შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გერგეთისკენ მიმავალნი (თავი 8)


31-08-2020, 16:06
ავტორი ჰოლანდიელი
ნანახია 457

ზვიადმა გოგონას რეაქცია უპასუხოდ დატოვა და ლაშასკენ დაიძრა. ქეთისგან უჩუმრად ორიოდე წუთს ისაუბრეს. მალევე, უკან გოგოსკენ მოტრიალდა, მეგობრულად გადაეხვია და ყურში უჩურჩულა: „ყოჩაღი გოგო ხარ“. გოგონა გაქვავებულიყო, ზვიადის სიტყვები ნორმალურად ვერც გაიგო, რადგან საპირისპიროდ მდგომ სნაიპერს მასხალათი გაეხადა...
მის წინ საყვარელი მამაკაცი იდგა. გონება დაებინდა. გული ისე აუჩქარდა, საკუთარი გულისცემაც კი ესმოდა. ვერ ხვდებოდა ეშინოდა თუ უხაროდა. მთელი ეს დღეები ხომ მის ნახვაზე ოცნობობდა. ამ დღეების მანძილზე ყველა წვრილმანზე ეფიქრა. შეხვედრისთანავე როგორ გაიქცეოდა მისკენ და ჩაეხუტებოდა. ეტყოდა, რომ აღარსად წავიდოდა და სულ მის გვერდით იქნებოდა. ახლა კი გაქვავებული გოგო, შიშნარევი გამომეტყველებით იდგა, ხმას ვერ იღებდა. თვალები აუწყლიანდა, ერთ-ერთი თვალში ცრემლი ვეღარ დაატია და დაჭორფლილ ყვრიმალთან ჩამოუგორდა. ლაშა მიუახლოვდა, თვალებში ჩახედა. ცერა თითით ცრემლი მოუწმინდა, მკლავები ძლიერად მოხვია და ჩაიხუტა. უსიტყვოდ მდგარი, ჩახუტებული წყვილისთვის წუთიერად ყველაფერი გაჩერდა, არაფერი ესმოდათ, მხოლოდ ერთმანეთის სუნთვას და გულისცემას გრძნობდნენ. ძლიერ მკლავებში მოქცეული გოგო ნელ-ნელა გონს მოდიოდა, თავს საოცრად დაცულად და უსაფრთხოდ გრძნობდა. მალე მის ფიქრებს გულისთქმამ სძლია, თავადაც შემოხვია ხელები წელზე და უფრო მეტად მიეხუტა.
- შენ ხარ...
- უნდა ვიჩქაროთ ქეთი. - მკლავები ნელ-ნელა მოაშორა. მისი სახე ხელებში მოიქცია და შუბლზე აკოცა. - ერთ კილომეტრში მანქანა გველოდება. ლუკა ხომ გახსოვს?
- შენ არ მოდიხარ? - აკანკალებული ხმით იკითხა გოგომ.
- არა.
- არაფერს მეკითხები მე რა მინდა?!
- არა! და ამაზე საუბარი დამთავრებულია. - გაუმკაცრდა ხმა არაბულს.
გოგო უსიტყვოდ დამორჩილდა.
- რისთვისაც ჩამოხვედი შეასრულე. რამდენიმე ადამიანსაც დაეხმარე, გხედავდი და თვალებს არ ვუჯერებდი, დაჭრილებს ისე უწევდი დახმარებას გამოცდილ სამხედრო ექიმს შეშურდებოდა.
- ცდები, რისთვისაც ჩამოვედი ვერ გავაკეთე. - დანანებით ჩაილაპარაკა.
- დარწმუნებული ხარ? - ლაშამ საკუთარი მოზრდილი ზურჩანთა გახსნა და ყავისფერი მომცრო ჩანთა ამოაძვრინა. - გეცნობა?
- მაოცებთ ბატონო ლაშა. - გოგოს თვალები გაუბრწყინდა. - თუ მფრინავი ჰოლანდიელი უნდა დაგიძახოთ?
- წავიდეთ.
შაშხანა სხვა იარაღებთან ერთად დამალა. ზურგჩანთას და „კალაშნიკოვს“ ხელი წამოვლო და გოგოს წინა გაუძღვა. ოციოდე წუთი გაუჩერებლივ მიდიოდნენ. ხშირად დახედავდა ხოლმე კომპასიან საათს, ცდილობდა სამხეთისკენ აღებული კურსისკენ არ გადაეხვიათ, საფეხმავლო ბილიკებს ერიდებოდა და შედარებით ძნელად გასავლელ გზებს არჩვევდა. ასეთ ადგილებში უფრო ნაკლები შანსი იყო ვინმე გადაჰყროდათ. „არ გაჩერდე“ - ხშირად უმეორებდა გოგოს და წინ მიიწევდა. ქეთი ბოლო ძალებს იკრეფდა და ტყის კორომში კვალდაკვალ მიჰყვებოდა. თუმცა ძალაგამოცლილი მოულოდნელად წამორძიკდა, დაეცა და გონება დაკარგა. ლაშამ მაშინვე ზუგჩანთა მოიხსნა, წყლის მათარა ამოიღო და მის წინ ჩაიმუხლა. ყური ცხვირთან მიუტანა, როგორც კი კანზე ჰაერის ნაკადი იგრძნო შედარებით დაშვიდდა. წყლით ხელები დაისველა, სახის და საფეთქლების დაზილვის შემდეგ ყურის ბიბილოები მსუბუქად დაუსრისა. გოგონა მალევე მოვიდა გონს და დაღლილი თვალები მიაპყო ბიჭს.
- ცოტა ხანს დავისვენოთ, გთხოვ.
- დავისვენოთ. - გაუღიმა ღონემიხდილ გოგოს. - რამდენი ხანია არ გიჭამია?
- გუშინ დილით ვჭამე...
არაბულმა გოგონა ნელ-ნელა წამოაყენა. მოზრდილი ხის ფესვებთან მასთან ერთად ჩამოჯდა. ჩანთიდან უცნაური ფორმის და შეფუთვის შოკოლადები ამოიღო.
- ეს რა არის? - იკითხა გოგომ.
- ენერგეტიკული შოკოლადებია, მოგაძლიერებს.
- არ შემიძლია ლაშა, გული ამერევა. - ამრეზით დახედა ფინიკის მარცვლებით შეზავებულ შოკოლადს.
- გთხოვ, ძალით უნდა ჭამო. – ხმა შესამჩნევად დაურბილდა ბიჭს. - ამ ყველაფერმა ჩაიაროს და თუ გინდა ყოველ დღე გატარებ რესტორენებში.
- გაგახსენებ იცოდე. - სევდანარევად გაიღიმა და შოკოლადი გამოართვა.
- მიხარია შენი ღიმილის დანახვა. - საჩვენებელი თითით ცხვირთან მოუღიტინა გოგოს.
- მაშინ ხშირად გაგიღიმებ. - კიდევ ერთხელ გაუღიმა გოგომ.
- ცხოვრება მართლაც მხოლოდ ის ღიმილებია, ფერდობზე შეფენილი გვირილებივით რომ დაბნევია ქალს სახეზე, სხვა ყველაფერი ტყუილია. - ჩაილაპარაკა ბიჭმა და შკოლადი გახსნა.
- ახლა ნამდვილი ლაშა ხარ...
როდესაც ბოლომდე შეჭამა, ბიჭმა მათარით წყალი მიაწოდა. ქეთიმ რამდენიმე ყლუპი მოსვლა და მოულოდნელად ჰკითხა.
- ლაშა, დავმარცხდებით?
- ჰო.
- აბა რაღატომ ვიბრძვით?
- მე სიყვარულისთვის ვიბრძვი ქეთი...
- სიყვარულისთვის? - ვერ მიუხვდა გოგო.
- ჰო, სამშობლოს სიყვარულისთვის.
- ხომ დამეთანხმე, რომ დავმარცხდებით, რა აზრი აქვს მაშინ ამ ყველაფერს, რატომ ვაკვლევინებთ თავს? ან თქვენ რატომ კლავთ?
- როგორ ფიქრობ, უნდა დავნებებულიყავით?
- ასე არ სჯობდა? ხომ მაინც დავკარგავთ ამ ტერიტორიას?!
- რაც ჩემი ნებით არ დამითმია ის დაკარგულად არ ითვლება!
- არასდროს მჯეროდა პატრიოტიზმის... ყოველთვის ვფქირობდი, გმირები იმიტომ სწირვდნენ თავს, რომ დასაკარგი არაფერი ჰქონდათ. შენ და ზვიადს კი ვფიქრობ უამრავი რამ გაქვთ დასაკარგი...
- შენი აზრით რა არის პატრიოტიზმი?
- ვფიქრობ პატრიოტიზმი მხოლოდ ემოციაა, რომელიც არასდროს მყარდება მოქმედებით...
- შეიძლება არ მყარდება, მაგრამ იზომება მოქმედებით! ვინ არის პატრიოტი? პასუხი შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს, მაგრამ ჩამონათვალში უმთავრესაც მართლაც მაინც გმირები მოხვდებიან, თან აუცილებლად შეწირული გმირები. მათ, ვისაც ბრძოლის წინა ხაზზე დგომა, სამშობლოსთვის სისხლის გაღება შეუძლიათ. მაგრამ პატრიოტიზმს დიდი მადა აქვს, უფრო მეტს ითხოვს.
- თავგანწირვაზე მეტი?
- კი, უფრო მეტს. მშვიდობიანობის დროს პატრიოტად ყოფნა უფრო ძნელი შეიძლება იყოს, რადგან ის უამრავი, ნაკლებად პოპულარული, მოსაბეზრებელი წვრილმანებისგან შედგება. მაგალითად ჩვენი ქვეყნის რომელიმე სპორტული გუნდი გულშემატკივრებით სავსე სტანდიონზე თამაშობს. ამ დროს მოთამაშეები და მაყურებლებიც თანაბარ პატრიოტულ ვალს იხდიან. თუნდაც როდესაც მაღაზიაში შევდივართ და ქართული წარმოშობის პროდუქტს ვანიჭებთ უპირატესობას ვიდრე ექსპორტირებულს, ამით ჩვენ პატრიოტულ ვალს ვიხდით. ყოველი გაღებული თეთრი ქვეყნის ეკონომიკაში დარჩენილი ფულია და დიდი სტიმულია ადგილობრივი მეწარმეობისთვის. ქართული კომპანიების პროდუქციის შეძენით ჩვენ კაპიტალს ვაბანდებთ არა მხოლოდ ამ კომპანიის განვითარებაში, არამედ მთელი ქვეყნის ეკონომიკურ აღმავლობაში. ძლიერი კომპანია კი თავს უფლებას აძლევს კიდევ უფრო ხარისხიანი პროდუქცია შემოგვთავაზოს.
- წამოდი გთხოვ...
- წასვლის დროა. - წამოდგა, ზურგჩანთა და იარაღი ზურგზე მოიგდო.
ისევ გაუყვნენ ტყეს სამხეთისკენ. როგორც კი ტყე დასრულდა, მარჯვნივ ზემო ხვითი გამოჩნდა. შორიდანვე ეტყობოდა, სოფელი დაცლილი იყო.ზემო და ქვემო ხვითს ორიოდე კილომეტრი აშორებდა ერთმანეთისგან. როგორც ზვიადმა უთხრა ლუკა სწორედ ქვემო ხვითის ღვითსმშობლის ეკლესიასთან ელოდებოდათ. სამანქანო გზისკენ არ წავიდნენ. ლაშამ სასოფლო ნათესების გავლით არჩია გზის გაგრძელება. დანიშნულების ადგილს უახლოვდებოდნენ. ბინოკლი მოიმარჯვა. გზი პირად მდგარ მომცრო ეკლესიას გახედა. ბაზილიკის სტილში ნაგები ტაძრის განაპირას, მოზრდილი ხის ძირში ნაცნობი მანქანა შენიშნა.
- ვახ შენ გენაცვალე! აღარ მეგონა თუ მოხვიდოდით. - შესძახა გახარებულმა ლუკამ. მეგობარს გადაეხვია და მაშინვე საქმეზე გადვიდა. - ვიჩქაროთ ლაშა, ისეთი ხმები ისმის ალბათ მალე აქ გაჩნდებიან.
- ქეთი მანქანაში ჩაჯექი. - მიმართა არაბულმა გოგოს და ლუკა მოშორებით გაიხმო.
- საღამომდე ალბათ აქამდეც მოვლენ. დიდი ხანი ვერ შევაკავებთ.
- რჩები?
- რას მეკითხები?!
- კარგი ნუ იბღვირები.
- რომელი გზით მოხვედი?
- რაც ზვიადმა მითხრა, აბა გორიდან ვინ შემომიშვებდა?
- იგივე გზით წადი. არსად არ გაჩერდე.
- შენ რას აპირებ?
- ზვიადთან ვბრუნდები.



№1 სტუმარი Qeti qimucadze

rogor gelodebodi. zalian magari istoriaaa. momxibla shenma ganmartebam patriotizzMze. neta lashasnairebi bevri gvyavdes. tymca visurvebdi sul mshvidoba yofiloyosss. imesia se didi xnit agar daikargebii

 


№2  offline წევრი ვიპნი

ჰოლანდიელო გამიხარდა შენი გამოჩენა ❣️

 


№3  offline მოდერი ჰოლანდიელი

სამსახურის გადატვირთული გრაფიკის გამო სამწუხაროდ მიგვიანდება ხოლმე. ვეცდები აღარ დავაგვიანო. თუმცა ვხედავ რომ ბევრი არ კითხულოს.სატესტოდ დავდე მოკლე თავი მაინტერესებდა რამდენი წაიკითხავდა :D

 


№4 სტუმარი Marimari

Ramdeni xani velodebodi :-)gamixarda ro davinaxe isev, megona agar agrdzelebdi???? martla patara tavi iyo, magram arauahavs mtavaria agrdzeleb. Warmatebebi:-D

 


№5  offline წევრი ვიპნი

ჰოლანდიელი
სამსახურის გადატვირთული გრაფიკის გამო სამწუხაროდ მიგვიანდება ხოლმე. ვეცდები აღარ დავაგვიანო. თუმცა ვხედავ რომ ბევრი არ კითხულოს.სატესტოდ დავდე მოკლე თავი მაინტერესებდა რამდენი წაიკითხავდა :D

მაგრამ ვინც ვკითხულობთ ,ბოლომდე მოგყვებით ❣️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent