შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პატიმარი "9613" თავი 4


13-08-2020, 20:06
ავტორი მუზაშვილი
ნანახია 390

ამასობაში ფიქრში გართულს ღვეზელები შემომეჭამა, ცელოფნის პარკი ხელში მოვკუჭე და კუთხეში მდგარი ურნისაკენ ვისროლე... გულაღმა წამოვწექი და თვალები დავხუჭე, მეჩვენებოდა რომ ახლა უკვე რაღაც თბილი იღვრებოდა ჩემს სხეულში, ეს აქამდეც მიგრძვნია თუმცა მაშინ არ მეშინოდა, ახლა მეშინია... რა უცნაურია არა ცხოვრება? მოულოდნელობებით აღსავსე, ხან გიხარია, ხან გწყინს, ხან იღიმი და ხანაც ტირი...

შვილი მენატრება.... ძალიან მენატრება.... ის ერთადერთია რატომაც ვუძლებ ამდენ ტკივილს.... მან არ დაიმსახურა ჩემნაირი ცუდი დედა... აბა მე რა დედა ვარ? მამა მოვუკალი... იცით მე მისი მამა მოვკალი და ეს მის დასაცავად... ჩვენს დასაცავად გავაკეთე.... იქნებ გაიგოს როცა გაიზრდება და არ გამამტყუვნოს? არ მითხრას "-რაც არ უნდა მომხდარიყო მამა არ უნდა მოგეკლაო"? იქნებ გამიგოს.... შვილი მენატრება.... ძალიან მენატრება....

თვალებს ვხუჭავ და ვიძინებ.... ძილში კი მესიზმრება.... ყვავილებიან ბილიკზე დგას და ხელს მიქნევს... თიიი მოდი მეთამაშეო... თიი მოდი ჩამეხუტეო....


საღამო ხანს გამომეღვიძა, მესაკნეები პატიმრებს სავახშმოდ უხმობდნენ, გადავწყვიტე ჩავსულიყავი, რატომღაც აქამდე თუ არ მინდოდა მეჭამა ახლა მომინდა... ჩავედი და საკვების რიგში ჩავდექი...

იმ საღამოს გემრიელად ვივახშმე, ცოტა არ იყოს კარგ ხასიათზეც ვიყავი, გადავწყვიტე თორნიკეს შემოთავაზება სერიოზულად აღმექვა და ყველაფერი დამეწერა, თუმცა ამისთვის ყველაფერი დეტალებში უნდა გამეხსენებინა, რაც არ უნდა მწარე ყოფილიყო და მძიმე ეს ჩემთვის, უნდა გამეხსენებინა....

საკანში დაბრუნებულს ძილი არ მეკარებოდა... სხვა რა გზა იყო ისევ უნდა დავრჩენილიყავი ჩემს ფიქრებთან მარტო, უნდა გამეხსენებინა...

" ტირში საშუალო ზომის რბილი დათუნია მოვიგეთ ერთობლივი ქულებით... ზოოპარკიდან გამოსულებს მაშინვე ხელში ერეკლეს იმ ძმაკაცთაგან ერთ-ერთი შეგვრჩა ვინც იმ ღამეს ინციდენტს ესწრებოდა... სირცხვილისგან და სიმწრისგან სახე ერთობლივად ამიწითლდა და თავი ჩვქინდრე, ვცდილობდი არც ჩემი სახე დაენახათ და არც ცრემლები რომელიც ჩემსდა უნებურად მისერავდა სახეს...

- ვააჰააა... ეკე აქ რა გინდა ზოოპარკში ტასაობა დაიწყე ტო?!

ჯერ ერეკლეს შეხედა მერე კი მე გადმომხედა, პატარა ნაწყენ ბავშვს ვგავდი , ცალ ხელში დათუნია მეჭირა და ასე თავჩაქინდრული ვქვითინებდი, თითქოს პატარა ვიყავი და ნაყინი არ მიყიდესო....

-ვხედავ გუშინდელი ნაშა დაგითრევია, ცდუნებას ვერ გაუძლო შენსას ეტყობა...

- მიშო სიტყვები აკონტროლე!

სიბრაზისგან სახედასიებულმა ერეკლემ ძმაკაცს დაუღრინა და ხელი მაჯაზე მტაცა...

- ეხლა თავიდან გაგაცნობ! ეს თაკოა! ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენდი, ჩემი უახლოესი მეგობარი და ის გოგო რომელსაც, შენ.... შენ მიშო! გიორგიმ, დემემ და მე მომავალი ჩავუმწარეთ!

უკვე ყვირილზე გადავიდა ერეკლე და შევკრთი...

- მე ამ ცხოვრების დედას რო შევეცი! ვცდილობ მე ოთხის დანაშაული გამოვისყიდო! როგორც მე მიმიძღვის ბრალი მის გაუბედურებაში ისე მიგიძღვით თქვენც! თქვენ არ მიბიძგეთ მისი სიწმინდის შებილწვისკენ?! ასე არაა განა?! თუ იმავეს არ გააკეთებთ, კეთილი ინებეთ და არ დაამციროთ! გაიგე?!

სიმწრისგან თვალებ გადმოკარკლული ირაკლი მაჯაზე ხელს მიჭერდა და ქშინავდა, მტკიოდა მაგრამ არაფერი ვთქვი, არ მეგონა ასე თუ გააცოფებდა მიშოს დანახვა, ვიდექი გაქვავებული და მხოლოდ იმას ვნატრობდი მალე წავსულიყავი სახლში...

- შენ ხოარ გაჟრიალებს ოე ვის უყვირი?! დაგავიწყდა ვინ ვარ?! ჩემს გარეშე უნივერსიტეტში ერთ ნორმალურ ქულას ვერ მიიღებთ ვერც შენ და ვერც შენი კურდღელი! დააყენე ეკე რა!

ერეკლეს ყველაფერი ერთიანად დაეჭიმა, თითქოს და ეს-ესაა გასკდებაო... წამის მეასედში ხელი გამიშვა და მიშო ერთი დარტყმით ძირს დაანარცხა... ყელთან ფეხი დააჭირა და კბილებში გამოსცრა....

- არც შენი პროჭული ძმაკაცობა მჭირდება, არც შენი ქულები და უნივერსიტეტი! შენ და შენმა ძვირფასმა ძმაკაცებმა სათითაოდ ტრაკში გაიკეთეთ ეგ ქულები, გიკრძალავ, ფიქრშიც კი მის დამცირებას! მე რაც გინდა მიქენით! თაკოზე უნივერსტიტეტში არავინ არაფერს გაიგებს.... თაკო სწავლას დაამთავრებს და ისევ ის სახელი დარჩება რაც აქამდე ქონდა.... თუ გავიგე რომ ერთი სიტყვა ზედმეტი დაგცდათ რომელიმეს.... დის სულს ვფიცავ.... ყელს გამოგჭრით!

- შეგიყვარდა?!

მძიმე ხველებით აღმოხდა მიშოს სიტყვები და ირონიულად გაეცინა...

მქშინავმა მაჯაზე წამავლო ისევ ხელი და წამიყვანა სადგომისკენ, ერთი სული ქონდა გასცლოდა იქაურობას.... მანქანაში ჩამსვა თავად კი საჭეს მიუჯდა, ცოტახან რაღაცას გაშტერებით უყურებდა მერე კი ღრიალით რამოდენიმეჯერ მუშტი დაარტყა საჭეს... შეშინებული შევკრთი.... თავი ვეღარ შევიკავე, ახლა უფრო ხმამაღლა ავქვითინდი, ამაზე გონს მოეგო და შედარებით უფრო დაწყნარებული სახით გამომხედა... ხედავდა თავჩაქინდრულს, თმებს მიღმა ცრემლები როგორ მომდიოდა, ისიც შეამჩნია მაჯას როგორ ვისრესდი....

- მაპატიე... გაუაზრებლად მომივიდა, არ მინდოდა შენთვის რაიმეს დაშავება...

- რამდენჯერ უნდა დამიშავო გაუაზრებლად და რამდენჯერ უნდა მიხადო ბოდიში?!!

- თაკო... ხომ იცი არაფერს დაგიშავებ, მე შენ არ გატკენ...

- არა არ ვიცი...
კარი გავაღე და მანქანიდან გადმოვედი... თან ცრემლებს ვიწმენდდი....

- თაკო დაჯექი მანქანაში... სახლში წაგიყვან...

- ჩემით წავალ...

- ასეთ მდგომარეობასი მარტო ვერ გაგიშვებ...

- შენთვის საერთოდ ჩემს მდგომარეობას რა მნიშვნელობა აქვს?!!

- გთხოვ....

- არა!

მანქანიდან გიჟივით გამოვარდა... მოვიდა მანქანის კარი მიმიჯახუნა და ხელებს შორის მომაქცია... მანქანას ავეკარი მთელი ძალით, გული ისე მიცემდა, რომ ლამის ამომვარდნოდა....

- რახან გეუბნები რომ ასეთ მდგომარეობაში ვერ გაგიშვებ, ესეიგი რაღაცას ნიშნავს ჩემთვის შენი მდგომარეობა და არამარტო... რატომ გინდა გამამწარო?! სამაგიეროს მიხდი? ასე მიხდი არა სამაგიეროს?!

- რა?! ახლა არ მითხრა, რომ მიშო მართალია და მართლა შეგიყვარდი!

- ერთი მიზეზი მაინც დამისახელე რატომ არ უნდა შემყვარებოდი! პატარა დის სულს ვფიცავ....

- გეყოს! არ გაბედო და წმინდა არსება შენი სიბინძურისთვის არ გამოიყენო! როგორ იფიქრე რომ როდესმე შეგიყვარებდი, მართლაც რომ გიყვარდე ამაზე ოცნებაც კი არ გაბედო! მეზიზღები ერეკლე მუჭაურო! მთელი ჩემი არსებით მეზიზღები! აღარ გაბედო და აღარასოდეს მომიახლოვდე!

მისი ხელებიდან თავი დავიძვრინე... ერეკლე ცოტახანს ჩემს სიტყვებს იაზრებდა, მერე კი სიმწრისგან მანქანის კარის მინას მუშტის რტყმა დაუწყო, თან განწირული ღრიალებდა და მანამ არ გაჩერდა სანამ ფანჯარა მუშტით არ ჩაამსხვრია...

- როგორ მეგონა... ან საერთოდ საიდან მოვიტანე, სად გაგონილა ანგელოზისა და სატანის სიყვარული!

სისხლიან მაჯას დახედა სიმწრის სიცილი გამოსცრა კბილებიდან, საჭეს მიუჯდა და წავიდა...
მე კი სანახაობით გაოგნებული ცოტახანს ასე გაქვავებული ვიდექი....

ავტობუსის გაჩერებამდე ტექნიკურთან ფეხითბ ავისეირნე და თან ვფიქრობდი.... ყველაფერი ერთმანეთში მერეოდა... მეგონა სამყარო ნელ-ნელა მექცეოდა თავზე....

სახლში რომ მივედი ნივთების ჩალაგება დავიწყე...

- ვაა რასშვები?!


აბაზანიდან ახალგამოსული მარიამი თან სიგარეტს ექაჩებოდა თან ცალთვალ მოჭუტული მე მიყურებდა...

- გესმიის?! რასაკეთებთქო?!

- სოფელში მივდივარ...

- და მერე შენი სწავლა და უნივერსიტეტი? ასე რო ღელავ?

- არაუშავს

- ვაა გასვეცკებულხარ შენ.... გილოცავ, ბარემ ეხლა მოწევაც დაიწყე და ეგაა რა...

- მომისმინე! ცალუჯრედიანო! გათიშვამდე რომ ალკოჰოლს სვამ და ნარკოტიკებს იღებ! რომ დაგულაობ! იმ ღამეს.... რაც მოხდა შენი ბრალია!!! ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტმა რომ გამაუპატიურა! ერეკლე მუჭაურმა! მისი ძმაკაცები, მიშო, გიორგი და დემე რომ ამ სცენას უყურებდნენ, იმ ღამეს შენს საძებნად რომ არ წამოვსულიყავი ეს არ მოხდებოდა! მეზიზღები!

- რეებს ბოდავ!

- გაგახსენდა?! მარიამ მიპასუხე გაგახსენდა?!!!!

დაფეთებულმა თავზე ხელებიი მიიბჯინა...

- არა... არა.... ახლა რა იქნება?! ახლა რას იზამ გვიჩივლებ?!

- რა? შენ მხოლოდ ის გადარდებს გიჩივლებ თუ არა?!

- არ მინდა ციხეში... არა.... არა...

- რა დონის მდაბიო ხარ მარიამ, ბინა ამიერიდან შენია.... რამდენი კაციც გინდა მოიყვანე... როგორც გინდა ქირა გადაიხადე.... თუ გინდა სხეულით ვაჭრობა დაიწყე არ გაგიჭირდება....

ჩემოდანს დავწვდი და კარი გამოვიჯახუნე... ჩემს მშობლიურ სახლში მინდოდა დაბრუნება... ალბათ მერე იქ რაიონში მუშაობასაც დავიწყებდი...


მიკროავტობუსი ნაცნობ ჭიშკართან შევაჩერე და მის წინ გავჩერდი.... ცოტახანს ვუყურრბდი და ნოსტალგიის მოზღვავებულ სენტიმენტებს ვყლაპავდი.... შოროდან თვალი გრძელ, ხის სკამზე მჯდარ მამას მოვკარი, რომელიც სიმინდს არჩევდა.... ჭიშკარი შევაღე და სახლისკენ წავედი.... მამამ თავი წამოწია, ცოტახანს თვალებდაჭუტული მიყურა და აღფრთოვანებისგან ხმამაღლა დაიყვირა

- თაკო! მამი! მოხვედი?! მართლა შენ მოხვედი მაა? მე მეგონა აღარ მომაკითხავდი...

- მამი...

ასე აცრემლებულები ვეხვეოდით ერთმანეთს.... მამის ჩახუტება იყო ის რამაც თავი დაცულად მაგრძნობინა, თითქოს ლოდი ჩამომხსნეს მხრებიდან...

- აწი სულ შენთან ვიქნები მა... აღარ წავალ, აქ ვიმუშავებ და შენც მოგივლი, მოგეხმარები.... აღარ წავალ მა....

- აბა რას ამბობ? შვილები მშობლებისგან მიდიან ხოლმე, ეგ ეგრეა... ხო უნდა გათხოვდეს მერე ჩემი გოგო? იცოდე თუ გაწყენინებს მერე ჩემს მუშტს უსუნოს ვინც არ უნდა იყოს...

გამეღიმა... ისეთი პოზიტივი მაჩუქა მამამ ერთ წამში დამავიწყა ყველაფერი...

- არ მინდა მა გათხოვება... მე ვინ უნდა მაწყენინოს?! შენთან მინდა სულ ყოფნა....

- კაი ახლა რას ამატირე ამხელა კაცი მოდი დაჯექი მომიყევი რა ხდება ახალი... როგორ მიდის სწავლა, მარიამი როგორაა?


- მე სწავლას ვეღარ გავაგრძელებ მა... აღარ მინდა, ქალაქი ისეთი არაა როგორიც წარმომედგინა, იქ ვინმე მნიშვნელოვანის შვილი უნდა იყო, რომ რამეს მიაღწიო ან კიდევ უთავმოყვარეო და ნამუსგარეცხილი... მარიამი დარჩა, მას იქ ურჩევნია მე კი იქ მინდა სადაც ჩემს შესაძლებლობებს და პატიოსნებას დააფასებენ რეალურად...

- სწორად მოქცეულხარ, რაც არ უნდა მოხდეს საკუთარი თავის ფასი და პატიოსნება არ უნდა დაკარგო ადამიანმა, თუ ნამუსგარეცხილ და უვარგის ადამიანად იქეცი არც განათლება გინდოდეს მასეთი და არც სამსახური.... ვეტყვი ნანო ბებოს, მაგის შვილი ცენტრში მუშაობს კულტურის სახლში, გიპოვნის სამსახურს და რა აქ ვერ იმუშავებ?... ბოლოს და ბოლოს ჭკვიანია ჩემი გოგო სამი ენა იცის...

- სამი?

- ხო სამი.... რუსული, ინგლისური და მეგრული... მაგიც საერთაშორისო ენაა...

- როგორ იცი ხოლმე ჩემი გაცინება რაა.... წავალ ახლა რამეს მოგიმზადებ და გემრიელად ვივახშმოთ მე და შენ მა...

- აი მასე გიხდება ღიმილი... მოვრჩები მე და მერე შემოვალ...

გაღიმებისას ლოყა ეჩუტებოდა მამას, ისე მიყვარდა... ჩაჩუტულ ლოყაზე ვაკოცე და ჩემი ამალით სახლში შევედი.. იმდენად მშვიდად ვიყავი და დაცულად, აღარც კი ვფიქრობდი რაიმე ცუდზე.... უცებ გამოვიცვალე, ბებოს წინსაფარი მოვირგე, თავზეც წამოვიკარი თავშალი და ბოსტანში შევედი... როგორც ჩანს ჩემს არ ყოფნაში მამას დრო ტყუილად სმაში არ დაუკარგავს, ბოლოს როდის ვნახე ასეთი მოწესრიგებული ბოსტანი არ მახსოვს....

კიტრი, პომიდორი და მწვანილი დავკრიფე... სახლში შევიტანე და ახლა საქათმისკენ გავიწიე, მახსოვს პატარაობაში როგორც კი ქათმის კაკანს გავიგებდი ეგრევეს აქეთ მოვრბოდი და თუნდაც ბუდეში ქათამი მჯდარიყო ავაგდებდი ხოლმე, ავიღებდი კვერცხს და გახარებული ბებოს მივურბენინებდი ხოლმე... ხის კიბეს ავუყევი და ბუდეში ჩავიხედე, აშკარად მამა თავს არ იწუხებდა ხოლმე კვერცხის აღებით, რადგან აქ 7-8 კვერცხი მაინც ელაგა... ის-ის იყო ხელი უნდა ჩამეყო ბუდეში და კიბის საფეხური ჩატყდა, ხელით ბუდის დაბლა არსებულ ფიცარს მოვეჭიდე... ვხვდებოდი ჩავვარდებოდი მალე... რა უნდა მომივიდეს არც ისე მაღალიამეთქი და ხელიც გამეშვა... ხელი გამეშვა და ჩემს და მოულოდნელად ვიღაცამ დამიჭირა...

დახუჭული თვალები გავახილე და თვალებს არ დავუჯერე...

- ადრე უფრო გამოგდიოდა ხოლმე მანდ აძრომა ეხლა ეტყობა წონას ვეღარ გაუძლო

გადაიხარხარა და მომაჩერდა, პასუხს დაელოდა.... გაოგნებული ვუყურებდი და ძლივს მოვედი აზრზე...

- შენ ტუტუცო ბიჭო, ახლაც არ ანებებ ხო ჩემს გაწვალებას თავს?

ცალი წარბი ავწიე და სიხარულით შემოვეხვიე...

- ვერც დავანებებ ხო იცი თიიი... როგორხარ გვიკადრე გაქალაქებულმა გოგომ ისევ სოფლელი ხალხი?

- ოჰ, ოჰ თორე შენ არ იცოდე ეხლა ჩემი ხასიათი... აქ ყოფნა უფრო მირჩევნია ხო იცი...

- ჰოდა თუ ეგრეა ძალიან კარგი, მოდი ეხლა მე იმ საქმეს დავასრულებ რაც შენ ვერ დაასრულე და მერე ნუკრი ძიასთან მაქვს სათხოვარი და წავალ...

- სად გეჩქარება საჭმელს მოვამზადებ, პურებს დავაცხობ და შენ და მამამაც პირი გაისველეთ თან ამბებსაც მოგიყვები...

- საღორის კარია გასაკეთებელი თაკო თორემ კი...

ბუდესთან აძვრა, მაიკა აიკეცა და კვერცები შიგნით ჩაილაგა.... დაფეთებული ვუყურებდი, კბილებით მაისური ეჭირა და თან დაბლა მოცოცავდა...

- არიქა, არ ჩამოვარდე, კვერცხები არ გატყდეს...

- ხო აბა მე რა მომტყდება იმაზე ხო არ იდარდებ შენ...

- უჰ კაი ეხლა...

სიცილ-კისკისით შევედით სახლში, კვერცხები მაგიდაზე დავალაგეთ და სახლის წინა მხარეს გავედით....

- ნუკრი ძია როგორ ხარ?

- ოო ნიკოლოზ, შემოგევლოს ბიძია... აგერ ჩემი ბრილიანტი ჩამოვიდა ამაზე უკეთ ვერც ვიქნები....

- ხო კინაღამ რაღაც მოიტეხა მაგან, რომ არ დამეჭირა დაეზღნერთებოდა ნაკელიან მიწაზე...

- გადაურჩენიხარ რაგინდა...

გულიანად გიცინეს ორივემ...

- კიბე გატყდა, მაგიტომ იყო, ხოდა ახლა ასე რომ მაწვალებ იმ კიბესაც შენ შეაკეთებ...

ენა გამოვუყავი, ისე როგორც ბავშვობასი ვიცოდით ხოლმე... როცა გამაბრაზებდა სულ ვეჭყანებოდი ხოლმე....

- ნუკრი ძია, მე გასაქცევი ვარ ახლა საღორის კარი გამიფუჭდა, რამოდენიმე ლურსმანი თუ გაქვს მათხოვე...

- გათხოვებ თუ საღამოს უკან დააბრუნებ.... უჰ თხოვება რაია შეკაცო, გაგონილა.ლურსმნის თხოვება? მერე და საქმისთვის...

მამას გაეცინა და ბეჭზე ხელი მოუთათუნა...

- მამიკო მიდი, ძველი კომოდის მესამე უჯრაში დევს ლურსმნების ყუთი და მოუტანე...

ლურსმნები რომ მივუტანე ნიკოიეს(ასე ვეძახდი ბავშვობაში), პირობა ჩამოვართვი რომ ნანო ბებოსთან ერთად სავახშმოდ მოვიდოდა და მისი პასუხით რომ დავკმაყოფილდი გავუშვი....


ერთ-ორ საათში უკვე მზად მქონდა რკინის "ფეჩში" გამომცხვარი პურები, სალათი დავჭერი, პიტნიანი ნადუღი, ღომი და შემწვარი კვერცხი... სუფრა ოთხზე გავშალე.... მამა ბუხართან იჯდა, პაპიროსს ექაჩებოდა და გიზგიზა ალს მისჩერებოდა....

- მამი ღვინოს არ გამოიტან?

- არ გვაქვს მამი ღვინო.... წელს რაც ვაზმა მოისხა ნიკას მივეცი იმან დაწურა ღვინო... მე აღარა ვსვამ კარგახანია, შენ რომ წახვედი მერე მალევე დავანებე თავი ლოთობას, არ მინდოდა ისე მოვმკვდარიყავი მარტოობაში, შენი ბედნიერება რომ არ მენახა...

- რა დროს სიკვდილია, რიგი გიდგას საცოლეების ოჰ! მითხრა სასწაული, მეორედ ეგ აღარ გაიმეორე იცოდე!

- ჰეჰე! შე მაიმუნო!

მამას მივუჯექი და თავი ჩამოვადე... თავზე მაკოცა და ცეცხლის ყურება განაგრძო...

- მასპინძელო?!

კარებში ღიმილით შემოყო თავი ნიკამ...

- რას მაიმუნობ! შედი ბიჭო...

მუჯლუგუნი კრა და შემოაგდო ნანო ბებომ, რომ დამინახა თვალები გაუბრწყინდა...

- დედააა ჩქიმ ოქრო ძღაბი ( ჩემი ოქროს გოგო)

- ნანო ბებიაა...

სიხარულით მოვეხვიე დაბალ ჭაღარა ქალს და ვაკოცე...

- რა გალამაზებულხარ... სულ ასეთი კოხტა იყავი შენ... შემოგევლოს შენი ნანო ბებო...

- ოოო ვეჭვიანობ... ჭენ ბავშვობაშიც სულ მაგას აძლევდი ყველა ხილს და კამფეტს...

- შენსავით უნიათო არი იყო და იმიტო, უჯინ თეს სი!(უყურე ამას შენ)

გულიანად გაგვეცინა... სტუმრები სუფრასთან მივიპატიჟე... და სამზარეულოში გავედი დოქის მოსაძებნად, რომ ღვინო თუ არა წყალი მაინც დამედგა მაგიდაზე...
ფეხდაფეხ შემომყვა ნიკაც...

- ძღაბო! (გოგო)

- ჰაუუ...

- ღვინოსა არ სვამს მამაშენი, მე ლოთი არ ვარ მარტო რო დავლიო და აგერ ნანოს მოხუფული კომპოტია ატმის....

- ოჰ შენ გაიხარე! მოდი აგერ დოქში ჩავასხათ...

- დიასახლისს რათუნდა ჩემი დახმარება კაცო...

- მოდი მეთქი!

გვერდში ვუბრწკინე და დავეჭყანე...


საღამომ ისე ჩაიარა ვერც ვიგრძენი თუ რაიმე ცუდი არსებობდა აქამდე ჩემს ცხოვრებაში, ნანო ბებო და ნიკა გავაცილე, სუფრა ავალაგე და საწოლში შევიყუჟე, რომელსაც ბავშვობისა და ნესტის სუნი ერთდროულად გასჯდომოდა...."

გათენდა, ციხეში ახალი დღე დაიწყო, აღარც კი მახსოვდა წელიწადის რომელი დრო, თვე და როცხვი იყო... მინდოდა ისევ იქ ჩემს კუთვნილ სახლში გამეღვიძნა, ისევ იმ ხის სახლში ნესტი რომ ფესვებში გასჯდომოდა, ისევ ის თავსხმა წვიმის ხმა მინდოდა, შუშაბანდში, რომ მკვეთრად ისმოდა ხოლმე.... მესაკნემ რომ ჩამოიარა ვთხოვე საუზმე საკანში ამოეტანათ, თავს ცუდად ვგრძნობდი და ვიცოდი ცუდად გავხდებოდი დაბლა, რომ ჩავსულიყავი...

რატომღაც ჩემმა საუზმემ დააგვიანა, უკვე ის დრო იყო როცა პატიმრები საუზმობას რჩებოდნენ და სასეირნოდ გადიოდნენ...

რკინის კარი ჭრიალით, რომ გაიღო საწოლიდან ტკივილისგან დამძიმებული თავი წამოვწიე... როგორც ჩანს სმენა შეიცვალა და ჩემმა გმირმა თავად გადაწყვიტა საუზმე მოეტანა...

- ჩვენ ხომ შევთანხმდით?

- ვერ მივხვდი?

- რას ვერ მიხვდით ქალბატონო თაკო? ჩვენ შევთანხმდით, რომ ცუდად აღარ იქნებოდი...

გამიღიმა და საწოლთან სინი მომიტანა....




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent