შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გერგეთისკენ მიმავალნი (თავი 4)


10-08-2020, 11:13
ავტორი ჰოლანდიელი
ნანახია 528

დღე დღეს მისდევდა. ქეთი დროის უმეტეს ნაწილს ხატვას უთმობდა. ერთი ნახვით სიყვარულის არასდროს სჯეროდა, მაგრამ ვერ ხვდებოდა რა იყო ის რასაც ახლა ფიქრობდა, რასაც ახლა გრძნობდა. იშვიათად თუ მისწერდა ლაშა, მისი თითოეული მოწერილი გულ უფრიალებდა. ბიჭი ქალაქში თითქმის არ იყო, მასზე ინფორმაციას თაკოსგან იღებად. აინტერესებდა სადი იყო, რას აკეთებდა. „თურმე ბაბუისთვისაც კი მოუყოლია ჩემზე. აბა რატომ არ მეკონტაქტება ხშირად, რატომ არ მირეკავს, რატომ რ მნახულობს“ - ფიქრობდა ხშირად გულნატკენი. ერთ დღესაც თავს ძალა დაატანა და დაურეკა.
- როგორ ხარ?
- კარგად ქეთი. - მოისმა პასუხი. - შენ როგორ ხარ? გამიხარდა რომ დამირეკე.
- იქნებ მეც გამხარებოდა შენც თუ დამირეკავდი.
- მაპატიე, დამნაშავე ვარ. სულ გადარბენებზე ვარ. - თავი იმართლა ლაშამ. - დღეს ვბრუნდები თბილისში რამდენიმე დღით, მერე საინგილოში მივდივარ და ამით ვრჩები. მოვითავებს ამ მოგზაურობებს და მერე იქნებ თავიც კი მოგაბეზრო.
- მერე იქნებ მეც აღარ მომინდეს ყაზბეგში წასვლა...
- არ დამვიწყებია. - გაიცინა ბიჭმა. - ხვალ დილით წავიდეთ თუ გინდა.
- მინდა. - იყო მოკლე პასუხი.
შუა დღე უკვე გადასული იყო, როცა წყვილი ყაზბეგში, გერგეთის სამების მიმდებარედ, მინდორზე გვერდიგვერდ ისხდა. დაღლილი ცხენები საბალახოდ მიეშვათ, თავად კი, საათზე მეტ ხანს, მყინვარწვერის ხედებით ტკბებოდნენ. კარგი მუსიკასავით არაჩეულებრივები იყვნენ, გულწრფელები და ხალასები. მოულოდნელად, სიმშვიდეში მჭახედ გაისმა თოფის გასროლის ხმა.
- ეს რა იყო. - შეცბა გოგო. - ნადირობენ?
- არ მგონია. - უპასუხა ბიჭმა. - აქ სანადირო არაფერია. ალბათ ვინმე ტურისტს ასროლინა აქაურმა.
- მძულს და მეზიზღება ნადირობა მონადირებიანად. ჩემთვის ნებისმიერი ცოცხალი არსების მოკვლა კატასტროფაა. სიცოცხლე ყველაფერზე მნიშვნელოვანია, იქნება ეს ადამიანის, თუ ცხოველის.
- ამიტომაც სწავლობ სამედიცინოზე, მომაკვდავი გადაარჩნო, დაჭრილს უმკურნალო. - გაიღიმა ბიჭმა.
- შენ გიყვარს ნადირობა?
- მე?
- ჰო, აბა მე? - გაუკვირდა ბიჭის დაბნეულობა ქეთის.
- ისე რა.
- იცი სროლა?
- მისვრია ერთი ორჯერ. - ხომ არ შეგცივდა? - თემა შეცვალა ბიჭმა.
გოგონამ ბიჭის მკერდიდან ოდნავ თავი წამოსწია, მარჯვნივს მოატრიალა, თვალებში შეხედა და გამომცდელად ჰკითხა:
- გახსოვს რა გითხარი ხევსურეთში?
- მითხარი, რომ შენთან სულ ცხელა და სულ ზაფხულია.
- მაშინ ის უბრალო ფრაზა იყო, რომელიც სადღაც წამეკითხა.
- ახლა?
- ახლა უკვე, როცა შენთან ვარ მართლაც სულ ცხელა და სულ ზაფხულია.
- იცი? შენმა გაცნობამ რადიკალურად შემცვალა. არ მოგატყუებ, თითქოს ჩემი ცხოვრება აქამდე უინტერესო იყოთქო, მაგრამ...
- დავიჯერებდი რაა. - სიცილით გააწყვეტინა. - გააგრძელე, მაინტერესებს. - ხელი ხელზე მოუჭირა გოგომ.
- არ ვიცი როგორ ვთქვა. შენი გაცნობის შემდეგ ჩემს ცხოვრებაში თითქოს პრიორიტეტები იცვლება. შენს გარდა აღარაფერზე ვფიქრობ. ამ სიტყვებს მხოლოდ სიყვარულის ახსნის წინასიტყვაობად ნუ მიიღებ, უბრალოდ მართლა ასეა. შენს გვერდით თითქოს უკეთესი ვხდები.
- რაღაც არ გეტყობა. - წარბი აწია ქეთიმ.
- იცი დღეს შევამჩნიე, რომ ჩვენი ცხოვრება კრემიან ფუნთუშას გავს. სანამ მის ტკბილ ნაწილს გარშემო ვუვლით, სანამ გვგონია, რომ ბევრი დრო გვაქვს და მისით დატკბობას ყოველთვის მოვასწრებთ. ან ვიღაც გვაჩერებს, ან ვიღაც გვართმევს, ან უბრალოდ ვერ ვამჩნევთ. მერე იმაზე ვწუწუნებთ რომ ცხოვრება უსიამოვნო, ნაცრისფერი და უგემურია. ალბათ, ხანდახან ჯობია თავი ასწიო, თავისუფლად ჩაისუნთქო, გაიღიმო... მერე ცოტა ხნით ყველაფერი დაიკიდო და კრემიან ნაწილს შეექცე. მეორე მხრივ, გემრიელი შუაგულის შესახებ შეიძლება ვერასდროს გაიგო, თუ ვინმეს არ გაუტეხე შუაზე.
- ბოლო წინადადება მომეწონა. თბილისში რომ ჩავალთ ფუნთუშები ვჭამოთ. - ჩაიცინა გოგომ. - მიხარია, რომ აქ წამომიყვანე, მაგრამ ჯობია წავიდეთ უკვე ჰო? დაგვიგვიანდება და ჩემები ინერვიულებენ.
- კარგი, ცხენებს მოვიყვან და წავიდეთ.
ცხენზე ამხედრებულები ჩაუყვნენ სამანქანო გზას. სოფელში ჩასულებმა ცხენები პატრონს ჩააბარეს და ავტომობილთან დაიძრნენ. სანამ ჩასხდებოდნენ ქეთიმ გასაღები ლაშას მიაწოდა და მთის წვერზე შემდგარ ეკლესიას აჰხედა.
- გამომართვი გასაღები, სავარძელი მოირგე. მინდა, რამდენიმე წუთი ამ ყველაფერს კიდევ ვუყურო და დავიმახსოვრო. დღევანდელი დღე უნდა დავხატო.
- შენს სამფლობელოში?
- ჰო, მინდა შენ გაჩუქო. იმ საათის ნაცვლად დაკიდებ შენს ოთახში. - წამწამები დაუფახულა ბიჭს.
- საიდან იცი ეს ყველაფერი ქალბატონო? - გაიცინა ლაშამ. - თაკო... თაკო.
- არაფერი უთხრა. წინა კვირას დავურეკე და შენზე მიყვებოდა რაღაცეებს.
- ჭორიკნებო.
- ჯორიკნებზე გამახსენდა. ჩემებს ყველაფერი მოახსენეს კეთილის მსურველებმა. ალბათ მაგრადაც გააფორმეს.
- რა მოახსენეს?
- ნახატზე რომ გამყევი ჩემთან.
- შენი თბილი მეზობლებიც ეგენი არიან.
- არა ლაშა, ძალიან კარგი ხალხია, უბრალოდ მამაჩემი ყველგან მაკონტოლებს, როცა მოსკოვშია ხომ მითუმეტეს.
- მოსკოვში?
- ჰო, იქაც აქვს ბიზნესი. პრინციში ყველაზე დიდი ბიზნესი იქ აქვს.
- ჯავახიშვილი... მოიცა, ვასილ ჯავახიშვილია მამაშენი?
- დიახ ბატონო ლაშა. - გაიღიმა გოგომ. - არ თქვა ეხლა რატომ არ მითხარიო. რა უნდა მეთქვა, ჩემს მამიკოს ბევრი ფულები აქვსთო?
- არა, უბრალოდ მაფიოზობას წამებენ მამაშენს რუსეთში და გაგებრთხილებინე მაინც, ძვირად არ დამისვან მისი გოგოს სიყვარული. - გაიცინა ლაშამ.
- სიყვარული? - გაზაფხულზე აყვავილებული მდელოს მსგავსად აუბრდღვიალდა მწანე თვალები.
- გაგიბრაზდა ძამიკო?
- არ გიცნობენ და იმიტომ. იცი, ასე ვთქვათ,პაემანზეც კი არ ვარ ნამყოფი. მე ხომ არც კი მყვარებია აქამდე...
- აქამდე? - ახლა ლაშამ დაიჭირა სიტყვაზე.
- გაიძვერა, მეც შევცვალო თემა? - ჩემი ძმა მთხოვდა შენს ნომერს და არ მივეცი. გაცოფებული იყო...
- გავიცნობ და დაწყნარდება. რა ჰქვია შენს ძმას?
- ვატო. ტყუპები ვართ ჩვენ იცი? ნერვებს კი მიშლის ხანდახან და წუხელ საერთოდ გამაგიჟა თავისი ქაჯობით, მაგრამ უზომოდ მიყვარს ჩემი ძამიკო.
ლაშა ჩაფიქრებული მართავდა ავტომობილს. ვასილ ჯავახიშივილის ხსენებაზე ბაბუის სიტყვები გაახსენდა: „ვაპატიე, მაგრამ გავაფრთხილე აღარსად გამადამყროდა“. ორიოდე წლის უკან საღამოს ტელევიზორს უყურებდა მასთან ერთად, როცა ტანმორჩილ კაცს, ოვაციებით ხვდებოდა შეკრებილი ხალხი ბავშვთა სახლის რესტავრაციის დაფინანსებისთვის. მისი დანახვისთანავე ბაკურმა დაბღვერილმა შეიკურთხა: „ეს ჩათლახი ტყულად არაფრის გადამხდელი არ არის, რაღაცაში ჭირდებოდა ალბათ ეს ამბავი“.
- იცნობ? - გახედა შვილიშვილმა.
- მქონდა მაგის ბედნიერება. ახლგაზრდა, დამწყები ბიზნესმენი იყო მაშინ. „ლენინგრადში“ ვიყავი, საერთო ნაცნობით დამიკავშირდა და დახმარება მთხოვა. ისეთ კაცთან ერთად მოვიდა უარი ვერ ვუთხარი.
- რა დახმარება გთხოვა? - ინტერესით მიაჩერდა შვილიშვილი.
- გრძელი ამბავია... მოსკოვში რომელიღაც კომპანიაში წილს ართმევდა ერთი რუსი ბიზნესმენი ჩემი ნაცნობი ქურდის დახმარებით. კი იყო ღირსი. გაიძვერობით და ჩათლახობით ჰქონდა ნაშოვნი. ეს მერე გავარკვიე. მოკლედ დავეხმარე, ნაწილი დავათმობინე და ნაწილი დავუტოვეთ. რამდენიმე თვეში ეს ქურდი ტუპერკულიოზით დაიღუპა, მეც იმ პერიოდში დამიჭირეს. ამან კი დრო იხელთა, იქაურ მოლიციასთან ვასვასით უკან დაიბრუნა ყველაფერი. მგონი, ვითომ ფულის გათეთრებაზე დააჭერინა ეს კაცი, დარჩენილი ფულიც ფულის იქ ჩააყრევინა. ისე დაუყენა საქმე სულ ნოლზე დატოვა. მილიციაც ახეირა და თავისი თავიც. წელიწად-ნახევარში გამოვედი, დავიბარე ჩემთან. თავიდან უარობდა, ცამდე მართალი ვარო. ბოლოს კაი დიდი თანხა მივატანინე იმ ხალხთან. ჰოდა ჩემო ბიჭო ეხლა, რომ შეხედავ დიდი ქველმოქმედი და უფრთო ანგელოზია.
- კაი რა, რუსეთში ვის უშოვია კანონიერად ამდენი ფული?
- ჩემზე მეტი უკანონობა ვის ჩაუდენია ბიჭო, მაგრამ ჩათლახობა და ბა კაცო? ეჰ, რა ვიცი აბა, ბევრი წელი გავიდა მას მერე, იმედია ვცდები და ცოტა კაცობისკენ შემოტრიალდა.
თბილისისკენ მიუყვებოდნენ გზას.
- რას დაარქმევ ნახატს. - დააღვია დუმილი ლაშამ.
- მმმ... გერგეთისკენ მიმავალნი.
***
სამ სართლულიანი სახლის დიდ ფოეში, სავარძელში მჯდარი ვასილ ჯავახიშვილი სანთებელას ნერვიულად ათამაშებდა. ყვირილისგან ყელის იოგები დაჭიმვოდა. პერიოდულად ზიზღით გადახედავდა თავჩაღუნულ შვილს და მის მეგობარს, რომელსაც დასიებული ცხვირი თითქმის სახეს უფარავდა. ვატოს მხოლოდ ტუჩი გახეთქვოდა და მცირე ჭრილობა ეტყობოდა.
- ხვალვე წაეთრევი მოსკოვში. - ბობოქრობდა ვასილი შვილის მისამართით.
- ვასილ გთხოვ... გეყოფა. - სცადა ფატიმ მეუღლის დამშვიდება.
- მეყოფა?! რა მეყოფა გამაგებინე?! - გაცეცხლებული მიუბრუნდა ცოლს. - ეს არის შენი გაზრდილი შვილები. გოგოს თურმე სახლშიც მიჰყავს დაუდგენელი ხალხი. ბიჭი კი დღისით მზისით დანას უყრის სკოლის მოსწავლეს! დის ნამუსი აღადგინა ბიჭმა! თავი აღარ გამომეყოფა ხალხში!
- ნახატის წამოსაღებად გაყოლია მეგობარი ვასილ, რატომ არ გინდა გაიგო, გამოკეტე სახლში მაშინ და გყავდეს ასე.
- კარგი ბატონო, მაგას გავარკვევ, ისიც მალე მეცონიდინება ვინ არის ის ვაჟბატონი. ამათ საქცილზე რას იტყვი?! - გაიშვირა ხელი ბიჭებისკენ. - თავი მაინც გაიმართლეთ რაიმით. - დაიღრიალა ისევ. - ან დანა რაში დაგჭირდათ სკოლის მოსწავლესთან ორ ბედოვლათს?! - ამიხსენით რაში დაგჭრიდათ?!
- თვითონ წამოაგო ხელი, არ დამირტყამსთქო. - დაიჩურჩულა ხანგრძლივი სიჩუმის შემდეგ შვილმა.
- ყველაფერი უცებ მოხდა ბიძია ვასილ. - განაგრძო მეორემ. - ის ლაშა, რომ ვერ ვნახეთ წამოსვლას ვაპირებდით. ამ ბიჭმა პირველი მე დამარტყა. „პროსტა“ ვატო დაიბნა, დანა ამოიღო და ამასაც, რომ მოუქნია ხელი დანაზე წამოეგო მკლავი.
- „პროსტა“ უნდა გახეხინოთ კაცმა თითო წელი! მადლობა თქვით რომ არ იჩლივლეს. ახი კი იქნებოდა თქვენზე! - ქეთი სად არის? - მიუბრუნდა ისევ ცოლს.
ვასილს სიტყვა არ ჰქონდა დასრულებული რომ ქეთიმ ნელი სვლით დაიწო კიბეზე ჩამოსვლა. თმა უწესრიგოდ მიმოფანტოდა მხრებზე. მისკენ მიშტერებულმა ხალხმა მხოლოდ ზიზღი დაინახა ტირილისგან დაწითლებულ თვალებში. უსიტყვოდ ჩამოიარა კიბეები, ძმის მოპირდაპირედ დაეშვა დივანზე და თავჩაღუნულებს მიაშტერდა.
- როგორ მეზიზღებით ნეტავ იცოდეთ! - მშვიდად დაიწყო. - რომელიმე მაინც იყოთ მისნაირი! თავი ვაჟკაცები გგონიათ?! საცოდავი ერთუჯრედიანები ხართ კაცები კი არა!
ვასილ ჯავახიშვილი პირველად ხედავდა შვილს ასეთ მდგომარეობაში. ყოველთვის მხიარულ და მომღიმარ გოგოს ერთდროულად სევდა და ზიზღი ჩასდგომოდა თვალებში.
- დამშვიდდი შვილო. - აქვითინებული შვილი მიიხუტა და ცოლს უჩუმრად ანიშნა ოთახიდან გაიყვანეო.
ის ის იყო დედა-შვილმა ოთახი დატოვა, კორიდორიდან კარის ხმა გაისმა. ოთახში შემოსული ორმოციოდე წლის მაღალი, ბრგე კაცი პირდაპირ ვასილისკენ წავიდა. პიჯაკი გაიხადა, რამაც ქამარში გარჭობილი პისტოლეტი გამოუჩინა. ბიჭებს გადახედა და თავი გაქნევით ანიშნა ოთახიდან გასულიყვნენ. რამაზი ვასილისთვის ერთადერთი ადამიანი იყო, ვისაც ყველაფერში ენდობოდა და მის აზრს თითქმის ბოლომდე ითვალისწინებდა. უმცროსი დისწული ის ადამიანი იყო, ვისთან ერთადაც ყველა ის გზა ჰქონდა გავლილი, რამაც ვასილ ჯავახიშვილი ოფიციალურ მილიონერად აქცია. რუსეთიდან გადმობარგების შემდეგ კი ოჯახის და ბიზნესის დაცვის სამსახურის ხემძღვანელობა ჩაიბარა.
როგორც კი მარტონი დარჩნენ ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა, რაც მომხდარ ინციდენტზე გაეკვია.
- პოლიცია ან პრესა? - იკითხა ვასილმა.
- პრესამ არაფერი იცის. პოლიციასთან კი ყველაფერი მოგვარებულია. როგორც გითხარი არც უჩივლიათ და რომც იჩივლონ არც ეგ იქნება დიდი პრობლემა. მთავარია ბავშვს სერიოზული არაფერი ჭირს, მკლავში მოხვდა, ძვალსაც არ შეხებია. პრობლემა მხოლოდ ის არის, რომ შენი ბიჭი ქუჩის „შპანას“ არის აყოლილი, მეტი არაფერი! - გაუმკაცრდა ხმა რამაზს.
- მალე დაეწყება სწავლა და წავა მოსკოვში. არანაირად არ უნდა გაჟონოს პრესაში ამ ყველაფერმა. კარგად იცი, მთავარი ოჯახია და არ დავუშვებ მის შერცხვენას. თან ხომ იცი აქაური პრესა, ბუზს სპილოდ გახდიან.
- იბ ბავშვს ფული უნდა გავუგზავნოთ.
- გაუგზავნე, გაუგზავნე, საკმარისი ფული აღარც გაუჩენთ ჩივილის სურვილს. ცოტაც შეაშინე თუ საჭირო გახდა. შენ ის მითხარი იმ ვაჟბატონზე თუ გაარკვიე რამე?
- ოოო, ეგ საინტეროსოა.
- რაო?
- ჩემებმა ყველგან გაიკითხეს. ქუჩაში, უნივერსტეტში, ჭორიკანა მეზობლებშიც კი.
- მერე?
- ყველა ძალიან კარგად ახასიათებს ვასილ. ერთი ცუდი ვერავისგან გაიგეს. იურიდიულზე სწავლობს, ვარჯიშობს, მონასტერში დადის, მოგზაურობს. აქ არ არის, საინგლოში ყოფილა ეხლა. რა გითხრა, განათლებული და დალაგებულია ბიჭიაო რა.
- ოჰო, რა იყო ბიჭო კინოს პესონაჟია? - გაიღიმა დამშვიდებულმა.
- კინო ახლა ნახე შენ... ყველაზე მეტ დროს თურმე ბაბუამისთან ატარებს, იცი ვინ არის ბაბუამისი?
- ვინ?
- ბაკური. - გამომცდელად შეხედა რამაზმა.
- ბაკური?! აქ არის? - აშკარა გაოცება აღებეჭდა სახეზე. - ეს ბევრ რამეს ცვლის რამაზ.
- ეგრეა. - დაეთანხმა დისწული.
- და ვითომ მისი შვილიშვილი ასეთი ვაჟბატონია?
- რა გითხრა... ბაბუამისივით ქურდული რომანტიზმი რომ არის განმსჭვალული ეს ფაქტია.
- მოიცა, მოიცა. - გააწყვეტინა ვასილმა. - თუკი აქ ცხოვრობს ჩვენი მთავრობის პირობებში პრობლემები არ აქვს?
- რა პრობლემა უნდა ჰქონდეს? აქ არაფერი დაუშავებია. ცხოვრობს თავისთვის, წყნარად და უკვე გლეხურად.
- ბაკური და გლეხი?
- მოსკოვშიც გადავამოწმე. ყველაფერს შეეშვა თურმე.
- შეეშვა?
- აი ასე, ამდგარა ერთ დღესაც და წავედიო უთქვამს. თუმცა, როგორც გავარკვიე დღემდე დიდ პატივს სცემენ და...
- მასთან ბევრი შეგვეშალა. - არ დაასრულებინა ვასილმა. - ახლა შვილიშვილის დაჭრაც დაემატა.
- ის ბავშვი მისი შვილიშვილი არ არის. ლაშას ნახევარძმა ყოფილა, მამის მხრიდან. ბაკური კი დედამისის მამაა.
- რა მნიშვლობა აქვს რამაზ ნუ გადამრიე ეხლა!
ბიძა-დისშვილმა საუბარი შეწყვიტა როცა მისაღებში ვატო გამოჩნდა ტელეფონით ხელში.
- ახლა დამირეკა... ფერდაკარგული მიაუხლოვდა მამას.
- ვინ? - წამოდგა ფეხზე ვასილი.
- იმ ლაშამ. კახეთის გზატკეცილზე, ლილოს რომ გამოცდები პატარა რესტორანია და იქ შევხვდეთ ერთი ერთზეო.
- კახეთის გზატკეცილზე? - გადახედა რამაზს.
- ჰო, მარტო ვარ და შენც მარტო მოდიო..
- წადი მერე და შეხვდი მარტომ! - უეცრად მოუჭრა შვილს ვასილმა და გამომცდელი თვალებით მიაშტერდა.
შვილის სახეზე ყველაფერი ნათლად იკითხებოდა, რასაც ვასილი გაცოფებამდე მიჰყავდა. ის ის იყო უნდა აფეთქებულიყო. როგორღაც თავს ძალა დაატანა და სავარძელში დაეშვა. შვილის უუნარობამ საკუთარი თავი შეაცოდა.
- რამაზ მომაშორე აქედან... - ესღა ჩაილაპარაკა.
- ჩაიცვით მივდივართ! - მოუჭრა ბიჭებს რამაზმა და პიჟაკის ჩაცმას შეუდგა.
***
ლაშას დაწვრილებით შეეტყო უკვე ნახევარძმის ამბავი და საინგილოდან მოიჩქაროდა. ტაქსს საზღვარი გადმოეკვეთა და ლაგოდეხს უახლოვდებოდა, როცა ლუკას ნომერი დასარეკად უკვე მესამედ გაამეორა.
- მართლა კარგად არის? არაფერი დამიმალო იცოდე.
-გამაგიჟებ შენ. რა უნდა დაგიმალო ბიჭო, რამე სერიოზული რომ ყოფილიყო არ ვეტყოდი მამაშენს? საავადმყოფოც არ დაჭირდა. ახლობელი ექიმი მოვიყვანეთ სახვევი გაუკეთა რაღაც. დედამისმაც გვთხოვა არ უთხრათო არჩილს.
- პოლიცია ხომ არ მოსულა?
- არა, არა.
- ორნი იყვნენ?
-ჰო. ლაშა მისმინე...
- თქო გითხარი!
- მაგათ უკან სერიოზული ხალხი დგას, იცი საერთო ვინ არიან?
- შენ ჩემს ადგილზე რას იზამდი?
- ჩამოდი და ვილაპარაკოთ რა.
- რას იზამდითქო გკითხე! - მოძალებულმა ემოციებმა ააყვირა ბიჭი. - ვერ მპასუხობ! შენს ადგილას მე...
- მოიცადე, საითკენ მიგყავეს ეხლა ლაპარაკი. - გააწყვეტინა ლუკამ. - რა უნდა მექნა? მომეძებნა და უფრო გამეფუჭებინა ყველაფერი?! ის ხომ ქეთის ძმაა?!
- კარგი, საღამოს გნახავ. - მოუჭრა და ტელეფონი გათიშა.
რამდენიმე წუთიანი შინაგანი შფოთვის შემდეგ ლაშა ფიქრებიდან გამოერკვა და მძღოლს ბაკურის მისამართი უკარნახა.
- ჯერ ამ სოფელში შევივლით, შემდეგ კი თბილისში. გზას მე გიჩვენებ, ოღონთ რაც შეიძლება სწრაფად. - რუსულად უთხრა მძღოლს.
- დედას „ვუთირებ“. - ჩაილაპარაკა სპეციფიკური აქცენტით მძღოლმა და როცა ლაშას გაღიმებულ სახეს შეხედა ხალისი მიეცა, რამდენიმე სათიანი მდუმარე მგზავრობის შემდეგ საუბრის წამოწყების საშუალება მიეცა. - მე ინგილო ვარ, ქართულიც ვიცი, ინსტიტუტი თელავში დავამთავრე.
- ანუ ქართველი ხარ. - შეუსწორა ლაშამ. - რა გქვია ?
- ქართული სახელი 1996 წელში გადამიკეთეს შვილო. ახლობლებიღა თუ მეძახდნენ, ეხლა იმათაც დაივიწყეს. ვეღარც შვილებს დავარქვი ქართული სახელები. იქა სია აქვთ შვილო სახელებისა. სამშობიაროშივე აძლევენ და უნდა აარჩიო... ბაკური მერქვა, ეხლა კი..
- ბაკური? - შეაწყევტინა ლაშამ და გულიანად გაეცინა. - მე ლაშა მქვია.
- რათ არ მოგეწონა ჩემი სახელი? - მოიღუშა მძღოლი.
- პირიქით ბაკურ, პირიქით... პაპაჩემსაც ბაკური ჰქვია.
- ჰოო. - მძღოლის დაწეულმა წარბებმა ნელ ნელა ზევით იწყო სვლა და სახე დაულაგდა.
- რამდენიმე დღე ვიყავი მხოლოდ. ვიცი რომ თავისუფლად ვერ ცხოვრობენ ინგილოები, ვნახე რომ ქართულ ეკლესიებზე აბრებია და წერია თითქოს ალბანური ძეგლიო, თუმცა ბევრი ქართველი ვნახე ქართული-გვარ-სახელებით და ქრისტიანობით, არის ქართული სკოლა, მოქმედი ეკლესიაც კი...
- ეგ კახშია შვილო, შენ საქათალა და ბელაქანი არ გინახამს ალბათ... ჩვენ ქართველობის შენარჩუნება ვერ შავძელით იქით...
- ეს მხოლოდ თქვენი ბრალი არ არის. ამაში არავინ დაგძრახავთ.
- ეეჰ, მა ვისი ბრალია...
- ბედის ბიძაჩემო, ბედის. ბედის და განგების.
- ქართველობის და ქრისტიანობის შანარჩუნება მართლა ვერ შავძელით. წეღან გითხარ ინგილო ვართქო და შენ კიდენა შამისწორე, ქართველიო, იცი ინგილო რას ნიშნავს?
-“ახლად მორჯულებული”... ძია ბაკურ, ვიცი ინგილო რასაც ნიშნავს. ამიტომაც შეგისწორე. ვიცი რატომაც სწყინთ ეს კახში ქართველებს, მაგრამ გულში ხომ ქართველი ხარ... არ ვიცოდი თუ იქით ასეთი სიტუაცია იყო. ვერ მოვასწარი ყველაგან წასვლა, სასწრაფოდ აქეთ გამოვიქეცი.
- ომში მიხვალ შვილო?
- ომში? - გაოცებით გახედა მძღოლს ლაშამ.
- ტელევიზიით გადმოსცეს ამ დილას, ცხინვალში ომი იწყებაო.
შუა დღე ილეოდა, მზის სხივები ნელ-ნელა ძალას კარგავდნენ. მზე უკვე კარგად გადახრილიყო დასავლეთისკენ, როდესაც ტაქსი დათქმული ადგილას გაჩერდა. მგზავრმა მძღოლს ფული და მადლობა გადაუხადა და დაემშვიდობა. მცირე ნაძვნარში ჩაფლული რესტორანს, რომელსაც სასადილო უფრო ეთქმოდა, გარშემო რამდენიმე დაწნული ფაცხა, შუაში კი დიდი კაკლის ხე ედგა, რომელიც საკმაოდ დიდ ეზოს მთლიანად ჩრდილავდა. უგემრიელესი კერძების და მშვიდი გარემოს მიუხედავად დიდი კლიენტურით არ გამოიჩეოდა. სწორედ ამ ყველაფრის გამო ლაშა, მეგობრებთან ერთათ ხშირად სტუმრობდა ამ ადგილს. ერთი საათით ადრე დაურეკავდა, შეკვეთას მისცემდა და ადგილზე მისულ მეგობრებს უკვე გაშლილი სუფრა ხვდებოდათ ფაცხაში. ეზოში შესულ ლაშას პირველიდ მემწვადე, პატარა კახელი ბიჭი, მახარე გამოეგება. სოფელში უქმად მჯდარ ბიჭი ბიძას სკოლის დამთავრებისთანავე თბილისში ჩამოეყვანა და თავის სასადილოში საქმე მოუძებნა.
- ლაშას გაუმარჯოს, ლაშას! - შორიდანვე გამოსძახა და მისკენ დაიძრა.
ლაშამ შინაურულად გადაკოცნა და იქვე მდგარ გრძელ, ზურგიან სკამზე დაეშვა.
- დაჯექი, დაისვენე. - თავის მოძრაობით ანიშნა ბიჭს.
- რით დავიღალე რო? - მიუჯდა გვერდით და სიგარეტი მოიმარჯვა.
- შენ არ ეწეოდი მგონი. როგორ მიდის საქმეები?
- რავიცი აბა, მიველ იმ კოლეჯში შენ, რომ მირჩიე. ერთ წლიანი კურსებია მზარეულის. ცოტაოდენი ფული დავაგროვე, მამაჩემიც რაღაცას დამიმატებს და ბინას ვიქირავებ. ოქტომბრიდან ვიწყებ სწავლას და მანამდე აქ წავიმუშავებ კიდევ.
- ეე, ვინღა შეგვიწვავს კარგ მწვადს. - მოჩვენებითი დანანებით გადაიქნია თავი ლაშამ. - ვხუმრობ, კარგი ბიჭი ხარ. მხოლოდ აქ ყოფნით და მწვადის შეწვით წინ ვერ წახვიდოდი.
- იგეთი მწვადი უნდა შეგიწვა რომა...წამოხტა ბიჭი. - მაიცა, მარტო ხარ?
- მაგაზე სხვა დროს შემოგივლით. ახლა პატარა საქმე მაქვს შენთან... მოკლედ, სტუმარს ველოდები. „ან სტუმრებს“. - გაიფიქრა გულში. - მოვა თუ არა ჰკითხე, თუ ჩემთან არის და მოაცილე. ბიძაშენსაც უთხარი არავინ შეგვაწუხოს კარგი?
-რა პრობლემაა. - სერიოზული სახე მიიღო ბიჭმა. - შენს ფაცხაში?
- არა, არა, აი იქით, ბოლოში დავჯდები. - წამოდგა და თითი გაიშვირა. ცივი ბორჯომის შეკვეთა მისცა და ეზოს ბოლოში მდგარი ფაცხისკენ დაიძრა.
ოციოდე წუთში სტუმრებმა ეზოში შემოაბიჯეს. რამაზი ბიჭებს წინ მოუძღვოდა და ინტერესით ათავალიერება მიდამოს. მოკლევადიანი დაზვერვის შემდეგ დარბაზში შევიდნენ და ყველა ცარიელი მაგიდიდან პირველივე აირჩიეს.
- გამარჯობა, ლაშას ხომ არ ელოდებით.
- ჰო, სად არის? - ახედა რამაზმა კახელ ბიჭს.
- ეგე მანდ არი, მითხრა მოაცილეო. - გაიშვირა ხელი ფანჯრისკენ, საიდანაც ბოლოში მდგარი ფაცხა მოჩანდა.
- „ეგე მანდ“ მეახლონო?! - გაღიზიანებულმა ვატომ გამაჯავრებლად ჩაილაპარაკა და წამოდგა. წამომდგარს დანარჩენებიც შეურთდნენ და მახარეს მიყვნენ.
ფაცხაში შესვლისთანავე ლაშა წამოდგა. რამაზის მისასალმებლად გამოწვდილ ხელს ხელი შეაგება და უსიტყვოდ დაჯდა.
- მიმტანი მოვა ემ წუთში. - თქვა მახარემ.
- ჩვენ დაგიძახებთ შეკვეთაზე. - უთხრა რამაზმა მსუბუქი ღიმილით.
რამდენიმე წამი, სანამ დასხდებოდნენ ლაშამ ყურადღებით შეათვალიერა სამივე. სტუმრებში ინტერესი, ნაძალადევი ზრდილობა და ქედმაღლობა ერთდროულად იგრძნობოდა. ვატო მაშინვე ამოიცნო ქეთის „ფეიბუქ გვერდიდან“, არც მეორეს გარკვევა გასჭირვებია ვინ უნდა ყოფილიყო. რამაზის წამიერი შეთვალერებისას კი მხოლოდ ქამარში გარჭობილი იარაღს მოჰკრა თვალი.
- ვატო. - მახარეს გასვლის შემდეგ ახლა ვატომ გაუწოდა ხელი მისასალმებლად.
აქამდეც გაღიზიანებულ ბიჭს სახეზე ალმური მოედო, როცა ლაშამ არათუ ხელი გაუწოდა, ხმაც არ ამოუღია მისასალმებლად. რამაზისკენ მომზირალი ნახევრად მიტრილდა მისკენ და მშვიდად მიმართა.
- რამაზი გქვიათ, ასე მითხარით მგონი ჰო?
- რამაზი. ოღონდ არ გინდა თქვენობით. ერთი სტატუსით, შინაურულად ვისაუბროთ. მე ბიძამისი ვარ თავის მოძრაობით ანიშნა ვატოზე. ეს მისი მეგობარია, დათო. მე აქ იმიტომ ვარ, რომ წყნარად და მშვიდად გავარკვიოთ ყველაფერი.
- ბატონო რამაზ, ამ შემთხვევაში, თქვენობით საუბრისას სტატუსს კი არა, ასაკს ვცემ პატივს. რა ვქნა, ოჯახში, უფროსებთან თქვენობით საუბარი მასწავლეს. დავამატებდი, რომ კაცს, შვილის ასაკის ხალხთან, იარაღით მისვლა არ ეკადრება მგონი, მითუმეტეს წყნარად გდომებიათ ყველაფრის გარკვევა.
- მესმის, მაგრამ ვიმეორებ, იმიტომ გამოვყევი რომ ზედმეტი აყალმაყალი და გაუგებრობა ავირიდოთ თავიდან, ეს არავის არ გვარგებს დამიჯერე. რაც შეეხება იარაღს, სპეციალურად არ წამომიღია, უბრალოდ სულ ვატარებ. თუმცა მაინც მართალი ხარ. - ლაშას ირონიის მიუხედავად რამაზს უფრო და უფრო დადებითი შთაბეჭდილება რჩებოდა მასზე.
- რა ბაზარია ვაბშე?! „პროსტა“ გაიგო, რომ უნდა ენახე ვატოს და ვერ გამოვედით მარტო. - წამოიყვირა ვატოს მეგობარმა და ფეხზე წამოხტა. - გავიდეთ და ცალკე „ვიბაზროთ“ თუ გინდა?!
- დაეგდე ძირს! - რამაზის სიტყვებში მრისხანება გამოკრთა. ბიჭი უსიტყვოდ დამორჩილდა და ალეწილი სახეთ დაეშვა.
ლაშა მხოლოდ მსუბუქი ღიმილით შეხვდა აღნიშნულ ინციდენტს, თუმცა რამაზი მის თვალებში საოცარ ზიზღს ხედავდა, შემზარავ და უსაზღვრო ზიზღს, რომელიც თითქოს შიგნიდან ნუსხავდა და სხეულს უყინავდა. გამოცდილი კაცი კარგად ხვდებოდა, რომ კიდევ ზედმეტი სიტყვა და მშვიდად ვეღარ განმუხტავდა სიტუაციას. რამდენიმე გეგმა ჰქონდა შემუშავებული, თუ როგორ შეიძლებოდა მშვიდად სიტუაციის მოგვარება, მაგრამ ამათგან უმეტესი უკვე გამოერიცხა. მიხვდა, რომ დაშინების მცდელობა დიდს არაფერს მისცემდა და უფრო გააღიზიანებდა ბიჭს. ამას გარდა შეიძლება ბაბუამისის ყურამდეც მისულიყო, რაც ნამდვილად არ მოეწონებოდა ვასილს. იგივე მიზეზის გამო, არც ბაბუამისთან ნაცნობობის აღნიშვნა მიიჩნია გამართლებულად. ბოლოს ისევ ფულზე შეჩერდა და პიჯაკის ჯიბიდან ას დოლარიანების თხელი დასტა ამოიღო.
- მოკლედ, აქ სამი ათასი დოლარია, სხვანაირად ნუ გაიგებ, შენი ძმის მკურნალობისთვის გამოგადგებათ. ბიჭები კი ბოდიშს მოიხდიან. ჩაილაპარაკა თავდახრილმა რამაზმა.
- რამაზ, წესიერი კაცი ჩანხარ და ნუ შემიცვლი წარმოდგენას შენზე! - შენობითზე გადავიდა ლაშა.
რამაზმა დუმილით უპასუხა.
- ალბათ კარგიც შეიძლება იყოს შენი მოსვლა... გააგრძელა ლაშამ. ქეთის ბიძა ხარ და მინდა ალალად გითხრა. მე ზედმეტი არ მიკადრებია. სანამ ეს ამბავი მოხდებოდა ამან დამირეკა, - მიანიშნა ვატოზე. - შეურაწყოფა მომაყენა, მაგრამ ქეთის ხათრით ამის ჩაყლაპვას ვაპირებდი. მინდოდა მენახა და ცივილურად გამერკვია ყველაფერი. მერე კი ესენი. - თითი ისე გაიშვირა მათკენ არც კი შეუხედავს. - ჩემს პატარა ძმას მიუვარდნენ და დანას უტრიალებდნენ! მითხარი ეხლა ჩემს ადგილზე როგორ მოიქცეოდი, ასეთ ხალხთან ცივილურად ილაპრაკებდი?
- შენ გეძებდით ბიჭო! თვითონ დაგვარტყა პირველი, ჩვენ საერთოდ ხელის ხლებას არ ვაპირებდით! - გაცხარდა ისევ დათო.
- „შენ ნაბოზარ ძმას გადაეცი ნუ გვემალებაო“ არ უთხარი?! შე მართლა ნაბოზარო! ამის მერე რა რეაქციას ელოდი?! შენც დაგერტყა ხელი, რა დანისკენ გარბოდი! სკოლის მოსწავლე მოგერიათ ორ კაცს და დანა დაგჭირდათ არა?! ამის მერე იმდენი კაცობაც არ ეყოთ მარტო მოთრეულიყვნენ და ბოდიში მოეხადათ! - მიუბრუნდა რამაზს.
- რა ბოდიში უნდა მოვიხადო?! - წამოიყვირა ვატომ. აიღე ეხლა ეს ფული და მოხიე აქედან, სანამ მიგაწვინე შენს ძმასთან სამკურნალოდ!
შემდეგი მოვლენები წამებში განვითარდა. ლაშას გულის აჩქარება, ბრაზის ჰორმონები, ადრენალინი, ნორადრენალი ერთდროულად მოაწვა. გონება დაებინდა. აღარაფერი ახსოვდა. აქამდე მის გონებაში ქეთი ტრიალებდა. რის გამოც ყოველ სათქმელ სიტყვასაც შეძლებისდაგვარად წონიდა, ახლა კი ვეღარაფერს ხედავდა ორი ადამიანის გარდა. პირველივე რაც ხელში მოხვდა მოზრდილი ბროლის საფარფლე იყო...ყბამოტეხილი დათო უკვე უგონოთ ეგდო, როცა მეორედ მოქნეულმა ბროლის საფერფლემ ვატოს მაჯის ძვლები ჩაუმსხვრია. ელვის სისწრაფით იძრო წელთან, ქამარში დამალული მაკაროვი და რამაზისკენ შებრუნდა. რამაზი სკამიდან წამოიჭრიყო და ხან იარაღ მომარჯვებულ ლაშას, ხან კი აბღავლებულ ვატოს უყურებდა.
- ანგარიში გასწორებულია რამაზ! არ მინდოდა ასე მომხდარიყო! მართლა არ მინდოდა. - გადახედა ბიჭებს ლაშამ.
- წადი აქედან! - ესღა ჩაილაპარა რამაზმა და უგონო ბიჭს მივარდა.
***
დღემ პირი იქცია და შებინდებას მწიფე შინდისფერი დაედო. განახევრებული მზე სისხლისფრანდ ენთო. ბაკური ბოლთას ცემდა. „ხუთი წუთიც არ გაჩერდა, არც მომიკითხა ნორმალურად, ცხენიც კი არ უნახავს, როცა პირველი მასთან გარბის ხოლმე“ - გონებაში თავის თავს ესაუბრებოდა. მოხუცს შემთხვევით მაკაროვის გაქრობა აღმოეჩინა. საყვარელი შვილიშივილისაგან იარაღის მოპარვას არ მოელოდა. არ ჰგავდა ლაშას საქციელს. იარაღის მოყვარულ ბაკურს საკმაოდ ფართო არჩევანი ჰქონდა. ბაბუის ნებართვით, იარაღი ხშირად წაუღია ალაზნის პირებში, ხან სანადიროდ, ხანაც მიზანში სასროლად. ახლა კი მოულოდნელად მივიდა შვილიშვილი, დაუბარა საღამოს დავბრუნდებიო და გაუჩინარდა. შვილიშვილის ნომერი უკვე მერამდენედ აეკრიფა თუმცა ერთი და იგივე ფრაზას, „მობილური ტელეფონი გამორთულია ან გასულია მომსახურების ზონიდან“, ისმენდა. უკვე არჩილთან დარეკვას აპირებდა როცა ლაშამ შემოაბიჯა. ეზოს ბოლოში მდგომი ბაკური ყურადღებით ათვალიერებდა მისკენ მომავალ შვილიშვილს. ბაბუის თვალებს არ გამოჰპარვია შვილიშვილის სახეზე აღბეჭდილი ცვლილებები. ზურმუხტისფერი ოაზისივით მწვანე თვალები აბრდღვიალებოდა. ლამაზი, თეთრი სახე უფრო თეთრი ეჩვენა. ხშირი და გრძლად გაწოლილი მუქი წარბები და დიდი მწვანე თვალები, ღაწვზე მცირე ხალი და ვიწრო ყბები ერთმანეთთან ეგზოტიკურ კონტრასტს ქმნიდნენ. სქელი ტუჩები ჯიუტად მოეკუმა. ვიწრო ნიკაპზე ეროსის თითი აჩნდა. უცნაური გამომეტყველება ქონდა, ერთდროულად მკაცრი, ღირსეული, მშვიდიც და მშფოთვარეც. მიუახლოვდა თუ არა შვილიშვილი, ბაკურმა ზურგი აქცია და მარნისკენ გაუძღვა, რომლიც სახლის განაპირას ეზოს ბოლოში მდებარებოდა. გზად მშვიდად ჩაილაპარაკა „თითო ჭიქა დავლიოთ და ვილაპარაკოთო“.
როგორც კი სახელდახელოდ გაწყობილ სუფრასთან დასხდნენ ბაკურმა მაშინვე მიმართა.
- გაიგებდი ცხინვალის ამბებს.
- გავიგე, მაგრამ პისტოლეტი ამიტომ არ წამიღია.
- რა პისტოლეტი? - მოჩვენებით გაიოცა ბაკურმა.
- დაუკითხავად წავიღე და ბოდიში უნდა მოგიხადო...
- გამოიყენე?
- არ მისვრია.
- კარგი მაგაზე სხვა დროს... შენ ის მითხარი დაგიძახეს უკვე?
- არც ვიცი რა დონეზეა კომფლიქტი. საყოველთაო მობილიზაციის შემთხვევაში დამიძახებენ ალბათ.
- მაგ სიტყვებით შენი მშობლები დაამშვიდე. ჩემზე კარგად იცი, რომ დაგიძახებენ.
- დღეს ჩამოვედი კახიდან, ალბათ რეკავდნენ. ძველი მობილურის ნომერი ექნებოდათ ბაზაში.
- რა მნიშვნელობა აქვს, სახლში მოგაკითხავენ. - ჩაილაპარაკა მოხუცმა. წამიერად გაირინდა და განაგრძო. - მოდი ეხლა პაპა-შვილობა გვერდზე გადავდოთ და როგორც კაცი კაცს ისე დავილაპარაკოთ. თუ ომი დაიწყო ეს დიდხანს არ გაგრძელდება. დამიჯერე, ცხინვალს აფხაზეთზე ადრე დაიკავებს რუსეთი და ისევე როგორც მაშინ, ახალგაზრდები უაზროდ შეეწირებიან.
- ცხოვრებაში უაზროდ არაფერი ხდება, მითუმეტეს თუ საქმე სამშობლოს ეხება.
- ლაშა! აქ მხოლოდ სწორი დიპლომატიის დროა, რაც შენი საქმე არ არის. მხოლოდ ეს შეაჩერებს მოსალოდნელ ომს.
- რაც ქართველებს დიდად არ გამოგვდის! - შეაწყვეტინა ლაშამ. - რა გგონია? ნატოსკენ მისწრაფებას რუსეთი ასე ადვილად აპატიებს საქართველოს?! უნდა დავანახოთ რუსეთსაც და მსოფლიოსაც, რომ ასე ადვილად ვერავინ ვეღარაფერს წაგვართმევს!
- ლაშა!
- მაშინ დავსხედით დიპლომატიის იმედზე და ვისაც რა მოუნდება იმას წაიღებს. - გაშალა ხელები შვილიშვილმა. - ქვემო ქართლში ნახევარი აზერბაიჯანელია უკვე, აბა ვინმემ ზედმეტი გაუბედოს. კახში კი ძველი ქართველი, შიშით შვილს ქართულ სახელსაც ვერ დაარქმევს. თურქეთი ისევ ჩასაფრებულია აჭარაზე. აქეთ კი სომხებს უჭირავთ თვალი ჯავახეთზე და ჩვენ თურმე გულხელდაკრეფილები უნდა ვიჯდეთ!
ბაკურმა ჭიქის შევსება დაიწყო. ხელი ისე უკანკალებდა თითქმის ნახევარი დააქცია, შემდეგ კი საკუთარი უმწეობით ბრაზმორეულმა თიხის გრაფინი მოწყვეტით ესროლა კედელს. ლაშა რამდენიმე წუთი უსიტყვოდ იჯდა, აცადა ნერვების დაოკება, როგორც კი შეამჩნია რომ ოდნავ დამშვიდდა პატარა სუფრაზე საპირისპიროდ მჯდარს ხელი სიყვარულით მოხვია.
- ყველაზე მეტად, საკუთარ მშობლებზე მეტად მიცნობ და მშვენივრად იცი, რომც არ დამიძახონ სახლში არ დავჯდები. შენ მასწავლიდი ძმობას, კაცობას, ადამიანობას და სამშობლოს სიყვარულსაც. ახლა ცდილობ ეს ყველაფერი დამავიწყო?
- რა ვქნა შვილო... დანებდა ბაკური. - ვინა მყავს მე შენს მეტი. ერთი სიცოცხლე გავათავე შენი ავღანეთში ყოფნისას.
- აკი პაპა-შვილობა გვერდზე გადავდოთო? ჰა? პაპავ ბატონო... - გაიღიმა ბიჭმა.
- აღარ მინდა ხიფათში მეგულებოდე შვილო.
- კარგი რა ბაკურ, დამშვიდდი, ხომ იცი, ჩემი მოხელთება ადვილი საქმე არ არის.
- ეგ კი ვიცი... „მფრივავო ჰოლანდიელო“!



№1  offline წევრი ვიპნი

ყველაფერი დალაგდა,საინტერესოდ მიდის სიუჟეტი, ეჰ ძნელია ასეთი დამპლური ოჯახის სიძეობა :(

 


№2  offline მოდერი ჰოლანდიელი

ვიპნი
ყველაფერი დალაგდა,საინტერესოდ მიდის სიუჟეტი, ეჰ ძნელია ასეთი დამპლური ოჯახის სიძეობა :(

: ))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent