შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფლეიბოი და წითური ლამაზმანი //13//


6-08-2020, 22:42
ავტორი ენქეი
ნანახია 1 225

საღამოს ყველაფერი იდეალურად იყო, ბარბარეს გრძელი მუხლზე შეხსნილი კაბა ეცვა, სადა მაკიაჟი და გაშლილი თმა ქონდა. გული გამალებით უცემდა და მოუთმენლად ელოდა რატის გამოჩენას. 8-ს 10 წუთი აკლდა ტელეფონზე რომ დაურეკა.
-გისმენ რატი -აღელვებული ხმა გაისმა ყურმილში, თითქოს რატისთან ერთად დროს პირველად გაატარებდა.
-ქვემოთ ვარ, ჩამოდი.-თბილი ხმით მიუგო რატიმ.
-კარგი მოვდივარ.- ყურმილი დაკიდა, ჩანთა აიღო და კიბეებზე ნელი ნაბიჯით ჩავიდა.
-ღმერთო რა ლამაზი ხარ! -აღმოხდა ბარბარეს დანახვისას რატის, ხელები წელზე მჭიდროდ შემოაჭდო და საყვარელი ქალი გულზე მიიხუტა.
-მადლობა, შენც კარგად გამოიყურები.- დამორცხვით აათვალიერა შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი რატი.
-წავიდეეთ?
-კი, წავიდეთ. -ღიმილით მიუგო და მანქანაში ადგილი დაიკავა...

***
-სანდრო სახლის დალაგებაში აღარასდროს დაგეხმარები.- ბუზღუნით დაეხეთქა სავარძელზე ლოლიტა.
-დიდად ნასიამოვნები არც მე ვარ. მთელი ავეჯი დამიღეჭა.ყველაფერი შესაცვლელია.
-საერთოდ როგორ მოგაფიქრდა რომ ის ლეკვი და ძაღლი აქ მოგეყვანა?
-ვიფიქრე ლეკვს შენს სახელს თუ დავარქმევდი გაბრაზდებოდი და ცოტას ვიხალისებთქო. მერე ლეკვი პატარაა და დედაც წაიყვანეო და წამოვიყვანე.
-ესეიგი ყველაფერი შენი სისულელის ბრალი ყოფილა.
-ნერვებს ნუ მიშლი ლოლა.
-მასე ნუ მეძახი უკვე რამდენჯერ გაგაფრთხილე. -დიდრონი თვალები დაუბრიალა ლოლიტამ
-რაიმე გემრიელს თუ მოამზადებ იქნებ შევწყვიტო ამის დაძახება.
-მეც მომშივდა, წავალ რამეს გავაკეთებ. მაგრამ არ იფიქრო რომ ამას იმიტომ ვაკეთებ შენ რომ თქვი, უბრალოდ მეც მშია.
-ხო,ხო აბა რაა.
-იდიოტო- თვალები დააკვესა და სამზარეულოში ნელი ნაბიჯით გავიდა.


***
-რატიი, ეს რა ადგილია? -გაფართოებული თვალებით დაიწყო დარბაზის თვალიერება ბარბარემ, ირგვლივ სულ წითელი ბუშტები იყო მიმოფანტული,მათ სმენას სწვდებოდა ვიოლინოზე შესრულებული ნაზი მელოდია. მთელს დარბაზში მხოლოდ ერთი მაგიდა იდგა ისიც ცენტრში, სცენასთან ახლოს.
-მინდოდა რომ ყველაფერი ლამაზი გამოსულიყო.
-გამოგივიდა კიდეც. -აღელვებულმა ამოთქვა და რატის სხეულზე მჭიდროდ მიეკრა.
-წამოდი დავსხდეთ. -მაგიდას მიუსხდნენ და ნაზ მელოდიას ყურს უდგებდნენ.ჯერ კიდევ ვერ იჯერებდა ბარბარე რომ ეს ყველაფერი მისთვის იყო.ასეთ ყურადღებას მიჩვეული არ გახლდათ.რატიმ სასმელი ჭიქებში დაასხა, თვალს ვერ წყვეტდა მის წინ მჯდარ სილუეტს, ისეთი გაბრწყინებული თვალებით უყურებდა არემარეს.
-ღმერთო როგორ მიყვარს ეს მუსიკა.- Ed Sheeran- Perfect-ის გაგონებისას ყურები ცქვიტა ბარბარემ.
-გინდა ვიცეკვოთ?-შესთავაზა რატიმ
-კიი-მალევე დასთანხმდა შემოთავაზებას და დარბაზის ცენტრში დადგა,ხელები მხრებზე მოხვია რატის და მთელი სხეულით ზედ აეკრო.
-იციი, თავიდან ვერ კი ვიფიქრებდი ჩვენი ურთიერთობა აქამდე თუ მივიდოდა. -საუბარი წამოიწყო და ხელები წელზე უფრო მჭიდროდ მოხვია.
-ამას მეც არ ველოდი, თავიდან ვერ გიტანდი.- კვერი დაუკრა ბარბარემ
-შენ რა მართლა ვერ მიტანდი?
-ხოო მართლა. ერთი საკუთარ თავზე შეყვარებული იდიოტი მეგონე.
-და ახლა?
-ახლა უბრალოდ ადამიანი ხარ რომელიც საუკეთესო მოგონებებს მჩუქნის.
-ყველანაირად ვეცდები მუდამ ასე იყოს. და მაინც თავიდან მეშინოდა იციი.
-რატომ? ან რისი?
-არვიცი.ასე უბრალოდ მეშინოდა. მაგრამ გაურკვეველია რისი.
-გეშინიაა რომ არ შეგიყვარდე? -სიცილით მიუგო და წამით მზერა გაუსწორა.
-შესაძლოა. მაგრამ ახლა უკვე შიშს აღარანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს.-ხრინწიანი ხმით უთხრა და თვალებში ჩააცქერდა.
-ანუ? რას გულისხმობ?
-არვიცი, მგონი მიყვარხარ უკვე. -ღიმილით უპასუხა და ლოყაზე ტუჩები მიაკრო.
-რატი მე არც კი ვიცი...
-ჩშშ... არაფერი თქვა. მე არსად მეჩქარება, უბრალოდ მეცეკვე. -სეულზე უფრო მაგრად მიიკრა და მელოდიას ფეხი ააყოლა..


***
-ღმერთო ჩემო- გულგახეთქილი წამოვარდა საწოლიდან ლილე-ეს რა ხმა იყო -ათხრთოლებული ხმით დაიჩურჩულა და ტელეფონს წაეპოტინა. სამზარეულოდან ხელმეორედ გაისმა მსხვრევის ხმა. -ვაიმე -დაიკივლა შეშინებულმა და სირბილით შევიდა სააბაზანოში კარიც წამსვე გადაკეტა და ტელეფონს დახედა რომელზეც კაკი რეკავდა. -ზუსტად დროულად- თქვა და ტელეფონს უპასუხა.
-ვიცი სულ ორი საათია რაც შენგან წამოვედი მაგრამ რომ არ დამერეკა არ შემეძლო. რას აკეთებთ ქალბატონო ლილე?
-კაკი გეხვეწები მიშველე -ათრთოლებული ხმით ითხოვა შველა და აცრემლიანებული თვალები სააბაზანოს მოავლო.
-რა მოხდა ლილე რა ხმა გაქვს?
-სახლში ვიღაც შემოიპარა კაკი, მიშველე გთხოვ.
-რამე დაგიშავა? სად ხარ შენ.
-სააბაზანოში ჩავიკეტე, გთხოვ მოდი. არაფერი დაუშავებია მაგრამ სამზარეულოდან მსხვრევის ხმა გავიგე.
-თითქმის შენს სახლთან ვარ ისედაც მანდ მოვდიოდი, დამელოდე და აბაზანიდან არ გამოხვიდე.
-კარგი გელოდები.
-ნუგეშინია პატარავ,თითქმის მანდ ვარ. -თბილი ხმით მიუგო და სიჩქარეს უმატა. სულ რამდენიმე წუთში მანქანა კორპუსის წინ გააჩერა შიგნით შევარდა და კიბეები აირბინა. შეჭრის კვალი არ ჩანდა მაგრამ კარი ნამდვილად ღია იყო,შიგნით შევარდა და პირდაპირ სამზარეულოოსკენ ააიღო გეზი. ნელა შეაღო კარი უკვე მუშტებს კრავდა ვიღაცის დასაჟეჟად მაგრამ ნანახზე სიცილი ვეღარ შეიკავა და ხმამაღლა გადაიხარხარა. -გშია პატარავ? -მაგიდაზე მჯდარ კნუტს მიუახლოვდა რომელიც კარამელს გამალებით ლოკავდა.-მოდი ჩემთან-ხელში აიყვანა ერთი ციდა არსება და გეზი სააბაზანოსკენ აიღო.
-ლილე, გამოდი მძევლები ვართ. დამალვას აზრი არ აქვს.- კარზე მიუკაკუნა ლილეს და მანაც წამსვე გააღო კარი,სახეზე ტირილის კვალი აშკარად აჩნდა, შიშისგან მთელი სხეულით ცახცახებდა. -ხელები მაღლა ლილე -კნუტი ცხვირწინ აუთამაშა და სიცილს მოჰყვა.
-ღმერთო კაკი, არ მითხრა რომ მთელი აურზაური ამ პატარა არსებამ მოაწყო.
-არა,სამზარეულოში გვამიც დავტოვე. -ლამის გაიგუდა ვაჟბატონი
-რა გაცინეებს? იცი როგორ შემეშინდა? -ტუჩები აუცახცახდა ეტყობოდა რომ ტირილს აპირებდა.
-კარგი, კარგი მოდი ჩემთან. -კნუტი ძირს დასვა და ხელები მჭიდროდ მოხვია. -რაზე ნერვიულობ ტო, აქ არ ვაარ? შენს მოსატაცებლდ ჩემსგარდა სხვა არავინ არ მოვა და დალშე წაუღიათ ყველაფერი.
-ნუ მეხუმრები, მართლა შემეშინდა.
-არგეხუმრები მართლა, სხვა ვინ უნდა მოგიტაცოს.
-ასეც ნუ მიმისაკუთრებ არიან სხვებიც.
-ვინ სხვები გოგო არ გამაგიჟო. -დასერიოზულდა უცებ.
-რავიცი თემო და ერეკლე დიდი ხანია რიგში დგაანან.
-იმ ჭკუაზე არ დამაყენო ეხლავე დაგავლო ხელი და წაგიყვანო.
-კარგი, კარგი გეხუმრე. წამოდი ყავა დავლოთ, თან ამ ონავარსაც ვაჭამოთ ვატყობ მშიერია.
-კარს ღიას კიდევ თუ დატოვებ,სახლში ზოოპარკის გახსნა მოგიწევს.
-შენ კი მიზეზი გექნება უფრო ხშირად რომ მოხვიდე აქ- მის წინ მდგომ მამაკაცს დაეჭყანა და სამზარეულოში ტანის რხევით გავიდა.

***
-აბა რას აკეთებს გასვიანების ქალბატონი?-ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა სანდრო
-სალათს ვაკეთებ და ბლინებს.- მხიარულად განაცხადა და შოკოლადიანი ბლინი ჩაკბიჩა.
-შენ რა უჩემოდ ჭაამ?-იწყინა სანდრომ
-შენ გშიოდა სასუსნავი კი არ გინდოდა.
-მე რაც მინდა ყველაფერი რომ მქონდეს საჭმელზე არც ვიდარდებდი.
-და მაინც რა გნებავთ ბატონო სანდრო?- კიდევ ერთხელ ჩაკბიჩა ბლინი და პირიც მოითხუპნა.
-მაგალითად შენ სვანების ქალო.- თმა ყურის უკან ნაზად გადაუწია და მათშორის მანძილი ორ ნაბიჯში შეამცირა.
-მგონი კარგად ვერ გავიგე, მე შენს სურვილებთან რა კავშირი მაქვს?
-ჩემი ყველაზე დიდი სურვილი რომ ხარ მაგას ლაპარაკი მართლა არ ჭირდება, ისევე მინდა შენს გვერდით ყოფნა როგორც შენ ჩემს გვერდით.-მისკენ გადაიხარა მისი სახე ხელებში მოიქცია და ყელზე სველი კოცნის კვალი დაუტოვა, ნელა მიყვებოდა ყელს ზემოთ მხარეს.
-სანდრო, გეყოფა. -ვნებამორეულმა უბიძგა მკერდზე ხელებით მაგრამ ამაოდ.სანდრო უმალ დაეტაკა მის მარწყვივით ტუჩებს და ამდენი წლის სურვილი აისრულა, როგორც იქნა ასე ახლოს იყო მასთან რა ეგონა ასე მარტივად გაუშვებდა? წამით მოწყდა მის ტუჩებს უჰაერობისგან რომ დასივებოდა და თვალებში ჩააცქერდა.
-ნელ-ნელა სურვილების ასრულებას ვიწყებ.- ტუჩებზე ნაზად გადაუსვა ცერა თითი.
-ამას რატომ აკეთებ?
-რას ვაკეთებ?
-რატომ ცდილობ ჩემთან ახლოს ყოფნას.
-მე არ შემიძლია შენგან შორს ვიყო.
-ეს არასწორია, ასე არ უნდა ვიქცეოდეთ. -მისგან წამსვე განთავისუფლდა და უკან დაიხია.
-აღიარე რომ შენც გინდა ჩემთან ყოფნა, თავს რატომ მარიდებ?
-რა ვაღიარო ის რომ მიყვარხარ? ვაღიარე და მერე რა იცვლება? ეს შენ ისედაც იცოდი.
-ვიცოდი, მაგრამ ამის შენგან მოსმენა ბევრად უფრო სასიამოვნოა ჩემო ჭირვეულო პრინცესავ.-ისევ დაფარა მათ შორის მანძილი და ქალბატონი სამზარეულოს მაგიდაზე მიაყუდა.- ვერ ავიტან სხვასთან რომ იყო გესმის? პირველად შემიყვარდა თანაც უკვე წლებია ეს გრძელდება, ქალი რომელიც მიყვარს სხვასთან რომ იყოს გავგიჟდები. ჭკუიდან გადავალ სხვასთან რომ იყო გესმის?
-დამშვიდდი სანდრო, არავისთან ყოფნას არ ვაპირებ. მაგრამ ჯობია წავიდე.
-არა, ჩემთან იყავი, ამაღამ ნუ წახვალ.
-სანდრო მგონი არ ღირს აქ დარჩენა.
-თუ არ გინდა ვაფშე ხმასაც არ ამოვიღებ, უბრაალოდ არ წახვიდე. რამე ფილმს ვუყუროთ. -თვალები ააფახულა სანდრომ.
-კარგი მაგრამ იცოდე ფილმს მე ავარჩევ. -ბლინები ცხვირწინ აწაპნა და ოთახიდან სირბილით გავიდა...




ვიცი რომ გალოდინეთ მაგრამ სხვანაირად ვერ მოვახერხე. ჯანმრთლობის პრობლემა და ათასი სხვა მაქვს თანაც მუზაც არ მქონდა.
ირაკლის და ნატას დანაკლისს შემდეგ თავში ავანაზღაურებ.
ველი თქვენს კომენტარებს



№1 სტუმარი სტუმარი gvantsa

როგორ გამიხარდა რო დაგვიბრუნდიი :)) სანდროს და ლოლიტას როგორც იქნა საშველი დაადგა ვაშააა :))ვგიჟდები შენი ისტორიის წყვილებზე ,საყვარლები

 


№2  offline წევრი lortkia

ნატა და ირაკლი ნუ დამიჩაგრე smile heart_eyes დანარჩენი კარგია heart_eyes

 


№3  offline მოდერი ენქეი

სტუმარი gvantsa
როგორ გამიხარდა რო დაგვიბრუნდიი :)) სანდროს და ლოლიტას როგორც იქნა საშველი დაადგა ვაშააა :))ვგიჟდები შენი ისტორიის წყვილებზე ,საყვარლები




ძალიან დიდი მადლობაა heart_eyes

 


№4 სტუმარი nini

ვგიჟდებიიი
ძალიან მაგარია

 


№5  offline მოდერი ენქეი

lortkia
ნატა და ირაკლი ნუ დამიჩაგრე smile heart_eyes დანარჩენი კარგია heart_eyes




მადლობაა innocent

 


№6  offline წევრი EllaTriss

ძაან მაგარიაა ❤ ვგიჟდები სანდროზე და ლოლიტაზე ნუ ზე წყვილია ❤ შემდეგ თავში არ დამიჩაგროო

 


№7  offline მოდერი ენქეი

Maria_
ძაან მაგარიაა ❤ ვგიჟდები სანდროზე და ლოლიტაზე ნუ ზე წყვილია ❤ შემდეგ თავში არ დამიჩაგროო



მადლობაა
შემდეგ თავში არ დავჩაგრავ heart_eyes

 


№8 სტუმარი ანუ

როდის დადებ

 


№9 სტუმარი სტუმარი სესილია

ველი შემდეგ თავსს

 


№10  offline მოდერი ენქეი

სტუმარი სესილია
ველი შემდეგ თავსს


საღამოსთვის მზად იქნება

 


№11 სტუმარი სტუმარი მარი

როდის დადებ შემდეგ თავს?????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent