შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქალი პანტერა (სრულად)


13-08-2020, 11:39
ავტორი R.M
ნანახია 5 114

პოლოგი
ეს რომანი მოიცავს XVIII საუკუნეს და XXI საუკუნეს. ისტორია, თანამედროვეობა და ცოტა მისტიკა. 1752 წელს იმერეთის მოსახლეობა 60-70 ათას კაცს შეადგენდა. სოლომონ მეფის მეფობის ბოლო წლებში კი გაორმაგდა. ეს რომანი იმ ბავშვებს ეძღვნებათ ვისაც ჰყიდიდნენ სტამბოლის ბაზარში და საკუთარი სისხლით სხვა ქვეყნების ისტორიას წერდნენ. აქ მოთხრობილია მათი აღმასვლა მონობიდან დიდებამდე, კიდევ ერთხელ გადარჩენილი ქართველი ერი, ეროვნულობა და სარწმუნოება.
პირველი თავი
-ელენე რა მამოლოგი, არ მჭირდება?-ჩემს მეგობარ ელენეს ვეჩხუბებოდი იმის გამო, რომ ექიმთან მიღებაზე ჩამწერა.
-უნდა წახვიდე. საშიშია, ძალიან გაქვს დაჟეჟილი. რა გინდოდა იმ ხეზე, 30 წლის ქალი ხიდან ჩამოვარდა, სენსაციაა პირდაპირ.-მიბრაზდებოდა ელენე.-იმ შენს ჟურნალში შენი ამბები რომ დაწერო უფრო დააინტერესებ მკითხველს.
-გაივლის.-მობეზრებულად გადავატრიალე თვალები.
-გოგო შეიშალე? რომ არ გაიწოვოს სიმაგრე სად მიდიხარ, გინდა მკერდი მოგკვეთონ?
-კარგი წავალ, იმედია კარგი ექიმია.-ისე მომაბეზრა ელენეს ნოტაციებმა თავი, რომ დავთანხმდი.
-შესანიშნავი.-გამიღიმა ელენემ.
-ელენე.-შევხედე წარბაწეულმა.
-მედიცინის დოქტორია, კარგი სპეციალისტია. ჩემს მეგობარს ოპერაცია გაუკეთა, მთლიანად ამოკვეთა სიმსივნე. ქიმიაც და მკურნალობაც ისეთი დაუნიშნა, რომ თურქეთში უთხრეს ორი კვირის წინ საერთოდ არ გაქვს სიმსივნეო. მართლა კარგი სპეციალისტია და ასე ნუ მიყურებ.-ეღიმებოდა ელენეს და სწორედ ამიტომ არ მინდოდა მის არჩეულ ექიმთან წასვლა.
-კარგი, როდის ჩამწერე?-ვუთხარი მობეზრებულად.
-ხვალ სამ საათზე, ეს კი მისამართია.-წინ სავიზიტო ბარათი დამიდო.
-ალექსანდრე ბარბაქაძე.-ამოვიკითხე ბარათზე.-ქალი არავინ იყო?
-კარგი რა გვანცა, ნუ ხარ კომპლექსიანი.-სიცილი დაიწყო ელენემ.-თანაც არავინ დაფეთდება შენს დაჟარულ მკერდზე.
-რა ვქნა, შენ არ გგავარ.-ირონია გავურიე ხმაში.
-მირჩევნია ს „იარლიყი“ მქონდეს, ვიდრე კომპლექსიანის.-არ ჩამომრჩა ირონიაში. მე და ელენე ორი უკიდურესობა ვიყავით, ხან და ხან მეც არ ვიცოდი, რატომ ვმეგობრობდი მასთან, უბრალოდ საერთო ბავშვობა. ვთვლიდი, რომ ელენე ცხოვრებამ აქცია ასეთად და მის განსჯას არ ვაპირებდი, თუმცა მისი ხშირი პარტნიორების ცვლა საშინლად მაღიზიანებდა. ელენე ობოლი იყო, ბებია ზრდიდა. იმდენჯერ მიჩუქებია ჩემი ახალი ტანსაცმელი, რომ ვერ მოვთვლი. სახლში დედა სულ მეჩხუბებოდა, ვიმიზეზებდი, რომ დავკარგე. მაშინ 10 წლის ვიყავი, ზამთარი იყო, დიდი თოვლი მოვიდა, ელენე კი არ მოვიდა სკოლაში. მის სახლში მივედი, მეგონა ავად იყო. სკოლაში კი იმიტომ არ წამოვიდა, რომ ფეხსაცმელი არ ჰქონდა. არც დავფიქრებულვარ, მაშინვე გავიხადე ჩემი ახალი ჩექმები და მივეცი, მე კი მისი დახეული ოთახის ჩუსტები ჩავიცვი და ისე დავბრუნდი სახლში. სახლში რომ მივედი ფეხები სულ სველი და გაყინული მქონდა, რომ დამინახა დედამ სულ გადაირია.
-მერაბ ახლა გავგიჟდები?-ისტერიკა დაემართა ელზას.
-ვის მიეცი?-მკითხა მამამ.
-ელენეს. არ ჰქონდა და სკოლაში ვერ დადიოდა.-შევხედე მამას დამნაშავე თვალებით.
-კარგი გოგო ხარ. დღესვე წავიდეთ და ახლები ვიყიდოთ.-გამიღიმა მამამ. მამას გოგო ვიყავი, ყველაფერს მიგებდა და მისრულებდა.
მეორე დღეს კლინიკის მისაღებში მივედი, თანხა გადავიხადე ექიმთან კონსულტაციის და ექიმის კაბინეტისკენ დავიძარი.
-ბატონი ალექსანდრე ოპერაციაზეა, რამდენიმე წუთით დაცდა მოგიწევთ, რთული ოპერაციაა.-გამიღიმა 50 წლამდე სასიამოვნო გარეგნობის ქალმა.
-თქვენ?
-მარინა მქვია საყვარელო, მისი მდივანი ვარ.-ისევ გამიღიმა და სკამზე მიმითითა დავმჯდარიყავი.
-მადლობა ქალბატონო მარინა.-გავუღიმე მარინას და სკამზე ჩამოვჯექი.
თხუთმეტი წუთი იყო რაც ველოდებოდი ექიმს, რომ გვერდით ახალგაზრდა ჩემზე ცოტა უფროსმა მამაკაცმა ჩამიარა და პირდაპირ კაბინეტში შევიდა.
-შედი საყვარელო, ექიმი მიგიღებს.-გამიღიმა მარინამ.
-ესაა ალექსანდრე?-დახურული კარისკენ გავიშვირე თითი.
-ვინმე ბებერ პროფესორს ელოდით?-გამიღიმა მარინამ.
-ნამდვილად.-თავი დავუქნიე, მერე ქვითარს დავხედე და ამოვიკითხე: „80 ლარი ექიმთან კონსულტაცია.“-ჯანდაბას, შევალ, ხომ არ შემჭამს.-ჩავილაპარაკე უფრო ჩემთვის და კარზე დავაკაკუნე.
-მობრძანდით.-გაისმა ექიმის ხმა. ფრთხილად შევაღე კარი, თავი არ აუწევია, მისი მაგიდის წინ სავარძელზე მოვკალათდი.
-გვერდით ოთახში მიბრძანდით და წელს ზემოთ გაიხადეთ, რომ მკერდი დავათვალიერო.-ისევ რაღაც საბუთებს აწერდა ხელს და ისევ არ შემოუხედავს. „ჯანდაბას, რა სიმპათიურია.“ გავიფიქრე.
-იცით მე კონსულტაცია მჭირდება, დათვალიერება არ არის საჭირო.-დაბნეულმა ჩავილაპარაკე. მან კი უცებ ასწია თავი და შემომხედა. თითქოს შეცბაო, ფერი დაკარგა, ისე მაკვირდებოდა თითქოს იშვიათი ექსპონატი ვიყავი.-წყალი ხომ არ მოგიტანოთ?-შეშფოთებულმა შევხედე.-მგონი ცუდად ხართ.-შეშინებული ვუყურებდი, სავარძელზე გადაწვა და მაისურის საყელო ხელით გამოსწია, თითქოს ვერ სუნთქავსო, მერე უცებ გამოერკვა.
-არ არის საჭირო.-ყელთან მაისური ისევ გამოსწია ხელით.-კონსულტაციაში დათვალიერებაც შედის, უნდა შევამოწმო კვანძები ხომ არ არის.-დაბნეული ლაპარაკობდა და თვალს არ მაცილებდა, თუმცა მაინც მოუყარა სიტყვებს თავი.
-ხიდან ჩამოვვარდი.-ჩავილაპარაკე ჩუმად.
-რა?-დაბნეული სახე გაოცებით შეეცვალა. მერე კი ტუჩის კუთხეში ჩაეღიმა.
-ხიდან ჩამოვვარდი და დაცემისას მკერდი დავარტყი. დაჟეჟილობაა და მინდა რამე გამომიწეროთ, გამაგრებულია და მაწუხებს.- სწრაფად ავუხსენი ყველაფერი. მას კი ისევ გაეღიმა.
-ხიდან? მაღალი იყო ხე?-ირონიულად იღიმოდა თან მაინც ფერწასული მელაპარაკებოდა.
-საკმაოდ.-ჩავილაპარაკე და რატომღაც მის კაბინეტს მოვავლე თვალი. ისე ჰქონდა მოწყობილი გავიფიქრე ალბათ დიდ დროს ატარებს აქ თქო.
-იქ რას კრეფდი ასე რომ გარისკე?-თვალები დახუჭა და მერე ისევ შემომხედა.
-თუთას, თუთა მხოლოდ ხეზეა გემრიელი, დაკრეფილი არ მიყვარს.-პასუხი დავუბრუნე და ისევ მისი ნივთების თვალიერებას მოვყევი. რამდენიმე სერთიფიკატი თავს იწონებდა, წინ კი მარმალიროს სკულპტურა იდო მოჩუქურთმებულ სადგამზე. კედელზე დიდი ტელევიზორი იყო ჩამოკიდული და წინ საკმაოდ კომფორტული დივანი და სავარძლები ელაგა, კაბინეტის მეორე მხარეს, კი მაგიდა და სკამი იდგა, სადაც ჩვენი ექიმი კომფორტულად იყო მოკალათებული.
-ე.ი. თუთა. თუთა დაკრიფე და ამდენი ხანია გამაგრებული გაქვს, გაწუხებს და ამბობ, რომ დათვალიერება არ არის საჭირო.-კალამი მაგიდაზე დადო და ისევ სახეზე დამაკვირდა.-კარგი, ეს სახუმარო არ არის. უნდა დავათვალიერო.-ისევ გვერდით ოთახისკენ მიმითითა და სავარძელში გადაწვა.
-რამე გამომიწერეთ და წავალ.-უდარდელად ჩავილაპარაკე, ის კი ჩემს უდარდელობაზე ძალიან გაბრაზდა.
-არა. მერე სოციალურ ქსელში დადებ ჩემს ქვითარს და მიაწერ, ექიმმა არ დამინიშნა სათანადო მკურნალობაო.
-რა სისულელეა.-გაბრაზებულმა შევხედე.
-ბევრი ასეთი სისულელე იწერება. ასე, რომ შებრძანდით და მანახეთ დაჟეჟილობა.-გაბრაზებულმა შემომხედა.
-მგონი არ ხართ კარგად.-ექიმს დავაკვირდი, ძალიან იყო აღელვებული და შეშფოთებული, თან თვალს არ მაცილებდა. იქვე მდგარ პატარა მაგიდიდან წყლის ბოთლი ავიღე და მივაწოდე.-დალიეთ, აშკარად ცუდად ხართ.-ბოთლი გამომართვა და ისე ჩაისუნთქა ჰაერი თითქოს სული ეხუთებაო, მე კი ფანჯარა გამოვაღე.
-მძიმე ოპერაცია იყო.-ჩაილაპარაკა და წყალი მოსვა.-მადლობა.-ფანჯარასთან მოვიდა და რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქა სუფთა ჰაერი.
-გადარჩა?-დაბნეულმა შევხედე.
-ვინ?-არანაკლებ დაბნეულმა შემომხედა.
-ის ვისაც ოპერაცია გაუკეთეთ.-მხრები ავიჩეჩე, თითქოს სადღაც სხვაგან იყო, დაბნეული და გაკვირვებული მიყურებდა.
-ამჯერად გადარჩა, თუმცა მდგომარეობა მძიმეა. თუ ქიმიამ გაამართლა გადარჩება.-სახე დაუსევდიანდა და ფანჯრის მიღმა სივრცეს გახედა.- შენ კი ნუ ხარ ჯიუტი, -ისე მელაპარაკებოდა თითქოს დიდი ხნის მეგობრები ვყოფილიყავით. ჩემს მკერდს შეხედა, მე კი გავწითლდი.- შეიძლება მასავით მოგკვეთონ მკერდი თუ სათანადოდ არ მიხედავ, მკერდის მოკვეთა კიდევ არაფერია, ეს დაავადება დღითი დღე მატულობს პაციენტებში. შედი და გაიხადე.-თვალებით გვერდით ოთახისკენ მანიშმა, მკლავზე კი გამამხნევებლად მომკიდა ხელი. მაშინვე დავემორჩილე, პალტო და მაისური გავიხადე, ისიც უცებ შემოვიდა ოთახში.
-ეგეც გაიხადე.-ბიუსჰალტერზე მანიშნა. მეც დავემორჩილე, თან სირცხვილისგან სულ გავწითლდი. როგორც ექიმს ვერ აღვიქვავდი, ზედმეტად სიმპათიური იყო.
-ძალიან არის დაჟეჟილი.-ხელი მოჰკიდა მკერდს და ისე ათვალიერებდა, თითქოს მკერდს კი არ უყურებდა, არამედ რაღაც ნივთს. ტანზე ბუსუსებმა დამაყარა, მას კი ჩაეღიმა ჩემს რეაქციაზე, სუნთქვა შეკრული ვიდექი, სანამ დაჟეჟილ ადგილს არ შეეხო. ტკივილისგან სახე შემეცვალა, მისმა ასეთმა გულგრილმა დამოკიდებულებამ ჩემი მკერდის მიმართ დაძაბულობა ცოტა მომიხსნა.-შეგიძლია ჩაიცვა.-უკან გაბრუნდა და მაგიდას მიუჯდა. ფურცელი ამოიღო და წერა დაიწყო. სწრაფად ჩავიცვი და გამოვედი.-ეს წამლები იყიდე და ერთ თვეში მოდი. ეს ჩემი ნომერია და თუ შეგაწუხებს, ან რამე დისკომფორტს იგრძნობ დამირეკე. ეს მალამოა, წრიული მოძრაობით წაისვი დაჟეჟილ ადგილზე, ერთ კვირაში სიმაგრე უნდა გაიწოვოს. თუ არა აუცილებლად მირეკავ, ეს სახუმარო არ არის.-თითი დამიქნია, მეც თავი დავუქნიე.-ახლა კი თუ რამე კითხვა გაქვს მკითხე და გიპასუხებ.
-რამდენად საშიშია, შეიძლება სიმსივნედ გადაიქცეს?-დავსვი კითხვა.
-ნუ გეშინია, უბრალოდ ინტრუქციას მიჰყევი.-გამიღიმა.
-მადლობა.-მეც გავუღიმე და ის იყო კაბინეტიდან უნდა გავსულიყავი, რომ კარში დამეწია.
-ჩემი ნომერი გრჩება.-ფურცელზე დაწერილი ნომერი მომაწოდა.
-მაქვს თქვენი სავიზიტო ბარათი.-ფურცელი არ გამოვართვი.-თავს გაუფრთხილდით ექიმო.-არ ვიცი რატომ ჩავილაპარაკე.-ოპერაციის მერე ცოტა დაისვენეთ და პაციენტებს ნუ მიიღებთ.-მას ჩემს ნათქვამზე გაეღიმა და მზერა ჩემს თვალებზე გაუშტერდა.
-ამ ნომერზე დამირეკე, ის ნომერი ხან გამორთული მაქვს.-ხელი მომკიდა და ფურცელი ხელში ჩამიდო. თითქოს დენმა დამარტყა, სწრაფად გავუშვი ხელი. ის კი ისევ თვალებზე მაკვირდებოდა.
-კარგით, მადლობა.-მისმა ასეთმა მზერამ დამაბნია, თვალები დაბნეულმა დავხარე, შემოვბრუნდი და მიმღებში გამოვედი. კართან გავჩერდი და გონზე მოსასვლელედ ღრმად ჩავისუნთქე ჰაერი.
-მისი თვალებია.-კარს უკან ექიმის ხმა გავიგე. თავს უცნაურად ვგრძნობდი, ვერ ვხსნიდი ჩემს მდგომარეობას.
-ნახვამდის.-გავუღიმე მარინას, ვცდილობდი ჩემი დაბნეულობა დამემალა.
-ნახვამდის საყვარელო.-მარინაც დამემშვიდობა და წამოვედი. ლიფტს აღარ დავლოდებივარ, კიბეებზე სწრაფად დავეშვი, საშინლად ვიყავი აფორიაქებული, კლინიკიდან გამოვდიოდი, რომ ვიღაცამ ხელზე ხელი მომკიდა, ფიქრებში ვიყავი წასული და შეშინებულმა შევკივლე.
-ჩუმად.-ექიმი ალექსანდრე იყო.-შენს ზარს ვერ დაველოდები, წამოდი ერთად ვისადილოთ.-ხელი არ გაუშვია ისე წამიყვანა თავის მანქანისკენ.
-რა? სად მიგყავართ? მე არ მეკითხებით?-გაბრაზებული ვბუტბუტებდი.
-ყველა შეხვედრა გადავდე, ერთი ოპერაციაც, საკმარისი დროა ვიცდი, უნდა დაგელაპარაკო.-სწრაფად ლაპარაკობდა და იქვე მდგარი მანქანისკენ მიმარბენინებდა ხელ ჩაკიდულს.
-შეშლილი ხარ. გეტყოდი ქალი პირველად ნახეთთქო, რომ არ ვიცოდე რა პროფესია გაქვს.-მანქანის კარი გააღო და ფაქტიურად შემსვა, არ ვიცი რა ხდებოდა, მაგრამ ვერ ვეწინააღმდეგებოდი. -სად მივდივართ?
-დამშვიდდი, მანიაკი არ ვარ. -გადმომხედა და ჩემს შეშინებულ სახეს, რომ შეხედა გაეღიმა. მანქანა დაძრა და კლინიკის ეზოდან გამოვიდა, შორს არ წავსულვართ.-აქ ვისაუბრებთ მშვიდად.-ერთი მყუდრო კაფის წინ გააჩერა.-წამოდი.-კარი გამიღო და მანქანიდან გადამიყვანა.
-ეს თუ ელენეს მორიგი თამაშია მოვკლავ.-ფიქრი დავიწყე და რატომღაც ელენეს თამაშს მივაწერე ალექსანდრეს ასეთი საქციელი.-მითხრა ქორწილის წინ სურპრიზი უნდა გაგიკეთოო, ასეა ხომ?-შევხედე ალექსანდრეს.
-ქორწილის წინ? როდის თხოვდები?-წარბები შეკრა და გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა.
-ერთ თვეში.-ნიშნის მოგებით ვუპასუხე.
-არ გათხოვდები.-ჩაილაპარაკა, ხელი არ გაუშვია ისე შემიყვანა კაფეში და ერთ მყუდრო მაგიდასთან დამსვა.-რა შეუკვეთო?
-არაფერი.-ჩვილაპარაკე გაბრაზებულმა.-გავთხოვდები და ეს თქვენ არ გეხებათ.-თვალებიდან უკვე ცეცხლს ვაფრქვევდი.
-რას ინებებთ?-მიმტანი გოგონა მოვიდა.
-ერთი ნამცხვარი და ყავა ჩემს ქალბატონს.-შესცინა მიმტანს თან ჩემი ხელი ხელში ეჭირა და არ მიშვებდა.- ერთიც სალათი ცეზარი.-გაუღიმა გოგონას და ისევ მე მომიბრუნდა.
-ეს ხუმრობაა ხომ. კამერით გვიღებენ ჩუმად?-სიცილი დავიწყე.-ჩემი მკერდიც გამოჩნდა კამერაზე?-უცებ შეშფოთებულმა შევხედე და ჩურჩულით ვიკითხე.
-ყურადღებით მისმინე. ეს არც ხუმრობაა და არ კამერით გიღებს ვინმე. რაც დავიბადე მას მერე გხედავ სიზმრებში. -წარბებ შეყრილი, სერიოზული სახით მეუბნებოდა, ცოტაც და დავიჯერებდი ამ სიგიჟეს.
-მერე?-ისევ გამეღიმა.-საინტერესო ვერსიაა.-სიცილს ვაგრძელებდი.
-გვანცა მე არ ვხუმრობ. შენ ჩემი ბედი ხარ და ქორწილს ჩაშლი.-ისეთი მკაცრი სახით ჩაილაპარაკა სიცილი შევწყვიტე.
-სულ გაგიჟდით?-დავიჩურჩულე.-მაინც როგორ მხედავთ სიზმრებში?
-სხვა და სხვა ნაირად. ეს მოჯადოებული წრესავით არის. ჩვენ სულ ერთად ვართ და ეს ხშირად მეორდება. მაგრამ არ მეორდება სიზმარი. თითქოს მეორე სიცოცხლეს სიზმრებში გავდივარ. ვიცი დავიძინებ და იქ დამხვდები.
-რა ხდება შენს სიზმრებში?-ირონიულად გამეღიმა.
-ერთმანეთი გვიყვარს, სხვა გარემოა, სხვა დრო. იქ უამრავი ადამიანია, მაგრამ შენ ხარ ყველაფერი. შენი სახის თითოეული ნაკვთი ვიცი, შენი სხეულის თითოეული ნაოჭი და შენთან იმდენჯერ მქონდა სექსი სათვალავი ამერია.-თვალი ჩამიკრა, მე კი გავწითლდი და საშინლად გავბრაზდი.
-საკმარისია! ელენეს გადაეცი, რომ თვალით არ დამენახოს, მსგავსი სიდებილე არც გამიგია და არც მომისმენია, შენ კი.-თითი ცხვირთან მივუტანე.-თავხედი ხარ.-უცებ წამოვდექი და წასვლა დავაპირე, რომ ხელი ხელზე მომკიდა.
-არ ვხუმრობ. ეს წამლები მიიღე, მგონი ვიჩქარე, პირდაპირ არ უნდა მეთქვა ყველაფერი. მართლა მამოლოგი ვარ და ეს სახუმარო არ არის.-ჩემი ხელი ფაქტიურად გაგამოვგლიჯე ხელიდან. გარეთ გამოვედი, ტაქსი გავაჩერე და კლინიკის ეზოში საკუთარი მანქანა მოვძებნე. რატომღაც ტელეფონში vidal.ge ზე შევედი და ალექსანდრე ბარბაქაძე ავკრიფე. მისი სურათი რომ ამომიგდო ცოტა შევშფოთდი. წამოვედი და აფთიაქში წამლები ვიყიდე. ინსტრუქციას გადავხედე ყველა წამლის. ყველა ედრებოდა ჩემს მდგომარეობას.
-ვინ ჯანდაბა ხარ ალექსანდრე?-საჭეზე თავი ჩამოვდე და ფიქრებში წავედი. მერე მანქანა დავქოქე და სახლში წავედი. ყველაფერი ისე გავაკეთე, როგორც მან ამიხსნა. ტკივილი მომეხსნა, აშკარად დარბილდა სიმაგრე. ერთი კვირა ისე გავიდა ელენესაც არ შევხმიანებივარ. სამსახურში დავდიოდი და ჩვეული რიტმით ვმუშაობდი. რეზო, ჩემი უფროსი და ასევე ჩემი საქმრო პრაღაში იყო წასული. სულ ჩაფიქრებული დავდიოდი, ალექსანდრეს ვერ ვიგდებდი თავიდა, თვალებს ვხუჭავდი და მას ვხედავდი. უცნაური შეგრძნებები დამეწყო, თითქოს ძვლები მტკიოდა, მისი ნახვის სურვილი მკლავდა.
ერთ ასეთ მოსაწყენ საღამოს ჩაის ფინჯანი ხელებში მოვიქციე და ფანჯრის რაფაზე ჩამოვჯექი. საათს შევხედე, ღამის 11 საათს უჩვენებდა. ეზოში ვიყურებოდი, რომ ალექსანდრეს მანქანა დავაფიქსირე. თავიდან მეგონა მომეჩვენა, მაგრამ კარგად რომ დავაკვირდი ნამდვილად მისი მანქანა იყო. ცოტა არ იყოს შემეშინდა. მაგრამ მიუხედავად შიშისა ტელეფონი ავიღე და მისი ნომერი ავკრიფე.
-გისმენ.-სწრაფად მიპასუხა.
-დამელოდე, ხუთ წუთში ქვემოთ ვიქნები.-ჩავძახე ტელეფონში, სწრაფად ჩავიცვი ქურთუკი და კეტები და კიბეებზე დავეშვი. მისი მანქანისკენ წავედი, კარი გამოვაღე და დავჯექი. სევდიანი თვალები შემომანათა.
-გამარჯობა. ვიცი ჩხუბს დამიწყებ და დამემუქრები, რომ მიჩივლებ თვალთვალისთვის. მაგრამ არ შემიძლია, ვერ გშორდები.-ისეთი ხმით მითხრა შემეცოდა.
-ვერ ვიგებ, ხუმრობა მეგონა, მართლა ვერ ვიგებ.-არ ვიცი რა მემართებოდა, საშინელ ლტოლვას ვგრძნობდი მის მიმართ, მინდოდა მოვხვეოდი, ყელში რაღაც ბურთივით გამეჩხირა და ლაპარაკის უნარი წამერთვა.
-ისე მივეჩვიე ამ სიზმრებს, რომ ძილი შემიყვარდა. თუ გინდა დამცინე, მაგრამ ერთადერთი ხარ, მიყვარხარ, სიზმრებშიც და ცხადშიც.-ისეთი თვალებით შემომხედა დავიჯერე.
-არ მიცნობ.-ამოვიტირე.
-მაგის მეც მეშინია. შიში მაქვს, რომ შენ შეიძლება ისეთი არ იყო.-თვალებში შიში ჰქონდა ჩამდგარი, თითქოს ის უფრო დიდ გაურკვევლობაში იყო ვიდრე მე.
-ის როგორია? ღმერთო მგონი მეც შევიშალე.-თავი ხელებში ჩავრგე.
-ის უშიშარი მებრძოლია, სხვა დროშია, ცხენით დაჰქრის.-ისეთი აღტაცებით ლაპარაკობდა იმ ქალზე ვიეჭვიანე.
-შენ ვინ ხარ სიზმრებში?-შევხედე ექიმს.
-პრინცი, ტახტის მემკვიდრე, ის კი ჩემია, სულით ხორცამდე ჩემი ნაწილია.
-შენ მგონი სტატუსი გიყვარს შენი სიზმრების.-გამეღიმა.
-ჩემს სიზმრებში მხოლოდ შენ მიყვარხარ.-ცრემლი გაუკრთა თვალებში.
-ის გიყვარს, მე არა. ნუ მაიგივებ, მე სხვა ვარ.
-შენ ხარ ის, შენი თვალები, შენი თმა, შენი ტუჩები.-ხელი მომკიდა და ხარბად დამაცხრა ტუჩებზე. არ ვიცი რა მჭირდა, მაგრამ ვერ ვწყდებოდი მის ტუჩებს. თითქოს მიჯაჭვული ვიყავი მასზე. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ეს პირველად არ ხდებოდა. ისევ თვითონ მომცილდა.-არ გათხოვდე, დრო მომეცი გთხოვ.-შუბლით შუბლზე მეყრდნობოდა და ჩემს ტუჩებზე დაიჩურჩულა, მე კი ხელი გავაშვებინე და მანქანიდან სწრაფად გადავედი. სულ სირბილით ავიარე კიბეები და ოთახში ჩავიკეტე. გული ამოვადრნას მქონდა, არ ვიცი ეს რა იყო, მაგრამ ალექსანდრეზე ფიქრს ვერ ვწყვეტდი. მომდევნო ერთი კვირა ჩემს აჩრდილად იქცა. ყოველ საღამოს მოდიოდა ჩემს სახლთან და კართან შოკოლადს მიტოვებდა. მისი ნომერი ავკრიფე და ისევ დავურეკე.
-ექიმო როგორ ხარ?-ცუდად ვიყავი, შიგნიდან რაღაც მჭამდა და მეუბნებოდა, რომ არ უნდა გავთხოვილიყავი.
-მე ცუდად. მენატრები, არ გინდა შემხვდე? შენი მკერდიც უნდა ვნახო, სიმაგრე ისევ გაქვს?-სევდიანი ხმით ჩაილაპარაკა.
-კონსულტაციაზე მოვალ ალბათ. გინდა გავსუქდე და საქმრომ დამიწუნოს? რატომ მიტოვებ ტკბილულს?-გამეღიმა.
-რაც ცხადში გნახე მას შემდეგ აღარ მესიმზრები, მე კი მომენატრე.
-მაფორიაქებ, გიჟი ხარ და მე უფრო გიჟი, რომ გელაპარაკები.-ტელეფონი გავთიშე.
ახალი წლის ღამე იყო, რეზომ შეტყობინება გამომიგზავნა და დამდეგი წელი მომილოცა. მერე მას მოჰყვა უამრავი შეტყობინება სოციალურ ქსელში თუ ვაიბერში. ზუსტად 00 საათზე კი ალექსანდრემ დამირეკა.
-გისმენ.-თითქმის ჩურჩულით ვუპასუხე, ახმაურებული საზოგადოება სასტუმრო ოთახში გაშლილ სუფრასთან დავტოვე და ჩემს ოთახში შევიპარე.
-გილოცავ, მჯერა, რომ ეს ჩვენი წელი იქნება.-ხმაზე ვატყობდი, რომ იღიმოდა.
-დარწმუნებული ნუ იქნები.-მეც გამეღიმა.
-ასე იქნება. ამბობენ ახალ წელს სასწაულები ხდებაო. მე წმინდა ნიკოლოზს მივწერე წერილი და შენ გინატრე, ვიცი საშობაო თუ არა ამ წლის საჩუქარი მაინც იქნები.-გული გამითბა.-შენს ეზოში ვარ, სროლები რომ შეწყდება გთხოვ ჩამოდი, ძალიან გთხოვ, შენი ნახვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩემთვის.-ტელეფონი გავთიშე და სწრაფად დავტოვე სახლი. ქურთუკი არ ჩამიცვია ისე დავეშვი კიბეებზე, გარეთ ისევ ისროდნენ ფეირვერკებს, პირდაპირ ალექსანდრეს მანქანისკენ წავედი, სწრაფად გამოვაღე კარი და დავჯექი.
-ცუდად ვიქცევი, ძალიან ცუდად.-მანქანაში ჩავჯექი თუ არა ბუტბუტი დავიწყე.
-არანორმალური ხარ. რამე რომ მოგხვედროდა? რატომ არ დაელოდე სროლების დასრულებას.-გაბრაზებული მიყურებდა.-ან ასე შიშველი რატომ გამოიქეცი?-შიშველ მკლავებზე ხელის გული გამისვა, სადღასწაულო ლამაზი კაბა მეცვა.
-შენ ხარ არანორმალური, აქ რატომ ხარ? რატომ მაფორიაქებ?-შეტევაზე გადავედი. მას კი არც უფიქრია ისე დამაცხრა ტუჩებზე და კოცნა დამიწყო. მეც შემოვხვიე ხელები და კოცნაში ავყევი, მერე კი ტირილი დავიწყე.
-ნუ ტირი გთხოვ?-ცრემლებს მიმშრალებდა.-ნურც ნურაფრის გეშინია, იმედს არ გაგიცრუებ, დამპირდი, რომ დაელაპარაკები და ქორწილს ჩაშლი.-სახეს მიკოცნიდა და თან ჩურჩულებდა.
-ვინ ხარ? დემონი? ეშმაკი? ასე როგორ შემოაღწიე ჩემს გულში და გონებაში?-ტირილს ვაგრძლებდი.
-შენი სული, შენი ნაწილი. შენ კი ჩემი ნაწილი ხარ და ახლა როცა გიპოვე ვერ გაგიშვებ, ვერ შეგელევი.-გულში ჩამიკრა. მერე მანქანა დაქოქა და სადღაც წავიდა.
-სად მივდივართ?-ცრემლები შევიმშრალე და შევხედე.
-იქ სადაც სიმშვიდეა.-გამიღიმა და მეც არაფერზე მიფიქრია, უბრალოდ მივენდე. ქალქიდან გავედით, თოვდა, საბადურის ტყეს მივუყვებოდით, ისეთი ლამაზი იყო გადათეთრებული ხეები, ფიფქები სწრაფად ეშვებოდნენ მანქანის მინაზე ფარაფატით. არ ვიცი იმ საღამოს მეჩვენებოდა ფიფქები ასე ლამაზი, თუ სხვა თვალით ვუყურებდი ბუნების საოცრებას. -ლამაზია არა?-გამომხედა და გამიღიმა.
-ძალიან. თბილისში არც კი ფერფლავდა, აქ კი ნამდვილი სამოთხეა.-სათქმელი ვერ დავამთავრე, რომ ტელეფონი აწკრიალდა, ირაკლი მირეკავდა ჩემი ძმა.
-გისმენ იკა.
-რა მისმენ, სად ხარ?-გაბრაზებული იყო.
-გავიპარე, მარტო მინდა ამ ახალ წელს ყოფნა, მაპატიე კარგი?
-მოხუცები მე დამიტოვე? დაიწყებენ კინკლაობას ახლა და რა გაუძლებს ამათ.-ბრაზობდა ირაკლი.
-გაუძელი, სულ მე ვატარებ ახალ წელს მათთან, ერთხელ მეც გავიპარო. მიყვარხარ.-ტელეფონი გავუთიშე და ალექსს გავხედე, მომლოდინე თვალებით მიყურებდა, აინტერესებდა ვის ავუხსენი სიყვარული.-ჩემი ძმა იყო.-დაძაბულობა მოეხსნა სახეზე, მე კი სიცილი დავიწყე.
-რატომ იცინი?-მანქანა გააჩერა და ჩემსკენ შემობრუნდა. თვალები უელავდა, სხვანაირი იყო, იმ ნადირს ჰგავდა ნადავლის ხელში ჩაგდებას, რომ ცდილობდა. კოცნით გამაჩუმა. მერე კი მანქანის კარი გააღო და გადავიდა. უკანა სავარძლიდან თვის პალტო აიღო, კარი გამიღო და მხრებზე მომახურა.-გადმოდი.-ხელი მომკიდა და თოვლში ჩემთან ერთად დატრიალდა. სახეზე ფიფქები გვეცემოდა და ორივე ვიცინოდით.
-დაველაპარაკები რეზოს და ჩავშლი ქორწილს.-მის ყელში თავი ჩავრგე და ყელზე ცხვირი გავუსვი, გააჟრჟოლა, მე კი გამეცინა.-ის დედამ შემირჩია, ეშინოდა, რომ შინაბერა დავრჩებოდი, სახლში საპატიო სტუმარი იყო და ერთობლივი აქტიურობით დამითანხმეს.
-არ გვინდა მასზე ლაპარაკი. დღეს ახალი წელია, ახალი ცხოვრება გველოდება წინ.-ისევ დამატრიალა და თმიდან თოვლი მომაცილა.-შეგცივდა.-მანქანის კარი გამიღო და სწრაფად დავჯექი. მანქანა დაქოქა და ისევ ზემოთ აუყვა გზას.
-სად მივდივართ?-შევხედე ალექსს.
-კოტეჯი ვიქირავე, ბუხრის წინ ვახშამზე რას იტყვი, მხოლოდ ჩვენ ორნი.-თვალი ჩამიკრა.
-კარგი. ცოტა შემცივდა.-ავიბუზე.
-სავარძლების გათბობას ჩავრთავ.-მითხრა და ცოტა ხანში საგრძნობლად ჩავთბი.
პატარა კოტეჯთან მივედით, შიგნით ვახშამს შლიდნენ ორი ქალი.
-გამარჯობათ, გილოცავთ.-გავუღიმე ქალებს, რომლებსაც სუფრა გაეწყოთ.
-მეც გილოცავთ შვილო, ბედნიერები იყავით.-სწრაფად გააწყვეს ბუხრის პირას პატარა მაგიდა და წავიდნენ.
-ადრე მოვედით, არ მეგონა ასე მალე თუ დაეშვებოდი კიბეებზე ჩემს შესახვედრად.-ხელები მომხვია და გულში ჩამიკრა, მერე შამპანური გახსნა და ჭიქები შეავსო.-ჩვენ გაგვიმარჯოს და ჩვენს მომავალს.-ჭიქა ჭიქაზე მომიჭახუნა.
-რატომ მაქვს ისეთი განცდა, რომ დიდი ხანია გიცნობ, რატომ გენდობი ასე?-მის აელვარებულ თვალებს ვუყურებდი და ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს დიდი ხნის ნაცნობები ვიყავით.
-იქნებ ასეც არის, შენ ჩემი სულის ნაწილი ხარ.-ხელი მომკიდა და ბუხრის წინ ხალიჩაზე ჩამოვჯექით. ცეცხლის შუქი სახეზე ეცემოდა ალექსს და კვლავ ისეთი შეგრძნება დამეუფლა, რომ ეს სადღაც უკვე მქონდა ნანახი, რომ ეს თითქოს უკვე მოხდა. თავი მხარზე ჩამოვადე და ცეცხლის ტკაცატკუცს ყური მივუგდე. მან კი ხელი ჩემს ფეხზე აასრიალა და ჩემს წელს აუყვა. თვალებში მიყურებდა, თითქოს უნდოდა ამოეკითხა ჩემი სურვილები, ის კითხულობდა, იმ წუთას მისი სურვილი მკლავდა, მისი ალერსი მინდოდა, მაგრამ როცა ხელი სახეზე ჩამოვუსვი ჩემმა ნიშნობის ბეჭდის თვალმა ცეცხლის ალი აირეკლა და უცბად შევუშვი ხელი.-კარგად ხარ?-ხელი ნიკაპზე მომკიდა და თავი მაღლა ამაწევინა.
-კარგად ვარ. ძალიან მინდა შენს გვერდით ყოფნა, მაგრამ ახლა რასაც ვაკეთებ, ეს უბრალოდ ამაზრზენია. მე ვღალატობ და ასე არ შემიძლია, უნდა დავამთავრო, ეს ბეჭედი უნდა დავაბრუნო და მერე დავბრუნდები შენს გვერდით. მანამდე კი გთხოვ აღარ შევხვდეთ. გთხოვ წამიყვანე სახლში.-ცრემლებმა უკვე გზა გაიკვლია ჩემს სახეზე. ძლიერი ვიყავი ყოველთვის, პრობლემებს ვუპირისპირდებოდი და არაფრის მეშინოდა. ალექსის გვერდით კი თავს დაუცველ არსებად ვგრძნობდი, თითქოს მინდოდა მას მივკედლებოდი. გული მიჩუყდებოდა და ტირილს ვიწყებდი.
-არაფერს გაძალებ, მაგრამ გთხოვ დღევანდელ დღეს ნუ იტირებ და უბრალოდ ერთად ვიყოთ.-სევდიანი თვალები შემომანათა.
-ცდუნება დიდია, ჩვენს შორის იმხელა ქიმიაა, რომ საკუთარი თავის მეშინია.-ვუყურებდი და მინდოდა ბევრი მეკოცნა, მოვხვეოდი და ხელი არასდროს გამეშვა.
-გთხოვ დარჩი, გეფიცები ცდუნებას გავუძლებ.-ყელში მაკოცა, ხელი მომხვია და გულზე მიმიკრა. ის ღამე ჯადოსნური იყო, ისეთი როგორც ზღაპარში. გარეთ გაუჩერებლად თოვდა, ბუხრის წინ ვიჯექით ერთმანეთზე ჩახუტებულები და ცეცხლის სითბო სახეზე გვედებოდა. აღარ დაგვილევია, მსუბუქად ვივახშმეთ მხოლოდ. ალექსი თავის ბავშვობის ამბებს მიყვებოდა, თავის პროფესიაზე, თუ როგორ უნდოდა დახმარებოდა სხვებს.
-რატომ მამოლოგი?-შევხედე ალექს.-რატომ პედიატრია არ აირჩიე?
-დეიდამ გამზარდა. დედას ჩემს გაზრდაში სულ ის ეხმარებოდა. დედა მუშაობდა და ლია დეიდა ჩემთვის დედაც იყო, მამაც და მეგობარიც. 13 წლის ვიყავი, რომ გათხოვდა და საკუთარი ოჯახი შექმნა. შენ არ იცი რა დამემართა. დედაჩემი, რომ სხვას გაჰყოლოდა ცოლად ასე არ განვიცდიდი, როგორც ლიას გათხოვება განვიცადე. ზურა მისი ქმარი მძულდა, ვერ ვიტანდი. ქორწილში არ წავსულვარ, იმ ღამით სიცხე მომცა, ძალიან ცუდად ვიყავი. მერე პატარა ეყოლა, ელენე. თავიდან ელენეზეც ვეჭვიანობდი, მერე კი ეს ბავშვი სიგიჟემდე შემიყვარდა. ელენე სამი წლის იყო, რომ ლიას სიმსივნე აღმოაჩნდა მკერდზე, მკერდი მოჰკვეთეს, მაგრამ მაინც ვერ გადაარჩინეს. სამი წელი, მტანჯველი სამი წელი ვუყურებდი, როგორ დნებოდა, როგორ ჭამდა დაავადება და ვერ ვშველოდი. მაშინ სკოლა დავამთავრე და არც მიფიქრია ისე ჩავაბარე სამედიცინოზე. სასაწავლებლიდან პირდაპირ მასთან მივდიოდი. ქიმიოთერაპია კლავდა, საშინელი დღეები ჰქონდა. ბოლოს კი მორფს ვუკეთებდით. თავად ვუკეთებდი ნემსს, მისი ჩამქრალი ლურჯი თვალები ჩემს ცხოვრებას დიდ დაღად გაჰყვება. ხელებში ჩამაკვდა.-ცრემლები ალექსის სახეზე გზას იკვლევდნენ, პატარა ბავშვივით ტიროდა, თითქოს ახლიდან განიცადა ის ტკივილი.-ის ჩემი მესაიდუმლე იყო. მხოლოდ მას ვუყვებოდი სიზმრებზე. მითხრა რომ შენ მონათესავე სული იყავი და აუცილებლად გიპოვიდი. ისე ელოდებოდა ყოველ ჯერზე ჩემს სიზმრებს, ინტერესით მისმენდა და შენგან განსხვავებით არ დამცინოდა.
-არ დაგცინი.-ცრემლები ხელსახოცით შევუმშრალე და გულში ბავშვივით ჩავიკარი.
-შენ რას იტყვი უფასო კონსულტაციაზე?-ცოტა, რომ დამშვიდდა ლოყაზე მაკოცა.-ხომ არ მენახა?-მკერდზე თვალებით მანიშნა.
-არა.-შეშფოთებულმა შევხედე.-გამაგრებული აღარ არის, წამლებს ვსვამ.
-კარგი.-გაეღიმა. ხელი მომკიდა და იქვე მდგარ დივანზე ჩემთან ერთად ჩამოჯდა. პლედი აიღო და მომახვია, ხელი არ გაუშვია ისე მიწვა დივანზე ჩემთან ერთად და გულზე ამიკრა.-ცოტა დავიძინოთ, შენი სურნელი მაგიჟებს.-ჩემს თმას ხარბად ყნოსავდა.
დილით წამოვედით თბილისისკენ, თოვლი საერთოდ არ იყო, უბრალოდ ცოტა უწვიმია. სახლში მიმიყვანა და დამშვიდობებისას ისე მაკოცა, თითქოს დიდი ხნით მშორდებოდა.
-მოვაგვარებ ყველაფერს და დაგირეკავ. არ დამირეკო, არც ტკბილეული არ გამომიგზავნო. უბრალოდ დამელოდე, კარგი?-შევხედე ალექსს.
-კარგი.-გაბუტული ბავშვივით სივრცეს გახედა. მე კი ლოყაზე ვაკოცე და მანქანიდან სწრაფად გადმოვედი. სახლში ჩუმად შევიპარე და ჩემს ბალიშთან დიდხანს და ტკბილად მეძინა.
სულ მასზე ვფიქრობდი, გარშემო ყველა მამჩნევდა ცვლილებას. განსაკუთრებით დედაჩემი ქოთქოთებდა.
-თხოვდება, ამდენი რამ მოსაგვარებელია და ეს გათიშული დადის.-არ ცხრებოდა ელზა.-მაინც რაზე ფიქრობ ქალბატონო, ყავაც კი დასალევი გრჩება, საჭმელს საერთოდ არ ჭამ. გუშინ კი სამსახურში ქურთუკის გარეშე წავიდა.-ახლა მამაჩემს მიუბრუნდა და აქოთქოთდა ელზა.
-დაანებე ბავშვს თავი.-ბატონი მერაბი (მამა) უწყრებოდა დედას.
-ბავშვს?-თვალები დაქაჩა დედაჩემმა.- 30 წლისას 10 წლის მყავდა ეგ ბავშვი.
-მაინც იმ ასაკში დარჩი. რა გეჩქარებოდა რას მომყვებოდი?-ისე ჩაილაპარაკა მამამ ტელევიზორითვის თვალი არ მოუცილებია.
-მე მოგყვებოდი?-გაბრაზებულმა დაიყვირა ელზამ და დაიწყეს ჩვეული კამათი.
-გეყოფათ სულ კამათი, გაჩუმდით.-მდგომარეობიდან გამოსულმა ხმას ავუწიე.-აღარ ვთხოვდები, ყოველ შემთხვევაში რეზოს არ მივყვები, არც ქორწილი იქნება და არც სამზადისი.-გამოვაცხადე.
-რა მოხდა?-მამამ შემომხედა შეშფოთებულმა.
-ჩემი გაგიჟება გადაწყვიტე?-ახლა ელზა მეცა.
-არ მიყვარს, ამიტომაც არ გავყვები.-გამოვუცხადე.
-ღმერთო მერაბ უთხარი რამე, გულს გამიჩერებს ეს იმდენს იზავს. მაინც რას უწუნებს, შემდგარი ახალგაზრდაა, თანაც სიგიჟემდე უყვარს ეს არანორმალური. -უკვე ჩემს ოთახში მესმოდა ელზას ქოთქოთი.
ბარგი ჩავალაგე და სახლიდან წამოვედი, დასვენება მინდოდა, ამიტომ იმ სახლში წავედი, რომელიც მე და რეზომ ვიყიდეთ. ბინა დაკეტილი იყო და გადავწყვიტე იქ დამესვენა. მე ხომ ხიფათი სულ თან დამდევს, ან თავად ვეძებ ამ ხიფათს. სადარბაზოში, რომ შევედი ღამის თორმეტი საათი იყო. კივილის ხმა ისმოდა, ქალი შველას ითხოვდა. კარი სწრაფად გავაღე და ჩემი ბარგი ფაქტიურად შევყარე სახლში, კარი გამოვხურე და ზედა სართულისკენ გავიქეცი საიდანაც კივილი ისმოდა. რომელი ბინიდანაც კივილი ისმოდა იმ ბინის კარს ხელი მოვკიდე და გაიღო. არც მიფიქრია ისე შევვარდი. ნასვამი მამაკაცი დაუნდობლად ურტყავდა ქალს წიხლებს, კუთხეში კი ორი არასრულწლოვანი ბავშვი იყო ატუზული და ტიროდნენ. ბავშვები ხუთი და რვა წლის იქნებოდნენ.
-ახლავე გაუშვი.-არაადამიანური ხმით დავიყვირე.
-შენ ვინ ხარ სახლში, რომ მივარდები?-დუჟმორეული ახლა ჩემსკენ წამოვიდა და ხელი მომიქნია. სწრაფად ავიცილე, ხელში წავწვდი და ზურგს უკან ამოვუტრიალე ხელი. მერე კი არაფერი არ მახსოვს, გონს რომ მოვედი ის ქალი მეხვეწებოდა გაუშვი არ მოკლაო. კაცი კი დასისხლიანებული სახით ეგდო ძირს და გონება ჰქონდა დაკარგული. თავი, რომ ავწიე დავინახე ის ორი პატარა გოგონა შეშინებული თვალებით მიყურებდნენ.
-არაფერს დაგიშავებთ.-პატარებისკენ წავედი ხელებზე დავიხედე, სულ დასისხლიანებული მქონდა. მერე კი ტელეფონი მოვძებნე და 112-ზე დავრეკე. გოგონები ჩემსკენ წამოვიდნენ და მომეხვივნენ.
-არ წახვიდე, გონზე მოვა და ჩვენც გვცემს.-ამოილაპარაკეს ტირილით.
-არ მივცემ უფლებას, რომ გცემოთ. დაწყნარდით, კარგით?-შევხედე ბავშვებს.
პატრული მალე მოვიდა, ის ნაგავი უკვე გონზე იყო მოსული და დააკავეს, სოციალური მუშაკი და სასწრაფო დახმარების ბრიგადაც მოვიდნენ და საავადმყოფოში გადაგვიყვანეს. ხელზე კანი მქონდა გადამსკდარი, იმდენი ვურტყი იმ არაკაცს სახეში, რომ კანი გადამისკდა. ხელები გადამიხვიეს და განყოფილებაში გადამიყვანეს. დამკითხეს და მეც მოვუყევი რაც მახსოვდა. ის ქალი დუმდა და არაფერს ამბობდა. მერე ჩემთან ერთად შემოიყვანეს დაკითხვაზე.
-თუ საკუთარი სიცოცხლე არად გიღირს შენი შვილების სიცოცხლეზე იფიქრე. იფიქრე იმაზე, რომ ის თუ არ დაისჯება შეიძლება მოგკლას, ან სულაც შვილები დახოცოს ცემისას. ასე რამ გამოგაშტერა?-ხმას ავუწია, მისმა დუმილმა მდგომარეობიდან გამომიყვანა.- იმდენი გირტყა უკვე თავში, რომ აზროვნების უნარი დაკარგე?-პოლიციის თანამშრომელმა გარეთ გამიყვანა. წინასწარი პატიმრობა შემიფარდეს, სხვის სახლში შეჭრისთვის და ადამიანის ცემისთვის. გირაოს თუ გადავიხდიდი გამიშვებდნენ. ზარის უფლება მომცეს, მე კი ალექსანდრეს დავურეკე.
-ალექს პოლიციის განყოფილებაში ვარ, გთხოვ მოდი.-უცებ ვუთხარი.
-რა მოხდა? მანდ რა გინდა?-შეშფოთებულმა ჩამძახა.
-მოხვალ?-ტირილი გამერია ხმაში.
-მოვალ, ახლავე წამოვალ.-მისამართი ვუთხარი და ნახევარ საათში ისიც მოვიდა. გირაოს თანხა გადაიხადა და წამომიყვანა. -რა მოხდა?
-ის ნაბ*ჭვარი მოკლავდა რომ არ შევსულიყავი. გამეტებით ურტყავდა წიხლებს. ორი ნეკნი აქვს ჩამტვრეული, თავი გამოულაყა და ჩვენებას არ აძლევს მაინც მის წინააღმდეგ. -გაბრაზებული ვლაპარაკობდი.
-შენი საქმე არ იყო, რატომ შეიჭერი მის სახლში, დაგერეკა პატრულში.-მისაყვედურა ალექსმა.
-სანამ დავრეკავდი მოკლავდა. შენი და დანარჩენების საქმე, რომ არ არის იმიტომ კლავენ ქმრები ქალებს, იმიტომ ძალადობენ ბავშვებზე.-უკვე ვყვიროდი.
-მისცა იმ ქალმა ჩვენება.-ალექსმაც დამიყვირა.-დააპატიმრებენ და პატიმრობას შეუფარდებენ, მაგრამ ახლა სხვა პრობლემა აქვს იმ ქალს, არ მუშაობს და ბავშვებზე ვერ იზრუნებს, არც ნათესავები ჰყავს, ვინც მათზე იზრუნებს. ამიტომ ითმენდა და იტანდა. -ისევ ყვიროდა ალექსი.-შენ შენი სწორი გზა გაქვს, მას კი თავის ცხოვრება, მას უნდა გაეკეთებინა არჩევანი. ახლა რა მოხდება? ბავშვებზე ვერ იზრუნებს და ბავშვთა სახლში მიიყვანს, შენ გგონია იქ უკეთესია?
-მე ვუპატრონებ. მე მივხედავ და ასე ნუ მიყვირი.-გაბრაზებული მივეყუდე სავარძლის საზურგეს.
-რამდენს უპატრონებ? ადვილი გგონია?-თავი გაიქნია და გზას გახედა, უკვე თენდებოდა.-ასე ჩხუბი სად ისწავლე?-ჩემს გაბუტულ სახეს რომ შეხედა გაეღიმა და შემომხედა.-მებუტები?-ისევ იღიმოდა.-შემომხედე, მე შენთვის ვამბობ, რომ ასე ჩარევა არასწორია. შენ ხელებს შეხედე.
-ენერგიული ბავშვი ვიყავი, რადგან ბინაში ვცხოვრობდით და ენერგიას ვერ ვხარჯავდი მამამ კარატეზე მიმიყვანა. შეჯიბრებზე გავდიოდი, რამდენიმე მედალიც მაქვს სახლში. ასე, რომ ჩემს გაბრაზებას არ გირჩევ.-გამეღიმა.-ცოტა ხანი ჩუმად ვიყავით, მერე ისევ მე დავარღვიე სიჩუმე.-ის ბავშვები, რომ დავინახე გონება დამებინდა. როგორ ვცემე არ მახსოვს და საკუთარი თავის შემეშინდა, ლამის მოვკალი, შემეძლო მომეკლა, რომ არ გავეჩერებინე.-თვალებიდან ცრემლი წამომივიდა. ახლა ვიაზრებდი, რომ მეც მოძალადე ვიყავი, მოძალადეს ისე გავუსწორდი, როგორც ის უსწორდებოდა უდანაშაულო ცოლს და შვილებს და თვალები ამიცრემლიანდა. რა ცოტა უნდა ადამიანს, რომ აფექტის მდგომარეობაში კაცი მოკლას.
-იმ ქალს მე დავაწყებონებ მუშაობას კლინიკაში. მარინას დამხმარე სჭირდება. დასვენების დღეებში კი დალაგებებზე ივლის, ველაპარაკე უკვე. ბავშვებს არ დააცილებენ. დავეხმარები.-ჩაილაპარაკა ალექსმა.
-მადლობა.-მადლიერი თვალებით შევხედე.
-რისთვის, შენზე მეტი ნამდვილად არ გამიკეთებია.-გაეღიმა.-შენ მას სიცოცხლე აჩუქე, და მის შვილებს დედა.
-გირაოს თანხა რამდენი იყო?
-რა მნიშვნელობა აქვს?
-არ მინდა ვალში ვიყო, თუმცა მაინც ვალში ვარ შენთან.
-ცოლად, რომ გამომყვები მერე დაგიქვითავ.-თვალი ჩამიკრა.-მე რატომ დამირეკე? არა გამიხარდა, რომ დამირეკე, მაგრამ ცოტა გამიკვირდა.-მხრები აიჩეჩა.
-მამა გაგიჟდებოდა, დედაჩემი იმ ქალს მოკლავდა საკუთარი ხელით, ჩემი ძმა კი საქმეს გააფუჭებდა, შეიძლება ისეთი ჩხუბი აეტეხა ისიც დაეპატიმრებინათ. ამიტომაც ვარჩიე შენთან დარეკვა.-წარბაწეული მიყურებდა.-ასე ნუ მიყურებ. მნიშვნელოვანი ხარ და ეს იცი. სახლის კარი არ დამიკეტავს ბარგი დავდე და მხოლოდ გამოვხურე, იმედია არ გაქურდავდნენ. ფალიაშვილზე მიმიყვანე.
-იქ სახლი გაქვს?-გაკვირვებულმა შემომხედა.
-მე და რეზომ ვიყიდეთ, მოვაწყვეთ და ქორწილის მერე ვაპირებდით იქ ცხოვრებას.-სახეზე ფერი შეეცვალა.-დედაჩემს ვეჩხუბე და გუშინ საღამოს მივედი, სახლში არც შევსულვარ, რომ კივილი გავიგე და მერე შენც იცი.
-ბარგი აიღე და სახლში წაგიყვან.-მკაცრად ჩაილაპარაკა.
-რეზო მივლინებაშია. იქ თუ დავრჩები..
-ბარგი ჩამოიტანე და სახლში მიგიყვან.-მკაცრად ჩაილაპარაკა.-იმ სახლში კი აღარ მიხვალ. დამპირდი, რომ აღარ მიხვალ.
-ის სახლი დაკეტილია.-გაბუტულმა ჩავილაპარაკე.-შენ არ გაქვს უფლება რამე ამიკრძალო.-ახლა უკვე შეტევაზე გადავედი.
-უფლება? უფლება მაქვს ვეჭვიანობდე, რადგან მიყვარხარ.-გაბრაზებულმა საჭეს ხელი დაარტყა და ისე დაამუხრუჭა მანქანა თავით ლამის საქარე მინა გავიტანე.
-მიზეზი არ მომიცია. მე მას პირობა მივეცი, დაგპირდი, რომ დაველაპარაკები და ყველაფერს მოვაგვარებ. ჩემიც გაიგე? ასე უცებ, იმდენი რამ მოხდა ჩემს ცხორებაში. ჯერ გარკვევის საშუალებაც არ მომცემია. ჩვეულებრივი მოღალატე ვარ, ცუდად ვარ. ტელეფონზე ვერ დავურეკავ და ვერ ვეტყვი ყველაფერი დასრულდათქო. სულ ცოტა ახსნას მაინც იმსახურებს, მასაც ისევე ვუყვარვარ, როგორც შენ. შენ კი უკვე საკუთრებად მაქციე, გარკვევის უფლებას არ მაძლევ და ახლა უკვე სცენებს მიწყობ და სახლის კედლებზე ეჭვიანობ.-გაბრაზებული ვლაპარაკობდი.
-მაპატიე. ძნელია ამ ყველაფერთან შეგუება. შენ ჩემი ნაწილი ხარ, შენ ჩემი ხარ და არა მისი. არ მაინტერესებს შენი პირობა, შენ ჩემი ხარ, ჩემი.-ჩემი სახე ხელებში მოიქცია და კოცნა დამიწყო.-ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ცოლს მართმევს ვინმე. რეალობას ავცდი, ეს სიზმრები ჭკუიდან მშლის. არ შემიძლია მშვიდად ვუყურო შორიდან ამ ყველაფერს.
-რეალობას არ უნდა აცდე, თორემ მეც მაშინებს ეს შენი მესაკუთრის ხასიათი.-მის ტუჩებზე ვჩურჩულებდი.
-მართალი ხარ.-ჩაილაპარაკა.-მაპატიე.-მითხრა და მანქანა დაძრა. მალე მიმიყვანა ბინაში.
-აქ დავრჩები და ნუ ეჭვიანობ, რადგან მე მასთან არაფერი მქონია.-ინტერესით მისმენდა.-არც კი მიკოცნია.-გაეღიმა.-ნუ იცინი.
-არ ვიცინი.-სერიოზული სახე მიიღო.
-ვიცი სულელურად ჟღერს, 30 წლის ქალი, რომელსაც საქმრო ჰყავს და უფლებას არ აძლევს, რომ შეეხოს და აკოცოს. მაგრამ არ ვიცი როგორ გითხრა, სურვილი არ გამჩენია მისთვის მეკოცნა და არც მას ვაძლევდი უფლებას...-გავჩუმდი.
-ვიცი.-ისევ გაეღიმა.
-რა იცი?-გაკვირვებულმა შევხედე.
-მივხვდი.-ისევ გაეღიმა.
-კარგი მე წავედი.-მანქანიდან გადმოვედი და სახლში ავედი. სამსახურში სიარული განვაგრძე, დედაჩემს დავურეკე და ვუთხარი, რომ ფალიაშვილზე ვრჩებოდი, მასაც აღარ გაუპროტესტებია და შემეშვა.
ალექსს აღარ ვურეკავდი, ის მწერდა მომენატრეო და შეხვედრას მთხოვდა, მე კიდევ შეხვედრაზე უარს ვუცხადებდი. სამსახურიდან დაღლილი დავბრუნდი, ფიქრებში წავედი, ტელევიზორს უაზროდ ვუყურებდი, ერთი საათის მერე გამორთვის რეჟიმი დავაყენე და თვალები დავხუჭე. ძილში ღრმად ვიყავი წასული, რომ სინათლემ თვალებზე მომანათა. თვალები მობეზრებულად გავახილე და არც მეტი არც ნაკლები, რეზო და ელენე ერთმანეთზე შემოხვეულები დავინახე. მეგონა სიზმარში ვიყავი, თვალები დავხუჭე და ისევ გავახილე. ეს სიზმარი არ იყო, ეს ცხადში ხდებოდა. ჩემი საქმრო და ჩემი საუკეთესო მეგობარი მღალატობდნენ.
-მოგკლავთ. -ისეთი ხმით დავიკივლე, თავად შემეშინდა ჩემი ხმის. რომ დამინახეს შიში გამოესახათ ორივეს სახეზე. ერთმანეთს აწყდებოდნენ ორივე და შეხსნილ ღილებს იკრავდნენ პერანგზე. ტუმბოს უჯრა გამოვაღე, და იქ შენახულ რეზოს იარაღს ხელი დავავლე.-ორივეს მოგკლავთ, როგორ გამიბედეთ.-ოთახის ცენტრში ვიდექი, იარაღს ვუმიზნებდი და ვღრიალებდი.
-გვანცა არ გინდა.-შეშინებული მიყურებდა რეზო, ხოლო ელენე სწრაფად გაიქცა საძინებელში და კარი გადაკეტა.
-არ მინდა? ერთი მიზეზი მითხარი რატომ არ უნდა მოგკლა. შევხედე რეზოს ზიზღით და იარაღი დავუმიზნე.-გაბრაზებული ვიყავი, მაგრამ ისე არა, რომ მართლა მომეკლა.
-გვანცა მიყვარხარ, ეს შეცდომა იყო, მისი ბრალია.-ხელს ოთახში ჩაკეტილი ელენესკენ იშვერდა.
-არაკაცი ხარ, იმდენი გამბედაობაც არ გყოფნის აღიარო რომ ნაგავი ხარ, გაიხადე. გაიხადე, თორემ გესვრი.-დავუყვირე. მანაც შეშინებულმა სწრაფად დაიწყო გახდა. საცვლის ამარა დარჩა. ეგეც გაიხადე, მაინტერესებს რამდენად შესანიშნავია შენი ღირსება, რომ ბო*ზი ელენე გააკვირვა.-მანაც სწრაფად გაიძრო ტრუსი.-ახლა კი აივანზე გადი.-შეშინებული სწრაფად გავიდა აივანზე სრულიად შიშველი. მე კი კარი გადავუკეტე შიგნიდან და 14 იანვარს აივანზე შიშველი დავტოვე. გამოვბრუნდი და ელენეს ჩაკეტილი კარი სხვა გასაღებით გავაღე.
-გვანცა არ მესროლო.-ძირს ჩაიკეცა ელენე.-გეხვეწები მაპატიე.-ცრემლები მოსდიოდა სახეზე.
-გაიხადე ტანსაცმელი.-ცივი უსიცოცხლო ხმით ჩავილაპარაკე, ღალატი რეზოსგან არ მტკენია, ელენესგან მეტკინა, მიღალატა ადამიანმა, ვისაც მეგობრები არ ჰყავდა, ყველა გაურბოდა და ზურგს აქცევდა, მე კი მისი მცველი ვიყავი ყოველთვის, მისი ერთგული მეგობარი.
-რატომ გავიხადო?-ტიროდა.
-გაიხადე, თუ გინდა ცოცხალი დარჩე.-დავუყვირე, მანაც გაიხადა, თან ტიროდა.-ახლა კი აივანზე გადი.
-ცივა, ვერ გავალ.-ტირილს აგრძლებდა.-შენ არ შეგიძლია მესროლო, ამა ვერ იზავ, შენ კეთილი ხარ.-ტიროდა.-რეზო არ გიყვარს, მე ხომ ვიცი, რომ არ გიყვარს და ეს ურთიერთობაც არაფრად გიღირს. შენი დაკარგვის შიშით გავაკეთე ეს ყველაფერი, არ მინდოდა გათხოვილიყავი, არ მინდოდა.-ყვირილზე გადავიდა ელენე.
-რატომ?
-ერთადერთი ხარ ვინც ჩემი მეგობარიც არის და ჩემი მფარველიც. რეზო ნაძირალაა, არ გიმსახურებს, არ მინდა გათხოვდე, არ მინდა დაგკარგო.-ღრიალებდა ელენე.
-გადი!-მკლავში ხელი მოვკიდე და აივანზე გავაგდე. აივნის კარი კი ჩავკეტე. იარაღი გავწმინდე და ისევ ტუმბოს უჯრაში შევინახე. მერე კი ბინის კარი დავკეტე და წამოვედი. გაბრაზებული ვიყავი, ძალიან გაბრაზებული. მანქანაში ჩავჯექი და ტირილი ამივარდა. არ ვტიროდი დანგრეულ ურთიერთობას და მომავალ ქორწილს, ვტიროდი მეგობრის ღალატს.-იდიოტი ხარ გვანცა, ლალომ რამდენჯერ გითხრა, რომ ელენე შენს სიკეთეს არ იმსახურებდა.-საჭეს ხელები დავარტყი. ტირილი შევწყვიტე, თითქოს გულზე მომეშვა, თან რაღაც სიმსუბუქეს ვგრძნობდი, თითქოს რაღაც ტვირთს ვატარებდი და მხრებიდან მოვიხსენი. სახლში დავბრუნდი, ყველას ეძინა, დალევა მინდოდა, სახლში ვერ დავლევდი, იქვე უბანში ღამის ბარი იყო და იქ ჩავედი.
-ბესო როგორ ხარ?-მხიარული სახის მიღება ვცადე.
-აქ რა გინდა?-ისეთი სახით შემომხედა ბესომ თითქოს მსოფლიოს საოცრება დაენახოს.
-უნდა დავლიო, ვისკი დამისხი.-ბარის სკამზე მოხერხებულად დავჯექი და რამდენიმე მთვრალი მამაკაცის ხარბი მზერა დავაიგნორე.
-რა მოხდა?-ბესომ გამომცდელად შემომხედა.-არ გინდა მომიყვე?-ბესო ჩემი კლასელი იყო, ისევე როგორც ელენე.
-იცოდი?-შევხედე ბესოს.
-რა?-დაიბნა.
-შენც იცოდი, კიდევ ვინ იცოდა, მთელმა ჩვენმა კლასმა ხომ? რატომ არ მოხვედი და არ მითხარი?-ვუსაყვედურე.
-სულ მას იცავდი. იტყოდი იგონებთო. ხო ვიცოდით და დიდი ხანია ვიცით, რომ ელენე ბო*ზია.-გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა.-კარგად მახსოვს ბავშვობაში როგორ მცემე და ბოდიშები მახდევინე. მეთქვა? ისევ იგივე იქნებოდა, ან მცემდი, ამ მომკლავდი ელენეზე ცუდი რამ რომ მეთქვა. არა ნამდვილი ქაჯი ხარ.-გაეცინა ბესოს.
-იცი რისთვისაც გცემეთ.-თითი დავუქნიე.
-ვაღიარებ ვიმსახურებდი.-გამიღიმა.-არა რა დამპალი ბავშვი ვიყავი, რატომ გადავუგდე იმ ბავშვს ქუდი ტალახში, თან დავცინე. ახლა რომ დავინახო ვინმე ასე ექცევა ინვალიდ ბავშვს შეიძლება მოვკლა.
-ჭკუა ისწავლე და ეს კარგია.-გავიღიმე.-მე კი ძლივს გადავურჩი სკოლიდან გარიცხვას.
-„გვანცა, რამდენი ბავშვი უნდა გალახო, გოგო ხარ თუ ქაჯი?“-გააჯავრა ბესომ ჩვენს დირექტორს.
-კარგად გამოგდის ბატონი გოჩას პაროდია.-გამეცინა.
-გვანცა. ხან და ხან იმ ჩაგრულების უკან ვისაც იცავ, ცუდიც შეიძლება იყოს და ამის დანახვაც უნდა შეგეძლოს.-მითხრა ბესომ.
-ელენეს გულისხმობ? ვიცი ბესო, ვხედავდი და სწორ გზას ვუჩვენებდი სულ, მაგრამ რა ვქნა? მეცოდებოდა, არ მეგონა მეც თუ ასე მომექცეოდა.-თვალებიდან ცრემლები წამომივიდა, იმის გამო, რომ საკუთარმა მეგობარმა გამიმეტა. სულ არ ვდარდობდი რეზოს, უბრალოდ ძალიან შევტოპე და არ ვიცოდი უკან როგორ წამოვსულიყავი, ის ის არ იყო ვინც მე მჭირდებოდა.
-ის ბო*ზია, შენი ყოფილი კი იდიოტი. შენ როგორ გიღალატა?-გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა ბესომ.
-გეთანხმები. თავისუფლებას გაუმარჯოს.-ჭიქა ბოთლზე მივუჭახუნე და სიცილი დავიწყე.
-ასე გაგიხარდა?-გაეცინა ბესოს.
-ვერ წარმოიდგენ როგორ. მაგრამ დედაჩემის სახე მაინტერესებს მოწონებულ სიძეზე სიმართლეს რომ მოისმენს.-ხმამაღლა გავიცინე.
-ნერვული შეტევა გაქვს.-გაეღიმა ბესოს.-მეტი არ დალიო.
-ამ ბოთლს ხელი გაუშვი.-ხელიდან ბოთლი გამოვაცალე და მყუდრო მაგიდისკენ წავედი. ტელეფონზე ალექსანდრეს ნომერი ავკრიფე.
-გისმენ.-ნამძინარევი ხმა გაისმა.
-მარტო ვსვავ ექიმო და ხომ არ შემომიერთდები?
-სად ხარ?-შეშინებულმა ჩაილაპარაკა.
-ჩემს სახლთან ბარში.
-მისამართი მომწერე.-ბრახუნის ხმა იყო და ისევ გაისმა ალექსანდრეს ხმა.
-ტელეფონი დადე და ისე ჩაიცვი.-გავიცინე და ტელეფონი გავთიშე. არ გასულა ნახევარი საათი, რომ ალექსანდრე შემოვიდა ბარში და თვალიერება დაიწყო. რომ დამინახა ჩემსკენ წამოვიდა და წინ დამიჯდა.-ჯერ უნდა იკითხო „შეიძლება?“
-თავად დამპატიჟე.-გამიღიმა.-რას აღნიშნავ?
-თავისუფლებას.-ხელები გავშალე და გავიცინე.
-დაელაპარაკე?-ბედნიერი ღიმილი გამეოსახა სახეზე.
-არა. არ მაცალა, მომავალმა ქმარმა გამოუსწორებელი დანაშაული ჩაიდინა. ერთი ადგილის მოჭრას გადარჩა, მაგრამ მოყინვას ვერ გადაურჩება.-ხმამაღლა გავიცინე.
-რა მოხდა?-ჭიქა ხელიდან გამომართვა და ხელზე ხელი მომიჭირა.
-ჩემს მომავალ მეჯვარესთან გორაობდა. ხო და გავაშიშვლე და აივანზე გავაგდე ორივე.-ხელებით ვლაპარაკობდი, თან უკვე საკმაოდ ვიყავი მთვრალი.- ოღონდ სხვადასხვა აივანზე, რომ მეზობლები მათმა კვნესამ არ შეაწუხოს.-შეშლილივით ვიცინოდი.
-ღმერთო რა გიჟი ხარ.-გაეცინა მასაც.-მგონი გამიმართლა, ისეთივე შეშლილი ხარ როგორც ჩემს სიზმრებში.
-დავლიოთ.-ჭიქა ავწიე.-შენ გაგიმარჯოს ექიმო, რომ არა შენ მარტოობა არ მომინდებოდა, არ წავიდოდი იმ ბინაში და დღემდე მოტყუებული ვივლიდი.-ჭიქა გამოვცალე, ხელზე ნიკაპი ჩემოვდე და ალექსანდრეს შევხედე.
-რატომ მიყურებ ასე?-თვალებში დაჟინებით მიყურებდა.
-როგორ?-თვალები დავაწვრილე.
-სხვანაირად.-გაეღიმა.
-ვერ ამოვხსენი, ვერ ვიგებ, თუმცა ვაღიარებ საშინლად მომწონხარ.-თვალებში ვუყურებდი, მერე მზერა მისი ტუჩებისკენ გამექცა და ტუჩზე ვიკბინე.
-ძალიან ბედნიერი ვარ, მაგრამ ერთი რამ მაწუხებს, არ მინდა გამომიყენო.
-რეზო მნიშვნელოვანი არ ყოფილა ჩემთვის, ის ასე ვთქვათ კარგი ვარიანტი იყო. თუმცა აღმოჩნდა, რომ ცუდი ვარიანტი იყო. არც მიყვარდა და არც მიზიდავდა. -გავჩუმდი და მის თვალებს მივაშტერდი.-ლამაზი თვალები გაქვს, შავი და მეტყველი. დავთვერი.-სავარძელის საზურგეს მივეყუდე და ხელები სახეზე ავიფარე.
-მე კი შენი მწვანე თვალები მაგიჟებს.-ჩემსკენ გადმოიხარა და დაიჩურჩულა.-პანტერა, სიზმრებშიც გვანცა გქვია და ზედმეტი სახელი „ქალი პანტერა“.
-„პანტერა“?-უცებ გამოვფხიზლდი.-ეს ჩემი მეტსახელია ბავშვობიდან.
-მართლა?-მანაც გაოცებულმა შემომხედა.
-მართლა და რამდენადაც მიზიდავ, იმდენად უფრო მეშინია შენი.-დამფრთხალი თვალებით ვუყურებდი.
-ნუ გეშინია.-ხელზე ხელი მომკიდა.-წამოდი სახლში წაგიყვან, უკვე საკმაოდ დალიე.
-სახლში არ მინდა წასვლა. დედაჩემის გაუთავებელმა კრიტიკამ დამღალა. ცოტა ხანი ვიყოთ და მელაპარაკე.-ბოთლიდან ბოლო წვეთები ჩავცალე ჭიქაში.-გაგიმარჯოს პრინცო.-დავლიე და ხმამაღლა გამეცინა.
-ნუ დამცინი.-გაბრაზდა.
-გამარჯობათ.-ბესო მოვიდა.
-ბესარიონ, დაჯექი, ეს ალექსია, ჩემი ექიმი.-ხელით სკამზე ვანიშნე დამჯდარიყო.
-ავად ხარ?-შემომხედა ბესომ.-რისი ექიმი ხარ?-შეხედა ალექსს და ხელი ჩამოართვა.
-ფსიქოთერაპევტია.-ვუთხარი ბესოს და გამეცინა.-ალექსს კი წვენი გადასცდა და ხველა აუვარდა.
-ალექს ეს მოღალატე მეგობარია, სიმართლე იცოდა და არ მითხრა.-ბესოს ხელი მოვკიდე და გვერდით მოვისვი.-ბესო ჩემი კლასელია, სკოლაში აქ რომ გადმოვედი მესამე კლასში ვიყავით, ეს ძალიან დამპალი ბავშვი იყო, ხო და გავლახე.-თმა ავუჩეჩე ბესოს და გავიცინე.
-ეს კი ძალიან ქაჯი. ზედმეტ სახელად პანტერა შევარქვით.-მეც თმა ამიჩეჩა ბესომ, ალექსი კი გაღიმებული გვიყურებდა.-მახსოვს პირველად რომ მოვიდა სკოლაში. მომეწონა და უკან დავუჯექი, მერე კი თმა მოვწიწკნე უკნიდან. უკან გამოიხედა და ისეთი თვალებით შემომხედა მისმა მწვანე თვალებმა ადგილზე გამყინა. მერე ეზოში ვთამაშობდით, ერთი ბავშვი იყო მეხუთე კლასელი, მისმა ძმამ წინა დღით გვცემა, ხო და გადავწყვიტეთ მის ინვალიდ ძმაზე გვეძია შური. მე და ჩემმა კლასელმა ქუდი ტალახში ჩავუგდეთ და დავცინეთ ხეიბარი ხარო. ამ დროს რა მოხდა იცი?-შეხედა ბესომ ალექსს.
-რა?-ინტერესით უსმენდა ალექსი.
-ეს ქალბატონი მოვიდა, თურმე კარატეზე დადის და მაგრად ჩხუბობს. მოვიდა და მეუბნება. „ქუდი ამოიღე, და ონკანზე გარეცხე, მერე მიდი და ბოდიში მოუხადეო.“ ძალიან მომწონდა, მაგრამ მის გამო ამას ნამდვილად არ ვიზამდი. ვუთხარი არ გავრეცხავ და არც ბოდიშს მოვუხდითქო. ჩანთა მოიხსნა, იქვე მდგარ გოგონას დააკავებინა ხელში და ისეთი დამარტყა ცხვრიში მუშტი სისხლი წამსკდა. ჩემი კლასელი ბიჭი გამომექომაგა და იმას ზურგზე კატასავით მოექცა ძირს დააგდო და სცემა. მე გატეხილი ცხვირით, ის ნაცემი, მთელი სკოლის ბავშვები ტაშს უკრავდნენ. სამივე ტალახიანები ვიყავით, ეს კი არც დარდობდა. უფროს კლასელი ბიჭები მოვიდნენ. ეს მიუბრუნდა და ეუბნება, თუ კაცები ხართ მე არ უნდა ვცემდე ამათო. ისე შერცხვათ, მაშინ დიდები პატარებს ჩაგრავდნენ და მათთვის უცხო იყო ვინმე ჩაგრულს გამოჰქომაგებოდნენ. მათ შორის დირექტორის ბიჭი იყო, მთელი სკოლა ხელში ეჭირა. წაგვკიდა მე და ჩემს კლასელს ხელი და თედოსთან მიგვიყვანა. ახლავე ბოდიში მოუხადეთო. ასე გვასწავლა ადამიანობა გვანცამ მთელს სკოლას. დირექტორმა დაიბარა, ეჩხუბნენ, სკოლიდან რიცხვადნენ და არ თქვა რისთვის გაგვლახა. გიორგის (დირექტორის შვილი) მოუყოლია მამამისისთვის მერე სახლში რაც მოხდა და გვანცა დატოვეს სკოლაში. სამაგიეროდ პანტერა შეარქვეს.
-იმ დღიდან კი გიორგი გადამეკიდა ჩემი ცოლი გახდები რომ გაიზრდებიო.-ვიცინოდი.
-ვინ გიორგი?-ინტერესით შემომხედა ალექსმა.
-გიორგი, დირექტორის შვილი.-პასუხი გასცა ბესომ.-ზურგს უმაგრებდა და მთელ სკოლაში „პალაჟენია“ მიჰყავდა გვანცას. აბა გაებედა ვინმეს და ვინმე დაეჩაგრა.
-რა ბედი ეწია გიორგის?-ბოლო სიტყვა გამოკვეთილად წარმოსთქვა.
-წამალში გაიპარა.-თქვა ბესომ.
-კარგი ბიჭი იყო, რას ერჩი?-მუშტი მივცხე მხარზე ბესოს.-ვუყვარდი ხომ არ ვძულდი. მისი შიშით ვერავინ ბედავდა ჩემთან მოკარებას, ყოველ რვა მარტს ვარდებს მიგზავნიდა და არასდროს არ მაწუხებდა, უბრალოდ შორიდან მიყურებდა და მპატრონობდა.-მის გახსენებაზე სახე დამინაღვლიანდა.-კარგი აღარ გვინდა. კარგად იყოს სადაც არის, ღმერთი იყოს მისი სულის მფარველი.-მორიგი ჭიქა გამოვცალე.
-გიყვარდა?-შემომხედა ალექსმა. თვალები ამღვრეული მქონდა, ტირილი მინდოდა.
-მიყვარდა, ის ჩემი ნაწილი იყო, მიყვარდა როგორც ერთგული მეგობარი. მშვიდად ვიყავი, მაშინ უბნებში ათასი უბედურება ხდებოდა, მე კი სულ ვგრძნობდი მის მფარველობას. ვიცოდი, რომ მისი შიშით ახლოს არავინ გამეკარებოდა. არასდროს უთქვამს რომ ვუყვარდი.-ჭიქას დავუწყე ყურება, მერე ხელში ავიღე და ვატრიალებდი. ალექსმა ხელი მომკიდა და ჭიქა გამომართვა, თავი ავწიე და თვალებში შევხედე.-იმ დღით ბესო რომ გავლახე, მაშინ, მხოლოდ ერთხელ მითხრა:“ რომ გაიზრდები, სასწავლებელს რომ დაამთავრებ, ჩემი ცოლი გახდებიო.“ ეს იყო და ეს. მას მერე ჩემს აჩრდილად იქცა. სკოლის ბანკეტზე მოვიდა, შენი კავალერი ვიქნებიო. მეც დავთანხმდი. ერთად ვიცეკვეთ.-ისევ ფიქრებში წავედი, გამახსენდა გიორგი, ისე დამასრიალებდა ცეკვისას თითქოს ბუმბული ვიყავი. ბევრი თვალი დავაფიქსირე ჩემსკენ შურით მომზირალი, ის ხომ სასურველი სასიძო იყო. ნერვიულობდა, ძალიან ნერვიულობდა. ხელის გულები გაუოფლიანდა, თან ჩემს თმაში ჰქონდა ცხვირი ჩარგული, რამდენჯერმე ხარბად დაყნოსა ჩემი თმა, ამ დროს თითქოს მშვიდდებოდა. ხელი აუკანკალდა, ამღვრეული თვალებით შემომხედა:“ჩემთვის ზედმეტად კარგი ხარ, მაპატიე.“-ჩაილაპარაკა და წავიდა. ალექსს შევხედე, მომლოდინე თვალებით მიყურებდა, მე კი თხრობა განვაგრძე.- მერე კი სადღაც წავიდა. მეორე დილით გავიგე, რომ..-თვალზე ცრემლი მომადგა.
-მთელს უბანში მეხის გავარდნასავით იყო მისი სიკვდილი. ყველა ტიროდა, დიდიც და პატარაც.-ჩაილაპარაკა ბესომ.-წავალ მივალაგებ, ბარი უნდა დავკეტო მალე.-ბესო ადგა და ბარისკენ წავიდა.
-ჩემთან წამოდი.-ხელზე ხელი მომკიდა და მომიჭირა.- სახლში მარტო ვარ.-ბედნიერი თვალებით შემომხედა ალექსმა.
-რატომ? გინდა ჩემი სიმთვრალით ისარგებლო?-ცრემლი მოვიწმინდე და თვალები დავაწვრილე.
-არა. მთვრალი ქალები არ მომწონს.-გაბრაზებულმა შემომხედა.
-შენს სიზმრებში არ ვთვრებოდი?-სახეზე ეშმაკური ღიმილი დამთამაშებდა.
-არა, ეს სიახლეა.-გაეღიმა.
-კარგი. წამოვალ შენთან, თანაც ექიმი ხარ და თუ ცუდად გავხდი მომივლი.-უცებ დავთანხმდი.
-ადექი.-ხელი მომკიდა მკლავში, შევბარბაცდი. წელზე ხელი მომხვია და ბარიდან გამიყვანა. ის იყო მანქანაში უნდა ჩავესვი, რომ ბესო დაგვეწია.
-სად მიდიხარ?-ბესომ შემომხედა.-ირაკლის (ჩემი ძმა) დავურეკავ და მოვა, არსად არ წახვიდე.
-ბესო, ბესო. წადი ბარს მიხედე. საკუთარ ცხოვრებას თავად მივხედავ.-მხარზე ხელი დავადე და მანქანაში ჩავჯექი. ბესო ალექსანდრეს რაღაცას ელაპარაკებოდა, ბოლოს ხელი ჩამოართვა და მანქანაში ჩაჯდა.
-ყველა ჩემი „მამიდა“ რატომ არის?-მობეზრებულად ჩავილაპარაკე.
-მეგობარია და ნერვიულობს.
-მეგობარი. მეგობრები მეგობრებს სიმართლეს ეუბნებიან. ყველამ ყველაფერი იცოდა და დამიმალეს, წავიდეთ.-ვუთხარი ექიმს და ღვედი შევიკარი. მალე ალექსის სახლში მივედით, საკმაოდ დიდი ბინა იყო, მარტოხელა კაცის ბინას არ ჰგავდა.
-აქ მარტო ცხოვრობ?-შევხედე გაკვირვებულმა.
-არა. დედაჩემი, მამაჩემი და ჩემი ძმაც აქ ცხოვრობენ.-ჩაილაპარაკა და ქურთუკი გამხადა.
-რა? გაგიჟდი?-შეშფოთებულმა შევხედე.
-დილით წარგადგენ და ვეტვი, რომ ცოლი მოვიყვანე.-გაიღიმა.
-შენ რა გაგიჟდი?-შეშფოთებული კარისკენ წავედი.
-დაწყნარდი სახლში არ არიან.-ხელი მომკიდა და გულზე ამიკრა.- სოფელში წავიდნენ ნათესავებთან.-იცინოდა ექიმი.
-ღმერთო სულ გავსულელდი. აქ რატომ ვარ?-ხელები სახეზე ავიფარე.-ცუდად ვარ.
-წამოდი.-ხელი მომკიდა და საპირფარეშოში შემიყვანა. ჩემი ლოთობა კრახით დამთავრდა და ამ ყველაფერს ალექსანდრემ უყურა.-წამოდი.-ონკანთან მიმიყვანა და სახე თავად დამბანა. მერე კი პირსახოცით შემიმშრალა, თან ეღიმებოდა.
-ისე მექცევი თითქოს პატარა ბავშვი ვიყო.-ამოვილაპარაკე, თან სირცხვილისგან არ ვიცოდი სად დავმალულიყავი.
-ჩემს სიზმრებში პატარა ხარ.
-მართლა?
-18 წლის. მაგრამ მე ასეთი უფრო მომწონხარ.-გულზე მიმიხუტა.
-რა სირცხვილია, ასე არასდროს ვიქცევი.-სახე მის მკერდში ჩავმალე, თან და თან ვფხიზლდებოდი და საკუთარ თავზე ვბრაზობდი.-სახლში წამიყვანე.
-დილის ოთხი საათია. მეძინება, დილით წაგიყვან სახლში. ხვალ რთული ოპერაცია მაქვს, აქ დარჩი გთხოვ.-ლოყაზე მაკოცა.
-კარგი.-გავუღიმე.-იმედია ხვალ არ დაბრუნდებიან შენები.
-ერთი კვირით წავიდნენ.-გამიღიმა და საძინებელში შემიყვანა.-ესენი ჩაიცვი.-თავის მაისური და შარვალი მომცა.
-სად ვიძინებ?-მის ოთახში ვიდექი და მისი ტანსაცმელი ხელში მეჭირა.
-გამოიცვალე და ჩემს გვერდით დაიძინე.-სააბაზანო ოთახი მის ოთახს ცალკე ჰქონდა და თვალებით კარისკენ მანიშნა.
-არა.-თვალები გამიფართოვდა, უცებ გამოვფხიზლდი.
-კი, მიდი გამოიცვალე.-ხელი საჯდომზე მომარტყა.
-ნუ გამითამამდი.-თითი დავუქნიე.
-რომ იცოდე რა ახლობელი ხარ ჩემთვის ამას არ მეტყოდი.-ხელები წელზე შემომხვია და ზურგიდან მომეხუტა, ჩემი თმა დაყნოსა და მერე ყელში მაკოცა.
-კარგი, ნუ გამითამამდი.-თავი გავინთავისუფლე და სააბაზანოში შევიკეტე. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ის ძალიან ახლობელი იყო. საშინლად მიზიდავდა და საკუთარი თავი მაშინებდა. სწრაფად მოვწესრიგდი და გამოვედი.-მე აქ დავიძინებ.-იქვე მდგარ სავარძელში მოვკალათდი. ის კი წამოდგა და წამში ჩემთან გაჩნდა, ხელში ბავშვივით ამიტაცა და საწოლზე დამაწვინა.-რას აკეთებ? დაგივარდები.- ვფართხალებდი.
-არ შეგჭამ.-ხელი წელზე მომხვია და თვალები დახუჭა.
-გამიშვი ასე ნუ მეხუტები.-მისი ხელის მოცილებას ვცდილობდი.
-ჩუმად დამაძინე, ნუ ფართხალებ.-უფრო მეტად მომხვია ხელი და გულზე მიმიხუტა. მალე დამეძინა, მშვიდად მეძინა. ფაქტიურად გათიშულს. დილით თავის ტკივილმა გამაღვიძა, ალექსანდრე ოთახში არ იყო. საწოლიდან წამოვდექი და სააბაზანოში შევედი. სააბაზანოდან გამოვდიოდი, რომ ოთახში შემოვიდა.-აბა ჩემი ლოთი შეყვარებული როგორ არის?-სიცილს ძლივს იკავებდა ჩემი სახის დანახვისას.
-შეყვარებული?-თავზე ხელი მივიჭირე.-ბოლოს 23 წლის ვიყავი, რომ ალკოჰოლი მივიღე, ისიც სულ სამი ჭიქა. ახლა რა ჯანდაბა მინდოდა, თანაც ვისკი.-თავის ტკივილმა ისევ შემახსენა თავი და სახე დავმანჭე.
-ეს დალიე.-წამალი და წყალი მომიტანა.
-მადლობა.-წამალი დავლიე და საწოლზე ჩამოვჯექი.-შენ ოპერაცია არ გქონდა დღეს?
-კი. ორ საათში კლინიკაში უნდა ვიყო. ერთი საათი დრო გვაქვს,-საათზე დაიხედა.- ერთად ვისაუზმოთ.
-კარგი. ტანსაცმელს ჩავიცმევ და ვისაუზმოთ. -ჩემი ტანსაცმელი ავიღე და სააბაზანოში შევბრუნდი. სწრაფად ჩავიცვი და გამოვედი. ოთახი მივალაგე და სამზარეულოსკენ წავედი.-რა მოამზადე?-გაზქურასთან მოფუსფუსე ალექსანდრეს ზურგიდან მივადექი.
-კვერცხი შევწვი. დედაჩემის გადამკიდე სხვა არაფრის გაკეთება არ ვიცი. ამიტომაც არ უნდა რომ ავსტრიაში წავიდე, ამბობს მშიერი მოკვდებიო.-თქვა და თითქოს მიხვდა, რაც თქვა, უცებ შემობრუნდა.
-ავსტრიაში მიდიხარ?-არ ვიცი რა დამემართა, მაგრამ გული საშინლად ჩამწყდა.-როდის? დიდი ხნით?-ისეთ ტკივილს ვგრძნობდი, თითქოს ის უკვე ჩემი ნაწილი იყო და მიდიოდა.
-კლინიკიდან მოწვევა მომივიდა. იქ ვიმუშავებ და თან სწავლა უნდა გავაგრძელო.-არ იცოდა არსებული სიტუაციიდან როგორ გამოსულიყო.
-როდის და რამდენი ხნით?-ისევ გავიმეორე.
-ორ კვირაში, სამი წლით, მინდა ჩემთან ერთად წამოხვიდე.-ხელი ხელზე მომკიდა.
-მე ვერ დავტოვებ ყველაფერს და ვერ წამოვალ. მე აქ კარიერა მაქვს, ჟურნალისტი ვარ, ლექციებს ვკითხულობ. ვერ შევძლებ ყველაფრის მიტოვებას და წამოსვლას. თუ იცოდი, რომ მიდიოდი ეს ყველაფერი რაღა საჭირო იყო?-თვალზე ცრემლი მომადგა.-დაიწვა.-კვერცხზე ვანიშნე და სკამზე ჩამოვჯექი. სწრაფად გამორთო ქურა და ჩემს წინ ჩამოჯდა.
-მომისმინე. შენ შეიძლება ყველაფერი რაც მოგიყევი ხუმრობა გგონია, მაგრამ არ არის ხუმრობა. ეს სიზმრები ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა. ის გოგონა ჩემი ნაწილია და მინდა ეს ცხადშიც განმეორდეს. მიყვარხარ და ვერ დაგთმობ.
-ჩემს ადგილზე რას იზავდი? ეგოისტივით იქცევი, შენ ცხოვრება გექნება, მე რა ვაკეთო იქ?-ვტიროდი, ისე თითქოს ძალიან ძვირფასს ვკარგავდი და ვემშვიდობებოდი.
-ვიცი ბევრს ვითხოვ. შენს ადგილზე უბრალოდ გავიქცეოდი და ჩავთვლიდი, რომ ეს კაცი შეშლილია. მაგრამ შენ არ გარბიხარ, რაღაც გვაკავშირებს, ეს ძლიერი კავშირია. ახლა, როცა გიპოვე მინდა წამომყვე. ვერ ვიტყვი ამ შემოთავაზებაზე უარს. ყველაფერი დიდი ხნის წინ დავგეგმე. უბრალოდ არ მეგონა თუ ცხადად გნახავდი.-სევდიანი სახით მიყურებდა.
-მესმის, მაგრამ არ შემიძლია. ორი კვირა ძალიან ცოტა დროა იმისთვის, რომ მივხვდე რა არის სწორი. გუშინ კი დავთვერი და ყველაზე დიდი სისულელე გავაკეთე. არ ვიცი რატომ დაგირეკე საერთოდ. არ ვიცი რატომ გენდობი, არ ვიცი რატომ არ გავრბივარ, მაგრამ ის, რომ ორ კვირაში უბრალოდ უცხო ადამიანს უცხო ქვეყანაში გავყვე... -გავჩუმდი.
-მომენდე გთხოვ.-ჩემი ხელები ხელში მოიქცია.-ბესომ მითხრა, რომ ჩვეულებრივი გოგო არ ხარ. რომ შენ განსაკუთრებული ხარ და ეს ვიცი. ნურც გუშინდელი საღამოს გამო იგრძნობ თავს ცუდად. იმ ღამეზე იფიქრე, ახალი წლის ღამეზე, მაშინ ხომ გულს მიენდე, ახლაც ენდე გულს და გამომყევი.
-უნდა წავიდე.-უცებ ავდექი, ჩემი ჩანთა ავიღე და მისი სახლი სწრაფად დავტოვე. ტელეფონზე მირეკავდა ალექსანდრე და გავუთიშე. ტაქსი გავაჩერე და სახლის მისამართი ვუკარნახე. ტელეფონზე ისევ შემოვიდა ზარი, ისევ ალექსანდრე მეგონა, თუმცა ლალიკო იყო, ჩემი კლასელი. ბოლოს ვეჩხუბე ელენეს გამო და არ ველაპარაკებოდი.
-გისმენ.-დამნაშავე ბავშვივით ჩავილაპარაკე.
-მოეთრიე ჩემთან, სასწრაფოდ.-დამიკივლა ლალიკომ და ტელეფონი გამითიშა. ტაქსისტს მისი მისამართი ვუკარნახე და ნახევარ საათში ლალიკოს სახლთან ვიყავი. ლალიკო იმ უბანში ცხოვრობდა სადაც სახლი ვიყიდეთ მე და რეზომ.
-რა მოხდა?-კარის გაღებისთანავე ჩავეხუტე ლალიკოს.
-რა მოხდა? მოყევი. მთელი უბანი შენს პრინცზე და მის ბოზ*ზე ჭორაობს. სახანძრო გამოიძახეს და კარი ძლივს გააღეს. როგორ აღმოჩნდნენ შიშვლები აივანზე? ლეილა იდგა და ქოთქოთებდა.“გათახსირებული სრულიად შიშველი დადის აივანზეო.“ ქალი მეორე აივანზე გავიდა და იქ მეორე დახვდა. მეგონა გავგიჟდიო. ერთი წელი სალაპარაკოს რა გამოულევს მაგას. შენ რა გაგიჟდი?-ისე სწრაფად ლაპარაკობდა ხელებით ლალო, რომ სიტყვა ვერ ჩავუგდე.
-ხომ იცი, რომ გიჟი ვარ, თანაც თავისუფალი.-ხმამღლა გამეცინა.
-მეგობარი დავიბრუნე.-საჯდომზე მომცხო ხელი და სამზარეულოში შემაგდო.-არ გშია? მიდი მომიყევი დეტალებში.
-გულის ამრევია. რა მოგიყვე, ლეილას მოუყოლია უკვე.-სახე დავმანჭე.
-როგორ გაიგე?-ლალოს ინტერესით თვალები ლამის გადმოსცვივდა ბუდიდან.
- ბინაში ავედი. დამეძინა, ეს პრაღაში მგონია, ის ქალბატონი არ მირეკავს ეს სამი კვირა და თურმე გულაობენ. ხმაურზე გამეღვიძა და წავასწარი.
-არა. იქ იყავი და ისინი...-თვალებ გაფართოვებული და პირდაღებული მიყურებდა ლალიკო.
-მთლად ვერ მოასწრეს. -გამეღიმა.
-როგორ გაიყვანე აივანზე თანაც შიშვლები?-იცინოდა ლალიკო.
-მოკვლით დავემუქრე და იარაღი დავუმიზნე. ისე იხდიდნენ, ელვის სისწრაფით. კარები გადავკეტე და ბარში დავთვერი. მაგრამ უარესი რამ გავაკეთე.-ტუჩზე ვიკბინე.
-მოყევი.-ყურები ცქვიტა ლალიკომ.
-ისეთ სიმპათიურ კაცთან ვიწექი წუხელ შეიძლება გარეკო.-წავუშტვინე.
-რააააააააა?-თვალები გადმოსცვივდა ლალიკოს.-გაგიჟდი?
-მხოლოდ მეძინა.-საჩვენებელი თითი მაღლა ავწიე.
-რაააააააააა? ცისფერია?
-არა. უბრალოდ მთვრალი ქალები არ მომწონსო.-მხრები ავიჩეჩე.-ახალ წელსაც მასთან ვიყავი და არ ვიცი ვინ უფრო დიდი მოღალატეა მე თუ რეზო?!
-თავიდან დაიწყე და ბოლომდე დეტალურად გადი.-ყურები ცქვიტა ლალიკომ და ყველაფერი დეტალურად მომაყოლა.-არა რა. გიჟებს იზიდავ. შენ რა სერიოზულად ფიქრობ მასზე, რა სიზმრები, შებმის ახალი მეთოდია? არ მითხრა რომ წასვლაზე ფიქრობ.-თვალები დამიჭყიტა ლალიკომ.
-არ ვიცი, ცუდად ვარ. რაც გავიცანი მასზე ვფიქრობ. მგონი მიყვარს. ერთი ნახვით შეყვარება არსებობს?
-რა გიყვარს, შენ სულელი ხომ არ ხარ. რეზოზე გაბრაზებული უფრო დიდ სისულელეს ნუ ჩაიდენ.-მითხრა ლალიკომ.-მაგრამ ვინ ვის უღალატა ეგ კიდევ საკითხავია, დანიშნული ქალი ვიღაც უცხო კაცს ტყეში მიჰყვები ახალი წლის ღამეს. არ მჯერა, რომ არ გიღალატია.
-არ მიღალატია. ძალიან მინდოდა მაგრამ არ მიღალატია.-გაბრაზებულმა ჩავილაპარაკე.-ლალო არ ვიცი რა გზით წავიდე. ჩემი სტატიები, ჩემი კარიერა, ყველაფერი იმ „ღორთან“ არის დაკავშირებული. იქ ვეღარ ვიმუშავებ. უმუშევარი ვრჩები, ამ დროს ჩნდება კაცი, რომელიც სხვა ცხოვრებას მთავაზობს. იქნებ ღირდეს გარისკვად. ბოლო ბოლო ლამაზი შვილი მეყოლება, ნუ ჭკვიანიც, საკმაოდ ჭკვიანია. გავეყრები და ეგ იქნება.
-ღმერთო ეს შეიშალა.-ხელები გაშალა ლალომ.
-ლალო რეზოს სიახლოვეს დღემდე ვერ ვეგუებოდი, კოცნის უფლებასაც არ ვაძლევდი, ახლოს არ ვიკარებდი და აქამდე არც ერთი მამაკაცის მიმართ არ მიგრძვნია..-გავჩუმდი.
-რა?
-მასთან მინდა, სულ მის კოცნაზე ვფიქრობ.
-ღმერთო მოჯადოვებულია.-ლალიკო წამოდგა და ყავის მოდუღება დაიწყო.
-თმებით ელენე რატომ ითრიე?-ჭიქების გადმოლაგება დავიწყე.
-იმიტომ რომ იმ შენს დებილთან დავინახე.-გაბრაზებულმა შემომხედა.-შენ ხომ ყოველთვის ჩაგრულთა დამცველი ხარ.
-სიმართლე გეთქვა?-საყვედურით ჩავილაპარაკე.
-მეგონა გიყვარდა, როგორ მეთქვა?-მსაყვედურობდა ლალო.
-ჩვეულებრივად. ასეთი რამე არ უნდა დაგემალა.-მეც ვუსაყვედურე.-მეჯვარეობაზე მაგიტომ მითხარი უარი?
-მაგიტომ, სხვა დროს გავითვალისწინებ და არაფერს დაგიმალავ.-გაეცინა.
-სხვა დროს მსგავს შეცდომას არ დავუშვებ. სოფელში უნდა წავიდე, ბებო მირჩევს რამეს.
-ხო ბებო გირჩევს ნამდვილად. რეზოს დასანახად ვერ იტანდა. ზაფხულში რომ ვიყავით სულ მეუბნებოდა უთხარი ეგ მაგის ბედი არ არის იქნებ შენ დაგიჯეროსო.
-ჩემი ბებო.-ბებოს გახსენებაზე ნათელმა ღიმილმა გადამირბინა.
ლალიკოსგან წამოვედი, ყვავილები ვიყიდე და გიორგის საფლავზე ავედი. როცა ცუდად ვიყავი, როცა ძალიან მტკიოდა იქ მივდიოდი და ველაპარაკებოდი. არ ვიცი რატომ, მე ის არ მიყვარდა როგორც მამაკაცი, მაგრამ როგორც მეგობარი მაკლდა. მისი მფარველობა მაკლდა, მისი ზრუნვა, უფროსი ძმის დაკარგვას რომ განიცდი ადამიანი ისე ვიყავი. საფლავის ქვიდან თოვლი გადავყარე, გულზე თეთრი თოვლის საბანი ეფინა. წითელი ვარდები დავალაგე. ისიც სულ წითელ ვარდებს მიგზავნიდა.
-გამარჯობა, მომენატრე.-ჩავილაპარაკე და ცრემლებმა გზა გაიკვლია ჩემს სახეზე.-იცი მიღალატეს. კაცები რატომ ხართ მოღალატეები? ან შენ რატომ წახვედი? ახლა რომ აქ იყო რეზოს ერთი ორს მოსცხებდი სახეში. მაგრამ აქ არ ხარ. აქ რომ იყო ის საერთოდ არ იქნებოდა ჩემს გვერდით.-ცოტა ხანი ჩუმად ვიყავი, თითქოს მის პასუხს ველოდებოდი.-მგონი შემიყვარდა, პირველად შემიყვარდა და მინდოდა პირველად შენთვის მეთქვა. ის კარგი ადამიანია, მაგრამ მიდის. არ ვიცი, როგორ მოვიქცე, მეშინია რომ ისიც მიღალატებს. სულ მეშინია. საკუთარ თავს ვერ ვპატიობ, რომ იმ ღამით არ შეგაჩერე, ერთი თბილი სიტყვაც, რომ მეთქვა შენთვის შენ დარჩებოდი, მაგრამ ვერ გითხარი. ახლაც ასე ვარ, ვერ ვეუბნები ალექსს, რომ მიყვარს. რომ ვუთხრა ვიცი დარჩება. -მეტალის საყვავილე ავიღე და თოვლისგან გავწმინდე.-იცი ასეთი საყვავილე სახლშიც მაქვს. ყვავილებს, რომ მიგზავნილი იმ საყვავილეში ვაწყობდი. ეს კი შენთვის ვიყიდე, მე რომ ამოვიტან ყვავილებს აქ ჩავაწყობ.-ვარდების გაშლა და საყვავილეში ჩალაგება დავიწყე. თოვლის ხრაშუნის ხმა გაისმა, უკან მივბრუნდი და დავინახე, გიორგის დედა იდგა ჩემს უკან.
-გამარჯობა გვანცა.-გამიღიმა ნელი დეიდამ.
-გამარჯობათ.-ნამტირალევი თვალები შევანათე.
-შენ მოგაქვს ვარდები?-ყვავილებზე მანიშნა.
-ის ყოველთვის მიგზავნიდა წითელ ვარდებს, ახლა კი ვუბრუნებ.-სევდიანად გამეღიმა.
-ძალიან უყვარდი. ბოლო პერიოდში იმასაც ვფიქრობდი, რომ შენს გამო შეძლებდა იმ საწამლავთან გამკლავებას. ჩემი შვილის ბედნიერი თვალები მახსოვს, სმოკინგი მოირგო და შენთან წამოვიდა, ბოლოს შენ ნახე ის.-ცრემლები წამოუვიდა გიორგის დედას.
-ცეკვისას დაძაბული იყო, ხელები უკანკალებდა, მეგონა მე ვაბნევდი.-ცრემლებმა ისევ გზა გაიკვლია ჩემს სახეზე.
-წამალი უნდოდა და ცდილობდა არ გაეკეთებინა. ასეთი ბევრჯერ ყოფილა, ბევრჯერ სცადა მაგრამ ვერ შეძლო.-ცრემლები ხელის თითებით შეიმშრალა ნელიმ.
-ბოლოს მითხრა:“ჩემთვის ზედმეტად კარგი ხარ, მაპატიეო“ და წავიდა. დავიბენი, არ ვიცოდი რა ხდებოდა, ის ჩემთვის გმირი იყო, ვერ წარმოვიდგენდი, რომ წამალზე დამოკიდებული იყო, რომ მცოდნოდა იქნებ დავხმარებოდი.-ვეღარ გავაგრძელე საუბარი და ავქვითინდი.
-შენ უნდა გააგრძელო შვილო ცხოვრება.-თმაზე გადამისვა ხელი ნელიმ.-მას უნდოდა, რომ ბედნიერი ყოფილიყავი, ამიტომაც არ ემეტებოდი საკუთრი თავისთვის. ცდილობდა გამოსწორებულიყო. იმდენად უყვარდი, რომ ვერ შეძლებდა შენთან ოჯახის შექმნას, ამისთვის ვერ გაგიმეტებდა. მის ჩანაწერებს ვკითხულობდი მისი სიკვდილის მერე. წარმოდგენა არ მქონდა ასეთი დიდი სიყვარული თუ შეეძლო ჩემს შვილს. წერდა, თუ ღირსეული ადამიანი გამოჩნდება გვანცას ცხოვრებაში მე განზე გავდგებიო. ძალიან უყვარდი და უნდოდა ბედნიერი ყოფილიყავი და არა თვალ ცრემლიანს გევლო მის საფლავზე.
-მე უბრალოდ..-ხმა გამიწყდა, ვეღარ ვლაპარაკობდი, ყელიდან ხმა უბრალოდ აღარ ამომდიოდა.
-დამშვიდდი და ბედნიერი იყავი.-შუბლზე მაკოცა გიორგის დედამ.-რომ გხედავ ხოლმე უბანში მიხარია, თითქოს ჩემი შვილის ნაწილი ხარ, რომ გიყურებ მგონია გიორგის ვუყურებ, თითქოს მის მაგივრადაც ცხოვრობ და იბრძვი. თუ საუბარი მოგინდება, ან უბრალოდ ჩახუტება, მოდი ჩემთან შვილო.-ცოტა ხანი ჩუმად ვისხედით.-ახლა რატომ ამოხვედი აქ?
-ცუდად ვიყავი, როცა რაღაც ცუდი ან კარგი ხდება ჩემს ცხოვრებაში მასთან ამოვდივარ, საათობით ვზივარ და ვუყვები ჩემს ტკივილზე, ან სიხარულზე. მასთან სიახლოვე მეხმარება გადაწყვეტილების მიღებაში.-საფლავის ქვას გავუშტერე თვალი.
-სიზმარში ვნახე წუხელ, მეძახდა.-ჩაილაპარაკა ნელიმ.-იქნებ უნდოდა ერთმანეთი გვენახა, იქნებ უნდოდა მოვსულიყავი და შენთვის მეთქვა მის სიყვარულზე.
-ასეა, სწორი პასუხების პოვნაში ახლაც დამეხმრა. კარგით. მე წავალ.-ძლივს ამოვილაპრაკე.-თქვენს შვილთან დაგტოვებთ, ესაუბრეთ, მე მშველის მასთან საუბარი.-სევდიანად გავუღიმე და წამოვედი. მანქანაში ჩავჯექი და ხმამაღლა ავტირდი. სახლში ნამტირალევი და თვალებ დასიებული დავბრუნდი. კარების გაღებისთანავე ვალერიანის მკვეთრმა სუნმა ცხვირის რეცეპტორები ამიწვა.
-მოვიდა.-დაიძახა ირაკლიამ და ჩემსკენ წამოვიდა.-გვანცა ვნერვიულობდით.-ხელები მომხვია, მერე კი თვალებზე შემომხედა.-ღმერთო, რამდენი იტირე.
-შენი ბრალია.-დედაჩემი ჩემსკენ გამოენთო.-ცივად ექცეოდი და შედეგიც მიიღე.
-მოვიდა უკვე ჭორები?-ირაკლის შევხედე.
-მთელი უბანი ამაზე ლაპარაკობს.-სიცილი ვერ შეიკავა ირაკლიმ.-უნდა მეცემა, მაგრამ ისეთი ჩაუტარე.-ხმამღლა ხარხარი დაიწყო.
-რა გაცინებს?-გულზე ხელი მიიჭირა ელზამ და სავარძლის საზურგეზე თავი მიადო.-მომკლავთ თქვენ.
-შეუდარებელი ხარ.-გულზე მიმიკრა ირაკლიმ და შუბლზე მაკოცა.-შენ თუ მოიფიქრებდი ამას, სხვა ვერავინ.-ისევ სიცილი დაიწყო.
-მამი ეს არ უნდა გაგეკეთებინა, ბოლოს და ბოლოს დანიშნული იყავი და თავი მოსჭერი კაცს. ყველა თქვენზე ჭორაობს. გარეთ ვერ გავსულვარ შიშით.-გაბრაზებული იყო მერაბი.
-აღარ მინდა ამაზე ლაპარაკი. თვენ კი ქალბატონო ელზა ჩემი მაჭანკლობა აღარ გაბედოთ. აღარ გავთხოვდები. თუ გავთხოვდები მე ავირჩევ ვის და რა დროს.
-შენი ბრალ..-როგორც კი პირი გააღო დედამ ჩემთან საჩხუბრად.
-ხმა არ გავიგო!-დავიყვირე.-არავინ გაბედოთ და არ ჩაერიოთ ჩემს ცხოვრებაში.-არაადამიანური ხმით ვყვიროდი.-მე გადავწყვეტ რა ვუყო ჩემს ცხოვრებას, მე გადავწყვეტ როდის მიყვარდეს და როდის არა. ის პატარა გოგო არ ვარ მთელს ცხოვრებას რომ უკონტროლებდი. არ გქონდა უფლება გიორგი გაგელანძღა და ჩემთან მოკარება აგეკრძალა მისთვის.
-ისევ იქ ხარ, ის ნარკომანი ვერ დაივიწყე.-ელზამაც აუწია ხმას.
-არასდროს გაბედო მისი ხსენება.-ხელი გავუკავე. ისეთი გაბრაზებული ვიყავი საკუთარი თავის თავად შემეშინდა. ხელი შევუშვი, ჩემი ოთახისკენ წავედი და ბარგი ჩავალაგე.
მეორე დღეს სოფელში წავედი, ცოტა უნდა განვიტვირთო. ჩემი სოფელი მდინარე ცხენის წყლის ნაპირას არის გაშენებული, ადრე მას საჭილაო ერქვა, ახლა პირველი მაისი ჰქვია.
-ბებო როგორ ხარ?-კარში შესული ბებოს ვიკრავ გულში და დაგროვილი ემოცია ერთიანად ამომაქვს გულიდან. რამდენი დღეა ტირილი მინდა და თავს ვიკავებ.
-ბებო გენაცვალოს.-ცრემელებს თითებით მიმშრალებს ბებო.-რა გატირებს გოგო, არ მითხრა მოგენატრე.-გამიღიმა ბებომ.
-ბებო როგორ მოვიქცე? შენი რჩევა მჭირდება.-ისევ ჩავეხუტე ჩემს მოხუცს.
-რა გჭირს ბებო? ასე რა გაწუხებს?-ხელი მომკიდა და სახლისკენ წამიყვანა ბებომ.
-რეზოს დავცილდი.
-ამაზე ტირი მერე? მადლობა ღმერთს.-ხელები მაღლა ასწია ბებომ.-ბებო კარგი საშობაო მაქვს და ერთად ავღნიშნოთ ეს ამბავი.
-ბებო.-გაბრაზებულმა ჩავილაპარაკე.
-რა ბებო. მე ხომ ვიცი რომ არ გიყვარდა. არ შეგეფერებოდა, დედაშენის ახირება იყო. მაგას გაუმართლა მამაშენში, შენ კი ტვინი შეგიჭამა, „ქალი უნდა გათხოვდეს“. რატომ უნდა გათხოვდეს, თუ არ უყვარს?-გაბრაზებული ქოთქოთებდა ბებო.
-მაგიტომ არ ვტირი, სხვა გავიცანი.-სევდიანი თვალები შევანათე ბებოს.
-სად მოასწარი ასე უცებ?
-ბებო. მგონი პირველად და მართლა შემიყვარდა.
-გოგო გაბრაზებულ გულზე სისულელე არ გააკეთო?-გამიბრაზდა ბებო.
-მითხრა ავსტრიაში მივდივარ სამი წლითო.
-ამაზე დარდობ ბებო? ჩამოვა და შენთან იქნება. თანაც ამ დროში მიხვდები არის თუ არა შენი ბედი.-ზურგზე ხელი დამისვა ბებომ და დამამშვიდა.-წამოდი ბებო, მე შენ რაღაც უნდა გაჩვენო.-ხელი ჩამკიდა და თავის ოთახში შემიყვანა. ბებოს დიდი სკივრი ედგა თავის ოთახში, არასდროს მაძლევდა უფლებას მენახა რა ინახებოდა იქ. ახლა კი სწორედ ამ სკივრთან მიმიყვანა და დიდი რუდუნებით გახსნა. თვალში საპატარძლო კაბა მომხვდა.
-ბებო ეს შენია? მაჩვენე გეხვეწები.-შევხედე მუდარით.
-არა. თავი დაანებე.-სკივრისკენ გაწვდილ ხელში ხელი ჩამარტყა და კაბაზე ხელი გამაშვებინა.
-ბებო მაინტერესებს. ბავშვობაში სულ მეგონა, რომ განძს მალავდი მანდ.-შევხედე გაღიმებულმა.
-ვმალავ კიდეც და დრო რომ მოვა სწორედ შენ გაჩუქებ. ახლა კი რაღაც სხვას მოგცემ, რაც დაგამშვიდებს და სწორ გზას გიჩვენებს.-მითხრა და სკივრიდან პატარა ყუთი ამოიღო. ყუთი გახსნა და რაღაც რვეული მომაწოდა.-სანამ ახალგაზრდა ვიყავი გადავწერე. თუმცა დრომ ფურცლები მაინც გააყვითლა. წაიკითხე ბებო და ახლიდან გადაწერე. შენ რომ გოგო გეყოლება მას გადაეცი ეს წიგნი.
-რა წერია აქ?-ისეთი თვალებით უყურებდა ბებო რვეულს მივხვდი, რომ მისთვის ძალიან ძვირფასი იყო. თითქოს გული გამოაყოლა.
-შენ გქონდეს ბებო. მე ძველი ვერსიაც შენახული მაქვს. ჩემმა დიდმა ბებიამ გადმომცა. მას კი მისმა ბებიამ. მე ბიჭები მეყოლა, მათაც სულ ბიჭები ეყოლათ და მათ არ მივეცი, შენ, ჩემი შვილთაშვილი ძლივს გამოერიე ამდენ ბიჭებში ერთი გოგო, შენი დაბადება ისე გამიხარდა ვერ წარმოიდგენ. ვიცი შენ მოუვლი ამ წიგნს და გაუფრთხილდები. აქ წარსულია, ჩვენი წინაპრები, აქ დიდი სიყვარულია და სწორ გზას გიჩვენებს. ყველა ადამიანს ჰყავს მეორე ნახევარი, თუმცა ათასებში ერთეულებს უმართლებთ და პოულობენ მეორე ნახევარს. თუ იპოვი იმ ერთადერთს ათასებში მიხვდები. ის შენი სულის ნაწილია და მისთვის თავსაც გასწირავ.
-შენ იპოვე ბებო?-გაღიმებულმა შევხედე.
-ეჰჰ.-ხელი ჩაიქნია და სევდისგან სახე უფრო დაუნაოჭდა.-მთავარია შენ იპოვო შვილო. მე ვერ ვიპოვე, გარიგებით გამათხოვეს, ისე, რომ არც მკითხეს. 13 წლის ვიყავი, ხელით შეკერილი თოჯინები წამოვიღე სახლიდან ჩუმად. ბაბუაშენმა კი იპოვა და სულ დამიჭრა. აწი ბავშვი გეყოლება და იმით ითამაშეო. -სევდიანად ჩაიქნია ხელი.
-ჩემი ტკბილი მოხუცი.-ხელი მოვხვიე და ლოყაზე ვაკოცე.
-მისი სისხლი გაქვს, შენ ყველაზე მეტად გავხარ მას, -რვეულზე ხელი დაადო და ისე შემომხედა ცრემლიანი თვალებით.-შენ ბევს სწავლობ ბებო, კარიერას იქმნი, სულით მებრძოლი ხარ, მაგრამ აწი დროა სიყვარულისთვისაც იბრძოლო. ყველა ვის ხელშიც ამ წიგნმა გაიარა არ ვიყავით ბედნიერები, ამ წიგნმა მინდა სწორი გზა დაგანახოს, მინდა შენ მაინც იყო ბედნიერი.
-არ იტირო გთხოვ.-ცრემლები ხელსახოცით შევუმშრალე ჩემს მოხუცს და გულში პატარა ბავშვივით ჩავიკარი.
-არც შენი სახელი არ არის შემთხვევითი. მისი სახელი გქვია ბებო.-ისევ შემომანათა ჩამქრალი თვალები.
-ვისი ბებო?
-აქ ვისი ისტორიაც წერია.-ხელი ისევ რვეულს დაადო.-მისი სახელი არც ერთს არ გვერქვა ვის ხელშიც ამ წიგნმა გაიარა. მამაშენს ისე ვეხვეწე ლამის მუხლებში ჩავუვარდი შენთვის გვანცა დაერქმია. დედაშენს არც ჰკითხა ისე დაგარქვა გვანცა.
-ხოო?-გამეღიმა.-ეს რაღაც ახალია.-ისევ გავუღიმე.
-ჩემი გოგო, შენში თითქოს ხელმეორედ დაიბადა გვანცა. ძალიან გავხარ, იმდენჯერ დამიჭერია თქვენ ორს შორის მსგავსება ვერ წარმოიდგენ. ეს ალბათ ბედისწერაც იყო, რომ მისი სახელი სწორედ შენ გქვია.-ხელზე ხელით მეფერებოდა ბებო.
-ბებო ისე დამაინტერესე მგონი ახლავე დავიწყებ წაკითხვას.-გავუღიმე ბებოს.-არა ჯერ შენი გამომცხვარი მჭადი უნდა დავაგემოვნო სულგუნთან ერთად.
-წამო ბებო. ღმერთმა შეგარგოს.-სამზარეულოში წავყევი ბებოს და ერთად შევუდექით მჭადების ცხობას. ცოტა ხანში სასიამოვნო სურნელი დავატრიალეთ და გემრიელად ვივახშმეთ.
-ამ ჭიქით ბებო ბაბუს გაუმარჯოს იქ სადაც არის. მჯერა, რომ გიყვარდა, გულის სიღრმეში გიყვარდა, უბრალოდ წართმეულ ბავშვობას ვერ პატიობ.-ბებოს საშობაო დავაგემოვნე.
-ნათელში იყოს ბებო. ჯიუტი ბერიკაცი.-ცრემლით დაეცვარა თვალები ბებოს.-რავა არ მიყვარდა, როცა ერთად მოსტირით წუთისოფელს ეჩვევი და გიყვარდება კიდეც. განსაკუთრებით მაშინ შემიყვარდა, როცა შვილებმა და შვილიშვილებმა დაგვტოვეს და ქალაქს წავიდნენ. ის იყო ბებო საყრდენი, თუ ცუდად იყო მე ვიყავი მისი ყავარჯენი, თუ მე ვიყავი ცუდად ის ჩემი ყავარჯენი ხდებოდა. ახლა კი შენ თუ გაგახსენდები და ჩამოხვალ ხოლმე, აღარავინ ჩამოდის. სახურავი გოჩამ შემიკეთა, მითხრა გვანცას ხათრით მთებს გადავდგავ მერიამ ბებო, სახურავი რა მოსატანიაო.
-გოჩა კარგი ბიჭია.-გამეღიმა ჩემს ბავშვობის მეგობარზე.-ნინოს ბავშვი რომ ეყოლება მე უნდა მოვუნათლო, უკვე შევუთანხმდი ნინოს და გოჩას.
-ამ ჭიქით ბებო შენს ბიჭს დავლოცავ. მალე დაბრუნდეს იქიდან სადაც მიდის და ჩემი გოგო გააბედნიეროს.-მორიგი ჭიქა გამოცალა ბებომ.
-გაუმარჯოს. მაგრამ მე თუ მოვინდომე ვერსადაც ვერ წავა.-მეც დავლიე მორიგი ჭიქა.
-მაგაში ეჭვიც არ მეპრება. ქალმა თუ მოინდომა და თან შენნაირმა ქალმა ყველა კაცს დააჩოქებს. ის ბიჭი გახსოვს ბები? გიორგი, აქ რომ ჩამოვიდა ზაფხულში შენს სანახავად, მდინარეზე რომ თევზაობდით ერთად. კარგი ბიჭი იყო, რატომ აღარ ახსენებ ბებო, ძალიან უყვარდი.
-ბებო ის ცოცხალი აღარ არის, 14 წელია რაც გარდაიცვალა. ის ძალიან მეტკინა და ამიტომაც არ ვლაპარაკობ მასზე.
-ღმერთო, რა მოუვიდა?-სახეზე ხელი იტაცა ბებომ.
-არ მინდა ამაზე საუბარი. წავალ დავიძინებ, თორემ ბოლოს ჩემი ლოთობა მარცხით დამთავრდა. ახლა ამაზე თუ ვილაპარაკე ისევ დავთვრები და ასე თუ გავაგრძელე გავლოთდები.-გამეცინა.-ძილი ნებისა ბე.-ლოყაზე ვაკოცე ჩემს მოხუცს და საძინებელში შევედი.
ინტერესი რა ეწერა წიგნში გულში შიგნიდან მიჩიჩინებდა. მინდოდა მალე დაღამებულიყო და წამეკითხა. ხშირად ვნახულობდი სიზმარს, საპატარძლო კაბა მეცვა და პატარა ეკლესიაში შევდიოდი. იქ კი სახეს ვერ ვარჩევდი, ვიღაც იდგა და მელოდა. რაც მახსოვდა ის იყო, რომ ჩოხა ეცვა, მერე მოდიოდა ჩემსკენ, ისე ცხადად ვგრძნობდი მის სურნელს, ლამაზ სამკაულს მიკეთებდა ყელზე, უცხოს, ანტიკურს. მერე ნაზად მკოცნიდა ლოყაზე და მეც სწორედ ამ დროს მეღვიძებოდა. ეს სიზმარი ხშირად მესიზმრებოდა და მისი სახის დანახვის სურვილი მკლავდა. საკუთარ თავზე ვბრაზობდი, რომ მეღვიძებოდა და მის სახეს ვერ ვარჩევდი. ისეთი ცხადი იყო სიზმარი შეგრძნება დიდხანს გამდევდა, რომ ის სამკაული ყელზე მართლა მეკეთა.
მგზავრობამ თავისი გაიტანა, ძალიან ვიყავი დაღლილი და საწოლზე ჩამეძინა. ხელში ბებოს მოცემული წიგნაკი მეჭირა, არც გადამიშლია. უბრალოდ გულში ჩავიკარი და ჩამეძინა. სადღაც ვიყავი, გადათოვლილი იყო, გადაშლილი მინდვრები. ცხენით მივქროდი ზღვისკენ თითქოს ნაცნობი ადგილები იყო, თუმცა სრულიად უცხო. ცხენი დაფრთხა, ორ ფეხზე დადგა და ჩემი გადმოგდება სცადა, დიდხანს ვებრძოდი, რომ არ გადმოვეგდე, ძალა უკვე გამომელია. ვეღარ ვაჩერებდი, ყვირილი მინდოდა ხმა არ ამომდიოდა, მერე ცხენის ფეხის ხმა გავიგე, ვიღაც ცხენის ფაფარს ჩაფრენილი მოაჭენებდა ცხენს ჩემსკენ, გვერდით დამიდგა და ჩემი ცხენი დაიჭირა, მერე კი დამიყვირა ჩამოდიო. სახე ისევ ვერ დავინახე, თუმცა ისე ცხადად ვგრძნობდი მის სიახლოვეს. ტანზე ბუსუსებმა დამაყარა, გული საგულედან ამომვარდა. ცხენიდან ჩამოვიდა, იქვე სილაში ვიჯექი დაღლილი და გვერდით მომიჯდა. მერე წამომაყენა და მკერდზე მიმიკრა.
-როგორ შემაშინე.-ხელები მომხვია და ტუჩებზე მაკოცა. მერე კი ისევ მკერდზე ამიკრა. სახეს ისევ ვერ ვხედავდი. თუმცა ტანზე შევათვალიერე, რაღაც განსხვავებულად ეცვა. ფეხზეც ძველებური ფეხსაცმელი ეცვა. ფილმიდან გადმოსულ ანტიკურ გმირს ჰგავდა. წელს ზემოთ თხელი პერანგი ეცვა.-ჩემო გვანცა.-ხელის გულით ზურგზე მეფერებოდა. მე კი ვეკვროდი და არ ვცილდებოდი.-რამდენჯერაც არ უნდა მოვკვდე და დავიბადო მაინც მოგძებნი, ჩემო პანტერა.-ყურის ბიბილოზე მაკოცა. ისე ცხადად ვგრძნობდი მამაკაცის წვერის შეხებას სახეზე, რომ გამაჟრჟოლა.
ფრთხილად ავწიე თავი მაღლა და სახეზე შევხედე. ის ალექსანდრე იყო, ჩემი ალექსანდრე მიღიმოდა. სხვანაირი, წვერი ჰქონდა და თმაც მოზრდილი. მაგრამ მისი თვალები, ზუსტად ის იყო, მისი თვალები.
-მიყვარხარ.-ახლა უკვე მე მოვხვიე ხელები და გულზე მივეხუტე.
გამეღვიძა, სწრაფად წამოვდექი საწოლიდან და ნერვიულად დავიწყე სიარული ოთახში. შუბლი და ზურგი სულ ოფლით მქონდა დაცვარული, მაისური ტანზე მქონდა მოკრული, ცხადად ვგრძნობდი მის შეხებას, თითქოს აქ იყო, თითქოს მართლა მიკრავდა გულში. ღრმად ვსუნთქავდი, თითქოს მისტიკურ ველში ვიყავი, რაღაც ხდებოდა ჩემს თავს, თავს უცნაურად ვგრძნობდი. მერე მზერა წიგნაკზე გამიშტერდა. საწოლთან ძირს ეგდო. ისე მიზიდავდა თითქოს მთხოვდა წამეკითხა. ხელში ავიღე და გადავშალე. პირველ გვერდზე ხელით ნახატი სურათი იყო დაწებებული.
-ღმერთო, შეუძლებელია.-შეშინებულს აღმომხდა ყელიდან და წიგნაკი ხელიდან გამივარდა. სურათიდან საკუთარი თავი მიმზერდა, ეს მე ვიყავი, პატარა და ახალგაზრდა. ასე 13-14 წლის. ისევ სიზმარში მეგონა თავი, წიგნაკი გადავშალე, თვალები რამდენჯერმე დავხუჭე და გავახილე. ნამდვილად ის იყო, მაგრამ ვინ დახატა? სურათის კუთხეში წარწერა იყო:“1749 წელი“.-შეუძლებელია, ასე როგორ მგავს.-მომდევნო გვერდზე ფრთხილად გადავშალე და ახალგაზრდა ბიჭის სურათი იყო ჩაკრული. მთლად ბავშვი იყო 15-16 წლის. სურათის კუთხეში კი წარწერა იყო:“არ დამივიწყო, გვანცა“.-ღმერთო ეს ცხადია თუ სიზმარში ვარ.-წიგნაკი დავხურე და ისევ ნერვიულად დავიწყე ოთახში სიარული.-ალექსანდრე ვინ ხარ, რატომ ამირიე თავ გზა?- სამზარეულოში გამოვედი და წყალი დავლიე. ახლა ნამდვილად მეღვიძა, ეს რეალური იყო და რეალობაში ვიყავი. ისევ საძინებელში დავბრუნდი, წიგნაკი ხელში ავიღე და გადავშალე.-დამშვიდდი გვანცა, ის წინაპარია შენი და გავხარ.-დავამშვიდე საკუთარი თავი, კითხვის დაწყებას ვაპირებდი, რომ შეტყობინება მივიღე. ალექსანდრე მწერდა.
-„ფიქრის დროს მოგცემ, არ დაგირეკავ, მაგრამ მხოლოდ ხუთი დღე, მერე კი უნდა შემხვდე და უნდა გავარკვიოთ ყველაფერი, ერთად უნდა გადავწყვიტოთ რა ვუყოთ ჩვენს ცხოვრებას. მიყვარხარ.“
შეტყობინება რამდენჯერმე გდავიკითხე, ბალიშზე თავი დავდე და ოცნებებით ალექსთან წავედი, თვალებს ვხუჭავდი და მის ტუჩებს, მის თვალებს ვხედავდი. დამეძინა. დილით ჩემი მოხუცის ქოთქოთმა გამაღვიძა.
-რამდენი უნდა გეძინოს, გოგონები მოვიდნენ შენს სანახავად, ადექი.-თავზე მადგა ბებო.
-ვინ გოგონები?-მობეზრებულად გავახილე თვალები.
-კატო და ნინო მოვიდნენ. ადექი გელოდებიან უკვე თორმეტი საათია.-მითხრა ბებომ, მეც სწრაფად ავდექი და ჩავიცვი. სასტუმრო ოთახში გამოვედი და გოგონები თბილად მოვიკითხე.
-ძილისგუდა, სოფელში ძილი კარგია არა?-გამიღიმა კატომ.
-საშობაო დამალევინა მარომ და თავი მტკივა.-თავი ვიმართლე პატარა ბავშვივით.
-ჩემთან გადმოდი ჩიხირთმა მაქვს ისეთი უცებ შველის ნაბახუსევს.-გაიცინა კატომ.
-ყავაც მიშველის.-ყავის მომზადება დავიწყე, თან გოგონები მოვიკითხე, მათი ამბები. კატომ იმდენი რამ მომიყვა, ჩვენი საერთო მეგობრების ამბები სულ იცოდა. მე ვეღარ ჩამოვდიოდი, ისინი კი სამტრედიაში ცხოვრობდნენ უმეტესი ნაწილი. მათ შორის კატოც.
-ქათმის გრიპი რომ იყო ხომ გახსოვს.-კატო სახალისო აბებს გვიყვებოდა.-მეზობელმა გაუჭირა საქმე დედაჩემს, შენი ქათმები გაგრიპიანდებიან და გინდა თუ არა დახოცეო. იმდენჯერ მოვიდა და იჩხუბა, გაბრაზებულმა დედაჩემმა მეორე მსოფლიო ომი მონაგონია ისეთი სასაკლაო მოაწყო. სულ დახოცა ეს ქათმები, მერე შეყარა საყინულეში და ორი თვე ქათმის ხორცი გვეზიზღებოდა უკვე, სულ ქათამს გვაჭმევდა. ამის მერე ქათამი აღარ გაუჩენია, არ დამანახოთო რამდენიც ქათამს უხსენებდა ვინმე. გავთხოვდი გვანც და ნიკუშა რომ მეყოლა ვარიები მინდოდა ბავშვისთვის, ვიყიდე, ვიფიქრე დავკლავ და ბავშვს ვაჭმევ მეთქი. რას აჭმევ, ეს ჩემი მამამთილი დიდი უცნაური ვინმეა, არ გენახოს მსგავსი. სახლში ყველა და ყველაფერი ბუნებრივი სიკვდილით უნდა მოკვდეს, არც ერთი არ დამაკვლევინა. ექვსი წელია „ქათმები გამოუშვი“ „ქათმებს კარები დაუკეტე“ მესმის. სხვა საქმე არ აქვს და ამათი მოვლა პატრონობა ითავა. ჩემმა დედამთილმა თავს უშველა, დაკრა ფეხი და საზღვარგარეთ გაექცა ამ თავის უცნაურ ქმარს. სახლში შევედი და გატეხილი ვაზები, გაჩერებული საათები, ყურმოტეხილი ფინჯნები. სახლი დამტვრეული ჭურჭლით არის სავსე. დედაჩემი ხომ იცი, ხელიდან თუ გაუვარდა რამე, რომელი ცოტა უვარდება, ნაწილებად იშლება, სად იპოვი გაბზარულს ჩვენს სახლში. ავდექი და გამოვიჩინე თავი, მოვხვეტე ეს დამსხვრეული ჭურჭელი და გადავყარე. ჩავდივარ ქვედა სართულზე, სამზარეულო ქვემოთაც არის და ყველაფერი უკლებლივ იქ ალაგია კარადაში. მოკლედ ჩემმა მაზლმა განმანათლა, თუ აგდებ ისე უნდა გადააგდო, რომ აღდგენა ვეღარ მოხერხდესო და ავიღე ჩაქუჩი და დავამტვრიე, მერე კი გადავყარე. თურმე ნაგავსაც ახარისხებდა გადაყრამდე. -მე და ნინო გულიანად ვიცინოდით.-რომ ნახა რომ ვეღარ აღადგენდა დადის და ბურდღუნებს “დამიქცია სავსე ოჯახიო“ მე კი ბებოს შთაგონებას ვიშველიებ. “გატეხილმა ჭურჭელმა უბარაქობა იცისო.“ სანაცვლოდ ახალ სერვიზებს ვეზიდები, მაგრამ მაინც ოჯახის დამაქცეველი ვარ. ოღონდ ამას ცალკე დუდღუნებს მე ვერაფერს მიბედავს. ჩემი დედამთილი კიდევ საზღვრებს იქიდან გვაკვირდება და გაოცებას არის, როგორ მოვახერხე ამდენი ნაგვის სახლიდან გატანა. დამტვრეული ჭურჭლიდან გადავედი გაჩერებულ საათებზე, მერე კი სახლის რემონტზე. თურმე არაფერს აკეთებინებს სახლში, არც რემონტს და ამ ძველმანებს ისე უფრთხილდება როგორც ძვირფას განძს. სამსახურში წავალ, მოვალ და არაფერი აქვს მუშას გაკეთებული. რატომ არ გააკეთე? ვეკითხები, შენმა მამამთილმა არ გააკეთოთო. ბოლოს შვებულება ავიღე და თავზე ვადექი მუშებს ისე ვაკეთე რემონტი. „მამაჩემის გაკეთებული რემონტი გამოცვალაო“-ახლა ამას ბურდღუნებს. მამამისმა კიდევ ეს რემონტი 50 წლის წინ გააკეთა და იმას რემონტი აღარ ერქვა. ამ ექვს წელში მთელი ბაღი უდაბნოდ მიქცია იმ ხუთმა ქათამმა, მთელი ყვავილები ფესვიანად გააქრეს. ამ ჩემი მამამთილის უცნაური საქციელის მიზეზი კი ამ ოთხი თვის უკან აღმოვაჩინეთ. თურმე თავის სიმსივნე აქვს და ასე უცნაურად იმიტომ იქცევა. ოპერაცია გავუკეთეთ, სხივებიც, მაგრამ იმედს არ გვაძლევენ. გათიშულია, მარტო ჭამას ახერხებს.-სევდიანად დააყოლა კატომ.
-საცოდავი.-შემეცოდა ძალიან.
-ახლა, ამ ჩემს მამამთილს როცა არაფერი აღარ ანაღვლებს, დედაჩემმა დრო იხელთა, ქათამებს დაერია და სულ დახოცა. ხორცი არ ვარგოდა, მაგრამ ჩიხირთმა ისეთი მაგარი გამოვიდა იმ ბებერი ქათმების.-დააყოლა კატომ.-ახლა მაროსთან გადმოვედი, კარგი ყვავილები აქვს ხოლმე და თესლი მინდა გამოვართვა, გაზაფხულამდე მგონი ვერ ჩამოვალ სოფელში და გაზაფხულზე მივხედო ბაღს ცოტა.
გოგონებთან კარგად გავერთე. მერე ბებოს მივეხმარე ცოტა სახლის საქმეებში, ოთახები დავულაგე. საღამოს კი ჩემს პატარა წიგნს მივუჯექი, ასე ძალიან რომ მიზიდავდა.
წიგნი, თუ დღიური ასე იწყებოდა.
დედა მშობიარობას გადაჰყვა, მე კი გლეხის ოჯახში მიმაბარეს. ძიძა მომიჩინეს ნინა. ის გახდა ჩემთვის დედაც, მეგობარიც და ოჯახიც. ნინას ორი ვაჟი ჰყავდა გიორგი და ნიკოლოზი. გიორგი უფროსი იყო, ჩემზე 7 წლით დიდი, ხოლო ნიკოლოზი უმცროსი. ჩემზე 2 წლით დიდი. ნიკოლოზი და მე თითქმის სულ ერთად ვიყავით. ნინას მშობლიურ სახლში ხშირად მივყავდი, იქ ბებია, თავადის ასული ეკატერინე ცხოვრობდა, მამაჩემი, ქაიხოსრო და მისი ახალი ცოლი ნინო. უფროსი ძმები მყავდა ზურაბი და კირილე. ჩემს დედინაცვალს ნინოს შვილი არ უჩნდებოდა, ბევრჯერ უთქვამს მამაჩემისთვის, რომ მეც მათთან მეცხოვრა მაგრამ მამა რატომღაც უარზე იყო. დედობილ ნინას ისევ თავის პატარა სახლში მივყავდი, სადაც იმხელა სითბო და სიყვარული იყო, რომ ეს პატარა სახლი ნამდვილად ვერ იტევდა. ჯერ კიდევ პატარა ვიყავი, რომ ნინას ქმარი იაკობი ბრძოლაში დაიღუპა. გიორგი მარჯვე კაცივით ედგა დედას გვერდში. ყანაში დადიოდა, საქონელსაც მწყემსავდა. ის უკვე 18 წლის იყო და უკვე დიდი ტვირთი ჰქონდა თავის თავზე აღებული.
-გიორგი დღეს გვანცა ბატონის სახლში მიმყავს, საქონელს მიხედე დედი. ნიკოლოზიც არ მოიცილო გვერდიდან, თოფიც თან იქონიე შვილო, ამბობენ სიმშვიდეაო მაგრამ ეშმაკს არ სძინავს.-თავზე ხელი გადაუსვა ნინამ გიორგის და შუბლზე აკოცა.
-არ იდარდო დედაჩემო.-გაუღიმა გიორგიმ.-გვანცა შენ კი ბევრი იმეცადინე. მერე კი მე მასწავლე წერა კითხვა.-თვალი ჩამიკრა.
-შენ დიდი ხარ უკვე. მე ნიკოლოზს ვასწავლი.-მაშინ ვთვლიდი, რომ სწავლას ბავშვობიდან თუ არ დაიწყებდი, მერე დიდი ვეღარ ისწავლიდი.
-ნიკოლოზ.-ნინამ ნიკოლოზს გასძახა.-სად გაქრა ეს ბავშვი?-ქოთქოთებდა ნინა და თავშალს ისწორებდა.
-აქ ვარ.-ჭიშკარში მომღიმარი ნიკოლოზი გამოჩნდა.
-სად დადიხარ?-გაუბრაზდა ნინა.-ნუ დაეხეტები აღმა-დაღმა. შენს ძმას არ მოსცილდე იცოდე.-უბრაზდებოდა ნინა.
-კარგი რა დედი აქვე ვიყავი. ბიჭები კოჭებით ვთამაშობდით.
-შვილო გთხოვ გაფრთხილდი, უცხოს თუ დაინახავ გზაზე მაშინვე სახლში შემოდი.-არიგებდა ნინა შვილს.
-არ იდარდო დედაჩემო, ქამრით გამოვიბავ, გვერდიდან არ მოვიცილებ.-იღიმოდა გიორგი და თან თოხის ტარს თლიდა ხეზე მიყუდებული.
-კარგად დაიმახსოვრე რასაც გასწავლიან, მერე არ მითხრა დამავიწყდაო.-ყურში ჩამჩურჩულა ნიკოლოზმა.
-კარგი, მიყვარხარ.-გავუღიმე და ლოყაზე ვაკოცე. ნინას ჯერ გაეღიმა, მერე კი დიდმა სევდამ გადაურბინა სახეზე, მის თვალებში ცრემლიც შევნიშნე.
-წამოდი ჩემო გოგონა.-სევდიანად ჩაილაპარაკა და წამიყვანა ნინამ.
მალე ჩემს მშობლიურ სახლში ვიყავით. დიდი ფუსფუსი იყო ბატონის სახლში. ისე შევედით სახლში ყურადღებას არც არავინ გვაქცევდა. აივანზე ჩემი ბებია ეკატერინე გამოვიდა.
-მოხვედი ჩემო გოგონა?-მედიდურად გადმომხედა, არც მომფერებია, არც გაუღიმია. თუმცა მაინც მესიამოვნა მისგან სიტყვა „ჩემო“.
-როგორ ბრძანდებით ქალბატონო.-ნინამ მოწიწებით დაუკრა თავი ქალბატონს.
-ნინა, მასწავლებელი უკვე ელოდება გვანცას, შეუყვანე, შენ კი ჩემთან შემოდი მერე.-უთხრა ნინას და სახლში შესული საკუთარი ოთახისკენ გაემართა.
ფართო ოთახში ვიდექით, ყოველთვის ვაკვირდები თითოეულ ნივთს აქ მოსული. ძვირფასი ფარდაგებით იყო სახლი მორთული. სკამებზე ხავერდის გადასაფარებლები ეფარა. მაგრამ ამ სახლის სუნი არ მომწონდა. ყოველი აქ შემოსვლისას შიში მიპყრობდა, მეშინოდა რაღაცის. ნინას სახლში სიყვარული სუფევდა, აქ კი სიცივე, მიუხედავად იმისა, რომ აგვისტო იყო მაინც გამაკანკალა.
-გვანცა წამოდი, კაბინეტში შედი მასწავლებელი გელოდება.-მითხრა ნინამ და მეც კაბინეტისკენ წავედი. კაბინეტიც მდიდრულად იყო მორთული. დიდი ხის მაგიდა იდგა, გვერდით კი ხის ჩუქურთმებიანი სკამები. მარცხნივ ხის დიდი კარადაც იდგა, რომელშიც სხვადასხვა წიგნები ელაგა. რაც ამ სახლში მომწოდა ეს კარადა იყო თავის წიგნებით. მეგონა აქ იყო ძალაუფლების გასაღები. მეგონა ამ წიგნებში ვიპოვიდი პასუხებს ცხოვრებისეულ მრავალ კითხვაზე.
-მოდი ბატონის ასულო.-სკამი გამომიწია მასწავლებელმა და დამსვა.
-როგორ ბრძანდებით?-მოვიკითხე ჩემი პედაგოგი. გიგო ძალიან კარგი ადამიანი იყო. მამამ ის განსაკუთრებულად მოიწვია, რომ ჩემთვის წერა კითხვა ესწავლებინა.
მეცადინეობა დიდხანს გაგრძელდა. გიგომ წიგნი მომცა და დამავალა წამეკითხა. მე გამიხარდა, რადგან ნიკოლოზს წავუკითხავდი. გიგო მასწავლებელი კმაყოფილი იყო ჩემით. სწავლას მოვრჩი და ნინას ძებნა დავიწყე, ეზოში არ იყო, მერე გამახსენდა, რომ ეკატერინე ბებიამ დაიბარა თავის ოთახში და თავადის ქალის ოთახისკენ წავედი. კარის იქით ნინას ტირილის ხმა გავიგონე. ჩუმად მივაყურადე.
-ნინა დამშვიდდი. გვანცა აქ უნდა გაიზარდოს, ჩვენს ადათებს უნდა გაეცნოს, ვიცი შეგიყვარდა, შვილებისგან არ არჩევ, ქაიხოსროც სულ წინააღმდეგი იყო გვანცას აქ მოყვანის, მაგრამ უკვე დროა. ის როგორც ქალბატონი ისე უნდა გაიზარდოს და არა როგორც გლეხის გოგო.-ბებიას მედიდური ხმა ისმოდა კარს იქით.
-მესმის ქალბატონო. ნება თქვენია, მე ვერაფერს შევცვლი.-ისევ ტიროდა ნინა.-მაგრამ გთხოვთ ნება დამრთოთ, რომ ვნახო ხოლმე. ის თოთო მომიყვანეთ, მას მერე მკერდიდან არ მომიცილებია. დღემდე ჩემთან ჩახუტებულს სძინავს.-ცრემლები თავშლით შეიმშრალა ნინამ.
-როცა გინდა მაშინ ნახე.-მხარზე ხელი დაადო ეკატერინემ. უკვე კარი მქონდა შეღებული და ჯიუტად ვიდექი კარში.
-მე არ მინდა აქ ცხოვრება!-ბრძანებასავით გაისმა ჩემი ხმა.
-მამასავით ჯიუტი, გვიბრძანებს კიდეც.-გაეღიმა ეკატერინეს.
-მე ამ სახლში არ გადმოვალ!-ისევ გავიმეორე.
-გადმოხვალ ქალბატონო და ძალიანაც მოგეწონება აქ ცხოვრება.-მკაცრად ჩაილაპარაკა ეკატერინემ.
-არ გადმოვალ! აქ ცივა! აქ გული არავის აქვს!-ხმას ავუწიე.
-გვანცა!-შეშინებულმა შემომხედა ნინამ.
-ყოჩაღ ნინა. როგორ გაგითავხედებია ეს გოგო.-დაიყვირა თავადის ქალმა.-ჯერ ჯერობით წაიყვანე. ზრდილობა ასწავლე და ისიც როგორ უნდა მელაპარაკოს. ერთ კვირაში კი ამ სახლში გადმოდიხარ და პირადად მე გასწავალი როგორ უნდა აუწიო ტონს ჩემი თანდასწრებით, თავნება გოგო.-მკაცრად მელაპარაკებოდა ეკატერინე, თუმცა იმ წუთას მისი სულაც არ მეშინოდა.
-ნინა წავიდეთ.-ხელი მოვკიდე ნინას და სულ სირბილით წამოვიყვანე ბატონის სახლიდან. მთელი გზა ტიროდა ჩემი ძიძა, მასთან ერთად ვტიროდი მეც, რადგან ვიცოდი ჩემი ლაღი ბავშვობა უბრალოდ წარსულში რჩებოდა.
სახლში მალე დავბრუნდით. ნიკოლოზი და გიორგი ჯერ არ იყვნენ სახლში დაბრუნებულები. ნინამ ვახშმის მომზადება დაიწყო, თან შიგა და შიგ თავშლით იმშრალებდა ცრემლებს.
-ნინა ხშირად მოვალ და გნახავ.-ზურგიდან ხელები შემოვხვიე და თავი მივადე.-გთხოვ ნუ ტირი. არც მე მინდა წასვლა მაგრამ სხვა გზა არ მაქვს.-მეც ვტიროდი.- შენ , გიორგი და ნიკოლოზი ჩემი ნაწილი ხართ. ვერ შევძლებ და ვერ დაგივიწყებთ, ვერ მიგატოვებთ. იქნებ იქიდან უფრო შევძლო თქვენი დახმარება. მეც ხომ თავადის ასული ვარ. იგივე უფლებები მაქვს რაც ეკატერინეს.
-ჩემო გოგო.-შემობრუნდა ნინა და გულში ჩამიკრა.-როდის გაიზარდე ასე? თითქოს დღეს. ნამდვილად დღეს გაიზარდე. ისე ლაპარაკობ როგორ ქალბატონი.
-ნინა მიყავრხარ.-გული ამომიჯდა და ავქვითინდი.
-რა გჭირთ?-კარი გიორგიმ შემოაღო ჭრიალით.-დედაჩემო რა მოხდა?
-არაფერი.-ნინამ ცრემლები შეიმშრალა და მომცილდა. ისევ ცეცხლს მიუჯდა და ხის კოვზით კერძს დაუწყო მორევა.
-გვანცა შენ რაღა გჭირს? რას მალავთ?-შეშფოთებული გვიყურებდა გიორგი.
-ერთ კვირაში ბატონის სახლში უნდა გადავიდე საცხოვრებლად.-ცრემლები შევიმშრალე და გიორგის შემოვხვიე ხელები წელზე.
-ჩემო გოგო.-თავზე მაკოცა გიორგიმ და ხმა გაებზარა.-არ იდარდო გთხოვ.
-უნდა წახვიდე? შენ გინდა წასვლა?-ახლა ნიკოლოზმა შემომხედა ნაწყენი თვალებით, შებრუნდა და კარი ჭრიალით გაიხურა.
-სად წავიდა, მოაბრუნე დედი ის ბავშვი.-ნინამ მუდარის თვალები შეანათა გიორგის.
-მე მოვიყვან.-კარები გავაღე და ქუჩაში გამოვედი. ნიკოლოზს თვალი მოვკარი, გარბოდა. მეც უკან ავედევნე. ჩვენი მუხის ძირში დაჯდა და თავი მუხლებში ჩარგო.
-ნიკოლოზ.-მის წინ ვიდექი და ცრემლები თავისით მომდიოდა.-ხშირად მოვალ. ხომ იცი როგორ მიყვარხარ. გთხოვ შემომხედე.
-შენ გინდა წასვლა?-თავი არ აუწევია ისე ამოიტირა.
-არ მინდა, ქალბატონმა ბრძანა, რომ ერთ კვირაში უნდა მივიდე.-ისევ ვტიროდი, ცრემლები სახეს მისველებდა. მდინარიდან წამოსული ნიავი კი ჩამს თმას ჰაერში ატრიალებდა.
-მოხვალ ხოლმე? არ დამივიწყებ? ისევ გეყვარები?-თავი წამოსწია და ცრემლები სახელოთი მოიწმინდა.
-სულ მეყვარები.-მუხლებზე მის წინ დავდექი და ხელები კისერზე შემოვხვიე.
-ვინმე ბატონი შეგიყვარდება და ცოლად გაჰყვები.-დაიჩურჩულა ჩემს კისერში თავ ჩარგულმა.
-შენ გამოგყვები. ჩვენ ხომ შევთანხმდით.-ხელები გავუშვი და ცრემლმორეულ თვალებში ჩავხედე.-ეკლესიაში ხომ გითხარი, რომ ვერაფერი დაგვაშორებს. ჩემი არ გჯერა?
-შენი მჯერა, მაგრამ მეშინია. ახლა ბავშვი ხარ, გაიზრდები, სხვა სახლში იქნები და მათნაირი გახდები.-გაბუტულმა ჩაილაპარაკა.
-ნიკოლოზ მე მათნაირი არასდროს გავხდები. თუ მათნაირი გავხდები შენც აღარ გეყვარები. შენ ხომ ისინი არ მოგწონს.-შევხედე ნაწყენმა.
-გვანცა დღეს შენს ძმას კირილეს და გიორგის ჩხუბი მოუვიდათ. ის დაემუქრა და მეშინია რომ რამეს დაუშავებს. არ მინდა მათთან წახვიდე, არ მინდა მათნაირი გახდე.-ქვას ხელი წამოავლო ნიკოლოზმა და მდინარეში გადააგდო.
-რატომ იჩხუბეს? რა მოხდა, შენ იცი?-შევხედე შეშინებულმა და მკლავზე ხელი მოვკიდე.
-ცირას გამო, გიორგიმ უთხრა არ მიუახლოვდეო. ბატონის შვილმა თვალი დაადგა ცირას და კარგს არაფერს უნდა ველოდოთ.-სევდიანად ჩაილაპარაკა ნიკოლოზმა.
-ამიტომაც უნდა დავბრუნდე იქ. მე შევძლებ დავარწმუნო ბატონი, რომ შეწყვიტონ გლეხების ჩაგვრა. ნიკოლოზ ნუ მიბრაზდები. შენთვის და თითოეული აქ მცხოვრებისთვის უნდა დავბრუნდე და შევცვალო რამე. ქალბატონ ეკატერინეს ეშინია, რომ თქვენს დამცველად ვიქცევი და ამიტომაც უნდა ჩემი თავიდან აღზრდა, მაგრამ მე აქ გავიზარდე. მე ეს ყველაფერი ვნახე და ამას ვერავინ დამავიწყებს. ვერც ეკატერინე მაქცევს უგულო ადამიანად.-ისევ ხელები მოვხვიე ნიკოლოზს და ისევ ჩავეხუტე, თითქოს მინდოდა მისი სითბო დიდხანს გამყოლოდა.
-გვრიტებო სახლში არ მოდიხართ? დედა ნერვიულობს.-გიორგი გვიყურებდა და იღიმოდა.-წამოდით ბავშვებო სახლში.-შუაში ჩაგვიდგა, ხელი გადაგვხვია ორივეს და გზას გაუყევით სახლისკენ.
-გიო.-ავხედე გიორგის.
-რაო ჭინკა?-გამიღიმა.
-მიყვარხარ და არ მივცემ უფლებას რამე დაგიშავოს. შენ კი გთხოვ მაინც მოერიდე, ცირაც გააფრთხილე თვალში არ მოხვდეს.
-მოგიყვა უკვე?-გაბრაზებულმა შეხედა ნიკოლოზს.-მოვაგვარებ შენ არ ჩაერიო ჩემო გოგო.-თავზე ხელი გადამისვა.
-გიო.-ისევ შევხედე.-ხომ იცი შენ უფრო ძვირფასი ხარ ჩემთვის ვიდრე ის. მერე რა რომ ჩემი ძმაა.
-ვიცი ჩემო ქალბატონო.-გამიღიმა გიორგიმ.
ერთმა კვირამ მალე გაირბინა. მინდოდა დრო გაჩერებულიყო მაგრამ მე მაინც მომიწია ბატონის სახლში დაბრუნება. ამ ერთი კვირის განმავლობაში ნინა სულ ტიროდა. ნიკოლოზი კი ისეთი სევდიანი იყო გული მტკიოდა. ბედს უნდა შევგუებოდი, მე თავადის შვილი ვიყავი და ბატონის სახლში უნდა მეცხოვრა. ბედს დავმორჩილდი, აღარც ეკატერინეს ვეუხეშე და ჩემი კუთვნილი ადგილი დავიკავე. ლამაზი ოთახი მქონდა, ეკატერინეს ოთახის გვერდით. დედინაცვალი ნინოც კარგად მექცეოდა, შვილი რადგან არ ჰყავდა ჩემს მიმართ დედობრივ მზრუნველობას იჩენდა. მამაჩემი ქაიხოსრო კი მკაცრი და შეუვალი იყო. სულ შუბლშეკრული დაიარებოდა. მოურავი ავთო ერთი არამზადა კაცი იყო. თავადის შავ ბნელ საქმეებს სწორედ ის აგვარებდა. არც ჩემი ძმა კირილე იყო ანგელოზი. ისიც არამზადა იყო. გლეხის არა ერთ გოგოს გადაეკიდა და ცხოვრება დაუნგრია.
ნინასთან ხშირად მივდიოდი. ვეხმარებოდი ნინას, ცხენით საქონლის ამოსარეკად წავედი წყაროზე, რომ სამი ცხენოსანის ალყაში აღმოვჩნდი. მივხვდი, რომ გამტაცებლები იყვნენ და ვეცადე სიმშვიდე არ დამეკარგა. შიშის მიუხედავად მოვახერხე და სწრაფად დავუსხლტი ხელიდან. მარდი ცხენი მყავდა, სამივე ამედევნა. უკვე ვფიქრობდი, რომ ვეღარ გავექცეოდი, რომ ტყიდან ყიჟინით, რამდენიმე ახალგაზრდა ბიჭი გამოვადა ცხენებით, ხმლები გაიძრეს და გამტაცებლებს შეუტიეს. ერთ ერთი მათგანი დაიჭრა, ის იყო გამტაცებელს უნდა მოეკლა, რომ გონს მოვედი. მშვილდი მოვზიდე და ისარი შემართულ ხელის გულში გავუყარე. დაიღმუვლა და ხელიდან ხმალი გაუვარდა. დანარჩენები კი მისკენ წამოვიდნენ და დაუნდობლად აჩეხეს ხმლით.
-ვინ ხართ?-ცხენით მათთან მივედი.
-შენ ვინ ხარ? ასე კარგად რომ ისვრი?-გამიღიმა დაჭრილმა ყმაწვილმა.
-სისხლი მოგდის.-ცხენიდან ჩამოვხტი და წელზე შემოხვეული თავშლით ჭრილობა შევუხვიე.
-მადლობა.-ტკივილისგან სახე დამანჭა უცნობმა.
-უბრალო ნაკაწრია, გადარჩები.-გავუღიმე.-მადლობა თქვენ.-შევხედე ბიჭებს, რომლებიც ჩემზე ცოტა უფროსები იყვნენ 15-16 წლისები.-თქვენ რომ არა მომიტაცებდნენ.
-უფლისწულო კარგად ხართ?-ერთ-ერთმა ბიჭმა შეხედა დაჭრილს.
-უფლისწულო? თქვენ მეფის ვაჟი ხართ?-შევხედე ინტერესით.
-მომავალი მეფე.-ცხენზე ცდილობდა შემჯდარიყო თან მე მიღიმოდა.
-ჩვენ შეფიცულები ვართ, გამტაცებლებს ვებრძვით პარტიზანული თავდასხმებით.-მითხრა მეორე ბიჭმა.-მათი კვალი ავიღეთ, უკან მოვყვებოდით, მერე დაგვეკარგნენ.
-მეც მინდა თქვენს რაზმში.-შევხედე მათ, მათ კი ერთხმად გაეცინათ.-რა გაცინებთ. სამ კაცს ვერ ვაჯობებდი, თორემ ერთი რომ ყოფილიყო ვაჩვენებდი სეირს.-დავიქადნე.
-გვჯერა, მაგრამ შენ გოგო ხარ. სახლში უნდა იყო, მათთან ბრძოლა კი კაცების ვალია.-გამიღიმა უფლისწულმა.
-რა გქვიათ?-ისევ უფლისწულს ვუყურებდი.
-სოლომონი.-ცხენს მოახტა და ჩაილაპარაკა.-შენ რა გქვია?
-გვანცა.-ჩემი ცხენის აღვირი მეჭირა ხელში.
-ლამაზი ხარ.-თვალს არ მაცილებდა.-ახლა კი სახლამდე მიგაცილებთ.
-არ მინდა.-დაბნეულმა შევხედე და სულ გავწითლდი.-თავად დავბრუნდები.-ვუთხარი და ცხენით სწრაფად გავქუსლე, ბიჭები კი უკან ჩამოვიტოვე.
-გიორგი უფლისწული ვნახე.-სახლში შევედი თუ არა გიორგის წინ ჩამოვუჯექი და ყველაფერი მოვუყევი.
-ჯანდაბას.-გაბრაზებული კედლებს აწყდებოდა გიორგი.-აღარ წახვიდე მარტო არსად. რომ მოეტაცებინე რას ფიქრობდი?
-ადრეც სცადეს, მაშინ 2 კაცი იყო. გაუხედნავ ცხენზე შევჯექი და გამოვექეცი. ახლა ძალიან შემეშინდა, უკვე მეწეოდნენ. მზისთვალას დაეწივნენ ისეთი მარდი ცხენები ჰყავდათ.-ჩავილაპარაკე.
-შენი მზისთვალა უკვე დაბერდა, ამიტომ მზისთვალას შვილი ელვა გავხედნოთ შენთვის.-მითხრა გიორგიმ.
-მართლა მაჩუქებ ელვას?-კისერზე ჩამოვეკიდე გიორგის, მან კი თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია.-მიყვარხარ?-ლოყაზე მოწყვეტით ვაკოცე. სწორედ ამ დროს კარში ნინა და ნიკოლოზი შემოვიდნენ.
-აქ ბრძანდება.-გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა ნიკოლოზმა.
-გვანცა სად დადიხარ? შემეშინდა, შენს საძებნელად წამოვედით. საქონლის ამოსარეკად არ წახვედი?-მსაყვედურობდა ნინა.
-მისი მოტაცება სცადეს.-ჩაილაპარაკა გიორგიმ.
-ვაიმე დედა.-იქვე მოწყვეტით ჩამოჯდა ნინა.-ისევ უნდა გვეშინოდეს.-ტირილი დაიწყო.
-ნუ გეშინია ნინა.-მივედი და დამშვიდება დავუწყე.-უფლისწულს შეფიცულთა რაზმი ჰყავს და გამტაცებლებზე ნადირობენ.
-ვინ უფლისწულს, რას ლაპარაკობს ეს ბავშვი?-ახლა გიორგის გახედეს ნიკოლოზმა და ნინამ.
-მომავალმა მეფემ იხსნა განსაცდელისგან.-გაიღიმა გიორგიმ.
-ვალში არც მე ვარ, სიკვდილს გადავარჩინე.-კმაყოფილმა შევიფერე.
-მოდი აქ.-მკაცრად ჩაილაპარაკა ნინამ.-დაჯექი და მომიყევი რა მოხდა.-მეც მოვუყევი ყველაფერი.-ბატონის სახლში წახვალ და ფეხს არ გამოადგამ სახლიდან, ხვალვე ბატონს დაველაპარაკები, რომ არ გამოგიშვას.-ბრაზობდა ნინა.
-გეხვეწები ეგ არ ქნა?-შევეხვეწე ნინას.-გიორგიმ ელვა მაჩუქა, გავხედნი და ვერავინ დამეწევა.
-გაგიჟდი? ღამით მიდიხარ აქედან, ნახევარი ტყე უნდა გაიარო, კიდევ, რომ დაგხვდეს ვინმე რას იზავ?-ბრაზობდა ნინა.
-გავიქცევი, ჩავუსაფრდები და მშვილდს ვესვრი. გთხოვ არ უთხრა ქაიხოსროს არაფერი.-ვეხვეწებოდი ნინას.
-არ უთხრა დედი.-ახლა ნიკოლოზი ეხვეწებოდა.-მე როგორ გავძლო, რომ არ ვნახო ეს ქაჯი.-თმა მომწიწკნა ნიკოლოზმა.
-კარგი, მაგრამ ცოტა ხნით მოხვალ და უკან გიორგი გაგაცილებს.-მითხრა ნინამ.
ორმა წელმა სწრაფად გაირბინა, ამ წლებში მივხვდი რა ხდებოდა ბატონის სახლში და ადამიანებიც გადავაფასე. სულ ვვარჯიშობდი, ვჯირითობდი, განუწყვეტლივ ვკითხულობდი. მინდოდა მალე გავზრდილიყავი და ყველასთვის ადგილი მიმეჩინა. ყველასთვის, საკუთარ ოჯახს უნდა დავპირისპირებოდი.
უფლისწულზე ხშირად ვფიქრობდი, რამდენჯერმე გლეხების საუბარი მოვისმინე, რომ სოლომონი დაუნდობლად ებრძოდა გამტაცებლებს თავის შეფიცულთა რაზმით. ვამაყობდი ჩემი მომავალი მეფით.
ნინასთან მაინც ხშირად მივდიოდი, იმ პატარა სახლის სუნი მიყვარდა, რადგან ეს სიყვარულის სუნი იყო. ორი წლის მერე ისევ შენიშნა კირილემ ცირა და ისევ გადაეკიდა, მოსვენებას არ აძლევდა. გოგო სახლიდან არ გამოდიოდა შიშით.
-კირილე უნდა დაგელაპარაკო.-კირილეს ოთახში შევუვარდი, მოსამსახურე გოგო საწოლზე ჰყავდა დაწვენილი და ხელებს უფათურებდა.-მარიამ გადი ოთახიდან!-ბრძანებასავით გაისმა ჩემი ხმა და გოგოც უცბათ გავიდა დარცხვენილი.
-სულ გაგიჟდი? ვინ მოგცა უფლება ასე რომ მივარდები ოთახში?-დამიყვირა კირილემ.
-ხმას დაუწიე!-ჩემმა ხმამ თავად შემაშინა.-არ გაბედო და ჩემს მეგობარს ახლოს არ გაეკარო!-დავუყვირე კირილეს.
-შენ ვის უყვირიხარ? თავი ვინ გგონია?-მანაც აუწია ხმას.
-იცოდე ცირას არ მიუახლოვდე, თორემ ჩემი ხელით გამოგჭრი ყელს.-კბილებში გამოვცერი და გაბრაზებულმა შევხედე.
-მაინც როგორ?-ხმამაღლა გაეცინა, მანამ ის იცინოდა მოხერხებულად ავართვი წელზე ჩამოკიდული დანა, უცებ მოვუარე ზურგიდან და მის უკან მდგომ სკამზე ავედი და პირდაპირ საძილე არტერიაზე მივაბჯინე დანა, სანამ გაიაზრა მის თავს რა ხდებოდა.
-ერთი პატარა განძრევა და მთელი ოთახი შენი სისხლით შეიღებება.-მის ყურთან დავიჩურჩულე.-ადამიანის ფიზიონომია ზეპირად ვიცი, ისიც ვიცი, როგორ შეიძლება ადამიანი ერთ წუთში მოკლა, სხვა დროს განზრახვას სისრულეში მოვიყვან.-დანით კანი გავუკაწრე და საწოლზე მოვისროლე ცივი იარაღი. გაშეშებული იდგა, ვერ ინძრეოდა, გააზრება სანამ მოასწრო რა მოხდა მისი ოთახიდან გამოვედი.
ამ ამბავს მშვიდად არ ჩაუვლია, მამას მოახსენა კირილემ ყველაფერი და სამსჯავროზე დამიბარეს საღამოს.
-გვანცა რაც კირილემ მომიყვა მართალია?-ხმას აუწია ქაიხოსრომ.
-გააჩნია მაგ ვირთხამ რა მოგიყვა.-გაბრაზებულმა შევხედე კირილეს.
-ხომ ხედავ ბატონო როგორ მელაპარაკება. გაათავხედეს, გლეხებთან ზრდილობას სად ისწავლიდა.-ისევ გამოენთო კირილე.
-გვანცა ხვდები, რომ შეიძლება მოგეკლა?-ისევ გაბრაზებული მიყურებდა ბატონი ქაიხოსრო.
-ვხვდები და თუ კიდევ გაბედავს ჩემთან ტონის აწევას და მუქარას მარტო ნაკაწრს არ ვაკმარებ.-ცეცხლებს ვაფრქვევდი თვალებიდან.
-არა კაცობას იჩემებ და 12 წლის ბავშვმა როგორ წაგართვა დანა და მოგაბჯინა ყელზე.-გაიცინა ზურაბმა,-შენისთანა ქათამი მოსაკლავია აბა რაა.
-ზურაბ კმარა, ეს სასაცილო არ არის.-შეხედა ქაიხოსრომ.
-მამა მოდი შევაჯიბროთ, რომელიც აჯობებს ბრძოლაში ის დასაჯე.-ისევ ერთობოდა ზურაბი.-დარწმუნებული ვარ ეს ქათამი დამარცხდება.-მხარი გაჰკრა კირილეს, ამ უკანასკნელმა კი შეუბღვირა.
-სასაცილოა იცინეთ, დამსაჯეთ, მაგრამ არ მოისმინოთ არაფერი. ერთხელაც რომელიმე გოგოს ქმარი გამოსჭრის ყელს და მერე იცინეთ. ნახევარი სოფლის გოგონებს ნამუსი ახადა თქვენმა ნაქებმა შვილმა.-გაბრაზებულმა შევხედე ქაიხოსროს.
-რას ამბობს ეს ბავშვი?-ახლა კირილეს შეხედა ქაიხოსრომ.
-რა თქმა უნდა არ მოგიყვებოდა თავის არაკაცობის ამბებს. მარტო ის მოგიყვა მე როგორ დავემუქრე. ბოდიშს არ მოვიხდი, როგორც გინდათ ისე დამსაჯეთ, მაგრამ თუ ცირას ახლოს გაეკარება ყველა წმინდანს ვფიცავ საჭურისად დავტოვებ თქვენს ნაქებ ვაჟს.-ახლა ქაიხოსროს მივუბრუნდი.
-ქართველი ქალის ნამდვილი სახე.-ტაში დაუკრა ზურაბმა.-ვამაყობ შენით პატარა.-ხელი მომხვია და გულში ჩამიკრა.
-ქალბატონს ასეთი ლაპარაკი არ ეკადრება?-ეკატერინემ ამოიღო ხმა.
-ქალბატონს არც ის ეკადრება თავის ქვეშევდომების უბედურებაზე დახუჭოს თვალი.-ახლა ბებიას შევხედე საყვედურით.
-მონასტერში გაგზავნე ქაიხოსრო, ამისგან ქალბატონი არ დადგება.-ხელი ჩაიქნია ეკატერინემ.
-მონასტერში არა. სამ წელში ოსმალეთში გავუგზავნი სულთანს, თუ არ დაჭკვიანდება.-გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა ქაიხოსრომ.-ლამაზია, ჯიუტი და დიდ სარგებელს ვნახავ.
-ქაიხოსრო იმედია ხუმრობ.-ცრემლიანი თვალებით შეხედა ნინომ.
-არ ვხუმრობ ნინო.-მთელი სერიოზულობით ჩაილაპარაკა ბატონმა.
-მამა რას ამბობ?-ახლა ზურაბმა შეხედა შეშინებული თვალებით.
-თემა დახურულია. გიგო ხვალიდან თურქულს შეასწავლის.-ჩაილაპარაკა და ოთახიდან გავიდა. ყველას სახე, რომ დავაფიქსირე მერე მივხვდი, რომ ქაიხოსროს არ უხუმრია და მართლა მიპირებდა გაყიდვას, ისევე, როგორც სხვა გლეხის შვილებს ყიდიდა ოსმალებზე.
ნიკოლოზისგან გავიგე, რომ კირილე ახლოს არ ეკარებოდა ცირას იმ ამბის მერე. გიგომ მართლა დამიწყო თურქული ენის სწავლება. თურქულთან ერთად ბერძნული ანბანიც შემასწავლა. მივხვდი, რომ ქაიხოსრო არ ხუმრობდა და ვემზადებოდი. ვფიქრობდი, როგორ გავექცეოდი მის ჯალათებს და ნიკოლოზთან ერთად გადავიკარგებოდი.
ერთი თვე გავიდა მას მერე რაც კირილეს ვეჩხუბე.
-გიორგი ვარჯიში უნდა გავაგრძელო, ბრძოლა კარგად უნდა ვისწავლო.-ვუთხარი გიორგის.
-რად გინდა ჭინკა? შენ ხომ ქალბატონი ხარ.-იცინოდა.
-გთხოვ, მარტო ვერ ვივარჯიშებ და დამეხმარე.-ისევ შევეხვეწე.
სამი წლის ვიყავი ცხენზე ჯდომა, რომ მასწავლა იაკობმა, მერე კი ხმლით ბრძოლა.
გიორგიც კარგი მებრძოლი იყო, ბიძამისი ომში იყო ნამყოფი და ბრძოლის ხელოვნება მან ასწავლა. მასთან ერთად მეც და ნიკოლოზსაც გვასწავლიდა ხმლით ბრძოლას. გიომ ორი ხის ხმალი გამოთალა და ვარჯიში განვაგრძე.
-ჭინკა იცი უფლისწულს მინდა დავეხმარო, გამტაცებლებს მინდა ვებრძოლო. სოლომონს შევხვდი, მათ შეფიცულთა რაზმში ვარ.-მითხრა ერთხელ გიორგიმ.
-მართლა?-გახარებულმა შევხედე.
-ნიკოლოზს და ნინას არ უთხრა გთხოვ. დედა სულ ნერვიულობს და არ მინდა იცოდეს.-მითხრა თხოვნით.
-არ ვეტყვი. გიო მეც მინდა მაგ რაზმში. ხომ კარგად ვიბრძვი, გთხოვ სთხოვე უფლისწულს და მეც ვიბრძოლებ.-ვთხოვდი გიორგის.
-გაგიჟდი? არაფერსაც არ იბძოლებ. შენ მგონი ულისწულის ნახვა გინდა.-იღიმოდა გიორგი.-რაო ჭინკა, დედოფლობას ხომ არ გვიპირებ.-ხმამაღლა გაიცინა. მე კი გავბრაზდი.
-სულაც არ მომწონს ეგ თქვენი უფლისწული. მე ნიკოლოზის ცოლი გავხდები.-გავებუტე გიორგის.
-ეგ შეუძლებელია გვანცა.-სევდიანად ჩაილაპარაკა გიორგიმ.-ხომ იცი ქაიხოსრო არ დაუშვებს, რომ გლეხს მისთხოვდე.-თმაზე მეფერებოდა გიორგი.-თანაც მგონი უფლისწულსაც მოეწონე, მადლობა ვუთხარი შენი გადარჩენისთვის, მას კი ისე გაუხარდა რომ გიცნობდი. დეტალურად გამომკითხა შენზე. უფლისწული თუ დაინტერესდება შენით ქაიხოსროს თარეშსაც ბოლო მოეღება.-იმედიანად მიყურებდა გიორგი.
-გიორგი არ უთხრა უფლისწულს არაფერი გთხოვ. მე არ მინდა..-ცრემლი მომერია.
-რას მიმალავ?-ცრემლები შემიმშრალა გიორგიმ.
-მე და ნიკოლოზმა ხატის წინ დავიფიცეთ, რომ ერთმანეთს ვუერთგულებდით.-დამნაშავე ბავშვივით ჩავილაპარაკე.
-ეს რატომ გააკეთე? ხომ იცი, რომ ეს შეუძლებელია, ხატი არ გაპატიებს ფიცის გატეხვას, ასე არ შეიძლება გვანცა. მიდით და მამაოს დაელაპარაკეთ ორივე.-გაბრაზდა გიორგი.-სულელი ბავშვები ხართ ორივე.
ერთი წელი გიორგი მავარჯიშებდა ბრძოლაში. დრო და დრო გიორგი მიდიოდა და უფლისწულს ეხმარებოდა. გიგო თურქულს მასწავლიდა. მე კი ნიკოლოზს ქართულად წერა კითხვას ვასწავლიდი. ეკატერინე მიშლიდა სახლიდან გასვლას, მაგრამ ისე ვეპარებოდი ყველას ვერც კი იგებდნენ.
ორმა წელმა სწრაფად გაიარა, ვიზრდებოდი, და საკუთარი ოჯახის ნაკლოვანებებს უფრო კარგად ვხედავდი.
-რატომ სწავლობ ბრძოლას?-ერთხელ შემეკითხა გიორგი.
-დამპირდი, რომ ნინას და ნიკოლოზს არ ეტყვი არაფერს.-შევხედე ცრემლიანი თვალებით.
-რა მოხდა პატარა?-გულში ჩამიკრა.
-მამას სურს ოსმალეთში სულთანთან გამგზავნოს.-ამოვიტირე მის მკერდზე მიხუტებულმა.
-არა. შეუძლებელია, ასე ვერ მოგექცევა.-შეშინებული მიყურებდა.
-უკვე გადაწყვეტილი აქვს.
-ღმერთო ჩემო. საკუთარ შვილსაც იმეტებს.-გიორგისაც ცრემლი მოადგა თვალზე.-მოვკლავ, ამის უფლებას არ მივცემ.
-არა გიორგი. მე გავიქცევი, ვერ გამგზავნის. ბრძოლა უნდა მასწავლო, რომ თავი დავიცვა.-მომავალი ნიკოლოზი დავინახე და ცრემლები შევიმშრალე.- ნიკოლოზი მოდის და არ უთხრა. ცრემლები სწრაფად შევიმშრალე და ნიკოლოზს გაღიმებულმა შევხედე.
-რატომ იტირე?-შემომხედა და თვალი არ მოუცილებია.
-გინდა დაგხატო?-შევხედე ნიკოლოზს.
-რატომ?
-რომ მომენატრები შენს სურათს დავხედავ.
-შენი თავი დახატე და შენი სურათი მაჩუქე, რომ მომენატრები დავხედავ.-გამიღიმა.
-ჯერ შენ დაგხატავ.-მინდორზე ჩამოჯდა და მეც ხატვა დავიწყე.
ვხატავდი ნიკოლოზს და ცრემლით მევსებოდა თვალები.
-რა გჭირს?-სევდიანად შემომხედა.
-არაფერი. უბრალოდ მეშინია რომ დაგვაშორებენ.-ცრემლი მოვიწმინდე და თვალები დამნაშავე ბავშვივით დავხარე.
-რაც ბატონის სახლში გადახვედი მეც სულ ვფიქრობ, რომ ჩვენი გზები გაიყრება.-დიდი ტკივილი გამოესახა სახეზე.
-ხატვას გავაგრძელებ, არ გაინძრე.-დიდი ტკივილის მიუხედავად მაინც გავიღიმე და ისე შევხედე ნიკოლოზს.
მალე მონახაზი გავაკეთე და ნახატის ხატვა გავაგრძელე. ვუყურებდი ნიკოლოზს და ყველა დეტალს ვითვალისწინებდი. თითქოს მინდოდა ფურცელზე მისი ზუსტი ასლი გადამეხატა, რომ ეს ერთადერთი ნუგეში მაინც მქონოდა.
ვარჯიშს ვაგრძელებდი. გიორგის ბიძაც დაბრუნდა სოფელში და ბიძია დავითი აქტიურად გვავარჯიშებდა მე, გიორგის და ნიკოლოზს.
-დავით კარგი ესენი ბიჭები არიან, მაგრამ ამ გოგოს რად უნდა ხმალი?-ქოთქოთებდა ნინა.
-ნინა ამ გოგოს უფრო კარგად გამოსდის ბრძოლა ვიდრე შენს შვილებს.-გაიცინა დავითმა და მჭადის მოზრდილი ლუკმა ჩაკბიჩა.
-ქალბატონია, გლეხის გოგო ხომ არ არის თავის დაცვა დასჭირდეს.-აგრძელებდა ნინა.
-ისეთი დროა ჩამო ნინა, რომ ბრძოლა ყველამ უნდა იცოდეს.-სევდიანად ჩაილაპარაკა დავითმა.-უამრავი ტყვე იყიდება უცხოეთში, ან რითი გვიდგია ქართველებს სული. დაუსრულებლად გრძელდება ბავშვების გაყიდვა. ბატონები უფრო ითბობენ ხელს..-უცებ საუბარი შეწყვიტა და მე გადმომხედა.
-ბიძია დავით ვიცი მამაჩემს გულისხმობთ.-შევხედე სევდიანი თვალებით.-ადამიანები არ ირჩევენ მშობლებს, ჩემი ნება, რომ იყოს ამ სახლში დავიბადებოდი ნინას შვილად.-ნინას გავუღიმე.
-ვიცი შვილო.-შემომხედა დავითმა.-ქაიხოსროს სისხლი ვერ შეგცვლის შენ. სულ განსვენებულ ქალბატონს გავხარ, ღმერთმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი. სიკეთის განსახიერება იყო დედაშენი. შენი ძმა ზურაბიც არ არის ცუდი. ცუდ გარემოშია და ვერ ეწინააღმდეგება ქაიხოსროს.
-სამაგიეროდ კირილე დაიმგვანა.-ჩავილაპარაკე გაბრაზებულმა. გიორგისაც დაეჭიმა ყელზე ძარღვები კირილეს ხსენებაზე.
-გვანცა, შვილო.-შემომხედა დავითმა.-ცხენზე ჯდომა იცი? ბრძოლას, რომ სწავლობ ცხენზე ჯდომაც უნდა იცოდე.
-იცის ბიძია.-გაიღიმა გიორგიმ.-მინდორზე გაშვებული გაუხედნავი ცხენები უნაგირის გარეშე გახედნა. ქალი კი არა ქაჯია.-ნიკოლოზსაც გაეღიმა.
-რას ამბობს ეს?-შეშფოთებულმა შემოგვხედა ნინამ.-გვანცა ქალბატონი აღარ გამოგიშვებს აქ. როგორ იქცევი.-საყვედურით შემომხედა ნინამ.
-ნინა შენი ახალგაზრდობა დაგავიწყდა? ჩემმა ძმამ, რომ მოგიტაცა ცხენიდან ძლივს ჩამოგსვა სამმა კაცმა.-იცინოდა დავითი.
-მე გლეხის გოგო ვიყავი. გვანცა კი თავადის ქალია. არ შეეფერება ასეთი მოქცევა. თქვენ სამმა კი სულ გააველურეთ, ქალბატონი ეკატერინე კი მე მეჩხუბება აღზრდა დააკელიო.-საყვედურით შესცქეროდა ნინა დავითს და ბიჭებს.
-ნინა, ნინა.-ხელები წელზე მოვხვიე და ჩავეხუტე.-დრო მოვა და ღმერთს მადლობას ეტყვი, რომ ასეთი გამზარდე.-ქაიხოსროს სიტყვები გამახსენდა, როგორ მამზადებდა ოსმალეთში გასაგზავნად და გული მომეწურა.
-რას მიმალავ?-თავი მაღლა ამაწევინა და თვალებში ჩამხედა.-გვანცა რა ხდება ჩვენს თავს?-თითქოს წაიკითხა ჩემს თვალებში ის დიდი ტკივილი.-მერე თვალებით დავითს გადახედა, მასაც დიდი ტკივილი ედგა თვალებში. შემდეგ გიორგის და ნიკოლოზს შეხედა. გიორგიმ თვალები ძირს დახარა. ნიკოლოზი კი ისევ გემრიელად ილუკმებოდა. ნინას მზერა ნიკოლოზზე შეუჩერდა, მერე ხელი მომკიდა და ჩქარი ნაბიჯით გამიყვანა ეზოში.-რა ხდება გვანცა?-თვალები აუცრემლიანდა, მოსალოდნელ უბედურებას ისიც გრძნობდა.
-ქაიხოსრო ოსმალეთში მიპირებს გაგზავნას. -არ ვიცი რა ძალა მეყო, რომ არ მეტირა.-ნინა ხომ იცი რა ძლიერი ვარ, ხომ იცი ყველაფერს გავუძლებ. არ იდარდო გთხოვ. გავიქცევი, თავს ვუშველი, ვერ გამაგზავნის, ჯერ ისედაც არ აპირებს. ჯერ 16 წლის გახდიო, მანამდე დრო მაქვს. თქვენ ვერ გელევით თორემ აქამდე გადავიხვეწებოდი სადმე.
-ღმერთო.-ყრუ ღრიალი აღმოხდა ნინას.-როგორ შეუძლია ასე მოგექცეს?
-ნინა არ იტირო გთხოვ. ნიკოლოზი ინერვიულებს, მან არაფერი იცის.
-ვაიმე შვილებო.-იქვე ქვაზე ჩაიმუხლა და ოთხად მოკეცილი ყრუდ აქვითინდა. ვამშვიდებდი, ვაწყნარებდი მაგრამ უშედეგოდ.
სახლში დაბრუნებული სარკის წინ დავჯექი და საკუთარი სურათი დავხატე. მეორე დღეს კი გახარებული მივედი ნიკოლოზთან და ჩემი სურათი ვაჩუქე.
-ეს შენ გექნება, რომ არ დაგავიწყდე.-ნახატი მივეცი.-როცა დახედავ წარმოიდგინე, რომ შენთან ვარ.-ეს კი მე მექნება თან.-ახლა ნიკოლოზს საკუთარი პორტრეტი დავანახვე.
-ისე რატომ იქცევი თითქოს მემშვიდობები.-ხელი მომხვია და გულზე მიმიხუტა.
-სულ მენატრები და მგონია შენც გენატრები.-შევხედე გაბუსხულმა.
-როგორ შეიძლება მომენატრო, როცა სულ აქ ხარ.-გაიცინა ნიკოლოზმა.
-დრო მოვა და იგრძნობ მონატრებას.-ხელები წელზე შემოვხვიე და ჩავეხუტე. ნინა კი ჩუმად გვიყურებდა და თავშლით იწმენდდა ცრემლებს.
სახლში დავბრუნდი, გიგო აქტიურად მამეცადინებდა. კარგი მასწავლებელი იყო, ბევრ რამეს მასწვლიდა, საინტერესო წიგნები მოჰქონდა ჩემთან და ვკითხულობდი. მეცადინეობას მოვრჩი და საძინებელში შევედი. იქ კირილე დამხვდა, ჩემს ნივთებს ათვალიერებდა.
-აქ რა გინდა? ახლავე გადი აქედან.-გაცეცხლებულმა ხელიდან ჩემი დღიური წავართვი.
-ესე იგი გლეხის ბიჭი შეგიყვარდა.-ამაზრზენად გადაიხარხარა.-მე კი ნამდვილი ეშმაკი ვარ.-სავარძელში ჩაჯდა და ირონიულად შემომხედა.
-არამზადა ხარ კირილე. სხვის ნივთებში ხელების ფათურით შენს არამზადობას ამტკიცებ მხოლოდ.-შევუღრინე და თვალებით კარისკენ ვანიშნე.
-პანტერა.-ხელებით ბრჭყალების იმიტაცია გააკეთა და ისევ გადაიხარხარა.-ნამდვილი პანტერა ხარ, საშიში და ველური. გლეხის ცოლობა მოგიხდება, ქალბატონად მაინც არ ვარგიხარ.-თვალებით ამათვალიერა და თავი უკმაყოფილოდ გაიქნია.-არა მამაჩემი რაზე ფიქრობდა იმ გლეხებს, რომ მიგაბარა?
-კირილე გაეთრიე აქედან.-ხმას ავუწიე.
-რა ხდება?-ოთახში ზურაბი შემოვიდა.-ამხელა კაცს სხვა საქმე არ გაქვს?-გაბრაზებულმა შეხედა კირილეს.-რაც გააკეთე ის არ კმარა?-ისევ ბრაზობდა ზურაბი.
-ნუ იცავ. ის არც შენ დაგიცავს და არც მე.-ცხვირთან თითი მიუტანა კირილემ.
-მთვრალი ხარ.-ზიზღით შეხედა ზურაბმა.-წამოდი.-ხელი მკლავზე მოჰკიდა და სულ ძალით გაიყვანა ჩემი ოთახიდან.
ერთი კვირის მერე ბედნიერი მივიჩქაროდი ნიკოლოზთან ახალი წიგნით, რომ შორიდან ქალების კივილი მომესმა. გულში საშინელი ტკივილი ვიგრძენი, თითქოს გული ამომგლიჯეს. ცხენით, რომ არ ვყოფილიყავი ნინას სახლამდე ვერც მივაღწევდი. ცხენიდან ძლივს ჩამოვედი, როცა ატირებული ნინა დავინახე, გარს ქალები ეხვეოდნენ და რამდენჯერაც გული წაუვიდოდა წყალს ასხავდნენ სახეზე.
-ნინა გონს მოდი.-ხელით ლოყებზე ხელის გულს ურტყავდა იზო.
-ნინა იპოვიან, გამაგრდი.-ხელებს უზელდნენ სხვა ქალები.
-რა მოხდა?-ყრუ ღრიალი აღმომხდა ყელიდან, საკუთარი ხმა თავადაც ვერ ვიცანი. ნინას ბუნდოვნად ვხედავდი თვალზე მომდგარი ცრემლების გამო.
-გვანცა.-ძლივს გასაგონად აღმოხდა ნინას.-ნიკოლოზი, ჩემი ნიკოლოზი.-ამოიტირა და ისევ გონება დაკარგა.
-რა დაემართა?-ვგრძნობდი ხელები და ფეხები როგორ მეყინებოდა და მოძრაობის უნარს თან და თან ვკარგავდი.
-მოიტაცეს შვილო. გიორგი, დავითი და მთელი სოფელი ეძებს.-ამოიტირა მეზობლის ქალმა.
-მოიტაცეს?-ხმა საერთოდ ჩამიწყდა. უკან გამოვბრუნდი. არ მახსოვს როგორ აღმოვჩნდი ცხენზე, არც ის მახსოვს სად მივდიოდი. გონს რომ მოვედი უკვე სხვა სოფელში ვიყავი გადასული.“მოიტაცეს“ ექოსავით ჩამესმოდა ეს სიტყვა. მდინარის პირას გავაჩერე ცხენი და არადაამიანური ხმა აღმომხდა.-ნიკოლოოოზზზ.-სად უნდა მეძებნა, სად უნდა მეპოვა. ნინა ჩემს ბედს ტიროდა და საკუთარი შვილი მოსტაცეს.
სამი დღე ეძებდნენ თუმცა ვერანაირ კვალს ვერ მიაგნეს. თითქოს მიწამ ჩაყლაპა, ჩემი ნიკოლოზი უკვალოდ გაქრა. ნინასთან მივდიოდი, გათიშული ვიჯექი და ვერაფერს სანუგეშოს ვერ ვეუბნებოდი. თითქოს ათი წელი მოაკლესო, ღიმილი საერთოდ დაკარგა. ღიმილი ყველამ დავკარგეთ. განსაკუთრებით გიორგი განიცდიდა. თავს იდანაშაულებდა, რომ ნიკოლოზი ცხენების მოსაყვანად გაგზავნა. ხო, ცხენები უნდა მოეყვანა მინდვრიდან და უბრალოდ გაქრა. მაშინ 15 წლის იყო, მაღალი, ტანადი და ლამაზი იყო ნიკოლოზი. ნებისმიერს გოგოს აუჩქარებდა გულს, სოფლის გოგონები სულ ეპრანჭებოდნენ მაგრამ ის მხოლოდ მე მხედავდა, მისთვის მხოლოდ მე ვარსებობდი. დავკარგე, ჩემი გული დავკარგე.
-ნინა ვიცი ვერაფრით განუგეშებ, ვერაფრით დაგეხმარები, მაგრამ მინდა იცოდე. თუ ეს სიცოცხლე არ მეყოფა მის მოსაძებნად მეორედ დავიბადები და ვიპოვი.-ყელში ბურთივით გამეჩხირა მოწოლილი ცრემლები.
-დედა, მოგიკვდი შვილო.-ხელები შემომხვია ნინამ.-ვიცი შენც გტკივა, ძალიან გტკივა. შენც, რომ დაგკარგო ვეღარ გადავიტან. ეს იცოდე და სისულელე არ ჩაიდინო.
-იცი ერთხელ მითხრა, რომ ჩემი გული შენი იყოს, შენი გული კი მე მომეციო. იმ დღის მერე მართლა ვგრძნობ, რომ ჩემი გული მასთან არის, მისი კი ჩემთან. ჯოჯოხეთში რომ დამჭირდეს ჩასვლა ნიკოლოზს ვიპოვი.-ნინას ვეკვროდი და გულამომჯდარი ვტიროდი მასთან ჩახუტებული.
სანამ გვანცა ნიკოლოზს მისტიროდა სწორედ იმ დროს ეგვიპტეში მიიყვანა ნიკოლოზი აჰმედ აღამ და ალი ბეის (იოსებ მღებრიშვილი) წარუდგინა.
-ჩემო აჰმედ, ეს რა კარგი ვაჟკაცი მომიყვანე.-კმაყოფილებას ვერ მალავდა ალი ბეი.
-უკვე მზადაა ბრძოლისთვის. თქვენ არ იცით რა მამაცია.-ნიკოლოზს მხარზე ხელი დაადო აჰმედმა. გაბრაზებულმა ნიკოლოზმა კი მისი ხელი სწრაფად მოიცილა.
-ჩემო ბიჭო. აქ არავინ არაფერს დაგიშავებს.-მიმართა ალი ბეიმ ნიკოლოზს ქართულად.
-ქართველი ხართ?-გახარებულმა შეხედა ნიკოლოზმა ალი ბეის, რომელიც მასზე სულ რამდენიმე წლით უფროსი თუ იქნებოდა.
-ქართველი ვარ. მე შენზე პატარა მომიყვანეს აქ. მაშინ 13 წლის ვიყავი.-თავზე ხელი გადაუსვა ალი ბეიმ ნიკოლოზს და სახე დაუსევდიანდა. -ნელ-ნელა შეეჩვევი, შეეგუები. შენ დიდი ხარ უკვე და უფრო ადვილად გადაიტან დამოუკიდებელ ცხოვრებას.
-თუ ქართველი ხარ უკან დამაბრუნეთ.-შეხედა ნიკოლოზმა ალი ბეის, უკანასკნელ იმედს ეჭიდებოდა.
-არა. იქ რომ დაგაბრუნო შეიძლება ისევ მოგიტაცონ. მერე ოსმალები გიყიდიან და დაგასაჭურისებენ. ჯობია აქ იყო. შენნაირი ვაჟკაცები მჭირდება. აქ ყველაფერი გექნება თუ კარგი მებრძოლი დადგები.-მეგობრულად დაადო მხარზე ხელი ნიკოლოზს. ალი ბეი მაშინ 24-25 წლის იყო.
-გვანცას გაათხოვებენ და ვეღარ ვნახავ.-ჩაილაპარაკა უფრო თავისთვის.
-სიყვარულს მისტირი.-ხმამაღლა გაიცინა ალი ბეიმ.-აქ იმდენი ლამაზი ქალი გეყოლება, რომ მალე აღარ გაგახსენდება.. რა თქვი რა ჰქვია?-შეხედა გაღიმებულმა.
-გვანცა.-ჩაილაპარაკა ნიკოლოზმა.-არ დამავიწყდება, არასდროს.-ისევ სევდამ გადაურა სახეზე.
-დაგავიწყდება. დრო გავა და დაგავიწყდება, მის სახეს ვეღარც კი გაიხსენებ. ხან და ხან ვფიქრობ და ვერ ვიხსენებ. საკუთარი დის სახეც კი აღარ მახსოვს.-ისევ სახე დაუსევდიანდა ალი ბეის.
-მე მისი პორტრეტი მაქვს.-უბიდან ნიკოლოზმა გვანცას ნახატი ამოიღო და ალი ბეის აჩვენა.
-მართლა ლამაზია.-გაიღიმა ალი ბეიმ.
-მასაც აქვს ჩემი პორტრეტი, ორივე მან დახატა, რომ არ დავივიწყოთ ერთმანეთი.-სევდიანად ჩაილაპარაკა ნიკოლოზმა.-ის თავადის ასულია. მისმა ძმამ მომიტაცა და გამყიდა. იმ დღით ჩემმა ძმამ მითხრა, რომ გვანცასაც ოსმალეთში უპირებდა გაგზავნას მამამისი. მე არაფერი მითხრა და ეს პორტრეტები დახატა.-მოწოლილ ცრემლებს ვეღარ აკავბდა, არ უნდოდა ტირილი ალი ბეის წინაშე მაგრამ მაინც ვერ შეძლო თავის შეკავება, თვალები აუცრემლიანდა თუმცა ძალა მოიკრიბა და მაინც არ იტირა. ალი ბეის არ გამოპარვია მისი ცრემლები.
-სადამდე მივიდა ჩვენი ერი. მამა შვილს ჰყიდის, ძმა ძმას.-მწუხარებისგან სახე მოეღუბლა ალი ბეის.
-ის იბრძოლებს. ვიცი ბოლომდე იბრძოლებს და არავის მისცემს უფლებას, რომ რამე დაუშავონ.-თავს იმხნევებდა ნიკოლოზი.
-ილუზიაში ნუ იცხოვრებ.-მხარზე ხელი დაადო ალი ბეიმ.-შენც იბრძოლე მაგრამ მაინც აქ ხარ.

იმ დღის მერე ყველაფერმა ფერი იცვალა. თითქოს ფერადი ფერები გაქრა და ყველაფერი ნაცრის ფერი იყო. თითქოს მზე აღარ ათბობდა ისე. აღარ ვუსმენდი ჩიტების ჭიკჭიკს, ან უბრალოდ აღარ მესმოდა. აღარ ვუსმენდი ფოთლების შრიალს, ან უბრალოდ აღარ მესმოდა. როგორც ჩემმა გულმა, ისე ბუნებამაც იცვალა ფერები. არაფერი აღარ მახალისებდა, არაფერი აღარ მიხაროდა. ძილის წინ ნიკოლოზის სურათს ვიკრავდი გულში. რამდენიმე გადავხატე, თუმცა ის პირველი ნახატი სულ სხვა იყო, იქ ნიკოლოზი იღიმოდა. დანარჩენ სურათებში კი სახე სევდიანი ჰქონდა. მენატებოდა, მისი გაბუტული და სევდიანი სახეც კი მენატრებოდა. არ ვიცოდი ამ ტკივილს როგორ გავუძლებდი, ცვლილებებს ბატონის სახლშიც მამჩნევდნენ და ყველა უბრალოდ მერიდებოდა. განსაკუთრებით კირილე, ახლოს არ მეკარებოდა და სულ გამირბოდა. ვეღარ ვმეცადინეობდი, ჭამასაც მოვუკელი. გულს უბრალოდ ვერაფერს ვუდებდი. მხოლოდ ვვარჯიშობდი, ბრძოლას ვსწავლობდი, წარმოვიდგენდი, რომ ნიკოლოზის გამტაცებლებს ვებრძოდი, მაშინ სიახლოვეს არავინ მოდიოდა. იმ დროს შემეძლო დაუნდობლად მომეკლა ნებისმიერი. მივხვდი, რომ არავის ესმოდა ჩემი, ვერავინ შეძლებდა ჩემს გაგებას, ამიტომ საკუთარ თავთან მარტო ყოფნას შევეგუე.
სამი წელი ცხენზე ამხედრებული და იარაღ ასხმული დავეხეტებოდი ტყე ღრეში. მამაჩემის კუთვნილ სოფლებში დავიარებოდი. ამ სამ წელში 11 კაცი მოვკალი. ჩემზე უკვე ლეგენდები დადიოდა სოფლებში, მე მათი გმირი ვიყავი, მაგრამ ესეც სულ ერთი იყო ჩემთვის. მლოცავდენენ მადლიერი თვალებით, თუმცა მინდოდა მოვმკმდარიყავი. იქნებ იმიტომ ავიღე ხელში იარაღი, რომ სიკვდილს ვეძებდი. ნიკოლოზის გატაცებიდან სამი თვის თავზე ტყეში დავეხეტებოდი.
-მიშველე..-ყრუდ გავიგე წყაროს პირას გოგოს დაკივლება და ცხენით იქით წავედი. ორი კაცი ცხენზე სვავდნენ, პირი უკვე აეკრათ და იტაცებდნენ 11-12 წლის თითქმის ჩემს ტოლ გოგონას. ნიკოლოზი დამიდგა თვალწინ, აღარაფერზე მიფიქრია, მშვილდი მოვზიდე და ჯერ ერთი მოვკალი და სანამ გონს მოვიდა და დამინახა მერე მეორე. გოგონა საკუთარ ცხენზე შემოვისვი და მის მშობლებს მივუყვანე.
-შვილო.-აცრემლებული ტიროდა დედამისი, როცა გოგონამ გატაცების შესახებ უამბო.
-მარტო ნუ უშვებთ შვილებს.-მკაცრად ჩავილაპარაკე და გამობრუნებას ვაპირებდი.
-ღმერთმა დაგლოცოს შვილო.-მომაძახა გოგონას დედამ.
-ნეტავ ბიჭი მაინც იყო, ღირსეული ბატონი იქნებოდი.-სინანულით ჩაილაპარაკა გოგონას მამამ.
-ბატონობა არ არის აუცილებელი, რომ საკუთარ მოძმეებზე იზრუნო, არც სქესი არ განსაზღვრავს სიმამაცეს.-სევდიანად გავუღიმე და ცხენი გავაჭენე. დაუსრულებლად მივიწევდი წინ, ძალიან მოვცილდი დასახლებულ სოფლებს. მდინარის პირას ჩამოვჯექი და ხელებზე დავიხედე. მერე კი ავტირდი.
-რატომ უფალო, რატომ გვიწევს ბრძოლა? ხომ შეიძლება ახლა უბრალოდ ნემსით და ძაფით ვქარგავდე.-ავტირდი.-ცოდვილი ვარ, ცოდვა ჩავიდინე. ადამიანებს სიცოცხლე წავართვი, ისე, რომ გამოსწორების შანსიც არ დავუტოვე. რატომ ვწუწუნებ, ეს გზა ხომ თავად ავირჩიე, მე ხომ ბავშვობიდან ავირჩიე ეს გზა.-ვღრიალებდი მდინარის პირას ხმამაღლა, ხელები მდინარეზე დავიბანე, ისე ვიბანდი, თითქოს მინდოდა ცოდვა ჩამომერეცხა. მერე ეკლესიაში მივედი.
-გვანცა შვილო, რატომ აღარ მოდიხარ.-მამაომ თავზე გადამისვა ხელი.
-მამა გიორგი შარვლით ვარ. მაპატიეთ, ძალიან მჭირდება საუბარი.-თვალები ამიწყლიანდა, მინდოდა გულიდან ამომეღო ტკივილი, მინდოდა ვინმესთვის მეთქვა როგორ მტკიოდა.
-მოდი შვილო.-ხელი მომკიდა და ტაძარში დაკიდული ხალათი მომაწოდა. სწრაფად გადავიცვი.
-მამაო მე მოვკალი.-ჩავილაპარაკე და მამა გიორგის შეშინებული მზერა დავაფიქსირე.
-ვინ?-ძლივს ამოილაპარაკა მოძღვარმა და შეშფოთებული იქვე ჩამოჯდა.
-არ ვიცი ვინ იყვნენ, ორი კაცი მოვკალი, თედოს გოგოს იტაცებდნენ.-ამოვიტირე.
-აი თურმე რა.- შვებით ამოისუნთქა მოძღვარმა.-შვილო შენ ის ბავშვი გადაარჩინე, ამაზე იფიქრე.
-მართალი ბრძანდებით მამაო, მე ის გადავარჩინე. ხვალ ზეგ ისევ იგივეს გავაკეთებ და არ გავჩერდები. ვიცი სწორ გზაზე ვდგავარ, მაგრამ რატომ ვარ ცუდად. ხელები რატომ მიკანკალებს?-ატირებული ვუყურებდი მოძღვარს.
-შვილო ისეთი დრო დაგვიდგა, რომ მარტო კაცები აღარ ყოფნის ჩვენს ბავშვებს, რომ დაიცვას. შენ კეთილ საქმეს აკეთებ. კარგი იქნებოდა ბავშვები გაგეზარდა და სადილი მოგემზადებინა, მაგრამ ეს გზა თავად აირჩიე. სულ ამბობდი, რომ შენს სოფლებს დაიცავდი და იცავ კიდეც. გარდაუვალი იყო ეს რაც ახლა მოხდა. წინ კიდევ ბევრი ბრძოლა იქნება და შენ უნდა მოემზადო. უფალი დაგეხმარება ამ გზაზე, ეს ომია, ეს ბრძოლაა, ეს ბოროტისა და კეთილის დაპირისპირებაა. კურთხევას გაძლევ შვილო ამ გზაზე. წინ იარე და გზიდან არ გადაუხვიო. უფალი კი შეგინდობს ამ ცოდვას, ისევე როგორც მეომარს შეუნდობს ქვეყნის და ოჯახის დაცვას.-მამაოს სიტყვებმა ცოტა დამამშვიდა, მაგრამ ტკივილი მაინც ვერ გაყუჩდა.
იმ დღის მერე კოშმარები მესიზმრებოდა, ის მკვდარი კაცები მესიზმრებოდნენ. მერე კიდევ ერთი მოვკალი 11 წლის ბიჭს იტაცებდა. ამის მერე კოშმარები შეწყდა და მე სულ 11 კაცი გამოვასალმე სიცოცხლეს. სოფლებში ყველამ იცოდა ვინ ვიყავი, გლეხები იმედით შემომყურებდნენ, დედები მლოცავდნენ, ხოლო მამაჩემი ჩემს სიკვდილს ნატრობდა.
-ქალი პანტერა მოდის.-ბავშვები ჩემს დანახვაზე მხიარულად შესძახებდნენ ხოლმე.
-გვასწავლე რა მშვილდის სროლა?-მეხვეწებოდნენ პატარები. მე კი წამში მავიწყდებოდა ჩემი ცოდვები, რადგან მე ამ მომავლს ვიცავდი, მე ამ ბავშვებს ვიცავდი. იმდენჯერ დამიფიქსირებია მათ სახეში ნიკოლოზის მომღიმარი სახე. მაშინ გული მითბებოდა, ნიკოლოზი იყო ის ვინც ამ ბრძოლაში ძალას მმატებდა. ამბობენ ტკივილი აძლიერებსო, ტკივილი ადამინას რკინად აქცევსო. ხშირად ვფიქრობდი ამაზე, ნიკოლოზი, რომ არ გაეტაცათ ამ გზით ვივლიდი? ალბათ არა. როცა ტკივილი შენ გეხება, როცა პრობლემა შენთან იჩენს თავს მხოლოდ მაშინ ვფიხზდებით. ისე ვიქცევით, თითქოს სხვისი ტკივილი არ გვესმოდეს, ისე ვიქცევით, თითქოს ყველაფერი კარგად არის. ასეთია ადამიანი, მხოლოდ მაშინ იბრძვის, როცა საქმე მას, ან მის ახლობლებს ეხება. მე არ ვიყავი გმირი, მე ერთი დატანჯული გოგო ვიყავი, ვისაც სიყვარული წაართვეს. დასაკარგი არაფერი მქონდა, ყველა გამტაცერბელში ნიკოლოზის გამტაცებელს ვხედავდი, ეს შურისძიება იყო, იმ ტკივილის საფასური რაც მე მომაყენეს. ხალხს კი ეგონათ რომ მე გმირი ვიყავი, მათ ეგონათ, რომ მათზე ვზრუნავდი.
ასე დავეხეტებოდი იარაღ ასხმული ტყეში, რომ ხმაური გავიგონე. დამფრთხალი ცხენიდან ჩამოვედი და ჩავუსაფრდი. მშვილდი მოვზიდე და იქით დავიწყე ყურება საიდანაც ხმაური მოდიოდა. ახალგაზრდა, კარგად ჩაცმული 20-22 წლის მამაკაცი გამოჩნდა ცხენით. ლამაზი ბედაური ჰყავდა და მდინარისკენ მიდიოდა.
წინ დავუდექი და მშვილდი დავუმიზნე.
-ვინ ხარ და აქ რას აკეთებ?-მშვილდი დავუმიზნე და წინ გადავუდექი, სახე დაფარული მქონდა.
-ჩემი გაქურდვა გინდა?-გაეღიმა და ცხენიდან ჩამოხტა.
-გაქურდვას არ გიპირებ, ქურდი თავად ხარ.-ჯიუტად ვუტევდი.
-რა მოგპარე? რატომ ვარ ქურდი?-ისევ იღიმოდა.
-ერთ ერთი გამტაცებელი ხარ, შენნაირები იტაცებენ აქ ბავშვებს. რატომ მოხვედი? ეს შენი მიწა არ არის.-გაბრაზებული ვუყურებდი და მშვილდს ვუმიზნებდი, სახე დაფარული მქონდა თავშლით.
-მშვიდად. მარტო ყოფნა მინდოდა და ძალიან შორს წამოვედი. -ხელებით მანიშნა , რომ არაფერს დამიშავებდა.
-ვინ ხარ?-ჯიუტად ვუდექი წინ და მშვილდს ვუმიზნებდი.
-შენ ვინ ხარ?-მედიდურად გადმომხედა.
-მე თავადის ასული ვარ, ეს მამაჩემის მიწაა და აქ ჩემი ხალხი ცხოვრობს.-ძალიან მეცნობოდა და ვერ ვიხსენებდი სად მყავდა ნანახი.
-ძალიან შეშინებული ხარ, მაინც ვინ გგონივარ?-გაღიმებულმა შემომხედა.
-ბავშვების გამტაცებელი.-თვალებში ვუყურებდი გაბრაზებული. ღიმილიანი სახე უცებ მოეღრუბლა.
-და შენ გინდა შენი ბავშვები დაიცვა?-ზურგი შემაქცია და მდინარიკენ წავიდა. მეც უკან გავყევი.
-ვიცავ კიდეც.
-როგორ?-გაკვირვებულმა შემომხედა.-თავად ბავშვი ხარ.
-შენისთანა არამზადებს ვკლავ.-გაბრაზებულმა ჩავილაპარაკე.-მე არ მომიცია უფლება განძრევის. გირჩევნია ადგილზე იდგე, თორემ მერწმუნე მიზანს არ ვაცილებ არასდროს.
-კარგი.-ხელები მაღლა ასწია უცნობმა და ჩემსკენ შემობრუნდა.-შენი ტყვე ვარ თავადის ასულო. რით დამიმტკიცებ, რომ გამტაცებელი ვარ.
-მდიდრულად ჩაცმული ხარ, კარგი ცხენი გყავს და უცხო მიწაზე მოხვედი.
-მე სოლომონ ბაგრატიონი ვარ, იმერეთის და შენი მეფე.-მკაცრად ჩაილაპარაკა.
-მე კი რუსეთის იმპერატორი ვარ ელისაბედ I.-ირონიულად გადავხედე.-მე მეფეს ვიცნობ და შენ ის არ ხარ.
-არ გატყუებ.-სახე დაუსევდიანდა.-დაუშვი ეგ მშვილდი.-ხელი დამბაჩისკენ წაიღო, მოიხსნა და ბალახებში მოისროლა. უიარაღოდ ვარ, შეგიძლია ეგ მშვილდი მომაცილო?-მეც დავუშვი მშვილდი დაბლა.-შენ რატომ იბრძვი? მამაშენი და შენი ძმები რატომ არ იცავენ თავის ხალხს?
-მართლა მეფე ხარ?-ისევ ეჭვით ვუყურებდი.-კი ნამდვილად სოლომონი ხარ.-თავშალი მოვიხსენი.-გიცანი.-გამეღიმა, ის უფლისწული, ამჟამად კი მეფე ჩემს წინ იდგა, წვერი ჰქონდა მოშვებული, ის პატარა ბიჭი აღარ იყო.
-მეც გიცანი, ძნელია იმ ადამინის დავიწყება ვინც სიკვდილს გადამარჩინა.-გამიღიმა სოლომონმა.-მშვილდით ხელში ამ ტყეში სხვა ვინ დამხვდებოდა, თუ არა გვანცა.-ისევ იღიმოდა.
-ვინ ვინ გადაარჩინა ეს ცოტა საკამათო თემაა.-გავუღიმე.
-ახლა მე მეფე არ ვარ, უბრალო ადამიანი ვარ, რომელსაც თავისი ხალხის ტკივილი სტკივა. დამელაპარაკე, ბევრ რამეს მიმავალავენ.-იქვე ხის მორზე ჩამოჯდა და მიწას გაუშტერა თვალი.
-იქნებ იმასაც, რომ მეფის ბიძები და ბაბუა თავად უდგას ამ ყველაფერს სათავეში, მეფე კი არ ცდილობს მათ შეჩერებას?-შევხედე სოლომონს და მის გვერდით ჩამოვჯექი ხის მორზე.
-რატომ გგონია, რომ არ ვცდილობ. ბევრნი არიან, ჯერ ძალები უნდა მოვიკრიბო და მერე დავუპირისპირდე, ისე ძალაუფლებასაც დავკარგავ და სამეფოსაც.-თავი არ აუწევია ისე ჩაილაპარაკა.
-სამეფო? სადღაა სამეფო. ცოტა ხანში თქვენი სამეფო აღარ იარსებებს. ვისი მეფე ხართ? იმ ხალხის ვინც თავის ხალხს ჰყიდის? თუ იმ გლეხების ვინც მზად არიან თქვენთვის მოკვდნენ.
-იმ ხალხის ვისაც სტამბოლში ჰყიდიან და მე უსუსრი მეფე ამას ვეგუები.
-რატომ ეგუებით?-ხმას ავუწიე.-ჩემი გული მოიტაცეს, ადამიანი ვინც სიცოცხლეზე მეტად მიყვარდა. ახლა დგახართ და მეკითხებით მე რატომ ვიბრძვი როცა ყველა ყველაფერს ეგუება.
-მარტო შენ არ იბრძვი.-ხმას აუწია სოლომონმაც.-მეც ვიბრძვი და კიდევ ბევრი ადამიანი.-ისევ ვიბრძოლებ.
-ისევ გყავთ შეფიცულთა რაზმი? დიდი ხანია თქვენზე აღარაფერი გამიგია.-ცრემლიანი თვალებით ვუყურებდი, მან კი თავი დამიქნია.
-სახელმწიფო საქმეების მოგვარებით ვარ დაკავებული, მე ვეღარ ვეხმარები მათ, თუმცა ჩემი შეფიცული ძმები ისევ ებრძვიან ოსმალებს და მათ მომხრე თავად აზნაურებს. -მითხრა მეფემ.-არ გეშინია? ტყეში ხალხს უსაფრდები..
-10 მოვკალი. ქვეყნის სირცხვილი და საკუთარი ერის მოღალატეები.
-შენ გმირი ხარ.-მითხრა სოლომონმა.
-მე გმირი არ ვარ. მე გოგო ვარ, რომელსაც გული მოუკლეს. გული რომელიც აღარ შეხორცდება. მათ იმიტომ ვკლავ, რომ ეს ჩემი შურისძიებაა, იმედი მაქვს ერთ ერთი მათგანი მაინც გავისტუმრე იმ ქვეყნად ვინც ნიკოლოზი მოიტაცა. სოფელში გლეხები მლოცავენ, მე მათი გმირი ვარ, მაგრამ ამ გმირის ნიღაბს უკან რამხელა ტკივილია არ იციან, შურისძიების წყურვილი, აი ეს არის რამაც გმირად მაქცია.-ცხენისკენ წავედი, სოლომონიც გამომყვა.
-რამდენი წლის ხარ?-მკითხა სოლომონმა.
-16 წლის ვარ, მალე 17 წელი შემისრულდება. მამაჩემი კი ოსმალეთში მიპირებს გაგზავნას.-ცხენზე შევჯექი და ზემოდან გადმოვხედე მეფეს.-მალე ჩემი გმირობაც დამთავრდება და ეს ბავშვებიც დაუცველები დარჩებიან. თქვენი სამეფო ესაა დიდო მეფეო. საკუთარი მამაც კი არ ინდობს შვილს და ჰყიდის.
-რატომ გაგზავნის?-ჩემი ცხენის აღვირს ხელი მოჰკიდა და წასვლის საშუალება არ მომცა.
-იმიტომ, რომ ქვეყანაში გმირობა არავის უნდა, ყველა დიდებისთვის იბრძვის, ტყვეთა გაყიდვა კი მათი ამქვეყნიური დიდებაა. იმ ქვეყანაში, სადაც მამა საკუთარი შვილის გაყიდვასაც კი არ ერიდება მეფობა ხმამაღალი ნათქვამია. ვისი მეფე ხართ? საკუთარი ქვეყნის არც საზღვრები იცით და ვერც საკუთარ ხალხს ვერ იცავთ.
-დავიცავ.-გაბრაზებულმა შემომხედა.-დავსჯი ყველას, ვინც ბავშვებს მოიტაცებს, დავჯი მამაშენსაც, მაგრამ ეს ადვილი არ არის. მათ ახლა რომ ვებრძოლო ყველა ძალაუფლებას დავკარგავ. საჭირო დროს ველოდები.
-დროს? დრო რომ გავა ამ მიწებზე ქართველები აღარ დარჩებიან. სხვა ქვეყნის ისტორიას დაწერენ საკუთარი სისხლით. მიეცით საშუალება ამ ბავშვებს, თუნდაც ამ მიწაზე მოკვდნენ და თავის ქვეყანას შესწირონ თავი. ყველა გამოგყვებათ მეფეო, დროს ნუ გაიყვანთ, თორემ მოღალატეების მეტი აღარავინ დარჩება თქვენს გარშემო.
-დავსჯი ყველას ვინც ბავშვებს გაყიდის.-დამპირდა მეფე.
-დაველოდები თქვენს კანონებს.-გავუღიმე სოლომონს.-თავს გაუფრთხილდით მეფეო, ბევრი მტერი გყავთ, შინაური თუ გარეული.-ცხენზე შევჯექი და წასვლა დავაპირე.
-როდის გნახავ კიდევ? ვიხეტილებ ამ ტყეებში კიდევ თუ შევძლებ შენს ნახვას.-მიღიმოდა.
-ვინ იცის.-მხრები ავიჩეჩე.-არც ისე დიდია თქვენი საზღვრები, თუ გადავურჩი საკუთარ მამას ვინ იცის, იქნებ კიდევ შევხვდეთ.-ხელი მომკიდა ხელზე და ხელზე მაკოცა.
-იმედს დავიტოვებ, რომ კიდევ გნახავ.-სევდიანი ჰქონდა თვალები.-თავს გაუფრთხილდი.
-თქვენც მეფეო. დაპირება შეასრულეთ, თორემ თქვენს ღამის კოშმარად ვიქცევი.-გავუღიმე, მას კი გაეცინა.
-შევასრულებ, სიცოცხლის ფასადაც რომ დამიჯდეს შევასრულებ მოცემულ პირობას.-თავი დამიკრა მეფემ.-შენი მტრები მეცოდებიან.-ისევ იცინოდა.
-მშვიდობით.-ცხენი გავაჭენე და სოლომონი უკან ჩამოვიტოვე.
ნინასთან მივედი, გიორგი დამხვდა სახლში.
-როგორ ხარ ჭინკა.-ისევ ისე მეფერებოდა გიორგი, როგორც ბავშვობაში.
-მეფე ვნახე.- შევხედე გიორგის.
-უყვარს მასაც შენსავით ხეტიალი.-გაეღიმა გიორგის.-რაო მეფემ? აფორიაქებული ხარ.-გაეღიმა გიორგის.
-გავამკაცრებ კანონს და დავჯი გამტაცებლებსო.-ჩავილაპარაკე.
-კარგი ადამიანია, ასეც მოიქცევა, მე მჯერა მისი.
-კარგი ადამიანი? მე რომ მისი ძალაუფლება მქონდეს აქამდე დავჯიდი ყველას.
-ბრაზი გალაპარაკებს. მეფემ კი გადაწყვეტილებები გაბრაზებულმა კი არა დინჯად უნდა აწონ დაწონოს. ასე მარტივი არ არის თავადებს დაუპირისპირდეს.-მისაყვედურა გიორგიმ.-მარტო შენ არ გტკივა. უბრალოდ ყველას სხვადასხვა გვარად შეუძლია ტკივილის გამოხატვა. მეფეს ნუ განსჯი, მას ყველა გაყიდული ბავშვი სტკივა. დამიჯერე.-მითხრა გიორგიმ.-ნიკოლოზის დაკარგვაც არ არის მეფის ბრალი.
-დროულად ემოქმედა, დაესაჯა გამტაცებლები და..-ხმას ავუწიე.
-ის სჯიდა გამტაცებლებს, მათზე ნადირობდა.-დამიყვირა გიორგიმ.-ის კარგი ადამიანია და პატივისცემას იმსახურებს. შენ კი დროა ეგ სიბრაზე ცოტა მოთოკო. ხალხის ხოცვა ტკივილს ვერ გაგინელებს, უფრო მეტად გეტკინება. დროა გაჩერდე და მშვიდი ცხოვრება დაიწყო.
-შენთვის ადვილია, ცირა გვერდით გყავს, მომავალს იმედით უყურებ. მე კი მომავლის იმედი წამართვეს.-ისევ ვყვიროდი.
-ის ჩემი ძმა იყო.-გიორგიმაც დამიყვირა.-ყაჩაღივით ტყე-ტყე თუ არ ვხოცავ ხალხს, იმას არ ნიშნავს, რომ შენ ჩემზე მეტად გტკივა. ყველაფერს აქვს დრო და ზღვარი. დროა დაივიწყო და ცხოვრება გააგრძელო.-ხმას დაუწია, ხელი მომხვია და გულში ჩამიკრა.-მიყვარხარ და ნიკოლოზზე მეტად შენი მდგომარეობა მტკივა.-თავზე მაკოცა გიორგიმ.-ახალგაზრდა ხარ, დაივიწყე და ცხოვრება განაგრძე. ის სადაც არ უნდა იყოს მერწმუნე ასე მოიქცეოდა. გლოვას და მწუხარებასაც აქვს დასასრული. დაასრულე გთხოვ, ნინას გამო მაინც, შენი ტკივილი ანადგურებს, დაკარგულ შვილს აღარ ირის, შენ გტირის უკვე.
-არ შემიძლია.-გიორგის ხელი გავუშვი და ბატონის სახლში წამოვედი.


ორი თვე გავიდა მეფესთან შეხვედრის მერე. ისევ ვაგრძელებდი ბრძოლას. ვინც იმ ქვეყნად გავისტუმრე უბრალოდ ქვეყნის სირცხვილი იყვნენ, მოღალატეები და გამყიდველები. მაგრამ ყველაზე დიდი უბედურება ის იყო, რომ ჩემი სისხლი და ხორცი მამაჩემი და ჩემი ძმაც მათ რიგებში იყვნენ. მათ რიგებში? ისინი ამ ყველაფრის თავი და თავი იყვნენ.
ასე შემთხვევით კიდევ გადავაწყდი მეფეს ზუსტად იმ ადგილას, როგორც მაშინ.
-შემთხვევითობაა?-გავუღიმე მეფეს და ცხენიდან ჩამოვედი. მდინარის პირას იჯდა ჩაფიქრებული.
-შემთხვევითობა არ არის. რამდენჯერმე მოვედი აქ იმ იმედით, რომ კიდევ გნახავდი.-გამიღიმა მანაც.
-რატომ?-მეც მის გვერდით ჩამოვჯექი და შევხედე.
-ვერ ვხსნი.-მხრები აიჩეჩა.-გამოუვალ მდგომარეობაში ვარ, მეშინია, რომ კონტროლს დავკარგავ, დავკარგავ ტახტსაც და ქვეყანასაც. ეს კი მძიმე იქნება ჩვენი ხალხისთვის. შენთან საუბარი მინდოდა, რაღაც ძალას მოვყავდი აქ, თითქოს ვძლიერდები, საკუთარი თავის რწმენა მიბრუნდება, როცა...
-როცა?-შევხედე სოლომონს.
-როცა შენს გვერდით ვარ.-დაასრულა სათქმელი.
-ჩემგან რას ელით? თქვენს სამსახურში მიგულეთ. რით შემიძლია დავეხმარო მეფეს და ქვეყანას?-კითხვით მივმართე მეფეს.
-რწმენა დამიბრუნე. რწმენას ვკარგავ და გთხოვ რწმენა დამიბრუნე, რომ შევძლებ ოსმალების დამარცხებას. შენ რას იზავდი ჩემს ადგილზე?-სევდიანი თვალებით მიყურებდა, იმ დროს ჩემს წინ ადამიანი იდგა, დიდი ტვირთით და დიდი შიშით.
-მე შენს ადგილას ჯერ შიდა პრობლემებს მოვაგვარებდი. ქორწინებით დაიკავშირეთ ყველაზე ძლიერი თავადები, ფიცი დაადებინეთ ერთგულების, ეკლესია გააძლიერეთ და ძველი დიდება დაუბრუნეთ, რომ ხალხმა უფლის ირწმუნოს და გაძლიერდეს. მერე კი გაერთიანებული ძალებით შეუტით ოსმალებს. მე მჯერა ჩემი მეფის.-ხელზე ხელი მოვკიდე და თვალებში ჩავხედე.-მჯერა შეძლებ და ოსმალებს განდევნი ჩვენი ქვეყნიდან. ბრძოლა ჯერ კიდევ ბავშვობიდან დაიწყე მათ წინააღმდეგ და უკვე ბევრ წარმატებას მიაღწიე. უკან დახევა არ გაბედო, არასდროს იფიქრო რომ დამარცხდი. ცხოვრებამ რამდენჯერაც არ უნდა მოგაყენოს დარტყმა წამოდექი და ბრძოლა განაგრძე, ცხოვრებას თავად დაარტყი და არ მისცე უფლება გაჯობოს.
-ტყუილად არ გეძებდი.-გამიღიმა.-სასწაული უნარი გაქვს ადამიანს რწმენა დაუბრუნო.
-რწმენის დაკარგვა საკუთარი თავის დაკარგვის ტოლფასია. საკუთარი თავი კი არ უნდა დაკარგო არასდროს სანამ ცოცხალი ხარ.-სევდამ გადამიარა სახეზე და მდინარეს გავხედე.
-გიყვარდა?-ჩემი სევდის მიზეზს მიხვდა სოლომონი.
-მიყვარდა. ჩვენ ერთად გავიზარდეთ, ის ჩემი ნაწილი იყო. ტკივილმა რწმენა არ დამიკარგა, უფრო გამაძლიერა. დაუნდობელი ბრძოლა გამოვუცხადე, როგორც გამტაცებლებს ასევე საკუთარ მამას. თითოეული მოკლული უფრო მაძლიერებდა, საკუთარი თავის რწმენას მიმტკიცებდა, მათი გაცოფებული სახეები კი სისხლს მიდუღებდა, რომ კიდევ უფრო მეტი დარტყმა მიმეყენებინა მათთვის.
-მესმის შენი. არ მინდა დავიჯერო, რეალობას თვალი არ მინდა გავუსწორო, თუმცა გულის სიღრმეში ვიცი, რომ საკუთარი სისხლი და ხორცი მიგებს მახეს და მწირავს.-ტკივილით სავსე ჰქონდა თვალები, მასში თითქოს საკუთარი თავი დავინახე.
-ასეთი ძლიერი ამიტომაც ხარ. ახლობლები, როცა გვწირავენ და ზურგს გვაქცევენ მაშინ ათმაგად ვძლიერდებით. ვიცით, რომ არავის იმედი არ უნდა გვქონდეს გარდა საკუთარი თავისა.
-ჩემთან ერთად წამოდი. -ჩემი ხელში ხელში ეჭირა მეფეს და დაჟინებით მიყურებდა თვალებში.
-არა. ჩემი ადგილი აქ არის. აქედან გაგაძლიერებ მეფეო და დაგეხმარები.
-მომენატრები.-ხელზე მაკოცა.-ჩემს გვერდით თუ იქნები უფრო გავძლიერდები. შენ არ იცი რამხელა სამსახურს გაუწევ ქვეყანას ჩემს გვერდით ყოფნით.
-არა. ჩემი ადგილი აქ არის, გზიდან არ გადაუხვიო, რამდენჯერაც არ უნდა დაეცე წამოდექი და გზიდან არ გადაუხვიო. დაიფიცე, რომ ბოლომდე იბრძოლებ.-თვალცრემლიანი ვუყურებდი სოლომონს.
-გპირდები. ყველა წმინდანს გეფიცები გზიდან არ გადავუხვევ ბოლო ამოსუნთქვამდე.-დამპირდა სოლომონი.
დიდხანს ვიჯექით მდინარის პირას და შინაურ თუ გარეულ მტერზე ვლაპარაკობდით. წამოსვლის დრო დადგა, უკვე საკმაოდ შებინდდა.
-მინდა დრო გაჩერდეს.-წარმოსთქვა მეფემ.
-რატომ?-შევხედე გაკვირვებულმა.
-არ ვიცი კიდევ როდის გნახავ, ან კი გნახავ კიდევ? შენი დავიწყება ძნელია, საბედისწერო ქალი ხარ.-ხელი ჩამკიდა მეფემ, სევდიანი და ტკივილიანი თვალებით მიყურებდა.
-იქნებ შევხვდეთ კიდევ, ოდესმე. ახლა კი ტყეში არ უნდა დახეტიალობდე იმ იმედით, რომ სადმე გადამაწყდები. დრო არ გაჩერდება, დრო არაფერს გვპატიობს, ამიტომ დროულად შეუდექი საქმეს და იარე წინ, მიზნისკენ.
-თავს გაუფრთხილდი. იმ იმედს ნუ დამიკარგავ, რომ შეიძლება ვეღარ გნახო.
-მე ხომ გითხარით, რომ იმედი არასდროს უნდა დაკარგო. ტკივილს თუ იგრძნობ, თუ მე რამე დამემართება, არ შეწყვიტო ბრძოლა და უფრო გაძლიერდი.
-მშვიდობით.-ხელები მომხვია და გულში პატარა ბავშვივით ჩამიკრა.-რომ ვხედავდე, რომ შენც ისევე აღტაცებული ხარ ჩემით, როგორც მე წაგიყვანდი. იმ ჩიტს გავხარ ტყვეობა, რომ მოკლავს, ამიტომაც გიშვებ, სანამ შენი ტკივილი განელდება, სანამ..
-მაპატიე.-ხელებით უკან დავწიე.-ჩემში მხოლოდ მეგობარს იპოვი, მეგობარს, რომელიც შენთვის თავსაც გასწირავს, მაგრამ მეტს ნუ მომთხოვ სოლომონ.
-ვიცი და ამიტომ გტოვებ ახლა აქ. თუ რამე გაგიჭირდეს გიორგის გამოატანე წერილი ჩემთან.
-მხოლოდ მაშინ მოგწერ, თუ მეცოდინება, რომ თქვენ გექმნებათ საფრთხე. მე არაფერი მომივა, მშვიდად იყავი.-ხელი შევუშვი, ცხენს მოვახტი და სოფლისკენ წავედი.
კიდევ ერთხელ ბრაზის მოთოკვა ვერ შევძელი, როცა მამაჩემის სახლს თავად სოლომონ მეფის ბაბუა ეწვია.
-ლევან აბაშიძე გვყავს სტუმრად, ბატონმა სათანადოდ მოემზადეთო.-მსახურები ლაპარაკობდნენ.
-სად არის ის თავადი აბაშიძე?-შევეკითხე მსახურ გოგონას.
-მამათქვენის კაბინეტშია ქალბატონო.-მითხრა მარიამ. კაბა შარვალზევე გადავიცვი, თავი ცოტა მოვიწესრიგე, მამაჩემის კაბინეტისკენ წავედი და კართან გავჩერდი.
-საქმე გაფუჭდა, სოლომონი ზედმეტად პატრიოტია.-მამაჩემს ესაუბრებოდა თავადი აბაშიძე. მე კი კარზე ვიყავი აკრული და მათ საუბარს ვისმენდი.-კარგი ვაჟი გყავს ქაიხოსრო. ამ ბიჭს დიდი მომავალი აქვს. მაგრამ ის ვინც ამდენი კაცი მოგვიკლა აქამდე უნდა დაგეჭირათ. ასეთი ვინ არის, რომ ვერ მიაგენით.-ჩემზე საუბრობდნენ.
-ტყე ღრეში სად ვეძებოთ?-ჩაილაპარაკა მამამ.-უჩინარივით ჩნდება, ყველა კაცი ისრით იყო მოკლული, მიზანს არ აცილებს. ცალკე მეფის შეფიცულთა რაზმი გვიხოცავს ხალხს. ალბათ ისიც მათ რიგებშია.
-მეფის შეფიცულებმა არაფერი იციან, თანაც ისინი ხმლით და დამბაჩებით ხოცავენ, ეს კი ისრით კლავს ყველას. ქაიხოსრო არ გავიგო, რომ ხელს შენ აფარებ.-თავადმა აბაშიძემ საყვედურით ჩაილაპარაკა.-სოლომონი უნდა ჩამოვაგდოთ, სხვაგვარად საშიშია ბავშვების გაყვანა ქვეყნიდან. შენი იმედი მაქვს ქაიხოსრო.
-სტუმარი გვყოლია.-კაბინეტის კარი უცებ შევაღე. ჰაერი დამძიმდა, მამაჩემს შეიძლება გავეყიდე, ამიტომაც ჩემი გამოჩენით სიტუაცია ცოტა განვმუხტე.
-ქაიხოსრო ეს.-ჩემსკენ გამოიხედა თავადმა.
-ჩემი ქალიშვილია, გვანცა.-ფერ დაკარგული იდგა ქაიხოსრო.
-თავადი აბაშიძე. რა პატივია თქვენო ბრწყინვალებავ, მეფის ბაბუა გვესტუმრა, თან როგორი მეფის.-თვალი თვალში გავუყარე აბაშიძეს და იქვე მდგარ სავარძელში მოვთავსდი.- მე ვამაყობ მეფე სოლომონით, მსურს ვესტუმრო და მოვახსენო როგორი გამყიდველებით არის გარშემორტყმული. ის შეძლებს აღკვეთოს ტყვეთა ვაჭრობა და მოღალატე თავადებსაც თავის ადგილს მიუჩენს.-შევხედე თავადს.-შეძლებს და ოსმალებსაც განდევნის ქვეყნიდან. მე რომ თქვენს ადგილზე ვიყო თავადო, მეფეს გვერდით დავუდგებოდი. ის თქვენი შვილიშვილია, თქვენი სისხლი და ხორცი, მისი ერთგულება თქვენი ვალია.
-გვანცა ჩვენ ვსაუბრობდით.-გაბრაზებულმა შემომხედა ქაიხოსრომ.
-რაზე მამავ ბატონო. იქნებ იმაზე მეფემ როგორ გაამკაცრა კანონი ტყვეთა გაყიდვაზე. ამბობენ მეფე საკუთარ ოჯახის წევრსაც არ დაინდობს ამ საქმეშიო. მართალია ბატონო?-შევხედე მეფის ბაბუას, რომელმაც მომენტალურად დაკარგა ფერი და გულზე ხელი მიიჭირა.
-წყალი მომიტანე, ჩქარა.-კირილეს შეხედა ქაიხოსრომ და მე ისეთი თვალებით შემომხედა თვალებით მკლავდა.
-სამწუხაროა, რომ ამდენი გამყიდველი დაუგროვდა ჩვენს ქვეყანას, მათი რიგების შემცირებაში სიამოვნებით დავეხმარები მეფეს და არც მე დავინდობ საკუთარი ოჯახის წევრებს.-ისევ ვაგრძელებდი მონოლოგს. კირილე და ქაიხოსრო კი ლევან აბაშიძეს ასულიერებდნენ.
-გვანცა დაასრულე და გადი კაბინეტიდან.-დამიყვირა ქაიხოსრომ.
-გავალ, აქ ზედმეტად მძიმე ჰაერია. იმდენი ინტრიგა და ღვარძლია აქ ნამდვილად დავიხრჩობი.-ჩავილაპარაკე და კარი გამოვიხურე, თუმცა არ წავსულვარ.
-კარგად ხართ თავადო?-ქაიხოსრო ეკითხებოდა უკვე მოსულიერებულ აბაშიძეს.
-კარგად ვარ. შენც კარგ დღეში ხარ ქაიხოსრო, შენი ქალიშვილი მართალია. სოლომონი საშიში მტერია. შენ კი საკუთარი ქალიშვილი გექცა მტრად.-ძლივს ამოილაპარაკა აბაშიძემ.
-არ ვიცი რა მოვუხერხო.-ჩაილაპარაკა ქაიხოსრომ.-ბოდიშს გიხდით მის გამო.
-კიდევ კარგი შენი ქალიშვილია და არა ვაჟი. ის ქალია, ამიტომ საშიშიც არ არის. სოლომონს კი ძალაც აქვს და ძალაუფლებაც.-სევდიანად ჩაილაპარაკა აბაშიძემ.-როსტომი გვიჭერს მხარს, ერთობლივად შევუტევთ და ჩამოვაგდებთ ტახტიდან. ჩემი ქალიშვილი თამარიც ჩვენ გვიჭერს მხარს, სასახლეში მოკავშირეები ჰყავს და დაგვეხმარება.
-ქალი. სწორედ ეს არის ჩემი უპირატესობა თავადო. ვერადროს წარმოიდგენ, რომ თქვენს რიგებს მუსრს მე ვავლებ.-ჩავილაპარაკე და ეზოში ჩავედი, კაბა სწრაფად შემოვიხსენი და იქვე ეზოში დავაგდე, ცხენს მოვახტი და ისევ სოფლის შარაგზას გავუყევი. პირდაპირ ნინასთან მივედი.
-ნინა გიორგი სად არის?-შესვლისთანავე გიორგი მოვიკითხე.
-რა გჭირს, სადმე გაგვიანდებოდა? ცირასთან ერთად მოვკარი თვალი.-მითხრა ნინამ და სკამზე ჩამოჯდა.-შენ როგორ ხარ? სარკეში თუ არ იყურები მდინარეში მაინც ჩაიხედე. სულ გაველურდი, ეს თმა სულ გაწეწილი როგორ გაქვს.-გვერდით მომიჯდა ნინა და თმის დაწვნა დამიწყო ისე, როგორც ბავშვობაში მიწნავდა.-გიორგის რატომ კითხულობ?
-მეფის ბაბუა, მამაჩემი და სხვა თავადები მეფის წინაარმდეგ შეთქმულებას აწყობენ. წერილი უნდა გავუგზავნო მეფეს, გიორგის გავატან. -ვუთხარი ნინას.
-მერე მეფე დაგიჯერებს?-სევდიანად ჩაილაპარაკა ნინამ.
-დამიჯერებს, ერთხელ უკვე დამიჯერა და კანონი გაანკაცრა.-ჩავილაპარაკე.-მეტკინა ნინა.-ნინამ თმა მომწიწკნა.
-მეფე როდის ნახე? გვანცა ამ ქვეყანას შენ ვერ გამოასწორებ. -გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა.
-მე ვერ გამოვასწორებ, მაგრამ ჩემს წილ წვლილს შევიტან.-დაუსრულებელი ნაწნავი თავად დავიწანი და შევიკარი.
-გვანცა არ მინდა დაგკარგო. -ცრემლი მოერია ნინას.-ერთი შვილის ტკივილიც მეყოფა, შენს დაკარგვას ვერ გადავიტან.
-ნინა. შეეგუე იმ აზრს, რომ შეიძლება ნებისმიერ დროს დამკარგო. ცხოვრება უნდა გააგრძელო, გიორგის შვილები უნდა გაზარდო. მე ჩემი ნებით ჩავერთე ამ ომში და უკან დახევას არ ვაპირებ. ვიცი ვერ ვაჯობებ, ისინი ბევრნი არიან, დღეს თუ ხვალ ვეღარ მოვერევი და გადამსანსლავენ, მაგრამ ეს არ მაშინებს. ყველაფერი სულ ერთი გახდა ჩემთვის. -ნინა შებრუნდა და ტირილი დაიწყო. მე კი წერილის წერა დავიწყე.
„გამარჯობა სოლომონ. მადლობა დაპირებას რომ ასრულებ. მინდა გაცნობო, რომ შენი მტრები ძალას იკრებენ და შენს წინააღმდეგ შეთქმულებას გეგმავენ. თქვენი ბაბუა, თავადი ლევან აბაშიძე მამაჩემს ესტუმრა და მათი საუბარი მოვისმინე. როსტომ რაჭის ერისთავთან ერთად აპირებენ თქვენს ჩამოგდებას. დედათქვენი, თამარ აბაშიძეც ეხმარება. ფრთხილად იყავით, მოკავშირეები შემოიკრიბეთ და გთხოვ, რაც არ უნდა მოხდეს ამ ბრძოლაში გზიდან არ გადაუხვიოთ. მე ვამაყობ ჩემი მეფით და ვიბრძოლებ მისი დიდებისთვის. იმედს ვიტოვენ კიდევ შევხვდებით სადმე, ოდესმე, ისევე შემთხვევით როგორც მაშინ.“ გვანცა.
წერილი დავკეცე, სწორედ ამ დროს გიორგი შემოვიდა. თვალები უბრწყინავდა, შეყვარებული იყო ცირაზე და ვერ მალავდა გრძნობას.
-ჭინკა? ასე გვიან აქ რა გინდა? -გაკვირვებულმა შემომხედა.-სახლამდე დაგიღამდება.
-ნუ დარდობ.-წამოვდექი და მხარზე ხელი დავადე.-გიორგი მეფესთან უნდა წახვიდე.
-რატომ?-გაკვირვებულმა შემომხედა.
-შეთქმულებას აწყობენ მის წინააღმდეგ და უნდა გავაფრთხილოთ.-გიორგის წერილი მივაწოდე.
-ეს რა არის?-წერილი გამომართვა გიორგიმ.
-წერილია, მეფეს გადაეცი. ხვალ დილით ადრე წადი, რაც მალე შევატყობინებთ მით უკეთესი.
-დედი მე იქ დავრჩები. მეფეს დახმარება დასჭირდება და არ დაიწყო ცრემლების ღვრა გთხოვ. გვანცა მოგხედავს. -მტირალ ნინას მიუბრუნდა გიორგი.
-ვიცი, მომხედავს. მოვა თმა გაწეწილი, გაოფლილი, დამხედავს, ერთ სიტყვას მეტყვის და წავა.-საყვედურით შემომხედა ნინამ.
-აბა რა ვქნა ნინა? მოგაჩვენო თავი, რომ არაფერი მომხდარა და მხიარული სახე მივიღო? ნინა რა გინდა? შენს კალთას ვერ გამოვეკერები, როცა სადღაც იქ დედას შვილს სტაცებენ და შემიძლია დახმარება.
-რატომ შენ? კაცები დაილია ამ ქვეყნად?-დამიყვირა ნინამ.
-დაილია ნინა. კაცები ბრძოლაში დაილია. ვინც დარჩნენ გაზრდას არ აცდიან, იტაცებენ და ჰყიდიან. დაილია ნინა, დაილია.-გაბრაზებული ნინა გულში ჩავიკარი.-განა მე მინდა მკვლელი ვიყო? განა მე მინდა საკუთარ მოძმეებს ვხოცავდე? იქ რა ხდება არ იცი?-გულზე ხელი მივიდე.-იმ ტკივილს რაც ამ გულშია ვერავინ მიხვდებით.
-შენ აირჩიე ეს გზა. ჯერ კიდევ სამი წლის ასკში ითხოვდი ბრძოლა მასწავლეთო. ადამიანი თავად ირჩევს გზას თუ საით წავიდეს. შეგეძლო ქალბატონივით გეცხოვრა.-ისევ მსაყვედურობდა ნინა.
-არ შემეძლო ნინა. არ შემიძლია უმოქმედოთ ვიყო. სამი წლისამ იმიტომ ვითხოვე ბრძოლის სწავლა, რომ ამოხოცილი ოჯახი საკუთარი თვალით ვნახე, ის ბავშვები კი ვისთან ერთადაც ვთამაშობდი მოტაცებული. მე შევედი იმ სახლში და პირველმა მე ვნახე დახოცილები. სამი წლის ბავშვი ვერ იმახსოვრებსო ამბობენ. მე კი დღესაც თვალ წინ მიდგას სისხლის გუბეში მცურავი ადამიანები. მაპატიე ნინა, რადგან არ შემიძლია ამ ყველაფრის დავიწყება და მშვიდი ცხოვრება.-ვუთხარი და სახლიდან წამოვედი.
-დილითვე წავალ.-გიორგიმ კარამდე გამომაცილა.-შენ კი დაივიწყე ისინი, დაივიწყე ნიკოლოზი, ცოტა ხნით მაინც იცხოვრე მშვიდი ცხოვრებით. რომ გიყურებ გული მიკვდება, შენი თვალები სულ ტკივილით და ბრაზით სავსეა.
-არ შემიძლია. განა მე მინდა? არ შემიძლია. მადლობა რომ ჩემს მხარეს ხარ, მადლობა, რომ მეფეს იცავ, თავს გაუფრთხილდი. შენ რომ რამე დაგემართოს ნინა არ მაპატიებს.-ლოყაზე ვაკოცე გიორგის და სიბნელეში ცხენი გავაჭენე.
გიორგი დაბრუნდა, არც თუ ისე კარგი ამბით. მეფე ჩამოაგდეს, სოლომონს საკუთარი ოჯახი აუმხედრდა, შეთქმულება მოაწყვეს, ლევან აბაშიძემ - სოლომონის ბაბუამ, მეფის ორმა ბიძამ - ალექსანდრეს უმცროსმა ძმებმა, მამუკა და გიორგი ბატონიშვილებმა, თვით მეფის დედა თამარმა და როსტომ რაჭის ერისთავმა. სოლომონი ტახტიდან ჩამოაგდეს, იგი იძულებული გახდა გაქცევით ეშველა თავისათვის.
აჯანყებულთა მხარეზე იყო აგრეთვე მამია IV გურიელი და როსტომ ერისთავის ძმა - აფხაზ-იმერთა კათალიკოსი ბესარიონიც.
იმერეთიდან დევნილმა სოლომონმა დახმარებისათვის ახალციხის ფაშას მიმართა. ვიცოდი და მჯეროდა სოლომონი ბრძოლას გააგრძელებდა.
-გიორგი მეფესთან როდის ბრუნდები?-წინ დავუჯექი გიორგის.
-ხვალვე უნდა დავბრუნდე მეფესთან.-ჩაფიქრებულმა მითხრა გიორგიმ.-საკუთარმა დედამ უღალატა.-ბრაზს ვერ იკავებდა გიორგი.
-გავაფრთხილე, მან კი არ დამიჯერა.-ვბრაზობდი მეც.
-გვანცა ადვილი არ არის ამის დაჯერება. მეფესაც გაუგე, თავი მის ადგილზე წარმოიდგინე.-მითხრა გიორგიმ.
-მე დიდი ხანია ოჯახის რწმენა დავკარგე. მაგალითი მამაჩემი და კირილე სახეზე არიან. ყოველ დღე ველოდები, რომ ჩემს გაყიდვას დააპირებენ ოსმალებზე. ეს დღე ახლოვდება და მე მზად ვარ ბრძოლისთვის. უნდა დაეჯერებინა ჩემთვის სოლომონს და მომზადებული დახვედროდა.-ვუთხარი გიორგის.
-მალე წავალ ახალციხეში. რა დრო დაგვიდგა მტერი გვიდგას გვერდში და სისხლი და ხორცი გვწირავს.-ბრაზისგან ძარღვები ჰქონდა დებრილი გიორგის. წერილი დავწერე და გიორგის გავატანე სოლომონთან.
„ჩემო მეფეო არ დანებდე. ძალა მოიკრიბე და მტრებს დაუპირისპირდი. ოსმალებმა შიგნიდან გაგვტეხეს. დროა მათი წესებით ვითამაშოთ. ის რომ საკუთარი დედის ღალატი არ დაიჯერე, შეცდომა იყო. არავის იმედი არ უნდა გქონდეს, არავის გაანდოთ თქვენი გეგმა. ოსმალები დაუპირისპირე ურჩ თავადებს, დაასუსტე და დაიმორჩილე. მათი წესებით ითამაშე, რომ ბრძოლა მოიგო. დაცემა არ გაბედო, ფეხზე წამოდექი და ბრძოლა გააგრძელე. უკან დახევას არ გაპატიებ, შენ დაიფიცე, პირობა მომეცი და ვალდებული ხარ შეასრულო შენი დაპირება.“ გვანცა.
უკვე ჩვიდმეტი წელი მისრულდებოდა. კირილე სახელს საერთოდ არ მეძახდა. ქალი პანტერა შემარქვა და მსახურებიც ასე მიხსენიებდნენ თუ იქვე არ ვიყავი. ეკატერინე გამუდმებით ვიშვიშებდა.
-ამისგან ქალბატონი არაფრით დადგება, ნამდვილი ველურია. შეიძლება თავადის ქალი იარაღ ასხმული ტყე ღრეში დაეხეტებოდეს ცხენით, ან ეს კაცის ტანსაცმელი რა უბედურებაა.-მოსთქვამდა ეკატერინე.-ქაიხოსრო რამე მოუხერხე ამ გოგოს.
-ეშმაკის მოციქულია, დედამისი მის გამო მოკვდა. მე რა უნდა მოვუხერხო, ისე მიყურებს თითქოს მამამისი კი არა მისი მოსისხლე მტერი ვიყო.-ჩაილაპარაკა ქაიხოსრომ.
-შენი ბრალია. ერთხელ არ მოფერებიხარ, შენ უყურებ ცივად და ამრეზით.-საყვედურობდა ნინო.
-შენ საერთოდ ნუ ერევი.-თითი დაუქნია ქაიხოსრომ.
-მამა ნინოს მეც ვეთანხმები.-ახლა ზურაბი ჩაერთო ლაპარაკში.-მერე რა რომ არ იცის ქარგვა და ქსოვა. ჭკვიანია, ბევრს კითხულობს, თანაც ისე იბრძვის მე პირადად მშურს. -გაიღიმა ზურაბმა.
-იბრძვის.-დაუყვირა ქაიხოსრომ.-ზურაბ ის ქალია, სახლში უნდა იჯდეს და სრულ მორჩილებას მიცხადებდეს.
-ოჯახურ კრებას მხოლოდ მე ვაკლივარ.-მოსმენით დავიღალე და კარი ფართოდ შევაღე.-განხილვის თემა ისევ მე ვარ.-ირონიულად გადავხედე ყველას.
-მობრძანდა.-ხელი ჩაიქნია ქაიხოსრომ, სავარძელში ჩაეშვა და ჩიბუხს მოუკიდა.
-გვანცა შვილო.-ეკატერინე მომიბრუნდა.-არ გინდა ქალს დაემსგავსო, რა გაცვია, ან საერთოდ როგორ იქცევი. გიგოც უკმაყოფილოა, არ მეცადინეობსო.
-საკმარისი ვისწავლე, აწი წიგნებში ამოვიკითხავ რაც მაინტერესებს.-იქვე მდგარ სკამზე ჩამოვჯექი.-ზურაბ თუ ასე ძალიან გინდა გასწავლი ბრძოლას.-ახლა ზურაბს შევხედე.
-ისევ ბრძოლა.-დაიყვირა ქაიხოსრომ.-ვის ებრძვი, რას ებრძვი? აღარ აქვს ამ ყველაფერს დასასრული? შენს გამო ლევან აბაშიძე განმირისხდა, საქმეს ბოლომდე მივიყვან და მერე მოგხედავ შენ. ვის ებრძვი გესმის?
-ქვეყნის გამყიდველებს და მტრებს.-შევხედე ქაიხოსროს თვალებში, მან კი თვალი მომარიდა.-რაო მამავ ბატონო, ცოტაა ასეთი ირგვლივ? რამდენი ბავშვი გაყიდე? რამდენი გოგო გაგზავნე სტამბულის ბაზარში? იქნებ ვიგონებ? რატომ ხარ ჩუმად? ხო ვიცი, რომ შენი ხალხი დავხოცე, შენც იცი რომ ეს მე გავაკეთე, მაგრამ მინდა ისიც იცოდე, რომ ეს მეფემაც იცის. დაიბრუნებს სოლომონი ტახტს და ყველას მოგიჩენთ თქვენს ადგილს.
-კმარა!-დაიყვირა ქაიხოსრომ, სავარძლიდან ადგა და კარი გაიჯახუნა.
-გვანცა ის მამაშენია. ასე არ უნდა ელაპარაკებოდე.-ეკატერინე მსაყვედურობდა.-ვის ხოცავ? ქალი ხარ, თუ ეშმაკი? რა ქალის საქმეა ბრძოლა.
-არა მარტო ქაიხოსროს, ღმერთი შენც დაგსჯის, რომ შვილის ასეთ ბოროტებას უყურებ და არაფერს აკეთებ.-ახლა ეკატერინეს შევუტიე.-შენი დამსახურებაა ასეთი ცივსისხლიანი, რომ გაიზარდა, რაც დედაა ის შვილი.
-ღმერთო შელოცვა უნდა ამ ბავშვს, ოჯახს მტრად მოეკიდა.-ხელები მაღლა აღაპყრო ეკატერინემ.
-ძვირფასო ბებია, მე შენს ადგილზე მონასტერში წავიდოდი და დარჩენილ ცხოვრებას ლოცვაში გავატარებდი, იქნებ ლოცვებმა მაინც გიშველოთ, თქვენ და თქვენს შვილს.-ვუთხარი და ჩემს ოთახში წავედი. მეორე დღეს ნინასთან მივედი.
-გვანცა იშვიათად მოდიხარ შვილო.-ამოიტირა ნინამ.
-ხშირად მოვალ, ოღონდ არ იტირო.-ხელები მოვხვიე ნინას.-ნინა ეს შენ.-ნიკოლოზის სურათი მივეცი.-სანამ მოიტაცებდნენ მანამ დავხატე, აქ იღიმის, შენ გქონდეს.
-ღმერთო, ჩემი ბიჭი.-ამოიტირა ნინამ.
-იმიტომ არ მოგეცი, რომ იტირო. უბრალოდ როცა ძალიან მოგენატრება დახედე ხოლმე. მონატრებას ვერ შველის, თუმცა ცოტა ხნით აყუჩებს გულის ტკივილს.
-გიყვარს?-შემომხედა ნინამ.
-მიყვარს. ბავშვურად შევფიცე ერთგულება. ახლა რომ ვფიქრობ მეღიმება. მე მისი ცოლი ალბათ ვერ გავხდებოდი. ეს სიყვარული კი უფრო ღრმაა, ჩვენ მთელი ბავშვობა გვაკავშირებს. ერთმანეთთან გაზიარებული საჭმელი, ერთმანეთთან გაზიარებული ოცნებები. ჩვენ ერთნაირად ვაზროვნებდით, არასდროს ვკამათობდით. არჩევანის წინაშე რომ ვყოფილიყავი მე წავიდოდი ტყვედ მის მაგივრად.-ჩავილაპარაკე.
-სულ ვიცოდი, რომ თქვენ ორს სხვანაირი გრძნობა გქონდათ. ისე არ უყურებდი როგორც გიორგის. -ამოიტირა ნინამ.
-კარგი ნინა, უნდა წავიდე.-ისევ ჩავეხუტე.
-შვილო ნუ დადიხარ ტყე ღრეში. იქ მას ვეღარ იპოვი, ჩემი შვილი უკვე შორსაა.-თავშლით ცრემლები მოიწმინდა ნინამ.
-მე არაფერი მომივა, ნუ დარდობ. იმ ბავშვებს კი დაცვა სჭირდებათ.
-შენ ვინ დაგიცავს, შენც რომ რამე დაგიშავონ?
-ვერაფერს დამიშავებენ, ამისთვის არც სიმამაცე ეყოფათ და არც გამბედაობა.
-გიორგიც მეფეს ეახლა, აქ რომ იყოს დაგიდგებოდა გვერდით და ერთად იბრძოლებდით. მეშინია გვანცა, შენს გამო ვშიშობ. ჩემი შვილი ხარ, მერე რა რომ არ გაგაჩინე, შენ ჩემი შვილი ხარ.
-ნიკოლოზის მერე ყველაფერი შეიცვალა. ვცდილობ ისევ მესმოდეს წვიმის ხმა ისე, როგორც ადრე მაგრამ აღარ მესმის. ყველაფერმა ფერი იცვალა. ამბობენ დრო მკურნალიაო, მაგრამ პირიქით, რაც დრო გადის უფრო მეტად მაკლია. მას ვერ დავეხმარე და თავს ვიდანაშაულებ. თითოეული ბავშვის გადარჩენისას საოცარ შვებას ვგრძნობ, თითქოს ნოკოლოზს ვეხმარები ამით. გუშინ ქაიხოსროს ვეჩხუბე. იცის ნინა, რომ მე ვებრძვი და ვერ მიპირისპირდება. თვალებში, რომ ვუყურებ თვალს ვერ მისწორებს. სახლში ყველას ქარ-ცეცხლს ატეხავს თავზე, მათ შორის კირილეს და ზურაბსაც, მაგრამ ჩემი ერთი შეხედვა თვალებში და თვალს მარიდებს.
-დედაშენის თვალები გაქვს და მისი მზერა. ის კი სიცოცხლეზე მატად უყვარდა ქაიხოსროს. უარგყო, ჩემთან გამოგზავნა, მაგრამ თითქოს ქალბატონი გაცოცხლდა შენში. ბევრჯერ დამიფიქსირებია ქაიხოსროს მზერა შენ რომ გიყურებდა. შიში და ტკივილი ედგა თვალებში. ქალბატონს რომ ეცოცხლა ის ასეთი არ იქნებოდა. დედაშენი შენნაირი იყო, შენი ასლი. ამიტომაც ვერ გისწორებს თვალს, განსვენებულ ქალბატონს ხედავს შენთ თვალებში.-მითხრა ნინამ.-ისევ დაიკარგა ბავშვი სოფელში, გუშინ კივილი ისმოდა. ლალის შვილი მოუტაციათ, დათო.-ცრემლი მოიწმინდა ნინამ.
-ჯანდაბას.-ხელი მაგიდაზე დავარტყი გამწარებულმა.-არ ჩერდებიან ძაღლები.-კბილებში გამოვცერი.
-დამშვიდდი შვილო, მეშინია ამ ბრძოლას შენც არ შეეწირო.-ტიროდა ნინა.
-რაც არ უნდა დამემართოს არ იტირო. შენ უნდა იამაყო ნინა, ნიკოლოზით, ჩემით და გიორგით.-ატირებულ ნინას ხელი შევუშვი და კარი ჭრიალით გავაღე. ჩემს ცხენს ზურგზე მოვახტი და ტყის სიღრმისკენ გავქუსლე.
მეორე დილით, ვარჯიშის მერე ეზოში შევდიოდი, ცხენი თავლაში უნდა დამება.
-ბატონო კირილე, საშიშია, სოფელი რომ აგვიჯანყდეს კარგ დღეს არ დაგვაყრიან გლხები.-მოურავი ელაპარაკებოდა კირილეს.
-დამშვიდდი, სანამ ლევან აბაშიძე მხარს გვიჭერს არაფრის გეშინოდეს. ხვალ ფოთში გავგზავნი.-მხარზე ხელი დაადო კირილემ მოურავს.
-იმედია გიორგი, ან თქვენი და ვერ შეიტყობს, რომ ნიკოლოზიც ჩვენ გავყიდეთ. რომ ვუყურებ როგორ იქნევს ხმალს ქალბატონი, მზარავს. -შეშინებულმა ჩაილაპარაკა მოურავმა.
-ჩემი და.-გადაიხარხარა კირილემ.-ძალიან გაშინებთ ჩემი და ყველას.
-თქვენ არ გინახავათ მისი ბრძოლა, გირჩევთ არც ნახოთ.-შიშნარევი ხმით ჩაილაპარაკა მოურავმა.
-შენ სადღა ნახე?-შეხედა კირილემ.
-ყოველ დღე ვარჯიშობს.-ისევ აგრძებდა მოურავი.-ჩემს მტერს მოხვდა მაგის მოქნეული ხმალი.-ჩემს თვალწინ ისე მოკლა კაცი ხელი არ აკანკალებია. შეშინებულმა შარდი ვერ შევიკავე, ბუჩქებში ვიჯექი და ვკანკალებდი.
-ამხელა კაცი ქალმა შეგაშინა?-ხარხარებდა კირილე.-არა ქალმა კი არა ბავშვმა.-ისევ ამაზრზენად გადაიხარხარა.
-ქალი კი არა ნამდვილი პანტერაა, თავად არ შეარქვით. ხუთი წლის წინ იყო ბავშვი, ლამის ყელი რომ გამოგჭრა.-არ ჩამორჩა მოურავი.
-არ გაბედო ასე ლაპარაკი.-საყელოზე მოქაჩა კირილემ. ჩემთვის საინტერესო თემაზე აღარ ლაპარაკობდნენ, ამიტომ მშვილ ისარს ხელი დავავლე და თავლაში შევედი.
-დროა ყველაფერი აღიაროთ, იმაზე მეტი მოვისმინე ვიდრე საჭიროა.-მშვილდს კირილეს ვუმიზნებდი.
-გვანცა რას აკეთებ?-შეშინებულმა შემომხედა კირილემ.
-სად არის? ვის მიყიდეთ? მიპასუხე, თორემ დედის სულს გეფიცები დედაჩვენთან გაგზავნი.-თვალებიდან ცეცხლს ვაფრქვევდი.
-ფოთის ფაშას მივყიდეთ ქალბატონო.-მუხლებზე დავარდა მოურავი.-სტამბოლში იქნება, ოსმალები იყიდიდნენ ალბათ.-მოსთქვამდა მოურავი.-არ მომკლათ ქალბატონო, ცოლ-შვილი მყავს.-ისევ ტიროდა.
-კირილე რატომ? რატომ ნიკოლოზი? მიპასუხე!-მშვილდს ისევ ვუმიზნებდი.
-გვანცა არ ისროლო. ეს არ გააკეთო, თორემ მამა გაგყიდის. შენ კი მკვლელი იქნები, ძმის მკვლელი.-შიშ ჩამდგარი თვალებით მიყურებდა კირილე.
-გაჩუმდი!-დავიყვირე.-მე შენ გაგაფრთხილე. გაგაფრთხილე ჩემს საყვარელ ადამიანებს არ გაკარებოდი.
-შენ მე ყველას წინაშე დამამცირე. მთელი მოსამსახურეები ჩემს უსუსურობაზე ლაპარაკობენ დღემდე. გეგონა შეგარჩენდი..-სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული კირილეს, რომ მშვილდი მოვზიდე და მარცხენა ყური წავაცალე.-ააა-ღრიალი აღმოხდა კირილეს, შეშინებული მოურავი კი თავლაში თივის ზვინს ამოეფარა. მეორე ისარი მოვზიდე.
-არ ამიცილებია კირილე, მიზანს არასდროს ვაცილებ.-შევხედე განრისხებულმა.-მეორე ისარი თავის ქალას გაგიპობს.-გაცეცხლებული ვუყვიროდი, ფეხის ხმა გავიგე უკნიდან და ვიღაცის ძლიერმა მკალვებმა ხელები მანამ გამიკავა, სანამ მივბრუნდებოდი.
-გვანცა ეს არ ჩაიდინო.-ზურაბის შეშფოთებული ხმა ჩამესმა, რომელიც ცდილობდა მშვილდი წაერთმია ხელიდან ჩემთვის.
-ამ ნაძირალამ მოიტაცა და გაყიდა.-ზურაბის ხელებში მომწყვდეული ვიბრძოდი და კირილესკენ მივიწევდი. სახე სულ სისხლით შეეღება, შემოფლეთილ ყურზე სიმწრით ხელებს იჭერდა და განწირული ღრიალებდა.
-დამეხმარე.-ზურაბმა მეჯინიბეს დაუყვირა, რომელიც კირილეს ღრიალზე თავლაში შემოვარდა და გაშეშებული იდგა. გაგიჟებული ვიყავი, ზურაბმა და მეჯინიბემ ძლივს გამიყვანეს თავლიდან. საძინებელში ჩამკეტეს, მე კი ვყვიროდი და კირილეს მოკვლით ვემუქრებოდი.
საღამოს საოჯახო სასამართლო გაიმართა. დამნაშავე მე ვიყავი, დაზარალებული კირილე. დაზარალებული იყო, ყური დაკარგა ბოლოს და ბოლოს. ჩემს დაკარგულ გულს არავინ ჩიოდა. ნიკოლოზს ხომ ადამიანად ვერ აღიქვავდა ვერავინ, ის ნივთი იყო მათთვის, გაყიდეს და მორჩა.
-რამდენს ბედავ? რას სჩადიხარ?-გაცეცხლებული ღრიალებდა ქაიხოსრო.
-ჯოჯოხეთის ცეცხლში, რომ დაიწვები, უფლის წინაშე, რომ წარსდგებით თქვენ და თქვენი ნაქები შვილი მერე ვერც ტიტული გიშველის და ვერც ძალაუფლება. წყეულიმც იყავი მამაჩემო შენ შვილთან ერთად.-დავიყვირე და თითი ცხვირთან მიბვუტანე გაცეცხლებულმა.
-როგორ ბედავ.-ხელი ასწია დასარტყმელად, რომ ხელი დავუკავე და ზიზღით შევხედე.
-მე ნინო არ ვარ.-ჩემს დედინაცვალს გავხედე.-მე გვანცა ვარ და არავის მივცემ უფლებას ხელით შემეხოს.-ხელი ისე გადავუტრიალე ძვლების ხმა და ქაიხოსროს ღრიალი ერთად გავიგონე.
-ხელი მომტეხა.-დაიღრიალა ქაიხოსრომ.
-გვანცა გაუშვი.-მუდარის თვალებით შემომხედა ზურაბმა.
-არასდროს არ გაბედო და ხელი არ ასწიო ჩემზე.-შევხედე გაბრაზებულმა ქაიხოსროს, რომელსაც სახე ტკივილისგან დამანჭვოდა.
-მე დავავალე კირილეს მისი მოტაცება და გაყიდვა.-ამოიღმუვლა ქაიხოსრომ.
-უკვე ვიცი. ეს წლები თავს არ ვუტყდებოდი, რომ ეს ჩაიდინეთ. ან უბრალოდ არ მინდოდა ეს დამეჯერებინა. ძნელი მისახვედრი არ არის ახლო მდებარე სოფლებში მომხდარი ყველა უბედურების სათავე თავად, რომ ბრძანდებით მამავ ბატონო. -ბოლო სიტყვები ზიზღით წარმოვსთქვი. ნინოს შევხედე, გულამომჯდარი ტიროდა, ტიროდა თავის უბედობას, რომ ამ საშინელ კაცს დაუკავშირა ცხოვრება. ეკატერინე კი პირჯვარს იწერდა ატირებული და ლოცვას ბუტბუტებდა ჩუმად. ზურაბი უსუსური სახით იდგა და არ იცოდა რა გზით წასულიყო. კირილე და ქაიხოსრო კი გაბოროტებული თვალებით მიყურებდნენ. გეგმას აწყობდნენ სამაგიერო როგორ გადაეხადათ ჩემთვის.
დილით ინათა თუ არა მოურავი დავიჭირე თავლაში. ჯერ ყველას ეძინა სახლში, მხოლოდ რამდენიმე მსახური ფუსფუსებდა ეზოში.
-სად არის?-ხმალი ყელზე მივაბჯინე.
-არ მომკლათ, ყველაფერს გეტყვით.-ტირილით მუხლებში ჩამივარდა მოურავი.
-გუშინ, რომ ბავშვი მოიტაცეთ სად არის?-გავუმეორე მოურავს.
-ბატონი მომკლავს.-ტირილი დაიწყო.
-მაშინ მე მოგკლავ.-ყელზე ხმალი მივაბჯინე.-ხომ იცი, რომ მოგკლავ.-თვალი ჩავუკარი.
-სარდაფში ჰყავთ დამწყვდეული.-ტირილი დაიწყო მოურავმა.
-წინ წადი და გამიღე კარი.-წამოვაყენე და ხელის კვრით წინ გავუშვი. ისიც მორჩილად წავიდა და სარდაფის კარი გამოაღო, არც დავფიქრებულვარ ისე გამოვჭერი ყელი მოურავს, უსულოდ დაეცა ძირს.-წამოდი.-შეშინებული მიყურებდა პატარა ბიჭი.-სწრაფად.-ხელი მოვკიდე და ეზოში გამოვედით. კირილე არ ჩანდა, ცხენზე შემოვისვი და მშობლებს მივუყვანე.
-შვილო.-დედამისი სანამ ხელს მოჰხვევდა თავის დაკარგულ შვილს მანამ ჩაიკეცა.
-კარგად არის. სახლიდან არ გამოუშვათ.-ვუთხარი მამამისს, რომელიც თვალ ცრემლიანი მიყურებდა.
-ღმერთი გფარავდეს ქალბატონო.-ტირილით მითხრა დათოს მამამ. ცხენზე შევჯექი, თავი დავუკარი მოგროვილ გლეხებს და სწრაფად მოვცილდი, ნინასთან წავედი. იქ კი კირილე და მისი ერთგული ძაღლები დამხვდნენ.
-რას აკეთებ?-კირილეს შევხედე განრისხებულმა.
-დღესვე ოსმალეთში წახვალ. ახლა ხელებს შეგიკრავენ და ფოთში წაგიყვანენ. წინააღმდეგობის გაწევა არც გაბედო, თორემ ნინას აქვე მოვკლავ.-ნინას ყელზე მიბჯენილი ხანჯალი ელავდა.
-თავს უშველე გვანცა.-ამოიტირა ნინამ.-მე მალე მოვკვდები, შენ კი ცხოვრება წინ გაქვს.-ცრემლიანი თვალებით მიყურებდა ნინა.
-კარგი.-ხელები წინ გავიშვირე.-შემიკარით ხელები, ნინა კი გაუშვი.-შევხედე კირილეს. მისი ძაღლები სწრაფად მოვიდნენ და ხელები შემიკრეს.-ახლა გაუშვი, თორემ არ გაპატიებ. რომ მოკვდე მკვდარსაც კი ამოგთხრი.-გაბრაზებულმა შევხედე.
-ახლა იმ მდგომარეობაში არ ხარ რომ მემუქრებოდე. გიორგიც მეფეს ეახლა, ვერც ის გიშველის.-ამაზრზენად გადაიხარხარა, ნინას ხელი კრა და ჩემსკენ წამოვიდა.-მოემზადე დაიკო, შენი ქმარი შეიძლება სულთანიც კი გახდეს, თუ დიდებას მიაღწევ არ დამივიწყო.
-ჯოჯოხეთის ცეცხლში დაიწვები კირილე, ამდენი ადამიანის ცოდვა არ შეგრჩება. მებრალები, ბოროტება გმართავს. -ზიზღით ვუყურებდი საკუთარ ძმას და იმაზე ვფიქრობდი თუ რატომ იყო ის ჩემი ძმა, როგორ შეიძლებოდა ის ჩემი ძმა ყოფილიყო.
-პირი აუკარით, ბევრს ლაპარაკობს.-უთხრა თავის ძაღლებს.
-მე წამიყვანე, მომკალი და ამას ნუ მაყურებინებ.-მუხლებზე ჩამოეკიდა ნინა კირილეს.
-ნინა ადექი! -დავიყვირე.-არ გაბედო და მის წინ არ ჩაიმუხლო. ადექი ნინა!-ვყვიროდი მანამ სანამ პირზე სახვევი არ ამაკრეს.
ძალები უნდა მომეკრიბა, უნდა მებრძოლა, მე ხომ ვემზადებოდი ამისთვის. ხომ ვიცოდი რაც მელოდა. სხვა ცხოვრებისთვის უნდა მოვმზადებულიყავი. გამთიშეს. გონზე რომ მოვედი ფოთში ვიყავი. ფაშას მიჰგვარეს ჩემი თავი. კმაყოფილი აცმაცუნებდა ფოთის ფაშა ტუჩებს.
-კარგი საჩუქარია ჩემი შეჰზადესთვის.-ჩაილაპარაკა თურქულად.-მეჰმედი სულთანი გახდება და ამ საჩუქრისთვის გულუხვად დამასაჩუქრებს.-კმაყოფილი მათვალიერებდა და წვერზე ხელს ისმევდა.-რატომ ხარ ჩუმად თავადის ასულო, მითხრეს რომ ჩვენი ენა კარგად იცი.
-ის არ გითხრეს, რომ ბრძოლაც ვიცი?-შევხედე ფაშას.
-მითხრეს.-გადაიხარხარა.-შეჰზადეს დაიცავ და სულთანი გახდები.
-არ გეშინიათ, რომ თქვენი შეჰზადე შეიძლება მოვკლა და არ დავიცვა?-შევხედე ფაშას, მან კი სახეზე ფერი დაკარგა.
-არც იფიქრო თავადის ასულო, ჭკვიანი ხარ და უნდა ხვდებოდე, რომ თუ შეჰზადე მეჰმედს რამეს დაუშავებ სიკვილის განაჩენს გამოუტან საკუთარ თავს. თუ კარგად მოიქცევი შეიძლება სულთანი გახდე. -ჩაეღიმა ამაზრზენად.-მერე კი მეც გამიხსენე.-ხელები ერთმანეთს გაუსვა კმაყოფილმა.-თავადის ასულს ხელები გაუხსენით და საუკეთესოდ მოექეცით, შეუფასებელი განძია.-გასცა ბრძანება.
ახლა უკვე თავად მინდოდა სტამბოლში ჩასვლა. ნიკოლოზის კვალი უნდა მეპოვა, მისთვის უნდა მიმეგნო. უკან მხოლოდ ნინა და გიორგი მრჩებოდა. ისინი ერთმანეთს მიხედავდნენ, მე კი ნიკოლოზი უნდა მეპოვა.
ერთი კვირა საკმარისი დრო იყო იმისთვის, რომ მეფიქრა და გეგმა დამეწყო, თუ როგორ უნდა მოვქცეულიყავი. ნიკოლოზის სურათი თან მქონდა. უნდა მეპოვა, ტყვეთა ვაჭრებს ეცოდინებოდათ, ვის მიყიდეს, და საით წაიყვანეს. მის კვალს უნდა გავყოლოდი. ფოთის ციხეში ინფორმაცია მოვიძიე, მსახურმა ქალებმა მითხრეს რომ მე სულთან აჰმედის III ვაჟის მეჰმედის ხარჭა უნდა გავმხდარიყავი. რომელიც იმ დროს ტახტის კანონიერი მემკვიდრე იყო. მეჰმედი იმ დროს 37 წლის იყო. მე კი მხოლოდ 17 წელი შემისრულდა. ის ჩემზე 20 წლით უფროსი იყო, ეს ფაქტი უბრალოდ მზარავდა. ფოთის ციხიდან გაქცევას მოვახერხებდი, მაგრამ იმ დროს უბრალოდ ბედს მივენდე და გადავწყვიტე სტამბოლში ჩავსულიყავი.
ადამიანს რომ კარგავ მხოლოდ მაშინ გრძნობ მთელი არსებით მისდამი სიყვარულს. ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი და ცხოვრებამ უკვე ბევრჯერ მომაყენა დარტყმა. დიდი ხანია ბავშვივით აღარ ვოცნებობდი, სიტუაციას რეალურად აღვიქვავდი და როგორც ზრდასრული ადამიანი ისე ვუპირისპირდებოდი ცხოვრებას. ახლა უფრო მძაფრად აღვიქვავდი ნიკოლოზისადმი ჩემს სიყვარულს. მივდიოდი გზაზე, სადაც ერთი შეცდომაც კი ცხოვრების დასასრულს ნიშნავდა. ყველა სვლა უნდა გამეთვალა. გიგოს სიტყვები მახსენდებოდა.
-„ჭადრაკი, ჩვენს ცხოვრებას ჰგავს ჩემო გოგონა, ჭკვიანური თამაშია. თუ ყველა სვლას ისე გათვლი, რომ მოწინააღმდეგის მომდევნო სვლებსაც განსაზღვრავ თამაშს მოიგებ. უნდა მიხვდე, შენი სვლის მერე სხვა რა სვალს გააკეთებს, თამაში უნდა გათვალო. ცხოვრებაც ასეა, ჭადრაკს გავს. დედოფალი შეიძლება მოკვდეს, მაგრამ შეიძლება პაიკი იქცეს დედოფლად. წუთისოფელი ჭადრაკის დაფას გავს. ყველას თავისი გზა აქვს გასავლელი.“
ჩემი სვლები უნდა გამეთვალა. უნდა ჰგონებოდა ყველას, რომ სრულ მორჩილებას ვაცხადებდი. სტამბოლში კი უნდა გავქცეულიყავი და ნიკოლოზი მომეძებნა. თივის ზვინში ნემს ვეძებდი. მაგრამ უნდა მებრძოლა. მჯეროდა, რომ ვიპოვიდი, ამის ისე მჯეროდა, რომ ჩემი ცხოვრების ძირითადი მიზანი იყო. მწამდა, რომ ვიპოვიდი. ეს რწმენა მაძლიერებდა, ბრძოლისთვის მზად ვიყავი. სტამბოლში ჩასვლამდე იარაღი უნდა მეშოვა, რომ გაქცევა ადვილად მომეხერხებინა.
ერთი კვირის მერე გემზე მიმიყვანეს. პატარა ჯიბის დანას სახელოში ვმალავდი, ფოთის ფაშას ისე ავაცალე ვერც კი მიხვდა.
გემზე ხელები შემიკრეს, ეშინოდათ რამე არ მომემოქმედა.
-ფაშამ გამაფრთხილა საშიში ქალიაო.-ერთმა ოსმალო ვაჭარმა მეორეს გადაულაპარაკა.
-ციხეში რომ ლაპარაკობდნენ მამამ გაყიდაო ის არის?-მეორე ეკითხებოდა.
-კი. ძმას ყური მოაჭრა. ნეტავ შარში არ გავეხვეოდეთ, რას აიტეხა ფაშამ შეჰზადეს მიჰგვარეთო. მას, რომ რამე დაუშაოს თავებს წაგვაცლიან.-შეშინებულმა შეხედა მეორეს.
-სულთანი გავხდები, შეჰზადეს მოკვლას არ ვაპირებ.-გადავძახე გენბანიდან თურქულად. ოთხი გაოცებული თვალი მომაჩერდა.
-ჩვენი ენაც იცის?-ორივემ ერთდროულად წარმოსთქვა და ისევ მე შემომხედეს.
-არა მარტო თქვენი ენა, კიდევ ბევრი რამ ვიცი. იცით ფოკუსებიც გამომდის.-თვალი ჩავუკარი ოსმალოს.
-მკითხაობაც გეცოდინება შენ. აბა მითხარი რა მელის?-გადაიხარხარა და მეორეც აჰყვა.
-ხელები შემიხსენით, ერთ კითხვაზე მიპასუხეთ და გეტყვით რა გელით.-ვუთხარი. ორივემ ერთმანეთს გადახედეს და სწრაფად ამოვიდნენ გემბანზე.
-არაფერს დაგვიშავებ?-ორივემ ერთდოულად შემომხედეს.
-არა მე იმდენი შემიძლია თავადაც გავიხსნი ხელებს, თუ მოვინდომე საიქიოშიც გაგისტუმრებთ, მაგრამ არაფერს არ ვაპირებ. -მხრები ავიჩეჩე.
-გვამაიმუნებს.-ისევ ერთდროულად თქვეს და ერთმანეთს გადახედეს. უკვე ღამე იყო, სხვა ვაჭრებს და მცვლელბს ეძინათ, ეს ორი კი ტყვეებს ყარაულობდნენ. ზღვა მშვიდი იყო, თითქოს ბუნებაც დაღონდა ამდენი ადამიანის უბედურებით.
-არ გამაიმუნებთ.-უცებ ორივე ხელი დავანახე, რომ თავისუფალი მქონდა.
-ალაჰ. კუდიანია.-შეშინებულებმა შეხედეს ერთმანეთს.-სწრაფად ხელები შეუკარი.-მეორეს შეხედა. მე კი დრო ვიხელთე და სანამ გაიაზრებდნენ რა ხდებოდა. ხმალი წელიდან შევხსენი და ორივეს მივუშვირე.
-თუ არ გინდათ აქვე სული გაგაფრთხობინოთ ერთ კითხვაზე მიპასუხეთ.-შევხედე ორივეს.
-გიპასუხებთ, არაფერი დაგვიშავო.-შეშინებულები მიყურებდნენ.
-ეს ბიჭი სად გაყიდეთ და ვის მიჰყიდეთ.-ნიკოლოზის სურათი დავანახე ორივეს.
-ეგ.-იქვე მდგარი ლამპის შუქი კარგად ანათებდა ნიკოლოზის სურათს.
-ის არის, კი ნამდვილად. აჰმედ აღამ იყიდა.-თავს მიქნევდა შეშინებული ოსმალო.-ხუთი წლის წინ ამ გემით წავიყვანეთ სტამბულში.-ძლივს ვაკავებდით, ძალიან ჯანიანი ბიჭი იყო.
-აჰმედ აღა ვინ არის და სად წაიყვანა?-კითხვა დავუსვი.
-ეგვიპტეში. ალი ბეი მამლუქებს აგროვებს. რაც კი გურჯები ჩაგვყავს სულ აჰმედი ყიდულობს და ეგვიპტეში მიჰყავს. ოსმალეთში მხოლოდ ქალები იყიდება ბოლო პერიოდში. ფულს არ ზოგავს ალი ბეი.
-ხო, იცის გურჯების ფასი და კარგად იხდის.-თავს უქნევდა მეორე.
-აჰმედ ფაშას მეც მიმყიდით. გასაგებია?-შევხედე ორივეს.
-ამას ვერ ვიზავთ, შეჰზადე უკვე ელოდება გურჯ ქალებს.
-კარგით, შეგიძლიათ დაიძინოთ.-ხმალი შევაბრუნე და ტარით ვესროლე ოსმალოს. ის კი შეშინებული წაიქცა.
-ხელები როგორ გაიხსენი? მართლა ჯადოქარი ხარ?-შემომხედა მეორემ.
-ჯადოქარი ვარ და თუ ჭკვიანად არ იქნები თაგვად გადაგაქცევ.-ოსმალოს უვიცობაზე ხმამაღლა გამეცინა.
-გამაიმუნებს. რა ჯადოქარი.-მხარზე ხელი მიჰკრა მეორემ.-მიდი ხელები ისევ შეუკარი.
-ისევ გაიხსნის ხელებს და რა აზრი აქვს?-შეშინებული მიყურებდა მეორე.
-იყოს ხელებ გახსნილი, ზღვაში ხომ არ გადახტება.-ხელი ჩაიქნეს და იქვე ჩამოჯდნენ.-ისე ეს გურჯი ქალები ძალიან დაუმორჩილებლები არიან. -ერთმანეთში ლაპარაკობდნენ.-ხან და ხან მგონია მართლა ჯადოქრები ხომ არ არიან.
-შენ სულ გასულელდი.-მხარი გაჰკრა მეორემ.
თვალები დავხუჭე, ცოტა უნდა დამეძინა, წინ რთული დღეები მელოდა. სიზმარში ნინა ვნახე. მუხლმოყრილი იდგა ხატის წინ და ლოცულობდა.
-ნინა შენი ლოცვა ახლა ყველაზე მეტად მჭირდება.-ჩავილაპარაკე ჩუმად. მზე უკვე ამოდიოდა. ტყვეები უკვე შეგუებულები იყვნენ თავის ბედს. მეორე დღე იყო რაც ზღვაში ვიყავით. ტირილი მიწყდა. ბედს შეგუებულები ახალ ბედ ელოდნენ მორჩილად. რამდენ უსამართლობას იტევდა ეს დედამიწა. უცხო მიწაზე მიჰყავდათ ამდენი ტყვე და ისე ჰყიდიდნენ როგორც ნივთებს. მათი შემყურე იმაზე აღარ ვფიქრობდი რა მელოდა. იმაზე დავიწყე ფიქრი, თუ როგორ გადამერჩინა ეს ახალგახრდა გოგო-ბიჭები საშინელი ბედისგან.
გემზე ორი ტყუპი გოგონა იმყოფებოდა, ერთმანეთს ისე გავდნენ ვერ გაარჩევდით, ისეთი ლამაზები იყვნენ გულგრილად ვერავინ შეხედავდა. ისეთი დრო დადგა, რომ კაცს გოგო რომ უჩნდებოდა ნატრობდა მახინჯი იყოს, რომ არავინ მომტაცოსო.
-ჯემალ აღა არ გინდა ერთი დამითმო?-გემის ახალგაზრდა კაპიტანმა ჰკითხა ჯემალ აღას.
-ვერ დაგითმობ, ეგ ორი შეუფასებელია.
-ერთი დამითმე, თუ გინდა ვითამაშოთ, შენ ქალი ჩამოდი, მე კი მაგის ღირებულების ოქროს ჩამოვალ.-არ ცხრებოდა კაპიტანი.
-არ გამოგივა ჰუსეინ. ვიცი შენი ამბავი, აქ ალიაქოთი არავის სჭირდება.-უთხრა ჯემალ აღამ.
-მიდი ჯემალ, მომყიდე და ისევ შენ დაგიტოვებ.-თვალი ჩაუკრა ჰუსეინმა.
-რამდენს გადაიხდი?-ჯემალი ცოტა მოლბა. ჰუსეიმნა კი ყურში ჩასჩურჩულა საფასური. ამ სანახაობას გემბანიდან დავყურებდი და ბრაზისგან მინდოდა ყველა იმ ქვეყნად გამესტუმრებინა.-კარგი. -თავი დაუქნია ჯემალმა და ამაზრზენად ჩაიხითხითა.
-ერთმანეთს არ მოსცილდეთ და არავის გაჰყვეთ.-გადავულაპარაკე ანას, ერთ ტყუპის ცალს.
-რა ხდება?-შეშფოთებულმა შემომხედა.
-შენი და ამოიღო თვალში იმან.-თვალებით ჰუსეინზე ვანიშნე.-ჯემალმა კი მიჰყიდა.
-რა უნდა ვქნათ?-შეშინებული მიყურებდა.
-უნდა დავიძინო, ხვალ მძიმე დღე მელის. გაქცევა უნდა დავგეგმოთ. ფხიზლად იყავი და თუ რამეა გამაღვიძე.-დავუბარე ანას.
ორი დღე ღამის უძილობამ თავისი ქნა და დამეძინა, ჩვენ და საუბედუროდ ანასაც და სხვა ტყვეებსაც დაეძინათ და სოფია ისე წაიყვანა ჰუსეინმა, რომ ვერავინ ვერაფერი გავიგეთ. რომ გამეღვიძა ძებნა დავუწყე, მაგრამ არსად არ იყო. მერე კი გემის მეორე ბოლოსკენ გავიპარე ჩუმად. სოფია კაპიტანის კაიუტაში ეგდო კაბა შემოხეული, დასისხლიანებული ფეხები ერთმანეთზე მიებჯინა და ჩუმად ქვითინებდა.
-სოფია.-ხელები მოვხვიე.-რატომ არ დაიყვირე, რატომ არ გამაღვიძე.
-შემეშინდა.-ამოიტირა.-მითხრა, რომ ანას მოკლავდა და ჩუმად გავყევი.-ქვითინს უმატა.
-პასუხს აგებს, ყველა პასუხს აგებს გპირდები.-იქვე დაგდებული პლედი ავიღე და მხრებზე შემოვახვიე.-წამოდი.
-არ შემიძლია.-ტიროდა შეურაწყოფილი, ნამუს ახდილი გოგონა.
-აქ ვინ არის?-ჰუსეინი გემის კაბინაში დაბრუნდა. ზურგს უკან ამოვუდექი, არ მაინტერესებდა რა მოხდებოდა, ყელზე დანა მივაბჯინე.
-ზემოთ ადი თორემ ცოცხალი ვერ გადარჩები.-ვუთხარი ჰუსეინს და ზემოთ ავიყვანე. ზღვა ისევ მშვიდი იყო, მთვარეც თითქოს მიხვდა ჩემს ჩანაფიქრს, ჩუმად შეცურდა ღრუბლებში და უკუნეთმა მოიცვა გემი. გემის კიჩოსთან მივიყვანე ჰუსეინი.
-გემი უმართავი დარჩება და ვერ მიხვალთ ადგილამდე.-თავის დახსნას ცდილობდა.
-ეს შენ სოფიასთვის.-სწრაფად გამოვუსვი ყელში დანა და ზღვაში გადავაგდე. წყლის დგაფუნზე მცველები შეიშმუშნენ. კაბის ბოლო შემოვიხიე და დანა გავწმინდე. უკან სოფია იდგა და ამ ყველაფერს უყურებდა.
-ანას უთხარი მაპატიოს.-თქვა და აბობოქრებულ ტალღებში გადაეშვა. სწორედ ამ დროს მთვარემ გამოანათა, ვუყურებდი რომ არც კი უცდია ხელის გაქნევა, წყალს დანებდა და სიღრმისკენ წავიდა.
-სოფია.-იქვე ყრუდ აღმომხდა ღრიალი და გემის ნაპირზე ჩავიკეცე. დასისხლიანებულ ხელებს დავყურებდი და ვტიროდი სოფიას, ვტიროდი თითოეულ აქ მყოფ გოგონას და ვაჟს.

დილით სოფიას დაკარგვაც შენიშნეს და ჰუსეინისაც. გემზე ოსმალები შფოთავდნენ, რადგან კაპიტნის გარეშე დარჩნენ. ცალკე ანა მიხვდა, რომ მისი დის თავს უბედურება იყო და ტიროდა.
-რა მოუვიდა? დამეძინა.-ტირილს აგრძელებდა.
-ჰუსეინმა გააუპატიურა და თავი მოიკლა, სანამ გემიდან გადახტებოდა მითხრა შენთვის მეთქვა, რომ პატიებას გთხოვდა.-ცივი ხმით ვუყვებოდი ანას დის სიკვდილს. იმ ღამით ისევ გავცივდი, ქვად ვიქეცი. ისევ და ისევ ვკლავდი, ისე გამოვჭერი კაცს ყელი თვალი არ დამიხამხამებია.
-კაპიტანი? ის სად არის?-გამწარებულმა ჩაილაპარაკა.
-ის მანამდე მოვკალი და გემბანიდან გადავაგდე. სოფიას კი ვერ ვუშველე.-გადავულაპარაკე ანას.-მაპატიე ანა.
-რომ გაგიგონ მოგკლავენ.-შეშინებულმა შემომხედა. აღარ იცოდა ვინ ედარდა, მკვდარი და თუ ცოცხალი მე.
-მშვიდად იყავი. აქედან დავიხსნით თავს, გპირდებით.-გადავუპალარაკე იქვე მჯდარ გოგონებს და ბავშვებს.
ოსმალებმა გამოსავალი მოძებნეს და კაპიტნის თანაშემწეს უბრძანეს სტამბოლამდე გემის მიყვანა.
გემი მალე სტამბულს მიადგა. დრო უნდა გამომენახა და როგორმე მეშველა საკუთარი თავისთვის. როგორც კი გემიდან გადმოვედით სტამბულის ბაზარში წაგვიყვანეს. მე განსაკუთრებულად მექცეოდნენ. ასევე რამდენიმე ლამაზ გოგოს, რომლებიც დაუსრულებლად ტიროდნენ, მათ შორის იყო ანაც. კარავში ვიყავით ხელ ფეხ შეკრულები და ველოდებოდით განაჩენს. ბავშვები და ახალგაზრდა ბიჭები ბაზარში გაიყვანეს.
-გავყიდით ამათ და თქვენ მიგაბრძანებთ შეჰზადესთან.-გადმოგვხედა და ჩაილაპარაკა ერთ ერთმა ოსმალომ.
-რა თქვა? რა უნდა?-ამოიტირა ერთ ერთმა გოგომ.
-ტყვეებს გავყიდით და სასახლეში მიგიყვანთო.-გადავუთარგმნე ოსმალოს ნათქვამი.
-იქ რა გველის?-მეორემ ამოიტირა.
-ხარჭებად გვაქცევენ, -ჩავილაპარაკე.
-ღმერთო გვიშველე.-ისევ ტიროდნენ გოგონები.-ამბობენ სულთანი ბებერია და კანის დაავადება აქვსო.
-იმასაც ამბობენ ქალთ მოძულეაო, ასე, რომ დაწყნარდით.-გავუბრაზდი გოგონებს.
-ღმერთო გვიშველე.-ისევ აგრძელებდნენ მოთქმა-გოდებას.
-ღმერთი ვერ გვიშველის. საკუთარ თავს თავად უნდა ვუშველოთ.-დანით ხელზე თოკი შევიხსენი.-დაღამებას დაველოდოთ და გაგაპარებთ. ღამით პორტში უნდა დაბრუნდეთ, სხვა ქვეყნისკენ მიმავალ გემებზე უნდა ახვიდეთ და დაიმალოთ.
-რა გავიგოთ საით მიდის?-შემომხედა ერთმა ატირებულმა გოგომ.
-ვენეციელი ვაჭრების გემზე ადით. მიხვდებით ჩაცმულობაზე. ისინი ქრისტიანები მაინც არიან. ეს ქისა ოქროც გქონდეთ. მგზავრობის საფასური გადაუხადეთ როცა გიპოვიან. მთავარია თავისუფლები იყოთ.-ვუთხარი გოგონებს.
დაღამდა, ნაწილი ტყვეები გაყიდეს, ნაწილი კი კარავში შემოყარეს ხელ-ფეხ შეკრული. ღამით ჩუმად გავიპარე. ყველას გავუხსენი ხელ-ფეხი. კარავი ჩავჭერი და ჩუმად გავაპარე.
-შენ?-ანამ შემომხედა, თვალცრემლიანი იყო.
-მე დავიცავ თავს.-ხელები მოვხვიე და დავემშვიდობე.
-ჩვენ დავრჩებით, შენ წადი.-რამდენიმე 13-14 წლის ბიჭებმა შემომთავაზეს.
-თქვენ გაბარებთ ამ გოგონებს. გემებთან უსაფრთხოდ უნდა მიიყვანოთ. თქვენ უკვე ბრძოლის ველზე ხართ და უნდა იბრძოლოთ გადარჩენისთვის. ოსმალებს დამბაჩები ავაცალე და მათ მივეცი. ველოდებოდი, სანამ ყველა არ გაიპარა ჩუმად. ახლა საკუთარ თავისუფლებაზე მეტად ამ გოგონების თავისუფლება მინდოდა. ხმაური არ უნდა გამომეწვია, უნდა მომეკლა რომ ჩემი თანამოძმენი გადამერჩინა. ოსმალო ვაჭრებს მძინარეებს ისე გადავუჭერი საძილე არტერია, რომ მათი ყრუ ხავილი გაისმა მხოლოდ. ნავაჭრი ოქრო ავაცალე და კარავი ჩუმად დავტოვე. გვერდით მდგარ კარავში შევედი და სხვა ტყვეებიც ჩუმად გავანთავისუფლე. სულ 32 ქართველი ქალ-ვაჟი გავგზავნე გემებისკენ. გვერდით კარავში ერთ ვაჭართან არბალეტი მეგულებოდა, გასაყიდად მოჰქონდა სტამბოლში. ისიც მოვიპარე იქვე ჩავუსაფრდი, რომ თუ მდევარი გამოჩნდებოდა შემეჩერებინა.
მზე ის იყო ამოდიოდა, რომ ბაზარში ჩოჩქოლი ატყდა, მერე კი მდევარი მოიხმეს ოსმალო ვაჭრებმა, რომ ტყვეები გაექცნენ. ახლა ისინი უნდა შემეჩერებინა. ბაზრის მისადგომებთან ჩავუსაფრდი და ყველა მდევარი ისრით დავჭერი. საიდან ცვიოდა ისრები ვერ იგებდნენ და ბაზარში სულ აირივნენ ვაჭრები. ვაჭრების დიდმა ნაწილმა შეშინებულებმა გემებს მიაშურეს. მეც ეს მინდოდა, რაც მალე გავიდოდნენ გემები ზღვაში, მით მალე იქნებოდნენ ტყვეები სამშვიდობოს. განსაკუთრებით ვენეციელი ვაჭრები გარბოდნენ გემებისკენ. მალე იანიჩარები გამოჩნდნენ ბაზარში და ტერიტორიის დათვალიერება დაიწყეს, თუმცა გემების დიდი ნაწილი უკვე ზღვაში გავიდნენ და აღარ ჩანდნენ ნაპირთან. მაინც ვფრთხილობდი, ამიტომ ერთ ერთი მდევრის ცხენი დავიჭირე, ყალყზე შევაყენე ყურადღება რომ მიმექცია და წინ გავიჭერი. გამომივიდა, რადგან ნაპირისკენ არავინ აღარ წასულა, ყველა მე ამედევნა. ცხენი კარგი გამომადგა, ვერც ერთი ვერ დამეწია. მერე კი პატარა ტყეც დავინახე და იქ შევაფარე თავი. დიდი ხნის განმავლობაში მეძებდნენ, ხეზე ავედი და ზემოდან დავცქეროდი მდევარს. მშვილდის ისრები აღარ მქონდა. დაღამებას დაველოდე, თავზე შავი თავშალი მოვიხვიე და როგორც კი თავი დაანებეს ჩემს ძებნას ჩქარი ნაბიჯით გავემართე სანაპიროსკენ, იმ იმედით, რომ ეგვიპტისკენ მიმავალ გემზე მოვხვდებოდი. პორტში რომ მივედი უკვე კარგად იყო შებინდებული. ვიკითხე თუ სად იდგა ეგვიპტელი ვაჭრების გემი და მითხრეს, რომ უკვე ზღვაში გავიდა.
-ეგვიპტეში რატომ მიდის ოსმალო ქალი?-ზურგს უკან ვიღაც მიდგა.-თუ ოსმალო არ ხარ?
-უკაცრავად.-თავი მორჩილად დავხარე და გავცილდი უცნობს. თუმცა უცებ ჩემს გარშემო წრე შეიკრა და იანიჩარების ალყაში აღმოვჩნდით მეც და ის მამაკაციც, ვინც კითხვა დასვა.
-ეს არის ბატონო, სხვა ამას ვერავინ გააკეთებდა, ნამდვილი ჯადოქარია.-ჩემი ნაცნობი ოსმალო ვაჭარი ჩემსკენ იშვერდა ხელს. შეცდომა დავუშვი, რომ მოწმე დავტოვე.
-ეს ალიაქოთი შენ გამოიწვიე?-თვალებში მიყურებდა ახალგაზრდა მდიდრულად გამოწყობილი მამაკაცი.
-მე არაფერი მაქვს.-ხელები გავშალე.-როცა ადამიანს რამეს აბრალებთ უნდა დაუმტკიცოთ.-ვუთხარი, მას კი ირონიულად ჩაეღიმა.
-ეს შენ ზარალისთვის.-მოზრდილი ქისა გადაუგდო ოსმალოს.-ეს კი წამოიყვანეთ.-იანიჩარებს ანიშნა ჩემზე.
-ვინ არის?-ჩემი ნაცნობი ოსმალოს გვერდით რომ აღმოვჩნდი კითხვა დავუსვი.
-ის ვისთანაც გამოგაგზავნეს, შეჰზადე მეჰმედი.-გაიღრიჭა ოსმალომ ამაზრზენად.
იანიჩარებს გადავხედე ერთი ჯიბის დანით მათთან ბრძოლას აზრი არ ჰქონდა. ხელები შემიკრეს და ცხენზე გვერდულად დამსვეს. მალე მეჰმედის სახლში მიმიყვანეს, აქედან თავის დაღწევა მართლაც შეუძლებელი იყო. შეჰზადე წინ მიდიოდა, მდიდრულ სახლში შევედით, შეჰზადემ უკან მოიხედა და ჩემს სახეზე ჩაეღიმა. სახლის კართან მსახურები დაგვხდნენ, ხელი მკავში ჩამკიდეს და გრძელ დერეფანში წამიყვანეს. ვიღაც ქალებთან მიმიყვანეს.
-მოაწესრიგეთ და მეჰმედს მიჰგვარეთ.-უთხრა ერთმა მსახურმა და მათთან დამტოვა.
-არ მომეკაროთ.-შევხედე გაბრაზებულმა ქალებს.
-ჩვენი ენაც უსწავლია.-გადახედეს ერთმანეთს.-უნდა დაგბანოთ და გაგსინჯოთ.
-გითხარით არ მომეკაროთ. თავად დავიბან და მოვწესრიგდები.-დავუყვირე ქალებს.
-ასე არ გამოვა, ეს ბრძანებაა.-ჩხუბი დამიწყეს.
-არ მომეკაროთ თორემ ხელებს მოგამტვრევთ.-შევხედე გაბრაზებულმა.
-სად პოულობენ ამ ველურ ქალებს.-გაბრაზებულებმა გადახედეს ერთმანეთს.
-დაანებე თავი, ქალწული იქნება.-უთხრა მეორემ.-დავიღალე ამათთან ჩხუბით.-ხელი ჩაიქნია.
-მოწესრიგდი, ჩვენ კი გარეთ დაგელოდებით.-ჩაილაპარაკეს და გავიდნენ.
ვხვდებოდი, რომ წინ საშინელება მელოდა. შეჰზადეს ხარჭა უნდა გავმხდარიყავი. სწრაფად მოვწესრიგდი, გამოსავალს უბრალოდ ვერ ვხედავდი. მე რომელიც სოლომონს ვწერდი ცხოვრების დარტყმებს დარტყმებით უპასუხეთქო, ახლა გამოსავალს ვერ ვპოულობდი. 17 წლის ასაკში უნდა დამესრულებინა სიცოცხლე. მერჩივნა მომვმკვდარიყავი, ვიდრე ოსმალოს საჯიჯგნი ხორცი გავმხდარიყავი. ტანსაცმელი ჩავიცვი და დანა ვენებზე დავისვი. თან ვტიროდი და უფალს პატიებას ვთხოვდი, რომ ასეთ ცოდვას ვჩადიოდი. ნელ ნელა გონებას ვკარგავდი. მერე კი ხმები მესმოდა.
-ხომ გითხარი არ დაგვეტოვებინა.
-დაგვსჯიან, თავს მომკვეთს ამისთვის.-ვიშვიშებდა მეორე ხმა.
მერე ხმებიც მიწყდა, მივდიოდი, ისეთ სიმსუბუქეს ვგრძნობდი, როგორც არასდროს. მერე ნინა დავინახე, ისევ ისე, როგორც მაშინ. ხატის წინ იყო ჩამუხლული და ლოცულობდა.

მეორე თავი,
გადამარჩინეს, გონს რომ მოვედი ხელი გადახვეული მქონდა და სადღაც ოთახში ვიწექი.
-გონს მოვიდა, მადლობა ალაჰს.-გავიგონე ერთ ერთი ქალის ხმა.
-რაზე ფიქრობდი? შენს გამო დაგვსაჯეს.-მეორე ქალი კი მსაყვედურობდა.-დანა ვინ მოგცა?
უსიცოცხლო თვალებით შევხედე და ისევ გონება დავკარგე. ერთი კვირა ის ორი ქალი გვერდიდან არ მომცილებიან, მივლიდნენ ისე თითქოს ძვირფასი განძი ვყოფილიყავი. ერთი კვირის მერე საწოლიდან წამომაყენეს, ყველაფერი ტრიალებდა. თავად დამბანეს, წინააღმდეგობას ვერც ვუწევდი, ძალა თითქოს გამომაცალეს.
-ბევრი სისხლი დაკარგე, დამეყრდენი.-მითხრა ფატმამ და ჩაცმაში დამეხმარა.
-რატომ გამომაწყეთ?-შევხედე ორივეს.
-მეჰმედი გიბარებს, ჩემთან ერთად გაისეირნოს ბაღშიო.
-უთხარით, რომ სუსტად ვარ და ვერ დავდივარ.
-უკვე ვუთხარით, რომ უკეთ ხარ.-მითხრა მეორე ქალმა, ემინემ.
-შენთან საუბარი სურს.-თავზე ხელი გადამისვა ფატმამ.-არაფერს დაგიშავებს.
-კარგით, წამიყვანეთ მასთან.-ვუთხარი და ფეხზე წამოვდექი.
ისევ ვრცელი დერეფანი გავიარეთ, ყველაფერს ვაკვირდებოდი, ყველაფერს ვიმახსოვრებდი. მერე ბაღში ჩავედით, იქ შეჰზადე ჩრდილში იჯდა და გვერდს რამდენიმე ლამაზი ქალი უმშვენებდა.
-მბრძანებელო მოვიყვანეთ.-მორჩილად დაუკრეს თავი ფატმამ და ემინემ და მე მკლავზე მომქაჩეს თავი დაუკარიო. თუმცა მათი მცდელობის მიუხედავად ვიდექი თავაწეული და ჯიუტად ვუყურებდი მეჰმედს თვალებში. მას კი გაეღიმა, წამოდგა და ჩემსკენ წამოვიდა. ისე შემომხედეს იქ მჯდომმა ქალებმა თვალებით მკლავდნენ.
-წამოდი.-მკლავზე ხელი მომკიდა და ვრცელ ბაღს გავუყევით.-ცხენზე ჯდომა ხომ იცი?-შემომხედა. მე კი თავი დავუქნიე. შეკაზმულ ცხენებთან მიმიყვანა.-ცოტა გავისეირნოთ, დაგეხმარები.
-არ მინდა.-მისი ხელი მოვიცილე და ცხენზე სწრაფად შევჯექი. ისიც დაჯდა ცხენზე და წინ წავიდა. მორჩილად ავედევნე უკან.-სად მივდივართ?-კითხვა დავუსვი.
-იცი პირველი ხარ ვინც ასე მელაპარაკება და მე არ ვბრაზდები.-გაეღიმა.
-ასეთი რა ვიკითხე?-შევხედე გაოცებულმა.
-თურქული ასე კარგად სად ისწავლე?-შემომხედა.
-კერძო მასწავლებელი მყავდა, ბერძნულიც მასწავლა და თურქულიც. მე ხომ თქვენს ხარჭად საკუთარი მამა მამზადებდა, თუმცა არ გამოუვიდა.-ჩავილაპარაკე.
-ხო, წესები და ქცევები ნამდვილად არ იცი.-ისევ შემომხედა.
-ვიცი, უბრალოდ არ ვასრულებ. -თვალებში ვუყურებდი.
-რატომ?-ცხენი გააჩერა და შემომხედა.
-იმიტომ რომ არ ვაპირებ თქვენი ხარჭა გავხდე.-გაბრაზებული ვლაპარაკობდი.
-იცი რამდენი ქალი ოცნებობს ამაზე?-გაეღიმა.
-მე არა, მირჩევნია მოვკვდე.-თვალი თვალში გავუყარე და ისე ვუთხარი.
-ეგ უკვე ვიცი.-თვალებით ხელზე მანიშნა.-მაგრამ მოვა დრო და აზრს შეიცვლი.
-არასდროს. თქვენ დამპყრობელი ხართ, დღეს ჩემს ქვეყანაში რაც კი უბედურება ხდება თქვენი და სულთნის ბრალია. არასდროს შევიცვლი აზრს.-ისევ ისე ვუყურებდი თავაწეული.
-ეს პოლიტიკაა, ძლიერი სუსტს იმორჩილებს. ეს ბუნების კანონია, მგელი კურდღელს სჭამს. თქვენ გურჯები ერთმანეთს თავად იმეტებთ და სჭამთ. თავად თქვი, საკუთარმა მამამ გაგყიდა და ამაში არც მე და არც სულთანი არ ვართ დამნაშავე.-მითხრა და მართალიც იყო.
-მოვა დრო და ყველა პასუხს აგებს თავის ცოდვებზე.-ჩავილაპარაკე და თვალი მოვარიდე.
-როგორ გააპარე ამდენი ტყვე?-გადმომხედა და ჩაეღიმა. მე კი უკან გავიხედე, მებრძოლთა მცირე რაზმი მოგვყვებოდა ფეხ და ფეხ.
-ჩემი გეშინიათ? ამდენი დაცვა რატომ დაგყვებათ?-შევხედე მეჰმედს.
-შენი არ მეშინია.-გაეცინა.-უბრალოდ მე ტახტის მემკვიდრეს უამრავი მტერი მყავს. მიდი მომიყევი, არაფერს დაგიშავებ, არ დაგსჯი იმ ხალხის დახოცვისთვის.
-თქვენ ხარჭად თუ არ მაქცევთ გასწავლით.-შევხედე და წარბი მაღლა ავწიე.
-ბრძოლას შენ ვერ მასწავლი, ბავშვობიდან მწვრთნიან.-გაეცინა.-ჩემი ხარჭა არ იქნები.-ისევ გაეღიმა.-უბრალოდ ვიმეგობროთ.
-მადლობა.-ჩავილაპარაკე, თითქოს გულზე ლოდი მომეხსნა.
-ბრძოლა ვინ გასწავლა?-ისევ შემომხედა.
-მამობილმა, ის ომში მოკლეს ოსმალებმა. მერე ბიძია მასწავლიდა. 5 წლის ვიყავი პირველად ბრძოლის ხელოვნება რომ მასწავლა. მას მერე სულ ვვარჯიშობდი. ერთი ვაჭრისგან მშვილდი იყიდა და ჩამომიტანა. მერე მშვილდის სროლაშიც დავოსტატდი.
-ერთი ერთგული მეგობარი მყავს. კარგად იბრძვის, არ გინდა შეეჯიბრო?-შემომხედა გამომცდელად.
-თქვენს მეგობარს?
-კი.-თავი დამიქნია.
-თუ გავიმარჯვებ..
-თუ გაიმარჯვებ გაგანთავისუფლებ.-გამიღიმა.
-როდის?
-რა როდის?
-როდის შევეჯიბრები?
-ჯერ არა. ასეთი უსამართლოც არ ვარ. ჯერ სუსტად ხარ. ერთ თვეში, ძალებს რომ აღიდგენ მერე.-გამიღიმა.
-კარგი.-გავიღიმე მეც.
-ღიმილი გიხდება.-მითხრა და უკან გაიხედა.
-ღიმილის მიზეზი დიდი ხანია აღარ მაქვს.-ჩავილაპარაკე.
-მუსტაფა.-გასძახა უკან მომავალ ერთ ერთ მებრძოლს და ისიც სწრაფად წამოგვეწია.-შეებრძოლები?-გადმომხედა მე და ხმამაღლა გაეცინა.
-რატომ გგონიათ რომ უკან დავიხევ. თავისუფლება ეს უდიდესი განძია ჩემთვის, ან მოვკვდები, ან თავისუფალი ვიქნები.-მუსტაფა მაღალი და დაკუნთული ტიპი იყო. ნამდვილი გოლიათი.
-მუსტაფა ისიც გურჯია.-შეხედა მუსტაფას და ჩემზე ანიშნა.
-ქართველი ხარ?-ქართულად ვკითხე მუსტაფას.
-კი და ჩემთან ბრძოლა რამ გადაგაწყვეტინათ?-თავი სევდიანად გაიქნია.
-მას არ შევებრძოლები.-შევხედე მეჰმედს გაბრაზებულმა.
-რატომ? შეგეშინდა?
-არა. გურჯს არ შევებრძოლები. თქვენ ერთობით შეჰზადე და ეს ძალიან ცუდი საქციელია.-შევხედე გაბრაზებულმა და ცხენი წინ გავაჭენე.
-დამელოდე.-უცებ წამომეწია მეჰმედი.
-ერთობით? ტყვეები ვართ, თქვენი გასართობი. ასე აპირებთ ქვეყნის მართვას უღირსი საქციელით?-შევხედე და თვალები ამიცრემლეიანდა, ამდენი დამცირების, ამდენი შეურაცხოფისგან.
-არ ვერთობი, მუსტაფა ჩემი მეგობარია. -ხმას აუწია მეჰმედმა.
-სხვას შევებრძოლები, ნებისმიერ ოსმალოს.-ისევ შევხედე, თვალები ცრემლიანი მქონდა, თუმცა არ ვაძლევდი ცრემლებს უფლებას ქუთუთოებიდან წამოსულიყვნენ.
-მე შემებრძოლე.-გამიღიმა.
-კარგით.-თავი დავუქნიე.-სიამოვნებით გაგისტუმრებთ იმ ქვეყნად.-ვუთხარი და მან ხმამაღლა გაიცინა.
ჰაერზე გავლა მომიხდა, თითქოს ძალები აღვიდგინე. უკან დაბრუნებული მეჰმედის ჰარამხანაში მიმიყვანეს.
-მეჰმედის რჩეულია, მთელი დღე მასთან გაატარა.-გადაუჩურჩულა ერთმა ხარჭამ მეორეს.
-ლამაზია, მაგრამ ახალგაზრდა და გამოუცდელია, მელისა ცოცხლად გადაყლაპავს. უკვე მეცოდება.-გაიცინა მეორემ.
თავი ისე მეჭირა თითქოს მათი საუბარი არ მესმოდა. ღამით საერთოდ არ მეძინა, ვიცოდი აქ მყოფი ქალები უფრო საშიშები იყვნენ ვიდრე იანიჩარების მთელი რაზმი.
ერთი კვირის მერე მეჰმედმა ისევ დამიბარა.
-წამომყევი.-ჩუმად გადმომილაპარაკა ემინემ და მეც უკან ავედევნე. ცალკე ოთახში შემიყვანა.-ეს ტანსაცმელი ჩაიცვი.-მამაკაცის ტანსაცმელი მომაწოდა.-შეჰზადემ სანადიროდ უნდა გაგიყოლოს.
მალე ჩავიცვი ტანსაცმელი, ნინას თქმის არ იყოს, შეცდომით დაიბადე გოგოდ კაცად უნდა გაჩენილიყავიო. თავს ისე კომფორტულად ვგრძნობდი მამაკაცის ტანსაცმელში. მერე თავლასთან წამიყვანა ემინემ. შეჰზადე და მისი მხლებლები უკვე გამზადებულები დაგვხვდნენ.
-დილა მშვიდობის?-გამიღიმა, მე კი თავი დავუკარი.-ნელ ნელა სწავლობ მორჩილებას.-ისევ გაიღიმა.
-არასდროს.-შევხედე გაბრაზებულმა.-ეს ნიღაბია.
-ნიღაბი?-თვალები დააწვრილა და ახლოს მოიწია მეჰმედმა.
-იქ საშინელება ხდება თქვენო უდიდებულესობავ, თქვენი ხარჭები ნამდვილი კაციჭამიები არიან.-მეც ჩურჩულით გადავულაპარაკე.
-აი თურმე რა.-ხმამაღლა გაეცინა.
-სასაცილო არ არის, ამდენი ბოროტება და ინტრიგები რა უბედურებაა.-შევხედე შეშფოთებულმა.
-არ იციან რომ მათი გესმის ხომ?-გაეღიმა.
-არა.-თავი გავიქნიე.
-ზედმეტად ჭკვიანი ხარ.-მითხრა დაბალ ხმაზე.
-გადარჩენისთვის მხოლოდ ძალა არ კმარა, ჭკუა უფროა საჭირო.-მეც გადავუჩურჩულე.
-იცი ძალიან მომწონხარ.-შემომხედა და ჩემს შეშფოთებულ სახეზე გაეღიმა.-ნუ გეშინია, ხარჭები ბევრი მყავს, კარგი მოსაუბრე კი ძალიან ცოტა. რომელი იარაღით გირჩევნია ნადირობა?-მკითხა და რამდენიმე დამბაჩა და თოფი დამანახა.
-არც ერთი. ჯერ ეგ იარაღები არ გამომიყენებია. ხმალს და მშვილდს უკეთესად ვიყენებ.-ჩავილაპარაკე.
-კარგი, იყოს მშვილდი. ხათუნს მშვილდი მოუტანეთ.-გასძახა თავის მხლებლებს.
-გვანცა მქვია.-შევხედე მეჰმედს.
-უცნაურად გამოითქნის შენი სახელი. მოდი ასმათ ხათუნს დაგარქმევ.
-არ მინდა, გვანცა დამიძახე.-გაბუტულმა შევხედე. ცხენზე დავჯექი, მშვილდი და ისრები გადავიკიდე და წინ გავიჭერი. მუსტაფა წამომეწია, შეჰზადე უკან მოგვყვებოდა, თითქოს საუბარს გვაცდიდა.
-აღფრთოვანებულია შენით.-მითხრა მუსტაფამ.-უკან მოვყვებოდით მდევარს, შეშფოთებულებმა უკან დავიხიეთ, არც ერთი ისარი არ ასცდა მიზანს. ასე სროლა სად ისწავლე? -მკითხა მუსტაფამ ქართულად.
-ვერ გენდობი?-შევხედე ნაწყენი თვალებით.-ეს შენ ამედევნე უკან და დამიგე მახე. მტრის სამსახურში ხარ.-ვუთხარი და წინ წავედი. მუსტაფა სწრაფად წამომეწია.
-არ ვიცოდი ქართველი, რომ იყავი.-ისევ ქართულად მითხრა.-ის კარგი ადამიანია, გაიცნობ და მიხვდები. მე ტყვე ვიყავი, დასაჭურისებას მიპირებდნენ და მან გადამარჩინა. ერთად გავიზარდეთ და ვერ ვუღალატებ, ვერც შენს და ვერც საკუთარი დედის გამო.
-არ გინდათ მომიყვეთ რაზე საუბრობთ?-მხიარული სახით წამოგვეწია შეჰზადე.
-მითხრა რომ საკუთარ დედასაც გასწირავს თქვენს გამო.-შევხედე მეჰმედს.-როგორ მოახერხეს, რომ საკუთარი ფესვები დაგავიწყეს?-ნაწყენმა შევხედე მუსტაფას.
-მუსტაფა ჩემი და ოსმლეთის ერთგულია, ნუ ეცდები მის დარწმუნებას, მერწმუნე დამარცხდები მის გადაბირებას თუ ეცდები.-ისევ გაიღიმა მეჰმედმა.-ბევრჯერ გადამარჩინა.-მადლიერი თვალებით შეხედა მუსტაფას.
-სად მივდივართ?-შევხედე მეჰმედს.
-სანადიროდ, მერე კი ძველ ტყის სახლში წავალთ. იქ დავრჩებით რამდენიმე კვირა.
-რამდენიმე კვირა?-სახე შემეცვალა.
-რამდენიმე კვირა. იქ არ არიან ხარჭები და არც ინტრიგებია. იქ სიწყნარე და სიმშვიდეა.-ირონიულად ჩაეღიმა და წინ გაიჭრა.
ნადირობა დაიწყეს, ზოგი რას ესროდა, ზოგი რას. მერე ძაღლები გაუშვეს და ნანადირევის მოკრება დაიწყეს. ტყეში ღრმად შევედი, ყველა უკან ჩამოვიტოვე, თუმცა ასე მეგონა. უკან ჩუმად შეჰზადე მომყვებოდა. წინ ლამაზი ირემი დავინახე და ჩავუსაფრდი. მშვილდი მოვზიდე, მაგრამ გადავიფიქრე.
-რატომ არ მოკალი?-თითქმის დაიჩურჩულა შეჰზადემ, მე კი შემეშინდა, მეგონა მარტო ვიყავი.
-შემეცოდა. ის უწყინარია, არავის არაფერს უშავებს.-შევხედე შეჰზადეს.
-ის გუშაგები რატომ არ შეგეცოდა?-შემომხედა.
-ეს ბრძოლის ველი იყო, ჩემი ბრძოლის ველი და იქ ყველაფერი გამართლებული იყო.
-კარგი სვლა იყო, მათ გადასარჩენად შენ გახდი ტყვე.
-ეს ჩემი სვლა იყო და ჩემი არჩევანი. რაც მთავარია თქვენ ხომ გაებით.-გავიღიმე და დანარჩენი მონადირეებისკენ წავედი.
-თანაც როგორ.-წამომეწია და ცხენით წინ გადამიდგა.-ისე რომ შენი დასჯა გადავიფიქრე, საკუთარ თავს ვერ ვცნობ.
-არ ვაპირებ თქვენი სათამაშო გავხდე. -შევხედე გაბრაზებულმა.
-მაგას როგორ გავბედავ.-ხმამაღლა გაიცინა და თავი დამიკრა.-მგონია, რომ მე ვარ სათამაშო.-ისევ იცინოდა.-რა იგრძენი როცა ის კაცები დახოცე და რას გრძნობ ახლა?-გავჩერდი და ცხენიდან ჩამოვედი. იქვე მდგარი ხის ძირში მივაბი ცხენი და ხის კუნძზე ჩამოვჯექი. მეჰმედიც ჩამოქვეითდა და გვერდით დამიჯდა.
-მათი მოკვლისას ის ბავშვები მიდგა თვალწინ რომლებსაც ჩემს სამშობლოში იტაცებენ.-ხელის თითებს ნერვიულობისგან ვიმტვრევდი.-მაშინ იმაზე ვფიქრობდი, რომ ჩემიანები უნდა გადამერჩინა, თუნდაც საკუთარი სიცოცხლის ფასად. თქვენს სახლში რომ მომიყვანეს მერე გავიაზრე, რომ ისევ და ისევ ვკლავდი. ისე დავხოცე 20 კაცი თითქოს ქათმები ყოფილიყვნენ. ძალიან ცუდად ვიყავი, მერე კი მითხრეს, რომ თქვენ მიბარებდით და აღარაფერზე მიფიქრია. დანა ავიღე და ვენა გადავიჭერი.-თვალები ცრემლიანი მქონდა, გული მეგლიჯებოდა. ვტიროდი ნიკოლოზს, ვტიროდი საკუთარ თავს, ვტიროდი ნინას.
-დამშვიდდი, არავინ არაფერს დაგიშავებს.-ხელი ხელზე მომკიდა შეჰზადემ.
-მადლობა, მაგრამ მე აქ ტყვე ვარ. ტყვე კი ვერასდროს იქნება კარგად.-შევხედე შეჰზადეს.
-ხომ დაგპირდი, რომ თუ ბრძოლაში დამამარცხებ გაგიშვებ.-გაღიმებულმა შემომხედა.
-ზღაპრების და კეთილი ფერიების არასდროს მჯეროდა.-სევდიანი თვალებით შევხედე.
-არასდროს? მძიმე ბავშვობა გქონია.-თავი დახარა, მერე კი სივრცეს გახედა. ცოტა ხანი ისევ ჩუმად ვიჯექით. -მომიყევი შენს ბავშვობაზე.-ისევ მეჰმედმა დაარღვია სიჩუმე.
-დედაჩემი ჩემზე მშობიარობას გადაჰყვა.-დავიწყე მოყოლა, არ ვიცი რატომ ვუყვებოდი ამ უცხო ადამიანს ჩემზე, მაგრამ მინდოდა მომეყოლა.- მამამ გლეხის ქალს მიაბარა ჩემი თავი. საკუთარ მამას ვეზიზღებოდი, არ ვუყვარდი. რამდენჯერმე მოვისმინე დედაჩემის სიკვდილში მე როგორ მადანაშაულებდა.-გავჩუმდი, მოწოლილ ცრემლებს ვეღარ ვაკავებდი, ყელში ბურთივით გამეჩხირა რაღაც და ლაპარაკის უნარიც წამართვა. არ ვიცი რატომ ვუყვებოდი მას ამ ყველაფერს, მაგრამ ვეღარ ვიტევდი, ვინმესთვის უნდა მეთქვა, გულიდან უნდა ამომეღო ტკივილი და იმ დროს ჩემს გვერდით მარტო მეჰმედი იყო.
-სხვა დროს მომიყევი.-მიხვდა ჩემს მდგომარეობას და თავზე გადამისვა ხელი.-წამოდი წავიდეთ.-ხელი მომკიდა და ცხენზე დაჯდომაში მომეხმარა.
ტყეში შრიალი გავიგე და გარემო მოვათვალიერე. შეჰზადეს შევხედე ცხენზე ჯდებოდა, მერე კი უკან გავიხედე. ვიღაც ოსმალო დამბაჩას უმიზნებდა მეჰემდს. მეჰმედის ცხენისკენ მივმართე ჩემი ცხენი. მეჰემდის ცხენი დაფრთხა, ხოლო მეჰმედი ძირს დავარდა. ამ დროს გაისმა სროლის ხმა. სწრაფად მოვზიდე მშვილდი და შეჰზადესკენ მომავალ ოსმალოს პირდაპირ თვალში გავუყარე. ცხენიდან სწრაფად ჩამოვხტი და მეჰმედისკენ გავიქეცი.
-კარგად ხართ?-შევხედე მეჰმედს. მკლავზე ხელს იჭერდა.-სისხლი მოგდით.
-არაფერია, ტყვიამ გამკაწრა.-ჩაილაპარაკა და ტკივილისგან სახე დამანჭა.-დაჭრილია?-მკვლელისკენ გაემართა, დახედა მკვლელს, უკვე მკვდარი იყო.-არ უნდა მოგეკლა.-შემომხედა მე, მე კი გაოცებული ვუყურებდი. ველოდი მადლობას გადამიხდიდა, ის კი მსაყვედურობდა.
-ისევ გესროდათ. ვინ არის?-ავედევნე მეჰმედს.
-არ ვიცი და ვეღარც გავიგებ ვინ დაიქირავა.-ისევ მე შემომხედა. მე კი დამნაშავე ბავშვივით ვიდექი.-კარგი, არა უშავს. მადლობა, რომ სიკვდილს გადამარჩინე. შეგეძლო არ გადაგერჩინე და გაქცეულიყავი.
-თქვენ ხომ მითხარით, რომ ჭკვიანი ვარ. თქვენს სიკვდილს მე დამაბრალებდნენ და მაინც მომკლავდნენ.-ჩავილაპარაკე და უკან ავედევნე.
-მარტო ამიტომ გადამარჩინე?-გაეცინა.-მე კი მეგონა.
-ტყუილად გეგონათ. მე მეგობრები არ მყავს. გარშემო ყველა ჩემი მტერია.-ჩავილაპარაკე და ცხენზე დაჯდომაში დავეხმარე. შეჰზადეს ცხენი გაიქცა და ჩემს ცხენზე დაჯდა, მეც ცხენზე შევჯექი, მის წინ ვიჯექი, მისი ცხელი სუნთქვა სახეზე მეცემოდა. სხვანაირად ვგრძნობდი თავს, ვღელავდი, სიმშვიდე დავკარგე. სწორედ ამ დროს შეშინებული მუსტაფა გამოჩნდა.
-რა მოხდა?-შეშინებული უყურებდა მეჰმედს.
-ჩემი მოკვლა სცადეს.-ჩაილაპრაკა და მკვლელზე ანიშნა.-გაჩხრიკეთ და გაარკვიეთ ვინ არის. ჩვენ ტყის სახლში წავალთ. საჭმელი და ტანსაცმელი მოგვიტანეთ და ერთი მსახური და ემინეც გამოიყოლეთ. -უთხრა მუსტაფას.
-მცველებს გამოგაყოლებთ.-შეშინებული გვიყურებდა მუსტაფა.
-არ მჭირდება, გვანცას შიშით ვერავინ მომიახლოვდება მალე.-გაიცინა და ტყეში ბილიკს გაუყვა.
-სად მივდივართ?-შეშფოთებული ვუყურებდი.-ექიმი გჭირდებათ, კიდევ რომ იყოს ვინმე, ბევრნი რომ იყვნენ?
-გეშინია?
-მე არაფრის მეშინია.-გავიბუტე.
-აბა რატომ ღელავ ასე?
-ჭრილობა გაგირთულდებათ.
-არაფერია, ამას შენც მიხედავ.-მითხრა და აღარაფერი არ უთქვამს, გზას ჩუმად გავუყევით. ერთი ხელი წელზე ჰქონდა შემოხვეული და გულზე მიკრავდა, მეორე ხელი კი აღვირზე ეკიდა. გული უცნაურად მიცემდა, ჩემს თავს მომხდარი ცვლილებები საშინლად არ მომწონდა. სახლი გამოჩნდა, სასახლე არ იყო, მგრამ საკმაოდ მოზრდილი სახლი იყო. რამდენიმე ოთახით.
-აქ რატომ მოვედით?
-სიწყნარე მჭირდება. ცოტა ხანს უნდა მოვშორდე ჩემს სახლს. შენც მოშორდები ჰარამხანიას გველებს.-გამიღიმა.-ჭრილობას ნახავ?
-მე მებრძოლი ვარ, ექიმი არ ვარ.
-დარწმუნებული ვარ რომ ამასაც გაართმევ თავს. ადამიანის აგებულება ზედმეტად კარგად იცი. საძილე არტერია სად არის ისიც, ისარი სად უნდა ესროლო ადამიანს, რომ ტანჯვით არ მოკვდეს ისიც. ასე, რომ დამწყები ექიმის როლსაც მოირგებ.-თქვა და ზედა ტანზე პერანგი გადაიძრო. უცებ შევბრუნდი და ზურგით დავდექი, სახეზე წამოვწითლდი. ფეხის ხმა მომესმა, მიახლოვდებოდა.-მართლა ბავშვი ხარ.-ჩემს ყურთან ჩაეცინა.
-17 წლის ვარ.-ძალა მოვიკრიბე, შევბრუნდი და შევუბღვირე. მას კი ხმამაღლა გაეცინა ჩემს რეაქციაზე.
-არ დამიმუშავებ ჭრილობას?-იცინოდა.
-დაჯექით და ნუ მაიმუნობთ.-გავუბრაზდი.-სუფთა ნაჭერი და წყალი მჭირდება.
-იქ იქნება.-ხელით ერთ ერთი ოთახისკენ მანიშნა. სუფთა პირსახოცი და მაისური ვიპოვე. წყალიც გავაცხელე ცეცხლზე და შეჰზადეს ოთახში შევედი. ფრთხილად შევუმშრალე ნატყვიარი მკლავი. ტყვიას მხოლოდ გაკაწრული ჰქონდა კანი. თუმცა დამწვარივით იყო. ხელი გადავუხვიე.-პერანგის ჩაცმაში დამეხმარე, ხელი მტკივა.-შეხვეულ ხელზე მანიშნა. პერანგი თავზე გადავაცვი და ჩაცმაში დავეხმარე, სულ გავწითლი, ისე ახლოს იყო, გაქცევა მინდოდა, საკუთარი ემოციების მეშინოდა.
-ახლა დაისვენეთ.-ოთახიდან გამოსვლას ვაპირებდი, რომ ხელი დამიჭირა.
-არ წახვიდე გთხოვ. აქ დარჩი, მელაპარაკე. რამე მომიყევი შენზე.-გამიღიმა.
-წარსული იმდენად მტკივა, რომ საუბარი უბრალოდ მიჭირს.-ისევ გაქცევას ვცდილობდი.
-მაშინ რამე წამიკითხე. კითხვაც იცი?-შემომხედა.
-ცუდად. წერილს წავიკითხავ, მაგრამ მთლად კარგი მთხრობელი ვერ ვიქნები.
-მაშინ რაც გაქვს წაკითხული ის მომიყევი.
-დავიღალე, თქვენც დაისვენეთ.-თავის დახსნას ვცდილობდი.
-მაშინ იქ დაიძინე.-ხელით იქვე მდგარ არაბულ ტახტზე მანიშნა..
-მე არ შემიძლია.-კარისკენ დავაპირე წასვალა.
-მშიშარა ხარ, არაფერს დაგიშავებ, უბრალოდ მანდ დაიძინე.-თვალით მანიშნა ტახტზე, თითქოს გამოწვევა იყო, თითქოს მეთამაშებოდა.
-კარგით.-დავეთანხმე და ტანსაცმლიანი მივწექი ტახტზე. მალე დამეძინა ძილში ვიგრძენი პლედი როგორ დამაფარა, მერე კი სიზმარს ვხედავდი. ნიკოლოზი მესიმზრა, შორს იყო, გემით მიდიოდა, მე ნაპირზე ვიდექი და ვეძახდი. თუმცა უშედეგოდ, მერე წყალში გადავხტი, რომ გემამდე მიმეცურა, მაგრამ ვერ მივცურე. სწორედ ამ დროს გამეღვიძა შეშინებულს. ისეთი გრძნობა მქონდა, რომ თავიდან დავკარგე.
-კარგად ხარ?-მეჰმედი გულში მიკრავდა.-ძილში ყვიროდი, ეს მხოლოდ სიზმარი იყო, დამშვიდდი.-ზურგი სულ დაცვარული მქონდა ოფლისგან, სუნთქვაც მიჭირდა.
-კარგად ვარ.-შემეშინდა და ხელებიდან დავუსხლტი.
-ნუ გეშინია ჩემი.-ხელზე ხელი მომკიდა და ისევ გულში ჩამიკრა.-მოეშვი და ნუ ნერვიულობ, არაფერს დაგიშავებ, ხომ დაგპირდი.
-ვერ გენდობი, ვერავის ვენდობი.-თვალები ამიცრემლიანდა.
-ნიკოლოზი ვინ არის?-ხელი გამიშვა და ნიკაპი მაღლა ამაწევინა თითებით.
-ის ვისაც ჩემი გული გავატანე.-ცრემლები უკვე თავისით მოდიოდნენ ჩემს სახეზე.
-მეგონა არავინ გიყვარდა. უბრალოდ ვიფიქრე, რომ..-მეჰმედი გაჩუმდა.
-ისიც გაყიდეს ტყვედ, გთხოვ გამიშვი, უნდა მოვძებნო. მე უბრალოდ მკვდარი ვარ მის გარეშე.-ისევ ვტიროდი, სიზმარისგან გამოწვეული ემოციისგან და ტკივილისგან ჯერ გამოსული არ ვიყავი.
-დამშვიდდი.-თავზე ხელი გადამისვა, მერე წამოდგა და თავზე გადაისვა ხელი. ფანჯარაში სივრცეს გახედა, ისე თითქოს რაღაცა მნიშვნელოვანის გადაწყვეტას ცდილობსო.-რომ გითხრა, რომ ჩემი სულთანი გახდები, რომ გითხრა, რომ შენ შეძლებ ოსმალეთის მართვას ჩემთან ერთად, რას იზავ?-უცებ შემობრუნდა და შემომხედა.
-იგივეს.-ჩემი ნაიარევი ხელი დავანახე. მას კი გაეღიმა, თუმცა ეს ღიმილი ტკივილ ნარევი ღიმილი იყო.
-იქ ჩემს სახლში, ნებისმიერის ოცნებაა ჩემი ცოლობა. მათ ის დიდება უნდათ, რაც მე მაქვს. არავის არ უცდია ჩემთან უბრალოდ საუბარი, არ უცდიათ ჩემი გაცნობა. ყველა იმას ფიქრობს როგორ მასიამოვნოს, როგორ მომხიბლოს, მაგრამ არავის ვუყვარვარ. არც ერთ ხარჭას.-ისევ სივრცეს უყურებდა.-ალბათ ერთ ცოლს იმიტომ სჯერდებიან გურჯები, რომ თქვენ ქართველ ქალებს გულის მიცემა შეგიძლიათ.-თვალებში შემომხედა.-სადაც არ უნდა იყოს იცოდე, რომ ვერ დაგივიწყებს. რამდენი ქალიც არ უნდა ჰყავდეს ყველა მათგანში შენ დაგიწყებს ძებნას.-ისევ სივრცეს გახედა. ცოტა ხანი ორივე ჩუმად ვიყავით.-მაინც სად უნდა ეძებო? მარტომ როგორ უნდა მოძებნო?
-ეგვიპტეში წაიყვანეს. ვინმე აჰმედ აღამ იყიდა და ალი ბეის, ეგვიპტის ერთ ერთ ბეგს წაუყვანა მამლუქად.-ჩავილაპარაკე უფრო ჩემთვის.
-ეს ყველაფერი სად გაარკვიე?-შემომხედა გაოცებულმა.
-გემზე დავტყუე ინფორმაცია ვაჭრებს.
-რა იცი, რომ ის წაიყვანეს ეგვიპტეში და არა სხვა. უამრავი ტყვე მოდის საქართველოდან.-ისევ შემომხედა. მე კი ნიკოლოზის სურათი ამოვიღე უბიდან.
-ამის დახმარებით.-სურათი დავანახე, ის კი ჩემსკენ წამოვიდა და სურათს დააცქერდა.
-მთლად ბავშვია, როგორც შენ.-ისევ შემომხედა.-გაიზრდება, შეიცვლება და როცა იპოვი, ალბათ სულ სხვა ადამიანი იქნება.
-უნდა ვიპოვო. -ნიკოლოზის სურათი შევინახე და ჩავილაპარაკე.
-შეუპოვარი ხარ.-გვერდით ჩამომიჯდა.-რომ გაგიშვა იმის მეშინია, რომ რამე ხიფათს გადაეყრები. რაც დაგინახე მას მერე სულ მინდა რომ დაგიცვა, გვერდით მყავდე, თუმცა შენი დასაცავი იქით გავხდი.
-მე ვიცი ბრძოლა, თავის დაცვა შემიძლია.-ჩავილაპარაკე.
-ვიცი.-გაეღიმა.-მაგრამ ეგვიპტემდე დიდი გზაა, მეკობრეობაც გახშირდა ზღვებში. იქნებ იფიქრო ჩემს წინადადებაზე, არ მიხუმრია.-სერიოზული სახით შემომხედა.
-პაიკი, რომელიც დედოფალი ხდება.-ჩავილაპარაკე და გამეცინა.-არა მეჰმედ. ვერც მე მოგცემ გულს რაც შენ გინდა. შენს ერთგულ მეგობრად დავრჩები მაგრამ გულს ვერ მოგცემ, რადგან ის უკვე სხვას გავატანე.
-ჯერ დრო არის.-ფარ-ხმალს არ ყრიდა.
-იმედი არ გქონდეს.-გავუღიმე და საწოლიდან წამოვდექი. ოთახიდან გავედი, მის დაჟინებულ მზერას ვგრძნობდი.
მუსტაფას მსახურები მოეყვანა, სასიამოვნო სურნელი იდგა, ნანადირევს წვავდნენ სამზარეულოში.
-როგორ არის?-მკითხა მუსტაფამ.
-კარგად არის. უბრალო ნაკაწრია, დავუმუშავე ჭრილობა.-შევხედე მუსტაფას.
-მადლობა.-მადლიერი თვალებით შემომხედა მუსტაფამ.
-რისთვის?-გაკვირვებულმა შევხედე.
-რომ გადაარჩინე.-მხრები აიჩეჩა.
-კარგი ადამიანია, თანაც ეს ისე გავაკეთე შედეგზე არც მიფიქრია. -ჩავილაპარაკე.
-ძალიან მოსწონხარ, აქამდე ასე არავის დაუინტერესებია, სულ შენზე მელაპარაკება.-მითხრა მუსტაფამ.
-ხო, და ეგ ინტერესი მაშინებს.
-ნუ გეშინია, ცუდს არაფერს გააკეთებს. -გამიღიმა მუსტაფამ. მერე კი ფატმას შემწვარი ხორცი გამოართვა და მეჰმედთან წაიღო.
ფატმასთან ერთად ვისაუზმე, მერე კი მეჰმედთან წავედი.
-როგორ ხართ?-შეჰზადე ტახტზე იყო წამოწოლილი და წიგნს კითხულობდა.
-კარგად.-წიგნი დახურა და გამიღიმა.
-რას კითხულობთ?-წიგნის სათაურს დავხედე.-არა, „რომეო და ჯულიეტა“.-გამეცინა.
-რატომ იცინი, მომინდა რომ წამეკითხა.-გაბრაზდა.
-უბრალოდ მეგონა ეს ქალების საყვარელი პიესა იყო. არ მეგონა თუ კაციც დაინტერესდებოდა.-სიცილი შევწყვიტე და მხრები ავიჩეჩე.-მე ვერ ვიტან მაგ პიესას. სიყვარულის ასეთი დასასრული არ მომწონს.
-როგორი დასასრული მოგწონს?-გაეღიმა.
-ბედნიერი.-ფანჯარას გავხედე და სივრცეს გავუსწორე თვალი. თითქოს მინდოდა დამენახა ის რას აკეთებდა ეგვიპტეში, ან კი იყო ცოცხალი? იქნებ რამე დაემართა.
-რაზე ფიქრობ?-აღელვება შემატყო და ისიც ფანჯარასთან მოვიდა.
-იქ, იმ სივცის მიღმა ის რას აკეთებს ახლა.-ისევ სივრცეს ვუყურებდი.
-ჩემი ნაცნობი ვაჭარია, ეგვიპტეში ქსოვილებით ვაჭრობს. მას გაგაყოლებ.
-მართლა? არ მატყუებ?-შევხედე ცრემლიანი თვალებით. მან კი თავი დამიქნია. გახარებულმა კისერზე შემოვხვიე ხელები და ჩავეხუტე.
-ამ ჩახუტებად ღირდა.-იცინოდა.-ოღონდ ერთი პირობით.-ხელებით უკან დამწია.
-რა პირობით?-სახე დამისერიოზულდა.
-მოეშვი.-გაეღიმა.-თუ ვერ იპოვი აქ დაბრუნდები ჩემთან.
-კარგი.-თავი დავუქნიე.
-სახლში პანტერა მყავს პატარა. ინდოეთიდან ჩამომიყვანეს, მინდა გაჩუქო, შენ გაზარდე და დაგიცავს სადაც არ უნდა იყო.-მითხრა უცებ.
-რატომ?-თვალები დავაწვრილე და ისე შევხედე.-პანტერა რატომ?
-პანტერას გავხარ, შენი კუპრივით შავი თმა და მწვანე თვალები.-ხელი ნიკაპ ქვეშ ამომდო და თვალებში დაჟინებით დამიწყო ყურება.-ისეთი მოქნილი და სხარტი ხარ. მას შენ მოათვინიერებ მხოლოდ.
-ჩემს სახლში ქალი პანტერა შემარქვეს.-გამეღიმა.
-მარტო მე არ დამინახავს ეს მსგავსება?-მასაც გაეღიმა.
მეჰმედი იმ დროს თავადი იყო, მისი მამა აჰმედის გარდაცვალების მერე ტახტი ჯერ მისმა ბიძაშვილმა მაჰმუდ I დაიკავა, მერე კი მემკვიდრედ მაჰმუდის ძმა ოსმანი ითვლებოდა. ოსმანს და მაჰმუდს შვილები არ ჰყავდა, ქალთ მოძულეები იყვნენ. ამიტომ მემკვიდრედ მათ მერე მეჰმედი ითვლებოდა.
ერთი კვირა ტყის სახლში გავატარეთ. ფატმა სულ თავს დამტრიალებდა. უამრავი ტანსაცმელი წამოეღო ჩემთვის, სულ ძვირფასი კაბები.
ბაღში ვსეირნობდი, გრძელი და ლამაზი კაბა მეცვა. ამდენი ხნის მერე ისევ ბუნების მშვენიერებით ვტკბებოდი. არ ვიცი, რაღაც მოხდა ჩემში, ეს ნიკოლოზის ნახვის იმედი იყო, ან..სწორედ ეს ან მაშინებდა და სულს მიფორიაქებდა, მაგრამ რაც არ უნდა ყოფილიყო მე ამ ქვეყნად შემოვბრუნდი, ბუნებას თავის მშვენიერებით აღვიქვავდი. შემოდგომას ფოთლები უკვე შეეფერადებინა. შექსპირის პიესა „ჰამლეტი“ ამეკვიატა. იმ დილით ვკითხულობდი.
-„ ყოფნა? არ ყოფნა?..“-ვბუტბუტებდი.
-„საკითხავი აი ეს არის.“-ჩემი ნათქვამი დაასრულა, ფოთლების შრიალის ხმაზე შევბრუნდი. მეჰმედი იდგა ჩემს უკან და მიღიმოდა, მეც გამეღიმა.
-დიდი ხანია უკან მომყვები?-შევხედე.
-რაც ბაღში სეირნობ მას მერე.
-გეშინია რომ გავიქცევი?
-მეშინია.-მითხრა და ხელი ჩამკიდა, მე კი ხელი გავაშვებინე.-არ შეგჭამ.-გაიღიმა და ისევ მომკიდა ხელი. წინააღმდეგობა არ გამიწევია. ბაღის მერე ტყე იყო, ბილიკები მიდიოდა. ერთ-ერთ ბილიკს გავუყევით.-აქ ჩამოვჯდეთ.-დიდი ხე იყო წაქცეული. ხელი მომკიდა წელზე და ხეზე შემომსვა. თავადაც გვერდით დამიჯდა.-ჩუმად რატომ ხარ?-მხარზე მხარი გამკრა.- მომიყევი რამე შენზე. რატომ გადაწყვიტე რომ ბრძოლა გესწავლა? ქალები ქარგვას და ქსოვას სწავლობენ.
-მე გლეხის ოჯახში მიმაბარეს. სამი წლის რომ გავხდი დილით ადრე მეზობლის სახლში გავიქეცი. იქ ორი გოგო ცხოვრობდა, რომლებიც სულ მანებივრებდნენ. გოგონები ძალიან ლამაზები იყვნენ, ასე 13-14 წლისები. საშინელი სურათი დამხვდა, გოგონების დედა, მამა და და ბებია დახოცილები ეყარნენ იატაკზე და ირგვლივ სისხლის დიდი გუბე იდგა. ყაჩაღები შეცვივდნენ, ორი მცირე წლოვანი გოგო მოიტაცეს, დედ, მამა და ბებია კი დახოცეს, რადგან წინააღმდეგობა გაუწიეს. მაშინ ვინატრე, რომ ბიჭი ვყოფილიყავი, ვინატრე დიდი ვყოფილიყავი, ვინატრე ბრძოლა მცოდნოდა და ის არამზადები დამეხოცა. სისხლი ამიდუღდა ძარღვებში, ბრაზმა მძლია. სახლში რომ შემოვბრუნდი ჩემს მამობილს იაკობს ვუთხარი, რომ ჩემთვის ბრძოლა ესწავლებინა. ნიკოლოზი და მე ერთად ვიზრდებოდით, ის იაკობის და ნინას პატარა ვაჟი იყო. მამობილმა ვარჯიში დაგვაწყებინა, მეც ნიკოლოზსაც და გიორგისაც.-მათ გახსენებაზე გამეღიმა.
-გენატრებიან.-ხელზე ხელი მომკიდა და თითებზე მაკოცა.
-მენატრება ის დრო, იქ ბედნიერი ვიყავი.-წამოსული ცრემლი მოვიწმინდე.-მაშინ ვნატრობდი მალე გავზრდილიყავი, ახლა კი ის დრო მენატრება. იაკობმა ცხენზე ჯდომა მასწავლა, მერე კი ბრძოლა. განუწყვეტლივ ვვარჯიშობდი. -მეჰემდს შევხედე და თხრობა განვაგრძე.-7 წლის ვიყავი წყაროდან ძროხები ამოვრეკე, სახლისკენ მომყავდა, რომ წინ ორი კაცი დამიდგა. ჩემი მოტაცება უნდოდათ. გლეხის გოგოს ვგავდი, ვერ წარმოიდგენდნენ, რომ თავადის ასული ვიყავი. გვერდით რამდენიმე გაუხედნავი ცხენი ძოვდა ბალახს. მათკენ გავიქეცი და ერთ-ერთს ზურგზე მოვახტი. ცხენს ისე მივეკარი როგორც ტკიპა, ჩემი ჩამოგდება სცადა და ფეხების ქნევა დაიწყო. მოახლოებულ კაცს ტყუპი წიხლი მისცხო. ის სიმწრიგან იქვე ჩაიკეცა, მე კი ცხენს ფაფარში ჩავაფრინდი, გავაჭენე და პირდაპირ სახლში მივედი. დიდი ხანი ეძებეს სოფლის კაცებმა გამტაცებლები, მაგრამ ვერ იპოვეს. მას მერე სულ ვვარჯიშობდი. მერე მამობილი ბრძოლაში მოკლეს, ის ჩემთვის ყველაფერი იყო.-სივრცეს გავხედე, მოძალებულ ცრემლებს არ ვაძლევდი უფლებას ჩემი თვალები კვლავ დაესველებინათ.-მაშინ ყველა ოსმალოს მოკვლა მინდოდა. შემდეგ მისი ძმა, ბიძია დავითი მასწავლიდა ბრძოლას. მშვილდი მაჩუქა და სროლაც მასწავლა. საკუთარი მშობლების სახლში ხშირად მივდიოდი. წერა-კითხვას და თურქულს იქ მასწავლიდნენ. მამაჩემის ხელში პოლიტიკური სათამაშო ვიყავი. ის ვაჭრობდა ბავშვებით, მე კი აქ მიპირებდა გამოგზავნას, სავაჭრო შეთანხმება ნათესაობით უნდოდა გაემყარებინა ოსმალებთან. მამაჩემს და ჩემს ძმას დავუპირისპირდი, როცა გავიგე, რომ ყველაფრის უკან ისინი იდგნენ. მათ კი სამაგიერო გადამიხადეს. ნიკოლოზი მოიტაცეს და გაყიდეს.-გავჩუმდი და სივრცეს გავხედე.
-შენ? როგორ არ გაექეცი? როგორ მოახერხეს შენი გაყიდვა?-წამოსული ცრემლები თითებით შემიმშრალა მეჰმედმა.
-მაშინ 14 წლის ვიყავი, სიმაღლე არ მომმატებია მას მერე. მაღალი და ტანადი ბავშვი ვიყავი. ეს ალბათ ვარჯიშის დამსახურებაც იყო. სამი წელი აჩრდილივით დავდიოდი სოფლებში. ჩემმა ძმამ „ქალი პანტერა“ შემარქვა, სულ შავი სამოსი მეცვა და შავი ცხენით უჩინარივით ვჩნდებოდი საჭირო დროს საჭირო ადგილზე. „ქალი პანტერა“ შიშის ზარს სცემდათ გამტაცებლებს. რამდენიმე ბავშვი და ქალი გადავარჩინე გატაცებას. შედეგად მამაჩემის გამტაცებლების არმია ცოტავდებოდა. 11 გამოცდილი გამტაცებელი მოვუკალი. მერე კი ჩემი ძმის და მოურავის საუბარი მოვისმინე, თუ როგორ გაყიდეს ნიკოლოზი და საკუთარი ძმის მოკვლა ვცადე.
-ასე გიყვარდა? საკუთარ ძმას მის გამო გაიმეტებდი?-შემეკითხა მეჰმედი.
-იცი აქ ფიქრის დრო მქონდა, ნიკოლოზი მიყვარდა და მიყვარს, ჩვენ მთელი ბავშვობა ერთად გავატარეთ, ის ხშირად მშიერი რჩებოდა და საკუთარ ლუკმას მე მაძლევდა. ხშირად ვფიქრობ, რომ ეს და ძმური სიყვარულიხომ არ იყო, თუმცა ალბათ უფრო მეტი იყო.
-მერე რა მოხდა?-ჩემი სიტყვების მერე სევდიანი გახდა.
-მეორე დილით მოურავი მოვკალი, ერთი ტყვე ბავშვი ჩვენი სახლის სარდაფიდან გამოვიყვანე და მშობლებს მივუყვანე. მერე დედობილთან მივედი, ჩემი ძმა თავის ძაღლებით დამხვდა ნიკოლოზის სახლში და დამპირდა, რომ თუ არ დავემორჩილებოდი, ნიკოლოზის დედას, ნინას მოკლავდა. ასე აღმოვჩნდი სტამბულში. გაქცევა შემეძლო, მაგრამ ნიკოლოზის კვალს მოვყვებოდი. დანაშაულის გრძნობა მახრჩობდა, რომ ის ჩემს გამო მოიტაცეს. უნდა ვიპოვო, სიცოცხლის ბოლომდე, რომ მომიწიოს ძებნა უნდა ვიპოვო.
-რაც დრო გადის, დღითი დღე...-გაჩუმდა.-ვერ შევძლებ შენს გაშვებას.-თვალებში შემომხედა.
-მე ეს მჭირდება.
-დრო მომეცი, ჯერ ვერ გაგიშვებ.-ხელი მომკიდა.-ხელები გაგეყინა.-ქურთუკი გაიხადა და მხრებზე მომახურა.-წამოდი სახლში დავბრუნდეთ.-ხიდან ჩამომსვა და ისევ ხელჩაკიდული წამიყვანა სახლისკენ.-ჩემთან ერთად ივახშმებ?-ხვეწნის ტონით მკითხა.
-სხვა ალტერნატივა მაქვს?-გამეღიმა.
-თუ არ გინდა, არ გაძალებ.-მხრები აიჩეჩა.
-ვივახშმებ. აქ უბრალოდ არ ვიცი რა უნდა ვაკეთო. უფუნქციოდ ვარ, გალიაში გამოკეტილი მხეცივით ვარ, რომელიც ბედს ეგუება და ეს მაგიჟებს.
-მე კი ამ მხეცის მოთვინიერება მინდა.-ხმამაღლა გაიცინა ჩემს სახეზე.
-ვერ შეძლებ.-ვთქვი და წვიმა წამოვიდა.
-ვცდი მაინც.-ხელი მაგრად ჩამკიდა ხელზე და სირბილით წამიყვანა სახლისკენ. სახლამდე სანამ მივედით სულ დავსველდით. სულ მთლად სველი ვიყავი, გარეთ თავსხმა წვიმა იყო. -გამოიცვალე და აქ შემოდი. სხვაგან ბუხარი არ არის და გაცივდები.-მითხრა და მეც ჩემი ოთახისკენ წავედი. სწრაფად გამოვიცვალე სველი ტანსაცმელი, ძალიან შემცივდა, პლედი მოვიხვიე და მისი ოთახისკენ წავედი.
-შეიძლება?-კარში გავჩერდი. წელს ზემოთ შიშველი იდგა.
-შემოდი.-პერანგი სწრაფად გადაიცვა და ბუხარში მორიგი შეშა შედო.-აქ დაჯექი.-დიდი სავარძელი იდგა ბუხრის წინ. ორი ადგილი იყო. შუაში დავჯექი და ბუხარს მივეფიცხე. ბუხარში ცეცხლი გააღვივა, მერე გამომხედა და ჩაეღიმა.-მიიწიე.-თავზე დამადგა. მეც გავიწიე გვერდზე და სავარძელში ჩაჯდა, დავაცემინე, მან კი ხელზე ხელი მომკიდა.-სულ გაყინული ხარ.-მერე შუბლზე მომადო ხელის გული.-იმედია არ გაცივდები.
-კარგად ვარ.-უხერხულად შევიშმუშნე და მისგან თავის დაღწევა ვცადე.
-კარგად არ ხარ, გცივა.-პლედი თავადაც მოიხვია და ხელი მომხვია.-ასე უკეთესია.-ჩაილაპარაკა კმაყოფილმა. მე კი სულ ალმური მომედო, აღარ მციოდა, ან ვეღარ ვგრძნობდი სიცივეს, რადგან მისი სიახლოვე ცეცხლს მიკიდებდა.
-ასე არ შეიძლება.-დამფრთხალი წამოვხტი სავარძლიდან და კარს მივაშურე.
-რა არ შეიძლება?-უცებ ადგა და წინ გადამიდგა.
-მეჰმედ არ გინდა.-მის თვალებში მოდებულმა ცეცხლმა შემაშინა. ისე სუნთქავდა თითქოს ჰაერი არ ყოფნისო, მკერდი აუდიოდა და ჩაუდიოდა.
-არ მინდა? რა არ მინდა?-მიახლოვდებოდა. კედელზე აკრული აღმოვჩნდი. ტუჩებზე ნაზად მაკოცა, პირველი კოცნა მომპარა. არ ვიცი რა დამემართა, წინააღმდეგობა საერთოდ ვერ გავუწიე. თითქოს გათამამდაო და ხარბად დამიწყო კოცნა. ამ დროს მოვედი გონს. ტუჩზე ვუკბინე.
-ველურო.-ხელები გამიკავა და გაეღიმა.-ისევ დააპირა კოცნა, რომ ფეხებ შუა მუხლი ამოვატყი, ტკივილისგან დაიღმუვლა, მე კი ხელიდან დავუსხლტი და ოთახიდან გამოვიქეცი. დერეფანი გავირბინე და კიბეებზე დავეშვი. წვიმაში გამოვვარდი გარეთ და ტყისკენ გავიქეცი. არ ვიცი რამდენ ხანს გავრბოდი, ტალახზე ფეხი გამიცურდა და მოწყვეტით დავეცი. გონება დავკარგე. გონზე, რომ მოვედი ტყის სახლში ვიყავი, მეჰმედის საწოლზე ვიწექი სულ სველი და ტალახიანი.
-არ მომეკარო.-ხელით მოვიცილე.
-არაფერს დაგიშავებ! -დამიყვირა.-სად გაიქეცი? რაზე ფიქრობდი?-ისევ ყვიროდა.
-სიკვდილზე, მინდა მოვკვდე.-მეც ავუწიე ხმას და დავუყვირე.
-არა, ამაზე არასდროს აღარ იფიქრო. -ისეთი თვალებით შემომხედა თავი დამნაშავედ ვიგრძენი. ხელები მომხვია და გულზე მიმიკრა.-არაფერს გიპირებდი, მხოლოდ გაკოცე. მაპატიე, თავი ვერ შევიკავე.
-მე მეგონა..-გავჩუმდი.
-გეგონა ძალით დაგიმორჩილებდი? ადამიანი ვარ, ცხოველი არ ვარ.-სველ თმაზე მეფერებოდა. -სისხლი მოგდის.-ხელზე დაიხედა, ტალახიანი და სისხლიანი ჰქონდა.
-თავი დავარტყი და გონება დავკარგე.-ამოვიბუტბუტე. ხელი დამავლო და ხელში აყვანილი გამიყვნა ოთახიდან.-სად მიგყავარ?
-ფატმა დაგბანს.-აბანოში შემიყვანა, მალე ფატმაც მოვიდა, სუფთა ტანსაცმელი და პირსახოცები შემოიტანა.-მე წავალ, დამიძახე, თავისით არ გამოვიდეს.-დაუბარა ფატმას და გავიდა. მალე დამბანა ფატმამ და აბანოდან გავიდა. ტანსაცმელი ჩავიცვი, გამოსვლას ვაპირებდი, რომ მეჰმედი შემოვიდა.
-ჩემით წამოვალ.-შევხედე მეჰმედს.
-ნუ მეწინააღმდეგები!-გაბრაზებულმა შემომხედა და ხელში ამიყვანა.
-ჩემს ოთახში შემიყვანე.
-ჩემს ოთახში დაიძინებ. -ისე მკაცრად ჩაილაპარაკა ვეღარ შევეწინააღმდეგე. ფატმა ოთახს ასუფთავებდა, სულ ტალახიანი იყო ყველაფერი. მეჰმედმა სავარძელში ჩამსვა ბუხრის წინ და პლედი მომახურა.-თავი მაჩვენე.-თმა გადამიწია.-ფატმა სუფთა პირსახოცი მომიტანე, სისხლი მოსდის ისევ.-შეშფოთებული მიყურებდა. ფატმამ პირსახოცი მოუტანა და მანაც თავზე დამადო. ახლაღა ვიგრძენი, რომ თავი საშინლად მტკიოდა.
-თავი მტკივა.-ამოვილაპარაკე.
-გაგივლის, გატეხილი გაქვს.-პლედი კარგად მომხვია და გვერდით დამიჯდა.
-მე..-შევხედე შეშინებული თვალებით.
-შენი ხმა არ გავიგო, იჯექი წყნარად.-გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა. ისე გამიბრაზდა, როგორც პატარა ბავშვს და გულზე მიმიხუტა. საშინლად მციოდა. მთელი სხეული მიკანკალებდა, არ ვიცი ეს სიცივის ბრალი იყო თუ ნერვიულობის.-მშვიდად, მოეშვი.-აკანკალებული ხელები თავის ხელებში მოიქცია და უფრო მეტად მიმიკრა გულზე. ბუხრიდან წამოსული ცეცხლის სიმხურვალე სახეზე მეცემოდა. ნელ-ნელა გავთბი და დამეძინა. დილით თავის ტკივილი ვიგრძენი და სახე ტკივილისგან დავმანჭე.-რა გჭირს?-მეჰემდს ვყავდი კვლავ გულზე აკრული, იმ წუთას გაეღვიძა მასაც და შემომხედა.
-აქ გვეძინა?
-დაგეძინა, გციოდა და აქ დაგტოვე, კისერი მეტკინა.-ხელი კისერზე გაისვა.
-ეს არ მოხდება.
-რა არ მოხდება?-გაკვირვებულმა შემომხედა.
-ჩვენს შორის, ნუ ცდილობ გთხოვ. თუ ეს მოხდა მე თავს მოვიკლავ.-ჩავილაპარაკე.
-თუ შენ არ გენდომება არაფერი არ მოხდება.-ჩამოშლილი თმა ყურს უკან გადამიწია.-ძალიან ლამაზი ხარ. რამდენი გეძებე, ტალახიანი და გონება დაკარგული რომ დაგინახე ლამის გავგიჟდი. საკუთარი თავი მძულდა, ვერასდროს ვაპატიებდი საკუთარ თავს რამე რომ მოგსვლოდა.-გულზე მიმიკრა. ისეთი გულწრფელი იყო, ისეთი მზრუნველი, რომ გულში სითბო ჩამეღვარა. -სიცხე გაქვს.-ტუჩები შუბლზე მომადო და შეშფოთებულმა ჩაილაპარაკა. სწრაფად ადგა და ოთახიდან გავიდა. ცოტა ხანში უკან დაბრუნდა.-ეს დალიე.-ჭიქით წამალი დამალევინა.
-მწარეა.-დავიჯღანე.
-გიშველის.-ჩემს სახეზე გაეღიმა.
ორი დღე მაღალი სიცხეები მქონდა. ძალიან ნერვიულობდა მეჰმედი და გვერდიდან არ მცილდებოდა. შუბლზე ცივ საფენებს მადებდა. მის ოთახში მის საწოლზე მეძინა. საჭმელიც თავად მოჰქონდა. ფატმას არ აძლევდა უფლებას ჩემზე ეზრუნა. უკვე უკეთ ვიყავი, ორი ღამე სავარძელში მჯდომარეს ეძინა ჩემს საწოლთან. შიში გამიქრა, უკვე ვენდობოდი და ჩემს თავში დატრიალებული ფიქრები მაშინებდა.
-მეჰმედ ჩემს ოთახში გავალ, უკეთ ვარ.-საწოლიდან წამოვდექი და მძინარე გავაღვიძე.
-რატომ.-უცებ წამოდგა.-აბა ჩქარა დაწექი.-გამიბრაზდა.-ისევ სიცხე გაქვს.
-ორი ღამეა ამ სავარძელში გძინავს.
-ჩემზე ნუ დარდობ.-ჩაილაპარაკა და კისერი ხელით დაიზილა.
-აქ დაჯექი.-საწოლზე ვანიშნე. ჯერ გაოცებულმა შემომხედა, მერე კი მორჩილად დაჯდა.-შებრუნდი.-ზურგის მხარეს დავუჯექი და კისერზე მასაჟის კეთება დავუწყე.
-საოცრება ხარ.-იღიმოდა კმაყოფილი. მერე ხელი დამიჭირა და ნაიარევ მაჯაზე მაკოცა. ჩემში რაღაც ხდებოდა, მისი სიახლოვე თავბრუს მახვევდა, არ ვიცი ეს რა იყო, იმ დროს ჰორმონებს ვაბრალებდი და მაქსიმალურად ვაკონტროლებდი თავს.-დღეს უკან დავბრუნდებით, შენც უკეთ ხარ. იქ ექიმი გნახავს, მეშინია რამე საშიში არ იყოს. იცი მიხარია, რომ ჩემი აღარ გეშინია და შიშიც გაგიქრა.
სახლში დავბრუნდით, შეჰზადეს დაჭრის ამბავმა მაინც გაჟონა ჰარამხანაში. ექიმმა გამსინჯა და უბრალო გაციებააო. უკეთესად ვიყავი, სიცხეც აღარ მქონდა. საღამოს შეჰზადემ დამიბარა, რადგან შეჰზადე მიბარებდა ემინემ ძალიან მოინდომა, მომრთო და მომკაზმა.
-ემინე ამით მეჰმედთან არ წავალ.
-შეჰზადეს ბრძანებაა. გინდა მე და ფატმა დაგვსაჯოს?-საწყალი თვალებით მიყურებდა ემინე.
-კარგი.-მობეზრებულად ავატრიალე თვალები და სარკის წინ დავჯექი. მალე შეჰზადესთან მიმიყვანეს.
-შემოდი.-გაღიმებული იჯდა შეჰზადე და ხელს მიქნევდა.-ერთად ვივახშმოთ.
-ეს აუცილებელი იყო?-გაბრაზებული ვუყურებდი.
-რა?-ვითომ გაკვირვებული სახე მიიღო და ჩაეცინა.
-რა და რომ მომრთეს და რიგითი ხარჭასავით მომიყვანეს აქ. თქვენთვის ადვილია, ერთი იქნება, ორი თუ ათი. მე კი ხვალ ალბათ ყელს გამომჭრიან თქვენი ყოფილები.-გაბრაზებული ჩამოვჯექი მის წინ.
-ივახშმე, გემრიელია.-ხორცის ნაჭერი პირთან მომიტანა.
-მადა დავკარგე.-შევხედე გაბუტულმა.
-კარგი რა. არავის ვაჭმევ საკუთარი ხელით, არც არავინ ვახშმობს ჩემთან ერთად. -თვალი ჩამიკრა და ჩემთვის გამოწვდილი ლუკმა თავად შეჭამა. ისე მადიანად ილუკმებოდა, რომ ვერ მოვითმინე და მეც დავიწყე ჭამა.
-დაპირებულ პანტერას როდის მაჩუქებ?-შევხედე მეჰმედს.
-იქ არის.-თვალით იქვე მდგარ ყუთზე მანიშნა. ფრთხილად ავდექი და მივუახლოვდი. პატარა შავი პანტერა იწვა, როგორც კი მივუახლოვდი თვალები გაახილა. ზრდასრულ კატას ჰგავდა.-ფრთხილად იყავი, ცოტა აგრესიულია.-გამაფრთხილა მეჰმედმა.
-რძე გვაქვს?-პატარა ფილა გავცალე და რძე დავასხი. ყუთის გვერდით დავდე და პატარა პანტერა ყუთიდან ამოვიყვანე. ფრთხილად ვაჭმევდი რძეს, ისიც ტუჩებს ილოკავდა. მერე ამომხედა და დაიკრუტუნა.
-რა უცებ მიიჩვიე, მე დამკაწრა და მოშორება მინდოდა. მერე შენ გამახსენდი და გადავწყვიტე შენთვის მეჩუქებინა.-იღიმოდა მეჰმედი.
-ყველაზე მაგარი საჩუქარია.-გავუღიმე.
-ხო, ბრილიანტები უკან გამომიგზავნე არ მჭირდებაო და ეგღა მოვიფიქრე.-მხრები აიჩეჩა.
-ბრილიანტები არ მჭირდება. არც ძვირფასი კაბები და ქურქები.-ვუთხარი და ჩემს ფისოს მოვეფერე.
-გვანცა ერთი წელი დარჩი აქ გთხოვ. მანამდე შენი კატაც პანტერად იქცევა და ერთად გაგიშვებთ ეგვიპტეში.-შემომხედა ისე თითქოს მეხვეწებოდა.
-ხომ დამპირდი.-შევხედე ნაწყენი თვალებით.-ამას იქ შემაყვანინებენ?-შევხედე მეჰმედს.
-ცალკე ოთახში იცხოვრებ როგორც ჩემი რჩეული ხარჭა.-მითხრა და ჩემს გაბრაზებულ სახეზე ხმამაღლა გაეცინა.
-იცოდე გავიპარები.-თითი დავუქნიე.
-არც იფიქრო.-გაიღიმა.-მაჰმუდს და ოსმანს შვილი არ ჰყავს, ქალები არ უყვართ. ამიტომ მე მათი ძმის შვილი ვითვლები მათ მერე ტახტის მემკვიდრედ. იფიქრე, შეიძლება სულთანი გახდე, მინდა ამ ერთ წელში უბრალოდ გადაიფიქრო წასვლა.
-საერთოდ არ მიცნობ. ფუფუნება და დიდება არ მხიბლავს. მე თავადის ასულს შემეძლო მდიდრულად მეცხოვრა, მაგრამ გლეხის ოჯახში სიყვარულში ცხოვრება ავირჩიე. შენთან დარჩენას ვერ შევძლებ, რადგან ეს ფუფუნება კი არ მხიბლავს მაშინებს. მირჩევნია სიყვარულით ვიცხოვრო, ვიდრე უსიყვარულოდ ფუფუნებაში. დავრჩები ეს ერთი წელი, მაგრამ რა შეიცვლება? არაფერი.
-მოდი ჭადრაკი მეთამაშე, თუ მოიგებ ზაფხულში გაგიშვებ.-თვალი ჩამიკრა და ჭადრაკის დაფა გაამზადა.
-არ ვიცი თამაში.-მოვატყუე.-მასწავლე და ვითამაშოთ.
-არ იცი?-ეჭვით შემომხედა.
-არ ვიცი.-მხრები ავიჩეჩე და ფისოს მოვეფერე.
-კარგი გასწავლი. მოდი აქ.-ხელით მანიშნა მის წინ დავმჯდარიყავი. პანტერა ყუთში ჩავსვი და მასთან მივედი. გულმოდგინედ მიხსნიდა თითოეული ქვის სვლებს, მეც თავს ისე ვაჩვენებდი, თითქოს მართლა არ ვიცოდი და რამდენჯერმე ვამეორებინებდი. დავარწმუნე, რომ თამაში არ ვიცოდი და დავიწყე მასთან თამაში. მალე დავასრულე, გონზე ვერ მოვიდა ისე წააგო თამაში.
-შამათი, მეფის გარეშე დარჩი.-გავუღიმე.
-იცოდი და მომატყუე.-ნერვიულად გადაისვა თავზე ხელი.
-სიტყვა სიტყვაა.-გავუღიმე.-თქვენ დამპირდით.
-შენ მომატყუე. მარტო ბრძოლა არა ხომ? ჭკუაც საჭიროა რომ გადარჩე.-ნერვიულად გაეღიმა.-ზაფხულში გაგიშვებ. მანამდე კი ჩემს გვერდით იქნები.-წამოდგა, ხელი ნიკაპ ქვეშ ამომდო და თავი ამაწევინა.-რატომ ვიკავებ თავს? როცა შემიძლია რომ ჩემი დაგარქვა. ეს სურვილი მაგიჟებს.-ჩემს ტუჩებთან დაიჩურჩულა და ლოყაზე ვიგრძენი მისი ცხელი ტუჩები.
-იქნებ იმიტომ რომ ჩემი გული გინდა და არა ჩემი სხეული.-სწრაფად დავუსხლტი ხელიდან.
-გული.-გაეღიმა.-შენი გული მინდა რომელიც სხვას აჩუქე.-ხელები ზურგიდან მომხვია წელზე და ჩემი თმა ისე დაყნოსა თითქოს უნდა ფილტვები გაივსოს ჩემი სურნელითო.-რაც არ უნდა მოხდეს ვერ დაგივიწყებ.
-გთხოვ.-მისკენ შევბრუნდი და ანთებულ თვალებში შევხედე.-ეს ჩემთვის სიკვდილის ტოლფასია.-მისი ხელები წელიდან მოვიცილე, ჩემი ფისო ყუთიანად ავიყვანე ხელში და მისი ოთახი სწრაფად დავტოვე.
რამდენიმე დღე უბრალოდ ვერიდებოდი. ცალკე ოთახში ვცხოვრობდი. თავს ვერაფერს ვუხერხებდი, მისი ნახვის სურვილი მკლავდა, სარკმლიდან ვადევნებდი თვალს ეზოში, განუწყვეტლივ ვარჯიშობდა, სახე კი სევდიანი ჰქონდა. თავის ოთახში აღარ დავუბარებივარ. სამაგიეროდ ყოველ ღამე სხვა და სხვა ხარჭას იხმობდა. ისინიც კმაყოფილები იყვნენ და მე ყველამ თავი დამანება. არ ვიცი რა მჭირდა, მაგრამ ეჭვიანობისგან და სიბრაზისგან უკვე ვგიჟდებოდი.
-ახალი გოგოთი დიდხანს ერთობოდა, ახლა კი მობეზრდა და საერთოდ აღარ იბარებს.-ერთი ხარჭა ელაპარაკებოდა მეორეს აივანზე.
-სამაგიეროდ ის გველი სტუმრობს ხშირად, თუმცა მაინც უხასიეთოდ არის სულ.
-მელისა სულით ბოროტია, მაგას რა გაახალისებს. ღმერთმა ნუ ქმას და სულთანი გახდეს ოდესმე. -ისევ ჭორაობდნენ აივანზე გოგონები.
-ის ახალი გოგო სხვანაირია. სულ სევდიანია, მეცოდება. მგონი საერთოდ არ უნდა შეჰზადესთან სიახლოვე, ცოტა ველურიც არის. ამბობენ მეჰმედი სიკვდილს გადაარჩინაო. ალბათ მადლიერების გამოა მასთან მეჰმედი.-ახლა უკვე ჩემზე ჭორაობდნენ.
-რატომ, ლამაზიც არის. უბრალოდ საერთოდ არ იპრანჭება.
-იქ დგას.-მეორემ გამოიხედა ჩემსკენ.-ისევ რაღაც საშინელება აცვია.
-მაინც არ იცის ჩვენი ენა ჯერ კარგად, ვერაფერს გაიგებდა.-გაუღიმა მეორემ.-რაც მაგაზე საშინელებები ვილაპარაკეთ, რეაქცია არ ჰქონია.
-მართალი ხარ.-გაიცინა მეორემ.
რაც აქ ვიყავი ვეღარ ვვარჯიშობდი. ამიტომ ისევ კაცის ტანსაცლი ჩავიცვი და ბაღში ჩავედი. გუშაგს ვთხოვე შემბრძოლებოდა და ვარჯიში დავიწყე. რამდენიმე მარცხის მერე მთხოვა, რომ დაგვესრულებინა.
-კარგად იბრძვი.-ტაშის და მეჰმედის ჩაცინების ხმაზე უკან შევბრუნდი. წელს ზემოთ შიშველი იდგა და ხელში ხმალი ეჭირა. -აბა შევეჯიბროთ?-თქვა და აივნისკენ გავიხედე. რამდენიმე ხარჭა ზემოდან გვადევნებდა თვალყურს.
-უკან არასდროს არ ვიხევ.-ჩავილაპარაკე ჩუმად და მოქნეული ხმალი ოსტატურად ავიცილე.
-კარგი იყო. რატომ არ მიტევ?-გაეღიმა.
-წესი პირველი. ბრძოლა პირველმა არ უნდა დაიწყო, უნდა დაელოდო მოწინააღმდეგეს და მერე შეუტიო.-წარბი მაღლა ავწიე და მის სვლას დაველოდე.-თქვენ ოსმალები თავდასხმას ხართ ჩვეული, ხოლო ჩვენ თავდაცვას.
-თუ მოწინააღმდეგე შემოგიტევს და თავს მოგკვეთს ელოდები?-ისევ მომიქნია ხმალი და მე ჩემი დავახვედრე.
-არა, საკუთარი ხმლით იგერიებ და სანამ დაბნეული გიყურებს შეტევაზე გადადიდახ.-ვუთხარი და მოქნეული ხმალი ხელის ერთი მოძრაობით უცებ გავაგდებინე.-ეს მეორე მარცხი შეჰზადე.-გავუღიმე.
-დამაბნიე და ისარგებლე.-დაგდებული ხმალი აიღო და გამიღიმა.
-წესი მეორე. ბრძოლისას ემოციები უნდა აკონტროლო. უნდა ის წარმოიდგინო შენს წინ ვისი მოკვლაც ყველაზე მეტად გინდა და გამოგივა.-ისევ ვაგრძელებდი საუბარს და ისევ ველოდებოდი, რომ შეტევაზე ის გადმოვიდოდა.
-ეგ გამიჭირდება.-გაიცინა.-როგორ წარმოგიდგინო შენ ჩემს მტრად, როცა მზად ვარ შენთვის სიცოცხლე გავიღო.-თქვა და ხმალი ისევ მომიქნია. მის ხმალს ჩემი დავახვედრე. მთელი ძალით მოაწვა ხმალს, ძლიერი იყო, უკან დავიწყე დახევა და ხეზე აკრული აღმოვჩნდი.
-ახლა თქვენ დამაბნიეთ.-თვალებში ვუყურებდი და როცა ხელი ოდნავ მოადუნა ხელიდან დავუსხლტი.
-ისევ იეშმაკე.-თითი დამიქნია და ხმალი ისევ მომიქნია. დიდი ხნის განმავლობაში ვიბრძოდით. ჩემს ზუგზე ვგრძნობდი ოფლის წვეთები როგორ ეშვებოდნენ. არც მეჰმედი იყო ლაღად. მთელი სხეული დაეცვარა. შიგა და შიგ შუბლზე ოფლს ხელით იწმენდდა.
-არ დავამთავროთ?-მისი მოქნეული მორიგი ხმლის მოგერიებისას, როცა ისე ახლოს იყო, რომ მის სუნთქვას სახეზე ვგრძნობდი ჩავილაპარაკე.
-ასე დამარცხებულმა და შერცხვენილმა? -თვალით აივნისკენ მანიშნა.-თვალს არ გვაცილებენ, მე მათი გმირი ვარ და რას იტყვიან?
-არაფერს.-გაბრაზებულმა შევხედე, მაცოფებდა ის ფაქტი, რომ მასთან ყოველ ღამე სხვა და სხვა ხარჭა შედიოდა, საშინლად ვეჭვიანობდი.- თქვენ მათი გმირი არ ხართ, თქვენ მათი დიდების სათავე ხართ და ეს უყვართ. ამას ეტრფიან. რა მნიშვნელობა აქვს დამარცხდებით, თუ გაიმარჯვებთ.-ვუთხარი და უკან დავიხიე.
-ახლა შენ დაიბენი.-უცებ ამართვა ხმალი და თავის ხმალი ყელზე მომაბჯინა, იღიმოდა, ისე იღიმოდა თითქოს ჩემი ფიქრები ჩემს სახეზე წაიკითხაო.
-არ დავიბენი, ეს თქვენი დიდებისთვის.-ცრემლმორეული თვალებით შევხედე და კიბეებს ავუყევი. სანამ თვალს არ მივეფარე მის დაჟინებულ მზერას ზურგს უკან ვგრძნობდი.
ისევ აგრძელებდა ქალებთან ფლირტს, ისევ იბარებდა ხარჭებს. გაცივდა ჩემს მიმართ. თუ შემხვდებოდა მხოლოდ გამიღიმებდა და გზას აგრძელებდა. საშინლად ცუდად ვიყავი, ყოველ საღამოს ეჭვიანობისგან გაგიჟებული ვტიროდი.
ყოველ ღამე ვყარაულობდი, ხარჭები მხოლოდ ნახევარი საათით რჩებოდნენ მასთან, მერე კი დაღონებულები გამოდიოდნენ მისი ოთახიდან. სიამაყე, რწმენა, პრინციპები არ მაძლევდა უფლებას, რომ ნაბიჯი გადამედგა მისკენ. თავს ვარწმუნებდი, რომ ასე სჯობდა. რომ ეს ყველაფერი ზაფხულში დასრულდებოდა და მისგან შორს შევძლებდი საკუთარი გულის და ფიქრების მართვას. ღამით ფეხის ხმა გავიგე ჩემს ოთახში და თავი მოვიმძინარე. ვიღაც მიახლოვდებოდა, ხელით ბალიშის ქვეშ არსებული დანა მოვსინჯე და დაველოდე.
-ჯიუტი ბავშვი ხარ.-მეჰმედის ხმა გავიგე, ჩურჩულებდა.-შენ უძლებ და ტირი. მე კი უბრალოდ ვეღარ ვუძლებ უშენობას.-შუბლზე მაკოცა და ის იყო უნდა წასულიყო, რომ პერანგის საყელოზე ვწვდი, საწოლზე დავაგდე, ზემოდან მოვექეცი და დანა ყელზე მივაბჯინე. -ფრთხილად, მე ვარ.-დაბნეული მიყურებდა.
-აქ რა გინდათ? -დანა მოვაცილე.
-გამომიჭირე.-გაეღიმა.-კარგი რეაქცია გქონდა, მშვიდად ვიქნები.
-დიდი ხანია რაც ღამ ღამობით აჩრდილივით დაიარებით ჩემს ოთახში?-წარბაწეულმა შევხედე, ის კი ხარბად მიყურებდა. მერე დავაფიქსირე, რომ ღამის პერანგის ამარა ზემოდან ვაჯექი მეჰმედს, სწრაფად წამოვდექი.
-კიდევ ბევრჯერ მოვალ, ასეთს თუ გნახავ.-ჩემს ნახევრად მოშიშვლებულ მკერდზე გაუჩერდა მზერა და ნერწყვი ხმაურით გადაყლაპა.
-ასე ნუ მიყურებ.-გაბრაზებულმა შევხედე და პლედი შემოვიხვიე.
-ასე სჯობია.-თითქოს გამოფხიზლდა.-თორემ პირობის შესრულება გამიჭირდება. რაც შეეხება შენს კითხვას, შენ ჩემი საკუთრება ხარ და როცა მინდა მაშინ გნახავ.-უცებ მკარი ტონი დაიჭირა და ისე ჩაილაპარაკა, შებრუნდა და წასვლა დააპირა.
-ხო, რა თქმა უნდა, მე ხომ მონა ვარ.-მხიარული სახე უცებ მომეღრუბლა.
-მონა?-კარისკენ წასული უკან შემობრუნდა და ხმას აუწია.-მონა მე ვარ შენს ხელში.-დამიყვირა, მე კი შეშინებულმა შევხედე.-მონა, თურმე მონაა.-ახლოს მოვიდა და გაბრაზებულმა ჩამხედა თვალებში.-ხო, მიდი მითხარი. გამომიჭირე, შენზე ვგიჟდები, ჭკუიდან მშლი. თავი პატარა ბიჭი მგონია. მაგრამ არც შენ ხარ კარგად. შენი სიჯიუტე, ბოლოს მოგიღებს. ეჭვიანობისგან ლამის გაგიჟდე, ყოველ ღამე ტირი, ხარჭებს უთვალთვალებ და ნელ-ნელ გიჟდები. დავასრულოთ, დავასრულოთ ეს თამაში. ერთმანეთი გვიყვარს და დროა დავასრულოთ.
-ნუ ოცნებობ.-არ ვიცი, როგორ მოვახერხე, თვალებში შევხედე და გაბედულად ჩავილაპარაკე. ყველა პრინციპს მოვუხმე ჩემს თავში და მკაცრად გავუმეორე.-ნუ ოცნებობ.
-ალბათ ვოცნებობ.-ხელი სახეზე მომკიდა და ჩემი ტუჩებისკენ წამოვიდა. პრინციპები გაქრა, უბრალოდ შეყვარებული ქალი იდგა მის წინ, კანი დამეხორკლა და თვალები დავხუჭე..-ეს შენ ოცნებობ ჩემს კოცნაზე.-ჩემს ტუჩებთან დაიჩურჩულა, მომცილდა და ოთახიდან გავიდა.
-დამპალი.-ხელი ვაზას დავავლე და კედელს შევანარცხე.-გგონია გაიმარჯვე? გგონია მაჯობე?-თავი საშინლად შეურაწყოფილად ვიგრძენი.
დილით ფატმას ქოთქოთმა გამაღვიძა.
-აქ რა ომი იყო? რა უბედურებაა, ეს ხომ ძვირფასი ვაზა იყო.-არ ცხრებოდა ფატმა და ნამსხვრევებს კრეფდა.
-ჩემი გული უფრო ძვირფასია ნელ-ნელა რომ ამსხვრევს.-ჩავილაპარაკე და ბალიში დავიფარე თავზე, რომ ფატმას ქოთქოთი აღარ მომესმინა.
ოთახიდან საერთოდ არ გამოვდიოდი, მინდოდა ძალა მეპოვა ჩემს თავში. თავი ხელში ავიყვანე და ხარჭებსაც აღარ ვუთვალთვალებდი, აღარც ვტიროდი. მეჰმედი ვერ იკავებდა თავს და ღამით შემოდიოდა ჩემს ოთახში. მე კი თავს ვაჩვენებდი, რომ მეძინა. მისი გაგიჟება გადავწყვიტე. ყოველ ღამე ლამაზ პერანგებს ვიცმევდი და პლედს არ ვიფარებდი. ვიცოდი ცეცეხლს ვეთამაშებოდი, მაგრამ შური მინდოდა მეძია. ისიც მოდიოდა, ცოტა ხანი იდგა და მიყურებდა, მერე კი საბანს მაფარებდა და მიდიოდა.
-სულთანი გარდაიცვალა, მისი ძმა ოსმანი ავიდა ტახტზე. მეჰმედი სასახლეში წავიდა.-ფატმა ჩემს ოთახს ალაგებდა და თან ლაპარაკობდა.
-ოსმანი ავიდა ტახტზე?
-კი ის. ალი ფაშა, დიდი ვეზირი ეახლა მეჰმედს. მეჰმედი და ის დიდხანს კამათობდნენ, არ ვიცი რა მოხდა. ვეზირი გაბრაზებული წავიდა.-ჭორაობას აგრძელებდა ფატმა.
-რაზე კამათობდნენ?-ინტერესმა მძლია.
-ოსმანმა მართვა არ იცის, ხალხი შეშფოთებულია. რაც მალე მოკვდება, მით მალე გვეღირსება მშვიდობა. ჩვენი შეჰზადე კი ზედმეტად კეთილი გახდა.-მე შემომხედა ფატმამ.
-მე რატომ მიყურებ?
-რაც თქვენ გამოჩნდით მას მერე სულ სხვა ადამიანდ იქცა. ადრე დაუნდობელი იყო, ახლა კი..-ხელი ჩაიქნია ფატმამ და ოთახიდან გავიდა.
რამდენიმე დღის მერე ხანძარი გაჩნდა სასახლეში 22 დეკემბერს, 18 საათის განმავლობაში აქრობდნენ ხანძარს. მეორე დღით მდიდრულად ჩაცმული კაცი მოვიდა მეჰმედთან. მეჰმედი საშინლად გაბრაზებული იყო და ყვიროდა.
-ფატმა ის კაცი ვინ არის?-შევეკითხე ფატმას.
-ის დიდი ვეზირია. სასახლეში ხანძარი გაჩნდა, კარგს არაფერს უნდა ველოდოთ.-მითხრა ფატმამ, მე კი მეჰმედის ოთახისკენ წავედი.-სად მიდიხარ, გაგიჟებულია, გვითხრა არვინ შემაწუხოსო.-წინ დამიდგა ფატმა.
-მე არავინ არ ვარ.-ხელით გავწიე ფატმა და მის ოთახში ფაქტიურად შევვარდი.
-გითხარით არავინ შემოვიდესთქო.-ისე დაიყვირა შიშისგან შევხტი, რომ შემობრუნდა და მე დამინახა გაჩუმდა.-რა გინდა?-მკაცრად ჩაილაპარაკა.
-ვიცი ცუდად ხარ. არ შემიძლია იქ ვიჯდე ოთახში და მესმოდეს მხეცივით გაბრაზებული კედლებს როგორ აწყდები. უბრალოდ აქ ვიქნები და..-ისევ კარში ვიდექი და ვუყურებდი.
-მჭირდები, მოდი.-ხელი გამომიწოდა, მასთან მივედი, ხელი მომკიდა და მის გვერდით ჩამოვჯექი.
-მოგისმენ, შეგიძლია ემოციებისგან დაიცალო, მომიყევი და დამშვიდდები.-ხელზე ხელით მოვეფერე.
-ოსმანის მოკვლა სცადეს, მას კი ეჭვი ჩემზე აქვს. ხანძარი შემთხვევით არ გაჩენილა.-მხარზე ჩამომადო თავი, ისეთი სევდიანი იყო.-მე არ მინდოდა მისი მოკვლა. ძალაუფლება აქვს, ის ჩემზე ინადირებს ახლა.
-გთხოვ ძლიერი იყავი, მიდი სულთანთან და დაელაპარაკე.
-რომ მივიდე, ვეზირი უნდა გავწირო.
-როგორ ფიქრობ შენი მმართველობის ხანა რომ დაიწყება ვეზირი შენ არ გაგწირავს?
-ის ჯერ კიდევ მამაჩემის დროს იყო დიდი ვეზირი. მამა ენდობოდა. ასე ვერ მოვექცევი.-სევდიანი თვალებით შემომხედა. მერე თავი კალთაში ჩამიდო პატარა ბავშვივით. ისეთი დაუცველი და შეშინებული მომეჩვენა.
-დაიძინე და მოეშვი. ნუ ფიქრობ ცუდზე, მხოლოდ კარგ რამეებზე იფიქრე.-თმაში ხელები შევუცურე და თავზე ვეფერებოდი.
-კარგზე? კარგი წარმოვიდგენ როგორ გეფერები და როგორ მეუბნები, რომ გიყვარვარ.-გაეცინა.
-ღირსი ხარ ახლა წავიდე და დაგტოვო.-გავუბრაზდი.
-არ წახვალ, რადგან გული აქ დაგრჩება.-ხელზე მაკოცა და თვალები დახუჭა. ასე ვიყავით დიდხანს, მერე დაეძინა. ძილში შფოთავდა.
-მეჰმედ.-თავზე ხელს ვუსვავდი.-გაიღვიძე.
-რა მოხდა?-შეშინებული თვალებით შემომხედა, აშკარად ისევ ცუდი სიზმრის ზეგავლენის ქვეშ იყო.
-დაგეძინა. ძილში შფოთავდი. საწოლზე დაწექი, დაისვენე.-გავუღიმე, ისიც წამოდგა, ხელი არ გაუშვია.
-დარჩი გთხოვ. როგორც მეგობარი, შენთან მშვიდად ვარ. -ისეთი თვალებით შემომხედა უარი ვერ ვუთხარი.
-კარგი. დაიძინე, მე კი აქ ვიქნები და შენ ძილს ვუყარაულებ.-ისევ გავუღიმე. იქვე მდგარ არაბულ ტახტზე დაწვა და პლედი მიიფარა.
-შენ საწოლზე დაწექი, ის უფრო რბილია.-გამიღიმა. მეც მის საწოლზე მივწექი, ბალიშს ვყნოსავდი, მისი სუნი ჰქონდა. მერე წარმოვიდგინე, რომ ის ხარჭები მის საწოლზე იწვნენ და უცებ წამოვდექი.-რა მოხდა?-ისიც წამოდგა.
-არ შემიძლია, მე..-გავჩუმდი.
-რა არ შეგიძლია?
-შენ მათთან ერთად წევხარ ამ საწოლში, ეს გულის ამრევია. არ შემიძლია.-კარისკენ წავედი.
-გაჩერდი.-ხელი მომკიდა, ზურგით ვიდექი.-მე მათთან არ ვწევარ.-ჩემს თმებთან დაიჩურჩულა.-მათ შენს გასაბრაზებლად ვიყენებდი.-ჩემს თმას ყნოსავდა და ჩურჩულებდა.-რაც შენ გამოჩნდი არავის გავკარებივარ, გეფიცები.-ხმა ჩახლეჩილი ჩურჩულებდა.-ასე, რომ დაიძინე, შენი სიახლოვე ჰაერივით მჭირდება.-რა ვიგრძენი მაშინ ვერ აღვწერ. სიხარულისგან გული ლამის ამომვარდა საგულედან. დავუჯერე, გულწრფელი იყო, არ მატყუებდა.
-კარგი.-აღარ შევწინააღმდეგებივარ, კმაყოფილს გამეღიმა და საწოლში დავწექი. დიდხანს ვუყურებდით ერთმანეთს და გვეღიმებოდა. მერე დამეძინა, მშვიდად მეძინა. მის სიახლოვეს ვგრძნობდი და მძინარეს მეღიმებოდა.
იმ დღის მერე ჩვენს შორის ურთიერთობა დათბა. ჩემს მიმართ მტრულად განწყობილი საზოგადოება კი გაიზარდა. ხარჭები მკვლელის თავლებით მიყურებდნენ. თუმცა ჩემთვის სულერთი იყო. შიშიც ჰქონდათ ჩემი, ვერაფერს მიბედავდნენ. ცივი ზამთარი იყო, ძალიან ყინავდა. ხშირად მივდიოდი მეჰმედთან და ვსაუბრობდით.
-ოსმანმა დიდი ვეზირი კვიპროსში გადაასახლა.-ხარჭები ჭორაობდნენ აივანზე. გვერდი ავუარე და თავლიდან ცხენი გამოვიყვანე. შავ სამოსში ვიყავი გამოწყობილი, მხარზე კი მშვილდი მქონდა გადაკიდებული. მეჰმედის საყვარელ ბედაურზე შევჯექი და სახლიდან წავედი. შავი თავშალი მქონდა შემოხვეული, სანაპიროზე ვსეირნობდი. დიდი ზარალი მიადგა სასახლეს ხანძრის შედეგად. ბაზარში ყველა ისევ ხანძარზე საუბრობდა. ხალხი ასევე საუბრობდა, რომ ეს მეჰმედის დავალებით ჩაიდინეს.
-ჰეკმიოღლუ ალი ფაშა სიკვდილს ძლივს გადაურჩა.-ჭორაობდნენ ბაზარში.
-სიკვდილის ღირსი კი იყო, ზედმეტად ლმობიერია სულთანი.
მეჰმედი წუხდა, რომ სულთანს ეჭვი ისევ მასზე ჰქონდა. ეს ძალიან მაწუხებდა და შიშში ვცხოვრობდი. მეშინოდა, რომ სულთანი მას რამეს დაუშავებდა.
დიდი ხანი ვსეირნობდი, მერე კი სახლისკენ წავედი. სახლის ეზოში იანიჩარების დიდი ამალა იდგა და შეშინებულმა პირდაპირ გავაჭენე ცხენი მათკენ. შიში მქონდა, რომ მეჰმედს დააპატიმრებდნენ. იანიჩარებმა ჩემს წინ წრე შეკრეს, მე კი არც დავფიქრებულვარ მშვილდი მოვზიდე და მათ მეთაურს დავუმიზნე.
-გამატარეთ, თორემ მეთაურის გარეშე დარჩებით!-ბრძანებასავით გაისმა ჩემი ხმა.
-შესვლის უფლებას არ მოგცემთ, ცხენიდან ჩამოდით.-მიბრძანა მეთაურმა.
-აივნისკენ გავიხედე, მეჰმედი და ვიღაც მსუქანი, დაბალი კაცი იდგნენ და ჩვენ გვიყურებდნენ.
-გვანცა გაგიჟდი? რას აკეთებ?-მეჰმედმა გადმომძახა.
-კარგად ხარ?-მშვილდი არ მომიცილებია ისე ავძახე.
-ყველაფერი რიგზეა, სულთანი გვესტუმრა. დაუშვი მშვილდი.-შეშინებული მიყურებდა, ის მსუქანი კაცი კი გაღიმებული იდგა აივანზე.
ცხენიდან სწრაფად გადმოვხტი და მშვილდი ისევ მხარზე გადავიკიდე. იანიჩარებმა ალყაში მომაქციეს.
-რაო თამაში გადაწყვიტეთ? იქნებ იარაღი მომცეთ, რომ ბრძოლა უთანასწორო არ იყოს.-მათ მეთაურს მივუახლოვდი. დაბნეული მიყურებდა, რომ ხელიდან ხმალი ავართვი და ყელზე მივაბჯინე.-მერე კი ხმალი ფეხებთან დავუგდე და კიბეები სწრაფად ავირბინე.
-გვანცა რას აკეთებ?-გაბრაზებული წამოვიდა მეჰმედი ჩემსკენ.
-მეგონა გაპატიმრებდნენ.-დავიჩურჩულე მის ყურთან.
-დამშვიდდი.-მანაც მიჩურჩულა.
-თქვენო უდიდებულესობავ არც თუ ისე საიმედო დაცვა გყავთ.-თავი დავუკარი სულთანს.
-ვინ არის?-ჩემზე შეეკითხა მეჰმედს.
-გთხოვთ არ გაბრაზდეთ და აპატიეთ. მე თავად დავსრჯი ურჩობისთვის, ჩემი ტყვეა.-ჩაილაპარაკა მეჰმედმა.
-ტყვე? საინტერესოა.-გაეღიმა სულთანს.-ტყვე იარაღ ასხმული დადის, შენი საუკეთესო ცხენით, მერე მოდის და ჩემს იანიჩარებს ისე უტევს თითქოს კურდღლებს ებრძოდეს. ვფიქრობ ეს ის ქალია ვინც ჩვენი მეჰმედი გადარია.-ისევ გაეღიმა.-სასახლეში ბევრ ჭორს მოისმენ მეჰმედ.-მხარზე ხელი დაადო.
-ასეა სულთანო, ის ჩემთვის ძალიან ძვირფასია.-ჩაილაპარაკა მეჰმედმა.
-ის გმართავს და ეს ცუდია.-ისევ მეჰმედს შეხედა.-თანაც ქრისტიანია, მე კი მძულს ქრისტიანები.-გაჩუმდა და მე შემომხედა. გავბრაზდი, თუმცა კონტროლი არ დამიკარგავს მის სიტყვებზე და მშვიდად ვიდექი,- მეგონა გაბრაზდებოდი. ჭკვიანიც ხარ და საშიშიც. სიამოვნებით წაგიყვანდი, მაგრამ ქალები მძულს.-ჩაილაპარაკა და გვერდით ჩამიარა. მეჰმედმა გააცილა სულთანი და უკან გაცოფებული დაბრუნდა.
-შენ რა გაგიჟდი, რას აკეთებ? ან სად იყავი? მეგონა გაიქეცი, ზუსტად იმ დროს მოვიდა სულთანი შენი წავსლა რომ მაცნობეს, ეს რა მასკარადი მოაწყვე?-ღრიალებდა მეჰმედი.
-დაამთავრე?-შევხედე.-თუ მორჩი ყვირილს მოგიყვები.
-გისმენ!
-ბაზარში გავიარე, ყველა იმაზე ლაპარაკობს, რომ ხანძარში შენც მონაწილეობ. შემეშინდა, მეგონა მოკვლას გიპირებდა.
-მოკვლას არა. და რა უნდა გაგეკეთებინა, 10 იანიჩარს მოკლავდი?
-მოვკლავდი და მეც შევაკვდებოდი, შენ კი გაიქცეოდი.-ვუთხარი მშვიდი ტონით.
-ზედმეტად ბევს ფიქრობ. -გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა.-დაიმახსოვრე, მე რაც არ უნდა დამემართოს მხოლოდ საკუთარ სიცოცხლეზე იფიქრებ და არა ჩემზე. გასაგებია შენთვის?
-არა. მე მაქვს საკუთარი ტვინი და ის მიკარნახებს როგორ მოვიქცე.-ჩავილაპარაკე გაბრაზებულმა.
-გვანცა.-ხელი მომკიდა და გულზე მიმიკრა.-შენ რომ ჩემს გამო რამე დაგემართოს ვერ გადავიტან. ასე რომ ხან და ხან დამიჯერე. პატარა ჯიუტი ბავშვი ხარ.
-ძალიან შემეშინდა. რა უნდოდა სულთანს, რატომ მოვიდა?-დავიჩურჩულე.
-ვილაპარაკეთ, მითხრა რომ ჩემზე არ აქვს ეჭვი. ვეზირმა არ აღიარა, რომ ყველაფერი მისი დაგეგმილი იყო, მაგრამ ოსმანმა მითხრა, დარწმუნებული ვარ შენ არაფერ შუაში ხარო. ეჭვი მუსტაფაზე აქვს, ჩემს ძმაზე.
-ეს ეჭვი არ არის. სიმართლეა. მას თქვენი დაპირისპირება უნდა, თქვენ, თუ ერთმანეთს გადაგკიდებთ, თავად დაიკავებს სამეფო ტახტს.
-გვანცა ასე დარწმუნებით ბრალს რატომ სდებ?-შემომხედა მეჰმედმა.
-იმიტომ, რომ ყველაფერი გავარკვიე. შენზე თავდასხმაც მისი მოწყობილია და სასახლეში ხანძარიც.
-როგორ გაარკვიე.-გაბრაზებული მიყურებდა.
-ჩემი მეთოდები მაქვს და ჩემი კავშირები. ყველა კარი იხსნება ჩემს წინ და ყველა საიდუმლოს ვხსნი.
-გვანცა მაშინებ. შარში ეხვევი და ეს არ მომწონს.-ბრაზობდა მეჰმედი.
-დამშვიდდი, თუ საჭირო გახდა მოწმეებსაც კი მივათრევ სასახლეში ოსმანთან და ყველაფერს ვათქმევინებ.
-იცი ოსმანმა რა მითხრა?
-რა?-გაკვირვებულმა შევხედე.
-მე შენს ადგილზე ბედნიერი კაცი ვიქნებოდიო.
-რატომო?-წარბაწეული ვუყურებდი.
-შენ გიგულისხმა. ქრისტიანი, თანაც ქალი ასე თუ გამაოცებდა არ მეგონაო.
-იცი არც ისე ცუდი კაცია.
-რას გულისხმობ? ხომ არ მოიხიბლე?-გაიცინა.
-ვფიქრობ, რომ ძალიან დატანჯული ადამიანია, დიდი ტკივილი უდგას თვალებში. გარშემო ვერავის ენდობა და მტრებით არის გარშემორტყმული. იცი არ მესმის, ასეთი დიდება რად უნდა ადამიანს, როცა მცირედი ბედნიერებაც არ განუცდია სიცოცხლის მანძილზე.
-სასახლეში დაგვპატიჟა და უნდა მივიდეთ.
-მეც?-გაოცებულმა შევხედე.
-შენ დაგპატიჟა, მე ისედაც ხშირად მივდივარ.
-კარგი, წავიდეთ. -მხრები ავიჩეჩე.
ერთი კვირა მეჰემდი სასახლეში დადიოდა. მეც ვტოვებდი სახლს გადაცმული და ბაზარში ერთ ვაჭარს ვსტუმრობდი. რომლის ქალიშვილის მეჰმედის ძმის სახლში ცხოვრობდა და მუსტაფას ხარჭა იყო. ამ კაცს გავურიგდი, წამლების რეცეპტებს ვასწავლიდი, ის კი საჭირო ინფორმაციას მაწვდიდა. ერთი კვირის მერე გავემზადეთ და სასახლეში მივედით. გაოცებული ვიყურებოდი აქეთ იქით. უზარმაზარი იყო თოფქაფის სასახლე. ერთ დიდ ქალაქს გავდა. ხანძრის კვალი უკვე გამქრალიყო, ყველაფერი დიდებული და ლამაზი იყო. მსახურებმა დიდი დარბაზისკენ წაგვიყვანეს, გვითხრეს, რომ სულთანი უკვე გველოდებოდა.
-თავადი მეჰმედი თქვენო უდიდებულესობავ.-მსახური შევიდა და მოახსენა ჩვენი მისვლა. სულთანმა ხელით ანიშნა რაღაც და მსახურმაც გზა გაგვინთავისუფლა. მეჰმედი შევიდა და მეც უკან მივყევი. სასახლის დერეფანი ისე გავიარეთ არც ერთი ქალი არ დამინახავს.
-მოგელსალმებით, შემოდით.-სულთანმა მიგვიპატიჟა.
-თქვენო უდიდებულესობავ, მეჰმედმა თავი დაუკრა და მეც მანიშნა დამეკრა თავი. სულთანს თვალებში ვუყურებდი და ოდნავ დავუკარი თავი.
-ქედმაღალი და ჯიუტიც არის.-გაეცინა ოსმანს.
-ძნელია მისი მართვა.-გამომხედა მეჰმედმა და ჩაილაპარაკა.
ოსმანმა ვახშამზე მიგვიპატიჟა.
-მუსულმანად როდის ინათლები?-მკითხა ოსმანმა.
-არასდროს თქვენო უდიდებულესობავ.-ჩავილაპარაკე.
-ნამდვილად ჯიუტი ხარ. ისიც გეცოდინება, რომ მეჰმდის ცოლი ვერ გახდები თუ სხვა სარწმუნოების იქნები.-ისევ მე მიყურებდა.
-და რატომ გგონიათ, რომ მის ცოლობას ვაპირებ?
-არა?-ხმამაღლა გაეცინა.-ეს რაღაც ახალია. მის ცოლობაზე ბევრი ოცნებობს.
-მე არა.-ისევ ჩავილაპარაკე.
-ესე იგი ჭორები მართალია. -გაეღიმა ოსმანს.
-და რას ჭორაობენ თქვენს სასახლეში?-შევხედე ოსმანს.
-ჭორაობენ, რომ მეჰმედმა შენი გული ვერ მოიგო, რომ მას არ ემორჩილები, მაგრამ სიკვდილისგან იხსენი. თუ არ გიყვარს რატომ სწირავდი თავს მისი გულისთვის?-შემომხედა ოსმანმა.
-თქვენო უდიდებულესობავ, ჭორებზე დროს არ უნდა კარგავდეთ, სახელმწიფო საქმეები უფრო მნიშვნელოვანია.-ჩავილაპარაკე გაბრაზებულმა.
-მტკივნეულ ადგილს შევეხე, გრძნობებს. -გაეღიმა ოსმანს, მეჰმედი კი ისეთი დაძაბული იჯდა ყველა ძარღვი ერთდროულად ჰქონდა დაჭიმული. -მიირთვით, რატომ არაფერს ჭამთ.-შემოგვხედა ოსმანმა.
-მოდით გულახდილი ვიქნები და ერთ კითხვას დაგისვავთ.-შევხედე ოსმანს.
-მკითხე.-თქვა და გემრიელად დაიწყო ჭამა.
-რატომ დაგვიბარეთ? ბაზარში ჭორაობენ, რომ მეჰმედი დამნაშავეა. ეს ჭორები ისევე მოვიდა თქვენთან, როგორც მეჰმედის სიყვარულის ამბავი. თქვენ ჯერ მასთან მიდიხართ, მერე ვახშამზე გვიბარებთ. რატომ?
-შენ როგორ ფიქრობ?-კითხვაზე კითხვით მიპასუხა.
-თქვენ მასზე შურის ძიება გინდათ. იცით სად მიაყენოთ დარტყმა. მე მისთვის ძალიან ძვირფასი ვარ, თანაც ქრისტიანი და თქვენ ფიქრობთ, თუ მე მომკლავთ მასზე შურს იძიებთ.
-სწორად მიხვდი.-ისევ აგრძელებდა ჭამას სულთანი.
-ის არაფერ შუაშია.-მეჰმედი სკამიდან წამოდგა და ხმას აუწია.
-მშვიდად.-ხელზე ხელი მოვკიდე მეჰმედს.-მე მზად ვარ სულთანო. რომელ საკვებში უფრო მეტი შხამია მითხარით და დავასრულებ. მაგრამ მანამდე გეტყვით, რომ მეჰმედს თქვენი ტახტი დიდი ხანია აღარ აინტერესებს. მისი ინტერესის სფერო მთლიანად მე ვარ. რაც შეეხება დიდ ვეზირს, ის ორივეს გიყენებდათ და მუსტაფასთან ფარულ შეხვედრებს აწარმოებდა. მეჰმედის მოკვლაც მას უნდოდა.
-შენ საიდან იცი?-ორივემ ერთდროულად შემომხედეს და ჩაილაპარაკეს.
-როცა მინდა და სადაც მინდა იქ მივდივარ და ყველაფერს ვგებულობ. ყველა საკეტს ვხსნი და ყველა ამოცანას.-დამაჯერებლად ვუთხარი სულთანს.
-აქ შენი მოყვანის ამოცანა ვერ ამოხსენი შვილო.-ჩაილაპარაკა სულთანმა.-შენი მოკვლა არც მინდა და არც ვაპირებ.-მეჰმედს შევხედე, ერთიანად მოეშვა და ისევ სკამზე დაჯდა.-მიირთვით, მოწამლული აქ არაფერია.
-მაშინ მითხარით რატომ მომიყვანეთ?
-ჭორების გადამოწმება მინდოდა და მაინტერესებდა თქვენი ურთიერთობა. თუმცა ეს ამოცანა ვერ ამოვხსენი.-გაეღიმა და ისევ განაგრძო ჭამა.
-რისი გაგება გნებავთ?-შეხედა მეჰმედმა.
-შენ რომ გიყვარს ეს ვიცი, მასაც უყვარხარ ისე, რომ მზად არის შენთვის სიცოცხლე გასწიროს. მაგრამ რელიგიის შეცვლა რატომ არ იუნდა და შენი ცოლობა ეს ვერ ამოვხსენი.-გაეღიმა.
-ნეტავ მაგ ამოცანას ამოვხსნიდე თქვენო უდიდებულესობავ.-ჩაილაპარაკა მეჰმედმა.
-ძალიან რთული შემთხვევა ხარ შვილო, ამოუხსნელი.-გაეცინა სულთანს.-ის შენ გაგაგიჟებს.-ჩემსკენ გამოიშვირა თითი და ისე უთხრა მეჰმედს.
-უკვე გამაგიჟა.-გაეღიმა მეჰმედს.
-მე დიდი ხნის სიცოცხლე არ მიწერია. შენ გონიერი და განათლებული ხარ.-მეჰმედს შეხედა.-შენ შეძლებ იმპერიის გაძლიერებას. მუსტაფა ხარბი და სისხლის მოყვარულია. ფრთხილად იყავი.-მხარზე ხელი დაადო მეჰმედს.-ის თუ მალე გაგიჩენს ვაჟს კარგი იქნება.-მე გამომხედეს.
-არასწორად გაიგეთ სულთანო, მე მისი ხარჭა არ ვარ.-შევხედე სულთანს.-და არც ოსმალების გამრავლებას არ ვაპირებ.
-კიდევ ერთი ამოცანა.-გაეცინა ოსმანს.-რატომ ხარ მის გვერდით?
-იმიტომ, რომ მარტოა. იმიტომ რომ ახლა ვჭირდები. მეჰმედი დამპირდა, რომ ზაფხულში გამიშვებს და მეც წავალ.-თან მეჰმედს ვუყურებდი.
-გაუშვებ? დარწმუნებული ხარ რომ შეძლებ?-მეჰმედს შეხედა.
-გავუშვებ, პირობა დამადებინა.-ჩაილაპრაკა მეჰმედმა.
-იქნებ ეს არის სწორი გზა მისი გულისკენ. განა შეიძლებ ტყვე ბედნიერი იყოს?-ფანჯარას გახედა სულთანმა და ტკივილი გამოესახა სახეზე.
-აქ სული მეხუთება. ეს სასახლე დიდებულია მაგრამ იმდენი ბოროტებაა ამ კედლებში და იმდენი ტკივილი.-ჩავილაპარაკე, თითქოს ოსმანის სახეზე გამოსახული ფიქრები წავიკითხე და გავახმოვანე.
-ამიტომ არ გინდა აქ ცხოვრება?-შემომხედა ოსმანმა.
-დიდება არასდროს მხიბლავდა.-ლამაზ ვაზას ხელი გადავუსვი.-ის მხოლოდ ნივთია. ერთი ბიძგი და დაიმსხვრევა. ვის აინტერესებს, იყო და გაქრა. ამ ქვეყნად ყველას ჩვენი გზა გვაქვს გასავლელი. ჩემი რელიგია გვასწავლის, რომ ბოროტებას ბოროტებით არ უნდა ვუპასუხოთ. ბოროტება ისევ ბოროტებას წარმოშობს და მას მხოლოდ სიყვარული და სიკეთე უნდა დავუპირისპიროთ. შიშვლები ვიბადებით, სიკვდილის მერე კი მხოლოდ სუდარაში გახვეულებს გვკრძალავენ. მთავარი ის არ არის რას მოვიპოვებთ, მთავარი ის არის რამდენი ადამიანი დარჩება ცოცხალი, ვინც ჩვენ მოგვიგონებს და იტყვის, რომ მართალი ადამიანი იყო და სწორად იცხოვრაო. -სულთანი და მეჰმედი მიყურებდნენ და მისმენდნენ.
-თუ სულთნობას აპირებ გაუშვი.-მეჰმედს მიმართა სულთანმა.-ეს ბავშვი ამ კედლებისთვის ზედმეტად კარგია.-ჩაილაპარაკა ოსმანმა. მშვიდად ვივახშმეთ.
-ჩვენი წასვლის დროა.-სულთანს თავი დაუკრა მეჰმედმა.
-ღამე მშვიდობის.-მეც თავი დავუკარი და დავემშვიდობე.
-მომავალში მე გეწვევით.-გაგვიღიმა და ჩვენც სასახლე დავტოვეთ.
-მეჰმედ მისი ფეხსაცმელები ასე რატომ კაკუნობდა?-ეტლში რომ ჩავვჯექით მეჰმედს კითხვა დავუსვი.
-მოსამსახურე ქალები, რომ დაიმალნონ ხმაზე, ქალებს ვერ იტანს.-გამიღიმა მეჰმედმა.
-მე რატომ დამპატიჟა?
-შენ სხვა ხარ. ხან და ხან არა რეალური მგონიხარ, ჩემი ფანტაზიის ნაწილი. მგონია მძინავს და თუ გავიღვიძებ გაქრები.-ხელზე ხელი მომკიდა და თითებზე მაკოცა.
რამდენიმე თვის მერე...
1755 წელი გაზაფხული, მაისი..
აივანიდან ვიყურებოდი, რომ მეჰემდის სახლს სამი ლამაზი ბედაური მოაყენეს და ეზოში შემოიყვანეს მსახურებმა.
-მუსტაფა რა ლამაზი ცხენებია.-აღჰრთოვანებული ვუყურებდი ცხენებს.
-არაბული ბედაურებია, საგანგებოდ მეჰმედისთვის.-ამომძახა მუსტაფამ.
-მე არ გამიბრაზდება რომ გავაჭენო.-ჩავილაპარაკე და ოთახში სწრაფად შევბრუნდი. კაცის ტანსაცმელში გამოვეწყე და ეზოში ჩავედი.
-გვანცა არც იფიქრო.-თითი დამიქნია მუსტაფამ.-გაუხედნავი ცხენებია.
-მე გავხედნი, აი იმას.-ლამაზ თეთრ ცხენზე ვუთხარი, რომელსაც სამი კაცი ძლივს აკავებდა.
-გვანცა გაჩერდი, მეჰმედი მომკლავს.-შეშფოთებული მიყურებდა მუსტაფა.
-მაცადე.-ხელით გავწიე და ცხენს მივუახლოვდი. ცხენი უცებ გაჩერდა, ხელის გული დავუსვი თავზე და აღვირს ხელი მოვკიდე. უნაგირი ჯერ არ ედგა, უცებ შემოვახტი ზურგზე და კარისკენ გავაჭენე. ეზოში ალიაქოთი ატყდა, მაგრამ ისე სწრაფად მივქროდი ხმები მალე მიწყდა. ცხენმა როგორც კი სამშვიდობოს დაიგულა თავი ყალყზე შედგა და ჩემი გადმოგდება სცადა. ათი წუთის განმავლობაში ვებრძოდი, რომ ძირს არ გადმოვეგდე, მერე ისევ წინ გაიჭრა. სანაპიროზე ზღვასთან მიმიყვანა და ახლა იქ აგრძელებდა ჩემს გადმოგდებას, ძალა უკვე გამოცლილი მქონდა, თავს ძლივს ვიკავებდი. სწორედ ამ დროს გამოჩნდა მეჰმედი და აღვირი დაიჭირა.
-ჩამოდი!-თითქმის დამიყვირა. არ შევწინააღმდეგებივარ სწრაფად ჩამოვედი ცხენიდან და მოწყვეტით ჩავჯექი სილაში. მალე სხვა მსახურებიც მოვიდნენ და გადარეული ცხენი წაიყვანეს.-რაზე ფიქრობდი?-გაბრაზებული მიყურებდა, ცხენიდან ჩამოვიდა და ჩემს გვერდით დაჯდა.-გინდოდა გაქცეულიყავი?
-რა?-გაკვირვებულმა შევხედე და ისეთი სიცილი ავიტეხე ვეღარ ვჩერდებოდი.
-რა გაცინებს?-მხარი მომცხო მხარზე და მასაც გაეღიმა.
-რა გაქცევას, ცხენი მომეწონა და მისი გაჭენება გადავწყვიტე. როგორ ფიქრობ გაქცევა რომ მინდოდეს შენ დამაკავებ? ან გაუხედნავი ცხენით ვინ გარბის?
-მართალი ხარ.-თქვა და კმაყოფილს ჩაეღიმა.
-თუ არ გავრბივარ მხოლოდ იმიტომ, რომ მოცემულ პირობას ვასრულებ.
-იქნებ ჩემთან განშორებაც გაწუხებს?-გაეღიმა.
-ოცნებას კაცი არ მოუკლავს.-ირონიულად გავიღიმე.
-ოცნებას.-გაეცინა.-მოდი აქ.- ცხენზე დაჯდა და წინ დამისვა. ცალი ხელი ისე ჰქონდა მოხვეული სუნთქვა მეკვროდა.
-ასე ნუ მეხუტები.-გავუბრაზდი.
-მომენტით ვტკბები.-ყელში მაკოცა და გაიცინა.
-იცოდე გაგებუტები.-თითი დავუქნიე.
-რა დავაშავე, მეგობრულად გაკოცე.-ხმამაღლა გაეცინა.-როგორ შემეშინდა შენ არ იცი.-ჩახლეჩილი ხმით ჩაილაპარაკა. მე კი გულში სითბო ჩამეღვარა.
სახლში, რომ დავბრუნდით ეზოში იანიჩარები დაგვხვდნენ, მეჰმედი ისე მიჭერდა ხელს მეგონა დამახრჩობდა.
-მუსტაფა რა ხდება?-მუსტაფას გადაულაპარაკა მეჰმედმა, ისე, რომ ცხენიდან არ ჩამოვსულვართ.
-ოსმანი მოვიდა, აივანზე ზის და გელოდებათ.-გვითხრა მუსტაფამ.
ეზოში შევედით და იანიჩარებს გვერდი ავუარეთ, სულთანი აივნიდან გვიყურებდა. მეჰმედი ცხენიდან ჩამოვიდა, წელზე ხელები მომხვია და მეც ჩამომსვა ცხენიდან. ხელი ჩამკიდა და კიბეებს ერთად ავუყრევით.
-მოგესალმებით თქვენო უდიდებულესობავ.-მეჰმედმა თავი დაუკრა ოსმანს. მეც თავი დავუკარი.
-ისევ გაბრაზებს?-გაეღიმა ოსმანს და მე შემომხედა.
-მაბრაზებს.-თბილად ჩაილაპარაკა მეჰმედმა.-სახლში შემობრძანდით, ბოდიშით, რომ არ დაგხვდით.
-ვიცი რატომაც. მსახურმა მითხრა ქალბატონმა გაუხედნავი ცხენი გააჭენაო. ის ცხენი ვნახე, თავლაში ძლივს შეიყვანეს სამმა კაცმა.-იღიმოდა ოსმანი.-შვილო გაგიჭირდება მისი მართვა.-მხარზე ხელი დაადო მეჰმედს და ჩაილაპარაკა.
-ვიცი.-გაუღიმა მეჰმედმა.-ვახშამს მოვამზადებინებ, ხომ დარჩებით?
-არა. -წამოდგა ოსმანი.-მალე უნდა წავიდე. შენთან მინდა დალაპარაკება.
-მე გავალ.-თავი დავუკარი ოსმანს და შეხვედრების ოთახიდან გამოვედი. დიდხანს საუბრობდნენ მეჰმედი და სულთანი, მერე კი ოსმანი წავიდა სასახლეში.
-რა უნდოდა?-მეჰმედს წინ დავუდექი აივანზე.
-საჭირო არ არის ყველაფერი იცოდე.-გაბრაზებული ჩანდა, ხელით გამწია და თავის ოთახში შევიდა. უკან ავედევნე და მის ოთახში ფაქტიურად შევვარდი. პერანგი იმ წუთას გაიხადა და ბუხრის კედელს გაბრაზებულმა დაარტყა ხელი. მერე კი უკან შემობრუნდა.-მარტო მინდა ყოფნა.
-მომიყევი.
-ოთახიდან გადი.-გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა.
-არ გავალ, მომიყევი.-ჯიუტად ვიდექი და არ ვემორჩილებოდი.
-კარგი.-ჩემსკენ წამოვიდა.-მაშინ დამამშვიდე.
-როგორ?-დაბნეულმა შევხედე. ის კი ტუჩებზე მეცა და კოცნა დამიწყო, მერე ხელი პერანგის ქვეშ შემიცურა და შიშველ ზურგზე აასრიალა. ისე გადამაძრო ზედა ტანი აზრზე მოსვლა ვერ მოვასწარი. თხელი პერანგის ამარა დამტოვა, ტუჩებს მიკოცნიდა და შიშველ ზურგზე მეფერებოდა.-მეჰმედ გაჩერდი.-ძლივს ამოვილაპარაკე.
-გვიანია.-კოცნას აგრძელებდა, მერე ყელს ჩაუყვა, ისე გავითიშე საწოლზე როგორ აღმოვჩნდი არ ვიცი. საწოლზე ცივი აბრეშუმის შეხებამ გამომაფხიზლა.
-მეჰმედ.-შეშინებულმა ხელი ვკარი და საწოლიდან წამოვხტი. ჩემი პერანგი სწრაფად მოვიცვი და მისი ოთახიდან სულ სირბილით გამოვედი. ჩემს ოთახში შევვარდი და კარი გადავკეტე.-ჯანდაბას, რა მინდოდა, რას დავდევ კუდში, რას ვიქექები.-ვეჩხუბებოდი საკუთარ თავს.
ხუთი დღე ოთახიდან არ გამოვსულვარ, რომ მას არ შევხვედრიოდი. სამაგიეროდ ფანჯარას არ ვცილდებოდი სულ მის დანახვას ვცდილობდი. დილით მიდიოდა და შუადღით ბრუნდებოდა, ფატმამ მითხრა სასახლეში დადისო. დავინახე მეჰმედი როგორ დაბრუნდა სასახლიდან, უკვე შუადღე იყო ჩემს ოთახში ფაქტიურად შემომივარდა.
-ჩქარა გამოიცვალე და წამოდი.
-რა მოხდა?
-წამოდი გავისეირნოთ, სალაპარაკო მაქვს.
-აქ ვერ ვილაპარაკებთ?-დამფრთხალი ვუყურებდი.
-გელოდები.-მკაცრად ჩაილაპარაკა და ოთახიდან გავიდა. სწრაფად გამოვიცვალე და ეზოში ჩავედი, საგრძნობლად გრილოდა. გაზაფხული თავის სუსხს არ იშურებდა.
-მოვედი, სად მივდივართ?-შევხედე მეჰმედს, რომელიც უკვე ცხენზე იჯდა.
-წამოდი და ნახავ.-წინ გაიჭრა. მეც დავჯექი ცხენზე და მალე დავეწიე.-მომენატრა შენთან ერთად სეირნობა. სულ ოთახში რატომ ხარ?-შემომხედა, სერიოზული იყო.
-ასე უნდა მიბღვერდე? ოთახში იმიტომ ვარ რომ საკუთარი თავის კონტროლი შევძლო. არ მინდა შეცდომა დავუშვა.-ჩავილაპარაკე და შევხედე.
-მე შეცდომა ვარ? რა თქმა უნდა, ურჯულოსაც მეძახი, შეცდომასაც, მტერსაც. თანაც შენზე ბევრად უფროსი ვარ და საერთოდაც დიდი შეცდომა ვარ შენს ცხოვრებაში.-დაიყვირა.
-რა გინდა ჩემგან?-მეც დავუყვირე.
ცხენიდან ჩამოხტა და ჩემს ცხენთან მოვიდა.
-ჩამოდი!-გაბრაზებულმა მითხრა. მეც დავემორჩილე და ცხენიდან ჩამოვედი.-შეცდომა? შეცდომა ის არის, რომ ამ წყეულ დროს უბრალოდ ვკარგავთ და ერთმანეთის სურვილით ვიწვით. შეცდომა ის არის, რომ არ გინდა აღიარო შენი გრძნობები და მისტირი ადამიანს, რომელიც შეიძლება ცოცხალი არც არის. შეცდომა ის არის, რომ ...-გაჩუმდა და იქვე მდგარ ხეს მუშტი დაარტყა.
თვალებიდან ცრემლი წამომივიდა, მიყვარდა და ცუდად ვიყავი. მასზე ცუდად მე ვიყავი, რადგან ის ჩემთვის იბრძოდა, მე კი მას ვშორდებოდი. ჩემსკენ წამოვიდა, ჩემი სახე ხელებში მოიქცია და კოცნა დამიწყო, ვერ ვეწინააღმდეგებოდი. გულზე ვყავდი აკრული და მკოცნიდა დაუსრულებლად.
-გინდა ეს დასრულდეს?-ჩემს ტუჩებთან დაიჩურჩულა.-გინდა დაგივიწყო?-თვალებიდან ცრემლი თავისით მომდიოდა.-სულელო, გიყვარვარ და თავს სტანჯავ. ამას ვხედავ, ვხედავ და ეს მკლავს.
-გამიშვი გთხოვ. თუ არ დავასრულე წარსული მომავალს ვერ გავუღებ კარს. ღალატის და დანაშაულის გრძნობა ბოლოს მომიღებს. ღმერთი დამსჯის, იმიტომ რომ მე დავიფიცე, უფლის წინაშე დავიფიცე, რომ მისი ერთგული ვიქნებოდი.-ვტიროდი, მან კი ხელი გამიშვა და ცივად მომცილდა.
-კარგი წავიდეთ.-ცხენზე შეჯდა და წინ გაიჭრა. მეც დავჯექი ცხენზე და უკან ავედევნე. ერთი საათის მერე პატარა სახლში მივედით. გარშემო დიდი მიწა ჰქონდა სახლს. ცხენების დიდი თავლა იყო ეზოში.-იმ ცხენს გავხედნი და გაჩუქებ, ძალიან მოგეწონა ვიცი.-ნაღვლიანი ხმა ჰქონდა.
-კარგი.-თავი დავუქნიე და მეც სევდიანი სახით შევხედე. ცხენი თავლიდან გამოიყვანა და წრედ შეკრულ პატარა სადგომში შეიყვანა. ისევ შფოთავდა და ყალყზე დგებოდა ცხენი. მეც მივედი სადგომთან და ღობეზე გადავედი. ცხენს მივუახლოვდი, მეჰმედმა გაკვირვებულმა შემომხედა.
-გადი აქედან.-შემომხედა და გამიბრაზდა. ცხენის დაკავება უჭირდა, ძალიან შფოთავდა.
-მშვიდად.-ცხენის აღვირი ჩემსკენ მოვქაჩე და თავზე მოვეფერე. ცხენმა დაიფრუტუნა და დამშვიდდა.-მშვიდად იყავი, თავისუფლების დაკარგვა ძნელია, მაგრამ შენი ბედი ეს ყოფილა. გენატრება სივრცე? მშვიდად ლამაზო, ყველაფერი კარგად იქნება. -ვეფერებოდი ცხენს და თან ველაპარაკებოდი. თითქოს ესმოდა, დამშვიდდა და ერთ ადგილზე გაჩერდა.
-ორი მონა.-ირონიულად ჩაილაპარაკა მეჰმედმა.
-გაბრაზებულია, ის შენზე არ ბრაზობს, ჩემზე ბრაზობს.-ველაპარკებოდი ცხენს და ფაფარზე ხელს ვუსვავდი.-არ ესმის ჩემი, ჰგონია ადვილია ჩემთვის ასე ცხოვრება. მან არ იცის, საერთოდ არ იცის რა დიდი ტკივილია ჩემს გულში, ჩემს წარსულში, ჩემს ფესვებში. რამდენი სისხლია, რამდენი ბავშვია და რამდენი ქალი. ამ ყველაფერზე გადაბიჯება ძნელია, ყველა პრინციპის მსხვრევა ძნელია, მაგრამ უფრო ძნელი ამ ყველაფერთან ბრძოლაა. საკუთარ თავთან დაუნდობელი ბრძოლა. შენ თავისუფლება დაკარგე მხოლოდ. მე კი ყველაფერი, რაც ღირებული იყო ჩემთვის. მშვიდად მეგობარო, მშვიდად იყავი.-აღვირს ხელი გავუშვი და სადგომიდან გამოვედი. მეჰმედს გავხედე ისევ ჩემსკენ იყურებოდა, რაც მისთვის მინდოდა მეთქვა ცხენს ვუთხარი, მიხვდა კი ჩემს ტკივილს? არ ვიცი. ცხენს მოახტა და სადგომში მოატარა. ცხენმა ერთი ორჯერ სცადა მისი გადმოგდება, მერე კი დამშვიდდა, აღარ შფოთავდა, წინააღმდეგობასაც არ უწევდა მეჰმედს. ისიც წრეზე დააბიჯებდა ცხენით და მე მიყურებდა. მერე ცხენიდან ჩამოვიდა და თავლაში წაიყვანა. უკან გამობრუნდა, იქვე სადგომის ძელზე ვიყავი ჩამომჯდარი და სიოს სახეს ვუშვერდი. თმას ქარი მიწეწავდა, მე კი ფიქრებით შორს ვიყავი, საქართველოში.-როგორ მოვიქცე?-თვალებიდან წამოსული ცრემლი მოვიწმინდე.-რა ვუყო ყველა იმ პრინციპს რასაც აქამდე მკაცრად ვიცავდი? რა ვუყო ჩემს რწმენას? ღმერთო დამეხმარე, სწორი გზა მაჩვენე და მაპატიე ის რასაც ახლა ვგრძნობ.-ვბუტბუტებდი ქართულად.
-დანაშაულის გრძნობა?-ჩემს ზურგს უკან ჩაილაპარაკა მეჰმედმა.-საკუთარი თავის ტანჯვა ყველაზე დიდი დანაშაულია.-წელზე მომკიდა ხელები და მიწაზე ჩამომსვა.
-უკან დავბრუნდეთ.-ცრემლები შევიმშრალე და ისე შევხედე.
-აქ ვრჩებით. შენ ხომ ჩემი საკუთრება ხარ. ასე, რომ ისე მოიქცევი როგორც მე გეტყვი. რადგან ვერ იღებ გადაწყვეტილებას დაგეხმარები, რომ შემიძულო. იქნებ მაშინ მაინც არ გტკიოდეს ასე.-შემომხედა გაბრაზებულმა.
-რას აპირებ?-მკლავზე ხელი მოვკიდე.
-იმ მეჰმედს ვიპოვი ჩემში რაც შენს გამოჩენამდე იყო. მკაცრს და დაუნდობელს.-ხელი გამაშვებინა და სახლისკენ წავიდა.-აქ უნდა იდგე? წამოდი. აქ არავინ არის და მსახური მჭირდება.-უკან ავედევნე.-სამზარეულოში პროდუქტები დატოვა მუსტაფამ. მშია და რამე მოამზადე.
-კარგი.-თავი დავხარე და სამზარეულოში შევედი. ვახშამი მოვამზადე და მეჰმედს მივუტანე. პატარა სახლი იყო, რამდენიმე ოთახით. -გემრიელად მიირთვით.-ლანგარი წინ დავუდე და უკან ვბრუნდებოდი.
-ნება არ მომიცია წასვლის. დაჯექი და ჩემთან ერთად შეჭამე.-მკაცრად ჩაილაპარაკა.
-არ მშია.-ისევ კარისკენ შევბრუნდი.
-ახლავე დაჯექი!-ისე დაიყვირა შიშისგან შევხტი. ეს სხვა მეჰმედი იყო, სრულიად განსხვავებული. თუმცა კარი გავაღე და გარეთ გამოვედი. ისიც უკან გამომყვა. დამეწია და მკავზე მომკიდა ხელი.-წინააღმდეგობის გაწევა არ გაბედო. ახლავე წამოდი!-ისევ გაისმა მისი მბრძანებლური ტონი. სულ ძალით შემიყვანა მის ოთახში და ლანგარის წინ დამსვა. ცრემლებმა წამწამები დამისველა.-ჩემი სიყვარული არ გინდა, თავს მონად თვლი და ისე მოგექცევი როგორც მონას.-საშინლად დამცირებულად ვგრძნობდი თავს, მინდოდა მომეკლა მეჰმედი ასეთი ქედმაღლობისთვის.-ახლა კი შეჭამე, ჯანმრთელი და ძლიერი მსახური მჭირდება.
-როგორც ინებებთ თქვენო უდიდებულესობავ.-ჩავილაპარაკე ზიზღით და გაბრაზებულმა ლანგარი ხელით ავაყირავე.
-როგორ ბედავ?-დამიყვირა და მკავზე ისე ძლიერად მომიჭირა ხელი ტკივილისგან სახე დავმანჭე.
-მომკალი! მიდი და დავასრულოთ. მომკალი!-ისევ დავუყვირე.
-არ მოგკლავ. სიკვდილი შენთვის შვებაა, შენი სიყვარული გულს მიჭამს, ძილს მართმევს და ასე უბრალოდ? არ მოგკლავ, ისევე დაიტანჯები, როგორც მე.-მიყვიროდა გაბრაზებული. მერე კი ხელი დამავლო და მხარზე გადამიკიდა.
-რას აკეთებ, სად მიგყავარ?-ვფართხალებდი მის მხარზე.
-სარდაფში.-ჩაილაპარაკა და ხელები გამიკავა.
-იქ რა მინდა? მეჰმედ არ გინდა.-უკვე ვთხოვდი.
-კარგი მოქცევა არ მოგიხდა, ველური ხარ და ისე მოგექცევი, როგორც გარეულ ცხოველს.-სარდაფში შემაგდო, უკუნეთი სიბნელე იყო. გისოსებიანი კარი იყო და გადაკეტა გარედან. მზე უკვე ჩადიოდა და პატარა სარკმელში რომელიც დერეფანს ჰქონდა მცირე სინათლე შემოდიოდა. თავად სარდაფში უკუნეთი სიბნელე იყო.
-აქ არ დამტოვო.-შევხედე მეჰმედს.
-სანამ ჩემს სიყვარულს არ მიიღებ აქ იქნები.
-ეს ძალადობაზე უარესია, ცხოველი ხარ, პირუტყვი.-მისი ლანძღვა დავიწყე.-არამზადა.-ვყვიროდი, ის კი არც მისმენდა ისე გაუჩინარდა დერეფანში. გისოსებს ჩავებღაუჭე და მუხლებზე დავეცი. ამდენი ხნის დაგროვილმა ემოციამ ერთიანად იფეთქა ჩემში.-რატომ დამემართა მე ეს?-გისოსებს მაგრად ვუჭერდი ხელს და ვტიროდი.-რა გინდა მოისმინო ურჯულო, ის რომ სიგიჟის ზღავრზე მიმიყვანა შენმა სიყვარულმა? კიდევ რისი მოსმენა გინდა, ის რომ ნელ-ნელა მკლავს ეს სიყვარული. იქნებ იმიტომ გავბივარ, რომ ვიცი ამ ყველაფერს ცუდი დასასრული ექნება. დაგნებდე? მერე რა იქნება? დაიკმაყოფილებ ჟინს და სხვა გახდება შენი მორიგი სათამაშო? მერე მელისასავით და სხვებივით სანაგვეზე მომისვრი. ამის უფლებას არ მოგცემ, მოვკვდები და ამის უფლებას არ მოგცემ.-ვქვითინებდი ჩაკეცილი. დიდხანს ვტიროდი, ასე ტირილში ჩამეძინა. სიცივემ შემაფხიზლა. მეჰმედი იჯდა სარდაფში და დამცქეროდა მძინარეს, უკვე გათენებულიყო.
-რამდენი გიტირია, თვალებს ძლივს ახელ.-შეშუპებულ ქუთუთოებზე თითები გადამისვა.-აბა რა მოიფიქრე? თანახმა ხარ ჩემი გახდე? თანახმა ხარ დანებდე სიყვარულს?-გასაღები ხელში ეკავა და ჯიბეში ჩაიდო.-თუ გირჩევნია აქ დარჩე თაგვების გარემოცვაში.
-თაგვები?-შურიძიების სურვილი მკლავდა. ჩემს ცრემლებს ასე არ ვაპატიებდი.-ღმერთო, რა თაგვები?-შეშინებული სახე მივიღე.
-არ მითხრა თაგვების გეშინია.-გაეღიმა.-არ არსებობს, ხალხი ქათმებივით დახოცე და თაგვების გეშინია?
-მართლა არიან აქ თაგვები?-შეშინებული ვუყურებდი.
-თანაც რამდენი.-გაიცინა.-აი იქ გაიხედე.-კუთხეში პატარა წრუწუნა დამანახა. მთელი ღამე ტვინი წაიღო მათმა ფხაკუნმა, მშვენივრად ვიცოდი მათი არსებობა.-მიშველე.-დავიკივლე და მეჰმედს კისერზე ჩამოვეკიდე. მერე ფართხალი დავიწყე ისე სანამ არ წავაქციე. ის იცინოდა ჩემს რეაქციაზე, მე კი ხელების ფართხალით გასაღები ამოვაცალე ჯიბიდან და სწრაფად გამოვიქეცი კარში. კარს გასაღები მოვარგე და მეჰმედი ჩავკეტე სარდაფში.
-რას აკეთებ?-არ გაბედო, თორემ რომ გამოვალ ვერ გადამირჩები.-ყვირილით წამოხტა მაგრამ კარი უკვე დაკეტილი იყო.
-ბოდიში მომიხადე და გაგიღებ.-გასაღები ხელში შევათამაშე.
-გვანცა ვერ გადამირჩები.-ნერვიულად გაეცინა.-ვერ წახვალ, ჩემზე გიჟდები, ჩემი სიყვარულით იწვი.
-ვიწვი?-გასაღები სარკმელში დავდე და გისოსებს მივუახლოვდი. გისოსებში ხელი გამოყო და ახლოს მიმწია.
-იწვი, გიჟდები ჩემზე საყვარელო.-ახლოს მიმწია და ტუჩებზე დამაცხრა.-ახლა კი ანგარიში გათანაბრდა, მაპატიე და გამიღე კარები.-ტუჩზე მიკბინა.
-კარგი.-უკან დავიწიე, გასაღები ავიღე და მეჰმედს შევხედე.
-ყველაფერი კარგად იქნება. შენ არ იქნები მელისას ადგილზე და არც სხვა ვინმეს ადგილზე.-გამიღიმა.
-მისმენდი?
-გისმენდი. ვიჯექი დერეფნის ბოლოში და მთელი ღამე გისმენდი.
-და არ მოხვედი და არ გამომიშვი, ეს სიყვარული არ არის, შენ ჩემი დამორჩილება გინდა. მე კი სათამაშო არ ვარ, არც შენი მონა. ასე რომ მშვიდობით, სამუდამოდ.-თვალები ცრემლიანი მქონდა.
-გვანცა არ გაბედო წასვლა, აქ ვერ დამტოვებ, აქ ერთი კვირა არავინ მოვა.
-არ იდარდო. ხვალ მუსტაფა მოვა და გამოგიშვებს. შენს მოკვლას არ ვაპირებ. ახლა როცა ჩვენს შორის გისოსებია შემიძლია გითხრა ის რასაც ვგრძნობ. ხო, მართალი ხარ. მიყვარხარ, მთელი გულით, მთელი არსებით და ეს სიყვარული შიგნიდან მჭამს. ნელ-ნელა მკლავს და არ შემიძლია მივიღო. სხვა და სხვა რწმენა, შენ ჩემი მტერი ხარ, ტრადიციები, ეს ყველაფერი ჩვენს შორის არის და ამას ვერ გადავაბიჯებთ. ბედნიერი ვიქნები? რამდენი ხანი? ერთი წელი, ორი? მერე შენ სულთანი გახდები და ჩემი ადგილი არ იქნება შენს გვერდით. დასრულდება და მერე უფრო მეტკინება გული. ეს სიყვარული მომკლავს, როგორც სულიერად ისე ფიზიკურად. მე უბრალოდ წავალ, წავალ საქართველოში და ისე დავივიწყებ ყველას და ყველაფერს თითქოს არც ყოფილა.
-არ წახვალ, არ გაქვს უფლება.-მასაც ცრემლიანი ჰქონდა თვალები.
-უფლება არ მაქვს მიყვარდე, თუ არ წავალ ღმერთი დამსჯის. მშვიდობით, სამუდამოდ.-გამოვბრუნდი და დერეფანს გავუყევი.
-გვანცა! დაბრუნდი!-მხეცივით გისოსებს აწყდებოდა მეჰმედი და ხელს ურტყავდა.
-არ მიბრუნდე გვანცა, არ მიბრუნდე თორემ ვერ წახვალ.-საკუთარ თავს ვეჩურჩულებოდი და ისე გავიარე დერეფანი უკან არ მიმიხედია. რკინის ჟღარუნი და მეჰმედის ღრიალი თავლამდე ისმოდა.
თეთრი ბედაური შევკაზმე. სახლში შემოვბრუნდი, რაც საჭმელი იყო, ისეთი, რომ მგზავრობისას გამომადგებოდა ავიღე, 2 თბილი პლედიც ავიღე. მეჰედის ოთახში შევედი, ერთი ქისა ოქროს მონეტები იდო ზარდახშაში და მოვიპარე. მტკიცედ გადავწყვიტე მისგან წასვლა. ცხენზე შევჯექი და სოფლის სახლი დავტოვე. მეჰმედის სახლთან მივედი, პატარა ბიჭი ვნახე და ვთხოვე წერილი კარისკაცისთვის გადაეცა. მუსტაფას ვწერდი მეჰმედის სახელით სოფელში ჩამოსულიყო საღამოს. ერთი დღე გაძლებდა მშიერი, მე კი თუ სწრაფად ვივლიდი ვეღარ მომაგნებდნენ და სამშობლოში დავბრუნდებოდი. სანაპიროს გავუყევი, თმა აკეცილი მქონდა, თავზე ჩალმა დავიფარე და სახეც აკრული მქონდა. ყველას მამაკაცი ვეგონებოდი. იარაღიც ასხმული მქონდა უსაფრთხოებისთვის. მთელი დღე გაუჩერებლად ვიარე. კიდევ კარგი საკმაოდ თბილოდა. ცხენი ბალახიან მოლზე დავაბი და მეც იქვე ხის ძირში დავისვენე. ცოტა შევჭამე, ცხენიც დავასვენე და ისევ განვაგრძე გზა. სანაპირო ზოლს უნდა გავყოლოდი, მხოლოდ ასე ჩავიდოდი საქართველოში და არც გზა არ ამერეოდა. სამი დღე და ღამე მცირე დროით ვისვენებდი და ისევ გზას ვაგრძელებდი. ცხენიც საგრძნობლად დაიღალა. უკვე სამშვიდობოს დავიგულე თავი. მდინარე შემხვდა წინ, ცხენი ჩავიყვანე, წყალი დავალევინე და გადავწყვიტე ცოტა მეც შემესვენა. მდინარის კალაპოტი განიერი იყო, ამიტომ შენაკადს ზემოთ ავუყევი, ცხენით ვერ გადავლახავდი და სათავისკენ წავედი, რათა თხელი კალაპოტი მენახა მდინარის გადასალახად. საჭმელი შევჭამე და ცხენი საძოვარზე გავუშვი. დასახლებულ ადგილებს საგრძნობლად დაშორებული ვიყავი, არავინ არ იყო ირგვლივ. საშინლად მტვრიანი და ოფლიანი ვიყავი. წყალში რომ ჩავიხედე საგრძნობლად ვიყავი გარუჯული სახეზე. მაინც არავინ არ იყო ირგვლივ და ტანსაცმელი გავიხადე. იქვე ხის ძირში დავალაგე ჩემი ტანსაცმელი და თხელი, მოკლე აბრეშუმის პერანგით შევცურე წყალში. გრილი წყალი მესიმოვნა, გავსუფთავდი, გავგრილდი. თითქოს თავიდან დავიბადე, დაღლილობასაც აღარ ვგრძნობდი. ის იყო წყლიდან უნდა ამოვსულიყავი, რომ რაღაც ხმაური მომესმა და მდინარეში დიდ ქვას ამოვეფარე. მერე ისევ მიწყდა ხმაური, ვიფიქრე რამე ცხოველი თუ იყო და წყლიდან სწრაფად ამოვედი. ტანსაცმელისკენ წავედი, მაგრამ იქ არ დამხვდა. შეშინებული ვათვალიერებდი გარემოს, ჩემი ტანსაცმელი არსად არ იყო.
-ვინ ხარ? თამაში გადაწყვიტე?-დავიყვირე, თან მეშინოდა.
-თამაში? გეგონა გაიმარჯვე? გეგონა გამექეცი?-შეშინებული ვუყურებდი მეჰმედს, რომელიც ტყიდან გამოვიდა და მდინარისკენ წამოვიდა.
-ტანსაცმელი მჭირდება.-შეშინებულმა ჩავილაპარაკე.
-არ გჭირდება.-ხარბად მათვალიერებდა, სველი პერანგი ტანზე მქონდა მოკრული. ფაქტიურად შიშველი ვიდექი მის წინ. ის კი ნელ ნელა მოიწევდა ჩემსკენ. ჩემს წინ იდგა, მე კი ხელები მკერდზე მივიკარი. პერანგი გადაიძრო, შეშინებულმა შევხედე. მეგონა დამიჭერდა, კოცნას დამიწყებდა, მოფერებას, ან სულაც ჩხუბს დამიწყებდა, მიყვირებდა. მან კი გვერდი ამიარა და წყლისკენ წავიდა. წყალში შესვლამდე შარვალიც გაიხა და გაცურა.
-ჩემი ტანსაცმელი სად არის?-ჩავძახე მდინარეში მცურავს.
-სანამ წყალში ვიქნები არ გეტყვი, რადგან ჩაიცმევ და გაიქცევი, ასე კი ვერსად წახვალ. ჩამოდი, ურცხვად რომ დგახარ მანდ, წყალს მაინც შეაფარე თავი, თორემ თავის შეკავება მიჭირს.-ირონიულად ჩაიცინა და წყალში ჩაყვინთა. შიშმა გადამიარა, წყლისკენ წავედი და მეც შევცურე. მეჰმედი აღარ ჩანდა. დიდი ხანი გავიდა, არ ვიცი, მე კი ძალიან შემეშინდა.
-მეჰმედ, ნუ იმალები.-დავიყვირე და წყალში ჩავყვინთე შეშინებულმა. წელზე ხელი შემომხვია და წყლის ზემოთ ამოცურა.-შემაშინე, ეს რა თამაშია.-მის მოცილებას ვცდილობდი.
-დავიხრჩობოდი და გაიქცეოდი, რა პრობლემაა.-იცინოდა და გულზე მიკრავდა. ცეცხლი მომედო, მისგან თავის დაღწევა მინდოდა.
-გამიშვი, გეხვეწები.-ვეხვწებოდი.
-გაგიშვა? არა. ჯერ საფასური უნდა გადაიხადო.
-მოვიპარე, შენი მონეტები მოვიპარე, იმიტომ, რომ დიდი გზა მქონდა. არ დამიხარჯავს დაგიბრუნებ, ხელი გამიშვი.-ისევ გავიბრძოლე.
-მოიპარე? ქურდიც ხარ. მონეტები არ შემინიშნავს, მაგრამ ჩემი გული რომ მოიპარე ამან მოსვენება დამიკარგა.-გაეღიმა.
-შენ მაიძულე, რატომ ჩამკეტე? შენ ასეთი არ ხარ? რატომ ცდილობ დესპოტის როლის მორგებას?-ისევ მის ხელს ვიყავი ჩაფრენილი.
-მორჩი ფართხალს.-ტუჩებზე მგელივით მეცა და კოცნა დამიწყო. კოცნა არ შეუწყვეტია, ხარბად მკოცნიდა და ჩემს ყელს ჩაუყვა. მდინარეში დიდი ლოდი იყო, იმ ლოდზე მიმაწვინა და ალერსი დამიწყო. ისე ავყევი საკუთარი თავის შემეშინდა. მერე კი ყველაზე დიდი სისულელე ვთქვი.
-კარგი, თანახმა ვარ. დაიკმაყოფილე ჟინი და გამიშვი. შენ ხომ ეს გინდა მხოლოდ.-ცრემლი წამომივიდა თვალებიდან. უცებ მომცილდა და ისეთი სახე მიიღო მეგონა ადგილზე მომკლავდა.
-ვერ გაიგე ვერაფერი, საერთოდ ვერაფერი გაიგე. მიყვარხარ.-ხმამაღლა ყვიროდა. მისი ხმა ექოდ გაისმა და მთების იქით განმეორდა. მე კი კანკალმა ამიტანა.-წამოდი და ჩაიცვი.-ხელი მომკიდა და წყლიდან ამიყვანა.-სულელი ბავშვი ხარ, ხო ბავშვი.-გაბრაზებული მიმარბენინებდა ტყისკენ.-რა მნიშვნელობა აქვს რას გავაკეთებ, ველური ხარ და საერთოდ არაფერი გესმის სიყვარულის. არც მოფერება ჭრის შენზე, არც სიმკაცრე, არც გაბრაზება. შენთვის სულერთია ყველაფერი.
-არ არის სულერთი. სულერთი რომ ყოფილიყო მუსტაფას წერილს არ მივწერდი.-ხელი გავაშვებინე და დავუყვირე. -იქ დაგტოვებდი სანამ შიმშილით არ მოკვდებოდი და მშვიდად წავიდოდი. -ტანსაცმელს ხელი მოვკიდე და ჩაცმა დავიწყე, შარვალი ჩავიცვი, მერე კი შევბრუნდი მისგან ზურგით და სველი პერანგი გადავიძრე. მშრალი მაისური გადავიცვი. ის კი იდგა და მიყურებდა.-ასე ნუ მომშტერებიხარ.-გაბრაზებულმა გავხედე.
-რატომ მკოცნიდი, მთელი სხეულით რატომ მეკვროდი, რატომ კვნესოდი სურვილისგან?-მომიახლოვდა და ზურგიდან ამიკრა.
-იმიტომ, რომ ცოცხალი არსება ვარ და ჰორმონებმა მძლიეს.
-მხოლოდ ეს? არ მჯერა შენი. გიყვარვარ.
-მიყვარხარ.-დავიყვირე.-რა შეიცვლება ამით? მჭამს, შიგნიდან მჭამს ეს გრძნობა. მე მე არ ვარ. სხვა ადამიანი გავხდი და გრძნობებთან ბრძოლამ დამღალა. არასწორია მეჰმედ, ეს ყველაფერი არასწორია რაც ახლა ხდება. შენთვის ჩვეული სიტუაციაა, მორიგი გოგონა, რომელიც დროებით გაგილამაზებს ცხოვრებას. მერე რა იქნება? მერე რა იქნება?-ისტერიული ტირილი ამივარდა, მკერდზე მუშტებს ვუტყავდი და ჩავიკეცე.
-ბედნიერები ვიქნებით.-ხელები ძლიერად მომხვია და გულში ჩამიკრა.-ხვალ შეიძლება ცოცხალი არც ვიყო, ხვალ შეიძლება რამე დამემართოს. მომავლის ყურებით აწმყო არ უნდა გავაფუჭოთ.
-თუ აწმყოში განცდილი ბედნიერი წუთები მთელს მომავალს დაანგრევს ამაზეც შეიძლება უარი თქვა.-ისევ ვტიორდი.
-მაგრამ მთელი ცხოვრება შეიძლება იმიტომ დაიტანჯო თავი, რომ ეს არ განიცადე, რომ სიყვარულს არ დანებდი.-სველი თმა ხელით უკან გადამიწია და შუბლზე მომაკრა თავის ცხელი ტუჩები.-შენ ერთადერთი იქნები, სხვა არ მჭირდება. რატომ არ გჯერა ჩემი?
-იმიტომ რომ მაგ სიტყვების თავადაც არ გჯერა. დამისახელე ერთი სულთანი, ვინც ერთი ქალის ერთგული იყო და სხვა არ ჰყოლია.-გაბუტული ვტიროდი.
-მაჰმუდი. საერთოდ არ უყვარდა ქალები, არც ოსმანს არ უყვარს ქალები.-თქვა და გაეცინა, მეც ტირილი სიცილში გადამივიდა.
-სამაგიროდ შენ გიყვარს. მათ რას უპირებ?-სიცილ ნარევი ტირილი შევწყვიტე და ისევ გაბუტულმა შევხედე.
-გავათხოვებ, გავუშვებ, გპირდები.-გაბუტულ ტუჩებზე მაკოცა.
-მათაც ასე პირდებოდი?
-დავიღალე!-დაიყვირა.-მათთან ერთად ღამესაც კი არ ვათევდი. გაინტერესებს რა ურთიერთობა მქონდა მათთან? მოთხოვნებს ვიკმაყოფილებდი და ოთახიდან ვუშვებდი, ჩემს საწოლში დაწოლის უფლებასაც არ ვაძლევდი. რაც შენ გამოჩნდი მას მერე არცერთს არ გავკარებივარ. არც ერთს.-ხმამაღლა ყვიროდა მეჰმედი.-როგორ ფიქრობ რატომ? დაკვნები შენთვის მომინდვია. -შებრუნდა და ტანსაცმლის ჩაცმა დაიწყო გაბრაზებულმა.
-მელისამ დაგასაჭურისა?-თავზე დავადექი და ვუთხარი სერიოზული სახით.
-რაა?-ისეთი სახით შემომხედა მეგონა მომკლავდა.
-გეხუმრე, ასე ნუ მიყურებ.-გავიცინე და გავიქეცი.
-მე შენ გაჩვენებ საჭურისს.-გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა და გამომეკიდა. მალე დამეწია, ხელი მომკიდა და ორივე წავიქეცით.-კარგად ხარ?-მეჰმედი ზემოდან დამეცა წაქცევისას.
-რა მძიმე ხარ.-ძლივს ამოვიკვნესე.
-მიყვარხარ და გაჩერებას აღარ ვაპირებ.-ხელი პერანგის ქვეშ შემიცურა და ჩემს შიშველ ზურგზე აასრიალა. ტუჩებიდან კოცნით ჩაუყვა ჩემს ყელს და მოშიშვლებულ მკერდზე გადაინაცვლა. მკოცნიდა დაუსრულებლად და არ მინდოდა მისი შეჩერება, არ მინდოდა ამ ყველაფრის დასრულება. შეუკავებელი კვენა აღმომხდა, გაეღიმა ჩემს რეაქციაზე და გაჩერდა. თვალებში შემომხედა, ჩემი სახიდან ჩამოშლილი თმა გადამიწია და თვალებში შემომხედა.-გიყვარვარ?-მკითხა და სახეზე დამაკვირდა.
-სიცოცხლეზე მეტად და ამის მეშინია. როცა სხვა ისე გიყვარს, რომ მისთვის სიცოცხლეც შეგიძლია გასწირო საკუთარ თავს კარგავ. მე მეშინია მეჰმედ, მეშინია, რომ დავიკარგები შენს სიყვარულში, მე მე არ ვარ. ყოველთვის ცივი გონებით ვმოქმედებდი და ეს ბრძოლაში მეხმარებოდა. ახლა კი ჩემი გული გაბატონდა გონებაზე და ამის მეშინია.
-ნუ გეშინია.-ისევ მაკოცა და ალერსი დამიწყო. იქ მდინარის პირას, მე მისი გავხდი. ბედნიერი ვიყავი და არ ვნანობდი არაფერს. გონება თამაშიდან გავიდა, მე გულის ხმას ვუსმენდი და მას მივყვებოდი. არ მინდოდა ამის დასრულება, მეშინოდა. თუ ყველაფერი დასრულდებოდა ეს ჩემთვის სიკვდილის ტოლფასი იყო. მის მკერდზე ვიყავი ჩახუტებული, ხელები მაგრად ჰქონდა შემოხვეული და გულში ისე მიკრავდა თითქოს ეშინოდა არ გავქცეულიყავი მისგან.
-მეგონა გაგექეცი. სამი დღე და ღამე ვიარე. ცოტა ხნით ვჩერდებოდი და ცხენს ვასვენებდი.-მკერდზე ვაკოცე.
-სამი დღე და ღამე არ შემისვენია. დასახლებულ ადგილებში ცხენს ვცვლიდი და კვლავ შენს კვალს მოვყვებოდი. კარგი ძაღლები მყავს, შენს სუნს მოჰყვებოდნენ. მდინარესთან დავკარგე შენი კვალი და მივხვდი ხეობაში რომ ამოხვედი. თავი სამშვიდობოს დაიგულე და დასვენება გადაწყვიტე? წყალში, რომ დაგინახე შიშველი გული გამიჩერდა, მერე კი ისე აძგერდა მისი ფეთქვის ხმა მესმოდა. გიყურებდი, მერე კი ტანსაცმელი მოგპარე, რომ არ გაქცეულიყავი. საშინლად დაღლილი ვარ და საშინლად მეძინება.
-დაღლილი? რაღაც არ გეტყობა დაღლილობის არაფერი.-გამეღიმა.
-დავისვენებ და მერე მოგივლი შენ.-ცხვირის წვერზე მაკოცა.
-იქ პლედი მაქვს. მოვიტან თორემ შეგვცივდება.-წამოვდექი და ცხენისკენ წავედი. ისიც უკან გამომყვა.
-მოუმზადებელი არ გამოგკიდებივარ, ვიცოდი წინ დიდი გზა მქონდა.
-რა წამოიღე?-შევხედე.
-კარავი. ცოტას დავისვენებ და მერე რამე დასახლებულ ადგილზე მივიდეთ და რამე ვიყიდოთ.-კარავი მოხსნა ცხენს ზურგიდან და გაშალა.-ძალიან გშია?
-ისე, რომ შეიძლება შეგჭამო.-თვალი ჩავუკარი.
-მე კი შენი შეჭმა მინდა.-ხელები მომხვია და კარავში შემიყვანა.
-დაიძინე, მეც მეძინება.-მკერდზე დავადე თავი და მალე ჩაგვეძინა. რომ გამეღვიძა უკვე ღამე იყო. კარავში მარტო ვიყავი და შემეშინდა. შემეშინდა არა სიბნელის, არამედ იმის, რომ მეჰმედი არ იყო. სწრაფად გამოვედი კარვიდან, მთვარიანი ღამე იყო, ის კი არ ჩანდა. იქვე ჩემი ცხენი დადიოდა, ის კი უბრალოდ არსად არ ჩანდა. რა მოხდა ჩემში, მასთან ყოფნამ ასე როგორ იმოქმედა, მე ხომ გავრბოდი მისგან, ახლა რატომ მეგლიჯებოდა გული. მეგონა მიმატოვა. რამდენიმე საათი სრული კოშმარი იყო. უბრალოდ ვიჯექი და ვტიროდი. გათენებას ველოდებოდი, მზე როგორც კი ამოვიდა კარვიდან გამოვედი და ცხენი შევკაზმე. ვერ ვნახე ქისა რომელიც მეჰმედს მოვპარე.-არა რაღაც მოხდა, შეუძლებელია, მეჰმედი არ წავიდოდა.-ცხენს ვეფერებოდი ფაფარზე და ვეჩურჩულებოდი, რომ ცხენის ფეხის ხმა გავიგონე და უკან გავიხედე. -მეჰმედ.-მისკენ გავიქეცი და ისე ჩავეხუტე ლამის წავაქციე.
-რა გჭირს?-თავი ამაწევინა.
-მეგონა მიმატოვე.-ცრემლები წამომივიდა.
-მიხვდი რა ვიგრძენი შენი წასვლისას?-გაიცინა.-სულელო, შენ როგორ მიგატოვებ. ჩემი ფული დავიბრუნე და ახლო მდებარე სოფელში საჭმელი და ტანსაცმელი ვიყიდე. იმედია არ მიბრაზდები. ფული გამომელია, ცხენები ვიყიდე რაც მქონდა იმით.-ცხვირის წვერზე მაკოცა.-წამოდი, არ გშია?-ხელი მომკიდა და ცხენზე გადაკიდული ხურჯინი ჩამოიღო.-ინერვიულე?
-ვინერვიულე. შეგეძლო გეთქვა და ისე წასულიყავი.-გავიბუტე.
-ისე ტკბილად გეძინა ვერ გაგაღვიძე. ვიფიქრე ჩემს დაბრუნებამდე გეძინებოდა და ამიტომ წავედი.-გამიღიმა.
-რა სულელი ვარ. როგორ დავიჯერე, რომ მიმატოვე.-მის თვალებს ვუყურებდი და უფრო და უფრო ვრწმუნდებოდი, რომ მისთვის მთელი სამყარო ვიყავი იმ დროს.
-სულელი ხარ. რა უქენი ამ თვალებს? ასე როგორ შეიძლება? თუ ერთმანეთი გვიყვარს უნდა ერთმანეთს ვენდოთ. უნდობლობა დაანგრევს ჩვენს სიყვარულს.-მიღიმოდა მეჰმედი.-ცეცხლს დავანთებ და ხორცი შევწვათ. ძალიან მშია, აქ კი გემრიელი გოგოა და თუ არ გამოვიკვებე ეს გოგო შემეჭმევა.-ყურზე მიკბინა.
-მსუნაგო.-გამეცინა.
ცეცხლი დაანთო და ხორცი შევწვით. გრილოდა ცეცხლს ვეფიცხებოდი. გემრიელად ვისაუზმეთ და ჩახუტებულები ცეცხლის პირას ვიჯექით.
-რამდენიმე დღე აქ დავრჩეთ.-ხელი მომხვია და შუბლზე მაკოცა.
-რატომ?-შევხედე.
-კარავი და თბილი პლედები გვაქვს, საჭმელიც მოვიტანე. ჩემს ქვეყანას უფრო ხშირად უნდა ვათვალიერებდე, ძალიან ლამაზი ადგილია. აქ შენთან ერთად ყოფნა ეს ყველაფერი ის არის რაც მინდა. იცი რაც გაგიცანი მას მერე ყველაფერმა დაკარგა აზრი. მანამდე, რაც ღირებული იყო ჩემთვის გაუფასურდა. მივხვდი, რომ სიყვარულით ცხოვრება ყველაზე დიდი საჩუქარია წუთისოფლის. სხვა ყველაფერი უფასურია.
-მართალი ხარ.-მკერდზე მივეხუტე.
-იცი სიკვდილის წინ სულთან სულეიმან დიდმა მოიხმო არმიის მთავარსარდალი და მას თავისი სამი სურვილი გაანდო: „ვიბარებ და ვბრძანებ, რომ ჩემი ტაბუტი ხელით წაიღონ ჩვენი დროისა და ოსმალეთის იმპერიის ყველაზე სახელოვანმა მკურნალებმა. მეორე ჩემი სურვილია, რომ გზად, რომელზეც ჩემს სასახლეს გაატარებენ, მიმოფანტონ ოქრო და ძვირფასი ქვები და მესამე – მსურს, რომ ტაბუტიდან ჩემი ხელები მოჩანდეს. როცა არმიის მთავარსარდალმა სულთანს სთხოვა, აეხსნა, რატომ ისურვა მბრძანებელმა ასეთი უცნაური რამ, სულეიმანმა შემდეგნაირად აუხსნა მას ეს სამი სურვილი. - მსურს, რომ საუკეთესო მკურნალებმა წაიღონ ტაბუტი, რადგან ყველამ დაინახოს, რომ მსოფლიოს საუკეთესო ექიმებიც უძლურნი არიან სიკვდილის წინაშე. -ჩემ მიერ მოხვეჭილი ოქროსა და ძვირფასეულობის გზაზე დაყრით კი ხალხი დაინახავს, რომ იმ სიმდიდრეს, რასაც ამქვეყნად ვიხვეჭთ, ამ ქვეყანაშივე რჩება. და ბოლოს, ყველამ დაინახოს ჩემი ხელები და დაიმახსოვროს, რომ მთელი ქვეყნის ფადიშაჰიც კი ამ ქვეყნიდან ცარიელი ხელებით წავიდა.“-დაასრულა მოყოლა მეჰმედმა.
-შენი ფადიშაჰი ქურდი იყო.-შევხედე მეჰმედს.
-რა?-გაკვირვებულმა შემომხედა.
-მან ალექსანდრე მაკედონელის ანდერძი მოიპარა.
-მართლა?
-მართლა.-გავუღიმე.-ხშირად რაღაცისკენ მივიწევთ, ეს რაღაც ჩვენი ცხოვრების მიზანი და აზრი ხდება და გზად ბევრ რამეს ვანადგურებთ ამ მიზნისკენ მიმავალნი. ვფიქრობ, რომ გაჩერება უნდა შეგვეძლოს, უნდა გავჩერდეთ და მიმოვიხედოთ ირგვლივ. სხვა თვალით შევხედოთ ადამიანებს, სხვა თვალით შევხედოთ ბუნებას. მაგრამ სამწუხაროდ ადამინები მაშინ ვხვდებით ამ ყველაფერს, როცა უკვე დასასრულთან ვართ ახლოს.
-როგორ მოვიქცე? ჩემი მიზანი სულთნის ტახტი იყო, მაგრამ ახლა ის უბრალოდ გაუფასურდა. მინდა უბრალო ადამიანივით ვიცხოვრო შენთან ერთად, მიწა დავამუშავო და ჩემი ხელებით მოყვანილი მოსავლით გამოვკვებო ჩვენი შვილები. მაგრამ ამ ყველაფერს როგორ გავექცე, პასუხისმგებლობას ქვეყნის და ხალხის წინაშე.
-მთავარი ის კი არ არის გლეხი იქნები თუ სულთანი. მთავარი ის არის, რომ სადაც არ უნდა იყო და რა სტატუსიც არ უნდა გქონდეს სწორი გზით იარო და სიკეთე აკეთო. ქვეყნის ეკონომიკა ქვეყნის შიგნით გააძლიერო და არა ხარკებით და დამპყრობლური ომებით. ქვეყანა ისედაც დიდია. მიწა ისედაც ბევრი გაქვთ. სხვაგან რატომ ეძებთ დიდებას? ომი საშინელებაა, ის რაც სტამბულის ბაზარში ხდება საშინელებაა. შენ შეგიძლია ეს გამოასწორო, დამპყრობელი ნუ იქნები, უბრალოდ სოფლის მეურნეობა და ვაჭრობა განავითარე ქვეყანაში. შენი ხალხი ეკონომიურად ძლიერი იქნება. თუ შენი ქვეყანა შიგნით აყვავდება და ხალხი მშიერი არ იქნება ეს შენი ყველაზე დიდი გამარჯვება იქნება.
-შენ ისევ მიზნისკენ მიიწევ და არ ჩერდები.-გაეღიმა.
-მე მიზნისკენ იმიტომ მივიწევ, რომ ჩემი მიზანი სიკეთეს ემსახურება. ვჩერდები და გვედზეც ვიყურები. იცი რას ვხედავ? ვხედავ კაცს, რომელსაც შეუძლია შექმნას და არ დაანგრიოს. სწორედ ეს მომწონს შენში, სწორედ ეს შემიყვარდა და თუ შენი მიზანი შენება იქნება მე ამ მიზნისკენ ისე გამოგყვები, რომ ჩემს ყველა მიზანს დავივიწყებ.
-გპირდები, რომ გზიდან არ გადავუხვევ. -გულში ჩამიკრა და მაკოცა.
-მეჰმედ.-გულზე ვეკვროდი და თან ცეცხლის ალს ვუყურებდი.
-რაო ჩემო სიცოცხლე?-შუბლზე მაკოცა.
-სულთან ოსმანს და მაჰმუდს რატომ არ უყვარდათ ქალები, საჭურისები არიან?
-როგორ მიხვდი?-გაეღიმა.-ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ რომ ასეა. მათ შტოს რომ არ დაეკავებინა სამეფო ტახტი ისინი ვფიქრობ დაასაჭურისეს. თოფქაფის სასახლეში არის ადგილი, სადაც არასასურველი ნათესავები გამოკეტილნი არიან. ადრე სულთნები ძმის შვილებს და მათ შთამომავლებს ხოცავდნენ, მერე ეს შეიცვალა. ოსმანი ტახტზე ასვლამდე იქ ცხოვრობდა. ისინი არც ცოდნას ეზიარებიან და გარემო სამყაროსაც არ იცნობენ. ამიტომ მმართველობა ფაქტიურად ვეზირების ხელთ არის.
-საშინელებაა.-დავიჩურჩულე.
-გეთანხმები. მეცოდება ოსმანი, 50 წელი იყო გამოკეტილი და გარემოს მოწყვეტილი.
-ბოროტება ბოროტებას წარმოშობს. მეშინია, რომ შურს იძიებს, გაბოროტდება. იგივე შეიძლება შენმა უმცროსმა ძმებმაც ჩაიდინონ, შეიძლება მათაც გაგწირონ. რამდენი ბოროტებაა, ასეთ გარემოში როგორ ცხოვრობდი?
-ვერავის ვენდობოდი, ერთად ერთი მუსტაფა იყო ჩემი ფარი. ახლა კი შენ ხარ. -თავზე მაკოცა.-თუ ვინმეს ვერნდობი მხოლოდ შენ და მუსტაფას, სხვას ვერავის ვენდობი. იცი მეშინია, ცხოვრებაში პირველად მეშინია.
-რისი?
-იმ გარემოსი სადაც ცხოვრება მოგვიწევს. არ მეშინია საკუთარი თავის გამო, მეშინია შენს გამო. შენ, რომ რამე დაგიშავონ ვერ გადავიტან.
-ამ ყველაფერსზე უარი რომ თქვა და გავერიდოთ არ შეიძლება?
-არა გვანცა. მე ამისთვის 38 წელია ვემზადები. ოსმანი დიდხანს ვერ იქნება სულთანი, ავად არის, თანაც ორმოცდა ცხრამეტი წლისაა უკვე. მე ვეზირები ვერ მმართავენ, ეს მე ვმართავ მათ და ქვეყანასაც. თანაც დაგპირდი, რომ ვიქნები აღმშენელი და არა დამპყრობელი. ვისწავლი თავდაცვას და აღარ ვიქნები თავდამსხმელი. იმპერია ძალიან დასუსტდა, ეს მამაჩემის ბრალიც არის.
-ჩემი ქვეყნისთვის კარგია, თქვენს მარწუხებს თავს დააღწევს.-კმაყოფილს გამეღიმა.
-არაფერს მალავ, ამბობ იმას რასაც ფიქრობ და სწორედ ეს მიყვარს შენში. ვიცი არ გხიბლავს ოსმალები, ისიც ვიცი, რომ თუ შენს გვრდით მინდა ცხოვრება უნდა ავიტანო ისიც, რომ მთელი ცხოვრება საკუთარი ქვეყნის და ხალხის ფარი იქნები. მაგრამ იქნებ მუსულმანად მოინათლო, ჩემი ცოლი ვერ იქნება ქრისტიანი.
-არ მინდა შენი ცოლობა. რაც გინდა ერქვას ჩვენს ურთიერთობას არ მაინტერესებს, მე ჩემი რწმენა მაქვს და ამას ნუ მთხოვ.-ცეცხლს გავუსწორე თვალი, ცოტა ხანი ორივე ჩუმად ვიჯექით.-ოსმანმა რა გითხრა იმ დღეს?
-აიძულე მუსულმანობა მიიღოს და ცოლად შეირთეო.
-რაა?-გაკვირვებულმა შევხედე.-ამიტომ იყავი გაგიჟებული?
-მაგიტომ. ჯერ შენი გულიც კი ვერ მოვიგე და ოსმანი შენი რწმენის შეცვლას მთხოვდა.
-შენ რა უთხარი.? ან რატომ უნდა, რომ შენი ცოლი გავხდე?
-სურს სასახლეში ვიცხოვროთ მის გვერდით. მოხუცი შენით აღფრთოვანებულია. არავის ენდობა, საშინლად ეჭვიანია. შენ კი გენდობა, შენთან საჩუქარი გამომატანა, რომ დავბრუნდებით მოგცემ.
-თუ შენ არ ეტყვი მე ვეტყვი, რომ მთელი ოსმალეთის ხაზინა რომ გამიფინოს ფეხქვეშ რწმენას არ შევიცვლი.-ჩავილაპარაკე გაბრაზებულმა.
-მოვატყუოთ, რომ მოინათლე.
-არა მეჰმედ, არ მოვატყუებ.
-რა ჯიუტი ხარ.-მაკოცა.-წამოდი და დამამშვიდე ახლა, რომ გამაბრაზე.-ხელი მომკიდა და კარავში შემიყვანა.
ამ ქვეყნად სამოთხე თუ არსებობს ეს იყო. მე უკვე შევაბიჯე ამ სამოთხეში. მდინარის პირას კარავში გვეძინა. ღია ცის ქვეშ ცეცხლზე ვთბებოდით და ნანადირევით ვიკვებებოდით. 5 დღე გავატარეთ იქ, ბედნიერი და დაუწყარი 5 დღე. ახლა რომ მკითხონ ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი როდის იყავიო ვუპასუხებ, რომ მაშინ. იმ დღეებში დავფრინავდი, ფეხ ქვეშ მიწას ვერ ვგრძნობდი ისე დავაბიჯებდი. ის ნაზიც იყო და უხეშიც, თბილიც და მკაცრიც. მაგრამ იმ დროს დავაფიქსირე, რომ ჩემი სიყვარულით ყველაფერს გააკეთებდა. მაშინ შემეშინდა, რომ თუ სიყვარული გაივლიდა ეს ყველაფერიც გაქრებოდა.
-რა გჭირს? ველურმა ცხოვრებამ დაგღალა?-მდინარის პირას ვიჯექი, გვერდით დამიჯდა და ხელი მომხვია.
-არა. მთელი ცხოვრება ასე ვიცხოვრებ და ამ სამოთხეს არაფერზე არ გავცვლი, მაგრამ..-გავჩუმდი.
-რა მაგრამ?
-მეშინია და თან მადლობელი ვარ უფლის, რომ ეს დღეები მაჩუქა. ახლავე, რომ მოვკვდე ჩავთვლი, რომ ამ წუთების გამო ღირდა ცხოვრება.
-ზედმეტად ბევრს ფიქრობ. ჯობია არ იფიქრო და მომენდო.-შუბლზე მაკოცა.
-როდის ვბრუნდებით უკან?-სევდიანი თვალები შევანათე.
-დღეს და ნუ მოიწყინე. კიდევ ბევრი ლამაზი დღე გვექნება ერთად. გინდა აქ ლამაზი სახლი ავიშენოთ? მერე შვილებთან ერთად მოვალთ და დავისვენებთ, ქალაქის ხმაურს მოვწყდებით. აქ ხომ ჩვენი სიყვარულის ბუდეა. იცი ცოტა ზემოთ პატარა ჩანჩქერიც არის.
-მიყვარხარ.-ხელები მოვხვიე და ცხვირი მის კისერში ჩავრგე.
-მიყვარხარ? არა ეს უფრო მეტია ვიდრე სიყვარული. სუნთქვა არ შემიძლია როცა ახლოს არ ხარ.-ჩახლეჩილი ხმით ჩაილაპარაკა და ხელები მომხვია.
უკან დაბრუნებას 5 დღე მოვანდომეთ. გზაში ვჩერდებოდით, ვისვენებდით და ერთმანეთის ალერსით ვტკბებოდით.
მეჰმედის სახლში დავბრუნდით, მე მეჰმედის ოთახში დავიდე ბინა. მისით ვსუნთქავდი და მისით ვარსებობდი. დილით ცხენით სასეირნოდ წავედით, უკან, ვბრუნდებოდით.
-შენ წადი, მე მუსტაფა უნდა ვნახო. -ცხენით მსახურების სახლისკენ წავიდა მეჰმედი, მე კი სახლისკენ წავედი.
-ბავშვი.-შიშისგან აღმომხდა, მაღალ აივნის მოაჯირზე ბავშვი იყო დაკიდული და შველას ითხოვდა. ცხენის უნაგირზე ფეხებით შევდექი და ცხენი ისე გავაჭენე. გვერდით მომავალი მსახურის გაოცებული მზერა დავაფიქსირე, მე კი პირდაპირ აივნისკენ გავაჭენე ცხენი.-აქ ვარ.-ცალი ხელით აღვირი მეჭირა და ცალი ხელით ბავშვი დავიჭირე. ბავშვის სიმძიმემ მძლია, ცხენიდან გადმოვვარდი და ბავშვი ზემოდან დამეცა. ეზოში ალიაქოთი ატყდა, ყველა ჩვენ მოგვცვივდა. ხელის ტკივილი ვიგრძენი, აივნის ქვემოთ ქვაფენილი იყო, დროზე მოვუსწარი ბავშვს, თორემ არ ვიცი რა მოუვიდოდა.
-კარგად ხართ?-შეშინებული მსახურები მომცვივდნენ, ზემოთ კი მელისა დავაფიქსირე აივანზე, რომელიც სწრაფად შებრუნდა სახლში.
-ხელი მტკივა, მგონი მოვიტეხე.-ტკივილისგან სახე დავმანჭე.-ბავშვს მიხედეთ, როგორ არის?
-კარგად ვარ.-თვალები ცრემლით ჰქონდა სავსე პატარა გოგონას და მიახლოვდებოდა.
-იქ რა გინდოდა? რატომ აძვერი?-შევხედე პატარას.
-სათამაშო გადამიკიდა მელისამ და აღება მინდოდა.-ტირილს უმატა.
-სუუ., ნუ ტირი, არ იტირო, ყველაფერი დამთავრდა.-თავზე ხელი გადავუსვი პატარას.
-გტკივა?-ცრემლიანი თვალებით მიყურებდა.
-გამივლის, არ იდარდო.-გავუღიმე.
-რა მოხდა?-შეშინებული მეჰმედი მოვარდა ჩვენთან, რა გჭირს?-ხელზე მომკიდა ხელი.
-მე ჩამოვარდი და ხელი ეტკინა.-პატარა გოგონამ დაიჩურჩულა და მეჰმედს მიეკრა ფეხზე.
-აიშე? როდის დაბრუნდით?-შეშფოთებულმა შეხედა გოგონას.
-ცოტა ხანია.-მომლოდინე თვალები შეანათა მეჰმედს.-მომენატრე.-ხელები მოჰხვია მეჰმედს ბავშვმა.
-შენი შვილია? -შევხედე მეჰმედს, ის კი არ მპასუხობდა უბრალოდ იდგა.-როდის აპირებდი თქმას?-გაბრაზებულმა შევხედე.
-გვანცა მოიცადე.-ხელი მომკიდა, ბავშვს ყურადღებაც არ მიაქცია, ისე გამომეკიდა.-გთხოვ, მეშინოდა და მართალიც ვიყვი, არ მეგონა ასეთი რეაქცია თუ გექნებოდა.
-მეჰმედ მე აიშეს არსებობაზე კი არ ვბრაზობ, შენზე ვბრაზობ, რომ ეს დამალე. ბავშვი გელოდება, მიდი მოეფერე მაინც, იქნებ გული მომილბეს.-შევხედე გაბრაზებულმა.
-აიშე მოდი.-ხელი დაუქნია და ისიც უცებ გამოიქცა გახარებული, მეჰმედმა ხელში აიყვანა და გულში ჩაიკრა. -მომენატრე ჩემო პატარა.-აკოცა აიშეს.
-მამა მეც მომენატრე, რატომ გამგზავნე, იქ ისეთი მოწყენილობაა.-ეტიტინებოდა აიშე.
-რატომ გაგზავნე?-გაბრაზებული ვუყურებდი მეჰმედს.
-იმიტომ, რომ შემეშინდა, მეგონა არ მიმიღებდი.
-მინდა დაგახრჩო საკუთარი ხელებით. -მის ყურთან დავიჩურჩულე.-აიშე დედაშენი სად არის?-შევეკითხე აიშეს.-თან ეჭვიანობისგან ლამის გავმსკდარიყავი.
-დედა არ მყავს.-სევდიანად წარმოსთქვა აიშემ და გული ჩამწყდა.
-ახლა გეყოლება, გვანცა იქნება შენი დედა, ხომ თანახმა ხარ ძვირფასო?-მე შემომხედა.
-უნდა ვილაპარაკოთ.-ვთქვი და ხელის ტკივილმა ისევ შემახსენა თავი.
-ძალიან გტკივა? წამოდი ექიმს ვაჩვენოთ.-აიშე ხელში ჰყავდა აყვანილი, მეორე ხელი მომხვია და ექიმისკენ წამიყვანა.
-მომწონს.-აიშემ ყურში უჩურჩულა, მე კი გავიგონე მისი ნათქვამი და ჩამეღიმა.
-მეც მომწონს.-ახლა მეჰმედმა უჩურჩულა.-აივანზე რატომ გადაძვერი?
-მე..მე..-დაბნეული ლუღლუღებდა აიშე.
-გოგოები გავარკვევთ მაგ ამბავს, შენ ნუ ერევი.-ვუთხარი მეჰმედს. ვიცოდი მელისას ოინები იყო და მელისა ვერ გადამირჩებოდა.
-უკვე ნუ ვერევი ხომ? განზე გამწიეთ?-გაიბუტა მეჰმედი.
-დასჯილი ხარ ტყუილებისთვის და უნდობლობისთვის.-თვალი ჩავუკარი აიშეს, მან კი მხიარულად გადაიკისკისა.
ექიმმა ხელი მოტეხილიაო და მოხეტილი ხელი გადამიხვია. საღამოს მელისას შევუვარდი ოთახში და გადახვეული ხელი ყელზე მივაბჯინე.
-იცოდე აიშეს კიდევ თუ მიუახლოვდები და რამის დაშავებას გადაწყვეტ იმ დღეს დაამთავრებ სიცოცხლეს.-კბილებში გამოვცერი.
-მე რა შუაში ვარ, ხელი გამიშვი.-ხაოდა მელისა.
-წარმოდგენაც არ გაქვს რა შემიძლია, ან რამდენი ადამიანი გავისტუმრე იმ ქვეყნად. არც პირველი იქნები და არც უკანასკნელი. ყელს გამოგღადრი მეჰმედს, ან აიშეს თუ მიუახლოვდები.-ხელი გავუშვი, ხველა აუვარდა უჰაერობისგან და იატაკზე დაჯდა. გოგონებმა კი ტაში დაუკრეს.
-გამოგიჩნდა შენზე უარესი მელისა.-დასცინეს მელისას. მეჰმედის ოთახამდე მესმოდა მათი მხიარული შეძახილები.
-იქ რა მხიარულება აქვთ?-დერეფანში შემხვდა მეჰმედი.-შენი ოინებია, რა გააკეთე?-წარბაწეული მიყურებდა.
-აფთარს დავანახე, რომ ის მხოლოდ აფთარია და პანტერას უნდა ერიდოს.-თვალი ჩავუკარი მეჰმედს და ოთახში შევედი.
-გავნცა დაპირისპირებები და ეჭვიანობები არ გინდა, მე ამის მიზეზს არ გაძლევ.-უკან ამედევნა მეჰმედი.
-შენ არაფერ შუაში ხარ. საქმე აიშეს ეხება, ახლა ეცოდინებათ, რომ აიშე მომავალი პრინცესაა და სათანადო პატივისცემით უნდა მოექცნენ.
-ვინმემ დაჩაგრა ჩემი შვილი?-შემომხედა მეჰმედმა.
-ვეღარ დაჩაგრავენ და ვერც ვერაფერს გაუბედავენ. მე ხომ მისი ახალი დედა ვარ.-ირონიულად ჩავილაპარაკე.
-რა სწრაფად მოირგე სტატუსი, ნეტავ ჩემი ცოლის სტატუსიც ასე სწრაფად მოირგო.
-რა მოუვიდა აიშეს დედას?-თემა შევცვალე.
-მშობიარობას გადაჰყვა. თავს ვერ ვპატიობ, პატარა გოგონა იყო, ჯერ ადრე იყო მისი დედობა. მაგრამ თავად აქტიურობდა, ჩემს მკლავებში ისე აღმოჩნდა. მალე გავიგე, რომ ფეხმძიმედ იყო. მასზე ვზრუნავდი, ისე იყო შეყვარებული მეშინოდა, რომ იმედებს გავუცრუებდი. არ მიყვარდა, ისე ვექცეოდი როგორც სხვებს, მაგრამ აიშე, რომ ხელში ავიყვანე მის მიმართ გული გამითბა. ეს სიყვარული არ იყო, ეს მადლიერება იყო, რომ შვილი მაჩუქა. ექიმმა სისხლდენა ვერ შეუჩერა და ერთ დღეში გარდაიცვალა.-თვალებიდან წამოსული ცრემლი მოიწმინდა მეჰმედმა. -მთლად ბავშვი იყო 16 წლის. -მე 18 წლის ვარ და ჩემში ბავშვს რატომ ვერ ხედავ?-გამეღიმა.
-იმიტომ, რომ შენ დიდი ხანია გაიზარდე, იმიტომ, რომ შენ დაცვა არ გჭირდება, იქით იცავ გარშემო ყველას. თანაც ისეთი მადის აღმძვრელი ხარ, ისეთი..-თვალები ვნებით აენთო და ხელი წელზე მომხვია.
-იმედი მაქვს აიშეს დედას არ ხედავ ჩემში?-ხელით უკან დავწიე.
-არა, არა. რა სისულელეა, თქვენ ორი უკიდურესობა ხართ. ის უსუსური იყო, სუსტი და დაუცველი. შენ ძლიერი ხარ, მაღალი, სრულყოფილი და ასაკთან შედარებით ბევრად ჭკვიანი.-ტუჩებზე მაკოცა.-შენ ბატონობ ჩემზე.-ჩემს ტუჩებთან დაიჩურჩულა.-თუმცა ისიც ქართველი იყო.
-მართლა?-უცებ მოვცილდი მეჰმედს.
-მართლა. მაგრამ არასდროს იფიქრო, რომ მას შენში ვხედავ.
-მამა.-კარში აიშე იდგა.
-მოდი აიშე.-გავუღიმე აიშეს და მეჰმედს მოვცილდი.
-გვანცა შენ მართლა იქნები ჩემი დედა?-ხელი ჩამკიდა და მხიარული სახით შემომხედა.
-თუ შენ გინდა ვიქნები. -ცხვირზე თითი დავკარი აიშეს.
-იქ ვიყავი.-ჩემს ყურთან დაიჩურჩულა აიშემ.
-სად?-გაკვირვებულმა შევხედე.
-იქ ვიყავი მელისას რომ დაემუქრე, ვერ დამინახე?
-შენ ნახე ყველაფერი?-შევცბი, არ მინდოდა ბავშვს ეს ყველაფერი ენახა.
-მაგრად შეეშინდა.-გაიცინა აიშემ.-ახლა ვეღარ გამიბრაზდება.-იცინოდა.
-რა შეთქმულებივით ჩურჩულებთ მანდ?-მეჰმედი მოგვიახლოვდა.
-მამა გვანცა გიყვარს?-კისკისით ჩაუხტა კალთაში მეჰმედს აიშე.
-სიცოცხლეზე მეტად.-თვალს არ მაცილებდა ისე ჩაილაპარაკა.
-მას რომ უყვარხარ უკვე ვიცი.-იღიმოდა აიშე.
-რა იცი?-გაიღიმა მეჰმედმა.
-მელისას ისე..-ხელით ვანიშნე აიშეს გაჩუმებულიყო და ისიც გაჩუმდა.
-რა ხდება მეტყვით?-გაბრაზებულმა შემოგვხედა მეჰმედმა.-გვანცა სკანდალები არ მჭირდება, ვიცი შენი ფეთქებადი ხასიათი და გთხოვ სასაკლაო არ მოაწყო აქ.
-მელისა უარესის ღირსია. ის კარგი იყო მე რომ მაშინებდა და ვერ ვამბობდი, რომ მირტყავდა.-სევდიანად ჩაილაპარაკა აიშემ.-აივანზე სათამაშოც მან გადამიკიდა და თუ მაგარი ხარ აიღეო, მერე გადავძვერი და ვარდებოდი.-გაბუსხული უყვებოდა მეჰმედს აიშე.
-რაა? გვანცა ეს იცოდი და ჩუმად ხარ?-გაცოფებულმა შემომხედა მეჰმედმა.
-მივუჩინე თავის ადგილი, ვერაფერს გაბედავს.
-მიზეზი მომეცა, რომ აქაურობა დავატოვინო და მივხედავ.-უცებ ადგა და კარი გაიჯახუნა.
-გაბრაზდა.-დაიჩურჩულა აიშემ.
-ნამდვილად, მოდი ჩემთან.-აიშე კალთაში ჩავისვი.
მეჰმედმა სახლი იმ საღამოთივე დაატოვებინა მელისას. ჰარამხანაში ბოლო ხმაზე უყვიროდა გოგონებს.
-ვინმე გაბედავს და რამეს დაუშავებს ან გვანცას, ან აიშეს და იმავე გზას გაუყვებით რასაც მელისა.-უყვიროდა მეჰმედი.
-რამ გაგაცოფა ასე.-ხელი მოვკიდე და ჰარამხანიდან გამოვიყვანე.-ისინი რა შუაში არიან, თავის სატკივარიც ეყოფათ, შენ აღარ გაინტერესებს ისინი, ნუ გააბოროტებ.
-შენ რატომ ნერვიულობ მათზე?
-იმიტომ, რომ შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს მეც მათსავით მომექცე.-სევდამ სახე მომიღრუბლა.
-არასდროს, გესმის არასდროს.-ხელი ნიკაპ ქვეს ამომდო და თვალებში ჩამხედა.-ნუ ფიქრობ ამაზე გთხოვ.
-აიშეს დავაძინებ და მოვალ.-ლოყაზე ვაკოცე მეჰმედს და აიშეს ოთახში შევედი.
-გავნცა ზღაპარს მომიყვები?-გახარებული გამოიქცა ჩემსკენ.
-ფატმა რატომ არ მითხარი აიშეზე?-იქვე მდგარ ფატმას შევხედე.
-ბატონმა აგვიკრძალა ყველას.
-გასაგებია.-თავი გავიქნიე.-აიშე ზღაპრები არ ვიცი საყვარელო, ჩაგეხუტები და ისე დაიძინე.-აიშეს გვერდით მივუწექი, თმაზე ვეფერებოდი და მალე ჩაეძინა. არ ვიცი ერთ დღეში ამ ბავშვის მიმართ ასეთი სიყვარული და სინაზე რატომ გამიჩნდა. იქნებ იმიტომ, რომ მეც მასავით ობოლი ვიყავი. იქნებ იმიტომ, რომ მისი დედაც მის დაბადებას შეეწირა. იქნებ იმიტომ, რომ ის ნახევრად ქართველი იყო. ჩამეძინა. ლოყაზე კოცნამ გამაღვიძა. მეჰმედი მადგა თავზე.
-წამოდი, აქ ფატმა დარჩება.-თმაზე მეფერებოდა მეჰმედი.
-მარტო დაძინების გეშინია?-გავუღიმე.
-წამოდი.-ხელი დამავლო და ხელში ამიყვანა. მეც გულზე მივეხუტე და ცალი ხელი კისერზე შემოვხვიე.-შენი გაყოფა არ შემიძლია, არავისთან.-ჩურჩულებდა.
-შვილები რომ გვეყოლება? მათაც არ დაუთმობ ჩემს თავს?
-არ ვიცი. ნელ ნელა შევეგუები.-ცხვირი ყელზე გამისვა და ოთახში შემიყვანა.
-საყვარელია, ძალიან. იცი ის რომ აქ ყოფილიყო უფრო მალე მოიგებდი ჩემს გულს. ქართული უნდა ვასწავლო.
-უკვე ვეჭვიანობ.-საწოლზე დამაწვინა და ტანსაცმლის გახდა დამიწყო. ნელ ნელა მათავისუფლებდა ტანსაცმლისგან და თან მთელ სხეულს მიკოცნიდა.-სიგიჟის ზღვარზე ვარ, საკუთარი გრძნობები მაშინებს.-კოცნისას ბუტბუტებდა.-სხვა ვერაფერზე ვფიქრობ, ყველგან შენ ხარ.
-მეც ასე ვარ და მეშინია.-თმაზე მოვქაჩე და მისი ტუჩები მოვძებნე.
ხელი მალე მომირჩა, სახვევებიც მომხსნეს. ჩემი თხოვნით პატარა დღესასწაული მოაწყო მეჰმედმა. ჰარამხანის გოგონები ცეკვავდნენ, მუსიკოსები მოიყვანა.
-კმაყოფილი ხარ?-გადმომილაპარაკა.
-კი და ჩემზე კმაყოფილები ისინი არიან.-ჩვენს წინ მოცეკვავე გოგონებზე ვანიშნე, რომლებიც მონადირის თვალებით უყურებდნენ მეჰმედს.-დღეს რომელს ინებებთ თქვენო უდიდებულესობავ.-ირონიულად გადავუჩურჩულე.
-ეჭვიანობ?-გაეღიმა.
-ნუ ოცნებობთ თქვენო უდიდებულესობავ.-ჩავილაპარაკე, ვეჭვიანობდი, საშინლად ვეჭვიანობდი.
-კარგი, მაშინ მელისას ავირჩევ. დავაბრუნებ, სულ დავივიწყე და მეშინია რამე უბედურება არ დაატრიალოს.-გაეღიმა.
-ხო. მელისა ქალი კი არა ნამდვილი აფთარია.-ჩავილაპარაკე.
-ქალი აფთარი, ქალი პანტერა. ხო მართლა ჩვენი ფისო როგორ არის?
-კარგად, მომეჩვია და სულ მლოკავს.-გამეღიმა ჩემი პანტერას გახსენებაზე.
-ხო შენ ყველას და ყველაფერს იმორჩილებ.-გაეღიმა.-აიშეც სულ შენზე ლაპარაკობს. დიდი რომ გავიზრდები მისნაირი მინდა ვიყოო.
-ჩემი გოგონა.-გამეღიმა.-რა კარგად ცეკვავს.-აიშეს გავხედე.
-ხო. დედამისსაც უყვარდა ცეკვა, შენგან განსხვავებით ზედმეტად კეკლუცი იყო.
-მე თქვნთვის ვიცეკვებ ცალკე.-თვალი ჩავუკარი მეჰმედს.
-ამაღამ.-გადმომიჩურჩულა.
-ამაღამ.-გავუღიმე მეც.
ყოველი დღე მეჰმედით იწყებოდა. ხან სასეირნოდ მეპატიჟებოდა, ხან ჭადრაკს მეთამაშებოდა. სანადიროდ აღარ წავსულვართ იმ ინციდენტის მერე ზედმეტად ფრთხილი გახდა. აიშეც ბედნიერი იყო, სულ თან დაგვყავდა.
2 თვის მერე შეუძლოდ გავხდი, პირღებინებები დამეწყო. ექიმმა გამსინჯა და გამომიცხადა, რომ ფეხმძიმედ ვიყავი.
-მე..-არ ვიცოდი რა მეთქვა. შემეშინდა, დედობის შემეშინდა.-დარწმუნებული ხართ?
-კი ჩემო გოგონა, გილოცავთ.-გამიღიმა ექიმმა.
-რა ხდება?-კარში მეჰმედი იდგა.-რა სჭირს ექიმო?
-ფეხმძიმედ არის, გილოცავთ.-მეჰმედსაც გაუღიმა ექიმმა.
-რაა?-ჯერ მე შემომხედა, მერე ისევ ექიმს, მერე ისევ მე და ჩემსკენ წამოვიდა.-შვილი გვეყოლება?-თვალებში ცრემლი გაუკრთა.
-გვეყოლება.-გავუღიმე და მუცელს ხელით მოვეფერე.
-მიყვარხარ.-მუცელზე მაკოცა და თავი ისე დაადო თითქოს უნდა ბავშვის ხმა გაიგონოსო.
-ჯერ პატარაა, ვერ გაგესაუბრება.-თავზე ხელი გადავუსვი მეჰმედს. პატარა ბავშვივით უხაროდა. ექიმი ოთახიდან გავიდა. ის კი გვერდით მომიწვა და გულში ჩამიკრა.
-რა ბედნიერი ვარ არ იცი.-ცალი ხელით მიხუტებდა ცალი ხელით კი მუცელზე მეფერებოდა.-მგონია ეს ყველაფერი სიზმარია და გაქრება.
-მეშინია. ცხოვრებაში პირველად მეშინია.-გულზე მივეხუტე.
-რატომ? მე დაგიცავ, თქვენზე ვიზრუნებ, ნუ გეშინია.
-როცა საკუთარ თავზე ზრუნავ მარტო ბრძოლაში ისე ერთვები, რომ სიკვდილის შიში გიქრება. რაც შემიყვარდი შენი დაკარგვის შიში მაქვს. ახლა კი შიში მაქვს ამ პატარასი, რომ შეიძლება ვერ დავიცვა, რამე სწორად არ გავაკეთო. სულ შიშში ვარ, ბოლო დროს ამ შიშებისგან უძილობაც დამჩემდა. ნელ ნელა მაგიჟებს ეს გრძნობა, მეშინია ფანატიზმში არ გადამივიდეს ეს გრძნობა. ღამით შეშინებულს მეღვიძება და დიდხანს გიყურებ მძინარეს. ჩემს თავს ვეკითხები ეს რით დავიმსახურე.
-შენ ყველაფერს საუკეთესოს იმსახურებს.-ცხვირის წვერზე მაკოცა.
შიშში ტყუილად არ ვცხოვრობდი. 3 თვის ფეხმძიმე ვიყავი, რომ სისხლდენა დამეწყო და ბავშვი დავკარგე. ეს ტრაგედია იყო. მერე რა რომ ხელში არ ამიყვანია და მისი თვალები არ მინახავს. მას ხომ ვგრძნობდი, მისი გული ჩემში ფეთქავდა და გაჩერდა. მეჰმედი მამშვიდებდა, გვერდიდან არ მცილდებოდა. ორი თვე გავიდა, მე კი ჩემი არ დაბადებული შვილი ვერ გამოვიგლოვე.
-გთხოვ ნუღარ ტირიხარ. თუ შვილი არ გვეყოლება არაუშავს. მე შენ მიყვარხარ და შენი შვილიც შენს გამო მიყვარდა. ასე ნუ განიცდი გთხოვ. წინ ბევრი და ლამაზი წლები გვექნება და ალაჰის ნებით შვილებიც გვეყოლება. გთხოვ ტრაგედიას ნუ ქმნი.-მეფერებოდა მეჰმედი.
-არ გესმის, ჩემი არავის ესმის.-ცრემლიანი თვალებით შევხედე და გვერდი ვიბრუნე. გავუცხოვდით, მეჰმედი დაიღალა მუდმივად ჩემი დამშვიდებით. თანაც სასახლეში ხშირად მიდიოდა სულთანთან შეხვედრებზე, სახელმწიფო საქმებში მეტად ჩაერთო. მე კი განვიცდიდი მის ასეთ სიცივეს. ცალკე ოთახში გადავედი, ვფიქრობდი, რომ უსარგებლო ვიყავი.
-აქ რა გინდა?-კარი ლამის შემოგლიჯა ისე შემოვარდა ოთახში მეჰმედი.
-აქ ვიქნები, ასე სჯობს.-ცრემლიანი თვალებით და მშვიდი ხმით ვუთხარი.
-ვისთვის სჯობს?-დამიყვირა.-ახლავე წამოხვალ და ჩემს გვერდით დაიძინებ.-ტონი ცოტა შეარბილა.
-მეჰმედ მე..
-ახლავე.-დაიყვირა. კარში მდგარი მსახური შეშინებული გავიდა უკან.
-გთხოვ. ვანგრევ ყველაფერს და არ მინდა დავანგრიო.-ხვეწნით შევხედე.
-ანგრევ? ჩემს გულს კლავ და ფლეთავ.
-ამიტომ უნდა მოგცილდე.-დავუყვირე მეც.
-მომცილდე? გული გინდა ამომგლიჯო? მიდი მომკალი. გგონია შენს სუნთქვას თუ ვერ მოვისმენ კარგად ვიქნები?-ხელი მომხვია და გულში ჩამიკრა.-შენი სიყვარული მუდმივი თავის ტკივილია, სულ ვიბრძვი შენთვის, როცა ვფიქრობ, რომ დაგისაკუთრე ისევ და ისევ გარბიხარ.
-გამიშვი. უნდა წავიდე, ღმერთი მსჯის, არ მინდა შენც დაიტანჯო ჩემს გამო. წადი, არ მინდა შენთან, არ მჭირდები, წადი.-ვამბობდი ერთს და ვფიქრობდი მეორეს, მისი სიახლოვე წყალივით მჭირდებოდა.
-წავიდე? არასდროს. გესმის არასდროს დაგტოვებ. რაც არ უნდა მითხრა ვიცი რომ გიყვარვარ, ვიცი, რომ ჩემი ერთი ჩახუტება სიცოცხლედ გიღირს. სისულელეებს მორჩი. ეს შეიძლება ყველას დამართნოდა, არც პირველი ხარ და არც უკანასკნელი. კიდევ გვეყოლება შვილი.-ის ჩემს თვალებში კითხულობდა ჩემს სურვილებს, ყელში მაკოცა და საწოლისკენ წამიყვანა.-ყველაფერი კარგად იქნება.-ჩურჩულებდა და თან მკოცნიდა. მისი სიყვარული მჭირდებოდა, ბოლო დროს ძალიან გავცივდით და სწორედ ეს იყო ჩემი დეპრესიის მიზეზი.
ყველაფერი დალაგდა, დავმშვიდდი. მეჰმედი უფრო მეტად ყურადღებიანი გახდა. ხშირად იყო ჩემს გვერდით. რამდენიმე დღით სოფლის სახლში წავედით და ცხენებით ვსეირნობდით. აიშეც ძალიან დამეხმარა, სულ ჩემს გვერდით იყო და მოწყენის უფლებას არ მაძლევდა.
-აიშე ფატმასთან წადი საყვარელო.-გავუღიმე აიშეს.
-არა. მამამ მითხრა მე სანამ სასახლეში ვიქნები გვანცაზე იზრუნეო, ასე რომ დამიჯერე.-დოინჯით დამიდგა ჩემი გოგონა.
-კარგი, გემორჩილებით პრინცესა.-გავუღიმე.
მთელი დღე აიშესთან გავატარე, ვთამაშობდით. უცებ ყველაფერი დატრიალდა და წავიქეცი. თვალები რომ გავახილე მუსტაფა და ექიმი მადგნენ თავზე.
-რამე საშიშია?-შეშფოთებული ეკითხებოდა მუსტაფა.
-არა, უბრალოდ უნდა გაფრთხილდეს და კარგად იკვებოს. ფეხმძიმედ არის.-უთხრა ექიმმა.
-მეჰმედი გადაირევა სიხარულით.-კმაყოფილმა ჩაილაპარაკა მუსტაფამ და ოთახიდან გავიდა.
-ფეხმძიმედ არის.-ყურები დამიგუბდა, ექოდ მესმოდა ექიმის სიტყვები. ისევ მეშინოდა. მეშინოდა, რომ იმედი გამიცრუვდებოდა, საშინელი წინათგრძნობა მქონდა.
მეჰმედი გახარებული იყო, საწოლიდან ადგომის უფლებას არ მაძლევდა. ექიმმა თქვა, რომ საშიშროება არსებობდა და უნდა ვწოლილიყავი.
რისიც მეშინოდა ისევ მოხდა. ისევ დავკარგე ბავშვი. ამჯერად ერთ თვეში. განადგურებული ვიყავი. საკუთარი თავი მძულდა, რომ მეჰმედის სევდის მიზეზი ვიყავი.
-უფალს ჩემთვის შვილი არ ემეტება. სოფლის სახლში წავალ, აიშესაც წავიყვან და იქ ვიქნებით. აქ სული მეხუთება. ცუდად ვარ, უნდა წავიდე.-ვთხოვდი მეჰმედს.
-კარგი. მეც წამოვალ და იქ ვიცხოვროთ.-დამთანხმდა და სოფლის სახლში გადავედით საცხოვრებლად. საკუთარი თავი დავარწმუნე, რომ ასე იყო საჭირო, ბედს შევეგუე და მშვიდი ცხოვრება დავიწყე. ექიმმა მითხრა, რომ შვილი შეიძლება საერთოდ არ მყოლოდა. ამასაც შევეგუე და აიშეს ვუნაწილებდი დედობრივ სიყვარულს.
მეჰმედი თავიდან სულ სევდიანი იყო. მერე ისიც შეეგუა ბედს.
-მეჰმედ თუ რომელიმე მათგანი გაგიჩენს ვაჟს მე არ გავბრაზდები.-ერთ საღამოს დავიჩურჩულე მის მკერზე მიხუტებულმა.
-ეგ სისულელე უბრალოდ აღარ გაიმეორო. მე პირობა მოგეცი და ამ პირობას შევასრულებ. სხვა არ მჭირდება და არც მათი შვილი.-ჩაილაპარაკა გაბრაზებულმა.
-შენი შვილი იქნება.-ისევ ვაგრძელებდი.
-კმარა!-დაიყვირა.-გეყოფა თავის ტანჯვა, შეიგნე, რომ არ მჭირდება არავინ. მხოლოდ შენ, შენ მჭირდები. თუ შვილს ვერ გამიჩენ არაუშავს. შვილი იმიტომ მინდა რომ ჩვენი ურთიერთობა გამოსწორდეს, შენ რომ იყო უკეთ. მე შენ მჭირდები. რა მნიშვნელობა აქვს გვეყოლება თუ არა შვილი. ნუღარ ტირიხარ, ნუღარ ფიქრობ. უბრალოდ დავტკბეთ ერთმანეთით, ასე რთულია?-ხელები მომხვია და გულში ჩამიკრა.
ერთი წელი გავატარეთ ერთად. ფეხმძიმედ აღარ დავრჩენილვარ. მეჰმედი ისე იქცეოდა, რომ მეც დავიჯერე, რომ სულერთი იყო მისთვის ჩემი უშვილობა. ძალიან ბედნიერი ვიყავი მის გვერდით. მეც ვცდილობდი რომ გამეხარებინა. ქსოვა ვისწავლე და 1 იანვარს თბილი სვიტრი ვაჩუქე ჩემი ხელით მოქსოვილი.
-დაბადების დღეს გილოცავ.-ლოყაზე ვაკოცე და კალთაში ჩავუჯექი.
-მართლა შენ მოქსოვე? -გაკვირვებული ათვალიერებდა.
-ჩაიცვი.-სვიტრი გამოვართვი, პერანგი გავხადე და ჩავაცვი.-გიხდება, თანაც არ გამიცივდები.
-არ გავცივდები, მე ხომ ჩემი მზე მათბობს.-ხელი მომკიდა და კალთაში ჩამისვა.-მადლობა საჩუქრისთვის.-ცხვირი ყელზე გამისვა. ისევ ისე გამაჟრჟოლა მისი შეხებისას.
-ვერ მიეჩვიე. ისევ კრთები, ისევ ღელავ როგორც პირველად. მე კი ეს მომწონს.-ჩემს ყელში ჩურჩულებდა.
დიდი თოვლი მოვიდა. მეჰმედი უკვე ამდგარი იყო. ხალათი შემოვიცვი და აივანზე გამოვედი. სუფთა ჰაერი ფილტვებში ღრმად ჩავისუნთქე და გადათეთრებულ არე მარეს გადავხედე. პატარა ბავშვივით მიხაროდა თოვლი. აივნის ქვემოთ მეჰმედი და მუსტაფა იდგნენ. თოვლის გუნდა გავაკეთე და ის იყო უნდა მესროლა მეჰმედისთვის, რომ მათმა საუბარმა გამაჩუმა.
-დამშვიდდა, აღარ განიცდის.-მეჰმედი ელაპარაკებოდა.
-მემკვიდრე გჭირდება. ის ვერაფერს გაიგებს, ნებისმიერ ხარჭას გააჩენინეთ მემკვიდრე. ცალკე იცხოვრებენ.-არწმუნებდა მუსტაფა.
-საკითხი დახურულია, ამ თემაზე საუბარი არ მინდა. არ შემიძლია სხვა ქალს უბრალოდ შევეხო, მართლა არ შემიძლია.-ჩაილაპარაკა მეჰმედმა. მე კი გუნდა ხელიდან გამივარდა და უკან შემოვბრუნდი. გაყინული ხელები ბუხარს მივუშვირე და სავარძელში ჩავეშვი. ვუყურებდი ცეცხლის ალს და ცრემლები თავისით იკვლევდნენ გზას ჩემს სახეზე. გადაწყვეტილება მივიღე, მეჰმედი უნდა მიმეტოვებინა და ეგვიპტეში წავსულიყავი. მოღალატედ ჩამთვლიდა და დამივიწყებდა, ამაში ბრაზი დაეხმარებოდა. მაგრამ ახლა არ შემეძლო, წასვლა უბრალოდ არ შემეძლო. დრო მჭირდებოდა, რომ განშორებას შევგუებოდი. ცრემლები შევიმშრალე და ჩემს პანტერას თავზე გადავუსვი ხელი. მანაც კმაყოფილმა დაიკრუტუნა.
თბილად ჩავიცვი და აიშე გავაღვიძე.
-წამოდი თოვლი მოვიდა და ვითამაშოთ.-თბილად ჩავაცვი ჩემს გოგონას და ეზოში ჩავედით.
-იქ მამაა, გუნდა ესროლე.-კისკისებდა აიშე.
-შენ ესროლე.-გავუღიმე და მოზრდილი გუნდა გავუკეთე. აიშემაც ესროლა და მოარტყა.
-რა დღეში ხართ?-სიცილით გამოიქცა ჩვენსკენ მეჰმედი და თოვლში წაგვაქცია ორივე.
-ეს შენ.-მოზრდილი გუნდა პირდაპირ სახეში გავარტყი. აიშე კი გულიანად კისკისებდა.
-ასე ხომ.-ზურგზე გადამიკიდა და ბაღში ყველაზე დიდ თოვლში ჩამაგდო.-რა გჭირს? გეტკინა რამე?-უცებ წამომაყენა.
-არაფერი.-ვეცადე არ მეტირა, მაგრამ რომ ვფიქრობდი, რომ უნდა წავსულიყავი და მიმეტოვებინა მეტირებოდა.-ბედნიერი ვარ, რომ არსებობ.-ხელები მოვხვიე და ჩავეხუტე.
-კარგი რა გვანცა.-ჩემი სახე ხელებში მოიქცია და მაკოცა.
-მეჰმედ რაღაც მინდა გთხოვო.-შევხედე მეჰმედს.
-რაც გინდა.-გამიღიმა.
-ზაფხულში, იმ მდინარესთან წავიდეთ და ათი დღე იქ დავრჩეთ, როგორც მაშინ.
-რატომ?-გაიღიმა.
-იქ დაიწყო ყველაფერი..-გავჩუმდი და გულში ჩავილაპარაკე „იქ დავასრულებ“.
-კარგი. მეც ვაპირებდი იქ შენს წაყვანას, პატარა სახლი ავაშენე.-გამიღიმა.
-მართლა?-გაოცებულმა შევხედე.
-მართლა. იმ დღეებს უბრალოდ ვერასდროს დავივიწყებ. ამიტომ სიამოვნებით გავიმეორებდი.-ყელში მაკოცა.-ხელები სულ გაგეყინა. არ გაცივდეთ წამოდი.-აიშესკენ წავედით.-აიშე წამოდი სახლში.-გასძახა მეჰმედმა, სამივე სახლში შევედით ბუხარს მივეფიცხეთ.
-გათბი საყვარელო?-აიშეს მოვეფერე.
-კი გავთბი.-გამიღიმა.
-აიშე ეგ ვინ მოგიქსოვა?-აიშესაც მეჰმედის სვიტრის მსგავსი სვიტრი მოვუქსოვე.
-გვანცამ.-გამიღიმა აიშემ.
-მეგონა მარტო ჩემთვის გაისარჯა.-ხელები მომხვია წელზე და მიმიხუტა.
-მეც მაქვს.-კარადა გამოვაღე და მეც ჩავიცვი მათი მსგავსი სვიტრი.-ერთი ოჯახი ვართ და ერთნაირი სვიტრები გვაცვია.-გავუღიმე მათ.
-თქვენ ორი და მუსტაფა ჩემთვის ყველაფერი ხართ.-ხელები მოგვხვია მე და აიშეს და ბუხრის წინ სავარძელში დაგვსვა, თავად კი შუაში ჩაგვიჯდა და გულზე მიგვიხუტა.-ძალიან ბედნიერი ვარ.-ცეცხლს უყურებდა და ბუტბუტებდა.
ექვსი თვე სწრაფად გავიდა. მეჰმედმა მართლაც წამიყვანა მდინარესთან. პატარა, ლამაზი სახლი იყო. იქ ნამდვილი სამოთხე იყო. ბედნიერი ვიყავი და ვცდილობდი არ მეფიქრა იმაზე, რომ მივდიოდი მისგან. 10 დღე გავატარეთ იქ, ლამაზი და დაუვიწყარი 10 დღე. მხოლოდ ჩვენ ვიყავით, აიშე სტამბოლში დავტოვეთ.
-ვიცი სამკაულები არ გიყვარს, მაგრამ მინდა ეს გქონდეს. იმ დღეების სამახსოვროდ რაც აქ ჩემს გვერდით გაატარე.-წამოსვლის წინ ყელსაბამი ყელზე გამიკეთა და სარკის წინ დამაყენა.-როგორ უხდები.-ლოყაზე მაკოცა.
-ძალიან ლამაზია, ჩემი თვალების ფერი ქვებია.-ყელსაბამს ხელი გადავუსვი და გავიღიმე.
-ამ აბრეშუმის კაბაში და ამ ყელსაბამში ნამდვილი ქალღმერთი ხარ.-ისეთი ვნებიანი თვალებით მიყურებდა საკუთარი თავი შემზიზღდა იმის გამო, რომ მივდიოდი.
-მექნება შენგან სამახსოვროდ.-გავუღიმე და მის ტუჩებს მოწყვეტით ვაკოცე.
დილით ადრე გადიოდა გემი ეგვიპტისკენ. ჩუმად გამოვიპარე, ბალიშზე კი წერილი დავუტოვე.
„მაპატიე, თუ შეძლებ. უნდა წავიდე, უნდა გაგანთავისუფლო ჩემგან. შენ დიდი მომავალი გაქვს წინ, მე კი მხოლოდ დაბრკოლება ვარ. ვიცი გიყვარვარ, ვიცი ცხოვრებას გილამაზებ, მაგრამ მოვა დრო და გაივლის ეს ტკივილი. შენ შექმნი იმპერიას, გექნება ოჯახი და გეყოლება შვილები. ნუ გაბოროტდები ცხოვრებაზე, ის კეთილი მეჰმედი დატოვე შენში ვინც მე შევიყვარე და გული ვაჩუქე. ღალატს ნუ დამწამებ, გული აქ დავტოვე. ვიცი მიხვდები, ვიცი გაიგებ ჩემს ტკივილს და მაპატიებ. აიშეს უთხარი მაპატიოს, დედა მეორედ რომ წავართვი. მიყვარხარ სამუდამოდ. გვანცა“
მძინარეს ფრთხილად ვაკოცე და მისი სახლი დავტოვეთ მე და ჩემმა უკვე მოზრდილმა პანტერამ. ერთი ცხოვრება საქართველოს საზღვრებთან დავტოვე. მეორე ცხოვრება და სამყარო სტაბულის ნავსადგურში. წინ კი კიდევ რა მელოდა არ ვიცოდი, მივდიოდი გემით ეგვიპტისკენ და მეჰმედის სევდიან თვალებზე ვფიქრობდი. სამი წლის წინ ყველა ოსმალოს მოკვლა მინდოდა, ახლაც ასე ვიყავი, თუმცა მეჰმედს ვერ გავიმეტებდი, ვერასდროს. გემბანზე ვიდექი, ხელში მისი ნაჩუქარი სამკაული მეჭირა და მისი თითოეული სიტყვა მახსენდებოდა. ჩვენ შორის ასაკობრივი სხვაობა 20 წელი იყო. ვერასდროს წარმოვიდგენდი ამ ასაკის მამაკაცთან რამე საერთო ენას თუ გამოვნახავდი. მაგრამ ჩემს გულში ქარიშხალი მძვინვარებდა. რაც უფრო ვცილდებოდი ნაპირს უფრო მეტად ვგრძნობდი სიცარიელეს, თითქოს რაღაც დიდი ნაწილი აღარ მქონდა, თითქოს ირგვლივ უფრო მეტად ციოდა. ასე ვიყავი ნიკოლოზის მოტაცების მერეც. თითქოს ყველაფერი მეორდებოდა და თავიდან მტკიოდა.
გემზე ქალბატონივით მექცეოდნენ. ჩემმა პანტერამ ცოტა მოიწყინა.
-რა დაგარქვა?-თავი კალთაში ჩამიდო და მწვანე თვალები შემომანათა.-მოდი შენ იქნები მეჰმედი. აქამდე ის მიცავდა, ახლა კი შენ დამიცავ.-თავზე მოვეფერე ჩემს ფისოს.-გენატრება? -მან დაიკრუტუნა.-მეც მენატრება, სულის ტკივილამდე მენატრება.-მესამე დღე იყო უკვე რაც ზღვაში ვიყავით. სიცარიელე საშინლად მტანჯავდა.
ეგვიპტე..
ეგვიპტის სანაპირო გამოჩნდა. ალექსანდრიაში მივედით.
ფარსმან აღა აბრეშუმით და ტყვე ბავშვებით მივიდა ალი ბეის სახლში. მე როგორც სტუმარი ცალკე ოთახი გამომიყვეს ამ მდიდრულ სახლში. ფარსმან აღამ ნიკოლოზის პორტრეტი გამომართვა და ალი ბეის მიუტანა. მეორე დღეს კი უკან დაბრუნდა და გამომიცხადა, რომ ნიკოლოზი ციებისგან გარდაიცვალა. გული საშინლად ჩამწყდა, სახლის ეზოში შადრევანთან ვიჯექი და გულამომჯდარი ვტიროდი. რამდენი გზა გამოვიარე და ტყუილად.
-გვანცა?-ნაცნობი ხმის გაგონებისას თავი მაღლა ავწიე და ანა დავინახე, ჩემს წინ იდგა. ლამაზი აბრეშუმის კაბა ეცვა, ძვირფასი სამკაულებით იყო მორთული.
-ანა შენ აქ რა გინდა?-გაოცებულმა შევხედე და გახარებული, რომ ჩემი თანამოძმე გვერდით იყო ჩავეხუტე.
-შენ რა გინდა აქ?-ცრემლებს ვერ იკავებდა.-რა დიდია და რა პატარა ეს სამყარო.
-მე ჩემი მეგობრის კვალმა მომიყვანა აქ. ის ციებით მომკვდარა, ასე მითხრეს.-წამოსული ცრემლი მოვიწმინდე სახიდან და ისევ ანას ჩავეხუტე.
-მე და რამდენიმე ტყვე ეგვიპტელი ვაჭრების გემზე მოვხვდით. დიდი ნაწილი ვენეციელების გემზე ავიდა და მათ გაჰყვა. ის ოქრო რაც შენ მოგვეცი მათთან დარჩა. ჩვენ უკან ჩამოვრჩით და პირველივე გემი რაც დავინახეთ ავედით. თუმცა რადგან მგზავრობის საფასურს ვერ გადავიხდით გაგვყიდეს. ალი ბეიმ გვიყიდა ქართველი ტყვეები. მე მისი რჩეული ვარ.-ისეთი კმაყოფილი მელაპარაკებოდა ანა, რომ შემეშინდა. ნელ ნელა გადაშენების გზაზე ვიდექით ქართველი ერი. სიმდიდრეს და ძვირფასეულობას ისე მოეხიბლა ეს გოგონა, რომ საკუთარი რწმენაც დაივიწყა.-იცი ალი ბეიც ქართველია, ისიც ტყვედ გაყიდეს. ქართველმა მამლუქმა იყიდა და მთელი ქონება მან დაუტოვა. ეს ყველაფერი მემკვიდრეობით მიიღო.-აღფრთოვანებული მელაპარაკებოდა ანა.
-ანა, სარწმუნოება შეიცვალე?
-კი.-თავი დახარა.
- შეგიძლია ალი ბეის შემახვედრო?-შევხედე ანას.
-კი. დღეს უნდა ვეახლო და ვეტყვი, რომ შეხვედრა გინდა.-მითხრა და მერე გაჩერდა.-რატომ გინდა შეხვედრა?
-მინდა მისგან მოვისმინო, რომ ნიკოლოზი ცოცხალი აღარ არის.-ცრემლიანი თვალებით შევხედე ანას.
-მე ვკითხავ.-გამიღიმა.
-კარგი.-ნიკოლოზის პორტრეტი მივეცი.-ეს ანახე და კითხე მასზე.
-კარგი.-ანამ თვალები დააწვრილა.-თითქოს მეცნობა.
-მართლა?-გახარებულმა შევხედე.-ვერ გეტყვი ზუსტად. ალი ბეის ვკითხავ.-ლოყაზე მაკოცა.-შენ აქ რჩები?
-თუ ცოცხალი არ არის უკან უნდა წავიდე.-თვალები დავხარე და ქვიშას გავუსწორე თვალი.
-საქართველოში?-შემომხედა ინტერესით.
-ჯერ სტამბულში, მერე კი საქართველოში.-ჩავილაპარაკე და მეჰმედი გამახსენდა. წუთის წინ ანაზე გავბრაზდი დიდებამ მოხიბლათქო, მე. მე რა მჭირდა? მე დიდებამ არ მომხიბლა, ეს იყო ჩვენს შორის სხვაობა. მე და მეჰმედს სხვა ურთიერთობა გვქონდა. მაგრამ ალი ბეი ქართველი იყო, მეჰმედი კი ოსმალო. ჩემი პრინციპები სად გაქრა? ვეკითხებოდი საკუთარ თავს.
ანას წასვლის მერე ეზოში ვიჯექი ისევ და ეგვიპტის მწველ მზეს ვეფიცხებოდი. უკვე ჩადიოდა მზე , თუმცა მაინც სწვავდა მისი სხივები.
-ნამდვილად დავიწვები.-ჩავილაპარაკე და სახლისკენ გავიხედე. იქიდან ვიღაც შავოსანი მამაკაცი გამოვიდა, იქვე დაბმულ ცხენზე შეჯდა. თავზე ჩალმა ეფარა, სახე კი დაფარული ჰქონდა. ცხენთან მისული გაჩერდა და დიდხანს იყურებოდა ჩემსკენ. რაღაც ძალამ მაიძულა და მისკენ წავედი. ის კი თითქოს შეშფოთდა, ცხენს მოახტა და სწრაფად მიეფარა თვალს.
მეორე დღეს ანა დაღონებული მოვიდა ჩემთან და იგივე გამიმეორა რაც ფარსმან აღამ. ბევრი აღარ მიფიქრია. ანას დავემშვიდობე და რამდენიმე დღეში ფარსმან აღასთან ერთად კვლავ გემზე დავბრუნდი ჩემს პანტერასთან ერთად. ეგვიპტიდან ფარსმან აღა კმაყოფილი ბრუნდებოდა უკან. ერთი დღე იყო რაც ზღავში ვიყავით. დილით გემზე ხმაური ატყდა. სწრაფად ამოვედი გემბანზე.
-მეკობრეები.-განწირული ყვიროდნენ ვაჭრები. ფარსმამ აღამ ხელი მოკიდა და ისევ ქვევით ჩამიყვანა.
-რა ხდება?-შეშინებული ვუყურებდი.
-მეკობრეები დაგვესხნენ თავს.-გვერდზე ხელი მიიჭირა, სისხლი მოსდიოდა მოხუც ვაჭარს.
-რა გჭირთ?-დაჯდომაში დავეხმარე.
-დაჭრილი ვარ. რაღაც უნდა გითხრათ. იქ ალი ბეის სახლში, იქ იყო. თავად მითხრა, რომ შენთვის მეთქვა ციებით მოკვდაო, შენი პორტრეტიც კი მაჩვენა.
-ვინ?
-ის ყმაწვილი ვისაც ეძებდი.-ტკივილნარევი ხმით ჩაილაპარაკა ფარსმან აღამ. გული საშინლად მეტკინა, ნამდვილად ის იყო, იმ ცხენზე ის შეჯდა, ის შავოსანი. რატომ დამემალა, რატომ? საკუთარ თავს ვეკითხებოდი. პასუხი კი ერთი იყო, მისთვის სულერთი ვიყავი, დიდებისთვის იბრძოდა და მის გვერდით მე ზედმეტი ვიყავი. მის გამო საკუთარ ოჯახს დავუპირისპირდი და ის.. არც კი მნახა, უკან გამომიშვა. ტირილი მინდოდა, მაგრამ თავს ვიკავებდი.
მეკობრეების გემი გვიახლოვდებოდა და თან დამბაჩებიდან ისროდნენ. პანტერა და მე კაიუტაში დავიმალეთ. გემზე ალიაქოთი იყო. მეკობრეებმა დააყაჩაღეს ვაჭრები, დახოცეს და ზღვაში გადაყარეს. მერე რაღაც ხმები იყო, გაურკვეველ ენაზე ლაპარაკობდნენ. ერთი მეკობრე კაიუტაში ჩამოვიდა, დაჭრილი ფარსმანი სკივრს გადაეფარა და დამბაჩით მოკლა. თუ კი რამ ძვირფასი იყო ყველაფერი აიღო. უკან როგორც კი შემობრუნდა ჩემი პანტერა ეცა და ისე სწრაფად გამოღადრა ყელი გაოცებული ვუყურებდი. ეს მისი პირველი თავდასხმა იყო. ცოტა არ იყოს შემეშინდა. მერე სხვა მეკობრეებიც ჩამოვიდნენ. კიდევ ერთს ეცა და ყელი გამოჭამა. დანარჩენებს კი მე დავხვდი ხმლით ხელში. შეშფოთებულებმა უკან დაიხიეს. შავებში ჩაცმული მამაკაცი წამოვიდა წინ. დამბჩა დაუმიზნა პანტერას მე კი წინ დავუდექი. რაღაც ჩაილაპარაკა, რომ მიხვდა მისი ენა ვერ გავიგე.
-საიდან ხარ?-თურქულად მკითხა.
-ტყვედ ვერ მაქცევ, მირჩევნია მოვკვდე.-ჩავილაპარაკე.
-სად მიდიოდი?-ისევ დამისვა კითხვა.
-ოსმალეთში ვბრუნდები.-დავუბრუნე პასუხი.
-ოსმალო არ ხარ? საიდან ხარ?-ისევ ჩაილაპარაკა.
-საქართველოდან, არა მგონია იცოდე.-ჩავილაპარაკე და მომენტს ველოდი, რომ როგორმე მომეკლა.
-ქართველი ხარ?-მშობლიურ ენაზე რომ დამელაპარაკა, გაოცებულმა შევხედე.
-ქართველი ვარ. შენც?-ქართულად ვკითხე.
-მეც.-გაეღიმა.-წამოდი, არავინ არაფერს დაგიშავებს.-ხელი გამომიწოდა და მეც გავყევი. უკან გამომყვა ჩემი პანტერაც.-ცოტა გაბრაზებული ვარ, ხუთი რჩეული მეომარი მომიკალი, მაგრამ-ისევ გაეცინა.-გპატიობ.
-კაპიტანი ხარ?-შევხედე შავოსანს.
-კი.-მითხრა და მეკობრეთა გემისკენ წამიყვანა.
მეკობრეები მტრულად განწყობილები მიყურებდნენ, ხელით რაღაც ანიშნა და ისინიც თავ თავიანთ საქმეს დაუბრუნდნენ.
-გემებს ვძარცვავთ, ტყვეებს კი ვანთავისუფლებთ. ერთ დროს მეც ტყვე ვიყავი. ცუდი დრო იყო.-სახე დაუსევდიანდა.-ხელი მომკიდე გადასვლაში დაგეხმარები.-ხელი გამომიწოდა.
-არ მინდა.-გავუღიმე და მოხერხებულად გადავედი მის გემზე, კაიუტაში შევედით, ჩემი პანტერაც უკან მომყვებოდა.-არც ახლაა კარგი დრო.-კაიტაში შესვლისთანავე ჩავილაპარაკე.
-მშვიდად იყავი, ვერავინ ვეღარაფერს დაგიშავებს. ბრძოლა იცი?-შემომხედა.
-ვიცი.-გავუღიმე.-მე ტყვე არ ვიყავი, უბრალოდ დავემგზავრე ვაჭრებს. არ გინდა ოსმალეთში წამიყვანო?
-არა. იქ რა დაგრჩენია?-გაბრაზებულმა შემომხედა.
-ეგ ჩემი პირადია.-მეჰმედზე არაფერი ვუთხარი.
-ვერ დაგტოვებ, ჯერ აქ იყავი და მერე ვნახოთ.-გამიღიმა.-ავად ვარ, დიდი ხნის სიცოცხლე აღარ მიწერია. სანამ ცოცხალი ვარ დარჩი ჩემს გვერდით.-სევდიანი სახით შემომხედა.-ოცნებად დამრჩება მშობლიური მიწის ხილვა.-ბოლოს სევდიანად დააყოლა და გაშლილ ზღვას გახედა, თითქოს უნდა უკიდეგანო ზღვის იქით სამშობლო დაინახოსო.
-რატომ არ ბრუნდები ასე ძალიან თუ გენატრება?-გვერდით დავუდექი.
-68 ტყვე გავანთავისუფლე, სულ ქართველები არიან. ბედუინები მფარველობენ ეგვიპტეში, მე კი ოქროთი ვამარაგებ მათ. ამ ხალხს რა ვუყო არ ვიცი. როგორ გავიარო ბოსფორის სრუტე, რომ საქართველოში ჩავიყვანო ისინი?-შემომხედა დაღონებულმა.
-ნაწილ-ნაწილ, რომ ჩავიყვანოთ?-შევხედე შავოსანს.
-საშიშია, სულთანი ნადირობს ჩემზე. არა მარტო ის, არც ეგვიპტელ მამლუქებს მოვწონვარ.
- სავაჭრო გემი ჩავიგდოთ ხელში. მოვაწესრიგოთ, როგორც ვაჭრები ისე მივიდეთ სტამბოლში და გავიაროთ ბოსფორი. -შევხედე შავოსანს.
-ნაწილ-ნაწილ უნდა წავიყვანოთ. სხვაგვარად ვერ შევძლებთ.
-ასე იყოს.-გავუღიმე.
-გაბედული ხარ. -თვალები დააწვრილა და ისე შემომხედა.-ვინ ხარ? შენზე მომიყევი.
-თავადის ასული ვარ, რომელიც გლეხებმა გაზარდეს. თუმცა კარგი განათლება მივიღე. გლეხებთან ცხოვრებამ ყველაზე დიდი ცოდნა მომცა. ბრძოლა ვისწავლე, რაც ყველაზე აუცილებელია ჩვენს დროში. 17 წლის სტამბოლში გასაყიდად გამგზავნა საკუთარმა მამამ. ჭკუა და ბრძოლის უნარი დამეხმარა, რომ ტყვეები გამენთავისუფლებინა, გემზე მყოფი ბავშვებიდან დიდი ნაწილი გავაპარე, საკუთარი თავი გავწირე და თავად გავხდი ტყვე. შეჰზადემ დამატყვევა და მის სახლში ვცხოვრობდი. იმდენი რამ გამოვიარე უკვე ადამიანების ცნობა აღარ მიჭირს. თუ სტამბულში დავბრუნდები დავარწმუნებ შეჰზადეს, რომ ბოსფორი უვნებლად გაიაროთ.-შევხედე კაპიტანს.
-ისევ საკუთარ თავს სწირავ.-სევდიანი სახით შემომხედა, მერე კი ხველა აუვარდა.
-კარგად ხართ?-მხარზე ხელი დავადე.
-დიდი დრო აღარ მაქვს.-პირიდან წამოსული სისხლი მოიწმინდა.
-მე სიცოცხლით ვარ დავალებული, დაგაბრუნებ, პირობას გაძლევ სამშობლოში დაგაბრუნებ.-მკლავზე ხელი მოვკიდე და დაჯდომაში დავეხმარე.
-ასეთი კარგი ადამიანი როგორ გაგიმეტა საკუთარმა მამამ?-შემომხედა.
-მამაჩემი ტყვეებით ვაჭრობდა. დავუპირისპირდი მას და ჩემს უფროს ძმას და შედეგიც მივიღე.-უკიდეგანო ზღვას გავხედე და თვალები ცრემლით ამევსო.-რა იცით, რომ კარგი ადამიანი ვარ?
-მამაშენის ხნის ვარ. მეც ტყვედ გამყიდეს, დამასაჭურისეს. ეგვიპტეში გავიქეცი. როცა მეგონა, რომ ყველაფერი დასრულდა ბედუინებმა გადამარჩინეს. მერე კი სავაჭრო გემი დავაყაჩაღეთ. მათთან ერთად ზღვაში გავედი და მას მერე მეკობრე ვარ. უამრავი ვაჭრის სიცოცხლე შევიწირე. მძულს მათი მოდგმა, ისე ყიდიან ადამიანებს როგორც ნივთებს. -თვალები გაბრაზებით უელავდა.
-რამდენი ხანია რაც ის ტყვეები უდაბნოში არიან?-შევხედე შავოსანს.
-სხვა და სხვა დროა გასული. 9 გემი დავაყაჩაღე და იქიდან წამოვიყვანე. ბევრი სხვა რჯულის იყო და უბრალოდ კაიროში გავუშვით. რაც შეეხება ქართველებს მათთვის სახლი მაქვს ცალკე. ისინი იქ ცხოვრობენ, მიწას ამუშავებენ. რამდენიმე მათგანი დაოჯახდა და შვილებიც ჰყავთ. თუმცა მათაც ჩემსავით უკან დაბრუნება უნდათ.-სევდიანად ლაპარაკობდა კაპიტანი.
-ერთ ერთი ტყვის კვალს გამოვყევი ეგვიპტეში. მითხრეს, რომ გარდაიცვალა. შენ დიდ საქმეს აკეთებ, შენ აქ იბრძვი შენი ხალხისთვის. ეგვიპტელი მამლუქები თავისი დიდებისთვის იბრძვიან, შენ კი შენი ქვეყნისთვის. შენნაირი ადამიანები ბევრი სჭირდება ჩვენს სამშობლოს. დავბრუნდებით, აუცილებლად დავბრუნდებით.-ხელები მოვხვიე და ჩავეხუტე. ისე მჭირდებოდა ახლა ვინმეს მხარზე ტირილი, როგორც არასდროს. ვტიროდი ანას, ვტიროდი საკუთარ უბედობას, ვტიროდი სოფიას და ვტიროდი ნიკოლოზს, რომელმაც უარი თქვა ჩემზე და დამივიწყა. რატომ გვარგუნა ასეთი მძიმე ხვედრი უფალმა.
-ჩუმად ჩემო გოგო.-თავზე ხელი გადამისვა კაპიტანმა.-ძლიერი უნდა იყო, არ უნდა გაჩერდე სანამ ცოცხალი ხარ, სიკეთე უნდა აკეთო როგორც უფალი გვასწავლის. -თმაზე მეფერებოდა და მეჩურჩულებოდა.-კაიროში როცა მათთან მივდივარ ყოველ მისვლაზე იმედით შემომცქერიან, რომ სამშობლოში დავაბრუნებ. ისინი ამ იმედს მიყვებიან, მეც მათ შორის. არც შენ უნდა დაკარგო იმედი. წინ დიდი გზა გაქვს გასავლელი.
-წამოვიყვანოთ ისინი კაიროდან, მეჰმედთან მივალ და დავარწმუნებ დაგვეხმაროს.-ცრემლიანი თვალებით შევხედე კაპიტანს.
-არ მინდა შენი თავი მსხვერპლად გაიღო.-ცრემლები თითებით მომწმინდა.
-მსხვერპლს არ ვიღებ. ისედაც მივდიოდი მასთან.-დარცხვენილმა თვალები დავხარე.
-შენ ის შეგიყვარდა?-ნიკაპი თითებით მაღლა ამაწევინა და შემომხედა.-ის ჩვენი მტერია.
-მტერი? ვინ უფრო დიდი მტერია, მამაჩემი რომელიც ბავშვებით ვაჭრობს, თუ ის, რომელმაც ტყვეების გაქცევა და მისი 21 ჯარისკაცის სიკვდილი მაპატია. ის დაგვეხმარება, გაატარებს გემს ბოსფორზე და დარწმუნდები, რომ ის მტერი არ არის.-ვუყურებდი და ვარწმუნებდი კაპიტანს მეჰმედის დიდსულოვნებაში.
-კარგი, ვცადოთ და წავიდეთ.-გამიღიმა და დამთანხმდა.
რამდენიმე დღეში ეგვიპტეში დავბრუნდით. აუთვისებელი სანაპირო გავიარეთ. იქ დაგვხვდნენ ბედუინები და აქლემებით კაიროში გავემგზავრეთ. ხანგრძლივი და დამღლელი მგზავრობის მერე ქართველების სახლს მივადექით. ნამდვილი ოაზისი ჰქონდათ მოწყობილი.
-გამარჯობათ.-კაპიტნის დანახვაზე ყველა გახარებული წამოვიდა ჩვენსკენ და გარს შემოგვეხვივნენ მომლოდინე თვალებით.
-ქართველია?-გარს გოგონები შემომეხვივნენ.
-ქართველია.-თავი დაუქნია კაპიტანმა.-ძალიან დაიღალა, მიხედეთ და მოაწესრიგეთ.- უთხრა და მათაც სახლისკენ წამიყვანეს.
-შენც ტყვე იყავი? კაპიტანმა გადაგარჩინა?-აქეთ იქიდან 5 გოგონა კითხვებს მისვავდა.
-მე ტყვე არ ვიყავი. წყალი დამალევინეთ.-ვუთხარი და იქვე ჩამოვჯექი. ორმა მათგანმა სასწრაფოდ მომირბენინა წყალი.
-არ გააბეზროთ კითხვებით, დაასვენეთ.-ბრძანებასავით გაისმა კაპიტნის ხმა.
-არ გავაბეზრებთ.-გაიცინეს გოგონებმა.
-ის გზაა საქართველოსკენ.-ბოლოს დაამატა კაპიტანმა და წყალი მოსვა.
-გზა?-რამდენიმე გაკვირვებული თვალი ჩემსკენ იყო მომართული.
-ბარგი ჩაალაგეთ, ბევრი არაფერი, მალე გავემგზავრებით.-ისევ გააგრძელა კაპიტანმა.
-აკი იმედი არ გქონდეთ ბოსფორს ვერ გავივლითო.-შეახსენეს ბოლოს ნათქვამი.
-თავადის ქალი დამპირდა, რომ ამას შევძლებთ.-თვალი ჩამიკრა კაპიტანმა.
-როგორ?-შემომხედეს გაოცებულებმა.
-ბევრ ლაპარაკს, მორჩით და გვაჭამეთ რამე.-გაუღიმა გოგონებს. ისინიც კმაყოფილები ადგნენ და აფუსფუსდნენ.-ხან და ხან ძალიან ბევრს ლაპარაკობენ.-გვერდით დამიჯდა და მხარი მხარზე გამკრა.
-სიახლე ყოველ დღე არ ხდება მათ თავს.-გამეღიმა.
-თუ გადაიფიქრებ გაგიგებ.-მითხრა და ჭიქაში წყალს გაუშტერა თვალი.
-პირობას არ ვარღვევ, არასდროს.-მხარი გავკარი, მას გაეღიმა და შემომხედა.
ორი კვირა კაიროში გავჩერდით, მერე კი ალექსანდრიისკენ წავედით ყველა აქლემებით. გემზე უნდა ავსულიყავით და გავმგზავრებულიყავით. ისე გავიარეთ უდაბნო შორიდან ყველას ვაჭრები ვეგონებოდით. დიდი ქარავანივით მივდიოდით.
-ყაჩაღები!-უცებ დაიყვირა კაპიტანმა.-ყველა ერთად მოგროვდით.-გასძახა უკან მომავალ ქალებს. ტყვეები ყველა შეჯგუფდნენ, ბიჭები შეიარაღებულები წინ დადგნენ.-გვანცა შენც უკან დადექი.-დამიყვირა კაპიტანმა.
-მეც ვიბრძოლებ. მშვილდი გაქვთ ვინმეს?-დავიყვირე და ერთ ერთმა გოგომ უცებ მომირბენინა მშვილდი. შავოსანი მებრძოლები ცხენებით ჩვენსკენ მოიწევდნენ ყიჟინით. მშვილდი მოვზიდე და გავისროლე. წინ მომავალი შავოსანი მოწყვეტით ჩამოვარდა ცხენიდან, კაპიტანმა კი ჩემსკენ გამოიხედა გაკვირვებული თვალებით. სისხლის მღვრელი ბრძოლა გავაჩაღეთ უდაბნოში. გოგონებს ჩემი პანტერა იცავდა, არც ერთი მებრძოლი არ მიაკარა მათ. ბრძოლისას 3 მებრძოლი დავკარგეთ, 2 დაჭრილი იყო მსუბუქად. მეც დამჭრეს, საშიში ჭრილობა მქონდა, შეიძლება მოვმკვდარიყავი.
-გვანცა როგორ ხარ?-შეშფოთებული მომვარდა კაპიტანი.
-ალი ბეის სახლში მიმიყვანეთ, იქ ანაა და გადამარჩენენ.-ვთქვი და გონებაც დავკარგე. დრო და დრო მოვდიოდი გონზე და ბუნდოვნად ვხედავდი, როგორ მივდიოდით უდაბნოში. გოგონები სისხლის გაჩერებას ცდილობდნენ. ბოლოს სიმსუბუქე ვიგრძენი, თითქოს მივფრინავდი სადღაც.
არ ვიცი რამდენ ხანს ვიყავი უგუნოდ, დრო და დრო ვცდილობდი თვალების გახელას. მდიდრულად მორთულ ოთახში ვიწექი. თავზე მუდმივად ვიღაც მადგა და მივლიდა.
-გვანცა როგორ ხარ?-თვალები ძლივს გავახილე ანას ხმაზე.
-უკეთესადაც ვყოფილვარ.-ძლივს ამოვილუღლუღე.
-ბევრი სისხლი დაკარგე. მალე უკეთ გახდები ძვირფასო.-შუბლზე მაკოცა ანამ.
-მადლობა ანა.-ძლივს მოვახერხე გაღიმება.
-აქ ერთი ადამიანია, გვერდიდან არ გცილდებოდა, მთელი ეს დრო შენი ხელი ეჭირა ხელში და ლოცულობდა.-გამიღიმა ანამ და კარისკენ გაიხედა. თავი ძლივს გადავბრუნე კარისკენ.
-ნიკოლოზ.-ვთქვი და ისევ გონება დავკარგე. გონს რომ მოვედი ნიკოლოზი იჯდა ჩემს გვერდით და ჩემი ხელი ეჭირა ხელში.
-როგორ ხარ?-თავზე ხელი გადამისვა.
-უკეთესად. შენ როგორ ხარ?-შევხედე ნიკოლოზს, მან კი თვალი მომარიდა.-თუ ასე უკეთ ხარ, შენთვის ეს ცხოვრება თუ უფრო მისაღებია მე არ გიბრაზდები. მესმის შენი, სიშორემ გული გაგიცივა. ალბათ სხვას შეხვდი და შეგიყვარდა კიდეც.
-არავინ შემყვარებია.-თვალებში შემომხედა და ჩაილაპარაკა.
-რატომ არ მოინდომე ჩემი ნახვა?
-იმიტომ, რომ შენ აქ არ უნდა იყო. შენ საქართველოში უნდა იყო, სისხლით და ხორცით პატრიოტი ხარ. არ შეგიძლია შენი ქვეყვენის გარეშე, შენ საქართველოს ეკუთვნი.
-ჩემი ქვეყანა? ის შენი ქვეყანაც არის, ამას ნუ დაივიწყებ.-სევდიანი თვალებით შევხედე.
-ის ჩემი ქვეყანა დიდი ხანია აღარ არის. -წამოდგა და ფანჯარაში გაიხედა.-ამიტომ არ მინდოდა შენი ნახვა. დალაგებულ ცხოვრებას თავდაყირა დამიყენებ. ვიცი გამოგივა და შეიძლება მაიძულო ეგვიპტეც დავტოვო. მე კი არ მინდა ეს დიდება დავტოვო.
-აღარ მიყვარხარ. -უცებ შემობრუნდა და შემომხედა.-არა მიყვარხარ როგორც მეგობარი, როგორც ძმა მაგრამ მივხვდი, რომ არ მიყვარხარ როგორც მამაკაცი. მინდა ფიცისგან გამანთავისუფლო, რაც შენ მოგეცი, რომ სულ შენი ვიქნებოდი.
-ამას რატომ მთხოვ?-თვალები აემღვრა.
-იმიტომ, რომ მართლა შემიყვარდა. სხვა შემიყვარდა.-მისთვის სიმართლე არ დამიმალია.
-განთავისუფლებ.-მითხრა და ოთახიდან სწრაფად გავიდა.
საღამოს ანა შემოვიდა, სანთლები შემოიტანა, უკვე ბინდდებოდა. მას მოჰყვა ალი ბეიც.
-როგორ ხარ გვანცა?-მკითხა ლაი ბეიმ.
-მადლობა, რომ გადამარჩინეთ.-მადლიერი თვალებით შევხედე.
-აქ უცხო მიწაზე ქართველის დახმარება ეს ჩემთვის საჩუქარია.-გამიღიმა.
-ნიკოლოზი ასე არ ფიქრობს, ის ძალიან შეიცვალა.-სევდიანი თვალებით შევხედე.
-ძალიან გაუჭირდა. სულ შენზე ლაპარაკობდა, მერე კი ცხოვრების დინებას მიჰყვა. მას მუჰამედი ჰქვია ახლა. გაუგე, ძნელია ეს ეტაპი ყველასთვის. მონობიდან დიდების მწვევალზე ადიხარ, შენი ძალით და შემართებით, ნაბიჯ-ნაბიჯ. რაღაცის დათმობა გიწევს, რაღაცაზე უარის თქმაც. გაბრაზებული მოახტა ცხენს და წავიდა. არ ვიცი რა უთხარი, მაგრამ მისი სული ააფორიაქე. მას კი ეს არ მოსწონს.-მიხსნიდა ალი ბეი.
-თქვენც გამოიარეთ ეს ეტაპი?
-ყველა გადის ამ ეტაპს. რომ დავბრუნდეთ უკან იქ რა გველოდება? ისევ გაჭირვება, ბატონების მსახურება, მერე რომელიმე ჩვენს გაყიდვას გადაწყვეტს და შეიძლება სიკვლილითაც დავასრულოთ ცხოვრება. დაუსრულებელი ომი და ბრძოლა. აქ ყველაფერი სხვაგვარად არის. აქ ჩვენი ბრძოლა და დაღვრილი ოფლი ოქროთი ფასდება და ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ დიდებისკენ.
-ყველას და ყველაფრის ბოლო მაინც სიკვდილია. ამ დიდების მწვერვალიდან რა შეგიძლია გააკეთოთ თქვენი ქვეყნისთვის? ნუთუ იქ ვინც დარჩა მათზე არ ფიქრობთ?-ვსაყვედურობდი ალის.
-ვფიქრობ.-სევდიანი სახით შემომხედა.-აქ წამოვიყვან მამაჩემს და ჩემს დას.
-მეგობრები? ნუთუ არავინ გყავდა იქ ოჯახის გარდა ვინც გენატრება? ნიკოლოზი ჩემი ბავშვობის მეგობარია. სურვილი იმის გამეგო როგორ იყო, არ მასვენებდა ეს წლები. რამდენი რამ გადავიტანე არ იცით, არავინ არ იცის რისი გამოვლა მომიწია, რომ მენახა. ის კი აქ იყო და არც მნახა, არ მოინდომა ჩემი ნახვა. არც კი მკითხა მისი დედა და მისი ძმა როგორ არის? ყველას და ყველაფერს ვერ წაშლით, გულის სიღრმეში დარჩებიან ადამიანები თქვენს გულებში ვინც არსებობდნენ თუნდაც შორეულ წარსულში, როგორც არ უნდა ეცადოთ ოქროთი გადაფაროთ მათი ადგილი მაინც ვერ შეძლებთ. თუ არსებობს ცუდი არსებობს კარგიც. ეს შემოქმედის დაწესებული ბალანსია და ამას ვერავინ შეცვლის. უბრალოდ გზის არჩევისას იმაზე იფიქრეთ რა დარჩება თქვენს შემდეგ და არა იმაზე რამდენად მაღლა ახვალთ.-ჩაფიქრებული მისმენდა ალი ბეი.-რა გქვიათ? თქვენი ნამდვილი სახელი რა არის?
-იოსები.-სევდიანად ჩაილაპარაკა, თითქოს წარსულში დაბრუნდა. შუბლ შეკრული იდგა და ფიქრობდა.
-ბიბლიური სახელი, იოსები.-ჩავილაპარაკე.
-მამაჩემი მღვდელი იყო.
-მამათქვენი მღვდელია.-გავუსწორე.-ნუ ცდილობ წარსულში მოიხსენიოთ. რამდენი წლის ხართ?
-27 წლის. 13 წლის ვიყავი, რომ მომიტაცეს და ტყვედ გამყიდეს. იბრაჰიმ ქათხოდამ მიყიდა. ის მდიდარი ქართველი მამლუქი და ბეგი იყო. მისი სიკვდილის მერე მისი ქონება და ძალაუფლება მე დამრჩა. მან მიშვილა და ახალი ცხოვრება მანახა, ის გახდა ჩემი მამა.
-მაგრამ შენს ნამდვილ მამას განა უნდოდა, რომ ტყვე გამხდარიყავი? რამდენი ცრემლი დაღვარა შენს გამო გიფიქრია ამაზე? იქნებ მისმა ლოცვებმა მოგიყვანა ამ დიდებამდე, ამაზე არ ფიქრობ?
-და რა ვქნა? მივატოვო ეს ყველაფერი და დავბრუნდე უკან? იქ რა მელის?
-ეცადე აქედან დაეხმარო მეფეს და შენს ხალხს, რომ თავი დააღწიონ ოსმალებს.
-მეფეს? სად იყო მეფე ტყვედ რომ გამყიდეს? -ხმას აუწია.-მეფე თავის ხალხზე ზრუნავს. რატომ არ შეაჩერებენ ბავშვების ტყვედ გაყიდვას? იცი რამდენი ტყვე ქართველი ბავშვი ვიყიდე და რამდენი ქალი? შენ რა იცი მე როგორ ვეხმარები ჩვენს ხალხს?
-მამლუქებად ზრდით, რომ თქვენი დიდება გაამყარონ. ისე გამოურეცხეთ ნიკოლოზს ტვინი, რომ ჩემი ნახვა არც მოინდომა. ის ჩემთვის დაუფიქრებლად გასწირავდა საკუთარ სიცოცხლეს და დღეს..-გავჩუმდი.
-მისი დიდების წყურვილი ხან და ხან მეც მაშინებს.-უცებ შემომხედა ალიმ.-მე არავის არ ვართმევ მოგონებებს და არც არავის ვურეცხავ ტვინს. ისინი თავად ირჩევენ ამ გზას მონობიდან დიდებამდე.
-ალბათ მართალი ხართ?-თვალები ამიცრემლიანდა.
-მშვიდად იყავი, აქ არაფერს მოგაკლებენ, ისიც დაბრუნდება და გაერკვევით.-მითხრა ალიმ და ოთახიდან გავიდა. ცოტა ხანში დამეძინა, მძინარემ ხელზე შეხება ვიგრძენი და შეშინებულს გამეღვიძა.
-მშვიდად, მე ვარ.-ნიკოლოზი იჯდა ჩემს საწოლთან და მიყურებდა.
-დიდი ხანია აქ ხარ?-სანთლის მკრთალ შუქზე მის სევდიან სახეს ვხედავდი.
-ახლა მოვედი.-ჩემი ხელი ხელში ეჭირა.-ძალიან გიყვარს? ვინ არის?
-ამას მნიშვნელობა არ აქვს. შენ ჩემი ნაწილი ხარ, ჩვენ ერთად გავიზარდეთ, შენი გაყოფილი ლუკმა მახსოვს. მახსოვს ატირებულს ცრემლებს როგორ მიმშრალებდი, მახსოვს ჩემს გამო როგორ ჩხუბობდი. აქ შენს კვალს გამოვყევი, რადგან დავიფიცე, რომ გიპოვიდი. ნინას პირობა მივეცი, რომ გიპოვიდი. რომ გავიგე რომ შენს გატაცებაში კირილე იყო გარეული მისი მოკვლა ვცადე. მათ კი ისევე გამყიდეს, როგორც შენ.-მოგონებებმა თვალები ამიმღვრია და ცრელმებმა გაიკვლია გზა ჩემს სახეზე. როგორც ბავშვობაში, ზუსტად ისე შემიმშრალა ცრემლები და სველი ლოყები დამიკოცნა.
-ანამ მომიყვა რაც გემზე მოხდა და მას შემდეგ.-თვალებით იატაკს მიაშტერდა.
-მაშინვე ვაპირებდი წამოსვლას, მაგრამ მათი გადარჩენა მინდოდა. მდევარი შევაჩერე და მე გავხდი ტყვე.-ვუხსნიდი მას ჩემს გადაწყვეტილებას.
-შენ სხვაგვარად ვერ მოიქცეოდი.-გაეღიმა.-იქნებ დროა გაჩერდე, შენ ვერ შეცვლი ვერაფერს. ათასებში ერთი პატრიოტი ვერ შეცვლის, თანაც შენ არ გაქვს ძალაუფლება, უბრალო მებრძოლი ხარ.
-მე არა, მაგრამ მეფე შეცვლის. სოლომონმა უკვე აკრძალა ბავშვების გაყიდვა. ოსმალეთში ყოფნისას ვიგებდი მისი დიდების ამბებს. სოლომონს ძალაც აქვს და ქვეყნის სიყვარულიც.
-როდის გაიცანი მეფე?-აშკარად ეჭვიანობდა.-შენ ის შეგიყვარდა?
-არა, მე ის არ მიყვარს, მაგრამ მისი დახმარება მინდა. დავეხმარები კიდეც, თუ ჩავაღწიე ოსმალეთში.
-ახლა, აქ როგორ მოხვდი?
-გამოვიპარე და ჩამოვედი. შემეძლო საქართველოში წავსულიყავი, მაგრამ აქ წამოვედი. შენ კი არ მოინდომე ჩემი ნახვა.-ისევ ვსაყვედურობდი.- უკან წავედი, გზაში მეკობრეები დაგვესხნენ თავს. გადავრჩი, რადგან იქაც ქართველი იყო გემზე. მერე კაიროში წავედით და იქიდან ქართველები წამოვიყვანეთ, ოსმალეთში უნდა დავბრუნებულიყავი, როგორმე ბოსფორი უნდა გაგვევლო. გზაში ყაჩაღები დაგვესხნენ თავს და ბრძოლისას დამჭრეს. კაპიტანს ვთხოვე აქ მოვეყვანე, შენ თუ არა ანა არ გამწირავდა.-თვალებში ვუყურებდი, მან კი თვალი მომარიდა.
-მაპატიე რომ ზურგი შეგაქციე. იქნებ იმიტომ, რომ არ იცვლები? იქნებ იმიტომ რომ ისეთივე მებრძოლი ხარ. თავს საფრთხეში იგდებ. კაიროშიც მოძებნე ქართველები და ისევ ბრძოლაში ერთვები. უნდა გაჩერდე, შენ ღმერთი არ ხარ, ვერ შეცვლი ვერაფერს, რადგან ერთი ჩვეულებრივი გოგო ხარ. მეფემ და თავადებმა უნდა შეცვალონ, ისინი კი ამ ყველაფერს ხელს თავად უწყობენ. საქართველოში, რომ ჩაიყვან ამ ხალხს მერე რა იქნება? ისევ მოიტაცებენ, შენც მოგიტაცებენ და ისევ გაგყიდიან. საქართველო მალე ქართველების აღარ იქნება, მაგრამ ჩვენ ქართველ მამლუქებს გვაქვს შანსი ეგვიპტეზე ვიბატონოთ.
-ეგვიპტის მმართველი იქნები, მაგრამ არა შენი ხალხის. რაში გჭირდება ეს დიდება?
-იქ მონა ვიყავი. აქ კი ბეი ვარ. ვერ შეძლებ დამარწმუნო შენს სიმართლეში, რადგან ის მორჩილი პატარა ბიჭი შეიცვალა, რომელიც ყველაფერს გიჯერებდა.
-ვხედავ. ეს დროებითია ნიკო. შენი სისხლით საკუთარი ქვეყნის ისტორია დაწერე, სხვა ხალხის ისტორიას ნუ დაწერ.-თვალცრემლიანმა შევხედე.
-შენზე რას მეტყვი? ვინ არის ვინც შენი გული მოინადირა?-გაბრაზებული მიყურებდა.
-ოსმალეთის მომავალი სულთანი.-თვალი არ მომირიდებია, რადგან თავს დამნაშავედ არ ვგრძნობდი.
-ვინ უფრო უარესია ჩვენს შორი?-გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა.
-ცუდი და კარგი ყველგან არის. ის დამეხმარება ჩემი ქვეყანა ოსმალებისგან დავიხსნა. ის დამპირდა, რომ იქნება აღმშენებელი და არა დამპყრობელი.
-გჯერა? აქედან რომ ჩახვალ გაპარვას არ გაპატიებს და სიკვდილით დაგსჯის, ღრუბლებში ფრენას მოჩი.-განრისხებული ლაპარაკობდა.
-არ დამსჯის, შენ არ იცი რამდენი რამ მაპატია. ხან და ხან მგონია ჩემი თვალებით ხედავს სამყაროს. -მეჰმედის დიდსულოვნებაზე ვლაპარაკობდი და თვალებში ვუყურებდი ნიკოლოზს.
-დაიმორჩილე შენი სილამაზით, ახალგაზრდობით და ეს მოგწონს, შენ ის არ გიყვარს, შენ მოგწონს მას რომ მართავ, მაგრამ როგორც კი შენზე ლამაზი და ახალგაზრდა აღმოჩნდება მის გვერდით, შენ გაუფასურდები და დაპირებებიც გაქრება.-გაბრაზებული ტონით მელაპარაკებოდა ნიკოლოზი.
-მიყვარს. ძალიან მიყვარს, მაგრამ ჩემი ხალხი და ქვეყანაც მიყვარს. ბოლომდე ვიბრძოლებ ჩემი ქვეყნისთვის უშენოდ. ყველას შენი საზომით ნუ ზომავ, იქნებ იმიტომ შემიყვარდა, რომ მასში სხვა რამ დავინახე, დავინახე ადამიანი, რომელმაც თავისი გული მომცა და ჩემით სუნთქავს.-საწოლში გვერდი ვიცვალე და ზურგი შევაქციე. იქვე იჯდა და ოთახიდან არ გადიოდა.
-დედა როგორ არის?-სიჩუმეში მისი ხმა გაისმა.
-ცუდად, შენი გატაცების მერე ძალიან ცუდად იყო. ვუყურებდი და ვფიქრობდი რომ ათი წლით უფრო დაბერდა. ყოველ დღე მივდიოდი და სანუგეშოს ვერაფერს ვეუბნებოდი. მერე კი ბრძოლა დავიწყე, იარაღ ასხმული დავდიოდი მინდვრებში, ტყის და მდინარის პირას და გამტაცებლებზე ვნადირობდი. 11 კაცი მოვკალი ვინც ბავშვებს იტაცებდნენ. მამა გიორგიმ კურთხევა მომცა, დამრთო ნება ქვეყნის მოღალატეებზე შური მეძია. არც ერთი მათგანი არ იყო ოსმალო, ყველა ქართველი იყო. მე საკუთარ მოძმეებს ვხოცავდი მაშინ, როცა მათთან ერთად ოსმალებთან უნდა მებრძოლა. შენი ძმა, გიორგი მეფემ თავისთან იხმო. მე კი კირილემ ფოთის ფაშას მიმგვარა. მახსოვს ნინას თვალები როცა დამიჭირეს და პირი ამიკრეს. -ცრემლიანი თვალები შევიმშრალე.-არც ნინას, არც გიორგის და არც ჩემი ბრალი არ არის შენი მოტაცება. რაც არ უნდა ეცადო ვერ ამოგვიღებ გულიდან, მაშინ გული აღარ გექნება. უგულოდ ცხოვრებას კი არ გირჩევ.
-დაიძინე.-შუბლზე მაკოცა და ჩემი ოთახიდან გავიდა. ძალინ სიმპათიური იყო ნიკოლოზი, მაღალი, ათლეტური აღნაგობა, ოდნავ წვერი, გარუჯული კანი. მე კი მეჰმედზე ფიქრს ვერ ვწყვეტდი, იქნებ იმიტომ, რომ მე მეჰმედის სული მიყვარდა. მიყვრდა მისი თვალები, როცა მე მიყურებდა. ისეთი სხივი ედგა მათბობდა. მენატრებოდა, გულში ტკივილს ვგრძნობდი, უსაშველოდ მენატრებოდა.
მალე გამოვჯანმთელდი და ალი ბეის სახლი დავტოვე. წამოსვლისას ყველას დავემშვიდობე. ნიკოლოზი გემამდე გამომყვა, ყველანი გემზე დაგვხვდნენ. ორი კვირა ჩემს მოლოდინში იყვნენ. გემზე ასვლისას ნიკოლოზისკენ შემოვბრუნდი.
-მოიცადე.-ხელზე ხელი მომკიდა და გულში ჩამიკრა.-სიცოცხლის ბოლომდე მეყვარები, მაგრამ არ შემიძლია სხვაგვარად.-დაიჩურჩულა ჩემს ყელთან.-თავისუფალი ხარ დადებული ფიცისგან ჩემს წინაშე, მინდა ბედნიერი იყო, შენ გჯერა შენი სწორი გზის და ასე იარე, თუ გადაუხვევ შენ შენ აღარ იქნები. მე არც განათლება მყოფნის და არც სიმამაცე რომ შენი გზით ვიარო. ეს შენ გქონდეს, რომ ცხოვრება გავაგრძელო.-ჯიბიდან ჩემი პორტრეტი ამოიღო და მომცა.- ეს სიტყვები „ არ დამივიწყო“ არ მომცემს უფლებას შენი დავიწყების, ამიტომაც შენ გქონდეს. ცხოვრება შენი აჩრდილის გარეშე უნდა გავაგრძელო.
-კარგი.-შევხედე ნიკოლოზს, თვალები ცრემლიანი ჰქონდა.-რაც არ უნდა მოხდეს, ნუ დაივიწყებ ვინ იყავი და საიდან მოდიხარ. დიდებამ და ფუფუნებამ არ დაგიმონოს თორემ დაიღუპები.-ლოყაზე ვაკოცე და ხელი გავაშვებინე.
-დედაჩემს უთხარი თუ ნახავ, რომ კარგად ვარ.-მითხრა და ისევ გულში ჩამიკრა.-დარჩი.-მის ცრემლებს ვგრძნობდი.-გპირდები ბედნიერები ვიქნებით.
-არა ნიკოლოზ. მე თუ დავრჩი ეს ღალატზე უარესი იქნება. შენთან ცხოვრება, შენახული ერთგულება და სხვა კაცზე ფიქრი ღალატზე უარესია.
-მშვიდობით.-ხელი გამიშვა.-ეცადე ბედნიერი იყო.
-კარგი.-გავუღიმე და გემზე ავედი.
-როგორ ხარ?-კაპიტანი ჩამეხუტა.
-კარგად. ჭრილობა ცოტა მტკივა, უკეთ ვარ.-გავუღიმე ყველას და კაიუტაში ჩავედი. იქ ჩემი პანტერა იწვა, რომ დამინახა ჩემსკენ გამოექანა და ინერციით წამაქცია, მერე კი ლოკვა დამიწყო.
-ენატრებოდი. ცოტა გვეშინოდა მისი, მაგრამ მივიჩვიეთ.-გამიღიმა კაპიტანმა.-გავიდეთ ზღვაში?
-გავიდეთ, სამშობლო გველოდება.-გავუღიმე და პანტერას მოვეფერე.
სტამბოლს მივადექით, გემიდან ნავით დავიძარი სანაპიროსკენ, ბაზარში ცხენი ვიყიდე და მეჰმედის სახლისკენ გავემართე.
1756 წლის ივნისი იყო. მეჰმედს ჩემი მისვლა შეატყობინეს. კართან ვიდექი და ვუყურებდი, სირბილით დაეშვა კიბეებზე, გახარებული გამოემართა ჩემსკენ და ძლიერი ხელებით გულში ჩამიკრა. მერე თავსაბურავი გადამხადა და სახეზე შემომხედა.
-ალაჰ, ცოცხალი ხარ?-გემი რომ დაიკარგა ისე შემეშინდა, მეგონა დაგკარგე.-თმაზე მეფერებოდა.
-მეჰმედ, მომენატრე.-ხელზე ვაკოცე და თვალები ცრემლით ამევსო.
-როგორ გაბედე ჩემი მიტოვება.-ბრაზი გაერია ხმაში და ისევ გულში ჩამიკრა. მერე ხელი ჩამკიდა და სახლში შემიყვანა.
-საშინლად დაღლილი ვარ, ვიბანავებ და დავბრუნდები.-ხელი შევუშვი მეჰმედს. ჩანთა მოვიხსენი, სუფთა ტანსაცმელი ავიღე და აბანოში წავედი.
ტანს ვიბანდი, საშინლად მტვრიანი და ოფლიანი ვიყავი. თმაზე წყალი დავისხი, სწორედ ამ დროს ხელის შეხება ვიგრძენი და შევკივლე.
-ჩუმად, მე ვარ.-მეჰმედის ხმა გავიგე.
-აქ რა გინდა? გული გამისკდა შიშით.-შევხედე გაბრაზებულმა.
-მე დაგეხმარები.-მითხრა და წყალი ფრთხილად დამასხა თავზე.
-ასე არ შეიძლება, მრცხვენია.-ვგრძნობდი, რომ სულ გავწითლდი.
-მოეშვი. პირველად ხომ არ გხედავ შიშველს?-ხელი სველ ზურგზე დამისვა.-ულამაზესი ხარ.-ჩახლეჩილი ხმით ჩაილაპარაკა და წყალი კვლავ დამასხა. სველი პირსახოცი შემომხსნა, მის წინ სრულიად შიშველი ვიდექი, არ ვიცი რა მჭირდა მაგრამ ისე ვღელავდი თითქოს პირველად მეხებოდა.
-მოვწესრიგდები და გამოვალ, შენ წადი.-ჩავილაპარაკე.
-არსად არ წავალ.-ხელი ზურგზე ჩამომისვა, მერე კი ჩემს ჭრილობას შეხედა და შეშფოთებულმა შემომხედა.-ეს რა არის?
-ყაჩაღები დაგვესხნენ თავს, დაჭრილი ვიყავი. ალი ბეისთან მიყვანა ვითხოვე და მის სახლში მიმიყვანეს. საუკეთესო ექიმებმა მიმკურნალეს და გადავრჩი.-გავჩუმდი, მერე კი განვაგრძე.- იქ ნიკოლოზი ვნახე, ვილაპარაკეთ. მე ფიცისგან თავისუფალი ვარ, მე შენთან დავბრუნდი.-ხელი მოვკიდე და ჩემსკენ შემოვაბრუნე. თვალები ცრემლით აევსო და სილა გამარტყა სახეში, საშინელი ღრიალის ხმა აღმოხდა ყელიდან და ჩემსკენ მეორედ წამოღებული ხელი კედელს დაარყა გამეტებით.-წარბი არ შემიხრია, თვალებში ვუყურებდი, იმ დროს ჩემს თვალებს დიდი ძალა ჰქონდა, ის მეჰმედს სწვავდა, მასში მხეცს ამშვიდებდა.
-სიმართლე მითხარი, ისევ ის გიყვარს.-დამიყვირა.
-მიყვარს, მაგრამ არა როგორც მამაკაცი.-ცრემლიანი თვალებით შევხედე.
-მან არ მიგიღო ხომ?-გაბრაზებული მიყურებდა.
-მან მითხრა, რომ არ გიყვარვარ. მითხრა, რომ თუ დავბრუნდებოდი სიკვდილით დამსჯიდი, არ მაპატიებდი წასვლას და მოღალატედ ჩამთვლიდი. მაგრამ ჩემი წასვლის მიზეზი სულ სხვა რამ იყო. სწორედ შენდამი დიდმა სიყვარულმა მაიძულა წავსულიყავი. ვფიქრობდი, რომ შვილს ვერ გაგიჩენდი, ვფიქრობდი, რომ შენთვის დაბრკოლება ვიყავი და ამიტომ წავედი. -თვალცრემლიანი ვიდექი მის წინ.
-ახლა რატომ დაბრუნდი?-ისევ გაბრაზებული მიყურებდა.
-როცა ყაჩაღები თავს დაგვესხნენ და სიკვდილს ვებრძოდი მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, როგორ გადამერჩინა შენი შვილი. ამიტომაც ვთხოვე ალი ბეის სახლში მიყვანა.
-შვილი?-გაბრაზება სევდამ შეუცვალა და თითქოს დაიღალაო, მოწყვეტით ჩამოჯდა.
-ჯერ კიდევ კაიროში ვიყავი, რომ მივხვდი ფეხმძიმედ ვიყავი. უკვე სამი თვის ფეხმძიმე ვარ. შენთან ვბრუნდებოდი, უკან ვბრუნდებოდი ისე, რომ ნიკოლოზი არ მინახავს. გზაში დაგვესხნენ თავს ყაჩაღები ალექსანდრიისკენ რომ მივდიოდით. ექიმმა მითხრა, რომ ბავშვი კარგად არის. თუ ჩემი დასჯა გინდა ეს მას მერე გააკეთე, როცა შვილს გაგიჩენ.-სუფთა პირსახოცი ავიღე და სველი ტანის შემშრალება დავიწყე. ის კი იჯდა გაყინული და არ ინძრეოდა. მერე თითქოს გონს მოვიდა, სველი პირსახოცი შემომხსნა და გძელი პერანგი გადამაცვა თავზე. მერე კი მოსაცმელი მომაცვა. ხელი ჩამკიდა და თავის ოთახისკენ წამიყვანა.
ოთახში შევედით, საწოლზე ჩამომსვა, თავად კი ჭიქაში წყალი ჩამოასხა და მომიტანა.
-დალიე.-მითხრა და ჩემს გვერდით ჩამოჯდა.-მართლა გიყვარვარ? თუ რამის გამო აკეთებ ამას არ მინდა, არ მინდა გეზიზღებოდე.-გვერდით მიჯდა და ჩუმად მელაპარაკებოდა.
-მიყვარხარ.-შევხედე თვალებში.-რომ არ მიყვარდე აქ არ მოვიდოდი, მინდა გჯეროდეს. -მის ხელს ხელი მოვკიდე, თვალებში ვუყურებდი და ისე ვსაუბრობდი.-წარსულის ვალდებულებებისგან თავისუფალი ვარ. მან არა მარტო მიმიღო დარჩენასაც მთხოვდა, მე კი არ დავრჩი.
-სხვა ნებისმიერს ალბათ მართლა დავსჯიდი, მაგრამ შენ რომ რამე გავნო იგივეა გული ამოვიგლიჯო. -ნაზად მაკოცა ჭრილობაზე. მერე კი ტუჩებზე გადაინაცვლა. მეფერებოდა ნაზად, თითქოს შიში ჰქონდა რამე არ დაეშავებინა.
-საშინლად მენატრებოდი.-მის ყურთან დავიჩურჩულე.-გპირდები არასდროს მიგატოვებ, სულ შენს გვერდით ვიქნები.
-მე რომ გაგიშვა?-თმა ყურს უკან გადამიწია და თვალებში ჩამხედა.
-შენ რომ გამიშვა წავალ. თუ გამიშვებ სიყვარულიც აღარ იქნება და წავალ სანამ სულ გავაფუჭებთ ყველაფერს.-ცრემლი წამომივიდა თვალებიდან.
-თუ გაგიშვებ მხოლოდ იმიტომ, რომ დაგიცვა.-ყურის ძირში მაკოცა და თავი ჩემს თმაში ჩარგო. მერე წამოდგა, მოსასხამი მოიცვა და ფანჯარაში სივრცეს გახედა.
-რამე მოხდა?-საწოლიდან წამოვდექი, მოსაცმელი მოვიცვი და ზურგიდან ჩავეხუტე.
-ვერ დავადგინეთ ვინ სცადა ჩემი მოკვლა. გული ცუდს მიგრძნობს, შენს გამო მეშინია. ჰარამხანის ქალები შენ, რომ დაგინახავენ გაბოროტდებიან და მეშინია არაფერი დაგიშავონ.
-მეჰმედ რა ხდება? რას მიმალავ?-წინ დავუდექი და თვალებში შევხედე.
-დიდი ვეზირის ასულის შერთვას ვაპირებდი. მეგონა ცოცხალი აღარ იყავი. ახლა რომ უარი განვუცხადო დამიპირისპირდება. ჯერ სულთანი გავხდები და მერე განვაცხადებ უარს მის შერთვაზე. ახლა კი ჩემს გვერდით, რომ დაგინახონ ეს ცუდი იქნება. მაშინ, ჩვენი შვილები..-გაჩუმდა.
-არაფერი დამიმალო?-შევხედე გაბრაზებულმა.
-მუსტაფამ გაარკვია. საკვებში რაღაც მცენარე იყო გარეული რამაც მუცლის მოშლა გამოიწვია.-გულზე მიმიხუტა.-მეშინია კიდევ არ დაგიშავონ რამე. საქართველოში დაგაბრუნებ დროებით. შენ და ბავშვი იქ უსაფრთხოდ იქნებით. როცა ტახტზე ავალ უკან დაგაბრუნებთ. ჩემი ხომ გჯერა?
-მე არ მიმიღებენ, მე ზედმეტი ვარ.-ცრემლიანი თვალებით შევხედე.
-გვანცა არა გთხოვ, არ იტირო.-ხელი მომკიდა და გულზე ამიკრა.
-მეჰმედ არაფერი არ გამოვა, იქნებ ჯობია საერთოდ წავიდე შენგან. შენ ჩვეულებრივი ადამინი არ ხარ, შენ ქვეყანა უნდა მართო და დიდი ვალდებულებები გაქვს.
-არა! მე შენ მიყვარხარ. შენს გარეშე მკვდარი ვარ.-დამიყვირა.-დროებით, ყველაფერს დავალაგებ და მერე დაგაბრუნებ. იქ უსაფრთხოდ იქნები.
-კარგი. ქართველებთან ერთად დავბრუნდი ეგვიპტიდან. მინდოდა მეთხოვა მათი გემის გატარება ბოსფორზე, რომ ქვეყანაში დაბრუნდნენ. ეს ბოლო სურვილი შემისრულე და წავალ, უფლის მადლობელი ვარ, ჩემთან შენი ნაწილი იქნება.
-არ გჯერა ჩემი ხომ?-ხელი ნიკაპ ქვეშ ამომდო და თვალებში ჩამხედა.-რას ფიქრობ? მითხარი!-ხმას აუწია.-მითხარი, უნდა ვიცოდე.
-ვფიქრობ, რომ ჟინი დაიკმაყოფილე, გარეული ცხოველი მოათვინიერე და უბრალოდ ინტერესი დაკარგე.-საშინლად ვეჭვიანობდი.
-ასე ფიქრობ?
-ასე ვფიქრობ.-გაბრაზებული ვუყურებდი, ის კი მიახლოვდებოდა, მე კი უკან ვიხევდი.-არ მომეკა...-სიტყვა ვეღარ დავამთავრე კოცნით გამაჩუმა, წინააღმდეგობის მიუხედავად ხელში ამიყვანა და ისევ საწოლზე დამაწვინა.
-პანტერა, ველური.-ჩემს ფართხალზე იცინოდა.
-ნუ იცინი, მომშორდი.-ისევ ვფართხალებდი.
-ამიტომ უნდა გაგიშვა.-ხელები თავს უკან გამიკავა და ზემოდან დამაჯდა.-საკუთარი ხელით მოკლავ ვეზირის ასულს.
-არ მივდივარ. ეჭვიც არ შეგეპაროს, რომ მოვკლავ.-ისევ მაკოცა მე კი ტუჩზე ვუკბინე.
-ველურო.-სწრაფად მომცილდა და ტუჩიდან წამოსული სისხლი ენით გაილოკა.
-გამიშვი.-ისევ გავიბრძოლე.
-არ გაგიშვებ.-იღიმოდა.-ჩემი ველური გოგო.-ისეთი სითბოთი წარმოსთქვა თავი დამნაშავედ ვიგრძენი, რომ არ ვენდობოდი.-ახლა დავრწმუნდი, რომ არ თამაშობ, რომ მართლა გიყვარვარ.
-დარწმუნდა.-გაბრაზებული ვუყურებდი.
-ნუ მიბრაზდები.-ხელები მომხვია და ჩამეხუტა.
-ვერ ვსუნთქავ.-სუნთქვა შემეკრა ისე მეკვროდა. ჩემთან ერთად გადატრიალდა საწოლზე, ისე რომ ხელი არ გაუშვია და გულზე მიმიკრა.
-აქედან არ გახვალ ეს ხუთი დღე.-ყურზე მიკბინა.-შენი სურნელი დიდხანს უნდა გამყვეს.-ყელში მაკოცა.-არც საწოლიდან ადგომის საშუალებას არ მოგცემ. ჩემი ველური.-გაღიმებული მიყურებდა.-ერთად ერთი რაც მინდა ჩვენს შორის იყო არის ნდობა. მინდა მენდობოდე, არ ეჭვიანობდე და გიყვარდე.
-მიყვარხარ.-ცრემლები წამომივიდა.
-ნუ ტირი. სად გაქრა ქალი, რომელიც ყველაფერს უპირისპირდებოდა? ზედმეტად გულჩვილი გახდი.-იღიმოდა.-მეც მიყვარხარ და არასდროს შეგეპაროს ჩემში ეჭვი.-მითხრა და მოფერება დამიწყო.
მეორე დილით ჯერ კიდევ მეძინა. ფეხის ხმა გავიგე საწოლთან, ეს მეჰმედი არ იყო. ამიტომ თვალები არ გამიხელია.
-დაბრუნდა?-პატარა გოგონას ჩურჩულის ხმა გავიგე, აიშე იყო. გამეღიმა.
-დაბრუნდა. არ გააღვიძო.-მეჰმედმაც დაიჩურჩულა.
-როდის გაიღვიძებს? მინდა ჩავეხუტო.-ისევ ჩურჩულებდა აიშე.
-მეც მინდა.-ხელი დავავლე და საწოლში შევითრიე აიშე. ყელში ვაკოცე. ის კი იცინოდა.
-გვანცა გაჩერდი.-კისკისებდა ჩემი პატარა.
-როგორ ხარ? მამამ ხომ არ გაგაბრაზა?-მეჰმედს შევხედე, ისიც გვერდით მოგვიწვა და ბედნიერი იღიმოდა.
-გამაბრაზა. დამიყვირა შენი თავი არ მაქვსო.-გაბრაზებულმა შეხედა მეჰმედს.
-რატომ?
-არ ვიცი. ვკითხე როდი დაბრუნდება გვანცათქო. ის კი ტიროდა და მერე მიყვირა.-გაბუტული ლაპარაკობდა აიშე.
-კარგი, მოდი შეურიგდი მამას, აღარ გიყვირებს. ხომ იცი, რომ ძალიან უყვარხარ.-ისევ ვაკოცე აიშეს.
-აღარ წახვიდე. შენ რომ არ ხარ სულ ჩხუბობს.-ტუჩი საყვარლად გამობზიკა აიშემ.
-აიშე, არავის უთხრა, რომ გვანცა აქ არის.-აიშეს შეხედა მეჰმედმა.
-რატომ? -იკითხა აიშემ.-ვიტყვი მამა რა. იცი რა მოუვათ იმ აფთრებს. სულ გადაირევიან.-მეჰმედის ყოფილებზე იცინოდა აიშე.
-შენი შვილი არ არის და როგორ გგავს თუ ატყობ.-გაეცინა მეჰმედს.
-რამე ხომ არ გაწყენინეს, მითხარი და მივუჩენ ადგილს.-შევხედე აიშეს.
-არა.-გაიცინა აიშემ.-მამას ეკურკურებოდნენ და მამამ გააგდო ოთახიდან.-ყურში მიჩურჩულა.
-რას ჩურჩულებთ?-წარბაწეულმა შემოგვხედა.
-ქალების საქმეში რატომ ერევი.-შევხედე მეჰმედს.
-იცოდე თუ გამებუტა დაგსჯი.-აიშეს შეხედა.
-რა ჩაიდინა მითხარი, ვერფერსაც ვერ დაგსჯის.-თვალი ჩავუკარი აიშეს.
-არაფერი. შენს ცხენს ეფერებოდა, შენს ოთახში შენი კაბა ეჭირა და ყნოსავდა. სულ ჩხუბობდა, ახლოს არავინ ეკარებოდა.
მუსტაფამ ტყის სახლში გადაიყვანა ქართველები და საკვებით მოამარაგა. მეჰმედმა ბეჭედ დარტყმული წერილი მომცა, რომ ბოსფორზე გავსულიყავით გემით.
ხუთი დღე მართლა არ გამომახედა ოთახიდან. მუსტაფამ, აიშემ და ემინემ იცოდნენ მარტო, რომ იქ ვიყავი. ხუთი დღის მერე ხალხი გემზე გადავიყვანეთ.
-დღეს ღამე წავალ.-ფანჯრიდან ვიყურებოდი, სახეზე დიდი ტკივილი მქონდა გამოსახული.
-არ ინერვიულო.-შუბლზე მაკოცა.-სიცხე გაქვს, რა ცხელი ხარ.-შეშფოთებულმა შემომხედა.
-ნერვიულობის დროს ასე მემართება.-გამეღიმა.
-ასე ვერ გაგიშვებ.-შეშფოთებული მიყურებდა.
-კარგად ვარ, არაფერი მიჭირს.-ჩავეხუტე.-წერილს მოგწერ, შენც ხომ მომწერ.-ავხედე.
-მოგწერ.-შუბლზე მაკოცა, აფორიაქებული იყო. ჩემზე მეტად ნერვიულობდა და განიცდიდა ჩემს წასვლას.
-ყველაფერი დალაგდება, მჯერა.-ვთქვი მის დასამშვიდებლად, თუმცა ცუდი წინათგრძნობა მქონდა, რაღაც ძალა მეუბნებოდა, რომ არ უნდა წავსულიყავი.
იმ ღამით, 6 ივლისს დიდი ალიაქოთი ატყდა მეჰმედის სახლში. სტამბოლში საშინელი ხანძარი გაჩნდა. გამგზავრებას ვერ გადავდებდი, მეჰმედმა გემზე მიმიყვანა, ყველანი იქ იყვნენ უკვე და გასამგზავრებლად ემზადებოდნენ.
-არ ინერვიულო და თავს გაუფრთხილდი.-ხელები შემომხვია და გულში ჩამიკრა. გემიდან კარგად ჩანდა თუ როგორ ძლიერდებოდა ხანძარი, თან და თან ედებოდა ირგვლივ ყველაფერს.
-შენც გაუფრთხილდი თავს. ჩემი მიტოვება და დავიწყება არ გაბედო.-ცრემლიანი თვალები შევანათე. პანტერა მივიდა მასთან და ფეხებთან დაუწვა.-შენ წაიყვანე, შენ უფრო გჭირდება. იცი მეჰმედი დავარქვი.-გავუღიმე.
-სიკვდილის გარდა ვერაფერი დაგვაშორებს, სხვა სიცოცხლეშიც მოგძებნი.-გამიღიმა. მერე კი კაპიტანს ჩამოართვა ხელი.-მშვიდობიან მგზავრობას გისურვებთ. გთხოვთ გაუფრთხილდით, ის ჩემთვის შეუცვლელია.-ჩემზე უთხრა კაპიტანს, მანაც თავი დაუქნია.
უკანასკნელად მოვეხვიე, ისე ვყნოსავდი მის კანს თითქოს მინდოდა მისი სუნი სულ თან მქონოდა. მეჰმედი გემიდან ჩავიდა, პანტერამ ხელზე ამლოკა და მეჰმედს აედევნა, ჩვენც ზღვაში გავედით.
-როგორ ხარ?-კაპიტანი და გოგონები შემომეხვივნენ.
-ყველაფერი რიგზეა, ბოსფორს გავივლით და ამ წერილს ვაჩვენებთ თუ ვინმე ხელს შეგვიშლის. თუმცა იმხელა ხანძარია ჩვენთვის არავის სცალია.-ზღვიდან კარგად სჩანდა თუ როგორ ძლიერდებოდა ცეცხლი და ედებოდა მთელს დასახლებებს.
-იმდენი ცოდვა ტრიალებს მაგ ბაზარში, რომ თავად ღმერთი განრისხდა.-ჩაილაპარაკა კაპიტანმა.-შენ რა გჭირს? უნდა გიხაროდეს.
-მიხარია.-შევხედე კაპიტანს, თუმცა თვალები ცრემლიანი მქონდა.
-გიყვარს?-მხარზე ხელი დამადო.
-მიყვარს, ის კარგი ადამიანია, ასე რომ არ იყოს საკუთარი ქვეყნის მტრებს ჩემს გამო არ გაუშვებდა.-უფრო საკუთარ თავს ვარწმუნებდი.
-მართალი ხარ ჩემო გოგონა, როცა საკუთრი ძმა და ქვეყანა გწირავს და მტერი დახმარების ხელს გიწვდის, ხვდები, რომ კარგი და ცუდი ყველაგან არის, ბოროტება და სიკეთე ყველაგან არის.
რამდენიმე დღეში ფოსაქართველოში ვიყავით. სოლომონ მეფესთან შესახვედრად აუდიენცია დავნიშნეთ მე და კაპიტანმა. მეორე დღეს მეფემ დაგვიბარა სასახლეში.
-გამარჯობათ.-მეგობრულად მოგვესალმა სოლომონ მეფე.
-დიდება მეფევ ბატონო.-თავი დაუკრა კაპიტანმა.
-მობრძანდით.-დარბაზში შეგვიძღვა.-მითხრეს ეგვიპტიდან ქართველი ტყვეები ჩამოიყვანეთ. ისიც მითხრეს, რომ ოსმალეთში იყავით.-გვითხრა მეფემ.
-კარგი შიკრიკები გყავთ მეფეო.-ჩავილაპარაკე, მას კი გაეღიმა, თვალს არ მაცილებდა.
-რატომ მესტუმრეთ?-შემომხედა თავის გამჭოლი თვალებით სოლომონმა, თითქოს ჩემი აზრების წაკითხვა უნდაო.
-რეალობა რომ იცოდეთ მეფეო, რომ იცოდეთ ვინ გყავთ გარშემო და რა დღეში აგდებენ ქართველ ბავშვებს.-შევხედე მეფეს.
-ბავშვების მცველი, თავადის ასული.-გაეღიმა მეფეს.
-მე საკუთარმა მამამ ტყვედ გამყიდა. თავადმა ქაიხოსრომ არა მარტო საკუთარი ქალიშვილი, არამედ ბევრი სხვა ბავშვიც გაყიდა. მე მინახავს მასთან მოსული თქვენი ბაბუა, ისინი ტყვეთა გაყიდვას თავად მფარველობენ.
-რატომ გგონია თავადის ასულო, რომ მე ამის წინააღმდეგი ვარ და საკუთარ ნათესავებს დავუპირისპირდები?-მკითხა მეფემ.
-იმიტომ, რომ თქვენ ჩვენი მეფე ხართ, ვალდებული ხართ საკუთარ შვილსაც კი დაუპირისპირდეთ თქვნი ქვეყნის და თქვენი ხალხისთვის.-თვალებში ვუყურებდი მეფეს თავაწეული.
-მართალი ხარ. რა სასჯელი დავუწესო მათ ვინც ტყვეებით ვაჭრობს?-შემომხედა მეფემ.-თავადის ასულო, თქვენ საკუთარი თვალით ნახეთ ორ ქვეყანაში ჩვენი ბავშვები და ქალები. რა სასჯელს მიუსჯიდით მათ?
-ვინც ტყვეებით ვაჭრობას გაბედავდა ყველას თვალებს დავთხრიდი, რომ ის ოქრო ვეღარასდროს ეხილათ რაც ბავშვებში გადაუხადეს.-თვალი არ მომიცილებია მეფისთვის, ისიც თვალებში მიყურებდა და თვალს არ მაცილებდა.
-ბოსფორი როგორ გამოაიარეთ?-ისევ იკითხა მეფემ.
-თავადის ასულმა წერილი გამოართვა ოსმალეთის უფლისწულს. სამეფო ბეჭედი ერტყა და ამ ქაღალდით უვნებლად გამოვიარეთ ბოსფორის სრუტე.-უთხრა კაპიტანმა.
-თავადის ასულო.-ისევ მე შემომხედა მეფემ.-არ მიკვირს.-გაეღიმა.-დარწმუნების დიდი ნიჭი გაქვთ. ყველას ვინც ტყვეებით ვაჭრობს თვალებს დავთხრი. მამაშენიდან დავიწყებ თავადის ასულო, იმედია არ მიწყენთ.
-ქვეყნის მტერი შინაურიც და გარეულიც სათანადოდ უნდა დაისაჯოს დიდო მეფეო.
-არც ჩემს ბაბუას და ბიძებს დავინდობ, პირობას გაძლევთ თავადის ასულო.-შემომხედა მეფემ, ისეთი გაბრაზებული იყო თვალებიდან ცეცხლს აფრქვევდა.-ვისურვებდი ჩვენს ქვეყანას თქვენნაირი ბევრი დედა ჰყავდეს და თქვენ, კაპიტანო. სამწუხაროა, რომ თქვენნაირ გმირებს ივიწყებენ. თქვენ აზნაურობას გიბოძებთ და მცირე მამულს მოგცემთ იმ ერთგულებისთვის რაც ჩვენი ხალხისთვის გააკეთეთ სხვის ზღვებში.
-ოცნებად მქონდა ჩემს მიწაზე სიკვდილი, გვანცამ ეს ოცნება ამისრულა. ჩემს მიწაზე ვარ.-თავი დაუკრა კაპიტანმა მეფეს.
-თავისუფალი ხართ?-კაპიტანს ხელი ჩამოართვა მეფემ.-კარგი მიწაა მდინარის პირზე, იმედი მაქვს მოგეწონებათ.-გაუღიმა კაპიტანს, და კარისკენ გაუძღვა. მეც ავედევნე.-თავადის ასულო, თქვენ სასახლეში რჩებით, თქვენთან საუბარი არ დამისრულებია.-მითხრა მეფემ და კაპიტანი გააცილა. მერე კი უკან შემობრუნდა და მაგიდასთან მივიდა. იქიდან კი წერილი აიღო და გამომიწოდა.
-ეს რა არის?-შევხედე გაკვირვებულმა, მეჰმედის ბეჭდის კვალი მეცნო.
-წაიკითხე.-თვალებით წერილზე მანიშნა. მეც გავშალე წერილი და კითხვა დავიწყე.
„მეფე სოლომონ, მე ოსმალეთის შეჰზადე მეჰმედი თხოვნით მოგმართავთ. თავადის ასული ჩემთვის შეუფასებელი განძია. მინდა თქვენი მფარველობის ქვეშ იყოს ბოლო ერთი წელი. სულთანი ავადმყოფობს, მისი გარდაცვალების მერე მე გავხდები სულთანი. რადგან ირგვლივ უამრავი მტერია, მინდა გვანცა უვნებლად იყოს, ამიტომ გამოვუშვი საქართველოში. თქვენი კეთილგონიერების იმედი მაქვს. გთხოვთ გაუფრთხილდეთ მას, სანაცვლოდ კი როცა სულთანი გავხდები ხარკს მოვუხსნი საქართველოს და ოსმალები ჩემი მეფობის დროს, არასდროს გაილაშქრებენ თქვენს ქვეყანაზე.“
-რას აპირბთ?-თვალები ცრემლით ამევსო.
-აქ იქნები სასახლეში ეს ერთი წელი. შევასრულებ ჩემს პირობას და ვფიქრობ შეჰზადეც შეასრულებს თავის სიტყვას.-გამიღიმა მეფემ.-აღარ ვიცი მამაშენი დავსაჯო თუ მადლობა გადავუხადო შენი იქ გაშვების გამო. როგორ ახერხებ ადამიანების მართვას? რა ძალა აქვთ ამ თვალებს, რომ ვერ ივიწყებენე?-ჩაილაპარაკა მეფემ , ისე, რომ ჩემი თვალებისთვის თვალი არ მოუცილებია.
-ის ყოველთვის ასრულებს პირობას.-ჩავილაპრაკე და თვალი მოვარიდე.
-მსახურები გაჩვენებენ შენს ოთახს. იმედი მაქვს კარგად მოეწყობი.-გამიღიმა მეფემ.
-მადლობა.-მეც გავუღიმე და კარში მდგომ მსახურ ქალს ავედევნე.-ეს წერილი?-უკან შევბრუნდი.
-შენ გქონდეს, შენთვის ძვირფასია მისი წერილი.-მითხრა მეფემ.
-მადლობა.-თავი დავუკარი მეფეს და დარბაზიდან გავდიოდი.
-დიდხანს დავხეტიალობდი იმ ტყეებში იმ იმედით, რომ კიდევ გნახავდი.-სიტყვა დამაწია სოლომონმა.
-რატომ?-უკან შემოვბრუნდი.
-არ ვიცი?-მხრები აიჩეჩა.-ოსმალეთში რომ არ წასულიყავი იქნებ კიდეც შევხვედროდით, შემთხვევით.-გამიღიმა.-დიდხანს, ძალინ დიდხანს არ მასვენებდა ფიქრი შენზე. შენი შეუპოვრობით ჩემს გონებაში დაიდე ბინა. ცხენზე ამხედრებული ქალღმერთს ჰგავდი, თითქოს უფლისგან იყავი გამოგზავნილი მისიით, რომ სწორი გზა გეჩვენებინა ჩემთვის. შენს წერილს დღესაც ვინახავ. როცა სევდა შემომაწვება, როცა მგონია, რომ გამოსავალს ვერ ვიპოვი ვკითხულობ და გზას ვპოულობ. ჩემში მებრძოლი იღვიძებს, გმირი მეფე, რომელზეც ხალხი ოცნებობს. გიორგის შენზე ვეკითხებოდი, ისეთი აღტაცებული გიხსენებდა, რომ..
-აზრი აღარ აქვს.-სიტყვა გავაწყვეტინე.
-მინდა რომ გულიდან ამოვიღო და ვთქვა რასაც ვგრძნობ.
-თქვენ გყავთ დედოფალი, მე კი სხვას ვეკუთვნი. მინდა იცოდეთ, რომ ერთგული მეგობარი გყავთ ჩემი სახით.-ვუთხარი მეფეს.
-ვიცი.-ზურგი შემაქცია და ფანჯარაში სივრცეს გახედა.-პირობას შევასრულებ, დაგიცავ და გაგიშვებ უკან. აქ კარგად იქნები. ჩვენ ჩვენი ხალხის სამსახურში პოლიტიკური სათამაშოები ვართ, ჩვენ არ გვაქვს უფლება გრძნობების გამოხატვის. შენ შენს ქვეყანას ოსმალეთიდან დაიცავ, მე კი აქედან. ჩემი დედაოფალიც პოლიტიკური სათამაშოა, რომლის მოვალეობაც ურთიერთშეთანხმების დამყარებაა ჩემსა და ოდიშის მთავარს შორის.
-არც მე მიყვარდა მეჰმედი, მაგრამ ახლა მის გამო სიცოცხლესაც დავთმობ.-ჩემი მაჯა დავანახე.- ვცადე, როცა მან პირველად დამიბარა. სიყვარული მოვა, ისე რომ გააზრებასაც ვერ მოასწრებ.-გავუღიმე.
სასახლეში ყველა კარგად მექცეოდა. სრულ ფუფუნებაში ვცხოვრობდი. სოლომონ მეფემ გაამკაცრა კანონი ტყვეთა ვაჭრობის შესახებ. მსახურმა ერთი თვის თავზე გამომიცხადა რომ მეფე მიბარებდა. მეც მორჩილად გავემართე მეფის დარბაზისკენ.
-შემოდი გვანცა.-მეგობრულად მომმართა სოლომონმა.
-მიბარებდით მეფევ ბატონო.-თავი დავუკარი.
-მეჰმედმა მოგწერა.-წერილი გამომიწოდა.-როგორ ხარ? მსახურმა მითხრა, რომ ცოტა ავადმყოფობსო.
-კარგად ვარ.-გავუღიმე მეფეს.
-ჩემს პირად ექიმს გამოგიგზავნი, გაგსინჯავს.
-არ არის საჭირო, უკეთ ვარ. რაც დავბრუნდი სულ თავბრუ მეხვევა, ალბათ კლიმატის ასე სწრაფად ცვლილების ბრალია.
-მაინც გნახავს ექიმი.-გამიღიმა.-რას გწერს უფლისწული? თუ პირადია ნუ მომიყვები.-წერილზე მანიშნა, მასაც ჩემსავით აინტერესებდა რა ეწერა წერილში.
წერილი გავხსენი და ჩუმად ჩავიკითხე.
„ჩემო სიყვარულო, თან და თან ვრწმუნდები, სწორი გადაწყვეტილება მივიღე, რომ საქართველოში გაგგზავნე. არ მინდა შეგეშინდეს, მაგრამ არც მინდა დაგიმალო რამე. ჩემი მოკვლა კვლავ სცადეს, შენმა კატამ გადამარჩინა, მსახურს ხელიდან დააგდებინა მოწამლული საკვები და თავად შეჭამა. პანტერა გარდაიცვალა. ალბათ გული გიგრძნობდა, რომ დამიტოვე და თან არ წაიყვანე. მე კარგად ვარ. მუსტაფა გვერდიდან არ მცილდება. ის მგონი ჩემზე მეტად არის შეშინებული. შენზე მომწერე როგორ ხარ? სტამბოლში იმ ღამით გაჩენილი ხანძარი ორი დღე ღამე გაგრძელდა და დიდი ზარალი ვნახეთ. რამდენიმე რეგიონი სრულიად განადგურდა და ნაგავსაყრელს დაემსგავსა. უამრავი ვაჭრის ფარდული და ძვირფასი აბანოები დაიწვა. ძალიან მენატრები, გაუსაძლისია ეს მონატრება. მინდა აქ იყო, მინდა შენს სუნთქვას ვგრძნობდე ჩემს მკერდზე. მაგრამ დროებით უნდა გავუძლოთ ამ მონატრებას, ჩვენი მომავლისთვის. მეჰმედი“
-სტამბოლში იმ ღამით გაჩენილი ხანძრის გამო დიდი ზარალი ნახა სახელმწიფომ. მეჰმედის მოკვლა კვლავ სცადეს. მეშინია, რომ შემდეგ ჯერზე გამოუვათ და მას რამეს დაუშავებენ.-თვალები ცრემლით ამევსო.
-ნუ ნერვიულობ. –მხარზე ხელი დამადო მეფემ.-მამაშენი ლოგინს მიეჯაჭვა, ცუდად არის. შენი ძმა კირილე დავაპატიმრეთ. მასთან ერთად რამდენიმე ოსმალო. ისევ აგრძელებდნენ ბავშვებით ვაჭრობას. ყველაფერი კარგად იქნება, ყვალაფერი დალაგდება. ძალებს მოვიკრებ და სამუდამოდ გავყრი ოსმალებს საქართველოს ტერიტორიიდან.
-დიდი ხანია ჩვენს ქვეყანას თქვენნაირი მამაცი და პატრიოტი მეფე სჭირდებოდა. დიდ ხანს გაგრძელდა ოსმალოს თარეში ჩვენს ქვეყანაში. ვილოცებ მეფევ თქვენი გაძლიერებისთვის, რათა ჩემი ხალხი კვლავ დაცული და ბედნიერი ვიხილო.
-დიდებული დედოფალი იქნებოდი. ბედნიერია მეჰმედი, გაუმართლა.-სევდიანად გაიღიმა.- მამაკაცები არ ვაღიარებთ, მაგრამ თქვენ ქალები დიდ როლს თამაშობთ ჩვენს ცხოვრებაში. შენ ძლიერი დასაყრდენი იქნები ყველა მამაკაცისთვის. შენ შენი შემართებით ჩემი დასაყრდენიც გახდი. ჩემში პატრიოტიზმი გააძლიერე, საკუთარი თავის რწმენა დამიბრუნე. თუმცა დადგება დრო და შენი გაშვება მომიწევს. პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე შენი ოსმალეთში ყოფნით უფრო დაიცავ ჩვენს ქვეყანას. ვამაყობ შენით თავადის ასულო. დიდებული მებრძოლი ხარ. შენნარი მებრძოლები თუ ეყოლება ქვეყანას იქნებ ვიხსნათ კიდეც.
-რამე ცუდი ხდება?-სოლომონი სავდიანი იყო.
-ჩემი დედოფალი ვერასდროს კითხულობს ჩემს გრძნობებს. შენ კი..-გაჩუმდა.-შენ შეგიძლია ჩემი დარდი და სევდა ჩემს თვალებში ამოიკითხო. 30 000 იანი ჯარი ახალციხეში შემოიყვანეს ოსმალებმა. ბრძოლისთვის უნდა მოვემზადოთ.
-ღმერთო უშველე ჩვენს ხალხს.-ცრემლი მომერია.-მეჰმედი ახლა ვერ შეაჩერებს სულთანს. დრო უნდა გავიყვანოთ, აბაშიძეებს და რაჭის ერისთავს კი მიუჩინეთ მანამდე თავის ადგილი, თორემ მერწმუნეთ თქვენ კი არა ოსმალებს მიემხრობიან.
-მართალი ხარ გვანცა.-თავი დამიქნია მეფემ.
-სოლომონ.-ხეზე ხელი მეგობრულად ჩავკიდე.- 13-14 წლის ბიჭები უნდა მოამზადოთ და მათ ბრძოლა ასწავლოთ. ოსმალები ბრძოლას ბავშვობიდან ასწავლია, წესებით ასწავლიან და იანიჩარების ძლიერი არმია ჰყავთ. ეგვიპტეშიც მამლუქებს ამზადებენ, ბავშვობიდან ასწავლიან ბრძოლას და ბეგები ძალაუფლებას ძლიერი მამლუქების წყალობით ინარჩუნებენ. ჩვენს ქვეყანაშიც ბავშვობიდან სწავლობენ ბრძოლას, მაგრამ ეს წვრთნა ბრძოლის ხელოვნება არ არის. როცა მტერი მოდის ისინი ინსტიქტებს მიჰყვებიან და თავდაცვას ანვითარებენ საკუთარ თავში. ძლიერი მებრძოლები უნდა შემოიკრიბოთ მეფევ. ჩვენ გვაქვს ხრიდოლი, უძველესი ბრძოლის ხელოვნება. ეს უნდა განავითაროთ. შორ მანძილზე მშვილდით ვეღარ იბრძოლებ, ახლა დამბაჩები, თოფები და ზარბაზნებია. თუმცა დამბაჩის სროლაც უნდა ისწავლონ, დასაკარგი ტყვია წამალი ნამდვილად არ გვაქვს ქართველებს.-ვსაუბრობდი და გაღიმებული მიყურებდა სოლომონ მეფე.-სანამ აქ ვარ თქვენს სამსახურში მიგულეთ. თუ რამე დაგჭირდება, თუნდაც უბრალოდ შიში შემოგეპარებათ უბრალოდ დამიძახეთ და მესაუბრეთ.
-ძალიან დამეხმარე.-ხელზე ხელი მომიჭირა.-მართლა მეშინია, რომ ჩემი შეუპოვრობით შეიძლება ჩემს ხალხს უფრო ვავნო.
-დანებებით უფრო ავნებთ. ქართველ დედას თუ ეცოდინება, რომ მისი შვილი ქვეყნისთვის ბრძოლას შეეწირა, ეს უფრო შვებაა მისთვის, ვიდრე ის, რომ მისი შვილი მოტაცებულია და შეიძლება მტრის სამსახურში იყოს. არ დანებდე, განდევნე შენში დაბუდებული შიში და შეტევაზე გადადი, დროა თავის დაცვას მოვრჩეთ და შევუტიოთ, ეს უფრო ავნებს მათ. მათ ეშინოდეთ ჩვენი, შეშინებული მტერი, დაბნეული მტერია და ადვილად მარცხდება. შიშის უფლება არ გვაქვს, მათში უნდა დავთესოთ შიში. პარტიზანული თავდასხმების ორგანიზება უნდა უზრუნველჰყოთ. ჩვენს ქვეყანას ისინი არ იცნობენ, ეს ჩვენი უპირატესობაა.
-ნეტავ შენსავით მარიგებდნენ.-ისევ იღიმოდა.-მართალი ხარ თავადის ასულო, არმია უნდა გავაძლიერო, ჯერ შიდა მტერი უნდა დავამარცხო და მერე გარე.
-მეფეო თქვენი ძალა გლეხებშია, ისინი თავს გასწირავენ. თავადებს და აზნაურებს არ ენდოთ.
-არც ვენდობი.-ისევ იღიმოდა მეფე.
-მე წავალ, მგონი ბევრი ვილაპარაკე.-ჩავილაპარაკე.
-ის მითხარი რისი მოსმენაც მინდოდა. ხშირად თუ მოხვალ და ახალ ახალ იდეებს მომაწვდი გამახარებ. ახლა წადი დაისვენე, ფერმკრთალი ხარ.
მეფე პარტიზანულ შეტევებზე გადავიდა. როცა სოლომონი არ იყო სასახლეში მეფის დედა თამარ აბაშიძე მოვიდა. სოლომონმა დედამისი ღალატისთვის გააძევა, თუმცა მოკავშირეები თამარ აბაშიძეს ჯერ კიდევ ჰყავდნენ სასახლეში.
აივანზე ვიდექი, რომ მეფის დედა მოვიდა ჩემთან.
-ეს შენ გადაუბრუნე ტვინი ჩემს შვილს? -ზიზღით შემომხედა თამარ აბაშიძემ.
-შვილის მხარე დაიჭირეთ.-ხელი მის გულზე დაკიდებულ ძვირფას სამკაულს მოვკიდე.-ამას იმ ქვეყნად ვერ წაიღებთ, დამძიმებული სული და ცოდვა კი ჯოჯოხეთში ჩაგიყვანთ.
-შენ რა გგონია, მისი მეფობა დიდხანს გასტანს? ოსმალები გადასანსლავენ. ტყვეთა გაყიდვის აკრძალვით სამარეს თავად ითხრის.-ზიზღით მიყურებდა მეფის დედა.-რა თამაშს თამაშობ?
-მე არ ვთამაშობ.-ხმას ავუწიე.
-საკუთარი მამა და ძმა გაწირე, მამაჩემის ღალატი შენ აცნობე მეფეს, ნამდვილი გველის წიწილი ხარ.-კბილებში გამოსცრა თამარ აბაშიძემ.
-მეფეც თუ მე მომბაძავს მოხარული ვიქნები.-ზიზღით შევხედე მეფის დედას.-თქვენნაირმა სულ მდაბალმა ადამინებმა დაღუპეს ჩვენი ქვეყანა. მეფემ სასახლიდან გაგაძევათ, აქ არ უნდა იყოთ.- მხარი გავკარი და ჩემს ოთახში შევედი.
იმ საღამოს მეფის ექიმმა გამსინჯა და მითხრა, რომ ჩემი ფეხმძიმობა კარგად მიდიოდა. ჩემი ფეხმძიმობის ამბავი მალე მეფის ყურამდეც მივიდა. თავად მეახლა მეფე, ძალიან იყო გახარებული.
-როგორ ხარ?-თავზე ხელი გადამისვა.
-კარგად.-ჩავილაპარაკე.
-მეჰმედი თუ სულთანი გახდება შენი შვილი მისი მემკვიდრე და მომავალი სულთანი იქნება. მას შენ გაზრდი, ნახევრად ქართველი იქნება და ეს ჩვენი ქვეყნის სიმშვიდის გარანტი იქნება. უნდა გიხაროდეს, იმედია ბიჭი დაიბადება.-სიხარულს ვერ მალავდა მეფე.-ერთ კვირაში უკან ბრუნდება ოსმალების გემი, არ გინდა მიწერო მეჰმედს ახალი ამბავი?
-მე ოთხი თვის ფეხმძიმე ვარ, მან უკვე იცის და ამიტომ გამომიშვა აქ.-გავუღიმე მეფეს. იმ დროს ქვეყანაზე არ მიფიქრია, არც იმაზე თუ რას დაპირდა მეჰმედი მეფეს, მე ვფიქრობდი როგორც მომავალი დედა და ვდარდობდი, რომ ჩემი ჯერ არ დაბადებული შვილი უკვე პოლიტიკური სათამაშო იყო.
-რამე გაწუხებს? შენც მომიყევი შენს შიშებზე.-თმაზე მეფერებოდა სოლომონი.
-ის რომ ჩემი შვილი უკვე პოლიტიკური სათამაშოა.-მუცელზე ხელი გავისვი.-მას წაართმევენ ბედნიერების უფლებას. ის არ იქნება ქრისტიანი. ვიცოდი, რომ ეს დღე დადგებოდა და ამიტომაც გავურბოდი მეჰმედის სიყვარულს. თუმცა ამ სიყვარულს შეუძლია ორ ქვეყანას შორის მშვიდობა დამყაროს. ამ ბავშვში კი საქართველოს, ქართველების სიყვარულს ჩავდებ, ეს ჩემი მოვალეობაა. თუმცა მე ვალს მოვიხდი ჩემი ქვეყნის წინაშე და არა მეჰმედის წინაშე. ის ოსმალოა და ჩემი შვილიც..-საუბარი ვეღარ გავაგრძელე.
-გვანცა.-ხელზე ხელი მომკიდა.-მეჰმედს უყვარხარ და შენი სიყვარულით შეძლებს გაგიგოს.
-რომ ვერ გაიგოს? დრო რომ დადგეს და ვერ გაიგოს? რომ გადაწყვიტოს და მათი ადათებით აღზარდოს ჩემი შვილი? მე ვერ შევეწინააღმდეგები.
-ის შენი შვილია, როგორ შეიძლება შენი შვილი შენს ხალხს დაუპირისპირდეს? შენი ხალხის სიყვარული უკვე მის სისხლშიც არის. შენი აღზრდილი შვილი ქართველის სისხლს ვერ დაღვრის, ამას ვერ შეძლებს.-მარწმუნებდა სოლომონი. მასთან საუბარმა ცოტა დამამშვიდა.
მეჰმედს წერილი დავუწერე.
„ჩემო სიყვარულო, ძალიან მენატრები და მეშინია. მეშინია მომავლის, რადგან შენს გამო ვნერვიულობ. მე აქ კარგად ვარ, თუმცა მონატრება მკლავს. მინდა შენს გვერდით ვიყო, მინდა დავინახო შენი თვალები, როცა ამ წერილს წაიკითხავ. გთხოვ თავს გაუფრთხილდი, არ გაბედო და არ მიგვატოვო.“ გვანცა.
წერა დავამთავრე და წერილი კონვერტში მოვათავსე, ჩემი ცრემლები კონვერტს ასველებდა. მიყვარდა მთელი არსებით და საშინელი შიში მიტრიალებდა გარს, მისი დაკარგვის შიში.
ყველაფერი კარგად იყო, ნინას ნახვა მინდოდა, მაგრამ ვერ მივდიოდი. ექიმმა ცხენით მგზავრობა ამიკრძალა. მეფემაც ამიკრძალა სასახლის დატოვება. რამდენიმე თვე გავიდა, მეჰმედს არ მოუწერია. კაპიტანი ხშირად მოდიოდა, ისე უხაროდა ჩემი ფეხმძიმობის ამბავი, როგორც მამას შვილიშვილის დაბადება. ნოემბრის 20 რიცხვში მოვიდა წერილი მეჰმედისგან.
„მინდოდა მომეწერა, მაგრამ ვერ მოვახერხე. კარგია, რომ მანდ ხარ და არა აქ. ვიცი, რომ უსაფრთხოდ ხართ შენც და ჩემი შვილიც და ეს მახარებს. ჩემი სახე გინდა წარმოიდგინო? შენი წერილის წაკითხვის მერე უბრალოდ ჩუმად ვიჯექი და ვტიროდი. მიყვარხარ და მენატრები, შენს კაბებს ვეფერები და შენს ოთახში დავბორიალობ ყოველ დღე. არაფერი შველის უშენოდ გამოწვეულ სიცარიელეს. მომავლის გჯეროდეს ჩემო სოლთანო, ყველაფერი დალაგდება. მიყვარხარ, მეჰმედი.“
წერილის კითხვისას ბავშვი გაინძრა მუცელში. ეს ისეთი ამაღელვებელი იყო, თითქოს მანაც იგრძნო, რომ დედა ბედნიერი იყო. საპასუხო წერილი გავუგზავნე.
„მეჰმედ, წერილის კითხვისას ის გაინძრა. გთხოვ ხშირად მომწერე, ძალიან მენატრები და მიყვარხარ. თავს გაუფრთხილდი, სულ შიშში ვარ. პანიკურად მეშინია მომავლის. არ ვიცი ფეხმძიმობის ბრალია თუ რა ხდება ჩემს თავს, მაგრამ ძალიან გულჩვილი გავხდი. ახლაც წერისას სულ ვტირი. როგორ მენატრები ვერ წარმოიდგენ. შენი სურათი დავხატე, ვიჯექი, თვალებს ვხუჭავდი და წარმოგიდგენდი. მერე ვხატავდი, მაგრამ მაინც არ გგავს ძალიან. მხოლოდ შენი თვალები, ისინი დავხატე ისეთი როგორიც შენ გაქვს. გავუძლებ, ყველაფერს გავუძლებ თუ მეცოდინება, რომ კარგად ხარ და ჯანმრთელი ხარ. გვანცა.“
წერილი გავგზავნე სტამბულში. პირველი თოვლი მოვიდა, ირგვლივ ყველაფერი გადაათეთრა. გამახსენდა წინა წელი. მეჰმედის გვერდით, რომ ვიყავი. მისი ფანჯრიდან როგორ გავყურებდი გადათეთრებულ არე მარეს. ბედნიერმა ღიმილმა გადამიარა სახეზე.
ერთი თვე გავიდა. ველოდებოდი მორიგ წერილს მეჰმედისგან. შიკრიკი რომ მოვიდა სასახლეში ბედნიერი გავიქეცი სოლომონ მეფის დარბაზში.
-წერილია?-ვირბინე და სუნთქვას ვირეგულირებდი. თან მეფეს ვუყურებდი, რომელსაც წერილი ეჭირა ხელში და ხან წერილს უყურებდა შეშფოთებული ხან შიკრიკს.-რა ხდება?-შევხედე მეფეს.
-გვანცა.-მეფე მომიახლოვდა და ხელები მომხვია.-მატყობინებენ, რომ მეჰმედი ავადმყოფობით გარდაიცვალა 22 დეკემბერს. დაკრძალეს ახალი მეჩეთის მავზოლეუმში. გთხოვ გაუძელი, ვწუხვარ.-შუბლზე მაკოცა მეფემ და ხელები მაგრად მომხვია. რომ არა ის იატაკზე აღმოვჩნდებოდი. თვალები, რომ გავახილე ჩემს ოთახში ვიყავი და თავზე ექიმი და მსახურები მადგნენ. მეგონა სიზმარში ვიყავი, მინდოდა ტყუილი ყოფილიყო. მაგრამ ეს რეალობა იყო. ჩემი შიშები გამართლდა, მე მეჰმედი დავკარგე.
რამდენიმე დღე ურეაქციოდ ვიყავი. საწოლიდან თავი წამოვწიე, სანთლის მკრთალ შუქზე დავინახე სოლომონი, ჩემს საწოლთან ძირს იატაკზე იჯდა და თავი საწოლზე ჰქონდა მიყუდებული.
-აქ რატომ ხართ?-ძლივს წარმოვთქვი.
-შენი ტკივილის ყურება არ შემეძლო, ვერ მოვდიოდი, მაგრამ ვერც ამან მიშველა. რომ გიყურებ მგონია კანს მაძრობენ, მგონია გულს მისერავენ. ვერაფრით გეხმარები და ჩემი უსუსურობა მკლავს.-ბუტბუტებდა ჩუმად.
-ძალიან მტკივა, ამ ტკივილს ვერ აღვწერ და ვერ გამოვთქვამ, მაგრამ თქვენ აქ არ უნდა იყოთ.-მკაცრად ჩავილაპარაკე.
-და თუ არ შემიძლია? სიყვარული საშინელებაა, დიდი ტკივილია. არ უნდა გვიყვარდებოდეს, მაგრამ სუსტები ვართ. გვიყვარდება და სულის ტკივილამდე მივდივართ. დიდხანს ვებრძოდი ამ გრძნობას, მაგრამ უშედეგოდ.-წამოდგა და უკან არც მოუხედავს ისე გავიდა. ერთ ხანს შეჩერდა, კართან, თითქოს ფიქრობს შემობრუნდეს თუ არაო, მერე კარი გაღო და გავიდა.
ვერაფერზე ვფიქრობდი, აივანზე გავედი და გადათეთრებულ არემარეს გადავხედე. წინა ზამთარი გამახსენდა, მეჰმედთან ერთად გატარებული ლამაზი დღეები და გული ტკივილისგან შემეკუმშა. მერე ტკივილი ვიგრძენი, საშინელი ტკივილი. თითქოს ძვლებს მიმტვრევდნენ და იქვე ჩევიკეცე. მე ბავშვიც დავკარგე მეჰმედთან ერთად. ყურში ახლაც ჩამესმის ექიმის ხმა.
-გარდაიცვალა. ცუდად ხარ, თავს გაუფრთხილდი, ბევრი სისხლი დაკარგე, ძლივს გადარჩი.-ექოსავით ჩამესმოდა ხმები. ცუდად ვარ? კარგია, მეც თუ მათათან წავალ. ვეხვეწებოდი უფალს დაესრულებინა ჩემი ტანჯვა. ყოველ ღამე ვევედრებოდი მეჰმედს მეც წავეყვანე. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ სუსტად ვიყავი მაინც გადავრჩი. სოლომონი არ მოსულა, ის არ მინახავს, არ მოდიოდა და არ მკითხულობდა. მამაო მოვიდა ჩემთან და დამლოცა.
-შვილო უნდა იკვებო, რომ გადარჩე.-თავზე მეფერებოდა მამაო.
-მინდა მოვკვდე.-ამოვიტირე.
-უნდა იცოცხლო, შენი სიცოცხლით სხვების სიცოცხლეც რომ დაიცვა. სად წავიდა ის მებრძოლი ქალი ვისზეც ლეგენდები დადის. ქალი, რომელიც მტერს შიშის ზარს სცემდა. უფალს უნდოდა ასე და ასე მოხდა. თუ არ შეჭამ და თავს რამეს აუტეხავ იცოდე უფალი არ მიგიღებს და შენს შვილს ვერასდროს ნახავ.-მიბრაზდებოდა მამაო.-შენ მეფესაც აძლიერებ, შენ შთააგონებ მას და ძალას მატებ. ისიც ცუდად არის, შენ რომ რამე დაგემართოს მასზე ცუდად იმოქმედებს და დაწყებულ ბრძოლას ვეღარ განაგრძობს.
-ჩემზე გელაპარაკათ მამაო?-გაკვირვებულმა შევხედე მამაოს.
-ეს აღსარების საიდუმლოა შვილო. მაგრამ ერთს გეტყვი, თუ შენი ხალხი გიყვარს, თუ ღმერთი შენშია ფეხზე დადექი და ტკივილს თვალი გაუსწორე. სოლომონი შენს გამო მთებს დაძრავს, შეუძლებელს შეძლებს, შენს ხალხზე იფიქრე და ფეხზე წამოდექი.
-„თუ ცხოვრებამ დაგარტყა შენც დაარტყი და ფეხზე დადექი.“ ამ პრინციპით ვიცხოვრე და შედეგად ცხოვრება მანადგურებს.-დავიჩურჩულე.
-ისევ ამ პრინციპით განაგრძე ცხოვრება შვილო. განშორება დროებითია. ის გარდაიცვალა, ყველა წავალთ იქ. ეს განშორებაც დროებითია, უფალთან ყველა მივალთ და სასუფეველში ჩვენს ადგილს დავიკავებთ, მანამდე კი არ უნდა დავეცეთ, უნდა ვიცხოვროთ რწმენით, რომ კვლავ ვიხილავთ მათ და მათი სულებისთვის ვილოცოთ. უნდა გჯეროდეს, რომ შეხვდები შენს შვილს..
-მეჰმედს? მას შევხვდები მამაო?-ამოვიტირე.
-უფალი მოწყალეა, თუ სწორად იცხოვრებ შეხვდები.-მითხრა მამაომ და დამტოვა.
ეს დამეხმარა. შიში იმის, რომ თუ მოვკვდებოდი იმ ქვეყნადაც ვერ ვნახავდი მეჰმედს და ჩემს შვილს დამეხმარა სიცოცხლე გამეგრძელებინა.
-გვანცა არ წახვიდე.-სოლომონი მარწმუნებდა მასთან დავრჩენილიყავი.
-უნდა წავიდე მეფეო.-თვალი მოვარიდე.-მე ის უნდა დავიტირო, რომ ცხოვრება განვაგრძო.
-იქ ვერ დაგიცავენ, სისულელეა სტამბოლში ჩასვლა.-ხმას აუწია მეფემ.
-მე დავიცავ საკუთარ თავს. დამშვიდდი და დამპირდი..
-რას დაგპირდე?-ცრემლი გაუკრთა თვალებში.
-იმას, რომ სულთან ოსმანს და მეჰმედის ძმას მუსტაფას არ მისცემ უფლებას ქართველები დაიმონოს, იმას, რომ დაიცავ შენს ხალხს. მე თუ რამე დამემართა დამპირდი, რომ არ გაჩერდები და წინ ივლი ქვეყნისთვის და შენი ხალხისთვის.-ხელზე ხელი მოვკიდე სოლომონს.
-სიკვდილს ეძებ, იმ ურჯულოს მისტირი.-დამიყვირა სოლომონმა.
-მიდი თქვი სათქმელი, თქვი რომ დამშვიდდე.-მეც ხმას ავუწიე.
-მიყვარს ჩემი ქვეყანა, მიყვარს ჩემი ხალხი, მაგრამ შენი სიყვარულია რაც მაძლიერებს. შენი წერილი ძალას მმატებდა, როცა ცუდად ვიყავი ვკითხულობდი, შენი მიზანი და ოცნება ოსმალოს განდევნა იყო ქვეყნიდან და ამან გამაძლიერა მათთან ბრძოლაში. ამ ოცნებას აგისრულებ, სანამ ცოცხალი ვარ ამ ოცნებას შეგისრულებ, მაგრამ ცოცხალი მჭირდები. როცა ქვეყანას დავიხსნი მაშინ მინდა, რომ შენს თვალებს ვხედავდე. ბედნიერ და აღტაცებულ თვალებს და გითხრა, რომ ბავშვებს ვეღარ გაყიდიან. ეს შენ მაძლევ ძალას.-მოწყვეტით ჩაეშვა სავარძელში და თავი ხელებში ჩარგო. ჩუმად ვიდექი და ხმას არ ვიღებდი.-უფლება არ მაქვს, მაგრამ სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ.-დაიჩურჩულა სოლომონმა.
-ჩემი სიყვარული ცოდვაა, თქვენ გყავთ დედოფალი.-დავიჩურჩულე მეც.
-ვიცი.-თავი არ აუწევია ისე დაიჩურჩულა.-მე ვერ გაგაჩერებ, წადი, მაგრამ გთხოვ ცოცხალი დაბრუნდი.
-იმ სიყვრაულისთვის რაზეც ახლა მელაპარაკე, ამ დიდი და უსაზღვრო გრძნობისთვის, თუ გინდა, რომ სულიერად შენს გვერდით ვიყო გზიდან არ გადაუხვიო და ბრძოლა განაგრძე. ცოცხალი ვიქნები, თუ მკვდარი უბრალოდ დახუჭე თვალები და დამინახავ. ყოველი მოგებული ბრძოლის მერე დახუჭე თვალები და დაინახავ ჩემს ბედნიერ სახეს. სადაც არ უნდა ვიყო, ცოცხალი თუ მკვდარი იცოდე, რომ ყველაზე დიდ საჩუქარს მიკეთებ საკუთარი ხალხის განთავისუფლებით.-მხარზე ხელი დავადე.
-გზიდან არ გადავუხვევ.-ამომხედა, წამოდგა და გულში ბავშვივით ჩამიკრა.-მკვდარი კაცის მშურს, შენი სიყვარული რომ მიითვისა.-დაიჩურჩულა ჩემს ყურთან.-ჩემი ბრალია, შენი სიყვარულის გამოყენება დავიწყე და საკუთარი გრძნობები განზე გავწიე. ბრძოლის მარტივი გზა ავირჩიე და შენ დაგთმე, მტკიოდა, მაგრამ მჯეროდა, რომ აღარ წახვიდოდი, ველოდებოდი დროს, რომ შენს თვალში ავმაღლდებოდი, შენი სიყვარულის ღირსი გავხდებოდი და შენც შემიყვარებდი. ახლა, რომ გიყურებ თვალებში ვიცი, რომ ეს ბრძოლა წავაგე.
ერთ კვირაში სტამბოლისკენ მიმავალ გემზე ავედი და გავემგზავრე. მის სახლში მისულს მუსტაფა დამხვდა. ხელები მომხვია და ატირდა.
-მაპატიე რომ ვერ დავიცავი.-პატარა ბავშვივით ტიროდა მუსტაფა.
-წამიყვან მასთან.-უემოციო, გაყინული თვალებით ვუყურებდი. მთლიანად შავებით ვიყავი შემოსილი. მუსტაფამ თავი დამიქნია და ცხენები მოიყვანა.
-ბავშვი? საქართველოში დატოვე?-შემომხედა მუსტაფამ.
-ისიც დავკარგე, მეჰმედის ამბავი რომ გავიგე დავკარგე.-გაყინული ვიყავი, ურეაქციო. მალე მეჩეთთან მივედით.
მეჰემდის საფლავთან მიმიყვანა. მუხლებზე დავდექი, მე ქრისტიანი ქალი მეჩეთში მუხლებზე დავდექი და ავტირდი.
-წამიყვანე.-ყრუდ აღმომხდა ყელიდან.-შვილიც წამართვი. ასე რატომ გამიმეტე? მიზეზი მითხარი რატომ უნდა ვიცოცხლო? რატომ არ გამიშვი იმ დღით ეგვიპტეში, რატომ შემაჩერე? რამდენი რატომ არის. დამთავრდა, ყველაფერმა ფერი დაკარგა. ფერები, ასე რომ მიყვარდა ფერადი ფერები, გაუფერულდა. აღარც ზღვა არის ლურჯი, აღარც ხეებია მწვანე. ყველაფერი მიწის ფერი გახდა, იმ მიწის, რომელმაც შენი თავი წამართვა. მაგრამ არა. რომ არ დავრჩენილიყავი არ შემიყვარდებოდი. იმ ლამაზ დღეებს არ მაჩუქებდი. სიცოცხლე აღარ მინდა, რადგან ვიცი, რომ აღარაფერი იქნება ლამაზი ჩემს ცხოვრებაში. მაგრამ არ ვნანობ, არც ერთ დღეს, არც ერთ წუთს. ვნანობ იმ დღეებს, რომ წავედი და არ დავრჩი. უფრო მეტი მოგონება დამრჩებოდა, უფრო მეტი წუთები და დღეები გვექნებოდა ერთად. უნდა წავიდე, აქ ჩემი ადგილი არ არის. მაგრამ ჩემი ადგილი სად არის არ ვიცი. შენ არ მეუბნები რა ვქნა? გაჩუმდი და არ მეუბნები საით წავიდე.-მუსტაფამ წამომაყენა, თვალები მასაც ცრემლიანი ჰქონდა.
-წამოდი.-ხელი მომკიდა და მეჩეთიდან გამომიყვანა.
-წერილში ეწერა ავადმყოფობით გარდაიცვალაო. ეს ტყუილია, რა დაემართა?-ცრემლიანი თვალებით შევხედე მუსტაფას.
-მას უნდოდა აქედან შორს ყოფილიყავი, შურისძიებაზე არ იფიქრო.-მუდარით შემომხედა მუსტაფამ.
-სიმართლე მჭირდება. ეს ვინ ჩაიდინა?-მკაცრი სახით შევხედე მუსტაფას.
-გვანცა უკან დაბრუნდი. ბოლოს სიტყვები მეჰმედის იყო, რომ შენზე მეზრუნა. მას ვერაფერს უშველი, ვეღარ გააცოცხლებ, შენ კი მოგკლავენ. დაბრუნდი უკან და დაივიწყე, ყველაფერი დაივიწყე.-მეხვეწებოდა მუსტაფა.
-დავივიწყო?-თვალებში შევხედე.-როგორ? მასწავლე. როცა უბრალოდ ვერაფერს ვხედავ გარშემო, როცა ყველგან მისი აჩრდილი დამდევს. ვინ ჩაიდინა!-უკვე ვყვიროდი.
-ყურადღებას ვიქცევთ.-ცხენებისკენ სულ ძალით წამიყვანა მუსტაფამ.-სულთანის ხალხი და დიდი ვეზირის ხალხი გვითვალთავალებს.-ცხენზე დაჯდომაში დამეხმარა მუსტაფა და მალე მდევარი უკან ჩამოვიტოვეთ.-გელოდებოდნენ ეს ძაღლები.-გაბრაზებულმა ცხენი გააჩერა და ცხენიდან ჩამოხტა.
-ჩემი ეშინიათ, ვიცი ეშინიათ, ეს შიშის გამო მითვალთვალებენ.-ნერვიულად გამეცინა.-ვინ ჩაიდინა?
-მელისაზე მაქვს ეჭვი, იმ საღამოს სამზარეულოში დაინახეს. მერე კი გაქრა. თხოვდება, ერთ ერთ დიდგვაროვანს მიჰყვება ცოლად. საეჭვოდ დაემთხვა ყველაფერი. შენ უნდა წახვიდე, მის უკან სულთანია, ან მეჰმედის ძმა. ვერ გავიგებთ, ვერ შეებრძოლები მათ. თავი უნდა გადაირჩინო გვანცა. შენც ტყვედ გაქცევენ, მეჩეთში უკვე შეგნიშნეს.-აგრძელებდა დარიგებას მუსტაფა.
-მელისას სად ვნახავ?
-გვანცა ამას არ იზავ.-შემომხედა მუდარით მუსტაფამ.
-ვერავინ და ვერაფერი შემაჩერებს. გირჩევნია დამეხმარო და არ შემეწინააღმდეგო.-თითი ცხვირთან მივუტანე მუსტაფას.-სად არის მელისა?
-გეტყვი თუ დამპირდები, რომ მხოლოდ მელისას გაუსწორდები და წახვალ.-მემუდარებოდა მუსტაფა.
-კარგი, მითხარი.-თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე.
-მიგიყვან მის სახლთან.-ცხენზე შეჯდა და წინ წავიდა. მეც ავედევნე უკან. მალე ერთ სახლთან მივედით. დაღამებას დაველოდე და სახლში ფანჯრიდან შევედი. მელისას უამრავი სამკაული და ძვირფასი კაბები ჰქონდა ირგვლივ მიმოფენილი და კმაყოფილი ათვალიერებდა. რომ დამინახა დაკივლება დააპირა, თუმცა სწრაფად გავაჩერე და პირი ავუკარი.
-ახლა სახვევს მოგხსნი და მეტყვი ეს ვინ დაგავალა. თუ იყვირებ წამში მოკვდები, ეს ხომ იცი.-ყელზე დანა მივაბჯინე და სახვევი ფრთხილად მოვხსენი.
-მე არაფერი ვიცი.-ამოილუღლუღა.
-მელისა ვიცი, რომ შენ მოწამლე, ახლა მაინტერესებს ვინ დაგავალა მისი მოკვლა.-დავიჩურჩულე მის ყურთან.
-მე არ მომიკლავს, არა, გეფიცები.-ცრემლები გადმოყარა.
-თხოვდები არა? არა მგონია ყურ მოჭრილი მოეწონო იმ კაცს.-ვუთხარი და ყური გადავუსერე.-პირზე კი ხელი ავაფარე.-მოყვები ბოლოს და ბოლოს?-ხელები ფრთხილად მოვაცილე.
-არ ღირს მეჰმედი თავ განწირვად, ის ანგელოზი შენთან იყო, სხვა ყველასთან კი ნამდვილი დემონი. -ტიროდა მელისა.-არ იცი როგორ მიყვარდა, ის კი სულ მამცირებდა. რაც შენ გამოჩნდი მიყენებდა, მიბარებდა და თავიდან მიშორებდა. არც მანამდე გამოირჩეოდა სითბოთი, სექსის მერე უბრალოდ ოთახიდან მიშვებდა. ერთი თბილი სიტყვა არ უთქვამს არასდროს. მე კი მიყვარდა. მერე სხვებით მანაცვლებდა. თავს შეურაცხოფილად და დამცირებულად ვგრძნობდი.-ტიროდა მელისა, თუმცა გული გამიქვავდა, მე მისი ტირილი გულს ვერ გამილღობდა.
-გიყვარდა? როცა უყვართ მისთვის თავს სწირავენ. შენ რა იცი რა არის სიყვარული? ძვირფასეულობას დახარბებული ქალი ხარ.-ვუთხარი და სწორედ ამ დროს გარეთ ხმაური ატყდა. უცებ მოვცილდი მელისას და გვერდით ოთახისკენ გავიქეცი. თუმცა მაინც უკან გამოვბრუნდი და არც თუ ისე კარგი სანაოხაობა დამხვდა. მელისა გაგუდული ეგდო იატაკზე და რამდენიმე შეიარაღებული კაცი კარში გადიოდა. ფარდას ვიყავი ამოფარებული და ვერ დამინახეს. მელისას სახლი დავტოვე და იმავე ღამეს სასახლეში შევაღწიე გადაცმულმა. პირდაპირ სულთნის აივანს მივაშურე და მძინარე ოსმანს თავზე დავადექი.
-საღამო მშვიდობის სულთანო.-გაღვიძებულ ოსმანს გაბრაზებულმა შევხედე.
-შენ?-შეშინებულმა შემომხედა. -მითხრეს, რომ დაბრუნდი, გელოდებოდი, ვიცოდი, რომ მოხვიდოდი. აქ როგორ შემოაღწიე?-საწოლიდან ძლივს წამოდგა ოსმანი, ფეხებზე სულ წყლულები ჰქონდა. მოსასხამი მოიცვა და იქვე სავარძელში ჩაჯდა.
-გამოცანები გიყვართ, გამოიცნობდით. ეს ვინ ჩაიდინა?-კითხვა დავუსვი სულთანს.
-მეგონა შენ მეტყოდი. ჩემი ხალხი რომ მივიდა მელისა მკვდარი დახვდათ, ვიფიქრე მას შენ გაუსწორდი და ისიც გაიგე ეს ვინ ჩაიდინა.
-დამცინით? ხომ იცით, რომ თქვენი მოკვლა არ გამიჭირდება. თქვენი ხალხი იყო იქ და მოგუდეს მელისა. მოწმე მოიცილეთ თქვენო უდიდებულესობავ?-ბოლო სიტყვები ზიზღით წარმოვთქვი.
-მწუხარებამ დაგაბრმავა, რეალობას ვერ აღიქვავ. -ხალათის ბოლო ფეხებიდან მოიცილა.-შეხედე ჩემს კანს. სიკვდილი ჩემთვის შვებაა. მეჰმედის მოკვლა არასდროს მინდოდა. საღად იაზროვნე.
-მისი ძმა?-კითხვა დავსვი.
-დაბრუნდი იქ საიდანაც ჩამოხვედი. წადი და დაივიწყე მეჰმედი. ახალგაზრდა ხარ, წინ მთელი ცხოვრება გაქვს. მას ვერ უშველი და ვერც თავს იგრძნობ უკეთესად. ხვალ მოდი ჩემთან, აიშე სასახლში მყავს, სულ შენ გკითხულობს. წაიყვანე და წადი. მკვლელს ჰგონია, რომ შენ იცი სიმართლე. შიშშია და შენზე ნადირობას დაიწყებს. აიშეს გამო წადი და წაიყვანე ბავშვი.
-სად არის? დღესვე წავიყვან. უთხარით მოიყვანონ აქ და გაგვიშვი მშვიდად.-დარწმუნებული ვიყავი ოსმანი არაფერს დამიშავებდა, რატომღაც დარწმუნებული ვიყავი მის სიმართლეში.
-კარგი.-კარი გააღო და კარისკაცს რაღაც უთხრა. ცოტა ხანში მოიყვანეს აიშე.
-გვანცა.-გახარებული ჩამეხუტა ჩემი გოგონა. ცრემლები სახეს უსველებდა.-მამა მოკვდა.-ტიროდა ჩემი გოგო.
-ჩემთან წაგიყვან, ყველაფერი კარგად იქნება.-მასთან ჩახუტებული მეც ვტიროდი.
-აქ დარჩი. ყველაფერს მოვაგვარებ და გემით გაგიშვებთ საქართველოში.-მითხრა ოსმანმა.
-კარგით.-თავი დავუქნიე.-რატომ თავს არ ანებებ ჩემს ქვეყანას?-ბოლოს ვკითხე ოსმანს.
-ვეზირი მარწმუნეს, რომ მარწუხები არ უნდა მოვუშვათ. ეს მისი გადაწყვეტილებაა. მშვიდად მინდა მოვკვდე, მართვას დავკარგავ, დიდ ძალაუფლებას ფლობენ ვეზირები. ქვეყანას გაუჭირდა, ხაზინიდან უამრავი ოქრო გავიდა რათა ხანძრისგან მოყენებული ზარალი აგვენაზღაურებინა ხალხისთვის.
-ხარკს გაზრდით, ხაზინა გაქვთ შესავსები.-გაბრაზებულმა ჩავილაპარაკე.
-სხვა გზა არ გვაქვს, ჭკვიანი ქალი ხარ, ერთადერთი ქალი ხარ ვისთნაც ვსაუბობ და არ მინდა პოლიტიკამ, ომმა ჩვენს ურთიერთობაზე იმოქმედოს.-სევდიანად ჩაილაპარაკა ოსმანმა.
-მეჰმედის სიყვარულსაც გადავაბიჯებდი ჩემი ხალხისთვის. გთხოვ, მეგობრულად გთხოვ ნუღარ იბრძოლებთ ჩემს ქვეყანაში. მალე უფალთან წარსდგებით და იმაზე იფიქრეთ უფლის სამსჯავროზე რას მიიტანთ.-აიშესთვის ხელი არ გამიშვია ისე დავტოვე სულთნის საძინებელი.
აიშეს ოთახში შევედით. კარი გადაკეტეს გარედან. ვეღარავის ვენდობოდი. ორი დღე სრულ იზოლაციაში ვიყავით. არავინ არაფერს გვეუბნებოდა. მხოლოდ საჭმელი მოჰქონდა მსახურს. აიშე ღამით გავაღვიძე, ზეწრებით ზედ ავიკარი ჩემი გოგონა და ფანჯრიდან გადმოვძვერი. ისევე ჩუმად დავტოვე სასახლე როგორ ჩუმადაც შევედი. ორი კარისკაცის მოკვლა მომიწია სასახლე, რომ დამეტოვებინა.
მუსტაფა მოვძებნე და დახმარება ვთხოვე. მე და აიშე საქართველოსკემ მიმავალ გემზე ჩუმად აგვიყვანა. მუსტაფამ დიდი ფული მომცა, მეჰემდის დატოვებული. გემისკენ მომავალი იანიჩარები, რომ დავინახეთ ტანსაცმლის სკივრში დავიმალეთ. გემი დაათვალიერეს და უკან გაბრუნდნენ. საქართველოში მშვიდად ჩავედით, იმ დროს ფულით ყველაფერს იყიდდი. პირდაპირ მეფის სასახლეში მივედი აიშესთან ერთად.
-დაბრუნდი?-გამიღიმა სოლომონმა.
-მეჰმედის ასულია, აიშე. სოფელში დავბრუნდები და იქ გავჩერდები. მას გავზრდი.
-ბრძოლას ვიწყებ გვანცა, შენ უნდა დამეხმარო. გლეხებს ბრძოლა უნდა ასწავლო, მალე ჩვენი ქვეყნისთვის გადამწყვეტი ბრძოლა გველის.-მითხრა სოლომონმა და ფანჯარაში სივრცეს გახედა.
-დაგეხმარებით. ზურაბს დაველაპარაკები, გლეხებს შევკრებ და ვავარჯიშებთ. -პირობა მივეცი მეფეს.
-იცი შენ რომ გიყურებ ვხვდები, რომ ბრძოლა ღირს. შენნაირი ადამინებისთვის ღირს რომ ბრძოლა გავაგრძელო.-ისევ სივრცეს უყურებდა სოლომონი.-როცა საკუთარი დედა გღალატობს, ძმები და ბაბუა, ძნელია რწმენა შეინარჩუნო ადამიანების.
-როცა ტახტზე ახვედი და გიორგიმ თქვენზე მიამბო ამაყი ვიყავი.-ხელი მკავზე მოვკიდე მეფეს.-ამაყი ვიყავი და მიხაროდა, რომ ჩემი მეფე იყავით. გიორგიმ მითხრა, რომ ტყვეთა გაყიდვას ებრძოდით. თუ ვინმე დარჩა ქვეყანაში ვისაც თავის ქვეყანა უყვარს, ყველა გამოგყვებათ. მათ თვალებში ჩამდგარ იმედის ნაპერწკალს ნუ გააქრობ, პირდაპირ იარე და ოსმალებს არ გაურიგდე.
-გპირდები.-ხელზე მაკოცა მეფემ.-გიყურებ და ვერ ვხვდები, რომელი სიყვარული უფრო დიდია შენში, მეჰმედის სიყვარული თუ საკუთარი ხალხის? არჩევანის წინაშე, რომ ყოფილიყავი რას აირჩევდი?-ჩემი სახე ხელებში მოიქცია და თვალებიდან წამოსული ცრემლი თითებით შემიმშრალა.
-მეჰმედი თუ ჩემი ხალხის წინააღმდეგ წავიდოდა, ჩემი მის მიმართ სიყვარული იმ დღეს მოკვდებოდა. –ჩავილაპარაკე თვალ ცრემლიანმა.-მეც მოვდივარ საბრძლოველად, თქვენს გვერდით ვიქნები.
-არა გვანცა, შენ არ წამოხვალ. თუ მეცოდინება, რომ უსაფრთხოდ ხარ ეს უფრო გამაძლიერებს ბრძოლაში.-მიბრაზდებოდა სოლომონი.
-ეს ჩემი ბრძოლაა, შურისძიება მეჰმედისთვის, ვერ შემაჩერებ და ნურც ეცდები.-ხელი შევუშვი სოლომონს და სასახლე დავტოვე.
ნინო და ზურაბი დამხვდნენ სახლში. მამაჩემი სიკვდილის პირას იყო, მძიმე სენით იყო ავად.
-გვანცა, შენ?-ზურაბი ცრემლებს ვერ იკავებდა და გულში მიკრავდა. გულში მიკრავდა ნინოც.
-ეს გოგონა ვინ არის?-აიშეს მოეფერა ნინო.
-ნინო ის ობოლია. ჩვენთან იცხოვრებს, მინდა ისე იზრუნო მასზე როგორც საკუთარ შვილზე, იმ შვილზე რომელზეც ოცნებობდი.
-შენ, სად მიდიხარ?-ცრემლიანი თვალებით შემომხედა ნინო, თან აიშეს ეფერებოდა.
-მალე ომში უნდა წავიდე. მეფეის გვერდით უნდა ვიყო.-ზურაბს და ნინოს შევხედე.-ეკატერინე სად არის?
-დაგიჯერა და მონატერში წავიდა.-გაეღიმა ნინოს.
-ჩემი ნინა როგორ არის?-დაუსრულებლად ვსვამდი კითხვებს.
-ახლა შვილიშვილი ჰყავს, ნიკოლოზი დაარქვეს გიორგიმ და ცირამ და ტკივილს ის ატანინებს.-მითხრა ზურაბმა.-გვანცა ომში შენ არ უნდა წახვიდე, მე წავალ.
-შენც წამოხვალ და მეც, დაცვა ხომ გჭირდება.-გავუღიმე ზურაბს.
-ჩემი პატარა.-ხელები მომხვია.-იმხელა ტკივილი გაქვს თვალებში, რა გადაიტანე?
მეორე დღეს ნინასთან წავედი, ქაიხოსრო არ მინახავს, ვერ ვაპატიე, ვერ შევძელი.
-გვანცა?-ხელიდან ჯამი გაუვარდა ნინას ჩემს დანახვაზე.
-ნინა.-ხელები მოვხვიე და ჩავეხუტე.
-ცოცხალი ხარ.-ტიროდა ნინა და თან მთელი სხეულით მეკვროდა.
-გვანცა?-კარში გიორგი შემოვიდა.-გვანცა.-გახარებული ჩამეხუტა და ხელში ამიყვანა.
ვტიროდი, თითქოს ისევ პატარა ვიყავი, თითქოს ისევ ნინას ფრთების ქვეშ ვიყავი მოქცეული. ეს იყო ჩემი ოჯახი, ეს იყო ჩემი ნაწილი.
-ღმერთო ცოცხალი ხარ.-სახეს მიკოცნიდა გიორგი და თან ტიროდა.
-ცოცხალი ვარ.-თმაზე ისე მოვეფერე გიორგის, როგორც ბავშვობაში ვეფერებოდი.
-სად იყავი? მომიყევი რა გადახდა? რამხელა ტკივილი გაქვს ამ თვალებში.-გიორგიმ ჩემს თვალებში ჩაბუდებული დიდი ტკივილი უცებ შენიშნა.
-ოსმალეთში ვიყავი, იქიდან ეგვიპტეში ჩავედი. მერე ისევ ოსმალეთში დავბრუნდი და საქართველოში ჩამოვედი წინა წლის ივლისში.
-აქამდე სად იყავი? რატომ არ გვნახე?-გაკვირვებულმა შემომხედა.
-მეფის სასახლეში ვიყავი. ფეხმძიმედ ვიყავი, შვილი დავკარგე. მე..-ტირილი დავიწყე.
-შვილი?-თმაზე ხელი გადამისვა გიორგიმ.
-ისევ დავბრუნდი ოსმალეთში. ორი დღეა რაც იქიდან ჩამოვედი. პატარა გოგონა ჩამოვიყვანე იქიდან.
-ქართველი ბავშვი?-გიორგი მეკითხებოდა, ნინა კი უხმოდ იდგა და ტიროდა.
-მისი დედა ქართველი იყო, მამა კი...-ისევ ტირილი დავიწყე მეჰმედის გახსენებისას.
-შენი შვილის მამა?-გიორგი მიხვდა ჩემს ტკივილს. ნინა კი იქვე იჯდა და გვისმენდა, თან ტიროდა. თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე.
-მისი ტყვე იყავი?-ნიკაპი მაღლა ამაწევინა და თვალებში ჩამხედა გიორგიმ.
-მე ის მიყვარდა, ის მოკლეს.-გიორგის სახეს ბუნდოვნად ვხედავდი, თვალები ცრემლით მქონდა სავსე.
-ეგვიპტეში რატომ წახვედი?-მკითხა ნინამ.
-ნიკოლოზის კვალს გავყევი.
-ნახე? ცოცხალია?-ხელები სახეზე აიფარა ნინამ.
-კი ნინა. ნიკოლოზი კარგად არის, ეგვიპტეში ცხოვრობს, საკმაო ქონებას ფლობს და უკან დაბრუნებაზე არც ფიქრობს.-ცრელმიანი თვალებით შევხედე ნინას.
-შენ ის ნახე?-ჩემსკენ წამოვიდა, ხელები უკანკალებდა. თავის გაუხეშებულ ხელის გულებში ჩემი სახე მოიქცია და ცრემლები თითებით შემიმშრალა.
-ვნახე ნინა. ცოცხალია და კარგად არის.-სევდიანად გავუღიმე.
-პირობა შეასრულე. მითხარი ვიპოვიო და პირობა შეასრულე. რატომ არ წამოვიდა? -ცრემლიანი თვალებით მიყურებდა ნინა.
-ნინა ის შეიცვალა. ის პატარა ბიჭი აღარ არის, რომელიც ჩემს ყველა სურვილს ასრულებდა. მოხიბლულია ახალი ცხოვრებით.-თვალები დავხარე, თითქოს დამნაშავე ვიყავი, რომ დედას შვილი ვერ დავუბრუნე.
-ღმერთო.-გულში ჩამიკრა ნინამ.-როგორ შეძელი? პატარა გოგომ რამდენი რამ გამოიარე?
-თავიდან რომ ვიწყებდე ცხოვრებას იგივე გზას ისევ გავივლიდი. -ისე მენატრებოდა მეჰმედი, რომ მისი ერთი ნახვა ერთ სიცოცხლედ მიღირდა.
გიორგის და ნინას ყველაფერი მოვუყევი, მათ შორის მეფის და ჩემი საუბარიც.
-შენ არ წახვალ ომში?-გაბრაზებული მიყურებდა ნინა.
-წავალ ნინა.
-ისე გიყვარს ის ურჯულო, რომ სიკვდილის საძებნელად მიდიხარ.-ისევ ბრაზობდა.
-მიყვარს და სიცოცხლის ბოლომდე მეყვარება. ახლა უნდა დავიცვა თითოეული ბავშვი. ეს გადამწყვეტი ბრძოლაა. მე ვნახე სტამბოლი, ბოლო დროის ხანძრების გამო იქ საშინელება ხდება. ხაზინიდან უამრავი ფული დაიხარჯა ბაზრების და უბნების აღსადგენად. როგორ გგონია ხაზინის შევსებას რითი აპირებენ? ჩვენი ოფლით და წვალებით ნინა. ჩვენს ბავშვებს ისევ ტყვედ გაყიდიან. უარესი წნეხის ქვეშ მოგვიწევს ცხოვრება და მეფეს აიძულებენ ხარკი ისევ იხადოს. ეს უნდა დასრულდეს. მე წავალ, ზურაბიც მოდის, გიორგი..
-მეც მოვდივარ.-მითხრა გიორგიმ.
-ფეხით მოვივლი ყველა ახლო მდებარე სოფელს და ყველა კაცს გამოვიყვან. მე შევძლებ ნინა, აქ ყველას ვუყვარვარ. მე ბევრი დამიჯერებს.
-იმ ბავშვის გამო მაინც გაჩერდი. თუ ის კაცი გიყვარს მის შვილს ვის უტოვებ?-ხავსს ეჭიდებოდა ნინა.
-ის ბავშვი თავისუფალ ქვეყანაში გაიზრდება. მას უკვე ჰყავს დედა, ნინო გაზრდის.
-უკვე იცი, რომ ცოცხალი არ დაბრუნდები. -ქვითინი აღმოხდა ნინას.-სიკვდილს ეძებ, ვხედავ, მე გაგზარდე, ვიცი მაგ თვალების მიღმა რამხელა ტკივილია ჩაბუდებული.
-ბევრი ვერ დაბრუნდება, მაგრამ მომავალს გადავარჩენთ.-კარი ჭრიალით შემოაღო ცირამ. ხელში კოკა ეჭირა, მუცელი კი საგრძნობლად დასტყობოდა. -იმ მომავალს.-ხელი მისი მუცლისკენ გავიშვირე.
-გვანცა.-ხელიდან კოკა გაუვარდა ჩემს დანახვაზე და ჩამეხუტე.
-ცირა.-მუცელზე მოვეფერე.
-ღმერთო დაბრუნდი. ვიცოდი, ხომ გეუბნებოდი რომ ის გადარჩებოდა.-გიორგის მიუბრუნდა, თან ტიროდა და თან იცინოდა.
-კირილეს დაპატიმრება?-გიორგიმ შემომხედა.
-მეფეს მე მოვუყევი ყველაფერი.-თავი თანხმობის ნიშნად დავუქნიე გიორგის.
ომში წასვლის წინ გულმა ვერ მომითმინა და ქაიხოსროს ოთახის კარი ჭრიალით შევაღე. ნინომ მითხრა, რომ დრო და დრო ცნობადობას კარგავდა. ალბათ ამიტომ უფრო მივედი მის სანახავად. თავი ჩემსკენ გადმოატრიალა და დავინახე თვალებიდან ცრემლები როგორ წამოუვიდა. მერე ხელი გამომიწოდა, თვალებით მთხოვდა მისთვის ხელი ჩამეკიდა. ომში მივდიოდი. ვიცოდი იქიდან ვეღარ დავბრუნდებოდი ცოცხალი, უფლის წინაშე მალე უნდა წარვმდგარიყავი, ამიტომ ხელი ჩავკიდე მომაკვდავ მამაჩემს.
-ვცდილობ ის ცოდვები მე გამოვისყიდო, რაც იმ ბავშვების წინაშე მიგიძღვის.-ხელი ხელზე მოვუჭირე.
-ძალიან მიყვარდა, სიცოცხლეზე მეტად.-ძლივს ამოილუღლუღა.-უგუნური ვიყავი.-თქვა და გაჩუმდა, თითქოს საუბარი აღარ შეუძლიაო. თვალები დახუჭა და ასე ვიყავით ხუთი წუთი. მერე ისევ მან დაარღვია სიჩუმე.-შენ გაბრალებდი მის სიკვდილს. ახლა როცა მასთან უნდა წავიდე მეშინია, ის არ მაპატიებს, ის არ მიმიღებს. -ისევ ცრემლებმა დაუსველა თვალები.-რაც იზრდებოდი უფრო მეშინოდა, ის შენში გაცოცხლდა და შენ მე გძულდი. ისე გავხარ დედას..-გაჩუმდა.
-გაპატიე, თუ ეს სიმშვიდეს დაგიბრუნებს მე შენ გაპატიე.-ხელი გავუშვი და მისი ოთახი დავტოვე.
1757 წელი, დეკემბერი. ერთი წელი გადიოდა მეჰმედის სიკვდილიდან, ჩემი ტკივილი და მონატრება უფრო იზრდებოდა. ამბობენ დრო ყველაფრის მკურნალიაო. ტყუილია, დრო არ გვპატიობს არაფერს, ის არ იყო, დრო და სხვა ადამიანები ვერ შემიცვლიდნენ მას. მერე რა რომ ცოცხლი ვიყავი, მერე რა რომ დრო გავიდა. მონატრება უფრო ძლიერდებოდა და ტკივილი ჩემს გულში უფრო ღრმად იდგამდა ფესვებს.
ჩვენი პატარა მაგრამ მამაცი რაზმით მეფეს შევუერთდით. მივდივარ და ვიცი, რომ ვერ დავბრუნდები.
-გვანცა შენ არ წამოხვალ, შენ თუ წამოხვალ ეს ბრძოლა არ შედგება.-გაბრაზებული მიყვიროდა სოლომონი. მივხვდი, რომ არ ხუმრობდა, ვხედავდი მის ტკივილს. ვიცოდი ჩემი სიკვდილის მერე მასაც ისევე ეტკინებოდა, როგორც მე მტკიოდა მეჰმედის სიკვდილი. მაგრამ სოლომონი გავიმეტე ამ ტკივლისთვის, ეგოისტი ვიყავი, მაგრამ სხვაგვარად არ შემეძლო.
-კარგი, მე არ წამოვალ.-ხელზე ხელი მოვკიდე სოლომონს.-რაც არ უნდა მოხდეს, დაიფიცე, რომ შენი ყველაზე დიდი საზრუნავი შენი ქვეყნის ხნა იქნება ყოველთვის.
-შენ თავს ვფიცავარ და იმ დიდ სიყვარულს რასაც შენს მიმართ ვგრძნობ, რომ შენს ოცნებებს ავასრულებ.-მითხრა და მოწყვეტით მაკოცა ტუჩებზე. მეჰმედს ვღალატობდი, მაგრამ არც სოლომონი შემიჩერებია, გული ტკივილისგან მეგლიჯებოდა, მაგრამ მეფე არ შევაჩერე, კოცნის უფლება მივეცი ომში მიმავალს.-მაპატიე.-ჩემს ტუჩებზე დაიჩურჩულა.-ეს რომ არ გამეკეთებინა ბრძოლას ვერ შევძლებდი. -თვალებიდან წამოსული ცრემლი თითებით შემიმშრალა.
-მეც მაპატიე, რომ შენი სიყვარულის მიღება არ შემიძლია.-დავიჩურჩულე.
-ვიცი.-გაეღიმა.-მადლობა, რომ ჩემი ტკივილი გესმის. ახლა ისე ვარ ფრთაშესხმული ოსმალო ნამდვილად ვერ მომერევა.-გაეცინა, კიდევ მაკოცა და წავიდა.
პირობის მიუხედავად მივდივარ ომში. ჩემს ცხოვრებას შეკრულს წიგნაკად გიგზავნი აიშე. მინდა გახსოვდე ჩემო გოგონა. გაბრაზდები, ვიცი გეტკინება, მაგრამ გაიზრდები და მიხვდები რატომ დაგტოვე. შენ ერთის მაგივრად ორი დედა გეყოლება. ნინა და ნინო სითბოს არ მოგაკლებენ. მშვიდობით.
აიშე.
16 წლის ვარ უკვე. გაბრაზებული ვიყავი, აქამდე ვერ გავბედე წაკითხვა. მახსოვს გვანცამ სახლში დავითი და დედამისი როგორ მოიყვანა. მაშინ ენა არ ვიცოდი კარგად, არ მესმოდა ბიძია ზურაბს რატომ ეჩხუბებოდა. დრო გავიდა, გავიგე და ვისწავლე კარგად ქართული. დავითი ზურაბის უკანონო შვილი იყო, გვანცამ კი აიძულა ზურაბი გლეხის გოგოზე დაქორწინებულიყო და შვილზეც ეზრუნა. დღეს ჩემი ქორწილია. მე და დავითი, ზურაბის ვაჟი დავქორწინდით.
გავბედე და წავიკითხე გვანცას დღიური. ვიცი სადაც არ უნდა იყოს ის მამას იპოვიდა და ბედნიერი იქნება, ისევე, როგორც მე ვარ ბედნიერი. მახსოვს ერთხელ მამა ეკითხებოდა:-„რომ დავიკარგო მომძებნიო?“ მან კი უპასუხა:“-ჯოჯოხეთშიც რომ დამჭირდეს ჩასვლა, იქაც ჩავალ და მოგძებნიო.“
ომიდან გიორგი ბიძია და ზურაბი დაბრუნდნენ. გვანცა არ დაბრუნდა. ის დაიღუპა ხრესილის ბრძოლაში, ქვეყნისთვის, მეფისთვის და თავისი ხალხისთვის. დღემდე არ მესმის მისი, არ მესმის მისი შეუპოვრობა. მაგრამ მე ის მიყვარდა მთელი გულით და მუდამ მეყვარება.
მახსოვს ის ერთი წელი რაც საქართველოში იყო, ის ბოლო ერთი წელი სულ ვარჯიშობდა, სხვებსაც ავარჯიშებდა, პატარა ბიჭებს ბრძოლას ასწავლიდა. სახლში თითქმის არ იყო. სულ ვფიქრობდი, რომ მას ვერავინ დაამარცხებდა ბრძოლაში. შეცდომით დაიბადა გოგოდო, ბევრჯერ უთქვამს გვანცაზე ნინას, მაგრამ ის რომ ბიჭი ყოფილიყო შეძლებდა კი ამდენს? სულ ვეკითხხებოდი საკუთარ თავს და თან და თან ვრწმუნდებოდი, რომ ვერ შეძლებდა. მისი ძალა ნაწილობრივ მის სილამაზეშიც იყო. ის ძლიერი იყო ფიზიკურად, ძლიერი იყო სულიერად და ძალიან, ძალიან ლამაზი იყო. ის არ წერდა თავის სილამაზეზე, შეუძლებელი იყო ერთხელ გეხილა და არ შეგყვარებოდა, არ მოხიბლულიყავი. ის, რომ კაცებს აჯადოვებდა თავის სილამაზით, ნაწილობრივ ესეც იყო მისი სიძლიერის საწინდარი.
მაშინ 10 წლის ვიყავი, ნინას გვანცას პატარა პერანგი ეჭირა და ტიროდა. ატირებულ ნინას გიორგი ბიძია უყვებოდა მასზე, თუ როგორ შეიჭრა მტრის რაზმში და ხმლით გაარღვია მტრის რიგები. დაჭრილი იბრძოდა მთელი ნახევარი საათი და მტერს მუსრს ავლებდაო. მისი სიმამაცით აღტაცებული ვაჟები მტერს ისე ეკვეთნენ როგორ ლომები. მისკენ მივიწევდი, მაგრამ, სანამ მივედი ცხენიდან უსულოდ ჩამოვარდა ძირსო. ხშირად მომისმენია სოფელში მოხუცი ხალხისგან გვანცას გმირობები. მოხუცები მის ამბავს ლეგენდად ჰყვებოდნენ, ქალი პანტერა. მასზე რომ ვისმენდი ამბებს გული სიამაყით მევსებოდა, ის ხომ ჩემი დედა იყო, მერე რა რომ არ გამაჩინა, ვიცი მას მე მთელი გულით ვუყვარდი. ის მებრძოლი იყო, სულით მებრძოლი, გმირი. იმ დროს ბევრი იყო ასეთი გმირი, თუმცა ისტორია მხოლოდ ერთეულებს იმახსოვრებს. იმ დროს ქართველები ალბათ გვანცასნაირი გმირების წყალობით გადარჩნენ, ისინი მზის სხივები იყვნენ სიბნელეში, რომელიც ხალხს რწმენას უძლიერებდა და ბრძოლის გაგრძელებას აიძულებდა.
ხშირად დამყავდა ჩემი შვილები გვანცას საფლავზე, მისი გმირობების ამბებს ახლა ჩემს შვილებს ვუაბობდი ძილის წინ. ერთ დღეს ჩემი შვილები გვანცას საფლავზე მივიყვანე, მინდვრის გვირილები დავკრიფეთ და წავიღეთ, გვანცას სულს რომ შეეფერებოდა ისეთი, სუფთა, უბრალო და ლამაზი. სასაფლაოს რომ მივუახლოვდით ცხენი დავინახეთ იქვე დაბმული ხესთან. გვანცას საფლავი ცალკე იყო, მდინარისა და ტყის გასაყარზე. სასაფლაოსთან კი კაცი დავინახეთ ჩამომჯდარი. არ შემშინებია და მისკენ წავედი.
-თქვენ ვინ ხართ? გვანცას იცნობდით?-შევხედე უცნობს.
-ვიცნობდი.-თვალები დააწვრიდა და ინტერესით შემომხედა.-შენ აიშე ხარ?-მკითხა უცნობმა.
-კი მე ვარ.-ამაყად ავწიე თავი.
-მე სოლომონ მეფე ვარ.-ჩაილაპარაკა უცნობმა და გვანცას საფლავს თვალი გაუშტერა.
-მაპატიეთ მეფეო.-თავი დავუკარი.
-ყოველთვის, როცა ვიმარჯვებ ბრძოლაში, ან ვმარცხდები აქ მოვდივარ. გვანცა მაძლიერებს, მამხნევებს და ძალას მმატებს. ის ჩემი თილისმაა, წარმატების თილისმა. გიორგიმ ჩემს კარავში გადმოასვენა იმ ღამით. დაჩეხილი იყო ხმლით, სულ სისხლიანი, სახე გავუსუფთავე და დავინახე,-მეფე გაჩუმდა.- მისი ბედნიერი ღიმილი დავინახე. ვეხვეწებოდი არ წამოსულიყო ომში, დამპირდა რომ არ წამოვიდოდა, მაგრამ მაინც წავიდა. წავიდა და წაიღო ჩემი გულიც.-ცრემლი გაუკრთა მეფეს თვალებში.-ამ ადგილას ვნახე პირველად. ქალღმერთს ჰგავდა, შავ ცხენზე ამხედრებულმა მშვილდი ესროლა ოსმალოს და ჩემს მოსაკლავად აღმართული იარაღი ხელიდან გააგდებინა. ჩემი მეგობრები მეუბნებოდნენ, რომ ეს სიყვარული არ იყო, რომ მე მისით აღტაცებული ვიყავი უბრალოდ. თავი დავაჯერე, რომ მე გვანცა არ მიყვარდა, მაგრამ ვერ დავივიწყე. როცა დავრწმუნდი, რომ მიყვარდა მისი მოძებნა გადავწყვიტე ის კი მაშინ ოსმალეთში გაყიდეს. ტკივილმა გამაძლიერა, დაუნდობელი ბრძოლა გამოვუცხადე ოსმალებს, ეს ძალა მხოლოდ დიდი ტკივილით იყო გამოწვეული. მერე დაბრუნდა, ფეხმძიმედ იყო და ქვეყნის ხნაზე ისევე აღტაცებით მელაპარაკებოდა როგორც მანამდე. მას უყვარდა მამაშენი, ძალიან უყვარდა. მისი სიკვდილის შესახებ რომ ვაცნობე ლამის ხელებში ჩამაკვდა. სასახლე დავტოვე, ვერც კი გავამხნევე, მისი სიყვარული მეჰმედის მიმართ მანადგურებდა. სამი დღე და ღამე დავეხეტებოდი ტყეში გაშმაგებული. მძულდა და თან მიყვარდა სიგიჟემდე. მძულდა, რომ სხვა უყვარდა, მაგრამ იმედი მომეცა. მისი დაბრუნების იმედით ვცოცხლობდი. მე ეს ბრძოლა წავაგე, მიცვალებულს მეჰმედის წერილები ელაგა უბის ჯიბეში, მას ის უყვარდა, მე გვანცას სიყვარული ვერ დავიმსახურე.-ზურგი შემაქცია მეფემ და ხელით ცრემლები მოიწმინდა.
-დაიმსახურეთ. ახლა, რომ აქ იყოს თქვენით ძალიან იამაყებდა.-ვუთხარი მეფეს.
-ყოველი ბრძოლის წინ მეც ამით ვამხნევებ თავს, რომ სადაც არ უნდა იყოს ვიცი სულიერად ჩემს გვერდით არის და ამ დიდ ბრძოლაში მეხმარება.-დიდმა ტკივილმა გადაუარა სახეზე.
-ვერ შეაჩერებდით, ვერც მე შევაჩერე. ის მამასთან წავიდა, მის გარეშე აღარ არსებობდა, მხოლოდ სუთქავდა.-მეც ცრემლი მომადგა თვალზე.-მას სწამდა თქვენი სიძლიერის, მას სწამდა თქვენი გამარჯვების.
-ვცდილობ, რომ ისევ სჯეროდეს ჩემი და მის ოცნენებს ვასრულებ. სანამ ფეხზე ვდგავარ ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს ბავშვები დავიცვა.-თავზე ხელი გადაუსვა ჩემს შვილებს რომლებიც იქვე თამაშობდნენ და გვანცას საფლავს გვირილებით რთავდნენ.-მადლობა, რომ მომისმინე, არავისთვის მომიყოლია ჩემი ტკივილი, ეს მჭირდებოდა.- მერე თავი დამიკრა, ცხენს მოახტა და თვალს მიეფარა.
გიორგისთან მივედი და ბრძოლაზე ვკითხე. მეფეზეც შევეკითხე. მან კი მომიყვა, როგორ ღრიალებდა მეფე გვანცას სხეულზე ჩახუტებული. მან გვანცას და ბაბუის ცხედარი მოაძებნინა და პატივით დაკრძალა. ყველას ეგონა, რომ მოღალატე ბაბუა დაიტირა იმ ღამით მეფემ, ის კი გვანცას, მის დიდ სიყვარულს ტიროდა. წლები წლებს მისდევდა და მეფე გვანცას ოცნებებს ასრულებდა. აღარ გვეშინოდა გარეთ გასვლის. სოფლებში ბავშვების რაოდენობა დღითი დღე იზრდებოდა და ძლიერდებოდა ქართველი ხალხი.
წლების მერე ნიკოლოზიც (მუჰამედი) დაბრუნდა ეგვიპტიდან, მაშინდელ ქართველ მამლუქს იბრაჰიმ ბეის (აბრაამ შინჯიკაშვილი) ერეკლე მეფისთვის ფული და მამლუქები გამოუგზავნია. ნიკოლოზი გამოუძღვა ქართველ მამლუქებს საქართველოში და თავისი ქვეყნის ისტორია დაწერა თავისი სისხლით. მოხუც ნინას ცოცხალს მოუსწრო, მიწაც საკუთარი ხელით მიაყარა დედას. ვნახე როგორ ტიროდა გვანცას საფლავზე, გვანცას დავიწყება ვერც მან ვერ შესძლო. ალბათ სწორედ გვანცას სიტყვებმა ჩამოიყვანა საქათველოში. ერეკლე მეფეს იარაღის შესაძენად დიდი ფული გადასცა, როგორც გავიგე მთელი თავისი ქონებაც მეფისთვის მიუცია, რათა იარაღი შეეძინა ბრძოლისთვის. მაგრამ უამრავი გაყიდული ტყვე ბავშვიდან მხოლოდ ერთეულები ბრუნდებოდნენ უკან. სხვები კი დიდებისთვის ბრძოლაში სხვა ქვეყნის ისტორიას წერდნენ საკუთარი ოფლით და სისხლით.
მე მახსოვს თოფქაფის სასახლე, მახსოვს სტამბოლი, მახსოვს ლამაზი აბრეშუმის კაბები და ძვირფასი სამკაულები. სულით ძალიან ძლიერი უნდა იყო, რომ იმ დიდებაზე თქვა უარი და ნინას პატარა ქოხი გერჩივნოს დიდებულ სასახლეს. გვანცა სულით ძლიერი იყო და მას სასახლეს და დიდებას ნინას ქოხი ერჩივნა.
რატომ დაიბადა გვანცა? სულ ვეკითხებოდი საკუთარ თავს. ალბათ იმიტომ რომ თავისი მისია ჰქონდა შესასრულებელი. მისი ხანმოკლე სიცოცხლე იმხელა იყო, იმდენ რამეს იტევდა, რომ ზოგი 80 და 90 წელი ცხოვრობს, ისე იბადება და ისე კვდება, რომ არაფერს ტოვებს თავის სიცოცხლით. შვილი არც გვანცას დაუტოვებია, მაგრამ იმხელა რწმენა დატოვა მეფეში, გიორგიში, ნიკოლოზში, და ბევრ სხვა ადამიანებში, რომ სწორედ ამ რწმენამ გადაარჩინა ქართველი ხალხი.
წიგნაკი დავხურე, ფანჯარაში ვიხედებოდი. მზე უკვე ამოდიოდა.
-ვინ ვარ მე?-ხმამაღლა ჩავილაპარაკე და ეზოში გამოვედი. თოვდა.
-რა ადრე ადექი ბებო.-ბებო გამოვიდა სახლიდან.
-ბებო ვინ ვარ მე?-შევხედე ბებოს.
-სულ წაიკითხე? არ გეძინა?-გაოცებული მიყურებდა.
-თვალი ვერ მოვწყვიტე. ვინ ვარ ბებო? ეს ყველაფერი შემთხვევით ხდება? იქნებ თავიდან დავიბადე? ჩემი მეტსახელი, მსგავსება მასთან. აიშე მისი შვილი არ ყოფილა, მას შვილი არ ჰყოლია, მე კი ისე ვგავარ..
-ზურაბის შვილის, დავითის შთამომავალი ხარ, ის დავითის მამიდა იყო, გენეტიკა არ იკარგება ბებო.
-გენეტიკა? ასე მგონია მოჯადოვებული წრეა და მე ვერ გამოვდივარ ამ წრიდან.
-ხშირად ვეკითხებოდი საკუთარ თავს იგივეს ბებო გენაცვალოს. -მხარზე ხელი დამადო ბებომ.-წამოდი სახლში გაცივდები.
-ბებო მისი საფლავი სად არის?-შევეკითხე ბებოს.
-წამოდი, გაჩვენებ.-ხელი მომკიდა და მანქანით წავედით სოფლის განაპირას. მდინარის პირას მიმიყვანა ბებომ და ძველი საფლავის კვალი მაჩვენა.-მდინარემ კალაპოტი შეიცვალა და გვანცას საფლავი რამდენჯერმე გადაფარა. ბებიაჩემმა რომ მომიყვანა მაშინ მდინარე სხვა მხარეს მიდიოდა.
-რა წერია?-წარწერები დროს წაუშლია.-ცრემლი მომადგა თვალზე.
-„გულს გატან, არ მიმატოვო, სიზმრად მოდი, რომ გავძლიერდე.“-ჩაილაპარაკა ბებომ.
-კი, ნამდვილად ასე წერია.-წარწერებს ხელს ვუსვავდი და ძლივს ამოვიკითხე სიტყვები.
-სოლომონმა დააწერა. აქ შეხვდა მეფეს პირველად. -ჩაილაპარაკა მოხუცმა და თვალები აუცრემლიანდა.-რომ ეცოცხლა იქნებ დროს განეკურნა მისი ტკივილი და დედოფალიც გამხდარიყო. სოლომონმა ვერც ერთ ცოლთან ვერ იპოვა ბედნიერება.
-ვერ შეიყვარებდა.-ჩავილაპარაკე გაუაზრებლად, თითქოს ეს მე არ მითქვამს, თითქოს ეს იმ გვანცამ თქვა.
-ალბათ მართალი ხარ ბებო გენაცვალოს.-თმაზე მომეფერა ბებო.
-ალექსანდრემ მითხრა, რომ სიზმარში მხედავდა, მითხრა, რომ სხვა დროში ხდება მისი სიზმრები და ის პრინცია.-ჩავილაპარაკე უფრო ჩემთვის.
-რა?-გაოცებული მიყურებდა მოხუცი.
-ის მეჰედია? იქნებ სოლომონი? მე კი გვანცა?-თავზე ხელი მივიჭირე.-არა ეს სიზმარია, გამეღვიძება და ყველაფერი დასრულდება. არ ვიცი მგონი ვგიჟდები.
-წამოდი.-ხელი მომკიდა და სახლში წამიყვანა, ისევ სკივრთან მიმიყვანა. იქიდან ლამაზი ყელსაბამი ამიღო, ზუსტად ისეთი, როგორიც სიზმარში ვნახე.-ეს მისია, მეჰმედმა აჩუქა. შენ გქონდეს, იქნებ ეს დაგეხმაროს.
ყელსაბამი ხელში მეჭირა, მწვანე დიდი ქვა ჰქონდა, მედალიონს ჰგავდა.
-ეს როგორ დამეხმარება?
-წადი და ჰკითხე რა ერქვა იმ პრინცს.-მითხრა ბებომ.
-წავალ.-მანქანის გასაღები ავიღე ხელში, ბებოს ვაკოცე და სახლი დავტოვე.
პირდაპირ მის სახლში მივედი და კარზე დავაკაკუნე.
-ვინ გნებავთ?-ახალგაზრდა ბიჭი იყო კარზე მიყუდებული და მიღიმოდა.
-ალექსს ვეძებ. სად არის?-ვკითხე.
-და შენ ვინ ხარ?-იღიმოდა.
-მითხარი სახლშია თუ არა? სამსახურშია?-კითხვები მივაყარე.
-ერთი წუთით.-ტელეფონზე ნომერი აკრიფა და დარეკა.-გეძინა?-უკმაყოფილოდ ჩასძახა ხანგრძლივი ლოდინის მერე.-ერთი ლამაზი გოგო გკითხულობს და მივცე შენი მისამართი?-ცოტა ხანი ჩუმად იყო.-შენ ადგილზე ვნახავდი, ულამაზესი თვალები აქვს.-იღიმოდა.-რა გქვია?-უცებ მკითხა. მე კი ტელეფონი ხელიდან გამოვართვი და ალექსანდრეს პირდაპირ ჩავძახე.
-პრინცს რა ერქვა?
-გვანცა?
-მიპასუხე.
-მეჰმედი.-ტანზე ბუსუსებმა დამაყარა, ექოსავით მესმოდა „მეჰმედი“.
-ჯანდაბას, სად ხარ?
-გუდაურში, წასვლამდე დასვენება გადავწყვიტე.-ტელეფონი გავთიშე და იმ ყმაწვილს მივაწოდე.
-არა სად იპოვა თავის ნაირი შეშლილი.-იცინოდა ის ბიჭი.
-შენ ვინ ხარ?
-მისი ძმა, ვახო.-ხელი გამომიწოდა.
-შენი მომავალი რძალი, გვანცა.-ხელი ჩამოვართვი.
-დარწმუნებული ხარ?-გაეღიმა.-მგონი ქალთმოძულეა.
-დარწმუნებული ვარ.-გავიღიმე.
-სად მიდიხარ?-მკითხა ვახომ და ხელზე ხელი მომკიდა.
-გუდაურში, არ უთხრა რომ უნდა ჩავიდე. ხო მართლა ზუსტი მისამართი მინდა.
-ტელეფონის ნომერი მომეცი და მოგწერ.-თვალი ჩამიკრა.
-კარგი.-ხელიდან ტელეფონი გამოვართვი და ჩემი ნომერი ავკრიფე, ზარი გავუშვი ჩემს ნომერზე და მივაწოდე.
-პრინცი თუ გადაიფიქრებს დაგირეკავ.-გაიღიმა.-წარმატებას გისურვებ.-მომაძახა, მე კი სწრაფად დავეშვი კიბეებზე და მომავალ შუახნის ქალს და მამაკაცს ლამის დავეჯახე.
-ბოდიშით, მაპატიეთ, ძალიან მეჩქარება.-უკვე ქვედა სართულზე ვიყავი და ისე ვიხდიდი ბოდიშს.
-ღმერთო სულ გაგიჟდა.-გზაში დამეწია ქალის ხმა. მართლაც მომივიდა შეტყობინება ვახოსგან, მისამართს მწერდა. მეც გუდაურისკენ წავედი პირდაპირ. მოწერილ სასტუმროში მივედი.
-გამარჯობათ.-მიმღებში ახალგაზრდა ბიჭი იდგა და მივესალმე.
-მოგესალმებით, რით შემიძლია დაგეხმაროთ?-გამიღიმა.
-ჩემი მეუღლე ალექსანდრე ბარბაქაძე აქ არის, სასრიალოდ წასულა და სანამ დაბრუნდება ნომრის კარის გაღება მინდა.
-იცით...-დაიბნა ბიჭი.
-ძალიან დაღლილი ვარ. დასავლეთიდან მოვდივარ, 5 საათია გზაში ვარ. ახალ ნომერს ხომ არ ავიღებ, გთხოვთ დამეხმარეთ.-თვალებით ვევედრებოდი.
-კარგით.-ბარათი აიღო და მომსახურე პერსონალი გამაყოლა ალექსანდრეს ნომრამდე. ბატონი ალექსანდრე არ იყო ნომერში. ერთი პატარა ჩანთა მქონდა. საწოლზე მივწექი და მალე ჩამეძინა. ძალიან ვიყავი დაღლილი, მთელი ღამე ვკითხულობდი, მთელი დღე კი საჭესთან გავატარე.
-ჩემო დედოფალო.-ყურში ჩამჩურჩულა, მე კი ძლივს დავაცილე ქუთუთოები ერთმანეთს.
-ჩემო პრინცო.-ჩავიბუტბუტე და მისკენ გადავბრუნდი.
-ყველაფერს წარმოვიდგენდი, მაგრამ ახლა აქ ნამდვილად არ გელოდი. -ბედნიერი სახით იღიმოდა.-რა გადაწყვიტე? მომყვები ავსტრიაში?-იღიმოდა.
-არა შენ რჩები აქ. არსადაც არ მიდიხარ. ეს დაწერილია, გადაწყვეტილია. ცოლად უნდა მომიყვანო, წინა ცხოვრებაში ვერ მოვახერხეთ ბედნიერად ცხოვრება, ახლა კი ყოველი წუთი უნდა დავაფასოთ.-ისე სწრაფად ვლაპარაკობდი გაოცებული მიყურებდა.
-გვანცა მე ამაზე უარს ვერ ვიტყვი, უნდა წავიდე.-საწოლიდან წამოდგა და ფანჯარაში გაიხედა.
-ვიქორწინოთ, დაგელოდები.-საწოლზე წამოვჯექი და ჩავილაპარაკე.
-რატომ გინდა ქორწინება?-გაეღიმა.
-შენს ძმას რძლად გავეცანი. მითხრა ქალთმოძულეა შანსი არ გაქვსო და ვამოწმებ.-თვალი ჩავუკარი.-ლალიკომაც იგივე მითხრა, თანაც ცოტა არ იყოს და მეც ეჭვი მაქვს, შენთან მეძინა და შენ..-გავჩუმდი და სერიოზული სახე მივიღე.
-მოიცადე ახლა ხუმრობ. არ ხუმრობ?-თქვა და ჩემსკენ წამოვიდა, სიცილით სააბაზანოში გავიქეცი, ის კი კარზე აკაკუნებდა.-გამიღე, სასწრაფოდ გამიღე.
-კარგი ვიხუმრე.-კარი ნელა გავაღე, მან კი ლამის შემოგლიჯა კარები.
-იხუმრა.-ჩემი სახე ხელებში მოიქცია და მგელივით მეცა ტუჩებზე. ისე სწრაფად შემომაძარცვა ტანსაცმელი გააზრება ვერ მოვასწარი. მის მკლავებში გავინაბე, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ძალიან ახლობელი იყო ეს უცხო კაცი ჩემთვის. -მაგიჟებ.-მკოცნიდა დაუსრულებლად.
-გთხოვ არ წახვიდე?-მის მკერდზე მიხუტებული ვჩურჩულებდი.
-კარგი, არ წავალ.-გულში ისე მიკრავდა თითქოს ეშინოდა ჩემი დაკარგვის.
-მართლა არ წახვალ?-გახარებულმა ვაკოცე.
-არ წავალ. ახლა, როცა ცხადში დავაგემოვნე ეს გოგო, ვერ შევძლებ მიტოვებას. ვერც ერთი დღე ვერ გავძლებ უშენოდ.-ჩურჩულებდა.
-მგონი შემიყვარდი. ღმერთო მგონი გავგიჟდი.-ხელები სახეზე ავიფარე.
-რატომ მკითხე რა ერქვა იმ პრინცსო?-ყურზე თმა გადამიწია და თვალებში ჩამხედა.
-რომ გითხრა, რომ ის რაც შენს სიზმრებში ხდება სინამდვილეში მოხდა 1753-1756 წლებში დაიჯერებ?-შევხედე თვალებში.
-მეხუმრები და ისევ დამცინი.
-არ დაგცინი. აქ იმიტომ ვარ რომ..-გავჩუმდი.
-რატომ?-მკითხა. მე კი საწოლიდან წამოვდექი და ჩანთიდან ის მედალიონი ამოვიღე.
-ეს მედალიონი გეცნობა?-მედალიონი მივაწოდე.
-ეს გვანცას ვაჩუქე.-ხელი გადაუსვა ნაზად, თითქოს მას ეფერებაო. ვეჭვიანობდი, ძალიან ვეჭვიანობდი. ისეთი სინაზით ჩაილაპარაკა, რომ მივხვდი იმ დროს მას სიზმრების გვანცა უფრო უყვარდა ვიდრე მე.
-შენ მასზე ხარ შეყვარებული.-გაბუტულმა ჩავილაპარაკე.
-საიდან გაქვს? რა კავშირშია შენთან?
-მე მისი შთამომავალი ვარ. ის ჩემი დიდი ბაბუის და იყო. ჩემი დიდი ბებია კი აიშე იყო. ეს ყველაფერი ახლა გავარკვიე. სოფელში ვიყავი, იქიდან პირდაპირ აქ წამოვედი. მე შენი სიზმრების ყველა დეტალი ვიცი. ბოლოს რა დაგესიზმრა?-შევეკითხე ალექსს.
-ბოლოს შენ საქართველოში წახვედი. კლინიკაში რაც გნახე მას მერე სიზმარი აღარ მინახავს.
-საქართველოში დავბრუნდი. შენ კი მოგწამლეს და 1756 წლის 22 დეკემბერს 39 წლის ასაკში გარდაიცვალე. მე ჩამოვედი შენს საფლავზე, დაგიტირე და მერე მინდოდა შური მეძია. შენი მკვლელი შემკვეთებმა ჩემს თვალ წინ მოკლეს. სულთანთან მივედი, მისი მოკვლა მინდოდა, მაგრამ დავრწმუნდი, რომ ის არაფერ შუაში არ იყო. სულთანმა აიშე მომიყვანა და სასახლეში გამოგვკეტა. მე კი გამოვიპარე, აიშე საქართველოში წამოვიყვანე. ერთი წელი ბრძოლისთვის ვემზადებოდი, მცირე რაზმით მეფეს შევუერთდი და ხრესილის ბრძოლაში ოსმალებს შევაკვდი. სიცოცხლის სურვილი დავკარგე, შენთან წამოვედი. ჩემი დაბადების დღე ჩემი სიკვდილის დღეს ემთხვევა 14 დეკემბერი.-ისე მოვუყევი წაკითხული, როგორც ჩემი ამბავი.
-22 დეკემბერს დავიბადე.-შეშფოთებული ხმით ჩაილაპარაკა.
-მართლა? მეც მეშინია.-შევხედე.-მაგრამ ერთი რამ ვიცი, უშენოდ სიცოცხლე არ შემიძლია.-ხელები მოვხვიე და ავტირდი.
-რა გატირებს?-ცრემლები თითებით შემიმშრალა.-ეს ყველაფერი საიდან გაიგე, რა იცი წარსულში რა მოხდა?
-ბებომ პატარა წიგნაკი მომცა. გვანცამ თავის ისტორია იქ დაწერა. წავიკითხე და ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ საკუთარ ცხოვრებას ვკითხულობდი. თითოეულ ტკივილს მეც განვიცდიდი.
-გვანცა ფეხმძიმედ იყო..-მერე გაჩუმდა და საწოლზე ჩამოჯდა.
-შვილი დაკარგა, ბიჭი იყო. მკვდარი დაიბადა. როცა გვანცამ გაიგო მეჰმედის სიკვდილის ამბავი მშობიარობა დაეწყო, ბავშვი დაიღუპა. -კალთაში ჩავუჯექი და ხელები მოვხვიე.
-მასზე ხან ისე ლაპარაკობ როგორც შენ თავზე, ხან კი ისე, როგორც სხვაზე.-გაეღიმა.
-როცა მის ტკივილიან ცხოვრებაზე ვლაპარაკობ ის სხვა გვანცაა, როცა მის ბედნიერ დროზე ვსაუბრობ მინდა რომ ის მე ვიყო. მინდა ის სიყვარული განვიცადო რომელ სიყვარულზეც ის წერდა.-გულზე მივეხუტე.
-სხვა დრო და სხვა გარემოა. ჩვენი ცხოვრება სხვანაირი იქნება, ნაკლები პრობლემით და ბევრი სიყვარულით სავსე.
-ცოლად მომიყვან?-უცებ შევხედე.
-ხელის თხოვნას თუ დამაცდი კარგი იქნება?-გაეცინა.-მოგიყვან.-ყურის ძირში მაკოცა.
ორი დღე სულ ტელეფონზე ლაპარაკობდა, ამ დროს მე თხილამურებით ვსრიალებდი. როცა ვუახლოვდებოდი ტელეფონს თიშავდა.
-რას მიმალავ ექიმო?-ხელები მოვხვიე.
-ეჭვიანი.-ტუჩებზე მაკოცა.
ორი დღის მერე სადღაც წამიყვანა. სოფელში ვიყავით. სახლში მიმიყვანა და კაბა მომცა.
-ეს ჩაიცვი.
-რა არის?
-შენი საქორწინო კაბა.
-რა?
-დღეს ჯვარს ვიწერთ.-თავადაც დაიწყო ტანსაცმლის გამოცვლა და ჩოხა მოირგო.
-ასე უცებ? -დაბნეული ვუყურებდი.
-ხელი ხომ მთხოვე?-იღიმოდა.-ნამდვილი გიჟი ხარ.-იცინოდა.
-კარგი.-გავიღიმე და მეც ჩაცმა დავიწყე მის წინ.
-ცოტა რომ დავაგვიანოთ არა უშავს.-ხელი მომკიდა და საწოლზე დამაწვინა.
-არა.-უცებ წამოვდექი.
-როგორ გეჩქარება ჩემი ცოლობა?
-მგონი შენ უფრო.-თვალი ჩავუკარი.
-მე უფრო.-კაბის ელვა შემიკრა და თავისკენ შემაბრუნა.
-მაკიაჟს გავიკეთებ.
-არ გინდა, მხოლოდ ჩვენ ვიქნებით, მამაო და ორი მონაზონი.
-კარგი.-ხელი ჩავკიდე და წავედით.
ზუსტად ის ეკლესია იყო როგორც სიზმარში, ყველაფერი ზუსტად ისე მოხდა, როგორც სიზმარში. მე და ალექსანდრემ ჯვარი დავიწერეთ, ეკლესიიდან კი სოფლის სახლში მივედით.
-გული ხომ არ გწყდება, რომ ქორწილი არ გადავიხადეთ?-მხარზე მაკოცა.
-არა. მაგრამ სიდედრს უფრთხილდი. შენ არ იცი რამხელა ქორწილს გეგმავდა.-ხმამაღლა გამეცინა დედაჩემის სახე, რომ წარმოვიდგინე.
რამდენიმე დღე სოფლის სახლში დავრჩით, მერე კი თბილისში დავბრუნდით. შოკი მივიღე, ალექსის დედ-მამა ისინი აღმოჩნდნენ, კიბეებზე ლამის რომ გავიტანე.
-ლამაზია და საყვარელი.-იღიმოდა ქალბატონი მზია (დედამთილი).-სად გეჩქარებოდა შვილო მაშინ.-ღმერთო ვახსოვდი, სად დავმალულიყავი არ ვიცოდი.
-შენს შვილთან გარბოდა.-გაიცინა ვახომ.
-ქალთ მოძულე არ აღმოჩნდა.-გადავულაპარაკე ჩემს მაზლს ჩურჩულით.
-ვიცი, გაძლებას გისურვებ.-თვალი ჩამიკრა.-მისი ქალების არმიასთან ბრძოლა მოგიწევს.
-ბრძოლა ჩემი პროფესიაა.-გამეღიმა.
ჩემი ოჯახიც მოვინახულეთ. დედაჩემმა შოკი მიიღო, განსაკუთრებით ჩემი სამსახურიდან წამოსვლის გამო გადაირია. მამამ თვალები დაუბრიალა და წამში გააჩუმა. ჩემი მამიკო ყოველთვის ჩემს გვერდით არის. მერე იქეიფეს, ალექსმა ჩემები ჩვენს სახლში დაპატიჟა და ახლა იქ გააგრძლეს ქეიფი. დედამთილმა სამკაულები მაჩუქა, ბედნიერი დამტრიალებდა თავს. ძალიან დავიღალე, სულ ვიღაცას მაცნობდნენ, სულ ვიღაც მოდიოდა. ამ პროცესმა საშინლად დამღალა.
-ალექს სოფელში წავიდეთ, ბებო უნდა გაგაცნო.-გამოვუცხადე ალექსს და მეორე დღეს სოფელში ჩავედით.
გაღიმებული გვიყურებდა ხან მე ხან ალექსს ბებო.
-იპოვე შენი ნახევარი?-გადმომიჩურჩულა.
-მგონი კი.-თვალი ჩავუკარი.
-ღმერთმა დაგლოცოთ შვილო.-ორივეს ჩაგვეხუტა ბებო.
-მადლობა.-ხელი მოჰხვია ალექსმა ბებოს და გულში ჩაიკრა.
-რისთვის ბებო?-შეხედა ჩემმა მოხუცმა.
-ჩემი სიზმრების არ სჯეროდა, თქვენ კი სწორი გზა დაანახეთ გვანცას.
-ბებო, მართლა მეჰმედი ხარ?-შეხედა გაკვირვებულმა ჩემმა მოხუცმა.
-სიზმრებში კი.-გაიცინა ალექსმა.-ისე ალექსანდრე ბარბაქაძე ვარ ექიმი და თქვენი სიძე.
ალექსანდრე გვანცას საფლავთან მივიყვანე.
-აქ არის?-საფლავის ქვას ხელი გადაუსვა და თვალები აუცრემლიანდა.
-მანდ არ არის? შენს უკან დგას, ცოცხალი და ჯანმრთელი.-მხარზე ხელი დავადე ალექსს.
-მართლი ხარ.-წამოდგა და გულში ჩამიკრა.
ცოტა ხანი დავრჩით სოფელში. ბებო ისეთი ბედნიერი იყო აღარ იცოდა რით გავეხარებინეთ.
-ალექსს სტამბოლში გავფრინდეთ, არ გაინტერესებს მეჰმედის საფლავი?-შევხედე ალექსს.
-გავფრინდეთ.-გამიღიმა და გულში ჩამიკრა.
სტამბოლში მართლაც გადავფრინდით, მანამდე არ ვიყავი ნამყოფი და ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ძალიან ნაცნობი იყო ყველაფერი. მეჰმედის საფლავი მართლაც მოვინახულეთ. არ ვიცი რა მჭირდა, გულში საშინელ ტკივილს ვგრძნობდი.
-წავიდეთ აქედან.-ალექსს ხელზე ხელი მოვკიდე და მეჩეთიდან გამოვედით.
-რა დაგემართა?-ნიკაპი ამაწევინა.-ფერი არ გადევს?-შეშფოთებული მიყურებდა.
-იგივე რაც შენ გვანცას საფლავის ნახვისას.-ჩავილაპარაკე და ჰაერი ღრმად ჩავიუნთქე.
-ყველაფერი კარგად იქნება. ბედნიერები ვიქნებით, ამის გჯეროდეს.-შუბლზე მაკოცა ალექსმა.
მალე თბილისში დავბრუნდით ალექსის სახლში.
-არ არის დაბეჭდილი.-ჩემი მამამთილი იმ ჟურნალს ატრიალებდა, სადაც მე ვმუშაობდი და რაღაცას ეძებდა.
-რას ეძებ კაცო, ახლა მაინც დადე ეგ ჟურნალი.-გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა ჩემმა დედამთილმა.
-პანტერას სტატია არ არის დაბეჭდილი.-თქვა და მე და ალექსმა ერთმანეთს გადავხედეთ.
-თაფლობის თვე აქვს ალბათ.-გაიცინა ალექსმა.
-რას ლაზღანდარობ.-ფრიად შეშფოთებული იყო მამამთილი.
-არ ვლაზღანდარობ, გათხოვდა შენი პანტერა.-მე კი სულ გავწითლდი.
-ბიჭია.-ხელმეორედ გადაფურცლა ჟურნალი.
-გოგოა.-არ ეშვებოდა ალექსი.
-ქალი ასე არ გარისკავს, ასეთ სტატიებს ქალი არ დაწერს.
-ჩემი პანტერა წერდა, რადგან ის სულით მებრძოლია და თავისი ქვეყნის პატრიოტი.-ხელი გადამხვია ალექსმა და ექვსი გაოცებული თვალი ჩვენ გვიყურებდა.
-ჩემი ფსევდონიმია.-ძლივს ამოვილაპარაკე.-ჟურნალიდან წამოვედი, რაღაც მიზეზების გამო.-ალექსს შევხედე.
-შენ გამომიშტერე ეს კაცი?-იცინოდა დედამთილი.
-მატყუებთ.-თითქოს იმედები გაუცრუვდა ისე შემომხედა მამამთილმა.
-არა მამა. ეს არის. კითხე და ბოლო სტატიას დეტალურად მოგიყვება. -იცინოდა ალექსი.
-შვილო, მართლა შენ გამოიძიე ის გარიგება?-სათვალე მოიხსნა და ინტერესით დამაკვირდა ზაზა.
-წყალი როგორ გაჰყავთ სოფლებში?-კითხვა შევუბრუნე.
-არა? პირი შეკარით და მატყუებთ.-არ გვიჯერებდა ზაზა.
-არ გატყუებთ.-კალამი ავიღე ხელში და სალფეტკზე ხელი მოვაწერე, „პანტერა“, მერე კი მივაწოლე მამათილს.
-ჯანდაბას. ისე ველოდებოდი ყოველ შემდეგ სტატიას, რატომ წამოხვედი ჟურნალიდან?-თითქოს მსაყვედურობდა.
-არ მინდა მთელი მთავრობა გადავიკიდო. მანამდე არ ვდარდობდი, ახლა კი ჩემი ახალი ოჯახის გამო მეშინია. არ მინდა ალექსს შევუქმნა პრობლემები, ან ჩვენს მომავალ შვილებს. მშვიდი ცხოვრება მინდა. ერთი სიცოცხლე დავკარგე ბრძოლაში. მეორე სიცოცხლეს აღარ დავკარგავ.
-რაზე ლაპარაკობს?-ერთხმად შემოგვხედეს სამივემ.
-არაფერზე.-გაიღიმა ალექსმა და შუბლზე მაკოცა.-ოჯახურ ცხოვრებას ვიწყებ.
-ავსტრიაში როდის მიდიხარ?-ჰკითხა ვახომ.
-აღარ მივდივარ.-ჩაილაპარაკა და უფრო მეტად მიმიკრა გულზე.
-რა?-მზიას აშკარად არ ესიამოვნა მისი გადაწყვეტილება.-რამდენი შრომა ჩადე, რამდენს მეცადინეობდი. ღმერთო ეს მგონი სულ გაგიჟდა.
-დედა!-გაბრაზებულმა შეხედა.-ასე გადავწყვიტე და მორჩა, თემა დახურულია.
-შვილო დაფიქრდი. ეს შენს მომავალს ეხება.-ფარ ხმალს არ ჰყრიდა მზია.
-ჩემი მომავალი გვანცა და ჩვენი შვილებია. სხვა ცხოვრება არ მინდა, ეს მე მჭირდება, დავიღალე.-უთხრა და სახლიდან წავიდა.
-გვანცა დაელაპარაკე.-შემომხედა მზიამ.
-ეს მე ვთხოვე დარჩენა. -შევხედე მზიას დამნაშავე თვალებით.
-შენ სთხოვე? დაფიქრებულხარ რამდენი შრომა იყო ამ ყველაფრის უკან?-მსაყვედურობდა.
-თავი დაანებე.-გაბრაზდა ბატონი ზაზა (მამათილი).-შენ ვინ გეკითხება როგორ იცხოვრებენ. სრულწლოვანი დიდი ხანია გახდა შენი შვილი და თავად გადაწყვეტს რა სჯობია მისთვის. მე მიხარია, აქ დარჩებიან, შვილიშვილი მეყოლება და ცხოვრებას გამიხალისებს. გადაჰყვა საქმეს და სწავლას, ახლა დროა ოჯახურ ცხოვრებას მოჰკიდოს ხელი.
ჩემს ოთახში შევედი, კედლებს ვაწყდებოდი. გაბრაზებული წამოვდექი, ტელეფონი ავიღე და სახლი დავტოვე. ძალიან დავიღალე, ჩემს სახლში დედაჩემის და მამას კამათი, აქ ჩემი დედამთილის და მამათილის კამათი. რატომ ირთულებენ ცხოვრებას, როცა შეიძლება, რომ უბრალოდ ბედნიერად იცხოვრო და სხვის აზრს პატივი სცენ.
-სად ხარ?-ალექსს დავურეკე.
-ბესოსთან ბარში.-მითხრა ალექსმა.
-სხვა ადგილი ვერ ნახე? ახლა სიდედრი დაგინახავს და იტყვის ჩემი სიძე ლოთიაო.-სიცილით ჩავძახე.
-გვანცა მოდი აქ. -მითხრა და გათიშა.
სწრაფად წავედი და მივედი მასთან.
-აბა.-მის წინ დავჯექი.-რას გაუმარჯოს?-გავუღიმე.
-მოსაწყენ ცხოვრებას.-გაიღიმა.
-ძალიან ადრე მოიწყინე.-სევდამ გადამირბინა სახეზე.
-მაპატიე, შენ არაფერ შუაში ხარ. ცხოვრების შეცვლა მინდოდა. მათთან ცხოვრებამ დამღალა, თითქოს გავრბოდი. შენ ის მზის სხივი ხარ რომელსაც სულ ველოდებოდი.-ხელზე ხელი მომკიდა.-იცი რატომ ვსვავ?
-რატომ?
-იმიტომ, რომ სხვა ცხოვრებას ვერ გთავაზობ.-მითხრა და ჭიქა გამოსცალა.
-ვიქირაოთ ბინა.-შევხედე ალექსს.-შემოსავალი ორივეს გვაქვს, რატომ უნდა ვცხოვრობდეთ მათთან.
-კარგი.-გაიღიმა.
-სახლში წავიდეთ.-ხელი ჩავკიდე და ბარიდან წამოვიყვანე. სახლში მივედით, პირდაპირ საძინებელში შევედით. ალექსმა კოცნა დამიწყო, მეც ავყევი კოცნაში, რომ მზიამ შეამოაღო კარი.
-დედა რა გინდა?-შეხედა გაბრაზებულმა.
-წამოდით ივახშმეთ.-ძალიან ჩვეულებრივად იდგა და არ გადიოდა ოთახიდან.
-არ გვშია.-ისევ ჩაილაპარაკა ალექსმა.
-წამოდით და ივახშმეთ.-კარი ლამის გაიჯახუნა.
-დავიღალე.-ღრმად ჩაისუნთქა და შუბლი შუბლზე მომადო.
-გპირდები ხვალვე გადავალთ.-თვალებში ჩავხედე.-ეცადე გაატარო.
-აბაზანაში შევალ.-ხელი შემიშვა და სააბაზანო ოთახში შევიდა. მე კი ტელეფონი ავიღე და ლალიკოს დავურეკე.
-ლალო როგორ ხარ?-ჩავძახე ლალიკოს.
-კარგად, შენ ახლა ჩემთვის გცალია? მიხედე ქმარს და დატკბი.-მხიარულად ჩამძახა.
-ლალო ბინას ისევ აქირავებ?-ვკითხე ლალიკოს.
-რაო, ცალკე ბუდეში გინდათ გვრიტებს?-მიმიხვდა ჩანაფიქრს.
-გვინდა.-გამეცინა.
-დღესვე შეგიძლია გადმოხვიდე. დაკეტილია, ზაფხულამდე არ ვაქირავებ. შენს განკარგულებაშია.-მითხრა სიცილით.
-ლალო გადავიხდი ქირას.
-აღარ გაიმეორო. ზაფხულამდე გჩუქნი, ჩემი საჩუქარია,მერე შეიძლება დაიღალო კიდეც.-ხმამაღლა გაიცინა.
-არ დავიღლები.-მეც გამეცინა.-ხვალ დილით მოვალ და გასაღებს გამოგართმევ.
-გკოცნი საყვარელო.-მითხრა ლალიკომ და ტელეფონი გამითიშა. საწოლზე ვარსკვლავის ფორმაში გადავწექი, ახლა ვახომ შემოაღო კარი, მზიასგან განსხვავებით დააკაკუნა.
-წამოდით ივახშმეთ, თორემ დახოცავენ ესენი ერთმანეთს.-დედამისზე და მამამისზე მანიშნა.
-კარგი.-გავუღიმე.-ალექსი შხაპს იღებს, გამოვა და მოვალთ.
სავახშმოდ 10 წუთში გავედით.
-გაცივდა ყველაფერი.-გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა მზიამ.
-ცივს შევჭამთ.-გავუღიმე და ალექს ხელი ხელზე მაგრად მოვუჭირე, რომ არაფერი ეთქვა.-რა გადმოგიღო?-გავუღიმე ალექსს.
-თავი მტკივა, არ მშია.-ცოტა სალათი გადავუღე მაინც. ჩუმად ვვახშმობდით. ვახშმის მერე მაგიდის ალაგება დავიწყე.
-შეეშვი.-ხელიდან თეფშები გამომართვა მზიამ და სამზარეულოში შეიტანა. არ შევწინააღმდეგებივარ, ალექსს მივუჯექი გვერდით და ჩავეხუტე.
-ხვალ გადავიდეთ.-ყურში ჩავჩურჩულე.-ყველაფერი მოვაგვარე.-ლოყაზე ვაკოცე.
-კარგი.-გამიღიმა.
-მეძინება.-მხარზე თავი ჩამოვადე ალექსს.
-ჯერ ცხრა საათია.-უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა მზიამ.
-ნივთები მაქვს ჩასალაგებელი, ხვალ ახალ ბინაში გადავდივართ.-გამოვუცხადე ყველას.
-რატომ?-შემოგვხედა ზაზამ.
-ცალკე გვირჩევნია, ყველაფრისთვის დიდი მადლობა.-გავუღიმე მამამთილს.
-შვილო იქნებ დარჩენილიყავით, ისეთი ხალისი შემოიტანე.-სევდინად შემომხედა ზაზამ.-თანაც ისეთი კარგი მოსაუბრე ხარ, სიცოცხლით სავსე.-გამიღიმა.-დარჩით.
-ძალიან ვაფასებ თქვენს დამოკიდებულებას.-გავუღიმე მამამთილს.-ხშირად მოვალთ სტუმრად.
მზიას არაფერი უთქვამს, სამაგიეროდ თვალებით მკლავდა. დილით ჩემოდნებს ხელი მოვკიდეთ და ალექსის სახლი დავტოვეთ. ლალიკოს ბინა პატარა იყო, მაგრამ მყუდრო. ორი კვირა ბენიერად გავატარეთ, მე ლექციებს ვკითხულობდი და დილით მივდიოდი სამსახურში. ალექსი კლინიკაში მიდიოდა. სანამ მოვიდოდა, ვახშამს ვამზადებდი. შაბათ კვირა ერთად დავდიოდით ხან კინოში, ხან თეატრში. ოპერაშიც წავიყვანე, სულ ბუზღუნით გამომყვა. ორი კვირის მერე ალექსი სააბაზანოში იყო, რომ მისი ტელეფონი რეკავდა.
-გვანცა უპასუხე.-გამომძახა.
მეც ვუპასუხე. ვინმე ალბან კარსელი რეკავდა ავსტრიიდან. გამეცნო და მითხრა რომ მედიცინის დოქტორი იყო და ალექსის მეგობარი. მთხოვა ალექსი დამერწმუნებინა, რომ მასთან ჩასულიყო, რადგან მათმა დაწყებულმა კვლევებმა კარგი შედეგი აჩვენა. ალბანს დავპირდი, რომ ალექსი ჩავიდოდა ავსტრიაში.
-ვინ იყო?-მკითხა ალექსმა.
-ნომერი შეეშალათ.-გავუღიმე.
ღამით ალექსის კომპიუტერი ჩავრთე და მეილები შევამოწმე. ალბანთან დიდი მიმოწერა ჰქონდა. უარს აცხადებდა ავსტრიაში დაბრუნებაზე. ერთობლივად იკვლევდნენ მცენარეულ წამალს, რომელიც სიმსივნის მეტასტაზებს საწყის ეტაპზე კლავდა. თავი საშინლად ვიგრძენი, ყველა იმ ადამიანის წინაშე ვინც ამ წამალს ელოდა. ვაჩერებდი ალექსს, მას სხვა ცხოვრება ჰქონდა, სხვა მომავალი. ის დიდ საქმეს ემსახურებოდა, მე კი აქ დავტოვე.
მეორე დღესვე წავედი და საბუთების მოგვარება დავიწყე. ბილეთებიც ვიყიდე და წასვლა დავგეგმე. ავსტრიაში ალბანს დავუკავშირდი და გავაფრთხილე ალექსისთვის არაფერი ეთქვა და ბინა მოეძებნა ჩვენთვის. ალექსი სამსახურში იყო, ბარგი ჩავალაგე, მისმა მდივანმა მითხრა რომ ბოლო ერთი კვირა ოპერაციები არ ჰქონდა დაგეგმილი.
-გვანცა სად ხარ?-სახლში შემოსვლისთანავე დაიძახა.
-აქ ვარ.-სამზარეულოდან გამოვძახე.
-რა სუნია? რა მომიმზადე?-ხელში ამიყვანა და დამატრიალა.
-შენ არ მოგიმზადე, დედამთილს მინდა თავი მოვაწონო.-თვალი ჩავუკარი.
-გვანცა დაღლილი ვარ, რა დედამთილს. არსად არ მინდა წასვლა, ეს გოგო მინდა.-ყელში მაკოცა.
-წამოდი.-საძინებელში შევიყვანე.
-ეს რა ჩემოდნებია? ხომ შევთანხმდით, რომ ცალკე ვიცხოვრებდით? გვანცა ასე ნუ მიყურებ.
-დამაცადე გითხრა.-შევხედე გაბრაზებულმა. კარადიდან საბუთები და ბილეთები გამოვიღე და მივაწოდე.
-ეს რა არის?-შემომხედა გაკვირვებულმა.
-ალბანს ველაპარაკე. ორ დღეში ჩავალთ ავსტრიაში და იქ ვიცხოვრებთ. -გაღიმებულმა ვუთხარი.
-რა. მე არ მეკითხები?-ხმას აუწია.-ან საერთოდ როდიდან დაუმეგობრდი ალბანს?-გაბრაზებულმა დამიყვირა.
-მეგონა გინდოდა, მეგონა ჩემს გამო გადაიფიქრე.-სავარძელში მოწყვეტით ჩავეშვი.
-მინდოდა, ძალიან მინდოდა. ჩემი ცხოვრების მიზანი იყო. მაგრამ ახლა არ მინდა. მინდა შენს გვერდით ვიყო.-ისევ გაბრაზებული ლაპარაკობდა.
-მეც მოვდივარ, შენს გვერდით ვიქნები. დრო გავა და შეიძლება ინანო, მე კი დამნაშავედ ვიგრძნობ თავს შენს წინაშე. ჩემი პროფესია დღეიდან შენი ცოლობაა. თუ შენ იქნები ბედნიერი მე ესეც მეყოფა, არ დავიკარგები, მეც ვიპოვი რამე საქმეს.
-ჩემს მაგივრად ნუ წყვეტ ნურაფერს.-თითი დამიქნია.
-კარგი. მაგრამ მინდა ვიცოდე შენ რა გინდა. ეგოიტი ბავშვივით მოვიქეცი და მინდა გამოვასწორო.
-ეს რაც ახლა მაქვს ეს მინდა. სახლში დაბრუნებულს მოსიყვარულე ცოლი რომ მხვდება, სიმშვიდე. -ჩემს წინ ჩაიმუხლა.-არ მინდა ეს გავაფუჭოთ, არ მინდა დაიტანჯო. შენ იქ ვერ გაძლებ და დაინგრევა ეს ყველაფერი.
-გავძლებ. რამე საქმეს გამოვნახავ და გავძლებ. ალბანს ველაპარაკე, იმ წამალმა კარგი შედეგები აჩვენა. ჩვენს სიყვარულზე მნიშვნელოვანი იმ ქალების განკურნებაა ვინც ამ წამალს დიდი ხანია ელის. მინდა წავიდეთ, ეს მეც მინდა. ნუ გაქვს შიში, რომ რამე დაინგრევა და რამე ისე არ იქნება. ყველაფერი დალაგდება, მთავარია ერთმანეთს გული არ ვატკინოთ და ერთმანეთის გრძნობებს გვუფრთხილდეთ.-მისი სახე ხელებში მოვიქციე და ტუჩებზე ნაზად ვაკოცე.
-როდის მივდივართ?-გამიღიმა.
-ორ დღეში, მგონი მოაგვარებ ყველაფერს ამ ორ დღეში.
-მოვაგვარებ. შენ? ლექციები?-სევდიანად ჩაილაპარაკა.
-მეც მინდა სწავლის გაგრძელება. დრო გვიჩვენებს, არ დავიკარგები. იქნებ ვისწავლო კიდეც იქ.-გავუღიმე.-ნუ ნერვიულობ გთხოვ, ბედნიერებისთვის მხოლოდ შენ მეყოფი.
-ჩემებთან მივდივართ?
-ხომ უნდა დავემშვიდობოთ, ხვალ ჩემებთან წავალთ.-ჩემოდნებს გავხედე.
-კარგი. -ხელი მომკიდა და გულზე მიმიკრა.-ის ნამცხვარი მაჭამე ცოტა.
-მოითმინე, დაჭრილს ხომ არ მივუტან.-თითი დავუქნიე.
ყველას დავემშვიდობეთ და ავსტრიაში გავფრინდით. მე მალე გამოვნახე ჩემი საქმე, ალბანი დამეხმარა, სამკაულების მაღაზიაში დავიწყე მუშაობა. ძალიან ვიღლებოდი, მაგრამ მომწონდა ჩემი საქმე. სამაგიეროდ ალექსის ბედნიერ თვალებს ვუყურებდი. მენატრებოდა სამშობლო, ძალიან განვიცდიდი, მაგრამ ალექსთან არასდროს ვწუწუნებდი. ალექსიც ძალიან იღლებოდა, სწავლა, მუშაობა. დრო თითქმის არ ჰქონდა, მაგრამ ყველაფერში ხელს ვუწყობდი. თავს ვიცავდით, არ მინდოდა ამ რეჟიმში და ასეთ პირობებში გამე