შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პატიმარი "9613"


12-08-2020, 18:48
ავტორი მუზაშვილი
ნანახია 511

გონზე რკინის მძიმე კარის ღრჭიალმა მომიყვანა, სიცივისგან მოკუნტული, დაპატარავებული ვიწექი გაყინულ იატაკზე რომელსაც ალბათ ჩემსავით სული არ ჰქონდა, თვალებს მაგრად ვხუჭავდი და წარმოვიდგენდი როგორ ვპატარავდებოდი, როგორ იზრდებოდნენ ჩემს გარშემო სხვები და ყველაფერი უსულო...

- თაკო!

ალბათ უფრო იმისაგან გაკვირვებამ გამომაფხიზლა რომ ვიღაცამ სახელით მომმართა და არა იმან რომ ჩემი სახელი გავიგონე.... მოჭუტული თვალებით გასასვლელში მდგომი ნაცნობი სილუეტი დავინახე და ფეხზე წამოვდექი...

- საკანში მე უნდა წაგიყვანო...
- ახლა უფრო დაცულად ვიგრძნობ თავს!

მეც და თორნიკესაც ცალყბად ჩაგვეცინა და ეს იყო ჩემი პირველი პოზიტივი ამ ჩაშავებულ ციხე-სიმაგრეში...

გზად ისე ვიქცეოდით ორივე თითქოს არაფერი, საკანში შემომყვა და საწოლის კუთხეში ჩამოჯდა...

- რა მოხდა გუშინ?
- ის ადამიანი იყო აქ მოსული ვის გამოც დამემართა ეს ყველაფერი...
- და ემოციებს აყევი?
- შეიძლება ასე ითქვას...
- გუშინ ჩვენი ერთ ერთი თანამშრომელი რომელიც გაკავებდა კოჭლობით დადიოდა, შენი ნახელავია, თუ ნაფეხარი? უადგილო ადგილას მოგირტყამს აშკარად!
- თავი ვერ გავაკონტროლე....

მინდოდა თავი შემეკავებინა მაგრამ როგორც კი თორნიკეს შევხედე ხმამაღლა გამეცინა...

- აი ასე, უფრო უკეთესია როცა იცინი ვიდრე დაღვრემილი სახით დადიხარ, ისე აქ სულ ერთი და იგივე საკვები აქვთ, და გუშინ დედამ მომაკითხა, და რაღაც მომიტანა...

გაფართოებული თვალებით შევხედე, აი ზუსტად ისე პატარებმა რომ იციან ერთდროულად ცნობისმოყვარეობისა და სიხარულისგან... ქურთუკის ჯიბიდან ცელოფანში გადახვეული რაღაც ამოიღო და გამომიწოდა...

- ოღონდ არავის უთხრა იცოდე, შენთვის ჩუმად დაჯექი და ჭამე...

ისეთი სურნელი ვიგრძენი ნოსტალგია დამეუფლა, დიდი ხანია ეს სურნელი არ მიგრძვნია, გავხსენი და სიხარულისგან ვეღარ მოვითმინე, მთელი ძალით ჩამოვეკიდე კისერზე თორნიკეს... ჯერ შეკრთა მერე კი შვებით ამოისუნთქა და ჩამეხუტა...

- მადლობა, დიდი ხანია ღვეზელები არ მიჭამია...

- დედიკოს გამომცხვარი თან გემრიელია... მე ახლა სმენას ვაბარებ და ხვალ დილამდე არ მოვალ, მანამდე შეეცადე თავს გაუფრთხილდე და ხვალაც რამე გემრიელს მოგიტან.

- უბრალოდ არ ვიცი რითი გადაგიხადო ამდენი სიკეთისთვის მადლობა...

- ისიც საკმარისია რომ ამას შენთვის ვაკეთებ...

მომეჩვენა თუ თორნიკეს ლოყები შეუწითლდა? შერცხვა?... მაგრამ მეორე წამს როგორც ჩანს ძალა მოიკრიბა მომიახლოვდა და თმა ყურს უკან გადამიწია...

- წავიდე უნდა.... სამწუხაროდ... ხვალამდე.

- ხვალამდე...

და დავრჩი მარტო.... ჩემს ფიქრებთან... ჩემს მოგონებებთან... თან იმაზეც მეფიქრებოდა ნუთუ ადამიანს ასე გულით ნაჩუქარი ღვეზელიც კი აბედნიერებს?! თურმე რამდენი რაღაც შეიძლება გაგიკეთოს ადამიანმა თუნდაც ელემენტარული და ჩვენ ამას ვერ ვაფასებთ... ყველაზე დიდი პრობლემა კი ისაა რომ რაც მეტს გვაძლევენ მით უფრო და უფრო მეტი გვინდა... ვჭამ ღვეზელებს და ვაგრძელებ გახსენებას....

" ყველანაირი ხმაური რომ შეწყდა შინაგანად ჩალეწილმა ფეხზე წამოდგომა ვცადე, გრძელი თმები გაწეწილი მქონდა, კაბის მკლავი ჩამოხეული, თვითონ კაბა კი ჭუჭყიანი... ალბათ უკანასკნელ ბოზს ან უკანასკნელ მაწანწალას ვგავდი, ფეხის თრევით გავედი სადარბაზოდან და სახლისკენ წავედი... მივდივარ და ვგრძნობ როგორ მომსდევს ფეხ და ფეხ ვიღაც, რაც უფრო სწრაფად მივდივარ მით უფრო უჩქარებს ვიღაც ნაბიჯებს....

- მოიცადე!

ხმის გაგონებაზე უფრო მეტად მომინდა გაქცევა, ცრემლები ღაპა-ღუპით მომდიოდა და მთელი ძალით ვცდილობდი გაქცევას....
წვიმს! საშინელი თავსხმაა მაგრამ თბილი... ცალი ფეხსაცმლით მივაბოტებ ნიაღვარში და უცებ ვეცემი...

- თაკო, მოიცადე... მეგონა აქ აღარ დამხვდებოდი...

- რა გინდა?! რაა!!! ისევ გინდა განმეორება? გაიმეორე გელოდები!

- მისმინე... უბრალოდ ტელეფონი დაგრჩა სადარბაზოში, ალბათ 3-4 საათი გავიდა მას შემდეგ რაც ეგ ინციდენტი მოხდა, რაღაც ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ ვიყავი, რომ მივედი სახლში, გამოვფხიზლდი და გამახსენდა რა გავაკეთე მაშინვე გამოვიქეცი, მინდოდა შენთან მოვსულიყავი... მაპატიე გთხოვ გაუაზრებლად გაკეთებული იყო...

- შენი აზრით ბოდიში ჩემს პატიოსნებას აღადგენს?! შენი აზრით იმ სიწმინდეს რაც თქვენ ჭუჭყში დამარხეთ დამიბრუნებ?! უბრალოდ გაჩენის დღე მაწყევლინეთ! მთელი სამყარო შემაზიზღეთ!

ცრემლიან სახეზე ხელები ავიფარე, ვგრძნობდი ტკივილისაგან და ნერვიულობისგან როგორ მაკანკალებდა... ყელში ტკივილის დიდი გორგალი გამეჭედა და თითქოს ვეღარც ვსუნთქავდი...
ის-ის იყო გზა უნდა გამეგრძელებინა რომ ერეკლე მუხლებზე მომეხვია და მწარედ აქვითინდა...

- გთხოვ მომეცი საშუალება რომ განახო ვინ ვარ სინამდვილეში... ვფიცავ სიცოცხლის ბოლო წუთამდე ცხოვრებას შენს დაცვაში გავატარებ... გემუდარები....

- რას აკეთებ?! რა გინდა?!

- მინდა რომ შანსი მომცე, მინდა შენთვის ის მეგობარი ვიყო რომელიც დაგიცავს...

- შემეშვი!

ფეხი ვკარი და სწრაფად გამოვიქეცი...

დილამდე ვიდექი აბაზანაში შხაპის ქვეშ და დაპროგრამირებული ვიხეხავდი სხეულის ყველა ნაწილს... თან ვუყურებდი როგორ ერთვოდა სისხლის წითელი ლაქები წყალს... აბაზანის კარები რომ გაიღო მხოლოდ მაშინ შევძელი აზრზე მოსვლა... მარიამი გაბრუებული სახით შემოვიდა აბაზანაში...

- ოჰ შენ ვინ დაგასწრებს აბაზანაში შემოსვლას...

უპასუხოდ დავტოვე, ნახევრად არც მესმოდა რას ლაპარაკობდა...

- მალე თორემ უნივერსიტეტში დავაგვიანებთ...

ისე საუბრობდა თითქოს არც ახსოვდა გუშინდელი ღამე...

- შენ ალბათ არ გახსოვს წუხელ რა მოხდა?!

- გუშინ კურსელებთან ერთად ვიყავი და ბევრი დავლიე... მერე მოვედი სახლში შენ სავარაუდოდ გეძინა და მეც დავიძინე...

იმ წამს ზიზღის გრძნობა გამიჩნდა, მინდოდა სახეში მეყვირა მისთვის, მინდოდა მომეკლა, მეცემა.... თუმცა გავიაზრე, რა უნდა ველაპარაკო ადამიანს რომელიც გონების დაკარგვამდეს სვამს ალკოჰოლს და იღებს ნარკოტიკს....

აბაზანაში მარტო დავტოვე, გავშრი, მოვწესრიგდი და სახლიდან გავედი... ყურსასმენები ახშობდა იმ სამყაროს ხმას რომელიც წუხელ შემზიზღდა... ყველა კაცი მძულდა... ქუჩის ქვაფენილს ფეხით მივუყვებოდი... გაჩერებამდე მივედი და მოთმინებით დაველოდე ავტობუსს... ავტობუსის ნაცვლად ვიღაცამ წინ მერსედესი მომიყენა...

მძღოლის კარი გაიღო და იქიდან სრულიად სხვანაირი ერეკლე გადმოვიდა, მოწესრიგებული, კოხტად ჩაცმული... თითქოს გუშინდელი ერეკლე და ახლანდელი ჩემს წინ წარმსდგარი პიროვნებები სრულიად განსხვავებულნი იყვნენ...

ხელში საშუალო ზომის ჩანთა ეჭირა წარწერით "ZARA" და ჩემსკენ მოდიოდა...

- დილამშვიდობისა... კარგად ხარ?

პასუხი არ გავეცი... ისე დავიჭირე თავი თითქოს არც ვიცნობდი...

- ეს შენ გიყიდე, ახალი კაბაა, ისეთი არაა გუშინ რომ გეცვა მაგრამ ესეც ლამაზია...

ისევ უპასუხოდ დავტოვე, ამჯერად ტელეფონში ჩავრგე თავი და ყურადღება არ მივაქციე... ალბათ გაბრაზდა, ცალი ყურასმენი ყურიდან მომაძრო და თავი ამაწევინა....

- გამარჯობათქო!

- მერე?!

- დაჯექი მანქანაში, ერთად წავალთ უნივერსიტეტში...

- არავითარ შემთხვევაში!

- სირცხვილია... თავსაც ირცხვენ და მეც მარცვენ ძვირფასო...

- როგორ მომმართე?!

- ჰო! ჩემო ძვირფასო! ჩემო უსაყვარლესო! გთხოვ ჩემო სიცოცხლე ჩაჯექი მანქანაში!

ხალხი აჟიოტაჟით გვიყურებდა... ვიცოდი ერეკლე ამას სპეციალურად ამბობდა...

- გეყოს მასხრობა! მანქანაში შენ არ ჩაგიჯდები და მორჩა!

- კარგი როგორღაც გადავიტან ერთხელ ავტობუსით მგზავრობას!

- ნუ დამსდევ! წადი რა! რაც გინდოდა მიიღე ახლა შემეშვი!

- ან მანქანით წავალთ ან ავტობუსით!

- კი ბატონო მსდიე უკან!

მანქანაში ჩაჯდა, სწრაფად დაქოქა, გადააყენა და ისევ გაჩერებაზე მოირბინა...

ყურასმენი გავიკეთე და აწ უკვე მოსულ ავტობუსში შევხტი... ხალხის ტალღას ერეკლე ვეღარ გაუმკლავდა და დარჩა ბორტს მიღმა...


უნივერსიტეტში ლექციის დაწყებამდე ნახევარი საათი იყო დარჩენილი, გადავწყვიტე ყავა დამელია და ჩემი კონსპექტებისთვის გადამეხედა, ყავა დავიდგი შუშის მაგიდაზე და რკინის სკამზე ჩამოვჯექი... ყველაზე საშინელება კი ის იყო რომ ვერაფერს გულს ვერ ვუდებდი, ასე ჩემს ხელში ფურცლებს ვუყურებდი და უბრალოდ თვალი მქონდა მასზე გეშტერებული, იმ ღამეზე ვფიქრობდი.... შიგნიდან მღრღნიდა ეს ყველაფერი, არ მინდოდა საზოგადოებას შეემჩნია, მე კი ცოცხალ-მკვდარი აზრებს ვებრძოდი საკუთარ თავში, მტკიოდა ფიზიკურადაც და სულიერადაც, რამდრნჯერაც არ უნდა დავმდგარიყავი დუშის ქვეშ ვერასდროს ჩამოვირეცხავდი ამ ტანზე აკრულ ჭუჭყს... მინდოდა სხეული გამეხადა, ჰო ასე პირდაპირ გამეხადა და გადამესროლა სადღაც უკუნეთში... ვზივარ და სხვაგან ვარ, არ ვარ უნივერსიტეტის სასადილოში არა! ისევ იქ ვარ იმ წყეული ღამის ინციდენტს გვერდიდან ვუყურებ და მეზიზღება ეს საცოდავი არსება!

- გამექეცი?!

ჩემი ფიქრებიდან გამორკვეულს ჩემს წინ მჯდარი ერეკლე შემრჩა ხელᲨი, იდაყვით მაგიდას ჩამოყრდნობოდა და თავი მაჯაში მოეთავსებინა.

- რა გინდა?! არ მინდა სახალხოდ სკანდალის მოწყობა...

- არ მოაწყო ჰო და... უბრალოდ მინდა იმ ყველაფერზე ვისაუბროთ, მინდა გავერკვეთ, ასე არ უნდა ყოფილიყო...

- იმ ყველაფერზე საუბარი რა ადვილია არა?! ასე თითქოს და რაიმე სახალისო თემას განვიხილავდეთ, ახლა ისე მინდა ამ თემის განხილვა როგორც არასდროს, მითუმეტეს შენთან ერეკლე, სრული ბედნიერებისთვის ეგღა დარჩა და ბარემ მერე სულიც ამომგლიჯე, ფიზიკურ სიწმინდესთან ჩემი წმინდა სულიც წალეკე რა გენაღვლება?!

სკამიდან წამოვდექი, წასვლა დავაპირე და ამ დროს ჩემთვის მსოფლიოში ყველაზე ამაზრზენი ადამიანი მაჯაზე მწვდა, ისეთი გრძნობა დამეუფლა თითქოს მტვრიან მაზუთში ამომავლო ვიღაცამ, სიმწრისგან ვგრძნობდი სისხლი როგორ მიჩქეფდა ძარღვებში, სიბრაზისგან ყბები დამებერა, იმისთვის რომ ბოლო ხმაზე არ მეღრიალა ენა კბილებს შორის მოვიქციე და მთელი ძალით დავაწექი, ჩემს თავს ვუმეორებდი,

- ოღონდ ახლა არ აფეთქდე!... ახლა არა!... ოღონდ ახლა გაუძელი...

ვიმეორებდი და ჩემ თავს ისევ მევე გადავახტი, მთელი სხეულიდან აღმომხდა სასოწარკვეთილებისა და ზიზღის ბღავილი, არ ვიცი როგორ ან რა ძალით ,მაჯა ხელიდან გამოვგლიჯე, მაგიდას ვწვდი, ამოვაბრუნე და მერე ასე მქშინავი ამობრუნებული მაგიდის ზემოდან მხეცივით ვიდექი.... ნერვებმა მიმტყუვნა, საკუთარმა თავმა მიმტყუვნა, სამწუხაროდ....

ვხედავდი გარშემომყოფთა გაოგნებულ სახეებს, ნაცნობებს უცნობებს.... ვხედავდი ამობრუნებულ მაგიდას მაგიდის კუთხის ქვეშ მოყოლებულ ჩემს კონსპექტებს და მათზე გადასხმულ ყავას, რომელსაც ისევ ასდიოდა სიმხურვალის ორთქლი...

უსირცხვილო მამაკაცის მხარზე ხელის შეხება მაფხიზლებს ჩემი რისხვისაგან და უცაბედად ჩემი ნამოქმედარის დანახვისას ვკრთები... სახეზე ხელებს ვიფარებ და სასწრაფოდ გარეთ გავრბივარ....

- აქ არაფერია საყურებელი! გასაგებია?! აქ არაფერი მომხდარა ისეთი!

დაიყვირა ერეკლემ, ჩემი ჩანთა და ქურთუკი იატაკიდან აიღო რომელიც სკამიდან ჩამოცვენილიყო, მერე კი უკან დამედევნა შეშფოთებული სახით...


ცოტახანს ქუჩაში მივრბოდი, თვალები ცრემლებით მევსებოდა და მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი რა საცოდავი ვიყავი ახლა ამ მომენტში...

დაღლილი ფიზიკურად და სულიერად...

ჭავჭავაძეზე, სკამზე ჩამოვჯექი და შუბლი ხელის გულებში ჩავრგე... ვიგრძენი ვიღაც ჩემს გვერდით როგორ ჩამოჯდა...

- ჩანთა და ქურთუკი დაგრჩა... ვიფიქრე....

- უბრალოდ, ვიცი არ დამიმსახურებია, არასდროს არაფერი ცუდი არ გამიკეთებია....

- მჯერა... რათქმაუნდა მჯერა.... ვიცი რომ ცუდი არაფერი გექნება გაკეთებული...

- მაშინ, ჯანდაბაშიც რომ წასულხარ! პირი გააღე და ამოღერღე! რატომ გამამწარე! ფაქტობრივად მთელი მომავალი დამინგრიე! შენ გგონია უნივერსიტეტში ამას ვერ გაიგებენ და ეს ჩემს რეპუტაციაზე და სახელზე არ იმოქმედებს?!

- ვერ გაიგებენ... გპირდები... უბრალოდ იმ ღამით ნასვამი ვიყავი, ნარკოტიკიც მიღებული მქონდა, არ ვარ ასეთი ადამიანი, გამიგე... ეს პირველი შემთხვევა იყო აქამდე ეს არ გამიკეთებია, არასდროს მიმიღია ამდენი ალკოჰოლი და მითუმეტეს არასდროს მიმიღია ნარკოტიკი, შენ არ იცი... საკუთარი თავის მრცხვენია, ვხედავ რამდენად კარგი ხარ, შენ სულ სხვანაირი ხარ, სიფრიფანა... ადამიანი, რომ შემოგხედავს შეხების შეეშინდება, ხანდახან მეშინია, რომ ფაიფურის თოჯინასავით არ გატყდე, გიყურებ და ზიზღს ვგრძნობ საკუთარი არაკაცობის გამო... იმის გამო მძულს მარტო საკუთარი თავი, რომ ასეთი ტკივილი მოგაყენე, მე ვერ ვგრძნობ იგივე იტკივილს მაგრამ მესმის, ვიცი არ მაპატიებ, მაგრამ ისიც იცოდე, რომ არც მე ვაპატიებ ამას საკუთარ თავს, უბრალოდ მინდა დანაშაული რაიმეთი გამოვასწორო...

- და გინდა დაგიჯერო?!

- უბრალოდ შანსი მომეცი... ნახავ... საპირისპიროს დავამტკიცებ...

- ვეცდები...





გირლმა ნიავმა დაუბერა... მოიღრუბლა.... ცოტახანს ასე ჩუმად ვისხედით... ის მე მომჩერებოდა მე კი არსაით ვიყურებოდი...

- არ მიდიხარ ლექციაზე?

- არ მინდა... იქ მისვლა არ მინდა იმის შემდეგ რაც გავაკეთე...

- სად წახვალ?

- არ ვიცი, მართლა არ ვიცი, არც მარიამის დანახვა მინდა...

- და ერთად რომ წავიდეთ სადმე?!

სიგარეტი ამოიღო ჯიბიდან, გაუკიდა, ერთი ღრმა, ნერვიული ნაფაზი ამოარტყა და ჩემს პასუხს დაელოდა...

- ზოოპარკში წავიდეთ....

ჩაეღიმა, ნახევრად ჩამწვარი სიგარეტი ძირს დააგდო და ფეხით გასრისა...

- წავიდეთ... მანქანით თუ?

- აჰა მაინც მანქანით მოგიწია მოსვლა ანუ?!

-ფეხით ხომ არ მოვიდოდი?

- მანქანით წავიდეᲗ....



მანქანა რათქმაუნდა მოშორებით უნივერსიტეტის ავტოსადგომზე ეყენა და იქამდე ფეხით გავლა მოგვიწია, თავ ჩქინდრულები მივდიოდით ერთმანეთზე აყოლებული ნაბიჯებით და საერთოდ არაფერზე ვფიქრობდით...
მანქანასთან მისვლისას წინა კარები გამოაღო და ხელით მანიშნა ჩავმჯდარიყავი, არ მინდოდა მის გვერდით ჯდომა, ამიტომაც უკანა კარები გამოვაღე და უკანა სავარძელზე დავჯექი... კარები ისევ უღიმღამოდ დახურა და საჭეს მიუჯდა...

- კაბას არ ნახავ?

თვალებით ზარას ქაღალდის ჩანთაზე მანიშნა რომელიც ჩემი დახეული კაბის სანაცვლოდ ეყიდა ჩემთვის...

- ნახე რა.... მოგეწონება...

ჩანთიდან თეთრ ქაღალდში გახვეული კაბა ამოვიღე, ქაღალდი გავაცალე და დაკეცილი კაბა გავშალე.... ღია ცისფერი სარაფანი იყო წელზე მომჯდარი და მერე გაშვებული სავარაუდოდ... ნაოჭებიანი ბრეტელები და დეკოლტე ჰქონდა...

- მადლობა მაგრამ მსგავს კაბებს არ ვიცვამ, ზედმეტად ღიაა ჩემთვის...

- ვიფიქრე მოგიხდებოდა.... არაუშავს შემიძლია დავაბრუნო....

- აჯობებს...

მანქანა დაძრა და გზას გაუყვა... შორი გზა არ გვქონდა, სადღაც 10 წუთში უკვე ადგილზე ვიყავით... მანქანიდან სანამ გადმოვიდოდი თვითონ გადმოხტა და კარები გამიღო, მანქანიდან გადმოსულმა მადლიერების ნიშნად თავი დავუკარი და ზურგი შევაქციე...

ზოოპარკში მართლაც პატარა ბავშვივით გავერთე, სხვა და სხვა ცხოველები ვნახეთ და ატრაქციონებზეც ვისხედით.... სადღაც ორი ან სამი საათი მაინც გავატარეთ ერთად.... ზოოპარკიდან გასვლამდე ტირის თამაში შემომთავაზა და მეც დავთანხმდი.... ტირის კაცს ფული გადაუხადა და მანაც დაგვაკვალიანა

- ხუთ-ხუთი გასროლა გაქვთ, საჩუქრები დამოკიდებულია ქულებზე...

ჯერ ერეკლემ ითამაშა და ხუთივე ქილა წააქცია... მერე კი ჯერი ჩემზე მიდგა, აქამდე არასდროს მითამაშნია არც ტირი და არც იარაღიდან მისროლია.... ამიტომ ცოტა არ იყოს მეშინოდა...

- გასწავლო?

- კარგი იქნება....

- ნახე, იარაღის ტარი მარჯვენა მხარზე უნდა მიიყრდნო, მარცხენა Თვალი დახუᲭე, მარჯვენათი ამ რგოლში გაიხედე და ზოლი პირდაპირ რგოლის შუა ნაწილში მოახვედრე, დაუმიზნე და გაისროლე...

უკანა მხრიდან მომიდგა, ხელებზე თავისი ხელები მომხვია და იარაღი გამასწორებინა...

- მზად ხარ?
- არ ვიცი....

- სამ თვლაზე გაისროლე.... ერთი... ორი... სამი... მიდი!

იარაღიდან გავისროლე და ქილა წავაქციე.... იმდენად გამიხარდა, პატარა ბავშვივით, რომ უცაბედად სიხარულისგან შევხტი, ტაში შემოვკარი და ერეკლეს მოვეხვიე...
ცოტა არ იყოს შეიშმუშნა და უკან დაიწია... მივხვდი რომ ჩემთვის არასასიამოვნო საქციელი გავაკეთე...

- ბოდიში....

- არაფერია... არ გეგონოს რომ ჩემი მიზეზებიდან გამომდინარე დავიხიე უკან, უბრალოდ შენ არ მინდა თავი უხერხულად იგრძნო... ვხვდები რომ ეს არ გესიამოვნებოდა ჩვეულებრივ მომენტᲨი...

- მარტალიხარ, მადლობა რომ გესმის...

- წავიდეთ?

- დანარჩენებსაც წავაქცევ და წავედით....

გავუღიმე და ისევ ტირისკენ ვაქციე პირი... "




ამასობაში ფიქრში გართულს ღვეზელები შემომეჭამა, ცელოფნის პარკი ხელში მოვკუჭე და კუთხეში მდგარი ურნისაკენ ვისროლე... გულაღმა წამოვწექი და თვალები დავხუჭე, მეჩვენებოდა რომ ახლა უკვე რაღაც თბილი იღვრებოდა ჩემს სხეულში, ეს აქამდეც მიგრძვნია თუმცა მაშინ არ მეშინოდა, ახლა მეშინია... რა უცნაურია არა ცხოვრება? მოულოდნელობებით აღსავსე, ხან გიხარია, ხან გწყინს, ხან იღიმი და ხანაც ტირი...

შვილი მენატრება.... ძალიან მენატრება.... ის ერთადერთია რატომაც ვუძლებ ამდენ ტკივილს.... მან არ დაიმსახურა ჩემნაირი ცუდი დედა... აბა მე რა დედა ვარ? მამა მოვუკალი... იცით მე მისი მამა მოვკალი და ეს მის დასაცავად... ჩვენს დასაცავად გავაკეთე.... იქნებ გაიგოს როცა გაიზრდება და არ გამამტყუვნოს? არ მითხრას "-რაც არ უნდა მომხდარიყო მამა არ უნდა მოგეკლაო"? იქნებ გამიგოს.... შვილი მენატრება.... ძალიან მენატრება....

თვალებს ვხუჭავ და ვიძინებ.... ძილში კი მესიზმრება.... ყვავილებიან ბილიკზე დგას და ხელს მიქნევს... თიიი მოდი მეთამაშეო... თიი მოდი ჩამეხუტეო....




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent