შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი საყვარელი მტერი (სრულად) crossover with „ეშმაკი ქალია“ (+18)


8-08-2020, 21:14
ავტორი ენ ჯეინი
ნანახია 11 334

დარბაზში ფერები ირეოდა. ფერებთან ერთად, სურნელიც და ხალხიც. ინტენსიურ მუსიკას მოეცვა ქალის მთელი არსება. სხეულის მოძრაობის, მძიმე სასმელის და ქაოსის ფონზე, თვალდახუჭულს, უკეთესად შეეძლო რაღაც ისეთზე ფიქრი, რაც სიამოვნებდა.
სულ მალე, მთელი პარლამენტი გამოუცხადებდა ნდობას და ყველაფერს შეცვლიდა. მერე თვალები გაახილა მარჯიელამ. ვნებამოცული ბავშვები გაოფლილიყვნენ, გაწითლებულიყვნენ და ქანცის გაწყვეტამდე ცეკვავდნენ.
მოსწონდა.
არც ამორალური იყო, არც საზიზღარი. პირიქით, მხოლოდ მათში სჩქეფდა სიცოცხლე. განსაკუთრებული ნიჭია, მთელი დღე სამსახურში ან უნივერსიტეტში გაატარო, ღამით კი კლუბურ ცხოვრებას დაუბრუნდე. თავის ძმას, ჯოსეფს შეხედა. იქვე, გოგოებს ეცეკვებოდა, თან ნახევრად შიშვლებს და ყველა ბედნიერად გრძნობდა თავს.
ჯოსეფმა მარჯიელას მზერა დაიჭირა, სასმელი მისი მიმართულებით გაიშვირა და მერე ბედნიერად შესვა. უცნაური რამე ახასიათებდა და-ძმას, თვალებით კომუნიკაცია შეეძლო. თან ეს კომუნიკაცია უბრალო ნიშნები კი არა, მთელი დიალოგი შეიძლებოდა გამხდარიყო.
მოუდლოდნელად, ვიღაცამ ისეთ ხმაზე დაიწივლა, მუსიკაც გადაფარა. დაფეთებული მარჯიელა ტრანსიდან გამოფხიზლდა. გარშემო მიმოიხედა და შეიარაღებული ხალხი დაინახა.
მუსიკა შეწყდა.
- ხელები მაღლა! - ყვიროდა სპეცრაზმის ფორმაში გამოწყობილი ხალხი.
- ჯანდაბა, არავის შეეხოთ! ისინი ხომ ბავშვები არიან - დაიღრიალა ჯოსეფმა

* * *
ერთი დღით ადრე:
კრისტოფერს მხოლოდ ორი ადამიანი ახლდა - თავისი დაცვის წევრები, რომლებიც იმდენად სანდოები იყვნენ მისთვის, რომ სიტყვა „დაცვა“ მხოლოდ ფორმალურ სახეს ატარებდა. პრეზიდენტის სასახლეში შეხვედრა ჰქონდა დანიშნული. ჯერ გვარიანად გაჩხრიკეს, მერე უთხრეს, ეს ორი ვერ შემოგვყვებაო და მდელოსავით გადამწვანებულ ეზოში გაუშვეს, სადაც პრეზიდენტი თავის ლაბრადორს ეთამაშებოდა.
კრისტოფერი იღიმოდა.
ძალიან იშვიათად იღიმოდა, მაგრამ ძირითადად, მიზეზიანად. პრეზიდენტ ფელიქსს ხელი ჩამოართვა, სოლიდური მზერა ისე განმგმირავად ესროლა, ფელიქსმა ეგრევე იფიქრა, კარგს არაფერს მოასწავებს ამისი გამოჩენაო.
- როგორ ხარ ფელიქს? - ჰკითხა კრისტოფერმა და მის გვერდით ჩამოჯდა.
- პირდაპირ საქმეზე გადადი! ვიცი, შენი ვიზიტი რაღაც საეჭვოს ნიშნავს.
- პრემიერის თანამდედობაზე შენი კანდიდატურა სწორ არჩევნად არ მიმაჩნია. მარჯიელა კრუგერი არ არის შესაფერისი. - პირდაპირ მიუგო კაცმა და ჰალსტუხი ცოტათი მოიშვა. ამ ბოლო დროს, ისე იჭერდა, მერე სუნთქვაში უშლიდა ხელს.
- თავხედურად ხომ არ ჯღერს, რასაც ახლა ამბობ? - გაოგნდა ფელიქსი. თან აღელდა... კრისტოფერის ნებისმიერი ნაბიჯი მუდამ კარგად აწონ-დაწონილი და გააზრებული იყო. თუ პირდაპირ ამბობდა თავის სათქმელს ყოველგვარი შეფარვის გარეშე, ესეიგი, ჰქონდა ამისი მიზეზი. სწორედ მიზეზის არსებობა უხუთავდა სულს პრეზიდენტს.
იცოდა, გაბმული იყო მახეში, თუმცა ჯერ იმას ვერ ხვდებოდა, რამდენად სერიოზული იყო ეგ მახე.
- შესაძლოა, თავხედურად გამომდის და რასაც შემდეგ გეტყვი, ეგ უფრო უარესად გაიჟღერებს. ყველაფერი ვიცი. ჩვენს ქვეყანაში, ბორდელები არალეგალურია. შენ, ქვეყნის პირველმა ადამიანმა, ძალიან უხეშად დაარღვიე ეს კანონი. მე ორ გადაწყვეტილებას გთავაზობ, არჩევანი შენზეა: პირველი - ამ საქმეს სასამართლოს გადავცემ და სანამ შინაგან საქმეთა მინისტრად ვითვლები, მაქსიმალურად ვეცდები, რომ კანონის მთელი სიმკაცრით დაისაჯო. მეორე - პრემიერად დამნიშნავ, ბორდელებს დახურავ და ჩვეულებრივად განაგრძობ ცხოვრებას. ასე ვთქვათ, დამატებითი შემოსავლის გარეშე დარჩები, მხოლოდ პრეზიდენტის ხელფასისა და პრემიების იმედზე. სამაგიეროდ, ციხეს აიცილებ თავიდან. კარგად დაფიქრდი-თქო, გეტყოდი, მაგრამ შენს ადგილად ყოფნა ღმერთმა დამიფაროს, თუმცა მაინც თუ წარმოვიდგენ, დაუფიქრებლად თავისუფლებას ავირჩევდი.
ფელიქსმა ღრმად ჩაისუნთქა. კრისტოფერს თვალებში ჩაჰხედა. კი დამნაშავე იყო, მაგრამ მაინც არ უჭირდა. ბოლოს და ბოლოს, მისი ყველაზე საშინელი საიდუმლოს ამომხსნელისთვის ერთხელ მაინც ხომ უნდა გაესწორებინა მზერა?
კრისტოფერი არასოდეს ღელავდა. ან თავს კარგად იჭერდა ნერვიულობისას. ახლაც ისე საუბრობდა, გეგონება, ძველი მეგობარი წარსულის მოგონებებს იხსენებს და არა ბორდელსო.
- კარგი - თავი დაუქნია ფელიქსმა - მე შენს კანდიდატურას წარვადგენ, მაგრამ ხომ იცი ეს როგორ ხდება? მხარი უნდა დაგიჭირონ.
- დანარჩენს მე მივხედავ, არ იდარდო - გაეღიმა კრიტოფერს.
- მარჯიელა კრუგერის და მისი ოჯახის გადაკიდებასაც მთხოვ ყველა ბედნიერებასთან ერთად - თავი შიშისგან გააქნია ფელიქსმა.
- სამწუხაროა, პრეზიდენტს რომ ხალხის გადაკიდების ეშინია. ეტყობა, ბევრი ფაქტი დამიტოვე მე, მარჯიელას და კიდევ სხვა მრავალ ადამიანს საშანტაჟოდ. თუმცა მაგ ქალზე ნერვიულობას ნამდვილად აიცილებ თავიდან. მის რეპუტაციას რიგიანი საფრთხე ემუქრება. ორ დღეში, ნარკოპოლიტიკის ცენტრში გამოჭენებული ფიგურა გახდება თავისი პატარა ბავშვებიანად. - ღრმად ჩაისუნთქა ახლადგაკრეჭილი ბალახის ჰაერი და მხატვრულად წარმოთქვა: - მარჯიელა, თითქოს უშვილო, მაგრამ მრავალი შვილის პატრონი. ვახ, რა მაგრად გამომივიდა. დროა, წავიდე. ნაყოფიერი საუბარი გვქონდა, კმაყოფილი ვარ. შეხვედრამდე ბატონო პრეზიდენტო.
კვლავ ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს.
მერე კრისტოფერი უკან გამოვიდა და თავიას ორ დაცვას ანიშნა, ყველაფერი ისეა, როგორც გავთვალეთო.

* * *

ტრასაზე მანდქანა მიქროდა. საჭესთან მარჯიელა იჯდა, გვერდით ციხიდან ახალიგამოყვანილი მისი ძმა.
- ისეთი რამე უნდა დავმართო, რომ ვერასოდეს ვერ მიხვდეს, რომელმა ღმერთმა იძია მასზე შური! - ყვირილამდე მისულიყო გამწარებული ქალი.
- შენი ჭირიმე, ხმას დაუწიე რაა. ჩურჩულით აგინე, ისედაც თავი მისკდება, მთელი ორი დღის უძინარი ვარ - სთხოვა ჯოსეფმა.
- კიდევ კარგი, არაფერი გქონდა მიღებული. პოლიციისთვისაც არ უნდა დაგერტყა.
- ოცი წლის ბიჭებს კასტეტი გადაარტყეს, აბა რა მექნა? ჯანდაბა! კრისტოფერ ფორტის მოვუ*ნავ კარგის ტ*აკს! როგორ შეაშინა ყველა. ოცი ბავშვი დაიჭირა. გესმის შენ რა ხდება?
- მინისტრად რომ დამნიშნავენ, პირველი მაგას დავიჭერ - გაეღიმა მარჯიელას - სულ ცოტახანი დაგვრჩა, სულ ცოტახანი ჯოსეფ და ყველაფერი კარგად იქნება. ბავშვებსაც გამოვაშვებინებ. სამ დღეში ხვალ შეხვედრა მაქვს მაგ სი*თან.
- ეგ სიტყვა პირისპირ არ უთხრა.
- გადატანითი მნიშვნელობით ვეტყვი - ეშმაკურად გაჰხედა თავის ძმას - ბავშვობაში, ლექსიკონი რომ გვქონდა, ისე.
- ანუ ეტყვი, რომ სკამია? მაგარი იდეაა - ჩაიხითხითა ჯოსეფმა. მწვანე თვალები უძილობისგან, მუქი ჭაობისფერი გაჰხდომოდა და უპეები ჩალურჯებოდა.
სახლში მივიდნენ. გულგახეთქილი ბეკი ეზოში გამოიქცა და ჯოსეფს შეახტა.
- ჩემი დემონი, როგორ მომენატრე - თმაზე და ლოყებზე აკოცა თავის უმცროს დას. მერე ძირს ჩამოსვა და კარგად შეათვალიერა - ორ დღეში, გახდი?
- საჭმელს არ ვჭამდი. როცა ვნერვიულობ, შიმშილი მეწყება.
- გვარიანად მოგიმიზეზა და არც სკოლაში წასულა - დაამატა მარჯიელამ სიცილით.
- ელა, შენთვის ცოტა მძიმე ამბავი მაქვს. როგორც ჩანს, ტელევიზორი კარგა ხანია, არ გინახავს - თანაგრძნობით მიუგო ბეკიმ.
- რა მოხდა რებეკა?
- გადავახვევ - შუა დღის ახალი ამბები ჩართო ტელევიზორში.
- პრეზიდენტმა პრემიერის კანდიდატურაზე კრისტოფერ ფორტი განიხილა, რის შემდეგაც, სხდომაზე, მთელმა პარლამენტმა გამოუცხადა ნდობა. - ამბობდა გადაცემის წამყვანი.
- ამის დედა შე*ეცი! - დაიღრიალა ჯოსეფმა და მუშტი ისეთი სიძლიერით მიარტყა კედელს, ვერ მიხვდებოდი, კედელი გატყდა თუ ძვალი.
მარჯიელა გონებაარეული მიესვენა სკამზე.
- ბავშვებს როგორღა გამოვიყვან? - ამოიკვნესა და თავი ხელებში ჩარგო. - ახლა უნდა ვეხვეწო, ვემუდარო და დავუჩოქო ამ ყვინჩას?
- პრეზიდენტი ხომ შენ განგიხილავდა? - ვერ გაეგო რებეკას.
- პრეზიდენტის კი არა, საკუთარი ჩრდილის ნდობა არ უნდა გქონდეს. დაიმახსოვრე ბეკი! არც ჩვენი პრეზიდენტია ანგელოზი. გაუგო ეტყობა რაღაცა და დააშანტაჟა ამ ქვეშქვეშამ. შენ კიდე, ნუ დაიბზარე სხეულის ყველა ნაწილი. დაიძინე! ჩემს დაკარგულ პრემიერობას აღარაფერი ეშველება და ჯანმრთელობა მაინც შეგრჩეს. ხვალ ვილაპარაკოთ ყველაფერზე - სთხოვა თავის ძმას.
- ერთ-ორ ჭიქა რამეს დავლევ ჯერ.
- მე ღვინო მინდა - წამოდგა მარჯიელა და ჭიქები გამოიტანა.
- მეც ღვინო მინდა - გაეღიმა ბეკის.
- შენ, ჩემო საყვარელო, უნდა დაიძინო და დილით ადრე ადგე. დამთავრდა შენი არდადეგები, სკოლაში ხარ წასასვლელი... მომინდომა გოგომ ალკოჰოლი!

* * *

კრისტოფერ ფორტი კაბინეტში იჯდა, როცა შორიდან მომავალი მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის გამწარებული კაკუნი მოესმა. მაშინ არ დაფიქრებულა, თუმცა ზოგჯერ, ფეხის ხმიდანაც შეიძლება ამოცნობა, რომ მოდის ვიღაც ზედმეტად შეუპოვარი და გამუდმებული ბრძოლისთვის მზადმყოფი.
კარი გაიღო.
მდივანმა უთხრა, ზუსტად ის მოვიდა, ამ ბოლო დროს რომ ჩაეწერა თქვენთან სალაპარაკოდო და კრისტოფერმაც თავი დაუქნია.
მწითურთმიანმა ქალმა შემოანათა. თან კი არ მოვიდა ან უბრალოდ წარსდგა მის წინაშე, მართლა შემოანათა. ყვითელი კომბინიზონით და მასზე დაბნეული წელამდე ცეცხლისფერი თმით, კილომეტრის მოშორებითაც იცნობდა ნებისმიერი რომ მარჯიელა კრუგერთან ჰქონდა საქმე.
წამოდგა კაცი და შავსათვალეში მდგომ ქალს შეავლო მზერა. მარჯიელას თვალები არ უჩანდა, თუმცა მათი დანახვის გარეშეც მიხვდა, უხილავ ცეცხლსასროლ იარაღს დაატარებდა მზერით.
- მე მარჯიელა კაველო ვარ! ის ქალი, ვის კლუბშიც თქვენი ბრძანებით შეიარაღებულ იდიოტთა რაზმი შეიჭრა და პატარა ბავშვები შემიშინა.
- ვიცი, ვინც ხართ. აქამდეც მრავალჯერ შევხვედრილვართ, მაგრამ თქვენ აღარ გახსოვართ ალბათ. სახეზე მხოლოდ იმას სცნობთ, ვინც პრემიერია. მაშინ უბრალო კაცი ვიყავი.
- ცოტათი არ მადარდებს თქვენი მოგონებები. ვფქირობ, უნდა გცოდნოდათ, სად მიდიოდით, რატომ მიდიოდით და ვის საკუთრებაში იჭრებოდით. - ქალმა სათვალე მოიხსნა. მომაკვიდენებელი ბრაზი შეაფრქვია კრისტოფერს. გამოხედვაში იმაზე მეტი ცეცხლი უჩქეფდა, ვიდრე გრძელი თმის კულულებში.
კაცმა ღრმად ჩაისუნთქა.
მომთმენი უნდა ყოფილიყო, ხმისთვის არასოდეს აეწია და ნებისმიერი პროვოკაციისთვის, სოლიდური ტონით ეპასუხა. ეს სისხლში იმდენად ჰქონდა გამჯდარი, რომ შეეძლო, ვინმესთვის სრულიად გაწონასწორებული და დაბალანდებული საუბრით დაერტყა მუშტი.
- მშვენივრად ვიცოდი, ვისი საკუთრებაც იყო. საერთოდ, რატომ გგონიათ, თითქოს, მაგდენი დრო მაქვს, რომ ახსნა-განმარტება ვაძლიო ადამიანებს? - ერთიც არ გაუცინია კრისტოფერს. სიცილის კი არა, ღიმილის შესაფერისი დროც არასოდეს ჰქონდა ასეთ მომენტში.
- ნუ ხო, რა თქმა უნდა, კლუბის შტურმით აღების შემდეგ, ამ ყველაფრის ორგანიზატორმა, ნამდვილად უნდა შეიკავოს თავი ახსნა-განმარტებისგან. გასაოცარი ტაქტიკაა. ხომ არ გავიწყდებათ, როგორი დაუმორჩილებელი და მტკიცე ადამიანები გადაიკიდეთ? ეს ახალგაზრდობაა. ახალგაზრდობას თქვენი ჩამოგდება შეუძლია! თუ არ ვცდები, ოცი მათგანი თან წაიყვანეთ, ციხეში. - მარჯიელამ გულხელი დაიკრიფა. რომ არ სცდოდნოდა, დაცვა შემაკავებსო, დაუფიქრებლად დაუპირებდა კაცს შუაზე გაგლეჯვას.
- მარჯიელა, თქვენ ჭკვიანი ქალი ბრძანდებით. ეს ოპერაცია თვეების განმავლობაში იგეგმებოდა და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, არაფერ პირადულს აქ ადგილი არ აქვს. მათ შორის, არც თქვენს მიმართ მაქვს რამე პრობლემა. როგორც ხედავთ, გამონაკლისიც კი დავუშვი და თქვენი ძმის, ჯოსეფის ციხიდან გამოყვანა შეძელით, მიუხედავად იმისა, რომ პოლიციას პიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ბავშვებს რაც შეეხებათ, სამოცდაათი გრამი ნარკოტიკი აღმოაჩნდა თითოს მინიმუმ. თან ჩვეულებრივ ზე არაა საუბარი, კლუბურ ნარკოტიკს ვგულისხმობ.
- ჯანდაბა! თქვენ რა, კლუბში არ გივლიათ? პირადი მოხმარებისთვის ჰქონდათ და არა გასაყიდად. ჩემს ტერიტორიაზე ნარკოტიკით ვაჭრობა იკრძალება.
- პირადი მოხმარებისთვის მაგდენი? - სასაცილოდ არ ეყო პრემიერს - კლუბში რომ მივლია, სწორედ მაგიტომ მიკვირს. თითო აბის მეოთხედი ერთ ადამიანს 4 საათის განმავლობაში თიშავს. სერიოზულად, ტვინს ძალა დაატანეთ მარჯიელა, ეგენი ყველანი ჩვეულებრივი კრიმინალები არიან და თუ არ არიან, სამომავლო პერსპექტივა დიდი აქვთ.
- ორ დღეს გაძლევთ ბავშვების გამოსაშვებად და თქვენი ხალხის გამოსაყვანად ჩემი კლუბიდან. - სიბრაზისგან, ქალს ხმა დაუწვრილდა და ჩურჩულზე გადავიდა, რათა პრემიერისთვის არ ეყვირა.
- თორემ?
- თორემ ძალიან ხანგრძლივ და ხალხმრავალ მიტინგს ექნება ადგილი!
- რევოლუციით მემუქრებით? მაგის გამო, შემიძლია ახლავე დაგაპატიმროთ.
- მე თუ დამაპატიმრებთ, მაშინ ნამდვილად ვერ აიცილებთ თავიდან ზუსტად იმ რევოლუციას, რომლის ხსენებამაც ასე ერთიანად შეშფოთდით და აღელვებისგან, ცხვირიც გადაგიწითლათ.
- პირველ რიგში, ეგ მზის ბრალია... დიდი ცხვირი მაქვს და მზეს ვერ ემალება. სახლში წადით! ერთხელ რომ თვალი დავხუჭე მაგ მუქარებზე, ბედნიერად შეირგეთ, თორემ მეორედ ძალიან ცუდ გადაწყვეტილებას მივიღებ.
- ყველა ასე ხართ. ამ ერთხელ გპატიობ, მეორედ არა! - ბოხი ხმით გააჯავრა მარჯიელამ პრემიერი - სიმართლე ისაა, რომ ვერაფერსაც ვერ მიზავთ. მარტო თქვენ კი არა, რა მთავრობამაც მომისწრო, ყველამ ჩემს საქმეში ჩაჰყო თავისი გრძელი და ყანჩასავით ცხვირი. როგორც ხედავთ, ისინი წავიდნენ, მე კი დავრჩი. ძალაუფლებასა და თანამდებობას, თქვენს ადგილას, საფრთხეში არ ჩავიგდებდი. გამოუშვით ჩემი ბავშვები!
- გგონიათ, მხოლოდ თქვენ გაღელვებთ ბავშვების ბედი? ნარკოტიკზე ისე საუბრობთ, გეგონება, ერთი კათხა ლუდი იყოს. ბოლო პერიოდში, ხუთი ახალგაზრდა დაიხოცა, მხოლოდ იმიტომ, რომ დოზას გადააჭარბეს. ამ კვირის მანძილზე კი 48 შემოსული ზარი იყო სასწრაფოში. აგრეთვე, ნარკოტილის მოხმარებისგან გამოწვეული დისკომფორტის გამო. ეს გინდათ მარჯიელა? გინდათ, რომ თქვენი კლუბიდან ახალგაზრდა გოგო-ბიჭების გვამები გამოზიდონ? ნუთუ ვერ ხვდებით, მერე ყველაფერი ძალიან გვიანი იქნება. თქვენს ადგილას, ამ ოპერაციისთვის მადლობას ვიტყოდი. ამის შემდეგ, თავადვე შეამჩნევთ, როგორ რიგიანად შემცირდება თქვენივე ტერიტორიაზე, აბებით გაბრუებული ბავშვების ცეკვა-თამაში.
ქალმა მზერა დახარა.
პრემიერს უფრო მეტად მიუახლოვდა და თითქმის ყურთად ჩასჩურჩულა:
- ჩემი 20 ბავშვი, 48 საათში, გარეთ იყოს, თორემ მერე 200 000 თქვენს წინააღმდეგ აჯანყებული ახალგაზრდის შეკავება მოგიწევთ და ეგ არც ისე ადვილი იქნება! წარმოდგენა მიჭირს, ამხელა შეცდომის მერე, რანაირად დაგნიშნებს პრემიერად.
როგორც შემოკაკუნდა, ისე გაკაკუნდა.
- ბავშვები გამოუშვი! - ჩაილაპარაკა კრისტოფერმა დაწვრილებული ხმით და საჩვენებელი თითი, ტრიალით გაიშვირა კარისკენ, საიდანაც მარჯიელა გავიდა. - წითური დემონი! მომინდომა მეამბოხეობა. ან ჩემს ცხვირს რას ერჩის.
- მშვიდობა გაქვთ პრემიერო? - თავი შემოჰყო ანაბელმა.
- მშვიდობის დედაც ვატირე ანა.
- შენგან გამოსული ეშმაკი დავინახე. ბალენსიაგას კოტუმი ეცვა. - მერე კედელს მიეყრდნო და გულხელი დაიკრიფა უკმაყოფილოდ - არც ეგ სტილი მიხდება და არც ეგ ფერი.
- ნუ სულელობ რაღაცეებს.
- ჩემი მზერით დაკნინება სცადა. რომ გამოდიოდა, დერეფანში შევეჩეხეთ, სათვალე მოიხსნა, თვალებიდან ტოქსინები შემომაფრქვია, მერე ისევ გაიკეთა და გზას გაუყვა.
- ტოქსინები შენ ჩემს აურაში უნდა ნახო. ეგ არაფერი. კრუგერების ოჯახი მაგარი დაგეშილია. ბავშვების გამოშვება მომიწევს, თორემ მართლა რაღაც შარს გადამყრიან. შენ დაფიქრდი კარგად, გინდა ჩემი მარჯვენა ხელი იყო თუ არა.
- მინდა, თუმცა ეგ ძნელია. თუ ჩემს რეპუტაციას გავითვალისწინებთ, კარგს არაფერს მოგიტან კრის.
- რა სისულელეა - გაეცინა კრისტოფერს - ის რომ, ოთხგზის ქვრივი ხარ, ჩემთან რა შუაშია?
- არ ვიცი, თუმცა როგორმე, დააკავშირებენ ქმრების მკვლელს და პრემიერს ერთმანეთთან.
- როგორც უნდათ, ისე დააკავშირონ.

* * *

მარჯიელა ბარში იჯდა. მერამდენე ჭიქა ღვინოს სვამდა, აღარც ახსოვდა. ზოგჯერ, მარტოობით ტკბობა ჰქონდა განზრახული. მარტო დარჩენილს კი იმ წამსვე, სახლში ყოფნა უნდებოდა.
გვერდით ხნიერი ქალი ეჯდა. ისიც წითელ ღვინოს შეექცეოდა. თან უბრალოდ კი არ სვამდა, არამედ, მთელი გულით იგუბებდა პირში, მერე თვალებს ხუჭავდა და ნეტარი სახით ყლაპავდა.
მარჯიელას მოეწონა ქალი... ღიაწაბლისფრად შეღებილი თმა ჰქონდა, მრგვალი, ოქროს საყურეები ეკეთა და ნატურალური ბეწვის ქურთუკი ისე გრაციოზულად ემოსა, ვერც ერთი ახალგაზრდა ვერ გაუწევდა კონკურენციას.
- მე გეპატიჟებით - უთხრა მოულოდნელად მარჯიელამ.
- მოხუცი ქალის მიმართ სისბრალულით აღივსე? - გაცინა ქალს.
- არა, აღფრთოვანებით ავივსე.
- ამას კომპლიმენტად მივიღებ. ძალიან ლამაზი ხარ - წარმოთქვა ქალმა. წვრილი სიგარეტი ამოიღო და სპეციალურ ხის საცვამში მოათავსა რომ ხელზე ნიკოტინის სუნი არ ჰქონოდა. - თავიდანვე გიცანი. შენ ხარ ის თანამედროვე გმირი, პატარა ბავშვებს რომ სწავლას, ცხოვრებასა და გართობას უფინანსებს.
მარჯიელას გაეცინა.
ცოტა წამოწითლდა, ესიამოვნა ქალის ნათქვამი.
- დღეს ჩემი 20 ბავშვი ციხიდან გამოუშვეს - ჭიქა აღმართა და ქალს მიუჭახუნა.
- თუმცა პრემიერობის დათმობა მოგიწია. ტელევიზორს ძალიან ხშირად ვუყურებ.
- დათმობას ვერ დავარქმევ. უფრო, ცხვირწინ ამწაპნეს პოსტი.
- ეგ არაფერი. ლამაზი, ჭკვიანი და ბობოქარი ქალი როცა ხარ ერთად, არასოდეს დარჩები შეუმჩნეველი. მე ალეგრა მქვია - ხელი ჩამოართვა ქალმა.
- სასიამოვნოა ალეგრა. ჩემს ბარში ხშირად გხედავთ და მიხარია.
- ჰო. ლამაზი და მყუდრო ადგილია, თან მოწევა შეიძლება. ზოგჯერ, მოხუც ქალებსაც ბევრი საქმე აქვთ, ძალიან თუ ვიღლები, აქ მოვდივარ და ხალხს ვაკვირდები. რაღაცით, ჩემს ახალგაზრდობას მახსენებ. მეც მებრძოლი ხასიათი მქონდა... გოგონაზე ვოცნებობდი, რომელიც მე დამემსგავსებოდა, თუმცა ერთი ბიჭის შემდეგ, ისე ამერია თავგზა, მეტი შვილისთვის დრო აღარ იყო.
- ბიჭსაც არაუშავს - გაეცინა მარჯიელას. მერე დაფიქრდა - წავა რაა.
ბარმენი მარჯიელასკენ გადაიწია და ყურში ჩასჩურჩულა:
- თქვენზე საუბრობენ ახალ ამბებში.
- რას ამბობენ ივო? ჩართე რაა - სთხოვა ქალმა.
და შემდეგ, მთელი 15 წუთი უსმინა საუბარს იმის შესახებ, თუ როგორ ადანაშაულებდა გარდაცვლილი ქმრის დედა, თავისი შვილის სიკვდილში. მერე მეორე ქმრის დედაც დაინახა. უფრო სწორად, საქმრო ერქვა იმ საცოდავს, უბრალოდ, საკურთხევლამდე ვერ მიაღწია. ეკლესიაშივე დალია სული, სანამ „თანახმა ვარ“-ს იტყოდა.
მარჯიელამ ამოიოხრა.
გამოართვევინა.
- გულთან ახლოს ნუ მიიტანთ - მიუგო ალეგრამ.
- ახალი პრემიერი ცდილობს, რომ ყველას შეაძულოს ჩემი თავი. მაგან თავის ყვინჩილა ცხვირს მიხედოს!
- იცით, ფიზიკურად, სიმპათიური ბიჭია.
- ვიცი, მეც მაქვს პატარა კეხი, მაგრამ ახლა ისე მეზიზღება, რომ მზად ვარ, მისი თითოეული სახის ნაკვთი და მეტყველების მანერა უკანასკნელ სიმახინჯედ გამოვიყვანო. თქვენ ბიჭი გყავთ ხომ? - ჰკითხა მარჯიელამ.

- დიახ.
- თქვენც გეზიზღებათ თქვენი რძალი? ძალიან უცნაურ პათოლოგიასთან გვაქვს ქალებს საქმე. ორჯერ გავიცანი საყვარელი ადამიანის დედა და ორივე შემთხვევაში, დასანახად ვერ მიტანდნენ.
- ჩემს ბიჭს არავინ ჰყავს. სერიოზული არც ჰყოლია, თუმცა... იცით რას ვფიქრობ? როგორც ჩანს, უფრო ახალგაზრდა და ლამაზი მანდილოსანი როცა შედის ოჯახში, გაუცნობიერებელ ბოღმას აგრესიით გამოხატავენ დედამთილები. ვიცი, ეს არ ამართლებს ასეთ საქციელს, თუმცა სიმართლეა. დროის ავბედითობას პირდაპირ სახეში ურყამს სამყარო: შეხედე, შენი წასვლის დრო მოვიდა, რადგან სხვა, უფრო მშვენიერი ქალი გახდა ოჯახში ის, ვის ჭკუაზეც, შენი ვაჟი მთელი ცხოვრება ივლის.
- არაუშავს. გათხოვებას აღარ დავაპირებ მაინც. უბრალოდ, ფაქტი, რომ ორივე ქმარი მოვკალი, ცოტა მაწუხებს. ხომ გესმით არა? ერთი ცეროზით გარდაიცვალა, მეორე ანევრიზმით. ღმერთმა მაპატიოს, თუ რომელიმე გამოვიწვიე.

* * *

მეორე თავი
კრისტოფერი მანქანიდან გადმოვიდა. ჟურნალისტებმა შეთქმულებივით გადაუღობეს გზა და ერთმანეთის გვერდიგვერდ ჩამწკრივდნენ მიკროფონებშემართულები. პრემიერი წამით შედგა. დაფიქრდა, გზა უკომენტაროდ ხომ არ გაეგრძელებინა, თუმცა მერე გადაიფიქრა.
საკუთარი თავისთვის პირობა მიეცა, რომ მუდამ იტყოდა სათქმელს, თან წარბსაც არ შეიხრიდა.
- თქვენი სპეცოპერაციის შედეგად დაზარალებული ახალგაზრდები ითხოვენ, რომ დღესვე დატოვოთ პოსტი - ერთმა დაბალმა, თუმცა ყველაზე აქტიურმა ჟურნალისტმა სულ ყველას დაასწრო კითხვა.
- არ ვაპირებ, იმის გამო გადავდგე, რაც ხალხის კეთილდღეობისათვის გავაკეთე. სამი სერიოზული ნარკომოვაჭრე დავაკავეთ ამ ოპერაციის შედეგად. დაზიანებას რაც შეეხება, მხოლოდ ისინი დაზარალდნენ, ვინც სისხლის სამართლის კოდექსი დაარღვია და პოლიციას წინააღდმეგობა გაუწია, თუმცა, ამის მიუხედავად, სერიოზულად დაშავებული არ გვყავს. გმადლობ, ნამდვამდის!
შენობამდე სდიეს, მაგრამ ვინ რას დაეწეოდა.
კაბინეტში, განათლების მინისტრი ეჯდა, კრისტოფერის მოსვლას ელოდა ელდანაცემი.
- შენ მე სულ გადამრევ რაა - კარი ეგრევე საყვედურებით შეაღო პრემიერმა - რამე უმსგავსოებას თუ აკეთებ, ისე მაინც ქენი, რომ სახალხოდ არ მომჭრა თავი.
წამის მეასედში, ხელი ჩამოართვა და მერე თავის უზარმაზარ სავარძელში ჩაეშვა.
მოსწონდა ეს სავარძელი. ზუსტად მისი ზურგის ფორმა ჰქონდა მიღებული. არ ღლიდა და წელშიც არ იხრებოდა.
- ვიღაცა ვირთხა გვყავს. აბა, სხვანაირად, ვინ გაიგებდა, რომ ცოტა ზედმეტად გავეცით პრემიერბი? - თავი იმართლა განათლების მინისტრმა.
- მე შენ ბიუჯეტი იმიტომ დაგიმტკიცე, რომ გასაგიჟებელი ხუთწლიანი პროექტი მაჩვენე, რის შემდეგაც, უნდა ავღორძინებულიყავით და გადავსებულიყავით განათლებული ხალხით. ამის მაგივად რა ჯანდაბა ქენი რუდოლფო? პროექტისთვის განკუთვნილი ფულის მეხუთედი ჰავაის კუნძლებზე ანიავეთ მთელმა სამინისტრომ. კარგი რაა. ისედაც, კრიზისული სიტუაციაა. აქეთ ჩემს დაგაყენებას გეგმავენ, იქით რევოლუციებს. შუაში ვარ გაჩხერილი და ვისი ნდობაც უნდა მქონდეს, ისინიც ხეირიანად ერთობიან.
- გეუბნები, არ უნდა გასაჯაროებულიყო ეს ამბავი. ვიღაცა გვყავს - ისევ უხერხულ თავის მართლებებს მოჰყვა.
- გვყავს აბა არ გვყავს? ყოველ მეორეს შეუძლია ინფორმაციის გატანა და შემოგზავნილებზე კი არ უნდა ვიდარდოთ, საქმეს ისე უნდა ვაკეთებდეთ, რომ სულ ფეხებზე გვეკიდოს ინფორმაციის გასვლა-გამოსვლა. თან ჩემთან კი არ უნდა ჩაიხვიო ეს „ვირაცა გვყავს, ვიღაცა გვყავს“, ადექი და შსს-ს მიმართე. კარგი, ახლა მნიშვნელობა არ აქვს - ღრმად ჩაისუნთქა კრისტოფერმა და ფეხზე წამოდგა - დროებით დატოვებ თანამდებობას, ისაუბერებენ, მერე გაჩერდებიან. ახლა ეგ რომ შეგარჩინო, მარჯიელა კრუგერი ჩვენს დასახოცად ქილერს დაიქირავებს. შენ კარგად იცი, განათლებას და ახალგაზრდებს როცა ეხება საქმე, იმ ქალს შეუძლია, სამყარო გადადგას და ყველანი ჯოჯოხეთის ცეცხლში გაგვხვიოს. დროებითი მოვალეობის შემსრულებლად, ქალს დავნიშნავ. თან დაბალანსდება და მინისტრი ქალებისა და კაცების რაოდენობა გატოლდება. მერე სექსიზმშიც ვერავინ დაგვადანაშაულებს.
- ჯანდაბა ჩემს თავს! - ამოიოხრა რუდოლფომ.
- მაგაზე მაშინ გეფიქრა, კუნძულზე რომ ქოქოსიან კოქტეილებს სვამდი. მოგიხერხებ მერე რამეს, აბა რა ვქნა?
დაღონებული რუდოლფო წუწუნით და თავშიცემით წავიდა.
კრისტოფერს იმაზე მოსდიოდა ბრაზი, უფრო მკაცრად რატო არ მივუდექი ამის ამბავსო. მერე ანაბელი შემოვიდა როგორც ყოველთვის, უკმაყოფილო სახით და ტელევიზორი ჩართო, სადაც კრისტოფერს ათასი ბიზნესის ქონაში სდებდნენ ბრალს. კარგა ხანს კი იჩხუბა, ადამიანს როგორ შეიძლება, შრომაში და მუშაობაში ბრალი დასდოო, მაგრამ დამნაშავეს თუ ეძებ, დადანაშაულებაც არ გაუჭირდება კაცს.
- კრუგერების მოფიქრებულია ალბათ ხო? - ჰკითხა ანაბელს.
- აბა რა გითხრა? - მხრები აიჩეჩა გოგომ - საყვარლობაც დაგვაბრალეს.
- მაგას ნუ მიაქცევ ყურადღებას. ვინც კი ჩემთან ერთად დააფიქსირეს, ყველასთან რომანი დამაბრალეს. ეჭვი არ მეპარება, მარჯიელას ამბავია. ეს ვინ გადავიკიდე რაა, ხო ვცხოვრობდი ადამიანურად? - ნერვიულად გადაისვა თმაზე ხელი. - კრუგერებისთვის ერთი კარგი მაგალითის მიცემა მომიწევს. - გაეღიმა ეშმაკურად.
- არ მომწონს ეგ ღიმილი. რამე ისეთს ნუ გააკეთებ, რაც გასკდება, გაიგე?
- ჩემზე ნერვიულობ თუ ჯოსეფის გამო გეშინია?
- რა სისულელეა - ერთიანად აწითლდა ანაბელი. ძალიან ფითქინა კანი ჰქონდა და თუ ტყუილში გამოიჭერდნენ ან შერცხვებოდა, მერე საერთოდ, პომიდვრისფერი გადაუვლიდა ხოლმე სახეზე.
- პირველი კლასიდან ეტრფი. ძალიან კარგად მახსოვს, სასიყვარულო წერილებს რომ უძღვნიდი ანონიმურად.
- კაი ერთი - გადაიხარხარა ანაბელმა - ვინც კი მიყვარდა, ისედაც ყველას ცოლად გავყევი. არც ჯოსეფი გამიჭირდებოდა.
- შეგეშინდა, არ მოვკლაო.
- ნუ მაიმუნობ ამხელა პრემიერი!
კრისტოფერმა ტელეფონი ამოიღო და თავის ყველაზე სანდო ჟურნალისტს დაურეკა პატარა თხოვნით, რომელსაც ცხოვრებისეული გადაცემა მიჰყავდა ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ არხზე.
* * *

ორი დღის შემდეგ, მარჯიელა, ჯოსეფი და რებეკა, გადაცემას უხსდნენ. ეკრანზე ჯოსეფისა და მარჯიელას ერთობლივი სურათები ჩანდა. წამყვანი კი დაბნეული, საეჭვო და ინტრიგნული ტონით ყვებოდა შემდეგს:
- ყველამ კარგად ვიცით, კრუგერ და-ძმას ძალიან ახლო ურთიერთობა აქვთ. მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის ასაკიც და სახსრებიც უწყობთ ხელს, ისინი მაინც ერთ სახლში ცხოვრობენ. რა იმალება ამ ყველაფრის უკან? მათ არავისთან უფიქსირდებათ რომანტიკული ურთიერთობა, დღის უმთავრეს მონაკვეთს, ერთად ატარებენ. ნუთუ შეიძლება, ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით ვიფიქროთ, რომ მათი კავშირი „ზედმეტად“ ახლოა?
- რას ლაპარაკობ - გადაიხარხარა ჯოსეფმა და თავის გვერდით მჯდომ დას თმაზე მოეფერა - ელა, ამ საღამოს, რას აკეთებ?
- ნუ ლაზღანდარობ იდიოტო! ეს ძუ*ნა ინცესტში გვდებს ბრალს. აზრზე ხარ?
- თქვენ თუ სერსეი და ჯეიმი ხართ, მე ჯოფრი გამოვდივარ? - იკითხა რებეკამ სიცილით და მერე თავისი ძმის ღუტუნისგან შეწუხებულმა, ისტერიკული კივილი მორთო.
- ორი წამით, გაჩერდით. ღმერთო, ესენი ტყუპები არიან მემგონი - შუაში ჩაუხტა მარჯიელა.
- იუმორით თუ არ შევხედეთ ყველაფერს, ჭკუიდან გადავალთ - ჩიფსით სავსე თასი მიიდგა ჯოსეფმა და ჯერ ბეკის ჩაუყარა პირში, მერე თვითონ შეჭამა. - კრისტოფერს მოჰკითხე ამაზე პასუხი. რა გეგონა, ვერ მიხვდებოდა, მაგის ბიზნესებს რომ მოჰფინე შუქი და ბონუსად, ყველას საყვარლობა დააბრალე, ვისაც კი იცნობს.
- შენ არ ინერვიულო ელა - ანუგეშა ბეკიმ - მაგისი ბიძაშვილი ჩემი კლასელია და იმ დღეს, მაგრად ვცემე.
- ეგღა გვაკლდა - თვალები გადაატრიალა მარჯიელამ - რატომ სცემე?
- თხა მიწოდა!
- მაშინ, საცემი ყოფილა - შეაქო ჯოსეფმა. - ბიზნესმენთა ფორუმზე უნდა წავიდეთ და ურთიერთობა დავალაგოთ მაგ კაცთან.
- რას მელაპარაკები, გაგიჟდი? - შეიცხადა მარჯიელამ.
- ცოტა თვალებს ჩაუპაჭუნებ, დიდ ცხვირზე მოეფერები და შეაპარებ, პროექტები დაგიფინანსოს.
- მაბო*ებ?
- ცოტათი.
- თან მაგრად მოსწონხარ - ჩაერია ბეკი.
- საიდან მოიტანე?
- ბიჭები ეგრე იქცევიან, როცა გოგო მოსწონთ: თმას სწიწკნიან, ამწარებენ. პრემიერ მინისტრის ბიძაშვილიც მაბრაზებს ხოლმე, არადა, ვუყვარვარ მაგ უბედურს. კი არ იცის, ჩემი სკოლის დირექტორს რომ უნდა გავყვე ცოლად, როცა გავიზრდები.
- ეგ დირექტორი მაცემინა რაა - ხელები ერთმანეთზე შემოჰკრა ჯოსეფმა.
* * *

კრისტოფერი სახლში რომ მივიდა, უკვე გვიანი იყო. ოცნებობდა, ფუმფულა საწოლზე და ახლადგარეცხილი თეთრეულის სურნელზე, მაგრამ ყველა გეგმა წყალში ჩაუცვივდა, გაბრაზებული დედამისის სახე რომ დაინახა.
- ალეგრა, აქ რას აკეთებ? გაგეფრთხილებინე მაინც.
- დედის დანახვა არ გიხარია? - თვალები საეჭვოდ მოჭუტა და მერე უკმაყოფილო მზერით, მაინც აკოცა ლოყაზე.
- შენი დანახვა, მუდამ მიხარია.
- კრისტოფერ, იცოდე, სიმართლე მითხარი! დღეს საოცრად ამორალური გადაცემა ვნახე კრუგერებზე. და-ძმას იმ დამპალმა ქალმა ბრალი დასდო, თითქოს.... ამის წარმოთქმაც მიჭირს. შენი შეთითხნილი ხომ არაა ეგ გადაცემა?
- არა. და საერთოდ არ ვაპირებ ჩემი შეთითხნილი ამბები შენთან გავარჩიო. - თვალები გადაატრიალა კაცმა. მერე კარადიდან ვისკი გამოიღო და დაისხა. ალეგრას მკაცრს მზერასაც წააწყდა, რომელიც მწყრალად ეუბნებოდა, მეც სასწრაფოდ დამისხიო და იძულებული გახდა, დედამისისთვისაც შეეთავაზებინა ალკოჰოლი.
- ერთი რამე მომისმინე! იცი სად უშვენებ კაცები ყველაზე დიდ შეცდომას?
- არა დედა, არ ვიცი - რობოტივით აჰყვა კაცი საუბარში.
- როცა გოგონა მოსწონთ, კარგად მოქცევის მაგივრად, აბრაზებენ. კაცი ზოგადად, პრიმიტიუილი არსებაა და ასევე პრიმიტიულად აზროვნებს. ცუდი დამოკიდებულებით, იმ ქალის ყურადღებას ნამდვილად მიიქცევ, თუმცა ვერანაირად ვერ მოაწონებ თავს.
- რა სისულელეა - გაეცინა კრისტოფერს - რამ გაფიქრებინა, რომ ეგ ჯოჯოხეთის მაშხალა მომწონს?
- შენმა სახემ მაფიქრებინა, რომელიც მოსაფერებლად გამზადებულ პატარა ლეკვს ემსგავსება ყოველ ჯერზე, როცა მაგ ქალს ხედავს სადმე. თუნდაც ტელევიზორში. მე კარგად მახსოვს შენი სტუდენტობა. როგორც ჩანს, წარსულის ტკივილი ჩაგრჩა და ვერ ელევი. ახლა შურისძიებით ცდილობ ყველაფრის გამოსწორებას. კრისტოფერ, ბიზნესმენთა ფორუმზე წადი და ურთიერთობა დაალაგე, სანამ მესამედ გათხოვილა და მესამე ჯერზეც, შენ არ იქნები ის კაცი!
- ჯანდაბა დედა! საიდან მოგაქვს მსგავსი არგუმენტები? გეხვეწები, ადამიანურად დაძინება დამაცადე. ისედაც გაქანებული ინსომნია მჭირს. მარტორქის დოზა ძილის წამლებიც აღარ მშველის და ისე ნუ იზამ, ღამით ან მარჯიელა დამესიზმროს საპატარძლო კაბაში გამოწყობილი, ან შენ დამესიზმრო, როგორ აცმევ საქორწინო კაბას მარჯიელას.
- მაგას ჩემი ჩაცმა-დახურვა არ სჭირდება. ისედაც კარგად იცის, რაც უხდება. იშვიათობაა, ქალს ასე ამშვენებდეს ჭახჭახა და კლაისკური ფერები ერთად.
- რა მაგარია. დედაჩემი მარჯიელას ფანია - ტაში შემოჰკრა კრისტოფერმა.

* * *
როგორი უბედურებაც აღარ უნდა მომხდარიყო მის ცხოვრებაში, კრისტოფერი საკუთარ თავს იმ მარჯიელას დავიწყების უფლებას ვერ მისცემდა, რომელიც ბრიფინგზე ნახა.
სრიალა, ხავერდის კაბა...
მკერდი, რომელიც თითქმის უჩანდა ან მხოლოდ ის დაინახავდა, ვინც მთელი გულით დააკვირდებოდა.
და თვალები: მომნუსხველი მზერა, მომაჯადოებელი გამოხედვა. ის, რაც ზუსტად კრისტოფერი საცდუნებლად იყო შექმნილი.
იმ საღამოს, ყველა თავის ოთახში დაბინავდა. ზოგჯერ, ბრიფინგსაც ჰქონდა რაღაც პლიუსები. მაგალითად, საქმიანი საუბრის, კამათის და დედის გინების შემდეგ, მაინც რაღაცნაირ კეთილ მეზობლებად რჩებოდნენ. კეთილებად იქამდე, სანამ ისევ ბიზნესზე მიდგებოდა საქმე ან კამერები ჩაირთვებოდა.
ანაბელმა კარზე მიუკაკუნა. მაინც ვერ იძინებ და ერთი-ორი დავლიოთო. ბარისკენ აიღეს გეზი, სადაც უკვე კარგად შეზარხოშებული მარჯიელა და თავისი ძმა ხარხარებდნენ.
- ბატონი პრემიერიც მოსულა - გაეცინა მარჯიელას.
- ელა არ გინდა, არ მოკლა, ჩაგსვამენ - მაჯა დაუჭირა ჯოსეფმა - თან ცოტა დისტანცია დავიჭიროთ ერთმანეთთან, თორემ ისევ ჭორს გაავრცელებს, თითქოს რომანი გვაქვს.
- კრისტოფერი არაფერ შუაშია - ჯოსეფს გვერდზე ჩამოუჯდა ანაბელი.
- ძალიან კარგი - მხრები აიჩეჩა მარჯელამ - ბატონ მინისტრს ისედაც არავინ დასჯიდა.
მერე ზუსტად თვალებში შეანათა დაძაბული მზერა და ისე მოსვა წითელი ღვინო, წარბიც არ შეუხრია.
- ამიტომაც გაუვრცელეს საბრალო ჟურნალისტს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო? - მარჯიელას გვერდით დაიკავა ადგილი პრემიერმა - რა იცით, ამის შესახებ?
- თქვენთან სერიოზულ საუბარს არ ვაპირებ, სანამ არ გაგჩხრეკენ. იქნებ, იწერთ საუბარს.
- მე ვერ გამჩხრეკენ, პრემიერი ვარ.
- მაშინ, საკუთარ ეგოს ესაუბრეთ გავრცელებული ვიდეოს შესახებ. მე თუ მკითხავთ, მაგ ქალს მრავალი კარმული ვალი ჰქონდა და როგორც მოგეხსენებათ, Karma is a bitch
- ძალიან სასტიკი ქალი ხართ - მიუგო პრემიერმა და თეთრ მხრებზე გაბნეულ ქალის წითელ ჭორფლებს მაინც ვერ აარიდა თავი.
- თქვენ კი ჩვეულებრივი თაღლითი, რომელიც მთელი ცხოვრება, პოლიტიკოსის მანტიით არიდებს თავს ციხის გისოსებს - სათქმელი კიდევ ბევრი ჰქონდა მარჯიელას. მრავალწლეულის განმავლობაში ჩარჩენოდა გაუცნობიერებელი ბოღმა. თავად ვერ ხვდებოდა, ამდენი ხანი, სრულიად უცნობი კრისტოფერი რომ თურმე მთელი არსით სძულდა. - ახლა უფრო უარეს დღეში აღმჩნდა ქვეყანა, პრემიერი გახდით და კაცმა არ იცის, კიდევ როგორი ცრუ ბრალდებები ელოდება ჩემს ოჯახს.
- მარჯიელა, გეყოფა! ნასვამი ხარ. - ჯოსეფმა თავისი დის შეჩერება სცადა, თუმცა უშედეგოდ. მარჯიელამ, გაშლილი ხელი მაღლა აღმართა და ყველაზე ავისმომასწავებელი ღიმილით კვლავ კრისტოფერს მიუბრუნდა.
- იქნებ, თქვენც დაგელიათ? გავტოლდებოდით.
- რა გაეწყობა - ჰალსტუხი მოიხსნა კაცმა - სასმელებში ჩემზე უკეთ ერკვევით. ჭორი დადის, რომ ნებისმიერ კაცზე მეტის დალევა შეგიძლიათ და ნებისმიერ კაცზე უარესად თვრებით ყოველ დღე.
- პრემიერი, რომელმაც ყველა ჭორი იცის ჩემს შესახებ - ხმამაღლა შესძახა ქალმა - ცოტა სამარცხვინოა, თუმცა რა გაეწყობა? - მერე კრისტოფერისთვის ისეთი ვისკი შეუკვეთა, რამდენიმე ჭიქა უეჭველად მოკლავდა.
- როგორც ჩანს, ჩვენს შორის, ბევრი გამოუთქმელი ბრაზია. ვფიქრობ, პირისპირ საუბარი გვესაჭიროება - ვისკის ბოთლს ხელი დასტაცა კაცმა და მარჯიელას მომთმენი ღიმილით ხელი გაუწოდა, ცალკე დავილაპარაკოთო, ანიშნა.
ორივე ერთმანეთის კედელზე მისრესვას ნატრობდა.
მარჯიელა გაჰყვა.
ჯოსეფმა კიდევ ცოტა ღვინო მოსვა და ანაბელს გადაულაპარაკა:
- არადა, აქ ურთიერთობის გამოსასწორებლად მოვედით.
- ჩვენც.
- მაინც ყველაფერი გააფუჭეს. ორი გავიდა და ცოცხალი, მხოლოდ ერთი დაბრუნება უკან. ნუ რა თქმა უნდა, ჩემი და... დალევ რამეს?
- ამ ღამეს ალკოჰოლის გარეშე, ვერავინ გადაიტანს - გაეღიმა ქალს.
- საიდანღაც ძალიან მეცნობი - სრულიად მოულოდნელად წარმოთქვა ჯოსეფმა.
ანაბელი გაშრა, გაფითრდა და მღელვარებისგან მთელი ტანი აუკანკალდა.
- ხუმრობ ჰო? - წითელი ღვინით შეიღება ფერდაკარგული ტუჩები. - ერთ სკოლაში დავდიოდით. შენ კი, სახეზე ვეღარ მცნობ.
- მაპატიე, ეტყობა, ბევრი ღვინო მომივიდა.
- არა, ღვინო არაფერ შუაშია. ვერასოდეს ამჩნევდი ადამიანებს - მკვახედ მიახალა. მერე ჭიქა ბარზევე დადო და იქაურობას გაეცალა.
- რა ვთქვი ასეთი? - ვერაფერს მიმხვდარიყო ჯოსეფი.
* * *

ღამის სამი საათი იყო. კაცის ჭაჭანებას ვერ გაიგონებდი. მეტიც, ხვრინვის მოსმენის პერსპექტივა უფრო იყო, ვიდრე ადამიანების საუბრის. უყვარდა მარჯიელას სიწყნარე და ამ სიწყნარეში ხეტიალი. ლამაზ სასტუმროს უკანა ეზოში უცნაური ბაღი ჰქონდა პატარა სკულპტურებით გაწყობილი. მისტიკური ფილმის კადრს ჰგავდა. განსაკუთრებული მშვენიერებით, ღამის პეიზაში გამოირჩეოდა. თითქოს, ქალებისა და კაცების სკულპტურები ცოცხლდებოდნენ, წყვდიადის აჩრდილებად გადაიქცეოდნენ და ერთმანეთს ეცეკვებოდნენ.
მშვენიერებით ტკბობას მის გევრდით მყოფი არასასურველი პარტნიორი უშლიდა ხელს მხოლოდ, თუმცა რაღაც მომენტში, ორივე გაიტაცა ბაღის სილამაზემ. ორივემე რთდროულად, მაგრამ ცალ-ცალკე იფიქრა, მოდი, ცოტახანს გავყუჩდები და დავტკბებიო.
ჰო და ასე, უსიტყვოდ ტკბებოდნენ ცალ-ცალკე, თუმცა მაინც ერთად.
მერე, როგორც იქნა, მარჯიელამ ამოიდგა ენა.
- სერიოზულად! სანამ არ გაგჩხრეკთ, იქამდე კრინტის დაძვრას არ ვაპირებ! - გამოუცხადა მტკიცედ.
- კარგი, ჯანდაბას, მაგრამ მერე მე გჩხრეკთ.
- ერთი თხელი კაბა მაცვია და მხრებზე ბეწვი მაქვს შემოგდებული. სად უნდა მქონდეს მოსასმენი აპარატურა?
- ვნახოთ.
წითურ დემონს მკერდი ეტყობოდა.
თან ისე მადისაღმძვრელად, აშკარა იყო, ახალ ფათერაკს მოასწავებდა ისედაც თავგზააბნეული კაცისთვის. მხრებზე თეთრი ბეწვი შემოეხვია. მოშიშვლებულ გულზე რამდენიმე წითელი ხალი დამჩნეოდა. ბავშვობაში, ვამპირებით გატაცებულ კრისტოფერს, სადღაც წაეკითხა, რომ ვამპირის ამოცნობა წითელი ხალითაა შესაძლებელი.
- დაიწყეთ, გითმობთ - თქვა მარჯიელამ და ხელები ჰაერში ასწია.
კრისტოფერი მიუახლოვდა. მის წინ ჩაიკუზა და ფეხის ტერფებიდან, ნელა აასრიალა ხელი წელამდე. მერე ცოტა უხერხულ სიტუაციაში ჩავარდა. ქალის წელს ჩამოეხსნა.
წითლად აგიზგიზებულ მის თმას შეავლო თვალი, რომელიც მაღლა აეწია და მთელი ელვარება თეთრი გულ-მკერდისთვის შეეტოვებინა.
- ყველაზე უცნაური ისაა, რომ ზოგჯერ, ძალიან ბანალურ ადგილას აღმოჩნდება ხოლმე ის, რასაც ვეძებთ - ოდნავ წინჩამოშლილი თმა ყურთან გადაუწია და ყურისძირში მიმაგრებული პატარა, შავი წერტილი მოიმწყვდია თითებში. - ეს რა არის?
- საყურე - წარბი არ შეუხრია მარჯიელას. - მე კიდევ უფრო ბანალური ადგილები ვიცი მიკროფონის დასამალად - კრისტოფერის გულისჯიბეში ურცხვად იფათურა და ზუსტად იგივენაირი მიკროფონი ამოიღო.
მერე კრიტოფერს თავისი გამოართვა და მრგვალ შადრევანში მოისროლა.
- გავსწორდით - გაეღიმა კრისტოფერს.
- ახლა გულახდილი საუბრის დროა - დოინჯი შემოირტყა ქალმა - ბევრი შეცდომა დაუშვით. წინა მინისტრებს სახეზეც ვერ ვცნობდი, მაგრამ გამოჩენის დღიდან, თქვენ ძალიან ცუდ კონტექსტში მიიქციეთ ჩემი ყურადღება. კრუგერების ოჯახს ვერავინ შეეხება და თუ ვინმე გაბედავს ამას, პასუხს მტკივნეულად აგებს. სამწუხაროა, ჟურნალისტი ისე ერთი ხელის მოსმით გასწირეთ, მაგრამ ისიც სულელი და რეგვენია. და-ძმას ჩირქი მოსდო.
- თქვენ წარმოდგენა მაინც თუ გაქვთ, სხვისი პირადი ცხოვრების გასაჯაროება, როგორ ისჯება? - წყობიდან გამოვიდა კაცი - მარჯიელა, უფლება არ გაქვთ, თავი მართლმსაჯული გეგონოთ. იმ ქალს ცხოვრება დაუნგრიეთ. გამოძიება თქვენამდე მოვა და ციხეში გიკრავენ თავს.
- არ ვიცი, რაზე საუბრობთ - მხრები ღიმილით აიჩეჩა ქალმა. მარჯვენა წარბი მაცდურად ასწია მაღლა და ამ წარბთან, კიდევ ერთი წითელი ხალი თავისი ძლევამოსილების ნიშნად დაანახა პრემიერ მინისტრს.
- სერიოზულად? წეღან თითქმის საკუთარი ბრალი აღიარეთ.
- თითქმის აღიარება არ ითვლება. მე თქვენ გაგაფრთხილეთ, ახალგაზრდობას წინ ნუ გადაუდგებით, ცუდი შედეგები მოაქვს-თქო და ახლა მოიმკით კიდეც. ყველა თქვენი მხარდამჭერი ჟურნალისტი ზურგს გაქცევთ, რადგან თავიანთი ცხოვრების სიბნელით მოცული დეტალების გასაჯაროების შეეშინდებათ, ჩემი ჟურნალისტები კი ისეთი სიმძაფრით გაავრცელებენ ჩემთვის საჭირო ინფორმაციებს, როგორც არასოდეს. აპოკალიფსი გიახლოვდებათ კრიტოფერ და ჩემი სახელი ჰქვია მეორედმოსვლას!

მესამე თავი
- უკვე მესამედ მემუქრებით მარჯიელა. რამე ფსიქოლოგიური პრობლემა გაქვთ? ემოციების მართვა გიჭირთ? - ჰკითხა კრისტოფერმა სიცილით და პირდაპირ ბოთლიდან დალია სასმელი.
- თქვენ თითქმის არასოდეს უწევთ ხმას და განრისხების ზენიტშიც ძალიან გაწონასწორებული ჩანხართ. ასეთ, რა წამალს სვამთ?
- ძლიერი ნერვები მაქვს უძილობის მიუხედავად და თუ ზედმეტად ავივსე ბრაზით, აქ მოვდივარ. იდეალური სასტუმროა. მეპატრონე ჩემი ახლო მეგობარია და რეაბილიტაციისთვის, ყველა კომფორტს მიქმნის.
- საწამებლად ხალხს გახვედრებთ მიყრუებულ სარდაფში?
- სწორია - საჩვენებელი თითი მაღლა ასწია - შემიძლია განახოთ, თუ რა თქმა უნდა, წამების არ გეშინიათ.
- იცით ფორმას როგორ ვინარჩუნებ?
- როგორ?
- ბოქსით ვკავდები. ასე, რომ მეეჭვება, თქვენ ჩემი შეშინება შეძლოთ.
- ძალიან კარგი - შენობის იმ ნაწილისკენ დაიძრა კრისტოფერი, რომელზეც ქალს წარმოდგენაც არ ჰქონდა.
მარჯიელა ავტომატურად აედევნა.
მართლა სარდაფამდე მიიყვანა პრემიერის სწრაფმა ნაბიჯმა. ახლა ხვდებოდა ქალი, რატომ ვერასოდეს ეწეოდნენ ჟურნალისტები - ძალიან მაღალი იყო და დიდ ნაბიჯებს სდგამდა.
სარდაფს მთლად სარდაფი ვერ ეთქმეოდა. ყველანაირი კომფორტი იყო მოწყობილი, რათა გადაღლილ ადამიანს დაესვენა. კედელზე ადამიანის ფორმის გამოსახულებები ეხატა და ცოტათი დაკაწრული იყო.
- არ მითხრათ, ჯადოს ვაკეთებო - გაეცინა მარჯიელას. მერე მაგიდაზე ჩამწკრივებულ შუშის ბოთლებს მოჰკრა თვალი. - მოიცადე, თითქმის მივხვდი.
- გილოცავთ, მე თქვენ გაგიტაცეთ და ახლა გაწამებთ - ეშმაკურად ჩაილაპარაკა პრემიერმა.
მარჯიელას არ შეშინებია. პირიქით, პირველად ნახა ხუმრობის ხასიათზე მოსული, ცოტათი შემთვრალი პრემიერი.
კაცმა ერთ ბოთლს წაავლო ხელი და მთელი ძალით მიამსხვრია კედელზე.
- გასაგებია - თავი დააქნია ქალმა.
- სტერსს ხსნის და ცოტათი, უძილობასაც შველის.
- რატომ ვერ იძინებთ? რამდენიც თვალებს ხუჭავთ, იმდენჯერ გესიზმრებათ, თითქოს ბენზოხერხით მოგდევთ? - ჰკითხა ცინიზმით სავსემ და თვითონაც მოისროლა ბოთლი - ჯანდაბა, მართლა კარგია. ეს ბეკის უნდა ვასწავლო, თორე გაგდებული ჰყავს მთელი კლასის ბიჭები წიხლქვეშ.
- თქვენ გგავთ.
- მე არასროს მიცემია ადამიანი.
- ზოგჯერ, ისე ექცევით მათ, რომ ცემა სჯობია.
- იგივეს ვიტყოდი თქვენზეც - მერე ზედმეტად მიუახლოვდა კაცს, ხელი მკერდზე ჩამოუსვა და გაუღიმა - თქვენს ასაკში, უსექსობა ძილის დარღვევას იწვევს.
- და საიდან მოიტანეთ, თითქოს, სექსი არ მაქვს? - ქალის ხელს თავისი შეახო და წვრილ მაჯას ბორკილივით შემოახვია გრძელი თითები. მარჯიელა დუმდა.
მხარზე ბრეტელი ნაზად გადაუწია პრემიერმა და საკოცნელად გადაიხარა მისი ბაგეებისკენ.
- არ მომეკაროთ, თორემ... - წინადადების დასრულება ვეღარ მოასწრო მარჯიელამ. მამაკაცის ენა უკვე უხეშად აბლანდულიყო მის პირში და ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა.
ქალმა გაბრძოლება სცადა, თუმცა უშედეგოდ. სხეულის ვერც ერთი ნაწილი ვერ ემორჩილებოდა. იმის მაგივრად, რომ ხეირიანად ეთავაზა თავხედი პრემიერისთვის, კისერზე შემოეხვია ხელი და მთელი ძალით იზიდავდა მის სხეულს თავისკენ.
ძალიან უნდოდა.
ვნებისგან, ფეხები უკანკალებდა ქალს. ქამარი სწრაფად გაუხსნა. კრისტოფერი თითქმის ჩაცმული იყო. მარჯიელას კი რამდენიმე წამში, ფეხსაცმლის გარდა, აღარაფერი ემოსა. მაგიდაზე შემოსვა კაცმა და ის მხრები დაუკოცნა, რომელზე ოცნებაც კარგა ხნის წინ დაჰბედებოდა, შემდეგ კი ქალის ხავერდოვან მკერდს დააცხრა მწყურვალე ტუჩებით.
მარჯიელას რცხვენოდა თავისი გრძნობების, რომელიც ისე ხმამაღლა ყვიროდნენ, ყველა სურვილში ასმენდნენ თავიანთ შემოქმედს. კრისტოფერის ხელისგული საკუთარ ბაგეებზე მიიკრა და მისი დახმარებით დაიხშო წყარო, რომელიც სულისშემძვრელად კვნესოდა სიამოვნებისგან.
კრისტოფერის ღირსება იმაზე დიდი აღმოჩნდა, ვიდრე წარმოედგა. დიდი და ყოვლისმომცველი. ჯერ ასე არც ერთი კაცისთვის არ გამოეცხადებინა აქამდე უსიტყვო მორჩლება, როგორც მთელი სხეული კრისტოფერის მაგარსა და ზედმეტად მოხერხებულ ასოს დაუმორჩილა.

მარჯიელას მოულოდნელად გამოეღვიძა. ოფლიანი და აღელვებული, ჯერ კიდევ რეალობასა და სიზმარს შორის გაჩხერილიყო. სასწრაფოდ წამოჯდა.
ზუსტად ახსოვდა, დიდი კამათისა და ირიბი, კორექტული ლანძღვის შემდეგ, ორივენი თავიანთ ნომრებში შესახლებულიყვნენ. ახლა კი, ღამეული სიზმარი ვეღარ გაერკვია, კოშმარი იყო თუ ქვეცნობიერში ჩამარხული სურვილები.
- ამის დედაც! შხაპი უნდა მივიღო - წარმოთქვა თავგზაარეულმა. გაიაზრა, რომ მთელი სხეული, ჯერ კიდევ სიზმრის ვნებაში ჩარჩენოდა.
კრისტოფერსაც გამოეღვიძა.
დიდი გაჭირვებით ჩაძინებულსა და მარჯიელასთან საუბრით ბრაზმოსულს, გამოეღვიძა თავის ნომერში. რაღაც მომენტში, მასაც დასჭირდა დრო იმის გასაანალიზებლად, რომ ეს ყველაფერი რეალობისგან შორი იყო და სინამდვილეში, არც არასოდეს შეხებია ქალის ხავერდოვან, ნაზსა და მიუწვდომელი მშვენიერებით სავსე სხეულს.
ხელებზე ერთმანეთის სურნელი ასდიოდათ. არ უნდა გამეჩხრიკაო, ორივემ იფიქრა თავისთვის.
* * *

შუადღისას, check out ჰქონდათ. დილით, ყველა სასაუზმოდ ჩასულიყო. ყველაზე ნათელ წერტილს ისევ მარჯიელა დამსგავსებოდა თავისი თეთრი შარვლითა და პიჯაკით, რომლის ფონზეც, ჟოლოსფერი ბალენსიაგას ფეხსაცმელი თვალისმომჭრელად ბრწყინავდა და შესამნჩნეველი კაკუნით ტოვებდა თავის კვალს დარბაზში.
გვერდს ჯოსეფი უმშვენებდა.
- რა სახე გაქვს ელა დილიდან? - ჰკითხა ძმამ.
- რაღაცა დამესიზმრა - წარმოთქვა გაბრუებული ხმით და სასტუმროს რესტორანში მჯდარი კრისტოფერი როგორც კი დაინახა, ეგრევე თვალი აარიდა. ცხოვრებაში, პირველად ვერ შეძლო მომაკვდინებელი მზერის ტყორცვნა თავისი დაუძინებელი მტრისთვის.
კრისტოფერიც ისე უცნაური ჩანდა, ძალით იხედებოდა ფანჯარაში.
- გასაგებია, ვინც დაგესიზმრა - თავისთვის ჩაიხითხითა ჯოსეფმა - კლავდი?
- არა... შენ რომ ჩემი უფროსი და იყო, მოგიყვებოდი, მაგრამ მთელი ტრაგედია ისაა, რომ ვერც ბეკის ვეტყვი, ზედმეტად პატარაა და ვერც შენ - ზედმეტად კაცი ხარ.
- ანუ ტ*ნავდი.
- გაჩუმდი! - მხარზე უჩქმიტა მარჯიელამ.
- არ მიველასმოთ?
- რა ვიცი... ჯანდაბას! - კრისტოფერს მიუახლოვდნენ. კაცს სხვაგან გახედვის პერსპექტივა რომ აღარ შერჩა, მერე რაღაცნაირად გაუღიმა კრუგერებს და მიესალმა.
- ანაბელი სადაა? - ჰკითხა ჯოსეფმა - გუშინ რაღაცაზე გაბრაზდა, არ ვიცი, რაზე.
- დილას წავიდა, საქმე ჰქონდა. ალბათ იმაზე, რომ შენი პარალელური კლასელი იყო 12 წელი და ვერ იცანი. კრუგერებს ვერცნობის ორდენი უნდა გადმოგცეთ.
- უკვე მეორედ მინამიოკებს - თვალები გადაატრიალა მარჯიელამ - ოდესმე ერთმანეთს შევხვედრილვართ აქამდე? თქვენს სკოლაში არ დავდიოდი, გერმანიაში მაქ განათლება მიღებული.
- იმიტოა ასეთი ცივი - აუხსნა ჯოსეფმა.
კრისტოფერს გაეღიმა.
იფიქრა, თემას შევცვლიო.
- აქ გემრიელი ხორცის ბლინები აქვთ, დამეწვევით?
- კი - არც დაფიქრებულა ჯოსეფი და პრემიერს წინ დაუჯდა. ანუ მარჯიელას მხოლოდ კრისტოფერის გვერდით დარჩა ადგილი.
სხვა რა გზა იყო.
- რამე ვეგეტარიანული სენდვიჩი მომიტანეთ და ვანილის მილკშეიკი თუ შეიძლება. - სთხოვა მიმტანს.
- ჩემ გარდა, ყველასთან ზრდილობიანია? - ჰკითხა კრისტოფერმა ჯოსეფს.
- კი. - არც დაფიქრებულა, ისე უპასუხა.
- უკაცრავად, მეც აქ ვარ - აბუზღუნდა მარჯიელა, მაგრამ კრისტოფერს მაინც ირიბად უმზერდა. კაცის ხელებისკენ გააპარა მზერა - საოცრად მშვენიერი ხელები და ლამაზი თითები ჰქონდა. ისიც გაახსენდა, სიზმარში, მაგ თითებით რომ ეფათურებოდა ინტიმურ ადგილებში ქალს.
ილუზიის კვარი სხეულის ყველა წერტილში ძლაიან რეალურად დამჩნეოდა.
ერთი მაგრად გააჟრჟოლა მარჯიელას.
- ვეგეტარიანელი ხართ? - გაუკვირდა პრემიერს.
- არა, თუმცა ხორცეულიდან ზღვის პროდუქტს ვჭამ მხოლოდ. ეგენი ყველანი არც ისე საყვარლები არიან და ვერ ვიცოდებ. - მერე მიხვდა, რომ არ იყო თავისი საქმე მთლად კარგად, რადგან კრისტოფერის თანდასწრებით ჭამის ერიდებოდა.
- მარჯიელამ გაგაცნოთ თავისი პროექტი თუ ზედმეტად დაკავებული იყო თქვენთან ჩხუბით? - ჰკითხა ჯოსეფმა.
- ჩხუბით იყო დაკავებული. რა პროექტია? - მიუბრუნდა მარჯიელას, მაინცდამაინც მაშინ, როცა ძლივს ერთი ლუკმა მოკბიჩა.
ქალის ბაგეებს აადევნა თვალი პრემიერმა.
ის წყეული სიზმარი არ ასვენებდა, რომელიც მხოლოდ იმიტომ ეჩვენებოდა წყეულად, რომ სიცხადეში მოყვანა შეუძლებლად მიაჩნდა.
- მე მოვყვები - წაეხმარა ჯოსეფი - სამოცდაათი ტრანსგენდერი ქალის დასაქმება უნდა, რომლებიც სხვა LGBT თემის წარმომადგენლებს დაეხმარებიან ფსიქოლოგიურად და მატერიალურად. სახლიდან წამოსულ ადამიანებს თავშესაფარი და საკუთარი თავის რეალიზაცია სჭირდებათ.
კრისტოფერმა მარჯიელას შეხედა.
- დავაფინანსებინო თქვენი პროექტი და გავხდე თქვენი გმირი?
- კი, ოღონდ ინცესტს ნუღარ დაგვაბრალებ. 15 წლის და გვყავს და ცუდად მოქმედებს მის აზროვნებაზე, ისედაც ლანისტერების ფანია. - ისევ ჯოსეფმა უპასუხა.
- ძიძასთან გყავთ რებეკა?
- არა, მარტოა თავისთვის.
- პატარა ბავშვს მარტო სტოვებთ? - გაუკვირდა კრისტოფერს.
- ახლა ბავშვზე მეურვეობას ჩამოგვართმევს - გაბრაზდა მარჯიელა - რა მოხდა, 15 წლის ძლიერი, დამოუკიდებელი ბავშვი არ გინახავთ? გაზის ანთება-ჩაქრობა იცის ან თუ მოშივდა, საჭმელს გამოიძახებს.
- კარგი, დაწყნარდით, არაფერ მსგავსს არ ვაპირებ ყალბო ვეგეტარიანელო.


* * *

კრისტოფერს საკუთარ კაბინეტში, მაგიდასთან ჩასძინებოდა.
მდივანის შეტყობინებამ გამოაღვიძა:
- მარჯიელა კრუგერია, შემოვუშვა? - ჰკითხა პრემიერს.
- კი, კი - ეგრევე წამოენთო, სარკეში ჩაიხედა და თმა გაისწორა. ისედაც ორი სანტიმეტრი ჰქონდა, მაგრამ მაინც დაიზღვია თავი. - მაინც გოგო ჯობია - მიმართა საკუთარ იმედგაცრუებულ თავს.
შორიდან ისევ კაკუნი ისმოდა.
კაკუნი, რომელიც ყველას თავის გავლენასა და ძლევამოსილებას უმტკიცებდა.
კრემისფერ, საოცრად მსუბუქ კაბაში შემოსილმა ცეცხლისფერმა დემონმა შემოანათა და ისეთი სხივი შემოიტანა ოთახში, სუნთქვაშეკრული პრემიერი მზად იყო, მუხლი მოეყარა მის წინაშე.
- დაჯექი! - სავარძლისკენ მიუთითა მარჯიელამ.
კრისტოფერს ცალი ტუჩით გაეღიმა. სკამზე მიესვენა და ისე შეხედა მარჯიელას, როგორც ნაღმს, რომლის აფეთქების წინააღმდეგიც, არასოდეს ყოფილა, რამდენად ძვირადაც არ უნდა დაჯდომოდა ეს აფეთქება.
მარჯიელა კრისტოფერს მიუახლოვდა. ისედაც მოკლე სამოსი ხელებით უფრო მაღლა აიწია და ფეხზე ნელა, მაცდური ღიმილით გადააჯდა. ქალის ნაზი კანისა და სრიალა ბარძაყების შეხება, სამოსის მიუხედავად, იგრძნო კაცმა.
- რატომ გინდა, თავი დამაკარგვინო? - ჰკითხა პრემიერმა და მოგიზგიზე კულულებს შორის გზა გაიკვლია, ცერა თითით, ყურთან მოეფერა სასურველ ქალს.
- ეგ ისედაც კარგა ხნის წინ დაკარგე - ცხვირი ცხვირზე მიადო მარჯიელამ. თავის მუხლებზე მოკალათებული ქალის თეძოებს ნელა მოეფერა ხელით. მისი ჟღალი თმა გულმკერდზე დაებნა მშვენიერებისგან გონებაწართმეულ კრისტოფერს. ახლა თმაზე მოეფერა, რამდენიმე კულული მოიქცია მუჭში და ცხვირთან მიიტანა, მთელი ვნებით შეისუნთქა ალისფრად მოგიზგიზე ყვავილების თავბრუდამხვევი სურნელი. მარჯიელამ გლუვი ბაგეები მიადო ცხვირზე და ჩურჩულით წარმოთქვა: - რაც დაგინახე, ჩემმა სამყარომ, შენ ირგვლივ დაიწყო ბრუნვა.
მერე საკუთარ კისერზე იგრძნო ქალის ტუჩები.
რაღაც მომენტში, სიგიჟემდე სურდა მთელი ვნებით მოჰფერებოდა, მაგრამ განძრევა ვეღარ შეძლო.
გამოეღვიძა.
ღამე იყო და საკუთარ საწოლში იწვა, მარტო.
- რა დავაშავე, ეს დედამო*ნული! - დაიღრიალა ხმამაღლა.
ზუსტად იგივე ტერმინებით, მარჯიელას აეტეხა წიოკი თავის საძინებელში, რადგან კრისტოფერზე ეროტიკული სიზმრები მოუშორებელი ჭირივით დასჩემებოდა.
* * *


რამდენიმე დღის შემდეგ, რებეკა მათემატიკის გაკვეთილზე იჯდა და ზუსტად იცოდა, რომ მათემატიკოსი ნამდვილად არ გამოვიდოდა მაგისგან. ჩუმად ტელეფონი ამოიღო და ინსტაგრამზე შევიდა, სადაც რამდენიმე წამის შემდეგ, მარჯიელას მესიჯი მოუვიდა:
„შეინახე ტელეფონი და მასწავლებელს უსმინე!“
„იცოდე, დაგბლოკავ!“ - დაემუქრა ბეკი - „არ მინდა სწავლა. მუშაობას არ ვაპირებ. ისედაც შენ და ჯო მარჩენთ, ბავშვებს გამიზრდით და ვიცხოვრებთ ბედნიერად“.
ზარი დაირეკა.
რებეკა მეგობართან ერთად გავიდა შესვენებაზე და სკოლის დერეფანში დადგა იმ იმედით, რომ თავისი საყვარელი დირექტორი გამოივლიდა და თვალს მოჰკრავდა.
მეოოთხე კლასელმა ბავშვმა მოუთმენელი სიხარულით მიირბინა რებეკასთან. ლამაზი თაიგულის შეკვრა მისცა და უთხრა:
- დამაბარეს, ყველაზე ლამაზი გოგოსთვის მიმეცა მთელ სკოლაში.
რებეკამ გაუცნობიერებლად გამოართვა თაიგული.
უნდოდა, მთელ ხმაზე ეღრიალა, არ მიყვარს მკვდარი ყვავილებიო, თუმცა ლამაზ შეფუთვას ჩაჰხედა: ბულგარული წიწაკებით, სტაფილოებით, კიტრებით და სხვა ბოსტნეულით გაფორმებული ხელოვნების შედევრი დაინახა.
ხმამაღლა გაეცინა...
- ვიღაცა მაგრად გიცნობს - უთხრა გაოცებულმა დაქალმა.
- ჰო... მომეწონა - სიხარული ვერ დამალა ბეკიმ.
შორიდან, მარკო უყურებდა თავისი ოცნების გოგონა, როგორ გააღიმა საჩუქრით და სურვილიც არ ჰქონდა, ეთქვა, რომ თვითონ იყო გამომგზავნი.
მთავარია, ბეკი იღიმოდა. სხვას არაფერს ჰქონდა აზრი.
დღემ კარგად ჩაიარა, ახალი ლიტერატურის მასწავლებელი მოეწონა. მარჯიელას და ჯოსეფს უნდა გამოეყვანათ სკოლიდან. მარტოც შეეძლო წამოსვლა, მაგრამ მაინც მუდამ აკითხავდნენ. დიდად არც აპროტესტებდა. მთელი კვირის განმავლობაში, მერე კლასელები ეუბნებოდნენ, რა ლამაზი და-ძმა გყავსო და ესეც ამაყად აქნევდა თავს.
- აი თურმე სად ყოფილა ჩემი მდოგვისფერი პიჯაკი - გული გადაუღონდა მარჯიელას. - რამდენჯერ გითხარი, რომ სკოლისთვის შეუფერებლად არ ჩაიცვა-თქო?
- ჩემხელა როცა იყავი, ტანგებით დადიოდი - გაიკვირვა ბავშვმა.
ჯოსეფი სიცილით გაიგუდა.
მარჯიელამ კი მარკოს გამოსაყვანად მისულ კრისტოფერს მოჰკრა თვალი, თან ისე ახლოს იდგა, აშკარად, ტანგის ამბავი არ გამოეპარებოდა.
- ამ ბოლო დროს, ქვეყნის მართვის გარდა, ყველაფერს აკეთებთ - ღიმილით წაკბინა მარჯიელამ და მაშინვე ინანა, როცა პირველად დაინახა ჩვეულებრივ, არაოფიციალურ სამოსში გამოწყობილი პრემიერი - კაპიუშონიანი, შავი ქურთუკი ეცვა და შიგნიდან, ნაქსოვი პულოვერი უჩანდა. ჯინსის შარვლითა და ჩვეულებრივი ფეხსაცმლით შემოსილი კაცი ერთი შეხედვით, განსაკუთრებული სანახავი არ იყო, რადგან ყოველი მეორე ასე დადიოდა, თუმცა მარჯიელას სხეული ქალის მაგივრად ალაპარაკდა და ისეთი დღე დააწია პატრონს, ამოსუნთქვის საშუალებას აღარ აძლევდა ვნებისგან.
- იცით, ოჯახის წევრები მეც მყავს და ზოგჯერ, საკუთარ თავს უფლებას ვაძლევ, მოვინახულო. ეს ალბათ სახელგანთქმული ბეკია ხო?
- დიახ - თავი დაუქნია რებეკამ და მარჯვენა ხელი თავდაჯერებულად ჩამოართვა მინისტრს. მერე თავისი თაიგული მკერდზე მიიხუტა ყველას დასანახად. აბა, ბოლოს და ბოლოს, თუ შეიმჩნევდნენ, რომ ვიღაცამ საჩუქარი აჩუქა, თან საკმაოდ ორიგინალური.
- სასიამოვნოა შენი გაცნობა.
- ჩემთვისაც.
- ეს რა გიჭირავს რებეკა? - ჯოსეფმა ბოსტნეულს შეხედა - სიციალური დახმარება მივიღეთ მთავრობისგან?
- ჩემმა თაყვანისმცემელმა მაჩუქა - შესძახა ამაყად ბავშვმა.
- რომელმა? ვინ გავიგდო წიხლქვეშ? - ისე წამოენთო ჯოსეფი, გეგონება, დიდი შეურაცხყოფა მიეყენებინა ვინმეს უმცროსი დისთვის.
- წიხლქვეშ გაფენა საჭირო რომ იყოს, შენ ვერ დამასწრებდი.
- გეხვეწები, მასწავლებლებს ელაპარაკე რაა - სთხოვა მარჯიელამ - მე ვერ მიტანენ აქაურები და შენ მაინც გაიგე, რას სწავლობს ეს ჩვენი უცოდინარი და.
- აქაურ მასწავლებლებს რამე დაუშავეთ? - გაეცინა კრისტოფერს.
- ერთხელ, რებეკას გამო დამიბარეს და ისე შემოვატრიალე სიტუაცია, რომ აქეთ უხადეს ბოდიშები ჩემს ბავშვს.
- ეჭვი არ მეპარება, შეძლებდით. - მერე ცოტა უხერხულად მიუახლოვდა ქალს და რაღაცნაირი, დაბნეული ტონით მიმართა. თან დაბნეული კრისტოფერი არც ისეთი ხშირი სანახავი იყო. ყველაზე მწვავე დებატებშიც, ისეთ სიმტკიცესა და ენაწყლიანობას ინარჩუნებდა, რომ გარშემო, ყველა პრიდაღებული უსმენდა. კრისტოფერი ნამდვილი დემაგოგი იყო. ზუსტად ისეთი, ხალხი რომ ყოველ მის სიტყვას იაზრებს და მზადაა, ნებისმიერი შეცდომის მიუხედავად, თვალდახუჭული გაჰყვეს მის შეგონებებს - თქვენს პროექტთან დაკავშირებით, ეგებ, უკეთ გვესაუბრა... სადმე, თუნდაც ჩემს კაბინეტში.
- მე და მარკოს ჯოსეფი წაგვიყვანს, თქვენ შეგიძლიათ, აქედანვე გამართოდ შეხვედრა, ოღონდ კაბინეტს არ გირჩევთ, ცოტა ბანალურია - წამოაყრანტალა მეტიჩარა ბეკიმ და მარჯიელას დაქაჩული თვალების მიუხედავად, მარკოს ხელი მოჰკიდა - წამო, წამო, წავიდეთ. ნუ გეშინია, აღარ გცემ.
- ჭკვიანი ბავშვი გყავთ - გაეღიმა კრისტოფერს.
- ამ ბოლო დროს, ძალიან ხშირად გაქვთ გაბადრული სახე და დიდად, არ გიხდებათ.
- იცით, დავაკვირდი და მემგონი, ჭაღარა წვერი ამომდის - უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა კრისტოფერმა.
- მერე რა?
- მარჯიელა, თქვენ გადამათეთრეთ ეს ახალგაზრდა ბიჭი!
ქალმა გადაიკისკისა.
რაღაც მომენტში, მიხვდა, ისეთ სულელ გოგოს ემსგავსებოდა, უკანასკნელ სულელურ ხუმრობებზე რომ არაქათი სძვრებათ.

მეოთხე

მარჯიელას დიდი რესტორანი ჰქონდა ქალაქის ცენტრში. ცოტახნით, დახურა. იფიქრა, თავისი იმიჯისთვის არც ისე კარგი იქნებოდა, კრისტოფერთან ერთად თუ დაინახავდა ხალხი. პრემიერი ძალიან კარგად ხვდებოდა ქალის ფიქრებს და ცოტა არ იყოს, გული სწყდებოდა, რომ მასთან ერთად ნორმალური საუბრის უფლება სხვების დასანახად, არ ეძლეოდა.
- სიმართლე გითხრათ, დაფინანსება მართლა არ გვჭირდება, უბრალოდ, ისე მინდა საქმე ვაკეთო, რომ ხელი არაფერში შემიშალოთ.
- კარგ საქმეს როცა აკეთებთ, ოდესმე შემიშლია ხელი?
- დიახ, შეგიშლიათ!
- როდის?
- თავშესაფარს ვაშენებდი და ლიცენზია არ მომეცით.
- სახლიდან გამოქცეული არასრულწლოვანი ადამიანებისთვის აშენებდით თავშესაფარს. მაგას წესით, ობოლთა თავშესაფარი უნდა რქმეოდა, მაგრამ თქვენ გაგიჟდით და გადაირიეთ, ობლები არ არიან, უბრალოდ, ოჯახთან კონფლიქტი აქვთო. ახალ სისხლის სამართლის კოდექსს როცა ადგენთ, მხოლოდ მაშინ მაქვს პრობლემა.
- ობლები მართლა არ იყვნენ, უბრალოდ, არ მოსწონდათ ის პირობები, სადაც უწევდათ ცხოვრება და მე მათ დამოუკიდებლობისკენ ვუბძგებდი. საქმე 15-დან 18 წლამდე ადამიანებს ეხებოდათ. თან უფასო სასწავლო კურსებიც მქონდა ჩაფიქრებული. სრულწლოვნები როცა გახდებოდნენ, თავიანთი პროფესიით დავასაქმებდი. ქვეყნის აყვავებაზე ვფიქრობ, უბრალოდ, არასდტანდარტული მეთოდები მაქვს და ვერანაირად ვერ ერგებით. არადა, ერთი შეხედვით, ჩემი ძმის ასაკის ხართ.
- თქვენ კი ზოგჯერ, თქვენი დის ასაკის ხართ ხოლმე. არასოდეს უსმენთ, როცა ვინმეს სწორი რჩევის მოცემა უნდა. ჯიუტად, მაინც იმას აწვებით, რაც ჩაიფიქრეთ. წარმოგიდგენიათ მაინც, რამდენ თინეიჯერს აქვს ოჯახში პრობლემა? ეს იმას ნიშნავს, რომ მშობლებთან პირველივე ჩხუბის შემდეგ, უნდა აიკრან გუდა-ნაბადი და თქვენთან გამოფრიდნენ, მერე თქვენ ერთგულ რობოტებად გადაამზადებთ და საბოლოოდ, ქვეყნის სათავეში მოხვალთ პატარა მინიონებთან ერთად. ჩვენ ყველას გვქონია ისეთი პერიოდი, რომ ოჯახიდან წამოსვლა მოგვდომებია და მადლობა ღმერთს, მაშინ მარჯიელა კრუგერი არ არსებობდა, თორემ უოჯახოდ გავიზრდებოდი კრუგერების შეგონებებით სავსე.
- არ აქვს აზრი თქვენთან საუბარს - ამოიოხრა ქალმა და მაგიდიდან ადგა. სხვა რომ ვერაფრით გააჩერებდა, პრემიერმა სწრაფად სტაცა მაჯაზე ხელი.
კისტოფერის ხელს შეხედა, მერე თავად კრისტოფერს და განრისხებულმა, ცალი წარბი ისე აგრესიულად აზიდა მაღლა, ეგრევე ინანა კაცმა თავისი საქციელი.
- დაბრძანდით რა. ყოველ დღე, ასობით ადამიანი ცდილობს, ჩვეულებრივ სადისტად შემრაცხოს და ასმეერთე ნუ მიემატებით. თან ხომ ვამბობ? არავის უსმენთ. ერთი წამით მაინც დაფიქრდით, რას ვსაუბრობ, ეგება, მართალი ვარ... თუმცა აზრი არ აქვს, მაინც არ აღიარებთ.
მარჯიელა დაჯდა.
- სადისტად მხოლოდ მაშინ გთვლით, როცა თქვენი სპეცრაზმი, ბავშვებს ურტყამს.
- არავის დაზიანება არ იყო ჩაფიქრებული, ბავშვები რომ თავზე არ შემოხტომოდნენ შუშის ბოთლებით სპეცრაზმის წევრებს.
- მეორედაც შემოვარდებიან და სპეცრაზმის წევრებს კი არა, თავად პრემიერ მინისტრს გადავარტყამ ბოთლს.
კრისტოფერს გაეცინა.
საკუთარ თავზე გაეცინა.
მხოლოდ ერთი გამონაკლისი არსებობდა, როცა თავის გატეხვით ემუქრებოდნენ და თავად გაბადრული პასუხობდა მუქარას, თან ეს გამონაკლისი, ცხვირწინ ეჯდა - თავდაჯერებული, მშვენიერი და ისეთი მიმზიდველი, კაცს დედამიწის ზურგზე ყველაფერს რომ დაათმობინებდა საკუთარი თავის სანაცვლოდ.
- ანუ პროექტის დაფინანსება არ გნებავთ?
- არა - თავი გააქნია ქალმა - თქვენი მთავრობა ზედმეტად ღარიბია იმისთვის, რომ მე დამაფინანსოს - მიუგო ირონიულად.
- დამავიწყდა, ბიზნესიმპერიის ქალღმერთს რომ ვესაუბრები - თვალები დაქაჩა პრემიერმა და ცივი ყავა დალია - რა გემრიელია.
- ჰო, ჩემთან განსაკუთრებულ ყავას ამზადებენ. ტიმკ-ტოკის ყავის დახვეწილი ვარიანტია.
- რისი?
- ტიკ-ტოკის.
- ეგ რა არის?
- თქვენ ინსტაგრამიც არ გეცოდინებათ - დასცინა მარჯიელამ.
- მაგ ტიკი-ტიკის თუ რაღაცის არცოდნა, სირცხვილია?
- არა. არაა სირცხვილი - დანებდა ბოლოს ქალი. პირიქით, ცოტა ძველმოდური, უფრო მამაკაცურად ეჩველებოდა ახლა. მარჯიელამ კი მხოლოდ იმიტომ იცოდა ჰარი პოტერის ყველა შელოცვა, ბეჭდების მბრძანებელი, ბინდი და ტიკ-ტოკი, რომ სახლში თინეიჯერი და ჰყავდა.
- ინსტაგრამი მაქვს, მაგრამ ჩემი სახელით არა. ზოგადად, სოციალურ ქსელებში, საკუთარ ვინაობას ვერ ვიყენებ.
- ბოტი ხართ?
- დაახლოებით, თუმცა არც კომენტარებს ვწერ. უბრალოდ, ისე... აი, ახლობლებს ვათვალიერებ ხოლმე.
- ალბათ ჩემს ფოლოვერებშიც იქნებით - დაასკვნა ქალმა.
- არა, რა საჭიროა. მაინც ყველაფერი „ფაბლიქზე“ გიყენიათ.
მარჯიელას, მხრები აუთრთოლდა.
არაფერი განსაკუთრებული, უბრალოდ, როცა ვინმე თავს მოაწონებდა და გააცინებდა, მხოლოდ მაშინ ემართებოდა ასე. ყავის ჭიქას ხელი მოუჭირა,
თმა მხარზე გადაიწია,
სახე დაბლა დახარა
და შეეცადა, შეუმჩნევლად გაეცინა...
მაგრამ კრისტოფერს, არ გამოპარვია. არც ის გამოპარვია, რომ მსგავსი მშვენიერების მომსწრე არასოდეს ყოფილა.
- ისევ დამცინით? - ჰკითხა ქალს, მაგრამ არ უბრაზდებოდა. პირიქით, ასე თუ გააგრძელებდა მის დაცინვას, დაე, სამუდამოდ გაგრძელებულიყო.
- არა. უბრალოდ, მუდამ ისე გულწრფელად და ალალად საუბრობთ, ჩემ ადგილას, ვინმე ბოროტად ისარგებლებდა ასეთი გულწრფელობით.
- სარგებლობენ კიდეც - დაუდასტურა კაცმა - მილიონი ვიდეო დევს, სადაც.... არ მინდა, მაგაზე ლაპარაკი.
- სადაც გულწრფელი და საყვარელი ხართ, მაგრამ ვისაც ცუდად გაგება უნდა, ცუდად იგებს?
- მოიცა, ოდესმე საყვარლად ჩაგითვლივართ? - ყურებს ვერ დაუჯერა პრემიერმა.
- ზოგჯერ.
- მაგის ცოდნა ნამდვილად მჭირდებოდა - მზერა აარიდა ქალს, რათა მთელი ემოციები არ დატყობოდა სახეზე.
- ახლა გამეპრანჭეთ თუ შეგრცხვათ? - ჰკითხა მარჯიელამ.
- ვერ გავიგე?
- ცხვირი და ღაწვები გაგიწითლდათ.
- მზის ბრალია.
- კი, რა თქმა უნდა. - მერე კრისტოფერის ტელეფონს დახედა. გამუდმებით ვიღაცა ლაურა ურეკავდა. იფიქრა, რანაირი სახელია ლაურაო. მერე მიხვდა, რომ სახელთან პრობლემა არ ჰქონია, უბრალოდ, ქალის სახელი რომ იყო, ეგ არ სიამოვნებდა - უპასუხეთ ბოლოს და ბოლოს, გასკდა ლაურა რეკვით - თითქმის გაუბრაზდა. მალე, ირიბ ეჭვიანობის სცენასაც გაუმართავდა ალბათ.
- ჩემი მრჩეველია - გაუკვირდა კრისტოფერს და მერე აიღო ტელეფონი. მარჯიელა გაბრაზდა, თუმცა ვერ ხვდებოდა, რატომ. - რას ლაპარაკობ? დარწმუნებული ხარ? - სახე აემღვრა კრისტოფერს. მერე კიდევ, ერთი-ორი სიტყვა ჩააკვეხა და ცოტახანში გადმოგირეკავო, დაამატა.
- მშვიდობა გაქვთ მთავრობაში? - ყავა ისე მოსვა, გეგონება, დიდად არ ადარდებდა პასუხი მარჯიელას.
- კორონათი დაინფიცირების სამი შემთხვევა გვაქ, იტალიიდან შემოვიდა. ფრენების გაუქმება მომიწევს მომიწევს მალე მაღალი რისკის ქვეყნებთან. ამავე დროს, ცოტახანში, საგანგებო მდგომარეობის შემოღება იქნება საჭირო. თან რაც შეიძლება, მალე. იმპორტირებული ვირუსის კონტროლი ისედაც კარგა ხნის დაწყებული მაქვს, როგორც საზღვაო, ისე საავიაციო საზღვრებზე, თუმცა არ ჭრის. მაინც შემოიპარება ხოლმე როგორღაც.
- თერმოსკრინინგს ატარებთ?
- რამდენი ხანია, ახლა, პრევენციული ღონისძიებები მექნება გასატარებელი.
- სასწრაფოდ, მამაჩემს უნდა გავაგებინო, ჩამოვიდეს. რა უბედურ დროს მოუნდება ხოლმე ამ კაცს წასვლა. მოიცა, ჩემს კლუბსაც დახურავთ?
- აბა გაგანია პანდემიის დროს, კლუბს ვამუშავებ? - სასაცილოდ არ ეყო პრემიერს.
- ჯანდაბა! არადა, გამწვანების პროექტიც მქონდა. დედაქალაქიდან უნდა დამეწყო და მომეარა ბავშვებთან ერთად ყველა ქალაქი და სოფელი. ას ოცი მოხალისე მყავს.
- მეც მქონდა მსგავსი პროექტი. იაპონიამ საკურას ხუთი ათასი ნერგი მაჩუქა. ვაპირებდი, ქალაქის რამდენიმე ადგილას, ბაღი გამეკეთებინა. მოხალისეები მეც მყავს. შეგვიძლია, ერთად გავაკეთოთ. ტრანსპორტს ვუზრუნველყოფ, თან ისეთ ტრანსპორტს, რომ სიფრთხილის ყველა ზომა დავიცვათ.
- კარგი იქნებოდა... ცოტას კი გააპროტესტებენ ჩემები. ხომ იცით, ეზიზღებით ახალგაზრდებს.
- კი, მახსოვს.
- ჩემი და ოცნებობდა საკურას ბაღის ნახვაზე - გაეღიმა მარჯიელას.
- რამდენიმე ძირს გაჩუქებთ.
- მაგისი უფლება გაქვთ?
- არა, მაგრამ ვინ დათვლის - მხრები აიჩეჩა კაცმა. - ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან მაქვს თათბირი. ვისურსთან დაკავშირებით, ბევრი რამეა გადასაწყვეტი და იმას რომ მოვრჩები, მოგვიანებით, ჩვენი გასვლის დეტალებიც დავგეგმოთ.
- შეიძლება მეც დავესწრო? - თვალები მოლოდინით აუციმციმდა მარჯიელას.
- მინისტრთა სხდომას გულისხმობთ? - ლამის ინფაქტმა დაარტყა კრისტოფერს.
- ჰო, რა მოხდა? წესით, მე უნდა ვმჯდარიყავი მაგ სხდომაზე თქვენ მაგივრად, ორი დღით ადრე, პრეზიდენტი რომ არ დაგეშანტაჟებინათ. ისეთი სახით ნუ მიყურებთ, თითქოს ვერ ხვდებოდეთ, რაზე ვსაუბრობ. შანტაჟის უფლება მხოლოდ პრემიერს აქვს? სხვათაშორის, ნებისმიერ მინისტრზე მეტი რესურსი გამაჩნია. უკეთ მივხედავდი ქვეყანას, მაგრამ მოულოდნელად, ჩემს საქმეში, თქვენი დიდი... - მერე მიხვდა, ზედმეტები მომდისო და გაჩერდა.
- ჩემი დიდი ცხვირი ჩავყავი? არა, მაინც რას ერჩის ეს ხალხი ჩემს ცხვირს - პრემიერმა ტელეფონში წინა კამერა ჩართო და სახე დაითვალიერა - არადა, მიხდება. თქვენს დასწრებას რაც შეეხება, ვშიშობ, შეუძლებელია.
- რატომ? პოლიტიკური მეცნიერებები და დიპლომატიური ურთიერთობები ჩემი პროფესიაა. ბიზნეს-ეკონომიკის განხრით, იმხელა სადოქტორო დავიცავი, თქვენს არც-ერთ მინისტრს რომ არ დაესიზმრება. ეკონომიკის მინისტრი საერთოდ, ფსიქოლოგი გყავთ მემგონი,
- აგატა ფინანსისტია - ეს ერთი და მეორე: დიპლომატიკისა, ჯერ ვერაფერი შეგატყეთ ამ ეტაპზე. თან, არ გენდობით იმ დონეზე, რომ ჩემს ტერიტორიაზე შემოგიშვათ. ჩვენს არც თუ ისე კარგი პოლიტიკური დამოკიდებულება გვაქვს ერთმანეთთან, დაგავიწყდათ?
- არ დამვიწყებია - გაბრაზდა მარჯიელა.
- თან ზურგს უკან, ყვინჩას მეძახით. ეგაა დიპლომატია?
- ყვინჩას არა... ყვინჩილას.
- ვაა, კნინობითი სახელიც მქონია, ფაქტობრივად, მეფერებით. კარგი, ამ შემთხვევაში, დროებით უნდა დაგემშვიდობოთ. უსაფრთხოების საბჭოსთან მაქვს სასწრაფოდ სასაუბრო. - გაუღიმა კრისტოფერმა და ხელი ჩამოართვა.
წავიდა.
მარჯიელა ბარმენთან მივიდა. ალექს თვალები ეშმაკურად უთამაშებდა და მას შემდეგ, რაც პრემიერი თავის დაცვასთან ერთად ჩაჯდა მანქანაში, ბიჭმა ტელეფონი აათამაშა ხელში.
- ყველაფერი ჩავიწერე. ვიდეო მაქვს, სადაც ხელს გტაცებს და წასასვლელად გამზადებულს, გაჩერებს - უთხრა სიცილით მარჯიელას.
- ეგ ბევრი არაფერია, თუმცა, დასაწყისისთვის, წავა... ვისაც რამე ცუდი განზრახვის დანახვა უნდა, მშვენივრად დაინახავს. რამდენიმე ჟურნალისტიც დამჭირდება მოსალოდნელ ყრილობებზე.
- მზად არიან. სხვათაშორის, არ მეგონა თუ უარს გეტყოდა.
- არც მე მეგონა.
- შენი შარმი ჯერ ისე არ მოქმედებს, როგორი ჩანაფიქრიც გვქონდა, არა?
- ეგ არაფერი. ჩემი მოხალისეები შეაგროვე, მალე დავიწყებთ ალბათ გამწვანების ღონისძიებას. ყოველი შემთხვევისთვის, სწრაფად უნდა მოვასწროთ, სანამ ოციფიალური შეზღუდვები დაიწყება ქვეყანაში.
- სამი დაავადებული, ისიც უცხოეთიდან შემოსული, დიდს არაფერს ნიშნავს.
- პანდემიის გავრცელების გეოგრაფია გაიზრდება ძალიან მალე და მაგრად მოგვეხაზება. ეგ ვიდეო ჯერ არ გაავრცელო. ცოტა, დაიძაბოს ვითარება და მერე, თორემ ახლა ბევრი დრო აქვს იმის მისახვედრად, რომ პირდაპირ ჩვენ გავუვრცელეთ.
- მაგის მიხვედრას დრო საერთოდ არ სჭირდება მარჯიელა. სულ სამი კაცი ვიყავით დარბაზში. თავისი გავრცელებული რო არაა, მაგდენი იცის.
- დაიკიდე. რამეს მოვიფიქრებ. სხვა კადრებიც მჭირდება.
- ადვილად ვიშოვით. ყველა კუთხე-კუნჭულში ჩვენი შენიღბული ხალია კონსულტანტად, მიმტანად, ბარმენად, მეეზოვედ, ჟურნალისტებად და ვინ მოთვლის. ფაქტობრივად, მტრების გარემოცვაში უწევს ცხოვრება, თვითონ ვერ ხვდება. მაგისი ბიძაშვილის კერძო მასწავლებელი და ოჯახის მზარეულიც კი ჩვენიანია.
- რაღაცნაირად, მეცოდება - ამოიოხრა მარჯიელამ.
- ჯერ იმაზე დაფიქრდი, რამდენად გიღირს პრემიერის გაწირვა.
- რას გულისხმობ?
- ჩემთან ხომ არაფერი გაქვს დასამალი? ზუსტად ისეთი დამშეული მზერით უყურებდი, როგორითად თვითონ. ეგებ... იქნებ გვეპატიებინა, თუ რამე შეცდომა დაუშვა ჩვენ წინაშე?
- ალექ, მეღადავები?
- არა, სიმართლეს გეუბნები. ბოლოს და ბოლოს, შენი ერთადერთი მეგობარი ვარ და ხო შეიძლება, აღიარო, რომ პრემიერი მოგწონს? ჩემთან მაინც.
- ცოტაც და ჩემი ერთადერთი განსვენებული მეგობარი იქნები!

* * *

სახლში რომ მივიდა მარჯიელა, უკვე კაი გვიანი იყო. ჯოსეფი გაბადრული სახით იჯდა და ბეკისთან ერთად, ტიკ-ტოკის ვიდეოებს წერდა.
- ხუმრობთ ხომ? რატო არ გძინავს რებეკა?
- შენი ბიჭის ბრიფინგს ვუყურებდით. მაგარი სიმპათიურია - გაუცინა უმცროსმა დამ
- ვინ ჩემი ბიჭი? - სახე დაუსერიოზულდა მარჯიელას.
- ბატონი პრემიერ ფორტი.
- მისის ფორტი ხუმრობას ვერ მიგიხვდა - დაუმატა ჯოსეფმა.
- მე მაგას ძამიკოს არ დავძახებ!
- ღმერთო, მე ჯანდაბას, მაგრამ ამათ გადმოხედე - თავში შემოირტყა ხელი მარჯიელამ.
- მგონი, ორივეს ბედი გეხსნებათ. დღეს ინგლისური ლიტერატურის მასწავლებელი იყო ჩემთან და ჯოსეფს ძალიან მოეწონა.
- არ მომწონებია. უბრალოდ, აღვნიშნე, რომ კარგი საუბრის მანერა ჰქონდა და ლამაზი ხმა.
- შენთვის რაღაც უნდა მეკითხა - მარჯიელა და-ძმას შორის ჩაჯდა და ჯოსეფს ყველის სენდვიჩი გამოსტაცა ხელიდან - კრისტოფერს ადრე ვიცნობდი?
- მე რომ ვიცნობდი, ეგ ზუსტად ვიცი. ჩემი პარალელური კლასელი იყო, თუმცა შენ... ისე, მაგასაც გერმანიაში აქვს განათლება მიღებული. ეგებ, ოდესმე გადაეკვეთეთ ერთმანეთს და არ გახსოვს?
- რანაირად შეიძლება ადამიანი არ გახსოვდეს? - ვერ ხვდებოდა ბეკი.
- შენს დას ადრე რაღაცა პრობლემები ჰქონდა, მეხსიერების.
- რატომ მარჯიელა?
- მემგონი, სჯობს იცოდე. თინეიჯერობისას, ნარკოტიკებზე გავხდი დამოკიდებული. კარგა ხანს გრძელდებოდა. თან სულ მარტო ვიყავი უცხო ქვეყანაში და უკონტროლო გავხდი. ბოლოს, ყველაფერმა სერიოზული სახე მიიღო და კინაღამ მოვკვდი. ჯოსეფი და მამა რომ არ დამდგომოდნენ ბოლომდე გვერდში, ახლა ცოცხალი აღარ ვიქნებოდი. ან ის არ ვიქნებოდი, ვინც ვარ. ერთი სიტყვით, ჩემი მეხსიერების რაღაცა ნაწილი შეიწირა ნარკოტიკმა, ბევრი კადრი და ადამიანი აღარ მახსოვს. აქამდე, არ გიყვებოდით. ახლა სჯობს იცოდე, უკვე დიდი გოგო ხარ და თან, დარწმუნებული მინდა ვიყო, რომ ჩემს შეცდომას არ გაიმეორებ. ამავე დროს, შეიძლება, ვინმემ წამოგაძახოს, ნარკომანი და გყავსო.
- რა უცნაურია - გაეღიმა ბეკის - შავბნელი წარსულიც მაგრად გიხდება და თუ ვინმემ რამე წამომაძახა შენზე, ისეთს დავმართებ რომ მთელი ცხოვრება, წამოძახებული დარჩება.
- შენ კი, ზოგჯერ ჩემზე დიდი მგონიხარ - თავის უმცროს დას ჩაეხუტა და მაგრად დაკოცნა. ოჯახური მყუდროება ზარმა დაურღვიათ. კამერა ჩართეს. ეზოს ჭიშკართან, კაცი იდგა, რამდენიმე უზარმაზარი ყუთით ხელში და ირწმუნებოდა, ამანათია პრემიერ მინისტრისგანო.
ჯოსეფი და ბეკი თავპირისმტვრევით წამოავრდნენ და ამანათებისკენ გასწიეს. მარჯიელა ისე თავმომწონედ ინარჩუნებდა სიდინჯეს, გეგონება, კრისტოფერი უცდიდა გარეთ.
ყუთებში მიწა ეყარა. მიწაში კი რამდენიმე ხის ნერგი.
- ხე გვაჩუქა? - გაეცინა ბეკის.
- ეს ბოსტნეული, ხეების და ბალახის ჩუქება რამე ახალი მოდაა? - დაიბნა ჯოსეფი - ქალებს ბრილიანტები აღარ გიყვართ?
- საკურაა - დაუზუსტა მარჯიელამ - რამდენიმე დღეში, ქვეყნის გამწვანების პროექტ უნდა დაგვეწყო. თუმცა ვირუსის გამო, შეიძლება მხოლოდ დედაქალაქით შემოვიფარგლოთ. სხვა დანარჩენს, მერე მივხედავთ.
- პრემიერმა თავისი ხელით უნდა თხაროს მიწა? რა ქვეყანაში ვცხოვრობთ? - გაუკვირდა ჯოსეფს.
- შენგან საშინლი „იმიჯ მეიქერი“ გამოვიდოდა - თავი გააქნია ბეკიმ - წარმოიდგინე, ტელევიზორში ხედავ პრემიერ მინისტრს, რომელიც თავის ძვირადღირებულ სამოსში გამოწყობილი, მიწაზე ჩამუხლულა და ჩვეულებრივ მოქალაქეებთან, ახალგაზრდებთან ერთად, ხეს რგავს. გზადაგზა, მოხუცები აჩერებენ, პირზე ჰკოცნიან და მასთან ერთად, მოსახლეობა სურათებს იღებს. ეგეც მარკეტინგია გარკვეულწილად.
- ეს ბავშვი ვის გვგავს? - გაოგნებული უყურებდნენ კრუგერები თავიანთ უმცროს დას.
- მამიკოს. თქვენზე, ორივეზე ჭკვიანია და იმ ხეების დასარგავად, მეც მოვდივარ. ბოლოს და ბოლოს, ვინმემ უნდა იზრუნოს, რომ ჩემი მარჯიელა პრემიერთან მარტო დარჩეს ხოლმე. რომანტიკულ გარემოს შეგიქმნით.
- ახლა მოკეტე თორემ, შენს სიჭკვიანესთან დკავშირებით, ეჭვები მაქვს უკვე! - დაუბღვირა მარჯიელამ.

* * *

ორად გაყოფილი ქუჩის შუაგულში, ორკილომეტრიანი პარკი იყო თავისი გასართობებითა და მწერლების ძეგლებით. სკვერის კიდეებში, ჯერ კიდევ გაუმწვანებელი მიწა მოთმინებით ელოდა როდის დარგავდნენ სხვადასხვა მცენარეებს. მხოლოდ ხეები არ იყო ჩაფიქრებული. პატარა, ლამაზი ბუჩქებიც უნდა დაერგათ, რომელსაც გაზაფხულიდან მოყოლებული, საკმაოდ გრძელვადიანი ყვავილობა ახასიათებდა. მარჯიელას ჰოლანდიური, ფერადი ტიტების ათასობით თესლებიც ჰქონდა გამოწერილი.
- ყველანი აქ ვართ უკვე? - ღიმილით შესძახა კრიტოფერმა და თან ბალენსიაგას სალათისფერ ქურთუკში გამოწყობილ მარჯიელას შეხედა, რომელსაც ისეთი შავი სათვალე ეკეთა, ძალიანაც რომ მოგენდომებინა, მაინც ვერ მიხვდებოდი, მისი მზერის მიმართულებას.
- აქა ვართ, აქ - თავი დაუქნია ქალმა.
- მაგითი აპირებთ მიწასთან მუშაობას?
- არა, გავიხდი. აუ, ამდენ კამერას არ ველოდებოდი. ვერ ვიტან ინტერვიუებს და გეხვეწებით, მე ნუ მათქმევინებთ ნურაფერს რაა - სთხოვა კრისტოფერს.
- ოჰ, როცა გნებავთ, კარგად ხართ ხოლმე გატლეკილი - გაეცინა კაცს. შავი პერანგი და შარვალი ეცვა. რომელიღაცა განგსტერული დაჯგუფების წევრს დამსგავსებოდა. მარჯიელამ წარმოიდგინა, რომ პრემიერ მინისტრი, წარსულში კანონიერი ქურდი იყო. ახლა კი პოლიტიკური სავარძლით ცდილობდა თავისი წარმომავლობის დაფარვას.
გული აუჩქარდა.
ან საკუთარი ილუზიები შეიწირავდნენ ან თვითონ პრემიერ მინისტრი შეიწირავდა.
- თქვენ ამ ადგილას იმუშავეთ, უფრო ფხვიერი მიწაა და გაჭირვებული სახეებით არ დაგაფიქსირებენ კამერები - ურჩია რებეკამ.
- დავუჯეროთ. წინა თვეში, ორი ჰექტარი მიწა მაყიდინა, საკუთარი ბოსტანი უნდა გავაკეთოვო - გადაულაპარაკა მარჯიელამ პრემიერს.
- ფერმერად ხო არ დავარეგისტრიროთ?
- არა. ჯერ ის ორი ჰექტარი გათოხნოს და მერე!
- თქვენ რაღაცა, ძაან დაახლოვდით და აღარ მომწონს - გაბუსხული გაეცალა რებეკა.
მარჯიელამ და კრისტოფერმა ერთმანეთს გადახედეს.
მაგრად გაეცინათ.
პატარა ორმოები იყო გათხრილი. იქ უნდა ჩაედოთ ნერგები და მერე მიწა მიეყარათ.
- ცოტა დავიღალე - შეშჩივლა მარჯიელამ.
- ხუთი წუთია, რაც დავიწყეთ.
- საერთოდ არაა სახალისო. იქნებ, დავიკიდოთ სიმწვანე და სუფთა ჰაერი?
- მარჯიელა, ვინმემ არ გაიგოს, სირცხვილია. ღმერთო, რა ცვალებადი ხასიათი გაქვთ, ოჯახში როგორ გიტანენ?
- ვერ მიტანენ. და იცით მე კიდე რა მაინტერესებს? ის ქალი სულ კუდში რატომ დაგყვებათ? - ხელი ურცხვად გაიშვირა ლაურასკენ, რომელიც ბავშვებთან ერთად, მთელი თავით იყო გადაშვებული მიწაში და სიცილ-კისკისით უდგებოდა საქმეს, მარჯიელასგან განსხვავებით.
კრისტოფერმა ხელი ჩამოაწევინა.
- ჩემი მოადგილეა.
- მერე რა? თავისი საქმე არ აქვს?
- დღეს რა გჭირთ მარჯიელა? არც სხვა დღეებში გამოირჩევით ტკბილი ენით, მაგრამ ახლა ნამეტანია.
- ბალენსიაგას როცა ვიხდი, ასეთი ვხდები ხოლმე. - გამოუტყდა ქალი. - და ის მეორე ქალი ვინაა, იმ დღეს რომ მთავრობის სხდომაზე, მასთან მიხვედით და რაღაცა გადაუჩურჩულეთ?
- ვინ ქალი? გაფიცებთ, ტელევიზორში რანაირ მომენტებში აღარ დავუფიქსირებივარ ხალხს, მაგრამ ვირაცას რომ ველაპარაკები, ეგ ჯერ არავის გაუკვირვებია.
- ვხუმრობ - გაეცინა მარჯიელას - ლაურაზეც ვიხუმრე. საყვარელი, ბუნჩულა ქალია.
- ანუ არ გძულთ სამყარო. მშვენიერია, ახალ ხეს მოვიტან და ცოტა მოშორებით ჩავრგათ.
- კარგი... არადა, მართლა მძულს ლაურაც და ის მეორე ქალიც! - ჩაილაპარაკა თავისთვის.
- რამე მითხარით?
- წყალს ხომ არ მომიტანდი-მეთქი?
- რა თქმა უნდა.
- ესეც მაგრად დანავარდობს ჩემს ნებაზე - გაეცინა მარჯიელას.


მეხუთე თავი

ჯოსეფი და ანაბელი ცოტახანს ისვენებდნენ, ყავას მიირთმევდნენ. მარჯიელას შეჰყურებდა ორივე. ისეთი შეწუხებული სახე ჰქონდა ქალს, შორიდანაც ეცოდებოდა თავისი და ჯოსეფს.
- მისმინე, განა მართლა ვერ გაგიხსენე. გაგეხუმრე უბრალოდ - ჯოსეფი შეეცადა, უხერხული სიჩუმე დაერღვია. - ტელეეკრანიდანაც გცნობ. რამდენჯერმე იყავი გადაცემაში მიწვეული.
- ოთხჯერ. ოთხივეჯერ, გარდაცვლილი ქმრის ისტორია მოვყევი.
- ჰო, რა თქმა უნდა... ვიზიარებ, თუ რაცაა. საკუთარ დასთანაც მიჭირს ხოლმე ამ თემაზე საუბარი.
- არაფერია. გადავიტანე, როგორც ხედავ. მარჯიელამაც გადაიტანა. მემგონი, მომავალი ქმრის ვინაობა არაა ძნელი გამოსაცნობი - თვალით კრისტოფერისკენ ანიშნა.
ორივეს მაგრად გაეცინათ.
- მაგას მე ოჯახში არ შემოვუშვებ! - განაცხადა ჯოსეფმა.
- ვითომ რა სჭირს შენი დასაწუნი ჩემს კრისტოფერს? - მაჯები აიკაპიწა და გულხელი დაიკრიფა ქალმა.
- მაგათ ჩხუბებს რა აიტანს? დაიწყებს მერე კრისტოფერი: „შესაბამისად“, „ვინაიდან და რადგანაც“, „მაღალი რისკის მატარებელი ქალი ხარ“ და მსგავს რამეებს. მერე, მარჯიელა არც თუ ისე შესაბამისი ტერმინებით გაუხეთქავს თავს. მოკლედ, სკანდალი არ ასცდება ჩემს ოჯახს უკვე მეათასედ.
- კრისტოფერი რეალურად არაა ეგეთი ტიპი.
- მართლა? იმ დღეს, ისე შეუბღვირა თავის ოპონენტს რომ მსგავსი ცივი მზერა არასოდეს მინახავს. ზოგჯერ, მაგრად ჭედავს ხოლმე არა?
- კი. ეგ მინუსი აქვს. თან შეუძლია, ძალიან დიდხანს ითმინოს, ყველა ბრალდებას თავშეკავებულად გასცეს პასუხი. საბოლოოდ, თუ გადაეკეტა რამეზე, რაც ხელში მოყვება, ყველაფერს ისვრის. მაგიტომ აღარ უნდოდა შინაგან საქმეთა მინისტრობა. ერთი-ორჯერ, იარაღს წაავლო ხელი და უცებ ეგრევე დააპაუზა. მიხვდა, მდგომარეობიდან როცა გამოდის, შეურაცხადი ხდება.
- მარჯიელაც ეგრეა. ერთხელ, ბავშვობაში, ბენზოხერხით გამომეკიდა.
- რას ამბობ? მერე?
- სწრაფად დავრბოდი - გაეცინა ჯოსეფს. - თუმცა საინტერესო წარმოსადგენია, იარაღიანი კრისტოფერი და ბენზოხერხიანი მარჯიელა.
- საინტერესო და სექსუალური წარმოსადგენია - დაფიქრდა ანაბელი.
ჯოსეფმა იფიქრა, ახლა გული ამერევაო.
- არანაირად!
- ბოდიში, მავიწყდება ზოგჯერ, რომ შენი დაა.
* * *

- ვაიმე, ხიჭვი შემერჭო! - დაიწრიპინა მარჯიელამ.
- ღმერთო, ამ ასფალტზე გაზრდილმა გოგომ რა მიწა და ხეები აიტეხეთ?
- ღმერთს მეძახით? - ჯერ ჩაიხითხითა, მერე სიმწრისგან დაიჯღანა.
- კი. მანახეთ აბა ღმერთო - თავის ხელზე გადაშალა მარჯიელას ხელისგული და დააკვირდა - ცერა თითზე?
- ჰო - თვალები დახუჭა მარჯიელამ. - ნემსი ხო არ გაქვთ?
- კი, გულის ჯიბით დამაქვს.
- დამცინით?
- აბა მარტო თქვენ ხომ არ უნდა დამცინოდეთ? არაფერია, ოდნავ გატკენთ და ამოვიღებ.
- ასრულდება თქვენი ოცნება... - ისევ თვალები დახუჭა და ოდნავი ბწკენა იგრძნო.
- სულ ესაა.
- მორჩა?
- ჰო, მორჩა - გაეცინა კრისტოფერს. ასე ხშირად, არასოდეს ეცინებოდა. მითუმეტეს, ხალხის თანდასწრებით.
ისევ კრისტოფერის ხელებს გრძნობდა მარჯიელა და ეს ყველაფერი, მხოლოდ იმათთვის ჩანდა უჩვეულო, ვინც მათ უყურებდა.
- ასე უნდა იდგნენ? - არ გამოჰპარვია ჯოსეფს პრემიერ მინისტრისა და თავისი დის სცენა.
- იდგნენ - გაეცინა ანაბელს. - უკვე, რამდენიმე წუთია, ერთმანეთს თვალებში შესციცინებენ და სულ არ აღელვებთ, რომ რამდენჯერმე, სურათი გადაუღეს.
- ჯანდაბა! სურათი... ესღა გვაკლდა - ამოიოხრა ჯოსეფმა - მარჯიელა! - დაუძახა თავის დას.
მარჯიელას დრო დასჭირდა იმის გასაანალიზებლად, რომ ეძახდნენ.
კრისტოფერს თვალები აარიდა, მერე ჯოსეფის დაჟინებულ მზერას წააწყდა და უსიტყვოდ გააგრძელა თავისი საქმე.
მარჯიელას თითქმის არასოდეს სძლევდა ხოლმე სისუსტე. ამ ბოლო დროს კი ძლევის შემთხვევები ერთიასად მოხშირებულიყო და მაგასაც პრემიერ მინისტრს აბრალებდა.
ცოტათი რომ დაცხა, დაიშალნენ.
ბოლოს და ბოლოს, კრისტოფერს თავზე საყრელი საქმე ჰქონდა, თუმცა როგორღაც, მაინც ახერხებდა, მარჯიელა იმაზე ხშირად ენახა, ვიდრე პარლამენტის შენობა. ადრე, მრჩეველმა უთხრა, სანამ პრემიერი გახდები, იქამდე შეიყვარე ვინმე, თორე მერე ისე იშლიგინებს შენი გონება ქეთ-იქით, რომ ეს ხალხი მშიერი დაგრჩებაო.
მაგრამ მიდი და შეიყვარე ვინმე. ასე ადვილია? ეგ ხომ ძალიან მოულოდნელად, ყველაზე შეუფერებელ დროს მოდის, თან ყველაზე შეუფერებელ ადამიანებში.
- ბატონო კრისტოფერ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა, გაკვირდებოდით - მოიუგო ჯორჯმა, თავისმა დაცვამ. რომელიც, დაცვის გარდა, არაფორმალურად, ყველაფერი იყო: მრჩეველი, მარჯვენა ხელი, ნებისმიერ სოციალურ დარგში კარგად გარკვეული ადამიანი და თან, დაუფიქრებლად გადაუდგებოდა ტყვიას კრისტოფერის გამო.
- ვიდეოები ჩვენ გვაქვს?
- ყველანაირი. მარჯიელას ჰგონია, რომ ხაფანგში ჰყევხართ.
- იცი რა ქენი? ის ვიდეო გაავრცელებინე, რესტორანში რომ ვართ და ხელს ვუჭერ. ის კადრებიც, რაც წეღან იხილე. აი, ჩვენი ხელები და მსგავსი სისულელეები. მაგ ქალს ჰგონია, რომ ყველაზე ჭკვიანია - გაეცინა კრისტოფერს - სინამდვილეში, ისეთი კაცის მიმართ, რომელიც შეყვარებული თვალებით უყურებს მშვენიერ ქალს, ხალს ძალიან დიდი თანაგრძნობა უჩნდება. კარგად წაგვადგება. თან მარჯიელას ეგონა, თითქოს თავისიანებმა ქნეს.
- იცით, მემგონი, მეორე კადრები არც ისე მიზანშეწონილია. ცოტათი, მკერდზეც უყურებდით და უხერხულად გამოვა. - ურჩია ჯორჯმა, მერე, გვერდზე მჯდომ დავიდს შეხედა და ორივეს გაეცინათ.
- ნუ გეცინებათ, თვალი გამეპარა. ლამაზი ქალია და ჩემს ჯინაზე, ძალიან მიმზიდველად იცმევს.
- სწორად გამიგეთ ბატონო პრემიერო - მიუგო დავიდმა - მარჯიელა რომ მიმზიდველი არ მოგეჩვენოს, შეუძლებელია, თუმცა ყველაზე არასწორი ქალია, არასწორ დროს გამოჩენილი. სხვა თუ არაფერი, ყველგან მაგისიანები გვყვანან ჩასაფრებული. ისეთი ვიდეოკადრები აქვთ, რაც თქვენთვის დამღუპველი იქნება. ღონისძიებისას, დეველოპერული პრეზენტაცია რომ წარადგინეთ და მერე, ზედმეტად თავხედ ჟურნალისტს სიმწრისგან ხელი ჰკარით, მხოლოდ მარჯიელას დარჩა მაგისი ჩანაწერი.
- მაინცდამაინც აუზში გადავარდა - შუბლი მოისრისა პრემიერმა - თან ცურვაც არ იცოდა.
- თუმცა ის მშვენიერი ტონი იყო, აფართხალებული ბიჭის ამოსაყვანად რომ ტელეფონიანად ჩახტით და ამოათრიეთ.
- რო დამხრჩვალიყო, ეხუმრებოდი? ისე, ზოგი კია დასახრჩობი. უბრალოდ, მოვქრთამეთ ყველა და არავის ხმა აღარ ამოუღია, კადრების გაშუქებაზე ხომ საერთოდ, ზედმეტია საუბარი. აი, მარჯიელას საიდან აქვს ხოლმე ყველა მიჩქმალული ინფორმაცია, აზრზე ვერ მოვდივარ.
- თავისი ხალხი ჰყავს.
- არც მე მყავს ნაკლები ხალხი. მოკლედ, ერთი გეგმა მაქვს. საწყალ ოლივს რომ სექსის ვიდეო გაუვრცელეს... ერთი სიტყვით, კვალი მარჯიელასთან მიგვიყვანს, თუმცა მარჯიელას ვერ დავიჭერ, ამ ყველაფერს, ზემდეტად ბევრი ემოცია მოყვება ხალხის მხრიდან. ამიტომ, დავიჭერ მის ორ ყველაზე მნიშვნელოვან ტვინიკოსს: ალექ ნოველისა და დემეტრი ბეტინის. სერიოზულად იზარალებს, გვარიანად დაფრთხება.
- პრემირო, მისი უმნიშვნელოვანესი პარტნიორი ჯოსეფია.
- ოჯახს ვერ შევეხები. ზედმეტად პირადულ თამაშში გადაგვეზრდება. თუმცა ალექისა და დემეტრის დაჭერას ისეთი სახე უნდა ჰქონდეს, თითქოს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოიძია ეგ ყველაფერი. მარჯიელა ჩემთან მოვა დახმარების სათხოვნელას.
- მაგ შემთხვევაში, მტრის ჩამოშორება კი არა, გმირობანას თამაში გამოგდით ბოს. თქვენ თუ იმ ხალხს იმიტომ იჭერთ, რომ მერე გაანთავისუფლოთ მარჯიელას თხოვნით... - დავიდმა ამოიოხრა.
- და ვინ თქვა, თითქოს განთავისუფლებას დავუპირებ? – გაეცინა კრისტოფერს - მარჯიელა ჩემი მომხრე გახდება, რადგან მისიანები მეყოლებიან მარწუხებში. ასე ვთქვათ, მძევლებს ვიყვან. პირდაპირ მოშორებაც შემეძლო. მაგალითად, ციხეში ვუკრავდი მარჯიელას თავს, ჯოსეფიანად. მერე ქონებას დავუყადაღებდი და ვიცხოვრებდი ბედნიერად, თუმცა იცით ჩემს წინამორბედებში რა არ მომწონდა? ჩვეულებრივი ადამიანები მოდიოდნენ ქვეყნის სათავეში, შემდეგ დიდ დრაკონებად იქცეოდნენ და ყველაფერს შთანქავდნენ, რაც გარშემო ჰქონდათ. მოდი, დრაკონობა არ მინდა. ვეცდები, ადამიანად დავრჩე. ცოტა იმპულსურ და ზოგჯერ, როცა სიტუაცია მოითხოვს, სასტიკ ადამიანად, მაგრამ მაინც.
* * *

- მოგესალმებით! მოგეხსენებათ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონა ვირუსი გამოაცხადა პანდემიათ. საკოორდინაციო საბჭო ჩვენს ქვეყანაში, ბოლო რამდენიმე კვირაა, რაც აქტიურად მუშაობს და იმ რეკომენდაციებს მიჰყვება, რომელსაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია სთავაზობს ვირუსთან საბრძოლველად. სამწუხაროდ, ძალიან ტრაგიკული სურატი დაიხატა სრულიად მსოფლიოში და ამ ყველაფრის ფონზე, შესანიშნავად ვახერხებთ სიტუაციასთან გამკლავებას, თუმცა მოდუნების საშუალება არ გაქვს, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ ერთეულ შემთხვევებს შევეჭიდეთ, სამომავლოდ, გამოწვევები ყოველდღიურად გაიზრდება.
პირველ რიგში, ჩვენს მოხუცებზე უნდა ვიზრუნოთ. მთავრობის ყველა ორგანო 24 საათის განმავლობაში გადადის საგანგებო მუშაობის რეჟიმზე. განსაკუთრებით, ეს ეხება, ჯანდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს და ფინანსთა სამინისტროს შესაბამის უწყებებს. დღეს 18 ინფიცირებული გვყავს და მათი განკურნებისთვის ჯანდაცვის სამინსიტრო შესაბამის ღონისძიებებს ატარებს. პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო რომ პანიკის დრო არ გაქვს, პირიქით, მაქსიმალურად მობილიზებული უნდა შევხვდეთ საფრთხეს, მოვერიდოთ დახურულ სივრცეებს. ასეთ პირობებში, მთავრობის გადაწყვეტილებით, 1 თვით გადავადდება ყველა სასწავლო პროგრამა და მოვუწოდებთ ყველა კერძო ორგანოს, მაქსიმალურად შეძლოს და გადავიდეს დისტანციური მუშაობის რეჟიმზე. მკაცრდება საზღვარზე შემოსვლა, როგორც ჩვენი მოქალაქეებისთვის, ისე უცხოელებისათვის. რაც იმას ნიშნავს, რომ აქ შემოსული ადამიანი გაივლის 14 დღიან საკარანტინო რეჟიმს. გარდა ამისა, გეძლევათ რეკომენდაცია, თავი შეიკავოთ, სხვა ქვეყნებში მოგზაურობისაგან.
ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე მთავარი გამოწვევა, თვითიზოლაციის დაცვაა, რაც ჩვენი სამოქალაქო პასუხისმგებლობის ყველაზე მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს. ჩვენი უმიშვნელოვანესი გამოწვევაა, ვიზრუნოთ ქვეყნის მოქალაქეებზე და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ქვეყნის შემდგომი ეკონომიკის განვითარებასთან დაკავშირებით, შევიმუშაოთ გეგმა. მაქსიმალურად ეფექტურად შევეცდებით, იმ პრობლემების დაძლევაზე ვიმუშაოთ, რომელიც ამ ვირუსის გავრცელებით მიაყენებს ზიანს ჩვენს ეკონომიკას. სწორედ ამიტომ, ეკონომიკურ გუნდს ევალება, დღის ბოლომდე, წარმოგვიდინოს ეკონომიკური სტიმულირების კონკრეტული გეგმა, რომელიც განხორციელდება ხვალიდან. ყველას კარგად გვესმის, რომ ჯანმრთელობის გარდა, ჩვენ გვაქვს ვალდებულება, ჩვენი მოქალაქეების სოციალური უზრუნველყოფის. გვესმის, რომ ეს არის გლობალური, თუმცა დროებითი გამოწვევა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ გამოწვევას ჩვენმა ქვეყანამ ეფექტურად უპასუხოს.
კრისტოფერის გამოსვლა დამთავრდა. ალექმა ბარის ტელევიზორთან მიმდნარი მარჯიელა, რომელიც გაყინული ხილის ნაყილს საკმაოდ საეჭვოდ ლოკავდა, ცოტათი შეანჯღრია.
- საჭირო არ არის, ყველამ შეგამჩნიოს, როგორ სველდები მაგ კაცზე.
- ენა ხომ არ შემაჩვიე ლაწირაკო? - ნერვები მოეშალა ქალს.
- დაგისხა რამე ძლიერი? - ღიმილიანი სახე ფრთხილად მოაშორა ბიჭმა.
- არა. მემგონი, მნიშვნელოვანი დღე მექნება. საღამოს, ბრიფინგს ჩავატარებ.
- რასთან დაკავშირებით?
- ჯერ პრემიერს შევუთანხმებ და მერე გეტყვი - ეშმაკურად აათამაშა ცალი წარბი მარჯიელამ და ისეთ ადგილას გავიდა, სადაც ზედმეტი აყალმაყალი არ იქნებოდა. არ სურდა, კრისტოფერს ქაოტური ხმები მოესმინა.
- მარჯიელა? - პრემიერი ისეთი გაოგნებული ჩანდა ქალის ზარით, ხმაშიც კი გაეპარა აღელვება.
- თქვენი გამოსვლა მოვისმინე. უნდა ვთქვა, რომ.... - მცირე პაუზა აიღო, ღრმად ჩაისუნთქა, მაგრამ მაინც ვერ გაბედა წინადადების დამთავრება.
- რომ არამიშავდა? - გაეცინა კრისტოფერს.
მარჯიელასაც გაეცინა. თან წარმოიდგინა, კრისტოფერის გაღიმებული სახე როგორიც იყო და ძალიან მოუნდა, პირისპირ, კიდევ ერთხელ ენახა.
- ნამდვილად. მე სასტუმროების ქსელი მაქვს.
- ვიცი. მეტრაბახებით?
- კი. სასტუმროების ქსელი მაქვს, რამდენიმე რესტორანი, კლუბი და ბარი. თქვენ რას მიაღწიეთ ცხოვრებაში? - ორივემ უთქმელად იცოდნენ, რომ მათ შორის, სერიოზული საუბრის საზღვრები კარგა ხნის წინ დარღვეულიყო და შეეძლოთ, ძალიან ბევრჯერ და გაბედულათ ეხუმრათ.
- ვერაფერს. ერთი პატარა კაცი ვარ.
- მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ თქვათ ეგ სიტყვები და იგულისხმოთ ის, რომ ორმეტრიანი პრემიერ მინისტრი ხართ.
- მართლა იმის სათქმელად დამირეკეთ რომ სასტუმროები გაქვთ?
- კი. უბრალოდ, მსურდა საკარანტინოდ შემომეთავაზებინა. შეგიძლიათ, ჩემს სასტუმროებში შეასახლოთ ხალხი ორ-ორი კვირით. დაცვა გააკონტროლებს, რომ ოთახი არ დატოვონ, უფასო საკვებს მივუტანთ, კონდინციონერი, ინტერნეტი და ტელევიზორი ექნებათ. ლამაზი ოთახებია, ყველანაირად კომფორტული.
- მართლა მთავაზობთ?
- რა თქმა უნდა. ქალაქში, ორი სასტუმრო მაქვს, ქალაქგარეთ სამი. ძალიან რთული თვეები მოდის. ნახევარი ქვეყანა სამსახურს დაკარგავს და ამას ისე ვამბობ, რომ არც მიკვირს, სიტუაციიდან გამომდინარე, პროდუქტი გაძვირდება. მართლა გირჩევთ, მნიშვნელოვანი პროდუქტები სასწრაფოდ მოიმარაგოთ,განსაკუთრებით, მარცვლეული და ფქვილი. მაგ უკანასკნელზე, შეგიძლიათ ფასი არეგულიროთ როგორმე. აი, რძის ნაწარმს, ხილს და ბოსტნეულს ვერაფერს მოუხერხებთ, მთავრობის კონტროლს არ ექვემდებარება. ერთი სიტყვით, ამ უმძიმეს სიტუაციაში, ჩემი რესტორნები ექიმების საკვებსაც უზრუნველყოფენ.
ცოტახანს, კრისტოფერს ხმა არ ამოუღია.
გაოგნებული იყო.
ვერ ხვდებოდა, როგორ შეიძლებოდა ადამიანი ასეთი მდიდარი ყოფილიყო, მდიდართან ერთად კი, ზოგჯერ უკიდეგანოდ დაუნდობელი და ზოგჯერ, გამორჩეულად კეთილი.
- არც კი ვიცი, რა ვთქვა.
- სჯობდა, პირისპირ მეთქვა ხომ?
- მაგას მნიშვნელობა არ აქვს. მოდით, თქვენს სასტუმროში გავმართოთ ბრიფინგი, საღამოს...
- ორ საათში საღამოვდება.
- მოვდივარ!
- კარგი. - ზარი გათიშა და გამარჯვების ნიშნად, მუშტები შეკრა. - სულელი - გაეცინა თავისთვის. არ იცოდა, გვერდით რომ დემეტრი და ალექი ედგნენ.
- ისე იქცევა, როგორც თინეიჯერი პირველ პაემანზე - გადაუჩურჩულა ერთმა მეორეს.
- ჯანდაბა! ყველგან თქვენ ხართ?
- ჰო. თან ძალიან გვაშინებს შენი მდგომარეობა.
- ვაიმე, ჯოსეფს გააგებინეთ და ისიც მოვიდეს. მე მეჩქარება. ყველაფერი მის გარეშე გადავწყვიტე, მომკლავს.
- მოსაკლავი ხარ. ჩვენც მოვდივართ ბრიფინგზე!

* * *


ყველაფერმა ისე სასიამოვნოდ ჩაიარა, მარჯიელას რომ ვერც დაესიზმრებოდა. უკვირდა, როგორ ახერხებდა კრისტოფერი თავისი ცივი და ბრუტალური გამომეტყველებით, ისე დალაგებულად ესაუბრა, ეკრანიდანაც მოეხიბლა საზოგადოება. ზოგი მათემატიკური ნიჭით იბადება, ზოგი ხელოვანია, ზოგი მღერის, ზოგს კი ისეთი საუბრის ნიჭი აქვს, მასების მონუსხვაც შეუძლია და ერთეული ადამიანებისაც. კრისტოფერს სიმღერის გარდა, ყველა ნიჭი ახასიათებდა. ხელოვანი იყო და ამ ხელოვნებას საუბარი ექვა. მარჯიელას სწამდა, რომ არ არსებობდა კითხვა, რომელზეც კრისტოფერს პასუხი არ მოეძებნებოდა. ეკონომიკა, ფინანსები, ბიზნესი, ჯანდაცვა, განათლება - ამ ყველაფრის მინისტრებზე უკეთ ერკვეოდა.
- არ მესმის, როგორ შეიძლება, ასე გასაოცრად ფლობდე სიტყვებს? - ჰკითხა მარჯიელამ ჯოსებს.
- ამ ბოლო დროს, კრისტოფერის ყოველი მოქმედება საოცრად გეჩვენება.
- რას ამბობ? - შეიცხადა მარჯიელამ.
- მე პრობლემა არ მაქვს - მხრები აიჩეჩა ჯოსეფმა და მერე კიდევ ერთხელ შეავლო კრისტოფერს თვალი. წარსულის ბრაზი არ ჰქონდა დაგროვილი. კაცმა რომ თქვას, მაგას კარგა ხნის წინ გაევლო უკვე. ამასთან, ხვდებოდა, რომ თუ მარჯიელა გაცილებით დიდი ხნის განმავლობაში ემტერებოდა პრემიერს, ამას უფრო სხვანაირი, პირადი მიზეზები ჰქონდა. ეს პირადი მიზეზები კი ახლა სულ სხვა ფორმით იჩენდნენ თავს, რაც შემაშფოთებელი და სარისკო იყო, თუმცა ამავე დროს, შესაძლოა, მშვენიერი შედეგები მოჰყოლოდა.
კრისტოფერი ღიმილით მივიდა მარჯიელასთან.
- აბა, როგორი ვიყავი?
- არაგიშავდათ - ისე უთხრა მარჯიელამ, გეგონება, ორი წუთის წინ, არ ედიდებინა.
- რაღაცა კადრები გავრცელებულა ჩემზე, ახლა მომწერეს - წარბშეკრული მიაჩერდა პრემიერი მესიჯს.
- იმედია, მდივანთან დაკავშირებული კადრები არაა - წარბი ასწია ქალმა და გულხელდაკრეფილი, ეჭვიანი ცოლივით მიაჩერდა.
- არა, მდივანთან არშიყობას მაპატიებენ. თავისუფალი, უცოლო კაცი ვარ. უბრალოდ, ქალზე მსუბუქ სექსუალურ ძალადობას მაბრალებენ, რადგან ფიზიკურად შემივიწროებიხართ - ვიდეო გახსნა და მარჯიელას ცხვირზე ააფარა მომენტი, სადაც პრემიერი ხელში სწვდებოდა.
- რანაირად, როგორ? - გონზე ვერ მოეგო მარჯიელა - მე არ... გეფიცებით.
- თქვენ არ გქონდათ ეს მასალა?
- კი, მაგრამ... - ცხოვრებაში, პირველად არ ჰქონდა სიტყვები საკუთარი თავის გასამართლებლად. აქამდე, არც არასოდეს დასჭირვებია და ღრმად სწამდა, რომ თავის მართლება მხოლოდ სუსტების ხვედრი იყო.
- გმადლობ დახმარებისთვის. ყველაფერი რომ ჩაივლის, თქვენი ხარჯები გადმოგვიგზავნეთ და ყველაფერს სახელმწიფო აანაზღაურებს. ნახვამდის! - კრისტოფერი მანქანისაკენ გაეშურა. გულში ფიქრობდა, რომ ძალიან დიდი სისულელე გააკეთა და ჩვეულებრივი ადამიანისგან არანაირად არ განსხვავდებოდა. პირიქით, პრემიერის პოსტმა იმდენი შეცდომა დააშვებინა, ვინ მოთვლიდა.
ახლა ერთ-ერთი შეცდომის სიმწარეს გრძნობდა.
პრემიერს ყელში რაღაცა სასტიკად ფხაჭნიდა. ეს ტკივილი მკერდზე გადასდიოდა და მთელ სხეულს ედებოდა თავისი დაუნდობელი, შემზარავი ბრჭყალებით. აქამდე, ემოციების დაფარვას ისეთი გამაებით ცდილობდა, ახლა ეს ყველა ემოცია, ცალ-ცალკე განცდილი, ერთად შეერთებულიყო და ფიზიკურ ტკივილში გამოიხატებოდა.
- კრისტოფერ! მოიცადეთ... ჯადნაბა, რანაირად დადის ეს კაცი, სირბილითაც ვერ ვეწევი - აედევნა მარჯიელა - მოიცადეთ, თორემ გესვრით! - დაიღრიალა ბოლოს.
ეს ქალი როგორღაც ახერხებდა და ვინც არ უნდა ყოფილიყო დამნაშავე, მაინც საეჭვო გამოჰყავდა საკუთარი თავი.
პრემიერი ქალისკენ შეტრიალდა. მზე ნელ-ნელა ღრუბლებს ეფარებოდა და ბინდისფერი გადაჰკვროდა გარშემო ყველაფერს. დაბურული ცა მარჯიელას თმის წინაშე უძლური აღმოჩენილიყო. ღიაწაბლისფერი თვალები სასოწარკვეთისგან ისე უკაშკაშებდა, ჩამავალი მზის ელვარებაც ვერ შეედრებოდა პრემიერის წინ გადაშლილ საუცხოო სანახაობას.
უეჭველი მიყვარს - გაიფიქრა და საკუთარი თავი შეეცოდა, რადგან ასეთ ქალს კრისტოფერამდეც ბევრი დაეღუპა და მის შემდეგაც განაგრძობდა მსხვერპლის ძიებას. სრულყოფილებამდე მისული ქმნისლების ტრფობა ცხოვრებაში, გამუდმებულ ტერორს ჰპირდებოდა კაცს.
- ისევ მემუქრებით?
- სხვა ვერაფერი მოვიფიქრე. თან ხრეშზე ვერ დავრბივარ ქუსლებით. კრისტოფერ, არ ვიცი, ვინ და რატომ გააკეთა.
- თქვენი წყაროებიდანაა გავრცელებული და რაც ყველაზე საშინელია, ჟურნალისტი რომ წყალში გადავაგდე, ეგეც აუტვირთავთ. იცით რამდენი ვიწვალე მაგის მისაჩქმალად? ახლა წაშალეს, თუმცა დარწმუნებული ვარ, რამდენიმე ათასმა კაცმა მოასწრო გადმოწერა.
- ძალიან თავხედი ბიჭია. მეც გადავაგდებდი წყალში.
- მარჯიელა! - ლამის გაეცინა კაცს. ვერ ბრაზდებოდა. მართლა მარჯიელას შეთითხნილიც რომ ყოფილიყო (მიუხედავად იმისა, რომ თავისი იყო), ათასი რამე რომ შეეთითხნა, მაინც ვერ გაბრაზდებოდა.
- კრისტოფერ!
- არც კი ვიცი, რა მოგიხერხოთ - სიმწრისგან გაეცინა და მსუბუქად დაყრილ, ჭაღარანარევ წვერზე ხელი ნერვიულად მოისვა.
- მე ვიცი! იმედია, ამ კადრს კარგად გადაიღებენ, რადგან... - ასე ორი მეტრის რადიუსიდან გამოქანებული ქალი, პირდაპირ კისერზე ჩამოეკონწიალა პრემიერს და ტუჩებში აკოცა.

მეექვსე თავი
- ახლა ისე მოიქეცით, ვითომ ძალით გკოცნით - მარჯიელამ მანქანაზე ააყუდა დაბნეული კაცი, რომელიც ჯერ კიდევ ვერ ხვდებოდა, სიზმარში იყო თუ რეალურად ახდენოდა ყველა ოცნება.
- არ მინდა. უფრო სწორად, კოცნა მინდა, მაგრამ შემირცხვენია ისეთი კაცი, ვისაც ძალით აკოცებთ - გაეცინა კრისტოფერს და უზარმაზარ ჯიპს მოაფარა თავიანთი სილუეტები.
- აბა, რანაირად ჩამოგრეცხოთ სირცხვილი?
- აღარ მრცხვენია. ასეთი ტკბილი, ცხოვრებაში არაფერი გამისინჯავს - ქალის ტუჩებს ხელახლა წაეტანა და გასაოცარ ნეტარებას მიეცა მისი სურნელის დაგემოვნებისას. - მოიცადეთ, ამას მარტო იმიტომ აკეთებთ რომ...
- არა! მარტო იმიტომ არ ვაკეთებ - ქალმა კისერზე მოჰხვია სრიალა მკლავები და ბაგეები ნიკაპზე მიადო - მართლა გაგჭაღარავებიათ წვერი.
- ისეთ სიტუაციაში აღმოვჩნდი, რომ ორი წუთიც და კვლავ გამიშავდება . ცოტა უხერხული ხომ არაა, თქვენობით საუბარი? - ისევ მარჯიელას ტუჩებს წაეტანა. ზოგჯერ კოცნა, შიშველი სხეულების შეხებაზე მეტად ინტიმური ხდებოდა. დანახვის დღიდან, გულის მიჩქმალულ კუნჭულებში ნანატრი წამები ქალის ბაგეებზე გადაშლილიყო და ერთი მილიმეტრი სიშორეც აღარ გაეტოვებინათ.
პირველად შეახო მაშინ ხელი პრემიერმა ქალის ხავერდოვან თმას. მართლა სინათლე იყო მარჯიელა - ზოგჯერ, თვალისმომჭრელი, ზოგჯერ კი საკუთარი ბრწყინვალებით ისე დაატკბობდა თვალებს, ერთი წამით აღარ მოგინდებოდა მზერის მოცილება.
ახლა ამ სინათლეს ხელით ეხებოდა პრემიერ მინისტრი.
ეხებოდა ნაზ ყელზე, ლოყებზე, ტუჩებზე და მის დაუვიწყარ სურნელს გამალებით ისრუტავდა. სადაც არ უნდა წასულიყო, სურდა, ფილტვებში მარჯიელათი გაჯერებული ჰაერი დარჩენოდა.
მანქანის კარი გამოაღო კრისტოფერმა.
- ავახვიოთ აქედან!
- ახვევამდე?
- უკანა სავარძელი ძალიან დიდია.
ეშმაკურად და უთქმელად შეძვრა ორივე მანქანაში.
- მიყვარს შენი ცხვირი! - გიჟივით დაუკოცნა ქალმა პრემიერს სახის ყველა ნაკვთი და მერე ტანსაცმლის გახდა დაუწყო.
მარჯიელას თითქმის აღარაფერი ეცვა. კაცის კისერში მამაკაცური სურნელი ბუდობდა. ისეთი არა, ყველას რომ ახასიათებს. ეს სურნელი განსაკუთრებულად სასურველი და მომხიბვლელი იყო. მარჯიელა, თვალდახუჭულიც მიაკვლევდა ამ სურნელით მის სამყოფელს.
კრისტოფერის ბაგეებს გრძნობდა ყოველი შეხებისას და აქამდე გამოუცდელ ვნებას მოეცვა მისი ტვინისა თუ გულის ყველა უჯრედი.
- შენზე ვგიჟდები! - ვერ დამალა მამაკაცმა. თავის ღირსებაზე შემოსმული წითური ეშმაკი ყველაზე დამღუპველ ქალღმერთს დამსგავსებოდა. მარჯიელა მართლა ქალღმერთი იყო, რომლის მახეშიც, დაუფიქრებლად გაებმეოდა ნებისმიერი მოკვდავი და უსიტყვოდ გადაეშვებოდა აღსასრულის ტალღებში.
ეს აღსასრული მომაკვდინებელად ნეტარებისმომგვრელი იყო.
კრისტოფერმა ზუსტად იცოდა, ერთხელ თუ გამოცდიდა მარჯიელას გემოს, ვეღარასოდეს დაეხსნებოდა შეხებასა და ფიქრებს ამ ქალზე.
ფეხებზე ეკიდა.
დაუსრულებელი ნეტარებისკენ ილტვოდა.
ქალის კვნესას საკუთარი ყურებით ისმენდა და მას ვერც ერთი გასაოცარი მელოდია ვერ შეედრებოდა. ეს იყო პერმიერისთვის მიწიერი სამოთხე და თუ ცაშიც იგივე სამოთხე არ ელოდა, მაშინ, დაე, ჯოჯოხეთისკენ გაფრენილიყო.
- პრემიერო! - დაიკივლა მარჯიელამ და ამპლიტუდა სიამოვნების ჰანგების, უკვე მესამედ გამოხატა ამ სიტყვებით.
- შენ ღმერთი ხარ! - კრისტოფერს თვალის დახუჭვა სიამოვნებისგანაც არ მოსდომებია, რადგან რომ დაეხუჭა, მარჯიელას მშვენიერებისა და სიტბოს წარმოდგენისთვის, ფანტაზია არ ეყოფოდა. მის თვალწინ იყო ის, რასაც ვერასოდეს იფიქრებდა, რაც ოცნებაში თუ გაევლო მხლოდ აზრად.
- ასეთი არაფერი განმიცდია - კაცის სახე ნატიფ ხელებში მოიქცია ქალმა და ტუჩებში ისე ვნებიანად აკოცა, სიამოვნების მორიგი ტალღა, გარდაუვლად ეჩვენათ. - უეჭველი გამოგვიჭერენ
- სადმე, შორს წავიდეთ - წელზე ხელი შემოხვია კრიტოფერმა და თავისი ოცნების ქალს შუბლი ნიკაპზე მიადო - ცოტახნით, გავიქცეთ.
- ბატონო მინისტრო, ეშმაკები შეგიჩნდნენ? - უდანაშაულო სახით ჰკითხა მარჯიელამ.
- ჰო, ეშმაკები - გაეცინა კაცს

* * *


- სხვა ქუჩაზეც მაქვს სასტუმრო, დაგავიწყდა? შენ კი ალბათ, ყველა გეძებს. უკე მეჩვიდმეტედ გირეკავენ ტელეფონზე - მიუგო მარჯიელამ კრისტოფერს და თავის მუხლზე ასრიალებულ კაცის ხელს, თითებით მოეფერა.
კრისტოფერმა ტელეფონს უპასუხა:
- დავიდ, გთხოვ, ხვალამდე არავინ შემაწუხოს, კარგი? - თხოვა დაცვას.
- ზედმეტი კითხვები არ დაუსვამთ? - გაოგნდა ქალი.
- არა. მეც ადამინაი ვარ და ზოგჯერ, დასვენება რომ მჭირდება, იგებენ.
- ყველაფერი მარტივადაა. შეგნიღბავ და უკანა შესასვლელიდან შეგაპარებ.
- როგორ შემნიღბავ?
- წარმოდგენა არ მაქვს.
- უკუნითი სიბნელეა. არ მგონია, ვინმე ჭაჭანებდეს.
- ჰო. დიდხანს გაგვიგრძელდა შენს მანქანაში ნეტარება. ისიც უცნაურია, სექსის დროს რომ არავინ წაგვასწრო.
- ზოგჯერ, იღბალი გასაოცარ სიურპირზებს გვიკეთებს.
სასტუმროს რესტონარს არასოდეს ეძინა, რომელი საათიც არ უნდა ყოფილიყო. ვერანდაზე, გვიანობამდე, მარჯიელასნაირი მსმელები რჩებოდნენ ხოლმე. ამ შემთხვევაში, პრემიერ მინისტრს კი არა, მამა ღმერთსაც ვერავინ იცნობდა.
სასტუმროს მიმღებში ახალგაზრდა გოგონა იჯდა.
- ირინ, სასწრაფოდ, საპრეზიდენტო ლუქსი მინდა! - ეძგერა ნახევრადმძინარე ადმინისტრატორს.
- მარჯიელა, მშვიდობა გაქ? - გასაღები იმ წამსვე დაუდო გოგომ და მერე კრისტოფერის დანახვაზე თვალები დააჭყიტა. - ბატონო პრემიერო! - გიჟივით წამოხტა.
- რევერანსებს თუ არ გაუკეთებ, ბედნიერი ვიქნები. თუ ამ ამბავს არავინ გაიგებს, მთელი ცხოვრება, პრემიებს დაგინიშნავ, გასაგებია?
- რა თქმა უნდა.
- და თურმე კიდევ მთავრობა იჯიბავს პრემიებს - თავი გააქნია კრისტოფერმა.
- ახლა ამის დრო არაა! - თვალები დაუბრიალა მარჯიელამ და ისევ ირინს მიუბრუნდა - ერთი ვეგეტარიანული სენდვიჩი მოგვიტანეთ, ორი სენდვიჩი შებოლილი იხვის ხორცით და სამი ბოთლი ღვინო მამაჩემის მარანიდან, კართან დაადებინე, კარგი?
- კარგი.
- წავედით - მაჯაზე დაებღაუჭა მარჯიელა პრემიერს.
ლიფტის კარი დაიხურა. მარჯიელამ კაცის გრილი ხელების შეხება იგრძნო. ქვედაბოლოდან, ნელა გადაძვრნენ ქალის საჯდომზე პრემიერის თითები. გამოკვეთილ ლავიწებთან კრისტოფერის ცხვირი შეეხო, მამკაცის ხშირი სუნთქვა, მისი ცხელი ჰაერი კანზე ეხეთქებოდა და ათრთოლებულ სხეულს, საკუთარი გულისცემის მოსმენას აიძულებდა.
კაცის მოხერხებულმა თითებმა ერთი ხელისმოსმით გაანთავისუფლეს საცვალისგან და ლიფტის კარის გაღების შემდეგ, ბიკინი იქვე დარჩა.
ვერაფერზე ფიქრობდნენ.
ან მხოლოდ ერთმანეთზე ფიქრობდნენ.
კედლებს გონებაწართმეული, ვნებააშლილი ცხოველებივით ასკდებოდნენ და საბოლოოდ, როცა თავიანთ ნომერს მიუახლოვდნენ, მარჯიელას მხოლოდ ფეხსაცმელი შერჩენოდა სხეულზე.
ხელში ისე აიტაცა, თითქოს ბუმბულის წონა ჰქონოდა.
ქალის მრგვალ, მკვრივ მკერდს კერტებიც კი წითური ჰქონდა. თვალისმოჭრელი ვარდებივით, საიცარ სურნელებას აფრქვევდნენ და ისე მომნუსხველად უმზერდნენ კრისტოფერს, პრემიერი ღმერთს ემადლიერებოდა არათუ შეხების, არამედ ამ გასაოცარი სანახაობის ღირსი რომ გამხდარიყო ცხოვრებაში.
სიამოვნებისგან აკვნესებული ქალი საწოლზე დააგდო და თავისივე პერანგის ღილებს დაეჯაჯგურა, რომელიც ერთადერთი მატერია იყო, რაც მათ შიშველ სხეულებს ერთმანეთისგან აცალკევებდა.
- მე! მე უნდა ვქნა - მაგრად ჩააფრინდა აკანკალებული ხელებით და ერთიანად შემოახია.
მერე ხმამაღლა გადაიხარხარა.
- დიდი ხანია ამაზე ოცნებობ? - ქალის ფეხებშუა მოქცეულმა კაცმა გულ-მკერდზე თავისი ტუჩების კვალი დაამჩნია.
* * *
- ღვინო კარგა ხანია მოიტანეს, ბაგეტებიც გაცივდა, მაგრამ იმხელა ბაგეტი ვჭამე, მეეჭვება, კიდე მშიოდეს.
პრემიერმა გადაიხარხარა.
თავის მკერდზე მოფენილი ჟღალი ყვავილები სამოთხის სურნელს ტოვებდა მთელ ოთახში. რამდენიმე საათი გასულიყო და უკვე თეთრეულსაც მარჯიელას არომატი ასდიოდა.

* * *

მამაკაცის ღირსებაზე შემომჯდარი აკვნესებულ ქალს, ხელი პრემიერის კისერზე შემოეხვია. მეორე ხელით ღვინის ბოთლი ეჭირა და პირში ასხამდა კრისტოფერს.
- მინდა რომ ვითამაშოთ! - ოხვრით აღმოხდა კაცს.
- უკანასკნელ სიბინძურეზეც თანახმა ვარ! - გაჭირვებით წარმოთქვა აკივლებულმა ქალმა.
- შენ პრეზიდენტი ხარ, მე შემოგეჭრები, პოსტიდან გადაგაყენებ და მერე მაგრად გაგ*იმავ.
- მე მაგრად გლეწავ! - ნათქვამი არ ჰქონდა, რომ გაშლილი ხელი ძლიერად შემოარტყა სახეში პრემიერ მინისტრს.
კაცი საწოლზე გადავარდა და თავის სხეულზე წამომჯდარი ქალიც თან გადაიყოლა.
ცარიელი ღვინის ბოთლი, იატაკზე დავარდა.
ორი მთვრალი, ვნებისგან და ალკოჰოლისგან შეშლილი წყვილი, კვნესის პარალელურად, დიდი გაჭირვებით ლაპარაკობდა.
- ამაზეც ოცნებობდი?
- რა ხანია.
კრისტოფერი, მარჯიელას ზემოდან მოექცა და მისი ატმისფერი კისერი გრძელ თითებში მოიქცია. მკერდზე, სისხლისფრად მოელვარე ღვინის წვეთები ენით დაუშრო.
- მე ამაზე ვოცნებობდი. - მკერდის თავზე უკბინა.
მარჯიელამ წამოიკივლა.
კრისტოფერის ხელს თავისი შემოახვია.
- თუ არ დაგნებებით გამგუდავთ პრემიერო?
- თუ არ დამნებდები, იქამდე გი*მარ, სანამ არ დამნებდები!
- მოძალადე, ბრუტალური და დაუნდობელი ხართ - ხმაში ბზარი შეეპარა.
კაცმა მოძრაობა შეწყვიტა.
ქალს სუნთქვა შეეკრა და მუდარით მიაპყრო მზერა საყვარელ კაცს.
- აბა?
- გთხოვ!
- ვერ გავიგე - ეშმაკურად, სადისტურად ეღიმებოდა კრისტოფერს.
- ძალიან გთხოვ.
- რას მთხოვ?
- გააგრძელე, გთხოვ!
- რა გავაგრძელო?
- ჯანდაბა! ჩემი გა*იმვა გააგრძელე!
- ასე? - ნელა და ძალიან ღრმად აამოძრავა კრისტოფერმა თავისი ღირსება.
გასაოცრად სასიამოვნო ტკივილისგან აკვნესებულმა ქალმა, თავი უკან გადააგდო და ზეწრებს მთელი ძალით ჩაავლო ხელები.
- ღმერთი ხარ! - დაიკივლა მარჯიელამ.
- როგორც იქნა, ჩემი ღმერთობაც აღიარე.

* * *

მზის სხივებმა გააღვიძეს მარჯიელა, თვალები უსიამოვნოდ მოჭუტა და გვერდი ისე იცვალა, რომ თავის წელზე კრისტოფერის ხელი ისევ უძრავად დარჩენოდა. კაცის მძინარე სახეს გაუსწორა გაჭირვებით გახელილი მზერა.
გაეღიმა.
ბავშვივით ეძინა კრისტოფერს. საოცრად სუნთქავდა. თითქოს, ყველა ადამიანი ერთნაირად სუნთქავს, მაგრამ მარჯიელასთვის, ორი განსაკუთრებული სუნთქვა იყო: ერთი, მძინარე ბეკი და მეორე - მძნარე კრისტოფერი.
არ უნდოდა, გაეღვიძებინა. იცოდა, რომ პრემიერს იშვიათად ეძინა და ისიც, წამლების დახმარებით. ტელეფონი აიღო, საათს დახედა.
შუა დღის 4 სრულდებოდა.
16 გამოტოვებული ზარი ჰქონდა ოჯახის წევრებისგან.
- ჯანდაბა! კრის! - წამოიყვირა მარჯიელამ და კაცი შეანჯღრია.
- აუ გეხვეწები - აბურტყუნდა პრემიერი. - ახლა არ დაწყო...
- რა უნდა დავიწყო?
- შეცდომა იყო და ეგეთები. ოღონდ ეგ არ დაიწყო. შეცდომა მაშინაა, როცა ერთხელ ხდება. ჩვენ კი, ასე ათჯერ გვქონდა.
- არა, შეცდომა კი არა, გასაოცარი რამე იყო. უბრალოდ, ძალიან გვიანია. გაიღვიძე, ალბათ ჰგონიათ, რომ გაგიტაცეს და მთელი ქვეყანა გეძებს.
- რაა? - თავი წამოყო კრისტოფერმა.
თმა ოდნავ ასწეწვოდა, ზღარბს ჰგავდა. მოჭუტული თვალებით, ძლივს იხედებოდა და ასეთ დროს, მარჯიელა იმაზე მეტად კარგავდა თავს, ვიდრე ჩვეულებრივ.
ლოყებზე ჩააფრინდა ხელებით და იმდენ ხანს კოცნიდა, სანამ კვლავ არ აწკარუნდა ტელეფონები.
- არ გვესმოდა თუ რა ხდება? - უკვირდა მარჯიელას.
- ასე უშფოთველად, ცხოვრებაში არ მიძინია.
- სექსი გინდოდა შენ ძილის დასაბალანსებლად? - გაეცინა მარჯიელას.
- შენც აღარა გაქ ავჩარკის ხასიათი.
- რაო? - ბალიში თავში გაარტყა მარჯიელამ. - პრინციპში, მართალი ხარ.
- შეხედე, რა კარგია, როცა ხალხს აფრთხილებ. თითქმის არავის დაურეკავს.
- კრისტოფერ, ასი გამოტოვებული ზარი გაქვს!
- მე პრემიერი ვარ. ათასი რომ იყოს, ნერვიულობის საბაბი გვექნებოდა. ახლა უბრალოდ, თავს საუზმის უფლება მივცეთ, მერე ცოტას კიდევ მოგეფერები, მერე საშხაპეში შევალთ და იქაც მოგეფერები. ერთი სიტყვით, ცოტახანს, გავერთოთ.
- რა უსაქმური პრემიერი ხარ... ჩემდა სასიკეთოდ - მარჯიელა უზომოდ კმაყოფილი ჩანდა.
- ვაიმე, ახლა გამახსენდა, დღეს ბრიფინგი მაქვს. გადაიდო ფერება და საუზმე - საწოლიდან ბუზღუნით წამოდგა კრისტოფერი.
- ერთად ბანაობაც გაუქმდა?
- არა, ეგ ძალაშია.
- იქნებ, ბრიფინგს დამასწრო?
- მართლა გინდა თუ ხუმრობ?
- მინდა. გაგეცინება, თუმცა, მიყვარს შენი მოსმენა. აი, მარწყვის მცირე პლანტაციები რომ დაათვალიერე ერთი თვის წინ და მაგდენ მარწყვში დაგინახე... - ხმამაღლა ამოისუნთქა ქალმა - მარწყვზე მეტად მომინდი.


* * *

მარჯიელა სახლში მივიდა.
საუბარი გაიგო დიდი ოთახიდან. ბეკის ტიკტიკს ათას კაცში გამოარჩევდა, თუმცა, მერე ვიღაც ისეთის ხმაც მოესმა, ვინც კარგა ხნის მონატრებული ჰყავდა.
სავარძელზე შავგვრემანი კაცი იჯდა ღია კანითა და წაბლისფერი თვალებით, მუხლებში, რებეკა ჩაესვა.
- მამა? - გაოგნებული, სწრაფი ნაბიჯით გაემართა არტუროსაკენ მარჯიელა.
- ელლა! - ფეხზე წამოდგა და გაშლილი მკლავები შეაგება მონატრებულ უფროს ქალიშვილს - ჩემო პომიდორო - შუბლზე და ლოყებზე გემრიელად აკოცა - დატრიალდი აბა, როგორი ლამაზი ხარ.
მარჯიელა დატრიალდა.
- რანაირად ჩამოხვედი? კარანტინი?
- ერთი დღეა, რაც ჩამოვედი, თან კერძო თვითმფრინავით და ამავე დროს, დაბალი რისკის ქვეყნიდან. ანალიზიც გავიკეთე, სანამ პასუხს არ მივიღებდი, მანამდე თქვენი ანერვიულება არ მსურდა.
- ღემრთო, რა ბედნიერებაა - ისევ გადაეხვია მამამისს და ხარბად ჩაისუნთქა მისი სურნელი.
- ელლა, გუშინდელი სამოსი რატომ გაცვია? - ეშმაკურად ასწია ცალი წარბი ბეკიმ. ზუსტად ისე, მარჯიელასა და ჯოსეფს რომ სჩვეოდათ.
- სასტუმროში მოგვიწია გათენება - გადაარჩინა სახლში ორი წამის წინ მოსულმა ჯოსეფმა, რომელსაც, გასაკვირად, მარჯიელასავით წინა დღის სამოსი დაეტოვებინა. მერე ჯოსეფიც გადაეხვია მამამისს.
რებეკა როგორღაც მაინც მიუხვდა ეშმაკობას და უკმაყოფილოდ დოინჯი შემოირტყა.
- მაინც, სად იყავით?
- რა იყო? პირადი ცხოვრების უფლება არ აქვთ? - დაუბღვირა არტურომ პატარა ცნობისმოყვარეს. - ვინმე ისეთი თუ არსებობს, ვინც შენი აუტანელი ხასიათი შეიყვარა, დღესვე ვახშმად დაპატიჟე! სასწრაფოდ უნდა გაგათხოვო, სანამ ბოლომდე გაგიცნო. - მიუგო უფროს ქალიშვილს.
- ძალიან სასაცილოა მამა!
- კიდევ ერთი რამე მაინტერესებს. იმ ურჩ პრემიერ მინისტრს კარგი გაკვეთილი არ უნდა ჩავუტაროთ?
- კრისტოფერს? - იკითხა და-ძმამ, ერთდროულად.
- ჰო. ჩემს გოგონას, პრემიერობა წაართვა და კლუბში, ხალხი დაუტერორა.
- დავფიქრდები - ძალით გაუღიმა მარჯიელამ მამამისს და პირველივე შესაძლებლობის თანავე, ჯოსეფს ხელი ჩაავლო, ცალკე გაიყვანა სასაუბროდ. - აბა, რა მოხდა?
- რა ვიცი, არაფერი.
- სად იყავი ჯო?
- როდის აქეთ გაინტერესებს, სად დავდივარ? ცოტა დავლიე, გავერთე, სანამ შენი პრემიერი იზოლაციაში მოგვამწყვდევს ყველას. შენ სად იყავი თუ კარგია? იმ კაცს რომ გაეკიდე, იმის მერე, არც ერთი გამოჩენილხართ.
- ჰო. ცოტა რთულადაა საქმე.
- მოდი, დეტალებში ნუ გამრევ. იმიტომ, რომ.. მე და ანაბელმაც, შემთხვევით, იმასვქენით.
- რას ლაპარაკობ? ოთხი ქმარი გაისტუმრა მაგ გოგომ, ვერ დავუშვებ, მეხუთე შენ იყო.
- მოიცადე, მოიცადე, დაქორწინებას არ ვაპირებთ, რა გჭირს? მაგ ლოგიკით თუ მივუდგებით, ალბათ, სიკვდილი არც კრისტოფერს უნდა.
- გეხვეწები, მამასთან არ წამოგცდეს არაფერი.
- როდის, რა წამომცდენია?
- მაინც, გაგაფრთხილე.
- სად იყავით?
- მიხაკების ქუჩაზე, ჩვენს სასტუმროში.
- ჩვენც - თვალები დააბრიალა ჯოსეფმა - ლიფტში თქვენც ნახეთ ვიღაცის ტანგა?
-კი, ჩვენც ვნახეთ - წამოწითლდა მარჯიელა - ვიღაც უსირცხვილოსი.
* * *

- დღეს საკოორდინაციო საბჭომ რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღო. პირველ რიგში, კარგი ამბით დავიწყებ: პირველი გამოჯანმრთელებული ადამიანი გვყავს. მიუხედავად იმისა, რომ მაინც იზოლაციაში რჩება, სამკურნალო დაწესებულებიდან საბოლოოდ გამოეწერა. საკმაოდ პოზიტიური სიახლეების მიუხედავად, მოდუნების უფლება არ გვაქვს, რადგან ვირუსი იმპორტირების საზღვრებს გასცდა და შიდა გავრცელებაზე გადავიდა. ეს იმას ნიშნავს, რომ დაავადებულთა რიცხვი გაიზრდება. ეს ობიექტური რეალობაა და რამდენად ცუდი მოსასმენიც არ უნდა იყოს, ხშირად მოგვიწევს საუბარი.
მენეჯმენტის პროცესი და მიდგომა უნდა შეიცვალოს. კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღვნიშნავ, როგორი პრინციპული მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ეპიდემიის შეჩერების ეტაპიდან, გავრცელების ეტაპზე გადავდივართ. ამ ვირუსის შეჩერების პირველი ეტაპი ეფექტურად გავიარეთ, დაწყებული საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან, სავაჭრო ობიექტებიდან, რესტორნებიდან. მოხდა მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადასვლაც. ახლა გამოწვევები იზრდება და მთავრობის მოთხოვნაც ბევრად უფრო მკაცრი იქნება. შედეგად, დღეს, საბჭოს ფარგლებში, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომლის ფარგლებშიც, შევაჩერებთ სამარშუტო ტაქსების მოძრაობას, ფუნქციონირებას შეწყვეტს მეტროც, რადგან ესაა, ვირუსის გავრცელების ყველაზე დიდი კერა.
შეზღუდული რესურსი გვაქვს და შეუძლებელია, ამ გლობალურ გამოწვევას მთავრობამ მარტო უპასუხოს, ამიტომ, მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების თვითშეგნება და სამოქალაქო პასუხისმგებლობა. გაუფრთხილდით, 60-70 წლის ხალხს - თქვენს მშობლებს, ბებია-ბაბუებს. მოგიწოდებთ, მაქსიმალურად შეიკავოთ თავი სახლიდან გასვლისგან. ასეთ პირობებში, განსაკუთრებული საფრთხის მატარებლები, ახალგაზრდები არიან, რადგან 80 პროცენტ შემთხვევებში, ინფექცია სრულიად უსიმფტომოდ მიმდინარეობს. ხოლო იმ ადამიანებისთვის, ვისაც გადავდებთ ამ ვირუსს, შესაძლოა, სასიკვდილო აღმოჩნდეს.
კრისტოფერმა, წამით, ჟურნალისტებისგან მოშორებით მჯდარ მარჯიელას მოჰკრა თვალი და გაეღიმა. ბრიფინგისას, ღიმილი ძალიან ცუდი ტონი იყო, მითუმეტეს, როცა საქმე მომაკვდინებელ ვირუსს ეხებოდა.
ჟურნალისტების კითხვებს პასუხი გასცა.
თავის მოადგილესთან მივიდა შემდეგ და ცოტახანს, გაესაუბრა.
- ეკონომიკის მინისტრმა ისეთი პოსტკრიზისული გეგმა წარადგინა, პირველკლასელი ბავშვი უკეთესს მოიფიქრებდა - ძალიან ნერვიულობდა ლაურა. - მინისტრის გადაყენება ცოტა უხერხულია ამ გაგანია კოვიდობისას, თუმცა, კარგი მრჩეველი არ გაწყენდა ეკონომიკის დარგში.
- მშვენიერია - გაეღიმა პრემიერს და მარჯიელას შეხედა, რომელიც მოთმინებით ელოდა, როდის მიაქცევდნენ ყურადღებას - რაღაც იდეები ნამდვილად მაქვს.

მეშვიდე თავი
- გამარჯობა - მაქსიმალურად ზომიერი ღიმილით მიესალმა პრემიერი მარჯიელას და მერე ხელი ჩამოართვა.
- გამარჯობა ბატონო მინისტრო. როგორც ყოველთვის მშვენიერ ფორმაში ხართ.
- თქვენ უტანსაცმლოდ უნდა მნახოთ.
- უკვე გნახეთ და ნანახმა, მოლოდინს გადააჭარმა.
- მეც იგივეს ვიტყოდი. ჩემს კაბინეტში ავიდეთ, თვენთან საქმიანი შემოთავაზება მაქვს.
- რამდენად საქმიანი? - კმაყოფილი ღიმილი გადაეკრა სახეზე ქალს - კაბინეტში ვიდეოთვალი გაქვთ?
- არა. მეტიც, კარზე საკეტია - შესვლამდე, მდივანი გააფრთხილა, ცოტა ხანს, არავინ შემაწუხოსო და შემდეგ, მონდომებით ჩარაზა კარი.
მარჯიელამ ღიმილით შეათვალიერა უზარმაზარი მაგიდა, სადაც ალბათ, სათათბიროდ, ხშირად იკრიბებოდნენ მინისტრები. შემდეგ, მაგიდის თავში მდგარ ყველაზე დიდ ტყავის სავარძელს შეავლო თვალი და ნელა გაიშალა თმა.
პრემიერისკენ შეტრიალდა.
- თვალებით მაშიშვლებ? - ჰკითხა და ვნებიანი ღიმილით მოილოკა ტუჩის კუთხე.
- ხელებითაც სიამოვნებით გაგაშიშვლებ.
- დღეს, ჩემი ჯერია - თმა ცალ მხარეს გადაიყარა და თავი უკან გადასწია, კისერზე ნელა მოისვა ხელი ქალმა.
გამომწვევი მზერა მიაპყრო პრემიერს.
კრისტოფერის ხმის გაგონება, მისი სახის წარმოდგენაც საკმარისი იყო, რომ ერთიანად დაეჭამა კაცის სურვილს ქალის სხეული.
პიჯაკი გაიხადა.
ტანზე მჭიდროდ მომდგარი კაბა წელამდე ჩაასრიალა და იატაკზე დააგდო.
კრისტოფერის წინაშე წითელ საცვლებში გამოწყობილი სრულყოფილება იდგა. ცეცხლისფერი მარჯიელა სინათლის ისრებს აფრქვევდა თვალებიდან. ყველაფერი გაცილებით ნათელი იყო, როცა კრისტოფერს მისი ყურების ფუფუნება ჰქონდა.
მარჯიელა არ იყო მხოლოდ ლამაზი.
მარჯიელა ყველაფერი იყო.
და პრემიერი ვერ ხვდებოდა, როგორ ცხოვრობდა აქამდე, როცა მისი შეხების ან მასთან ნორმალური საუბრის უფლება არ ჰქონდა. მიუახლოვდა საყვარელს. თითები ღიმილით აათამაშა ქალის რიალა მუცელზე და მკერდის გავლით, მის ბაგეებზე შეააჩერა ხელი. მარიელამ ხელზე აკოცა.
სამუშაო მაგიდაზე გადაწოლილ ქალს, ფეხის ტერფებს ისე უკოცნიდა კრისტოფერი, როგორც ერთადერთ საგანძურს, რაც ცხოვრებაში გააჩნდა. ტუჩებით მოიარა მისი მბზინავი ფეხები და გლუვ თეძოებზე წაეტანა ნეტარებაში ჩაძირულ ქალს.
ცხვირით მოეფერა მუცელზე.
მარჯიელამ ჩაიხითხითა.
ბავშვურად და ლაღად, ისე, როგორც არასოდეს სჩვეოდა.
შეყვარებული ქალივით.
- ვგიჟდები შენს ცხვირზე!
- ყვინჩლას ვინ მეძახდა? - მკერდთან ამოასრიალა კაცმა თავისი ბაგეები და ღიმილით, თვალებში შეხედა.
- ყვინჩილებს რას უწუნებ? - მამაკაცს ყურთან ნაზად აკოცა მარჯიელამ. გრძელი, გამოთლილი თითები თმაზე გადაატარა და ბაგეებით დაეუფლა კრისტოფერის ყელს. საჩვენებელი თითით გამოკვეთილ ყბაზე მოეფერა.
ქამარი გაუხსნა.
მის ღირსებაზე შემოჯდა და ისე აკვნესდა, კაცის ხელი, თავისით მიიფარა პირზე.
- ძალიან მომენატრე! - ჩასჩურჩულა კაცმა.
- მეც - გაჭირვებით გააგონა თავისი ხმა და ზურგზე შემოხვია ხელები, უფრო მჭიდროდ ააკრა კაცის სხეული თავისას. - არადა, სულ რაღაც, ერთი ღამეა, რაც არ მინახიხარ. ასე როგორ გავქაჩავთ? ჯანდაბა კრისტოფერ, როგორმე გამაჩუმე, თორემ ხომ ხედავ, ერთდროულად, წივილ-კივილი და საუბარი მჩვევია სექსისას.
- არადა, როგორ მომწონს ეგ ფაქტი! - ქალის მკერდს თავისი სუთქვისა და ტუჩების კვალი დაატყო. სწრაფად, ღრმად შედიოდა მასში და ფიქრობდა, რომ ამაზე სასიამოვნო ნავსაყუდელი, თავის სხეულს, აქამდე არასოდეს ჰქონია და არც ამის შემდეგ ექნებოდა.
კრისტოფერი ვეღარც ერთ შიშველ ქალს ვერ მიეკარებოდა მარჯიელას გარდა.
მარჯიელასაც სძულდა ყველა სხვა დანარჩენი.
მხოლოდ პრემიერის სიახლოვე უდუღებდა ძარღვებში სისხლს.
- ჩემი მრჩეველი იქნები? - ჰკითხა მოულოდნელად. - სულ ჩემთან იქნები.
- კი - წამოიყვირა ქალმა. სიამოვნების მწვერვალზე ასულმა, რამდენჯერმე გაიმეორა თანხმობა. ვნებიანად, უხეშად დაიმორჩილა მის ტუჩებს შორის მოქნილად შესულმა მამაკაცის ენამ.
ერთმანეთის სხეულს დამონებულები, ძლიერად ეკვროდნენ ერთურთის ბაგეებს და იმედი ჰქონდათ, რომ არასოდეს დასრულდებოდა მოულოდნელად ნაპოვნი ბედნიერება.
- მართლა იქნები ჩემი მრჩეველი? - ცოტა ხნის შემდეგაც ჰკითხა, როცა მარჯიელას საცვლებს გამალებით ეძებდნენ იატაკზე. აქ ნამდვილად არ სურდათ, ვინმე სხვას აღმოეჩინა.
- ბიზნესის დარგში?
- ეკონომიკის.
- რატომაც არა.
- იცი, მინისტრადაც მინდიხარ, მაგრამ ახლა ვერ გავუშვებ ეკონომიკის მინისტრს. ვირუსის გამო, ისედაც დაძაბული სიტუაციაა და კოალიციაში არეულობის თავი არავის აქვს. ისეთი სი*ული გეგმა წარმოგვიდგინა, ქვეყანა უეჭველი დაიქცევა. მე კი ახლა ეკონომიკურ აღორძინებაზე ვერ ვფიქრობ, ჯერ-ჯერობით, იმაზე ვზრუნავ, რომ არ დავიხოცოთ.
- ცალკე კაბინეტი მექნება? - ძლივსნაპოვნი ტრუსი სიხარულით ამოიცვა და კრისტოფერს გაუღიმა.
- რა თქმა უნდა. უმეტეს დროს, მაინც აქ გაატარებ - თვალი ჩაუკრა პრემიერმა.
- შენთან და ლაურასთან ერთად?
- მარჯიელა, ნუ გამაგიჟე, ქმარი და სამი შვილი ჰყავს.
- უბრალოდ, სულ კუდში დაგყვება და არ მომწონს.
- ჩემი მარჯვენა ხელია, მოადგიელა, მრჩეველია. - ხელისგულით შუბლი მოისრისა - ყველა მდედრობით სქესზე ასეთი რეაქცია უნდა გქონდეს, ვინც ჩემს კაბინეტში შემოვა და დამელაპარაკება?
- ვეცდები, არ მქონდეს.
- კარგი გოგო ხარ - ლოყაზე აკოცა. ქალის წითური კულული თითებში მოიქცია და ღიმილით მოსრისა, მერე თმა ყურზე გადაუწია, თითზე დაიხვია.
- თამაშობთ ბატონო პრემიერო? - გაეცინა მარჯიელას.
- შემიძლია, მთელი დღე, ამითი გავერთო.
- არადა, უკეთესი გასართობი მემეტებოდა შენთვის - წელზე მოჰხვია ქალმა ხელი და უკანალზე უჩქმიტა.
კრისტოფერი შეხტა.
მერე გაეცინა და ცხვირით შუბლზე მიეფერა.
- ეგ გასართობი ჩემი ცხოვრების ერთადერთი განტვირთვაა. ბოლო თვის განმავლობაში, გუშინ პირველად მეძინა ნორმალურად და ისიც, შენ გვერდით რომ ვიწექი, მაგიტომ.
- ვფიქრობ, ბევრი ენერგია დახარჯე და მაგას უნდა ემადლიერებოდე.
- მართალი ხარ.
- კრისტოფერ, რაღაცა უნდა გკითხო და გულახდილად მიპასუხე, კარგი? - სკამზე ჩამოჯდა მარჯიელა და მაქსიმალურად შეეცადა, ხმაში ვნება არ გაპარვოდა.
- გისმენ.
- იმიტომ მნიშნავ მრჩევლად, რომ შენი საყვარელი ვარ?
- მაგას სერიოზულად მეკითხები?
- ჰო.
- არც მიკვირს - ტუჩის კუთხეები დაბლა დახარა და ძალიან სერიოზულად დააქნია თავი. - ჩემი საყვარელი დღემდე არანაირ თანამდებობაზე არ დამინიშნავს. მიუხედავად იმისა, რომ ყურადღებას მიფანტავ და ძალიან სერიოზულ საფრთხეში მაყენებ ამის გამო, უნდა ვაღიარო, ზედმეტად ჭკვიანი ხარ. ამიტომ, მჭირდები მარჯიელა. ხვალიდან, საქმეს შევუდგებით და სამსახურში, ფლირტი არ გვექნება, სექსზე ხომ საერთოდ, ზედმეტია საუბარი. სხვათაშორის, დრესკოდიც გვაქვს. სამუშაო ხელშეკრულებასთან ერთად, მაგასაც გაეცნობი.
- სხვა საყვარლებიც გყავდა?
- ღრმა დეკოლტე გამორიცხე. პრემიერს გონებას გაუფანტავს - კითხვა დაუიგნორა კაცმა.
- ყველას დეკოლტე გიფანტავს გონებას თუ მარტო ჩემი? - გულხელი დაიკრიფა ქალმა და ისეთი სახე მიიღო, კრისტოფერს მხოლოდ ერთმა სიტყვამ გაუელვა თავში: პანტერა.
- არ ვიცი, რამდენად ჯანსაღ რამეს ვამბობ, თუმცა... - თმა ერთ მხარეს გადაუყარა კაცმა მარჯიელას და ყელში აკოცნა.
- თუმცა?
- ძალიან მომწონს, რომ ეჭვიანობ.
- არ ვეჭვიანობ!
- გონს მოეგე! - ახლა პრემიერმა წამოარტყა საჯდომზე ხელი. - სახლში რომ წავალთ, სცენები იქ გამიმართე ხოლმე, კარგი?
- ვაა, სახლში წავალთ? საინტერესოა. ჯერ იმაზე მიპასუხე, ჩემამდე ვინ საყვარელი გყავდა!
- ჯანდაბა, ეს ვინ ყოფილა - მაგრად გაეცინა კაცს - არავინ მყოლია, ვაჟიშვილი ვიყავი.
- ნუ სულელობ, ისედაც გავიგებ.
- მაგას ძირითადად, მე ვამბობ ხოლმე: მითხარი, თორემ ისედაც გავიგებ.
- არ მეცინება კრისტოფერ. ვინ გყავდა ჩემამდე?
- მოდი გავარკვიოთ... ჩვენს ურთიერთობაში, კაცი შენ ხარ?
- დღეს ზედიზედ, უკვე მეასედ იხუმრე. თურმე, რა მხიარული ყოფილა სექსუალურად დაკმაყოფილებული მინისტრი.
- შენ კი სექსუალურად დაკმაყოფილების შემდეგ, 5 წუთში, ისევ იგივენაირი აუტანელი ხარ.
- კარგი, ნახვამდის! - ჩანთას ხელი დასტაცა ქალმა და კარის საკეტს დაეჯაჯგურა, რომ გასულიყო. კრისტოფერი ნელა მიუახლოვდა მარჯიელას, ზურგიდან ჩაეხუტა და თავზე აკოცა.
- მოდი, ცოტა არაოფიციალურ გარემოში რომ ვიქნებით, ყოფილებზე მერე ვისაუბროთ, კარგი?
- კარგი - დანებდა მარჯიელა. მშვენივრად ხვდებოდა, ბუტიაობის დრო არ იყო, თუმცა ზოგჯერ, მასში პატარა ბავშვი იღვიძებდა. უცნაურია, ასეთი შემთხვევა აქამდე არასოდეს ჰქონია. მისი პირველი მეუღლე ხშირად, დღეში რამდენიმე ბიზნესპარტნიორ ქალს ხვდებოდა. მარჯიელა ცივი გონებით უყურებდა ამ ყველაფერს და მისთვის საეჭვო არაფერი იყო.
მეორე მეუღლე... უფრო სწორად, საქმრო, გაცილებით განსხვავებული კატეგორია იყო. მარჯიელას გარდა, თითქმის არასოდეს ჰქონდა შეხება სხვა ქალთან, რაც ცოტა არ იყოს, გამაღიზიანებლადაც ეჩვენებოდა ქალს.
კრისტოფერი სიმპათიური, მიმზიდველი და ისეთი ჭკვიანი პრემიერ მინისტრი იყო, ქვეყანას რომ მანამდე არ ღირსებია. მარჯიელასთვის ყველა ქალი გამაღიზიანებელი ჩანდა: ისინი, ვინც ახლოდან უყურებდნენ, ისინი, ვინც შორიდან უთვალთვალებდნენ და ისინიც კი, ვინც ტელევიზორში ხედავდნენ კრისტოფერს და დორბლები ჩამოსდიოდათ.
იყვნენ აგრეთვე მოხუცი ქალებიც. ისინი, სადაც დაინახავდნენ, ხელებზე ეფერებოდნენ და ყელში ლოღნიდნენ კრისტოფერს.
ეგენიც ეჯავრებოდა.
- დღეს ძალიან ბევრი საქმე მაქვს, სახლშიც მუშაობა მომიწევს.
- მეც ბევრი საქმე მაქვს. მამაჩემი ჩამოვიდა. რესტორნებისა და სასტუმროების მართვას დროებით, მას მივანდობ. კლუბი მაინც დახურულია, ამიტომ, ჩვენი ეკონომიკის განვითარებაზე ფიქრისთვის ბევრი დრო მექნება.
- ერთად ვიმუშაოდ, თუ გინდა.
- კარგი იდეაა.
- მანამდე, შემიძლია, ვახშამი გაგიკეთო. ბროკოლის კრემსუპს კარგად ვაკეთებ. მახსოვს, რომ ხორცს არ ჭამ.
- ჯანდაბა - საყელოში ხელი ჩაავლო და ვნებიანად აკოცა ტუჩებში კაცს.
- ეს ბროკოლის გამო?
- იმის გამო, რომ ზოგჯერ, ძალიან საყვარელი ხარ. ვინ გაგაჩერა ამდენ ხანს უცოლოდ?
- შენ - გაეღიმა კრისტოფერს.
მარჯიელა ცოტათი გაწითლდა.
იგრძნო, სახე უხერხულობისგან როგორ ეწვოდა.
- უნდა წავიდე. არ მინდა, მამა უყურადღებოდ დავტოვო, თვეებია, არ მინახავს. გკოცნი, ნახვამდის.
- შეგიძლია, პირდაპირ მაკოცო და არა თეორიულად.
მარჯიელამ ლოყაზე აკოცა და ისე სწრაფად წავიდა, თითქმის გაიქცა.
გზად ჯოსებს დაურეკა.
- კი მარჯიელა, შემიძლია, ნახევარ საათში, მოვიდე - პერანგის ღილებს იკრავდა და თავის დას ისე უქნევდა თავს, თითქოს ხედავდა.
- ასე მალე მიდიხარ? - ჰკითხა საწოლზე წამოსკუპებულმა ანაბელმა, რომელსაც შიშველ სხეულზე მსუბუქად აეფარებინა თხელი ზეწარი.
- ჰო, საქმე მაქვს რაღაც - საწოლზე გადაბობღდა კაცი, ზეწარი ჩამოუშალა და მკერდზე აკოცა.
ანაბელს გაეცინა.
- კრისტოფერს შენი დისთვის საქმიანი შეთავაზება ჰქონდა. ალბათ, მარჯიელა დათანხმდა.
- რას გულისხმობ?
- სახლში მოვა და გეტყვის.
- კარგი, გავიქეცი.

* * *

- ანუ პრემიერის მრჩეველი? - სასაცილოდ არ ეყო ჯოსეფს - წარმოდგენა მაინც თუ გაქვს, ჩვენს რეპუტაციაზე როგორ აისახება ფაქტი, რომ კრიტოფერს უჭერ მხარს?
- მხარს ქვეყანას ვუჭერ და მინდა, დავეხმარო.
- ქვეყანა მუდამ ფეხებზე გეკიდა!
- ამიხსენი, ახალგაზრობაზე ზრუნვა და ქვეყნის მიხედვა ერთმანეთისგან რატომ გასხვავდება?
- მემგონი, ზემოთხსენებულ ახალგაზრდებთან შენ უფრო მოგიწევს ახსნა-განმარტებების დარიგება თუ რატომ შეუერთდი მტერს. კრისტოფერ ფერის გამო, ათასობით მოკავშირეს დაკარგავ.
- ვიცი. ვეცდები, საფუძვლიანი ახსნა მოვუძებნო მაგ ყველაფერს, თუმცა ამის გამო არ გამომიქცუნებიხარ საყვარლის მკლავებისგან.
- რა მოხდა, პრეზიდენტობაც შემოგთავაზა? უკვე, იმას ვფიქრობ, მეც მაგისი საყვარელი ხო არ გავხდე.
- ხუმრობით ვკითხე, ამდენი ხანი, უცოლოდ ვინ გაგაჩერა-თქო და შენო, მიპასუხა.
- მერე?
- ანუ ცოლი იმიტომ არ ყავს, რომ მე მელოდებოდა? რა სისულელეა, თვეებია, რაც ვიცნობ - ხელები ფართოდ გაშალა ქალმა, არეული თვალები ვისკის ბოთლზე შეაჩერა და ორისთვის დაასხა.
- არ გიფიქრია, რომ მექანიკურად გიპასუხა? ამდენ მნიშვნელობას რატომ ანიჭებ ჰაერზე გასროლილ სიტყვას?
- სიტყვა „ცოლი“ და „ქმარი“ ისე მაშინებს. არ მინდა, რამის იმედი ჰქონდეს.
- დარწმუნებული ვარ, ცოლად მოყვანას არ გიპირებს, დამშვიდდი.
- ჰო, მართალია. ქმრების მკვლელის რეპუტაცია მაქვს, კარგად არ აისახებოდა მის კარიერაზე.
- ის ვიგულისხმე, რომ ორი დღის დაწყებული გაქვთ ურთიერთობა.
ჯოსეფს ტელეფონმა დაურეკა.
ჯერ ჩვეული ტონით უპასუხა, შემდეგ ძალიან უცნაური და საეჭვო ხმა გაუხდა. მარჯიელა, წამში ხვდებოდა, რა დასკვნა უნდა გამოეტანა თავისი ძმის ხმების მიხედვით. მაგალითად, როცა ცოცხლად, ცოტა სწრაფად საუბრობდა, ესეიგი, დღე კარგად გაუთენდა ან წინა ღამით, სექსი ჰქონდა. როცა ზედმეტად გაბუსხული იყო და სიტყვებს ზანტად აბამდა ერთმანეთს, ესეიგი, უბრალოდ, ცუდ ხასიათზე იყო.
თუ ყოველი ორი სიტყვის შემდეგ, იგინებოდა, ვინმეს ჰყავდა გაბრაზებული.
ახლა კი ხმადაბალი, ჩუმი და თავზარდამცემი ხმა ჰქონდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მათ თავს, რაღაცა ვერ იყო რიგზე.
- რა მოხდა? - შეეშინდა მარჯიელას.
- დემეტრი და ალექი დააკავეს. ოლივ ვუნჩის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაში სდებენ ბრალს. გამოძიებამ, ჩვენს ბიჭებამდე მიიყვანა.
- ჯანდაბა - შოკისგან, სკამზე ჩამოჯდა და თვალები გაუშეშდა ქალს. ყველაფერი თავისი ბრალი იყო. ზუსტად იცოდა, რომ ერთადერთი დამნაშავე, თვითონ იყო, რადგან როცა ახალგაზრდებს რაღაცას ჰპირდები, როცა მათ ასმევ, კლუბში ართობ და უახლოვდები, ისინი ნდობას გიცხადებენ.
მათი ზეგავლენა ხდები.
გენდობიან.
გბაძავენ.
და აკეთებენ ყველაფერს, რასაც სთხოვ, რადგან მიაჩნიათ, რომ შენ შედომებს არ უშვებ.
ქალმა დიდი შეცდომა დაუშვა.
ისინი მარჯიელას განწირულები იყვნენ.

* * *


კრისტოფერის სახლში დროზე ადრე მივიდა. როგორც ჩანს, სპეციალური ბრძანება ჰქონდათ, არავითარ შემთხვევაში არ გაეჩხრიკათ. რაღაც მომენტში, თავი განსაკუთრებულად იგრძნო, მაგრამ მერე ისევ გაუგონარმა ტკივილმა გამოაღვიძა.
კრისტოფერი ეზოში დახვდა. თავისი აყეფებული დობერმანი ეჭირა საყელურით.
- აკავებ, რომ არ გამგლიჯოს? - გაღიმება სცადა მარჯიელამ, მაგრამ არაბუნებრივად გამოუვიდა.
- სტუმრების მიმართ, ცოტა აგრესიულია. დავაბამ, მანამდე, სახლში შედი.
- არ დააბა, ცოდოა. როცა ეზოში გამოსვლას დავაპირებ, დაიჭირე.
- კარგი.
კრისტოფერი მარჯიელას შეჰყვა.
ქალმა სახლი შეათვალიერა. აქ ყველაფერს კრისტოფერის აურა ჰქონდა - აკადემიური, დახვეწილი, კლასიკური.
ახლა მართლა გაეღიმა. გაუცნობიერებლად, მაგრამ მაინც.
- რაღაც მოხდა და არ ვიცი, როგორ გითხრა.
- პირადპირ.
- ცხოვრებაში, არავისთვის არაფერი მითხოვია. - კრისტოფერს თვალებში შეხედა. პრემიერი მიხვდა, რაშიც იყო საქმე და კიდევ ერთხელ ინანა გაუცნობიერებელი ნაბიჯი, რომელიც, როგორც პოლიტიკოსისთვის, შესაძლოა, მომგებიანი ყოფილიყო. მაგრამ მეორენაირი კრისტოფერიც არსებობდა: მამაკაცი, პირადი ცხოვრებით. სრულიად მოულოდნელად, დაუგეგმავად, შეყვარებული. და ამ მამაკაცს გული უკვდებოდა, როდესაც თავისი საყვარელი ქალის ნანერვიულებ სახეს ხედავდა. შესაძლო ტირილის კვალიც დამჩნეოდა თვალებზე და სული უკვდებოდა, რადგან ეგ სევდა თავისივე გამოწვეული იყო.
- მარჯიელა, რა ხდება?
- ჩემი ბიჭები დაიჭირეს. იმ ვიდეოჩანაწერის გამო.
კრისტოფერმა ვეღარ მოითმინა. ბავშვივით გადაუსვა თავზე ხელი და გულში ჩაიკრა.
- ხომ იცი, რომ დამსახურებულია ეგ სასჯელი? - ჰკითხა ფრთხილად. ახლა მარჯიელა ნაღმივით იყო. ნებისმიერ დროს იფეთქებდა.
- ყველაფერი საკუთარ თავზე აიღეს იცი? - თავი მაღლა ასწია ქალმა და კრისტოფერის ტუჩებს შეხედა. ასეთ განადგურებულ სიტუაციაშიც მოსწონდა იმისი ყურებით ტკბობა, რაც წესით, მას ეკუთნოდა.
- აბა, რა უნდა ექნათ?
- ვინც დაუკვეთა, იმისი სახელი და გვარი დაესახელებინათ - ახლა თვალი აარიდა მარჯიელამ პრემიერს და სამზარეულოში, ქვაბს ახადა. გაეღიმა. თავისი კრიტოფერის ლამაზი თითებით გაკეთებული ვახშამი უნდა ეჭამა, მაგრამ დრო ასეთ საშინელ დიალოგში ეხარჯებოდა.
- მემგონი, არც ღირს, დამკვეთის ვინაობა გკითხო.
- მშვენივრად იცი, მისი ვინაობა.
- ასე სასწრაფოდ, ვერ გავუშვებ.
- მაშინ, მომიწევს, დანაშაული ვაღიარო და მეც ჩავჯდე.
- მაშანტაჟებ მარჯიელა? - თვალები გაუფართოვდა კრისტოფერს გაოგნებისგან.
- რა შუაში ხარ? შენ ხომ არ გსვამ, მე ვჯდები.
- ჩემით ძალიან საყვარლად მანიპულირებ და ფაქტობრივად, ამის უფლებას გაძლევ. შენი ჩაჯდომა იმას ნიშნავს, რომ ვეღარ გნახავ.
- ციხეში მომინახულებ ხოლმე.
- მართლა შეგიძლია, ასე იდგე და არჩევანის წინაშე დამაყენო?
- მაპატიე, მაგრამ შემიძლია.

მერვე თავი
- ანუ თანახმა ხარ, ციხეში წახვიდე თუ შენს ხალხს არ გამოვუშვებ? და რევოლუციით აღარ მემუქრები? - კრისტოფერი ძალიან გაბრაზებული ჩანდა. მარჯიელას, წამით, ეგონა, რომ ცეცხლს ეთამაშებოდა და ცხოვრებაში პირველად, თვითონ არ იყო ეს ცეცხლი.
- ეგრე გამოდის.
- იმას თუ ხვდები, რომ ციხეში ბალენსიაგას ვერ ატარებ?
- დემნას განსაკუთრებულ სტაფილოსფერ სამოსს შევუკვეთავ ციხისთვის.
- ყველაფერი ასე ადვილად გეჩვენება თუ მე მაშინებ? - დივანზე ჩამოჯდა კრისტოფერი.
- შენ რანაირად შეგაშინებ? - მამაკაცის წინ ჩაიკუზა მარჯიელა და თმაზე მოეფერა. შეუფერებელი მომენტი იყო, თუმცა ისე ძლიერად სურდა მისი კოცნა, თავი ვეღარ შეიკავა. ნიკაპზე შეახო ხელი, თავისკენ მიიზიდა და ნაზად, მსუბუქად ეამბორა მის ბაგეებს.
- შენი ციხეში გაშვებით მაშინებ. როგორ ფიქრობ, გისოსებს მიღმა რომ წარმოგიდგენ, მსიამოვნებს?
- არა.
- საძაგელი მანიპულატორი ხარ!
- ზოგჯერ, თუმცა არ მინდოდა, ასე გამოსულიყო - ამოიოხრა ქალმა და ფეხზე წამოდგა - იცი, როგორ მიჭირს ადამიანებთან საერთოს გამონახვა? ჩვენ ორი რადიკალურად განსხვავებული ადამიანი ვართ, თუმცა თითქმის იდენტური ხასიათი გვაქვს.
- არადა, ძალიან განხვავდებით ხასითით. შენ მოგიზგიზე ცეცხლი ხარ, მე ალბათ ჰაერი ან მიწა. წყალიც ვერ ვარ, რომ ზოგჯერ ჩაგაქრო.
- ჰაერი ხომ ხარ? ქარს დაუბერავ და მიმართულებას შემიცვლი. მოგერიებაზე უფრო მომგებიანი, მართვაა.
- ისე საუბრობ, თითქოს მტრები ვიყოთ.
- თეორიულად ხომ ასეცაა?
- არადა, ყველაფერი ვიღონე ასაცილებლად.
-პრემიერი ხარ. როგორ მოხდა, რომ შენ გარეშე დააკავეს?
- მარჯიელა, შსს-ს მინისტრი აღარ ვარ. ამიტომ, თითოეულ დაკავებულ ადამიანს მე არ მითანხმებენ. ბოლოს და ბოლოს, იმდენი სანერვიულო მაქვს, ვეღარ გავიგე, ვირუსზე ვიფიქრო თუ ჩემი საყვარლის მიერ ჩადენილი ბოროტმოქმედების გადამალვაზე.
- შენი ბრალიცაა. ოლივისთვის არ უნდა დაგევალებინა ჩემი ოჯახის სიწმინდისთვის ჩირქის მოცხობა. მშვენივრად იცი, რომ კრუგერების მსგავსი შეკრული საგვარეულო მეორე არ მოიძებნება, თუმცა ამ ღირსებასაც მოუნახე მინუსი - ინცესტი დაგვაბრალე. მართალია, პირადპირ ვერ დაგვადანაშაულა იმ ძუ*ნამ, მაგრამ მინიშნებები წყალგაუვალი იყო.
- მაგაში დამნაშავე ვარ. მაპატიე.
- კრისტოფერ, გთხოვ, გადამარჩინე - ქალის ხმაში, პირველად გაიჟღერა დაუცველმა ტონმა. ახლა მართლა ისეთი იყო, კრისტოფერიც რომ ვერ წარმოიდგენდა - უმწეო.
ეს უმწეობა ისეთ ეშხს სძენდა, კაცი მზად იყო, ნებისმიერ ფასად დაეცვა. - წინააღმდეგ შემთხვევაში, მომიწევს, ციხეში წავიდე.
- გადაგარჩენ, თუმცა რაღაცის გაკეთება შენც მოგიწევს.
- ნებისმიერი რამე მთხოვე.
- ოლივი უნდა დაარწმუნო, სარჩელი გამოიტანოს. იმ ბიჭებს თუ გამოვუშვებ ახსნა-განმარტების გარეშე, ყველა მე დამადებს ხელს. თან შენც ჩემს აპარატში იწყებ მუშაობას. ეგრევე ეჭვი გაჩნდება.
- ოლივს მივხედავ. ფულს შევთავაზებ. ეგრვე დაიკერება.
- კარგი. მაშინ, რამდენიმე დღე მოგიწევს მოცდა, გამოვიყვან იმ შენს ბიჭებს.
- გმადლობ. ახლა შეიძლება, ცოტა მოგეფერო და მერე გადავიდეთ მუშაობაზე?
პასუხად, კრისტოფერმა მუხლზე ხელი დაიტყაპუნა და უსიტყვოდ ჩაისვა კალთაში მარჯიელა.

* * *

მარჯიელას თეთრი კანი გასაოცრად ბრწყინავდა და ამ ბრწყინვალებას, ორად გაყოფილი თმის კულულები აკაშკაშებდნენ, რომელიც მის მკერდზე მოფენილიყო. კრისტოფერს ქალის მუცელზე დაედო თავი და ამაყობდა, რომ ასეთი მშვენიერების მომსწრე გამხდარიყო.
უყვარდა.
ძალიან უყვარდა.
ფითქინა მკლავებზე ნაზად ეფერებოდა ხელით და ზუსტად იცოდა, ყველაფერს დათმობდა ქალის გამო. მარჯიელას რომ ეთხოვა, არჩევანის წინაშე რომ დაეყენებინა, კრისტოფერი, ნებისმიერ ძალაუფლებაზე იტყოდა უარს, ოღონდ სულ ერთი დღე მაინც გაეტარებინა ქალის მკლავებში მოქცეულა, მის ნაზ ბაგეებს შეხებოდა.
- იმპორტი შეგვეზღუდება - წარმოთქვა მარჯიელამ - მარაგებს და ლოჯისტიკას ჩვენთვითონ უნდა მივხედოთ. მარაგი გვჭირდება კრისტოფერ. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ყველაზე საჭირო პროდუქტების ფასმა არ მოიმატოს. მაგალითად, ხორცს და რძის პროდუქტს ვერ გავაკონტროლებთ, ვერც ბოსტნეულს, ეგ ისედაც სეზონების მიხედვით, მერყეობს ხოლმე, თუმცა მარცვეულზე ზრუნვა მოგვიწევს და მინიმუმ, პურის ფასიც დავასტაბილუროთ.
- ლეპტოპი გახსენი და ცხრილი გააკეთე.
- შენ გააკეთე ცხრილი რაა.
- შენ ხარ ეკონომიკის ექსპერტი!
- მაშინ, ჩემი სხეულიდან წამოდგომა მოგიწევს საყვარელო და იძულებული ვიქნები, ტანსაცმელი ჩავიცვა.
- არა, გეხვეწები - მკერდიდან თმა გადაუწია - მე თქვენ ვერ შეგელევით.
- ჩემს ძუ*უებს ესაუბრები?
- ნუ გვეჭრები დიალოგში მე და ჩემს სიხარულებს.
- მემგონი, ვეჭვიანობ.
- ჩშშშ - ტუჩზე ააფარა საჩვენებელი თითი. - კარგი, მკერდზე დავიდებ ლეპტოპს, არ მინდა, წამოდგომა. ჩემი თავი ხომ არ გამძიმებს?
- არა. მიუხედავად იმისა, რომ ყვინჩილას გარდა, თავგასიებულსაც გეძახდი, ნამდვილად მსუბუქი თავი გაქვს - გაეცინა მარჯიელას.
- ცხვირი ჯანდაბას, მაგრამ თავზე რა შემატყე ურიგო?
- არაფერი. მშვენიერი ბიჭი ხარ, უბრალოდ, რამით ხო უნდა დამებულინგებინე?
- კარგი, მოდი ჩემი ბულინგის თემიდან, ისევ ქვეყნის უსაფრთხოებას დავუბრუნდეთ. მონიტორინგის ჯგუფს ფასების დარეგულირებას მოვთხოვ ბაზარზე, კურსთაშორისი სხვაობაც გასაკონტროლებელია. უსაფრთხოების საბჭოს სხდომაც მჭირდება, რომ ჯანდაცვასა და ეკონომიკურ შესაძლებლობას შორის, ბალანსი ვიპოვნოთ.
მარჯიელა უყურებდა და ეღიმებოდა.
კრისტოფერის გრძელი, მოქნილი თითები ძალიან მიმზიდველად წერდა ყველაფერს, რაც სასწრაფოდ ესაჭიროებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ ცოტა არასერიოზული მიდგომაა, შიშველი საყვარლის სხეულით ტკბებოდე (რომელიც, სხვათაშორის, მრჩეველად დანიშნე) და თან ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის გეგმას ადგენდე, მარჯიელა მაინც მონუსხული იყო კაცის პროფესიონალიზმით.
პრემიერი ყველაფერს ძალიან სწრაფად აანალიზებდა, საუბრობდა, მსჯელობდა.
მარჯიელას ყოვლისშემძლე ეგონა ეს კაცი მთელი თავისი არსით - არ არსებობდა მისთვის პასუხგაუცემელი კითხვა, არაფერი გამორჩებოდა, ვერავინ დაამარცხებდა.
- პრევენციული ღონისძიებების ნაწილი ჩავატარე, მაგალითად, მაღალი რისკის ქვეყნებთან შევზღუდე მიმოსვლა, ეს შეგვიძლია, შესრულებულად მოვნიშნოთ. უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელთან ხვალ მაქვს შეხვედრა და პანდემიის გავრცელების გეოგრაფიასაც გავივლით. როგორმე, უცხოეთში მყოფი ჩვენი ხალხიც, ორგანიზებულად უნდა გამოვიყვანო საჰაერო გზით.
- მაგაში, მე დაგეხმარები - თმაზე მოეფერა მარჯიელა. მოკლედ შეჭრილი, ჭაღარაშერეული თმები სასიამოვნოდ სჩხვლეტდნენ ხელისგულებზე.
- მართლა? ავიაკომპანიებმა კრიზისით ისარგებლეს და მთავრობის ხარჯზე გაადაწყვიტეს გამდიდრება. იციან, რომ მაგათ იქით სხვა გზა არ მაქვს, ამიტომ, სასწაული ფასები დაგვიხეთქეს ხალხის წამოსაყვანად.
- ორი თვითმფრინავი მყავს.
- რას ლაპარაკობ? - გაოგნდა კრისტოფერი - ნანახი მაქვს თქვენი ქონების.... - მერე გაჩერდა. თავისივე საიდუმლო გათქვა გაუცნობიერებლად.
- ვიცი, რომ ჩემი ოჯახის საკუთრებაში მყოფი ყველა უძრავი და მოძრავი ქონება გადაღეჭილი გაქვს. მეც მაქვს გადაღეჭილი შენი ქონება. ორივემ კარგად ვიცით, რომ მდიდარი ხალხი, თავისი საკუთრების მხოლოდ მესამედს აჩენს, მაქსიმუმ.
- მე არაფერი მაქვს დამალული - გამოუტყდა კრისტოფერი.
- იმიტომ, რომ მდიდარი არ ხარ. პრემიერის ხელფას სჯერდები ჩემო პატიოსანო ბიჭო - ცხვირზე მოუთათუნა ხელი.
- ნუ, შენი ქმრებისა და ჩემს ხელფასებს თუ შევადარებთ, მაგარი ჯიბეგაფხეკილი გამოვდივარ.
- რატომ უნდა შევადაროთ?
- რა ვიცი. სამივეს შენ გვევასებოდი. ზოგს გაგვიმართლა და ახლაც გვევასები.
- გგონია, რომ კაცებს საბანკო ანგარიშებზე განთავსებული თანხის მიხედვით ვარჩევ? - კრისტოფერის თავი მუცლიდან გადაიგდო ქალმა.
- ეგ არ მითქვამს. ხომ იცი, ეგეთ რამეს შენზე არასოდეს ვიფიქრებ. პირიქით, ყველაფერს შრომით მიაღწიე. ყველაზე ჭკვიანი, ძლიერი და მებრძოლი ქალი ხარ. უბრალოდ, მეშინია, არ აღმოაჩინო, რომ ყველა განსვენებული მჯობდა.
- შენი მჯობნი არც ცოცხალი მინახავს და არც მკვდარი, ზოგჯერ, სისულელებს რომ არ ამბობდე.
- ანუ შენი მკერდი ჩემზე არ ბრაზობს?
- არა.
- მაშინ, ვაკოცებ.
- მასწავლე, სამსახურში თავი როგორ შევიკავო, რომ არ მოგვარდე, გთხოვ - თვალებში ჩახედა მარჯიელამ.
კრისტოფერი ვერც იფიქრებდა, ქალში ამდენი სითბო თუ იყო. თითქოს, გულცივი შეუყვარდა, იმედიც არ ჰქონდა, ოდესმე, ისე თუ მოეფერებოდა ლოყაზე თავისი ნაზი თითებით, როგორც ახლა. მაგრამ ცხოვრება ზოგჯერ ბევრ სიურპრიზს უკეთებს ადამიანს. მთავარია, ეს სიურპრიზი წყალში არ ჩაყარონ.
ლეპტოპი გადადო.
მარჯიელას კისერს მიაკრო ბაგეები და წითური თმის ეშხს დაეწაფა.
- დარჩი. ყოველ დილას და საღამოს, ერთმანეთით დავტკბეთ. სამსახურში, თავის შეკავება ცოტათი მაინც ვცადოთ.
- დღეს არსად წასვლას არ ვაპირებ.
- სულ დარჩი...
- ვითომ, არ გამიგია - გაეცინა ქალს.
- ვითომ, რატომ არ გაგიგია? - წამოჯდა კრისტოფერი.
მარჯიელა მიხვდა, ყოველი სიტყვა გააზრებულად უნდა ეთქვა, თორემ პრემიერიც ადამიანი იყო და შეიძლებოდა, გული სტკენოდა. სინამდვილეში, ძალიანაც სურდა დარჩენა, თუმცა ცხოვრებაში, ცუდი გამოცდილება ჰქონდა კაცებთან ურთიერთობის და დაჩქარება არაფერში სჭირდებოდა.
მართალია, კრისტოფერი სხვებს არ ჰგავდა.
არც პირველს, არც მეორეს.
მართალია, კრისტოფერის ყოველი ამოსუნთქვისას, იმას ფიქრობდა, ოდესმე სხვა ნეტა რატომ შევიყვარეო, თუმცა სიჩქარეს მაინც არ ემხრობობდა.
- გთხოვ, ყველაფერი დროს მივანდოთ. სიტყვებზე ნუ გამომეკიდები, ახლა ძალიან კარგს ხასიათზე ვარ. - უკმაყოფილო კაცს მსუბუქად აკოცა ტუჩებში და როგორღაც, მაინც გააღიმა.
არავის გამოსდიოდა მისი გაღიმება ისე კარგად, როგორც მარჯიელას.
- არ გეკიდები, მაგრამ პოლიტიკოსს არ უნდა უთხრა, ყველაფერი დროს მივანდოთო, თორემ მართლა ყველაფერს დროს მიანდობს - გაეცინა.
- ქვეყანა მიანდე-მეთქი, არ მითქვამს. სულელო!
- მარტო შენ მეძახი სულელს და მე მსიამოვნებს.
- სინამდვილეში, ყველაზე არასულელი ხარ, ვინც კი ოდესმე მინახავს.
- ამას კომპლიმენტად ჩავთვლი. ოლივს როდის უნდა ესაუბრო?
- ხვალვე. გადადება არ ღირს. გასაოცარი სურვილი მაქვს, პირდაპირ ფილტვებში გავუყარო დანა, თუმცა თავის შეკავება მომიწევს. ციხეში ვერ დავტოვებ ბავშვებს. ფულს შევთავაზებ და ყველანი კმაყოფილები დავრჩებით.
- ნეიტრალურ ტერიტორიაზე შეხვდი. სახლში არ მიადგე.
- რატომ?
- თავს ცუდად იგრძნობ.
- ჩემს რესტორანში?
- არა. სადმე, ღიაცისქვეშ.


* * *

მზიანი ამინდი იყო. მარჯიელა ოლივს ელოდა. რა თქმა უნდა, შეხვედრაზე დათანხმდა. მოსალოდნელი ფულის სურნელი შორიდან იგრძნო, მაგრამ ახლა უკარებას როლს თამაშობდა და აგვიანებდა. სულაც არ მოსწონდა იმ სიცხეში, სკვერში ჯდომა, მაგრამ კრისტოფერის რჩევას ითვალისწინებდა. ერთი კვირაც არ გასულიყო მათი ერთადყოფნის და სულელი გოგოსავით, თვალდახუჭული ენდობოდა.
მარჯიელას ჯერ მსგავსი არაფერი უგრძვნია.
ბავშვური სიყვარული რომ მთელ სხეულს ერთიანად ააგიზგიზებს და პეპლებს აათამაშებს, ზუსტად ისე იყო მაგისი საქმე. არადა, არც პეპლებისა სწამდა და აღარც ზოოპარკის. ფიქრობდა, ზრდასრულ ადამიანებს, ზრდასრული ურთიერთობები სჭირდებათ ნაკლები ემოციებით და კისერზე ჩამოკონწიალებითო. ახლაც იგივენაირ აზრზე იდგა, თუმცა შეგრძნებები ზედმეტად ღალატობდნენ თავშეკავებულ ქალს.
- როგორც კი დაიჭირეს, მაშინვე ვიგრძენი, შემეხმიანებოდი - ღიმილით ჩამოუჯდა ოლივი გვერდით. ფიქრებში გართულმა მარჯიელამ ვერც იგრძნო მისი მოახლოება. - გავიგე, კრისტოფერის მრჩეველი გამხდარხარ.
- პრემიერობა ვერ მხვდა წილად.
- იმ კადრებს თუ გავითვალისწინებთ, რომელიც ბოლო დროს გავრცელდა და რომელშიც, კრისტოფერი პირდაღებული გიყურებს, ადვილი გამოსაცნობია, რა მიზნით დაგნიშნა.
- სინამდვილეში, დავაშანტაჟე და იძლებული გახდა - სჯობდა, საკუთარ თავზე აეღო მთელი დანაშაული, ვიდრე პრემიერს შეჰქმნოდა ქალებზე გადარეულისა და არაკომპეტენტურის იმიჯი.
- ჩემთან გულახდილი ხარ თუ რაშია საქმე? - გაუკვირდა ოლივს.
- აზრი არ აქვს ტყუილებს. მაინც შენს ხელში ვარ.
- რისთვის დამიბარე მარჯიელა?
- პირველ რიგში, მინდა თვალებში ჩაგხედო და დავინახო, სინდისის ერთი წვეთი მაინც თუ შეგრჩა - შავი სათვალე მოიხსნა ქალმა. წითური თმა მჭიდროდ დაეტკეპნა, ყოველი თმის ღერი საგულდაგულოდ დალაგებული ჰქონდა და ყველა მათგანი სხვადასხვაფერის წითელ სინათლეს ასხივებდა.
გრაციოზული იყო მარჯიელა.
შეჰყურებდა ოლივი.
ფიქრობდა, რომ ასეთი მშვენიერი ქალის ციხეში გაშვებით, შესაძლოა, ისტორიაშიც შესულიყო, თუმცა ყველა მიზანსწრაფული ადამიანი ერთმანეთისგან განსხვავდება. ოლივს კი მიზნების მიღწევაზე მეტად, ჯიბის გავსება სურდა, რაც, მარჯიელას დახმარებით, სრულიად შესაძლებელი იქნებოდა.
მიზნები გვერდით გადადო, მომავალს ჩააბარა უმშვენიერესი ქალის გისოსებში მომწყვდევის გეგმა.
- დაინახე თვალებში სინდისი? - ტუჩები უკმაყოფილოდ დაბრიცა ოლივმა.
- ვერა.
- ვერც შენსაში ვხედავ.
- ესეიგი, არც ერთი ვნანობთ.
- სინანული კაცების საქმეა. ქალები საშიშები და ყველაფერზეწამსვლელები ვართ. მამაკაცებს კი ძუ*უები ურჩევნიათ ბრძოლას.
ოლივის სიტყვების შემდეგ, მარჯიელამ, ავტომატურად თავის მკერდზე დაიხედა.
მერე ჩანთიდან, გაბერილი კონვერტი ამოიღო და მუხლზე დაუდო ოლივს.
- გთხოვ, დამეხმარე ბავშვების გამოყვანაში. ჩათვალე, რომ ეს მესამედია.
- ჩემი მოქრთამვა გსურს? - ცალი წარბი ამაყად აღმართა ჟურნალისტმა. აქამდე, მხოლოდ წარმოედგინა მუხლებზე დაჩოქილი მარჯიელა, რომელიც მთელი გულით სთხოვდა რაღაცას. ახლა კი შეეძლო, რეალურად დაენახა მისი სასოწარკვეთა.
სიამაყე.
ძალაუფლება.
გამარჯვება შეეგრძნო.
ოლივი ერთადერთი გამოდგა, ვისაც, ამ სიტუაციაში, მარჯიელას ბავშვებს წუმპიდან ამოათრევდა.
- ჩათვალე, რომ ეს ვედრებას უფრო ჰგავს. უარი რომც მითხრა, ფული დაიტოვე, თუმცა სარჩელს თუ გამოიტან, ეს მეოთხედია იმისა, რასაც მოგცემ.
- დავფიქრდები... - კონვერტი ჩანთაში ჩაიდო და ფეხზე წამოდგა - სხვათაშორის, ერთი რამე უნდა იცოდე, ვფიქრობ, აუცილებელია.
- გისმენ.
- კადრები, რომელიც შენზე და პრემიერზე გავრცელდა, მისი ნახელავია. არ ვიცი, რანაირად გადაგეკრა თვალებზე ბინდი, რომ ვერ მიხვდი. ძალიან ჭკვიანი ქალი ხარ, პიარი ჩემგან არ გესწავლება. შენი ბიჭების დაჭერას რაც შეეხება, შსს გარტყმაში არ იყო, ვერც აიპი მისამართს იპოვნიდნენ, თუმცა კრისტოფერმა ზუსტად იცოდა ჩემი „პორნოვიდეოს“ გამვრცელებლის ვინაობა. მათი დაჭერა დროის ამბავი იყო. პრემიერი, შესაბამის მომენტს ელოდა - როცა ყველაზე მეტად მოადუნებდი ყურადღებას და მართალიც აღმოჩნდა. იმ წამიდან, კრისტოფერი რომ მტრად აღარ ჩათვალე, შენი განადგურების გეგმის განხორციელება დაიწყო.
- არ მჯერა - ეცადა, ირონიულად გაეცინა, მაგრამ ამ სიცილის მიღმა, გულმოკლული ქალი რომ იმალებოდა, ოლივს არ გამოპარვია.
ოლივი წავიდა.
მარჯიელა მანქანაში ჩაჯდა, დაქოქა და იქ წავიდა, სადაც კრისტოფერი ეგულებოდა.

* * *

კაბინეტში იჯდა პრემიერი. წყლით სავსე ჭიქა ედგა წინ და თავის სიტყვებს კითხულობდა.
ქალმა კარი ჩაკეტა.
მომაკვდინებელი მზერა მიაპყრო ღიმილმოგვრილ საყვარელს.
- რა მოხდა? - ფეხზე წამოხტა კრისტოფერი.
- უარი მითხრა.
- დრო მიეცი მარჯიელა, უთუოდ დაგთანხმდება.
- რომ არ დამთანხმდეს? ბავშვები რომ ციხეში დამრჩნენ? - პატარა გამოცდა მოუწყო, სანამ ყელამდე ამოსული ბრაზი, ტვინში სისხლს ჩაუქცევდა.
- ეშმაკსაც წაუღია ყველა წესი და კანონი. შენ ნერვიულობად არ მიღირს! ახლავე გავცემ ბრძანებას, რომ გაანთავისუფლონ.
- ნამვილი გმირი ხარ - საჩვენებელი და ცერა თითით ცხვირზე უჩქმიტა მსუბუქად, თუმცა კრისტოფერი მიხვდა, კი არ ეფერებოდნენ, ცინიკურად დასცინოდნენ.
- მემგონი, რაღაც მოხდა - ჩაიბურტყუნა დაკვირვებული მზერით.
- ახლა, მაგრად შემოგცხებდი, მაგრამ ძალადობას ვერ ვიტან. ვერც გინებას ვიტან თუ ამას კაცი აკეთებს, ქალს უხდება. ჰოდა, დამპალი ხარ კრისტოფერ ფერი! - დაუღრიალა მარჯიელამ. ბრაზის ნაპერწკლები თვალებში ცეცხლივით აუგიზგიზდა. მაგიდაზე მდგარი წყლით სავსე ჭიქა აიღო და სახეში შეასხა პრემიერს.
- რა ჯანდაბა დაგემართა? - წყლით გაჟღენთილი სამოსი ისე გაიბერტყა, თითქოს ერთ წუთში შეაშრებოდა.
მიხვდა, თავისი ბინძური ინტრიგები და ტყუილები ბუმერანგივით შემოტრიალებოდნენ. მტრის ჩამოშორების სურვილმა, საკუთარი გრძნობები ერთი ხელის მოსმით გაუშვა სამსჯავროზე. იცოდა, ადრე თუ გვიან, პასუხის გება მოუწევდა და მსხვერპლი იმაზე ძლიერი იქნებოდა, ვიდრე თავისი ძალაუფლება და პრემიერის სავარძელი იყო.
ნანობდა კრისტოფერი.
ისე ნანობდა, ამის გამოთქმასაც არ ჰქონდა აზრი, რადგან ეს სინანული აღარ ფასობდა მარჯიელას თვალში.
- ყველაფერი ვიცი - დარწმუნებით მიუგო ქალმა. კრისტოფერის სახეზე გამეფებული დაბნეულობა და დანაშაულის გრძნობა, ოლივის სიტყვების სიმართლეში არწმუნებდა ქალს.
- მაპატიე.
- იდიოტების პატიება ჩემი ძლიერი მხარე არ არის.
ბოთლში თუ რამე იყო დარჩენილი, უბრძოლველად დანებებულ კაცს ეგეც ზედ დააცალა.
მაგრად ამოიოხრა პრემიერმა.
მაჯებში ჩაავლო მარჯიელას, ხელები უკან დაუჭირა და მაგიდასთან ააყუდა წაკუზული.
გაიაზრა, რამდენად სექსუალურ პოზაში განაიარაღა თავისი საყვარელი ქალი, რომელსაც, ახლა მისი მოკვლა უნდოდა.
- გამიშვი დამპალო მატყუარა! - სისინებდა მარჯიელა.
- გაგიშვებ კი არა, ციხეში ჩაგსვამ თუ ასეთი ველური ქცევა გაგრძელდება.
- გაბედე! ხომ იცი, ჩემს ხალხს შეუძლია კარგის ტრ*კი მოგი**ნას!
- კარგზე რა გითხრა, თუმცა შენი ტაკოების მო*ვნა მეც ძალიან კარგად შემიძლია, აქამდეც გამიკეთებია თუ გახსოვს. აი, მაგალითად, დღეს დილას.
- ვერ გიტან კრისტოფერ. ხელი გამიშვი.
- ხელს არ გაგიშვებ, რადგან მე ძალიანაც გიტან.
- გშორდები!
- არ გამოვა ეგ ამბავი.
- სამწუხაროდ, ყველაფერს ვერ აკონტროლებ. გამიშვი, თორემ ვიკივლებ. ერთდროულად, ჩემი გაჩუმება და განიარაღება არ გამოგივა.
მერე ცალი ხელით გააკავა კრისტოფერმა.
მეორე პირზე ააფარა.
ისევ სისულელეს აკეთებდა. თავისი ფიზიკური ძალის უპირატესობაში არწმუნებდა თუ რა ჯანდაბას შვრებოდა, თვითონ ვერ გაეგო.
მარჯიელას ჩამოეხსნა.
დასჯილი მოსწავლესავით დისტანცირდა.
- მაპატიე მარჯიელა - წარმოთქვა უსუსურად.
პირველად გამოვიდა სიტუაცია მისი კონტროლიდან.

მეცხრე თავი

ალექი და დემეტრი ციხიდან გამოუშვეს.
მიუხედავად იმისა, რომ ბიჭები ბრალს არაფერში დებდნენ, მარჯიელა თავს ძალიან დამნაშავედ გრძნობდა მათ წინაშე. გარშემო, ცხოვრებაც გაჩერებულიყო.
გარეთ არავინ გადიოდა, მხოლოდ აფთიაქები, თავის მოვლისა და სასურსათო მაღაზიები ფუნქციონირებდა. იმასთან ერთად, რომ კრისტოფერის ზარებს არ პასუხობდა და ამავდროულად, კატეგორიული უარიც განეცხადებინა ურთიერთობაზე, ტანსაცმლის მაღაზიებში ვეღარ დადიოდა, რაც სულიერსა და ხორციელ გამოფიტვას ნიშნავდა ერთდროულად.
თან ყოველ დღე, კრისტოფერის საუბარი ესმოდა არტუროს მიერ, მთელ ხმაზე აწეული ტელევიზორიდან. რამდენჯერმე, ტელევიზორიც გააფუჭა, აბა როგორ აეხსნა მამამისითვის, რომ თავისი ყოფილი საყვარლის ხმის გაგონება აღარ სურდა?
თუმცა არტურო ნიჭიერი კაცი იყო.
მაინც გამოძებნა ტექნიკის გაკეთების გზები.
- მშვიდობა მაქ? - კარი შეუღო ჯოსეფმა.
- ახლა კარგად მომისმინე, 34 წლის ქალი ვარ, იქნებ, ბოლო ბოლო, ისწავლო დაკაკუნება.
- ზუსტად მაგიტომ არ გიკაკუნებ, რომ 34 წლის ხარ. კაცი შენ აღარ გყავს, დაბერდი. ტანსაცმელსაც აღარ იცვლი, ეტყობა, დეპრესიაში ხარ. ერტი სიტყვით, შუა ხნის კრიზისი გაქვს და უხერხულს ვერაფერს გააკეთებ.
- მკვდარი რომც ვიყო, ტანსაცმლის გამოცვლის გზას მაინც გამოვნახავ!
- კარგი. მისმინე, შენმა ბიჭმა გაჭედა - გაეცინა ჯოსეფს.
- ბიჭი აღარ მყავს, როგორც აღნიშნე.
- მაშინ, შენმა მტერმა გაჭედა.
- რას ნიშნავს, გაჭედა?
- აი, უსმინე - ტელეფონი მოიმარჯვა და იმ კაცის კადრის ყურება აიძლა თავის დას, რომელსაც ეს დღეები, ასე გაურბოდა.
- ყველანი ერთად შევთანხმდით, რომ ცოვ-19 არის გლობალური გამოწვევა არა მხოლოდ მოქალაქეებისთვის, არამედ, ჩვენი ქვეყნის ინსტიტუტებისთვის და რა თქმა უნდა, ეკონომიკისთვის. სამწუხაროდ, დღეს შეგვიძლია, ფაქტის კონტანტირებით, ვთქვათ, რომ პირველად გვაქვს შემთხვევა, როცა, ერთი დღის განმავლობაში, 80 დაინფიცირებული. რეალურად, დრეის მიმართულებით, კვლევა მიმდინარეობს 1500 ადამიანზედ ა აფქტობრივად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანაში, სრულმასშტაბიანი შიდა გავრცელების ეტაპზე გადავედით.
- გადაახვიე გთხოვ რა. გაიტლიკება ახლა და 40 წუთი არ გაჩერდება.
- ემიგრანტების გამოყვანაზეც საუბრობს სხვათაშორის.
- ვიცი.
- ჩვენი თვითმფრინავი უნდა ათხოვო?
- კი. უბრალოდ, მაგასთან არ ვაწარმოებ მოლაპრაკებას.
- ხალხის ფულად დახმარებაზეც საუბრობს. იმათთვის, ვინც კრიზისულ პერიოდში, სამსახური დაკარგა, სახელმწიფო ფულად დახმარებას გამოჰყოფს რამდენიმე თვის განმავლობაში. უბრალოდ, ჯერ ზუსტი თანხა არ იციან, რამდენით დაეხმარებიან.
- სულელი - ამოიოხრა მარჯიელამ - ამათი ეკონომიკის მინისტრის გადამკიდე, ვერც ეცოდინებათ. არადა, გაწერილი მქონდა გეგმა.
- დაიცადე, განახო. - ზუსტად იმ მომენტზე გადაუხვია, სადაც პრემიერი ჟურნალისტის კითხვებს პასუხობდა :
„- მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენელმა რეკომენდაცია მოგვცა, რომ სწრაფი ტესტი აუცილებელია ასეთ რთულ ვითარებაში. თქვენც საუბრობდით, როცა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეთ, რომ სწრაფი ტესტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტიაო ვისურსთან ბრძოლაში
- გეშლებათ! - გააწყვეტინა კრისტოფერმა.
- ზუსტად მახსოვს თქვენი განცხადება და...
- მანახეთ ეს განცხადება! - ისევ გააწყვეტინა - წინა ბრიფინგებში ამას არ ვიტყოდი. სწრაფი ტესტების დროც მოვა. თქვენ რა გგონიათ, არ გვაქვს? რიდესაც, ზოგი პოლიტიკოსი, თქვენთან ერთად, იმის მოლოდინს აჩენს, რომ სწრაფი ტესტი ნიშნავს იმას, რომ მედიკოსები ქუცაში გამოვლენ და დაიწყენებ მასობრივ ტესტირებას, ესაა სიცრუე. ამაში არანაირი აზრი არ არსებობს.
- მაგრამ, ამბობენ, რომ ჩვენ არც გვაქვს - ახლა ჟურნალისტმა გააწყვეტინა.
- როცა იქნება ამისი საჭიროება, გევქნება! - ხმას აუწია კრისტოფერმა, ტონი გაამკაცრა და ისეთი ცივი მზერით ალაპარაკდა, მარჯიელამ ამ მზერის ნოსტალგია იგრძნო. მიუხედავად იმისა, რომ გაცნობის არც ერთ დღეს არ უგრძვნია კრისტოფერისგან მსგავსი მტრული დამოკიდებულება, ასეთი მზერა კაცში, მაინც განსაკუთრებულად აღიმებდა. უხდებოდა კრისტოფერს ცივსისხლიანი იერი - და საიდან მოიტანეთ, რომ ქვეყანაში არ გვაქვს? საერთოდ, თქვენ თუ გგონიათ, რომ საგანგებო მდგომარეობის პირობებში, მე ვალდებული აქ ვიდგე და თქვენს პოპულისტურ შეკითხვებს გავცე პასუხი, ძალიან ცდებით. არის კრიზისული სიტუაცია და ჩემი, როგორც მთავრობის მეთაურის ძირითადი ვალდებულებაა, მოქალაქეების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე ზრუნვა და არა თქვენს სულელურ კითხვებზე პასუხი!
ჯოსეფმა დააპაუზა.
მარჯიელა გაოგნდა.
- სულელურიო? ჯანდაბა, ცხოვრებაში არასდროს ასეთი რამე წამოსცდენია. სიტყვიერ შეურაცხყოფად ჩაუთვლიან?
- ფეხები არ მოსჭამონ - გაეცინა ჯოსეფს. - ისე, დაეტყო ნერვიულობა. ნახე, როგორ გალეულა კაცი შენზე ნერვიულობით, ცოტა, წვერიც გასაპარსი აქვს. მალე უზადოდ განათლებული, ბომჟი პრემიერი გვეყოლება.
- სევდას თავს არ დააჩაგვრინებს, არ იდარდო.
- სულელურიო? ჯანდაბა, ცხოვრებაში არასდროს ასეთი რამე წამოსცდენია. სიტყვიერ შეურაცხყოფად ჩაუთვლიან?
- ფეხები არ მოსჭამონ - გაეცინა ჯოსეფს. - ისე, დაეტყო ნერვიულობა. ნახე, როგორ გალეულა კაცი შენზე ნერვიულობით, ცოტა, წვერიც გასაპარსი აქვს. მალე უზადოდ განათლებული, ბომჟი პრემიერი გვეყოლება.
- სევდას თავს არ დააჩაგვრინებს, არ იდარდო.
- საღამოს, ქალაქგარეთ მიმყავს რებეკა და მამა. წამოხვალ? ცოტა გულს გადააყოლებდი.
- წამოვალ. ძალიან ბევრი სასმელი დაგვჭირდება.
- ლუდის სამი შეკვრა მომაქვს.
- კარგი. ოღონდ, ერთი თხოვნა შემისრულე რაა - მარჯიელამ უზარმაზარი, ფაილებით სავსე ყუთი ამოიღო და ჯოსეფს მისცა - ეკონომიკური გეგმაა. საგანგებო მდგომარეობისას რაც უნდა გააკეთოს ფინანსების საკითხებში და საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ რაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება. თავზე საყრელი საქმე აქვს და ეს ყელაფერიც კრისტოფერის გასაკეთებელი თუ გახდა, მოკვდება.
- ხუთ წუთში გაკეთილდი თუ რა ხდება?
- ქვეყანას ვეხმარები. მე ხომ პრემიერობა მინდოდა? განა საჩემოდ მჭირდებოდა, მეგონა, რომ ხალხისთვის კარგი მაგალითი ვიქნებოდი, თუმცა, როგორც ჩანს, ეგ თავგასებული უკეთესია. ამიტომ, ვეხმარები, უფრო უკეთესი გახდეს.
- ახლა, ამერიკულ ფილმში რომ ვიყოთ, მაგ სიტყვების წარმოთქმისას, მაგარი თრეკი დაგედებოდა.
- თუ რამე იკითხა ჩემზე, უთხარი, შენი გასიებული ცხვირის დანახვა არ უნდა და მაგიტომ გამომგზავნა მე-თქო.
- მაშინ რებეკა და მამა შენ წაიყვანე, მე პირდაპირ მანდ მოვაჭრდი. კომენდანტის საათი იწყება და ჯერ სახლში მოსვლას და მერე ქალაქგარეთ ჩასწრებას ვერ შევძლებ.
- რა კომენდანტი?
- მარჯიელა, ჭურში ჩაჯექი? პრინციპში, საინფორმაციოებზე ხელი რომ აიღე, კი ვიცი. დღეიდან, საღამოს 10-ის მერე, გარეთ ვეღარ გავალთ. ეტყობა, კრისტოფერმა იფიქრა, სანამ დაშორებული ვარ შეყვარებულს, სახლში მაინც გამოვკეტავო და აი, მთელ ქვეყანას, შენ გამო გვსჯის!

* * *

დღისით, მზისით, გაგანია ვირუსის ჟამს, მარჯიელა, ალექი და დემეტრი, ბარში იხსდნენ. ბარი დაკეტილად ითვლებოდა და მათ გარდა, არც არავინ იყო. გული სიღრმეში, ძალიანაც მოსწონდათ ასეთი სიტუაციები, უბრალოდ, მარჯიელას ყველა ბიზნესს ეგრევე გულში ურტყამდა მომხმარებლის არყოლა. განსაკუთრებით, კლუბი ენატრებოდათ. რაღაც მომენტში, იფიქრეს, წავიდეთ ამ ცარიელ კლუბში, მაგრად დავთვრეთ და ბევრიც ვიცეკვოთო.
მერე, კრისტოფერის თემას დაუბრუნდნენ.
ეგ ისეთი ამბავი იყო, რამდენჯერაც არ უნდა გადაეტანათ თემა ან სხვა საინტერესო საუბარი წამოეწყოთ, მაინც მაგას უბრუნდებოდნენ. არ ილეოდა კრისტოფერი.
- ცუდია, რომ ყველაფერი გამოვტოვეთ - ეცინებოდა დემეტრის. - შენ და პრემიერი, მაგარი წარმოსადგენი ხართ.
- პრემიერი, რომელმაც დაგაკავათ! ხო არ დაგავიწყდათ?
- კაი დაიკიდე, აქამდე, ასჯერ ვიყავი მოსაწევის გამო დაკავებული.
- და ასჯერვე მარჯიელამ გამოგათრია - დაუბღვირა ალექს - მერე, ლეგალიზაციასაც მიაღწია. მაგარი გვყავს - მხარზე დაუტყაპუნა ქალს.
- მაგარი და დეპრესიული. მესამედ ჩაიწურა ლუდში ლიმონი.
- მერე რა? - გაეცინა მარჯიელას.
- ლიმონიან სასმელს მხოლოდ მაშინ სვამ, როცა ნერვები გაქვს მოშლილი.
- ცოტა, პირადული კითხვა უნდა დავსვა - ამოღერღა ქალმა.
- გერიდება?
- ჰო.
- შენ მანქანაში, ერთხელ ქალთან მქონდა სექსი. ამიტომ, არაფერი გაგიტყდეს - გაუღიმა ალექმა.
- მოიცა, შენ ხო გეი ხარ? - გაუკვირდათ მარჯიელას და დემეტრის.
- რეავი, როგორც ჩანს, ბი.
- რომელ მანქანაში?
- თეთრი რეინჯ როვერი.
- ჯანდაბა! ყველაზე მეტად ეგ მიყვას - დაიჯღანა მარჯიელა.
- ახლა, შეგიძლია, თამამაად მესაუბრო. აბა, რა ხდება? პრემიერს რამე პრობლემა ხო არ აქვს დაბლა?
- პრობლემა კი არა - მწარედ ამოიოხრა ქალმა. უფრო მონატრებისა და განვლილი დღეების ნოსტალგიის გამო ოხრავდა ასე გულით - ათჯერ გქონიათ?
- ოთხჯერ კი, მაგრამ ათი რა ამბავია? ავადმყოფები ხართ?
- მე ცამეტჯერ მქონია - დემეტრისაც ნოსტალგიურად გაეღიმა და სასმელი დალია. ეტყობა, იმასაც გაახსენდა რაღაცა - შენს ძმასაც.
- ფუ, ჯოსეფზე ნუ მეუბნები ეგეთ რამეებს!
- კაი, სამარე ვარ - ხელზე ხელი მოუცაცუნა ბიჭმა და ბარმენის ადგილას მივიდა. იფიქრა, სანამ დრო მაქვს, ჩემს ინოვაციურ იდეებს დავხვეწავო და შეიკერების ქნევა დაიწყო - გენატრება?
მარჯიელამ მხრები აიჩეჩა.
- ლურჯი ჰალსტუხები უყვარს - მერე გაეღიმა. - და ჩემი კაკუნა ფეხსაცმელები ძალიან მოსწონს. არადა, ყველას ნერვებს უშლის მაგისი კაკუნი.
ღიმილით თმა ყურზე გადაიწია.
კრისტოფერიც ასე უწევდა ხოლმე.
როცა ქალი საუბრობდა, მუდამ სერიოზული,ინტერესიანი სახით უყურებდა. მერე, ნელა მოიმწყვდევდა თითებში მის კულულებს და ეთამაშებოდა.
თან მაინც სერიოზული სახით უსმენდა.
მარჯიელას გააჟრიალა. თითქოს, ისევ იგრძნო კაცის ხელები. თმაზე მოფერება არასდროს ჰყვარებია იქამდე, სანამ კრისტოფერი არ გამოჩნდა.
- იცი რაა? რომელი ისეთები ჩვენ ვართ, მთავრობასთან რო დაიძაბო ურთიერთობა. მიდი, შეურიგდი. მე საბოლოოდ, მაინც სამუდამოს მომისჯიან. - ანუგეშა ალექმა
- მე ციხეში წასვლას აღარ ვაპირებ! არ მომეწონა. შენ კიდე, თუ არ იჩქარებ, კიკინებიანი ჟურნალისტი აგახევს პრემიერს.
- ვინ კიკინებიანი? - მარჯიელას თვალები ეგრევე მოემზადნენ ნაპერწკლების გადმოსაყრელად.
- ბრიფინგებზე, ერთი სათვალეებიანი ჟურნალისტი გოგოა კიკინებით, რომელიც, იმას ეკითხება, როგორ ხართ, ხომ არ გადაიღალეთო. რა იყო? ტელევიზორს აღარ რთავ? ყველგან მაგაზე ღადაობენ.
- გოგო მანახეთ! - სასმელით სავსე ჭიქა ლამის ხელებში შემოეფშვნა
- ოღონდ, არ მოკლა კარგი? ლულუ ჰქვია, ძალიან საყვარელია.
რამდენიმე დღის წინანდელი ინტერვიუ ჩაურთეს, სადაც ყველა დანარჩენი, პანდემიასთან, საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით ესაუბრებოდა, თუმცა მოულოდნელად, გოგოს წკრიალა ხმა გაისმა: „რა პარფიუმს ხმარობთ ბატონო პრემიერო?“ ან „თქვენი გული თავისუფალია?“.- თქვენი გული თავისუფალიაო? კრისტოფერი, რატომ არაფერს პასუხობს?
- იმიტომ, რომ სერიოზული კაცია.
- კარგად კი ჩაეცინა. ასე მხოლოდ მაშინ იცინის, როცა ძალიან სასაცილოს ეკითხებიან.
- არაფერი დაუშავო არ გოგო, ნახე, ძალიან პატარა და საყვარელია.
- პატარა? ათისაა?
- არა, ოცდაოთხის.
- ესეიგი, ზრდასრული იდიოტია და ყველაფერთად ერთად, უტაქტოც.
- შენ ხო გიყვარდა ეგეთი პირდაპირი და თავისუფალი ტიპები?
- მიყვარს, როცა ჩემს კაცს არ ებღლაძუნებიან - მარჯიელა წამოდგა - წავედი.
- სად მირბიხარ?
- ჯოსეფს ფაილები უნდა გამოვართვა და მე მივიდე მთავრობის სახლში. დღესაც აქვს პირდაპირი ჩართვა. ჰოდა, იმ კიკინებით ჩამოვკიდებ!
- შემარტება მომწონს. მიდი დაო, ცეცხლი დაანთე - დაიყვირა ალექმა

* * *

ბრიფინგზე დასასწრებად ადვილად შეუშვეს. მხოლოდ სახელი და გვარი უთხრა. კაცმა რომ თქვას, მაგისი თქმაც არ იყო საჭირო, სახეზე ყველა კარგად ცნობდა.
კრისტოფერს უკვე დაწყებული ჰქონდა საუბარი, როცა ფეხაკრეფით შეპარულმა მარჯიელამ, უკანა ადგილი დაიკავა (ისიც ვიღაც თავისმა მეგობარმა ჟურნალისტმა დაუთმო).
კრისტოფერის დანახვისას, ისე აკანკალდა, ეგონა, ყველა იქ მჯდომი გაიგონებდა თავისი გულის ბაგაბუგს. კრისტოფერის ხმას ჰფარავდა მომატებული პულსი და გულისცემა, რომელსაც მხლოდ მკერდში კი არა, მუცელშიც გრძნობდა.
თვალებს წინა რიგებისკენ აცეცებდა.
ლულუ სწრაფად შეამჩნია და სიბრაზისგან ისე გაუფართოვდა ნესტოები, ღმერთს მადლობა უთხრა, რომ არავინ უყურებდა, თორემ გააფთრებულ ხარს დამსგავსებულიყო.
სინამდვილეში, ყველა მარჯიელას უყურებდა.
კრისტოფერმა, საუბრისას, შენიშნა, როგორ შეიშმუშნა ხალხი, რომელიც მუდამ გაფაციცებით უსმენდა და თვალ-ყურს ადევნებდა მის სიტყვებს. დროდადრო, რიგ-რიგობით, შეთქმულებივით იყურებოდნენ უკან და ერთმანეთს ყურში რაღაცას უჩურჩულებდნენ. ერთი შეხედვით, ეს ისეთი შეუმჩნეველი იყო, ქაოსი ნამდვილად არ გამოუწვევია, თუმცა ტრიბუნიდან, ყველა დეტალი მშვენივრად ჩანდა.
და კრიტოფერმა დაინახა თავისი დეტალი.
წითელი თმით, მომთხოვნი მზერით, რომელიც მაშინაც კი მომთხოვნი იყო, როცა სრულებით არ ითხოვდა არაფერს.
- მ მ მ მ იუხედავად იმისა, რომ დღეს მადლობა უნდა ვუთხრათ - ენა ძალიან დაება. ცივმა ოფლმა ზედმეტად საგრზნობლად დაასხა. თან როგორია ეს ცივი ოფლი? გარედან, საერთოდ არ ჩანს, თუმცა მთელი არსებით გრძნობ წყლის ყინულიან წვეთებს, რომელიც შუბლზე ჩამოგდის, თვალებში გეღვენთება და ცივთან ერთად, ისეთი ცხელია, მზად ხარ, ჰალსტუხი მოისროლო და ღილები შეიხსნა ყელზე. კაცმა საუბარი შეწყვიტა, წყალი მოსვა და ღმერთს გულში, ჩხუბი აუტეხა მარჯიელას გამოჩენის გამო - მიუხედავად იმისა, რომ დღეს მადლობა უნდა ვუთხრათ ჩვენს ეპიდემიოლოგებს, მეცნიერებს, ექიმებს, მაგრამ მაინც ვერავინ გვეუბნება, როდის იქნება გავრცელების პიკი. ეს არ ხდება მხოლოდ ჩვენთან, რადგან გლობალური გამოწვევაა და შეუძლებელია ზუსტი პროგნოზის გაკეთება. სწორედ ამ გაურკვევლობის ზონაში, მთავრობის ყველა ნაბიჯს და მოქმედებას აქვს კიდევ უფრო მეტი ფასი, კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა. შესაბამისად, ვალდებულები ვართ, მაქსიმალურად შევამციროთ ყველანაირი მობილობა და ავკრძალოთ გარე გადაადგილება ჩვენი ქვეყნის ყველა ქალაქში. შიგნით მოძრაობა დაშვებულია, თუმცა, ადამიანები ვერ მივლენ ერთი ქალაქიდან მეორეში. ვიცით, რომ ეს დიდი ზიანია შემოსავლებისთვის, ეკონომიკისთვის, ჩვენი ბიზნესისთვის, კომპანიებისთვის, თუმცა ეს არის ის აუცილებლობა, რომელიც უნდა მივიღოთ. უნდა შევეგუოთ და მივეცვიოთ, რომ კოვიდ-19-ით ცხოვრება მოგვიწევს და მოგვიწევს, ვიცხოვროთ, ვიმძორაოთ და ვიშრომოთ პირბადეებით მომავალშიც. შეზღუდვების თანმიმდევრულ, გააზრებულ მოხსნას როცა დავიწყებთ, ვალდებულები ვიქნებით, მაინც შევასრულოთ ჩვენი მოქალაქეობრივი ვალი, დავიცვათ დისტანცია და ვიხმაროთ პირბადეები.
ზუსტად 40 წუთი საუბრობდა და ზუსტად ვერ ხვდებოდა, მართლა იმას ამბობდა, რაც იყო ჩაფიქრებული თუ სულ გადაუხვია.
კრისტოფერს ნიჭი ჰქონდა, დაეწყო და ბოლომდე მიეყვანა, რადაც არ უნდა დასჯდომოდა. ვიღაცას ტყვია რომ დაეხალა და ენით აღუწერელ ტკივილს აეტანა მისი მთელი სხეული, სიტყვის დასრულებამდე, არ მოკვდებოდა. შემდეგ წაიქცეოდა და წამებში დალევდა სულს.
ახლაც ასე იყო.
საუბრობდა, ზუსტად იმას, რაც დაეგეგმა, ზუსტად ისეთი ტონით, როგორც შეეფერებოდა. ვერავინ იტყოდა მასზე, დაზეპირებული აქვსო, რადგან რობოტს არასოდეს ჰგავდა, თუმცა სინამდვილეში, წარმოდგენა არ ჰქონდა და ვერ აცნობიერებდა, ზუსტად მიჰყვებოდა გეგმას თუ კიდევ ასჯერ დაება ენა.
მხოლოდ მაშინ ემართებოდა ასე, როცა მარჯიელას ხედავდა.
ალბათ, ერთი პატარა ნიშანი რომ მიეცა ქალს, უკანმოუხედავად გაიქცეოდა, დაიმალებოდა და ასე დამალული, სამუდამო თვითიზოლაციაში იცხოვრებდა ქალთან ერთად, რომელიც გაგიჟებით უყვარდა.
კრისტოფერს მუდამ ეგონა, შრომასა და პოლიტიკოსობაზე მეტად, არაფერი შმეიყვარდებაო, მაგრამ სიყმაწვილის სიყვარულმა რომ დაანახა თავისი ხელახალი, გაასმაგებული ძალა, მაშინ მზად იყო, მარჯიელას ფეხებთან, მუხლებზე დაცემულს გაეტარებინა მთელი სიცოცხლე.
- ბატონო პრემიერო, დილით რითი საუზმობთ? - გაისმა კითხვა და სახეალეწილმა მარჯიელამ ლულუ უკეთ შეათვალიერა.
კრისტოფერმა სხვა კითხვას უპასუხა.
ლულუს ჭრელი, გვირილებიანი ჰალსტუხი ეკეთა, თეთრი პერანგი ეცვა და შინდისფერი შარვალი. ორი პატარა ნაწნავი ჰქონდა, პეპის მსგავსი, ნაწნავეზეც გვირილები დაესვა.
მარჯიელას ბოროტმოქმედივით გაეღიმა. თავად, ერთ ფერში იყო გადაწყვეტილი - ოქროსფერი პიჯაკი და შარვალი, თავის საყვარელ ჰაილაითერს აგონება. შერცხვა კიდეც, 24 წლის გოგონას რომ ადარებდა საკუთარ თავს.
მაგრამ გვირილები თვითონაც უყვარდა და ეგ არ ესიამოვნა.
კრისტოფერმა შეკითხვებს ბოლომდე გასცა პასუხი, შემდეგ მარჯიელასთან მივიდა და ამდენი მოწმის თანდასწრებით, მისალმება გაბედა მხოლოდ.
- სასწრაფოდ საქმე მაქვს შენთან - მოკლედ მოუჭრა ქალმა.
პრემიერმა მზერით ანიშნა, გამომყევიო.
მეოთხე სართულზე სანამ ავიდოდნენ, კაცმა იფიქრა, მოვიკითხავო, მაგრამ ზედმეტად უადგილოდ ეჩვენა თავისი ფიქრები. ლიფტში, მარჯიელასკენ ოდნავ გადაიხარა. ეცადა, მისი თმის სურნელი კვლავინდებურად შეეგრძნო. ჰაერში, მათრობელა, მსუბუქი არომატი იფანტებოდა და გასაგიჟებელ მონატრებას იწვევდა კაცში.
კაბინეტში შევიდნენ.
- ისევ რამის გადასხმას აპირებ ჩემთვის? - ჰკითხა კაცმა.
- არა, შეგიძლია, კარი ღია დატოვო. გეგმა მოგიტანე. დღეს თვალი გადაავლე და ხვალ გამოუცხადე ხალხს. უკვე, ერთი თვე გავიდა, უმუშევრად დარჩენილი ადამიანებისთვის და თვითდასაქმებულთათვის, საშუალო ფულადი დახმარება გამოვითვალე. ბიუჯეტი ნამდვილად გეყოფა შემდეგი ხუთი თვის მანძილზე.
- მადლობა მარჯიელა - ხელით მაჯაზე მოეფერა კრისტოფერი.
მარჯიელამ გააწევინა.
- უბრალოდ, დახმარება მინდა. სხვა არაფერი. ეცადე, მხოლოდ საქმისთვის დამირეკო.
- მარჯიელა, გთხოვ. სულ ხუთი წუთით მელაპარაკე, მარტო ეგ მჭირდება. ვიცი, რომ ჩემს საქციელს გამართლება არ აქვს, თუმცა ეს დღეები, ასე მგონია, ვიღაცამ სული გამომაცალა და შენი ნახვის გარდა, ვერაფერი მიშველიდა.
- გილოცავ, ხო მნახე? ხუთი წუთით, რაზე ვისაუბროთ, შენს სამომავლო გეგმებზე, რომლებიც კიდევ რამდენიმე ჩემი ადამიანის დაჭერას გულისხმობს?
- არავის შევეხები, გეფიცები. ოღონდ ტერაქტს ნუ მოაწყობთ და ხმის ამომღები არ ვარ.
- გადაყენება რო დაგიპირო?
- გადამაყენე!
- ოჰო - მაგრად გაეცინა - ზოგჯერ, ძალიან გულჩვილი ჩანხარ. არ ვიცოდე მაინც, მაგ ნიღბის უკან ვინც იმალება.
- ზუსტად ეგაა მთავარი. მარტო შენი იცი, ჩემი ნიღბის უკან ვინც იმალება.
- და დიდად გულზე არ მეხატება ეგ ტიპი. - მერე მზერა აარიდა კაცს - კარგი, არ გვინდა მაგ თემაზე. ლულუ როგორაა? გააგებინე უკვე შენი ყოველდღიური რუტინა, საღამურების ფერი და კვების რაციონი?
- ლულუ ვინაა?
- თავს ნუ იკატუნებ, იმ დაქნეულ ჟურნალისტზე გეუბნები!
- უი, ეგ? - გაეცინა კრისტოფერს - დაცვისთვის უნდა მეთქვა, აღარ შემოუშვათ-თქო, მაგრამ პიარის ჯგუფმა მირჩია, იყოსო. როგორც ჩანს, კარგად აისახება მაგ გოგოს სულელური კითხვები ჩემს რეპუტაციაზე. ასე ვთქვათ, ყურადღებას იქცევს.
- გამოდის, პიარის ჯგუფი გყავთ შესაცვლელი ბატონო პრემიერო - თვალები დააბრიალა მარჯიელამ.
- მიხარია, რომ ეჭვიანობ. მართალია, ეს საეჭვიანო ობიექტი ერთი აბეზარი ბავშვია, რომლის სახელიც არ ვიცი და რომელიც, იმას მეკითხება, რა ვჭამე დილით, მაგრამ მაინც.
- არ ვეჭვიანობ, მივდივარ! - წამოდგა და გავიდა ქალი.

* * *

- რაღაც უნდა გკითხო მარჯიელა - მანქანაში მჯდომმა ბეკიმ, მაქსიმალურად ფრთხილად შეაპარა თავის დას.
- გისმენ.
- მამა აქ არ არის და მაგიტომ.
- მამის თანდასწრებითაც შეგიძლია, ყველაფერი მკითხო - გაეცინა მარჯიელას.
- კრისოფერი გიყვარს?
- ეს მოულოდნელი იყო. საიდან მოიტანე?
- ასე,ე რთი კვირის წინ, მარკო თავისი პრემიერი ბიძაშვილის კაბინეტში აგდაღებული სურათებით მემარიაჟებოდა. სელფი იყო. უკანა ფონზე, ეგ კაცი ჩანდა, მესენჯერში ემესიჯებოდა ვიღაცას. დავაზუმე და შენი სახელი დავინახე.
- ოჰ, ახალი ამბავი, ძალიან ხშირად ვწერ მინისტრებს. აუცილებლად, რომანი მაქვს?
- ვერ გამიგე. მარკოს ტელეფონი ისეტი ხარისხის სურათებს ირებს, რომ მიახლოვებისას, ზუსტად დავინახე, რასაც გწერდა.
- და რას მწერდა? - ცოტათი, ნერვიულობამ აიტანა ქალი.
- შენს გაგზავნილ „ნუდს“ აგულებდა.
მარჯიელამ უეცრად, წაატორმუზა.
- რას მაბრალებ ბეკი?
- არ გაბრალებ. ზუსტად დავინახე, წითელი საცვალი გეცვა... თან ნანახი მაქვს ეგ თეთრეული. ცუდად არ მიიღო, არც მე ვარ წინააღმდეგი თქვენი ურთიერთობის და არც მამა იქნება. კრისტოფერი კარგი კაცია. რაღაცა შეცდომებს უშვებს ხოლმე, მაგრამ პოლიტიკა ხომ იცი არა? უშეცდომო არავინაა. მთავარია, რომ აღიარებს და მერე, გამოსწორებაზე ზრუნავს. არ გეწყინოს ელლა. კრისტოფერი იმაზე კარგია, ვიდრე შენ იქნებოდი მის მაგივრად. ძალიან ფეთქებადი ხარ.
- ჰო, მესმის - შეუმჩნევლად გაეღიმა თავისი დის სიტყვებზე - ძალიან სტაბილური კაცია.
- იჩხუბეთ ხო?
- ეგ საიდანღა იცი?
- მოწყენილი ხარ. კაცის გამო, მხოლოდ მაშინ იწყენ, როცა ქმარი გიკვდება.
- როგორ სწორად შეგინიშნია, ყოჩაღ.
- ახლა, თითქოს მოგიკვდა, თუმცა ცოცხალია. თუ უბრალო დაშორებისას, ასე მოიწყენ, ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაზე მეტად, კრისტოფერი გიყვარს.
- შესაძლოა.
- ვფიქრობ, უნდა შეურიგდე.
- ბეკი, შერიგება არ ვიცი, როგორ ხდება.
- ძალიან ადვილია, გასწავლი - მანქანიდან გადმოვიდნენ.
უზარმაზარ ეზოში, ჯოსეფის და რებეკას გაშენებული იზარმაზარი ბაღი იყო დიდი ბუნგალოთი და ფერადი ყვავილებით. ბეკის მოსწონდა ეს ადგილი და ყველაზე მეტად, ის ეამაყებოდა, რომ თავისი ნახელავით ტკბობა შეეძლო.
ბუნგალოში, არტურო იჯდა.
სვამდა.
ქალაქგარეთ სახლი, სუფთა ჰაერი და ამ ყველაფერს დამატებული, არაყი უყვარდა, განსაკუთრებით, ცოტათი ლოთ შვილებთან ერთად.
- ასე სწრაფად, როგორ დახელოვნდი? - ჰკითხა მარჯიელამ.
- მერე მოგიყვები.
- შეყვარებული გყავს?
- კი. უბრალოდ, ახლა, ამისი დრო არაა.
- შენი დრო ყოველთვისაა ბეკი.

მეათე თავი
- რაო პრემიერმა? - სავახშმოდ მჯდომ ოჯახში, პირველად არტურომ დაარღვია სიჩმე და თავის შვილს, ისე შეხედა, აშკარა იყო, სურდა, რამეში გამოეტეხა.
- მადლობა გადამიხადა და ეგ იყო.
- ლულუც ნახე? - აღლიცინდა ჯოსეფი.
- ვნახე.
- მერე, მოკალი? - დაუმატა ბეკიმ.
- რა ცუდ დროს იცით ხოლმე პირის შეკვრა.
- ელლა...
- რა იყო ბეკი?
- ჩვენს ჭიშკარს ხუთი შავი ჯიპი რატომ მოადგა, ხო არ იცი?
- ალბათ, მაყრები მოდიან, დაიკო უნდა მოგვტაცონ - გაეცინა ჯოსეფს.
მთელმა ოჯახმა, მკვლელი თვალებით შეხედა.
ასეთ დროს, ხუმრობები ცოტა უადგილო იყო.
- კარს გავაღებ, სანამ შტურმით აიღეს - წამორგა არტურო.
- კრისტოფერი თუა, უთხარით, რომ მაგისი ნახვა არ მინდა და წავიდეს - მარჯიელა ფეხზე წამოდგა და ჭიშკართან ზურგით დადგა, თან გულხელიც ამაყად დაიკრიფა.
ოჯახს, არაფერი განსაკუთრებული არ უფიქრია, გარდა იმისა, რომ მარჯიელა ცოტა ავად იყო...ფსიქიკურად.
- მობრძანდით - მოესმა მამამისის ხმა.
- მარტო ვარ. მოსვლაც მარტოს მინდოდა, თუმცა როცა გაიგეს, ვისთან მივდიოდი, მხოლოდ ჩემი დაცვა კი არა, მთელი ქვეყნის დაცვა გამომყვა - და მეორე მამაკაცის ხმაც გაიგო სიცილითან ერთად. ისე ამაყად ვეღარ იდგა, როგორც შეეფერებოდა. ყველაფერი აუკანკალდა. სულ ასე მოსდიოდა. საკუთარი თავი ნებაზე რომ მიეშვა, ცახცახი აიტანდა, თვალებიდან რცემლები ღაპაღუპით ჩამოუცვივდებოდა და ერთი მაგრად, ხმამაღლა იტირებდა, იქამდე, სანამ კრისტოფერი არ ჩაეხუტებოდა.
მერე, კარგა ხანს, უფრო ხმამაღლა აღრიალდებოდა.
- ჰო, მესმის მათი. ტყვიაგაუმტარი ჟილეტი გაცვიათ? - ჰკითხა არტურომ.
- არა.
- სამწუხაროა, დაგჭირდებოდათ. აი, ის პატარა გოგონა, ბეკია, ჩემი უფროსი ქალიშვილი. ზურგით რომ მაღალი ქალი დგას და ცხვირს გიბზუებთ, ეგ უმცროსია, უბრალოდ, ტანი მალე აიყარა. ცოტათი, აღზრდაც აკლია.
- ვითომ არ მესმის! - დაიყვირა მარჯიელამ. - და მაგას უთხარი, წავიდეს.
- ჩემს სახლში, სტუმრად მოსულ პრემიერ მინისტრს ვერ გავაგდებ შვილო.
- მაშინ, მე მომიწევს გაგდება - შემოტრიალა, კრისტოფერს ცხვირწინ აეტუზა და გაბრაზებულ მელაკუდას დაემსგავსა.
- სულ ხუთი წუთით დაგელაპარაკები, გთხოვ.
- დღეს დილას, უკვე მესაუბრე 5 წუთით. მას შემდეგ, კარგად გაგაგებინე, რომ შენი ნახვა არ მინდოდა.
- არა. მითხარი, აღარ დამირეკოო. მე კი არ დამირეკავს.
- როგორი ეშმაკი ხარ, ოხ, ოხ - პათეთიკური ტონით გააქნია თავი ქალმა.
- მართლა ორ სიტყვას გეტყვი და მერე წავალ.
- მინდა, რომ ახლავე წახვიდე და აღარასოდეს დაგინახოს ჩემმა თვალებმა.
- სულ აღარ? ტელევიზორში, ხშირად მნახავ იცოდე - კრისტოფერმა სცადა, ცოტათი იუმორი გაერია.
- საერთოდ ვერ ხუმრობ. აქამდე, ძალით ვიცინოდი, ახლა უკვე მეტირება. - მერე თავის ოჯახს გახედა. რებეკა, ჯოსეფი და არტურო, თვალებდაწვრილები უსმენდნენ მათ თითოეულ სიტყვას. თან არც შერცხვენიათ, როცა თვალთვალში გამოიჭირა ქალმა - სახლში შევიდეთ, არ მსურს, მთელმა ოჯახმა ისმინოს ჩვენი ჩხუბი.
- რა კარგი მამა გყოლია, ახალგაზრდა.
- ნუ მკერავ! - სამზარეულოში შესული, კარიტოფერისკენ შემოტრიალდა და საჯდომით მაგიდას ჩამოეყრდნო. - რა გინდა?
- ძალიან მომენატრე.
- რას ლაპარაკობ - ხმამაღლა, გამაღიზიანებლად გადაიხარხარა ქალმა. კრისტოფერს ხმა არ ამოუღია. დატუქსული ბავშვივით იდგა და მედგრად იტანდა განრისხებული მარჯიელას გაუთავებელ დატუქსვას - ზურგში რომ დანა ჩამარტყი, მაშინ არ გიფიქრია, მონატრებასა და განშორებაზე?
- მეგონა, არასოდეს გასკდებოდა ეგ ამბავი.
- ნუ, რახან ეგრე გეგონა, მაშინ შევრიგდეთ საყვარელო.
- მაგ ცინიზმსაც ავიტან. ოღონდ, შემირიგდი.
- იცი რაა? შენი უძილო თვალებით გულს ვერ მომილბობ!
- ძაან მეტყობა, რომ არ მძინავს?
- ჰო.
- პატარა შანსი მაინც თუ მაქ, რომ მაპატიო... - მოულოდნელად, პრემიერი მუხლებზე დადგა. მარჯიელა ისევ აკანკალდა. - მაპატიე. უშენოდ, ყველაფერს აზრი წაერთვა ელა.
- ელას ნუ მეძახი - თვალები დახუჭა ქალმა. - ადექი!
- არ ავდგები. ასე ვიქნები იქამდე, სანამ არ მაპატიებ.
- ჩემზე ფსიქოლოგიურად ძალადობ ახლა.
- ჭრის?
- ჯანდაბა, კრისტოფერ, წამოდექი - ტირილი აუტყდა - წამოდექი, თორემ არ შემიძლია, მუხლებზე დამდგარს რომ გიყურებ.
- მაპატიე - წამოხტა და გულში ჩაიკრა საყვარელი ქალი. შუბლი, თმა და ლოყები დაუკოცნა. მკლავები მაგრად შემოხვია მხრებზე, თავის სხეულში მთლიანად ჩამალა და ახლა ხარბად დაეწაფა იმ სურნელს, რომელზეც, ბოლო პერიოდი, მხოლოდ ოცნება შეეძლო. - რა გატირებს, რომელი სატირალი კაცი მე ვარ, ნუ გამაგიჟე.
- არადა, ძალიან საყვარელი ხარ - უარესად ატირდა მარჯიელა.
- გაჩერდი, აღარ იტირო, თორემ ავდგები და კიდევ რამეს დავაშავებ. ოღონდ არ იტირო და თუ გინდა, მაგრად გაგაბრაზებ.
- მოკეტე იდიოტო! - კისერზე მოეფერა ქალი. თმაზე თითები გადაუსვა, როგორც უწინ. - ძალიან მომენატრე.
- რომ იცოდე, რამდენი სისულელე გავაკეთე.
ახლა გიჟებივით ჩაეკვრნენ ერთმანეთს. ქალის თმა ხელის მტევნებში მოიმწყვდია პრემიერმა და ტუჩებზე ეძგერა. კაბა მხრებზე გადაუწია, მკლავები და ლავიწები გიჟივით დაუკოცნა.
- რა სისულელეები გააკეთე?
- გადადგომის საკითხი დავაყენე პრეზიდენტთან.
- ვიამე, გააფრინეე? - კაცს ჩამოეხსნა გაოცებული მარჯიელა - რაზე ფიქრობდი? ასეთი კრიზისის დროს, ვის უტოვებდი ქვეყანას?
- არ ვიცი.
- მშვენივრად იცი! რატო ეგოისტობ? ჯანდაბა, კრისტოფერ, გინდა, რომ იმ გამოს*რებულ ფელიქსს დარჩეს ყველაფერი? სად მიდიოდი, ძალიან მაინტერესებს.
- აქვე, ახლოს მიწა ვიყიდე და სახლის აშენება დავიწყე.
- ანუ მიწის თოხნას და კარტოფილის მოყვანას აპირებდი?
- დაახლოებით. ვიცი, რომ ბუნება გიყვარს. ვიფიქრე, საბოლოოდ, თუ მაპატიებს, ერთად ვიცხოვრებთ და ყველაფრისგან შორს ვიქნებით-თქო.
- ოოო, მოიცადე რომეო, მოიცადე - გაშლილი ხელი სიცილით მაღლა აღმართა ქალმა - კიდევ რა არის იმ შენს მომავლის ქრონიკაში?
- მემგონი, მაგისი თქმისთვის ჯერ მზად არ ვარ. რთულ პერიოდებში, ცოტა სენტიმენტალური და ბანალური ვხდები - თავი იმართლა კრისტოფერმა.
მარჯიელამ თვალები დააჭყიტა.
გვერდზე გაიხედა და კარგა ხანს, ასე, გვერდულად იდგა.
- ყველას მიმართ ხდები სენსიტიური თუ მარტო მარჯიელა კრუგერს ეხება?
- მარჯიელას ეხება.
- მაშინ, არაუშავს. შეგიძლია, ვახშმად და ღამის გასათევად აქ დარჩე?
- კი.
- არც დაფიქრებულხარ.
- მაგას, რა ფიქრი უნდა?
- მამაჩემმა თუ გითხრა, ჩემი გოგო ეგება შენ წაიყვანო, მე აღარ შემიძლია ამისი ატანაო, დიდად ნუ შეიმჩნევ.
- მესმის მისი. აბა, სულელი პრემიერის გარდა, ვინ აიტანს შენს მძიმე ხასიათს.
- იცოდე, უკან გაგიშვებ!
- მიყვარხარ! - წამოსცდა კაცს.
მარჯიელამ საყელოზე ჩაავლო ხელი. მოკლესახელოებიანი, ჩვეულებრივთან შედარებით, უბრალო პერანგი ეცვა. ქალს მთელი სხეული უდუღდა, როცა რამე ყოველდღიური ეცვა ხოლმე პრემიერს.
ამას დამატებული, სიყვარულის ახსნა.
არ მოელოდებოდა.
ან მოელოდებოდა.
გაეღიმა.
- 5 წუთი გაქვს - მეორე სართულზე სირბილით აიყვანა და თავის ოთახში შესულმა, ისე სწრაფად დაიწყო გახდა, კრისტოფერს თვალი არ ჰქონდა დახამხამებული, რომ თავში, საყვარელი ქალის ლიფი მოხვდა. - დიდხანს გელოდო?
- ცოტახანს, გამოშტერებული დგომა მინდა.
- ნუ სულელობ! არ ვიცოდე მაინც, რომ არასოდეს შტერდები. - ტრუსი გაიხადა მარჯიელამ და ეგეც ესროლა. - ოღონდ, პირზე ხელი მაგრად ამაფარე, თორემ ბეკი და მამაჩემი გაიგებენ ხმებს. ჯოსეფს არ ვჩივი. რაც მე მაგისი მომისმენია, ერთხელ არ მოკვდება, ჩემიც გაიგოს.

* * *

გარეთ რომ გავიდნენ, მთელი ოჯახი გაოგნებული შესცქეროდა ცოცხლად გადარჩენილ კრისტოფერს.
- ალბათ, მეორედ წარდგენა არ სჭირდება ხო? - ჰკითხა მამამისს მარჯიელამ.
- შენ არც წარგიდგენია. უზრდელი გოგოსავით ზურგშექცევით იდექი.
- მამაჩემი ვერ ინელებს ხოლმე ჩემს ქაჯურ გამოხტომებს - აუხსნა მარჯიელამ. - კრისტოფერს კი ამის ატანა შეუძლია, საბედნიეროდ - ამაყად გამოაცხადა.
- და ახლა როგორც პრემიერი, ისე მოხვედით თუ როგორც ჩემი დის შეყვარებული? - თავი წამოყო ბეტიმ.
- აი, ვის დააკლდა სწორი აღზრდა! - ხელი გაიშვირა მარჯიელამ რებეკასკენ.
- როგორც შეყვარებული - არც დაფიქრებულა კრისტოფერი.
- როგორც იქნა, მადლობა ღმერთს - გაეცინა არტუროს - კრისტოფერ, დაგვეწვევით?
- დიდი სიამოვნებით.
- კრისტოფერ, თქვენ დივანზე იძინებთ დღეს თუ ჩემი დის ოთახში? - ისევ დაიგრძელა თავისი პატარა ცხვირი ბეკიმ.
- ღმერთო, რა კითხვებია შვილო? - გული ლამის გაუსკდა მარჯიელას. - დღეს დალევის გარეშე, ვერ გადავიტანთ ამ საღამოს. ჯოსეფის შეყვარებულებს დივანზე ვაძინებთ ხოლმე?
- მაგრამ ჯოსეფს არ ჰყავს შეყვარებულები ან უბრალოდ, არ მიმხელს, რადგან ვიეჭვიანებ და შევიძულებ იმ ქალს, თუმცა ერთადერთი, ვინც რელაურად მოსწონს, ჩემი ლიტერატურის მასწავლებელია. ეგ ქალი, ძაღლადაც არ აგდებს. დიდი ამბავი, დავინტერესდი. არც შენ მოგიყვანია სახლში შეყვარებული. ყველა ქმარი ქორწილშივე გავიცანით ოჯახმა.
- არც მე მოვუყვანივარ, ჩემით მოვედი - უკმაყოფილო სახით გახედა კრისტოფერმა მარჯიელას და არტუროს დასხმული ღვინო მერე სიცილით დალია.
- სამაგიეროდ, ხომ დაგიტოვე?
- გმადლობ, რომ პრემიერ მინისტრი, ჩვენი სახლიდან კინწის კვრით არ გააგდე - თვალები დააჭყიტა არტურომ.

* * *

მარჯიელა პირველად ხედავდა მთვრალ პრემიერ მინისტრს თავისი ოთახის ვერადნდაზე რომ წამომჯდარიყო და ბედნიერი გამომეტყველებით აკვირდებოდა მათ წინ გადაშლილ პეიზაჟს - მთებსა და ხეებს.
უფრო მეტად მოსწონდა.
ნელ-ნელა იაზრებდა, რომ ჩვეულებრივი, სახლში მჯდომი კრისტოფერი, რომელსაც დალევისგან, ლოყები ოდნავ შეწითლებოდა, გაცილებით მიმზიდველი იყო, ვიდრე ერთად აღებული სამყაროს ყველა ჰალსტუხებიანი კაცი. ზოგჯერ, საოცარი სურვილი ეუფლებოდა, პრემიერის ჩინი წაერთმია მისთვის და მართლა ისე ეცხოვრათ, როგორც უბრალო, ჩვეულებრივ ადამიანებს პოლიტიკური ყოველდღიურობის გარეშე.
- რა ლამაზია არა? - ჰკითხა მარჯიელამ და ფუმფულა პრედი მხრებზე შემოახვია კაცს.
- არ მცივა - გაეცინა კრისტოფერს.
- მე მცივა - ქალი კალთაში ჩაუჯდა, კრისტოფერის მხრებში კმაყოოილი ჩაძვრა და ყელზე აკოცა.
- სიყვარული აგიხსენი, გახსოვს? შენ კი სექსით მიპასუხე.
- ჰო, ეგ ცოტა რთული თემაა.
- მესმის, რომ ასე ადვილად არ შეგიყვარდება კაცი, მაგრამ...
- მოიცა, მოიცა, მოიცა - გადაიხარხარა მარჯიელამ - ადვილად? ჩვენს ურთიერთობას ადვილი ჰქვია? ჩემს კლუბში შემოიჭერი, ცხოვრება გამიმწარე, ჟურნალისტი მოისყიდე ჩემ წინააღმდეგ, შემდეგ, კადრები გაავრცელე, თითქოს ჩემი გავრცელებული ყოფილიყო და საბოლოოდ, ჩემი ხალხი დაიჭირე. ასეთი წინააღმდეგობა ჩემთვსი არც ერთ კაცს გაუწევია. ადვილი ვერ ერქმევა იმ გზას, რაც გავიარეთ და ყველა ზემოთნათქვამი ფაქტის მიუხედავად, შენზე ვგიჟდები. უბრალოდ, მეშინია, რამე არ შეგემთხვას. არ ვიცი, როგორ აგიხსნა.
- თავი დაწყევლილი გგონია?
- რაღაც მაგდაგვარი.
- ჯანდაბა, მარჯიელა - გაეცინა კრისტოფერს - შენი ქმრები ავად იყვნენ.
- ვიცი, მაგრამ ასეთი ძვირფასი არასდროს ყოფილა კაცი ჩემთვის, როგორც შენ ხარ. ყველას სიკვდილი გადავიტანე კრისტოფერ, არც ერთის დაკრძალვაზე არ დამეუფლა ისეთი შეგრძნება, თითქოს, მეც ვკვდებოდი, მაგრამ შენ რომ რამე დაგემართოს... სულ პატარა რამე მაინც რომ დაგემართოს, გეფიცები, ვერ გადავიტან.
- მარჯიელა, სიკვდილს არ ვაპირებ. სიტყვაზე მენდე!
- გენდობი, მაგრამ რამე რომ მოხდეს, ავდგები და უკან მოგეწევი. დაიმახსოვრე.
- გასაგებია. ეს სიყვარულზე, სიყვარულით პასუხში შემიძლია ჩავთვალო?
- კი, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენს პირველ შეხვედრაზე მიამბობ. ხომ იცი, რაღაცეები აღარ მახსოვს, შენ კი ყოველი შეხვედრისას, იმას წუწუნებდი, ადამიანები გავიწყდებაო.
- ვიცი. მაპატიე, რომ ჭრილობაზე ფეხს გაბიჯებდი.
- არ მაბიჯებდი, მაინტრიგებდი - გაეცინა მარჯიელას - დაახლოებით, 18-დან 24 წლამდე ამერია ცხოვრება, რაღაცა მოგონებები საერთოდ ამომეშალა. ჩემი ახალგაზრდობის მეგობრები მწერენ, მკითხულობენ და ზოგიერთ მათგანს ვერ ვიხსენებ.
- კარგი. მზად ხარ მოსასმენად? მოკალათდი.
- ყველაზე მოკალათებული ადამიანი ვარ მთელ დედამიწაზე - სახით მხარზე მიეხუტა და ცხვირი კაცის ყელში შემალა. ამაზე უკეთესი ადგილი ცხოვრებაში არ ეგულებოდა მარიელას.
- დიდი ხნის წინ, გერმანიაში, ჰამბურგის უნივერსიტეტში ვსწავლობდი. მე ეკონომიკის ფაკულტეტზე ვიყავი, შენ პოლიტიკური მეცნიერებების. რამდენიმე საერთო საგანი გვქონდა. მაშინ, მარჯიელა კრუგერის სახელი მთელ ქალაქში, ყველამ იცოდა, რადგან ამ გოგოსთვის, ერთი თვალის შევლებაც საკმარისი იყო რომ ყურებამდე გიყვარდებოდა. მოშორებით ვისხედით ხოლმე ლექციებსა და სემინარებზე. ოღონდ, ისეთ ადგილს ვირჩევდი, საიდანაც, ძალიან კარგად, გამოკვეთილად დაგინახავდი. თავზეხელაღებული, ხულიგანი სტუდენტი იყავი: სიგარეტს მიწაზე აგდებდი, შემდეგბ ქუსლის ჩაჭერით აქრობდი, საღამოობით, კლუბებს იმხობდი და ალკოჰოლზე, ექსტრაზსა და მოსაწევს ამატებდი ზემოდან. ძალიან მომწონდი. მუდამ სულელურად მეჩვენებოდა, შორიდან, ცალმხრივი სიყვარული, მაგრამ ვფიქრობ, მიყვარდი კიდეც. უბრალოდ, ზედმეტად განსხვავებულები ვიყავით ერთმანეთისგან. მაგრამ გულის სიღრმეში, შენი დაკარგვის ძალიან მეშინოდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი არასოდეს იყავი. გამოცდამდე ერთი კვირა იყო დარჩენილი და შენი წუწუნი მოვისმინე, რაღაც საგანი არ იცოდი, ჩაჭრის გეშინოდა. დახმარება შემოგთავაზე. გაგეხარდა. მერე საუბარში გავარვკიეთ, რომ ერთი ქალაქიდან ვიყავით და ჩვენი პატარა ურთიერთობაც აქ დაიწყო. რამდენიმე დღე, საათობით ვმეცადინეობდით, გადაბმულად. ერთად ვსაუზმობდით. მერე იცი რა წამოგცდა? გამომიტყდი, შენნაირი ქმარი მინდაო. თან ძალიან გულწრფელი იყავი. მუდამ გულწრფელი იყავი, ახლაც ეგ გახასიათებს და ყველაზე მეტად მიყვარს შენში, რომ სათქმელს პირდაპირ ამბობ. მე კი ვიფიქრე, დრო გავიდოდა და მართლა შენი ქმარი გავხდებოდი. გამოცდამდე, ორი დღით ადრე, კლუბში დამპატიჟე, მაგრამ უარი გითხარი. არ მიყვარდა რწყევამდე სმა და ნარკოტიკები. უჩემოდ წახვედი, მეგობრებთან ერთად. ცოტა მეტი დოზა მოგივიდა, ძალიან ცუდად გახდი და სხვებს შეეშინდათ, სასწრაფო არ გამოიძახეს, პოლიციას უფრთხოდნენ. იმ საღამოს, მაინც წამოვედი, შენი ნახვა მინდოდა. პრინვიპში, თვალთვალი მინდოდა. არ მსურდა, სხვებთან გაგეტარებინა დრო. ძლივს გიპოვნე, მეგონა, კვდებოდი. ასე ძალიან მეორედ მაშინ შემეშინდა, როცა დაგშორდი. ერთი სიტყვით, მხოლოდ მაშინ მეშინია თუ შენი დაკარგვის საფრთხეს ვგრძნობ. სასწრაფოში დავრეკე, საავადმყოფოში წაგიყვანეს და ძლივს გადაგარჩინეს. არ მიშვებდნენ სანახავად. შემდეგ, შენი ოჯახიც ჩამოვიდა, გადაწყდა, რომ რეაბილიტაცია უნდა გაგევლო. ამის მერე, ჩვენი გზები ორად გაიყო და საბოლოოდ, ხელახალი შეხვედრისას, ჩემს კაბინეტში, რევოლუციით მემუქრებოდი. სულ ესაა. - მარჯიელა ხმას არ იღებდა. - მეჩვენება თუ ჩემს წითური ალქაჯს შესცივდა? - უფრო ძლიერად ჩაიხუტა აკანკალებული ქალი და როგორც კი მის სახეს შეეხო, ცრემლით სავსე ათრთოლებული ტუჩები და ატმისფერ ღაწვებზე გამეფებული სიფერმკრთალე არ გამოპარვია.
- ყველაფერი გავაფუჭე - თქვა მარჯიელამ.
- არაფერი გაგიფუჭებია.
- შეგვეძლო, სულ სხვანაირი მომავალი გვქონოდა, რომ არა, ჩემი მავნე ჩვევები.
- მაგას მავნე ჩვევა არ ჰქვია. შენ სიცოცხლის შენარჩუნებისთვის იბრძოდი და მე განზე გავდექი. სასიყვარულო დრამები ზედმეტი იყო. მარჯიელა უნდა გამხდარიყავი. ქალი, რომელიც ყველასთვის მისაბაძი მაგალითი იქნებოდა.
- მერე გავთხოვდი. უკაცრავად, მაგრამ ზედმეტად გვერდზე ხომ არ მოგივიდა გადგომა?
- უკაცრავად, მაგრამ, რამდენჯერაც შენთან სიახლოვე დავაპირე, იმდენჯერ გათხოვდი.
- მერე როგორც ჩანს, სამყარო მაგრად გაბრაზდა და ქმრები ამომიხოცა. სამყაროც კი შენ მხარესაა, რა უქენი? მაგ შენი იშვიათი ღიმილით დაატყვევე?
- ჰო.
- როგორ შეიფერა, ადექი , დავიძინოთ, თორემ ხვალ დილას მისასვლელები ვართ პარლამენტში და თან ის გოგო მყავს გასაწეწი.
- ღმერთო, მომასწარი ისეთ სანახაობას, მარჯიელა რომ ვინმეს გაწეწავს.
- ადექი მთვრალო ბიჭო, ადექი, აგიხდინო სიჭაბუკის ოცნება და მოგიწვე გვერდით.
- როგორ დამცინის.
- უნდა დაიძინო, თორემ მართლა მომაკვდავივით გაქვს ჩაშავებული უპეები და მეშინია, ბრიფინგისას არ გადავარდე, თუმცა, შენი ამბავი რომ ვიცი, ისეთ დროს გადავარდები, როცა არავინ გიყურებს.
- კი, ეგრე ვარ მოწყობილი.

მეთერთმეტე თავი
კრისტოფერს გათენება დიდი ხნის განმავლობაში, ასე ძალიან, არ გახარებოდა. დილის 6 საათი იყო, თუმცა ღია ფანრჯიდან შემოჭრილი მზის სხივები კაცის მკლავზე მისვენებული მარჯიელას თმას ეთამაშებოდა. ცხვირი ნაზად შეახო ქალის ლოყას და აკოცა. ვერდის ფურცელთან შეხებას ჰგავდა მისი კანი. უშფოთველად ეძინა. მთელი ღამე, პრემიერსაც უშფოთველ ძილში გაეტარებინა და უხაროდა, თან უკვირდა, როგორ შეეძლო, ქალთან გატარებულ რამდენიმე საათს მისთვის მთელი კვირის სტრესის მოხსნა.
-მივდივართ? - იკითხა მარჯიელამ და ისე გაიზმორა, კრისტოფერს კიდევ ერთი მიზეზი მიეცა მის შესაყვარად.
-ცოტახანში... - საღამური გახადა მარჯიელას, კოცნით აუყვა ზურგს და მკლავებზე ჩუმი ამბორით დაატყო თავისი ბაგეები. თმა გადაუწია, მის სურნელს წაეტანა კაცი.
- გადადექი, გთხოვ! - გულაღმა გადმოტრიალდა მარჯიელა. მონატრებული სითბო, მკერდზე შეიგრძნო. გახშირებული სუნთქვისგან სხეული კრისტოფერის ტუჩებისკენ, მაღლა ეზნიქებოდა და სხეულზე ყველა ნეკნი ერთმანეთის მიყოლებით დამჩნეოდა.
ღვინისფერ ბაგეებს მოუთმენლად ილოკავდა ქალი, მზისგან აგიზგიზებულ თმას, სიამოვნებისგან ანთებული თვალები სჯაბნიდნენ.
- გადავდგე და სექსზე დამოკიდებული ავადმყოფი წყვილი გავხდეთ?
- ჰო.
- კარგი წარმოსადგენია. მე და შენ.
- მე და შენ - ქალის სხეული საყვარელი კაცის მკვირვმა ასომ ბედნიერების საოცარი ტალღებით აავსო და ბაგეებიდან, ნეტარების ხმამაღალი ჰანგები აღმოხდა. - კიდევ მითხარი რამე - კრისტოფერის მკლავებს ჩააფრინდა მარჯიელა.
ფეხებს შორის, მოქნილად ამოძრავებული მამაკაცის გარეშე, ერთი კვირა კი არა, ერთი დღე როგორ გაეძლო, მაგასაც ვერ ხვდებოდა.
- ყოველთვის შეგეხები. უერთმანეთოდ გატარებული ერთი წუთიც აღარ იარსებებს.
- ჯანდაბა! გადადექი! - დაიკივლა ქალმა.
- კიდე მითხარი.
- გადადექი! - სიტყვასთანე რთად, კვნესაც აღმოხდა მარჯიელას. ღონემიხდილმა, მამაკაცის თავის შიშველ მკერდზე მიიხუტა და ბედნიერებისგან, გაეღიმა.
კარზე ვიღაცამ მიუკაკუნა.
- უკაცრავად, მიტინგია? - მოესმათ ჯოსეფის ხმა.
- გაეთრიე! - ისეთ ხმაზე დაიწივლა მარჯიელამ, კრისტოფერი ლამის საწოლიდან გადავარდა. - არ შეიმჩნიო, ეს ჩემი შინაურული სახეა.
- აი თურმე რატომ უნდათ შენი გათხოვება.
- ჯერ ჩემი და ჯოსეფის ჭიდაობა არ გინახავს.
- რას ამბობ? - მაგრად გაეცინა კრისტოფერს.
- ჰო, თუ ვატყობ რომ მერევა, ვკბენ ხოლმე და ეგრევე კნუტივით იკეცება.
- რა საშიში ქალი ხარ... ერთი-ორჯერ მეც მიკბინე, მაგრამ მეგონა, სიამოვნებისგან მკბენდი და არა აგრესიისგან.
- ჩემი აგრესიული კბენა რომ იცოდე როგორია, ახლა საავადმყოფოში იწვებოდი.
- პატარა წითური მხეცი ხარ - ლავიწზე აკოცა კაცმა - მიყვარხარ.
- მეც მიყვარხარ კრისტოფერ!

* * *

ქალაქისკენ მიმავალ ტრასაზე, როგორც იქნა, კრისტოფერი ბედნიერებას გრძნობდა. პირველი იმიტომ, რომ მარჯიელასთან ერთად იყო. მეორე - მხოლოდ მარჯიელა ახლდა და საჭესთან ჯდომის ბედნიერებაც ჰქონდა. ალბათ, თითზე ჩამოსასვლელ დღეებში უწევდა მარტო მგზავრობა, არადა, ვინ რას გაიგებდა, როგორ უყვარდა კაცს მარტო ყოფნა. ახლა უკვე, მარჯიელასთან ერთად, მარტო ყოფნა.
- ფელიქსს უნდა მივხედოთ კრისტოფერ. წარმოდგენა მაინც თუ გაქვს, როგორ?
- ალბათ, შამპანურით აღნიშნავს ჩემს გადადგომას. - ძალიან ბოროტად გაეცინა კრისტოფერს.
მარჯიელას სიამოვნებდა, როცა პრემიერს ისეთი გამომეტყველებდა ჰქონდა, თითქოს წუთი-წუთზე აპირებდა ვიღაცის ცხოვრების განადგურებას.
- რას აპირებ? ისევ ჰარამხანებით სპეკულირება ცოტა მოძველებული მქონია.
- პირველ რიგში, დაიმახსოვრე, რომ საშანტაჟო მასალა გამომჟღავნებული თუ არაა, შეგიძლია, მილიონჯერ ისპეკულირო. რა ვიცი, ეს იმ შემთხვევისთვის, თუ ჩემს შემდეგ, ქალბატონი პრემიერი გახდები. ამ შემთხვევაში, ჩემი კოზირი შენ ხარ, შენს ჩიტუნიებთან ერთად.
- ვინ ჩიტუნიებთან ერთად?
- პატარა გოგო-ბიჭებთან. ყველგან შენი ხალხი მყავდა შესეული. ჩემს ბიძაშვილსაც ჯაშუშები ამზადებდნენ ინგლისურში. ხომ იცი? ბავშვისგან ყველაზე ადვილია რაღაცის გაგება. მარკო სერიოზულ ინფორმაციას არასოდეს ფლობდა ჩემზე, მაგრამ იმით „მარიაჟობა“, რომ პრემიერი ბიძაშვილი ჰყავს, ძალიან მოსწონდა. ერთი პატარა დეტალის წამოცდენით, ხალხი უდიდეს საიდუმლოებებამდე გადის.
- გაინტერესებს, ფელიქსთანაც თუ მყავდა ხალხსი შეგზავნილი? - ცალი წარბი მაღლა აზიდა მარჯიელამ სერიოზულად.
- ჰო.
- მყავს. დიდი ხანია, რაც მათ ინფორმაციას მოვწყდი, თუმცა შევძლებ, რამე გიშველო.
- მე შველა არ მჭირდება. პირველ რიგში, ყველა მათგანი თავიდან უნდა მოიშორო.
- რას გულისხმობ?
- ეგ შენი მარკოს მასწავლებელი მე მეფლირტავება, გაზონებს ვინც მიკრეჭს, იმან უკვე კარგა ხნის წინ დაგაბეზღა ჩემს დაცვასთან და უფრო მაღალი ხელფასი ითხოვა ორმაგი ჯაშუშობისთვის. ჟურნალისტები ზედმეტად სუსტები არიან მარჯიელა. ისინი ძალიან ახალგაზრდები არიან, ყოჩაღები და ჭკვიანები, თუმცა გამოცდილება 0 აქვთ. ერთ წინადადებაში გაჰყიდიან საკუთარ თავს. მე, კაცს, რომელსაც მთელი ცხოვრება პოლიტიკისთვის აქვს შეწირული, მსგავსი სისულელეებით ვერავინ გამაცურებს. ახლა კი, როცა ჩემი გქვია, არ მსურს, შენი გაცურებაც სცადოს ვინმემ.
მერე მანქანა გააჩერა.
მარჯიელას მზერა თვალებში გაუყარა.
- ბრაზობ? - ფრთხილად ჰკითხა ქალმა.
- ეგ ყველაფერი წარსულია. წარსულში, მე უფრო დიდი შეცდომები მიმიძღვის შენ წინაშე. უბრალოდ, ერთ კითხვაზე მიპასუხე საყვარელო: ერთი გუნდი ვართ?
- ერთი გუნდი ვართ.
პრემიერმა, ქალის ხელი თავის ხელებში მოიქცია და ნაზად ეამბორა.
- მაშინ, ერთად მო*უტყნათ კეთილები ყველას.
- მო*უტყნათ! - გადაიხარხარა მარჯიელამ - პოლიტიკურ ისტორიაში, ყველაზე რომანტიკული დიალოგი გაქვს.
- დიახაც! - მანქანა ისევ დაძრა.
- რომ გეფლირტავებოდა ის გოგო, აი მაგასთან დაკავშირებით, ბევრი შეკითხვა მაქვს.
- გავუშვი.
- გმადლობ. შეკითხვები, ამოწურულია.
- მიხარია.
- თუმცა, კიდევ ის მაინტერესებს, რატომ კანკალებს შენი შიშით ოპოზიცია. ჩემთან ყოვლად უცოდველი ხარ, მაგრამ სხვები ძალიან გიფრთხიან.
- ალბათ, მათზე ზედმეტად ბევრი გაუსაჯაროებელი ცოდვა ვიცი. ამას გარდა, ტყვიას-ტყვიაში ვაჯენ, პირდაპირი მნიშვნლობით - გაეცინა კრისტოფერს.
- მეც ჩამაჯენინებ?
- აბა რას ვიზამ.
- აუ, ეგ არ კმარა კრისტოფერ - აწუწუნდა მარჯიელა.
- კიდევ, რა გაწუხებთ ჩემო დედოფალო? - ქალის მუხლზე გააცურა ცალი ხელი და იქვე დატოვა საბინადროდ.
-შენ ჩემი ყველაფერი იცი - შეაპარა ქალმა. - მე წარმოგენა არ მაქვს, რომელ სალონში დადიხარ, რომელი რესტორანი გიყვარს...
- შენ ყველაზე ნამდვილ კრისტოფერს იცნობ, აუცილებელია, სალონების მისამართი? - ვერ მიხვდა, რაში აინტერესებდა.
- კი. მინდა ვიცოდე, თმას ვინ გჭრის, ვინ გბანს და ვინ გიფათურებს თავზე ხელებს! - ტონს უცნაურად აუწია ქალმა.
კრისტფერი მიხვდა, რომ მარჯიელა ისეთ რამეებზე ეჭვიანობდა, ნორმალურ ადამიანს რომ არ დაესიზმრებოდა.
მაგრამ მაინც გაეცინა.
და უფრო მეტად შეუყვარდა.
- ნერვები გეშლება, რომ ვიღაც, შესაძლოა, თავზე შამპუნს მისმევს და მერე მბანს?
- ძალიან.
- შენი სტილისტი კაცია არა?
- ჰო.
- ანუ, შენს გრძელ თმებში, რომელსაც საათობით ვეთამაშები და ჩემთვის, მზეა, ვიღაც უტიფარი დაალივლივებს თითებს და ამას ვეგუები.
- ვისთან გქონია რომანი? - წამოაყრანტალა შემდეგი კითხვა.
- მშვენივრად იცი.
- დიახაც ვიცი!
- მერე?
- იცი რა არის? ვერასოდეს გავიგებ, იმ პროკურორთან რამ დაგაჭერინა საქმე - ახლა ისე იფეთქა, გეგონება, ღალატში სდებდა ბრალს - გასაგებია, ქერაა და ლამაზი ტანი აქვს, ტუჩებსაც არაუშავს, მაგრამ შენი სტილის ქალი ნამდვილად არ ეთქმის. საერთოდაც, რომ იცოდე, მარკსის კითხვა უყვარს და დღეს, კრიმინალური წარსულის მქონე საყვარელიც ჰყავს.
- რაში მაინტერესებს მაგისი საყვარელი?
- უბრალოდ, იფორმაცია მოგაწოდე. სერიოზული ურთიერთობა გქონდათ, ვიცი.
- მარჯიელა, სერიოზული ურთიერთობა არავისთან მქონია, ნუ სარგებლობ იმით, რომ შენი ყველა სერიოზული რომანი მკვდარია.
- ნერვები მეშლება. ვღიზიანდები, რომ წარსულში, ვიღაც ქალებს ეხვეოდი და კოცნიდი. ვღიზიანდები, რადგან მათთანაც იცინოდი, თმაზე ეფერებოდი, საყვარლად ესაუბრებოდი.
- ჩემო სიცოცხლე, ორსულად ხომ არ ხარ?
- არა.
- აბა, თვიური რომ არ გაქვს, ვიცი. ვიყავი დღეს დილას შენში შემოსული არაერთხელ და მსგავსი არაფერი იყო, თუმცა, რომც ყოფილიყო, პრობლემა არ მექნებოდა. ახლა ამაზე არ მომდო შარი. მაგრამ რაებს მალაპარაკებ მარჯიელა? ბრიფინგი მაქვს, ახალი გეგმა უნდა წარვუდგინო ხალხს, ამასობაში, ფელიქსსაც დავუნგრიო ოცნებები.
- სჯობს, ფელიქსზე არ იდარდო. შენ თუ პირადად არ გააკეთებ განცხადებას, თვითონ ფეხებს ვერ მოგჭამს - გაეცინა მარჯიელას და თავის ტელეფონს დახედა - ამ წამს მომწერა, შენთან სალაპრაკო მაქვსო. დიდი ალბათობით, პრემიერობას შემომთავაზებს.
- გინდა პრემიერობა? - მარჯიელას ღიმილით შეხედა კრისტოფერმა - სერიოზულად გეკითხები.
- აღარ მინდა.
- ამას იმიტომ ამბობ, რომ უხერხულ სიტუაციაში არ ჩამაგდო.
- რებეკას გეფიცები, არ მინდა. იმდენად ბოროტი ვერ ვიქნები, რომ შენი თავი ამ ქვეყანას წავართვა.
- სამუდამოდ პრემიერად არ ვაპირებ დარჩენას.
- ამოწურე შენი ვალი. გადავაგოროთ ვირუსი, ამოიყვანე ქვეყანა ეკონომიკური კრიზისიდან, რაშიც, მე დაგეხმარები და მერე, რამდენიც გინდა, იმდენი თოხნე იმ ქალაქგარეთის მიწა. რებეკაც მოგეხმარება. გაგანია იზოლაციაში, მიადგა ეზოს და ბოსტანი გააკეთა, მერე შემოსაზღვრა პატარა ბილიკით და ამ ბილიკზე, ფერადი ქვები დაყარა.
- გენიოსი გყავს, შენ გგავს - მარჯიელასკენ გადმოიწია და მხარზე აკოცა.
- წინ იყურე!
- კარგს ვერაფერს ვხედავ. ჟურნალისტები გველოდებიან.
- ახლა რა ვქნა? - დაიბნა ქალი.
- ჩემი დაცვა მოვა. იმ სიმაღლეები არიან, შეიძლება, არც გამოჩნდე.
- მაგისი იმედი გქონდეს - გაეცინა მარჯიელას და კრისტოფერის დაცვას, დაბლიდან ახედა. მართლა როგორი მაღალიაო, გაუკვირდა. პრემიერი, ასე 2 მეტრამდე იყო და წარმოდგენა არ ჰქონდა, ჯორჯო, რანაირად იყო მასზე 3 თავით მაღალი - ამდენ მათემატიკას ჩემი ტვინი ვერ ქაჩავს. - წაიბურტყუნა კაცის შემხედვარემ.
- ბატონო პრემიერო, ბატონო პრემიერო! - ათამდე კაცმა მიირბინა კრისტოფერთან კაკანით. ათივეს მხოლოდ პრემიერი აინტერესებდა და მარჯიელა არც შეუმჩნევიათ. მხოლოდ ლულუს არ გამოეპარა. დაწვრილებული მზერით შესქცეროდა და თავს აკანტურებდა გულმოკლული ქალივით.
- დღეს სამწუხაროდ, 6 გარდაცვლილი დაგვემატა. რა კომენტარს გააკეთებდით ამის შესახებ?
- ბრიფინგზე ყველაფერს დაწვრილებით მოისმენთ - გვერდი აუარა პრემიერმა ჟურნალისტებს და მარჯიელას ანიშნა, ჩქარა გამოიქეციო. მართლა უნდა ერბინა, თორემ, ერთხელ თუ გაუჩერდებოდა, მთელი დღე, თავს ვეღარ დაიხსნიდა კამერებისგან.
- ლულუმ დამაფიქსირა - შესჩივლა შენობაში შესულმა მარჯიელამ.
- ლულუებისთვის გცხელა?
- აი, რაზე ვეჭვიანობ იცი? შენ ხომ არასდროს არავის უყურებ, მაგრამ სხვები რომ შემოგცქერიან და შემოგციცინებენ, ეგრევე ფსიქოპათი მკვლელი იღვიძებს ჩემში.
- ახლა მაგრად გაკოცებდი ასი კაცი რომ არ გვიყურებდეს და მერე, შენ თავს დავაჭერინებდი.
- ბორკილებს შენ დამადებ?
- ხელებსაც მოგითათუნებ დაკავებისას.

• * *

- დაავადების კონტროლის ცენტრში ძალიან ეფექტურად მუშაობდა შიდა გავრცელების პრევენციაზე. რისკის შემცველი ყველა მოქალაქე კარანტინში იქნა გადაყვანილი. მათ შორის, პირველ რიგში, ისინი, ვინც საჰაერო გზით ჩამოვიყვანეთ. სპეცრეისი ყველა აუცილებელი წესით დაცვით განვახორციელეთ. სასწავლო პროცესს რაც შეეხება, მისი გაგრძელების შანსი არ არსებობს. რა თქმა უნდა, ონლაინ გაკვეთილები ჩვეულ რეჟიმში ჩატარდება, თუმცა, სწავლების ჩვეული რითმის აღდგენა, დღეის გადმოსახედიდან, სექტემბრისთვისაც ბუნდოვანია, რადგან ახალ ტალღას სწორედ შემოდგომაზე ველოდებით და არ გვსურს, ჩვენი მოსწავლეები რისკის ქვეშ დავაყენოთ და მათთან ერთად, უფროსებიც. ბენიდექციალურ სისტმაზე პასუხისმგებლობა იუსტისციის სახლმა ითავა და ყაზარმულ რეჟიმზე გადავიდნენ რისკის აცილების მიზნით. მსოფლიო კვლევებზე დაყრდნობით, ჩვენს ქვეყანაში, ნამდვილად არაა საგანგაშო მდგომარეობა და ყველაფერს კარგად ვუმკლავდებით, რის გამოც, ჩვენს მოსახლეობას უნდა გადავუხადო მადლობა მაღალი მოქალაქეობრივი პასუხიმსგბლობის გამოვლენისთვის.
ეკონომიკის სფეროს რაც შეეხება, წინა დღეებში მივიღეთ მკვეთრი და საკმაოდ ეფექტური გეგმა კრიზისის თავიდან ასაცილებლად. უშიშროებამ შექმნა ოპერატიული მართვის შტაბი და კიდევ მრავალი ქვეშტაბები, რომლებსაც გუბერნატორები გაუძღვებიან. სისტემური ინდუსტრიალური კომპანიები, საწარმოები, არ შეაჩერებენ მუშაობას. პრაგმატულად და ფრთხილად უნდა გავთვალოთ ყოველი ნაბიჯი, რათა მათში ინფეცქია არც შევიდეს და არც გამოვიდეს. მომარაგებას და ლოჯისტიკას რაც შეეხება, მოკავშირე ქვეყნებმა ჩვენთვის გასაგები მიზეზების გამო, პროდუქტების მოწოდება შეიძლება გაგვიუქმონ,თუმცა სტრატეგიული მარაგი მუდმივად გვაქვს. ფასების სპეკულაცია და კურსთაშორისი დაზღვევა თავის დროზე შევძელით ეფექტური მრჩევლების დახმარებით ეკონომიკის დარგში - წარმოთქვა და უნებურად, მარჯიელას შეხედა, ოდნავ გაეღიმა კიდეც. თვითონ ვერ მიხვდა კრისტოფერი, რომ ქალის დანახვისას, მიმიკები არაადეკვატურად გაურბოდნენ ბედნიერებისკენ, რაც შეუფერებელი საქციელი იყო, რადგან სრულ პანიკაში მყოფი მოქალაქეებისთვის, ბედნიერი პრემიერ მინისტრის ნახვა ცოტა არ იყოს, უხერხული და მიუღებელი იქნებოდა. ზოგადად, ეგეთია ხალხის ბუნება. ფიქრობენ, რომ ყველაზე მეტად, მმართველებს არ ეპატიება სიხარული რთულ ვითარებაში. - როგორც იცით, შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქება დაიწყო, რადგან გადაცემის კლასტერული ფორმის შემსუბუქებასთან ერთად, ვალდებული ვართ, ქვეყანამ ნელ-ნელა ვირუსთან ერთად ცხოვრება ისწავლოს. ამასთან დაკავშირებითაც კონტროლის შესაბამისი ფორმაა საჭირო, რომ ადაპტაცია გაიაროს.
სესხებს რაც შეეხება, ჩვენ გვესმის, რომ ხალხის ნაწილმა სამსახური დაკარგა ან უხელფასოდ დარჩა. შესაბამისად, სამი თვის განმავლობაში, გადასახადისგან განთავისუფლებენ ბანკები. იპოთეკურ სეხებთან დაკავშირებით, ცოტახანში, ძალიან დაწვრილებით მოგაწვდით ინფორმაციას, რადგან დეველოპმენტ და სამშენებლო კომპანიებს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი აქვს.
საზღვრების გახსნა ჯერ ნამდვილად ვერ მოხერხდება. ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად ითვლება, თუმცა სხვა რისკის შემცველი ქვეყნების გამო, თავს ვიკავებთ. ამასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტროს სრული მზაობაა საჭირო. გმადლობ ყურადღებისთვის - ახლა ჩვეულებისამებრ დაელოდა პრემიერი ჟურნალისტების შეკითხვებს.
აბეზარ კითხვებს ადგილი არ ჰქონია, ყველა მათგანი საქმისკენ იყო მიმართული და საინტერესო მოსასმენიც აღმოჩნდა.
საბოლოოდ, ლულუმ წამოყო ისევ თავი.

- არ გიპასუხიათ წინათ ჩემი კითხვისთვის, თქვენი გული თავისუფალია?

- უკაცრავად, თქვენი აზრით, ასეთი პირადული კითხვებისთვის დრო ან ინტერესი მაქვს? ხალხი პანდემიას ებრძვის და ამის ფონზე, ზოგჯერ მაინც ახერხებთ, თავი რეალითი შოუს გმირად ან რომელიმე არაპოლიტიკური გადაცემის მიწვეულ სტუმრად მომაჩვენოთ - ლულუ გაჩერდა. კრისტოფერმაც დაასრულა ჟურნალისტის გაკიცხვა და ტრიბუნას ჩამოეხსნა, მაგრამ შემდეგ, სულ რამდენიმე წამით, ისევ დაბრუნდა - ვიცი, თქვენს ინტერესს მაინც ვერ გავანელებ, რაც არ უნდა მკაცრად დაგიდგეთ, ამიტომ, ჩემი გული დაკავებულია, თან ძლაიან დაკავებული. გმადლობ ყურადღებისთვის, ნახვამდის! - ერთმანეთს სწრაფად მიაყარა სიტყვები.

- გადარეული - წარმოთქვა მარჯიელამ ჩუმად.
ჟურნალისტებმა ერთდროულად მიიხედეს მარჯიელას მიმართულებით და ისეთი სახე მიიღეს, თითქოს ყველაფერს მიუხვდნენ.
ქალმა ეშმაკური ღიმილით ასწია მაღლა ცალი წარბი. ზუსტად ისე, როგორც კრისტოფერი სწევდა ხოლმე, როცა ბრაზდებოდა.


• * *


- ძალიან შემეტყო, რომ შენ ხარ ის ერთადერთი?
- არა, რას ამბობ - გაეცინა მარჯიელას - რომ არ გაგეღიმა, თვალი არ ჩაგეკრა ჩემთვის ტრიბუნიდან, უფრო კარგი იქნებოდა.
- თვალი ჩაგიკარი?
- ჰო... მოიცა, თვალს გაუცნობიერებლად უკრავ ხალხს? კიდე რამდენია, ვისაც ჰქონია, რომ განგებ ჩაუკარი?
- არ ვიცი. რაღაც მომენტში, გავიაზრე, რომ გაგიღიმე. სხვა ვერაფერი. უფრო სწორად, ჩემთვის გამეღიმა. ეგოისტურად გამომდის, მაგრამ ბედნიერებისგან მეღიმება როცა გხედავ და იმაზე ფიქრს ვიწყებ, როგორ გამიმართლა ცხოვრებაში.
- სიხარულის ცრემლებიც თუ არ წამოგივა შუა ბრიფინგისას, კარგი იქნება.
- ვითომ, კორონათი გარდაცვილებს მივტირი.
- ვითომ?
- მივტირი, რა თქმა უნდა, ოღონდ, უცრემლოდ. - ცერა თითით ქალის ტუჩებს შეეხო, სახე გვერდზე გადააწევინა და ყბის ძვალთან რამდენჯერმე ნაზად აკოცა. - შენთან, ვეღარაფერზე ვფიქრობ.
- ცუდი აზრია ჩვენი ერთად მუშაობა.
- მთელი დღე რომ სამსახურში გავატარო და მხოლოდ საღამოს გნახო, ეგ უფრო ცუდი აზრი იქნება. მეტიც, ამ დღეებში, ნილისში გვაქ შეხვედრა მეზღვაურებთან და შეგვიძლია, გემით გავიდეთ ასე ოთხი საათი ზღვაში.
- პრემიერთან ერთად გატარებული 4 საათი ნამდვილად მთელი კვირის ტოლ-ფასია. მეზღვაურის ფორმას ჩაიცმევ? მემგონი, ძალიან მოგიხდებოდა.
- როგორმე, ვიშოვნი.
- არის! - ტაში შმეოჰკრა მარჯიელამ. - ერთ საათში, პრეზიდენტთან ვარ დაბარებული რომ იცოდე.
- კარგი სიურპრიზი მაქვს მაგ კაცისთვის და თან არ იცის, რომ ჩემი ხარ!
- სჯობს, არავინ გაიგოს ბატონო პრემიერო. - ქალმა, უკანალზე გამეტებით უჩქმიტა.
- ასე თუ გააგრძელე, ყველა გაიგებს - ჩქმეტითვე აუვსო კაცმა უკანა ტანი.
- მომშორდი! - გაეცინა მარჯიელას და რამდენიმე ნაბიჯით, სწრაფად გაიწია.
კრისტოფერი დაედევნა.
მრგვალი მაგიდის გარშემო, პატარა ბავშვებივით დარბოდნენ ორი ზრდასრული ადამიანი.
- დაგიჭერ მარჯიელა იცოდე.
- გული ამოგივარდება, ასაკში ხარ საყვარელო.
- ტოლები ვართ სხვათაშორის.
- მე მაინც უფრო ახალგაზრდა გული მაქ, ჯერ არ ვქოშინებ შენსავით.
- დაგიჭირე - შესძახა კაცმა და მაგრად შემოხვია ხელები წელზე მარჯიელას. ჰაერში აიტაცა აკისკისებული ქალი. მის სიცილზე უკეთესი ერთი სიმღერაც არასოდეს მოესმინა.
- რატომ გაჩუმდი? - ჰკითხა მარჯიელამ პრემიერს, რომელიც ზურგზე მაგრად ეკვროდა და ხელს არ უშვებდა.
- მაინტერესებს, ბუნებაში მართლა არსებობს მსგავსი სიყვარული თუ მე შევქმენი იმ წამიდან, როცა დაგინახე?
- ჩვენი შექმნილია.


* * *

მარჯიელა პრეზიდენტის რეზიდენციაში იჯდა. ლამაზი ბაღი ჰქონდა პრეზიდენტს. ეგეთ რამეებს დიდ ყურადღებას აქცევდა. უცნაური ისაა, რომ მის 15 წლის დას უკეთ შეეძლო მაღის გაშენება.
- კარგი სიახლე მაქვს შენთვის მარჯიელა - მხიარულად მოწრუპა ფელიქსმა შამპანური და აციმციმებული მზერა მიაპყრო ქალის დეკოლტეს. უკვე აღარ იცოდა, მისი პრიალა მუხლებისკენ გაეპარებინა თვალი თუ მკერდისთვის, ოდნავ ამოწეული ქათქათა ბალიშები რომ მადისაღმძვრელად კაშკაშებდნენ.
- გისმენ ფელისქს - ქალს არ გამოჰპარვია მისი თვალების მისამართი და ისეთ ხასიათზე დადგა, ერთი სული ჰქონდა, როდის შეაშრობდა სახეზე ანც ღიმილს.
- კრისტოფერს გადადგომა უნდა.
- ჟურნალისტებთან სულ სხვა ხასიათზე იყო დღევანდელი ბრიფინგისას.
- ბრიფინგებს უყურებ?
- მისი მრჩეველი ვარ ეკონომიკის დარგში.
- როგორი ეშმაკი კაცია - გადაიხარხარა ფელიქსმა - ოღონდაც გზიდან ჩამოგიშოროს და საკუთარ აპარატში გაძლევს სამსახურს.
სხვა რამესაც მაძლევსო, ლამის წამოსცდა გაღიზიანებულ ქალს, მაგრამ მაინც კრინტი არ დაუძრავს.
- ბატონო პრეზიდენტო, პრემიერი მოვიდა თქვენს სანახავად - მიუგო ახალგაზრდა მდივანმა ფელიქსს.
- რას გადამეკიდა ეგ კაცი. შემოუშვი - უცბათ ისე ანერვიულდა, სულ რამდენიმე წამში, ჯიბიდან ხელსახოცი ამოიღო შუბლზე მომდგარი ოფლის მოსაწმენდად.
კრისტოფერის ეშინოდა.
შიშის დღესავით ეშინოდა.
- გამარჯობა გვრიტებო - მოესმათ პრემიერის ხმა, რომელსაც შავი სათვალე ეკეთა და შავ პიჯაკთან ერთად, ისეთ მიმზიდველ იერს აძლევდა, მარჯიელამ ეგრევე გასაოცარი ლტოლვა იგრძნო თავისი კაცის მიმართ. გაბრაზდა, რომ არ შეეძლო, ასეთ მომენტებში, კისერზე ჩამოჰკიდებოდა და რიგიანად აკოცნა.
- გამარჯობა კრისტოფერ - საცოდავად აღმოხდა ფელიქსს.
- არ ვიცი, აქ რაებს ხლართავთ, მაგრამ გადადგომას აღარ ვაპირებ.
- შენი განცხადება ხელში მიჭრავს!
- კარგი რაა. ეგ არაფერს ნიშნავს თუ თავზე იარაღს არ მომადებენ და საჯაროდ არ მათქმევინებენ, რომ წასვლა მინდა. მაგ შემთხვევაშიც, არამგონია, რამე გამოგივიდეს. სატელეფონო ზარითაც შემეძლო ამის თქმა, მაგრამ თქვენი სახეების ნახვა მაგრად გამისწორდებოდა პირადად, ეგ სიამოვნება, ვერ გამოვტოვე.


მეთორმეტე თავი
ზღვის ხმა და სურნელი კაიუტაში აღწევდა და ბედნიერებისგან თვალებაბწრყინებულ ქალს ისეთ შთაბეჭდილებას უქმნიდა, თითქოს ყველაზე ტკბილ სიზმარში იყო. ეშინოდა გამოღვიძების მარჯიელას. რაც თავი ახსოვდა, მუდამ იბრძოდა, სულ რაღაცასთან ან ვიღაცასთან იყო ჭიდილში. იცოდა, დადგებოდა დღე, როცა ფარხმლის დაყრა და საკუთარი ბედნიერებით ტკბობა მოუნდებოდა, თუმცა ვერც კი გაეზარდებინა, რომ ასე ახლოს იყო ბედნიერება. ეშინოდა. ნგრევის ეშინოდა და იმ დაუმთავრებელი საქმეების, რომლის მიტოვების სურვილიც ახრჩობდა.
ახლა თითქოს მხოლოდ ერთი მიზანი ჰქონდა.
აქამდე, ირონიით უყურებდა ისეთ ქალებს, ცხოვრებაში შემოჭრილი სიყვარულის გამო რომ ყველაფრის დათმობა შეეძლოთ. დღეს ზუსტად ასეთი ქალი გამხდარიყო. მთელი თავისი არსება მოეცვა სიყვარულს და სურვილს, რომ კრისტოფერთან გატარებული წუთები არასოდეს შეწყვეტილიყო, სამუდამოდ გაგრძელებულიყო.
„კუბოს ფიცრამდე“ - გამონათქვამიც ებანალურებოდა უწინ. ახლა მხოლოდ საკუთარი თავი მიაჩნდა ბანალურად, რადგან სურვილი ჰქონდა, სიკვდილის შემდეგაც გაეგრძელებინა ცხოვრება საყვარელ კაცთან ერთად.
- რანაირი რამეა, თავი და ბოლო ვერ გავუგე - ესმოდა კრისტოფერის წუწუნი.
ეცინებოდა.
თვითონ კარგა ხნის წინ გაეგო თავი და ბოლო იმ საცვლებისთვის, რომელიც დღევანდელი დღისთვის აერჩია. სულ 4 საათი ჰქონდათ, თუმცა მარჯიელას ათი საცვალი წამოეღო, რომლებიც ძირითადად, მხოლოდ ფერადი ძაფებისგან შედგებოდნენ.
- მალე მორჩები?
- მოვრჩი - მეზღვაურის ფორმაში გამოწყობილი კაცი მარჯიელასთან მივიდა და თვალები ქალის სხეულზე გაუშეშდა. ქალღმერთი იყო მარჯიელა. იქამდე შეეძლო კრისტოფერს გონებაში ეს სიტყვები ემეორა, სანამ მასთან ერთად, მთელი სამყარო არ აღიარებდა ქალის ღმერთობას.
თავად დარწმუნებული იყო ამაში.
მარჯიელა ჩვეულებრივი ადამიანი ვერ იქნებოდა, ვერც ჩვეულებრივი ქალი. ის კრისტოფერის ღმერთი იყო. კაცობრიობის დასაჩოქებლად განკუთვნილი, რომელიც მხოლოდ კრისტოფერს აჩუქებდა თავის ნამდვილ ღიმილსა და თმას, რომლის სურნელიც არასოდეს სტოვებდა კაცის ფილტვებს.
- როგორ გიხდება კრისტოფერ - საწოლზე მიგორებულ ქალს თვალები მაცდურად აუციმციმდა და მოუთმენლობისგან, ტუჩების კბენას მოჰყვა.
- ჩემი უმშვენიერესი სიყვარული ხარ - გაეღიმა კაცს. ჯერ ტერფები დაუკოცნა საყვარელს. ფეხებიდან, ფითქინა ბარძაყებზე გადაინაცვლა ამბორით. ტკბებოდა ნაზი კანის სურნელით, შეხებით.
ჭკუიდან შლიდა ქალის თითოეული რეაქცია. უნდოდა, მეტი მიეღო. სურდა მისთვის სიამოვნების ზენიტი მიენიჭებინა. არ დააყოვნა, თეძოებზე მსხვილი ტორები სწრაფად მოხვია, ქალის მენჯის ძველბს მსუბუქად მოეჭიდა და წინასწარ დასველებული ტუჩებით მარჯიელას ვაგინის კოცნას შეუდგა.
მარჯიელა ბალიშს დაეჯაჯგურა და ისეთი ხმა აღმოხდა, ვერც იცნო, თავისი თუ იყო.
კაცი სველ ტუჩებსა და ენას ისეთ სიღრმეებში დააცურდებდა, სიამოვნებისგან გონებაწართმეულ მარჯიელას მთელი სხეული უთრთოდა.
პირზე ხელს იფარებდა, საკუთარს ვეღარც სხეულს იმორჩილებდა და ვეღარც ხმას.
კრისტოფერმა ხელი მოაშორებინა პირიდან.
- ჩემს საყვარელ ჰანგებს ასე ურცხვად ნუ მართმევ!
- კარგი კაპიტანო!
ყოველ წამს, როცა კაცის ტუჩები ქალის ფაიფურისფერ კანს ეხებოდა, მარჯიელას გახშირებული სუნთქვისგან, თავბრუ ევეოდა და როგორც არ უნდა მოსდომებოდა ასეთ დროს, საყვარელი კაცის დანახვა, ბალიშსჩაბღაუჭებული, მხოლოდ თვალების დახუჭვასა და კვნესას ახერხებდა.
ცალი ხელით, კრისტოფერის თმას მოეჭიდა, მეორე ხელი კი ფრთხილად შეახო მხარზე. მარჯიელას კვნესა ყურებში საყვარელი სიმღერასავით ჩაესმოდა, თმაზე მოჭიდებული სუსტი ხელები უზომოდ აღაგზნებდა. ასე აგრძელებდა წრიული მოძრაობით და მარჯიელას ხმის რიტმული კრუსუნისგან თვითონაც უზადო სიამოვნებას იღებდა.
- კრისტოფერ! - დაიკივლა მარჯიელამ და მაქსიმალურად მიაკრო თავისი ქვედატანი კაცის ბაგეებს - ჯანდაბა, ჯანდაბა... - საკუთარი თავის ხელში აყვანა აღარ შეეძლო სიამოვნებისგან. - მოდი ჩემთან, ჩემთან მოდი - მთელი ძალით ჩაეხუტა კრისტოფერს. მხრებქვეშ ამოსდო ხელები და ისე მიიკრა, თითქოს ვინმე წაართმევდა.
- მინდა, ყოველ წამს გითხრა, რომ მიყვარხარ, მაგრამ მეშინია, ჩემს სიტყვებს ფასი არ დაეკარგოს.
- არ დაეკარგება კრისტოფერ, შენ ოღონდ მითხარი - გაეცინა მარჯიელას.
- რომელი საათია, დრო არ გამოგვეპაროს ელლა.
- გგონია, რომელი საათიც არ უნდა იყოს, ასე დაგტოვებ? ცუდად მიცნობთ ბატონო კაპიტანო მინისტრო, ისე უნდა აგაკვნესო, როგორც შენ გამიკეთე.
- ოჰოო, ეგ მუქარას ჰგავს.
ქალმა პოზა იცვალა, კაცი გადააკოტრიალა და ზემოდან მოექცა. გაცხოველებული კოცნიდნენ. ვერ ძღებოდნენ იმ სიამოვნებით, რასაც ერთმანეთისგან იღებდნენ. მთელი ძალით ეკვროდა მათი სხეულები ერთმანეთს.
- ტასაცმლის გახდა არც სცადო! ჭკუიდან გადავყევარ მაგ ფორმას.
მარჯიელა ხელის ნაზი სრიალით ჩაუყვა კრისტოფერის მუცელს, გასცდა, ქამარი შეუხსნა და მისი ასო მჭიდროდ მოიქცია ხელში. თითები მთელი ძალით მოხვია. თვალებში ცეცხლანთებულმა შეხედა, ცალი ხელით ბუნებრივად აჩეჩილი თმა მარცხნივ გადაიყარა, ტუჩები ენით მსუბუქად დაისველა და ასოს თავს ფრთხილად შეეხო.
კრისტოფერი პატარა ბავშვივით ათრთოლდა. საყვარელი ქალის ალერსი რეალობას ავიწყებდა და არარსებულ, ფერად სამყაროში ამოგზაურებდა. მარჯიელა განაბული აგრძელებდა თავის საქმიანობას. მეტიც, ამისგან თავადაც იღებდა უზომო სიამოვნებას. კრისტოფერის ასოს თავი მის ხახას ეხებოდა. არ ჩერდებოდა, უფრო და უფრო ქაჩავდა. ხელით დარჩენილ ნაწილს უზელდა. რიტმი რომ ააჩქარა, კრისტოფერმა ზეწარს ხელი უშვა და ორივე მტევნით წითურ თმებში ჩააფრინდა. ხვნეშის ხმა ექოდ ისმოდა, სიამოვნებისგან გამოწურული ოფლი მთელს სხეულზე ასხამდა. მარჯიელას თვალები აგიჟებდა. თვალები რომლებიც პირდაპირ უცქერდა. ხედს კი საბოლოო შტრიხს მისი ღირსება აძლევდა, რომელიც პირში მოექცია და ვარდისფერი ტუჩებით მთელი ენერგიით ეფერებოდა.

* * *

მარჯიელა კაცის შიშველ სხეულზე იწვა და რაღაცა პერიოდი, ორივე დადუმებული უსმენდა ერთმანეთის სუნთქვას.
- არ ვილაპარკოთ? - ჰკითხა კრისტოფერმა.
- ზედმეტად დაკმაყოფილებული ვარ ლაპარაკისთვის. - კაცის მკერდს რამდენიმეჯერ აკოცა - კრევეტები არ ვჭამოთ, რახან აქ ვართ?
- ვჭამოთ. ნაპირზე გავიდეთ, სადმე კარგ რესტორანში დავსხდეთ და ვჭამოთ. აფერისტო ვეგეტარიანელო!
- რამეს ხომ არ შევასკდებით კაპიტანო, გემი რომ უყურადღებოდ დატოვეთ?
- არა, ღუზა მაქ ჩაშვებული, თან ნაპირისგან ძალიან შორს არ ვართ და ცოტა მეეჭვება, რამე სახიფატო იყოს. ხშირად გავდივარ ხოლმე გემით.
- ვისთან ერთად?
- მარტო.
- ორგიებს არ აწყობდი ხოლმე სხვებივით? გულახდილად მითხარი, არ გეჩხუბები.
- არა მარჯიელა, არ ვაწყობდი.
- ზოგჯერ, როგორ ახერხებ, რომ წინასწარ ტექსტი არ გაქვს მომზადებული და მაინც საოცრად საუბრობ?
- წარმოიდგინე, იმაზე უნდა ისაუბრო, რაზეც ბოლო დღეების განმავლობაში მსჯელობდი. ბრიფინგებზე არ მჭირდება წინასწარ მომზადებული ტექსტები, რადგან ყველა ბრძანება, კანონი და შესზღუდვა ჩემი მოფიქრებულია. ან შედღუდვის მოხსნა მე მაქ გადაწყვეტილი რიგი მიზეზების გამო. ამიტომ, იმას ვამბობ, რაც ისედაც ვიცი. ტექსტის დაწყობა აღარაა საჭირო. ორი წლის განმავლობაში, ყოველ დღე თუ ჟურნალისტებთან გექნება შეხება, ნებისმიერი ადამიანი გამოიწვრთნება.
- დღესაც კარგი ბიჭი იყავი, ყველა შენ გიყურებდა.
- მე? - მაგრად გაეცინა კრისტოფერს - გვერდზე მეჯექი და არც ერთ მეზღვაურს არ მოუშორებია შენთვის თვალი. იცი რა შეგრძნებაა, როცა კმაყოფილი ხარ, რომ ყველას ვინც მოსწონს, ის მარტო შენია თან არავინ იცის, მარტო შენი როა... როგორ გავაგებინო?
- ჯერ არ გააგებინო საყვარელო.
- კიდე მოგაშტერდებიან და წარმოიდგენენ, თითქოს მათი ხარ.
- ჩვენი ერთად ყოფნა რომც გამჟღავნდეს, წარმოდგენას ვერ დავუშლით ხალხს - გაეცინა მარჯიელას და ლოყაზე მაგრად აკოცა კრისტოფერს - ოდესმე, ვინმესთვის ცოლობა გითხოვია?
- არა. რატომ მკითხე?
- ჩემთვის უთხოვიათ - პატარა ბავშვივით, ენა გამოუყო.
- ვიცი, ორჯერ.
- ნწ, ექვსჯერ.
- რაა? - დაფეთებულივით წამოყო თავი კაცმა - ვინ?
- აი, დეპუტატი როა, აუ, გვარი დამავიწყდა. პაოლი.
- პაოლ დეროკა? - აფეთქებულ ნაღმს დაემსგავსა კრისტოფერი. საწოლიდან წამოხტა და ჩაცმა დაიწყო.
- რას აკეთებ? - გაოგნდა მარჯიელა.
- ტიპს ყოველ დღე ვხედავ, ვესალმები, ხელს ვართმევ და თურმე, შენი ცოლად მოყვანა უნდოდა. მოვკლავ!
- ამას სერიოზულად ამბობ? - მარჯიელამ გზა გადაუღობა, თან ცდილობდა, იქვე არ ჩაკეცილიყო სიცილისგან - კრისტოფერ, ასობით კაცი გყავს მაშინ მოსაკლავი.
- ასივეს მოვკლავ. პრემიერობა ბინძური საქმეების მისაჩქმალად თუ არ გამოიყენე, რა აზრი აქვს?
- მოიცადე, არ გაგიშვებ. იმას ვერ ვხვდები, რანაიად გარბიხარ მის მოსაკლავად. გადახტები წყალში, გამეგზავრები ჩვენს ქალაქში და მოკლავ?
- კი.
- მოიცადე, გეხვეწები - ხელები მოხვია და წელზე შემოახტა - არ გაგიშვებ.
- მეჩვენება თუ დამცინი?
- არა. იმაზე მეცინება, რომ ყველაზე გაწონასწორებული მეგონე.
- დანარჩენების სახელები მითხარი. კიდე ვინ გთხოვა ცოლობა. ჩემი საუკეთესო მეგობარიც ხომ არ გეტრფოდა შემთხვევით?
- ვინაა შენი საუკეთესო მეგობარი?
- ჯოსეფის კლასელი იყო, ნოე.
- ღმერთო, ნოე? - უნდა ეთქვა, ჯოსეფთანაც მეგობრობდა და ჩვენს სახლში როცა მოდიოდა, ყოველთვის სიყვარულს მიხსნიდაო, მაგრამ არ ღირდა მაგაზე საუბარი. უარესად გადაირეოდა - ბუნდოვნად მახსოვს.
- დანარჩენების სახელები მითხარი მარჯიელა!
ქალს გაეცინა.
ისევ ლოგინზე გადაკოტრიალდა.
- ძალით მათქმევინებ?
- დიახაც - საწოლზე გადახტა კრისტოფერი და ქალს ლამის ღუტუნით ამოხადა სული - ვიცი, რომ გვერდები შენი სუსტი წერტილია.
- გეხვეწები, არა - კიოდა მარჯიელა.
- თქვი!
- ფინ ნიკოლსმა მთხოვა ცოლობა.
- რა იყო მარჯიელა, დაბალი რანგის საზოგადოება ვერ გიყვარებს და მხოლოდ თანამდებობის პირები ბედავენ შენი ქმრობის ოცნებას?
- კი.
- შემდეგი?
- სახელი და გვარი აღარ მახსოვს, გეფიცები. სახეზეც აღარ მახსოვს.
- კარგი, ჯანდაბას - ამოიოხრა კაცმა - ძაან დიდი შარი ხარ.
- ვიცი - კისერში აკოცა გამხიარულებულმა ქალმა - და ჩვენი დროც იწურება.

* * *

- შენ სახლის მისამართი ხომ არ დაგავიწყდა შემთხვევით? - უკმაყოფილო და დაბღვერილი არტურო შერჩა მარჯიელას ხელში, როცა სახლში მივიდა.
- მამა გასართობად კი არ დავდივარ, საქმეც ბევრია.
- ჰმ, საქმეც?
- ჰო.
- დანარჩენ დროს სად ატარებ?
- მშვენივრად იცი, ჩემი პირადი ცხოვრება ვისთანაცაა დაკავშირებული და სხვა დეტალების მოსმენა, არამგონია, გინდოდეს.
- ძალიანაც მინდა. სხვათაშორის, შვილიშვილებს ველოდები რომ იცოდე. გათხოვდი!
- კარგი რა - მაგრად გაეცინა მარჯიელას.
- რა იყო? რამხელაა ეგ შენი კრისტოფერი?
- ჯოსეფის ასაკისაა.
- მერე? ჯოსეფი რაზე ფიქრობს, ეგ არ ვიცი, მაგრამ კრისტოფერმა დროა, ქვეყნის დემოგრაფიაზეც იზრუნოს ეკონომიკის განვითარებასთან ერთად.
- მამა გაჩერდი! - ყურზე ხელი აიფარა ქალმა - შენგან ძალიან რთული მოსასმენია ეს ყველაფერი.
- ბოლოს, ისევ რებეკას იმედი უნდა მქონდეს. სხვათაშორის, თავისი დაქალი მოიყვანა და ერთად მეცადინეობენ.
- ავალ, მივესალმები. მომენატრა ჩემი და - მეორე სართული სირბილით აიარა და ბეკის ოთახის კარი შეაღო, სადაც, ისეთი სურათი დახვდა, ერჩივნა, ისევ მამამისის ლექცია მოესმინა გამრავლებასთან დაკავშირებით.
რებეკა თავის დაქალ ნიტას კოცნიდა.
თანაც ტუჩებში და მარჯიელას ვერ გაეგო, ვარჯიშობდნენ (როგორც თვითონ სწავლობდა დაქალებისგან კოცნას სკოლის ასაკში რომ მერე ბიჭთან არ შერცხვენილიყო) თუ რამე სხვას ჰქონდა ადგილი.
- უკაცრავად - ძალიან დაიბნა ქალი და კარი დახურა. - ჯანდაბა! თმაზე ხელი ნერვიულად გადაისვა.
თავი დამნაშავედ იგრძნო.
ზოგჯერ, ავიწყდებოდა, რომ რებეკა პატარა გოგო აღარ იყო და კარზე დაკაკუნება საჭიროდ არ მიაჩნდა.
- ეს ყველაფერი არ უნდა გენახა - გამოვარდა შეშინებული რებეკა.
- დაიკიდე... არაუშავს. მთავარია, შიშვლები არ იყავით. უბრალოდ, მაინც მენდომებოდა, რომ ხალხთან დისტანცია დაგეჭირა.
- როგორც შენ იცავ კრისტოფერთან? - გულზე ხელი დაიკრიფა რებეკამ. ზუსტად ისე, როგორც მარჯიელა აკეთებდა ხოლმე.
- კრისტოფერი არც ჩემი დაქალია და არც ძმაკაცი. ჩემი შეყვარებულია.
- ეგ სიტყვა უფროსებს არ გიხდებათ. ნიტაც ჩემი შეყვარებულია.
- მართლა?
- ჰო.
- ძალიან კარგი - სხვა ვერაფრის თქმა მოახერხა მარჯიელამ. თითქმის, თავისი გაზრდილი იყო რებეკა, ყველაფერს ასწავლიდა, მისი ცხოვრების არც ერთი დღე არ გამოეტოვებინა აქამდე და ახლა, ისიც არ იცოდა, რომ შეყვარებული ჰყავდა. თან გოგო.
- ანუ პრობლემა არ გაქვს?
- არა რებეკა. შენ თუ კარგად ხარ, მეც კარგად ვარ.
- რა საყვარლები ხართ, ჯოსეფმაც იგივე მითხრა.
- მოიცადე, ჯოსეფმა ჩემზე ადრე იცოდა?
- ჰო, მოვუყევი.
- ახლა მაგრად გცემ!
- მერე მცემე, როცა ჩემი შეყვარებული სახლში წავა.
- სექსისთვის რომ ზედმეტად პატარა ხარ, იცი ხო?
- ღმერთო, მარჯიელა, რაებზე მელაპარაკები - დაიჯღანა რებეკა და ისევ თავის ოთახში შევიდა.
მარჯიელა ახლა ჯოსეფის კარს ეტაკა და ისე უბრახუნა, ლამის ჩამოიღო.
- რა გინდა გოგო - ნამძინარევი და აბუზღუნებული თავისი ძმა დაინახა ხალათში.
ცოტათი გაეცინა. ძალიან საყვარელი სანახავი იყო.
- რებეკას შეყვარებულზე შემთხვევით უნდა ვიგებდე?
- სანამ თვითონ არ გეტყოდა, მე ხო არ გეჭორავებოდი.
- ყველაფერზე მეჭორავები და ერთი-ორი სიტყვა ჩვენს დაზეც ჩაგეგდო.
- ეგ ძალიან პირადული თემაა. შენსა და კრისტოფერზე ხო მამასთვისაც არ მითქვამს, სანამ შენ არ მოინდომე? მოზარდი გვყავს სახლში. არაა საჭირო, დაუფიქრებლად მოვიქცეთ. ბოლოს და ბოლოს, რაც ეგ გოგო ჩემს იმდენ საიდუმლოს ინახავს, ერთი მეც შემენახა.
- ჯოსეფ, ხმას არ ამოვიღებდი ისედაც. უბრალოდ, ფაქტობრივად, რებეკას დედა ვარ, უნდა მცოდნოდა, რომ შემთხვევით, რამე ისეთი არ წამომცდენოდა, რაც გულს ატკენდა.
- რებეკას გულს არ ატკენ. არც შემთხვევით და არც ძალით. დაწყნარდი მარჯიელა.
- მაგას თავისი დირექტორი არ უყვარდა?
- ასე ამბობს, უბრალოდ, „ქრაში“ მქონდაო.
- გავაქრაშებ მე მაგას. ისე გადავყევი პოლიტიკას, რომ ოჯახი გვერდზე დავტოვე. კიდევ რა მოხდა? მამა ცოლი ხო არ მოიყვანა?
- მამამ არა. უბრალოდ... ცოტა უცნაური რამე მოხდა. ხომ იცი ჩემი და ანაბელის ამბავი? სერიოზული არაფერი გვქონდა, მხოლოდ სექსი.
- ვიცი.
- დავშორდი და მგონი, ძალიან განიცდის. არადა, იმედი არასოდეს მიმიცია.
- ხუთი ქმარი მოინელა, შენზეც არ იდარდებს დიდხანს.
- დარდობს და არ მინდა, რომ ეგრე იყოს. ხო ხვდები არა? შენ და ბეკიმ ვიღაც ჩემნაირზე რომ ინერვიულოთ, არ გამეხარდება. ალბათ ცხვირ-პირს დავუმტვრევ.
- მესმის, უბრალოდ, არაფრის იმედი თუ არ მიგიცია, იდიოტ ნაძირალად ვერავინ გამოგიყვანს და შენც ნუ გამოიყვან საკუთარ თავს. ქალებს სევდა ხშირად გვიპყრობს, მაგრამ ეგ სევდა გვაძლიერებს. ანაბელიც ყოჩაღი გოგოა.
- იმედია.
- ჯოსეფ, ვინმე სხვა მოგწონს?
- აურორა. უბრალოდ, მემგონი, სახეზე მაინც ვერ დამიმახსოვრა.
- რებეკას დარტყმული მასწავლებელი? - გაეცინა მარჯიელას - ბავშვმა გაკვეთილი თუ არ იცის, აჯიმანიებს აკეთებინებს.
- მერე რა? ვარჯიში ფიზიკური ძალადობა ხომ არაა?
- არა, მაგრამ ჩვენი და ძალიან სპორტული ბავშვია და ურჩევნია, მთელი გაკვეთილი, ივარჯიშოს, ვიდრე ისწავლოს.
- იმ დღეს, შევთავაზე, საზღვრები რომ გაიხსნება, ბავშვებს ერთკვირიან არდადეგებზე წავიყვან ზღვაზე-თქო, ჩვენს სასტუმროში. უბრალოდ, ისეთი მორიდებულია, შეიძლება, არ წამოგვყვეს.
- ჰო, საშიშია მოსწავლის ძმასთან ერთად წასვლა. თან ამ ძმას, მთელი კლასი რომ შენ გამო მიჰყავს დასასვენებლად. ცოტა მანიაკი ხარ ხო?
- კი.
- ლამაზი სახელი აქვს. ქალიც ლამაზი და ჭკვიანია. მე მომწონს. პრინციპში, შეყვარებულ ხალხს მაქსიმალურად მხარს გიჭერთ, მაგარი გრძნობაა ეს სიყვარული.
- რა გენაღვლება, შენი ორმხრივია.
- ჰო, ძალიან ბედნიერი ვარ - შეიფერა მარჯიელამ - ორი საათია არ მინახავს და უკვე, ხუთი მესიჯი მომწერა - მერე ტელეფონს ჩახედა ქალმა ღიმილით.
- ეგეც კაი მანიაკი გყავს.
- სიმპათიური მანიაკი

* * *

მარჯიელა კრისტოფერის სახლში ელოდა კრისტოფერს. ყველაზე კარგი ის იყო, რომ მისი ძაღლი აღარ უყეფდა და თამამად დაუყარა საჭმელი, ხელის მოგლეჯვის შიშის გარეშე. მერე კაცის ნივთებში ჩაძვრა, ყველა პერანგი დაუყნოსა და გადარეული ქალივით, იმდენი ისუნთქვა მათი სურნელი, სანამ თაბროსხვევა არ იგრძნო.
კარი დაჯახუნდა.
პირველ სართულზე ჩავიდა და ხელში კრისტოფერის დედა შერჩა, რომელსაც, აქამდე მხოლოდ თავისი ბარის ერთგული სტუმრის სახელით იცნობდა.
- ქალბატონო ალეგრა? - გაოგნდა მარჯიელა.
და ლაგერტა უფრო მეტად გაოგნდა მარჯიელას დანახვისას.
- ქალბატონო მარჯიელა? - გაეცინა ალეგრას - ჩემი შვილის სახლში არ გელოდი.
- თქვენი შვილის ხო? რა უცნაურია, კრისტოფერმა ყველაფერი იცის ჩემზე. მე კი დედამისსაც არ ვიცნობდი.
- იცნობდი, თუმცა არა კრისტოფერისგან. ვხვდებოდი, რომ შენსკენ მოიწევდა. მთელი 15 წელი.
- დიახ. როგორც იქნა, დაამთხვია დრო, როცა ქმარი არ მყავს.
სახლში დაბრუნებულ კრისტოფერს ზედმეტად უჩვეულო სანახაობა დახვდა: ალეგრა ბავშვობის ალბომებს ათვალიერებინებდა მარჯიელას და თან უხსნიდა: ეს, როცა პრეზიდენტმა მეშვიდე კლასში გადასცა ჯილდო, როგორც წლის საუკეთესო მოსწავლეს. აი აქ, დამწყებ ბიზნესმენთა კონკურსში გაიმარჯვა.
თითქოს გოგოს ურიგებს და ცდილობს, ყველაფერი საუკეთესო მოუყვეს თავის შვილზეო.
კრისტოფერმა ჩაახველა.
ორივემ ერთდროულად გამოჰხედა, ხელი დაუქნიეს და ისევ საუბარი განაგრძეს.
- ვაა, რა უცნაური კადრია.
- აბა რა გეგონა, წუნია დედამთილივით დავუჯდებოდი? - შეიცხადა ალეგრამ - გამეხარდა თქვენი ამბავი. თავიდანვე „გშიფავდით“.
- დედაჩემი ბეკისაც მაგრად გაუგებს - გაეცინა კრისტოფერს.
ალეგრა რომ წავიდა, კაცმა ჰალსტუხი შეიხსნა და სავარძელზე მიაგდო.
მერე მარჯიელას შეხედა მაცდური მზერით, კარგად შეათვალიერა. თეთრი შარვალი და ისეთი წითელი მაისური ეცვა, მშვენივრად რომ მოუჩანდა მკერდის ბორცვები.
- სულ ისე ნუ აშტერდები ამათ, თითქოს პირველად ხედავ.
- ყოველ ჯერზე, ისეთები არიან, თითქოს პირველად ვხედავ. ყბას მაგდებინებენ. შენი სიყვარული დაიღალა და მოფერება ესაჭიროება.
- ვახშამი არ ესაჭიროება ჩემს სიყვარულს? - ქალმა პერანგის ღილები შეუხსნა და კისერზე ვნებიანად აუცოცა თავისი ღვინისფერი ბაგეები.
- არ თქვა, საჭმელი გაგიკეთეო.
- მე არა, დედაშენმა.
- რა თქმა უნდა - თმაზე მოეფერა მარჯიელას და თავზე აკოცა.

* * *

გალერიაში, უზარმაზარი პორტრეტის წინ კაცი იდგა და ღიმილით აკვირდებოდა თავის შემოქმედებას. მხარზე გრძელი, ნაზი თითების შეხება იგრძნო, რომელსაც ყველაზე სასურველი კოცნა მოჰყვა კისერთან.
ქალს შეხედა.
შავი, გამჭვირვალე ბოდე ეცვა, უკანალი მადისაღმძვრელად გამობზეკვოდა და მაცდური მზერით შეჰყურებდა კაცს.
- გალერეაში შიშველი დატანტალებ? - გაეცინა კაცს.
- დიახ - კაცის ხელს მაგრად ჩააბღაუჭა თავისი ხელები და შემდეგ, თავისივე უკანალზე მიიდო.
- ჯანდაბა, შთაგონებას მიღვიძებ! - თითები მოუჭირა, ღრმად ჩაისუნთქა და ისე გადაეშვა მუზების გასაოცარ სამყაროში, თითქოს ხელოვნების ყველაზე შთამბეჭდავ ნიმუშს ეხებოდა.
- ხალხს ყელში ამოუვიდა ჩემი შიშველი ნახატების ყურება - გაეცინა ქალს.
- მთავაზობ, რომ სხვა შიშველი ქალიც დავხატო?
- მეტიც არ მინდა! დაგაკლავთ ერთმანეთზე! - ეგრევე შეეცვალა გამომეტყველება ქალს და თავისი საჯდომიდან სცადა მეუღლის ხელი მოეშორებინა, თუმცა უშედეგოდ. ისე ჰქონდა ფესვები გადგმული კაცს თავის ტერიტორიაზე, რომ ვერ გააგდებინებდი ვერანაირად.
- ისიც სასაცილოა, რომ გხატავ და შენს ნახატებს ცოცხალი თავით არ ვყიდი, მაგრამ მეტი საქმე არ მაქვს, ვიღაცის კედლები დაამშვენო. ისევ ბუნების ნახატებით დატკბნენ.
- თან ჩემი ნახატები წაბილწულია - ეშმაკურად გაეცინა ქალს.
- კარგი ვქენით ამ კარანტინში, რომ აქ გადმოვედით.
- ჰო, ჩემი მაღაზიაც აქვეა, დემეტრიც ახლოს ცხოვრობს. ერთი სიტყვით, გაგანია კარანტინში, ხალხმა აღარ იცის, რა გააკეთოს და გამწარებულები ყიდულობენ სამოსსა და ნახატებს.
- სამაგიეროდ, ბავშვები არ გვინახავს დიდი ხანია - ამოიოხრა კაცმა.
- არაუშავს დათი, ქალაქგარეთ გახიზნულ გოგოებზე უფრო არ ვინერვიულებთ, თან სახლში როგორ გაგვეკავებინა?
კაცმა გრძელი თმა ცალ მხარეს გადაუწია თავის ცოლს და ცალი მხარი დაუკოცნა. თავი გვერდზე გადასწია სიამოვნებისგან აკრუტუნებუნმა ქალმა.
- მაშინაც მენატრები, როცა ჩემთან ხარ ლილიან - ყურში ჩასჩურჩულა დათამ და ხელში აიტაცა, უახლოეს კედელთან, მოოქროვილი ორნამენტებით დამშვენებულ ოქროსფერ მაგიდაზე შემოსვა და მოღეღილი მკერდი დაუკოცნა.
- მიყვარხარ! - აღმოხდა ლილიანს.
ბოდე ქვემოდან გაიხსნა და ვნებისგან სუნთქვაგახშირებული ქმრის ასო ნელა შეიცურა შიგნით. ყოველ შეხება პირველი შეხებით გამოწვეულ სიამოვნებას ჰგავდა. არასდროს იყვნენ საკმარისი ერთმანეთისთვის, ვერასოდეს ძღებოდნენ.
ლილიანის კვნესა დიდ დარბაზში იფანტებოდა და ექოდ უბრუნდებოდათ უკან.
დათამ ცოლს ბრეტელები გადაუწია, ერთი ამოსუნთქვით დაატყო ბაგეების ნამიანი კვალი მკერდზე და სიამოვნებისგან გაგიჟებული ქალის თმა ხელებში მოიქცია.

* * *
აწკრიალებულმა ტელეფონმა მარტო დათა გააღვიძა. ლილიანი თერაპევტთან სიარულის შემდეგ, ისეთი გახდა, ბომბიც ვეღარ აფხიზლებდა თუ თვითონ არ გაახელდა თვალს.
- ლილიან გირეკავენ - ყურში ჩასძახა დათამ. ქალს რეაქცია არ ჰქონია. - ლილიან, გეხვეწები, გაიღვიძე.
არსაიდან ხმა, არსით ძახილი.
დათამ ხელის მტევანი გაშალა და საჯდომზე მიუტყაპუნა თავის ცოლს.
- მერამდენედ შეიძლება? - წამოხტა ლილიანი ლანძღვით და თავის ქმარს ზემოდან გადააჯდა. - აღარ შემიძლია, დაწითლებული მაქ დათა უკვე, ეგ ძალადობაა!
- ნუ აფერისტობ. დაწითლებული არა ისა კიდე.
- მოგწონს? - მხარზე უჩქმიტა.
- ეს ტ*აკი არ არის, მხარია და თან ტელეფონი გირეკავდა.
- გეპასუხა მერე.
- დემეტრი იყო, მეზარება მაგისი ლაქლაქის მოსმენა. მომიკითხავს ხოლმე და მერე იმდენ რამეს მიედ-მოედება, თავი უნდა ვუქნიო. რაში მაინტერესებს მაგისი ყოფილის დეიდა რომ გათხოვდა?
- რატო ხარ ასეთი საშინელი? - დათასკენ გადაიხარა ლილიანი, ლოყები მოუჭუჭყნა და ჯერ ტუჩებში აკოცა, მერე ნიკაპზე უკბინა.
- ნადირი ხარ! - დაუყვირა კაცმა. საჯდომზე ისეთი თქლაფანი გაუდინა, ლამის მთელმა ქალაქმა გაიგო ხმა.
- შენ პირუტყვი ხარ! და წვერი გაქვს გასაპარსი, მაგრამ მოიშვი ცოტახანს. დაბლა სასიამოვნოდ მეღიტინება ხოლმე და...
- მოდი ჩემთან, დილის ღიტინს ჩაგიტარებ.
- ძიმკამ მომწერა, დიდი შეკვეთა გვაქვს ძალიან სერიოზული ტიპებისგან და მალე მოდიო. საღამოს ღიტინი ჩამიტარე - მკერდზე აკოცა და საშხაპეში გავარქდა ლილიანი - ან პრინციპში, საშხაპის ღიტინიც წავა, ათ წუთში თუ ჩაეტევი.
მეორე სართულზე, სტუდიოს ტიპის ბინა ჰქონდათ იმ შემთხვევისთვის, თუ სამსახურიდან სახლში წასვლა ძალიან დაეზარებოდათ. ამ შემთხვევაში, კარანტის იქვე ატარებდნენ. უზარმაზარი აივანი მეზობელ შენობას უკავშირდებოდა, სადაც დემეტრის საცხოვრებელი იყო, პირველ სართულზე კი „კაველო“, რომელიც, ქვეყანაში, ყველაზე ტრენდულ ფირმას წარმოადგენდა მაღალი ელიტის ხალხისთვის და ახლა მთლიანად ლილიანს ეკუთნოდა (რადგანაც ანდერძით გადაეცა მფლობელისგან).
ამ ყველაფერს ის პლიუსი ჰქონდა, რომ მდიდარი ხალხი კარანტინის პერიოდშიც არ ერიდებოდა საყიდლებზე წანწალს. მაღაზიას ძველებური, ცოტათი გოთური სტილი დაჰკრავდა, რაც განსვენებული კაველოს გემოვნებითა და დათას დიზაინით იყო შელამაზებული. მანეკენებს სკულპტურის ფორმები ჰქონდათ, თეთრი ჭერის სიმაღლეს, გვერდებზე ჩაშენებული მარმარილოს კიბეები კიდევ უფრო მეტ სიდიადეს ანიჭებდა. კიბეეი ვერცხლისფერი ორნამენტებით იყო შემკული.
შავი სვეტებით გამჭვირვალე გარდერობები გაეკეთებინათ, რომლიდანაც, პასტელის ფერის ტანსაცმელი საოცარ სინათლეს ასხივებდა.
- ძიმკა, რა ხდება? - შენობაში რამდენიმე დამხმარე იყო და ერთი დემეტრი, რომელიც გადარეული დააბიჯებდა. დემეტრი ყოველთვის გამოირჩეოდა გადამეტებული ნერვიულობით და ლილიანიც დიდად არ დაუფეთებია მის ქცევას.
- მარჯიელა მოდის. გახსოვს, წითური სასტავის გადაღება რომ გვინდოდა ვიდეო რგოლში? ჩემი მეგობარი ალექი მარჯიელას მეგობარია და დავითანხმეთ.
- დასათანხმებელი რა სჭირს „კაველოს“ ფირმას? - ნერვები მოეშალა ლილიანს.
- წლის ბიზნესლედიზეა საუბარი, რომელიც სულ ახლახანს პოლიტიკაში წავიდა და სულ ფეხებზე ჰკიდია შენი მოდელობა. უბრალოდ, მოდის ექსპერტია. ამიტომ, ძალიან გვაფასებს.
- ეგ ჩვენ კი არა, მარტო ბალენსიაგას აფასებს მგონი - დაიჯღანა ლილიანი - არ მევასება, ერთ ბრენდს რო ამოიჩემებენ და დადიან მერე ზამთარ-ზაფხულ...
- ნუ ჯუჯღუნებ. ყველაზე მოთხოვნადი ქალია. ასე ჰაერზე არასდროს არავის სახე არ გამხდარა.
- მადლობის ნიშნად, ფეხებს ნუ დაუკოცნი თუ ძმა ხარ. წითურები დაილია ქვეყანაში?
- ლამაზი, გავლენიანი და პრემიერის საყვარელი მარტო ერთია - ეშმაკურად აათამაშა წარბები კაცმა.
- მოკეტე! ეგეთი ჭორის გავრცელებისთვის, შეიძლება დაგიჭირონ. - შეუბღვირა ლილიანმა. – პირადად არ ვიცნობ, თუმცა ჩემი ნიტა და მაგისი და, კლასელები არიან. მეგობრობენ.
მე და დათა ჯოსეფს ვიცნობთ, მარჯიელას ძმას. საყვარელი ბიჭია.
- ძაან სექსუალურია - ოცნებებში წავიდა დემეტრი.
- ძაან ჰეტეროც.
- ვიცი. მარჯიელას ეგებ ჩავაწვეთოთ, რომ ჯოსეფიც გადავიღოთ. წითური არაა, თუმცა ოქროსფერი თმა აქვს და წითელში გადის ხოლმე ზოგჯერ.
- ქამელეონია? - გაეცინა ლილიანს.
- პირველად გაიგე ადამიანს რომ ქამელეონის ფერები ახასიათებს? შენს ქმარსაც ხან ცისფერი თვალები აქვს, ხან ჭაობისფერი, ხან მწვანე.
- ეგ იმიტომ, რომ დათა მოვლენაა!
- რაც გათხოვდი, მაგ კაცის გარდა, აღარაფერი გადარდებს - თვალები გადაატრიალა დემეტრიმ.
- დათაზე უკეთესი არაფერი გამოგონილა და რატომ უნდა მადარდებდეს?
სანამ მაღაზიას გახსნიდნენ, ერთი პირბადე, ერთიც შუშის ნიღაბი და ხელთათმანები გაიკეთეს. ლილიანს სულ იმის შიში ჰქონდა, ბავშვებისთვის არ წაეღო ბაქტერიები.
- აქა მშვიდობაა! – ასე ომახიანად შემოაბიჯა ფეხი კაცმა და ლილიანისკენ დაიძრა.
- პირბადე გაიკეთეთ რა, დეზობარიერი გაიარეთ, ტყუილად არ დგას სადეზიმფექციო ხსნარითა და სიცხის საზომით მომარჯვებული ჩვენი თანამშრომელი, მერე ხელთათმანებიც გაიკეთეთ და მობრძანდით - დაუბღვირა ქალმა. მერე დემეტრის გადაუჩურჩულა: - იმედია, გულში ჩაკვრას არ მიპირებდა. ვინაა ეს?
- აღარ გახსოვს? თავისი საცოლისთვის 5 კაბა ჰქონდა შეკვეთილი.
- ასეთ ტიპებს არ ვიმახსოვრებ და საერთოდ, რატომ უკეთებ ექსკლუზიურ შეკვეთებს სრულიად არარსებულ ხალხს?
- კარგი ვინმეა.
- რაო? აქა მშვიდობა და ბარემ, ღიპიც გადმოაგდოს.
- ღიპი არ აქვს ლილიან!
- ჩვეულებრივი ბეყეა.
- ეგეთი მიდგომით, გავკოტრდებით.
- შენნაირი დამპალი სნობი რანაირად გახდა სტუმართმოყვარე ყველანაირი კლიენტისთვის?
- შენ ისევ დამპალ სნობად დარჩი, რომელიც კაველოსთან ერთად მპარავდა კოლექციას და ჩვენებამდე, რამდენიმე დღით ადრე, ითვისებდა, რათა მე მშრალზე დავეტოვებინე.
- კაი დრო იყო - გაეღიმა ქალს.
- კაბების წასაღებად მოვედი - შეშინებული კაცი, დისტანციით დაუდგა ლილიანს.
- დიახ, შევამჩნიე თქვენი მოსვლა. - მიუგო მწყრალი სახით და ასისტენტს სთხოვა, სამოსი სპეციალურ შესაფუთ ყუთში ჩაედო.
- სხვა რამეებსაც ხომ არ დამათვალიერებინებდით?
- თათი დაგეხმარებათ თუ რამის არჩევა გნებავთ...
- თქვენ არა?
- არა! მე დიზაინერი ვარ. ზომებს არ ვიღებ და არც სამოსს ვათვალიერებინებ. - კაცმა პირის გაღება დააპირა რაღაცის სათქმელად, მაგრამ ლილიანმა არ დააცადა - არა, ყავასაც არ ვსვამ უცნობებთან, რადგან ქმარი მყავს, რომელსაც ისეთი მოქნილი მუშტი აქვს, შეუძლია, სხვა კვარტალში გადაგაფრინოთ. ამასთან, სანამ მის მუშტამდე მივა საქმე, საოცრად გრძელი და მიმზიდველი ფეხები მაქ, რომელსაც სილამაზის გარდა, ყვ*რებში ამორტყმის ფუნქციაც აქვს! -
დაასრულა ლილიანმა და გულგრილად ჩაუარა გვერდზე, თავის კაბინეტში გავიდა. კაბინეტი ფორმალურად ერქვა, სინამდვილეში, განსაკუთრებული სამოსის უზარმაზარი საცავი იყო. აი, დაახლოებით, ოქროს ბანკის მსგავსი.
- ეტყობა PMS აქვს, თორემ სულ ასეთი ავი არ არის - გაამართლა დემეტრიმ. გაოგნებული კაცი, კარგა ხანს ვერ იღებდა ხმას - არა, ვცრუობ. სულ ასეთია.
- ვგიჟდები, ქალს რომ მოვწონვარ და „მესწერვება“ - ღიმილით წარმოთქვა კაცმა.
- თქვენი სახელი ბატონო?
- ლაშა.
- ფრთხილად ლაშა, ფეხი არ აგისრიალდეს - გადაიხარხარა დემეტრიმ.

* * *

შესვენებაზე, შინ დაბრუნდა ლილიანი. ქმარი თუ არც გალერეაში იყო და არც სახლში, სახელოსნოში უნდა მიეკითხა. სახელოსნოც იქვე ახლოს ჰქონდათ, როგორც სხვა ყველა დანარჩენი, მუშაობასთან დაკავშირებული ტერიტორია.
დათა მოლბერტთან იჯდა.
და კი არ იჯდა, ლილიანის ოცნებებში დაბადებულ და გაცოცხლებულ ზებუნებრივ არსებას ჰგავდა. ქალს ზოგჯერ ეგონა, დათა ვისაც ხატავს, გამოდის, რომ ღმერთი ხატავსო. ტახტზე ქალი იჯდა ერთ პოზაში გაშეშებული.
ლილიანმა ჩაახველა.
დათამ შეხედა.
- თხუთმეტ წუთში, მოვრჩები - მიუგო ცოლს და ხატვა გააგრძელა.
ნერვები მოეშალა.
მოუნდა, ტილო აეღო და იმ უცნობისთვის გადაემტვრია თავზე, მაგრამ როცა მხატვრის ცოლი ხარ, ბევრი რამის ატანა გიწევს. მაგალითად, შენი ქმარი, მხოლოდ შენი დახატვით ვერ შემოიფარგლება.
დათამ ხატვა დაასრულა (დროებით), ახალგაზრდა ქალს დაემშვიდობა. ლილიანმა ამრეზით შეხედა ადამიანს, რომელსაც თავისი ქმარი „კლიენტს“ არასოდეს ეძახდა, რადგან თვლიდა, რომ ასეთი ტერმინები შეურაცხმყოფელია.
- აკი, ქალებს არ დავხატავო? - გაბრაზებულმა, გულხელი დაიკრიფა.
- პირობა მოგეცი, რომ შიშველ ქალებს არ დავხატავ-თქო, რაც მაინც არაპროფესიონალიზმია ჩემი მხრიდან.
- არ მსიამოვნებს!
- საყვარელო, კაცის სამოსს კერავ?
- მე არაფერს ვკერავ - ცხვირი აიბზუა ლილიანმა.
- ჩემო სნობო, სხვანაირად გკითხავ: კაცის დიზაინს ქმნი?
- კი.
- მეც ვქმნი ქალისას.
ლილიანმა ფეხები დააბაკუნა პატარა ბავშვივით და ტახტზე ჩამოჯდომა განიზრახა, თუმცა მერე გაახსენდა, რომ იგივე ადგილას, ის ქალი იჯდა და გადაიფიქრა.
- ლილიან, ეგრე ნიტაც აღარ აკეთებს, მაგრამ შენი ხასიათიდან გამომდინარე, ვიცი, რომ მაინც არ მოისვენებ - გაეცინა დათას - მოდი ჩემთან - სკამზე ჩამოჯდა და თავის მუხლზე მიუთითა.
გაბუსხული ლილიანი ქმარს ჩაუჯდა. ხელი ლოყაზე მიადო და ტუჩები წვერზე გაუხახუნა.
- ამ ნახატს მერე რამე ჩამოაფარე, ნერვებს მიშლის.
- ერთი დღეც და სულ მოვაშორებ.
- არ მომწონს, რომ ნახატებს ყიდი.
- მოდი, შენც აღარ გაყიდო ტანსაცმელი და მივატოვოთ ბიზნესი.
- ყველაფერზე პასუხი ნუ გაქვს!
- ვეცდები, აღარ მქონდეს - გაეცინა კაცს. ლილიანს დათას სიცილი ყველაფერს ავიწყებდა. უაზრო ეჭვიანობებსაც.
- ყველაფერზე მეტად რომ მიყვარხარ, ალბათ იცი ხო?
- ხო.
- შენ და გოგოები.
- მეც შენ და გოგოები - მკერდზე მიიხუტა ქმარი - ნახევარი საათით შემოგირბინე. სერიოზული შეხვედრა მაქვს მარჯიელა კრუგერთან.
- მარჯიელასთან? - ცოლის მკერდიდან თავი ამოყო დათამ.
- ვიდეო რგოლში უნდა გადავიღოთ. რატომ შეიცხადე?
- არ შემიცხადებია. კარგი ოჯახია. ნიტა მაგათთანაა ორი დღით, მარჯიელას დასთან მეგობრობს.
- ვიცი. ჩვენთანაც დადის ხოლმე რებეკა. მომწონს. არაა გოიმი ბავშვი.
- შენთვის სიკარგე იმით იზომება, რამდენად აგოიმურია ადამიანი?
- არა. მაგ შემთხვევაში, არ გამოგყვებოდი ცოლად.
- ტუტუცი გოგო ხარ! - უკანალზე შემოსცხო დათამ. ლილიანს სურდა, პროტესტი გამოეთქვა, მაგრამ მთელი დღე, ტყაპა-ტყუპის გარეშე გაძლება რთული იყო და ახლა ძალიან ესიამოვნა.
გაიტრუნა. - დემეტრი როგორაა?
- რა ვიცი. ხან ვის აბამს, ხან ვის. უცნაური კაცია. როცა ვერ ვიტანდი, უფრო კომფორტული იყო ცხოვრება.
- კომფორტული და დაბრკოლებებით სავსე?
- ჰო. ნანიკოს გარეშე, დემეტრის გაძლება ძალიან რთულია, მაგრამ უდემეტრობა უფრო რთულია ხოლმე.
- იმედია, ბოლოს არ მიხვდები, რომ შენი ჭეშმარიტი სიყვარული დემეტრია.
- ჩემი ნამდვილი სიყვარული უკვე ვიპოვნე - ახლა მხარზე გადაადო თავი და თვალები დახუჭა. - მარჯიელაზე ამბობენ, პრემიერის გოგოაო. - თქვა ჩურჩულით.
- მერე რა?
- ცოტა უცნაურია. ისეთი ორთაბრძოლა ჰქონდათ გამართული. კრისტოფერი არ იყო, კლუბი რომ თავზე ჩამოაგცია მაგ ქალს? კიდევ კარგი, იმ დღეს, არ ვყოფილვართ, თორემ დემეტრის ასი ჯიბე აბია და ასივეში ჰეროინი უყრია ხოლმე.
- ჰო, ყველას დაგვიჭერდნენ, მაგრამ ეგრე ვერ განსაზღვრავ. ზოგჯერ, რაც არ უნდა დაგიშაოს ადამიანმა, უნებურად გიყვარდება.
- შენც უნებურად შეგიყვარდი დათა?
- არა, მე ნებით შემიყვარდი - მკერდზე აკოცა კაცმა - შენი შეყვარების შემდეგ, ზღაპარში ვცხოვრობ.

* * *

თეთრი რეინჯ როვერიდან ქალი გადმოვიდა. შუშებიანი კედლიდან ლილიანი მშვენივრად ხედავდა მარჯიელას, რომელიც ბალენსიაგას ფეხსაცმელებით იყო შემოსილი და ატმისფერი, ძალიან თხელი კაბა ეცვა. მოშიშვლებულ ზურგზე, ჟღალი, მსუბუქი კულულები გადმოჰფენოდა და მზისგან დამცავი, წვრილი სათვალე მხოლოდ თვალებს უფარავდა.
- წითურები ზოგადად, ამ ფერს ვერ იხდენენ - ჩასჩურჩულა დემეტრიმ - მაგრამ ამას გამოუვიდა. შენნაირი ფეხსაცმელი აცვია, მანქანაც შენნაირი ჰყავს.
- გეყოფა! - ტონს აუწია ქალმა. მისაღებში ქუსლების კაკუნი გაისმა. მარჯიელამ სათვალე მოიხსნა და ნიღაბი გაიკეთა.
დაბრაზში შემოვიდა.
ლილიანი მარჯიელასკენ დაიძრა.
ორივეს ფეხის ნაბიჯი სინქრონულად შეერწყა ერთმანეთს და მშვენიერი ჰანგებივით აიტაცა ჰაერში ჩამოწოლილი დაძაბულობა.
- გამარჯობა, მე ლილიან დადვანი ვარ - მოშორებით დაუდგა მასპინძელი.
- მე მარჯიელა კრუგერი - გაისმა პასუხი.
- გელოდით - დაამატა დემეტრიმ ღიმილით და იმ წამსვე იფიქრა, რომ ვერანაირად მოხერხდნებოდა ვიდეორგოლში მხოლოდ წითურების გადაღება. ეს ორი ერთად უნდა ყოფილიყო თუ ნამდვილი რეიტინგი სურდა.

* * *

- ჩემი მიზანი არაა, რომ ქალის სექსუალურობას გაესვას ხაზი, ამ შემთხვევაში. პრინციპში, არც არასოდეს ყოფილა ეგ ჩემი მიზანი - უხსნიდა ლილიანი მარჯიელას - მთავარია, ინტელექტი და დახვეწილი სტილი, რომელიც, გარეგნულად ძალიან იშვიათად ეტყობა ადამიანს.
- როგორც ჩანს, იშვიათ გამონაკლისში გამიყვანე - გაეცინა მარჯიელას.
- ეგრეა - ვეღარ გააპროტესტა ლილიანმა - სიმკაცრესა და მომთხოვნ გამომეტყველებაზე სექსუალური არაფერია.
წითურ ეშმაკს გაეცინა.
თავისი კრისტოფერი გაახსენდა, რომელსაც მარჯიელას ერთი მკაცრი მზერა ჰყოფნიდა, თავის დაკარგად.
მერე ვიდეორგოლის სცენარი განიხილეს. მარჯიელამ ანაზღაურებაზე უარი თქვა, რადგან მონაწილეობის მიღება თვითონვე ძალიან უნდოდა. თან როგორც მთავრობის ერთ-ერთ წარმომადგენელს (ან როგორც მთავრობის მეთაურის საყვარელს), მიზნად ჰქონდა, ნებისმიერი კერძო და საჯარო ბიზნესისთვის ხელი შეეწყო.
თავისივე რეპუტაციისთვის, ან ძალიან დიდი ანაზღაურება უნდა აეღო ან საერთოდ არ გამოერთმია არაფერი.
- რეკლამაში, კიდევ ვინ იქნება? - იკითხა მარჯიელამ და სანამ ლილიანი ხმას ამოიღებდა, დემეტრიმ დაასწრო:
- ლილიანი.
- არა, არ ვიქნები - შეიცხადა ქალმა.
- მაპატიეთ, მაგრამ ახლა გიყურებდით და... ერთნაირი ფეხსაცმელები, ერთნაირი მანქანა და როგორც ვიცი, მარჯიელასაც ჰყავს უახსოესი მეგობარი, სახელად დემეტრი. თქვენ ორი ზედმეტად ჰგავხართ ერთმანეთს ხასიათით და რამენადაც ჰგევხართ, იმდენად განსხვავებული გარეგნობა გაქვთ. ერთი სიტყვით, ჩემი ჭკუის დარიგება არ გჭირდება ლილიან. კარგად დაფიქრდი, ბომბს გთავაზობ.
- უკაცრავად, ჩემი ბიზნესპარტნიორი ცოტა უცნაური ტიპია - თვალები დააბრიალა ლილიანმა.
- ცუდ იდეად არ მეჩვენება. თუ რეკლამაში უცხო კაცი არ იქნება, რომელიც ხელს მომიფათურებს და ქალი მეყოლება, მშვენიერია. ცუდად არ გამიგო, უბრალოდ, ზოგჯერ, ხელის ჩამორთმევაზეც ნერვები მეშლება ხოლმე და შეხება ნამეტანია.
- ანუ გირჩევნია, ლილიანი შეგეხოს? - იკითხა დემეტრიმ.
- ეგ არ მითქვამს.
- არ გითქვამს, მაგრამ წარმოვიდგინე. მგონი, ჰეტერო ვხდები - ღიმილით დახუჭა თვალები ძიმკამ. - მმმმ, რა სილამაზეა.
მარჯიელამ და ლილიანმა ერთმანეთს შეხედეს.
გაეცინათ.
- მოდი, აქაურობას დაგათვალიერებინებ - გვერდზე გაიყვანა ლილიანმა მარჯიელა და დემეტრის გადაუჩურჩულა, ნორმალურად მოიქეციო.
- ეს ჩვენი Luxury-ა - მეორე დარბაზში გაიყვანა - აქ თითქმის ყველაფერი Luxury-ა, თუმცა ყოველდღიური სასმოსის და საცვლებისგან განსხვავებით, ესენი, დაჯილდოებებზე და სერიოზულ წვეულებებზე აცვიათ, სადაც ხალხი თავიანთ ქონებას აფრიალებს. ყველა მათგანი ექკლუზივია, ანუ მეორე არ არსებობს.
მარჯიელა უმშვენიერეს საქორწინო კაბას დააკვირდა.
- გასაოცარია - წარმოთქვა ქალმა. - არც ერთ ქორწილში არ მცმია საპატარძლო კაბა.
- აბა, შავები გეცვა? - გაეცინა ლილიანს.
- არა, ფორმალური ვიზუალი ჰქონდათ, თორე ფერით თეთრი იყო ორივე.
- მესამესაც გეგმავ?
- არა... არამგონია...არ ვიცი
- ჯერ არ უთხოვია?
- გთხოვ, ასეთ რამეებს ნუ მეკითხები. ძალიან ცოტა ხანია, რაც ერთად ვართ მე და... ჩემი მეგობარი.
- ჰალსტუხების მშვენიერი კოლექცია გვაქვს, შენი მეგობრისთვის საჩუქრად გაგატან, კაცის მშვენიერი საღამურებიცაა მამაკაცების სექციაში და ქალების საოცარი თეთრეული - ლილიანმა კონსულტანტ გოგონას სთხოვა, ყველაფერი შეეფუთა მარჯიელასთვის.
- ლილიან, რეკლამაში რომ ვიღებ მონაწილეობას, არაა საჭირო, ყველაფერი მაჩუქო.
- ძალიან იშვიათ გამონაკლისებში ხარ, ამიტომ, არ მაზარალებ, ნუ გეშინია.
- ისე, დემეტრის იდეა ცუდი არ არის.
- ჩვენი ერთად მონაწილეობის?
- ჰო.
- რატომაც არა. კარგა ხანია, მოდელი აღარ ვარ, მაგრამ საკუთარი ბრენდის სახედ ყოფნა არ იქნება ურიგო.
- მაგარი რამე გამოვა.
- კი, შეიძლება დაფიქრება. კიდევ რამდენიმეჯერ შევხვდეთ და მოვილაპარაკოთ პროდიუსერთან ერთად.
- ჩემს რესტორანში შევხვდეთ. გვეცოდინება მაინც, რომ ყველაფერი სუფთა და უსაფრთხოა.
- კარგი.


* * *

კრისტოფერი თავის საძინებელში შევიდა. მარჯიელა პირქვე იწვა და ეძინა. აბურდული თმა კეფაზე მოეგროვებინა და ერთ დიდ კოსად ექცია. საოცარი იყო. ძილიც საოცარი ჰქონდა. ცისფერ, ზურგამოღებულ კაბაზე თეთრი ყვავილები გაბნეოდა.
საწოლის გარშემო აურაცხელი ქაღალდის შეფუთვა და ტანსაცმლის კოლოფები იდო.
- კრისტოფერ - ჯერ კაცის სახელი წამოიბურტყუნა, მერე გაეღვიძა, თუმცა თვალის გახელას ან წამოდგომას არ ჩქარობდა.
კაცმა სულ გულისფანცქალით დაუკოცნა კისერი და ზურგი.
- სახლში რომ მხვდები, მაგაზე მეტი ბედნიერება, არ არსებობს ჩემთვის.
- რომელი საათი და რომელი წელია?
- ცხრა საათია, წელი იგივე.
- მომენატრე, მერე ჩამეძინა - თავი მხარზე დაადო და თვალები რომ დაეხუჭა, ისევ დაიძინებდა - კარგი დღე იყო, ლილიანი გავიცანი.
- დადვანი?
- ჰო.
- ვიცნობ მაგ გოგოს. მარკოს კლასელის დედაა.
- ბეკის შეყვარებულის დედაა - თქვა მარჯიელამ და თავი წამოსტკივდა. - ჯანდაბა, ეგეთი რამეები არ უნდა წამომცდეს.
- ბეკი და ნიტა?
- ჰო.
- ლილიანმა იცის?
- აზრზე არ ვარ. ფიქრობ, რომ უნდა ვუთხრა?
- არ ვიცი. მშობელი არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ, მემგონი, ეგ ნიტას საქმეა. იქნებ, თვითონ უნდა თქმა და უცებ, ბოროტი მარჯიელა ასწრებს.
- არ ვიცი. მე მხოლოდ მარკოს გულნატკები მზერა მიდგას თვალწინ. წლებია, ბეკი მოსწონს.
- ოხ ეს თინეიჯერული დრამები.
- არაუშავს, 15 წლის შემდეგ, ბეკისაც შეუყვარდება. სულ რაღაც, 15 წელი უნდა მოიცადოს, ჩემსავით.
- ჩემი დაჩაგრული ბიჭი - კრისტოფერის მკერდზე გადაგორდა ქალი.
- 20 წელიც ღირდა ლოდინად. შენ ის მომიყევი, დღემ როგორ ჩაიარა?
- ნეტა ქმარი არ ჰყავდეს ლილიანს, ჯოსეფს გავურიგებდი. გადავწყვიტეთ, რეკლამაში ორივემ მივიღოთ მონაწილეობა. საცვლებშიც ვიქნები.
- ანუ შენს მადისაღმძვრელ ბალიშებს სხვებიც ნახავენ?
- მხოლოდ ნაწილს.
- და ტაკოებს?
- კი, ასევე ნაწილს.
- გადავიტან.
- ჩვენი ერთად ყოფნა რომ გასკდეს, პაწაწინა სკანდალში გაეხვევი.
- დაწერენ, პრემიერის გოგო შიშველი დატანტალებსო? - სასაცილოდ არ ეყო კრისტოფერს - დაიკიდე რაა. ყველას მაგრად შეშურდება. დღეს, აფთიაქში პრეზერვატივი ვიყიდე და მოლარე გოგონა თვალებდაჭყეტილი შეხვდა მაგ ამბავს. თითქოს, უფლება არ მაქვს.
- სხვა ვერ გააგზავნე?
- მომერიდა.
- ყველაზე მეტად ის მიყვარს, რომ ჩვეულებრივი მგელი ხარ, მზად ხარ, ყველა ოპონენტი შუაზე გაგლიჯო, თითოეულს მაგრად უსრულებ, მაგრამ ზოგჯერ ძალიან ბავშვურ ხასიათს ავლენ. ვგიჟდები შენზე კრისტოფერ!
- რამე მოწიე? როდის იყო, ასე მეალერსებოდი - ქალის ცხვირი საჩვენებელსა და შუა თითს შორის მოიქცია - ესეთი პატარა ცხვირის პატრონი რო ამხელა ყვინჩილას მეფერება. - ძალიან ძლიერად ჩაეხუტა.
- პიჟამა მოგიტანე.
- რა მომიტანე?
- კაცის პიჟამა.
- იმედია, გულები არ ახატია.
- არა, ლურჯია და სრიალა. კიდევ ბევრი რამე მაქვს, რაც გაგეხარდება. ვარდისფერი შეფუთვა გახსენი.
კრისტოფერმა საცვლები ამოიღო.
- ოჰოო, ეს სამბაწრიანი რაღაცა ტანგაა?
- არა, ლიფი.
- მომწონს!
- მე შენ მომწონხარ კრისტოფერ - კაცის მკერდზე მოკალათებულმა მარჯიელამ თვალები მინაბა.
- შეიძლება, რაღაცა გკითხო?
- რაც გინდა, ის მკითხე.
- დედაშენი სადაა?
- არ ვიცი - გაეცინა მარჯიელას - ცოტა გრძელი ამბავია.
- არ მომიყვე თუ არ გინდა.
- როგორ არ მინდა. რამდენადაც შეკრული ოჯახი გვაქვს, იმდენად გაუგებარია ჩვენი სიტუაცია. პირველად, ჯოსეფი გაჩნდა და მამამ არაფერი იცოდა, დედა უმალავდა ფეხმძიმობას. სიმართლე გითხრა, ჯოსეფი წარუმატებელ აბორტს გადაურჩა და სამ წლამდე ნარკოტიკებით გაბრუებული დედის შემყურე იზრდებოდა. მერე მამამ გაიგო ჯოსეფის არსებობის შესახებ, თითქოს ყველაფერი დაალაგეს და მე გავჩნდი. დიდი ხნის შემდეგ, დედა სახლიდან წავიდა. რატომღაც, იფიქრა, რომ აწ უკვე სრულწლოვან და ფეხზედაყენებულ შვილებს აღარ ვჭირდები, ქმარიც როგორმე გაძლებს ჩემ გარეშეო. აღარ გვინახავს. წასვლიდან ცხრა თვეში, მხოლოდ თვეების ბეკი დაგვიწვინა კართან. რა უცნაურია არა? ქალმა, რომელსაც ბავშვები ეჯავრებოდა, სამი გააჩინა. ვინ იცის, შეიძლება, სამივე წარუმატებელი აბორტები ვართ.
- შენ შედევრი ხარ მარჯიელა - გაეღიმა კრისტოფერს. მარჯიელას თმა დაუშალა, ჯერ უყნოსა, შემდეგ კულული თითებში მოიქცია, როგორც სჩვეოდა.
ქალმა თვალები დახუჭა.
კრისტოფერი ძალიან ბედნიერი იყო. მთელი ცხოვრების განმავლობაში, ბედნიერება აბსტრაქცია ეგონა ან შეგრძნება, როცა ადამიანი თავს კარგად გრძნობს. ახლა შეეძლო, ხელით შეხებოდა საკუთარ აღმაფრენას და ეს გრძნობა უბრალო სიხარულს სცდებოდა, ყველაფერ მიწიერს სცდებოდა.
ამ ბედნიერების მიღმა სამყარო აღარ არსებობდა.
აღარც გრძნობები არსებობდნენ.
ყველაფერი მარჯიელაში იყო მოქცეული, ქალის თმებსა და სურნელში.
- მარჯიელა - მისი სახელი წარმოთქვა და ბაგეები შუბლზე შეახო.
- კრისტოფერ.
- მოდი, დავქორწინდეთ.
მარჯიელამ თავი წამოყო.
ასე უცებ თუ გამოფხიზლდებოდა, არ ეგონა.
- რას ამბობ?
- დავქორწინდეთ - ღიმილით გაიმეორა კრისტოფერმა. სახეზე ეხატა, თითქოს ცხოვრებაში, ამაზე უკეთესი არაფერი უთქვამს, მიუხედავად იმისა, რომ დღეში, ათასობით სიბრძნეს ამბობდა. - ვიცი, რომ განსაკუთრებულ ადგილას სთხოვენ ხელს. იმ დღეს, დედაჩემმა თავისი ნიშნობის ბეჭედი მომცა. დარწმუნებული ვარ, მოგწონება. მთელი კვირაა, შესაფერის დროს ვეძებ, თუმცა ახლა, როცა ჩემს მკლავებში ხარ, ყველანაირი ფორმალობა დამავიწყდა. მსურს, შენს გვერდით გავატარო ყველა წუთი. პოლიტიკის დედა ვატირე! ჩემი მიზანი შენ ხარ.
- ღმერთო, ღემრთო, ღმერთო. ამას ნამდვილად არ მოველოდებოდი - მარჯიელას გული აუჩქარდა. მომენტის გაფუჭება არ სურდა, თორემ გულის წვეთებსაც დალევდა.
- რაღაც არც ისეთი აღფთოვანებული ჩანხარ.
- კრისტოფერ, შენზე ვგიჟდები, ჩემი ცხოვრების სიყვარული ხარ, მაგრამ მეშინია...
- ჩემი სიკვდილის?
- გთხოვ, მაგას ნუ ახსენებ რა, წარმოდგენაც არ შემიძლია.
- მართლა გგონია, რომ წყევლა გაქვს?
- ჰო.
- იქნებ, უბრალოდ, მომაკვდავ ადამიანებს აღარ გაჰყვე ცოლად და ყველაფერი ბედნიერად დასრულდება - გაეცინა კაცს.
- ეგეც მართალია.
- მერე?
- აღარ მეგონა, რომ კიდევ გავთხოვდებოდი - სახეზე ხელები აიფარა მარჯიელამ.
- ეს თანხმობაა?
- კი.
- არ მჯერა! ჩემი ოცნების ქალი მომყავს ცოლად - მარჯიელას გადაეხვია და ჯერ სახეზე აფარებული ხელები დაუკოცნა, მერე ტუჩები.
- მოდი, აღვნიშნოთ კრისტოფერ.
- მაგრად დავლიოთ.
- გაგიჟდებიან ჩემები.
- ჩემები უფრო გაგიჟდებიან. შენ ხშირად თხოვდები მაინც. მე პირვლად მომყავს ცოლი.
- ბოროტო! - მხარზე მოარტყა მარჯიელამ - მესამედ გათხოვების შანსი უფრო დაბალია, ვიდრე პირველად ცოლის მოყვანის.
- რას ამბობ, შენ ისეთი ხარ, მეოცედაც მოგიყვანენ... ჯვარი გწერია. მესამე და სამართალი.- კრისტოფერი წამოდგა, უჯრიდან პატარა ყუთი ამოიღო, გახსნა და მარჯიელას აჩვენა.
- ღმერთო...ეს დედაშენისაა? - მწვანე ზურმუხტის თვალს ვერ მოსწყვიტა ქალმა თვალი.
- ჰო, მამას კარგი გემოვნება ჰქონდა.
ბეჭედი თითზე მოარგო კაცმა.
მაჯებიდან, მხრებამდე დაკოცნა.
- საქორწინო კაბა თითქმის არჩეული მაქვს.
- ბალენსიაგა?
- არა, დემნა საქორწინო კაბებში მოიკოჭლებს. ვეტმანის პატარძალი გინახავს? არა, შენი ჭირიმე. ლილიანს მივაკითხავ.
- ანუ ნაფიქრი გაქვს ჩვენს ქორწილზე.
- ჰო, შემომეფიქრა, როცა კაბა დავინახე.
- არჩევნები გადავაგოროთ და ეგრევე დავქორწინდეთ. თუ გინდა, ახლავე მოგიყვან.
- არა, ახლავე არა. მოდი, ჩაწყნარდეს ყველაფერი და ადამიანურად ვიქორწინოთ. მანამდე, მოვიფიქროთ, შენ გადმოხვალ ჩემთან და ჩემს გვარს აიღებ თუ არა.
- მარჯიელა ფორტი... ეგ უფრო კარგად ჟღერს, ვიდრე კრიტოსფერ კრუგერი. ნუ მეფემინისტები თუ ქალი ხარ რაა. ამხელა სახლი მაქვს და თუ გინდა, მთელი ოჯახი აქ გადმოიყვანე.
- მეუხერხულება. ხმამაღალი ხალხი ვართ მე და შენ. მაგრად ვკივით ხოლმე.
- შენ კივი! და მომწონს ეგ კივილი. შენს სახლში არ გავა ხმა?
- ხმაგაუმტარი კედლები მაქვს.
- მეც გავაკეთებ.
- სააბაზანოში, ვარდისფერი მარმარილო მინდა ხისფერი ორნამენტებით.
- იქნება.
- და ყველაფერი მუხის რომ გაქვს, ცოტა გავაფერადოთ სახლი.
- სულ წითელ-ყვითელ სავარძლებს დაგილაგებ.
- წითელ-ყვითელი არ მინდა.
- რასაც გინდა, იმას ვიზამ!

* * *

- დათი - შეანჯღრია ლილიანმა ჩაძინებული ქმარი.
- ჰო - თვალები გაჭირვებით გაახილა და ლილიანის მკერდზე გადადო თავი.
- როცა ისეთ ადამიანზე იგებ ინფორმაციას, ვინც მოგწონს, თუმცა კარგად არ იცნობ, რა უნდა ქნა?
დათამ თვალები დააჭყირტა.
- ვინ მოგწონს ლილიან?
- სიყვარულო, მეგობარს ვგულისხმობ - გაეცინა ქალს.
- მეგობარი გყავს? რა სიურპრიზია. მეგონა, დემეტრის და ნანიკოს გარდა, არავის იკარებდი.
- ზუსტად მაგაშია საქმე. დემეტრი მართლა მეგობარია, ნანიკო კი შინაურ ცხოველს უფრო ჰგავს. ზოგჯერ, ერთხელ გამოჩნდება ვიღაც ისეთი, ვისაც დიდ პატივს სცემ, თუმცა კარგად არ იცნობ, მაგრამ მაინც გინდა, მეგობრები იყოთ.
- მარჯიელა კრუგერს გულისხმობ?
- ჰო.
- და მასზე რამე გაიგე?
- კი.
- მაშინ უთხარი.
- ჭორაობაში არ ჩამეთვლება?
- თუ თვლი, რომ აუცილებელია, არ ჩაგეთვლება.
- მაგისი არცოდნით შეიძლება, ცუდი რამე დაემართოს.
- ვალდებულიც ხარ, უთხრა.
- ლამაზ და წარმატებულ ქალებს ერთმანეთის რატომ გვეშინია? სანამ ვნახავდი, მტრულად ვიყავი განწყობილი. გულის სიღრმერში, ერთადერთი მიზეზი მქონდა: ჩემი სიმაღლისა და ჩემი წონის იყო. წონაში კილოგრამს არ ვგულისხმობ, ალბათ მიხვდი.
- რატო გერიდება ყველაფრისთვის სახელის დარქმევა? შენი დონის იყო. მაგას დღემდე დიდ მნიშვნელობას ანიჭებ და ადამიანებს სოციალური კლასების მიხედვით ჰყოფ.
- არ ვყოფ!
- ყოფ. გეყოფა ლილიან, ისეთი მიყვარხარ, როგორიც ხარ. ზუსტად ეგეთი შემიყვარდი და ხასიათის რანაირი ველური მხარეც არ უნდა გამოამჟრავნო, მაინც მეყვარები, მაგას ვერაფერი შეცვლის. უბრალოდ, ჩემთან გახსნილი იყავი.
- კარგი, მართალი ხარ - დანებდა ქმარს და მერე საკუთარ თავზე გაეცინა. დათას გარდა, ერთი ადამანიც არ მოიძებნებოდა დედამიწის ზურგზე, ვინც ასე კარგად იცნობდა - ვფიქრობ, როგორი სოლიდარობისკენაც არ უნდა ვისწრაფვოდეთ, მაინც არ გვაქვს ქალებს კარგი დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ და ეს აუცილებლად უნდა შეიცვალოს. მარჯიელას ძალაუფლება, გავლენა, სახელი და წარმატება აქვს, ისევე როგორც მე. ამასთან, უზომოდ მშვენიერია... ჩემსავით. თუმცა უნდა გავიაზრო, რომ კონკურენტი არაა.
- კარგი გოგოა. ყველა გიჟდება. ჩემს მეგობარს შვიდჯერ ჰყავს დახატული, საწყალს, მაგრად უყვარდა.
- მერე?
- ჯერ პაემნებზე არ დაჰყვებოდა, ახლა სოციალურ ქსელებშიც დაბლოკა.
- ანუ მართლა პრემიერის შეყვარებულია - ეშმაკურად აუციმციმდა თვალები ლილიანს.
- საიდან მოიტანე?
- თაყვანისმცემლებს მაშინ ვბლოკავთ, როცა სერიოზული ურთიერთობა გვაქვს. ისეთი ეჭვიანი იყავი, კაცებს ვეღარ ვესალმებოდი. გახსოვს?
- მე? - შეიცხადა დათამ - ეჭვიანი არასოდეს ვყოფილვარ, შენში გერევი, ბავშვების ძიძა შემაცვლევინე ადრე.
- თვალებს გიპაჭუნებდა! არადა, დანიშნულები ვიყავით.
- ოჰ, ღმერთო. წიკები ჰქონდა ლილიან.
- არ მადარდებს!

* * *

რესტორნები გაიხსნა. მარჯიელა და ლილიანი ვერანდაზე ისხდნენ და გადაღებული კლიპის პრეზენტაციას მარჯიელას სასტუმროში გეგმავდნენ, რომელიც ბრიფინგებისთვის შეუდარებელი ადგილი იყო თავისი ეზოთი.
- მემგონი, ბომბი გავაკეთეთ - ოვაციებში იყო ლილიანი.
- ჰო, ნამდვილად.
- რა ხდება, უხასიათოდ ხარ?
- რაღაცა მინდა, მოგიყვე.
- რა უცნაურია, მეც რაღაცის მოყოლა მინდა და არ ვიცი, როგორ მივუდგე ამ საკითხს - გამოუტყდა ლილიანიც.
- შენც ბავშევბზე გსურს საუბარი?
- არა. მოიცა, რა ხდება ბავშვებზე?
- ნიტა და რებეკა ძალიან მეგობრობენ.
- ჰო, ვიცი. მიხაროდა ეგ ამბავი. რამე დააშავეს?
- არა, არა. ვაიმე, ჯანდაბა. შეიძლება, არ უნდა ვერეოდე, თუმცა თინეიჯერები არიან და თავს ვალდებულად ვგრძნობ, რომ შენს შვილზე ყველაფერი იცოდე. თან, რასაც ვაკვირდები, ნამდვილი ასლი გყავს.
- ჰო, ნიტა ძალიან მგავს - გაეცინა ლილიანს - მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ბიოლოგიური ქალიშვილი არაა.
- რას ამბობ?
- ჩემი მეუღლის პირველი ცოლისგან... დათა ქვრივი იყო, როცა გავიცანი.
- ჯანდაბა. არადა, მართლა ძალიან გგავს ნიტა.
- ვიცი, ყველა მაგას ამბობს, მათ შორის, დათაც. სულ წუწუნებს, ორი ლილიანი მეტისმეტია ერთ ოჯახშიო.
- ნუ რაღაცეები ნამდვილად არ გაქვთ საერთო - თვალები მოჭუტა მარჯიელამ.
- გეხვეწები, პირდაპირ მითხარი, თორემ გული გამისკდება.
- რებეკა და ნიტა ახლოს არიან... მეგობრებზე ცოტათი უფრო ახლოს.
ლილიანს გაეცინა.
მაგრად გაეცინა.
- ხო არ ბრაზობ მაგის გამო? - თვალებდაწვრილებულმა შეხედა მარჯიელას.
- არა, რას ამბობ. მე მეშინოდა, შენ არ გაბრაზებულიყავი, თუმცა როგორც ჩანს, გცოდნია.
- ნიტა არაფერს მიმალავს, ორი წელია, რებეკაზეა შეყვარებული და სულ იმას წუწუნებდა, მთელ სკოლას ბეკი უყვარსო. დამპირდა, დათას თვითონ ეტყოდა. ვიცით, დათაც ჩვეულებრივად მიიღებს ამ ფაქტს, თუმცა მაინც რაღაცნაირად, ეშინია.
- რა უცნაურია. ბეკის ჩემი ეშინოდა, პირველად, ჯოსეფთან გამოტყდა.
- ვერ გაიგებ - მხრები აიჩეჩა ლილიანმა. - მთავარია, კარგად იყვნენ. მიხარია, რომ ნორმალური ოჯახები ჰყავთ და დისკომფორტს ვერავინ შეუქმნის.
- რა თქმა უნდა. თავს მოვაჭრი ნებისმიერს, ვინც რამეს ცუდად აგრძნობინებს ჩემს დას.
- მგონი, ისედაც მოგიწევს ვიღაცისთვის თავის მოჭრა - ღრმად ჩაისუნთქა ლილიანმა - მოდის სამყაროში, არაფერი იმალება. ყველაზე კრეატიული, ესთეტიკური და ლამაზი ხალხი ვართ, მაგ სფეროში მოღვაწეები, მაგრამ ამავე დროს, ზედმეტად ჭორიკანა. თუმცა ჩვენი ჭორები სხვისგან იმით განსხვავდება, რომ ყველაფერი სიმართლეა, რასაც სხვებზე ვსაუბრობთ. შენი და პრემიერის რომანიც არ დამალულა.
- ღმერთო - სახე ხელებში ჩარგო მარჯიელამ.
- არა, ეგ ჩვეულებრივი ამბავია. არავინ გკიცხავთ და არ გლანძღავთ. ორ ზრდასრულ ადამიანს რომანი როცა აქვს, ცუდად არავინ იღებს მაგ ფაქტს. მითუმეტეს, ლამაზები და წარმატებულები ხართ. ერთი სიტყვით, ყველას „ევასებით“. საქმე სხვა რამეშია მარჯიელა და უნდა მომისნიმო. ზოგადად, ხალხს წინასწარ არ ვაფრთხილებ მოსალოდნელ საფრთხეზე თუ ძალიან დიდი სიმპათია არ მაქვს მათ მიმართ. კრისტოფერისთვის თავიდან ძალიან საშიში მტერი იყავი. მისი პიარ მენეჯერი, ანაბელი დემეტრის დაქალია. სინამდვილეში, დემეტრი ყველას „დაქალია“, თუმცა რეალურად, მისთვის ერთადერთი ვარ. ანაბელმა, როგორც ქალმა, მალევე შეატყო, როგორ შეიძლებოდა შენი განიარაღება და კრისტოფერს ურჩია, მტერი ჩამოეცილებინა იმ ხერხით, რა ხერხსაც ძალიან ცუდი ადამიანები მიმართავენ.
- თავის შეყვარებით?
- ნუ, მოხიბლვით, თუმცა ეგ ერთი და იგივეა. ცოტა ძველ ამბავს გიყვები. აი, კლუბების დარბევის პერიოდს.
- ამის დედაც! - მარჯიელას თავისი ნიშნობის ბეჭედზე გაუშეშდა თვალი.
ლილიანი მიხვდა, რომ დანიშნული წყვილის ურთიერთობა დაანგრია.


* * *

ტრასაზე მანდანქა მიქროდა.
მძღოლი მთელი ძალით ცდილობდა, რომ სიმწრისგან, რამეს არ შეჯახებოდა. მეორე მხრივ, ალბათ შვებაც იქნებოდა მისთვის შეჯახება.
მოულოდნელად, დაატორმუზა. ცოტა დააკლდა რომ არ ამოყირავებულიყო.
მანქანიდან გადმოვიდა, მუშტი მოიღერა და იქამდე ურტყა ხელები სკაუთარ მანქანას, სანამ სულიერი და ფიზიკური ტკივილისგან გულისშემძვრელი ღმუილი არ აღმოხდა.
იქვე ჩაიკეცა.
ცხოივრებაში, პირველად ატკინა გული კაცმა.
და ცხოვრებაში, პირველად უყვარდა ისე ძლიერად, რომ გული ეტკინა.
დაახლოებით, ერთი საათი დასჭირდა საკუთარი თავის ხელში ასაყვანად. მერე ლილიანს დაურეკა.
- უკეთ ხარ? - ჰკითხა ქალმა.
- არა, უარესად ვარ და მინდა, რომ ჩემზე ასჯერ უფრო ცუდად იყოს.
- მედიას იმაზე უკეთ ვაკონტროლებ, ვიდრე შენ და პრემიერ მინისტრი ერთად აღებული და კუბში აყვანილი. უბრალოდ, მითხარი, რისი გაკეთება გსურს.
- სერიოზულად დამეხმარები?
- რა თქმა უნდა. ქალები ერთმანეთის ძალა ვართ. თუ ვინმემ ერთს აწყენინა, ესეიგი, ყველას აწყენინა.
- მიხარია... მსურს, ყველაზე საშინელი ჭორები გავრცელდეს. გადამოწმებას მაინც არავინ დაიწყებს. არ ვიცი, ვითომ, ორგიებს აწყობს თავის იახტაზე. იახტა არ ჰყავს, მაგრამ მაინც. ვითომ, ქვეყნის ბიუჯეტიდანაც, უმსხვილესი თანხა მიითვისა,
- გადააყენებენ.
- გადააყენონ. საყვარელმა ადამიანმა, ყველაზე დიდი უბედურება შეიძლება დაგმართოს. საკუთარ თავზე გამოვცადე, დროა, კრისტოფერმაც იგემოს.
* * *
მარჯიელას დროის შეგრძნება დაჰკარგვოდა. ვერ აღიქვამდა, დღეები როგორ გადიოდნენ. ერთი კვირის განმავლობაში, სახლიდან ფეხი არ გაუდგამს. საწოლიდან თავის აწევის ძალა აღარ ჰქონდა. რაც ყველაზე საშინელებაა, ვერ ტიროდა.
ემოციების გადმოცემის ერთადერთი გზა ეგ ჰქონდა და მაგასაც ვეღარ ახერხებდა. კრისტოფერთან ჩხუბამდე და ჩხუბისას იმდენი ცრემლი დაეხარჯა, ახლა ერთ დიდ გაბერილ ბურთს ჰგავდა, რომელიც ვერაფრით სკდებოდა.
ახრჩობდა ბრაზი, ბოღმა, სევდა.
ყველაზე მეტად, მონატრება ახრჩობდა, თუმცა რომც მომკვდარიყო, საკუთარ თავს ვერ გადააბიჯებდა. რანაირადაც არ უნდა ეტანჯა, კრისტოფერს არ შეურიგდებოდა. იცოდა, ცხოვრების ბოლომდე ეყვარებოდა ეს კაცი თავისი შეცდომებით, მანკიერი თვისებებით და იმ ღიმილითაც, რომელიც ასე ძალიან აკლდა.
- მარჯიელა, მარჯიელა! - გამწარებული უკაკუნებდა ჯოსეფი თავის დას ოთახის კარზე.
- რა ხდება?
- შემოვიდე?
- შემოდი.
მაშინ, პირველად დაინახა ქალი უცნაურ ღამის პიჟამაში, სახეწაშლილი. ოთახი ისეთი დასალაგებელი იყო, მარჯიელასგან რომ არავინ მოელოდებოდა. თვითონ საწოლზე იჯდა და მუხლებში ნაყინის უზარმაზარი ყუთი დაედგა.
- გასივდები.
- არაუშავს.
- რაღაცა უნდა გითხრა ელლა.
- კრისტოფერს თუ ეხება, სჯობს, ხმა არ ამოიღო საერთოდ.
- პრემიერის პოსტი დატოვა. გავრცელებული ამბების შემდეგ, თავს ვალდებულად ვგრძნობ, გადავდგე, იქნებ ესე მაინც გავაჩერო მედია და ხალხშიც აღარ გამოვიწვიო მტრული დამოკიდებულებაო. ყველა გეგმას იმას გადავცემ, ვინც ჩემს მოვალეობას შეასრულებს სამომავლოდ. დაე, იმან მოგხედოთო. ბოლოს დააყოლა, თმენის ვალდებულება აღარ მაქვს და ბარემ, ერთიანად გეტყვით ყველაფერს: მაგარი უმადური ხალხი ხართ, ორ თვეში, ეკონომიკური კრიზისიდან ამოგიყვანეთ, პანდემიას მინიმალური მსხვერპლით გამოვტაცე ქვეყანა ხელიდან და ხალხმა მაინც რაღაც ამორალური ჭორები დაიჯერა ჩემზე, ეშმაკად შემრაცხა და ახლა თავშიც ქვა გიხლიათო. ბოლოს, დააყოლა, აზრი არ აქვს არაფერს, წავედი და აბა, თქვენ იცითო.
- ძალიან კარგი - უზარმაზარი კოვზით შეიტენა ქალმა პირში შოკოლადის ნაყინი და სიცივისგან, თავი ასტკივდა.
- კარიერა დაუნგრიე.
- ძვლები რომ არ დავუნგრიე, მადლობა თქვას. ნიშნობის ბეჭედი სახეში ვესროლე. იმასაც რაღაც იდიოტური ჭორები უთხრა ვიღაცამ, ვითომ, იმისთვის „დავკერე“, რომ გამენადგურებინა და მერე მაგისი ადგილი დამეკავებინა. იქამდე ვლეწეთ ჭურჭელი, სანამ არ გაგვითავდა.
- მაგის მერე აღარ შეგხმიანებია?
- კი. გავაგდე...
- ანუ შენზეც იგივე გაიგო, რაც შენ გაიგე მის შესახებ და მაინც შერიგება უნდოდა?
- ჰო.
- მაგრად ყვარებიხარ. თან ასეთ მდგომარეობაში თუ გნახა, მითუმეტეს.
- რა მჭირს, ცუდად გამოვიყურები?
- არა, არა, შეუდარებელი ხარ. - ისე გაუღიმა, ვითომც არაფერიო, და ლოყიდან, შოკოლადი მოაშორა თავის დას. - სჯობს, გარეთ გახვიდე. ლილიანთან შეხვედრა დანიშნე და პრეზენტაციაც ჩაატარეთ. სანამ სიგამხდრისგან მოკვდები, ჯობია თავი გადაირჩინო.
- პრეზენტაციას ვერ გავმართავთ, ათ კაცზე მეტი ერთად აკრძალულია ჩემი ყოფილი სიყვარულის მიერ. ავდგები და კაველოს მაღაზიაში მივალ. იქნებ, შოპინგმა აზრზე მომიყვანოს. დემეტრის და ალექსაც წავიყვან. თან მარჯიელას ძმაკაც ძიმკას და ალექს ერთმანეთი მოსწონთ.
- კარგი აზრია.
- შენ რას შვრები იმ მასწავლებელზე?
- მერე მოგიყვები. - თვალი ჩაუკრა ჯოსეფმა და მარჯიელა მიხვდა, ალბათ, კარგად მისდიოდათ საქმეები.


* * *

- შერიგებას არ გეგმავ? - ჰკითხა ლილიანმა ტანსაცმლის თვალიერებაში გართულ მარჯიელას და წყლისფერი კაბა აუფრიალა. დარწმუნებული იყო, მოუხდებოდა.
- პირველი რამდენიმე დღე, მეზიზღებოდა. ახლა ძალიან მიყვარს და მგონი, ბრაზმა გადამიარა. ეს რა ჯანდაბაა? წინა ჯერზეც ასე იყო. თავიდან, მტკიცედ ვიდექი, მერე ერთხელ მომიხადა ბოდიში და სულელივით კისერზე ჩამოვეკიდე.
- ვფიქრობ, არ უნდა მეთქვა შენთვის ეგ ამბები. კრისტოფერს შენზე მიუტანეს ენა, ანაბელმა კრისტოფერზე მოგვიტანა ჭორები. ყველაფერი წინასწარ დაგეგმილს ჰგავდა თქვენ დასაშორებლად.
- მემგონი, მეც დამნაშავე ვარ ამ ისტორიაში.
- ოჰ - გაეცინა ლილიან - მემგონი ყველა დამნაშავეები ვართ. ერთადერთი ნორმალური მთავრობის ლიდერი გვყავდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და მაგასაც კარიერა დავუნგრიეთ.
- მაინც არ აპირებდა მომდევნო არჩევნებზე კენჭს ყრას.
- ბარემ, მოგვეკლა თუ ეგრეა.
- კაი გეხვეწები, ისედაც თავი მისკდება. ახლა მაგისი სიკვდილიც არ წარმომადგენინო.
- უბრალოდ, მიდი და შეირიგდი.
- არც კი ვიცი, სადაა. სახლში რომ არაა, ზუსტად გავარკვიე. ალექის დრონით ვუთვალთვალებდი.
- ღმერთო, მეც ვუთვალთვალებ ხოლმე ჩვენი სახლის ფანჯრიდან დრონით დათას.
- რატომ?
- ქალებს როცა ხატავს, ჭკუიდან ვიშლები. ჩვეულებრივ ფსიქოპათს ვემსგავსები.
- მეც მეშლებოდა ნერვები, ქალებთან რომ ჰქონდა შეხვედრები კრისტოფერს. - მერე მარჯიელა გაშეშდა - შენ ხვდები, რომ მომავალში, კიდევ ექნება შეხვედრები და მე არ მეცოდინება ამის შესახებ? მერე ვიღაცა გაეფლირტავება, ჰკითხავს: „ბატონო კრისტოფერ, თავისუფალი ბრძანდებით თუ ვინმე გყავთ?“ კრისტოფერი უპასუხებს: „თავისუფალი ვარ, რადგან შეყვარებული დამშორდა“.... და ის ძუკნა იტყვის: „თქვენნაირ კაცს მხოლოდ სულელი დაშორებოდა“.
- შეურიგდი მარჯიელა!
- რატომ?
- გიყვარს. კავშირზე არ გამოსულა?
- იმის მერე, რაც ძალიან ძვირიანი ვისკი დავულეწე და სითხე სახეში შევასხი, მერე კი მჟავის შესხმითაც დავემუქრე თუ კიდევ ერთხელ ვნახავდი მაგის უზარმაზარ ცხვირს, რამდენჯერმე მომადგა სახლში. ყოველ დღე მეილებს მწერს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ არ აქვს აზრი უჩემოდ ცხოვრებას.
- ჩემი და დათას პირველი ჩხუბის შემდეგ იცი რა ვქენი?
- რა?
- ხელი ვთხოვე.
- ახლა რომ შამპანურს ვსვამდე, გადმოვასხამდი პირიდან. ეგ ამბავი არ ვიცოდი.
- იმ ღამით, დათა ვერ დაწყნარდა, პატარა ბავშვივით აჟიტირებული იყო. ბავშვებს რომ ქორწილზე ვუთხარით, საერთოდ გადაირივნენ. ცხოვრებაში, ბევრი რამე მიკეთებია. მაგალითად, ეს მშვენიერი კაბები, მაგრამ იმაზე მნიშვნელოვანი არაფერი, ვიდრე დათასთვის ქორწინების თხოვნა.
- საით მიგყავს დიალოგი?
- იქით, რომ ორი ქმარი გყავდა. აქედან, ერთი შენი საუკეთესო მეგობარი იყო, მეორესთან კი ჟ*მაობაც ვერ მოასწარი, ისე სწრაფად მოკვდა. ცხოვრებაში, ერთხელ მოდის სიყვარული. გაგიმართლა, ორგზის ქვრივობის შემდეგ, როგორც იქნა, ნამდვილი გრძნობა გეწვია და პოლიტიკურ შტერობებს ნუ გადააყოლებ. მითუმეტეს, თუ კრიტოფერსაც იგივე რაღაცეები უთხრეს შენზე, აშკარაა, თქვენი გაცალკევება უნდოდა ვიღაცას. მეც კი წამოვეგე.
- იცი მოცარტის მოედანზე რა ხდება? ხალხი გამოვიდა და კრისტოფერის დაბრუნებას ითხოვს. ნეტა მაგათ ტვინში ჩამახედა. ჯერ გაამწარეს, ახლა მოენატრათ. ბებიამაგათისამ!

* * *

„მენატრები მარჯიელა.
შენი ზურგი მენატრება, წარბთან პატარა, წითელი ხალი რომ გქონდა, ის მენატრება. ასე მგონია, არაფერი იყო შენამდე და შენს შემდეგ, სრული სიცარიელე მელოდება. არ ვიცი, ამ წერილს რატომ გწერ ისე, თითქოს სასიკვდილო განაჩენი მქონდეს გამოტანილი.
ალბათ უშენო სიცოცხლე სიკვდილის ტოლ-ფასია. არ ვიცი, რამდენმა წელმა უნდა გაიაროს, რომ ჩემთვის ნაკლებად მნიშვნელოვანი გახდე. ვფიქრობ, შეუძლებელია ვინმეს გადაყვარება.
რა ვქნა?
ერთხელ მიყვარდა და ისიც უკანასკნელი აღმოჩნდება, ვიცი.
არცაა საჭირო, ასეთი გრძნობა აღარ განმეორდება და არც მინდა. არ მინდა, ჩვენს მოგონებებს მტვერი დაედოს. ჩემთვის არასოდეს გახდება ბუნდოვანი, მაგრამ ნეტავ შენც არ დაგავიწყდე, ნეტავ, შენთვისაც უკანასკნელი აღმოჩნდეს ეს გრძნობა.
წერით ვერაფერს ვწერ ისე, როგორც იმსახურებ. ხომ იცი, მე ლაქლაქი შემიძლია, მაგრამ მაგ ლაქლაქმაც არაფერი მიშველა. პირიქით, მწვერვალზე რომ არ ავსულიყავი, შეიძლებოდა, ჩვენ უფრო მეტად გამოგვსვლოდა ურთიერთობა. ჰოდა, გავ*არი პრემიერობას, მთავარი მიზანი შენ იყავი და ახლაც მთავარი მიზანი ხარ.
სულ მუდამ მეყვარები.
შენი კრისტოფერი.“
მარჯიელამ ლეპტოპი დახურა.
ისეთი ქვითინი აუტყდა, კიდევ კარგი, ხმაგაუმტარი კედლები ჰქონდა, თორემ მთელ ოჯახს შეაშინებდა.
დასიებული თვალებით, ემოციებისგან დაცლილი, თავისი ოთახიდან გავიდა. მომავალი ჯოსეფი შეეჩეხა გზაში. თან კი არ მოდიოდა, კიბეებს ახტებოდა.
- რატომ მოფრინავ?
- ელლა, უნდა დაჯდე!
- რა ხდება?
- იუსტიციის სახლს ცეცხლი გაუჩნდა, კრისტოფერი იქ იყო, არ ვიცი, რა უნდოდა. ყველანი გარეთ გამოვიდნენ, მაგრამ მესამე სართულზე ხალხი დარჩა და ჩვენი პრემიერი უკან შევარდა. პოლიცია, სასწრაფო დახმარება, სახანძრო, ყველაფერი მობილიზებულია. ჯერ არ ვიცით, რა ხდება.
მარჯიელამ პირი გააღო.
რაღაც საზარელი წრიპინი აღმოხდა და გადაწყვიტა, რომ თუ კრიტოფერს რამე დაემართებოდა, სამუდამოდ დადუმებულიყო. რაღაცნაირად, იმასთან გააიგივა, აი, ქორწილში, ვინმე თუ წინააღმდეგია, ან ხმა იმ წამსვე უნდა ამოიღოს ან აღარასოდეს.
მერე გაეცინა.
ისე სტკიოდა, სიცილიც და ტირილიც ერთნაირად მოქმედებდნენ: ვერანაირად.
კრისტოფერს არ დაკარგავდა.
ვერ დაკარგავდა.
მეტისმეტი იყო.
ასე ზღაპრები კი არა, ფსიქოლოგიური დრამებიც იშვიათად მთავრდებოდა.
- მარჯიელა! - დაიღრიალა ჯოსეფმა.
მის დას არაფერი ესმოდა.
სხვა სამყაროში გადაენაცვლა.
იმ სამყაროსი, მხოლოდ შიში იყო - საყვარელი ადამიანის დაკარგვის და ამ შიშზე უარესი, არაფერი გამოეცადა. ახლა ყველაფერს აზრი ჰქონდა დაკარგული. სულ ერთი იყო კარიერა, ფული, პოლიტიკა, უაზრო კლუბები, აზრიანი განათლება და კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი რამე ადამიანების ცხოვრებაში, თუმცა მთავარი მხოლოდ სიყვარული იყო.
ხალხი იბადებოდა.
კვდებოდა.
პოულობდა.
კარგავდა.
ან ვერ პოულობდა და არც კარგავდა, თუმცა მარჯიელა საკუთარ თავს იღბლიან ქალად თვლიდა, რადგან სამყაროს რამდენიმე მილიარდ ადამიანში ეპოვნა ერთადერთი.
და ვერ დაკარგავდა.

* * *

იუსტიციის სახლთან როგორ მივიდა, არ ახსოვდა. ალბათ, როგორღაც, ჯოსეფმა მიიყვანა. მარჯიელას არც ის ახსოვდა, რანაირად ცდილობდა ცეცხლმოკიდებულ სახლში შევარდნას.
მეხანძრეებს და ჯოსეფს კი ის უკვირდათ, ხუთი კაცი რომ ძლივს აკავებდა ერთ გამხდარ ქალს.
და ბოლოს, გამოვიდა კრისტოფერი.
ცალი ხელით, ნახევრად გონებადაკრგულ ქალს იჭერდა, მეორეში, ბავშვი ჰგავდა გულზე მიხუტებული. თმააწეწილი და შეშინებული იყო თვითონაც, მაგრამ თვალებში ისეთი ცეცხლი ენთო, მთელ ამ აურზაურსა და ალმოდებულ შენობას სჯაბნიდა.
გაუშვეს მარჯიელას ხელი.
სხვა რა გზა ჰქონდათ.
კრისტოფერის დამსახურებით, ის ორიოდე ადამიანიც გადარჩა, ვისი გადარჩენაც ასე ეეჭვებოდათ.
ჟურნალისტების კამერებმა, ამდენ გონებაარეულ და შოკირებულ ადამიანში, ერთი წყვილი გამოარჩიეს: ყოფილი პრემიერი და წლის ბიზნესვუმენი, რომლებიც ისე გადაეხვივნენ ერთმანეთს, აშკარა იყო, ამის შემდეგ, განცალკევების ძალა აღარ ექნებოდა არც ერთს.
- თქვენ ადამიანები გადაარჩინეთ, რა განცხადებას გააკეთებდით? - მივარდა უკვე კარგად ნაცნობი ჟურნალისტი ლულუ კრისტოფერს და სხვა დანარჩენი მიკროფონისგან განსხვავებით, ისე გამოკვეთილად მიუწია სახესთან, ცოტა უნებისყოფო ადამიანის ადგილას, შეიძლებოდა, შეჭმა დაეპირა კრისტოფერს.
- ჯანდაბა, აღარ ვარ პრემიერი და შემიძლია, ყველაფერი ვთქვა, რაც აქამდე დამიგროვდა. ხალხი სიკვდილს ძლივს გადაურჩა. საერთოდ არანაირი სურვილი არ მაქვს განცხადების გაკეთების. თქვენი ყოველი შეკითხვა იმდენად სულელურია, სულელური იყო და იქნება, რომ მზად ვარ, გული გამისკდეს. პირადად არ მიიღო, ყველას გეხებათ. ცდილობდით, ჩემთვის ცხოვრება გაგემწარებინათ, მაგრამა რ გამოგივიდათ. პატარა, სულელ ბატკნებს ემსგავსებოდით, როცა სიტყვა-პასუხის რეჟიმში, ერთიანად მიგასვამდით ხოლმე. - გაეცინა ვიცე პრემიერს.
ყველას უკვირდა, სიცილის თავი რანაირად აქვსო, მაგრამ აშკარა იყო, გვერდით ვინც ედგა, იმისი დამსახურებით, კიდევ ბევრჯერ მოუნდებოდა გაცინება. მაშინაც კი, როცა საერთოდ არ ექნებოდა სასაცილოდ საქმე.
- რა ურთიერთობა გაქვთ მარჯიელა კრუგერთან? - გაისმა მომდევნო შეკითხვა.
- რა თქმა უნდა, შენობა იწვის და ხალხი ლამის დაიხოცა, თქვენ კი ისევ ჩემი პირადი ცხოვრება გადარდებთ.
- საცოლე ვარ! - თავი ვერ შეიკავა მარჯიელამ.
- საცოლეა - სახეზე ღიმილი გაეპარა კაცსაც.
- ხალხი თქვენს პრემიერობას ისევ ითხოვს. დაუბრუნდებით პოსტს?
- არა - თავი გააქნია კრისტოფერმა - მშვიდად ვიცხოვრებ, ამ მშვენიერ ქალს ცოლად მოვიყვან და ისეთი ბედნიერი ცხოვრება გვექნება მთელი თავისი ოჯახური იდილიითა და ბავშვებით, თქვენ რომ ბანალურს ეძახით. დავიღალე. ერთადერთი, რაც მსურს, დასვენებაა.

* * *

სამუშაო დღე იყო. თვალის გახელისას, პირდაპირ მარჯიელას მძინარე სახის დანახვამ, ისეთი ბედნიერება მოჰგვარა კრიტოფერს, მიხვდა, აქამდე, ასჯერ უნდა გადამდგარიყო, რომ ასეთი სიხარული შეეგრძნო.
აღარსად გარბოდა.
ქალის წითურ კულულებს მომღიმარი გამომეტყველებით ეთამაშებოდა და ერთადერთი, ვინც ამ თმის ალერსში ეცილებოდა, ფანრჯიდან შემოპარული მზის სხივები იყვნენ.
- გამარჯობა - კაცის მკერდზე გადმოწვა მარჯიელა და საყვარელი კაცის ყელში შემალა ცხვირი. კრისტოფერის კანის სურნელზე დამოკიდებულებას ვერასოდეს მოიცილებდა.
- რა კარგია ხო? სამშაბათი დილაა. მე არსად ვარ წასასვლელი.
- წასასვლელი ხარ, საქორწინო ტორტების დეგუსტაციაზე.
- ეგ არ ითვლება. და საერთოდ, ძალიან მიხარია, რომ ასეთ რამეებზე ძალით დაგყევარ.
- ჟურნალისტები მაინც არ გვასვენებენ. გუშინ, ფოტო აიტვირთა, სადაც პარკინზე ვკოცნით ერთმანეთს.
- რა მაგარია, რომ პარკინგზე კოცნაობა და კაფეში ადამიანურად შესვლა შემიძლია.
- სამაგიეროდ, ახლა ყველამ იცის, მურაბიანი ბლინები რომ გიყვარს.
- იცოდნენ.
- სტუმრების სია არ შევადგინოთ?
- ახლა?
- არა, დღეს საღამოს.
- შევადგინოთ. შენი მეჯვარე კაცია ხო?
- რებეკა, ლილიანი და ალექი.
- ნამდვილად არ მეგონა, ლილიანს თუ ასე დაუახლოვდებოდი.
- საყვარელია და ძლიერი. მიყვარს ძლიერი ქალები. სხვათაშორის, ისეთი მშვენიერი საქორწინო კაბა მაქვს ლილიანისგან, საკურთხევლიდან ნამდვილად არ გაიქცევი.
- მეშოკი რომც ჩამოიცვა, გაქცევას არ ვგეგმავ.
- ღმერთო, შენი ბრიფინგები როგორ მომენატრება. - თავში ხელი წაიშინა ქალმა.
- მინი ტრიბუნა მაქვს და შემიძლია, ინდივიდუალური ბრიფინგები ვატარო. მაგალითად, „პრემიერი განცხადებას აკეთებს მარჯიელა კრუგერის პირადი ცხოვრების შესახებ: მოგესალმებით, დღევანდელი მონაცემებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანაში, მარჯიელა კრუგერით დაინტერესებული მამაკაცების რაოდენობა შედარებით დასტაბილურდა. კიდევ ერთხელ, ხაზგასმით ვამბობ: შედარებით დასტაბილურდა და კონტროლს ექვემდებარება! დღეს ჩვენ გვაქვს, მასზე შეყვარებული კაცის 5 ახალი შემთხვევა, 11 მკურალობის პროცესშია, ხოლო ერთმა მამაკაცმა შეიძინა საქმროს სტატუსი და სხვა დანარჩენ შეყვარებულთა სქემას ძალიან მკაცრად აკონტროლებს. წინასწარი პროგნოზის მიხედვით, ყველა დაიმფიცირებული დაიღუპება. იუმედო სიტუაციაა.“.
- აბა დასტაბილურდა სიტუაციაო?
- გამიჯნურების მხრივ დასტაბილურდა. გიჟივით, დღეში 30 კაცს არ უყვარდები, თუმცა მსხვერპლი აუცილებლად გვეყოლება. მაგის გარანტიას, ექსპერტი საქმრო იძლევა. გლობალური პანდემიის მიზეზი გახდა ქალბატონი მარჯიელას საოცრად რბილი, მშვენიერი თმა, რომელიც რბილთან ერთად, სურნელოვანიცაა და წამში ნუსხავს ნებისმიერ სულიერს. აგრეთვე, გრძელი კიდურები, მომაჯადოებელი საჯდომი და მრგვალი, რბილი მკერდი, რომელიც რამდენიმე დღეში, მფლობელს ჩამოერთმევა და ვიცე პრემიერის, კრისტოფერ ფორტის პირადი საკუთრება გახდება. გმადლობ, გახვამდის.
- ღმერთი ხარ! - წარმოთქვა ქალმა და მთელი ვნებით დააცხრა კრისტოფერის ტუჩებს.

დასასრული



№1 წევრი ვიპნი

აუუ,შუა ნაწილში ავირიე მეთქი აქ ამათ რა უნდა,საიდან გაგახსენდა ლილიანი და დათა :) ძალიან მაგარი იყო,ისე მეგონა ჯერ კიდე არ ამთავრებდი,ოქრო გოგო ხარ.

 


№2 სტუმარი tikusha

gaxaria????????????

 


№3 სტუმარი სტუმარი ენ ჯეინი

tikusha
gaxaria????????????

მაგაზე მილიონჯეტ მაქ ნათქვამი რომ ისტორიებში, მე პროტოტიპები არ მყავს

ვიპნი
აუუ,შუა ნაწილში ავირიე მეთქი აქ ამათ რა უნდა,საიდან გაგახსენდა ლილიანი და დათა :) ძალიან მაგარი იყო,ისე მეგონა ჯერ კიდე არ ამთავრებდი,ოქრო გოგო ხარ.

უცებ ძაან მომენატრნენ და აემოვიყვანე ????
შენც ორო ხარ საყვარელო

 


№4  offline წევრი Notyourbabe

აი მარჯიელა და კრისტოფერი ხო მიყვააარს
მაგრამ ჩემი ლილიანის და დათააას გამოჩენაზე მეტად არაფერი გამხარებია <3 მიყვარს ეს სიფსიხეეე წყვილიი და მომნატრებიან.
ისტორიაააა რათმაუნდა ისევ გასაგიჟებლად კარგი იყოო დააა ალბათ კიდევ ბევრჯერ წავიკითხავ ისეთი <3

 


№5 სტუმარი სტუმარი ენ ჯეინი

Notyourbabe
აი მარჯიელა და კრისტოფერი ხო მიყვააარს
მაგრამ ჩემი ლილიანის და დათააას გამოჩენაზე მეტად არაფერი გამხარებია <3 მიყვარს ეს სიფსიხეეე წყვილიი და მომნატრებიან.
ისტორიაააა რათმაუნდა ისევ გასაგიჟებლად კარგი იყოო დააა ალბათ კიდევ ბევრჯერ წავიკითხავ ისეთი <3

უდიდესი მადლობა სიყვარულო. მეც მგონია რო ლილიანს და დათას აი ვაფშე სხვა ელფერი დაჰკრავთ და რატო არ ვიცი

 


№6 სტუმარი თმთ

მეორე ნაწილს ველოდები რომ ველოდები მახსოვს . დაახრჩე ეს კაცი წყალში და მერე გაწუწული ამოთრიე და კიდე მინდა მე ესენი არ მეყო

 


№7 სტუმარი სტუმარი ენ ჯეინი

თმთ
მეორე ნაწილს ველოდები რომ ველოდები მახსოვს . დაახრჩე ეს კაცი წყალში და მერე გაწუწული ამოთრიე და კიდე მინდა მე ესენი არ მეყო

მეორე ნაწილი ალბათ არ ექნება ???????? ის სხვა ისტორიაა და იმასაც მალე დავდებ ❤️❤️

 


ვაიმე ცხივრება, ეს იყო ცხოვრება რომელმაც იმ სამყაროში გადამიშვა სადაც ბედნიერების მეტს ვერავინ ვერაფერს ხედავს, ეს ისტორია ჩემთვის ყველაზე ბედნიერი და მხიარული იყო♡♡

 


№9 სტუმარი სტუმარი ენ ჯეინი

სიყვარული გულს გვტკენს
ვაიმე ცხივრება, ეს იყო ცხოვრება რომელმაც იმ სამყაროში გადამიშვა სადაც ბედნიერების მეტს ვერავინ ვერაფერს ხედავს, ეს ისტორია ჩემთვის ყველაზე ბედნიერი და მხიარული იყო♡♡

უსაყვარლესოოო, ძალიან მიხარია რო ასე ფიქრობ ???????????? მადლობა დიდი

 


№10 სტუმარი სტუმარი მარიამი

კითხვისას ძალიან გავერთე, მიყვარს შენი ისტორიები heart_eyes
დათა და ლილიანი ჩემი ფავორიტი წყვილია, გამოგიტყდები და ამიერიდან მარჯიელაც და კრისტოფერიც...

 


№11  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

სტუმარი მარიამი
კითხვისას ძალიან გავერთე, მიყვარს შენი ისტორიები heart_eyes
დათა და ლილიანი ჩემი ფავორიტი წყვილია, გამოგიტყდები და ამიერიდან მარჯიელაც და კრისტოფერიც...

დიდი მადლობა მარიამ <3 მიხარია თუ მოგეწონა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent