შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთხელ სიმარტოვეში


29-08-2020, 17:42
ავტორი nukito20w
ნანახია 186

ნაღველი გაცოცხლებულიყო. გულიდან დაძრულიყო და სხეულს მოსდებოდა, ალივით...
წვავდა ცოცხალს.
ქალი იჯდა სრულიად შიშველი. ისეთი ლამაზი იყო,ისეთი საუცხოო...
ბედად ჰქონდათ მის მოტრფიალეებს საუკუნო ტანჯვა.

ულამაზესი ტერფები ჰქონდა, წვრილი კოჭები და კოჭებიდან აყოლილი წვივები. სწორი ფეხები ერთმანეთს დაეშორებინა და წელში გამართული ვიოლინო შემოედო ლამაზ მხრებზე.
წვრილი თითები ჰქონდა, მოვლილი. ამ თითებით ვიოლინოს ხემს ჩასჭიდებოდა.
გამოყვანილ წელს არხევდა, რითმში ვიოლინოს ჟღერადობასთან ერთად.

ჩალისფერი თმები აეკოსა და წვრილი კისერი მოუჩანდა ეშხიანად. ისეთი ლავიწები ჰქონდა, გულგრილად ვერ განაშორებდით თვალს.

მაღალი,მკვრივი მკერდი უთრთოდა არეული სუნთქვისგან და მსხვილ ტუჩებს მაგრად აჭერდა ერთმანეთს მოწოლილი ემოციებისგან.

ბოლო ბგერებს ცრემლები გადმოაყოლა,გადმოაყოლა დარდი,თორემ გულიც გაუსკდებოდა.

საკრავი გვერდით გადადო და წინ გადახრილმა სახე ჩარგო თითებში.
გული სტკიოდა და ემოციებს ვერაფრით იტევდა. არც მეგობარი ჰყავდა,იმდენ მეგობარში და არც საყვარელი მამაკაცი,იმდენ მამაკაცში.
სულ მარტო იყო: გულგრილობასა და სიცივეში.ტკივილიან სიმარტოვეში.

იტანჯებოდა ძალიან.

არაფერში ჩაეშვა ღუზა და მისავათებული ან იწვა ან უკრავდა დიდხანს.

ხან იცოდა რა უნდოდა,ხან არაფერიც არ იცოდა. წუთით იმასაც ნატრობდა, სულ არ ყოფილიყო მოვლენილი.
თავის დროზე,არც მშობლებმა ჰკითხეს და არც ზემოთ, ცაში..
პირდაპირ დედის მუცელს მიაკერეს და ახლა უბედურების ნავში ჩამჯდარი, მიჰყავდა ტალღებს გაურკვეველი მიმართულებით.

ყველაზე ცუდი ის იყო, ამისაც ეშინოდა. იცოდა ხმელეთამდე მივიდოდა და იქ კი ბევრი რამ ელოდა,ბევრი უსიამოვნო რამ.
----
დაღლილმა გაიღვიძა..
გაიღვიძა უმოქმედობისგან, თავისუფლებისგან წართმეულმა.

ფეხზე წამოდგა, წაბარბაცდა...

-დამთავრდეს,ოდესმე დამთავრდეს..- შეეხვეწა ღმერთს.

მძიმე მოგზაურობა იყო.ყველაზე მძიმე და ეკლიანი.
ყველა ჰყავდა თითქმის და მაინც მარტო იყო.
ქვაფენილებზე მისეირნობდა მოწყენილი.
ფეხებზე ეთამაშებოდა კაბა.. აწეული თმებიდან სასურველ არომატს ატოვებდა ჰაერს და ვერც კი ამჩნევდა, ხალხი რომ მისშტერებოდა თვით მშვენებას.

მშვენიერებას უჭკნებოდა შიგნეულობა.
და მაინც,რა სურდა ვერ გაეგო.
ვერც ის გაეგო, ასე რატომ მიიჩქაროდა უმისამართო სივრცეში.
ალბათ, კანიდან გამოძვრებოდა, სხეულს მიატოვებდა და ზეცათ ამაღლდებოდა,რომ შესძლებოდა...

არ იყო ჯერ სიკვდილის დრო.

იკითხავთ,რისი დრო იყო აბაო...
მე რა ვიცი... ალბათ, ტანჯვის. სხვა არც არაფერი ჰქონდა.

ღრმად ამოისუნთქა.

კუთხეში მდგარმა ინატრა, ნეტავ მისი დანატოვარი მაინც შემასუნთქა, სიცოცხლეს მომიმატებდაო...

ქალი კი იდგა, თხელ კაბაში და ვერ გადაეწვიტა, რომელი გზით წასულიყო.
დარჩენა აღარ ღირდა...
დარჩენა და უმოქმედობა უსპობდა ორგანიზმს.

მობილური აუმღერდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. იქიდან გამწარებული მამაკაცი რეკავდა. მისი სიყვარულით ესერებოდა გული, ქალი კი მუდამ ერიდებოდა...
ახლაც არ უპასუხებდა, რომ არა შიში...

-სად ხარ?!- ეტყობოდა ღრიალი არ უნდოდა, სახლში მისულს კი დაატყობდა თავის კვალს.

-ირინა გახდა ცუდად...- დაიჩურჩულა აკანკალებული ხმით.

-გელოდები,სასწრაფოდ!- ბოლოს თავი ვერ შეიკავა და უღრიალა.

ქალს კი ყველაფერი დაეტოვებინა უკვე.
სამოსი ეკიდა კარადაში, უჯრაში ისევ საცვლები ეწყო. ფეხსაცმელები,შემოსასვლელში, კარადიდან არც გადმოუღია.

არ უნდოდა იმ კაცის არაფერი, ვინც ეზიზღებოდა.

სხეულს თრთოლვა მიასკდა ერთიანად, რიდის გარეშე. მიასკდა წამლეკავად და სხეული აიყოლა.

ვერ ჰბედავდა წასვლას და არც დარჩენისკენ მიუწევდა გული.

ეს იყო,მხოლოდ ქალაქში კი არა, მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქალი.

იცოდა, თუ უკან დაბრუნდებოდა, თუ დაუბრუნდებოდა წარსულს, ბოლო ექნებოდა. თავისი ცხოვრების ბოლო....

მობილური მოისროლა ნაგვის ყუთში. გამორთო და ჩააგდო უკან.
ახლა მხოლოდ ვიოლინო ებადა, მუსიკოსს.

მიუხედავად იმისა,რომ უყვარდა ყველა, არავისთან სურდა, სულ არავისთან. ერჩივნა მკვდარი ჰგონებოდათ, მაშინვე მოეხსნებოდა ვალდებულებები...

გაიქცა.
გააპო ჰაერში მოცანცარე მოლეკულები.
გააპო ახლანდელობა საკუთარი თავის იმედად.
მოკლა შიში სხეულში.
შეიგრძნო ქროლვა თავისუფლების.

წლების შემდეგ ლაღად გაიცინა მოსაწყენ ქალაქში. სხეულში იმხელა ადრენალინი იგრძნო, ფეხებში ისეთი ძალა, ვერ ჩერდებოდა...
ვერ და არც!

ამ წამს,ის პატარა გოგონა იყო, ბიჭებთან ერთად ფეხბურთს რომ თამაშობდა.
თვალებში აუკიაფდა სიცოცხლე. სხივებად გაისროლა ირგვლივ ხელებგაშლილმა...

დატრიალდა ხმელეთზე, აიხედა ცაში და მზეს გაუსწორა სახე...

მოუნდა ყვირილი... გამარჯვების დროს ყვირიან ხოლმე, ასეთი დიადი გამარჯვების დროს, თვითონ ხმა ჩაუვარდა.

ასეთი თავიაუფლების შეეშინდა. გარემოს მოავლო თვალი დაბნეულმა, ვაი თუ მომაგნესო...

არავის ეგონა, მშვენიერება თუ გაიქცეოდა.
მშვენიერებას მორჩილებაში ზრდიდნენ და სხვაგვარად წარმოუდგენელი იყო.
მშვენიერებას მორჩილება დიდხანს არ შეეძლო, მაშინვე ჭკნებოდა...

თავი ცუდად იგრძნო. უპასუხისმგებლოდ და სუსტად,რადგან ბოლომდე ვერ გაძლო.
ვერ გაუძლო აყროლებულ ჰაერს. ვერ გაუძლო გულგრილობაში ჩაწოლილ ქალაქს.

მშვენიერების წინ, მრავალი გზა გაიხსნა...
მშვენიერება კი ერთ ადგილას იდგა, იდგა და არ იცოდა,რომელი გაერისკა..
მარჯვნივ წავიდა.
მარჯვნივაც ბევრი გზა იყო,მანდაც ეცადა სწორი გამოერჩია, მაგრამ ვინ იცის?!

სწორი და არასწორი, ზედმეტად ზოგადი რამეა... თუ ტყუილს ვამბობთ, ამით არაფერს ვაშავებთ ან ვინმეს სიცოცხლეს ვჩუქნით, ან საფრთხეს ვაცილებთ, ხომ სწორ საქციელად ითვლება?! თუ ორი კაცი იძირება ზღვაში, ჩვენ ერთს მივუსწრებთ და მეორეს ვეღარ... სწორი იქნება?! მაშ ერთი თუ გადავარჩინეთ,მეორემ რა დააშავა?!
ვერ განვსაზღვრავთ სწორს და არასწორს აბსოლუტური სიზუსტით.

ქალმა მარჯვენა მხარე მხოლოდ იმიტომ აირჩია, ადრე ასწავლიდნენ მარჯვენა მხარზე ანგელოზი გიზის,მარცხნივ ეშმაკიო. იმიტომაც უშვებ შეცდომებსო...

ვერაფერი გაეგო.. შეცდომები ძირითადად ხომ გამოუცდელობისგან მოდის?! აბა, განზრახვითი მავნებლობა?! ბოროტმოქმედება?!

უცებ მოწოლილი გრძნობები აემღვრა ერთმანეთში და უკვე ატირებულმა ჩაიმუხლა ახალი ქალაქის კედელთან.

ხალხი ჯერ გაოგნდა, მშვენიერებას ცრემლებიც მომაჯადოვებელი ჰქონდა.მერე გვერდი აუარეს, ზოგმა შურით, ზოგმაც ჩათვალა, ვერ დავეხმარებიო და გვერდი აუარა მომტირალს...

ქალს ბედნიერება ჩაუცხრა. ახალი დარდი ჩაესო ისარივით მკერდში.

ვიოლინო ებადა ხემით, სხვა არაფერი. სიკვდილისთვის განწირულიყო.
გაეწირა ხალხს...
უიმედობაში რწმენა შერჩენოდა და არაფრით ეთმობოდა. მკერდზე ჰყავდა დაკონებული ჩვილივით.

ვიოლინო ჩამოიდო მხარზე, ხემი ნაზად გაუსვა სიმებს და ისეთი სასიამოვნო ბგერები გამოსვა უმალვე, ხალხი შედგა!

ქალი უკრავდა ჰაეროვნად. უკრავდა მონდომებით და სულიერ განწყობას აქსოვდა ჟღერად ბგერებში.

იყუჩა ქალაქის ხმაურმა. გაგულგრილებული ხალხი, ვერ იყო იმ წამს ცივი... ვერ აუარეს გვერდი სიამოვნების ჰანგებს. თავისუფლების ჰანგებს, ჰანგებს სიგიჟის და არაამქვეყნიურისას...

ტანს არხევდა ისე ლამაზად, მამაკაცებს მუხლები ეკვეთებოდათ.
შიშველი ტერფები ქვაფენილზე დაეწყო....

შურდათ, ქვაფენილის, შურდათ იმ კედლის, ზურგზე რომ ეკრობოდა წამის წინ.
თვალებით აშიშვლებდნენ, ვერ შიშვლდებოდა.
მისი სურვილით იწვოდნენ, არავისი არ ხდებოდა.
არადა,სიფრიფანა კაბა ეცვა, იისფერი, ნაზი...
ბრეტელები მხრებზე გადასცურებოდა და მოეშიშვლებინა მშვენიერებას ლავიწის ძვლები...

მშვენიერებას ავნეს,მშვენიერებას შემოაცალეს სიცილის ფერები.

ქალი უკრავდა თავის ცხოვრებაზე.
სიმებზე დაასრიალებდა ხემს, ბგერებს ჰაერი ავრცელებდა მაგიურად...

თმები ჩამოეშალა ბოლო მომენტში, ჩამოუგდო სიმძიმის განცდა...
მხრებზე დაფენილ დალალებს თვალს ვერ სწყვეტდნენ...
ეს ქალი ხომ ჩვეულებრივი არ იყო.
ყველაზე სასურველი ვინ იყო, მთელ მსოფლიოში.

თვითონ ქალს სხვა რამ სურდა.

ბოლოს ყელში წაუჭირა არეულმა ფიქრებმა, აუცახცახა სხეული ნერვებმა და ბოლო წამს, მოიისფრო თვალები დახუჭა.

რაღაც მის სულს შეეხო. ფეხებსა და თავქვეშ ამოსდო ხელები მზრუნველად.თავისთან უნდოდა წაყვანა, ეჩქარებოდა ძალიან...
თავისი საფარველი იყო უღონოდ მიწოლილი, მტანჯველი განცდები ჰგუდავდა და შველა უნდოდა უხილავს...

ხალხი იდგა გაოცებული.
ფაქტი,ფაქტად დარჩა, მშვენიერებას ვერასდროს დაივიწყებდნენ....

მშვენიერება წაიყვანეს.

ყველამ დახუჭა წუთიერად თვალები, არ სჯეროდათ მხედველობის.
ჰოდა, კედელთან ახალი, უცხო ჯიშის ყვავილი ამოსულიყო... ფერსაც კი ვერ დაარქმევდით სახელს, არ არსებობდა და იმიტომ.

ყვავილის სახელიც არავინ იცოდა, არც მუსიკოსი ქალის იცოდნენ...
მაგრამ ხმა დადიოდა, მოჩვენება იყოო.
ზოგს სჯეროდა, ზოგსაც არა...
ზოგი იცინოდა, ზოგიც არა...
ამბის გაგებისას ყველას სხვადასხვა რეაქცია ჰქონდა...

ყვავილი-უცხო მშვენება დილით, მზეს უცინოდა ხოლმე და ღამით, ფურცლებს შემოიკრავდა მფარველად.....
უცხო მშვენება ქალის დანატოვარი იყო ხმელეთზე.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent