შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქიმია ორისთვის ( თავი 16)


22-08-2020, 18:36
ავტორი თუკა
ნანახია 2 140

დაფიქრებული იჯდა ნუცა და ვერაფრით გადაეწყვიტა რა გაეკეთებინა. ფოტოების მთელი ამალა ჰქონდა და არ იცოდა საით დაერეკა, დანიელთან თუ მართასთან. მხოლოდ ერთს აანალიზებდა ახლა ცხელ გულზე რაიმეს გაკეთება სავალალო იქნებოდა. როგორმე საკუთარი ფიქრებისათვის უნდა მოეყარა თავი.. გული ისე გამალებით უძგერდა რომ მალე საგულედან გადმოუხტებოდა..
მაგიდის კუთხეში მდგარ ფოტოს შეხედა.
სამივე ერთად იყვნენ ამ ფოტოზე. პირველად რომ დააფუძნეს ბავშვთა სახლი მაშინ გადაიღეს და აგერ რამდენი წელიწადია ეს ფოტო უცვლელად ედგა მართას მაგიდაზე. მათ შორის არავინ იყო უფროსი და არვინ უმცროსი, ერთმანეთის საქმეს და პრობლემებს ხშირად ისე აგვარებდნენ არც კი იცოდნენ..
ახლაც ზუსტად ამ დღეში იყო ნუცა.. სოფოსთან დარეკვა არც უფიქრია, მისი ემოციების ამბავი რომ იცოდა, მაშინვე ტირილს დაიწყებდა და მერე სულ ვეღარაფერზე იფიქრებდა.
ფიქრები კარში შემოსულმა გოგომ გაუფანტა.. ტუჩის კუთხეში ირონიული ღიმილი დაიჭირა ნუცამ და ამღვრეულ სახეს თვალებში ჩააშტერდა..
- სპეციალურად დატოვე არა? - ფეხზე წამოდგა და გოგოს წინ აესვეტა..
- ვერ გავიგე რა დავტოვე ნუცა..
- ტატა, შენ მე მართა ხომ არ გგონივარ, ბავშური, მიამიტი და ნახევრად ლენჩი.. მოხარშულს გიცნობ.. - ტელეფონი სპეციალურად დატოვე, ბლოკიც ამიტომ არ ადევს ეკრანს. ფოტოებიც ამიტომ გაქვს ტელეფონში.. დიახ, ასე ნუ მიყურებ, თავიდან ბოლომდე შევისწავლე შენი ტელეფონი და იცი რატომ? არასოდეს მჯეროდა რომ მართას და დანიელის სიყვარული გიხაროდა. სადღაც გულის სიღრმეში ყველა ქალს შეშურდება, ყველა გაბოროტდება. არა, მიკვირდა ასეთი ანგელოზი როგორაა-თქო. ანგელოზი კი არა უკუდო და ურქო ეშმაკი ხარ..
- ზედმეტი ხო არ მოგდის? ჯერ ეს ერთიც სხვისი ტელეფონი რომ არ უნდა ქექო არ იცი? და მეორეც მე რომ მათი ერთად ყოფნა არ მდომებოდა არ შევარიგებდი..
- დამიჯერე ტატუნა, დანიელს ისე უყვარს ჩემი მართა უშენოდაც შეურიგდებოდა.. შენ კიდევ არ გასწავლეს რომ ოცდამეერთე საუკუნეში ტელეფონი უნდა დაბლოკო?? იცი რა, შეგიძლია მოატყუო ორივე, მაგრამ მე ვერ მომატყუებ.. კარგი გოგოს როლი მოირგე, შეარიგე , დანიელთან პლიუსები დაიწერე, დაანახვე რომ, მოუხედავად იმისა რომ გიყვარს , ისეთი კარგი ხარ სხვა ქალს დაუთმე მისი თავი და ახლა ისევ მოგინდა მათი წაჩხუბება??- ვერ გამოგივა გესმის? ამის უფლებას არ მოგცემ. მაგ შეღებილ თმას ღერა-ღერა გაგაცლი ჩემს დაქალს რომ მოიუახლოდე..
- ოხ ნუცა, ნუცა.. რომ მოვინდომო ახლავე წავაჩხუბებ , მაგრამ ახლა არ მაქვს ამისი სურვილი რაღაცა..
- რა ხდება გოგოებო? თქვენი ხმა გარეთ ისმის - კაბინეტში შესული ანდრია ერთიანად დაიბნა , ჯერ ტატას შეხედა მერე კი ნუცას..
- მაცადე ანდრია , ხელით გვერდზე გასწია და ტატას ახედა, მაინც როგორ, ამ ფოტოებს აჩვენებ მართას?
- ხო.. - მხრები აიჩეჩა და ტელეფონი ხელიდან გააცალა..
- როგორ გგონია, ამ უაზრო ფოტოების გამო დანიელთან იკამათებს? იმის გამო რომ მაქსიმალურად ცდილობ დანიელი ლოგინში ჩაიგორო და არ გამოგდის?
- მისმინე ნუცა.. რომ მოვინდომო გამომივა, არ ვინდომებ, იმიტომ რომ როგორც შენ გგონია ისეთი არ ვარ. კი დანიელი მიყვარს, შეიძლება მართაზე მეტადაც კი. მაგრამ მათ ბედნიერებას არ ვანგრევ.
- როგორ უნდა დაანგრიო გოგო, კაცს არ უყვარხარ, გიჟია ეს - სიცილით დაიძახა ნუცამ და ანდრიას შეხედა.. - როგორ უნდა დაანგრიო ამიხსენი. ძალით უნდა ახმარინო კაცს თავი? რაც იყო არ გეყო? ჭკუა ვერ ისწავლე? ხვალვე რომ გიხმაროს დანიელმა მთელი ცხოვრება მაინც მართა ეყვარება, ამ თავში ტვინი გაგაჩნია?!
- რომ გამაჩნია იმიტომ ვარ ასეთი. რამდენი ხანიც უნდა იმდენი ხანი იყოს მართასთან. მაგრამ რა გგონია, დანიაში რის გამო იყო ჩამოსული ? მხოლოდ პროექტი იყო მისი საქმე?
- ზედმეტი მოგდის !- ხმაში სიმკაცრე გაერია ანდრიას და ტატა თავისკენ დაატრიალა. - ზედმეტი მოგდის . დანიელი უხეშია და ცივია, მაგრამ მოღალატე არააა. მითუმეტეს მართას არ უღალატებს და ნუ დააჯერებ შენს თავს რომ იქ შენს გამო წამოვიდა.. როგორც მეგობარს პატივს გცემს და გნახა. თუ ესაა შენი ფანტაზიის გაშლის საბაბი, თავად ვეტყვი მეტჯერ არ გნახოს..
- ერთმანეთზე სულელები ხართ , თქვენც და მართაც. - ხოდა კიდევ, მართა ისე მენდობა, არ მგონია დაგიჯეროს რომ მისი კაცის შეთრევა მინდა..
- ვითომ? შენ დაგიჯერებს და მე არა? - ბრავოო ტატა, ბრავო.- ტაში შემოჰრა ნუცამ და დივანზე დაეშვა.. ახლა იცი რას ვიზამ? აქედან პირდაპირ ჩემს საყვარელ სიძესთან წავალ , ეგ ფოტოები კარგად შეინახე, იმიტომ რომ სიმართლეს რომ გაიგებს დანიელი მერწმუნე შენი ნახვა კი არა შენი ხმის გაგონებაც არ მოუნდება..
- სანამ შენ დანიელთან მიხვალ, ჩემს ტელეფონში არარაფერი იქნება ეშმაკიც მოციქულო - აღრენით გაეპასუხა და ტელეფონი გახსნა..
- უი რას ამბობ, სამაგიეროდ ჩემთან იქნება - თვალი ჩაუკრა და ტელეფონში არსებული ფოროები აჩვენა.
- შენ რა სურათები გადაიგზავნე?
- შენ გეგონა, მართა ნახავდა, გამწარდებოდა, მერე დანიელს მიუვარდებოდა და ისიც არ დაუჯერებდა? მაგრამ მე ვნახე , მე და მე ამ საქმეში ძალიან ყოჩაღ ვარ. ახლა ვნახოთ როგორი შანტაჟი ვიცი..
- ნუცა ამას ნუ იზამ..- ვედრებით შეხედა და მერე ანდრიას ანიშნა რამე თქვიო..
- ამას ტყუილად უყურებ. ტელეფონი ჩემია და დაქალიც ჩემია, ჩემს დაქალს კიდევ ვერავინ ატკენს გულს, საკმარისად ატკინეს ამ გოგოს, შენ რა ვერ იკმარე? გინდა რომ ეს ერთადერთი რაც მართას აბედნიეებს წაართვა? რატომ ტატა, ის ხომ მეგობრად გთვლის.
- იმიტომ რომ მეც მიყვარს ! - თავს ვეღარ ვერევი, ამდენი წელიწადი ჩუმად ვარ. მაგრამ თავს ვეღარ ვერევი ახლა..
- ხოდა თუ ამდენი წელიწადი ჩუმად ხარ, ახლაც ასე უნდა ყოფილიყავი. უკვე გვიანია. ხვალვე წავალ და ყველაფერს გავარკვევ.. და მერე ვნახოთ რა როგორ მოხდება.. - გაბრაზებულმა უთხრა და კარისკენ ანიშნა წადიო..

ერთმანეთის პირისპირ ისხდნენ და ხმას არც ერთი იღებდა, ტატას ზლუქუნის ხმა კი მკაფიოდ ისმოდა მთელ ოთახში. ვერაფერს ხვდებოდა დანიელი,ანერვიულებული შეყურებდა „მეგობარს“ და მხარზე ნაზად უსვამდა ხელს.
წყლით სავსე ჭიქა გაუწოდა და ნიკაპს ქვეშ ხელი ამოსდო..
- რა ხდება? რატომ ტირიხარ ასე, რა პრობლემაა ტატა მითხარი, დაგეხმარები..
- დანიელ არც კი ვიცი როგორ გითხრა. დღეს მართასთან ვიყავი.. - მისი სახელის ხსენებაზე ერთიანად დაიძაბა დანიელი და ტატას შეხედა.. - ტელეფონი კაბინეტში დამრჩა, არ ვიცი როგორ დამრჩა, დანიელ..
- მერე?
- მერე ის რომ უკან მისულს ნუცა დამხვდა, ჩემი ტელეფონი ბოლომდე გადაუქოთებია, მეუბნებოდა ვიცი რომ გინდა დანიელი და მართა წააჩხუბოო.
- ეგ რატომ გითხრა? ტატა რაღაცას ბოლომდე არ ამბობ - დაეჭვებულმა შეხედა და მისკენ ნახევარი ტანით დატრიალდა...
- ჩვენი სურათები ნახა, გახსოვს ბოლოს რომ ვიღებდით დანიაში..
- შანსი არაა !- გაბრაზებული წამოხტა ფეხზე და კარებს შეკრული მუშტი დაარტყა. - ამიხსენი ამ ფოტოებს რატომ ინახავ ტელეფონში? ეხლა იცი რა იქნება?
- ვიცი...
- ოხ ტატა, რაა ოხ - ნერვიულად მოისრისა შუბლი და ტატას წინ დაიმუხლა. მომეცი შენი ტელეფონი ან თავად წაშალე.
- უკვე წავშალე, ნუცა რომ დამეწყნარებინა, მაგრამ არ ვიცი ისე ყვიროდა, თავზე დამამხო ყველაფერი, წავალ და ყველაფერს ვიტყვიო, ვერ დავამშვიდე დანიელ- ტირილს უმატა და დანიელს მკერდზე მიეკრა..
- კარგი არ იტირო. მიდი პირი მოიბანე, მერე სახლში წადი და დაისვენე, მე მოვაგვარებ, შენ არ ინერვიულო, შენი ბრალი არააა, კარგი?
- კარგი. მაპატიე დანიელ , ჯობია წავიდე მართლა - ძლივს გასაგონად ამოიხავლა და მორიგი ტანჯული ქალის სახე მოირგო..
ნერვიულად გადიოდა ოთახიდან სამზარეულოში და უკან.ფიქრს თავს ვერ უყრიდა. კიდევ ერთი ჩხუბის , კიდევ ერთი გაუგებრობის ატანის და გადატანის სურვილი არ ჰქონდა.. ყველაზე მეტად სიმშვიდე უნდოდა.. იცოდა რომ ვერაფრით დააჯერებდა მართას სიმართლეს. მითუმეტეს თუ ამ ყველაფერს ნუცასგან გაიგებდა..
ჭიქაში ჯერ ყინულები ჩაყარა, მერე ღია ყავისფერი სითხე დაასხა და შეანჯღრია. ხარბად მოსვა და იგრძნო როგორ ჩაუწვა საყლაპავი და მუცელში ჩაეღვარა..
კარის გასაღებად ნელა წავიდა და მის წინ მდგარ ძმას ანაზდად შეხედა.
- მარტო რომ სვამ რა მაფიაა, ლოთი ხარ? - ხუმრობით უთხრა ძმას და მხარი გაჰკრა, თუ ქალები გყავს მითხარი და წავალ რა სახე გაქვს ეე.
- ნუ გამიხურე, ჯერ არ შემოსულხარ უკვე დამღალე.
- აბა რა გჭირს თქვი. ხასიათის დეფიციტი გაქვს ? თუ ასაკი შემოგეპაა..
- ნერვებზე მირტყავ მაგრად. მართას ისტერიკისთვის ვემზადები სულიერად, მაგას ფხიზელი თვალით ვერ შევხედავ და ვსვამ..
- რამე მოხდა? - ვისკის ჭიქა ხელებში დაიქცია და ბარის სკამზე შემოჯდა..
- ტატა იყო მოსული...
- მეც მაგაზე სალაპარაკოდ მოვედი ისე, მადლობა თქვი ნუცა არ წამოვიყვანე თორემ მერე ნახავდი შენ.
- მაგაზე რას ნიშნავს, შენც იქ იყავი?
- ახლა რაღაცას გეტყვი და კარგად მომისმინე. დავიწყოთ იქიდან რომ ნუცა არაფერს ეტყვის მართას და არაა საჭირო გონების დაკარგვამდე დალევა.. მეორეც ეს ტატა იცოდე შარში გაგხვევს დანო, იქ რომ არ ვყოფილიყავი ვიტყოდი რომ ნუცა აზვიადებს, მაგრამ ჩემი ყურით გავიგონე რაც ილაპარაკა და ისე შენ ძმაო ხო არ გაჟრიალებს, რა პონტში გადაიღე სურათები??
- სურათები იმ პონტში გადავიღე რომ უბრალოდ ვნახე და ყავას ვსვამდით . და რას ჰქვია შარში გამხვეს..
- მეტის ცოდნა საჭირო არაა, მე გაგაფრთხილე. მაქსიმალურად შორს იყავი და რაც მთავარია მართა მოაშორე, დანიელ ნუ ეთამაშები მაგ გოგოს, არც ისეთი ბულკია როგორსაც გაჩვენებს..
- კარგი გავიგე. ისედაც იშვიათად ვხედავდი და ახლა წავა უკან და სულ არ ვნახავ ანდრია.. შენ ის მითხარი სახლში რა ხდება? ნია როგორაა? სამსახურში არ დადის, სახლიდან აგვარებს ყველაფერს.
- მოდი პირდაპირ ვილაპარაკოთ რა. ხო სულ მეუბნებოდი ნია შენი დაც არის და არ დაივიიწყო ესო, ახლა შენ დაივიწყე მგონი. იცი როგორ გახდა? ნერვიულობს. ხო კარგი გასაგებია რომ დააშავა და შენს საწოლში იგულავა..
- ანდრია !- ხმაში ბრაზი გაერია და ფეხზე ზანტად წამოდგა.
- თქვენ ორივეს გგონიათ იმაზე გავბრაზდი რომ ნიას ვიღაც უყვარს , ან იმაზე რომ სექსი ჰქონდა?! ეგ ჩემი საქმე არააა, მე იმაზე გავბრაზდი რომ დამიმალა. ამათ შორის დიდი განსხვავებაა ყოველ შემთხვევაში ჩემთვის..
- კარგი გავიგეთ რომ პრინციპებით აწყობილი კაცი ხარ, მაგრამ, მოდი ახლა დაიკიდე ეგ შენი რაღაცეები და წესიერად დაელაპარაკე ამ გოგოს რა.
- დაველაპარაკები ამ დღეებში, ახლა შემეშვი..
- ჩემი რძალი სადააა?
- სოფოსთან რჩებიან დღეს, აბა რატომ გითხარი მართას აფეთქებას ველოდები-თქო..
- მაშინ მე დავრჩები მართას ნაცვლად, ოღონდ ერთი პირობით, შენს გვერდით დავიძინებ.
- სულ გამოყლ*ვდი? - გულიანად გადაიხარხარა და ძმას გახედა, ჯერ ეს ერთი მე შენთვის დაჩენა არ მითხოვია და მეორეც ჩემს გვერდით რატომ უნდა დაიძინო, ცოტა ოთახებია?
- იმიტომ რომ მაგარი ძუნწი კაცი ხარ და მხოლოდ ერთ ოთახში დააყენე დიდი ტელევიზორი..
- ყველაზე დიდი მისაღებშია და იქ დაედგე..
- ის დივანი ხმელია - ბავშვივით თქვა და ვისკი მოსვა.
- ახურებ რა, სადაც გინდა იქ დაწექი, დილით შენი რძალი უთენია მოვა თავად გაეცი პასუხი, მის ლოგინში რატომ გეძინა.
- მოსულა - მხარზე დაჰკრა ხელი და საძინებლისკენ წავიდა..
დაახლოვებით თხუთმეტი წლის წინათ ეძინებათ ასე ბოლო, ერთ ლოგინში, იმ განსხვავებით რომ იქ ნიაც იყო. სამივე ერთად წავიდა ბათუმში და ერთ ღამეს გადაწყვიტეს ერთ ოთახში დაძინება, საწოლები ერთმანეთს მიადგეს და სამივეს ერთად ეძინა. ყველაზე ტკბილი მოგონება იყო ანდრიასათვის ეს ზაფხული.
მაშინ ჯერ კიდევ არაფერი იცოდა რას უმზადებდა ცხოვრება.. როგორ წარმოიდგენდა რომ ასე გაამწარებდა ბედი. ასე აქცევდა ზურგს ოჯახი და მძიმე დღეებში მის გვერდით არ იქნებოდნენ..
**
- როდის მიდიან ქალები? - მოულოდნელად იკითხა სოფომ და შემოგვხედა..
- რა იყო წასვლას აპირებ? გააჩინე მაინც - ალმაცერად გახედა ნუცამ და ყავა ხარბად მოსვა..
- რა უტაქტო ხარ ნუციკორე, როგოც ყოველთვის. რა აღრენილი ხარ შენ დღეს?
- რავიცი უხასიათოდ ვარ , ხო ხედავ და რაღას მეკითხები..
- ნუცა რა გჭირს? მე შენ იქ სამუშაოდ არ დაგტოვე? უფრო სწორად თავი გაიგიჟე მე დავრჩებიო, ხო მართლა ტელეფონზე შემოვიდა ტატა?
- შემოვიდა და გავატანე, ხოდა ჩემი აზრიც მოვახსენე - ბედნიერი სახით მითხრა და გამიღიმა..
- რა აზრი გოგო?
- ის აზრი რომ არ მომწონს და თუ დანიელს მიუახლოვდება თმას გავაცლი და დავასახიჩრებ.
- მე შენ რა გთხოვე ნუცა. ეგ გითხარი რომ გამოვდიოდი?
- ჩემი საქმის მე ვიცი კარგი? შენ მოგწონს და მოგწონდეს, მე არ მომწონს ეს გოგო და მორჩა.. ისე სწორი კითხვა დასვა ახლა სოფომ, აი როდის მიდიან ქალები, როგორ გგონია რატომ წავიდა შენი დაქალი ტატა დანიელისაგან?
- ნერვებს მიშლი!- აღრენილმა ვუთხარი და ფეხი გავკარი. ახლა ტატას და დანიელის ამბები განვიხილოთ? თუ რა გინდა?
- არა მაინტერესებს. გინდა მე გითხრა?- ირონიულად იკითხა და სავარძელზე მიწვა.
- თქვი მიდი - ვალში არ დარჩა სოფო და შემომხედა..
- იცი რა, ქალები ხშირად მაშინაც მიდიან, როდესაც უყვართ. აი, წარმოიდგინე მიდიან უხმოდ, ისე რომ არაფერს ტოვებენ თავიანთსას, მიდიან იმიტომ რომ ვერ უძლებენ დამცირებას, ტკივილს, უყურადღებობას. მიდიან და უკან არ ბრუნდებიან, უკან არ იხედებიან ისე მიდიან ძირითადად.. მოკიდებენ შვილებს ხელს და სამახსოვრო ბარათს არ უტოვებენ ხშირად იმ კაცს რომელზეც გიჟდებოდნენ ისე უყვარდათ. იცი რატომ? იმიტომ რომ აქ კაცები აშავებენ, ყოველთვის ყველა კაცს ჰგონია რომ ქალს სახელად „ცოლს“ არ უნდა მოფერება, ზრუნვა, ყურადღება, ცოლი მუდამ სახლშია, ცოლი მუდამ გაუგებს და აიტანს. ცოლი აბა რისთვისაა?! - ახლა მოდი ვნახოთ ტატა რატომ წავიდა დანიელისაგან.. იმიტომ რომ დაიღალა.
- რითი დაიღალა გოგო, ანგელოზივით კაცი ჰყავდა გვერდით.
- საქმეც ეგაა რომ გვერდით არ ჰყავდა. მხოლოდ ლოგინში ჰყავდა და ისიც მაშინ როდესაც დანიელს მოუნდებოდა.
- შენ რა იცი სანთელი გეჭირა? - გაბრაზება ვერ დავმალე და გავხედე..
- ამას დიდი ცოდნა არ სჭირდება , აბა რა აკლია ტატას , გარეგნობა თუ ჭკუა?- უბრალოდ ერთ დღეს დაიღალა , რომ ეს კაცი ტყუილად ხმარობდა როცა მოუნდებოდა და დაემშვიდობა..
- ნერვებს მიშლი კი არა ნერვებს მითხრი უკვე , ამას ხვდები? - არ მაინტერესებს რა იყო ჩემამდე ქალო, გინდა რომ ახლავე წავიდე და შუაზე გავხიო ეს კაცი თუ ამ გოგოს მივუვარდე?!
- მინდა რომ ამ გოგოს შეეშვა ქალო - უმალ გამომაჯავრა და გვერდით მომიჯდა. - მართა, ასეთი შტერი არ ხარ შენ, ხო იცი რომ ამ გოგოს დანიელი უყვარს , როგორ შეიძლება მტერი ასე ახლოს გყავდეს, არ აკი ამბობენ მტერი ახლოს უნდა გყავდესო, მაგრამ ედაქალეო არ გეუბნებიან, ცხვირს წაგამტვრევინებს იცოდე, და ჩემთან ზლუქუნით რომ მოხვალ არ მოგეფერები..
- კარგი ნუცა გავიგე. გავიგეე - რაც შემეძლო მშვიდად ვუთხარი და სოფოს გავხედე..
**

სამ საათიანი თათბირის მერე, გადაღლილი იჯდა დანიელი, მის მხარზე შეყვარებულივით ედო თავი ირაკლის და ბედნიერად მოსაუბრე ლევანს უყურებდა ორივე.. გადაღლილ მზერას არ აშორებდა ძმაკაცს და აშკარა იყო არ უსმენდა..
ახლა ერთადერთი სურვილი ამოძრავებდა. სახლში მალე მისულიყო და დაესვენა.
- ხო მართლა, რაღაცას გკითხავ და მიპასუხე რა - ძმაკაცებს გახედა და უცოდველი ბავშვივით გაიღიმა..
- მიდი.მოკლედ და ლაკონურად, შენ რომ იცი ისე - აღრენილმა უთხრა ირაკლიმ დანილეს ახედა.
- საბა თქვენ გაალამაზეთ?
- არა, ჩვენ ავუხსენით რომ ჩვენს რძალს არავინ არ უნდა შეეხოს.
- გასაგებია. ამიტომ მიყვარხართ. - ისე თქვა თვალები არ გაუხელია.. რამოდენიმე წამს კიდე იჯდა გატრუნული და ზანტად წამოდგა ფეხზე.. - ირუშ წამო გაგიყვან, და სახლში წავალ , მართა მელოდება უნდა გავუარო .
- წადი მიდი შენ, დაიღალე დღეს, ლევანი გამიყვანს .
- კარგი წავედი მაშინ, დიდხანს არ იცუღლუტოთ აქ - ძმაკაცებს თითი დაუქნია და კაბინეტიდან გავიდა..
ადამიანები ერთმანეთზე დამოკიდებულები ხდებიან.. ზოგიერთს ჰგონია რომ ყველაფერი შეჩვევიდან იწყება და სიყვარულში გადადის ზოგს კი პირიქით სიყვარული გადააქვს შეჩვევაში, მაგრამ დანიელ ლიქოკელი სულაც არ იყო მიჩვეული მართაზე, უბრალოდ მასზე იყო დამოკიდებული, მისი თმების სურნელზე, მისი ტუჩების შეხებაზე, მისი ხმის გაგონებაზე.. მხოლოდ ეს ყველაფერი ისე უნდოდა გაეგონა ყოველ დღე, სასიცოცხლოდ სჭირდებოდა, ეს იყო რაც ძალას აძლევდა, ეს იყო რითაც ივსებოდა...
მხოლოდ მისი დანახვაც კი საკმარისი იყო მისი დღის გაფერადებისათვის..
სულში ჰყავდა გამჯდარი დანიელს მართა. იმ პირველი წამიდან დღემდე. მისი არსებობით ევსებოდა სული და ყოველი დღე უფრო აუტანელი ხდებოდა მის გარეშე..
მანქანა ეზოში გააჩერა , ყვავილების თაიგული გადაიტანა და კიბეებს ნელა აუყვა.. კარზე ჩვეული რიტმიტ დააკაკუნა და რამოდენიმე წამში მის წინ ლოყებაწითლებული მართა იხილა.
- არ შემომიშვებ? - დამფრთხალმა მკითხა და წარბი ასწია..
- მარტო არ ვარ -ცოტა შეშინებულმა ვუთხარი და მისაღებისკენ გავიხედე.
- რას ქვია მარტო არ ხარ, აბა ვინაა ?
- მამაჩემი და ბებიაჩემი.
- ხოდა ძალიან კარგი, გაიწიე იქეთ - ხელი მომკიდა და ზურგს უკან კარები დაკეტა. - ოდესმე ხომ უნდა მნახონ. თინეიჯერი ბიჭივით დიდი ხანი უნდა ვიმალებოდე? ნუ ნერვიულობ ისეთს არაფერს გავაკეთებ რაც არ გენდომება ხო იცი. შუბლზე მაკოცა და მისაღებში შემატარა..
- ვინ მოვიდა?- მამაჩემის ხმა მკვეთრად გაისმა ოთახში და დანიელის დანახვაზე ფეხზე წამოდგა.. - ეს ასე გაუფრთხილებლად მოდის როცა უნდა, თუ რა ხდება მართა?
- მე ვამჯობინებდი საღამო მშვიდობის მეთქვა თქვენთვის ბატონო ალექსანდრე, მაგრამ, რადგან ასე გადაწყვიტეთ ჩვენი ურთიერთობის დაწყება ასე იყოს.
- დანიელ გთხოვ - მკლავში დავქაჩე და ანერვიულებულმა გავხედე მამაჩემს..
- დამშვიდდი, მოდი ეს ყვავილები გამომართვი შენ - თაიგული სახეში მომაჩეჩა და მამაჩემს წინ დაუდგა. - ახლა პირდაპირ გეტყვით ჩემს აზრს და ძალიან გთხოვთ არ გამაჩეროთ, სიამოვნებით მოგისმენთ თქვენც მას მერე რაც დავასრულებ.- აქ მოსასვლელად ნებართვა არ მჭირდება ბატონო ალექსანდრე. თქვენდა გასაკივირად თქვენი შვილი მიყვარს, მიუხედავად იმისა რომ დიდხანს ეცადეთ ჩვენს დაშორებას და დარწმუნებული ვარ კიდევ არაერთი მცდელობა იქნება მაინც ვერაფერს შეძლებთ. პირიქით ახალ ამბავს გეტყვით და იმედი მაქვს ეს მაინც გაგიხარდებათ..
- რა ამბავს? - უსიამოვნოდ გამომხედა და მზერა ხელზე ჩამიყოლა.. - ეს რა გიკეთია?
- მამა მორჩი !- გაბრაზება ვერ დავმალე და ხელი ავუქნიე. მე და დანიელი დავინიშნეთ მათ კორპორატიულზე.
- ისე დაინიშნე მშობელებს არც გააგებინე? - ყოჩაღ მართა..
- მოდი არ გვინდა , ამაზე კამათი. ჩავთალე რომ ასე უკეთესი იქნებოდა მამა, ჩვენ ხომ თვეში ერთხელ ვხედავთ ერთმანეთს, იშვიათად გახსენდები, მაშინაც კი არ მოხვედი როცა საავადმყოფოში ვიყავი და ახლა გაგიკვირდა რომ ნიშნობა გამოგაპარე?
- რა საავადმყოფოზე ლაპარაკობ ?- ანერვიულებულმა გამომხედა ბაბემ და ჩემი ხელი ხელებში მოიქცია.
- გასაგებია, ნიტამ დედას უთხრა, იმან კიდევ არაფერი თქვა. რატომღაც არ მიკვირს . - მოდი ამაზე სხვა დროს ბებოო.
- ახლა რას აპირებ?- დანიელს ახედა მამაჩემმა და მერე მე გამომხედა..
- რა მხრივ მეკითხებით, ახლა მართას წასაყვანად მოვედი. თუ ქორწილზე მელაპარაკებით აუცილებლად დაგპატიჟებთ.
- იმედია..
- რა თქმა უნდა , ეჭვი არ შეიტანოთ ამაში .. - ხელი შემომხვია და მამაჩემს ჯიბრზე გახედა..
- ისე ერთს გაგახსენებ ახალგაზრდავ , ძველი გამოთქმა გეცოდინება, განათლებულიკაცი ხარ „ იცინის ის, ვინც ბოლოს იცინის“ - მხარზე ხელი დაჰკრა და კარისკენ დაიძრა..
- ბატონო ალექსანდე - გასასვლელში დააწია ხმა დანიელმა და მისკენ დატრიალდა - მისამართი შეგეშალათ , მგონი ამ ძველ გამოთქმაში თქვენს თავს გულისხმობდით ..
- ვნახოთ , ნიკოლოზს მოკითხვა - ხელი აუქნია მამაჩემმა და კარები გაიხურა..
ცხელი შხაპის ქვეშ ვიდექი გატრუნული და ფიქრებისათვის თავის მოყრა მინდოდა.. კონცენტრირებას ვერ ვახერხებდი, ვერანაირად ვერ ვიჯერებდი ნიტამ ჩემი ცუდად ყოფნა უთხრა დედაჩემს და არ მოვიდა წამით არ დაინტერესდა როგორ ვიყავი.
უმალ დამედინა მლაშე სითხე ლოყებზე და წყალს გავატანე, როგორ მიყვარდა ასე წყლის ქვეშ დგომა, როცა ვერავინ ხედავდა ჩემს დარდს და ტკივილს, როცა არ ჩანდა ცრემლები..
როცა არავის შეეძლო ჩემი დარდის დანახვა..
გრილი ხელების შეხებაზე მოულოდნელად დავფრთხი და ზურგისკენ დავტრიალდი.. მთელი ტანით ამიკრა ზედ დანიელმა და ტუჩებზე მაკოცა.. გაოცებულმა შევავლე თვალი მის ბედნიერ სახეს და ხელები კისერზე შემოვხვიე.
- ძალიან გარყვნილი კაცი ხარ შენ დანიელ - სიცილით ვუთხარი და ტუჩებზე ვაკოცე..
- შენი გარყვნილი ..
- მხოლოდ ჩემი ..
წყლის ჭავლს მოვშორდი და დანიელს მკერდზე მაგრად მივეხუტე. თამამი თითები მაშინვე დამისვა ზურგზე და ცხელი კოცნის კვალი დამიტოვა მხარზე. ბაგეები ერთმანეთს დავაშორე და მორიგი შტურმისთვის მოვემზადე. მოულოდნელად მიმაკრა კედელს და ბეჭებში გაუსაძლისი ტკივილი ვიგრძენი, რომელიც ამავდროულად სიამოვნებით იყო გაჟღენთილი. ხარბად მაკოცა ყელზე და ხელები ნაზად ჩამომისვა მკერდზე. საშინელ სიმხურვალეს და დაჭიმულობას ვგრძნობდი მუცლის ქვემოთ, მთელი სხეული მის შეხებას მთხოვდა , დანიელი კი ჩემს ჯინაზე აჭიანურებდა.. მაქსიმალურად ცდილობდა გაეწელა სიამოვნება . ნელა დამისვა ხელი მკერდიდან მუცლისკენ და მორიგი უზორების ხატვას შეუდგა. ვგრძნობდი მის თბილ და რბილ თითის ბალიშებს როგორ გადავყავდი ჭკუიდან და სიამოვნების მწვერვალზე ავყავდი..
- დანიელ მეტი აღარ შემიძლია - მკერდზე დავაფრქვიე ოხვრა და ფეხები წელზე შემოვადე..
- მოითმინე მართა - ჯიბრზე მითხრა და ქვედა ტუჩზე მაგრად მომიჭირა კბილები..
- იცოდე სამაგიეროს გადაგიხდი - ძლივს მოვახერხე თქმა და უფრო მეტად ავეკარი ზედ..
მისი სათითაო მოძრაობა სიამოვნების ახალ ტალღას ქმნიდა ჩემში, უფრო და უფრო მიძლიერდებოდა სურვილი მაქსიმალურად მეტად შემეგრძნო სათითაო მოძრაობა.. სველი სხეულით მეკვროდა ზედ და კოცნისაგან გაწითლებულ ტუჩებზე ხარბად მკოცნიდა..
მოულოდნელად შედგა, ხელში ამიყვანა და ნელი სვლით წავიდა საძინებლისკენ. გონსმოსვლა არ ვაცადე, საწოლზე გადავაწვინე და ზემოდან მოვექეცი.. ვიცოდი როგორ ვერ იტანდა როცა თავისი სურვილის საწინააღმდეგოდ ვიქცეოდი , როცა სადავეებს ვაცლიდი ხელიდან და ინიციატორი მე ვხდებოდი...
ამჯერად ჩემდა გასაკვირად არ გაუპროტესტებია. თვალებში ჯინაზე მიყურებდა , ისე როგორც თავად უყვარდა.
ორივე ხელი თეძოებზე მომიჭირა და სხეულის რიტმს უმატა. საყვარელი ადამიანის სათითაო მოძრაობის აღქმა ყველაზე დიდი სიამოვნება და ბედნიერება იყო. თვალებში ვუყურებდი და ვხედავდი რაოდენ დიდი კმაყოფილება ჰქონდა ამ ადამიანს , რომელსაც ჩემი გული , სული და სხეული ეკუთვნოდა.
თავი მის მკერდზე მედო და მშვიდად ვსუნთქავდი.
მხოლოდ მის გვერდით ვიყავი მშვიდად, ვგრძნობდი რომ არაფერი მემუქრებოდა..
- შენმა გამოჩენამ ჩემი ცხოვრება სრულიად შეცვალა იცი?- მოულოდნელად დაიწყო დანიელმა და უფრო მეტად მიმიკრა ზედ. შიშველ ზურგზე თბილი საბანი მიმაფარა და თავზე მაკოცა. - შენ დამანახვე რომ ქალები სხვადასხვანაირები ხართ. ყველა ერთ თარგზე არაა აჭრილი.. მუდამ ჩაკეტილი და უხეში ვიყავი.. ამაზე ახლაც ხუმრობენ ბიჭები . მაგრამ შენმა გამოჩენამ თითქოს მომალბო მართა. მივხვდი რომ განსაკუთრებულ ქალს განსაკუთრებული მიდგომა სჭირდება.. - გახსოვს ჩვენი პირველი დარჩენა დაჩაზე? - დილით ვიწექი და გიყურებდი და ვფიქრობდი როგორი სხვანაირი იყავი.. როგორი ბავშური, როგორი თბილი მართა, ვგრძნობდი რომ შენს გვედით სულ სხვანაირი ადამიანი გავხდებოდი.. არ მინდოდა, შეცვლა არაფერში მჭირდებოდა მაგრამ შენ ეს შეძელი უსტყვოდ, უთქმელად მხოლოდ გრძნობებით შეძელი .. მივხვდი რომ შენ იყავი ჩემი არსებობის გაგრძელება, ჩემი ფიქრების დასასრული მართა.. გიყურებდი და მინდოდა შენს ფიქრებს ხელებით შევხებოდი. იმდენად მინდოდა ახლოს მყოლოდი ვიცოდი რომ ყველაფერზე წავიდოდი.ასეთად შენმა მიდგომამ, შენმა ნდობამ მაქცია .. რატომ მენდე, რატომ წამომყევი, რატომ არ შეგეშინდა მაშინ რომ თითქმის სრულიად უცხო მამაკაცს გაყევი მიყრუებულ დაჩაზე..
- როგორც წესი ქალები ძალიან ხშირად ცდებიან დანიელ.. იცი რატომ? ისინი მამაკაცის სიტყვებს უჯრებენ და არა მათ საქციელს. ისე როგორც შენ მეც რაღაცეები გამოვიარე. მივხვდი რომ ცარიელ ადგილას კაცის სიტყვები არაფერს მოგცემს, თუ მას მერე ქცევაც არ მოაყოლა.. იცი რა , ქალებს და ზოგადად ადამიანებს გვიყვარს იმისი დაჯერება რაც გვინდა.. თუ კაცი გეუბნება რომ აღარ დალევს, და მეორე დღეს გალეშილი მთვრალი მოდის და ეს კვირეები გრძელდება, გამოდის რომ ფაქტი უფრო მყარია და არა სიტყვები. მე შენ დიდი ხანი გაკვირდებოდი.. შენი ქცევა სულ საპირისირო იყო. მეუხეშებოდი , მეჩხუბებოდი, თუმცა ამავე დროს ჩემზე ზრუნავდი.. გახსოვს, შეზლონგზე დაძინებული ამიყვანე, მანამდე ოთახის კარები გამიხსენი. მერე შუაღამეს გარეთ არ დამტოვე, თანხა დამირიცხე, მოკლედ უამრავი რამეა რაც სხვა რეალობას მიშლიდა თვალწინ. ამიტომ გენდე. მე არა ჩემი გული გენდო. ჩემი გული კიდევ არასოდეს ცდება დანიელ - გადაჭრით ვუთხარი და საწოლზე მიფენილი მისი პერანგი შემოცივცი..
- საით?- მე ჯერ არ დამიმთავრებია შენით ტკბობა - ბავშვივით გამებუსხა ..
- მშია, და არც შენ გაწყენდა ჭამა, წავალ რამეს მოვამზადებ. გპირდები ამჯერზე გემრიელს - სიცილით ვუთხარი და სამზარეულოსაკენ წავედი..
მარტო დარჩენილი დანიელი ფიქრებმა თავისკენ წაიყვანა.. იცოდა რომ ოჯახის წინაშე მოუწევდა დადგომა და ისიც ძალიან კარგად იცოდა რომ უამრავ წინააღმდეგობას შეხვდებოდა.. წვეულების მერე სახლში არ ყოფილა, მამის ზარებს არ პასუხობდა, კარგად იცოდა ნიკომ შვილის ამბავი, სამსახურში მისვლას და საუბარს აზრი არ ჰქონდა, ერთიანად იფეთქებდა დანიელში პაპის ხასიათი და საბოლოოდ გადახაზავდა მშობელს..
სახლში მისვლამდე ერთი მთავარი საქმე ჰქონდა მოსაგვარებელი.. სოსოსთან უნდა წასულიყო და იმ გადაკრული ფრაზების ამბავი გაერკვია რაც იქ მოისმინა.. არც დედამისის და სოსოს საუბარი მოსწონდა მალულად. ამიტომ გადაწყვეტილება მყარად ჰქონდა მიღებული. ორივეს ერთად დალაპარაკებოდა, მერე მამის ჯერი დადგებოდა და ამას მაქსიმალურად გაურბოდა. მიუხედავად იმისა რომ მამა ყოველთვის მკაცრი და უხეში იყო, გულის სიღრმეში მამა ყველაზე მეტად უყვარდა. მიუხედავად იმისა, რომ ბავშობაში საშინლად ატკინა გული, მამა მაინც იდეალი იყო მისთვის, ყოველთვის მიაჩნდა რომ ასეთი უხეში იყო და ამითი იმკვიდრებდა ადგილს საზოგადოებაში, ასე უნდოდა ადგილის გამყარება და ცხოვრებაში რაღაც მწვერვალზე ასვლა.
მაგრამ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებით, რაღაც აეჭვებდა დანიელს. რაღაცა სხვა განცდა ჰქონდა გამჯდარი სხეულში და გულში. ერთიანად იყო მამა მისთვის ახლობელი და შორეულიც. მისი სისხლი და ხორციც და უცხოც.
**
- რა გინდა ამ ბიჭისგან ამიხსენი ერთი - გაბრაზებულმა უთხრა ბაბემ შვილს და თვალებში ჩახედა..
- არაფერი, წამოდი ახლა მაგისთვის არ მცალია, მაინტერესებს ეს გოგო როდის იწვა საავადმყოფოში და ჩვენ არ ვიცით.
- ჩვენ? ჩვენ ვინაა მე და შენ შვილო? - დარწმუნებული ვარ შენს ცოლს ეცოდინება..
- ხოდა მაცადე დედა რა, მაცადე !- ასაკოვანი ქალი გვერდზე გასწა და საძინებლის კარები მიიკეტა.
საწოლზე მშვიდად იწვა სალომე და სერიალს გაფაციცებით უყურებდა. სახეზე იმდენი ემოცია ესახებოდა ვერ გაიგებდი სიხარულის იყო თუ მწუხარების. გადასართველი აიღო და ცოლს ტელევიზორი გაუთიშა. გაოცებულმა შეანათა თვალები ალექსანდრეს და საწოლზე ლოტუსის ფორმაში დაჯდა..
- ნიტას როდის ელაპარაკე? - პირდაპირ საუბარზე გადავიდა და ხელები გულზე გადაიჯვარედინა.
- რავიცი გუშინ დავურეკე..
- მაგას არ გეკითხები !- იცოდი რომ მართა საავადმყოფოში იყო?
- ლექსო კარგი რა !- ბავშურად დაუბრუნა პასუხი და გაიტრუნა..
- რა კარგი რა ქალოო. მიპასუხე იცოდი თქო?
- ვიცოდი ! ვიცოდი და არ გითხარი. იმიტომ რომ გაცვივდებოდით და იქ კიდევ ის ბიჭი იქნებოდა, ის საძაგელი და აუტანელი ბიჭი, არ მინდოდა გენერვიულა..
- ქალო, შენ თავში ტვინი სულ არ გაქვს?- მკლავში ხელი სტაცა და საწოლიდან წამოაგდო. - ვინ ბიჭზე მელაპარაკები, როცა შენი შვილი ცუდად იყო..
- ცუდად არ იყო.
- აბა რა სჭირდა, ისე გასართობად იწვა საავადმყოფოში? რა სჭირდა-თქო, მიპასუხე - გამწარებულმა უყვირა ცოლს და საწოლზე მოისროლა..
- მაშინ რომ ვიჩხუბეთ და აქედან წავიდა ავარიაში მოყვა , იმ გარეწარისგან ორსულად ყოფილა და ბავშვი დაკარგა - ისე თქვა თითქოს სერიალის გმირზე საუბრობდა..
- შენი შვილი ორსულად იყო, ბავშვი დაკარგა და ამას ასე როგორ ამბობ სალომე?- მოწყვეტით ჩაჯდა სავარძელში და სახე ხელებში ჩამალა.
ოცდარვა წელიწადი ცხოვრობდა ამ ქალთან ერთად და მხოლოდ ახლა გააანალიზა რომ ეს ქალი კი არა ნამდვილი ურჩხული იყო. უყურებდა და ვერ ხვდებოდა ასეთი გულგრილი, ასეთი ურეაქციო როგორ უნდა ყოფილიყო იმ ადამიანის მიმართ რომელიც ცხრა თვე ატარა, მისით იკვებებოდა, მასში იზრდებოდა და მასში ყალიბდებოდა..
ასეთი საოცრება მხოლოდ ზღაპრებში თუ ჰქონდა წაკითხულ ლექსოს, ისიც ძალიან ღრმა ბავშობაში.
როცა დედინაცვლებს არ უყვარდათ გერი ქალიშვილები და ცუდად ექცეოდნენ. მაგრამ ეს ხომ დედინაცვალი არ იყო, ეს ხომ შვილი იყო, მისი ნაწილი, მისი სისხლი და ხორცი, მასში რომ დაიწყო პირველად გულის ფეთქვა. ქალები ხომ ამაზე ოცნებობდნენ, რომ ჰყოლოდათ შვილი. მთელი ცხრა თვე ჯერ არ დაბადებულ შვილზე ზრუნავდნენ.
ახლა მკაფიოდ ახსენდებოდა როგორ დაყურებდა პატარა მართას სალომე. როგორ არ უყვარდა ეს ციცქნა გოგო, ან უნდოდა რომ არ ჰყვარებოდა და იმდენად დიდი სურვილი ჰქონდა ამისი, თავისივე ფიქრებში და ბოღმაში ჩაიძირა..
უხმოდ ადგა სავარძლიდან, კარადის კარები გამოაღო, მოზრდილი ჩემოდანი გამოათრია და სალომეს გახედა..
- გახსოვს გაგაფხილე აქედან წასულ მართას რაიმე რომ დაემართოს სახლიდან გაგაგდებ- თქო! - ზუსტად ამას ვაკეთებ ამას. ან შენ თავად ჩაალაგე შენი ბარგი, ისე ნაზად და აკურატულად როგორც გიყვარს. ან ერთი ხელის მოსმით ჩაგიყრი ყველაფერს და ამ შუაღამეს გარეთ გაგიშვებ..
- ლექსო მისმინე..
- იმდენი ხანი გისმენდი რომ საკუთარი თავი მეზიზღება ახლა. დედაჩემი მართალი იყო, როცა მეუბნებოდა ეს ბავშვი არ შეგიყვარებს ახლა თუ მიატოვებო..- ერთხელ უკვე მივატოვე და მეორედ იგივე შეცდომას არ დავუშვებ. დილით გაგიყვან შენს სახლში..
- კარგი - მშვიდად უთხრა და კარადიდან ტანსაცმლის გადმოლაგებას შეუდგა. - იცოდე ამ დღეს და ამ საქცილს ინანებ ..- პატარა ბავშვივით დაემუქრა და ქმარს გახედა.



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

როგორც იქნა გამოიჩინა კაცობა ამ კაცმაც.იმედია ბოლომდე გაყვება მის არჩევანს.მიხარია ახლა მაინც რომ დაიცვა მართა სალომესთან.
--------------------
ლანა

 


№2 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან გვიანი მგონია ამქალს მართა სხვისგან ხომ არ ყავს რომ არ უყვარს ძაან არ მომეწონა ტატას საქციელი ასე მგონია ისევ აურევს მართას დანიელს დარითი არ დამთავრდა ამათი წამებაა

 


№3 სტუმარი სტუმარი gvantsa

იმედია ბოლომდე გამოიჩენს ეს კაცი კაცობას და არ აპატიებს ამ საზიზღარ ქალს და უკან არ მოაბრუნებს. ნუცა ძალიან მიყვარს უკვე ,გამიხარდება ეს და ანდრეა თუ ბედნიერები იქნებიან,ძალიან არ მომწონს ეს ტატა და იმედია ვერ შეძლება მართას და დანიელის ისევ წაჩხუბებას და არევას ,თორე ნუცას მეც დავეხმარები და ვერავინ გამოგვწიწკნის ალბად მის თავს :))

 


№4 სტუმარი სტუმარი თათია

ძალიან კარგი თქვი იყო, იმედია ისევ დიდი ხნით არ დაიკარგები :)

 


№5  offline ადმინი თუკა

ძალიან დიდი მადლობა რომ ითხულობთ და ყველაზე მეტად ის მახარებს როცა პერსონჟებზე მსჯელობთ და თქვენს მოსაზრებას მიზიარებთ ხოლმე..
--------------------
4love.ge

 


№6  offline წევრი Tako Vano

როდის დადეეფ

 


№7 სტუმარი სტუმარი თათია

როდის დადებ ახალ
თავს?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent