შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დამალული სიტყვა


8-09-2020, 16:14
ავტორი Nuki-rocks
ნანახია 373

ერთხანს იჯდა გაუნძრევლად. ეკრანზე გამოსახულ ვორდის ფაილს მისშტერებოდა. რა დაეწერა არ იცოდა,არადა შიგნით, სამყაროში ბევრი რამ დასტრიალებდა თავს. უბრალოდ 1 სიტყვა სჭირდებოდა დასაწყებად, ეგ ერთი სიტყვა კი სადღაც დამალობანას ეთამაშებოდა.
ამბავს არ სურდა დამთავრება, არ ეჩქარებოდა მისავიწყებელ თაროზე შემოდება. ამბავს სურდა უკვდავება, რადგან ჯერ კიდევ გრძნობდა სიცოცხლეს თავის ფურცლებში.
სიგიჟეები იწერებოდა სხვადასხვა გვერდებზე, ახლა კი პატარა ბავშვივით უჭყიტინებდა ჭუჭრუტანიდან და გახარებული ხითხითებდა, კიდევ 1 დღე მომეცა სიცოცხლისთვისო.
გოგონას ნერვები ეშლებოდა ყოველ წარუმატებელ მცდელობაზე. ყოველ დაწერილ და წაშლილ სიტყვაზე...
რა რთულია,სიტყვებს ეძებდე და ვერ პოულობდე... გინდოდეს გადმოცემა ისტორიის და არ გქონდეს გადმოცემის საშუალება..

ახლა სივრცეს მიაშტერდა. სივრცეში ბევრი რამ მოიაზრება და იქნებ იქ ვიპოვო რამეო...
უფრო აირია.
აიხლართა ძაფებში,თან ისე აიხლართა,გარჩევას კარგა ხანი დასჭირდებოდა.
მორბენალ ბავშვებზე გადაიტანა მზერა, პუტკუნა ბავშვი კალთაზე ჰქაჩავდა, ყურადღებას ითხოვდა.
ლოყებზე ხელი მოუჭირა და კალთაში ჩაისკუპა.
საათს დაჰხედა, ძილის დრო იყო.
ბავშვიც თვალებს იფშვნეტდა. სთხოვა,დამაძინეო.
დაჰყვა პატარას ნებას. მიუწვა გვერდით და ხოტორა თავზე დაუწყო ფერება.
ბავშვმა დიდი თვალები მილულა, ტუჩები მომუწა. დაწკაპულ ცხვირზე ხელი მოისვა და ისე მიიძინა, ბევრი არ უჭირვეულია.

ქალი,რომელიც მხოლოდ წერდა და არ იყო მწერალი, ჭერს უყურებდა.
ვიღაცას ან რაღაცას ეძებდა.
მთელი ცხოვრება ეძებდა და ეძებს,თუმცა ვერ პოულობს...
ჯერ ვერ,ჯერ ვერ...

-მოდი,მოდი,გთხოვ,გთხოვ...- მთელი გულით ითხოვა...

არ მოვიდა.

არ მიიღო თხოვნა.

რაღაც ისე ვერ იყო, როგორც უნდა ყოფილიყო.
რაღაც ეშლებოდა მხოლოდ რომ წერს და მწერალი არაა,იმ ქალს.

მაინც რა არის,არა?!
ქალი თვითონ იყო სცენარის ავტორი,თავად ჩუქნიდა სიცოცხლეს პერსონაჟებს და უწერდა ბედს...
ახლა უჭირდა,უჭირდა ყველაფერი.
სუნთქვა სავალდებულო რომ არ ყოფილიყო,მაგასაც შეწყვეტდა.

-არც კვდები,არც რჩები...- დაიჩურჩულა ნაღვლიანად.- საერთოდ რა გინდა?!

-მინდა...- შინაგანი ხმა გამოეპასუხა..

-ხოდა,რა?!

-არ ვიცი,რა...- ბოდიშს უხდიდა არსებობისთვის შინაგანი.

-რით გიშველო,რით?!- თავი გადააქნია განერვიულებულმა.

-დავიღალე...-აღიარა შინაგანმა ხმამ.

-რაღა დასამალია და მეც, ჩემო კარგო.- კარგი მეგობარივით დაჰკრა მხარზე ხელი.- წერის ხასიათზე არ ვარ.- გვერდი იცვალა და თვალები დახუჭა.

სიტყვები კარგად დამალულიყვნენ,ისე კარგად ერთი წინადადებაც რომ არ გამოუვიდა არამწერალ ავტორს.

ალბათ, ერთ დღეს ამოტივტივდებოდა მეხსიერების ზედაპირზე სიტყვა, რომელიც გიჟურ ფინალამდე მიიყვანდა ამბავს.

ამბავს დასრულება არ სურდა.
არ სურდა,არა.
ის კი ახსოვდა,უკვდავება რომ არ არსებობდა მიწიერ სამყოფელში.

ქალს 2 ცხოვრება ჰქონდა. ერთში თავად იყო გამომგონებელი, მეორეში კი-გამოგონილი.

ორი ცხოვრებიდან,პირველი ჰგვრიდა შვებას. მეორე აშინებდა.
შიში აგიჟებდა. ძლივს ნაქონ სიმშვიდეში აკივლებდა საძულველ ბგერებს.
განერვიულებული ასკდებოდა შუშის კედლებს.....
მთელი კვირა არაფერს გაჰკარებია. არც წერა მოსდომებია,არც გარეთ გასვლა და არც ვინმესთან კონტაქტი.
არც საუბრობდა, იწვა თავისთვის ოთახში და არავის ესაუბრებოდა.
ისე გადიოდა დრო დილიდან დაღამებამდე,ვერც კი ხვდებოდა.
ბოლოს წვებოდა და იძინებდა.

შუა ღამეს გამოეღვიძა. გამოღვიძებულს კი საჭირო სიტყვები მზად ჰქონდა.

სევდიანმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე,თან სწყინდა თან უხაროდა.
ისტორიას ბოლო უჩანდა და ხომ გახსოვთ?! ისტორიას უკვდავება სურს...

გოგონა მიუჯდა ლეპტოპს, გახსნა ვორდის ფაილი და ისეთი სისწრაფით დაიწყო თითებით ასოების,შემდეგ კი სიტყვებისა და წინადადებების აწყობა, თითქოს ამით წყდებოდა ქვეყნიერების ბედი..

ამბავს ხომ არ სურს დასრულება?! ხომ უნდა უკვდავება?!
ჰოდა, მიხვდა... იქამდე იქნება ისტორია ცოცხალი,სანამ მას მკითხველი ეყოლება. სანამ მკითხველი გულაჩქარებული გადაფურცლავს მომდევნო გვერდს და ღამებს გაათევს გიჟური სიამოვნებისთვის.
ჰოდა ამბავმა გადაწყვიტა სიცოცხლე თავისი მკითხველისთვის. მნიშვნელობა არ ჰქონდა, საჯარო გახდებოდა თუ არა მათი დამოკიდებულება, მთავარია მკითხველი მოგზაურობდა ფურცლებზე დაწერილი მაგიური სიტყვებით: უჭყიტინებდა შეყვარებულებს, იძიებდა ამბებს, იკვლევდა პერსონაჟებთან ერთად... მერე წიგნს გულში ჩაიკრავდა და ისიც რაღაცნაირად დაიმუხტებოდა.

გოგონა ისევ წერდა. ჰაეროვნად დაარბენინებდა თითებს კლავიატურაზე.. უკვე მანაც იცოდა, ამბავს გაგრძელება რომ ჰქონდა...
ჰო,იცოდა და ამით ბედნიერდებოდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent