შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიზმრად რას ხედავ?

18-08-2020, 19:04
ავტორი lullaby
ნანახია 983

"სიზმრად რას ხედავ ხოლმე, ძვირფასო?

დაილექა შენი ქაოსი, თუ ისევ ჯოჯოხეთში ხარ?
დაგიბრუნდა ღიმილები, თუ ეს უბრალოდ მისი იმიტაციაა?
ვხედავ, ცხოვრობ. ან იქნებ, ესეც მისი იმიტაციაა... ვიმედოვნებ, ასეა!
გაინტერესებს, მე რას ვაკეთებ? ხომ არ გგონია, რომ წყალში ჩაშვების შემდეგ წავიშალე? ხომ არ ფიქრობ, რომ რადგან ვერ მხედავ, გავუჩინარდი?
ოხ, მირანდა, როგორ უნდა გაგიცრუო იმედები...
წარმოგიდგენია? ხანდახან მენატრება ის ღამეები, მძინარეს რომ გაკვირდებოდი. ხოდა, ვიმეორებ. არ იცოდი?
მშვიდი ძილი გაქვს...

სიზმრად რას ხედავ ხოლმე, ძვირფასო?

შენი საძინებლის კედლებზე აჩრდილები შეგინიშნავს, თუ ისევ ისეთი ბრმა ხარ?
იცი, რომ შენი აურა სისხლივით წითელია? და იმაზე მეტად ბინძური, ვიდრე ჩემი ხელები.
გამოღვიძებულს ყელსა და მხრებზე დამწვრობები არ შეგიმჩნევია? მაპატიე, ვერ მოვითმინე და რამდენჯერმე შეგეხე, ისე მინდოდა, ისევ გტკენოდა, მაგრამ ვერ იგრძენი. იქნებ სული იმდენად გტკივა, რომ სხეულს ვეღარც ამჩნევ? ვიმედოვნებ, ასეა!

სიზმრად რას ხედავ ხოლმე, ძვირფასო?

ბოლოს მოგუდულს როდის გაგეღვიძა? არ თქვა, ვიცი...
მითხარი, ძილი შენთვის შვებაა თუ კოშმარი? ისევ მოდიან შენთან, შენი მკვდარი მეგობრები, თუ ისინიც უკვე დაივიწყე?
გამიმხილე, მირანდა, მათემ იცის, რომ ისევ ჩემთან გატარებულ ღამეებზე ფიქრობ, თუ ამ ცოდვას მხოლოდ შენთვის ინახავ? ღმერთო, რა თქმა უნდა, ეგოისტი მსხვერპლი!
როგორ ფიქრობ, საცხოვრებლის შეცვლამ რამე შეცვალა? მაპატიე, ეს შვებაც უნდა წაგართვა.
ქუჩაში რა ხდება? დიდი ხანია ზურგს უკან აღარავინ ჩანს? მაპატიე, ხანდახან მიწევს შენს გვერდით ვიყო.
ხანაც წინ ვარ. აი მაშინ, ყავის დასალევად და ჩემზე საფიქრელად კაფეში რომ ჩამოჯდები, ღერს ღერზე ეწევი და ვერცხლისფერი ფოლგით ფიგურების გაკეთებას ცდილობ. მირანდა, როგორ მებრალები!

სიზმრად რას ხედავ ხოლმე, ძვირფასო?

ისევ ფიქრობ ანგელოზებსა და დემონებზე? თუ სიზმრებში უკეთეს დროს ატარებ მათთან? რომელია შენი ფავორიტი? მოდი გამოვიცნოთ...
და მანიაკებზე რა აზრის ხარ? სჭირდებათ მიზეზი მოსაკლავად? მირანდა, გინდა ვისაუბროთ ამაზე? სიამოვნებით ჩაგხედავდი ფერდაკარგულ, სისხლიან თვალებში და დავტკბებოდი მათი ყურებით.
გეშინია? რის? დიალოგის მანიაკებზე, თუ დიალოგი მკვლელთან? თუ დიალოგის მანიაკებზე მკვლელთან? ღმერთო, მირანდა, მთელი ხიბლიც ამაშია!

სიზმრად რას ხედავ ხოლმე, ძვირფასო?

იცი, რომ ხანდახან კარის დაკეტვა გავიწყდება? და როცა შხაპისას სააბაზანოს სარკეები იორთქლება, მე მათზე ვხატავ. მერე ვშლი. გული არ დაგწყდეს, ერთხელ დავტოვებ, რომ შენც ნახო.
შევამჩნიე, რომ სამზარეულოში პიტნა აღარ გაქვს... როგორი მგრძნობიარე გამხდარხარ!
სიმაღლის ისევ გეშინია თუ შიშების დაძლევას ცდილობ? რომელია შენი ყველაზე დიდი შიში? მოდი გამოვიცნობ, ძვირფასო...
გაკვირვებს დილით აფრიალებული შენი ფარდები დაკეტილი აივნის კართან?

სიზმრად რას ხედავ ხოლმე, მირანდა?"

წერილი მირას, კალესგან...

"ნაკაწრები"

№1 სტუმარი სტუმარი კატო

აუ ნაკაწრები არ ვიცი(( და ამ წერილმაა თავისი ქნაა)) ჩავუჯდები მალეე და დაგიტოვებ იქაც კომენტარს<3 <3 ალბათ რამდენი მაკლიაა მაგ ისტორიის არცოდნის გამო^^ მაგრამ არასდორსაა გვიანი ხომ?! ხოდა ვიწყებ<3

№2  offline ახალბედა მწერალი lullaby

სტუმარი კატო
აუ ნაკაწრები არ ვიცი(( და ამ წერილმაა თავისი ქნაა)) ჩავუჯდები მალეე და დაგიტოვებ იქაც კომენტარს<3 <3 ალბათ რამდენი მაკლიაა მაგ ისტორიის არცოდნის გამო^^ მაგრამ არასდორსაა გვიანი ხომ?! ხოდა ვიწყებ<3

სულმოუთქმელად გელოდები იქ <3 დიდი მადლობა :***

№3  offline მოდერი chica sol

ოოო, ღმერთოოო...
სუნთქვა შემეკრა, გეფიცები...
ზუსტად ისაა, ზუსტად კალეა, მისი ფიქრებია, მისი სიტყვებია ირონიითა და სიძულვილით გაჟღენთილი, მისი ქცევაა, მისი ავადმყოფური სურვილია: ატკინოს მირას, მისი ღიმილია, მანიაკის ღიმილი...
ღმერთო, როგორ მომნატრებია...
პ.ს. ამას ვკითხულობდი და საოცრად მომინდა "ნაკაწრების"კითხვა კალეს ენით...
რომ წარმოვიდგენ....
ოოო, როგორი მუხტი ექნებოდაააა....

პ.ს.ს მიყვარხარ მე შენ და კი იცი ეს.

№4  offline ახალბედა მწერალი lullaby

chica sol
ოოო, ღმერთოოო...
სუნთქვა შემეკრა, გეფიცები...
ზუსტად ისაა, ზუსტად კალეა, მისი ფიქრებია, მისი სიტყვებია ირონიითა და სიძულვილით გაჟღენთილი, მისი ქცევაა, მისი ავადმყოფური სურვილია: ატკინოს მირას, მისი ღიმილია, მანიაკის ღიმილი...
ღმერთო, როგორ მომნატრებია...
პ.ს. ამას ვკითხულობდი და საოცრად მომინდა "ნაკაწრების"კითხვა კალეს ენით...
რომ წარმოვიდგენ....
ოოო, როგორი მუხტი ექნებოდაააა....

პ.ს.ს მიყვარხარ მე შენ და კი იცი ეს.

ოოხ შე ემოციურო ქალოო :დდდ
მიხარია ესე რო გაგახარე. დამიჯერე კალეც ბედნიერია შენ რო შეგხვდა ამდენი ხნის მერე :დდ აქვეა თვითონაც,შეგიძლია გადახვიდე და მოიკითხო :დდდ
მეც მიყვარხარ მისის სისხლა :დდ <3333

№5  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

დავიწყო?
დავიწყებ...
პირველად მომეწონა კალე. პირველად ჩავწვდი და გავუგე.
მკვლელსა და მანიაკს ასე კარგად ესმოდეს მსხვერპლის განცდები, მე არც წამიკითხავს, არც ფილმში მინახავს.
სწორედ ისაა რასაც ვიფიქრებდი, რასაც ვიოცნებებდი.
ხიმ იცი ნაკაწრების გაგრძელების წინააღმდეგი ვარ, მაგრამ ამ ფორმით, ასე და ამ შინაარსით, აღფრთოვანებული დავრჩი.
აქაც გეტყვი, წარმოვიდგინე "ნაკაწრები" წიგნად, დასასრულის შემდეგ რამდენიმე ცარიელი ფურცელი და ბოლოს ეს წერილი...
აუ, დამაჟრიალა.
მინდა!

№6  offline ახალბედა მწერალი lullaby

ლორელაი

მართლა, მართლა ძალიან მიხარია რასაც ამბობ თათ. ხო, ნაკაწრების გაგრძელება არც მე მინდა, და არც ვაპირებ. ეს უბრალოდ ისაა, რაც ალბათ ყველა მკითხველს დააინტერესებდა. - რას ფიქრობს კალე. მეც მაინტერესებდა და აი, ეს გამოვიდა. ^^
წიგნზე გითხარი და გექნება აუცილებლად. <3333

№7 სტუმარი სტუმარი სოფიო

ისე მაგრად წერ შენი ყველა ისტორია იმსახურებს წიგნად ყოფნას იმედია ახალი ისტორიაც მალე იქნება

№8 სტუმარი KK

პირველ რიგში უნდა გითხრა რომ ძალიან მაგრად წერ!❤️ სულ სხვა ხიბლი აქვს შენ მოთხრობებს და თითოეული საუკეთესოაა! მართლა ძალიან მაგარი ხარ! რაც შეეხება ნაკაწრებს, სულ მინდოდა კომენტარის დაწერა მაგრამ არვწერდი. ხო, აი კალე სულ მჯეროდა რომ ეგ არ იყო მკვლელი შენი კომენტარებისდა მიუხედავად რატომღაც არ მინდოდა დამეჯერებინა რატომ მეთვითონაც არვიცი მერე კიდევ მოთხრობაში მინიშნებებს რომ ვკითხულობდი რომ ეგ იყო მკვლელი ძალიან იმედები გამიცრუვდა. აი ისე იყო მოთხრობაში რომ შეუძლებელი იყო მასზე რამე გეეჭვა თითქოს მეც ამ მოთხრობაში ვიყავი და მეც გამაცურა, როგორც სხვა პერსონაჟები. თითქოს მისი სახე მეც თვალწინ მიდგებოდა დადა ჩემზე ზემოქმედებდა და ეს იქამდე იყო სანამ ვითომ ვიღაცამ არ გადმოაგდო სიმაღლიდან. აი მართლა მეც ამ მოთხრობის პერსონაჟად ვგრძნობდი თავს ისე გქონდა ყველაფერი გადმოცემული. მერე უკვე დაიწყო რათქმაუნდა იმედგაცრუება :დდ და ასე იყო ბოლომდე.იმდენად არმინდოდა რო ეგყოფილიყო მკვლელი,აი არვიცი მაგრამ ასე ალბათ ხიბლი დაეკარგებოდა ხომ მოთხრობას:დდ მოკლედ მაგარი გოგო ხარ რა!❤️ ველოდები ახალს!:დ

KK

არვიცი ზუსტად როგორ გადმოვეცი ჩემი სათქმელი მაგრამ ის იყო ზუსტად რასაც ვგრძნობდი

№9  offline ახალბედა მწერალი lullaby

სტუმარი სოფიო
ისე მაგრად წერ შენი ყველა ისტორია იმსახურებს წიგნად ყოფნას იმედია ახალი ისტორიაც მალე იქნება

აი ძალიან მიხარია ეს სიტყვები და ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს <33 უღრმესი მადლობა ჩემო კარგო <33

KK
პირველ რიგში უნდა გითხრა რომ ძალიან მაგრად წერ!❤️ სულ სხვა ხიბლი აქვს შენ მოთხრობებს და თითოეული საუკეთესოაა! მართლა ძალიან მაგარი ხარ! რაც შეეხება ნაკაწრებს, სულ მინდოდა კომენტარის დაწერა მაგრამ არვწერდი. ხო, აი კალე სულ მჯეროდა რომ ეგ არ იყო მკვლელი შენი კომენტარებისდა მიუხედავად რატომღაც არ მინდოდა დამეჯერებინა რატომ მეთვითონაც არვიცი მერე კიდევ მოთხრობაში მინიშნებებს რომ ვკითხულობდი რომ ეგ იყო მკვლელი ძალიან იმედები გამიცრუვდა. აი ისე იყო მოთხრობაში რომ შეუძლებელი იყო მასზე რამე გეეჭვა თითქოს მეც ამ მოთხრობაში ვიყავი და მეც გამაცურა, როგორც სხვა პერსონაჟები. თითქოს მისი სახე მეც თვალწინ მიდგებოდა დადა ჩემზე ზემოქმედებდა და ეს იქამდე იყო სანამ ვითომ ვიღაცამ არ გადმოაგდო სიმაღლიდან. აი მართლა მეც ამ მოთხრობის პერსონაჟად ვგრძნობდი თავს ისე გქონდა ყველაფერი გადმოცემული. მერე უკვე დაიწყო რათქმაუნდა იმედგაცრუება :დდ და ასე იყო ბოლომდე.იმდენად არმინდოდა რო ეგყოფილიყო მკვლელი,აი არვიცი მაგრამ ასე ალბათ ხიბლი დაეკარგებოდა ხომ მოთხრობას:დდ მოკლედ მაგარი გოგო ხარ რა!❤️ ველოდები ახალს!:დ

KK
პირველ რიგში უნდა გითხრა რომ ძალიან მაგრად წერ!❤️ სულ სხვა ხიბლი აქვს შენ მოთხრობებს და თითოეული საუკეთესოაა! მართლა ძალიან მაგარი ხარ! რაც შეეხება ნაკაწრებს, სულ მინდოდა კომენტარის დაწერა მაგრამ არვწერდი. ხო, აი კალე სულ მჯეროდა რომ ეგ არ იყო მკვლელი შენი კომენტარებისდა მიუხედავად რატომღაც არ მინდოდა დამეჯერებინა რატომ მეთვითონაც არვიცი მერე კიდევ მოთხრობაში მინიშნებებს რომ ვკითხულობდი რომ ეგ იყო მკვლელი ძალიან იმედები გამიცრუვდა. აი ისე იყო მოთხრობაში რომ შეუძლებელი იყო მასზე რამე გეეჭვა თითქოს მეც ამ მოთხრობაში ვიყავი და მეც გამაცურა, როგორც სხვა პერსონაჟები. თითქოს მისი სახე მეც თვალწინ მიდგებოდა დადა ჩემზე ზემოქმედებდა და ეს იქამდე იყო სანამ ვითომ ვიღაცამ არ გადმოაგდო სიმაღლიდან. აი მართლა მეც ამ მოთხრობის პერსონაჟად ვგრძნობდი თავს ისე გქონდა ყველაფერი გადმოცემული. მერე უკვე დაიწყო რათქმაუნდა იმედგაცრუება :დდ და ასე იყო ბოლომდე.იმდენად არმინდოდა რო ეგყოფილიყო მკვლელი,აი არვიცი მაგრამ ასე ალბათ ხიბლი დაეკარგებოდა ხომ მოთხრობას:დდ მოკლედ მაგარი გოგო ხარ რა!❤️ ველოდები ახალს!:დ
არვიცი ზუსტად როგორ გადმოვეცი ჩემი სათქმელი მაგრამ ის იყო ზუსტად რასაც ვგრძნობდი

ძალიან ძალიან გამახარე, რომ მაიმც გადაწყვიტე ნაკაწრებზე აზრი გაგეზიარებინა. ისეთი ემოციური და აფორიაქებულია შენი კომენტარი, რომ თუ ზუსტად ამას გრძნობი ნაკაწრების კითხვისას, ამაზე მეტი გადმოცება არცაა საჭირო <3 მესმის, რატომაც არ გინდოდა კალე ყოფილიყო მკვლელი, ქარიზმატული და ქიმიით სავსე პერსონაჟია :დდ მაგრამ ასრ გამივიდა და კი, მართალი ხარ,სხვანაირად ვერც იქნებიდა.
ძალიან ძალიან დიდი მადლობა კომპლიმენტებისთვის <33333

№10 სტუმარი სტუმარი ბელუ შეროზია

უიმეე, რა სასწაული ხარ გოგო, შენ?!
დამბურძგლა კითხვისას...ყველაფერი ხელახლა ამომიტივტივდა თავში. მათე, მირანდა, კალე...ოხ მეც მომნატრებია და ხელახლა უნდა წავიკითხო ნაკაწრები.
მიყვარხარ ამისთვის <3

№11 სტუმარი სტუმარი თამო

აი ეს რა იყო.მითხარი ერთი ეს რა მაგარი გამონათება იყო" სიზმრად რას ხედავ ხოლმე ძვირფასო" აი ეს სიტყვები ისეთ აურას ატარებენ აი ზუსტად კალესი.და მართალია მარიამს უყვარს კალე და არავინ შემედავოსო და არ ვედავებიი.მათე ბიჭი მიყვარს მე.ამ წერილშიც კი ვიგრძენი კალეს მუხტი ვაიმეე მთელმა ისტორიამ განვლო წინ.საოცარი იყოო

№12  offline მოდერი პენელოპე

თავი ვერ მოვაბი ნაკაწრების გაგრძელებას. რაღაც ვერ გავაგძელე,არ ვიცი რატომ. მაგრამ, ვაპირებ, თავისებური ხასიათი უნდა, თავისებური განწყობა და მიდგომა.
ჯერ არ ვარ ამ მდგომარეობაში, მაგრამ ვიქნები და მერე...კალე. მე ის უკვე გავიცანი, მოახდინა ეფექტი. მიუხედავად იმისა, რომ ვიცი რა როგორ მოხდება, მაინც.. მაინც საინტერესოა ის ჩემთვის.

ეს ნაწერი, ვანილო ( :*) , ნაკაწრების გარეშეც ღირებულია.
გკოცნი ბევრს.

№13  offline ახალბედა მწერალი lullaby

სტუმარი ბელუ შეროზია
უიმეე, რა სასწაული ხარ გოგო, შენ?!
დამბურძგლა კითხვისას...ყველაფერი ხელახლა ამომიტივტივდა თავში. მათე, მირანდა, კალე...ოხ მეც მომნატრებია და ხელახლა უნდა წავიკითხო ნაკაწრები.
მიყვარხარ ამისთვის <3

ბელუ... როგორ მიხარია შენი დანახვა ^^ დიდი დიდი მადლობა ამ სიტყვებისთვის <3 და დატკბი ხელმეორედ, თუ ამით ტკბიბა შესაძლებელია :დდდ <333

სტუმარი თამო
აი ეს რა იყო.მითხარი ერთი ეს რა მაგარი გამონათება იყო" სიზმრად რას ხედავ ხოლმე ძვირფასო" აი ეს სიტყვები ისეთ აურას ატარებენ აი ზუსტად კალესი.და მართალია მარიამს უყვარს კალე და არავინ შემედავოსო და არ ვედავებიი.მათე ბიჭი მიყვარს მე.ამ წერილშიც კი ვიგრძენი კალეს მუხტი ვაიმეე მთელმა ისტორიამ განვლო წინ.საოცარი იყოო

თამოო <3 მადლობა დიდი... მეც მათე მიყვარს, ჩემი დაჩაგრული, ჩემი მყუდრო ბიჭი <3 ძალიან მახარება შენი სიტყვები. უღრმესი მადლობა <3

პენელოპე
თავი ვერ მოვაბი ნაკაწრების გაგრძელებას. რაღაც ვერ გავაგძელე,არ ვიცი რატომ. მაგრამ, ვაპირებ, თავისებური ხასიათი უნდა, თავისებური განწყობა და მიდგომა.
ჯერ არ ვარ ამ მდგომარეობაში, მაგრამ ვიქნები და მერე...კალე. მე ის უკვე გავიცანი, მოახდინა ეფექტი. მიუხედავად იმისა, რომ ვიცი რა როგორ მოხდება, მაინც.. მაინც საინტერესოა ის ჩემთვის.

ეს ნაწერი, ვანილო ( :*) , ნაკაწრების გარეშეც ღირებულია.
გკოცნი ბევრს.

მართალი ხარ ქეთო, ნაკაწრებს მართლაც სჭირდება განწყობა, ასე, რომ როცა ინებებ და როცა დრო იქნება მაშინ ჩაუჯექი <3
მიხარია, კალეს წერილზე რასაც ფიქრობ და მადლობა, რომ დამიტოვე აზრი... უღრმესი მადლობა <3

№14 სტუმარი სტუმარი სტუმარი

იმედი მაქვს მალე დაგვიბრუნდები ახალი მოთხრობით და აგვაფეთქებ :დდდ❤️❤️❤️

№15  offline ახალბედა მწერალი lullaby

სტუმარი სტუმარი
იმედი მაქვს მალე დაგვიბრუნდები ახალი მოთხრობით და აგვაფეთქებ :დდდ❤️❤️❤️

რამდენად აგაფეთქებთ არ ვიცი, მაგრამ მალე მოვალ <3 :დდდ

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent