შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გერგეთისკენ მიმავალნი (თავი 7)


13-08-2020, 14:25
ავტორი ჰოლანდიელი
ნანახია 428

სავსე მთვარე გუმბათივით მოქცეოდა ზემო ნიქოზის სასაფლაოს. სანგრების თხრით დაღლილი ჯარისკაცების უმრავლესობას პირდაპირ მიწაზე ეძინათ. ზვიდმა ექიმი და ქეთი ქართულ ბატალიონთან მყოფ სამხედრო ექიმებთან დააბინავა. რამდენიმე თანამებრძოლ მეგობარს დაუბარა „ჩემს დაბრუნებამდე ყურადღება მიაქციეთო“ და მეთაურისგან უჩუმრად, ტყისკენ გაბრუნდა. მარტო დარჩენილი გოგო მოზრდილ ლოდზე ჩამოჯდა. სასაფლაოსთან მიმოფანტულ ჯარისკაცებს თვალი მოავლო. იცოდა ლაშა იქ არ იყო, თუმცა თვალებით ყველა ჯარისკაცში ეძებდა. მის ნაცვლად კი ყველა მათგანის სახეზე დაძაბულობას, ზოგის სახეს კი შიშსაც კითხულობდა. „ნეტავ ლაშაც თუ ასეთი დამფრთხალია?“ - ფიქრობდა გოგო. „ზვიადი როგორი გაბედულია. ჩემს გამო რა გააკეთა და თავისი მეგობრებისთვის ალბათ ყველაფერზე წამსვლელია. ნეტავ ლაშაც აქ ყოფილიყო, ზვიადის გვერდით“. ფიქრებში გართულს ზვიადის მეგობარი მიუახლოვდა. ხომ არაფერი გჭირდებაო ჰკითხა. ქეთიმ მხოლოდ თავი გაუქნია.
- თუ რაიმე დაგჭირდეს აქვე ვარ. ზვიადმა ყურადღება მიაქციეო მთხოვა.
- ვიცი, მადლობა. - პატივისცემის ნიშნად მსუბუქად გაუღიმა გოგომ. - ზვიადის მეგობარი ხართ?
- ერთად ვმსახურობდით ჯარში, სულ ერთად ვიყავით. მერე თვითონ ავღანეთში წავიდა.
- ავღანეთში?
- ჰო. მას მერე არ მენახა და აქ შევხვდით, ძალიან გამიხარდა. ომში მისნაირი მებრძოლის გვერდით ყოფნას ყველა ისურვებდა.
- ზვიადის მეგობარი ხარ და იქნებ ლაშა არაბული იცოდე სად არის.
- ლაშა არაბული... - ჩაფიქრდა ჯარისკაცი. - არ ვიცი, საერთოდ არც ვიცნობ.
- ზვიადის მეგობარია ისიც. - განაგრძო გოგომ.
- ავღანელია?
- ავღანელი? - გაიოცა გოგომ. ჯარისკაცის კითხვა უადგილო ხუმრობად მიიჩნია და გაღიზიანებულმა მკვახედ უპასუხა. - ლაშა არაბული ავღანელი როგორ იქნება?!
- ავღანეთში ნამყოფებს ვეძახით ასე. - გაიღიმა ჯარისკაცმა. - იქნებ ზვიადთან ერთად მსახურობდა იქ.
- უკაცრავად. - დაიმორცხვა ქეთიმ. - ვერ მიგიხვდით.
- არა უშავს, ცოტა ხანს დაგტოვებ, თუ რაიმე დაგჭირდეს არ მოგერიდოს. - ზურგი აქცია ჯარისკაცმა.
- ერთი წუთი. - შეაჩერა ქეთიმ. - არც მფრინავ ჰოლანდიელს იცნობ?
- ჰოლანდიელს? - ჯარისკაცი მოტრიალდა, ქვაზე მჯდარი გოგონას საპირისპიროდ ჩამოჯდა და ინტერესით მიაჩერდა. - შენ რა იცნობ?
- არა, არ ვიცნობ. მან და ზვიადმა გადამარჩინეს ტყვეობიდან...
- იქ ჰოლანდიელიც იყო?
- კი.
- არც მე ვიცნობ, მაგრამ ბევრი რამ მსმენია მასზე. უამრავ ლეგენდას ყვებიან. შეიძლება აზვიადებენ კიდეც, მაგრამ ფაქტია, ბევრისთვის ის ლეგენდაა. ჭორის დონეზე გავიგე, მეთაურებს უთქვამთ, მალე შემოგვიერთდებაო. ჩვენში არიან ბიჭები ვინც იცნობენ, მათ შორის ზვიადიც, მაგრამ მასზე კრინტს არ ძრავს, მხოლოდ ის აქვს ნათქვამი ჰოლანდიელთან სიცოხლით ვარ დავალებულიო.
- ჰოლანდიელი ქართულ ჯარში როგორ მოხვდა?
- მგონი ქართელია და ჰოლანდიელი უბრალო მეტსახელია. არ გამოლაპარაკებიხარ?
- არა, მხოლოდ შორიდან დავინახე, ნიღბით იყო და მალევე წავიდა.

ზვიადი მოზრდილ ხის ძირზე მიყუდებულ, დაღლილ მეგობარს მიადგა.
- დაჭრილი ხომ არ ხარ?
- არა, კარგად ვარ. - თქვა ლაშამ. წამოდგა და მეგობარს მტკიცედ გადაეხვია. დასხდნენ თუ არა მაშინვე ქეთი მოიკითხა. ძმადნაფიცმა დეტალურად მოუყვა ყველაფერი, უთხრა რომ გოგონა, მის უნახავად არსად წასვლას არ აპირებდა.
- ამდენი ტყუილი სიცოცხლეში არ მითქვამს. ცოდოა ეს გოგო, მაინც არ მეუბნები რათ არ ნახულობ?
- სხვა დროს ზვიად, სხვა დროს აგიხსნი.
- ნახატი წამოუღია ბიჭო, უნდა მიმეცაო.
- ეს? - ლაშა ხელით დაწვდა ყავისფერ ჩანთას. ტილო ამოიღო, გაშალა და მთვარის შუქზე მასზე აღბეჭდილი გერგეთის სამება აჩვენა.
- დიდება შენდა ღმერთო! რა ლამაზია. - ნახატს თვალს ვერ წყვეტდა ხევსური. – „ზემო ქალაქში“ იპოვე?
- ჰო.
- რა გოგოს უყვარხარ და ლაჩარივით იმალები. - წარბები შეკრა ზვიადმა.
- არ მინდა ასეთი მნახოს... ის მხოლოდ ლაშა არაბულს იცნობს. ალბათ სჯობს ასე დარჩეს...
- რას გულისხმობ? - დაიბნა ზვიადი.
- სხვანაირი გოგოა ზვიად. ცხოვრება მხოლოდ ნათელი ფერებით აქვს ნანახი. დერეფანში როცა გამოხვედით ვაპირებდი მოსვლას, ნაბიჯი უნდა გადმომედგა, რომ მისი თვალები დავინახე. სევდა და სიბრალული იყო მის თვალებში, გადარჩენით გამოწვეული აღტაცება კი არა, სიბრალული დახოცილი მტრების მიმართ. როგორ გგონია ბედნიერი იქნებოდა იმის ნახვით, რომ ეს მე ჩავიდინე?! ბედნიერი იქნებოდა იმის გაგებით, რომ ხალხს ვხოცავ?
- ჰო მაგრამ, ეს ომია, ქუჩაში ხომ არ ჰკლავ ვინმეს! - შეეკამათა ძმადნაფიცს, თუმცა დერეფანში გამოსული ქეთის რეაქცია გაახსენდა. სიტყვა შეწყვიტა და გევრდით გაიხედა, გვერდით დალაგებულ სხვადასხვა ტიპის იარაღებს მოავლო თვალი. ლაშას ავტომატი, სათადარიგო მჭიდები, ხელყუმბარები და ტანკსაწინაღმდეგო ნაღმ-მყორცნი წამოეღო რუსული ბაზიდან.
- ამდენი იარაღი როგორ ათრიე?
- არ მკითხო, ძლივს გამოვასწარი. როგორც კი გამოვედი დამხმარე ძალა მოუვიდათ.
- არ უნდა გაგერისკა. თანაც, შენზე გავიგე სროლა არ იცისო. - ღიმილი შეეპარა ხევსურს.
- აბაა. - აჰყვა ლაშაც. - მალე დაგვიჭირდება ზვიად. ვფიქრობ დილით უკვე აქ იქნებიან. უკან დახევის ბრძანება მიიღეთ უკვე?
- არ ვიცი, არაფერი გამიგია. ის კი ვიცი, რომ ჩვენებმა ცხინვალი უკვე დატოვეს.
- ეგრეა, დატოვეს.
- არადა რა იმედებით ვიყავით... ორი დღის წინ ჩვენი სპეცრაზმი წმენდდა ცხინვალს.
- მალე აქედანაც უკან დავიხევთ. მეთაურებს ექნებათ უკვე ბრძანება, ალბათ უსაფრთხო კორიდორს ელოდებიან.
- საიდან იცი?
- გიორგი ახვლედიანი გახსოვს?
- კი, როგორ არა. პოლკოვნიკი. - ინტერესით მიაშტერდა ლაშას.
- მის დავალებაზე ვიყავი დაზვერვაზე. მეც კი უკან დახევა მიბრძანა. 58-ე არმია მოდის.
სამხედრო საქმეში გამოწვრთნილ ხევსურს მეტი კონკრეტიკა აღარ დასჭირვებია. ნათლად ხვდებოდა ომი წაგებული იყო. რა თქმა უნდა არც ერთ ჭკუადმყოფელს არ ეგონა რომ რუსეთის წინააღმდეგ მარტო მყოფი საქართველო რაიმეს გახდებოდა, თუმცა ძალიან ბევრს და მათ შორის ზვიადსაც სჯეროდა, რომ რუსეთი ვერ გაბედავდა ამერიკის მოკავშირე მეზობლისთვის მაშტაბური ომის წარმოებას. მაქსიმუმ მისი ჩართულობა იარაღის მიწოდება თუ იქნებოდა სეპარატისტებისთვის.
- და ამერიკა? - იმედის ნაპერწკალი გაუკრთა თვალებში.
- ჰმ, ამერიკა... ამერიკა ალბათ შეშფოთებულია.
- ამისთვის ვიბრძოდით?! - წამოიჭრა ფეხზე ხევსური. - მაგათ გამო ჩემი ძმები იხოცებოდნენ ღვთისგან მივიწყებულ ადგილებში. მაწამეს, დამჭრეს...
- გეყოფა! - ახედა ფეხზე მდგარ მეგობარმა. - ამის დრო არ არის. როგორც პოლკოვნიკისგან მივხვდი, მოლაპარაკებები მიდის. ალბათ ისღა დარჩენიათ ცხინვალს მთელი ქვეყანა არ გადააყოლონ.
გოგოს საკითხი გადასაწყვეტი რჩებოდა. ცხადი იყო ლაშას არ სურდა მისი, თუნდაც დროებით ბატალიონთან გაჩერება. მით უფრო, რომ შეიძლება მალე ალყაში აღმოჩენილიყვნენ. ლაშას სხვა გზა არ რჩებოდა. ქეთი უნდა ენახა. თავად გაეყვანა უსაფრთხო ადგილამდე.
- მოდი ასე მოვიქცეთ. - მიმართა დუმილის შემდეგ ზვიადს. - ჩადი და მეც გათენებისას ჩამოვალ. ზუსტად ხუთ საათზე ტყის შესასვლელისკენ მოიყვანე, თავად წავიყვან მანქანამდე, გავაცილებ და მოვბრუნდები.
- ანუ შაოსანი ჯეელი გამოდის სამზეოზე? - ხევსურის ბრაზი ღიმილმა ჩაანაცვლა.
- არა. უთხარი რომ მიპოვე, დამიკავშირდი და თქვენსკენ მოვდივარ.
- კარგი. - თქვა ზვიადმა და წამოდგა. - ეცადე გათენებამდე ცოტა თვალი მოატყუო, მკვდრის ფერი გადევს.
მარტო დარჩენილი არაბული ფიქრებს მიეცა. თვალს რული არ ეკარებოდა. მოლოდინისგან ცქმუტავდა გული. ფიქრები, ფიქრები... როგორ იცის ხოლმე სულმა აშრიალება მოლოდინის ფონზე. რაც უფრო მეტად ელი განთიადს, მით უფრო გვიანდება, ბოლოს კი, ლოდინისგან ღონემიხდილსა და დაქანცულს, უცაბედად დაგადგება თავზე. ადრეც უფიქრია, ზოგიერთ ადამიანს და მათ შორის მასაც, ჩვევად აქვს საბედისწერო ნაბიჯების ლაღად და ღიმილით გადადგმა. რომ ვიცოდეთ რას გვიმზადებს ხვალინდელი დღე, იქნება ღამე თვალსაც კი ვერ მოვხუჭავდით. თუმცა, ხშირად ისე ხდება, რომ რასაც ყველაზე მეტად გავურბივართ, სწორედ ის მორბის ჩვენსკენ გაშლილი ხელებით. ხან დავრიშივით უდაბნოში ხეტიალისას ოაზისს წავაწყდებით. ხან კი ზღვის სანაპიროზე სეირნობისას ცხელი ქვა აგვიწვავს ტერფებს. ასეა, თუ ისე ცხოვრება საოცარი და ფათერაკებით აღსავსე რამაა. ის ნამდვილი განძის საბადოა მკვლევართათავის. პესიმისტებისა და ზარმაცებისთვის კი ამაოების საუფლოა მხოლოდ.
ცას ნათელი ფერები შეეპარა, ახლოს იყო განთიადი. ჰორიზონტი რომ განათდა და ახალი დღის დადგომა ღამით ამოჭრილი მდუმარებაც დაარღვია, მაშინღა წამოდგა.
რვა აგვისტოს მზე ჯერ კიდევ ბოლომდე არ ამოწვერილიყო, განახევრებული მზე სისხლისფრად ენთო. რუსეთს ცხინვალის მაშტაბური დაბომბვა დაესრულებინა. მოსახლეობას რამდენიმე საათი ჰქონდა ქალაქის დასატოვებლად. რუსულ ჯარს ქართული შენაერთები ისევ ცხინვალში ეგონა, არ დაინდო ცხინვალში დარჩენილი მშვიდობიანი მოსახლეობა და ათასობით ჭურვი დაუშინა ქალაქს.
ლაშამ ნაალაფარ იარაღებს ხის ტოტები და ფოთლები გადააფარა, ავტომატი მხარზე მოიგდო და გულდამძიმებულმა კიდევ ერთხელ გადახედა კვამლში გახვეულ ქალაქს. შეხვედრის ადგილისკენ უნდა დაძრულიყო, რომ ჭურვის აფეთქების ხმა გაისმა, მალევე ერთს მეორე მოჰყვა. ხმა სასაფლაოს მხრიდან მოდიოდა. მტერს კარგად სცოდნოდა ქართველების ადგილსამყოფელი. „როგორ გამომეპარა“ გაბრაზდა საკუთარ თავზე. მაშინვე გადაქექა დამალული იარაღები და შაშხანას დასწვდა. უფრო შემაღლებული ადგილის და სასროლო პოზიციის ძებნა დაიწყო. ქართული ბატალიონისკენ მტრის ტანკები და ქვეითები მოიწევდნენ.
მალე კასეტური ბომბი ისროლეს, რამდენიმე წუთში ათეულობით დაჭრილს ითვლიდა ქართული ბატალიონი. საპასუხო ცეცხლი გაიხსნა. ბრძოლა დაიწყო! მტრის რამდენიმე სნაპერი, მოშორებით მდგარ მიტოვებულ სახლებში გამაგრებულიყვნენ. ქართველებმა ერთ-ერთი მალევე შეამჩნიეს და მთელმა ოცეულმა სროლა მისკენ მიმართა, თუმცა უშედეგოდ. სნაპერი კარგად გამაგრებულიყო. შეწყვეტდა თუ არა ოცეული სროლას, მტრის სნაპერი მაშინვე ახალ გასროლას ახორციელებდა. გაშმაგებულ ზვიადს ცალი თვალი ქეთისკენ ეჭირა, ცალით კი დაჭრის თანამებრძლს უყურებდა. ათეულობით მეტრის წინ მიწოლილი დაჭრილი ვერაფრით გამოჰყავდა. ორასიოდე მეტრიდან, მტრის სნაიპერი მიახლოების უფლებას არავის აძლევდა. დურბინდით უყურებდა ფანჯრის ჩარჩოს საიდანაც პერიოდულად მტერი ისროდა. „მიდი ჰოლანდიელო“ ჩურჩლებდა ლიქოკელი. თითქოს მისი თხოვნა შეისმინესო, ქართველი სნაიპერის გასროლის შემდეგ ფანჯრის ჩარჩოს წითელი ლაქები დააჩნდა. მაშინვე მოსწყდა ადგილს, დაჭრილი თანამებრძოლი წამოაყენა, მხარი შეაშველა და მიდი ბრძოლის ველიდან გაიყვანა დაიწყო. ბრძოლის შუა გულში მყოფი სამხედრო ექიმები წამით არ ყოყმანობდენენ. სადაც საჭირო იყვნენ უმალ იქ ჩნდებოდნენ. ლიქოკელმა დაჭრილი ექიმების სიახლოვეს ბალახზე დააწვინა და უშველეთო დაიძახა მათი მიმართულებით. მის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა დაჭრილთან, უმალ ქეთი გაჩნდა. თვალის დაუხამხამებლად, მჭიდროდ შემოიხვია ხელზე სტერილური სახვევი და ნატყვიარზე ხელისგულის ფუძე მაგრად დააჭირა. “არტერიული სიხლდენაა, დამწოლი სახვევი მჭირდება“ - დაიყვირა ერთ-ერთი ექიმის მიმართულებით და ზვიადს ანიშნა მომიტანეო. „ფეხი აუწიე“ მიმართა მობრუნებულ ლიქოკელს და სახვევის დადებას შეუდგა.

ტყვიების წვიმა არ წყდებოდა. მალე ყველასთვის ნათელი შეიქმნა რომ ალყაში იყვნენ. მტერი კი უფრო და უფრო ავიწროვებდა ალყის რკალს. ბევრ ჯარისკაცს პირველი პანიკა მაშინ დაეუფლათ, როცა მტრის ბომბდამშენმა დასაზვერად გადაუფრინათ. მეორე გადაფრენა უეჭველად დაბობმვის მომასწავებელი იქნებოდა. თვითმფრინავმა ის იყო ჰაერში ცხვირი ასწია დასამიზნებლად, რომ ქართული მხრიდან სტრელას ხმა გაისმა. მალე ქართველმა ჯარისკაცებმა დაინახეს, როგორ გაუშვა ბოლი რუსულმა ბომბდამშენმა. გახარებულები გაუაზრებლად ფეხზე წამოიჭრენენ, მტრის სნაპერებმაც არ დააყოვნეს, ორი ქართველი ჯარისკაცი უსულოდ დაეცა. კიდევ ნახევარ საათს გაგრძელდა ცეცხლი. შემდეგ კი ნელ-ნელა იკლო. ალაგ-ალაგ თუ ისმოდა ავტომატის ჯერი. მალე ისიც გაჩერდა, კვამლი გაიფანტა და უღრუბლო ცა ისევ გამოჩნდა. მტერი ალყას აღარ ავიწროვებდა. ამის ორი მიზეზი შეიძლებოდა ყოფილიყო. ან ბრძანებას ელოდებოდნენ და მართლაც მისცემდნენ გასასვლელ კორიდორს, ან უბრალოდ ძალების აღდგენას ცდილობდნენ. მაგრამ მოულოდნელად მტრის ორი ტანკი დაიძრა...
- უნდა წავიდეთ! - კვლავ ქეთისკენ მიიჭრა ზვიადი.
- წავიდეთ? - იკითხა ღონემიხდილმა გოგომ.
- ჰო. იქ უფრო უსაფრთხოდ იქნები.
- სად ზვიად?
- ნახავ! - ხელი მაგრად ჩასჭიდა გოგონას და ტყისკენ გაიქცნენ.
ტყეში შესვლისთანავე ლიქოკლემა ნაცნობი სიგნალი გაუშვა მეგობრისთვის. საპასუხოდ მალევე მოესმათ ფრინველის ფლეიტისებრი გალობა. შორს არ უნდა ყოფილიყო, ცოტაც და მასთან გაჩნდებოდნენ. ერთ-ერთი ხის ძირში გაჩერდნენ. „მოვედითო“ დაიჩურჩლა ზვიადმა და ხესთან ახლოს ფოთლები გადაქექა. ლაშას მიერ დამალული იარაღებიდან ტანკ-საწინააღმდეგო აიღო და გვერდზე გადადო, დანარჩენებს ისევ ფოთლები მიაყარა.
ქეთის ელექტროტალღასავით ჩხვლეტდნენ ემოციები. გაურკვევლობაში მყოფი გოგო დაბნეულ თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა. თვალი კიდევ ერთხელ მოავლო გარემოს, მაგრამ იქ არავინ ჩანდა.
- რა ხდება ზვიად, აქ რატომ მომიყვანე?
- შენ აქ რჩები.
- და შენ?
- მე მივდივარ!
ლიქოკელის ბოლო სიტყვები სიგნალი აღმოჩნდა შენიღბული სნაიპერისთვის. რამდენიმე მეტრის მოშორებით, მასიური ფოთლების ფენაში გაწოლილი ლაშას სხეულს სინდისის ძაფებმა დაუარეს. ძმადნაფიცი დაუფიქრებლად დაუდგა გვერდში, ლამის სიკვდილზე გაჰყვა ქეთის გადასარჩენად. ყოველივე ამის შემდეგაც ქეთის მეთვალყურეობას ავალებდა, აბრკოლებდა. კარგად იცოდა ლიქოკელის ხასიათი, სიტყვას არასდროს გატეხდა და ძმადნაფიცის გამო ყველაფერზე წავიდოდა. მაგრამ ისიც კარგად უწყოდა რა დღეში იქნებოდა ამ ყველაფრით ზვიადი, როცა მისი თანამებრძლები ბრძოლის ველზე იღუპებოდნენ, ის კი სანახევროდ გოგოს დაცვით იყო დაკავებული.
ქეთის მოპირდაპირედ, ფოთლები და ხის ხმელი ტოტები შეირყა. შენიღბური სნაიპერი მძიმედ წამოდგა, მიწიდან აყოლილი ტოტები მოიშორა, შაშხანა ზურგზე მოიგდო და წელში გაიმართა. დაფოთლილი ტოტებით, დაწნული ბალახითა და ძონძებისგან შექმნილ, თვითნაკეთ მასხალათში გამოწყობილი სნაიპერი საშინელი შესახედავი აღმოჩნდა გოგოსთვის. „ამ შეშლილ ჰოლანდიელთან მტოვებს“ გაიფიქრა გოგომ და მუდარით სავსე მზერა მიაპყრო ზვიადს.
ზვიადმა გოგონას რეაქცია უპასუხოდ დატოვა და ლაშასკენ დაიძრა. ქეთისგან უჩუმრად ორიოდე წუთს ისაურეს. მალევე, უკან გოგოსკენ მოტრიალდა, მეგობრულად გადაეხვია და ყურში უჩურჩულა: „ყოჩაღი გოგო ხარ, გაუფრთხილდით ერთმანეთს“. გოგონა გაქვავებულიყო, ზვიადის სიტყვები ნორმალურად ვერც გაიგო, საპირისპიროდ მდგომ სნაიპერს მასხალათი გაეხადა...
მის წინ საყვარელი მამაკაცი იდგა. გონება დაებინდა. გული ისე აუჩქარდა, საკუთარი გულისცემაც კი ესმოდა. ვერ ხვდებოდა ეშინოდა თუ უხაროდა. მთელი ეს დღეები ხომ მის ნახვაზე ოცნობობდა. ამ დღეების მანძილზე ყველა წვრილმანზე ეფიქრა. შეხვედრისთანავე როგორ გაიქცეოდა მისკენ და ჩაეხუტებოდა. ეტყოდა, რომ აღარსად წავიდოდა და სულ მის გვერდით იქნებოდა. ახლა კი გაქვავებული გოგო, შიშნარევი გამომეტყველებით იდგა და ხმას ვერ იღებდა. თვალები აუწყლიანდა, ერთი-ერთი თვალში ცრემლი ვეღარ დაატია და დაჭორფლილ ყვრიმალთან ჩამოუგორდა. ლაშა მიუახლოვდა, თვალებში ჩახედა. ცერა თითით ცრემლი მოუწმინდა, მკლავები ძლიერად მოხვია და ჩაიხუტა. უსიტყვოდ მდგარი, ჩახუტებული წყვილისთვის წუთიერად ყველაფერი გაჩერდა, არაფერი ესმოდათ, მხოლოდ ერთმანეთის სუნთვას და გულისცემას გრძნობდნენ. ძლიერ მკლავებში მოქცეული გოგო ნელ-ნელა გონს მოდიოდა, თავს საოცრად დაცულად და უსაფრთხოდ გრძნობდა. მალე მის ფიქრებს გულმა სძლია, თავადაც შემოხვია ხელები წელზე და უფრო მეტად მიეხუტა.
- მივდივართ ქეთი. - მკლავები ნელ-ნელა მოაშორა. მისი სახე ხელებში მოიქცია და შუბლზე აკოცა.
- სად მივდივართ? - იკითხა აკანკალებული ხმით.
- ჯერ უსაფრთხო ადგილი უნდა ვიპოვოთ. შემდეგ როგორმე ვარიანამდე უნდა ჩავაღწიოთ.
- კარგი.
- ტყე-ტყე მოგვიწევს სიარული. ზვიადი დარეკავს და ვარიანში მანქანა დაგვხვდება, იქიდან თბილისში წაგიყვანენ.
- და შენ?
- მეტი ადგილი არ აქვთ. - გაიღიმა ბიჭმა.
- მე არაფერს მეკითხები რა მინდა?
- არა! და ამაზე საუბარი დამთავრებულია. - გაუმკაცრდა ხმა არაბულს.
გოგო უსიტყვოდ დამორჩილდა.
- რისთვისაც ჩამოხვედი ის შეასრულე. რამდენიმე ადამიანსაც დაეხმარე, გხედავდი და თვალებს არ ვუჯერებდი, დაჭრილებს ისე უწევდი დახმარებას გამოცდილ სამხედრო ექიმს შეშურდებოდა.
- ცდები, რისთვისაც ჩამოვედი ვერ გავაკეთე. - დანანებით ჩაილაპარაკა.
- დარწმუნებული ხარ? - ეშმაკურად გაუღიმა ლაშამ. საკუთარი მოზრდილი ზურჩანთა გახსნა და ყავისფერი მომცრო ჩანთა ამოაძვრინა. - გეცნობა?
გოგოს თვალები გაუბრწყინდა. ჩანთა გახსნა, დარწმუნდა, რომ ნახატი ადგილზე იყო და ბიჭს ხელმეორედ ჩაეხუტა.
- მოგეწონა? - დაიჩურჩულა.
- ძალიან.
- წავალ თბილისში...



№1 სტუმარი ucnobi

ar meyo patara tavia:(magaria

 


№2  offline წევრი ვიპნი

მეცოდება ჰოლანდიელი,იმედი მაქვს ქეთი ღირსეულ მეუღლეობას გაუწევს და გვერდში დაუდგება ყველანაირად,თუ არადა აქ ვარ დაველოდები :)

 


№3  offline მოდერი ჰოლანდიელი

ვიპნი
მეცოდება ჰოლანდიელი,იმედი მაქვს ქეთი ღირსეულ მეუღლეობას გაუწევს და გვერდში დაუდგება ყველანაირად,თუ არადა აქ ვარ დაველოდები :)

????????????????

ჰოლანდიელი
და გვერდში დაუდგება ყველანაირად,თუ არადა აქ ვარ დაველოდები :)


: D

ჰოლანდიელი
ვიპნი
მეცოდება ჰოლანდიელი,იმედი მაქვს ქეთი ღირსეულ მეუღლეობას გაუწევს და გვერდში დაუდგება ყველანაირად,თუ არადა აქ ვარ დაველოდები :)

????????????????

ჰოლანდიელი
და გვერდში დაუდგება ყველანაირად,თუ არადა აქ ვარ დაველოდები :)


: D

რა ვქნა დავაშორო? :D

 


№4 სტუმარი ..

agar agrdzeleb??ramdeni xania ar dagidia

 


№5 სტუმარი სტუმარი mariko

თუ ვიპნი გადაიფიქრებს მეც დაველოდები :))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent