შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გერგეთისკენ მიმავალნი (თავი 6)


12-08-2020, 11:39
ავტორი ჰოლანდიელი
ნანახია 613

ტყის პირას, ნიქოზის სასაფლაოსთან გამაგრებული, დაქანცული მე-2 ქვეითი ბრიგადის 21-ე ბატალიონის ჯარისკაცები საფლავებთან ჩამომჯდარიყვნენ. ბეტონით შემოსაღვრულ საფლავთან მიყუდებული ჯარისკაცი, სულს ითქვამდა და გადამფრენ ჩიტებს გახედავდა ხოლმე. მესამე დღე იყო გასული, რაც ჯარისკაცი პერიოდულად ბეღურასებრი ფრინველის ჭიკჭიკის იმიტაციას ახდენდა. ზოგიერთ თანამებრძოლს შეშლილიც კი ეგონა, ზოგიერთ მათგანს კი ფლეიტის ხმათ ჩაესმოდა ფრინველის გალობა, თუმცა ჯარისკაცის ეს იმიტაცია ხანნდახან კატის კნავილს მოგაგონებდათ. - „რა ჩიტს აჯავრებ? ხან ფლეიტის ხმას გავს. ხან კი თითქოს კნავილიაო“ - ჰკითხეს ერთხელ. „მოლაღური ჰქვია ამ ჩიტს. - უპასუხა ჯარისკაცმა. - ავღანეთში გვყავდა გალიაში, იქ ვისწავლე მისი ხმა. როცა მოლაღური გალობს, მაშინ ფლეიტის ხმას გავს, მისი ხმამაღალი სტევნა კი კატის კნავილივით არის, ჩვენში ბიჯო-გოგიას ეძახიან“. – გამიგია - ჩაერთო სხვა ჯარისკაცი. - „ბავშობაში ბებია ამბობდა ძმა დაკარგესო მაგათ, გოგია ერქვაო. მერე ჩიტებად გადაიქცნენ, დაკარგულს მაღლიდან უკეთ დავინახავთო. ასეც დარჩნენ, ვერ იპოვეს გოგია და დღემდე ეძებენო.“ - ყველამ ერტად გაიცინეს.
ჯარისკაცებმა თავდაცვითი სანგრების გათხრის ბრძანება მიიღეს. თუმცა მალევე აღმოჩნდა, რომ ეს შეუძლებელი იყო. საფლავები საკმაოდ მჭიდროდ იყო ერთმანეთთან განლაგებული და თითქმის ყველა ბეტონის ღობით იყო შემოსაზღვრული. მაშინ უბრალოდ ქვებით გადაწყვიტეს სახელდახელო სანგრების მომზადება. მოზრდილი ქვების მოგროვებისას ჯარისკაცს, მოულოდნელად, ჩიტის ჭიკჭიკი ჩაესმა. ძალიან ჰგავდა ფლეიტის გალობას. გალობა პერიოდულად სტვენაში გადადიოდა, შემდეგ კი ისე ფლეიტის გალობას უბრუნდებოდა. - „სად ხარ აქამდე“ - ჩაილაპარაკა ჯარისკაცმა. აქეთ-იქით გაიხედა, როდესაც დარწმუნდა არავინ მიყურებსო, ფლეიტის ხმას ტყისკენ გაუყვა.
- სასწრაფოდ მჭირდები ზვიად. - ანთებული თვალებით დაუხვდა ლაშა.
- ჰოლანდელო! - ლიქოკელმა ავტომატი მოიხსნა და ძმადნაფიცს გადაეხვია.
- რუსების სამხედრო ბაზას უნდა დავეცეთ. მომყვები?!
- მოგიკვდეს ჩემი თავი თუ გვერდიდან მოგშორდე!
- ბევრნი არიან ზვიად.
- ჰმ! სანგრების თხრას მტრის ხოცვა მირჩევნია! - მტკიცედ ჩაილაპარაკა ხევსურმა.

ლაშას ასეთი სასტიკი გამომეტყველება ეცნობოდა ხევსურს. პირველად ეს გამოხედვა ავღანეთში, ფარვანის პროვინციაში ენახა.
ერთ ერთი პატრულირების დროს, მოულოდნელად, ქართველთა და ამერიკელთა მცირე შენაერთზე თალიბებმა იერიში მიიტანეს. ტერიტორია საკმაოდ მშვიდობიანად ითვლებოდა და სამხედრობი მცირე რაოდენობით პატრულირებდნენ. სეპარატისტებმა ინტენსიური ცეცხლი გახსნენ შენობების სახურავებიდან. ზვიად ლიქოკელი სწრაფად გადმოხტა მანქანიდან, მოზრდილ ლოდს ამოეფარა და გრძელი ჯერი მიუშვა შენობის სახურავისკენ. მჭიდი შეცვალა თუ არა, უცებ ყრუდ ამოიგმინა, ზურგიდან ნასროლ ტყვიას ბარძაყში გაევლო. უკან მოტრიალდა და ახლა საპირისპირო შენობისკენ მიმართა ცეცხლი. თუმცა ორმხრივ ცეცხლში გარდაუვალი სიკვდილი ელოდა. სწრაფად წამოხტა და შენობაში კოჭლობით შევარდა. სანამ სახურავიდან მის მოსაკლავად მტერი ჩამოვიდოდა, თანამებრძოლებს გასძახა. „გაიქეცით! ყველა დავიხოცებით!’’ ალყაში მოქცეულს შენაერთს მართლაც სრული განადგურება ემუქრებოდა. დარჩენილი ჯარისკაცები მალევე მიხვდნენ, რომ სანამ დახმარება მოვიდოდა ისინიც დაღუპულების ბედს გაიზიარებდნენ და მესამე, გადარჩენილი ჯავშან-ტრანსპორტიორით გაეცალნენ შეტაკების ადგილს.

ბაგრამის ავიაბაზაზე გაცოფებული ლაშა სასოწარკვეთილად ღრიალებდა და უშვერი სიტყვებით იგინებოდა ხან ქართულად, ხანაც ინგლისურად: „ თქვენი დედაც ლაჩარო ნაბიჭვრებო!“ როცა ყვირილმა ხმის იოგები დაუსუსტა, ცხელ ქვიშაზე ჩამოჯდა, დადუმდა და თვალებში დაუკითხავად ჩამდგარი ცრემლი მოიწმინდა. „რა უნდა ექნა მეგობარო, ისინიც დაიღუპებოდნენ“, - ამერიკელი ოფიცერი წამოადგა თავზე. „დამშვიდდი, მესმის შენი მეგობარია და გთხოვნ ნუ მომცემ უფლებას სადამსჯელო ზომები მივიღო შენს მიმართ. „რა იცით რომ მკვდარია ოფიცერო, იქნებ ტყვედ ყავთ?! - თავი ასწია ჯარისკაცმა. „იცით რას ვიზავდი? თავს შევაკლავდი და დაჭრილ მეგობარს თალიბებს არ დავუტოვებდი საჯიჯგნად. მშვენივრად იცით, რომ ტუ გადარჩა აწამებენ. მე კი იცით რა ვიცი?! ის არაფერს იტყვის და თავს მალევე მოაკვლევინებს.“ ლაშას გულისტკივილს ისიც ემატებოდა რომ სეპარატისტებს ახლავე ვერ შეუტევდნენ. მიმდინარეობდა სადაზვერვო ოპერაცია და შემდეგ დაიგეგმებოდა თავდასხმა. მანამდე კი დიდი ალბათობით ზვიადი ცოცხალი აღარ იქნებოდა. უცებ რაღაც აზრმა გაუელვა, სწრაფად წამოხტა ფეხზე და ოფიცერს წამოეწია. „ოფიცერო, გთხოვთ მომეცი რაიმე მანქანა, ჩემი იარაღები და დილამდე დავბრუნდები. მერე როგორც ინებებთ ისე დამსაჯეთ. თუ ვერ დავბრუნდი თქვით რომ გავიპარე“. ბიჭს დასტურის მოლოდინი დიდად არ ჰქონდა, თუმცა იმედის ბოლო ძაფიც ჩაუწყდა, როცა ოფიცერმა მრისხანე გამომეტყველებით ახლოს მყოფ ქართველ ჯარისკაცებს უბრძანა: “კაპრალი არაბული აღელვებულია, გაიყვანეთ მოსასვენებელ ოთახში, დამშვიდდეს!“
შუა ღამე ეშხში შედიოდა. არაბულს კი ძილი არ ეკრებოდა. ფრთხილი ნაბიჯების ხმა მოესმა. ვიღაც უახლოვდებოდა და ცდილობდა ოთახში მძინარე ჯარისკაცები არ გაეღვიძებინა. „ჩაიცვი, ოფიცერი გიბარებს“ - მოესმა ჩურჩული. ნახევარ საათში ლაშა მეგობრისკენ მიიჩქაროდა. ავტომობილის სატერფულს ბოლომდე აწვებოდა და წამოსვლის წინ ოფიცერის ნათქვამ ბოლოს სიტყვებზე იღიმებოდა: „თუ ცოცხალი არ დაბრუნდები იცოდე, ჯოჯოხეთშიც მოგძებნი და ჩემი შეცდომაში შეყვანისთვის პასუხს გაგებინებ!“
ავბედითი დილა უთენდებოდა თალიბების ოცეულს. შენობის სახურავზე გამაგრებული სნაპერი ტერიტორიას ზვერავდა და გუშაგების ითვლიდა. სამი გასროლა და ერთმანეთის მიყოლებით სამი უსულო სხეული დაეცა. როგორც კი მესამე გასროლა განახორციელა, შაშახნა მხარზე მოიგდო, პისტოლეტს მაყუჩი მოარგო, შენობა დატოვა და სირბილით უკუნეთ ღამეს შეერია. დამფრთხალი და გაოგნებული სეპარატისტები სხვადასხვა ლოკაციიდან ნასროლი ტყვიებით უსულოდ ეცემოდნენ. „დასყევლოს ალლაჰმა, მოჩვენებაა თუ რა არის“. - დაიყვირა მეთაურმა და ცოცხლად დარჩენილი მებრძოლებს შენობის გამაგრება უბრძანა. „მოჩვენება, მოჩვენება“ ყვიროდნენ დანარჩენებიც და თავშესაფარს ეძებდნენ. თალიბები გონს არ იყვნენ მოსული, რომ ორ სართულიანი შენობის პირველ სართულზე კვამლსადენი ყუმბარა შევარდა. მალევე მთელი სართული თეთრმა კვამლა დაფარა. კვამლში სწრაფად და უხმაუროდ მორბენალი მოჩვენება ახალ სიცოცხლეებს იპარავდა. როდესაც დარწმუნდა, მტერი განადგურებული იყო მეგობრის ძებნა დაიწყო. „ზვიად“. - სარდაფში დაბმულ ლიქოკელს საკუთარი სახელი მოესმა. ეგონა მოეჩვენა, სისხლდენისგან გონებას ვკარგავო იფიქრა. „ზვიად სად ხარ!“ - განმეორდა ძახილი. ვიღაც ქართულად იძახდა. ძალ-ღონე მოიკრიბა, წამოიწია და ქართულადვე გასძახა, სარდაფში ვარო.
- შენ ხარ? - გაოცდა ხევსური, როცა მის წინ შავებში გამოწყობილი ლაშა ამოიცნო.- რა ფორმაში ხარ მოჯაჰედი მეგონე. - მტკივნეულად გაიღიმა.
- ხუმრობის ხასიათზე ყოფილხარ. - დაიხარა მეგობრისკენ არაბული.
- დროზე მოხვედით, ჯერ მხოლოდ ფრჩხილებს მაძრობდნენ. - მარცხენა ხელის მტევანი წამოსწია და სისხლიანი თითები უჩვენა.
წამიერად დააკვირდა ლაშას არა ადამიანურ სახის გამომეტყველებას. ლურჯი თვალებიდან უსაძვრო სევდა, მაგრამ ამავე დროს ზიზღი, მრისხანება და სისატიკე იყურებოდა.
- დაჭრილი ხარ! - ბარძაყი შეუთვალიერა ლაშამ. - სიარული შეგიძლია?
- არ მგონია, ფეხი მოისინჯა ლიქოკელმა. - მარტოს გაგიჭირდება ჩემი გაყვანა, ჩვენები მოიხმარე.
- მარტო ვარ. - მსხვილი თოკებით დაბმული მეგობარი გაათავისუფლა, უმალ მოტრიალდა, ზურგით მდგარი ჩაიმუხლა, ნელ-ნელ ზურგზე მოისვა და გაჭირვებით წამოიმართა.
შენობის გასასვლეს უხლოვდებოდნენ. ზვიადს გონება ებინდებოდა თუმცა მაინც არჩევდა ოთახი მიმოფანტულ გვამებს. მეორე სართულზე შუბლ-გახვეტილი გვამების დანახვა არ გაჰკვირვებია, არაბულის სიზუსტეზე ბევრი საუბრობდა. თუმცა პირველზე სართულზე ნანახმა სისასტიკემ ნამდვილად გააოცა ხევსური, ყელ-გამოჭრილი და დასახიჩრებულ გვამებს დაეფარათ იატაკი, აშკარად ახლო მანძილიდან დანით ებრძოლა არაბულს.
- მოჩვენება. - დაიჩურჩულა ზვიადმა.
- რაა?
- მოჩვენებააო ყვიროდნენ. - მიანიშნა დახოცილებზე.
- შენ რა ავღანური იცი?
- მესმის ალაგ-ალაგ.
- ნუ ლაპარაკობ. როგორმე მანქანამდე უნდა მივაღწიოთ. - მეგობრის ზორბა სხეულის ტარებით გატანჯული ლაშა ნელი სვლით წინ მიიწევდა.
- გახსოვს ჟურნალში, ამას წინათ რაღაც გემზე რომ ვკითხულობდით, მფრინავი ჰოლანდიელი, ეგეც ხომ მოჩვენებასავით იყო? ჰა, ლაშა?
- ჰო, იყო, იყო. გაჩუმდი ეხლა.
- ჰო, და „მფრინავი ჰოლანდიელი“ უნდა დაგარქვა.
- რა დეგენერატი ხარ. - ღიმილი შეეპარა არაბულს.
შემდეგ დღეებში ბაგრამის ავიაბაზაზე ყველა სამხედრო „მფრინავ ჰოლანდიელზე“ საუბრობდა, გემ-მოჩვენებაზე, რომელიც იშვითად ჩნდებოდა. მისი გამოჩენა აუცილებლად მტრის სიკვდილით მთავრდებოდა.
დღეს ბინდი ეპარებოდა. ლიქოკელი და არაბული „ზემო ქალაქის“ სამხედრო ბაზას სამასიოდე მეტრიდან უთვალთვალებდნენ. სამოქმედო გეგმა განეხილათ და დაღამებას ელოდებოდნენ.
- ლაშა, გახსოვს თალიბებმა რომ დამიჭირეს? - დაიჩურჩულა ზვიადმა.
- მახსოვს. - მიიღო პასუხი.
- რას გრძნობდი მაშინ?
- რას გულისხმობ?
- როცა საშველად შემოიჭერი რა.
- როგორ შეგიძლია ასეთ დროს ამ თემებზე ლაპარაკი. - ხმა გაუმკაცრდა ლაშას. - რავიცი მე რას ვგრნობდი, ერთი ის მახსოვს, რომ კილომეტრამდე ზურგით გათრევდი, შენ კი ენას არ აჩერებდი.
- ეხლა რას გრძნობ?
- სიმართლე გითხრა, ძნელი ყოფილა საკუთარ მიწაზე ომი. იქ უფრო მიადვილდებოდა. მაგრამ ზვიად... შიშს, ახლაც და მაშინაც შიშს ვგრძნობდი.
- ჰოო, გეტყობა. - ირონიულად გაიღიმა ლიქოკელმა.
- შენ რა, არ გეშინია?
- ეხლა ლამპიონებს ნუ მამღერებ თუ კაცი ხარ.
- უნდა გეშინოდეს!
- ერთხელა ვცხოვრობთ ეგეც შიშში გავატარო კაცო?!
- დაიწყო ეხლა ხევსურულად... მიდი თუ არ გეშინია გაქანდი პირდაპირ რუსებისკენ. შიში საჭიროცაა ბიჭო. მითუმეტეს ჩვენს საქმეში. შიშის გარეშე დამალვის უნარს დავკარგავთ.
- მზვერავი შენა ხარ. შენ გჭირდება დამალვის უნარი, მე არა.
- ამაღამ შენც დაგჭირდება.
როგორც კი ზვიადი ბაზას მიუახლოვდებოდა, ლაშას სნაიპერული თავდასხმა უნდა დაეწყო. რათა არეულობისას ზვიად ადვილად შეეღწია ბაზაზე. მტერს ყურადღება მისკენ უნდა გადაეტანა. ზვიადი აურზაურით ისარგებლებდა და შენობაში შეიპარებოდა. ამასობაში ლაშაც დაიძვრებოდა ბაზისკენ. ახლო მანძილიდან განაახლებდა შეტევას და დროს მისცემდა ზვიად ტყვეების მოსაძებნად.

პატარა, უფანჯრებო ოთახში გამოკეტილი დათრგუნული ტყვეები უსიტყვოდ ისხდნენ ბეტონის იატაკზე. იშვიათად ახალგაზრდა გოგონას გახედავდნენ და ამშვიდებდნენ. „არ შეგეშინდეს ჩვენებიც აიყვანდნენ ტყვეებს და გაგვცვლიან“, „ნუ გეშინია, ომში ექიმებს არ კლავენ“. თუმცა გოგოს არანარი ემოცია არ ეტყობოდა. მის გონებას შიშისთვის არ ეცალა. მხოლოდ სინანული და უსაზღვრო სევდას დაესადგურებინა მის გულში. ფიქრები მხოლოდ საყვარელი ადამიანისკენ იყო მიმართული. „ეს წერილი რომ არ დამეწერა იქნებ არც წასულიყო ლაშა, მეც არ ვიქნებოდი აქ. რა გააკეთა ჩემი ძმის საქციელზე უარესი?“- ეკითხებოდა საკუთარ თავს.
სამხატროში ბინაში მიბრუნებულს, ნახატი ისევ ადგილზე დახვდა. თუმცა ძირს დაგდებულმა ღია ფურცელმა მიახვედრა რომ ლაშა ნამდვილად იყო მოსული, მაგრამ რატომ არ წაიღო ნახატი? „ლაჩარი! უკანასკნელი თხოვნაც კი ვერ შემისრულა. რა თქმა უნდა, რატომ უნდა წაეღო, რატომ უნდა შეხედოს და გამიხსენოს, მეტი საქმე არ აქვს“.- ფიქრობდა გაბრაზებული. „ღმერთო რა სულელი ვარ, რატომ დავწერე ეს წერილი“, რატომ დავიმცირე თავი“. უცებ ტელეფონი აწკრიალდა, ნომერს დახედა, თაკო ურეკავდა. „ვითომ ლაშა არეკინებს?... ვუპასუხო?“ - ეკითხებოდა საკუთარ თავს, ბოლოს მაინც უპასუხა. ლაშას შესახებ ატყობინებდა. გოგო გაქვავებული უსმენდა და ნელ-ნელა ფერი ეცვლებოდა. როგორც კი ტელეფონი გათიშა მაშინვე მოხსნა ტილო ჩარჩოდან, ვიწროდ დაახვია და ოთახი დატოვა. უჩუმრად გაიპარა, მოხალისე მედდად ჩაეწერა გორის სამხედრო ჰოსპიტალში. უარი არ უთქვამთ, ჯარი ისედაც სამედიცინო პერსონალის სიმწირეს განიცდიდა და იმავე დღეს სასწრაფო დახმარების მედდად განაწესეს. ერთ-ერთი დაბომბილი სოფლიდან დაჭრილი ჯარისკაცი გადმოჰყავდათ, როცა უეცრად გამაყრუებელი გრუხუნი გაისმა. ჰაერის ცხელი, საშინელი ტალღა და შავი მტვერი წამოვიდა. სასწრაფო სამედიცინო ავტომობილის მძროლმა საჭე ვეღარ დაიმორჩილა და მათ წინ მოძრავ, ქართულ სამხედრო პიკაპს შეეჯახა. ახალგაზრდა ექთნის დაბინდულმა მხედველობამ მაინც გაარჩია, როგორ გაჩნდნენ უმალ ოსი სეპარატისტები, იარაღის მუქარით როგორ გადმოიყვანეს პიკაპიდან ორი სამხედრო, შემდეგ კი სასწრაფოს ავტომობილთან მოცვივდნენ. როგორც კი გადმოიყვანეს, გოგო მაშინვე ყავისფერი მომცრო ჩანდა ჩამოგლიჯეს მხრიდან. რაიმე ფასეულის ძიებით შეპყობილებს მხოლოდ წყლით სავსე ბოთლი და დახვეული სამხატრო ტილო შერჩათ ხელში.
„ზემო ქალაქის“ ბაზაზე უეცრად დიდი აფეთქების ხმა გაისმა. ბენზინის ავზის აფეთქებამ რამდენიმე სამხედრო იმსხვერპლა. თავშესაფრის ძიებაში მორბენალი მტრის ჯარისკაცები თითო გასროლით ძირს ეცემოდნენ. ბაზაზე სრული პანიკა გამეფდა. რუსები უმისამართოდ ისროდნენ ტყის მიმართულებით. „სნაიპერები“. - ისმოდა განწირული შეძახილები. „დახმარება გვჭირდება, რამდენიმე სნაიპერი გვესვრის, ვერ ვხედავთ“ - ყვიროდნენ რაციებში. ვიდრე რუსები შველას ითხოვდნენ და თავშესაფარს ეძებდნენ, ზვიად ლიქოკელი უკვე მტრის ბაზაზე იმყოფებოდა. ლითონის კასრთან ჩაკუზული მტრის ცხედრებით მიმოფანტულს ეზოს გაჰყურებდა. „ფორმას არ კარგავ ჰოლანდიელო“. - გაიფიქრა ხევსურმა. ცდილობდა შეუმჩნევლად შეპარულიყო შენობაში. გეგმის თანახმად, სანამ აუცილებელი საჭიროება არ იქნებოდა მანამდე არ უნდა ესროლა. სასურველი იყო მტერს ბაზაზე მისი ყოფნა არ შეემჩნია. ჯობდა ჰგონებოდათ, რომ მხოლოდ შორიდან ისროდნენ. სანამ მისი ძიებით იქნებოდნენ გართული, საკმარისი დრო ექნებოდა ტყვეების მოსაძებნად. სიტუაცია გეგმის მიხედვით მიდიოდა. ლაშა ყოველი მეორე გასროლის შემდეგ ადგილმდებარეობას იცვლიდა და მტერს თავგზას უბნევდა. ამასობაში დაუპატიჟებელ სტუმარს ტყვეების ადგილსამყოფელი გაერკვია. ოთახს ორი ჯარისკაცი იცავდა. საჭირო იყო სროლის გარეშე მათი განიარაღება. ეზოში გამეფებული ხმაური ხელს უწყობდა უჩუმრად მიახლოებაში. როგორც კი საჭირო მომენტი შეარჩია უკნიდან მიეპარა. ერთ-ერთს ჯარისკაცს ზურგში საბრძოლო დანა სწრაფად აძგერა და მეორე ჯარისკაცს ქორივით დააცხრა. ერთი ხელით ხორხში მძლავრად მოუჭირა და მეორეთი მის იარაღს წაეტანა, თუმცა რუსმა მაინც მოასწრო სასხლეტზე თითის დაშვება და ტყვია კედლისკენ გაქანდა. დრო აღარ ითმენდა, რუსები სროლის ხმას გაიგებდნენ და მალე იქ გაჩნდებოდნენ. როდესაც მეორე ჯარისკაცი უგონოთ დაეცა, ორივე მათგანს ჯერი გადაატარა და ტყვეებთან შევარდა.
- დროზე, გავდივართ! - დაზაფრული ტყვეების მიმართულებით დაიღრიალა ლიქოკელმა და უკან, დახოცილებისკენ გაიქცა. ტყვეებიდან პირველელად ქართველი სამხედროები მოეგნენ გონს, ორივე წამოხტა და ზვიადისკენ გაქანდა, მალევე ექიმი და ქეთის მიჰყვნენ.
- იარაღები აიღეთ. - მიუთითა ჯარისკაცებს დახოცილი რუსების ავტომატებისკენ. - ქალი დაიცავით. იცოდეთ, რამე რომ დაემართოს საკუთარი თავებით აგებთ პასუხს!
ჯარისკაცები ექიმს და ქეთის გვერდებზე ამოუდგნენ, იარაღები შემართეს და ზვიადს ვიწყო დერეფანში გაყვნენ. ეზოდან, ინტენსიური სროლის ხმა ნელ-ნელა წყდებოდა. „ტყვეები გარბიან“. ეზოდან რუსული შეძახილები ისმოდა. მალე სწრაფი ნაბიჯების ხმა მოესმათ. მალე რუსი ჯარისკაცები საპირისპირო მიმართულებით დერეფანში გაჩნდებოდა.
- უკან, დროზე უკან! - დაიყვირა ლიქოკელმა. სწრაფად მოტრიალდნენ და დერეფნის ბოლოში, იმ ოთახისკენ გაიქცნენ საიდანაც გამოვიდნენ. ზვიადი კართან დარჩა. როგორც კი დერეფანში რუსები გამოჩნდნენ გრძელი ჯერი მიუშვა. მტრის ორი ჯარისკაცი უსულო დაეცა, მესამე კი თანამებროლებმა დაჭრილი გაათრიეს.
- ჩვენები სად არიან? - იკითხრა ერთ ერთმა.
- ვინ ჩვენები? - კითხვითვე უპასუხა ლიქოკელმა და ოთახში. დანარჩენებთან შებრუნდა.
- რაა? აბა აქედან როგორ გავალთ? - არაბუნებრივი ხმით იკითხა მეორე ჯარისკაცმა.
- ნუ პანიკობთ! მოიცადეთ! - მრიცხანედ მიმართა ლიქოკელმა.
მალე რუსებმა სროლა დაიწყეს.
- კართან არავინ გაჩერდეს! კედელთან. - იყვირა ზვიადმა და თავადაც კედელს აეკრო.
ოთახის კარს რამდენიმე ჯარისკაცი ცხრილავდა და დერეფნის ბოლოსკენ მოიწევდნენ. ზვიადი, რამდენიმე ავტომატიდან უწყვეტის სროლის გამო, კარს ვერ უახლოვდებოდა და საპასუხო ცეცხლს ვერ ხსნიდა. მოულოდნელად სროლა შეწყდა. რუსები დერეფნის შუაგულში, ათიოდე მეტრში გაჩერდნენ. ავის მომასწავებელი სიჩუმე ჩამოწვა. დაზაფრულ ტყვეებს ეზოდან მსუბუქი ქარის ხმაც კი ესმოდათ. „დაგვნებდით, იარაღები გადმოყარეთ და გადარჩებით“. - სიჩუმე მეთაურმა დაარღვია. ოთახში მყოფი ყველა ზვიადს უყურებდა და მის ბრძანებას ელოდა.
- დანებდით შვილებო, აქედან ვერ გავალთ. - დაიჩურჩლა მოხუცმა ექიმმა.
ზვიადმა უარის ნიშნად თავი გააქნია, შემდეგ სამხედროებს მიმართა.
- როგორც კი დავნებდებით აქვე დაგვცხრილავენ.
- სხვა რა გზა გვაქვს?
- დაველოდოთ. - უცნაურად ჩაილაპარაკა ლიქოკელმა.
- რას დაველოდოთ?
სიტყვა ბოლომდე დასრულებული არ ჰქონდა, რომ დერეფნის დასაწყისიდან, ექოდ ფრინველის უცნაური სტვენა გაისმა.
- აი ამას. დაწექით! - დაიყვირა ზვიადმა და ქეთისკენ გაქანდა. ძირს დაახეთქა და ზევიდან გადაეფარა.
წამის მონაცვლეობით ორი ყუმბარის აფეთქებამ გამაყრუებელი ხმა გამოსცა დერეფანში. ძველი კედლები აზანზარდნენ და ალაგ-ალაგ ნაპრალები შექმნეს. კედლების ხმაური ბოლომდე არ გაყუჩებულიყო რომ დაჭრილი რუსი და ოსი ჯარისკაცების კვნესა და მომაკვდავი ხავილი მოისმა. მალე ზვიადს მაყუჩიანი პისტოლეტის გასროლის მოგუდული ხმები მოესმა. თითოეული გასროლა მრავალხმიანი კვნესის ერთ ხმას ადუმებდა. ზვიადი ფეხზე წამოდგა, ქეთი წამოაყენა და გავედითო დანარჩენებს მიმართა. დერეფანში გასულთ შემზარავი სანახაობა დაუდგათ თვალწინ. მიუხედავად მტვრის ბუღისა, დერეფნის ბოლოში ლანდად ჩანდა შავებში ჩაცმული, გაუნძრევლად მდგარი ნიღბიანი. მებრძოლი გაქვავებულივით იდგა და მათქკენ იყურებოდა, შემდეგ ნელი მოძრაობით, გასასვლელისკენ მიტრიალდა და მტვერში გაუჩნარდა. ვიწრო დერეფნის კედლები წითლად შეღებილიყო. ცხედრების კიდურები და სხვა სხეულის ნაწილები ქაოტურად მიმოფანტულიყო ირგვლივ, შედარებით დაუზინებელ გვამებს კი შუბლზე თითო ნატყვიარი ეტყობოდათ. „ღმერთო“ - ამოკვნესა ქეთიმ. დაწინაურებული ზვიადი გოგოსკენ მიბრუნდა, მხარზე ხელი მოხვია, მკერდთან მიიხუტა, „თვალები დახუჭეო“ უთხრა და გასასვლელისკენ გაუძღვა. როგორც კი ყოფილი ტყვეები გარეთ გავიდნენ, ზვიდი ქეთის მოშორდა, უკან დაიხია, ტყისკენ გაქცევა უბრძანდა და თვითონ უკან მიჰყვა. იარაღ-შემართული მონაცველობით სხვადასხვა მხარეს იყურებოდა. მტერი აღარსად იყო, თუმცა აღარც ნიღბიანი მებრძოლი შეინიშნებოდა.
თავი სამშვიდობოს იგრძნეს თუ არა დასასვენებლად შეჩერდნენ. „ხუთი წუთი დავისვენებთო“ თქვა ზვიადმა და აუხსნა, რომ მალე მე- 2 ქვეთ ბრიგადასთან იქნებოდნენ. ჯარისკაები და ზვიადი ბრიგადას შეუერთდებოდნენ, ეიმებისთვის კი ეცდებოდა მანქანა ეშოვა და გორშ გაეგზავნა. ამ დრომდე უსიტყვოდ მსხდარი ხალხიდან პირველი ექიმი გამოერკვა.
- რა გქვია შვილო, ჩვენი გადამრჩენელის სახელი მაინც ვიცოდეთ. ვინ იყო ის მანიაკი, ოცამდე კაცი ნაფლეთებად რომ აქცია?
- ეგ ჩვენც გვაინტერესებს. - კითხვას შეუერთდა ერთ-ერთი ჯარისკაცი. - თხუთმეტი წელია ვმსახურობ, იმდენი მინახავს, იმდენი მსმენია, ჩემი გაკვირვება ადვილი არ არის, მაგრამ რაც ვნახე ...
- მადლობის მეტი რა გვეთქმის. - განაგრძო მეორემ. - მაგრამ ის ნიღბიანი სად გაქრა, ან ვინ იყო, ან როგორ გარისკეთ ორმა კაცმა.
- მე ზვიადი მქვია. მას კი „მფრინავ ჰოლანდიელს“ ეძახიან. მთავარია ცოცხლები ვართ, დანარჩენი არაფერს აქვს მნიშვნელობა. - მოუჭრა ზვიადმა. შემდეგ ექიმს გახედა და გაღიზიანებული ტონით მიმართა. - თქვენ კი, ბატონო ექიმო! შეგახსენებთ რომ იმ „მანიაკმა“ თავისუფლება და სიცოცხლე გაჩუქათ!
დარცხვენილმა მოხუცმა თვალებით მიწა მოძებნა. მათი საუბრისას, მოშორებით მჯდარი ქეთი ფიქრებში ჩაძირულიყო. პერიოდულად ზვიადს გახედავდა. ვერ გამოერკვია საიდან ეცნობოდა. ან რატომ ზრუნავდა მასზე. ზვიადის სიტყვები ფრაგმენტებად ჩაესმოდა: „ქალი დაიცავით, თუ რაიმე დაემართა საკუთარი თავებით აგებთ პასუხს“. იქნებ მხოლოდ იმიტომ ზრუნავდა რომ მათში ერთადერთი ქალი იყო. ეს ფაქტი მალევე უარყო გონებაში. მხოლოდ ამის გამო სიკვდილზე არ წავიდოდა. კარგად აცნობიერებდა რომ ზვიადის და ნიღბიანი მებრძოლის მოქმედება პრაქტიკულად სიკვდილზე წასვლას ნიშნავდა. რატომ გარისკა ორმა ჯარისკაცმა ამ რაოდენობის მტერთან შეტაკება?! უცებ გოგონას რაღაც გაახსენდა. უცნაურად შეკრთა, სახეზე ფერი ეცვალა, ფეხზე წამოიჭრა და ლიქოკელს მიეჭრა.
- ლაშა სად არის ზვიად?! - სასოწარკვეთილი და ამავე დროს მუდარის სავსე თვალები მიაპყო ბიჭს.
- მეგონა აქამდე მიცნობდი. - გაიღიმა ხევსურმა.
- ლაშა, ლაშა სად არის? - არ ცხრებოდა გოგო.
- დამშვიდდი ქეთი. - გოგო ხელი მოჰხვია. ნელი სვლით დანარჩენებს მოშორდნენ. - ზუსტად არ ვიცი სად არის.
- არ მჯერა! - აგრძელებდა გოგო. - ვინ იყო ის ნიღბიანი? თქვენი მეგობარი იყო? იქნებ მან იცოდეს? - ერთბაშად დააყარა კითხვები.
- როგორც ვიცი, რაღაც დავალებაზეა. - განაგრძო ზვიადმა. - დამშვიდდი და ნურაფერზე ნერვიულობ. მალე გორში უნდა წახვიდე, იქიდან კი მაშინვე თბილისში გაიქცევი იცოდე! - მბრძანებლურად გამოუვიდა ლიქოკელს.
- მინდა ვნახო ზვიად, ძალიან გთხოვ, იქნებ მომაძებნინო. ის ჩემს გამო წამოვიდა აქ.
- რატომ გგონია რომ შენს გამო წამოვიდა?
- მე ის ძალიან მიყვარს. ვფიქრობ მასაც ვუყვარვარ...მე კი მივატოვე. ბოლოს წერილი დავუტოვე მივდივართქო. ნახატიც დავუტოვე სამახსოვროდ. არ წაიღო. როცა გავიგე აქ წამოვიდა მეც წამოვედი, ნახატი წამოვუღე. მინდოდა აქ გადამეცა, მეთქვა რომ ძალიან მიყვარს და ნუ დაიღუპავს თავს ჩემი სისულელის გამო.
- ნუ ნერვიულობ. თავის დაცვა შეუძლია, თან არც თუ ისე ცუდად.
- რა დავალებაზეა ზვიად? ძალიან მეშინია. გეტყობა შენ სამხედრო ხარ, ბრძოლა შეგიძლია. მან კი სროლაც არ იცის ნორმალურად.
- ეგ თვითონ გითხრა?
- რა, ასე არ არის?
- ალბათ ასეა, რა ვიცი... - უცნაურად გაიღიმა ზვიადმა. - ყველაფერი კარგად იქნება. თუ ლაშას სადმე გადავაწყდი ვეტყვი, რომ თბილისში წახვედი და ელოდები. შენი ნახატიც იქ მიეცი.
- ვეღაც მივცემ, ტყვედ რომ აგვიყვანეს მაგ დროს წამართვეს.
- არა უშავს, ახალს დახატავ. ახლა მთავარია ცოცხალმა გააღწიო.
- და მაინც, ვინ იყო ის მკვლელი?
- ის მკვლელი არ არის ქეთი!
- მაპატიე, ძალიან მძიმე იყო რაც ვნახე. მე მომავალი ექიმი ვარ, სისხლის არ მეშინია. უამრავი სისხლი მინახავს, გვამები მიკვეთია, მაგრამ ასე დანაწევრებული ადამიანები არასდროს მინახავს. ასე ავხორცად ადამიანების ჟლეტვა არ მინახავს.
- აღარც უნდა ნახო. შენ ახლა ომი ნახე. ამაში არაფერია კარგი. ომი ყველაზე საშინელი სიზმარია, რაც ადამიანს შეიძლება დაესიზმროს. ომს საკუთარი ფსიქოლოგია აქვს და ამ ფსიქოლოგიას ყოველდღე სწავლობს კაცი, ყოველ გასროლაზე ემატება ცოდნა, ყოველ მოკლულზე მის წინ ახალი გამოწვევები ჩნდება და ბოლოს სიკვდილის მანქანად იქცევა, რომელსაც ღამით დაძინებისაც აღარ ეშინია, რადგან ერთ ღამეში შეუძლებელია ყველამ მიაკითხოს ვინც მისი ხელიდან მიიღო სიკვდილის დიადემა და ამიტომაც მას ტოვებენ, რიგში დგომა ეზარებათ. თავიდან მშვიდ ძილსაც კი წყობიდან გამოჰყავს კაცი. ბოლოს კი საკუთარ სიკვდილსაც შეუძლია შეაფურთხოს სახეში და უთხრას, რომ როცა მოკვდება, ზუსტად მასავით უხორცო გახდება, უსახელო სუბსტანცია და იმ პოზიციას დაიკავებს საიდანაც მის მოკვლასაც შეძლებს, საიდანაც სიკვდილსაც კი მოკლავს. იერარქიულად ყველაზე მაღალი სამხედროს ზემოთაც კი დგას პირველი გენერალი, თავად ომი, თავად ბოროტება. მაგრამ დამიჯერე, არც მე და არც იმ ნიღბიანს, ჩვენი თანამებრძოლების, თუნდაც მტრის ბიჭების მხრებზე არ დაგვინახავს მოხარხარე სატანა, მათ მხრებზე მხოლოდ ატირებულ ანგელოზებს ვხედავდით.
ლიქოკელის სიტყვებით დაზაფრული გოგო ხმას ვეღარ იღებდა.
- როგორც კი ჩვენებთან მივალთ ერთგან დავრეკავ, მერე კი გორის ჰოსპიტალისკენ წახვალ. - სწრაფად განაგრძო ზვიადმა
- ლაშას ნახვა მინდა! - მტკიცედ თქვა გოგომ.
- იციან შენებმა აქ რომ ხარ?
- არა.
- გორში ლაშას მეგობრები დაგხვდებიან. სახლში წაგიყვანენ. შინ მისულმა კი შენებს რაიმე მოატყუე. ნუ მოუყვები ამ ყველაფერს. იდარდებენ, ცოდონი არიან.
- ზვიად...
- პირობა უნდა მომცე, რომ სულელურად აღარ მოიქცევი. - არ აცადა ლიქოკელმა. - შენი ადგილი აქ არ არის, მგონი უკვე მიხვდი ამას. ხომ ასეა?!
- კი. - თავი ჩახარა გოგომ. - მაგრამ ლაშას უნახავად არ წავალ.
ზვიადი დაფიქრდა. მიხვდა ვერანაირი ძალისხმევით ვერ გადააფიქრებინებდა. უკმაყოფილოდ თავი გადაიქნია და დანარჩენებისკენ გაუძღვა.



№1  offline წევრი ვიპნი

მეტი გზა არ არის უნდა შევეგუო შენი წერის სტილს ჰოლანდიელო.:) საინტერესოდ ვითარდება მოვლენები,საოცარი სიზუსტით აღწერე ომის სცენები,ყოჩაღ,ვწუხვარ რომ ბევრი არ კითხულობს ჯერ ამ ნაწარმოებს,წარმატებები :*

 


№2 სტუმარი Marimari

Ar velodi ese ganvitarebas istoriisas, ubralod romani megona da turme sad var:-) mitumetes lashas ese warmodgenas da personazhis shemobrunebas, megona ubralon ganatlebuli da wesieri bichi personazhis iyo, romelic pativs cems ojaxs, xalxs da urtiertobebs, turme ra bichi gvyoliaaa es :-D imedia uvneblad dagvibrundeba chveni bichi:-) warmatebebi

 


№3  offline მოდერი ჰოლანდიელი

ვიპნი
მეტი გზა არ არის უნდა შევეგუო შენი წერის სტილს ჰოლანდიელო.:) საინტერესოდ ვითარდება მოვლენები,საოცარი სიზუსტით აღწერე ომის სცენები,ყოჩაღ,ვწუხვარ რომ ბევრი არ კითხულობს ჯერ ამ ნაწარმოებს,წარმატებები :*

:))

Marimari
Ar velodi ese ganvitarebas istoriisas, ubralod romani megona da turme sad var:-) mitumetes lashas ese warmodgenas da personazhis shemobrunebas, megona ubralon ganatlebuli da wesieri bichi personazhis iyo, romelic pativs cems ojaxs, xalxs da urtiertobebs, turme ra bichi gvyoliaaa es :-D imedia uvneblad dagvibrundeba chveni bichi:-) warmatebebi

მადლობა მარიამ

 


№4 სტუმარი Marimari

ჰოლანდიელი
ვიპნი
მეტი გზა არ არის უნდა შევეგუო შენი წერის სტილს ჰოლანდიელო.:) საინტერესოდ ვითარდება მოვლენები,საოცარი სიზუსტით აღწერე ომის სცენები,ყოჩაღ,ვწუხვარ რომ ბევრი არ კითხულობს ჯერ ამ ნაწარმოებს,წარმატებები :*

:))

Marimari
Ar velodi ese ganvitarebas istoriisas, ubralod romani megona da turme sad var:-) mitumetes lashas ese warmodgenas da personazhis shemobrunebas, megona ubralon ganatlebuli da wesieri bichi personazhis iyo, romelic pativs cems ojaxs, xalxs da urtiertobebs, turme ra bichi gvyoliaaa es :-D imedia uvneblad dagvibrundeba chveni bichi:-) warmatebebi

მადლობა მარიამ

Arafris:-)

 


№5 სტუმარი ნაინა

სიტყვები არ მყოფნის რომ კომენტარი დავდო, იმდენადვსაუკეთესო, მადლბა შენ ასე სიზუსტით რომ აღწერ თითოეულ განცდას, გრძნბას, პერსონაჟს,სულმოუმელად ველოდები ყოველ თავს, დღეში ,,9 შემოვდივარ რომ გნახო

 


№6 სტუმარი bacho1995

აუ გაგრდზლე რა

 


№7  offline მოდერი ჰოლანდიელი

bacho1995
აუ გაგრდზლე რა

გავაგრძელებ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent