შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პატიმარი "9613" თავი 6


29-08-2020, 00:07
ავტორი მუზაშვილი
ნანახია 8 431

საღამომდე თუ გული არ წამივიდოდა არ მეგონა. დრო ისე გაიწელა თითქოს და საუკუნე გავიდაო... წამები უკვე ისე გაიწელა კინაღამ ნერვოზი დამემართა... მამაც მატყობდა ნერვიულობას, მაგრამ ვთხარი საღამოს სტუმრებთან ერთად შეგატყობინებ ყველაფერს მეთქი...
საღამოს მდიდრული სუფრა გავშალე, მამა ეჭვის თვალით მიყურებდა მაგრამ თითქოს რაღაცას გრძნობსო და სულ მიღიმოდა, მთელი დღე აჟიოტაჟში ვიყავი, წინა ღამის გახსენებაზე ტანში ჟრუანტელი მივლიდა და დიდი სითბო მეღვრებოდა გულში... ვიცოდი ეს ახალი მომავლის დასაწყისი იყო, ახალი და სუფთა მომავლის...
იმავე პერიოდში სანამ მე ჩემი ბედნიერებით ვტკბებოდი, ერეკლეს ერთი ამბავი ჰქონდა თბილისში...
-მარიამ...
-ო, რომეო...ო რომეო...
-შენი აზრით სახეზე მაწერია რომ ვხალისობ?!
-აბა რა გინდა? შენი გოგოს წყურვილი გინდა მე დაგიკმაყოფილო?
-გეყოფა!
მკლავზე ხელს უჭერს და გაცოფეფული უყურებს..
-სადაა თიკო?
-სოფელში...
-და როდის ჩამოვა?
-სავარაუდოდ არასდროს!
-მე შენ გეკითხები! ნუ მაცოფებ~1 გეფიცები ჩემი ხელით ჩაგაყუდებ ციხეში! იმას გავაკეთებ რაც თიკომ არ გააკეთა!
-ჯერ ერთი, ხელი გამიშვი... მტკივა, არ გაქვს უფლება ასე მომებყრო და მესაუბრო, და რას დაწერ საჩივარში?! შენც კარგად ჩაგაყუდებენ! მერე მეორეც, ისეთი გაცოფებული წავიდა, არასდროს ჩამოვა, ჩემებისგან გავიგე იქ დარჩენას და მუშაობას აპირებს თრმე...

-რა პრობლემაა ის არ ჩამოვა და ჩვენ ჩავალთ!
-მეტი საქმე არ მაქვს!
-ზეგ, მე და შენ მივდივართ და მორჩა აქ საუბარი!
-სად იმხელა გზაზე?! გეჯეთში? ძლივს გამოვაღწიე სოფლიდან შენი აზრით მანდ დავბრუნდები?
-აზრი არ მიკითხავს, მოემზადე ზეგ დილით გამოგივლი...


არ ვფიქრობდი არაფერ ცუდზე, მხოლოდ ის მახარებდა რომ ყველაფერი მტკივნეული, უკან მოვიტოვე და ახალ ცხოვრებას ვქმნიდი... კარებში ნიკა შემოვიდა მიმზიდველად ჩაცმული და შავი თალები აუციმციმდა...
-ჩემი პატარა დიასახლისი.... რა გემრიელი სუნი ტრიალებს, თანაც რა ლამაზად გაუწყვია სუფრა... წამოდი ღვინო გადავასხათ დოქში, მამა და ბაბუა მოვლენ კაცები დალევენ ცოტას...
-წამოდი მაგრამ არ დაისვარო, ისე გამოიყურები...
-მოიცა რა... ნახე ეხლა რა ვქნა...
უეცრად მჭიდროდ მომეხვია და ჩემი წინსაფრიდან თითქმის მთელი ფქვილი ზედ აიკრა...
-რას აკეთებ? სულნ დაისვარე...
თან მეცი8ნებოდა თან მორიდებისგან ვწითლდებოდი...
-ჩემი ცოლუკა მომეხმარება გასუფთავებაში...
- ახლავე ქმარო!
ხელსახოცი დავნამე და პიჯაკის წმენდვას მოვყევი, რომ მამა შემოვიდა ოთახში და თავის და უნებურად გაეღიმა...
-აწი რაღა მომკლავს, სად არიან ბიჭო სტუმრები?
-მოვლენ მალე ნუკრი ძია...
-გავედი გავედი მე და არაფერი გააფუჭოთ!
ნიკას თვალი ჩაუკრა და ღიმილით გავიდა...

სტუმრები, რომ მოვიდნენ მაგიდასთან დავსხედით, ძალიან მყუდრო და თვილი გარემო იყო, ის ის იყო ნანო ბებო უნდა მომჯდომოდა გვერდზე, ნიკამ ანიშნა იქით დაჯექიო და თვითონ მომიჯდა გვერდით... დიდი ხანი არ მენახა ლელა დეიდა და ნუგზარი ბიძია ამიტომ სანამ საქმეზე გადავიდოდით პატარა საუბარი შედგა...
-თიკო შვილო გავიგე რომ სწავლას დაანებე თავი....
- კი ნუგზარ ძია...
-მაქვს ჩემთან ერთი ვაკანტური ადგილი და ნიკამ მითხრა მუშაობის დაწყება უნდაო
-კი მინდა, აქ ვაპირებ დარჩენას
-ვაიმე ჩემი ჭკვიანი გოგო, ყველამ შენნაირი რძალი ინატროს ჩემო ვარსკვლავო
მომეფერა ლელა დეიდა და ბედნიერი თვალებით მომაჩერდა, ნიკას მუხლზე დავაჭირე ხელი და ვანიშნე ბარემ დაიწყეთქო და ამანაც წამოიწყო...
-მოკლედ, დღეს გრანდიოზული დღეა... აქ ყველანი იმიტომ შევიკრიბეთ, რომ ერთი სასიხარულო ამბავი გახაროთ...
ხელი მომკიდა და ბეხზე წამოვდექი... გაოგნებულ სახეებს ვუყურებდი და ნერვიულობისგან ნიკას ვუჭერდი ხელს...
-მე და ამ მსოფლიოში ულამაზესმა გოგომ, გადავწყვიტეთ ცხოვრება ერთმანეთს დავუკავშიროთ... მივხვდით რომ ერთმანეთისთვის ის ვართ ვისთანაც მთელი ცხოვრების გატარებას ვისურვებდით... ამიტომ გადავწყვიტეთ თქვენთის გვეთქვა...
ნანო ბებომ ცალი თვალი მოჭუტა და ნიკას მიაჩერდა...
-სი ტუტუც! (შე ტუტუცო) აქამდე ამას მიმალავდი?! ჩემს სიკვდილს ელოდებოდი ეტყობა და მერე გამახარებდი ხო?! მოიცა სახლში მოხვალ, ვა დოგჟაჟ და მა ვა ვორდა ოსურ! (თუ არ გაგლახე მე არ ვიყო ქალი)
-კარგი ნანო, ცემა ტყეპა მერე იყოს... პატარა ქორწილს გავაკეთებთ ჩვენთან სახლში, დიდი ფართია და მხოლოდ უახლოეს მეგობრებს დავპატიჟებთ...
- აპ! აპ! აპ! რასქვია! ასეთი რძალი შემომდის ოჯახში და მთელ სოფელს არ გავაგებინო?!
- კაი ქალო! ბავშვებს რავარც უნდათ ისე ქნან!
- ნუგზარ ალასანია! კაცის საქმე არაა მაგი!
- ლეილა ნაჭყებია! იცოდე გეუბნები როგორც ბავშვებს უნდათ ისე ქნანთქვა!
-ო კარგით რა! ასე ჯოპბია თიკომ დედამ და ნანომ დაილაპარაკონ ყველაფერზე რას და როგორ იზამენ... კაცებმა ის მოვაგვაროთ რაც გვეხება...

სიტუაცია ჩაწყნარდა და მოჰყვნენ მეტრიან სადღეგრძელოებს...
-წამოდი ჰაერზე გავიდეთ გინდა?
-მე და შენ?
-არა რატო მედაშენ, ყველა გავიყოლოთ და მეზობლებსაც დავუძახოთ...
-გამითამამდი უკვე? წამოდი ჰო რაიყო...
სიცილით გავედით სახლის წინა მხარეს... ნიკამ ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი ამოიღო, სიგარეტს მოუკიდა და ხელი მომხვია...
-იცი რა ბედნიერი ვარ?
-ვხედავ...
-ამაზე უკეთესს ვერც ვინატრებდი... ბავშვობაში დედა-შვილობანას რომ ვთამაშობდით სულ მე მინდოდა ხოლმე შენი ქმარი ვყოფილიყავი...
-აგიხდა, ახლა ვეღარ მომიშორებ თავიდან...
-ოპ არა... ჯერ კიდევ გვიანი არ არის...
-ნიკაა!!!
გაეცინა, უფრო ახლოს მიმიკრა და თავზე მაკოცა... უეცრად ნანო გამოვიდა გარეთ და ნიკას წინ ჩამოუდგა...
-ბიჭო! რა უქენი ასეთი ამ გოგოს შენისთანა ხეპრეს რო მიყვება ცოლად
-ჯადო გავუკეთე ნანო
-ჯადო გექნება სახეზე თუ აწყენინებ იცოდე!
-ეჭვიც არ შეგეპაროს რომ არ ვაწყენინებ!
-რავიცი აბა!
ჭიშკრისკენ წავიდა და შუკისკენ წავიდა...
-როგორ მიყვარს ნანო, რა საყვარელია...
-ჩემზე მეტად გიყვარს?!
-კი რაიყო გშურს? ბებიაშენი რო უფრო მიყვარს ვიდრე შენ?
-იცოდე დედას ვეტყვი!
სახე დამანჭა და ტუჩი ტგადმოაგდო...
-როგორი მასხარა ხარ რა!
-ხომ მოგწონს მერე ეგეთი რომ ვარ
-რათქმაუნდა, ცხოვრებას მიხარისებ...
ჩავეხუტე და მის გულისცემას მივაყურადე.... “

გაიარა ორმა დღემ და დადგა ნანატრელი პოზიტივის დღეც, დღეს თორნიკეა სმენაში, დილით ახალ თვალ გახელილს ჩემს და უნებურად გამეღიმა.... ვიცოდი საუზმეზე ჩასვლა რომ ნაღდად წამლად მომედებოდა ნაიარევებით სავსე გულზე... ყოყმანის გარეშე მოვწესრიგდი და დაბლა პატიმრების ტალღას ჩავყევი... სასადილო დარბაზშინაცნობი სახე დავინახე, თვალები ბედნიერებისგან გამიბრწყინდა და ჩემი ემოციის დასაფარად თავი დაბლა დავხარე... საკვები სინზე რომ მომითავსა მზარეულმა მაგიდას მივუჯექი, ახლა რაღაც სხვანაირად გემრიელი იყო საჭმელი, ჰაერში ბედნიერების სურნელი ტრიალებდა მე კი ერთ წერტილზე მიშტერებული ვიჯექი და ღიმილით ვჭამდი ჩემს ულუფას...
უცებვე დავასრულე და სანამ სეირნობის საათი მოვიდოდა საკანში ასვლა გადავწყვიტე, ვიფიქრე ისე რომ გამომყვეს რაიმეს იეჭვებენთქო და კიბესთან აფერისტულად ჩავიკეცე... იქ მყოფნი აჟიოტაჟით შემომეხვივნენ...

-არაფერია მე მივხედავ პატიმარს!
ნაცნობი თბილი ხმა მომესმა, მკაცრი ტონით განუცხადა იქ მყოფთ და მომიახლოვდა...
თვალს როდესაც მოვეფარეთ სახეზე დავხედე, შიშისგან გაფითრებულიყო, ეტყობა ძალიან ინერვიულა და აღარ გავაჭინაურე...
-მართლა დაიჯერე?
-აბა ცუდად ვარო?
-ისე ხომ ვერ წამომყვებოდი და გადავწყვიტე ასე უფრო მარტივად დაიჯერებდნენ...
-დღეს კარგ ხასიათზე ვართ გვეტყობა...
-რას ვიზამთ უჩვეულოდ პოზიტიური დღეა...

საკანში შემიყვანა და თავადაც შემომყვა...
-დაწერე?
-ცოტა...
-შეიძლება წავიკითხო?
-რათქმაუნდა...

საწოლიდან რვეული ავიღე და გავუწოდე... თორნიკემ გქადაშალა რვეული თუ არა პირველი რაც აღნიშნა ჩემი კალიგრაფია იყო...
-საოცრად ლამაზი ხერწერა გაქვს...
-გმადლობ...
გავუღიმე და თავი დაბლა დავხარე... თორნიკემ კითხვა გააგრძელა, სპეციალურად ვაკვირდებოდი სახეზე მისი მიმიკების ციკლს და ცვალებადობას... ასე იდგა სადღაც ოცი წუთი მაინც და გაუნძრევლად კითხულობდა... ცრემლებში იხრჩობოდა... მამაკაცურობისა და სიძლიერის ეტალონი იდგა და ჩემს წინ ცრემლებად იღვრებოდა... ტირილისგან ტუჩები უთრთოდა და ძარღვები ებერებოდა სახეზე....
-ნუთუ ამ ოთხ ფურცელში ამდენი ტკივილია?
-ეს იმ ტკივილის ნახევარიც არ არის რისი გადატანაც მე მიწევდა...
-როგორ გაუძელი?
-მე შვილი მყავს... მისთვის ღირს...
-სესმის შენი... სიცოცხლის ყველაზე საფუძვლიანი მიზეზი გქონია... არასდროს დანებდე... არ გაბედო დანებება ყოველთვის გახსოვდეს ყველა დიტუაციიდან არსებობს გამოსავალი... მხოლოდ მკვდარს ვერ გააცოცხლებს ადამინი დანარჩენს ყველაფერს გადაიტანს... უბრალოდ არ დანებდე... ყოველთვის გახსოვდეს, რომ მე მიყვარხარ და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ აქედან გაგიყვანო.... არ გეკითხები აქ რატომ ხარ, როდესმე თუ დრო მოვა თავადაც მომიყვები, მაგრამ ერთი ვიცი აქ შენი ადგილი არ არის, და ის ცხოვრება რაც ახლა გაქვს არ დაგიმსახურებია.... გეფიცები ის ადამიანი ვიცნები ვის გვერდითაც მხოლოდ სიხარულის ცრემლი გაიელვებს შენს თვალებზე... უბრალოდ ყოველი დილა დაიწყე იმაზე ფიქრით, რომ მე მიყვარხარ.... ყოველი დღე დააღამე იმაზე ფიქრით, რომ მე უშენოდ ერთი წამით სუნთქვასაც ვეღარ შევძლებ... შენ ძალიან ლამაზი ხარ.... ძალიან ნაზი... სიფრიფანა... შენ საოცარი ქალი ხარ და ამიერიდან ეჭვიც არ მეპარება, რომ შენ ის ხარ ვისთანაც მთელი ცხოვრების გატარება მინდა....
მიახლოვდება, მხრებზე ხელებს მხვევს და აცრემლებული თვალებით მიყურებს...
-თავს ვერ ვიკავებ... არ შემიძლია... ძალიან მტკივა თიკა... მტკივა... ასეთ მდგომარეობაში გხედავ და სული მეხუთება... ჩემს თავს ვეჩხუბები, რომ არ შემიძლია ასე ერთი ხელის მოსმით გაგიყვანო აქედან და ბედნიერი დღეები გაჩუქო სიცოცხლის ბოლომდე....
უნებურად მკოცნის... მკოცნის და თითქოს მთელი სამყარო ქრება... დრო ჩერდება და მე ვიკარგები... მის მკლავებში ვიკარგები და თან ისე, რომ ამას თავადაც კი ვერ ვაცნობიერებ....

„ ორ დღეში მოგვარდა ყველაფერი, უბრალო ქორწილი მინდოდა, ყველანი შევთანხმდით რომ ეზოში გაიშლებოდა სუფრა, წინასწარ განათება და დეკორაციები დავამონტაჟეთ... ძალიან ბედნიერი ვიყავი...

დადგა ქორწილის დღეც... დიდი თეთრი კაბა ჩამაცვეს... საოცრად ლამაზი.... მანქანების სიგნალის ხმა, რომ გაისმა ნერვიულობამ ამიტაცა და ხელები სულ მთლად გამეყინა...
-აბა სადაა პატარძალი?!
თავი შემოყო მთავარმა მასხარამ...
-უი? ეს ვინარის კაცო? სახლი შეგვეშალა?
იცინის და მიყურებს... ნანომ თავისი ჯოხი დაჰკრა ზალის მეტლახს და სიძეს მიუახლოვდა...
-ქომრჩქილ აშო! (მომისმინე აქეთ) შენ მასხრობას როდის ანებებ თავს? აწი ჭკუა არ გემატება? ნინას ვა უდარგალუა ( ენა არ ატლიკინო) თორემ მე ვიცი რასაც გიზამ!
ნიკას მივუვახლოვდი და გავუღიმე....
-იცოდე ნანოს მივეხმარები!
-ორი ერთზე უსამართლობაა მანდილოსნებო! თუმცა თუ მსოფლიოში ორი ულამაზესი ქალის ხელიდან სიკვდილი მიწერია... მაშ მზად ვარ!
-ნუ მაიმუნობ ჰა აღარ მივდივართ ტაძარში? თორე მოვიდნენ სტუმრები და დავსხდეთ მაშინ პირდაპირ სუფრასთან...
- ოჰო! დედოფლის ბრძანება მიღებულია...
რევერანსი მოიხადა ჩემს წინ და ხელი ჩამკიდა...
-მზად ხარ სამუდამოდ ჩემი ცზხოვრების მეგზური გახდე ყვავილო?
-მზად ვარ...
მანქანაში ჩამსვა და გვერდით მომიჯდა...
-ამიერიდან ვეღარაფერი გამაუბედურებს! ქალღმერთი მყავს გვერდით....

ჯვრის წერის ცერემონიამ ჩაიარა, ორი საათი მაინც ფოტოებს ვიღებდით... რომ მოსაღამოვდა სახლისკენ გავეშურეთ სტუმრები ნელ-ნელა თავს იყრიდნენ უკვე... ჭიშკარში რომ შევედით მაყარი ხმლების გვირაბით დაგვხვდა... ტაშით და აჟიოტაჟით გვეგებებოდა ხალხი...

სიძე პატარძლის მაგიდასთა დავსხედით და სუფრაც წამოიწყო, მეჯვარეებად ორივეს ჩვენი მეზობლები და ბავშვების მეგობრები გვყავდნენ....
-ოჰო ამდენი ხალხი საიდან მოგროვდა?
-შენ გგონია დედაჩემი ხუმრობდა? მგონი რომ მართლა მთელს სოფელს გააგებინა...
-არ ვჩივი შენ მყავდე გვერდით და....

სიძე-პატარძლის ტრადიციულმა ცეკვამაც ჩაიარა... ყველაფერი რიგზე იყო, ბედნიერების მეევხრე ცაზე ვიყავი, არც კი ვფიქრობდი თუ რაიმე ცუდი შეიძლებოდა მომხდარიყო... თუმცა ჩემი ბედნიერება დიდ ხანს არ გაგრძელებულა... ლეილა დეიდა მომიახლოვდა, ჩემთის მოულოდნელი და ამავდროულად არასასიამოვნო კითხვა დამისვა....

-თიკო შვილო, მარიამი რატომ არაა სტუმრებს შორის?
-ალბათ ჩამოსვლა ვერ მოახერხა... უკაცრავად...
ის ის იყო მაგიდასთან უნდა მივბრუნებულიყავი, რომ მუსიკის ხმა სიგნალების ხმამ გადაფარა და ჩემს ჭიშკარს ნაცნობი ავტომობილი მოადგა... მანქანიდან ერეკლე გადმოვიდა და იარაღი მაღლა ასწია... სამჯერ გასროლის ხმამ გააყრუა ზეცა....
-თიკო ქირია! ეს რატომ გააკეთე?! მე ხომ ასე ვცდილობდი.... ხომ აგიხსენი...
მოჰყვა სასოწარკვეთილი ღრიალს და სიმწრისგან ჩაიკეცა....



№1 სტუმარი სტუმარი ლიზა

არ გააგრძელებბბ?????გააგრძელეე რააა❣❣

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent