შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვარიეტე (მეხუთე თავი)


24-08-2020, 09:58
ავტორი Blume
ნანახია 956

სახელოსნო პატარა იყო , კედლები თაროებითა და ხელსაწყოებით დახუნძლული . რა ფორმის ნაკეთობანი არ იმზირებოდნენ თითოეული კუთხიდან , მზრუნველ ხელებს კოხტად დაემწკრივებინა ქოთნები , საყვავილეები და ჯამები , ქვაბები , მოხატული სუვერინები და კიდევ ათასი ჯურის ჭურჭელი სიმაღლის მიხედვით. იმ რამდენიმე წამში სანამ თომა მოშორდებოდა და გამაოგნებელ ბურუსს , ოდნავ სასიამივნოც რომ იყო ერთი ხელის მოსმით ჩამოანგრევდა , გვანცამ ინატრა რომ ოდესმე თავადაც ასეთი "დალაგებული " ყოფილიყო . ნეტავ ვინმე ღვთისნიერს ყველა "გვანცა" აეღო და ასეთი წესრიგით აეწყო.არ იცოდა რის მიხედვით შეაკოწიწებდნენ , ეს რომ სცოდნოდა, რამე კავშირი რომ დაენახა ეგოისტ ბავშვს,ჯიუტ მოზარდსა და იმ გოგონას შორის ახლა ამ სიმყუდროვეში რომ ყველაზე არეული რამ იყო , თავადაც მოახერხებდა რამეს . ათასი კითხვა ათასერთ ნაწილად რომ უსერავდა "მეს" შეერთდებოდა და ბოლოს და ბოლოს გაიგებდა რა უნდა ექნა, რა უნდა ეთქვა ვაჟისთვის,როცა ის უეცარად უკან გაიწია და წამისწინანდელი დაძაბული თომა თავადვე გააქრო.

შესცინა ბიჭმა , სიცხე ხომ არ გაქვსო ჰკითხა და მეორედაც რომ დააპირა მიახლოება უნებურად უკან დაიხია გოგონამ. არ იცოდა რა ექნა , როცა ვერც წამისწინანდელი თრთოლვა შეატყო მის ხმას , ვერც გულწრფელობა დაიჭირა ვაჟის კითხვაში.
სხვა დროს დაუფიქრებლად მიახლოდა რომ სიცხეს შუბლზე ხელის დადებითაც გაიგებდა და მის საქციელში რაღაც ძალიან საეჭვო იყო,მაგრამ თითქოს სწორედ ამ უკანასკნელმა შეაჩერა გვანცა . დაბნეულმა ახედა და არ გამოპარვია როგორ გადაუარა ჩრდილმა თომას ღიმილს , მაგრამ ეს მხოლოდ დროებითი იყო . სიმართლე რომ ითქვას , გეგელაური ელოდა კიდეც შეკითხვებს , ახსნაც მოეფიქრებინა ,მაგრამ გვანცას სიჩუმემ ერთიანად გადაავიწყა ყველა მოფიქრებული პასუხი.

იქნებ ასე უკეთესიც იყო .

თავიდან თომას ეგონა რომ უნებურად მოუვიდა , თითქმის ისიც კი დააჯერა საკუთარ თავს -სიცხის გასაგებად შევეხეო.არადა აკოცა ზუსტად იქ ,სადაც დათა შეეხო რამდენიმე საათის წინ .
სწორედ იმ დროს , როცა ფიქრებიდან გამოერკვა და უხერხული სიჩუმისათვის რამის მოხერხება გადაწყვიტა ისეთი მარტივი და ნაცადი ხერხით ,როგორიც ჩახველება იყო, მოულოდნელმა ხმაურმა ორივე შეაკრთო . სახელოსნოს კარი ჭრიალით შეიღო და ფანრიის მჭახე , თეთრმა შუქმა თვალი მოსჭრათ.გაკვირვებისაგან გამოფხიზლება თომამ დაასწრო უცნობს , ხელი დაავლო ადგილზე გაშეშებულ გვანცას და ისე რომ ჯერ კიდევ სველი ქოთნისაკენ აღარც გაუხედავს ფანჯრიდან გადაძვრა,უკვე გარეთ გასულმა გოგონას წელში ჩაავლო ხელი ,მთელი ენერგისს დაძაბვა მოუხდა მისი გადაყვანისათვის.
- მაგრამ ქოთანი - ამოიყვირა გვანცამ და უკან მიიხედა .
- რა დროს ეგ არის - სანახევროდ მოშუშებული ხელი უხურდა -არ ჩამომრჩე - სახელოსნოს მეპატრონემ რაღაც შეჰყვუირა ,მაგრამ გვანცას არ გაუგონია.სანამ "მასპინძელი" კართან მიბრუნდებოდა მათ დასადევნებლად , ასე თუ ისე დრო მოიგეს .

გულმკერდი ეწვოდა გვანცას , უკვე ბუნდოვნად ხედავდა წინმყოფს. ის იყო უკან მიხდვა დააპირა ,რომ თომა შეჩერდა ,მაჯაში ხელი ჩაავლო და გვერდით დაქაჩა.ვერც კი გააცნობიერა ,ისე აღმოჩნდა პატარა ბუჩქების გროვაში.სახელოსნო გზის პირას იდგა ,დასახლებამდე ჯერ კიდევ რამდენიმე მეტრი იყო დასაფარი ,ამიტომ გზის პირას გაწოლილი ეს დიდი , მწვანე ზოლი მართლაც რომ ყველაზე ხელსაყრელი ადგილი იყო შესვენებისთვის.
-აღარ მოგვდევს - წყვეტილად ,ჩასუნთქვებს შორის ამოილაპარაკა თომამ - ცოტა შევისვენოთ და მეორე მხრიდან გავყვეეთ გზას.

მხოლოდ თავის დაქნევა მოახერხა თანხმობის ნიშნად , მზერა ჯერ კიდევ არ დაწმენდოდა , მუხლებითა და ხელებით მიწას ჩაფრენილი ცდილობდა ნამიანი ბალახის უსიამოვნო სიგრილე დაეიგნორებინა და ძალა მოეკრიბა.რომ ამოსუნთქა შეამჩნია,ნათელი და წყნარი ღამე იყო . ფოთლების ჩრდილშიც კი ხედავდა მის გვერდით მჯდარ ვაჟს . იგი მშვიდად იჯდა,სახე აელვარებოდა, მაგრამ მთვარის თეთრ შუქზე ღია , მოვარდისფრო ფერი დაჰკრავდა , სპილენძისფერი თმაც ვერცხლისფრად უბზინავდა თითქოს . გვანცას მის მუხლებზე დაკრეფილ ხელებზე შეეყინა მზერა.თითქოს არსაიდან გაახენდა რომ სადღაც ,ძველსა და გაცრეცილ ფურცლებზე წაეკითხა ხელები გონების ხილული ნაწილიაო . ვინ იცის რამდენ ადამიანს დაუხედავს კალთაზე მშვიდად დაწყობილი თუ ნერვიულად მოთამაშე საკუთარი ხელებით ხორცშესხმული სიხარულის , უსიტყვი ტანჯვის , დაბნეულობისა თუ მარტოობისთვის.ამ დროს მოცახცახე ფალანგები ტკივილის ჯარისკაცებად გესახება.ამიტომ კრავ მტევნებს ,რაც შეიძლება მჭიდროდ და რაც შეიძლება ახლოს ,ჯარისკაცები ერთმანეთს ეჭიდებიან ,ეკვრიან და ყველა უთქმელი სიტყვა მჭირდოდ შეკრულ მუშტებში,არიდებულ მზერასა და უმარილო ,ძალაუნებურ მოკითხვაში აგრძელებს სიცოცხლეს.
-რამე მოხდა ? - თომამ დაჟინებული მზერის გამო თავადაც დახედა საკუთარ ხელებს .
- რატომ მაკოცე?- კითხავზე კითხვით უაპსუხა გვანცამ.
-არ გითხარი ? სერიოზულად , სიცხიანს ჰგავდი,თან შენი სახის გამომეტყველებაც კარგი სანახავი იყო - უკვე მერამდენედ ,ხელოვნურად ჟღერდა მისი სიცილი.
- გასაგებია - მშვიდად უპასუხა გოგომ , არ გამოჰპარვია ლაპარაკისას იქამდე მოდუნებული ,მუხლებზე ჩამოყრდნობილი ხელები როგორ წაიღო უკან ბიჭმა და მუშტებად შეკრა. მისმა საქციელმა გააღიზიანა - საზიზღრობა იყო , იცოდე მეორედ აღარ გააკეთო !
- აი,სად ემთხვევა ჩვენი აზრი - შარვლის ფერთხვა არ შეუწყვეტია ისე მიუგდო სიტყვები ბიჭმა - ადექი ახლა და რამე უქენი მაგ მუხლს - ჭრილობაზე მიუთითა - თორემ გამომშვიდობების კოცნები და ხელით ტარებები ,პრინცების საქმეა და არა ჩემი.
- თვალთვალზე გადმოხვედი უკვე ? - გაცეცხლებული გოგონა წამოხტა , მიხვდა ბიჭი დაინახავდა როგორ იდგა ერთ ადგილზე მიყინული დათას კოცნის შემდეგ - იცი რა ? დღეს რაღაც უცნაური დღეა ,ჩვენი აზრი მეორედ ემთხვევა უკვე და ჰო,მართალი თქვი,ეგენი შენი საქმე არაა , იმიტომ რომ წითელი,მახინჯი გომბეშო ხარ ! - გაბრაზებულმა მიახალა და ამაზე თომამ ისეთი ხმამაღალი და გულიანი სიცილი ამოუშვა , ვერც თავად შეიკავა თავი .

ნახევრად ჩააბნელებულ გზას მიუყვებოდნენ ,დრო და დრო ჩამავალი მანქანიდან რომელიმე მძღოლი გაკვირვებით გადმოყოფდა თავს და ახალგაზრდების სიცოცხლით სავსე სიცილზე თავადაც ეღიმებოდა.
მართლაც რომ , რაღაც უცნაური დღე იყო.

"წითელი გომბეშოც " უცნაურად კარგ განწყობაზე იდგა, იმაზე რომ ეს მეტსახელი წითელთავაზე ბევრად უარესი იყო , ალბათ ხვალ იფიქრებდა.



***


მთვარის მოვერცხლისფრო შუქი უკვე ღამის წყვდიადში გახვეულიყო , სახლის კარი უხმაუროდ რომ შეაღეს.მისაღები ჩაბნელებული დაუხვდათ , მაგრამ სწორედ მაშინ შვებით ამოსუნთქვა რომ დააპირეს , კიბის თავთან მჯდომი ნანა წამოდგა და ჩამრთველს ხელი აჰკრა.
სინათლემ რამდენიმე წუთით ორივე დააბრმავა , მაგრამ გონზე მოსვლა არ აცადა ქალმა .
- რომელი დაიწყებს ? - გვანცას მოეჩვენა რომ დედამისის წინ დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები კი არა , ისევ პატარა,დასჯილი ბავშვები იდგნენ . თომას გახედა , ბიჭს სახე მოღრეცოდა . ვერ იტანდა როცა ნანას უხერხულ მდგომარეობაში აგდებდა ან რამე არასწორს აკეთებდა , ეს ქალმაც კარგად იცოდა და ამიტომ კითხვაც უფრო მისი შვილისკენ იყო მიმართული , ვიდრე თომასკენ.
-დედა , ლამის გული გამიხეთქე - თეატრალურად შეიცხადა გოგონამ და ხელი გულზე მიიჭირა - ასე როგორ შეიძლება ? დავსხდეთ , დავისვენით .
ის იყო დივნისკენ დააპირა წასვლა , რომ ნანა საყელოში წვდა - არა , ქალბატონო , რომ მცოდნოდა თიხასა და მტვერში ამოგანგლული გამომეცხადებოდი , ეზოს კართან დავჯდებოდი. გარეთ გადით, ჩამოიფერთხეთ და ჰომო საპიენსის (1) სახეს რომ დაიბრუნებთ ,მერე ვილაპარაკოთ

თომა უსიტყვოდ გაბრუნდა და ზღურბლს რომ გადააბიჯა, ფეხსაცმელები ამოიცვა . გვანცამ , რომელსაც არც კი უფიქრია ფეხსაცმელის გახდა ,დაასწრო ეზოში დამაგრებულ ონკანთან მისვლა და ბუზღუნით შეუდგა ხელების ქნევას.
-რა უნდა ვუთხრათ?-მოძრაობა არ შეუწყვეტია ისე უჩურჩულა ბიჭს
- სიმართლე - თავაუწევლად უპასუხა მან და სახლისკენ გაბრუნდა .
- გაგიჟდი ? - დაედევნა , მაგრამ თომა უკვე სახლში იყო და უხმოდ , ოდნავ მოხრილი იდგა ნანას წინ.
- კარგი- თქვა ქალმა როცა ორივე კვლავ მის წინ დადგა - პატრონმა მოგისწროთ ხომ ? - ორივემ უნებურად ახედა ქალს , რომელიც სიცილს ვერ იკავებდა - ახლანდელი მეპატრონე
გიგო პაპას შვილია იშვიათად მიდის საამქროში , მაგრამ თქვენს ბედად ამ დღეებში ჩამოვიდა და რა თქმა უნდა ჩვენთან გამოიარა , თქვენი პატარა გეგმა ისეთი მარტივი მისახვედრი იყო ავდექი და გავაფრთხილე ,შაბათს შენთან შემოვლას აპირებენ-მეთქი. - მათ გაოცებულ სახეებზე ქალს გაეცინა .
- მოიცა , აბა რაღატომ დაგვედევნა ? - იკითხა გვანცამ , ჯერ კიდევ არ სჯეროდა დედის მონაყოლი
- მე ვთხოვე - კიდევ ერთხელ გაიღიმა და წამოდგა - გვარიანად შეეშინებინეთ . მოკლედ - გამომეტყველება დაუსერიოზულდა - ხვალ მიხვალთ ,ბოდიშს მოიხდით და იმ ქოთანსაც გამოგატანთ . ადით ახლა , გათენდა უკვე . ჰო ,კიდევ , იმედია ჭკუა ისწავლეთ დღეს - დააწია უკვე კიბეზე მიმავლებს.


-დედას გაუფრთხილებია , მე კი...მე კი კინაღამ მოვკვდი , რომ დაგვდევენა - ამოილუღლუღა გვანცამ ოთახის კართან, მერე კი გაუზარებლად ხმამაღალი სიცილის წასკდა -არა,მაინც როგორ შემეშინდა ჰა ?- ცრემლის წმენდით მიუბრუნდა თომას , ჯერ კიდევ გულიანად ხარხარებდა -იმ კაცის გამო ნახევარი საათი ბუჩქებში ვიმალებოდით ,ვაიმე ! - თითქმის ამოიკივლა და მუცელზე ხელი მიიჭირა .
- დაამთავრე ? - ახარხარებულს ჰკითხა მოღუშულმა ბიჭმა და თავისი ოთახის კარს მიეყრდნო
- ფუჰ, რა უჟმური ხარ ამისთანა - გვარიანად უთავაზა მხარში მობუზულ თომას , მერე კი უარესად ახარხარდა
- შენც კარგად იყავი ჩაბუზული იმ ბუჩქებში - თავისვე ხუმრობაზე გაეცინა გოგონას.
- "ჩაბუზული" -აგდებით გაიმეორა თომამ და ვეღარც თვითონ შეიკავა ღიმილი.
- ღმერთო , რა იუმორით დამაჯილდოვე . ამ გომბეშოსაც კი ეცინება - თვალები აატრიალა გვაცამ.მერე თომას ხელი რომ მოხვდა მხარზე , აღშფოთებული სახე მიიღო ,საჩვენებლი თითი ჰაერში აღმართა და შეურაცხყოფილმა განაცხდა - აპ,ძალადობას აქვს ადგილი !
- დაიძინე რა - თვალები აატრიალა თომამ - გომბეშოს რაც შეეხება , მომწონს , ყოველ შემთხვევაში პრინცად გადაქცევის პერსოექტივა მაქვს-ოთახის კარი მიიხურა ბიჭმა
- თავკერძა - ჩაიბუტბუდა გვანცამ . დაღლილობა ერთბაშად მოაწვა თითქოს .
უცნაური გრძნობა უტრიალებდა გულმუცელში , არადა ყველაფერი ნორმალურზე უკეთაც კი იყო . ამდენი ხომ იცინია, იხუმრა კიდეც.
და მაინც საწოლზე რომ მიწვა, თითქმის დარწმუნებული იყო , რომ ჩამოქცეული კედელი ყოველთვის იმ პირველ ბზარს ახსენებს ადამიანს ,მის წინ რომ იყო და ყურადღება არ მიაქცია.ერთი წამით გიფიქრა რომ ამ ბზარის წინ იდგა , მაგრამ ის კი არ იყო ვინც უნდა ყოფილიყო , არამედ სხვა .მაგალითად ამ ნაპრალებზე გადაკრული წებოვანი ლენტი და იმედოვნებდა რომ ცემენტის კედელს შეაჩერებდა.
როცა უცნაური ფიქრები წინადადებებად ,მერე კი ასოების უაზრო წყობად დაიშალა ,როცა ჰიპნოსმა (2) თეთრი ფრთები აკეცა და გრაციოზულობით შემოაბიჯა ოთახში , გოგონას ვარიეტე (3) ეზმანა,ოღონდ ყველა მსახიობი , მოცეკვავე თუ მომღერალი თავად იყო . გრიმი სახეზე ადნებოდა ,საშინლად მღეროდა და კიდევ უფრო ცუდად ცეკვავდა.

დარბაზში კი მხოლოდ ერთი ადამიანი იჯდა.



***


-ჩათვალე,რომ პირველი ადგილი ჩემია - დარწმუნებით გადაულაპარაკა თომას და დერეფანში მირბენალ ბავშვებს ძლივს აარიდა თავი .
- მესამედ მეუბნები უკვე ! - ამოიხორა თომამ
- აღიარე გაინტერესებს ხომ ? კარგი ვქენი რომ არ განახე , თვალი არ ეცეს , რა ვიცი - დილიდანვე ძალიან კმაყოფილი იყო.
- მაგას მე რომ მეუბნები არ გრცხვენია ?- გადმოხედა ბიჭმა - ბოლოს და ბოლოს , მაგ ქოთნის არსებობა ჩემი დამსახურებაა
- -ნახავ,ნახავ - "დასამშვიდებლად" ჩვეული მუჯლუგუნი უთავაზა - რაღაცას გეტყვი , დრაკონი ახატია ძალისა და იღბლის სიმბოლოდ ანუ ჩათვალე გამარჯვებული გიდგას გვერდში.
დერეფანი ჩაათავეს და საგამოფენო ოთახს მიაუხლოვდნენ . ყველას ნამუშევარი აქ იყო განთავსებული და მოსწავლეებს ერთად უნდა ენახათ.გაღიმებულმა მასწავლებელმა თეატრალური მოძროაბებით გახსნა კარი.

ფართო ოთახის იატაკზე , ზუსტად კარის მოპირდაპირე მხარეს ლურჯად მოხატული ქოთნის ნატეხები მიმოფანტულიყო . ეტყობოდა სათუთად ნაკეთები იყო იგი , ლაჟვარდიფრად გამოეყვანათ აყვავებული საკურას გამოსახულება . ძველი აღმოსავლური სტილი აერჩია ავტორს და როგორც ჩანს, მთელ სიგრძეზე ასევე მოლურჯო დრაკონით დაემშვენებინა ნაკეთობა, მაგრამ ჩინეთში სიძლიერისა და იღბლის სიმბოლოდ მიჩნეული ეს არსება ნატეხებადღა ქცეულიყო ახლა .

ღიმილი სახეზე შეაცივდა . ყველას ნამუშევარი ადგილზე იდგა. ისე თითქოს ახლა ამისთვის შეააფერისი დრო იყო თომას ანგელოზის ქანდაკებას დააკვირდა . ზუსტად მისი ნამუშევრის გვერდით იდო,ლამაზი იყო , გლუვი ზედაპირი თეთრად უბზინავდა.

-ღმერთო - მასწავლებელს ისე გახედა თითქოს ეუცხოვა მისი ხმა - ეს როგორ მოხდა , გვანცა - ქალმა გადმოხედა , მერე კი ნამსხვრევების აკრეფას შეუდგა.

ერთმანეთზე დაყრილი ნატხები უშნო , უფორმო გროვად აღიმართა მაგიდაზე . მწარედ გაეღიმა გოგონას
- გამომთიშეთ კონკურისდან , სხვა გზით გამოვასწორებ ქულას ან ...- ოდნავ ხმა აუთრთოლდა , მაგრამ დამშვიდება მოახერხა - ან დამატებით დავალებას შეგისრულებთ.- უსიტყვოდ გამობრუნდა .

სკოლოს უკანა ეზოს რომ მიაღწია ძალაგამოცლილი ჩამოჯდა მიწაზე. გაახსენდა როგორ შეიპარნენ საამქროში, მუხლი ჯერ კიდევ სტკიოდა.გუშინ კი შერცხვენილმა მესამედ რომ მოიბოდიშა და ქოთანს დაავლო ხელი ეგონა ყველაფერი კარგად იყო , მოხატვასაც მთელი ღამე მოანდომა. ცრემლი მოსწყდა და გაღიზიანებულმა მოიწმინდა. რა პათეტიკური იყო ასეთ რამეზე ტირილი , მაგრამ აკანკალებული თავს ვეღარ იკავებდა.

მუხლებაკეცილი,მხრებში თავჩარგული იჯდა და გულამოსკვნით ტიროდა,როცა იგრძნო როგორ დაიხარა ვიღაც მის წინ ,მერე კი შუბლზე ნაზად შეუბერა სული.გაკვირვებულმა ახედა თომას .ბიჭს მისი სახის დანახვისას თითქოს თვალები აუწყლიანდა .
-რას აკეთებ ? - ტირილისაგან შეცვლილი ხმით უთხრა და გაკვირვებულმა ახედა
- ამბობენ თუკი ჩვილს შუბლზე სულს შეუბერავ,ტირლის შეწყვეტსო -გაეღიმა ბიჭს.
- ყოვლისმცოდნე გომბეშო რომ ხარ მითქვამს ? - გაეცინა გვანცას,თვალები ხელისგულებით მოიმშრალა და წამოდგა - რა სისულელეს მოროშავ ხოლმე
- კარგი ერთი -ჩაიფრუტუნა თომამ და უკვე შებრუნებულს აეკიდა - ხომ შეწყვიტე ? იღბლისმომტან დრაკონზე რეალური ხომ გამოდგა ?
- ცრემლის შეშრობა გეცდია ჯერ - შეუყეფა გოგონამ .


***


სახლში ადრე დაბრუნდა , იქამდე თომას ორი სიტყვით მიუგდო უკონკურენტოდ დარჩენილს გამარჯვება აბა რატომ გიხარიაო ,ბიჭმა "მოლოცვისთვის" მადლობა და დარიგება რომ დააწია ,სახლში რომ მიხვალ ბევრი არ იტიროო ,გაცეცხლებული მიუბრუნდა , იდიოტოო პირის მოძრაობით ანიშნა და იქაურობას გასცილდა.

ცრემლეთა ღვრის განწყობაზე უკვე აღარ იყო , ეზოს რომ მიადგა მამამისის მანქანას მოჰკრა თვალი და გაუკვირდა . ამ დროს არც ნანა და არც ის სახლში არასდროს იყვნენ. ალბათ ესენიც ადრე გამოიპარნენო გაიფიქრა და ისღა ინატრა როგორმე უხმაუროდ შესულიყო შიგნით. ზღრუბლს რომ გაადაბიჯა ,ისეთ რამეს მოჰკრა ყური,რომ საკუთარ სახლში შეპარვის გეგმა თავიდან ამოუფრინდა .მისი მშობლები სასტუმრო ოთახში ისხდნენ , უფრო სწორად მამამისი იჯდა ,დედა კი ანერვიულებული აქეთ-იქეთ დადიოდა .სახე აჭარხლებოდა ქალს .
- იქნებ რამე შეეშალათ ?- დედის ხმაში გაჟღერებულმა სასოწარკვეთამ გვანცა გააკვირვა,კედელს ამოეფარა და როგორი სათაკილოც უნდა ყოფილიყო,მათ საუბარს გაფაციცებით დაუგდო ყური - ამის გაკეთება როგორ შეეძლო ? ისინი ხომ მამა-შვილი არიან , ნუთუ მართლა აპირებდა ?
- სამწუხაროდ სიმართლეა ,თვითმკვლელობას აპირებდა და ვინ იცის,იქნებ არა მარტო.
- ასე უცნაურად ამიტომ იქცეოდა არა ? არადა ახალგაზრდაა ,ღონით სავსეა ,ეს რამ ჩაადენინა .ახლა რა უნდა ვქნათ ? - ქალმა თმა გადაიწა და ისიც მეუღლის წინ ჩამოჯდა
- არც კი ვიცი,ლაპარაკიც არ მაცადა ბიჭმა, პასუხისმგებლობა ჩემზეაო ...
- თომა ,ეს რა გააკეთე ...- შეაწყვეტინა ნანამ - ესეიგი ხანძარი განზრახ გააჩინა ,არავითარი სადენები,გამიზნულად გააკეთა - ნანა თითქოს სიმართლის დაჯერებას ცდილობდა,გვანცამ დაინახა როგორ დაუქნია თავი უხმოდ მამამისმა.

შეკივლება აღმოხდა,მაგრამ ძლიერად აიფარა პირზე ხელები.ზიზღის გრძნობით მოცულმა სასწაულებრივად მოახერხა კიბეებზე უხამუროდ ასვლა,მერე კი სააბაზანოში ჩაკეტილი ძლიერად მოჰყვა მარცხენა ღაწვის ხეხვას.იმ ამაზრზენ შეხებას ,მაშინ ნაზადაც რომ მოეჩვენა იქ დაედო ბინა .სახე დაეკაწრა გოგონას , მარცხენა თვალი აურცემლიანდა ,ნაკაწრი წითელ ზოლად რომ გადაეფინა აუტანელმა წვამ აიუძულა შეჩერებულიყო. წამით შვებით ამოისუნთქა ,მაგრამ მერე გაახსენდა როგორ სათუთად შეუბერა სული ბიჭმა დღეს.პაინკური შიში დაეუფლა,თითქოს თომას სუნთქვა ჯერ კიდევ შერჩენოდა სახეზე.

უეცრად ისე რომ არც უფიქრია ,საიდანღაც პატარა მოსუვენარი ბავშვის სურათი ამოცურდა "ჩემი სული შენ " ყვიროდა ბიჭუნა და ჭყლოპინით დარბოდა ეზოში,მერე ბავშვი მხარდამწვარ ,თავჩახრილ თომად იქცა ხალხში რომ იდგა და მისი ხელით დამწვარ სახლს რომ უყურებდა , საკუთარი თავის და მამის მოკვლა რომ უნდოდა და დამთხვევითობის გამო გმირად გადაქცეულს ახალი როლი შეეფარებინა. მოაგონდა როგორ მოეხვია მაიას ,აკი მასაც ატყუებდა , როცა ღაწვზე კოცნიდა,ან უცნაური მზერით ააჩერდებოდა ხოლმე გვანცას.გიორგი რომ საავადმყოფოში გადაიყვანეს ,ერთხელაც არ უნახავს , არც კი უკითხავს მისი ამბავი ნანასთვის.იმ დღესაც ხომ სკოლაში უნდა ყოფილიყო , რა თქმა უნდა , განგებ ადრიანად დაბრუნდა და ცეცხლში გაახვია მამისეული სახლი.



რაღაც ისე მწარედ ,ისე ძლიერად სტკიოდა და ორად მოკეცილს ვერც კი გაიგო რა იყო . მერე ტკივილი რომ მთელ სხეულს მოედო, მიხვდა ასე მარტო სული თუ ეტკინებოდა ადამიანს.
ვინიცის ,იქნებ თომას სანაცვლოდაც სტკიოდა.
აქამდე დაცემულ მეგობარს გლოვობდა იქნებ

აკი პატარა თომას ხომ ათასჯერ ეწილადებინა თავისი სული გოგონასთვის.

სუნთქვაშეკრულმა გადახედა საბაზანოს კუთხეში ასვეტილ მოგონებას . მასე არ ვთამაშობთ ,ვინმე უნდა აირჩიო -შეუბღვირა გოგონამ და ზემოდან დახედა მასზე დაბალ,ჩამრგვალებულ წითელთავას,რომელმაც ჯიუტად გადააწია თავი უარის ნიშნად და წარბშეკვრით გაუმეორა

"ჩემი სული შენ "




_________________________
1) ჰომო საპიენსი-"გონიერი ადამიანი". ჰომინიდებს შორის ყველაზე განივთარებული და ერთადერთი გადარჩენილი სახეობა .
2)ჰიპნოსი - ძილის ღვთაება ბერძნულ მითოლოგიაში.მისი შვილია ცნობილი მორფევსი (მორფეოსი ) ,რომელიც სიზმარში ნებისმიერი ადამიანის სახეს იღებს.
3)ვარიეტე - მსუბუქი ჟანრის თეატრი.ვარიეტეს წარმოდგენები გასართობი ხასიათისაა და თავის თავში ირონიას ,კომედიასა და პაროდიას აერთიანებს.



№1 სტუმარი ღამის სტუმარი

საყვედური შენ დაგვიანებისთვის და პატარა თავებისთვის.გაზარდე რა:) :)ძალიან ჩამთრრვი და საინტერესოა კარგად გადმოსცემ ორივეს გრძნობებს.ველი ახალს

 


№2  offline წევრი Blume

ღამის სტუმარი
საყვედური შენ დაგვიანებისთვის და პატარა თავებისთვის.გაზარდე რა:) :)ძალიან ჩამთრრვი და საინტერესოა კარგად გადმოსცემ ორივეს გრძნობებს.ველი ახალს


ძალიან დიდი მადლობა შეფასებისთვის , დაგვიანების შემდეგაც რომ აგრძელებ კითხვას იმისთვისაც )) წერა პატარა ჩარჩოს და ჩანაწერების იმედზე დავიწყე,მაგრამ პროცესში იმდენი რამ შეიცვალა , რომ საკმაოდ დიდი დრო მჭირდება თითოეული თავისთვის.ამიტომ ვერ მოგატყუებთ მალევე იქნებათქო ,მაგრამ მოცულობას გავზრდი აუცილებლად heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent