქნება.
- ვახო არ დაგკავშირებია? - ეკითხება შუბლშეკრულ ქალს კოტე.
- არა, და მასზეც ძალიან ვნერვიულობ. მე ვერ ვურეკავ. არ ვიცი იქ რა შეიძლება ხდებოდეს. - ქალი გაწვდილ ყავის ფინჯანს მართმევს და მადლობას მეუბნება.
- გგონია პრემიერთანაა?
- ხო, ასე მგონია. სხვა შემთხვევაში აქამდე დამირეკავდა.
- იმაზე რატო არაფერს ამბობენ, რომ პრემიერს ეძებენ? - ვეკითხები მათ.
- მთავრობის კაცია. - მხრებს იჩეჩავს ნუცა. - კი გვპირდებიან, გამოძიება გამჭვირვალე იქნებაო, მაგრამ მაინც ყველანაირად ეცდებიან, რაც შეიძლება მცირე ინფორმაციით დააკმაყოფილონ ხალხის ინტერესი.
- სრული უაზრობაა! - ამბობს აღშფოთებული თეკო. - ტიპი გაიქცა, თავიც კი არ უმართლებია. ვინღა დამაჯერებს, რომ შეიძლება დამნაშავე არ იყოს?!
- არავინ შეგეხვეწება, რო დაიჯერო, - ყავას ხმაურით ხვრეპს ნეკა და ყველა მას ვუყურებთ. თეკო ლანძღავს. - სამაგიეროდ, ეცდებიან, "ლაითად" გამოიყვანონ თავისი კაცი.
- ხო, მაგრამ ვიდეოჩანაწერებს გვერდს ვერ აუვლიან. - ამბობს ნუცა.
- იმედია არ იტყვიან, რომ დამონტაჟებულია. - ყავის ჩამორიგების შემდეგ კოტეს გვერდით ვჯდები.
- ფონდის კომპიუტერებს შეამოწმებენ ექსპერტები, ბუღალტრულ დოკუმენტებს ამოიღებენ...
- თუ უკვე არ მოსპეს ეგენიც. - თავს აქნევს თეკო.
- ხომ არ დაგავიწყდა ვისთან ხარ ეს ერთი კვირაა ხავსიანო? - ნეკა გოგოს გასაბრაზებლად ისევ ხმაურით ხვრეპს ყავას.
- ტვინი ნუ წაიღე შენ კიდე. - ხელს ჰკრავს კოტე ძმას.
- ცხელია. - მხრებს იჩეჩავს ის და ტელევიზორს უბრუნდება.
- ხო ჩვენ გვაქვს გაყალბებული დოკუმენტები. ხვალ წავალ პროკურატურაში და წავიღებ. ვიტყვი, რომ, როცა მათთან მივდიოდი, ფლეში მაწანწალა ბავშვმა მომიტანა.
- დარწმუნებული ხარ, რომ ასე მალე უნდა გამოჩნდე? - ეჭვით ცალ თვალს ჭუტავს კოტე.
- მე ხომ უბრალოდ დაზარალებული ვარ, რომელიც პრემიერს გაექცა და ემალებოდა. ვფიქრობ, მეტი დამალვა არ ღირს. ვიტყვი, გამოძიება რომ დავიწყე და ქარდავა მემუქრებოდა. მერე შევამჩნიე, რომ მითვალთვალებდნენ და გაქრობა გადავწყვიტე. მერე აღმოჩნდა, რომ თურმე სხვაც იძიებდა ამ საქმეს, ვიღაც, ვისაც ჩემზე მეტი შესაძლებლობები ჰქონდა, რომ პრემიერის უფრო მეტად მიახლივებოდა.
- ცუდად არ ჟღერს, მაგრამ აქ კიდევ ბევრი რამეა გასათვალისწინებელი ნუცა. - ფიქრიანად თითებს ათამაშებს მაგიდაზე კოტე. - მაგალითად, თუ გკითხავენ, როგორ აღმოჩნდი გუშინ სასტუმროს წინ? რა იცოდი, რომ მაინცდამაინც გუშინ უპირებდნენ პრემიერს ჩაძირვას?
- არ ვიცოდი. ვიტყვი, რომ დამთხვევა იყო. - მხრებს იჩეჩავს ქალი.
- არა, არა. ძალიან საეჭვო დამთხვევაა.
- მაშინ ვიტყვი, რომ მედიას ვადევნებდი თვალს, ვიცოდი, რომ ღონისძიება ტარდებოდა და გადავწყვიტე ამ ცირკისთვის შორიდან მეყურებინა.
- რაღაც მაინც ისე ვერაა. - ოხრავს კოტე.
- და საერთოდ, - ყავის ფინჯანს ჩაჰყურებს ნეკა. - ვინ იცის, რომ გუშინ იქ იყავი?
- ქარდავას ხალხმა, რომლებიც მომსდევდნენ. დაკითხვაზე შეიძლება არ მახსენონ და შეიძლება ვერც ხალხმა მიცნო გარეთ, მაგრამ მეტროს კამერები მაინც დამაფიქსირებდნენ. გადაამოწმებენ, ვის მისდევდა ის ორი.
- ვახ ჩემი... - ბუტბუტებს ის და ორ ფეხზე დაყენებულ სკამს არწევს.
- ალბათ იმასაც გკითხავენ, სად იმალებოდი ეს ერთი თვე. - ვამბობ მე.
- ღმერთო! აი ეგ კი მართლა პრობლემაა. - ხელისგულს შუბლს აყრდნობს ქალი. რამდენიმე წამით ყველა ჩუმად ვართ. ასე მგონია, მე ჩავაგდე ამ პრობლემაში. თეკო ნირწამხდარი მუწავს ტუჩებს. ახლა ყველა ერთად ვეძებთ გამოსავალს.
- მოიცა... - წინ იხრება კოტე. ნუცა თავს იღებს. - ის ქალი, შენი მეგობარი. ძებნა ვინც დაგიწყო...
- ნანიკო...
- ხო. რამდენად... ანუ, როგორ გითხრა. ტყუილს იტყვის შენ გამო?
- ეჭვიც არ მეპარება. რა მოიფიქრე? - მოლოდინით უყურებს ნუცა ბიჭს.
- შენმა მეგობარმა თქვას, რომ ეს ერთი თვე მასთან იმალებოდი. და შენი ძებნის ინიციატივაც იმიტო აიღო საკუთარ თავზე, რომ არაბუნებრივი იქნებოდა, საუკეთესო მეგობარს დიდხანს არ მოეკითხე. რას იტყვი?
- კოტე, ძაან მაგარი იდეაა. - თვალებს ჭყეტს ქალი. მეღიმება ამ იდეას რეალურ გამოსავლად რომ აღვიქვამ.
- მაგ ქალს დავურეკოთ და ავუხსნათ, რა როგორ იყო. იმედია დაბნეული არ არის.
- მე ჭკვიანი მეგობრები მყავს ჩემი კარგო. - სიამაყით ამბობს ის და ეცინება.
- კაი აზრია, - ნეკა თავის სკამს აჩერებს. - საერთოდაც, იმ ვიღაცამ, ვინც პრემიერის საქმეს შენს პარალელურად იძიებდა, მეგობართან მოგაგნო. კართან ფლეში და წერილი დაგიტოვა, რომ სასტუმროსთან მისულიყავი შოუს საყურებლად.
- ვაიმე, არაჩვეულებრივია! - გაოგნება და სიხარული ერთდროულად დასთამაშებს ნუცას სახეზე. ნეკას ცალყბად ეღიმება. - ბიჭებო, გენიოსები ხართ. - ხელისგულებს ერთმანეთს აწებებს ქალი.
- ერთი ამათ თვითკმაყოფილ სახეებს შეხედეთ! - ეცინება თეკოს. ბიჭები ერთმანეთს უყურებენ და სიცილი გვიტყდება.
- უნდა ჰქონდეთ კიდეც. - ამბობს ნუცა და ხელებს მაგიდაზე აწყობს. - და, ნანიკოს როგორ გავაგებინოთ? დავრეკოთ?
- არა, პირადად უნდა შევხვდეთ. - თავს აქნევს კოტე.
- დილით კუს ტბაზე დარბის ხოლმე. ადრე რომ გავიდე და იქ ვნახო? მერე სახლში გავყვები და პროკურატურაში გავიყოლებ. მარტო არ ვიქნები და ვფიქრობ ასე უკეთესია. რას იტყვით?
- ცოტა ეჭვი მეპარება, მაგრამ კარგი. - ამბობს კოტე. - ერთად წავიდეთ.
- არა. მირჩევნია მარტო მივიდე. არ მინდა ვინმეს ზედმეტად მოხვდე თვალში.
- დარწმუნებული ხარ?
- სრულიად.
- კარგი, მაშინ ხშირად დამირეკე ხოლმე, მშვიდად რომ ვიყო.
- ის წერილი ამოვაპრინტეროთ, რომელიც ფლეშთან ერთად "დაგიტოვეს". - ამბობს ნეკა, ბუნკერში შედის და იქიდან გვეძახის. - ტექსტი მოიფიქრეთ!

***
საღამოს საინფორმაციოში დაკითხვიდან გამოსულ ფონდის წევრებსა და დირექტორთან მოკლე ინტერვიუებს აჩვენებენ. ზოგი მიკროფონებს უკომენტაროდ უვლის გვერდს. დირექტორი ამბობს, რომ ფონდს სიკეთის მეტი არაფერი უკეთებია, და იმ ვიდეოკადრებს ქველმოქმედებასთან არანაირი კავშირი არ აქვს. რომ ახლა მათი დახურვა და მუშაობის შეჩერება უსამართლობა იქნება, რადგან ბენეფიციარები ყოველ დღე ელიან მათგან დახმარების მიღებას.
ასევე ბუღალტერი საკმაოდ დამაჯერებელად და ირონიული ღიმილით ამბობს, რომ ქესპერტები ტყულად იქექებიან ფონდის ბუღალტრულ და საფინანსო ქაღალდებში, რადგან ვერანაირ დარღვევას იქ ვერ ნახავენ. ამბობს, რომ პრემიერს შესაძლოა სხვა ცხოვრებაც ჰქონდა, მაგრამ ქველმოქმედებისთვის განკუთვნილ თანხას, არასდროს ერთი თეთრიც არ მოკლებია. მისი სიტყვები თეკოს ნათქვამს რომ ადასტურებს, ყველა გაოგნებული ვუყურებთ ერთმანეთს. ალბათ მას მერე გააქრეს ყვრლაფერი, რაც ინფორმაცია მოვიპარეთო, ამბობს ნუცა.
- ვნახოთ, ქალბატონო ბუღალტერო, ხვალ ვინ გაიღიმებს ასე სარკასტულად, დოკუმენტებს რომ მაგ ბოტოქსიან ტუჩებზე აგაფარებ! - იმუქრება ქალი. ყველას გვეცინება.
მოგვიანებით პირდაპირ ჩართვას ვუყურებთ პარლამენტის შენობიდან, სადაც პრეზიდენტი ბრიფინგს მართავს ახალი პრემიერის წარსადგენად. ყოფილი თავდაცვის მინისტრი მადლობას ეუბნება პოლიტ-საბჭოს ნდობისთვის და ჰპირდება მათ და საზოგადოებას, რომ თავის უფლება-მოვალეობებს სრული პასუხისმგებლობით მოეკიდება. ამბობს, რომ მისი საქმიანობა სრულიად ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება და, რომ ახალ იდეებსა და პროგრამებზე მოგვიანებით, საპარლამენტო სხდომაზე უფრო დაწვრილებით ისაუბრებს. მისივე გადაწყვეტილებით იცვლება ასევე შინაგან საქმეთა და განათლების მინისტრი. ახალი პრემიერი წარმატებებს უსურვებს მათ და გვემშვიდობება.
ნუცა ამბობს, ეს კაცი ჯერ კიდევ ქარდავამდე რომ დაენიშნათ, უკეთესი იქნებოდაო და ის-ისაა ისევ ტელევიზორზე გადაგვაქვს ყურადღება, რომ ქალს მობილურზე შეტყობინება მოსდის. ინსტიქტურად ყველას მისკენ გაგვირბის თვალი. ნუცა მესიჯს სწრაფად კითხულობს და ეღიმება. მერე პასუხს აბრუნებს და ჩვენს მზერას რომ აწყდება, თითქოს მაშინღა აცნობიერებს, რომ მარტო არაა.
- ა, ხო, ვახო იყო. - ამბობს ის და ხელებს კარგი მოსწავლესავით აწყობს მაგიდაზე. - ბატონი ალექსანდრე ფშავის ერთ მიყრუებულ სოფელშია გახიზნული.
- მერე? - თვალებს ჭყეტს კოტე.
- ვახო აქაა. ჩვენ გვეძებენ და ყველაზე მაგარი ისაა, რომ სამძებრო ჯგუფს ზუსტად ეს მეთაურობს. - გულიანად იცინის ნუცა.
- ბოლო დროს ძალიან არ უმართლებს ჩვენს ექს-პრემიერს. - წარბებს სწევს ნეკა.
- რა მაინტერესებს, - ვამბობ. - მისი დაცვის ხალხს არავინ დაკითხავს?
- რა თქმა უნდა, მაგრამ ვინ რას იტყვის.
- და ეგ ვახო?
- არა ნინა. ვახო ასე ვერ გარისკავს. ოჯახი ჰყავს. სამი შვილი. მან ისედაც ბევრი გააკეთა, რაც ვნახეთ და... მე ვერ ვთხოვ, რომ პრემიერის წინააღმდეგ ჩვენება მისცეს. მისი როლი ისედაც საკმაოდ დიდია ამ საქმეში.
- გასაგებია. - თავს ვუქნევ.
- ხო, ეს კაი, მარა, პრემიერის ადგილსამყოფელი რომ ვიცით, ასე უბრალოდ უნდა გავატაროთ? - უკვირს კოტეს.
- ცოტა ხნით მოვიცადოთ, კოტე. საზღვარგარეთ გასვლას მაინც ვერ შეძლებს. აქაა გაჭედილი და დიდხანს მაინც ვერ გასტანს.
- კარგი. არ ვიცი, რას უნდა ვუცადოთ, მაგრამ, როგორც შენ იტყვი, ისე იყოს. - ყავას სვამს ბიჭი და მაგიდაზე ჩამოდებულ ჩემს თითებს თავისას ადებს. ტელევიზორს შემყურე მის ინტერესიან პროფილს გაბრუებული ვუყურებ, მანამ, სანამ თეკოს მობეზრებით გადატრიალებულ თვალებს არ ვაწყდები და მეცინება.
დღის ბოლოს მთავარი პროკურორი პოლიტიკურ თოქ-შოუს სტუმრობს და ერთგვარ დღის შეჯამებას აკეთებს. ვიგებთ, რომ გამოძიებამ ფონდის ფინანსებში ვერანაირ გაყალბებულ დოკუმენტებს და ნაკლს ვერ მიაგნო, ამიტომ პრემიერს იმის ბრალდებას, რომ ის ქველმოქმედებისთვის განკუთვნილ თანხას ნარკო-ვაჭრიბას ახმარდა, ჯერ-ჯერობით ვერ წაუყენებენ. ვიდეოკადრები გადაგზავნილია ექპერტებთან და მათ ავთენტურობას ჯერ კიდევ ადგენენ. რაც შეეხება პრემიერის ადგილსამყოფელს, უცნობია, თუმცა გამოძიება ყველანაირად ცდილობს მის კვალზე გასვლას.
მიუხედავად იმისა, რომ გაყალბებულ დოკუმენტებზე უკვე ყველაფერს მივხვდით, ნუცა მაინც გაღიზიანებულია. აღარ მინდა ამ იდიოტების მოსმენაო ამბობს, გვემშვიდობება და დასაძინებლად მეორე სართულზე ადის.
ტელევიზორს ვთიშავთ.


***
ალბათ ნახევარი საათია მე და კოტე ჰამაკზე მიწოლილები ღამის გრილი ნიავით ვტკბებით. ირგვლივ ისეთი სიმშვიდეა, თითქოს დედამიწაზე არავინ დადიოდეს ჩვენს გარდა. ცაზე ვარსკვლავებს შორის თვითმფრინავი მიიკვლევს გზას და მთვარით განათებულ ღუბლებზე რუხ კვალს ტოვებს. თავი კოტეს მხარზე მიდევს და დიდი ხანია, ჩუმად ვართ. ბიჭს ჩემი თმის ბოლოები უკავია და თითზე იხვევს.
- რამდენი სახლი გაქვთ? - ვეკითხები მას. კოტეს ეცინება.
- რეალურად მხოლოდ ეს. - მპასუხობს.
- აბა ის პატარა ოთახი? და კიდე ის, სადაც თავიდან გიპოვეს?
- ის პატარა ოთახი ჩვენი რუსი მეგობრისაა. იქ რჩება ხოლმე, როცა საქართველოში ჩამოდის. ის მეორე კი ნაგირავები მაქვს მას მერე, რაც თბილისში ჩამივედით მე და ნეკა. კარგი გამახსენე. ივლისის ბოლოს კონტრაქტს გასდის ვადა და მამასახლისს უნდა მივაკითხო. დროა აქ გადმოვიდეთ.
- რას ელოდებოდით აქამდე.
- რემონტს. ჯერ ბოლომდე ისედაც არაა დამთავრებული. თანაც, ხომ ხედავ, ეს სახლი რომ არ მქონოდა კარგ ვარიანტად, სად წავიდოდი, აზრზე არ ვარ.
- ხო, მართალია...
- და კიდევ, ვინ იცის, იქნებ ვიღაც-ვიღაცებს მომავალში ჩვენთან დარჩენა მოუნდეთ ხოლმე. - კოტეს ხმას ღიმილი ეტყობა.
- იქნებ. - მეცინება მეც. - იცი, ასე მგონია, უკვე წლებია გიცნობ, არადა შენზე კიდევ ბევრი რამ არ ვიცი.
- არც მე შენზე, მაგრამ იმედი მაქვს, როცა უსაფრთხოებაზე აღარ ვიფიქრებთ, ერთმანეთისთვის შეკითხვების დასმის სურვილი ისევ იქნება.
- ხო, მერე ჯობია, თორემ შავთმიანი კოტე არასდროს მომეწონებოდა.
- როგორ გამიმართლა, რომ ქერა ვარ. - ხითხითებს ის, ჰამაკს აქანავებს და თითის წვერებით ლოყაზე მეფერება. ჩემს კანზე ჟრუანტელი არ წყდება.
- იცი, მეტროში რომ შემხვდი, მეორე დღეს მობილური ნაგავში გადავაგდე. - ქვედა ტუჩს კბილებით ვიჭერ და ქვემოდან ვუყურებ. მისი რეაქცია მაინტერესებს.
- ხუმრობ, ხო? - თვალები უფართოვდება.
- არა, მართლა. ტანსაცმელს ვყრიდი, მასში გავახვიე და სხვა ნაგავთან ერთად ქუჩაში გავიტანე. თეკომ მოუსწრო. ეგ რომ არა, ახლა... მოიცა, ნაგავს რო გაჰყოლოდა მობილური, მერე რა იქნებოდა ნეტა?.. - პირზე ვიფარებ თითებს.
- სავარაუდოდ თბილისის ნაგავსაყრელების ქექვა მომიწევდა. - თავს იქნევს ჩაფიქრებული კოტე. მეცინება.
- მეორედ ვეღარ მოიპარავდი?
- სულელი მკვლელი კი არ ვარ, დანაშაულის ადგილს რო უბრუნდება.
- საბედნიეროდ მივუსწარით. - ხმას ვიწმენდ.
- თორემ მე და შენ ძალიან ცუდად გავაგრძელებდით. - ეცინება ბიჭს. მუშტს გვერდში ვურტყამ. ცოტა ხნით ჭრიჭინებს ვუსმენთ. აუზის მოლივლივე წყლის ზედაპირზე მთვარე ირეკლება. - იმაზე მეტად მამაცი აღმოჩნდი, ვიდრე მეგონა. - მეუბნება კოტე.
- არადა ახლაც მეშინია. - მეღიმება მის სიტყვებზე.
- მჯერა. მაგრამ მაგ შიშს რომ არ ჰყვები, ეგაა სიმამაცე.
- ალბათ იმიტომ არ ვყვები, რომ სანდო ხალხია გვერდით.
- ხოო?
- ხო. უცხოპლანეტელები, მაგრამ მაინც სანდო.
- მგონი მე და ჩემ ძმას შეგვრჩა ეგ სახელი.
- კიდევ ერთი მადლობა თეკოს.
ორივეს გვეცინება.
- ყველაფერი კარგად იქნება. ნახავ. - მეუბნება კოტე და თმაზე მკოცნის. ცოტა ხნით მუცელზე ჩამოდებულ მის თითებს ვეფერები და უკვე ძილის გავლენას რომ ვგრძნობ, სახლში შევდივართ.

***
დაახლოებით დილის ექვს საათზე გვემშვიდობება ნუცა. ამბობს, გარკვეული პერიოდი ერთმანეთს ვეღარ ვნახავთ, მაგრამ გპირდებით, ისევ შევხვდებითო. დიდი იმედი მაქვს, რომ ვახო ახერხებს თავისი ხალხის ჩვენს სასარგებლოდ გაკონტროლებას და ნუცა მშვიდად შეძლებს ქალაქში გადაადგილებას. სამზარეულოში სახელდახელოდ ვსაუზმობთ. კოტე ჩაფიქრებულია. არ იმჩნევს, მაგრამ ვატყობ, რომ ნერვიულობს. არც მიკვირს. დაახლოებით ორ საათში ნუცა რეკავს და ბიჭს ატყობინებს, რომ უკვე თავის მეგობართანაა სახლში. ცოტა ხანში კი, ტელევიზორს ვრთავთ და თორმეტსაათიან საინფორმაციოს ვუყურებთ.
რა თქმა უნდა, დღესდღეობით ქვეყნის მთავარი განსახილველი თემა პრემიერია, რომელიც ჯერ ისევ ძებნაშია. ვუსმენთ პროკურატურიდან გამოსული იმ ორი დაცვის თანამშრომლის ადვოკატს, რომლებმაც ნუცას ესროლეს. კაცი ამბობს, რომ ეს არ ყოფილა განზრახ გასროლა. მოხდა შემთხვევით. დაჭრილი მამაკაცი, რომელიც საავადმყოფოში აგრძელებს მკურნალობას კარგადაა. დაპატიმრებულებზე ამბობენ, რომ მათი საქმის სასამართლო განცილვა მალე შედგება.
- ანუ ის, რომ ნუცას მისდევდნენ, დაი,კიდეს? არც უხსენებიათ. - შუბლს კრავს თეკო.
- სავარაუდოდ იფიქრეს, რომ პრემიერს თავისიც გასჭირვებია და ჟურნალისტის განზრახ მკვლელობის მცდელობა აღარ დაუმატეს. ხო წარმოგიდგენია ხალხის რეაქცია. მანდ უკვე მარტო პრემიერზე აღარ იქნებოდა საქმე... - წარბებს სწევს კოტე. - რახან ერთმა ძალაუფლებიანმა გაბედა ჟურნალისტის დაფრთხობა, სხვაც წავა ამაზე...
საუბრობენ ასევე სასტუმროში მომხდარ ფაქტზე, თუ ვინ და როგორ მოახერხა საკმად კარგად დაცული ქსელის გატეხვა. ამბობენ, რომ ჯერ ისევ ცდილობენ, ვირუსისგან სისტემის გასუფთავებას. წვეულების დღის მონაცემები მთლიანად წაშლილია და მისი აღდგენა შეუძლებელია. მეხსიერებაში მხოლოდ პრემიერის მამხილებელი ვიდეოებია.
- ცნობილები ვართ. - ცალყბად იცინის ნეკა და ძმას მხარზე მუშტს ურტყამს. ლეპტოპს ჩვენკენ ატრიალებს და ფეისბუქის სხვადასხვა გვერდზე დაწერილ, მოკლე სიახლეებსა და მკითხველის კომენტარებს გვაჩვენებს. ხალხი ოვაციებსა და აღფრთოვანებაშია. ჰაკერებს ამ რისკს უწონებენ და მოუწოდებენ, სხვა თვითმარქვიებიც გამოააშკარაონ. ზოგი კი ოპოზიციის მიერ დაქირავებულ ნაძირლებს უწოდებს და მოითხოვენ, იპოვონ და სათანადოდ დასაჯონ.
ახალი ამბებია ასევე ფონდთან დაკავშირებით. ხვალ გაიმართება სასამართლო, რომელიც გადაწყვეტს, რა ბედი ეწევა "მზრუნველ ხელებს." ვერსიების მიხედვით, გაითვალისწინებს ბენეფიციარების მდგომარეობას და მას შემდეგ, რაც ფონდი სახელმწიფოს საკუთრებაში გადავა, შესაძლოა ახალი, სანდო პრეზიდენტი დანიშნონ.
ირკვევა ასევე გავრცელებული ვიდეომასალის ავთენტურობაც და პრემიერის დანაშაულიც მტკიცდება. მისი კვალი კი ისევ არ ჩანს. მოსახლებისგან აღებული ინტერვიუები საკმაოდ აგრესიულია. ზოგი იმასაც კი ამბობს, რომ ეს ამბავი შესაძლოა მოახლოებულ არჩევნებზეც კი აისახოს.
კოტე ტელევიზორს თიშავს. ახლა ნუცას ველოდებით. ის უკვე წასულია პროკურატურაში და ალბათ, რამდენიმე საათში უკვე ტელეეკრანზეც გამოჩნდება. პრემიერის მიერ ნუცას დევნის მიჩქმალვა, სამართალდამცავებს ახლა ნამდვილად აღარ გამოუვათ.
სამზარეულოში ვართ. თეკო დივანზეა მოკეცილი და ყურსასმენებში მუსიკას იმდენად ხმამაღლა უსმენს, რომ ყველას გარკვევით გვესმის. ნეკა ლეპტოპს უზის და დრო და დრო "უცნობ ჰაკერებზე" "საკაიფო" კომენტარებს კითხულობს.
ბიჭებთან შეხვედრის წამიდან ყოველი დღე დაძაბული იყო, მაგრამ რაღაცნაირად ვახერხებდით, რამდენიმე საათით მაინც ყურადღების სხვა რამეზე გადატანას. გამოგვდიოდა ცოტა ხნით იმის დავიწყება, რომ ჩვენს კვალს შეიარაღებული ადამიანები ადგნენ. გუშინწინდელი ღამის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ სახლში მშვიდად ვართ, მაინც ყველა კუნთი დაძაბული მაქვს. მომავალი ცოტა არ იყოს მაშინებს. პრემიერი რომც დააპატიმრონ, მგონია, რომ ჩვენს თვალთვალს მაინც არ შეწყვეტს. და რა უნდა ვქნათ? რამდენი ხანი მოგვიწევს ასე დამალვა?
- კოტე, - თითებს მაჯაზე ვადებ ბიჭს. ხმაგამორთულ ტელევიზორზე მიჩერებულს ნელა გადმოაქვს ჩემკენ მზერა. - დედასთან დამარეკინებ?
ერთხანს ჩუმად მიყურებს და ალბათ ცდილობს, გამოიცნოს, რატომ მომინდა დედასთან ლაპარაკი. მერე თავს მიქნევს თანხმობის ნიშნად, ფეხზე დგება და წამოდიო, მეუბნება ბუნკერისკენ მიმავალი.
- რამე მოხდა? - მეკითხება ფრთხილად და თან მობილურს იმ აპარატზე აერთებს, ზარს ადგილმდებარეობას რომ უცვლის. ალბათ ისევ არის იმის შანსი, რომ პრემიერი ჩვენს ახლობლებს უსმენდეს.
- არაფერი, უბრალოდ მოკლედ მოვიკითხავ.
- ხომ იცი, რომ გრძელი საუბარი არ გამოვა. - მობილურს მიწვდის და ჩაფიქრებული თვალებით მაკვირდება.
- ხო, ვეტყვი, რომ მობილური დავკარგე და ამის სათქმელად ვურეკავ სამსახურიდან. ამიტომ დიდხანს ვერ ველაპარაკები.
ბიჭი თავს მიქნევს და მობილურს მაწვდის. ჰაერს ხარბად ვისუნთქავ და დედას ნომერს ვკრეფ. სანამ მის ხმას გავიგებდე, სისხლი მეყინება. ვიცი, რომ ჩემი და თეკოს ტყუილი არ გამჟღავნებულა, მაგრამ მასთან საუბარი მაინც მაღელვებს. ზუსტად იმას ვეუბნები, რაც კოტეს ვუთხარი. დედა შეკითხვების დასმას იწყებს, მაგრამ ვპირდები, რომ რამდენიმე დღეში ხელფასი იქნება, ახალ ტელეფონს ვიყიდი და რომელიმე შაბათ-კვირას მათთან დავრჩები. არ ვიცი, ამას რამდენად მიჯერებს, ან მე რის იმედზე ვაძლევ ამ დაპირებას, მაგრამ გელოდებიო მეუბნება და უკომფლიქტოდ ვემშვიდობები. მობილურს კოტეს ვაძლევ და პუფში ვჯდები.
- სულ აქ დარჩენა არ მოგიწევს, ნინა. - ჩემ წინ ჯდება კოტე. ერთმანეთზე გადაჭდობილ თითებზე მის ტატუებს ვათვალიერებ. - ეს დამალობანა ჩაივლის.
- ვიცი, უბრალოდ ლოდინი და სიტუაცია თავისას შვრება. თორემ განა აქედან გაქცევაზე ვფიქრობ.
- ხო, ეგ არ მოგიწევს, მშვიდად წახვალ.
- კარგი, ნუღარ იმეორებ. - თვალებს ვატრიალებ და მეცინება. - თორემ უკვე მგონია, რომ ნელ-ნელა იმის ჩაწვეთებას იწყებ, როგორ მოგაბეზრეთ თავი.
- არა ეგ როგორ უნდა ვქნა, ბოლოსდაბოლოს აქ ჩემ გამო ხართ. - მხრებს იჩეჩავს ბიჭი. - ადექი, ის ორი მკვდარიც გამოვაფხიზლოთ და ცოტა ხნით აუზში ჩავიდეთ. - პუფიდან მაყენებს კოტე, მხრებზე მეჭიდება და სამზარეულოში გავყავარ. სანამ რამეს ვიტყოდეთ, ნეკას ლეპტოპისკენ გამირბის თვალი, რომლის ეკრანზეც გაშლილი გვერდი სწრაფად იკეცება. თუმცა, მე მაინც ვასწრებ მის დანახვას და თავს ძლივს ვიკავებ, რომ სახეზე გაკვირვება არ დამეტყოს. თეკოსთან მივდივარ და ყურებიდან ყურსასმენებს ვაცლი. აუზზე ჩავდივართთქო რომ ვეუბნები, ბურდღუნით ზურგს მაქცევს.
- წამოდი, ისეთი რამ უნდა გითხრა, გაოგნებისგან თმა გაგითეთრდება. - ვეჩურჩულები.
- შენ უკვე გადაგიბირეს და თმის შეღებვაზე მეღადავები ხო? - თვალებს ჭუტავს გოგო. ხელს ვკიდებ, ძალით ვაყენებ და გარეთ გამყავს. ცხელა, მაგრამ ღრუბლიანი დღეა და ალბათ საღამოს იწვიმებს კიდეც.
- წეღან შევნიშნე, ნეკა შენს ბლოგს ათვალიერებდა. - ვამბობ და უკან ვიხედები, ბიჭები ხომ არ მოგვყვებიან.
- არა! - თეკო დენდარტყმულივით ბრუნდება ჩემსკენ და თვალებს ჭყეტს.
- ოთახიდან რო გამოვედი, უცბად დახურა, მარა დავინახე. - მეცინება. თეკო პირზე იფარებს თითებს და მასაც ღიმილი ეპარება. - მგონი ვიღაც უცხოპლანეტელი შენით ინტერესდებაა.
- რანაირად იპოვა? - ჯერ ისევ გაოგნებული მიყურებს გოგო.
- სავარაუდოდ დიდი ძალისხმევა დასჭირდებოდა. - წარბებს ვწევ. - მგონი შენ მართლა დაგავიწყდა, ვისთან ცხოვრობ ბოლო ერთი კვირაა.
- ვაიმე, - სიცილი უტყდება თეკოს. - გაიძვერა იდიოტი. ეგ როგორ უნდა გავამწაროო...

***
მახსენდება ძმები წყ,ლის ქვეშ სუნთქვის შეკავებაში რომ ეჯიბრებოდნენ და თეკოს ვთავაზობ შეჯიბრს. გოგო არ მთანხმდება. არ მინდა საკუთარი მეგობრის დამარცხება და ძალას ნუ მატანო. ბოლოს, დათმობაზე მიდის და ოცწამიანი ინტერვალით დამარცხებას, წყალზე მოტივტივე კამერაზე ჩამოყუდებული ეგუება. აუზის კუთხეშია მიტუზული და გვიხსნის, რატომ წააგო.
- საერთოდ, სუნთქვის დიდხანს შეკავება არ შეიძლება. გულის პრობლემებს იწვევს და შეიძლება ძილის დროს ხვრინვა დამჩემდეს.
- რას ამბობ... - სიცილი მიტყდება.
- დიახ!
- მაშინ მე რატო არ გამაფრთხილე. არ გეცოდები?
- შენ ისედაც ხვრინავ. - ამბობს და ჩემს მძინარე იმიტაციას აკეთებს.
- არ ვხვრინავ! - გაოცებული და გაბრაზებული წყლის ზედაპირს ხელს ვურტყამ და გოგოს ვაშხეფებ. თეკო ხითხითებს. კოტე სიცილის დასამალად ორი წამით წყალში ყვინთავს.
- კაი, როგორც იტყვი. - მხრებს იჩეჩავს ის და კამერაზე მოხატულ წრეებს თითით დასდევს.
- ძაან მაგარი დაქალი ხარ ხო იცი... - წყ,ლიდან ადის ნეკა და აუზის კუთხეში ჯდება.
- ჩამოფრინდა ამის ხომალდი. - ბუტბუტებს გოგო და მერე ხმამაღლა ამბობს. - ახლა შენი გუგლიდან ამოკითხული ბრძნული ფრაზებით თუ უნდა ამიხსნა, რას ნიშნავს მეგობრობა, არ შეწუხდე. ბევრი ეგეთი ფრაზა მაქვს წაკითხული და უკეთესების მოფიქრებაც შემიძლია საკუთარი გამოცდილბიდან.
- იქნებ წიგნიც დაგვიწერო ამაზე?
- წიგნი შემოგთავაზე უკვე, მაგრამ გვიანია, შანსი ხელიდან გაუშვი. აწი უნდა ოცნებობდე, რომ სადმე შენი სახელი ვახსენო.
- ჩემი სახელი არ იცი. - ხელის გულებით ბეტონს ეყრდნობა ბიჭი და სახეს ცას უშვერს. თეკო ორი წამით თვალებმოჭუტული მიყურებს. - და სადმე მისი ხსენება რომ მინდოდეს, ამას უშენოდაც მოვახერხებდი, ხავსიანო.
- სად? მაგალითად ფეისბუქზე მსგავს ფრაზაში? "- ჯიგრები ხართ, ჰაკერებო, გადაუარეთ მთავრობას!"
- თუნდაც. აუცილებელი არაა, გალაქტიკასთან ერთად ამაყობდე შენი ცნობადობით. სახლში მარტოც ასწორებს შენზე ნათქვამი კომპლიმენტების წაკითხვა.
- ძაან ჭკვიანი ძმა გყავს. - ვეჩურჩულები კოტეს, რომ თეკომ არ გაიგოს.
- როცა უნდა არის. - ხითხითებს ის. ზურგიდან მუცელზე ხელებს მხვევს და ნიკაპს მხარზე მაყრდნობს.
- კარგი, შენ იჯექი ბუნკერში, კომბლები თალე. მე წიგნს დავწერ და ფანებთან ერთად ვიზეიმებ ჩემს აღზევებას. მერე თუ გინდა, მოდი და ერთ ეგზემპლარს გაჩუქებ კიდეც.
- ხო აბა, ვის აინტერესებს შენი "პენტიუმ ორი" ტვინით დაწერილი წინადადებების გროვა. - ოხრავს ბიჭი.
- ალბათ ამიტომაც არ ათვალიერებდი ჩემს ბლოგს, არა? - წარბებს სწევს თეკო და ბიჭს სახეზე ოდნავშეპარული გაიძვერული ღიმილით უყურებს. ვკრთები. დაქალმა ფაქტობრივად გამყიდა.
ნეკა ნელა ასწორებს თავს. ჯერ თეკოს უყურებს, მერე მე. ლოგიკურია, ჩემს მეგობარს არ შეეძლო იმის დანახვა, რაც ახლა წამოაყრანტალა. მე კი შემეძლო. უხერხულად ვიღიმი და კოტესკენ ვტრიალდები. ბიჭი იცინის და მეხუტება.
- ჭორიკანა. - მეჩურჩულება ყურში და იქვე მკოცნის.
- შენს ძმასთან კამათი ისე მოენატრა, რომ აღარავის ინდობს. - მეცინება.
- ხო, დავათვალიერე და იქნებ ამიტომაც გეუბნები, რომ თავში არაფერი გიყრია ამბიციური ოცნებების გარდა? - ნეკა წყალს ფეხს ჰკრავს და გოგოს აშხეფებს.
- არა, ამას იმიტომ მეუბნები, რომ საკუთარი მოწყენილი, "ლუზერი" ეგო გაამხიარულო.
- ხო კიდევ კარგი ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდი, თორემ მოწყენილობისგან ლამის ბლოგი გავაკეთე.
- დიახ, დიახ... მაგრამ აი სად დაგერხა. მე რამდენიმე დღეში წავალ. მერე შენ დაჯექი, ფოტოშოპში საკუთარი ფოტორობოტი შექმენი და ბლოგის გაკეთებაზე იმას ელაპარაკე, ჭაღარა! - იცინის თეკო.
- იცი შენი პრობლემა რაშია? საკუთარ თავს ყველა ასპექტში მნიშვნელოვნად თვლი.
- მერე? მაგაზე ბევრად მნიშვნელოვანი პრობლემებიც მქონია. დღეს შენი დღე არ არის ჩემო ძვირფასო უსახელო. - გოგო წ,ყლიდან ადის, ნეკას თავზე ადგება და ხელს მხარზე ურტყამს. - წამოდი, ცივი ყავა გავაკეთოთ.
ნეკა თვალებს ატრიალებს. მერე არ ვიცი, რომელი უფრო მიმზიდველ იდეად მიაჩნია, ცივი ყავა თუ თეკოსთან მარტო დარჩენა და კამათის გაგრძელება. დგება და გოგოს მიჰყვება. მალე წვიმა იწყება და ჩვენც აღარ ვჩერდებით აუზში. ცივი ყავით და ჩიფსებით, მეორე სართულზე ავდივართ. ნეკა ასტრალის ბოლო ნაწილს რთავს. შემაძრწუნებელ კადრებზე ხანდახან თვალები მეხუჭება და კოტე მიღიტინებს, რომ მომენტები არ გამოვტოვო. შიშისგან ხტუნვა სასიამოვნო შეგრძნება ნამდვილად არაა. საღამოს ცხრა საათი ხდება სამზარეულოში რომ ჩავდივართ. კოტე პიცას უკვეთავს და ის-ისაა სამი დიდი ყუთით ოთახში შემოდის, რომ მისი მობილური რეკავს.
- ნუცა. - პასუხობს ბიჭი. - რა ხდება? გელოდებოდი. - მერე სფიქერზე რთავს, რომ ქალის საუბარი ყველამ გავიგოთ.
- მშვიდობაა. ახლა ნანიკოს მანქანაში ვზივარ და მასთან მივდივარ.
- მასთან რჩები?
- ხო, რამდენიმე დღე. არ მომეშვა.
- ძალიან კარგი. მარტო რომ არ იქნები, აღარ ვინერვიულებ. დაკითხვამ როგორ ჩაიარა?
- ისე, როგორც ველოდით. მოვყევი, რა როგორ იყო. ფლეში გადავეცი. ინფორმაცია გადაამოწმეს. გაოცებულები არიან და ძაალიან დაინტერესებულები იმ ადამიანით, ვინც ქარდავას კომპიუტერებში იქექებოდა. - ეცინება ქალს. ყველა კოტეს ვუყურებთ. ბიჭს ცალყბად ეღიმება და თმას იქექავს.
- ძალიან კარგი. მისმინე, დაცვა მოგიჩინეს?
- ხო უკან მომყვება ორი ტიპი. სანამ პრემიერს ვიპოვითო. მალე მოუწევთ უკან გაბრუნება...
- რა? რატო? ვახო რამეს აპირებს?
- აა... არა, არა. უბრალოდ... გული მიგრძნობს.
- ნუცა, ხო ყველაფერი რიგზეა? - შუბლს ჰკრავს დაეჭვებული კოტე.
- კი, კი. რადგან გაყალბებული დოკუმენტები ჩემს თვალწინ შეამოწმეს და ფონდის დირექტორის დაპატიმრების ორდერის გამოწერის ამბავიც ჩემი ყურით გავიგე, ახლა გაცილებით კარგადაა ყველაფერი.
- მშვენიერია. ჩვენგან ხომ არაფერი გჭირდება?
- არა, კოტე. - ეცინება ქალს. - თქვენ საკმარისზე მეტი გააკეთეთ. დასვენების დროა.
- თუ რამეა, ეგრევე დარეკე.
- ვიცი. და დიდი მადლობა ყურადღებისთვის. გოგოები მომიკითხე და გადაეცი, ხვალ შეუძლიათ უკვე სახლში დაიძინონ. დროებით.
- ერთი წუთით, ნუცა... - კოტე მობილურს იღებს, მაგრამ ქალი ზარს თიშავს.
ყველა ერთმანეთს ვუყურებთ.
- ეგ რატომ თქვა... - ვამბობ გაოგნებული.
- რაღაც მოხდა და არ გვეუბნება. - ამბობს ნეკა. კოტე ისევ მობილურს დაჰყურებს. ალბათ ფიქრობს გადაურეკოს ისევ თუ არა.
- ისედაც ვიცი, რომ ჩვენგან დამოუკიდებლად რაღაც აქვს ჩაფიქრებული. - ჯდება ბიჭი და ოხრავს ისე, თითქოს ფიქრიც აღარ უნდოდეს. - ჯერ კიდევ იქიდან ვიცი, ნანგრევებში რომ ვნახე და ფლეში მთხოვა დოკუმენტებით და ორიგინალი ვიდეოებით.
- ნეტა რას აპირებს. ვითომ ორიგინალიც მისცა გამოძიებას? - ეკითხება თეკო.
- არა, მაგას არ იზამდა. აფხაზების სახეების დამალვა იმიტომ მთხოვა, რომ მათი გადაკიდება არ უნდოდა.
- ხო, მაგრამ აფხაზები ვერ გაიგებდნენ, რომ ნუცას ნაჩალიჩარი იყო ეს ვიდეოები. - ნეკა პიცის ყუთს ხსნის და ერთ ნაჭერს იღებს. - მაგას ისედაც ვერავინ გაიგებს.
- ხო, მაგრამ მაგას არ დაგვიმალავდა. რაღაც სხვაა.
- თქმა რომ სდომოდა, გვეტყოდა. იქნებ დაი,კიდო და წყნარად ჭამო, სანამ გაციებულა? ქალმა თქვა, დაისვენეთო. ხოდა, გეყოფა ტვინის ბურღვა და მოდუნდი რა. - ბიჭი მხრებს იჩეჩავს, პიცას კბეჩს და ყუთს ჩვენსკენ აცურებს.
ვახშამს ისეთი სურნელი აქვს, რომ დიდხანს არ გვაფიქრებს. პიცას მივირთმევთ და თითქოს ყველაფერს ვივიწყებთ, მაგრამ ნუცას ნათქვამის შემდეგ ჩემი აჩქარებულუ გული, ისევ განაგრძნობს ფორიაქს. ქალი ჰაერზე არ იტყოდა, რომ ხვალ წასვლა შეგვიძლია სახლში. საფრთხეში არ ჩაგვაგდებდა, დარწმუნებული რომ არ ყოფილიყო, რომ ჩემი უბანი უკვე უსაფრთხოა. მიზეზი რაც არ უნდა იყოს, მე და თეკოს ახლა უკვე მშვიდად შეგვიძლია დავუბრუნდეთ ჩვენს რუტინას. მიუხედავად ამისა, ინტერესი მკლავს, რა არის მიზეზი ჩვენი ასეთი მოულოდნელი თავისუფლებისა.
გოგოს მზერას რამდენჯერაც ვაწყდები, იმდენჯერ იღიმის, მაგრამ ისე არა, როგორც კმაყოფილ თეკოს სჩვევია. ხო, ორივეს გვწყდება გული. ეს ერთი კვირა რაღაც დაუჯერებელი მოვლენა იყო ჩვენს ცხოვრებაში. თითქოს რომელიღაცა მძაფრსიუჟეტიანი ფილმიდან სცენარი ამოჭრეს და რეალურ დროში ჩააკერეს. ჩააკერეს და შორიდან უყურეს, ვის მოუწევდა ამ ნაკერზე გავლა. მე კი ზუსტად იმ მომენტში აღმოვჩნდი მეტროში, როცა ფილმი იწყებოდა. ახლა კი დასასრულს ვუახლივდებით. კარგია ბედნიერი დასასრული რომ აქვს და მთავარი პერსონაჟებიც რომ ცოცხლები არიან, მაგრამ...
კოტე პულტს იღებს და ტელევიზორს რთავს. იქნებ აქედან გავიგოთ რამე, რაც არ ვიცითო. ახალი მხოლოდ ნუცას პროკურატურიდან გამოსვლის კადრებია. ქალი ჟურნალისტებს კომენტარის გარეშე ტოვებს და სანამ მანქანაში ჩაჯდებოდეს, მხოლოდ იმას ამბობს, რომ ყველაფერს დაწვრილებით მხოლოდ საკუთარ გადაცემაში მოყვება. ჟურნალისტებს მიუხედავად უპასუხოდ დარჩენილი შეკითხვებისა, კოლეგის ნახვა უხარიათ და მშვიდობით დაბრუნებას ულოცავენ.
საინფორმაციოებში თითქმის ერთსა და იმავეს ლაპარაკობენ, ამიტომ კოტე მალევე თიშავს ტელევიზორს და მზერა ჩემზე და თეკოზე გადმოაქვს. გოგოს ეცინება.
- არ ვიცი, რა ხდება, მაგრამ, ვწუხვარ, რომ მალე ვიღაც-ვიღაცები ჩემი დიდებულებისგან გათავისუფლდებიან. - ამბობს ის და მრავალმნიშვნელოვნად იღიმის. ნეკა თვალებს ატრიალებს, სკამზე სრიალებს და გოგოს ზურგს აქცევს.
- რადგან ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია სახლში დაბრუნება, გამოდის, არც თქვენთვის იქნება პრობლემა გარეთ გასვლა. - ვეუბნები კოტეს.
- ხო, ლიგიკურია, მაგრამ სანამ ყველაფერს დავივიწყებდე, ჯერ მინდა გავიგო, რა მოხდა. - წარბებს სწევს ბიჭი. - რაღაც სერიოზულია და დარწმუნებული ვარ, ამას ხვალინდელი ახალი ამბებიდან გავიგებთ.
- ხვალამდე არც ჩვენ არ ვაპირებთ არაფერს. - მხრებს ვიჩეჩავ. კოტეს ეღიმება. - თქვენ? თქვენ რას იზამთ.
- ზუსტად არ ვიცი. - ამბობს ბიჭი. - ვფიქრობ გარკვეული პერიოდი სოფელში ვიყოთ ჩვენებთან. რას იტყვი? - ეკითხება ძმას. ალბათ იდეა ახლახანს მოუვიდა თავში.
- ცოტა ხნით შეიძლება. - ბუტბუტებს ნეკა.
- და ჩვენ? - ვამბობ და მეცინება, როცა სამივე მე მიყურებს. - ხო, რატო გაქვთ ასეთი რეაქცია. ვფიქრობ, ყველა მშვენივრად ვხვდებით, რომ ერთმანეთს მივეჩვიეთ.
კოტე მაგიდაზე ჩამოდებულ ჩემს თითებს თავისას ადებს და თვალს მიკრავს. მიხარია ასეთი პასუხი რომ მოჰყვა ჩემს სიტყვებს მისგან.
- მე ნუ გამრევთ ამ სენტიმენტებში. - ოხრავს ნეკა და გვერდულად ავლებს თვალს თეკოს.
- ეგ შუშის სასახლე მალე დაგემსხვრევა, ცერა. - თავს აქნევს გოგო. - სხვათა შორის, თქვენი მოტოებით აქედან ჩვენ სახლამდე მაქსიმუმ ათი წუთი დაგჭირდეთ, ასე, რომ... თუ მოგინდებათ, მოგვძებნით. - გულზე იკრეფს ხელებს ის.
- ერთხელ რომ მოვხვდი მანდ, ეგეც სრულიად საკმარისი იყო.
- ღამე რომ დაგესიზმრები და ჩემი სახელის ბოდვას დაიწყება, გზა თვითონ მოგიყვას იქამდე. - ხითხითებს თეკო.
- ჩემს სიზმრებს შენთვის არ სცალიათ.
- მართალია. რეალობა გაცილებით მტანჯველი იქნება. - ეუბნება და მე და კოტეს თვალს გვიკრავს.
- მოდი ჯერ გავიგოთ, რამდენად მართალია ნუცას სიტყვები. - ამბობს კოტე. - ჩვენს კავშირს ისედაც ვერავინ გაწყვეტს. მით უმეტეს, შენი თეთრი თმა გვაქვს სანახავი თეკო. - ეცინება ბიჭს. ნეკა ისევ ბრუნდება და წარბაწეული უყურებს გოგოს. მგონი არც თვითონ ახსოვდა.
- კიდევ კარგი გაახსენე. - იცინის ჩემი მეგობარი.
- შენ რომ სახლი მოგეგო, იმ ღამითვე მოიყვანდი ნოტარიუსს. ბედი ისევ შენსკენაა, საღებავი რომ არ მაქვს. - თავის ჯერ ისევ აჭრელებულ თმაზე ისვამს ხელს ნეკა.
- თუ გგონია, რომ ხელს დაგადებინებდი, ძალიან ცდები. შევიღებავ, მაგრამ აქ არა. სალონში. ამიტომ სანახავად მოსვლა მოგიწევს. - ენას უყოფს თეკო ბიჭს. - ახლა წავალ, ბოლოჯერ და ტკბილად გამოვიძინებ ამ სახლში, რომელიც მართლა შეიძლებოდა ჩემი ყოფილიყო. - დანანებით თავს აქნევს თეკო და თვალებით ისე მანიშნებს გელოდებიო, თითქოს ვერავინ ხედავს. ნეკაც დგება და ბუნკერში შედის.
- წახვალ? - კოტე ჩემკენ ბრუნდება და ლოყას ხელისგულს აყრდნობს, მეც მას ვბაძავ.
- გააჩნია, რის გამო მომიწევს დარჩენა.
- ჰმმ... - თვალებს ჭუტავს. - მე საკმარისი არ ვარ?
- მოიცა... - ვფიქრობ. კოტეს ეცინება. - მგონი კი.
- მაშინ შენი დაქალი ცოტა ვალოდინოთ. ხელს მკიდებს ბიჭი და ეზოში გავყავარ.
წვიმამ ცოტა ხნის წინ გადაიღო. გარეთ გრილა და სასიამოვნო სუნი დგას. დაძინებამდე ქვის ბილიკებზე ვსეირნობთ. ერთმანეთს მშობლებსა და იმ ცხოვრებაზე ვუყვებით, რომელიც ჯერ ისევ უცნობია ჩვენთვის. ახალი დეტალები, რომლებსაც მასზე ვიგებ, კიდევ უფრო მირთულებენ მისგან წასვლას. მაგრამ ფაქტი, რომ ჩვენი დაშორება დროებითი იქნება, მამშვიდებს. რვა დღეა ვიცნობ, მხოლოდ რვა და ჯერ ისევ ვერ ვიჯერებ, რომ ასეთ მოკლე დროში, ერთმანეთისგან სრულიად სხვადასხვა სამყაროში მცხოვრები ადამინი ასე შევეჩვიეთ ერთმანეთს. ის ჩემთვის ჯერ ისევ ფილმის გმირია და ალბათ კიდევ დიდხანს გაგრძელდება ასე.
ღამის გასეირნებას ისევ წვიმა გვიშლის. ვერ ვიჯერებ, ივნისში ასეთ სინესტეს. სახლისკენ მივდივართ და ერთმანეთს კიბესთან ვემშვიდობებით. კოტე მეორე სართულზე ადის. მე სახლში შევდივარ და უშუქო ოთახში ვყოვნდები. ლაპარაკი მესმის, მაგრამ სიტყვები არა. ისევ ის ორი დაულაგებელი კამათობს. მაგრამ არც ერთი არ ჩანს. ან ბუნკერში არიან, ან ჩვენს ოთახში. ფეხაკრეფით მივილარები სამზარეულოში და ელექტროჩაიდანს ვრთავ.
- მატყუებ! - მესმის თეკოს ხმა.
- გადი, თორემ გაგაგდებ. - მობეზრებულია ნეკას ხმა. მეცინება. ახლა რაღას ერჩის ეს ჩემი ბზიკი?
- ან ეგ ყურსასმენები მომეცი, ან სხვა.
- მეტი არაა და ეს ჩემია, რომელიც ხედავ მაგ შენი კაკალი თვალებით, რომ მჭირდება. ყრუ ხარ? რამდენჯერ გითხრა?
- ღმერთო, როგორი ძუნწი ხარ! იქნებ ხვალ მართლა მივდივარ. დათმე ერთი ღამით, ხომ შეგიძლია?
- არ შემიძლია.
- შეგიძლია, მაგრამ ჯიბრიანი იდიოტი ხარ! - ცხარობს თეკო. ფინჯანში ჩაის ფერს ვდებ.
- რანაირი დასტრესილი ხარ, რომ მუსიკის გარეშე ვერ იძინებ?
- ეგ არაა შენი პრობლება.
- მართალია. რაში მადარდებს.
- წაგართმევ! - იმუქრება თეკო.
- ინანებ.
- რას იზამ?
- წიხლით გაგაგდებ. - თავს ძლივს ვიკავებ, რომ სიცილი არ ამიტყდეს. ფინჯანში წყალს ვასხამ და მაგიდასთან ვჯდები.
- თითსაც ვერ დამაკარებ, უსახელო ჟმოტო!
- მერედა როგორ დაგაკარებ. - მუქარას ჰგავს ბიჭის ნათქვამი. ხომ არ გამეშველებინა? ყურებს ვცქვეტ. რაღაც წაკინკლავების მსგავსი ხმა გამოდის ბუნკერიდან, მერე კი სიჩუმე ისადგურებს. ვითომ ერთმანეთი ამოხოცეს? რამდენიმე წამში კი კარი იღება და ნეკა გამოდის. ერთხანს თითქოს იბნევა, მე რომ მხედავს, მაგრამ მერე მხრებს იჩეჩავს და დამშვიდობების ნიშნად ხელს მიწევს. გადის თუ არა გარეთ, მაშინვე ვსხლტები ადგილს და ბუნკერში შევდივარ. თეკოს ყელზე ყურსასმენები ჩამოუკიდია და ჩემ დანახვაზე ღიმილი უფართოვდება.
- მოიცა, არ მითხრა რო... - პირს ვაღებ გაოგნებული.
- მაკოცა. - ამბობს ის და კისკისს იწყებს.

***
აფორიაქებული თეკო გვიანობამდე ბორგავს. მიუხედავად იმისა, რომ შუა ღამემდე ენა არ გაუჩერებია, ბოლომდე მაინც არაა დაცლილი. ალბათ მეხუთედ მაინც მაღვიძებს საწოლში მისი ტრიალი. სახეზე ბალიშს ვაფარებ და ვუბრძანებ, რომ დაიძინოს. რომ გეკითხათ, ბოლოჯერ კარგად გამოძინებას გეგმავდა ამ სახლში.
ბოლოს, როგორც იქნა ჩერდება და მკვდარივით ეძინება. არ ვიცი, რამდენი ხნის შემდეგ, მაგრამ კარზე კაკუნი გვაღვიძებს.
- ნინა! - თავს ჰყოფს კოტე ოთახში. გულაჩქარებული ვწევ ბალიშიდან თავს. წესიერად ვერც კი ვხედავ, რომ ისაა. - გამოსაფხიზლებელი ამბავი მაქვს. ვერასდროს მიხვდები, ისეთი რამე მოხდა.
- არ გვაინტერესებს! - ბურდღუნებს მძინარე თეკო. საწოლზე ვჯდები და თვალებს ვისრეს. ახლა უკეთ ვხედავ ბიჭის გაოგნებულ სახეს და სწრაფად ვდები.
- რა მოხდა? - ვეკითხები.
- პრემიერი იპოვეს მკვდარი.
- რაა? - პირი მრჩება ღია და ემოციებისგან ტანზე ეკალი მაყრის. თეკო მაშინვე ხტება საწოლიდან და თმააბურძგლული იკვალავს ჩვენს შორის გზას სამზარეულოში გასასვლელად. კოტე თავს მიქნევს და ორივე ტელევიზორთან გავდივართ. ნეკა მაგიდასთან ზის და შვრიის ფაფას მიირთმევს. - ამან იცის? - ვეკითხები კოტეს, ისეთი აუღელვებლად საუზმობს მისი ძმა. ბიჭს ეცინება. მერე დაპაუზებულ საინფორმაციოს უკან ახვევს და ახალ ამბავს თავიდან რთავს.
ტელეწამყვანი თავადაც გაკვირვებული ყვება, რომ ფშავში, სოფელ საშევარდნოში, მოსახლეობა გამთენიისას ხმაურმა და სროლის ხმებმა გამოაფხიზლა. როგორც ირკვევა, საქარველოს პრემიერ-მინისტრი ალექსანდრე ქარდავა, რომელიც უკვე მესამე დღეა იძებნება, ამ დროის მანძილზე ამ სოფელს აფარებდა თავს. კორესპონდენტი, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფება, გვაჩვენებს სახლს, სადაც პრემიერი იმალებოდა. სახლი თითქმის სოფლის ბოლოში მდებარეობს და მოსახლეობასთანაც არც ისე ახლოსაა. ახლოს მცხოვრები მკვიდრი ჟურნალისტთან საუბრისას ამბობს, რომ გარეთ მანამ არ გამოსულა ვინმე, სანამ ყველაფერი არ ჩაწყნარდა. სროლის და მანქანების ხმაური მალე მიწყდა და ოჯახის უფროსი მხოლოდ მაშინ გამოვიდა გზის შესამოწმებლად. აღარავინ ჩანდა. სახლს რომ მიუახლოვდა, ჭიშკრიდან დაინახა ეზოში ორი გვამი. მაშინვე უკან გამობრუნდა და პატრულში დარეკა. ქალი ამბობს, რომ არავინ იცოდა ვინ ცხოვრობდა აქ. სახლს ხშირად ქირაობდნენ შეძლებული ოჯახები და არც ახლა დაინტერესებულან ახალი მოსახლით.
მცირედი ინფორმაცია, რაც ირკვევა ისაა, რომ პრემიერი იარაღითაა მოკლული და მისი ცხედარი უკვე თბილისის პროზექტურაშია გადმოსვენებული. ასევე ცნობილია ერთ-ერთი მოკლილის ვინაობა. ვინმე აფხაზი როსტომ ავიძბა. თავდასხმა სავარაუდოდ აფხაზეთიდან უნდა ყოფილიყო და ეს ალბათ პრემიერის ნარკო-ვაჭრობის საქმესთან უნდა იყოს კავშირში.
აჩვენებენ თბილისში, პროზექტურაში შესულ ქარდავას მეუღლეს, რომელიც თავს დახვეულ ჟურნალისტებს არც კი უყურებს. იქვე პროკურორს, რომელიც პრემიერის საქმეს ხელმძღვანელობს, თუმცა ჯერ-ჯერობით არაფრის თქმას არ აპირებს. ჟურნალისტებს პირდება, რომ ყველა ინფორმაციას, რაც კი იქნება დადასტურებული და ეჭვგარეშე, აუცილებლად დროულად მიაწვდის მათ.
კოტე ტელევიზორს ისევ უთიშავს ხმას. ერთმანეთს გაოცებულები ვუყურებთ.
- ახლა ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. - ამბობს ის. - ფლეში ნუცას კი არა, ვახოს უნდა.
- ვახოს? - ჯერ ვერ ვხვდები, მაგრამ მერე ყველაფერი გასაგები ხდება.
- ხო. პრემიერს ხო თავისი ნათლიის გამო გადაეკიდა. სავარაუდოდ აფხაზებს ამან მიაწოდა ინფორმაცია, რო ქარდავას ეს ვიდეოები დასამონტაჟებლად და შანტაჟისთვის ჰქონდა გადანახული მანამდე, სანამ არ მოპარეს. ხო ხვდებით?
- ჯანდაბა! - პირზე იკრობს თითებს თეკო. ხმას ვერ ვიღებ.
- ნუცამ იცოდა. ალბათ იმიტომაც თქვა თქვენზე, რომ შეგეძლოთ დღეს წასვლა. ვახოსგან ყველაფერი ეცოდინებოდა.
- ნამდვილად. - თავს ვუქნევ.
- ჩვენ რატო არ გვითხრა, მაინც ვერ ვხვდები, - მხრებს იჩეჩავს ნეკა. - რა, ხელს შევუშლიდით?
- ჩვენზე იფიქრა, უმადურო! - ცხვირს ჭმუხნის თეკო. - შენი აზრით, ერთი და იგივეა, როცა ადამიანს ფაილებს პარავ და როცა მკვლელობის შესახებ ინფორმაცია გაქვს?
- ჩვენ ისედაც არსად ვჩანვართ, ამით საფრთხეს ვერ შეგვიქმნიდა.
- კაი, მოკეტე და ჭამე. ამ დილით ცოტა გამოშტერებული მეჩვენები. - უკმაყოფილოდ დაჰყურებს ზემოდან კოტე ძმას. თეკო მიყურებს და გვეღიმება.
- შეიძლება გადამედო. - ოხრავს ნეკა და მკრთალად, მაგრამ მაინც ეპარება ღიმილი. მე და თეკო უკვე სიცილს ვეღარ ვიკავებთ და კოტე შუბლშეკრული ცვლის ჩვენს შორის მზერას.
- აბა ამოღერღეთ ახლა, რა გამოვტოვე... - ამბობს ის.
- რა და შენი უცხოპლანეტელი ძმა ჩემზე გიჟდება. - მუცელზე ხელებს იჭერს თეკო და სიცილს ვერ წყვეტს. ნეკა თავს აქნევს და ძმას ანიშნებს, ყურადღება არ მიაქციოვო.
- ვაკოცე და ახლა ჰგონია, რო ვარდების ბაღებს გავუშენებ. - ნეკა თეფშით მიდის ნიჟარასთან და რეცხვას იწყებს.
- რაოო? - თვალებს ჭყეტს კოტე და მიყურებს. ვუდასტურებ ახალ ამბავს. ბიჭს სიცილი უტყდება და სკამზე ჯდება. მერე ძმასა და თეკოს შორის ცვლის მზერას. - ვერაფერს იტყვი. ქარდავას სიკვდილზე მეტად რამე თუ გამაკვირვებდა, არ მეგონა.
- ძვირფასო, ჟელემ ხელები არ გამოგიშროს. - ეძახის თეკო ნიჟარასთან მდგარ ნეკას და ყველას სიცილი გვიტყდება, მანამ, სანამ ბიჭი წყლით სავსე დიდი ფინჯნით არ ბრუნდება და სამივეს არ გვწუწავს. მერე პატარა ბავშვებივით დავდსევთ ერთმანეთს და არც ერთს აღარ გვახსოვს არც ქარდავა, არც აფხაზები და არც ვიდეოები. ეზოში გასულები ალბათ მთელ ლოტკინს თავზე ვიმხობთ. მზე გვაცხუნებს, წყალი გვაგრილებს და ერთმანეთი გვაბედნიერებს.
დევნით დაღლილები აუზში ვგრილდებით. მალე გვშივდება. თეკო საუზმის მომზადებას თავის თავზე იღებს და როგორც მოსალოდნელი იყო, დამხმარის ზურგზე შემხტარი სახლისკენ მიდის.
- სასაცილოები არიან. - თვალს აყოლებს კოტე მათ, წელზე ხელს მხვევს და თავისკენ მაცურებს.
- გადარეულები. - მეცინება და ხელებს მის მხრებზე ვაწყობ. ბიჭის კამკამა თვალებში წყალი ირეკლება და კრიალა ცისფერი თვალები ბანერებივით ანათებენ. მახსენდება, მეტროში კაპიუშონიდან როგორ ბრწყინავდნენ ისინი.
- ესე იგი, დღეს წახვალთ? - მეკითხება კოტე და პასუხის მომლოდინედ მაცქერდება.
- მგონი ასე ჯობია. ოჯახების გამო. სანამ გამოვააშკარავდებით და მერე ტყუილის მოფიქრება მოგვიწევს...
- ხო, მართალი ხარ. - ბიჭი მხარზე მკოცნის და თითებს ჩემს თმაში ხლართავს. ღიმილს ვერ ვიკავებ, ისეთი მომხიბვლელია. და მე ისე კარგად ვარ. - რატო იღიმი? - მეკითხება.
- მგონი შენს თავს ვიღაცას საჩუქრად უგზავნიდნენ და შემთხვევით ჩემთან მოხვდი.
- მე კი ვფიქრობ, ორივე იქ აღმოვჩნდით ერთდროულად, სადაც საჭირო იყო.
- დიდხანს არ იქნები?
- არ დავიკარგები. უბრალოდ, რაღაც პერიოდი, სიფრთხილისთვის კოტაქტი თუ არ გვექნება, ვფიქრობ უკეთესი იქნება. ყოველდღიურობას რომ დაუბრუნდები, დრო მალე გავა.
ტუჩებს ვმუწავ უკმაყოფილოდ. კოტეს ეცინება.
- ნუ იბღვირები. როგორ თქვი, როგორი შემოსვლა მქონდა მეტროში? - მეკითხება ის.
- ჰოლივუდური. - მეცინება.
- იქნებ ჩვენი მეორედ შეხვედრა მაგაზე ბევრად მაგარი იყოს. - წარბებს ათამაშებს. თვალებს ვჭუტავ.
- რას გულისხმობ?
- ისეთს არაფერს. - მხრებს იჩეჩავს და საკოცნელად იწევა, მაგრამ არ ვანებებ.
- არა, მოიცადე. ამას ტყუილად არ იტყოდი. კოტე!
- ახლა მაინც ვერაფერს მათქმევინებ, ამიტობ, ჯობია მაკოცნინო მაინც. - მის კატეგორიულ ტონზე მეცინება, მხრებზე მთელი ძალით ვაწვები და წყ,ლის ქვეშ ვაქცევ.

***
სამზარეულოში ჩუმად ვსხედვართ. მოვილაპარაკეთ, რომ სანამ ბიჭები არ დაგვეკონტაქტებიან, ჩვენ არაფერი უნდა ვიმეტიჩროთ. ნუცაც გვირეკავს. თავისუფლებას გვილოცავს, თუმცა, არც ამჯერად აკონკრეტებს, რატომ. მადლობას გვეუბნება ბოლომდე მის გვერდში დგომისთვის. ამბობს, რომ მობილურს რომელიც კოტემ მისცა და რომლითაც ახლა გვიკავშირდება, დროებით გათიშავს. როცა სიტუაცია ცოტა ჩაწყნარდება, თვითონ დაგვიკავშირდება და სათანადოდ მოგვაქცევს ყურადღებას. ქალს ვემშვიდობებით და ერთად უკანასკნელად, საინფორმაციოს ვადევნებთ თვალს.
ერჯერადი ცნობებით, პრემიერი ორი გასროლითაა მოკლული გულ-მკერდის არეში. მანამდე იგი ალკოჰოლის და ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, ამიტომ წინააღმდეგობის კვალი არაა. იმ ერთი აფხაზის გარდა. მოკლულია ქარდავას დაცვის ოთხი წევრი. პრემიერის სხეულს ოჯახს საღამოს გადასცემენ. არაფერია ცნობილი იმის შესახებ, თუ რას აპირებს მეუღლე, რადგან იგი სახლიდან გამოსული არავის შეუნიშნავს. ალბათ თავადაც სცხვენია თავისი ქმრის გამო და იაზრებს, რომ არაფრის ახსნას და განმარტებას საზოგადოებისთვის აზრი არ აქვს.
ახალი ამბებია ასევე ფონდთან დაკავშირებით, რომელიც სახელმწიფოს მფლობელობაში გადავიდა. და, რადგან მასზე დამოკიდებულ ადამიანებს უიმედოდ ვერ დატოვებდნენ, "მზრუნველ ხელებს" ახალი მმართველი გუნდი ჰყავს, ახალი გეგმებითა და ახალი იდეებით.

***
ექვსი საათი ხდება, მე და თეკო ბიჭებთან ერთად გაჩერებაზე რომ ვდგავართ და ტრანსპორტს ველოდებით. კოტემ შემოგვთავაზა მოტოციკლით სახლში წაყვანა, მაგრამ ჩვენ ასე ვამჯობინეთ. ავტობუსი თხუთმეტ წუთში მოვა და თხუთმეტ წუთში დამთავრდება ჩემი გიჟური, არანორმალური ერთი კვირა. სანამ თეკო და ნეკა ისევ ერთმანეთს ეკამათებიან, კოტესგან ინფორმაციის გამოძალვას ვცდილობ.
- მიმანიშნე მაინც, სულ ცოტათი.
- რატომ აიჩემე? იქნებ სიურპრიზი სულაც არაა და მფრინავი თეფშით ვაპირებ შენს სახლთან დაშვებას? - ეცინება და ჩემს თითებს იჭერს.
- ვიცი, რომ ტყუილად ერთ სიტყვასაც არ იტყვი. საკმარისად გაგიცანი ამ მოკლე დროში. - თვალს ვუკრავ და სანამ ტუჩებზე სწრაფად ვაკოცებდე, აქეთ-იქით ვიხედები.
- მეც. ამიტომ ვფიქრობ, რომ საკმარისად მომთმენი ხარ და ნუღარ მაცივდები. ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია ისაა, რომ ჯერ სამსახურის ძებნას ნუ დაიწყებ.
- კოტე! - ვბრაზდები, მაგრამ მაინც მეცინება.
- ხო, იმიტომ, რომ მაინც მოგიწევს წამოსვლა. შენებთან წადი, ღრმად ჩაისუნთქე და სანამ მე მოვალ, კარგად დაისვენე. მპირდები?
- კარგი. - ვოხრავ დანებებული. - გპირდები.
დაფაზე ჩვენს ავტობუსს უკვე შვიდი წუთი აწერია. სკამზე ჩამომჯდარი ორი ცხვირჩამოშვებული არსება, კამათს მორჩენილა. კოტე თვალით მათზე მანიშნებს.
- ვაიმე, რა საყვარლები ხართ. - შუბლს ჰკრავს ბიჭი მოწყენით. ნეკა ძმას უბღვერის. - თეკო, მეგონა დამშვიდობების სენტიმენტებს შენი ლაქლაქი გაანეიტრალებდა. რა დაგემართა?
- დგება ხოლმე საუკუნეში ერთხელ ის მომენტები, როცა ჩემი ძვირფასი ენა ისვენებს. - ეღიმება გოგოს. არ შეუძლია მოწყენილობის დამალვა.
- ხოდა, მეც ვსარგებლომ ამ დიდებული მომენტით. - ამბობს ნეკა. მერე თეკოს ხელს იღებს, საჩვენებელი თითიდან ბეჭედს აცლის და მუჭში იქცევს. თეკო ჩუმად აპარებს ჩემსკენ თვალებს, რომლებიც შეკავებული ემოციებისგან უბრწყინავს. ბიჭის ამ საქციელს კომენტარს არავინ უკეთებს.
- მოიცადე. - იდაყვს ჰკრავს გოგო მუცელში. - მგონი დავიმსახურე, რომ სახელი მითხრა. რას იტყვი?
- არა, ჯერ არ დაგიმსახურებია.
- მართლა უგრძნობი უცხოპლანეტელი ხარ. და რატო არ გამოვრიცხავ, რომ სახელი არ გაქვს? - თვალებს ჭუტავს ჩაფიქრებული გოგო.
- თეკო, ავტობუსი! - ვაფრთხილებ მას, როცა შორიდან ვხედავ, როგორ მოსრიალებს ყვითელი ტრანსპორტი. კოტე თითებს მაგრად მიჭერს. აღელვებისგან გული მიჩქარდება.
- მაქვს, და როცა შენს თეთრ თმას ვნახავ, მერე გეტყვი. - ეღიმება ნეკას და გოგოსთან ერთად დგება.
- მომენატრები. - ვეხუტები კოტეს და ყურთან ვეჩურჩულები.
- კარგია. მეც მომენატრები, ნინა. - ჩურჩულებს ისიც და ყურთან მხურვალედ მკოცნის. ტანზე მოგვრილი ჟრუანტელისგან თავბრუ მეხვევა და სხეული თითოეული უჯრედი მთხოვს დარჩენას. კბილებს მაგრად ვაჭერ ერთმანეთს, რომ ემოციები შევაკავო.
- გეყოფათ. - მაისურზე მექაჩება თეკო. ნეკასაც ვემშვიდობები და ავტობუსში ავდივართ. ბიჭი ჩემს მეგობარს თვალს უკრავს და თავისი იშვიათი ღიმილით უღიმის. კარი იკეტება და ძმები გაჩერებიდან გვაყოლებენ თვალს.

***
სახლში ისეთ დროს მივდივართ, როცა ლუიზა წესით შინ არ უნდა იყოს. უბანში სანამ შევუხვევდეთ, ქუჩას მაინც ვათვალიერებთ, მაგრამ შინაგანად მაინც მშვიდად ვგრძნობ თავს. თეკო კართან მემშვიდობება, თავს არ მოგანატრებ კოტესგან გამსხვავებითო, მემუქრება და მიდის. ოთახში შესვლისთანავე ის დღე მახსენდება, კოტე წიხლით რომ დავასაჩუქრე და მეცინება. ჩანთას ვიხსნი, საწოლზე ვწვები და უკან ჩამოტოვებულ რვა დღეს ვავლებ თვალს. საჩუქარს ჰგავდა ეს რვა დღე, თავისი ადამიანებით, ამბებით და შეგრძნებებით. ეს მშვიდი და მყუდრო კედლები სწორედ ამას მეუბნებიან. თავგადასავალი, რომელიც გადამხდა სწორედაც, რომ საჭირო ადრენალინი იყო ჩემს ცხოვრებაში.

***
კვირანახევარი გადის. აქედან რამდენიმე დღეს ოჯახთან ერთად ვატარებ. ჩასულს ყველა ხალისით მხვდება. მამა ახალ მობილურს მახვედრებს და სიხარულისგან კოცნით ვიკლებ. მათი გარემო ცოტა ხნით მიადვილებს ჩემთვის ძვირფასი დღეების მონატრების დაძლევას. თანაც, მგონი აღარავინაა ჩემზე ნაწყენი. ჩემი და გვერდიდან არ მშორდება. ჩემი ძმა გამუდმებით მაწვალებს. დედა დღისით თავისი უგემრიელესი კერძებით მანებივრებს, ღამით კი გვიანიბამდე მეჭორავება. მამა მუშაობს, ამიტომ მას იშვიათად ვხედავთ. მიხარია და არ ვნანობ, დედას მათთან მისვლას რომ დავპირდი. ურთიერთობა დაგვილაგდა და არც მათგან წამოსვლა ხდება ძნელი ისე, როგორც ეს ბოლოს იყო.
ლუიზა ჯერ გულში მიკრავს და მომენატრეო მეუბნება. მერე მსაყვედურობს, დასვენების გამო ისევ რომ დავკარგე სამსახური. ის მწვანეთმიანი უსაქმურიც კი მომენატრაო ამბობს და საღამოს თეთრად შეღებილ თეკოს თმას რომ ხედავს, ამბობს:
- როგორც იქნა დაიწყე ნერვიულობა, რომ საკუთარი ცხოვრებისთვის არაფერი სასარგებლო არ მოგაქვს. გაჭაღარავებულხარ. - ვერ ვიჯერებ, რომ მე და ლუიზა ჩემს მეგობარს ერთად დავცინით.
დღეები გადის და მისი და თეკოს ურთიერთობაც ჩვეულს უბრუნდება. კოტეს მოლოდინში დრო საშინლად იწელება. სამსახურს არ ვეძებ და ვცდილობ გარეთ ვიყო, რომ ყურადღება სხვა რამეზე გადავიტანო. საინფორმაციოსაც ვადევნებ თვალს. თანდათან მცირდება ახალ ამბებში ცნობები პრემიერთან და მის ფონდთან დაკავშირებით. მართალია, რომ, როგორი ბომბიც არ უნდა გასკდეს ქვეყანაში, ხალხი მას ეჩვევა და მალე ავიწყდება.
თეკო თავის ბლოგზე მოგონებებს აქვეყნებს. ამბობს, ვიცი, რომ ის უცხოპლანეტელი კითხულობს და არ ვაფიქრებინებ, რომ რამე დამავიწყდაო.
ზუსტად კვირანახევრის შემდეგ, როცა უსაქმურობისგან დაღლილი ჩემს ფეისბუქს უაზროდ ვსქროლავ, მესენჯერში შეტყობინება მომდის. ტექსტთან ერთად ფოტოა. სანამ ის ჩაიტვირთება, ადრესატის სახელს ვკითხულობ. "უცხოპლანეტელი მეტროდან" წერია იქ.
- თეკო! - ვყვირი გაოგნებული.
- ჯანდაბა, გული გამიხეთქე გოგო! - ბალიშს მესვრის ის.
- კოტეა!
- რაა? - ჩემკენ ჩოჩდება და ჩათს ინტერესით ჩაჰყურებს.
" - მზად ხარ ჰოლივუდური მოგზაურობისთვის?" - წერია იქ და სიხარულისგან სუნთქვა მეკვრის, როცა ფოტოზე შტრიხკოდს, ნომერს, თარიღს, ბათუმს და "imagine dragons"-ს ვხედავ.
- მოიცადე, - ხელს მავლებს მაჯაზე გაოგნებული თეკო. - ბათუმში მივდივართ კონცერტზე?
- ალბათ. - ძლივს მცდება ერთი სიტყვა და მახსენდება ხიდი, ვიდეოების ატვირთვის მცდელობა და ჩემი და კოტეს საუბარი ჩემს საყვარელ ჯგუფზე, რომელიც საქართველოში ჩამოდიოდა და მე ვერ მივდიოდი. თითები აღელვებისგან მიკანკალებს და არც კი ვიცი, რა უნდა მივწერო.
სანამ მე ტექსტზე ვფიქრობ, თეკოს მესენჯერის ხმაც ისმის. გოგო მობილურს ჩაჰყურებს და ცოტა ხანში გულიანად იწყებს სიცილს. მერე მობილურს მაწვდის, რომ მესიჯი წავიკითხო.
" - ვერ ვიჯერებ, რომ თავიდან ვერასდროს მოგიშორებ. ყოველი შემთხვევისთვის ეს მომაქვს." - წერს "ჭაღარა უცხოპლანეტელი" და კონცერტის ბილეთთან ერთად წებოვანი ლენტის ფოტოს უგზავნის.
- რა იდიოტია. - ვეუბნები თეკოს და მეცინება. მერე კი კოტესთან გასაგზავნ ტექსტს ვკრეფ:
" - ჰოლივუდურზე მეტი იქნება. ჰოლივუდურზე ბევრად მაგარი. მთავარია უკან არავინ მოგვსდევდეს."

06.08.2020

პ.ს. ჩემო ვანილებო... ძალიან ძალიან მომენატრეთ და ძალიან მიხარია, დიდი ხნის შემდეგ ისევ რომ მაქვს სიახლის დადების ბედნიერება ^_^
იმედია ამ პატარა სათავგადასავლო ისტორიით ოდნავ მაინც ისიამოვნეთ. იმედია ღიმილი მოგგვარათ და თავიც დაგამახსოვრათ. <3
გამიხარდება აზრს თუ დამიტოვებთ და მეც გამაღიმებთ <3
მივიღებთ ყველანაირ ჯანსაღ შეფასებას. ისეთსაც და ასეთსაც :დდ
მომენატრეთ და მიყვარხართ <3



№1 სტუმარი სტუმარი კატო

აუ მართლაა ღირდაა ამდენ ლოდინად)) აი ძან მაგარი იყო ძანნ^^ ნუცაზე ბოლო წამამდე ვფიქრობდი რო გადააგდებდა მარაა არაა) თეკოზე და ნეკაზეე ხო საერთოდდ იმდენი ვიხალისე ^^ ორი უხოპლანეტელი და თავისი რეპლიკები :)) ძან სახალისო იყო კოტიკო და ნინაც მომეწონა ძან მარა ის მწვანე და თეთრი რაღაცნაირად ჩემებირად მივიღე)) აუ აი მართლა ძან მაგარი იყო დაა მართლა შემომათენდა ამასობაში<3 <3 მარაა აი ეს შემოთენებაც რო ღირდაა ზუსტადდ ეგაა რაა^^ ძან მაგარი გოგო ხარ) კიდე ბევრი ისტორია დაგეწეროსს ^^ წარმატბეები<3 <3

 


№2  offline წევრი შამხათი

ვაიმე, მარიამ , მართლა ღირდა ამდენ ლოდინად. არაჩვეულებრივი ისტორია იყო, ძალიან ვისიამოვნე.

 


№3 სტუმარი ტაისა

შენი ძველი ისტორიები წავიკითხე დააა ესეც ახალი აღმოჩენააა ♡
მართლა ვისიამოვნე, დილას ჰო დავიწყე ასე საინტერესოდ და მთელი დღის განწყობაც შემექმნა.
მადლობა ♡

 


№4 ახალბედა მწერალი lullaby

სტუმარი კატო
აუ მართლაა ღირდაა ამდენ ლოდინად)) აი ძან მაგარი იყო ძანნ^^ ნუცაზე ბოლო წამამდე ვფიქრობდი რო გადააგდებდა მარაა არაა) თეკოზე და ნეკაზეე ხო საერთოდდ იმდენი ვიხალისე ^^ ორი უხოპლანეტელი და თავისი რეპლიკები :)) ძან სახალისო იყო კოტიკო და ნინაც მომეწონა ძან მარა ის მწვანე და თეთრი რაღაცნაირად ჩემებირად მივიღე)) აუ აი მართლა ძან მაგარი იყო დაა მართლა შემომათენდა ამასობაში<3 <3 მარაა აი ეს შემოთენებაც რო ღირდაა ზუსტადდ ეგაა რაა^^ ძან მაგარი გოგო ხარ) კიდე ბევრი ისტორია დაგეწეროსს ^^ წარმატბეები<3 <3

დიდი დიდი მადლობა ჩემო კარგო... ვიცი ხო შენი მოლოდინის ამბავი და სიმართლე გითხრა, წერა რო მეზარებოდა, შენ მახსენდებოდი :დდდ მიხარია, მოლოდინები რომ გაგიმართლა და ღამის გათენებად რომ გიღირდა <3 უღრმესი მადლობა <3

შამხათი
ვაიმე, მარიამ , მართლა ღირდა ამდენ ლოდინად. არაჩვეულებრივი ისტორია იყო, ძალიან ვისიამოვნე.

დიდი დიდი მადლობა შენ, ჩემო კარგო, ძალიან მიხარია <3

ტაისა
შენი ძველი ისტორიები წავიკითხე დააა ესეც ახალი აღმოჩენააა ♡
მართლა ვისიამოვნე, დილას ჰო დავიწყე ასე საინტერესოდ და მთელი დღის განწყობაც შემექმნა.
მადლობა ♡

როგორ მიხარია ^^ უღრმესი მადლობა <3

 


№5  offline წევრი თ. ა.

ღმერთო ჩემო როგორ მსიამოვნებს შენი ეს მომართვა ჩვენზე, მკითხველეზე. ისეთი ინტერესით ვკითხულობდი, გამოგიტყდებით და მოლოდინს გადააჭარბა.
ნამდვილი თავგადასავალი და სასიამოვნო სიყვარულის ისტორიები, რომლებიც ნამდვილად ისე სრულდება როგორც შეეფერება.
ძალიან მიყვარს, როცა სიახლეს ვხედავ საიტის ძველი მწერლისგან.
...და ბოლოს რათქმაუნდა წარმატება მინდა გისურვო.

 


№6 სტუმარი მიიისფრო

გავ გიჟ დი !!!
უმაგრესი იყო, ვზივარ გაღიმებული <3 მადლობა ამ შეგრძნებებისთვის ^_^

 


№7  offline წევრი ვიპნი

პატარა კი არა უზარმაზარი იყო,კარგა ხანია ასეთი მოთხრობა არ წამიკითხავს,უზომოდ საინტერესო,სათავგადასავლო,დამაინტრიგებელი და ფერადი იყო.თითქმის ყოველ მეორე მოთხრობა +18სცენებითაა გაჯერებული,შენმა მოთხრობამ კი დაამტკიცა რომ უმაგისოდაც შეიძლება იყოს ყველაზე გიჟური და საინტერესო,რაღაცნაირი ფერადი მოთხრობაა,ახალგაზრდული სულით სავსე.აი ყველაფერი მომეწონა და რა გავაკეთო ❣️❣️❣️❣️ საოცრება გოგო ხარ,როგორ გიშრომია,პატარა მოთხრობა ხომ არ იყო,თან ყველაფერი ისე გქონდა აღწერილი,სიტყვები არ მყოფნის შენს ნიჭიერებაზე. ოქროსხელებას ტიტულს ამჯერდად შენ გადმოგცემ❣️❣️❣️❣️

 


№8 ახალბედა მწერალი lullaby

თ. ა.
ღმერთო ჩემო როგორ მსიამოვნებს შენი ეს მომართვა ჩვენზე, მკითხველეზე. ისეთი ინტერესით ვკითხულობდი, გამოგიტყდებით და მოლოდინს გადააჭარბა.
ნამდვილი თავგადასავალი და სასიამოვნო სიყვარულის ისტორიები, რომლებიც ნამდვილად ისე სრულდება როგორც შეეფერება.
ძალიან მიყვარს, როცა სიახლეს ვხედავ საიტის ძველი მწერლისგან.
...და ბოლოს რათქმაუნდა წარმატება მინდა გისურვო.

და შენ ვერ წარმოიდგენ, მე როგორ მიყვარს, როცა ასე მოგმართავთ... ძალიან ძვირფასები ხართ და იმიტომ <3
მიხარია, რომ ისტორიამ გასიამივნა... მიხარია, რონ დასარულმაც არ გაგიცრუა იმედები. <3 ფინალებზე ბევრს ვფიქრობ ხოლმე. დიდი დიდი მადლობა ამ სასიამოვნო სიტყვებისთვის <3

მიიისფრო
გავ გიჟ დი !!!
უმაგრესი იყო, ვზივარ გაღიმებული <3 მადლობა ამ შეგრძნებებისთვის ^_^

მიხარია, რომ შევძელი შენი გაღიმება. ^^ მადლობა შენ, ემოციის გაზიარებისთვის <3

ვიპნი
პატარა კი არა უზარმაზარი იყო,კარგა ხანია ასეთი მოთხრობა არ წამიკითხავს,უზომოდ საინტერესო,სათავგადასავლო,დამაინტრიგებელი და ფერადი იყო.თითქმის ყოველ მეორე მოთხრობა +18სცენებითაა გაჯერებული,შენმა მოთხრობამ კი დაამტკიცა რომ უმაგისოდაც შეიძლება იყოს ყველაზე გიჟური და საინტერესო,რაღაცნაირი ფერადი მოთხრობაა,ახალგაზრდული სულით სავსე.აი ყველაფერი მომეწონა და რა გავაკეთო ❣️❣️❣️❣️ საოცრება გოგო ხარ,როგორ გიშრომია,პატარა მოთხრობა ხომ არ იყო,თან ყველაფერი ისე გქონდა აღწერილი,სიტყვები არ მყოფნის შენს ნიჭიერებაზე. ოქროსხელებას ტიტულს ამჯერდად შენ გადმოგცემ❣️❣️❣️❣️

რაც ჩამოთვალე, მინდოდა, რომ ყველაფერი ყოფილიყო აქ, თავგადასავალი, დრაივი, იუმორი, ცოტა ინტრიგები და პატარა გულისაჩქარებები, რაც ალბათ ასეთ სათავგადასავლო ამბებს მცირე დოზით ხიბლს მატებს. მიხარია, რომ ამან კმაყოფილი დაგტოვა. კარგია ფსიქოლოგიური დრამები ცოტა +18 სცენებით, მაგრამ ხანდახან განტვირთვაც საჭიროა. ამას ემსახურება ეს ისტორიაც და თუ ეს შეძლო, ძალიან ბედნიერი ვარ.
უღმესი მადლობა ძვირფასი სიტყვებითვის <3

 


№9  offline წევრი NA NO

ძალიან გამიხარდა შენი ნიკის ისევ დანახვა <3 რაც შეეხება ამ სათავგადასავლო, ლამაზ და ამავდროულად დაძაბულ ამბავს, მინდა გითხრა რომ სასიამოვნოდ გულის ამაჩქარებელი წასაკითხი აღმოჩნდა. <3

 


№10 სტუმარი ელეე

ისტორია საოცარი და სასიამოვნო იყო, იმდენად რომ ვერ ავღწერ, მაგრამ ნეკას სახელიც მაინტერესებდა და გაგრძელებაც, თუ ექნება სიამოვნებით წავიკითხავ❣️

 


№11 ახალბედა მწერალი lullaby

NA NO
ძალიან გამიხარდა შენი ნიკის ისევ დანახვა <3 რაც შეეხება ამ სათავგადასავლო, ლამაზ და ამავდროულად დაძაბულ ამბავს, მინდა გითხრა რომ სასიამოვნოდ გულის ამაჩქარებელი წასაკითხი აღმოჩნდა. <3

დიდი მადლობა ჩემო კარგო, მიხარია თუ ესეთი ემოციური იყო ეს ისტორია შენთვის <3

ელეე
ისტორია საოცარი და სასიამოვნო იყო, იმდენად რომ ვერ ავღწერ, მაგრამ ნეკას სახელიც მაინტერესებდა და გაგრძელებაც, თუ ექნება სიამოვნებით წავიკითხავ❣️

უღრმესი მადლობა <3
ნეკას სახელი შენთვის მომინდია. რასაც მკითხველი იფიქრობს, რომ მოუხდება, ის იყოს. :დ და გაგრძელებაც არ მგონია ჰქონდეს, თუმცა დიდი მადლობა სურვილისთვის <3

 


№12  offline მოდერი ბელუ შეროზია

მარიამ, არაჩვეულებრივი დაბრუნება იყო! heart_eyes შენ ისევ ჩემს ფავორიტად რჩები საიტზე. ბევრს არ ვისაუბრებ დარწმუნებული ვარ იცი, როგორ ასიამოვნე შენს მკითხველებს relieved

 


№13  offline წევრი გრაფინია

აი, დამიდეთ ათასი ნაწერი, სადაც ერთი შენი იქნება და ეჭვიც არ მეპარება, ვიცნობ შენი რომელია.
შენს სტილზე ვგიჟდები. ზედმიწევნით, დეტალურად რომ აღწერ სახლსაც, გარეგნობასაც, სიტუაციასაც, ემოციასაც...
ისე შენებურად აღწერ, რომ ეგრევე იქ ვხვდები მეც და ასე მგონია გვერდიდან ვუყურებ.
+იუმორი.
აი, გმირთა მოედნის სასჯელზე ჯერ კიდევ ფბ-ზე გამეცინა და ახლაც, ისე მომეწონა.
ისეთი სხარტი სიტყვა-პასუხი ახასიათებთ შენს პერსონაჟებს, ვგიჟდები.
თან ეს თანმდევი დაძაბულობა, შიში

უკარგესი იყო. ისეთი, როგორიც შენ შეგეფერება და ისეთი, რომელსაც კიდევ ბევრჯერ წავიკითხავ!
გამოვიყენებ შესაძლებლობას და ვიტყვი, რომ შენი აქ ყოფნა მხოლოდ “ვანილის კოცნადაც” კი ღირდა, მაგრამ ასე რომ გვანებივრებ, ეს სხვა საქმეა)))
ძალიან მიყვარხარ, როგორც ავტორი, მიყვარს შენი ყველა ნაწერი და ყველა პერსონაჟი. კოტე ტკბილია, მაგრამ ჯერ ისევ რეზია პირველზე :D

წარმატებები, ვანილო!❤️

 


№14 ახალბედა მწერალი lullaby

ბელუ შეროზია
მარიამ, არაჩვეულებრივი დაბრუნება იყო! heart_eyes შენ ისევ ჩემს ფავორიტად რჩები საიტზე. ბევრს არ ვისაუბრებ დარწმუნებული ვარ იცი, როგორ ასიამოვნე შენს მკითხველებს relieved

ძალიან დიდი მადლობა ჩემო გოგო... უზომოდ მიხარია თუ მართლა ასეა <3

გრაფინია
აი, დამიდეთ ათასი ნაწერი, სადაც ერთი შენი იქნება და ეჭვიც არ მეპარება, ვიცნობ შენი რომელია.
შენს სტილზე ვგიჟდები. ზედმიწევნით, დეტალურად რომ აღწერ სახლსაც, გარეგნობასაც, სიტუაციასაც, ემოციასაც...
ისე შენებურად აღწერ, რომ ეგრევე იქ ვხვდები მეც და ასე მგონია გვერდიდან ვუყურებ.
+იუმორი.
აი, გმირთა მოედნის სასჯელზე ჯერ კიდევ ფბ-ზე გამეცინა და ახლაც, ისე მომეწონა.
ისეთი სხარტი სიტყვა-პასუხი ახასიათებთ შენს პერსონაჟებს, ვგიჟდები.
თან ეს თანმდევი დაძაბულობა, შიში

უკარგესი იყო. ისეთი, როგორიც შენ შეგეფერება და ისეთი, რომელსაც კიდევ ბევრჯერ წავიკითხავ!
გამოვიყენებ შესაძლებლობას და ვიტყვი, რომ შენი აქ ყოფნა მხოლოდ “ვანილის კოცნადაც” კი ღირდა, მაგრამ ასე რომ გვანებივრებ, ეს სხვა საქმეა)))
ძალიან მიყვარხარ, როგორც ავტორი, მიყვარს შენი ყველა ნაწერი და ყველა პერსონაჟი. კოტე ტკბილია, მაგრამ ჯერ ისევ რეზია პირველზე :D

წარმატებები, ვანილო!❤️


ვერ აგიხსნი ისე მახარებს, რასაც ვკითხულობ <3 მიხარია პერსონაჟები რომ მოგეწონა, მიხარია, ჩემი დეტალები რომ არ გბეზრდება და საჭიროდ თვლი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. მაბედნიერებს ის ფაქტიც, რომ თურმე რაღაცით მაინც გამოვირჩევი. მადლობა "ვანილის კოცნის" გამო და კი, მახსოვს რეზის მიმართ შენი სიყვარულის ამბავი. :დდ <3
უღრმესი მადლობა შეფასებისთვის ^_^

 


№15  offline წევრი დელირიუმი

აუ ეს რაიყოოოი???????????????? საოცრება ხარ





მეტი ასეთი ლამაზი ისტორიებით გაგვაბედნიერე❤❤❤❤

 


№16 სტუმარი Teo

როგორც ყველა შენი ისტორია-ესეც საუკეთესო.
ძალიან ნუ მოგვანატტებ თავს❤️

 


№17  offline წევრი ნანა73

ძალიან მომეწონა ისტორია.
მოდუნების საშუალებას არ იძლეოდა.
არაჩვეულებრივი პერსონაჟები, მაგრამ მიუხედავად ჩემი მცდელობისა, როგორმე წარმომედგინა მათი ვიზუალი, აღნაგობა, სახეები, გამომეტყველება, ვერაფრით მოვახერხე...
ვერ დავხატე ჩემს წარმოსახვაში, ფანტაზია ხომ არ მღალატობს ნეტა? ან იქნებ გენიოსი ჰაკერები არ შემხვედრიან ჯერ, ისინი ხომ განსხვავებულები არიან? bowtie
მოკლედ, კარგი იყო!
წარმატებები!!!
❤️❤️❤️

 


№18 ახალბედა მწერალი lullaby

დელირიუმი
აუ ეს რაიყოოოი???????????????? საოცრება ხარ
მეტი ასეთი ლამაზი ისტორიებით გაგვაბედნიერე❤❤❤❤

დიდი დიდი მადლობა და ვეცდები აუცილებლად <3

Teo
როგორც ყველა შენი ისტორია-ესეც საუკეთესო.
ძალიან ნუ მოგვანატტებ თავს❤️

უღრმესი მადლობა... ალბათ მალე დავჯწყებ ახლის წერას <3

ნანა73
ძალიან მომეწონა ისტორია.
მოდუნების საშუალებას არ იძლეოდა.
არაჩვეულებრივი პერსონაჟები, მაგრამ მიუხედავად ჩემი მცდელობისა, როგორმე წარმომედგინა მათი ვიზუალი, აღნაგობა, სახეები, გამომეტყველება, ვერაფრით მოვახერხე...
ვერ დავხატე ჩემს წარმოსახვაში, ფანტაზია ხომ არ მღალატობს ნეტა? ან იქნებ გენიოსი ჰაკერები არ შემხვედრიან ჯერ, ისინი ხომ განსხვავებულები არიან? bowtie
მოკლედ, კარგი იყო!
წარმატებები!!!
❤️❤️❤️

ძალიან მიხარია, ზუსტად ამ ეფექტის მოხდენა მინდოდა, რომ აზარტში ყოფილიყავით. პერსონაჟების წარმოსახვას რაც შეეხება არ ვიცი. :დდ ერთადერთი ნინა არ მყავდა აღწერილი, დანარჩენები ცოტ-ცოტა ყველა :დდ
მიხატია მაინც კმაყოფილი რომ ხარ <3

 


№19 სტუმარი სტუმარი თამო

ძალიან კარგი იყო.დაძაბულიც მხიარულიც სასიამოვნოც.ძალიან მომეწონა კოტე.საერთოდ ყველა პერსონაჟი.გამიხარდა შენი სიახლეე.

 


№20 სტუმარი სტუმარი LI_BE

ძალიან დახვეწილი იყო heart_eyes . სიუჟეტი ცოტა დაუჯერებელი, მაგრამ შენგან ძალიან დამაჯერებლად აღწერილი smile . შენი ისტორიებიდან, ვფიქრობ რომ განსხვავებული იყო, დაძაბული სიუჟეტის მიუხედავად, მსუბუქად იკითხებოდა. ნეკა და თეკო ორი გიჟი-გადარეული, სუპერ-წყვილი. მათი იუმორის გარეშე, ალბათ არ ექნებოდა ისტორიას ის ხიბლი, რაც ქონდა. ხო, იუმორი იყო, კიდევ უფრო სუუუპერ, ძალიან დახვეწილი და მაღალი დონის.

მოკლედ, ძალიან ვისიამოვნე bowtie .

და გელოდები blush relaxed

 


№21  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

შენი ისტორიებიდან ეს ყველაზე მეტად მომეწონა! კაცია და გემოვნებაო ამბობენ, მაგრამ ვგიჟდები როცა ისტორიაში კარგი იუმორიც მხვდება სხვა ყველაფერთან ერთად.რა გამიკეთე ნეკა-ცერას სახელს მე ვერ მივაგენი თუ უსახელოდ დამტოვე? ძალიან მაგარი იყო,არანაირი ზედმეტი ყველაფერი ზუსტად იმ დოზით გქონდა რაც მკითხველის ღიმილისთვისაა საჭირო.
პირადად მე სასიამოვნო გრძნობების მთელი კორიანტელი დამიტოვე და მადლობა ამისთვის ❤

 


№22 ახალბედა მწერალი lullaby

სტუმარი თამო
ძალიან კარგი იყო.დაძაბულიც მხიარულიც სასიამოვნოც.ძალიან მომეწონა კოტე.საერთოდ ყველა პერსონაჟი.გამიხარდა შენი სიახლეე.

ძალიან ძალიან დიდი მადლობა... მიხარია, რომ ისიამოვნე <3

სტუმარი LI_BE
ძალიან დახვეწილი იყო heart_eyes . სიუჟეტი ცოტა დაუჯერებელი, მაგრამ შენგან ძალიან დამაჯერებლად აღწერილი smile . შენი ისტორიებიდან, ვფიქრობ რომ განსხვავებული იყო, დაძაბული სიუჟეტის მიუხედავად, მსუბუქად იკითხებოდა. ნეკა და თეკო ორი გიჟი-გადარეული, სუპერ-წყვილი. მათი იუმორის გარეშე, ალბათ არ ექნებოდა ისტორიას ის ხიბლი, რაც ქონდა. ხო, იუმორი იყო, კიდევ უფრო სუუუპერ, ძალიან დახვეწილი და მაღალი დონის.

მოკლედ, ძალიან ვისიამოვნე bowtie .

და გელოდები blush relaxed

ჰო, სიუჟეტის არადამაჯერებლობა ცოტა სადაოა, თუ დღევანდელ რეალობას გადავხედავთ, თუმცა როგორც იტყვი...
მიხარია ნასიამოვნები რომ დარჩი. მიხარია ისტორიის იუმორთა თუ გაგაღიმა და განწყობა შეგიქმნა... უღრმესი მადლობა აზრის დატოვრბისთვის <3

Gossipy girl
შენი ისტორიებიდან ეს ყველაზე მეტად მომეწონა! კაცია და გემოვნებაო ამბობენ, მაგრამ ვგიჟდები როცა ისტორიაში კარგი იუმორიც მხვდება სხვა ყველაფერთან ერთად.რა გამიკეთე ნეკა-ცერას სახელს მე ვერ მივაგენი თუ უსახელოდ დამტოვე? ძალიან მაგარი იყო,არანაირი ზედმეტი ყველაფერი ზუსტად იმ დოზით გქონდა რაც მკითხველის ღიმილისთვისაა საჭირო.
პირადად მე სასიამოვნო გრძნობების მთელი კორიანტელი დამიტოვე და მადლობა ამისთვის ❤

მიხარია შენი აქ დანახვა ^^
არა ნეკას სახელი არ გამოგრჩენია. :დდ არ ვახსენე და უფლება მივეცი ყველა მკითხველს თავისი სასურველი სახელი დაარქვან, რადგან ვიცი, რომ ამ პერსონაჟმა ყველა მოხიბლა :დ^^ ასე, რომ შეგიძლია შენც შენთვის შეურჩიო ^^
მიხარია შენთან ეს კორიანტელია და იმედია დიდხანს გაგყვება.
უღმესი მადლობა ასეთი შეფასებისთვის <3

 


№23  offline წევრი ენნე

როგორი კარგი ხარ❤️
ეს იყო რაღაცნაირად სუფთა ისტორია, საყვარელი წყვილებით და ჩუმად ჩატანებული “სათქმელით”❤️

 


№24  offline მოდერი belle...

დავიწყოთ იქიდან, რომ სეიოზული პროგრესი ვიგრძენი კითხვისას და ეს იყო სასიამოვნო სიახლე, იმდენად სასიამოვნო, რომ გავიბადრე <3 <3 <3 <3 აღარ ვიცი რომელ ერთს მოვედო ან რითი დავიწყო.
წერის სტილი - განსხვავებული, ლამაზი, როგორც ყოველთვის მსუბუქი, სასიამოვნო და ჩამთრევი.
სიუჟეტი - განსხვავებული, ორიგნიალური. რაღაც ძაან კმაყოფილს მეღიმებოდა ექშენ სიტუაციებზე, როგორც ყოველთვის მაგრად გამოგივიდა, მაგრამ უნდა გითხრა, რომ ამ ისტორიაში შენი დრაივი უკეთ განავითარე. ასე მეგონა ვიჯექი და რაღაც ძალიან მაგარ მუღამიან ფილმს ვუყურებდი. წამით რომ ვერ მოდუნდები. სასიამოვნო იყო რომანტიული ელემენტებით მკითხველისთვის "ამოსუნთქვის წუთები". მახსოვს გამოძრომებზე მითხარი რაღაც. გადავხედე და ზოგ მომენტში შევატყვე და კიდევ უფრო საყვარლად ჩამეღიმა, რადგან ვაფშე არ ეტყობოდა რამეს "გამოძრომის". გული იმაზე დამწყდა, რომ ასე მარტივად ჩააძაღლეს ჩვენი დამპალი პრემიერი აფხაზებმა. მეთქი კომენტარში გავუპროტესტებ-მეთქი, მაგრამ მერე დავფიქრდი და აი ზუსტად მანდ ისე ლოგიკურად გამოძვერი, პროტესტზე ხელი ჩავიქნიე - პრემიერი გაასაღეს მისი დაუფიქრებელი საქციელის გამო, დრო იხელთეს რომ თავიდან მოეშორებინათ და გააკეთეს კიდეც - ერთი გასროლით ორი კურდღელი, რა მეთქმის? გამაცურე, მაგრამ ეგ ის მომენტია მაინც, რომ კმაყოფილი ხარ ;დდდდდდდდდ <3 <3 არ შემიძლია დასაწყისის სცენა არ აღვნიშნო - ჰოლივუდური ნახტომი მეტროში მართლა ძალიან ორიგინალური იყო. აი ხო ჩამოვჯექი და ეგეთი ვარ რა "მე, აღარ ავდგები ვატყობ" ;დდდდდ კარგი, რამდენს ვბოდიალობ, მიმიხვდი, ხომ რომ აღფრთოვანებული ვარ??????
პერსონაჟები - ოთხეულში ვერც კი გამოვყოფ რომელი უფრო მომწონს, ძალიან სახალისო, ჯანსაღი, ჯანმრთელი იუმორით სავსე დიალოგები და ეპიზოდები იყო. მოკლედ ჯერ ხომ მართლა ამგარი ფანტაზია გაქვს, მერე ისეთი ენა მართლა ვერ ამოასუნთქებინებ ადამიანს მოკლედ ძაან ვიხალისე კარგი იყო. ბოლომდე ისე წამათრიე ნეკას სახელი არ მაღირსე - ყოჩაღ!!! კარგი მანევრი იყო მომეწონაა <3 <3 <3 ძააან კაი, ნეკა, რომელიც ყველაზე მეტად მომწონდა ნაწარმოებში ზუსტად ისე მიიყვანე ბოლომდე, როგორც ჩემს რჩეულს შეჰეროდა, ინკოგნიტოდ ასე რომ მაგაზე არ ვწუწუნებ ;დდდდ <3 <3 <3 თეკლას რაც შეეხება, მაგ თხას, მიკვირს ნინა როგორ უძლებს ;დდდდდდდდდდდდ ხანდახან მაღიზიანებდა ;დდდდ ნუ კოტე, რომ პრინცია და ქიმია კაცია და აი, "რანაირია" რომ ეთქმის ეგეთი ტიპია და აღარ ვდაობთ არ განვიხილავთ. მე "პაიკებში" დავეძებ მარგალიტებს და გიპოვე ლუიზა გამოდი გვერდით!!! - ვჭედავ ამ ქალზე მისი გამოჩენის წამიდან ;დდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდ აი ბოლოში ძაან მაგარი გაუძრო ტეკლას, იმდენი ვიცინე შენ ჯვარი გწერია ;დდდდდდდდდ კიდე გამოცანების ეპიზოდი იყო მაგარი, კიდე თეკლას და ნეკას კინკლაობის მომენტები (სულ ნეკას მხარეს ვიყავი ;დდდდდდდდდდდ) ნუ არა, ბიჭებში რაღაც უცხო ქიმიას ურევ. ბევრჯერ ვთქვი მაგრამ კიდე აღვნიშნავ ;დდდდდ <3333333333333
კიდო, რა გამომრჩა? - ჰო, ნუცა... თავიდანვე ეჭვის თვალით ვუყურებდი ტიპშას და ბოლო წერტილამდე ისე ჩავედი, სადღაც ჯანდაბაში ვზივარ, ვცოდვილობ ნეტი დავიჭირო, თან ცალი თვალი ისევ ეჭვით მაქ მოჭუტული - ანუ ხო დასრულდა, მაგრამ კიდე ეჭვებში ვარ ;დდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდ არ ვაჭარბებ ნეკას თავს გეფიცები <3 <3 <3 ;დდდდდდდდდდდ კიდო, რა უნდა მეთქვა... მმმ... ჰო, აი რა წვრილმანია და დეტალი მაგრამ კოტეს პასუხი - დამაცადე, ხელსახოცებს ვასწორებ, ისეთ არაადამიანურ ხმაზე გამეცინა, დედაჩემმა ოთახში შემომხედა შვილო, რამე იტკინეო?? ;დდდდდდდდდდდდ ანუ შვილო, გოგო, დაო, დედი, იუმორი გერჩის გეხერხება და ექშენის ასეთი დრაივი ისევე კარგად მიგყავს როგორც კოტეს მოტო და ნეკას ბასრი პასუხები ;დდდდდდდდ <3 <3 <3 ეს ის ისტორია იყო, რომელიც ჩავაგულე და ზუსტად ვიცი რომ კიდევ არაერთხელ გადავიკითხავ. ძაან ემოციებში ვარ. ვიცოდი რომ ძალიან მომეწონებოდა, მაგრამ ასე... არ ვიცი, ძაან კომფორტის ზონაში ვიყავი. წყალივით მიდიოდა. მოკლედ, საკმაოდ რთული ამოცანა აირჩიე და საკაიფოდაც ამოხსენი, რა მეთქმის " ქედს ვიხრი, შენს წინაშე" -ს გარდა? არც არაფერი <3 <3 ვამაყობ შენით ვანილო. განვითარება? - ძალიან გეტყობა <33333333333333333333 ნეკა, თეკალზე რა გითხრა და ჰა?.... მე ეგრე არ მოგიშლი ნერვებს ;დდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდ
სგ დაო <3333333333333333333

 


№25 ახალბედა მწერალი lullaby

ენნე
როგორი კარგი ხარ❤️
ეს იყო რაღაცნაირად სუფთა ისტორია, საყვარელი წყვილებით და ჩუმად ჩატანებული “სათქმელით”❤️

მადლობა მადლობა მადლობა <3
ძალიან მოხარია ეს კომპლიმენტები... და ის სათქმელი რომ შენიშნე, ეგ ხომ საერთოდ <3

belle...
დავიწყოთ იქიდან, რომ სეიოზული პროგრესი ვიგრძენი კითხვისას და ეს იყო სასიამოვნო სიახლე, იმდენად სასიამოვნო, რომ გავიბადრე <3 <3 <3 <3 აღარ ვიცი რომელ ერთს მოვედო ან რითი დავიწყო.
წერის სტილი - განსხვავებული, ლამაზი, როგორც ყოველთვის მსუბუქი, სასიამოვნო და ჩამთრევი.
სიუჟეტი - განსხვავებული, ორიგნიალური. რაღაც ძაან კმაყოფილს მეღიმებოდა ექშენ სიტუაციებზე, როგორც ყოველთვის მაგრად გამოგივიდა, მაგრამ უნდა გითხრა, რომ ამ ისტორიაში შენი დრაივი უკეთ განავითარე. ასე მეგონა ვიჯექი და რაღაც ძალიან მაგარ მუღამიან ფილმს ვუყურებდი. წამით რომ ვერ მოდუნდები. სასიამოვნო იყო რომანტიული ელემენტებით მკითხველისთვის "ამოსუნთქვის წუთები". მახსოვს გამოძრომებზე მითხარი რაღაც. გადავხედე და ზოგ მომენტში შევატყვე და კიდევ უფრო საყვარლად ჩამეღიმა, რადგან ვაფშე არ ეტყობოდა რამეს "გამოძრომის". გული იმაზე დამწყდა, რომ ასე მარტივად ჩააძაღლეს ჩვენი დამპალი პრემიერი აფხაზებმა. მეთქი კომენტარში გავუპროტესტებ-მეთქი, მაგრამ მერე დავფიქრდი და აი ზუსტად მანდ ისე ლოგიკურად გამოძვერი, პროტესტზე ხელი ჩავიქნიე - პრემიერი გაასაღეს მისი დაუფიქრებელი საქციელის გამო, დრო იხელთეს რომ თავიდან მოეშორებინათ და გააკეთეს კიდეც - ერთი გასროლით ორი კურდღელი, რა მეთქმის? გამაცურე, მაგრამ ეგ ის მომენტია მაინც, რომ კმაყოფილი ხარ ;დდდდდდდდდ <3 <3 არ შემიძლია დასაწყისის სცენა არ აღვნიშნო - ჰოლივუდური ნახტომი მეტროში მართლა ძალიან ორიგინალური იყო. აი ხო ჩამოვჯექი და ეგეთი ვარ რა "მე, აღარ ავდგები ვატყობ" ;დდდდდ კარგი, რამდენს ვბოდიალობ, მიმიხვდი, ხომ რომ აღფრთოვანებული ვარ??????
პერსონაჟები - ოთხეულში ვერც კი გამოვყოფ რომელი უფრო მომწონს, ძალიან სახალისო, ჯანსაღი, ჯანმრთელი იუმორით სავსე დიალოგები და ეპიზოდები იყო. მოკლედ ჯერ ხომ მართლა ამგარი ფანტაზია გაქვს, მერე ისეთი ენა მართლა ვერ ამოასუნთქებინებ ადამიანს მოკლედ ძაან ვიხალისე კარგი იყო. ბოლომდე ისე წამათრიე ნეკას სახელი არ მაღირსე - ყოჩაღ!!! კარგი მანევრი იყო მომეწონაა <3 <3 <3 ძააან კაი, ნეკა, რომელიც ყველაზე მეტად მომწონდა ნაწარმოებში ზუსტად ისე მიიყვანე ბოლომდე, როგორც ჩემს რჩეულს შეჰეროდა, ინკოგნიტოდ ასე რომ მაგაზე არ ვწუწუნებ ;დდდდ <3 <3 <3 თეკლას რაც შეეხება, მაგ თხას, მიკვირს ნინა როგორ უძლებს ;დდდდდდდდდდდდ ხანდახან მაღიზიანებდა ;დდდდ ნუ კოტე, რომ პრინცია და ქიმია კაცია და აი, "რანაირია" რომ ეთქმის ეგეთი ტიპია და აღარ ვდაობთ არ განვიხილავთ. მე "პაიკებში" დავეძებ მარგალიტებს და გიპოვე ლუიზა გამოდი გვერდით!!! - ვჭედავ ამ ქალზე მისი გამოჩენის წამიდან ;დდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდ აი ბოლოში ძაან მაგარი გაუძრო ტეკლას, იმდენი ვიცინე შენ ჯვარი გწერია ;დდდდდდდდდ კიდე გამოცანების ეპიზოდი იყო მაგარი, კიდე თეკლას და ნეკას კინკლაობის მომენტები (სულ ნეკას მხარეს ვიყავი ;დდდდდდდდდდდ) ნუ არა, ბიჭებში რაღაც უცხო ქიმიას ურევ. ბევრჯერ ვთქვი მაგრამ კიდე აღვნიშნავ ;დდდდდ <3333333333333
კიდო, რა გამომრჩა? - ჰო, ნუცა... თავიდანვე ეჭვის თვალით ვუყურებდი ტიპშას და ბოლო წერტილამდე ისე ჩავედი, სადღაც ჯანდაბაში ვზივარ, ვცოდვილობ ნეტი დავიჭირო, თან ცალი თვალი ისევ ეჭვით მაქ მოჭუტული - ანუ ხო დასრულდა, მაგრამ კიდე ეჭვებში ვარ ;დდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდ არ ვაჭარბებ ნეკას თავს გეფიცები <3 <3 <3 ;დდდდდდდდდდდ კიდო, რა უნდა მეთქვა... მმმ... ჰო, აი რა წვრილმანია და დეტალი მაგრამ კოტეს პასუხი - დამაცადე, ხელსახოცებს ვასწორებ, ისეთ არაადამიანურ ხმაზე გამეცინა, დედაჩემმა ოთახში შემომხედა შვილო, რამე იტკინეო?? ;დდდდდდდდდდდდ ანუ შვილო, გოგო, დაო, დედი, იუმორი გერჩის გეხერხება და ექშენის ასეთი დრაივი ისევე კარგად მიგყავს როგორც კოტეს მოტო და ნეკას ბასრი პასუხები ;დდდდდდდდ <3 <3 <3 ეს ის ისტორია იყო, რომელიც ჩავაგულე და ზუსტად ვიცი რომ კიდევ არაერთხელ გადავიკითხავ. ძაან ემოციებში ვარ. ვიცოდი რომ ძალიან მომეწონებოდა, მაგრამ ასე... არ ვიცი, ძაან კომფორტის ზონაში ვიყავი. წყალივით მიდიოდა. მოკლედ, საკმაოდ რთული ამოცანა აირჩიე და საკაიფოდაც ამოხსენი, რა მეთქმის " ქედს ვიხრი, შენს წინაშე" -ს გარდა? არც არაფერი <3 <3 ვამაყობ შენით ვანილო. განვითარება? - ძალიან გეტყობა <33333333333333333333 ნეკა, თეკალზე რა გითხრა და ჰა?.... მე ეგრე არ მოგიშლი ნერვებს ;დდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდ
სგ დაო <3333333333333333333

ვაიმე ანა, ისეთი რაღაცები მითხარი, ვერ ვიჯერებ... :დდ
საერთოდ წერა რომ დავიწყე, გეგმაში მქონდა პროცესით განტვირთვა, სახალისო, სათავგადასავლო, მსუბუქი ამის შექმნა. ზაფხულში წასაკითხად რომ გაგისწორდება. ძილის წინ რომ ცოტა ხნით დაგავიწყებს ყველაფერს. წესით მარტივი დასაწერი უნდა ყოფილიყო, მარა გამოვიდა? ვერა :დდდ მაინც მეშინოდა უზუსტობების. სიტუაციების გადამლაშების. მევთქვი, ძაან ფანტაზიებში არ გავვარდე. :დდ მთლიანობაში არ ვარ უკმაყოფილო, მაგრამ შენ ისეთი შეფასებები მომცხე... :დდდ <3
ნეკას სახელზე ვარიანტი მქონდა, არც ისე ცუდი, მაგრამ გადავიფიქრე... აი, როგორც შენ თქვი, ისე გავიყვანე ეს ძუნწი მერწყული ბოლოში, როგორც შეეფერებოდა. :დდ მისი უსახელობა რო პრობლემას არავის უქმნის, მიხარია ^^
ბატონი პრემიერის სიკვდილი კი, ზუსტად იმიტომ გადაწყდა ასე, რომ მისი შეცდომა ყოფილიყო. იმიტომ, რომ გავლენიანი ადამიანები, სულაც არ არიან იდეალურად ჭკვიანები. და თანაც, მაგ ამბავში არ მინდოდა ძმები ყოფილიყვნენ გარეულები. ჯობდა ისევ მისნაირ ნაგავს მოეკლა :დდ
ნუცა... ერთი-ორმა მითხრა კიდევ შენ გარდა, რომ ეჭვი ეპარებოდათ. და გაოცებული ვარ. :დდდ წამითაც არ გამივლია თავში, რომ მისი ქმედებებით მის მიმართ თქვენ ეჭვი გაგჩენიდათ სანდოობაში. კომენტატების მერე დავფიქრდი და ბაზარი არაა, მეც შემეპარებოდა ეჭვი :დდ თუმცა არა, ქალი სუფთა პროფესიონალური ჟინით ცდულობდა პრემიერის ჩაძირვას და ყველაფრის მერე, არც ამ ოთხეულს გადააგდებს. ნახავს აუცილებლად და მათი ურთიერთობაც იმედია ნაყოფიერად გაგრძელდება. ^^
განვითარებაო... მადლობა... ძალიან მისამოვნებს ამის წაკითხვა. მკითხველი, რომელიც ინტერესეთ კითხულობს, ამას უეჭველუ ამჩნევს, ამიტომ, ორმაგად ვარ ბედნიერი <3333 მიუხედავად იმისა, რომ ვთქვი, სფეროს, რომელშიც ჩემი ცხვირი არ ეტევა აღარ გავეკარებითქო, რა გავაკეთო, მსიამოვნებს ამ ექშენების და მძაფრი სიუჟეტების წერა... მომკლაით თუ გინდათ :დდდ და ძალიან მიხარია, თუ გამომდის და ჩაგულებას რომ იმსახურებს, ეგ ხომ საერთოდ...
გოგონი, ძვირფასი ხარ, როგორც მწერალი ამაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია და როგორც მკითხველი? აი, ფუფუნება... მადლობა, ყველა წვრილმანის შემჩნევისთვის, ყველა მათგანის აღნიშნვისთვის და ამ ბედნიერება რეფერატისთვის <333 დავფრინავ და ათი საათისთვის დავეშვები ;) :დდდდ
ლავიუ <33333

 


№26  offline წევრი izabella

თავი მძაფრსიუჟეტიან ფილმში მეგონა.საუკეთესო ხარ, მარიამ. blush

 


№27  offline მოდერი პენელოპე

მარიამ, ახლა ვნახე ფოტო კომპით როცა შემოვედი.
იმენნა, ზუსტია!

 


№28 ახალბედა მწერალი lullaby

izabella
თავი მძაფრსიუჟეტიან ფილმში მეგონა.საუკეთესო ხარ, მარიამ. blush

უღრმესი მადლობა <3 მიყვარს ეს შეფასება და სიხარულისგან ვიბადრები <3 ძალიან გამახარე ^^

პენელოპე
მარიამ, ახლა ვნახე ფოტო კომპით როცა შემოვედი.
იმენნა, ზუსტია!

ქეთოოო ხო :დდდ ორი ვარიანტი მქონდა და ამას რომ გადავაწყდი, შენ მე უნდა გენახე, გული რო ამიფანცქვალდა :დდდდ კოტე ბიჭი :დ <3

 


№29  offline აქტიური მკითხველი La-Na

ძალიან, ძალიან, ძალიან, ძალიან მაგარი იყო.აი საოცრად მაგარი.უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის რა ვთქვა.❤️❤️
--------------------
ლანა

 


№30 სტუმარი სტუმარი მარიამი

ძალიან ძალიან კარგი იყო.ემოციურად განვიტვირთე და სილაღეს ვგრძნობ.მადლობა ამისთვის

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent