შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პატიმარი "9613" თავი 5


14-08-2020, 22:15
ავტორი მუზაშვილი
ნანახია 418

გამიღიმა და საწოლთან სინი მომიტანა....

- თუ ამას ბოლომდე შეჭამ შენ გადმოგეცემა საჩუქარი...

დაბნეული ბავშვივით გამიღიმა და სინი მომაწოდა....

- ნუ მთლად ისეთი რამე ვერ არის როგორც დედაშენის გამომცხვარი ღვეზელები, მაგრამ მშიერ კუჭს დამიკმაყოფილებს....

- მიდი, მიდი მერე შეგიძლია გაისეირნო...

- უფრო რაიმის წაკითხვის სურვილი მაქვს....

-შენს აზრებს ვკითხულობ!

დიდ-დიდი ლუკმებით ვჭამდი საჭ,ელს, თითქოს და დამშეული ვიყავი, მართლაც იქამდე სანამ თორნიკე ჩემზე ზრუნვას დაიწყებდა, იშვიათად თუ შევჭამდი რამეს....

როგორც იქნა შევჭამე ჩემი საუზმე და სინი გვერდზე გადავდევი....

- გინდა ვიცეკვოთ?

- აქ?!

- მერე რა?

- ვინმე დაგვინახავს და პრობლემა შეგექმნება...

ის - ის იყო უნდა მომახლოვებოდა, რომ საკანთან ერთ - ერთმა მესაკნემ ჩამოიარა...

- მაზნაშვილი?!

- დიახ!

- მშვიდობაა?

- პატიმარს ნომრით "9613" საუზმე საკანში ამოვუტანე... ვინაიდან ის თავს შეუძლოდ გრძნობდა და ვერ ჩავიდა სასადილოში...

- გასაგებია... მალე დაამთავრეთ!

თავი დაუკრა კოლეგას და გაიარა...

- ახლა რა მოხდება? მიხვდა ვითომ ყველაფერს?

- ნუ ნერვიულობ.... სოსო ჩემი ჯარის ძმაკაცია, უბრალოდ ჯერ არაფერი იცის, ხო ვიცი კითხვებს დამაყრის, გაიგებს და არც არაფერი დაშავდება, თან შევპირდი მახსოვს ცოლს რომ მოვიყვან მეჯვარედ მინდიხარ მეთქი...

- გასაგებია.... რაო რა საჩუქარიო?

გაეღიმა... პერანგის ღილი შეიხსნა და ჩემსკენ წამოვიდა... უეცრად შიშისგან წამოვხტი და კუთხეში მივიყუჟე.... სახეზე ავიფარე ხელები, მეშინოდა... უცებ შედგა და გაკვირვებით მკითხა...

- რა მოგივიდა?....

- გთხოვ არ გააკეთო ეს....

- რა? რა უნდა გავაკეთო.... მე მხოლოდ რვეული მინდოდა მომეცა....

- რა?! შენ არ აპირებდი, რომ...

- მოიცადე... შენ იფიქრე რომ... მე... არა რა სისულელეა?

დაბნეულად გაეღიმა, ცოტა არ იყოს სახეზე, რომ შევხედე შეშფოთება შეეტყო, ალბათ ეწყინა....

- თაკო... მე შენ არასდროს არაფერს დაგიშავებ... ასეთი რამ თავში აღარასდროს გაივლო... არ ვიცი რა გადაგხდა წარსულში მაგრამ, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ადამიანი წრფელი გულით გააბედნიერონ.... მე უბრალოდ დაგპირდი რომ რვეულს და კალამს მოგიტანდი.... გახსოვს? ხომ ვისაუბრეთ იმაზე, რომ ყველაფერი უნდა დაგეწერა....

- თორნიკე... მაპატიე.... არ მინდოდა შენი წყენინება... მაპატიე....

ფეხზე წამოვდექი და აქვითინებული მკერდზე მივეხუტე... შეხსნილი ღილებიდან მისი ლავიწები მოსჩანდა... მისი კანის სურნელს ვგრძნობდი... როცა ის ჩემთან იყო, მსოფლიოში ყველაზე დაცული ადამიანი ვიყავი, ვიცოდი მის მკლავებში მოქცეულს არაფერი მემუქრებოდა და სწორედ მაშინ მივხვდი, რომ საკუთარ თავს კიდევ ერთხელ მივეცი უფლება შემყვარებოდა....

- თაკო... ნუ ტირი, ვერ ვიტან როცა შენს თვალებზე ცრემლს ვხედავ... მირჩევნია იღიმოდე.... ასე უფრო ბედნიერი ვარ...

მოკლე თმა ყურს უკან გადამიწია... ვიცოდი კოცნა უნდოდა და მაკოცა კიდეც... ყველაზე გასაკვირი კი ის იყო, რომ არა ტუჩებში, არამედ თვალებზე მაკოცა... ცრემლიანი თვალები დამიკოცნა და მიმიხუტა...

- არასდროს არაფერს დაგიშავებ... ვფიცავ აქედან გაგიყვან... შენ ბედნიერებას იმსახურებ... ვალდებული ვარ დაგიცვა... უნდა დაგიცვა...

რომ დავწყნარი რვეული გამოვართვი და გავუღიმე...

- უნდა წავიდე...

- ჰო ვიცი, მადლობა, რომ ზრუნავ...

- მე ეს მახარებს...

ზურგი მაქცია და წავიდა... მინდოდა შესძლებოდა დარჩენა... აქამდეც მიგრძვნია გულში ეს სითბო მაგრამ ასეთი? ასეთი არასდროს... ეს ის წმინდა სიყვარული იყო სულში, რომ არ გიფათურებენ ბინძურ ხელებს და სხეულზე ჭუჭყს არ გაკრავენ.... ეს ის სიყვარული იყო, რომ გეშინია შეხების... გწყურია, მაგრამ გეშინია...

გადავწყვიტე, იმ დღესვე დამეწყო წერა... კალამი მოვიმარჯვე და რვეული გადავშალე... იქ კიდევ ერთი მცირედი ბედნიერება მელოდა... რვეულში ჩადებული პატარა ყვავილი.... პატარა ყვავილი, რომელმაც ხალისი შემოიტანა ნაცრისფერ ოთახში და ყველაფერი გაანათა....

სიხარულისგან თვალზე ცრემლი მომადგა.... ყვავილი ავიღე, ცოტახანს ხელში ვატრიალებდი მერე კი ვაკოცე... ყვავილს ვაკოცე და რვეულის შუაგულში მოვათავსე...

საწოლზე ჩამოვჯექი, წერას შევუდექი.... ვწერდი და რატომღაც მეგონა, რომ ეს ყველაფერი მოგონილი იყო, თითქოს არასდროს გადამხდენია თავს.... ვწერდი და ერთი წამითაც კი არ გამკრთალებულა ის რამოდენიმე წუთიანი ბედნიერება, რაც თორნიკემ მომანიჭა....



“სოფელში ყოველი დღე უფრო და უფრო მავიწყდებდა ჩემს ტკივილს, ნიკოიე უფრო და უფრო ხშირად გადმოდიოდა, დღესაც გადმოვიდა ვთხოვე ძველი ტახტის აივანზე გამოტანაში მომხმარებოდა....

-ნიკოიე, ჰე ეხლა გაინძერი ფეხს კი ვერ აიდგავს ეგ ტახტი
-ნუ მეძახი გოგო მასე, ნიკოლოზი ან ნიკა რომ დამიძახო მოკვდები?!
-ეხლა მაინც რა იზამ ნიკოიე? ნანო ბებოსთან დამაბეზღებ?
-იცოდე იცემები, მერე წუწუნი უნდა დაიწყო და მერე მთლად უარესი ის იქნება ნანო რომ გამლანძღავს შენს გამო

ენა გამოვუყავი და ხელების მოძრაო9ბით დავუცაცხანე, ეს ადამიანი ჩემთვის სულ ძმასავით იყო და ძალიან დიდი სიყვარული მქონდა მის მიმართ, ჩემთვის ოჯახის წევრივით იყო, ტახტი გამოვათრიეთ დიდის ვაი ვაგლახით აივნის ჩრდილიან მხარეს მოვათავსეთ...
-ნიკოიე, ოჭკომუნქო მუდგარენს? (შეჭამ რამეს?)
-გოგო რამდენჯერ უნდა გითხრა ნიკოიეს ნუ მეძახი იცოდე ეხლა მოგხვდება!
-ჯერ დამიჭირე ნიკოიე
გულიანად გავიცინე და გავექეცი...
-მოდი აქ, მე შენ გიჩვენებ!
-აბა დამეწიე
მივრბოდი და თან ვკისკისებდი, ბავშვობა წარმომიდგა თვალწინ, ასე რომ დავსდევდით ერთმანეთს... ფიქრებში გართულს ნიკაც წამომეწია და სათხილეში მარდად დამიჭირა...
-ხო დაგიჭირე?
წამით თავისკენ მომაბრუნა, ორივე მაჯა დამიჭირა და თბალებში საკუთარი მწველი მზერა მსტყორცნა, ახლაღა შევამჩნიე როგორ გაზრდილა ის სუსტი ბიჭი, როგორი მამაკაცური ყოფილა, მზისგან შეფერილი ხორბლისფერი და მბზინავი კანის ქვეშ მკვეთრად დაბერილი კუნთები მოუჩანდა, შავი თვალ-წარბი ჰქონდა, მისი წამწამები ისე აპრეხილიყვნენ თითქოს მზისკენ მიიწევენო, ასეთ ხშირ და გრძლე წამწამებზე ყველა გოგო ოცნებობდა ალბათ, ლამის გამაგიჟა მისმა გამოკველითლმა ლავიწებმა ბრეტელებიანი ნაცრისფერი მაისურის იქიდან რომ მოსჩანდა... მისი გახშირებული სუნთქვა სახეში მეცემოდა და მწვავდა, წამით ისევ სახეზე ავხედე დავინახე როგორ დჟნებით უყურებდა ჩემს ტუჩებს.... გულისცემა ამიჩქარდა რადგანაც ვიგრძენი რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა ამას... ჩემმა ვარაუდმაც არ დააყოვნა, ნიკამ ხელი თმაში შემიცურა, ჩემი სახე თავისასთან მიიტანა და ვნებიანად მაკოცა, მაკოცა ისე თითქოს სამყარო გააქროვო, მზე ჩაიყვანა და დრო გააჩერა....

-რას აკეთებ?...
-რომ არ გამეკეთებინა მოვკვდებოდი...
-სულ გაგიჟდი? რომ დაგვინახონ?
-არ დაგვინახავენ თანაც ეს ის იყო რაც ორივეს გვინდოდა, შევამჩნიე შენი მზერა...
წელზე ხელი შემომხვია და თავისკენ მიმიზდა, წინააღმდეგობას ვერ ვუწევდი... ვიცოდი ეს მეც მინდოდა, საშინლად სულის შემხუთველი სიცხე იყო... ნიკა მწვავდა...თმებში ჰქონდა ხელი შეცურებული და მეფერებოდა, არცერთი წამით თვალი არ მოუცილებია თვალებში მიყურებდა და თვალებიდან სულში წვდებოდა, უნამუსოდ მიიპარებოდა ჩემს შინაგან სამყაროში და ყველგან ორქიდეებს თესავდა....
-მინდიხარ, საშინლად მინდიხარ...
უცებ გამოვერკვიე და ხელიდან დავუსხლტი, შემეშინდა... ან იმის, რაც აქამდე შემეთხვა, ან კიდევ მისი სიახლოვის და მერე დაკარგვის..ლ.
-არა, უნდა წავიდე ასე არ შეიძლება...
-მოიცადე...
მაჯაზე მწვდა და შემაჩერა.....
-დამპირდი რომ ამ საღამოს მნახავ, სათგილის შუაგულში რომ დიდი ნაძვია იქ დაგელოდები... იცოდე მთელს ღამეს იქ გავათევ და არ წავალ სანამ არ მოხვალ...

აღარაფერი მიპასუხნია, ისე გავიქეცი სახლისკენ... გული გამალებით მიცემდა, ერთდროულად მეუფლებოდა სიხარულისა და სევდის გრძნობა... ვერ ვხვდებოდი რა უნდა გამეკეთებინა... სახლში შევვარდი და მაშინვე ჩემს საწოლში შევიმალე... საკუთარ თავს ხმამაღლა საუბარი დავუწყე....

-რა უნდა ვქნა?... უნდა წავიდე... მაგრამ არ შეიძლება, ასე არ შეიძლება ის შენი ბავშვობის მეგობარია, როგორც ძმა ისე იყო ყიოველთვის შენთვის... ეს არ უნდა გავაკეთო მაგრამ, რომ არ გავაკეთო შიგნიდან დამღრღნის.... უნდა ვნახო, კიდევ მინდა , რომ მაკოცოს... მინდა რომ შემეხოს....

უეცრად ეზოდან მისი ხმა შემომესმა... მამას ეძახდა, ფანჯარასთან მივირბინე და სწრაფად გადავიხედე, რომ ისევ დამენახა მისი სახე, მისი მხრები, კიდერი და ლავიწები... მაისური გაეხადა და მხარზე გადაეფინა, ღმერთო ამ ცდუნებას როგორ გავუძლო... მე ის მინდა... მისი ყელის არტერეაზე სუნთქვა მწყურია, რათა ჩემი სურნელი გაუჯდეს მის სისხლძარღვებს, მთლიანად თავს მივცემ, სულსაც მივყიდი ოღონდ შემეხოს... დამინახა და გამიღიმა... მერე კი მამას სათხოვარი მოახსენა...
-ნუკრი ძია ბარი და ლომი მათხოვე რა...
-კი ძია ეხლავეს... უკან მაქვს ლეღვთან აყუდებული, დამელოდე მოგიტან ახლავეს...
როგორც კი მამა მოეფარა თვალს და ნიკა დარწმუნდა იმაში, რომ მის ხმას მამაჩემი ვეღარ გაიგონებდა ფანჯარას მოუახლოვდა და ამომხედა...
-ათზე მანდ ვიქნები ლამაზო... იმედი მაქვს მოხვალ...
არაფერი ვუპასუხე, მხოლოდ ჩემს და უნებურად გამეღიმა...
-შენი ღიმილით თუ ვიმსჯელებთ მოხვალ...
თვალი ჩამიკრა და ღიმილით გაეცალა ფანჯარას...

მინდოდა განსაკუთრებული იმიჯი შემექმნა ამ საღამოსთვის ამიტომ მამას სწრაფად მოვეხმარე საქმეებში და მომზადებას შევუდექი... ტანსაცმელში თეთრი სარაფანი ამოვარჩიე, მხრებზე გადმოგდებული მკლავებით და ჩუქურთმებით... თეთრი კეტები ჩავიცვი... თმა ლავიწებზე ჩამოვიშალე… წამწამები ტუშით ავიპრიხე, ნივთებში ჩემი ატმისა და ციტრუსის სუნით გაჟღენთილი სუნამო გამოვძებნე და სხეულზე შევიპკურე...
სადღაც ცხრა საათზე ისევ გაისმა მისი ხმა... მამას ნივთები მოუტანა...
-ნუკრი ძია მოგიტანეთ ბარი და ლომი... მადლობა...
-არაფრის ძია გეკადრება? რაღაც სათხოვარი მაქვს...
-მთხოვე რაც გინდა ნუკრი ძია ღვინის და დალევის გარდა...
-გეკადრება? ხოიცი აღარ ვეკარები, უბრალოდ ჩვენი გოგონა სწავლას გარკვეული მიზეზების გამო ვეღარ გააგრძელებს, ჩამოვიდა და ჩამოვიდა, აწი იქით აღარ ბრუნდება, ვიფიქრე ეგება და მამაშენმა დააწყებიოს კულტურის სახლში მუშაობა...
-დაველაპარაკები არ იდარდოთ თუ არ ვცდები ბუღალტერი ჭირდებოდათ, თიკო კიდე ისეთი ნიჭიერი და ჭკვიანი გოგოა ეგ არ გაუჭირდება და ვიცი გვასახელებს კიდევაც.
-შენ გაიხარე ძია შემოგევლოს და აბა შენ იცი, შენს იმედზე ვარ...
-კი ხვალვე გეტყვი პასუხს... სათხილეს მხრიდან გადავალ ინჯგიებს შევუვლი მოვიკითხავ...
-მიდი ძია...

დავინახე ნიკა როგორ წავიდა... მამამ იარაღები კედელს ააყუდა და კიბეზე იწყო სვლა.. მაშინვე საწოლში შევწექი მკამას რომ რამე არ ეეჭვა...
-თიკო! გძინავს მამი?
პასუხი არ მივეცი... თავი შემოყო და საწოლში მშვიდად მწოლი, რომ დამინახა დამშვიდდა... ისევ დაბლა სართულზე ჩავიდა და თვითონაც დაწვა...

საწოლიდან გამოვძვერი და აივანზე ტახტზე ჩამოვჯექი... ველოდებოდი დაბლა სართულზე შუქი როდის ჩაქვრებოდა, რომ გავპარულიყავი.. ბევრი ლოდინი არ დამჭირვებია.. მამამ შუქი ჩააქრო და დასაძინებლად დაწვა... ფეხაკრეფით ჩავედი სახლის უკანა მხარეს მდებარე კიბეზე და სათხილესკენ ვიწყე სვლა... მეშინოდა ამ სიბნელეში ფეხი არ წამომეკრა რაიმეზე ან ძაღლი არ შემხვედროდა... გზას ხელის ცეცებით მივიკვლევდი და უეცრად სათხილეს შუაგულიდან მოციმციმე შუქი დავინახე... მივხვდი ნიკა იქნებოდა და მისკენ ვიწყე სვლა... ადგილზე რომ მივედი ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა...
-ეს ყველაფერი შენ გააკეთე?
-კი მე გავაკეთე... ჩამოჯექი.... ძალიან ლამაზად გამოიყურები... ძალიან ტკბილი სურნელი გაქვს..
სახე ნხართან მომიტანა და ხარბად შეიყნოსა ჩემი სურნელი... ძირს დაფენილ პლედზე დავჯექით... ხილი ვჭამეთ და ცოტაოდენი წითელი ღვინო დავლიეთ... აქეთ იქედან სანთლების მკრთალი შუქი გვინათებდა წყვდიადს... საუბრით გული, რომ ვიჯერეთ ნიკამ ხილის სინი და ბაკლები გვერდზე გადადო, პლედზე გულაღმა წამოწვა და თან ხელით მანიშნა თავი მის მკერდზე დამედო...
-ხედავ რა ლამაზი ცაა?
-ჰო თბილისში ვერ ნახავ ასეთ ცას...
-შენ უფრო ლამაზი ხარ... მსოფლიოში ვერ ნახავს ადამიანი ქალს ისეთს როგორიც შენ ხარ...
-შენ ხომ ყველაფერი არ იცი? რატომ ამბობ ამას...
-ვიცი ისეთი არ ხარ რომ საკუთარი სიწმინდე შებილწო... ისეთი წმინდა მიყვარხარ როგორიც ხარ... შემიძლი დაუღალავად გეფერო... დაუღალავად გიყურო თვალებში, თვალებიდან კი სულში... შევამჩნიე,რომ ადრინდელზე უფრო სევდიანი თვალები გაქვს... ის სხივები აღარ მოჩანს შენი მზერიდან რაც ადრე... მე სულ გაკვირდებოდი, ახლა რა წაგართვეს ისეთი რომ ოდესღაც ასე მზესავით მბრწყინავი თვალები მოკლეს?

მისმა სიტყვებმა მთელს სხეულში დამიარეს, მთელს სხეულზე დამბურძგლა და ავქვითინდი...
-რატომ ტირი?.... ვინმემ გაწყენინა?.... მომიყევი რა გადაგხდა ისეთი რომ სწავლაზეც კი უარი თქვი... იცოდე, რომ ნებისმიერი პასუხს აგებს...

სხვა არაფერი დამრჩენოდა გარდა იმისა, რომ ნიკასთვის მეამბო ყველაფერი... ასეც მოვიქეცი... ბლუყუნ-ბლუყუნით და ცრემლებში ხრჩობით მოვუყევი ყველაფერი...
ნიკას ერთიანად გაუფითრდა სახე.... სიმწრისგან თვალები დაექაჩა.... არაამქვეყნიურად გიჟ ადამიანს გავდა... თითქოს მზად იყო კლდეებიც კი გაეხლიჩა შუაზე..
-რას ლაპარაკობ?! ერთი წამით თავში დავალაგო ყველაფერი...
სიმწრისგან ფეხზე წამოხტა და შემომხედა...
-ხვალვე მივდივართ თბილისში მე და შენ! როგორ გაბედეს და სიწმინდე შეგიბილწეს...
-ნიკა გთხოვ... აქ სწორედ იმიტომ ჩამოვედი რომ მშვიდი ცხოვრება დავიწყო... გთხოვ... არ გვინდა... უბრალოდ იმიტომ მოგიყევი, რომ ვალდებული ხარ იცოდე... აქამდე მეგონა რომ ჩემთვის როგორც ძმა ისე იყავი, მაგრამ დღეს მივხვდი, ეს სხვა რამე... მეგობრობაზე მეტი...

უფრო დაწყნარებული გვერდზე ჩამომიჯდა და თმებზე მომეფერა....
-სულ ერთია... ამიერიდან ვერავინ გაბედავს ზედმეტად ფიქრსაც კი შენზე.... ჩემი ხარ... ჩემი ხარ!
ტუჩებში ვნებიანად მეძგერა და სხეული ვნების ბინძურ თამაშს ავაყოლეთ... მისი ამბორი მხრებზე თოვლის ფიფქის ნაზ შეხებას გავდა... მისი სუნთქვა ჩემი ყელის კედლებს ეჯახებოდა და მე არ შემეძლო წინააღმდეგობა გამეწია მისი ხელებისთვის... არ შემეძლო უარი მეთქვა მისი ტუშებისთვის... მსიამოვნებდა მე ის ჩემში და მისი ტუჩები ჩემზე... რეალურად რა ვიგრძენი? რეალურად ვიგრძენი როგორია ვნება, როდესაც გიყვარს და გწყურია... მსიამოვნებდა მე ის ჩემში და ამ სიამოვნების პიკი დამწველ ლავას გავდა, რომელმაც მთლიანდ მშთანთქა... საბოლოოდ ნიავმაც დაუბერა და მისი ვნებისგან დაღლისლ მის მკერდზე ჩამეძინა... ის ეფერებოდა ჩემს სხეულს, მისი თითები უსირცხვილოდ სრიალებდნენ ჩემს ბეჭებზე... ჩემს წელზე... მე კი მშვიდად მეძინა, რადგან თავს დაცულად ვგრძნობდი... არაფრის მეშინოდა გარდა გათენებისა... გარდა იმისა, რომ ეს ღამე სიზმარი იქნებოდა...

დილას ნაცნობი ვნებიანი ტუჩების შეხებამ გამომაღვიძა... ჯერ კიდევ ოდნავი ბინდი დაჰკრავდა ცას...
-დილა მშვიდობისა ლამაზო... დილით კიდევ უფრო ღვთაებრივი ხარ...
- რა კარგია,რომ ისევ აქ ხარ.... მეგანო ის ყველაფერი სიზმარი იყო...
-მე შენს ყველა ლამაზ სიზმარს რეალობად ვაქცევ... ჩემო ყვავილო... გაწეწილი თმა ბეჭიდან მომაშორა და მეამბორა.... უცებ ვიღაცის ნაბიჟების ხმა მომესმა და შევხტი...
-ვიღაც მოდის...
-დაწექი და თავი ჩაქინდრე... მამაშენია...
გაბაციცებით ჩავიმალეთ დაღმარღში მე და ნიკა... ასე გაუნძრევლად ვიწექით სანამ მამამ არ ჩაიარა... მერე კი სიცილი ამიტყდა..
-ბავშვობის მერე არც დავმალულვარ...
-ხო, მახსოვს მე რომ მემალებოდი, თუმცა ახლა მაინც ჩემი ხარ და ვერსად დამემალები...
მინდვრიდან გვირილა მოკრიფა , ცხვირთან წაითამაშა და თან დაყნოსა....
-სიფრიფანა ქალბატონს, მასსავით უბრალო მაგრამ ულამაზესი პატარა ყვავილი მისი ბიჭისგან...
ღიმილით გამოვართვი ყვავილი და თმაში ჩავიმაგრე...
-მადლობა მინდოდა მეთქვა შენთვის...
-რისთვის ნიკა?
-შეხების უფლება, რომ მომეცი... რომ მომეცი უფლება ჩემი გამხდარიყავი... მე ვთვლი რომ შენთვის პირველი ვარ, რაც არ უნდა მომხდარიყო წარსულში, მე ის მამაკაცი ვარ ვინც დაგისაკუთრა და მინდა ბოლომდე ჩემი იყო... კიდევ შენგან ხუთი შვილი მინდა...
-ნწუ... ხუთი ცოტაა ნიკა, მოუმატე ცოტა...
გულიანად გაგვეცინა და ერთმანეთს მივეხუტეთ...
-ჯერ კიდევ არ მჯერა... მსოფლიოში ულამაზესი ქალი მყავს გვერდით...
-ვიცი ერთი წამითაც არ შევმცდარვარ შენში ამიტომაც მოგეცი შეხების უფლება...
-სულითაც კი როგორი ლამაზი ხარ.... მოდი დავქორწინდეთ... რას ველოდოთ? შენ თუ ქალაქში აღარ ბრუნდეგბი, აქ ვიცხოვროთ ერთად... ჩვენს ოჯახებსაც გაუხარდებათ ჩვენი ერთად ყოფნა... და მეც აღარ მომიწევს ასე მალულად შენი მოფერება, შენთან ერთად დავიძინებ და დილი8თ რომ გავიღვიძებ შენ დაგინახავ ჩემს მკერდზე... აღარ დავაყოვნოთ... შევკრიბოთ დღეს ჩვენი ოჯახები ან შენთან ან ჩემთან და ვუთხრათ ყველაფერი...
- შენ მართლა გინდა ეს?
-ამაზე ვოცნებობ ბავშვობიდან... შენი არ იცი.. ამაზე მეტად არაფერი გამაბედნიერებს ცხოვრებაში გარდა იმისა ჩვენს პატარას,რომ ავიყვან ხელში... მართალია სოფელი ისეთ ვერ არის როგორც ქალაქი მაგრამ აქაც კარგად ვიცხოვრებთ...
-დამიჯერე აქ უფრო უკეთ ვიცხოვრებთ ვიდრე ქალაქში... მართალი ხარ არ ღირს დაყოვნება...
-მიყვარხარ... სიგიჟემდე მიყვარხარ ჩემო ყვავილო...
ვნებიანად მაკოცა და ბედნიერი თვალებით მომაჩერდა...
-ჩავიცვათ და წავიდეთ....
-ჰო ჯობია წავიდეთ... არ მინდა ჩემს ღვთაებას პრობემა შეექმნას... სანამ მამაშენი საქონლის გასადევნად ჭალაშია წასული, სახლამდე მიგაცილებ....

სწრაფად ჩავიცვით და ნიკამ სახლამდე მიმაცილა...
-ამ საღამოსთვის რამე გემრიელს მომიზადებს ჩემი ღვთაებრივი მეუღლე?
-რათქმაუნდა ისეთი ამბისთვის ვემზადებით.... ხომ უნდა ავღნიშნოთ?
-ძალიან მიყვარხარ.... უბედნიერესი მამაკაცი ვარ...
გულში ჩამიხუტა და შუბლზე მაკოცა...
-რას აკეთებ? დაგვინახავს ვინმე...
-მერე რა?... უკვე ჩემი ცოლი ხარ....
გამიღიმა და გზას გაუყვა,,,



№1 სტუმარი სტუმარი ანა

აღარ უნდა გააგრძელო?საინტერესოა და ველოდები გაგრძელებას.,,

 


№2  offline წევრი მუზაშვილი

სტუმარი ანა
აღარ უნდა გააგრძელო?საინტერესოა და ველოდები გაგრძელებას.,,

ამ საღამოს დავდებ შემდეგ თავს, თან ვწერ თან ვაქვეყნებ ბოდიში დაგვიანებისთვის heart_eyes heart_eyes heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent