შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შავი ვარდი IX თ ა ვ ი


8-09-2020, 22:38
ავტორი ciracira329
ნანახია 142

თ ა ვ ი IX
არჩილ ჩოხელი ჯავრისაგან ჭკუაზე აღარ იყო. მილიცია ფეხზე დააყენა ჯემალ ქედელიძემ და სახალხო რაზმელებიც მიიშველია, მაგრამ სვეტლანას მაინც ვერ მიაგნო, ხაპიაშვილი და ვერონიკაც უგზო-უკვლოდ გაჰქრნენ. საკვირველი იყო, როგორ უნდა გაეტაცნათ სვეტლანა, როდესაც არავის ენდობოდა? ეზოში გასვლასაც კი ერიდებოდა, - ეშინოდა, ხელახლა არ წამოსგო მოდნენ თავზე გამტაცებლები. ნუთუ მართლა გაუწყრა ღმერთი და ვინმე ბოროტმოქმედს ბინა გააქურდვინა და თვითონაც გადაიკარგა?
ქუსლმოღრეცილი ფეხაცმელების კვალი ბევრს არაფერს იძლეოდა, - მიხა ხაპიაშვილი წვერწანახულ ფეხსაცმელებს ატარებდა, არც წეკოს ეწეოდა. ფეხიც გაცილებით პატარა ჰქონდა. ისიც დადასტურდა, რომ მანქანა „პობედის“ მარკისა და ნაცრისფერი იყო. მიხა კი ლურჯი ფერის „მოსკვიჩით“ დადიოდა. მაშასადამე, იყო ვიღაც მესამე და ეს მესამე დანიე ბოშა უნდა ყოფილიყო.
ვიდრე ქალაქიდან გავიდოდნენ, გარეუბანში იმ უბნის რწმუნებულს შეუარეს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზე ვერონიკა და მიხა ხაპიაშვილი იმყოფებოდნენ.
უბნის რწმუნებული ჩაის საბჭოთა მეურნების აგრონომის, ენვერ ბედელიძის, ეზოში იპოვეს.
- კარგ დროს მოხვედით, ამხანაგო უფროსო ლეიტენანტო, - მიმართა მან ჯემალს, - მგონი, მანქანის კვალს მივაგენით.
ჯემალი გაოცდა:
- როგორ, რანაირად?
- მაქნანის მოძებნა ავტოინსპეტორებს რომ დაავალეთ, დახმრებისათვის მოგვმა რთეს და მანქანის ნიშნებიც გვითხრეს, ეზოები დავიარე, ვისაც კი მანქანა აქვს, ყველასთან ვიყავი და ბოლოს ამ ადგილს მოვადექი. გარაჟის წინ მანქანის კვალი ვნახე, გამიკვირდა: ვიცოდი, რომ პატრონი აგარაკზე იყო წასული და თვითონ არ შეეძლო მანქანით სარგებლობა.
ენვერი მიხვდა, ვინც ეწვია და ეზოში ჩამოვიდა
- პირდაპირ საოცარია. უბნის რწმნებული მიმტკიცებს, რომ ჩემი მაქანა გაუტა ცნიათ, როდესაც იგი გარაჟშია ჩაკეტილი. წეღან გავაღე და თავისი თვალით ნახა, რომ შიგ დგას უცნაურია, რატომ დაინტერესდა მილიცია ჩემი „ურმით“, დღეს დავბრუნდი და არც სადმე წავსულვარ მანქანით.
არჩილს ტუჩებზე დამცინავი ღიმილი გადაეკრა
- თუ არ შეწუხდებით, ეგ თქვენი „ურემი“ ცოტა ხანს ეზოში გამოაგორეთ,
ენვერ ბედელიძემ მანქანა ეზოში გამოიყვანა.
ოპერატიული მუშაკები შემოეხვივნენ და თვალიერება დაუწყეს, მაქანის პატრონი ადგილზევე გაშრა, უკან, მარცხენა თვალზე ახალი საბურავი რომ დაინახა. უცებ ისევ მანქანაში შეძვრა, სპიდომეტრს დახედა და უბის წიგნაკი ამოიღო.
- გასაოცარია, განსვავება ასოთხმოცდათქვსმეტი კილომეტრია. მანქანაც გარეცხილი დავაყენე გარაჟში, - ლუღლუღებდა გაკვირვებული ენვერი.
- თქვენი მანქანა ბოროტმოქმედება გამოიყენეს, მეგობარო, - უთხრა არჩილმა.
- ბოროტმოქმედებმა? - ენვერი შიშმა შეიპყრო. მივარდა და საბარგული გახსნა, - ძველი საბურავიც არ არის! ხედავთ? აი, აქ, ძველი საბურავი მეყენა, ახლა ახალია, ხედავთ?
- ალბათ გზაში სადმე დაეშვათ, ახლით შეცვალეს და ძველი გადააგდეს.
- გაუტაცნიათ...მაგრამ უკან რატომღა მოიყვანეს?
- თვალის ასახვევად. თქვენ რა, ყოველთვის იწერთ, რამდენ კილომეტრს გადის თქვენი მანქანა? - ჰკითხა არჩილმა
- ყოველდღე, როცა კი დავდივარ.
- ხომ არ შევცდი? როგორღაც ყური მოვკარი წეღან: ასოთხმოცდათექვსმეტი კილ ომეტრი გაურბენიაო.
- დიახ, არ შემცდარხართ, ჩემი წასვლის შემდეგ სწორედ მაგდენი მომატებია სპი დომეტრს.
- ამას ჩვენთვის მნიშვნელობა აქვს, - უთხრა არჩილმა ჯემალს, - ასოთხმოცდათ ექვსმეტ კილომეტრს, უნდა გამოვაკლოთ მანძილი აქედან ფოთამდე და უკან, რაც დარჩება, იმ მანძილის რადიუსში უნდა ვეძებოთ. გადაგდებული საბურავიც რომ ვიპოვოთ, მალე დავდგებით სწორ გზაზე.
საგულდაგულოდ დაათვალიერეს მანქანა და გაზეთში გახვეული წეკოს ნამწვი იპოვეს. არჩილმა ისიც შეინახა და საჭის სახელურიდან თითების ანაბეჭდების აღებაც მოახერხა.
არჩილ ჩოხელმა ყურადღება მიაქცია ახალ საბურავზე შემხმარ ტალახს, მტვრის ფენას და დაასკვნა, რომ მისი შეცვლა სადმე შორიახლოდ არ მოხდებოდა. შემხმარი ტალახი იმასაც ადასტურებდა, რომ მანქანას მარტო ასფალტის გზაზე არ ევლო. შემდეგ გაოცებულ მასპინძელს გამოეთხოვნენ და ქობულეთისაკენ გასწიეს.
სახალხო რაზმელმა მემედ დუმბაძემ, როგორც კი არჩილ ჩოხელი და ჯემალ ქედელიძე ქობულეთში ჩაიყვანა, მაშინვე უკან, ბათუმშივე გაბრუნება დააპირა. მერე იფიქრა: სირცხვილია, აქ ვიყო და დეიდაჩემი არ ვინახულო, გაიგებენ, ეწყინებათ და ნაცნობი ქუჩისაკენ გასწია.
სახლში მემედს თავისი დეიდაშვილი მევლუდ მეხრიშვილი დაუხვდა. გაუკვირდა, რომ ტრაქორისტი მინდორში არ წასულიყო, მევლუდმა გაიხარა მემედის დანახვით და უთხრა: პურის საჭმელად მოვედი სახლში და თან ნაპოვნი საბურავიც მოვიტანეო.
მემედმა საბურავის ხსენებაზე ყური ცქვიტა, მაშინვე გავარდა გარეთ და დიდად კმაყოფილი დარჩა, როცა საბურავი ნაცვეთი პობედისა გამოდგა. მაშინვე ჩაჯდა თავის მანქანაში, საბურავიც წაიღო და ტრაქტორისტიც წაიყვანა. არჩილ ჩოხელი და ჯემალ ქედელიძე იპოვა და ის ადგილი დაათვალიერებინა, სადაც მევლუდი ხვნის დროს საბურავს წააწყდა.
იქ მილიციის მუშაკებმა გაზეთში გავეული პაპიროსის კიდევ ერთი ნამწვი იპოვეს. ქუსლმოღრეცილი ფეხსაცმლის კვალიც ეტყობოდა. არჩილმა ნაბიჯებით გაზომა და ფაციას ბინასთან აღმოჩენილ ნაბიჯებს შეუდარა
- ზუსტი დამთხვევა იყო!
მევლუდის საშუალებით, სრულიად მოულოდნელად, ისიც გამოირკვა, რომ კაცი, რომელიც გაზეთში გახვეულ წეკოს ეწეოდა, ქუსლმოღრეცილ ფეხსაცმელს ატარებდა და დურგალი იყო, აქვე ახლოს სარეწაოებზე მუშაობდა და კარგი ოსტატის სახელიც ჰქონდა. ეს უეჭველად დანიელ ბოშა უნდა ყოფილიყო, რადგან მევლუდისაგან მისი აღწერილობა სრულიად ემთხვეოდა იმ გამოუსწორებელი ბანდიტის გარეგნობას.
სარეწაოებზე მისი დაპატიმრება არ შეიძლებოდა: მიხასა და ვერონიკას დააფრთხობდნენ, ამიტომ მოიფიქრეს და მევლუდს სახლში მიაწვევინეს, ვითომდა კიბის შესაკეთებლად.
დანიელ ბოშამ იცნო ტრაქტორისტი, რომელამც ერთხელ ბენზინი მისცა და სიამოვნებით დათანხმდა.
კიბეს ბევრი არაფერი უნდოდა და მალეც მოათავა. მასპინძელმა სუფრაზე მიიწვია დურგალი.
დამშეულმა დანიელმა გაზეთის ქაღალდში გახვეული წეკოს ნამწვი იატაკზე ისროლა და დამგელებული შეუდგა ჭამას.
ჭაჭის არაყმა უფრო გაუხელა მადა დამშეულ დურგალს, რამდენსაც მეტს სვამდა, იმდენი კიდევ უფრო სწყურდებოდა.
მასპინძელმა ისე შეიყოლია თავისი სტუმარი, რომ ბინდი შეუმჩნევლად ჩამოწვა. დანიელი უკვე მთვრალი იყო. მასპინძელმა დაცლილი ბოთლი წაიღო და სავსე მოიტანა, როდესაც ბოშამ ისიც გამოაშრო, მევლუდმა სახლში დარჩენა და დაძინება შესთავაზა. დანიელმა არ ქნა მაშინ ტრაქტორისტმა დურგალი ქუჩაში გამოიყვანა, გზაზე დააყენა და თავად უკანვე, სახლში შებრუნდა. მას მემედი შეჰყვა, იატაკზე დაყრილი ნამწვები აკრიფა და დანიელის ნახელავი ჭიქაც წაიღო. მილიციის თანამშრომლები ბინაში შესვლას მოერიდნენ, რომ რომელიმე ოჯახის წევრს არ დაენახა.
- ახლა მეც მთვრალი ვარ და უნდა დავიძინო, მაპატიეთ თუ ვერაფერში ვეღარ გამოგადგებით, - თქვა მევლუდმა და ფართოდ გაიღიმა.
- შენ უკვე შეასრულე შენი მისია. დიდი მადლობა, ნახვამდის, - გამოემშვიდ ობნენ მილიციის თანამშრომლები და მისი დეიდაშვილი.
მთვრალი დანიელი მინდორში მილაყუნობდა და თავისთვის ბურდღუ ნებდა.
- კაი კაცი ჩანს ჩემი მასპინძელი, - კარგადაც მაქეიფა და დაძინებაც შემომთა ვაზა, რატომ?... დაძინება შეიძლებოდა, რამდენი ხანია, ხეირიან ლოგინში არ მძინებია, მაგრამ ვინ იცის, სანდოა? აბა, არაყი რომ არ გაეჩინა ღმერთს, რის მაქნისი იქნებოდა ცხოვრება.
დანიელი ფილოსოფიურ გუნებაზე დადგა და მოჰყვა გაუთავებელ მსჯელობას არყისა და კაცობრიობის ურთიერთ დამოკიდებულებაზე, როგორც იყო, მინდვრად გავიდა ღამის სიგრილემ უფრო გაახელა გაჩერდა, იფიქრა, პატარას დავისვენებო და მიწაზე მოიკალათა. ჯერ ჩამომჯდარი არც კი იყო. რომ გვერდზე წაუწვა და მაშინვე ლაზათიანი ხვრინვა ამოუშვა.
მეორე დილით, დანიელს რომ გამოეღვიძა, ვერ მიხვდა, სად იმყოფებოდა, გაოცეული შესცქეროდა დარკინულ სარკმელს, საიდანაც მზის შუქი ოდნავ აღწევდა, თავს ძალას ატანდა და ვერ მოეგონებინა, როგორ გაჩნდა აქ. იფიქრა, სიზმარში ხომ არა ვარო და იჩქმიტა კიდეც, მერე ბუნდოვნად გაახსენდა მევლუდის ოჯახი, ქეიფი, ისიც, თუ როგორ გავიდა მინდორში, მაგრამ აქ რა უნდა? საკანის კარი გაიღო და მილიციელი შემოვიდა. ცხვირში ეცა საშინელი სიბინძურის სუნი უკანვე გაბრუნდა და კარი გაიკეტა. დანიელს გაუკვირდა მილიციელის დანახვა. მიხვდა, რომ დაპატიმრებული იყო და თავისი თავი შეეცოდა. ვაი, რამდენს ეცადა, მაგრამ აკი ბოლოს მაინც გაება. ნეტავი რაზე დააპატიმრეს? აქ დანიელ მალდონატო კი არა, დურგალი ათანასე გავაა. ნამდვილი ათანასე გავა კი კასპის ზღვის იქით შავ მიწაშია ჩაფლული. არავინ იცის, რომ სასჯელმოხდილი, ნამდვილი ათანასე გავა პატიმრობიდან გამოპარ ულმა დანიელმა გზაში მიახრჩო და მისი საბუთები მიისაკუთრა.
როდესაც ბოშა დაკითხვაზე აიყვანეს, საწერ მაგიდას არჩილ ჩოხელი ეჯდა. დანიელმა კუშტად შეხედა არჩილს და კარებთან გაჩერდა.
- დაჯექით, შესთავაზა სკამი არჩილმა.
დანიელი დაჯდა.
- თქვენი სახელი, მამის სახელი და გვარი.
- ათანასე ტიმოთეს ძე გავა, ხელობით დურგალი, თევზის სარეწაო მუშა.
- საიდან ჩამოხვედით აქ და როდის?
- ხუთი თვის წინ ჩამოვედი კრასნოდარის მხრიდან, მომასწავლეს აქეთ, სამუ შაო ბევრია, მუშა ხელი კი ნაკლებიო.
- იცით რა სჯობია თავიდანვე გულახდილი იყო, რა საჭიროა თვალთმაქცობა, თავის კატუნი? თქვენ ათანასე გავა კი არ ხართ, არამედ დანიელ მალდონატო, ვადიმ ურალოვის ბანდის წევრი. აბა გაიხსენეთ თქვენი დაპატიმრება, მახაჩყალაში, აზა სუმბარის ბინაში, სადაც თქვენი ბუნაგი იყო.
დანიელი გაშტერებული უსმენდა, მიხვდა, რომ ნადვილად გაება და საკმაოდ მაგრადაც.
- მოქალაქე უფროსო, თქვენ ცდებით, ათანასე გავა გახლავართ გეფიცებით გამ ჩენ ღმერთს და იესო ქრისტეს წმინდა ზიარებას.
- ეს კი დიდი უტიფრობაა, როგორ, თქვენი საკუთარი გვარიც აღარ გახსოვთ? მახაჩყალაში თქვენი ბუნაგის აღმოჩენასა და დაპატიმრებაში მე მივიღე მონაწილეობა, ისიც ვიცი, ყუბანში, საავეჯო ფაბრიკაში რომ მუშაობდით, ერთხელში პატიოსანი დურგლის რანდა გეჭირათ, მეორეში ავაზაკის სისხლ იანი დანა.
დანიელმა იგრძნო, რომ ბრძოლა წაგებული იყო და შეძრწუნდა.
- ასე, სასჯელს ვერავითარ შემთხვევაში ვერ ასცდებით,
ხოლო თუ გინდათ, რომ პირში სული შეგრჩეთ, იყავით გულახდილი
დანიელმა მძიმედ ამოიოხრა.
- კარგი, აგრე იყოს, მოქალაქე უფროსო, მე სინამდვილეში ათანასე გავა კი არა, დანიელ მალდონატო ვარ, ჩემი ერთადერთი დანაშაული საპატიმროდან გამოპარვაა, მას შემდეგ სულ პატიოსან შრომას ვეწევი. გეფიცებით პიჯვრის წერისა და წირვა-ლოცვის მადლს.
- თქვენ წეღან ზიარება და მაღალი ღმერთი დაიფიცეთ ტყუილად, ახლა რაღა დავიჯერო თქვენი ფიცისა?
- იკითხეთ სარეწაოებზე, პატიოსანი მშრომელი ვარ, მადლობებიც მაქვს მიღებ ული
- არყის სმაში?
- რატომ არყის სმაში? შრომაში.
- სწორია ისინი იტყვიან: დურგალი ათანასე გავა პატიოსანი მშრომელია, მუშა ობს და არაყს სვამსო, მაგრამ მათ ხომ არ იციან, რა საქმიანობას ეწევა ავაზაკი დანიელ მალდონატო? თქვენ, როცა გასცდებით სარეწაოებს, უკვე ათანასე გავა აღარ ხართ, არამდე შავვარდოსანი დანიელ ბოშა,
პატიმარს თავზარი დაეცა, - შავი ვარდის საიდუმლოებასაც ფარდა ახდოდა. ისე მოეშვა, რომ კინაღამ სკამიდან გადმოვარდა.
ოთახში ჯემალ ქედელიძე შემოვიდა და თან ყუთი შემოიტანა.
- როგორ არის საქმე? - შეეკითხა არილი.
- კარგად. ნამწვავების ანალიზმაც და კვალის შედარებამაც დადებითი შედეგი მოგვცა.
- ანაბეჭდები მანქანის სახელურზე და ჭიქაზე?
- იდენტურია.
- ძალიან გამახარე და დროზედაც მოხვედი. დაჯექი, მიიღე მონაწილეობა ჩვენს გულითად საუბარში. ეს ვაჟბატონი, როგორც იქნა გამოტყდა, რომ ნამდვილი დანიელ მალდონატოა და არა ათანასე გავა ერთი მინდა გკითხო: რა მიზეზით მოიპარე ენვერ ბეღელაძის ავტომანქანა?
- მე არავის მანქანა არ მომიპარია და არც მანქანის მართვა ვიცი,
- არათუ მართვა, საბურავების გამოცვლაც კი შეგიძლია.
- ჯემალ. - მიუბრუნდა არჩილი ქედელიძეს, - ერთი ის საბურავი შემოაგორე, დაე, ამ ჯიუტმა არამზადამ თავისი თვალით ნახოს და დარწმუნდეს, რომ ყველაფერი ვიცით, - გაბრაზდა არჩილი.
ჯემალი გავიდა და ძველი საბურავი შემოიტანა.
- ახლა რაღას იტყვით? სადაც თქვენ საბურავი შეუცვალეთ მანქანას, გაზეთის ქაღალდში გახვეული წეკოს ნამწვავიც აღმოვაჩინეთ. ვიცანით თქვენი ნაფეხურები, რომელებიც ქუსლმოგრეხილი ჩექმებით დაგეტოვებინა, ასეთივე ნაფეხურები იქნა აღმოჩენილი ენვერ ბეღელაძის გარაჟთან, საიდანაც მანქანა მოიპარეთ და შემდეგ უკანვე დააბრუნეთ,
- წეკოს მარტო მე როდი ვეწევი, სხვანიც ეწევიან და ქუსლმოგრეხილი ფეხსაცმელებითაც დადიან.
არჩილმა ჭიქა მაგიდაზე დადგა, რომლითაც დანიელი არაყს შეექცეოდა მევლუდ მეხრიშვილის ბინაში.
- აი, აქ თქვენი თითების ანაბეჭდებია, სწორედ ასეთივე ანაბეჭდი იყო თქვენ მიერ გატაცებულ ავტომანქანის საჭეზე.
უნებურად დაიხედა თითებზე მან კარგად იცოდა, რომ თითების ანაბეჭდს ვერსად გაექცეოდა.
არჩილმა პატარა პაუზა გააკეთა პატიმარს თვალებზე შეხედა, მიხვდა, რომ ნაცადი ავაზაკის სული ააფორიაქა და რომ მისთვის მოფიქრების საშუალება არ მიეცა, განაგრძო:
- თქვენ ფაცია ჟუჟუნავას ბინიდან არა მარტო სვეტლანა გაიტაცეთ, არამედ ბინაც გაქურდეთ, წაიღეთ ბევრი ძვირფასეულობა და მათ შორის სოციალის ტური შრომის გმირის ოქროს ვარსკვლავი, იცით თუ არა, რა მოგელით ამ ქურდობისათვის?
- ბინა მე არ გამიქურდავს, მე მხოლოდ სვეტლანა გავიტყუე - მიხვდა დანიელი, რომ დამკითხველმა მათი ყოველი ნაბიჯი იცოდა.
- განაგრძეთ, განაგრძეთ!
- ბინა ქარუმ ფეთქაურმა გაქურდა
- სად გყავთ ამჟამად სვეტლანა გადამალული?
- არ ვიცი, მე ის მას შემდეგ თვალით არ მინახავს
- სად, რომელ ბინაში მიიყვანეთ გატაცების შემდეგ?
- მე არსად მიმიყვანია. ის დეიდა ვერონიკამ წაიყვანა, მხოლოდ საით, არ ვიცი
- ფეხით წაიყვანა თუ მანქანით?
- არ მახსოვს, მგონი ფეხით.
- მე ხომ გითხარით, რომ თქვენ მხოლოდ გულწრფელობა გიშველით
- პიჯვრის წერის მადლმა, სიმართლეა, რაც გითხარით.
- დანიელ, იქ მარტო თქვენი და ქარუმას კვალი იყო დატოვებული, მაშასადამე, ვერონიკამ სვეტლანა ფეხით კი არა, მანქანით წაიყვანა იმ მანქანას კი შენ მართ ავდი, თქვი, სად მიიყვანეთ, თორემ თვითონ გამოვარკვევთ და ეს გააუარესებს თქვენს მდგომარეობას, აბა, რაღას უყურებთ?
- რა ვთქვა, ხომ გითხარით, რომ არ ვიცი მეთქი სვეტლანა დეიდა ვერონიკამ წაიყვანა და აქაურობას გაცილდა, საით წავიდნენ, არ ვიცი, მგონი, დაღსტნისა კენ აპირებდა წასვლას თავის ნათესავ ქალთან.
არჩილი დარწმუნებული იყო, რომ ვერონიკა სადღაც აქვე იმყოფებოდა, ის რომ წასულიყო დანიელ ბოშას არ დატოვებდა, მისთვის მათი ბანდის ძველი წევრი უფრო საჭირო და სანდო იყო, ვიდრე მიხა ხაპიაშვილი. ისიც კარგად იცოდა არჩილმა, რომ ამ ავაზკს ვერონიკას საწინააღმდეგოდ ვერ აალაპარაკ ებდა. საჭირო იყო ქალაქის და ახლო მდებარე სამოსახლოების მოჩხრეკა.
არჩილმა დაკითხვა შეწყვიტა და პატიმარი საკანში დააბრუნა.
როდესაც ვერონიკა თავის „აგარაკზე“ მივიდა და სვეტლანა ნახა, ელდა ეცა, საბრალო ქალიშვილი გამხდარიყო, თვალები ჩასცვენოდა, რაღაც უთავბოლოდ ბოდავდა, ტიროდა და საჭმელს ახლოს არ იკარებდა, გაბურძგნული და ჭუჭყიანი დაუძლურებულ მოჩვენებას ჰგავდა, არც ვინმეს იკარებდა და არც თვითონ ეკარებოდა.
- შვილო, ქარუმ, - უთხრა მიხას, - სოხუმში უნდა წახვიდე და რაც შეიძლება საჩ ქაროდ ჩამოიყვანო ვანდა, ხომ ხედავ ჩვენ არ გვენდობა, იქნებ ვანდას მიენდოს და მოიხედოს.
მიხა იმავე დღეს წავიდა სოხუმში. იქ მას ახალი სიურპრიზი მოელოდა თბილისიდან ყაზარ წყალობიჩის შვილი კაპლო ჩამოსულიყო ბიძა და დისწული სიხარულით გადაეხვივნენ ერთმანეთს.
მიხა იმავე საღამოს დაბრუნდა თავისი მანქანით ბათუმში „აგარაკზე“ და თან ვანდა ჩამოიყვანა.
ვერონიკამ ვანდას უთხრა, რისთვისაც დაიბარა და დაავალა: რადაც არ უნდა დასჯდომოდა, სვეტლანა გამოებრუნებინა.
- ისიც გააგებინე, შვილო, რომ მისი გადამრჩენი მალხაზ ნაპირელი ვითომ საა ვადმყოფოში იმყოფება, კარგად არის და მალე მოინახულებს.
როდესაც ვერონიკამ „შინაური საქმეები მოაწესრიგა“, ქობულეთიდან ოთხი ოდე კილომეტრით დაშორებულ დასახლება ჩოლოხში დროებით ერთი ოთახი იქირავა და იქ გადავიდა.
სახლი მოხუც მეზღვაურს კუზმა ნოვიკოვს ეკუთვნოდა, რომელიც პენსიაზე იყო გასული და ობოლ ძმისწულს ზრდიდა.
ვერონიკამ სახლის პატრონს თავი მოსკოვიდან ჩამოსულ დამსვენებლად გააცნო. კაპლო ავტოინჟინრად აქცია, მიხა კი სტუდენტად.
ვერონიკამ მოპარული ოქროს ვარსკვლავი მკერდზე გაიკეთა და სახლის პატრონი დაარწმუნდა, რომ ძველი რევოლუციონერი, უმაღლესი საბჭოს დეპუტატი და სოციალისტური შრომის გმირი იყო.
- მე აქ დასასვენებლად ჩამოვედი. მინდა დიდი შრომის შემდეგ ადამიანთა ჟრი ამულისგან მცირე ხნით შორს ვიყო, რათა შემდგში იმავე ადამიანებს გამოვა დგე, ძლიან გთხოვთ, რომ არავის უთხრათ ჩემი აქ ყოფნა.
სახლის პატონმა პირზე კლიტე დაიდო და თავისიანებსაც აუკრძალა, არსად ეყბედათ. კუზმა პატიოსანი მშრომელი იყო და იცოდა შრომის და დასვენების ფასი.
ერთადერთი საშიშროება იმაში იყო, რომ არ დაელია და მთვრალი არ ენახათ, რადგან უარყოდ ცხოვრება ვერ წარმოედგინა. გადაწყვიტა, ღამღა მობით ძილის წინ დაელია.
ვერონიკას ახლა მხოლოდ ის აწუხებდა, რომ ვადიმ ურალოვისაგან არაფერი ისმოდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent