შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აალება (თავი 1)


29-08-2020, 16:19
ავტორი marita1230
ნანახია 487

პროლოგი
ტყავის სავარძელში მოკალათებული ირონიული ღიმილით ეგებებოდა ძელზე შემოხვეულ გოგონას. თითოეული უჯრედით შეიგრძნობდა ირგვლივმყოფთა შეკრულ სუნთქვასა და აჩქარებულ გულისცემას.მზერის მოუტარებლად ხვდებოდა, სხეულდაჭიმული, ცხოვრელური ჟინით დაბრმავებული ბრბოს შინაგან მღელვარებას.უყურებდა როგორ აკერპებდნენ ქალს, ფრთაშეკეცილ, ხორცად ქცეულ არსებას და გაუაზრებლად ემონებოდნენ. ჭურჭლამდე დასულები ვერაფრით უმკლავდებოდნენ მოლოდინს , აშკარა საერთო სურვილს . ყოველივე კი ეჭვიანობის სხივებს ურევდა მასში გავრცელებულ საღ აზრს .
ნირწარმხდარმა , იდეით შეპყრობილმა ტუჩებთან მიტანილი სასმლით ჩაიხშო ყელში მოწოლილი ბურთი და სამიზნის თვალმოუშორებლად შეეცილა დაბალი , ბოხი ბარიტონი ქალის აალებულ ატმოსფეროს
-ვყიდულობ
იყო სიტყვა და საწყისი , ფერშეცვლილი , გაუგებარი გზის .


თავი 1
საცვლებისამარა მდგომმა მზერა მოავლო შეკრებილებს. უსუსურობა იგრძნო, დამძმდა .ცივ რკინას შეახო თითები დანაცნობ გრძნობას უფლება მისცა სხეულში გამეფებულიყო.
ცეკვა დაიწყო .ხალხის ჟინით დატყვევებულ მზერას ვერაფრით გაექცა ელენა. სხეული გაეყინა , იგრძნო როგორ დაიშალა ხორცის ნაწილებად, ხორცის რომელიც ყველას უნდოდა , ყველასი შეიძლება ყოფილიყო მაგრამ მაინც არავის ეკუთნოდა. მკვეთრი განათების გამო თვალებდახუჭულმა განაგრძო მოძრაობა . ყველა მოქმედებაში ჩანდა მის სხეულზე ამღერებული ტკივილის ენა. გამაყრუებელი ტალღებით გარემოცული ამაოდ ებრძოდა სასმლის სუნად გაჟღენთილი ბრბოს ატმოსფეროს. თავს კარგავდა და ყველას უზიარებდა განვლილ ცხოვრებას .ბედნიერების მწვერვალიდან გადმოვარდნილი , დაჭრილი ფრთების ადგილას დასახლებულ სულის შერჩენილ ნამცეცებსაც გზადაგზა აბნევდა , ქრებოდა და ხორცის ნაჭერს ემსგავსებოდა .
მოძრაობა შეანელა , ფიქრებში წასულმა რაღაც ამოუცნობი , აქამდე უჩვეულო და მიუღებელი გაიაზრა . ტკივილს დანებდა , თვალი გაუსწორა და მის სხივებში ჩაიძირა . ელენა მიიღო , მის ნაწილად აღიქვა და მასში არსებობის უფლებას მისცა .
ტრიუმფალური სვლის შემდეგ გაიმართა , მწვანეები გაუსწორა გავრცელებულ ვნებას და ირონიული ღიმილი შეაგება მიღებულ ნაწილს. ღრმა , ტკივილნარევი ამოსუნთქვით გამოიგლოვა სხეულში არსებული კიდევ ერთი გვამი და ჩქარი ნაბიჯით მოშორდა სცენას ...
საგრიმიოროში შესული სკამზე მოკალათდა და მალევე გადადო მორგებული პარიკი გვერდით . თვალები აემღვრა . სული გაეყინა , სხეული აუკანკალდა და სუნთქვა გაუხშირდა. დანამული სფეროები გაუსწორა სარკეს და გულდასმით დააკვირდა ახლადდაბადებულ პიროვნებას . ვერაფრით გაიხსენა როდის გამოზარდა მის სხეულში, რომელი გრძნობით გამოკვება. ვერ აღიქვა რა მონაკვეთში გაუჩინა სუნთქვისა და არსებობის სურვილი . მის მიმობნეულ ნაწილებს მიამსგავსა მაგრამ მაინც ვერ აღიარა ძველად .
-გამარჯობა ელენა ,დაბადებას გილოცავ
აკანკალებულ ამოსუნთქვას ამოაყოლა სიტყვები და დაუძლურებულმა დახუჭა თვალები. საბოლოოდ იგრძნო მისი გავრცელება და სხეულში დაკარგული სიმშვიდე მოიძია .
სუნთქვადამშვიდებული მაკიაჟის მოშორებას შეუდგა.
უკვე ჩაცმულმა თვალები აატრიალა ნაბიჯების ხმაზე და არც დიდხანს დააყოვნა კარს იქით მოთავსებულმა პიროვნებამ . ოთახში შესულმა მობეზრებით შეათვალიერა გასაქცევად მომზადებული ქალი და მრავალჯერ გამეორებულის გაჟღერებას შეუდგა.
-კლიენტი გყავს
-სახლში მივდივარ
ურყევი იყო ელენას ხმა. მიახლოებულს მშვიდი მზერით შეეგება და არც კაცის შემოხვეულ ხელებზე ჰქონია რეაქცია უკითხავად რომ შეუდგა მისი სხეულის შესწავლას .
-რჩები ელენა
-მე კიდევ მგონია ხელები გტყდება
-ნუ მაბეზრებ თავს
უკვე მის ყელში თავჩარგულმა ამოილაპარაკა და თითები ააყოლა კაბის შესაკრავს.წამში იგრძნო სხეულზე შემოხვეული ცხელი ალი და ქალის სურვილმა გადაფარა ყველაფერი.ხელების უმისამართო მოძრაობა დაიწყო და წინააღმდეგობას დაელოდა, იცოდა მალე მოაქცევდა ქარიშხალში და ზედმეტ ამოსუნთქვასაც ანანებდა მასთან ახლოს. სიამოვნების წუთები რომ გაუგრძელდა დაიბნა, სუნთქვა დაუმძიმდა , საბოლოო დანებებად მიიჩნია და თავდაჯერებულად ააყოლა მტევნები კაბის ბოლოებს . ნაზი კანის შეგრძნებისას თვალები დაებინდა და ათთრთოლებული ბაგეები მიაკრა ყელზე.
ელენა , ელენა კი სიცარიელეს მოეცვა , ვერაფერს გრძნობდა . ზიზღი და ტკივილიც სადღაც გამქრალიყო და ყინულის კედლებში მოქცეულიყო ქალის არსება . ვერ აღიქვამდა იმ შეხებას კაცის სხეული რომ დაეტყვევებინა და ახლადდაბადებულ გრძნობას მასზე ბატონობის საშუალებას აძლევდა. მყარი ზედაპირი იგრძნო და ხელები ააყოლა კაცის მკლავებს . მოდუნებული, ხელის მარტივი კვრით მოიშორა .
სიცილი დაიწყო , მის თავს დასცინოდა . ფეხზე მდგარმა თავი გადახარა და ჩვეული ღიმილით დააკვირდა მის წინ მდგარს. ვერაფრით მოიშორა ამაღმებული განწყობა და მალევე შთანთქა მისმა მოკისკისე ხმამ ვნების სხივები .
-ელენა
შეშინებულმა გააჟღერა სახელი. დამფრთხალმა უკან გადადგა ნაბიჯები .
წამში იქცა მსხვერპლად . ქალი კი ნელი, მშვიდი ნაბიჯებით მიუახლოვდა არეულ კაცს. კედელთან მიმწყვდეულს სიბრალულით უმზერდა. პერანგის საყელოს ჩამოაყოლა ხელები და კისერზე შეუცურა .იგრძნო როგორ დაუარა ჟრუანტელმა და დამატყვევებლად გაუღიმა.
-მივდივარ ლევან
სიმღერას ამსგავსებდა ელენას მიერ წარმოთქმულ მის სახელს. მთელ გონებაში გავრცელებულიყო მისი სიმხურვალე . ელენას სურნელით დატყვევებყლი მხოლოდ კარს იქით მსუბუქ, ნარნარა, ტკივილ შერეულ გავლილ გზას აღიქვამდა .
-მაპატიე , მაპატიე ელენა
ნაბიჯებს გააყოლა სიტყვები , თუმცა ვერც ადრესატამდე მიაღწია და ვერც ფეხი აუწყო ნაკვალევს...

***
ახლადგაღვიძებულმა ქუთუთოები დააშორა ერთმანეთს და მიმობნეულ მზის ღიმილებსაგან ხელით დაიცვა თავი. სხეულში შეჭრილი სითბოს შეგრძნება ესიამოვნა და საათი შეამოწმა. ზანტად ადგა საწოლიდან და სააბაზანოს შეაფარა თავი . დრო არ დაინანა ჭავლის ქვეშ მდგარმა და მშვიდად შეიგრძნო წყლის ფენები .
სველი მშრალი თმა დაუდევრად შეიკრა და სამზარეულოში გადაინაცვლა. ყავის ფინჯნით მოკალათდა და მისი სურნელი მოიპარა. ტელეფონში შეტყობინება შეამოწმა , გაჟღერებულ მელოდიას ააყოლა ტანი და კვერცხის მომზადება დაიწყო .მალევე დააწყო თეფშებზე და კარში გამოჩენილი მკლავებში გაახვია.
-გილოცავ პირველ დღეს ლეა
სიყვარულით დაუკოცნა ორივე ლოყა და ღიმილით შეათვალიერა სადა კაბაში გამოწყობილი და. შენიშნა უჩვეულოდ რომ უბრწყინავდა თაფლისფერები , მაგრამ თავი შეიკავა , დაელოდა. იცოდა ემოციისგან დაცლა მოუნდებოდა , მაგრამ თვალი ვერაფრით მოაშორა მის განათებულ სახეს, ლამაზ ირიბ თვალებს გრძელი წამწამების ქვეშ რომ მოექციათ სამყაროს ბედნიერება და სიცოცხლეს უბრუნებდნენ ელენას მიძინებულ არსებას .
-მადლობა , მადლობა .. არც კი მჯერა რომ წელს სკოლას ვამთავრებ , არ მინდა ... რა ვქნა რომ არ მინდა ელა ?
ბავშვობაში შერქმეული სახელი დაუძახა და სხეულზე მიეკრა.
-უნივერსიტეტი უფრო მოგეწონება , სიახლე ყოველთვის კარგია ცხოვრებაში , განვითარებაში დაგეხმარება პატარავ , გაზრდაში.
-რთულია , მგონია ერთიანად გავიზარდე და ყველაფერი ჩემს მხრებზე აპირებს დაწოლას , აქამდე თითქოს ასაკი მიცავდა ყველაფრის მიუხედავად ...
- რა გადარდებს რეალურად ლეა?
-არ ვიცი , არეული ვარ ...
-მათე ნახე?
-ჰო.. ვერ შემამჩნია როგორც ყოველთვის
ლოყებაწითლებულმა ამოიჩურჩულა და მზერა გაუსწორა მაგიდაზე დადებულ თეფშს.
-შეუძლებელია არ შეემჩნიე ლეა . ისეთი ლამაზი ხარ შენი ყურებითაც მაბედნიერებ .
მეტი სიყვარულით შეუთვალიერა უჩვეულოდ ლამაზი სახის ნაკვთები და მის დაბინდულ სფეროებს გაუსწორა თვალი წარსულს რომ უცოცხლებდა. მასში არსებული ქაოსი ტკენდა , გაქრობა სურდა . ალბათ , ყველაფერს გააკეთებდა ამისთვის მაგრამ სიყვარულით გამოწვეული ბედნიერება აჩერებდა .
-შენთვის რაღაც მაქვს
გაუღიმა და ინტერესიანი მზერა მალევე დაუკმაყოფილა . მის წინ არსებული საყვარელი ტორტის დანახვაზე სიხარული ვერ დამალა ლეამ.
-გვიან მოხვედი , როდის მოასწალი ?
პასუხის გაცემას აპირებდა მის ტელეფონზე გამოსახულ სახეს რომ მოკრა თვალი .



№1  offline წევრი 《Sunshine》

ძალიან მომწონს

 


№2  offline წევრი marita1230

《Sunshine》
ძალიან მომწონს

მადლობა , მიხარია თუ მოგწონთ

 


№3 სტუმარი anna

საინტერესო დასაწყისია, ველოდები განვითარებას, იმედია არ დააგვიანებ და ბოლომდე მიიყვან ისტორიას.

 


№4  offline წევრი marita1230

anna
საინტერესო დასაწყისია, ველოდები განვითარებას, იმედია არ დააგვიანებ და ბოლომდე მიიყვან ისტორიას.

მადლობა , მართლა ვეცდები არ დავაგვიანო და ბოლომდე მივიყვანო ისტორია .

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent