შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქიმია ორისთვის ( თავი 18)


29-08-2020, 17:03
ავტორი თუკა
ნანახია 1 870

სამზარეულოსში მაგიდასთან ვიჯექი და მის ტელეფონს ვატრიალებდი...
მთელი სხეული მიხურდა ნერვიულობისაგან.. მზად ვიყავი წავსულიყავი და თმით მეთრია მაგრამ მაქსიმალურ სიმშვიდეს ვნარჩუნებდი..
რატომ მექცეოდა ასე..
თავად დამეხმარა, თავად უნდოდა დანიელთან ჩემი ყოფნა..
რას აკეთებდა?
უნდოდა რო ჩემთან ახლოს ყოფილიყო, რომ მეგობრად მიმეღო და მერე ჩაერტყა ზურგში ხანჯალი?
რას ცდილობდა, ვერაფრით ვიაზრებდი..
არადა მისი არც ერთი საქციელი არ იყო ზედმეტი, პირიქით ყოველთის ჩარჩოებში იჯდა მისი ყოველი სიტყვა.. მისი საქციელი.
ახლა რამ გაამწარა, რამ შეუცვალა აზროვნება და გონება , ვერაფრით ვხვდებოდი..
ნერვიულობისაგან ვიჭამდი ტუჩებს, ბავშობის ამ ჩვევას ვერ გადავეჩვიე, ყოველთის დაჭმული ტუჩებით დავდიოდი. ბებია კი ამაზე მუდამ მსაყვედურობდა, ახლაც ამ დღეში ვიყავი.
- ჩემი ფისო რატომ ზის ასე? - აბაზანიდან გამოსული ზურგიდან მომეხვია და თავზე მაკოცა..
- ბრჭყალების გამოსაშვებად ვემზადები- სრულიად გულწრფელად ვუთხარი და ტელეფონი მივაწოდე..
- ამჯერად რა მოხდა- ნერვიულად მოისრისა შუბლი და ტელეფონი გამომართვა.. - გასაგებია - მშვიდად ჩაილაპარაკა და წინ დამიჯდა..
- რამის თქმა გინდა?
- მართა მისმინე. უადგილოა ახლა ეს შენი ეჭვიანობა , არ ღირს, დამიჯერე.. ხო იცი ტატას ამბავი..
- ვერ წარმოიდგენ, ეგ შენი ტატა როგორ მოქმედებს ნერვებზე, და კიდევ თუ მოგწერს ასეთ მესიჯებს , დანიელ , გეფიცები შენს თავს, მივალ და თმით ვითრევ..
- მჯერა, მაგრამ ამაზე რატომ ნერვიულობ. და საერთოდ რატომ ხარ ასეთი გაღიზიანებული ამიხსენი, რამეს ვერ ვაკეთებ ? ცუდად გექცევი? იქნებ იმას ნერვიულობ რომ ქორწილზე არაფერს გეუბნები, მოდი ხვალვე მოვაგვაროთ ყველაფერი ისე როგორც შენ გინდა..
- ეგ არაფერ შუაშია. ეს გოგო მაღიზიანებს, ვერ ვხვდები რას აკეთებს, ჯერ გვერდში მედგა. ახლა ჯიბრზე უკუღმა იქცევა.
- მოდი ტატა გვერდზე გადავდოთ. არაა ეგ გოგო ჩემი ინტერესის სფერო და რატომ ვკარგავთ დროს მასზე ლაპარაკში ამიხსენი.. ახლა ჯობია ჩვენზე ვიფიქროთ და ვილაპარაკოთ. ის რაც წეღან გითხარი, აღარ გადავწელოთ მართა, ხვალ ჩემებთან მივიდეთ შენებსაც დავურეკავ და ვუთხრათ რომ დაქორწინებას ვაპირებთ..
- შენები და ჩემები ერთად, რაღაცა მძაფრსიუჟეტიანი ფილმის სცენარია რაა - უკვე წინასწარ გამაცია ტანში - ტუჩები დავაფრუტუნე და სახე ხელებში ჩავმალე. ვიცოდი რომ ეს ყველაფერი კარგად არ დასრულდებოდა, წინასწარ მიწუხდა გული დედაჩემის საუბრის გამო, მაგრამ ისიც ვიცოდი რომ დანიელს ვერაფრით გადავათქმევინებდი .
თავი მის მხარზე მედო და კინოს უხმოდ ვუყურებდით. მთელი დღის გადაღლილს ძილი ახლა ყველაფერს მერჩივნა.
მოულოდნელად კარზე გაბმულმა ზარმა გონს მომიყვნა და დანიელს შეშინებულმა გავხედე.
- იწექი , მე ვნახავ ვინაა- მშვიდად მითხრა და სწრაფად ამოიცვა შარვალი.. - ორიოდე წუთში კარების გაღების ხმა და ყიყინი ერთიანად შემომესმა.
- შენ რა არსენასავთ დადიხარ - მკვეთრად გავიგონე ანდრიას ხმა და გოგოს სიცილი..- ხალათი შემოვიცვი ტანზე და მისაღებში გავედი.. - გაოცებული ვუყურებდი ანდრიას რომელიც ზედ ეკონწიალებოდა დანიელს და ნიას ..
- რა გჭირთ ხალხო - გაოცებულმა ვიკითხე და ნიასკენ წავედი..
- დავლიეთ, ხოდა მოგვენატრა ჩვენი ყველაზე შრომისმოყვარე, ჩვენი ზე სექსუალური ძმა და მოვედით - სიცილით მითხრა ნიამ და შემომეხვია..
- შენც დალიე? - სიცილი ვერ შევიკავე და დანიელს გავხედე, რომელიც ვერაფრით იშორებდა ანდრიას.
ცოტა ხანში ოთხივე ვერანდაზე ვისხედით და ყავის ფინჯრებით ხელში ერთმანეთს ეყუდებოდნენ ანდრია და ნია.. პატარა ბავშვებივით ისხდნენ დასჯილები. ხმას არც ერთი არ იღებდა, დარცხვენილ მზერას აპარებდა ხან ერთი და ხან მეორე..
- რა აღნიშნეთ? - ბოლოს მოთმინება დაკარგულმა იკითხა დანიელმა და ნიას გახედა, კარგი ეს არაა დალაგებული, შენ რა მოგივიდა?
- არც მე ვარ დალაგებული, ხო შეიძლება ერთხელ არ ვიყო დალაგებული - სიცილი ტირილში გადაეზარდა და დანიელს მზერა აარიდა..
- კარგი, ნუ იქნები დალაგებული, მაგრამ ახლა რა გატირებს? ნია რა ხდება, რა გაწუხებს, სამსახურში არ დადიხარ- არაფერი გითხარი, სახლში არ ხარ ძირითადად- საპატიო მიზეზია და კარგი ჩუმად ვარ , მაგრამ ეს დალევა რაღაცაა- ამან აგიყოლია?
- არა, მიზეზი შენშია- სრულიად დამაჯერებლად უთხრა და ოდნავ წაიწია წინ..
- ჩემშია? შენი პრობლემების სათავე მე ვარ?- მეგონა მოვაგვარეთ.
- შენ ხარ.. დანიელ შენ ხარ - გამწარებულმა უყვირა და ფეხზე წამოხტა . ზურგი მაქციე, გგონია ვერ ვხედავ როგორ შეიცვალე? არც მირეკავ, არც ინტერესდები როგორ ვარ, სად ვარ, ვისთან ვარ.
- და როცა ვინტრესედებოდი და გირეკავდი რა მოვიგე?? - შენ მე პატარა ბავშვი გგონივარ? - გინდოდა ასე ცხოვრება და იცხოვრე, იმას ხო ვერ დამაბრალებ ჩემმა ძმამ დამინგრია ბედნიერებაო.. ერთადერთ რამეს გთხოვდი , რომ ტყუილი არ გეთქვა ჩემთვის, და რა ქენი? - ადექი და ყველაზე მარტივად მომატყუე. გვერდით მეჯექი გოგო და მატყუებდი, როცა მე ჩემს დარდს გიზიარებდი..
- შემეშინდა.
- რისი? მანიაკი ვარ თუ მკვლელი, რისი შეგეშინდა..
- აი ამ მდგომარეობის, როგორც ახლა ვართ. ვიცოდი ზურგს მაქცევდი ამას თუ გაიგებდი..
- აქ იმისთვის მოხვედით რომ ნერვები ამითხარო? მე შენთვის ზურგი არ მიქცევია ეს ერთი და მეორე ვერ ხვდები რატომ გავბრაზდი? მომატყუე და ჩემივე სახლში ერთობოდი, ამათ შორის განსხვავებას ვერ ხედავ შენ? რამოდენიმე დღის წინათ , აქ გყავდა უჩა, რაიმე ვაგრძნობინე და ცუდად მოვექეცი? თუ რა გინდა? მე შენს ქცევაზე მეტკინა გული..
- გავიგე, გავიგე რომ გეტკინა და ახლა მთელი ცხოვრება ასე უნდა ვიყოთ? არასოდეს მაპატიებ? აღარ გეყვარები? - რა გავაკეთო რომ უკან დაგიბრუნო, გინდა მივატოვო უჩა, რა გინდა რომ გავაკეთო? - ყვირილი ისტერიულ ტირილში გადაუვიდა ნიას და ფეხზე წამოხტა.
- მოდი აქ მოდი , მკლავში მაგრად მოკიდა დას ხელი და გულზე მიიკრა, ჩემი სულელი გოგო, ჩემი პატარა ნიაკო. როგორ მენდომება რომ საყვარელი ადამიანი მიატოვო, როცა მე თავად ამის გამო ვიბრძვი..
- მეც ჩამეხუტეთ რა ვინმე - ბავშურად დაიწუწუნა ანდრიამ და ხელები შემომხვია.. მოდი რძალ- მაზლურად ჩავეხუტოთ ერთმანეთს .
- მოდიი - გულიანად გამეცინა და ანდრიას ხელები შემოვხვიე..
არსებობენ ქალები შეხედავ და იფიქრებ მათზე მხიარული არავინ არააო. სახეზე ღიმილი, გულში ფერადი ემოციები და ტვინში ჭრელი ფიქრები აქვთ..
შეხედავ და მოგინდება ნეტავ ასეთი მეც ვიყოო. მაგრამ არავინ იცის ასეთი ქალების მიღმა რა იმალება. არავინ იცის რომ მათ შეიძლება უფრო მეტად სტკიოდეთ ვიდრე სხვებს. არავინ იცის რომ მათ სახეზე ღიმილი, ტუჩებზე წითელი პომადა და ჭრელი სამოსი სევდის და ტკივილის გადასაფარავად არის მოგონილი..
მაგრამ ასეთი ქალები ყველაფერს უძლებენ..
არ წუწუნებენ...
დაცემულები ისევ აყენებენ თავიაანთ თავს ფეხზე. ისევ მთელი ძალით ეჭიდებიან ცხოვრების ახალ დატყმებს.
ისევ შემართებით მიიწევენ წინ და ახალ ძალებს კრეფენ გზადაგზა..
ვუყურებდი ნიას და სახეზე ბედნიერება ესახებოდა.. მისი მთავარი სიხარული მისი ძმის პატიება და სითბო იყო, თანდათან ვრწმუნდებოდი რა ცოტა სჭირდებოდა ადამიანს ბედნიერებისათვის.
**
ბუხრის წინ ვისხედით და ხმას არ ვიღებდი..
გული გამალებით მიძგერდა ისე ვნერვიულობდი.. შიგადაშიგ მალულ მზერას ვაპარებდი დანიელისაკენ რომელიც მშვიდად უსმენდა ჩვენ მშობლების დემაგოგიას.. აშკარა იყო მალე მოთმინების ფიალა აევსებოდა და ეს უფრო მეტად მაშინებდა რომ მისი აფეთქება კარგად არ დასრულდებიდა..
- გიყურებთ და სიცილს ვერ ვიკავებ რა, ასე მგონია რომეო და ჯულიეტას თანამედროვე ვერსია ხართ - ტაში შემოკრა ანდრიამ და დანიელს გახედა. - ძმაო , დარწმუნებული ვარ შექსპირი საფლავში ბრუნავს ახლა..
- ახლა ამისი დროა? - აღრენილმა უთხრა ნიკომ შვილს.
- აბა იმის დროა ილაპარაკო რომ არ ხარ თანახმა? მამაჩემო კითხვა დაატრიალე, ვინმემ გკითხა თანახმა ხარ თუ არაო? ან ვინმეს შენი დალოცვა უნდა? ეს ორი მაინც იქორწილებს, უბრალოდ ზედმეტად კულტურულები არიან და საკმის კურსში ჩაგაყენეს.. ასე რომ არ ვიცი, რატომ იტკიებთ აუტკივარ თავს ეს ოთხი ზრდასრული ადამიანი.
- მაშინ რა აზრი ქონდა , ჩვენს აქ შეკრებას? - სწრაფად წამოხტა ფეხზე ლექსო და ნიკოს შეხედა.. - სიმართლე გითხრათ დავიღალე რა, ლაპარაკით დავიღალე, უნდა შეეშვა, არ უნდა გაყვე, არ უნდა გიყვარდეს, ძალიან დავიღალე. ორივე ზრდასრული ადამიანია რაც უნდა ის უქნიათ..- საკმარისი შეცდომები დავუშვი . ჩემი გავლილი გაც მეყოფა სანანებლად, ახლა ესეც რომ არ ვინანო..
- ანუ მოჭკვავდი? - მაშინვე მაჯაში სტაცა ხელი სალომემ და ქმარი მოწყვეტით დასვა სკამზე.. - არავითარ შემთხვევაში არ ვარ თანახმა და არც ვიქნები , რომ ამ ორმა იქორწინოს, ყველანაირად ვეცდები რომ ეს ქორწილი არ შედგეს..
- ზედმეტი ხო არ მოგდის? - გამწარებული წამოხტა დანიელი და სალომესკენ წავიდა.. - შენ ვინ ხარ რომ ჩვენს ქორწინებას ხელი შეუშალო, ის არ იკმარე რომ შენი შვილი ავარიაში მოყვა და შენს გამო შვილი დავკარგეთ და ახლა კიდევ ასე ამაყად ლაპარაკობ ?მიცხადებ რომ ჩვენს ქორწილს ჩაშლი? ერთხელ გაგეწია დედობა და ერთხელ მოსულიყავი შვილთან , მაშინ მაინც მთელი დღეები რომ დარდისგან ტიროდა..
- მართა ორსულად იყავი? - რუსას მოულოდნელმა კითხვამ და დანიელის აღიარებამ ერთიანად ჩამაგდო შოკში. აცრემლებული თვალებით გავხედე დანიელს და ოთახიდან გავედი..
რამოდენიმე წამში ვიგრძენი ხელის შეხება მხარზე და ნაცნობი სუნამოს სურნელი, რომელიც მუდამ ისეთი ნაცნობი და ისეთი შორეული იყო ჩემთვის თანადროულად. თავისკენ დამატრიალა და ჩემი სახე ხელებში მოიქცია.. იმედიანი თვალებით შევხედე ქალს, რომელსაც დედაჩემი ერქვა.
- ამ კაცისგან შვილს როგორ აჩერდი? - მის კითხვაზე თვალები გამიფართოვდა და ხელები სახიდან მოვაშორებინე.. - მართა, მიპასუხე - ამისგან შვილს როგორ აჩენდი..
- რას ქვია როგორ ვაჩენდი? და რას ნიშნავს ამისგან ? - შენთვის სულერთი არაა ვისგან გავაჩენ შვილს?
- სულ ერთი როგორაა?
- ააა, გასაგებია , თანახმა ხარ ნებისმიერი ადამიანისაგან გავჩინო შვილო ოღონდ დანიელისაგან არა ხო, მაგრამ მთავარი დაგავიწყდა, ფეხებზე შენ რა გინდა. იმიტომ რომ შენ ჩემთვის არავინ ხარ, აქამდე მეგონა რომ ერთ დღეს ვიგრძნობი როგორია დედის სითბო, როგორია დედა ზრუნავდეს და დედას უყვარდე.. მაგრამ ვერ ვიგრძენი, ოცდარვა წელიწადი ამაზე ფიქრით ვიძინებდი, იქნებ დედას ერთხელ მაინც ჩავეკარი გულში, მაგრამ დედას ეს წამითაც არ მოსდომებია.. მას მერე რაც სახეში მომახალე რომ არ გიყვარვარ და არასოდეს გყვარებივარ და შვილი დავკარგე, როგორ გგონია მადარდებს შენ რა გინდა და რა არ გინდა? შენ ჩემთვის რიგითი ქალი ხარ, რომელსაც ჩემს ცხოვრებაში არაფრის უფლება არ აქვს..
- მართა ასე არაა..
- მორჩი რა ! - ხმას ავუწიე და მის ზურგს უკან რუსას გავხედე.. - მე შენ არაფერს გეკითხები, დანიელი ერთადერთი ადამიანია რომელიც სიცოცხლზე მეტად მიყვარს და რომლის გამოც, ყველას და ყველაფერს დავთმობ, ასე რომ არ მაინტერესებს რა გინდა ..
- წარმოუდგენელია , ეს არ იქნება ჩემი შვილი , ჩემი ერთადერთი ქალიშვილი შვილიან კაცს უნდა გაყვეს ცოლად? - ნიკოს ღრიალმა რელობაში დამაბრუნა და სახლში სირბილით შევედი.. - არასოდეს გესმის? თქვენ რა ორივემ ჩემს წინააღმდეგ გადაწყვიტეთ წასვლა თუ რას აკეთებთ, პირი შეკარით? აგიყოლია ამხელა კაცმა?
- რა შუაშია დანიელი, მამა !- სტუმრებთან ნუ ვიკამათებთ - რაც შეეძლო მშვიდად უთხრა და დანიელისკენ წავიდა..
- სტუმრები ახლა გაგახსენდა? ეს ბავშვი უკან წაიყვანე ახლავე მამამისთან და სახლში დაბრუნდი..- როცა დაბრუნდები მერე ვილაპარაკოთ .
- კი მაგრამ მამა..
- არავითარი მამა, გითხარი ახლავე უკან წაიყვანე ეს ბავშვი და სახლში დაბრუნდი -თქო.
- მე წავიყვან ბავშვს, ჩემებსაც გავაცილებ და თქვენ ილაპარაკეთ - რაც შემეძლო აუღელვებლად ვუთხარი ნიკოს და მამაჩემს გავხედე..
ოთახში ბოლთას ნერვიულად სცემდა .. ზუსტად კედლამდე მიდიოდა და მაშინვე უკან ტრიალდებოდა ნიკო . ნერვები არ ყოფნიდა უკვე. შეეძლო შიშველი ხელებით მოეკლა საკუთარი შვილი..
- დიდხანს ივლი ახლა ასე? - ნიკო საკმარისია, არ დაიღალე? - გამწყრალმა უთხრა ქმარს დაჯექიო ანიშნა. - ნიკო შეეშვი ბავშვებს, უკვე გაიზარდნენ, თავიაანთი გზა აქვთ , რა გინდა, რას გადაეკიდე ..
- თავი დავანებო და ცხოვრება დავუნგრიო? ქალო შენ ხო არ გადაირიე.. ერთი შვილიან კაცს მიყვება, მეორეს ტუტუცი გოგო უყვარს და ცოლად მომყავსო, მესამე რას მომიმზადებს თავიდან არ ვიცი რას უნდა ველოდო..
- არაფერს არ უნდა ელოდო ნიკო. დიდები არიან, გაიაზრდნენ, შეეშვი ბავშვებს, ბედნიერებას უნგრევ ვერ ხვდები? მერე რა რომ უჩას შვილი ჰყავს, ცოლი რომ მოკვდომოდა თავად უნდოდა? რატომ არ შეიძლება რომ ნიას უყვარდეს..
- იმიტომ რომ ჩემი შვილი ასეთ კაცს ა გაყვება.
- აჭარბებ ნიკოლოზ, ხვდები მაინც რომ სამივე შვილს უნგრევ ცხოვრებას? ხანდახან მგონია რომ ამას გააზრებულად აკეთებ, გინდა რომ შენი შვილები უბედურები იყვნენ და შენ მაშინ იქნები კარგად.
- საიდან მოგაქვს ეს სისულელეები რუსუდან , ბევრს ფიქრობ ხოლმე სანამ რაიმეს იტყვი? სულ ასეთ სისულელეებით იტენიდი თავს. არც ერთს არ მივცემ უფლებას , ისედაც საკმარისი აკეთა , ამ გოგოსთან ერთად, ხო ხედავ ორსულადაც ყოფილა.
- როგორ არ გრცხვენია, ის ბავშვი შენი შვილიშვილი არ იქნებოდა? რამ გაგიცია გული ასე ადამიანო. შვილებს როგორ უდგები ჯიბრში, ამდენი წელიადია შენს გვერდით ვარ, ვცდილობ სწორი გზა დაგანახვო, მაგრამ წამით არ იხევ უკან, ვერაფრით შეგასმენინე რომ მშობელი ასე არ იქცევა.
- რომელი მშობელი? შენს თავზე ლაპარაკობ?
- რას ქვია ჩემს თავზე? - ნერვიულად დაუბრუნა პასუხი და ზურგი აქციააა.
- კარგად იცი , რასაც ქვია, ზურგს რატომ მაქცევ? შენ რომ მშობლის ქცევაზე , ზრუნვაზე და სიყვარულზე დამიწყებ ლაპარაკს რაღა უნდა გავაკეთოთ რუსუდან..
- ნიკო ირონიას მოეშვი, პატარები არ ვართ.
- მეც მაგს ვამბობ, რომ პატარები არ ვართ - და საკმარისია, გვეყოს. რადგან ხმას არ ვიღებ იმას არ ნიშნავს რომ დებილი ვარ.
- ნიკო, რა გჭირს შენ დღეს? მოდი არ გვინდა კამათი, ჩხუბი და გაუგებრობები. მინდა უბრალოდ ჩემი პოზიცია იცოდე, ახლა შვილების გვერდით ვიდგები, როცა დანო სახლიდან წავიდა შენს მხარეს დავდექი, ვიფიქრე დიდი ბიჭია უკვე კაცია და თავს მიხედავს თქო, მერე ანდრიას დაუნგრიე ცხოვრება და ამაზეც ხმა ვერ ამოვიღე, ახლა ნიას მიადექი და ისევ დანიელს, წრეზე ტრიალებ , რა ვერ იკმარე?
- რუსა რას ქექავ? რა გინდა, ამდენი წელწადია ჩუმად ვარ, ხმას არ ვიღებ, ზედმეტ კითხვას არ ვსვამ, შვილები გაგიზარდე, ადამიანებად ვაქციე, სითბო და ყურადღება არ მოვაკელი მაგრამ დროა მგონი დავსვა ის კითხვა რომელიც ჯერ კიდევ ოცდათხუთმეტი წლის წინათ უნდა დამესვა.
- შენ გამიზარდე შვილები? შენ არ მოაკელი სითბო და ყურადღება და ადამიანებად აქციე შენ ჩემი შვილები?
- კი , კარგად აღნიშნე, შენი შვილები, ჩემი კი არა შენი შვილები, და დროა სიმართლე გაიგონ, კარგად ვიცი რომ ჩემები არ არიან, ვიცი რომ მათ მამა მე არ ვარ,..
- ნიკო რას ამბობ?- სახეზე ალმური მოედო რუსუდანს და ხელები აიფარა, რას ამბობ ნიკო - ერთიდაიგივეს იმეორებდა და თავს ნერვიულად აქანავებდა. - ამას როგორ ამბობ ნიკო..
- ვერ გავიგე რა გაოცებს ასე მწარედ. ორივემ ვიცით რომ მამა მე არ ვარ...
- გაიმეორე რა თქვი - ერთიანად გაფითრებული იდგა კარებში დანიელი და მამამის უმზერდა. - მამა გაიმეორე რა თქვი! - სწრაფი ნაბიჯით წავიდა მისკენ და წინ გაუჩერდა. - მიდი მითხარი..
- დანიელ არ გინდა შვილო , დედის ხმაზე ამღვრეული მზერით გაიხედა მისკენ და ოთახიდან გასვლა უბრძანა..
- მამა , მითხარი რას ამბობდი. სავარძელში ჩამჯდარი მამის წინ დაიმუხლა და ნელა დაადო მუხლზე ხელი . - მიდი გელოდები, მინდა რომ შენგან მოვისმინო ყველაფერი.
- დანიელ რა საჭიროა, ისედაც ხომ გაიგე - ძლივს მოახერხა სიტყვების გადაბმა და შავ თვალებში ჩააშტერდა შვილს. როგორც პატარა ბავშვს პირველად გადაუსვა თავზე ხელი და მერე მხარზე დაჰკრა..
- მისმინე, არ მაინტერესებს რაც ახლა თქვი, ჩათვალე რომ არ გამიგონია, შენ ხარ მამაჩემი, ასე იყო და ასე დარჩება. მამა მიყურე - თავი ააწევინა და მხარზე მიეხუტა - რაც მოხდა, რაც იყო, სულ ერთია. მე მხოლოდ ერთი მამა მყავდა მუდამ და ახლაც ასე იქნება..
- კი მაგრამ დანიელ, მე ხომ შენ ცხოვრება გაგიმწარე...
- თუნდაც, შენ მამაჩემი ხარ და ამას ვერაფერი შეცვლის. არ მაინტერესებს ვინაა მამაჩვენი, არანაირი სიმართლე არ მაინერესებს, ეს ამბავი ჩემს და შენს შორის მორჩება გასაგებია? - აამდე არავინ ვცოდით რეალობა და მუხედავად ყველაფრისა გვიყვარდა მამა რომელც გვეჩხუბებოდა და გვეკამათებოდა, და ახლაც ასე იქნება..
- ასეთი კარგი როგორ გაიზარდე დანიელ? - დანანებით უთხრა შვილს და ფეხზე წამოდგა, პირველად როცა გავიგე რომ ჩემი შვილი არ იყავი , მეგონა მოვკვდებოდი, გიყურებდი და შენში ვეძებდი ჩემს ნაკვთებს, მიმიკებს, გამოხედვას, არადა როგორ მგავდი, ახლაც კი მგავხარ ხასიათით, ჩემსავით უცებ იცი აფეთქება, მერე ჩემსავით ნანობ მომხდარს.. ერთ სიმართლეს მეორე და მესამე მოჰყვა, ახლა როცა ვზივარ და ვფიქრობ მიკვირს როგორ გავუძელი, როგორ გადავიტანე, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. დედაშენი მიყვარდა, სიმართლის გამხელის შემთხვევაში ჩემგან წავიდოდა , მასთან გაიქცეოდა.. ისედაც ვიცოდი რომ მთელი ცხოვრება ის უყვარდა, მე კიდევ ამას ვერ გადავიტანდი. ალბათ ეგოისტი ვარ აუტანელი და ბოროტი კაცი ვეგონები ვინმეს, მაგრამ ვერ მოვერიე თავს, რუსას დაკარგვას ვერ გავუძლებდი, წავიდოდა და წაგიყვანდათ ,ამიტომ ჩუმად ვიყავი ამდენი ხანი.. მისი მოყვანის პირველივე წამიდან ვიცოდი რომ არ ვუყვარდი, მაგრამ არასოდეს დამისვმას კითხვა რატომ გამომყვა..
- ერთი დღისთვის ამდენი სიმართლე ბევრია - ნერვიულად ჩაილუღლუღა დანიელმა და შუბლი მოისრისა.. - მისმინე, ახლა მე წავალ და გპირდები ხვალ მოვალ, ან უკეთესია შენ მოდი ოფისში და ვილაპარაკოთ მამა ..
რაც შეეძლო მშვიდად დაუქნია თავი შვილს და სააბაზანოსკენ სწრაფი ნაბიჯით წავიდა სახის გასაგრილებლად.. საკუთარ ანარეკლს უყურებდა და ვერ ეჯერებოდა , შვილი რომელიც მისი შვილი არ იყო, რომელსაც ერთიანად გაუმწარა სიცოცხლე მზად, მზად იყო ყვარებოდა კაცი რომელსაც მისი სისხლი არ დაუდიოდა ვენებში, და მისთის დაეძახა ისევ მამა, არ დაინტერესებულიყო ნამდვილი მამის ვინაობით , რადგან ეს კაცი რომელსაც ახლა სარკეში უყურებდა, რომელმაც სახლიდან გააქცია და რომელიც არ აცდიდა ბედნიერებას, სრულიად ყოფნიდა მამად..
ემოციებისაგან დაცლილი და განადგურებული გავიდა დანიელი და ეზოში მდგარ დედას მიუახლოვდა. მთელი ძალით შემოხვია ხელი და გასასვლელისკენ დაიძრა. ხმას არ იღებდა რუსუდანი, იცოდა ეს საუბარი გარდაუვალი იქნებოდა, ამიტომ გონებაში სიტყვებს ალაგებდა , როგორ აუხსნიდა, რას ეტყოდა. როგორ შეხვდებოდა დანიელი სიმართლეს..
მანქანა სახლთან გააჩერა და დედა წინ გაუშვა.. რამოდენიმე წამში ერთმანეთის პირისპირ ისხდნენ და მოთმინებით ელოდა დანიელი როდის დაიწყებდა დედა დაუბარს..
- ახლა გგონია ჩაგეძიები, ვინაა მამაჩემი, მაგრამ ცდები, მხოლოდ ერთ კითხვაზე მიპასუხე, ეს როგორ გააკეთე? - ადამიანს როგორ უღალატე დედა. სამი შვილი გაჩინე სხვა კაცისგან ისე რომ სინდისმა არ შეგაწუხა? მესმის ადამიანი ერთხელ შეცდეს მაგრამ ეს უკვე ნამეტანია.. სამი შვილის კვალობაზე თუ ვიმსჯელებთ გამოდის რომ მამაჩემს სულ ღალატობდი?
- დანიელ აგიხსნი ..
- რას მიხსნი , აბა მიდი სცადე. როგორ გააჩინე შვილები სხვა კაცისგან ამას მიხსნი? თუ ამდენი წელიწადი როგორ ღალატობდი მამაჩემს ამას მიხსნი, იმან თუ იცის რომ შვილები ჰყავს?
- არა ! არ იცის და ვერც ვერასოდეს გაიგებს. იმიტომ რომ ასეა საჭირო..
- ცოტა ხანში გავგიჟდები, ის კაცი თუ გიყვარდა ნიკოს რატომ გაყევი, გაიძულა ვინმემ, თუ რა ხდება? –
- ასე იყო საჭირო - გადაჭრით უთხრა და ზურგი აქცია.
- რა მაგარი პასუხია დედა, სიმართლე გითხრა სხვას არც ველოდი. შენ ხომ ყოველი საციელის მერე ეს პასუხი გქონდა, რომ ასე იყო საჭირო.. იმაზე არ გიფიქრია რომ სიმართლე ადრე თუ გვიან გასკდებოდა?
- ამაზე ფიქრში რამდენი წელიწადი გავიდა ვეღარ ვითვლი დანიელ. მაგრამ არ მეგონა ნიკომ თუ იცოდა სიმართლე, ამას ვერ ვიფიქრებდი..
- ვერ ვიჯერებ , ქალი რომელიც ერთი შეხედვით უწყინარი, თბილი და მოსიყვარულეა, ასეთ რამეს თუ გააკეთებდა- ამას როგორ წარმოვიდგენდი, ნიკოს რომ ეთქვა ჩემთვის იმასაც კი არ დავუჯერებდი , მაგრამ ჩემი ყურით მოვისმინე.. - გიყურებ და არ ვიცი რა უნდა გავაკეთო, ან რა უნდა გითხრა.. ამიხსენი ეს რატომ გააკეთე დედა..
- პაპაშენს არ მოსწონდა ის კაცი , რომელიც მიყვარდა, ნიკო მისთვის საუკეთესო ვარიანტი იყო .სიმართლე გითხრა , წინააღმდეგობა არ გამიწევია, რადგან თავადაც კარგად ვიცოდი მისგან არ გამოვიდდა ბიზნესმენი, რადგან მისი ოცნებები სხვა მხარეს იყო, სხვა პროფესიაზე ოცნებობდა. ამიტომ ნიკოს წინადადებას დავთანხმდი და ცოლად გავყევი..
- იცოდა რომ არ გიყვარდა??
- არ ვიცი, ამაზე არასოდეს მიფიქრია. მე მისთვის ზრუნვა და ყურადღება არ მომიკვლია. მერე რა თუ ისე ვერ შევიყვარე როგორც ის მიყვარდა, ნიკოსთვის არასოდეს დამიკვლია დანიელ არაფერი.. მისთვის არაფერი დამიშავებია..
- რაზე მელაპარაკები დედა. შენ მას ყველაზე მთავარი დაუშავე, უღალატე ! - ამაზე მეტის დაშავება რა გინდა? წარმოდგენაც კი არ მინდა ამ განცდის, რას გრძნობდა, როგორ განიცდიდა როცა გაიგო რომ ..
- ამაზე არ მიფიქრია -თქო..
- აბა რაზე ფიქრობდი?- გამწარებულმა უყვირა დედას და ფეხზე წამოხტა. - რაზე ფიქრობდი, ვერაფერი გავიგე შენი, მეგონა მამა გიყვარდა და ამიტომ იყავი სულ მის მხარეს, ამიტომ იტანდი ჩვენს დამცირებას. ახლა გამოდის რომ არც მამა გყვარებია და არც ჩვენ. რანაირი ქალი ხარ გამაგებინე. ის ქალი სად გაქრა სევდიანი თვალებით რომ მიყურებდა ხოლმე, შენ არ ხარ ის ქალი, ვიღაცა სხვა ხარ. სრულიად სხვა ქალი, რომელმაც ისე მარტივად უღალატა ქმარს და ისე მარტივად დაანგრევინა შვილებისთვის ცხოვრება დედაჩემი ამას არ გააკეთებდა..
- სხვა გზა არ მქონდა დანიელ. შვილები მინდოდა, როდესაც გავიგე რომ შენ მეყოლებოდი სიხარულისაგან ადგილს ვერ პოულობდი, ისე მიხაროდა, მერე პატარა პრობლემები შემექმნა, გამოკვლევამ აჩვენა რომ მსგავსი ტიპის პრობლემა ნიკოსგან არ მექნებოდა რადგან ნიკო უშვილო იყო. მაშინ გავიაზრე სინამდვილეში რაც ხდებოდა.. მაგრამ სინანულს აზრი აქ ჰქონდა, შვილი იმ კაცისგან მეყოლებოდა ვინც მიყვარდა და ვინც ოცნებებში მუდამ იყო ჩემი შვილების მამა..
- შენ თავიდანვე ღალატობდი ნიკოს, მიზანმიმართულად გაყევი, მერე მამაშენს დახმარება სთხოვე მთელი ბიზნესი და ქონება ნიკოს გადაულოცეთ და ელოდი შანსს როდის შეძლებდი ყველაფრის უკან წამოღებას?! - ამიტომ იყო, რომ პირველივე შანსზე , ადამიანს გამოჯანმრთელება არ აცადე ისე მაიძულე სადავეები ხელში ამეღო და ყველაფერი ჩემს ხელში გადმოსულიყო. ასეა? ყოველი შენი ნაბიჯი დაგეგმილი იყო წინასწარ, და მიზეზს ვერ ვხვდები რატომ?
- შენ ბევრი რამე არ იცი, დანიელ !- ამღვრეული მზერით ახედა შვილს და სამზარეულოში წავიდა, ურეაქციოდ შეაერთა ჩაიდანი დენში და ფინჯნები გადმოიღო. - მე ძმა მყავდა, ჩემზე ხუთი წლით უმცროსი. მამა მასზე გიჟდებოდა. შეეძლო მისთვის ყველაფერი გაეკეთებინა, მისით ეამაყა, მასზე ეზრუნა. მისი ერთი თხოვნა საკმარისი იყო და მთებს გადადგავდა, მე კი სულერთი ვიყავი, რაც არ უნდა მეთხოვა არაფერს მისრულებდა, მეგობრებთან ერთად დასასვენებლად როცა ვთხოვდი წასვლას მეუბნებოდა იმუშავე, დააგროვე საკმრისი თანხა და ისე წადიო. მინდოდა თუ არა, ჩემს ძმაზე ბოღმა და შური ჩამადებინეს. საკუთარ ძმას ვერ ვიტანდი იმის გამო რომ მას ყველაფერი გამოსდიოდა მე კი არა.. მიზნად დავისახე რომ, რადაც არ უნდა დამჯდომოდა ეს ყველაფერი მხოლოდ ჩემი და ჩემი შვილების იქნებოდა. მერე იცი რა მოხდა? საკუთარი ფიქრების გამო დამსაჯა უფალმა. ჩემს ძმას იმ დროისთვის იშვიათი დაავადება ლეიკემია დაემართა, ვერაფრით უშველეს, სად არ ყავდა მამას წაყვანილი, მაგრამ დაიღუპა. ჩემი ძმის გადაცვალება დედამ ვერ აიტანა და მის საფლავზე მოიკლა თავი. წარმოიდგინე მაშინ თხუთმეტი წლის ვიყავი. სრულიად მარტო დავრჩი ამხელა სამყაროში, გვერდით მყავდა მამა რომელსაც ვუყვარდი თუ არა ისიც კი არ ვიცოდი. ამ დროს ნათელი წერტილივით გამოჩნდა ადამიანი რომელმაც ერთიანად გამაბედნიერა, მაგრამ ვიცოდი მასთან ქორწინება არაფერს მომცემდა, ამიტომ ისე მოვიქეცი როგორც მამაჩემს სურდა. მისთვის დამჯერი გოგოს როლი მოვირგე და შედეგიც მივიღე...
- ეს საოცრება ახლა მოიგონე? - დაბნეულმა ახედა დედას დანიელმა..
- სამწუხაროდ დიდი ხანია ამ ტრაგედიის შესახებ არც მახსოვდა და ახლა გამახსენე დანიელ.
- თუ შენი ძმა გარდაიცვალა ანუ არავინ გყავდა მოწილე, გაყოლოდი იმ კაცს ვინ გიყვარდა... რა გიშლიდა ხელს..
- მამას არ მოსწონდა, ამობობდა მისგან წარმატებული ადამიანი ვერ დადგებაო, მაგრამ შეცდა მამაც და მეც.
- მოიცადე. მიცადე არ მითხრა..- არ მითხრა რომ ის კაცი სოსოა- არ გაბედო თქმა რომ ეგ კაცი მამაჩვენია დედა . თავზე ხელები მაგრად მიიჭირა და აივანზე გავიდა..
რამოდენიმე წამს ადროვა რუსუდანმა შვილს დამშვიდება. მერე არწივის მზერით უყურებდა ხედავდა რამდენი მსგავსება იყო დანიელსა და სოსოს შორის, ისეთივე მაღალი და განიერი მხარ-ბეჭი ჰქონდა როგორც მას, ისეთივე თმა და უძირო შავი თვალები რითაც დააბა მაშინ რუსო. ხმის ტემბრი, საუბრის მანერა. ყველაფერი მისი ჰქონდა დანიელს. ამდენი წელიწადი თავადაც არ უნდოდა ამისი აღიარება რომ სამივე შვილი მამას ჰგავდა და ყოველთვის უტიფრად ამტკიცებდა მათ მსგავსებას ნიკოსთან..
- არ ვიცი ალბათ ჩემს ადგილას სხვა ყველაფერს დალეწავდა, მაგრამ ვფიქრობ და არ ვიცი როგორ უნდა მოვიქცე , რა უნდა გავაკეთო. ამხელა ტვირთი როგორ უნდა ვატარო.. გზის გასაყარზე ვდგავარ დედა, სიმართლე უნდა ვუთხრა ანდრიას და ნიას, ან უნდა გავჩუმდე. და იცი რა არის ყველაზე ცუდი? პირველად უნდა მოვიტყუო, პირველად არ უნდა ვთქვა სიმართლე , ისევ მათ გამო, ჯობია იცოდნენ რომ ნიკოა მათი მამა..
- კი მაგრამ დანიელ..
- არანაირი მაგრამ გასაგებია? - კედელს მუშტი მაგრად დაჰკრა და დედა თავისკენ დაატრიალა.. - ახლა იცი რა მოხდება სიმართლის გაგებით? ანდრია ისევ დაეცემა სულიერად, ნიას ისედაც რთული პერიოდი აქვს, მე საკმარისი არა ვარ ამ ტკივილისათის? არ გეყო რომ მე გამანადგურე? არ გაბედო და სიმართლე არ თქვა. არ გაბედი გესმის? გასაგებია -თქო დედა?
- გასაგებია.
- მამაჩვენი ნიკოა , ასე იყო და ასე იქნება. არანაირი სხვა მამა არ გვყოლია და არც გვეყოლება. ერთი მამაც კმარა .. - ახლა სანდროს დავურეკავ, მოვა და სახლში წაგიყავანს, მინდა რომ ცოტა ხანს არ შემაწუხო, არ დამირეკო არც მწერო, მარტო მინდა ყოფნა..
- დანიელ არ გინდა ..
- შენ რა იცი მე რა მინდა? ოდესმე იცოდი რა მინდოდა?? არა ! და არც ახლა იცი !- ასე რომ წახვალ და სახლში იქნები...
შეცდომის დაშვების უფლება ყველას აქვს..
ხანდახან ეს შეცდომა გამოუსწორებელ შედეგს გვიტოვებს, ხანდახან უკვალოდ იკარგება..
დიდი ფილოსოფოსები და მწერლები ამბობენ ადამიანი ერთი და იგივე მდინარეში ორჯერ არ შედის, კანონები იმისთისაა რომ დავიცვათ..
მაგრამ ადამიანები სხვანაირად ვიქცევით, ერთი და იგივე მდინარეში ერთხელ კი არა სამჯერ და ხუთჯერაც შევდივართ, კანონები და წესები კი იმისთვის არსებობს რომ დავარღვიოთო ამასაც გვეუბნებიან..
ჭეშმარიტება სადაა? რომელია სწორი? როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი?
ალბათ ისე როგორც მას მიაჩნია სწორად. ალბათ იმდენჯერ უნდა წაიტეხოს ცხივირი სანამ თავად არ დაიღლება დაცემით..
რადგან სხვისი რჩევით დაცემა ასჯერ მწარეა..
თვლიდა თუ არა რუსო შეცდომად შვილების სხვა კაცისგან გაჩენას? არა !
თუკი ერთხელ დაშვებული შეცდომა, შეცდომად არ აღიქვა, პირველს მეორე და მესამე მიაყოლა. ესეიგი მისთვის შეცდომა კი არა სასურველი ქცევა იყო.. მთელი დროის განმავლობაში წარმატებით თამაშობდა ორ ფლანგზე, ორივეგან მიზანში არტყავდა. ორივეგან სასურველ შედეგამდე მიდიოდა.
არასოდეს ..
არასოდეს არ უნანია საყვარელ კაცთან გატარებული ღამეები და მერე მისგან სახსოვრად დარჩენილი შვილები.. რამდენჯერ ეცადა , როგორ გულით უნდოდა რომ მისგან თავი შორს დაეჭირა, მაგრამ ტვინს თუ რამეს უხერხებდა გული მისკენ გარბოდა. ბოლოს დაიღალა ბრძოლით და ჭიდილით , თავს უფლება მისცა ეკეთებინა ის რაც მთელი სულით და გულით უნდოდა..



№1 სტუმარი სტუმარი gvantsa

პირველად დავაფასე ნიკო ,მიუხედავად მისი საშინელი ხასიათისა როგორ უნდა გიყვარდეს ქალი მისი ღალატი აიტანო და სამი შვილი საკუთარივით გაზარდო ,კარგად მესმის მისი სიცივეც და საშინელი ხასიათიც, სამაგიეროდ ვერასოდეს გავუგებ რუსუდანის და სალომესნაირ მდაბიო და ზნედაცემულ ქალებს, როგორ მინდა ვინმემ საკადრისი პასუხი გასცეს ამ ორ ანაკონდას :(

 


№2 სტუმარი სტუმარი tikuna

ძAლიან მომეწონა ყოღაღ
შმდეგ როდის დადებ

 


№3  offline ადმინი თუკა

სტუმარი gvantsa
პირველად დავაფასე ნიკო ,მიუხედავად მისი საშინელი ხასიათისა როგორ უნდა გიყვარდეს ქალი მისი ღალატი აიტანო და სამი შვილი საკუთარივით გაზარდო ,კარგად მესმის მისი სიცივეც და საშინელი ხასიათიც, სამაგიეროდ ვერასოდეს გავუგებ რუსუდანის და სალომესნაირ მდაბიო და ზნედაცემულ ქალებს, როგორ მინდა ვინმემ საკადრისი პასუხი გასცეს ამ ორ ანაკონდას :(

ხამდახან ცხოვრება გვაიძულებს რომ ასეთები ვიყოთ..
მოვიქცეთ ნიკოსავით და გვიყვარდეს მოღალატე ქალი..

სტუმარი tikuna
ძAლიან მომეწონა ყოღაღ
შმდეგ როდის დადებ

შემდეგი თავი იქნება ხვალ, და იქნება ბოლო თავი..
--------------------
4love.ge

 


№4 სტუმარი სტუმარი ნესტანი

მაგარია არ .ეგონა ასეთი ჩუმჩუმელა ქალი იქნებოდა რუსუდანი,როგორ დაღალეს ეს წყვილი ამდენი წუწუნით მადლობთ მომეწონა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent