შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აალება (თავი 2 )


31-08-2020, 01:32
ავტორი marita1230
ნანახია 452

ქალაქში გამეფებულ სევდას ცა გამოსარჩლებია და წვიმის წვეთებით დაუფარავს არემარე. ბრბოში მიკარგული , ქოლგის ქვეშ შეფარებული ქალი კი ჩქარი ნაბიჯით მიიწევდა დანიშნულების ადგილისაკენ .

შემდეგ გაჩერდა , ცდის მიუხედავად მაინც ვერ გაუძლო წვიმის წვეთების ცდუნებას და ქოლგა დაკეცა . სიხარულით შეაგება ცის ცრემლებს თავისუფლების ხელახალი განცდით დამწვარი სხეული და სიმსუბუქე იგრძნო . არსება აუბობოქრა მისმა შეგრძნებამ და ბედნიერიერების ტალღები გაუვრცელა სხეულში.

გალაღებულმა ააყოლა თვალი მის წინ აღმართულ კორპუსს და ნარნარა ნაბიჯებით გაემართა ბინისაკენ . ერთ ამოსუნთქვაში აიარა კიბეები და მოუთმენლად დააკაკუნა კარზე.

-ჟღალო

სიხარულით შეაგება ბგერები კარში გამოჩენილ პიროვნებას და მალე გაეხვია მის მკლავებში.. უჩვეულო სიმშვიდე იგრძნო , სიმშვიდე რომელიც მხოლოდ ქეთასთან იდებდა ბუდეს . სულ ეგონა მის ხელებში პრობლემებიც სადღაც ქრებოდა და იკარგებოდა. გრძნობდა ერთიანად როგორ ისხამდა დაკარგულ ფრთებს. იცოდა, ჟღალი უზიარებდა მის არსებას , სიყვარულის ფართო მარწუხების ქვეშ აქცევდა განცდილ ტკივილს და გაუგებარ გზაზე შეხიზნული მიუყვებოდა მის ნაბიჯებს . განსაკუთრებული კავშირი ჰქონდათ და სწორედ ამის მეშვეობით იგრძნო შესვლისთანავე მისი შფოთვა და მკლავები მჭიდროდ მოხვია.

-რა მოხდა ქეთა ?

მღელვარების ჰანგებით გააჟღერა სიტყვები და თვალი გაუსწორა მის ამღვრეულ სფეროებს .

-ჯერ შემოდი , გაყინული ხარ ელენა .

მხოლოდ ეს უთხრა და წინ წავიდა.

ელენამაც ქოლგა დადო და წინ წასულს უკან გაჰყვა . სავარძელში მოხერხებულად მოთავსდა და ანერვიულებულმა გაუსწორა თვალი ქეთას ცისფერებს . მანაც არ დააყოვნა .

-გუშინ ნიკამ ცოლობა მთხოვა , სახლში მოსულს ვარდის ფურცლებით მოფენილი გარემო და სანთლით განათეული ოთახი დამხვდა.

ერთ ამოსუნთქვას ამოაყოლა სიტყვები და ვერაფრით გაექცა სახეზე აღბეჭდილ შინაგან მღელვარებას . იცოდა გაგრძელება ელენამ და არც ვარაუდის მორიდებია .

-არ დათანხმებულხარ

-არ დავთანხმებულვარ

-რატომ ჟღალო ?

უფრო მისთვის კითხვა ვიდრე თავისთვის . კარგად იცნობდა ქეთას და იცოდა როგორ განიცდიდა ამ ამბავს . იცოდა როგორ ნერვიულობდა სხვისთვის მიყენებულ ტკივილზე და საკუთარი გადაწყვეტილების განსამტკიცებლად დაუსვა კითვა .

-არ მიყვარს ელენა ... მეგონა მიყვარდა ,მართლა ვცდილობდი შემეყვარებინა, მეგონა მინდოდა მასთან ყოფნა , მაგრამ ფაქტის წინაშე რომ დავდექი მივხვდი რომ არ მინდა მომავალი ცხოვრების ნიკასთან გატარება , არც შვილები მინდა მისგან ... მგონი მხოლოდ მისი სიყვარული, დამოკიდებულება და მზრუნველობა მომწონს ... შევეჩვიე და ახლა გული ვატკინე .. მართლა არ მინდოდა ასე გამოსულიყო...

-უარესი იქნებოდა რომ მოგეტყუებინა ქეთა

ახლოს მოსული ჩაიხუტა. მზრუნველობით გადაატარა თითები თეთრ სახეზე და სითბოთი დაუკოცნა თვალები.

-არ მინდა ეგონოს რომ ვატყუებდი .. არ მინდა თავი გამოყენებულად იგრძნოს ...

ქეთას ხმაში შეპარულმა შიშმა ელენასაც აუწვა თვალები . მის მუხლებზე მოკალათებულს დააკვირდა და ნაზად გადაატარა ფალანგები თმებზე .

-გიცნობს ქეთა , იცის როგორი ხარ და ასეთი უყვარხარ . რომ მოგეტყუებინა , ცოლად გაყოლოდი ან მისგან გამოიქცეოდი ან ტკივილი დაგტანჯავდა . სიცოცხლის შანსს წაართმევდი შენს თავს . ერთხელ ცხოვრობ არ მინდა შენი ბედნიერება სხვას შესწირო , ძალით მიიღო არასწორი არჩევანი, როცა გული და გონება სხვას გეუბნება.

-მის ბედნიერებას რა ვუყო ელენა ?

სახე მიანათა ჟღალმა და ცრემლი დაიშრო თითებით . სუნთქვის საშუალებას არ აძლევდა სხვისთვის მიყენებული ტკივილი. საკუთარ თავს აძულებდა , აბნევდა და არ იცოდა აქამდე უცხო გრძნობებს როგორ გამკლავებოდა ელენას გარეშე .

-ბედნიერი იქნება ქეთა , მართლა იქნება პატარავ , იმ ქალთან რომელსაც მთელი გულით ეყვარება და მისთვის იქნება შექმნილი ... თავიდანვე იცოდა ყველაფერი მაგრამ თავს იტყუებდა , შენც შანსი მიეცი,ის შანსი ასე ძალიან რომ გთხოვდა მაგრამ არ გამოვიდა ... დამნაშავე არცერთი ხართ ამის გამო ... იმ სიცარიელის შეგრძნება ცადა ქორწინებით შეევსო რაც თქვენს შორის იყო ... მადლობა ღმერთს რომ არ დათანხმდი და ისიც არ გააუბედურე შენს თავთან ერთად .. პასუხს ნანობ ქეთა ? შეცვლიდი რომ შეგეძლოს ?

-არა , იგივეს ვუპასუხებდი , უბრალოდ ბევრს ნიშნავს .. ბევრი გამოვიარეთ და არ მინდა დავკარგო ...

-ჩამოყალიბებული ადამიანია , არ დაკარგავ .

-ვეგოისტობ ?

-ცოტას , აცალე გააზრება , დაფიქრება .. მიხვდება რომ ასე აჯობებდა ...

-მაპატიებს ?

-საპატიებელი არაფერი ჩაგიდენია ქეთა , არ გამოგიყენებია. გრძნობები არ დაგიმალავს და არ მოგიტყუებია . იცი სიმართლე რა რთული სათქმელია ჟღალო ?

თითქოს ამ კითხვით გაქარწყლდა ქეთას ეჭვები მაგრამ სამაგიეროდ ელენა შეაწუხა უჩვეულო ბგერებმა. იგრძნო როგორ მოაწვა ყელში უთქმელი სიტყვები. ყველა ფერი და ელენა იბრძოდა თავისუფლებისთვის . თავის დაღწევა სურდათ , სააშკარაოზე გამოსვლა და მიუღებელი სიმშვიდე ტკივილის ჩასახრჩობად . სიბრალულის მიუხედავად , ქეთასთვის შექმნილი ნაწილი არ ეთმობოდა ელენას . უყვარდა მისი-ქეთას ვერსია და ვერაფრით თმობდა პოზიციებს .აკანკალებული ამოსუნთქვით ჩაკლა მათი სურვილი. თვალები დახუჭა და კიდევ ერთხელ შეისისლხორცა სიმართლე , მის სხეულს ამოაფარა , ტკივილში ჩამალა და მხოლოდ ქეთას ელენას გაუთავისუფლა მთელი არსება , მხოლოდ ის გაავრცელა და ჟღალის ტკივლით დაამძიმა...

***

დიდხანს იჯდნენ სიჩუმეში. ერთმანეთის გრძნობდნენ და არც იყო საჭიროებდნენ ზედმეტ სიტყვების . ნელა ეფერევოდა ელენა ჟღალის დალალებს . მის პროფილს უყურებდა და მისი სილამაზით ტკბებოდა . ბოლოს დაიხარა და მთელი სახე დაუკოცნა . აკისკისებულ ქეთას საკუთარი ღიმილი შეაგება და ისიც იგრძნო მზესავით განათებულმა ჟღალმა რომ გაახვია მათი ტკივილი სითბოში .

-ლეა როგორაა ?

-კარგადაა, ჩემთან იყო რომ დამირეკე . კლასელები იკრიბებიან, ბოლო-პირველ დღეს აღნიშნავენ. ნერვიულობს და არ ეთმობა სკოლა , მაგრამ თან ახარებს მომავალი სიახლე მის ცხოვრებაში.

-მასწავლებლებთან უკვე დადის ?

-არა , მალე დაიწყებს მაგრამ მოსწონს არჩეული გარემო .

-ყავას დალევ ?

-კი ,მიდი გამიმზადე პატარავ , ის ტორტი წამოგიღე ლეას რომ დავუცხვე და თან დავაყოლოთ .

ჩანთაში ჩადებული კონტეინერით გავიდა სამზარეულოში . კუთვნილ ადგილას მოეწყო და თვალი მოავლო ფანჯრიდან გაშლილ ხედს. მოსწონდა შეყვითლებული ხეებზე მოთამაშე წვიმის წვეთები . დაღლილი მზე ჩადიოდა და ნელ-ნელა უთმობდა გზას ღამის სხივებს . ღამდებოდა და სიბნელე შედიოდა ელენას არსებაშიც .

-მიყვარს წვიმა. მგონია სხეულიდან ცოდვებს მაშორებს, შემდეგ მზის სხივებს ელაპარაკება და კვლავ უბრუნდება ზეცას. ჩემი , ჩემი ამბავი მიაქვს ღმერთთან და ისიც უსმენს . ბოლოს მიძინებულ სინდისს მიღვიძებს გულში , რომ მივიწყებული ადამიანობა შემახსენოს .

თვალი გაუსწორა შეშინებულ ქეთას და გაუღიმა .

-კარგად ვარ ჟღალო .

მის წინ მოთავსებულ ფინჯანს დახედა და წვიმის წვეთებს დაუგდო ყური მოსალოდნელი უბედურებისთვის რომ ამზადებდა .იმ წამს, ჟღალი უნარჩუნებდა სიმშვიდეს . ტელეფონის ხმამ გამოაფხიზლა .

-გისმენ ლეა

-"მივდივარ ელენა , ყურადღებით ვიქნები ტელეფონთან . არდავიგვიანებ . ჟღალი მომიკითხე , მიყვარხართ , გკოცნით ."

-ჩვენც ლეა , ჩემო პატარა . კარგად .

ერთმანეთის სიმშვიდის და ბედნიერების გაზიარებას შეუდგნენ. ღიმილით ჰყვებოდნენ ამბებს . მზე კი ჩადიოდა , არაფრით ჩუქნიდაა ზედმეტ დროს ელენას ...

***

დღის ბოლოს ისევ იგივე კედლებში ამოყო თავი . ისევ იგივე ხმაზე აჟღერდა ტკივილი. იგივე სიმძიმე იგრძნო მაგრამ რაღაც ნაცნობიც მოდებოდა სხეულს . გრძნობა სულ რომ ემალებოდა და გაურბოდა , ახლა მთელს სხეულს უფორიაქებდა ელენას .

ყურადღების გადატანა სცადა , უკვე გაკეთებული მაკიაჟი საგულდაგულოდ შეამოწმა სარკეში და პარიკი მოირგო. დღისით მიძინებული გვამი გამოაღვიძა , თავისუფლება აჩუქა და სხეული დაუთმო . კარში გამოჩენილ კაცზე გადაერთო და გრძნობები უკანა პლანზე გადაწია .

-შეუდერებელი ხარ ელენა.

ხელები ააყოლა ქალის მხრებს და სარკეში გაუსწორა თვალები მის ირონიულ ღიმილს.

-რა გინდა ლევან?

-დღეს რჩები ელენა

ისევ მრავალჯერ გაჟღერებული გაიმეორა. მაგრამ სხვანაირი სიმტკიცე ჰქონდა მის ხმას . ცნობდა ამ ბგერებს ელენა და სხეულში გაბნეულ უსიამოვნო მარგალიტებს ვერაფერი მოუხერხა. სიჩუმით ისარგებლა და წინადადება დაასრულა . მშვენივრად იცოდა რამდენი ქალიც არ უნდა შექმნილიყო ელენაში , რამდენი ფერიც არუნდა შეეთვისებინა მის სხეულს, ეს ჭრილობა დაღად ედო სულზე და ვერაფერი უშუშებდა.

-ზურა დაბრუნდა

ექოსავით გავრცელდა კაცის გამარჯვებით გაჟღერებული სიტყვები . ქალმა იგრძნო როგორ ჟონავდა მოუშუშებელი იარიდან ტკივილი . შიშმა შეიპყრო , კანკალმა აიტანა . გამოსახულება გაედღაბნა და ყველაფერი სიშავემ შთანთქა . მყარ ზედაპირს ჩაეჭიდა და სხეულის დამშვიდება სცადა . აკანკალებული სხეული დიდი გაჭირვებით დაიმორჩილა და კაცის საყელოს ჩაეჭიდა.

-მატყუებ, ხომ მატყუებ ლევან .

სასოწარკვეთილება ჩანდა მის ხმაში . დაცემული იყო ელენა , დაკარგული და განადგურებული . რომ არა კაცის მკლავები ალბათ წონასწორობასაც ვერ დაიცავდა .

-არ გატყუებ ელენა , დაბრუნდა .

სამაგიეროს გავდა ლევანის სიტყვები . მიუღებელი გრძნობისთვის სჯიდა და არც ენანებოდა .

-სცენა გელოდება ელენა , მაკიაჟი შეისწორე .

-აქედან გადი , მომშორდი , არარაობა ხარ , ეს როგორ დაუშვი ,ხომ დამპირდი ...ხომ დამპირდი...

ხელები დაუშინა მის მკერდს და მოიშორა ... დაეცა ელენა და მას გაჰყვა მისი ნაშენები სიმტკიცეც , ვერ გაურბოდა შიშს და განვლილ ტკივილს ... სული ეწვოდა ...

-რა ვერ აიტანე ვერ ვხვდები , საკმარისად არ გაერთეთ და დატკბით ჩემი სხეულით ? არ გეყოთ რადაც მაქციეთ და რაც გამიკეთეთ ? სიზმარია ელენა , გაიღვიძებ .. გაიღვიძე , გაიღვიძე გთხოვ ...

ვერაფრით გაურბოდა სიამოვნების ტაღებს დაცემული ელენას დანახვისას . ბოლოს კარს იქით მიმავალი ნელ-ნელა გაურბოდა ელენას სიტყვებს .

ელენა კი ჩამუხლული გლოვობდა მის თავს . ყელშივე ეკარგებოდა მისი ტკივილნარევი ბგერები. სადღაც უფრსკულში იჩეხებოდა. უმიზნოდ ხვევდა ხელებს სხეულს ტკივილისგან დასაფარად. ეწვოდა ჭრილობა , მისი ნაპერწკლები კი მთელს სხეულს აალებდა.



№1 სტუმარი სტუმარი სტუმარი

დასაწყისი მომწონს ძალიან და თავები გაზარდე ცოტა

 


№2  offline წევრი marita1230

სტუმარი სტუმარი
დასაწყისი მომწონს ძალიან და თავები გაზარდე ცოტა

მადლობა , ვეცდები გავზარდო თავები .

 


№3 სტუმარი სტუმარი ლანა

ძალიან საინტერესო არის????

სტუმარი ლანა
ძალიან საინტერესო არის

 


№4  offline წევრი marita1230

სტუმარი ლანა
ძალიან საინტერესო არის????

სტუმარი ლანა
ძალიან საინტერესო არის

მადლობა , მიხარია თუ გაინტერესებთ .

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent