შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გერგეთისკენ მიმავალნი (თავი 2)


8-08-2020, 10:19
ავტორი ჰოლანდიელი
ნანახია 658

შაბათს დილით, სააკაძის მოედანთან შეკრებილ სტუდენტებს მხოლოდ ლაშა და თაკო აკლდნენ.
- სად არიან აქამდე? - იკითხა ნიკამ
- არიან? მარტო თაკო არ დარჩა მოსასვლელი? - იკითხა ცოტნემაც.
- არა, ლაშაც მოდის. თაკოს მეგობარია. - ჩაერთო საუბარში ნინო.
- კაი ტიპია. - ნიკამ შემჩნია, რომ ცოტნეს დიდად არ გახარებია უცხოს წამოსვლა. - თაკომ გვთხოვა წამოვიდესო, ჩვენც დავთანხმდით, - თან ხშირად დადის აქეთ იქით და იცის ყველაფერი რა.
- კარვებში უნდა დავიძინოთ? - დაინტერესდა ლიზი.
- ხო აბა, ოთხი ცალი ორ კაციანი კარავი გვაქვს და იმედია ვეტევით არა? - იკითხა ცოდნემ და ხალხს გადახედა.
- ვეტევით, მგონი ლაშას თავის კარავი მოაქვს. - თქვა ნინომ. - ბავშვებო, გუშინ დაქალს ვეუბნებოდი ჩვენს წასვლაზე და ძალიან მოუნდა წამოსვლა, - მეუხერხულა თქვენთან და რავიცი აღარ შევთავაზე,
- რა პრობლემაა, წამოვიდეს. პირიქით უკეთესია, ბევრი ვერ წამოვიდა, სულ 3 ბიჭი გამოვდივართ და გოგოებში მეშვიდე ეგ იქნება. - გოგოს დამატება უკვე მოეწონა ცოტნეს.
- კარგი დავურეკავ. - გაუხარდა გოგოს.
- აი მოვიდნენ. - ტაქსიდან გადმოსულ თაკოს სალომემ ხელი დაუქნია და აქეთო ანიშნა.
ლაშამ გოგოები მოიკითხა, ბიჭებს ხელი მეგობრულად ჩამოართვა და რა გეგმები გვაქვსო იკითხა. როგორც შეიტყო ორგანიზატორი ახალგაცნობილი ცოტნე იყო, სამი დღით აპირებდნენ ხევსურეთში გაჩერებას, სადაც აქამდე არცერთი მათგანი არ იყო ნამყოფი და წარმოდგენაც არ ჰქონდათ სად რა უნდა ენახათ. მხოლოდ ცოტნეს მოეგროვებინა ინფორმაცია ინტერნეტში და ამოებეჭდა. მიკროავტობუსის მოსვლისთანავე ახალბედა ტურისტებმა პროდუქტების და საჭირო ინვენტარის ჩატვირთვა დაიწყეს. ის ის იყო დაასრულეს, რომ მიკროავტობუსთან ტაქსი გაჩერდა.
- ნინ, ეს არის შენი დაქალი? - უჩურჩულა გაოცებულმა ცოტნემ.
- ამოდი, ამოდი - დაუძახა მეგობარს ნინომ . - ბავშვებო გაიცანით ეს მომხიბვლელი გოგონა ჩემი მეგობარი ქეთი ჯავახიშვილია. მომავალი ექიმი და ძალიან მაგარი მხატვარი.
საკმაოდ მაღალმა გოგომ, მიკროავტობუსის დაბალი ჭერის გამო, გაჭირვებით მოიხსნა ზურგჩანთა, სავარძელზე დადო და ყველას მსუბუქი ღიმილით მიესალმა. ნიკა და ცოტნე გაოცებულები შეჰყურებდნენ. გოგონა გრძელ მხრებზე ჩამოშლილ, წაბლისფერ თმებს ისწორებდა, სანამ ნინო მის დასაჯდომ სავარძელს გაათავისუფლებდა. მწვანე თვალები, მოხდენილი ტუჩები, ალაგ-ალაგ ოქროსფერი წერტილები, რომელიც სახეზე დაბნეოდა მომნუსხველს ხდიდა გოგონას გარეგნობას. წამიერად მისი ყურადღება, არათუ მასზე მიშტერებული ბიჭებისკენ, არამედ ლაშასკენ მიიმართა. ბიჭი თაკოსთან საუბარში გართულიყო და ახალმოსულისთვის ერთხელაც არ შეუხედავს. საპირისპირო სქესის ყურადღებით განებივრებულ გოგონას თითქოს გაუკვირდა ბიჭის უყურადღებობა.
მიკროავტობუსი უკვე თბილისს სცდებოდა, როცა მძღოლის გვედზე მჯდარმა ცოტნემ საგანგებოთ ამობეჭდილი გეგმა მოიმარჯვა და დაიწყო.
- ძვირფასო მეგობრებო, გაგაცნობთ იმ სამი დღის გეგმას რომელიც დაუვიწყარი უნდა იყოს. პარმენი... ხო პარმენი გქვია? - გახედა მძღოლს.
- კი, კი...
- ესეიგი პირველი გაჩერება გვაქვს ანანურში, შემდეგ პარმენი ჩაგვიყვანს პირდაპირ მუცოში, მუცოს შემდეგ წამოგვიყვანს შატილში და თვითომ გამობრუნდება თბილისში. დავათვალიერებთ შატილს და დღეს იქ დავბანაკდებით. ხვალ დილით გამოვბრუნდებით ჩვენით ბარისახოში...
- და ზეგ დილით იქ მოგაკითხავთ არა? - გააწყვეტინა პარმენმა
- ჰო, ზეგ დილით ბარისახოში. პრინციპში სულ ეს არის დანარჩენი გართობაა. - აპლოდისმენტების მსგავრი რეაქციის მოლოდინში გადახედა ხალხს ცოტნემ. - კითხვები ხომ არ გაქვთ?
- არაფერი საყვარელო, მთავარია კაი პონტი იყოს. - სახასიათო ხმის ტემბრით წამოიკისკისა გოგომ უკნიდან.
- სად იპოვეთ ეს ბიჭი, რა დაწვრილებით აგვისხნა კაცო ყველაფერი? - მსუბუქი ირონიული ტონით უჩურჩულა ლაშამ თაკოს.
- მოკეტე. - გაეღიმა გოგოს.
- მკვლელი გეგმაა ვერაფერს იტყვი. - ცდილობდა არ გაეცინა, მაგრამ თავი ვეღარ შეიკავა და სიცილნარევად ჩაახველა.
ცოტნე თითქოს მიხვდა, სიცილი მის მონოლოგთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული და უკმაყოფილო სახით გადახედა. ლაშამ კი სკოლის მოსწავლესავით თითი ასწია.
- ისე მე მაქვს ერთი კითხვა. შატილიდან რით მოვდივართ? რამდენი კილომეტრი იქნება ნეტავ.
- რამდენიმე კილომეტრია ფეხით სავალი. - აშკარად ეტყობდოდა ცოტნეს, რომ ამაზე დიდად არც უფიქრია. - ლაშქრობაა ძმაკაც, ლაშქრობა.- მოჩვენებითი დამაჯერებლობით ჩაიბურტუნა და დაჯდა.
- რავიცი „ძმაკაც“ ორმოცდახუთი კილომეტრი ხევსურეთში, თან ამ ბარგით, გაგვიჭირდება ცოტა.
- რაააა! - წამოიყვირა „კაი პონტების“ მომლოდინე გოგომ და ცოტნეს გახედა.
- სულ ფეხით არა, „მარშუტკებიცაა“ იქ. - დაბნეულმა პირველივე რაც მოიფიქრა ის უთხრა გოგოს.
გაღიმებულმა ლაშამ მძღოლს მაგნიტოფონის ჩართვა თხოვა. მიკროავტობუსი ნიაზ დიასამიძის ჰანგებით მიუყვებოდა ხევსურეთის გზას.
მუცოს უნიკარული ციხე-კოშკების, ულამაზესი ბუნების და მთის პეისაჟების დათვალიერებს შემდეგ სტუდენტები სოფელ ანატორში აკლდამებს უახლოვდებოდნენ. ლაშა უკან მიჰყვებოდა წინ წასულ სტუდენტებს და დაახლოებით მაინც ხვდებოდა რა რეაქცია მოჰყვებოდა კეკლუცი გოგოების აკლდამაში შეხედვას.
- თაკო, აკლდამაში ადამიანის ჩონჩხებია, ძვლები, თავის ქალები და თუ გეშინია არ შეიხედო, მაგათაც უთხარი არ აწივლდნენ აქ, სირცხვილია. - უჩურჩულა ბიჭმა.
ცოტნე და ნიკა გაფითრებული უყურებდნენ სამ სართულიან ფიქლის თაროებს, რომლებზეც ადამიანის ძვლები იყო მიმოფანტული.
- აქ ყველას ერთად მარხავდნენ? - გაოცებულმა ნიკამ ცოტნეს გადახედა.
- თავს იმარხავდნენ. - ნელი სვლით აკლდამისკენ წამოვიდა ლაშა. - გადმოცემის თანახმად, ინფექცია გავრცელდა, აქაურად ჟამს ეძახიან. შავი ჭირი ალბათ. სხვასაც რომ არ შეჰყროდა ინფექცია, თან დამმარხავი და აკლდამამდე მიმყვანი რომ არავინ რჩებოდა, ავადმყოფები თავისი ფეხით მოდიოდნენ და აი იმ თაროებზე წვებოდნენ, სადაც ძვლები დაინახეთ, წვებოდნენ და სიკვდილს აქ ელოდებოდნენ.
- მართლა? - ნიკამ ისევ შეიხედა აკლდამაში. ახლა უკვე გოგოებსაც გაუღვივდათ ინტერესი.
- მეც უნდა ვნახო, - რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და აკდამაში შეიხედა ქეთიმ, მას სხვა გოგობიც მიჰყვნენ. - მერე როგორ დასრულდა ეს ამბავი, არავინ გადარჩა? - გაუნძრევლა იკითხა გოგომ.
- არ ვიცი. არსებობს სხვა საინტერესო ლეგენდებიც. ერთ-ერთი ლეგენდის მიხედვით კაცს ანატორის ჯვრისთვის ისარი უსვრია, რომელიც შატილის თემის საერთო სალოცავი იყო. ჯვარი გაბრაზებულა და თემი დაუსჯია.
- ამ ზღაპრების მოსმენას, ჯობია სადმე დასაბანაკებელი ადგილი ვნახოთ და ბარგი გადმოვზიდოთ, მძღოლი უნდა წავიდეს. - ჩაილაპარაკა ცოტნემ.
- ხალხი თავისი ფეხით მოდიოდა. იცი, რომ უნდა მოკვდე, მოდიხარ, წვები და სიკვდილს ელოდები... თვალს არ აშორებდა აკლდამას ნიკა.
დაზაფრულ სტუდენტებს ზურგს უკან მჭეხარე ხმა მოესმათ.
- გაუმარჯოს!
მოულოდნებლობისგან შემცბარი სტუდენტები ერთიანად მოტრიალდნენ.
- წინათ საკუთარ თავზე მეტად ერთმანეთი და ქვეყანა უყვარდათ... - საშუალო სიმაღლის, გამხდარი, ჭაღარა მოხუცი ნელი სვლით უახლოვდებოდათ. ორიოდე მეტრში შედგა, ხელჯოხს დაეყრდნო და ლაშას გახედა.
- მოხველ შვილო მშვიდობით?
- მოველ ხევისბერო. თქვენ ხომ დამხვდით მშვიდობით.
- გახსომსღა შარშანდელი სიტყვისა? - გამომცდელად მიაშტერდა ხევისბერი.
- მახსოვს... - გაეღიმა ლაშას, ზურგჩნათა მოიხსნა, ფრთხილად ამოიღო თეთრი ქაღალდით შეფუთული მართკუთხედის ფორმის ნივთი და გაუწოდა. - საღამოს გინახულებთ.
შატილის კოშკებთან ახლოს, ტყით შემოსაზღვრულ მინდორზე სტუდენტებმა საქმე გაინაწილეს. გოგონებმა საკვები ჩაიბარეს მოსამზადებლად. ნიკა ხევისბერისგან ნათხოვები ცულით მოგროვილ ხის ხმელ ტოტებს ანაწილებდა. ლაშას, რომელიც მოკამათე მძღოლს და ცოტნეს შორიდან უყურებდა და ხვდებოდა კამათის დაახლოებით შინაარს, ქეთი მიუახლოვდა.
- „პრივეტ“, ლაშა ხო?
- გამარჯობა ქეთი. - უპასუხა ისე რომ არ მიუხედავს.
- ჩემი სახელი გცოდნია. - გაუკვირდა გოგოს.
ახლა ლაშამ შეხედა გაკვრივებით, თითქოს მის ღიმილში იკითხებოდა; „მთელი დღეა ერთად დავდივართ როგორ არ უნდა ვიცოდეო“.
- რავიცი, ერთხელ არ შემოგიხედავს ჩემსკენ და..
- მაპატიე, - ღიმილი შეეპარა ლაშას.
- მეღადავები?!
არაფერი უპასუხა. მზერა მძღოლისკენ გადაიტანა, რომელიც წასასვლელად ემზადებოდა.
-მართლა ამხელა გზაა იმ რაღაც ბარისახომდე? - ეს კაცი თუ წავიდა როგორ უნდა მივიდეთ ხვალ იქამდე? - ისეთი ხმის ტემბრით სვავდა კითხვებს, როგორსაც ლაშა თბილისურ აქცენტს ეძახდა. მოკლედ მოუჭრა, ყველაფერი კარგად იქნებაო და კარვის გაშლა დაიწყო.
- რა მაგარი კარავი გაქვს. მე და ნინისაც მოგვეხმარები გაშლაში?
- მოგეხმარებით.
- აქ შენ და თაკო იძინებთ ალბათ ხო?
- ეჭვიანობ?
- რა?
- კარვის გაშლაში ალბათ ცოტნიკო უფრო მოგეხმარება სიამოვნებით, ნახე როგორ გიყურებს. - ჩამუხლულმა ლაშამ გოგოს ამოხედა და წარბების აწევით ცოტნეზე მიუთითა, რომელსაც მძღოლთან კამათი დაესრულებინა და მართლაც მათკენ იყურებოდა.
გაბრაზებული გოგო უკან, ნინო და თაკოსკენ გაბრუნდა. გოგონები განიერ ჯამში კიტრს და პომიდორს ჭრიდნენ.
- ქეთი მოხდა რამე? - შეხედა ნინომ.
- არაფერი! უბალოდ დეგენერატი ჯგუფელი გყავთ!
- რა მოხდა? - ახლა თაკო დაინტერესდა.
- იცი რა? - მოდი შენს შეყვარებულს უთხარი სიტყვებს დაუკვირდეს და ეღადაოს...
- მოიცა, მოიცა. - შეაწყვეწყვეტინა თაკომ. - ლაშა ჩვენი ჯგუფელი არ არის და არც ჩემი შეყვარებულია. ბავშვობის მეგობარია. რა გაწყენინა ასეთი?
- არაფერი ისეთი, გაატარეთ. - თაკოს სიტყვებმა უმალ განწყობა შეუცვალა გოგოს. ერთ-ერთ ცელოფანს ხელი წამოავლო, მოგეხმარებითო, თან ბიჭს შეპარულად გახედა, რომელსაც კარვის გაშლა დაესრულებინა და ახლა ის ესაუბრებოდა მძღოლს.
- ძია პარმენ, იქნებ დარჩენილიყავით, გვიანია უკვე, გზაშიც დაგიღამდებათ. დილითვე წაგვიყვანე ბარისახოში და გაუყევი მერე თბილისის გზას.
- ასე არ შევთანხმებულვართ, საქმე მაქვს ხვალ... საერთოდ, ნორმალურად რომ ეთხოვა დავრჩებოდი კიდეც. მოვიდა და მეუბნება ამხელა კაცს, „მაგრად რა საქმე გაქვს, გინდა თუ არა დარჩენა გიწევსო“, - გაცოფებულმა მძღოლმა სიგარეტის კოლოფი გახსნა.
- ჰო, მაგრამ დღეს ხომ არ გაქვთ საქმე. დილით წაგვიყვანე და მერე წადი თბილისში. ერთის „ზრდილობის“ გამო ნუ დაგვტოვებ ამდენ ხალხს. უფროსი კაცი ხარ, კარგი მწვადის შეწვა გეცოდინება და დარჩი ბარემ.
- წეღან იმ ხევისბერი მელაპარაკა შენზე... მოკლედ, ჯანი გავარდეს, დავრჩები. ოღონდ სამწვადეს ჩემს გარდა ხელი არავინ დაადოს. - ხალისი შეეპარა მძღოლს.
პარმენის შემწვარი მწვადი მართლა უგემრიელესი გამოდგა. მგზავრობით და ხევსურეთის რელიეფით დაღლილი ხალხი მადიანად შეექცეოდნენ ცეცხლის პირას გაწყობილ სუფრას.
- მოდით ჩვენ გაგვიმარჯოს. - წამოწია ერთჯერადი ჭიქაში შევსებული ღვინო ნიკამ. - ჩვენ მოფიქრებას და წარმატებით შესრულებას გაუმარჯოს, ალავერდი შენთან ვარ ლაშა.
- ყველას ერთად გაგვიმარჯოს! გაგიმარჯოთ! - გადახედა მოშორებით მჯდომ მძღოლს ლაშამ. - მადლობა ვუთხრათ ძია პარმენს დარჩენისთვის და კარგი მწვადისთვის. - მე კი ბოდიშს მოგიხდით, ცოტა ხნით უნდა დაგტოვოთ. - მალე შემოგიერთდებითო თქვა და წამოდგა.
- სად მიდიხარ ამ შუა ღამეს? - მოღუშული სახით ახედა თაკომ
- „კიდევაც ვნახავ ხევსურეთს, კიდეც ვილოცებ გუდანს. მთაში დარჩენილ ხევსურებს არდავიწყება უნდაო“ არ გაგიგია? - წაიღიღინა ლაშამ. - ხევისბეთან ჩავირბენ ძნელო, თან თავის ცულს ჩავუტან.
- ეე, რა მაგარია... კაი, მალე მოდი. - თვალები დააფახულა გოგომ.
- შეიძლება მეც წამოვიდე? - დაადევნა მიმავალ ლაშას ქეთიმ.
ბიჭმა მოიხედა. თითქოს წამიერად დაფიქრდაო, შემდეგ კი თავის გაქნევით ანიშნა წამოდიო.
***
იმედას განსაკუთრებულად უყვარდა ლაშა. თოთმეტი წლის იყო როცა ბაკურმა პირველად ჩაიყვანა ხევსურეთში, ბავშვობის მეგობარ ხევისბერთან. კახელი ბაკური შვილიშვილს მუდამ უმეორებდა: „არაბული ხარ, შენს კუთხეს კარგად უნდა იცნობდეო“. დიდი ხნის უნახავი ბაკურის სტუმრობამ ძალიან გაახარა იმედა. მათი სტუმრობა შატილობის დღესასწაულს დაემთხვა. ლაშამ, დიდი ხვეწნა-მუდარის შემდეგ ბაკურისგან მიიღო ნებართვა, დოღში მონაწილეობა მიეღო. „ქალაქელი ბავშვია ბაკურ, არაფერი მოიწიოს“ - დაფრთხა ხევისბერი. თუმცა, რამდენიმე საათში, მთაში დაბერებული კაცის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა როცა ქალაქელმა მოზარდმა ხევსური მხედრები დოღში უშანსოდ დატოვა.
- დასვენე ხევისბერო, დაისვენე. - წყვილმა იმედას ჭიშკარში შეაბიჯა.
- რა ვქნა შვილო, საქმეს გამოვიჩენ ხოლმე, თან ვფიქრობ. - ხის მაგიდასთან ეზოში მჯდომი იმედა, ძველებური ლამპის შუქზე კარაბინს წმენდდა. - მოჰყეთ აბა, რა ხდება ქალაქში?
- მშვიდობაა, ძველებურად ყველაფერი. - უპასუხა ლაშამ. - თქვენ როგორ ხართ, ჯამრთელობის ამბავი როგორ არის?
- ივნისში, ძალიან ცუდად გავხდი, აღარ მეგონა თუ დავრჩებოდი. - წმენდა მიატოვა, გვერდზე გადადო, შემდეგ კი ბაკური მოიკითხა.
- პაპა როგორა გყავს?
- კარგად, მადლობა.
- მაგას რა დააბერებს. - ჩაილაპარაკა ხევისბერმა. - ჭიპიტაურ დავლიოთ ცოტაო, თქვა და სახლსკენ წავიდან. მალევე მობრუნდა, ხილი და არაყი მაგიდაზე დადო და განაგრძო.
- მე კი დავბერდი შვილო, ვზივარ ხოლმე საღამოობით და ვფიქრობ ჩემთვის, ხან ხმის გამცემიც კი იგრე მამენტარება ხომე.
- ცოლ-შვილი არ გყავთ? - ჩაერთო ქეთი.
- არა შვილო. - გაეღიმა იმედას. - ცხრამეტი წლიდან ხატსა ვმსახურობ. არც შვილი მყავს, არც ცოლი შამირთავს. ბერი ვარ, ასე ისურვა ანგელოზმა... წუთიერად დადუმდა, შემდეგ კი ლაშას შეხედა. - მეგონა ათენგენობას გნახავდი.
- ვერ მოვახერხე, ძალიან კი მინდოდა...
- ათენგენობა რა არის? - დაინტერესედა გოგო.
- ათინოგენე ბერძენი მღვდლმოწამე იყო, ათენგენობა მის სახელს უკავშრდება. - იმედას მაგივრად უპასუხა ლაშამ.
- ამ დღეს შვილო ხევსურები შვილებს ხატს ვაბარებთ. წმინდა გიორგის - ვაჟებს და ღვთისმშობელს - ქალებს. მერე შესაწირის სისხლით ბავშვებს შუბლზე ჯვარს გამოსახავენ, სანთლებს ვანთებს,ვლოცულობ და ღმერთს მათ კარგად ყოფნას ვთხოვ.
- იცით ღვთისმშობელი, რომ შეიძლება ქართველი ყოფილიყო? - წარმოთქვა მოულოდნელად გოგომ. მოხუცი და ლაშა ქეთის ინტერესით მიაჩერდნენ. - აი, ამას წინათ ვკითხულობდი ღვთისმშობლის ხატის, „დედოფალი - სიხარულის მომნიჭებელის“ მცველებიდან ერთ-ერთის მოსაზრება ეწერა.
- რა მოსაზრება? - დაინტერესედა ხევსიბერი.
- როგორც ვიცით აბრაამი ქალდეველი იყო. აბრაამმა შვა ისააკი, ისააკმა შვა იაკობი, ხოლო იაკობმა მარიამის ქმარი იოსები. როგორც ბიბლია გვეუბნება მაცხოვარი ღვისმშობელის უბიწოდ ჩასახული ძეა, მაგრამ ვიცით, რომ მარიამი და იოსები ნათესავები არიან, შესაბამისად გამოდის რომ ღვითისმშობელიც ქალდეველია, ანუ ქართველი. - ქეთიმ ლაშას გადახედა, რომელიც მის გვერდზე იჯდა და გაოცებული მიშტერებოდა.
- ნუ გიკვრის, - შენიშნა ლაშას რეაქცია ხევისბერმა. - იცი ძველად ათონის მთაზე, ივერიის მონასტერში წირვის დროს, იმეორებდნენ იმ საგალობელს, რომელსაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ახალშობილ მაცხოვარს უგალობდა. საგალობელში იყო ყველასთვის გაუგებარი სიტყვები, ყველაზე ხშირად მეორდებოდა „ნენანა“ ანუ „იავნანა“, მიუხედავად იმისა, რომ ათონელ ბერებს სულაც არ ესმოდათ ტექსტის შინაარსი , საგალობელი მაინც დიდი ხნის განმავლობაში შემოუნახავთ.
- მაშინ მეც გეტყვით ერთს, რამაც შეიძლება თქვენი ვარაუდი გაამყაროს. - თქვა ლაშამ. - მეცნიერებს არცერთი მტკიცებულება არ აქვთ იმისა, რომ მოსემ ებრაელები ნამდვილად თანამედროვე ისრაელის ტერიტორიაზე შეიყვანა. არ არსებობს რაიმე წყარო სადაც ასეთი ქვეყნის არსებობა იქნება მინიშნებული. ცნობილია, რომ თავად მოსე აღთქმულ მიწაზე არც შესულა. ის მხოლოდ აღწერდა აღთქმულ მიწას, როგორც ნაყოფიერ ადგილს, სადაც ურიცხვი მდინარეები და ნაყოფიერი მიწებია, ისრაელი კი პრაქტიკულად უდაბნოა. თალმუდში წერია, რომ ებრალების ღმერთი, იაჰვე ეუბნება ებრაელობას: თუ გინდათ, რაიმე მითხრათ ისე, რომ მე გავიგო და ანგელოზებმაც ვერ გაიგონ, ქალდეულ ენაზე ილოცეთ დ მომმართეთო. თანამედროვე მკვლევარების ვაურაუდით კი ედემის ბაღი დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზეა უნდა ყოფილიყო, ტრაპზონთან და აღწერილობითაც ყველაფერი ემთხვევა ერთმანეთს. ასევე, საიდუმლო სერობის ეპიზოდიც საინტერესოა, რომელიც პასექის დროს იმართება. ყველამ ვიცით, რომ ამ დროს უფალი პურს გატეხს, ღვინოში ჩააწობს და ამბობს: ესაა ხორცი ჩემი (პურზე) და ესაა სისხლი ჩემი (ღვინოზე). რატომ არმოჩნდა ტრაპეზზე პური, როცა პასექში იუდეველები არათუ პურს გამოაცხობენ, თითსაც კი არ დააკარებენ. არც ერთი იუდეველი ამას არ იზამდა! იმ დროს იერუსალიმში მარტო უცხოტომელები აცხობდნენ პურს და მიირთმევდნენ. არც პურის ყანებით იყო ცნობილი იუდეა და არც ვენახებით. პურის და ღვინის სამშობლო კი საქართველოა და იქნებ უფალი ამბობს ჩემი სისხლი და ხორცი არის ესო, ანუ სადაც ეს პური და ღვინოა იქ არის ჩემი სისხლიც და ხორციცო?
შუა ღამემდე ისაუბრეს სტუმრებმა მოხუც ხევისბერთან. დამშვიდობებისას იმედამ ნაღვლიანად მიმართა „არ დამივიწყოთ შვილობო, ხშირად მესტუმრეთ ხოლმეო“, დალოცა და ორივეს სათითაოდ გადაეხვია.

ნელი სვლით აუყვნენ აღმართს მეგობრებისკენ.
- იცი სხვანაირი წარმოდგენა მქონდა შენზე.
- როგორი? - ალბათ, როგორც შენ ეძახი, გოგონა „თბილისური აქცენტით“? - გაიღიმა გოგომ.
- ეს ფრაზა საიდან იცი?
- თაკოსგან.
- შეგცივდა?
- ჩემთან სულ ზაფხულია და სულ ცხელა მონსენიორ. - მოჩვენებითი სიამაყით თქვა გოგომ, გაჩერდა და წელში გაიმართა.
- ეს სად წაიკითხე, - გაეცინა ლაშას.
- არ მახსოვს. - მანაც გაიცინა და გზა განაგრძო.
- კანკალებ, როგორ არ გცივა, - თხელი კაპიუშონიანი მოსაცმელი გაიხადა და მოაცვა.
არაფერია, იმაზე მეტად სასიამოვნო, როცა მის ტანზე შენს მაისურს ხედავ. მაისურს ან სვიტერს, როგორც ყველასთვის სასურველ და მიმზიდველ საპორტიფიკაციო ნაგებობაზე აღმართულ შენს დროშას ან გერბს.

შატილში მზიანი დილა გათენებულიყო. კარვიდან გამოსულ ლაშას გარეთ არავინ დახვდა, მხოლოდ მინდორზე მიმოფანტული წუხანდელი ნასუფრალი . - რატომ არ მიკვირს ნეტავ? - ხმამაღლა გაიფიქრა და ცელოფნის პარკების მოძებნა დაიწყო, რაშიც ნაგავს მოაგროვებდა. შეგროვებული ნაგავი ერთ ადგილას დააწყო. გაზის მომცრო ბალონს მოჰკრა თვალი, ყავაც მალევე იპოვა. პატარა ლითონის მადუღარა წყლით გაავსო და ბალონზე შემოდგა . წყალი ადუღებას იწყება, როცა უკნიდან ფეხაკრებით მოპარულმა თაკომ ლოყაზე აკოცა.
- ძნელოო. - უკან მოუხედავად მიმართა გოგოს.
- როგორ მიხვდი, რომ მე ვიყავი? - კისრის მასაჟის კეთება დაუწყო ბიჭს. - მასაჟი იმისთვის, რომ ყავას მეც გამიკეთებ.
- აუ, რა კარგია... აბა სხვა ვინ უნდა ყოფილიყო?
- რა ვიცი... იქნებ ქეთი? - შეპარვით უთხრა გოგომ.
- ოოო...
- რა იყო, მშვენიერი გოგოა. რას წახვედით, იცი წუხელ რა დრო ვატარეთ?
- ძაან დათვერით?
- აუ კიიი... და არც სასმელი დაგვრჩა და მგონი აღარც საჭმელი.
- რამდენიმე „ტუშონკა“ ეგდო პარკებთან, მანქანაში ჩავდე წეღან. - ღიმილით ახედა ლაშამ. გაზის ბალონი გამორთო. პლასტმასის ჭიქაში, სადაც ყავის ფხნილი ეყარა, ცხელი წყალი დაასხა და მიაწოდა.
- მადლობა.
- გაიზარდე დიდი გოგო.
- მისმინე, რა უნდა ვქნათ საჭმელზე?
- მე რას მეკითხები? თქვენს ყოვლისმცოდნე ცოტნიკოს კითხეთ.
- კაი რაა... აი ქეთიც მოდის, მიდი ყავა მიართვი რაინდო! - ჩაიფხუკუნა გოგომ.
- დილა მშვიდობის. - ღიმილით მიესალმა ქეთი ორივეს. - ყავა...
- „პრივეტ“ . - არ დაასრულებინა თაკომ. - მე ლოყაზე კოცნით და კისრის მასაჟით დავიმსახურე ყავა და რავიცი... - წავალ რამეს მოვიცმევ თორე გავიყინე. - პასუხს აღარ დალოდებია.
- ასე ძვირი ღირს? - გააყოლა პასუხი მიმავალ თაკოს და ლაშას შეხედა.
- გამომართვი, – ნისიად იყოს.
* * *
ხმაურიანი მდინარე, რომელიც გამეტებით ეხეთქება ლოდებს. ხშირი ტყით დაფარული მთები, რომლებიც ერთმანეთს თითქოს სიმაღლეში ეჯიბრებიანო. სუფთა ჰაერი და მხოლოდ ბუნების ხმაური საოცარ თავისუფლების გრძნობას უჩენდა ახალგაზრდებს. შუა დღე ილეოდა. ბარისახოში, შატილიდან წამოსულ სტუდენტებს ტყის განაპირა მინდორზე კარვების გაშლა დაესრულებიდათ. ლაშა მდინარესთან ჩასულიყო და პეშვით წყალს სვამდა. წამით შეცერდა და ჩტის გალობას ყუდი დაუგდო, მოლაღურის გალობა ფლეიტის ხმას მოგაგონებდათ. „ოჰ, მობრძანდა ვაჟბატონი“ - ჩაილაპარაკა ბიჭმა.
- ვინ მობრძანდა. - თავს ნიკა და ცოტნე წამოდგნენ.
- არავინ. - უპასუხა ბიჭმა და წყლის სმა განაგრძო.
- ისე ზევით, რომ ვინმე ბანაობდეს? - შეპარული ცინიზმით მიმართა ცოტნემ.
ლაშა წამოდგა. სველი ხელები დაიფერთხა, ტუჩებსა და ნიკაპზე ერთდროულად ხელი მოისვა და საოცარი სიმშვიდით უპასუხა.
- თუ ამ იაზვობას არ მორჩები ვინმე კი არა შენ იბანავებ აქ. - ღიმილში ისეთი მრისხანება გაუკრთა, რომ ცოტნემ უნებლიედ გვერდზე გაიხედა.
- ამის დროა ეხლა? - გახედა მოშორებით მდგარ გოგოებს ნიკამ. - საჭმელი აღარ გვაქვს საერთოდ, შოკოლადებია დარჩენილი. ვერ გავთვალეთ რაოდენობა და აქაც მგონი არაფერია, რომ ვიყიდოთ.
- ის პარმენა მაინც არ წასულიყო, სადმე გავიდოდით და ვნახავდით რამეს, გოგოებს კიდევ შევპირდი არის მაღაზიათქო. - დასჯილი ბავშვივით ჩაიბურტყუნა ცოტნემ.
- კარგი. სოფელში არის ერთი ოჯახი, პატარა ჯიხური აქვთ და იქ უნდა წავიდეთ, ოთხი კილომეტრი იქნება გზიდან.... სიტყვა დასრულებული არ ჰქონდა ლაშას ცხენის ფლოქვების ხმა მოესმათ. ახალგაზრდა ხევსურს ცხენი გაეჩერებინა ხელბურთის მოთამაშე გოგოებთან.
-ეს ვინღაა ეხლა?! - ცხენოსნიკენ წავიდა ცოტნე. ნიკამაც გაყოლა დააპირა, მაგრამ ლაშამ შეაჩერა.
- მოიცადე არ წახვიდე, ვიღადაოთ ცოტა.
- რაა?
- დაიცადე. - ხელი ჩაავლო ბიჭს. თვალს არ აშორებდა ცხენოსანს და გოგოების რექციას, რომელიც ყოველ წამს პანიკისკენ იცვლებოდა.
- რა ხდება გამაგებინე?! - იკითხა გაკვირვებულმა ნიკამ.
- რაღაცით აშინებს ეხლა. - ჩაეცინა ლაშას.
- შენ რა, იცნობ?
ლაშამ არაფერი უპასუხა. მალე სრული აურზაური ატყდა.
- კარვები დაშალეთ და სოფლისკენ ჩავიდეთ! - ლიზი, თაკო ჩანთები მოაგროვეთ! - ნიკაა! - განწირული ხმით გაიჰყვიროდა ცოტნე. - სად გაქრა ეხლა!
- ლაშა სად არის? ლაშაა. - მდინარისკენ გაიქცა თაკო.
- რა გაყვირებს გოგო, რა ხდება? - ტყიდან ლაშა და ნიკა გამოვიდნენ.
- ლაშა, ლაშა... - სულს ძლივს ითქვამდა გოგო. - აქ მგლების ბუნაგები ყოფილა სულ, გარშემო. - ღამე აქ როგორ უნდა გაჩერდეთო.
- დაწყნადი, - სიცილი ვეღარ შეიკავა ბიჭმა.
- რა გაცინებს იდიოტო?! - გაოცდა გოგო.
- წამოდი მთავარი მგელი დავაბრთხოთ. - ხელი გადახვია და ცხენოსანისკენ წავიდა.
ცხენოსანს ეშმაკური ღიმილი დასთამაშებდა. ჩამოქვეითებულიყო, სიტყვას არ ძრავდა და ლაშას მიახლოვებას ელოდა.
- შენსას არ იშლი ჰო ზვიად? - შორიდანევე გასძახა ცხენოსანს, თაკოს მხრიდან ხელი მოაშორა და მისკენ ჩქარი ნაბიჯით დაიძრა.
ამ სიტყვების გაგონებაზე ყველა ერთდროულად გაჩერდა და ხან ლაშას, ხან ხევსურს უყურებდნენ. გაურკვევლობაში მყოფთაგან მხოლოდ ქეთი იღიმოდა და მათგან განსხვავებით მხოლოდ ლაშას უყურებდა.
- დამფრთხალ ქალაქელების ცქერას რაი სჯობს. - უპასუხა და მისვლისთანავე გადაეხვია.
- ეს ხო ყველა გადამთიელს უნდა იცნობდეს. - გადაუჩურჩულა დამშვიდებულმა თაკომ ქეთის და მათკენ წავიდა. - რა წესია ეხლა ეს?! მეტი საღადაო ვერ ნახეთ?
- რა გულებს გვიხეთქავთ ვერ გავიგე! - მოვიდნენ დანარჩენი გოგობიც. ცოტნე კი, რომელსაც ნიკაგან უკვე გაეგო, რომ არანაირი მგლები არ იყვნენ და ეს ყველაფერი ხუმრობა იყო, გაბრაზების თავიც არ ჰქონდა, მოჭრილი ხის ძირზე ჩამომჯდარიყო და სულს ითქვავდა.
- ნუ გამიწყებით ქალბატონებო. ლაშა ჩემი ძმადნაფიცია. მივხვდი აქ უნდა ყოფილიყო და გახუმრება გადავწყვიტე. რაით შემიძლია ჩემი დანაშაული გამოვისყიდო? - ღიმილით მიმართა გოგოებს.
- მმმ... რით და ცხენზე გვაკატავე. - გაეკეკლუცა ლიზი.
- არა, არა. შარის თავი სადა მაქ კაცო. ამ ცხენზე ჩემს მეტი ვერავინ ჯდება, ძალიან ურჩია არავის იკარებს. აიქნია ხელი ბიჭმა და ლაშას მუბრუნდა.
- იმედო ნახე?
- ვნახე, ვნახე. მისაყვედურა, ათენგენობას არ ჩამოხვედიო.
- ჰო, მოგიკითხა იმ დღეს. რამე ხომ არ გჭირდებათ? ხო იცი შენთვინ გაუჩინარს გავაჩენ.
- თუ დახმარება გინდა ერთი საათით ცხენი მათხოვე. ბარისახოში მინდა ჩავირბინო ცოტა რაღაცეები შემოგვაკლდა.
- ჩემსა ჩამაიყვა ყველა.
- აქცენტი აგიკიდებია ისევ. - გაიღიმა ბიჭმა. - ამ მთების გამო ჩამოვედი ბიჭო, სახლში რა გვინდა.
- მე წავალ მაშინ, შენ მარტო მითხარ რა გინდათ.
- აქ დარჩი, შენი ურჩი ცხენის გამოცდა მინდა. თან ნახე რა ლამაზი გოგოები არიან. ხომ ეძებდი საცოლეს? - თვალი ჩაუკრა ხევსურს.
- არაა, საცოლე მყაავ უკვე. დაზამთრებამდე შავირთავ.
- მართლა? არ გამომაპარო იცოდე. - გაჰრკა ხელი მხარზე.
- მეჯვარე შენა ხარ იცოდე.
- ერგე იყოს. ჰა, მაძლევ ცხენს თუ არა?
- წაიყვა კაცო რაღაის კითხულობ.
ლაშა ცხენს მიუახლოვდა. ჯერ გრძელ ყბაზე მოეფერა, მერე გვერდზე ამოუდგა და უუნაგირო წელზე ხელი რამდენჯერმე გადაუსვა. ცხენი ოდნავ შეკრთა, თავი მაღლა წამოწია და თვალები დააბრიალა. აღარ შეეხო. ცოტა დამშვიდება აცალა. იქვე მდგარ ქეთის თხოვა რაიმე ცარიელი ზურგჩანდა მომიტანეო. გოგომ უცებ დაცალა პირველივე ჩანთა, რაც დაინახა და მიურბენინა.
- სად მიდიხარ? - ჰკითხა ბიჭს.
ბიჭმა ერთხელ კიდევ გადაუსვა ხელი უნაგრის ადგილს და თვალის დახამხამებაში ამხედრდა. ცხენი თითქოს არ ელოდა ასეთ ბიჭის ამ ქმედებას. შეკრთა, ჭიხვინით ყალყზე შედგა, თითქოს გააპროტესტა როგორ გამიბედეო. ბიჭი კი ელოდა ცხენის რეაქციას და სადავე მაგრად ჩაებღუჯა, ყალყზე შემდგარ ცხენს კისერზე შემოეჭდო, ისევ ყბაზე უსვავდა ხელს და რაღაცას ეჩურჩულებოდა. ცხენი ოთხზე დადგა, დამშვიდდა, დამორჩილდა.
- წამოხვალ? - ჰქითხა გოგოს.
ქეთიმ თავის დაქნევით ანიშნა წამოვალო და ხელი გაუწოდა. ლაშამ მარჯვენა ფეხის ტერფი გაამაგრა და ანიშნა ფეხი აქ დამადგიო, როგორც კი დადგა მაჯაში წაავლო ხელი და თავისკენ, ზევით მიიზიდა.
- ხომ არ გეშინია? მაგრად შემომსხვიე ხელები.
უნდა დაძრულიყო, რომ ცოტნემ დაუძახა.
- მოიცადე, აი ფული გამომართვი საყიდლებისთვის. - ას ლარიანი გაუწოდა მხედარს.
- შეინახე ეგ. მაგით თბილისში რომ ჩავალთ სადმე რესტორანში დავჯდეთ, თან შევრიგდეთ. - უთხრა და ორივე ქუსლი ჰკრა ცხენს.
- კარგი. - ღიმილი გააყოლა ბიჭმა.
ცხენის ფლოქვების ხმა ნელ-ნელა იკარგებოდა.
- აკი ჩემს გარდა ვერავინ ჯდებაო? - უსიტყვოდ მდგომი ხალხიდან ერთ-ერთი გოგონა გამოერკვა.
- ცხენი ყოველთვის გრძნობს მხედარს... - ჩაილაპარაკა ხევსურმა.
რამდენიმე წუთიანი ჭენების შემდეგ სვლა შეანელეს. უსიტყვოდ მიუყვებოდნენ გზას.
- შენთან არაფრის მეშინია. - გოგომ ისე უჩურჩულა ყურზე ტუჩების შეხება იგრძნო ბიჭმა.
- რა?
- წეღან მკითხე ხომ არ გეშინიაო.
ბიჭის ღიმილს გოგო ვერ ხედავდა.



№1 სტუმარი ნაინა

ძალან ძალიან მომეწონა, გაგრძელე, და მალმალე დადე

 


№2 სტუმარი სტუმარი თეო

ბანალური სიყვარულობანა არ ჩანს, ველოდები შემდეგ თავებს ჰოლანდიელო

ნაინა
ძალან ძალიან მომეწონა, გაგრძელე, და მალმალე დადე

მადლობა ნაინა, დავდებ დღესაც

 


№3  offline მოდერი ჰოლანდიელი

ნაინა
მომეწონა

თუ გინდა წინსწრებით გამოგიგზავნი შემდეგ თავებს

 


№4 სტუმარი სტუმარი ნესტანი

კარგი იყო ვიმხიარულე ძალიან მომეწონა სასიამოვნო წასაკითხია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent