შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქიმია ორისთვის ( თავი 19) დასასრული


31-08-2020, 14:04
ავტორი თუკა
ნანახია 2 816

მათი საუბრისაგან მოსმენით გადაღლილი ვიჯექი და ყავის ფინჯანს ვატრიალებდი. არც სურვილი და არც ძალა არ მქონდა დედაჩემის და ბაბეს კამათის მოსმენის, რომელშიც ნიტა შეძლებისდაგვარად ერთვებოდა..
თავი კედელზე მქონდა მიდებული და ფიქრებით სრულიად სხვაგან ვიყავი.. ახლა დანიელის გვერდით ყოფნა ყველაზე მეტად მინდოდა, მაგრამ ისიც ვიცოდი აქ ნიტას მარტოს ვერ დავტოვებდი..
- აქ იმისთვის მოხვედი რომ სეირს უყურო?
- რა გინდა რომ გავაკეთო? - ფიქრებიდან გამოვერკვიე და ავხედე ქალს რომელსაც დედაჩემი ერქვა..
- რაიმე მაინც თქვი, ვერ ხედავ მამაშენმას ახლიდან გამომაგდო და სხვათაშორის შენს გამო..
- აქამდე უნდა გამოეგდე შენ - მაშინვე ჩაერია ბაბე და სალომეს ახედა..
- მერე რომ გამოგაგდო, რა გავაკეთო? მივიდე და ვთხოვო უკან დაგაბრუნოს? თუ რა გინდა?
- სულ არ გადარდებს არა დედაშენი ?
- აბა დედაჩემი? რომელია დედაჩემი? შენს გამო შვილი დავკარგე, იმის გამო რომ არ მიყვარხარო პირში მომახალე, ახლა გაგახსენდა რომ შვილი გყავს ჩემი სახით?
- მართა ასე არაა, ხომ იცი, გაბრაზებულ გულზე გითხარი.
- კარგი არ გამაცინო რა. არსოდეს გყვარებივარ, არასოდეს გადარდებდი, მე მუდამ ვცდილობდი შენგან ოდნავ მაინც მეგრძნო რაიმე, სკოლაში კარგად ვსწავლობდი რომ შენგან შექება დამემსახურებინა, უნივერსიტეტიც წარმატებით დავასრულე იქნება ახლა იამაყოს -თქო და შენ რა ქენი? ერთი უბრალო სიტყვა „ყოჩაღ „ არ მითხარი.. იცი რა, დავიღალე, ძალიან დავიღალე შენგან. ჩემი შვილის სიკვდილს არავის ვაპატიებ და მითუმეტეს ქალს რომელსაც თავად არ უყვარს თავისი შვილი..
- მართა არ ინერვიულო რა - ზურგიდან შემომხვია ხელები ნიტამ და თავზე მაკოცა.. - მეც დამნაშავე ვარ დედასთან ერთად, უფრო სწორად დედაზე მეტადაც კი, შენ სულ ზრუნავდი ჩემზე , მუდამ მაჩვენებდი რომ გიყვარდი და მე რა გავაკეთე.. ახლა ვფიქრობ და ვგიჟდები ეს როგორ გავაკეთე, რატომ დავუჯერე, მაგრამ გვიანია, აზრი არ აქვს ახლა წუწუნს..ახლა მარტო ბოდიში შემიძლია მოგიხადო და დაგპირდე რომ ჩემი შვილს ასე არ გავზრდი, იმასაც გპირდები რომ შენს შვილს ჩემი შვილისაგან არ განვასხვავებ და ერთნაირად მეყვარება, მინდა რომ ისინი ერთად გაიზარდნენ...
- ამის შვილს? ამას შვილი იმ კაცისგან უნდა ეყოლოს რომელიც იმ შერყეულის ძმაა- გინდა რომ თქვენი შვილები ერთად გაზარდო?! არ მოგცემ ამის უფლებას გესმის? ამას შვილი არასოდეს ეყოლება იმ ავადმყოფების გვარისაგან.. ამიტომ წაგართვა ღმერთმა..
- ზედმეტი მოგდის გაიგე? - გიჟივით წამოვხტი ფეხზე და გამწარებულმა ვუყვირე. აქ თუ ვინმეა შერყული და ავადმყოფი შენ ხარ. ქალი რომელმაც შვილებს ბედნიერება დაუნგრია, ქმარმა სახლიდან გამოაგდო და კიდევ ამდენს ლაპარაკობს, შენ რომ საღად აზროვნებდე და ლოგიკის უნარი გაგაჩნდეს მუქარის დრო არ გექნებოდა.. იმასაც კი არ ცდილობ რომ მოინანიო, პატიება ითხოვო..
- რაზე ვითხოვო პატიება. ის რაც მინდოდა იმას ვაკეთებდი, ახლაც ასე ვიზამ..
- შენ ვერასოდეს მოუახლოვდები ჩემს შვილს, ამის პირობას გაძლევ, დავივიწყებ რომ შენ გამაჩინე და ხელებს დაგამტვრევ ოდნავ მაინც რომ შეეხო ჩემს შვილს..
- შენ იცი ძველი ანდაზა? „ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახეო“
- საკმარისია დედა - ტირილით უთხრა ნიტამ და კედელს მიეყუდა, საკმარისია რააა. ასე როგორ ლაპარაკობ. ამიხსენი.. საკმარისია , დავიღალე. მეტი აღარ შემიძლია. აქ იმისთვის არ მოვსულვარ რომ მართას როგორ ანადგურებ ვუყურო. აქ იმისთვის მოვედი რომ კახიმ არჩევანის წინაშე დამაყენა და მე მას ვირჩევ, შენთან ხშრად არ მოვალ ხოლმე, შენც არ ჩაერევი ჩვენს ცხოვრებაში, მხოლოდ მომწერ და დამირეკავ...
- ახლა დედა აღარ გინდა, გაიზარდე ჩიტო? ფრთები გაშალე, რადგან სიმართლე გაიგეს?
- კი ფრთები გავშალე, და პირველი მთელი ამ ორი წლის განმავლობაში პირველად ვარ ისეთი მსუბუქი და ბედნიერი ვერც კი გადმოვცემ, მხოლოდ ახლა ვარ სიყვარულში თავსუფალი. მე ჩემს ქმარს და შვილს ვირჩევ..
- გახსოვს გითხარი, გავა დრო და მართას არ ენდომები, ისე შეგაქცევს ზურგს , როგორც შენ შეაქციე მაშინ-თქო. ახლა ნახე რა მოხდა? ორივემ ერთად შეგაქცია ზურგი, იცი რატომ?- ყელში ამოუვიდათ შენი სიბოროტე, ბოღმა და შური.. ასეთი რამ გაგხადა.. სულ პატარა იყავი, ისეთი კეთილი და ლამაზი. მიუხედავად ყველაფრისა, წახვედი, ცხოვრება ნახე, ისწავლე - იმის ნაცვლას რომ ბედნიერი ყოფილიყავი, სადამდე დახვედი. და იცი რატომ? შენ ფულის ხამი ხარ , ფულის გამო ყველაფერს გააკეთებ, ყველაფერზე წახვალ.. შენ ნიტას გადარჩენაზე კი არ ფიქრობდი იმ ფულზე რომელსაც ის ამაზრენი კაცი გაძლევდა ტყუილის სანაცვლოდ, ეს ჩურჩუტი გოგოც აიყოლიე. სიმართლე არ ათქმევინე, მაგრამ ადრე თუ გვიან ხო იცი ყველაფერი ირკვევა, ახლაც ასეა ნახე, ყველაფერი გაირკვა, დალაგდა და მარტო დარჩი..
- ამისი მოსმენა და ატანა მეტი აღარ შემიძლია.. - განადგურებულმა ჩავილაპარაკე, გამწარებულმა ჩავიტენე ტელეფონი ჯინსის უკანა ჯიბეში და სახლიდან სირბილით გავედი.
ჰაერზე თავი ოდნავ უკეთ ვიგრძენი. მაგრამ ნერვიულობისაგან მიღებული თავის ტკივილი და გულის რევის შეგრძნება არ მშორდებოდა.. მანქანის კარს მივეყუდე და მლაშე სითხე მაშინვე დამედინა თვალებიდან..
რამდენჯერ მიოცნებია ამ სახლში ოთხივეს ერთად გვეცხოვრა. თითქოს ზღაპრების სახლი იყო, რომელზეც ვოცნებობდი. ვოცნებობდი რომ მექნებოდა ლამაზი მწვანე ეზო, ჰამაკი, ყვავილები და მშობლების სიყვარული.. უნდა ვაღიარო ეს ყველაფერი ჰქონდა ამ სახლს უბრალოდ ამ სახლში მე არასოდეს მიცხოვრია და არც მშობლების სიყვარული მქონია..
ამიტომ ვიყავი ასეთი უცნაური.. ამიტომ მიჭირდა ურთიერთობების გაშლა და თავისუფლების მიცემა. ამიტომ ვერ ეგუებოდა დანიელი ჩემი ამ კუთხის გამოვლინებას.
არც მე მიყვარდა , მაგრამ ჯერ ასე მალე საკუთარ თავს ვერ ვცვლიდი..
შესაცვლელიც არაფერი იყო. მხოლოდ გვერდით დგომას და ჩემზე ზრუნვის უფლებას ითხოვა..
ქალების უმეტესობა ამას მამაკაცისაგან ითხოვს ის კი უფლებას ითხოვდა რომ ასე მოქცეულიყო. რადგან მე ვღმართავდი კედელს ჩემსა და მის გრძნობებს შორის, მუხედავად იმისა რომ ეს კაცი საშინლად მიყვარდა და მისთვის ყველაფერზე წავიდოდი ამ კედელს ვერაფერს ვუხერხებდი, ვერაფრით ვანგრევდი..
არ მახსოვს როგორ მივედი სახლამდე.. თვალებზე თითქოს ბინდი მქონდა გადაკრული, ვერაფრით ვიჯერებდი რომ დედაჩემს რომლის სისხლი და ხორცი ვიყავი, ასეთი საუბარი შეეძლო ჩემს შვილზე. ასეთი მუქარა.. ასე უხაროდა რომ შვილი დავკარგე..
ვგრძნობდი როგორ მერთმეოდა ძალა, თვალებში პატარა შავი და ფერადი წერტილები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ.
მანქანის კარები ნელა მივკეტე და მოწყვეტით დავჯექი სველ ასფალტზე. საყვარელი ნომერი ავკრიფე და მისი ხმის გაგონებაზე მხოლოდ ორიოდე სიტყვის თმა მოვახერხე .
თვალები რომ გავახილე, გვარიანად გათენებული იყო. დანიელის ხმა სამზარეულოდან მესმოდა, სავარაუდოდ ტელეფონზე საუბარობდა.. ფრთხილად წამოვჯექი და საათს ავხედე, რვა საათი იყო, მაგრამ ჯერ კიდევ საშინლად მეძინებოდა. საბანი თავზე გადავიფარე და ძილის სამყაროში გადავედი..
ხელის შეხებამ გამომაღვიძა და დამფრთხალმა გავახილე თვალები... გვერდით მეჯდა, მუხლებზე ყავა და ჩემი საყვარელი პეროგის მოზრდილი ნაჭერი ედო. თბილი ტუჩებით მაკოცა შუბლზე და გამიღიმა..
- გელოდე რომ გაიღვიძებდი მაგრამ 12ზე თათბირი მაქვს, უნდა წავიდე, საუზმე მოგიტანე, ჭამე და საღამოს ვილაპარაკოთ.
- ახლა რომელია? დაეჭვებულმა შევხედე და ლანგარი გვერდით მივიდგი..
- თერთმეტია მძინარა.. - თუ არ ვიჩქარებ დამაგვიანდება.. - გინდა საღამოს სადმე გავიდეთ?
- აუ არააა, სახლში ვიყოთ. არ დააგვიანო და დანარჩენზე პასუხს მე ვაგებ - თვალი ჩავუკარი და ჰალსტუხში მოვქაჩე.
- მართა !- მაშინვე დამიღრინა და მოგრეხილი ფალსტუხი გაისწორა. - ბავშვი ხარ რა . წავედი, იცოდე ჭამე და 7ზე სახლში ვარ..
- კარგიი, მომწერე რომ მიხვალ - კარებში გასულს დავაწიე და პეროგის უზარმაზარი ნაჭერი ჩავიტენე პირში.
მთელი საღამო ვემზადებოდი დანიელის დასახვედრად..
მინდოდა ეს საღამო მისთვის და ჩემთვის დაუვიწყარი ყოფილიყო. თვალებში ვატყობდი რაღაცა აწუხებდა, მაგრამ ამ წუხილს ჩემი სახელი არ ერქვა.. ისიც ვიცოდი რადგან თავად არ საუბრობდა ამაზე , უბრალოდ არ უნდოდა ამ თემის განვრცობა და მეც მაქსიმალურად მომთმენი უნდა ვყოფილიყავი..
კარგად მქონდა გააზრებული რომ მისი ცხოვრების ყველა დეტალზე ვერ დამელაპარაკებოდა , ვიცოდი რომ ეს რაღაცა დეტალი მხოლოდ მისი და მშობლების ურთიერთობა იყო.
მისი თვალები უძირო სევდას ატარებდა.. თითქოს სახეც კი გაცრეცილი ჰქონდა, წუხანდელი ღამის მერე სრულიად შეცვლილი და გადასხვაფერებული იყო .
ერთიანად გაზრდილი, მეტად დაკაცებული და გამომეტყველება შეცვლილი მეჩვენებოდა..

პატარა ბავშვივით გამიხირდა კარზე ზარის ხმა და სირბილით წავედი გასაღებად. ჩემს წინ ყვავილებით ხელში იდგა დანიელი და სახეგაბადრული მიყურებდა.. მოულოდნელად შემოვხვიე ხელები კისერზე და ლოყაზე ვაკოცე.
მაგიდის გარშემო ერთმანეთის პირისპირ ვისხედით და თვალს არ მაშორებდა..
- სამეფო ოჯახივით ვართ, მე ერთ თავში, შენ მეორეში..
- ხო? როგორც წესი ამბობენ ხოლმე, მე თავში შენ ბოლოშიო.. ასე რატომ არ თქვი?
- იმიტომ რომ ჩვენ ერთად ვართ თავში, ჩვენ თანასწორები ვართ მართა. რატომ უნდა იყო შენ ბოლოში.. მე ხომ მიყვარხარ, ჩემი პატარა და ბუტია გოგო ხარ შენ..
- სულაც არა, რატომ ვარ ბუტია- მომენტალურად გავიბუტე და ჩანგალი თეფშზე დავაბრუნე..
- აი, თუ არ ხარ. ზუსტადაც რომ ხარ.. მოდი ვილაპარაკოთ .
- დანიელ არ გვინდა რაა..
- გვინდა. ეს ყველაზე კარგი დროა ახლა სალაპარაკოდ. გუშინ რა მოხდა? ვიცი რომ დედაშენთან წახვედი, მაგრამ იქ რა მოხდა?
- აცრემლებულმა შევხედე და თავი დავხარე. ჩემკენ წამოვიდა, და გვერდით მომიჯდა. - მეშინია.
- რისი ჩემო გოგო?
- დედაჩემი დამემუქრა, რომ ჩვენს შვილს არ შემარჩენს, არ უნდა რომ შვილი მყავდეს შენგან. ხანდხან მაშინებს ეს ქალი დანიელ. - სლუკუნს ვუმატე და თავი მკერდზე დავადე..
- რა გავაკეთო ამიხსენი, რამდენჯერ შევიკავე თავი, ხვალ წავალ და გასაგებად დაველაპარაკები . არ მინდოდა მისთვის რაიმეს წყენინება, მაგრამ სხვანაირად არ გამოვა..
- არ გინდა, არ წახვიდე, არაფერი უთხრა გთხოვ, მამამ სახლიდან გამოუშვა და გაგიჟებულია, ასე მეგონა სხვის შვილებზე ლაპარაკობდა. ისეთი თვალებით გვიყურებდა, ვერავის გვიტანდა დანიელ, ასე როგორ შეუძლია დედას..
- ყველა ადამიანი ერთმანეთისაგან განსხვავებულია მართა. ხომ ხედავ შეუძლია. დედაჩემს თურმე ტყუილის თქმა გამოსდის გადასარევად, თავის მოკატუნება რომ ქვეყნად ყველაზე უბედური და დაჩაგრული ქალია.. ასე რომ, დამერწმუნებე ჯერ კიდევ მთელი ცხოვრება გვაქვს წინ და ვინ იცის კიდევ რამდენნაირ ადამიანს შევხვდებით ცხოვრების გზაზე...
- მიყვარხარ - ტუჩებთან ვუჩურჩულე და ოდნავ შევეხე.. მოდი ყველაფერი ცუდი დავივიწყოთ, დღეს უბრალოდ ერთად ვიყოთ და ერთმანეთით დავტკბეთ. ის რაც გუშინ იყო, გუშინდელ დღეს დავუტოვოთ.
მოულოდნელად გადავაჯექი მუხლებზე და მფეთქავ არტერიაზე ვაკოცე. ვიგრძენი როგორ დაეძაბა მთელი სხეული და სასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა ტანში..
ზუსტად ვიცოდი როგორ უნდა გამეგიჟებინა საყვარელი კაცი...
პერანგის ღილების გახსნა დავიწყე და თვალებში ჩავაშტერდი. ცოტა გაოცებული და ამავდროულად სიამოვნებას აყოლილი მიმზერდა ირონიულად. თბილი ხელის გულების შეხება ვიგრძენი თეძოებზე და სიამოვნების ხმა დასცდა ჩემს ბაგეებს. ხელები მაგრად მომიჭირა და თავისკენ მიმწია, შიშველ მკერდზე ავეკარი ზედ და ტანზე სიამოვნების ბუსუსებმა დამაყარა. მისი კანის შეხება რაღაც საოცარ სურვილს აღვიძებდა ჩემში...
- შენი ვნება რა ფერია? - მოულოდნელად დასმულმა კითხვამ ცოტა გამაოგნა, წელში გავსწორდი და დანიელს თვალებზე ვაკოცე..
- შავია და იცი რატომ? იმიტომ რომ შავი ერთადერთი ფერია რომელის სხვა ყველა ფერს ფარავს...
- ასეც ვიცოდი - სიცილით მითხრა და ტანზე ნაზად მომდგარი სვიტერისაგან განმათავისუფლა.
ძლიერი ხელები ჩემს მოფერებას არ წყვეტდა. ყელიდან მკერდის მიმართულებით და მკერდიდან მუცლისკენ თლილი თითები მორიგ შედევრს ქმნიდა. თვალები დავხუჭე და ბაგეები ერთმანეთს დავაშორე სიამოვნების მაქსიმალურად განსაცდელად. ვნებას აყოლილმა ხელები შარვლის ქამრისკენ გავაპარე და მაშინვე შემაჩერა, ხელში ამიყვანა და საძინებლისკენ სწრაფი ნაბიჯით წავიდა..
ნელა-ნელა მანთავისუფლებდა იმ ტანსაცმლისაგან, რომელიც მის მოსახიბლად ჩავიცვი...
- იცი როგორ გამაგიჟო, გარყვნილი ქალი ხარ მართა - სუნთქვა გახშირებულმა მითხრა და ყელზე მაკოცა. - იცი როგორ მიყვარს როცა შავი გაცვია, ერთი ორად მინდები და სპეციალურად ჩაიცვი..
- სწორია. გახსოვს ჩვენ ბუმბულებზე შევთანხმდით მაგრამ, არ გამომივიდა.. ამიტომ.
- გაჩუმდი - კოცნით გამაჩუმა და საყვარელი ადგილი დაიმკვიდრა ჩემს ფეხებს შორის. - არ ვიცი რას მიკეთებ, ყოველ ჯერზე უფრო მეტად მინდები, შენი კანი ისეთი რბილია, იასამნების სურნელით გაჟღენთლი, ისეთი ხავერდოვანია და ნაზი, შემიძლია შეუჩერებლად გკოცნო...
გავარვარებული ხელის გულები დამაჭირა ხელებზე და თითები თითებში გადამიხლართა. ჩაწითლებული თვალებით მიყურებდა და გიჟივით მიკოცნიდა ყელს და მკერდს.. მისი სათითაო მოძრაობა ჩემში გაურკვეველ ქაოსს ქმნიდა, აღუქმელ ფერებად მედებოდა მთელს სხეულში და როგორც ტორნადო ისე იწყებდა ტრიალს.
მთვარის შუქი ჩვენს ღამეს უფრო მეტად მიმზიდველს და იდუმალს ხდიდა, ორი მოსიყვარულე სხეული მისი მოკაშკაშე სინათლის ქვეშ სიყვარულის ფერებს აფრქვევდა .
ხარბად მიკოცნიდა ტუჩებს და სიამოვნებისაგან გაბრუებული გაუაზრებლად მიჭერდა კბილებს, ტკივილისა და სიამოვნებისაგან სრულიად ემოციებში გახლართული ვიწექი და მის მორიგ შეტევას ველოდებოდი.. თლილი თითები ურცხვად ამომიყოლა ფეხებზე და მორიგ მგრძნობიარე ადგილთან შეჩერდა. თვალები ოდნავ მოჭუტა და ენის წვერი ამიყოლა ყელზე. გულმა მაშინვე გაგიჟებით დამიწყო ფეთქვა. გაუაზრებლად ვჩურჩულებდი მის სახელს და თმაში ხელებს უმისამართოდ ვურევდი..
მისი სიყვარულით ვიყავი სავსე, მისი ემოციით ვიყავი გაჟღენთილი.. მიყვარდა ეს კაცი სულის ტკივილამდე, მიყვარდა ისე რომ მის გამო ყველაფერზე ვიყავი წამსვლელი.
- ეს საჭმელი შენ მოამზადე? - მოულოდნელად მკითხა და ოდნავ წამოიწია, შიშველ სხეულზე მიმაფარა თბილი საბანი და მკერდზე მიმიწვინა..
- კი და მგონი პირველად გამომივიდა ასეთი გემრიელი..
- მართლაც. ამიტომ გკითხე, ძალიან გემრიელი იყო...
- გემრიელი კი იყო,მაგრამ რაღაცა მაინც გული მერევა..
- შეიძლება რაიმე ჭამო და გული არ აგერიოს მართა? - სიცილით მითხრა და თავზე მაკოცა..
- რა ვქნა ასეთი ვარ, ბავშობიდან ასე ვიყავი.. ბაბე სულ ამაზე წუწუნებდა. აი სადილს რომ ვაკეთებთ ხომ ვჭამთ ორი დღე მაინც, ხოდა მე მაგასაც ვერ ვჭამდი.
- ჩემი ჭირიანი გოგო ..
- დანიელ , იცოდე ვიტირებ .. - პატარა ბავშვივით დავემუქრე და ავხედე.
- იტირე, შენი ლამაზი ნიანგის ცრემლებით ..
- ამას რატომ ამბობ? აღარ გიყვარვარ და ასე გინდა მომიშორო გულის ტკენით?
- ვერ გავიგე, ეგ საიდან მოიტანე ეხლა მართა, გინდა რომ გამაგიჟო?? როგორ შეგიძლია იფიქრო რომ არ მიყვარხარ გოგო.. ჩემი ცხოვრება ხარ, ამ ქვეყნად შენზე მეტად არავინ მიყვარს. - უბრალოდ გეხუმრე..
- ასე არ მეხუმრო, გული მტკივდება - ტუჩები გაბუტვის ნიშნად გადმოვაბრუნე და მთელი ძალით შემოვხვიე ხელი..
**
გაშტერებული უყურებდა ტელევიზორს ნიტა და სახეზე ეწერა , სრულიად არ აინტერესებდა ახალი ამბები. მისი ფიქრები სრულიად სხვაგან იყო, სრულიად სხვაგან დაფრინავდა.. ვერაფრით ისვენებდა, თავიდან ვერ იგდებდა დედამისის სიტყვებს. სადღაც გულის სიღრმეში ეშინოდა კიდევაც რომ აუცილებლად რაიმეს დაუშავებდა მართას. იმდენად სძულდა დანიელი და მისი ოჯახი..
ყველაფერზე წავიდოდა.
საკუთარი შვილს გაწირავდა თავისი გეგმის სისრულეში მოსაყვანად..
- რაზე ფიქრობ ნიტა? - ხელი შემოხვია ცოლს და ლოყაზე მაგრად აკოცა კახიმ..
- მეშინია - ძლივს წარმოთქვა და ქმარს ახედა.
- ვერ მივხვდი, რისი გეშინია?
- დედაჩემის. მართას ის დაემუქრა არ მოგცემ საშუალებას დანიელისგან შვილი გააჩინოო, მეშინია რომ რაიმეს დაუშავებს კახი.
- დამშვიდდი. ხო იცი მართა მარტო არაა, ძალიან ძლიერი გოგოა და თანაც დანიელი ყველანაირად იცავს. მასე მარტივი ხომ არაა, ადგეს და რაიმეს დაუშავოს.
- არ ვიცი. ჩემი ბრალია. მე წამოვიწყე ყველაფერი, მე რომ მაშინ..
- დამშვიდდი კარგი? დანიელს დაველაპარაკები. ავუხსნი სიტუაციას. არ ინერვიულო , ახლა შენთვის არ შეიძლება ნიტა.. ჩვენს პატარაზე იფიქრე..
- ვფიქრობ და ამიტომ ვნერვიულობ. წარმოიდგინე ბავში დაკარგა ჩემმა დამ და ესეც კი გაუხარდა ამ ქალს. ვერ ვიჯერებ რომ ასეთია. გეფიცები ასეთი არ იყო. ახლა რა დაემართა ვერ ვხვდები. ჩვენს შვილსაც რომ რაიმე დაუშავოს უკვე იმაზეც კი ვფიქრობ.
- გეუბნები რომ თავი შორს დაიჭირო.
- კახი კი მაგრამ..
- არანაირი შეკამათება ნიტა. ჩვენ ამაზე ვილაპარაკეთ და შევთანხმდით. ახლა არ გვინდა ამაზე კამათი კარგი? ორი თვეც მშვიდად გავიყვანოთ ..
ყოველთვის ეგონა რომ დედა ძალიან ძლიერი ქალი იყო, სინამდვილეში ეს სიძლიერე არ ყოფილა.. სხვების ოჯახის და სიყვარულის დანგრევაში არ გამოიხატება ადამიანის სიძლიერე. ძლიერი მაშინ ხარ, თუ შენს სიმართლეს იცავ და სხვებს არ თქელავ, სალომე კი ზუსტად ამ უკანასკნელში იყო პირველი...
ახლა როდესაც დედა თავად ხდებოდა, მხოლოდ ახლა აცნობიერებდა რომ არ შეიძლებოდა დედას შვილი არ ყვარებოდა.. დედებს ხომ ყველანაირი შვილები განურჩევლად უყვართ. მაგრამ ეს ასე არ იყო..
სალომე სხვანაირი იყო.
მას მხოლოდ საკუთარი თავი უყვარდა. მხოლოდ საკუთარ მეზე ფიქრობდა..
მთელი თავისი არსებობის დღიდან არავის გამო არ უტირია, არავის გამო არ უნერვიულია. მაშინაც კი როდესაც ნიტამ სიმართლე უთხრა, გამოსავალი მარტივად იპოვა. შვილი დაარწმუნა რომ ეს იყო საუკეთესო ვარიანტი. ადამიანისთვის ცილის წამება და მისი მოშორება ამ გზით ყველაზე მარტივი გამოსავალი იყო..
სამწუხაროდ სასოწარკვეთის დროს ამას ვერ ვაანალიზებთ, ამას ვერ ვხვდებით. ვერ ვიაზრებთ, რომ ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯი ჩვენს ცხოვრებას შავ ლაქას ამჩნევს. რომ შესაძლოა ეს ყველაფერი ერთ დიდ გამოუსწორებელ შეცდომად იქცეს.
რაოდენ სასაცილოც არ უნდა იყოს - მიზანს ვისახავთ და ამ მიზნისკენ მივილტვით მთელი გულით და სულით. შედეგი სულ ერთია, მთავარია ის ტვირთი მოვიშოროთ, რომელიც ასე გვაწევს ზურგზე, ასე გვაწუხებს და გვადარდებს იმ წამს..
**
ერთმანეთის პირისპირ ისხდნენ..
დღეს მათ შორის არც ერთი იყო მამა და არც ერთი შვილი..
ორი ზრდასრული მამაკაცი საერთო დარდის განსახილველად იჯდა.. ასეთი მოტეხილი, ასეთი რწმენაშერყეული არასოდეს ენახა დანიელს მამა სახელად ნიკოლოზ ლიქოკელი.. ახლა იჯდა და ხმას არ იღებდა, ან ვერ ახერხებდა საჭირო სიტყვების თქმას..
თითებს ნერვიულად იმტვრევდა დანიელი და ცდილობდა მამაზე ზეწოლა არ მოეხდინა, უნდოდა დაძაბულობის გარეშე ესაუბრა პირველად..
უნდოდა დრეს ყველანაირი სიმართლისათვის თვალი გაესწორებინა. ბოლომდე გაერკვია რა ხდებოდა მის ცხოვრებაში, რატომ აღმოჩნდა ამხელა ტყუილის წინაშე, შეძლებდა თუ არა დედის პატიებას და მამისგან მიყენებული ტკივილის დავიწყებას.
- პატარა იყავი, როდესაც გავიგე რომ ჩემი შვილი არ იყავი. დაჯერება არ მინდოდა ვერაფრით ვიჯერებდი რომ ქალს რომელიც ასე მიყვარდა შეეძლო ასე მომქცეოდა.. როგორ გავიგე? მარტივად, ხელში ეკავე და გელაპარაკებოდა, გიყვებოდა კაცზე რომელიც მამაშენი იყო.. თავიდან ვიფიქრე გავგიჟდი-თქო, მერე რაღაცა ეჭვის ჭია შემიჩნდა, ვერ მოვისვენე ვერაფრით , და ანალიზი გავიკეთე.. აღმოჩნდა რომ უბრალოდ არ შემეძლო შვილების ყოლა.. უშვილო ვარ დანიელ. უშვილო კაცს სამი შვილი მყავს.. არასოდეს მიგრძობინებია რუსასთვის ეს ყველაფერი...
- ამიტომ შემიძულე?- ძლივს მოახერხა იმ კითხვის დასმა, რომელიც ასე ტანჯავდა დანიელს მუდამ..
- არა, შენი შეძულება რომ მდომოდა მაშინვე შეგიძულებდი, მაგრამ შენს შემდეგ ანდრა და ნია შეემატა ოჯახს. დედაშენი მუდამ გარჩევდათ, შენზე მეტად ზრუნავდა და მეტად უყვარდი ვიდრე ისინი.. ამას გამიზნულად აკეთებდა, ვიცოდი ყველანაირად ცდილობდა მთელი ბიზნები და ქონება შენთვის გადმოელოცა . შენს მიმართ აგრესია გამიჩნდა, ჯერ კიდევ ათი წლის ბავშვი ახერხებდი შენი მყარი აზრების გამოთქმას და დასაბუთებას. ამიტომ ტაქტიკა შევიცვალე და შენზე ზეწოლა განვახორცილე, მაგრამ არ ვიცი რატომ არ გიცავდა რუსა, ამას ვერ გეტყვი. მე მხოლოდ ის ვიცი რომ ჩემი გავიტანე.. მიუხედავად იმისა რომ ჩემი არ ხარ, მაინც საკუთარი შვილივით მიყვარხარ. ხანდახან ვიჯექი და ვფიქრობდი, უკვე გაიზარდა, წავალ ვეტყვი სიმართლეს, რომ არ ვარ მამამისი-თქო, მაგრამ ვჩერდებოდი და იცი რატომ?
- რატომ? - ოდნავ გასაგონად კითხა და მზერა აარიდა..
- ვფიქრობდი ვაიდა ნამდვილი მამის პოვნა მოუნდეს, ფეხი დაკრას და წავიდეს, ჩემი გვარიც მოიშოროს მერე სრულიად მარტო დავრჩები-თქო. ამისთვის ვერ ვიმეტებდი საკუთარ თავს, მიუხედავად იმისა რომ გტკენდი და გამცირებდი, ძალიან მიყვარდი დანიელ..
- მე დედასაც ვუთხარი და შენს იგივეს გეტყვი , მე მხოლოდ ერთი მამა მყავდა და სულ ეს ერთი მამა მეყოლება შენი სახით და სხვა მამა არაფერში მჭირდება. მიუხედავად იმისა რომ ვერ ვეწყობოდით და ეჭვი მაქვს არც ახლა შეიცვლება ჩვენი ურთიერთობა მაინც მამაჩემი ხარ... ალბათ ვერ ავიტან ახლა რომ გადასხვაფერდე, ახლა რომ დატკბე და ყველაფერში ჩემი მხარე დაიჭირო..
- შეიძლება არ ხარ ჩემი სისხლი და ხორცი, მაგრამ ჩემი შვილი ხარ და ამას ვერაფერი შეცვლის- ოდნავ შესამჩნევი ღიმილით უთხრა შვილს ნიკომ..
- მამა , რაღაცას გთხოვ, ხო იცი შენთვის არაფერი მითხოვია, ახლა მხოლოდ ერთ რამეს გთხოვ, ნიას და ანდრიას არაფერი უთხრა. ყველაფერი იყოს ისე როგორც არის. და კიდევ, ნიას მოეშვი, ნუ ანერვიულებ არაფრის გამო. უკვე დიდი გოგოა, თვითონ იცის რა როგორ გააკეთოს, უყვარს უჩა და ის ბავშვიც როგორც თავისი ისე უყვარს. ხომ ხედავ ის არაა ისეთი ძლიერი როგორც მე, წინააღმდეგობას ვერ გიწევს და ნერვიულობს.
- მაინც ვერ მიგებ, მინდა რომ ბედნიერი იყოს..
- მამა ის ბედნიერია უჩასთან, შენ ხომ მიუხედავად ყველაფრისა დედასთან დარჩი და ბედნიერი იყავი . ახლა აცადე ნიასაც. ძალიან გთხოვ, ისედაც წავა მაგ სახლიდან მალე, უჩას უნდა რომ ოფიციალურად მოიყვანოს, ამიტომ ცოტა ხანს ადროვე კარგი? სულ ცოტა ხანს..
- კარგი, მაგრამ ცოტას მაინც ვუსაყვედურებ იცოდე..
- ცოტა უსაყვედურე - სიცილით უთხრა და გვერდით მიუჯდა..
ახლა როგორც არასოდეს ისე ახლოს გრძნობდა თავს მამასთან. მიუხედავად იმისა, რომ ახლა სიმართლეს თვალებში ჩახედა, მიუხედავად იმისა რომ ახლა მწარე რეალობის წინაშე იდგა, ყველაზე მყარ კავშირს ახლა გრძნობდა მამასთან..
ხვდებოდა რატომ იქცეოდა ასე ნიკო.. მაგრამ სადღაც გულის სიღრმეში მთლად არ შეეძლო მისი პატიებდა.. განსხვავებულად უყურებდა დანიელი მამის ქცევას და მამისგან მიყენებულ ტკივილს..
ხშირად ტკივილი და ბოღმა ადამიანებს თვალებზე ლიბრს გვაკრავს , საშინელი საქციელისაკენ გვიბიძგებს. მაგრამ მაინც ვერ ამართლებდა მის საქციელს. მისგან გამოსროლილ სიტყვებს წარსულს ვერ უტოვებდა.
**
ნერვიულად მოისრისა შუბლი დანიელმა და საკუთარ აჩქარებულ გულის ძგერას ყური დაუგდო.. არ იცოდა ახლა როგორ უნდა მოქცეულიყო. ოდნავ განათებულ ოთახში ცდილობდა ფიქრებისათვის თავის მოყრას და ვერაფრით ახერხებდა..
აზრზე ვერ მოდიოდა სად უნდა მოეძებნა , სად იყო, ან სად შეიძლება ყოფილიყო.. იმასაც ვერ ხვდებოდა ასე რატომ წავიდა, ასე რატომ გაქრა მისი ცხოვრებისან. სიტყვის უთქმელად, აუხსნელად. წავიდა და ყველაფერი მიატოვა. ვერ იჯერებდა რომ მისთვის საყვარელი ბავშვთა სახლი მიატოვა და წავიდა.. ყველაზე მეტად კი ის სტკიოდა რომ აუხსნელად გაუჩინარდა..
აღელვებული წამოდგა ფეხზე.. ჯერ ყინულები ჩაყარა , მერე ყავისფერი სითხე რაკრაკით ჩაასხა და შეანჯღრია. არადა როგორ არ უყვარდა ეს მწარე სასმელი.. ახლა აუცილებლად უნდა დაელია. როგორმე უნდა დაცლილიყო. მაგრამ იცოდა რომ ეს გამოსავალი არ იყო...
იატაკზე დაჯდა და საკუთარ მუხლებს შემოხვია ხელი. გვერდზე ძმაკაცივით მიიდგა ბოთლი და მეორე ხელში ჭიქა დაიქცია...
„ისე როგორც მას , არავის ვუყვარვარ სხვას“ - საკუთარ თავს გარკვევით უთხრა და გაიღიმა.. უკვე შუაღე იდგა, ოთხს თხუთმეტი წუთი აკლდა და საშინლად მოუნდა მისი ხმის გაგონება.. მაგრამ გაახსენდა რომ ამაოდ ეცდებოდა მასთან დარეკვას, რადგან ტელეფონი ისევ მიუწვდომელი იყო.. მაშინაც კი როცა იქვე ახლოს იყო, მაშინაც ვერ ახერხებდა მასთან დარეკვას რადგან ძილის წინ ტელეფონს ყოველთის უთიშავდა ხმას რომ მშვიდად დაეძინა.. ხელში აღებული ტელეფონი უკან დააბრუნა და მწარე სითხის დაგემოვნების შედეგი სახეზე აესახა.. სწორედ ამ წამს იგრძნო რომ ეს ქალი მისთვის ყველაფერი იყო.
მასში იყო ყველაფერი ის, რაც დანიელს არასოდეს ჰყოფნიდა... მისი ფირუზისფერი თვალების დანახვა ენერგიით ავსებდა, როცა თავის წვრილ ხელებს კისერზე ჰხვევდა და თავს მკერდზე ადებდა სწორად ამ დროს გრძნობდა დანიელი თავს სახლში..
გაახსენდა რომ მხოლოდ მართას შეეძლო, მის ყველაზე უაზრო ხუმრობაზეც კი გულიანად ეცინა და პატარა წყენისთავანე ცრემლები გამოეყარა და ეზლუქუნა.. მთელი გულით და სულით გრძნობდა რომ ეს მისი ნახევარი იყო, მისი ცალი... სადღაც ბავშობაში წაიკითხა რომ ლეგენდის თანახმად ადამიანი ოთხი ხელით და ფეხით, ოთხი თვალით დაიბადა.. და მას მერე რაც უგუნურმა ადამიანებმა ღმერთები გააბრაზეს, მათ ისინი დააცალკევეს და მას მერე ადამიანი თავის მეორე ნახევარს დაეძებს.. ახლა იცოდა რომ ეს ქალი მისი ის ნახევარი იყო, რაც საუკუნეების წინათ დაკარგა..
ყოველთვის როცა მასთან დამშვიდობებას აპირებდა, ყოველთვის მის სხეულში არსებული მთელი ძალით ეკვროდა ზედ, ისე ეკვროდა, რომ გრძნობდა როგორ არ უნდოდა მისი გაშვებაა. მერე პატარა ანცი ბავშვივით მზერა მისი თვალებიდან ტუჩებისაკენ გადაჰქონდა და ნელა იწყებდა მისი მოთმინების გაწბილებას მას კი სულაც არ გააჩნდა ძალა წინააღმდეგობა გაეწია მისი ამ ცუღლუტისათვის. ამ დროს , თავს ყველაზე მსუბუქად გრძნობდა, ფეხქვეშ თითქოს მიწა ეცლებოდა და შეეძლო საყვარელ ქალთან ერთად უბრალოდ რეალობას მოწყვეტოდა..აი ეს იყო დანიელისათვის ნამდვილი სიყვარული, ისეთი რომელსაც ვერც კინოში და ვერც წიგნში ვერ იპოვნიდი..და გრძნობდა რომ ამ სიყვარულს წინ ვერავინ და ვერაფერი ვერ აღუდგებოდა..
გარეთ საშინლად ციოდა. უფრო სწორად უკვე გვარიანად ყინავდა.. სახლში გათამამებულ სითბოს ეომებოდა გარეთ თავხედურად მოარული ყინვა და თეთრ ხაზებს ტოვებდა ფანჯრის მინებზე.. გაახსენდა დანიელს მართას მუდმივად გაყინული ფეხები. გაახსენდა რომ პაპანაქება ზაფხულშიც კი მისი პატარა ფეხები მუდამ ყინულივით იყო.. ახლა გონებას მკვეთრად ახსოვდა დაჩაზე პირველად ერთად გატარებული ღამე, მისი ცხელი სუნთქვა და გაყინული ხელ-ფეხი, ახლაც კი გრძნობდა როგორ ფუთფუთებდა იმ ღამით მართა შიშისაგან და ბოლოს მის მკერდზე იპოვა ნავსაყუდელი,მხოლოდ მერე მოახერხა მშვიდად დაძინება, მაგრამ სულაც არ იყო დანიელი წინააღმდეგი, პირიქით პირველივე მისი დანახვისას სურვილი გაუჩნდა, მაგრად მიეკრა მკერდზე ეს დაუცველი გოგო და არასოდეს მიეცა სხვას უფლება მისთვის გული ეტკინა. მოუნდა რომ მთელი ცხოვრება ხელჩაკიდებულს ეტარებინა. .. წამიერად მოეძალა ემოცია და ამღვრეული თვალებით დახედა ტელეფონს, მიუხედავად იმისა , იცოდა რომ მისგან არანაირი შეტყობინება არ მოვიდოდა... ცარიელი ჭიქა განზე გასწია და ბოთლი პირდაპირ აიყუდა.. ასე არასოდეს აკეთებდა, მაგრამ ახლა უბრალოდ ისეთი უსუსური იყო, ისეთი პატარა და არაფრის მაქნისი ეგონა თავი, როგორმე ეს უნდა გადაელახა, როგორმე ეს უნდა დაევიწყებინა..
უყურებდა უკვე გარიჟრაჟებულ ცას და იხსენებდა საყვარელი ქალის სათითაო ჩვევას. უყვარდა მისი ყოველი ქმედება, უყვარდა როცა ყავის მოსადუღებლის ჩამოღებას ცდილობდა ზედა თაროდან და ვერასოდეს წვდებოდა, უყვარდა ამ დროს მისი ყურება, როცა ერთი ხელით თაროზე იქექებოდა მეორეთი კი ნიჟარის მაგიდას ეყრდნობოდა, ამ დროს ყველაზე მეტად სასურველი იყო, როგორც წესი მართა დილაობით დანიელის მაისურით დადიოდა სამზარეულოში, ზედა თაროზე სასურველი ნივთის ძებნის დროს კი მისი დანახვა საოცრად აღაგზნებდა დანიელს, რადგან მის წინ ყოველთვის მადის ამღძვრელი ხედი იშლებოდა. მის უცვლელ ქცევას, დანიელის უცვლელი ქცევა ენაცვლებოდა, ზურგიდან მთელი ძალით ეკვროდა საყვარელ ქალს, ცალ ხელს მუცელზე ხვევდა და უფრო მეტად იკრავდა ზედ, მეორეთი კი მარტივად იღებდა ყამის მოსადუღებელს თაროდან და მის წინ დებდა. უყვარდა როდესაც წიგნის კითხვის დროს ფეხებს დივანზე იკეცავდა , ზურგს უკან ბალიშების ხროვას იმარაგებდა , ცალ ხელში წიგნს იჭერდა, მეორეთი კი თმის წვალებას მანამდე აგრძელებდა, სანამ დანიელი წყობიდან არ გამოვიდოდა და მის ხელებს თმებიდან არ ათავისუფლებდა, ასეთი ქცევა ყოველთვის მართას გაბუტვით მთავრდებოდა, შერიგება კი როგორც წესი შუაღამისას სრულდებოდა ოთახში ურცხვად გაჟღენთლი ვნებიანი ხმით და აჩქარებული გულის ძგერით..
ცარიელი ბოთლი გვერდით გადადგა. და უკვე ამოსულ მზეს თვალი ჩაუკრა. ეტყობოდა სასმელს გვარიანად წამოეკრა ხელი დანიელისთვის.. ფეხზე ადგომას არ ლამობდა, პირიქით იატაკზე გადაწვა და ვარსკვლავივით პოზა მიიღი.. თვალები დახუჭა და ღრმად ჩაისუნთქა ოთახში არსებული ჰაერი, რომელსაც მისი სუნამოს სურნელი დაჰკრავდა.
თვალის კუთხიდან ნელა-ნელა გამოეპარა ობოლი ცრემლი და მაშინვე სადღაც გაუჩინარდა..
ვერაფრით იაზრებდა რა ხდებოდა, მხოლოდ ახსნა უნდოდა, მისი ქმედების გაგებას შეეცდებოდა. ყველაფერს გაუგებდა მხოლოდ ეთქვა რატომ მოექცა ასე. აგერ უკვე მეშვიდე დღე იყო, მისგან არაფერი ისმოდა.
ეს დუმილი აგიჟებდა, ბოლოს უღებდა, აცამტვერებდა.. ეს დუმილი ასუსტებდა და იმედს უკარგავდა...
ხვდებოდა რომ მის გარეშე უკვე ვეღარასოდეს იქნებოდა ბედნიერი. ხვდებოდა რომ მის გარეშე ვერ გააგრძელებდა არსებობას.. ნერვიულად წამოჯდა და ტელეფონის განათებულ ეკრანს დახედა, ტანში გაურკვეველმა ჟრუანტელმა დაუარა, იგრძნო საკუთარი სხეული და ხელები არ ემორჩილებოდა მაგრამ მაინც შეძლო ეპასუხა..
- დანიელ, მხოლოდ შენ იცი სად უნდა მიპოვო. ძალიან გთხოვ მოდი, მოდი და დამეხმარე თორემ გავგიჟდები...
მისი თბილი და ტირილში დაღლილი ხმა ერთიანად მოედო დანიელის გულს და სულს. სწრაფად წამოხტა ფეხზე, მანქანის გასაღებს და ქურთუკს ხელი დაავლო და სირბილით გავიდა სახლიდან.
**
ერთმანეთისაგან სულ რაღაც ოციოდე ნაბიჯი აშორებდათ. ჩარდახში იჯდა, გათოშილ ხელებს საკუთარი ცხელი სუნთქვით ითბობდა და გაშტერებული იყურებოდა ერთ ადგილას..
გახევებული იდგა დანიელი და არ იცოდა ახლა როგორ უნდა მოქცეულიყო. გონებაში ერთმანეთზე ვერ ალაგებდა ლოგიკურ მოქმედებებს, ეს ყველაფერი ლაბირინთში სიარულს ჰგავდა.. რომელსაც ბოლო არ უჩანდა. იცოდა რომ გული ვერ გაუძლებდა მისკენ წავიდოდა, მის წინ გაჩერდებოდა და ეცდებოდა მისი გაუჩინარებს ამბავი გაერკვია..
მხარზე ნელა შეახო ხელი და შეშინებული დატრიალდა მისკენ გოგო.
- არ მეგონა თუ მოხვიდოდი - აცრემლებული მზერით ავხედე და ფეხზე წამოვდექი.
- როგორ ცუდად იტყუები მართა. რა თქმა უნდა იცოდი რომ შენი ზარის მერე გიჟივით წამოვიდოდი ..
- არა მართლა- თავი დავხარე და მზერა ავარიდე. - ძალიან გთხოვ მაპატიე.. ვიცი რომ ეს სიტყვები არაფერია, მაგრამ სხვანაირად ვერ მოვიქცეოდი დანიელ. არ ვიცი ახლა ჩემგან რას ელოდები, მაგრამ ახლა მხოლოდ პატიება შემიძლია გთხოვო.. ოდესმე მივეჩვევი რომ პრობლემების წინაშე მარტო არ ვდგავარ, გპირდები ამას შევძლებ
- ოდესმე მიეჩვევი ალბათ - დარდით სავსემ მითხრა და სახე ამაწევინა.. ოდესმე - დანანებით გამიმეორა და ჩემი გაყინული სახე ხელებს შორის მოიქცია..
ვგრძნობდი როგორ ვიყინებოდი, უფრო მეტად მივუახლოვდი და მის ქურთუკში ჩავმალე სახე.. ხარბად შევიყნოსე მისი სუნამოს და ალკოჰოლის სურნელი რომელიც მთელს სხეულში ჰქონდა გაჟღენთილი და მის გარეშე დაკარგული შვიდი დღე საშინლად დამენანა.
- მაპატიე კარგი?- ჩუმად, რაც შემეძლო ჩუმად და გასაგონად ვუთხარი და ჩემს საყვარელ სვიტერზე ვაკოცე..
- არანორმალური ხარ,იცი ეს ერთი კვირა ვფიქრობდი როგორ მომეხერხებინა შენი შეძულება და ვერ ვიპოვე გზა და გამოსავალი, ყოველი ასეთი ფიქრი შენი გაუსაძლისი მონატრებით მისრულდებოდა. მაგრამ გპირდები რომ ოსედმე ამ ცხოვრებაში თუ არა სხვა ცხოვრებაში ვისწავლი როგორ შეგიძულო და პასუხს მოგთხოვ ამ შვიდი დღისათვის.
პატარა ბავშვივით გამეცინა და შემეშინდა რომ ახლა თუ ხელს გამიშვებდა ვეღარასოდეს შევძლებდი მასთან ასე ახლოს ყოფნას, უფრო მეტად მთელი ძალით ავეკარი ზედ და ხელები მაგრად შემოვხვიე ბეჭებზე.. ვტიროდი ისე თითქოს არასოდეს მქონოდა საშუალება ემოციებისაგან დაცლის. ვტიროდი და ვიცოდი რომ ახლა მარტო არ ვიყავი და დანიელი აუცილებლად დამამშვიდებდა, ვტიროდი და თავი ახლა ყველაზე ძლიერი მეგონა, რადგან საყვარელი მამაკაცის მხარზე მედო თავი და მისი ძლიერი ხელების სიმხურვალეს ვგრძნობდი წელზე..
- გახსოვს მაშინ გითხარი რომ ეს ადგილი ჩემი მომდევნო თავშესაფარი გახდებოდა. აქ რაღაცა მაგიურია. ისეთი სიმშვიდეა, ისეთი სისადავე დანიელ. მოვედი რომ ჩემი პრობლემები მომეგვარებინა. მოვედი რომ აქ მარტოს თავი მომეყარა რა იქნებოდა კარგი და რა ცუდი.. იცი რა? ვიცი რომ არ დაიჯერებ მაგრამ ამ სახლს მართლა რაღაცა მაგიური სჭირს, გახსოვს ჩვენი ერთად გატარებული შვიდი დღე? ახლაც შვიდი დღის მერე დაგირეკე..
- მგონი გაგიჟდი და მეც მაგიჟებ მართა - განერვიულებულმა მითხრა და განზე გამწია..- თუ იმდენი დავლიე რომ მე რაღაცეებს კარგად ვერ ვიგებ ახლა..
- არა, მართლა ვამბობ დანიელ.
მისგან ორიოდე ნაბიჯით დავიხიე და ზურგი ვაქციე.. ნერვიულად ვიმტვრევდი ხელებს, ბოლოს გამბედაობა მოვიკრიბე, ღღმად ჩავისუნთქე ჰაერი და მისკენ დავტრიალდი. გაოგნებული აკვირდებოდა ჩემს სათითაო ქცევას. ვიცოდი ახლა ყველაფერს თუ არ ვეტყოდი სამუდამოდ დავკარგავდი ამ კაცს..
- შემეშინდა გესმის? შენი გოგოსი შემეშინდა დანიელ - გიჟივით გამეცინა და თვალებიდან ცრემლები დამედინა.. - გახსოვს ჩემს ფოტოს როგორ უყრებდი და მიმტკიცებდი რომ ვიღაცას გაგონებდი, ან იქნება სადმე გყავდი ნანახი, მთელი საღამო ცდილობდი შენი სიზმრების გოგონა ჩემთან გაგეიგივებინა დანიელ. შემეშინდა, ისე როგორც არასოდეს არაფრის შემშინებია.. შემეშინდა როდესაც გავიაზრე რომ შენი სიზმრების ანცი გოგონა და მე არ ვიყავი მაგრამ მაინც არ მანებებდა თავს.. - გათოშილი ხელი პალტოს ჯიბეში ჩავიყავი და იქიდან ამოღებული ფოტო დანიელს გავუწოდე..
- ეს რა არის? - გაოცებულმა მკითხა და მთელი ინტერესით დააშტერდა..
- მთხოვეს რომ შენთის გადმომეცა და რაც შეიძლებოდა მალე..
- ვინ გთხოვა - თავი ნერვიულად გაიქნია და სახეზე ხელი ჩამოისვა..
- შენმა გოგონამ - ღმილით ვუთხარი და სკამზე ჩამოვჯექი..
დრო მივეცი რომ თავად გაერკვია ყველაფერი. კარგად უნდა გაეაზრებინა ის რაც ეჭირა ხელში... ვიჯექი სკამზე და ქვემოდან შევყურებდი დანიელის სახეს რომელზედ უამრავი სახის ემოცია ისახებოდა.. ზუსტად იცოდა რაც ეკავა ხელში, მაგრამ ხმის ამოღებას ვერ ახერხებდა. გაოცებული და შეშფოთებული დაყურებდა სურათს და ვიღაცის ამოცნობას ლამობდა..
- როდესაც ეს ფოტო მომაწოდეს დანიელ, მაშინვე შენ გამახსენდი, გამახსენდა შენი სიზმარი და მონაყოლი რომ გაურკვევეი შავ-თეთრი ძველებული ფოტო გეჭირა ხელში.. გამახსენდა როგორ მიყვებოდი იმ სიზმარს და შემეშინდა.. შემეშინდა რომ ეს სიზმარი მხოლოდ სიზმრად დარჩებოდა ისევ, რომ ჩვენს შორის ისევ ვიღაცა სხვა შეეცდებოდა გზების ჩახერგვას. შემეშინდა რომ ჩემი და შენი გაგრძელება არ იქნებოდა.. ვიცი რომ არასწორად მოვიქცეი, ვიცი რომ ეს გამოსავალი არ იყო, მაგრამ მეგონა რომ ასე დავიცავდი .. მეგონა ასე მოვახერხებდი მის დაცვას ყველა ბოროტი თვალისაგან...
ხმის ამოუღებლად დაყურებდა დანიელი ფოტოს. ბოლოს მოწყვეტით დაეშა სკამზე. ნერვიულად მოიფშვნიტა თვალები და მალული ცრემლი დასცდა მის თვალებს. ეს ხომ მხოლოდ სიზმარი იყო, მისი წარმოსახვის უნარი.. მისი ზღაპარი რომელშიც ცხოვრობდა მთელი ეს წლები. ეს ხომ მხოლოდ მისი ფანტაზიის ნაყოფი იყო.
სწორედ ამ ფანტაზიის გამო ამოითვალწუნა მამამ, სწორებ ამის გამო დასცინოდა და კიცხავდა, გიჟს ეძახდა. ხაზგასმით ამბობდა რომ მისგან არასოდეს დადგებოდა კაცი. რომ მუდამ ასეთი ცანცარა ბავშვი დარჩებოდა რომელსაც თავისი სამყარო ჰქონდა.. თავისი ფანტაზიების მსხვერპლი იყო.. ყოველ დღე ეუბნებოდა დედა რომ ეს საუბარი კარგს არაფერს მოუტანდა... რომ სხვებისაგან ასეთი განსხვავებულად ყოფნა დასაცინს გახდიდა..
მერე ჩაიკეტა.. მამას გაურბოდა.. სიზმრებსაც კი უბრძანა აღარ მისულიყვნენ მასთან. ასეც მოხდა. თითოქოს მისი გაიგეს, გაიაზრეს, შეისმინეს.. იდი ხნის განმავლობაში არაფერი უნახავს დანიელს სიზმრად, მხოლოდ ახალი სასტუმროს გეგმა თუ ჩაჰყვებოდა ხოლმე გულში და დილით ამაზე თავადაც იცინოდა..
მართასთან ურთიერთბის მერე ისევ აირია, მისი ბავშობის სურათის ნახვის მერე მოგონებებად დაიწყო ტივტივი სიზმრებმა, ახლა იცოდა რაც ხდებოდა.. ახლა ზუსტად იცოდა რაც ეჭირა ხელში... ახლა ხვდებოდა რომ გოგონა რომელსაც ხედავდა და რომელშიც მართას ნაკვთების დანახვა უნდოდა მართა არ იყო.

უნდა გიყვარდეს !
როდესაც ამ ქვეყანას ევლინები თითქოს თან მოგყვება სიტყვათა კონა „ უნდა გიყვარდეს“.
მიუხედავად იმისა რომ ცხოვრებაში უამრავ წინაღობას ვხვდებით უნდა გაუძლო და უნდა გიყვარდეს.
ქვიან სანაპირო ზოლზე იჯდა და წყალში მოჭყუმპალავე ბავშვს თვალს არ აშორებდა...
მერე ალმაცერად გახედა გვერდით მჯდარ მამაკაცს რომელიც დაჟინებული მზერით უყურებდა მის საყვარელ ქალს და გაეღიმა.. ეს ფაქტი რამოდენიმე წლის წინათ რომ დაენახა, მივიდოდა და ცხვირ-პირს გაუაერთიანებდა იმ კაცს , მაგრამ ახლა უბრალოდ იღიმოდა , იღიმოდა იმიტომ რომ იცოდა, რომ გვერდით საოცრად ლამაზი ქალი ჰყავდა..
როცა მამაკაცი ქალს იყვარებს, იმასაც უნდა ხვდებოდეს რომ ეს ქალი სხვებსაც მოეწონებათ მიუხედავად იმისა შენ ეგ გინდა თუ არა. თუკი გაბედავ და სიკვდილამდე ლამაზ ქალს შეიყვარებ ისიც უნდა გაიაზრო რომ ამ ყვავილით ტკბობა არა მაგრამ ამ ყვავილის სურნელით თრობა ძალიან ბევრ მამაკაცს მოუნდება..
ქალი კი რა არის, ქალი ნამდვილი ყვავილია, და მათ ყოველთვის მოსწონთ როცა უცხო ბაღის ყვავილების სურნელით ტკბებიან უცხო ადამიანები. მაშინ უფრო მეტად იფერებიან, უფრო მეტად ლამაზდებიან, უფრო მეტად და მთელი სიკაშკაშით იწყებენ ყვავილობას. ქალები მთელი სამყაროსთვის ყვავილობენ- სწორემ ამიტომ იცოდა რომ იმ სილამაზის გამო რომელიც ბუნებამ დააფერთხა არ უნდა ეკამათა, არ ღირდა ამაზე ჩხუბი და დროის ფლანგვა.
იცოდა რომ არ უნდა ეეჭვიანა რადგან მის ლამაზ ცოლს მხოლოდ ერთი მამაკაცი ჰყავდა გულში და მას ვერავინ შეუცვლიდა. რამდენიც არ უნდა ემზირა უცხო მამაკაცს მისთვის იმ სილამზეს რაც გააჩნდა ვერავინ წაართმევდა, თითქოს სადღაც გულის სიღრმეში სასიამოვნოც კი იყო როცა ვიღაცა ასე ილსავდა კბილებს იმ ქალზე რომელსაც უკვე „შენი“ ერქვა..
- მამაა- წყლის და ქვათა სანაპიროს ზოლის გამყოფზე ორიოდე წლის გოგონა იდგა და დანიელს ხელს უქნევდა..- მამა მოდი დამეწიე, მამაა - მთელი ხმით ეძახდა ანაბელი დანიელს და სანაპირო ზოლზე შავ ნაწნავებს ქარი ურცხვად უწეწავდა..

პ.ს.
ესეც დასასრული.. არ ვიცი ამ ისტორიის წერისას რამდენი ემოცია და განცდა ჩავდე შიგნით. იმედი მაქვს თქვენამდე მოვიტანე ის რისი მოტანაც მინდოდა..
ველოდები თქვენს აზრს და შეფასებას, თქვენს კომენტარებს..



№1 სტუმარი kk

ანუ ანაბელი მართად და დანიელის შვილია ხო?:დ აუ მეტირება! ძალიან მეწყინა რომ დასრულდა???? ძალიან კარგი იყო, ძალიან!!! ვერ ვიკავებ რატომღაც ცრემლებს????❤️❤️❤️

 


№2 სტუმარი სტუმარი gvantsa

ზუსტად ვიცოდი რომ ფეხმძიმედ იყო მართა, ველოდი ესეთ ლამაზ და თბილ დასასრულს :)) ძალიან კარგი იყო ,მაგრამ ანდრია და ნია დამაკლდნენ :((

 


№3  offline ადმინი თუკა

kk
ანუ ანაბელი მართად და დანიელის შვილია ხო?:დ აუ მეტირება! ძალიან მეწყინა რომ დასრულდა???? ძალიან კარგი იყო, ძალიან!!! ვერ ვიკავებ რატომღაც ცრემლებს????❤️❤️❤️

ძალიან დიდი მადლობააა.
მეც რატომრაც არ მინდოდა დასრულება მაგრამ უკვე დრო იყო..
<3 <3

სტუმარი gvantsa
ზუსტად ვიცოდი რომ ფეხმძიმედ იყო მართა, ველოდი ესეთ ლამაზ და თბილ დასასრულს :)) ძალიან კარგი იყო ,მაგრამ ანდრია და ნია დამაკლდნენ :((

უღრმესი მადლობა..
მიხარია რომ მოგეწონათ და სიამოვნებით წაიკითხეთ. <3 <3
--------------------
4love.ge

 


№4 სტუმარი სტუმარი ანა

ანუ, რა ვერ გავიგე. დანიელი ვისაც სიზმარში ხედავდა ის მართა იყო? თუ მათი შვილი - ანაბელი?

 


№5 სტუმარი სტუმარი მანანა

ჩემო თუკა როგორც ყოველთვის ძალიან კარგი იყო მაგრამ ცოტა დავიბენი იმ სურათმა დამაბნია და ვერ გავერკვიე

 


№6 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მაგარი საინტერესო სასიამოვნო წასაკითხი იყო ვიხალისე ძალიან მომწონდა თუმცა ასე მალე არ მინდოდა დამთავრებულიყო დამაკლდა რაღაც მე მგონი ანაბელი იყო რომელიც დანიელს ესიზმრებოდა სხვანაირ დასასრულს ველოდებოდი ნია და ანდრიაზე როგორ განვითარდებოდა მოვლენები მადლობა წარმატებები ????????????????????

 


№7  offline ადმინი თუკა

სტუმარი ანა
ანუ, რა ვერ გავიგე. დანიელი ვისაც სიზმარში ხედავდა ის მართა იყო? თუ მათი შვილი - ანაბელი?

მათი შვილი ანაბელი იყო. თუმცა მართას ამსგავსებდა

სტუმარი ნესტანი
ძალიან მაგარი საინტერესო სასიამოვნო წასაკითხი იყო ვიხალისე ძალიან მომწონდა თუმცა ასე მალე არ მინდოდა დამთავრებულიყო დამაკლდა რაღაც მე მგონი ანაბელი იყო რომელიც დანიელს ესიზმრებოდა სხვანაირ დასასრულს ველოდებოდი ნია და ანდრიაზე როგორ განვითარდებოდა მოვლენები მადლობა წარმატებები ????????????????????

ნიაზე და ანდრიაზე გავრცობა არ მინდოდა, იმიტომ რომ ეს მათი ისტორია არ იყო. მათი ისტორიის განვრცობა ცოტა სხვანაირად მაქვს წარმოდგენილი..
კი ეს მათი შვილი იყო ვისაც ხედავდა დანიელი..
არ ვიცი მე პირადად გაწელილი დასარული არ მინდოდა გამოსულიყო და მგონი კარგი გამოვიდა...

სტუმარი მანანა
ჩემო თუკა როგორც ყოველთვის ძალიან კარგი იყო მაგრამ ცოტა დავიბენი იმ სურათმა დამაბნია და ვერ გავერკვიე

სურათი რომელსაც დანიელი ხედავდა, რომელსაც პატარა გოგონა აწვდიდა იყო , ბავშვის ურათი, რომელსაც ორსულებს აძლევენ და არის შავ- თეთრი ფოტო. ბავშვი კი სიზმრებში რომელიც გარბოდა მათი შვილი ანაბელი იყო.
--------------------
4love.ge

 


№8 სტუმარი ტაისა

როფორც ყოველთვის , გასაოცარი, შესანიშნავი და ძალიან საინტერესო ❤

 


№9 სტუმარი nanchp

მართლაც დამენანა დასასრული..ძალიან კარგი იყო..

 


№10  offline ადმინი თუკა

nanchp
მართლაც დამენანა დასასრული..ძალიან კარგი იყო..

ძალიან დიდი მადლობა. მეც კი დამენანა რომ დავასრულე ამისი წერა

ტაისა
როფორც ყოველთვის , გასაოცარი, შესანიშნავი და ძალიან საინტერესო ❤

უღრმესი მადლობააა heart_eyes heart_eyes
--------------------
4love.ge

 


№11  offline მოდერი ნეაკო

ძალიან კარგად წერთ, ემოციებს და განცდებს ისე გადმოსცემთ გგონია მკითხველს რომ ამ ამბის მონაწილე ხარ, წარმატებები

 


№12  offline ადმინი თუკა

ნეაკო
ძალიან კარგად წერთ, ემოციებს და განცდებს ისე გადმოსცემთ გგონია მკითხველს რომ ამ ამბის მონაწილე ხარ, წარმატებები

დიდი მადლობა ნეაკო. მახარებს ასეთი კომენტარის წაკითხვა..
--------------------
4love.ge

 


№13 სტუმარი სტუმარი Khatuna

ძალიან მომეწონა, საერთოდ კარგად წერთ. მუდამ ველოდები ახალ ისტორიებს. წერის კარგი მანერა გაქვთ .მუდამ საინტერესოდ იკითხება. ეს ისტორიაც მომეწონა მისი გმირებით, ოღონდ სულ ცოტა დამაკლდა, ერთით ზედმეტი თავი მინდოდა. მადლობა.

 


№14 სტუმარი ლილიანა,

ანუ კომენტარები იშლებ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent