შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლურჯი ვარდი სრულად


22-08-2020, 12:49
ნანახია 1 773

-ლანა ადექი რა
-ვდგები ნიკა დამაცადე ჰო
-დროზე ვაგვიანებთ
-შე ღორო გაეთრიე, ვდგები ხომ ხედავ
-ჩქარა ჩაიცვი
-გადი და ჩავიცმევ-ვუყვირი, ისიც ჩქარა გარბის
-დაამთავრე?
-ჰო დავამთავრე, გამოვდივარ
მოკლედ, სახლში სულ ასეთი გადარბენა მაქვს, ნიკა რომ არა საერთოდ ვერაფერს მოვახერხებდი. გაინტერესებთ ვინ არის ნიკა? ნიკა ჩემი გული და სულია, მოგიყვებით ამბავს თუ როგორ გავიცანით მე და ნიკამ ერთმანეთი.
დედაჩემი და დედამისი საერთოდ არ იცნობდნენ ერთმანეთს, მაგრამ მოხდა სასწაული, დაუჯერებელი სასწაული, ორივე ერთი და იგივე დროს შებიდა სამშობიაროდ, და ორივემ ერთი და იგივე დროს გააჩინა ბავშვი ანუ მე და ნიკა, როდესაც ეს ამბავი ჩვენმა მშობლებმა გაიგეს, გადაწყვიტეს რომ ეს რაღაცას ნიშნავდა და შესაბამისად ნიკას დაბადებიდან ვიცნობ, არც ერთი ვართ უფროსი, ორივე ტოლები ვართ, წამითაც კი არ არის გადაცილება, სამწუხაროდ ჩემები მოსკოვში არიან და ნიკა და მისი დედ-მამა მივლის ფაქტიურად, ძალიან არაპუნქტუალური ვარ და ამაზე ნიკა ყოველთვის მეჩხუბება.
-რა ვერ გამოხვედი გოგო ამდენ ხანს
-გამოვედი
-კიდევ კაი, წამოდი დროზე, 11 კლასელი ასე უნდა აგვიანებდე გაკვეთილზე?
-შენ ვისზე რას ლაპარაკობ?
-მე შენზე მაქვს საუბარი და ჩემზე ნუ გადმოდიხარ
-აუ ნიკა ნუ მაჩქარებ
-წამოდიიიი
-მოვდივარ ჰო მოვდივარ
მანქანაში ჩავჯექით, სკოლაში მივედით, კლასში შევედით და ჰოპ.
-ნიკა ტელეფონი დამრჩა
-არა, არა, არა და არა, აი ჩემი აიღე, მე უკან არ დავბრუნდები
-შენი ბრალია
-ჩემი აიღე
მობილური გამოვგლიჯე და გაბუტულმა ვკითხე
-ინტერნეტი გაქვს?
-მაქვს მგონი ერთი გეგაბაიტია დარჩენილი-მითხრა სიცილით და უკნიდან მომეხვია
-ნუ მეხვევი
-გახსოვს ჩვენი ხუთი წესი?
-მახსოვს
-აბა გაიხესე ეს მერამდენეა
-მეორე
-ჰო და ნუ ხარ გაბუტული, მასწი მოვიდა დაჯექი
რა იყო? რა გაკვირვებულები კითხულობთ?
ჰო რა მოხდა მერე, ჩვენ ხუთი წესი გვაქვს რომელიც "კოცნის ჯიხურის" ყურების შემდეგ შევადგინეთ, იდეა ჩემი იყო რა თქმა უნდა.
1. არაფერი დავუმალოთ ერთმანეთს
2. თუ ზურგიდან ჩაეხუტე ე.ი. უნდა აპატიო რაც არ უნდა დაეშავებინა
3. როცა რომელიმე ნერვიულობს შოკოლადი უნდა მისცე და გაამხნევო
4. ყოველთვის დაეხმარეთ ერთმანეთს
5. ყველაფერი გაუნაწილეთ მეგობარს რაც გაქვთ.
აი ესენია
ისტორია მიძახებს, ჯანდაბა არ ვიცი, ჰო ყოველთვის ზარმაცი ვიყავი ისტორიაში და რუსულში, არც ახლა შეცვლილა რამე.
-თოფურია გამოდი და მოყევი გაკვეთილი
-მე მოვყვები მას-ფეხზე ადგა ნიკა
-გამოდი, შემდეგი შენ იქნები თოფურია
-წესი ნომერი 4-მიჩურჩულა და გავიდა
სანამ ნიკა მოყოლას დაასრულებდა მანამდე ზარი დაირეკა
-მადლობა
-არაფერს
-ნიკა
-ჰო
-რაღაცას მიმალავ
-არადერსაც არ გიმალავ
-არა, მიმალავ
-არ გიმალავ უბრალოდ არ გიკითხავს და არ გეუბნები
-ე.ი. მიმალავ
-კაი ჯანდაბას
-რას მიმალავ?
-აუ ვერ გეტყვი მართლა
-რატო?
-იმიტომ რომ გეტკინება
-რანაირად საუბრობ ნიკა? არაფერიც არ მეტკინება
-ზარი დაირეკე შედი კლასში
-შენ?
-მე, ვიპარები
-მარტო?
-ბიჭებთან ერთად
-მარტო ბიჭები იქნებით?
-არა
-მაშინ მეც წამოვალ
-ლანა დაეტიე მანდ
-ჰო მაგრამ...
-დაეტიე-თქო ვამბობ მე
-მობილურს არ მოგცემ
-არ მინდა, გქონდეს
-ბოროტო-გაეცინა და წავიდა, მე კი ასე მასწავლებლებისთვის განწირული დავრჩი.
კლასში შევედი და ჩემს მერხზე ლურჯი ვარდი იდო, წერილიც თან ახლდა
"ლურჯი ვარდი – იდუმალების და აღფრთოვანების სიმბოლოა, ეს კი შენ ხარ ლანა, შენ ლურჯი ვარდი ხარ"
ცოტა გამიკვირდა, ვინ უნდა ყოფილიყო? ისე კი ძალიან ლამაზი ვარდი იყო, წერილმაც აღმაფრთოვანა, მათემატიკა იწყება, ჯანდაბა ამ ქალს ვერ ვიტან, ჩემზეა გადაკიდებული, რას მერჩის ვერ გავიგე, არადა სულ კარგი ნიშნები მყავს, არადა როგორ მინდოდა მედალოსანი ვყოფილიყავი მაგრამ ორი საგანი მიშლის ხელს, ისტორია და რუსული
ნუ რა თქმა უნდა ისევ გამომიძახა, ისევ ამოვხსენი, ისევ დამიწერა ცხრიანი და ისევ დაირეგა გამოსვლის ზარი, ძლივს თხუთმეტ წუთიანი შესვენება, შევჭამ მაინც, ნუ ვარდს რა თქმა უნდა არ ვიშორებ, იმდენად ლამაზია და ჩემს თვალებსაც ისე უხდება, ერთი თვალი ღია ღია ცისფერი მაქვს მეორე კი ღია ღია მწვანე, და ეს ვარდიც ძალიან უხდება ჩემს თვალებს, წინ კიდევ ოთხი გაკვეთილია და მათ შორის რუსუსლი შედის, რუსულისთვის გაკვეთილი მზად მაქვს მაგრამ რუსულად რომ დამელაპარაკოს ძალიან მაგარი დარხეული მაქვს, ახლა კი გემრიელად მივირთმევ ჩემს ლობიანს, უცებ კი უკნიდან მეხუტებიან, ლუკმა მცდება და უკან ვიხედები
-აქ რა გინდა? ან რა დააშავე?
-მობილური მჭირდება
-არა
-კი, მიდი ლანა
-მძულხარ
-მეც ძალიან მიყვარხარ, ჰო მართლა ეს ვარდი საიდან? ოჰოო წერილიც ახლავს-ხელიდან ვარდი და წერილი გამომღლიტა
-დამიბრუნე, ჩემია
-გიხდება
-თუ ვუხდები?
-უხდები-გაეცინა და ლოყაზე მაკოცა
-ნიკა, დანაშაულის გამოსყიდვა გინდა?
-ახლა რა მოგეწონა?
-შენი ჟაკეტი, მომიხდება
-თუ მოუხდები
-კაი რა, მომცემ თუ არა?
-აჰა, აიღე
ჩავიცვი მაგრამ ვერ გავთვალე რომ ის გაიზარდა, პატარაობაში ყოველთვის ვართმევდი ხოლმე რაღაც ტანსაცმელებს ახლა კიდევ ორი ზომით დიდი მაქვს
-იციი, მგონი ცოტა გიჭერს
-ბოროტო, არ დაგიბრუნებ, მომწონს და მარტო ჩემი უნდა იყოს
-იყოს სიხარულო, მთავარია შენი შემორიგება არ გდამჭირდეს თირე მერე ისევ რა მოუსმენს შენს ამდენ ლაპარაკს
-ბევრს შენ ლაპარაკობ თუ კაია
-წადი, ზარი დაირეკა, იცოდე ქართული არ გაამწარო ისევ
-რომ გავამწარო რა? მე სამართლიანად ვიქცევი, არ შეიძლება.....
-გასაგებია ლანა, წადი ზარი დაირეკა
-ბოროტი-ჩავიბუტბუტე და გეზი კლასისკენ ავიღე
-გავიგონე
-რა გაიგე?
-ბოროტიო რომ თქვი
-მე არაფერი არ მითქვამს
-კაი ლანა, ვაიმე მანდატური, როგორმე გამომაძვრინე ამ სიტუაციიდან, მიდი რა, პირდაპირ მე მიყურებს, ჩვენი წესები გაიხსენე
-მუცელზე მიიწირე ხელები, მოიკუნტე და კნავილის მაგვარი ხმები ამოუშვი
-სხვა რომ იყო, ვიფიქრებდი რომ ჩემს დაკერვას ცდილობ
-დროზე გვიახლოვდება და სანამ ის მოგვიახლოვდება ჩვენ უნდა ვთქვათ რომ ექიმთან მივდივართ-გააკეთა ყველაფერი რაც ვუთხარი და მანდატურს დავუძახე
-უკაცრავად შეიძლება
-რა თქმა უნდა, რა ხდება?
-ჩემი საუკეთესო მეგობარი ძალიან ცუდათ არის და გაგვიშვებთ?
-რა სჭირრს?ექიმთან ჩადით
-პერიოდი აქვს და გამაყუჩებლის დალევა და იმის გაკეთება დაავიწყდა-ნიკასგან ბწკენა მივიღე
-ნუ მაშინ წადით
-მადლობა, ჩანთას ავიღებ და გამოვალ ახლავე, მანამდე მასთან დარჩით შეგიძლიათ?
-კი, რა თქმა უნდა-კლასში შევედი, ჯერ მასწავლებელი სანამ ლექციას დაიწყებდა სიტუაცია ავუხსენი და გამოვედი, მანდატურს მადლობა გადავუხადე და ნიკა გავიყვანე, მანქანაზე ისევ ისეთი ვარდი იდო წერილით "ტყუილი არ შეგშვენის ლამაზო. "
ნიკაც და მეც ერთმანეთს გაკვირვებულები ვუყურებთ
-ვინაა?
-არ ვიცი
-ვაუ, იდუმალი თაყვანისმცემელი
-რა გიკვირს?
-არაფერი საერთოდ კაცო, რა აეის გასაკვირი იმაში რომ მეთერთმეტე კლასელ გოგოს რომელიც 63 კილოს იწონის სხვადასხვა ფეტის თვალები აქვს და აუტანელია, მერე რა მოხდა რომ თაყვანისმცემელი გამოუჩნდეს?
-......-ხმა არ გამიცია, მეწყინა, ძალიან მეწყინა, მანქანაში ჩავჯექი და ჩამწყდარი ხმით ვუთხარი
-მაღაზიასთან გამიჩერე-დარწმუნებული ვარ მიხვდა ყველაფერს , მაგრამ ხმა არ ამოუღია, მაღაზიაათან გამიჩერა, მეც შევედი შიგნით და ჩუპაჩუპსები ვიყიდე, რომ გამოვედი იქ აღარ იყო ნიკა, გული დამწყდა, მაგრამ იქვე ლურჯი ვარდი იდო, ძალიან მიკვირს ნეტა ვინ არის? ან რა უნდა ჩემთან?, ლურჯი ვარდი არ ამიღია დავტოვე იქვე და გავუდექი ბინის გზას, ბინასთან რომ ვიყავი საერთოდ ლურჯი ვარდების თაიგული დამხვდა, გვერდი ავუარე, უფრო სწორედ ავლას ვაპირებდი როდესაც მაჯით ვიღაცამ დამიჭირა და ჩუმათ ჩამჩურჩულა
-აიღე პატარავ
უკან მოვიხედე და არავინ არ იყო, ცოტა გამიკვირდა, იქნებ მომეჩვენა? თან ამ ყველაფრის შემდეგ თაიგული ავიღე და ბინაში ავედი, სახლში რომ შევედი საშინელი სუნი მეცა, თან ისეთი არეულობა იყო, ეგრევე ფანჯრები გამოვაღე და თაიგული ლარნაკში ჩავდე, წერილებს კი თვითონ თაიგულის ლარნაკი დავადე, ჰო და დავიწყე დალაგება, მართლა ძალიან იყო არეული სახლი, ჯერ რაც დასარეცხი იყო ისენი მოვითავე, შემდეგ კარადას მივადექი, იქ კი ნიკას ტანსაცმელი უფრო მეტი იყო მგონი ვიდრე ჩემი, ძალიან ბევრი დასარეცხი და ძალიან ბევრი დასაუთავებელიც იყო, მაგრამ შევასრულე ყველაფერი, შემდეგ მტვერი გადავწმინდე, ღმერთო რამდენი მტვერი იყო, თქვენ ვერ წარმოიდგენთ, შემდეგ სავარძლები გამოვწიე და გამოვგავე სახლი, შემდეგ დავწმინდე პოლებიც და საბოლოოდ ფანჯრები და სარჯკეები დავწმინდე. გარეთ რომ გავიხედე შებინდებულა, ამიტომ ნიკას დავურეკე, მეცადინეობაში რომ დამხმარებოდა.
-ჰეი ნიკ
-ჰო სიხარულო
-გამო ჩემთან, რვეულები, მაწონი და სოდა წამოიყოლე
-ოქეი, შენთან ვარ ათ წუთში, თან როგორ მაინტერესებს შენმა იდუმალმა თაყვანისმცემელმა ამჯერად რა წერილი გაჩუქა
-დამანებე თავი რა და დროზე გამო
-ოქეი, უკვე მოვდივარ
-კაი-უცებ დავაცემინე
-ღვთისწყალობა
-მადლობა
-გაცივდი?
-არა, უბრალოდ ფანჯრები მაქვს ღია
-გაგიჟდი გოგო-დამიყვირა, ისეთი მოულოდნელი იყო რომ შევხტი-სასწრაფოდ დაკეტე, შემოდგომაა ბოლოს და ბოლოს
-კაი ჰო, არ გადმოხტე მაგ მობილურიდან
--მიდი გელოდები, რომ დაკეტავ თქვი
-დავკეტე
-ძაან კაი
-აუ დღეს სახლი დავალაგე
-მერე დაიღალე ცუნცულ?
-კი ძაან
-გეთქვა და დაგეხმარებოდი
-კაი რა, შენ გალაგებინო ახლა ზუსტად ეგ მაკლია
-რატო?
-იმიტომ რომ შენ ხარ ბიჭი რომელიც არის 16 წლის და რომელსაც ცხოვრებით ტკბობა უყვარს
-მერე შენთან ერთად რომ დავტკბე ცხოვრებით არ შეიძლება?
-კაი რა, სად ხარ აქამდე?
-ამოვდივარ უკვე
-ჰო და ამო-უცებ გავიგე ვიღაცას როგორ შეასკდა, ორივემ ბოდიში მოიხადა და ისევ მე მომიბრუნდა
-კარი გამიღე
-მოვრბივარ-მივირბინე და კარი გავაღე, კარს იქით კი გაკრეჭილი ნიკა დამხვდა
-მოიცა ერთ წამს
-გიცდი სიხარულო-მითხრა გაკრეჭილმა
-კაი რა მეღადავები?
-რას?
-შემოდი და დაეგდე აქ
-აუ რამდენი ხანია ეს სახლი დალაგებული არ მინახავს.
-ჰო, არც მე, რატომ ხარ ნასვამი?
-აუ, ძმაკაცებმა ცოტა დავლიეთ, შენს თავს ვფიცავარ, მხოლოდ ოთხი ჭიქა დავლიე მეტი არა
-მერე ოთხი ცოტაა?
-კი-მითხრა და თავი დამიქნია
-მოდი აქ-ხელი მუხლებზე დაირტყა და თავისი ყავისფერები მომანათა, მეც მივედი და ჩავუჯექი კალთაში, ერთი ფეხი მარჯვნივ მქონდა, ერთი მარცხნივ და მის გულზე მედო თავი
-ნიკა ნამცხვარი გამოვაცხოთ რა
-გამოვაცხოთ-მითხრა და თმებზე თამაში დამიწყო
-ჯერ ვიმეცადინო უნდა, მე ვიფიქრე დამეხმარებოდი, შენ კი ნასვამი მოხვედი
-დაგეხმარები არ არის პრობლემა
-რაღაცას მიმალავ ნიკა და არ მომწონს
-არ გიმალავ არაფერს-მითხრა და ცხვირი ჩემს ყელში ჩარგო
-ჰმმ, მეღუტუნება-ვუთხარი სიცილით, მან კი კისერში მაკოცა, რაზეც ჟრუანტელმა დამიარა და სიცილი ამიტყდა, კაი რა ნიკა
-გაიგე, შენი იდუმალი თაყვანისმცემწლის შესახებ?
-ვერა, მაგრამ ძაან საყვარელი მგონია
-ჰმმმ
-გეძინება
-ხვალ არ წავიდეთ სკოლაში რა
-რატო?
-მეზარება სწავლაც და თან შენ ხომ თქვი ნამცხვარი გამოვაცხოთო და ხვალ გამოვაცხოთ
-მერე სკოლა ნიკა?
-გავაცდინოთ
-ერთი პირობით
-თქვი მიდი
-წყალი გადაივლე რა
-მეზარება
-მაშინ წავიდეთ ხვალ სკოლაში
-ამის მერე მე რომ მეტყვის, ბოროტი ხარო-ბუზღუნებდა და დგებოდა, აბაზანაში გაუჩინარდა, ერთი საათი რომ არ გამოვიდა, მივიკაკუნე და არ მიპასუხა, მელწ პანიკის შეტევა მექნებოდა, კარი გავაღე და წყალში მწოლიარე სკეული დავინახე, რა არ ვიფიქრე, ტირილი ამიტყ⅚და, ჩემს ხმაზე კი ნიკა წამოვარდა დაფეთებული
-რა მოგივიდა? აქ რატო ხარ გოგო-მე რომ ზევით ავიხედე და შიშველი დავინახე, წამოვწითლდი და თვალებზე ხელი ავიფარე, ისიც მიხვდა და პირსახოცი შემოიხვია, დამპალი ჩაეძინა ბიჭს, ბოროტი როგორ მანერვიულა
-რომ ჩაიცმევ შედი ოთახში და დაიძინე-ვუთხრაი ზლუქუნით
-დამელოდე შენ.
არაფერიც, საერთოდ არ დავლოდებივარ შევედი ოთახში და დავიძინე. რომ გავიღვიძე ნიკა მეხუტებოდა და მშვიდადეძინა, საათს შევხედე და თერთმეტის ნახევარს უჩვენებდა, ტელეფონი ნიკას მხარეს იყო, რასაც ქვია ზევიდან დავაჯექი, იმან კიდე ხელები უფრო მომხვია და გულზე ამიკრა, ღმერთო გადამრწვს ეს ბიჭი მე, მაგრამ ეს პოზა ძალიან მომწონდა, იმდენად რომ ისევ დამეძინა, ფეხები უფრო მოვხვიე მან კი ხელები მომიჭირა.
რომ გავიღვიძე ნიკას უკვე ეღვიძა და სიცილს ძლივს იკავებდა, თავი არ ამიწევია ისე ვკითხე
-რა გაცინებს?
-იმენა ბავშვი ხარ შენს სიცოცხლეს ვფიცავარ
-რატო
-ერთი კანფეტი გაკლია და მართლა ბავშვი ხარ
-საერთოდაც მე შენზე ძაან გაბუტული ვარ-კარზე ზარია
-ვინმეს ელოდებო?-მკითხა ნიკამ, მეც თავი უარყოფის ნიშნათ გავაქნიე, ავდექი და კარი გავაღე, იქ კი ლურჯი ვარდი დამხვდა თავისი წერილით
"მალე საკუთარ თავზეც ვიეჭვიანებ"
რას უნდა ნიშნავდეს? ვფიქრობდი როცა უკნიდან ნიკა მომეხუტა და ცხვირი კისერზე გამიხახუნა
-ვინ არის?-მკითხა ისე რომ თავი არ აუწევია
-ლურჯი ვარდი
-რაო რა წერია?
-მალე საკუთარ თავზეც ვიეჭვიანებო
-ვინაა კიდევ ვერ მიხვდი? იქნებ არის ვინმე ვისაც იცნობ?
-არაა, გამორიცხულია, ჰო მართლა რა დააშავე
-გუშინ რომ გატირე იმის გამო ბოდიშს ვიხდი
-მაშინ მიღებულია
-ნამცხვარი მინდა, ჩავიცვათ მივალაგოთ და კი
-ოქეი-მითხრა, ლოყაზე მაკოცა და ოთახისკენ გაცუნცულდა
-ისა ლანა
-ჰო
-დღეს ნანი (ნიკას დედა) მოდის შენთან და მე რო არ ვიყო გეწყინება?
-არა კაცო, მაგრამ სად მიდიხარ?
-ერთი გოგოა რა, პაემანზე მიმყავს.
-მართლა?
-ჰო
-მერე ამას ასე რატო უნდა ვიგებდე?
-რავიცი
-როდის უნდა გავიცნო?
-ოღონდ დღეს პაემანი არ ჩამიშალო და მერე იყოს
-მაინც?
-აი ზეგ, სამ დღიან ლაშქრობაზე მიდის მის რამდენიმე მეგობართან ერთად და მე და ჩემი მეგობრწბიც დამპატიჟა და წამო შენც
-მე არ დავუპატიჟებივარ
-შენს გარეშე სამი დღე? ხო არ ღადაობ? წამოხვალ!
-ჰო კაი-ვუთხარი და ნამცხვრის ცხობა დავიწყეთ, ძალიან ბევრი ვიცინეთ, მერე ერთმანეთი ცომით დავსვარეთ და საბოლოოდ ნამცხვარი შევდგით ღუმელში, მერე კი სამზარეულოს რომ გადავხედე იქაურობა საღორეს ჰგავდა
-ნიკა
-აუ დრო მოდის, უნდა გავემზადო ლანა
-ბოროტი ხარ შენ
-კაი წავე სიხარულო
-წაეთრიე
-გკოცნი-ნიკამ გამოიცვალა და წავიდა, სამზარეულო მივალაგე, ნამცხვარის ფირფიტებს რომ შევხედე ჯერ არ იყო მზად ამიტომ ნიკას ტანსაცმელი ავიღე, ჩემიც მივაყოლე და სარეცხის მანქანაში შევყარე, რომ დაამთავრა უნდა გამეფინა და გამახსენდა ნამცხვრის ფირფიტები, ეგრევე ღუმელთან მივვარდი და გამოვაღე, მხოლოდ ერთი ფირფიტა იყო დამწვარი, ორი გადარჩა, ჰო და მეც ამოვისუნთქე, ის ფირფიტა დავჭერი ლამაზ ფორმებად,ის ადგილები გამოვიყენე რომელიც არ იყო დამწვარი, ორი ფირფიტა დავნამე, კრემი წავუსვი და მორთვა დავიწყე, საბოლოოდ კი ძალიან ლამაზი გამოვიდა, მე ამ ნამცხვრის გასინჯვას არ ვაპირებდი ნიკას გარეშე, კარზე ზარია, მივედი გავაღე და ნანი დეიდა იდგა
-მობრძანდით
-რაგორ ხარ შვილო?
-კარგად, თავად როგორ ბრძანდებით?
-მადლობა კარგად
-ყავას ხომ დალევთ?
-კი შვილო
ყავა მოვუდუღე, ნამცხვარი მოვუჭერი და დავუდგი
-მე ვიფიქრე დალაგებაში მივეხმარები მეთწი და შენ დაგილაგებია უკვე
-ჰო, გუშინ დავალაგე
-კიდევ კარგი შვილო მიხვდი თორე ვფიქრობდი რაეშვრლება რომ გათხოვდება დალაგება არ ეცოფინება-თქო
გამეცინა, ძაან საყვარელი იყო ნანი დეიდა, ტელწზი შეტყობინება მომივიდა "ნახევარ საათში შენთან ვართ მე და ჩემი გოგო და იქაურობა სუფთა იყოს და დედაჩემიც გაუშვი რა" ცოტა უხეშად მომხვდა ნიკას სიტყვები"იქაურობა დუფთა იყოს", მეწყინა, მაგრამ არაუშავს,
-ნანი დეიდა, ოც წუთში ჩემი დაქალები უნდა მოვიდნენ და...
-კარგი შვილო, რა იყო მერე, წავალ კაცო
-ბოდიშით რა
-რისთვის იხდი ბოდიშს, უბრალოდ გამოგიარე, მოგინახულე
-მეც გამოვალ ხოლმე
-ჰო გამოდი
-მართლა არ გეწყინათ?
-არა
გადავკოცნე და გავაცილე, უცებ კი ცრემლები წამომივიდა, ღმერთო ასეთი არაფერი მომხდარა, ეგრევე, ავიღე ყავის ფინჯანი და თეფში, გადავწმინდე მაგიდა და დავრეცხე, ტირილიც შეწყდა, მეც გამოვიცვალე და ფანჯარა გამოვაღე, ყოველი შემთხევისთვის, ათ წუთში კიდევ კარზე ზარია, მივედი და ფანჯარა დავკეტე, სარკეში ჩავიხედე, აღარ მეტყობოდა თავებზე სიწითლე ჰო და მეც ღიმილით მივედი და კარი გავაღე, ნიკა და ერთი ლამაზი გოგონა დამხვდა
--ორივე შემოვუშვი-ნიკამ დაეჭვებით შემომხედა, მაგრამ მხრები აიჩეჩა, იმ გოგოს გადახვია ხელი და დაჯდნენ ტახტზე
-გამარჯობა-მორცხვად თქვა იმ გოგომ
-გამარჯობა, მე ლანა ვარ, ნიკას ბავშვობის მეგობარი
-ჰო მე ტასო ვარ ნიკას... ნიკას..... მეგობარი-ჩამეცინა
-ტასო ყავა გინდა?
-კი-მითხრა და თავიდამიქნია, მერე ნიკას გადავხედე იმან თავი უარის ნიშნად გაიქნია და სამზარეულოში გავედი, ტადოს ყავა მოვუდუღე, სამზარეულოდან მისაღები ოთახი ახლოს იყო და მათი საუბარიც მესმოდა
-ნუ გრცხვენია რა ტას, იცი რა საყვარელი გოგოა?
-კი საყვარელია
-თან როგორი კეთილია ვერც კი წარმოიდგენ, ყველაფერში, ყოველთვის გვერდით დაგიდგება
-ჰო, იცი როდის დავიბენი
-არა
-ვერ მივხვდი შენთვის ვინ ვარ
-შენ? მოწონების ობიექტი
-აი ყავა და ნამცხვრებიც მოვიდაა-ჩავერიე მათ საუბარში
-ეს რა ნამცხვარია?
-ამ რეცეპტს არავის ეუბნება, მარტო ჩემი და მისია-თქვა ამაყად ნიკამ
-შენი და მისი?
-ჰო ჩვენ შევადგინეთ
-იცი? დანაყრებული ვარ, მარტო ყავას დავლევ
-რატო ცუდი ნამცხვარი არ არის
-მადლობა არ მინდა
-კარგი მაშინ შოკოლადს გამოგიტან-გავედი და შოკოლადი გამოვუტანე, თეთრის და შავიც, არაფერს არ ვჭამდი, მთელი დღეა ჭამის მადა არ მაქვს, არადა სულ მშია ხოლმე, ძაან მიკვირს, ნიკაც დაეჭვებით მიყურებს, მაგრამ მაინც მხრებს იჩეჩავს.
-ლანა, კიდე მინდა
-მოგიტან მოიცა
-იყავი, მე მოვუტან
-კარგი, ხელ მარცხნივ სამზარეულოა, ნამცხვარიც მაგიდაზე დევს
-ჰო, კარგი-ცოტა დააგვიანა ტასომ ნამცხვრის მოტანა
-ნიკა
-ჰო
-დარწმუნებული ხარ რომ მოგწონს?
-აუ კი, ნახე რა ძაან საყვარელია
-მე არ ვენდობი და შენ?
-ვენდობი რა თქმა უნდა, მე ის მომწონს ლანა
-კარგი
ნამცხვარიც მოიტანა, მაგრამ მალევე წავიდნენ, მე კი იქაურობა მივალაგე და დავწექი.

*ორი დღის შემდეგ*
დღეს ლაშქრობაში მივდივართ, ზურგჩანთას ვალაგებ, ყველა საჭირო ნივთი ჩავალაგე და მომზადება დავიწყე, ნაჭრის კომპინიზონი ჩავიცვი, შინდისფერი, შიგნით თეთრი ზედა ფეხზე კიდემაღალ ყელიანი წითელი კედები, შინდისფერი მოსაცმელი მოვიცვი და ნიკას ზარს დაველოდე, მან კი დააპიპინა, მეც ეგრევე ჩავირბინე და დავჯექი უკანა სავარძელზე, წინ ნიკა და ტასო ისხდნენ
უკან კი ორი ბიჭი იჯდა, მე კი მათ შუაში აღმოვჩნდი.
-პრივეტ სიხარულო
-პრივეტ, გამარჯობათ მე ლანა ვარ-ვუთხარი ბიჭებს ღიმილით-იმათაც ღიმილოთ შემომხედეს
-მე ლუკა ვარ-თქვა ცისფერთვალება და წაბლისფერ თმიანმა ბიჭმა, ისე კი ორივე ძაან მაგარ ტანზე იდგა
-მე კი დანიელი ვარ-თქვა ყვაისფერთავალამ და შავ თმიანმა ბიჭმა
-სასიამოვნოა
-ჩვენთვისაც
-კიდევ ვიმე მოდის?
-კი ახლა კატოს გავუვლით და წავიდეთ ტყეში-მითხრა ნიკამ
ხმა აღარ ამომიღია, სამაგიეროთ ისინი ლაპარაკობდნენ და იცინოდნენ, ერთხელ კიდევ გავჩერდით, ღმერთო კიდევ კარგი ეს დიდი მანქანაა და ექვსი სავარძელი აქვს (ალბათ მიხვდით როგორ მანქანაზეც ვსაუბრობ, სახელი არ ვიცი რა ჰქვია), იმდენად ამაზრზენად გამოიყურებოდა ეგ კატო რომ პირდაპირ შეხედავ თუ არა მიხვდები რომ ბო*ია. მე უკან გადავჯექი, მარტო ვიჯექი და სიმართლე გითხრატ ზალიან მომწონდა ეს, ცოტა არ იყოს გამიკვირდა ნიკამ რომ არავინ წამოიყვანა ჩემს მეტი, აბა მეგობრებით დამპატიჟაო? კაი რავიცი, ყურსასმენები გავიკეთე და სიმღერების მოსმენა დავიწყე, საერთოდ არაფერი არ მესმის, ვუყურებ ამ ლამაზ ხედს, მანქანა რომ გაჩერდა ტყესთან ვიყავით, იმდენად ლამაზი იყო იქაურობა, ბევრი ვიარეთ, უკვე ვნანობ ამდენი რამ რომ წამოვიღე, მემძიმება ეს ჩანთა უკვე, ნიკას ვერ ვთხოვდი, ტადოსიც მოჰქონდ ადა თავისიც, სხვებსაც ვერ ვთხოვდი, მრცხვენოდა, გვერდით კატო ამომიდგა
-გამარჯობა, გაცნობა ვერ მოვასწარით, მე კატო ვარ
-გამარჯობა მე ლანა
-სასიამოვნოა
-ჩემთვისაც
- რატომ გაცვია ასე? კარგი ფორმები გაქვს და რატომ არ აჩენ?
-...-ხმას არ ვცემ
-საუბარი არ გიყვარს?
-ჰო
-კარგი, მაშინ პაკა
-ჰო-ყველა ჩემზე წინ იყო, მეც ყურსასმენები გავიკეთე და მათ მივყვებოდი, რომ შებინდდა გაჩერდნენ, კარვები გაშალესიყო, სულ სამი კარავი, სამივე ბიჭი ერთად წვებოდა, ტასო და კატოც ერთად, მე კი მარტო, საერთოდ არ მაქვს არანაირი პრეტენზია, კოცონი დაანთეს, ირგვლივ შემოვუჯექით
-აუ რამე ვითამაშოთ-წამოიძახა კატომ
-რაა?-თქვა ნიკამ
-სიმართლე თუ მოქმედება-თქვა დანიელმა
-ჰო,ყველა თანახმაა?-იკითხა ტასომ
ყველა თანახმა ვიყავით ამიტომ, ავიღეთ ბოთლი და დავიწყეთ თავაში. პირველად ლუკა და კატო მოხვდნენ
-ს თუ მ?-ეკითხება კატო
-ს
-გექნებოდა ჩემთან
-დიდი სიამოვნებით-წამოვწითლდი, რა უსირცხვილოდ ლაპარაკობდა ხალხში ამ თემაზე, ფუუუ
ახლა ნიკა და დანიელი ამოვიდნენ
-ს თუ მ?
-ეკითხება ნიკა
-მ
-დღეს ხეზე დაიძინებ
-რაა?-გაკვირვებული იყო, ყველა იცინოდა ჩემს და დანიელის გარდა
ისევ დატრიალდა ბოთლი და ჩემზე და დანიელზე გაჩერდა
-ს თუ მ?-მეკითხება დანიელი
-მ
-მაკოცე ტუჩებში-ჩემი პირველი კოცნა, ძაან გაკვირვებული ვარ, მაგრამ თამაში თამაშია, მიცედუ და ვაკოცე, მანაც უფრო გაარღმავა, სანამ ჰაერი არ გვეყო მანამ არ მოვცილებულვართ ერთმანეთს, არ მოვიტყუები და ვიტყვი რომ მომეწონა, ყველა მხრიდან შეძახილები მოდიოდა, ერთი ნიკა იყო ჩუმად, ყველა დავიშალეთ მეძინა როცა ხმაურმა გამომაღვიძა, გარეთ გავიხედე და დანიელი მიცოცავდა ხეზე, შემეცოდა
-ჰეი დანიელ-დავიძახე ჩუმად
-რაა?
-ეს აიღე-ვუთხარი და საბანი მივაწოდე
-მადლობა-მითხრა
საღამოა და ისევ ხმაურია , ისევ გარეთ გავდივარ და ქვევით დანიელი გდია სისხლიანი, კივილს ვაპირებ როდესაც პირზე ხელს მაფარებენ, მოშორებას ვცდილობ მაგრამ ვერ ვახერხებ, ისე სწრაფად მირბის და მეც მიმარბენინაბს, როდესაც შორს ვართ ხელს მაშორებს და მეც ეგრევე მისკენ ვტრიალდები, იქ კი, იქ ნიკა იდგა და ეშვები ჰქონდა, თვალები ჩაწითლებოდა და პირი სისხლიანი ჰქონდა
-ვაიმე ნიკა
--ნუ გეშინია გთხოვ
-შენ, ის, შენ მოკალი?
-ჰო
-შენ, ნიკა შენ-ვუთხარი და ტირილი ამიტყდა
-გთხოვ ლანა-მითხრა და მოახლოება დაიწყო
-რას მთხოვ?
-ნუ გეშინია ჩემი
-შენ მოკალი ნიკა
-ჰო მაგრამ იმიტომ რომ შენ შეგეხო და შენ ეს არ გინდოდა
-ნიკა, შენ მხოლოდ იმიტომ მოკალი რომ მაკოცა?
-ჰო
-ახლა რას იზამ?
-მგელს ან რამეს დავაბრალებ
-ნიკა რა ხარ?
-არ დამიჯერებ
-შენ თქვი
-ვამპირი ვარ ლანა
-რ...რააა?
-ჰო ლანა
-შეიძლება რომ კითხვები დაგისვა?
-ჰო
-როგორ გახდი ვამპირი?
-არ ვიცი, დაბადებიდან, სუფთა სისხლით ვამპირი ვარ
-დედაშენიც და მამაშენიც?
-ჰო
-მერე ჩემთან რომ ხარ, სისხლი არ გინდება ხოლმე
-შენთან არა
-რატომ
-შენ დაბადებიდან გიცნობ
-მართლა შეგუძლია მეხსიერების წაშლა?
-კი
-ჩემზე გამოგიყენებია?
-მხოლოდ ორჯერ
-სარკეები?
-ტყუილია
-მზე?
-ტყუილია
-არსებობენ მაქციები, ფერიები, ზომბები და ა.შ.
-კი
-შორიდანაც შეგიძლია გაიგო?
-კი
-მე მისმენ ხოლმე?
-შენ ყოველთვის გისმენ
-აზრების კითხვა?
-ტყუილია
-მაქციის ნაკბენი?
-სიმართლეა
-ცუდათ ვარ ნიკა
-ბოდიში
-ამდენი ხანი მიმალავდი
-მარტო შენ არა
-შთაგონება?
-კი
-ჩემთვის გამოგიყენებია?
-არაერთხელ
-რატომ?
-მხოლოდ იმიტომ რომ არ დამეკარგე
-ახლაც გამოიყენებ ხო?
-სხვა გზა არ მაქვს
-გაქვს
უცებ ძალიან მაგრად ჩამეხუტა და მისი ბაგეები ჩემსას შეაერთა, მერე კი არაფერი აღარ მახსოვს, რომ გავიღვიძე კარავში ვიწექი
-ადექი ზარმაცო სახლში მივდივართ
-რატო?
-ადექი
-ჰო ვდგები, ნიკა ხელი მტკივა
-რატო?
-არ ვიცი, მემგონი ცუდათ მეძინა, დანიელი სადაა?
-ის მგელმა დაკბინა
-რააა?-წამოვიკივლე და ტირილი დავიწყე
-ნუ ტირი რა, არ ინერვიულო
-ნიკა ცუდათ ვარ-ვუთხარი და გული წამივიდა.-რომ გავიღვიძე საავადმყოფოში ვიყავი
-უკაცრავად რა მომივიდა?
-ბოდიში მაგრამ თქვენ მეორე სტატიის კიბო გაქვთ
-რაა?
-ძალიან ვწუხვარ
-ეს ვინმემ გაიგო კიდევ?
-არა, არავინ
-არავის არ უთხრათ გთხოვთ
-არ შეიძლება გოგონი
-ძალიან გთხოვთ
-ჯანდაბა, კარგი
-მადლობა.
ექიმი გავიდა და ნიკა შემოვიდა, თვალები ამღვრეული ჰქონდა, სახე შეშლილს უგავდა
-ეს რომ არ გავაკეთო არ შემიძლია, ბრაზი უნდა ჩავახშო გესმის, უბრალოდ ბრაზი უნდა ჩავხრჩო-მითხრა და თავალის დახამხამებაში ჩემთან გაჩნდა და ისე მომთხოვნად მკოცნიდა, ლამის ბაგეები წამაძრო
-რ...რას აკეთებ
-ბოდიში, მართლა, უბრალოდ ძალიან გაბრაზებული ვარ
-დაივიწყე ის რაც იგრძენი და რაც ნახე და რაც ექიმმა გითხრა
-მე დავივიწყებ იმას რაც ვიგრძენი რაც ვნახე და რაც ექიმმა მითხრა
-ჩემი ჭკვიანი
-რაა?
-შე ბოთე, შიშისგან გული წაგივიდა
საავადმყოფოდან მალევე გამწერეს, ნიკა გვერდიდან არ მშორდებოდა, თითქოს რამე მჭირდეს, ახლა კი ძლივს მარტო ვარ, ნიკამ ტასო და მე მოვალთ ცოტახანშიო, მე კიდევ რაც ეს დღეები სკოლაში არ ვყოფილვარ უნდა ავანაზღაურო, ისტორია, ფიზიკა, ქართული და მათემატიკა ავიღე, ვაიმე, ეოგორ ვერ ვიტანდი ამ ისტორიას, როგორ გინდა გაუგო, ჯანდაბა ამათ, მათემატიკის წერა დავიწყე რომ ზარი იყო კარზე, არც გამიხედავ ისე გავაღე, ნიკა, ტასო ლუკა და კატო ყველა ერთად იყო, კატოს დანახვაზე გულის რევის შეგრძნება მქონდა, იმდენად მოკლე კაბა ეცვა, საჯდომი მოუჩანდა, იმდენად ღრმა დეკოლტე ჰქონდა მის მაისურს მკერდის თავები გამოუჩნდებოდა მალე, ფუუუ რა საზიზღრობა იყო, გულს მირევს ასეთი ადამიანები, ყველა შემოვიდა, ლუკამ კიდევ ეკლერები გადმომცა, მათ დანახვაზე ნერწყვი მომადგა, კარი მივხურე და სამზარეულოში გავედი, ეკლერი უნდა ამომეღო რომ კარზე ისევ ზარი გაისმა, გავაღე და ლურჯი ვარდების თაიგული იყო, წერილთან ერთად.
"ზუსტად თვრამეტი ცალია, მომენატრე პატარავ", გამეღიმა წერილს რომ დავხედე, უკვე სამი დღე იყო გასული რაც ეს ვარდი არ მიმიღია, მივედი, ლარნაკიდან ძველი თაიგული ამოვიღე და ახალი ჩავდე
-ვისგანაა?-მკითხა კატომ
-იდუმალი თაყვანისმცემელი ჰყავს გოგოს-თქვა ირონიით ნიკამ
-იდუმალი?
-ჰო- ვუთხარი დამორცხვილმა და სამზარეულოში გავედი, ყავისთვის წყალი დავადგი მანამდე კიდევ ეკლერი შემომეჭამა, წყალი რომ ადუღდა ფინჯნებში ჩავასხი და შაქარი და ყავაც ჩავყარე, ეს ყველაფერი გავიტანე, ეკლერებიც და შოკოლადებიც, შუა ლაპარაკში ვართ, როდესაც კარზე ზარია, ისევ...
გავაღე და ყბა დამრჩა ღია, წითელი ვარდები იყო, ახლა ნამდვილად გავაფრენ
-ვინაა ლანა?-მეკითხება ნიკა, მე კი გაოცებული თვალებით ვუყურებ და ჩემს ხელში არსებულ ვარდებს რომ ხედავს იძაბება, ვატყობ, კისერზე ძარღვები ებერება
-წითელი ვარდები
-წერილი არის?
-არა
-აბა ვინ უნდა ყოფილიყო
-ორი იდუმალი თაყვანისმცემელი გყავს-თქვა კატომ
-ჰო , ალბათ-ვთქვი და ბოდიშისმოხდით ოთახში შევედი
-იმედია ეს შენ არ ხარ-ვარდი მაგიდაზე დავდე და გავედი მისაღებში, ისევ იქ იყვნენ და იცინოდნენ, ღმერთო მეგობარი ახლახანს დაკარგეს და იცინიან.
-უკაცრავად მაგრამ, რა გაცინებთ?
-კატო თავის ერთ ღამიან ურთიერთობაზე ყვება
-მაინც რას?
-იმას, თუ როგორ აძვრნენ კატო და ვიღაც ბიჭი სახურავზე და იქ ჰქონდათ, მერე ვიღაც მეზობელს დაუნახავს და ცოცხი უსვრია მათთვის-ყვება ლუკა და თან სიცილისგან ცრწმლები მოსდის
-რა უბედურებაა
-უკაცრავად მაგრამ რამე არ მოგწონს?-თქვა გაღიზიანებულმა ტასომ
-დიახ არ მომწონს-ვუთხარი არანაკლებ გაღიზიანებულმა
-მაინც რა?
-ის რომ ნიკას, შენნაირთან აქვს ურთიერთობა, არც ის მომწონს ნიკას მოწონების ობიექტს ბო*ი დაქალუჩკა რომ ჰყავს, და არც ლუკა მომწონს იმიტომ რომ ისე მიყურებს როგორც ერთი ღამის ადამიანს-მივაყარე ტასოს, ტასო ჩემსკენ გამოიწია და ხელი გამარტყა, ამაზე სულ გადამეკეტე
-გაეთრიე ჩემი სახლიდან-ამოვისისინე და ზიზღიანი თვალებით გავხედე, ისისც თავაწეული გაემართა კარისკენ, კართან რომ მივიდა გადმოგვხედა
-აბა ვინ მომყვებით?-ყველა წამოდგა ნიკას ჩათვლით, ყველა გავიდა გარეთ და ნიკამ მათ ხელი დაუქნია, თან ტასოს რაღც ჩასჩურჩულა, ისეთი რამ რამაც გააფითრა და შიშის მზერა სტყორცნა, ნიკამ კარი დახურა მას შემდეგ რაც ყველა წავიდა და ზურგიდან ამეკრო
-ბოდიში რა
-შენი ბრალი არაა
-ვინ გამოგიგზავნა ის ყვავილი?
-არ ვიცი
-მატყუებ ლანა
-ჰო გატყუებ
-ჩვენ ხომ შევთანხმდით რომ ერთმანეთს არაფერ დავუმაპავდით, გაიხსენე ჩვენი პირველი წესი
-ჰო, მაგრამ შენც მიმალავ რარაცას
-მე მიზეზები მაქვს
-მეც ასევე, ვაიმე ყველაფერი ტრიალებს ნიკა-სასწრაფოდ სააბაზანოში შევიდა, გული აერია, თაბრუს ხვევა ისევ არ შეწყდა, ბოლოს გამაყუჩებელი დალია და დაწვა, ნიკაც მიუწვა უკნიდან და კისერში აკოცა
-ლანა
-ჰმმ
-გძინავს?
-ჰმმ
-არ დაიძინო
-ჰმმ?
-მშია ლანა
-ჰმმ
-მართლა მშია, რამე მაჭამე რა-ხმა არ ამომიღია, მისკენ გადავტრიალდი და იმ პოზაში დავწექი რომელიც უკვე ძალიან მომწონდა, ფაქყიურად ვეჯექი მაგრამ მაინც ვიწექი, მისი ტუჩები პირდაპირ ჩემს ყელს ეხებოდნენ, გააზრებაც ვერ მოვასწარი ისე უცებ წამოდგა ნიკა და ისე უცებ გავიდა გარეთ.


*ნიკა*

რა გავაკეთო, ვინ არის ის ტიპი, რა წითელი ვარდი, ჯერ ამაზე მეშლება ნერვები, მერე ტასომ რომ სილა გააწნა მაგაზე ხომ საერთოდ აიჭრა, თვითონაც არ იცის როგორ შეიკავა თავი, ყელი არ გამოეფატრა მისთვის, ლანა კი, იმდენად ცუდათ იყო რომ, ვეღარ ფიქრობდა, ყველაფერს გააკეთებდა მის გადასარჩენად,
- რატომ, რატომ მაინც და მაინც მას-ყვიროდა თავის გონებაში და არ იცოდა რა გეკეთებინა, მერე ლანა ისე დააწვა ხომ საერთოდ გადაეკეტა, იმდენად უნდოდა იმ მომენტში, უნდოდა დიდხანს ჩახუტებოდა, ხელები უფრო მაგრად შემოეჭდო მისთვის და არასდროს გაეშვა, ის მთლიანად უნდოდა და ამას ვერაფერი აკავებდა, ყოველთვის სჯეროდა გოგოს და ბიჭის მეგობრობის, ახლაც სჯერა, მაგრამ ბავშვობიდან უყვარს, რამდენჯერ მოუკლავს მისთვის ვიღაც, არც ახლა იქნება რაიმე გამონაკლისი, ლურჯი ვარდები? ლურჯი ვარდის პატრონი კი ის არის, მისი ლურჯი ვარდი კი ახლა საბანში გახვეულია და ცრემლები მოსდის, რა გააკეთოს არ იცი, ბოლოს გადაწყვიტა თავის ბელადთან მისვლა და რჩევის კითხვა., სასწრაფოდ ტყეში გაიქცა, ბელადს კარზე მიუკაკუნა, იქ კი.....
მივედი ბელადთან, იქ კი ყველაფერი გადაყირავებული იყო, თვითონ ბელადი კი, იჯდა სავარძელში მშვიდად და სიგარეტს ეწეოდა, დინჯად შემომხედა და მითხრა
-დაჯექი ნიკოლოზ-მეც დავემორჩილე და მის მოპირდაპირედ დავჯექი
-რა მოხდა ბელადო?
-არ უკბინო მას
-ჰჰჰ?
-ლანას, არ უკბინო
-რ...რატომ მეუბნებით ამას?
-აი, რატომ არ მინდოდა რომ რომელიმეს ვინმე შეგყვარებოდათ, თუნდაც ვამპირი
-რა ხდება ბელადო?
-ლანა წმინდაა
-რას ნიშნავს წმინდაა?
-მასში ანგელოზის სისხლია
-ეს როგორ?
-მზად ხარ, მსოფლიოში ყველაზე შემაძრწუნებელი, სევდიანი და ამავდროულას ბედნიერი ამბავი მოისმინო?
-თუ ლანას ეხება მზად ვარ
-მაშინ მოეწყვე და არ გამაწყვეტინო-მითხრა და ახალ სიგარეტს გაუკიდა-როდესაც მე ვამპირი გავხვდი, თავს ვერ ვაკონტროლებდი, ყველას ვკლავდი ვინც კი შემხვდებოდა, ერთხელ კი ლანას დედას, თიკას შევხვდი, იმდენად უმანკო იყო, იმდენად სუფთა თვალები ჰქონდა, არ მინდოდა მას რამე დაშავებოდა, ყოველთვის უკან დავყვებოდი, მაგრამ ამავდროულად მიზგან ძალიან შორს ვიყავი, ერთხელ კიდევ ის გაიცნო, კახა(ლანას მამა), ერთმანეთს შეეწყვნენ, ეჭვიანობა მკლავდა, ყოველთვის მინდოდა მისი მოკვლა, მაგრამ ყოველთვის თიკასთვის ვიკავებდი თავს, ერთხელ კი, გავოგე რომ თიკა ორსულად იყო კახასგან, ჰო და მეც შევეშვი მათ, მერვე თვეში იყო თიკა რომ მუცლის ტკივილები დაეწყო, ექიმმა უთხრა აქ ვერაფერს ვხედავ საშიშს და ანალიზები აიღეთო, ანალიზებშიც ვერაფერი ნახეს, მაგრამ ტკივილი, სულ უფრო და უფრო იზრდებოდა, სახლში მამაოც კი ჰყავდათ მიყვანილი, მამაოს წასვლიდან სამი დღის შემდეგ, უკვე მშობიარობა დაეწყო, ძალიან მოულოდნელი იყო, თან ადრე იყო, როდესაც თიკა მშობიარობდა, ის და მისი ქმარი, მშობიარობის დროსაც კი მასზე ლოცულობდნენ, მამაოც იქვე ჰყავდათ, რადგან ბავშვი როგორც კი დაიბადებოდა ეგრევე ეკურთხებინა, ჰო და ამ ყველაფერმა ანგელოზი გამოიძახა, მან რომ ეს ყველაფერი ნახა, მიხვდა რომ ბავშვი დაბადებიდან დიდ ხანს ვერ იცოცხლებდა, ამიტომ, მას ამ ყველაფერმა გული აუჩუყა და ლანას მისი ნახევარი სიცოცხლე მისცა, ახლა კი ლანა ნახევრად ანგელოზი, ნახევრად ადამიანია-მოყოლა რომ დაასრულა, სრულიად შოკირებული ვიყავი
-მაშინ იმას როგორ ახსნი რომ მისი შთაგონება შემიძლია?
-მხოლოდ მისი ადამიანური მხარისთვის და არა ანგელოზისთვის, მას ყოველ ღამე აწუხებს ეს სინამდვილე, რაც სიზმარი ჰგონია, შენ რასაც ავიწყებ, ის ამ ყველაფერს სიზმარში ხედავს და თავს ადანაშაულებს, ასეთ რამეებზე რომ ფიქრობს.
-რაა?
-ჰო.
-აბა მეორე სტატიის სიმსიმნე?
-არანაირი სიმსიმნე, უბრალოდ ექიმს ანალიზები შეეშალა
-ლანას მდგომარეობა ამტკიცებს იმას რომ მას სიმსიმნე აქვს
-არა, მას უბრალოდ უძილობა და ხორცის ჭამა ვნებს
-ანუ რა გამოდის რომ, მე ანგელოზი მიყვარს?
-ჰო
-ეს ხომ შეუძლებელია
-რატომ? არასოდეს დაფიქრებულხარ იმაზე რომ, ლანა არასოდეს გაციებულა, ან თუნდაც ჭრილობები რომლებსაც თამაშის დროს იღებდა მეორე დღეს საერთოდ არ ჰქონდა?
-ლანა? რატომ მაინც და მაინც ის?
-ის ანგელოზია და არ გააკეთო ისე რომ ზეცა ჩვენ აგვიმხედრნენ
-არ მოვაქცევ ბელადო
-არც შთააგონო, დამიჯერე რასაც გეუბნები
-კარგით ბელადო
-მისგან თავი შორს დაიჭირე საერთოდ
-არა, ბელადო, ამას ვერასოდეს ვერ გავაკეთებ
-როდესაც ლოცვას დაიწყებს განერიდე, მისი ლოცვა ძალიან ძლიერია და შეუძლია შენც მოგკლას
-ლოცვა? კიდევ რამის ნიჭი აქვს?
-კი
-მისი თმები, როდესაც ლოცულობს ვინმეს გადარჩენისთვის მისი თმები ცისფრად ანათებს და ის ვიღაც ცოცხალი რჩება, ასევე მას ფრთები ეზრდება, ოღონდ ჯერ არ ვიცი როდის და ფრენა შეუძლია, მან ამ ძალის კონტროლი უნდა ისწავლოს
-ჩემი პატარა ანგელოზი
-ის უბრალოდ ნამდვილი ანგელოზია, შეეცადე, ყველასგან და ყველაფრისგან დაიცვა
-აუცილებლად ბელადო
-და მაინც, შეეცადე მისგან თავი შორს დაიჭირო
-ვერ შევძლებ
-კარგი



**ლანა**

როცა გავიღვიძე თავს შესანიშნავად ვგრძნობდი, ნიკა სახლში არ დამხვდა, სამაგიეროდ საათი დამხვდა რვა საათზე, ჯანდაბა, დავაგვიანებ, სასწრაფოდ გავემზადე და სასწრაფიდ გავედი ბინიდან.
ნიკას დავურეკე
-ნიკა
-ჰო ლანა
-სად ხარ?
-სახლიდან ახლა გავდივარ
-ვაგვიანებთ
-ჰო ვიცი, დროზე, წავედით
-კარგი, იქ შევხვდებით.
-ოქეი სიხ
მობილური გავთიშე და ტაქსი გავაჩერე, სკოლაში რომ შევედი ნიკა ეზოში შემოდიოდა, დაველოდე და ერთად შევედით
-აბა, რას შვრება ჩემი ანგელოზი?
-რავი, იმ ორზე ვფიქრობ
-ვინებზე?
-ვარდების პატრონებზე
-აჰჰ, კაი, წამო შევედით, თორე ორ წუთში ზარი დაირეკება
შევედით სიგნით და ისევ, ჩემს მერხზე, ლურჯი ვარდი იდო,წერილში კი ეწერა, "იცი მაინც როგორ მანერვიულე?" ვფიქრობ და ვერ ვხვდები რატომ ინერვიულა?
-ისევ იდუმალი თაყვანისმცემელი?
-ღმერთო ნეტავ გავიგო ვინ არის ეს ბიჭი?-ვთქვი და ზევით ავიხედე, ნიკა კი შეშინებული თვალებით მიყურებს
-რა იყო?
-არაფერი, დაჯექი, ისტორია ისევ არ იცი?
-კი, ვიცი და დღეს შეგიძლია დამითმო
-კაი-მითხრა, ლოყაზე მაკოცა და უკანა მერხზე დაჯდა
-ჩემს წინ კი რაღაც ძაან დასტრესილი ლიკა დაჯდა
-რა მოხდა ლიკა?
-პერიოდი მაქვს და არ შეიმჩნიო რა-მითხრა და თავი მორცხვად დახარა
-კაი
-ხო
უცებ ფანჯრები ჩაიმტვრა, ქვა კი პირდაპირ თავში უნდა მომხვედროდა რომ ხელით ნიკამ დაიჭირა და წინიდან დამეფარა
-რას აკეთებ ნიკა, შენ ხომ გეტკინება-ვუკივოდა და წინააღმდეგობას ვუწევდი
-სასწრაფოდ დაიხარე-დავიხარეთ, ყველანი კედლებს ვეფარებოდით, უცებ კი ხმა გაისმა
-თუ ლანა ჭურღულაიას არ მომიყვანთ, ბომბს ავაფეთქებ
-მეე? ჩემგან რა უნდა? და საერთოდ მე რა შუაში ვარ?
-კარგი მისმინე ლანა, სკოლა რომ არ აფეთქდეს, მე ბომბთან მივალ და მის განიარაღებას შევძლებ, მანამდე კი შენი დახმარება დამჭირდება, გადი გარეთ და იმ ადამიანს კითხვები დაუსვი, რა ვიცი, რამე გააკეთე და ყურადღება გადაატანინე გაიგე?
-გავიგე ნიკა, წადი, მეც გავალ-ნიკა წავიდა და მეც მის დავალებებებს მივყევი, გავედი გარეთ, იქ კი ერთი ბიჭი იდგა, დაახლოებით 26-27 წლის
-ჩემგან რა გნებავთ?
-შენი ლოცვა მჭირდება
-რას ნჯშნავს ჩემი ლოცვა გჭირდებათ? თვენ არ იცით ლოცვა?
-ვიცი, მაგრამ ჩემი ოთხი წლის ქალიშვილი კვდება და მინდა რომ ილოცოთ მისთვის, თქვენ ხომ მისი გადარჩენა შეგიძლიათ
-უკაცრავად მაგრამ მე ჯადოქარი არ ვარ
-ვიცი, შენ ანგელოზი ხარ...ნახევრად
-გეშლებათ, ასეთი რაღაცეები არ არსებობს, გთხოვ უბრალოდ წამომყევი და მისთვის ილოცე და გპირდები უკან უვნებელს დაგაბრუნებ და საერთოდ არავის არაფერი დაუშავდება-უცებ არსაიდან ნიკა გაჩნდა
-ბომბი უკვე "მკვდარია", გაყევი ლანა, მეც წამოვალ
-კი ბატონო, წამომყევი ლანა
-ჯანდაბა ვერ ხართ თქვენ
-ჩაჯექით-მე და ნიკა ჩავჯექით, თან ნიკას და იმ ბიჭს ვუყურებ, ნუ ბიჭს რა კაცს ან...რავიცი
-მე მხოლოდ უნდა ვილოცო მისი გადარჩენისთვის?
-ჰო, სხვა არაფერი მჭირდება, მე მას ვერ მოვაქცევ, არ მემეტება ჩემი შვილი ვამპირობისთვის, ის დაიტანჯება
-შეშლილი ხართ? რა ვამპირი, რა ანგელოზი
-მე მეგონა უკვე იცოდი
-რა ვიცოდი?
-შენ ნახევრად ადამიანი ნახევრად ანგელოზი ხარ, გვერდით სუფთა სისხლის ვამპირი გიზის, არსებობენ: ვამპირები, მაქციები, ფერიები, ჯადოქრები, ჰიბრიდები და შენ ნახევრად ანგელოზი
-რას როშავთ, საერთოდ სრულ ჭკუაზე ხართ?
-აბა დაფიქრდი, უბრალოდ მამაო ჩვენო-უცებ ტუჩებზე ცეცხლი წაეკიდა, წამიერად
-რა მოხდა? კარგად ხართ?
-დამავიწყდა რომ არ შემიძლია ასეთი რაღაცეების ხსენება, უბრალოდ ილოცე ინაზე რომ გაიხსენო ყველაფერი და შენ გაიხსენებ, მაშინ კი ყველაფერი გაგახსენდება.
-ახლა? აქ? თქვენ ნორმალური ხართ?
-ჯანდაბა გააკეთე რასაც გეუბნები-იღრიალა და საჭეს დაარტყა ხელი ცრემლები წამომივიდა
-არ იტირო, ჩემს გამო არა, უბრალოდ ილოცე საყვარელო და ბახავ ყველაფერი კარგადა იქნება-მეც დავიწყე ლოცვა, ჯანდაბა, მომენტი როდესაც პირველად ნიკა ვნახე, რომელიც ადამიანს კლავდა, მომენტი როდესაც, ნიკამ მაკოცა, ლაშქრობაში მომხდარი ამბავი და საავადმყოფოში მომხდარი ამბავი, ეს ყველაფერი, თან ვნახე ფერიაც და ვამპირიც
-ეს, ეს ხომ შეუძლებელია?
-შეუძლებელი არაფერია
-მე, ანგელოზი როგორ ვარ?
-არ ვიცი, მაგრამ ანგელოზი მთლიანად არა ნახევრად.
-როგორ?
-ეს მცოლოდ შენს გვერდზე მჯდომმა და ჩვენმა ბელადმა იცის
-ნიკამ?
-ჰო
-ის შთამაგონებდა არა?
-კი, აი მოვედით, შემოდი და მასზე ილოცე, თორემ ყელს გამოგფატრავ, არ მაინტერესებს თუნდაც მოვკვდე, ის გადაარჩინე
-რომელი ლოცვა წარმოვთქვა
-რომელიც გინდა, ოღონდ გულში იფიქრე რომ მარი გადარჩეს
-კარგი-მეც დავიწყე ლოცვის წარმოთქმა, ხმამაღლა, ორივე გაქრა, სადღაც, მაგრამ ლოცვა არ შემიწყვიტავს, მე თუ შემეძლო ვინმეს გადარჩენა, ამას ნამდვილად დიდი სიამოვნებით გავაკეთებდი, ლოცვა დავასრულე, თვალები გავახილე და სალი ცეცხლში იყო გახვეული, მარი კი მიღიმოდა, სასწრაფოდ ავიყვანე ხელში და გავედით გარეთ, მალევე ნიკა და ის ტიპი გაჩნდა
-ჯანდაბა ჩემი სახლი, კაი ფეხებზე სახლი, მარი გადაარჩინე?
-მამიკოო-დაიყვირა და მამას ჩაეხუტა
-ვაიმე მა, როგორ ხარ? თავს სუსტად ხომ არ გრძნობ?
-არა მა, ყველაზე მაგრად ვგრძნობ თავს
-ჩემი ჭკვიანი გოგო
თავბრუს ხვევა ვიგრძენი, თვალებში მიბნელდება, საბოლოოდ კი ყველაფერი სითეთრემ მოიცვა, იმ სითეთრეში კი, მე და ერთი ანგელოზი ვიყავით
-თქვენ ვინ ხართ?
-მეე? მე შენი მფარველი ანგელოზი ვარ
-აქ რა მინდა? ჩემს გონებაში ვართ?
-რა თქმა უნდა არა, მიმოიხედე ეს ხომ სამოთხეა
-სამოთხე? რა მინდა სამოთხეში? მოვკვდი?
-რა თქმა უნდა არა, შენ უნდა ნახო ადამიანები, უნდა გაიგო ნამდვილი ამვბავი თუ რატომ გახდი შენ ნახევრად კი არა მთლიანად ანგელოზი, ყველამ არასწორად იცის სიმართლე, მათ მხოლოდ ის იციან რაც ივარაუდეს, სინამდვილეში კი......

**ნიკა**
-რა მოუვიდა?-მივვარდი ვახტანგს(ბავშვის მამა)
-უბრალოდ ძლიერი ლოცვა წარმოთქვა, თანაც ეს მისი პირველი ადამიანი იყო ტომელიც გადაარჩინა
-მხოლოდ ამიტომ?
-მხოლოდ ამიტომ!
-კარგი, სახლი რატომ იწვის?
-იმიტომ რომ ვამპირის სახლია და მისმა ლოცვამ გაანადგურა იქაურობა, სამაგიეროდ ჩემი შვილი გადაარჩინა, ლანას სამუდამო ვალი მაქვს, მას ამ ვალს ვერასოდეს გადავუხდი
-კარგი, მე წავედი-ვუთხარი, ლანა ხელში ავიყვანე და გავიქეცი, ლანა სახლში დავტოვე და იქ წავედი სადაც ლურჯი ვარდები იშოვნებოდა
*ლანა**


-რა ამბავია ასეთი-ვიკითხე გაკვირვებულმა
-სინამდვილე უნდა გაიგო, მაგრამ წამოდი ჯერ ეკლესიაში უნდა წავიდეთ
-ასე?
-ჰო, ვერავინ დაგვინახავს-ეკლესიაში შევფრინდით როგორც სულები
-დაადე ნებისმიერ ადამიანს ხელი და მის აზრებს გაიგებს, ჩვენ ზევით, ასე ვუქცევით, ჩამოვდივართ აქ, ამ ბინძურ სამყაროში და ეკლესიაში მოვდივართ, ადამიანების აზრებს ვკითხულობთ და ვისაც ნამდვილად უნდა რაღაც ვცდილიბთ ის ავუსრულოდ, აი მაგალითად ეს ადამიანი-მივიდა, მდიდრულად ჩაცმულ ქალთან და ხელი დაადო "ნეტავ სად იყიდა ის ქუდი? ფუ რას გავს, ამას ვინ შეხედავს"-ეს სულ არ იმსახურებს ცხოვრებას, მაგრამ ის, ღმერთი იმდენად სული წმინდაა რომ ყველას აძლევს შანსს, ის კეთილია, დიახ, მან შენ აგირჩია
-რას ნიშნავს მე ამირჩია?
-შენი ამბავი გაინტერესებს არა? წამოდი, გადავიდეთ წარსულში, დედაშენის მშობიარობაზე-უცებ გავჩნდით იმ მომენტში როდესაც დედაჩემი მშობიარობდა, თვალებზე ცრემლი მომადგა, იმდენად ამაღელვებელი ფაქტი იყო, ხედავდე, როგორ მშობიარობს დედა შენზე, ეს ხომ სასწაულია.
-აი აქ მოხდა საოცრება, ლანა, როდესაც შენ იბადებოდი დედაშენი და მამაშენი ლოცულობდნენ, ძალიან ხმამაღლა ლოცულობდნენ, ხმამ ჩვენს ყურამდეც მოაღწია, იქვე მამოც იდგა, როგორც კი დაიბადებოდი უნდა მოენათლინეთ, ღმერთმაშენთან ანგელოზი გამოგზავნა, მაგრამ ის გაწბილებული დაბრუნდა და ღმერთს მოახსენა რომ მხოლოდ ოთხი წელი იცოცხლებდი, ღმერთმა თავად გადაწყვიტა შენი მონახულება და იქ ჩამოვიდა, ბინძურ, ტყუილით სავსე სამყაროში, საერთოდ იქ როგორ ცხოვრობ, ამდენი სიბოროტე ჯოჯოხეთშიც არ არის, კარგი, ჰო და რომ გნახა, ძალიან საყვარელი იყავი, ღმერთი უკან დაბრუნდა, ლურჯი ვარდი აიღო და ისევ შენთან მოვიდა, შუბლზე გაკოცა და ლურჯი ვარდის წვენი დაგალევინა, ღმერთის შუბლზე კოცნამ უკვე სიცოცხლის ძალა მოგცა, ლურჯმა ვარდმა კი ანგელოზობის, ღმერთმა ის თვითონ დაგალევინა, მას შენ ყველაზე მეტად უყვარხარ დედამიწაზე, ადამიანებთა შორის, ამიტომ იმედი არ გაუცრუო, მას შენზე ძალიან დიდი იმედები აქვს დამყარებული, იმ ვამპირს კიდევ მიხედე, ზედმეტები არ მოუვიდეს თორემ, არავინ დაუშინდება
-რას ნიშნავს ზედმეტები არ მოუვიდეს?
-შემდეგში, შენზე ცამპირული ძალები არ გამოიყენოს
-კარგი, რა უნარები მაქვს?
-ლოცვით ადამიანების განკურნვა და ვინმეს მოკვლაც შეგიძლია, როდესაც ლოცულობ შენი თმები სამოთხის ფერი ხდება და ანათებს, ფრთებიც გაქვს, მისი გამოყენება კი, მგონი არასოდეს უნდა დაგჭირდეს, როდესაც ბრაზდები თვალები ცისფრად გინათდება და რასაც შეხედავ ყველაფერი უფრო ლამაზდება, ნიკაზე რადგან ხარ მიჯაჭვული და ისიც რადგან არის შენზე მოჯაჭვული შენ შეგიძლია მისი მართვაც, შენ ანგელოზი ხარ ლანა, სისხლს რაც შეეხება, ანგელოზის სისხლი მხოლოდ იმიტომ გაქვს რომ ჩემი სისხლის გარკვეული ნაწილი დაგალევინე
-როგორ? შენ ხომ მოჩვენება ხარ?
-მოჩვენება არა ანგელოზი ვარ
-ჰო, როგორ დამალევინე?
-უბრალოდ ღმერთმა მოისურვა ასე და მეც დაგალევინე, ახლა კი შენი წასვლის დროა, ყველაფერი გითხარი და არ დაგავიწყდეს მე შენი მფარველი ამგელოზი ვარ
-ანგელოზს ამფარველი ანგელოზი სჭირდება?
-ყველას სჭირდება მფარველი ანგელოზი, აბა კარგად შენი მეგობარი გეძახის....
-ლანა, ლანა, გაიღვიძე-ნიკა მეუბნება და მანჯღრევს
-ჰო გავიღვიძე და ჩემი ისტორიაც გავიგე, სხვათაშორის მე შენზე გაბრაზებული ვარ და უახლოესი ერთი კვირა არ დამენახო
-ჰოო, გაიგე რატომ ხარ ნახევრად ვამპირი?
-პირველი, ჩემი ნალაპარაკებიდან მარტო ეგ გაიგე? და მეორე ნახევრად არა მთლიანად
-ჰოო, აბა მომიყევი
-კარგი.....-მოვუყევი ის კი გაშტერებული მიყურებს
-მე სხვანაირად ვიცი
-ჰო, ყველამ სხვანაირად იცით
-ჩემო პატარა
-მომშორდი-ამოვიღრინე
-კაი რა, ჩემს პატარა ანგელოზს როგორ მოვშორდე?
-ოჰ ღმერთო ჩემო
-კარგი, ახლა მივხედოთ გაკვეთილებს, ეს ზებუნებრივი არსებები კი კარგია მაგრამ , სკოლაც მთავარია
-ჰო, თან რამდენი ხანია წესიერად არ მისწავლია
-აი ასე სიხარულო-მითხრა და მეც ოთახში შევედი წიგნების გამოსატანად, იქ კი მაგიდაზე ლურჯი ვარდი იყო, წერილით "ხომ გითხარი ლურჯი ვარდი ხარ", გავედი წიგნებით ხელში და ლურჯი ვარდი უკვე დაცარიელებულ ლარნაკში ჩავდე, ძალიან მიკვირს საიდან იცის ამ ადამიანმა ჩემი ცხოვრების დეტალებიც კი, არ ვიტყვი რომ მეშინია მაგრამ, მაინც.....
დავიწყეთ მეცადინეობა და ძალიან დიდ ხანს მოვუნდით, ბოლოს რუსულს ვსწავლობდით რომ ჩამეძინა, მაგიდაზე მეძინა და მესიზმრება, ვითომ ნიკა ისევ მკოცნის, მაშინვე მეღვიძება, ხატების კუთხე მაქვს სახლში და მანნდ მივდივარ, ლოცვების ძალიან დიდ წიგნს ვიღებ და ვკითხულობ თავიდან ბოლომდე, არ მჯერა, ერთი წაკითხვით დამამახსოვრდა თითოეული ლოცვა, ავდექი ჩავიცვი ფუშფუშა თეთრი კოჭებამდე კაბა და ეკლესიაში წავედი, სანთელი ვიყიდე და ლოცვა დავიწყე თითოეულ ადამიანზე.
სახლში რომ დავბრუნდი დილის შვიდი იყო, ნამცხვრის კეთება დავიწყე, მე და ნიკამ რომ შევქმენით, გავაკეთე და ამასობაში ადგომის დროც მოვიდა, ნიკა სახლში იყო ამიტომ დავურეკე
-ნიკა
-ჰო
-ნამცხვარი გავაკეთე და მოდი ვჭამოთ და მერე წავიდეთ.
-ოქეი, ვგიჟდები შენს ხასიათზე, ჩემზე გაბუზული აგალ ქალ გო?
-ან მოხვალ ან სკოლაში შევხვდებით-ვუთხარი და გავუთიშე, ორი წუთი არ იყო გასული ზარი რომ დაირეკა, გავაღე და ნიკა შემოვიდა
-აბა სადაა გოგო ჩემი ნამცხვარი?
-სამზარეულოში შედი ყავაც მანდაა
-ჰო, ჰო, დროზე თორე დავაგვიანებთ.
ვჭამეთ და გავედით.
-ლანა სალაპარაკო გვაქვს
-რასთან დაკავშირებით?
-კოცნასთან
-იცი ნიკა? სჯობს დავივიწყოთ, ვითომ არც არაფერი მომხდარა.
-არ გამოვა, ლანა მიყვარხარ რატომ არ გესმის?
-ნიკა ისე ნუ გააკეთებ, რომ საერთოდ გაგვიფუჭდეს ურთიერთობა
-....
-აი, მითხარი ოდესმე მოგეცი იმის საბაბი რომ შეგყვარებოდი?
-......
-ხმა გამეცი-დავიღრიალე, ნიკას არ ჰქონია რეაქცია, მაგრამ ქუჩაში ვიყავით და შესაბამისად ყველა ჩვენ გვიყურებდა-შენ კლავ ნიკა, არაერთი ვიღაც მოგიკლავს, არასოდეს დაფიქრებულხარ, რომ მათაც ჰყავდათ შეყვარებული, და, ძმა, დედა, მამა, მეგობრები, ნათესავები, არასოდეს დაფიქრებულხარ? ეგოისტი ხარ ნიკა, საშინელი ეგოისტი
-.......-ხმას არ იღებს, ამასობაში სკოლაშიც მივედით, დაიწყო გაკვეთილები, ნიკას მთელი დღეა თავს ვარიდებ.
ერთი თვე გავიდა რაც ნიკა არ მინახავს, არც სკოლაშია არც სახლში, არც ტელეფონს პასუხობს, დღეს კი უკვე მოთმინება დავკარგე და ჩემი ძალის გამოყენებაც გადავწყვიტე, ვინ იცის ეს მას ავნებ თუ პირიქით.
ჰო და რადგან ჩემი ძალის გამოყენება გადავწყვიტე, სახლში როგორც კი მივედი ყველაფერი მდივანზე მივაგდე, საძინებელში შევედი, გამოვიცვალე, ხელ-პირი დავიბანე და ლოცვა დავიწყე, ნიკაზე ვფიქრობდი ლოცვის დროს და ვფიქრობდი იმაზე თუ სად იყო, უცებ კი წარმომიდგა თვალწინ თუ როგორ ეცემა ის მიწაზე, ადგილსაც ვხედავ, ლოცვას მაშინვე ვწყვეტ და სახლიდან კი არ გავდივარ, გავრბივარ, ალბათ დამეთანხმებით, საშინელებაა როდესაც ბავშვობის მეგობარი, სიყვარული, ძმა არ ვიცი რაც გინდათ ის დაარქვით, უბრალოდ ვხვდები რომ ის გასაჭირშია და საშინლად მტკივა, წარმოიდგინეთ ხომ? არა თქვენ ეს ვერ წარმოიდგინეთ, რადგან ძალიან მწარე ტკივილია, იმ ადგილას მივედი, მიმოვიხედე თუმცა არავინ იყო, მაგრამ კარგათ რომ დაკვირვებოდით დაინახავდით რომ იქ ხის უკან ერთი პატარა ბიჭი იმალებოდა, რომელიც მე მიყურებდა, იმ ბიჭთან მივედი და ის ვკითხე რაც ასე ძალიან მაინტერესებდა.
-აბა პატარა და საყვარელო ბიჭო, მაღალი, შავგვრემანი ბიჭი ხომ არ გინახავს?
-არა
-მართლა? მე კიდე ვიფიქრე, თუ მეტყვის ჩუპაჩუპს მივცემ-მეთქი
-აი იქ არის-მითხრა და თითი გაიშვირა, იმ ადგილისკენ გავიხედე მაგრამ არავინ და არაფერი იყო, ბავშვს წარბაწევით შევხედე
-დედას გეფიცები, იქ არის, უბრალოდ ჯადოქარმა შეულოცა და სახლი არ ჩანს
-კარგი, აჰა შენ შენი კუთვნილი ჩუპა-ჩუპა-ბავშვს გუშინიდან შემორჩენილი ჩუპაჩუპსი მივეცი და იმ მიმართულებით წავედი, მართლაც, არაფერი ჩანდა გარედან, მაგრამ როგორც კი მივადე ხელი მაშინვე მთელი სახლი გამოჩნდა, კარი რომ შევაღე სამი ადამიანი მოვიდა
-შენ ვინ ხარ?
-მე ლანა, ისა... ნიკა აქ არის?-ვკითხე დაბნეულმა
-ნიკასი ვინ ხარ შენ?
-მე? მე... მე მისი ბავშვობის მეგობარი ვარ
-აჰ, შენ ხარ ის ლანა?
-ის სად არის?
-ბოდიში გოგონი მაგრამ მას ჯერ ვერ ნახავ
-რატომ?
-იმიტომ, ახლა წადი
-არა, სანამ არ ვნახავ არ წავალ
-აუ არ მაქვს ამის ნერვები
-მერე რას უცდი ძმაო?-ეუბნება მეორე
-ჰო მიდი-ახლა მესამე იღებს ხმას, მე კი ვუყურებ გაკვირვებული, მაგრამ როდესაც მიახლოვდება და თვალებში მიყურებს ვხვდები და მაშინვე ვყვირი
-არც გაბედოთ
-........
-არ გესმით?-ჩემს ყვირილზე ვიღაც გამოდის, ოდნავ ჭაღარა შეპარული კაცი
-ლანა აქ რა გინდა?
-გიცნობთ?
-მე გიცნობ
-ნიკას ნახვა მინდა
-შენგან შორს უნდა იყოს, თუ გინდა რომ ცოცხალი დარჩეს
-მე მას არ ვერჩი, ჩემი ნიკა მაჩვენეთ
-შენ დღეს შენი ლოცვით ზიანი მიაყენე
-ჰო მაგრამ, მე მისი პოვნა მინდოდა
-მას შენ ზიანს აყენებ ლანა, სჯობს თუ გაშორდები მას, მისგან ძალიან შორს იყავი
-არავითარ შემთხვევაში, თუნდაც მოვკვდე ან მოვკლა, მე მასთან ვიქნები
-კი ბატონო, როგორ დამავიწყდა რომ შენ ყველაზე დიდი ეგოისტი ხარ, არა და დედაშენი სულ სხვანაირია, ყველაფერი მამაშენის გაქვს
-უკაცრავად მაგრამ მე არ მომიცია უფლება თქვენთვის, ჩემს მშობლებზე გელაპარაკათ
-არც მჭირდება უფლება, ახლა კი ეს გოგო გაიყვანეთ, ისე რომ არაფერი დაუშავდეს
-კარგით ბრლადო
-ბელადო?
-გაიყვანეთ-გარეთ გამომაგდეს ფაქტიურად, მეც სხვა რა გზა მქონდა? მართალია საერთოდ არ მინდოდა მისგან თავის შორს დაჭერა, თუმცა ვხვდებოდი რომ მართლა ეგოისტივით ვიქცეოდი, რომ ვუფიქრდები რას გააკეთებდა ნიკა ჩემთვის ტვინში სისხლი მასხამს, ნიკა ცომ ჩემთვის ყველაფერს გააკეთებს, მე კი, მე იმის გამო რომ მის გარეშე არ შემიძლია მოვკლა? რას ფიქრობ ახლა ჩემზე მკითხველო? ჰო ალბათ მხოლოდ იმაზე ხარ ორიენტირებული თუ როგორ მოვიქცევი, კარგი, მაშინ მომემზადე ჩემი პასუხისთვის და თუ დგახარ დაჯექი, რადგან ეს პასუხი შეგაქანებთ, მე მინდა რომ ღმერთს ამ ძალის უკან წაღება ვთხოვო, რას იტყვი მკითხველო? გაგაოცათ? ეგ არაფერი წინ უფრო საინტერესოებიც გელით.
სახლში რომ მივედი, ვფიქრობდი რა გამეკეთებინა, მართლა ვთხოვ ღმერთს რომ ჩემიც და ნიკას ძალაც წაიღოს, რომ ნორმალურად გვინდა ცხოვრება, მაგრამ ნიკა რას იტყვის? მის გარეშე როგორ მივიღო გადაწყვეტილება? ახლა რომ აქ მყავდეს შოკოლადს მომცემდა, ეს ხომ ჩვენი მეოთხე წესია? ერთი თვეა ლურჯი ვარდი არ მიმიღია და რომ ვუფიქრდები, ფაქტს ფაქტზე რომ ვამატებ ვხვდები რომ ჩემი "საიდუმლო თაყვანისმცემელი" ჩემი ნიკუშაა.
გული მტკივა, საკუთარ თავზე გული მერევა, ამდენი ხანი ვუყვარდი, მე დებილი კიდევ რას არ ვაკეთებდი რომ ის დამევიწყებინა, რა სულელი ვარ, რატომ ვერ ვამჩნევ ვერადოდეს ვერაფერს? რატომ ვიგებ ყოველთვის ყველაფერს, ყველაზე ბოლოს? რატომ ვარ ასეთი? ხატის წინ დავიჩოქე, სურათიდან მომზირალ ღმერთს ჩემი აწყლიანებული თვალები მივაბყარი, უცებ ყველაფერი ცისფერმა ფერმა მოიცვა, ღმერთი ვნახე, ცხოვრებაში პირველად ვნახე ღმერთი, ის ისეთი ნამდვილი იყო, მიახლოებას ვერ ვბედავ, იმდენად სუფთა ჩანს, იმდენად წრფელი, მე მის წინაშე უბრალო სიშავე ვარ, უცებ კი ლექსი გამახსენდა


"შორს ცის კამარას, მიეიერთაგან,
ალი ეკიდა მზის ცხელ სხივებში,
ცეცხლს ასდიოდა კვამლი ქათქათა და
იხრჩობოდა მაღალ მორევში,
რკინის ღრუბლებად ამოჭედილი,
ცხრა საფეხური ამაღლებულა
მაღლა ღვთის ტახტი იდგა მოქნილი,
დროში ქცეული უკვდავ სხეულად,
იქ ღმერთი იჯდა,
ამაყი ღმერთი,
და მკაცრი მზერით აჩენდა რისხვას,
გოლიათებმა ზურგს მტაცეს ხელი,
და მიმიყვანეს დარბაზის მიჯნას,
მუხლჩამოყრილი, ფიცარნაგებზე,
შიში მახრჩობდა, ჩემთავთა ზედა,
მე დედამიწის იალაღებზე,
ამდენი ცოდვა დავტოვე წეღან,
და თითქოს ლოდი გულმკერდზე მეცა,
ღვთის ხმამაღალი ამაყი სიტყვა,
ირგვლივ დაიძრა შავფერი მიწა,
ირგვლივ დადუმდა ცა, მზე და მიწა,
ადამიანო სასუფეველში,
ადრე მომხვდარხარ, რომ დარჩე მარად,
მე შენი სულის ვხედავ მორევში,
იმ ბოროტებას რომელსაც მალავ,
მოგიახლოვდა ღვთის სამართალი,
დასჯა ყოველი სუფთა და წმინდა,
სთქვი შენი სიტყვა რომ ხარ მართალი,
გულის სიღრმეშჯ ამის თქმა გინდა,
თავი ავწიე და ღმერთი ვნახე,
ისევ ადუღდა ძარღვებში სისხლი,
ოფლით დასველდა ცოდვილი სახე,
ჩემში გაცოცხლდა მომკვდავი ზიზღი,
უფალოოო, ხალხმა დაგარქვა ღმერთი,
მე ჯოჯოხეთით მაშინებ განა,
დედამიწაზე რა ვნახე მეტი,
სხვა ჯოჯოხეთი, არა არიის არა,
მე ცრემლს და დაღლას ვუძლებდი დიდ ხანს,
მე ვგრძნობდი ტკივილს, მსდიოდა ოფლი,
ხელის დაქნევა და შენი რისხვა,
არ მინდა ღმერთო ისედაც მყოფნის,
სიმართლე გინდა?
აგერ ვარ შენს წინ,
მუხლჩამოყრილი ლაპარაკს ვბედავ,
გული ჯერ კიდევ სიცოცხლით მეწვის,
ნახე თვალებზე ცრემლი მაქვს,
ხედავ?
იცი უფალო რა არის ცრემლი?
ვერ მიამსგავსებ შენ შექმნილ წვიმას,
ცრემლი ისაა, როდესაც ებრძვი,
ცრემლი ისაა როდესაც გტკივა,
მაგრამ არ იცი უფალო რადგან,
შენს მკაცრ თვალებს და შენს ამაყ სახეს,
არ მოუხდება ცრემლი და დაღლა,
რომ არ გაფანტოს ეს სიამაყე,
მე გეტყვი მართალს,
დამსაჯე მერე, ადამიანი ამდენს რომ ვბედავ,
მაგრამ რომ მითხრა ვერ დავიჯერებ,
მე დამნაშავე რაში ვარ ნეტა,
თუ ეს სამყარო შეიქმნა ღვთისგან,
მანდ კი ცოდვები, თითოდ და თითოდ,
შენ ღმერთო პასუხს მოითხოვ ვისგან,
თუ ყველაფერი შექმენი თვითონ,
ცოდვებით არის სამყარო სავს, რადგან შევცოდავთ და ვმალავთ, ვითომ,
შენ ეს სამყარო შექმენი ასე და დამნაშავეც შენა ხარ თვითონ,
ადგა უფალი, დატოვა ტახტი,
და ისევ შიშმა უეცრად დამჭრა,
შემხედა ზედა ყველაფრით დაღლილს,
და თითქოს მონას პასუხი გამცა,
-გტკივა და ასე იქნება მარად,
რადგან ეს არის სამყოფი ხალხის,
რადგან ცოცხალი აქციეთ მკვდარად,
რადგან ბრალს მადებთ, სანაცვლოდ მადლის,
სამყარო ნახეთ, მშვიდი და სუფთა,
მერე დაგლიჯეთ დაკოდეთ ეცით,
მტვერი ააგდეთ სიმართლის შუქთან,
ეხლა იმ მტვერში სამართალს ეძებთ?
არ იყო ცუდი, არ იყო კარგი,
არც განსხვავება არ იყო დროში,
მაგრამ სიწმინდეს ვერ მიხვდა ხალხი,
და გულში დაჭრა მიწიერთ ომში,
შენ მართალი ხარ,
უკვდავი სული,
აღარ ღონდება ცოცხალი სევდით,
მაგრამ ოდესღაც მეც მქონდა გული,
ახლა რომელიც ხალხს დააქვს მკერდით,
ოდესღაც ასე, უცრემლო მშვიდი,
დიდხანს ვეძებდი ბოლო არჩევანს,
და ერთადერთი გავწირე შვილი,
ამდენი შვილის გადასარჩენად,
გოლიათებზე ზედ იწვა ზეცა,
ცეცხლი ეკავათ უფლის გვერდ ბერებს,
მე ცხოვრებაში პირველად შემრცხვა,
არა ეს იყო ცხოვრების მერე,
თავი დავხარე, დავმალე სახე,
ასე უეცრად ჩემს სასჯელს ვიხდი,
ასე უფლის წინ სიმართლე ვნახე,
ჭეშმარიტებას გვიან რომ მივხვდი,
თუ მეზობელი სახლს აგიშენებს,
შენ კი დაიწყე იმ სახლის ნგრევა,
არ დააბრალო მერე მშენებელს სახურავიდან წყალი რომ წვეთავს,
უფალს შევთხოვე,
დრო აზრებს არ წყვეტს,
ჩემი სასჯელი მითხარი ღმერთო,
თვითონ გავაღებ მაგ რკინის კარებს,
შავ ჯოჯოხეთში, რომ დავიფერფლო,
ძნელ ტკივილისგან არ მქონდა ფიქრი,
და გვიან გიხსნი ჩემს ცოდვებს მალულს,
მე დამნაშავედ იმიტომ გთვლიდი,
რომ უკვდავებში ვეძებდი ბრალულს,
დედამიწაზე, ვეძებდი მართლებს
და მოსამართლე არ მყავდა არსად,
შენა ხარ ჩემთვის დღეს მოსამართლე,
და შვილი შენი მოველი დასჯას"


თურმე ამ ლექსს ხმამაღლა ვამბობდი, ღმერთი კი, ისეთი ნაზი, ნატიფი, სუფთა და ღიმილიანი სახით მიყურებდა, რომ მართლა დავიფერფლე.
-მინდა, რომ წაიღო ჩემი ძალა, მინდა, მასთან ვიყო, მინდა, ერთად ვიყოთ, არ მინდა, რომ მას ვავნო, არ მინდა რომ ვატკინო.
-ძალა რომ წაგართვა მოკვდები ლანა
-რომ არ წამართვათ, ძალიან ბევრი მოკვდება, გთხოვთ, თუნდაც ჯოჯოხეთში დავიფერფლო
-მე შენ ამისთვის არ შემიქმნიხარ ლანა, შენ ...
-არ მინდა, ღმერთო გამიგე, მე სიცოცხლე არ მინდა თუ მეცოდინება რომ ის მიკვდება, რატომ არ გესმის?
--მესმის ლანა
-მაშინ შემისრულე თხოვნა.
-დედამიწაზე ადგილი მოძებნე, სადაც გინდა რომ ლურჯი ვარდები ყვაოდნენ
-ანუ?
-იმ ადგილას სადაც გარდაიცვლები, ლურჯი ვარდები აყვავდებიან, დედამიწაზეც იქნება ნათელი ადგილი
-ამით მას ვავნებ?
-არა, არ ავნებ, თუმცა ეტკინება, შენი სიკვდილი ძალიან ეტკინება, შეიძლება სუიციდამდეც მიიყვანოს ამან.
-მაგრამ, შენ ხომ დაეხმარები?
-მე უბრალოდ გზას ვუჩვენებ, მან თვითონ გადაწყიტოს მერე
-დიდი მადლობა.
დავბრუნდი, დღეს არა, მაგრამ ხვალ, ყველას გამოვემშვიდობები, , მომენატრებიან, ყველა მათგანს გარდა ერთისა, მან არაფერი უნდა იეჭვოს.
აი ასე, გატენდა, სკოლის ფირმა ჩავიცვი, მასწავლებლებს მოვესიყვარულე, მოსწავლეებსაც, მეგობრებს, ნიკას მშობლებს, ჩემს მშობლებს და ყველა მათგანს რაღაც სუვენირი მივეცი, რომ არასოდეს დავავიწყდე, სახლში კი ნიკასთვის დავტოვე, ერთი მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ნივთი, ეს იყო, ხელოვნური ლურჯი ვარდი, ჩემი სურნელით
ახლა კი ვიპოვე ადგილი, ჩემი და ნიკას ადგილი, სადაც ყოვ3ლთვის დავდივართ ხოლმე, როგორ მინდა ეს ყველაფერი სიზმარი იტოს, რატომ, რატომ მაინც და მაინც ჩვენნნ?
-მოდი ღმერთო, მოდიიიი-დავიღრიალე, ამ დროს კი ჩემს ირგვლივ მიწა, ნელ-ნელა ცისფერი ვარდებით ივსებოდა, ნიკა დავლანდე, მთელი სისწრაფით, მორბოდა, მორბოდა და ცრემლები სდიოდა.
-რას აკეთებ, რას აკეთებ, რას აკეთებ ლანაა
-იცოდე, რომ მიყვარხარ, მიყვარდი და მეყვარები, ზევიდან გიყურებ,
-ლანა ამას რატომ მიკეთებ?
-შენ არ გიკეთებ, ეს მე უბრალოდ მტანჯავდა
-ჩემს გამო არა?
-რა სისულელეა, ასეთი რამ მეორედ არ თქვა, დაიმახსოვრე, მე ლანა ჭურღულაია შენი მფარველი ანგელოზი ვარ
-არაა, ლანააააა,-ვგრძნობფი როგორ ეცემოდა ლურჯ ვარდებს ცრემლები, ვგრძნობდი როგორ სტკიოდა, მაგრამ ასე უფრო უკეთესი იყო მისთვის, მე ის მიყვარდა, და ამ სიყვარულმა შემიწირა, თუმცა რომ ვთქვა ვნანობ-თქო მოგატყუებ მკითხველო.
გესმის მკითხველო? შეიმშრალე ცრემლი თუ ტირი, შენი ცრემლი ამად არ ღირს, მე უბრალო შეყვარებული გოგო ვიყავი, შენ კი, ამ შეყვარებულ გოგოს ისტორიას კითხულობდი, ნიკა? ნიკას ვუყურებ ახლა და იპოვა ცხოვრების გზა, ის მე ყოველ დღე მსტუმრობს, ლურჯ ვარდს როდესაც კოცნის მე ამას ვგრძნობ, როდესაც ელაპარაკება მესმის, როცა ეჩხუბება კიდებ, ვარდიც ტირის და მეც, შემდეგ კი რა მოხდა იცი? მას შვილი შეეძინა, იპოვა ცხოვრების მეგზური და მისგან შვილი შეეძინა, მიხარია მის გამო, ძალიან მიხარია, ნიკას ხშირად დაჰყავს მისი ცოლ შვილი ჩემთან და რაღაცეებს მიყვებიან, მეც ზეციდან ვპასუხობ მათ და ძალიან ბედნიერი ვარ.
----------
გადავწყვიტე, ეს ისტორია სრულად დამედო, თქვენს შეფასებას ველი, რაც არ მოგეწონებათ ისისც თქვით და რაც მოგეწონებათ ისიც, დიდი მადლობა რომ წაიკითხეთ♡♡♡



№1 სტუმარი love

heart_eyes kissing_heart heart_eyes ძალიან მომეწონა, მადლობა ასეთი ისტორიისთვის smiley kissing_heart innocent

 


№2 სტუმარი სტუმარი უსახელო

საყვარელოოო, აღბრთოვანებული ვარ, ცოტა ვიტირე კიდეც

 


love
heart_eyes kissing_heart heart_eyes ძალიან მომეწონა, მადლობა ასეთი ისტორიისთვის smiley kissing_heart innocent

დიდი მადლობა სიხარულო♡♡

სტუმარი უსახელო
საყვარელოოო, აღბრთოვანებული ვარ, ცოტა ვიტირე კიდეც

ვაიმეე, რატო იტირე? მადლობა შეფასებისათვის♡♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent