შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ალექსანდრე ქალდანი (10 თავი)


7-08-2020, 17:54
ავტორი nina_m
ნანახია 3 074

თავი 10
ჩვენი დასვენება სამ საათს მაინც გაგრძელდა, მაგრამ ალექსანდრესთან ყოფნის მომენტმა დიდხანს არ გასტანა. არ ვიცი რატომ, მაგრამ მასთან ყოფნის დროს გამეფებული დუმილი ცოტას მძაბავს და საღად აზროვნების უნარს მართმევს. ზუსტად მაშინ მინდება ყველაფერზე ფიქრი იმაზე, თუ რატომ ვეხუტები? რა ხდება? ვინაა ჩემთვის? რას ვგრძნობ და ათასი რამ
- მე წავალ და ცოტახანს დავწვები თორემ თავი მტკივა თან შემცივდა ცოტა - მოულოდნელად წამოვდექი და ალექსანდრეს გავხედე, რომელიც ჩემი უეცარი ცვლილებისგან აშკარად გაკვირვებული იყო, მაგრამ მე უარესად დაბნეული ვიყავი და აუცილებლად მჭირდებოდა მისგან შორს ყოფნა.
- კარგი, ძალიან გტკივა თავი? რამე ხო არ მოხდა?- ამომხედა გაკვირვებულმა
- არა უბრალოდ საღამომდე ცოტახანს დავწვები, რომ თავის ტკივილმა გამიაროს
- წამალი არ გინდა?
- არა, უბრალოდ დავწვები ისეთი არაფერია
- მიდი მაშინ - აშკარად არ დაიჯერა ჩემი სიტყვები ისე ცივად მიპასუხა და მეც ოთახში შევედი.
თქვენ მოგსვლიათ ასეთი რამ? ან ასეთ გაურკვევლობაში მაინც ყოფილხართ? თავი 16 წლის გოგო მგონია, რომელიც რაღაც პირველად განცდილის გამო სულ ღრუბლებში დაფრინავს. მართალია 16 წლის ასაკშიც არ დავფრინავდი მაგრამ ჩემგან განსხვავებით სხვებს ამის მეტი გამოცდილება ქონდა ახლა კი ამ ასაკში ისეთები მემართება თავად, რომ ვერ ვიგებ რას ვგრძნობ და რა არის.
- ლი გძინავს? - გვერდით მივუწექი დაქალს
- კი - ამოიზმუვლა მესხიძემ
- გაიღვიძე რა - ახლა ვინმესთან ლაპარაკი ისე მინდოდა როგორც არასდროს
- მერე სხვა დროს რა - გამოფხიზლებას არ აპირებდა ლილე
- გთხოვ, სალაპარაკო მაქვს
- მმმ - უფრო კომფორტულად შემოიხვია პლედი
- ალექსანდრეზე უნდა გელაპარაკო
- ვინაა ალექსა.... - უცებ დადუმდა - რაა? - ახლა უკვე გამოფხიზლებულმა წამოყო თავი და ისეთი შეკივლა, ეჭვი მაქვს მთელმა მესტიამ გაიგო მისი ხმის იოგების შესაძლებლობებზე
- მოკეტე გოგო რა გაყვირებს - ხელი ავაფარე პირზე
- ალექსანდრეზე რა უნდა მომიყვე? - ხელი ჩამომაწევინა და თვალები მოიფშვნიტა
- თუ დამშვიდდები მოგიყვები
- კაი მიდი მაშინ, ოღონდ დაწვრილებით - თვალები დამიქაჩა
- ჯერ გოგოებს მიწერე რა ისინიც მოვიდნენ
- ახლავე - ტელეფონი აიღო და sms გაგზავნა
- რაღაც მნიშვნელოვანია?
- ლილე დამაცდი? მოვიდნენ მია და მარიამიც
- აბა რა ხდება? - კარი პირდაპირი მნიშველობით შემოგლიჯა მარიამმა
- ალექსანდრესთან რა მოხდა? - უკან მოყვა მიაც
- თქვენ მშვიდად შემოსვლა არავის არ შეგიძლიათ? - ვკითხე სამივეს
- ქალო რა ხდება - აღმოხდა მიას
- რა მიწერე? - გადავხედე ლილეს
- რომ ალექსანდრესთან ბომბი ამბავი მოხდა და უნდა მოყვე
- ღმერთო ამდენ ქათმისტვინას როგორ გავუძლო, ეს ბომბი საიდან დაახეთქე - ავხედე ჭერს
- ახლა თუ არ დაიწყებ ბომბი მერე ნახე... - თვალები დამიქაჩა მარიამმა და მიასთან ერთად საწოლზე წამოგორდა.
გოგოებს მოვუყევი რაც ხდებოდა იმის მერე, რაც სვანეთში წამოვედით და ვუთხარი გადაკვრით რომ რაღაც შეგრძნებებიც მქონდა მაგრამ რა თავადაც ვერ ვერკვეოდი.
- მე კი ვიცი ეს რა არის, მაგრამ მოდი დავტესტოთ - თვალები აათამაშა მარიამმა და გოგოებს გადახედა
- როგორ უნდა დატესტო ერთი - გამეცინა
- მასთან სიახლოვის დროს რას გრძნობ? - მკითხა მარიამმა
- არ ვიცი - მხრები ავიჩეჩე და წარმოვიდგინე, რომ ქალდანის სიახლოვეს ვიყავი - სითბოს - თქვისდა უნებურად წამომცდა - და უჩვეულად კომფორტულად ვარ როცა ჩემს გვერდითაა... ზოგჯერ გული მიჩქარდება და სხეულში უცნაური შეგრძება მეუფლება, როცა ზედმეტად ახლოსაა ან მეხება ყოველთვის ჟრუანტელი მივლის და ვფორიქადები. მისი სურნელი კი - თვალები დავხუჭე და ღრმად ამოვისუნთქე თითქოს მის არომატს შევისუნთქავდი - არ ვიცი იცით როგორია? აი ყველაზე განსხვავებული მარტო სუნამოს სურნელი კი არა ის ალექსანდრეს სურნელია, მილიონში რომ გამოარჩევ აი ისეთი. მისი თვალები კი ყველაზე ღრმა და მშვენიერია, შეიგიძლია ჩაიკარგო და მთელი სამყარო ნახო ამ ორ ღამისფერ სფეროში. - მისი თვალების გახსნებისას სხეულში სითბო ჩამეღვარა. - მისი ხასიათიც კი ისეთია რომ შეგიპყრობს, მისი პიროვნება დაგადუმებს და იდუმალება თავის მარწუხებში მოგაქცევს. ამიტომ არის, რომ მასზე ფიქრებს ყოველთვის შორს მივყავარ იმდენად შორს, რომ დაკარგვისაც მეშინია. მეშინია, რომ ჩავიკარგები და მივეჯაჭვები, მაგრამ თავს ვერაფერს ვერ ვუხერხებ. როცა იტალიაში იყო მეგონა, რომ ყველაფერი კალაპოტში ჩადგებოდა, მაგრამ საშინალდ ვგრძნობდი თავს, მისი სიშორე მაწუხებდა და მაფიქრებდა იმაზე თუ, როდის მივედით აქამდე. როდის დავიწყე მასზე ფიქრი, მაგრამ ეს პირველივე დღიდან მოხდა, როცა განუწყვეტლივ შეგვეძლო ჩხუბი და სცენების მოწყობა, საბოლოოდ კი სადამდე მივედი თქვენც კი ხედავთ. - სახეზე ხელი ჩამოვისვი და დადუმებულ გოგოებს გადავხედე
- გიყვარს - მტკიცედ ჟღერდა ლილეს ხმა
- ძალიან - დაამოწმა მიამ
- და შარში ხარ - გაიღიმა მარიამმა
- მიყვარს? - უფრო საკუთარ თავს დავუსვი ეს კითხვა, ვიდრე გოგოებს
- ნამდვილად - ერთხმად მითხრა სამეულმა
- მიყვარს? - გამეღიმა - და თუ ეს სიყვარული არ არის, მაშინ მშვენიერი გრძნობაა. - ისევ უჩვეულოდ გამითმა სხეული
- როგორც იქნა - ხელები აღმართა ლილემ - ძლივს აღიარე და იცი რა მაინტერესებს?
- რა? - კითხვისნიშნიანი მზერა მივაპყარი ლილეს
- რა გააკეთა ეგეთი რო აი შეენ, თვით ანა და კაცების რისხვა მოგარჯულა - უკვე სიცილზე გადავიდა მესხიძე და აიყოლია გოგოებიც
- ახლა ნერვები არ მომიშალო - თვალები დავუბრიალე დაქალს და მეც გამეცინა
- ვსო ახლა ისღა დაგვრჩენია, დროზე მოიფიქროს ქალდანმა და გამოგიტყდეს სიყვარულში თორემ ჩემი ხელი მოვკლავ - მუქარაზე გადავიდა მესხიძე
- ნუ ბოდავ გოგო რაღაცებს, საიდან მოიტანე რო ვუყვარვარ? ან მაცადე ჯერ კიდევ გავერკვე რო დამაოჯახე და გამაჩენინე თერთმეტი შვილი. და საერთოდაც ქალდანს თითს არ დაადებ - თვალები დავუქაჩე და ბოლოს მე გამეღიმა ისევ
- ეხლა ამას მაგრა ვცემ, როგორ იცავს ხო ხედავთ - გადახედა მარიამმა გოგოებს - რა არ უყვარხარ გოგო ან რა არ გიყვარს არ ამაფორიაქო ახლა
- უბრალოდ ადამიანურ ურთიერთობაზე გადავედით ჩხუბის მერე და არ მინდა რაღაცები გავაზვიადო
- ამას ახლა მე ვცემ - ახლა მიამ გამიმეტა
- თავს ნუ იდებილებ იცოდე და ორი წლის ბავშვივით ნუ იქცევი, ესე ცა მოწმენდილზე ვინ ეხუტება გოგოს, ვინ ზრუნავს, ვინ უფრთხილდება, ვის ენატრებათ აი ძაან მაინტერესებს - გამოცდილი ქალივით ჩაირთო ლილე
- დამღალეთ უკვე - თავი მობეზრებით გადავაქნიე
- აჰა ნახავ წლის ბოლომდე ქორწილი თუ არ მოვცხოთ - გამხიარულდა მარიამი
- ნუ დამტანჯავთ ახლა, ჩათვალეთ არაფერი მითქვამს და არც ბიჭებს მოუყვებით იცოდე - თითი დავუქნიე გოგოებს
- მაგის თქმა საჭირო არ იყო - თითქოს ნაწყენმა გადმომხედა მარიამმა
- კარგი ხო, მოვრჩეთ ეხლა რა ამაზე ლაპარაკს. უბრალოდ ისე დავიტანჯე რო არ მეთქვა აღარ შემეძლო, ცოტა მომეშვა და უკეთ ვარ - გამეღიმა - ყავა არ გინდათ?
- აუ ცხელი შოკოლადი არ გვაქვს? - იკითხა მიამ
- აუ მეც შოკოლად მირჩევნია რა, ექიმმა კარგი იქნება თუ ყავას შეამცირებო და ჩემი პაწაწო შოკოლადზე უნდა გადავიყვანო ცოტა ხნით - მუცელს მოეფერა მარიამი
- კი, გვაქვს და ვერ წარმოიდგენთ როგორ გემრიელ ცხელ შოკოლადს დაგალევინებთ ახლა - გოგოები საწოლიდან წამოვყარე და სამზარეულში გავედით.
ბიჭები ისევ არ ჩანდნენ, ალბათ ეძინა ყველას. ჩვენ ცხელი შოკოლადი დავლიეთ და კიდევ უამრავ თემაზე ვისაუბრეთ. ისე გავიდა ორი საათი ვერც გავიაზრეთ. თავი ისევ დამიანემ შეგვახსენა
- აუ აი იმენა ძაან მეძინა რა - თვალების ფშვნეტით შემოვიდა სამზარეულოში და მაგიდას მოუჯდა
- ხო, დიდხანს კი გეძინათ, ბიჭები არ გინახავს? -კითხა მიამ
- მათეს შევხედე და ეძინა, ბექასაც. ალექსანდრე რა დროს გავიდა ოთახიდან არ ვიცი მარა იქ არაა, ეზოში იქნება ან გარეთ გავიდოდა
- ხო, შეიძლება - უფრო ჩემთვის ვთქვი ვიდრე ბავშვების გასაგონად.
- მოდი, რაღაცები მოვამზადოთ და დღეს მწვადი შევწვათ, თან ცოტა დავლიოთ რა - იდეა წამოჭრა დამიანემ
- აუ ხო სანამ აქ ვართ კარგად გავერთოთ - იდეით მოხიბლული იყო ლილეც
- მაშინ კიდევ რაღაცებს მოვამზადებთ, მხოლოდ მწვადი რას გვეყოფა და მაღლა აივანზე დავსხდეთ თუ გინდათ - შევთავაზე ბავშვებს
- ხო, მასე ჯობს გუშინაც ძაან ციოდა და ზემოთ მყუდროდ მაინც ვიქნებით მე და ჩემ პატარას არ გვაწყობს გაციებები და ამბები - ისე მუცელს მოეფერა მარიამი და ჩვენც სახე გაგვებადრა.
- წავალ მე ბიჭებს გავაღვიძებ მაშინ - ფეხზე წამოდგა დამიანე.
დრო როგორ გავიდა ვერ გავიგეთ, ცხრა ხდებოდა უკვე გოგოებმა საქმე რომ დავასრულეთ და ბიჭებიც მწვადის შეწვის ბოლო ეტაპზე იყვნენ.
- მოდი ჩვენ მაგიდას გავაწყობთ და ანა შენ ბიჭებს გახედე, როდის მორჩებიან და დავსხდეთ - მითხრა ლილემ
- კარგი, გავალ - სველი ხელები შევიმშრალე და უკან ეზოში გავედი ბიჭებთან. - რას შვრებით? - ვკითხე როგორც კი მივუახლოვდი
- აუ შევიბოლე ტო - აწუწუნდა მათემ და რაღაც ნაჭრით სცადა მისკენ წასული კვამლის მოგერიება
- ნუ წუწუნებ შე***ა სამაგიეროდ ნახე რა გემრიელია - უკვე შემწვარი მწვადი გაიქანა პირში ბექამ
- არა გემრიელი არის - მიბაძა მათემაც
- მალე დაასრულებთ? გოგოები აწყობენ მაგიდას უკვე
- კი კი აი ბოლო შამფურები დარჩა და ხუთ წუთში მზადაა - შამფურზე მიმითითა დამიანემ - აუ ისე ჩვენი გაუცინარი პრინცი სად არის? - ამაში ნამდვილად ალექსანდრე იგულისხმებოდა, საქმეში ისე გავერთე ვერც კი შევამჩნიე რომ არ მოსულა. არადა მეგონა ბიჭებთან იქნებოდა
- იმის მერე არ გამოჩენილა? - ვკითხე ბიჭებს
- რავი არსად ჩანს და ტელეფონიც ოთახში აქვს - მხრები აიჩეჩა დამიანემ
- სად წავიდოდა მოვა ალბათ სოფელს ათვალიერებს
- კარგით წავედი და მოდით მალე - გავუღიმე ბიჭებს და სახლისკენ წავედი. რამდენიმე საათი იყო გასული და ამდენ ხანს როგორ ვერ მორჩა სეირნობას. - გოგოებო ახლავე მოვალ - მეორე სართულზე მოფუსფუსე გოგოებს ავძახე და ისე, რომ მათი „სად მიდიხარ“ დავაიგნორე ეზოდან გავედი.
ჩვენი სახლი საკმაოდ მაღლა იყო, თითქმის მთელი სოფლის გამოვლა მოგვიწია აქამდე, ამიტომ გადავწყვიტე ქვემოთ ჩავსულიყავი, უკვე ბნელოდა და ჩემი სიბნელის შიშიც უფრო უსაფრთხო ადგილს ეძებდა წასასვლელად. რამდენიმე დაღმართი ისე ჩავიარე, რომ არავინ შემხვედრია. შორიდან ისმოდა რამდენიმე ქალის საუბარი და მეც მათკენ ავიღე გეზი, თუმცა რომ ვკითხე ვინ უცხო ხომ არ დაგინახავთ თქო იუარეს არავინ შეგვხვედრიაო და მეც მიმართულება შევიცვალე და ახლა ერთ-ერთ აღმართს დავადექი. ერთადერთი რაც ვერ დავძლიე სიბნელის და ძაღლების შიშია, არ ვიცი როგორ გავბედე ჯერ კიდევ მარტომ, აქ გამოსვლა მაგრამ ვდარდობდი ალქესანდრეს არ ყოფნას და შიშებზე უკვე აღარც კი ვფიქრობდი. მთავარია სადმე ძაღლი არ გადამეყაროს. ხომ გაგიგიათ ადამიანს მაშინ ახსენდება ყველაფერი საშიში და უაზრობა, როცა ყველაზე დაძაბულ მომენტშია. ერთ სახლს მივუახლოვდი, რომელიც აშკარად ნასახლარი უფრო იყო ვიდრე გამართული სახლი. შიგნიდან სინათლე, არ მოჩანდა და მთვარის შუქზე რაც შევამჩნიე მეორე სართულის ჩამსხვრეული ფანჯრები იყო, მის უკან კი მაღალი კოშკი მოჩანდა. აი სწორედ ახლა გამახსენდა წინა ღამეს მოყოლილი მათეს ისტორია და შიშით, მაგრამ ჯიუტად განვარგძე სახლის დაკვირვება. ერთ მომენტში, ეზოში ლანდსაც კი მოვკარი თვალი და უფრო დავიძაბე, არ ვიცი შიშით უნდა გავქცეულიყავი მე კი აზრად მხოლოდ დამალვა მომივიდა და იქვე დიდი ხეს ამოვეფარე. ვეცადე საკუთარი თავი დადებითად განმეწყო და მთელი ჩემი პროფესიული უნარ-ჩვევები ჩავრთე, რომ ამაზე არ მეფიქრა და მშვიდად დავბრუნებულიყავი უკან. რამდენიმე სუნთქვითი ვარჯიში გავაკეთე, თავს შემოვუძახე და ისევ დაღმართისკენ ვაპირებდი წასვლას, რომ ნაბიჯების ხმარ მომესმა ზურგს უკან და ადგილს მივეყინე. ასე უბრალოდ ვიდექი და ვგრძნობდი როგორ მიახლოვდებდა ვიღაც ან რაღაც. მთელი სხეული დამიმძიმდა და წამიერად მივეყინე ადგილს
- ანა აქ რას აკეთებ - ზურგს უკან, ძალიან ახლოს ვიგრძენი სასურველი ხმა და ერთიანად მოვდუნდი. - კარგად ხარ? - უფრო მეტად მომიახლოვდა და ზურგიდან მხარზე დამადო ხელი. არ ვიცი შიში ეფექტი იყო, თუ მისი ხმის გაგონების სურვილი, მაგრამ ერთიანად მოვბრუნდი და მთელი ძალით მოვხვიე ხელები სასურველს. არც მისმა რეაქციამ დააყოვნა და მჭიდროდ მომიქცია თავის მკავებში თავი კი ჩემს კისერში ჩარგო - კარგად ხარ? - ამოიჩურჩულა ცოტახნის შემდეგ
- ახლა უკვე კი - ჩუმად ვუთხარი და ოდნავ მოვშორდი, მხოლოდ ახლა მივხვდი რომ თვალები ცრემლით მქონდა სავსე და ამის გააზრებაზე ჩემმა სისუსტემ უფრო მეტად მომიშალა ნერვები და ცრემლებს გასაქანი მივეცი
- შენ რა ტირი? - შეცვლილი ხმით დამხედა ზემოდან და ცერა თითებით ცრემლები მომიმშრალა - რა მოხდა მეტყვი?
- სად იყავი? - ძლივს ამოვთქვი ეს ორი სიტყვა
- სასეირნოდ გამოვედი, მოიცა ამიტომ ტირი - ოდნავ გამეღიმა - ჩემს მოსაძებნად გამოხვედი? - ახლა უფრო შეეპარა ღიმილი
- არა უბრალოდ, კი ანუ აქეთ ვიყავი და - დავიბენი, არ ვიცოდი რა მეთქვა - არ ვიცი რატო ვიტირი, სიბნელე იყო თან არც თუ ისე ჯანსაღად გამოიყურება ეს სახლი - თვალით სახლზე მივანიშნე - თან მათეს ისტორია გამახსენდა და ნაბიჯების ხმა რო გავიგე საერთოდ გავშეშდი შიშისგან.
- როგორი მშიშარა ყოფილხარ - ახლა უკვე შეუფარავად გაეღიმა ქალდანს - მოდი ჩემთან - ხელი მომხვია და გულზე მიმიხუტა, ხელი კი თმაში შემიცურა - მაპატიე ჩემი ბრალია, აღარ შეგეშნდეს კარგი? შენს გვერდით ვარ - ტუჩები საფეთქელზე მომაკრო და მეც სიამოვნებისგან გავირინდე.
- ბავშვები გველოდებიან წავიდეთ - უცებ მოვშორდი და სახლისკენ წავედი, ის კი უკან მომყვებოდა ჩვეული დინჯი ნაბიჯით
- მოიცადე - ცოტახანში სწრაფად დამეწია და ხელი მკლავში ჩამავლო - გაბრაზებული ხარ?
- და რატომ გადარდებს?
- რომ გეკითხები ეს იმას ნიშნავს, რომ მადარდებს - ხმა დაუსერიოზულდა და ჯიუტად ჩამაჩერდა თვალებში
- ამდენი ხნით უნდა გაქრე ისე, რომ ტელეფონიც არ წაიღო?
- კარგი პატარა - პატარაო? ღმერთო ოღონდ ახლა სული არ განვუტევო - მაპატიე კაი - მარჯვენა ხელი ლოყაზე ჩამომისვა და თმა ყურს უკან გამომიწია, მარცხენა ხელით კი ხელის მტევანზე მეფერებოდა - უბრალოდ, იქ იმ სახლის უკან ძველი კოშკი აღმოვაჩინე, ძალიან ლამაზია... მთელი სოფელი ჩანს გპირდები მეორე შენთან ერთად წამოვალ რომ არ განერვიულო, - ახლოს მიმიზიდა და შუბლზე ფრთხილად მაკოცა.
გზაში ხმა არცერთს აღარ ამოგვიღია ისე მივედით სახლამდე გონებაში მისი ნათქვამი „პატარა“ მახსენდებოდა და მეღიმებოდა. ბავშვების გაკვირვებული მზერა დავაიგნორეთ და მაგიდასთან ერთმანეთის პირდაპირ დავიკავეთ ადგილი. მე კი მაქსიმალურად ვცდილობდი გოგოების დაქაჩული თვალები დამეიგნორებინა.
- დღეს ხომ ვსვამთ არაა - გადავხედე ყველას, ახლა დალევა ნამდვილად ყველაზე მეტად მინდოდა.
- აუ კიი ტო - გამიღიმა დამიანემ და ჭიქაში არაყი დამისხა - ღვინო ხო არ გირჩევნია? - მკითხა ბოლოს
- არა, არაყი ჯობს
- ჩემი გოგო ხარ რა - თბილად გამიღიმა და ხელი მხარზე დამადო , დავინახე ჩემს წინ მჯდომ ქალდანს როგორ დაეჭიმა ძარღვები და თვალი დამიანეს ხელს გააყოლა - აბა ყველა ვსვამთ ბოლომდე - გამხიარულდა უმცროსი ქალდანი და ყოველგვარი სადღეგრძელოს გარეშე გამოცალა არყის ჭიქა, მეც მას მივბაძე და დანარჩენებიც მოგვყვნენ მარიამის და ალექსანდრეს გარდა. - კაი მარიამი გასაგებია ორსულადაა არ სვამს, შენ რა გჭრს შე***მა შენც ორსულად ხოარ ხარ - სრული სერიოზულობით კითხა ალექსანდრეს და ცდილობდა არ გაღიმებოდა, დამიანეს ბედს ვიზიარებდით ყველა.
- ნუ ბოდავ შენი ჭირი მე რა - ბრაზით გამოსცრა კბილებში და არყის ჭიქა ისე გამოცალა რომ თვალი არ მოუშრებია ჩემთვის.
- ოოო ეს უკვე სხვა ამბავიააა - წამოიძახა მათემ და ახლა მან შეავსო ჭიქები.
საღამო საბოლოოდ მხიარულების ეტაპზეც გადავიდა, ძირითადად ბავშვობის ამბებს ვიხსენებდით და ვხალისობდით, ალექსანდრეც მოეშვა და მხიარულებაში აგვყვა.
- აუ ერთხელ სკოლაში ანა მოსწონდა მის პარალელურ კლასელს დაჩის - მოყოლა დაიწყო ლილემ - მოსწონდა რა მგონი ახლაც ყურებამდეა შეყვარებულია - გაეცინა - ეს კიდე ყოველთვის ბიჭების რისხვა იყო, ათ მეტრზე არავის იკარებდა. ერთხელ სპორტის გაკვეთილზე დაჩიმ ყველას თანდასწრებით გამოაცხადა, რომ ანა უყვარდა და აი უნდა გენახათ ამის სახე სადაცააა ბრაზისგან აფეთქდებოდა. იყო ტაში ოვაციები და ყველა ანას პასუხს და რეაქციას ელოდა... ნეტა იცოდეთ რა ქნა - ჩაბჟირებას იყო მესხიძე და საერთოდ არ აქცევდა ჩემს დაქაჩულ თვალებს ყურადღებას. - ძაან მშვიდად მიუახლოვდა წიხლი უთავაზა ფეხებს შორის და ეს არ აკმარა, ბოთლიდან ცივი წყალი დააცალა თავზე. - უკვე სუნთქვის დარეგულირებას ცდილობდა ყველა
- და რა გაცინებთ ძაან მაინტერესებს - გადავხედე გაბრაზებულმა ყველას. ან მართლა რა აცინებდათ რა იყო სასაცილო ერთი.
- საწყალი ბიჭი - დანანებით ამოიგმინა ალექსანდრემ და ტუჩის კუთხეში ღიმილი შეეპარა.
- იმის მერე საერთოდ გიახლოვდებოდა მაინც - სიცილით მკითხა დამიანემ
- კი, იმის მერე სამჯერ აუხსნა კიდე სიყვარული მგონი, ბოლო შარშან იყო - ჩემს ნაცვლად პასუხი გასცა ლილემ
- რა გატლიკინებს შენ ან სასაცილოს რას ხედავ ერთი - დავუბღვირე ლილეს
- კარგი ხო მაპატიე - სიცილით აწია ხელები დანებების ნიშნად.
კიდევ ბევრი ამბავი გავიხსენეთ, მხოლოდ ალექსანდრე არ ყვებოდა არაფერს და დუმდა. სამაგიეროდ დამიანემ ამხილა ალექსადნრესთან ერთად გატარებული ჩხუბის საღამოები და ბავშვობის სიცელქეები. საბლოოდ ყველა კარგად შევთვერით, მარიამის გარდა და როცა მივხვდით რომ უკვე არაფრის თავი გვქონდა და საგრძნობლადაც აცივდა, მაშინ გადავწყვიტეთ დავშლილიყავით. მიამ და მათემ ერთმანეთი შეიტანეს ოთახში. მარიამი და ბექაც მათ მიყვნენ.
- აუ ცოტა ხანს კიდე ვიყოთ რა - დაიწუწუნა ენის ჩლიფინით ლილემ
- მე თანახმა ვარ - ხელი აწია დამიანემ და ლილეს გვერდით გადაჯდა
- ძილს მეც არ ვაპირებ, ჰამაკში ჩავალ ცოტა ხანს. - ვუთხარი ბავშვებს და პირველი სართულისკენ წავედი. ჰამაკში რომ ჩავჯექი მაშინ შევამჩნიე, რომ ალექსანდრეც დაბლა ჩამოვიდა მაგრამ პირველ სართულზე შევიდა. საკმაოდ ბევრი მქონდა დალეული თუმცა არა იმდენად რომ აზროვნების უნარი წამრთმეოდა. ჰამაკში ვირწეოდი და თან იმაზე ვფიქრობდი თუ სადამდე მიდიოდა ჩემი გრძნობები. იმის დადგენას ვცდილობდი თუ რას ფიქრობდა ალექსანდრე და იყო ეს გრძნობა ორმხრივი თუ არა.
- ყავა მოგიტანე - თავზე მოულოდნელად დამადგა ქალდანი და მეც მაშინვე მოვწყდი ჩემს ფიქრებს.
- მადლობა - ოდნავ წამოვიწიე და ფინჯანი გამოვართვი - დაჯდები? - ვკითხე ჰამაკზე. პასუხი ისევ არ გამცა, მაშინვე ჩემკენ წამოვიდა და გვერდით დაიკავა ადგილი. ისევ ეს სიახლოვე, ისევ ეს სურნელი და ცეცხლი ჩემს ორგანიზმში.
- ისეთი ნამდვილად არ არის როგორსაც შენ ამზადებ მაგრამ, ცოტას გამოგაფხიზლებს და გაგათბობს. - თბილად გამიღიმა და თავისი ფინჯნიდან ყავა მოსვა
- შენ საერთოდ არ დათვერი? - ვკითხე და კომფორტულად მოვთავსდი ჰამაკში.
- დავლიე მაგრამ არა იმდენი რამდენიც დანარჩენებმა.
- ყავა გემრიელა - ვუთხარი როცა შავი სითხე დავაგემოვნე.
- მიხარია თუ მოგეწონეა - ჩუმად თქვა - არ გეძინება? - მკითხა ბოლოს
- ცოტა კი, მაგრამ ჰაერზე ყოფნა და ცოტა გამოფხიზლება მირჩევნია, შენ?
- აქ, შენთან ყოფნა მირჩევნია - თბილად გადმომხედა და თვალებში ჩამაჩერდა. - ყველაფერს მირჩევნია - ჩაიჩურჩულა და სახიდან თმა გადამიწია.
- იმ კოშკში წამიყვან?
- წაგიყვან - გამიღიმა და მიმიხუტა. არ ვიცი ასე რამდენ ხანს ვიყავი მაგრამ, როგორც ჩანს მალევე ჩამეძინა მის მკავებში, ერთადერთი რაც ვიგრძენი ის იყო რომ ჰამაკიდან საწოლზე აღმოვჩნდი და კომფორტულად გავაგრძელე ძილი.




ამჯერად დილით თავის ტკივილმა გამაღვიძა. საშინლად მძიმედ ვგრძნობდი თავს, ჯერ თვალების გახელას მოვანდომე ალბათ ათი წუთი მაინც და მერე იმის გახსენებას თუ სად ვიყავი, რატო ვიყავი და საერთოდ ვინ ვიყავი. გვერდი ვიცვალე და თვალებით ლილეს მოძებნა და ვიწყე, მაგრამ ოთახში აშკარად არავინ იყო
- ლი...- გადავწყვიტე დამეძახა მაგრამ თავი იმდენად ამტკივდა მაშინვე შევწყვიტე ჩემი ჩანაფიქრის განხორცილება და ტელეფონს დავუწყე მოძებნა. ჩემდა საუბედუროდ არც მობილური ჩანდა ოთახში და საბოლოოდ დამარცხებულმა გადავწყვიტე ავმდგარიყავი და მშვიდობით გავსულიყავი სამზარეულომდე მაინც. ტანზე გუშინდელი ტანსაცმელი მეცვა და ახლა იმაზე ფიქრი დავიწყე თუ როგორ აღმოვჩნდი საწოლში ან რატო დავწექი ასეთ ფორმაში. საბოლოოდ მივხვდი რომ ჩემი ტვინი ჯერ კიდევ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო და ვერ აზროვნებდა ამიტომ დიდი თბილი ჟაკეტი შემოვიცვი და გარეთ გავედი.
- ოჰ გაუღვიძია - დერეფანში შემხვდა მათე საშინლად დაბოხებული ხმით და დასიებული თვალებით შემეგება და ამათვალიერა - მითხარი რო შენც კვდები
- შემხედე შენი აზრით ცოცხლებში ვწერივარ - ჩემ თავზე მივუთითე და თავზე ხელი მოვიჭირე თითქოს ტკივილს გამიყუჩებდა.
- წამოდი, სამზარეულომ იქნებ გვიშელოს რამე დავლიოთ - ხელი გადამხვია და აივანზე გავედით, ეზოში არავინ ჩანდა ამიტომ პირდაპირ სამზარეულოსკენ ავიღეთ გეზი, სადაც ყველა სრული შემადგენლობით დაგვხვდა.
- ლოთებს სალამი - სიცილით აგვიწია ხელი დამიანემ და სიცილში აიყოლია ლილე
- რა მარტო ჩვენ დავლიეთ? - საწყალი თვალებით გადავხედე ყველას და მზერა ალექსანდრეზე შევაჩერე, რომელიც ჩემი და მათეს მდგომარეობით აშკარად კარგად ხალისობდა.
- არა, ჩვენც ცუდად ვიყავით და მარიამმა გვიმკურნალა - თვალით მარიამზე მანიშნა მიამ - მოდით დასხედით - ლილეს გვერდით გადაჯდა დამიანე და ალექსანდრე გვერდით გაათავისუფლა ადგილი. ახლა რომ არ დავმჯდარიყავი მოვკვდებოდი.
- რამე წამალი ან რაც გინდათ ის მომეცით რო თავის ტკივილი მოვიშორო - ამოვიწუწუნე და გოგოებს გავხედე
- არასდროს ასე არ ყოფილხარ აი ახლა რა დაგემართა - იცინოდა ლილე
- თავი დამანებე ლილე მაგ ამბავს სხვა დროს განვიცდი ახლა თავი არ მაქვს
- ეს დალიე - არყის ჭიქა გადმომიდგა ბექამ
- რაა? გაგიჟდი? - სუნზე ლამის ცუდად გავხდი და ცხვირზე ხელი მოვიჭირე
- მართალს გეუბნება, თითო ყველამ დავლიეთ რთული დასალევია მარა მალე გამოხვალ.
- შანსი არააა -თავი გავაქნიე და მათეს გავხედე, რომელიც ჭიქას მისშტერებოდა
- დალიე და დავლევ - ამომხედა მე
- შანსი არაა მათე
- მიდი ერთად, მარტო დამლევი არ ვარ დავლიოთ რა უნდა გვიქნას ერთმა ჭიქამ
- ბიჭო გადაირიე?
- მიდი ანა უკეთ იქნები - საუბარში ჩაერთო ალექსანდრე და ზურგზე ხელი დამადო
- ჯანდაბას - ამოვიწუწუნე და ჭიქას ხელი დავავლე.
- სამამდე ვითვლი და ერთად ვსვამთ - გადმომხედა მათემ - ერთი, ორი, სამი...
ასეთი საშინელი შეგრძნება ბოლოს როდის მქონდა არ ვიცი, მთელი ორგანიზმი ჩამწვა და მეგონა ცეცხლი მეკიდა. სწრაფად წვენი მივაყოლე და როგორც იქნა ამოვისუნთქე.
- რატო მაქვს ისეთი შეგრძნება, რომ უარესად გამხდის - ამოვიწუწუნე და სკამის საზურგეს მივეყრდენი.
- ახლა რამე უნდა ჭამო - მომიახლოვდა მარიამი და თეფშზე ცხელი ხაჭაპურის ნაჭერი დამიდო. ისე მადის აღმძვრელად გამოიყურებოდა სულ რომ მოვმკვდარიყავი მაინც შევჭამდი.
- კი უნდა ვჭამო - დავეთანხე და გემრიელად მოვკბიჩე ხაჭაპური - ღმერთო ახლა თუ გინდა ჯოჯოხეთშიც მოვხვდები, უგემრიელესია - მადლიერი თვალებით გადავხედე მარიამს.
- ცოტა გონზე რო მოვალთ სადმე გავიდეთ - გვითხრა დამიანემ
- გინდოდა გეთქვა გონზე თუ მოვლენო - გაიცინა ლილემ და მე და მათეს გადმოგვხედა
- რა დრო დაგვიდგა მათუშ, ყველა ჩვენ დაგვცინის
- შური უნდა ვიძიოთ - პირგამოტენილმა ძლივს თქვა ეს სიტყვები და ამაზე მეც გამეცინა
- კი აუცილებლად - თავი დავუქნიე და ჭამა გავაგრძელე.







მეგობრებო გამარჯობა. ეს არის ახალი თავი, მინდოდა ორი თავი დამედო ერთად მაგრამ წინა თავის კომენტარებში უკმაყოფილება იყო იმასთან დაკავშირებით, რომ გვიან ვდებ. ლეპტოპი გამიფუჭდა იქაც დავწერე და ახლაც ვაზუსტებ, ამიტომ ვერ ავტვირთე დროულად. ბევრი რომ აღარ გალოდინოთ ისევ ერთ თავს ვდებ და ვეცდები ახალიც მალევე ავტვირთო. გკოცნით ^^

მერწმუნეთ მეც ძალიან მინდა, რომ ხშირად დავდო სიახლეები.



№1 სტუმარი სტუმარი gvantsa

საყვარლებიი :)) მეოთხე წყვილი მინდა დამიანე და ლილე :))

 


№2 სტუმარი სტუმარი Khatuna

ძალიან მომწონს. ახალ თავს ველოდებიიიიი

 


№3 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მაგარი იყო მომეწონა იმდენი ვიცინე რა საყვარლები იყვნენ ყველა ♥️ მადლობა წარმატებები ????????????

 


№4 სტუმარი სტუმარი თათია

ძალიან მომეწონა, ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე ათივე თავი :) როდის დადებ ახალ თავს?

 


№5 სტუმარი ანუ

მალე დადე რა

 


№6  offline წევრი Marita_G

ველოდები შემდეგს იმედია მალე დადებ❤????

 


№7 სტუმარი სტუმარი ნინი

აუუ ძაან მომწოონს

 


№8 სტუმარი ანუ

როდის დადებ

 


№9 სტუმარი სტუმარი მარი

მალე დადებ ახალ თავს??

 


№10 სტუმარი სტუმარი სალომე

როდის დადებ????

 


№11 სტუმარი სტუმარი სესილია

სად დაიკარგე

 


№12 სტუმარი Anuuu

ეს კიი მაგრამ დამიანე ზე და ლილეზეც დაწერე ცოტა

 


№13 სტუმარი tttt

სად გაქრი? ძალიან დავიტანჯე:(((

 


№14 სტუმარი KK

მალე დადებ შემდეგგს??

 


№15 სტუმარი სტუმარი თათია

სად დაგვეკარგე???

 


№16  offline წევრი nina_m

მეგობრებო, რაღაც შემემთხვა რის გამოც ფიზიკურად არ მაქვს თავი წერისთვის <3 ძალიან ვწუხვარ ამისთვის ვერ შეგპირდებით როდის მაგრამ როგორც კი შევძლებ დაბრუნებას აუცილებლად სრულად დავდებ ამ მოთხრობას <3 ^^ მესმის ბევრი გალოდინეთ და დაგტანჯეთ მაგრამ ჩემზე არაა დამოკიდებული, ახლა ნამდვილად არ შემიძლია წერა, გკოცნით.

 


№17 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ველოდები როდისხანია ამ ნაწარმოებს ძალიან მინდა გაგძელით მადლობა წარმატებები

 


№18 სტუმარი სტუმარი საკო

იმედია ყველაფერი კარგად გაქვს, ძალიან მინდა გააგრძელო.

 


№19 სტუმარი სტუმარი ლოლა

აუუ დაგვიბრუნდიიი რააა❤️❤️

 


№20 სტუმარი სტუმარი სესილია

დაა რამდის დადებიიიი აღარ გაგრძელდება

 


№21 სტუმარი სტუმარი nancho

გისურვებ მშვიდ მდგომარეობას და მალე დაბრუნებას.

 


№22 სტუმარი ეთო

არ აპირებ გაგრძელებას?

 


№23 სტუმარი სტუმარი დიანა

გაგრძელება სადაააააა

 


№24  offline წევრი Megioki

იმედი მაქვს ყველაფერი კარგად გაქვს და მალე დაგვიბრუნდები ❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent