შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გერგეთისკენ მიმავალნი (თავი 9)


1-09-2020, 16:52
ავტორი ჰოლანდიელი
ნანახია 445

ვასილ ჯავახიშვილის ოჯახში დიდი თავყრილობა იყო. მესამე დღეა ყველა ნათესავი, მეგობარი თუ ბიზნეს პარტნიორი მის ეზოში დააბიჯებდა. თითოეული მათგანი საკუთარი კონტაქტებით ცდილობდა გაუჩინარებული შვილის პოვნაში დახმარებოდა ოჯახს. პოლიციისგან ახალი არაფერი იყო. თუმცა ისედაც ყველა აცნობიერებდა, რომ ომის დრო პოლიციას დაკარგული გოგონასთვის ნამდვილად არ ეცლებოდა. ქეთის მწირ სამეგობროში არავის წარმოდგენა არ ჰქონდა სად შეიძლებოდა გოგონა წასულიყო. გადაამოწმეს საავადმყოფოები, ძვირადღირებული საკურორტო სასტუმროები, საზღვრები და გასული დღეების ავია რეისები. გოგონას კვალი არსად ჩანდა.
ეზოს კუთხეში განმარტოვებული ვასილ ჯავახიშვილი ბოლთას სცემდა და ღრმა ნაფაზებს ურტყამდა. „ბაკურ ეს თუ შენი გაკეთებულია...“ - ფიქრობდა, თუმცა მალევე საკუთარი ფიქრებს ეწინააღმდეგებოდა. „შვილით? შვილით გადამიხდიდა ვითომ სამაგიეროს?“ ფიქრებს ვეღარ გაუძლო და რამაზთან მიიჭრა.
- ბაკურთან უნდა წავიდე!
- ისევ დაიწყე?!
- უნდა წავიდეთქო გითხარი! - ნერვიული ტონით აგრძელებდა ვასილი.
- დამშვიდდი ვასილ და ამოიგდე ეგ ფიქრები თავიდან. არ არის ბაკური მაგის კაცი, მშვენივრად იცი ეს!
- იმაში მაინც დავრწმუნდები, რომ ჩემი ქეთის გაუჩინარებაში ბრალი არ მიუძღვის.
- როგორ ფიქრობ? საყვარელი შვილიშვილი ომში გაუშვა, მერე ადგა და მისი შეყვარებული მოიტაცა?! რისთვის გამაგებინე?!
- ჩემს გასამწარებლად! რა? არ არის ამაში ლოგიკა?
- მის ადგილას შენ ასე მოიქცეოდი? - რამაზმა თვალებში ჩახედა ბიძას.
ვასილმა თავი ჩახარა. სიგარეთის მორიგი ღერი ამოძვრინა და დამნაშავესავით ჩაილაპარაკა.
- აღარ ვიცი რა ვიფიქრო...
ვასილს სიტყვა არ ჰქონად დამთავრებული, რომ ღია ჭიშკართან შავი აუდი გაჩერდა. უნებლიედ მიიხედა და სახე გაეყინა როცა ავტომობილიდან გადმოსული შვილი დაინახა. გოგონას ფერი დაჰკარგვოდა. სახე თოვლზე მეტად გათეთრებოდა, მხოლოდ მწვანე თვალები უბრღვიალებდა ჩვეულებისამებრ. ძალა გამოცილი გოგო გაქვავებულივით მდგარ მამისკენ მძიმე ნაბიჯებით დაიძრა. ეზოში მყოფი გაოცებული ხალხი ერთბაშად ქეთისკენ გაქანდა და გარს შემოეხვივნენ.
ლაშას ძმასთან კომპლიქტის გამო ლუკას დიდი სურვილი არ ჰქონდა ჯავახიშვილებთან კომუნიკაციის. მანქანა მოატრიალა, უნდა დაძრულიყო, რომ რამაზმა კარი გამოაღო და გვერდით სავარძელთან მიუჯდა.
- გამარჯობა. - ინტერესით სავსე თვალები მიაპყრო.
- გაგიმარჯოს.
- ვინ ხარ?
- ლუკა. - მოკლედ მოუჭრა ბიჭმა.
- მგონი ხვდები, რომ მხოლოდ სახელი არ მაინტერესებდა.
- რა გაინტერესებს?
- სახლში შევიდეთ. იქ ვილაპარაკოთ.
- მეჩქარება.
- კიდევ ერთხელ გკითხავ, ვინ ხარ? საიდან გაჩნდა ქეთი შენთან?! - ხმა გაუმკაცრდა რამაზს.
- ლაშას მეგობარი ვარ.
- მერე...
- ცხინვალისკენ იყო, იქიდან წამოვიყვანე.
- ცხინვალი? იქ რა უნდოდა? - გაოცდა რამაზი.
- დაჭრილებს მკურნალობდა.
- მოიცადე, მოიცადე. - დაბნეული რამაზი ერთ წერტილს მიაშტერდა. - შენ ამბობ, რომ ქეთი ომში იყო და დაჭრილებს მკურნალობდა?
- ჰო, ლაშამ იპოვა შემთხვევით. დამირეკეს და მის წამოსაყვანად ჩავედი. ერთ-ერთ სოფლამდე შემოვლითი გზებით ძლივს მივაღწიე. იქ მოიყვანა ლაშამ და გამომაყოლა.
რამაზმა კიდევ ერთხელ შეათვალიერა ბიჭი. უმცროს ჯავახიშვილს არასდროს უჭირდა ადამიანების ამოცნობა. ლუკას სიტყვებს კი დამაჯერებლობა ნამდვილად ეტყობოდა.
- დარწმუნებული ხარ, რომ არ გინდა გადმოხვიდე? მშობლებს მადლობით თქმა მოუნდებათ.
- არ არის საჭირო, კარგად ბრძანდებოდეთ. - ჩაილაპარაკა ლუკამ. მანქანა დაქოქა და რამაზს აგრძნობინა მანქანიდან გადასულიყო.
- მოიცადე... „აუდი“ მოგწონს? - მიანიშნა საჭეზე აღბეჭდილ ავტომობილის ემბლემაზე.
- რაა? - დასმული კითხვა ეუცნაურა ლუკას.
- მეც მომწონს, რომელი წლიანია?
- ჩემზე ცოტატი პატარაა.
- მისამართი მითხარი. წლევანდელ მოდელს, „აუდი Q7” გამოგიგზავნი ხვალ.
- ესეც მაკმაყოფილებს. - ამრეზი ღიმილით გახედა რამაზს. - მადლობა კი ლაშას უთხარით, ეს მის გამო გავაკეთე.
მოულოდნელად ლუკას ტელეფონი აწკრიალდა. ნომერს დახედა, ზვიადი რეკავდა. გვერდით მჯდომი ბიჭის ტელეფონიდან გამაყრუებელი ხმები. „ლუკა გააღწიეთ? სად ხართ, ლაშა სად დატოვეთ?“ - სროლის ხმის ფონზე ბიჭის ყვირილი გაისმა. ლუკამაც ხმამაღლა უპასუხა, რომ უკვე თბილისში იყვნენ, ლაშა კი დათქმულ ადგილას, იმავე სოფელში დატოვა სადაც შეხვდნენ. „კარგი წავედი, ბედნიერად“ - მოისმა ისევ ყვირილი. „რა ხდება?“ - ახლა ლუკამ დაიყვირა. „ეგ სოფელი ერთი საათის უკან დაბომბეს, ლაშა არ მოსულა ჩემამდე“. - ტყვიის ზუზუნივით გაისმა ზვიადის ბოლო წინადადება.
ბაკური მთელ დღეებს ტელევიზორთან ატარებდა. აუცილებელი საჭიროებისთვის თუ დატოვებდა ოთახს. სირჩით ჭაჭის არაყი დაედგა მაგიდაზე. პერიოდულად წამოდგებოდა, პატარა ჭიქაში ჩამოასხამდა, გადაჰკრავდა და ისევ სავარძელში ჩაეშვებოდა. მთელი ეს დრო საინფორმაციო გამოშვებებს ადევნებდა თვალს. მობილურ ტელეფონი მუდამ გვერდით ედო. იქნებ ლაშამ დარეკოსო. თუმცა მეოთხე დღე იყო შვილიშვილი კავშირზე არ გამოდიოდა. არჩილსაც ყოველ საათში ურეკავდა, თუმცა უიმედოდ. არც მასთან დაერეკა შვილიშვილს.
დღე იწურებოდა. ბაკურს მთელი სირჩა არაყი გამოეცალა, თუმცა არც სიმთვრალე და არც რული არ ეკარებოდა. არყის შესავსებად ცოლისთვის უნდა დაეძახა, რომ მისი ძახილი მოესმა.
- აბა გამოხედე, ცხენი რაღაცამ დააფრთხო.
- როდის იყო ეგ ფრთხებოდა. - ჩაილაპარაკა თავისთვის.
- ადე კაცო, გამოჰხედე აბა რა დღეშია! - მოისმა ისევ.
ზლაზნვით წამოდგა. ნელი სვლით ეზოში გავიდა და ეზოს ბოლოსკენ გაიხედა. ძლიერი რკინის სეტკით შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე მყოფი ცხენი მართლაც უცნაურად იქცეოდა. შავი ბედაური გაუჩერებლივ ჭიხვინებდა. დროგამოშვებით ყალყზე დგებოდა. დაეშვებოდა თუ არა სეტკისკენ გაქანდებოდა და გვერდულად ეტაკებოდა. ხან მოტრიალდებოდა უკანა ფეხებს ურტყავდა გასარღვევად. მერე თავს ჰორიზონტალურად გადაიქნევდა და გრძელ შავ ფაფარს აფრიალებდა. ცხვირის ნესტოები დაჭიმვოდა, ველური გრანდიოზულობით ფრუტუნებდა და განრისხებული წინა ფეხებს მიწას ურტამდა.



№1 სტუმარი ნაინა

აუუ რაკარგი იყო, მალე დადე რა

 


№2  offline წევრი ვიპნი

ასე უცებ არ ველოდი,ეს ცხენის ამბავი რა იყო,ნუთუ ლაშა დაჭრეს,სადღაც ახლოსაა და ცხენმა იგრძნო??

 


№3 სტუმარი სტუმარი მაკო

ახლა წავიკითხე და ისე დავინტერესდი რა მოითმენს სანამ დადებთ

 


№4 სტუმარი kati

Tavebad dadebul istoriebs dasrulebis shemdeg vkitxulob, radgan momdevno tavis dadebamde ver vitmen da zalian rom momewona rodis iqnebashemdegi tavi? tan ra patara iyo.

 


№5 სტუმარი სტუმარი mariko

ახლა წავიკითხე ყველა თავი,რაც გამოქვეყნებული გაქვთ.აღფრთოვანებული ვარ თქვენით ჰოლანდიელო... ნაწერს და თემატიკაცაც ეტყობა რომ თინეიჯერის დაწერილი არ არის. თუმცა არც მოხუცი უნდა იყოთ :))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent