შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შავი ვარდი VII თ ა ვ ი


3-09-2020, 11:39
ავტორი ciracira329
ნანახია 185

თ ა ვ ი VII
ვერონიკა ბინაში ვეღარ ჩერდება, ეშინია, არ მიაგნონ უხაროდა, რომ სვეტლანა ისევ იგდო ხელთ. ისეთ ადგილას მიმალა, რომ პოვნა არავის შეუძლია, მიხამ ივაჟკაცა, რაც ცოდვები ჰქონდა, სვეტლანას შეპყრობით გამოისყიდა, მაგრამ მაინც ვერ უპატიებია მისთვის, რომ სოხუმში დოყლაპიობა გამოიჩინა, ახლა შეშთებულია, ამ ადგილას აღარ ედგომება, რა ჰქნას? ახლავე შეუძლია წავიდეს აქედან, მაგრამ ვადიმ ურალოვის ნიშანს ელის, საკვირველია, რატომ აგვიანებს, ნუთუ ნამდვილად არ არის ვადიმ ურალოვი? მაგრამ არა, დეიდა ვერონიკა ასე ადვილად არ შეცდება, - ის ვადიმს მოხარშულს იცნობს, მისთვის მას მშვენიერი ნობათი აქვს: განა ამ ხუთიოდე წლის წინათ არ მიართვა სვეტლანა ვადიმს? მაგრამ იმ საზიზღარმა მერიმ ცხვირწინ ააცალა და გადამალა.
- შენ, ყმაწვილო, იცი თუ არა, ვინ არის ის შენი მეგობარი კოკი ჟვანია?
- შემოსლისთანავე მიახალა ვერონიკამ.
მიხამ გაკირვებით შეხედა.
- სწორედ ის ჯეილია, მე რომ გითხარი, ბუინაკსკში ჩვენები ჩააგდო მეთქი.
- კარგი ერთი, შეუძლებელს ლაპარაკობ, დეიდა!
- გეუბნები, არავითარი ჟვანია, მე იმას ვიცნობ, როგორც ჩაჩბას.
- კარგი და შავი ვარდი რომ აქვს მკლავზე?
- როგორც ჩანს, უკვე იციან შავი ვარდის საიდუმლოება,
- საიდან გაიგებდნენ? ვინ გათქვამდა?
- ვინ გათქვამდა, ეს მე არ ვიცი, მაგრამ ის კი კარგად ვიცი, რომ როგორმე უნდა გავიტყუოთ და ანდერძი ავუგოთ სხვა გზა არ არის.
მიხა დაფიქრდა.
- როგორ, რა საშუალებით?
- სულ ადვილად, ეგ აქ სვეტლანას დაეძებს, შენ უნდა შეხვდე და უთხრა, სადაც იმყოფება სვეტლანა. გამოგყვება და იქ სვეტლანას მაგიერ დანიელ ბოშას დაახვედრებ.
მიხა დაფიქრდა, მას წარმოუდგენლად მიაჩნდა ვერონიკას ნათქვამი, იქნებ მართლა შეხვდა ვერონიკა როდესმე, სადღაც, ვიღაც ჩაჩბას, მაგრამ განა კოკი ჟვანია არ იყო, რომ მიხას თვალწინ დააპატიმრა მილიციამ ჩემოდნის ქურდობისათვის?
- არა, დეიდა ვერა, თქვენ სცდებით, ის ვინც თქვენ გინახავთ, არ შეიძლება კოკი ჟვანია არ იყოს, მე თვითონ ვნახე როგორ დააპატიმრეს.
ვერონიკა დაფიქრდა, მიხას მტკიცება აზრს ურევდა.
- მაინც ეცადე, შვილო, შეათვალიერე, იქნებ მართლა ვცდები. სიფრთხილეს კი თავი არა სტკივა. უეჭველად შეამოწმე.
- სად შევამოწმო, საპატიმროში?
- რატომ საპატიმროში უტრიალე მილიციას, იქ სადმე წააწყდები, თუ ჩემი ვარუდი გამართლდა, მაშინ უნდა გავიტყუოთ და შემდეგ აქაურობას გავეცა ლოთ.
- ვადიმ ურალოვის სიგნალს არ მოვუცადოთ?
- შორს არ წავალთ, დროებით ჩვენს ბინაში შევიხიზნებით, იქ ვერავინ მოგვაგ ნებს. რაკი ვადიმმა აქ მნახა, მომძებნის. არავითარ შემთხვევაში თავს არ დამანებებს.
- დეიდა ვერა, ალბათ გეშლებათ, ვადიმ ურალოვი არ იქნება.
- დეიდა ვერას არ შეეშლება. ის კაცი მარტო სახით კი არ წააგავს ვადიმს, მე მას დიდხანს ვაკვირდებოდი, ვიდრე გამოველაპარაკებოდი, მისი გამოხედვა, შუბლის შეჭმუხვნა, ხელის გაქნევაც კი ვადიმისაა.
- სვეტლანას რაღა ვუყოთ? კიდევ დიდახანს ველოლიავებით? გული გამიწყალა მისმა ძიძაობამ.
- ის გოგო მე ვადიმ ურალოვისათვის მყავს გამიზნული ხომ კარგად არის მიმალული? კიდევ არსად გაგვექცეს.
- ფიქრი ნუ გაქვთ, ვეღარსად წაგვივა, დანიელ მეცხვარეს ძაღლივით უწევს გვერდით.
- კარგი, მოვრჩეთ ყბედობას. აბა, თითო არაყი გადავკრათ და საქმეს შევუდგეთ მე აქ თუ ვერ მნახო, ჩვენს ბინაში მოდი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent