შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფლეიბოი და წითური ლამაზმანი //14//


14-08-2020, 23:28
ავტორი ენქეი
ნანახია 1 092

-აქ რას ვაკეთებთ?- გაფართოებული თვალებით მიაჩერდა ნატა ირაკლის.
-იციი,აქ არც ისე ხშირად მოვდივარ. მხოლოდ მაშინ როცა რაღაც მაწუხებს და მარტო ყოფნა მინდა, მითუმეტეს აქ არავინ მომყავს მაგრამ მინდოდა რომ აქ მომეყვანე. ჩემი საყვარელი ადგილია, აქ მუდამ სიმშვიდეა და რაც მთავარია ვერავინ გიპოვნის.
-ესეიგი ბუნება გიყვარს.
-ხოო რადგან შუა ტყეში ტრეილერი მაქვს ესეიგი ბუნება მიყვარს- სიცილით დაეთანხმა და სკამები გამოიტანა.
-იციი,ასეთი რამ მეც რომ მქონდეს სახლში არც წავიდოდი. ალბათ მთელს ზაფხულს აქ გავატარებდი.
-შეგიძლია ნებისმიერ დროს მოხვიდე, მე პრობლემა არ მაქვს.
-ხანდახან ძალიან საყვარელი ხარ -შუბლი შეიჭმუხნა ნატამ
-ხანდახან?
-ხო, ხანდახან.
-ცხელ ყავას თუ მოგიტან უფრო საყვარელი ვიქნები?
-შესაძლოა.
-მაშინ გამომართვი- ტრეილერიდან ორი ჭიქა ყავა აიღო და ნატას ღიმილით გაუწოდა.
-ასეთი კარგი და მხიარული რომ არ იყო ვიფიქრებდი აქ ჩემს მოკვლას აპირებ.
-უბრალოდ მინდა შენთან მეტი დრო გავატარო, მინდა რომ უკეთ გაგიცნო და ასევე მინდა რომ მიცნობდე!
-გასაგებია, ოფიციალურად გაცნობის დღე გვაქვს.
-ნამდვილად, ყავა დავლიოთ და ცოტა გავიაროთ მოსაყოლი ბევრი გვაქვს.- შუბლზე ცხელი ტუჩები მიაკრო და კიბეზე ჩამოჯდა...


***
-რა გატირებს ლოლიტა? -ფილმიდან ყურადღება მის გვერდით მჯდომ გოგონაზე გადაიტანა.
-ნახე, მამიკო მოკვდებაო მასე უთხრა, მოკლავენო.- ცრემლები პატარა ბავშვივით მაჯით მოიწმინდა და აკანკალებული ხმით უთხრა.
-დარწმუნებული ვარ არ მოკვდება, ტყუილად ხომ არ დაარქვეს ფილმს „სასწაული მეშვიდე საკანში“ -მისი დამშვიდება სცადა სანდრომ.
-აუ მეცოდება რა, ეს თურქები ხო იცი როგორი ცივსისხლიანები არიან ეგრე მოკლეს „ყველაფერი რაც შენგან დამრჩა“ -ში გოგო, კიბო ქონდა და ვერ განკურნეს.
-აბა რას მაყურებინებ, შენ არ აიჩემე მაინტერესებს და ვუყუროთო?
-მერავიცოდი ასე თუ იქნებოდაა -ისევ ტირილით განაგრძო საუბარი.
-ნორმალური ხარ შენ საერთოდ? მერომმოვკვდე ჩემზე არ იტირებ ამდენს.
-მართალი ხარ -ჩაიდუდღუნა თავისთვის
-რა თქვი?
-მეე? არაფერი უბრალოდ...
-ესეიგი ჩემისიკვდილი ფეხებზე გკიდია და კაცის არა რომელსაც სინამდვილეში არ კლავენ ხო? მაგარია. -ფეხზე წამოხტა სანდრო.
-ეგ არ მითქვამს სანდრო რა გჭირს?
-იცი რაა? შენ ფილმის ყურება განაგრძე მე წავალ და დავიძინებ. იქნებ ძილში მოვკვდე კიდეც რავიცი.
-რაზე პანიკიორობ ვერ გავიგე.
-სულ რამდენიმე საათის წინ სამზარეულოში ერთმანეთს ვაკოცეთ, შემდეგ თავი ცუდად რომ არ გეგრძნო რამოდენიმე ფილმს შენთანერთად ხმაგაწყვეტილმა ვუყურე, ახლა კი მეუბნები რომ ჩემსსიკვდილზე დიდად გული არ დაგწყდება.
-ამ კოცნაზე ლაპარაკი არგვინდა გთხოვ.
-იცი რამდენი წელია უკან დაგდევ? შენი პირველი შეყვარებულიდან ბოლოს ჩათვლით ყველა ვიცი, ვინ სად და როდის გყავდა, ყველას გაშორებდი და იცი რატომ? იმიტომ რომ მეშინოდა რომელიმე არ შეგყვარებოდა და დროულად ვმოქმედებდი. სამზარეულოში მითხარი რომ გიყვარვარ და აჰაა გეუბნები რომ მეც მიყვარხარ, სიგიჟის ზღვარზე ვარ ისე მიყვარარ მაგრამ არაფერი იცვლება. საერთოდ რა აზრი ქონდა გამოტყდომას თუ ასე უნდა ვყოფილიყავით ისევ. მიდი მიპასუხე რა აზრი ქონდა? - ჟურნალების მაგიდას წიხლი დაარტყა და ნამსხვრევებად აქცია. -იცოდე ვინმესთან რომ დაგინახო, ან გავიგო რომ ვინმე გყავს იმ ტიპს დავბრიდავ და მოგიტაცებ.
-სულ გაგიჟდი მგონი, ყვირილი არარის საჭირო. -თვალებგაფართოებულმა დაუწყო ყურება.
-რისი გეშინია გამაგებინე, ბედნიერება გაშინებს?
-რაა?
-ბედნიერების გეშინია? მართლა მაინტერესებს.
-რასისულელეა. -მხრები აიჩეჩა ლოლიტამ
-კარგად იცი ჩემს გვერდით თუ იქნები არასდროს ინანებ, მომეცი ეს დედამ******* შანსი. ამ ერთხელ გარისკე რაიქნება.
-კარგი.
-რა კარგი?
-კარგი მორჩა, წყვილი ვართ მერე?
-რა თქვი? გაიმეორე. -ტუჩის კუთხეში ღიმილი შეეპარა ჩიქოვანს.
-წყვილი ვართ, მაგრამ რაღაც მაინტერესებს.
-რა გაინტერესებს- ისეთი თბილი მზერით უყურებდა ნებისმიერი დადნებოდა მისი შეხედვისას. თვალებიდან სითბო და სიყვარული ერთიანად ეღვრებოდა.
-მართლა დიდი ხანია უკან დამდევ? -თავი გვერდით საყვარლად გადახარა და ტუჩები დაბრიცა.
-13 წელია.
-მოიცა რაა? -გაოცებისგან პირი დააღო. – 10წლიდან უკან დამდევ?
-აი გახსოვს გოგიბერიძესთან ჩხუბი რო მომივიდა სულ პირველად?
- ხო მახსოვს.
-შენზე თქვა მომწონსო და გავბრაზდი. -სიცილი წასკდა ჩიქოვანს.
-მართლა არანორმალური ხარ.- მათ შორის მანძილი წამში გადაკვეთა და მის სხეულს მთელი ძალით მიეკრო.
-ამაღამ ჩემთანერთად იძინებ ქალბატონო.
-მეე?
-ხო შენ, ჩახუტებული ძილი მინდა, ისე ვერ ვიძინებ. -სიცილით თქვა და ხელები წელზე მჭიდროდ მოხვია.


***
-მგონი ცოტა ზედმეტი მომივიდა. -აბარბაცებული გაემართა ბარბარე სადარბაზოსკენ.
-ზედმეტი არ მოგსვლია, სულ სამი ჭიქა დალიე. -სიცილით უთხრა რატიმ და წელზე ხელი მოხვია
-სასმელს ვერ ვიტან, მალე ვთვრები.
-გეთქვა მერე და არდაგალევინებდი.
-ჩემს სიმპათიურ შეყვრებულს მაგას არ ვეტყოდი.
-რათქვი? -ტუჩის კუთხე ჩატეხა ამაღლობელმა.
-არ მახსოვს. -ენის ბორძიკით თქვა და სახლში შევიდა.
-ბარბარეე-ღიმილით შეეგება ლილე
-სიძებატონო შენც აქ ყოფილხარ- ქუჩის ბიჭივით აუწია ხელი კაკის
-რადაემართა?
-სამი ჭიქა დალია, დაჟე ნაკლები და უგონო მთვრალია. რესტორნიდან რომ გამოვდიოდით მშვენივრად იყო.
-ხოო, უცებ ეკიდება ხოლმე. მოდი აქ დავაწვინოთ. - დივანზე დააწვინეს ნახევრად მძინარე ქალბატონი.
-რძალო გინდა კარამელი მოგიყვანო?
-კაკი მთვრალი ვარ მაგრამ კარამელს ვერ მოიყვან ის უნდა მოიტანო.
-ეს ხორციანი კარამელია მთლად ტკბილი არარის.
-მაშინ მოხარშე ან შეწვი და დილით შევჭამ.
-გადაირიე? მას თითსაც არ დავადებთ. -ხელში აიტაცა სიფრიფანა სხეული.
-კატა გაჩუქა ამ გამოთაყვანებულმა? -სიცილი აუტყდა რატის.
-კიარ მაჩუქა თავისით მოვიდა.
-კაკი ბონუსად მოყვა?
-გეყოფა ეხლა თორეე გაგაგდებ. -დაემუქრა კაკი
-ვისი სახლიდან ვისაგდებ ძმაო.
-ჩემი შეყვარებულის სახლიდან შენ.
-ჩემი შეყვარებულიც აქ ცხოვრობს.
-შენსას სძინავს.

-ეხლა რავქნა შენიც დავაძინო?
-კარგით ეხლა, წადი ოთახში გაიყვანე და იქ დარჩი თუ გინდა უკვე თავი ამტკივდა.
-კარგი რძალო ნუ ბრაზობ -თავზე ხელი პატარა ბავშვივით გადაუსვა და ბარბარე ხელში აიყვანა.
-ასე რამ აგაცეტა ამხელა კაცი?
-ბარაბრეს ვუთხარი რომ მიყვარს. გირჩევ შენც მალე ამოიდგა ენა თორე შენგოგოს მალეწაიყვანენ. -თვალები აუფახულა რატიმ
-გაა*ვი. -დაუტია კაკიმ და ისიც წამსვე შევარდა ოთახში. -ვიღაც თემოზე და ერეკლეზე რომ თქვი იხუმრე ხო?
-არაა, ერთი სკოლელი და კურსელია, მეორე მხოლოდ კურსელი ორივეს ვუყვარვარ.
-ვერგავიგე?
-რაიყო ბატონო კაკი თყვანისმცემლები მხოლოდ შენ კი არ გყავს.
-რაგინდა, ვინმე უნდა მომაკვლევინო?
-ჩემგან რაგინდა, მათ ვუყვარვარ მე ხო არა -კნუტი ძირს დასვა და დივანზე წამოგორდა.
-მაგათაც მალე შევუცვლი წარმოდგენას -თავისთვის ჩაიბურტყუნა, ნაძალადევად გაიღიმა და მის გვერდით დაჯდა.


***
-აქაურ ბუნებას მართლაც სულ სხვა ხიბლი აქვს. -ტრეილერის ირგვლივ მიმოიხედა ნატამ.
-იმედი მაქვს ამდენი სიარულით არ დაიღალე.
-არაა, ყველაფერი რიგზზეა. ისეთი ლამაზია ყველაფერი, ტყის შუაგულიდან დანახული ვარსკვლავებით მოჭედილი ცა ბუნების თანხლებით ულამაზესია.
-აქ ტელეფონი არ იჭერს იმედია შენები გააფრთხილე.
-მეე?
-ხო ნატა შენ.
-საჭირო არაა.
-ინერვიულებენ გოგო, მათთვის არაფერი გითქვამს?
-ჩემზე გოგოების გარდა არავინ იდარდებს.
-ვერგავიგე. -დაიბნა ირაკლი.
-7წლის ვიყავი დედამ რომ მიმატოვა, 12ის ვიყავი მამამ მეორე ცოლი რომ მოოიყვანა და თავშესაფარში დამტოვა, ასერომ არავინ მყავს.
-ვწუხვარ, ბოდიში ეს არ უნდა მეკითხა.
-ამაზე ნუ დარდობ, შეჩვეული ვარ ამას. შენს მშობლებზე რას მეტყვი?
-მწარე სვანი არ ვარ -სიცილით მოაყოლა ნათქვამს -დედა სვანი მყავს მამა არა. მაგრამ დედაჩემიც რბილიი ხასიათის სვანია.
-მათზე ძალიან დადებითად ლაპარაკობ.
-ისინი კარგები არიან, როცა გაგაცნობ ამაში შენც დარწმუნდები- ღიმილით უთხრა და კოცონზე სიმინდების გადაბრუნებას შეუდგა.


***
-შენ რა სუსტი მყავხარ ტო, ისე მალე დაგათვრე აზრზეც ვერ მოვედი. -მძინარეს საბანი გადააფარა და მის გვერდით მოკალათდა. -მალე დაგამტვრევ რქებს და შენც გათქმევინებ რომ გიყვარვარ აი ნახე- ღიმილით უთხრა თითქოს ესმოდა მისი ან ხედავდა. მოულოდნელად გადმობრუნდა ბარბარე და სხეულზე აეკრო, იმდენად დიდი სითბო მოდიოდა მისგან თუნდაც მძინარე ყოფილიყო ისე ათბობდა რატის გულს თითქოს ბავშვები იყვნენ საბავშვო ბაღში. მანაც არ დააყოვნა ხელები მოხვია და ძილის წინ სხეულზე მიიკრო საყვარელი ქალი.



№1  offline წევრი sofi_sofiaa13

ცოტა მალე დადე ხოლმე
--------------------
ფეფო

 


№2 სტუმარი სტუმარი მარი

ძალიან აგვიანებ ახალი თავის დადებას

 


№3 სტუმარი სტუმარი gvantsa

ვაიმე საყვარლებიი, გამორჩევა მიჭირს იმდენად კარგი ,ლამაზი და საყვარელი წყვილები გყავს :))

 


№4 სტუმარი სტუმარი თათია

იმდენად დიდი შუალედი იყო წინა თავსა და ამ თავს შორის რომ ძალიან უინტერესოდ წავიკითხე...

 


№5  offline მოდერი ენქეი

sofi_sofiaa13
ცოტა მალე დადე ხოლმე



ვიცი მაგრამ სხვანაირად ვერ ვახერხებ კომპიუტერი ჯერჯერობით არ მაქვს და ტელეფონით ვწვალობ

 


№6 სტუმარი სტუმარი მარი

როდის დადებთ?❤????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent