შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გერგეთისკენ მიმავალნი (თავი 5)


11-08-2020, 10:30
ავტორი ჰოლანდიელი
ნანახია 430

არჩილი სამსახურში წასვლას აპირებდა, როცა კარზე კაკუნი გაისმა. ზღუბლზე ბავშვობის მეგობარი, ვიცე პოლკონიკი გიორგი ახვლედიანი დაუხვდა. მთლად სასიკეთოდ არ ენიშნა წლების უნახავი მეგობრის დილიადრიან სტუმრობა. მეგობრულად გადაეხვია და მიიპატიჟა. ერთმანეთის გულითადი მოკითხვის შემდეგ პოლკოვნიკიმა ჯერ ლილი მოიკითხა სახლში იყო თუ არა, უარის შემდეგ კი მოსვლის მიზეზი გაუმხილა. ლაშასთან იყო მოსული, ვისთანაც დაზვერვის სამსახურს პერსონალური დავალება ჰქონდა.
- არჩილ, ჩვენი მეგობრობის ხათრით პირადად მოსვლა ვარჩიე. გავიგე, რომ არაფერი გცოდნია, მინდა....
- მოიცადე. - შეაწყვეტინა გაოცებულმა მამამ. - რა შუაშია ლაშასთან დაზვერვის სამსახური?! რომელი სპეცრაზმელი, ან რაიმე მსგავსი ჩემი შვილია, მას მხოლოდ სავალდებულო სამხედრო სამსახური აქვს გავლილი. ამ პოლკოვნიკ კაცს რაღაც გეშლება ჩემო გიორგი. - გაოცებით უყურებდა მეგობარს. - სძინავს, გავაღვიძებ ახლავე. გამთენიისას მოსულა.
- ჯერ ნუ გააღვიძებ არჩილ. მინდა რაღაც მოგიყვე და ძალიან გთხოვ არ გამაწყვეტინო. პირველი რიგში, მინდა ბოდიში მოგიხადო, რომ ამ ყველაფერს ახლა იგებ. მაგრამ დამიჯერე მაშინ ვერც წარმოვიდგენდი, თუ ლაშა არაბული შენი შვილი იქნებოდა. თანამშრომელს ვაგზავნიდით დილას და შენს მისამართს, რომ დავხედე ელდა მეცა. შარშან თავდაცვის სამინისტროში მომიწია მასთან შეხვედრა. ბოლოს შენს იუბილეზე მყავდა ნანახი, პირველ-კლასელი თუ იქნებოდა, აბა როგორღა ვიცნობდი. - პოლკოვნიკმა ცოტა შეისვენა, წყალი მოსვა და განაგრძო. - ავღანეთიდან დაბრუნებული ჯარისკაცებიდან რამდენიმეს სამხედრო დაზვერვის სამსახურში ჩარიცხვას ვთავაზობდით, რაზეც ლაშამ უარი განაცხადა.
- რა სისულელეს მეუბნები გიორგი?! ლაშა ავღანეთში ნამყოფი არ არის. ან რა უნდოდა იქ?
- არ ვიცი არჩილ, მაგას ვერც მე ვხდები. სამშვიდობო მისიის ფარგლებში თითქმის ერთი წელი გაატარა ავღანეთში.
- ერთი წლით კი იყო გერმანიაში წასული, მაგრამ გაცვლითი პროგრამით, უნივერსიტეტიდან. რა შუაშია აქ ავღანეთი?
- გერმანიაში ნამდვილად იყო, ჰოჰენფელსის სამხედრო ბაზაზე გაიარა წვრთნა. უნივერსისტეტზე რა გითხრა, ალბათ აკადემიური აიღო. აი გამომართვი. - უთხრა გიორგიმ და საქაღალდიდან დოსიე ამოღო, სადაც პირველივე გვერდზე ლაშას ფოტო მოჩანდა.
არჩილმა მაშინვე გამოართვა და გადაფურცვლას შეუდგა. პოლკოვნიკი კი აგრძელებდა.
- გერმანიაში, ნატოს სამხედრო ბაზაზე გაიარა სამხედრო სნაიპერის გადამზადების კურსი და შემდეგ ავღანეთში, მე-14 ბატალიონთან ერთად წავიდა. შენს შვილს უდიდესი სნაიპერული თვისებები აღმოაჩნდა არჩილ. ავღანეთში კი საკმაოდ დიდი გამოცდილება შეიძინა. არ ვიცი, ასეთი რა სიმპატია გაუჩნდათ ამერიკელებს, მაგრამ ის მათ მიერ განსაკუთრებულად გაწვრთნილი მზვერავი სნაიპერია. გავლილი აქვს სპეციალური წვრთნა შენიღბვაში, დაზვერვაში, რუკების კითხვაში, საველე ბრძოლებში და ინფლიტრაციაში.
- რაში? - გაოგნებული ყურებს არ უჯერებდა.
- ინფლიტრაციაში,რაც გულისხმობს მსუბუქად შეიარღებული ქვეითების მიერ, მოწინააღმდეგის გამაგრებული ადგილების გვერდის ავლას და ზურგში თავდასხმას. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, მას უნიკალური სიზუსტე აქვს. მისი მაქსიმალური დადასტურებული ნასროლი 2114 მეტრია, ეს თანამედროვე ქართველი სნაიპერის რეკორდია არჩილ. ასეთ ჯარისკაცს ბევრი ქვეყანა ინატრებდა.
- არც კი ვიცი რა ვთქვა. - სიტყვებს ვერ პოულობდა დაბნეული მამა.
- ასეა მეგობარო, ასე. ამერიკელები თავიანთ შეიარაღებულ ძალებში სთავაზობდნენ სამსახურს, მოქალაქეობას და სოლიდურ ანაზღაურებასაც. იცი იქ რა შეარქვეს? „მფრინავი ჰოლანდიელი“. - თავისივე კითხვას უპასუხა პოლკოვნიკმა.
- გემის სახელი?
- ჰო, გემი იყო. გემი მოჩვენება, რომლის ხილვაც ცუდ ნიშნად მიიჩნეოდა შუა საუკუნეებში და მისი გამოჩენა უეჭველ სიკვდილს იწვევდა.
- მას მოუკლავს ადამიანი? - არაბუნებრივი ხმით იკითხა მამამ.
- არჩილ მოდი ამ ეტაპზე გვეყოფა, სხვა დროს გავაგრძელოთ. - აზარტში შესული პოლკოვნიკი გონს მოეგო და მეგობრის უფრო მეტად დამძიმებას მოერიდა. - ჯობია ლაშა გააღვიძო. ახლავე უნდა გამომყვეს.
- მიპასუხე გიორგი!
- მას უამრავი დადასტურებული ნასროლი აქვს.
არჩილს შვილის გაღვიძება აღარ დასჭირდა. მისაღებ ოთახში ლაშამ შემოაბიჯა. სულ რამდენიმე წამი დასჭრიდა, იმის მისახვედრად, თუ რაზე ექნებოდათ საუბარი მამას და პოლკოვნიკს. შვილი, დაბნეული მამის სახეზე გაოცების გარდა მწუხარებასაც ხედავდა, რამაც გული საშინლად დაუმძიმა. როგორც იქნა უხერხული დუმილი დაარღვია და პოლკოვნიკს მიმართა.
- ბატონო გიორგი. შუა დღემდე ბაზაზე ვიქნები. ახლა კი გთხოვთ...
- არა ლაშა. - გააწყვეტინა პოლკოვნიკმა. - ყველაფერი კარგად მესმის, მაგრამ ახლავე უნდა გამომყვე. დრო არ ითმენს.
- მაპატიე მამა. - მიუბრუნდა ჩაფიქრებულ არჩილს. - ბოლო დღეებია სულ ბოდიშებს ვიხდი... - განაგრძო სევდანარევი ღიმილით. - არ მგონია ახლა ახსნა-განმარტების დრო იყოს. გპირდები, რომ ჩამოვალ ყველაფერზე ვილაპარაკებთ. დედას უთხარი, რომ...
- ვეტყვი... - წამოდგა და მთელი ძალით გადაეხვია შვილს.
- ვალდებული ვარ მამა.
- მესმის. - ესღა ჩაილაპარაკა არჩილმა.
როგორც კი პოლკოვნიკის მანქანა დაიძრა ლაშამ მობილური მოიმარჯვა და ქეთისთან დარეკვა სცადა. რამდენიმე უშედეგო მცდელობის შემდეგ ტექსტური შეტყობინება მიიღო. გოგო თავის სამხატვრო ბინაში სთხოვდა მისვლას. დიდი ხვეწნის შემდეგ ლაშამ პოლკოვნიკი დაითანხმა, რამდენიმე წუთით ბოტანიკური ბაღისკენ გაევლოთ. მანქანა აბანოთუბანთან გააჩერებინა და ჩქარი ნაბიჯით აუყვა ქვაფენილს. ნაცნობ კართან შედგა. ის ის იყო უნდა დაეკაკუნებინა, რომ შეამჩნია კარი ღია იყო. ოთახში სიცარიელე გამეფებულიყო. აღარსად ჩანდა საღებავები, ფუნჯები თუ სხვა სამხატვრო ატრიბუტიკა. აღარც გადახვეული სამხატვრო ტილოები იყო კუთხეებში. ოთახის შუაგულში, სახატავ დაფაზე მხოლოთ ერთი ნახატი წამოჭიმულიყო. ნახატზე აღბეჭდილმა გერგეთი სამებამ და მწვერვალ-შეთეთრებულმა მყინვარწვერმა წამიერად მონუსხა ბიჭი. მთის წვერზე, გაფერადებული ცისკენ აღმართულ ეკლესიას ღრუბლების თხელი ფენა გადაფარებოდა. აღმართზე, ტაძრამდე მისასვლელ ბილიკს შავ ცხენზე ამხედრებული წყვილი მიუყვებოდა. ნახატის ქვეშ წერილს მოჰკრა თვალი. სუნთქვა დაუმძიმდა, გული გამალებით უცემდა. ნელი მოძრაობით დასწვდა დაკეცილ ფურცელს.
„როგორ ვოცნებობდი ჩვენზე! სულ ორიოდე დღის უკან უბედნიერესი ვიყავი შენით. დღეს კი ვხვდები, ოდნავადაც არ გყვარებივარ. მეგონა ჩვენი სიყვარული ყველაფერზე მნიშვნელოვანი იყო. თურმე შენც მათნაირი ხარ, შენც მათნაირი მხდალი და მშიშარა ყოფილხარ, „ვითომ ვაჟკაცობის“ სინდრომით რომ ხართ შეპყრობილი. მინდა სახსოვრად გქონდეს ჩემგან. მინდა ამ ნახატმა მუდამ შეგახსენოს, რომ ძალიან მიყვარდი. ხედავ ალბათ, ჩვენი ბოლო პაემნის ადგილია აღბეჭდილი. მინდა მადლობა გითხრა, რომ სიყვარული მასწავლე. განმაცდევინე სიყვარულის პირველი სიხარული, ბედნიერება, სიყვარულით გამოწვეული უსაფუძვლო ღიმილები და ცრემილიც. ამბობენ ნამდვილი სიყვარული ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ მოდის, მოდის და მთელ შენს ცხოვრებას, ფიქრებს და აზრებს იპყობსო. პირველი სიყვარული განსაკუთრებულიაო. ამქვეყნად ყველაზე ლამაზია, ის ყველას და ყველაფრისგან განსხვავდებაო. იმასაც ამბობენ, პირველი სიყვარულის დავიწყება ძნელია, დიდი დრო და სიძლიერეა საჭირო იმისთვის, რომ პირველი სიყვარულით გამოწვეული სიგიჟეების, მძაფრი განცდებისა და ეფორიებისგან გათავისუფლდე. ამას იმდენად დიდი დრო ჭირდება, მთელი ცხოვრების მანძილზე აღარ რჩება დრო იმისთვის, რომ ხელახლა შეგიყვარდესო. ბოლომდე არ ქრება, არ ხუნდება და სანამ ცოცხალი ხარ ბუდობს შენშიო. ამის ძალიან მეშინია ლაშა... ჩვენ აღარასდროს შევხვდებით. მალე გერმანიაში დავბრუნდები, სწავლას გავაგრძელებ და აქეთ აღაც კი გამოვიხედავ. გთხოვთ წაიღე ეს ნახატი, თუ შენი კედლის საათთან ახლოს არ დაკიდებ, სადმე საკუჭნაოში მაინც შეინახე. ხანდახან ნახე, მტვერი მოაშორე და გაიხსენე, რომ ზუსტად ასეთ მტვრად აქციეს ჩემთვის ყველაფერი.
ერთხელას უემოციოდ, გაუნძრევლად იდგა. ნერვებისგან აკანკალებულ ხელს ავტომატურად დაუძვრა ფურცელი და იატაკისკენ დაეშვა. დავდახრილმა ერთხელ კიდევ ახედა ნახატს და კარისკენ მოტრიალდა.
ავტომობილი ვაზიანის სამხედრო ბაზას უახლოვდებოდა. უსიტყვოდ მჯდარი ლაშა ფიქრებიდან გამოერკვა და მისიის არსი იკითხა.
- დაწვრილებით ბაზაზე ვისაუბრებთ. - უპასუხა ახვლედიანმა.
- დაახლობით, მოკლედ მითხარით.
- კოტრ-დაზვერვა და მტრის სნაიპერები.
- გასაგებია. იარაღი?
- აირჩიე.
- შორს მსროლელი 12.7 მმ ტყვიებით და „გლოკ 21“ მაყუჩებით.
- გექნება.
- ერთ კითხვასაც დაგისვავთ თუ შეიძლება, ზვიად ლიქოკელი ხომ არ იცით სად არის?
- ვინ ლიქოკელი?
- ავღანეთში ვმსახურობდით ერთად.
- არ ვიცი სად არის, გავარკვევ. - უპასუხა პოლკოვნიკმა და ტელეფონი მოიმარჯვა. როდესაც საუბარს მორჩა ავტომობილი შეაჩერა და ლაშას მიუბრუნდა.
- მომისმინე, შენი მისია მკაცრად გასაიდუმლოებულია. მისიის დასრულებამდე ყველანაირი კონტაქტი ახლობლებსა თუ მეგობრებთან გეკრძალება. ეს გადარეული ხევსური, სანამ გამოიძახებდნენ მანამდე მისულა ბაზაზე და შენ გკითხულობდა. ჩვენებს უთქვამთ არ გამოგვიძახიაო. არ არსებობს თვითონ არ მოსულიყო, უკვე აქ იქნება და მასთან ერთად უნდა ვიყოო. მისიის დასრულებამდე არც კი გაბედო მოძებნა. მობილურ ტელეფონსაც ბაზაზე დატოვებ.
- გასაგებია ბატონო პოლკოვნიკო.

***
“1 აგვისტო - გამთენიისას ცხინვალის რეგიონში ერედვი-ხეითის შემოვლით გზაზე, ინტენსიური სროლები დაიწყო საქართველოს თავდაცვის ქვედანაყოფებსა და სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულ ძალებს შორის, რის შედეგადაც ექვსი დაიღუპა, ხოლო 21 ადამიანი დაიჭრა. 2 აგვისტო - ოსი სეპარატისტები ქართულ სოფლებს მთელი ღამე ცხრილავენ. არის მსხვერპლი. საქართველოს ხელისუფლება ოს სეპარატისტებს ცეცხლის დაუყონებლივ შეწყვეტისკენ მოვუწოდებთ. სეპარატისტები ცხინვალიდან ჩრდილოეთ ოსეთში ქალებისა და ბავშვების ევაკუაციას იწყებენ. სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში, რუსეთის სამშვიდობო ძალების ხელმძღვანელს მარად კულახმეტოვს შეხვდა.მინისტრი ოს სეპარატისტებთან შეხვედრასაც ითხოვდა, მაგრამ უარი მიიღო. 3 აგვისტო - რუსეთის მთავრობამ საშუალება მისცა სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას რუსეთში გახიზნულიყო. ამავე დღეს რეგიონს ლტოლვილებით დატვირთული 20 ავტობუსი ტოვებს. ამის შემდეგ, როგორც განვაცხადეთ, საქართველო მოლაპარაკებებისათვის ყოველგვარი წინაპირობის გარეშე მზად არის.“
ინათა თუ არა ქართველი სნაიპერი კარვიდან გამოვიდა. დილის სუსხში ცივი წყალი არ ესიამოვნა. ცას არწივის თვალით გახედა, დაცხებაო თავისთვის ჩაილაპარაკა. კარავში შებრუნდა, შაშხანა და ზურგჩანთა გამოიტანა. პისტოლეტს არასდროს იშორებდა, მუდამ თან ჰქონდა. ჩვეული მოძრაობით შეამოწმა შაშხანა და ოპტიკური სამიზნე. მცირე ზურგჩანთასაც ჩახედა ყოველ შემთხვევისთვის. სამედიცინო პაკეტი, ბინოკლი, ორი დღის საჭმელი... გულში გადათვალა, ყველაფერი რიგზე იყო. აგვიანებდა, მზე უკვე საკმაოდ ამოწვერილიყო და ჰაერი თანდათან თბებოდა. კარავი აშალა. ორასიოდე მეტრი ექნებოდა გავლილი, „სიფრთხილეს თავი არ სტკივაო“ გაიფიქრა, გაჩერდა და შავ ტანისამოსზე მასხალათი მოირგო. სახელდახელო გზის გვერდზე ფრთხილად მიუყვებოდა ბუჩქნარს. წამით გაირინდა. აშკარად გადალაპარაკება მოესმა. მაშინვე ბილიკთან ახლოს მოზრდილ ბალახებში ჩაწვა. ნაბიჯების ხმა უკვე გარკვევით ესმოდა. „მტრის პატრული, ახლა? აქ?“ - მტრის სამხედრო „სამშვიდობო“ ბაზა არც თუ ისე შორს იყო, მაგრამ მაინც გაუკვირდა მათი თავგასულობა. სამხედო მანქანამ სულ ახლოს ჩაუარა და მტვრის ბუღი დააყენა. ბალახებს შორის მალულად გაიხედა, სამნი გადმოვიდნენ მანქანიდან , რაღაცას უყვიროდნენ დანარჩენებს. მერე მანქანაშივე ჩასხდნენ და სწრაფად წავიდნენ უკან. გუმანით მიხვდა რაღაც მნიშვნელოვანი ხდებოდა ბაზაზე. რუკას დახედა, ოთხასიოდე მეტრი აშორებდა წინა ღამეს საგულდაგულოდ შერჩეულ სასროლ პოზიციას. ცოტაც და უკვე იქ იქნებოდა.
მართლაც კარგი ადგილი იყო. ხშირი ტყით დაფარული მთის ბექობიდან ხელის გულივით ჩანდა მტრის ბაზა. იქვე ხის ძირას ჩაწვა, ბინოკლი ამოაცურა და დინჯად შეუდგა დაკვირვებას. ბაზაზე კისრისტეხით დარბოდა რამდენიმე ჯარიკაცი. რაღაც სამზადისი იყო, აშკარად ვიღაცას ელოდებოდნენ. მართლაც, მალევე ერთი სამხედრო მანქანა და ერთი ჯავშანტრანსპორტიორი სწრაფად შევიდა ბაზის ტერიტორიაზე. ყაზარმის წინ შეჩერდნენ. მანქანიდან გადმოსულები ხესთან, ჩრდილში შეჩერდნენ. სამხედრო დანაყოფი კი მხედრულ სალამს ძლევდა.
„ჰმმ.. მაიორი“ - სამხრეებს დააკვირდა სნაიპერი. კამუფლაჟიდან ფრთილად ამოაძვრინა მაყუჩი და შაშხანის ალმქრობის ადგილს მჭიდროდ მოარგო. სამიზნე მაიორს გაუსწორა. სასროლი მანძლი დაახლოებით 550 მეტრი გამოდიოდა. „ობიექტის სიმაღლე 175 სანტიმეტრი“- უმალ გამოთვალა მცოდნე თვალმა. სამიზნე, ფრთხილი მოძრაობით ბაზის თავზე აღმართულ რუსულ დროშას მიაპყრო. ქვევით დაშვებული დროშით დარწმუნდა რომ ქარი საერთოდ არ იყო. „მიმართლებს“ - ისე უძგერდა გული, როგორც ხაფანგში გაბმული მხეცის დამნახავ მონადირეს. რამდენჯერმე ღრმად ამოისუნთა, გულის ცემაც დაუმშვიდდა. სამიზნე მაიორის გულთან შეაჩერა, წამით სუნთქვა შეიკავა და დინჯად დააწვა სასხლეტს... მეორე წამს, როცა უკუცემით დაკარგული გამოსახულება აღადგინა ბაზა უკვე საგიჟეთს დამსგავსებოდა. ჯარისკაცები არეულად დარბოდნენ. ზოგს ბინოკლი მოემარჯვებინა და უაზროდ აკვირდებოდა ტყის საფარს. მაიორის ირგვლივ მოზრდილი ბრბო ტრიალებდა. ყველა დაბნეულად იქცეოდა, უშედეგოდ ცდილობდნენ მსროლელის პოზიციის დადგენას. ზოგიც შიშს აეტანა, შენობებს, ხეებს და მანქანებს ეფარებოდნენ. სამედიცინო პერსონალის გამოჩენისთანავე ბრბო გაიშალა და ნათლად გამოჩნდა სისხლის გუბეში მოსვრილი მაიორი. მალევე დააწვინეს საკაცეზე, თუმცა ნელა მიჰყავდათ, რაც იმას ნიშნავდა რომ ობიექტი განადგურებული იყო.
წასვლის დრო იყო. მისი პოზიცია შეუმჩნეველი დარჩა. ნელ ნელა უკან გაცოცდა, როცა ბაზა თვალს მიეფარა წამოდგა და ნელი ძუნძულით გაუყვა ბუჩქნარს. შუადღეს წყაროსთან შეჩერდა, პეშვით იპკურა ცივი წყალი და მერეღა მოიხსნა კარვით დამძიმებული ზურგჩანთა. ადგილის სილამაზით მოხიბლული იქვე ჩამოჯდა. ტყის სიღრმიდან მომავალი ათასგვარი ფრინველის გალობა ზიურ გალობასავით ჩაესმოდა ყურში. ორიოდე წუთი ყური მიუგდო. განსაკუთრებით ერთ-ერთი ფრინველის სახეობა აინტერესებდა. იქნებ როგორმე ყური მოვკრაო, მაგრამ მოლაღურის გალობა არსად ისმოდა. ღინემიხდილი ბალახზე მიწვა...რამდენიმე წუთში შემცბარს გამოეღვიძა. ინსტიქტურად მიიხედ-მოიხედა და ინსტიქტურად ჩაეცინა. ბუნების სილამაზით მოჯადოებულს დაუცველად ჩასძნებოდა. არადა კარგად იცოდა, მასავით მარტოხელა მტრის სნაიპერები სწორედ ასეთ ადგილებთან არჩევდნენ პოზიციებს. საათობით სწავლობენ პოზიციებს და იმ ადგილებს არჩევენ სამიზნედ, სადაც სამხედრო აუცილებლად აკითხავს შესასვენებლად ან წყლის მარაგის შესავსებად. წამომდგარმა პირჯვარი გამოისახა, ბარგი აიკიდა და გზა განაგრძო. საათზე მეტ ხანს იარა აღმართებით დატვირთულ ბილიკზე და გორაკზე ჩამოჯდა. ბინოკლი ამოიღო და ტერიტორიის დაზვერვას შეუდგა. ერთ ადგილას გააჩერა ბინოკლი, დააკვირდა, მოძრაობა არ შეინიშნებოდა. გაახსენდა, ორი დღის უკან სწორედ აქ შეხვდა მტრის კოლეგას. მზეზე აბრჭყვიალებულმა სამიზნის ლინზამ ნაადრევად გაყიდა მტრის პოზიცია და დაღუპა კიდეც. კარგად ახსოვდა მისი სახეც, ტკივილი აღბეჭვდოდა მოკლულს. მხოლოდ საკვები აართვა, სხვა არაფერზე დაუდია ხელი. მიცვალებული კოლეგის გაძარცვა უღირს საქმედ მიაჩნდა.
დაღმართზე ჩასვლა აპირებდა, რომ მოძრაობა შენიშნა. ფრთხილად დაწვა და უკან ბუჩქებისკენ გახოხდა. ისევ მოიმარჯვა ბინოკლი. მანძლი დაახლოებით 300 მეტრი იქნებოდა. ნიღბიანთა ათეული დიდი სიფრთხილით გადაადგილდებოდა მთის ფერდობზე. ბალახებით და ძონძებით შენიღბულებს ფორმა არ ეტყობოდათ. ჯერ უნდა დაედგინა იყვნენ ქართველები თუ არა. ათეული დინჯად მიიწევდა წინ, ფერდობს სიგრძეზე მიუყვებოდნენ. როგორც ჩანდა ქედის იქით აპირებდნენ გადასვლას. რუკას დახედა. ქედის იქით უკვე მიტოვებული ქართული სოფელი იყო. მასხალათი შეისწორა, შაშხანას მაყუჩი მაორგო და ძუნძულით გაუყვა უცნობთა კვალს. ქედს რომ მიაღწია ათეული უკვე სოფელში შესულიყო და სახლებს ჩხრეკდა. შაშხანა მოირგო და რაღაცის მოლოდინში გაირინდა. ათეულმა მალევე მიაგნო სოფელში დარჩენილ ერთ ოჯახს. სახლიდან გამოიყვანეს და ეზოში დააყენეს. „მზვერავები“ - კბილებში გამოსცრა ქართველ სნაიპერს. სიტუაცია მეტად რთული ჩანდა. ცოლ-ქმარი და ახალგაზრდა გოგონა მტრის გარემოცვაში იყვნენ და გაუთვალისწინებელ მოქმედებას მათი დაღუპვა შეეძლო.
ოჯახმა საკვები მალევე გამოუტანა. მაგრამ ამდენი კაცის სამყოფი, რა თქმა უნდა, არ იყო. სამიზნეში უყურებდა როგორ სცემდა რუსი ქართველს საკუთარ მიწაზე. არ ესმოდა მაგრამ ხვდებოდა როგორ შეურაწყოფდა უშვერი სიტყვებით მის ოჯახს, ისტორიას, წინაპრებს. სიმწრის ოფლი ასხამდა, მაგრამ არაფერი შეეძლო ჯერ... კარგად შეათვალიერა უდარდელად მყოფი მტერი. მათ შეიარაღებაში ყუმბარმტყორცნები, მაყუჩიანი ავტომატები და ტყვიამფრქვევები შეინიშნებოდა. ბევრი დრო აღარ რჩებოდა. სწრაფი მოქმედება იყო საჭირო. მანძილი 200 მეტრამდე იქნებოდა, აქედან ცეცხლის გახსნა მაყუჩითაც კი პოზიციის გაყიდვას უდრიდა. ჩანთა მხარზე მოიგდო და თითქმის სირბილით აიარა აღმართი. ბორცვის თავზე მაღალ ბალახში ჩაწვა და მანძილი ხელახლა გაზომა. 350 მეტრი გამოვიდა. უმალვე შეასწორა სამიზნე. ახლა მხოლოდ საჭირო დროს ელოდებოდა. მტერი სულ უფრო უხეშად იქცეოდა. აშკარა იყო ოჯახისთვის განაჩენი უკვე გამოტანილი ჰქონდათ. გარეთ სამი მებრძოლი დარჩა, დანარჩენები სახლის თავიდან გასაჩხრეკად შევიდნენ. ერთი ოჯახს ადგა თავზე, დანარჩენი ორი, ათიოდე მეტრის მოშრებით, ღობესთან პატარა სკამზე ჩამოსხდნენ და სიგარეტებს მოუკიდეს. მეტის მოთმენა აღარ შეიძლებოდა, ამაზე კარგი შანსი შეიძლება აღარ მისცემოდა. ბევრი აღარ უფიქრია, განწირული ოჯახის წევრებზე წამომდგარ ჯარისკაცს ტყვია შუბლში გაუტარა. მისი სხეული ჯერ დაცემულიც არ იყო, რომ სკამზე მსხდომებიდან ერთ-ერთს ზურგში მოხვდა ჯავშანგამტარი ტყვია. მესამე ჯარისკაცმა დაბნეულობისგან დაყვირებაც ვერ მოიფიქრა, სკამიდან წამოხტა, თუმცა მაშნვე ჩაკეცა მესამე გასროლამ. თითქოს ელოდებოდნენო ერთიანად, უხმოდ აიშალა პატარა ოჯახი და ასიოდე მეტრით დაშორებული ტყის ზოლისკენ გაიქცნენ. ბიჭს გული გამალებით უცემდა, ტყეში შესულები რომ დაინახა მაშინღა დამშვიდდა.
რამდენიმე წუთში სახლიდან ორი ჯარისკაცი გამოვიდა და მოკლულებისკენ გაქანდა. მაშნვე ხელების ქნევა ატეხეს და სხვადასხვა მხარეს გაიქცნენ. ერთი ღობესთან მდგარ კაკლის ხეს ამოეფარა, მეორე სახლის ჭიშკართან მდგარ თივით დატვირთულ ურემს. ნათელი იყო ვერ მიხვდნენ ვინ და საიდან ისროდა, რადგან დაბნეულები სხვადასხვა მხარეს იყურებოდნენ. მეორე სართულის ფანჯარაში ტყვიამფრქვევი გამოჩნდა, რომელიც მსროლელის მხარეს საეჭვოდ იყო მიმართული. მერე რაციაზე ერთამენთს რაღაც გადასცეს და ერთბაშად ყველამ მისკენ ყურება დაიწყო. საცეცხლე წერტილი ადვილი ამოსაცნობი აღმოჩნდა. ფრთხილად გაცოცდა უკან, თუმცა ბალახი მაინც ირხეოდა. თითქოს უსაფრთხო ადგილამდე გახოხდა, რომ ტყვიამფრქვევის ჯერი გაისმა, მის სიახლოვეს ორი ყუმბარაც დაეცა. აფეთქებამ წამით დააყრუა, ყურები უწუოდა, ჰაერში აყრილი მიწა თავზე ეყრებოდა. ტყვიამფრქვევი სროლას აგრძელებდა. მსროლელმა კი როგორც იქნა სამშვიდობოს გააღწია. შეეძლო უკან მოუხედავად წასულიყო, მაგრამ გული უკან ექაჩებოდა. ტყეში გახიზნულები შეეძლოთ ადვილად ეპოვნათ და ჯავრი მათზე ეყარათ. დაღმართი ჩაირბინა და ქედის პირას მისულმა გზა ხოხვით განაგრძო. გადარჩენილი მტერი უშიშრად დააბიჯებდა ეზოში, როგორც ჩანს ეგონათ, რომ მსროლელი გაანადგურეს. ზოგი მკვდრებთან ჩაცუცქულიყო, ზოგიც მთისკენ იყურებოდა, გაქცეულებს ეძებდნენ. სნაიპერმა დაუფიქრებლად ამოირჩია მეტყვიამრქვევე. მანძილი 250 მეტრი გამოდგა. ნაზად დააწვა სასხლეტს, შაშხანამ მოგუდულად დაიჩხაკუნა და მსხვერპლი შუბლგახვრეტილი დაეცა. ისევ აირივნენ, უკან დახევა დაიწყეს და უმისამართო ცეცხლი გახსნეს სხვადასხვა მიმართულებებით. შემდეგი სამიზნე შაშხანით შეაიარაღებული მებრძოლი აღმოჩნდა. ტყვია ზურგში მოხვედროდა და დაჭრილი ცახცახს აეტანა. დანარჩენებმა ფიცრის ღობის იქით გაასწრეს და უკანა მხარეს ჩასაფრდნენ. გადათვალა, ხუთნი უნდა დარჩენილიყვნენ, მაგრამ გაქცევით მხოლოდ სამნი გარბოდნენ. მსროლელმა ლოკაცია მცირედით შეიცვალა, რის მეშვეობითაც, სახლის უკანა მხარეს შენიღბული მტრის სნაიპერი შეამჩნია. მასთან ახლოს, ბუჩქთან მისივე დამხმარე შენიღბულიყო. პირველად ბუჩქებში შენიღბულ დამხმარეს ესროლა, სნაიპერს კი ადგილის სწრაფი დატოვება არ აცადა, ორი ნაბიჯიც არ ჰქონდა გადადგმული, რომ ზურგში ტყვია დააწია. გაქცეული სამი ჯარისკაცი კისრისტეხვით გარბოდა ტყის მიმართულებით. გზადაგზა მოკლე ჯერებად ისროდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ცდილობდნენ ზიგზაგისებურად ერბინათ ქართველი სნაიპერის ტყვიები სამივეს მისწვდა.
წამოდგა. შუბლს მომდგარი ოფლი მოიწმინდა და სახლისკენ დაიძრა. მისვლისთანავე ზურგში ტყვია-ნაკრავ მებრძოლთან ჩაიცუცქა. ტყვიას ჯავშანჟილეტი გაეხვრიტა და მუცელში ღრუში შესულიყო. ჯერ ისევ ცოცხალი იყო, თუმცა დიდი დრო აღარ ეწერა.
- შენ... შენ. - რუსულად ლუღლღებდა რუსი.
- რით ვერ გაძეხით?! - ტკივილით დამანჭულ სახეს ზიზღით დახედა სნაიპერმა.
- მფრინავი ჰოლანდიელი...
- გახლავართ. - ირონიულად გაიღიმა ბიჭმა. - არიან ახლოს სხვა მზვერავები?
- წადი შენი! - ძლივს ამოიხავლა მომაკვდავმა.
ლაშამ აღარაფერი ჰკითხა. ფეხზე წამოდგა, შემართული პისტოლეტით საკონტროლო გასროლა განახორციელა და უკან გაბრუნდა.
***
უშიშროების საგანგებო სხდომაზე, გიორგი ახვლედიანიმა, ბოლო სამი დღე მოკლედ შეაჯამა.
- დაზვერვაზე რას გვეტყვით?
- დაზვერვის ინფორმაციით რუსეთის ძირითადი ნაწილები როკის გვირაბთან მალე მობილიზდება. რაღაცას ელოდებიან...
- ალბათ ჩვენს მაშტაბურ ჩართვას. - ჩაილაპარაკა ერთ ერთ დამსწრეთაგანმა.
- ვფიქრობ ასეა. დაზვერვისგან მიღებული ინფორმაციით საჭიროების შემთხვევაში მზად იქნებიან როკის გვირაბისკენ დაიძრნენ და ეს საჭიროება მაშინ დაუდგებათ, როდესაც ფართო მაშტაბიან შეტევას დავიწყებთ ცხინვალზე.
- ხვალვე შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ არ ვაპირებთ საბრძოლო მოქმედებებში ჩართვას, მაგრამ ბატონებო... ვფიქრობ, ომი გარდაუვალია. სეპარატისტები მანამდე არ შეწყვეტენ ცეცხლს, სანამ არ ჩაგვითრევენ.
- ვთანხმდებით იმ აზრს, რომ რუსეთი აუცილებლად ჩაერთვება სამხედრო მოქმედებებში.
- ეჭვგარეშეა. მაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ რუსეთის სამხედრო ტექნიკა სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია.
აღნიშნულმა მოსაზრებამ, უშიშროების თანამშრომლებში, აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. დიდი ნაწილი ამტკიცებდა, რომ რუსეთი ცხილვალის გამო, ვერ გაბედავდა ომის გაჩაღებას, არგუმენტად კი შეერთებული შტატებთნ ურთიერთობები მოყავდა. მცირე ნაწილს მტკიცებით კი რუსეთი ტყულად არ გააძლიერებდა სამხედრო ტექნიკას ჩვენს საზღვრებთან.
- ეს თავზეხელაღებული „ჰოლანდიელი“ ჯავაშია? - იკითხა აქამდე ჩუმად მჯდარმა უშიშროების მინისტრმა.
- დიახ. - უპასუხა ახვლედიანმა. - ნახევარი საათის წინ მქონდა კავშირი. დარწმუნებულია, რომ რუსები მალე დაიწყებენ როკისკენ წამოსვლას. მინდა მოგახსენოთ... - პოლკოვნიკმა დასრულება ვერ მოასწრო, რომ რაციის წითელი სანათი აციმციმდა. ლაშა არაბული კავშირზე გამოსვლას ითხოვდა.
- ის არის? მოვუსმინოთ. - თქვა უშიშროების მინისტრმა.
- ჩამაბარეთ ანგარიში. - თქვა რაცია მომარჯვებულმა პოლკოვნიკმა.
- ბატონო პოლკოვნიკო. მტრის კოტრ-დაზვერვამ ჯავაში ჩვენი მზვერავები შეამჩნია. საჭიროა მათი დროული უკან დახევა. ვფიქრობ არ იციან, რომ შეამჩნიეს.
- რიგითო, ჩვენმა დაზვერვამ გამთენიისას დატოვა ჯავა დროებით. - თქვა პოლკოვნიკმა და გაკვირვებულმა იქ მყოფ ხალხს გადახედა.
უშიშროები მინისტრმა პოლკოვნის თავის რიტმული დაქნევით მიანიშნა, რომ „ჰოლანდიელი“ არ ცდებოდა, ქართველი მზვერავთა ნაწილი კიდევ იმყოფებოდა ჯავაში.
- განაგრძეთ კაპრალო!
- მტრის სამი მზვერავი სნაიპერი შეინიშნებოდა, სხვადასხვა ლოკაციებში. სავარაუდოდ სამივეს ეყოლებოდათ შემჩნეული ჩვენები.
- მტრის სნაიპერების მდგომარეობა მომახსენეთ.
- სამივე განადგურებულია.
- გასაგებია. უმოკლეს დროში გამოვალ კავშირზე. კავშირის დასასრული.
- მოიცადეთ ბატონო გიორგი. - სამხედრო ეთიკის გარეშე, ნერვიული ტონით მიმართა ლაშამ. - ძალიან გთხოვთ ურჩიეთ ხელმძღვანელობას სასწრაფოდ გამოიხმონ ჩვენი ბიჭები ერაყიდან. ეს უდიდესი ძალაა. აქ მალე სრული ქაოსი დაიწყება.
- დავალებაზე იმუშავეთ კაპრალო!
- სანამ რუსეთის ჯარი დაიძვრება როკის გვირაბზე დივერსია აუცილებელია. - აგრძელებდა ლაშა.
- ეს რამდენს ტლიკინებს?! - ნერვებმა უმტყუნა ერთ-ერთ უშიშროების თანამშრომელს. - შენს დავალებას მიხედე და შემდეგ მითითებებს დაელოდე! ან როკის გვირაბის აფეთქება რა ჰგონია ამას?!
- იქ შემოსულ ტექნიკის განადგურებას ვგულისხმობ და არა გვირაბის აფეთქებას. - არ ეპუებოდა ლაშა. - სანამ დროა გავამაგროთ თლიაყანა, იქ უნდა განლაგდეს არტილერია. თავისუფლად მივწვდებით იქიდან გუფთას მთას და როკს. უკანა მხრიდან ყველანაირი მისასვლელი მოესპობა ცხინვალს. მხოლოდ ცა დაგვრჩება გასაკონტროლირებელი. მესამე ბრიგადა სასწრაფოდ უნდა წამოვიდეს ფრისიდან თრიალაყანში, თუ რუსები როკს გადმოლახავენ მერე გვიანი იქნება.
- დაელოდეთ მითითებებს! კავშირის დასასრული. - პოლკოვნიკმა რაცია გათიშა.
საქართველოს სახედრო შენაერთები კონფლიქტის ზონის რვა ქართულ სოფელს: დმენისს, მუგუთს, დიდმუხას, სარაბუკს, ზემო ნიქოზს, ატოცსა და ქვემო და ზემო ოქონას სრულად აკონტოლებდნენ. ცხინვალის მისადგომებთან არსებულ თითქმის ყველა სტრატეგიულ სიმაღლესა და სოფელში ქართული დროშა ფრიალებდა. ქართული ქვედანაყოფები ქალაქ ცხინვალში შედიოდნენ. საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა შეძლეს დროებით უკან დაეწიათ რუსეთის 58-ე არმიის ნაწილები, რომლებსაც როკის გვირაბიდან ჯავის რაიონში გადაადგილების მცდელობა ჰქონდათ. დაზვერვის სამსახურის მიწოდებული კოორდინატების შესაბამისად, არტილერიამ მასიული ცეცხლი გახსნა როკის გვირაბიდან გამოსულ რუსულ კოლონაზე. თუმცა ამის შემდე რუსეთის ავია გამანადგურებლებმა იერში მიიტანეს გორზე, დაიბომდა ქვეყნის სხვადასხვა სტატეგიული ქალაქი, სამხედრო ბაზები, კოპიტნარის აეროპორტი, ფოთის პორტი, სენაკი. ორმა რუსულმა ავია მოიერიშემ გორთან ქართული არტილერიის პოზიციები დაბომბა. მეორე დღეს რუსეთი ლიახვის ხეობაში არსებულ ცხრავე სოფელს ბომბავდა, ამავდროულად მათი საპარაშუტო დესანტი გადმოისხა ცხინვალში. დღის ბოლოს რუსული და ოსური ძალები კომქლიქტის ზონის დიდ ნაწილს აკონტროლებდნენ.
ამ დროისთვის, ზემო ნიქოზში გამაგრებული ლაშა მითითებების მოლოდინში იყო. პერიოდულად, ახლო სნაიპერული მანძლიდან, რუსეთის სამხედრო, ეგრედ წოდებულ „ზემო ქალაქის“ ბაზას უთვალთვალებდა. აღნიშნულ ბაზაზე რუსეთს მოჩვნებითად გახნილი ჰქონდა სამედიცინო პუნქტიც. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ რუსულ მხარეს ომის დროს მიზნად ჰქონდა დასახული, ყველანაირი გზებითა და საშუალებით მიეღოთ თავიანთი სამშვიდობო ძალების სამხედრო მოსამსახურეთა გვამები, რათა შემდეგ გაემართლებინათ ფართომასშტაბიანი აგრესია რუსეთის მხრიდან, საქართველოს მისამართით. ლაშას ინტერესს აღნიშნულ ბაზაზე მოძრავი რუსული სპეცრაზმი, დაზვერვის ოფიცრები, სამხედრო ტექნიკა და იარაღის საცავი იწვევდა. რამდენჯერმე ითხოვა გიორგი ახვლედიანისგან ბრძანება სნაიპერული შეტევის დაწყებაზე. პასუხისმგებლობას იღებდა მტრის საბრძოლო უნარების შემცირებაზე. ჰპირდებოდა, რომ რამდენიმე წუთში გაანადგურებდა მტრის მაღალ სამხედრო ფიგურებს, შეეძლო მწყობრიდან გამოეყვანა სამხედრო ტექნიკა. თუმცა ბრძანება აგვიანებდა. სნაიპერი თვალნათლივ ხედავდა მტრის ყველა მოქმედებას. ხედავდა როგორ შემოყავდათ დაჭრილები, ხედავდა როგორ გადიოდა საბრძოლო ტყვია-წამალი, რითაც მალევე ქართველი სამხედროები დაიღუპებოდნენ. დაინახა, როგორ გადმოათრიეს რუსული სამხედრო მანქანიდან ქართველი ტყვე. როგორ ჩაქოლეს ეზოშივე ოსმა სეპარატისტებმა. ამ ყველაფრის შემხედვარეს ტვინში სისხლი ეყინებოდა. ბოლოს, როგორც იქნა პოლკოვნიკი დაუკავშირდა.
- უკან უნდა დაიხიო. - იყო ბრძანება. - ჩვენი მე-2 ქვეითი ბრიგადაც მანდვეა გამაგრებული, ნიქოზის სასაფლაოსთან.
- ვიცი, შევამჩნიე.
- ესე იგი მაინც იპოვე მეგობარი. შეამჩნევდი ალბათ, ზვიად ლიქოკელის მაინც არის. მათ 48 საათიანი დრო ჰქონდათ, სანამ საერთაშორისო ბერკეტები ამოქმედდებოდა. მაქვს ინფორმაცია, რომ შეიძლება მალე ალყაში მოექცნენ. ამ შემთხვევაში ვეცდებით ჰაერიდან დავიცვათ. ასე, რომ დატოვე ტერიტორია და შეუერთდი ბატალიონს, გელოდებიან.
- პოლკოვნიკო, მაპატიეთ, მაგრამ მე ყველა დავალება შევასრულე რაც აქამდე მივიღე. - გაცხარდა ლაშა. - აქედან ისე არ წავალ, სანამ თითოეული ჩვენი დაცემული ბიჭის სისხლს არ ავიღებ.
- კაპრალო!
- არა პოლკოვნიკო, არა! ვხვდები, რომ მალე მე კი არა, ყველა უკან დავიხევთ და მხოლოდ თქვენს მიერ ნახსენები „საერთაშორისო ბერკეტების“ იმედზე დავრჩებით. მე კი მანამდე დავრჩები აქ, სანამ ერთი ქართველი სამხედრო მაინც იქნება ამ ტერიტორიაზე.
- ბრძანებას არ ემორჩლები?!
- ცოტა, რომ დაფიქრებულიყვნენ მიხვდებოდნენ, რომ უაზროს არაფერს ვამბობდი. რატომ დროულად არ იხმეს ერაყიდან პირველი ბრიგადა?! ვერ ხვდებით რა შეეძლო ამ ორი ათას კაცს! შეიძლება იხმეთ კიდეც უკვე, მაგრამ დაგვიანებული იქნება დამიჯერეთ. როკის გვირაბზეც გირჩიეთ, ჯავაში შესასვლელად სულ ოცი წუთი იყო საჭირო. გვირაბს დავნაღმავდით, თლიაყანის სიმაღლეს დავიკავებდით და მერე მხოლოდ საჰაერო სივრცე გვექნებოდა საკონტროლო. მისი დანაღმვა და მერე კონტროლის დამყარება მანამდე იყო შესაძლებელი სანამ რუსის ჯარი შემოვიდოდა. 58-ე არმიის ნაწილი მალე გაჩნდება ცხინვალში.
- ვერ აცნობიერებ რა საფრთხეში ხარ?! ის თუ იცი შენი სახელი რა „პოპულარული“ გახდა?! იმდენი შენი რუსი კოლეგა გაანადგურე, რომ მტრის დაზვერვას, ყველა ოფიცერს თუ საველე მეთაურს აქვს უკვე ინფორმაცია შენზე და დარწმუნებული ვარ დამგელებულები გეძებენ.
- მეძებონ, მეძებონ... - არაბუნებრივად ჩაიცინა ლაშამ.
- ლაშა! ცხოვრება წინ გაქვს ბიჭო! გზად რომ გამაჩერებინე და გოგონას სანახავად გაიქეცი, ის მაინც არ გეცოდება?
- იცით პოლკოვნიკო, არსებობენ ქალები ფეშენებელური სახლებივით, ლამაზი ფასადი აქვს და შიგნით სიცარიელეა. არსებობენ ქალები ქოხებივით, სადაც შეგიძლია დაისვენო. არსებობენ ქალები ჭაობივით, სადაც სიბინძურეა და უამრავი ბაყაყი ბინადრობს. არსებობენ ქალები ზღვებივით, თავიდან წყნარია და შეხვალ თუ არა მაშინვე ტალღებით აგაფორიაქებს, და კიდევ იცით როგორი ქალები არსებობენ? ქალები, ღია ფანჯრებივით, რომლებიც გიბიძგებენ სუიციდისკენ...
- შენ ხუმრობის ხასიათზეც ყოფილხარ. - ცუდად ენიშნა პოლკოვნიკს. - დროზე გამოიქეცი მაქედან!
- კარგით რა, გაქცევას რა უნდა. მოხერხება და სწრაფი ფეხები. მაგრამ როცა გარბიხარ, ის მაინც უნდა იცოდე საიდან და საით მიემართები. მე კი ისიც არ ვიცი სად ვარ და საითკენ გავიქცე როგორ მეცოდინება? იმის იმედი მქონდეს, რომ უკან დავბრუნდები? მეორე შანსის იმედი? მეორე შანსს, როგორც ამერიკელები ამბობენ, ყველა იმსახურებს. თუმცა მაგ ამერიკელების დიდად არ მჯერა და შესაბამისად არც მეორე შანსის. როგორც კუნდერა იტყოდა „ბევრი სიცოცხლე ჭირდება ადამიანს საკუთარი შეცდომილი გზა რამოდენიმეჯერ რომ გაიაროს, შედარების საშუალება რომ ქონდეს და გაარკვიოს სინამდვილეში როგორ იცხოვროს, თუმცა ჩვენ მხოლოდ ერთი ცხოვრება მოგვეცა და ზუსტად აქ უნდა გავარკვიოთ რომელია სწორი გზა“. სწორი გზას კი შეცდომების გარეშე ვერ გაარკვევ, თუმცა ისიც არ ვიცით სხვა გზები რომ აგვერჩია იქნებოდა სწორი? მოკლედ რომ ვთქვათ ერთი დიდი კითხვის ნიშანია, რომელსაც პასუხი არასოდეს გაეცემა და თუ კითხვას პასუხი არ გაეცემა მაშინ მასზე ფიქრსაც არ აქვს აზრი.
- რეებს ბოდიალობ ბიჭო! – იყვირა ახვლედიანმა.
- დამშვიდდით პოლკოვნიკო, ვხუმრობ. ვაფასებ თქვენ მზრუნველობას, მაგრამ სანამ „ზემო ქალაქის“ ბაზას ნანგრევებად არ ვაქცევ აქედან გამოსვლელი არ ვარ.
- და როგორ აპირებ ამ ყველაფერს?
- მოვიფიქრებ რამეს.
- ღმერთი გფარავდეს შვილო...
- ღმერთი ფარავდეს საქართველოს. - დაიჩურჩულა ბიჭმა.

ლაშა ბაზის დაზვერვას აგრძელებდა და სასროლ ობიექტებს აკვირდებოდა. მალე კიდევ ერთი რუსული სამხედრო მანქანა შემოვიდა. ტყვეები გადმოსხეს და შენობისკენ მიჰყავდათ. სამხედრო ტყვეებში სამედიცინო პერსონალი შეინიშნებოდა. როგორც ჩანდა, მტერს ორი ქართველი ექიმი აეყვანათ. წამიერად გაშეშდა, ბინოკლი მოიშორა და შაშხანის სამიზნედან გაიხედა. თვალებს არ უჯერებდა, ერთ-ერთი ექიმი ქალი საოცრად ჰგავდა ქეთის. აღარც ავღანეთში იმყოფებოდა და არც რომელიმე ზღვაში, რომ მირაჟად მიეჩნია. ისევ დურბინდი მოიმარჯვა. ეს ქეთი იყო, ნამდვილად ქეთი იყო. მტვრიანი, თეთრი ხალათის ბოლოებს აგვისტოს ნიავი უფრიალებდა. ორი სამხედრო და ორი თეთრ-ხალათიანი ტყვე სწრაფი ნაბიჯით შენობაში შეჰყავდათ. ლაშა წამოდგა, შაშხანა და აღჭურვილობა საიმედო ადგილას დამალა, ნიღაბი მოირგო, პისტოლეტი მოიმარჯვა და ტყეში გაუჩინარდა.



№1 სტუმარი ნაინა

აიიი ძალიან კარგი იყო, ბევრი მატირე, იმედია ყველაფერი კარგად დამთავრდება ა გული არ გამისკდება, ბევრი წარმატებები შენ, ბევრი არ მალოდინო

 


№2  offline მოდერი ჰოლანდიელი

ნაინა
აიიი ძალიან კარგი იყო, ბევრი მატირე, იმედია ყველაფერი კარგად დამთავრდება ა გული არ გამისკდება, ბევრი წარმატებები შენ, ბევრი არ მალოდინო

მადლობა ნაინა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent